„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-05-06
ბიუროს ნომერი 256
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ
უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
5
1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 135 მუხლი:
5
„მუხლი 135 . საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებული
კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დათვალიერებისას დედაქალაქის თვითმმართველობის
წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებული მოძრაობის მარშრუტის დარღვევა და სპეციალური
რეგულარული გადაყვანის განხორციელება შეთანხმების გარეშე ან დედაქალაქის თვითმმართველობის
წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებული მოძრაობის მარშრუტის დარღვევით
1. საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებული კულტურული
მემკვიდრეობის ობიექტების დათვალიერების მიზნით ტურისტული საქმიანობის განმახორციელებელი
ფიზიკური ან იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული ავტობუსების (M და M კატეგორიები)
2
3
საქართველოს
დედაქალაქის
ტერიტორიაზე
მოძრაობა
დედაქალაქის
თვითმმართველობის
წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებული მოძრაობის მარშრუტის დარღვევით გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
2. სპეციალური რეგულარული (გარკვეული ჯგუფის მგზავრები - დასაქმებულები, მოსწავლეები,
სტუდენტები, სამხედროები და სხვა) გადაყვანის განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული
პირების მფლობელობაში არსებული ავტობუსების (M და M კატეგორიები) საქართველოს დედაქალაქის
2
3
ტერიტორიაზე მოძრაობა დედაქალაქის მთავრობასთან შეუთანხმებლად ან დედაქალაქის მთავრობასთან
შეთანხმებული მოძრაობის მარშრუტის დარღვევით გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმების ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ
კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლით
გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პირს დაერიცხება საურავი 500
ლარის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის
შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის
უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. 2093 მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ კოდექსის 555, 771 და 772 მუხლებით, 825 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი
პარკების რეალიზაციის ნაწილში), 103-ე და 1072−1074 მუხლებით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე
მუხლის მე-8 ნაწილით, 1252−1254 მუხლებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე−1355 და
1461 მუხლებით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 150-ე−1503 მუხლებით, 151-ე მუხლის მე-3
ნაწილით, 1511, 1512 და 1523 მუხლებით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით და 1539, 1561,
1583 და
1584
მუხლებით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
საქმეებს
განიხილავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს შესაბამისი
უფლებამოსილი პირი.“;
ბ) მე-3-მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
სამსახური
ან
მის
მიერ
„3. ამ კოდექსის 55 5, 77 1, 77 2 და 103-ე მუხლებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135ე−1355 მუხლებით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 150 2 და 1503 მუხლებით, 151-ე მუხლის მე-3
ნაწილით და 1511, 1512, 1523, 1539, 1561, 1583 და 1584 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ჩადენისას მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს შესაბამისი სამსახური ან
მის მიერ უფლებამოსილი პირი, თუ სამართალდამრღვევის იდენტიფიცირებისათვის ან სხვა ფაქტობრივი
გარემოებების დადგენისათვის ადმინისტრაციული წარმოება საჭირო არ არის, ადგილზე განიხილავს
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს
ადმინისტრაციულ სახდელს (ჯარიმას).
4. ამ კოდექსის 555, 771, 772, 103-ე და 1074 მუხლებით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე8 ნაწილით, 1252 მუხლით, 1253 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით, 1254 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4
ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე−1355 და 1461 მუხლებით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1502 და
1503 მუხლებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1511, 1512 და 1523 მუხლებით, 1536 მუხლის პირველი, მე-3
და მე-4 ნაწილებით და 1539, 1583 და 1584 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ჩადენისათვის შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ზემდგომ
ორგანოში (თანამდებობის პირთან) გასაჩივრებისას საჩივარს იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს
მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს შესაბამისი სამსახური.“.
3. 239-ე მუხლის 27-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„27. ამ კოდექსის 555, 771, 772, 1072 და 1073 მუხლებით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით,
1252−1254 მუხლებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე−1355, 1461, 1501−1503, 1511, 1522 და
1523 მუხლებით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით და 1539, 1561, 1583 და 1584 მუხლებით
გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენს მუნიციპალიტეტის
აღმასრულებელი ორგანოს შესაბამისი სამსახური ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.
4. 2401 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ კოდექსის 103-ე და 1074 მუხლებით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით,
1252 მუხლით, 1253 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით, 1254 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“
ქვეპუნქტით, 135-ე−1355 მუხლებითა და 1536 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსს და მისი გამოწერის წესს განსაზღვრავს
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო.“.
5. 242-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ამ კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე-1355 მუხლებითა და 2093
მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას ჯარიმა
ადგილზე არ გადაიხდევინება და სამართალდამრღვევს ადგილზევე გამოეწერება საჯარიმო ქვითარი –
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი, რომელიც ივსება ბურთულიანი კალმით ან/და
ელექტრონული ფორმით.“.
6. 243-ე მუხლის:
1
ა) 2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1
5
2
3
1
„2 . ამ კოდექსის 55 , 107 და 107 მუხლებით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით და 135-ე-1355, 146 ,
1
2
6
151 , 151 და 153 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ჩადენისთვის სამართალდამრღვევი საამისოდ უფლებამოსილმა პირმა შეიძლება მიიყვანოს
2
პოლიციაში, თუ სამართალდამრღვევს არ აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ
არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 45-ე დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
3
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტის
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში გახშირებულია როგორც კულტურული
მემკვიდრეობის ობიექტების დათვალიერების მიზნით ტურისტული საქმიანობის
განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული
ავტობუსების (M2 და M3 კატეგორიები), ისე განსაკუთრებით სპეციალური რეგულარული
(გარკვეული ჯგუფის მგზავრები - დასაქმებულები, მოსწავლეები, სტუდენტები, სამხედროები
და სხვა) გადაყვანის განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირების
მფლობელობაში არსებული ავტობუსების (M2 და M3 კატეგორიები) მოძრაობა. აუცილებელია
ამ ავტობუსების გადაადგილების მოწესრიგება, რაც დედაქალაქში როგორც საგზაო
მოძრაობის განტვირთვას, ისე ავტობუსებით მგზავრთა უსაფრთხო მომსახურების დონის
ამაღლებას გამოიწვევს, რის გამოც მომზადებულია საქართველოს ორგანული კანონის
პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს დედაქალაქის თვითმმართველობის
მიერ ამ ავტობუსების მოძრაობის მარშრუტების დადგენა-დამტკიცებას ან შეთანხმებას, ხოლო
ამ მარშრუტების დარღვევის, შეუთანხმებლობის ან შეთანხმებული მოძრაობის მარშრუტის
დარღვევის
შემთხვევაში,
წარმოდგენილი
„საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტით,
შემოღებული იქნება ადმინისტრაციული სახდელი.
კანონპროექტი მიზნად ისახავს: საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ
საზღვრებში განლაგებული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დათვალიერების
მიზნით ტურისტული საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული
პირების მფლობელობაში არსებული ავტობუსების (M2 და M3 კატეგორიები) საქართველოს
დედაქალაქის
ტერიტორიაზე
მოძრაობა
დედაქალაქის
თვითმმართველობის
წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებული მოძრაობის მარშრუტის დარღვევის
აკრძალვას; სპეციალური რეგულარული (გარკვეული ჯგუფის მგზავრები - დასაქმებულები,
მოსწავლეები, სტუდენტები, სამხედროები და სხვა) გადაყვანის განმახორციელებელი
ფიზიკური ან იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული ავტობუსების (M2 და M3
კატეგორიები) საქართველოს დედაქალაქის ტერიტორიაზე დედაქალაქის მთავრობასთან
შეუთანხმებლად მოძრაობის ან დედაქალაქის მთავრობასთან შეთანხმებული მარშრუტის
დარღვევით მოძრაობის აკრძალვას. ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ ქ. თბილისის
ადმინისტრაციულ საზღვრებში გზის სავალი ნაწილის სრული ან ნაწილობრივი გადაკეტვის
ან მოსალოდნელი სრული ან ნაწილობრივი გადაკეტვისას, რომელიც გამოიწვევს
დამტკიცებული მარშრუტების დროებით შეცვლას, ავტობუსების შეუფერხებლად
გადაადგილების მიზნით დედაქალაქის თვითმმართველობა უზრუნველყოფს განსაზღვროს
ტურისტული საქმიანობისა და სპეციალური რეგულარული გადაყვანის განმახორციელებელი
ავტობუსების ალტერნატიული მარშრუტები.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ზემოაღნიშნული ყველა პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია მხოლოდ კანონში
შესაბამისი ცვლილებების შეტანით.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგია საგზაო მოძრაობის შემდგომი გაუმჯობესება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის
ძირითადი
არსია
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის დახვეწა, დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში
ტურისტების გადაყვანის და სპეციალური რეგულარული გადაყვანის მოწესრიგება. კერძოდ,
სამართალდარღვევად განისაზღვრება და დგინდება ჯარიმები შემდეგი შემთხვევებისათვის:
კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დათვალიერების მიზნით
ტურისტული საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული
პირების მფლობელობაში არსებული ავტობუსების (M2 და M3 კატეგორიები)
საქართველოს დედაქალაქის ტერიტორიაზე მოძრაობა დედაქალაქის
თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებული
მოძრაობის მარშრუტის დარღვევით
ჯარიმა 100 ლარი.
სპეციალური რეგულარული გადაყვანის განმახორციელებელი ფიზიკური ან
იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული ავტობუსების (M2 და M3
კატეგორიები) საქართველოს დედაქალაქის ტერიტორიაზე მოძრაობა
დედაქალაქის მთავრობასთან შეუთანხმებლად ან დედაქალაქის მთავრობასთან
შეთანხმებული მოძრაობის მარშრუტის დარღვევით
ჯარიმა 100 ლარი.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
განმარტებითი ბარათის ეს პუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილ კანონპროექტზე.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ მოითხოვება.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ხარჯების გამოყოფას 2019-2022 წლების
ბიუჯეტებიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
კანონპროექტის ამოქმედების შედეგად დამატებით შემოსავლებს მიიღებს
მუნიციპალიტეტის 2019-2022 წლების ბიუჯეტები, ვინაიდან ხდება ჯარიმის ახალი სახეებისა
და ოდენობების განსაზღვრა, კერძოდ: საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ
საზღვრებში განლაგებული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დათვალიერებისას
დედაქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებული
მოძრაობის მარშრუტის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო
სპეციალური რეგულარული გადაყვანის განხორციელება დედაქალაქის მთავრობასთან
შეთანხმების გარეშე ან შეთანხმებული მოძრაობის მარშრუტის დარღვევით გამოიწვევს
დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ამასთან ჯარიმების გადახდისათვის განსაზღვრული
ვადის გასვლის შემდეგ ჯარიმების გადაუხდელობისას პირებს დაერიცხებათ საურავი 500
ლარის ოდენობით. შემოსავლების
სამართალდარღვევათა რაოდენობაზე.
ოდენობა
დამოკიდებული
იქნება
ჩადენილ
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას 2019-2022 წლების ბიუჯეტების
ხარჯვით ნაწილებზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება 2019-2022 წლებში არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ
ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება მოახდენს უარყოფით გავლენას იმ პირებზე, რომლებიც
ჩაიდენენ კანონპროექტით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებს. გამომდინარე იქიდან,
რომ ასეთის არსებობის შემთხვევაში, მათ მოუწევთ შესაბამისი ჯარიმის გადახდა 100 ლარის
ოდენობით, ხოლო ჯარიმის კანონით დადგენილ ვადაში გადაუხდელობისას - 500 ლარის
ოდენობით საურავის გადახდაც.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტის მიღებით სამართალდარღვევებად განისაზღვრება: კულტურული
მემკვიდრეობის ობიექტების დათვალიერების მიზნით
ტურისტული საქმიანობის
განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული
ავტობუსების (M2 და M3 კატეგორიები) საქართველოს დედაქალაქის ტერიტორიაზე
მოძრაობა დედაქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ
დამტკიცებული მოძრაობის მარშრუტის დარღვევით; სპეციალური რეგულარული
გადაყვანის განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირების მფლობელობაში
არსებული ავტობუსების (M2 და M3 კატეგორიები) საქართველოს დედაქალაქის
ტერიტორიაზე მოძრაობა დედაქალაქის მთავრობასთან შეუთანხმებლად ან დედაქალაქის
მთავრობასთან შეთანხმებული მოძრაობის მარშრუტის დარღვევით. ზემოაღნიშნულ ორივე
სამართალდარღვევაზე პროექტი ითვალისწინებს შესაბამისი ოდენობის ჯარიმას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან” ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღო ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტის მერიამ.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები ზაზა გაბუნია, გოგა გულორდავა
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები ზაზა გაბუნია, გოგა გულორდავა