საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის მიერ 2018 წლის საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიების პერიოდში გაწეული საქმიანობის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
03.05.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-8186/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი
სხდომაზე განსახილველი პროექტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-05-06
ბიუროს ნომერი 256

📜 ტექსტი

წერილი
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი 2-8186/19 03-05-2019 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს, ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 44-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის 2018 წლის საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიების პერიოდში გაწეული საქმიანობის ანგარიშს. დანართი 25 (ოცდახუთი) ფურცელი პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ანგარიში (2018 წლის საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიები) სარჩევი ზოგადი ინფორმაცია კომიტეტის საქმიანობის შესახებ ----------------------------------------- 3 სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო -------------------------------------------------------------- 3 კომიტეტის კანონშემოქმედებითი საქმიანობა --------------------------------------------------- 4 საზედამხედველო უფლებამოსილება და დარგობრივი მიმართულებებით გაწეული სამუშაოები ------------------------------------------------------------------------------------------- 9 დიასპორული ორგანიზაციები და ქართველოლოგიური ცენტრები; უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეები ----------------------------------------------------------------------------------- 9 ქართული ისტორიული დიასპორა --------------------------------------------------------------- 12 თანამედროვე მიგრაციული პოლიტიკა, მიგრაციული პროცესები და მათი მართვა ------ 12 კავკასია, კავკასიელ ხალხებთან, მათ დიასპორულ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობა --------------------------------------------------------------------------------------- 15 რეგიონული უსაფრთხოება, კონფლიქტების რეგულირება ----------------------------------- 18 ანალიტიკური საქმიანობა ------------------------------------------------------------------------- 20 მოქალაქეთა წერილები, მომართვები ------------------------------------------------------------ 20 ევროპასთან ინტეგრაცია და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება -------------------------------------------------------------------------------------------------------- 21 თანამშრომლობა საერთაშორისო და სამოქალაქო საზოგადოებასთან, დარგობრივ ორგანიზაციებთან ---------------------------------------------------------------------- 22 კომიტეტის თავმჯდომარის ვიზიტები და ცალკეული შეხვედრები ------------------------- 25 კომიტეტისა და კომიტეტის აპარატის სხვა აქტივობები --------------------------------------- 27 2 საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის 2018 წლის საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიების პერიოდის საქმიანობის ანგარიში ზოგადი ინფორმაცია კომიტეტის საქმიანობის შესახებ საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის საქმიანობა, საანგარიშო პერიოდში, დარგობრივი მიმართულებებისა და კომპეტენციის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტისა და სხვა სათანადო სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში მიმდინარეობდა. კომიტეტის საქმიანობის ძირითად პრიორიტეტებს წარმოადგენდა: უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან და ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებთან, კავკასიელ ხალხებთან და კავკასიურ დიასპორულ ორგანიზაციებთან, ქართველოლოგიურ და კავკასიოლოგიურ ცენტრებთან თანამშრომლობა, მათთან კულტურულ– საგანმანათლებლო და სამეცნიერო კავშირების განმტკიცება, დიასპორული, მიგრაციული და რეგიონული პოლიტიკის შემუშავების, რეგიონული უსაფრთხოების, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის, უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების სამოქალაქო უფლებების საკითხებზე მუშაობა. საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის, მიღებული გადაწყვეტილებებისა და საკანონმდებლო აქტების აღსრულებაზე საპარლამენტო კონტროლის განხორციელების, დარგობრივი მიმართულებებით საშინაო და საგარეო პოლიტიკის განსაზღვრის საკითხებზე მუშაობისას, ასევე, სამოქმედო ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით, კომიტეტმა, საანგარიშო პერიოდში, ჩაატარა 25 სხდომა, ათეულობით შეხვედრა და სხვა ფორმატის ღონისძიებები, მოისმინა შესაბამისი ინფორმაციები, რა დროსაც შეიმუშავა სათანადო დასკვნები, რეკომენდაციები და წინადადებები. სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო კომიტეტთან აქტიურად მუშაობდა სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო, რომლის წევრებიც არიან ცნობილი მეცნიერ-კონსულტანტები. საბჭოში შექმნილია 3 სამუშაო ჯგუფი: დიასპორის, მიგრაციისა და კავკასიის მიმართულებით. საანგარიშო პერიოდში საბჭო მუშაობდა: უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან და კავკასიელ ხალხებთან, მათ დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის მეცნიერული ანალიზის, სახელმწიფოს რეგიონალური და მიგრაციული პოლიტიკის, ამ სფეროებში არსებული პრობლემატიკის შესწავლის, გამოწვევებისა და საფრთხეების პრევენციის საკითხებზე. აგრეთვე, სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოში მიმდინარეობდა მუშაობა „საქართველოს პარლამენტის დიასპორასთან ურთიერთობის კონცეფციის“ დოკუმენტის პროექტზე და „უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებზე. საბჭოს წევრები აქტიურად მონაწილეობდნენ საკომიტეტო საქმიანობაში. მათი ჩართულობით ხდებოდა კომიტეტის გადაწყვეტილებების, დასკვნების, რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება. 3 კომიტეტის კანონშემოქმედებითი საქმიანობა  საკანონმდებლო საქმიანობის განხორციელების მიმართულებით, მნიშვნელოვანი იყო კომიტეტის მონაწილეობა 2017-2018 წლებში განხორციელებულ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში, რა დროსაც კომიტეტის მთავარი მიზანი იყო უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინება, რაც წარმატებით შესრულდა. აღნიშნულზე მეტყველებს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები, სადაც დიასპორის კუთხით უმნიშვნელოვანესმა სიახლეებმა ასახვა ჰპოვა ადამიანის უფლებების ნაწილში. კონსტიტუციაში პირველად გაკეთდა მკაფიო ჩანაწერი ქართული დიასპორის თაობაზე - „სახელმწიფო ზრუნავს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე”. ამდენად, ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთ კონსტიტუციურ ფუნქციად და საქმიანობის ძირითად მიმართულებად განისაზღვრება დიასპორაზე ზრუნვა. ასევე, გაუქმდა კონსტიტუციის ის ჩანაწერი, რომელიც კრძალავდა ორმაგ მოქალაქეობას, რაც, თავის დროზე, დიდ სირთულეებს უქმნიდა ქართულ ემიგრაციას. ამჟამად, ეს პრობლემა მოხსნილია: უცხოეთში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში, აღარ დაკარგავენ საქართველოს მოქალაქეობას და შეძლებენ ქართულ სახელმწიფოსთან სამართლებრივი კავშირის შენარჩუნებას. იმ კატეგორიის უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს კი, რომლებმაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების საფუძველზე დაკარგეს საქართველოს მოქალაქეობა, უფლება და საშუალება ეძლევათ გამარტივებული წესით აღიდგინონ საქართველოს მოქალაქეობა.  კომიტეტი აქტიურად მონაწილეობდა, საქართველოს მოქმედ კანონმდებლობაში საკონსტიტუციო ცვლილებების ასახვის მიზნით შექმნილ, სამუშაო ჯგუფის მუშაობაში. საკონსტიტუციო ცვლილებებთან დარგობრივი კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, კომიტეტმა განიხილა და დასკვნა მოამზადა საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე - „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/178; 24.05.2018; 2018 წ. 18 ივნისის სხდომა). წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებით, საქართველოს მოქალაქე, იმავდროულად შეიძლება იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე, თუ ის აკმაყოფილებს კანონპროექტით განსაზღვრული საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მოპოვების ან საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების პირობებს. კანონპროექტით ასევე დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქე ინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში, თუ იგი აღნიშნული ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოდან მიიღებს თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე. სიახლეს წარმოადგენს მოქალაქეობის აღდგენის დროებითი უფლება. კერძოდ, საქართველოს ყოფილ მოქალაქეს, რომელმაც დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო, უფლება ეძლევა მიმართოს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების მოთხოვნით. აღსანიშნავია, რომ საკითხთან დაკავშირებით კომიტეტის მიერ გამოთქმული ძირითადი შენიშვნები გაზიარებული და მიღებული იქნა, რითაც გათვალისწინებული და დაკმაყოფილებული იქნა ჩვენი ემიგრაციის ფუნდამენტური ინტერესები. საანგარიშო პერიოდში, საკანონმდებლო კუთხით გაწეული საქმიანობისას, დარგობრივი სპეციფიკის/კომპეტენციის გათვალისწინებით, საყურადღებოა, ასევე, კომიტეტის მიერ განხილული შემდეგი კანონის პროექტები: 4  „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/208; 03.05.2018; 2018 წლის 24 მაისის სხდომა). არსებული კანონმდებლობით საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეები და საქართველოს მოქალაქეები, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების შესაბამისად, სარგებლობდნენ თანაბარი საგრანტო დაფინანსების პირობებით. იმის გათვალისწინებით, რომ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე პირებს (ახალგაზრდა დიასპორელებს) საქართველოში არ ჰქონდათ მიღებული სრული ზოგადი/უმაღლესი განათლება, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, ისინი კონკურენციას ვერ უწევდნენ საქართველოს მოქალაქეებს და იმყოფებოდნენ არათანაბარ პირობებში, რის გამოც, უმეტეს შემთხვევაში, საქართველოში განათლების მიღებისას რჩებოდნენ დაფინანსების გარეშე. კომიტეტში შემოსული იყო ამ კატეგორიის პირთა არაერთი, მათ შორის, ერთობლივი განცხადებები და საკითხთან დაკავშირებით მთავრობასთან იმართებოდა აქტიური კონსულტაციები. ცვლილებები ითვალისწინებდა საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე სახელმწიფო სასწავლო საგრანტო თანხების ახლებურად გადანაწილებას, რათა მათი დაფინანსების სისტემა ეფექტურად მორგებოდა არსებულ რეალობას და, ამასთან, პრაქტიკული თვალსაზრისითაც, ხელი შეეწყო ჩვენი თანამემამულეების ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციისათვის. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეების, მეტწილად ისტორიული ქართული დიასპორის წარმომადგენელთა ინტერესების უზრუნველყოფის მიზნით, კანონპროექტი მიღებულ იქნა. ამასთან, კომიტეტმა სხდომაზე შეიმუშავა შემდეგი რეკომენდაცია: განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაწილეობით, გაგრძელდეს აღნიშნული მიმართულებით მუშაობა, პრაქტიკისა და სტატისტიკურ მონაცემთა ბაზის გაანალიზება. საჭიროების შემთხვევაში, მოხდეს ახალი საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავება, რაც თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეს საშუალებას მისცემს, თავად აირჩიოს სახელწიფო გრანტით დაფინანსების მოპოვების მისთვის სასურველი გზა, პროგრამა და ამ კატეგორიის პირთა სახელმწიფო დაფინანსება მოხდეს როგორც საქართველოს მოქალაქის, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის კანონით დადგენილი წესით, მათი სურვილისა და არჩევანის შესაბამისად;  კომიტეტში განხილული და მომზადებული იქნა შესაბამისი რეკომენდაციები პარლამენტის წევრების მიერ წარმოდგენილ კანონის პროექტებზე: „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/156; 19.04.2018; 2018 წლის 11 მაისის სხდომა). კანონპროექტის მიზანი იყო უკანონო მიგრაციის შემცირება და აღკვეთა, რაც ფრიად მნიშვნელოვანი საკითხია და საჭიროებს პრობლემის გადაჭრის ეფექტური მექანიზმების შემუშავებას. თუმცა, კანონპროექტის წარმოდგენილ რედაქციაში იყო ხარვეზები - გარკვეული ბუნდოვანი, ზოგადი ჩანაწერები, რაც კანონის სხვადასხვაგვარი განმარტების საშუალებას იძლეოდა. კომიტეტმა და მასთან არსებულმა სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭომ გამოთქვა რიგი წინადადებები, ვინაიდან უცხოეთში ლეგალურად თუ არალეგალურად მცხოვრებმა ემიგრანტებმა ზუსტად და კონკრეტულად უნდა იცოდნენ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რომელი ქმედებაა დასჯადი.  კომიტეტმა განიხილა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი; „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი“ და თანმდევი კანონპროექტები (N07-3/187, 5 31.05.2018; 2018 წლის 5 ივლისის სხდომა). გამოითქვა რიგი წინადადებები, რომელთა შორის საყურადღებოა:  ახალი რეგლამენტის მიღების ერთ-ერთ ძირითად მოტივაციას და მიზანს წარმოადგენდა დოკუმენტის კონსტიტუციასთან თანხვედრაში მოყვანა, შესაბამისად, კონსტიტუციის ახალი რედაქციის მსგავსად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტშიც არ უნდა იყოს მითითებული პარლამენტის ადგილსამყოფელი;  პროექტის IX თავში (პარლამენტის სესია და სხდომა) უნდა იყოს გაწერილი სესიის დაწყებისა და დასრულების თარიღები. ასევე, უნდა არსებობდეს ჩანაწერი (მუხლი 25), რომლის მიხედვითაც, პარლამენტის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მისი მოადგილე უხელმძღვანელებს ბიუროს სხდომას;  წარმოდგენილი პროექტის თანახმად, „კანონპროექტის ინიციატორს უფლება აქვს, სათანადო მოტივირებით გამოითხოვოს კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიღებამდე“. ანალოგიური პრინციპით, პარლამენტის წევრთა ჯგუფის მიერ კანონპროექტის ინიცირების შემთხვევაშიც, პარლამენტის წევრს უფლება უნდა ჰქონდეს, პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიღებამდე, წერილობითი დასაბუთების საფუძველზე, უარი განაცხადოს კანონის პროექტის ინიციატორობაზე;  ახალი რეგლამენტი აძლიერებს საპარლამენტო ზედამხედველობასა და კონტროლს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში შემავალ უწყებებზე. თუმცა, რეგლამენტის პროექტით, ზედამხედველობის კუთხით საგამონაკლისო წესია გათვალისწინებული ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოზე. იმის გათვალისწინებით, რომ რეგლამენტი ისედაც ითვალისწინებს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალ უწყებებზე ზედამხედველობისა და კონტროლის განსხვავებულ წესს, სააგენტოზეც, ანალოგიურად, უნდა განხორციელდეს ნდობის ჯგუფის ზედამხედველობა, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს აღნიშნულ ინსტიტუტს და გაცილებით ეფექტურს გახდის მის მუშაობას. უნდა აღინიშნოს, რომ კომიტეტის მიერ წარმოდგენილი ამ და სხვა შენიშვნების უმრავლესობა გათვალისწინებული იქნა ახალი რეგლამენტის მიღებისას.  კომიტეტმა განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/187; 05.04.2018წ.);  საკონსტიტუციო ცვლილებებთან არის დაკავშირებული, აგრეთვე, კომიტეტისა და მასთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მიერ მომზადებული, „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების ორი პროექტი, სხვადასხვა კანონში ცვლილებების პაკეტთან ერთად, რომელთა ინიცირებასაც ვგეგმავთ უახლოეს პერიოდში. 2017 - 2018 წლების საქართველოს კონსტიტუციურმა კანონებმა დღის წესრიგში დააყენა ქართული სახელმწიფოს მხრიდან უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა პრობლემატიკაზე მუშაობის გაუმჯობესება, საკანონმდებლო დონეზე ქართული დიასპორისადმი დამოკიდებულების გამყარება, ქართულ დიასპორასთან/ემიგრაციასთან ურთიერთობის გაღრმავება, რამაც ადეკვატური ასახვა უნდა ჰპოვოს „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონშიც. 6 საფინანსო-საბიუჯეტო კუთხით, კომიტეტის მიერ განხილული კანონპროექტებიდან და დოკუმენტებიდან საყურადღებო იყო შემდეგი:  საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ და თანდართული დოკუმენტი „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2019-2022 წლებისათვის“ (N07-2/256; 01.10.2018). კომიტეტის სხდომაზე, მოწონებულ იქნა წარმოდგენილი სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები. აღინიშნა, რომ დოკუმენტის თანახმად, მთავრობამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარ პრიორიტეტს - საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას, ასევე საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან კონტაქტების განმტკიცებას. იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ ქართული დიასპორა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში, მთავრობის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი უნდა იყოს სახელმწიფოსა და დიასპორას შორის ურთიერთობის ინტენსიფიკაცია, სისტემატიზაცია და არსებული პრობლემების ერთიანი ძალისხმევით მოგვარება. ქვეყნისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია საზღვარგარეთ ქართული დიასპორის ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს დიასპორის ჩართულობას მსოფლიოს მასშტაბით ქვეყნის პოპულარიზაციისა და საქართველოს პოზიტიური იმიჯის განმტკიცებაში. კომიტეტის წევრებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს, რომ 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში გამოინახოს სახსრები, რათა მოხდეს საზღვარგარეთ მოქმედი საქართველოს საელჩოებისათვის შესაბამისი შენობების შესყიდვა. აღინიშნა, რომ დოკუმენტში - „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 20192022 წლებისათვის“, ასევე, ჯეროვნად არის ასახული დიასპორული პოლიტიკის მიმართულება. დოკუმენტის თანახმად, მთავრობა, მომავალშიც, ხელს შეუწყობს თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების საერთო ინტერესების განხორციელებას, დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობის ეფექტიანად წარმართვას, საკითხთან დაკავშირებით, თანამემამულეთა ადგილსამყოფელ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობას.  განხილულ იქნა საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ (2018 წლის 5 ივნისის ხდომა). კომიტეტმა გასცა შემდეგი რეკომენდაცია: მოცემული საანგარიშო წლის პერიოდში, საგარეო საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (IOM) ერთად შემუშავებული პროექტების: „დიასპორული ვებპორტალის კონცეფცია“ და „საკომუნიკაციო სტრატეგია“ განხორციელება. მომავალში, დიასპორული პროგრამისა და ქვეპროგრამების შესრულების თაობაზე, სამინისტროს მიერ წარმოდგენილი იქნას მეტი დეტალური ინფორმაცია. ასევე, განხილული იქნა და შესაბამისი დასკვნები მომზადდა დოკუმენტებზე:  „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა“ (N 04-02/55790; 30/04/2018; 2018 წლის 10 მაისის სხდომა);  „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა“ (N 04-02/98747; 31/07/2018; 2018 წლის 10 სექტემბრის სხდომა);  „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი (№07-2/279; 04.12.2018; 2018 წლის 10 დეკემბრის სხდომა). 7  საანგარიშო პერიოდში, განხილული იქნა და შესაბამისი დასკვნები მომზადდა საქართველოს მთავრობის შემადგენლობებისა და სამთავრობო პროგრამებისთვის „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ ნდობის გამოცხადებასთან დაკავშირებით (2018 წლის 19 ივნისის და 13 ივლისის სხდომები).  საანგარიშო პერიოდში, შევიდა ცვლილებები კომიტეტის დებულებაში, რაც დაკავშირებული იყო 2017- 2018 წლების საკონსტიტუციო რეფორმასთან და პარლამენტის რეგლამენტში შეტანილ ცვლილებებთან. პროექტი ითვალისწინებდა დებულების დახვეწას, კომიტეტის მუშაობის ორგანიზაციისა და წესის გაუმჯობესებას, კომიტეტის უფლებამოსილების უფრო მკაფიოდ და კონკრეტულად ჩამოყალიბებას და კომიტეტის საქმიანობის მიმართულებების გაფართოებას. საზედამხედველო უფლებამოსილება და დარგობრივი მიმართულებებით გაწეული სამუშაოები დიასპორული ორგანიზაციები და ქართველოლოგიური ცენტრები, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეები უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან, დიასპორულ ორგანიზაციებთან და სათვისტომოებთან ურთიერთობების გაღრმავებისა და მათ წინაშე არსებული გამოწვევების შესწავლის მიზნით, რეგულარულად იმართებოდა კომიტეტის სხდომები და სამუშაო შეხვედრები აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყებების (საგარეო საქმეთა სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო და მასთან არსებული მიგრაციის სამთავრობო კომისია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, კულტურის სამინისტრო, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, რელიგიის სააგენტო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და ა.შ), დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, უმაღლესი სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებების, აკადემიურ წრეების წარმომადგენლების, ექსპერტებისა და საკითხით დაინტერესებული ფართო საზოგადოების მონაწილეობით. საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან და ქართულ დიასპორებთან კავშირების განმტკიცებისა და ქართულ სახელმწიფოსთან დაახლოების/ინტეგრაციის მიზნით, დაიგეგმა და განხორციელდა არაერთი ღონისძიება და პროექტი, რომელთაგან აღსანიშნავია:  მოსმენილი იქნა საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის ანგარიში (2018 წლის 19 თებერვლის სხდომა), რომელიც შეეხებოდა მიმდინარე საგარეო პოლიტიკურ საკითხებს და ამ კუთხით სამინისტროს საქმიანობას. კერძოდ, განხილულ იქნა: საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცება/აღდგენის საკითხი; საერთაშორისო ორგანიზაციებში ქართული მხარის აქტივობები; გაეროს ფარგლებში ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ მიღებულ პირველი რეზოლუციის ფარგლებში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებების თაობაზე ინფორმაცია; ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები; კულტურული დიპლომატიის წარმოება; ქართული დიასპორის ჩართულობა საქართველოში მიმდინარე პროცესებში; დიასპორასთან ურთიერთობის მიმართულებით კონკრეტული პროექტების განხორცილება.  მოსმენილი იქნა საქართველოს იუსტიციის მინისტრის ანგარიში, 2013-2017 წლებში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობის საკითხთა კომისიის საქმიანობისა და საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხის 8 თაობაზე (2018 წლის 19 თებერვლის სხდომა). განხილული იქნა: საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების წესებში ცვლილებების შეტანისა და ახალი რეგულაციების შემოღების საკითხი, ამ სფეროში არსებული მდგომარეობა და სამომავლო გეგმები. საყურადღებოა, რომ 2013-2017 წლებში საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების თაობაზე 32 523 განცხადება იქნა განხილული, რომელთაგან 23 011 განცხადებასთან დაკავშირებით მიღებული იქნა დადებითი რეკომენდაცია. ამასთან, 2017 წლის 1 იანვრიდან 9 ოქტომბრამდე, კომისიის დადებითი დასკვნის საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტმა მოქალაქეობა მიანიჭა 79 ფერეიდნელ ქართველს, თუმცა, ფერეიდნელ ქართველობასთან დაკავშირებით, რჩება სერიოზული პრობლემები.  კომიტეტის აქტიური მხარდაჭერით და მონაწილეობით, 2018 წელსაც, ფართოდ აღინიშნა 27 მაისი - „ქართული დიასპორის დღე“, რომლის ფარგლებშიც, 27-28 მაისს, გაიმართა დიასპორის საერთაშორისო ფორუმი: „2018 - ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“. დიასპორული დღეების ფარგლებში საქართველოში ჩამოვიდა 100-ზე მეტი ჩვენი თანამემამულე მსოფლიოს თითქმის ყველა იმ ქვეყნიდან, სადაც კი ფუნქციონირებენ ქართული დიასპორული ორგანიზაციები და სათვისტომოები. ღონისძიებებში, აგრეთვე, მონაწილეობდნენ ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები, საპატრიარქოს, დიპლომატიური კორპუსისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. ფორუმზე, სამუშაო თემატურ ჯგუფებში, განხილული იქნა არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი და პროექტი. თემატური ჯგუფებში მოხდა დაგროვილი გამოცდილების გაზიარება და სამომავლო გეგმების დასახვა.  თემატურ ჯგუფში - „სპორტი და კულტურა“ ხაზი გაესვა შემდეგ პროექტებს: „კულტურის ატაშეს“ ინსტიტუტის გაძლიერება და ეფექტურად გამოყენება; ქართული კულტურა, სპორტი საზღვრებს გარეშე და კულტურული დიპლომატია; კულტურული პოლიტიკა და სახალხო დიპლომატია; „დიასპორის როლი სახალხო დიპლომატიაში“; უცხოეთში ქართული ისტორიული მემკვიდრეობის დაცვა/შენარჩუნება - „ჩვენი საქართველო აქ არის“.  თემატურ ჯგუფში - „განათლება/ქართული საკვირაო სკოლები“, დისკუსია წარიმართა: უცხოეთის უმაღლეს სასწავლებლებში ქართული სექტორების გაძლიერებაზე; თურქეთში, დუზჯეს უნივერსიტეტის კავკასიური ენებისა და კულტურების განყოფილების მხარდაჭერაზე; ქართული ენის ინტეგრირებული სახელმძღვანელოების შემუშავებაზე; საკვირაო სკოლებში ქართული ენის ცოდნის შეფასების სისტემის შემოღებასა და მათთვის გარკვეული სტატუსის მინიჭებაზე; საკვირაო სკოლების სახელმძღვანელოებითა და სხვა საკითხავი ლიტერატურით უზრუნველყოფაზე; მომავლის ბანაკების ხელშეწყობაზე და სხვ. ეს პროექტები მნიშვნელოვნად უზრუნველყოფს დიასპორის მომავალ თაობებში ეროვნული იდენტობის შენარჩუნებას.  წარმოდგენილი იყო თემატური ჯგუფები: „დიასპორა და მედია“, „დიასპორა და ეკონომიკა“, რომლებზეც მოხსენებით წარსდგნენ დიასპორული ინვესტიციების მხარდამჭერი ასოციაცია და კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო. კომიტეტისა და საბჭოს მიერ ფორუმზე მოწვეული დიასპორელი მეწარმეების ინიციატივით დაიგეგმა „ქართული დიასპორის სავაჭრო-სამრეწველო პალატის“ საქართველოში დაფუძნება.  2018 წლის მარტში, კომიტეტის თანაორგანიზებით, პროექტი - „წარმატებული ემიგრანტი ქალი“ განხორციელდა, რომელსაც, უკვე მესამე წელია, კომიტეტის მხარდაჭერით, ორგანიზაცია „მე დავბრუნდები“ მართავს. ღონისძიების მიზანია უცხოეთში მოღვაწე ჩვენი თანამემამულე ქალბატონების ღვაწლის დაფასება. პროექტის კვირეული პარლამენტში დაიწყო. საზღვარგარეთ საქართველოს პოპულარიზაციის, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების ინტერესების დაცვისა და სხვადასხვა სფეროში მიღწეული წარმატებისათვის, ქართულ 9 დიასპორაში აქტიური საქმიანობისთვის, 16 ემიგრანტ ქალს, მსოფლიოს 10 ქვეყნიდან, პარლამენტის სახელით, კომიტეტმა მადლობის სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.  კომიტეტის ინიციატივით მოხდა მსოფლიოში მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების სასკოლო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა. საანგარიშო პერიოდში კომიტეტს მომართეს საკვირაო სკოლებისა და სათვისტომოების წარმომადგენლებმა სასკოლო სახელმძღვანელოების მიწოდების თხოვნით. აღნიშნული მომართვების საფუძველზე, ცალკეული ქვეყნების მიხედვით, შესწავლილი იქნა რომელ საგნებში, რა რაოდენობით სახელმძღვანელოები ესაჭიროებოდა თითოეულ საკვირაო სკოლას. კომიტეტში მომზადებული სპეციალური კითხვარი დაეგზავნა საზღვარგარეთ არსებულ ყველა საკვირაო სკოლას, მათ მესვეურებს და სათვისტომოებს (100-ზე მეტ ადრესატს). პირველ ეტაპზე, 7 ქვეყნის 11 ქალაქში მოქმედი 12 საკვირაო სკოლისათვის, 1125 ერთეული სახელმძღვანელო, ასევე კალიგრაფიის რვეულები, საქართველოს რუკები, დროშები და სხვა სასკოლო ნივთები იქნა შეძენილი და მხარდამჭერი ორგანიზაციების დახმარებით, მიეწოდა შესაბამის სკოლებს.  კომიტეტის უშუალო მხარდაჭერითა და ორგანიზებით, 2018 წლის ივლისში, განხორციელდა აშშ-ის ნიუ ჯერსის შტატში, წმინდა გრიგოლ ხანძთელის ეკლესიასთან არსებული, ბავშვთა ქართული ქორეოგრაფიული ანსამბლის „იბერიელების“ საქართველოში საგასტროლო ვიზიტი. შემოქმედებითი გაერთიანება 2013 წელს დაარსდა და აერთიანებს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაბადებულ ქართველ მოზარდებს. ანსამბლი საქართველოს პირველად ეწვია და მან, კომიტეტის შუამდგომლობით, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გამართა კონცერტი. ანსამბლი ქართველი მაყურებლის წინაშე თბილისსა და სხვადასხვა რეგიონში წარსდგა საგასტროლო პროგრამით, მონაწილეობა მიიღო ფესტივალში - „კავკასია 2018“. კომიტეტმა ანსამბლს საქართველოს პარლამენტში უმასპინძლა, რა დროსაც მის 28 წევრსა და სამხატვრო ხელმძღვანელს მადლობის სიგელები და საჩუქრები გადაეცა.  კომიტეტის აქტიური მონაწილეობით განხორციელდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოველწლიური პროექტი -„იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“, რომელიც მიზნად ისახავს საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ახალგაზრდებთან ინსტიტუციონალური ურთიერთობების დამყარებას, ახალგაზრდობის სფეროში კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებების ჩატარებას, საქართველოს უცხოელ, ახალგაზრდა მეგობართა ქსელის ჩამოყალიბებას, მაღალკვალიფიციური ახალგაზრდა კადრების სამშობლოში დაბრუნების ხელშეწყობას, ადგილსამყოფელ ქვეყნებში საქართველოს პოპულარიზაციას. 2018 წლის 8-9 ნოემბერს გაიმართა „საქართველოს ახალგაზრდა ელჩების ამბასადორიალი“, სადაც 15 ქვეყანაში კონკურსის შედეგად შერჩეულმა ახალგაზრდა ელჩებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები მათ მიერ განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობების, საკუთარი ინიციატივებისა და ერთი წლის სამოქმედო გეგმების შესახებ.  კომიტეტის აქტიური ჩართულობით და მხარდაჭერით განხორციელდა ყოველწლიური პროექტი - „მომავლის ბანაკი“, რომელიც მიზნად ისახავს უცხოეთში მცხოვრები ქართველი მოზარდების დასვენებას, ქ. ანაკლიაში მდებარე საზაფხულო ბანაკში. კომიტეტმა 2018 წელს მონაწილეობა მიიღო პროექტის საორგანიზაციო საკითხებში. 10 ქართული ისტორიული დიასპორა ისტორიული დიასპორების მიმართულებით, საანგარიშო პერიოდში, კომიტეტის საქმიანობა, ძირითადად, შემოიფარგლა თურქეთის, აზერბაიჯანისა და საფრანგეთის ქართულ დიასპორებთან ურთიერთობებით.  აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქართული ისტორიული დიასპორის (ისტორიული ჰერეთის) წინაშე არსებული გამოწვევების გადასაჭრელად გაიმართა ათეულობით მცირე თუ ფართო ფორმატის სამუშაო შეხვედრა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის, დაინტერესებული პარლამენტის წევრების, სამინისტროებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა დაწესებულებების, საპატრიარქოს, სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის“, მეცნიერების, მკვლევარი კავკასიოლოგების, საზოგადო მოღვაწეების, დარგის ექსპერტებისა და ჰერეთის მკვიდრთა მონაწილეობით. კომიტეტმა მოამზადა და დარგობრივ სამინისტროებს, შესაბამის დაწესებულებებს დაუგზავნა ათეულობით რეკომენდაცია და შუამდგომლობა.  საანგარიშო პერიოდში საპარლამენტო კონტროლის განხორციელების ფორმატში, კომიტეტი ზედამხედველობას უწევდა საგარეო უწყების მიერ გაწეულ საქმიანობას, „ლევილის მამულის“ რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისა და მომავალში მისი ქართულ კულტურულსაგანმანათლებლო კერად ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით. თანამედროვე მიგრაციული პოლიტიკა, მიგრაციული პროცესები და მათი მართვა მიგრაციული პოლიტიკის შემუშავებისა და ამ მიმართულებით აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების მიზნით, კომიტეტმა აწარმოა ანალიტიკური სამუშაოები, გამართა ფართო ფორმატის საკომიტეტო მოსმენები და შეხვედრები, რომელთა შორის საყურადღებოა:  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე, შოთა რეხვიაშვილის ანგარიშის მოსმენა (2018 წლის 13 აპრილის კომიტეტის სხდომა). განხილულ იქნა შემდეგი თემები:  საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობის მნიშვნელობა;  „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამები“ 2017 და 2018 წლებში. პროგრამების მიმდინარეობა და ფინანსური უზრუნველყოფა;  მიგრანტთა დახმარებების მიმართულებები და სტატისტიკური ანალიზი; რეინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული გამოწვევები და მათ საპასუხოდ გასატარებელი ღონისძიებები;  სახელმწიფო პროგრამების განხორციელების ანგარიშები და ჩატარებული მონიტორინგის შედეგები. ეს თემები მნიშვნელოვანია ქვეყანაში მიმდინარე მიგრაციული პროცესების მართვის კუთხით. დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის მხარდაჭერა აქტუალური გახდა 2011 წლის დასაწყისში საქართველოსა და ევროკავშირს შორის „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმების ამოქმედების შემდეგ. საკითხი ასახულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაში და განსაზღვრულია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების დღის წესრიგით. 11 რეინტეგრაციის ქმედითი მექანიზმის განვითარება საქართველოს მიგრაციის 2016-2020 წლების სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. საქართველოში 2011 წლიდან ხორციელდებოდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის ხელშემწყობი პროექტები. 2015 წლიდან, დამოუკიდებლად, სახელმწიფოს დაფინანსებით დაიწყო ამ პროგრამების განხორციელება. 2017 წლიდან სახელმწიფომ სრულად აიღო სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციაზე ზრუნვის ვალდებულება და მოიცვა საქართველოს მთელი ტერიტორია, ოკუპირებული რეგიონების გარდა. საყურადღებოა, რომ წლიდან წლამდე იზრდება საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა რაოდენობა. კომიტეტმა, ამ მიმართულებით, აწარმოა რა ანალიტიკური სამუშაოები, მივიდა დასკვნამდე: „დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამები“ ძირითადად ემსახურება სოციალურ მიზნებს, რაც საკმარისი არ არის. ეს პროგრამა ვერ წვდება არსებულ ყველა გამოწვევას. საჭიროა პროგრამის გაძლიერება და მეტი ფინანსური მხარდაჭერა. პროგრამას, რომელიც რეალურად სასარგებლო და მნიშვნელოვანია, დაბრუნებულ მიგრანტთა შორის არ აქვს სათანადო ცნობადობა. საჭიროა რესურსების ერთად თავმოყრა, მათი ანალიზი და შეთავაზებული სერვისების შესახებ ინფორმაციის თითოეულ ბენეფიციარამდე სწორად მიტანა. კომიტეტმა, აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ შეიმუშავა შემდეგი რეკომენდაციები:  შეიქმნას შერეული სამუშაო ჯგუფი, რომელიც მონიტორინგს გაუწევს „სარეინტეგრაციო სახელმწიფო დახმარების პროგრამის“ მიმდინარეობას და შეიმუშავებს სამომავლო მიმართულებებს;  გადაიხედოს „პროგრამის“ ფინანსური უზრუნველყოფის საკითხი. გაიზარდოს პროგრამის ფორმატი, მოცულობა და სახელმწიფო დაფინანსება. გაიმართოს მოლაპარაკებები საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან და სამუშაო ჯგუფი ჩართულ იქნას 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში;  მოხდეს „სარეინტეგრაციო პროგრამის“ მეტი პოპულარიზაცია და დაიგეგმოს აქტიური საინფორმაციო კამპანია. ამ კამპანიის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მეშვეობით, უზრუნველყოს უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების დროული და სწორი ინფორმირება „პროგრამისა“ და, ზოგადად, ქვეყანაში არსებული უახლესი სამთავრობო ინიციატივებისა და რეფორმების თაობაზე;  შეიქმნას პანსიონი უცხოეთში მცხოვრები ჩვენი ხანდაზმული თანამემამულეებისთვის (მოხდეს თანამშრომლობა აღმასრულებელ ხელისუფლებასთან და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან, რათა წარმატებით გადაწყდეს ხანდაზმულ ემიგრანტთა სამშობლოში ღირსეული დაბრუნების საკითხი).  2018 წლის მარტში, კომიტეტის ორგანიზებით, პარლამენტში დაიწყო საერთაშორისო პროექტის – „წარმატებული ემიგრანტი ქალები“ კვირეული. პროექტის ფარგლებში, გაიმართა კონფერენცია „ქალი და მიგრაცია“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის წევრებმა, აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების, სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლებმა. კონფერენციაზე განხილული იქნა სამეცნიერო შრომები თემებზე:  ქალთა მიგრაცია, ქალთა შრომითი მიგრაცია და ქართული დიასპორის რეალობა;  ისტორიულ ჭრილში ემიგრანტი ქართველი ქალების უცხოეთში მოღვაწეობა; 12  მიგრაცია და მიგრაციის განვითარების პოლიტიკა, უახლესი მიგრაციული პროცესების გამოწვევები და შესაძლებლობები.  კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობდა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (IOM), სახელმწიფო მიგრაციული პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების საკითხებზე, რაც მოიცავს: თანამედროვე მსოფლიო მიგრაციული პროცესების მეცნიერულ ანალიზს; ამ დარგში უცხო ქვეყნების გამოცდილების გაცნობას, კანონმდებლობისა და პრაქტიკის შესწავლას; მიგრაციისა და მიგრაციული პოლიტიკის განვითარებას; შრომით მიგრაციას და ხელშეწყობას; დიასპორული საინვესტიციო და ინტელექტუალური პოტენციალის გამოყენებას, ფულად გზავნილებს და მათ მართვას; არალეგალური მიგრაციის პრევენციას, მისი გამომწვევი/ხელშემწყობი მიზეზების კვლევას, ამ ფაქტორებთან ბრძოლის ეფექტური მექანიზმის შემუშავებასა და სხვა.  კომიტეტმა, 2018 წლის განმავლობაში, მონაწილეობა მიიღო შრომითი მიგრაციის პოლიტიკის წარმოების საკითხებზე, გამართულ ფართო ფორმატის სამუშაო შეხვედრებში, რომლებზეც განხილული იქნა შემდეგი თემები:  მიგრაცია და კარგად მართული შრომითი მობილობის შეფასება, მოსალოდნელი შედეგების გააზრება;  შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის წარმოშობა და მისი დანიშნულების ქვეყნების შრომითი მიგრაციის პოლიტიკაში ინტეგრირება;  მიგრანტთა დანაზოგების შექმნის მხარდაჭერა და ფულადი გზავნილების პროდუქტიულად გამოყენება;  საქართველო შრომითი მიგრაციის მართვის კონტექსტში - მიზნები, ძლიერი და სუსტი მხარეები, აუცილებელი შემდგომი ნაბიჯები;  პოტენციურ მიგრანტებთან კომუნიკაციის სტრატეგიები - ეტაპები, არხები, საინფორმაციო გზავნილები და უკუკავშირი.  კომიტეტი, აქტიურად იყო ჩართული მიგრანტთა საერთაშორისო დღესთან (18 დეკემბერი) დაკავშირებით, გამართულ სხვადასხვა ფორმატის ღონისძიებებში.  საანგარიშო პერიოდში კომიტეტი თანამშრომლობდა რადიოგადაცემასთან - „მიგრაციის მარშრუტები“, რომელიც არის ქართულ ემიგრაციასთან ურთიერთობის ერთ-ერთი საუკეთესო ფორმატი. გადაცემა ხელს უწყობს ემიგრაციასთან კავშირების გაღრმავებასა და დიალოგის წარმართვას, აქტუალური პრობლემების გამოკვეთას, ანალიზსა და მათ გადასაჭრელად მუშაობას, სახელმწიფოს დიასპორული და მიგრაციული პოლიტიკის პოპულარიზაციას, სახელმწიფოს მხრიდან გაწეული საქმიანობისა და შეთავაზებული სერვისების თაობაზე ინფორმირებულობის გაზრდას. კავკასია, კავკასიელ ხალხებთან, მათ დიასპორულ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობა საანგარიშო პერიოდში, კავკასიის მიმართულებით, კომიტეტის საქმიანობა მნიშვნელოვანი იყო დარგის სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან, უმაღლეს სასწავლებლებთან, კავკასიურ უნივერსიტეტებთან, აკადემიურ წრეებთან, კავკასიელ ხალხებთან, მათ დიასპორულ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საზოგადო მოღვაწეებთან ურთიერთობების კუთხით.  2018 წლის 30 აპრილს კომიტეტის სხდომაზე განხილული იქნა ისეთი საკითხები, როგორებიცაა: 13  კავკასიოლოგიის თანამედროვე გამოწვევები, კავკასიოლოგია, როგორც მეცნიერების დარგი და სასწავლო დისციპლინა;  საქართველო-იმიერკავკასიის ისტორიულ-კულტურული ურთიერთობა და თანამედროვე ასპექტები;  სახელმწიფოსთვის კავკასიოლოგიის განვითარების მნიშვნელობა. კომიტეტმა მხარი დაუჭირა და აუცილებლად მიიჩნია „კავკასიოლოგიის“ მიმართულებით დასმული ინიციატივების განხორციელებას, რომელთა შესრულების მიზნით, მიიღო შემდეგი რეკომენდაციები:  საქართველოს მთავრობას: მხარდაჭერილ იქნას სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მეგაპროექტი - „კავკასიურ ენათა ეტიმოლოგიური ლექსიკონის მონაცემთა ბაზის“ შექმნა, მის პირველ ეტაპზე კი - ქართული ენის ეტიმოლოგიური ლექსიკონის მომზადება;  ხელი შეეწყოს მომავლის პროექტის - საერთაშორისო კავკასიოლოგიური უნივერსიტეტის (ICU) დაფუძნებას;  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს: მოხდეს კავკასიოლოგიის დამოუკიდებელ სასწავლო-სამეცნიერო მიმართულებად ჩამოყალიბება, კავკასიოლოგიისათვის დარგის კლასიფიკატორის მინიჭება და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ სპეციალობათა ჩამონათვალში აღრიცხვა;  შეიქმნას დროებითი სამეცნიერო კოლეგია, საშუალო განათლების საფეხურზე, კავკასიის შესახებ ცოდნის მიღების უზრუნველყოფის მიზნით.  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას: მიზანშეწონილია, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეგიდით აღდგეს აკადემიკოს არნოლდ ჩიქობავას სახელობის საერთაშორისო პრემია „კავკასიოლოგიის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის“ (ეს ხელს შეუწყობს კავკასიოლოგიის განვითარებას, მკვლევარიკავკასიოლოგების წახალისებასა და მათი ღვაწლის დაფასებას); სასურველია, გაიზარდოს კავკასიოლოგთა წარმომადგენლობა აკადემიაში.  დარგის განვითარების, კავკასიოლოგიის ინსტიტუტის გაძლიერებისა და კავკასიოლოგიური კვლევების ხელშეწყობის თაობაზე კომიტეტმა სარეკომენდაციო წინადადებებით, ასევე, მიმართა შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ ფონდს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს.  2018 წლის 19 მარტის კომიტეტის სხდომაზე განხილული იქნა საკითხები:  ქართველი და კავკასიელი ხალხების დიასპორული ორგანიზაციები, არსებული კავშირები, თანამშრომლობის გაღრმავება ადგილსამყოფელ ქვეყნებსა და საქართველოში;  კავკასიური უნივერსიტეტები, ინსტიტუტები და სამეცნიერო-ანალიტიკური ცენტრები, მათი ქსელებისა და კავშირების ანალიზი. სხდომაზე მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილებები:  განისაზღვროს ამ მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის საკითხები;  იდეას - „საქართველო კავკასიის ცენტრი“ - მიენიჭოს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა;  შემუშავდეს კავკასიოლოგიის განვითარების სტრატეგიული ხედვა;  შესაბამისი სამინისტროების, დაწესებულებებისა და ინსტიტუტების მიერ აქტიურად განხორციელედეს კავკასიოლოგიის მიმართულების კონკრეტულ პროექტები, ხელი შეეწყოს საზღვარგარეთ კავკასიოლოგიური ცენტრების შექმნა-განვითარებას; 14  ჩერქეზული კულტურის ცენტრის მხარდაჭერით, მოხდეს ქართული და კავკასიელი ხალხების დიასპორული ორგანიზაციების კავშირებისა და თანამშრომლობის გაღრმავება. კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, კავკასიელ ხალხებთან და მათ დიასპორულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა მიმდინარეობდა კულტურულშემოქმედებითი და სამეცნიერო-საგანმანათლებლო კავშირების გაღრმავებისა და ხელშეწყობის მიმართულებით, კულტურათა დიალოგის ფორმატში. ამ კუთხით საინტერესო იყო კომიტეტის ორგანიზებითა და მონაწილეობით გამართული შემდეგი ღონისძიებები:  კომიტეტმა მონაწილეობით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართული, აკადემიკოს არნოლდ ჩიქობავას დაბადებიდან 120 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიება და სამეცნიერო კონფერენცია. ღონისძიებას ესწრებოდნენ კავკასიის საკითხით დაინტერესებული სტუმრები ჩრდილო კავკასიიდან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან (2018 წლის 26 მარტი). აღსანიშნავია, რომ კომიტეტმა როგორც საანგარიშო, ისე გასულ სასესიო პერიოდში, შუამდგომლობით მიმართა საქართველოს მთავრობას და პრემიერ მინისტრს „კავკასიოლოგიის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის“ აკადემიკოს არნოლდ ჩიქობავას სახელობის საერთაშორისო პრემიის აღდგენის თაობაზე;  2018 წლის დეკემბერში, კომიტეტის ორგანიზებით, საქართველოში სპეციალური მოწვევით იმყოფებოდა ცნობილი ჩერქეზი საზოგადო მოღვაწე, მწერალი და მხატვარი თეუჩეჟ ყატი. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართა თეუჩეჟ ყატის გრაფიკული ნამუშევრების გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო ნამუშევრები ქართველი კლასიკოსების: ვაჟა-ფშაველას, ალექსანდრე ყაზბეგის, აკაკი წერეთლის ნაწარმოებების თემებზე. გრაფიკული ნამუშევრები, რომლებიც შექმნილია რამდენიმე ათეული წლის წინ, ავტორმა აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას საჩუქრად გადასცა. თეუჩეჟ ყატის ვიზიტის ფარგლებში, კომიტეტის მიერ განხორციელდა მთელი რიგი აქტივობები, რომლებშიც ასევე მონაწილეობნენ: თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი; კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი – კავკასიური სახლი და საქართველოს მხატვართა კავშირი;  სამეცნიერო კონფერენცია და ღონისძიებათა ციკლი - „ქისტი განმანათლებელისა და სასულიერო მოღვაწის მათე ალბუთაშვილის დაბადების 155-ე წელი“, ორგანიზებული არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიის ქალთა კონგრესის“ მიერ (30-31 იანვარი, 2018 წ.). მნიშვნელოვანი იყო ამ ღონისძიებებში პანკისის თემის: უხუცესთა კავშირის, ქალთა საბჭოს, სტუდენტებისა და მოსწავლე ახალგაზრდობის მონაწილეობა;  ხსოვნის საღამო - ვაინახი ხალხების გენოციდის 74 წლისთავი, ორგანიზებული „კავკასიის ქალთა კონგრესის“ მიერ (23 თებერვალი, 2018 წ.). საღამოს ესწრებოდნენ: პანკისის ხეობის თემი, სტუმრები ჩრდილო კავკასიიდან, ქართველი და ჩრდილოკავკასიელი მეცნიერფოლკლორისტები და საზოგადო მოღვაწეები (ვაინახი ხალხის დეპორტაციის დღე საქართველოში 1999 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება. საერთო ჯამში, 1944-1948 წლებში საბჭოთა რეპრესიებს ჩეჩნეთის მოსახლეობის თითქმის მესამედი ემსხვერპლა, რაც 2004 წლის 26 თებერვალს ევროპის პარლამენტმა გენოციდის აქტად აღიარა. კომიტეტის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს იმ ფაქტზე, რომ საბჭოთა ხელისუფლებამ ვაინახები გადაასახლა კავკასიის ყველა კუთხიდან და ერთადერთი გამონაკლისი პანკისის 15 ხეობა იყო, რაც ქართული მოსახლეობის ფაქტიურ გმირობას წარმოადგენდა ბოლშევიკური რეჟიმის პირობებში);  ღონისძიებათა ციკლი და გამოფენა - „ინგუშური პოეზიისა და ეროვნული ჟურნალისტიკის დღეები საქართველოში“ და ინგუში პოეტის ასლან კუაზოს - შემოქმედებითი საღამო, რაც პარლამენტთან არსებულ ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა (1-5 მაისი, 2018წ.). ქართულ-აფხაზური ურთიერთობების კუთხით საინტერესო იყო კომიტეტის მონაწილეობით გამართული შემდეგი ღონისძიებები:  2018 წლის 21 მაისს, საქართველოს პარლამენტში, მუჰაჯირობის 140 წლისთავთან დაკავშირებით, კომიტეტის მიერ გამართული ფართო ფორმატის ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, აფხაზეთის მთავრობის, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და დარგის არასამთავრობო ორგანიზაციების, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებმა. ღონისძიების ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე გაკეთდა სამეცნიერო მოხსენებები, მოხდა მუჰაჯირობის ამსახველი ისტორიული ფოტო-მასალის გამოფენა, დოკუმენტური ფილმის - „აფხაზი მუჰაჯირები აჭარაში“ ჩვენება.  სსიპ ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრში შემუშავებული, აფხაზურქართული და ჩერქეზული სამეცნიერო-კულტურული ურთიერთობების განვითარების სამოქმედო გეგმის განხილვა. ამ გეგმის ფარგლებში გამართული, ეთნიკური აფხაზი პოეტის − ნიკა ბაძაღუას შემოქმედებითი საღამო და ახლადგამოცემული კრებულის წარდგენა (28 თებერვალი, 2018). ეს იყო, მართლაც, ერთეული შემთხვევა, როდესაც თბილისში, აფხაზური პოეზიის საღამოზე, ფართო საზოგადოების წინაშე, წარსდგა პოეტი სოხუმიდან; უნდა აღინიშნოს, რომ კომიტეტის მხრიდან მსგავსი ღონისძიებების ორგანიზება და მხარდაჭერა მიზნად ისახავს: სახალხო დიპლომატიისა და ქართულ-აფხაზური დიალოგის წარმოებას; ოკუპირებულ რეგიონთან კულტურული თანამშრომლობის ხელშეწყობას, კავშირების აღდგენის საკითხში სამეცნიერო და კულტურული პროექტების როლის გაზრდას, ამ გზით ქართველებისა და აფხაზების დაახლოებას. ამ პროექტებში კომიტეტის ჩართულობა ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ქართული სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია აფხაზური სამეცნიერო და კულტურული მემკვიდრეობის, მათ შორის, აფხაზური ენის შენარჩუნება, რომელიც ქართულთან ერთად, საქართველოში სახელმწიფო ენაა. რეგიონული უსაფრთხოება, კონფლიქტების რეგულირება უნდა აღინიშნოს, რომ კავკასიური კუთხით განხორციელებული აქტივობები, პარალელურად მოიცავს რეგიონალური პოლიტიკისა და კონფლიქტების რეგულირების საკითხებს, კერძოდ: რეგიონში უსაფრთხო სამეზობლო პოლიტიკის შემუშავებაგანხორციელებას; რეგიონში კულტურული დიალოგის წარმოებას; სახალხო დიპლომატიის მეშვეობით აფხაზებთან და ოსებთან დიალოგს და ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის ინტეგრაცია-დაახლოებას დანარჩენ საქართველოსთან; კონფლიქტების მოგვარებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესში ქართული სახელმწიფოს სამშვიდობო პოლიტიკის პოპულარიზაციას; პანკისის ხეობაში არსებული გამოწვევების გადაწყვეტას; კავკასიელ ხალხებთან თანამშრომლობით რეგიონში უსაფრთხოებისა და მშვიდობის ხელშეწყობას. 16  კავკასიისა და კავკასიოლოგიის თემატიკაზე ჩატარებულ 2018 წლის 19 მარტისა და 30 აპრილის კომიტეტის სხდომებზე, გარდა სამეცნიერო და საგანმანათლებლო საკითხებისა, განხილული იქნა რეგიონალურ უსაფრთხოებასთან და კონფლიქტების რეგულირებასთან დაკავშირებული შემდეგი საკითხები:  კავკასიური რელიგიური მოზაიკა თანამედროვეობის კონტექსტში, გამოწვევები და რისკები;  სახელმწიფოს რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე სამეცნიერო კვლევები კავკასიოლოგიაში. სხდომაზე, სხვა გადაწყვეტილებებთან ერთად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მისამართით მიღებულ იქნა შემდეგი რეკომენდაციები:  ხელი შეეწყოს საქართველოში ისლამის სწავლების პროცესს, მოხდეს მისი ორგანიზაციულ-სამეცნიერო უზრუნველყოფა და სისტემატიზაცია; სახელმწიფომ იკისროს მუსლიმი მრევლისთვის ხარისხიანი ისლამური განათლების მიღება, ლიცენზირებული სასწავლებლების შექმნა, რაც თავისთავად მოემსახურება საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს;  დაინერგოს საქართველოს მეორე სახელმწიფო ენის - აფხაზური ენის სწავლება საქართველოს რამდენიმე საჯარო სკოლაში, განსაკუთრებით ოკუპირებული გალის რაიონის მიმდებარე სივრცეში;  სომხეთთან დადებული ხელშეკრულების ანალოგიურად, აზერბაიჯანულ მხარესთანაც გაფორმდეს შეთანხმება, კავკასიოლოგიის რუსულენოვან სამაგისტრო სწავლების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების თაობაზე. ამასთან, იმსჯელოს ჩრდილო კავკასიის წამყვან სასწავლო-სამეცნიერო კავკასიოლოგიურ ცენტრებთან მსგავსი კავშირების დამყარების საკითხზე (მემორანდუმების გაფორმების გზით), რაც გაზრდის საქართველოს, როგორც კავკასიოლოგიის რეგიონალური და საერთაშორისო ცენტრის ფუნქციას;  ჩრდილოკავკასიელ სამეცნიერო წრეებთან ურთიერთობის ინტენსივობის გაზრდის მიზნით, დაისვას რუსულ ენაზე სამეცნიერო ხარისხის დაცვის აღდგენის საკითხი (მითუმეტეს, რომ არსებობს რუსულენოვანი სწავლების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები), რაც კიდევ უფრო გაამყარებს საქართველოს რეგიონულ მდგომარეობას სამეცნიეროსაგანმანათლებლო კუთხით;  დაიგეგმოს კონკრეტული პროექტები, ქართველი და ჩრდილოკავკასიელი ხალხების ენობრივი და გენეტიკური ნათესაობის, კულტურულ-ტრადიციული ერთობის, ორმხრივი ურთიერთობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, რაც საქართველოს საშუალებას მისცემს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ აფხაზებთან და ოსებთან აწარმოოს სამშვიდობო დიალოგი;  რეგიონული უსაფრთხოებისა და პოლიტიკის შემუშავება-ანალიზის კუთხით, მნიშვნელოვანი იყო 2018 წლის 20 თებერვლის კომიტეტის სხდომა, რომელზეც მოსმენილი იქნა საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის საინფორმაციო-ანალიტიკური მოხსენება. განხილული საკითხების აქტუალობიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, სხდომა წარიმართა დახურულ რეჟიმში. მიღებული იქნა გადაწყვეტილება კომიტეტისა და სამსახურის მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ, ვინაიდან, კომიტეტის დარგობრივი სპეციფიკიდან და საქმიანობის რიგი მიმართულებებიდან გამომდინარე, აუცილებელია კონსულტაციები, როგორც კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებისას, ისე - ღონისძიებების დაგეგმვისას. 17  2018 წლის 19 დეკემბერს, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის დახურულ სხდომაზე რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე ინფორმაცია იქნა მოსმენილი, რომელიც ამავე სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ წარადგინა. ანალიტიკური საქმიანობა კომიტეტში აქტიურად მიმდინარეობს ანალიტიკური საქმიანობა, დარგობრივი სპეციფიკისა და კომიტეტის დებულებით გათვალისწინებული სამივე ძირითადი პრიორიტეტული მიმართულების (დიასპორა, მიგრაცია და კავკასია) მიხედვით. ამ კუთხით საინტერესოა შემდეგი აქტივობები:  კომიტეტმა სპეციალური სხდომა (2018 წლის 19 თებერვალი) მიუძღვნა სახელმწიფო სერვისების სააგენტოს მოქალაქეობის საკითხთა კომისიის ანალიტიკური ინფორმაციის განხილვას. დოკუმენტი მოიცავს საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების შესახებ მდგომარეობას 2013-2017 წლებში. კომიტეტის მიერ გაანალიზებულ იქნა ამ კუთხით არსებული გამოწვევები და აქტუალური საკითხები, შექმნილი მდგომარეობა და არსებული პრაქტიკა.  კომიტეტში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, ცალკეული ქვეყნების მიხედვით, დიასპორული საინფორმაციო ბაზის სრულყოფაზე. მომზადებულია 40-მდე ქვეყნის მონაცემები, რომლებიც განთავსებულია კომიტეტის ვებ-გვერდზე და ხელმისაწვდომია დაინტერესებულ პირთათვის. პერიოდულად ხდება აღნიშნული საინფორმაციო ბაზის განახლება. აქ თავმოყრილია უცხოეთში მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების, სათვისტომოების, საკვირაო სკოლების, ქართველოლოგიური ცენტრებისა და ჩვენი თანამემამულეების შესახებ ანალიტიკური და სტატისტიკური ხასიათის ინფორმაციები. შესაბამისი მასალების მოძიების მიზნით, აქტიურად მიმდინარეობდა თანამშრომლობა საელჩოებთან და საკონსულოებთან, დიასპორულ ორგანიზაციებთან და სათვისტომოებთან. ამ კუთხით, შესრულებულია მოცულობითი საინფორმაციო-ანალიტიკური სამუშაოები. ევროპასთან ინტეგრაცია და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად, განიხილა და შესაბამისი დასკვნები (შენიშვნები, რეკომენდაციები, წინადადებები) მოამზადა შემდეგ საკანონმდებლო აქტებთან დაკავშირებით:  საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“;  საქართველოს კანონი „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“;  საქართველოს კანონი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის“;  საქართველოს კანონი „შრომითი მიგრაციის შესახებ“;  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი; დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი აქტიურადაა ჩართული ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგის განხორციელების კუთხით მიმდინარე რეფორმებში. ამ მიმართულებით, კომიტეტი რეგულარულად ახორციელებს საპარლამენტო კონტროლს აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაზე და გასცემს შესაბამის რეკომენდაციებს. 18 კერძოდ, მიმდინარე წლის 19 თებერვალს, კომიტეტმა მოისმინა ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობის, მიმდინარე საგარეო პოლიტიკური საკითხებისა და იმ მნიშვნელოვანი მიმართულების თაობაზე, როგორიცაა საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობები, მათ შორის ვიზის ლიბერალიზაცია. ასევე, ა/წ 6 მარტის კომიტეტის სხდომაზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხი: „უახლესი მიგრაციული პროცესები და ევროპა; გამოწვევები და შესაძლებლობები“. საკითხთან დაკავშირებით, ინფორმაცია წარმოადგინა მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნომ. თანამშრომლობა ორგანიზაციებთან საერთაშორისო და სამოქალაქო საზოგადოებასთან, დარგობრივ კომიტეტი კომპეტენციისა და დარგობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით, საანგარიშო პერიოდში აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსთან, საერთაშორისო მისიებთან და ორგანიზაციებთან, სამეცნიერო, საგანმანათლებლო, შემოქმედებით და აკადემიურ წრეებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და დარგის სპეციალისტებთან. სამუშაო შეხვედრებზე მიღებული იქნა შესაბამისი გადაწყვეტილებები, დაისახა სამომავლო გეგმები. ამ კუთხით მნიშვნელოვანი იყო შემდეგი აქტივობები:  საქართველოს პირველი რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლისთავთან დაკავშირებით, კომიტეტის უშუალო ინიციატივითა და ორგანიზებითა გაიმართა ღონისძიებათა ციკლი, რომელთა შორის საყურადღებოა 2018 წლის 30 მაისს, საქართველოს პარლამენტის პირველი რესპუბლიკის დარბაზში გამართული კონფერენცია - „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა - 100“. კომიტეტთან ერთად კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ: საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი. კონფერენციაში მონაწილეობდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, სხვა უმაღლესი სასწავლებლების, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. კონფერენციას ესწრებონენ მთავრობის წევრები, წარმომადგენლები და სხვა მაღალი რანგის სტუმრები. დიპლომატიური მოხსენებებით გამოვიდნენ მითითებული უნივერსიტეტების პროფესორები, მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი თემებზე: კორპუსის რექტორები და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისს; სამოქალაქო საზოგადოების განვითარება 1918-1921 წლების საქართველოში; საქართველო და ევროპა 19181021 წლებში: ურთიეთობათა ძირითადი ტენდენციები; ივანე ჯავახიშვილი და ქართული ემიგრაცია; აფხაზეთის საკითხი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია და „ბათუმის ოლქის“ ავტონომიის საკითხი (ტერმინოლოგიური ასპექტი); საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია (1017-1921) და სხვა. მოხსენებებზე ხაგასმით აღინიშნა, რომ დამოუკიდებლობის ხანმოკლე, სამწლიანი პერიოდის მიუხედავად, ქართულმა საზოგადოებამ მოახერხა თანამედროვე, ევროპული 19 სტანდარტების დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნა, სადაც დაცული იყო ადამიანის უფლებები, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება; მოესწრო საქართველოს პირველი დემოკრატიული კონსტიტუციის მიღება, რომელიც დაფუძნებული იყო: ადამიანის უფლებებზე, ძალაუფლების დაყოფაზე, სასამართლოს დამოუკიდებლობაზე; გატარდა მნიშვნელოვანი რეფორმები განათლების, სამხედრო, აგრარულ, ვაჭრობა-მრეწველობის, ფულად-საკრედიტო, თვითმმართველობის სფეროებში; აღმავლობა განიცადა ქართულმა კულტურამ. ამ პერიოდში მოხერხდა ის, რაც ბევრმა ქვეყანამ დღემდე ვერ შეძლო. რამდენიმე მიმართულებით შედგა ფუნდამენტური რეფორმები: ჩამოყალიბდა სრულიად ახალი განათლების სისტემა, აგრარული რეფორმა მისაბაძი იყო იმდროინდელი ევროპისთვის, ჩამოყალიბდა პარლამენტი, სადაც წარმოდგენილნი იყვნენ ქალებიც და ეროვნული უმცირესობებიც. ამასთან, იმ წლებში საქართველო ბევრად უფრო დემოკრატიული ქვეყანა იყო, ვიდრე ზოგიერთი დღევანდელი დასავლური დემოკრატია. კონფერენციის ერთ-ერთ მთავარ მიზანი იყო, რომ ქართულმა საზოგადოებამ, სამეცნიერო წრეებმა, სტუდენტებმა, პოლიტიკურმა ელიტამ გაიაზროს, რას ნიშნავს რეალურად დამოუკიდებლობა, როგორ შევქმნათ თანამედროვე ტიპის სახელმწიფო, რისთვისაც საქართველოს აქვს ყველა რესურსი - გეოპოლიტიკური, გეოეკონომიკური, ინტელექტუალური. საგულისხმოა, რომ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ინიციატივით, პარლამენტის ხელმძღვანელობის მხარდაჭერით, ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით, განახლდა პარლამენტის თბილისის სასახლის პირველი რესპუბლიკის დარბაზის კედლის ექსპოზიცია. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებებში, კომიტეტთან თანამშრომლობის რეჟიმში, აქტიურად იყვნენ ჩართულნი უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები და დიასპორული ორგანიზაციები. მათი ორგანიზებით, ადგილსამყოფელ ქვეყნებში, გაიმართა მნიშვნელოვანი კულტურულსამეცნიერო აქტივობები.  საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს მიეძღვნა სამეცნიერო კონფერენცია და გამოფენა - „ახმეტელები საქართველოსთვის”, რომელიც გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის მუზეუმში, კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს ჩართულობით (10 მარტი 2018 წელი). კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო გერმანიაში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921წწ) სრულუფლებიანი ელჩის ვლადიმერ (ლადო) ახმეტელის, გერმანიაში მოღვაწე პოლიტიკური ემიგრანტის, ბრესლაუსა და ბერლინის უნივერსიტეტების პროფესორის მიხეილ ახმეტელის, გენერალ სტეფანე ახმეტელისა და დამფუძნებელი კრების წევრის სიმონ (სიკო) ახმეტელის მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტური მასალა (10 მარტი 2018 წ) და სამეცნიერო შრომები;  საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის განახლებულ ვახტანგ მეექვსის კორპუსში, განთავსდა გამოჩენილი ქართველი ემიგრანტის, ავიამშენებლობის და აერონავტიკის დარგში დიდი დამსახურებისთვის აშშ-ის მეცნიერების ეროვნული მედალოსნის, აშშ-ის საინჟინრო აკადემიის საპატიო წევრის ალექსანდრე ქართველის (ქართველიშვილის) სახელობის კაბინეტი (1 მარტი 2018 წ).  2018 წლის 21 სექტემბერს, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის მხარდაჭერით და „მაჰათმა განდის ფონდი - საქართველოს“ ინიციატივით გაიმართა მშვიდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება: „ქალები და მშვიდობა: ხელოვნება, როგორც კომუნიკაციის საშუალება კულტურების გზაჯვარედინზე“. ღონისძიების 20 მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზვიად კვაჭანტირაძემ მიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ევროპის, ახლო აღმოსავლეთის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა და აფრიკის 15 ქვეყნის წარმომადგენელმა ხელოვანმა და მშვიდობის აქტივისტმა ქალმა. მათ შეუერთდნენ კავკასიის რეგიონის, კერძოდ, საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების წარმომადგენლები. აღნიშნული კამპანიის მიზანია, კავკასიის რეგიონში სოლიდარობის, კულტურათაშორისი დიალოგის განვითარების და საერთო გამოცდილების გაზიარების პროცესში ხელოვნების გამოყენების ხელშეწყობა. საქართველოს პარლამენტში გამართული ღონისძიება გლობალური სამშვიდობო კამპანიის (Jai Jagat 2020) ნაწილია, რომელიც ეძღვნება მაჰათმა განდის 150 წლის იუბილეს. ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.  2018 წლის 27 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტში, კომიტეტის სოხუმის დაცემიდან 25 წლისთავთან დაკავშირებით, მოეწყო ორი გამოფენა. ორგანიზებით, პარლამენტის ეზოში გამართულ ფოტოგამოფენაზე - „ეს საერთო ტკივილია“, წარმოდგენილი იყო ცნობილი ფოტოგრაფების შახ აივაზოვის, იური მეჩითოვისა და გიორგი ცაგარელის ოცდახუთი წლის წინანდელი კადრების ამსახველი ნამუშევრები. შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზში კი ბავშვების მიერ ამავე თემაზე შექმნილი ნახატები სახელწოდებით „ჩვენ ვხატავთ აფხაზეთს“. აღნიშნული გამოფენის მიზანი იყო აფხაზეთსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, ასევე, უცხოეთში მცხოვრები ჩვენი დიასპორელი ახალგაზრდა მხატვრების ნამუშევრების გაცნობა.  27 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული მუზეუმში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის მხარდაჭერით გაიმართა გამოფენა სახელწოდებით - „სიჩუმის რეზოლუცია - აფხაზეთი“. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნა „არქიტექტურის ფოტოგრაფის“ სახელით ცნობილი ფრანგი ფოტოხელოვანი ორელიენ ვილეტის მიერ 2016 წელს ოკუპირებულ აფხაზეთში გადაღებული ფოტოები. გამოფენის მიზანი იყო შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად მიტოვებულ და დანგრეულ აფხაზეთში არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტოების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა. გამოფენას ესწრებოდნენ: საქართველოს პარლამენტის წევრები; საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები; სამინისტროების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები.  2018 წლის 15 დეკემბერს გაიხსნა თბილისის საერთაშორისო სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების ფორუმის მესამე პლენარული სესია: ინოვაციური დაფინანსების ახალი პლატფორმები გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების თაობაზე, რომელსაც დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი უძღვებოდა. სესიაზე აქცენტი გაკეთდა ინოვაციურ ინსტრუმენტებზე, რომლებიც შექმნილია რესურსების მოსაზიდად ადამიანის განვითარებისთვის. 21 კომიტეტის თავმჯდომარის ვიზიტები და ცალკეული შეხვედრები  2018 წლის თებერვალ-მარტში, ანკარაში, გაიმართა საქართველო-თურქეთიაზერბაიჯანის სამმხრივი საპარლამენტო შეხვედრა, რომლის მიზანი იყო საპარლამენტო თანამშრომლობის და სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერება. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა მორიგი შეხვედრა თურქეთის ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან და სიმონ ზაზაძის ოჯახის წევრებთან, 2017 წლის შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილებების მიმდინარეობის საკითხებზე.  2018 წლის მარტში, დიასპორული ორგანიზაციებისა და საქართველოს საელჩოს მიწვევით, კომიტეტის თავმჯდომარე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა საბერძნეთში. ათენის ვებსტერის უნივერსიტეტში გაიმართა საბერძნეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა ლეგალიზაციის ხელშეწყობის პროექტის მიმდინარეობაზე ინფორმაციის მოსმენა და ამ პროექტის ფარგლებში მომზადებული „საბერძნეთში ლეგალური მიგრაციის გზამკვლევის“ პრეზენტაცია. დოკუმენტი შემუშავდა პროექტის – „მიგრაციის მართვის მდგრადობის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში. საქართველოს პარლამენტისა და საბერძნეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, საერთაშორისო ორგანიზაცია ICMPD-ის, საბერძნეთის მიგრაციის პოლიტიკის სამინისტროსა და საბერძნეთის სახალხო დამცველის ჩართულობით. საქართველოს პარლამენტის სახელით, საპატიო სიგელები გადაეცათ პროექტში ჩართულ საბერძნეთში მომუშავე ლიცენზირებულ ქართველ იურისტებს და საინფორმაციო სააგენტოებს (www.diaspora.ge და www.georgians.ge), პროექტის საინფორმაციო მხარდაჭერისათვის. საბერძნეთის ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე განხილული იქნა მათთვის აქტუალური საკითხები, ყურადღება გამახვილდა სათვისტომოების გამართულ ფუნქციონირებაზე. ვიზიტის ფარგლებში, ასევე, შევხვედრები გაიმართა საბერძნეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი რანგის პოლიტიკური თანამდებობის პირებთან, მათ შორის, საქართველოსთან საბერძნეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარესთან, ეროვნული თავდაცვისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, დიასპორის სპეციალური საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან და დიასპორის საკითხებში საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან. გადაწყდა ორმხრივი თანამშრომლობის გააქტიურება და დიასპორული პოლიტიკის შემუშავება-განხორციელებაში გამოცდილების გაზიარება.  2018 წლის ივნისში, საქართველოს საელჩოსა და ქართული სათვისტომოს მიწვევით, განხორციელდა მნიშვნელოვანი ვიზიტი საფრანგეთში, ქ. პარიზში, საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის გამოცხადებისა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით. ვიზიტის ფარგლებში, ქართული ემიგრაციის მონაწილეობით, მემორიალური დაფა გაიხსნა პარიზის გარეუბანში, ქ. ვანვში მდებარე სახლის ფასადზე, სადაც პირველი რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია ცხოვრობდა; მონახულებულ იქნა პირველი რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, მთავრობისა და დამფუძნებელი საბჭოს წევრების, პოლიტიკური ემიგრაციის წარმომადგენელთა საფლავები; გაიმართა ქართული ფოლკლორული ჯგუფებისა და ანსამბლების ერთობლივი კონცერტი და სამეცნიერო კონფერენცია, რომელზეც მოხსენებებით გამოვიდნენ საფრანგეთში მოღვაწე დიასპორელები. 22 მნიშვნელოვანი იყო „ლევილის ქართული მამულის“ მონახულება, სადაც მიმდინარეობს შატოსა და „მამულის“ სარეაბილიტაციო სამუშაობი. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, 2017 წლის დასაწყისში „მამულის“ ქართული სახელმწიფოსთვის გადმოცემისა და დაწესებულება „პირველი რესპუბლიკის ისტორიული და კულტურული ქართულ-ფრანგული მემორიალური ცენტრის - ლევილის ქართული აკადემიის“ შექმნის მნიშვნელობას, რაც დიდი მიღწევაა. საბოლოო შედეგი დადგება მომავალში, როდესაც სწორად მოხდება ფუნქციებისა და საქმიანობის მიმართულებების განსაზღვრა და „ლევილის აკადემია“ ჩამოყალიბდება ქართულ კულტურულ-საგანმანათლებლო კერად ევროპაში. ამ მეგა პროექტს უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ევროპაში ქართულ ემიგრაციასთან/დიასპორასთან თანამშრომლობის, ისე - ქართულ-ფრანგული ურთიერთობების, ევროპულ ოჯახთან კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირების განმტკიცებისა და საქართველოს პოპულარიზაციის კუთხითაც.  2018 წლის 11 ივნისს კომიტეტი პარლამენტში მასპინძლობდა საქართველოში იაპონიის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილეს ტომონორი ჰასეგავას. სამუშაო შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ორი ქვეყნის ხალხებს შორის კულტურულ ურთიერთობებს, სამომავლოდ ამ კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების საკითხებს და დიასპორული არქივების შესწავლასთან დაკავშირებით იაპონური მხარის ჩართულობას. საუბარი, ასევე, შეეხო ეკონომიკურ კავშირებს და საქართველოსა და კავკასიის რეგიონში იაპონური ინვესტიციების განხორციელებასაც.  2018 წლის 27 სექტემბერს, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრს, ჩრდილოვან მინისტრს განიარაღებისა და მშვიდობის საკითხებში ფაბიან ჰამილტონს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხებოდა დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებს და საპარლამენტო კავშირების როლს მის გაძლიერებაში. მხარეებმა განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის უხეში ფაქტები, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხები და მთავრობის ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“;  2018 წლის 29 სექტემბერს, ზვიად კვაჭანტირაძე „სტამბოლის ქართველთა სათვისტომოს“ მიწვევით, მივლინებით იმყოფებოდა თურქეთის რესპუბლიკაში, ქ. სტამბოლში, სადაც ოფიციალურად დაფუძნდა ქართული სათვისტომო და აღნიშნულთან დაკავშირებით გაიმართა რიგი ღონისძიებები. აღსანიშნავია, რომ გაჩნდა კიდევ ერთი ქართული კერა, რომელიც იდენტობის შენარჩუნებაში, მიგრანტების ინტერესების დაცვასა და ხალხთაშორისი მეგობრობის განვითარებაში საკუთარ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.  საანგარიშო პერიოდში ზვიად კვაჭანტირაძემ, როგორც ევროპის საჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, მონაწილეობა მიიღო ასამბლეის სესიებში, ასევე, მიგრაციის დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა კომიტეტის სხდომებში. საფრანგეთში მივლინების ფორმატში, კომიტეტის თავმჯდომარემ გამართა შეხვედრები ქართული დიასპორისა და ემიგრაციის წარმომადგენლებთან, ქ. პარიზსა და სტრასბურგში.  2018 წლის 19 დეკემბერს, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზვიად კვაჭანტირაძემ მონაწილეობა მიიღო, „ელჩების კონფერენცია 2018“ ფარგლებში, საქართველოს დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრაში. ამ შეხვედრისას კიდევ ერთხელ განისაზღვრა ჩვენი ქვეყნის ის ძირითადი 23 პრიორიტეტული მიმართულებები, რომელიც დასახულია საქართველოს პარლამენტის, როგორც პოლიტიკის განმსაზღვრელი ორგანოს მიერ. ასევე ის ამოცანები, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დიპლომატიური კორპუსის წინაშე დგას. კომიტეტის თავმჯდომარემ გამოსვლისას ისაუბრა დიასპორისა და ემიგრაციის საკითხებზე ასევე, სამეზობლო პოლიტიკაზე. მან ყურადღება გაამახვილა დიასპორებთან ურთიერთობის კუთხით საელჩოების განსაკუთრებულ როლზე.  2018 წლის დეკემბერში, ზვიად კვაჭანტირაძე, ქ. ბრიუსელში, ბელგიის სამეფოში, პრემიერ-მინისტრისა და მისი თანმხლები დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეობდა სხვადასხვა მაღალი დონის შეხვედრებში. ასევე ვიზიტის განმავლობაში შეხვდა ქართული დიასპორის წარმომადგენლებს. უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან შეხვედრაზე გაიმართა დიასპორასთან საკომუნიკაციო პლატფორმისა და საკვირაო სკოლების სახელმძღვანელოების პრეზენტაცია. მოქალაქეთა წერილები, მომართვები კომიტეტი, კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებდა საქმისწარმოებას. იხილავდა მოქალაქეთა წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს, უწევდა მათ შესაბამის დახმარებას, ახდენდა სათანადო სამართლებრივ რეაგირებას. აღნიშნული საქმიანობისას, კომიტეტის ძირითადი პრიორიტეტები იყო მოქალაქეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა, მათთან მჭიდრო თანამშრომლობა და გამჭვირვალობა. საზოგადოებრივი ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნით, საანგარიშო პერიოდში მომზადდა და გაიცა, კომიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებული, არაერთი საჯარო ინფორმაცია, რომლებიც შეეხებოდა საპარლამენტო საქმიანობის სხვადასხვა სფეროს. კომიტეტი სწავლობდა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან შემოსულ დოკუმენტაციას. ასევე, აგზავნიდა მიმართვებსა და წერილებს სათანადო ინფორმაციების მისაღებად, შუამდგომლობებს მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა პრობლემური საკითხების გადასაჭრელად. საანგარიშო პერიოდში კომიტეტში შემოვიდა 200-მდე განცხადება, სხვადასხვა სახის შუამდგომლობები და წერილები. ყველა მათგანი იქნა განხილული და მოხდა შესაბამისი რეაგირება. აპარატის თანამშრომლები, კომპეტენციის ფარგლებში, საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან, კავკასიელ ხალხებთან, დიასპორულ ორგანიზაციებთან, უცხოეთში მოქმედ ქართველოლოგიურ ცენტრებთან აწარმოებდნენ ელექტრონულ მიმოწერას, ახდენდნენ მათ მიერ დასმული პრობლემების შესწავლას და შესაბამის რეაგირებას. მომზადდა არაერთი სარეკომენდაციო წერილი და შუამდგომლობა დიასპორული ორგანიზაციებისა და უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების მიერ წარმოდგენილი პროექტების მხარდასაჭერად. (მაგალითად: პროექტი - "ქართველი ემიგრანტი მეცნიერების მიერ ევროინტეგრაციის და ევროკავშირის იდეისათვის შეტანილი წვლილი"; პროექტი - ვენის ბურგთეატრში მოღვაწე კინოსა და თეატრის ქართველი მსახიობის მაია სასწრაფოშვილის პროექტის - „გაუზიარე გამოცდილება ქართველ სტუდენტებს“ და სხვა). 24 კომიტეტისა და კომიტეტის აპარატის სხვა აქტივობები დარგობრივი სპეციფიკიდან გამომდინარე, კომიტეტის წევრები და კომიტეტის აპარატის თანამშრომლები, აქტიურად მონაწილეობდნენ საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების მიერ ორგანიზებულ კონფერენციებში, შეხვედრებში, საჯარო ლექციებში, სემინარებსა და თემატურ სამუშაო ჯგუფებში. გარდა ამისა, კომიტეტის აპარატმა შეიმუშავა კომიტეტში სტაჟირების ექვსთვიანი პროგრამა, რომლის მიზანია: სტაჟირებაში მონაწილე პირთათვის საპარლამენტო საქმიანობის გაცნობა, მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება, მათი პროფესიული განვითარება, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება და სრულყოფა, ასევე თეორიული ცოდნის გაღრმავება და პრაქტიკაში გამოყენება. კომიტეტი უქმნის ახალგაზრდა სპეციალისტებს დამოუკიდებელი მუშაობისა და შემოქმედებითი ინიციატივის გამოვლენისათვის საჭირო პირობებს. კომიტეტი, მომავალ სასესიო პერიოდში გააგრძელებს მუშაობას მიმდინარე და ახალ პროექტებზე. მოხდება გაწეული სამუშაოების ანალიზი, შემუშავებული იქნება ახალი სამოქმედო გეგმა, რა დროსაც ყურადღება დაეთმობა საანგარიშო პერიოდში, კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, რეკომენდაციებისა და წინადადებების შესრულებას. 25