საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქეების: მამისა ჯაფარაშვილის, ასლან ფაღავას, შალვა მაღრაძის, გურამ კუპატაძის, ოთარ ჯიქიას, იოსებ ხიმშიაშვილის და მაია სამჭკუაშვილის მიერ წარმოდგენილ „ბოლო საცხოვრისის მიმართ იძულებითი აღსრულების შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ და „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N1-2456/19; 12/02/2019) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
15.05.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-9036/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-05-20
ბიუროს ნომერი 260

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-9036/19 15-05-2019 საქართველოს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ასლი: საქართველოს მოქალაქე მამისა ჯაფარაშვილს მის. ქ. თბილისი, კახეთის გზატ. N38ა, ბ. N20; იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა მოქალაქეების მამისა ჯაფარაშვილის, ასლან ფაღავას, შალვა მაღრაძის, გურამ კუპატაძის, ოთარ ჯიქიას, იოსებ ხიმშიაშვილისა და მაია სამჭკუაშვილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „ბოლო საცხოვრისის მიმართ იძულებითი აღსრულების შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტებთან დაკავშირებით (N1-2456/19; 12.02.2019) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2019 წლის 13 მაისის კომიტეტის სხდომაზე განიხილა მოქალაქეების მამისა ჯაფარაშვილის, ასლან ფაღავას, შალვა მაღრაძის, გურამ კუპატაძის, ოთარ ჯიქიას, იოსებ ხიმშიაშვილისა და მაია სამჭკუაშვილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადება „ბოლო საცხოვრისის მიმართ იძულებითი აღსრულების შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტებთან დაკავშირებით (N1-2456/19; 12.02.2019). I. საკანონმდებლო წინადადების არსი წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია, მიღებულ იქნას საქართველოს კანონი ,,ბოლო საცხოვრისის მიმართ იძულებითი აღსრულების შესახებ“. ასევე, ცვლილება უნდა შევიდეს ,,საქართველოს სამოქალაქო კოდექსში“, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში“ და ,,ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში“. თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge 1. ,,ბოლო საცხოვრისის მიმართ იძულებითი აღსრულების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი კანონპროექტის თანახმად, წესრიგდება საქართველოს ტერიტორიაზე „ბოლო საცხოვრისის“ მიმართ იძულებითი აღსრულების წესი და პირობები. განიმარტება რამდენიმე ტერმინი, კერძოდ, „ბოლო საცხოვრისი“ განიმარტება, როგორც - უძრავი ნივთი, რომელიც წარმოადგენს მოვალისა და მისი ოჯახის წევრებზე, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ ერთადერთ უძრავ ნივთს, ამასთან „ბოლო საცხოვრისის მესაკუთრე“ შეიძლება იყოს მხოლოდ ფიზიკური პირი. „ოჯახის წევრში“ მოიაზრება - მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი ან გერი. კანონპროექტით ასევე განისაზღვრება აღსრულების თავისებურებანი და შესაბამისი პროცედურები. კერძოდ, შესაბამისი გარემოების არსებობისას აღმასრულებელი ვალდებული იქნება დაადგინოს, სარეალიზაციოდ მიქცეული საცხოვრებელი სახლი წარმოადგენს თუ არა მოვალისა და მისი ოჯახის წევრების ბოლო საცხოვრებელს. თუ დადგინდება, რომ საცხოვრებელი სახლი წარმოადგენს მოვალის ბოლო საცხოვრებელ სახლს, აღმასრულებელი ვალდებული იქნება შეაჩეროს სააღსრულებო საქმის წარმოება 3 წლის ვადით. წარმოდგენილი კანონპროექტით განისაზღვრება მიმართ „სააღსრულებო შესაბამისი რეგულაციები იმ შემთხვევაში, თუ პირის წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად უკვე განხორციელდა იძულებითი აღსრულება და იძულებითი აუქციონის წესით ან/და ნებაყოფლობით გასხვისებული იქნა პირის ბოლო საცხოვრისი. ასევე, თუ მის მიმართ არ განხორციელებულა იძულებითი წესით ნივთს გამოთხოვა და ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის იგი ფლობს გასხვისებულ ქონებას. 2. ,,საქართველოს სამოქალაქო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტი წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლს ემატება მე-2 პუნქტი, რომლის თანახმადაც, თანაცხოვრების განმავლობაში მეუღლეთა მიერ შეძენილ ქონებაზე რეგისტრირდება ორივე მეუღლის საკუთრების უფლება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ერთ-ერთი მეუღლე წერილობითი ფორმით უარს იტყვის შეძენილი ნივთის თანამესაკუთრედ რეგისტრაციაზე. ასევე, ცვლილება შედის კოდექსის 287ე მუხლის მე-2 ნაწილში, რაც გულისხმობს კრედიტორსა და მოვალეს შორის დადებული გარიგებაში საბანკო ანგარიშის სავალდებულო მითითებას, სადაც უნდა მოხდეს, როგორც სესხის გაცემა, ისე თანხების უკან დაბრუნება. ცვლილება ასევე ითვალისწინებს „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის“ 172-ე მუხლში მესამე პუნქტის დამატებას, რაც გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას, რომ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს მიერ უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი ნივთი წარმოადგენს ბოლო საცხოვრისს, გადაწყვეტილება აღსასრულებლად შეიძლება მიიქცეს მას შემდეგ, რაც სახელმწიფო მფლობელს დააკმაყოფილებს მინიმალური ფართით. კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილება ითვალისწინებს „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში“ მე-300 მუხლის მე-3 პუნქტის ამოღებას, რაც გულისხმობს ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემის შეზღუდვას. ცვლილება ასევე ითვალისწინებს „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის“ 302-ე მუხლის პირველ პუნქტში ცვლილებების შეტანას, რაც გულისხმობს მხარეების მიერ ხელშეკრულების მოშლის შემდეგ ნებაყოფლობითი აუქციონის ჩატარებას. კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილება ითვალისწინებს „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის“ 302-ე მუხლის 31-ე პუნქტის ამოღებას, რაც გულისხმობს ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემის შეზღუდვას. კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილება ითვალისწინებს „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის“ 625-ე მუხლის მე-5 პუნქტში ცვლილებების შეტანას, რაც გულისხმობს საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვრის დადგენას. კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილება ასევე, ითვალისწინებს „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის“ 625-ე მუხლში 51 პუნქტის დამატებას. რაც გულისხმობს საპროცენტო განაკვეთით განსაზღვრული მაქსიმალური ზღვრის მიღწევის შემთხვევაში ვალდებულების შესრულებულად ჩათვლას. 3. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტი კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილება ითვალისწინებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლისთვის მე-13 პუნქტის დამატებას, რომელიც ითვალისწინებს აღმასრულებლის ვალდებულებას სააღსრულებო წარმოების მხარეებს აცნობოს მის მიერ განხორციელებული ყოველი სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შესახებ. ამასთან, პროექტის მიხედვით, უძრავ ქონებაზე აღსრულებას ექვემდებარება მიწის ნაკვეთები, შენობა-ნაგებობები და საჯარო რეესტრში შეტანილ უძრავ ქონებაზე საერთო საკუთრების წილი, გარდა ბოლო საცხოვრისისა, რომლის მიმართ აღსრულების საკითხი დარეგულირდება „ბოლო საცხოვრისის მიმართ იძულებითი აღსრულების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. 4. ,,ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტი“. კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილება ითვალისწინებს „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის ამოღებას რომელიც ითვალისწინებს ნოტარიუსის მიერ გაცემული დოკუმენტის განხორციელებას. საფუძველზე იძულებითი სააღსრულებო მოქმედებების II. წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადების შეფასება საკანონმდებლო წინადადებაში მითითებული კანონპროექტები წინადადებაში არსებული მდგომარეობითა და იმავე შინაარსით განიხილება საქართველოს პარლამენტის მიერ. კერძოდ, ამავე ინიციირებულია და საპარლამენტო ფრაქცია ,,საქართველოს პატრიოტების“ მიერ ინიცირებულია საქართველოს კანონების პროექტები: საქართველოს კანონის პროექტი „ბოლო საცხოვრისის მიმართ იძულებითი აღსრულების შესახებ“, საქართველოს კანონის პროექტი ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს კანონის პროექტი ,,ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, ,,საქართველოს კანონის პროექტი ,,საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ და ,,საქართველოს კანონის პროექტი ,,სოციალური დახმარების თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/95; 18.10.2017 წ.). დასკვნითი ნაწილი საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა საქართველოს მოქალაქეების მამისა ჯაფარაშვილის, ასლან ფაღავას, შალვა მაღრაძის, გურამ კუპატაძის, ოთარ ჯიქიას, იოსებ ხიმშიაშვილისა და მაია სამჭკუაშვილის მიერ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ბოლო საცხოვრისის მიმართ იძულებითი აღსრულების შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტებთან დაკავშირებით უარყოფილად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო