„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
22.05.2019
ავტორი
ა(ა)იპ „ახალი თაობის კავშირის - ინიციატორის“ წარმომადგენელი საქართველოს მოქალაქეები: ჯაბა კანტიძე, ნიკა შუბითიძე, რატი ხითარიძე, მირანდა ქავთარაძე, ნიკა ქობელაშვილი, თორნიკე ჯინჭარაძე
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით მათიკაშვილი, ვანო ზარდიაშვილი, რატი იონათამიშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, ანრი ოხანაშვილი, სოფიო კილაძე
ნომერი
#07-3/351/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-05-27
ბიუროს ნომერი 261

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს ცვლილება და 1271 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 ნაწილი: „12. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 461 მუხლით გათვალისწინებულ სასკოლო ღონისძიებაზე მძღოლის მიერ მოსწავლეთა უსაფრთხო გადაყვანის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. იგივე მოქმედება, ჩადენილი განმეორებით – გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით რეგულირდება სასკოლო ღონისძიებების დროს სკოლის მოსწავლეთა ავტოსატრანსპორტო საშუალებით უსაფრთხო გადაყვანის საკითხი, რომლის მიხედვითაც, დეტალურად ხდება სკოლის მიერ ორგანიზებულ სასკოლო ღონისძიებებისას მოსწავლეთა უსაფრთხო გადაყვანის წესების განსაზღვრა. აღნიშნული წესების დარღვევისთვის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“ არ არის განსაზღვრული პასუხისმგებლობა და აუცილებელია მისი საკანონმდებლო დონეზე რეგულირება. კანონპროექტის მომზადებისას გამოყენებულ იქნა აშშ-ის გამოცდილება სასკოლო ტრანსპორტისთვის განკუთვნილი რეგულაციებისა და უსაფრთხოების სტანდარტების კუთხით.1 ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ვინაიდან „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“ სკოლის მიერ ორგანიზებული ღონისძიებისას მოსწავლეთა უსაფრთხო გადაყვანის წესების დარღვევისთვის არ არის განსაზღვრული პასუხისმგებლობა, აუცილებელია განხორციელდეს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება სწორედ „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის გზით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შემთხვევაში სკოლის მიერ ორგანიზებული ღონისძიებისას მოსწავლეთა უსაფრთხო გადაყვანის წესების დარღვევისთვის შემოღებულ იქნება შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, რითაც ხელი შეეწყობა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელი ცვლილების აღსრულებას და მაქსიმალურად შემცირდება სასკოლო ღონისძიებისას სკოლის მოსწავლეთა ტრანსპორტირების დროს უბედური შემთხვევის რისკი. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად ცვლილება შედის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 127 მუხლში, რომელსაც ემატება 1 ნაწილი. აღნიშნული 1 ცვლილების თანახმად, სკოლის მიერ 2 ორგანიზებული ღონისძიებისას მოსწავლეთა უსაფრთხო გადაყვანის წესების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, რომლის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში განსაზღვრული იქნება ჯარიმა 400 ლარის ოდენობით. აღნიშნული სტანდარტები იხ.: შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: https://www.nhtsa.gov/roadsafety/school-buses 1 ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტით განსაზღვრული ცვლილების ამოქმედების ვადად განსაზღვრულია 2020 წლის 1 იანვარი. აღნიშნულის მიზანს წარმოადგენს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში გათვალისწინებული ცვლილების ამოქმედების ვადა, ვინაიდან, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების განხორციელება, სწორედ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში გათვალისწინებული ცვლილებიდან გამომდინარეობს. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ასეთი მოთხოვნა არ არსებობს. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებამ საშუალოვადიან პერიოდში შესაძლოა გამოიწვიოს დამატებითი ხარჯების გამოყოფა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის განკუთვნილი ბიუჯეტიდან, თუ ასეთი საჭიროება დადგება ახალი სამართალდარღვევის შემოღებისა და კანონპროექტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ადმინისტრირებისთვის. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე (გაზრდის კუთხით), ვინაიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების ის მძღოლები (იურიდიული პირები), რომლებიც დაარღვევენ კანონპროექტით წარმოდგენილ 461 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ შესაბამისად დაეკისრებათ ჯარიმა 200 ლარის, ხოლო განმეორებისას 400 ლარის ოდენობით. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნულს ზეგავლენა ექნება არა 2019 წლის ბიუჯეტზე არამედ, შემდგომ საშუალოვადიანი 2020-2022 წლების პერიოდის ბიუჯეტზე, ხოლო ზეგავლენის მასშტაბი დამოკიდებული იქნება გამოვლენილ შემთხვევათა რაოდენობაზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტმა შესაძლოა გავლენა იქონიოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე იმ შემთხვევაში თუ ახალი სამართალდარღვევის შემოღება ადმინისტრირებისთვის გამოიწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ვალდებულებების წარმოქმნას. გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს ავტოსატრანსპორტო საშუალების იმ მძღოლებისთვის (არსებობის შეთხვევაში იურიდიული პირებისთვის), რომლებიც დაარღვევენ კანონპროექტით წარმოდგენილ 461 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს, რისთვისაც „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ შესაბამისად დაეკისრებათ ჯარიმა 200 ლარის, ხოლო განმეორებისას 400 ლარის ოდენობით. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით გათვალისწინებულია ახალი სამართალდარღვევის შემოღება, რომლის თანახმად, სკოლის მიერ ორგანიზებული ღონისძიებისას მოსწავლეთა უსაფრთხო გადაყვანის წესების დარღვევისთვის პირი პირველ ჯერზე დაჯარიმდება 200 ლარის, ხოლო განმეორების შემთხვევაში 400 ლარის ოდენობით. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავების პროცესში მონაწილეობდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტები. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის წევრთან, შალვა ოგბაიძესთან მოხდა აღნიშნული კანონპროექტის განხილვა და მისი რეკომენდაციები ასახულია კანონპროექტში. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა ე) კანონპროექტის ავტორი: ა(ა)იპ „ახალი თაობის კავშირის - ინიციატორის“ წარმომადგენელი საქართველოს მოქალაქეები: ჯაბა კანტიძე, ნიკა შუბითიძე, რატი ხითარიძე მირანდა ქავთარაძე, ნიკა ქობელაშვილი და თორნიკე ჯინჭარაძე. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ანრი ოხანაშვილი და ირაკლი მეზურნიშვილი.