„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 15 ✗ 12
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-10
ბიუროს ნომერი 269
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
მუხლი 1. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, (www.matsne.gov.ge), 25/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.019306) პირველი მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს
შემდეგი რედაქციით:
„6. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 208. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეები
რაიონული
(საქალაქო)
სასამართლო
განიხილავს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 421 და 422
მუხლებით, 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 431−443, 445, 447–4411, 45-ე−464, 48-ე, 49-ე, 501, 51-ე–554,
56-ე, 57-ე–59-ე, 592−მე-60, 603−611, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 71-ე, 711, 721–78-ე, 791–81-ე, 821, 822, 825,
84-ე–86-ე, 871−893, 912, 913, 94-ე, 95-ე, 99-ე, 1001, 1002, 1031, 104-ე და 1051 მუხლებით, 1271 მუხლის
მე-5 ნაწილით, 1281–1285, 143-ე, 144-ე, 14410, 145-ე, 1461, 148-ე, 150-ე, 1501, 151-ე, 152-ე, 1522, 153ე, 1531 და 1533–1535 მუხლებით, 1536 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით, 154-ე−1542, 1551 და 1552
მუხლებით, 1553 მუხლის მე-11−მე-20 ნაწილებით, 1556 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 155
7−15510, 156-ე, 1571–1581, 159-ე, 1591, 1594–15910, 163-ე, 164-ე, 1644, 1651–1653, 166-ე და 167-ე
მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1712−1714 მუხლებით, 1715 მუხლის პირველი, მე-2,
მე-4−მე-6 და მე-8−მე-16 ნაწილებით, 172-ე, 1724–1726, 173-ე, 1734–1737, 1739, 17312 და 1741
მუხლებით, 17415 მუხლის მე-4 ნაწილით, 1751 და 1752 მუხლებით, 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე8, მე-12 და მე-13 ნაწილებით, 1778, 1779, 17711 და 17712 მუხლებით, 17713 მუხლით (მხოლოდ ამ
კოდექსის 245-ე მუხლის 41 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში), 178-ე, 1791–1793, 180-ე
და 181-ე მუხლებით, 1811 მუხლის მე-2 ნაწილითა და 182-ე, 183-ე, 187-ე, 1871, 189-ე, 192-ე, 195ე, 1963, 1966, 1971, 1972, 1973 მუხლის მე-2 ნაწილით და 1991 მუხლებით.“.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 32-ე მუხლის პირველი
ნაწილიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს
მხოლოდ
რაიონის
(საქალაქო)
სასამართლოს
მოსამართლე.
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 197 მუხლის მე-2 ნაწილი ადმინისტრაციული სახდელის
სახით
მხოლოდ
ადმინისტრაციული
პატიმრობის
დაკისრებას
ითვალისწინებს.
3
აღნიშნულიდან
გამომდინარე,
1973
მუხლის
მე-2
ნაწილი
იმ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ჩამონათვალში უნდა შევიდეს, რომელიც მოცემულია 208-ე მუხლში.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტის მიღების აუცილებლობა გამოწვეულია საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში არსებული ტექნიკური ხასიათის ხარვეზის აღმოფხვრის
აუცილებლობით.
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსში
ცვლილების შეტანის გარდა, სხვა საშუალებით შეუძლებელია ამ კოდექსში არსებული
ტექნიკური ხარვეზის გამოსწორება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შემდეგ გამოსწორებული იქნება საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში არსებული ტექნიკური ხარვეზი.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი
კანონპროექტით
იცვლება
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 208-ე მუხლის 2019 წლის 1 დეკემბრიდან ასამოქმედებელი
რედაქცია.
რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა
საქმეების ჩამონათვალს ემატება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1973
მუხლის
მე-2
ნაწილით
გათვალისწინებული
ქმედება
-
სამხედრო
სარეზერვო
სამსახურისთვის თავის არიდების მიზნით, პირის მიერ სამხედრო სარეზერვო სამსახურში
1
გამოუცხადებლობისთვის სახდელის სახით ჯარიმის, დადგენილ ვადაში, გადაუხდელობა,
რაც იწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღის ვადით.
მოცემული ცვლილება კავშირშია წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტით საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებთან. ვინაიდან 1973
მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისთვის კოდექსით განსაზღვრულია
ადმინისტრაციული სახდელის მხოლოდ ერთი სახის - ადმინისტრაციული პატიმრობის
დაკისრების შესაძლებლობა, მასზე სავალდებულო წესით უნდა გავრცელდეს რეგულირება
საქმის სასამართლო წესით განხილვასთან დაკავშირებით. აღნიშნული ცვლილებით ხდება
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ტექნიკური ხასიათის პრობლემის
აღმოფხვრა.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
რადგან საკანონმდებლო ცვლილება ხელს უწყობს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და
თავისუფლებების
რეალიზებას,
გამოქვეყნებისთანავე.
მიზანშეწონილია
კანონპროექტი
ამოქმედდეს
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას);
ინიციატორი არ ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული საბიუჯეტო სახსრების ხარჯვასთან;
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე როგორც 2019, ასევე 2020-2022 წლებში.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე როგორც 2019, ასევე 2020-2022 წლებში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის
მიღება
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
2
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს ნორმის სუბიექტთა მიმართ ფინანსური ვალდებულებების
წარმოშობას.
ბ.ვ)
კანონპროექტით
დადგენილი
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტით არ ხდება რაიმე გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
დაწესება.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
ორმხრივ
მრავალმხრივ
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
და
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
საერთაშორისო ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
3
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში;
ამგვარი ქვეყნების გამოცდილება გამოყენებული არ არის.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, თამარ
ჩუგოშვილი, მამუკა მდინარაძე, სოფიო კილაძე, გურამ მაჭარაშვილი, ვანო ზარდიაშვილი,
ირაკლი მეზურნიშვილი, რატი იონათამიშვილი, დიმიტრი მხეიძე და გოგა გულორდავა.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, თამარ
ჩუგოშვილი, მამუკა მდინარაძე, სოფიო კილაძე, გურამ მაჭარაშვილი, ვანო ზარდიაშვილი,
ირაკლი მეზურნიშვილი, რატი იონათამიშვილი, დიმიტრი მხეიძე და გოგა გულორდავა.
4