სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი 2019 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დამტკიცებული ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში - „ინფექციის პრევენცია და კონტროლი“

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
08.05.2019
ავტორი
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი ერეკლე მექვაბიშვილი
ნომერი
#1-9100/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-05-13
ბიუროს ნომერი 258

📜 ტექსტი

წერილი
*003823/10* 08/05/2019 № 003823/10 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ ირაკლი კობახიძეს ბატონო ირაკლი, წარმოგიდგენთ 2019 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დამტკიცებულ ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშს − „ინფექციის პრევენცია და კონტროლი“. აღნიშნული აუდიტის ჩატარების შედეგად გამოვლინდა ნაკლოვანებები, რომლებიც აისახა სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში. დანართი: აუდიტის ანგარიშის ელექტრონული ვერსია. პატივისცემით, ერეკლე მექვაბიშვილი გენერალური აუდიტორი
დანართი
2019 სარჩევი ტერმინთა განმარტება...............................................................................................................................................3 შემაჯამებელი მიმოხილვა .......................................................................................................................................5 1. შესავალი..................................................................................................................................................................9 1.1 აუდიტის მოტივაცია......................................................................................................................................9 1.2 აუდიტის მიზანი და მთავარი კითხვები..................................................................................................10 1.3 აუდიტის მასშტაბი და მეთოდოლოგია ...................................................................................................11 1.4 აუდიტის კრიტერიუმები............................................................................................................................12 2. ზოგადი ინფორმაცია...........................................................................................................................................15 2.1 ზოგადი ინფორმაცია სფეროს შესახებ .......................................................................................................15 2.2 ზოგადი ინფორმაცია საქართველოში იპკ-ის სისტემის მართვის შესახებ..........................................17 2.3 საერთაშორისო პრაქტიკის მიმოხილვა .....................................................................................................19 აუდიტის მიგნებები ................................................................................................................................................23 3. იპკ-ის სისტემის მართვის ნაკლოვანებები..................................................................................................23 3.1 იპკ-ის სისტემის ეროვნული სტრატეგიის არარსებობა .............................................................23 3.2 ნოზოკომიური ინფექციების შესახებ არსებული ინფორმაციის ნაკლოვანებები......................25 3.3 ნოზოკომიური ინფექციების გავლენა სამედიცინო მომსახურების ხარჯებზე .........................29 4. მარეგულირებელი ნორმების ნაკლოვანებები............................................................................................34 4.1 სამედიცინო დაწესებულებების სანებართვო პირობების ნაკლოვანებები ................................34 4.2 სადეზინფექციო საშუალებების რეგისტრაციის პროცესის ნაკლოვანებები .............................38 5. სტაციონარული დაწესებულებების იპკ სისტემის კონტროლის ნაკლოვანებები ...............................43 5.1 სანებართვო პირობების კონტროლის ნაკლოვანებები საქმიანობის დაწყებამდე .....................43 5.2 სანებართვო პირობების შესრულების კონტროლის ნაკლოვანებები ......................................... 45 ბიბლიოგრაფია.........................................................................................................................................................50 ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში 2 2019 ტერმინთა განმარტება სამინისტრო − საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. მინისტრი − საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. ცენტრი − სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი. რეგულირების სააგენტო − სსიპ − სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო ჯანმო − ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია. სტაციონარული სამედიცინო დაწესებულება − დაწესებულება, რომელიც ეწევა დაავადებათა პროფილაქტიკასთან, დიაგნოსტიკასთან, მკურნალობასთან, რეაბილიტაციასა და პალიატიურ მზრუნველობასთან1 დაკავშირებულ სამედიცინო საქმიანობას სტაციონარულ პირობებში, პაციენტის 24 საათისა და მეტი დროის დაყოვნებით. დზეის − დაავადებათა ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებული ელექტრონული სისტემა. იპკ − ინფექციის პრევენცია და კონტროლი. ნოზოკომიური ინფექცია − სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექცია, რომელიც შეძენილია სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ჰოსპიტალიზაციიდან 48 საათის შემდეგ და რომელიც არ აღენიშნებოდა პაციენტს სამედიცინო სერვისზე მიმართვის მომენტში მანიფესტური ფორმით2 ან არ იმყოფებოდა ინკუბაციურ3 პერიოდში. სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექცია − ინფექცია, რომელიც განვითარდა სამედიცინო სერვისის (მათ შორის, ამბულატორიული, სტაციონარული) მიღების შემდეგ და რომელიც არ აღენიშნებოდა პაციენტს სამედიცინო სერვისზე მიმართვის მომენტში. დეზინფექცია − პათოგენური მიკროორგანიზმების განადგურების პროცესი (გამონაკლისია ბაქტერიების სპორები). უკურნებელი სენით დაავადებულ პაციენტებზე ზრუნვა. დაავადების სიმპტომები, რომლებიც შეიძლება იყოს ექიმის დაკვირვების შედეგად გამოვლენილი ან პაციენტის მიერ აღქმული. 3 ინფიცირებასა და სიმპტომების გამოვლენას შორის პერიოდი. 1 2 ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში 3 2019 სჯდ − საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური ცენტრი. მონიტორინგი − სამინისტროს მიერ სტაციონარული დაწესებულებების შემოწმება ინფექციის პრევენცის მიმართულებით. სანებართვო პირობების კონტროლი − რეგულირების სააგენტოს მიერ სტაციონარული დაწესებულებების სანებართვო პირობების შესრულების ზედამხედველობა. ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში 4 2019 შემაჯამებელი მიმოხილვა ინფექციის პრევენციისა და კონტროლის (შემდეგ − იპკ) ღონისძიებები მნიშვნელოვანი ფაქტორია ეფექტიანი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის უზრუნველყოფისათვის. სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციები ფართოდ გავრცელებული გართულებაა, რომელიც გავლენას ახდენს როგორც პაციენტის ავადობასა და სიკვდილიანობაზე, ასევე მნიშვნელოვნად ზრდის სამედიცინო მომსახურებაზე გაწეულ ხარჯებს. თუმცა, აღნიშნული ინფექციების მნიშვნელოვანი ნაწილის თავიდან აცილება შესაძლებელია ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ეფექტიანი სისტემის პირობებში.4 სქემა №1: ძირითადი ფაქტები სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების შესახებ5 ინფიცირებულ პაციენტზე გაწეული ხარჯი, საშუალოდ 2,8-ჯერ მეტია არაინფიცირებულ პაციენტზე გაწეულ ხარჯთან შედარებით. ინფიცირებული პაციენტის სტაციონარში დაყოვნება 2,5-ჯერ ხანგრძლივია, არაინფიცირებულ პაციენტთან შედარებით. ინფიცირებული პაციენტების სიკვდილიანობა 7,1-ჯერ მეტია არაინფიცირებულ პაციენტებთან შედარებით. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა იპკ-ის სისტემის ეფექტიანობის აუდიტი იმის დასადგენად, თუ რამდენად საკმარისია ქვეყანაში არსებული რეგულაციები და კონტროლის მექანიზმები სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ეფექტიანი სისტემის უზრუნველსაყოფად. აუდიტის შედეგად გამოვლინდა ის ნაკლოვანებები, რომლებიც გავლენას ახდენენ სისტემის ეფექტიანად მართვაზე, კერძოდ:  ქვეყანაში არ არის შემუშავებული ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ერთიანი ეროვნული სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა, რაც უზრუნველყოფდა სახელმწიფო დონეზე ერთიანი პოლიტიკისა და გასატარებელი ღონისძიებების არსებობას იპკ-ის სისტემის გაუმჯობესების მიზნით. აღნიშნული საკითხები მხოლოდ ფრაგმენტულად არის ასახული 2017-2020 წლების ანტიმიკრობული რეზისტენტობის საწინააღმდეგო და 2016-2020 წლების C 4 http://www.who.int/gpsc/core-components.pdf 5 ინგლისის მაგალითი: https://www.nao.org.uk/wp-content/uploads/2000/02/9900230.pdf ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში 5 2019 ჰეპატიტის ელიმინაციის ეროვნულ სტრატეგიებში, რაც არ არის საკმარისი პოლიტიკის განსასაზღვრად;  მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროსა და ცენტრის მიერ შემუშავებულია მექანიზმები, რომლებიც მიმართულია ქვეყანაში სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების შესახებ ინფორმაციის გაუმჯებესებისკენ, ისინი არ არის საკმარისი მისი სანდოობის უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას ფლობდეს სრულყოფილ ინფორმაციას სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში აღნიშნული მიმართულებით არსებული რეალური მდგომარეობის შესახებ, რაც, თავის მხრივ, შექმნიდა ნოზოკომიურ ინფექციებზე გაწეული ხარჯების იდენტიფიცირებისა და ეფექტიანი მართვის პირობებს;  კანონმდებლობა, ერთი მხრივ, ავალდებულებს დაწესებულებას აღრიცხოს ნოზოკომიური ინფექციები და მეორე მხრივ, არ მოითხოვს მათი დადასტურებისთვის აუცილებელ ერთ-ერთ ინსტრუმენტს − მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიას. შესაბამისად, საქმიანობის დაწყების ეტაპზე არ არის განსაზღვრული მექანიზმი, რისი მეშვეობითაც შესაძლებელი იქნებოდა სტაციონარული დაწესებულებების მიერ ნოზოკომიური ინფექციების გამოვლენა, დადასტურება და აღრიცხვა;  კანონმდებლობა არ მოითხოვს, შემოწმდეს სტომატოლოგიური სამედიცინო დაწესებულებები საქმიანობის დაწყების ეტაპზე აკმაყოფილებენ თუ არა სავალდებულო მოთხოვნებს, ამავე დროს, შესამოწმებელი დაწესებულებების შერჩევის კრიტერიუმად არ არის განსაზღვრული ახლად გახსნილი სტომატოლოგიური დაწესებულებების შემოწმება, რაც ზრდის პაციენტების უსაფრთხოების რისკებს;  სადეზინფექციო საშუალებების რეგისტრაციისას, დოკუმენტაცია ზოგიერთ შემთხვევაში წარმოდგენილია არასრულყოფილად. გარდა ამისა, არ არის კონკრეტულად გაწერილი რა შინაარსის მატარებელი უნდა იყოს სავალდებულო დოკუმენტაცია, რაც ზრდის არაერთგვაროვანი მიდგომის რისკებს;  დეტალურად გაწერილი მეთოდოლოგია არ არის შემუშავებული, რომლის მიხედვით, რეგულირების სააგენტო უნდა ახორციელებდეს სამედიცინო დაწესებულებების კონტროლს, რაც ზრდის იმის რისკს, რომ სრულად ვერ გამოვლინდება სტაციონარულ დაწესებულებებში არსებული იპკ სისტემის ნაკლოვანებები. ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში 6 2019 გამოვლენილ გარემოებებსა და ნაკლოვანებებზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გასცა შესაბამისი რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება სისტემის ფუნქციონირების ეფექტიანობის გაუმჯობესება. რეკომენდაცია სამინისტროს: რეკომენდაცია №1: სამედიცინო დაწესებულებებში იპკ-ის სისტემის ეფექტიანად ფუნქციონირების მიზნით, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფს ეროვნულ ჯანდაცვის დონეზე სისტემაში შემუშავდეს ერთიანი ერთიანი პოლიტიკის სტრტატეგია, არსებობას და რაც მისი დაქვემდებარებული ერთეულების კოორდინირებულ მუშაობას. რეკომენდაცია სამინისტროს და ცენტრს: რეკომენდაცია №2: არსებული მექანიზმების გაფართოება-იმპლემენტაციის პროცესის ხელშეწყობით, ახალი ინსტრუმენტების დანერგვით და იპკ-ის მართვის სისტემის ერთეულებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესებით, უზრუნველყოფილ იქნეს ქვეყანაში არსებული ნოზოკომიური ინფექციების შესახებ ინფორმაციის სანდოობა, რაც ხელს შეუწყობს სახელმწიფოს მიერ ქმედითი ღონისძიებების გატარებას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის მიმართულებით. რეკომენდაცია სამინისტროს: რეკომენდაცია №3: სანდო ინფორმაციის არსებობის პირობებში, სამინისტრომ უზრუნველყოს ნოზოკომიური ინფექციების მკურნალობაზე გაწეული ხარჯების იდენტიფიცირება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მოცემული ხარჯების მართვის ეფექტიანობა. რეკომენდაცია სამინისტროს: რეკომენდაცია №4: ნოზოკომიური ინფექციების დროული გამოვლენისა და მართვის მიზნით, სტაციონარული დაწესებულებების საქმიანობის დაწყებამდე დადასტურდეს მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიაზე ხელმისაწვდომობა. რეკომენდაცია სამინისტროს და რეგულირების სააგენტოს: რეკომენდაცია №5: სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების გავრცელების მაღალი რიკის გამო, რომელიც შეიცავს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მომეტებულ საფრთხეს, განხილულ იქნეს სტომატოლოგიური საქმიანობის, როგორც ნებართვით ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში 7 2019 სახელმწიფო რეგულირებადი საქმიანობის საკითხი და შესაბამისი საექსპერტო დასკვნების საფუძველზე განხორციელდეს მისი საკანონმდებლო ინიცირება. რეკომენდაცია ცენტრს: რეკომენდაცია №6: სამედიცინო დაწესებულებებში უსაფრთხო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, სადეზინფექციო საშუალებების რეგისტრაციისას გაიმიჯნოს სავალდებულო და სასურველი დოკუმენტაციის ნუსხა და დეტალურად გაიწეროს თითოეული დოკუმენტის შინაარსი. რეგულირების სააგენტოს: რეკომენდაცია №7: სტაციონარული დაწესებულებების სანებართვო პირობების შემოწმების პროცესის გაუმჯობესების მიზნით, მნიშვნელოვანია დეტალურად გაიწეროს კონტროლის განხორციელების სახელმძღვანელო, რაც უზრუნველყოფს შესასრულებელი პროცედურების დეტალიზაციას და ერთგვაროვან მიდგომას. ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში 8 2019 1. შესავალი 1.1 აუდიტის მოტივაცია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს ინფექციების პრევენცია და კონტროლი წარმოადგენს, რომლის მნიშვნელობაზე მიუთითებს ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (შემდეგ − ჯანმო), გაცემულ რეკომენდაციებში. ჯანმო-ს მონაცემებით,6 დროის ნებისმიერ მომენტში 100 ჰოსპიტალიზებულ პაციენტზე საშუალოდ 7-დან 10 პაციენტამდე ინფიცირდება, მინიმუმ, ერთი სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციით, რაც მნიშვნელოვნად აუარესებს სიკვდილიანობის მაჩვენებელს და ზრდის ფინანსურ ხარჯს სამედიცინო სისტემისათვის. ამასთანავე, განვითარებად ქვეყნებში სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების შესახებ ინფორმაცია არ არის სანდო, რასაც ადასტურებს საქართველოს მაგალითიც: საქართველოში 3,7 მლნ მოსახლეზე წლიურად ფიქსირდება, საშუალოდ, 200 სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციის შემთხვევა, ხოლო ევროპის ქვეყნებში7 მოსახლეობის იმავე რაოდენობაზე − დაახლოებით, 20 ათასი შემთხვევა. 2016 წელს სამინისტროს ინიცირებით მონიტორინგი ჩატარდა ქ. თბილისის 10 (ათი) სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში. მონიტორინგის შედეგად სტაციონარული სამედიცინო დაწესებულებების, დაახლოებით, 50%-მა ვერ დააკმაყოფილა ინფექციების კონტროლის ისეთი ღონისძიებების მოთხოვნები, როგორიცაა:8  ინფექციების კონტროლის სისტემის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;  სტერილიზაცია/დეზინფექცია;  ხელების ჰიგიენა;  პერსონალის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება;  უსაფრთხო ინექციების პრაქტიკა;  ნოზოკომიური ინფექციების საინჟინრო კონტროლი. http://www.who.int/gpsc/country_work/gpsc_ccisc_fact_sheet_en.pdf ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის მონაცემებით, ევროპის ქვეყნებში წელიწადში, საშუალოდ, ფიქსირდება 4,1 მლნ სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციის შემთხვევა, რაც მთლიანი მოსახლეობის 0,55%ია. 8 სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციების კონტროლის სისტემების ფუნქციონირების მონიტორინგის შედეგები. 6 7 ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში 9 2019 ამასთანავე, ქვეყანაში ხორციელდება ისეთი პრიორიტეტული და მაღალბიუჯეტიანი პროგრამები, როგორიცაა, მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვა და C ჰეპატიტის ელიმინაცია, რომელთა ეკონომიური და ეფექტიანი განხორციელება პირდაპირ უკავშირდება ქვეყანაში ინფექციების კონტროლის სისტემის გამართულ ფუნქციონირებას. C ჰეპატიტის ელიმინაციის სტატეგიის9 მიხედვით, ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების ნაკლებობა საქართველოში B და C ჰეპატიტების გავრცელების უმნიშვნელოვანეს რისკფაქტორს წარმოადგენს. 2017 წლის მონაცემებით, ქვეყანაში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამაში ჩართული იყო 299 სტაციონარული სამედიცინო დაწესებულება, სადაც ბენეფიციართა სტაციონარულ მომსახურებაზე დახარჯულია 574 მლნ ლარი. საქართველოში ნოზოკომიური ინფექციების შესახებ არსებული მწირი მონაცემები არ იძლევა თავიდან აცილებადი ხარჯის იდენტიფირების შესაძლებლობას. დიდი ბრიტანეთის ეროვნული აუდიტის სამსახურის 2009 წლის ანგარიშის მიხედვით კი, 2006-2008 წლებში ინგლისის ეროვნულმა ჯანდაცვის სისტემამ დაზოგა, დაახლოებით, 97 მლნ-დან 204 მლნ ფუნტ სტერლინგამდე, მხოლოდ ერთი ნოზოკომიური ინფექციის 41%-ით შემცირების ხარჯზე. ზემოაღნიშნული გარემოებები მიუთითებს საკითხის მნიშვნელობასა და სისტემის ეფექტიანად მართვის რისკებზე. ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია სისტემის გაუმჯობესება, რომელიც უზრუნველყოფს ინფექციებით გამოწვეულ სტაციონარში დაყოვნებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირებას. გამართული ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სისტემის პირობებში, შესაძლებელია სახელმწიფომ დაზოგოს საბიუჯეტო სახსრები თავიდან აცილებადი ინფექციების ხარჯზე. 1.2 აუდიტის მიზანი და მთავარი კითხვები აუდიტის მიზანია შეფასდეს ინფექციის პრევენციისა და კონტროლის სისტემის ეფექტიანობა, გამოვლინდეს არსებული ნაკლოვანებები და გაიცეს შესაბამისი რეკომენდაციები. აუდიტის მთავარ კითხვად განისაზღვრა შემდეგი: რამდენად უზრუნველყოფს ქვეყანაში არსებული მექანიზმები ინფექციის პრევენციისა და ეფექტიანი კონტროლის შესაძლებლობას? 9 საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის 2016-2020 წლების ეროვნული სტრატეგია. ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში 10 2019 შესაბამისი ქვეკითხვებია: 1. რამდენად არის შესაძლებელი არსებული ნორმატიული რეგულაციების პირობებში ინფექციის ეფექტიანი პრევენციისა და კონტროლის განხორციელება? 2. რამდენად უზრუნველყოფენ არსებულ სისტემაში ჩართული სუბიექტები − ცენტრი და რეგულირების სააგენტო ინფექციების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას, პრევენციასა და კონტროლს? 1.3 აუდიტის მასშტაბი და მეთოდოლოგია აუდიტის ობიექტად განისაზღვრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და მის კონტროლს დაქვემდებარებული უწყებები: სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი და სსიპ − სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო. აუდიტის პერიოდად განისაზღვრა 2015-2017 წლები. ასევე, აუდიტის მიზნებიდან გამომდინარე, გამოყენებულია აუდიტის შემდგომი პერიოდის მონაცემები. საკითხების შესასწავლად აუდიტის ჯგუფმა გამოიყენა შემდეგი მეთოდები:  მარეგულირებელი ნორმების შესწავლა და ანალიზი;  დოკუმენტური ინფორმაციის ანალიზი;  პროგრამების მართვის და ადმინისტრირების პროცედურების ანალიზი;  მონაცემთა ბაზების ანალიზი;  საერთაშორისო პრაქტიკისა და სტანდარტების გაცნობა;  პასუხისმგებელ პირებთან ინტერვიუები. აუდიტის კითხვებზე პასუხის გასაცემად განხორციელდა შემდეგი აუდიტორული პროცედურები: 1. რამდენად არის შესაძლებელი არსებული ნორმატიული რეგულაციების პირობებში ინფექციის ეფექტიანი პრევენციისა და კონტროლის განხორციელება? − აუდიტის ჯგუფი გაეცნო სფეროს მარეგულირებელ ნორმებს, რომელიც გულისხმობდა ინფექციის პრევენციის კუთხით სამინისტროს სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ანალიზს, სტაციონარული დაწესებულებების სანებართვო პირობებისა და სტომატოლოგიური დაწესებულებების საქმიანობის დაწყების წესების შესწავლას; აუდიტის ჯგუფმა შეისწავლა საერთაშორისო პრაქტიკა, რომელიც მოიცავდა ჯანმოს რეკომენდაციების ანალიზს, ევროკავშირის მიერ შემუშავებული რეგულაციების გაცნობას ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში 11 2019 სადეზინფექციო საშუალებების ბაზარზე დაშვებასთან დაკავშირებით და დიდი ბრიტანეთის პრაქტიკას სტომატოლოგიური დაწესებულებების რეგისტრაციის პროცედურებთან მიმართებაში. ასევე, ჩატარდა პასუხისმგებელ პირებთან ინტერვიუები და 106 რეგისტრირებული სადეზინფექციო საშუალებიდან − 59 საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ანალიზი. 2. რამდენად უზრუნველყოფენ არსებულ სისტემაში ჩართული სუბიექტები − ცენტრი და რეგულირების სააგენტო ინფექციების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას, პრევენციასა და კონტროლს? აუდიტის ჯგუფმა შეისწავლა სფეროს შესაბამისი მარეგულირებელი ნორმების აღსრულების მექანიზმები, რაც გულისხმობდა რეგულირების სააგენტოს მიერ სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს ინფექციის პრევენციისა და კონტროლის მიმართულებით და სამინისტროს მიერ განხორციელებულ ინფექციის პრევენციისა და კონტროლის სისტემის მონიტორინგის ანალიზს; აუდიტის ჯგუფმა შეისწავლა რეგულირების სააგენტოს მიერ 2015-2017 წლებში განხორციელებული კონტროლის ბაზები და 2015-2018 წლებში ახლად გახსნილი 42 სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობების დასაკმაყოფილებლად წარდგენილი დოკუმენტაცია, ასევე, ჩაატარა აუდიტის ობიექტის შესაბამის პასუხისმგებელ პირებთან ინტერვიუები და შეაფასა, რამდენად უზრუნველყოფს ცენტრში არსებული მექანიზმები ნოზოკომიური ინფექციების შესახებ სანდო ინფორმაციის არსებობას. 1.4 აუდიტის კრიტერიუმები სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირების შეფასების მიზნით, აუდიტის პროცედურების ჩატარებისას გამოყენებულია შემდეგი კრიტერიუმები:  საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;  საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევები;  შესაბამისი უწყებების სამოქმედო გეგმები;  საერთაშორისო პრაქტიკა. მოქმედი მარეგულირებელი ნორმები საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის დადგენილება №385, „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ − დადგენილება არეგულირებს სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესსა და პირობებს, განსაზღვრავს ძირითად და დამატებით ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში 12 2019 მოთხოვნებს შესაბამისი პროფილის სტაციონარული სამედიცინო დაწესებულებებისთვის. აღნიშნული პირობების შემოწმებას ახორციელებს რეგულირების სააგენტო. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის დადგენილება №359, „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ − დოკუმენტი განსაზღვრავს სტომატოლოგიური დაწესებულებების სამედიცინო საქმიანობისადმი მინიმალურ მოთხოვნებს სამედიცინო აპარატურის, ხელსაწყოების, ჰიგიენური პირობებისა და სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებასთან დაკავშირებით. აღნიშნული მოთხოვნების შესრულების ადმინისტრირება და სტომატოლოგიური დაწესებულებების რეესტრის წარმოება ევალება რეგულირების სააგენტოს. მინისტრის 2002 წლის 19 მარტის ბრძანება №64/ნ, „ქვეყანაში სამედიცინო და პროფილაქტიკური სადეზინფექციო საშუალებების სრულყოფის შესახებ“ − განსაზღვრულია სადეზინფექციო საშუალებების რეგისტრაციის პროცედურები, ჩამოთვლილია მოთხოვნილი სავალდებულო დოკუმენტაცია, რეგისტრაციის ვადები და პირობები. მინისტრის 2012 წლის დაწესებულებაში 19 სექტემბრის ბრძანება №01-63/ნ, „სტაციონარულ სამედიცინო სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების და პაციენტთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის შეფასების შიდა სისტემის ფუნქციონირების შესახებ“. ბრძანების მიხედვით, სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და პაციენტზე ორიენტირებული ჯანდაცვის სერვისების განვითარების მიზნით, სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში უნდა არსებობდეს ხელმძღვანელობის მიერ შექმნილი ხარისხის მართვის ერთეული, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს ხელმძღვანელობის მიერ შიდა ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციით, რომელიც უნდა მოიცავდეს ხარისხის უზრუნველყოფის დროში გაწერილ ღონისძიებებს. მინისტრის 2015 წლის 7 სექტემბრის ბრძანება №01-38/ნ, „ნოზოკომიური ინფექციების ეპიდზედამხედველობის, პრევენციისა და კონტროლის წესების შესახებ“. ბრძანება განსაზღვრავს ყველა სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლისთვის სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული და ნოზოკომიური ინფექციების აღრიცხვის, მართვის, ზედამხედველობის, კონტროლისა და პრევენციის წესებს, რომელიც მოთხოვნილია სანებართვო პირობებით. ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში 13 2019 საერთაშორისო სტანდარტები ჯანმო-ს 2016 წლის გაიდლაინი ძირითადი კომპონენტები − „ინფექციის პრევენციისა და კონტროლის პროგრამების ეროვნულ და სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებების დონეებზე“. დოკუმენტის მიზანია ინფექციის პრევენციისა და კონტროლის მიმართულებით ფაქტებზე დაფუძნებული რეკომენდაციების გაცემა, რათა ეროვნულ და სამედიცინო დაწესებულებების დონეზე მოხდეს ინფექციის პრევენციისა და კონტროლის პროგრამის და სტრატეგიის შემუშავება და მორგება ადგილობრივ თავისებურებებთან. დოკუმენტის ფარგლებში გაცემულია რვა ძირითადი რეკომენდაცია. ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს 2012 წლის რეგულაცია №528/2012, „ბიოციდური პროდუქტების ბაზარზე დაშვებისა და გამოყენების შესახებ“ − განსაზღვრულია ევროკავშირის ბაზარზე სადეზინფექციო საშუალებების დაშვების პირობები, რეგისტრაციის პროცედურები და ვადები. ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში 14 2019 2. ზოგადი ინფორმაცია 2.1 ზოგადი ინფორმაცია სფეროს შესახებ ნოზოკომიური ინფექცია წარმოადგენს სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებულ ინფექციას, რომელიც შეძენილია სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ჰოსპიტალიზაციიდან 48 საათის შემდეგ და რომელიც არ აღენიშნებოდა პაციენტს სამედიცინო სერვისზე მიმართვის მომენტში მანიფესტური ფორმით ან არ იმყოფებოდა ინკუბაციურ პერიოდში.10 ინფექციის პრევენცია და კონტროლი არის ღონისძიებათა სისტემა, რომელიც მიმართულია ინფექციურ დაავადებათა აღმოცენებისა და გავრცელების პრევენციისა და კონტროლისაკენ. ჯანმო-ს მონაცემებით, ნოზოკომიური ინფექციების გავრცელების ძირითად რისკფაქტორებს მიეკუთვნება:11 სქემა №2.1.1: ნოზოკომიური ინფექციების რისკფაქტორები და პრობლემის გადაჭრის ძირითადი გზები 10საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 7 სექტემბრის ბრძანება №01-38/ნ „ნოზოკომიური ინფექციების ეპიდზედამხედველობის, პრევენციისა და კონტროლის წესების დამტკიცების შესახებ“. 11 http://www.who.int/gpsc/country_work/gpsc_ccisc_fact_sheet_en.pdf ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში 15 2019 პაციენტებში ნოზოკომიური ინფექციებით დაინფიცირების ძირითადი გზებია:12 სქემა №2.1.2: სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების გავრცელების 5 ძირითადი გზა ქირურგიული ჩარევა სისხლი საშარდე გზები სასუნთქი გზები კანი ინგლისის 2006 წლის ეროვნული პრევალენტობის13 კვლევის მონაცემების მიხედვით, საშუალოდ, პაციენტების 8%-ს სამედიცინო უფიქსირდება ინფექცია, რომელიც არ იყო გამოვლენილი პაციენტის დაწესებულებისათვის მიმართვის მომენტში. ქვემოთ მოცემულ ცხრილში, ზემოხსენებული მაგალითის მიხედვით, წარმოდგენილია ყველაზე ფართოდ გავრცელებული ინფექციები და მათი გამომწვევი ძირითადი მიზეზები. სქემა №2.1.3: სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების ძირითადი მიზეზები14 12 https://www.nao.org.uk/wp-content/uploads/2000/02/9900230.pdf 13 კონკრეტული დაავადებების შემთხვევების მთლიანი რაოდენობა მოცემულ პოპულაციაზე, დროის განსაზღვრულ მონაკვეთში. 14 ინგლისის მაგალითი, ეროვნული პრევალენტობის კვლევის მონაცემები, 2006 წელი. ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში 16 2019 2.2 ზოგადი ინფორმაცია საქართველოში იპკ-ის სისტემის მართვის შესახებ საქართველოში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის სისტემის წარმატებით ფუნქციონირებისათვის საჭირო ძირითადი პრინციპები, ორგანიზაციული და პროცედურული საკითხები გაწერილია შესაბამის მოთხოვნებში, მეთოდოლოგიასა და ადმინისტრირების წესებში, რომლებიც გამოცემულია, როგორც მინისტრის ნორმატიული ბრძანებების, ისე საქართველოს მთავრობის დადგენილების სახით.15 ქვეყანაში ინფექციის პრევენციასა და კონტროლს ახორციელებს სამინისტრო და მის კონტროლს დაქვემდებარებული უწყებები: ცენტრი და რეგულირების სააგენტო. იპკ-ის სისტემის ფუნქციონირებაში ჩართულია შემდეგი სუბიექტები: სქემა №2.2.1: ინფექციის პრევენციისა და კონტროლის სისტემა სამინისტრო ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ფარგლებში შეიმუშავებს პოლიტიკას და გამოსცემს შესაბამის სამართლებრივ აქტებს, ამტკიცებს გაიდლაინებს და ახდენს უფლებამოვალეობების დელეგირებას მისივე დაქვემდებარებულ უწყებებში. გარდა ამისა, 2016 წლიდან სამინისტრო ახორციელებს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული სტაციონარული სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგს ინფექციის პრევენციისა 15 http://moh.gov.ge/ka/479/ ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში 17 2019 და კონტროლის მიმართულებით, რომლის განხორცილებაში სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ჩართულნი არიან ცენტრის და რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები (2018 წლიდან რეგულირების სააგენტო ახორციელებს ორეტაპიანი მონიტორინგის შემდგომ, ადგილზე ფაქტობრივი გარემოებების გადამოწმებას.)16 სტაციონარული სამედიცინო დაწესებულებების სანებართვო პირობები ითვალისწინებს ინფექციის პრევენციისა და კონტროლის სისტემის არსებობას. რეგულირების სააგენტო სამედიცინო საქმიანობის დაწყების ეტაპზე ახდენს იპკ-ის სისტემის მოთხოვნების შემოწმებას, ხოლო შემდგომში, სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს. რეგულირების სააგენტო ასევე ახორცილებს მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის პირობების შემოწმებას სტომატოლოგიურ დაწესებულებებში, რომლებსაც ევალებათ იპკ-ის სისტემის მოთხოვნების შესრულება. ცენტრი პასუხისმგებელია ეპიდზედამხედველობის სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირების მონიტორინგზე, გადამდები დაავადებების და საზოგადოების დროულ და ჯანმრთელობის საზოგადოებრივი რისკების ინფორმირებაზე, მნიშვნელობის გამოვლენასა რომლის და ფარგლებში მქონე საჯარო არაგადამდები პოლიტიკის ახდენს და ნოზოკომიური ინფექციების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას და გაანალიზებას. ცენტრი განსაზღვრავს სარეგისტრაციო პროცედურებს, პირობებს და არეგისტრირებს სადეზინფექციო საშუალებებს. გარდა ამისა, ცენტრი ქვეყანაში გადამდები დაავადებების ეპიდემიური17 სიტუაციის კონტროლის მიზნით ყოველწლიურად ახორციელებს ეპიდზედამხედველობის18 სახელმწიფო პროგრამას, რომლის ერთ-ერთი კომპონენტია ნოზოკომიური ინფექციების ეპიდზედამხედველობა, რაც გულისხმობს ნოზოკომიური ინფექციების შესახებ ინფორმაციის შეგროვების მიზნით წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით შერჩეული სტაციონარული სამედიცინო დაწესებულებებიდან საკვლევი მასალის შეგროვებას და შედეგების ანალიზს. ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების შესრულება ევალებათ სამედიცინო დაწესებულებებს.19 სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში უნდა არსებობდეს 16 https://matsne.gov.ge/ka/document/view/1852448?publication=0 მუხლი 23, პუნქტი 41 ეპიდემია - განსაზღვრულ ტერიტორიაზე ან მოსახლეობის ცალკეულ ჯგუფში დროის გარკვეულ პერიოდში დაავადების შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდა მოსალოდნელ (ფონურ) დონესთან შედარებით. 18 ეპიდზედამხედველობა – მოსახლეობის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის შეგროვების, ანალიზისა და გავრცელების მუდმივმოქმედი სისტემა. 19 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 7 სექტემბრის ბრძანება №01-38/ნ „ნოზოკომიური ინფექციების ეპიდზედამხედველობის, პრევენციისა და კონტროლის წესების დამტკიცების შესახებ“. 17 ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში 18 2019 ნოზოკომიური ინფექციების კონტროლის კომიტეტი, რომელიც უზრუნველყოფს იპკ-ის პრაქტიკის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას, ნოზოკომიური ინფექციების კონტროლის სამოქმედო გეგმის − იპკ-ის პროგრამის შემუშავებით. სტომატოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციის აღრიცხვის, მართვის, ზედამხედველობისა და კონტროლის, ასევე პაციენტის უსაფრთხოების და სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნვეყოფის მიზნით უნდა არსებობდეს ინფექციების კონტროლზე პასუხისმგებელი პირი. 2.3 საერთაშორისო პრაქტიკის მიმოხილვა ჯანმოს რეკომენდაციები იპკ-ის სისტემის ეროვნული პროგრამის შესახებ ჯანმოს 2016 წლის რეკომენდაციებში მოცემულია ის ძირითადი კომპონენტები, რომლებსაც უნდა მოიცავდეს იპკ სისტემის ეროვნული პროგრამა. პროგრამა უნდა ითვალისწინებდეს ნათლად განსაზღვრულ მიზნებს, ფუნქციებს, ინფექციების პრევენციაზე პასუხისმგებელ სპეციალისტებს, სადაც განსაზღვრული უნდა იყოს პასუხისმგებლობის მასშტაბები. პროგრამა, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს ენდემური20 და ეპიდემიოლოგიური ინფექციების21 მისაღწევ დონეს და რეკომენდაციებს იპკ-ის პროცესისთვის, ასევე სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების პრევენციისა და ანტიბიოტიკორეზისტენტობის22 შემცირებისთვის მიმართულ ეფექტიან პრაქტიკებს. პროგრამის განსახორციელებლად განსაზღვრული უნდა იყოს ტექნიკური ჯგუფი, რომელსაც ექნება გავლილი იპკ-ის სისტემის სპეციალური ტრენინგი, ექნება მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებამოსილება და დაგეგმილი აქტივობების მიხედვით განსაზღვრული იქნება საჭირო ბიუჯეტი. პროგრამა მხარდაჭერილი უნდა იყოს სახელმწიფო სტრუქტურების მიერ. იპკ-ის სისტემის ზედამხედველობა − დიდი ბრიტანეთის მაგალითი დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ბიუჯეტს მართავს და ანაწილებს ჯანდაცვის ეროვნული სერვისი.23 სტაციონარული რეგისტრაციას და და სტომატოლოგიური მომსახურების ხარისხის სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლების კონტროლს ახორციელებს დამოუკიდებელი კონკრეტული პოპულაციისათვის, გარემოსა და გრეოგრაფიული არისათვის დამახასიათებელი ინფექციები. კონკრეტული გეოგრაფიული არიალის მოსახლეობაში დაავადების მაჩვენებლის ზრდა, ხშირად მოულოდნელი. 22 ბაქტერიის და ან სხვა მიკროორგანიზმის უნარი წინააღმდეგობა გაუწიოს ანტიბიოტიკის მოქმედებას, რომლის მიმართაც მანამდე იყო მგრძნობიარე. 23 https://www.nhs.uk/using-the-nhs/about-the-nhs/nhs-structure-explained/ 20 21 ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში 19 2019 მარეგულირებელი ორგანო ჯანდაცვის ხარისხის კომისია,24 რომელიც ფინანსდება ჯანდაცვის დეპარტამენტიდან25 და პასუხისმგებელია მის წინაშე.26 კომისია მიმწოდებელთა რეგისტრაციის პროცესში და შემდგომი ინსპექტირებისას ამოწმებს, რამდენად შეესაბამება სტაციონარული და სტომატოლოგიური დაწესებულება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2008 წლის აქტის მოთხოვნებს,27 რომლის შემადგენელი ნაწილია ინფექციის პრევენციისა და კონტროლის პრაქტიკების კრებული.28 გარდა ამისა, კომისია აქვეყნებს სტაციონარული დაწესებულებების რეიტინგს და ანგარიშებს 5 (ხუთი) ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით, რომელშიც ერთ-ერთია უსაფრთხო მკურნალობის მოთხოვნა, მათ შორის, დანერგილია თუ არა სტაციონარულ დაწესებულებაში ეფექტიანი იპკ-ის სისტემა.29 სადეზინფექციო საშუალებების ბაზარზე დაშვების პროცესი − ევროკავშირის მაგალითი ევროკავშირის ბაზარზე ბიოციდური პროდუქტების დაშვებისთვის აუცილებელია, რომ პროდუქტმა გაიაროს ავტორიზაციის პროცესი.30 კომპანიებს შეუძლიათ გააკეთონ არჩევანი ავტორიზაციის რამდენიმე პროცედურას შორის გასაყიდი პროდუქციის ტიპისა და იმ ქვეყნების რიცხვის მიხედვით, სადაც სურს პროდუქციის გაყიდვა. არსებობს ბაზარზე დაშვების შემდეგი ალტერნატიული პროცედურები:  ეროვნული ავტორიზაცია − საკმარისია ერთი ქვეყნის ავტორიზაციის პროცესის გავლა და პროდუქტი დაშვებული იქნება მხოლოდ ამ კონკრეტული ქვეყნის ბაზარზე;  საერთო აღიარება − პროდუქტი დაშვებული იქნება ევროპის რამდენიმე ქვეყნის ბაზარზე;  ევროკავშირის დონეზე ავტორიზაცია − პროდუქტი ერთი რეგისტრაციის პროცესით დაშვებული იქნება ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის ბაზარზე. ევროკავშირის დონეზე ბიოციდური პროდუქტის ავტორიზაციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპის ქიმიური ნივთიერებების სააგენტოს31 მოსაზრებაზე დაყრდნობით, იღებს ევროკომისია. ავტორიზაციის პროცესი მოიცავს სქემაზე მოცემულ შემდეგ საფეხურებს:32 24 რეგულირების სააგენტოს მსგავსი უფლებამოსილების მქონე ორგანო. 25 ჯანდაცვის სამინისტროს მსგავსი უფლებამოსილების მქონე ორგანო. 26 https://www.cqc.org.uk/sites/default/files/20151111_Coporate_Governance_Framework_August_2015.pdf 27 https://www.cqc.org.uk/guidance-providers/registration/what-registration 28https://www.cqc.org.uk/sites/default/files/20150210_guidance_for_providers_on_meeting_the_regulations_final_01.pdf 29 https://www.cqc.org.uk/search/services/all?f%5B0%5D=latest_inspections%3Amonth 30 https://echa.europa.eu/regulations/biocidal-products-regulation/authorisation-of-biocidal-products 31 მსგავს ფუნქციას საქართველოში ითავსებს ცენტრი. 32 https://echa.europa.eu/regulations/biocidal-products-regulation/authorisation-of-biocidal-products/union-authorisation/dossier-submission https://echa.europa.eu/regulations/biocidal-products-regulation/authorisation-of-biocidal-products/union-authorisation/evaluation-process ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში 20 2019 სქემა №2.3.1: ბიოციდური პროდუქტის ავტორიზაციის პროცესი ნოზოკომიური ინფექციების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და გამოყენება − აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მაგალითები აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ჯანმრთელობის დაცვის უსაფრთხოების ეროვნული ქსელი33 არის ქვეყანაში სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების ყველაზე ფართოდ მოხმარებადი მეთვალყურეობის სისტემა, რომელშიც დღესდღეობით ჩართულია 17,000 სამედიცინო დაწესებულება. აღნიშნული სამედიცინო დაწესებულებების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დაავადებათა კონტროლის ცენტრი ინდიკატორებს და ანალიტიკურ ინსტრუმენტებს, რომლებიც შეიმუშავებს ეროვნულ სამედიცინო დაწესებულებებს საშუალებას აძლევს შეაფასონ საკუთარი პროგრესი და იდენტიფიცირება მოახდინონ, რა დამატებითი ზომების მიღებაა საჭირო გაუმჯობესებისთვის. გარდა ამისა, ზედამხედველობის აღნიშნული ქსელი არის აშშ-ში მოქმედი სახელმწიფო სამედიცინო დახმარების პროგრამებისთვის34 ინფორმაციის წყარო, რამდენად შეესაბამება სამედიცინო დაწესებულება ინფექციების შესახებ სავალდებულო ანგარიშგების მოთხოვნებს. მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომია პაციენტებისათვისაც და მათ აქვთ შესაძლებლობა ნახონ სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციების კუთხით არსებული მდგომარეობა. ქსელში დაფიქსირებული მონაცემები 33 მსგავს ფუნქციას საქართველოში ითავსებს ცენტრი. 34 Medicare და medicaid − საქართველოში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მსგავსი. ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში 21 2019 ანალიზდება დაავადებათა კონტროლის ცენტრის და სხვა დაინტერესებული მხარეების მიერ, რათა ლოკალურ და ეროვნულ დონეზე შეფასდეს არსებული პრობლემები და გამოვლინდეს ის სფეროები, რომელიც მოითხოვს ინტერვენციას. ასევე, შეფასდეს პროგრესი სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების შემცირების მიმართულებით ეროვნული და ლოკალური მიზნებიდან გამომდინარე.35 აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ყოველწლიურად აგროვებს ინფორმაციას სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ხუთი ძირითადი ინფექციის შესახებ და აქვეყნებს ანგარიშს ინფექციების შემცირების პროგრესის შესახებ. კვლევის მიხედვით, სამედიცინო მომსახურებაში მონაწილე ყველა მხარის საერთო ძალისხმევის შედეგად შესაძლებელია, მაგალითად, ცენტრალურ კათეტერთან ასოცირებული სისხლის მიმოქცევის ინფექციის 70%-ით შემცირება. ინგლისში36 2004 წლიდან სავალდებულია ნოზოკომიური ინფექციის შესახებ სტაციონარული დაწესებულების მიერ ინფორმაციის მიწოდება, 2005 წლიდან კი, იგი ასევე უნდა მოიცავდეს პაციენტის შესახებ მონაცემებს. აღნიშნული მონაცემები ფიქსირდება ყოველდღიურ რეჟიმში სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების ზედამხედველობის ელექტრონულ პროგრამაში. 2013 წლიდან ერთ-ერთ სამიზნე ნოზოკომიურ ინფექციას ახლავს დამატებითი მონაცემები ინფექციის შემდგომი მიმოხილვის სახით, რომელიც საშუალებას იძლევა, ყველა დადასტურებული ინფექციის შემთხვევაში გაანალიზდეს გამომწვევი მიზეზები და დაიგეგმოს მისი პრევენციისათვის შემდგომი ღონისძიებები. აღნიშნული ინფორმაცია საჯაროა და ქვეყნდება ყოველთვიურად, კვარტალურად ან/ და წლიურად, წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად. ამასთანავე, წახალისებულია პაციენტების ინფორმირებულობა, რათა მათი ცნობიერება ამაღლდეს სამედიცინო დაწესებულებების შედეგების შესახებ. სავალდებულოდ წარსადგენი ნოზოკომიური ინფექციების მონაცემთა ბაზა საშუალებას იძლევა ქვეყანამ თვალყური ადევნოს ინფექციების გავრეცელების კონტროლის პროგრესს და ინფორმირებული გადაწყვეტილება მიიღოს მისი შემცირების გზების შესახებ. 35 https://www.cdc.gov/nhsn/about-nhsn/index.html 36https://assets.publishing.service.gov.uk/government/uploads/system/uploads/attachment_data/file/713604/Mandatory_Healthcare_Associa ted_Infection_Surveillance_Data_Quality_Statement.pdf ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში 22 2019 აუდიტის მიგნებები 3. იპკ-ის სისტემის მართვის ნაკლოვანებები 3.1 იპკ-ის სისტემის ეროვნული სტრატეგიის არარსებობა ქვეყანაში იპკ-ის სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის მნიშვნელოვანი პირობაა სახელმწიფო დონეზე განსაზღვრული ერთიანი სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა, რაც უზრუნველყოფს ჯანდაცვის სისტემაში შემავალი ერთეულების კოორდინირებულ მუშაობას ინფექციის პრევენციისა და კონტროლის მიმართულებით. აღნიშნული საკითხის მნიშვნელობა ასევე ხაზგასმულია ჯანმოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებშიც. 2009 წელს ჯანმოს მიერ წევრი ქვეყნებისთვის37 ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ძირითადი კომპონენტების შესახებ გამოცემულ გაიდლაინში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში ჯანმრთელობის დაცვაზე უფლებამოსილების მქონე ორგანომ უნდა შეიმუშაოს იპკ-ის სისტემის ეროვნული პროგრამა, რომელშიც განსაზღვრული იქნება იპკ-ის მიმართულებით ქვეყნის პოლიტიკა, მიზნები, სტრატეგია, იურიდიული და ტექნიკური რეგულაციები და ზედამხედველობა.38 აღნიშნული საკითხი კვლავ ხაზგასმულია 2016 წლის განახლებულ რეკომენდაციებშიც, სადაც ექსპერტებს და სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებს მოჰყავთ თვალსაჩინო მაგალითები, რომ ეფექტიანად დანერგილმა მდგრადმა ეროვნულმა პროგრამამ შეამცირა სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების რაოდენობა.39 ეროვნული სტრატეგიის მნიშვნელობის მიუხედავად, ქვეყანაში არ არის შემუშავებული იპკ-ის სისტემის ერთიანი სტრატეგია, რომელიც უზრუნველყოფდა მოცემული მიმართულებით ქვეყანაში ერთიანი ზედამხედველობის პოლიტიკის არსებობას. იპკ-ის სისტემის ელემენტები მხოლოდ ფრაგმენტულად არის ასახული 2017-2020 წლების ანტიმიკრობული რეზისტენტობის საწინააღმდეგო და 2016-2020 წლების C ჰეპატიტის ელიმინაციის ეროვნულ სტრატეგიებში, რაც არ არის საკმარისი პოლიტიკის განსასაზღვრად. ანტიმიკრობული რეზისტენტობის საწინააღმდეგო ეროვნული სტრატეგიის მიზანია მოცემული მიმართულებით პოლიტიკის დანერგვის ხელშეწყობა საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებში, რომელიც იპკ-ის სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. 37 საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი ქვეყანაა. 38 http://apps.who.int/iris/bitstream/10665/69982/3/WHO_HSE_EPR_2009.1_rus.pdf 39 http://www.who.int/gpsc/core-components.pdf ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში p34. 23 2019 სტრატეგია მოიცავს შემდეგ ძირითად ამოცანებს:  ინფექციების კონტროლის და პრევენციის გაძლიერება;  მიკრობიოლოგიური ლაბორატორიების შესაძლებლობების გაძლიერება;  ცნობიერების ამაღლება და განათლება. ამოცანების შესაბამისი განსახორციელებელი აქტივობები გულისხმობს სტაციონარულ დაწესებულებებში ინფექციების კონტროლის კომიტეტების შექმნასა და მათი რეალური ფუნქციონირების ზედამხედველობის გაძლიერებას, ასევე სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის მარეგულირებელი დოკუმენტების სრულყოფას, მიკრობიოლოგიური მოსახლეობისთვის ლაბორატორიული სამედიცინო დიაგნოსტიკის მომსახურებასთან ხარისხის ასოცირებული გაუმჯობესებას, ინფექციების და ანტიბიოტიკების მოხმარებაზე ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიების ჩატარებას, სამედიცინო პერსონალის ცოდნის დონის ამაღლებას ინფექციების კონტროლისა და ანტიბიოტიკების რაციონალური გამოყენების საკითხებზე. აღნიშნული აქტივობები ასევე გათვალისწინებულია C ჰეპატიტის ელიმინაციის სტრატეგიაში, რომლის მიზანია ქვეყანაში C ჰეპატიტის ელიმინაცია და შედეგად, საზოგადოებასა და ეკონომიკაზე ვირუსული ჰეპატიტის მძიმე ზეგავლენის შემცირება. სტრატეგიაში ასევე გაწერილია უსაფრთხო ინექციის პრატიკის, დეზინფექცია-სტერილიზაციისა და ნარჩენების მართვის ღონისძიებები. იპკ-ის სისტემის ეროვნული სტრატეგია, მოცემული საკითხების გარდა, უნდა მოიცავდეს სახელმწიფოს მხრიდან სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების ზედამხედველობის სისტემის შექმნას, რომელიც უზრუნველყოფდა სანდო ინფორმაციის მოპოვებას სამედიცინო დაწესებულებებში იპკ-ის მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე და მათი პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებებს, რაც არ არის ანტიმიკრობული რეზისტენტობის და C ჰეპატიტის ეროვნული სტრატეგიების შემადგენელი ნაწილი. ეროვნული სტრატეგიის არარსებობა გავლენას ახდენს სამინისტროს დაქვემდებარებული ერთეულების მიერ განხორციელებულ აქტივობებზე. კერძოდ, ერთიანი პოლიტიკის არარსებობა აფერხებს კოორდინირებულ მუშაობას იპკ-ის სისტემის გაუმჯობესებისა და ნოზოკომიური ინფექციების ოპტიმალურ მაჩვენებლამდე შემცირების მიმართულებით. ეროვნული სტრატეგია და მასში განსაზღვრული შეფასების ინდიკატორები საშუალებას მისცემს სამინისტროს, შეაფასოს ინფექციის პრევენციის კუთხით მიღწეული პროგრესი და დაგეგმოს შესაბამისი ღონისძიებები. ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში 24 2019 3.2 ნოზოკომიური ინფექციების შესახებ არსებული ინფორმაციის ნაკლოვანებები ჯანმო-ს 2016 წლის რეკომენდაციების მიხედვით, ქვეყანაში მუდმივად უნდა ხდებოდებს იპკ-ის სისტემის მონიტორინგი და ზედამხედველობა კონკრეტული ინდიკატორების მიხედვით. ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების შესახებ სანდო და დროული ინფორმაციის შეგროვების მექანიზმების არსებობა.40 იპკ-ის სისტემის ღონისძიებები უნდა პასუხობდეს რეალურ საჭიროებებს, რისთვისაც მნიშვნელოვანია ქმედითი ზედამხედველობის სისტემის არსებობა. ქვეყანაში დაფიქსირებულ სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების რაოდენობა არარეალურად დაბალია განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, რაც ეჭვის ქვეშ აყენებს მის სანდოობას. ნოზოკომიური ინფექციების შესახებ სანდო ინფორმაციის არარსებობის პირობებში, შეუძლებელია სახელმწიფომ დაგეგმოს ქმედითი პრევენციული ღონისძიებები ნოზოკომიური ინფექციების რაოდენობის და შესაბამისად, მის მკურნალობაზე გაწეული ხარჯების შემცირების მიმართულებით. სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებს სანებართვო პირობებით მოეთხოვებათ სტატისტიკური დოკუმენტაციის კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმოება, რომელიც რეგულირდება მინისტრის ბრძანებით.41 ნოზოკომიურ ინფექციურ დაავადებათა/მდგომარეობათა ყველა შემთხვევა, რომელიც კლინიკურად არის დიაგნოსტირებული ან/და ლაბორატორიულად დადასტურებული, ექვემდებარება სასწრაფო შეტყობინებას და სჯდ-ის მიერ რეგისტრირდება დაავადებათა ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებული ელექტრონული სისტემის (დზეის) მონაცემთა ბაზაში, რომელსაც ადმინისტრირებას უწევს ცენტრი. ცენტრი ყოველწლიურად ახორციელებს ეპიდზედამხედველობის სახელმწიფო პროგრამას, რომლის ერთ-ერთი კომპონენტის კომპონენტია ფარგლებში ნოზოკომიური ხორციელდება ინფექციების წინასწარ ეპიდზედამხედველობა. განსაზღვრული კრიტერიუმების (საავადმყოფოში ინტენსიური თერაპიის/რეანიმაციის განყოფილების არსებობა, ინტენსიური თერაპიის/რეანიმაციის განყოფილებაში საწოლების რაოდენობა ≥ 5) მიხედვით შერჩეული სამედიცინო დაწესებულებების მიერ წარდგენილი საკვლევი მასალის ნოზოკომიური ინფექციების დადასტურების მიზნით ლაბორატორიული კვლევა. კვლევის შედეგები უკან უბრუნდებათ http://www.who.int/gpsc/core-components.pdf საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 18 იანვრის ბრძანება №01-2/ნ „სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ“. 40 41 ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში 25 2019 სამედიცინო დაწესებულებებს, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ დადასტურებული ნოზოკომიური ინფექციების შესახებ ინფორმაციის დზეის პროგრამაში ასახვა. ეპიდზედამხედველობის პროგრამის ფარგლებში 2015-2017 წლებში ცენტრმა ლაბორატორიული მომსახურება გაუწია 11 სამედიცინო (თბილისის − 8, კახეთის − ერთ და აჭარის − 2) დაწესებულებას. ქ. თბილისში 2016 წელს, ეპიდზედამხედველობის პროგრამაში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებში, ცენტრის მიერ დადასტურებული იყო 42 შემთხვევა, ხოლო სამედიცინო დაწესებულებებმა დზეის პროგრამაში ასახეს მხოლოდ 34 ნოზოკომიური ინფექციის შემთხვევა. მოცემული ნაკლოვანების მიზეზს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ აუდიტის პერიოდისათვის, ცენტრში არ იყო დანერგილი შესაბამისი მექანიზმები, რისი მეშვეობითაც შესაძლებელი იქნებოდა სტაციონარული დაწესებულებების მიერ პროგრამაში მონაცემების სრულად და ზუსტად ასახვის მონიტორინგი. 2015-2017 წლის მონაცემით ქვეყანაში დადასტურებულია სულ 518 ნოზოკომიური ინფექციის შემთხვევა, იმ დროისათვის მოქმედი 299 სტაციონარული დაწესებულებიდან. გამოვლენილი ნოზოკომიური ინფექციების 51% მოდის ეპიდზედამხედველობის პროგრამაში ჩართულ 11 სტაციონარულ დაწესებულებაზე, რომელიც დადასტურებულია სახელმწიფოს რესურსებითა და ჩართულობით. ნოზოკომიური ინფექციების დანარჩენი 49% ფიქსირდება 288 სტაციონარული დაწესებულებაზე, რომლებიც არ არიან ჩართული აღნიშნულ პროგრამაში, რაც მიუთითებს იმ რისკზე, რომ სტაციონარული დაწესებულებების მიერ მონაცემები წარმოდგენილია არასრულად. დიაგრამა №3.2.1: დადასტურებული ნოზოკომიური ინფექციების რაოდენობა წლების მიხედვით 282 139 102 97 115 48 2015 2016 2017 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა პროგრამის ფარგლებში ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში 26 2019 სქემა №3.2.1: სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში და მის გარეშე დადასტურებული ნოზოკომიური ინფექციების პროცენტული მაჩვენებელი აღსანიშნავია, რომ 2018 წელს სამედიცინო დაწესებულებების მიერ დაფიქსირებული ნოზოკომიური ინფექციების რაოდენობა გაიზარდა 2017 წლის ანალოგიურ პერიოდებთან შედარებით, რაც დიდი ალბათობით გამოწვეულია სამინისტროს მიერ განხორციელებული ინფექციების კონტროლის მონიტორინგით. დადებითი დინამიკის მიუხედავად, დაფიქსირებული ნოზოკომიური ინფექციების რაოდენობა არარეალურად დაბალია. ცხრილი №3.2.1: 2017-2018 წლებში დაფიქსირებული ნოზოკომიური ინფექციების რაოდენობის ზრდა თვეების მიხედვით წელი/თვე იანვარი თებერვალი მარტი აპრილი-მაისი სულ 2018 49 74 42 33 198 2017 17 24 37 18 96 საქართველოში დაფიქსირებული ნოზოკომიური ინფექციების რაოდენობის შესახებ ინფორმაციის არარელევანტურობაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ დზეის მონაცემებით საქართველოში 2016-2017 წლებში დაფიქსირდა ნოზოკომიური პნევმონიის 133 დადასტურებული შემთხვევა. თუმცა, ამავე პერიოდში საყოველთაო ჯანმრთელობის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში დაცვის სახელმწიფო პროგრამის ერთიანი 27 2019 ელექტრონული ბაზის მიხედვით, სავარაუდოდ, უნდა დაფიქსირებულიყო 51342 ნოზოკომიური პნევმონიის შემთხვევა. განსხვავებული ინფორმაციის არსებობა მიუთითებს, სამინისტროს სისტემაში შემავალი ერთეულების მიერ ინფორმაციის არასაკმარისად გაზიარების რისკებზე. სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტო და ცენტრი, ფლობს ინფორმაციას, რომლის კოორდინაცია და გაცვლა არ ხორციელდება. აღნიშნული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, ცენტრისთვის შესაძლებელი იქნებოდა ნოზოკომიური ინფექციების შესახებ უფრო სანდო და სრული მონაცემების შეგროვება. ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის 2016 წლის მონაცემების მიხედვით, ქირურგიული ჩარევის მიდამოს ინფექცია (ქიჩმი) ყველაზე გავრცელებული ნოზოკომიური ინფექციაა, რომელიც ასოცირდება ოპერაციის შემდგომ ხანგრძლივ დაყოვნებასთან, დამატებით ქირურგიულ ჩარევებთან, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობასა და მაღალ სიკვდილიანობასთან. ევროპის 16 ქვეყანაში ჩატარებული შვიდი სხვადასხვა ქირურგიული ჩარევის 630,551 ოპერაციის მონაცემების მიხედვით, ყოველ 100 ოპერაციაზე დაფიქსირებულია ნოზოკომიური ინფექციების შემდეგი პროცენტული მაჩვენებელი:43 ცხრილი №3.2.2: 2016 წელს საქართველოში ქიჩმის სავარაუდოდ დასაფიქსირებელი რაოდენობა ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემების გათვალისწინებით44 ევროპის ქვეყნები45 ქირურგიული ჩარევა ქირურგიული ჩარევის რაოდენობა საქართველო კორონალური არტერიის შუნტირება46 27,597 ნოზოკომიური ინფექციის საშუალო პროცენტული მაჩვენებელი 100 ოპერაციაზე 2.8 ქირურგიული ჩარევის რაოდენობა ქირურგიული ჩარევის რაოდენობა 2016 ecdcის მიხედვით ქიჩმის სავარაუდო რაოდენობა 773 - - ქოლეცისტექტომია47 55,190 1.7 938 6,038 103 მსხვილი ნაწლავის ქირურგია 37,017 9 3,332 340 31 საკეისრო კვეთა 99,886 1.9 1,898 12,538 238 42 იხ. ქვეთავი 3.3 43 https://ecdc.europa.eu/sites/portal/files/documents/AER_for_2016-SSI.pdf 44 საქართველოს მაგალითზე რაოდენობები დათვლილია ecdc-ის კოეფიციენტის მიხედვით და წარმოადგენს დაშვებას. ბელგია, ჩეხეთი, ესტონეთი, საფრანგეთი, გერმანია, უნგრეთი, იტალია, ლიეტუა, ლუქსემბურგი, მალტა, პოლონეთი, პორტუგალია, სლოვაკეთი, ესპანეთი, შოტლანდია. 46 გულის მკვებავი არტერიისათვის დაზიანებული სისხლძარღვის ნაცვლად მუდმივი ან დროებითი სისხლის მიმოქცევის გზის შექმნა ქირურგიული ოპერაციის საშუალებით. 47 ქოლეცისტექტომია − ნაღვლის ბუშტის ამოკვეთა. 45 ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში 28 2019 ბარძაყის ძვლის პროთეზირება 225,746 1 2,257 2,772 28 მუხლის სახსრის პროთეზირება 163,172 0.5 816 511 3 ლამინექტომია48 21,943 0.9 197 - - სულ: 630,551 2.5 10,211 22,199 402 საქართველოში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მონაცემებით 2016 წელს განხორციელდა 22,199 მსგავსი სახის ქირურგიული ჩარევა. ცენტრის მონაცემებით, 2016 წელს სულ დაფიქსირდა ქიჩმის 37 შემთხვევა, რაც საგრძნობლად განსხვავდება ზემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილი ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის კოეფიციენტის საფუძველზე დათვლილი მონაცემებისგან, რომლის მიხედვით, 2016 წელს საქართველოში, სავარაუდოდ, უნდა დაფიქსირებულიყო ქიჩმის 402 შემთხვევა. მიუხედავად იმისა, რომ სტაციონარულ დაწესებულებებს გააჩნიათ ვალდებულება დზეის პროგრამაში სრულად ასახვის მიზნით საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრებს აცნობონ გამოვლენილი ნოზოკომიური ინფექციები, არსებული სურათი მეტყველებს საპირისპიროზე. სანდო ინფორმაციის არსებობის პირობებში, შესაძლებელია იპკ-ის სისტემის მართვის კუთხით არსებული რისკების გამოვლენა, ნოზოკომიური ინფექციების სამიზნე მაჩვენებლების განსაზღვრა და მათი შემცირების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება. 3.3 ნოზოკომიური ინფექციების გავლენა სამედიცინო მომსახურების ხარჯებზე ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, ევროპაში ყოველწლიურად საშუალოდ 4,000,000 ადამიანი ინფიცირდება სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციებით.49 ამასთანავე, სამედიცინო მომსახურებაზე გაწეული მთლიანი ხარჯების, დაახლოებით, 10% მიმართულია სამედიცინო შეცდომების გამოსწორებასა და სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების მკურნალობაზე. აღსანიშნავია, რომ მოცემული ინფექციების შემთხვევების 20%-ის არიდება შესაძლებელი იქნებოდა იპკ-ის სისტემის სათანადოდ მართვის შემთხვევაში.50 ლამინექტომია – ქირურგიული ოპერაცია: ხერხემლის არხის გახსნა მალების რკალების ფირფიტების მოცილებით. https://www.oecd-ilibrary.org/docserver/9789264265592 en.pdf?expires=1539240848&id=id&accname=guest&checksum=C54335DBEC2CF5D1022E709C9925D2DC გვ. 76 50 https://www.oecd.org/els/health-systems/Tackling-Wasteful-Spending-on-Health-Highlights-revised.pdf 48 49 ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში 29 2019 ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის წლიური ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ორ დღეზე მეტხანს დაყოვნებული პაციენტების რაოდენობა შეადგენდა 151,709 პაციენტს. აქედან, 8,4%-ს აღენიშნებოდა სულ მცირე ერთი ნოზოკომიური ინფექცია, საიდანაც ნოზოკომიური პნევმონიის წილი შეადგენდა 75%-ს, ხოლო საშარდე გზების ნოზოკომიური ინფექცია − 11%-ს.51 2013 წლიდან ქვეყანაში მოქმედებს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფოს მიერ ფინანსდება სხვადასხვა სამედიცინო მომსახურებაზე გაწეული ხარჯები. ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ 2018 წლის ანგარიშზე დაყრდნობით, შეფასებულია ქვეყანაში დაფიქსირებული ნოზოკომიური ინფექციების სავარაუდო რაოდენობა. ქვემოთ განხილულია ნოზოკომიური ინფექციის ორი ნოზოლოგიის − ნოზოკომიური პნევმონია და საშარდე გზების ნოზოკომიური ინფექცია − სავარაუდო ფინანსური გავლენა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეულ ხარჯებზე, ამავე პროგრამის ელექტრონულ ბაზაში დაფიქსირებული ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოხვედრილი შემთხვევების მიხედვით. საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ერთიანი ელექტრონული ბაზის ერთი წლის52 მონაცემების მიხედვით, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ორ დღეზე მეტხანს დაყოვნება დაფიქსირდა 8,252 შემთხვევაში. თუ ევროპაში დაფიქსირებულ მაჩვენებელს − 8,4%-ს გავავრცელებთ საქართველოში დაფიქსირებული შემთხვევების რაოდენობაზე, სავარაუდოა, რომ, სულ მცირე, 693 შემთხვევაში დაფიქსირდებოდა ნოზოკომიური ინფექცია, საიდანაც ნოზოკომიური პნევმონია უნდა შეადგენდეს 513-ს, ხოლო საშარდე გზების ინფექცია − 76-ს. აღნიშნულ პერიოდში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პნევმონიის თითოეული შემთხვევის მკურნალობისთვის გადახდილია, საშუალოდ, 710 ლარი. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სახელმწიფოს მიერ ნოზოკომიურ პნევმონიაზე გაწეული მკურნალობის ხარჯი შეადგენს 364,190 ლარს, ხოლო საშარდე გზების ნოზოკომიური ინფექციის მკურნალობისთვის გადახდილია, საშუალოდ, 677 ლარი. შესაბამისად, მოცემული ინფექციის მკურნალობაზე გაწეული ხარჯი შეადგენს, დაახლოებით, 51,620 ლარს. თუ გავითვალისწინებთ, 51 Annual Epidemiological report for 2016, Healthcare associated infections acquired in intensive care units, ecdc, May 2018 52 2017 წლის მაისიდან 2018 წლის მაისის ჩათვლით. ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში 30 2019 ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ზემოაღნიშნული კვლევის მონაცემებს, სახელმწიფო რესურსების დაზოგვის პოტენციალი თავიდან აცილებადი ინფექციების ხარჯზე შეადგენს 20%-ს, რაც, სავარაუდოდ, 83,162 ლარს შეადგენს ორი ნოზოკომიური ინფექციის შემთხვევაში. ცხრილი N 3.3.1: ორი ნოზოკომიური ინფექციის სავარაუდო ფინანსური გავლენა სახელმწიფოს მიერ გაწეულ წლიურ ხარჯებზე ნოზოკომიური ინფექციის დასახელება პნევმონია 513 364,190 დაზოგვის პოტენციალი 72,838 საშარდე გზების ინფექცია 76 51,620 10,324 სულ: 589 415,810 83,162 აღსანიშნავია, შემთხვევების რაოდენობა ხარჯი რომ ნოზოკომიური ინფექციების მკურნალობა ზრდის პაციენტების მიერ გადახდილ თანხებსაც. საშუალოდ, პაციენტების მიერ გადახდილი თანხა მთლიანი ხარჯის 24%-ს შეადგენს. შესაბამისად, გართულებული შემთხვევების შედეგად გაზრდილი ხარჯები პირდაპირ პროპორციულად აისახება პაციენტების მიერ გადახდილ თანხებზე. სავარაუდოა, რომ ქვეყანაში დაფიქსირებული ნოზოკომიური ინფექციების რაოდენობა უნდა იყოს უფრო მეტი, ვიდრე ზემოთ განხილული შემთხვევებია, რასაც მოწმობს ცენტრის მიერ ჩატარებული პრევალენტობის კვლევის შედეგებიც. საქართველოში 2018 წელს ჩატარდა ერთმომენტიანი პრევალენტობის კვლევა,53 რომელიც მოიცავდა 10 სტაციონარული დაწესებულების ინტენსიური თერაპიის/რეანიმაციულ განყოფილებაში განთავსებული პაციენტების შესახებ მონაცემების ანალიზს, ნოზოკომიური ინფექციების კუთხით. ცენტრის მიერ წარმოდგენილი კვლევის მიხედვით, პაციენტების 28,6%-ს აღენიშნებოდა ნოზოკომიური ინფექცია, საიდანაც 64,7%-ს შეადგენდა ნოზოკომიური პნევმონია, ხოლო საშარდე გზების ნოზოკომიური ინფექცია − 5,9%-ს, დანარჩენი რაოდენობა კი ნაწილდება სამ სხვადასხვა ნოზოკომიურ ინფექციაზე. არსებული სისტემა არ იძლევა ნოზოკომიური ინფექციების მკურნალობაზე გაწეული ხარჯების იდენტიფიცირების საშუალებას. შედეგად, სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას, გამოავლინოს რისკიანი მიმართულებები და დაგეგმოს შესაბამისი ღონისძიებები თავიდან აცილებადი ინფექციების შემცირების კუთხით, რაც, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს პაციენტების 53 კვლევის შედეგები არ არის გავრცელებული მთლიან პოპულაციაზე კვლევის სპეციფიკისა და შეზღუდული მასშტაბის გამო. ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში 31 2019 უსაფრთხო მკურნალობას და მეორე მხრივ, შეამცირებს სამედიცინო მომსახურებაზე გაწეულ ხარჯებს. დასკვნა იპკ-ის სისტემის მნიშვნელობის მიუხედავად, ქვეყანაში არ არსებობს მოცემული მიმართულებით შექმნილი ერთიანი ეროვნული სტრატეგია, რაც სახელმწიფოს მისცემდა შესაძლებლობას, დაეგეგმა თანმიმდევრული და ქმედითი ღონისძიებები სისტემის გაუმჯობესების მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროსა და ცენტრის მიერ შემუშავებულია მექანიზმები, რომლებიც მიმართულია ქვეყანაში სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების შესახებ ინფორმაციის გაუმჯებესებისკენ, ისინი არ არის საკმარისი მისი სანდოობის უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას, ფლობდეს სრულყოფილ ინფორმაციას სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში აღნიშნული მიმართულებით არსებული რეალური მდგომარეობის შესახებ, რაც, თავის მხრივ, შექმნიდა ნოზოკომიურ ინფექციებზე გაწეული ხარჯების იდენტიფიცირებისა და ეფექტიანი მართვის პირობებს. რეკომენდაცია სამინისტროს: რეკომენდაცია №1: სამედიცინო დაწესებულებებში იპკ-ის სისტემის ეფექტიანად ფუნქციონირების მიზნით, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფს ეროვნულ ჯანდაცვის დონეზე სისტემაში შემუშავდეს ერთიანი ერთიანი პოლიტიკის სტრტატეგია, არსებობას და რაც მისი დაქვემდებარებული ერთეულების კოორდინირებულ მუშაობას. რეკომენდაცია სამინისტროს და ცენტრს: რეკომენდაცია №2: არსებული მექანიზმების გაფართოება − იმპლემენტაციის პროცესის ხელშეწყობით, ახალი ინსტრუმენტების დანერგვით და იპკ-ის მართვის სისტემის ერთეულებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესებით, უზრუნველყოფილ იქნეს ქვეყანაში არსებული ნოზოკომიური ინფექციების შესახებ ინფორმაციის სანდოობა, რაც ხელს შეუწყობს სახელმწიფოს მიერ ქმედითი ღონისძიებების გატარებას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის მიმართულებით. ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში 32 2019 რეკომენდაცია სამინისტროს: რეკომენდაცია №3: სანდო ინფორმაციის არსებობის პირობებში, სამინისტრომ უზრუნველყოს ნოზოკომიური ინფექციების მკურნალობაზე გაწეული ხარჯების იდენტიფიცირება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მოცემული ხარჯების მართვის ეფექტიანობა. ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში 33 2019 4. მარეგულირებელი ნორმების ნაკლოვანებები 4.1 სამედიცინო დაწესებულებების სანებართვო პირობების ნაკლოვანებები სტომატოლოგიური დაწესებულებების სანებართვო პირობები „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის54 შესაბამისად, სტაციონარული დაწესებულებების საქმიანობის დაწყება ექვემდებარება სავალდებულო ნებართვის მოპოვებას. სანებართვო პირობებით, სამედიცინო დაწესებულებებს მოეთხოვებათ იპკ-ის სისტემის არსებობა, რომელსაც საქმიანობის დაწყების ეტაპზე ამოწმებს რეგულირების სააგენტო, ხოლო შემდგომ, პერიოდულად ახდენს სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს. 2014 წლიდან სტომატოლოგიური მომსახურება განისაზღვრა როგორც მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობა და შესაბამისად, დაექვემდებარა საქმიანობის დაწყების შესახებ სააგენტოში სავალდებულო შეტყობინებას.55 ვინაიდან სტომატოლოგიური დაწესებულებები წარმოადგენენ ინფექციის გავრცელების მაღალი რისკის მქონე ჯგუფს, ტექნიკური რეგლამენტი ავალდებულებს დაწესებულებებს, ჰქონდეთ იპკ-ისათვის საჭირო ინფრასტრუქტურული გარემო56 და ჰყავდეთ შესაბამისი კვალიფიკაციის ადამიანური რესურსი. 2018 წელს ტექნიკურ რეგლამენტში განისაზღვრა სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების პრევენციისა და კონტროლის განხორციელების მოთხოვნა.57 თუმცა, სტაციონარული სამედიცინო დაწესებულებებისგან განსხვავებით, სტომატოლოგიური დაწესებულების საქმიანობის დაწყების ეტაპზე, საქართველოში მოქმედი რეგულაციები არ ითვალისწინებს სავალდებულო მოთხოვნების შემოწმებას. იპკ-ის სისტემის შემოწმება შერჩევითი კონტროლით რეგულირების სააგენტოს მიერ ხდება წელიწადში ერთხელ, მათი საქმიანობის მიმდინარეობისას. ამასთანავე, მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულია შერჩევითი კონტროლის კრიტერიუმები,58 რომელზე დაყრდნობითაც რეგულირების სააგენტო შეარჩევს შესამოწმებელ სამედიცინო დაწესებულებებს. მოცემული კრიტერიუმების ნუსხა არ ითვალისწინებს ახლად გახსნილი სტომატოლოგიური დაწესებულების შერჩევას. საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“, მუხლი 38. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის დადგენილება №359 „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“. 56 წყალმომარაგება, საპირფარეშო, ჰიგიენისა და სადეზინფექციო საშუალებები. 57 „საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის დადგენილება №359 „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 13, მოთხოვნა №9. 58 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება N01-51/ნ, მუხლი 2. 54 55 ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში 34 2019 სქემა №4.1.1: სტაციონარული და სტომატოლოგიური სამედიცინო დაწესებულებების კონტროლი მოცემულ საკითხთან დაკავშირებით, განსხვავებული პრაქტიკა გვხდება ევროპის ქვეყნებში. მაგალითად, ინგლისში სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და მუდმივი მონიტორინგის მიზნით, ერთი და იგივე ორგანიზაცია არეგისტრირებს და ამოწმებს სტაციონარულ და სტომატოლოგიურ დაწესებულებებს.59 რეგისტრაციის ეტაპზე მოწმდება, რამდენად აკმაყოფილებს დაწესებულება მოთხოვნებს და შემდეგ შესაბამისი სერვისისათვის განსაზღვრულ სხვადასხვა წყაროდან, მათ შორის, სავალდებულო პაციენტისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ხდება დაწესებულებებზე მუდმივი მეთვალყურეობა და პერიოდული ინსპექტირება. საქმიანობის დაწყებამდე ან საქმიანობის დაწყების საწყის ეტაპზე, ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შეუმოწმებლობა ზრდის რისკს, რომ სტომატოლოგიური დაწესებულებები საქმიანობას განახორციელებენ მოთხოვნების დაცვის გარეშე მანამ, სანამ რეგულირების სააგენტოს მიერ არ განხორციელდება მათი შერჩევითი კონტროლი. აღნიშნულმა შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს როგორც პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ასევე იპკ-ის სისტემის ეფექტიან მართვაზე. სტომატოლოგიური დაწესებულებისთვის ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულია სისტემის მოთხოვნები. იპკ-ის 2018 წლის მაისის მდგომარეობით, ქვეყანაში მოქმედებდა 1,526 სტომატოლოგიური დაწესებულება. სააგენტოს მიერ 2015-2017 წლებში განხორციელებული შემოწმების შედეგად გამოვლინდა რომ შემოწმებული სტომატოლოგიური დაწესებულების 54% ვერ აკმაყოფილებს იპკ-ის მოთხოვნებს. 59https://www.cqc.org.uk/ ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში 35 2019 დიაგრამა №4.1.1: შემოწმებული სტომატოლოგიური დაწესებულებები წლების მიხედვით 332 190 121 104 62 51 2015 2016 2017 შემოწმებული სტომატოლოგიური დაწესებულება იპკ-ის მოთხოვნების დარღვევა ამათგან, იპკ-ის სისტემის მიმართულებით ტექნიკური რეგლამენტის ცალკეული მოთხოვნის, ყველაზე მეტი დარღვევა გამოვლინდა დეზინფექციისა და სტერილიზაციის (მრავალჯერადი გამოყენების სამედიცინო იარაღების, საგნებისა და მასალებისათვის) სათანადო რეჟიმითა და აღრიცხვით უზრუნველყოფის პროცესში: 2015 წელს, აღნიშნული მოთხოვნა დარღვეულია შემოწმებული სტომატოლოგიური დაწესებულებების 55%-ში, 2016 წელს − 48%-ში და 2017 წელს − 51%-ში. საქმიანობის დაწყების ეტაპზე ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შემოწმება შექმნის შესაძლებლობას საწყის ეტაპზე იქნეს აღმოჩენილი არსებული ნაკლოვანებები და შესაბამისი რეაგირების პირობებში შემცირდეს დარღვევების მაჩვენებელი, რაც ხელს შეუწყობს როგორც პაციენტების უსაფრთხოებას ასევე, იპკ-ის სისტემის ეფექტიან მართვას. სტაციონარული დაწესებულებების სანებართვო პირობები სამედიცინო დაწესებულებებში იპკ-ის სისტემის გამართული ინფრასტრუქტურა, რომლის ფუნქციონირებისთვის ერთ-ერთი კომპონენტია მნიშვნელოვანია მიკრობიოლოგიური ლაბორატორია,60 რაც წარმოადგენს ინფექციის იდენტიფიცირებისა და სწორი მკურნალობის წინაპირობას. ჯანმო-ს 2016 წლის რეკომენდაციებში არაერთხელ არის აღნიშნული, რომ სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების გამოვლენისა და მკურნალობისთვის მიკრობიოლოგია შეისწავლის ადამიანის ძირითადი ინფექციური დაავადებების გამომწვევ მიკროორგანიზმთა თვისებებს, მიკრობიოლოგიური დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საკითხებს. 60 ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში 36 2019 განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სათანადო ხარისხის მიკრობიოლოგიური ლაბორატორია.61 ამასთანავე, აღნიშნულია, ანტიმიკრობული რომ რეზისტენტობის ქვეყანაში არსებული საწინააღმდეგო სამედიცინო ეროვნულ დაწესებულებები სტრატეგიაში არ იყენებენ მიკრობიოლოგიური კვლევის თანამედროვე მეთოდებს, ამიტომ ლაბორატორიების ხარისხის გაუმჯობესება სტრატეგიის შემადგენელი კომპონენტია.62 2009 წლის ინფექციური კონტროლი სამედიცინო დაწესებულებებში − კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციის მიხედვით, ინფექციების კონტროლის ეფექტიანად განხორციელება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სამედიცინო დაწესებულებაში იპკ-ის პროგრამის ყველა კომპონენტში მიკრობიოლოგიური ლაბორატორიის მონაწილეობაზე მიკრობიოლოგიური და ლაბორატორია.63 სასურველია მინისტრის ყველა 2015 სტაციონარში წლის არსებობდეს ბრძანების64 მიხედვით, მიკრობიოლოგიური ლაბორატორიების საშუალებით ინფექციების კონტროლის განხორციელება შესაძლებელია როგორც სამედიცინო დაწესებულების შემადგენლობაში შემავალი, ასევე სხვა შესაბამის ლაბორატორიასთან კონტრაქტის ფარგლებში.65 სანებართვო პირობებით სამედიცინო დაწესებულებებს მოეთხოვებათ ნოზოკომიური ინფექციების აღრიცხვა, მართვა, ზედამხედველობა და კონტროლი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.66 ნოზოკომიური ინფექციების დადასტურება შესაძლებელია მიკრობიოლოგიური ლაბორატორიული კვლევებით.67 ასევე სწორი მკურნალობის დანიშვნისა და შემდგომი პროფილაქტიკისათვის მნიშნელოვანია მიკრობიოლოგიური კვლევების განხორციელება. ამავე დროს, სანებართვო პირობებით სტაციონარულ დაწესებულებებს არ მოეთხოვებათ ჰქონდეთ წვდომა მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიებთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებლობა, ერთი მხრივ, ავალდებულებს დაწესებულებას აღრიცხოს ნოზოკომიური ინფექციები და, მეორე მხრივ, არ მოითხოვს მათი დადასტურებისთვის აუცილებელ ინსტრუმენტზე წვდომას. შესაბამისად, საქმიანობის დაწყების ეტაპზე არ არის დანერგილი მექანიზმი, რისი მეშვეობითაც 61 http://www.who.int/gpsc/core-components.pdf 62 ანტიმიკრობული რეზისტენტობის საწინააღმდეგო 2017-2020 წლების ეროვნული სტრატეგია, ამოცანა V. 63 ინფექციური კონტროლი სამედიცინო დაწესებულებებში − კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაცია (გაიდლაინი), გვ. 5. 64 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 7 სექტემბრის ბრძანება №01-38/ნ − „ნოზოკომიური ინფექციების ეპიდზედამხედველობის, პრევენციისა და კონტროლის წესების დამტკიცების შესახებ“. 65 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 7 სექტემბრის ბრძანება №01-38/ნ − „ნოზოკომიური ინფექციების ეპიდზედამხედველობის, პრევენციისა და კონტროლის წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 7. 66 საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის დადგენილება №385 „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“. 67 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 7 სექტემბრის ბრძანება №01-38/ნ „ნოზოკომიური ინფექციების ეპიდზედამხედველობის, პრევენციისა და კონტროლის წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 7. ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში 37 2019 შესაძლებელი იქნებოდა სტაციონარული დაწესებულებების მიერ ნოზოკომიური ინფექციების გამოვლენა, დადასტურება და აღრიცხვა. 4.2 სადეზინფექციო საშუალებების რეგისტრაციის პროცესის ნაკლოვანებები ჯანმო-ს მიერ 2016 წელს გაცემული რეკომენდაციების მიხედვით, იპკ-ის სისტემის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია სამედიცინო დაწესებულებებში სუფთა და ჰიგიენური გარემოს არსებობა. სუფთა გარემო მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნოზოკომიური ინფექციების პრევენციასა და გავრცელების შემცირებაში.68 სამედიცინო დაწესებულებებში უნდა ხორციელდებოდეს სამედიცინო დანიშნულების საგნებისა და გარემოს ობიექტების სტერილიზაცია და დეზინფექცია, რადგან სამედიცინო ინსტრუმენტებისა და აღჭურვილობის არასათანადო დამუშავება ხშირად ხდება ნოზოკომიური ინფექციის აღმოცენების მიზეზი.69 აღნიშნული მიიღწევა სათანადოდ განხორციელებული დეზინფექცია/სტერილიზაციის პროცედურებით, რომლისთვისაც დადგენილების70 მიხედვით, სამედიცინო დაწესებულებებმა უნდა გამოიყენონ ცენტრის მიერ რეგისტრირებული საშუალებები. ევროპარლამენტის რეგულაციის მიხედვით, სადეზინფექციო საშუალებები და პესტიციდები71 წარმოადგენენ ბიოციდური72 პროდუქტის სხვადასხვა ჯგუფს, რომელთა უარყოფითი ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე თანაბრად მავნებელია. ქვეყანაში პესტიციდების მიმოქცევა რეგულირდება საქართველოს კანონითა და მთავრობის დადგენილებით,73 სადაც დეტალურად არის განსაზღვრული რეგისტრაციის, იმპორტ-ექსპორტის პროცედურები და ვადები. კანონით არის განსაზღვრული პესტიციდების სარეგისტრაციო ორგანო; საქართველოში ახალი პესტიციდი (მოქმედი ნივთიერება) რეგისტრაციამდე ექვემდებარება სარეგისტრაციო გამოცდებს: მათი ეფექტიანობის, ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითი ზემოქმედების შესაძლო შეფასებას http://www.who.int/gpsc/core-components.pdf საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 7 სექტემბრის ბრძანება №01-38/ნ „ნოზოკომიური ინფექციების ეპიდზედამხედველობის, პრევენციისა და კონტროლის წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 10. 70 საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 აპრილის დადგენილება №185 „სამედიცინო, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში დეზინფექციისა და სტერილიზაციის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“. 71 პესტიციდები – ქიმიური ან ბიოლოგიური პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება მცენარეთა დაავადებებისა და მათი გადამტანების, მავნებლებისა და სარეველა მცენარეების, შენახული სოფლის მეურნეობის პროდუქციის დაავადებებისა და მავნებლების, მღრღნელების, ცხოველთა პარაზიტების წინააღმდეგ, აგრეთვე მცენარეთა ზრდის რეგულირებისათვის, მოსავლის აღების წინ მცენარეთათვის ფოთლების მოსაცილებლად (დეფოლიანტები) და მცენარეების შესახმობად (დესიკანტები), საცავების, საწყობების, სატრანსპორტო საშუალებების, სათბურების, ნიადაგის, მცენარეული და ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული სხვა პროდუქციის გაუსნებოვნებისათვის. 72 ბიოციდი − ნივთიერება, რომელიც სპობს ყოველივე ცოცხალს. 73 საქართველოს კანონი „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“; საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის დაგენილება №443. 68 69 ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში 38 2019 და გამოყენების რეგლამენტების ეკოლოგიურ შეფასებას. რეგისტრაციას ექვემდებარება მხოლოდ გამოცდების შედეგად დადებითად შეფასებული პესტიციდები. პესტიციდის მოქმედი ნივთიერების რეგისტრაციის ვადა შეადგენს 10 წელს, ხოლო მისგან წარმოებული პროდუქტის − ხუთ წელს. ვადის გასვლის შემდეგ შესაძლებელია განმეორებითი რეგისტრაცია. მიუხედავად იმისა, რომ სადეზინფექციო საშუალებები, ისევე როგორც პესტიციდები, ბიოციდურ პროდუქტს მიეკუთვნება, მსგავსი რეგულაციები არ არსებობს სადეზინფექციო საშუალებებზე. სადეზინფექციო საშუალებების ბაზარზე დაშვების პროცესი რეგულირდება მინისტრის ბრძანებით,74 მთავრობის დადგენილებით75 და ცენტრის გენერალური დირექტორის ბრძანებით.76 ევროპარლამენტის რეგულაციის მიზანია ევროპის ბაზარზე ბიოციდური პროდუქტების თავისუფალი მიმოქცევის პირობებში ადამიანის ჯანმრთელობის მაღალ დონეზე დაცვა და გარემოს უსაფრთხოება. ამ მიზნით ბიოციდურ პროდუქტში შემავალი აქტიური ნივთიერება მოწმდება უსაფრთხოებაზე და ავტორიზაციის პროცესის გავლის შემდეგ ხდება მისგან წარმოებული პროდუქტის ბაზარზე დაშვება. ქვემოთ შედარებულია სავალდებულო დოკუმენტაციის ჩამონათვალი, რომელიც მოითხოვება საშუალების რეგისტრაციისთვის ევრორეგულაციისა და საქართველოში მოქმედი რეგულაციების მიხედვით: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 19 მარტის ბრძანება №64/ნ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის დადგენილება №468. 76 სსიპ − ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის 2018 წლის 18 იანვრის ბრძანება №06-6/ო. 74 75 ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში 39 2019 ცხრილი №4.2.1: სავალდებულო დოკუმენტების ჩამონათვალი ევროპასა და საქართველოში ევრორეგულაცია საქართველო განცხადება განცხადება ბიოციდური პროდუქტის იდენტიფიკაცია ფიზიკური, ქიმიური და ტექნიკური მახასიათებლები ფიზიკური საფრთხეები და შესაბამისი მახასიათებლები შემადგენელი ნივთიერებების აღმოჩენის და იდენტიფიკაციის მეთოდები მონაცემებს სადეზინფექციო საშუალების შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებების იდენტიფიკაციის შესახებ. სამიზნე ორგანიზმებზე მოქმედების ეფექტურობა ცენტრის მიერ გაცემული დასკვნა საშუალების მადეზინფიცირებელი ეფექტის შესახებ. გამოყენების ინსტრუქცია ინფორმაციას სადეზინფექციო საშუალების გამოყენების სფეროს, წესებისა და პირობების შესახებ. ტოქსიკური ზემოქმედება ადამიანსა და ცხოველებზე იმპორტირებული* პროდუქციის შემთხვევაში − მწარმოებელი ქვეყნის უფლებამოსილი ოფიციალური ორგანოს მიერ გაცემული წარმოშობის, ხარისხისა და უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტები. კვლევები ეკოტოქსიკურობაზე გარემოზე ზემოქმედება ადამიანის, ცხოველების და გარემოს დასაცავად საჭირო ზომები მონაცემები სადეზინფექციო საშუალების მავნე ზემოქმედებისას პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის, პროფილაქტიკური ღონისძიებებისა და ტექნიკური უსაფრთხოების წესების შესახებ. კლასიფიკაცია, ნიშანდება და შეფუთვა მონაცემებს სადეზინფექციო საშუალების ნიშანდების, ეტიკეტირების, შეფუთვის, შენახვის ვადებისა და პირობების შესახებ. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ იმპორტირებული პროდუქციის შემთხვევაში მოითხოვება მწარმოებელი ქვეყნის უფლებამოსილი ოფიციალური ორგანოს მიერ გაცემული ხარისხისა და უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთანავე, ევრორეგულაციის მიხედვით ბიოციდური პროდუქტის რეგისტრაცია ხდება 10 წლის ვადით, საქართველოში მოქმედი რეგულაციების მიხედვით კი, სადეზინფექციო საშუალებები რეგისტრირდება უვადოდ. აუდიტის ჯგუფმა ქვეყანაში რეგისტრირებული სადეზინფექციო საშუალებიდან შერჩევით შეისწავლა 59 საშუალების რეგისტრაციისთვის წარმოდგენილი დოკუმენტაცია. ცხრილში ცალკეული დოკუმენტის მიხედვით მოცემულია იმ სადეზინფექციო საშუალებების რაოდენობა და პროცენტული მაჩვენებელი, რომლებზეც მოთხოვნილი დოკუმენტაცია რეგისტრაციის მსურველის მიერ არასრულყოფილად იყო წარმოდგენილი. ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში 40 2019 ცხრილი №4.2.2: არასრულყოფილად წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია დოკუმენტის დასახელება სადეზინფექციო საშუალებების რაოდენობა პროცენტული მაჩვენებელი ინფორმაცია სადეზინფექციო საშუალების გამოყენების სფეროს, წესებისა და პირობების შესახებ ✅ - მონაცემები სადეზინფექციო საშუალების ნიშანდების, ეტიკეტირების, შეფუთვის, შენახვის ვადებისა და პირობების შესახებ ✅ - ✅ - მონაცემები სადეზინფექციო საშუალების შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებების იდენტიფიკაციის შესახებ 13 22% წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი 46 78% ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი 14 24% უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტი 8 14% ✅ - მონაცემები სადეზინფექციო საშუალების მავნე ზემოქმედებისას პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის, პროფილაქტიკური ღონისძიებებისა და ტექნიკური უსაფრთხოების წესების შესახებ ბაქტერიოციდული ეფექტი აუდიტის ობიექტის განმარტებით, აღნიშნული შედეგი გამოწვეულია იმ მიზეზით, რომ უმეტეს შემთხვევაში განმცხადებელს მოეთხოვება მხოლოდ ორი სავალდებულო დოკუმენტი: სადეზინფექციო საშუალების გამოყენების ინსტრუქცია და უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა აღნიშნული მოთხოვნა დოკუმენტურად არ არის განსაზღვრული. გარდა ამისა, რიგ შემთხვევებში დარეგისტრირებულია ისეთი საშუალებები, რომლებიც სარეგისტრაციო დოკუმენტაციაშიც არ არის წარმოდგენილი ზემოაღნიშნული ე.წ. სავალდებულო დოკუმენტაცია. ამასთანავე, სხავადასხვა ქვეყანაში წარმოებული სადეზინფექციო საშუალების რეგისტრაციისას წარმოდგენილია განსხვავებული დოკუმენტაცია. აღსანიშნავია, რომ ევრორეგულაციაში დეტალურად არის განმარტებული, თუ რა შინაარსის მატარებელი უნდა იყოს თითოეული მოთხოვნილი დოკუმენტი, განსხვავებით, საქართველოში არსებული მოთხოვნებისა, რაც იძლევა არაერთგვაროვანი მიდგომის გამოყენების შესაძლებლობას. ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში 41 2019 დასკვნა სახელმწიფოს მხრიდან იპკ-ის სისტემაზე ეფექტიანი ზედამხედველობის განხორციელებისთვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა მარეგულირებელი ნორმების სრულყოფა. სტომატოლოგიური საქმიანობის საწყის ეტაპზე არ ხდება იპკ-ის სისტემის ელემენტების შემოწმება, რაც ზრდის რისკს, რომ აღნიშნული დაწესებულებები საქმიანობას განახორციელებენ მოთხოვნების დაცვის გარეშე. შედეგად, იზრდება პაციენტების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები. სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობის სავალდებულო მოთხოვნად არ არის გათვალისწინებული მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიაზე წვდომა, რაც შესაძლოა ამცირებდეს ნოზოკომიური ინფექციების გამოვლენის და დაფიქსირების შესაძლებლობას. იპკ-ის სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია სამედიცინო დაწესებულებებში სუფთა და ჰიგიენური გარემოს არსებობა, რისთვისაც გამოიყენება ცენტრის მიერ რეგისტრირებული სადეზინფექციო საშუალებები. არსებული სარეგისტრაციო პროცედურები და მოთხოვნები არ არის კონკრეტული, რაც ზრდის იმის რისკს, რომ მოხდება ისეთი საშუალებების რეგისტრაცია, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ კანონმდებლობით განსაზღვრულ ნორმებს. რეკომენდაცია სამინისტროს: რეკომენდაცია №4: ნოზოკომიური ინფექციების დროული გამოვლენისა და მართვის მიზნით, სტაციონარული დაწესებულებების საქმიანობის დაწყებამდე დადასტურდეს მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიაზე ხელმისაწვდომობა. რეკომენდაცია სამინისტროს და რეგულირების სააგენტოს: რეკომენდაცია №5: სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების გავრცელების მაღალი რიკის გამო, რომელიც შეიცავს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მომეტებულ საფრთხეს, განხილულ იქნეს სტომატოლოგიური საქმიანობის, როგორც ნებართვით სახელმწიფო რეგულირებადი საქმიანობის საკითხი და შესაბამისი საექსპერტო დასკვნების საფუძველზე განხორციელდეს მისი საკანონმდებლო ინიცირება. რეკომენდაცია ცენტრს: რეკომენდაცია №6: სამედიცინო დაწესებულებებში უსაფრთხო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, სადეზინფექციო საშუალებების რეგისტრაციისას გაიმიჯნოს სავალდებულო და სასურველი დოკუმენტაციის ნუსხა და დეტალურად გაიწეროს თითოეული დოკუმენტის შინაარსი. ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში 42 2019 5. სტაციონარული დაწესებულებების იპკ-ის სისტემის კონტროლის ნაკლოვანებები 5.1 სანებართვო პირობების კონტროლის ნაკლოვანებები საქმიანობის დაწყებამდე ჯანმო-ს 2016 წლის რეკომენდაციებში აღნიშნულია სამედიცინო დაწესებულებების დონეზე არსებული იპკ-ის სისტემის პროგრამის მნიშვნელობა, რომლის ფუნქციაა სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციის პრევენცია და კონტროლი. პროგრამა უნდა მოიცავდეს ნათლად განსაზღვრულ მიზნებს, რომლებიც ეფუძნება კონკრეტული სტაციონარული დაწესებულების ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას და შეფასებულ რისკებს.77 2012 წლის ოქტომბრიდან სტაციონარულ დაწესებულებებს სანებართვო პირობებით მოეთხოვებათ სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების და პაციენტთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის შეფასების შიდა სისტემის არსებობა. მისი ერთ-ერთი ფუნქციაა ნოზოკომიური ინფექციების კონტროლისა და აღრიცხვის პროცესის მართვა.78 სისტემა უნდა ფუნქციონირებდეს დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციის მიხედვით, რომელიც უნდა მოიცავდეს როგორც დარგის მარეგულირებელი კანონმდებლობის, ისე დაწესებულების შიდა განაწესით გაწერილი მოთხოვნების (მათ შორის, წესების, ნორმების, სტანდარტებისა და ინდიკატორების) სტაციონარში დანერგვის, შემდგომში პროცესებზე მონიტორინგისა და კონტროლის, ასევე ხარისხის უზრუნველყოფის დროში გაწერილ ღონისძიებებს. ინსტრუქცია ასევე უნდა ითვალისწინებდეს მომსახურების პროცესში მოსალოდნელი რისკების მართვისა და აღმოჩენილ დარღვევებზე რეაგირების გეგმას დაწესებულების სიმძლავრისა და მომსახურების სპეციფიკის გათვალისწინებით. 2015-2017 წლებში ნებართვა გაცემულია 42 ახალ სტაციონარულ დაწესებულებაზე, საიდანაც 29 დაწესებულებას არ წარმოუდგენია ხარისხის ინსტრუქცია, ხოლო 6 სტაციონარული დაწესებულების ინსტრუქცია შაბლონურია.79 2015 წლის 10 ოქტომბრიდან საერთო სანებართვო პირობების ერთ-ერთი მოთხოვნაა ნოზოკომიური ინფექციების აღრიცხვის, მართვის, ზედამხედველობისა და კონტროლის უზრუნველყოფა − კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. ამ მიზნით ყველა სტაციონარულ 77 http://www.who.int/gpsc/core-components.pdf მინისტრის 2012 წლის 12 სექტემბრის ბრძანება №01-63/ნ „სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების და პაციენტთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის შეფასების შიდა სისტემის ფუნქციონირების შესახებ“. 79 სამედიცინო დაწესებულებების მიერ მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული მოთხოვნები ადაპტირების გარეშეა გადმოტანილი. 78 ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში 43 2019 დაწესებულებაში უნდა არსებობდეს ნოზოკომიური ინფექციების კონტროლის კომიტეტი, რომელმაც უნდა შეიმუშაოს ნოზოკომიური ინფექციების კონტროლის სამოქმედო გეგმა − ინფექციის კონტროლის პროგრამა. 80 ინფექციური კონტროლის ეროვნული გაიდლაინის თანახმად, ყველა სამედიცინო დაწესებულება თავისებურად უნიკალურია: პროფილის, სამედიცინო პერსონალის და პაციენტის მიხედვით, ამიტომ ინფექციური კონტროლის პროგრამა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ადაპტირებული მოცემული დაწესებულების თავისებურებებთან და მოთხოვნებთან.81 2015 წლის ნოემბრიდან82 2018 წლის მაისის ჩათვლით ქვეყანაში ფუნქციონირება დაიწყო 35-მა სტაციონარულმა დაწესებულებამ, მათგან 21 დაწესებულებას არ ჰქონდა წარმოდგენილი პროგრამა, ხოლო 14-ის მიერ წარმოდგენილი პროგრამა შაბლონურია და არ არის მორგებული კონკრეტულ დაწესებულებაზე. დიაგრამა №5.1.1: ახალი სტაციონარული სამედიცინო დაწესებულებების მიერ ნებართვის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტაცია 17% 14% 40% 60% 69% აქვს ხარისხის ინსტრუქცია აქვს შაბლონური პროგრამა არ აქვს ხარისხის ინსტრუქცია არ აქვს პროგრამა აქვს შაბლონური ინსტრუქცია აღსანიშნავია, რომ 2015 წლის ოქტომბრიდან სტაციონარული დაწესებულებების, დაახლოებით, 43%-მა საქმინაობა დაიწყო როგორც იპკ-ის პროგრამის, ისე ხარისხის ინსტრუქციის გარეშე. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 7 სექტემბრის ბრძანება №01-38/ნ „ნოზოკომიური ინფექციების ეპიდზედამხედველობის, პრევენციისა და კონტროლის წესების დამტკიცების შესახებ“. 81 ინფექციური კონტროლი სამედიცნო დაწესებულებებში − კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაცია (გაიდლაინი). 82 მინისტრის 2015 წლის ბრძანება №01-38/ნ-ით ოქტომბრიდან სამედიცინო დაწესებულებებს დაევალათ კომიტეტის და იპკ-ის პროგრამის არსებობა. 80 ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში 44 2019 ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნებართვის გაცემის ეტაპზე რეგულირების სააგენტო არ ახდენს პროგრამისა და ხარისხის ინსტრუქციის შესწავალას და შემოიფარგლება მხოლოდ სტაციონარული დაწესებულების მიერ წარმოდგენილი შიდა ბრძანებით დამტკიცებული კომიტეტის და ხარისხის ჯგუფის არსებობის შემოწმებით. კონკრეტულ დაწესებულებაზე მორგებული იპკ-ის პროგრამისა და ხარისხის ინსტრუქციის გარეშე, რეგულირების სააგენტოსთვის მცირდება იმის რწმუნება, რომ სამედიცინო დაწესებულება შეძლებს ინფექციების დროული გამოვლენისა და პრევენციის კუთხით შესაძლო რისკების იდენტიფიცირებასა და მართვას და შესაბამისად, პაციენტების უსაფრთხო გარემო პირობებით უზრუნველყოფას, რაც გასათვალისწინებელი პირობაა საქმიანობის ნებართვის გაცემისას. 5.2 სანებართვო პირობების შესრულების კონტროლის ნაკლოვანებები იპკ-ის სისტემის განმახორციელებელ ეფექტიანი ზედამხედველობისთვის დაწესებულებაში არსებობდეს აუცილებელია როგორც სათანადო კონტროლის რაოდენობისა და კვალიფიკაციის რესურსი, ისე კონტროლის განხორციელების მეთოდოლოგია. რეგულირების სააგენტოს მიერ სტაციონარული დაწესებულებების კონტროლი ხორციელდება დეტალური ინსტრუქციის გარეშე, სადაც განსაზღვრული იქნებოდა, როგორ უნდა შემოწმდეს სანებართვო პირობების თითოეული მოთხოვნა. სანებართვო პირობები მოიცავს იმ მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს სამედიცინო დაწესებულება იპკ-ის სისტემის არსებობის დასადასტურებლად. 2015-2017 წლებში განხორციელებული კონტროლის შედეგებით გამოვლინდა, რომ შემოწმებული სტაციონარული დაწესებულების, საშუალოდ, 55% ვერ აკმაყოფილებს იპკ-ის მოთხოვნებს. ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში 45 2019 დიაგრამა №5.2.1: შემოწმებული სტაციონარული სამედიცინო დაწესებულებები წლების მიხედვით83 110 92 66 56 55 38 9 2015 29 7 2016 2017 შემოწმებული სტაციონარული დაწესებულება დარღევევები იპკ-ის სისტემაში დარღვევები ნოზოკომიური ინფექციების აღრიცხვასა და მართვაში წლების მიხედვით პროცენტულად ყველაზე მეტი დარღვევა გამოვლინდა იპკ-ის სისტემის შემდეგი მიმართულებით: ცხრილი №5.2.1: შემოწმებულ სტაციონარულ დაწესებულებებში იპკ-ის სისტემის მიმართულებით სანებართვო პირობების დარღვევების პროცენტული მაჩვენებლები წლების მიხედვით სანებართვო პირობები ინფრასტრუქტურა და საშუალებები პერსონალისა და პაციენტის პირადი ჰიგიენის დაცვის, შენობის დასუფთავებისა და დეზინფექციისათვის დეზინფექციისა და სტერილიზაციის (მრავალჯერადი გამოყენების სამედიცინო იარაღების, საგნებისა და მასალებისათვის) სათანადო რეჟიმითა და აღრიცხვით უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად სამედიცინო ნარჩენების უსაფრთხო სეგრეგაციის, შეგროვების, შენახვის, გატანის, უტილიზაციის ან/და განადგურების კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფა 2015 2016 სამი წლის საშუალო მაჩვენებელი 2017 23% 20% 23% 22% 24% 35% 34% 31% 30% 29% 36% 32% შენიშვნა: დარღვევების რაოდენობა იპკ-ის სისტემაში მოიცავს დარღვევების რაოდენობას ნოზოკომიური ინფექციების აღრიცხვასა და მართვაში. 83 ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში 46 2019 2016-2017 წლებში მინისტრის ბრძანებით სამინისტროს მიერ განხორციელდა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ 66 სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციების კონტროლის სისტემის ფუნქციონირების მონიტორინგი. მონიტორინგის პროცესში ჩართული იყვნენ როგორც სამინისტროს, ისე ცენტრის და რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები. მონიტორინგი შედგებოდა სამი ეტაპისაგან, პირველი ორი ეტაპი გულისხმობდა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში იპკ-ის სისტემის შეფასებას და რეკომენდაციების გაცემას. მესამე ეტაპზე, 2018 წელს, ერთვებოდა რეგულირების სააგენტო და ამოწმებდა იპკ-ის სისტემის ფუნქციონირების ფაქტობრივ გარემოებებს და აფასებდა გაცემული რეკომენდაციების შესრულებას. რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში შესაძლებელია სტაციონარული დაწესებულება გამოეთიშოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამას. მონიტორინგის ფარგლებში, იპკ-ის სისტემის შეფასება ხდება იმავე მარეგულირებელი ნორმების მოთხოვნებზე დაყრდნობით, რომელთაც იყენებს რეგულირების სააგენტო სანებართვო პირობების შესრულების კონტროლის დროს. რეგულირების სააგენტო ახორციელებს პაციენტების უსაფრთხოების უზრუნველმყოფი მინიმალური მოთხოვნების კონტროლს, რის საფუძველზეც დგება კონტროლის აქტი, ხოლო სამინისტროს აპარატი ახორციელებს იპკ-ის სისტემის მონიტორინგს, რომელიც გულისხმობს: იპკ სისტემის შეფასებას, ნაკლოვანებების ადგილზე გამოვლენას, რეკომენდაციების მიცემას და გამოსასწორებელი ვადების განსაზღვრას. 2016-2017 წლებში 22 სტაციონარულ დაწესებულებაში განხორციელდა როგორც სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი, ისე იპკ-ის სისტემის მონიტორინგი. ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში 47 2019 სქემა №5.2.1: სტაციონარული დაწესებულებების რაოდენობა, სადაც 2016-2017 წლებში განხორციელდა კონტროლი და მონიტორინგი შედეგებიდან ირკვევა, რომ 5 სტაციონარულ დაწესებულებაში მონიტორინგის დროს აღმოჩენილი დარღვევები, რომელთა შესრულებაც მათ სანებართვო პირობებითაც მოეთხოვებოდათ, კონტროლის დარღვევებში არ იყო დაფიქსირებული. მაგალითად, ერთ-ერთ სტაციონარულ დაწესებულებაში 2017 წლის თებერვალ-მაისის თვეებში ჩატარებული სხვადასხვა მონიტორინგის პირველი ეტაპის შედეგად დაფიქსირდა მოთხოვნის დარღვევა, მათ შორის, არ არსებობდა იპკ-ის სისტემის დაავადება-სპეციფიკური ანტიბიოტიკების გამოყენების პროგრამა. იმავე სტაციონარში აპრილში განხორციელებული კონტროლის შედეგებში არ არის დაფიქსირებული აღნიშნული დარღვევა, რაც მიუთითებს, რომ კონტროლის ეტაპზე სრულყოფილად ვერ ხდება იპკ-ის სისტემის სათანადო შეფასება. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების ერთ-ერთ მიზეზია ის, რომ რეგულირების სააგენტოს არ აქვს შემუშავებული სანებართვო პირობების შესრულების კონტროლის მეთოდოლოგია, რომლის ფარგლებშიც განისაზღვრებოდა კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შემოწმების დეტალური წესი, მაშინ როცა, მისგან განსხვავებით ინფექციების კონტროლის სისტემის მონიტორინგის მეთოდოლოგია დეტალურად არის გაწერილი მონიტორინგის განმახორციელებელი ჯგუფისათვის, რაც მეტად იძლევა შესაძლებლობას გამოვლინდეს იპკ-ის სისტემის მოთხოვნების დარღვევები. ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში 48 2019 დასკვნა სტაციონარულ დაწესებულებაზე ნებართვის გაცემის ეტაპზე რეგულირების სააგენტო სათანადოდ ვერ ახდენს იპკ-ის სისტემის მოთხოვნების შეფასებას. კერძოდ, რეგულირების სააგენტო ნებართვის გაცემის ეტაპზე არ სწავლობს, აქვს თუ არა სტაციონარულ დაწესებულებას იპკ-ის სისტემის პროგრამა და მორგებულია თუ არა აღნიშნული პროგრამა კონკრეტულ სტაციონარულ დაწესებულებაზე. შედეგად, რეგულირების სააგენტოს მიერ არასათანადოდ დანერგილი კონტროლის მექანიზმებისა და მეთოდოლოგიის არარსებობის პირობებში, იზრდება რისკი, რომ სრულად ვერ გამოვლინდება სტაციონარულ დაწესებულებებში არსებული იპკ-ის სისტემის ნაკლოვანებები. რეგულირების სააგენტოს: რეკომენდაცია №7: სტაციონარული დაწესებულებების სანებართვო პირობების შემოწმების პროცესის გაუმჯობესების მიზნით, მნიშვნელოვანია დეტალურად გაიწეროს კონტროლის განხორციელების სახელმძღვანელო, რაც უზრუნველყოფს შესასრულებელი პროცედურების დეტალიზაციას და ერთგვაროვან მიდგომას. ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში 49 2019 ბიბლიოგრაფია ნორმატიული მასალა                 საქართველოს კანონი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“, 2007; საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“, 2005; საქართველოს კანონი „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“, 1998; საქართველოს მთავრობის 2016 წლის 13 ივნისის დადგენილება №263 „ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების ექსპორტ-იმპორტის წესისა და წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პროცედურების შესახებ“; საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №443 „ტექნიკური რეგლამენტის − საქართველოში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეგისტრაციო გამოცდების, ექსპერტიზისა და რეგისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“; საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის დადგენილება №385 „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“; საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის დადგენილება №359 „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“; საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის დადგენილება №36 „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“; საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 აპრილის დადგენილება №185 „სამედიცინო, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში დეზინფექციისა და სტერილიზაციის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“; საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის დადგენილება №468 „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მომსახურების გაწევის ვადის, სახეების, საფასურის გადახდის და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ“; საქართველოს მთავრობის 2017 წლის 11 იანვრის განკარგულება №29 „ანტიმიკრობული რეზისტენტობის საწინააღმდეგო 2017-2020 წლების ეროვნული სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“; საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აგვისტოს განკარგულება №1704 „საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის 2016-2020 წლების ეროვნული სტრატეგიის დამტკიცების თაობაზე“; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 19 მარტის ბრძანება №64/ნ „ქვეყანაში სამედიცინო და პროფილაქტიკური სადეზინფექციო საშუალებების სრულყოფის შესახებ“; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 14 აპრილის ბრძანება №148/ო „ინფექციური კონტროლი სამედიცინო დაწესებულებებში − კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაცია (გაიდლაინი)“; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 19 სექტემბრის ბრძანება №01-63/ნ „სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების და პაციენტთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის შეფასების შიდა სისტემის ფუნქციონირების შესახებ“; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 7 სექტემბრის ბრძანება №01-38/ნ „ნოზოკომიური ინფექციების ეპიდზედამხედველობის, პრევენციისა და კონტროლის წესების დამტკიცების შესახებ“; ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში 50 2019   საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 18 იანვრის ბრძანება №01-2/ნ „სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ“; სსიპ − ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის 2018 წლის 18 იანვრის ბრძანება №06-6/ო. საერთაშორისო პრაქტიკა   ჯანმო-ს 2016 წლის გაიდლაინი ინფექციის პრევენციისა და კონტროლის პროგრამების ძირითადი კომპონენტები ეროვნულ და სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებების დონეებზე. ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს 2012 წლის რეგულაცია №528/2012, ბიოციდური პროდუქტების ბაზარზე დაშვებისა და გამოყენების შესახებევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს 2012 წლის რეგულაცია №528/2012, ბიოციდური პროდუქტების ბაზარზე დაშვებისა და გამოყენების შესახებ. ვებგვერდები                 https://www.nao.org.uk/wp-content/uploads/2000/02/9900230.pdf უკანასკნელად იქნა გადამოწმებული 28.09.2018 http://www.who.int/gpsc/country_work/gpsc_ccisc_fact_sheet_en.pdf უკანასკნელად იქნა გადამოწმებული 28.09.2018 https://www.nhs.uk/using-the-nhs/about-the-nhs/nhs-structure-explained/ უკანასკნელად იქნა გადამოწმებული 28.09.2018 https://www.cqc.org.uk/sites/default/files/20151111_Coporate_Governance_Framework_August_2015 .pdf უკანასკნელად იქნა გადამოწმებული 28.09.2018 https://www.cqc.org.uk/guidance-providers/registration/what-registration უკანასკნელად იქნა გადამოწმებული 28.09.2018 https://www.cqc.org.uk/sites/default/files/20150210_guidance_for_providers_on_meeting_the_regulat ions_final_01.pdf უკანასკნელად იქნა გადამოწმებული 28.09.2018 https://www.cqc.org.uk/search/services/all?f%5B0%5D=latest_inspections%3Amonth უკანასკნელად იქნა გადამოწმებული 28.09.2018 https://echa.europa.eu/regulations/biocidal-products-regulation/authorisation-of-biocidal-products უკანასკნელად იქნა გადამოწმებული 28.09.2018 https://www.cdc.gov/nhsn/about-nhsn/index.html უკანასკნელად იქნა გადამოწმებული 28.09.2018 http://apps.who.int/iris/bitstream/10665/69982/3/WHO_HSE_EPR_2009.1_rus.pdf უკანასკნელად იქნა გადამოწმებული 28.09.2018 http://www.who.int/gpsc/core-components.pdf უკანასკნელად იქნა გადამოწმებული 28.09.2018 https://www.cqc.org.uk/ უკანასკნელად იქნა გადამოწმებული 28.09.2018 https://www.medicare.gov/hospitalcompare/Data/Measure-groups.html უკანასკნელად იქნა გადამოწმებული 28.09.2018 https://www.cqc.org.uk/what-we-do/how-we-do-our-job/ratings უკანასკნელად იქნა გადამოწმებული 28.09.2018 https://ecdc.europa.eu/sites/portal/files/documents/AER_for_2016-SSI.pdf უკანასკნელად იქნა გადამოწმებული 28.09.2018 https://www.oecd-ilibrary.org/docserver/9789264265592en.pdf?expires=1539240848&id=id&accname=guest&checksum=C54335DBEC2CF5D1022E709C9925D 2DC უკანასკნელად იქნა გადამოწმებული 11.10.2018 ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში 51