საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის მიერ 2018 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
03.05.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი
ნომერი
#2-8219/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი
სხდომაზე განსახილველი პროექტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-05-06
ბიუროს ნომერი 256

📜 ტექსტი

წერილი
რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი 2-8219/19 03-05-2019 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 44-ე მუხლის თანახმად, წარმოგიდგენთ საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის მიერ 2018 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიშს. გთხოვთ მისცეთ შესაბამისი მსვლელობა. დანართი: 18 ფურცელი. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის 2018 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში 1. შესავალი საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი 2018 წელს თავის საქმიანობას წარმართავდა საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონმდებლობის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად. კომიტეტის საქმიანობის სფერო, ძირითადად მოიცავს რეგიონული პოლიტიკის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების განვითარების საკითხებს. ის ამ საკითხთა დასარეგულირებლად ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციითა და პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულ საკანონმდებლო, საკონტროლო და სხვა ფუნქციებს. 2018 წელს კომიტეტის საქმიანობის მიზანი იყო, საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის უფლებამოსილების წარმატებით განხორციელება, დეცენტრალიზაციის რეფორმის ხელშეწყობა, ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება, საშინაო, საგარეო და რეგიონული პოლიტიკის სფეროში კომიტეტის ჩართულობის გაზრდა, კომიტეტის შესაძლებლობათა განვითარების უზრუნველყოფა. საანგარიშო პერიოდში, კომიტეტი, თავისი უფლებამოსილების შესაბამისად, ამზადებდა კანონის პროექტებს, უზრუნველყოფდა პარლამენტში წარმოდგენილი კანონის პროექტების განხილვასა და დასკვნის მომზადებას, ხელს უწყობდა საკანონმდებლო პროცესის სრულყოფილად განხორციელებას; აგრეთვე წლის განმავლობაში კომიტეტი ახორციელებდა საკონტროლო უფლებამოსილებას კომიტეტის უფლებამოსილების სფეროს მიკუთვნებულ სფეროში მოქმედი სამინისტროს, მინისტრისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელების ანგარიშების მოსმენის, მათ მიერ გამოცემული ნორმატიული აქტების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობისა და მათი შესრულების კონტროლის, საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების, ასევე კონსტიტუციითა და კანონით განსაზღვრულ სხვა პირთა თანამდებობაზე არჩევისა და დანიშვნაზე თანხმობის მიცემის გზით. საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა შეიმუშავა და დაამტკიცა 2018-2020 წლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც, კომიტეტის საქმიანობის მიმართულებების მიხედვით, აერთიანებს 4 ძირითად მიზანს და 14 ამოცანას. ეს დოკუმენტი არის კომიტეტის საქმიანობის გაწერილი კომპლექსური გეგმა, რომელიც შესაბამისობაშია სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებთან, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების მოთხოვნებთან, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებსა და ამოცანებთან, საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის პრიორიტეტებთან და მაქსიმალურად 1 მოიცავს ადგილებზე არსებულ გამოწვევებს, საჭიროებებსა და ინტერესებს. აღნიშნული დოკუმენტის დამტკიცება და გამოქვეყნება ხელს უწყობს კომიტეტის საქმიანობის გამჭვირვალეობას და დაინტერესებულ მხარეთათვის საქმიანობის განჭვრეტადობას. კომიტეტის შემადგენლობაში პარლამენტის 18 წევრია, რომელთაგან 13 საპარლამენტო უმრავლესობის, 4 საპარლამენტო უმცირესობის, ხოლო 1 ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წარმომადგენელი. კომიტეტში მაჟორიტარული წესით არჩეული 10 წევრია. კომიტეტის თავმჯდომარეა ბატონი ზაზა გაბუნია, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ერეკლე ტრიპოლსკი, მოადგილე მერაბ ქვარაია, მოადგილე ემზარ კვიციანი. საანგარიშო პერიოდი გამორჩეული იყო კომიტეტის საქმიანობის გააქტიურების მიმართულებით. სულ ჩატარდა კომიტეტის 31 სხდომა. მათ შორის, 4 გასვლითი სხდომა: სამეგრელო-ზემო სვანეთში, მცხეთა-მთიანეთში, იმერეთში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, შიდა ქართლში. (ქ. ზუგდიდი, ქალაქი მცხეთა, ქალაქი ჭიათურა, ქალაქი ბათუმი). კომიტეტის სხდომებზე განხილულ იქნა 27 კანონის პროექტი, მათ შორის წამყვანი კომიტეტის ფორმატში 2, მთავრობის მიერ სარატიფიკაციოდ წარმოდგენილი 20 საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება, საკომიტეტო კონტროლის ფარგლებში უფლებამოსილების სუბიექტების მიერ წარმოდგენილი იქნა 7 მოხსენება და ინფორმაცია, კომიტეტის მიერ მომზადდა 1 დადგენილების პროექტი, მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებას მიეძღვნა 2 სხდომა. კომიტეტის მიერ მომზადდა 49 დასკვნა. 2. კომიტეტის კანონშემოქმედებითი საქმიანობა: 2.1. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის მიერ საანგარიშო პერიოდში განხილული და მხარდაჭერილი კანონპროექტები, რომელიც მნიშვნელოვანი იყო თავისი შინაარსით; 2.1.1. საქართველოს პარლამენტის წევრების ზაზა გაბუნიას, გოგა გულორდავას და კობა ლურსმანაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/215; 24. 08. 2018). კანონპროექტის მიზანია კოდექსის 130ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედების ჩამდენ პირის მონაცემების, დაჯარიმებაზე უფლებამოსილი პირზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში იდენტიფიცირების შესაძლებლობის მიცემას. 2.1.2. საქართველოს პარლამენტის წევრების ზაზა გაბუნიას და კობა ლურსმანაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/222; 13.09.2018); წარმოდგენილი ცვლილების მიზანია საქართველოს 2 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ადრე (2018 წლის 30 მაისი და 2018 წლის 20 ივლისი განხორციელებული ცვლილებების ერთმანეთთან შესაბამისობაში მოყვანა. 2.1.3. საქართველოს პარლამენტის წევრების: ირაკლი კობახიძის, თამარ ჩუგოშვილის, გიორგი კახიანის, ეკა ბესელიას, ირინე ფრუიძის, გურამ მაჭარაშვილის, ანრი ოხანაშვილის, არჩილ თალაკვაძის, მამუკა მდინარაძის, ირაკლი სესიაშვილის და ირაკლი ბერაიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტს „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი“ და შესაბამისი საქართველოს კანონების პროექტების პაკეტი (№07-3/187; 31.05.2018): კომიტეტმა, სხდომაზე გამოთქმული შენიშვნებითა და წინადადებებით, მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტის მიღებას. 2.1.4. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი ,,საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი თანდართულ მასალებთან ერთად, დოკუმენტი ,,ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2019-2020 წლებისთვის“, საქართველოს მთავრობის მოხსენება ,,საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ წლიური საბიუჯეტო კანონის ამოქმედებისათვის საჭირო საქართველოს კანონის პროექტი ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, საქართველოს ორგანული კანონის პროექტები ,,საქართველოს ორგანულ კანონში ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და ,,ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/256; 01.10.2018); კანონპროექტების მიღების მიზანია 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსულობებისა და გადასახდელების დამტკიცება, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარება და მოსახლეობის სოციალური დაცვა. კომიტეტმა, საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ წარმოდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით, წარადგინა კომიტეტის შენიშვნები, წინადადებები და რეკომენდაციები, ასევე მხარი დაუჭირა საქართველოს ორგანული კანონის პროექტებს ,,საქართველოს ორგანულ კანონში ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და ,,ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ . 2.1.5. საქართველოს პარლამენტის წევრების ზაზა გაბუნიას, არჩილ თალაკვაძის, მარიამ ჯაშის, ბექა ოდიშარიას, ალექსანდრე ქანთარიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N 07-3/141; 22.03.2018) კანონპროექტის მიღების მიზეზია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაზიანებასთან, იერსახის დამახინჯებასთან, გარე რეკლამების განთავსებასთან და გარე ვაჭრობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების გახშირება და ამ სამართალდარღვევებისთვის დადგენილი სანქციების შეუსაბამობა ჩადენილი ქმედების მნიშვნელობასა და სიმძიმესთან. კანონში ცვლილებით, გამკაცრდეს სანქციები რიგ სამართალდარღვევებზე და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 3 უფლებამოსილ ორგანოს მიეცეს შესაძლებლობა დამრღვევ სუბიექტებს შეუფარდოს სანქცია, საჯარიმო ოქმის (ქვითრის) შევსების ფორმით). ადგილზევე 2.1.6. საქართველოს პარლამენტის წევრების ზაზა გაბუნიას, მერაბ ქვარაიას, გოგა გულორდავას და ირაკლი მეზურნიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№ 07-3/126; 22.02.2018). კანონპროექტის მომზადების და მიღების მიზანია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ქვეყანაში არსებულ გამოწვევებთან შესაბამისობაში მოყვანა და პარკირების წესების დარღვევასთან დაკავშირებული სამართალდარღვევების ყველა მუნიციპალიტეტზე გავრცელება. 2.1.7. საქართველოს პარლამენტის წევრების ზაზა გაბუნიას, გოჩა ენუქიძის და დავით სონღულაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N 07-3/140 22.03.2018). კანონში ცვლილების შეტანით იცვლება მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის გამოანგარიშების წესი, რაც გულისხმობს მომსახურებაზე ან/და უფლების მინიჭებაზე გაწეული დანახარჯების გათვალისწინებას კანონმდებლობის მიხედვით და მოსაკრებლის ოდენობის მასთან შესაბამისობაში მოყვანას. 2.1.8.საქართველოს პარლამენტის წევრების ზაზა გაბუნიას, მერაბ ქვარაიას და გოგა გულორდავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№ 07-3/127; 22.02.2018). კანონში შეტანილი ცვლილებით „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“, საქართველოს კანონის დანართი №4 ჩამოყალიბდა ახლებურად და მას დაემატა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა და მისი თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვარი. ასევე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა და მისი თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვარი. 2.1.9. საქართველოს პარლამენტის წევრის ზაზა გაბუნიას მიერ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეკომენდაციის პროექტი ,,საქართველოს მთავრობის მიერ, საქართველოს პარლამენტისთვის „ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის მიღების უფლების შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის დამატებითი ოქმის“ სარატიფიკაციოდ წარმოდგენის თაობაზე (N07-3/162; 10.05.2018). საქართველოს პარლამენტის რეკომენდაციის პროექტის შემუშავება განპირობებულია შემდეგი გარემოების გამო: „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპულ ქარტიას საქართველომ ხელი მოაწერა 2002 წელს, ხოლო 2004 წელს მოახდინა მისი რატიფიცირება, რაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოში თვითმმართველობის სისტემის განვითარებისთვის. ამასთან, ევროპის ქვეყნებში თვითმართველობის განვითარების გამოცდილებამ აჩვენა, რომ ამ პროცესში საზოგადოების მონაწილეობა არის ფუნდამენტური საკითხი, რაც გამოიყო კიდეც ცალკე დოკუმენტის სახით; 4 2009 წელს ევროპულმა სახელმწიფოებმა შეიმუშავეს და მიიღეს ახალი დოკუმენტი, რომელიც არის ევროპული ქარტიის დამატებითი ოქმი, რომელიც ეხება თვითმართველობის განხორციელების პროცესში მოქალაქეების მონაწილეობისა და საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობას. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში მიმდინარეობს დეცენტრალიზაციის რეფორმა, ამასთან, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის ფარგლებში გვაქვს ვალდებულება შევქმნათ ისეთი პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთა ფართო მონაწილეობას და ჩართულობას, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ თვითმმართველობის გაძლიერებისთვის გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები, მათ შორის, საკონსტიტუციო გარანტიები, მიზანშეწონილია, რომ საქართველო დადგეს იმ სახელმწიფოთა რიგში, რომელთაც აქვთ ეს ევროპული დოკუმენტი მიღებული, ხელმოწერილი და რატიფიცირებული. 2.1.10. საქართველოს პარლამენტის წევრების ზაზა გაბუნიას, კახაბერ კუჭავას და ნინო წილოსანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№ 073/188; 07.06.2018). კანონში შეტანილი ცვლილების მიზანია, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტში (№ 2196-II ს, 20.04.2018) საქართველოს პარლამენტის 2018 წლის საგაზაფხულო სესიაზე განხორციელებული ცალკეული ცვლილების ტექნიკური ასახვა, რათა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ რიგ ნორმებში არ მოხდეს სამართლებრივი გადაფარვა და მოყვანილ იქნას შესაბამისობაში უკვე მიღებულ ნორმებთან იურიდიული ტექნიკისა და კოდიფიკაციის თვალსაზრისით. 2.1.11. საქართველოს პარლამენტის წევრების: მამუკა მდინარაძის, ვანო ზარდიაშვილის, ანრი ოხანაშვილის, გიორგი ხატიძის, დავით მათიკაშვილის, ეკა ბესელიას, გედევან ფოფხაძის და ოთარ ჩრდილელის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტების: „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ და შესაბამისი კანონპროექტების პაკეტი (№07-3/197; 14.06.2018); „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის ზოგადი დებულებებით განსაზღვრულია პროექტის ძირითადი რეგულირების სფერო და კანონის მიზნებისთვის მოცემულია ტერმინთა განმარტებები. მეორე თავი ადგენს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს დამტკიცების, აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესს, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო მოქმედ სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოებს საქართველოს პარლამენტთან არსებულ ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან წინასწარი კონსულტაციებითა და საბჭოს მიერ გაცემული დადებითი დასკვნის საფუძველზე ამტკიცებს სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელი ან თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო. დადგენილია საბჭოსთვის წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა, დასკვნის გაცემის ვადა და პროცედურა. განსაზღვრულია მნიშვნელოვანი სახელმწიფო ღონისძიებების ჩატარებისას საბჭოს მონაწილეობის ფორმა. 5 2.1.12. საქართველოს პარლამენტის წევრების კახა კუჭავას და ნინო წილოსანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№ 07-3/125, 20.02.2018). კანონპროექტის მიზანია დედაქალაქში საგზაო მოძრაობის მოწესრიგება და გაუმჯობესება არსებული სანქციების გაზრდის ან/და ახალი სანქციების შემოღების გზით. 2.1.13. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ და კანონპროექტთა პაკეტი (07-2/167,27.01.18). კანონპროექტის მიღება განაპირობა „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შემუშავებული „თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2017-2020“-ს, რომლის მიხედვით ეფექტიანი თავდაცვის დაგეგმვა უნდა ეფუძნებოდეს „ტოტალური თავდაცვის“ პრინციპით თავდაცვის უზრუნველყოფას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო რესურსების გამოყენებით. კანონის შესაბამისად ქვეყანაში ჩამოყალიბება რეზერვის და მობილიზაციის ახალი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს რეზერვისტების მომზადებისა, მათი მართვისა და კონტროლის გაუმჯობესებას, თავდაცვის უზრუნველყოფაში მოსახლეობის ფართო ჩართულობას. 2.1.14 საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსი“ და თანამდევი კანონპროექტების პაკეტი (0 7-2/2, 24.11.16). კანონპროექტის მიზანია „საქართველოს სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსის“ მიზანია ქვეყანაში სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის რეგულაციის ერთიანი სისტემის შექმნა დაგეგმვის და აღსრულების ერთიანი იერარქიის ჩამოყალიბება, უფლებამოსილებათა შესაბამისი განაწილება. 2.1.15. საქართველოს პარლამენტის წევრების ეკა ბესელიას და ლევან გოგიჩაიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/135; 07.03. 2018) კანონპროექტით ცვლილებები შედის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 313-ე მუხლის მე-15, მე-16 და მე-17 ნაწილებში და შს ორგანოებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771 და 772 მუხლებით დადგენილი ადმინისტრაციულსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების უფლებამოსილების ვადა 2018 წლის 1 აპრილიდან გაუგრძელდებათ ერთი წლით - 2019 წლის 1 აპრილამდე. 6 2.1.16. საქართველოს პარლამენტის წევრების: ზაზა გაბუნიას, მერაბ ქვარაიას და გოგა გულორდავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“(07-3/127; 22.02.2018). კანონპროექტის მიხედვით, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის №4 დანართი ყალიბდება ახლებურად და მის №4.1 ცხრილს ემატება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა და მისი თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვარი, ხოლო №4.2 ცხრილს ემატება საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა და მათი თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვარი 2.1.17. საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით მათიკაშვილის, ანრი ოხანაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, ეკა ბესელიას, ივლიანე წულაიას და ვანო ზარდიაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტების „სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე და „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. (07-3/87 31.08.2017). წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლს ემატება 34 - 36 პუნქტები, რომლის მიხედვითაც: - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების შეძენის შეჩერების შესახებ დადგენილი მორატორიუმი გარდამავალ ეტაპზე არ გავრცელდება კანონმდებლობით განსაზღვრულ კომერციულ ბანკებზე, რომლებსაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლება წარმოეშობათ საბანკო საქმიანობის განხორციელების ფარგლებში. ასეთ შემთხვევაში, კომერციულ ბანკებს წარმოეშობათ ვალდებულება, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვებიდან 2 წლის ვადაში გაასხვისონ ის შესაბამის უფლებამოსილ პირზე. - წარმოდგენილი ცვლილებით ასევე გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობისათვის დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭება, მორატორიუმიდან გამონაკლისის დაშვებასთან დაკავშირებით მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში, დაინტერესებულმა პირმა შესაბამისი არგუმენტაციით უნდა მიმართოს დარგში პოლიტიკის განმახორციელებელ აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის დაწესებულებას, რომელმაც საკითხის შესწავლის შემდგომ, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით და დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვევაში, საკითხი განსახილველად და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად უნდა წარუდგენს საქართველოს მთავრობას. 2.1.18. საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო ფრაქცია - ძლიერი საქართველოსთვის“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: ,, სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, ,,სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, ,, ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტი ,,საქართველოს ორგანულ კანონში ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 7 ცვლილების შეტანის შესახებ:“ (N07-3/139; 20. 03.2018). კანონში შეტანილი ცვლილებების მიზანია საქართველოში, განსაკუთრებით ქვეყნის მსხვილ ქალაქებში, შესაბამის მუნიციპალიტეტებში სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურის ობიექტების შენარჩუნება და მასთან დაკავშირებით სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის და კონტროლის განხორციელება. 2.1.19. საქართველოს პარლამენტის წევრების: ზაზა გაბუნიას, არჩილ თალაკვაძის, მარიამ ჯაშის, ბექა ოდიშარიას და ალექსანდრე ქანთარიას საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/141; 22.03.2018). კანონში ცვლილების შეტანის მიზანია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაზიანების, შენობა-ნაგებობათა იერსახის დამახინჯების, გარე რეკლამების განთავსებასთან და გარე ვაჭრობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების აღმოფხვრა და ამ მიზნისთვის პროპორციული სანქციების დაწესება. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს მიეცა შესაძლებლობა დამრღვევს ადგილზევე შეუფარდოს სანქცია საჯარიმო ოქმის (ქვითრის) შევსების გზით, რაც უფრო ეფექტურს გახდის სამართალდარღვევების პრევენციას. 2.1.20. საქართველოს პარლამენტის წევრების: ზაზა გაბუნიას, გიორგი მოსიძის, სალომე ზურაბიშვილის, სოფიო კილაძის, ბექა ოდიშარიას, ზაზა ხუციშვილის, მარიამ ჯაშის, ნინო გოგუას, ენძელა მაჭავარიანის, შოთა ხაბარელის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: ,, სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/138; 16.03.2018). კანონპროექტის თანახმად, სუბიექტის მიერ სარეაბილიტაციო არეალში მდებარე მრავალბინიანი სახლის რეაბილიტაცია შესაძლებელი იქნება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის იმ წევრთა თანხმობით, რომელთა საკუთრებაშიც არის საერთო სარეაბილიტაციო ფართობის ნახევარზე მეტი. 2.1.21. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის დამტკიცების თაობაზე“ და ,, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის ,, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-2/181; 21.03.2018). „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, აღნიშნული კანონის ამოქმედებიდან (19.10.2017-დან) არაუგვიანეს 6 თვისა (19.04.2018-მდე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ 8 საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად უნდა წარუდგინოს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ ახალი კონსტიტუციური კანონიდან გამომდინარე ცვლილებები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში, 2018 წლის 8 იანვარს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტის, კერძოდ უმაღლესი საბჭოს 14 წევრის მიერ ინიცირებული იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“. 2.1.22. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და თანამდევი კანონპროექტთა პაკეტი (07-2/236;28.06.2018); კანონში ცვლილების მიზანია საქართველოს მთავრობის განახლებული სამთავრობო პროგრამის - ,,თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ ეფექტური განხორციელების უზრუნველყოფა, რომლის შესაბამისად ქვეყნის განვითარების სამთავრობო ხედვის ერთ-ერთი პრინციპი და მიმართულებაა, ე. წ. ,, მცირე მთავრობის“ კონცეფცია. ქვეყანას სჭირდება მოქნილი, ოპერატიული და ეფექტიანი სამთავრობო ინსტიტუტები, რომლებიც მოქმედებენ გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტით და რომლებზეც ხორციელდება საზოგადოებრივი და ინსტიტუციონალური კონტროლი. მცირე და მოქნილი მთავრობის სტრატეგიული მიზნების და პრიორიტეტების განსახორციელებლად ამ ეტაპისთვის დაგეგმილია სამთავრობო უწყებების გაერთიანება/ოპტიმიზაცია და მათ შორის ფუნქციების გადანაწილება დაგეგმილი რეფორმების სწრაფად და ეფექტიანად განსახორციელებლად და მიგვაჩნია, რომ უნდა ჩამოყალიბდეს კიდევ უფრო უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატი, მათი მაქსიმალური ოპტიმიზაციის გზით, რის შედეგადაც უფრო ეფეტქური გახდება მართვა და შემცირდება ბიუროკრატია. კომიტეტმა მხარს დაუჭირა წარმოდგენილი კანონპროექტების საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას. 2.1.23. საქართველოს პარლამენტის წევრების: სოფიო კილაძის, რატი იონათამიშვილის, ლევან ბეჟანიძის, ირაკლი ბერაიას, ვანო ზარდიაშვილის, დავით მათიკაშვილის, სავალან მირზოევის, დიმიტრი მხეიძის, ანრი ოხანაშვილის, მერაბ ქვარაიას და დიმიტრი ცქიტიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: ,, სოციალური მუშაობის შესახებ“, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“, ,,საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და ,, შვილად აყვანის და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (073/157; 26.04.2018). 2.1.24. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების 9 შეტანის თაობაზე“ (N 07-2/165; 25.01.2018). წარმოდგენილი ცვლილების თანახმად, სააგენტოს კანონმდებლობის საფუძველზე, მიეცემა საშუალება სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახთა (ეკომიგრანტთა) სოციალურეკონომიკური ინტეგრაციის მიზნით, გასცეს საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის გრანტები. 2.1.25. საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მამუკა ბახტაძის მიერ ნდობის მისაღებად წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობა სამთავრობო პროგრამასთან ,,თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა (სამთავრობო პროგრამა 2018-2020 ერთად (N 07-2/234; 18.06 2018). მინისტრობის კანდიდატებმა კომიტეტების წევრებს წარუდგინეს პროგრამის ძირითადი დებულებები და ინფორმაციები დარგობრივი სამინისტროების მიმართულებით. კომიტეტმა ფარული კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე კომიტეტის წევრთა ხმების უმრავლესობით, ნდობა გამოუცხადა საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ საქართველოს პრემიერ მინისტრობის კანდიდატსა და საქართველოს პრემიერ მინისტრობის კანდიდატის მიერ წარმოდგენილ მთავრობის განახლებული შემადგენლობის სამთავრობო პროგრამას „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ და მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მის განხილვას. 2.1.26. საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მამუკა ბახტაძის მიერ ნდობის მისაღებად წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის განახლებული შემადგენლობა (N 07-1/23; 12.072018) სამთავრობო პროგრამასთან ,,თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა ერთად“ (N 07-2/242; 12. 07. 2018). კომიტეტმა ფარული კენჭისყრით, ნდობა გამოუცხადა საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ საქართველოს პრემიერ მინისტრობის კანდიდატს და საქართველოს პრემიერ მინისტრობის კანდიდატის მიერ წარმოდგენილი მთავრობის განახლებული შემადგენლობის სამთავრობო პროგრამას „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ და მხარი დაუჭირა მის განხილვას საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. 2.1.27 საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი ,,საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი თანდართულ მასალებთან ერთად, დოკუმენტი ,,ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2019-2020 წლებისთვის“, საქართველოს მთავრობის მოხსენება ,,საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ წლიური საბიუჯეტო კანონის ამოქმედებისათვის საჭირო საქართველოს კანონის პროექტი ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, საქართველოს ორგანული კანონის პროექტები ,,საქართველოს ორგანულ კანონში ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და ,,ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/256; 01.10.2018) - კანონპროექტის მიხედვით გათანაბრებითი ტრანსფერის სისტემა იცვლება განაწილებული გადასახადის (tax sharing) სისტემით და 2019 წლის 1 იანვრიდან დამატებული ღირებულების გადასახადის 19% განაწილდება მუნიციპალიტეტზე. აღნიშნულიდან 10 გამომდინარე კოდექსიდან ამოღებულია გათანაბრებითი ტრანსფერის ცნება (94-ე და 95-ე მუხლები); - ასევე, ვინაიდან მუნიციპალიტეტის დაფინანსების სისტემის შეცვლის შედეგად ყოველწლიურად მნიშვნელოვნად იზრდება მუნიციპალიტეტების შემოსავლები, გარდამავალ პერიოდში (2019-2023 წლები) მუნიციპალიტეტები უფლებამოსილნი არიან მიმდინარე ხარჯები გაზარდონ მხოლოდ მშთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის პროცენტული მაჩვენებლით. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, თუ საქართველოს პარლამენტის მიერ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებით წინა წელთან შედარებით გაიზრდება მუნიციპალიტეტების ფუნქციები. - 164-ე მუხლის მე-10 პუნქტით განისაზღვრება, რომ ამ მუხლით განსაზღვრულ მუნიციპალიტეტებს, მათი ფუნქციების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად გამოეყოფა სპეციალური ტრანსფერი. 2.2. რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები საანგარიშო პერიოდში, კომიტეტმა განიხილა და საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, შესაბამისი საკომიტეტო შენიშვნებით, მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტში სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, რომელთა ძირითადი მიზანია მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ფინანსური უზრუნველყოფა, ელექტროენერგიითა და ბუნებრივი აირით რეგიონებისა და დასახლებების მომარაგების გაფართოება, თანამედროვე სტანდარტებით მყარი ნარჩენების მართვა და გარემოს დაცვა, დაცული ტერიტორიების განვითარება, წყალმომარაგებისა და წყალარინების, საერთაშორისო და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ავტომაგისტრალებისა და გზების მშენებლობა. 1. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმებას (აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროექტის დამატებითი დაფინანსება)“ (N07-2/159; 22.12.2017); 2. ,,საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროექტი)“ ცვლილება“ (07-2/160, 22 12.2017). 3. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი ,,საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა-პროექტი 5)“ (07-2/164; 16. 01.2018); 4. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „2017 წლის 13 ივლისით დათარიღებული „საქართველოს და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ბათუმის ავტობუსების პროექტი)“ N1 ცვლილების შეთანხმება“ (N07-2/191 10.04.2018); 11 5. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის რეფორმის მხარდაჭერის მიზნით, ფსიქიატრიული დაწესებულების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტის განხორციელების შესახებ“ წერილის გაცვლი გზით დადებული შეთანხმება (N07-2/205 02.05.2018); 6. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „2011 წლის 10 მაისის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 1)“ N5 ცვლილებას“ (N07-2/206 02.05.2018); 7. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ,,საქართველოს და ევროპის საბჭოს განვითარების ბანკს შორის ჩარჩო სასესხო შეთანხმების (თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაზრდა)“ ცვლილება N1 (N07-2/213; 11.05.2018); 8. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ,,საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ“ (2017)“ შეთანხმება (N07-2/215; 15.05.2018); 9. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ,,საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის (საქართველო-აღმოსავლეთდასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი-A)“ და ,,საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის (საქართველო-აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი - B)“ ფინანსურ ხელშეკრულებაში N2 ცვლილების შეტანის შესახებ“ წერილი-შეთანხმება (N07-2/219; 25.05.2018); 9. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ,,საქართველოს და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას შორის სასესხო შეთანხმება (საქართველოში საჯარო შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება და განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის გამოყენება“) (N07-2/244;30.07.2018); 10. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ,,საქართველოს (მიმღები) და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციის (როგორც დაფინანსებული პროექტის განსახორციელებელი სააგენტო ,,საქართველოში საჯარო შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება და განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის გამოყენება“) შორის საგრანტო შეთანხმება (N07-2/243; 30.07.2019); 11. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ,,იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსა და საქართველოს შორის აღმოსავლეთდასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტი (ფაზა 2) სასესხო ხელშეკრულება (N07-2/253; 13.09.2018); 12. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი იაპონის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტი (ფაზა 2) თაობაზე“ ნოტების გაცვლის გზით დადებული ხელშეკრულება (N07-2/252; 13.09.2018); 12 13. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KFW), მაინის ფრანკფურტი, და საქართველოს, წარმოდგენილს ფინანსთა სამინისტროს მიერ („მსესხებელი“), შორის სასესხო ხელშეკრულების (აჭარის სოფლების წყალმომარაგებისა და წყალანირების პროგრამა, საქართველო)“ (07-2/262; 05.10.2018); 14. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი ,,2014 წლის 9 ივლისის ,,საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მესამე პროექტი)‘ პირველი ცვლილება“ (N07-2/266; 25.10.2018წ); 15. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი ,,2012 წლის 24 ივლისის ,,საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სესხის ხელშეკრულების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 2)’’ N3 ცვლილების წერილშეთანხმება“ (07-2/267; 25.10.2018); 16. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი ,,2010 წლის 5 აგვისტოს ,,საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები) (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 1)’’ N4 ცვლილების წერილშეთანხმება“ (07-2/268; 25. 10. 2018); 17. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი ,,2013 წლის 19 დეკემბრის ,,საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 3)’’ N1 ცვლილების წერილშეთანხმება“ (07-2/269; 25.10.2018); 18. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი ,,2012 წლის 24 ივლისის ,,საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (განსაკუთრებული ოპერაციები) (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 2)’’ N4 ცვლილების წერილ-შეთანხმება“ (07-2/270; 25 10. 2018); 19. საქართველოს მთავრობის რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (ხევი-უბისას მონაკვეთი) გაუმჯობესების პროექტი)“ (N07-2/274; 31.10.2018); 20. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი 2016 წლის 11 თებერვლის ,,საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (საქართველოს ურბანული რეკონსტრუქცია და განვითარება)“ N1 ცვლილება წერილ-შეთანხმება“ (N07-2/276; 13.11.2018). 13 3. კომიტეტის საკონტროლო საქმიანობა: 3.1 კომიტეტის სხდომებზე მოსმენილი და განხილული ანგარიშები. კომიტეტი აქტიურად ასრულებდა რეგლამენტით გათვალისწინებულ საკონტროლო ფუნქციებს. სამუშაო თუ საკომიტეტო მოსმენების ფორმატში აქტიურად თანამშრომლობდა ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურებთან და სხვა საქვეუწყებო დაწესებულებებთან. კომიტეტის ფარგლებში შექმნილია ხუთი თემატური სამუშაო ჯგუფი, რომელიც მუშაობს დედაქალაქ თბილისის საკითხებზე, მაღალმთიანი რეგიონების საკითხებზე, თვითმმართველობისა და ანალიტიკური საქმიანობის მიმართულებით, რეგიონების ეკონომიკური განვითარების დოკუმენტებზე და მუნიციპალური (მათ შორის ეკონომიკური) განვითარების საკითხებზე. თითოეულ ამ ჯგუფს ყავს პასუხისმგებელი პარლამენტის წევრი (თემატური მომხსენებელი) და მასზე მიმაგრებულია ერთი აპარატის თანამშრომელი. კომიტეტმა წლის განმავლობაში ჩაატარა ხუთი საზედამხედველო კომიტეტის სხდომა, რომელებზეც განხილულ იქნა ის ანგარიშები, რომლებიც კომიტეტისთვის წარმოადგენდა პრიორიტეტული ინტერესის საგანს:    ინფორმაცია დედაქალაქ თბილისსა და რეგიონებში სასკოლო ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციისა და აღნიშნული უფლებამოსილების მუნიციპალიტეტებზე გადაცემის მიმდინარეობის შესახებ. ვინაიდან ქვეყნის მთავრობა აქტიურად მუშაობს ევროინტეგრაციის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების მაქსიმალურად ეფექტურად წარმართვისთვის, რომლის ერთ-ერთი პრიორიტეტი არის დეცენტრალიზაციის საკითხები, დღის წესრიგში დადგა მუნიციპალიტეტებისთვის დამატებითი უფლებამოსილების გადაცემა და ამ მიმართულებით ერთ-ერთ პრიორიტეტად ჩაითვალა განათლების საკითხები. აქედან გამომდინარე, ყველაფერი კეთდება იმისთვის რომ მუნიციპალიტეტები მაქსიმალურად ჩაერთონ ისეთ საკითხებში, როგორიცაა სასკოლო შენობების რეაბილიტაციის და მშენებლობის პრიორიტეტების განსაზღვრა, ასევე ჩაერთონ ისეთ სერიოზულ პროგრამაში, რომელიც არის მოსწავლეთა ტრანსპორტირების პროგრამა. ინფორმაცია აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის კომპლექსური ღონისძიებების განხორციელებაზე. კომიტეტმა გააცნობიერა რა, ამ მწერის არსებობის საფრთხე სასოფლოსამეურნეო მცენარეთა და ცხოველთა სხვა დაავადებების გამოწვევისთვის, კომიტეტმა მოუსმინა ანგარიშს, ამასთან დაკავშირებით და მისი პოზიცია იყო შეუვალი. 2019 სახელმწიფო წლის ბიუჯეტში გამოინახა დამატებითი თანხები და საშუალებები. 2018 წელს კომიტეტის გასვლითმა სხდომებმა დაგვარწმუნა, რომ ეს არ არის რომელიმე რეგიონის პრობლემა, არამედ საქვეყნო საკითხია, რომელიც კვლავაც მოითხოვს შეუნელებელ ყურადღებას. ინფორმაცია საქართველოს რეგიონებში და მუნიციპალიტეტებში გაზიფიცირების მიმდინარე ღონისძიებებისა და სამთავრობო პროგრამით 2018-2019 წლებში გათვალისწინებული საპროექტო და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ. კომიტეტის პრინციპული პოზიციის შედეგად 2017-2018 წლებში გაორმაგდა გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ გასაწევი ხარჯები რეგიონების ბუნებრივი აირით უზრუნველყოფის 14 მიმართულებით, რასაც დაემატა კიდევ კომპანია „სოკარის“ მიერ აღებული დამატებითი ვალდებულებები იმ სოფლებთან მიმართებაში, სადაც ადრე გაზიფიცირება არ იყო დაგეგმილი. ეს იყო საკანონმდებლო ორგანოსა და აღმასრულებელი ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევის შედეგი, - გამოინახა დამატებითი რესურსები სოფლების გაზიფიცირებისთვის და მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები. ამ მიმართულებით ასევე მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდება მაღალმთიან დასახლებებში.  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ანგარიში სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის რეფორმა ადგილობრივ თვითმმართველობებსა და ავტონომიურ რესპუბლიკებში. წარმოდგენილი ანგარიშით  საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ანგარიშის მოსმენა საქართველოს რეგიონებში (მუნიციპალიტეტებში) მოსახლეობის წყლით უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ. ქვეყნის ყველა დასახლება უნდა უნდა მომარაგდეს სასმელი წყლითა და უზრუნველყოფილ იქნეს წყალანირება. ამ მიზნისთვის 2018 წლის ბიუჯეტში მნიშვნელოვანი რესურსები იყო გათვალისწინებული. კომიტეტის მოთხოვნით ამ მიმართულებით გამოსაყოფი რესურსები მნიშვნელოვნად გაიზარდა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში. ქვეყანაში მემკვიდრეობით მიღებული და რეალურად დღემდე არსებული ვითარების დასაძლევად დამატებითი და დიდი რესურსების გამონახვა არის საჭირო. ექსპერტებს და სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ აუცილებელია წყალმომარაგების საკითხებთან დაკავშირებით შემუშავდეს სახელმწიფო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. წყალსაცავების მოწყობის ქვეყანაში არსებული გამოცდილების აღდგენა შეიძლება გახდეს საკითხის გადაწყვეტის ერთ-ერთი ეფექტური გამოსავალი. ასევე ვეძებოთ ალტერნატიული გზები და საშუალებები. მით უფრო, რომ წყალსაცავი, თავისთავად, არის მნიშვნელოვან რეკრეაციული სივრცე და ღირსშესანიშნაობა (ჟინვალის წყალსაცავი დუშეთში, ჯვარის წყალსაცავი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში), ხოლო სამომავლოდ კომერციული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ობიექტი და გლობალური დათბობის პასუხიც.  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ანგარიშის მოსმენა ქვეყანაში (რეგიონები, მუნიციპალიტეტები) მოსახლეობის სოციალური დაცვისა და დასაქმების შესახებ. კომიტეტის გამორჩეულ ყურადღებას მოითხოვს მუნიციპალიტეტებში სიღარიბის, დასაქმების მტკივნეული საკითხების დაძლევა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. კონსტიტუციის ახალი რედაქციით გაცხადებულია, რომ საქართველო გახდება სოციალური სახელმწიფო. სადღეისოდ ხელისუფლების სერიოზული გამოწვევა სიღარიბე და სოციალურად დაუცველი ოჯახების მაღალი ხვედრითი წილი. ამასთან, ფაქტია, რომ 2012 წლიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა მოსახლეობის კეთილდღეობის ეტაპობრივი გაუმჯობესებისა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დაფინანსების გასაზრდელად (სახელმწიფო ბიუჯეტის თითქმის მესამედი). ამ მაჩვენებლით საქართველო რეალურად გახდა „ევროპის სოციალური ქარტიის“ თავის დროზე გამოტოვებული მუხლების შემსრულებელი სუბიექტი. 3.2 საბიუჯეტო კონტროლი 15 კომიტეტი მონაწილეობს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული განხილვების, მოსმენებისა და ანგარიშგების პროცესში. ამ მიმართულებით კომიტეტმა საანგარიშო პერიოდში ჩაატარა ხუთი სხდომა და მოუსმინა: 3.2.1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვას; 3.2.2. „ საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის“ და საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებას; 3.2.3 ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-ის 54-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვას; 3.2.4 საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ,,საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ „საქართველოს კანონის პროექტი (07-2/279/9;04.12.2019). 3.2.5 საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი ,,საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი თანდართულ მასალებთან ერთად, დოკუმენტი ,,ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2019-2020 წლებისთვის“, საქართველოს მთავრობის მოხსენება ,,საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ წლიური საბიუჯეტო კანონის ამოქმედებისათვის საჭირო საქართველოს კანონის პროექტი ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, საქართველოს ორგანული კანონის პროექტები ,,საქართველოს ორგანულ კანონში ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და ,,ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/256; 01.10.2018) 3.3 კომიტეტის გასვლითი სხდომები რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის საქმიანობის სფეროს მიეკუთვნება როგორც რეგიონული პოლიტიკის შემუშავება და დაგეგმვა, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართულებით არსებული მდგომარეობის შესწავლა და გამოკვეთილ საჭიროებებზე სათანადო რეაგირება. ამ საქმიანობის ეფექტური განხორციელებისთვის, გარდა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული საზედამხედველო ინსტრუმენტების გამოყენებისა, კომიტეტი, ინოვაციურად მიუდგა გასვლით კომიტეტის სხდომებს და გარდა კომიტეტის ყოველდღიური საკანონმდებლო საქმიანობისა, სხდომაზე ხდება მოსმენა ინფორმაციებსა, კონკრეტულ რეგიონში შემავალ მუნიციპალიტეტები თუ რა პრობლემებს აწყდებიან, სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის აღსრულების პროცესში. აღნიშნული ინფორმაციის მოსმენის შემდეგ, ხდება საკანონმდებლო პრობლემათა ანალიზი და მათზე საჭიროების შემთხვევაში ინიციატივების მომზადება. კომიტეტის მიერ ხდება გასვლით სხდომებზე გამოკვეთილი საკითხების შეგროვება, ანალიზი და მათი გადაწყვეტა სათანადო გზით. 16 ამ მიზნით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ჩატარდა ოთხი გასვლითი სხდომა სამეგრელოზემო სვანეთში, მცხეთა-მთიანეთში, იმერეთში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, შიდა ქართლში. (ქ. ზუგდიდი, ქალაქი მცხეთა, ქალაქი ჭიათურა, ქალაქი ბათუმი). აღნიშნულ სხდომებზე დაყენებული წინადადებებიდან, კომიტეტმა მოამზადა 4 საკანონმდებლო ინიციატივა. 4. კომიტეტის საქმიანობა გამჭვირვალეობის, განჭვრეტადობისა და მეტი ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს პარლამენტის საქმიანობა, ბოლო წლებში ხდება უპრეცედენტოდ გამჭვირვალე და განჭვრეტადი. ამ მიზნით, კომიტეტები, ისევე როგორც პარლამენტი იღებს და აქვეყნებს ყოველწლიურ სამოქმედო გეგმას. ეს ვალდებულება კომიტეტებს გაწერილი აქვთ საკუთარ დებულებებშიც. საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის 2018-2020 წლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა კომიტეტმა გადაწყვეტილებით დაამტკიცა და გამოაქვეყნა, სადაც პუნქტობრივად არის გაწერილი, ყველა ის ქმედება რომელსაც კომიტეტი განახორციელებს მიმდინარე წლის განმავლობაში. კომიტეტის თავმჯდომარის ინიციატივით, პარლამენტმა გასცა რეკომენდაცია მთავრობისადმი „ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის მიღების უფლების შესახებ, ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის დამატებითი ოქმის“ საქართველოსთვის შესასრულებლად სავალდებულოდ აღიარების მიზნით, კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაწყების შესახებ. რაც მიზნად ისახავდა, ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის უფლების, მაღალ დონეზე გარანტირებას. გარდა ამისა, კომიტეტის თავმჯდომარის ინიციატივით, ჩამოყალიბდა „სახელმწიფო და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის ინსტიტუციური დიალოგის“ მუდმივმოქმედი ფორუმი. ამ ფორუმის მიზანია, ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის, დიალოგის არაფორმალური გარემოს შესაძლებლობის შექმნა, რაც ორიენტირებული უნდა იყოს, არსებული პრობლემებისა თუ ხედვების გამოკვეთასა და გადაწყვეტის გეგმების დასახვაზე. I ფორუმი 2018 წლის 5-6 მაისს ჩატარდა ქალაქ ახალციხეში. ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ერთ დარბაზში, ერთ სივრცეში, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრები, პარლამენტის წევრები, გუბერნატორები, მერები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, მეცნიერები და ექსპერტები, ერთად მსჯელობდნენ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. ქვეყნის ისტორიაში პირველად შეიქმნა ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის პარტნიორობის, აზრთა გულახდილი გაზიარების, შეჯერების და საქმიანი თანამშრომლობის უნიკალური, მუდმივმოქმედი ინსტიტუტი. I ფორუმზე განხილული იყო ინტერმუნიციპალური კავშირების გაძლიერების, რეგიონული უთანაბრობის დაძლევის, დეცენტრალიზაციის, მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო შიდა ფინანსების კონტროლის რეფორმის, უფლებამოსილებების გამიჯვნის, ახალგაზრდული პოლიტიკის, გადაწყვეტილების მიღებაში მოქალაქეთა ჩართულობის, სახელმწიფო და მუნიციპალური ქონების მართვის საკითხები. II ფორუმი შედგა 2018 წლის 817 9 ივლისს ყვარლის მუნიციპალიტეტში, სადაც განხილვის თემები იყო, სახელმწიფო შიდა ფინანსების კონტროლის რეფორმა მუნიციპალიტეტებში, თვითმმართველობებზე უფლებამოსილებების გადაცემა (სასკოლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია), ახალგაზრდული პოლიტიკა მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეთა მონაწილეობა ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში და სახელმწიფო და მუნიციპალური ქონების საკითხები დეცენტრალიზაციის რეფორმის კონტექსტში. ხოლო III, გენერალური ფორუმი, საქართველოს დედაქალაქში-თბილისში, საქართველოს პარლამენტის სასახლეში მიმდინარე წლის 7 დეკემბერს ჩატარდა და დაეთმო დაგეგმილ დეცენტრალიზაციის რეფორმას, რომელიც მთავრობისა და პარლამენტის აქტიურ ჩართულობას მოითხოვს. საანგარიშო პერიოდში კომიტეტში შემოვიდა 219 მოქალაქის წერილი. ყველა წერილი განხილული და შესრულებულია. 200-ზე მეტ წერილთან დაკავშირებით მიღებულია პასუხი. 18