„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
01.05.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ზაზა გაბუნია, გოგა გულორდავა
ნომერი
#07-3/336/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-05-06
ბიუროს ნომერი 256

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 19.02.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.04.001.016100) შეტანილ იქნეს შეტანილ იქნეს ცვლილება და 75-ე მუხლს დაემატოს 3 4 შემდეგი შინაარსის „ე.ე “ და „ე.ე “ ქვეპუნქტები: 3 „ე.ე ) ადგენს და თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დათვალიერების მიზნით ტურისტული საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული ავტობუსების (M და M კატეგორიები) 2 3 საქართველოს დედაქალაქის ტერიტორიაზე მოძრაობის მარშრუტებს; 4 ე.ე ) ითანხმებს სპეციალური რეგულარული (გარკვეული ჯგუფის მგზავრები დასაქმებულები, მოსწავლეები, სტუდენტები, სამხედროები და სხვა) გადაყვანის განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული ავტობუსების (M და M კატეგორიები) საქართველოს დედაქალაქის ტერიტორიაზე მოძრაობის 2 3 მარშრუტებს.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის ცვლილებები, რომლებიც უკავშირდება საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დათვალიერების მიზნით ტურისტული საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული ავტობუსების (M და M კატეგორიები) საქართველოს 2 3 დედაქალაქის ტერიტორიაზე მოძრაობის მარშრუტების დამტკიცებას და დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალური რეგულარული (გარკვეული ჯგუფის მგზავრები დასაქმებულები, მოსწავლეები, სტუდენტები, სამხედროები და სხვა) გადაყვანის განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული ავტობუსების (M და M კატეგორიები) საქართველოს დედაქალაქის ტერიტორიაზე 2 3 მოძრაობის მარშრუტების შეთანხმებას. ზემოაღნიშნული ემსახურება ტურისტული საქმიანობისა და სპეციალური რეგულარული გადაყვანის განმახორციელებელი ავტობუსების გადაადგილების მოწესრიგებას, რაც დედაქალაქში როგორც საგზაო მოძრაობის განტვირთვას, ისე ავტობუსებით მგზავრთა უსაფრთხო მომსახურების დონის ამაღლებას გამოიწვევს. მიუხედავად საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №4 დადგენილებით ამოქმედებული ტექნიკური რეგლამენტისა „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრის გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის წესი“ (რომლის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის მიხედვით სპეციალური რეგულარული გადაყვანა არის გარკვეული ჯგუფის მგზავრების რეგულარული გადაყვანა (დასაქმებულები, მოსწავლეები, სტუდენტები, სამხედროები და სხვა.), ხოლო მე-7 მუხლის მიხედვით: 1. სპეციალური რეგულარული გადაყვანის განსახორციელებლად გადამზიდველმა დამკვეთთან შეთანხმებით თითოეულ მარშრუტზე უნდა შეადგინოს მოძრაობის განრიგი. 2. ბავშვების სპეციალური რეგულარული გადაყვანა უნდა ხორციელდებოდეს დღეღამის ნათელ პერიოდში, ჩართული ახლო შუქის ფარებით. 3. ბავშვების სპეციალური რეგულარული გადაყვანისას მძღოლს ეკრძალება კაბინიდან გამოსვლა ბავშვების ჩასხდომის (გადმოსხმის) დროს.), სპეციალური რეგულარული გადაყვანა რეალურად დაურეგულირებელია, რისი აღმოფხვრაც შესაძლებელი იქნება წარმოდგენილი პროექტის მიღების შემთხვევაში. ამავე დროს ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში გზის სავალი ნაწილის სრული ან ნაწილობრივი გადაკეტვის ან მოსალოდნელი სრული ან ნაწილობრივი გადაკეტვისას, რომელიც გამოიწვევს დამტკიცებული მარშრუტების დროებით შეცვლას, ავტობუსების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით დედაქალაქის თვითმმართველობა უზრუნველყოფს განსაზღვროს ტურისტული საქმიანობისა და სპეციალური რეგულარული გადაყვანის განმახორციელებელი ავტობუსების ალტერნატიული მარშრუტები. დედაქალაქში საგზაო მოძრაობის ორგანიზებაში არსებული მდგომარეობის შემდგომი გაუმჯობესება. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: დედაქალაქში საგზაო მოძრაობის ორგანიზების შემდგომი გაუმჯობესების მიზნით აუცილებელია კოდექსით დარეგულირდეს საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დათვალიერების მიზნით ტურისტული საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული ავტობუსების (M და M კატეგორიები) საქართველოს 2 3 დედაქალაქის ტერიტორიაზე მოძრაობის მარშრუტები და დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალური რეგულარული (გარკვეული ჯგუფის მგზავრები - დასაქმებულები, მოსწავლეები, სტუდენტები, სამხედროები და სხვა) გადაყვანის განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული ავტობუსების (M და M 2 3 კატეგორიები) საქართველოს დედაქალაქის ტერიტორიაზე მოძრაობის მარშრუტები. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებები. დაზუსტდება თბილისის ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: 3 4 კანონპროექტის მიხედვით, კოდექსის 75-ე მუხლს ემატება „ე.ე “ და „ე.ე “ ქვეპუნქტები, რომელთა მიხედვით თბილისის მთავრობის უფლებამოსილებას განეკუთვნება საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დათვალიერების მიზნით ტურისტული საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული ავტობუსების (M და M 2 3 კატეგორიები) საქართველოს დედაქალაქის ტერიტორიაზე მოძრაობის მარშრუტების დადგენა და თბილისის საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენა, აგრეთვე სპეციალური რეგულარული (გარკვეული ჯგუფის მგზავრები - დასაქმებულები, მოსწავლეები, სტუდენტები, სამხედროები და სხვა) გადაყვანის განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული ავტობუსების (M და M 2 კატეგორიები) საქართველოს დედაქალაქის ტერიტორიაზე შეთანხმება. მოძრაობის 3 მარშრუტების ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): განმარტებითი ბარათის ეს პუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილ კანონპროექტზე. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ მოითხოვება. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ხარჯების გამოყოფას 2019-2022 წლების ბიუჯეტებიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის ამოქმედება არ იქონიებს გავლენას 2019-2022 წლების ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილებზე ვინაიდან ის პირები, რომელთაც ეხებათ აღნიშნული კანონის პროექტი, მარშრუტების შესათანხმებლად არ გადაიხდიან რაიმე სახის საფასურს. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს გავლენას 2019-2022 წლების ბიუჯეტების ხარჯვით ნაწილებზე, ვინაიდან კანონპროექტით გათვალისწინებული საკითხების დარეგულირება მოხდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის მარშრუტების დაგეგმარებისა და კონტროლის განყოფილებაში დღეის მდგომარეობით არსებული საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამშრომლების მიერ. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: მარშრუტების დადგენისა და გამოყენებისთვის პირები შესაბამის საფასურს არ გადაიხდიან, შესაბამისად კანონპროექტის მიღებას გავლენა არ ექნება ამ პირების ფინანსურ მდგომარეობაზე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტის მიღებით არ ხდება ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა გადასახდელის განსაზღვრა. საფასურის დადგენის უფლებამოსილება მუნიციპალიტეტებს, ისედაც აქვთ მოქმედი კანონმდებლობით. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან” ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები ზაზა გაბუნია, გოგა გულორდავა ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები ზაზა გაბუნია, გოგა გულორდავა