„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-10
ბიუროს ნომერი 269
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
(საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს
შემდეგი ცვლილება:
1. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 208. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეები
რაიონული
(საქალაქო)
სასამართლო
განიხილავს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 421 და 422
მუხლებით, 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 431−443, 445, 447–4411, 45-ე−464, 48-ე, 49-ე, 501, 51-ე–554,
56-ე, 57-ე–59-ე, 592−მე-60, 603−611, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 71-ე, 711, 721–78-ე, 791–81-ე, 821, 822, 825,
84-ე–86-ე, 871−893, 912, 913, 94-ე, 95-ე, 99-ე, 1001, 1002, 1031, 104-ე და 1051 მუხლებით, 1271 მუხლის
მე-5 ნაწილით, 1281–1285, 143-ე, 144-ე, 14410, 145-ე, 1461, 148-ე, 150-ე, 1501, 151-ე, 152-ე, 1522, 153ე, 1531 და 1533–1535 მუხლებით, 1536 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით, 154-ე−1542, 1551 და 1552
მუხლებით, 1553 მუხლის მე-11−მე-20 ნაწილებით, 1556 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 155
7−15510, 156-ე, 1571–1581, 159-ე, 1591, 1594–15910, 163-ე, 164-ე, 1644, 1651–1653 და 166-ე−167-ე
მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1712−1714 მუხლებით, 1715 მუხლის პირველი, მე-2,
მე-4−მე-6 და მე-8−მე-16 ნაწილებით, 172-ე, 1724–1726, 173-ე, 1734–1737, 1739, 17312 და 1741
მუხლებით, 17415 მუხლის მე-4 ნაწილით, 1751 და 1752 მუხლებით, 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე8, მე-12 და მე-13 ნაწილებით, 1778, 1779, 17711 და 17712 მუხლებით, 17713 მუხლით (მხოლოდ ამ
კოდექსის 245-ე მუხლის 41 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში), 178-ე, 1791–1793, 180-ე
და 181-ე მუხლებით, 1811 მუხლის მე-2 ნაწილითა და 182-ე, 183-ე, 187-ე, 1871, 189-ე, 192-ე, 195ე, 1963, 1966, 1971, 1972, 1973 მუხლის მე-2 ნაწილით და 1991 მუხლებით.“.
2. 271-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს დადგენილება, გარდა ამ კოდექსის 272-ე
მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა,
მხარეებმა შეიძლება ამავე კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში. საჩივარი შეტანილი უნდა
იქნეს იმ სასამართლოში, რომელმაც მიიღო დადგენილება.“.
1
3. 272-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილება, აგრეთვე ამ კოდექსის 2341 მუხლით
განსაზღვრული წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე
განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება ჯარიმის სახით ადმინისტრაციული სახდელის
დადების შესახებ, – ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან), რომლის
გადაწყვეტილება
საჩივრდება
სასამართლოში.
გადაწყვეტილება
სხვაგვარი
ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, – ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ
თანამდებობის პირთან), რომლის გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში.
დადგენილება ძირითადი და რომელიმე დამატებითი ადმინისტრაციული სახდელის
ერთდროულად დადების შესახებ მომჩივნის სურვილით შეიძლება გასაჩივრდეს ძირითადი
ან დამატებითი სახდელის გასაჩივრებისათვის განსაზღვრული წესით;“;
ბ) პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“
ქვეპუნქტი:
„ა1)
ორგანოს
(თანამდებობის
პირის)
დადგენილება
ჯარიმის
სახით
ადმინისტრაციული სახდელის ან სხვაგვარი ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ
მიღებული ამ კოდექსის 116-ე მუხლის მე-9 ნაწილით, 121-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 123-ე
მუხლის მე-4 ნაწილით, 157-ე მუხლით და 1771 მუხლით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტებზე საჩივრდება ზემდგომ ორგანოში
(ზემდგომ თანამდებობის პირთან), რომლის გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში;“;
გ) პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ)
შინაგან
საქმეთა
ორგანოს
(თანამდებობის
პირის)
დადგენილება
ერთი
ადმინისტრაციული სახდელის სხვა ადმინისტრაციული სახდელით შეცვლის შესახებ, –
ზემდგომ
ორგანოში
(ზემდგომ
თანამდებობის
პირთან),
რომლის
გადაწყვეტილება
საჩივრდება სასამართლოში;
დ) შინაგან საქმეთა ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილება საურავის
დარიცხვის შესახებ, – ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან), რომლის
გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში;“;
დ) მე-4 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5-მე-8 ნაწილები:
„5. თუ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს დადგენილება მიღებულია ამ კოდექსის
272-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ორგანოს
(თანამდებობის პირის) დადგენილებებზე, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს საჩივრის
დასაშვებობას საჩივრის მიღებიდან 10 (ათი) დღის ვადაში.
6. სააპელაციო სასამართლოში საჩივარი დასაშვებია თუ:
2
ა)
პირველი
ინსტანციის
სასამართლოებს
მსგავს სამართლებრივ
საკითხზე
ერთმანეთისაგან განსხვავებული გადაწყვეტილებები აქვთ მიღებული და ამ ამგვარ საკითხზე
არ არსებობს სააპელაციო სასამართლოების ერთგვაროვანი პრაქტიკა;
ბ) პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს
სამართლებრივ საკითხზე სააპელაციო სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს
სამართლებრივ საკითხზე სააპელაციო სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისგან
განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
7. საჩივრის დასაშვებობის თაობაზე სასამართლოს გამოაქვს დადგენილება.
8. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საჩივრის დასაშვებად
ცნობის შემდეგ სააპელაციო სასამართლო საქმის სააპელაციო წესით განხილვისას არ იკვლევს
საქმის ფაქტობრივ გარემოებებს.
სააპელაციო სასამართლო სამართლებრივად აფასებს
გამოიყენა თუ არა რაიონის (ქალაქის) სასამართლომ ის კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა
ან/და რამდენად სწორად განმარტა მან კანონი.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
3
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ 2018 წლის 19 ოქტომბერს
ნაწილობრივ დააკმაყოფილა №779 კონსტიტუციური სარჩელი საქმეზე „საქართველოს
მოქალაქე
დავით
მალანია
არაკონსტიტუციურად
ცნო
საქართველოს პარლამენტის
საქართველოს
წინააღმდეგ“.
ადმინისტრაციულ
სასამართლომ
სამართალდარღვევათა
კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის:
ა) „ა“ ქვეპუნქტის პირველი და მე-2 წინადადებების სიტყვები „რომლის გადაწყვეტილება
საბოლოოა“;
ბ) „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების სიტყვები „რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა“.
ადმინისტრაციულსახდელდადებულ პირს, არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმების
თანახმად, დავის სააპელაციო სასამართლოში განხილვის შესაძლებლობა იმ შემთხვევაში
ეძლეოდა, თუ სახდელის სახით დაეკისრებოდა ადმინისტრაციული პატიმრობა, ასევე იმ
შემთხვევებში, როდესაც რაიონული (საქალაქო) სასამართლოს დადგენილება ნებისმიერი
ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსის
208-ე
მუხლის
საფუძველზე
იყო
გამოტანილი.
კანონმდებლობა ადმინისტრაციულ სახდელებთან დაკავშირებული ყველა დანარჩენი დავის
საბოლოო განხილვის საუკეთესო შესაძლებლობად ითვალისწინებდა მის განხილვას პირველი
ინსტანციის სასამართლოში.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნულია, რომ
სააპელაციო სასამართლოსთვის მიმართვის უფლების სადავო ნორმით გათვალისწინებულ
შეზღუდვას მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნები გააჩნია. კერძოდ, იგი ემსახურება
პროცესის ეკონომიურობის უზრუნველყოფას და სასამართლოს გადატვირთვისგან დაცვას.
„პროცესის ეკონომიურობა და სასამართლოს ხელოვნური გადატვირთვის თავიდან აცილება
უმნიშვნელოვანესია მართლმსაჯულების ხარისხის უზრუნველყოფისთვის.“1 შესაბამისად,
ბუნებრივია, აპელაციის შესაძლებლობა (განურჩევლად საქმის მნიშვნელობისა) ყველა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის №2/7/779 გადაწყვეტილება
საქმეზე „საქართველოს მოქალაქე დავით მალანია საქართველოს პარალმენტის წინააღმდეგ“, II-16.
1
1
საქმეზე ვერ იქნება უზრუნველყოფილი. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ
სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების შეზღუდვა პირის უფლებას არღვევს მხოლოდ იმ
შემთხვევაში, თუ მას კონკრეტული დავიდან გამომდინარე სასამართლოს გადაწყვეტილების
გასაჩივრების მომეტებული ინტერესი გააჩნია.2
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, გასაჩივრების მომეტებული ინტერესის
განმაპირობებელი ერთ-ერთი ფაქტორია ჩადენილი სამართალდარღვევის სიმძიმე.3 იმ
შემთხვევაში, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დგინდება
პირის მიერ მძიმე სამართალდარღვევის ჩადენა, სასამართლოს გადაწვეტილების
გასაჩივრების უფლებას ვერ გადაწონის პროცესის ეკონომიურობისა და სასამართლოს
განტვირთვის ლეგიტიმური მიზნები.
სასამართლომ დაადგინა, რომ ქმედებები, რომლებიც სახდელის სახით ადმინისტრაციულ
პატიმრობას
ითვალისწინებს,
თავისთავად
მიჩნეულ
უნდა
იქნეს
მძიმე
სამართალდარღვევებად.4 საქმის განხილვის პროცესში საკონსტიტუციო სასამართლომ
გაიზიარა
მოპასუხის
არგუმენტაცია
სასამართლოს
გადატვირთულობისგან
დაცვის
ლეგიტიმურ ინტერესთან დაკავშირებით და გადაწყვეტილების 24-ე პარაგრაფში მიუთითა,
რომ
„სასამართლოს
გადატვირთულობის
პრევენცია
პირდაპირ
კავშირშია
მართლმსაჯულების გამართულ ფუნქციონირებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე,
ბუნებრივია, რომ ყველა საქმეზე სააპელაციო სასამარლოსათვის მიმართვის უფლების
დადგენა
მნიშვნელოვნად
გააუარესებს
ზემდგომი
სასამართლოების
საქმიანობის
ეფექტურობას.“5
საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების
გასაჩივრების
უფლების
ჩამოყალიბება
და
არსებობის
სამართლებრივი
ერთ-ერთი
მიზანია
უსაფრთხოების
ერთგვაროვანი
უზრუნველყოფა.
6
პრაქტიკის
გასაჩივრების
დაუშვებლობა იმ პირობებში, როდესაც ერთი ინსტანციის სასამართლოები ნორმებს
განსხვავებულად
განმარტავენ,
ფაქტობრივად,
სააპელაციო
მექანიზმის
ერთ-ერთ
უმნიშვნელოვანეს ფუნქციაზე უარის თქმას უთანაბრდება. ამდენად, სასამართლომ
არაერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის პირობებში სააპელაციო სასამართლოსთვის
მიმართვის უფლების შეზღუდვა არაკონსტიტუციურად მიიჩნია.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის №2/7/779 გადაწყვეტილება
საქმეზე „საქართველოს მოქალაქე დავით მალანია საქართველოს პარალმენტის წინააღმდეგ“, II-49.
3 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის №2/7/779 გადაწყვეტილება
საქმეზე „საქართველოს მოქალაქე დავით მალანია საქართველოს პარალმენტის წინააღმდეგ“, II-29.
4 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის №2/7/779 გადაწყვეტილება
საქმეზე „საქართველოს მოქალაქე დავით მალანია საქართველოს პარალმენტის წინააღმდეგ“, II-35.
5
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის №2/7/779 გადაწყვეტილება
საქმეზე „საქართველოს მოქალაქე დავით მალანია საქართველოს პარალმენტის წინააღმდეგ“, II-24.
6 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის №2/7/779 გადაწყვეტილება
საქმეზე „საქართველოს მოქალაქე დავით მალანია საქართველოს პარალმენტის წინააღმდეგ“, II-20.
2
2
საკონსტიტუციო
სასამართლოს
შეფასებით,
პირველი
ინსტანციის
სასამართლოს
გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების აკრძალვა, თავისთავად
არაკონსტიტუციურ რეგულირებას არ წარმოადგენს. რიგ შემთხვევაში გასაჩივრებული
ნორმების არაკონსტიტუციურობას განაპირობებს გასაჩივრების მომეტებული ინტერესის
არსებობის
უგულებელყოფა.
სახელდობრ,
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“ და „დ“
ქვეპუნქტების სადავო სიტყვები არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი, ვინაიდან ისინი
ზღუდავდნენ გასაჩივრების შესაძლებლობას ერთგვაროვანი პრაქტიკის დამკვიდრების
საჭიროებისას, ხოლო „ა“ ქვეპუნქტის სიტყვების არაკონსტიტუციურობა დამატებით
განაპირობა მძიმე სამართალდარღვევის არსებობისას სააპელაციო სასამართლოსთვის
მიმართვის შეუძლებლობამ.7
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების სადავო სიტყვები,
რომლებიც პირს ართმევდა შესაძლებლობას, სააპელაციო სასამართლოში გაესაჩივრებინა
სამართალდარღვევასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება (როდესაც პირველი
ინსტანციის სასამართლოთა განმარტებები კანონის ამა თუ
იმ
ნორმის შინაარსთან
დაკავშირებით მნიშვნელოვნად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან), არღვევდა გონივრულ
ბალანსს შეზღუდულ და დაცულ ინტერესებს შორის. ამ პირობებში უფლების შეზღუდვით
შელახული ინტერესები მნიშვნელოვნად აღემატებოდა უფლების შეზღუდვის შედეგად
დაცულ სიკეთეს, რამაც განაპირობა სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობა.
კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19
ოქტომბრის №2/7/779 გადაწყვეტილების „საქართველოს მოქალაქე დავით მალანია
საქართველოს პარალმენტის წინააღმდეგ“ აღსრულებას და საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 208-ე, 271-ე და 272-ე მუხლების საკონსტიტუციო
სასამართლოს გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოყვანას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტის მიღების აუცილებლობა გამოწვეულია საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის №2/7/779 გადაწყვეტილების „საქართველოს მოქალაქე
დავით მალანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ აღსრულების საჭიროებიდან.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
გარდა, სხვა საშუალებით შეუძლებელია ძირითადი უფლებების დაცვის საკონსტიტუციო
სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის რეალიზება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის №2/7/779 გადაწყვეტილება
საქმეზე „საქართველოს მოქალაქე დავით მალანია საქართველოს პარალმენტის წინააღმდეგ“, II-53.
7
3
კანონპროექტით უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
2018 წლის 19 ოქტომბრის №2/7/779 გადაწყვეტილების - „საქართველოს მოქალაქე დავით
მალანია საქართველოს პარალმენტის წინააღმდეგ“ აღსრულება და საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 208-ე, 271-ე და 272-ე მუხლების
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოყვანა.
ადმინისტრაციული დავის მონაწილე
მხარეს მიეცემა შესაძლებლობა,
გასაჩივრების
მომეტებული ინტერესის ან განსახილველ დავასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის
სასამართლოებში არსებული არაერთგვაროვანი პრაქტიკის არსებობისას მიმართოს
სააპელაციო სასამართლოს.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი
კანონპროექტით
იცვლება
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 208-ე, 271-ე და 272-ე მუხლები. მითითებული ნორმები
ყალიბდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის №2/7/779
გადაწყვეტილების „საქართველოს მოქალაქე დავით მალანია საქართველოს პარლამენტის
წინააღმდეგ“ შესაბამისად.
ადმინისტრაციულ
სასამართლოში
სამართალდარღვევასთან
გასაჩივრების
დაკავშირებული
შესაძლებლობაზე
დავის
მსჯელობისას
საკონსტიტუციო სასამართლომ №2/7/779 გადაწყვეტილების
დაასახელა ორი ალტერნატიული წინაპირობა:
სააპელაციო
საქართველოს
სამოტივაციო
ნაწილში
1. ადმინისტრაციულსახდელდადებულ პირს უნდა გააჩნდეს პირველი ინსტანციის
სასამართლოს
გადაწყვეტილების
გადამოწმების
განსაკუთრებული
ინტერესი.8
ასეთ
ინტერესად ითვლება ადმინისტრაციული სახდელის დაკისრება მართლსაწინააღმდეგო
ქმედებისთვის, რომლის მიმართაც მაღალია გაკიცხვის ხარისხი.9
2. პირველი ინსტანციის სასამართლოში შესაძლოა ჩამოყალიბდეს ადმინისტრაციული
დავების განხილვის არაერთგვაროვანი პრაქტიკა.10
ამ მოთხოვნის
ცვლილებები:
გათვალისწინებით,
კანონპროექტით
შემოთავაზებულია
შემდეგი
- 208-ე მუხლში არსებულ ჩამონათვალს ემატება 1973 მუხლის მე-2 ნაწილზე მითითება, რაც
განპირობებულია
1973
მუხლის
მე-2
ნაწილით
განსაზღვრულ
ადმინისტრაციულ
იხ. საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს
მოქალაქე დავით მალანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 24.
9 იხ. საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს
მოქალაქე დავით მალანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 29.
10
იხ. საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე
„საქართველოს მოქალაქე დავით მალანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 49.
8
4
სამართალდარღვევაზე
სასჯელის
სახით
მხოლოდ
პატიმრობის
გამოყენების
შესაძლებლობით.
- 272-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებიდან ხდება სიტყვების „ან
რაიონის (ქალაქის) სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა“ ამოღება და
ემატება სიტყვები „რომლის გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში.“ აღნიშნული
წესით დგინდება ადმინისტრაციული სახდელის დადებასთან დაკავშირებული დავის
თავდაპირველად ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, შემდგომ კი პირველი და მეორე
ინსტანციის სასამართლოებში გასაჩივრების შესაძლებლობა. სიტყვა „სასამართლო“ არ
გულისხმობს მესამე ინსტანციის სასამართლოს, რადგან, კოდექსის 276-ე მუხლის მე-5
ნაწილის თანახმად, „სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის საქმეზე საბოლოოა და არ გასაჩივრდება.“
- 272-ე
მუხლის
პირველ
ნაწილს
ემატება
„ა1“
ქვეპუნქტი,
სადაც
გამოიყოფა
ის
ადმინისტრაციული სამართალდარღვევები, რომლებიც სახდელის სახით ადმინისტრაციულ
პატიმრობას
ითვალისწინებენ
და
ამავე
დროს
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 208-ე მუხლის თანახმად არ წარმოადგენენ რაიონული
(საქალაქო)
სასამართლოს
განსჯად
სამართალდარღვევებს.
აღნიშნულ
სამართალდარღვევებთან
დაკავშირებით
გამოტანილი
დადგენილებები
ყოველგვარი
წინაპირობების გარეშე გასაჩივრდება სააპელაციო სასამართლოში.
- 272-ე მუხლის ემატება მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 ნაწილები, რომლითაც ზუსტდება სააპელაციო
სასამართლოში ადმინისტრაციული სახდელების დაკისრებასთან დაკავშირებული დავების
გასაჩივრების წესი. ცვლილების თანახმად, თუ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს
დადგენილება მიღებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 272-ე
მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ორგანოს
(თანამდებობის პირის) დადგენილებებზე, სააპელაციო სასამართლო საჩივრის მიღებიდან 10
დღის ვადაში ამოწმებს საჩივრის დასაშვებობის საკითხს. სააპელაციო სასამართლო საჩივარს
დასაშვებად ცნობს, თუ პირველი ინსტანციის სასამართლოებს მსგავს სამართლებრივ
საკითხზე ერთმანეთისაგან განსხვავებული გადაწყვეტილებები აქვთ მიღებული და ამ ამგვარ
საკითხზე არ არსებობს სააპელაციო სასამართლოების ერთგვაროვანი პრაქტიკა, პირველი
ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე
სააპელაციო სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან ან საჩივრის განხილვის
შედეგად სავარაუდოა სამართლებრივ საკითხზე სააპელაციო სასამართლოს მანამდე
არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. საჩივრის დასაშვებად
ცნობის შემდეგ სააპელაციო სასამართლო საქმის სააპელაციო წესით განხილვისას არ იკვლევს
საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. სააპელაციო სასამართლო სამართლებრივად აფასებს
გამოიყენა თუ არა რაიონის (ქალაქის) სასამართლომ ის კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა
ან/და რამდენად სწორად განმარტა მან კანონი. აღნიშნული რეგულაციების შემოღება
აუცილებელია იმ თვალსაზრისით, რომ არაგონივრულად არ გადაიტვირთოს სააპელაციო
სასამართლო. გასაჩივრების ასეთი მექანიზმი სრულად შეესაბამება ადამიანის ძირითად
უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას.
5
შემოთავაზებული რეგულაციებით ხდება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების
სრულფასოვანი აღსრულება ისე, რომ დაცულია გონივრული ბალანსი სამართლიანი
სასამართლოს უფლების რეალიზებასა და სააპელაციო სასამართლოს გადატვირთულობისგან
დაცვის თვალსაზრისით.
ა.ე)
კანონპროექტის
ძალაში
შესვლის
თარიღის
შერჩევის
პრინციპი,
ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
რადგან საკანონმდებლო ცვლილება ხელს უწყობს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და
თავისუფლებების
რეალიზებას,
მიზანშეწონილია
კანონპროექტი
ამოქმედდეს
გამოქვეყნებისთანავე.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას);
ინიციატორი არ ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მხარეთათვის
სასამართლოსთვის
მიმართვის შესაძლებლობის მინიჭებამ შესაძლებელია, გაზარდოს საერთო სასამართლოებში
განსახილველი დავების რაოდენობა, რაც აისახება სასამართლოს მიერ გაწეულ ხარჯებზე.
კანონპროექტის მიღების შედეგად ხარჯების წარმოშობის შემთხვევაში მისი დაფინანსების
წყარო 2019-2022 წლებში იქნება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საერთო
სასამართლოებისათვის გამოყოფილი ასიგნებები.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე სასამართლოში მიმართვიანობის ზრდის შედეგად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის
შედეგად. გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება სასამართლოსთვის მიმართვის
სიხშირეზე.
იმ
შემთხვევაში,
თუ
ადმინისტრაციულსახდელდადებული
დავა
პირის
სასამართლოში
სასარგებლოდ, იგი
დასრულდება
გათავისუფლდება
სახელმწიფო ბიუჯეტში ადმინისტრაციული სახდელის გადახდისგან, რაც გავლენას
მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
6
კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს 2019-2022 წლების საქართველოს
საერთო
სასამართლოების ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე.
კერძოდ, კანონპროექტით
გათვალისწინებულ პირობებში სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობის მხარეთათვის
მინიჭებამ შესაძლებელია გაზარდოს სასამართლოებში განსახილველი დავების რაოდენობა,
რაც აისახება სასამართლოების მიერ გაწეულ ადმინისტრაციულ ხარჯებზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის
მიღება
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს შესაბამისი პირების ფინანსურ
მდგომარეობაზე. კერძოდ, მოსარჩელეები სასამართლოსთვის მიმართვის დროს გადაიხდიან
სახელმწიფო ბაჟს, ხოლო დავის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის სასარგებლოდ
დასრულების
შემთხვევაში,
იგი
გათავისუფლდება
სახელმწიფო
ბიუჯეტში
ადმინისტრაციული სახდელის გადახდისგან.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
ან
სხვა
სახის
კანონპროექტით არ ხდება რაიმე გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
დაწესება.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
ორმხრივ
მრავალმხრივ
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
და
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
7
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
საერთაშორისო ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში;
ამგვარი ქვეყნების გამოცდილება გამოყენებული არ არის.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, თამარ
ჩუგოშვილი, მამუკა მდინარაძე, სოფიო კილაძე, გურამ მაჭარაშვილი, ვანო ზარდიაშვილი,
ირაკლი მეზურნიშვილი, რატი იონათამიშვილი, დიმიტრი მხეიძე და გოგა გულორდავა.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, თამარ
ჩუგოშვილი, მამუკა მდინარაძე, სოფიო კილაძე, გურამ მაჭარაშვილი, ვანო ზარდიაშვილი,
ირაკლი მეზურნიშვილი, რატი იონათამიშვილი, დიმიტრი მხეიძე და გოგა გულორდავა.
8