„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
22.05.2019
ავტორი
ა(ა)იპ „ახალი თაობის კავშირის - ინიციატორის“ წარმომადგენელი საქართველოს მოქალაქეები: ჯაბა კანტიძე, ნიკა შუბითიძე, რატი ხითარიძე, მირანდა ქავთარაძე, ნიკა ქობელაშვილი, თორნიკე ჯინჭარაძე
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით მათიკაშვილი, ვანო ზარდიაშვილი, რატი იონათამიშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, ანრი ოხანაშვილი, სოფიო კილაძე
ნომერი
#07-3/351/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-05-27
ბიუროს ნომერი 261

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მუხლი 1. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 03.01.2014, სარეგისტრაციო კოდი: 310150000.05.001.017312) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 46-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 461 მუხლი: „მუხლი 461 მოსწავლეთა უსაფრთხო გადაყვანა სკოლის მიერ ორგანიზებულ სასკოლო ღონისძიებებისას 1. ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელიც სკოლის მიერ ორგანიზებული ღონისძიებისას უზრუნველყოფს სკოლის მოსწავლეების გადაყვანას, ვალდებულია, იქონიოს ცნობა ამ ავტოსატრანსპორტო საშუალების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების შესახებ, რომლის გაცემის თარიღსა და სკოლის მოსწავლეთა გადაყვანის თარიღს შორის სხვაობა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს; ავტოსატრანსპორტო საშუალება აღჭურვილ უნდა იქნეს შიდა და გარე ხედვის 2. კამერებით, ცეცხლმაქრითა და ავტოსატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ღვედით; პირველადი თითოეული დახმარების სავარძელი უნდა ჩანთით. იყოს ამასთან, აღჭურვილი 3. მგზავრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების ქარხნული წესით დადგენილი სავარძლების რაოდენობას; 4. იმ შემთხვევაში, თუ სასკოლო ღონისძიების მარშრუტი აღემატება 500 კილომეტრს, ძირითად მძღოლს თან უნდა ახლდეს სათადარიგო მძღოლი. როგორც ძირითად, ისე სათადარიგო მძღოლს შესაბამისი კატეგორიის/ქვეკატეგორიის მართვის უფლება მოპოვებული უნდა ჰქონდეს სკოლის მოსწავლეთა გადაყვანის თარიღამდე არანაკლებ 5 წლით ადრე. 5. ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი, ასევე ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სათადარიგო მძღოლი ვალდებულია სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სკოლის მოსწავლეთა გადაყვანისას იქონიოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა, რომლითაც არ დადასტურდება მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი. ამ პუნქტით 1 გათვალისწინებულ ნარკოლოგიური შემოწმების ცნობის გაცემის თარიღსა და სკოლის მოსწავლეთა გადაყვანის თარიღს შორის სხვაობა არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეს. მუხლი 2. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარდგინებით, საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 1 ნოემბრამდე უზრუნველყოს სასკოლო ღონისძიებისას მოსწავლეთა უსაფრთხო გადაყვანის წესის დამტკიცება. მუხლი 3. 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე; 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონით არ არის რეგულირებული სასკოლო ღონისძიებების დროს სკოლის მოსწავლეთა ავტოსატრანსპორტო საშუალებით უსაფრთხო გადაყვანის საკითხი. ამასთან, ხშირია შემთხვევები, რა დროსაც, ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი არ არის სათანადო კვალიფიკაციის. ასევე, გრძელ მანძილზე სკოლის მოსწავლეთა გადაყვანისას კანონმდებლობით არ არის მოწესრიგებული სათადარიგო (შემცვლელი) მძღოლის გამოყენების სავალდებულოობა. აღნიშნული კი მნიშვნელოვნად ზრდის სასკოლო ღონისძიებისას სკოლის მოსწავლეთა ტრანსპორტირების დროს უბედური შემთხვევის რისკს და აუცილებელია საკანონმდებლო დონეზე არსებობდეს შესაბამისი ნორმა, რომელიც უზრუნველყოფს ამ რისკის მაქსიმალურად შემცირებას. კანონპროექტის მომზადებისას ასევე გამოყენებულ იქნა აშშ-ის გამოცდილება სასკოლო ტრანსპორტისთვის განკუთვნილი რეგულაციებისა და უსაფრთხოების სტანდარტების კუთხით.1 ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობით არ არის რეგულირებული სასკოლო ღონისძიებების დროს სკოლის მოსწავლეთა ავტოსატრანსპორტო საშუალებით უსაფრთხო გადაყვანის საკითხი, აუცილებელია განხორციელდეს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება სწორედ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის გზით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შემთხვევაში დარეგულირდება სასკოლო ღონისძიებების დროს სკოლის მოსწავლეთა ავტოსატრანსპორტო საშუალებით უსაფრთხო გადაყვანის საკითხი, რითაც მაქსიმალურად შემცირდება სასკოლო ღონისძიებისას სკოლის მოსწავლეთა ტრანსპორტირების დროს უბედური შემთხვევის რისკი. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად ცვლილება შედის „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში და 46-ე მუხლის შემდეგ ემატება 461 მუხლი (მოსწავლეთა უსაფრთხო გადაყვანა აღნიშნული სტანდარტები იხ.: შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: https://www.nhtsa.gov/roadsafety/school-buses 1 1 სკოლის მიერ ორგანიზებულ სასკოლო ღონისძიებებისას), რომლის მიხედვითაც, დეტალურად ხდება სკოლის მიერ ორგანიზებულ სასკოლო ღონისძიებებისას მოსწავლეთა უსაფრთხო გადაყვანის წესების განსაზღვრა. კერძოდ:  ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელიც სკოლის მიერ ორგანიზებული ღონისძიებისას უზრუნველყოფს სკოლის მოსწავლეების გადაყვანას, ვალდებულია იქონიოს ცნობა ამ ავტოსატრანსპორტო საშუალების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების შესახებ, რომლის გაცემის თარიღსა და სკოლის მოსწავლეთა გადაყვანის თარიღს შორის სხვაობა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს;  ავტოსატრანსპორტო საშუალება აღჭურვილ უნდა იქნეს შიდა და გარე ხედვის კამერებით, ცეცხლმაქრითა და პირველადი დახმარების ჩანთით. ამასთან, ავტოსატრანსპორტო საშუალების თითოეული სავარძელი უნდა იყოს აღჭურვილი უსაფრთხოების ღვედით;  მგზავრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების ქარხნული წესით დადგენილი სავარძლების რაოდენობას;  იმ შემთხვევაში, თუ სასკოლო ღონისძიების მარშრუტი აღემატება 500 კილომეტრს, ძირითად მძღოლს თან უნდა ახლდეს სათადარიგო მძღოლი. ამასთან, როგორც ძირითად ისე სათადარიგო მძღოლს უნდა გააჩნდეს შესაბამისი კატეგორიის/ქვეკატეგორიის მართვის უფლება მოპოვებული უნდა ჰქონდეს სკოლის მოსწავლეთა გადაყვანის თარიღამდე არანაკლებ 5 წლით ადრე.  მძღოლი ვალდებული იქნება სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძებაზე სკოლის მოსწავლეთა გადაყვანისას წარმოადგინოს ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა. ამასთან, კანონპროექტის გარდამავალი დებულებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარდგინებით მთავრობას ევალება 2019 წლის 1 ნოემბრამდე უზრუნველყოს სასკოლო ღონისძიებისას მოსწავლეთა უსაფრთხო გადაყვანის წესის შემუშავება და დამტკიცება. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ითვალისწინებს ცვლილების ძალაში შესვლის ორ თარიღს, კერძოდ: 1. გარდამავალი დებულება (კანონპროექტის მე-2 მუხლი) ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, რათა კანონპროექტით წარმოდგენილი 461 მუხლის 2020 წლის პირველ იანვარს სრულყოფილად ამოქმედების მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და საქართველოს მთავრობამ 2 დროულად უზრუნველყონ კანონპროექტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება; 2. რაც შეეხება კანონპროექტით განსაზღვრული 461 მუხლის ამოქმედების ვადად 2020 წლის 1 იანვრის განსაზღვრას, აღნიშნულის მიზანს წარმოადგენს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსათვის საკმარისი ვადის მიცემა, რათა მათ უზრუნველყონ შესაბამისი ვალდებულებების შესრულება. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ასეთი მოთხოვნა არ არსებობს. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს ერთის მხრივ 2020-2022 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ადმინისტრირებისთვის საჯარო სკოლებისათვის საჭირო იქნება დამატებითი ფინასური რესურსის გამოყოფა, ხოლო მეორეს მხრივ კი კერძო სკოლების ბიუჯეტების ხარჯვით ნაწილზე, თუ კანონპროექტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ადმინისტრირებისთვის საჭირო იქნება დამატებითი ფინასური რესურსის გამოყოფა. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტიდან გამომდინარე, სათადარიგო მძღოლი ვალდებულია სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სკოლის მოსწავლეთა გადაყვანისას იქონიოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა, რომლითაც არ დადასტურდება მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების დაწესებულების ფაქტი. საშემოსავლო აღნიშნული ნაწილზე, რეგულაცია შემოსავლების გავლენას გაზრდის მოახდენს იმ თვალსაზრისით, რომლებიც ამ ცნობებს გასცემენ. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს 2020-2022 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ადმინისტრირებისთვის საჭირო იქნება დამატებითი ფინასური 3 რესურსის გამოყოფა. კერძოდ, თუ საჯარო სკოლებისთვის საჭირო გახდება 500 კილომეტრზე მეტი მარშრუტის შემთხვევაში სათადარიგო მძღოლის დამატებით დაქირავება მაშინ შესაძლოა მათთვის მოხდეს შესაბამისი მომსახურების გაძვირება. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტიდან გამომდინარე, სათადარიგო მძღოლი ვალდებულია სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სკოლის მოსწავლეთა გადაყვანისას იქონიოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა, რომლითაც არ დადასტურდება მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი. შესაბამისად, ამ პირს შესაბამისი საფასური გადახდა მოუწევს ამ ცნობის აღებისას. კანონპროექტის მიღებამ ასევე შესაძლოა წარმოშოს გარკვეული სახის ფინანსური შედეგები ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის ან შესაბამისი იურიდიული პირისთვის, ვინაიდან ავტოსატრანსპორტო საშუალება აღჭურვილ უნდა იქნეს შიდა და გარე ხედვის კამერებით, ცეცხლმაქრითა და პირველადი დახმარების ჩანთით. ამასთან, სატრანსპორტო საშუალების თითოეული სავარძელი უნდა იყოს აღჭურვილი უსაფრთხოების ღვედით. კანონპროექტი ასევე გავლენას მოახდენს იმ დაწესებულების საშემოსავლო ნაწილზე შემოსავლების გაზრდის თვალსაზრისით, რომლებიც ტექნიკური დათვალიერების შესახებ შესაბამის ცნობას გასცემენ. კანონპროექტმა შესაძლოა ასევე გავლენა მოახდინოს კერძო სკოლების ხარჯვით ნაწილზე, კერძოდ, იმ შემთხვევაში თუ ამ კანონპროექტით დადგენილი წესით აღჭურვილი ავტოსატრანსპორტო საშუალებით სარგებლობა გაძვირდება, მაშინ კერძო სკოლებს თავიანთი შემოსავლებიდან დამატებითი დანახრჯების გაწევა მოუწევთ მათი დაქირავებისას. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: 4 ასეთი არ არსებობს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავების პროცესში მონაწილეობდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტები. 5 დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის წევრთან, შალვა ოგბაიძესთან მოხდა აღნიშნული კანონპროექტის განხილვა და მისი რეკომენდაციები ასახულია კანონპროექტში. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ არსებობს ე) კანონპროექტის ავტორი: ა(ა)იპ „ახალი თაობის კავშირის - ინიციატორის“ წარმომადგენელი საქართველოს მოქალაქეები: ჯაბა კანტიძე, ნიკა შუბითიძე, რატი ხითარიძე, მირანდა ქავთარაძე, ნიკა ქობელაშვილი და თორნიკე ჯინჭარაძე. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ანრი ოხანაშვილი, სოფო კილაძე და ირაკლი მეზურნიშვილი. 6