საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრის გია ჟორჟოლიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/292; 27/02/2019) საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადის ერთი თვით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-05-30
ბიუროს ნომერი 266 (შესვენებაზე)
📜 ტექსტი
წერილი
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი
2-10174/19
30-05-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის წევრის გია ჟორჟოლიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის
წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის „სამხედრო ვალდებულებისა და
სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
განხილვის ვადის გაგრძელების თაობაზე.
საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2019 წლის 30 აპრილის N254/25 გადაწყვეტილებით
საქართველოს პარლამენტის წევრის გია ჟორჟოლიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის
წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის „სამხედრო ვალდებულებისა და
სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (073/292;27.02.2019) თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს პირველი მოსმენით განხილვის ვადა
განესაზღვრა 30 მაისამდე.
კანონპროექტით წარმოდგენილი საკითხი კომპლექსურია, მოითხოვს დამატებით შესწავლას
და პოზიციების შეჯერებას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოგმართავთ თხოვნით
საქართველოს პარლამენტის წევრის გია ჟორჟოლიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის
წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის „სამხედრო ვალდებულებისა და
სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
განხილვის ვადის ერთი თვით გაგრძელების თაობაზე.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ირაკლი სესიაშვილი
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge