„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 81 ✗ 9
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-05-27
ბიუროს ნომერი 261
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ცვლილების შეტანის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონს (საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე,
240110000.05.001.019103)
www.
matsne.gov.ge,
პირველი
13/08/2018,
სარეგისტრაციო
კოდი:
მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11
მუხლი :
„მუხლი 11.
„1. ამ კანონის მოქმედება 2020 წლის 1 სექტემბრამდე არ ვრცელდება ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტზე..
2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში, ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის
დამტკიცება, მშენებლობის ნებართვის გაცემა, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და
განაშენიანების რეგულირება და მათში ცვლილებების შეტანა, ასევე სამშენებლო საქმიანობაზე
ზედამხედველობა განხორციელდეს ამ კანონის ამოქმედებამდე მოქმედი შესაბამისი
სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული წესით. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში,
ამ ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტები და მათ საფუძველზე მიღებული
შესაბამისი სამართლებრივი აქტები ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას და მათში ცვლილებების
შეტანა ან გაუქმება/ძალადაკარგულად გამოცხადება შესაძლებელია იმავე წესით, როგორც
მათი მიღებისათვის ან
გათვალისწინებული.“.
გაუქმებისათვის/ძალადაკარგულად
გამოცხადებისათვის
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 2 ივნისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
იყო
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონპროექტზე „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი
მიმოქცევის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
2018 წლის 20 ივლისს მიღებული იქნა
საქართველოს სივრცის დაგეგმარების,
არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე, www. matsne.gov.ge, 13/08/2018, სარეგისტრაციო კოდი: 330090000.05.001.019104),
რომლის 142-ე მუხლით
განისაზღვრა ამ კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით
საქართველოს მთავრობის მიერ რიგი დადგენილებების მიღების ვალდებულება 2019 წლის 03
ივნისისთვის. „პროდუქტის
უსაფრთხოებისა
და
თავისუფალი
მიმოქცევის
კოდექსში
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონი წარმოადგენს
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული
კოდექსის (შემდგომში - კოდექსი) თანმდევ კანონს.
და სამშენებლო საქმიანობის
ზემოაღნიშნულმა ნორმატიულმა აქტებმა უნდა უზრუნველყონ კოდექსის აღსრულება
და
მისი
სწორი
იმპლემენტაცია.
შესაბამისად,
დღის
წესრიგში
დგას
არსებული
რეგულირებების და პრაქტიკის არსებითი ცვლილება, როგორც საკანონმდელო, ისე
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დონეზე.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ზოგიერთმა მუნიციპალიტეტმა მნიშვნელოვანი სამუშაო
გასწია სივრცითი დუკუმენტაციის დასახვეწად და ბოლო პერიოდში დაამტკიცა
მიწათსარგებლობის
გენარალური
გეგმა.
საქართველოს
სივრცის
დაგეგმარების,
არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 2019 წლის 3 ივნისს ამოქმედებასთან
ერთად, მთელი რიგი ცვლილებები იქნება განსახორციელებელი ზემოაღნიშნულ ნორმატიულ
აქტებში, რაც ასეთ მოკლე პერიოდში, საკმაოდ ძნელად განსახორციელებელია.
წარმოდგენილი კანონპროექტით, განხორციელდება დამატებით გონივრული ვადის
განსაზღვრა, იმ მუნიციპალიტეტებისათვის რომლებმაც მიწათსარგებლობის გენერალური
გეგმა დაამტკიცეს 2019 წლის 3 ივნისამდე, იმისათვის რომ კოდექსი და მისი თანმდევი
აქტების ცვლილებები უხარვეზოდ განხორციელდეს, ასევე გათვალისწინებულ იქნეს
ადგილობრივი თვითმმართველობების სპეციფიკა და ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც დღეს
მუნიციპალიტეტები დგას და შესაძლებელი იყოს ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების
შესაბამისობაში მოყვანა მითითებულ რეგულაციებთან მიმართებაში, გამართული
ადმინისტრაციული წარმოებისა და სამშენებლო პროცესების განვითარების კუთხით.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტით გათვალისწინებული საკანონმდებლო ცვლილება აუცილებელია,
ვინაიდან საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული
და სამშენებლო
საქმიანობის კოდექსის და მისი თანმდევი აქტების ამოქმედების ვადა (2019 წლის 3 ივნისი), იმ
მუნიციპალიტეტებისათვის,
მიწათსარგებლობის
რომლებმაც
გენერალური
გეგმა,
2019
წლის
3
ივნისამდე
არ
არის
საკმარისი
დაამტკიცეს
იმისათვის
კოორდინირებული მუშაობით განხორციელდეს მათი სწორი იმპლემენტაცია.
რომ
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის
მიღებით
შესაძლებელი
გახდება
სივრცითი
მოწყობისა
და
ქალაქთმშენებლობითი სისტემის რეგულირებების და პრაქტიკის არსებითი ცვლილების,
როგორც საკანონმდებლო, ისე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დონეზე სრულყოფა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით კანონს ემატება 11 მუხლი, რომლის:
ა) პირველი ნაწილით
განისაზღვრება, რომ ამ კანონის მოქმედება 2020 წლის 1
სექტემბრამდე არ ვრცელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტზე.
ბ) მე-2 ნაწილის მიხედვით, ზუსტდება, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში,
ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცება, მშენებლობის ნებართვის გაცემა,
დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირება და მათში
ცვლილებების შეტანა, ასევე სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობა განხორციელდეს ამ
კანონის ამოქმედებამდე მოქმედი შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული
წესით. ეს დებულება საჭიროა იმისათვის, რომ ცხადი იყოს, თუ რომელი სამართლებრივი
ბაზით უნდა იხელმძღვანელოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტმა.
გარდა ამისა, ამავე ნაწილით ასევე უფრო მეტი სიცხადისათვის ზუსტდება, რომ ეს
სამართლებრივი აქტები და ასევ მათ საფუძველზე მიღებული შესაბამისი სამართლებრივი
აქტები ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის და მათში
ცვლილებების შეტანა ან გაუქმება/ძალადაკარგულად გამოცხადება შესაძლებელია იმავე
წესით,
როგორც
მათი
მიღებისათვის
ან
გაუქმებისათვის/ძალადაკარგულად
გამოცხადებისათვის იყო გათვალისწინებული. ანუ, 2019 წლის 3 ივნისიდან (ძირითადი
კოდექსის ამოქმედებიდან) შესაძლებელია მოხდეს ამ სფეროს რეგულირებისათვის ახალი
სამართლებრივი აქტების გამოცემა და თავის მხრივ მოხდეს დღეს მოქმედი სამართლებრივი
აქტების გაუქმებაც. თუმცა, ამ პროექტის მიხედვით, მიუხედავად ასეთი შემთხვევებისა, ქალაქ
თბილისის
მუნიციპალიტეტისთვის
მაინც
დარჩება
ძალაში
ზემოთაღნიშნული
სამართლებრივი აქტები და ასევე მათ საფუძველზე მიღებული სამართლებრივი აქტებიც.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შედის 2019 წლის 2 ივნისიდან, გამომდინარე იქიდან, რომ
კანონი, რომელშიც შედის ცვლილებები უნდა ამოქმედდეს 2019 წლის 3 ივნისიდან.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
2018 წლის 20 ივლისს მიღებული იქნა საქართველოს სივრცის დაგეგმარების,
არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე,
www. matsne.gov.ge, 13/08/2018, სარეგისტრაციო კოდი: 330090000.05.001.019104), რომლის 142ე მუხლით განისაზღვრა ამ კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით საქართველოს
მთავრობის მიერ რიგი დადგენილებების მიღების ვალდებულება 2019 წლის 03 ივნისისთვის.
აღნიშნული ნორმატიული აქტები იწვევენ არსებული რეგულირებებისა და პრაქტიკის
არსებითი ცვლილებას, როგორც საკანონმდელო, ისე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების
დონეზე. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის
კოდექსის 2019 წლის 3 ივნისს ამოქმედებასთან ერთად, იმ მუნიციპალიტეტებს, რომელთაც
ახლახანს დაამტკიცეს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, მთელი რიგი ცვლილებები
ექნებათ განსახორციელებელი ზემოაღნიშნულ დოკუმენტში, რაც ასეთ მოკლე პერიოდში,
შეუძლებელია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საქართველოს სივრცის
დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი ამოქმედდება 2019
წლის 3 ივნისს, აუცილებელია, წარმოდგენილი კანონის პროექტის დაჩქარებული წესით
განხილვა, რათა კოდექსის ამოქმედებამდე მოესწროს მათი მოქმედების გადავადება
გონივრული ვადით.
ბ)
კანონპროექტის
ფინანსური
გავლენის
შეფასება
საშუალოვადიან
პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო;
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს
ხარჯების გამოყოფას ბიუჯეტიდან, გამომდინარე იქიდან, რომ ხდება კანონის მოქმედების
გადავადება, შესაბამისად ამ ვადამდე შენარჩუნებული იქნება არსებული სამართლებრივი
რეგულაციები.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე;
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის, კანონპროექტის მიღება არ იქონიებს
გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე იქამდე, რა დრომდეც ხდება ამ რეგულაციების
ამოქმედების
გადავადება,
რადგან
ამ
ვადამდე
შენარჩუნებული
იქნება
არსებული
სამართლებრივი რეგულაციები. ხოლო იმ პერიოდიდან, როცა უკვე ეს რეგულაციები ძალაში
იქნება
ქალაქ
თბილისის
მუნიციპალიტეტისათვისაც,
კანონპროექტის
მიღება
დიდი
ალბათობით იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რადგან, მაგალითად
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე დადებით ზეგავლენას მოახდენს ცალკეულ შემთხვევებში
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევებისთვის
დადგენილი
ჯარიმების
გაზრდილი
ოდენობები.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე;
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის, კანონპროექტის მიღება არ იქონიებს
გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე იქამდე, რა დრომდეც ხდება ამ რეგულაციების
ამოქმედების
გადავადება,
რადგან
ამ
ვადამდე
შენარჩუნებული
იქნება
არსებული
სამართლებრივი რეგულაციები. ხოლო იმ პერიოდიდან, როცა უკვე ეს რეგულაციები ძალაში
იქნება
ქალაქ
თბილისის
მუნიციპალიტეტისათვისაც,
კანონპროექტის
მიღება
დიდი
ალბათობით იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რადგან შესაძლოა გაჩნდეს
თანამშრომელთა გადამზადებისა და ხელახალი დაკომპლექტების საჭიროება. თუმცა ამ
ეტაპზე, კონკრეტული ხარჯების განსაზღვრა არ არის შესაძლებელი.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით;
კანონპროექტის მიღებით
ვალდებულებების აღება.
არ
ხდება
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა;
მოსალოდნელია
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში, კანონპროექტის მიღება იქონიებს გავლენას
პირებზე,
გამომდინარე
იქიდან,
რომ
ხდება
კოდექსის
ამოქმედების
გადავადება
თბილისისათვის. მაგალითად, შესაძლებელია ქმედებისათვის უფრო მკაცრად დასჯილიყო
პირი და ახლა, სანამ გადავადებულია ეს მკაცრი სანქცია ეს აღარ შეეხება, ან პირიქით და ა.შ.
ბ.ვ)
კანონპროექტით
დადგენილი
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის
პრინციპი;
კანონპროექტის მიღებით არ ხდება ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა
გადასახდელის განსაზღვრა.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი
მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან” ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილეობა
მუნიციპალიტეტის
მერიამ,
სამინისტრომ
საქართველოს რეგიონული
და
საქართველოს
ეკონომიკისა
მიიღო
და
ქალაქ
თბილისის
მდგრადი
განვითარების
განვიტარებისა და
ინფრასტრუქტურის
სამინისტრომ.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
პარლამენტის წევრი: ზაზა გაბუნია
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
პარლამენტის წევრი: ზაზა გაბუნია