საქართველოს ეროვნული ბანკის 2018 წლის წლიური ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
30.04.2019
ავტორი
საქართველოს ეროვნული ბანკი
ნომერი
#1-8483/19/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილი საქართველოს ეროვნული ბანკის 2018 წლის წლიური ანგარიში

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

მიღების თარიღი 2019-06-27

📜 ტექსტი

წერილი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2-10921/19 10-06-2019 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, საქართველოს საქართველოს პარლამენტის პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის გიგზავნით დასკვნას „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტისა და 61-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, წარმოდგენილ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დამტკიცებულ „საქართველოს ეროვნული ბანკის 2018 წლის წლიურ ანგარიშზე“(N1-8483/19, 30.04.2019) და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს. გთხოვთ, მისცეთ შესაბამისი მსვლელობა. დანართი: 1. კომიტეტის დასკვნა 1 ფურცელზე; 2. პარლამენტის დადგენილების პროექტი. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
წერილი
N 2-04/1749 1749-04-2-201904301746 30/04/2019 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ ირაკლი კობახიძეს საქართველოს ეროვნული ბანკის 2018 წლის წლიური ანგარიშის შესახებ ბატონო ირაკლი, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტისა და 61-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, წარმოგიდგენთ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დამტკიცებულ საქართველოს ეროვნული ბანკის 2018 წლის წლიურ ანგარიშს შესაბამის განკარგულებასთან ერთად. დანართი: 299 ფურცელი. პატივისცემით, კობა გვენეტაძე პრეზიდენტი საქართველოს ეროვნული ბანკი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2-10917/19 10-06-2019 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს დასკვნა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2019 წლის 10 ივნისს განიხილა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტისა და 61-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, წარმოდგენილი საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დამტკიცებული „საქართველოს ეროვნული ბანკის 2018 წლის წლიური ანგარიში“ (N1-8483/19, 30.04.2019). საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია საქართველოს ეროვნული ბანკის 2018 წლის ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის განხორციელების შესახებ 2018 წლის ანგარიშის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვა და დამტკიცება. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
brj.:6cngCgsilr 3$q,r0g66ob qgrsQb06oql9b.: Urjr6orgCqob g6ergbgqo brbJob 20 1 8 $qrb Euql4g-b.:36gqroocn, brg.:q13$o SgE brbgqr.:0bg(,gCq,cn 3crq,o6o3ob 6r6bcn60oCqCbob flgbrbgb gcngCgfqrog6o r66.:6o0ob qgr063o6gbob orrcnb.:bg ,,btjr6or3gq'erb g6ar353q. br53ob 0Sbtbgb" bljl6orgq'c'rb er6gtbgq'o 3tbarbob 6l-9 Opbq'ob A9-6 Sgbj$ob; qt brjr6orggq,c'rb Jr6q'r0gbgob 6g6q'r0g6gob 166-9 @gbq,ob 0X-2 Jgbjgob 0gb,:br0obrqr blj.:6co3gqrerb Jr6q,r0g5go rqrggbb: 1. q9r0g3o6q9gb b,rjr6o6gq'c'rb g6rn36gq'o br63ob 2018 $q.b g3qrqg-b,:36gqgogc"r, b;3rq,Uger er brbgqg,:0bCS?BCqo Sc"rqrogo3ob 6,:6ber66ogq,gbob tsgb,:bgb gcngCq$qog6o 156,>6o0o. 2. gb q9.:qr66oq, gbr rOojOgqgqggb 0oqgboborrb,:3g. brj.:6or3gqrc'rb Jr6q'.r0g5gob orr30aqgo0r6g otflqgoSrz\sbodg
ანგარიში
საქართველოს ეროვნული ბანკი წლიური ანგარიში 2018 2 აბრევიატურები ............................................................................................................................ 8 შესავალი ......................................................................................................................................10 1 მაკროეკონომიკური გარემო .................................................................................................23 1.1 მსოფლიო ეკონომიკა ........................................................................................................ 23 1.2 საგარეო სექტორი და საგადასახდელო ბალანსი ........................................................ 27 1.3 ეკონომიკური ზრდა ......................................................................................................... 40 1.4 ინფლაცია............................................................................................................................ 44 2 ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკა ................................................................50 2.1 ფულად-საკრედიტო პოლიტიკა .................................................................................... 50 2.2 ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ინსტრუმენტები................................................... 61 2.2.1 რეფინანსირების სესხი ................................................................................................................................. 62 2.2.2 ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტი .................................................................................................... 62 2.2.3 ერთდღიანი სესხები და ერთდღიანი დეპოზიტები ............................................................................... 63 2.2.4 ფასიანი ქაღალდები...................................................................................................................................... 63 2.2.5 მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები ..................................................................................................... 66 2.3 სავალუტო პოლიტიკა და საერთაშორისო რეზერვების მართვა ............................. 69 3 ფინანსური სტაბილურობა ...................................................................................................74 3.1 ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკა ...................................................................... 74 3.2 ფინანსური სტაბილურობის ჩარჩოს განვითარება..................................................... 76 4 საბანკო ზედამხედველობა ...................................................................................................80 4.1 საზედამხედველო ჩარჩოს განვითარება ...................................................................... 80 4.2 ჯგუფის სტრუქტურის რისკი ......................................................................................... 89 4.3 საკრედიტო რისკი ............................................................................................................. 93 4.4 საბაზრო რისკი ................................................................................................................ 107 4.4.1 სავალუტო რისკი ........................................................................................................................................ 107 4.4.2 საპროცენტო რისკი ..................................................................................................................................... 108 4.5 4.6 მომგებიანობის რისკი .................................................................................................... 110 ლიკვიდობის რისკი ........................................................................................................ 113 4.6.1 ლიკვიდური აქტივების სტრუქტურა ..................................................................................................... 113 4.6.2 ვალდებულებების სტრუქტურა ............................................................................................................... 115 4.6.3 საცალო დაფინანსება .................................................................................................................................. 116 4.6.4 საბითუმო დაფინანსება ............................................................................................................................. 118 4.6.5 ლიკვიდობის რისკის რეგულირება ......................................................................................................... 119 4.7 საოპერაციო რისკი .......................................................................................................... 121 4.7.1 საოპერაციო რისკების ანგარიშგება ......................................................................................................... 121 4.7.2 ბიზნეს უწყვეტობის მართვა ..................................................................................................................... 123 4.7.3 აუთსორსინგი .............................................................................................................................................. 123 4.7.4 საბანკო სისტემის სხვა სექტორებზე დამოკიდებულება ..................................................................... 123 4.7.5 სიზუსტის რისკი ......................................................................................................................................... 123 4.8 კაპიტალის ადეკვატურობა ........................................................................................... 124 4.9 მაკროპრუდენციული რისკები ..................................................................................... 129 4.10 ფინანსური ანგარიშგება და გამჭვირვალობა ............................................................ 130 3 4.11 საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს საქმიანობის რეგულირება .......................... 133 4.12 საერთაშორისო თანამშრომლობა ................................................................................. 135 5 მომხმარებელთა უფლებების დაცვა და ფინანსური განათლება .................................. 137 5.1 მომხმარებელთა უფლებების დაცვა........................................................................... 137 5.2 ფინანსური განათლება .................................................................................................. 143 6 არასაბანკო ზედამხედველობა ........................................................................................... 153 6.1 არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტები ........................................................................ 153 6.1.1 მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ............................................................................................................ 153 6.1.2 საკრედიტო კავშირები ............................................................................................................................... 156 6.2 არასაბანკო სექტორის რეგულირება და ზედამხედველობა ................................... 157 7 ფასიანი ქაღალდების ბაზარი ............................................................................................ 160 7.1 კაპიტალის ბაზრის განვითარება ................................................................................. 160 7.2 ფასიანი ქაღალდების ბაზრის მაჩვენებლები და ძირითადი მონაწილეები ........ 161 8 ფულის გათეთრების ინსპექტირება და ზედამხედველობა ........................................ 168 9 საგადახდო სისტემები ........................................................................................................ 170 10 საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება............................................................. 182 11 საკასო-საემისიო სამუშაოების ორგანიზაცია................................................................ 187 12 შიდა აუდიტი და რისკების ცენტრალიზებული მართვა ............................................ 197 13 საზოგადოებასთან ურთიერთობა და საერთაშორისო თანამშრომლობა ................... 200 14 ადამიანური რესურსების მართვა და განვითარება ..................................................... 205 15 ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზის განვითარება ..................................................... 208 16 სტატისტიკური საქმიანობა ............................................................................................ 211 17 ფინანსური ანგარიშგება .................................................................................................. 213 ჩანართები ჩანართი 1. საბანკო რეზოლუციის ჩარჩოს საერთაშორისო პრაქტიკის მიმოხილვა ......................................... 82 ჩანართი 2 Regulatory Sandbox-ის („მარეგულირებლის სავარჯიშო მოედანი“) მიმოხილვა ............................. 87 ჩანართი 3 კონსოლიდირებული ზედამხედველობის ჩარჩოს მიმოხილვა ......................................................... 90 დიაგრამები დიაგრამა N 1.1 რეალური მშპ-ის ზრდა მსოფლიოში ............................................................................................. 24 დიაგრამა N 1.2. სფი ინფლაცია მსოფლიოში ............................................................................................................ 25 დიაგრამა N 1.3. რეალური მშპ-ის ზრდა საქართველოში და სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების საშუალო შეწონილი ზრდა .................................................................................................................................................................. 26 დიაგრამა N 1.4 მიმდინარე ანგარიშის კომპონენტების ფარდობა მშპ-თან ......................................................... 28 დიაგრამა N 1.5 საქონლის ექსპორტის წლიური ცვლილება (2014-2018 წელი) .................................................. 29 დიაგრამა N 1.6 საქონლის იმპორტის წლიური ცვლილება (2014-2018 წელი) .................................................... 29 დიაგრამა N 1.7 ექსპორტის სტრუქტურა ქვეყნების მიხედვით 2018 წ. ................................................................ 30 დიაგრამა N 1.8 უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფების ათეული 2017-2018 წწ..................................................... 31 დიაგრამა N 1.9 იმპორტის სტრუქტურა ქვეყნების მიხედვით 2018 წ. ................................................................. 32 დიაგრამა N 1.10 ტურიზმის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები (2011-2018) ............................................ 33 დიაგრამა N 1.11 ვიზიტორთა რაოდენობა ქვეყნების მიხედვით .......................................................................... 33 დიაგრამა N 1.12 საქონლისა და მომსახურების ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების ფარდობა მშპსთან ........................................................................................................................................................................................ 34 4 დიაგრამა N 1.13 პირადი გზავნილების წლიური ცვლილება ................................................................................ 35 დიაგრამა N 1.14 ფულადი გზავნილები ქვეყნების მიხედვით .............................................................................. 35 დიაგრამა N 1.15 მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსების წყაროები (%-ულად მშპ-სთან) ............ 36 დიაგრამა N 1.16 ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების ადეკვატურობის შეფასება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიით (ARA metrics) ................................................................................................... 37 დიაგრამა N 1.17 ლარის რეალური და ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსების ინდექსები (დეკ. 2012=100) ................................................................................................................................................................................ 39 დიაგრამა N 1.18 საქონლისა და მომსახურების ექსპორტ-იმპორტის რეალური ზრდა .................................... 42 დიაგრამა N 1.19 ინვესტიციების ფარდობა მშპ-თან ................................................................................................ 43 დიაგრამა N 1.20 მშპ-ს ზრდა დანახარჯების მიხედვით ......................................................................................... 44 დიაგრამა N 1.21 მთლიანი და საბაზო (სურსათისა, ენერგომატარებლების და თამბაქოს გარეშე) ინფლაციები .......................................................................................................................................................................... 45 დიაგრამა N 1.22 საწვავის, სურსათის, ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს და კომუნალური გადასახადების წვლილი მთლიან ინფლაციაში ............................................................................................................. 46 დიაგრამა N 1.23 იმპორტირებული და ადგილობრივი საქონლის ინფლაცია .................................................... 47 დიაგრამა N 1.24 ვაჭრობადი და არავაჭრობადი პროდუქტების ინფლაცია ....................................................... 49 დიაგრამა N 1.25 წლიური ინფლაციის მაჩვენებლების ცვლილება სხვადასხვა ხანგრძლივობის მოხმარების საქონლისა და მომსახურებისათვის ................................................................................................................................. 49 დიაგრამა N 2.1 მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ............................................................................................ 52 დიაგრამა N 2.2 მთლიანი ინფლაცია და ინფლაცია სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს გამორიცხვით ........................................................................................................................................................................ 53 დიაგრამა N 2.3 მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი და საპროცენტო განაკვეთი სესხებზე......................... 54 დიაგრამა N 2.4 რეფინანსირების სესხების წლიურ ცვლილებაზე მოქმედი ფაქტორები ................................. 55 დიაგრამა N 2.5 ბანკთაშორისი ფულადი ბაზარი ..................................................................................................... 57 დიაგრამა N 2.6 საბანკო სექტორის დოლარიზაციის მაჩვენებლები (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით). ..................................................................................................................................................................... 59 დიაგრამა N 2.7 სახაზინო ფასიანი ქაღალდების, სადეპოზიტო სერტიფიკატებისა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ფასიანი ქაღალდების დინამიკა ...................................................................................... 60 დიაგრამა N 2.8 სადეპოზიტო სერტიფიკატების პორტფელის მოცულობა 2013-2018 წლებში ........................ 64 დიაგრამა N 2.9 სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები მფლობელების მიხედვით .................................................. 65 დიაგრამა N 2.10 მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმა .......................................................................... 67 დიაგრამა N 2.11 სავალუტო ბაზრის დინამიკა 2003-2018 წლებში........................................................................ 70 დიაგრამა N 2.12 ოფიციალური სარეზერვო აქტივები 1997-2018 (მლნ აშშ დოლარი, წლის ბოლო მაჩვენებელი)......................................................................................................................................................................... 71 დიაგრამა N 3.1 მთლიანი სასესხო პორტფელის ცვლილება წინა წელთან შედარებით ................................... 75 დიაგრამა N 4.1 მთლიანი სასესხო პორტფელის ცვლილება წინა წელთან შედარებით ................................... 93 დიაგრამა N 4.2 სესხების ნაკადებზე არსებული საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთები სეგმენტების მიხედვით ...................................................................................................................................................... 94 დიაგრამა N 4.3 სესხების ნაკადებზე არსებული საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთები კორპორატიულ პორტფელში ............................................................................................................................................ 94 დიაგრამა N 4.4 სესხების ნაკადებზე არსებული საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთები მცირე და საშუალო საკრედიტო პორტფელში .................................................................................................................................. 95 დიაგრამა N 4.5 სესხების ნაკადებზე არსებული საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთები საცალო საკრედიტო პორტფელში.................................................................................................................................................... 95 დიაგრამა N 4.6 პროციკლური სექტორების წილი ჯამურ საკრედიტო პორტფელში ....................................... 97 დიაგრამა N 4.7 საცალო პროდუქტების ნაშთების განაწილება 2017 და 2018 წლის ბოლო მდგომარეობით 99 დიაგრამა N 4.8 სეგმენტების ნაშთები ვალუტების ჭრილში 2018 წლის ბოლო მდგომარეობით (ბანკთაშორისი სესხების გარდა) .................................................................................................................................... 101 დიაგრამა N 4.9 საცალო პორტფელის კომპოზიცია ვალუტების ჭრილში (ბანკთაშორისი სესხების გარდა) ............................................................................................................................................................................................... 102 5 დიაგრამა N 4.10 საკრედიტო პორტფელი ხარისხობრივი მაჩვენებლების მიხედვით (ბანკთაშორისი სესხების გარდა) ................................................................................................................................................................. 103 დიაგრამა N 4.11 90 და მეტი დღით ვადაგადაცილებული სესხები* ................................................................... 104 დიაგრამა N 4.12 რესტრუქტურიზირებული სესხების წილი მთლიან სასესხო პორტფელში ....................... 104 დიაგრამა N 4.13 სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვის მთლიან პორტფელთან თანაფარდობა ....... 105 დიაგრამა N 4.14 ცვლად განაკვეთიანი სესხების მოცულობა და თანაფარდობა (წმინდა სესხებთან) ......... 105 დიაგრამა N 4.15 სესხების ჩამოწერა და ამოღება .................................................................................................... 106 დიაგრამა N 4.16 პრობლემური აქტივები ................................................................................................................ 106 დიაგრამა N 4.17 დასაკუთრებული აქტივები ......................................................................................................... 107 დიაგრამა N 4.18 კომერციული ბანკების საბალანსო და კრებსითი სავალუტო პოზიციები საზედამხედველო კაპიტალთან ...................................................................................................................................... 108 დიაგრამა N 4.19 საპროცენტო ხასიათის აქტივებით ვალდებულებების გადაფარვა ...................................... 109 დიაგრამა N 4.20 უკუგება კაპიტალსა და აქტივებზე ............................................................................................. 110 დიაგრამა N 4.21 მოგების ზრდის დეკომპოზიცია ................................................................................................. 111 დიაგრამა N 4.22 საპროცენტო სპრედი და მასზე მოქმედი ფაქტორები ............................................................. 111 დიაგრამა N 4.23 საბანკო სისტემის წმინდა საოპერაციო მოგება და წლიური ზრდა ..................................... 112 დიაგრამა N.4.24 ლიკვიდური აქტივების დონე ..................................................................................................... 113 დიაგრამა N 4.25 ლიკვიდობის კოეფიციენტები ვალუტების მიხედვით........................................................... 114 დიაგრამა N4.26 ლიკვიდობის გეპი: 1 თვემდე აქტივების თანაფარდობა 1 თვემდე ვალდებულებებთან .. 114 დიაგრამა N 4.27 ლიკვიდური აქტივების მოცულობა და სტრუქტურა ............................................................. 115 დიაგრამა N 4.28 ვალდებულებების სტრუქტურა .................................................................................................. 115 დიაგრამა N 4.29 არასაბანკო დეპოზიტების წლიური ზრდა ............................................................................... 116 დიაგრამა N 4.30 არარეზიდენტი კლიენტების დეპოზიტების წილი ................................................................. 116 დიაგრამა N 4.31 არარეზიდენტების დეპოზიტების სტრუქტურა (2018 წლის დეკემბერი) ........................... 117 დიაგრამა N 4.32 არარეზიდენტების დეპოზიტები ქვეყნების ჭრილში (2018 წლის დეკემბერი) .................. 118 დიაგრამა N.4.33 მთლიანი სესხების შეფარდება არასაბანკო დეპოზიტებთან ვალუტების მიხედვით ....... 119 დიაგრამა N 4.34 სადეპოზიტო სერტიფიკატები და მათ წილი არასაბანკო დეპოზიტებში ........................... 120 დიაგრამა N 4.35 ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტის (LCR) დინამიკა ................................................... 120 დიაგრამა N 4.36 2013-2018 წლების მთლიანი დანაკარგების დინამიკა ............................................................. 121 დიაგრამა N 4.37 2018 წლის მთლიანი დანაკარგის პროცენტული განაწილება მოვლენათა კატეგორიების მიხედვით ............................................................................................................................................................................ 122 დიაგრამა N 4.38 კაპიტალის ადეკვატურობის კოეფიციენტები ბაზელ III-ის შესაბამისად. ......................... 125 დიაგრამა N 4.39 პირველადი კაპიტალის კოეფიციენტები ბაზელ III-ის ჩარჩოს შესაბამისად.................... 126 დიაგრამა N 4.40 საზედამხედველო კაპიტალის კოეფიციენტები ბაზელ III-ის ჩარჩოს შესაბამისად ......... 127 დიაგრამა N 4.41 პილარ 2-ის ჯამური მოთხოვნები ბანკების მიხედვით 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით .................................................................................................................................................................. 128 დიაგრამა N 5.1 კომერციულ ბანკებში დაფიქსირებული პრეტენზიების სტატისტიკა .................................. 141 დიაგრამა N 5.2 პრეტენზიების გადანაწილება პროდუქტების მიხედვით ........................................................ 142 დიაგრამა N 6.1 აქტივების, ვალდებულებების და კაპიტალის დინამიკა .......................................................... 153 დიაგრამა N 6.2 წმინდა სესხების დინამიკა აქტივებთან მიმართებაში .............................................................. 154 დიაგრამა N 6.3 მთლიანი პორტფელის სტრუქტურა ............................................................................................ 154 დიაგრამა N 6.4 საკრედიტო პორტფელის დოლარიზაცია ................................................................................... 155 დიაგრამა N 6.5 ნასესხები სახსრების სტრუქტურა ................................................................................................ 155 დიაგრამა N 6.6 ფიზიკური პირებიდან მოზიდული სახსრები და კრედიტორი ფიზიკური პირების რაოდენობა .......................................................................................................................................................................... 156 დიაგრამა N 7.1 საჯარო და კერძო შეთავაზებების გზით განთავსებული ობლიგაციების მოცულობა წლების მიხედვით (2014-2018) ........................................................................................................................................ 162 დიაგრამა N 7.2 სხვადასხვა ვალუტით გამოშვებული ობლიგაციების მოცულობა წლების მიხედვით (20142018) ...................................................................................................................................................................................... 162 6 დიაგრამა N 7.3 ობლიგაციების პროცენტული წილი სექტორების მიხედვით (2018 წლის ბოლო მდგომარეობით აქტიური ობლიგაციებისთვის). ......................................................................................................... 163 დიაგრამა N 7.4 ვადამოუსვლელი კორპორაციული ობლიგაციების მოცულობა წლების მიხედვით (20142018 წ) ................................................................................................................................................................................... 163 დიაგრამა N 7.5 საბროკერო კომპანიების ჯამური აქტივების, კლიენტების პორტფელის და აქტივებში კლიენტის პორტფელის პროცენტული წილის დინამიკა წლების მიხედვით (2010-2018) ................................... 164 დიაგრამა N 7.6 ვაჭრობის ძირითადი მაჩვენებლები (სავაჭრო სესიებზე დადებული და ბირჟაზე დაფიქსირებული გარიგებები) 2010-2018 წ ................................................................................................................... 165 დიაგრამა N 7.7 სავაჭრო სესიებზე და ბირჟაზე დაფიქსირებული გარიგებების რაოდენობა წლების მიხედვით (2010–2018 წ).................................................................................................................................................... 166 დიაგრამა N 7.8 ცენტრალურ დეპოზიტარში დეპონირებული ფასიანი ქაღალდები წლების მიხედვით (2010-2018 წ) ........................................................................................................................................................................ 166 დიაგრამა N 7.9 ცენტრალურ დეპოზიტარში დეპონირებული ფულადი სახსრები წლების მიხედვით (20102018 წ) ................................................................................................................................................................................... 167 დიაგრამა N 9.1 RTGS ოპერაციების დინამიკა (2002-2018 წწ.) .............................................................................. 172 დიაგრამა N 9.2 RTGS ოპერაციები (2018 წ.) ............................................................................................................. 172 დიაგრამა N 9.3 RTGS ოპერაციების თანხა მონაწილეების მიხედვით (2011-2018 წწ.) ..................................... 173 დიაგრამა N 9.4 RTGS ოპერაციების რაოდენობა მონაწილეების მიხედვით (2011-2018 წწ.)........................... 173 დიაგრამა N 9.5 გადახდის საშუალებების გამოყენება 2012-2018 წლებში ......................................................... 175 დიაგრამა N 9.6 უნაღდო გადახდების განაწილება საგადახდო დავალების ინიცირების საშუალებების მიხედვით (2018 წელი) ...................................................................................................................................................... 176 დიაგრამა N 9.7 გამოშვებული ბარათები საგადახდო სისტემების მიხედვით.................................................. 177 დიაგრამა N 9.8 საგადახდო ბარათებით შესრულებული ოპერაციების დინამიკა ........................................... 178 დიაგრამა N 9.9 ელექტრონული ფულით გადახდები (2018 წ.) ........................................................................... 180 დიაგრამა N 9.10 2018 წლის 31 დეკემბრისთვის ელექტრონულ საფულეებში არსებული ფულადი სახსრები ვალუტების მიხედვით ...................................................................................................................................................... 181 დიაგრამა N 11.1 მიმოქცევაში ბანკნოტების ხვედრითი წილები ნომინალებისა და მოდიფიკაციების მიხედვით ............................................................................................................................................................................ 187 დიაგრამა N 11.2 მიმოქცევაში ბანკნოტების ცალკეული ნომინალისა და მონეტების ხვედრითი წილები (2015-2018 წლები) .............................................................................................................................................................. 188 დიაგრამა N 11.3 ნაღდი ფული მიმოქცევაში (2015-2018 წლები) ......................................................................... 188 დიაგრამა N 11.4 5, 20, 50 და 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები მიმოქცევაში, მოდიფიკაციების მიხედვით ცალკეული ნომინალებისთვის (%). ................................................................................................................................ 189 დიაგრამა N 11.5 2018 წელს გამოვლენილი ლარის ყალბი ბანკნოტები და მონეტები (%) ............................. 191 დიაგრამა N 11.6 2015-2018 წლებში გამოვლენილი ლარის ყალბი ბანკნოტების რაოდენობა ....................... 192 დიაგრამა N 11.7 2015-2018 წლებში გამოვლენილი ლარის ყალბი მონეტების რაოდენობა ........................... 192 დიაგრამა N 11.8 2015-2018 წლებში რეალიზებული ფასეულობა ....................................................................... 193 ცხრილები ცხრილი N 1.1 საგადახდელო ბალანსი 2014-2018 წლებში (მლნ აშშ დოლარი).................................................. 38 ცხრილი N 1.2 ეფექტური გაცვლითი კურსების წლიური ცვლილება 2018 წელს .............................................. 39 ცხრილი N 1.3 მთლიანი შიდა პროდუქტი დარგობრივ ჭრილში ......................................................................... 41 ცხრილი N 1.4 ინფლაციის (სფი) მაჩვენებლები ცალკეული კომპონენტების მიხედვით (პროცენტი), მათი წონა სამომხმარებლო კალათაში (პროცენტი) და ზეგავლენა სფი-ზე (პროცენტული პუნქტი)............................ 48 ცხრილი N 4.1 საკრედიტო პორტფელის (ბანკთაშორისი სესხების გარდა) კომპოზიცია სეგმენტების მიხედვით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 2017 წლის ბოლოს არსებული კურსით) ................................... 93 ცხრილი N 4.2 საკრედიტო პორტფელის სექტორული განაწილება...................................................................... 96 ცხრილი N 4.3 საცალო პროდუქტების ზრდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 2017 წლის ბოლოს არსებული კურსით) ............................................................................................................................................................ 99 7 ცხრილი N 4.4 ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულების მიხედვით დადგენილი სესხის მომსახურების კოეფიციენტების მაქსიმალური ზღვრები ......................................................................................... 100 ცხრილი N 4.5 ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულების მიხედვით დადგენილი სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტების მაქსიმალური ზღვრები ................................................................................... 100 ცხრილი N 4.6 საკრედიტო პორტფელის კლასიფიკაცია ხარისხის მიხედვით................................................. 102 ცხრილი N 4.7 პორტფელის ხარისხი სეგმენტების მიხედვით ............................................................................ 103 ცხრილი N 4.8 საბითუმო დაფინანსების გარე წყაროები და მათი დაფარვის გრაფიკი 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ............................................................................................................................................. 119 ცხრილი N 4.9 სისტემური ბუფერების დაწესების ვადები ................................................................................... 124 ცხრილი N 4.10 კონცენტრაციისა და წმინდა GRAPE ბუფერების დაწესების ვადები ..................................... 127 ცხრილი N 7.1 ჯამური ინფორმაცია სავაჭრო სესიებზე დადებული და ბირჟაზე დაფიქსირებული მაჩვენებლების მიხედვით (2017-2018 წ) ........................................................................................................................ 165 ცხრილი N 11.1 2018 წელს შემოტანილი საეჭვო ფულის ნიშნების ექსპერტიზის შედეგები ......................... 191 8 აბრევიატურები AFI (Alliance for Financial Inclusion) - ფინანსური ჩართულობის ალიანსი API (Application Programming Interface) - გამოყენებითი პროგრამირების ზედაპირი ARA (Assessing Reserve Adequacy) - რეზერვების ადეკვატურობის შეფასება BI (Business Intelligence) - მონაცემთა ვიზუალიზაციისა და ანალიზის თანამედროვე პლატფორმა BSCEE (Banking Supervisors from Central and Eastern Europe) - ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საბანკო ზედამხედველების ჯგუფი CEMEA (Central Europe Middle East and Africa) - ცენტრალური ევროპა, შუა აზია და აფრიკა CET1 (Common Equity Tier 1) - ძირითადი პირველადი კაპიტალის კოეფიციენტი CPSS (Committee on Payment and Settlement Systems) - საგადახდო და ანგარიშსწორების სისტემების კომიტეტი CRD IV Package - ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2013 წლის 26 ივნისის 575/2013 რეგულაცია და 2013/36/EU დირექტივა კაპიტალის მოთხოვნების შესახებ CYFI (Child and Youth Finance Internatonal) - ბავშვთა და ახალგაზრდობის ფინანსების საერთაშორისო მოძრაობა EBRD (European Bank for Reconstruction and Development) - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი EFSE DF (Development Facility of the European Fund for Southeast Europe) ‒ „ევროპული ფონდის სამხრეთაღმოსავლეთ ევროპისათვის“ განვითარების პროგრამა ESG (Environmental, Social, and Governance) - გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი საკითხები FIFA World Cup - „ფიფას“ მსოფლიო თასი FINREP - Financial Reporting (a European regulation which applies to credit institutions) ევროკავშირის ფინანსური ანგარიშგების სტანდარტები საკრედიტო დაწესებულებებისთვის FSAP (Financial Sector Assessment Program) - ფინანსური სექტორის შეფასების პროგრამა GPFI (Global Partnership for Financial Inclusion) - გლობალური პარტნიორობა ფინანსური ჩართულობისთვის GRAPE (General Risk Assessment Program) - რისკების შეფასების საერთო პროგრამა G-SIB (global systemically important banks) - გლობალურად სისტემური მნიშვნელობის ბანკები GSSS (Georgian Securities Settlement System) - საქართველოს ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემა HHI (Herfindahl-Hirschman Index) - ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი ICAAP (Internal Capital Adequacy Assessment Process) - შიდა კაპიტალის ადეკვატურობის შეფასების პროცესი ICMA (International Capital Market Association) - კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო ასოციაცია IFC (International Finance Corporation) - საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია IFRS (International Financial Reporting Standards) - ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები 9 IORWG (Internatioinal Operational Risk Working Group) - საოპერაციო რისკების საერთაშორისო სამუშაო ჯგუფი IOSCO (Technical Committee of the International Organization of Securities Commissions) ფასიანი ქაღალდების კომისიების საერთაშორისო ორგანიზაციის ტექნიკური კომიტეტი LCR (liquidity Coverage Ratio) - ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტი LTV (Loan–to–Value) - სესხი/უზრუნველყოფის კოეფიციენტი NFC (Near Field Communication) - ახლო საველე კომუნიკაცია NSFR (Net Stable Funding Ratio) - წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტი OECD (Organizaton for Economic Co–operaton and Development) ‒ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია OECD/INFE - ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ფინანსური განათლების საერთაშორისო ქსელი PMFI (Principles for financial market infrastructures) - ფინანსური ბაზრების ინფრასტრუქტურის პრინციპები PTI (payment to income ratio) - სესხის მომსახურების კოეფიციენტი RCAP (Regulatory Consistency Assessment Program) - საზედამხედველო შესაბამისობის შეფასების პროგრამა RTGS (Real Time Gross Settlement) - დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემა SBN (Sustainable Banking Network) - მდგრადი საბანკო ქსელი TIBR (Tbilisi Interbank Rate) - თბილისის ბანკთაშორისი განაკვეთი USAID (United States Agency for International Development) - შეერთებული შტატების სააგენტო საერთაშორისო განვითარებისთვის WEO (World Economic Outlook) - მსოფლიო ეკონომიკური მიმოხილვა XBRL (Extensible Business Reporting Language) - ბიზნეს ანგარიშგების გაფართოებადი ენა 10 შესავალი საქართველოს ეროვნული ბანკის 2018 წლის წლიური ანგარიში მომზადებულია „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად და მოიცავს ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის მიმოხილვასა და აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას. ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა. ამასთანავე, ეროვნულმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს ფინანსური სისტემის სტაბილურობა და გამჭვირვალობა და ხელი შეუწყოს ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ ზრდას ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას მისი ძირითადი ამოცანის შესრულებას. ფასების სტაბილურობა, თავის მხრივ, ნიშნავს საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის შენარჩუნებას სამიზნე მაჩვენებლის ახლოს. საშუალოვადიან პერიოდზე ფოკუსირებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან მიმდინარე ან მოკლევადიან პერიოდში ინფლაცია შეიძლება გადახრილი იყოს სამიზნე მაჩვენებლისგან (როგორც ზრდის, ისე კლების მიმართულებით), თუმცა, ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად, ის, საშუალოვადიან პერიოდში სამიზნე მაჩვენებელს დაუბრუნდება, რითაც მიიღწევა ფასების სტაბილურობა. ამასთან ერთად, ამ მიდგომით, გრძელვადიანი საპროცენტო განაკვეთები ყველაზე დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება, ხოლო გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდა, სხვა ალტერნატივებთან შედარებით, ყველაზე მაღალი და სტაბილურია. ზემოაღნიშნული პოლიტიკის გატარების შესაძლებლობას ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი იძლევა, რომელიც თანამედროვე მონეტარული პოლიტიკის საუკეთესო პრაქტიკად არის აღიარებული. ამასთანავე, მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტებისა და გადაცემის მექანიზმის განვითარებასა და სრულყოფასთან ერთად, ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის პირობებში უფრო ნაკლები საზოგადოებრივი დანახარჯით იქნება შესაძლებელი. შესაბამისად, ეროვნული ბანკი მუდმივად ზრუნავს ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ინსტრუმენტების დახვეწასა და მონეტარული გადაცემის მექანიზმის ეფექტიანობის ზრდაზე. ეროვნული ბანკი ინფლაციის თარგეთირებაზე 2009 წლიდან გადავიდა. მას შემდეგ (20092018) საქართველოში წლიური ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი 3.5 პროცენტს შეადგენდა. თავდაპირველად, ინფლაციის თარგეთირებაზე გადასვლისას ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 6 პროცენტი იყო, მომდევნო წლებში ეტაპობრივად კლებულობდა, ხოლო 2018 წლიდან ის 3 პროცენტამდე შემცირდა, რაც წლიური ინფლაციის გრძელვადიან მიზნობრივ დონეს წარმოადგენს. საქართველოში, ისევე როგორც ღია ეკონომიკის მქონე სხვა ქვეყნეშები, გარდაუვალია ეგზოგენური (მონეტარული პოლიტიკისგან დამოუკიდებელი) შოკები, რომელთა გავლენითაც ინფლაცია შესაძლებელია მიზნობრივი მაჩვენებლიდან დროებით გადაიხაროს. მონეტარული პოლიტიკა მოთხოვნაზე ზემოქმედების ინსტრუმენტია, სწორედ ამიტომ, ცენტრალური ბანკები, ძირითადად, მოთხოვნის შოკებზე რეაგირებენ, რადგან მიწოდების შოკებზე რეაგირება ეკონომიკისთვის დიდ დანახარჯებთან არის დაკავშირებული და ეკონომიკური ზრდის მერყეობასა და, შედეგად, გრძელვადიან პერიოდში დასაქმების შემცირებას გამოიწვევს. ამასთანავე, როგორც კვლევები აჩვენებს, 11 მონეტარული პოლიტიკის ცვლილების გადაცემას ეკონომიკაზე გარკვეული დრო სჭირდება. შესაბამისად, მიზანშეწონილია, მოკლევადიან პერიოდში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლიდან გადახრის დაშვება იმ შემთხვევაში, თუ საშუალოვადიან პერიოდში პროგნოზირებული ინფლაცია მის მიზნობრივ მაჩვენებელს უბრუნდება. ხოლო თუ აღნიშნული ტიპის შოკი გაზრდის ინფლაციის მოლოდინებსა და ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელს, ეროვნული ბანკი შესაბამისად შეცვლის პოლიტიკას. 2018 წლის დასაწყისში წინა წელს თამბაქოს პროდუქტებსა და საწვავზე გაზრდილი აქციზის გადასახადის გაზრდის გავლენა ინფლაციაზე ამოიწურა და, როგორც მოსალოდნელი იყო, წლიური ინფლაციის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა. წლის განმავლობაში ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელთან (3 პროცენტი) ახლოს, ძირითადად მის ქვემოთ, ნარჩუნდებოდა მიუხედავად იმისა, რომ წლის მანძილზე კვლავ მნიშვნელოვნად გაძვირდა თამბაქო და საწვავი, ხოლო წლის დასაწყისიდან წყლისა და ელექტროენერგიის ტარიფმაც მოიმატა. ამას დაემატა დეკემბერში პურის გაძვირება, თუმცა, მიუხედავად ამისა, დეკემბერში ინფლაცია წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე - 1.5 პროცენტამდე შემცირდა. წლის საშულო ინფლაციამ კი 2.6 პროცენტი შეადგინა. 2018 წლის განმავლობაში მოთხოვნა, წინა პერიოდების მსგავსად, პოტენციურ დონეზე ქვემოთ ნარჩუნდებოდა, რაც ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით მოქმედებდა. წლის პირველ ნახევარში ეკონომიკური აქტივობა მოსალოდნელზე სწრაფი ტემპით უმჯობესდებოდა. ამავდროულად, 2018 წლის დასაწყისში საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე გამოვლენილი მერყეობის და თურქეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე, მნიშვნელოვნად გაიზარდა სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან ინფლაციის გადმოცემის რისკები. წლის დასაწყისში ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით მოქმედებდა ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურება. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა პოლიტიკის განაკვეთის საშუალოვადიან პერიოდში ნეიტრალურ დონემდე შემცირების საჭიროება, საქართველოს ეროვნული ბანკი წლის პირველ ნახევარში მონეტარულ პოლიტიკას კვლავ ზომიერად გამკაცრებულ რეჟიმში ინარჩუნებდა, რაც პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად 7.25 პროცენტზე დატოვებაში გამოიხატა. ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით მოქმედი რისკების შემცირებისა და ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის მოსალოდნელზე სწრაფი გამყარების შედეგად, იკლო ინფლაციურმა ზეწოლამ. ამდენად, როგორც მოსალოდნელი იყო, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ივლისში ზომიერად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლის პროცესი დაიწყო და პოლიტიკის განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით (პპ), 7.00 პროცენტამდე შეამცირა. ამასთანავე, ეროვნული ბანკის განცხადების მიხედვით, პროგნოზები მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის საშუალოვადიან პერიოდში კვლავ ნეიტრალურ დონემდე ეტაპობრივად შემცირების საჭიროებაზე მიუთითებდა, თუმცა, გამკაცრებული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლს სიჩქარე დამოკიდებული იყო, ერთი მხრივ, პოტენციური დონიდან მოთხოვნის ჩამორჩენაზე, ხოლო მეორე მხრივ, რეგიონში არსებული მაკროეკონომიკური რისკების საქართველოს ეკონომიკაზე გადმოცემის სიძლიერეზე. საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტი ლარიზაციის ზრდაა, ვინაიდან ლარიზაცია ქვეყანაში მაკრო-ფინანსური რისკების შემცირებისა და საგარეო მოწყვლადობების მიმართ მდგრადობის გაზრდის წინაპირობას წარმოადგენს. ეს ასევე 12 აისახება მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობის ზრდაში. ამგვარად, ლარიზაცია საქართველოს ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკის ნაწილია და მისი წამახალისებელი რეფორმები ეტაპობრივად ხორციელდება. ამ კუთხით, 2018 წელს ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. კერძოდ, 2018 წლის ივნისში ლარით სახსრების მოზიდვის დამატებითი წახალისების მიზნით, ლარით მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო ნორმა 7-დან 5 პროცენტამდე შემცირდა; 2018 წლის 25 ივლისის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე კი მიღებულ იქნა გადაწყვეტილება უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისათვის სარეზერვო მოთხოვნის 25 პროცენტამდე გაზრდის შესახებ, ნაცვლად მანამდე მოქმედი 20 პროცენტისა. აღსანიშნავია, რომ 1-დან 2-წლამდე ვადიანობის მოზიდული სახსრებისათვის სარეზერვო ნორმა 10 პროცენტია, ხოლო 2 წელზე მეტი ნარჩენი ვადიანობის უცხოური ვალუტით ნასესხები სახსრები გათავისუფლებულია აღნიშნული მოთხოვნისგან. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ასევე მიიღო გადაწყვეტილება უცხოური ვალუტით სარეზერვო მოთხოვნებზე დასარიცხი საპროცენტო განაკვეთის შემცირების შესახებ, რაც, თავის მხრივ, ლარით დეპოზიტების მოზიდვის უპირატესობას ზრდის. უცხოური ვალუტით სარეზერვო მოთხოვნები ის ინსტრუმენტია, რომლის საშუალებითაც ეროვნულ ბანკს შეუძლია გავლენა იქონიოს უცხოური ვალუტის საპროცენტო განაკვეთებზე და ბანკების მიერ უცხოური ვალუტით დაკრედიტების ტენდენციებზე. მაგალითად, უცხოური ვალუტის ვალდებულებებზე სარეზერვო ნორმის მატება ზრდის ბანკებისათვის რესურსის მოზიდვის ხარჯებს, და, შესაბამისად, ამცირებს უცხოური ვალუტით ეკონომიკის დაკრედიტებას. გარდა ამისა, უცხოური ვალუტით სარეზერვო მოთხოვნები ბუფერის როლსაც ასრულებს და პრუდენციული მიზნებისთვისაც გამოიყენება. მაგალითად, უცხოური ვალუტის მოულოდნელი სწრაფი გადინების შემთხვევაში, ეს რესურსები უცხოური ვალუტის ლიკვიდობის არსებობას უზრუნველყოფს, რითაც კრიზისის რისკებს ამცირებს. როგორც ცნობილია, 2017 წლიდან ფიზიკური პირებისთვის 100,000 ლარამდე სესხის აღება მხოლოდ ლარით არის შესაძლებელი. 2018 წელს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული ზღვრის 200,000-მდე გაზრდის შესახებ. ამასთან, ეს შეზღუდვა გავრცელდება როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებზე გაცემულ სესხებზე. 200,000 ლარამდე უცხოური ვალუტით სესხების გაცემის აკრძალვა ძალაში 2019 წლის 23 იანვრიდან შევიდა. ბოლო წლების ღონისძიებების ფონზე, 2017 წელს გააქტიურებული დედოლარიზაციის ტენდენცია 2018 წლის პირველ ნახევარშიც გაგრძელდა, რაც შესამჩნევი იყო როგორც ფიზიკურ პირებზე, ასევე იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების შემთხვევაში. თუმცა, წლის მეორე ნახევარში მთლიანი სესხების დედოლარიზაციის ტენდენცია შენელდა და ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების ნაწილში დოლარიზაცია გაიზარდა კიდეც. აღნიშნული უკავშირდებოდა საბანკო სექტორში არსებულ უცხოური ვალუტის ჭარბ რესურსებს, რაც ბანკებს საშუალებას აძლევდა ბაზრისთვის უცხოური ვალუტით შედარებით დაბალპროცენტიანი სესხები შეეთავაზებინა. ეს ასევე მიუთითებს იმაზე, რომ ბაზრის მიერ არ ხდება სავალუტო რისკების ადეკვატურად აღქმა და შეფასება. მთლიანად, 2018 წლის განმავლობაში სესხების დოლარიზაცია, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 0.8 პპ-ით შემცირდა და დეკემბერში 56.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი წლის განმავლობაში 3.2 პპ-ით შემცირდა და 63.1 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება ფიზიკური პირების სესხების დოლარიზაციის 13 მაჩვენებელს, ის 2017 წლის ბოლოს არსებული 46.3 პროცენტიდან 2018 წლის ბოლოსთვის 47.7 პროცენტამდე გაიზარდა და ფიზიკური პირების დაკრედიტების რეგულაციის მიღების შედეგად, მოსალოდნელია, რომ 2019 წელს კვლავ შემცირების ტრაექტორიით იმოძრავებს. საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაცია საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ამ მიზნით, ეროვნული ბანკი მუდმივად ზრუნავს საკომუნიკაციო არხების გაუმჯობესებაზე. 2018 წელს, ღონისძიებების დაგეგმვისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა იმ გარემოებას, რომ საზოგადოებისთვის გასაგები ყოფილიყო ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები და მოსალოდნელი შედეგები, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკა და მისი გავლენა ეკონომიკაზე. წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უფრო მრავალფეროვანი გახადა მონეტარული პოლიტიკის კომუნიკაციის ფორმატები. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომების რეგიონებში გამართვის ტრადიცია 2018 წელსაც გაგრძელდა. საანგარიშო პერიოდში, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომები გაიმართა ქვემო ქართლსა და სამეგრელოში. სხდომის დასრულებისთანავე, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ბანკის წარმომადგენლებთან ერთად ხვდებოდა ჟურნალისტებს და მაქსიმალურად დეტალურად უხსნიდა მათ კომიტეტის გადაწყვეტილებებს. პრესკონფერენციები გადაიცემოდა სოციალურ ქსელში პირდაპირი ეთერის რეჟიმით. გარდა ამისა, კობა გვენეტაძე მართავდა შეხვედრებს აღნიშნული რეგიონების ბიზნესისა და ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებთან, სადაც პირადად წარადგენდა კომიტეტის გადაწყვეტილებას და ინფორმაციას მიმდინარე მაკროეკონომიკური ტენდენციების შესახებ. აღსანიშნავია, რომ გასული წლის მსგავსად, 2018 წელსაც ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის გამოქვეყნებასთან ერთად განაგრძო მოკლე ვიდეორგოლების შექმნა, რომლებშიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ძირითად აქცენტს აკეთებდა ანგარიშში გამოქვეყნებული ანალიზის მნიშვნელოვან ნაწილზე. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი შედის იმ მცირერიცხოვან ცენტალურ ბანკებშის სიაში, რომლებიც მონეტარული პოლიტიკის მოსალოდნელ ტრაექტორიას აქვეყნებენ. ასევე, ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდსა და მის გვერდებზე სოციალურ ქსელებში განთავსდა ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის პრეზენტაციის ვიდეო ჩანაწერები, რომელსაც ანალიტიკოსები, დარგის სპეციალისტები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ეროვნული ბანკი, საქმიანობის მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად და საბანკო სისტემაში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციის საზოგადოებისთვის დროულად მიწოდების მიზნით, ოპერატიულად ავრცელებდა პრესრელიზებსა და სტატისტიკურ მონაცემებს, რეგულარულად მართავდა შესაბამის თემებზე პრესკონფერენციებს, ბრიფინგებს, სემინარებს, პრეზენტაციებსა და შეხვედრებს. საზოგადოებასთან ურთიერთობა წარიმართებოდა როგორც მასობრივი ინფორმაციის, ისე კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენებით. ტარდებოდა პერიოდული შეხვედრები ბეჭდვითი და ელექტრონული მედიის წარმომადგენლებთან. ამ თვალსაზრისით, სხვა წამყვანი ქვეყნების ცენტრალური ბანკების მიერ აპრობირებული პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკი ცდილობდა ელექტრონული და ბეჭდვითი გამოცემებისა თუ მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების მეშვეობით მაქსიმალურად ხელმისაწვდომი 14 გაეხადა ინფორმაცია ფულად და სავალუტო ბაზრებზე მიმდინარე ტენდენციების შესახებ, წარმოეჩინა საკუთარი ხედვა ამ საკითხებთან დაკავშირებით და აეხსნა ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღების მოტივები. საქართველოს ეროვნული ბანკის გამოცემათა ელექტრონული ვერსიები ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ინტერნეტ გვერდზე1. 2018 წელი მნიშვნელოვანი იყო საგარეო სექტორის აქტივობის, კერძოდ კი საექსპორტო შემოსავლების, ტურისტული შემოსავლებისა და ფულადი გზავნილების, მატების კუთხით. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა მშპ-ს მხოლოდ 7.7 პროცენტი შეადგინა, რაც ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ 2018 წლის მე-3 კვარტალში მიმდინარე ანგარიშის ბალანსი დადებითი იყო, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევაა. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტზე პოზიტიურად მოქმედებდა მომსახურებით ვაჭრობის ბალანსის გაუმჯობესება, რომელიც 2018 წელს 220 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ტურისტული შემოსავლების 518 მლნ აშშ დოლარით (19 პროცენტი) ზრდა. საქონლით ვაჭრობა მიმდინარე ანგარიშის კვლავ ყველაზე დეფიციტური კომპონენტია. 2018 წელს საქონლით ვაჭრობის დეფიციტი მთლიანი შიდა პროდუქტის 0.2 პპ-ით გაუარესდა და 25.4 პროცენტი შეადგინა. როგორც აღვნიშნეთ, 2018 წლის განმავლობაში ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც, ძირითად, სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში გაჯანსაღებული ეკონომიკური მდგომარეობის შედეგად გაზრდილ საგარეო მოთხოვნას უკავშირდება. ექსპორტის უფრო მეტად ზრდა გარკვეულწილად თურქეთის ეკონომიკაში არსებულმა სიძნელეებმა შეაფერხა, რის შედეგადაც, წლის მეორე ნახევარში საქონლის ექსპორტის ზრდის ტემპი შენელდა. საბოლოდ, წლიურად საქონლის ექსპორტის 23.4 პროცენტიანი მატება დაფიქსირდა. იმპორტი კი 2018 წელს არათანაბრად იზრდებოდა. პირველ ნახევარში იმპორტის ზრდა საკმაოდ მაღალი იყო, თუმცა წლის მეორე ნახევარში ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად შემცირდა. მთლიანად, 2018 წლის განმავლობაში, საქონლის იმპორტი 15.5 პროცენტით გაიზარდა და ექსპორტის ზრდის მოცულობა მცირედით გადაწონა. 2018 წელს, წინა წლების მსგავსად, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსების ძირითადი წყარო კვლავ წმინდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იყო. საქართველოში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 1.2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 35 პროცენტით ნაკლებია. უცხოური პირდაპირი ინვესტიციების კლება ძირითადად ბრითიშ პეტროლეუმის (BP) მილსადენის დასკვნითი ნაწილის დასრულებამ გამოიწვია. უცხოური პირდაპირი ინვესტიციების უდიდესი ნაწილი განხორციელდა საფინანსო, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის მიმართულებით, ხოლო წინა წელთან შედარებით ინვესტიციები უმეტესად გაზრდილია დამამუშავებელ და სამთომოპოვებით მრეწველობაში. საგარეო სექტორის მნიშვნელოვანი გაუმჯობესების ფონზე, 2018 წელს ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი წმინდა ექსპორტი იყო, ხოლო ინვესტიციების და შიდა მოთხოვნის წვლილი წმინდა ექსპორტთან შედარებით სუსტი იყო. 1 https://www.nbg.gov.ge/index.php?m=308 15 2018 წელს საქართველოს ეკონომიკა წინასწარი მონაცემებით 4.7 პროცენტით გაიზარდა, საიდანაც უდიდესი წვლილი, 4.5 პროცენტული პუნქტი (პ პ), მომსახურებაზე, ხოლო ინდუსტრიულ დარგებზე - 0.2 პპ მოდიოდა. 2018 წელს ეროვნული ბანკი აგრძელებდა საერთაშორისო რეზერვების შევსების პოლიტიკას. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების ადეკვატური დონე ასევე წარმოადგენს საგარეო შოკებისადმი ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობის მნიშვნელოვან მაჩვენებელს, განსაკუთრებით მაღალი დოლარიზაციის ქვეყნებში და ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი შემადგენელია. წლის განმავლობაში ეროვნული ბანკის ინტერვენციები მხოლოდ უცხოური ვალუტის შესყიდვის მიმართულებით ხორციელდებოდა და, როგორც აღინიშნა, ამ ინტერვენციების მიზანს საერთაშორისო რეზერვების შევსება წარმოადგენდა. სავალუტო ბაზარზე ეროვნული ბანკის მიერ ინტერვენციების განხორციელების ინსტრუმენტს სავალუტო აუქციონების მექანიზმი წარმოადგენდა. ეროვნული ბანკის მიერ 2018 წლის განმავლობაში ინტერვენციები მხოლოდ საერთაშორისო რეზერვების აკუმულირების მიმართულებით განხორციელდა და მთლიანმა შესყიდვამ 197.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ეროვნული ბანკი ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკის ჩარჩოს განვითარებას მსოფლიოს საუკეთესო ცენტრალური ბანკების პრაქტიკის გათვალისწინებით განაგრძობს. ამ მიმართულებით, პირველ ეტაპს წარმოადგენდა საქართველოს სპეციფიკიდან გამომდინარე ფინანსური სტაბილურობის კომპლექსური ინდიკატორების შემუშავება და განვითარება. აღნიშნულ ინდიკატორებზე დაყრდნობით შესაძლებელია ციკლური მაკროპრუდენციული პოლიტიკის გადაწყვეტილებების მიღება, რასაც ეროვნული ბანკი 2018 წელს ახორციელებდა. გასული წლის განმავლობაში, საკრედიტო პორტფელი მაღალი ტემპით განაგრძობდა ზრდას. მაღალი საკრედიტო ზრდის ფონზე, სესხების მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობა გრძელვადიან ტრენდს აჭარბებდა, რაც მნიშვნელოვანწილად შინამეურნეობებზე გაცემული სესხებით იყო განპირობებული. დაკრედიტების ზრდის აღნიშნული ტენდენცია კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის გააქტიურების საჭიროებაზე მიუთითებდა. თუმცა, ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა მიიჩნია2, რომ ფიზიკური პირების პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოს და მომსახურებისა და უზრუნველყოფის კოეფიციენტების ლიმიტების შემოღება, რომელიც 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა, საკრედიტო ზრდას საშუალოვადიან პერიოდში მდგრად დონემდე დაიყვანს, რის გამოც კაპიტალის კონტრციკლური ბუფერი აღარ ამოქმედებულა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მაკროპრუდენციული პოლიტიკის გამკაცრება არაპოპულარულია, რადგან, როგორც წესი, იგი მოკლევადიან პერიოდში სოციალურ ან ეკონომიკურ ხარჯებთანაა დაკავშირებული მაშინ, როცა მისი სარგებელი (მაღალი და სტაბილური ზრდა, მაღალი დასაქმება და დაბალი ფისკალური ხარჯები), რომელიც, შესაძლოა, გაცილებით დიდი იყოს, მხოლოდ გრძელვადიან პერიოდში ვლინდება, რის გამოც, გამკაცრების აუცილებლობა რთულად აღსაქმელია. 2 იხილეთ https://www.nbg.gov.ge/uploads/fsc/desicions/fin_stab_press_release_q4.pdf 16 უცხოური ვალუტის სესხებზე ადგილობრივად შემცირებული საპროცენტო განაკვეთების ფონზე, 2018 წელს მაღალი ზრდით გამოირჩეოდა ფიზიკური პირების უცხოური ვალუტის სესხები. უცხოური ვალუტის სესხებს, ერთი მხრივ, თან ახლავს გაცვლითი კურსის რისკი, ხოლო, მეორე მხრივ, საპროცენტო რისკი, რომელიც განსაკუთრებით საგულისხმოა მსოფლიო ბაზრებზე აშშ დოლარსა და ევროზე საპროცენტო განაკვეთების სავარაუდო ზრდის გათვალისწინებით. გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები სუვერენული რისკ-პრემიის ფაქტორიც, რომელიც, ფინანსური კრიზისის შემდგომ ისტორიულად დაბალი საპროცენტო განაკვეთების პირობებში, მნიშვნელოვნად შემცირდა. აღნიშნული რისკების პრევენციისათვის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი პრესრელიზებში3 ფინანსურ ინსტიტუტებს მიუთითებდა სესხების ფასდადებისას სათანადოდ მოეხდინათ უცხოური ვალუტის საპროცენტო რისკების შეფასება და გათვალისწინება. ეროვნული ბანკმა 2018 წელს დაიწყო ფინანსური ინსტიტუტებისთვის მაკროეკონომიკური საპროგნოზო სცენარების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების - ფასს 9-ის მიზნებისთვის გამოქვეყნება. აღსანიშნავია, რომ მიწოდებული სცენარები თავისი შინაარსით კონტრციკლურია, რაც შესაძლო ფინანსური ციკლების შერბილებას უწყობს ხელს. ფინანსური სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია მდგრადი ფინანსური სისტემა და მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარებაზე აქტიურად მუშაობა. საქართველოს ეროვნული ბანკი 2017 წლის სექტემბრიდან მდგრადი საბანკო ქსელის (Sustainable Banking Network, SBN) წევრია. ცნობადობის ამაღლების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კერძო სექტორთან თანამშრომლობით ქართულ ენაზე თარგმნა კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო ასოციაციის (International Capital Market Association - ICMA) მწვანე, სოციალური და მდგრადი განვითარების ობლიგაციების პრინციპები, რომლებიც 2018 წელს ICMA-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. მდგრადი დაფინანსების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (Environmental, Social, and Governance; ESG) საკითხების კორპორატიული მართვის კოდექსში ინტეგრირება წარმოადგენს. ეს საკითხები უკვე ასახულია კომერციული ბანკებისათვის განკუთვნილ კორპორატიული მართვის კოდექსში; ასევე, მიმდინარეობს მუშაობა ESG თემების კაპიტალის ბაზრის კორპორატიული მართვის კოდექსში ინტეგრირებისათვის. თითოეული მათგანი გულისხმობს როგორც ESG საკითხების გამჟღავნებას, ასევე მასთან დაკავშირებული რისკების მენეჯმენტს. ასევე, საქართველოს ეროვნული ბანკი OECD-თან თანამშრომლობით, მუშაობს ESG საკითხების გამჟღავნებისა და ანგარიშგების პრინციპებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს ფინანსურ ინსტიტუტებსა და კომპანიებს კორპორატიული კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაში. 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საბანკო სექტორში 15 კომერციული ბანკი ფუნქციონირებდა. არარეზიდენტი მესაკუთრეების მონაწილეობა ბანკების აქტივებში, საბოლოო მფლობელობის მიხედვით, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 87, ხოლო სააქციო კაპიტალში - 84 პროცენტს შეადგენდა. 3 იხილეთ https://www.nbg.gov.ge/uploads/fsc/desicions/fin_stab_press_release_q3_sep_24.pdf ; https://www.nbg.gov.ge/uploads/fsc/desicions/fin_stab_press_release_q4.pdf 17 ბოლო წლებში ფინანსურ სექტორში გადახდისუნარიანობის ანალიზის გარეშე გაცემული სესხების გაზრდილი რაოდენობის საპასუხოდ, საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან ეტაპობრივად ხდებოდა სხვადასხვა ღონისძიებების გატარება. 2017 წლის აგვისტოში „კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების წესში“ განხორციელებული ცვლილებების შედეგად, „სტანდარტულად კლასიფიცირებულ“ საცალო სესხებზე განისაზღვრა სესხის მომსახურების და სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტების ზღვრები, რომელთა დარღვევის შემთხვევაში კომერციულ ბანკებს დამატებითი კაპიტალის მობილიზება დაეკისრებათ. გაორმაგდა რისკის წონის მაჩვენებელი იმ არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხებისათვის, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ სესხის მომსახურების და უზრუნველყოფის კოეფიციენტებით დაწესებულ მოთხოვნებს. აღნიშნულმა ცვლილებამ ბანკებში გაზრდილი საცალო დაკრედიტების ფონზე კაპიტალის ბუფერების აკუმულირება უზრუნველყო და საბანკო სექტორში საკრედიტო რისკით გამოწვეული შოკის შეწოვის უნარი გაზარდა. მიუხედავად იმისა, რომ გაზრდილი კაპიტალის ფონზე საბანკო სექტორში რისკები შემცირდა, იქიდან გამომდინარე, რომ ეროვნული ბანკის მანდატი ვრცელდებოდა მხოლოდ საბანკო სექტორზე, ამ ცვლილებამ საცალო დაკრედიტებაში მასშტაბური ზრდა ვერ შეაჩერა და ქვეყანაში მოსახლეობის ჭარბვალიანობასთან დაკავშირებული პრობლემა კვლავ აქტუალობას ინარჩუნებს. 2018 წლის მანძილზე საქართველოს ეროვნული ბანკი, ფინანსური სექტორის მაქსიმალური ჩართულობით, აქტიურად მუშაობდა პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოს შემუშავებაზე, რომლის მიზანია საქართველოს ფინანსური სისტემის სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობა და ჯანსაღი დაკრედიტების წახალისება. მომზადდა ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულება, რომელიც სრულად დაფუძნებულია პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპებზე და გულისხმობს დაკრედიტების პროცესში ისეთი სტანდარტების გამოყენებას, რომ მსესხებელმა ფინანსური სიძნელეების გარეშე შეძლოს სესხის მომსახურება. დებულების მოთხოვნები ვრცელდება ფიზიკურ პირებზე (მათ შორის ინდ. მეწარმეებზე) არასამეწარმეო მიზნობრიობით გაცემულ სესხებზე, თუ მსესხებლის ჯამური ვალდებულება არ აღემატება 2 მილიონ ლარს. სავალდებულო გახდა სესხის გაცემისას მსესხებლის გადახდისუნარიანობის ანალიზი, რაც გულისხმობს მათი შემოსავლების, ხარჯებისა და ვალდებულებების შესწავლას. ამასთანავე, დადგინდა სესხის მომსახურების და უზრუნველყოფის კოეფიციენტების მაქსიმალური ზღვრები, რომლის დაცვაც ყველა სესხის გამცემ ორგანიზაციას მოეთხოვება. 2018 წელს საბანკო სექტორის უკუგებამ საშუალო აქტივებსა და კაპიტალზე 2.5 და 19.5 პროცენტი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებლის მსგავსია, რომლებმაც 2017 წელს, შესაბამისად, 2.8 და 20.8 იყო. საბანკო სისტემის მომგებიანობის მაჩვენებლები ბოლო წლებში სტაბილურობით ხასიათდება და 2018 წელს მთლიანობაში კაპიტალზე აქციონერისთვის მისაღებ უკუგებას მიაღწია. 2018 წლის განმავლობაში ლიკვიდობის კოეფიციენტი სტაბილურად მაღალ დონეს ინარჩუნებდა. უცხოური ვალუტის მაღალი ლიკვიდობა დაკავშირებულია უცხოური ვალუტის სესხებზე შესუსტებული მოთხოვნითა და უცხოური ვალუტის ვალდებულებებზე გაზრდილი სარეზერვო მოთხოვნებით. საბითუმო დაფინანსების გარე წყაროებიდან მიღებული თანხები საკმაოდ დივერსიფიცირებულია, როგორც კრედიტორების ტიპის, ისე 18 დაფარვის ნარჩენი ვადიანობის მიხედვით. აღნიშნული დაფინანსების 60 პროცენტის ნარჩენი ვადიანობა 2 წელს აჭარბებს, რაც სისტემის ფონდირების რისკებს ამცირებს. არარეზიდენტი კლიენტების დეპოზიტების წილი მთლიან არასაბანკო დეპოზიტებში 2018 წლის განმავლობაში შემცირდა და დეკემბრისთვის 16 პროცენტი შეადგინა. წარმოშობის ქვეყნების მიხედვით ეს დეპოზიტები საკმაოდ დივერსიფიცირებულია, რაც რისკიანობის კუთხით დადებითი ფაქტორია. ამასთან, კვლავ მაღალია ვადიანი დეპოზიტების წილი, რაც გადინების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს. ამასთან, გრძელვადიანი ლიკვიდობის რეგულირების გასაუმჯობესებლად, წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტის (NSFR) დანერგვის პროცესი დაიწყო. მისი დანერგვის შემდგომ გაუქმდება ლიკვიდობის არსებული მოთხოვნა (მოკლევადიანი ვალდებულებების 30 პროცენტი) და ის მხოლოდ მონიტორინგის მიზნით იქნება გამოყენებული. შედეგად, ლიკვიდობის რისკის საზედამხედველო ჩარჩო სრულ შესაბამისობაში მოვა ბაზელის სტანდარტებთან. 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, განახლებული ჩარჩოს ფარგლებში დათვლილი პირველადი კაპიტალის კოეფიციენტი 13.5 პროცენტს შეადგენს, ხოლო საზედამხედველო კაპიტალის კოეფიციენტი - 18.4 პროცენტს. ასევე მაღალია ლევერიჯის კოეფიციენტიც, რომელიც 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 11.8 პროცენტს უტოლდება და ლევერიჯის კოეფიციენტის მინიმალურ მოთხოვნას 6.8 პპ-ით აღემატება. 2018 წლის იანვრიდან ბაზელ I-ზე დაფუძნებული პირველადი კაპიტალისა და მთლიანი საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური მოთხოვნები გაუქმდა და სრულად ჩანაცვლდა ბაზელ III-ზე დაფუძნებული კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნებით. 2018 წლის 31 დეკემბერს ამოქმედდა სისტემურობის ბუფერი, რომელიც დაწესდა როგორც საზედამხედველო, ასევე პირველად და ძირითად პირველად კაპიტალზე. ფინანსური სექტორის გამჭვირვალობის ხელშეწყობა და უზრუნველყოფა საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა. გამჭვირვალობისთვის ერთ-ერთ ყურადსაღებ კომპონენტს კომერციული ბანკებისა და საფინანსო სექტორების სხვა წარმომადგენლების ყოველწლიური ფინანსური ანგარიშგებები წარმოადგენს. აღნიშნული ანგარიშგებები ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (ფასს) შესაბამისად მზადდება. ფასს-ის მიხედვით მომზადებულ ფინანსურ ანგარიშგებებთან ერთად, კომერციული ბანკები პილარ 3-ის კვარტალურ და წლიურ ანგარიშგებებს, „კომერციული ბანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის“ მიხედვით აქვეყნებენ. აღნიშნული ანგარიშგებები ბაზრის მონაწილეებისთვის ხელმისაწვდომს ხდის ძირითად ინფორმაციას ბანკის წინაშე არსებული რისკების, საზედამხედველო კაპიტალის ელემენტების, კორპორაციული მართვისა და რისკების მართვის შესახებ. 2017 წლის მიწურულს დამტკიცდა და 2018 წლის 11 იანვარს ძალაში შევიდა ცვლილება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში, რომლის მიხედვითაც საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს საქმიანობის რეგულირებისა და ზედამხედველობის უფლებამოსილება საქართველოს ეროვნული ბანკს მიენიჭა. საქართველოს ეროვნულ ბანკს დაევალა 2018 წლის 1 სექტემბრამდე საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს საქმიანობის ზედამხედველობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების გამოცემა. ეროვნული ბანკი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს 19 საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს მონაცემთა ხარისხს. აღსანიშნავია, რომ რეგულირების შემოღების შემდეგ მონაცემებში ტექნიკური ხარვეზების 20 პროცენტზე მეტი გასწორდა. 2018 წელს საქართველოს ეროვნული ბანკი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საბანკო ზედამხედველების BSCEE (Banking Supervisors from Central and Eastern Europe) ჯგუფის თავმჯდომარე იყო. საქართველოს ეროვნული ბანკი აღნიშნული ჯგუფის წევრი 2013 წელს გახდა და მას შემდეგ აქტიურად არის ჩართული ჯგუფის საქმიანობაში. BSCEE ჯგუფი აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის 24 ქვეყანას აერთიანებს. აღნიშნულის ფარგლებში, ეროვნულმა ბანკმა BSCEE ჯგუფის ყოველწლიურ კონფერენციას უმასპინძლა. 2018 წლის განმავლობაში სტაბილური მაკროეკონომიკური და ფინანსური გარემოს შენარჩუნების ძალისხმევა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების მიერ საქართველოს საკრედიტო რეიტინგების გაუმჯობესებაშიც აისახა. კერძოდ, 2011 წელს დაფიქსირებული ბოლო ზრდის შემდეგ, 2019 წლის დასაწყისში „Fitch Ratings”-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB-“-დან „BB“-მდე გაზარდა. აღსანიშნავია, რომ ეს არის ყველაზე მაღალი საკრედიტო რეიტინგი, რაც საქართველოს ისტორიულად ჰქონია. კერძოდ, საგარეო რისკების ზრდის მიუხედავად, ეკონომიკური ზრდა ძლიერი იყო. გრძელდებოდა მცურავი გაცვლითი კურსის მხარდაჭერა, რამაც, თავის მხრივ, ხელი შეუწყო მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას ბოლო წლებში. შეინიშნებოდა ასევე დაფინანსების წყაროების გამრავალფეროვნება. მნიშვნელოვანია, რომ 2018 წელს არსებული გამოწვევების მიუხედავად, ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვების შევსებას განუხრელად განაგრძობდა. რეიტინგის გაუმჯობესება კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტების და ინვესტორების ნდობას და პოზიტიურად აისახება ქვეყნის ბიზნეს გარემოზე. რეიტინგის გაუმჯობესება გამოწვეულია იმ წარმატებებით, რასაც საქართველომ ბოლო პერიოდში მიაღწია. მნიშვნელოვნად შეიცვალა არასაბანკო სექტორის რეგულირებისა და ზედამხედველობის ნორმატიული ბაზა. მიკროსაფინანსო სექტორის ფინანსური ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გამჭვირვალობის ზრდის მიზნით, დამტკიცდა „მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისათვის წარსადგენი ფინანსური ანგარიშგების ფორმის, წარდგენის ვადისა და ბუღალტრული აღრიცხვის წესი“. ამ წესით, არსებითად შეიცვალა ეროვნულ ბანკში წარსადგენი ფინანსური ანგარიშგების ფორმატი, მოქმედ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს დაევალათ ყოველკვარტალურად ფინანსური ინფორმაციის გამოქვეყნება საკუთარ ვებ-გვერდზე, ასევე ყოველწლიურად გარე აუდიტორული შემოწმების ჩატარება და ყოველი კალენდარული წლის დასრულებიდან მომდევნო წლის 15 ივნისამდე საკუთარ ვებგვერდზე აუდიტორული დასკვნის გამოქვეყნება. გადაიხედა, ასევე, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესი“. გამკაცრდა სარეგისტრაციო მოთხოვნები, კერძოდ, განისაზღვრა კაპიტალის წარმოშობის წყაროს გამჟღავნების ვალდებულება, ხოლო ადმინისტრატორთა და მნიშვნელოვანი წილის მქონე ბენეფიციარი მესაკუთრეებისთვის შესაფერისობის კრიტერიუმები. 2018 წელს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 27 პროცენტიდან 16 პროცენტამდე შემცირდა. გატარებული ღონისძიებების ერთობლიობამ მიკროსაფინანსო სექტორი უფრო ლიკვიდური, კაპიტალიზირებული და სტაბილური გახდა. 20 2018 წელს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა როგორც კაპიტალის ბაზრის განვითარების, ასევე საზედამხედველო პოლიტიკის მიმართულებით. 2018 წელს საქართველოს ეროვნული ბანკი ფასიანი ქაღალდების კომისიების საერთაშორისო ორგანიზაციის ტექნიკური კომიტეტის (IOSCO) ასოცირებული წევრი გახდა. IOSCO-ს ასოცირებული წევრობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო. ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესი მოიცავდა როგორც IOSCO-ს წარმომადგენლობასთან მოლაპარაკებებს, ასევე, მსოფლიო ბანკის დახმარებით, ქართული ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელი კანონმდებლობის IOSCO-ს პრინციპებთან შესაბამისობის თვითშეფასებას. დასახული სამოქმედო გეგმის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალში IOSCO-ს ურთიერთგაგების მემორანდუმზე ხელმოწერასა და მუდმივ წევრად გახდომას გეგმავს, რისთვისაც საჭირო იქნება სხვადასხვა სახის საკანონმდებლო და ფასიანი ქაღალდების ბაზრის მარეგულირებელი ჩარჩოს ცვლილებები, რაზეც მუშაობაც აქტიურად მიმდინარეობს. 2018 წლის განმავლობაში ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობდა საინვესტიციო ფონდების საკანონმდებლო ჩარჩოს მიმართულებითაც. აღნიშნულ პერიოდში, ეროვნული ბანკის აქტიური ჩართულობით, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, შეიქმნა განახლებული კანონის სამუშაო ვერსია, რომელიც ეფუძნება ევროპის კანონმდებლობის ძირითად პრინციპებს და განსაზღვრავს ძირითად მოთხოვნებს სხვადასხვა ტიპის საინვესტიციო ფონდებთან მიმართებაში. გამართული საკანონმდებლო ჩარჩო ფასიანი ქაღალდების ბაზრის ეფექტიანი ფუნქციონირების აუცილებელი პირობაა. აღნიშნულის მისაღწევად, 2018 წელს გაფორმდა 3 წლიანი ხელშეკრულება საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ბელგიის ფასიანი ქაღალდების საზედამხედველო ორგანოს (FSMA) შორის. პროექტის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკი FSMA-ის დახმარებით ფასიანი ქაღალდების კანონმდებლობას ევროკავშირის ძირითად სტანდარტებს შეუსაბამებს, რაც საზედამხედველო ჩარჩოს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. 2018 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გააქტიურდა ობლიგაციების ბაზარი. საერთო ჯამში, 10-მა კომპანიამ 714 მილიონი ლარის ღირებულების 15 ემისია განახორციელა, საიდანაც 12 ემისია საჯარო შეთავაზების, ხოლო დანარჩენი 3 კი კერძო შეთავაზებით წარიმართა. ასევე მიმდინარეობს მუშაობა აქციების ბაზრის განვითარების მიმართულებით. ეროვნული ბანკი განაგრძობს ბაზრის კვლევებს, რათა მოახდინოს ძირითადი პრობლემების იდენტიფიცირება, როგორც მოთხოვნის, ასევე მიწოდების მიმართულებით. ამ თვალსაზრისით, საზედამხედველო გარემოს გაუმჯობესება, ემიტენტების გაზრდილი გამჭვირვალობა და მაღალი კორპორატიული სტანდარტების დანერგვა ინვესტორების ინტერესის ასამაღლებლად მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება. 2018 წლის ბოლოსთვის საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე საქმიანობდა 2 საფონდო ბირჟა, ფასიანი ქაღალდების 1 ცენტრალური დეპოზიტარი, 10 საბროკერო კომპანია და ფასიანი ქაღალდების 4 დამოუკიდებელი რეგისტრატორი. 10 საბროკერო კომპანიიდან 4 საფონდო ბირჟის წევრი არ იყო. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოუშვა საკოლექციო დანიშნულების სამი მონეტა, რომლებმაც საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა, რასაც მათი რეალიზაციის შედეგები ადასტურებს. სამივე მონეტის ტირაჟი სრულად ამოწურულია. ეროვნულმა ბანკმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის 21 სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების 100 წლისთავის აღსანიშნად საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის მონეტა გამოუშვა. მონეტის რეალიზაცია დაიწყო 2018 წლის პირველი თებერვლიდან. გარდა ამისა, 10 ლარის ნომინალის საკოლეციო მონეტა მიეძღვნა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავს, რომლის რეალიზება 2018 წლის 15 მაისიდან დაიწყო. ორივე საკოლექციო დანიშნულების მონეტაზე ჩატარდა დიზაინის ესკიზის შესარჩევი კონკურსი, შეირჩა შესაბამისი ესკიზები, რის შემდეგაც წარიმართა პარტნიორის შერჩევის სამუშაოები და გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება პარტნიორად შერჩეულ ესპანეთის სამეფო ზარაფხანასთან. ქართული წიგნის თემაზე შექმნილი მესამე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის მონეტა მიეძღვნა ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსს. აღსანიშნავია, რომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია; მას ყოველწლიურად ათიათასობით უცხოელი დამთვალიერებელი და მონაწილე ჰყავს და უამრავი საერთაშორისო ჟურნალისტის და კრიტიკოსის ყურადღების ცენტრში ექცევა. ღონისძიების ფარგლებში, ყოველწლიურად ერთ კონკრეტულ ქვეყანას საშუალება ეძლევა მთელი წლის განმავლობაში, გერმანიის სხვადასხვა ქალაქში, წარმოადგინოს მთელი თავისი ინტელექტუალური რესურსი (ლიტერატურა, თეატრი, მუსიკა, ფერწერა, კინო, ფოლკლორი, სამზარეულო და სხვ.). 2018 წელს ეს შესაძლებლობა საქართველოს მიეცა. აღნიშნული მონეტის დასამზადებლად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლიეტუვას ზარაფხანასთან ითანამშრომლა. მონეტების რეალიზაცია 2018 წლის 10 სექტემბერს დაიწყო. ფინანსური სექტორის მომხმარებლის უფლებების დაცვა და მოსახლეობის ფინანსური განათლების დონის ზრდის ხელშეწყობა, საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაგრძო წინა წლების ტენდენცია და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა როგორც მომხმარებელთა უფლებების დაცვის გაუმჯობესების, ასევე ფინანსური განათლების დონის ამაღლების მიმართულებით, რაც ეფექტიანად პასუხობს ფინანსურ ბაზარზე არსებულ გამოწვევებს. 2018 წელი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ინიციატივით, „ფინანსური განათლების წლად“ გამოცხადდა და ის ფინანსური განათლების მიმართულებით განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა. წლის განმავლობაში სხვადასხვა სამიზნე ჯგუფისთვის არაერთი პროექტი განხორციელდა. მათ შორის, შემუშავდა და საპილოტე რეჟიმში დაინერგა ფინანსური განათლების პროგრამა მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის; განვითარდა VISA-ს მიერ მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის თემაზე შექმნილი ფინანსური განათლების ქართულენოვანი ვიდეოთამაში; შემუშავდა და გავრცელდა ფინანსური განათლების ბროშურები სკოლის მოსწავლეებისთვის; მოხდა ფინანსური წიგნიერების ინტეგრაცია „კინგსი-საქართველოს“ მათემატიკის ოლიმპიადაში; პროგრამა „სკოლა-ბანკის“ ფარგლებში გადამზადდნენ საჯარო და კერძო სკოლის პედაგოგები და კომერციული ბანკების წარმომადგენლები; ტრადიციულად, თუმცა უფრო მასშტაბურად, აღინიშნა „გლობალური ფულის კვირეული“ და „მსოფლიო დაზოგვის დღე“. მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდა განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროსთანაც ეროვნულ სასწავლო გეგმაში ფინანსური განათლების საკითხების ინტეგრაციის მიზნით. შედეგად, 2018 წელს დამტკიცდა საბაზო საფეხურის 22 (VII-IX კლასები) ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა, რომლის მიხედვითაც, ფინანსური განათლება საგანი „მოქალაქეობის“ ნაწილი გახდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მოსახლეობის, მათ შორის, ბავშვებისა და ახალგაზრდების ფინანსური განათლების მიმართულებით გადადგმული არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯისა და განხორციელებული პროექტის საფუძველზე, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2018 წლის „ფინანსური ჩართულობის გლობალურ დაჯილდოებაზე“ (Global Inclusion Awards), რომელიც Child and Youth Finance International-ის (CYFI) ინიციატივით 2012 წლიდან იმართება, რეგიონული „ქვეყნის ჯილდოს“ კატეგორიაში გაიმარჯვა. მსოფლიოს წამყვანმა ფინანსურმა გამოცემამ, Global Finance-მა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე 2018 წლის ცენტრალური ბანკების საუკეთესო მმართველთა შორის დაასახელა. საერთაშორისო ავტორიტეტული გამოცემა Global Finance - ყოველწლიურად, მსოფლიოს მასშტაბით, ცენტრალური ბანკების მმართველთა შეფასებას ატარებს და წლიურ ანგარიშსაც (Central Banker Report Cards) აქვეყნებს, სადაც საუკეთესო ცენტრალურ ბანკირებს ავლენს. Global Finance-ის მიერ დაჯილდოება ფართოდ არის აღიარებული საერთაშორისო ფინანსურ საზოგადოებაში და დაჯილდოებული პირებისა და ბანკების მაღალ რეპუტაციასა და წარმატებულ საქმიანობაზე მიუთითებს. 2018 წლის Central Banker Report Cards-ში 90 ცენტრალური ბანკირი შეფასდა (85 ქვეყნის და 5 რეგიონული ცენტრალური ბანკის მმართველები) და მისი სრული ვერსია ოქტომბერში გამოქვეყნდა. 23 1 მაკროეკონომიკური გარემო 1.1 მსოფლიო ეკონომიკა 2018 წელს გლობალური ეკონომიკური ზრდა გარკვეულწილად შენელდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) იანვრის წინასწარი შეფასებით4, წლიური ზრდა 3.7 პროცენტით განისაზღვრა, რაც წინა პროგნოზებთან შედარებით დაბალი მაჩვენებელია. ზრდის შენელება უფრო მეტად შეიმჩნეოდა ევროზონის ქვეყნებსა და დიდ ბრიტანეთში, რაც, ძირითადად, საგარეო მოთხოვნის შემცირებამ - გამყარებული ევროს ფონზე შემცირებულმა ექსპორტის მოცულობამ, ასევე საშინაო ეკონომიკური მაჩვენებლების, კერძო მოხმარების და ინვესტიციების გაუარესებამ განაპირობა. კვლავ გამოწვევად რჩება აშშ-ჩინეთის „სავაჭრო ომი“, თუმცა, შესაძლოა, ეს ფაქტორი განსხვავებულ ფაზაში გადავიდეს და მონაწილე მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიონ. რაც შეეხება მზარდ და განვითარებად ქვეყნებს, მიუხედავად იმისა, რომ 2018 წელი ამ ქვეყნებისთვის გამორჩეული იყო, ბოლო პერიოდში ზრდის ტემპების შენელება აქაც შეიმჩნეოდა, რაც დოლარის გამყარებამ და კაპიტალის ნაკადების შემცირებამ გამოიწვია. წლის მეორე ნახევარში მაღალი ეკონომიკური აქტივობა ფიქსირდებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, რაც ძლიერი ფისკალური სტიმულის და გაზრდილი სამომხმარებლო დანახარჯებით აიხსნება. სსფ-ს იანვრის შეფასებით5, აშშ-ს ეკონომიკური ზრდა 2018 წლისთვის 2.9 პროცენტით, ხოლო ინფლაცია 2.4 პროცენტით განისაზღვრა. ზრდის ტემპების შენელება შეინიშნებოდა საქართველოს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებშიც. აღნიშნულს ხელი შეუწყო ნეგატიურმა გლობალურმა გარემომ, ადგილობრივი ვალუტების გაუფასურებამ (თურქეთი, რუსეთი, უკრაინა), გაუარესებულმა სამომხმარებლო და ბიზნეს განწყობამ. აღსანიშნავია, რომ სავაჭრო ბარიერები კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. გასულ წელს ეკონომიკური ზრდის ტემპი საგრძნობლად შემცირდა ევროზონის ქვეყნებში, მათ შორის გერმანიაში, სადაც გაუარესებული კერძო მოხმარების ფონზე, რეალურმა ზრდამ 1.5 პროცენტი შეადგინა. სუსტი ზრდა იყო იტალიაშიც - 1 პროცენტი, სადაც ვალის მაღალი ტვირთი, მაღალი გადასახადები და მყიფე საბანკო სექტორი აფერხებს ეფექტიან ეკონომიკურ განვითარებას. გახშირებული საპროტესტო აქციების ფონზე საფრანგეთის ეკონომიკაც მნიშვნელოვნად შესუსტდა და ეკონომიკურმა ზრდამ 1.5 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება ესპანეთს, აქ ადგილი ჰქონდა შედარებით მცირე შენელებას, რის გამოც რეალური ზრდა 2.5 პროცენტით განისაზღვრა. საერთო ჯამში, ევროზონაში 2018 წელს რეალური ზრდის ტემპები შენელდა და სსფ-ს იანვრის შეფასებით6 1.8 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო 2019 წლის პროგნოზით კი სსფ ზრდის კიდევ უფრო შემცირებას ვარაუდობს. ე.წ „ბრეგზითის“ ირგვლივ არსებული გაურკვევლობა ფინანსურ ბაზრებზე უარყოფით მოლოდინებს აჩენს, რაც, საბოლოოდ, ნეგატიურად აისახება ევროზონაში 4 International Monetary Fund. 2019. World Economic Outlook Update: A Weakening Global Expansion. Washington, DC, January. 5 იგივე. 6 იგივე. 24 მიმდინარე პროცესებზე. რაც შეეხება ინფლაციას, ევროს გამყარების ფონზე, ის სამიზნე მაჩვენებელთან ახლოს ნარჩუნდებოდა და 1.6 პროცენტი შეადგინა. დიაგრამა N 1.1 რეალური მშპ-ის ზრდა მსოფლიოში 8% 6% 4% 2% 0% -2% -4% -6% 2008 2009 მსოფლიო 2010 2011 2012 2013 2014 2015 მზარდი და განვითარებადი ქვეყნები 2016 2017 ევროზონა 2018 აშშ წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი სსფ-ს ბოლო შეფასებით7, რუსეთის ეკონომიკური ზრდა 2018 წელს 1.7 პროცენტი იყო, რაც მოსალოდნელ მაჩვენებელზე ოდნავ მაღალია. მიუხედავად ამისა, გაჯანსაღების პროცესი ნელი ტემპებით მიმდინარეობდა, რაც, ძირითადად, განპირობებულია რუბლის გაუფასურებით, გაზრდილი დღგ-ს გამო კერძო მოხმარების შემცირებული დინამიკითა და სასოფლო-სამეურნეო სექტორის შესუსტებული აქტივობით. რუსეთის ეკონომიკაზე უარყოფითად აისახა ნავთობის ფასების საგრძნობი შემცირებაც, თუმცა აღნიშნული ნაწილობრივ დაბალანსებულია რუსეთ-ოპეკის შეთანხმებით ნავთობის მოპოვების შეკვეცის შესახებ. წლიურმა ინფლაციამ რუსეთში 2.9 პროცენტი შეადგინა. განსაკუთრებით მძიმე ვითარება იყო თურქეთში, რის გამოც ამ ქვეყნიდან საქართველოში მომდინარე სავაჭრო და სხვა ფინანსური შემოსავლები მნიშვნელოვნად შემცირდა. აგვისტოს სავალუტო კრიზისის შემდეგ, თურქეთის წლიური ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვნად დაეცა და მსოფლიო ბანკის მონაცემებით8 3.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2019 წლის პროგნოზით, იგი კიდევ უფრო, 1.6 პროცენტამდე შემცირდება. აღნიშნულს თან დაერთო უარყოფითი სამომხმარებლო და ბიზნეს განწყობა, ასევე აშშ-ს მიერ ტარიფების ზრდა თურქულ ფოლადზე, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს რეალურ ზრდას. თურქეთის წლიურმა ინფლაციამ გასული წლის დეკემბერში 20.3 პროცენტი შეადგინა. 7 International Monetary Fund. 2019. World Economic Outlook Update: A Weakening Global Expansion. Washington, DC, January. 8 World Bank. 2019. Global Economic Prospects: Darkening Skies. Washington, DC, January. 25 დიაგრამა N 1.2. სფი ინფლაცია მსოფლიოში 10% 8% 6% 4% 2% 0% -2% 2008 2009 მსოფლიო 2010 2011 ევროზონა 2012 აშშ 2013 2014 2015 2016 2017 2018 მზარდი და განვითარებადი ქვეყნები წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2018 წელი დადებითად შეიძლება შეფასდეს უკრაინისთვის, სადაც აქტიურად მიმდინარეობდა ეკონომიკური აქტივობის გაჯანსაღების პროცესი. შრომის ბაზრის გაუმჯობესებამ და გაზრდილმა სამომხმარებლო დანახარჯებმა ხელი შეუწყო შიდა მოთხოვნის ზრდას. ასევე გაზრდილია ფულადი გზავნილებიც. მსოფლიო ბანკის პროგნოზით,9 რეალური ეკონომიკური ზრდა 2018 წელს 3.5 პროცენტით განისაზღვრა. თუმცა გამოწვევად რჩება რთული საგარეო ვითარება, რაც ნეგატიურად აისახება ექსპორტის მოცულობასა და მთლიანად ეკონომიკაზე. მიუხედავად მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისა, ინფლაცია წლის ბოლოს 9.8 პროცენტით განისაზღვრა, რაც მიზნობრივთან შედარებით (5 პროცენტი) საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. წლის მეორე ნახევარში, მცირედი შენელების მიუხედავად, სომხეთის ეკონომიკური ზრდა მაინც სოლიდურად გამოიყურება და მსოფლიო ბანკის შეფასებით10 5.3%-ით განისაზღვრა. პოლიტიკური სიტუაციის დასტაბილურებამ, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებამ და სტაბილურმა ფულადმა გზავნილებმა დადებითი წვლილი შეიტანა ზრდის პროცესში, წლიური ინფლაცია დეკემბერში კი 1.8 პროცენტი იყო. გასული წელი პოზიტიური აღმოჩნდა ასევე აზერბაიჯანისთვის, რაშიც დიდი წვლილი არასანავთობო სექტორის მაღალმა ეკონომიკურმა აქტივობამ და გაზრდილმა ფისკალურმა დანახარჯებმა შეიტანა. სასაქონლო ბაზრებზე ფასების სტაბილიზაციის ფონზე კი საგარეო დისბალანსი ოდნავ გაუმჯობესდა. რაც შეეხება ნავთობის სექტორს, ფასების ბოლოდროინდელმა ვარდნამ ეკონომიკურ ზრდაზე ნეგატიურად იმოქმედა, თუმცა რუსეთ-ოპეკის მიერ გამოშვების შეკვეცამ ფასების შემცირების სიდიდე ნაწილობრივ 9 World Bank. 2019. Global Economic Prospects: Darkening Skies. Washington, DC, January. იგივე. 10 26 დააბალანსა. წლიურმა ეკონომიკურმა ზრდამ 1.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო ინფლაცია კი წლის ბოლოს 2.3 პროცენტით განისაზღვრა. დიაგრამა N 1.3. რეალური მშპ-ის ზრდა საქართველოში და სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების საშუალო შეწონილი ზრდა 8% 6% 4% 2% 0% -2% -4% -6% 2008 2009 2010 2011 2012 2013 საქართველოს სავაჭრო პარტნიორები 2014 2015 2016 2017 2018 საქართველო წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2018 წლის განმავლობაში იმ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში, სადაც ინფლაციის მოლოდინები გაიზარდა, ადგილობრივი ვალუტების მოსალოდნელზე მეტად გაუფასურების პარალელურად, ცენტრალურმა ბანკებმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრეს, რაც საერთაშორისო ფინანსური ბაზრებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. საპროცენტო განაკვეთი კიდევ ერთხელ გაზარდა აშშ-ს ფედერალურმა სარეზერვო სისტემამაც, რაც შრომითი ბაზრის მოსალოდნელი პირობებით და ინფლაციური მოლოდინებით იყო განპირობებული. აღსანიშნავია, რომ ევროპის ცენტრალურმა ბანკმა 2018 წლის დეკემბერში რაოდენობრივი შერბილების ფარგლებში ფასიანი ქაღალდების ყოველთვიური შესყიდვები დაასრულა, ხოლო პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად დატოვა, რაც, ჯამში, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ტოლფასია. 27 1.2 საგარეო სექტორი და საგადასახდელო ბალანსი 2018 წელი მნიშვნელოვანი იყო საექსპორტო შემოსავლების, ტურისტული შემოსავლებისა და ფულადი გზავნილების ზრდის კუთხით. 2018 წელს საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა მშპ-ს 7.7 პროცენტი შეადგინა, რაც ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია (იხ. დიაგრამა N 1.4). ეს დადებითი ტენდენცია მნიშვნელოვანწილად განაპირობა მომსახურებით ვაჭრობის პროფიციტის მატებამ და მეორადი შემოსავლის დადებითი სალდოს ზრდამ. 2018 წლის განმავლობაში აშშ დოლარის კურსი სხვა ვალუტების მიმართ გამყარდა. რეგიონში გაუმჯობესებული გეოპოლიტიკური მდგომარეობის ფონზე, საქართველოს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში, თურქეთის გარდა, ეროვნული ვალუტების გაუფასურება შენელდა. საყურადღებოა ევროს გაუფასურება, რაც, ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ შერბილებული მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლის მიუხედავად, დიდი ბრიტანეთის მიერ ევროზონის დატოვების მოლოდინმა გამოიწვია. სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტების გაცვლითი კურსის ცვლილება და ინფლაციის მაჩვენებლები მნიშვნელოვანია საქართველოს კონკურენტუნარიანობის თვალსაზრისით. სავაჭრო პარტნიორთა ვალუტების რეალური გამყარება აისახება ჩვენი ეკონომიკის საგარეო მოთხოვნის ზრდაზე და, შესაბამისად, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტზე შემცირების მიმართულებით მოქმედებს. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის პირველ ნახევარში ნავთობის ფასების ზრდის საგრძნობი ტენდენციები გამოიკვეთა, რამაც ხელი შეუწყო საქართველოს სავაჭრო პარტნიორ-ნავთობის ექსპორტიორ ქვეყნებში ეკონომიკური აქტივობის გაზრდასა და, შესაბამისად, ქართულ ექსპორტზე მოთხოვნის მატებას. თუმცა, მეორე მხრივ, ეს ტენდენცია აისახა ნავთობის იმპორტზე დანახარჯების მატებაშიც. ამასთანავე, თურქეთის ეკონომიკაში არსებულმა სიძნელეებმა საქართველოს საექსპორტო შემოსავლებზე მცირედ უარყოფითი გავლენა მოახდინა. შედეგად, საქონლის ექსპორტის მაღალი ზრდის ფონზე, იმპორტის ზომიერი მატებაც ფიქსირდებოდა, რამაც, საბოლოო ჯამში, საქონლით ვაჭრობის დეფიციტის გაუარესება გამოიწვია. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მომსახურების ექსპორტის, კერძოდ, ტურიზმის ზრდა, რამაც მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესებაზე. ამავდროულად, ევროკავშირის ქვეყნებსა და რუსეთში ეკონომიკური მდგომარეობის შედარებითმა გაჯანსაღებამ ქვეყანაში ფულადი გზავნილების შემოდინების დინამიკაზე დადებითად იმოქმედა და, თავის მხრივ, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებას შეუწყო ხელი. 2018 წლის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი - მშპ-ს 7.7 პროცენტი - წინა წლის მაჩვენებელზე 1.1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. აბსოლუტურ გამოხატულებაში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 81.5 მლნ აშშ დოლარით გაუმჯობესდა და 1.25 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. საქონლით ვაჭრობის ბალანსი 2018 წელს 8.1 პროცენტით გაუარესდა, რაც აბსოლუტურ გამოსახულებაში 307 მლნ აშშ დოლარია. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტზე პოზიტიურად მოქმედებდა მომსახურებით ვაჭრობის ბალანსის გაუმჯობესება, რომელიც 2018 წელს 220 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ტურისტული შემოსავლების 518 მლნ აშშ დოლარით (19 პროცენტი) ზრდა. 2018 წელს მიმდინარე ანგარიშის გაუმჯობესებას ხელი შეუწყო ასევე პირველადი შემოსავლის დეფიციტის კლებამ (81 მლნ აშშ დოლარით), რაც, ძირითადად, საინვესტიციო შემოსავლის 28 გადინების ტემპის შემცირებით არის გამოწვეული. აღსანიშნავია, რომ კვლავ მაღალია როგორც გაცემული დივიდენდების, ასევე რეინვესტირებული შემოსავლების მოცულობა, რაც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტზე ზრდის მიმართულებით მოქმედებს. დიაგრამა N 1.4 მიმდინარე ანგარიშის კომპონენტების ფარდობა მშპ-თან 30% 20% 10% 0% -10% -20% -30% -40% საქონლით ვაჭრობა მეორადი შემოსავალი 2009 2010 2011 2012 მომსახურებით ვაჭრობა მიმდინარე ანგარიში 2013 2014 2015 პირველადი შემოსავალი 2016 2017 2018 წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი საქონლით ვაჭრობა მიმდინარე ანგარიშის კვლავ ყველაზე დეფიციტური კომპონენტია. 2018 წელს საქონლით ვაჭრობის დეფიციტი მთლიანი შიდა პროდუქტის 0.2 პროცენტული პუნქტით გაუარესდა და 25.4 პროცენტი შეადგინა. როგორც აღვნიშნეთ, 2018 წლის განმავლობაში ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც, ძირითად, სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში გაჯანსაღებული ეკონომიკური მდგომარეობის შედეგად გაზრდილ საგარეო მოთხოვნას უკავშირდება. ექსპორტის უფრო მეტად ზრდა გარკვეულწილად თურქეთის ეკონომიკაში არსებულმა სიძნელეებმა შეაფერხა, რის შედეგადაც წლის მეორე ნახევარში საქონლის ექსპორტის ზრდის ტემპი შენელდა. საბოლოდ, წლიურად საქონლის ექსპორტის 23.4 პროცენტიანი მატება დაფიქსირდა (იხ. დიაგრამა N 1.5). იმპორტი კი 2018 წელს არათანაბრად იზრდებოდა. პირველ ნახევარში იმპორტის ზრდა საკმაოდ მაღალი იყო, თუმცა წლის მეორე ნახევარში ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად შემცირდა (იხ. დიაგრამა N 1.6). მთლიანად, 2018 წლის განმავლობაში, საქონლის იმპორტი 15.5 პროცენტით გაიზარდა და ექსპორტის ზრდის მოცულობა გადაწონა. 29 დიაგრამა N 1.5 საქონლის ექსპორტის წლიური ცვლილება (2014-2018 წელი)11 40% 30% 20% 26% 24% 18% 10% 29% 20% 31% 25% 23% 16% 4% 4% 0% -2% -10% 2018 IV 2018 III 2018 II 2018 I 2017 IV 2017 III 2017 II 2017 I 2016 IV 2016 I 2015 IV 2015 III -23% -25% -23% 2015 II 2014 IV 2014 III 2014 II 2014 I -27% 2015 I -21% -30% -10% 2016 III -13% 2016 II -11% -20% წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი დიაგრამა N 1.6 საქონლის იმპორტის წლიური ცვლილება (2014-2018 წელი)12 30% 20% 24% 24% 16% 12% 10% 15% 12% 6% 3% 2% 12% 7% 5% 3% 0% 0% -10% -2% -16% -18% -17% 2015 IV -20% 2015 III -7% -21% 2018 IV 2018 III 2018 II 2018 I 2017 IV 2017 III 2017 II 2017 I 2016 IV 2016 III 2016 II 2016 I 2015 II 2015 I 2014 IV 2014 III 2014 II 2014 I -30% წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი საინტერესოა, ასევე, გაზრდილი ექსპორტის გეოგრაფიის გაფართოება. კერძოდ, 2018 წელს ექსპორტი გაიზარდა ევროკავშირისა (11.5 პროცენტი) და დსთ-ს ქვეყნებში (40.9 11, 12 საგადასახდელო ბალანსის საქონლის ექსპორტი და საქონლის იმპორტი. საგარეო ვაჭრობა და საგადასახდელო ბალანსის საქონლით ვაჭრობა განსხვავებული ცნებებია, რომლებიც განსხვავებულ კონცეფციებს ეყრდნობა. თუ საგარეო ვაჭრობისათვის განმსაზღვრელია საზღვრის გადაკვეთის პრინციპი, საგადასახდელო ბალანსის საქონლით ვაჭრობისათვის განმსაზღვრელი პრინციპია რეზიდენტსა და არარეზიდენტს შორის საკუთრების უფლების ცვლილება. გარდა ამისა, საგარეო ვაჭრობის სტატისტიკაში ექსპორტი მოცემულია FOB ფასებში, ხოლო იმპორტი CIF ფასებში მაშინ, როცა საგადასახდელო ბალანსის საქონლით ვაჭრობაში როგორც ექსპორტი, ისე იმპორტი, FOB ფასებშია მოცემული. 30 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: ბულგარეთი (38.5 პროცენტი) და საფრანგეთი (66.0 პროცენტი). ხოლო იტალიასა (-37.6 პროცენტი) და რუმინეთში (-23.2 პროცენტი) კლება დაფიქსირდა. რეგიონის ქვეყნებში ექსპორტის მატება, ძირითადად, განპირობებული იყო აზერბაიჯანში (84.7 პროცენტი), სომხეთსა (32.1 პროცენტი) და უკრაინაში (40.6 პროცენტი) ექსპორტის ზრდით. ექსპორტის მატების თვალსაზრისით კვლავ აქტიური იყო ვაჭრობა რუსეთთან (10.2 პროცენტი). ექსპორტი თითქმის არ შეცვლილა სხვა მსხვილ სავაჭრო პარტნიორებთან, როგორიცაა თურქეთი და ჩინეთი. დანარჩენი ქვეყნებიდან აღსანიშნავია ექსპორტის მატება აშშ-სა (31.3 პროცენტი) და დსთ-ს ზოგიერთ ქვეყნებთან, როგორიცაა ყაზახეთი, ყირგიზეთი და უზბეკეთი. 2018 წლის მონაცემებით, საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ევროკავშირის ეკონომიკაა, რომელზეც მთლიანი ექსპორტის 21.8 პროცენტი მოდის. დანარჩენი ქვეყნებიდან აღსანიშნავია მეზობელი საექსპორტო პარტნიორები: აზერბაიჯანი (15.0 პროცენტი), რუსეთი (13.0 პროცენტი), სომხეთი (8.3 პროცენტი) და თურქეთი (6.9 პროცენტი) (იხ. დიაგრამა N 1.7). გარდა ამისა, მოწინავე პოზიციაზე მთლიან ექსპორტში 5.9 პროცენტიანი წილით გამოირჩეოდა ჩინეთში ექსპორტი, რომლის უდიდესი ნაწილი (78 პროცენტი) კვლავ სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების რეექსპორტს უკავშირდება. დიაგრამა N 1.7 ექსპორტის სტრუქტურა ქვეყნების მიხედვით 2018 წ. რუსეთი, 13.0% აზერბაიჯანი, 15.0% ბულგარეთი, 7.7% სომხეთი, 8.3% ესპანეთი, 1.8% თურქეთი, 6.9% ჩინეთი, 5.9% უკრაინა, 5.2% ევროკავშირი, 21.8% დანარჩენი ქვეყნები , 23.9% რუმინეთი, 1.7% გერმანია, 1.5% სხვა, 9.0% წყარო: საქსტატი 2018 წელს საქონლის ექსპორტში მნიშვნელოვანი წვლილი ჰქონდა სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების ექსპორტს, რომელიც წინა წელთან შედარებით 19.3 პროცენტით გაიზარდა და 2018 წლის მთლიანი ექსპორტის 15.0 პროცენტი შეადგინა. კვლავ აქტიური იყო მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი. მისი მოცულობა მთლიან ექსპორტში 12.2 პროცენტიანი წილით, წინა წელთან შედარებით 74.1 პროცენტით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს გაიზარდა სიგარეტებისა და სიგარილების (251.4 პროცენტი) და დაფასოებული სამკურნალო საშუალებების (4.7 პროცენტი) ექსპორტის მოცულობები, რომელთა უმეტეს ნაწილს რეექსპორტი შეადგენდა. ცუდი მოსავლის გამო, კვლავ მნიშვნელოვნად შემცირდა ერთ-ერთი უმსხვილესი საექსპორტო საქონლის - თხილისა და 31 კაკლის ექსპორტი (-16.2 პროცენტი). წამყვან პოზიციებს ინარჩუნებდა სპირტიანი სასმელებისა და მინერალური სასუქების ექსპორტი. მთლიანობაში 2018 წელს, ექსპორტის 23 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო რეექსპორტის გარეშე ზრდა 11 პროცენტი იყო. დიაგრამა N 1.8 უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფების ათეული 2017-2018 წწ. 500 400 300 200 100 ოქრო სასუქები მინერალური წყლები 2018 სპირტიანი სასმელები სიგარეტები 2017 სამკურნალო საშუალებები ღვინოები ფეროშენადნობები ავტომობილები სპილენძის მადნები მლნ აშშ დოლარი 600 წყარო: საქსტატი 2018 წელს საქონლის იმპორტის მატება, შედარებით გააქტიურებული შიდა მოთხოვნის შედეგად, უმეტესწილად სამომხმარებლო საქონლის იმპორტის ზრდით (16.2 პროცენტი) იყო განპირობებული. შუალედური მოხმარების საქონლის იმპორტი ბოლო 2 წლის მანძილზე კვლავ გააქტიურდა და წლიურად 14.2 პროცენტით გაიზარდა. ამასთან, საინვესტიციო ტიპის საქონლის იმპორტის წლიური ზრდა 12.4 პროცენტი იყო, თუმცა, ამ საქონლის იმპორტმა იმპორტის მთლიან ზრდაში უმნიშვნელო წვლილი შეიტანა. 2018 წელს უმსხვილესი საიმპორტო საქონელი, მთლიანი იმპორტის 9.5-პროცენტიანი წილით, კვლავ ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო. წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი იყო ასევე ნავთობის ფასების ცვლილების ეფექტი. კერძოდ, 2018 წლის პირველ ნახევარში საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასების მატება იმპორტზე ზრდის მიმართულებით მოქმედებდა, თუმცა წლის მეორე ნახევარში დაბალმა ზრდამ ჩაანაცვლა, რაც დიდწილად მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასის შემცირებამ განაპირობა. გასულ წელთან შედარებით, მსუბუქი ავტომობილებისა და სიგარეტებისა და სიგარილების გააქტიურებულმა იმპორტმა მთლიანი იმპორტის ზრდაში გაზრდილი წვლილი (2.6 პპ) შეიტანა. აღსანიშნავია ასევე სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების იმპორტის წლიური 17-პროცენტიანი ზრდა (მთლიანი იმპორტის 4.4 პროცენტი), რაც ბოლო წლებში სპილენძის რეექსპორტის გააქტიურებას უკავშირდება. შედარებისთვის, იმპორტის მატების 37 პროცენტი მსუბუქი ავტომობილების, სიგარეტების, ნავთობაირებისა და სპილენძის მადნების იმპორტის მოცულობის ზრდის ხარჯზე მოდის, რაც, გარკვეულწილად, რეექსპორტის გააქტიურების შედეგია. იმპორტის რეგიონული ანალიზი გვიჩვენებს, რომ 2018 წელს იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც ევროკავშირის (19.6 პროცენტი), ასევე დანარჩენი ქვეყნებიდან (13.1 პროცენტი). წლიურად რეგისტრირებული საქონლის იმპორტის ზრდამ 15 პროცენტი 32 შეადგინა. ზრდის მაღალი ტემპებით გამოირჩეოდა რუსეთი, სომხეთი და უკრაინა. ევროკავშირის ქვეყნებიდან მთლიანი იმპორტის ზრდაში დიდი წვლილი შეიტანა საფრანგეთიდან (1.6 პპ) და ბელგიიდან (1.7 პპ) იმპორტის მატებამ. გააქტიურებულია იმპორტი დსთ-ს სხვა ქვეყნებიდან, როგორიცაა თურქმენეთი და ყაზახეთი. წინა წლების მსგავსად, იმპორტიორ ქვეყნებს შორის, ევროკავშირის შემდეგ, კვლავ თურქეთი ლიდერობს, თუმცა, 2018 წელს თურქეთიდან იმპორტი წინა წლის მაჩვენებელს მხოლოდ 7.1 პროცენტით აღემატება. რუსეთიდან იმპორტი 17.5 პროცენტით გაიზარდა და მთლიანი იმპორტის 9.0 პროცენტი შეადგინა. ჩინეთიდან იმპორტის მატება (13.8 პროცენტი) უმეტესწილად ტურბორეაქტიული და ტურბოხრახნიანი ძრავების იმპორტმა განაპირობა (იხ. დიაგრამა N 1.9). დიაგრამა N 1.9 იმპორტის სტრუქტურა ქვეყნების მიხედვით 2018 წ. თურქეთი, 16.1% რუსეთი, 10.3% გერმანია, 4.7% ჩინეთი, 9.1% ევროკავშირი, 28.8% აზერბაიჯანი, 6.4% უკრაინა, 5.7% საფრანგეთი, 2.9% იტალია, 2.5% რუმინეთი,2.3% სხვა, 16.4% დანარჩენი ქვეყნები, 19.6% აშშ, 3.9% წყარო: საქსტატი როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2018 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტზე მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა მომსახურების ბალანსის გაუმჯობესებამ მოახდინა. მომსახურების პროფიციტის ფარდობამ მშპ-თან 13.8 პროცენტი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 0.4 პროცენტული პუნქტით აღემატება. აბსოლუტურ გამოსახულებაში, მომსახურების დადებითი სალდო 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, 220 მლნ აშშ დოლარით გაუმჯობესდა და 2.24 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ზრდა, უმეტესწილად, კვლავ ტურისტული შემოდინებების მაღალი მაჩვენებლით იყო გამოწვეული. ტურისტულმა შემოსავლებმა, რომელიც მომსახურების ექსპორტის ძირითად ნაწილს წარმოადგენს, 2018 წელს 3.22 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 19.1 პროცენტით აღემატება (იხ. დიაგრამა N 1.10). ბოლო წლებში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები საქონლით ვაჭრობის დეფიციტის დაფინანსების მნიშვნელოვანი წყარო გახდა. 33 მლნ აშშ დოლარი დიაგრამა N 1.10 ტურიზმის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები (2011-2018) 1,300 1,200 1,100 1,000 900 800 700 600 500 400 300 200 100 0 2011 2012 2013 2014 2015 2016 2017 2018 კვ1 კვ2 კვ3 კვ4 წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა წლიურად 11.1 პროცენტით გაიზარდა, რაც ძირითადად რუსეთიდან (23.8 პროცენტი), აზერბაიჯანიდან (9.5 პროცენტი) და თურქეთიდან (9.1 პროცენტი) ვიზიტორების რაოდენობის ზრდამ განაპირობა. ვიზიტორთა რაოდენობის მზარდი ტენდენციაა ასევე ისრაელიდან, გერმანიიდან, ბელარუსიდან, ყაზახეთიდან, აშშ-დან და პოლონეთიდან. მოიმატა შემომსვლელთა რაოდენობამ საუდის არაბეთიდან და ინდოეთიდან, შესაბამისად, 14 და 19 პროცენტით. ბოლო წლებში მაღალი ზრდის შემდეგ ზომიერად მოიმატა ირანიდან შემომსვლელთა რაოდენობამ (3 პროცენტი). აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო შემომსვლელთა რაოდენობის მატების კვალდაკვალ, გაიზარდა მათი მრავალფეროვნება წარმოშობის ქვეყნების მიხედვითაც. მიუხედავად იმისა, რომ ვიზიტორთა რაოდენობა შემცირდა სომხეთიდან (-0.3 პროცენტი), ამ ქვეყნიდან ვიზიტორების რაოდენობა მთლიან ვიზიტორთა რაოდენობაში კვლავ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. აღსანიშნავია, რომ ქართველი მოგზაურების აქტიურობა საზღვარგარეთ გაიზარდა, რაც, ერთი მხრივ, 2017 წელს შენგენის ზონაში ვიზალიბერალიზაციის შემოღებამ, მეორე მხრივ კი, ევროკავშირის ქვეყნებთან დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების რეისების დამატებამ გამოიწვია. დიაგრამა N 1.11 ვიზიტორთა რაოდენობა ქვეყნების მიხედვით 8,000 7,000 ათასი კაცი 6,000 5,000 4,000 3,000 2,000 1,000 0 2011 აზერბაიჯანი რუსეთი 2012 სომხეთი 2013 2014 თურქეთი წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი ირანი 2015 2016 2017 2018 უკრაინა ისრაელი დანარჩენი ქვეყნები 34 ხაზგასასმელია, რომ ბოლო წლებში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ზრდის მაღალი ტემპებით საქონლის ექსპორტიდან მიღებულ შემოსავლებს დაუახლოვდა (იხ. დიაგრამა N 1.12), რაც, თავის მხრივ, სავაჭრო დეფიციტიდან გამომდინარე, მიმდინარე ანგარიშის ბალანსის გაუმჯობესებაში არსებით როლს თამაშობს. დიაგრამა N 1.12 საქონლისა და მომსახურების ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების ფარდობა მშპ-სთან 30% 25% 20% 15% 10% 5% 0% 2010 2011 2012 2013 საქონლის ექსპორტი 2014 2015 2016 2017 2018 მომსახურების ექსპორტი წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი პირველადი შემოსავლის ანგარიშის დეფიციტი 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, 81 მლნ აშშ დოლარით გაუმჯობესდა, თუმცა კვლავ საკმაოდ მაღალია და 744 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. პირველადი შემოსავლის ანგარიშის მაღალი დეფიციტის მთავარი მიზეზი საინვესტიციო შემოსავლის უარყოფითი ბალანსი რჩება, რომელიც 2018 წელს მცირედით, 7 მლნ აშშ დოლარით, გაუმჯობესდა და 1.4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. საინვესტიციო შემოსავლის დეფიციტის მაღალი დონე განპირობებულია პირდაპირი და სხვა უცხოური ინვესტიციების ნაწილში შემოსავლის ანგარიშის (როგორც გაცემული დივიდენდების ასევე რეინვესტიციების) ზრდით. ეს უკანასკნელი, ერთი მხრივ, უარყოფითად მოქმედებს მიმდინარე ანგარიშის ბალანსზე, ხოლო მეორე მხრივ, უცხოურ პირდაპირ ინვესტიციებში აისახება; შედეგად, ამ ოპერაციას კაპიტალის გადინებაზე გავლენა არ აქვს. რაც შეეხება მუშაკთა შრომის ანაზღაურების ბალანსს, 2018 წელს ეს კომპონენტი 75 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 697 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. შრომის ანაზღაურების მომატება გარკვეულწილად განპირობებულია ჩვენი რეგიონის ქვეყნებში ეკონომიკური მდგომარეობის გაჯანსაღებით. 35 დიაგრამა N 1.13 პირადი გზავნილების წლიური ცვლილება 40% 27% 27% 30% 20% 14% 13% 6% 10% 5% 1% 11% 15% 14% 15% 12% 10% 6% 0% -10% -10% -19% -20% 2018 IV 2018 III 2018 II 2018 I 2017 IV 2017 III 2017 II 2017 I 2016 IV 2016 III 2016 II -28% 2015 IV 2015 I 2014 IV 2014 III 2014 II 2014 I -36% 2015 II -28% -40% 2015 III -30% 2016 I -20% წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი 2018 წელს ზომიერად (6.9 პროცენტი) გაიზარდა მეორადი შემოსავალი, ძირითადად საზღვარგარეთიდან გზავნილების მატების ხარჯზე. პირადი გზავნილები, რომლებიც როგორც წესი, მეორადი შემოსავლის ყველაზე მსხვილი ნაწილია, წლიურად 13 პროცენტით გაიზარდა. 2018 წლის განმავლობაში ფულადი გზავნილები მატებაში დიდი წვლილი იტალიიდან, ისრაელიდან, საბერძნეთიდან და აშშ-დან გაზრდილმა გზავნილებმა შეიტანა. რუსეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა თითქმის იმავე დონეზე დარჩა, ხოლო თურქეთიდან გზავნილების შემცირება წლის მეორე ნახევრიდან თვალსაჩინო გახდა და წლის ბოლოს ფულადი გზავნილების წლიურ ზრდაში უარყოფითი წვლილი შეიტანა. შემოსავლის კლება (-26.6 პროცენტი) დაფიქსირდა სამთავრობო სექტორში მეორადი, რაც, ძირითადად, საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, დახმარებების შემცირებასთანაა დაკავშირებული. დიაგრამა N 1.14 ფულადი გზავნილები ქვეყნების მიხედვით 1,600 1,400 1,200 მლნ აშშ 1,000 800 600 400 200 2009 ევროკავშირი 2010 2011 რუსეთი 2012 ისრაელი წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი 2013 2014 2015 თურქეთი აშშ უკრაინა 2016 2017 ყაზახეთი 2018 სხვა 36 2018 წელს, წინა წლების მსგავსად, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსების ძირითადი წყარო კვლავ წმინდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იყო (იხ. დიაგრამა N 1.15). საქართველოში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 1.2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 35 პროცენტით ნაკლებია. უცხოური პირდაპირი ინვესტიციების კლება ძირითადად ბრითიშ პეტროლეუმის (BP) მილსადენის დასკვნითი ნაწილის დასრულებამ გამოიწვია. უცხოური პირდაპირი ინვესტიციების უდიდესი ნაწილი განხორციელდა საფინანსო, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის მიმართულებით, ხოლო წინა წელთან შედარებით ინვესტიციები უმეტესად გაზრდილია დამამუშავებელ და სამთომოპოვებით მრეწველობაში. დიაგრამა N 1.15 მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსების წყაროები (%-ულად მშპსთან) 15% 10% 5% 0% -5% -10% -15% 2010 2011 კაპიტალის ანგარიში სხვა ინვესტიციები 2012 2013 2014 2015 პირდაპირი ინვესტიციები სარეზერვო აქტივები 2016 2017 2018 პორტფელის ინვესტიციები წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსებაში, 2017 წლისაგან განსხვავებით, მნიშვნელოვანი იყო სხვა ინვესტიციების როლი. შემოდინებების მხრივ, ვალდებულებების ზრდის ძირითადი ნაწილი როგორც სამთავრობო, ასევე კერძო (არასაბანკო) სექტორში მოზიდულ სესხებზე მოდის. სახელმწიფო სექტორის მიერ მიღებულია შეღავათიანი კრედიტები 260 მლნ დოლარის ოდენობით, საიდანაც აღსანიშნავია ბიუჯეტის მხარდასაჭერად საფრანგეთის განვითარების სააგენტოდან დაახლოებით 100 მლნ აშშ დოლარის ოდენობით მიღებული კრედიტი. გარდა ამისა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის გაფართოებული მექანიზმის ფარგლებში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 84 მლნ აშშ დოლარის ოდენობით სესხი მიიღო. 2018 წელს ოფიციალური სარეზერვო აქტივები 250.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 3.29 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. სარეზერვო აქტივების მატება მნიშვნელოვანწილად ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო ინტერვენციებმა განაპირობა. სავალუტო აუქციონების საშუალებით ეროვნული ბანკის წმინდა შესყიდვამ 197.5 მლნ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, ასევე, რომ რეზერვების ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი უცხოური ვალუტით სარეზერვო მოთხოვნების ზრდამაც შეიტანა - დაახლოებით 270 მლნ დოლარის 37 ოდენობით. ხოლო მთავრობის სავალუტო ოპერაციების გავლენა რეზერვებზე უარყოფითი იყო. კერძოდ, მთავრობის უცხოური ვალუტით ვალის მომსახურებამ დაახლოებით 390 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გარდა ამისა, საქონელსა და მომსახურებზე მთავრობის სავალუტო დანახარჯებმა დაახლოებით 333 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. რეზერვების ადეკვატურობის შეფასების (IMF ARA მეთოდოლოგიით13) მიხედვით, 2018 წლის ბოლოსათვის საქართველოს საერთაშორისო რეზერვების დონე 93 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მეთოდოლოგიით, საგარეო და ლიკვიდობის შოკებისაგან დასაზღვევად სასურველია, რომ საქართველოს ეკონომიკის ზომის სსფ-ს წევრი ქვეყნებისათვის რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებელი 100 პროცენტიდან 150 პროცენტამდე მერყეობდეს. მომდევნო წლებში საქართველოს ეროვნული ბანკი გეგმავს გაამრავალფეროვნოს სავალუტო ინტერვენციების ინსტრუმენტები. მოსალოდნელია, რომ უახლოეს მომავალში საერთაშორისო რეზერვები ARA მეთოდოლოგიით განსაზღვრულ ადეკვატურობის ფარგლებში მოექცევა. გარდა ამისა, 2018 წლის ბოლოსათვის საერთაშორისო რეზერვებით 2019 წლის საპროგნოზო იმპორტის გადაფარვის კოეფიციენტმა 3.5 თვე შეადგინა. დიაგრამა N 1.16 ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების ადეკვატურობის შეფასება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიით (ARA metrics) 150% ადეკვატურობის ფარგლები 100% 50% 93% 0% 2012 2013 2014 2015 წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი 13 დაწვრილებით იხილეთ https://www.imf.org/external/np/spr/ara/ 2016 2017 2018 38 ცხრილი N 1.1 საგადახდელო ბალანსი 2014-2018 წლებში (მლნ აშშ დოლარი)14 2014 მიმდინარე ანგარიში 2015 2016 2017 2018 -1,784 -1,767 -1,890 -1,331 -1,249 საქონელი ექსპორტი იმპორტი მომსახურება -4,286 3,995 8,281 -3,952 3,021 6,973 -3,883 2,865 6,747 -3,804 3,570 7,374 -4,112 4,407 8,518 1,306 1,404 1,577 2,024 2,244 კრედიტი 3,044 3,087 3,313 3,990 4,490 აქედან: ტურისტული შემოსავლები დებეტი პირველადი შემოსავალი (წმინდა) 1,787 1,738 1,868 1,683 2,111 1,736 2,704 1,966 3,222 2,246 -230 -338 -706 -825 -744 აქედან: საინვესტიციო შემოსავალი -893 -827 -1,263 -1,447 -1,441 აქედან: შრომის ანაზღაურება 663 488 558 623 697 მეორადი შემოსავალი (წმინდა) 1,425 1,120 1,121 1,274 1,361 აქედან: სახელმწიფო სექტორი 159 193 232 233 171 აქედან: დანარჩენი სექტორები 1,266 927 889 1,040 1,190 კაპიტალის ანგარიში 106 58 56 108 76 ფინანსური ანგარიში -1,790 -1,766 -1,754 -1,288 -1,222 პირდაპირი ინვესტიციები (წმინდა) აქედან: პირდაპირი ინვესტიციები საქართველოში პორტფელის ინვესტიცია (წმინდა) ფინანსური წარმოებულები (გარდა რეზერვებისა) და თანამშრომელთა ოფციონები აქციებზე სხვა ინვესტიციები (წმინდა) -1,411 -1,343 -1,159 -1,625 -892 1,818 1,659 1,571 1,830 1,184 -209 154 -41 77 28 -8 2 2 0 1 -128 -479 -803 17 -639 -221 -276 -276 -432 -351 აქედან: სახელმწიფო სექტორი აქედან: კერძო სექტორი 93 -202 -527 449 -288 სარეზერვო აქტივები -33 -99 245 242 279 წმინდა შეცდომები და გამოტოვებები -112 -58 80 -65 -49 3.7 3.6 3.5 3.6 3.5 -70% -71% -73% -81% -83% მიმდინარე ანგარიში / მშპ -10.8% -12.6% -13.1% -8.8% -7.7% პირდაპირი უცხოური ინვესტიციები/მშპ 11.0% 11.9% 10.9% 12.1% 7.3% ტურისტული შემოსავლები/მშპ 10.8% 13.4% 14.7% 17.9% 19.9% პირადი გზავნილები/მშპ 10.8% 9.2% 8.9% 10.2% 10.8% მნიშვნელოვანი კოეფიციენტები სარეზერვო აქტივები მომავალი წლის იმპორტის თვეებში (თვე) ექსპორტი/იმპორტი (საქონელი და მომსახურება) წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი 14 საგადასახდელო ბალანსის სტატისტიკის სახელმძღვანელოს მე-6 რედაქციის შესაბამისად. 39 ქვეყნის საგარეო კონკურენტუნარიანობის შეფასების მნიშვნელოვანი ინდიკატორია რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი (იხ. დიაგრამა N 1.17). 2018 წელს რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 3.4 პროცენტით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი კი 8.0 პროცენტით გამყარდა. დიაგრამა N 1.17 ლარის რეალური და ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსების ინდექსები (დეკ. 2012=100) 120 ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი 115 რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი 110 105 100 95 90 დეკ-18 სექ-18 ივნ-18 მარ-18 დეკ-17 სექ-17 ივნ-17 მარ-17 დეკ-16 სექ-16 ივნ-16 მარ-16 დეკ-15 სექ-15 ივნ-15 მარ-15 დეკ-14 სექ-14 ივნ-14 მარ-14 დეკ-13 სექ-13 ივნ-13 მარ-13 დეკ-12 85 წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი ცხრილი N 1.2 ეფექტური გაცვლითი კურსების წლიური ცვლილება 2018 წელს ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ცვლილება, % რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის ცვლილება, % წვლილი რეალურ ეფექტურ გაცვლით კურსში ეფექტური გაცვლითი კურსი 8.0 3.4 3.4 ევროზონა 1.8 1.8 0.4 თურქეთი 35.1 14.0 2.7 უკრაინა -1.2 -8.7 -0.6 სომხეთი -1.8 -2.1 -0.1 აშშ -2.1 -2.5 -0.1 რუსეთი 12.6 9.6 1.4 აზერბაიჯანი -2.2 -2.4 -0.2 დანარჩენი 2.4 1.9 0.1 წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი 2018 წლის განმავლობაში სტაბილური მაკროეკონომიკური და ფინანსური გარემოს შენარჩუნების ძალისხმევა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების მიერ საქართველოს საკრედიტო რეიტინგების გაუმჯობესებაშიც აისახა. კერძოდ, 2011 წელს დაფიქსირებული ზრდის შემდეგ პირველად, 2019 წლის დასაწყისში „Fitch Ratings"-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB-“-დან „BB“-მდე გაზარდა. აღსანიშნავია, რომ ეს არის ყველაზე მაღალი საკრედიტო რეიტინგი, რაც საქართველოს ისტორიულად ჰქონია. 40 რეიტინგის გაუმჯობესება კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტების და ინვესტორების ნდობას და პოზიტიურად აისახება ქვეყნის ბიზნეს გარემოზე. რეიტინგის გაუმჯობესება გამოწვეულია იმ წარმატებებით, რაც საქართველომ ბოლო პერიოდში მიაღწია. კერძოდ, საგარეო რისკების ზრდის მიუხედავად, ეკონომიკური ზრდა ძლიერი იყო. გრძელდებოდა მცურავი გაცვლითი კურსის მხარდაჭერა, რამაც, თავის მხრივ, ბოლო წლებში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას შეუწყო ხელი. შეინიშნებოდა ასევე დაფინანსების წყაროების გამრავალფეროვნება. მნიშვნელოვანია, რომ 2018 წელს არსებული გამოწვევების მიუხედავად, ეროვნული ბანკი განაგრძობდა საერთაშორისო რეზერვების შევსებას. ასევე აღსანიშნავია, რომ 2017 წელს სარეიტინგო კომპანია Moody’s-მაც გააუმჯობესა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი Ba2-მდე. 1.3 ეკონომიკური ზრდა 2018 წელს საქართველოს ეკონომიკა წინასწარი მონაცემებით 4.7 პროცენტით გაიზარდა. ზრდაში უდიდესი წვლილი, 4.5 პროცენტული პუნქტი (პპ), მომსახურებაზე მოდიოდა, ინდუსტრიული დარგებზე - 0.2 პპ, ხოლო სოფლის მეურნეობაზე - 0.0 პპ. გასულ წელს ეკონომიკურ ზრდას მნიშვნელოვანწილად ძლიერი საგარეო მოთხოვნა განსაზღვრავდა. ქვეყანაში შემოსულ უცხოელ ვიზიტორთა გაზრდილი ნაკადი განსაკუთრებით პოზიტიურ გავლენას ახდენდა უძრავი ქონებით ოპერაციებზე, რესტორნებსა და სასტუმროებზე და ტრანსპორტის დარგებზე. უძრავი ქონებით ოპერაციებში, სადაც უცხოელთა მონაწილეობა მაღალია, ზრდამ 12.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო წვლილი მშპ-ს ზრდაში 0.7 პპ-ით განისაზღვრა. მესამე კვარტლის ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი კონტრიბუცია ტრანსპორტის დარგმა შეიტანა, რომელიც 9.4 პროცენტით გაიზარდა, ხოლო მისმა წვლილმა 0.6 პპ შეადგინა. დიდი წილი ამ ზრდიდან სამოგზაურო ბიუროებისა და ტურისტული აგენტების საქმიანობასა და საჰაერო ტრანსპორტის ზრდაზე მოდის, რაც ასევე უცხოელ ვიზიტორთა გაზრდილ ნაკადს უკავშირდება. უცხოელთა მონაწილეობა მნიშვნელოვანია სასტუმროებისა და რესტორნების გამოშვებაზე, სადაც ზრდამ წინა წელთან შედარებით 9.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო წვლილი ზრდაში 0.2 პპ-ით განისაზღვრა. ეკონომიკის უმსხვილესი დარგი, ვაჭრობა, 2018 წელს 5.9 პროცენტით გაიზარდა. ვაჭრობა წლის პირველი ნახევრის განმავლობაში მაღალი ტემპით (პირველ კვარტალში 5.9, მეორე კვარტალში კი 9.8 პროცენტით) იზრდებოდა, რაც მოთხოვნის გარკვეულ გამოცოცხლებაზე მიუთითებდა, თუმცა წლის მეორე ნახევარში ზრდა შენელდა. ეს ძირითადად საცალო ვაჭრობის რეალური შემცირების გამო მოხდა. საცალო ვაჭრობის კლება, თავის მხრივ, ადგილობრივი მოთხოვნის შესუსტებაზე მიუთითებს. საგარეო მოთხოვნის ზრდის ფონზე 3.2 პროცენტით გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობა. აქ გამოსაყოფია ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელებისა და მინერალური წყლების, მეტალურგიული პროდუქციისა და ლითონის მზა ნაკეთობების წარმოების ზრდა, რაც ამ პროდუქტების ექსპორტის ზრდაშიც გამოიხატა. მაღალი ზრდა განაგრძო საფინანსო სექტორმა, რომელიც 13.5 პროცენტით გაიზარდა. 41 სხვა დარგებიდან აღსანიშნავია მშენებლობის შემცირება. ბოლო წლების განმავლობაში მშენებლობაში მაღალი აქტივობა აღინიშნებოდა, რაც ეკონომიკური ზრდის ერთერთი მთავარი მამოძრავებელი იყო. თუმცა, გასული წლის მეორე კვარტალიდან მშენებლობამ შემცირება დაიწყო და საბოლოოდ 2018 წელს წინა წელთან შედარებით 3.1 პროცენტით შემცირდა. კლება დაფიქსირდა როგორც ინფრასტრუქტურულ მშენებლობებში, რისი მიზეზიც ძირითადად სამთავრობო პროექტების ნაწილის შენელება იყო, ასევე კერძო მშენებლობებში. მცირე ზრდა დაფიქსირდა სოფლის მეურნეობაში (იხ. ცხრილი N 1.3). ცხრილი N 1.3 მთლიანი შიდა პროდუქტი დარგობრივ ჭრილში 2016 რეალურ ი ზრდა სოფლის მეურნეობა, ნადირობა და სატყეო მეურნეობა, მეთევზეობა და თევზჭერა სამთომოპოვებითი მრეწველობა დამამუშავებელი მრეწველობა 2018 2017 წვლილ ი ზრდაში რეალურ ი ზრდა წვლილ ი ზრდაში რეალურ ი ზრდა წვლილ ი ზრდაში 0.3% 0.0% -3.8% -0.3% 0.7% 0.0% 9.5% 4.3% 0.1% 0.4% 6.5% 5.1% 0.1% 0.4% 7.6% 3.2% 0.1% 0.3% ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყლის წარმოება და განაწილება 4.9% 0.1% 4.2% 0.1% 0.1% 0.0% პროდუქციის გადამუშავება შინამეურნეობების მიერ 4.0% 0.1% -4.5% -0.1% 2.8% 0.0% 10.0% 0.7% 13.5% 1.0% -3.1% -0.3% 2.4% 0.4% 4.6% 0.7% 5.9% 0.9% 12.9% -3.0% -3.1% 9.7% 0.3% -0.2% -0.1% 0.3% 10.7% 6.5% 5.4% 9.2% 0.3% 0.4% 0.1% 0.3% 9.7% 9.4% 5.8% 13.5% 0.2% 0.6% 0.1% 0.5% ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და კომერციული მომსახურება 5.9% 0.3% 8.4% 0.5% 12.1% 0.7% საკუთარი საცხოვრისის გამოყენების პირობითი რენტა 2.2% 0.1% 3.2% 0.1% 1.2% 0.0% სახელმწიფო მმართველობა განათლება 1.7% 3.1% 0.1% 0.1% 3.4% 2.6% 0.3% 0.1% 0.9% 3.4% 0.1% 0.1% ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური მომსახურება 1.4% 0.1% 1.7% 0.1% 6.2% 0.3% 1.0% 0.0% 4.1% 0.1% 13.2% 0.4% -1.0% 0.0% -1.8% 0.0% 2.6% 0.0% 9.1% -0.1% 6.7% -0.1% 12.2% -0.2% 1.3% 3.4% 0.2% 0.0% 2.8% 5.6% 4.8% 0.8% 0.0% 4.8% 4.9% 7.9% 0.7% 0.0% 4.7% მშენებლობა ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი სარგებლობის საგნების რემონტი სასტუმროები და რესტორნები ტრანსპორტი კავშირგაბმულობა საფინანსო საქმიანობა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურება შინამოსამსახურის საქმიანობა და შინამეურნეობების საქმიანობა, დაკავშირებული საქონლისა და მომსახურების წარმოებასთან საკუთარი მოხმარებისთვის ფინანსური შუამავლობის მომსახურების არაპირდაპირი შეფასება გადასახადები პროდუქციაზე (+) სუბსიდიები პროდუქციაზე (-) მშპ საბაზრო ფასებში წყარო: საქსტატი 42 მოთხოვნა 2018 წელს ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი წმინდა ექსპორტი იყო, 4.7 პროცენტიანი ზრდიდან 3.3 პპ წმინდა ექსპორტზე და 1.4 პპ შიდა მოთხოვნაზე მოდიოდა, ხოლო ინვესტიციების წვლილი ნულთან ახლოს იყო. 2018 წელს ძლიერი იყო საგარეო მოთხოვნა. საქონლის ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც ნომინალურ, ისე რეალურ (ეროვნული ბანკის შეფასებით) გამოხატულებაში (იხ. დიაგრამა N 1.18). ამავე დროს, იმპორტი ექსპორტის ზრდის ტემპს ჩამორჩებოდა. წლის განმავლობაში საგრძნობლად იზრდებოდა ქვეყანაში შემომსვლელ ვიზიტორთა რაოდენობა, რაც ტურისტული შემოსავლების მატებასა და, შესაბამისად, მომსახურების ექსპორტის ზრდაზე აისახებოდა. დიაგრამა N 1.18 საქონლისა და მომსახურების ექსპორტ-იმპორტის რეალური ზრდა 25% ექსპორტი იმპორტი 20% 15% 10% 5% 0% შეფასება -5% 2011 2012 2013 2014 2015 2016 2017 2018 წყარო: საქსტატი და საქართველოს ეროვნული ბანკის შეფასება 2018 წელს ინვესტიციების ფარდობამ მთლიან შიდა პროდუქტთან 33 პროცენტი შეადგინა. ბოლო წლების მანძილზე ეს მაჩვენებელი სტაბილურია და საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის ადეკვატური დონედ შესაძლებელია მივიჩნიოთ. მისი შენარჩუნება კაპიტალის აკუმულაციის მეშვეობით, ქვეყნის განვითარების ამ ეტაპზე, გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას უწყობს ხელს (იხ. დიაგრამა N 1.19). გასული წლის ეკონომიკურ ზრდაში ინვესტიციების მოკრძალებული წვლილის ერთ-ერთ მიზეზად შესაძლებელია მშენებლობის შემცირება ჩავთვალოთ. 43 დიაგრამა N 1.19 ინვესტიციების ფარდობა მშპ-თან 40% 35% 30% 31% 32% 33% 31% 32% 30% 29% 26% 26% 25% 32% 33% 32% 33% 25% 22% 20% 15% 13% 10% 5% 0% 2003 2004 2005 2006 2007 2008 2009 2010 2011 2012 2013 2014 2015 2016 2017 2018 წყარო: საქსტატი და საქართველოს ეროვნული ბანკის გაანგარიშება 2018 წლის პირველ ნახევარში როგორც კერძო, ასევე სამთავრობო მოხმარების გარკვეული გამოცოცხლება შეინიშნებოდა. თუმცა წლის მეორე ნახევარში ორივე სექტორის მოხმარების შენელების ტენდენცია გამოიკვეთა. კერძო მოხმარების შემცირება ნაწილობრივ უკავშირდება საცალო დაკრედიტების შენელებას, რაც გასული წლის მაისიდან პასუხისმგებლიან დაკრედიტებასთან დაკავშირებული რეგულაციების ამოქმედებას უკავშირდება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ რეგულაციების შედეგად კერძო მოხმარების შემცირება მეტწილად იმპორტულ საქონელს შეეხებოდა, რამაც შესაბამისად წმინდა ექსპორტზე ზრდის მიმართულებით იმოქმედა. რაც შეეხება სამთავრობო სექტორს, მესამე კვარტალში შენელების მიუხედავად, წლიურად ზომიერი ზრდა დაფიქსირდა. 44 დიაგრამა N 1.20 მშპ-ს ზრდა დანახარჯების მიხედვით 12.0% 10.0% 8.0% 6.0% 6.4% 6.1% 4.0% 2.0% 4.7% 3.4% 4.6% -3.3% 2.8% 2.9% 4.2% 4.7% 4.0% 1.2% -0.3% 2016 2017 ინვესტიციები მოხმარება -3.4% -4.0% 4.8% 2.8% 2.6% 0.8% -0.5% 3.8% 0.6% 0.0% -2.0% 6.7% 5.0% -6.2% -3.7% 2014 2015 3.3% 0.0% 1.4% -6.0% -8.0% 2012 2013 საქონლისა და მომსახურების წმინდა ექსპორტი 2018 მშპ–ს ზრდა წყარო: საქსტატი და საქართველოს ეროვნული ბანკის გაანგარიშება 1.4 ინფლაცია 2018 წლის დასაწყისში წინა წელს თამბაქოს პროდუქტებსა და საწვავზე გაზრდილი აქციზის გადასახადის გავლენა ინფლაციაზე ამოიწურა და, როგორც მოსალოდნელი იყო, წლიური ინფლაციის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა. წლის განმავლობაში ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელთან (3 პროცენტი) ახლოს, ძირითადად მის ქვემოთ, ნარჩუნდებოდა მიუხედავად იმისა, რომ წლის მანძილზე კვლავ მნიშვნელოვნად გაძვირდა თამბაქო და საწვავი, ხოლო წლის დასაწყისიდან წყლისა და ელექტროენერგიის ტარიფმაც მოიმატა. ამას დაემატა დეკემბერში პურის გაძვირება, თუმცა, მიუხედავად ამისა, დეკემბერში ინფლაცია წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე - 1.5 პროცენტამდე შემცირდა. საბოლოოდ, წლიურმა ინფლაციამ წლის განმავლობაში საშუალოდ 2.6 პროცენტი შეადგინა. საბაზო ინფლაცია (ინფლაცია სურსათის, ენერგომატარებლებისა და თამბაქოს ფასების ცვლილების გარეშე), საწვავსა და თამბაქოზე შედარებით მაღალი ფასების გამო, წლის განმავლობაში საერთო ინფლაციაზე მნიშვნელოვნად ნაკლები იყო და საშუალოდ 1.2 პროცენტს შეადგენდა (იხ. დიაგრამა N 1.21). საბაზო ინფლაციაზე დაკვირვება მნიშვნელოვანია ფასების დონის გრძელვადიანი ტრენდის შეფასებისთვის. დაბალი საბაზო ინფლაცია მომავალში მთლიანი ინფლაციის მაჩვენებლის შემცირების სიგნალს იძლევა. 45 მთლიანი ინფლაცია დეკ-18 აგვ-18 აპრ-18 დეკ-17 აგვ-17 აპრ-17 დეკ-16 აგვ-16 აპრ-16 დეკ-15 აგვ-15 აპრ-15 აგვ-14 დეკ-14 აპრ-14 დეკ-13 აგვ-13 აპრ-13 დეკ-12 აგვ-12 აპრ-12 დეკ-11 აგვ-11 აპრ-11 დეკ-10 აგვ-10 აპრ-10 დეკ-09 დიაგრამა N 1.21 მთლიანი და საბაზო (სურსათისა, ენერგომატარებლების და თამბაქოს გარეშე) ინფლაციები 16% 14% 12% 10% მიზნობრივი მაჩვენებელი 8% 6% 4% 1.5% 2% 0% 0.4% -2% -4% -6% საბაზო ინფლაცია (სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს გარეშე) წყარო: საქსტატი 2018 წლის განმავლობაში ინფლაციაზე მნიშვნელოვან გავლენას, როგორც აღვნიშნეთ, საწვავსა და თამბაქოს პროდუქტებზე მომატებული ფასები ახდენდა (იხ. დიაგრამა N 1.22). ამ პროდუქტების გავლენა ინფლაციაზე წლის მანძილზე საშუალოდ, შესაბამისად, 0.5 და 0.3 პპ იყო. საწვავის ფასის მატება ძირითადად მსოფლიოში ნავთობის ფასის მატებას დინამიკას უკავშირდებოდა, რომელიც 2018 წლის პირველი სამი კვარტალის განმავლობაში ფიქსირდებოდა. თუმცა, წლის ბოლოსკენ ნავთობზე ფასები მნიშვნელოვნად შემცირდა, რამაც საწვავზე ფასების კლება გამოიწვია. შესაბამისად, დეკემბერში საწვავის ფასების ცვლილების წვლილმა წლიურ ინფლაციაში 0.3 პპ-მდე იკლო. 2018 წლის იანვრიდან წყლისა და ელექტროენერგიის გადასახადების მატების გავლენა ინფლაციაზე წლის განმავლობაში 0.2 პპ შეადგენდა. დაბალ ნიშნულზე იყო სურსათის ინფლაციაც. ხორცის პროდუქტებზე შედარებით მეტად გაზრდილ ფასებს ხილისა და ბოსტნეულის დაბალი ინფლაცია და შაქრის შემცველ პროდუქტებზე შემცირებული ფასები აბალანსებდა. დეკემბერში გასული წლის დეკემბერთან შედარებით 13.3 პროცენტით მოიმატა პურის ფასმა, რომელსაც სამომხმარებლო კალათაში ყველაზე დიდი წონა (3.6 პროცენტი) აქვს, რითაც წლიურ ინფლაციაში 0.5 პპ-იანი წვლილი შეიტანა. თუმცა, ამით საერთო სურათი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. საბოლოოდ, სურსათის ინფლაციამ წლის განმავლობაში საშუალოდ 2.3 პროცენტი, ხოლო მთლიან ინფლაციაში წვლილმა 0.6 პპ შეადგინა. 46 დიაგრამა N 1.22 საწვავის, სურსათის, ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს და კომუნალური გადასახადების წვლილი მთლიან ინფლაციაში 8% 7% 6% 5% 4% 3% 2% 1% 0% -1% ნოე-18 სექ-18 ივლ-18 მაი-18 მარ-18 იან-18 ნოე-17 სექ-17 ივლ-17 მაი-17 მარ-17 იან-17 ნოე-16 სექ-16 ივლ-16 მაი-16 მარ-16 იან-16 -2% სურსათი საწვავი კომუნალური გადასახადები თამბაქო დანარჩენი ინფლაცია წყარო: საქსტატი და საქართველოს ეროვნული ბანკის გაანგარიშებები წლის განმავლობაში იმპორტირებული და ადგილობრივად წარმოებული საქონლის საშუალო ინფლაცია დაახლოებით თანაბარი იყო და, შესაბამისად, 3.2პროცენტი და 3.0 პროცენტს შეადგენდა. იმპორტირებული პროდუქტების ინფლაცია ადგილობრივთან შედარებით უფრო ხშირად მაღალი მერყეობით გამოირჩევა და ამ მხრივ გამონაკლისი არც გასული წელი იყო. იმპორტირებული საქონლის ფასებზე მნიშვნელოვან გავლენას საწვავისა და თამბაქოს პროდუქტების გაძვირება ახდენდა. იმპორტირებული ინფლაციის წვლილი საერთო ინფლაციაში საშუალოდ დაახლოებით 0.7 პპ-ს შეადგენდა. თუ ამ მაჩვენებელს თამბაქოსა და საწვავის გავლენას გამოვაკლებთ, რომელიც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 0.8 პპ იყო, ინფლაციაზე დანარჩენი იმპორტირებული საქონლის გავლენას უარყოფითს (-0.1 პპ) მივიღებთ. შერეული საქონლის ინფლაცია, რომლის წარმოებაში იმპორტირებული საქონელიც მონაწილეობს, წლის განმავლობაში საშუალოდ 0.9პროცენტი, ხოლო მისი გავლენა ინფლაციაზე უმნიშვნელო იყო (იხ. დიაგრამა N 1.23). საერთო ჯამში, იმპორტირებული საქონელზე (საწვავის და თამბაქოს ნაწარმის გარდა), წინა წელთან შედარებით, ფასების უმნიშვნელო ცვლილების ერთ-ერთ ფაქტორად შესაძლებელია ლარის ნომინალური და რეალური ეფექტური კურსის გამყარება დავასახელოთ. კერძოდ, 2018 წლის განმავლობაში ლარის ნომინალური და რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი, შესაბამისად, 8.2 და 3.4 პროცენტით გამყარდა. 47 დიაგრამა N 1.23 იმპორტირებული და ადგილობრივი საქონლის ინფლაცია15 15% 10% 5% 2.6% 0.8% 0% -1.7% -5% -10% იმპორტული შერეული ოქტ-18 ივლ-18 აპრ-18 იან-18 ოქტ-17 ივლ-17 აპრ-17 იან-17 ოქტ-16 აპრ-16 ივლ-16 იან-16 ოქტ-15 ივლ-15 აპრ-15 იან-15 ოქტ-14 ივლ-14 იან-14 აპრ-14 ოქტ-13 ივლ-13 აპრ-13 იან-13 -15% ადგილობრივი წყარო: საქსტატი და საქართველოს ეროვნული ბანკის გაანგარიშებები ზემოაღნიშნული სასაქონლო ჯგუფების გარდა, გასულ წელს ყურადღებას იქცევდა „ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის“ ჯგუფის გაიაფება, რაც, ზოგადად, ბოლო წლების ტენდენციას წარმოადგენს. 2010-2017 წლებში ტანსაცმელი და ფეხსაცმელი წლიურად საშუალოდ 3-4 პროცენტით იაფდებოდა. 2018 წელს ფასების კლება კიდევ უფრო აჩქარდა და უკვე 6.0 პროცენტი შეადგინა. ეს ფაქტი შეიძლება, დამატებით, ლარის კურსის თურქულ ლირასთან გამყარებას და, აქედან გამომდინარე, თურქეთიდან გაიაფებულ იმპორტს დავუკავშიროთ. გასული წლების ფასების ზრდის ტენდენცია გაგრძელდა ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში და წლის განმავლობაში საშუალოდ 4.8 პროცენტით მოიმატა, საიდანაც გაძვირება სამედიცინო მომსახურებაზე (3.2 პროცენტი) მეტად წამლებზე (8.5 პროცენტი) იყო შესამჩნევი. ტრანსპორტის მნიშვნელოვანი გაძვირება საწვავის ფასების ზრდას უკავშირდება (იხ. ცხრილი N 1.4). 15 იმპორტირებული და ადგილობრივი საქონლის ინფლაცია ეროვნული ბანკის მიერ სტატისტიკის დეპარტამენტიდან მიღებული სამომხმარებლო კალათის ცალკეული კომპონენტების ინდექსების მიხედვით გამოითვლება. 48 ცხრილი N 1.4 ინფლაციის (სფი) მაჩვენებლები ცალკეული კომპონენტების მიხედვით (პროცენტი), მათი წონა სამომხმარებლო კალათაში (პროცენტი) და ზეგავლენა სფი-ზე (პროცენტული პუნქტი) დეკ18/დეკ17 იან18დეკ18/იან18დეკ18 2017 წლის დეკემბრის წონები ინფლაცია წვლილი ინფლაცია წვლილი სულ 100.0% 1.5% 1.5% 2.6% 2.6% სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 30.3% 1.7% 0.5% 2.2% 0.7% სურსათი 26.9% 1.7% 0.5% 2.3% 0.6% პური და პურპროდუქტები 5.6% 8.8% 0.5% 1.8% 0.1% ხორცი და ხორცპროდუქტები 6.1% 4.5% 0.3% 4.0% 0.2% თევზეული 0.5% 11.1% 0.1% 4.9% 0.0% რძე, ყველი და კვერცხი 5.2% 0.4% 0.0% 1.7% 0.1% ზეთი და ცხიმი 1.7% 1.0% 0.0% 3.6% 0.1% ხილი, ყურძენი 1.3% -17.5% -0.2% 2.8% 0.0% ბოსტნეული, ბაღჩეული, კარტოფილის და სხვა ბოლქვოვანების ჩათვლით 3.1% -3.2% -0.1% 2.4% 0.1% შაქარი, ჯემი, თაფლი, სიროფები, შოკოლადი, საკონდიტრო ნაწარმი 2.6% -4.3% -0.1% -2.7% -0.1% კვების სხვა პროდუქტები 0.7% 2.7% 0.0% 3.8% 0.0% უალკოჰოლო სასმელები 3.4% 1.2% 0.0% 1.6% 0.1% ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო 6.7% 4.9% 0.3% 5.9% 0.4% ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 3.6% -6.6% -0.2% -6.0% -0.2% საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები 8.5% 3.1% 0.3% 4.3% 0.4% ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება 6.4% 0.5% 0.0% 1.4% 0.1% ჯანმრთელობის დაცვა 8.6% 2.9% 0.2% 4.8% 0.4% ტრანსპორტი 12.6% 1.7% 0.2% 4.6% 0.6% კავშირგაბმულობა 3.9% -2.6% -0.1% -1.6% -0.1% დასვენება, გართობა და კულტურა 5.8% 1.1% 0.1% 1.5% 0.1% განათლება 4.6% 1.9% 0.1% 1.6% 0.1% სასტუმროები, კაფეები და რესტორნები 4.0% 1.8% 0.1% 3.6% 0.1% სხვადასხვა საქონელი და მომსახურება 5.1% 0.6% 0.0% 1.0% 0.1% წყარო: საქსტატი მოთხოვნის მხრიდან ფასებზე ზემოქმედების დაკვირვებისათვის საყურადღებოა ვაჭრობადი და არავაჭრობადი საქონლის ფასების დინამიკა (იხ. დიაგრამა N 1.24). წლის განმავლობაში არავაჭრობადი საქონლის ფასების შედარებით დაბალი ზრდა მოთხოვნის მხრიდან ფასების ზრდის მიმართულებით სუსტ ზეწოლაზე მიუთითებს. 49 დიაგრამა N 1.24 ვაჭრობადი და არავაჭრობადი პროდუქტების ინფლაცია 10.0% 8.0% 6.0% 4.0% 2.0% 0.0% -2.0% -4.0% ვაჭრობადი არავაჭრობადი სექ-18 ივნ-18 მარ-18 დეკ-17 სექ-17 ივნ-17 მარ-17 დეკ-16 სექ-16 ივნ-16 მარ-16 დეკ-15 სექ-15 ივნ-15 მარ-15 დეკ-14 სექ-14 ივნ-14 მარ-14 დეკ-13 სექ-13 ივნ-13 მარ-13 დეკ-12 -6.0% წყარო: საქსტატი და საქართველოს ეროვნული ბანკის გაანგარიშებები 2018 წლის განმავლობაში წინა წელთან შედარებით, ფასები ყველაზე მეტად (4.2 პროცენტით) ხანმოკლე მოხმარების საქონელზე იზრდებოდა. ამის მთავარი მიზეზი საწვავისა და თამბაქოს პროდუქტების გაძვირება იყო. წლის განმავლობაში შემცირდა ფასები საშუალო და ხანგძლივი მოხმარების საქონელზე. საშუალო წლიურმა ინფლაციამ მომსახურებაზე 2.1 პროცენტი შეადგინა. მომსახურების ინფლაცია, თავის მხრივ, ასევე მოთხოვნის მხრიდან ფასებზე მომდინარე ზეწოლის ერთგვარი მანიშნებელია. ამ შემთხვევაში, მომსახურებაში დაბალი ინფლაციის მაჩვენებელი მოთხოვნის მხრიდან სუსტ ინფლაციურ ზეწოლაზე მიუთითებს. დიაგრამა N 1.25 წლიური ინფლაციის მაჩვენებლების ხანგრძლივობის მოხმარების საქონლისა და მომსახურებისათვის ცვლილება სხვადასხვა იან-16 თებ-16 მარ-16 აპრ-16 მაი-16 ივნ-16 ივლ-16 აგვ-16 სექ-16 ოქტ-16 ნოე-16 დეკ-16 იან-17 თებ-17 მარ-17 აპრ-17 მაი-17 ივნ-17 ივლ-17 აგვ-17 სექ-17 ოქტ-17 ნოე-17 დეკ-17 იან-18 თებ-18 მარ-18 აპრ-18 მაი-18 ივნ-18 ივლ-18 აგვ-18 სექ-18 ოქტ-18 ნოე-18 დეკ-18 14% 12% 10% 8% 6% 4% 2% 0% -2% -4% -6% -8% ხანმოკლე მოხმარების საქონელი საშუალო ხანგრძლივობის მოხმარების საქონელი ხანგრძლივი მოხმარების საქონელი მომსახურება წყარო: საქსტატი 50 2 ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკა 2.1 ფულად-საკრედიტო პოლიტიკა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, ეროვნული ბანკის ძირითად ამოცანას ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა წარმოადგენს16. ფასების სტაბილურობა გულისხმობს საშუალოვადან პერიოდში ინფლაციის ისეთი დონის არსებობას, რაც ოპტიმალურია გრძელვადიან პერიოდში მაღალი და მდგრადი ეკონომიკური ზრდისათვის. ფასების სტაბილურობის მიღწევის მიზნით მონეტარული პოლიტიკის წარმართვისას საქართველოს ეროვნული ბანკი ინფლაციის თარგეთირების რეჟიმს იყენებს. აღნიშნული რეჟიმი, რომელიც ყველაზე თანამედროვე და ეფექტიან მოდელად ითვლება, გულისხმობს ინფლაციის სამიზნე მაჩვენებლის წინასწარ გამოცხადებას და შემდგომ პოლიტიკის იმგვარად განხორციელებას, რომ საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია მიზნობრივ დონესთან ახლოს იყოს. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, რომელიც ინფლაციის პროგნოზის შესაბამისად იცვლება. თუ ინფლაციის პროგნოზირებული მაჩვენებელი მიზნობრივ დონეზე მაღალი იქნება, საქართველოს ეროვნული ბანკი გაამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას და პირიქით. ეს მიდგომა უზრუნველყოფს როგორც ფასების სტაბილურობას, ასევე, სხვა ალტერნატივებთან შედარებით, ყველაზე დაბალ და გრძელვადიან საპროცენტო განაკვეთებს. ამასთანავე, მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტების და გადაცემის მექანიზმის განვითარებასთან ერთად, მცირდება საზოგადოებრივი დანახარჯიც ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. სწორედ ამიტომ, ეროვნული ბანკი მუდმივად ზრუნავს ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ინსტრუმენტების დახვეწასა და მონეტარული გადაცემის მექანიზმის ეფექტიანობის ზრდაზე. ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას ახორციელებს მის მიერ შემუშავებული და საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად17, რომელთა მიხედვითაც, განვითარების არსებულ ეტაპზე, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 2017 წელს 4 პროცენტი იყო, ხოლო 2018-2020 წლისათვის მის გრძელვადიან მაჩვენებლამდე - 3 პროცენტამდე - შემცირდა. აღსანიშნავია, რომ განვითარებულ ეკონომიკებთან შედარებით, გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებისთვის დამახასიათებელია შედარებით მაღალი ინფლაცია, რაც ამ ქვეყნებში, განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, პროდუქტიულობის ზრდის უფრო სწრაფ ტემპს უკავშირდება (Balassa, 1964; Samuelson, 1964) 18,19. 16 „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონი, მესამე მუხლის 1-ლი პუნქტი. საქართველოს პარლამენტის დადგენილება „საქართველოს 2018-2020 წლების ფულად საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ”, 1-ლი პუნქტი. 17 18 Balassa, B. (1964), “The Purchasing Power Parity Doctrine: A Reappraisal”, Journal of Political Economy, 72, 584-96. 19 Samuelson, P (1964), “Theoretical Notes on Trade Problems”, Review of Economics and Statistics, 23, 1-60. 51 საქართველოში, ისევე როგორც ღია ეკონომიკის მქონე სხვა ქვეყნებში, გარდაუვალია ეგზოგენური (მონეტარული პოლიტიკისგან დამოუკიდებელი) შოკები, რომელთა გავლენითაც ინფლაცია, შესაძლებელია, მიზნობრივი მაჩვენებლიდან გადაიხაროს. მონეტარული პოლიტიკა მოთხოვნაზე ზემოქმედების ინსტრუმენტია, სწორედ ამიტომ, ცენტრალური ბანკები, ძირითადად, მოთხოვნის შოკებზე რეაგირებენ, რადგან მიწოდების შოკებზე რეაგირება ეკონომიკისთვის დიდ დანახარჯებთან არის დაკავშირებული და ეკონომიკური ზრდის მერყეობას და, შედეგად, გრძელვადიან პერიოდში, დასაქმების შემცირებას გამოიწვევს. ამასთანავე, როგორც Bernanke & Blinder (1992) და Bernanke & Gertler (1995) კვლევები აჩვენებს, მონეტარული პოლიტიკის ცვლილების გადაცემას ეკონომიკაზე გარკვეული დრო სჭირდება20, შესაბამისად, მიზანშეწონილია მოკლევადიან პერიოდში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლიდან გადახრის დაშვება, თუ, პროგნოზით, საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია მის მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდება. იმ შემთხვევაში კი, თუ აღნიშნული ტიპის შოკი გაზრდის ინფლაციის მოლოდინებსა და ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელს, ეროვნული ბანკი შესაბამისად შეცვლის პოლიტიკას. როგორც ცნობილია, 2017 წელს, ძირითადად ერთჯერადი ფაქტორების ზეგავლენით, (აქციზის გადასახადის ზრდა საწვავსა და თამბაქოზე) ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის მაღლა ნარჩუნდებოდა, რაც უარყოფითად მოქმედებდა ინფლაციის მოლოდინებზე. შედეგად, მიუხედავად იმისა, რომ გამოშვება პოტენციურ დონეზე დაბალი იყო, ეროვნული ბანკი ინფლაციის მოლოდინების მოსათოკად მონეტრულ პოლიტიკას ზომიერად გამკაცრებულ რეჟიმში ინარჩუნებდა. ერთჯერადი ფაქტორები ინფლაციაზე მხოლოდ დროებით ახდენს გავლენას. ეროვნული ბანკი საჯარო კომუნიკაციაში ყოველთვის ხაზს უსვამდა იმ ფაქტს, რომ ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი დროებითი მოვლენაა და არსებული პროგნოზები 2018 წლის დასაწყისში ინფლაციის შემცირებაზე მიუთითებდა. ეროვნული ბანკის პროგნოზის შესაბამისად, 2018 წლის დასაწყისში, ერთჯერადი ფაქტორების ძირითადი ნაწილის განეიტრალებასთან ერთად, ინფლაციის მაჩვენებელი შემცირდა და წლის განმავლობაში, ძირითადად, მიზნობრივი მაჩვენებლის (3 პროცენტი) ქვემოთ ნარჩუნდებოდა. 2018 წლის განმავლობაში მოთხოვნა, წინა პერიოდების მსგავსად, პოტენციურ დონეზე ქვემოთ ნარჩუნდებოდა, რაც ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით მოქმედებდა. თუმცა, წლის პირველ ნახევარში ეკონომიკური აქტივობა მოსალოდნელზე სწრაფი ტემპით უმჯობესდებოდა. ამავდროულად, 2018 წლის დასაწყისში საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე გამოვლენილი მერყეობის და თურქეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე, მნიშვნელოვნად გაიზარდა სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან ინფლაციის გადმოცემის რისკები. ამასთანავე, წლის დასაწყისში ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით მოქმედებდა ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურება. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა პოლიტიკის განაკვეთის საშუალოვადიან პერიოდში ნეიტრალურ დონემდე შემცირების საჭიროება, საქართველოს ეროვნული ბანკი წლის პირველ ნახევარში 20 Bernanke & Blinder (1992) „The Federal Funds Rate and the Channels of Monetary Transmission”, American Economic Review; vol. 82, issue 4, 901-21. Bernanke & Gertler (1995) „Inside the Black Box: The Credit Channel of Monetary Policy Transmission“, the Journal of Economic Perspectives, Vol. 9, No. 4 (Autumn, 1995), pp. 27-48 52 მონეტარულ პოლიტიკას კვლავ ზომიერად გამკაცრებულ რეჟიმში ინარჩუნებდა, რაც პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად, 7.25 პროცენტზე დატოვებაში გამოიხატა. ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით მოქმედი რისკების შემცირებისა და ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის მოსალოდნელზე სწრაფი გამყარების შედეგად იკლო ინფლაციურმა ზეწოლამ. შედეგად, როგორც მოსალოდნელი იყო, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ივლისში ზომიერად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლის პროცესი დაიწყო და პოლიტიკის განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით 7.00 პროცენდამდე შეამცირა. ამასთანავე, ეროვნული ბანკის განცხადების მიხედვით, პროგნოზები მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის საშუალოვადიან პერიოდში კვლავ ნეიტრალურ დონემდე შემცირების საჭიროებაზე მიუთითებდა, თუმცა, გამკაცრებული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლის სიჩქარე დამოკიდებული იყო, ერთი მხრივ, პოტენციური დონიდან მოთხოვნის ჩამორჩენაზე, ხოლო მეორე მხრივ, რეგიონში გაზრდილი მაკროეკონომიკური რისკების საქართველოს ეკონომიკაზე გადმოცემის სიძლიერეზე. წლის მეორე ნახევარში შენელდა ეკონომიკური აქტივობა და, შესაბამისად, შერბილდა ერთობლივი მოთხოვნიდან მომდინარე ინფლაციის შემცირების წნეხი. ასევე, 2018 წლის მეორე ნახევარში საგარეო სექტორიდან მომდინარე მაკროეკონომიკური რისკების ზრდა ნეგატიური მოლოდინების გააქტიურებასა და სავალუტო ბაზარზე მერყეობის ზრდას უწყობდა ხელს. შედეგად, გიზარდა ინფლაციის პროგნოზზე ზრდის მიმართულებით მოქმედი რისკები. შესაბამისად, წლის დარჩენილ პერიოდში მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად შენარჩუნება (იხ. დიაგრამა N 2.1). დიაგრამა N 2.1 მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი აღწერილი ფაქტორების ფონზე, არსებული რისკების მიუხედავად, ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივ დონესთან ახლოს ნარჩუნდებოდა. 2018 წლის დეკემბერში ინფლაციამ 1.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო წლის განმავლობაში საშუალოდ 2.6 პროცენტი 53 იყო. აღსანიშნავია, რომ სურსათის, ენერგომატარებლებისა და თამბაქოს ეფექტის გამორიცხვით, ინფლაციის მაჩვენებელი წლის განმავლობაში საშულოად 1.2 პროცენტს უდრიდა. დიაგრამა N 2.2 მთლიანი ინფლაცია და ინფლაცია სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს გამორიცხვით % 16 საბაზო ინფლაცია (სურსათისა, ენერგომატარებლების და თამბაქოს გარეშე) წლიური ინფლაცია 14 12 10 8 6 სამიზნე მაჩვენებელი 4 2 1.5% 0.4% 0 -2 -4 იან-10 აპრ-10 ივლ-10 ოქტ-10 იან-11 აპრ-11 ივლ-11 ოქტ-11 იან-12 აპრ-12 ივლ-12 ოქტ-12 იან-13 აპრ-13 ივლ-13 ოქტ-13 იან-14 აპრ-14 ივლ-14 ოქტ-14 იან-15 აპრ-15 ივლ-15 ოქტ-15 იან-16 აპრ-16 ივლ-16 ოქტ-16 იან-17 აპრ-17 ივლ-17 ოქტ-17 იან-18 აპრ-18 ივლ-18 ოქტ-18 -6 წყარო: საქსტატი და საქართველოს ეროვნული ბანკის გაანგარიშებები 2018 წლის პირველ ნახევარში მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდისა და გაუმჯობესებული ეკონომიკური აქტივობის გათვალისწინებით, ეროვნულმა ბანკმა 2018 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განაახლა და იგი 4.8 პროცენტიდან 5.5 პროცენტამდე გაზარდა. საბოლოოდ, 2018 წელს ეკონომიკური ზრდა განახლებულ პროგნოზზე დაბალი იყო და 4.7 პროცენტი შეადგინა. ეს ძირითადად დაგეგმილზე მცირე ფისკალურ სტიმულსა და მოსალოდნელზე დაბალ საგარეო მოთხოვნას უკავშირდება. ზოგადად, 2018 წელს საგარეო სექტორს საქართველოს ეკონომიკის ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა. კერძოდ, წლის პირველ ნახევარში, მოსალოდნელზე ძლიერი საგარეო მოთხოვნა ხელს უწყობდა როგორც საქონლისა და მომსახურების ექსპორტის, ასევე ტურისტული შემოსავლების ზრდას. მნიშვნელოვნად მოიმატა ფულადი გზავნილებისა და უცხოური ინვესტიციების მოცულობამაც, რაც შიდა მოთხოვნის გაუმჯობესებას იწვევდა. ამასთან, ზომიერად იზრდებოდა მოხმარება და იმპორტი. აღნიშნული დინამიკა აისახა 2018 წლის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესებაშიც, რაც 2018 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის 1.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 7.7 პროცენტი შეადგინა. მაღალი ეკონომიკური აქტივობის მიუხედავად, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი კვლავ ჩამორჩება პოტენციურ დონეს და, შესაბამისად, ამ ეტაპზე მოთხოვნის მხრიდან მომდინარე ინფლაციურ რისკებს არ წარმოქნის. ეროვნული ბანკის მიერ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შერბილების დაწყებამ როგორც შინამეურნეობებზე ასევე იურიდიულ პირებზე ეროვნული ვალუტით 54 გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთებზე შემცირების მიმართულებით იმოქმედა (იხ. დიაგრამა N 2.3). კერძოდ, საპროცენტო განაკვეთები შემცირდა შინამეურნეობების როგორც იპოთეკურ, ასევე სამომხმარებლო სესხებზე. 2018 წლის ბოლოსთვის, საპროცენტო განაკვეთებმა იპოთეკურ სესხებზე წლიურად 1.5 პროცენტული პუნქტით იკლო. ამასთანავე, იურიდიულ პირებზე ლარით გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 0.4 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული. დიაგრამა N 2.3 მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი და საპროცენტო განაკვეთი სესხებზე სექ-18 მაი-18 იან-18 სექ-17 მაი-17 იან-17 სექ-16 მაი-16 იან-16 სექ-15 მაი-15 სექ-14 იან-15 მაი-14 სექ-13 იან-14 7.0% მაი-13 0.0% იან-13 9.0% სექ-12 2.0% მაი-12 11.0% იან-12 4.0% სექ-11 13.0% მაი-11 6.0% იან-11 15.0% სექ-10 8.0% მაი-10 17.0% იან-10 10.0% პოლიტიკის განაკვეთი (მარცხენა ღერძი) საპროცენტო განაკვეთი იურიდიული პირებისათის ლარის სესხებზე (მარჯვენა ღერძი) წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი როგორც აღვნიშნეთ, ინფლაციის თარგეთირების პირობებში, ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ეროვნული ბანკის მთავარ ინსტრუმენტს მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთი წარმოადგენს. თავის მხრივ, საპროცენტო განაკვეთების მართვა ლიკვიდობის მართვის ჩარჩოს გამოყენებით ხდება. საქართველოს ეროვნული ბანკის ლიკვიდობის მართვის ჩარჩო მოიცავს როგორც ლიკვიდობის მიწოდების, ასევე ლიკვიდობის ამოღების ინსტრუმენტებს. კერძოდ, ღია ბაზრის ოპერაციებს (რეფინანსირების სესხები და სადეპოზიტო სერთიფიკატები), მინიმალურ სარეზერვო მოთხოვნებსა და მუდმივმოქმედ ინსტრუმენტებს. საბანკო სისტემისთვის ლარის საკმარისი რესურსის ხელმისაწვდომობა და, ამავდროულად, ეფექტიანი მართვა, მნიშვნელოვანია ლარის დაკრედიტების წახალისებისა და დედოლარიზაციის ხელშეწყობისთვისაც. ბოლო წლების განმავლობაში საბანკო სისტემა ლიკვიდობის დეფიციტის პირობებში ოპერირებს, რის გამოც ბაზრიდან საშუალოვადიანი ლიკვიდობის სტერილიზაციის (ლიკვიდობის ამოღება) საჭიროება აღარ არის. მიუხედავად ამისა, ეროვნული ბანკი წლის განმავლობაში აგრძელებდა 3 თვიანი სადეპოზიტო სერთიფიკატების გამოშვებას, რომლის მიზანსაც შემოსავლიანობის მრუდის მოკლევადიანი ნაწილის მხარდაჭერა წარმოადგენდა. შედეგად, ამ ოპერაციებით ეროვნული ბანკი სადეპოზიტო სერტიფიკატების ნაშთს მინიმალურ დონეზე ინარჩუნებდა. 2018 წელს ლიკვიდობის სამართავად ბანკები აქტიურად იყენებდენ რეფინანსირების სესხების ინსტრუმენტს. აღსანიშნავია, რომ 2018 55 წელს მთავრობის ოპერაციები არათანაბარ გავლენას ახდენდა საბანკო სისტემის ლიკვიდობაზე. კერძოდ, პირველი 3 კვარტალის განმავლობაში ბიუჯეტის შემოსავლები ხარჯებს აჭარბებდა, რამაც საბანკო სისტემის ლიკვიდობა შეამცირა და შედეგად რეფინანსირების სესხებზე მოთხოვნა გაზარდა. წლის ბოლოს მთავრობის ხარჯების მნიშვნელოვან მატებასთან ერთად გაიზარდა სისტემის ლიკვიდობაც და, შესაბამისად, შემცირდა მოთხოვნა რეფინანსირების სესხებზე. ამდენად, ბანკებმა 2018 წელს რეფინანსირების სესხებით მთავრობის ოპერაციების შედეგად გამოწვეული ლიკვიდობის მერყეობა დააბალანსეს, რაც, სხვა შემთხვევაში, საპროცენტო განაკვეთების დამატებით მერყეობას გამოიწვევდა და, შედეგად, ეკონომიკურ აქტივობას შეამცირებდა. აღსანიშნავია, რომ რეფინანსირების სესხების დანიშნულებას სწორედ ლიკვიდობის მიწოდების სხვა წყაროებიდან წარმოქმნილი მერყეობის დაბალანსება, ანუ ლიკვიდობის მართვა წარმოადგენს. წლის განმავლობაში რეფინანსირების სესხების მოცულობაზე რამდენიმე ფაქტორი ახდენდა გავლენას (იხ. დიაგრამა N 2.4). კერძოდ, გაიზარდა ნაღდ ფულზე მოთხოვნა, რამაც ლიკვიდურ სახსრებზე ბანკების მოთხოვნა გაზარდა. ამასთანავე, სამთავრობო სექტორის ოპერაციებმა შეამცირა საბანკო სექტორის ლიკვიდობა. თავის მხრივ, წლის განმავლობაში რეფინანსირების სესხებზე მოთხოვნის შემცირებას ხელს უწყობდა, ერთი მხრივ, ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო აუქციონზე უცხოური ვალუტის შესყიდვა, და, მეორე მხრივ, ეროვნული ბანკის მიერ მეორად ბაზარზე მთავრობის ფასიანი ქაღალდების შეძენა. გარდა ამისა, 2017 წელს მთავრობამ თავისუფალი ნაშთების კომერციულ ბანკებში განთავსება დაიწყო, რაც რეფინანსირების სესხების მოთხოვნაზე ასევე შემცირების მიმართულებით მოქმედებს. დიაგრამა N 2.4 რეფინანსირების სესხების წლიურ ცვლილებაზე მოქმედი ფაქტორები სებ-ის მიერ მთავრობის ფასიანი ქაღალდების შესყიდვები მეორად ბაზარზე სესხები მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის და გალარება 1,500 1,000 ჭარბი ლიკვიდობა მლნ ლარი 500 ნაღდი ფული მიმოქცევაში - სარეზერვო მოთხოვნები (500) მთავრობის ოპერაციები (1,000) 2014 2015 2016 2017 2018 წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი როგორც უკვე აღინიშნა, მოკლევადიან საპროცენტო განაკვეთებზე ეფექტური კონტროლის განსახორციელებლად, ეროვნული ბანკი იყენებს როგორც ლიკვიდობის მიწოდების, ასევე ლიკვიდობის ამოღების ინსტრუმენტებს. მონეტარული პოლიტიკის 56 ეფექტიანობისათვის მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკის განაკვეთის ცვლილება ბანკთაშორის საპროცენტო განაკვეთზე აისახოს და, საბოლოოდ, გავლენა მოახდინოს რეალურ ეკონომიკაზე. ეროვნული ბანკი რეფინანსირების სესხებისა და ღია ბაზრის ინსტრუმენტის მეშვეობით საბანკო სისტემას მოკლევადიან ლიკვიდობას საჭირო ოდენობით აწვდის. ამგვარად, ბანკთაშორის ფულად ბაზარზე საპროცენტო განაკვეთები პოლიტიკის განაკვეთის გარშემო მოძრაობს. ზემოაღნიშნული ინსტრუმენტებით ფინანსური სექტორის ლიკვიდობის ეტექტური მართვის შედეგად, ბაზარზე საპროცენტო განაკვეთების მერყეობაც დაბალია (იხ. დიაგრამა N 2.5). როგორც ცნობილია, ამჟამად, საქართველოს საბანკო სისტემა ლარის ლიკვიდობის დეფიციტის პირობებში ფუნქციონირებს, კომერციული ბანკები მათთვის საჭირო დამატებით ლიკვიდობას ძირითადად რეფინანსირების სესხების საშუალებით ავსებენ. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ერთკვირიანი რეფინანსირების სესხების ნაშთები აღემატებოდა ლიკვიდობის მოკლევადიანი მერყეობის დასაბალანსებლად საჭირო მოცულობას, რაც საბანკო სისტემისთვის უფრო გრძელვადიანი ლიკვიდობის მიწოდების საჭიროებაზე მიუთითებდა. ამის საპასუხოდ, 2018 წელს ეროვნულმა ბანკმა მეორად ბაზარზე სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შესყიდვა და ამ გზით ლიკვიდობის მიწოდება დაიწყო. ფასიანი ქაღლდების შესყიდვა მეორად ბაზარზე ცენტრალური ბანკების მონეტარული ოპერაციების გავრცელებული პრაქტიკაა. სხვადასხვა განვითარებული ქვეყნის ცენტრალური ბანკები ლიკვიდობის მართვისთვის იყენებენ ღია ბაზრის ოპერაციებს არა მარტო პირველად, არამედ მეორად ბაზარზეც. პირველადი ბაზრის ოპერაციებთან ერთად, ის არაპირდაპირი გზით - ლიკვიდობის ეფექტური მართვით საპროცენტო განაკვეთის კონტროლის საშუალებას იძლევა. ღია ბაზრის ოპერაციები მეორად ბაზარზე, როგორც წესი, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოყენებით ხდება, რადგან სამთავრობო ფასიანი ქაღალდები მაღალი ლიკვიდურობითა და მინიმალური რისკით ხასიათდება. 57 დიაგრამა N 2.5 ბანკთაშორისი ფულადი ბაზარი წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი 2018 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ (EFF) მხარდაჭერილი პროგრამის მეორე და მესამე მიმოხილვა განახორციელა. ფონდის მისიამ დადებითად შეაფასა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ პროგრამით გათვალისწინებული ყველა კრიტერიუმის შესრულება: ინფლაცია დადგენილი ზღვრების ფარგლებში ნარჩუნდებოდა, ხოლო წმინდა საერთაშორისო რეზერვების დაგროვება გადაჭარბებით მოხდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ საგარეო შოკების მიმართ მდგრადობის ზრდის მიზნით აუცილებელია საერთაშორისო რეზერვების დაგროვებაზე მიმართული ძალისხმევის გაგრძელება. ლარიზაციის ხელშემწყობი ღონისძიებები საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთ პრიორიტეტს ლარიზაციის ზრდა წარმოადგენს, ვინაიდან ლარიზაცია ქვეყანაში მაკროფინანსური რისკების შემცირებისა და საგარეო მოწყვლადობების მიმართ მდგრადობის გაზრდის წინაპირობაა. ლარიზაცია საქართველოს ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკის ნაწილია და მისი წამახალისებელი რეფორმები ეტაპობრივად ხორციელდება. ამ კუთხით, 2018 წელს ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. კერძოდ, 2018 წლის ივნისში ლარით სახსრების მოზიდვის დამატებითი წახალისების მიზნით, ლარით მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო ნორმის 7-დან 5 პროცენტამდე შემცირდა. ხოლო 2018 წლის 25 ივლისის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომამ მიიღო გადაწყვეტილება უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისათვის სარეზერვო მოთხოვნის 25 პროცენტამდე გაზრდის შესახებ, ნაცვლად მანამდე მოქმედი 20 პროცენტისა. აღსანიშნავია, რომ 1-დან 2-წლამდე ვადიანობის მოზიდული სახსრებისათვის სარეზერვო ნორმა 10 პროცენტია, ხოლო 2 წელზე მეტი ნარჩენი ვადიანობის უცხოური ვალუტით ნასესხები 58 სახსრები აღნიშნული მოთხოვნისგან გათავისუფლებულია. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ასევე მიიღო გადაწყვეტილება უცხოური ვალუტით სარეზერვო მოთხოვნებზე დასარიცხი საპროცენტო განაკვეთის შემცირების შესახებ, რაც, თავის მხრივ, ლარით დეპოზიტების მოზიდვის უპირატესობას ზრდის. კერძოდ, ეროვნულ ბანკში კომერციული ბანკის საკორესპონდენტო, სადეპოზიტო და სარეზერვო ანგარიშზე აშშ დოლარით განთავსებულ ნაშთებზე დასარიცხი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა, როგორც აშშ ფედერალური სარეზერვო სისტემის პოლიტიკის განაკვეთზე ან მის ზედა ზღვარზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) 200 საბაზისო პუნქტით ნაკლები, მაგრამ არანაკლებ ნულისა (ნაცვლად მანამდე მოქმედი სარეზერვო სისტემის განაკვეთს მინუს 0.5 პპ-სა). ხოლო ეროვნულ ბანკში კომერციული ბანკის საკორესპონდენტო, სადეპოზიტო და სარეზერვო ანგარიშზე ევროთი განთავსებულ ნაშთებზე დასარიცხი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა როგორც ევროპის ცენტრალური ბანკის სადეპოზიტო განაკვეთზე 200 საბაზისო პუნქტით ნაკლები, მაგრამ არანაკლებ მინუს 0.6 პროცენტისა (ნაცვლად მანამდე არსებული ევროპის ცენტრალური ბანკის სადეპოზიტო განაკვეთს მინუს 0.2 პპსა). უცხოური ვალუტით სარეზერვო მოთხოვნები არის ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც ეროვნულ ბანკს შეუძლია გავლენა მოახდინოს უცხოური ვალუტის საპროცენტო განაკვეთებზე და ბანკების მიერ უცხოური ვალუტით დაკრედიტების ტენდენციებზე. მაგალითად, სარეზერვო მოთხოვნის ზრდა აძვირებს ბანკებისათვის რესურსის მოზიდვის ხარჯებს, რაც იწვევს გაცემულ უცხოური ვალუტის სესხებზე საპროცენტო განაკვეთების ზრდასაც და, შესაბამისად, გავლენას ახდენს უცხოური ვალუტით ეკონომიკის დაკრედიტების ზომაზე. გარდა ამისა, უცხოური ვალუტით სარეზერვო მოთხოვნები ბუფერის როლსაც ასრულებს და პრუდენციული მიზნებისთვისაც გამოიყენება. მაგალითად, უცხოური ვალუტის მოულოდნელი სწრაფი გადინების შემთხვევაში, ეს რესურსები უცხოური ვალუტის ლიკვიდობის არსებობას უზრუნველყოფს, რითაც კრიზისის რისკებს ამცირებს. ამასთანავე, 2018 წელს ამოქმედებული მაკროპრუდენციული ინსტრუმენტების მეშვეობით, ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს სავალუტო რისკისგან დაუცველ (არაჰეჯირებულ) მსესხებლებზე უცხოური ვალუტით სესხების შემთხვევაში ადეკვატური ბუფერების ფორმირებას. კერძოდ, ძალაში შევიდა ცვლილებები კომერციული ბანკების აქტივების კლასიფიკაციის წესში, რომელიც განსაზღვრავს სესხის მომსახურებისა (PTI) და სესხის უზრუნველყოფის (LTV) მინიმალურ კოეფიციენტებს. დადგენილი ნორმების გადაჭარბების შემთხვევაში, კომერციულ ბანკს დამატებითი კაპიტალი მოეთხოვებოდა, ხოლო 2019 წლიდან კი აიკრძალა ფიზიკურ პირებზე მსესხებლის გადახდისუნარიანობის შესწავლის გარეშე სესხების გაცემა. უცხოური ვალუტის სესხებზე უფრო მკაცრი ნორმებია დადგენილი და, შესაბამისად, აღნიშნული მაკროპრუდენციული ღონისძიებები ლარიზაციას უწყობს ხელს. როგორც ცნობილია, 2017 წლიდან ფიზიკური პირებისთვის 100,000 ლარამდე სესხის აღება მხოლოდ ლარით არის შესაძლებელია. 2018 წელს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული ზღვრის 200,000-მდე გაზრდის შესახებ. ამასთან, ეს შეზღუდვა გავრცელდება როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებზე გაცემულ სესხებზე. 200,000 ლარამდე უცხოური ვალუტით სესხების გაცემის აკრძალვა ძალაში 2019 წლის 23 იანვრიდან შევიდა. 59 ბოლო პერიოდში გატარებული ღონისძიებების ფონზე, 2017 წელს გააქტიურებული დედოლარიზაციის ტენდენცია 2018 წლის პირველ ნახევარშიც გაგრძელდა, რაც შესამჩნევი იყო როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებზე გაცემულ სესხებზე. თუმცა, წლის მეორე ნახევარში შენელდა მთლიანი სესხების დე-დოლარიზაციის ტენდენცია, ხოლო ფიზიკური პირების შემთხვევაში, გაიზარდა კიდეც. აღნიშნული უკავშირდებოდა საბანკო სექტორში არსებულ უცხოური ვალუტის ჭარბ რესურსებს, რაც ბანკებს საშუალებას აძლევდა ბაზრისთვის უცხოური ვალუტით შედარებით დაბალპროცენტიანი სესხები შეეთავაზებინა. ეს ასევე მიუთითებს იმაზე, რომ ბაზარი სავალუტო რისკებს ადეკვატურად არ აღიქვამს და, შესაბამისად, სათანადოდ არ აფასებს. ამასთანავე, უცხოური ვალუტით გაცემული სესხის მინიმალური ზღვრის ზრდისა და მაკროპრუნდეციული ინსტრუმენტების ამოქმედების შესახებ დაანონსებული რეგულაციები ბანკებს უცხოური ვალუტით სესხების გაცემის დამატებით მოტივაციას აძლევდა. 2018 წლის განმავლობაში სესხების დოლარიზაცია, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 0.8 პპ-ით შემცირდა და დეკემბერში 56.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი წლის განმავლობაში 3.2. პპ-ით შემცირდა და 63.1 პროცენტი იყო. რაც შეეხება ფიზიკური პირების სესხების დოლარიზაციის მაჩვენებელს, ის 2017 წლის ბოლოს არსებული 46.3 პროცენტიდან 2018 წლის ბოლოსთვის 47.7 პროცენტამდე გაიზარდა. დიაგრამა N 2.6 საბანკო სექტორის დოლარიზაციის მაჩვენებლები (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით). წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა ეროვნული ბანკის ერთ-ერთ მნიშნელოვან პრიორიტეტად რჩება. 2016 წელს ეროვნულმა ბანკმა და საქართველოს მთავრობამ კაპიტალის ბაზრის განვითარების ერთობლივი სტრატეგია შეიმუშავეს, რომლის განხორციელებაზე მუშაობა 2018 წლის განმავლობაშიც მიმდინარეობდა. თავის 60 მხრივ, კაპიტალის ბაზრის განვითარება გაზრდის ლარის გრძელვადიანი რესურსის ხელმისაწვდომობას და, ამასთანავე, ხელს შეუწყობს ლარიზაციას. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის განმავლობაში ბაზარზე გაჩნდა ლარით დენომინირებული ახალი კორპორატიული ფასიანი ქაღალდები, რაც კაპიტალის ბაზრის ეტაპობრივი გააქტიურების სიგნალია. გასათვალისწინებელია, რომ 2016 წელს გირაოს ბაზაში შესული ცვლილებების საფუძველზე, აღნიშნული ფასიანი ქაღალდები ეროვნულ ბანკთან მონეტარულ ოპერაციებში დაიშვება, რამაც, საინვესტიციო მიზნების გარდა, მათი ლიკვიდობის სამართავად ფლობის დამატებით სტიმული შექმნა. როგორც ზემოთ აღინიშნა, 2018 წელს ეროვნულმა ბანკმა მეორად ფულად ბაზარზე სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შესყიდვა დაიწყო. მეორადი ბაზრის სიმწირის პირობებში, ეროვნული ბანკის ჩართულობა ხელს შეუწყობს საქართველოში აღნიშნული ბაზრის განვითარებას, რაც, ასევე, მნიშვნელოვანია მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობისთვის. მეორადი ბაზარი, რომელზეც მანამდე გამოშვებული ობლიგაციებითა და აქციებით ვაჭრობა აქტიურად მიმდინარეობს, აღნიშნულ ფინანსურ ინსტრუმენტებს, გაზრდილი ლიკვიდურობის ფონზე, უფრო მიმზიდველს ხდის. გარდა ამისა, აქტიური მეორადი ბაზრისა და ფასიანი ქაღალდების გაზრდილი ლიკვიდობის ფონზე, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისთვის ლიკვიდობის მართვა კიდევ უფრო ეფექტიანი ხდება. აღნიშნული ასევე აისახება ფასიანი ქაღალდების რისკ პრემიუმების შემცირებასა და საპროცენტო განაკვეთების კლებაში. დიაგრამა N 2.7 სახაზინო ფასიანი ქაღალდების, სადეპოზიტო სერტიფიკატებისა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ფასიანი ქაღალდების დინამიკა 4,000 10% 3,500 9% 8% მლნ ლარი 3,000 7% 2,500 6% 2,000 5% 1,500 4% 3% 1,000 2% 500 1% ივნ-18 ნოე-17 აპრ-17 სექ-16 თებ-16 დეკ-14 ივლ-15 მაი-14 ოქტ-13 მარ-13 აგვ-12 იან-12 ივნ-11 ნოე-10 აპრ-10 სექ-09 თებ-09 ივლ-08 დეკ-07 მაი-07 მარ-06 ოქტ-06 აგვ-05 0% იან-05 0 კორპორატიული ფასიანი ქაღალდები (მარცხენა ღერძი) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ფასიანი ქაღალდები (მარცხენა ღერძი) ეროვნულ ბანკის სდ-ების მოცულობა (მარცხენა ღერძი) სახაზინო ფასიანი ქაღალდების მოცულობა (მარცხენა ღერძი) მშპ-სთან თანაფარდობა (%) წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი 61 2.2 ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ინსტრუმენტები მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებების (გამკაცრება, შერბილება, უცვლელად დატოვება) განხორციელება მონეტარული ოპერაციებით ხდება. მონეტარული ოპერაციების მიზანია, რომ მოკლევადიანი ბანკთაშორისი ფულადი ბაზრის პროცენტი პოლიტიკის განაკვეთთან ახლოს იყოს. ამისთვის ეროვნული ბანკი რამდენიმე ინსტრუმენტს იყენებს. ესენია რეფინანსირების სესხები, ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტი, სადეპოზიტო სერტიფიკატები, ღია ბაზრის ოპერაციები მთავრობის ფასიანი ქაღალდები, ერთდღიანი სესხები და დეპოზიტები, მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები და სხვა. ბანკთაშორისი სადეპოზიტო/საკრედიტო ბაზარი წარმოადგენს ფულად ბაზარს, სადაც ბანკები მოკლევადიანი ლიკვიდობით ვაჭრობენ. ამ ბაზარს ეროვნული ბანკი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს, ვინაიდან მას გადამწყვეტი როლი აქვს მონეტარული გადაცემის მექანიზმის ფუნქციონირებაში. საქართველოს ეროვნული ბანკი საპროცენტო განაკვეთებზე ზეგავლენას ახდენს მონეტარული პოლიტიკის გაცხადებით და მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტების გამოყენებით. 2018 წლის 1 აგვისტომდე ბანკთაშორის ფულად ბაზარზე მდგომარეობის მონიტორინგისათვის საქართველოს ეროვნული ბანკი ყოველდღიურად აქვეყნებდა წინა დღის ბანკთაშორისი საპროცენტო განაკვეთების სტატისტიკას – TIBR-1-სა და TIBR-7-ს. 2018 წლის 1 აგვისტოდან შეიცვალა TIBR ინდექსის დათვლის მეთოდოლოგია, რასაც ფულადი ბაზრის მონაწილეებთან მჭიდრო თანამშრომლობით და EBRD-ის დახმარებით შემუშავებული ინდექსის გაანგარიშებისა და გამოქვეყნების ახალი წესი დაედო საფუძვლად. TIBR ინდექსის მეთოდოლოგიაში გათვალისწინებულია იმ წამყვანი ქვეყნების გამოცდილება, სადაც ბოლო პერიოდში უკვე განხორციელდა ფულადი ბაზრის ინდექსის დათვლის მეთოდოლოგიის გადასინჯვა. TIBR ინდექსი ეფუძნება ფაქტიურ გარიგებებს, რაც იმავდროულად ინდექსის მიმართ სანდოობას ზრდის. დამატებით, ინდექსის საიმედოობას ინფორმაციის მოგროვების და ინდექსის გაანგარიშების პროცესში ეროვნული ბანკის ჩართულობა განაპირობებს. ბაზრის დინამიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, მომავალშიც რეგულარულად განხორციელდება ინდექსის კალკულაციის მეთოდოლოგიის ბაზრის მონაწილეებთან ერთად განხილვა და საჭიროებისამებრ განახლება. 2018 წლის 1 აგვისტოდან TIBR ინდექსი ყოველდღიურად საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე ქვეყნდება. 2018 წელს ბანკთაშორის ბაზარზე ეროვნული ვალუტით განხორციელებული გარიგებების მოცულობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიზარდა და 18.8 მლრდ ლარი შეადგინა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 2018 წელს 7.25-დან 7.00 პროცენტამდე შემცირდა. შესაბამისად, შემცირდა ბანკთაშორისი საპროცენტო განაკვეთებიც, რომლებიც მონეტარული პოლიტიკის საპროცენტო განაკვეთთან ახლოს მოძრაობს. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებების ფარგლებში და საბანკო სისტემაში ლიკვიდობის მოკლევადიანი პროგნოზის საფუძველზე, საქართველოს ეროვნული ბანკი განსაზღვრავდა რეფინანსირების სესხების ყოველკვირეულ და „ღია ბაზრის ერთვიანი ინსტრუმენტების“ ერთთვიან მოცულობებს. 62 2.2.1 რეფინანსირების სესხი საბანკო სისტემის მოკლევადიანი ლიკვიდობით უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი 2018 წლის განმავლობაში ყოველკვირეულად იყენებდა რეფინანსირების სესხის ინსტრუმენტს. რეფინანსირების ინსტრუმენტის მიზანია საბანკო სისტემისთვის ადექკვატური ლიკვიდობის მიწოდება. რეფინანსირების სესხების საშუალებით საბანკო სექტორისათვის ხელმისაწვდომი გახდა მოკლევადიან ლიკვიდობაზე საიმედო და დაბალრისკიანი წვდომა, რამაც დადებითად იმოქმედა ფულად ბაზარსა და ფინანსურ სტაბილურობაზე. ვინაიდან ეროვნული ბანკი ლარის ბაზარზე მოკლევადიანი ლიკვიდობის ერთადერთი მიმწოდებელია, მას რეფინანსირების ინსტრუმენტით ბანკთაშორის ბაზარზე შესაბამის საპროცენტო განაკვეთის მიღწევის საშუალება აქვს. აუქციონის მეშვეობით გაცემული რეფინანსირების სესხების საპროცენტო განაკვეთი საქართველოს ეროვნული ბანკის მონატარული პოლიტიკის განაკვეთს ეფუძნებოდა. 2018 წელს მონეტარული ოპერაციების გირაოს ბაზაში შედიოდა საქართველოს ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატები, საქართველოს მთავრობის ფასიანი ქაღალდები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ გამოშვებული ლარით დენომინირებული სასესხო ფასიანი ქაღალდები, იურიდიული პირების მიერ გამოშვებული ლარით დენომინირებული სასესხო ფასიანი ქაღალდები და კომერციული ბანკების სასესხო აქტივები. სესხის უზრუნველყოფის თითოეული ასეთი სახეობის აქტივებზე ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული იყო შესაბამისი კრიტერიუმები (მაგ. მინიმალური მოცულობა, ნარჩენი ვადიანობა, ვალუტა და სხვა). 2018 წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნულ ბანკთან მონეტარული ოპერაციების წარმოებისათვის კომერციული ბანკები გირაოს ყველა ამ სახეობას იყენებდნენ. 2.2.2 ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტი 2016 წლის დეკემბრიდან საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის ახალი ინსტრუმენტი – ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტი - აამოქმედა, რომლის საშუალებით საბანკო სექტორს მოკლევადიანი ლიკვიდობა აუქციონის მეშვეობით მიეწოდება. სხვა მონეტარული ინსტრუმენტების მსგავსად, ერთთვიანი ინსტრუმენტის მიზანია ბანკთაშორის ბაზარზე მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთების მართვა, რაც საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკასა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკური დახმარების მისიის რეკომენდაციებთან შესაბამისობაშია. ლიკვიდობის პროგნოზირების ჯგუფის მიერ ყოველთვიურად ხდება საბანკო სისტემაში მოკლევადიანი ლიკვიდობის დეფიციტის შეფასება, რომლის საფუძველზეც ცხადდება აუქციონი ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტის კონკრეტულ მოცულობაზე. აუქციონზე ამ ინსტრუმენტის მინიმალური საპროცენტო განაკვეთი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უტოლდება. გირაოდ შეიძლება გამოყენებულ იქნას ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატები, საქართველოს მთავრობის ფასიანი ქაღალდები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ გამოშვებული ლარით დენომინირებული სასესხო ფასიანი ქაღალდები, იურიდიული პირების მიერ გამოშვებული ლარით დენომინირებული სასესხო ფასიანი ქაღალდები და კომერციული ბანკების სასესხო აქტივები. 63 2.2.3 ერთდღიანი სესხები და ერთდღიანი დეპოზიტები ფულადი ბაზრის განვითარების ხელშეწყობის, ბანკთაშორისი საპროცენტო განაკვეთის მერყეობის შემცირებისა და ფულადი ბაზრის აქტივობის გაზრდის მიზნით, 2018 წელს ბანკთაშორის ბაზარზე, მსოფლიოში მიღებული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებდა საპროცენტო განაკვეთის დერეფნის გამოყენებას, რაც ხელს უწყობდა ბანკთაშორისი ბაზრის საპროცენტო განაკვეთის სტაბილურ ჩარჩოებში მოქცევას. საპროცენტო განაკვეთის დერეფანი შეადგენდა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს პლიუს/მინუს 1.0 პროცენტულ პუნქტს. ზედა საპროცენტო განაკვეთი გამოიყენებოდა საქართველოს ეროვნული ბანკის ერთდღიანი სესხებისათვის, ხოლო ქვედა საპროცენტო განაკვეთი გამოიყენებოდა საქართველოს ეროვნული ბანკის ერთდღიანი დეპოზიტისთვის. საპროცენტო განაკვეთის დერეფნის გამოყენება ამცირებს ბანკთაშორის ბაზარზე საპროცენტო განაკვეთების ჭარბ მერყეობას და, თავის მხრივ, ხელს უწყობს ბანკთაშორისი საპროცენტო განაკვეთის დაახლოებას მონეტარული პოლიტიკის განაკვეთთან. საქართველოს ეროვნული ბანკის ერთდღიანი სესხები საბანკო სექტორისათვის ლიკვიდობის ყველაზე სწრაფ, თუმცა, საბაზრო საპროცენტო განაკვეთთან შედარებით უფრო მაღალი ფასით მიღების საშუალებას წარმოადგენდა. ერთდღიანი სესხებისათვის მოქმედებდა გირაოს იგივე ბაზა, რაც რეფინანსირების სესხებისათვის. 2010 წლის აპრილიდან ამოქმედებული ერთდღიანი დეპოზიტების ინსტრუმენტით კომერციულ ბანკებს შეუძლიათ საკორესპონდენტო ანგარიშზე ეროვნული ვალუტით არსებული ჭარბი ლიკვიდობა დღის ბოლოს განათავსონ საქართველოს ეროვნულ ბანკში ერთდღიან დეპოზიტზე, რომელიც შემდგომი სამუშაო დღის დასაწყისშივე საკორესპონდენტო ანგარიშზე უბრუნდებათ. აღნიშნული ინსტრუმენტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბანკთაშორის ბაზარზე საპროცენტო განაკვეთების სტაბილიზაციისათვის. 2.2.4 ფასიანი ქაღალდები სადეპოზიტო სერტიფიკატები 2018 წელს საქართველოს ეროვნული ბანკი 3 თვის ვადიანობის სადეპოზიტო სერტიფიკატებს, ხოლო საქართველოს მთავრობა 6 თვის, 1, 2, 5 და 10 წლის ვადიანობის სახაზინო ფასიანი ქაღალდებს უშვებდა. აღნიშნულმა ფასიანმა ქაღალდებმა ხელი შეუწყო შემოსავლიანობის სტაბილური მრუდის ჩამოყალიბებას. ეს მრუდი მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა სხვადასხვა ვადიანობის საპროცენტო განაკვეთებისა და ფინანსური ბაზრის მონაწილეთა მოლოდინების შესახებ. შემოსავლიანობის მრუდის მიხედვით, სპრედები (განსხვავება) გრძელვადიან და მოკლევადიან საპროცენტო განაკვეთებს შორის წლის განმავლობაში მცირდებოდა, რაც ბაზრის ეფექტიანობის ზრდაზე მიუთითებდა. 2018 წელს საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობდა საკუთარი ფასიანი ქაღალდების სადეპოზიტო სერტიფიკატების ემისიას. აღნიშნული ფასიანი ქაღალდები, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებებთან და სახაზინო ობლიგაციებთან ერთად, კომერციული ბანკებიდან მაღალი მოთხოვნით სარგებლობდა. 64 2018 წელს საქართველოს ეროვნული ბანკმა გამოუშვა მხოლოდ 3-თვიანი ვადიანობის სადეპოზიტო სერტიფიკატები, რომლებიც საბანკო სექტორმა გამოიყენა როგორც ლიკვიდობის მართვის მიმზიდველი და ეფექტიანი მოკლევადიანი ინსტრუმენტი. 2018 წლის განმავლობაში გამოცხადებული 13 აუქციონზე კომერციულმა ბანკებმა სადეპოზიტო სერტიფიკატების სრული ოდენობა შეიძინეს. მთლიანობაში განთავსდა 260 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების სადეპოზიტო სერტიფიკატები და დაიფარა ამავე მოცულობის ლარის ნომინალური ღირებულების სადეპოზიტო სერტიფიკატები. შესაბამისად, 2018 წლის დასაწყისში მიმოქცევაში არსებული სადეპოზიტო სერტიფიკატების მოცულობა წლის ბოლოს უცვლელი დარჩა და 80 მლნ ლარი შეადგინა. 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მიმოქცევაში არსებულ 80 მლნ ლარის სადეპოზიტო სერტიფიკატებს 7 კომერციული ბანკი ფლობდა. მლნ ლარი დიაგრამა N 2.8 სადეპოზიტო სერტიფიკატების პორტფელის მოცულობა 2013-2018 წლებში 900 800 700 600 500 400 300 200 100 0 წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი სახელმწიფო ობლიგაციები 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს ეროვნული ბანკი ფლობდა 152 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების სახელმწიფო ობლიგაციებს, რომელიც წლის განმავლობაში ღია ბაზრის ოპერაციებისათვის არ გამოყენებულა. სახაზინო ვალდებულებები და სახაზინო ობლიგაციები ლარის ფულადი ბაზრის განვითარების ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული სახაზინო ვალდებულებებისა და სახაზინო ობლიგაციების მოცულობის ზრდა. 2018 წელს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გამოუშვა 6 თვიანი და 1 წლიანი ვადიანობების დისკონტური ფასიანი ქაღალდები სახაზინო ვალდებულებების სახით. ასევე განათავსდა 2 წლიანი, 5 წლიანი და 10 წლიანი კუპონური ფასიანი ქაღალდები სახაზინო ობლიგაციების სახით. ფასიანი ქაღალდების ემისია ხდებოდა ეროვნული ვალუტით, არამატერიალიზებული ფორმით. 65 ერთი ფასიანი ქაღალდის ნომინალური ღირებულება 1,000 ლარია. სახაზინო ვალდებულებებისა და სახაზინო ობლიგაციების გაყიდვა ხორციელდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აუქციონის მეშვეობით, მრავალი ფასის მეთოდით21, „ბლუმბერგის“ სავაჭრო სისტემის გამოყენებით. აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ კომერციულ ბანკებს და მათი მეშვეობით ნებისმიერ იურიდიულ და ფიზიკურ პირს. ფასიან ქაღალდს შესაძლოა ჰყავდეს ნომინალური მფლობელი – ბაზრის შუამავალი, რომელსაც მესაკუთრე ხელშეკრულებით ანიჭებს რეესტრში სახაზინო ვალდებულებების და ობლიგაციების თავის სახელზე აღრიცხვის და მათი განკარგვის, ყიდვა–გაყიდვის და დაგირავების უფლებას. 2018 წელს ჩატარდა სახაზინო ფასიანი ქაღალდების 52 აუქციონი, რომელთა მეშვეობით 1.7 მლრდ ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები განთავსდა. 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მიმოქცევაში არსებული 2.99 მლრდ ლარის ნომინალური ღირებულების სახაზინო ფასიანი ქაღალდების მფლობელი იყო 12 კომერციული ბანკი და არასაბანკო ინვესტორები. არასაბანკო ინვესტორთა მფლობელობაში იყო 82.9 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების სახაზინო ფასიანი ქაღალდები. აღსანიშნავია, რომ ბაზარზე მიმოქცევაში არსებული სახაზინო ფასიანი ქაღალდების მოცულობა, ეკონომიკის ზომასთან შედარებით, ჯერ კიდევ მცირეა და დაახლოებით მშპ-ს 7 პროცენტს შეადგენს. ბაზრის ლიკვიდობის გასაზრდელად საქართველოს მთავრობამ 2018 წლიდან 2-წლიანი, 5-წლიანი და 10-წლიანი (თითოეული 240 მლნ მოცულობის) ბენჩმარკ22 ბონდების გამოშვება დაიწყო, რამაც სახაზინო ფასიანი ქაღალდების ემისიების გაზრდა განაპირობა, რაც, თავის მხრივ, საგარეო ვალის აღებასთან დაკავშირებული სავალუტო რისკების შემცირებას უწყობს ხელს. მლნ ლარი დიაგრამა N 2.9 სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები მფლობელების მიხედვით 3,200 3,000 2,800 2,600 2,400 2,200 2,000 1,800 1,600 1,400 1,200 1,000 800 600 400 200 - არარეზიდენტი რეზიდენტი წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი 21 აუქციონის ჩატარების მეთოდი, რომლის დროსაც აუქციონში გამარჯვებული მყიდველის თითოეული განაცხადი დაკმაყოფილდება განაცხადში მის მიერ მითითებული ფასით. 22 ბენჩმარკ ბონდი წარმოადგენს გამსხვილებულ ემისიებს წინასწარ ცნობილი პერიოდულობით და თანაბარი მოცულობებით (ერთიანი დაფარვით). 66 ფასიანი ქაღალდების მეორადი ბაზრის გააქტიურების ხელშეწყობისათვის საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებდა მისი მატერიალური და ინტელექტუალური ინვესტიციებით შექმნილი თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი „საქართველოს ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემისა (GSSS)“ და სხვადასხვა ინტეგრირებული სისტემების სრულყოფილი ფუნქციონირების მხარდაჭერასა და უზრუნველყოფას. 2014 წლიდან მნიშვნელოვნად გააქტიურდა ბანკთაშორისი რეპო ბაზარი, რომელიც ეფუძნებოდა საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივით და კომერციული ბანკების თანხმობით შექმნილ საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებულ რეპო გარიგებების ჩარჩო ხელშეკრულებას. რეპო გარიგებების დადებისათვის ბანკები „ბლუმბერგის“ სავაჭრო სისტემას და „საქართველოს ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების (GSSS) სისტემას“ იყენებდნენ. აღნიშნული სისტემების გამოყენებით, 2018 წელს კომერციულ ბანკებს შორის 1.5 მლრდ ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდებით 120 რეპო გარიგება განხორციელდა . ფასიანი ქაღალდების ბაზარზე არსებული პრაქტიკა და ინფრასტრუქტურა ფასიანი ქაღალდების მეორადი ბაზრის შემდგომი გააქტიურების კარგ საფუძველს იძლევა, რასაც ფასიანი ქაღალდების ბაზრის ლიკვიდობის ზრდა უნდა მოჰყვეს. 2.2.5 მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ინსტრუმენტით საქართველოს ეროვნული ბანკი დანარჩენი მონეტარული ინსტრუმენტების ეფექტური გამოყენების წინაპირობას ქმნის. მონეტარული პოლიტიკის გასააქტიურებლად და ლარის ფულადი ბაზრის განვითარების ხელშეწყობისა და ლარიზაციის ზრდის ტენდენციების გაგრძელების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2018 წლის მეორე ნახევრიდან კომერციული ბანკების მიერ ეროვნული ვალუტით მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმა 7-დან 5 პროცენტამდე შეამცირა, ხოლო უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე მანამდე არსებული 20 პროცენტიდან 25 პროცენტამდე გაზარდა. ნარჩენი ვადიანობებით უცხოური ვალუტით 1 წლიდან 2 წლამდე ვადიანობის ნასესხები სახსრებისათვის სარეზერვო ნორმა უცვლელი დარჩა და 10 პროცენტს შეადგენდა. უცვლელად დარჩა 2 წელზე მეტი ვადიანობის ნასესხები სახსრებისათვის სარეზერვო ნორმა, რომელიც კვლავ 0 პროცენტი იყო. საქართველოს ეროვნულ ბანკში კომერციული ბანკების მიერ განთავსებულ მინიმალურ რეზერვებს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს არიცხავს. 2018 წელს აშშ დოლარით ფორმირებულ მინიმალურ რეზერვებს ეროვნული ბანკი აშშ ფედერალური სარეზერვო სისტემის პოლიტიკის ზედა ზღვარს გამოკლებული 200 საბაზისო პუნქტს, მაგრამ არანაკლებ ნულისა, ხოლო ევროთი ფორმირებულ მინიმალურ რეზერვებს, ევროპის ცენტრალური ბანკის სადეპოზიტო განაკვეთს გამოკლებული200 საბაზისო პუნქტს, მაგრამ არანაკლებ მინუს 0.6 პროცენტისა, არიცხავდა. 67 დიაგრამა N 2.10 მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმა წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი საქართველოში ფასიანი ქაღალდებით ანგარიშსწორების სისტემის განვითარება საქართველოს ეროვნულ ბანკში 2010 წლიდან მოქმედი ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მართვის და ოპერაციების თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური, სწრაფი და დაცული ელექტრონული სისტემაა. იგი უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის მიერ ემიტირებული ფასიანი ქაღალდების ოპერაციებს. ეროვნული ბანკის ინიციატივით და თბილისის საფონდო ბირჟის მონაწილეობით ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის და ანგარიშსწორების სისტემის რეფორმაზე მუშაობა 2016 წლიდან დაიწყო. რეფორმა საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგიის ნაწილს წარმოადგენდა. პროექტი ითვალისწინებდა ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემის განახლებას, მის ფუნქციონალურ განვითარებას და გაფართოებას. ამ პროექტით გათვალისწინებული ანგარიშსწორების სისტემის განვითარებასთან დაკავშირებით 2017 წლის 13 იანვარს გაფორმდა შეთანხმება საქართველოს ეროვნული ბანკს, თბილისის საფონდო ბირჟასა და კომპანია მონტრანს შორის. 2017 წლის განმავლობაში, მხარეთა აქტიური მონაწილოებით, მიღწეული იქნა შეთანხმება და ჩამოყალიბდა ანგარიშსწორების განახლებული სისტემის ფუნქციების დეტალური სპეციფიკაციები. შედეგად, 2018 წლის 3 დეკემბრიდან საქართველოში ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების განახლებული სისტემა (Georgian Securities Settlement System – GSSS) ამოქმედდა. ახალი სისტემით ფინანსური ბაზრის როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო მონაწილეებს მაღალი სტანდარტების სრულფასოვანი მომსახურება მიეწოდება. ამასთანავე, შესაძლებელი გახდა როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა. ფასიანი ქაღალდებით ტრანზაქციები უფრო სწრაფი, იაფი, მოსახერხებელი და სრულად დაცული გახდა. პროექტი ეროვნული ბანკის და კერძო საფინანსო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს. GSSS სისტემა თავისი ფუნქციებით ინოვაციურია. ახალი სისტემა ისეთ 68 თანამედროვე მიდგომებს მოიცავს, როგორიცაა ლიკვიდობის მართვის ეფექტიანი მექანიზმები, ნაწილობრივი გადახდები, საპირისპირო ტრანზაქციების გაქვითვა (ნეტ ანგარიშსწორების პრინციპით), ავტომატური დაგირავების და დღის შიდა სესხების მოქნილი მექანიზმები. GSSS სისტემაში კომერციულ ბანკებთან ერთად საბროკერო კომპანიებიც არიან ჩართულნი, რაც მათ სრულიად ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს. სისტემა ინტეგრირებული იქნება საფონდო ბირჟის ახალ სავაჭრო პლატფორმასთან, ხოლო სისტემის ინტეგრაცია ბლუმბერგის სავაჭრო პლატფორმებთან, ვაჭრობის და ანგარიშსწორების მთლიანი ციკლის ავტომატიზაციას უზრუნველყოფს. შედეგად კი გარიგების დადებიდან მის ანგარიშსწორებამდე მხოლოდ რამდენიმე წუთი იქნება საჭირო. ახალი სისტემის დანერგვის შემდეგ, მოქმედი პროცედურები და ანგარიშსწორების წესები შეიცვალა და თანამედროვე პრინციპებს დაეყრდნო. ინვესტორების ფასიანი ქაღალდები უფრო საიმედოდაა დაცული და საჭიროებისამებრ მათი ფულად გადაქცევა, გაყიდვა, დაგირავება ან რეპო ოპერაციების განხორციელება, უფრო ადვილი და მოსახერხებელია. განახლებული სისტემის დანერგვით მნიშვნელოვნად იზრდება ქართული კაპიტალის ბაზრის მიმზიდველობა როგორც ქართველი, ისე უცხოელი ინვესტორებისთვის. ანგარიშსწორების განახლებულ GSSS სისტემაში დამატებით შესაძლებელია საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის ჩართვა, საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარის ყველა მონაწილისათვის მომსახურეობის გაწევა და ამ სისტემაში საქართველოში ყველა ტიპის ფასიანი ქაღალდის (კერძო კომპანიების მიერ გამოშვებული ობლიგაციების და აქციების ჩათვლით) რეგისტრაცია და ანგარიშსწორება. სრულად ავტომატიზებულია ხდება ამ სისტემაში რეგისტრირებული კერძო ფასიანი ქაღალდის გამოშვების, დაფარვის, ყიდვა-გაყიდვის, რეპოს, კუპონისა და დივიდენდის ანგარიშსწორების ოპერაციები, ასევე მათი დაგირავება ეროვნულ ბანკში და/ან ბაზრის პროფესიონალ მონაწილეებს შორის. განახლებული GSSS სისტემა ხელს შეუწყობს უცხოური საფინანსო ინსტიტუტების და ინვესტორების საქართველოს ფინანსურ ბაზრებზე წვდომის გაადვილებას, ვინაიდან ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების ბაზრის ინფრასტრუქტურა უფრო საიმედო და თანამედროვე გახდება. 69 2.3 სავალუტო პოლიტიკა და საერთაშორისო რეზერვების მართვა წინა წლების მსგავსად, საანგარიშო პერიოდშიც, საქართველოს სავალუტო პოლიტიკა მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმს ეფუძნებოდა. შესაბამისად, ეროვნული ვალუტის კურსიც ბაზრის კონიუნქტურით განისაზღვრება. მცირე ზომის ღია ეკონომიკის მქონე ქვეყნებისათვის მცურავი გაცვლითი კურსის მექანიზმი აღიარებულია ოპტიმალურ სავალუტო რეჟიმად, რომელიც შთანთქავს საგარეო შოკებს და ხელს უწყობს ეკონომიკის მდგრად განვითარებას. აღიარებულია, რომ საქართველოს მსგავსი მცირე ზომის ღია ეკონომიკის მქონე ქვეყნებისათვის, მცურავი გაცვლითი კურსის მექანიზმი ოპტიმალურ სავალუტო რეჟიმად ითვლება23. ეს უპირატესობა 2014-2015 წლების საგარეო შოკის პერიოდშიც დადასტურდა, როდესაც გაცვლითმა კურსმა საგარეო შოკის შემარბილებელი ეფექტი შეასრულა და ხელი შეუწყო საქართველოს კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებას24. აღნიშნული სავალუტო პოლიტიკის პირობებში ეროვნული ბანკი მიზნად ისახავდა საერთაშორისო რეზერვების ადექვატურ დონეზე შევსებას იმდაგვარად, რომ სავალუტო ინტერვენციებს ბაზარზე ჭარბი რყევები არ გამოეწვია და, ამასთანავე, არ შეცვლილიყო გაცვლითი კურსის არსებული ტრაექტორია. რეზერვების შევსების ამოცანის გარდა, როგორც წესი, მცურავი გაცვლითი კურსის პირობებში ეროვნული ბანკი ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე ინტერვენციას ახდენს მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში: კერძოდ, თუ ადგილი აქვს ჭარბი კაპიტალის დროებით შემოდინებას, რომელიც კურსის მკვეთრ მოკლევადიან რყევას გამოიწვევდა, და სახელმწიფო საგარეო ოპერაციების დასაბალანსებლად. 2018 წლის განმავლობაში ეროვნული ბანკის ინტერვენციები მხოლოდ უცხოური ვალუტის შესყიდვის მიმართულებით ხორციელდებოდა და, როგორც აღინიშნა, ამ ინტერვენციების მიზანს საერთაშორისო რეზერვების შევსება წარმოადგენდა. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების ადეკვატური დონე, განსაკუთრებით მაღალი დოლარიზაციის ქვეყნებში, საგარეო შოკებისადმი ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობის მნიშვნელოვან მაჩვენებელს წარმოადგენს და ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი შემადგენელია. სავალუტო ბაზარზე ეროვნული ბანკის მიერ ინტერვენციების განხორციელების ინსტრუმენტს წარმოადგენდა სავალუტო აუქციონების მექანიზმი. ეროვნული ბანკის მიერ 2018 წლის განმავლობაში ინტერვენციები მხოლოდ საერთაშორისო რეზერვების აკუმულირების მიმართულებით განხორციელდა და ჯამურმა შესყიდვებმა 197.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (იხ. დიაგრამა N 2.11). 23 Levy-Yeyati, E. & Sturzenegger, F. (2003). To Float or to Fix: Evidence on the Impact of Exchange Rate. The American Economic Review. Vol. 93. (No. 4), pp. 1173-1193. 24 საქართველოს ეროვნული ბანკის წლიური ანგარიში, 2015. https://www.nbg.gov.ge/index.php?m=348 70 დიაგრამა N 2.11 სავალუტო ბაზრის დინამიკა 2003-2018 წლებში მლნ აშშ დოლარი 2,500 18 16 2,000 14 12 1,500 10 8 1,000 6 4 500 2 ოქტ-18 იან-18 აპრ-17 ივლ-16 ოქტ-15 იან-15 აპრ-14 ივლ-13 ოქტ-12 იან-12 აპრ-11 ივლ-10 ოქტ-09 იან-09 აპრ-08 ივლ-07 ოქტ-06 იან-06 აპრ-05 ივლ-04 ოქტ-03 0 იან-03 0 ბრუნვა, მარცხენა ღერძი სებ-ის წილი მთლიან ბრუნვაში, მარცხენა ღერძი ინტერვენციების რაოდენობა საშუალოდ თვეში, მარჯვენა ღერძი წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი საანგარიშო პერიოდში ეროვნული ბანკი აქტიურად მუშაობდა დამატებითი მექანიზმის შემუშავებაზე, რაც კიდევ უფრო გაზრდიდა სავალუტო ინტერვენციების განხორციელების გამჭვირვალობას და უკეთ მოერგებოდა ბაზრის საჭიროებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემუშავდა ახალი ინსტრუმენტი - სავალუტო ოფციონები, რომლით ვაჭრობა უკვე 2019 წლიდან დაიწყო. ახალი ინსტრუმენტი - სავალუტო ოფციონი - არის ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც მფლობელს აძლევს უფლებას (თუმცა, არა ვალდებულებას), განახორციელოს ვალუტის გადაცვლა წინასწარ განსაზღვრულ ვადაში. ოფციონი მფლობელს უფლებას აძლევს იყიდოს ლარი (აშშ დოლარზე ან ევროზე გადაცვლით) ეროვნული ბანკისგან წინასწარგანსაზღვრული ვადის ამოწურვამდე და ეროვნულ ბანკს ოფციონის მფლობელზე ლარის გაყიდვას ავალდებულებს. სავალუტო ოფციონების საორიენტაციო მოცულობებს ეროვნული ბანკი გამოაქვეყნებს წინასწარ, თუმცა ბაზრის პირობების გათვალისწინებით, შესაძლებელი იქნება მოცულობების ცვლილებაც. სავალუტო ოფციონებით მინიჭებული უფლების გამოყენებისას ვალუტის გადაცვლა მოხდება იმავე დღის ოფიციალური გაცვლითი კურსით (strike price), რომელიც, პრაქტიკულად, წინა დღის საბაზრო გაცვლითი კურსია. აღნიშნულის შედეგად, საერთაშორისო რეზერვების შევსება მოხდება ავტომატურად მხოლოდ იმ დღეებში, როდესაც ლარს გამყარების ტენდენცია აქვს. ამასთან, ტრადიციული ოფციონებისაგან განსხვავებით, აღნიშნული სავალუტო ოფციონის უფლებით სარგებლობა მფლობელს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლება, თუ გაცვლითი კურსი წინა 20 სამუშაო დღის საშუალო გაცვლით კურსზე მყარია. ეს შეზღუდვა უზრუნველყოფს, რომ რეზერვების შევსება არ მოხდეს გაცვლითი კურსის მოკლევადიანი მერყეობის დროს. 2018 წელს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა, რამაც საგარეო მოთხოვნის მნიშვნელოვანი მატება გამოიწვია. შედეგად, საგრძნობლად გაიზარდა საქონლისა და მომსახურების ექსპორტი. საქონლის ექსპორტისა 71 და ტურიზმიდან შემოსავლებისა და ფულადი გზავნილების არსებითმა ზრდამ ერთობლიობაში ზეგავლენა იქონია ლარის ნომინალური გაცვლითი კურის გამყარების ტენდენციის ჩამოყალიბებაში. საბოლოოდ, წლიურ დონეზე, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 3.5 პროცენტით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 7.9 პროცენტით გამყარდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 2.5922-დან 2.6766-მდე შეიცვალა, ანუ 3.3 პროცენტით გაუფასურდა. საერთაშორისო რეზერვების მართვა 2018 წელს საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვების მოცულობა 251 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 3.29 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (რეზერვების მთლიანი მოცულობა მოიცავს გარე მენეჯერებისათვის – მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკი – სამართავად გადაცემულ თანხებსაც) (იხ. დიაგრამა N 2.12). მლნ აშშ დოლარი დიაგრამა N 2.12 ოფიციალური სარეზერვო აქტივები 1997-2018 (მლნ აშშ დოლარი, წლის ბოლო მაჩვენებელი) $3,400 $3,200 $3,000 $2,800 $2,600 $2,400 $2,200 $2,000 $1,800 $1,600 $1,400 $1,200 $1,000 $800 $600 $400 $200 $- წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვების დინამიკაზე 2018 წელსაც, ტრადიციულად, რამდენიმე ძირითადი ფაქტორი მოქმედებდა: საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონები, საქართველოს მთავრობის ხარჯები და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული კრედიტები და გრანტები. 2018 წლის განმავლობაში სავალუტო აუქციონებით ეროვნული ბანკის წმინდა შესყიდვები 197.5 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. 2018 წლის განმავლობაში საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან და დონორი სახელმწიფოებიდან სხვადასხვა პროგრამების და პროექტების დასაფინანსებლად მიღებული გრანტებისა და სესხების ჯამური ოდენობა 456 მლნ, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან მიღებული სესხის მოცულობა 84 მლნ აშშ დოლარია. მეორე მხრივ, მთავრობის საგარეო ვალის მომსახურებამ 390 მლნ, ხოლო სავალუტო ხარჯებმა 333 მლნ აშშ 72 დოლარი შეადგინა. ასევე აღსანიშნავია, რომ 2018 წელს რეზერვების ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისათვის სარეზერვო მოთხოვნების ზრდამ, რის შედეგადაც მთლიანი საერთაშორისო რეზერვები დაახლოებით 270 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. 2018 წლის განმავლობაში მსოფლიო ფინანსურ ბაზრებზე 2008 წელს დაწყებული ფინანსური კრიზისის შემდგომ განვითარებული სიტუაციის ნორმალიზება გრძელდებოდა. გაჯანსაღების პროცესი განსაკუთრებით აშშ–ში აღინიშნებოდა. აშშ-ს ეკონომიკური ზრდა 2018 წლის განმავლობაში სტაბილური დადებითი ტენდენციებით ხასიათდებოდა. წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის მშპ–ის ზრდის მაჩვენებელი 2.9 პროცენტს გაუტოლდება, რაც წინა წლის მაჩვენებელს 0.3 პროცენტით აღემატება. 2018 წლის განმავლობაში შრომის ბაზარზე კვლავ დადებითი ტენდენცია შენარჩუნდა და უმუშევრობის დონე 3.9 პროცენტამდე შემცირდა, რაც 1969 წლის შემდეგ რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია. დეკემბრის მონაცემებზე დაყრდნობით, აშშ-ში გასული წლის განმავლობაში არასასოფლო სამეურნეო სექტორებში დამატებით 2.64 მლნ სამუშაო ადგილი შეიქმნა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, რომელიც 2.2 მლნ-ს უტოლდებოდა. ქვეყანაში ეკონომიკური სიტუაციის მნიშვნელოვანი გაუმჯობესების ფონზე, ფედერალურმა სარეზერვო ბანკმა წლის განმავლობაში მიზნობრივი საპროცენტო განაკვეთი ოთხჯერ გაზარდა. მაჩვენებელი 2018 წლის ბოლოს 2.25-2.50 პროცენტის შუალედში დაფიქსირდა. რეფინანსირების განაკვეთის აწევას მოჰყვა აშშ-ს სახაზინო ობლიგაციის შემოსავლიანობების ზრდა - 2-წლიანი სახაზინო ვალდებულების შემოსავლიანობა, სულ მცირე, 60 საბაზისო პუნქტით 1.88-დან 2.48 პროცენტამდე გაიზარდა, ხოლო ინფლაციის წნეხის არარსებობის პირობებში 10-წლიანი სახაზინო ვალდებულების შემოსავლიანობამ მხოლოდ 18 საბაზისო პუნქტით მოიმატა. 2018 წელს არც პრობლემების გარეშე ჩაუვლია. გამწვავდა „სატარიფო ომი“ ჩინეთთან, რომლის ფარგლებში ორივე სახელმწიფომ გარკვეული პროდუქციისა და ნედლეულის იმპორტზე ტარიფები დააწესა. ხოლო წლის ბოლოს, დეკემბერში აშშ-ს მთავრობა დროებით „დაიხურა“25, რისი მიზეზიც ქვეყნის პრეზიდენტის მიერ მექსიკის საზღვრის გასწვრივ კედლის მშენებლობისთვის 5.7 მლრდ აშშ დოლარით დაფინანსების მოთხოვნის დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებთან შეუთანხმებლობა იყო. 2018 წელს ევროპის ცენტრალური ბანკი (ეცბ), აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემისგან განსხვავებით, კვლავ განაგრძობდა შერბილებულ მონეტარულ პოლიტიკას, რაც გამოიხატებოდა 2014-2018 წლებში, მონეტარული შემსუბუქების პოლიტიკის ფარგლებში, ეცბ-ს მიერ წამოწყებული აქტივების (ევროზონის ქვეყნების სახელმწიფო, უზრუნველყოფილი და კორპორატიული ობლიგაციები) მსხვილი მოცულობით შესყიდვის პროგრამის განხორციელებაში. 2018 წლის საბოლოო მონაცემებით, შესყიდვების მთლიანმა მოცულობამ 2.65 ტრილიონი ევროს მიაღწია, რომლის ძირითადი ნაწილი - 2.2 ტრილიონი, ევროზონის წევრ-სახელმწიფოთა ობლიგაციების შესყიდვამ შეადგინა (270 მლრდ ევრო უზრუნველყოფილი ობლიგაციები; 180 მლრდ ევრო - კორპორატიული ობლიგაციები). 25 “government shutdown” - როდესაც, ბიუჯეტის კანონზე კომპრომისის მიღწევამდე, მთავრობის არაძირითადი ოფისები დროებით არ ფუნქციონირებს. 73 2018 წლის შემდეგ ეცბ შესყიდვების პროგრამას აღარ გააგრძელებს, თუმცა 2019-2021 დაგეგმილია ე.წ. რეინვესტირების პროგრამის განხორციელება, რომელიც გულისხმობს 2014-2018 წლებში უკვე შესყიდულ ფასიან ქაღალდებში რეინვესტიციას მათი ვადის გასვლის დადგომის დროს (წინასწარი მონაცემებით: 1.4 მლრდ ევროს მოცულობით). 2018 წელს ევროზონის ეკონომიკა კვლავაც ინარჩუნებდა დაბალინფლაციურ გარემოს და სამომხმარებლო ფასების ინდექსის საშუალოწლიურმა ზრდამ მხოლოდ 1.6 პროცენტი შეადგინა (2017: 1.4 პროცენტი), რაც მცირედით ჩამორჩემა ეცბ-ს მიზნობრივ დონეს (1.752.25 პროცენტი). 2018 წლის განმავლობაში, წინა წლის მსგავსად, ევროზონის ეკონომიკის რეალურ სექტორში (2018 საშუალო-წლიური რეალური ზრდა: 2.07 პროცენტი; 2017: 2.53 პროცენტი) არსებული ბიზნესგარემოსა და მოლოდინების გაუმჯობესება განპირობებული იყო როგორც მონეტარული წახალისებით, ისე ფისკალური დისციპლინის უფრო მაღალი დონით ევროკავშირის უმრავლეს წევრ ქვეყანაში – პირველ რიგში საბერძნეთში, აგრეთვე პორტუგალიაში, ესპანეთში, იტალიასა და საფრანგეთში. 2018 წელს მდგომარეობის ზომიერი გაუმჯობესება შეიმჩნეოდა აგრეთვე ევროზონის შრომით ბაზრებზე, რაც გამოიხატა უმუშევრობის მაჩვენებლის ერთნიშნა ნიშნულზე სტაბილურად დაბრუნებაში და უმუშევრობის დონის კლებაში 8 პროცენტამდე, რაც უკანასკნელი 10 წლის მინიმუმია. 74 3 ფინანსური სტაბილურობა 3.1 ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, ეროვნული ბანკის ერთ-ერთ ძირითად ამოცანას ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა წარმოადგენს, ისე, რომ ეს უკანასკნელი წინააღმდეგობაში არ მოვიდეს ეროვნული ბანკის ძირითადი მანდატის, ფასების სტაბილურობის, შესრულებასთან. ფინანსური სტაბილურობა გულისხმობს ფინანსური სისტემის მიერ ეკონომიკის გრძელვადიანი, მდგრადი განვითარების ხელშეწყობას. ამისათვის საჭიროა ფინანსური შუამავლობის და საბაზრო ინფრასტრუქტურის (საგადახდო სისტემების) ეფექტიანი ფუნქციონირება, ფინანსური სისტემის მდგრადობა შოკების მიმართ და სისტემური რისკების შემცირება. ფინანსური სტაბილურობა ასევე გულისხმობს ფინანსური სექტორის განვითარებას და ფინანსური ბაზრების გაღრმავებას. ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანია მაკროპრუდენციულ პოლიტიკის განხორციელება. ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი განიხილავს ფინანსური სტაბილურობის საკითხებს და იღებს გადაწყვეტილებას მაკროპრუდენციულ პოლიტიკის შესახებ. აღნიშნული გულისხმობს სისტემური რისკების გამოვლენას, შეფასებას, მუდმივ მონიტორინგსა და ამ რისკების შემცირების მიზნით საპასუხო ღონისძიებების შემუშავებას. მაკროპრუდენციული პოლიტიკის გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, 2018 წლიდან ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი მუშაობის ახალ ფორმატზე გადავიდა. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება მიექცა კონტრციკლური მაკროპრუდენციული პოლიტიკის განხორციელებას. ეროვნული ბანკის მაკროპრუდენციული პოლიტიკის ძირითად ინსტრუმენტად გამოიყენება კაპიტალის კონტრციკლური ბუფერი. მისი მიზანია, საჭიროების შემთხვევაში შეზღუდოს ეკონომიკის ისეთი ჭარბი დაკრედიტება, რომელიც სისტემური რისკების ზრდას იწვევს. ბუფერის კონტრციკლურობა ხელს უწყობს მაკროპრუდენციული პოლიტიკის ძირითად მიზანს, შეამციროს ფინანსური სტაბილურობის სისტემური რისკები. უარყოფითი შოკების დროს კონტრციკლური ბუფერი უნდა დაეხმაროს ფინანსურ სისტემას, რომ მკვეთრად არ შეიზღუდოს ეკონომიკის დაკრედიტება და ამით დამატებით არ გაუარესდეს როგორც ფინანსური სექტორის, ისე მთლიანად ეკონომიკის მდგომარეობა. კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის დადგენისას გაითვალისწინება ისეთი ფაქტორების ანალიზი, როგორებიცაა სესხების მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობის და მისი გრძელვადიანი ტრენდიდან გადახრის შესაბამისი ინდიკატორები, საკრედიტო ტენდენციები, ფინანსური სექტორის ციკლური პოზიციის სხვა მაჩვენებლები, ქვეყნის შიდა და საგარეო მაკროფინანსური გარემოს მახასიათებლები და სხვა. გარდა კონტრციკლური ბუფერისა მაკროპრუდენციული პოლიტიკის გასატარებლად საქართველოს ეროვნული ბანკი იყენებს ასევე კაპიტალის სხვა ბუფერებსაც, რომლებიც დანერგილია ბაზელ III-ის ჩარჩოსთან დაახლოების ფარგლებში. მაკროპრუდენციული პოლიტიკის ინსტრუმენტებია, ასევე, სესხის მომსახურებისა და სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტები, სექტორული რისკის წონები და სხვა ინსტრუმენტები. 75 2018 წლის განმავლობაში, საკრედიტო პორტფელი მაღალი ტემპით განაგრძობდა ზრდას. მაღალი საკრედიტო ზრდის ფონზე, სესხების მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობა გრძელვადიან ტრენდს აჭარბებდა, რაც მნიშვნელოვანწილად შინამეურნეობებზე გაცემული სესხებით იყო განპირობებული. დაკრედიტების ზრდის აღნიშნული ტენდენცია კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის გააქტიურების საჭიროებაზე მიუთითებდა. თუმცა, კომიტეტმა მიიჩნია26, რომ ფიზიკური პირების პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოს და მომსახურებისა და უზრუნველყოფის კოეფიციენტების ლიმიტების შემოღება, რომელიც 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა, საკრედიტო ზრდას საშუალოვადიან პერიოდში მდგრად დონემდე დაიყვანს. პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოს დანერგვა უზრუნველყოფს ფინანსური სტაბილურობის რისკების შემცირებას და მას დადებითი გავლენა ექნება ეკონომიკაზე. აღნიშნული რეგულაცია შეამცირებს როგორც ჭარბ საკრედიტო ტვირთს, ისე გრძელვადიან საპროცენტო განაკვეთებს, რაც საშუალოვადიან პერიოდში ხელს შეუწყობს მდგრად ეკონომიკურ ზრდას. აღსანიშნავია, რომ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპების დანერგვა ასევე შეესაბამება ევროდირექტივების მოთხოვნას. ბოლო წლებში მსგავსი რეგულაცია ამოქმედდა ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ესტონეთი, უნგრეთი, შვედეთი, დანია, ლიეტუვა, ჩეხეთი. დიაგრამა N 3.1 მთლიანი სასესხო პორტფელის ცვლილება წინა წელთან შედარებით წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი 26 იხილეთ https://www.nbg.gov.ge/uploads/fsc/desicions/fin_stab_press_release_q4.pdf 76 აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მაკროპრუდენციული პოლიტიკის გამკაცრება არაპოპულარულია, რადგან, როგორც წესი, იგი მოკლევადიან პერიოდში სოციალურ ან ეკონომიკურ ხარჯებთანაა დაკავშირებული მაშინ, როცა მისი სარგებელი (მაღალი და სტაბილური ზრდა, მაღალი დასაქმება და დაბალი ფისკალური ხარჯები), რომელიც, შესაძლოა, გაცილებით დიდი იყოს, მხოლოდ გრძელვადიან პერიოდში ვლინდება, რის გამოც, გამკაცრების აუცილებლობა რთულად აღსაქმელია. ფინანსური სისტემისთვის დოლარიზაციასთან დაკავშირებული რისკები კვლავაც ერთერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. 2018 წელს უცხოური ვალუტის სესხებზე ადგილობრივად შემცირებული საპროცენტო განაკვეთების ფონზე, იზრდებოდა ფიზიკური პირების უცხოური ვალუტის სესხები. აღნიშნული, როგორც მსესხებლების, ისე ბანკების მხრიდან, უცხოური ვალუტის რისკების არასათანადო შეფასებაზე შეიძლება მიუთითებდეს, რაც საყურადღებოა ფინანსური სტაბილურობის რისკების კუთხით. უცხოური ვალუტის სესხებს, ერთი მხრივ, თან ახლავს გაცვლითი კურსის რისკი, ხოლო მეორე მხრივ, საპროცენტო რისკი, რომელიც განსაკუთრებით საგულისხმოა მსოფლიო ბაზრებზე აშშ დოლარსა და ევროზე საპროცენტო განაკვეთების სავარაუდო ზრდის გათვალისწინებით. გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები სუვერენული რისკპრემიის ფაქტორიც, რომელიც, ფინანსური კრიზისის შემდგომ ისტორიულად დაბალი საპროცენტო განაკვეთების პირობებში, მნიშვნელოვნად შემცირდა. ამდენად, უცხოური ვალუტის ფონდირების რისკების შეფასებისას, ასევე გათვალისწინებული უნდა იქნას გლობალური ფინანსური პირობების გამკაცრების შესაძლო გავლენა განვითარებადი ქვეყნების და, მათ შორის, საქართველოს სუვერენულ რისკპრემიაზე27. აღნიშნულ რისკების პრევენციისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი პრესრელიზებში28 ფინანსურ ინსტიტუტებს მიუთითებდა სესხების ფასდადებისას სათანადოდ მოეხდინათ უცხოური ვალუტის საპროცენტო რისკების შეფასება და გათვალისწინება. 3.2 ფინანსური სტაბილურობის ჩარჩოს განვითარება ფინანსური სტაბილურობის ჩარჩოს განვითარება ფინანსური სტაბილურობის მანდატის ნაწილია, ფინანსური სტაბილურობა კი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი ფუნდამენტური ფაქტორია. აღსანიშნავია, რომ ფინანსური სტაბილურობის საკითხების და მაკროპრუდენციული პოლიტიკის აქტუალობა მსოფლიოში, განსაკუთრებით ბოლო წლებში, გაიზარდა. მსოფლიო საუკეთესო პრაქტიკით, საჭიროა ფინანსური სტაბილურობის კომპლექსური და სიღრმისეული ანალიზი. ფინანსური სტაბილურობის ანალიზი არ გულისხმობს მხოლოდ საბანკო სექტორის რისკების შეფასებას, ის ყურადღებას აქცევს ქვეყნის საგარეო ფაქტორებსაც, რომლებიც, როგორც ბოლო წლებმა დაგვანახა, მნიშვნელოვანი რისკების წყარო აღმოჩნდა. ფინანსური სტაბილურობა, ასევე, 27 საქართველოს სუვერენული რისკპრემია წარმოდგენს უცხოელი ინვესტორისთვის დამატებით საპროცენტო მარჟას, რომელსაც იგი ითხოვს საქართველოში ინვესტირებისას. მისი გაზომვისთვის გამოიყენება სხვაობა საქართველოს ევროობლიგაციებისა და შესაბამისი აშშ სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების სარგებლიანობათა შორის. 28 იხილეთ https://www.nbg.gov.ge/uploads/fsc/desicions/fin_stab_press_release_q3_sep_24.pdf ; https://www.nbg.gov.ge/uploads/fsc/desicions/fin_stab_press_release_q4.pdf 77 ითვალისწინებს მაკრო-ფინანასურ გარემოს, შინამეურნეობებს, კომპანიებს და არასაბანკო ინსტიტუტებს. ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკის ჩარჩოს ჩამოყალიბებას და განვითარებას ეროვნული ბანკი მსოფლიოს საუკეთესო ცენტრალური ბანკების გამოცდილების გათვალისწინებით ახორციელებს, რისთვისაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ანალიტიკური შესაძლებლობების განვითარება. ამ თვალსაზრისით, პირველ ეტაპს საქართველოს სპეციფიკიდან გამომდინარე ფინანსური სტაბილურობის კომპლექსური ინდიკატორების შემუშავება და განვითარება წარმოადგენდა. აღნიშნულ ინდიკატორები გამოიყენება ციკლური მაკროპრუდენციული პოლიტიკის შესამუშავებლად. ფინანსური სტაბილურობის ანალიზის ჩარჩოს მნიშვნელოვანი ნაწილია მაკროფინანსური მოდელირება. ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტი, სსფ-ს ტექნიკური მისიის მხარდაჭერით, აქტიურად მუშაობს მაკროფინანსური მოდელის განვითარებაზე. მისი მიზანია ფინანსური და მაკროეკონომიკური სტაბილურობის რისკების ანალიზი; მაკროფინანსური სცენარების გენერირება და ანალიზი; მაკროეკონომიკური სტრეს-ტესტების ჩატარება, რაც შესაბამისი მაკროპრუდენციული პოლიტიკის შემუშავების ძირითადი ქვაკუთხედია. 2018 წელს, ტექნიკური მისიის ფარგლებში, ფინანსური სექტორის უკეთ აღწერის მიზნით, აღნიშნული მოდელი გაფართოვდა. მოდელის შემდგომი განვითარებისა და ანგარიშგების სრულყოფის მიზნით 2019 წელს ასევე იგეგმება სსფ-ს ტექნიკური მისია. ფინანსური სტაბილურობის ჩარჩოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი გამჭვირვალობის ზრდა და კომუნიკაციის გაუმჯობესებაა. ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკის შესახებ საზოგადოების ინფორმირების ზრდის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე მუდმივად განახლების რეჟიმშია ფინანსურ სტაბილურობასთან დაკავშირებული საკითხები. კერძოდ, მოცემულია ინფორმაცია ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის ამოცანებისა და მაკროპრუდენციული პოლიტიკის ინსტრუმენტების შესახებ; ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომების კალენდარი, კომიტეტის განცხადებები და გადაწყვეტილებები; ფასს 9-სთან29 დაკავშირებული საკითხები და სხვა. ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკის გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, 2018 წლიდან ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი მუშაობის ახალ ფორმატზე გადავიდა. კომიტეტი განიხილავს ფინანსური სტაბილურობის საკითხებს, შეიმუშავებს მაკროპრუდენციულ პოლიტიკას და იღებს გადაწყვეტილებებს გასატარებელი ღონისძიებების შესახებ. აღნიშნული გულისხმობს სისტემური რისკების გამოვლენას, შეფასებას, მუდმივ მონიტორინგსა და საპასუხო ღონისძიებების შემუშავებას რისკების შემცირების მიზნით. ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი იკრიბება კვარტალში ერთხელ, წინასწარ დადგენილი კალენდრის შესაბამისად; ყოველი სხდომის შემდეგ ქვეყნდება პრესრელიზი, რომელშიც აღწერილია მიმდინარე პერიოდში ფინანსურ სისტემაში არსებული ძირითადი ტენდენციები, გამოწვევები და კომიტეტის გადაწყვეტილებები. ამასთან, წელიწადში ორჯერ, კომიტეტის სხდომის შემდეგ, იმართება პრესკონფერენცია. 29 ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტი (ფასს 9). 78 ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნული ბანკი ხელს უწყობს ფინანსურ ინსტიტუტების ფინანსური ანგარიშგების ფასს 9 სტანდარტზე ეფექტურ გადასვლას. ფინანსური კომპანიების მიერ ფინანსური ანგარიშგების გამჭვირვალედ, თანმიმდევრულად და ეფექტიანად წარმოების, ასევე ურთიერთშედარებითობის უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტი ჩაერთო ფასს 9-ის მიზნებისთვის მაკროეკონომიკური და ფინანსური გარემოს რისკ-სცენარების დამუშავებაში და რეგულარულად აქვეყნებს მაკროეკონომიკური ტენდენციების რაოდენობრივ შეფასებას, რომელიც შემდგომ, შესაძლოა, გამოყენებული იქნეს მოსალოდნელი საკრედიტო დანაკარგების შეფასებისას. ფასს 9-ის მიზნებისთვის მაკროეკონომიკური საპროგნოზო სცენარები ეფუძნება მაკრო-ფინანსურ მოდელს და, ასევე, ითვალისწინებს დამატებით ანალიზსა და ექსპერტულ შეფასებებს. უნდა აღინიშნოს, რომ წარმოდგენილი სცენარები თავისი შინაარსით კონტრციკლურია, რაც ხელს უწყობს შესაძლო ფინანსური ციკლების შერბილებას. ფინანსური სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია მდგრადი ფინანსური სისტემა, რომელიც გულისხმობს სოციალური და გარემოსდაცვითი რისკების მართვას და, ამასთანავე, მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია. საქართველოს ეროვნული ბანკი 2017 წლის სექტემბრიდან მდგრადი საბანკო ქსელის (Sustainable Banking Network, SBN) წევრია და აქტიურად მუშაობს მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარებაზე. მდგრადი დაფინანსების შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კერძო სექტორთან თანამშრომლობით ქართულ ენაზე თარგმნა კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო ასოციაციის (International Capital Market Association, ICMA) მწვანე, სოციალური და მდგრადი განვითარების ობლიგაციების პრინციპები, რომელიც 2018 წელს ICMA-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. მდგრადი დაფინანსების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (Environmental, Social, and Governance; ESG) საკითხების კორპორატიულ მართვის კოდექსში ინტეგრირება წარმოადგენს. ეს საკითხები უკვე ასახულია კომერციული ბანკებისათვის განკუთვნილ კორპორაციული მართვის კოდექსში; ასევე მიმდინარეობს მუშაობა ESG თემების კაპიტალის ბაზრის კორპორაციული მართვის კოდექსში ინტეგრირებისათვის. თითოეული მათგანი გულისხმობს როგორც ESG საკითხების გამჟღავნებას, ასევე მასთან დაკავშირებული რისკების მენეჯმენტს. ასევე, საქართველოს ეროვნული ბანკი OECD-თან თანამშრომლობით, მუშაობს ESG საკითხების გამჟღავნებისა და ანგარიშგების პრინციპებზე, რომელიც ფინანსურ ინსტიტუტებსა და კომპანიებს ხელს შეუწყობს კორპორაციული კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაში. 2018 წლის 26 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასა და მდგრად საბანკო ქსელთან თანამშრომლობით, სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ IFC-ის ექსპერტები, SBN-ის წევრი ქვეყნებისა და რეგიონის ცენტრალური ბანკების წარმომადგენლები, ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ფინანსთა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების წარმომადგენლები, საფინანსო ორგანიზაციების პრეზიდენტები/აღმასრულებელი დირექტორები და სხვა დაინტერესებული მხარეები. სამუშაო შეხვედრის დროს გამართული დისკუსიებისა და კონსულტაციების შედეგად გადაწყდა მდგრადი დაფინანსების სამუშაო გეგმის შემუშავება შემდეგი 3-4 წლისთვის. ამ 79 დოკუმენტზე მუშაობა SBN/IFC-თან თანამშრომლობით 2018 წელს დაიწყო და მისი გამოქვეყნება 2019 წელს იგეგმება. ამ დოკუმენტის მიზანია წარმოდგენა შეუქმნას ადგილობრივ ბაზარსა და საერთაშორისო ინვესტორებს ეროვნული ბანკის გეგმების შესახებ მდგრადი დაფინანსების მიმართულებით. საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს ფინანსური სტაბილურობის ანგარიშის მომზადება და გამოქვეყნება წარმოადგენს. აღნიშნული დოკუმენტი ფინანსური სტაბილურობის ჩარჩოს მნიშვნელოვანი კომპონენტია და მასზე მუშაობა სსფ-ს ტექნიკური დახმარებით 2018 წელს დაიწყო. იგი დაფუძნებული იქნება მომავალზე ორიენტირებულ მაკროფინანსურ ანალიზზე და მომზადდება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით. ფინანსური სტაბილურობის ანგარიშის გამოქვეყნება 2019 წელს იგეგმება. 80 4 საბანკო ზედამხედველობა 4.1 საზედამხედველო ჩარჩოს განვითარება საქართველოს ეროვნული ბანკი 2018 წელს აქტიურად განაგრძობდა მუშაობას საზედამხედველო ჩარჩოს დახვეწაზე და არსებული სტანდარტების საერთაშორისო პრაქტიკასა და პრინციპებთან დაახლოებაზე. 2018 წელს ეროვნულმა ბანკმა დაამტკიცა „ეთიკის პრინციპებისა და პროფესიული ქცევის სტანდარტების კოდექსი კომერციული ბანკებისთვის“, რომელიც მიზნად ისახავს საბანკო სექტორში ეთიკისა და საბანკო პროფესიის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დამკვიდრებას. აღნიშნული ხელს შეუწყობს საბანკო სექტორისა და ბანკირის პროფესიის მიმართ საზოგადოების, მათ შორის, ინვესტორთა ნდობის ამაღლებასა და საბანკო სექტორის სტაბილურ და ეფექტიან ფუნქციონირებას. წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრული პრინციპები და სტანდარტები სერტიფიცირებულ ფინანსურ ანალიტიკოსთა (CFA) ინსტიტუტის მიერ განსაზღვრულ ეთიკის პრინციპებისა და პროფესიული ქცევის სტანდარტების ჩარჩოს ეფუძნება, რომელიც საფინანსო ბაზარზე საყოველთაოდ აღიარებული და მიღებული სახელმძღვანელო სტანდარტია. აღნიშნული დოკუმენტი მოიცავს ეთიკის პრიცნიპებსა და პროფესიული ქცევის სტანდარტებს, რომლებიც შემდეგ საკითხებს აწესრიგებს: პროფესიონალიზმი, კეთილსინდისიერება ფინანსურ ბაზარზე და საბანკო სექტორში, ვალდებულებები მომხმარებლების და დამსაქმებლის მიმართ, პროფესიული საქმიანობის პრინციპები, ინტერესთა კონფლიქტი და კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალ პირთა პასუხისმგებლობა. კოდექსი დეტალურად გაწერს კომერციული ბანკების ვალდებულებებს ეთიკის მოთხოვნათა შესრულების მიზნებისთვის, მათ შორის დარღვევის ფაქტების იდენტიფიკაციის, გადაწყვეტილების მიღებისა და გასაჩივრების პროცედურების საკითხებს. ამ ეტაპზე კომერციული ბანკები კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნებისა და სტანდარტების სრულად დანერგვაზე მუშაობენ. აღსანიშნავია, რომ ეთიკის კოდექსი კორპორაციული მართვის მთლიანი სამართლებრივი ჩარჩოს ნაწილს წარმოადგენს. ამ მიმართულებით ეროვნულმა ბანკმა 2018 წელს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. კერძოდ, კორპორაციული მართვის საუკეთესო პრაქტიკის პრინციპებთან დაახლოების მიზნით, ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკებისთვის კორპორაციული მართვის კოდექსი შეიმუშავა და დაამტკიცა. აღნიშნული კოდექსი საერთაშორისოდ მიღებულ მოთხოვნებსა და სტანდარტებს აერთიანებს, მათ შორის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობის კუთხით, რაც ითვალისწინებს საბჭოს დამოუკიდებელი წევრებითა და გენდერულად დაბალანსებულ დაკომპლექტებას. კოდექსი არეგულირებს სამეთვალყურეო საბჭოსთან და მასთან არსებულ კომიტეტებთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებს, როგორიცაა წევრთა რაოდენობა, მათი დამოუკიდებლობა, კვალიფიკაცია, პასუხისმგებლობა და უფლებამოსილების დელეგირება, ასევე დირექტორატის შემადგენლობასა და კვალიფიკაციასთან დაკავშირებულ საკითხებს, რისკების მართვისა და შიდა კონტროლის ფუნქციებს, ანაზღაურების პრინციპებს უმაღლესი მენეჯმენტისა და მატერიალური რისკის ამღები პირებისათვის. კოდექსის მიზანი კომერციული ბანკების კორპორაციულ მართვაში არსებული საერთაშორისოდ 81 აღიარებული მოწინავე პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობაა, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება საბანკო სექტორის ეფექტურ ფუნქციონირებასა და მდგრადობაზე. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2018 წელს დანერგა ბაზელ III-ის ფარგლებში ლევერიჯის კოეფიციენტი. ლევერიჯის კოეფიციენტი მარტივი და გამჭვირვალე მაჩვენებელია, რომელიც კაპიტალის რისკებზე დაფუძნებული ადეკვატურობის მოთხოვნების თანამედროვე და ეფექტური შემავსებელია. აღნიშნული მაჩვენებელი წარმოადგენს პირველადი კაპიტალის ფარდობას მთლიანი რისკის პოზიციებთან. დებულება „კომერციული ბანკებისთვის ლევერიჯის კოეფიციენტის მოთხოვნების შესახებ“ 2018 წლის სექტემბერში შევიდა ძალაში და ბანკებს ლევერიჯის 5 პროცენტიან მინიმალურ მოთხოვნას უყენებს. აღნიშნული მოთხოვნის ფარგლებში დათვლილ კოეფიციენტებს ბანკები პილარ 3-ის კვარტალურ ანგარიშგებებში აქვეყნებენ. მეორადი კაპიტალის ხარისხის ბაზელ III-თან სრული შესაბამისობის მისაღწევად საქართველოს ეროვნული ბანკი გეგმავს დამატებითი პირველადი და მეორადი კაპიტალის ინსტრუმენტებისთვის მოთხოვნების განსაზღვრაზე მუშაობას. აღნიშნული გულისხმობს დამატებითი პირველადი კაპიტალისა და მეორადი კაპიტალის ინსტრუმენტებზე ჩამოწერის ან ძირითად პირველად კაპიტალად გარდაქმნის მოთხოვნის შემუშავებას კაპიტალის ადეკვატურობის წინასწარ განსაზღვრული მაჩვენებლის დარღვევის ან საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევებში. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 14 მაისის ბრძანებით დამტკიცდა „კომერციული ბანკებისათვის უძრავი ქონების შეფასების ინსტრუქცია“, რომელიც 2018 წლის პირველი ივნისიდან ამოქმედდა. ინსტრუქციის ძირითადი მიზანია საბანკო სექტორში უძრავი ქონების შეფასების ხარისხის ამაღლება და შეფასების პროცესისა და პრინციპების მეტი გამჭვირვალობის დამკვიდრება, რაც ხელს შეუწყობს საბანკო სექტორის სტაბილურ და ეფექტიან ფუნქციონირებას. ინსტრუქციით განისაზღვრა და დარეგულირდა შემფასებლის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ეთიკის სტანდარტები, კომერციული ბანკების ვალდებულებები უძრავი ქონების შეფასების პროცესის პროფესიული შიდა/გარე შემფასებლის მიერ წარმართვის თაობაზე და ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები აღნიშნული მიმართულებით. საქართველოს პარლამენტის მიერ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში 2017 წლის ბოლოს დამტკიცებული ცვლილებით ეროვნულ ბანკს საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს საქმიანობის რეგულირებისა და ზედამხედველობის განხორციელების უფლებამოსილება 2018 წლის 1 სექტემბრიდან მიენიჭა. შესაბამისად, 2018 წელს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცდა „საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესი“ და „საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდების, ბაზაში აღრიცხვის და ხელმისაწვდომობის წესი“. საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს რეგულირების მიზანია ფინანსური სტაბილურობისა და ეროვნული ბანკის მანდატის ფარგლებში მომხმარებელთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა. შემუშავებულმა მარეგულირებელმა აქტებმა ხელი უნდა შუწყოს საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის სანდო, უტყუარი, ობიექტური და მაქსიმალურად სრული ინფორმაციის მიწოდებას, აღრიცხვასა და ხელმისაწვდომობას. ეროვნული ბანკი საკრედიტო საინფორმაციო ბიუროების საზედამხედველო 82 უფლებამოსილების ფარგლებში აქტიურად იმუშავებს საკრედიტო საინფორმაციო ბიუროში დაცულ მონაცემებში არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რამაც უნდა გააუმჯობესოს მონაცემთა ხარისხი და, საბოლოო ჯამში, ხელი შეუწყოს პოტენციური მსესხებლების/მომხმარებლების გადახდისუნარიანობის შეფასებას. საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს მარეგულირებელი აქტები განსაზღვრავს საკრედიტო საინფორმაციო ბიუროების ნებადართული საქმიანობის ჩამონათვალს, ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმებს, კაპიტალის მინიმალურ ოდენობას, საოპერაციო და სხვა რისკების მართვის მოთხოვნას და ინფორმაციის მიღების, აღრიცხვა/დამუშავებისა და გაცემის მკაცრად გაწერილ ნორმებს. 2018 წლის მანძილზე საქართველოს ეროვნული ბანკი, ფინანსური სექტორის მაქსიმალური ჩართულობით, აქტიურად მუშაობდა პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოს შემუშავებაზე. შედეგად, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 24 დეკემბრის 281/04 ბრძანებით დამტკიცდა „ფიზიკური პირების დაკრედიტების შესახებ დებულება“. დებულების მიზანია საქართველოს საფინანსო სისტემის სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობა და ჯანსაღი დაკრედიტების წახალისება, რაც, თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკის მდგრად განვითარებას შეუწყობს ხელს. რეგულაციის ძირითადი პრინციპის თანახმად, ფინანსურმა ინსტიტუტმა ფიზიკურ პირს არ უნდა დააკისროს სასესხო ან სხვა ვალდებულება (მაგ. თავდებობა) პირის გადახდისუნარიანობის შესწავლის გარეშე. რეგულირება გავრცელდა ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სესხის გამცემ ყველა ორგანიზაციაზე და ყველა მათგანისთვის ერთდროულად, 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. სესხის გამცემი ვალდებული იქნება სესხის გაცემისას შეაფასოს მომხმარებლის შემოსავალი, უზრუნველყოფის ღირებულება და გასცეს სესხი, რომლის ყოველთვიური გადასახდელი (PTI) და უზრუნველყოფის ღირებულება (LTV) ამ დებულებით დადგენილ ზღვრებს არ უნდა აღემატებოდეს. აღნიშნული კოეფიციენტები განსხვავდება ადგილობრივი და უცხოური ვალუტის სესხებისთვის, რაც მიზნად ისახავს მსესხებლების და ფინანსური სისტემის დაცვას უცხოური ვალუტის გაცვლითი კურსის მერყეობით გამოწვეული რისკებისგან. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი მუშაობს ბანკების გაჯანსაღებისა და რეზოლუციის ჩარჩოს შექმნაზე, რომელიც ამ კუთხით აღიარებულ პრაქტიკასა და ევროკავშირის დირექტივას უნდა დაეფუძნოს (იხ. ჩანართი N1). ჩანართი 1. საბანკო რეზოლუციის ჩარჩოს საერთაშორისო პრაქტიკის მიმოხილვა 2007-2009 წლის გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა საბანკო სექტორის პრე-კრიზისული და კრიზისული პროცესების ეფექტური მართვის კუთხით მნიშვნელოვანი სისუსტეები გამოავლინა. კერძოდ, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებმა დაადასტურა, რომ არ არსებობდა საფინანსო ინსტიტუტების ეფექტური ადრეული ინტერვენციის, გაჯანსაღებისა და რეზოლუციის ჩარჩო, რომელიც კრიზისულ სიტუაციაში, ადეკვატური ინსტრუმენტებისა და სარეზოლუციო ზომების გამოყენებით, სახელმწიფო ფინანსური სახსრების ნაკლები ჩართულობით უზრუნველყოფდა სისტემური („Too big to fail“) ბანკების კრიტიკული ფუნქციების შენარჩუნებასა და, ზოგადად, საფინანსო სექტორის უსაფრთხოებას. 83 კრიზისების ეფექტური პრევენციის, მართვისა და რეზოლუციის საკითხებზე მსჯელობის მიზნით, 2008 წელს დიდი ოცეულის (G20) საერთაშორისო სამიტი გაიმართა ვაშინგტონში30, რომელიც სახელმწიფოს მთავრობების და ცენტრალური ბანკების მმართველებსა და ევროპის კავშირის წარმომადგენლებს აერთიანებდა. 2011 წელს ფინანსური სტაბილურობის საბჭომ „ფინანსური ინსტიტუტების ეფექტური სარეზოლუციო რეჟიმების საკვანძო ელემენტები“31 გამოაქვეყნა, რომელსაც ეფუძნება ისეთი საერთაშორისო სტანდარტი, როგორიცაა ევროპის პარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს 2014 წლის 15 მაისის ბანკის გაჯანსაღებისა და რეზოლუციის 2014/59/EU დირექტივა32 (Bank Recovery and Resolution Directive (BRRD)), რომელიც გახდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ შემუშავებული გაჯანსაღებისა და რეზოლუციის შიდა სამართლებრივი რეჟიმების საფუძველი. აღსანიშნავია, რომ გლობალური ფინანსური კრიზისის შემდგომ გამოწვევებს ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც 2010 წელს დოდ-ფრანკის ფინანსური რეფორმის აქტის (The Dodd–Frank Wall Street Reform and Consumer Protection Act)33 მიღებით უპასუხა. აღნიშნულმა აქტმა ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობის მიზნით, ფინანსური ბაზრის მონაწილეებისთვის ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის მოთხოვნები გაამკაცრა და, ამასთან, შეზღუდა სახელმწიფო ფინანსური სახსრების (ე.წ. „Bail-out“) რეზოლუციის პროცესში ჩართულობის სამართლებრივი შესაძლებლობა. ეროვნული ბანკი სწავლობს და აანალიზებს საბანკო რეზოლუციის საერთაშორისო პრაქტიკებსა და სხვადასხვა ქვეყნის სამართლებრივ ჩარჩოს და მუშაობს გაჯანსაღებისა და რეზოლუციის სტანდარტების დანერგვაზე, რომელიც მორგებული იქნება ქვეყნისა და საბანკო სექტორის კონტექსტს. ევროკავშირის წევრი ქვეყნების გაჯანსაღებისა და რეზოლუციის რეჟიმის ძირითადი ელემენტები როგორც ზემოთ აღინიშნა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების გაჯანსაღებისა და რეზოლუციის რეჟიმი ბანკის გაჯანსაღებისა და რეზოლუციის 2014/59/EU დირექტივის (BRRD) პრინციპებსა და სტანდარტებს ეფუძნება. დირექტივა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მასშტაბით ერთიან სარეზოლუციო რეჟიმს ქმნის (ე.წ. Single Resolution Mechanism)34 და განსაზღვრავს ფუნდამენტურ მიზნებს:  კრიტიკული პროცესების/ფუნქციების უწყვეტობის უზრუნველყოფა;  ფინანსური სისტემის სტაბილურობის საფრთხეების თავიდან აცილება და სექტორის სხვა მონაწილეებზე გადადების რისკების მიტიგაცია/შემცირება;  საბიუჯეტო და სახელმწიფო სახსრების დაცვა;  დაზღვეული დეპოზიტორების დაცვა;  კლიენტთა ფინანსური სახსრებისა და აქტივების დაცვა. დირექტივის ძირითადი მოთხოვნები შეეხება შემდეგ საკითხებს:  გაჯანსაღებისა და რეზოლუციის დაგეგმვა; 30 http://www.g20.utoronto.ca/2008/2008declaration1115.html; http://www.fsb.org/wp-content/uploads/r_111104cc.pdf?utm_content=VKD; 32 https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/ALL/?uri=celex:02014L0059-20171228; 33 https://www.govtrack.us/congress/bills/111/hr4173/text; 34 https://ec.europa.eu/info/business-economy-euro/banking-and-finance/banking-union/single-resolutionmechanism_en#single-resolution-board 31 84     ადრეული ინტერვენციის ზომები; რეზოლუციის ინსტრუმენტებისა და უფლებამოსილებების ერთიანი პლატფორმა; რეზოლუციის პროცესის დაფინანსება; შესაბამის ორგანოთა შორის თანამშრომლობისა და კოორდინაციის საკითხები. გაჯანსაღებისა და რეზოლუციის დაგეგმვა, ადრეული ინტერვენცია პირველ რიგში, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დირექტივის მიხედვით რეზოლუციის პროცესს წარმართავს სარეზოლუციო ფუნქციების განმახორციელებელი ორგანო, რომელიც გარკვეული დოზით გამიჯნული უნდა იყოს საზედამხედველო ფუნქციების განმახორციელებელი ორგანოდან/სტრუქტურული ერთეულიდან, რათა თავიდან იქნეს აცილებული ინტერესთა კონფლიქტის რისკები და არ დაბრკოლდეს პროცესის ეფექტურობა (ევროკავშირის ერთიანი სარეზოლუციო რეჟიმის სარეზოლუციო ორგანო ერთიანი სარეზოლუციო საბჭოა (Single Resolution Board)35). კრიზისული სიტუაციების პრევენციის აუცილებელ ელემენტებს წარმოადგენს გაჯანსაღებისა და რეზოლუციის გეგმები. გაჯანსაღების გეგმის36 ფარგლებში ბანკები შეიმუშავებენ გეგმას, რომელიც მოიცავს იმ პირობებსა და პროცედურებს, რაც ადრეულ ეტაპზევე უზრუნველყოფს შესაბამის რეაგირებას ბანკის მიერ წინასწარ განსაზღვრულ სხვადასხვა ტიპის ფინანსურ სირთულეებზე. აღნიშნული გაჯანსაღების გეგმებს აფასებს შესაბამისი საზედამხედველო ორგანო და ბანკის მიერ შემუშავებული გაჯანსაღების გეგმები საფუძვლად ედება სარეზოლუციო ორგანოს მიერ შემუშავებულ სარეზოლუციო გეგმას37, რომელიც მოიცავს მოიცავს სარეზოლუციო სტრატეგიას იმ შემთხვევისთვის, თუ ბანკი ფინანსური სირთულეების იმ ეტაპს მიაღწევს, როდესაც ის სარეზოლუციო ორგანოს შეფასებისა და გადაწყვეტილების საფუძველზე რეზოლუციის რეჟიმში გადავა და როდესაც ბანკის გაჯანსაღების გეგმა ეფექტური აღარ არის. ბანკის მიერ გაჯანსაღების გეგმის, ასევე სარეზოლუციო ორგანოს მიერ რეზოლუციის გეგმის შემუშავება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ბანკებისათვის, რომელთა ლიკვიდაცია არამიზანშეწონილია მათი სისტემური მნიშვნელობიდან გამომდინარე. რეზოლუციის დაგეგმვის პროცესში სარეზოლუციო ორგანო თითოეული ბანკის რეზოლუციისა და ლიკვიდაციის განხორციელების სირთულეებსა და შესაძლებლობებს აფასებს და სწავლობს და, შედეგად, თითოეულ ბანკისთვის წინასწარ შეიმუშავებს იმ დაშვებებს, რომელთა მიხედვითაც, კრიზისული სიტუაციებისა და განსაზღვრული სტრესის დადგომისას ბანკი უნდა დაექვემდებაროს რეზოლუციას ან ლიკვიდაციას. დირექტივის საფუძველზე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საზედამხედველო ორგანოები აღჭურვილნი არიან ადრეული ინტერვენციის ზომებითა და უფლებამოსილებებით, რომლებმაც ფინანსურ სირთულეებზე ადეკვატური რეაგირება ადრეულ ეტაპზევე უნდა უზრუნველყონ. აღნიშნული ზომები, მათ შორის, მოიცავს საზედამხედველო ორგანოს მიერ ბანკისთვის გაჯანსაღების გეგმის ამოქმედების, უმაღლესი მმართველობის ორგანოების წევრების გათავისუფლების, ბიზნეს სტრატეგიების შეცვლის ან საოპერაციო სტრუქტურების შეცვლის მოთხოვნას. 35 https://srb.europa.eu/ Recovery Plan 37 Resolution Plan 36 85 სარეზოლუციო ინსტრუმენტები და უფლებამოსილებები, რეზოლუციის დაფინანსება, კოორდინაციისა და თანამშრომლობის საკითხები მიუხედავად ადრეული ინტერვენციისა, იმ შემთხვევაში, თუ ბანკის ფინანსური სირთულეების აღმოფხვრა ვერ მოხდება და ბანკის რეზოლუცია საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე კრიტიკული მნიშვნელობის იქნება, სარეზოლუციო ორგანომ, შესაძლოა, მიიღოს გადაწყვეტილება ბანკის მიმართ სარეზოლუციო რეჟიმის შემოღების თაობაზე. დირექტივა წევრი ქვეყნების სარეზოლუციო ორგანოებს განუსაზღვრავს მთელ რიგ სარეზოლუციო ზომებსა და უფლებამოსილებებს, რაც, მათ შორის, მოიცავს:  აიღოს სრული კონტროლი რეზოლუციის რეჟიმში მყოფ კომერციულ ბანკზე, მათ შორის, განახორციელოს ბანკის ყველა ორგანოს (მათ შორის, აქციონერთა საერთო კრებისა და ადმინისტრატორების) უფლებამოსილება;  თანამდებობიდან გაათავისუფლოს ბანკის ადმინისტრატორები და მათ ნაცვლად დანიშნოს სხვა პირები;  მიიღოს გადაწყვეტილება ბანკის ნებისმიერი ოპერაციისა და ტრანზაქციის შეჩერების თაობაზე;  შეაჩეროს ბანკის ვადამოსული ვალდებულებები ან/და შეზღუდოს ხელშეკრულების მხარეების მიერ კომერციული ბანკის ფინანსურ კონტრაქტებთან მიმართებით ხელშეკრულების ადრეული შეწყვეტის უფლების გამოყენების შესაძლებლობა (ე.წ. „მორატორიუმის რეჟიმი“);  მიმართოს სასამართლოს ბანკის წინააღმდეგ წარმოებაში არსებული საქმის წარმოების დროებითი შეჩერების მოთხოვნით;  მოახდინოს ბანკის სხვა კომერციულ ბანკთან შერწყმა ან ბანკის აქციების სხვა კომერციული ბანკისთვის გადაცემა;  მოახდინოს ბანკის უფლებების, ვალდებულებების, აქტივებისა და მოთხოვნების სრულად ან ნაწილობრივ მესამე პირზე გადაცემა;  ჩვეულებრივი აქციების ან/და მფლობელობის სხვა ინსტრუმენტების ნომინალური ღირებულება შეამციროს ნულამდე და გააუქმოს აქციები ან/და მფლობელობის სხვა ინსტრუმენტები;  მოსთხოვოს ბანკს ახალი აქციების, მფლობელობის სხვა ინსტრუმენტების ან/და კაპიტალის ინსტრუმენტების გამოშვება;  გარდა რიგი საგამონაკლისო შემთხვევებისა, შეამციროს ბანკის არსებული ვალდებულებების ნომინალური ღირებულება ნულამდე ან მოახდინოს წინამდებარე ვალდებულებების კომერციული ბანკის ჩვეულებრივ აქციებსა ან მფლობელობის სხვა ინსტრუმენტებში კონვერტაცია (ე.წ. “Bail-in”, რაც უმთავრეს ინოვაციურ ინსტრუმენტს წარმოადგენს);  შეწყვიტოს ბანკის რიგი ხელშეკრულებები. ამასთან, გააუქმოს კომერციული ბანკის მიერ გამოშვებული სავალო ინსტრუმენტები გარდა რიგი გამონაკლისებისა ან შეცვალოს ინსტრუმენტების ვადა ან საპროცენტო განაკვეთი ან საპროცენტო განაკვეთის გადახდის პერიოდულობა/ვადები;  სამოქალაქო ან სისხლის სამართლის წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება/კომპენსაცია ბანკის აქციონერებისგან, ადმინისტრატორებისგან ან სხვა თანამშრომლებისგან, რომელთა ქმედებამ ზიანი მიაყენა ბანკს;  ბანკის ხარჯით მოიწვიოს დამოუკიდებელი აუდიტორები, შემფასებლები, იურისტები, ბუღალტრები ან/და კონსულტანტები; 86  მართოს დროებითი ბანკი, შეიმუშავოს ინსტრუქციები, მათ შორის, დროებითი ბანკის ბაზრიდან გასვლის გეგმის თაობაზე, და შეასრულოს სხვა აუცილებელი ზომები დროებითი ბანკის ეფექტური მართვის მიზნებისათვის. რაც შეეხება რეზოლუციის პროცესის დაფინანსების საკითხს, დირექტივის ერთ-ერთ ფუნდამენტური პრინციპის მიხედვით, რეზოლუციის პროცესში უპირველეს ზარალს იღებენ ბანკის აქციონერები და კაპიტალის ინსტრუმენტების მფლობელები. მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ, შეიძლება დადგეს სარეზოლუციო ფონდის სახსრების გამოყენების საკითხი. სარეზოლუციო ფონდი არის წინასწარ შექმნილი ფონდი, რომელშიც ბანკები მათი ვალდებულებებისა და რისკის პროფილის პროპორციულად ახორციელებენ შენატანებს. სარეზოლუციო ფონდის სახსრები შესაძლოა გამოყენებულ იქნას რეზოლუციის პროცესის მიზნებისათვის, თუმცა, არა ბანკის პირდაპირი რეკაპიტალიზაციის მიზნებისათვის. ამავე დროს, დირექტივა, ზემოხსენებული 8 პროცენტიანი ზღვრის დაცვით, ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური დახმარების შესაძლებლობას, რომელიც მხოლოდ სისტემური კრიზისის დროს შეიძლება იქნას გამოყენებული სახელმწიფოს მიერ ბანკის კაპიტალის წილში შესვლის ან სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ორგანოსთვის ბანკის მფლობელობის გადაცემის ფორმით. დირექტივა გარკვეული ფორმითა და ფარგლებით დაფინანსების პროცესში დეპოზიტების დაზღვევის ფონდის ჩართულობასაც ითვალისწინებს. დირექტივის მიხედვით, ფინანსური კრიზისის მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებისა და კრიზისული სიტუაციების მართვის მექანიზმების შემუშავების მიმართულებით მნიშვნელოვანია სხვადასხვა დაინტერესებულ უწყებებს შორის (მაგ., საზედამხედველო ორგანო, სარეზოლუციო ორგანო, დეპოზიტების დაზღვევის ფონდი, ფინანსთა სამინისტრო და ა.შ.) კოორდინაცია და თანამშრომლობა, რაც ასევე მოიცავს ინფორმაციის გაცვლისას კონფიდენციალობის დაცვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებს. აღსანიშნავია, რომ ტექნოლოგიური განვითარება გავლენას ახდენს ტრადიციული ფინანსური მომსახურების შეთავაზებებზე. საფინანსო სექტორში ტექნოლოგიების გამოყენების აღსანიშნავად მსოფლიოში უკვე დამკვიდრდა ტექმინი „ფინტეკი38“. ფინანსური ინსტიტუტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ნერგავენ ფინტეკ გადაწყვეტილებებს საკუთარი სერვისების გაუმჯობესებისა და კონკურენტული უპირატესობის მოსაპოვებლად. აღნიშნული ტენდენცია, თავის მხრივ, ზრდის ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ რისკებს, რაც ასევე ზედამხედველის ყურადღების საგანიცაა. იმისათვის, რომ არ მოხდეს საფინანსო სფეროში ტექნოლოგიურ განვითარებასთან დაკავშირებული ინოვაციების შეზღუდვა და ტექნოლოგიური რისკების ზრდა, ზედამხედველებმა დაიწყეს ე.წ. „სენდბოქს39“ მიდგომის დანერგვა. ეროვნული ბანკი სწავლობს აღნიშნულ მიდგომებს შემდგომში მათი დანერგვის მიზნით. (იხ. ჩანართი N2). 38 39 Financial technology - Fintech Regulatory sandbox 87 ჩანართი 2 Regulatory Sandbox-ის („მარეგულირებლის სავარჯიშო მოედანი“) მიმოხილვა „მარეგულირებლის სავარჯიშო მოედანი“ არის ფინანსური სექტორის მარეგულირებლის მიერ დაწესებული ჩარჩო, რომელიც ინოვაციური ფინანსური პროდუქტის, მომსახურებისა და მოდელის მიმწოდებელ სუბიექტს საშუალებას აძლევს თავისი პროდუქტი მარეგულირებლის მიერ კონტროლირებად გარემოში გამოსცადოს. კონტროლირებადი გარემო გულისხმობს ფინანსური სექტორის ზედამხედველის მეთვალყურეობის ქვეშ ინოვაციური პროდუქტისა და სერვისის მიმწოდებელი სუბიექტისათვის გარკვეული გამონაკლისების დაშვებასა და არსებული რეგულაციებიდან გადახვევის საშუალების მიცემას ამ პროდუქტისა და სერვისის გამოცდის მიზნით. „მარეგულირებლის სავარჯიშო მოედნის“ შექმნა ფინანსურ ბაზრებზე განხორციელებულ ტექნოლოგიური ინოვაციების სწრაფ ცვლილებებს უკავშირდება. „მარეგულირებლის სავარჯიშო მოედნის“ იდეის განვითარება ფინანსური სექტორის ზედამხედველების მიერ არის მცდელობა, ერთი მხრივ, წაახალისონ და ხელი შეუწყონ ინოვაციების განვითარებას, ხოლო, მეორე მხრივ, ხაზი გაუსვან 2007-2008 წლების ფინანსური კრიზისის შემდგომ ფინანსური ზედამხედველობის გამკაცრებულ რეგულაციებს. დღესდღეობით მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანა აქტიურად ცდილობს ინოვაციების ხელშეწყობის მიზნით „მარეგულირებლის სავარჯიშო მოედნის“ განვითარებას. საქართველოს ეროვნული ბანკი სწავლობს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას აღნიშნული მიმართულებით, რაც შეიძლება ქართულ საფინანსო სექტორზე მორგებული მსგავსი ჩარჩოს შემუშავების საფუძველი გახდეს. სინგაპური სინგაპურის მონეტარული უწყება40 აქტიურად ახალისებს ფინანსური ტექნოლოგიების ექსპერიმენტებს, რათა ინოვაციური პროდუქტები და სერვისები რეალურ საბაზრო პირობებში გამოიცადოს და მათი წარმატებული ტესტირების შემდეგ საშუალება მიეცეს გავიდეს უფრო ფართო ბაზარზე, როგორც სინგაპურში, ასევე მის საზღვრებს გარეთ. „მარეგულირებლის სავარჯიშო მოედნის“ საშუალებით ფინანსურ ინსტიტუტებსა და ფინანსური ტექნოლოგიების სხვა მიმწოდებლებს შეუძლიათ თავიანთი ინოვაციური პროდუქტი ან სერვისი რეალურ გარემოში, წინასწარ განსაზღვრული პირობებითა და ხანგრძლივობით გამოსცადონ. „მარეგულირებლის სავარჯიშო მოედანი“ მოიცავს შესაბამის დაცვის მექანიზმებსაც, რომლებმაც ინოვაციური პროდუქტის ან სერვისის წარუმატებლობის შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს ფინანსური სექტორის სიმყარე და სტაბილურობა. ინოვაციური ფინანსური პროდუქტისა და სერვისის მახასიათებლებიდან გამომდინარე, სინგაპურის მონეტარული უწყება იღებს გადაწყვეტილებას, თუ რა სახის საზედამხედველო მოთხოვნებისგან შეიძლება გათავისუფლდეს ინოვაციური პროდუქტის მიმწოდებელი. „მარეგულირებლის სავარჯიშო მოედნის“ დასრულების შემდეგ, მონაწილე ინსტიტუტი სრულად უნდა შეესაბამებოდეს არსებულ საზედამხედველო მოთხოვნებს ყოველგვარი შეღავათების გარეშე. ავსტრალია ავსტრალიის ფასიანი ქაღალდებისა და ინვესტიციების კომისიის მიერ შემუშავებული „მარეგულირებლის სავარჯიშო მოედნის“ ჩარჩო ფინანსური ტექნოლოგიების მწარმოებელ კომპანიებს საშუალებას აძლევს გარკვეული სერვისების მიწოდება განახორციელონ ავსტრალიის ფინანსური სერვისების ან საკრედიტო ლიცენზიის გარეშე 12 თვემდე ვადით. ლიცენზირების მოთხოვნისგან თავისუფლდება მხოლოდ გამონაკლისი ფინანსური სერვისები და პროდუქტები, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდნენ გარკვეულ კრიტერიუმებსა და მოთხოვნებს (მაგ., არაუმეტეს 100 საცალო კლიენტი, არაუმეტეს 5 მილიონი დოლარის რისკის პოზიცია, რეზოლუციის გეგმა და ა.შ.). „მარეგულირებლის სავარჯიშო მოედნის“ ფარგლებში, 40 Singapore Monetary Authority 88 ლიცენზირებისგან სრულად გათავისუფლების გარდა, შესაძლებელია გარკვეული სალიცენზიო მოთხოვნებისგან გათავისუფლება ან კანონით განსაზღვრული იმ რეგულაციებიდან გადახვევა, რომელიც ავსტრალიის ფასიანი ქაღალდებისა და ინვესტიციების კომისიის მოქმედების არეშია. შვეიცარია ტექნოლოგიური პროგრესის მაღალი მნიშვნელობიდან გამომდინარე, შვეიცარიის ფინანსური ბაზრების საზედამხედველო უწყება აქტიურად ცდილობს ინოვაციური ფინანსური ტექნოლოგიების კომპანიების წახალისებას. იგი აქტიურად მუშაობდა ფინანსური ტექნოლოგიების შემქმნელი კომპანიებისთვის ლიცენზირებასთან და რეგულირების საკითხებთან დაკავშირებული სირთულეების დაძლევაზეც. ამ მიზნით, 2016 წლის მარტში შემოღებულ იქნა „მარეგულირებლის სავარჯიშო მოედანი“, რომელიც ინოვაციური კომპანიებისათვის ლიცენზირების გამარტივებულ პროცესს გულისხმობს. ეს პროგრამა მორგებულია საბანკო აქტივობებზე, თუმცა დაწესებული აქვს შეზღუდვები გასესხებასთან დაკავშირებით. „მარეგულირებლის სავარჯიშო მოედნის“ მიზანია ხელი შეუწყოს ფინანსური ინოვაციების განვითარებას ისე, რომ არ დაირღვეს მომხმარებელთა უფლებები და ფინანსური სისტემის სტაბილურობა. ჰოლანდია ჰოლანდიის ცენტრალური ბანკი და ფინანსური ბაზრების მარეგულირებელი აქტიურად ცდილობენ ფინანსური ინოვაციებისათვის ხელის შეწყობას. ამ პროცესში ასევე აქტიურად არიან ჩართულები ჰოლანდიის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები. ფინანასური ინოვაციების ხელშეწყობის მიზნით, 2017 წლის 1-ლი იანვრიდან ჰოლანდიაში ამოქმედდა „მარეგულირებელი სავარჯიშო მოედანი“, რომელიც ბაზრის მონაწილეებს ან ბაზარზე შესვლის მსურველებს საშუალებას აძლევს ბაზარზე შეიტანონ თავიანთი ინოვაციური ფინანსური პროდუქტი, მომსახურება ან ბიზნეს მოდელი. „მარეგულირებლის სავარჯიშო მოედანი“ ხელმისაწვდომია როგორც უკვე რეგულირებადი ინსტიტუტებისთვის, ასევე ბაზარზე ახლად შესვლის მსურველებისთვის, რომელთა მიერ შეთავაზებულ ინოვაციურ პროდუქტს შეუძლია დადებითად იმოქმედოს სტაბილურ ფინანსურ სექტორზე, ფინანსური ბაზრების ეფექტიან ფუნქციონირებაზე და მომხმარებლებისა და ინვესტორების მდგრად ფინანსურ კეთილდღეობაზე. 89 4.2 ჯგუფის სტრუქტურის რისკი კომერციული ბანკების ჯგუფის სტრუქტურის რისკის შეფასება საქართველოს ეროვნული ბანკის რისკების შეფასების საერთო პროგრამის (GRAPE) ნაწილია. ჯგუფის სტრუქტურის შეფასება მოიცავს როგორც ბანკის მფლობელობის სტრუქტურასა და ინვესტიციებთან დაკავშირებული რისკებისა და საბანკო ჯგუფის წევრებთან განხორციელებული ტრანზაქციების, ასევე ბანკების ინვესტიციებისა და საინვესტიციო საქმიანობის რისკების შეფასებას. შეფასების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად ახორციელებს საქართველოში წარმოდგენილი საერთაშორისო საბანკო ჯგუფების მშობელ ქვეყნებში განვითარებული პროცესების მონიტორინგსა და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ინვესტორების შეფასებას. 2018 წელს ბაზარი დატოვა სს "აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი-საქართველომ", რომლის აქციონერთა კრებამ მიიღო გადაწყვეტილება საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისა და არასაბანკო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანიზაციად გარდაქმნის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილების და შესაბამისი მომართვის საფუძველზე მომზადებული საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულებით, სს "აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი-საქართველოს“ გაუუქმდა საბანკო საქმიანობის ლიცენზია და, შესაბამისად, ბანკი ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა. სს "აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი-საქართველო" აზერბაიჯანში ოპერირებადი სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკის“ შვილობილს წარმოადგენდა, რომელმაც აზერბაიჯანში განვითარებული ეკონომიკური პროცესების გამო საქართველოს საბანკო ბაზრიდან გასვლა გადაწყვიტა. შედეგად, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საბანკო სექტორში 15 კომერციული ბანკი ფუნქციონირებდა. არარეზიდენტი მესაკუთრეების მონაწილეობა ბანკების აქტივებში, საბოლოო მფლობელობის მიხედვით, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 87, ხოლო სააქციო კაპიტალში - 84 პროცენტს შეადგენდა. ეროვნული ბანკი საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურთან ერთად აგრძელებს მუშაობას ფინანსური კონგლომერატების დამატებითი ზედამხედველობის ჩარჩოს შემუშავებასა და დანერგვაზე საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების ფარგლებში, რათა კანონმდებლობა შეთანხმებაში გაწერილ აქტებსა და საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებს კონკრეტულად განსაზღვრულ ვადებში დაუახლოვოს. აღნიშნული საზედამხედველო ჩარჩო, ფინანსურ კონგლომერატში შემავალ სუბიექტთა დამატებით პრუდენციულ ზედამხედველობაში მოიაზრებს მოთხოვნებს კაპიტალის ადეკვატურობის, რისკის კონცენტრაციის, ჯგუფის შიდა ტრანზაქციებისა და შიდა კონტროლის მექანიზმებისა და რისკის მართვის პროცესების მიმართ. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის ბოლოს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ზედამხედველობა საბანკო ჯგუფების დონეზე (ე.წ. კონსოლიდირებული ზედამხედველობა) განახორციელოს. კონსოლიდირებული ზედამხედველობის ჩარჩოზე მუშაობა დაწყებულია და ის 2019 წლის ბოლომდე დასრულდება (იხ. ჩანართი N3). 90 ჩანართი 3 კონსოლიდირებული ზედამხედველობის ჩარჩოს მიმოხილვა საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის (შემდგომში: ბაზელის კომიტეტი) მიერ შემუშავებული საბანკო ზედამხედველობის ძირითადი პრინციპების41 შესაბამისად, ზედამხედველობის პროცესში უმნიშვნელოვანესია, რომ საზედამხედველო ორგანო კომერციული ბანკის ზედამხედველობას ახორციელებდეს როგორც ინდივიდუალურ, ასევე საბანკო ჯგუფის—კონსოლიდირებულ დონეზე. აღნიშნული გულისხმობს ჯგუფის მასშტაბით საქმიანობის მონიტორინგს და პრუდენციული მოთხოვნების გავრცელებას საბანკო ჯგუფის დონეზე ბაზელის კომიტეტმა ანგარიში42კონსოლიდირებული ზედამხედველობის საჭიროებასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ 1979 წელს გამოაქვეყნა. ანგარიში ხაზს უსვამდა იმ გარემოებას, რომ ბანკების საქმიანობის საერთაშორისოდ გაფართოებისა და კომპლექსურობის ზრდიდან გამომდინარე, იმისთვის, რომ ზედამხედველმა სრულყოფილად შეძლოს ბანკის სიჯანსაღის შეფასება, აუცილებელია სრულად გაანალიზოს მისი საქმიანობა, რისთვისაც ბანკის ინდივიდუალურ დონეზე ზედამხედველობა საკმარისი არ არის. კონსოლიდირებულ დონეზე ზედამხედველობის პრინციპის კრიტერიუმები 1. ზედამხედველს კარგად უნდა ესმოდეს საბანკო ჯგუფის მთლიანი სტრუქტურა და ერკვეოდეს მის მატერიალურ საქმიანობებში (არასაბანკო/არაფინანსური საქმიანობების ჩათვლით), როგორც ბანკის შვილობილების, ასევე ფართო ჯგუფის ფარგლებში (მშობელი, მშობელი საწარმოს შვილობილები), როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. ზედამხედველს უნდა ესმოდეს და აფასებდეს, თუ როგორ ხდება ჯგუფის დონეზე რისკების მართვა და ახორციელებდეს სათანადო ქმედებებს, როდესაც საბანკო ჯგუფის ან ფართო ჯგუფის დონეზე წარმოქმნილი რისკები, განსაკუთრებით კი რეპუტაციული და გადადების რისკები, საფრთხეს უქმნის ბანკისა და მთლიანად საბანკო სისტემის უსაფრთხოებასა და სიჯანსაღეს. 2. ზედამხედველი საბანკო ჯგუფს პრუდენციულ მოთხოვნებს კონსოლიდირებულ დონეზე უნდა უყენებდეს. ფინანსური და არაფინანსური ინფორმაციის მოთხოვნა და გაანალიზება ასევე კონსოლიდირებულ დონეზე უნდა ხდებოდეს. აღნიშნული მოიცავს კაპიტალის ადეკვატურობას, ლიკვიდობას, მსხვილ რისკებს, დაკავშირებულ მხარეებთან დაკავშირებულ ტრანზაქციებსა და რისკის პოზიციებს, სასესხო ლიმიტებსა და ჯგუფის სტრუქტურას. 3. ზედამხედველმა უნდა გააანალიზოს, ახდენს თუ არა ბანკის მენეჯმენტი საერთაშორისო საქმიანობის ადეკვატურ მონიტორინგს, ბანკის რისკის პროფილისა და სისტემური მნიშვნელობის გათვალისწინებით. ამასთან, ხომ არ ფერხდება ინფორმაციის მიწოდება მშობელი ბანკისთვის საზღვარგარეთ არსებული ფილიალებისა და შვილობილი ბანკებისგან. ზედამხედველმა ასევე უნდა შეაფასოს რეგულირებადი სუბიექტის პოლიტიკისა და პროცედურების მოთხოვნები საერთაშორისო ოპერაციებთან დაკავშირებით და ადგილობრივი მენეჯმენტის შესაბამისობა და უნარი, წარმართონ საერთაშორისო ოპერაციები საზედამხედველო მოთხოვნების შესაბამისად. 4. მშობელი ბანკის ზედამხედველი პერიოდულად უნდა ახდენდეს საზღვარგარეთ არსებული შვილობილების შემოწმებას. პერიოდულობას განსაზღვრავს საერთაშორისო ოპერაციების მატერიალურობა, ბანკის რისკის პროფილი და სისტემურობა. ზედამხედველს 41 42 https://www.bis.org/publ/bcbs230.pdf https://www.bis.org/publ/bcbsc112.pdf 91 უნდა ჰქონდეს შემუშავებული პოლიტიკა, რომელიც განსაზღვრავს საერთაშორისო ოპერაციების ადგილზე შემოწმების აუცილებლობას, ან მოითხოვს დამატებით ანგარიშგებას. ზედამხედველს უნდა გააჩნდეს ზემოთაღნიშნული მოთხოვნების აღსრულებისთვის საჭირო ადეკვატური რესურსები და უფლებამოსილება. 5. ზედამხედველი უნდა აანალიზებდეს მშობელი საწარმოს და მშობელ საწარმოსთან დაკავშირებული საწარმოების ძირითად საქმიანობებს, რომელთაც შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეეძლოთ ბანკისა და საბანკო ჯგუფის ჯანსაღ ფუნქციონირებაზე. საჭიროების შემთხვევაში, ზედამხედველი უნდა ახორციელებდეს შესაბამის საზედამხედველო ქმედებებს. 6. ზედამხედველს უნდა შეეძლოს შეზღუდოს საბანკო ჯგუფის საქმიანობის სახეობები და ადგილები (მათ შორის, საზღვარგარეთ არსებული ოფისების დახურვის მოთხოვნა) სადაც ამა თუ იმ საქმიანობას ახორციელებს, თუ დაადგენს რომ: ა) ბანკისა და საბანკო ჯგუფის უსაფრთხოებასა და ჯანსაღ ფუნქციონირებას ამა თუ იმ კონკრეტული საქმიანობიდან გამომდინარე გადაჭარბებული რისკების არსებობის ან/და მათი არასათანადო მართვის შედეგად საფრთხე ემუქრება; ბ) სხვა/შესაბამისი ზედამხედველების მიერ განხორციელებული ქმედებები არაადეკვატურია კონკრეტულ საქმიანობასთან მიმართებით; გ) ფერხდება ეფექტური ზედამხედველობა კონსოლიდირებულ დონეზე. 7. გარდა კონსოლიდირებულ დონეზე ზედამხედველობისა, ზედამხედველმა ჯგუფში არსებულ ბანკებს ინდივიდუალურ დონეზეც უნდა გაუწიოს ზედამხედველობა. შესაბამისი ზედამხედველი თითოეულ ბანკს ინდივიდუალურ დონეზე უნდა არეგულირებდეს და ამასთანავე ესმოდეს მისი კავშირი ჯგუფის სხვა წევრებთან. პრუდენციული მოთხოვნები კონსოლიდირებულ დონეზე ბაზელის კომიტეტის მიხედვით კონსოლიდირებულ დონეზე უნდა დაწესდეს, სულ მცირე, შემდეგი პრუდენციული მოთხოვნები: - კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნები; - ლიკვიდობის მოთხოვნები; - მსხვილ რისკებთან და კონცენტრაციასთან დაკავშირებული მოთხოვნები; - ლევერიჯის კოეფიციენტის მოთხოვნა; - ადმინისტრატორების შესაფერისობასთან და კორპორაციულ მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნები; - გამჭვირვალობასთან და აუდიტთან დაკავშირებული მოთხოვნები. აღსანიშნავია, რომ კონსოლიდირებული მოთხოვნების დაწესებისათვის აუცილებელია განისაზღვროს შესაბამისი კონსოლიდირების დონე, რომლის მიხედვითაც მოხდება კონსოლიდირებული მოთხოვნების დაანგარიშება. ბაზელის კომიტეტის მიხედვით, აღნიშნული უნდა მოხდეს იმ ორგანიზაციის დონეზე, რომლის კონსოლიდირებული ჯამური აქტივების 50 პროცენტი ან მეტი საბანკო აქტივებია ან/და მისი კონსოლიდირებული შემოსავლების 50 პროცენტი ან მეტი საბანკო საქმიანობიდან მიიღება. მიმდინარე მდგომარეობა და სამოქმედო გეგმა მიმდინარე ეტაპზე საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკების ზედამხედველობას ინდივიდუალურ დონეზე ახორციელებს და პრუდენციულ მოთხოვნებს ინდივიდუალურ დონეზე უყენებს, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ სებ კარგად იცნობს ბანკების ჯგუფის სტრუქტურას და მონიტორინგს უწევს ბანკის მიერ ჯგუფის წევრებთან განხორციელებულ ტრანზაქციებს. 92 დამატებით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში 2017 წლის დეკემბერში განხორციელებული ცვლილებებით, ეროვნულ ბანკს უფლება აქვს განახორციელოს საბანკო ჯგუფების ზედამხედველობა. ამჟამად ეროვნული ბანკი მუშაობს საბანკო ჯგუფის კონსოლიდირებული ზედამხედველობის წესის შემუშავებაზე, რომლის ფარგლებში პრუდენციული მოთხოვნები, მათ შორის, კაპიტალის ადეკვატურობის, მსხვილი რისკებისა და ლევერიჯის კოეფიციენტის, ინდივიდუალურთან ერთად, კონსოლიდირებულ დონეზეც დაწესდება. კონსოლიდირებულ დონეზე პრუდენციული მოთხოვნების დაწესების პროცესი მოითხოვს ერთიანი აღრიცხვის სტანდარტების ჩარჩოს გამოყენებას კონსოლიდირებას დაქვემდებარებული ყველა სუბიექტის მიერ. შესაბამისად, პრუდენციული მოთხოვნები დაწესდება საერთაშორისო ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების (IFRS) შედეგად გამოთვლილი მაჩვენებლების მიხედვით, სადაც გათვალისწინებული იქნება საზედამხედველო/პრუდენციული ფილტრები43. აღნიშნული მოითხოვს რაოდენობრივი ანალიზის ჩატარებას და კონსოლიდირებულ დონეზე კოეფიციენტების გაანგარიშების პროცესში პრუდენციული ფილტრების გამოყენებას. დამატებით, კონსოლიდირებული მოთხოვნები შეეხება ინფორმაციის გამჟღავნებას, კორპორაციულ მართვას, ადმინისტრატორთა შესაბამისობასა და ანგარიშგებასა და აუდიტთან დაკავშირებულ საკითხებს. 43 სხვაობა, რომელიც წარმოიშვება არსებულ ადგილობრივი ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტებისა და საერთაშორისო ბუღალტრული აღრიცხვის შედეგებს შორის 93 4.3 საკრედიტო რისკი 2018 წლის 31 დეკემბრისთვის საბანკო სისტემის მთლიანმა საკრედიტო პორტფელმა 26.6 მილიარდ ლარს მიაღწია და გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე მისი წლიური ზრდა 17.7 პროცენტი იყო. დიაგრამა N 4.1 მთლიანი სასესხო პორტფელის ცვლილება წინა წელთან შედარებით მთლიანი სესხები დეკ-18 აგვ-18 აპრ-18 დეკ-17 აგვ-17 აპრ-17 დეკ-16 აგვ-16 აპრ-16 დეკ-15 აგვ-15 აპრ-15 დეკ-14 აგვ-14 აპრ-14 დეკ-13 აგვ-13 აპრ-13 დეკ-12 აგვ-12 აპრ-12 დეკ-11 აგვ-11 აპრ-11 დეკ-10 40% 35% 30% 25% 20% 15% 10% 5% 0% მთლიანი სესხები 12/2009 თარიღის ფიქსირებული კურსით წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი 2018 წელს საკრედიტო პორტფელის (ბანკთაშორისი სესხების გარდა) შედგენილობა სეგმენტების ჭრილში მცირედით შეიცვალა, რაც მცირე და საშუალო ბიზნესის სესხების წილის ზრდით გამოიხატა. ცხრილი N 4.1 საკრედიტო პორტფელის (ბანკთაშორისი სესხების გარდა) კომპოზიცია სეგმენტების მიხედვით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 2017 წლის ბოლოს არსებული კურსით) დეკ-17 დეკ-18 ცვლილება % მლნ ლარი წილი % მლნ ლარი წილი % კორპორატიული სესხები 6,824 31% 7,927 30% 16.2% მცირე და საშუალო ბიზნესის სესხები 5,176 23% 6,525 25% 26.1% საცალო სესხები 10,282 46% 11,793 45% 14.7% სულ: 22,282 100% 26,245 100% 17.8% წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი გასული წლის განმავლობაში მოხდა რამდენიმე, მათ შორის ტექნიკური ხასიათის, სახის რეკლასიფიკაცია, რამაც სეგმენტების ზრდის ნომინალური მაჩვენებელი შეცვალა. ეროვნული ბანკის შეფასებით, ფიქსირებული კურსის გათვალისწინებით და ზემოთ მოცემული რეკლასიფიკაციის გარეშე, საცალო სეგმენტი, მცირე და საშუალო პორტფელი და კორპორატიული პორტფელი, შესაბამისად, 18.6, 18.8 და 17.4 პროცენტით გაიზარდა. ასევე, 94 2018 წლის მანძილზე გაიზარდა სხვადასხვა კორპორატიული კლიენტების კომერციული ბანკების მიერ შესყიდული ფასიანი ქაღალდების მოცულობა; ამ შესყიდვების ეფექტის გათვალისწინებით, კორპორატიული სეგმენტის პორტფელის ზრდა 17.9 პროცენტს შეადგენს. 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, საპროცენტო განაკვეთები კორპორატიული სესხებზე სტაბილური იყო, ხოლო მცირე და საშუალო საცალო სესხებზე განაკვეთების კლება დაფიქსირდა. საპროცენტო განაკვეთების შემცირების ტენდენცია შეინიშნებოდა როგორც უცხოური ვალუტით, ისე ლარით გაცემული სესხებისთვის, თუმცა საცალო სეგმენტისთვის ძირითადი მამოძრავებელი ევროს სესხებზე საპროცენტო განაკვეთების საგრძნობი ვარდნა იყო. დიაგრამა N 4.2 სესხების ნაკადებზე არსებული საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთები სეგმენტების მიხედვით 25% 20% 15% 10% 5% კორპორატიული სესხები სესხები მცირე და საშუალო ბიზნესზე დეკ-18 სექ-18 ივნ-18 მარ-18 დეკ-17 სექ-17 ივნ-17 მარ-17 დეკ-16 სექ-16 ივნ-16 მარ-16 დეკ-15 სექ-15 ივნ-15 მარ-15 დეკ-14 სექ-14 ივნ-14 მარ-14 დეკ-13 სექ-13 ივნ-13 მარ-13 დეკ-12 0% საცალო სესხები წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი დიაგრამა N 4.3 სესხების ნაკადებზე არსებული საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთები კორპორატიულ პორტფელში 20% 15% 10% 5% სესხები უცხოური ვალუტით წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი სესხები ეროვნული ვალუტით დეკ-18 სექ-18 ივნ-18 მარ-18 დეკ-17 სექ-17 ივნ-17 მარ-17 დეკ-16 სექ-16 ივნ-16 მარ-16 დეკ-15 სექ-15 ივნ-15 მარ-15 დეკ-14 სექ-14 ივნ-14 მარ-14 დეკ-13 სექ-13 ივნ-13 მარ-13 დეკ-12 0% 95 დიაგრამა N 4.4 სესხების ნაკადებზე არსებული საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთები მცირე და საშუალო საკრედიტო პორტფელში 25% 20% 15% 10% 5% სესხები უცხოური ვალუტით დეკ-18 სექ-18 ივნ-18 მარ-18 დეკ-17 სექ-17 ივნ-17 მარ-17 დეკ-16 სექ-16 ივნ-16 მარ-16 დეკ-15 სექ-15 ივნ-15 მარ-15 დეკ-14 სექ-14 ივნ-14 მარ-14 დეკ-13 სექ-13 ივნ-13 მარ-13 დეკ-12 0% სესხები ეროვნული ვალუტით წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი დიაგრამა N 4.5 სესხების ნაკადებზე არსებული საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთები საცალო საკრედიტო პორტფელში 25% 20% 15% 10% 5% სესხები უცხოური ვალუტით დეკ-18 სექ-18 ივნ-18 მარ-18 დეკ-17 სექ-17 ივნ-17 მარ-17 დეკ-16 სექ-16 ივნ-16 მარ-16 დეკ-15 სექ-15 ივნ-15 მარ-15 დეკ-14 სექ-14 ივნ-14 მარ-14 დეკ-13 სექ-13 ივნ-13 მარ-13 დეკ-12 0% სესხები ეროვნული ვალუტით წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი საკრედიტო პორტფელი სექტორულად დივერსიფიცირებულია. 2018 წლის მანძილზე პროციკლური44 სექტორების (უძრავი ქონების დეველოპმენტი, უძრავი ქონების მენეჯმენტი, სამშენებლო მასალების მოპოვება, წარმოება და ვაჭრობა, ხანგრძლივი მოხმარების სამომხმარებლო პროდუქციის წარმოება და ვაჭრობა, ავტომობილების დილერები) წილი საბანკო სისტემის საკრედიტო პორტფელში კვლავ ზომიერი და სტაბილური იყო (იხ. დიაგრამა N 4.6). ზოგიერთ სექტორში შესაძლო დანაკარგების რეზერვის მაღალი მოცულობა, უმთავრესად, განპირობებულია იდიოსინკრატული45 შემთხვევებით (იხ. ცხრილი N 4.2). 44 45 სექტორები, რომლებიც ეკონომიკურ ზრდასთან მაღალი დადებითი კორელაციით ხასიათდება. ინდივიდუალური, სექტორისთვის დამახასიათებელ და არა სისტემური ხასიათის ფაქტორი. 96 ცხრილი N 4.2 საკრედიტო პორტფელის სექტორული განაწილება სექტორი ბანკთაშორისი (მილიონი ლარი) სესხების გარდა წილი მთლიან პორტფელში სესხის ნაშთი სესხის რეზერვი სახელმწიფო ორგანიზაციები 0.0% 3 .1 2.1% საფინანსო ინსტიტუტები 1.6% 422 9 2.2% ლომბარდული სესხები 2.0% 531 26 4.9% უძრავი ქონების დეველოპმენტი 2.2% 597 50 8.4% უძრავი ქონების მენეჯმენტი 4.6% 1,235 50 4.0% სამშენებლო კომპანიები (არა დეველოპერები) სამშენებლო მასალების მოპოვება, წარმოება და ვაჭრობა 1.9% 507 48 9.4% 2.7% 712 26 3.7% სამომხმარებლო საქონლის ვაჭრობა 3.7% 990 44 4.4% სამომხმარებლო საქონლის წარმოება ხანგრძლივი მოხმარების სამომხმარებლო პროდუქციის წარმოება და ვაჭრობა ფეხსაცმლის, ტანსაცმლის და ტექსტილის წარმოება და ვაჭრობა 3.9% 1,031 59 5.7% 0.8% 225 9 4.2% 0.6% 150 6 3.9% ვაჭრობა (სხვა) 3.9% 1,036 53 5.1% წარმოება (სხვა) 3.0% 793 34 4.3% სასტუმროები და ტურიზმი რესტორნები, ბარები, კაფეები და სწრაფი კვების ობიექტები 4.2% 1,117 43 3.8% 1.2% 331 18 5.3% მძიმე მრეწველობა ბენზინგასამართ სადგურებსა და იმპორტიორებზე გაცემული სესხები 1.7% 450 18 4.1% 1.1% 284 14 4.9% ენერგეტიკა 3.7% 982 31 3.1% ავტომობილების დილერები 0.6% 153 27 17.6% ჯანდაცვა 1.9% 505 13 2.7% ფარმაცევტიკა 0.4% 115 9 7.8% ტელეკომუნიკაცია 1.6% 415 12 2.9% სერვისი 4.4% 1,166 57 4.9% სოფლის მეურნეობის სექტორი 4.9% 1,307 68 5.2% სხვა (ჯართის ბიზნესის ჩართვით) 2.0% 531 55 10.3% საცალო პროდუქტები 41.4% 11,010 521 4.7% ავტო–სესხები 0.3% 76 3 4.4% სამომხმარებლო სესხები 15.3% 4,062 238 5.9% მომენტალური განვადება 1.2% 329 32 9.7% ოვერდრაფტები 0.3% 74 6 8.2% საკრედიტო ბარათები 2.1% 554 32 5.8% სესხები ბინის რემონტისათვის 1.8% 470 15 3.2% იპოთეკური სესხები საკრედიტო პორტფელი (ბანკთაშორისი სესხების გარეშე) 20.5% 5,444 194 3.6% 100.0% 26,597 1,300 4.9% ბანზინის წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი სესხის რეზერვი / პორტფელი 97 დიაგრამა N 4.6 პროციკლური სექტორების წილი ჯამურ საკრედიტო პორტფელში დეკ-18 ივლ-18 თებ-18 სექ-17 აპრ-17 ნოე-16 ივნ-16 იან-16 აგვ-15 მარ-15 ოქტ-14 მაი-14 დეკ-13 ივლ-13 თებ-13 სექ-12 აპრ-12 ნოე-11 ივნ-11 იან-11 აგვ-10 მარ-10 ოქტ-09 მაი-09 დეკ-08 18% 16% 14% 12% 10% 8% 6% 4% 2% 0% წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი ბოლო წლებში ფინანსურ სექტორში გადახდისუნარიანობის ანალიზის გარეშე გაცემული სესხების გაზრდილი რაოდენობის საპასუხოდ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სხვადასხვა ღონისძიებება გაატარა. 2017 წლის აგვისტოში „კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების წესში“ განხორციელებული ცვლილებების შედეგად, „სტანდარტულად კლასიფიცირებულ“ საცალო სესხებზე განისაზღვრა სესხის მომსახურების და სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტების ზღვრები, რომელთა დარღვევის შემთხვევაში კომერციულ ბანკებს დამატებითი კაპიტალის მობილიზება დაეკისრათ. გაორმაგდა რისკის წონის მაჩვენებელი იმ არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხებისათვის, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ სესხის მომსახურების და უზრუნველყოფის კოეფიციენტებით დაწესებულ მოთხოვნებს. აღნიშნულმა ცვლილებამ უზრუნველყო ბანკებში გაზრდილი საცალო დაკრედიტების ფონზე კაპიტალის ბუფერების აკუმულირება და გაზარდა საბანკო სექტორში საკრედიტო რისკით გამოწვეული შოკის შეწოვის უნარი. მიუხედავად იმისა, რომ გაზრდილი კაპიტალის ფონზე საბანკო სექტორში რისკები შემცირდა, იქიდან გამომდინარე, რომ ეროვნული ბანკის მანდატი ვრცელდებოდა მხოლოდ საბანკო სექტორზე, ამ ცვლილებამ ვერ შეაჩერა საცალო დაკრედიტების მასშტაბური ზრდა და ქვეყანაში მოსახლეობის ჭარბვალიანობასთან დაკავშირებული პრობლემა კვლავ გადაუჭრელი დარჩა. საზედამხედველო საქმიანობის ეფექტიანად წარმართვისთვის, კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო ეროვნული ბანკის საზედამხედველო უფლებამოსილება გავრცელებულიყო როგორც საბანკო, ასევე არასაბანკო საფინანსო სექტორზე. აღნიშნული გამოწვევის საპასუხოდ, 2018 წლის განმავლობაში ეროვნული ბანკი აქტიურად მუშაობდა ფიზიკური პირების დაკრედიტების შესახებ დებულებაზე, რომლის მიხედვითაც ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ მოექცეოდა სესხის გამცემი ყველა ორგანიზაცია და ჯანსაღი საკრედიტო სტანდარტების დაცვის კუთხით საფინანსო სექტორის ყველა ძირითად მოთამაშეზე თანაბარი მოთხოვნები გავრცელდებოდა. იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული დებულების საბოლოო სახით ჩამოყალიბება წარმოადგენდა საკმაოდ ხანგრძლივ პროცესს, რომელიც სიღრმისეულ ანალიზს და ყველა დაინტერესებულ 98 მხარესთან პოზიციების შეჯერებას მოითხოვდა, დებულების ამოქმედებამდე ჯანსაღი დაკრედიტების პრაქტიკის დამკვიდრების მიზნით, ეროვნული ბანკმა შუალედური ქმედება განხორციელდა. 2018 წლის 17 აპრილს „კომერციულ ბანკებში კრედიტების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2014 წლის 17 ივნისის №49/04 ბრძანებაში მოხდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც: - ბანკის მიერ გადახდისუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე გაცემული ყველა სესხის საერთო თანხა (გარდა ძვირფასი ქვებითა და ლითონებით ან უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების, უზრუნველყოფის ღირებულების ფარგლებში არსებული სესხის თანხისა) არ უნდა აღემატებოდეს ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25 პროცენტს; - ბანკის მიერ მსესხებელი/თანამსესხებელი პირის გადახდისუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე გაცემული უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი ყველა სესხის საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 15 პროცენტს. ამასთან, მსესხებელ პირზე, გადახდისუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე, სესხის გაცემისას, სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტი (Loan to Value Ratio) არ უნდა იყოს 50 პროცენტზე მეტი (გარდა რესტრუქტურიზაციის შემთხვევისა, როდესაც მსესხებელი პირისათვის არ ხდება სესხის თანხის დამატება. სესხის თანხის დამატებაში არ იგულისხმება დარიცხული პროცენტების, ჯარიმა/საურავების, თუ სხვა თანხების კაპიტალიზაცია). ცვლილებების შედეგად შემცირდა საცალო პროდუქტების ზრდის ტემპი. მომენტალური განვადების, საკრედიტო ბარათებისა და ავტო სესხების შემთხვევაში წლიური ცვლილება უარყოფითი, ხოლო სამომხმარებლო სესხების ზრდა საგრძნობლად შემცირებული იყო. საცალო პროდუქტებში ზრდის მთავარი მამოძრავებელი იპოთეკური სესხები იყო; ზრდის მაღალი მაჩვენებელი განაპირობა ბანკების მიერ შემცირებული საპროცენტო განაკვეთების (განსაკუთრებით, ევროში), დაკრედიტების შერბილებული სტანდარტების და აგრესიული მარკეტინგული აქციების ფარგლებში საშეღავათო პერიოდის შეთავაზებამ. 99 ცხრილი N 4.3 საცალო პროდუქტების ზრდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 2017 წლის ბოლოს არსებული კურსით) დეკ-17 პროდუქტი მლნ ლარი საცალო პროდუქტები დეკ-18 წილი, % მლნ ლარი წილი, % ცვლილება, % ცვლილება, მლნ ლარი ცვლილება, % ფიქსირებული კურსით და რეკლასიფიკაციით 9,464 100% 10,894 100% 15% 1,430 19.4% ავტო–სესხები სამომხმარებლო სესხები მომენტალური განვადება 79 1% 76 1% -4% -3 -3.7% 3,934 42% 4,042 37% 3% 108 12.3% 591 6% 329 3% -44% -261 -44.2% ოვერდრაფტები 67 1% 74 1% 10% 7 10.2% საკრედიტო ბარათები სესხები ბინის რემონტისათვის 578 6% 554 5% -4% -24 -4.1% 379 4% 464 4% 22% 85 22.5% იპოთეკური სესხები 3,838 41% 5,355 49% 40% 1,517 39.6% წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი წინა წელთან შედარებით შეიცვალა საცალო პროდუქტების პორტფელის სტრუქტურაც. პორტფელში მნიშვნელოვნად გაზრდილია იპოთეკური სესხების წილი, ხოლო სამომხმარებლო სესხების წილი შემცირებულია. დიაგრამა N 4.7 საცალო პროდუქტების ნაშთების განაწილება 2017 და 2018 წლის ბოლო მდგომარეობით 2018 2017 ავტო–სესხები 1% 40% 42% სამომხმარებლო სესხები მომენტალური განვადება ოვერდრაფტები ავტო–სესხები 1% სამომხმარებლო სესხები მომენტალური განვადება 37% 49% ოვერდრაფტები საკრედიტო ბარათები 6% 6% 4% 1% სესხები ბინის რემონტისათვის იპოთეკური სესხები საკრედიტო ბარათები 3% 4% 5% 1% სესხები ბინის რემონტისათვის იპოთეკური სესხები წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი 2018 წლის 24 დეკემბერს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის №281/04 ბრძანებით დამტკიცდა ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულება, რომელიც 100 ძალაში შევიდა 2019 წლის 1 იანვრიდან და რომლის დამტკიცებითაც გაუქმდა ზემოთ აღნიშნულ „კომერციულ ბანკებში კრედიტების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ ბრძანებაში შეტანილი შუალედური ცვლილებები. ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულება სრულად დაფუძნებულია პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპებზე, რომელიც გულისხმობს დაკრედიტების პროცესში ისეთი სტანდარტების გამოყენებას, რომ მსესხებელმა ფინანსური სიძნელეების გარეშე შეძლოს სესხის მომსახურება. დებულების მოთხოვნები ვრცელდება ფიზიკურ პირებზე (მათ შორის ინდ. მეწარმეებზე) არასამეწარმეო მიზნობრიობით გაცემულ სესხებზე, თუ მსესხებლის ჯამური ვალდებულება არ აღემატება 2 მილიონ ლარს. სავალდებულო გახდა სესხის გაცემისას მსესხებლის გადახდისუნარიანობის ანალიზი, რაც გულისხმობს მათი შემოსავლების, ხარჯებისა და ვალდებულებების შესწავლას. ამასთანავე, დადგინდა სესხის მომსახურების და უზრუნველყოფის კოეფიციენტების მაქსიმალური ზღვრები, რომლის დაცვაც ყველა სესხის გამცემ ორგანიზაციას მოეთხოვება. ცხრილი N 4.4 ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულების მიხედვით დადგენილი სესხის მომსახურების კოეფიციენტების მაქსიმალური ზღვრები არაჰეჯირებული ყოველთვიური მსესხებლებისთვის წმინდა შემოსავალი, ლარი მაქსიმალურ/საკონტრაქტო ვადიანობაზე <1,000 >=1,000-2,000< 20% / 25% ჰეჯირებული მსესხებლებისათვის მაქსიმალურ/საკონტრაქტო ვადიანობაზე 25% / 35% 35% / 45% >=2,000-4,000< 25% / 30% 45% / 55% >=4,000 30% / 35% 50% / 60% ცხრილი N 4.5 ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულების მიხედვით დადგენილი სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტების მაქსიმალური ზღვრები ლარით გაცემული სესხებისთვის 85% უცხოური ვალუტით გაცემული სესხებისთვის 70% როგორც ცხრილიდანაც ჩანს, სესხის მომსახურების კოეფიციენტების დათვლა უნდა მოხდეს როგორც საკონტრაქტო, ისე დებულების მიერ დადგენილ მაქსიმალურ ვადიანობებზე, რომელიც პროდუქტების მიხედვით ასე განისაზღვრა: იპოთეკური სესხებისთვის - 15 წელი, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხებისთვის - 10 წელი, სატრანსპორტო სესხებისთვის - 6 წელი და სხვა სამომხმარებლო (რევოლვირებადი სესხების გარდა) სესხებისთვის - 4 წელი. 101 კოეფიციენტების გარდა, სესხის გამცემმა ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს მსესხებლების ისე დაკრედიტება, რომ მათ ყოველთვიურ შემოსავალსა და სესხის გადასახდელებს შორის სხვაობა აღემატებოდეს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილ საარსებო მინიმუმს. აიკრძალა გადახდისუნარიანობის ანალიზის გარეშე უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი ე.წ. იპოთეკური ლომბარდების გაცემა. დებულების მიხედვით, გამონაკლისის სახით, გარკვეულ შემთხვევებში დაშვებულია გადახდისუნარიანობის ანალიზის გარეშე სესხის გაცემა. მაგალითად, მოძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები და იპოთეკური სესხები, თუ ობიექტური მიზეზების გამო ვერ ხერხდება მსესხებლის შემოსავლების შესწავლა და მსესხებელი ფულადი თანამონაწილეობის სახით წარმოადგენს უძრავი ქონების ღირებულების მინიმუმ 40 პროცენტს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ გადახდისუნარიანობის ანალიზის გარეშე გაცემული ყველა სესხი ექვემდებარება ე.წ. Non-recourse პრინციპს, რომლის მიხედვითაც, სესხის გადაუხდელობის შემთხვევაში კრედიტორის მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება მხოლოდ უზრუნველყოფის საგნის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ქმედებების (მათ შორის, ქონების რეალიზაციის ან/და დასაკუთრების) განხორციელებით. დიაგრამა N 4.8 სეგმენტების ნაშთები ვალუტების ჭრილში 2018 წლის ბოლო მდგომარეობით (ბანკთაშორისი სესხების გარდა) 120.00% 100.00% 0.04% 11.14% 0.00% 9.87% 0.10% 13.40% 80.00% 60.00% 45.90% 48.94% 0.02% 10.32% 34.89% 59.65% 40.00% 20.00% 42.92% 41.19% 26.85% 54.77% 0.00% მთლიანი კორპორატიული მცირე და საშუალო ლარი ევრო დოლარი წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი სხვა საცალო 102 დიაგრამა N 4.9 საცალო პორტფელის კომპოზიცია ვალუტების ჭრილში (ბანკთაშორისი სესხების გარდა) 100% 80% 60% 40% 20% ლარი დოლარი ევრო დეკ-18 სექ-18 ივნ-18 მარ-18 დეკ-17 სექ-17 ივნ-17 მარ-17 დეკ-16 სექ-16 ივნ-16 მარ-16 დეკ-15 სექ-15 ივნ-15 მარ-15 დეკ-14 სექ-14 ივნ-14 მარ-14 დეკ-13 სექ-13 ივნ-13 მარ-13 დეკ-12 0% სხვა წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი საბანკო სისტემის საკრედიტო პორტფელის დამაკმაყოფილებლად გამოიყურება. ხარისხი 2018 წლის ბოლოსთვის ცხრილი N 4.6 საკრედიტო პორტფელის კლასიფიკაცია ხარისხის მიხედვით კატეგორია (ბანკთაშორისი სესხების გარდა) თანხა მლნ ლარი წილი რეზერვი სტანდარტული 24,005 2,592 1,112 1,480 769 290 421 26,597 90.3% 9.7% 4.2% 5.6% 2.9% 1.1% 1.6% 100% 2% 30% 10% 46% 30% 47% 74% 5% ნეგატიური სესხები საყურადღებო უმოქმედო სესხები არასტანდარტული საეჭვო უიმედო სულ: წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი პორტფელის ხარისხი მნიშვნელოვნად განსხვავდება სეგმენტების მიხედვით. ისტორიულად, კორპორატიული სეგმენტის დანაკარგები მნიშვნელოვნად აღემატება მცირე, საშუალო და საცალო პორტფელის დანაკარგებს, რაც ნათლად ჩანს სეგმენტების მიხედვით ხარისხობრივი პარამეტრების შედარებისას. პორტფელის ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესება განაპირობა როგორც საკრედიტო პორტფელის ზრდამ, ასევე რეგიონალური გარემოს გაუმჯობესებამ. კორპორატიული პორტფელის შემთხვევაში, ასევე, დაფიქსირდა იდიოსინკრატული შემთხვევებით გამოწვეული გაუმჯობესებები. კერძოდ, გაუმჯობესდა რამდენიმე მსხვილი სესხის მდგომარეობა, რამაც ამ სესხებზე შესაძლო 103 დანაკარგების რეზერვის შემცირება და, შედეგად, ბანკების მოგების ერთჯერადი ზრდა განაპირობა. ცხრილი N 4.7 პორტფელის ხარისხი სეგმენტების მიხედვით სეგმენტი ნეგატიური სესხები უმოქმედო სესხები საშუალო რეზერვი კორპორატიული 14.00% 6.97% 5.46% მცირე და საშუალო 9.29% 6.15% 4.68% საცალო 7.12% 4.29% 4.62% წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი დიაგრამა N 4.10 საკრედიტო პორტფელი ხარისხობრივი მაჩვენებლების მიხედვით (ბანკთაშორისი სესხების გარდა) 18% 16% 14% 12% 10% 8% 6% 4% 2% დეკ-18 სექ-18 ივნ-18 მარ-18 დეკ-17 სექ-17 ივნ-17 მარ-17 დეკ-16 სექ-16 ივნ-16 მარ-16 დეკ-15 სექ-15 ივნ-15 მარ-15 დეკ-14 სექ-14 ივნ-14 მარ-14 დეკ-13 სექ-13 ივნ-13 მარ-13 დეკ-12 0% 90 და მეტი ვადაგადაცილებული სესხები (ბანკთაშორისი სესხების გარდა) უმოქმედო სესხები ნეგატიური სესხები წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი 90 და მეტი დღით ვადაგადაცილებული სესხების წილი მთლიანი საკრედიტო პორტფელის (ბანკთაშორისის გარდა) 2.71 პროცენტს შეადგენს, რაც შესადარ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია. თუმცა, აღნიშნული კოეფიციენტი რეალურად ვერ ითვალისწინებს რესტრუქტურიზაცია/რეფინანსირებების მიმართ არსებულ განსხვავებულ მიდგომებს სხვადასხვა საზედამხედველო იურისდიქციების მიხედვით. 104 დიაგრამა N 4.11 90 და მეტი დღით ვადაგადაცილებული სესხები* ესტონეთი ჩეხეთი ლიეტუვა საქართველო უნგრეთი თურქეთი სლოვაკეთი პოლონეთი ბელარუსი მაკედონია ლატვია სომხეთი ყაზახეთი ბოსნია ჰერცოგოვინა რუსეთის ფედერაცია ხორვატია კვიპროსი საბერძნეთი უკრაინა 1.4% 1.9% 2.7% 2.7% 2.9% 3.0% 3.3% 4.0% 4.1% 4.9% 6.0% 6.3% 8.8% 9.4% 10.7% 11.1% 27.5% 44.1% 54.3% 0.0% 10.0% 20.0% 30.0% 40.0% 50.0% 60.0% *2018 წლის ბოლოს არსებული მონაცემები. მონაცემებს შორის შესაძლოა იყოს რამდენიმეთვიანი განსხვავება. გამოყენებულია უახლესი ხელმისაწვდომი თარიღები. წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი, საქართველოს ეროვნული ბანკი დიაგრამა N 4.12 რესტრუქტურიზირებული სესხების წილი მთლიან სასესხო პორტფელში 12.0% 10.0% 8.0% 6.0% 4.0% 2.0% წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი დეკ-18 სექ-18 ივნ-18 მარ-18 დეკ-17 სექ-17 ივნ-17 მარ-17 დეკ-16 სექ-16 ივნ-16 მარ-16 დეკ-15 სექ-15 ივნ-15 მარ-15 დეკ-14 სექ-14 ივნ-14 მარ-14 დეკ-13 0.0% 105 დიაგრამა N 4.13 სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვის მთლიან პორტფელთან თანაფარდობა 25.00% 20.00% 15.00% 10.00% 5.00% დეკ-05 აპრ-06 აგვ-06 დეკ-06 აპრ-07 აგვ-07 დეკ-07 აპრ-08 აგვ-08 დეკ-08 აპრ-09 აგვ-09 დეკ-09 აპრ-10 აგვ-10 დეკ-10 აპრ-11 აგვ-11 დეკ-11 აპრ-12 აგვ-12 დეკ-12 აპრ-13 აგვ-13 დეკ-13 აპრ-14 აგვ-14 დეკ-14 აპრ-15 აგვ-15 დეკ-15 აპრ-16 აგვ-16 დეკ-16 აპრ-17 აგვ-17 დეკ-17 აპრ-18 აგვ-18 დეკ-18 0.00% რეზერვი / სესხები (საბალანსო) რეზერვი / სესხები (საბალანსო) 2005 წლიდან წმინდა ჩამოწერილი სესხების აღდგენის ეფექტით წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი დიაგრამა N 4.14 ცვლად განაკვეთიანი სესხების მოცულობა და თანაფარდობა (წმინდა სესხებთან)46 წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი წმინდა ჩამოწერილი სესხების მოცულობა 2018 წლის მანძილზე 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 10.5 პროცენტით გაიზარდა. ზრდა ფიქსირდება როგორც ჩამოწერილ აქტივებში, ასევე ჩამოწერილი აქტივების ამოღებაში, თუმცა ეს უკანასკნელი მნიშვნელოვნად აღემატება აქტივების ჩამოწერის ზრდას. 46 წმინდა სესხები - სესხის მოცულობა შესაძლო დანაკარგების რეზერვების გამოკლების შემდეგ. 106 მლნ ლარი დიაგრამა N 4.15 სესხების ჩამოწერა და ამოღება 500 4.0% 450 3.5% 400 3.0% 350 300 2.5% 250 2.0% 200 1.5% 150 1.0% 100 0.5% 50 0 0.0% 2006 2007 2008 2009 2010 2011 2012 2013 2014 2015 2016 2017 2018 სესხების ჩამოწერა (მარცხნივ) ჩამოწერილი სესხების ამოღება (მარცხნივ) წმინდა ჩამოწერილი სესხები შეფარდებული პორტფელის ბოლო 12 თვის საშუალო მოცულობასთან (მარჯვნივ) წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი მლნ ლარი დიაგრამა N 4.16 პრობლემური აქტივები 5,000 50% 4,000 40% 3,000 30% 2,000 20% 1,000 10% 0 0% დასაკუთრებული ქონება (მარცხნივ) წმინდა ჩამოწერილი სესხები (მარცხნივ) უმოქმედო სესხები (მარცხნივ) საყურადღებო სესხები (მარცხნივ) ნეგატიური პორტფელი (საყურადღებო სესხები, უმოქმედო სესხები, წმინდა ჩამოწერილი სესხები, დასაკუთრებული ქონება)/ მთლიანი საკრედიტო პორტფელი (მარჯვნივ) წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, მცირედით შემცირდა დასაკუთრებული ქონების წილის მოცულობა მთლიან დაბანდებებში (სესხებს პლიუს დასაკუთრებული ქონება). 107 4.00% 3.50% 3.00% 2.50% 2.00% 1.50% 1.00% 0.50% 0.00% 500 400 300 200 მილიონი ლარი დიაგრამა N 4.17 დასაკუთრებული აქტივები 100 ოქტ-18 მარ-18 აგვ-17 იან-17 ივნ-16 ნოე-15 აპრ-15 სექ-14 თებ-14 ივლ-13 დეკ-12 მაი-12 ოქტ-11 მარ-11 აგვ-10 იან-10 ივნ-09 ნოე-08 აპრ-08 სექ-07 თებ-07 ივლ-06 დეკ-05 0 დასაკუთრებული ქონება (მარჯვნივ) მათ შორის დარეზერვებული დასაკუთრებული ქონება (მარჯვნივ) დასაკუთრებული ქონება / (მთლიანი სესხები + დასაკუთრებული ქონება) მარცხნივ წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი 4.4 საბაზრო რისკი 4.4.1 სავალუტო რისკი საქართველოს საბანკო სისტემის მგრძნობელობა სავალუტო რისკის მიმართ მაღალი რჩება. საშუალოვადიან პერიოდში ლარიზაცია მზარდია, თუმცა უცხოური ვალუტის აქტივ-ვალდებულებების წილი კვლავ მაღალ დონეზე ნარჩუნდება. საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს საზედამხედველო მუშაობას სავალუტო რისკის მართვის მიმდინარე მიდგომების სრულყოფის მიმართულებით. გასულ წელს გადაიხედა ღია სავალუტო პოზიციაში უცხოური ვალუტის აქტივების რეზერვის გადაფასების აღრიცხვის მიდგომები და ის შემდეგ 2 წელში სრულად დაუახლოვდება საერთაშორისო პრაქტიკას. კვლავ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სტრუქტურულ პოზიციასთან დაკავშირებული საფრთხეების შეფასებას, ასევე, ბანკების შიდა მოდელების დახვეწას. ეს პროცესი კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს რეგიონის ქვეყნების ვალუტების გაზრდილი მერყეობის ფონზე. თუ არსებული მეთოდოლოგიით დაანგარიშებულ სავალუტო პოზიციას განვიხილავთ, სისტემის დონეზე ის საკმაოდ დაბალანსებულია. თუმცა, რადგან აღნიშნული პოზიციის დათვლისას აქტივებში მიმდინარე პერიოდში კვლავ გაითვალისწინება მთლიანი (და არა წმინდა) სესხები და სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვი შექმნილია ლარით, ბანკების რეალური პოზიცია მოკლეა47. შედეგად, ლარის კურსის გაუფასურებისას, რეზერვების გადაფასების გათვალისწინებით, ბანკები ჯამურად ზარალდებიან. დამატებით, რადგან სააქციო კაპიტალი ლარით არის დენომინირებული, ლარის გაუფასურების დროს რისკის 47 მოკლე სავალუტო პოზიციისას, უცხოური ვალუტის ვალდებულებები აჭარბებს უცხოური ვალუტის აქტივებს. 108 მიხედვით შეწონილი აქტივების გადაფასება მნიშვნელოვნად ამცირებს ბანკის კაპიტალის ადეკვატურობის კოეფიციენტებს და ამ რისკის მიმართ ბანკებს კიდევ უფრო დაუცველს ხდის. ცალკე საკითხია კურსის მერყეობით გამოწვეული საკრედიტო რისკი, რომელიც ფინანსური სექტორის მთავარ გამოწვევად რჩება და წლიური ანგარიშის საკრედიტო რისკების ნაწილში ვრცლად არის განხილული. დიაგრამა N 4.18 კომერციული ბანკების საბალანსო და კრებსითი სავალუტო პოზიციები საზედამხედველო კაპიტალთან 20% 15% 10% 5% 0% -5% -10% -15% საბალანსო სავალუტო პოზიცია დეკ-18 ოქტ-18 აგვ-18 ივნ-18 აპრ-18 თებ-18 დეკ-17 ოქტ-17 აგვ-17 ივნ-17 აპრ-17 თებ-17 დეკ-16 ოქტ-16 აგვ-16 ივნ-16 აპრ-16 თებ-16 დეკ-15 ოქტ-15 აგვ-15 ივნ-15 აპრ-15 თებ-15 დეკ-14 -20% კრებსითი სავალუტო პოზიცია წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი 4.4.2 საპროცენტო რისკი წინა წლების მსგავსად, საქართველოში მოქმედ ბანკებს სავაჭროდ განკუთვნილი ფასიანი ქაღალდები საკუთრებაში თითქმის არ გააჩნდათ. ამიტომაც, საზედამხედველო მიზნებისათვის ბანკების მთლიან ბალანსზე საბანკო წიგნისათვის გათვალისწინებული მიდგომები გამოიყენება. მიუხედავად ამისა, საქართველოს ეროვნული ბანკი ავალდებულებს ბანკებს, რომელთაც სავაჭრო წიგნი48 აქვთ, შეიმუშავონ შესაბამისი პროცედურები და ეროვნულ ბანკში წარმოადგინონ ანგარიშგება. მონიტორინგის შედეგად პორტფელის მნიშვნელოვანი ზრდის შესაძლებლობის გამოვლენისას, მოხდება სავაჭრო წიგნის რისკის მართვისათვის განკუთვნილი რეგულაციის ამოქმედება. სხვა თანაბარ პირობებში, თუ ბანკების საპროცენტო ხასიათის აქტივებსა და ვალდებულებებზე განაკვეთების 300 საბაზო პუნქტით ზრდის სტრესს დავუშვებთ, ერთი წლის განმავლობაში სისტემის მასშტაბით მიღებული ზარალი 23 მილიონი ლარი იქნება, 48 სავაჭრო წიგნი მოიცავს ფინანსურ ინსტრუმენტებს, რომლებსაც კომერციული ბანკი ფლობს: ა) მოკლევადიან პერიოდში გაყიდვის მიზნით; ბ) ფასის მოსალოდნელი ცვლილების გამო გადაფასებით მიღებული მოგების მოლოდინით; გ) მისი გამოყენებით არბიტრაჟის გზით შემოსავლების მისაღებად; დ) „ა“-„გ“ ქვეპუნქტების მიზნებისთვის შეძენილი ინსტრუმენტების რისკის პოზიციების დასაზღვევად. 109 ხოლო საზედამხედველო კაპიტალის ადეკვატურობის კოეფიციენტი 18.39-დან-დან 18.33 პროცენტამდე შემცირდება. აღნიშნული შედეგი მოიცავს საბალანსო ეფექტს სააღრიცხვო პერიოდში. ასევე საყურადღებოა სტრესის გავლენა ეკონომიკურ ღირებულებაზე, რომელიც მოგება-ზარალზე პირდაპირ არ აისახება, თუმცა გავლენას ახდენს ბანკის საბაზრო ღირებულებაზე. ამ მხრივ, არსებული შეფასებით, ლარის საპროცენტო განაკვეთებზე 400, ხოლო უცხოური ვალუტის საპროცენტო განაკვეთებზე 200 საბაზო პუნქტით განაკვეთების ზრდის გავლენა აღნიშნულ მაჩვენებელზე მართვადია და არ აღემატება საერთაშორისო სტანდარტებით მიღებული საზედამხედველო კაპიტალის 20 პროცენტიანი ზღვრის ნიშნულს. შესაბამისად, ეს სისტემის მდგრადობას საფრთხეს არ უქმნის. შედარებით მაღალი საპროცენტო რისკის მქონე ცალკეულ ბანკებთან ტარდება მიტიგაციის საზედამხედველო ღონისძიებები. მიმდინარე პერიოდში რისკის ანალიზისას კონცენტრირება ხდება განაკვეთების ზრდის სტრესზე, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ იზრდება რისკები რეგიონში არსებული არასტაბილურობის გამო. ასევე აღსანიშნავია აშშ ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ საპორცენტო განაკვეთების ზრდა, რაც გლობალურად საპროცენტო განაკვეთების ზრდას იწვევს. დიაგრამა N 4.19 საპროცენტო ხასიათის აქტივებით ვალდებულებების გადაფარვა 350% 300% 250% 200% დეკ-17 150% დეკ-18 100% 50% 0% 1 თვემდე 1-3 თვემდე წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი 3-6 თვემდე 6-12 თვემდე1 წელზე მეტი ვადით 110 4.5 მომგებიანობის რისკი 2018 წელს უკუგებამ საშუალო აქტივებსა და კაპიტალზე49 2.5 და 19.5 პროცენტი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებლების მსგავსია, რომლებმაც 2017 წელს, შესაბამისად, 2.8 და 20.8 შეადგინა. საბანკო სისტემის მომგებიანობის მაჩვენებლები ბოლო წლებში სტაბილურობით ხასიათდება და 2018 წელს მთლიანობაში კაპიტალზე აქციონერისთვის მისაღებ უკუგებას მიაღწია. დიაგრამა N 4.20 უკუგება კაპიტალსა და აქტივებზე 25% 20% 15% 10% 5% 0% -5% ROA ROE -10% -15% 2006 2007 2008 2009 2010 2011 2012 2013 2014 2015 2016 2017 2018 წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი საბანკო სისტემის მომგებიანობაზე პოზიტიურად იმოქმედა აქტივების ზრდისა და მასშტაბის გამო ეფექტიანობის ზრდამ და აქტივების ხარისხის გაუმჯობესებამ. მთლიანი აქტივების და მთლიანი სესხების, შესაბამისად, 14.7 და 19.3 პროცენტიანი50 ზრდის პირობებში არასაპროცენტო ხარჯები მხოლოდ 9.8 პროცენტით გაიზარდა. ეფექტიანობის გაუმჯობესებაზე მიუთითებს ხარჯების შემოსავლებთან თანაფარდობის კოეფიციენტის 44.8 პროცენტიანი მაჩვენებელი. მეორე მხრივ, მომგებიანობის გაუმჯობესებაზე ნეგატიურად მოქმედებდა ის გარემოება, რომ 2018 წელს შემცირდა საპროცენტო სპრედი, რაც მოზიდულ სახსრებზე საპროცენტო განაკვეთების ზრდის შედეგს წარმოადგენს. ასევე, აქტივებთან შედარებით არასაკმარისად გაიზარდა არასაპროცენტო შემოსავლები. გარდა ამისა, გაიზარდა ლიკვიდური აქტივების მომგებიანობა ბანკთაშორის ანგარიშებსა და დეპოზიტებზე დარიცხული საპროცენტო შემოსავლების, სადეპოზიტო სერტიფიკატებისა და სახაზინო ვალდებულებების შემოსავლიანობის ზრდის შედეგად. 49 ROE - წმინდა მოგება შეფარდებული წლის საშუალო სააქციო კაპიტალთან, ხოლო ROA - წმინდა მოგება შეფარდებული წლის საშუალო აქტივებთან. ამ გაანგარიშებებში წმინდა მოგება დათვლილია როგორც მთლიან შემოსავალს გამოკლებული არასაპროცენტო ხარჯები და სესხებისა და სხვა ფინანსური აქტივების შესაძლო დანაკარგების რეზერვის თანხა, გაუთვალისწინებელი შემოსავლებისა და საგადასახადო გადასახადების გადახდის შემდეგ. 50 კურსის ეფექტის ჩათვლით. 111 დიაგრამა N 4.21 მოგების ზრდის დეკომპოზიცია 300 200 55 38 40 100 128 (100) (200) (63) 2018 წლის მოგება: 997.8 მლნ ლარი 2017 წლის მოგება: 869.7 მლნ ლარი სხვა აქტივების ხარისხის გაუმჯობესება მასშტაბის გამო ეფექტიანობის ზრდა არასაპროცენტო შემოსავლების ცვლილება (82) (71) ლიკვიდური აქტივების შემოსავლიანობის ცვლილება სპრედის ზრდა სასესხო პორტფელის ზრდა (აქტივები) (300) წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი დიაგრამა N 4.22 საპროცენტო სპრედი და მასზე მოქმედი ფაქტორები 18% 16% 14% 12% საპროცენტო სპრედი 10% 8% აქტივების შემოსავლიანობა 6% 4% 2% 0% წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი სახსრების ღირებულება 112 მილიონი ლარი დიაგრამა N 4.23 საბანკო სისტემის წმინდა საოპერაციო მოგება და წლიური ზრდა51 1,600 1,400 40% 25% 32% 27% 30% 23% 1,200 20% 1,000 11% 800 17% 19% 9% 10% 0% 600 -10% 400 200 20% -18% 0 -20% -30% დეკ-08 დეკ-09 დეკ-10 დეკ-11 დეკ-12 დეკ-13 დეკ-14 დეკ-15 დეკ-16 დეკ-17 დეკ-18 წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი აღსანიშნავია, რომ მიუხედავად მსხვილი ბიზნეს პორტფელის ისტორიულად მნიშვნელოვანი დანაკარგებისა და ვალუტის შესაძლო გაუფასურებით გამოწვეული მაღალი საკრედიტო რისკისა, უცხოური ვალუტით კორპორატიულ სესხებზე შეთავაზებული საპროცენტო განაკვეთები კვლავ ისტორიულად დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება. წლის მეორე ნახევარი გამოირჩეოდა მასშტაბური აქციებით ევროთი დენომინირებულ იპოთეკურ სესხებზე და საპროცენტო განაკვეთი პიკურ პერიოდში 4 პროცენტამდეც კი ჩამოვიდა, რაც, რისკების გათვალისწინებით, ჩვენი რეგიონის ბაზრებისთვის არაადეკვატურად დაბალია. ამის ძირითადი მიზეზი საბანკო სისტემაში არსებული გამძაფრებული კონკურენციაა, რამაც შემდგომში, შესაძლოა, ცალკეული ბანკების საბაზრო პოზიციები შეარყიოს ან მათ ზედმეტი რისკების აღებისკენ უბიძგოს. აქედან გამომდინარე, რისკებზე ორიენტირებული ზედამხედველობის პრინციპების გათვალისწინებით, 2018 წლის განმავლობაში კვლავ მნიშვნელოვანი დრო ეთმობოდა ბანკების მომგებიანობის საპროგნოზო მაჩვენებლების განხილვას, ცალკეული ინსტიტუტების ბიზნეს მოდელისა და სტრატეგიის ანალიზს; ყურადღება მახვილდებოდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მასშტაბის ეფექტი, ბაზრის ნიშის ან/და სხვა კონკურენტული უპირატესობის არსებობა და საპროგნოზო საკრედიტო დანაკარგების შეძლებისდაგვარად შეფასება; მეტი აქცენტი კეთდებოდა მიტიგანტებზე52, მათ შორის, ბანკებში პროდუქტებზე ფასდადების დეტალური მოდელების შემუშავებაზე. 51 52 მოგება დარეზერვებამდე და ერთჯერად შემოსავალ/ხარჯებამდე. რისკის შემამცირებელ ღონისძიებებზე. 113 4.6 ლიკვიდობის რისკი 4.6.1 ლიკვიდური აქტივების სტრუქტურა 2018 წლის განმავლობაში ლიკვიდური აქტივების მოცულობა მაღალი დონითა და მცირე მერყეობით ხასიათდებოდა. ლიკვიდური აქტივები მთლიანი აქტივების 21 პროცენტს აჭარბებს, რაც საკმარისია არასაბანკო დეპოზიტების 37 პროცენტის დასაფარად. დიაგრამა N.4.24 ლიკვიდური აქტივების დონე 60% 50% 40% 30% 20% 10% დეკ-18 ოქტ-18 აგვ-18 ივნ-18 აპრ-18 თებ-18 დეკ-17 ოქტ-17 აგვ-17 ივნ-17 აპრ-17 თებ-17 დეკ-16 ოქტ-16 აგვ-16 ივნ-16 აპრ-16 თებ-16 დეკ-15 ოქტ-15 აგვ-15 ივნ-15 აპრ-15 თებ-15 დეკ-14 0% ლიკვიდური აქტივები/მთლიანი აქტივები ლიკვიდური აქტივები/არასაბანკო დეპოზიტები წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი 2018 წლის განმავლობაში ლიკვიდობის კოეფიციენტი სტაბილურად მაღალ დონეს ინარჩუნებდა. უცხოური ვალუტის მაღალი ლიკვიდობა დაკავშირებულია უცხოური ვალუტის სესხებზე შესუსტებული მოთხოვნითა და უცხოური ვალუტის ვალდებულებებზე გაზრდილი სარეზერვო მოთხოვნებით. ამასთან, წლის ბოლოს ბანკებმა მსხვილი იურიდიული პირებიდან ლარის ფონდირება მოიზიდეს, რაც ლარის და ჯამური ლიკვიდობის დონეზეც აისახა. მსგავსი დინამიკაა 1 თვემდე აქტივების და ვალდებულების გეპშიც; ლიკვიდური აქტივების სტრუქტურა სტაბილურობას ინარჩუნებს. ეროვნული ბანკი 2018 წლის განმავლობაში აგრძელებდა რისკების მონიტორინგს ვალუტების ჭრილში. 114 დიაგრამა N 4.25 ლიკვიდობის კოეფიციენტები ვალუტების მიხედვით 55% 50% 45% 40% 35% 30% დეკ-13 თებ-14 აპრ-14 ივნ-14 აგვ-14 ოქტ-14 დეკ-14 თებ-15 აპრ-15 ივნ-15 აგვ-15 ოქტ-15 დეკ-15 თებ-16 აპრ-16 ივნ-16 აგვ-16 ოქტ-16 დეკ-16 თებ-17 აპრ-17 ივნ-17 აგვ-17 ოქტ-17 დეკ-17 თებ-18 აპრ-18 ივნ-18 აგვ-18 ოქტ-18 დეკ-18 25% ლარი უცხ. ვალუტა სულ წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი დიაგრამა N4.26 ლიკვიდობის გეპი: 1 თვემდე აქტივების თანაფარდობა 1 თვემდე ვალდებულებებთან 100% 95% 90% 85% 80% 75% 70% 65% ლარი წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი უცხ. ვალუტა სულ 115 დიაგრამა N 4.27 ლიკვიდური აქტივების მოცულობა და სტრუქტურა 100% საინვესტიციო ფასიანი ქაღალდები 90% 80% 70% დეპოზიტები კომერციულ ბანკებში 60% 50% ნოსტრო ანგარიშები კომერციულ ბანკებში 40% 30% 20% ფულადი სახსრები საქართველოს ეროვნულ ბანკში 10% 0% ნაღდი ფული წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი 4.6.2 ვალდებულებების სტრუქტურა ვალდებულების სტრუქტურაში ვადიანი დეპოზიტების წილი უმნიშვნელოდ გაიზარდა, ხოლო ნასესხები სახსრების წილი შემცირდა. ამასთან, ბანკები ინარჩუნებენ ვალდებულების სტრუქტურის რისკების შესაბამისი ლიკვიდური აქტივების საკმაოდ კომფორტულ დონეს. დიაგრამა N 4.28 ვალდებულებების სტრუქტურა 5% 21% 38% სხვა ვალდებულებები ნასესხები სახსრები 9% 27% 2018 მიმდინარე და მოთხოვნამდე დეპოზიტები ვადიანი დეპოზიტები 2017 სუბორდინირებული ვალდებულებები წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე და მოთხოვნამდე დეპოზიტები ვადიანი დეპოზიტები 5% 19% 38% სხვა ვალდებულებები ნასესხები სახსრები 10% 28% სუბორდინირებული ვალდებულებები 116 4.6.3 საცალო დაფინანსება 2018 წლის განმავლობაში დეპოზიტები 3.2 მლრდ ლარით (16.3 პროცენტი, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 13.9 პროცენტი) გაიზარდა და დეკემბრისათვის 23.0 მლრდ ლარი შეადგინა. დეპოზიტარების სტრუქტურის მიხედვით, ფიზიკური და იურიდიული პირების ანაბრების ზრდამ, შესაბამისად, 17.1 პროცენტი და 15.3 პროცენტი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, შესაბამისად, 14.3 და 13.4 პროცენტი) შეადგინა. 2018 წლის განმავლობაში დეპოზიტების ლარიზაცია იზრდებოდა და დეკემბრისთვის 36.9 პროცენტი შეადგინა. დიაგრამა N 4.29 არასაბანკო დეპოზიტების წლიური ზრდა 35% 30% 25% 20% 15% 10% 5% 0% გაცვლითი კურსის ეფექტით გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი დიაგრამა N 4.30 არარეზიდენტი კლიენტების დეპოზიტების წილი 20% 18% 16% 14% 12% 10% 8% 6% 4% 2% 0% 16.1% წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი არარეზიდენტი კლიენტების დეპოზიტების წილი მთლიან არასაბანკო დეპოზიტებში 2018 წლის განმავლობაში შემცირდა და დეკემბრისთვის 16 პროცენტი შეადგინა. 117 წარმოშობის ქვეყნების მიხედვით ეს დეპოზიტები საკმაოდ დივერსიფიცირებულია, რაც რისკიანობის კუთხით დადებითი ფაქტორია. ამასთან, კვლავ მაღალია ვადიანი დეპოზიტების წილი, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს გადინების რისკს. ამ ტიპის დაფინანსებაზე ჭარბი დამოკიდებულების პრევენციის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი ინარჩუნებს დამატებითი ლიკვიდობის მოთხოვნას იმ ბანკებისათვის, რომლებშიც არარეზიდენტი დეპოზიტების წილი მთლიანი არასაბანკო დეპოზიტების 10 პროცენტს აჭარბებს53. აღნიშნული მოთხოვნის კალიბრაციისას გათვალისწინებულია ის ფაქტი, რომ არარეზიდენტი კლიენტების ნაწილი რეალურად უცხოური პასპორტის ან რეგისტრაციის მქონე ადგილობრივი პირები არიან. არარეზიდენტების მაღალი წილის მქონე ბანკებში დამატებითი ლიკვიდობის საჭიროება ამ ტიპის დეპოზიტების პორტფელის მოზიდვის სტიმულს ამცირებს, რაც, შესაბამისად, ბოლო წლებში არარეზიდენტების დეპოზიტების წილის დასტაბილურებაში გამოიხატა. დიაგრამა N 4.31 არარეზიდენტების დეპოზიტების სტრუქტურა (2018 წლის დეკემბერი) მლნ ლარი 4,000 3,500 3,000 2,500 ვადიანი, 1960 ფიზიკური, 2749 2,000 1,500 მოთხოვნამდე, 896 1,000 500 იურიდიული, 949 მიმდინარე, 842 დეპოზიტარი პროდუქტი 0 წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი 53 არარეზიდენტების დეპოზიტებზე ლიკვიდობის მოთხოვნა იზრდება იმდენი პროცენტული პუნქტით, რამდენი პროცენტული პუნქტითაც არარეზიდენტების დეპოზიტების წილი მთლიან დეპოზიტებში აღემატება 10 პროცენტს. 118 დიაგრამა N 4.32 არარეზიდენტების დეპოზიტები ქვეყნების ჭრილში (2018 წლის დეკემბერი) რუსეთი 14% ისრაელი 9% ჩინეთი გაერთიანებული სამეფო 52% 8% 7% 5% 5% უკრაინა აზერბაიჯანი სხვა წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი 4.6.4 საბითუმო დაფინანსება 2018 წლის განმავლობაში სესხების დეპოზიტებთან თანაფარდობის კოეფიციენტი სტაბილურობას ინარჩუნებდა. აღსანიშნავია, რომ ლარის სესხებისა და დეპოზიტებისთვის დათვლილი იგივე კოეფიციენტმა 2015 წლის შემდეგ გადააჭარბა უცხოური ვალუტით სესხებისა და დეპოზიტებისთვის დათვლილ მაჩვენებელს და მას შემდეგ მაღალ დონეზე ნარჩუნდება, რასაც, გარკვეულწილად, სავალუტო რისკებისა და ლარიზაციის ღონისძიებების გამო ლარის სესხების მაღალი ზრდის ტემპი განაპირობებდა. ეს მოცემულობა, სხვა თანაბარ პირობებში, ფონდირების რისკს უფრო მართვადს ხდის. საბითუმო დაფინანსების გარე წყაროებიდან მიღებული თანხები საკმაოდ დივერსიფიცირებულია, როგორც კრედიტორების ტიპის, ისე დაფარვის ნარჩენი ვადიანობის მიხედვით. აღნიშნული დაფინანსების 60 პროცენტის ნარჩენი ვადიანობა 2 წელს აჭარბებს, რაც სისტემის ფონდირების რისკებს ამცირებს. საბითუმო დაფინანსების 52 პროცენტი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებზე მოდის, 15 პროცენტი – მშობელ/დაკავშირებულ კომპანიებზე, ხოლო 33 პროცენტი – სხვა კერძო ინსტიტუტებზე. დაბალ რისკად შეიძლება შეფასდეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მაღალი წილი და დაფარვის გრძელვადიანი გრაფიკი. თავისთავად, ეროვნული ბანკის მხრიდან რეგულარულად მიმდინარეობდა შესაბამისი კოვენანტების54 მონიტორინგი და მათი სტრეს-ტესტების უკვე ახალ ჩარჩოში ასახვა. 54 სასესხო ხელშეკრულებით დაწესებული შეზღუდვები. 119 დიაგრამა N.4.33 მთლიანი სესხების შეფარდება არასაბანკო დეპოზიტებთან ვალუტების მიხედვით 2 სულ ლარი უცხ. ვალუტა 1.8 1.6 1.4 1.2 1 0.8 წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი ცხრილი N 4.8 საბითუმო დაფინანსების გარე წყაროები და მათი დაფარვის გრაფიკი 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით თვე <1 1–3 3–6 6–12 12–24 24–36 36–60 >60 ჯამი ჯამი 3.47% 2.32% 4.68% 13.02% 16.28% 22.34% 20.57% 17.31% 100.00% საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები 0.62% 0.96% 2.87% 5.86% 8.14% 9.52% 15.42% 8.25% 51.65% დაკავშირებული/მშობელი ფინანსური ინსტიტუტები 0.42% 0.63% 0.59% 3.37% 1.79% 4.46% 1.27% 2.67% 15.20% სხვა კერძო დაფინანსება 2.44% 0.73% 1.23% 3.78% 6.36% 8.35% 3.87% 6.39% 33.15% წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი 4.6.5 ლიკვიდობის რისკის რეგულირება 2018 წელს გრძელდებოდა ცვლილებები ლიკვიდობის რისკის მონიტორინგის მიმართულებით და დაიხვეწა ლიკვიდური აქტივებისა და ვალდებულებების ანალიტიკური ანგარიშგების ფორმა. სტაბილურად მაღალ დონეს ინარჩუნებს ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტი (LCR), რაც მოკლევადიანი (30 დღემდე) ლიკვიდობის მართვის მიმართულებით თანამედროვე და ეფექტურ მიდგომას წარმოადგენს და ამ ტიპის რისკების უფრო სრულყოფილი იდენტიფიკაციის, შეფასების, მონიტორინგისა და კონტროლის საშუალებას იძლევა. LCR-ის დანერგვამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა პრუდენციული ზედამხედველობა და ხელი 120 შეუწყო ვალდებულებების დაგრძელვადიანებას, მათ შორის, გამოუთხოვადი სადეპოზიტო სერტიფიკატების პროდუქტის განვითარებას. მლნ ლარი დიაგრამა N 4.34 სადეპოზიტო სერტიფიკატები და მათ წილი არასაბანკო დეპოზიტებში LCR-ის დებულების ხელმოწერა 4,000 LCR-ის ამოქმედება 18.0% 16.0% 14.0% 12.0% 10.0% 8.0% 6.0% 4.0% 2.0% 0.0% 3,500 3,000 2,500 2,000 LCR-ის დანერგვის პროცესის დაწყება 1,500 1,000 500 ფიზიკური პირები იურიდიული პირები დეკ-18 სექ-18 ივნ-18 მარ-18 დეკ-17 სექ-17 ივნ-17 მარ-17 დეკ-16 სექ-16 ივნ-16 მარ-16 დეკ-15 სექ-15 ივნ-15 მარ-15 დეკ-14 სექ-14 ივნ-14 მარ-14 დეკ-13 სექ-13 ივნ-13 მარ-13 დეკ-12 - წილი არასაბანკო დეპოზიტებში (RHS) წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი დიაგრამა N 4.35 ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტის (LCR) დინამიკა 180% 160% 140% 120% 100% 80% LCR სულ LCR უცხ. ვალუტა LCR ლარი წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ LCR-ი არ მოიცავს ლიკვიდობის რისკის რეგულირების ისეთ განუყოფელ ნაწილს, როგორიცაა, მაგალითად, ვალდებულებების გადახდების კონცენტრაცია, რეალურად მოქმედი დაფინანსების საგანგებო გეგმა და სხვა, რასაც ყურადღება ეთმობა ლიკვიდობის რისკის შეფასებებისას. ამასთან, გრძელვადიანი ლიკვიდობის რეგულირების გასაუმჯობესებლად დაიწყო წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტის (NSFR) დანერგვის პროცესი. მისი დანერგვის შემდგომ გაუქმდება ლიკვიდობის არსებული მოთხოვნა (მოკლევადიანი ვალდებულებების 30 პროცენტი) და ის მხოლოდ მონიტორინგის მიზნით იქნება გამოყენებული. შედეგად, 121 ლიკვიდობის რისკის საზედამხედველო ჩარჩო სრულ შესაბამისობაში მოვა ბაზელის სტანდარტებთან. 4.7 საოპერაციო რისკი 2018 წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო კიბერუსაფრთხოების მართვის საკითხებს. შემუშავდა კიბერუსაფრთხოების მართვის ჩარჩო კომერციული ბანკებისთვის, რაც დამტკიცებისა და დანერგვის შემდგომ სრულად იქნება ინტეგრირებული კომერციული ბანკების მთლიანი რისკების მართვის პროცესში. 4.7.1 საოპერაციო რისკების ანგარიშგება 2018 წელს საოპერაციო რისკის მთლიანმა დანაკარგმა 22.9 მილიონი ლარი შეადგინა. ზემოაღნიშნული მაჩვენებელი 0.34 პროცენტით მეტია 2017 წლის მთლიან დანაკარგთან შედარებით. ჯამური წლიური მთლიანი დანაკარგების შეფარდება ბაზელ 2-ის მიხედვით დათვლილ მთლიან შემოსავალთან 0.73 პროცენტს შეადგენდა. მთლიანი დანაკარგი იმ სახის დანაკარგს წარმოადგენს, რომელიც საოპერაციო მოვლენასთან დაკავშირებულ თავდაპირველ თანხობრივ მაჩვენებელს უკავშირდება, საოპერაციო დანაკარგის ყოველგვარ ანაზღაურება/დაბრუნებამდე. 2018 წელს დაფიქსირდა საოპერაციო დანაკარგის 23,466 მოვლენა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის საოპერაციო რისკების ანგარიშგების ფარგლებში, კომერციული ბანკი ვალდებულია აღრიცხოს ყველა საოპერაციო დანაკარგის მოვლენა, რომლის მთლიანი დანაკარგი უდრის ან აღემატება 10 ლარს. 2018 წლის საშუალო დანაკარგის მოცულობა 975 ლარით განისაზღვრა. დიაგრამა N 4.36 ასახავს საოპერაციო რისკების მთლიანი დანაკარგების დინამიკას 20132018 წლებში. დიაგრამა N 4.36 2013-2018 წლების მთლიანი დანაკარგების დინამიკა ლარი 15,000,000 2013წ 2014წ მაი ივნ 2015წ 2016წ 2017წ 2018წ ოქტ ნოე 12,000,000 9,000,000 6,000,000 3,000,000 0 იანვ თებ მარ აპრ წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი ივლ აგვ სექ დეკ 122 საოპერაციო დანაკარგები ძირითადად დაფიქსირდა საცალო საბანკო მომსახურებისა და ასევე, გარკვეულწილად, კომერციულ საბანკო მომსახურების ბიზნეს ხაზში. საცალო საბანკო მომსახურების ბიზნეს ხაზი, უშუალოდ საცალო საბანკო მომსახურებასთან ერთად, ასევე მოიცავს საგადახდო ბარათებთან დაკავშირებულ საოპერაციო დანაკარგებსაც. ის ფაქტი, რომ საქართველოს საბანკო სექტორში საოპერაციო დანაკარგები უმეტესწილად საცალო და კომერციულ საბანკო საქმიანობის ბიზნეს ხაზებში გვხვდება, განპირობებულია იმით, რომ მოცემული ორი ბიზნეს ხაზი საბანკო სექტორის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს. ბაზელის პრინციპებით განსაზღვრული დანარჩენი ექვსი ბიზნეს ხაზი საქართველოში აქტიურად განვითარებული არ არის55. თუ საოპერაციო დანაკარგებს მოვლენათა კატეგორიების მიხედვით დავყოფთ, დანაკარგების ყველაზე დიდი წილი თანხობრივად (მთლიანი დანაკარგების 51 პროცენტი), პროცესების მართვის კატეგორიაში დაფიქსირდა, ხოლო სიდიდით მეორე კატეგორია (29 პროცენტი ხვედრითი წილით) გარე თაღლითობაზე მოდის. სიდიდით მესამე ყველაზე მსხვილი კატეგორიას, მთლიანი დანაკარგის 8 პროცენტის ოდენობით, შიდა თაღლითობა წარმოადგენდა. 2018 წლის საოპერაციო დანაკარგების სტრუქტურა ასახულია დიაგრამა N 4.37-ზე. დიაგრამა N 4.37 2018 წლის მთლიანი დანაკარგის პროცენტული განაწილება მოვლენათა კატეგორიების მიხედვით 2% 2% 8% გარე თაღლითობა 29% ბიზნეს საქმიანობა სამუშაო გარემო პროცესების მენეჯმენტი ოპერაციების შეფერხება 7% 51% 1% ფიზიკური აქტივები შიდა თაღლითობა წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი 55 ბაზელის ბიზნეს ხაზების დეტალური აღწერა მოყვანილია საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის ბაზელ II–ის დოკუმენტის მე–8 დანართში (ბმული: http://www.bis.org/publ/bcbs128.pdf). ბაზელის კლასიფიკაციის მიხედვით, საქართველოში, კორპორატიული ფინანსების, საფინანსო ინსტრუმენტებით ვაჭრობისა და გაყიდვების, გადახდებისა და ანგარიშსწორების, სამეურვეო/სააგენტო მომსახურების, აქტივების მართვისა და საცალო საბროკერო მომსახურების ბიზნეს ხაზები აქტიურად არ არის განვითარებული. 123 4.7.2 ბიზნეს უწყვეტობის მართვა ბიზნეს უწყვეტობა იმ რისკთა კატეგორიას განეკუთვნება, რომლის შემცირებაც მაღალი კაპიტალით შეუძლებელია. ეროვნული ბანკი აქტიურად მუშაობს კომერციულ ბანკებთან ბიზნეს უწყვეტობის მართვის პრინციპების და შესაბამისი გეგმის დანერგვა/ჩამოყალიბებაზე. ეროვნული ბანკი ასევე ყურადღებას აქცევს ბიზნეს უწყვეტობის მართვის ფარგლებში სხვადასხვა მნიშვნელოვან კომპონენტს, მათ შორის ინფრასტრუქტურულ გამართულობას და ბიზნეს უწყვეტობის გეგმის ტესტირებას. 4.7.3 აუთსორსინგი აუთსორსინგი არის პროცესი, რომელიც არაერთ შეღავათთან ერთად, შეიძლება მნიშვნელოვან რისკებთანაც იყოს დაკავშირებული. შესაბამისად, აუთსორსინგის ზედამხედველობა საქართველოს ეროვნული ბანკისთვის კვლავაც პრიორიტეტულად რჩება. იმისათვის, რომ მოხდეს ოფშორინგულ/აუთსორსინგულ სქემებთან დაკავშირებული რისკების ზომიერ და დასაშვებ ფარგლებში მოქცევა, გრძელდება საქართველოს საბანკო სისტემაში მოცემული სახის რისკების შესწავლა და გამოვლენილი მნიშვნელოვანი სისუსტეების შერბილება. 4.7.4 საბანკო სისტემის სხვა სექტორებზე დამოკიდებულება საქართველოს საბანკო სისტემა, მსოფლიოს მრავალ სხვა საბანკო სისტემების მსგავსად, კრიტიკულად არის დამოკიდებული ეკონომიკის სხვა სექტორებზე. მნიშვნელოვანია მჭიდრო ურთიერთობები კრიტიკული სექტორების წარმომადგენლებთან იმისათვის, რომ განხორციელდეს მოცემულ სექტორებზე დამოკიდებულებიდან გამომდინარე რისკების სათანადო მართვა. 4.7.5 სიზუსტის რისკი საქართველოს ეროვნული ბანკი ერთ-ერთ პრიორიტეტად მიიჩნევს საბანკო სექტორში არსებული მონაცემების სიზუსტისა და ხარისხის შესწავლას. მონაცემთა ხარისხის თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ე.წ. მთლიანობის რისკი, რადგან ფინანსური მონაცემების სიზუსტე უნდა იყოს დაცული უნებართვო/არა–ავტორიზებული ცვლილებისგან. 2018 წელს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გააგრძელა კომერციული ბანკების სხვადასხვა ანგარიშგების ფორმებში შემავალი მონაცემების/ინფორმაციის სიზუსტის შემოწმება. განხორციელდა ანგარიშგებების ნაწილის დეტალური ანალიზიც, მათ შორის დაკავშირებული საინფორმაციო სისტემების ადეკვატურობისა და ხარისხის თვალსაზრისითაც. შემოწმდა სხვადასხვა კომერციული ბანკის ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტის (LCR) ანგარიშგება. საქართველოს ეროვნულ ბანკსა და სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოში მოქმედ ყველა კომერციული ბანკში შემოწმდა „კომერციული ბანკების მიერ გადასახდელი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ბაზის დაანგარიშების და რეგულარული სადაზღვევო შენატანების გადახდის პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციით განსაზღვრული ანგარიშგების პროცესი. მონაცემთა ხარისხის მართვის ფარგლებში, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი ყურადღებას აქცევს ანგარიშგებასთან დაკავშირებული ბიზნეს პროცესის 124 გამართულობასა და ეფექტიანობას. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია კომერციული ბანკების საინფორმაციო სისტემების ავტომატიზაციის დონის ზრდა და საინფორმაციო სისტემების კომპლექსურობის შემცირება. 4.8 კაპიტალის ადეკვატურობა საქართველოს საბანკო სისტემა 2018 წლის ბოლოსათვის კვლავაც ინარჩუნებდა კაპიტალის ადეკვატურ დონეს, ბაზელ III-ზე დაფუძნებული კაპიტალის ადეკვატურობის ჩარჩოს ფარგლებში. 2018 წლის იანვრიდან გაუქმდა ბაზელ I-ზე დაფუძნებული პირველადი კაპიტალისა და მთლიანი საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური მოთხოვნები და სრულად ჩანაცვლდა ბაზელ III-ზე დაფუძნებული კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნებით. 2018 წლის 31 დეკემბერს ამოქმედდა სისტემურობის ბუფერი, რომელიც დაწესდა როგორც საზედამხედველო, ასევე პირველად და ძირითად პირველად კაპიტალზე (ცხრილი N 4.9) ცხრილი N 4.9 სისტემური ბუფერების დაწესების ვადები ბანკი 2017 2018 სს „თიბისი ბანკი" 0.0% 1.0% სს „საქართველოს ბანკი" 0.0% 1.0% სს „ლიბერთი ბანკი" 0.0% 0.6% 2019 1.5% 1.5% 0.9% 2020 2.0% 2.0% 1.2% 2021 2.5% 2.5% 1.5% ზემოაღნიშნული ცვლილებების შედეგად, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, განახლებული ჩარჩოს ფარგლებში დათვლილი პირველადი კაპიტალის კოეფიციენტი 13.51 პროცენტს შეადგენს, ხოლო საზედამხედველო კაპიტალის კოეფიციენტი - 18.39 პროცენტს, რაც კაპიტალის ადეკვატურობის მინიმალურ მოთხოვნებზე შესაბამისად 8.83 და 10.39 პროცენტული პუნქტით მეტია (იხ. დიაგრამა N 4.38). ასევე მაღალია ლევერიჯის კოეფიციენტიც, რომელიც 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 11.83 პროცენტს უტოლდება და ლევერიჯის კოეფიციენტის მინიმალურ მოთხოვნას 6.83 პროცენტული პუნქტით აღემატება. ამასთანავე, ეროვნული ბანკი პოზიტიურად აფასებს კაპიტალის ზრდის რესურსებს, როგორც აქციონერთა სიძლიერის, ასევე მომგებიანობის კუთხით. 125 დიაგრამა N 4.38 კაპიტალის ადეკვატურობის კოეფიციენტები ბაზელ III-ის შესაბამისად. 25.00% 20.00% 15.00% 10.00% 5.00% პირველადი კაპიტალი საზედამხედველო კაპიტალი პირველადი კაპიტალის ლიმიტი საზედამხედველო კაპიტალის ლიმიტი დეკ-18 ნოე-18 ოქტ-18 სექ-18 აგვ-18 ივლ-18 ივნ-18 მაი-18 აპრ-18 მარ-18 თებ-18 იან-18 დეკ-17 ნოე-17 ოქტ-17 სექ-17 აგვ-17 ივლ-17 ივნ-17 მაი-17 აპრ-17 მარ-17 თებ-17 იან-17 0.00% წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი აღსანიშნავია, რომ არაჰეჯირებული სავალუტო საკრედიტო რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციების პილარ 1-დან პილარ 2-ის ბუფერში გადანაცვლებამ შეამცირა რისკის მიხედვით შეწონილი აქტივები. დიაგრამა N 4.39 და დიაგრამა N 4.40-ზე მოცემულია პირველადი კაპიტალისა და საზედამხედველო კაპიტალის მაჩვენებლები იმ შემთხვევისთვის, თუ წინა თვეების მაჩვენებლებსაც ანალოგიურად დავთვლიდით, როგორც 2017 წლის დეკემბრისა და 2018 წლის მაჩვენებლებს. აღნიშნული დიაგრამები 2018 წლის ბოლოს მდგომარეობით კაპიტალის ადეკვატურობების მაჩვენებლების წინა პერიოდებთან უკეთ შედარების საშულებას იძლევა. 126 დიაგრამა N 4.39 პირველადი კაპიტალის კოეფიციენტები ბაზელ III-ის ჩარჩოს შესაბამისად56 16.00% 14.00% 12.00% 10.00% 8.00% 6.00% 4.00% 2.00% დეკ-18 ნოე-18 ოქტ-18 სექ-18 აგვ-18 ივლ-18 ივნ-18 მაი-18 აპრ-18 მარ-18 თებ-18 იან-18 დეკ-17 ნოე-17 ოქტ-17 სექ-17 აგვ-17 ივლ-17 ივნ-17 მაი-17 აპრ-17 მარ-17 თებ-17 იან-17 0.00% არაჰეჯირებული სავალუტო საკრედიტო რისკის ბუფერი პირველადი კაპიტალის კოეფიციენტი წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი აღსანიშნავია, რომ 2018 წლის დეკემბრის მონაცემებით გაიზარდა კაპიტალის მოთხოვნებიც. პილარ 2-ის ჩარჩო განსაზღვრავს კაპიტალის ბუფერის მოთხოვნას საკრედიტო პორტფელის კონცენტრაციის რისკისათვის (როგორც სახელობითი კონცენტრაციის, ასევე სექტორული კონცენტრაციის რისკებისათვის), საზედამხედველო სტრეს-ტესტებზე დაყრდნობით განსაზღვრულ წმინდა სტრეს-ტესტების ბუფერს და ეროვნული ბანკის მიერ რისკების შეფასების საერთო პროგრამის ფარგლებში დაწესებულ წმინდა GRAPE (General Risk Assessment Process) ბუფერის განსაზღვრის წესს. მნიშვნელოვანია, რომ პილარ 2-ის ფარგლებში დაწესებული კაპიტალის ბუფერები კომერციულმა ბანკებმა უნდა დააკმაყოფილონ საზედამხედველო კაპიტალის ელემენტების იმავე პროპორციით, როგორც ეს მოცემულია მინიმალურ მოთხოვნებში (ძირითადი პირველადი კაპიტალი 4.5 პროცენტი, პირველადი კაპიტალი 6 პროცენტი და მთლიანი საზედამხედველო კაპიტალი 8 პროცენტი). შესაბამისად, პილარ 2-ის ფარგლებში მოთხოვნილი კაპიტალის 56 პროცენტი დაცული უნდა იყოს ძირითადი პირველადი კაპიტალის ელემენტებით, ხოლო 75 პროცენტი პირველადი კაპიტალის ელემენტებით. აღნიშნულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსვლის მიზნით, კომერციულ ბანკებს მიეცათ შესაბამისი ვადები (იხ. ცხრილი N 4.10). 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კონცენტრაციისა და წმინდა GRAPE ბუფერები 100 პროცენტით დაწესდა საზედამხედველო კაპიტალზე, 20 პროცენტით პირველად კაპიტალზე და 15 პროცენტით ძირითად პირველად კაპიტალზე. 56 ყველა მაჩვენებელი დათვლილია 2018 წლის დეკემბერში მოქმედი კაპიტალის ადეკვატურობის ჩარჩოს შესაბამისად. 127 დიაგრამა N 4.40 საზედამხედველო კაპიტალის კოეფიციენტები ბაზელ III-ის ჩარჩოს შესაბამისად57 25.00% 20.00% 15.00% 10.00% 5.00% დეკ-18 ნოე-18 ოქტ-18 სექ-18 აგვ-18 ივლ-18 ივნ-18 მაი-18 აპრ-18 მარ-18 თებ-18 იან-18 დეკ-17 ნოე-17 ოქტ-17 სექ-17 აგვ-17 ივლ-17 ივნ-17 მაი-17 აპრ-17 მარ-17 თებ-17 იან-17 0.00% არაჰეჯირებული სავალუტო საკრედიტო რისკის ბუფერი საზედამხედველო კაპიტალის კოეფიციენტი წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი ცხრილი N 4.10 კონცენტრაციისა და წმინდა GRAPE ბუფერების დაწესების ვადები კონცენტრაციის (სახელობითი და სექტორული) ბუფერისა და წმინდა GRAPE ბუფერის განაკვეთები ძირითადი პირველადი კაპიტალი პირველადი კაპიტალი მთლიანი საზედამხედველო კაპიტალი ამოქმედებიდან 30/12/2018-მდე 31/12/2021 და შემდგომ 31/12/2018 31/12/2019 31/12/2020 0% 15% 30% 45% 56% 0% 20% 40% 60% 75% 100% 100% 100% 100% 100% კაპიტალის ადეკვატურობასთან დაკავშირებული ცვლილებების შედეგად, კომერციული ბანკისათვის დაწესებული ახალი ჯამური კაპიტალის დარღვევისას ჩაითვლება, რომ პირველი ირღვევა კაპიტალის კომბინირებული ბუფერები. „კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ“ დებულებაში ცვლილებების თანახმად, აღნიშნული ბუფერების დარღვევისას, კომერციულ ბანკს ეკრძალება კაპიტალის განაწილება, მათ შორის დივიდენდის გაცემა. ზემოთ მოცემული პილარ 2-ის ბუფერებიდან არაჰეჯირებული სავალუტო საკრედიტო რისკის ბუფერის მოთხოვნა ამოქმედდა დებულების დამტკიცებისთანავე, შესაბამისად, 2017 წლის დეკემბრის მდგომარეობით, კაპიტალის მოთხოვნებში აღნიშნული ბუფერი 57 ყველა მაჩვენებელი დათვლილია 2018 წლის დეკემბერში მოქმედი კაპიტალის ადეკვატურობის ჩარჩოს შესაბამისად. 128 ასახული იყო. ამასთან, 2018 წლის 1 აპრილიდან ბანკებმა საკრედიტო პორტფელის კონცენტრაციის რისკისათვის კაპიტალი უნდა დაიცვან (იხ. დიაგრამა N 4.41). საზედამხედველო სტრეს-ტესტებზე დაყრდნობით განსაზღვრული წმინდა სტრესტესტების ბუფერი 2020 წლის იანვრიდან ამოქმედდება. 2018 წელს ეროვნული ბანკი აქტიურად განაგრძობდა აღნიშნული ბუფერის კალიბრაციის პროცესს. ამასთან, 2019 წელს საქართველოს ეროვნული ბანკი, კომერციულ ბანკებთან ერთად, გეგმავს აღნიშნული ბუფერის განსაზღვრისა და დაანგარიშების ჩარჩოს დამატებით ფორმალიზებას, რათა მოხდეს კაპიტალის ადეკვატურობის ჩარჩოთი განსაზღვრულ პილარ 2-ში საზედამხედველო სტრეს-ტესტების სრული ინტეგრირება. მთლიანი ბანკის დონეზე (Enterprise-level stress) ჩატარებული სტრეს-ტესტი საშუალებას იძლევა შეფასდეს ეკონომიკური ხასიათის სისტემური და სექტორული მნიშვნელობის შოკებისა და იდიოსინკრატული მოვლენების გავლენა ბანკზე და განისაზღვროს აღნიშნული სცენარისათვის საჭირო კაპიტალის მოცულობა. საზედამხედველო სტრეს-ტესტების პილარ 2-ში ინტეგრირებასთან ერთად, აუცილებელია ერთსა და იმავე რისკისათვის კაპიტალის ორმაგად მოთხოვნის გამორიცხვა. შესაბამისად, საზედამხედველო სტრეს-ტესტების ფარგლებში დათვლილი კაპიტალის მოთხოვნა განისაზღვრება იმ ოდენობით, რომელიც აჭარბებს კონსერვაციისა და კონტრციკლური ბუფერების ჯამურ მოთხოვნას. 2018 წლის განმავლობაში ასევე ამოქმედდა წმინდა GRAPE ბუფერი. იგი განისაზღვრება რისკებზე დაფუძნებული ზედამხედველობის უწყვეტი ციკლის ფარგლებში, რომლის მიზანია კომერციული ბანკების რისკების შეფასება. GRAPE-ს საფუძველზე ფასდება თითოეული კომერციული ბანკის რისკის პროფილი. 2018 წლის განმავლობაში ამოქმედდა ინდივიდუალური GRAPE ბუფერები, რომლის მოცულობაც რისკის მიხედვით შეწონილი აქტივების 1.4-14.4 პროცენტის შუალედში განისაზღვრა. დიაგრამა N 4.41 პილარ 2-ის ჯამური მოთხოვნები ბანკების მიხედვით 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 20.00% 18.00% 16.00% 14.00% 12.00% 10.00% 8.00% 6.00% 4.00% 2.00% 0.00% მოთხოვნა ძირითად პირველად კაპიტალზე მოთხოვნა პირველად კაპიტალზე მოთხოვნა საზედამხედველო კაპიტალზე წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი 129 ამასთან, ეროვნული ბანკი აგრძელებს საზედამხედველო სტრეს-ტესტების დანერგვაზე მუშაობას და მათი სრულყოფილად დანერგვის პირობებში, მოსალოდნელია, რომ სცენარებით სრულად იქნება მოცული პილარ 2-ის ყველა რისკი და შესაბამისი კაპიტალის მოთხოვნები. შედეგად, წმინდა GRAPE ბუფერის მოცულობა საზედამხედველო სტრესტესტების დანერგვის შემდეგ, შესაძლოა, ნულს გაუტოლდეს. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ სხვადასხვა ბანკის შემთხვევაში, შესაძლოა, გაზრდილი იყოს ისეთი რისკები (მაგალითად, კორპორაციულ მართვასთან დაკავშირებული რისკები), რომლებსაც საზედამხედველო სტრეს-ტესტების ჩარჩო სათანადოდ არ ფარავს. ასეთ შემთხვევაში, მსგავსი რისკების მიტიგაცია კვალ წმინდა GRAPE ბუფერის მეშვეობით განხორციელდება. 4.9 მაკროპრუდენციული რისკები საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს დაკვირვებას სისტემური რისკების ისეთ მაჩვენებლებზე, რომლებმაც შეიძლება მატერიალური გავლენა იქონიოს საბანკო სექტორზე. აღნიშნული რისკების შესახებ ინფორმაცია მოცემულია წინამდებარე ანგარიშის სხვადასხვა თავშიც. მიმდინარე პერიოდში საბანკო სისტემის გამოწვევების არასრული სია მოიცავს: არაჰეჯირებული მსესხებლებისათვის უცხოური ვალუტით გაცემული სესხების გამო ვალის გაზრდილ ტვირთს; მოსახლეობის მოწყვლადი ნაწილის ჭარბვალიანობას; მძაფრ კონკურენციას ბიზნეს და იპოთეკურ დაკრედიტებაში პროდუქტებზე ფასდადების არასრულყოფილი მოდელების ფონზე; საპროცენტო განაკვეთების აწევას გლობალურ ბაზრებზე; კიბერ რისკებსა და მსხვილ თაღლითობებს სისტემის მასშტაბით; ფინანსურ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული არარეგულირებადი ფინანსური შუამავლობის პოტენციურ ზრდას; რეგიონში არსებულ საფრთხეებს. უშუალოდ რისკების შეფასებისას, ზოგად მაკროეკონომიკურ პარამეტრებთან ერთად, ასევე გაითვალისწინება ცალკეული სექტორის ტენდენციები. ამ მხრივ გრძელდება დაკვირვება გაქირავების მიზნით შეძენილ უძრავ ქონებასა და სასტუმროების მშენებლობის მზარდ დინამიკაზე. ტურისტების შემოდინების შენელების შემთხვევაში, ამ ტიპის მომსახურების ჭარბმა მიწოდებამ, შესაძლოა, სასტუმროების დაბალი დატვირთულობა გამოიწვიოს და, ჯამურად, ნეგატიურად იმოქმედოს უძრავი ქონების ბაზარზე. აღნიშნული ბანკების უზრუნველყოფილი საკრედიტო პორტფელისთვის მატერიალური რისკის წყაროს წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ბანკების მიერ ამ სექტორების დაფინანსება მათი პორტფელის მნიშვნელოვან ნაწილს არ შეადგენს, ნეგატიური სცენარის რეალიზების პირობებში ეს ფაქტორი ბანკების მომგებიანობაზე ანგარიშგასაწევ უარყოფით გავლენას იქონიებს. მომავალზე ორიენტირებული საზედამხედველო მიდგომის ფარგლებში, სწორედ ასეთ შეფასებებზე დაყრდნობით ხდება სტრესტესტების ძირითადი პარამეტრების პერიოდული გადახედვა, მეთოდოლოგიის დაზუსტება და მათი ბანკებთან შეჯერება. 2018 წელს ჩატარდა საზედამხედველო სტრესტესტების მორიგი რაუნდი, რომლის შედეგების მიხედვით, საბანკო სექტორს ეკონომიკური შოკების გაძლებისა და ბიზნესციკლის დაღმავალ ფაზაში საკრედიტო აქტივობის გაგრძელებისათვის კაპიტალის საკმარისი ბუფერი აქვს. ამასთან, 130 სისტემის მდგრადობას ან რომელიმე ბანკის გადახდისუნარიანობას საფრთხე არ ექმნება. მსგავს შედეგს ისიც განაპირობებს, რომ სტრესის დროს გაზრდილ საკრედიტო დანაკარგებს მნიშვნელოვანწილად აკომპენსირებს იმავე პერიოდში საოპერაციო მომგებიანობა. დამატებით, მფლობელობის არსებული სტრუქტურა საჭიროების შემთხვევაში კაპიტალის შევსების მაღალ შესაძლებლობას იძლევა. სცენარების ანალიზი მოიცავს რეგიონის ქვეყნებიდან ეკონომიკური პრობლემების გადმოდების რისკებსაც. თუმცა, ეს რისკები ბანკებზე პირდაპირ არ ვრცელდება. რაც შეეხება არაპირდაპირ გავლენას, იგი მცირეა, რადგან ამ ქვეყნებში ექსპორტიორი კომპანიების დაფინანსება ბანკების საკრედიტო პორტფელის უმნიშვნელო ნაწილის წარმოადგენს. ვალუტების შეუსაბამობით გამოწვეული საკრედიტო რისკის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი ინარჩუნებს პრუდენციულ მიდგომას არაჰეჯირებულ მსესხებლებზე გაცემული უცხოური ვალუტის სესხებისთვის დამატებითი კაპიტალის მოთხოვნის სახით. ასევე, მაღალი დოლარიზაციის თანმდევი რისკების მაკროპრუდენციული ინსტრუმენტებით შერბილებისათვის, ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტის გაანგარიშებისას ლიკვიდურ აქტივად უცხოური ვალუტით მინიმალური სავალდებულო რეზერვების მხოლოდ 75 პროცენტი ითვლება. შედეგად, ბანკებს უცხოური ვალუტის დამატებითი ლიკვიდობის შენარჩუნება უწევთ და ნაკლებად ხდებიან დამოკიდებული საქართველოს ეროვნული ბანკში განთავსებულ რეზერვებზე, რაც ფინანსური სტრესის დროს დეპოზიტების გადინების შემთხვევაში წარმოშობილ ლიკვიდობის რისკს გარკვეულწილად შეარბილებს. გასათვალისწინებელია, რომ ბანკების ლიკვიდობის საგანგებო გეგმის, მიტიგაციის სხვა ღონისძიებების ან ეროვნული ბანკის მხრიდან მხარდაჭერის ინსტრუმენტების გამოყენების შესაძლებლობა უცხოური ვალუტით შეზღუდულია. გლობალური ტენდენციებისა და რეგიონის რისკებთან ერთად, ესეც უცხოური ვალუტის მინიმალური რეზერვებისა და ლიკვიდობის მაღალი მოთხოვნების აუცილებლობას ადასტურებს. 4.10 ფინანსური ანგარიშგება და გამჭვირვალობა საბანკო სექტორში ფინანსური სექტორის გამჭვირვალობის ხელშეწყობა და უზრუნველყოფა საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა. გამჭვირვალობის მაღალი დონე ხელს უწყობს ინფორმაციის ასიმეტრიულობის შემცირებას, საფინანსო სექტორის მიმართ ნდობის ამაღლებას და მომხმარებელთა და ინვესტორთა უფლებების დაცვას. აღნიშნული მიზნის მისაღწევად საქართველოს ეროვნული ბანკი მუდმივად ახორციელებს შესაბამისი რეფორმების გატარებას. საფინანსო სექტორის გამჭვირვალობისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს კომერციული ბანკებისა და საფინანსო სექტორების სხვა წარმომადგენლების ყოველწლიური ფინანსური ანგარიშგებები წარმოადგენს. აღნიშნული ანგარიშგებები მზადდება ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (ფასს) შესაბამისად, რომლებიც პერიოდულად ახლება. ფასს-ის მიხედვით მომზადებულ ფინანსურ ანგარიშგებებთან ერთად, კომერციული ბანკები აქვეყნებენ პილარ 3-ის კვარტალურ და წლიურ ანგარიშგებებს „კომერციული ბანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის“ მიხედვით. 131 აღნიშნული ანგარიშგებები ბაზრის მონაწილეებისთვის ხელმისაწვდომს ხდის ძირითად ინფორმაციას ბანკის წინაშე არსებული რისკების, საზედამხედველო კაპიტალის ელემენტების, კორპორაციული მართვისა და რისკების მართვის შესახებ. საერთაშორისო სტანდარტებში პერიოდულად განხორციელებული გარკვეული ცვლილებების დანერგვის ხელშეწყობა, რომელთა მიზანსაც ძირითადად ფინანსური გამჭვირვალობისა და შესადარისობის გლობალური მასშტაბით გაზრდა წარმოადგენს, ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. მიმდინარე ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფინანსური ინსტრუმენტების აღრიცხვასთან დაკავშირებული სტანდარტი ფასს 9, რომელიც სავალდებულოდ ამოქმედდა 2018 წლის 1-ლი იანვარიდან. აღნიშნული სტანდარტის მთავარ მახასიათებელს წარმოადგენს მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის (Expected Credit Loss) მოდელი, რაც გულისხმობს მომავალში მოსალოდნელი საკრედიტო დანაკარგების აღიარებას მიმდინარე საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში. სტანდარტის მიხედვით, აღნიშნული მოდელის ფარგლებში გათვალისწინებული უნდა იყოს მომავალზე ორიენტირებული ინფორმაცია (forward looking information), რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება, მაკროეკონომიკურ ფაქტორებთან დაკავშირებული მოლოდინებით. ვინაიდან ფინანსური სექტორის წარმომადგენლებისთვის ამ ინფორმაციის მოპოვება დიდ რესურსებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული და იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკს აქვს მაკროეკონომიკური კვლევებისა თუ პროგნოზირების ღრმა გამოცდილება და მას აგრეთვე ხელი მიუწვდება ამ კვლევებისა და პროგნოზირებისთვის საჭირო სტატისტიკურ ინფორმაციაზე, ბანკი პერიოდულად აქვეყნებს ფასს 9-ის მიზნებისთვის საჭირო მაკროეკონომიკური და ფინანსური გარემოს საპროგნოზო რისკ სცენარებს. აღნიშნულის მიზანია ფინანსური ინსტიტუტების მიერ ანგარიშგების გამჭვირვალედ, თანმიმდევრულად და ეფექტიანად წარმოება. საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს მუშაობას კომერციული ბანკების საზედამხედველო მიზნებისთვის ანგარიშგების სრულად ფასს-ზე გადაყვანის პროექტზე. აღნიშნული პროექტი გულისხმობს კომერციული ბანკების მიერ მუდმივი საზედამხედველო ანგარიშგების დაფუძნებას ევროკავშირში დამკვიდრებულ ანგარიშგების ფორმაზე (FINREP), რომელიც ფასს-ის მიხედვით არის მომზადებული. პროექტი ხელს შეუწყობს გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის ზრდას, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვით და აგრეთვე ორმაგი ანგარიშგების ტვირთის არიდებით. ამავდროულად, საქართველოს ეროვნული ბანკი შეინარჩუნებს მის ხელთ არსებულ გარკვეულ პრუდენციულ ფილტრებს რისკებზე დაფუძნებული ზედამხედველობის პოლიტიკის შეუფერხებლად გაგრძელებისათვის. აღსანიშნავია, რომ FINREP მოიაზრებს კონსოლიდირებულ ანგარიშგებას მაშინ, როდესაც არსებული საზედამხედველო ანგარიშგებები ინდივიდუალურ ანგარიშგებაზე არის დაფუძნებული. შესაბამისად, არსებული პრუდენციული ფილტრების კონსოლიდირებულ მაჩვენებლებზე მორგება ამ პროცესის ეფექტურად წარმართვისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია და ამ საკითხზე ეროვნული ბანკი აქტიურად მუშაობს საერთაშორისო ექსპერტებთან და კონსულტანტებთან ერთად. ბანკებს FINREP ის ფორმების საცდელ რეჟიმში შევსება 2018 წლის განმავლობაში დაევალათ. მიმდინარეობს შევსებული ფორმების ანალიზი და 2019 წლის განმავლობაში 132 იგეგმება FINREP-ის ფორმების არსებულ საზედამხედველო ფორმებთან ერთად, პარალელურ რეჟიმში გაშვება. საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად განაგრძობს თანამშრომლობას ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურთან ანგარიშგებისა და აუდიტორული საქმიანობის ხარისხის ამაღლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. აღნიშნული სამსახურის საქმიანობა ამ მიმართულებით მოიცავს ქვეყანაში არსებული ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების და აუდიტის სფეროებთან დაკავშირებული კანონმდებლობის რეფორმირების უზრუნველყოფას ევროკავშირის კანონმდებლობასთან ეტაპობრივი დაახლოების მიზნით. საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად მონაწილეობს როგორც ბუღალტერთა და აუდიტორთა პროფესიულ ორგანიზაციებთან გამართულ კონსულტაციებში, ასევე ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროებთან დაკავშირებული ახალი კანონმდებლობის შემუშავების პროცესებში. 2016 წელს დასრულდა მუშაობა კანონპროექტზე, რის შედეგადაც ძალაში შევიდა „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონი, რომლის შემუშავებაშიც ეროვნული ბანკიც აქტიურად მონაწილეობდა. აღნიშნული კანონის ამოქმედება მნიშვნელოვანი ნაბიჯია სექტორში გამჭვირვალობის ზრდისა და კორპორაციული მართვის გაუმჯობესების კუთხით, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყანაში სესხების და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და, ასევე, კერძო კაპიტალისა და კაპიტალის ბაზრების განვითარებას. 2018 წელს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა კანონის შესაბამისად ანგარიშვალდებულ სუბიექტებს მოსთხოვა 2017 წლის ფინანსური ანგარიშგების, კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების, მმართველობითი ანგარიშგების, კონსოლიდირებული მმართველობითი ანგარიშგების, სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგების და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუდიტორული დასკვნის განსაზღვრულ ვადებში წარდგენა. აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტებიც ხვდებიან ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ იდენტიფიცირებულ ანგარიშვალდებულ პირთა განმარტებაში. 2018 წლის განმავლობაში, ეროვნული ბანკი თანამშრომლობდა ზემოთ აღნიშნულ სამსახურთან ამ სუბიექტების ანგარიშგებების წარდგენასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ეს პროცესი ემსახურება საფინანსო, ისევე როგორც არასაფინანსო სექტორის წარმომადგენლების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას არსებული თუ პოტენციური ინვესტორებისთვის, აგრეთვე სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის, რაც, საბოლოო ჯამში, ზრდის გამჭვირვალობის ხარისხს. 2018 წლის 26 დეკემბერს ეროვნულმა ბანკმა შეიტანა ცვლილებები კომერციული ბანკების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების სავალდებულო აუდიტორული შემოწმებისა და განმარტებით შენიშვნებში ინფორმაციის გამჟღავნების წესში. ცვლილებების მიზანს წარმოადგენდა ფინანსური ანგარიშგების ხარისხის ამაღლება აუდიტის ხარისხის და განმარტებითი შენიშვნების წარდგენის ხარისხის ამაღლების უზრუნველყოფით. ცვლილებები ეფუძნებოდა ევროკავშირში დამკვიდრებული დირექტივების მოთხოვნებს ფინანსური ანგარიშგების აუდიტის წარმართვასა და ფინანსურ 133 ანგარიშგებაში გასამჟღავნებელ განმარტებითი შენიშვნების გამჟღავნებასთან მიმართებით. წესი ამოქმედდა 2019 წლის 1 იანვრიდან და მისი დაცვა სავალდებულოა საქართველოში მოქმედი ყველა კომერციული ბანკისათვის. აღსანიშნავია, რომ ამ მიმართულებით საერთო ინტერესების მქონე ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა კრიტიკულია საერთო მიზნის მისაღწევად, რასაც ფინანსური გამჭვირვალობის ამაღლება წარმოადგენს. ამისათვის ეროვნული ბანკი განაგრძობს თანამშრომლობას სხვადასხვა ორგანიზაციებთან, როგორიც არის აუდიტორული კომპანიები, აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, მსოფლიო ბანკი და სხვა. 4.11 საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს საქმიანობის რეგულირება 2017 წლის მიწურულს დამტკიცდა და 2018 წლის 11 იანვარს ძალაში შევიდა ცვლილება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში, რომლის მიხედვითაც საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს საქმიანობის რეგულირებისა და ზედამხედველობის უფლებამოსილება საქართველოს ეროვნული ბანკს მიენიჭა. საქართველოს ეროვნულ ბანკს დაევალა 2018 წლის 1 სექტემბრამდე საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს საქმიანობის ზედამხედველობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების გამოცემა. ამავე ცვლილებით, საქართველოს ეროვნულ ბანკს მიენიჭა უფლებამოსილება 2018 წლის 1 სექტემბრიდან განახორციელოს საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ზედამხედველობა. კანონში შესული ცვლილების საფუძველზე, 2018 წლის სექტემბრიდან ძალაში შევიდა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ორი ბრძანება: „საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესი“ (№193/04) და „საქართველოს ტერიტორიაზე საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზაში ინფორმაციის აღრიცხვის და ხელმისაწვდომობის წესი“ (№195/04). „საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის“ მიხედვით, რეგისტრაციის მსურველ ორგანიზაციებს რეგისტრაციისთვის დაუწესდათ კაპიტალის და პროფესიული საქმიანობის დაზღვევის მოთხოვნები. ასევე დაუწესდათ კადრების კვალიფიკაციის, შესაბამისი პოლიტიკა პროცედურების და ორგანიზაციული სტრუქტურის მოთხოვნები. საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ძირითადი საქმიანობა არის საკრედიტო, არასაკრედიტო და სხვა ინფორმაციის შეგროვება, შენახვა, აღრიცხვა და სხვაგვარად დამუშავება. ამ წესით ბიუროებს მიეცათ ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული საქმიანობის წარმოების უფლება, როგორიცაა პროგრამული უზრუნველყოფის რეალიზაცია, სტატისტიკური და ქცევითი მოდელების შექმნა და გამოყენება და ანალიტიკური და საგანმანათლებლო საქმიანობა. სხვა ნებისმიერი საქმიანობა ეროვნული ბანკის თანხმობას საჭიროებს. რეგისტრაციის გაუქმების გადაწყვეტილებას, ისევე როგორც მინიჭებას, იღებს საქართველოს ეროვნული ბანკი. რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი 134 შეიძლება გახდეს როგორც რეგისტრირებული ბიუროს განცხადება, ასევე დებულებით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევა. მონაცემების ფრაგმენტაციის თავიდან ასაცილებლად, ზედამხედველობის ფარგლებში, „საქართველოს ტერიტორიაზე საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზაში ინფორმაციის აღრიცხვის და ხელმისაწვდომობის წესის“ მიხედვით, სესხის გამცემი ორგანიზაციებისთვის სავალდებულო გახდა ყველა რეგისტრირებული საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსთვის ყოველდღიურად ინფორმაციის მიწოდება. სესხის გამცემ ორგანიზაციებს უფლება აქვთ საკრედიტო საინფორმაციო ბიუროდან გამოითხოვონ პირის შესახებ მათ მიერ გაგზავნილი შესაბამისი ინფორმაცია. საკრედიტო საინფორმაციო ბიუროში არ ხვდება დეპოზიტით უზრუნველყოფილი ვალდებულებები და იმ კლიენტების ვალდებულებები, რომელთა მიმდინარე ვალდებულებების საწყისი ნაშთი სესხის გამცემი ორგანიზაციის მიმართ 3 მილიონ ლარს აღემატება. ასევე, სესხის გამცემ სუბიექტებს არ აქვთ 3 ათას ლარამდე მოძრავი ქონებით უზრუნველყოფილ სესხებზე ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება იმ შემთხვევაში, თუ სესხზე მოთხოვნა შემოიფარგლება უზრუნველყოფით (საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება N273/04). ბიუროში წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელი არის ბიურო, რომელსაც დაჯარიმების შემთხვევაში აქვს უფლება კრედიტორს, რომელმაც არასწორი ინფორმაცია მიაწოდა ბიუროს, მოსთხოვოს ჯარიმის თანხის ანაზღაურება. საკონტრაქტო ვალდებულების შესახებ ინფორმაცია ბიუროში ხელმისაწვდომია დახურვიდან 5 წლის მანძილზე, ხოლო სტატისტიკური მიზნებისთვის 35 წლის მანძილზე ინახება. სესხის გამცემი ორგანიზაცია ვალდებულია ბიუროსთან ააწყოს ინფორმაციის უსაფრთხოდ გაცვლის ტექნიკური საშუალება, მომხმარებლის პრეტენზია განიხილოს 5 სამუშაო დღეში და მოახდინოს პირის ინფორმირება მის შესახებ ბიუროში მონაცემების გაგზავნაზე. სესხის გამცემ ორგანიზაციას უფლება აქვს საკრედიტო საინფორმაციო ბიუროში გადაამოწმოს ინფორმაცია პირი თანხმობის გარეშე მანამ, სანამ ვალდებულება აქტიურია. ეროვნული ბანკი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს მონაცემთა ხარისხს. აღსანიშნავია, რომ რეგულირების შემდგომ 20 პროცენტზე მეტ მონაცემებში გასწორდა ტექნიკური ხარვეზები. ასევე, ბიუროს ბაზებს დაემატა საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ორგანიზაციების მანამდე აღურიცხავი ჩანაწერები, რამაც ინფორმაციის ფრაგმენტაციის პრობლემა ნაწილობრივ მოაგვარა. მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ზედამხედველობასთან დაკავშირებული დამატებითი საკითხები მოცემულია მომხმარებელთა უფლებების ქვეთავში. 135 4.12 საერთაშორისო თანამშრომლობა 2018 წელს საქართველოს ეროვნული ბანკი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საბანკო ზედამხედველების BSCEE (Banking Supervisors from Central and Eastern Europe) ჯგუფის თავმჯდომარე იყო. საქართველოს ეროვნული ბანკი აღნიშნული ჯგუფის წევრი 2013 წელს გახდა და მას შემდეგ აქტიურად არის ჩართული ჯგუფის საქმიანობაში. BSCEE ჯგუფი აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის 24 ქვეყანას აერთიანებს. ჯგუფის წესების თანახმად, მისი წევრებისაგან ყოველწლიურად აირჩევა ჯგუფის თავმჯდომარე ქვეყანა. აღნიშნულის ფარგლებში, ეროვნულმა ბანკმა 2018 წელს BSCEE ჯგუფის ყოველწლიურ კონფერენციას უმასპინძლა. თბილისში გამართული კონფერენცია ბაზელ III-ის რეფორმის დასრულებას, სტრესტესტების მეთოდოლოგიას და ჭარბვალიანობის რისკების შემცირების მიზნით გადახდისუნარიანობის ანალიზის საკითხებს მიეძღვნა. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაეზიარებინათ კონფერენციის თემატიკასთან დაკავშირებული თავიანთი პრაქტიკა და მოესმინათ წევრი ქვეყნების გამოცდილება. აღსანიშნავია, რომ კონფერენციას მოწვეულ მომხსენებლად საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის გენერალური მდივნის წარმომადგენელი ტოშიო ცუიკი ესწრებოდა. მან თავის გამოსვლაში მონაწილეებს ბაზელ III-ის დასრულებული ჩარჩოს საკითხები და სამომავლო პრიორიტეტები გააცნო. 2018 წელს საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობდა სხვადასხვა ქვეყნის საზედამხედველო ორგანოებთან თანამშრომლობას. მსგავსი თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა ასტანას ფინანსური სერვისების სამსახურთან და ჩინეთის საბანკო და დაზღვევის რეგულირების კომისიასთან. მემორანდუმების თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში გაცვლიან ინფორმაციას და ფინანსური ინსტიტუტების, კომერციული ბანკებისა და კაპიტალის ბაზრების ფუნქციონირების გაუმჯობესების მიზნით, მჭიდროდ ითანამშრომლებენ საბანკო ზედამხედველობისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრების ზედამხედველობის სფეროებში. 2018 წლის ოქტომბერში საქართველოს ეროვნულ ბანკს სასწავლო ვიზიტით ეწვივნენ აზერბაიჯანის საფინანსო ბაზრის ზედამხედველობის სააგენტოს (FIMSA) წარმომადგენლები. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით: ეროვნული ბანკის მიერ დანერგილი რისკზე დაფუძნებული ზედამხედველობის ჩარჩო ბაზელ III-ის მიხედვით, სტრეს-ტესტები, ლიკვიდობის და საბაზრო რისკები, კორპორატიული და საცალო საკრედიტო რისკები, კორპორაციული მართვისა და ჯგუფის სტრუქტურის რისკები, ფინანსური სტაბილურობის ანალიზი. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გააღრმავა თანამშრომლობა ბაზელის საბანკო ზედამხედველობის კომიტეტთან საზედამხედველო შესაბამისობის შეფასების პროგრამის (RCAP – Regulatory Consistency Assessment Program) ფარგლებში. საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლები აღნიშნული პროგრამის გუნდში ექსპერტებად არიან მიწვეული. პროგრამის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლები ბაზელის კომიტეტის წევრ ქვეყნებში ბაზელ III-ის მსხვილი რისკებისა და წმინდა სტაბილური 136 დაფინანსების კოეფიციენტის (NSFR) დანერგვის პროცესის მონიტორინგსა და შეფასებას ახდენენ. 137 5 მომხმარებელთა უფლებების დაცვა და ფინანსური განათლება 5.1 მომხმარებელთა უფლებების დაცვა ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვა საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანაა. ამისთვის მნიშვნელოვანია მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩოს მუდმივი დახვეწა, რათა ის ეფექტიანად პასუხობდეს ფინანსურ ბაზარზე არსებულ გამოწვევებს. გასული წლების მსგავსად, 2018 წელიც ამ მხრივ მნიშვნელოვანი ცვლილებებით გამოირჩეოდა. განახლებული ნორმატიული ბაზა მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესი ეროვნული ბანკის მანდატის ფარგლებში, საფინანსო სექტორის მომხმარებლების უფლებების დაცვის ჩარჩოს სრულყოფის, ასევე ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან მიახლოების მიზნით და ბაზარზე არსებული პრობლემებისა და მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებით, განხორციელდა ცვლილებები საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2017 წლის 1 ივნისს ამოქმედებულ „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში“. ცვლილებების მიზანს საფინანსო სექტორისადმი საზოგადოების ნდობის ამაღლება, მომხმარებელთა ინტერესების მაქსიმალურად დაცვა და ბაზარზე არსებული საფინანსო პროდუქტების შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა წარმოადგენდა. დოკუმენტის ახალი რედაქციით განისაზღვრა ხელშეკრულების დისტანციურად დადების სტანდარტი და სასესხო პროდუქტებზე პროცენტის ყოველდღიური დარიცხვის სავალდებულო წესი, გამკაცრდა სასესხო და სადეპოზიტო პროდუქტის პერსონალური შეთავაზების წესი, დაზუსტდა ეფექტურ საპროცენტო განაკვეთში გასათვალისწინებელი ფინანსური ხარჯების სტანდარტი და ა.შ. ამასთან, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში გრძელდება მუშაობა ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან მიახლოების მიზნით. საკრედიტო საინფორმაციო ბიურო 2018 წლის 11 იანვარს საქართველოს ეროვნულ ბანკს, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებით, მიენიჭა საკრედიტო საინფორმაციო ბიუროების საქმიანობის რეგულირებისა და ზედამხედველობის უფლებამოსილება. აღნიშნული წესის ერთ-ერთ მიზანს ეროვნული ბანკის მანდატის ფარგლებში მომხმარებელთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა წარმოადგენს. შესაბამისად, ამ წესით, მათ შორის, განისაზღვრა მომხმარებლის უფლებები საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსთან მიმართებით. კერძოდ, მომხმარებელს უფლება აქვს ჰქონდეს წვდომა საკრედიტო საინფორმაციო ბიუროში მის შესახებ დაცულ ინფორმაციაზე. ამ უფლების რეალიზაციისთვის, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს დაეკისრა ვალდებულება, მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს მას აღნიშნული 138 ინფორმაცია, რომელიც ცალკეულ მომხმარებელზე წელიწადში მინიმუმ სამჯერ უფასოდ უნდა გაიცეს. გარდა ამისა, მომხმარებელს შეეძლება საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის პრეტენზია დააფიქსიროს უშუალოდ საკრედიტო საინფორმაციო ბიუროში, საქართველოს ეროვნულ ბანკში და/ან პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში. შესაბამისი ორგანო პრეტენზიას განიხილავს კანონმდებლობის მიერ დადგენილი წესით. ამასთან, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით თანამშრომლობის ფორმალიზების მიზნით, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატს შორის გაფორმდა მემორანდუმი. თავის მხრივ, საკრედიტო საინფორმაციო ბიურო ვალდებულია განიხილოს მომხმარებლის პრეტენზია, საკითხის შესწავლის შედეგები აცნობოს მომხმარებელს და, შესაძლებლობის არსებობისას, შესთავაზოს პრობლემის გადაჭრის გზები. მომხმარებლის მაქსიმალური ინფორმირების უზრუნველსაყოფად საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს დაეკისრა ვალდებულება, ჰქონდეს ვებგვერდი, რომელზეც უნდა განთავსდეს მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მათ შორის, სამართლებრივი აქტები, რომლებიც აწესრიგებს საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს საქმიანობას; ინფორმაცია მომსახურებების შესახებ, რომლებსაც საკრედიტო საინფორმაციო ბიურო სთავაზობს მესამე პირებს და შესაბამისი ტარიფები, ინფორმაციის მიმღებების/მიმწოდებლების სია და რეკვიზიტები და ა.შ. გარდა ზემოაღნიშნულისა, საკრედიტო ინფორმაციის გადამოწმებამდე სესხის გამცემი ორგანიზაციებისათვის სავალდებულოა კლიენტისგან ერთჯერადი თანხმობის აღება, რომელსაც ვადა 30 სამუშაო დღის მანძილზე აქვს. არასავალდებულო წესით ჩართული ორგანიზაციებისთვის კი, როგორც ინფორმაციის გადამოწმების, ასევე ინფორმაციის მიწოდებისთვის, საჭიროა მონაცემთა სუბიექტის თანხმობა. გადამოწმების მიზნობრიობას გადახდისუნარიანობის შეფასება უნდა წარმოადგენდეს. სესხის გამცემ ორგანიზაციებს წვდომა აქვთ სრულყოფილ ინფორმაციაზე (საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება195/04; დანართი 1), ხოლო არასავალდებულო წესით ჩართულ ორგანიზაციებს წვდომა ექნებათ შემაჯამებელ ინფორმაციაზე (საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 195/04; დანართი 2). საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს რეგულირებასა და ზედამხედველობასთან დაკავშირებული დამატებითი საკითხები იხილეთ საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს საქმიანობის რეგულირების ქვეთავში. ეთიკის კოდექსი „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის“ მოთხოვნების გათვალისწინებით, ფინანსურ ორგანიზაციებს დაეკისრათ სესხის ამოღების ეთიკის კოდექსის შემუშავების ვალდებულება. ამასთან, წლის განმავლობაში გამოიკვეთა აღნიშნული ვალდებულების მეტი დეტალიზაციისა და კონკრეტიზაციის საჭიროება, რისი განხორციელებაც 2019 წლისთვის იგეგმება. 139 სამოქალაქო კოდექსი გარდა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული კანონქვემდებარე აქტებისა, მომხმარებელთა დაცვის მიმართულებით ცვლილებები განხორციელდა საკანონმდებლო დონეზეც. კერძოდ, სამოქალაქო კოდექსში 2018 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედებული ცვლილებებით შემცირდა სესხზე დასარიცხი ეფექტური საპროცენტო განაკვეთისა და საჯარიმო სანქციის მაქსიმალური ოდენობები, რაც, შესაბამისად, წლიურ 50 და დღეში 0.27 პროცენტს შეადგენს. გარდა ამისა, განისაზღვრა ვადაგადაცილების შემთხვევაში სესხზე დასარიცხი საპროცენტო განაკვეთისა და ნებისმიერი სახის პირგასამტეხლოს მაქსიმალური ოდენობა, რამაც ვადაგადაცილებული ძირი თანხის 150 პროცენტი შეადგინა. გარდა ზემოაღნიშნულისა, დაწესდა შეზღუდვები ფიზიკური პირებისთვის იპოთეკური და ავტომობილით უზრუნველყოფილი სესხების გაცემაზე. კერძოდ, ფიზიკურ პირზე რეგისტრირებული უძრავი ქონებით და/ან ავტომობილით უზრუნველყოფით ფიზიკურ პირზე სესხის გაცემის უფლებამოსილება მიენიჭათ მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სუბიექტებს. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ ის შემთხვევა, როცა ხელშეკრულება ფორმდება იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების ფიზიკური პირის საცხოვრისად ან იურიდიული პირის ადგილსამყოფელად გამოყენების მიზნით. ამასთან, თითოეული პირის სასარგებლოდ დასაშვებია არაუმეტეს 2 ასეთი იპოთეკის უფლების რეგისტრაცია. გარდა ამისა, სამოქალაქო კოდექსის ცვლილებების შესაბამისად, თუ სესხის გამცემი არ არის საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტი, ფიზიკურ პირზე გაცემული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის და/ან იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის მათი საშუალებით უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაფარავად. ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკს მიენიჭა უფლებამოსილება, მისი ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტებისათვის დაედგინა ამ ურთიერთობის რეგულირების განსხვავებული და/ან დამატებითი წესები. საკითხის აქტუალობიდან, კომპლექსურობიდან და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ზემოაღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მომზადდა და გამოქვეყნდა შესაბამისი ხშირად დასმული კითხვები და განმარტებები58. მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებებით, საფინანსო სექტორის წარმომადგენლების დისტანციური და ადგილზე შემოწმებები გასული წლის მსგავსად, 2018 წელსაც, საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა საფინანსო სექტორის წარმომადგენლებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისათვის კონსულტაციებისა და რეკომენდაციების გაწევას. კონსულტაციები ეხებოდა როგორც „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესს“, ისე ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ სხვა საკანონმდებლო 58 იხილეთ ბმული: https://www.nbg.gov.ge/cp/uploads/2018_for_WEB_Final1.pdf 140 მოთხოვნებთან დაკავშირებულ საკითხებს. აღნიშნული მოიცავდა სასესხო ხელშეკრულებების, მათ შორის თავსართების (ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები) ფორმატსა და შინაარსთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს მოქმედ კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობის კუთხით. ასევე, საფინანსო მომსახურების მომხმარებელთა უფლებების დაცვის არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს მოთხოვნების შესრულების გაკონტროლების მიზნით, 2018 წელსაც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ადგილზე შეამოწმა თავის ზედამხედველობას დაქვემდებარებული რამდენიმე სუბიექტი. როგორც ადგილზე შემოწმების, ისე დისტანციური შესწავლის შედეგად გამოვლენილი დარღვევების საპასუხოდ, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარდა შესაბამისი საზედამხედველო ქმედებები. მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს მოთხოვნების გამოვლენილი დარღვევებისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ათი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და სამი კომერციული ბანკი, ჯამურად რამდენიმე ასეული ათასი ლარით დააჯარიმა. კონსულტაციები მომხმარებელთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებების თაობაზე 2018 წელს საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა საფინანსო სექტორის წარმომადგენლებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისათვის კონსულტაციებისა და რეკომენდაციების გაწევას. კონსულტაციები ეხებოდა როგორც „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის“, ისე ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ სხვა საკანონმდებლო მოთხოვნებთან დაკავშირებულ საკითხებს. აღნიშნული მოიცავდა სასესხო ხელშეკრულებების, მათ შორის თავსართების (ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები) ფორმატსა და შინაარსთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს მოქმედ კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობის კუთხით. 2018 წლის იანვარში „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ„ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, ნებისმიერ მეწარმე სუბიექტს, რომლის მიმართ ერთდროულად 20-ზე მეტ ფიზიკურ პირს აქვს სასესხო/საკრედიტო ვალდებულება, დაეკისრა საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის ვალდებულება. ამასთან, დაგეგმილია მომხმარებელთა უფლებების დაცვის სტანდარტის აღნიშნულ სუბიექტებზე გავრცელებაც. ზემოაღნიშნული მოთხოვნების ამოქმედების პროცესის გამარტივებისა და ბაზრის ინფორმირების ხელშეწყობის მიზნით, 2018 წლის დეკემბერში თბილისსა და რეგიონებში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სესხის გამცემ სუბიექტად რეგისტრაციით დაინტერესებულ პირებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართა. შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებს დეტალურად განემარტათ 2019 წლიდან ასამოქმედებელი ცვლილებები და მოთხოვნები, ასევე, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული მნიშვნელოვანი საკითხები. 141 მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული პრეტენზიები საქართველოს ეროვნულ ბანკში დაფიქსირებული პრეტენზიები 2018 წელს ეროვნულ ბანკში სულ 4,434 მომართვა დაფიქსირდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 35.6 პროცენტით აღემატება. მომართვების უმრავლესობა - 2,954 (66.7 პროცენტი) - ტელეფონით დაფიქსირდა, წერილობით - 297 (6.7 პროცენტი), სოციალური ქსელით - 284 (6.4 პროცენტი), ელექტრონული ფოსტით - 588 (13.3 პროცენტი), ხოლო პირადი ვიზიტით - 311 (7.0 პროცენტი). ყველაზე მეტი მომართვა, შინაარსის მიხედვით რესტრუქტურიზაციის მოთხოვნასთან, ადმინისტრაცია/მომსახურებასთან, ხელშეკრულების პირობებთან და ზოგადი სახის ინფორმაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით ფიქსირდებოდა. პროდუქტების მიხედვით კი ყველაზე ხშირი მომართვა სამომხმარებლო და იპოთეკურ სესხებთან დაკავშირებით დაფიქსირდა. ასევე, ხშირი იყო მომართვიანობა მიმდინარე ანგარიშებთან დაკავშირებულ საკითხებზეც. საფინანსო ორგანიზაციებში (ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები) დაფიქსირებული პრეტენზიები 2018 წლის განმავლობაში კომერციულ ბანკებში 6,358 პრეტენზია დაფიქსირდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 73.5 პროცენტით აღემატება. ზოგადად, 2012 წლიდან კომერციულ ბანკებში დაფიქსირებული პრეტენზიების დინამიკა მუდმივად მზარდია, რაც ცალსახად დადებითი ტენდენციაა და საკუთარი უფლებების დაცვის მექანიზმების შესახებ მომხმარებლების ცნობადობის ზრდაზე მიუთითებს. გარდა ამისა, 2018 წელს კომერციულ ბანკებში დაფიქსირებული პრეტენზიების ზრდა ძირითადად გამოწვეულია 2018 წლის სექტემბრიდან ამოქმედებული სამოქალაქო კოდექსის ცვლილებებით და მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის მოთხოვნების გაფართოებით. ასევე, დაიხვეწა პრეტენზიების აღრიცხვის მეთოდოლოგიაც. დიაგრამა N 5.1 კომერციულ ბანკებში დაფიქსირებული პრეტენზიების სტატისტიკა 7000 46% 50% 6358 6000 31% 5000 29% 4000 20% 3000 2000 2416 1104 1000 2834 2612 40% 33% 2697 27% 3665 2857 806 944 773 573 2013 2014 2015 2016 30% 30% 1894 20% 995 10% 0 0% 2012 2017 სულ დაფიქსირებული პრეტენზია განხილულიდან საფუძვლიანად მიჩნეული პრეტენზია განხილულიდან საფუძვლიანად მიჩნეული პრეტენზია, % წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი 2018 142 საბანკო პროდუქტებიდან ყველაზე ხშირად პრეტენზიები შემდეგ პროდუქტებთან დაკავშირებით ფიქსირდებოდა: 1) მიმდინარე ანგარიშები, 2) სამომხმარებლო სესხები, 3) საკრედიტო ბარათები და 4) მომენტალური განვადება. აღნიშნული განაწილება წლიდან წლამდე პრაქტიკულად არ იცვლება, რაც ბუნებრივია, რადგან პრეტენზიების მნიშვნელოვანი ხვედრითი წილი ყველაზე გავრცელებულ/ხშირად გამოყენებულ პროდუქტებზე მოდის. დიაგრამა N 5.2 პრეტენზიების გადანაწილება პროდუქტების მიხედვით წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული პრეტენზიების აღრიცხვა 2017 წელს დაიწყეს. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ 2017 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების დანერგვის პროცესში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში გარკვეული ხარვეზები გამოვლინდა, მათ შორის მომხმარებელთა პრეტენზიების აღრიცხვის კუთხით, ხარვეზების აღმოფხვრისა და პროცესის სტანდარტიზაციის კვალდაკვალ, რაც მომხმარებელთა პრეტენზიების შესახებ სანდო სტატისტიკური მონაცემების მიღებასაც გულისხმობს, აღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნება ეროვნული ბანკის მიერ 2018 წელს დაიწყო. 2018 წლის განმავლობაში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში სულ 1,459 პრეტენზია დაფიქსირდა. პრეტენზიების 84 პროცენტი სამომხმარებლო სესხს ეხება, რაც ბუნებრივია, რადგანაც აღნიშნული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ძირითად პროდუქტს წარმოადგენს. რაც შეეხება პრეტენზიების ხასიათს, ყველაზე დიდი ხვედრითი წილი აქვს ადმინისტრაცია/მომსახურებასთან, ჯარიმებსა და ვადაგადაცილების საკომისიოებთან და ტრანზაქციებთან დაკავშირებით დაფიქსირებულ პრეტენზიებს. 143 5.2 ფინანსური განათლება მოსახლეობაში ფინანსური განათლების არსისა და სარგებლიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა 2018 წელი ფინანსური განათლების წლად გამოაცხადა. წლის განმავლობაში სხვადასხვა სამიზნე ჯგუფისთვის არაერთი პროექტი განხორციელდა - ტრენინგები, სამუშაო შეხვედრები, კონკურსები, თამაშები. ასევე, ფინანსური განათლების მიმართულებით მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან ჩამოყალიბდა ახალი და გამყარდა არსებული პარტნიორული ურთიერთობები. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ბავშვებისა და ახალგაზრდების ფინანსური განათლებისა და ჩართულობის კუთხით გადადგმული ეფექტიანი ნაბიჯებისა და მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესის საფუძველზე, ეროვნულმა ბანკმა 2018 წლის „ფინანსური ჩართულობის გლობალურ დაჯილდოებაზე“ (Global Inclusion Awards) რეგიონული ქვეყნის ჯილდოს კატეგორიაში გაიმარჯვა. აღნიშნულ ნომინაციაში საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად რუსეთის ფედერაციის ფინანსთა სამინისტრო იყო წარდგენილი. 2018 წლის ფინანსური ჩართულობის დაჯილდოება 3 ივლისს Child and Youth Finance International - ის (CYFI) ინიციატივით ერ რიადში (საუდის არაბეთი), დიდი ოცეულის ქვეყნების (G20) მიერ შექმნილი პლატფორმის „გლობალური პარტნიორობა ფინანსური ჩართულობისთვის" (GPFI) ფორუმის ფარგლებში გაიმართა. საფინანსო სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ფინანსური განათლების სფეროში საქართველოს ეროვნული ბანკის გამოცდილების უკრაინელი კოლეგებისთვის გაზიარების მიზნით, 2018 წლის აგვისტოში საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლები უკრაინის ეროვნულ ბანკს ესტუმრნენ. ოთხდღიანი ვიზიტის ფარგლებში ეროვნული ბანკის სპეციალისტებმა ისაუბრეს საფინანსო სექტორის უფლებების დაცვის მარეგულირებელი ჩარჩოსა და პრაქტიკის, ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიისა და ფინანსური განათლების დონის კვლევის მეთოდოლოგიის შესახებ. გარდა ამისა, ეროვნული ბანკის წარმომადგენლები ჩაერთნენ უკრაინის ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის განვითარების მიზნით ჩატარებულ სამუშაო შეხვედრაშიც, რომელშიც, მონაწილეობდნენ უკრაინის ეროვნული ბანკის, EBRD-ის, USAIDის, აკადემიური და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც. ამასთან, 2018 წელს საქართველოს ეროვნული ბანკი „ფინანსური ჩართულობის ალიანსში“ (Alliance for Financial Inclusion, AFI) ასოცირებული წევრის სტატუსით გაწევრიანდა. ფინანსური ჩართულობის ალიანსი განვითარებადი ქვეყნების ცენტრალური ბანკებისა და სხვა საზედამხედველო ორგანიზაციებისაგან შემდგარი გლობალური ქსელია, რომლის მიზანსაც მსოფლიოს მასშტაბით დაბალშემოსავლიანი მოსახლეობისათვის უსაფრთხო ფორმალურ ფინანსებზე წვდომის გაზრდის გზით ფინანსური ჩართულობის დონის ამაღლება წარმოადგენს. AFI ერთგვარი პლატფორმაა, რომლის საშუალებითაც 90-ზე მეტი წევრი ქვეყნის ზედამხედველებს შორის ხდება ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, ეფექტური პოლიტიკების განვითარება და დანერგვა. 144 ფინანსური განათლების პროექტები ფინანსური განათლების პროგრამა მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის მეწარმეების ფინანსური განათლების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „ევროპული ფონდის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისათვის“ განვითარების პროგრამასთან (EFSE DF) თანამშრომლობითა და ექსპორტის განვითარების ასოციაციის (EDA) ჩართულობით მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის ფინანსური განათლების პროგრამა განავითარა. პროგრამის ფარგლებში შემუშავდა „მიკრო და მცირე ბიზნესის სახელმძღვანელო: ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობა და ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება“ და ტრენინგ-მოდული. საპილოტე რეჟიმში ტრენინგი გაიარა 80-მდე მეწარმემ სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებიდან. ამასთან, ტრენერთა ტრენინგის ფარგლებში გადამზადდა 15 ტრენერი. EDA-სა და ეროვნული ბანკის მიერ ჩატარებული ანალიზის მიხედვით, ტრენინგის შედეგად გაუმჯობესდა მეწარმეთა ცოდნის დონე. ამასთან, მეწარმეებმა დადებითად შეაფასეს პროგრამა და ხაზი გაუსვეს მის საჭიროებასა და სარგებლიანობას. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს მიკრო და მცირე საწარმოების მფლობელებს, ფინანსურ მენეჯერებსა და მომავალ მეწარმეებს, შეიძინონ და განავითარონ ის ცოდნა და უნარები, რაც მათ საკუთარი ბიზნესის საჭიროებებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, სწორი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება. პროგრამის ფარგლებში მეწარმე ეცნობა ბიზნესის დაფინანსების წყაროებს, ასევე, ბიზნესის შეფასების გზებსა და ამ მიზნით გამოყენებული ძირითად ინდიკატორებს. ამასთან, მეწარმე ერკვევა საკუთარ უფლებებსა და პასუხისგებლობებში და დამოუკიდებლად განსაზღვრავს ბიზნესის მოკლევადიან თუ გრძელვადიან საჭიროებებსა და გადახდისუნარიანობას. დამატებით, მეწარმე სწავლობს, თუ როგორ განახორციელოს ფინანსური აღრიცხვა და ეფექტურად დაგეგმოს სამომავლო ქმედებები, რათა თავიდან აირიდოს რისკები. სახელმძღვანელო მარტივი ენითა და რეალური მაგალითებით, რჩევებითა და ნიმუშებით არის შედგენილი, რათა მეწარმემ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება შეძლოს. 2019 წელს ეროვნული ბანკი ტრენერთა და ბენეფიციართა ტრენინგის გზით პროგრამის მასშტაბების ზრდასა და პროგრამის განხორციელებაში საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორებიდან დაინტერესებული მხარეების, მათ შორის, მეწარმეობის ხელშემწყობი სამთავრობო სტრუქტურებისა და კომერციული ბანკების ჩართვას გეგმავს. ამ მიზნით, 2019 წლის დასაწყისიდან შესაბამისი კონსულტაციებია დაგეგმილი. მეწარმეთა ფინანსური განათლების სახელმძღვანელო, დამხმარე ფინანსური უწყისები და სესხის კალკულატორი ეროვნული ბანკის ვებგვერდზე ნებისმიერი დაინტერესებული მხარისთვის უფასოდ არის ხელმისაწვდომი: https://www.nbg.gov.ge/index.php?m=706 ფინანსური განათლების ვიდეოთამაში 2018 წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და საერთაშორისო გადახდების სისტემამ Visa „ფინანსური ფეხბურთის“ ვიდეოთამაშის ქართული ბაზრისთვის ადაპტირებული ვერსია განავითარეს. „ფინანსური ფეხბურთი“ „ფიფას“ მსოფლიო თასის (FIFA World Cup™) ბრენდის ქვეშ შემუშავებული დინამიური და ინტერაქტიული ონლაინ თამაშია. თამაშში სამი დონის სირთულის შეკითხვებია მოცემული: შეკითხვები ბავშვებისთვის, მოზარდებისთვის და ზრდასრული ადამიანებისთვის და მასში შეიძლება ჩაერთოს ერთი 145 მოთამაშე, ან მოხდეს გუნდების დაპირისპირება. თამაშის განმავლობაში მოთამაშეები შეისწავლიან დაზოგვის, პირადი ფინანსების მართვის, ფინანსური უსაფრთხოების, გონივრული სესხების და ფინანსური წიგნიერების სხვა ძირითად პრინციპებს. თამაშის პრეზენტაცია 2018 წლის მაისში სასტუმროში „ბილტმორში“ გაიმართა და მას საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და VISA-ს CEMEA (Central Europe Middle East and Africa) რეგიონის სამთავრობო ურთიერთობების განყოფილების ვიცე-პრეზიდენტმა იმსჯელეს ფინანსური განათლების კუთხით არსებულ გამოწვევებსა და გეგმებზე, ფინანსური განათლების საქმეში თამაშებისა და ტექნოლოგიების როლზე, ასევე, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე. დამსწრეებს საშუალება მიეცათ თავად ეთამაშათ „ფინანსური ფეხბურთი“. ვიდეოთამაშს თან ერთვის სასწავლო მოდულები და მასწავლებლებისთვის განკუთვნილი რჩევები, რაც საშუალებას იძლევა ფინანსური განათლების ეს პროექტი საგაკვეთილო პროგრამის ნაწილი გახდეს. თამაშის შესახებ მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლების მიზნით, 2018 წლის განმავლობაში გასართობი და საგანმანათლებლო ღონისძიებები გაიმართა: 10 ივნისს ფონდის „არველაძე“ და კომერციული ბანკების ჩართულობით მუხრანში საფეხბურთო ჩემპიონატი ჩატარდა, რომელშიც საქართვლოს მასშტაბით 600-მდე მოზარდმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო სექტემბერში „თბილისი მოლში“ მოზარდებისთვის განკუთვნილი სახალისო და საგანმანათლებლო ღონისძიება „სკოლისაკენ“ გაიმართა, სადაც მოსწავლეებსა და მათ მშობლებს საშუალება მიეცათ „ფინანსურ ფეხბურთში“ გამოეცადათ თავი და მიეღოთ სამახსოვრო საჩუქრები Visa-სა და ეროვნული ბანკისაგან. სასკოლო ოლიმპიადა ფინანსური წიგნიერების თემაზე სკოლის მოსწავლეებში ფინანსური წიგნიერების მიმართ ინტერესის გაღვივების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, გერმანული შემნახველი ბანკების ფონდმა (SBFIC) და კომპანიამ „კინგსი - საქართველო“ ინოვაციური პროექტი განავითარეს, რომელიც „კინგსის“ სასკოლო ოლიმპიადაში ფინანსური განათლების კომპონენტის დამატებას ითვალისწინებს. პროექტი საზოგადოებას ოქტომბერში, ტექნოპარკში წარედგინა. ღონისძიების ფარგლებში ეროვნული ბანკის, SBFIC-ისა და „კინგსის“ წარმომადგენლებმა სკოლის მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან ერთად ფინანსური განათლების მნიშვნელობასა და პროექტის მიზნებზე იმსჯელეს. ამასთან, ღონისძიებაზე ბავშვებისთვის ჩატარდა ლექცია ისეთ მნიშვნელოვან ფინანსურ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, როგორიცაა დაზოგვა და პირადი ფინანსების მართვა, მიზნების დასახვა და ფინანსური პასუხისმგებლობები. „კინგსის“ სასკოლო ოლიმპიადა II-XII კლასელთათვის განკუთვნილი საგანმანათლებლო პროგრამაა, რომელშიც საქართველოს მასშტაბით 250,000-ზე მეტი ბავშვია ჩართული და რომელიც სამ საგანში - ქართულ ენაში, ინგლისურ ენასა და მათემატიკაში ტარდება. ფინანსური განათლების საკითხების ინტეგრაცია მათემატიკის საგნის ოლიმპიადაში მოხდა. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებისთვის შემუშავდა საგანმანათლებლო რესურსიც, რომელიც სპეციალურ ონლაინ სასწავლო პლატფორმაზე - www.Lupi.ge განთავსდა. ეს რესურსი ისეთ მნიშვნელოვან ფინანსურ საკითხებს მოიცავს, როგორიცაა 146 პირადი ფინანსების მართვა, დაზოგვა, ხარჯვა, ფინანსური მიზნების დასახვა და გადაწყვეტილებების მიღება, ფინანსური პროდუქტები, მომხმარებლის უფლებები და პასუხისმგებლობები, ფინანსური უსაფრთხოება. სასწავლო მასალა სამიზნე ჯგუფისთვის საინტერესო ფორმითა და მარტივი ენითაა შედგენილი. 2018 წლის დეკემბერში გაიმართა „კინგსის“ მათემატიკის ოლიმპიადის ფინალური ტური. ოლიმპიადის საკითხებში მათემატიკის კითხვების გარდა ასევე შეტანილი იყო ფინანსური განათლების საკითხებიც. გამარჯვებულთა დაჯილდოება 30 დეკემბერს, თბილისის ღია უნივერსიტეტში გაიმართა, სადაც ეროვნული ბანკისა და SBFIC-ს წარმომადგენლებმა გამარჯვებული ბავშვები სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვეს. „კინგსის“ ოლიმპიადის სასწავლო პლატფორმაზე განთავსებული მასალა ქვეყნის მასშტაბით ყველა დაინტერესებული მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი რჩება. საბავშვო ბროშურები ფულის ისტორიისა და პირადი ბიუჯეტის შესახებ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, „ევროპული ფონდის სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპისთვის“ განვითარების პროგრამის (EFSE DF) მხარდაჭერით სკოლის მოსწავლეებისთვის ორი საგანმანათლებლო ბროშურა - „მოგზაურობა ფულის სამყაროში“ და „ფინანსური განათლების სახელმძღვანელო“ - შეიმუშავა. ბროშურების ძირითად სამიზნე აუდიტორიას V-VII კლასის მოსწავლეები წარმოადგენენ, თუმცა ისინი ნებისმიერი ასაკის მოზარდისთვის საინტერესო და ინფორმატიულია. „მოგზაურობა ფულის სამყაროში“ ახალგაზრდებს ფულის ისტორიას, ფორმებს, მნიშვნელობასა და ფუნქციებს აცნობს. ბავშვები ასევე სწავლობენ თანამედროვე ქართული ფულისა და ლარის დამცავი ნიშნების, უცხოური ვალუტებისა და გამორჩეული ბანკნოტების შესახებ. „ფინანსური განათლების სახელმძღვანელო“ კი ახალგაზრდა მკითხველებს ფულის მართვის, გონივრული ხარჯვის, დაზოგვისა და სესხების საკითხებს აცნობს. ბროშურაში მოცემული ფინანსური ტერმინების გამარტივებული ლექსიკონი, ინტერაქტიული სავარჯიშოები და პირადი ბიუჯეტის შაბლონი კი მათ პირადი ფინანსების მართვასა და სასარგებლო უნარ-ჩვევების გამომუშავებაში უწყობს ხელს. ბროშურებს გოჭის ფორმის ქაღალდის ყულაბის თარგი მოყვება, რომელიც ბავშვებს შეუძლიათ დანაზოგებისთვის გამოიყენონ. აღნიშნული რესურსი ყველა დაინტერესებული მხარისთვის ეროვნული ბანკის ვებგვერდზე უფასოდ არის ხელმისაწვდომი: https://www.nbg.gov.ge/index.php?m=705 ბროშურების შესახებ მოსწავლეებისა და მათი მშობლების ცნობიერების ამაღლების მიზნით წლის განმავლობაში ეროვნული ბანკის თანამშრომლები რამდენიმე სკოლას ეწვივნენ და ბავშვებისთვის ინტერაქტიული ლექციები ჩაატარეს. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, 2018 წლის 6 ივნისს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე 23-ე საჯარო სკოლას ეწვია, სადაც თავად სწავლობდა და სკოლის მოსწავლეებს ფულის, დაზოგვისა და პირადი ფინანსების მართვის შესახებ ესაუბრა. პროექტი „სკოლა-ბანკი“ 2018 წლის განმავლობაში ეროვნული ბანკი განაგრძობდა მუშაობას პროექტის „სკოლაბანკი“ განვითარების მიმართულებით. „სკოლა ბანკი“ ეროვნული ბანკისა და Child and Youth Finance International-ის (CYFI) ერთობლივი პროექტია, რომელიც 12-15 წლის ბავშვებში 147 ფინანსური განათლების ამაღლებას ემსახურება და მოიცავს 15-გაკვეთილიან მოდულს დაზოგვის, გონივრული ხარჯვის, ბიუჯეტირების, მომხმარებლის უფლებებისა და პასუხისმგებლობების, ფინანსური პროდუქტების, რისკების და შესაძლებლობების შესახებ. პროექტის პილოტი 2017 წელს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით თბილისის, რუსთავისა და მცხეთის 11 საჯარო სკოლაში, ასევე თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში დაინერგა. პროექტის მასშტაბის ზრდის და მასში კერძო სკოლების ჩართვის მიზნით, 2018 წლის ოქტომბერში ეროვნულმა ბანკმა თბილისის კერძო სკოლების დირექტორებთან და პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა, სადაც მათ მიეწოდათ ინფორმაცია ფინანსური განათლების მნიშვნელობის, „სკოლა-ბანკის“ შინაარსისა და პედაგოგების ტრენინგის შესახებ. 2018 წლის 13-14 ოქტომბერს კი ეროვნულ ბანკში პედაგოგთა მორიგი ტრენინგი გაიმართა, სადაც მონაწილეობა მიიღეს როგორც კერძო სკოლების პედაგოგებმა, ისე განათლების სამინისტროს მხარდაჭერით მოწვეულმა საჯარო სკოლების პედაგოგებმა და თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის წარმომადგენლებმა. ვინაიდან „სკოლა-ბანკში“ მიზანშეწონილია კომერციული ბანკების ჩართვაც, რათა მათ განავითარონ ბავშვებისა და ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებული ფინანსური პროდუქტები, ოქტომბრის ტრენინგზე მოწვეულნი იყვნენ კომერციული ბანკების წარმომადგენლებიც. ამ ეტაპზე პროექტში ერთი კომერციული ბანკია ჩართული. პროექტში ჩართულობასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა ბანკებთანაც. ჯამში, 2018 სასწავლო წლიდან „სკოლა-ბანკის“ პროექტს დამატებით თბილისის 5 კერძო და ზუგდიდის და წალკის მუნიციპალიტეტის 3 საჯარო სკოლა, ასევე თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლიც შეუერთდა. ამასთან, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესთან 2017 წლის ივლისში გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, „სკოლა-ბანკის“ გაკვეთილები 2018 წლიდან სასახლეშიც გაგრძელდა. 2018 წლის ოქტომბერში თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა აისეტის (ISET) კვლევითი ინსტიტუტის საკონფერენციო დარბაზში ეროვნული ბანკისა და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ინიციატივითა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით გაიმართა „სკოლა-ბანკის“ პილოტის შედეგების პრეზენტაცია და მრგვალი მაგიდის დისკუსია ფინანსური განათლების სასკოლო პროგრამების ეფექტიანობის თემაზე. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ განათლების სამინისტროსა და სხვა საჯარო ორგანიზაციების, ბანკების, მიკროსაფინასო ორგანიზაციების, საერთაშორისო ორგანიზაციების, უნივერსიტეტებისა და „სკოლა-ბანკში“ მონაწილე საჯარო სკოლების წარმომადგენლები. პროექტის პილოტის შედეგების ანალიზი განხორციელდა (ISET) კვლევითი ინსტიტუტის მიერ, მოსწავლეების მიერ პროგრამამდე და პროგრამის დასასრულს შევსებული კითხვარების საფუძველზე. კვლევამ აჩვენა, რომ „სკოლა-ბანკის“ პილოტში მონაწილე სკოლების მოსწავლეთა ფინანსური განათლების საშუალო დონე გაუმჯობესდა, განსაკუთრებით ფინანსური ცოდნისა და ფინანსური დამოკიდებულებების მიმართულებით. ამასთან, გამოიკვეთა, რომ ფინანსური განათლების დონე თანაბარია გენდერულ ჭრილში, თუმცა პროგრამა შედარებით ეფექტური აღმოჩნდა დედაქალაქში, 148 ვიდრე სხვა ქალაქებსა და სოფლებში. ემპირიულმა შედეგებმა ასევე წარმოაჩინა, რომ არსებობს დადებითი ურთიერთკავშირი მოსწავლის მიერ შემნახველი ანგარიშის ქონასა და ფინანსური განათლების დონეს შორის, რაც ახალგაზრდების ფინანსური ჩართულობის მნიშვნელობაზე მიუთითებს. 2019 წლის განმავლობაში ეროვნულ ბანკი და განათლების სამინისტრო გეგმავენ გააძლიერონ თანამშრომლობა პროექტში დაბებისა და სოფლების საჯარო სკოლების ჩართვის მიმართულებით. ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებები 2018 წელს საქართველოს ეროვნული ბანკი ტრადიციულად აქტიურად ჩაერთო ფინანსური საკითხების გარშემო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისაკენ მიმართულ ყოველწლიურ ღონისძიებებში. ფულის გლობალური კვირეული CYFI-ს ინიციატივით, ეროვნული ბანკის ორგანიზებითა და განათლების სამინისტროს, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის, „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს“ (Junior Achievement Georgia), ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სკოლებისა და უნივერსიტეტების ჩართულობით, „ფულის გლობალური კვირეული" საქართველოში 2018 წელს მეხუთედ აღინიშნა. ეს კვირეული მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ყოველწლიურად, მარტის თვეში იმართება და მისი მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა თაობაში ფინანსური, ეკონომიკური და სამეწარმეო ცოდნის ამაღლებას. 2018 წლის კვირეულის მთავარი გზავნილი იყო „ფულთან დაკავშირებული საკითხები მნიშვნელოვანია“. კვირეულის ფარგლებში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განათლების სამინისტროს ჩართულობით მთელი ქვეყნის მასშტაბით II-VII კლასის მოსწავლეებისთვის ქართული ფულის თემაზე ხატვის ღია კონკურსი - „ეროვნული ბანკის მომავალი პრეზიდენტი“ ჩაატარა. ნამუშევრების პირველადი გადარჩევა თითოეული სკოლის დონეზე მოხდა, საბოლოო ჯამში კი, ეროვნულ ბანკში 300-ზე მეტი ნამუშევარი იქნა წარმოდგენილი, რომელთა ნაწილი არსებული ბანკნოტებისა და მონეტების საინტერესო ხედვას წარმოადგენდა, ნაწილი კი - სრულად ახალ ნომინალებსა და დიზაინს. კონკურსის 20 გამარჯვებული ნახატის ავტორს ეროვნულმა ბანკმა 25 მარტს ყვარლის ფულის მუზეუმში, შემეცნებით ექსკურსიაზე უმასპინძლა. გამარჯვებულმა ბავშვებმა ისაუბრეს საკუთარ ნამუშევრებზე, მოისმინეს ლექცია ქართული ფულის ისტორიის შესახებ და ეროვნული ბანკის წარმომადგენლებთან ერთად ფულის მნიშვნელობის შესახებ გამართეს დისკუსია. კვირეულის ფარგლებში, 18 მარტს, „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველომ“, ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ფინანსური წიგნიერების თემაზე „ინოვაციების ბანაკს“ უმასპინძლა. იდეების გენერირების ინტენსიური ღონისძიების ფარგლებში 9-დან 12 წლამდე 35-მა მოსწავლემ გუნდურად იმუშავა ოჯახის ბიუჯეტის დაგეგმვაზე - ოჯახის შემოსავლების მართვაზე, ხარჯების გადანაწილებასა და დანაზოგების გაკეთებაზე. ბავშვებმა გამოიყენეს მენტორებისა და ექსპერტების დახმარება, რათა ოპტიმალურად დაეგეგმათ ერთი ქართული ოჯახის ბიუჯეტი. ამავე კვირაში, 21 მარტს ეროვნული ბანკის ნაღდი ფულის მიმოქცევისა და ფულის ნიშნების დამზადებისა და ფინანსური განათლების განყოფილებების წარმომადგენლები 149 მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეს ეწვივნენ, სადაც მათ 11-დან 14 წლამდე ასაკის მოსწავლეებისთვის თანამედროვე ფულის ისტორიის შესახებ ინტერაქტიული ლექცია ჩაატარეს. მოსწავლეებმა ეროვნული ბანკის წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელეს თანამედროვე ქართული ფულის ისტორიისა და მნიშვნელობის, ლარის პირველი ემისიიდან დღემდე გავლილი ტრანსფორმაციის, ფულის ნიშნების ბეჭდვისა და მიმოქცევიდან ამოღების, საკოლექციო მონეტებისა და ბანკნოტების, ასევე, ახალგაზრდების ცხოვრებაში ფულის მნიშვნელობის შესახებ. დაზოგვის საერთაშორისო დღე ეროვნული ბანკისა და გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის საერთაშორისო თანამშრომლობისთვის (SBFIC) ინიციატივითა და კომერციული ბანკების ჩართულობით „მსოფლიო დაზოგვის დღე“ ტრადიციულად, 2018 წელსაც აღინიშნა. ამ დღის მიზანია, როგორც ბავშვებში, ისე ზრდასრულებში აამაღლოს ცოდნა დაზოგვის სარგებლიანობის შესახებ და წაახალისოს დაზოგვა. „მსოფლიო დაზოგვის დღისადმი“ მიძღვნილ აქტივობებში წელს შვიდი კომერციული ბანკი - ბაზისბანკი, თიბისი ბანკი, კრედო ბანკი, ლიბერთი ბანკი, საქართველოს ბანკი, ტერა ბანკი და ფინკა ბანკი საქართველო - ჩაერთო. ღონისძიების ფარგლებში მონაწილე ბანკების მიერ ფილიალებში განთავსდა ვიდეორგოლი მსოფლიო დაზოგვის დღის ქართული სიმბოლოს - „გროვიას“ მონაწილეობით. ტრადიციულად, ბანკომატებზე, ვებგვერდებსა და სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია მსოფლიო დაზოგვის დღესთან და დაზოგვის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. განხორციელდა ვიზიტები სკოლებში და ფილიალებში გავრცელდა ფინანსური განათლების თემებზე შექმნილი ბეჭდური მასალა. ამასთან, „გროვიას“ facebook გვერდზე ჩატარდა კონკურსი - "ეთამაშე მთავარ ბანკირს". კონკურსის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ერთი კვირის განმავლობაში დაზოგვისა და ფულის მართვის თემაზე შედგენილი ვიდეო-შეკითხვებით 9დან 13 წლამდე ასაკის მოზარდებს მიმართავდა. კონკურსის შედეგად გამოვლინდა 35 გამარჯვებული ბავშვი, რომლებსაც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, SBFIC-მ და კომერციულმა ბანკებმა 3 ნოემბერს, რუსთავის სკაუტების საერთაშორისო ცენტრში შემეცნებით-გასართობ ღონისძიებაზე უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეები ერთმანეთს ფულისა და დაზოგვის თემაზე შექმნილ გუნდურ თამაშში ეჯიბრებოდნენ, რომლის შედეგადაც ერთი გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა. ღონისძიების ორგანიზატორებმა ყველა მონაწილეს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს, გამარჯვებული გუნდის თითოეულ წევრს კი კომერციულმა ბანკებმა 500 ლარის მოცულობის საბავშვო ანაბრები გაუხსნეს, რათა ბავშვებმა და მათმა მშობლებმა მომავალშიც განაგრძონ დაზოგვა. ინოვაციების ბანაკი „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოსთან“ ერთად 2018 წლის 7 ოქტომბერს ეროვნულმა ბანკმა და „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველომ" ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ფინანსური წიგნიერების თემაზე ახალგაზრდულ ინოვაციების ბანაკს უმასპინძლა. ეს ღონისძიება ახალგაზრდა თაობის ფინანსური განათლების ხელშეწყობის მიზნით წელს მეორედ ჩატარდა. ინოვაციების ბანაკი ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის "სამეწარმეო განათლების მხრადაჭერა ევროპასა და ევრაზიაში" ფარგლებში 150 ხორციელდება და 2018 წელს მასში ექვსი კომერციული ბანკი - თიბისი ბანკი, კრედო ბანკი, ლიბერთი ბანკი, საქართველოს ბანკი, ტერა ბანკი, ფინკა ბანკი საქართველო - და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალი ჩაერთო. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 15დან 18 წლამდე ასაკის 120-მა ახალგაზრდამ აჭარის, გურიის, იმერეთისა და სამეგრელოზემო სვანეთის რეგიონებიდან. ღონისძიების გახსნისას მონაწილეებს ჩაუტარდათ ინტერაქტიული პრეზენტაცია ფინანსური განათლების თემაზე, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდებმა იმსჯელეს ფინანსური განათლების მნიშვნელობის შესახებ. ამის შემდეგ მათ მიეცათ სიტუაციური დავალება, რომლის გადაჭრის გზებზეც დღის განმავლობაში გუნდურად იმუშავეს. მუშაობის პროცესში ბავშვებმა ისარგებლეს საჭირო ხელსაწყოებით, ინფორმაციითა და რესურსებით, კომერციული ბანკების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა კი საფინანსო სფეროს „მოხალისე ექსპერტების" როლი შეასრულეს: მათ მონაწილეებს გაუწიეს კონსულტაცია, მისცეს რჩევები, დაეხმარნენ ინოვაციური იდეების განვითარებაში და მიაწოდეს ინფორმაცია ფინანსური საკითხების შესახებ. ღონისძიების დასასრულს თითოეულმა გუნდმა ბიზნეს-გეგმა წარმოადგინა, რომელშიც განიხილეს არსებული პრობლემის გადაჭრის ინოვაციური გზები და მეთოდები. კომპეტენტურმა ჟიურიმ გამარჯვებული გუნდი გამოავლინა და ყველა მონაწილეს საჩუქარი და სერტიფიკატი გადასცა. ადგილობრივი და საერთაშორისო თანამშრომლობა თანამშრომლობა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან 2018 წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობას საბაზო საფეხურის ეროვნულ სასწავლო გეგმაში ფინანსური განათლების საკითხების ინტეგრირების მიმართულებით. 2018 წლის მაისში დამტკიცდა ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა VII-IX კლასებისთვის, სადაც ფინანსური წიგნიერება ინტეგრირებულია სამოქალაქო განათლების საგანში „მოქალაქეობა“. ფინანსური წიგნიერების პროგრამა შემდეგ ძირითად საკითხებს მოიცავს: დაზოგვა, ხარჯვა და პირადი ფინანსების მართვა, ფინანსური ორგანიზაციები და მომსახურებები, მომხმარებლის უფლებები და პასუხისმგებლობები, ქველმოქმედება, სახელმწიფო ბიუჯეტი და გადასახადები, დაზღვევა, ინვესტირება, ფინანსური რისკები, თაღლითობა და ფინანსური უსაფრთხოება. ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით სწავლება VII კლასში 2019 წლის სექტემბრიდან დაიწყება, VIII და IX კლასებში კი ეტაპობრივად, უახლოესი წლების განმავლობაში. განათლების სამინისტროს ინიციატივითა და ეროვნული ბანკის ჩართულობით 2018 წლის დეკემბერში მოქალაქეობისა და მათემატიკის სახელმძღვანელოების ავტორებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ეროვნული ბანკის თანამშრომლებმა ავტორებს მიაწოდეს ინფორმაცია ფინანსური განათლების მნიშვნელობასთან დაკავშირებით და დეტალურად განიხილეს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ჩართული ფინანსური განათლების ძირითადი საკითხები. ავტორებს ასევე მიეწოდათ ეროვნული ბანკისა და სხვა დაინტერესებული მხარეების მიერ განვითარებული სხვადასხვა საგანმანათლებლო რესურსი. 151 ფინანსური წიგნიერების მიმართულებით სამოქალაქო განათლების პედაგოგების შესაძლებლობების ზრდის მიზნით, მიმდინარე ეტაპზე ეროვნული ბანკი ავითარებს სპეციალურ გზამკვლევს, რომელშიც განხილული იქნება ძირითადი ფინანსურეკონომიკური საკითხები, ასევე, საუკეთესო მიდგომები, რჩევები და შესაძლო აქტივობები, რომლებიც პედაგოგებს სწავლების პროცესში დაეხმარება. ამასთან, 2019 წლის განმავლობაში იგეგმება თანამშრომლობა განათლების სამინისტროსთან პედაგოგების გადამზადების, ასევე, საშუალო საფეხურის (XI-XII კლასები) ეროვნულ სასწავლო გეგმაში ფინანსური წიგნიერების საკითხების ინტეგრირების მიმართულებით. ფინანსური განათლების მართვის კომიტეტის საქმიანობა და მსოფლიო ბანკის ტექნიკური დახმარების პროექტი 2018 წლის თებერვალში ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის მართვის კომიტეტის მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანს „ფინანსური განათლების წლის“ ფარგლებში ერთობლივად განსახორციელებელი პროექტებისა და სტრატეგიის დანერგვის პროცესში არსებული ძირითადი გამოწვევებისა და სირთულეების განხილვა წარმოადგენდა და მას ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უძღვებოდა. ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის წარმატებულად დანერგვის და სტრატეგიის მართვის კომიტეტის საქმიანობის ეფექტიანობის ზრდის მიმართულებით ეროვნული ბანკის ხელშეწყობის მიზნით 2018 წლის მაისში საქართველოს ეროვნულ ბანკს მსოფლიო ბანკის ტექნიკური დახმარების მისია ეწვია. ტექნიკური დახმარების პროექტის პრიორიტეტად ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის დანერგვის მიზნით სამოქმედო გეგმის შემუშავება განისაზღვრა. მისიის ფარგლებში ჩატარდა სამმხრივი შეხვედრები კომიტეტის თითოეულ წევრ ორგანიზაციას, ეროვნულ ბანკსა და მსოფლიო ბანკის ექსპერტს შორის. შეხვედრები გაიმართა კომიტეტის არაწევრ, თუმცა საკითხით დაინტერესებულ მხარეებთანაც. შეხვედრებზე მოხდა ფინანსური წიგნიერების მიმართულებით არსებული ძირითადი გამოწვევების, ასევე, დაინტერესებული მხარეების ინტერესების, შესაძლებლობების და მიზნების განხილვა, და ეროვნული ბანკის გეგმებთან შესაძლო სინერგიის იდენტიფიცირება. მისიის ფარგლებში ასევე მოხდა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისა და რეკომენდაციების გაზიარება სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისთვის ფინანსური განათლების პროგრამების ეფექტურად განხორციელების კუთხით. ამასთან, მსოფლიო ბანკმა ეროვნულ ბანკს გაუზიარა გარკვეული ინფორმაცია ფინანსური განათლების ვებგვერდისთვის და საერთაშორისო ექსპერტის ჩართულობით სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსია შემუშავდა. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს სამოქმედო გეგმის მოდიფიცირება კომიტეტის წევრებთან კონსულტაციით, რომელიც 2019 წლის დასაწყისში დამტკიცდება. თანამშრომლობა OECD/INFE-სა და ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროსთან საქართველოს ეროვნული ბანკი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ფინანსური განათლების საერთაშორისო ქსელისა (OECD/INFE) და ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროს ტექნიკური დახმარების ხუთწლიან პროექტში ჩაერთო. აღნიშნულ პროექტში საქართველოს გარდა აღმოსავლეთ ევროპის ექვსი სახელმწიფო - ბულგარეთი, მაკედონია, მოლდოვა, მონტენეგრო, რუმინეთი, ხორვატია - 152 მონაწილეობს და ის სამიზნე ქვეყნებში ფინანსური წიგნიერების დონის ამაღლების მიზნით ცენტრალური ბანკებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების მხარდაჭერას ისახავს მიზნად. პროექტს სამი პრიორიტეტული მიმართულება აქვს: ფინანსური განათლების კუთხით კვლევების დაგეგმვა-განხორციელება; ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის შეფასებისთვის მეთოდოლოგიის შემუშავება და სტრატეგიის დანერგვის პროცესში დაინტერესებული მხარეების ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში, 2018 წლის ივლისში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფინანსური განათლების თემაზე საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენელთა ჩართულობით მრგვალი მაგიდის დისკუსიებს უმასპინძლა. შეხვედრებში, რომლებსაც OECD/INFE-სა და საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლები უძღვებოდნენ, მონაწილეობა მიიღეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამინისტროს, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს, კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, უნივერსიტეტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. დისკუსიის ფორმატში მონაწილეებმა იმსჯელეს საქართველოში ფინანსური განათლების მიმართულებით არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე, თითოეული ორგანიზაციის მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, ფინანსური განათლების ინტერვენციების შეფასებისა და მონიტორინგის მეთოდებზე, ფინანსური განათლების სტრატეგიის განვითარებაზე. განისაზღვრა ქვეყანაში არსებული საჭიროებები და ძირითადი პრიორიტეტები. 2018 წლის ოქტომბერში კი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა პროექტის ოფიციალურ გახსნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ჰააგაში გაიმართა და რომელსაც პროექტის მონაწილე სხვა ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ისაუბრა ფინანსური განათლების მიმართულებით საქართველოში განხორცილებული პროექტებისა და მიღწეული შედეგების, ასევე არსებული გამოწვევების შესახებ და ხაზი გაუსვა ფინანსური წიგნიერების დონის გაუმჯობესების საქმეში საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას. ღონისძიების ფარგლებში, მოხდა თითოეული მონაწილე ქვეყნის ფინანსური განათლების კუთხით არსებული საჭიროებების განხილვა და სამომავლო თანამშრომლობის გეგმების დასახვა. 153 6 არასაბანკო ზედამხედველობა 6.1 არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტები 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, არასაბანკო საფინანსო სექტორი წარმოდგენილი იყო 67 მიკროსაფინანასო ორგანიზაციით, 1,018 ვალუტის გადამცვლელი პუნქტითა და 2 საკრედიტო კავშირით. 6.1.1 მიკროსაფინანსო ორგანიზაციები 2018 წლის განმავლობაში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მთლიანი აქტივების მოცულობა სტაბილურად იზრდებოდა, თუმცა 2018 წლის მე-4 კვარტალში აღნიშნული ინდიკატორი შემცირდა და წლის ბოლოს 1.45 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2017 წლის მაჩვენებელზე 66 მილიონი ლარით ნაკლებია. აღნიშნული განპირობებული იყო რვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის პროცესის დაწყებით, რამდენიმე ორგანიზაციის მიერ საკრედიტო პორტფელის გასხვისებით და ასევე, აქტივების შესაძლო დანაკარგების რეზერვის ფორმირებით, რომლის ვალდებულებაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს 2018 წლის 1-ლი სექტემბრიდან წარმოექმნათ. მილიონი ლარი დიაგრამა N 6.1 აქტივების, ვალდებულებების და კაპიტალის დინამიკა 2,500 2,000 1,500 1,000 500 2012 2013 მთლიანი აქტივები 2014 2015 მთლიანი ვალდებულებები 2016 2017 2018 მთლიანი კაპიტალი წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, წმინდა სესხების მოცულობამ 1.03 მილიარდი ლარი შეადგინა. მისი მთლიან აქტივებთან თანაფარდობის წილობრივი მაჩვენებელი ბოლო წლების განმავლობაში არსებითად არ შეცვლილა და აქტივების 71 პროცენტით განისაზღვრა. 154 მილიონი ლარი დიაგრამა N 6.2 წმინდა სესხების დინამიკა აქტივებთან მიმართებაში 1,600 76% 76% 80% 76% 73% 1,400 69% 70% 71% 75% 1,200 70% 1,000 65% 800 60% 600 55% 400 50% 200 45% - 40% 2012 2013 2014 წმინდა სესხები 2015 2016 2017 2018 სესხების წილი აქტივებში წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი მიკროსაფინანსო სექტორის მთლიანი საკრედიტო პორტფელი ძირითადად სამი სფეროშია განთავსებული: 1. სამომხმარებლო სესხები - 798 მილიონი ლარი (პორტფელის 72 პროცენტი); 2. ვაჭრობა და მომსახურება - 187 მილიონი ლარი (17 პროცენტი); და 3. სოფლის მეურნეობა და მეტყევეობა - 95 მილიონი ლარი (9 პროცენტი). დიაგრამა N 6.3 მთლიანი პორტფელის სტრუქტურა წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი სამომხმარებლო სესხების წილის ზრდა მთლიან საკრედიტო პორტფელში განპირობებული იყო პორტფელის ტექნიკური რეკლასიფიკაციით. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლში შეტანილი ცვლილების შედეგად, 2017 წლიდან აიკრძალა ფიზიკურ პირზე 100,000 ლარამდე სესხის უცხოური ვალუტით გაცემა. 155 აღნიშნულის შედეგად, 2018 წელს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 27 პროცენტიდან 16 პროცენტამდე შემცირდა. დიაგრამა N 6.4 საკრედიტო პორტფელის დოლარიზაცია 60% 50% 40% 30% 54% 20% 27% 10% 16% 0% 2016 2017 2018 წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი გასული წლების მაჩვენებლების მსგავსად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების აქტივების დაფინანსების მთავარ წყაროს (საშუალოდ 66 პროცენტი) ნასესხები სახსრები წარმოადგენს, რომელშიც არარეზიდენტების წილი 44 პროცენტია. მილიონი ლარი დიაგრამა N 6.5 ნასესხები სახსრების სტრუქტურა 1,500 18 41 472 1,000 500 17 84 21 11 145 77 233 18 17 223 71 251 15 23 288 253 270 147 323 2012 403 481 540 17 230 376 198 227 2013 2014 2015 2016 2017 სუბორდინირებული ვალდებულებები სხვა სესხები ფიზიკური პირებიდან სესხები რეზიდენტი ბანკებიდან სეხები არარეზიდენტი ბანკებიდან და ფინანსური ინსტიტუტებიდან 44 135 223 288 270 2018 წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი 2018 წლის განმავლობაში შეიცვალა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ვალდებულებების სტრუქტურა, რაც გამოიხატებოდა ფიზიკური პირებიდან მოზიდული სახსრების საფინანსო ინსტიტუტებიდან ნასესხები სახსრებით ჩანაცვლებით. კერძოდ, 2017 წელთან შედარებით, ფიზიკური პირებიდან მოზიდული სახსრების წილი 36 პროცენტიდან 23 პროცენტამდე შემცირდა (თანხით 153 მილიონი ლარი), ხოლო ბანკებიდან და საფინანსო 156 ინსტიტუტებიდან მოზიდული ფულადი სახსრების წილი 41 პროცენტიდან 58 პროცენტამდე გაიზარდა (თანხით 132 მილიონი ლარი). ნასესხები სახსრების სტრუქტურაში ფიზიკური პირებიდან მოზიდული თანხების წილის კლებასთან ერთად, მნიშვნელოვნად შემცირდა კრედიტორი ფიზიკური პირების რაოდენობაც (2,202-დან 816-მდე). მილიონი ლარი დიაგრამა N 6.6 ფიზიკური პირებიდან მოზიდული სახსრები და კრედიტორი ფიზიკური პირების რაოდენობა 500 450 4846 5125 5447 6000 5341 4633 400 5000 350 4000 300 250 3000 2202 200 2000 150 816 100 50 145 223 288 403 472 376 223 2012 2013 2014 2015 2016 2017 2018 0 1000 0 ფიზიკური პირებიდან მოზიდული სახსრები კრედიტორი ფიზიკური პირების რაოდენობა (მარჯვენა ღერძი) წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი 2018 წლის განმავლობაში, საზედამხედველო კაპიტალის ოდენობის დაცვის მოთხოვნიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი ზრდა განიცადა სუბორდინირებული სესხების მუხლმა (თანხით 28 მილიონი ლარი), რომელმაც საწესდებო კაპიტალის 56 მილიონი ლარით ზრდასთან ერთად, მიკროსაფინანსო სექტორს რისკების მიმართ უფრო მაღალი მდგრადობა შესძინა და გააუმჯობესა ლიკვიდობის პოზიცია. შესაბამისად, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კაპიტალის ადეკვატურობის კოეფიციენტი 30 პროცენტით, ხოლო ლიკვიდობის კოეფიციენტი კი 34 პროცენტით განისაზღვრა. მიკროსაფინანსო სექტორის საოპერაციო მოგებამ 150 მილიონი ლარი შეადგინა, თუმცა წმინდა მოგება 31 მილიონი ლარი იყო, რაზეც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა აქტივების შესაძლო დანაკარგების რეზერვების ერთჯერადი ხარჯის ეფექტმა (106 მილიონი ლარი). აღნიშნულმა, კაპიტალის ზრდასთან ერთად, მკვეთრად შეამცირა კაპიტალზე უკუგების მაჩვენებელი, რომელმაც 7.6 პროცენტი შეადგინა. 6.1.2 საკრედიტო კავშირები 2018 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით ბაზარზე ფუნქციონირებას განაგრძობდა 2 საკრედიტო კავშირი, რომელთა აქტივების ჯამური ოდენობა 2.4 მილიონ ლარს შეადგენდა. „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში 2017 წლის 23 დეკემბერს შესული ცვლილებების მიხედვით, საკრედიტო კავშირის საქმიანობის ერთ-ერთ პრინციპად განისაზღვრა ერთი და იმავე 157 თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ ფიზიკურ პირთა საერთო ნიშნით გაერთიანება. ამასთან, დადგინდა საკრედიტო კავშირის წევრთა რაოდენობის ლიმიტი, რომელიც 200-ს არ უნდა აღემატებოდეს. ცვლილებების ძირითად მიზანს წარმოადგენდა ის, რომ წევრთა გაერთიანება საკრედიტო კავშირში მოხდეს რეალური საერთო მიზნების და საჭიროებებიდან გამომდინარე და არა მხოლოდ იმ მიზნით, რომ საკრედიტო კავშირის წევრებისაგან დეპოზიტების მოზიდვა განხორციელდეს. ზემოაღნიშნულმა ცვლილებებმა გარკვეულწილად იქონია გავლენა 2018 წლის განმავლობაში სექტორში განვითარებულ მოვლენებზე. კერძოდ, ლიცენზირებული რვა საკრედიტო კავშირიდან ხუთს, საკუთარი წერილობითი განცხადების საფუძველზე, გაუუქმდა საქმიანობის ლიცენზია და დაიწყო მათი ლიკვიდაციის პროცესი. ხოლო ერთ შემთხვევაში, საკრედიტო კავშირის ლიცენზიის გაუქმება და ლიკვიდაციის დაწყება ეროვნული ბანკის საზედამხედველო ქმედებებს უკავშირდებოდა. საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ 2017 წლის 23 დეკემბრის ცვლილების შედეგად საქართველოს ეროვნულ ბანკს მიეცა უფლებამოსილება, ზედამხედველობა გაუწიოს სესხის გამცემი სუბიექტის საქმიანობას, რაც ითვალისწინებს სესხის გამცემი სუბიექტის რეგისტრაციას და რეგისტრაციის გაუქმებას, შემოწმებასა და რეგულირებას, წერილობითი მითითებების გაცემას, მოთხოვნების, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესებას. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის N217/04 ბრძანებით დამტკიცდა „სესხის გამცემი სუბიექტების საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესი“. სესხის გამცემ სუბიექტად რეგისტრაციაზე განაცხადების მიღება დაიწყო 2018 წლის 20 დეკემბრიდან, ხოლო რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირებისთვის განაცხადის ეროვნულ ბანკში შემოტანის ვადად 2019 წლის 30 აპრილი განისაზღვრა. 6.2 არასაბანკო სექტორის რეგულირება და ზედამხედველობა არასაბანკო სექტორის რეგულირებისა და ზედამხედველობის მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა ნორმატიულ ბაზაში. კერძოდ, მიღებულ იქნა ახალი ნორმატიული აქტები და ცვლილებები განიცადა არსებულმა დოკუმენტებმა. მიკროსაფინანსო სექტორის ფინანსური ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გამჭვირვალობის ზრდის მიზნით დამტკიცდა „მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისათვის წარსადგენი ფინანსური ანგარიშგების ფორმის, წარდგენის ვადისა და ბუღალტრული აღრიცხვის წესი“. ამ წესით არსებითად შეიცვალა ეროვნულ ბანკში წარსადგენი ფინანსური ანგარიშგების ფორმატი. მოქმედ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს დაევალათ ყოველკვარტალურად ფინანსური ინფორმაციის გამოქვეყნება საკუთარ ვებ-გვერდზე, ასევე ყოველწლიურად გარე აუდიტორული შემოწმების ჩატარება და ყოველი კალენდარული წლის დასრულებიდან მომდევნო წლის 15 ივნისამდე საკუთარ ვებგვერდზე აუდიტორული დასკვნის გამოქვეყნება. მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა „მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესმა“, რითაც გამკაცრდა სარეგისტრაციო მოთხოვნები, 158 კერძოდ, განისაზღვრა კაპიტალის წარმოშობის წყაროს გამჟღავნების ვალდებულება, ხოლო ადმინისტრატორთა და მნიშვნელოვანი წილის მქონე ბენეფიციარი მესაკუთრეებისთვის შესაფერისობის კრიტერიუმები. დამტკიცებულ იქნა „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების ფორმირების წესი“, რომლის მიზანია მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ განახორციელოს აქტივების კლასიფიკაცია რისკის გათვალისწინებით და შექმნას ადეკვატური რეზერვი შესაძლო დანაკარგების დასაფარავად. საკრედიტო რისკის მართვის მიზნით, ორგანიზაციამ უნდა ჩამოაყალიბოს და იქონიოს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დამტკიცებული წერილობითი პოლიტიკა და პროცედურები და ეროვნულ ბანკს ყოველთვიურად წარუდგინოს ინფორმაცია ამ წესით გათვალისწინებული აქტივების კლასიფიკაციისა და შექმნილი შესაძლო დანაკარგების რეზერვების შესახებ. აღნიშნული ხელს შეუწყობს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეალური ფინანსური მდგომარეობის დადგენას და მის გაცნობას მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კრედიტორების, მენეჯმენტის, აქციონერების, პოტენციური ინვესტორების, საქართველოს ეროვნული ბანკისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისათვის. „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების წესით“ დადგინდა ეკონომიკური ნორმატივები და ლიმიტები, მათ შორის კაპიტალის, ლიკვიდობის, ინვესტიციების და სხვა კოეფიციენტები, ასევე, საზედამხედველო კაპიტალის ოდენობა და გაანგარიშების წესი; გარდა ამისა, განისაზღვრა შედარებით კონსერვატიული მიდგომა იმ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიმართ, რომელთა კრედიტორი ფიზიკური პირებისგან მოზიდული სახსრების მოცულობა საზედამხედველო კაპიტალის 50 პროცენტზე მეტია. შედეგად, სისტემა უფრო ლიკვიდური და კაპიტალიზირებული გახდა, ხოლო საკანონმდებლო მოთხოვნების სრულად ძალაში შესვლის შემდგომ (2019 წლის 30 ივნისის მდგომარეობით), აღნიშნული მაჩვენებლები, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაიზრდება, რაც მომავალში ხელს შეუწყობს სისტემის მონაწილეების გადახდისუნარიანობის გაუმჯობესებასა და სტაბილურ ფუნქციონირებას. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 აპრილის N59/04 ბრძანებით დამტკიცდა „მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის წესი“, რომლითაც განისაზღვრა ლიკვიდაციის პროცედურის თავისებურებები, ლიკვიდატორის უფლებამოვალეობები და ვალდებულებების გასტუმრების თანმიმდევრობა. აღნიშნული ნორმატიული აქტის ძალაში შესვლის შემდგომ, ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო 8 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში, აქედან ხუთში - თავად მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ინიციატივით. 2018 წლის 28 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის N37/04 ბრძანებით დამტკიცდა „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესი“, რომლის თანახმად, ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით დაუწესდათ ისეთი ვალდებულებები, როგორებიცაა ვალუტის გაცვლის ოპერაციის განხორციელებიდან 30 წუთის განმავლობაში, მომხმარებლის მოთხოვნით და ვალუტის გაცვლის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის საფუძველზე, აღნიშნული ოპერაციის გაუქმება და გაცვლილი თანხის დაბრუნების ვალდებულება, თუ ტრანზაქციის მოცულობა არ აღემატება 5 000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოური ვალუტით. გარდა ამისა, აღნიშნული წესით გამკაცრდა 159 სარეგისტრაციო მოთხოვნები შესაფერისობის კრიტერიუმებისა და საოპერაციო ფართის მოწყობის კუთხით. საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის შემუშავების პროცესის გამჭვირვალობისა და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის შემუშავების პროცესის გამჭვირვალობისა და მასში სექტორის წარმომადგენლების მაქსიმალურად ჩართულობის მიზნით, რეგულარულად ქვეყნდებოდა ნორმატიული აქტების პროექტები. ორგანიზებულ იქნა არაერთი სამუშაო შეხვედრა, როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან, ასევე სესხის გამცემი სუბიექტად რეგისტრაციის ვალდებულების მქონე პირებთან. კოორდინირებული მუშაობის შედეგად, ნორმატიული აქტების დამტკიცებისას, მხედველობაში იქნა მიღებული სექტორის წარმომადგენელთა მოსაზრებები. გარდა ამისა, წესების ამოქმედების მომენტიდან, მუდმივად ხდებოდა კომუნიკაცია ზედამხედველობას დაქვემდებარებულ თითოეულ სუბიექტთან, რათა შეუფერხებლად განხორციელებულიყო აღნიშნული ცვლილებების დანერგვა. ეროვნული ბანკი მომავალშიც გააგრძელებს აქტიურ კომუნიკაციას სექტორის წარმომადგენლებთან საზედამხედველო სტრატეგიის ფარგლებში სექტორის სტაბილური ფუნქციონირებისა და მომხმარებელთა ინტერესების მაქსიმალურად დაცვის მიზნით. 160 7 ფასიანი ქაღალდების ბაზარი 2018 წელს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა როგორც კაპიტალის განვითარების, ასევე საზედამხედველო პოლიტიკის მიმართულებით. ბაზრის 7.1 კაპიტალის ბაზრის განვითარება IOSCO59 თვითშეფასება 2018 წელს საქართველოს ეროვნული ბანკი IOSCO-ს ასოცირებული წევრი გახდა. IOSCOს ასოცირებული წევრობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო. ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესი მოიცავდა როგორც მოლაპარაკებებს IOSCO-ს წარმომადგენლობასთან, ასევე, მსოფლიო ბანკის დახმარებით, ქართული ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელი კანონმდებლობის IOSCO-ს პრინციპებთან შესაბამისობის თვითშეფასებას. დასახული სამოქმედო გეგმის საფუძველზე, საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალში IOSCO-ს ურთიერთგაგების მემორანდუმზე ხელმოწერასა და მუდმივ წევრად გახდომას გეგმავს, რისთვისაც საჭირო იქნება სხვადასხვა სახის საკანონმდებლო და ფასიანი ქაღალდების ბაზრის მარეგულირებელი ჩარჩოს ცვლილებები, რაზეც მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. საინვესტიციო ფონდები 2018 წლის განმავლობაში ინტენსიური მუშაობა საინვესტიციო ფონდების საკანონმდებლო ჩარჩოს მიმართულებითაც მიმდინარეობდა. აღნიშნულ პერიოდში, ეროვნული ბანკის აქტიური ჩართულობით, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, შეიქმნა განახლებული კანონის სამუშაო ვერსია, რომელიც ეფუძნება ევროპის კანონმდებლობის ძირითად პრინციპებს, და განსაზღვრავს ძირითად მოთხოვნებს სხვადასხვა ტიპის საინვესტიციო ფონდებთან მიმართებაში. სამუშაო პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა ბაზრის მონაწილეები, სხვა ქვეყნების საზედამხედველო ორგანოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მომდევნო ეტაპი ითვალისწინებს კანონპროექტის სამუშაო ვერსიის ადგილობრივი ბაზრის მონაწილეების ფართო წრესთან გაზიარებას და მათი მოსაზრებების გათვალისწინების შემდგომ, საკანონმდებლო ცვლილებების თანმიმდევრულ დაგეგმვას. ამასთან, საერთაშორისო გამოცდილებაზე დამყარებითა და სხვადასხვა ექსპერტების დახმარებით, საქართველოს ეროვნული ბანკი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად აქტიურად მუშაობს საინვესტიციო ფონდების საგადასახადო ჩარჩოზე, რომელიც ადგილობრივი ბაზრის ძირითად მახასიათებლებს მაქსიმალურად მოერგება. 59 International Organization of Securities Commissions - ფასიანი ქაღალდების კომისიების საერთაშორისო ორგანიზაციის ტექნიკური კომიტეტი. 161 ფასიანი ქაღალდების საკანონმდებლო ჩარჩოს ევროკავშირის კანონმდებლობასთან მიახლოება გამართული საკანონმდებლო ჩარჩო ფასიანი ქაღალდების ბაზრის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის აუცილებელი პირობაა. აღნიშნულის მისაღწევად, 2018 წელს გაფორმდა 3-წლიანი ხელშეკრულება საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ბელგიის ფასიანი ქაღალდების საზედამხედველო ორგანოს (FSMA) შორის. პროექტის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკი, FSMA-ის დახმარებით, ფასიანი ქაღალდების კანონმდებლობას ევროკავშირის ძირითად სტანდარტებს შეუსაბამებს, რაც საზედამხედველო ჩარჩოს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. აღნიშნული პროექტის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლებისა და ემიტენტების საზედამხედველო ჩარჩოს გადახედვა, რაც მიზნად ისახავს საშუამავლო მომსახურების სტანდარტების ამაღლებას, არსებული ინვესტორების ინტერესების დაცვასა და ფასიანი ქაღალდების ბაზარზე გამჭვირვალობის ხარისხის გაუმჯობესებას. 7.2 ფასიანი ქაღალდების ბაზრის მაჩვენებლები და ძირითადი მონაწილეები ობლიგაციების ბაზარი 2018 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გააქტიურდა ობლიგაციების ბაზარი. საერთო ჯამში, 10-მა კომპანიამ 714 მილიონი ლარის ღირებულების 15 ემისია განახორციელა, საიდანაც 12 - საჯარო შეთავაზებით, ხოლო დანარჩენი 3 კი კერძო შეთავაზებით წარიმართა (იხ. დიაგრამა N 7.1). 2017 წელთან შედარებით, 2018 წელს საჯარო შეთავაზებით გამოშვებული ობლიგაციების ჯამური მოცულობა 6.6-ჯერ გაიზარდა და 663 მილიონი ლარი შეადგინა. აქედან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ საჯარო შეთავაზებით გამოშვებული ობლიგაციების მოცულობა 458 მილიონი ლარი იყო. 162 დიაგრამა N 7.1 საჯარო და კერძო შეთავაზებების გზით განთავსებული ობლიგაციების მილიონი ლარი მოცულობა წლების მიხედვით (2014-2018) 663 700 650 600 550 500 450 400 350 300 250 200 150 100 50 - 378 259 203 207 111 53 101 51 50 2014 2015 2016 საჯარო შეთავაზება 2017 2018 კერძო შეთავაზება დიაგრამაში წარმოდგენილია ემისიები, რომლებსაც 2018 წლის განმავლობაში ეროვნული ბანკის მიერ მიენიჭა საერთაშორისო საიდენტიფიკაციო ნომერი ISIN. წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი 2018 წელს, ასევე, გაიზარდა ლარით დენომინირებული სასესხო ფასიანი ქაღალდების მოცულობა და ამ მონაცემმა მთლიანი ობლიგაციების 75 პროცენტი შეადგინა. დიაგრამა N 7.2 სხვადასხვა ვალუტით გამოშვებული ობლიგაციების მოცულობა წლების მიხედვით (2014-2018) 600 მილიონი ლარი 500 400 300 200 100 0 2014 2015 2016 2017 2018 ლარი 50 234 311 417 538 აშშ დოლარი 53 80 113 62 175 ევრო 0 0 42 0 0 წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი 163 დიაგრამა N 7.3 ობლიგაციების პროცენტული წილი სექტორების მიხედვით (2018 წლის ბოლო მდგომარეობით აქტიური ობლიგაციებისთვის). კომერციული ბანკები, 3% კავშირგაბმულობა, 4% ენერგეტიკა, 2% სხვა საფინანსო სექტორი, 1% სოფლის მეურნეობა, 0% ჯანდაცვა, 6% მშენებლობა, 12% სხვა საფინანსო სექტორი, 9% IFI, 59% სამომხმარებლო პროდუქტები, 5% წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი დიაგრამა N 7.4 ვადამოუსვლელი კორპორაციული ობლიგაციების მოცულობა წლების მილიონი ლარი მიხედვით (2014-2018 წ) 700 650 600 550 500 450 400 350 300 250 200 150 100 50 - 104 170 263 136 163 79 11 19 37 2014 60 187 171 2016 2017 255 80 2015 N/A B- B B+ BB- 2018 BB წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით 50 მილიონი ლარით გაიზარდა საკრედიტო რეიტინგის მქონე ვადამოუსვლელი ემისიების მოცულობა და 392 მილიონი ლარი შეადგინა. 100 მილიონი ლარის ოდენობის ზრდა დაფიქსირდა “B+” რეიტინგის მქონე ემისიებში. 2018 წლის განმავლობაში რამდენიმე არსებულ ემიტენტს მიენიჭა საკრედიტო რეიტინგი. ამასთან, სხვა ცვლილება არსებული ემიტენტების საკრედიტო რეიტინების ჭრილში არ მომხდარა. 164 აქციების ბაზარი ობლიგაციების ბაზართან შედარებით, 2018 წელს აქციების საჯარო ემისია არ განხორციელებულა. აღნიშნული მიმართულებით ეროვნული ბანკი განაგრძობს ბაზრის კვლევებს, რათა მოახდინოს ძირითადი პრობლემების იდენტიფიცირება, როგორც მოთხოვნის, ასევე მიწოდების მიმართულებით. ამ თვალსაზრისით, საზედამხედველო გარემოს გაუმჯობესება, ემიტენტების გაზრდილი გამჭვირვალობა და მაღალი კორპორატიული სტანდარტების დანერგვა ინვესტორების ინტერესის ამაღლების მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება. ბაზრის მონაწილეების მიმოხილვა 2018 წლის ბოლოსთვის საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე საქმიანობდა 2 საფონდო ბირჟა, ფასიანი ქაღალდების 1 ცენტრალური დეპოზიტარი, 10 საბროკერო კომპანია და ფასიანი ქაღალდების 4 დამოუკიდებელი რეგისტრატორი. 10 საბროკერო კომპანიიდან 4 არ იყო საფონდო ბირჟის წევრი. საბროკერო კომპანიები სასესხო ფასიანი ქაღალდების ბაზრის გააქტიურებამ გავლენა იქონია ბაზრის შუამავლების აქტივობის ზრდაზეც. 2018 წლის 31 დეკემბრისთვის მოქმედი საბროკერო კომპანიების აქტივების საერთო მოცულობამ 128.2 მილიონი ლარი შეადგინა. 2018 წლის მონაცემებით, კლიენტების ფულადი სახსრების პორტფელმა საბროკერო კომპანიების ჯამური აქტივების 22.9 პროცენტი შეადგინა და მისი ოდენობა 29.4 მლნ ლარით განისაზღვრა. მლნ ლარი დიაგრამა N 7.5 საბროკერო კომპანიების ჯამური აქტივების, კლიენტების პორტფელის და აქტივებში კლიენტის პორტფელის პროცენტული წილის დინამიკა წლების მიხედვით (20102018) 140 45.0% 38.9% 40.0% 120 35.0% 100 80 26.6% 30.0% 22.9% 20.3% 25.0% 20.0% 60 12.8% 40 12.4% 13.0% 13.0% 15.0% 7.6% 10.0% 20 5.0% - 0.0% 2010 2011 2012 2013 2014 2015 2016 2017 2018 აქტივები კლიენტების ფულადი სახსრები კლიენტების ფულადი სახსრების პროცენტული წილი მთლიან აქტივებში წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი 165 საფონდო ბირჟა 2018 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემაში დაშვებული იყო 33 ემიტენტის ფასიანი ქაღალდი. საანგარიშო პერიოდში სავაჭრო სესიებზე და ბირჟაზე დაფიქსირებულ გარიგებათა საერთო ღირებულებამ 1,198.7 მლნ ლარი შეადგინა (63.23 მლნ ცალი ფასიანი ქაღალდი). აქედან, ბირჟის სავაჭრო სესიაზე დაიდო 1.43 მლნ ლარის გარიგება, ხოლო ბირჟაზე დაფიქსირებული გარიგებების ღირებულებამ 1,197.3 მლნ ლარი შეადგინა. დაფიქსირებულ გარიგებებში, გარდა საბროკერო კომპანიების მიერ განხორციელებული ტრანზაქციებისა, 2018 წლის განმავლობაში რეგისტრატორების მიერ განხორციელდა 62 გარიგება 8,501,430 ცალ ფასიან ქაღალდზე. გარიგებების საერთო ღირებულებამ 0.94 მლნ ლარი შეადგინა. ცხრილი N 7.1 ჯამური ინფორმაცია სავაჭრო სესიებზე დადებული და ბირჟაზე დაფიქსირებული მაჩვენებლების მიხედვით (2017-2018 წ) ფასიანი ქაღალდების გარიგების რაოდენობა ფასიანი ქაღალდების რაოდენობა ღირებულება (ლარი) წელი 2018 2017 2018 2017 2018 2017 საბირჟო 133 277 2,851,935 7,312,239 1,425,925 26,558,750 ბული 215 438 60,375,060 3,470,735,399 1,197,286,628 146,161,813 სულ 348 715 63,226,995 3,478,047,638 1,198,712,553 945,623,382 დაფიქსირე დიაგრამა N 7.6 ვაჭრობის ძირითადი მაჩვენებლები (სავაჭრო სესიებზე დადებული და მოცულობა (მილიონი) 4,000 1,199 3,500 1,200 946 3,000 1,000 736 2,500 800 2,000 600 1,500 1,000 500 1,400 101 400 173 19 52 47 2013 2014 200 18 0 0 2010 2011 2012 მოცულობა წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი 2015 2016 ღირებულება 2017 2018 ღირებულება (მილიონი ლარი) ბირჟაზე დაფიქსირებული გარიგებები) 2010-2018 წ 166 2018 წელს, წინა პერიოდებთან შედარებით მნიშვნელოვნადაა გაზრდილი სავაჭრო გარიგებათა ღირებულება, რაც ძირითადად გამოწვეულია სს „საქართველოს ბანკის“ აქციებზე განხორციელებული მსხვილი არასაბირჟო ტრანზაქციით, რომლის ღირებულება 1,058.5 მლნ ლარს, ხოლო ფასიანი ქაღალდების მოცულობა - 5.5 მლნ ლარს შეადგენდა. დიაგრამა N 7.7 სავაჭრო სესიებზე და ბირჟაზე დაფიქსირებული გარიგებების რაოდენობა წლების მიხედვით (2010–2018 წ) 2,400 2,100 1,800 1,500 1,200 900 600 300 - 2010 2011 2012 2013 2014 2015 2016 2017 2018 835 421 538 230 115 579 1,135 438 215 საბირჟო გარიგეგები 2,372 860 339 283 131 120 127 277 133 ბირჟის გარეთ წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი ცენტრალური დეპოზიტარი 2018 წელს ცენტრალურ დეპოზიტარში დეპონირებული იყო 2.3 მლნ ქაღალდი და 0.9 მლნ ლარი. აქედან, ფულადი დეპონირების ტრანზაქციების 70.0 პროცენტი და საერთო თანხის 95.4 პროცენტი განხორციელდა სს „საქართველოს ბანკის“ მონაწილეობით. წინა წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით, ცენტრალურ დეპოზიტარში დეპონირებული ფასიანი ქაღალდების ბრუნვა შემცირებულია 90.8 პროცენტით (22.3 მლნ ლარით), ხოლო ფულადი სახსრების - 92.5 პროცენტით (10.6 მლნ ლარით). დიაგრამა N 7.8 ცენტრალურ დეპოზიტარში დეპონირებული ფასიანი ქაღალდები წლების მოცულობა (მილიონი) 60 700 50 55 630 600 500 40 400 33 30 20 227 10 7 17 110 2010 2011 52 2012 2013 ბრუნვა წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი 300 25 22 64 12 12 40 58 200 71 2014 2015 2016 2017 ტრანზაქციების რაოდენობა 59 2 2018 100 - ღირებულება (მილიონი ლარი) მიხედვით (2010-2018 წ) 167 დიაგრამა N 7.9 ცენტრალურ დეპოზიტარში დეპონირებული ფულადი სახსრები წლების მიხედვით (2010-2018 წ) 900 120 800 763 700 100 600 80 499 60 500 469 393 400 348 300 40 20 19 14 23 11 2010 2011 2012 ბრუნვა 2013 წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი 200 163 22 75 1 95 4 11 2014 2015 2016 2017 ტრანზაქციების რაოდენობა 80 1 2018 100 - მოცულობა ღირებულება (მილიონი ლარი) 140 168 8 ფულის გათეთრების ინსპექტირება და ზედამხედველობა 2018 წელს შემუშავდა „საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის საზედამხედველო ჩარჩო“. დოკუმენტი განსაზღვრავს რისკებზე ორიენტირებული ზედამხედველობის პროცესის ეფექტიანი ორგანიზების ძირითად პრინციპებს, რომელიც საფუძვლად უდევს ეროვნული ბანკის საზედამხედველო ფუნქციების შესრულებას. მიმდინარე წელს, ადგილზე შემოწმებისას აქცენტი გაკეთდა შემდეგი თემების შესწავლაზე: • კლიენტების რისკის მიხედვით კლასიფიკაციის პროცესი და რისკის შესაბამისი due diligence ზომები; • რთული მფლობელობის სტრუქტურის მქონე კომპანიების ბენეფიციარი მესაკუთრე პირების დადგენის პროცესი; • პოლიტიკურად აქტიურ პირებთან მიმართებაში კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების შესრულების პროცესის ეფექტურობა; • გარიგებების შესახებ ფინანსური ინსტიტუტის ცოდნა, მათ შორის, გზავნილის სისტემით განხორციელებული ტრანზაქციების რისკების მართვის პროცესის ეფექტურობა; • საკორესპონდენტო ურთიერთობებთან დაკავშირებული კონტროლის მექანიზმების ადეკვატურობა; • პროგრამული უზრუნველყოფის ადეკვატურობა, სასწავლო პროცესის ეფექტურობა და სხვ. რისკზე დაფუძნებული მიდგომის გათვალისწინებით, შეირჩა და შემოწმდა 6 კომერციული ბანკი და დაკისრებულმა საჯარიმო სანქციებმა ჯამურად 596 000 ლარი შეადგინა. ფინანსური ინსტიტუტების საქმიანობაზე ზედამხედველობის პროცესის ეფექტიანად წარმართვის უზრუნველსაყოფად, 2018 წელს, ფულის გათეთრების ინსპექტირებისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ დაინერგა ვალუტის გადამცვლელი პუნქტების დისტანციური ზედამხედველობა. დისტანციური ზედამხედველობა უზრუნველყოფს პრობლემური ინსტიტუტის ან ინსტიტუტის შიგნით არსებული რისკების იდენტიფიცირებას და იდენტიფიცირებული რისკების შესაბამისი საზედამხედველო ღონისძიებების განსაზღვრის ხელშეწყობას. საანგარიშო პერიოდში ასევე განხორციელდა 38 ვალუტის გადამცვლელი პუნქტის და 2 მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ადგილზე ინსპექტირება. დაკისრებულმა საჯარიმო სანქციების ჯამურმა მოცულობამ 748 300 ლარი შეადგინა, ამასთან, ერთ ვალუტის გადამცვლელ პუნქტს გაუუქმდა რეგისტრაცია. წლის განმავლობაში ასევე განხორციელდა 4 საბროკერო კომპანიის და 4 რეგისტრატორის შემოწმება, სადაც დაკისრებულმა საჯარიმო სანქციების ჯამურმა მოცულობამ 107 500 ლარი შეადგინა. წლის ბოლოს, ასევე, დაიწყო 9 საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ადგილზე შემოწმება. საგადახდო მომსახურების პროვაიდერების სექტორის რისკის გათვალისწინებით, აღნიშნული შემოწმებები კომპლექსური ხასიათისაა და მოიცავს შიდა კონტროლის და მონიტორინგის პროცესთან დაკავშირებული ყველა ძირითადი მიმართულების შესწავლას. 169 წლის განმავლობაში, სექტორში იდენტიფიცირებული საფრთხეების და სისუსტეების შესახებ ინფორმაციის გაზიარების, ასევე, საზედამხედველო მოლოდინების გაცნობის მიზნით, აქტიურად იმართებოდა შეხვედრები ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებთან. სწავლებები ჩაუტარდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტების წარმომადგენლებს. „საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის საზედამხედველო ჩარჩოს“ შესაბამისად, წლის მიწურულს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცდა 2019 წლის საზედამხედველო გეგმა. მომდევნო წლის განმავლობაში, საზედამხედველო ქმედებების ინიცირება სწორედ აღნიშნული გეგმის შესაბამისად მოხდება. აღსანიშნავია, რომ შესასწავლი თემატიკების და ინსტიტუტთა კატეგორიების განსაზღვრა, მნიშვნელოვანწილად დაეფუძნა ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ 2014-2018 (პირველი 6 თვის) წლების სექტორის რისკების შეფასებას. ფინანსურ ინსტიტუტებში არსებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების ეფექტური იდენტიფიცირებისა და ზედამხედველობის მიზნით, 2018 წელს ეროვნულ ბანკში დაინერგა და ექსპლუატაციაში გაეშვა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის დისტანციური ზედამხედველობის პროგრამული უზრუნველყოფა. აღნიშნული პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით ზედამხედველობას დაქვემდებარებული ფინანსური ინსტიტუტებისაგან ხდება ინფორმაციის მიღება, დამუშავება, მონაცემთა დინამიკაში დაკვირვება, პრობლემური ინსტიტუტის ან ინსტიტუტის შიგნით პრობლემის ადრეული იდენტიფიცირება და ზედამხედველობას დაქვემდებარებული სექტორის რისკების დისტანციური განსაზღვრა, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა აღნიშნული ბიზნეს პროცესის ეფექტიანობა. 170 9 საგადახდო სისტემები საიმედო და ეფექტიანი საგადახდო სისტემები ეკონომიკაში ფულადი სახსრების შეუფერხებელი მოძრაობისა და ქვეყნის მდგრადი განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, საგადახდო სისტემების უსაფრთხო, მდგრადი და ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობა ეროვნული ბანკის ერთ-ერთი ფუნქციაა. მისი ეფექტურად განხორციელების მიზნით, 2018 წელს მნიშვნელოვანი სამუშაოები იქნა გაწეული სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა - ეროვნული ბანკის RTGS სისტემის მდგრადი და ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა; - ფინანსური ბაზრის ინფრასტრუქტურების CPSS-IOSCO პრინციპების დამკვიდრება; - საგადახდო მომსახურების პროვაიდერების რეგისტრაცია, მოქმედი საგადახდო მომსახურების პროვაიდერების დისტანციური და ადგილზე შემოწმება; - არსებული საგადახდო ინსტრუმენტებისა და საშუალებების განვითარებისა და ინოვაციური ინსტრუმენტების დანერგვის ხელისშეწყობა; - საგადახდო სისტემების ზედამხედველობის ფარგლებში სამართლებრივი აქტების პროექტებზე მუშაობა და არსებული სამართლებრივი ბაზის დახვეწა. ეროვნული ბანკის დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემა (RTGS სისტემა) წარმოადგენს ეროვნული ვალუტით ბანკთაშორისი ანგარიშსწორების ძირითად მექანიზმს. შესაბამისად, მისი გამართული მუშაობა ქვეყნის საფინანსო სექტორისა და ეკონომიკის შეუფერხებელი ფუნქციონირების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. 2018 წელს, წინა წლების მსგავსად, უზრუნველყოფილი იქნა მისი მუშაობის უწყვეტობის მაღალი ხარისხი. კერძოდ, RTGS სისტემის მონაწილეებისათვის ხელმისაწვდომობა შეადგენდა 99.97 პროცენტს. სისტემას გააჩნია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად შექმნილი ბიზნეს უწყვეტობის გეგმა, რომლის ტესტირება წინასწარ დამუშავებული სცენარების მიხედვით რეგულარულად ტარდება. 2018 წელს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით პირველად განხორციელდა ეროვნული ბანკის RTGS სისტემის თვითშეფასება ფინანსური ბაზრების ინფრასტრუქტურის პრინციპების (PMFI60) მიხედვით, რომელიც შემუშავებულია საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკთან (BIS) არსებული საგადახდო და ანგარიშსწორების სისტემების კომიტეტის (CPSS) და ფასიანი ქაღალდების კომისიების საერთაშორისო ორგანიზაციის (IOSCO) ტექნიკური კომიტეტის მიერ. მსოფლიო ბანკის კონსულტაციების საფუძველზე განხორციელდა RTGS სისტემის საქმიანობის სამართლებრივი ბაზის, მმართველობითი სტრუქტურის, საკრედიტო და ლიკვიდურობის რისკების მართვის, საბოლოო ანგარიშსწორების მექანიზმის, საოპერაციო და ბიზნეს რისკების მართვის, სისტემის მონაწილეებთან დაკავშირებული და სისტემაზე წვდომის მოთხოვნების, ეფექტიანობისა და ეფექტურობის, ძირითადი სტანდარტებისა და პროცედურების გამჭვირვალობის შეფასება. გარდა ამისა, შეფასდა ეროვნული ბანკის, როგორც ცენტრალური ბანკის პასუხისმგებლობა საქართველოში მოქმედი საფინანსო ბაზრის ინფრასტრუქტურების მიმართ. აღნიშნული თვითშეფასების მიზანია 60 https://www.bis.org/cpmi/publ/d101a.pdf 171 ბანკთაშორისი ანგარიშსწორების სისტემასთან (RTGS სისტემასთან) დაკავშირებული პოტენციური რისკების დროულად აღმოჩენა და ფინანსური შოკების თავიდან აცილება, აგრეთვე, ზოგადად სისტემის ფუნქციონირების სრულყოფა. ფინანსური ბაზრის ინფრასტრუქტურების პრინციპებთან (PMFI) შესაბამისობა მომავალშიც რეგულარულად შეფასდება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად. საგადახდო მომსახურების პროვაიდერების რეგულირების სრულყოფის კუთხით, 2018 წელს მიღებული იქნა „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაციის წესი“, რომელიც აწესრიგებს რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში პროვაიდერის აქტივების რეალიზაციის, მისი მომხმარებლებისა და სხვა კრედიტორების მოთხოვნების დაკმაყოფილების პროცესს, რაც გაზრდის ბაზრის მონაწილეებისა და მომხმარებლების ნდობას საგადახდო მომსახურების სფეროსადმი. გარდა ამისა, საგადახდო ბარათის გამოყენების შემდგომი ხელშეწყობის მიზნით, საქართველო ეროვნული ბანკი 2018 წლის განმავლობაში მუშაობდა არსებული საგადახდო ბარათების დებულების განახლებაზე. მომზადებულ პროექტში ყურადღება გამახვილებულია ემიტენტის და ექვაირერის61 ვალდებულებებზე უსაფრთხო და დაცული გადახდების წარმოების კუთხით, ასევე არაავტორიზებული ოპერაციების დროს მომხმარებლისა და ბარათის ემიტენტის ვალდებულებებზე, დავების გადაწყვეტის გზებსა და მექანიზმებზე. ახალი პროექტი ასევე ხელს შეუწყობს საგადახდო ბარათების ბაზარზე ინოვაციების განვითარებას. განახლებული დებულების მიღება და ამოქმედება 2019 წელს იგეგმება. RTGS სისტემაში განხორციელებული ოპერაციების სტატისტიკა დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების (RTGS) მოქმედი სისტემა, რომლის ოპერატორი საქართველოს ეროვნული ბანკია, 2010 წლის დეკემბერში დაინერგა. 2018 წელს RTGS სისტემის მონაწილეები იყვნენ საქართველოში ლიცენზირებული 16 კომერციული ბანკი, საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური. 2018 წელს RTGS სისტემით გადახდის 24.6 მილიონი ოპერაცია განხორციელდა, თანხობრივად 186.4 მილიარდი ლარით, რაც წინა წლის მაჩვენებლებს, შესაბამისად, 12.4 და 21.3 პროცენტით აღემატება. საყურადღებოა, რომ 2017 წელსაც დაფიქსირდა RTGS სისტემით დამუშავებული ოპერაციების თანხობრივი მაჩვენებლების მსგავსი მაღალი ზრდა62, რაც განპირობებული იყო ეროვნულ ბანკსა და კომერციულ ბანკებს შორის გადარიცხვების თანხის მატებით. ამის საპირისპიროდ, 2018 წელს RTGS სისტემით განხორციელებული ოპერაციების თანხობრივი მაჩვენებლების ზრდის ძირითადი მიზეზი იყო, ერთი მხრივ, ბანკთაშორისი გადარიცხვების (17 პროცენტიანი მატება 2017 წლის მონაცემებთან შედარებით), ხოლო, მეორე მხრივ, კომერციულ ბანკებსა და ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს შორის (43 პროცენტიანი მატება 2017 წლის მონაცემებთან შედარებით) გადარიცხვების თანხის ბრუნვის ზრდა. თავის მხრივ, RTGS სისტემით გახორციელებული ბანკთაშორისი გადახდების თანხობრივი მაჩვენებლის ზრდა მნიშვნელოვანწილად 61 ექვაირერი - ბანკი, რომელიც ემსახურება სავაჭრო ობიექტებს პოს-ტემინალებით გადახდების უზრუნველსაყოფად. 62 2017 წელს RTGS სისტემის გადარიცხვების თანხობრივი მაჩვენებლები 2016 წლის მონაცემებთან შედარებით გაიზარდა 18.7 პროცენტით. 172 განპირობებული იყო კლიენტის მიერ განხორციელებული გადახდების ბრუნვის ზრდით (20 პროცენტიანი მატება 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით). RTGS სისტემით განხორციელებული გადახდების თანხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების დინამიკა იხილეთ ქვემოთ წარმოდგენილ დიაგრამა N 9.1 და დიაგრამა N 9.2-ზე. დიაგრამა N 9.1 RTGS ოპერაციების დინამიკა (2002-2018 წწ.) თანხა (მლრდ ლარი) მლნ ოპერაცია 200 30 180 25 160 140 20 120 100 15 80 10 60 40 5 20 0 2002 2003 2004 2005 2006 2007 2008 2009 2010 2011 2012 2013 2014 2015 2016 2017 2018 თანხა რაოდენობა წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი დიაგრამა N 9.2 RTGS ოპერაციები (2018 წ.) ათასი ოპერაცია თანხა (მლრდ ლარი) 25 3 000 2 500 20 2 000 15 1 500 10 1 000 5 500 0 - თანხა წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი რაოდენობა 173 დიაგრამა N 9.3 RTGS ოპერაციების თანხა მონაწილეების მიხედვით (2011-2018 წწ.) წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი დიაგრამა N 9.4 RTGS ოპერაციების რაოდენობა მონაწილეების მიხედვით (2011-2018 წწ.) წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი RTGS სისტემა მაღალი ეფექტიანობით ახორციელებს სისტემის შიგნით გადახდების (ტრანსფერ-ორდერების) დამუშავებას. 2018 წლის განმავლობაში სისტემის მიერ ერთი ტრანსფერ-ორდერის დამუშავების საშუალო დრო63 2011 წელთან შედარებით 83 პროცენტით გაიზარდა და 0.064 წამს მიაღწია, რაც, საშუალოდ, წამში 15.6 ტრანზაქციას შეადგენს. საყურადღებოა, რომ სულ სისტემის მიერ დამუშავებული ტრანსფერ ორდერების რაოდენობა იმავე პერიოდში 139 პროცენტით გაიზარდა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ერთი საათის განმავლობაში დამუშავებული ტრანსფერ-ორდერების მაქსიმალური რაოდენობა 69 ათას ტრანზაქციას შეადგენდა, რომლის დამუშავების სიჩქარე იყო 27.8 63 საშუალო სიდიდის ანგარიშისას გათვალისწინებულია მხოლოდ ის ტრანზაქციები, რომელთა შესრულებისას მონაწილეს RTGS სისტემაში ჰქონდა საკმარისი ფულადი სახსრები და შესაბამისად ტრანსფერ-ორდერი არ ჩამდგარა რიგში. 174 ტრანზაქცია წამში, რაც 40 პროცენტით უფრო მეტია 2011 წლის შესაბამისი მაჩვენებელზე და 2017 წლის მაჩვენებელს64 მცირედით აღემატება. 2018 წლის მონაცემებით სამი უმსხვილესი კომერციული ბანკის მიერ განხორციელებული ბანკთაშორისი ტრანზაქციების წილი სულ განხორციელებულ ბანკთაშორის ტრანზაქციებში (ეროვნული ბანკის ოპერაციების გამოკლებით) 66.9 პროცენტს შეადგენდა, რაც 6 პროცენტული პუნქტით მეტია 2017 წლის შესაბამისი მაჩვენებელზე. ბანკთაშორისი გადარიცხვების კონცენტრაცია 2012-2016 წლებში უმნიშვნელოდ შეიცვალა, ხოლო ბოლო ორი წლის განმავლობაში კი შესამჩნევად გაიზარდა, რაც, სავარაუდოდ, განპირობებულია ბოლო წლებში სისტემის მონაწილე ერთ-ერთი მსხვილი კომერციული ბანკის მიერ ბაზრის მეორე მსხვილი მონაწილის შეძენით. RTGS სისტემაში კომერციული ბანკების კლიენტების დავალებების უფრო მოქნილად დამუშავების მიზნით, 2018 წლის 17 სექტემბრიდან სისტემის საოპერაციო დრო ერთი საათით გახანგრძლივდა. ამ ცვლილებით კომერციულ ბანკებს საშუალება აქვთ მომხმარებლებისგან 18 საათამდე მიღებული დავალებები იმავე დღეს შეესრულონ. გადახდის ელექტრონული საშუალებები 2018 წლის განმავლობაში, 2017 წლის მსგავსად, გადახდის ელექტრონული საშუალებების საგადახდო ბარათებით განხორციელებული ოპერაციების რაოდენობის წილი მთლიან უნაღდო გადახდებში განუხრელად იზრდებოდა და 2018 წელს მისმა მაჩვენებელმა 79.4 პროცენტს მიაღწია, რაც 5.5 პროცენტული პუნქტით მეტია 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში საგადახდო ბარათი ჩამოყალიბდა როგორც ყველაზე ხშირად გამოყენებადი და მნიშვნელოვანი საცალო საგადახდო ინსტრუმენტი. მომხმარებლის მიერ გამოყენებული გადახდის საშუალებების მხრივ ასევე მნიშნელოვანია ინტერნეტ-ბანკით და მობილური ბანკით განხორციელებული გადახდები. ამასთან, საყურადღებოა, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა მობილური ბანკის გამოყენება, კერძოდ, 2017 და 2018 წლებში მისი მეშვეობით განხორციელებული გადახდების რაოდენობა წინა წლების მაჩვენებლებთან შედარებით, შესაბამისად, 125 და 149 პროცენტით გაიზარდა მაშინ, როცა იმავე პერიოდში ინტერნეტბანკით განხორციელებული გადახდების რაოდენობა თითქმის არ შეცვლილა65. 2018 წლის მონაცემებით ინტერნეტ-ბანკით გადახდების რაოდენობის წილი, წინა წელთან შედარებით, მთლიანად უნაღდო გადახდების რაოდენობაში 4.6 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 11.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო მობილური ბანკით განხორციელებული გადახდების რაოდენობის წილი 1.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 3.5 პროცენტი შეადგინა. მიუხედავად ამისა, ინტერნეტ-ბანკი, საგადახდო ბარათების შემდეგ, მომხმარებლის მიერ გადახდის განხორციელების ყველაზე ხშირად გამოყენებულ საშუალებად რჩება. საგადახდო ბარათები რაოდენობრივი მაჩვენებლებით უნაღდო გადახდების ბაზრის უდავო ლიდერია, თუმცა, თანხობრივი მაჩვენებლების მხრივ ეს საშუალება შედარებით 64 2017 წელს ერთი საათის განმავლობაში დამუშავებული ტრანსფერ-ორდერების მაქსიმალური რაოდენობა შეადგენდა 71 ათას ტრანზაქციას, ხოლო მათი დამუშავების საშუალო სიჩქარე - 25.9 ტრანზაქციას წამში. 65 2017 წელს ინტერნეტ-ბანკით განხორციელებული გადახდების რაოდენობა 2016 წელთან შედარებით გაიზარდა 0.4 პროცენტით, ხოლო 2018 წელს შემცირდა 3 პროცენტით. 175 უმნიშვნელო როლს თამაშობს. კერძოდ, მისი წილი მთლიანად უნაღდო გადახდების თანხაში 2018 წელს 4.4 პროცენტს შეადგენდა, ხოლო ინტერნეტ-ბანკისა და კლიენტის მიერ უშუალოდ კომერციული ბანკის სერვის-ცენტრიდან ინიცირებული საკრედიტო საგადახდო დავალებების თანხის წილმა მთლიან უნაღდო გადახდების თანხობრივ მაჩვენებლებში, შესაბამისად, 69.2 და 23 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება მობილური ბანკის მეშვეობით განხორციელებულ გადახდებს, მისი წილი უნაღდო გადახდების საერთო თანხაში 1.8 პროცენტს შეადგენდა. უნაღდო გადახდების ბაზრის თანხობრივი მაჩვენებლების ამგვარ განაწილებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ის ფაქტი, რომ საგადახდო ბარათით, როგორც საცალო საგადახდო ინსტრუმენტით, განხორციელებული ერთი გადახდის საშუალო თანხა 30-35 ლარის ფარგლებში მერყეობს მაშინ, როცა ინტერნეტ-ბანკინგისა და კლიენტის მიერ უშუალოდ კომერციული ბანკის სერვის-ცენტრიდან ინიცირებული საკრედიტო საგადახდო დავალებების საშუალო თანხა 2018 წელს, შესაბამისად, 3 600 და 2 600 ლარს შეადგენდა. უნაღდო გადახდების სტატისტიკური მონაცემები მათი ინიცირების საშუალებების ჭრილში ნაჩვენებია დიაგრამა N 9.5-ზე და დიაგრამა N 9.6-ზე. დიაგრამა N 9.5 გადახდის საშუალებების გამოყენება 2012-2018 წლებში წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი 176 დიაგრამა N 9.6 უნაღდო გადახდების განაწილება საგადახდო დავალების ინიცირების საშუალებების მიხედვით (2018 წელი) წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი საგადახდო ბარათები საგადახდო ბარათებით გადახდების ზრდის ერთ-ერთ ფაქტორი ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში საგადახდო ბარათების ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვნად განვითარებაა. გარდა კომერციული ბანკებისა, ლოკალური ელექტრონული ფულის ბარათების გამოშვება საგადახდო მომსახურების პროვაიდერებმაც დაიწყეს, ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კი საკრედიტო ბარათებს უშვებს. 2018 წლის ბოლოს კომერციული ბანკების მიერ გამოშვებული ბარათების რაოდენობამ 7.4 მილიონს მიაღწია. ერთ სულ მოსახლეზე გამოშვებული ბარათების რაოდენობა წინა წელთან შედარებით შემცირდა, რაც ბანკების მიერ არააქტიური ბარათების გაუქმებით იყო გამოწვეული. ისევე როგორც წინა წლებში, 2018 წელსაც კომერციული ბანკების მიერ გამოშვებულ საგადახდო ბარათებში უდიდესი წილი აქვს საერთაშორისო - ვიზის, მასტერქარდის, იუნიონ ფეის და ამერიკან ექსპრესის ბრენდის ბარათებს. ჯამურად მათი წილი საქართველოში გამოშვებულ საბანკო ბარათებში 91 პროცენტია. ბოლო სამი წლის განმავლობაში გამოშვებულ ბარათებში სულ უფრო იზრდება მასტერქარდის ბარათების წილი და მან 2018 წლის ბოლოს 56 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზა ბარათების წილი 26 პროცენტია. ნელ-ნელა იზრდება იუნიონ ფეის ბარათების წილი (8 პროცენტი), ხოლო ლოკალური ბარათების წილი წინა წელთან შედარებით 8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 9 პროცენტი შეადგინა. 177 დიაგრამა N 9.7 გამოშვებული ბარათები საგადახდო სისტემების მიხედვით 120% 100% 6% 3% 7% 80% 10% 15% 3% 11% 20% 0% 2% 21% 19% 17% 4% 1% 6% 1% 7% 1% 9% 8% 1% 34% 84% Lcal UPI 25% 60% 40% 23% 41% 47% 56% AmEx MC 76% VISA 65% 50% 20% 40% 34% 27% 26% 2017 2018 0% 2011 2012 2013 2014 2015 2016 წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი აღსანიშნავია, რომ საგადახდო ბარათების რაოდენობის ზრდა ძირითადად გამოწვეულია სადებეტო ბარათების ზრდით. საკრედიტო ბარათების წილი კი 2018 წლის განმავლობაშიც 10-11 პროცენტიან მაჩვენებელს ინარჩუნებდა. მნიშვნელოვანი პროგრესი შეიმჩნევა დაცვის მეტი საშუალების მქონე საგადახდო ბარათების გამოშვების მხრივ. კომერციული ბანკები მათ მიერ გამოშვებულ მაგნიტურზოლიან ბარათებს თანდათან ანაცვლებენ ჩიპიანი ბარათებით, რაც მათი გამოყენებისას უფრო მაღალ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. 2018 წლის ბოლოს მონაცემებით საქართველოში გამოშვებული ბარათების 65 პროცენტი ჩიპიანია, ხოლო გამოშვებული ჩიპიანი ბარათების 96 პროცენტი უკონტაქტო ბარათებია. უკონტაქტო ბარათი ამცირებს საბარათე ოპერაციის დროს და გადახდის განხორციელებას ბარათის მომხმარებლისთვის უფრო კომფორტულს ხდის. ბანკები თავიანთ კლიენტებს სთავაზობენ მობილურ აპლიკაციაში ინტეგრირებულ საბანკო ბარათებს, რომლის საშუალებით გადახდა სავაჭრო ობიექტში ხორციელდება მარტივად, NFC66 ტექნოლოგიის გამოყენებით. ასევე პოპულარობით სარგებლობს ბარათის ფუნქციის მატარებელი სტიკერები, რომლითაც უკონტაქტო გადახდები ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ უკონტაქტო გადახდების კუთხით, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერია. 2018 წლის მაჩვენებლებით, საქართველოში გამოშვებული ვიზა და მასტერქარდის ბარათებით შესრულებული უკონტაქტო გადახდების წილი სულ ამ ბარათებით სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში შესრულებულ გადახდებში, ბარათის ტიპის მიხედვით, 80-დან 90 პროცენტამდე მერყეობს. 2018 წელი მნიშვნელოვანი იყო ბარათებით გადახდების ზრდის კუთხითაც. 2017 წელთან შედარებით სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ბარათით გადახდების რაოდენობა 54 66 NFC (Near-field communication) არის უკაბელო ტექნოლოგია, რომელიც შესაძლებელს ხდის კომუნიკაციის დამყარებას ორ ელექტრონულ მოწყობილობას შორის მათი ერთმანეთთან დაახლოებით. აღნიშნული ტექნოლოგია გამოიყენება საგადახდო სისტემებში უკონტაქტო გადახდებისას. 178 პროცენტით, ხოლო თანხობრივად 57 პროცენტით გაიზარდა მაშინ, როდესაც ნაღდი ფულის გატანის ოპერაციები იმავე პერიოდში რაოდენობრივად მხოლოდ 12 პროცენტით და თანხობრივად 15 პროცენტით გაიზარდა. თუმცა, ბარათით გადახდების თანხის წილი, სულ საბარათე ოპერაციების თანხასთან მიმართებაში, მაინც დაბალია და 29 პროცენტს შეადგენს. ეს მაჩვენებელი 6 პროცენტული პუნქტით მეტია 2017 წლის შესაბამის მაჩვენებლზე. ქართული საგადახდო ბარათებით შესრულებული ოპერაციების დინამიკა წლების მიხედვით ნაჩვენებია დიაგრამა N 9.8-ზე. 2011 წლის შემდეგ საგადახდო ბარათების გამოყენების ზრდის ერთ-ერთი მიზეზად შესაძლოა უკონტაქტო ბარათებისა და „სტიკერების“ რაოდენობის მატება ჩავთვალოთ, რადგან უკონტაქტო გადახდების სიმარტივისა და საიმედობის გამო მომხმარებლები სულ უფრო ხშირად იყენებენ ბარათებს სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში გადახდების განხორციელებისათვის. დიაგრამა N 9.8 საგადახდო ბარათებით შესრულებული ოპერაციების დინამიკა წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი თანდათანობით ვითარდება ბარათების მიმღები მოწყობილობების ინფრასტრუქტურაც. გარდა ბანკომატებისა და პოს-ტერმინალებისა, ბარათებით გადახდა შესაძლებელია თვითმომსახურების კიოსკებითაც. 2018 წლის ბოლოსთვის საქართველოში ფუნქციონირებდა 2,323 ბანკომატი, 38,444 გადახდის პოს-ტერმინალი და 2,565 კიოსკი ბარათით გადახდის ფუნქციით. საგადახდო მომსახურების პროვაიდერები რეგულირება 2018 დასაწყისში საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრირებული იყო 38 საგადახდო მომსახურების პროვაიდერი. 2018 წლის განმავლობაში დარეგისტრირდა 11 ახალი პროვაიდერი, ხოლო რეგისტრაცია 21 პროვაიდერს გაუუქმდა. მათ შორის 9 პროვაიდერის რეგისტრაციის გაუქმება გამოწვეული იყო ეროვნული ბანკის შემმოწმებლების მიერ 179 ადგილზე შემოწმების შედეგებით. 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრირებულია 28 საგადახდო მომსახურების პროვაიდერი. 2018 წლის განმავლობაში გაგრძელდა პროვაიდერების ადგილზე შემოწმების 2017 წელს დანერგილი პრაქტიკა. სულ 2018 წლის განმავლობაში 10 საგადახდო მომსახურების პროვაიდერის შემოწმება განხორციელდა. გამოვლენილი ხარვეზების და დარღვევების სიმძიმიდან გამომდინარე 9 პროვაიდერს გაუუქმდა რეგისტრაცია, ხოლო ერთ-ერთ მათგანს მიეცა რეკომენდაციები და განესაზღვრა გონივრული ვადა გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად. საგადახდო პროვაიდერების ადგილზე ინსპექტირებისას გამოვლინდა კანონმდებლობის დარღვევების ისეთი შემთხვევები, როგორიცაა რეგისტრაციის დროს წარმოდგენილი საგადახდო მომსახურების სქემისგან განსხვავებული სქემით მუშაობა, მომხმარებლის ფულადი სახსრების აღრიცხვისა და შენახვის მიმართ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა, სათაო ოფისის მიმართ განსაზღვრული მოთხოვნების შეუსრულებლობა (რაც შინაარსობრივად ფაქტობრივი სათავო ოფისის საქართველოში არქონაში გამოიხატებოდა) და სხვა. საგადახდო ბაზრის სტაბილური ფუნქციონირებისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დამკვიდრების მიზნით, მომავალშიც იგეგმება როგორც სრულყოფილი, ასევე თემატური შემოწმებები. გადახდები არაელექტრონული ფულით 2018 წელს საგადახდო მომსახურების პროვაიდერების მიერ შესრულდა 5.4 მილიარდი ლარის 248.9 მილიონი ოპერაცია. გადახდის განსახორციელებლად ყველაზე ხშირად გამოყენებული იყო თვითმომსახურების კიოსკები, რომლითაც შესაძლებელია ნაღდი ფულით ელექტრონული გადახდის ინიცირება. კიოსკების მეშვეობით შესრულდა გადახდების რაოდენობის 73.5 პროცენტი და თანხის 59.6 პროცენტი. კიოსკით მიღებული გადახდების აბსოლუტური უმრავლესობა განხორციელდა ნაღდი ფულის გამოყენებით, ხოლო საგადახდო ბარათის გამოყენების წილი კიოსკით მიღებულ გადახდებში რაოდენობრივად 0.7 პროცენტს, ხოლო თანხობრივად 0.1 პროცენტს შეადგენს. საყურადღებოა, რომ გადახდების თანხის 12.6 პროცენტს, ხოლო რაოდენობის 13.2 პროცენტს პროვაიდერების სერვის-ცენტრებში შესრულებული გადახდები შეადგენს. გადახდების ინიცირების გავრცელებულ საშუალებას ასევე საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ვერ-გვერდი წარმოადგენს. მისი მეშვეობით ინიცირებული იქნა 169.5 მილიონი ლარის მოცულობის 4.5 მილიონი გადახდა, რაც სულ განხორციელებული გადახდების, შესაბამისად, 3.1 და 1.8 პროცენტს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ვებ-გვერდით ინიცირებული გადახდებისთვის მიღებული თანხის 94 პროცენტი და რაოდენობის 95 პროცენტი საგადახდო ბარათის გამოყენებით იყო განხორციელებული. პროვაიდერების მიერ შესრულებული გადახდების რაოდენობის 34 პროცენტი და თანხის 31 პროცენტი აგენტების გამოყენებით განხორციელდა. გადახდები ელექტრონული ფულით ელექტრონული ფულით განხორციელებული გადახდების ბაზარზე წინა წლების მსგავსად, 2018 წელსაც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს წინასწარი გადახდის სატრანსპორტო ბარათებს. მათი გამოყენებით განხორციელებული ერთი გადახდის 180 საშუალო თანხა 0.37 ლარს შეადგენს, რაც რადიკალურად განსხვავდება სხვა ელექტრონული ფულით განხორციელებული გადახდებისაგან. საყურადღებოა, რომ სატრანსპორტო ბარათები აქტიურად გამოიყენება საქალაქო საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის ღირებულების გადასახდელად, რის გამოც მათი მეშვეობით განხორციელებული გადახდების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება სხვა ელექტრონული ფულით განხორციელებულ გადახდებს და სულ ელექტრონული ფულით განხორციელებული გადახდების რაოდენობის 99.4 პროცენტს, ხოლო თანხის 33.4 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული სპეციფიკის გათვალისწინებით, შემდგომში ელექტრონული ფულით გადახდების ბაზრის მაჩვენებლები მოცემულია სატრანსპორტო ბარათების გათვალისწინების გარეშე. 2018 წელს პროვაიდერების მიერ განხორციელდა 116 მილიონი ლარის მოცულობის 834 ათასი ელექტრონული ფულის გადახდა67. აღნიშნული გადახდების რაოდენობის 70 და თანხის 62 პროცენტი მოდის ელექტრონული ფულის გამომშვები პროვაიდერის ვებგვერდიდან. ელექტრონული ფულით გადახდების მნიშვნელოვანი ნაწილი (თანხის 17 პროცენტი და რაოდენობის 22 პროცენტი) ინიცირებული იყო მობილური ტელეფონის/პლანშეტის აპლიკაციის გამოყენებით. 2018 წელს ელექტრონული ფულით გადახდების განაწილება ინიცირების საშუალებების მიხედვით იხ. დიაგრამა N 9.9-ზე. დიაგრამა N 9.9 ელექტრონული ფულით გადახდები (2018 წ.) რაოდენობა თანხა 0.2% 5.7% 0.0% 15.1% 17.2% 61.7% მობილური ტელეფონის/პლანშეტის აპლიკაციით საკუთარი ვებ-გვერდიდან სხვა პროვაიდერის ვებ– გვერდიდან 0.0% 6.3% 1.7% 0.1% 22.2% 69.7% მიმღების ვებ–გვერდი წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი 2018 წლის 31 დეკემბრისათვის საგადახდო მომსახურების პროვაიდერების მიერ გახსნილი იყო 5.3 მილიონი ელექტრონული საფულე, სადაც განთავსებული იყო 2.1 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების შესაბამისი ფულადი სახსრები. აღნიშნული საფულეებიდან 2018 წლის დეკემბერში აქტიური იყო 128.9 ათასი საფულე. 2018 წლის 31 67 წარმოდგენილ სტატისტიკაში გათვალისიწინებული არ არის წინასწარი გადახდის სატრანსპორტო ბარათებით შესრულებული ოპერაციები, რადგან აღნიშნული გადახდების სპეციფიკიდან გამომდინარე მათი რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება ყველა სხვა ელექტრონული ფულით განხორციელებულ გადახდებს. არც შემდგომში მოცემული მონაცემები შეიცავს სატრანსპორტო ბარათებით გადახდების შესახებ ინფორმაციას. 181 დეკემბრისათვის საგადახდო მომსახურების პროვაიდერების ელექტრონულ საფულეებში არსებული ელექტრონული ფულის ნომინალური ღირებულების განაწილება ვალუტების მიხედვით მოცემულია დიაგრამა N 9.10-ზე. დიაგრამა N 9.10 2018 წლის 31 დეკემბრისთვის ელექტრონულ საფულეებში არსებული ფულადი სახსრები ვალუტების მიხედვით 1% 20% 0% აშშ დოლარი ევრო რუსული რუბლი 79% ქართული ლარი წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე სამუშაოები საგადახდო მომსახურების სფეროს სამართლებრივი რეგულირების სრულყოფის მიზნით, 2018 წელს გაგრძელდა მუშაობა ევროკავშირის შესაბამის დირექტივებთან და რეგულაციებთან დაახლოების მიმართულებით, რაც ასევე ხელს შეუწყობს საგადახდო ბაზრის განვითარებას, მომხმარებლების ნდობის ზრდას საგადახდო მომსახურების სფეროსადმი, აგრეთვე ახალი ტიპის პროვაიდერების, მათ შორის, ფინტეკის განვითარებას. გარდა ამისა, მიმდინარეობს ღია ბანკინგის (open banking) პრინციპების დამკვიდრებაზე მუშაობა, რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს მიიღოს უფრო მოქნილი საგადახდო მომსახურება გამოყენებითი პროგრამირების ინტერფეისის (API) საშუალებით, მიიღოს აგრეგირებული ფინანსური ინფორმაცია სხვადასხვა კომერციულ ბანკში არსებული მისი ანგარიშებიდან, მოახდინოს საგადახდო დავალების ინიცირება ფინტეკის კომპანიების მეშვეობით და სხვა. საცალო გადახდების ბაზრის განვითარების მიზნით, 2018 წელს დაიწყო მუშაობა სწრაფი გადახდის სისტემის დანერგვაზე. მისი მეშვეობით 24/7 რეჟიმში იქნება შესაძლებელი გადამხდელის ანგარიშიდან მიმღების ანგარიშზე ფულადი სახსრების გადარიცხვის შესრულება გადახდის ოპერაციის ინიცირებიდან რამდენიმე წამის განმავლობაში. აღნიშნული სისტემის დანერგვით შეიქმნება საიმედო ფინანსური ბაზრის ინფრასტრუქტურა, რომლის უპირატესობებით სარგებლობა საგადახდო მომსახურების სფეროს ყველა მონაწილეს შეეძლება. 182 10 საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება საქართველოს ეროვნულ ბანკში მაღალ დონეზეა განვითარებული ანალიტიკური და კვლევითი საქმიანობა. შესაბამისად, ინფორმაცია და საინფორმაციო ტექნოლოგიები, რომლის საშუალებითაც ხდება აღნიშნული ინფორმაციის მხარდაჭერა, წარმოადგენს ერთერთ ყველაზე ღირებულ აქტივს. საქართველოს ეროვნული ბანკი აღიარებს, რომ თანამედროვე საბანკო საქმიანობა დიდად არის დამოკიდებული საინფორმაციო ტექნოლოგიებზე და ეს დამოკიდებულება კიდევ უფრო იზრდება. ამასთან, ბანკს გათვითცნობიერებული აქვს და მართავს ყველა იმ რისკს, რომელიც დაკავშირებულია საინფორმაციო ტექნოლოგიებთან. ბანკში არსებული საინფორმაციო ტექნოლოგიები ზრდის სამუშაო პროცესის პროდუქტიულობას და ეფექტიანობას. ეროვნული ბანკი ცდილობს, იყოს მოწინავე საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვის და განვითარების კუთხით და შეიქმნას ასეთი რეპუტაცია, როგორც საკუთარი თანამშრომლების, ასევე კლიენტების და კონტრაგენტების თვალში, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ. იმისათვის, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი უზრუნველყოფილი იყოს მისი მიზნების მისაღწევად საჭირო და ადეკვატური ინფორმაციით, აუცილებელია ბანკმა განახორციელოს ინვესტიციები, მართოს და აკონტროლოს საინფორმაციო ტექნოლოგიები სტრუქტურირებული პროცესების საშუალებით, რომელიც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ეროვნული ბანკის მიერ ინფორმაციისადმი წაყენებული მოთხოვნების შესრულებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2018 წელს შემუშავდა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სამართლებრივი აქტით დამტკიცდა „საქართველოს ეროვნული ბანკის 20192023 წლების საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების სტრატეგია“. აღნიშნული დოკუმენტის შემუშავების აუცილებლობა ბანკში დაგეგმილმა რამდენიმე მსხვილმა IT ინიციატივამაც განაპირობა. საინფორმაციო ტექნოლოგიების სტრატეგია არის საერთო ბიზნეს სტრატეგიის ნაწილი და ამ უკანასკნელთან შესაბამისობაშია. იგი მოწოდებულია დაეხმაროს ეროვნულ ბანკს თავისი ფუნქციების, მიზნების და ამოცანების მიღწევაში. ის მოიცავს საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით ბანკის ხედვას და მისიას, ღირებულებებს, ორგანიზაციულ თვითშეფასებას, დაინტერესებულ მხარეთა ანალიზს, მიზნებსა და ამოცანებს. დოკუმენტი დაეხმარება ბანკს საშუალოადიან ჭრილში შეხედოს ერთიან სურათს, გააანალიზოს და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები ყველა ფაქტორის გათვალისწინებით. 2018 წელს განხორციელდა საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის სტრუქტურული რეორგანიზაცია. დეპარტამენტში ჩამოყალიბდა ახალი განყოფილებები, კერძოდ, მონაცემთა მართვის განყოფილება, კიბერუსაფრთხოების განყოფილება და აპლიკაციების ადმინისტრირების განყოფილება. მიმდინარეობს დეპარტამენტის და ახლად შექმნილი განყოფილებების კვალიფიცირებული და გამოცდილი ადამიანური კაპიტალით გაძლიერების პროცესი, რაც დაგეგმილი პროექტების წარმატების აუცილებელი წინაპირობაა. გასულ წელს დასრულდა ეროვნული ბანკის მესამე სარეზერვო სერვერული ცენტრის ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის დანერგვის სამუშაოები. აღნიშნული პროექტის ფარგლებში განხორციელდა საქართველოში ერთ-ერთი პირველი ჰიპერ-კონვერგენტული 183 სისტემის ინფრასტრუქტურის დანერგვა, რომელიც შედგება რამდენიმე სერვერული კვანძისა და პროგრამული მონაცემთა სანახისგან, ასევე შესაბამისი მხარდამჭერი ქსელური ინფრასტრუქტურისაგან. ზემოაღნიშნული სისტემა ეროვნულ ბანკს საშუალებას მიცემს დააკმაყოფილოს საკუთარ ბიზნეს უწყვეტობის გეგმაში გათვალისწინებული სცენარი, რომლის დროსაც აუცილებელი ხდება თბილისის გარეთ მდებარე მესამე სარეზერვო სერვერული ცენტრის საშუალებით ბანკის IT სერვისების მუშაობა. ამასთან, მესამე სარეზერვო სერვერულ ცენტრთან კავშირის ხარისხის და მდგრადობის გაზრდის მიზნით განხორციელდა საკომუნიკაციო არხის ე.წ. L2 კავშირზე გადაყვანა, რამაც ამავე დროს მნიშვნელოვნად გაამარტივა მართვა და შეამცირა ძირითადი სერვერული ცენტრიდან მონაცემთა რეპლიკაციის დრო. ეროვნული ბანკის ზოგიერთი ობიექტი ფიზიკური უსაფრთხოების მაღალ მოთხოვნებს საჭიროებს. აღნიშნულ ობიექტებზე აქტიურად გამოიყენება ვიდეო მონიტორინგის სისტემა, რომელსაც, თავის მხრივ, სერვერული ინფრასტრუქტურის მხარდაჭერა სჭირდება. 2018 წელს განახლდა და მნიშვნელოვნად შეიცვალა ვიდეო მონიტორინგის სისტემის ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის არქიტექტურა, დაინერგა თანამედროვე სერვერული აპარატურა და მონაცემთა სანახი. აღნიშნული პროექტის შედეგად სერვერული ინფრასტრუქტურა გახდა უფრო მარტივად სამართავი, ტექნოლოგიურად უფრო სრულყოფილი და მდგრადი, ასევე შემცირდა აპარატურის დაზიანების რისკები და გაიზარდა ოპერაციების წარმადობა. უკანასკნელ პერიოდში ეროვნული ბანკის უცხოელი პარტნიორი კომპანიები ეროვნულ ბანკთან ურთიერთობისათვის ტრადიციულ სატელეფონო კომუნიკაციასთან შედარებით უფრო მეტ უპირატესობას ანიჭებენ ე.წ. ონლაინ კოლაბორაციის საშუალებებს, კერძოდ ინტერნეტ აპლიკაციებს, რომელთა საშუალებითაც მარტივადაა შესაძლებელი დისტანციურად დაშორებულ მომხმარებელთათვის ვირტუალური ონლაინ შეხვედრების, ვებ კონფერენციებისა და ვიდეო კონფერენციების ორგანიზება. აღნიშნული, სხვა მიზეზებთან ერთად, განპირობებულია ასევე იმით, რომ ონლაინ კოლაბორაციის საშუალებით აუდიო სიგნალთან ერთად შესაძლებელია სხვადასხვა დოკუმენტაციის და პრეზენტაციის დისტანციურად გაზიარება/ჩვენება. აქედან გამომდინარე, 2018 წელს ეროვნულ ბანკში დაინერგა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო და ცნობილი კოლაბორაციის და ვიდეოკონფერენციის სისტემები, რომელთა საშუალებითაც დისტანციურად ხდება ონლაინ შეხვედრების ორგანიზება, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვნად აუმჯობესებს და ამარტივებს ურთიერთთანამშრომლობას ეროვნული ბანკის თანამშრომლებსა და სხვა მხარეებს შორის. საქართველოს ეროვნული ბანკის თანამედროვე ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან როლს კორპორატიული ქსელის დაცვის სისტემები ასრულებს. 2018 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით ეროვნულმა ბანკმა მოწინავე და თანამედროვე დაცვის სისტემის დანერგვით საკუთარი ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაინერგა ქსელზე წვდომის მართვის სისტემა, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის ბანკის კორპორატიული ქსელის უსაფრთხოებას. აღნიშნული სისტემის გამოყენებით შესაძლებელია ქსელში ჩართული კომპიუტერული მოწყობილობების კონტროლი, აუტენტიფიკაცია და 184 ავტორიზაცია. მისი დანერგვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსოფლიოში კიბერ ინციდენტების ზრდის ტრენდის გათვალისწინებით. 2018 წელს ვებ უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით დასრულდა ვებ აპლიკაციების მიწოდების და დაცვის სისტემის დანერგვა და განხორციელდა ყველა გარე სერვისის მიგრაცია ახალ სისტემაზე. აღნიშნული სისტემა უზრუნველყოფს ეროვნული ბანკის გარე სერვისების ინტერნეტში უსაფრთხო გამოქვეყნებას, დაცვას და ბალანსირებას. აღნიშნული სისტემა მნიშვნელოვნად გაზრდის ეროვნული ბანკის ვებ გვერდების და სხვა გარე სერვისების დაცულობას და მდგრადობას. გასულ წელს დასრულდა IT ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მორიგი პროექტი, რომელიც ეხება ეროვნული ბანკის თბილისში მდებარე ორივე სერვერულ ცენტრში სერვერებს შორის კავშირის მნიშვნელოვან ზრდას 10 გიგაბიტ/წამამდე. აღნიშნული პროექტის განხორციელების შემდგომ ეროვნულმა ბანკმა მიიღო რამდენიმე სარგებელი. კერძოდ: ბანკში დაგეგმილი და მიმდინარე მრავალი პროექტიდან გამომდინარე სერვერულ ინფრასტრუქტურაზე დატვირთვების ზრდას ეროვნული ბანკი სრულ მზადყოფნაში შეხვდა; შემცირდა პიკური დატვირთვებისას გამტარუნარიანობის გადავსების წარმოქმნის რისკი; ასევე შემცირდა სისტემების რეზერვირება/აღდგენის დრო და გაიზარდა სერვერების წარმადობა. როგორც ცნობილია, ეროვნული ბანკი, ისევე როგორც ნებისმიერი განვითარებული ორგანიზაცია, ბიზნეს უწყვეტობის უზრუნველსაყოფად და მონაცემთა დასაცავად იყენებს რეზერვირების სისტემას. მისი საშუალებით ბანკის ყველა ბიზნეს აპლიკაცია და სისტემები კრიტიკულობის ხარისხის მიხედვით დაყოფილია კატეგორიებად და ამ კატეგორიების მიხედვით ხდება სისტემების და მონაცემების რეზერვირება (სარეზერვო ასლების აღება) და მათი შენახვა გარკვეული დროის მანძილზე ფორმალიზებული რეზერვირების პოლიტიკის შესაბამისად. მონაცემების რეზერვირება ხდება სპეციალურ მოწყობილობაზე, რომელიც განთავსებულია ეროვნული ბანკის სამივე სერვერულ ცენტრში. 2018 წელს განახლდა ეროვნული ბანკის რეზერვირების ზემოაღნიშნული სამივე მოწყობილობა, რამაც საშუალება მოგვცა სრულად დაგვეკმაყოფილებინა რეზერვირების გაზრდილი დატვირთვები. აღნიშნული სისტემა, მონაცემების შენახვასთან ერთად, დამატებით ახორციელებს მონაცემების შეკუმშვას, რათა მოხდეს მოწყობილობაზე მინიმალური ადგილის გამოყენება; მონაცემთა დედუპლიკაციასა (მხოლოდ შეცვლილი ბლოკების შენახვა) და რეპლიკაციას (მონაცემთა გადაცემა) სხვა რეზერვირების მოწყობილობაზე. ყოველივე ამან მნიშვნელოვნად გაზარდა რეზერვირების წარმადობა და შეამცირა სარეზერვო ასლების აღების დრო. ამასთან, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ეროვნულ ბანკში საპილოტედ დაინერგა მომხმარებელთა პერსონალური კომპიუტერებიდან კრიტიკული ინფორმაციის ავტომატური სარეზერვო ასლების აღების პროცესი. 2018 წელს დაიწყო ეროვნული ბანკის სერვერული ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი მოდერნიზება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ეროვნული ბანკის ძირითად ორ სერვერულ ცენტრში დაინერგება ერთ-ერთი მოწინავე ტექნოლოგია - მზა ჰიპერკონვერგენტული გადაწყვეტილება, რომელიც ბანკს საშუალებას მიცემს IT სერვისების მიწოდება უფრო მაღალი ხარისხით, დაცულად და ეფექტურად უზრუნველყოს. მზა ჰიპერკონვერგენტული სისტემა წარმოადგენს სერვერული, ქსელური და მონაცემთა სანახის სისტემის გაერთიანებას ერთიან პლატფორმაში, რომელსაც ცენტრალიზებული 185 პროგრამული უზრუნველყოფა ე,წ, Software Defined Storage მართავს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში გამოთვლითი რესურსების დამატება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ვირტუალიზაციის სერვერული ინფრასტრუქტურის წარმადობასა და მდგრადობას. აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად 2018 წელს ბანკში ჩატარდა მნიშვნელოვანი სამუშაოები, შესწავლილ და გატესტილ იქნა სხვადასხვა გადაწყვეტილებები, რის საფუძველზეც ჩამოყალიბდა დეტალური ტექნიკური და ფუქნციონალური მოთხოვნები და წლის ბოლოს ტენდერი გამოცხადდა. 2018 წელს განხორციელდა კრიტიკული სისტემების საოპერაციო გარემოს და ვირტუალიზაციის სისტემების ვერსიების განახლება, დაოპტიმიზირდა და განახლდა სატესტო გარემო. ასევე განახლდა მონაცემთა ბაზების მართვის სერვერების ოპერაციული სისტემები და მონაცემთა ბაზების მართვის სისტემის ვერსიები. 2018 წლის ბოლოს განახლდა და გაფართოვდა ეროვნულ ბანკში არსებული ორფაქტორიანი აუტენტიფიკაციის სისტემა, რომელიც გამოიყენება ბანკის კრიტიკულ სისტემებში წვდომის კონტროლისათვის. განახლებულმა სისტემამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა და გაამარტივა სისტემის მართვის პროცესი. აღნიშნული ტექნიკური ცვლილებები გამიზნულია უსაფრთხოების გამკაცრებისათვის, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს კრიტიკულ სისტემებზე არაავტორიზირებული წვდომის რისკს. 2018 წელს განახლდა დოკუმენტების მართვის სისტემა. აღნიშნული სისტემის განახლებამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა სისტემის წარმადობა და ფუნქციონალი, გაუმჯობესდა სისტემის ინტერფეისი, რის შედეგადაც გამარტივდა პროგრამასთან მუშაობა. უკანასკნელ პერიოდში SWIFT-ის ქსელში დაფიქსირებული რამდენიმე გახმაურებული კიბერინციდენტის საპასუხოდ, SWIFT-მა მომხმარებელთა უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში შეიმუშავა SWIFT-ის მომხმარებელთა უსაფრთხოების კონტროლების ჩარჩო დოკუმენტი, სადაც აღწერილია ყველა ის ძირითადი ტექნიკური და პროცედურულორგანიზაციული კონტროლის მექანიზმები, რაც უნდა დააკმაყოფილოს SWIFT-ში ჩართულმა ფინანსურმა ორგანიზაციებმა. SWIFT-ის მოთხოვნების სრულად დასაკმაყოფილებლად, ეროვნული ბანკის ინფრასტრუქტურაში რიგი ღონისძიებები გატარდა. შედეგად 2018 წელს ეროვნულმა ბანკმა წარმატებით გაიარა ხელახალი თვითშეფასება SWIFT-ის მომხმარებელთა უსაფრთხოების კონტროლების ჩარჩო დოკუმენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის კუთხით. ამასთან 2018 წელს ეროვნულ ბანკში განახლდა SWIFT-ის ძირითადი სისტემის ვერსია. აღნიშნული განახლებით მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა საგადახდო დავალების ფორმატში, რომელიც 2018 შეტყობინების სტანდარტში აისახა. ფორმატის ცვლილება გულისხმობდა ორი ველის დამატებას, რომლის საშუალებითაც უფრო მარტივი ხდება საგადახდო დავალების კვალის მიდევნება, ანუ ნებისმიერ მომენტში მისი ადგილმდებარეობისა და სტატუსის დადგენის შესაძლებლობა. აღნიშნული ცვლილების გამო უცილებელი გახდა შესაბამისი ცვლილებები განხორციელებულიყო ძირითად საბანკო სისტემასა და რეზერვების მართვის სისტემაში. 2018 წელს დაიწყო ინციდენტების მართვის პროცესის გაუმჯობესების სამუშაოები. განახლდა ინციდენტების რეგისტრაციის პორტალი, შეიქმნა თანამშრომელთა სახელმძღვანელოსა და SLA-ს მოთხოვნის შესაბამისი ინციდენტებისა და მოთხოვნების 186 შაბლონები და შეიცვლა კატეგორიზაცია. ამავე დროს, გაუმჯობესდა მომხმარებელთა მომართვიანობის აღრიცხვის პროცესი. 187 11 საკასო-საემისიო სამუშაოების ორგანიზაცია ქვეყნის ეკონომიკისათვის ხარისხიანი ნაღდი ფულის შეუფერხებლად მიწოდების უზრუნველსაყოფად, საანგარიშო პერიოდში ეროვნული ბანკი აქტიურად მუშაობდა ფულის ნიშნების დამზადების, შემოტანის, შენახვისა და ემისიის მიმართულებით. მიმდინარეობდა მუშაობა მიმოქცევაში არსებული ბანკნოტებისა და მონეტების ხარისხის ამაღლების, საემისიო ლარის ბანკნოტების/მონეტებისა და მიმოქცევიდან ამოღებული ფულის ნიშნების დადგენილი წესით დამუშავების, ექსპერტიზის საქმიანობის გაუმჯობესების, მიმოქცევისთვის უვარგისი ლარის ბანკნოტების განადგურებისა და სამართლებრივი ბაზის დასახვეწად. 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის ოდენობამ 3,565.5 მლნ ლარი შეადგინა. მათ შორის ბანკნოტები - 3, 455.1 მლნ ლარი, ხოლო მონეტები - 110.4 მლნ ლარი (2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მიმოქცევაში ბანკნოტების ცალკეული ნომინალის ხვედრით წილს თანხებისა და რაოდენობის მიხედვით აჩვენებს დიაგრამა N 11.1). დიაგრამა N 11.1 მიმოქცევაში ბანკნოტების ხვედრითი წილები ნომინალებისა და მოდიფიკაციების მიხედვით 0.7% თ ა ნხობრივად 0.1% 0.1% 2.0% 2.6% რა ოდენობრივად 1.1% 3.8% 1.8% 3.0% 5.4% 5.6% 18.4% 6.4% 5.9% 16.3% 7.1% 12.6% 44.2% 10.5% 10.8% 4.9% 17.0% 6.3% 13.3% 1₾ 2₾ 5₾ 5 ₾-ამ 10 ₾ 20 ₾ 20 ₾-ამ 50 ₾ 50 ₾-ამ 100 ₾ 100 ₾-ამ 200 ₾ წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი 2015-2018 წლების 31 დეკემბრის მდგომარეობით მიმოქცევაში ბანკნოტების ცალკეული ნომინალისა და მონეტების ხვედრით წილს თანხების მიხედვით გვიჩვენებს 188 დიაგრამა N 11.2 მიმოქცევაში ბანკნოტების ცალკეული ნომინალისა და მონეტების ხვედრითი წილები (2015-2018 წლები) წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი დიაგრამა N 11.3 ნაღდი ფული მიმოქცევაში (2015-2018 წლები) წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი 2018 წლის განმავლობაში მიმოქცევაში ბანკნოტების თანხობრივი რაოდენობა 245.5 მლნ ლარით გაიზარდა და მიმოქცევაში არსებული ფულის მთლიან მოცულობაში მისმა ხვედრითმა წილმა 96.9 პროცენტი შეადგინა. ამ პერიოდში მოთხოვნა გაიზარდა როგორც დაბალი ნომინალის - 5 და 10 ლარის (შესაბამისად, 3.8 პროცენტი და 3.2 პროცენტი), ასევე მაღალი - 50, 100 და 200 ლარის ნომინალის ბანკნოტებზე (შესაბამისად, 10.1 პროცენტი, 7.4 189 პროცენტი და 27 პროცენტი). საპირისპიროდ, საანგარიშო პერიოდში მიმოქცევაში 20 ლარის ნომინალის ბანკნოტის თანხობრივი რაოდენობა წინა წელთან შედარებით 1.5 პროცენტით შემცირდა. მიმოქცევაში წარმატებით დამკვიდრდა ახალი მოდიფიკაციის (ამ) 5, 20, 50 და 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები. კერძოდ, საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის ახალი მოდიფიკაციის 5 ლარის ნომინალის ბანკნოტი მიმოქცევაში ამ ნომინალის ბანკნოტის 74.5 პროცენტს შეადგენდა, 20 ლარიანი - 67.8 პროცენტს, 50 ლარიანი - 68.3 პროცენტს, ხოლო 100 ლარიანი - 72.2 პროცენტს (იხ. დიაგრამა N 11.4). დიაგრამა N 11.4 5, 20, 50 და 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები მიმოქცევაში, მოდიფიკაციების მიხედვით ცალკეული ნომინალებისთვის (%). 100 ₾ ამ 72.2 100 ₾ 27.8 პროცენტი 50 ₾ ამ 68.3 50 ₾ 31.7 20 ₾ ამ 67.8 20 ₾ 32.2 5 ₾ ამ 74.5 5₾ 25.5 0.0 10.0 20.0 30.0 40.0 50.0 60.0 70.0 80.0 წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი საანგარიშო პერიოდში მიმოქცევაში 11.2 პროცენტით გაიზარდა 1 და 2 ლარის ნომინალის მონეტების თანხობრივი ოდენობა და წლის ბოლოს 72.5 მლნ ლარი შეადგინა. 2017 წელთან შედარებით, მიმოქცევაში ეროვნული ვალუტის ხურდა ფულის - თეთრის თანხობრივი რაოდენობა 11.4 პროცენტით გაიზარდა. ხურდა ფულის მიმოქცევასთან დაკავშირებით საანგარიშო პერიოდში აღსანიშნავია ის სამუშაოები, რომელიც უკავშირდებოდა ქვეყანაში ნაღდი ფორმით ანგარიშსწორების 1 თეთრის სიზუსტით განხორციელების ნაცვლად დამრგვალების მეთოდის დანერგვას. აღნიშნული პრინციპის დანერგვა პირველ რიგში განპირობებული იყო 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების დაბალი მსყიდველობითი უნარით, რომლის გამოც ვერ ხერხდება მათი შემდგომი გამოყენება და არ ხდება მათი ბრუნვა. შედეგად, ეს მონეტები მიმოქცევაში გასვლის შემდეგ ილექება. დალექვის კოეფიციენტი წლების განმავლობაში საშუალოდ 1-თეთრიანი მონეტისათვის 94.7 პროცენტს, ხოლო 2 თეთრიანი მონეტისათვის - 91.2 პროცენტს შეადგენდა. ამასთან, როგორც პრაქტიკულმა დაკვირვებამ აჩვენა, ხშირ შემთხვევაში მომხმარებლები არ იღებენ სავაჭრო და მომსახურების ობიექტების მიერ ანგარიშსწორების პროცესში ხურდის სახით დაბრუნებულ 1 და 2-თეთრიან მონეტებს. 190 გარდა იმისა, რომ აღნიშნულ მონეტებს არ გააჩნია მსყიდველობითი უნარი, მიმოქცევაში მათი ბრუნვა დამატებით გაუმართლებელ ფინანსურ ხარჯებთანაა დაკავშირებული. კერძოდ, 1 ცალი 1 თეთრის მონეტის დამზადების ხარჯი საშუალოდ - 0.021 ლარს შეადგენს, ხოლო 2 თეთრის მონეტის - 0.033 ლარს, რაც მათ ნომინალურ ღირებულებას მნიშვნელოვნად აღემატება. ასევე გასათვალისწინებელია, 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების მიმოქცევასთან (დახარისხების, შენახვის, ტრანსპორტირებისა და ა.შ.) დაკავშირებული მაღალი ხარჯები და დამუშავების ტექნიკური სირთულეები. სწორედ ზემოაღნიშნული მიზეზების გამო, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელდა ცვლილებები, რომლის საფუძველზე 2019 წლის 1 იანვრიდან საქართველოს ტერიტორიაზე ნაღდი ფორმით ანგარიშსწორება თანხის დამრგვალების პრინციპის საფუძველზე განხორციელდება. კანონით გათვალისწინებული დამრგვალების პრინციპის შესაბამისად, ფასები თითოეულ პროდუქტსა და მომსახურებაზე უცვლელი დარჩება. დამრგვალების პრინციპი გავრცელდება მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორების პროცესში, როგორც ერთეული პროდუქტის შეძენისა და მომსახურების გაწევის შემთხვევაში, ისე რამდენიმე პროდუქტის ან მომსახურების ფასების საერთო ჯამზე, თუ გადასახდელი თანხა არ მთავრდება 0-ზე ან 5ზე. ასეთ დროს გადასახდელი თანხის დამრგვალება მოხდება მეტობით ან ნაკლებობით უახლოეს 5-ის ჯერად რიცხვამდე. ამასთანავე, უნაღდო ანგარიშსწორება უცვლელად, ერთი თეთრის სიზუსტით განხორციელდება, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს ცალკეულ პროდუქტსა და მომსახურებაზე ფასების ცვლილებას. ცვლილებები შეეხო აგრეთვე 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების მიმოქცევის ვადის საკითხსაც. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების მიმოქცევაში საგადამხდელო საშუალებად გამოყენების ვადა 2020 წლის ბოლომდე განისაზღვრა. ამასთანავე, 2021 წლის 1-ლი იანვრიდან ერთი წლის განმავლობაში, აღნიშნული ნომინალის მონეტების გამოცვლა განხორციელდება საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებსა და საქართველოს ეროვნული ბანკში, ხოლო 2022 წლის 1-ლი იანვრიდან უვადოდ - მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკში. ქვეყნის ეკონომიკისთვის ნაღდი ფულის შეუფერხებელი მიწოდებისა და ეროვნული ბანკის სარეზერვო მარაგების შევსების მიზნით, საანგარიშო პერიოდში გრძელდებოდა სამუშაოები ლარის ბანკნოტებისა და მონეტების დამზადების, მათი მიმოქცევაში გაშვებისა და ასევე მათ დამზადებასთან დაკავშირებით წინა წლებში გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად. 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, საქართველოს ეროვნულ ბანკში გაიზარდა ნაღდი ეროვნული ვალუტის შემოსავლები და აღნიშნულმა თანხამ 5.0 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 8.7 პროცენტით აღემატება 2017 წლის მაჩვენებელს, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკიდან გასულმა ნაღდი ეროვნული ვალუტის თანხამ 5.2 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 6.1 პროცენტით აღემატება. გრძელდებოდა ფულის ნიშნების ექსპერტიზის სამუშაოები. კერძოდ, კომერციული ბანკებიდან, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებიდან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან, 191 სამართალდამცავი ორგანოებიდან გამოგზავნილ და ფიზიკური პირების მიერ შემოტანილ 9,030 ცალ საეჭვო ფულის ნიშანზე ჩატარდა ექსპერტიზა, რომლის შედეგებიც ქვემოთ მოცემულ ცხრილშია ნაჩვენები. ცხრილი N 11.1 2018 წელს შემოტანილი საეჭვო ფულის ნიშნების ექსპერტიზის შედეგები საეჭვო ყალბი ნამდვილი არგადახდითი ლარის ბანკნოტები 5,930 4,865 808 257 ლარის მონეტები 1,347 870 477 _ აშშ დოლარი 1,291 608 683 _ ევრო 244 198 46 _ სხვა უცხოური 218 196 22 _ 9,030 6,737 2,036 257 ვალუტა სულ წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი 2018 წელს გამოვლენილი ლარის ყალბი ბანკნოტებისა და მონეტების პროცენტული თანაფარდობა მოცემულია დიაგრამა N 11.5-ზე. დიაგრამა N 11.5 2018 წელს გამოვლენილი ლარის ყალბი ბანკნოტები და მონეტები (%) 10 ლარიანი მონეტა 0.01 1 ლარიანი მონეტა 8.2 50 თეთრი (1993წ) 200 ₾ 6.9 1.1 100 ₾ 34.7 50 ₾ 21.9 20 ₾ 16.6 10 ₾ 5.49 5₾ 5.1 წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი 2018 წელს გამოვლენილი ლარის ყალბი ბანკნოტების რაოდენობა წინა პერიოდთან (2017 წელი) შედარებით 5.5 პროცენტით, ხოლო აშშ დოლარის ყალბი ბანკნოტების რაოდენობა 3.3 192 პროცენტით შემცირდა. ამასთანავე, ევროს ყალბი ბანკნოტების რაოდენობა 5.3 პროცენტით, ხოლო სხვა უცხოური ყალბი ვალუტების რაოდენობა 5.9 პროცენტით გაიზარდა. 50 თეთრის ნომინალის ყალბი მონეტების რაოდენობა გასულ პერიოდთან შედარებით 37.9 პროცენტით, ხოლო 1 ლარის ნომინალის ყალბი მონეტების რაოდენობა 9.3-ჯერ შემცირდა (ნომინალების მიხედვით 2015 - 2018 წლებში გამოვლენილი ყალბი ლარის ბანკნოტებისა და მონეტების რაოდენობას გვიჩვენებს დიაგრამა N 11.6 და დიაგრამა N 11.7). დიაგრამა N 11.6 2015-2018 წლებში გამოვლენილი ლარის ყალბი ბანკნოტების რაოდენობა წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი დიაგრამა N 11.7 2015-2018 წლებში გამოვლენილი ლარის ყალბი მონეტების რაოდენობა წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტების ვარგისიანობის განსაზღვრისა და, ზოგადად, ნაღდ ფულთან მუშაობის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სწავლება ჩაუტარდა 133 დაინტერესებულ პირს. 193 საანგარიშო პერიოდში მიმდინარეობდა როგორც საკოლექციო დანიშნულების ფასეულობის, ისე ოქროს ზოდების და ნუმიზმატიკური ფასეულობების რეალიზაცია, კერძოდ, 2018 წლის განმავლობაში გაიყიდა სხვადასხვა სახის 212.5 ათასი ერთეული ფასეულობა, თანხით 1.8 მლნ ლარი. 2018 წელს რეალიზებული საკოლექციო, ოქროს ზოდების და ნუმიზმატიკური ფასეულობის რაოდენობა 5.3-ჯერ აღემატება 2017 წელს რეალიზებული ფასეულობის რაოდენობას, ხოლო ამავე პერიოდში მიღებული შემოსავალი გაზრდილია 53.4 პროცენტით. მათ შორის, 2018 წელს რეალიზებულია: - ყვარლის მუზეუმის მიერ 550 ერთეული, თანხით - 49 ათასი ლარი; - საკასო ცენტრის ფიზიკური პირების მომსახურების სალაროს მიერ 210 ათასი ერთეული, თანხით - 1.6 მლნ ლარი; - ინტერნეტ მაღაზიის მეშვეობით 1.9 ათასი ერთეული, თანხით - 174.7 ათასი ლარი. 2015-2018 წლებში რეალიზებული ფასეულობის დინამიკას სახეობების მიხედვით გვიჩვენებს დიაგრამა N 11.8. დიაგრამა N 11.8 2015-2018 წლებში რეალიზებული ფასეულობა 1,600.0 1,472.9 1,400.0 ათასი ლარი 1,200.0 905.4 1,000.0 800.0 749.6 671.0 600.0 347.4 400.0 200.0 - 113.9 133.4 18.5 32.9 2015 საკოლქციო ფასეულობა 277.5 2016 ოქროს ზოდები 279.5 90.5 2017 2018 ნუმიზმატიკური ფასეულობა წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმი აქტიურად სთავაზობდა საზოგადოებას საგანმანათლებლო-შემეცნებით კურსებს. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მუზეუმს 3,334 ვიზიტორი ესტუმრა. 2018 წლის განმავლობაში ფულის მუზეუმში ჩატარდა 63 საგანმანათლებლო–შემეცნებითი ტური (ექსკურსია), რომელიც მოიცავდა ქართული ნუმიზმატიკის მიმოხილვას და უშუალოდ ექსპონატების დათვალიერებას. კურსი 834 მოსწავლემ და 71 პედაგოგმა მოისმინა. ამასთან, საანგარიშო პერიოდში ფულის მუზეუმში ჩატარდა 3 ლექცია თემაზე „ქართული ფულის ისტორია, საქართველოს ეროვნული ბანკის ფუნქცია–მოვალეობები“, რომელიც 63 სტუდენტმა მოისმინა. 2018 წლის მარტში ფულის მუზეუმმა უმასპინძლა „ჩვენ ვხატავთ ფულს“ კონკურსის გამარჯვებულ მონაწილეებს. 194 2018 წლის ივნისში, „სკოლა-ბანკი“ პროექტის ფარგლებში, ფულის მუზეუმს ესტუმრა ჯგუფი მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლიდან, რომელთაც ჩაუტარდათ ლექცია თემაზე „ქართული ფულის ისტორია“. ფულის მუზეუმი ასევე ჩართული იყო ბროშურის - „ფულის ისტორია“ შექმნის სამუშაოებში. საგანმანათლებლო აქტივობებიდან ასევე აღსანიშნავია ფულის მუზეუმის მიერ ქორეოგრაფიული ფესტივალის მონაწილეთა მასპინძლობა და ლექციები გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სტუდენტებისათვის. საკოლექციო დანიშნულების მონეტები საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტისა და ქვეყნის პოპულარიზაციის მიზნით საანგარიშო პერიოდში მუშაობდა საკოლექციო დანიშნულების ფულის ნიშნების გამოშვების მიმართულებით და არაერთი წარმატებული პროექტი განახორციელა. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოუშვა სამი საკოლექციო დანიშნულების მონეტა, რომლებმაც საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა, რასაც მათი რეალიზაციის შედეგები ადასტურებს. ეროვნულმა ბანკმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების 100 წლისთავის აღსანიშნად საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის მონეტა გამოუშვა. მონეტის რეალიზაცია დაიწყო 2018 წლის პირველი თებერვლიდან. მონეტის ავერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერბი. მონეტაზე გამოსახულია შვიდი მნათობი, რომელთაც ვხვდებით მეოცე საუკუნის დასაწყისის საქართველოს სახელმწიფო გერბზე. ასევე დატანილია წარწერა „ხუთი ლარი“. რევერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ასევე, დატანილია წარწერები -„საქართველო“, „GEORGIA”, „1918“ , „2018“ და „5 ₾“. 10 ლარის ნომინალის საკოლეციო მონეტა მიეძღვნა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავს, რომლის რეალიზება დაიწყო 2018 წლის 15 მაისიდან. მონეტის ავერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს 1918-1921 წლების საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო სიმბოლოები - მოფრიალე დროშა და გერბი, მონეტაზე დატანილია წარწერები: “ 26 მაისი“, „1918“, „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა“ და „10 ₾“. რევერსი აგებულია საქართველოს მოქმედი სახელმწიფო სიმბოლოების თემაზე. ძირითადი კომპოზიციაა მოფრიალე დროშები და საქართველოს სახელმწიფო გერბი. მონეტაზე დატანილია წარწერები: „საქართველო“, „10 ლარი“, „2018” და „GEORGIA”. ზემოაღნიშნულ ორივე საკოლექციო დანიშნულების მონეტაზე ჩატარდა დიზაინის ესკიზის შესარჩევი ღია კონკურსი, შერჩეულ იქნა შესაბამისი ესკიზები, რის შემდეგაც წარიმართა პარტნიორის შერჩევის სამუშაოები და გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება პარტნიორად შერჩეულ ესპანეთის სამეფო ზარაფხანასთან. ორივე საკოლექციო მონეტის ტირაჟი სრულად ამოწურულია. 195 ქართული წიგნის თემაზე შექმნილი მესამე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის მონეტა მიეძღვნა ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსს. აღსანიშნავია, რომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი წიგნის ბაზრობაა, რომელსაც ყოველწლიურად ათიათასობით უცხოელი დამთვალიერებელი და მონაწილე ჰყავს და უამრავი საერთაშორისო ჟურნალისტის და კრიტიკოსის ყურადღების ცენტრში ექცევა. ღონისძიების ფარგლებში, ყოველწლიურად ერთ კონკრეტულ ქვეყანას საშუალება ეძლევა მთელი წლის განმავლობაში, გერმანიის სხვადასხვა ქალაქში, წარმოადგინოს მთელი თავისი ინტელექტუალური რესურსი (ლიტერატურა, თეატრი, მუსიკა, ფერწერა, კინო, ფოლკლორი, სამზარეულო და სხვ.) და 2018 წელს კი ეს შესაძლებლობა საქართველოს მიეცა. აღნიშნული მონეტების დამზადებასთან დაკავშირებით 2017 წლის 18 დეკემბერს 196 ლიეტუვას ზარაფხანასთან გაფორმდა ხელშეკრულება და მონეტების რეალიზაცია 2018 წლის 10 სექტემბერს დაიწყო. აღნიშნული საკოლექციო მონეტის ტირაჟიც სრულად ამოწურულია. 2018 წელს დაიწყო მუშაობა ასევე შემდეგი საკოლექციო მონეტების დასამზადებლად: - საქართველოს დამფუძნებელი კრების (პარლამენტი) 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის მონეტების გამოსაშვებად. - პირველი ქართული ეროვნული საფოსტო მარკის გამოშვებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის მონეტების გამოსაშვებად. ორივე საკოლექციო დანიშნულების მონეტაზე საანგარიშო პერიოდში ჩატარდა დიზაინის ესკიზის შესარჩევი ორი დამოუკიდებელი კონკურსი, შეირჩა ესკიზები, რის შემდეგაც დაიწყო პარტნიორის შერჩევის სამუშაოები მონეტების დასამზადებლად. შესაბამისად, გაფორმდა ორი დამოუკიდებელი ხელშეკრულება პარტნიორად შერჩეულ ზარაფხანასთან. - „საქართველოს სახელმწიფო ბანკის დაარსების 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის მონეტის დასამზადებლად. - რაგბის თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის მონეტის დასამზადებლად. 2018 წელს ჩატარდა კონკურსი ზემოაღნიშნული საკოლექციო დანიშნულების მონეტების ესკიზების შესარჩევად და შერჩეულ იქნა შესაბამისი ესკიზები. - დაიწყო მუშაობა საინვესტიციო დანიშნულების 10 ლარის (1/10 უნცია), 25 ლარის (1/4 უნცია), 100 ლარისა (1 უნცია) და 1000 ლარის (10 უნცია) ნომინალის ოქროს მონეტების დამზადების მიმართულებით. საანგარიშო პერიოდში გამოცხადდა ტენდერი ზემოაღნიშნული საკოლექციო და საინვესტიციო მონეტების დამზადებაზე. შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ დაამტკიცა კომისიის მიერ შერჩეული პარტინიორი და ამჟამად ხელშეკრულების გაფორმების პროცესი მიმდინარეობს. გარდა ზემოაღნიშნულისა, 2018 წლის 10 ოქტომბერს გამოცხადდა დიზაინის ესკიზის შესარჩევი კონკურსი ანბანის სერიის მონეტებისათვის, რომლის ვადაც 2019 წლის 31 იანვრის ჩათვლით განისაზღვრა. 197 12 შიდა აუდიტი და რისკების ცენტრალიზებული მართვა შიდა აუდიტი შიდა აუდიტის სამსახურის სტრატეგიის შესაბამისად, საანგარიშო წლის დასაწყისისთვის დასრულდა რისკზე დაფუძნებული აუდიტის დაგეგმვის ახალ მიდგომაზე გადასვლის კომპლექსური პროცესის ბოლო, მესამე ეტაპი, მომზადდა სახელმძღვანელო დოკუმენტი - „რისკზე დაფუძნებული შიდა აუდიტის განხორციელების მეთოდოლოგია“ და შედეგად, ეროვნული ბანკი სრულად გადავიდა რისკზე დაფუძნებული შიდა აუდიტის მიდგომაზე. ახალი მიდგომა ითვალისწინებს მეტ კონცენტრაციას ორგანიზაციული მნიშვნელობის რისკების შემცველ არეებსა და პროცესის მესაკუთრეების მიერ გამოყენებულ კონტროლებზე, რაც, თავის მხრივ, დინამიური პროცესია. შესაბამისად, საანგარიშო პერიოდში ორჯერ განახლდა „შიდა აუდიტის სამსახურის საქმიანობის დაგეგმვის მეთოდოლოგიაც“, რომელიც საფუძვლად დაედო დინამიურობის პრინციპის გამოყენებას შიდა აუდიტის სამსახურის სამუშაო გეგმის შემუშავებისას. მეთოდოლოგიაში შესული ცვლილებები შეეხო შიდა აუდიტის საქმიანობის დაგეგმვის პროცესის სრულად გადასვლას ორგანიზაციის რისკების კონსოლიდირებული რუკის მონაცემების გამოყენების პრინციპზე და მარწმუნებელი მომსახურების მოკლევადიანი (ექვსთვიანი ინტერვალებით) დინამიური გეგმის შემუშავებას. ამდენად, ახალ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით, ექვსთვიანი ინტერვალებით, ორჯერ შედგა 2018 წლის სამუშაო გეგმა, რომელიც დამტკიცდა საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოსთან არსებული აუდიტის კომიტეტის მიერ და დაინერგა წლის მანძილზე გეგმის პერიოდული გადახედვის/განახლების პრაქტიკა. ამასთან, აუდიტის სამწლიანი ციკლის მოდელის გამოყენებით, შემუშავდა სამსახურის განახლებული საშუალოვადიანი საორიენტაციო გეგმა, რომელიც ასევე დამტკიცდა აუდიტის კომიტეტის მიერ. სამუშაო გეგმის შესაბამისად, მარწმუნებელი მომსახურების ფარგლებში, შიდა აუდიტის სამსახურმა 2018 წლის მანძილზე 26 შიდა აუდიტი და მიმოხილვა ჩაატარა. ასევე, საანგარიშო წელს შიდა აუდიტის სამსახურის მიერ ორჯერ განხორციელდა ე.წ. „Follow up“ აუდიტი, რომლის შედეგად, დეტალურად გადამოწმდა სებ–ის სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის გაწეული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა, გაანალიზდა ამ მიმართულებით პროცესის მესაკუთრეთა მიერ გატარებული აქტივობები და განახლდა შესაბამისი სტატუსები. საანგარიშო პერიოდში დაიწყო შიდა აუდიტისა და რისკის მართვის პროგრამული უზრუნველყოფის ახალი ვერსიის (Version 11.1) ტესტირების პროცესი, მომწოდებელი მხარის - Morgan Kai Group-ის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით. ამასთან, აუდიტის პროცესების ავტომატიზაციის გათვალისწინებით, შემუშავდა ინსტრუქციული სახის დოკუმენტები შიდა აუდიტორებისათვის, ისეთ ძირითად აქტივობებთან მიმართებაში, როგორიცაა: სისტემიდან შეტყობინებისა და კითხვარის დაგზავნა, აუდიტის პროგრამის შექმნა, აუდიტის ანგარიშის გენერირება, რეკომენდაციების მონიტორინგი, მონიტორინგის ანგარიშის გენერირება და სხვა. შიდა აუდიტის სამსახური აგრძელებდა აქტიურ კომუნიკაციას სებ-ის საბჭოსთან არსებულ აუდიტის კომიტეტთან, როგორც საორიენტაციო და წლიური გეგმების 198 შემუშავების ჭრილში, ასევე, განხორციელებული აუდიტის შედეგებისა და გაწეული რეკომენდაციების, არსებული სიახლეებისა და სამომავლო გეგმების კუთხით. 2018 წელს, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ნიდერლანდების ცენტრალურ ბანკს შორის თანამშრომლობის ფარგლებში, ეროვნული ბანკის ორგანიზებით, ჩატარდა შიდა აუდიტის სემინარი საქართველოს სახელმწიფო უწყებებისა და კომერციული ბანკების შიდა აუდიტორებისათვის. ღონისძიება მიზნად ისახავდა შიდა აუდიტის სფეროში არსებული გამოწვევებისა და აქტუალური საკითხების განხილვას, შიდა აუდიტის პროფესიის პოპულარიზაციას და ქვეყნის მასშტაბით შიდა აუდიტის ფუნქციის გაძლიერებას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდების ცენტრალური ბანკის ექსპერტთან, რომელიც უძღვებოდა სემინარს, შედგა სამუშაო შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც ეროვნულმა ბანკმა წარადგინა პრეზენტაციები საქმიანობის არსებული პრაქტიკის, ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის, სამსახურის შემდგომი განვითარებისა და ერთ-ერთი მთავარი მიმართულების - რეალურ დროში აუდიტის (Real Time Audit) თაობაზე. არაფინანსური რისკების მართვა ეროვნული ბანკის რისკების ცენტრალიზებული მართვის ჩარჩო მოიცავს არაფინანსური რისკების, ინციდენტების და ბიზნესის უწყვეტობის მართვის სისტემებს. აღნიშნული ჩარჩო ასევე მხარდაჭერილია ბანკის შიდა პროცედურებით, რაც ცალსახად მნიშვნელოვანი შიდა კონტროლის მექანიზმია და ხელს უწყობს ინსტიტუციონალური მეხსიერების გაუმჯობესებას. რისკების ცენტრალიზებული მართვის ჩარჩოს შესაბამისად, საანგარიშო პერიოდში მუშაობა მიმდინარეობდა სებ-ის ბიზნეს-პროცესებთან დაკავშირებული არაფინანსური რისკების შეფასების, საპასუხო ღონისძიებების დაგეგმვის და მონიტორინგის მიმართულებით. ხარისხობრივ მეთოდზე დაფუძნებული რისკების შეფასების სისტემა ცხდაყოფს, რომ საანგარიშო პერიოდში არაფინანსური რისკების ნარჩენი დონე მოქცეული იყო ბანკისთვის მისაღები დონის ფარგლებში. აღნიშნული მიიღწეოდა პრევენციული, აღმოჩენითი და მაკორექტირებელი კონტროლის მექანიზმების საშუალებით. რისკების ცენტრალიზებული მართვის სისტემის გაუმჯობესების მიზნით, საანგარიშო პერიოდში შემუშავდა დოკუმენტი „ეროვნული ბანკის რისკის მისაღები დონის“ შესახებ, რომელმაც, ერთი მხრივ, მოახდინა ბანკისთვის მისაღები არაფინანსური რისკის დონის და ტოლერანტულობის ზღვარის დეკლარირება, ხოლო მეორე მხრივ კი, გააუმჯობესა ბანკის მმართველობითი რგოლის ჩართულობა აღნიშნულ პროცესში. მიმდინარე წელს გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები საოპერაციო რისკების მართვის გაუმჯობესების მიმართულებით, რაც მხარდაჭერილ იქნა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ. კერძოდ, მოხდა საოპერაციო რისკის რაოდენობრივი შეფასების მოდელის შერჩევა და არსებული საოპერაციო დანაკარგების მონაცემების ანალიზი. საოპერაციო რისკის რაოდენობრივი შეფასების დანერგვა საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს არსებული და პოტენციური საოპერაციო დანაკარგების მონეტარულ შეფასებას. აღნიშნულთან ერთად ინიცირებულ იქნა ბანკის მოდელების რისკის მართვის პროცესი, რაც მოიცავს ბანკის მოდელების შესწავლის, დოკუმენტირების და ვალიდაციის ეტაპებს. ორივე მიმართულებით გრძელდება მუშაობა მიღებული შედეგების დახვეწის და გაუმჯობესების მიზნით. 199 ბანკში რისკის კულტურის ამაღლების, საოპერაციო და რეპუტაციული რისკების მინიმიზაციის მიზნით, მიმდინარე წელს შემუშავდა „საქართველოს ეროვნული ბანკის ეთიკის კოდექსი“. აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს იმ ღირებულებების ერთობლიობას, რომლითაც ბანკი განსაზღვრავს ეთიკის, მორალის და ქცევის ნორმებს. ამ დოკუმენტით განისაზღვრება ბანკის მოლოდინები თანამშრომლების მიმართ ეთიკის ნორმების დაცვასთან მიმართებაში. საანგარიშო პერიოდში ბანკის ბიზნეს-პროცესების ოპტიმიზაციის და კონტროლის გარემოს გაუმჯობესების მიზნით, რისკების ცენტრალიზებული მართვის ჩარჩოს ფარგლებში კვლავაც მიმდინარეობდა შიდა პროცედურების შემუშავება/განახლების პროცესის მხარდაჭერა. აღნიშნულ პერიოდში, მიღწეული შედეგების და სხვა ცენტრალური ბანკების გამოცდილების გაზიარების მიზნით, ბანკი აქტიურად იყო ჩართული საოპერაციო რისკების საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის (IORWG) კვლევით საქმიანობაში. ბიზნესის უწყვეტობის მართვა საქართველოს ეროვნული ბანკი, როგორც კრიტიკული სერვისების გამწევი ორგანიზაცია, აღიარებს საკუთარი სერვისების უწყვეტობის მნიშვნელობას. შესაბამისად, მუდმივად ხდება რესურსების გამოყოფა ბიზნესის უწყვეტობის სისტემის გაუმჯობესების მხარდასაჭერად. საანგარიშო პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა საერთაშორისო ანგარიშსწორების სისტემა „სვიფტს“ ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების მინიმიზაციის და უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით. ამასთან, საანგარიშო პერიოდში გრძელდებოდა ტრენინგების, ტესტირებების ციკლური დაგეგმვა/განხორციელება და დამატებითი სცენარების შემუშავება, რაც მიმართული იყო თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლების და კრიზისული სიტუაციების მართვის კოორდინირების გაუმჯობესებისაკენ. 200 13 საზოგადოებასთან ურთიერთობა და საერთაშორისო თანამშრომლობა საზოგადოებასთან ურთიერთობა საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაცია საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. სწორედ ამ მიზნით, ეროვნული ბანკი მუდმივად ზრუნავს საკომუნიკაციო არხების გაუმჯობესებასა და განვითარებაზე. 2018 წელს, ღონისძიებების დაგეგმვისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა იმ გარემოებას, რომ საზოგადოებისთვის გასაგები ყოფილიყო ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები და მოსალოდნელი შედეგები, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკა და მისი გავლენა ეკონომიკაზე. წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უფრო მრავალფეროვანი გახადა მონეტარული პოლიტიკის კომუნიკაციის კონკრეტული აქტივობების ფორმატები. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომების რეგიონებში გამართვის ტრადიცია 2018 წელსაც გაგრძელდა. საანგარიშო პერიოდში, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომები გაიმართა ქვემო ქართლსა და სამეგრელოზემო სვანეთში. სხდომის დასრულებისთანავე, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ბანკის წარმომადგენლებთან ერთად ხვდებოდა ჟურნალისტებს და მაქსიმალურად დეტალურად უხსნიდა მათ კომიტეტის გადაწყვეტილებებს. ამასთანავე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პასუხობდა ყველა იმ შეკითხვას, რომელიც უკავშირდებოდა ზოგადად ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკას, მის ინსტრუმენტებსა თუ გადაწყვეტილებებს. პრესკონფერენციები გადაიცემოდა სოციალურ ქსელში პირდაპირი ეთერის რეჟიმით. გარდა ამისა, კობა გვენეტაძე მართავდა შეხვედრებს რეგიონის ბიზნესისა და საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან, სადაც პირადად წარადგენდა კომიტეტის გადაწყვეტილებას და ინფორმაციას მიმდინარე მაკროეკონომიკური ტენდეციების შესახებ. აღსანიშნავია, რომ გასული წლის მსგავსად, 2018 წელსაც ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის გამოქვეყნებასთან ერთად განაგრძო მოკლე ვიდეორგოლების შექმნა, რომელშიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ძირითად აქცენტებს აკეთებდა ანგარიშში გამოქვეყნებული ანალიზის მნიშვნელოვან ნაწილზე. ასევე, ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდსა და სოციალურ ქსელებში განთავსდა ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის პრეზენტაციის ჩანაწერები, რომელსაც ანალიტიკოსები, დარგის სპეციალისტები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ეროვნული ბანკი, საქმიანობის მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად და საბანკო სისტემაში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციის საზოგადოებისთვის დროულად მიწოდების მიზნით, ოპერატიულად ავრცელებდა პრესრელიზებსა და სტატისტიკურ მონაცემებს, რეგულარულად მართავდა შესაბამის თემებზე 201 პრესკონფერენციებს, კონფერენციებს, ბრიფინგებს, სემინარებს, პრეზენტაციებსა და შეხვედრებს. საზოგადოებასთან ურთიერთობა წარიმართებოდა როგორც მასობრივი ინფორმაციის, ისე კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენებით. ტარდებოდა პერიოდული შეხვედრები ბეჭდვითი და ელექტრონული მედიის წარმომადგენლებთან. ამ თვალსაზრისით, სხვა წამყვანი ქვეყნების ცენტრალური ბანკების მიერ აპრობირებული პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკი ცდილობდა ელექტრონული და ბეჭდვითი გამოცემებისა თუ მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების მეშვეობით მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გაეხადა ინფორმაცია ფულად და სავალუტო ბაზრებზე მიმდინარე ტენდენციების შესახებ, წარმოეჩინა საკუთარი ხედვა ამ საკითხებთან დაკავშირებით და აეხსნა ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღების მოტივები. საქართველოს ეროვნული ბანკი ყოველთვიურად გამოსცემდა „თვის მიმოხილვას“, ყოველკვარტალურად გამოსცემდა „მონეტარული პოლიტიკის ანგარიშს“, ანალიტიკურ ანგარიშებს „ფინანსური სექტორის ინდიკატორები“ და „მიმდინარე მაკროეკონომიკური ინდიკატორები“, ოპერატიულად აქვეყნებდა სტატისტიკურ მონაცემებს და მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის პრესრელიზებს. ამასთან, ეროვნულმა ბანკმა, 2018 წელს მოამზადა და სტამბური წესით გამოსცა „საქართველოს ეროვნული ბანკის წლიური ანგარიში, 2017“. საქართველოს ეროვნული ბანკის გამოცემათა ელექტრონული ვერსიები ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ინტერნეტ გვერდზე: https://www.nbg.gov.ge/index.php?m=308 აღსანიშნავია, რომ სოციალური მედიის მომხმარებელთა მზარდი რაოდენობის ფონზე, საქართველოს ეროვნული ბანკი მაქსიმალურად იყენებდა ახალი მედიის შესაძლებლობებს და ინოვაციური სერვისების დახმარებით ცდილობდა ორმხრივი კომუნიკაციის დამყარებას საზოგადოებასთან. საერთაშორისო თანამშრომლობა 2018 წელი მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო თანამშრომლობის თვალსაზრისითაც და საანგარიშო პერიოდში რამდენიმე მაღალი დონის საერთაშორისო შეხვედრას უმასპინძლა. საქართველოს ეროვნული ბანკი 2018 წლის ფინანსური ჩართულობის გლობალურ დაჯილდოებაზე (Global Inclusion Awards) "ქვეყნის ჯილდოს" კატეგორიაში ფინალისტად მეორედ დასახელდა. ეროვნულ ბანკთან ერთად აღნიშნულ კატეგორიაში დასახელებული იყო რუსეთის ფედერაციის ფინანსთა სამინისტრო, თუმცა რეგიონული "ქვეყნის ჯილდოს" კატეგორიაში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაიმარჯვა. 202 "ქვეყნის ჯილდოს" ნომინაციაში საქართველოს წარდგენა განაპირობა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2017 წელს მოსახლეობის, მათ შორის, ბავშვებისა და ახალგაზრდების ფინანსური განათლების მიმართულებით გადადგმულმა არაერთმა მნიშვნელოვანმა ნაბიჯმა და განხორციელებულმა პროექტმა. "ფინანსური ჩართულობის გლობალური დაჯილდოების" ცერემონიალს, რომელსაც საუდის არაბეთის დედაქალაქი ერ რიადი მასპინძლობდა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე დაესწრო. მსოფლიოს წამყვანმა ფინანსურმა გამოცემამ, Global Finance-მა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე 2018 წლის ცენტრალური ბანკების საუკეთესო მმართველთა შორის დაასახელა. საერთაშორისო ავტორიტეტული გამოცემა - Global Finance - ყოველწლიურად, მსოფლიოს მასშტაბით, ცენტრალური ბანკების მმართველთა შეფასებას ატარებს და წლიურ ანგარიშსაც (Central Banker Report Cards) აქვეყნებს, სადაც საუკეთესო ცენტრალურ ბანკირებს ავლენს. Global Finance-ის მიერ დაჯილდოება ფართოდ არის აღიარებული საერთაშორისო ფინანსურ საზოგადოებაში და დაჯილდოებული პირებისა და ბანკების მაღალ რეპუტაციასა და წარმატებულ საქმიანობაზე მიუთითებს. 2018 წლის Central Banker Report Cards-ში 90 ცენტრალური ბანკირი შეფასდა (85 ქვეყნის და 5 რეგიონული ცენტრალური ბანკის მმართველები) და მისი სრული ვერსია ოქტომბერში გამოქვეყნდა. 2018 წლის ოქტომბერში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო და მონაწილეობა მიიღო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნის საქართველოს პავილიონის გახსნაში. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ფედერიკა მოგერინის საჩუქრად გადასცა საკოლექციო ვერცხლის მონეტა, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სპეციალურად ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობისთვის გამოუშვა. 2018 წლის აპრილში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ვაშინგტონში მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ აღმასრულებელ ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ფორუმი მსოფლოს სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკის, საფინანსო და მარეგულირებელი სექტორების მმართველები მონაწილეობდენ. ღონისძიებაზე კობა გვენეტაძემ წარადგინა პრეზენტაცია - „არაკონვენციური მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლის გავლენა განვითარებადი ქვეყნების მონეტარულ პოლიტიკაზე“. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ვრცლად ისაუბრა 203 დედოლარიზაციის ღონისძიებების, მცურავი გაცვლითი კურსის შენარჩუნებისა და ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის მნიშვნელობაზე. ივნისში, საქართველოს ეროვნულ ბანკს აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტის რანგში ტაკეჰიკო ნაკაო პირველად ეწვია. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ და აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, ტაკეჰიკო ნაკაომ სამუშაო შეხვედრა გამართეს, რომელზეც განიხილეს ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობა, საბანკო სექტორში არსებული გამოწვევები და მიმოიხილეს დოლარიზაციის შედეგები და მაჩვენებლები. კობა გვენეტაძემ და ტაკეჰიკო ნაკაომ ასევე ყურადღება გამახვილეს სამომავლო თანამშრომლობაზე. ტაკეჰიკო ნაკაომ ხაზი გაუსვა აზიის განვითარების ბანკის მტკიცე და მზარდ პარტნიორობას საქართველოსთან და დაადასტურა ორგანიზაციის მისწრაფება მხარი დაუჭიროს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, როგორც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საბანკო ზედამხედველების BSCEE (Banking Supervisors from Central and Eastern Europe) ჯგუფის 2018 წლის თავმჯდომარემ, BSCEE ჯგუფის ყოველწლიურ კონფერენციას უმასპინძლა. საქართველოს ეროვნული ბანკი აღნიშნული ჯგუფის წევრი 2013 წელს გახდა და მას შემდეგ აქტიურად არის ჩართული ჯგუფის საქმიანობაში. BSCEE ჯგუფი აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის 24 ქვეყანას აერთიანებს. ჯგუფის წესების თანახმად, მისი წევრებისაგან ყოველწლიურად აირჩევა ჯგუფის თავმჯდომარე ქვეყანა. 2018 წლისათვის საქართველო ჯგუფის თავმჯდომარე ქვეყნად იქნა არჩეული და ჯგუფის თავმჯდომარის პოზიციას საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი მურთაზ კიკორია იკავებდა. თბილისში გამართული კონფერენცია ბაზელ III-ის რეფორმის დასრულებას, სტრეს-ტესტების მეთოდოლოგიას და ჭარბვალიანობის რისკების შემცირების მიზნით, გადახდისუნარიანობის ანალიზის საკითხებს მიეძღვნა. მონაწილეებს 204 საშუალება ჰქონდათ გაეზიარებინათ კონფერენციის თემატიკასთან დაკავშირებული თავიანთი პრაქტიკა და მოესმინათ წევრი ქვეყნების გამოცდილება. კონფერენციაში აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის 18 ქვეყნის ცენტრალური ბანკებისა და საფინანსო ზედამხედველობის ორგანოების 32 წარმომადგენელი მონაწილეობდა. 2018 წლის სექტემბერში, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასა (IFC) და მდგრად საბანკო ქსელთან (SBN) თანამშრომლობით, მდგრადი დაფინანსების თემაზე სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა. შეხვედრის მთავარი მიზანი მდგრადი დაფინანსების განვითარების კუთხით მიმდინარე გამოწვევების განხილვა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება იყო. ღონისძიებას ესწრებოდნენ IFC-ის ექსპერტები, SBN-ის წევრი ქვეყნებისა და რეგიონის ცენტრალური ბანკების წარმომადგენლები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ფინანსთა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების წარმომადგენლები, საფინანსო ორგანიზაციების პრეზიდენტები/აღმასრულებელი დირექტორები და სხვა დაინტერესებული მხარეები. საქართველოს ეროვნული ბანკის, მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) ორგანიზებით, 2018 წლის ოქტომბერში კორპორაციული მართვის თემაზე კონფერენცია გაიმართა. შეხვედრა მიზნად ისახავდა კორპორაციული მართვის კუთხით ცნობიერების ამაღლებას, ასევე, არსებული გამოწვევებისა და დადებითი მხარეების წარმოჩენას, რომელიც თან ახლავს კორპორაციული მართვის პრინციპების დანერგვას. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებმა, მათ შორის, მსოფლიო ბანკისა და IFC-ის ექსპერტებმა, ტილბურგისა და კარლსრუეს უნივერსიტეტის პროფესორებმა, საკრედიტო სარეიტინგო ორგანიზაციის, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა. 2019 წელს საქართველოს პირველი ცენტრალური ბანკის დაარსებიდან 100 წელი შესრულდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი. 205 14 ადამიანური რესურსების მართვა და განვითარება სტატისტიკური ინფორმაცია თანამშრომელთა რაოდენობის შესახებ 2018 წლის ბოლოს ეროვნულ ბანკში მუშაობდა 467 თანამშრომელი, რომელთაგან 338 საჯარო მოხელეს წარმოადგენს. თანამშრომელთა საშუალო ასაკი 38 წელია. თანამშრომელთა მთლიანი რაოდენობის 49.9 პროცენტს ქალები შეადგენდნენ, ხოლო 50.1 პროცენტს - მამაკაცები. სტრუქტურული რეორგანიზაცია და ოპტიმიზაცია ორგანიზაციული ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, 2018 წელს ეროვნულ ბანკში მთელი რიგი სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა. კერძოდ: ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტში შეიქმნა ორი განყოფილება: ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკის ანალიზის განყოფილება და მაკროფინანსური მოდელირებისა და ანალიზის განყოფილება. ფულის გათეთრების ინსპექტირებისა და ზედამხედველობის დეპარტამენტს დაემატა არასაბანკო ინსპექტირების განყოფილება. სპეციალიზებული ჯგუფებისა და საზედამხედველო პოლიტიკის დეპარტამენტში შეიქმნა დამატებით ორი განყოფილება: 1. ანგარიშგების სისტემის მონიტორინგისა და განვითარების განყოფილება და 2. საკრედიტო საინფორმაციო ბიუროების ზედამხედველობის განყოფილება. ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის განყოფილება გარდაიქმნა ფასიანი ქაღალდების ბაზრის დეპარტამენტად და შეიქმნა სამი განყოფილება: 1. ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის განყოფილება, 2. ფასიანი ქაღალდების ბაზრის საზედამხედველო პოლიტიკისა და მეთოდოლოგიის განყოფილება, 3. ფასიანი ქაღალდების ბაზრის სტრატეგიული განვითარების, გარე კომუნიკაციის და კვლევების განყოფილება. სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა ასევე არასაბანკო დაწესებულებების ზედამხედველობის დეპარტამენტში. კერძოდ, შეიქმნა შემდეგი განყოფილება: 1. არასაბანკო დაწესებულებების რეგისტრაციის და ლიცენზირების განყოფილება, 2. არასაბანკო დაწესებულებების ზედამხედველობის პირველი განყოფილება, 3. არასაბანკო დაწესებულებების ზედამხედველობის მეორე განყოფილება, 4. არასაბანკო დაწესებულებების ინსპექტირების განყოფილება. 2018 წელს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს დაემატა ორი განყოფილება: მონაცემთა მართვის განყოფილება და კიბერუსაფრთხოების განყოფილება. ასევე, ეროვნულ ბანკში შეიქმნა პროექტების მართვის ოფისი. უმაღლეს საგანმანთლებლო სასწავლებლებთან თანამშრომლობა ეროვნული ბანკი ყოველწლიურად აძლევს სტუდენტებს შესაძლებლობას გაეცნონ ეროვნული ბანკის საქმიანობის სპეციფიკას, გაიარონ სტაჟირება და გამოიმუშავონ პრაქტიკული უნარები, რაც მათ პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში დაეხმარება. ამ მიზნით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან გაფორმებული „ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის“ საფუძველზე აყვანილი იქნა 42 სტაჟიორი, რომელთაგან ათი დღეს ეროვნული ბანკის თანამშრომელია. გარდა ამისა, ეროვნული ბანკი შესაძლებლობას აძლევს ქართველ სტუდენტებს, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლობენ, გაიარონ საზაფხულო სტაჟირება და გაეცნონ 206 ეროვნული ბანკის საქმიანობის სპეციფიკას. აღნიშნული მიზნად ისახავს ქართველი სტუდენტებისათვის ეროვნული ბანკის მიმართ ინტერესის გაღვივებას, რათა მათ სწავლის დასრულების შემდეგ საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტონ და მიღებული ცოდნა საქართველოში გამოიყენონ. 2018 წელს სტაჟირება 6-მა სტუდენტმა გაიარა. თანამშრომელთა საქმიანობის შეფასების სისტემის დანერგვა 2018 წელს ეროვნულ ბანკში დაინერგა თანამშრომელთა საქმიანობის შეფასების სისტემა, რომლის მიზანსაც თანამშრომელთა პროდუქტიულობის გაუმჯობესება წარმოადგენს. პროექტის დაწყებამდე შესწავლილ იქნა სხვა ცენტრალური ბანკების გამოცდილება, რომლის საფუძველზეც შემუშავებულ იქნა ეროვნული ბანკის თანამშრომელთა შეფასების სისტემა. სისტემის დასანერგად ეროვნული ბანკის მენეჯერებსა და თანამშრომლებს ჩაუტარდათ რამდენიმე ეტაპიანი ტრენინგი, კერძოდ, მიზნების დასახვის, ცვლილებების მართვის, ეფექტიანი უკუკავშირის და შეფასების განხორციელების ტრენინგი. პროექტის მიმდინარეობისას უზრუნველყოფილი იქნა როგორც მაღალი და შუა რგოლის მენეჯერების, ასევე თანამშრომლების ჩართულობის მაღალი დონე ინტენსიური კომუნიკაციისა და განხილვების მეშვეობით, რამაც მნიშვნელოვანწილად განაპირობა პროექტის წარმატებულობა. შეფასების ციკლის დასრულებისას იგეგმება პროექტის შეფასება, რომლის მიხედვითაც სისტემის სამომავლო გაუმჯობესების გზები დაიგეგმება. თანამშრომელთა პროფესიული განვითარება 2018 წელს ეროვნული ბანკი აგრძელებდა თავის თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვას. თანამშრომელთა პროფესიული საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, გერმანიის ბუნდესბანკში, იტალიის ცენტრალური ბანკში, საფრანგეთის ცენტრალურ ბანკში, ნიდერლანდების ბანკში, პოლონეთის ეროვნულ ბანკში, შვეიცარიის ცენტრალურ ბანკში, ჩეხეთის ეროვნულ ბანკში, ავსტრიის ეროვნულ ბანკში, სომხეთის ცენტრალურ ბანკში, თურქეთის ცენტრალურ ბანკში, აზიის განვითარების ბანკში, ასევე მსოფლიო ბანკში, საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და სხვა ქვეყნების ცენტრალურ ბანკებში სწავლება გაიარა ეროვნული ბანკის 203 თანამშრომელმა, ხოლო საქართველოს ბაზარზე არსებულ სასწავლო დაწესებულებებში სწავლება გაიარა ეროვნული ბანკის 48 სპეციალისტმა. 2018 წელს ეროვნულ ბანკში ჩატარდა ინგლისურის ენის შემსწავლელი კურსი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ეროვნული ბანკის 51 თანამშრომელმა. ასევე ჩატარდა სასერტიფიკატო კურსი „პროექტების მართვა,“ რომელსაც დაესწრო ეროვნული ბანკის 32 თანამშრომელი და ტესტირების საფუძველზე გაიცა სერტიფიკატი. 2018 წელს ეროვნული ბანკის 66-მა მენეჯერმა მართვის აკადემიაში გაიარა ტრენინგი თემაზე „ცვლილებების მართვა.“ გარდა ზემოაღნიშნული ტრენინგებისა, ეროვნულ ბანკში სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სისტემატურად ხორციელდება პრეზენტაციები, რაც ორგანიზაციის შიგნით ცოდნის გაზიარებას უწყობს ხელს. 207 ფინანსური სექტორის თანამშრომელთა პროფესიული განვითარება ეროვნული ბანკი ასევე ხელს უწყობს საბანკო სექტორის თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებას. ამ მიზნით ლუქსემბურგის საფინანსო ტექნოლოგიების გადაცემის კვლევითი სააგენტოს ექსპერტების მიერ 2018 წელს ჩატარდა 4 სემინარი, რომელშიც მონაწილება მიიღეს როგორც ეროვნული ბანკის, ასევე კომერციული ბანკების თანამშრომლებმა, ჯამში 68 მონაწილემ. 208 15 ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზის განვითარება საქართველოს ეროვნული ბანკის იურიდიული დეპარტამენტი 2018 წელს საქმიანობას წარმართავდა „საქართველოს ეროვნული ბანკის დებულებით“ განსაზღვრული ფუნქციებისა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად. 2018 წელს აქტიურად გრძელდებოდა საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზის განვითარებისა და სრულყოფა–განახლების პროცესი. საანგარიშო პერიოდში ეროვნული ბანკის მონაწილეობით შემუშავდა და ამოქმედდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, კერძოდ კი, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით მოხდა 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების მიმოქცევიდან ამოღება და შესაბამისად, მეწარმე სუბიექტის მიერ მომხმარებელთან ნაღდი ფორმით ანგარიშსწორების პროცესში თანხის დამრგვალების პრინციპის დანერგვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შესაბამისი ცვლილება განხორციელდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომლის შესაბამისად, ნაღდი ფორმით ანგარიშსწორებისას ერთი თეთრის სიზუსტით განხორციელების პრინციპი გაუქმდა. ასევე, მიღებულ იქნა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონი, რომლის შესაბამისად, დაზუსტდა სესხის გამცემი სუბიექტის ცნება და, ამავდროულად, დამატებით განისაზღვრა სესხის გამცემი სუბიექტის ვალდებულება, დაიცვას უსაფრთხოებასთან და ფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად მიღებული მოძრავი ნივთების აღრიცხვის სპეციალური ელექტრონული პროგრამის ქონასთან და წარმოებასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი მოთხოვნები. აღსანიშნავია, რომ აქტიურად მიმდინარეობდა სამუშაო შეხვედრები და საპარლამენტო განხილვებში მონაწილეობა საქართველოს ეროვნული ბანკის საკადრო უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში. კანონპროექტის შესაბამისად, შეიქმნა სამართლებრივი საფუძველი, რომელიც საქართველოს ეროვნულ ბანკს მისცემს შესაძლებლობას „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისაგან განსხვავებულად დაარეგულიროს სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებული რიგი საკითხები, რათა კიდევ უფრო ეფექტურად და დამოუკიდებლობის მეტი გარანტიებით განახორციელოს საქართველოს კონსტიტუციითა და ორგანული კანონით მინიჭებული უფლებამოსილება. ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს საქართველოს ეროვნული ბანკის მონაწილეობა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონისა და გამომდინარე კანონების, მათ შორის, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებების შემუშავების პროცესში. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკი სსიპ საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის პრუდენციულ ზედამხედველობას ახორციელებს. განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ შემუშავდა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ცვლილების პროექტი, რომლის თანახმად, კანონის 35-ე მუხლში განისაზღვრა, რომ ლარის ბანკნოტებისა და მონეტების გაფორმებასა 209 და დიზაინს შეიმუშავებს და ამტკიცებს ეროვნული ბანკის საბჭო მის მიერვე მიღებული ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით. 2018 წლის განმავლობაში მომზადდა საქართველოს ეროვნული ბანკის 112 ნორმატიული აქტის პროექტი, რომლებიც შესაბამისობაში მოვიდა მოქმედ კანონმდებლობასთან. ასევე უზრუნველყოფილ იქნა აღნიშნული ნორმატიული აქტების ოფიციალური გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე ელექტრონული ფორმით განთავსება. მათ შორის: მიღებულ იქნა „საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 აგვისტოს N193/04 ბრძანება, რომლის მიზანია ფინანსური სტაბილურობის და საქართველოს ეროვნული ბანკის მანდატის ფარგლებში მომხმარებელთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა. აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული წესი განსაზღვრავს საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების პრინციპებს. ასევე ინფორმაციის დაცულობის/უსაფრთხოების პირობებს, რაც უზრუნველყოფს ბიუროს საქმიანობის უწყვეტობას. ასევე მიღებულ იქნა „საქართველოს ტერიტორიაზე საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზაში ინფორმაციის აღრიცხვის და ხელმისაწვდომობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 აგვისტოს N195/04 ბრძანება, რომელიც აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს საქმიანობის ზედამხედველობას, მათ შორის, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსთვის სესხის გამცემი ორგანიზაციების და ინფორმაციის მიმღებების/მიმწოდებლების მიერ საკრედიტო, არასაკრედიტო და სხვა რელევანტური ინფორმაციის მიწოდების, აღრიცხვის, ინფორმაციის დამუშავების, ხელმისაწვდომობის, პრეტენზიების განხილვის პროცედურას და საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. აუცილებელია აღინიშნოს ის ფაქტი, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბერის N217/04 ბრძანებით დამტკიცდა ,,სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესი,“ რომელიც ვრცელდება იმ პირებზე, რომელთაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ეკისრებათ საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის ვალდებულება და ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესრულება, ან აქვთ სურვილი მომავალში განახორციელონ სესხის გამცემი სუბიექტის საქმიანობა. აღნიშნული ბრძანებით დეტალურად მოწესრიგდა სესხის გამცემი სუბიექტის უფლებებთან, ვალდებულებებსა და შეზღუდვებთან დაკავშირებული საკითხები. ხოლო, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის N218/04 ბრძანებით დამტკიცდა სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი, რომელიც, შესაბამისი დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, ადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სესხის გამცემი სუბიექტების მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების საკითხებს. ასევე მიღებულ იქნა „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 24 დეკემბრის N281/04 ბრძანება, რომლის მიზანს წარმოადგენს საქართველოს ფინანსური სისტემის სტაბილური და მდგრადი 210 ფუნქციონირების უზრუნველყოფა და ჯანსაღი დაკრედიტების წახალისება. აღნიშნული რეგულირება ვრცელდება ფიზიკურ პირზე (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეზე) სესხის გამცემი ორგანიზაციების მიერ გაცემულ ყველა სახის სესხზე ან/და თავდებობაზე/უზრუნველყოფის საშუალების მიწოდებაზე. ასევე მეტად მნიშვნელოვანია, რომ გრძელდება ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებულ ასოცირების შეთანხმებაში ეროვნული ბანკის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სამართლებრივი დაახლოებისათვის აუცილებელი ზომების განხორციელება, ევროკავშირის სამართალთან საფინანსო სექტორის საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობის დაახლოების ზოგადი პრინციპებისა და მეთოდიკის შემუშავება. ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია, რომ შესწავლილ იქნა ევროკავშირის იმ სამართლებრივი აქტების მოთხოვნები, რომელთან დაახლოების ვადად ასოცირების შესახებ შეთანხმების XV-A დანართი 2018 წელს ითვალისწინებდა. ანალიზის საფუძველზე შემუშავდა ან/და მიღებულ იქნა შესაბამისი ნორმატიული აქტები, კერძოდ კი, საკრედიტო ინსტიტუტების რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ 2001 წლის 4 აპრილის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2001/24/EC დირექტივასთან დაახლოების მიზნით მიღებულ იქნა „კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 16 მარტის N46/04 ბრძანება; ფინანსურ კონგლომერატში საკრედიტო ინსტიტუტების, სადაზღვევო კომპანიებისა და საინვესტიციო კომპანიების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ 2002 წლის 16 დეკემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2002/87/EC დირექტივასთან დაახლოების მიზნით შემუშავდა „ფინანსური კონგლომერატების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ“ კანონპროექტი; ფულადი სახსრების გადარიცხვისას გადამხდელის შესახებ თანმხლები ინფორმაციის თაობაზე ევროპარლამენტისა და საბჭოს 2015 წლის 20 მაისის (EU) 2015/847 რეგულაციასთან დაახლოების მიზნით, დაინტერესებულ პირებთან ინტენსიური კონსულტაციების შემდგომ, მიღებულ იქნა „გადარიცხვის თანმხლები ინფორმაციის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდნეტის 2018 წლის 30 ნოემბრის N253/04 ბრძანება; 86/635/EEC დირექტივასთან დაახლოების მიზნით განხორციელდა კვლევა და შემუშავდა ნორმატიული აქტის პროექტიც. თუმცა, ვინაიდან კანონმდებლობით კომერციული ბანკებისათვის განსაზღვრულია IFRS-ის გამოყენების ვალდებულება, დამატებით აღარ განხორციელდა მითითებული აქტის მიღება. ეროვნული ბანკი 2018 წლის განმავლობაში აგრძელებდა აქტიურად თანამშრომლობას ევროკომისიასთან ფინანსური მომსახურების სფეროში კანონმდებლობის დაახლოების თემაზე, მათ შორის, ასოცირების შესახებ შეთანხმების დანართის განახლების მიზნით. ამასთან, 2018 წლის განმავლობაში დაიგეგმა ე.წ. „თვინინგის“ პროექტის განხორციელება. პროექტის ფარგლებში შეირჩა გამარჯვებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების აპლიკაცია, რომლებიც 2019-2021 წლების განმავლობაში ეროვნულ ბანკს დახმარებას გაუწევენ საბანკო და საგადახდო მომსახურების სფეროში ევროკავშირის სამართალთან დაახლოების მიმართულებით. 211 16 სტატისტიკური საქმიანობა 2018 წლის განმავლობაში, მომხმარებელთან კომუნიკაციის სრულყოფის მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა წარმატებით განახორციელა მონაცემთა ვიზუალიზაციისა და ანალიზის თანამედროვე პლატფორმის (Business Intelligence, ე.წ. BI) დანერგვა. BI, როგორც მოქნილი ციფრული პლატფორმა, გამოიყენება დიდი მოცულობის, სხვადასხვა ტიპისა და ფორმატის მონაცემების ვიზუალური წარმოდგენისა და ანალიზისათვის. BI-ის დანერგვით ეროვნულმა ბანკმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა წინ მომხმარებელთან კომუნიკაციის გაუმჯობესების გზაზე. თუმცა, მას წინ უძღოდა არანაკლებ მნიშვნელოვანი განაცხადი ეროვნული ბანკის სტატისტიკაში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინოვაციური სტატისტიკური ბიზნეს პროცესის - „სებსტატის“ დანერგვის თვალსაზრისით. ეს არის ფინანსური ინსტიტუტებიდან ინფორმაციის მოპოვების, ხარისხის კონტროლისა და დამუშავების ინფორმაციული სისტემა, რომლის მონაცემებზეც აიწყო BI-ის ინტერაქტიული რეპორტები. აღნიშნული, ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული Excel-ის სტატიკური ცხრილების ავტომატურად განახლებადი, ინტერაქტიული და ანალიტიკური ინფორმაციით ეტაპობრივად ჩანაცვლების შესაძლებლობას იძლევა, რაც ნაწილობრივ განხორციელდა კიდეც საანგარიშო პერიოდში. BI-ის, როგორც მძლავრი ინსტრუმენტის, პოტენციურ სარგებელს წარმოადგენს გადაწყვეტილების მიღების პროცესის დაჩქარება და ხარისხის გაუმჯობესება, შიდა საქმიანობის პროცესის ოპტიმიზირება, ოპერაციული ეფექტურობის ზრდა, ტრენდების იდენტიფიცირება და სხვა მრავალი. BI მოიცავს ინსტრუმენტების ფართო სპექტრს, აპლიკაციებს და მეთოდოლოგიას, რაც საშუალებას გვაძლევს შევაგროვოთ მონაცემები როგორც შიდა სისტემებიდან, ასევე გარე წყაროებიდან. მოვამზადოთ ისინი ანალიზისთვის, შევქმნათ რეპორტები, საინფორმაციო დაფები (დეშბორდები) და განვახორციელოთ მონაცემთა ვიზუალიზაცია, რაც განაპირობებს ანალიტიკური შედეგების ხელმისაწვდომობას გადაწყვეტილების მიმღებ პირთათვის და ასევე რიგითი თანამშრომლებისთვის, რასაც ისინი ყოველდღიურ სამუშაო პროცესში გამოიყენებენ. საანგარიშო პერიოდში საბანკო სექტორის მიერ მოწოდებულ დეტალურ მონაცემებზე დაყრდნობით და მათი აგრეგირებით შეიქმნა ინტერაქტიული რეპორტები და წარმატებით განხორციელდა BI-ის პროექტის დანერგვა. ამავდროულად, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ამ მონაპოვარის გაზიარება საბანკო სექტორისთვის წარმოადგენს ერთგვარ ეფექტურ და სასარგებლო უკუკავშირს. საანგარიშო პერიოდში სებ-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა რეპორტები სესხებსა და დეპოზიტებზე, რომელსაც პერიოდულად დაემატება ახალი ინტერაქტიული რეპორტები, მათ შორის ფულად გზავნილებსა და მონეტარულ მიმოხილვებზე. დაგეგმილია, რომ 2019 წლის განმავლობაში ეტაპობრივად ჩანაცვლდება ინტერაქტიული დეშბორდებით ის რეპორტები, რომლებიც სებ-ის ვებ-გვერდზე სტატიკური სახით, ექსელის ფორმატში არის წარმოდგენილი. აღნიშნული განახლება სებ-ის ვებ გვერდის სტატისტიკის რუბრიკის მომხმარებელს საშუალებას მისცემს მიიღოს გაცილებით მეტი ინფორმაცია, ვიდრე ეს 212 აქამდე იყო შესაძლებელი, რაც ინტერაქტიულ რეპორტებში მონაცემების დეტალიზაციით გამოიხატება. სტატისტიკური ინფორმაციული სისტემის - სებსტატის ფარგლებში, საქართველოში რეგისტრირებული მოქმედი კომერციული ბანკებიდან, სებ-ი ყოველთვიურად იღებს სტატისტიკურ ინფორმაციას, რისი გამოყენებითაც, წინასწარი დამუშავებისა და ანალიზის შემდეგ მზადდება სხვადასხვა ტიპის ანგარიშები, როგორც საჯაროდ გამოსაქვეყნებლად, ასავე შიდა გამოყენებისათვის. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის დასაწყისიდან დაიგეგმა ეროვნული ბანკის მიერ წარმოებული სტანდარტული ანგარიშების განზოგადება და ასევე განხორციელდა წინასწარი სამუშაოები ფინანსური სექტორის ფინანსური ანგარიშის მოსამზადებლად. აღნიშნული ამავდროულად წარმოადგენდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2017 წლის სექტემბრის მისიის ფარგლებში ერთ-ერთ ამოცანას და გაკეთდა მკაფიო აქცენტი თუ რა სახის ინფორმაციის მოძიება იყო საჭირო მიზნის მისაღწევად. შესაბამისად, დაისახა ამოცანა, რომ შეგროვებულიყო კომერციული ბანკებიდან სტატისტიკური ინფორმაცია არა მხოლოდ ნაშთების ჭრილში, რაც აქამდე წარმატებით ხორციელდებოდა, არამედ გამოვლინდა გარდაუვალი აუცილებლობა, მოეწოდებინათ სრულფასოვანი ინფორმაცია ნაკადების ჭრილშიც. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, კომერციული ბანკების რეპორტინგის სამსახურის თანამშრომლებთან დაიწყო ინტენსიური კომუნიკაცია. მათ დაეგზავნათ მოთხოვნების ჩამონათვალი, თუ როგორ უნდა მოემზადებინათ სებსტატში წარმოსადგენი ყოველთვიური ანგარიში განახლებულ ფორმატში. აგრეთვე, ეროვნული ბანკის თანამშრომლები მივლინებული იყვნენ კომერციულ ბანკებში იმისათვის, რომ ადგილზე დეტალურად შეესწავლათ ანგარიშის მომზადების სპეციფიკა და მიეცათ კონკრეტული მითითებები განახლებული მოთხოვნების ფარგლებში. კომერციულ ბანკებში სებსტატის რეპორტინგის სებ-ის მოთხოვნებთან შესაბამისობის გამოკვლევა 2019 წლის განმავლობაშიც არის დაგეგმილი. საანგარიშო პერიოდის დასასრულისათვის უკვე განხორციელდა მნიშვნელოვანი სამუშაოები, კერძოდ კომერციული ბანკების დიდმა ნაწილმა მიიღო შესაბამისი ტექნიკური ზომები განახლებული ანგარიშების მოსამზადებლად. ასევე, ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ ზოგიერთმა ბანკმა აღნიშნული პროექტის ფარგლებში დანერგა მონაცემთა სანახი (Data Warehouse), რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ანგარიშგების სწრაფად და ხარისხიანად მომზადებას. ფინანსური სექტორის ფინანსური ანგარიშგების მომზადების მხრივ უკვე განხორციელებულია მნიშვნელოვანი სამუშაოები და ამ ეტაპისთვის ფინანსური ანგარიში მომზადებულია ნაშთების ჭრილში. 2019 წლის მესამე კვარტალის ბოლოს დაგეგმილია შესაბამისი სტატისტიკური ინფორმაციისა და მასალების მოგროვებაც, რაც სრულფასოვანი ფინანსური ანგარიშების მომზადების საშუალებას მოგცემს როგორც ნაშთების, ასევე ნაკადების ჭრილში. 213 საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსური ანგარიშგება 2018 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისათვის 214 საქართველოს ეროვნული ბანკი სარჩევი გვერდი ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის ანგარიში 2018 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისათვის წარმოდგენილი ფინანსური ანგარიშგების მომზადებასა და დამტკიცებაზე დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა 1 2 -4 ფინანსური ანგარიშგება 2018 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისათვის: მოგება ან ზარალის და სხვა სრული შემოსავლის ანგარიშგება 5- 6 ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება 7-8 კაპიტალში ცვლილებების ანგარიშგება 9 - 10 ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგება 11 - 12 ფინანსურ ანგარიშგებასთან თანდართული შენიშვნები 13 - 84 215 216 შპს KPMG Georgia ჯი ემ თი პლაზა მე-5 სართული, თავისუფლების მოედანი N4 თბილისი, საქართველო 0105 ტელეფონი: +995 322 93 5713 ინტერნეტი: www.kpmg.ge დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დასკვნა ჩვენ მოვახდინეთ საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში „ბანკი“) ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, რომელიც მოიცავს 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებას, მითითებული თარიღისთვის დასრულებული წლისთვის მოგება ან ზარალისა და სხვა სრული შემოსავლის ანგარიშგებას, კაპიტალში ცვლილებების და ფულადი ნაკადების ანგარიშგებას, და მნიშვნელოვან სააღრიცხვო პოლიტიკებსა და სხვა ახსნაგანმარტებითი ხასიათის ინფორმაციის შემცველ შენიშვნებს. ჩვენი აზრით, თანდართული ფინანსური ანგარიშგება, ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით, სამართლიანად ასახავს ბანკის ფინანსურ მდგომარეობას 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ასევე მოცემული თარიღით დასრულებული წლისათვის მისი ფინანსური საქმიანობის შედეგებსა და ფულად ნაკადებს ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (ფასს) შესაბამისად. დასკვნის საფუძველი ჩვენ აუდიტი ჩავატარეთ აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (ასს) შესაბამისად. ხსენებული სტანდარტების საფუძველზე ჩვენი პასუხისმგებლობა აღწერილია ჩვენი დასკვნის თავში „აუდიტორთა პასუხისმგებლობა ფინანსური ანგარიშგების აუდიტზე“. „ბუღალტერთა ეთიკის სტანდარტების საერთაშორისო საბჭოს“ „პროფესიონალ ბუღალტერთა ეთიკის კოდექსის“ (IESBA კოდექსი) და ფინანსური ანგარიშგებების აუდიტთან დაკავშირებით საქართველოში არსებულ ეთიკურ მოთხოვნებთან შესაბამისად, ჩვენ ვართ ბანკისგან დამოუკიდებლები და ასევე ვართ შესაბამისობაში IESBA კოდექსის სხვა ეთიკურ პასუხისგებლობებთან. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მტკიცებულებები, რომლებიც აუდიტის მსვლელობისას მოვიპოვეთ, აუდიტორული დასკვნისათვის საკმარის და მართებულ საფუძველს წარმოადგენს. ხელმძღვანელობის და მმართველობაზე პასუხისმგებელ პირთა პასუხისმგებლობა ფინანსურ ანგარიშგებაზე ხელმძღვანელობა პასუხისმგებელია ფინანსური ანგარიშგების მომზადებასა და კეთილსინდისიერად წარდგენაზე, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (ფასს) შესაბამისად, ასევე შიდა კონტროლის ისეთ მექანიზმების შემუშავებაზე, რომელსაც ხელმძღვანელობა საჭიროდ მიიჩნევს თაღლითობის ან შეცდომის შედეგად დაშვებული არსებითი უზუსტობებისგან თავისუფალი ფინანსური ანგარიშგების მოსამზადებლად. ფინანსური ანგარიშგების მომზადებისას, ხელმძღვანელობა პასუხისმგებელია ბანკის უნარის შეფასებაზე, განაგრძოს ფუნქციონირება, როგორც მოქმედმა საწარმომ და მოახდინოს მსგავსი შეფასების წარდგენა მანამ, სანამ ხელმძღვანელობას არ გაუჩნდება სურვილი მოახდინოს ბანკის ლიკვიდაცია ან შეწყვიტოს მუშაობა, ან არ ექნება რაიმე სხვა რეალური ალტერნატივა, გარდა ზემოთ განსაზღვრული მოქმედებისა. მმართველობაზე პასუხისმგებელი პირები პასუხს აგებენ ბანკის ფინანსური ანგარიშგების მომზადების და წარდგენის პროცესის ზედამხედველობაზე. შპს „KPMG Georgia“, რეგისტრირებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, „KPMG“-ის ქსელის დამოუკიდებელი ფირმების წევრი, რომელიც ერთიანდება შვეიცარიულ ორგანიზაციაში „KPMG International Cooprative („KPMG International“). 217 საქართველოს ეროვნული ბანკი დამოუკიდებელ აუდიტორთა დასკვნა გვერდი 2 აუდიტორთა პასუხისმგებლობა ფინანსური ანგარიშგების აუდიტზე ჩვენს მიზანს წარმოადგენს გონივრული რწმუნების მიღება იმის თაობაზე, არის თუ არა ფინანსური ანგარიშგება მთლიანობაში თავისუფალი თაღლითობის ან შეცდომის შედეგად დაშვებული არსებითი უზუსტობებისგან და აუდიტორთა დასკვნის გაცემა, რომელიც მოიცავს ჩვენს აზრს. გონივრული რწმუნება არის რწმუნებულების მაღალი დონე, მაგრამ ის არ წარმოადგენს გარანტიას იმისა, რომ აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე ჩატარებული აუდიტი ყოველთვის შეძლებს არსებული არსებითი უზუსტობების გამოვლენას. უზუსტობები შესაძლოა წარმოიშვას თაღლითობის ან შეცდომის შედეგად და არსებითად მოიაზრებოდნენ, თუ მათ შეუძლიათ, ცალკე ან ერთობლივად, გონივრულ ფარგლებში გავლენა მოახდინონ მომხმარებელთა ეკონომიკურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მიიღება ამ ფინანსური ანგარიშგების საფუძველზე. ასს-ს შესაბამისად, აუდიტის მსვლელობისას, ჩვენ ვიყენებთ პროფესიულ მსჯელობას და ვინარჩუნებთ პროფესიულ სკეპტიციზმს. ამასთან ჩვენ:  ვახდენთ ფინანსურ ანგარიშგებაში თაღლითობის ან შეცდომის შედეგად არსებითი უზუსტობების დაშვების რისკების იდენტიფიცირებას და მათ შეფასებას, ამ რისკების შესაბამისი აუდიტორული პროცედურების დაგეგმვას და განხორციელებას და ისეთი აუდიტორული მტკიცებულებების მოპოვებას, რომლებიც საკმარისი და შესაბამისია ჩვენი დასკვნის საფუძვლის შესაქმნელად. თაღლითობის შედეგად წარმოშობილი არსებითი უზუსტობების არ გამოვლენის რისკი უფრო მაღალია, ვიდრე შეცდომით გამოწვეული არსებითი უზუსტობის, რადგან თაღლითობა შესაძლოა მოიცავდეს უკანონო ფარულ გარიგებებს, გაყალბებებს, განზრახ უმოქმედობას, ფაქტების დამახინჯებას ან შიდა კონტროლის მექანიზმების უგულვებელყოფას.  ვახდენთ აუდიტის შესაბამისი შიდა კონტროლის მექანიზმების გააზრებას ვითარების შესაბამისი აუდიტორული პროცედურების დასაგეგმად და არა ბანკის შიდა კონტროლის მექანიზმების ეფექტურობის შესახებ აზრის გამოსახატავად.  ვაფასებთ გამოყენებული საბუღალტრო პოლიტიკების შესაბამისობას, ასევე ხელმძღვანელობის მხრიდან წარმოდგენილი სააღრიცხვო შეფასებებისა და განმარტებითი შენიშვნების მიზანშეწონილობას.  გამოგვაქვს დასკვნა ხელმძღვანელობის მიერ მოქმედი საწარმოს საბუღალტრო საფუძვლების გამოყენების მიზანშეწონილობის შესახებ, ასევე მიღებული აუდიტორული მტკიცებულებების საფუძველზე ვასკვნით, აქვს თუ არა ადგილი არსებით გაურკვევლობებს ისეთ მოვლენებსა და ვითარებებთან მიმართებებში, რომლებმაც შესაძლოა ეჭვის ქვეშ დააყენოს ბანკის უნარი განაგრძოს ფუნქციონირება როგორც მოქმედმა საწარმომ. თუ ჩვენ დავასკვნით, რომ ადგილი აქვს არსებით გაურკვევლობას, ჩვენს აუდიტორთა დასკვნაში ყურადღება უნდა გავამახვილოთ შესაბამის ინფორმაციაზე ფინანსურ ანგარიშგებაში ან, თუ ამგვარი ინფორმაცია არაადეკვატური იქნება, შევცვალოთ ჩვენი დასკვნა. ჩვენი მსჯელობები ეფუძნება ჩვენი აუდიტორთა დასკვნის შედგენის თარიღამდე მიღებულ აუდიტორულ მტკიცებულებებს. ამასთან, მომავალში წარმოშობილმა მოვლენებმა და შექმნილმა ვითარებებმა შესაძლოა აიძულოს ბანკი შეწყვიტოს ფუნქციონირება, როგორც მოქმედმა საწარმომ.  ვაფასებთ ფინანსური ანგარიშგების მთლიან წარმოდგენას, მის სტრუქტურას და შინაარს, მათ შორის განმარტებით შენიშვნებს და იმას, წარმოაჩენს თუ არა ფინანასური ანგარიშგება ძირითად გარიგებებსა და მოვლენებს ისეთი ფორმით, რომ უზრუნველყოფილ იქნას მთლიანი დოკუმენტის კეთილსინდისიერად წარდგენა. 218 219 საქართველოს ეროვნული ბანკი მოგება ან ზარალისა და სხვა სრული შემოსავლის ანგარიშგება 2018 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისათვის (ათასი ლარი) შენიშვნები დასრულებული წლისათვის 31 დეკემბერი 2018 დასრულებული წლისათვის 31 დეკემბერი 2017 13,077 - 12,944 5,708 49,067 საპროცენტო შემოსავალი საერთაშორისო რეზერვების მართვის ოპერაციებიდან ფულადი სახსრები და მათი ეკვივალენტები სავაჭრო ფასიანი ქაღალდები გასაყიდად არსებული ინვესტიციები ინვესტიციები რეალური ღირებულებით სხვა სრულ შემოსავალში ასახვით სხვა 127,870 საპროცენტო შემოსავალი მონეტარული პოლიტიკის ოპერაციებიდან მოთხოვნები რეზიდენტი ფინანსური ინსტიტუტების მიმართ გასაყიდად არსებული ინვესტიციები ინვესტიციები რეალური ღირებულებით სხვა სრულ შემოსავალში ასახვით სხვა საპროცენტო შემოსავალი დაფარვის ვადამდე ფლობილი ინვესტიციები ინვესტიციები ამორტიზირებული ღირებულებით მოთხოვნები რეზიდენტი ფინანსური ინსტიტუტების მიმართ სხვა სულ საპროცენტო შემოსავალი საპროცენტო ხარჯი მონეტარული პოლიტიკის ოპერაციებიდან გამოშვებული სავალო ფასიანი ქაღალდები ვალდებულებები რეზიდენტი ფინანსური ინსტიტუტების მიმართ სხვა საპროცენტო ხარჯები ვალდებულებები რეზიდენტი ფინანსური ინსტიტუტების მიმართ ვალდებულებები საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმართ სულ საპროცენტო ხარჯი წმინდა საპროცენტო შემოსავალი გაუფასურების (ხარჯი)/აღდგენა წმინდა საპროცენტო შემოსავალი გაუფასურების შემდეგ წმინდა მოგება/(ზარალი) უცხოური ვალუტით განხორციელებულ ოპერაციებიდან: -საკურსო სხვაობებიდან -სავაჭრო ოპერაციებიდან გასამრჯელო და საკომისიო შემოსავლები გასამრჯელო და საკომისიო ხარჯები 27 4 4 4,840 145,787 2,657 70,376 108,185 109,625 - 15,177 20,742 - 128,927 124,802 21,006 27,116 - 11,065 13,588 6 32,077 306,791 16 40,720 235,898 (4,626) (6,544) (40,865) (32,488) (45,491) (39,032) (598) (471) (10,893) (4,103) (56,982) 249,809 (105) 249,704 (43,606) 192,292 104 192,396 54,186 543 2,125 (1,800) (30,653) 643 1,839 (1,816) მოგება ან ზარალისა და სხვა სრული შემოსავლის ანგარიშგება წაკითხულ უნდა იქნეს თანდართულ შენიშვნებთან ერთად, რომლებიც ფინანსური ანგარიშგების განუყოფელი ნაწილია 5 220 221 საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება 2018 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისათვის (ათასი ლარი) შენიშვნები 31 დეკემბერი 2018 31 დეკემბერი 2017 აქტივები: აქტივები დენომინირებული უცხოურ ვალუტაში საერთაშორისო რეზერვები ფულადი სახსრები და მათი ეკვივალენტები 7 1,278,475 1,589,656 SDR-ის ანგარიში საერთაშორისო სავალუტო ფონდში 9 537,249 534,253 წარმოებულ ინსტრუმენტებთან დაკავშირებული აქტივები 10 1,523 657 სავაჭრო ფასიანი ქაღალდები ინვესტიციები შეფასებული რეალური ღირებულებით მოგებაში ან ზარალში ასახვით გასაყიდად არსებული ინვესტიციები ინვესტიციები შეფასებული რეალური ღირებულებით სხვა სრულ შემოსავალში ასახვით სხვა აქტივები დენომინირებული უცხოურ ვალუტაში 11 - 655,807 11 138,094 - 12 - 5,097,929 12 6,847,456 - 17 8 6 8,802,805 7,878,308 8 1,901,477 1,590,936 12 - 155,198 12 364,653 - 8 46,272 221,303 13 - 321,952 13 281,808 - 14 - 2,042 ძირითადი საშუალებები 15 54,518 53,291 არამატერიალური აქტივები 16 5,061 2,116 სხვა აქტივები 17 8,521 6,521 2,662,310 2,353,359 11,465,115 10,231,667 სხვა აქტივები აქტივები დენომინირებული ეროვნულ ვალუტაში მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტები მოთხოვნები რეზიდენტი ფინანსური ინსტიტუტების მიმართ გასაყიდად არსებული ინვესტიციები ინვესტიციები შეფასებული რეალური ღირებულებით სხვა სრულ შემოსავალში ასახვით სხვა აქტივები დენომინირებული ეროვნულ ვალუტაში მოთხოვნები რეზიდენტი ფინანსური ინსტიტუტების მიმართ დაფარვის ვადამდე ფლობილი ინვესტიციები ინვესტიციები შეფასებული ამორტიზებული ღირებულებით საინვესტიციო ქონება სულ აქტივები ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება წაკითხულ უნდა იქნეს თანდართულ შენიშვნებთან ერთად, რომლებიც ფინანსური ანგარიშგების განუყოფელი ნაწილია 7 222 223 საქართველოს ეროვნული ბანკი კაპიტალში ცვლილების ანგარიშგება 2018 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისათვის (ათასი ლარი) 1 იანვარი 2017 სულ სრული შემოსავალი წლის მოგება სხვა სრული შემოსავალი საწესდებო სარეზერვო კაპიტალი ფონდი 15,000 141,648 უცხოური ვალუტის გადაფასების რეზერვი 1,310,776 სხვა გადაფასების რეზერვი 1,464 რეალ. ღირ. შეფ. სხვა სრულ შემოს. ასახ. ინვესტიციების (2017: გასაყიდად არსებული) გადაფასების რეზერვი 4,806 გაუნაწილებელი მოგება - სულ კაპიტალი 1,473,694 - - - - - 127,623 127,623 - - - - (6,302) - (6,302) - - - - 1,094 - 1,094 - - - - (5,208) - (5,208) - - - - (5,208) 127,623 122,415 - (65,000) - - - - (65,000) - 88,532 - - - (88,532) - - - (30,653) - - 30,653 - - - - (256) - 256 - - 23,532 (30,653) (256) - (57,623) (65,000) 15,000 165,180 1,280,123 1,208 (402) 70,000 1,531,109 121 (121) (281) 69,879 მუხლები, რომლებიც შეიძლება შემდგომში რეკლასიფიცირდეს მოგებაში ან ზარალში: წმინდა არარეალიზებული ზარალი გასაყიდად არსებული ინვესტიციების გადაფასებიდან წლის განმავლობაში წმინდა რეალიზებული მოგება გასაყიდად არსებული ინვესტიციებიდან, რომლებიც რეკლასიფიცირდა მოგებაში ან ზარალში სულ სხვა სრული შემოსავალი/(ზარალი) სულ წლის სრული შემოსავალი კაპიტალში პირდაპირ ასახული ოპერაციები საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის გადარიცხვა (შენიშვნა 22) სარეზერვო ფონდში გადატანა (შენიშვნა 22) უცხოური ვალუტის გადაფასების რეზერვში გადატანა (შენიშვნა 22) სხვა გადაფასების რეზერვში გადატანა (შენიშვნა 22) სულ კაპიტალში პირდაპირ ასახული ოპერაციები 31 დეკემბერი 2017 ფასს 9-ის თავდაპირველი გამოყენებით გამოწვეული ცვლილებები (იხილეთ შენიშვნა 3) 1 იანვარი 2018 15,000 165,180 1,280,123 1,208 1,531,109 კაპიტალში ცვლილების ანგარიშგება წაკითხულ უნდა იქნეს თანდართულ შენიშვნებთან ერთად, რომლებიც ფინანსური ანგარიშგების განუყოფელი ნაწილია 9 224 225 saqarTvelos erovnuli banki ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგება 2018 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისათვის (ათასი ლარი) შენიშვნები ფულადი სახსრების მოძრაობა საოპერაციო საქმიანობიდან: მიღებული პროცენტი გადახდილი პროცენტი მიღებული გასამრჯელო და საკომისიო გადახდილი გასამრჯელო და საკომისიო წმინდა მოგება/(ზარალი) რეალური ღირებულებით აღრიცხული ფინანსური აქტივებისა, მოგებაში ან ზარალში ასახვით წმინდა რეალიზებული მოგება უცხოური ვალუტით განხორციელებული სავაჭრო ოპერაციებიდან სხვა მიღებული შემოსავალი თანამშრომლებზე გადახდილი ხარჯები ფულის ბეჭდვაზე გადახდილი ხარჯი სხვა გადახდილი საერთო და ადმინისტრაციული ხარჯები ფულადი სახსრების წმინდა შემოდინება საოპერაციო საქმიანობიდან, საოპერაციო აქტივებისა და ვალდებულებების ცვლილებებამდე დასრულებული წლისათვის 31 დეკემბერი 2018 დასრულებული წლისათვის 31 დეკემბერი 2017 275,566 (51,464) 2,125 (1,800) 242,904 (40,655) 1,839 (1,816) 2,590 (330) 543 643 2,167 (21,286) (10,931) 2,581 (18,004) (6,213) (9,810) (7,370) 187,700 173,579 (135,963) (56,215) 4,148 (2,267) (785) (657) (2,259) 2,402 (278) (382) 256,627 312,811 659,955 177,374 (203,288) (705) (295) (11,765) (1,340) 1,354 764,857 594,894 წმინდა (ზრდა)/კლება საოპერაციო აქტივებში: მოთხოვნები რეზიდენტი ფინანსური ინსტიტუტების მიმართ SDR-ის ანგარიში საერთაშორისო სავალუტო ფონდში წარმოებულ ინსტრუმენტებთან დაკავშირებული აქტივები ინვესტიციები შეფასებული რეალური ღირებულებით, მოგებაში ან ზარალში ასახვით სხვა აქტივები წმინდა ზრდა/(კლება) საოპერაციო ვალდებულებებში: მიმოქცევაში გაშვებული ფული ვალდებულებები რეზიდენტი ფინანსური ინსტიტუტების მიმართ ვალდებულებები ფინანსთა სამინისტროს მიმართ ვალდებულებები კლიენტების მიმართ სხვა ვალდებულებები ფულადი სახსრების წმინდა შემოდინება საოპერაციო საქმიანობიდან ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგება წაკითხულ უნდა იქნეს თანდართულ შენიშვნებთან ერთად, რომლებიც ფინანსური ანგარიშგების განუყოფელი ნაწილია 11 226 227 saqarTvelos erovnuli banki ფინანსურ ანგარიშგებასთან თანდართული შენიშვნები 2018 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისათვის (ათასი ლარი) 1. ორგანიზაცია საქართველოს ეროვნული ბანკი (შემდგომში ,,ბანკი”) წარმოადგენს საქართველოს ცენტრალურ ბანკს და საქართველოს მთავრობის ბანკირსა და ფისკალურ აგენტს. იგი საკუთარ საქმიანობას ახორციელებს ,,საქართველოს ეროვნული ბანკის” შესახებ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე, რომელიც ძალაში შევიდა 2009 წლის 1 დეკემბერს (შემდგომში ,,კანონი“). ბანკის ძირითადი ამოცანა და პასუხისმგებლობა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა, ფინანსური სექტორის სტაბილურობა და ეფექტურობა, ეროვნული ვალუტის ემისია და საერთაშორისო რეზერვების მართვაა. ეს პასუხისმგებლობები განიხილება ქვემოთ აღწერილი ფუნქციების შემადგენელ ნაწილად. მონეტარული პოლიტიკა ბანკის მონეტარული პოლიტიკის ძირითადი მიზანია ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. ფასების სტაბილურობა გულისხმობს ზომიერი და პროგნოზირებადი ინფლაციის განაკვეთის არსებობას, რომელიც გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის აუცილებელი პირობაა. გარდა ამისა, ეროვნული ბანკი ახორციელებს ფინანსური სისტემის სტაბილურობის მხარდაჭერას და ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას, თუ ამ უკანასკნელი მიზნების განხორციელება თანხვედრაშია მთავარ მიზანთან - ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. მონეტარული და გაცვლითი კურსის პოლიტიკა მიზნად ისახავს ეროვნული ვალუტის მსყიდველობითი უნარის, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის პოტენციალისა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას. ზედამხედველობა და ფინანსური სტაბილურობა ბანკის მთავარ მიზანს წარმოადგენს საქართველოს საფინანსო სისტემის სტაბილურობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფა. ამ მიზნების განხორციელებისთვის ეროვნული ბანკს აქვს უფლებამოსილება ზედამხედველობა გაუწიოს ფინანსური და ფასიანი ქაღალდების ბაზრების სხვადასხვა წარმომადგენლების - კომერციული ბანკების, საბანკო ჯგუფების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორების, საბროკერო კომპანიების (გარდა სადაზღვევო ბროკერებისა), საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის, სპეციალიზებული დეპოზიტარის, აქტივების მმართველი კომპანიების, ანგარიშვალდებული საწარმოების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, საინვესტიციო ფონდების, საგადახდო სისტემის ოპერატორების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს, სესხის გამცემი სუბიექტების და საქართველოს საპენსიო სააგენტოს (საინვესტიციო საქმიანობასთან მიმართებით) - საქმიანობას. საქართველოს ეროვნული ბანკი შესაბამისი საზედამხედველო ჩარჩოს ფარგლებში ხელს უწყობს მომხამრებელთა და ინვესტორთა უფლებების დაცვას. ამასთან ერთად, ფინანსური სტაბილურობისა და ფიზიკური პირების კეთილდღეობის ხედვით, სამთავრობო სტრუქტურებიდან, კერძო ფინანსური სექტორიდან და სამოქალაქო საზოგადოებიდან სხვადასხვა დაინტერესებული მხარის ჩართულობით, ბანკმა განავითარა ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგია, როგორც მომხარებელთა უფლებების დაცვის და ფინანსური ჩართულობის მიმართულებით გაწეული ძალისხმევის შემავსებელი ნაწილი. ვალუტა მხოლოდ ბანკს აქვს მიმოქცევისათვის განკუთვნილი ლარის ბანკნოტების და მონეტების დამზადებისა და საქართველოს ტერიტორიაზე მათი ემისიის უფლება. ბანკი განსაზღვრავს ლარის ბანკნოტებისა და 13 228 saqarTvelos erovnuli banki ფინანსურ ანგარიშგებასთან თანდართული შენიშვნები 2018 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისათვის (ათასი ლარი) მონეტების დიზაინს, მასალასა და სხვა მახასიათებლებს, ბანკნოტების ბეჭდვა და მონეტების დამზადება ხდება წამყვანი ევროპული დამამზადებელი კომპანიების მიერ. საერთაშორისო რეზერვების მართვა სავალუტო პოლიტიკისა და ოპერაციების მიზნებისთვის, ბანკი ფლობს უცხოურ ვალუტაში დენომინირებული რეზერვების პორტფელს, რაც განკუთვნილია, მაგალითად ფინანსური კრიზისის პერიოდში საგარეო შოკების ზეგავლენის თავიდან ასაცილებლად შესაბამისი ლიკვიდურობის უზრუნველყოფის, საქართველოს მთავრობისათვის და ასევე ბანკის უცხოური ვალუტით გადახდების შეუფერხებლად განხორციელების ხელშეწყობისთვის. საგადახდო სისტემები ბანკი ახორციელებს ქვეყანაში უდიდესი საგადახდო სისტემის ,,დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემა“-ის (RTGS) საქმიანობას რომელიც ახორციელებს ბანკთაშორის ანგარიშსწორებას და საქართველოს მთავრობის გადახდებს ეროვნულ ვალუტაში. ხელმძღვანელობა 2018 და 2017 წლების 31 დეკემბრის მდგომარეობით ბანკის საბჭო შედგება შემდეგი წევრებისაგან: თანამდებობა სახელი, გვარი (2018) თავმჯდომარე კობა გვენეტაძე (მმართველი) არჩილ მესტვირიშვილი (ვიცეპრეზიდენტი) პაპუნა ლეჟავა რობერტ ჰ. სინგლეტარი ნიკოლოზ გონგლიაშვილი ვაჟა ჯანყარაშვილი ნიკოლოზ ყაველაშვილი წევრი წევრი წევრი წევრი წევრი წევრი სახელი, გვარი (2017) კობა გვენეტაძე (მმართველი) არჩილ მესტვირიშვილი (ვიცეპრეზიდენტი) მურთაზ კიკორია (ვიცე პრეზიდენტი) რობერტ ჰ. სინგლეტარი ნიკოლოზ გონგლიაშვილი ვაჟა ჯანყარაშვილი ნიკოლოზ ყაველაშვილი ბანკის სათაო ოფისი მდებარეობს შემდეგ მისამართზე: სანაპიროს ქუჩა №2, 0114, თბილისი, საქართველო. 2018 და 2017 წლების 31 დეკემბრის მდგომარეობით, ბანკს აქვს სალარო მომსახურების ერთი ცენტრი. 2018 და 2017 წლების 31 დეკემბრის მდგომარეობით ბანკში დასაქმებული იყო 467 და 398 თანამშრომელი, შესაბამისად. 2. ფინანსური ანგარიშგების წარდგენის საფუძველი შესაბამისობა წინამდებარე ფინანსური ანგარიშგება სტანდარტების შესაბამისად (,,ფასს”). მომზადებულია ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო ეს არის ბანკის წლიური ფინანსური ანგარიშგების პირველი სრული კომპლექტი, რომელშიც გამოყენებულია ფასს 9 - ფინანსური ინსტრუმენტები და ფასს 15 - ამონაგები მომხმარებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან. ძირითადი სააღრიცხვო პოლიტიკების ცვლილებები აღწერილია მე-3 განმარტებით შენიშვნაში. 14 229 saqarTvelos erovnuli banki ფინანსურ ანგარიშგებასთან თანდართული შენიშვნები 2018 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისათვის (ათასი ლარი) ფინანსური ანგარიშგება წარმოდგენილია ეკონომიკური და ბუღალტრული აღრიცხვის ფარგლებში, რომელიც სამართლიანად ასახავს ბანკის ფინანსურ პოზიციას და ამავდროულად ხელს უწყობს ბანკის ოპერაციების ეკონომიკურ ანალიზს. აქედან გამომდინარე, საერთაშორისო რეზერვებისა და მონეტარული პოლიტიკის ეკონომიკური კონცეფცია ნაჩვენებია, საერთაშორისო რეზერვებისა და მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტების სათაურების ქვეშ, შესაბამისად. შეფასების საფუძველი წინამდებარე ფინანსური ანგარიშგება მომზადებულია ისტორიული ღირებულების საფუძველზე, გარდა რეალური ღირებულებით შეფასებული მოგებაში ან ზარალში ასახვით აღრიცხული ფინანსური ინსტრუმენტებისა და ასევე ინვესტიციებისა შეფასებული რეალური ღირებულებით, სხვა სრულ შემოსავალში ასახვით (გასაყიდად არსებული ინვესტიციები ბასს 39-ის ფარგლებში), რომლებიც აღრიცხულია რეალური ღირებულებით. სამუშაო დამუშაობიც აღრიცხულია რეა ვინაიდან ბანკის ძირითადი ამოცანაა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა რომელიც გულისხმობს ღია ბაზრის ოპერაციების მნიშვნელოვან როლს მონეტარული პოლიტიკის განხორციელებაში, მისი ძირითადი საქმიანობა, შესაბამისად, არის ლარის ბანკნოტებისა და მონეტების გამოშვება, რომელიც საქართველოს ეროვნული ვალუტაა და რომელიც წარმოადგენს სამუშაო და ფინანსური ანგარიშგების ვალუტას. მაშასადამე, ყველა ნაშთი და ოპერაცია, რომელიც ასახულია ლარის გარდა სხვა ვალუტაში განიხილება როგორც „უცხოური ვალუტა“. ფინანსური ანგარიშგება წარმოდგენილია ათას ლარში, თუ სხვაგვარად არ არის მითითებული. ფინანსური ინფორმაცია წარმოდგენილი ლარში, დამრგვალებულია უახლოეს ათასამდე. 3. ძირითადი სააღრიცხვო პოლიტიკა მე-3 განმარტებით შენიშვნაში გამჟღავნებული ცვლილებების გარდა, ქვემოთ მოცემული სააღრიცხვო პოლიტიკა არის გამოყენებული ამ ანგარიშგებებში წარმოდგენილი ყველა პერიოდისათვის და ბანკი მას იყენებს თანამიმდევრულად. ფინანსური ინსტრუმენტები ფინანსური ინსტრუმენტი არის ნებისმიერი ხელშეკრულება, რომელიც წარმოშობს როგორც ერთი მხარის ფინანსურ აქტივს ასევე მეორე მხარის ფინანსურ ვალდებულებას ან წილობრივ ინსტრუმენტს. ბანკის ფინანსურ ინსტრუმენტებში წარმოდგენილია ფასიანი ქაღალდები ეროვნულ ვალუტაში, უცხოური ქვეყნების მთავრობების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების (სუპრა-ნაციონალური) და სახელმწიფო სააგენტოების მიერ ემიტირებული ფასიანი ქაღალდები, საპროცენტო განაკვეთების ფიუჩერსული კონტრაქტები და ოფციონები, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (სსფ) ანგარიშები, ფულადი სახსრები და მათი ეკვივალენტები, მოთხოვნები საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიმართ, ვალდებულებები ფინანსთა სამინისტროსა, სსფ-ს და ადგილობრივი კომერციული ბანკების მიმართ და სხვა ფინანსური აქტივები და ვალდებულებები. 2018 წლის 1 იანვრიდან ბანკი ფინანსურ ინსტრუმენტებს აღრიცხავს ფასს 9 – „ფინანსური ინსტრუმენები“ შესაბამისად. 2018 წლის 1 იანვრამდე ბანკი ფინანსურ ინსტრუმენტბს აღრიცხავდა ბასს 39 ,,ფინანსური ინსტრუმენტები: აღიარება და შეფასება“ შესაბამისად. ბანკი წარადგენს ფინანსურ ინსტრუმენტებს ფასს 7- ,,ფინანსური 15 230 saqarTvelos erovnuli banki ფინანსურ ანგარიშგებასთან თანდართული შენიშვნები 2018 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისათვის (ათასი ლარი) ინსტრუმენტები: განმარტებითი შენიშვნები“ და ფასს 13 ,,რეალური ღირებულებით შეფასება“ შესაბამისად. კლასიფიკაცია (2018 წლის 1 იანვრიდან გამოყენებული პოლიტიკა) ბანკი ფინანსური აქტივების კლასიფიკაციას ახდენს შემდეგ კატეგორიებად: შეფასებული ამორტიზებული ღირებულებით (AC), შეფასებული რეალური ღირებულებით სხვა სრულ შემოსავლაში ასახვით (FVOCI) და შეფასებული რეალური ღირებულებით მოგებაში ან ზარალში ასახვით (FVTPL). კლასიფიკაცია დამოკიდებული ბიზნეს მოდელზე, რომლის მიხედვითაც იმართება ფინანსური აქტივები და მათი სახელშეკრულებო ფულადი ნაკადების მახასიათებლებზე. ბანკის ფინანსური ვალდებულებები კლასიფიცირებულია, როგორც შემდგომში ამორტიზებული ღირებულებით შეფასებული, გარდა ვალდებულებებისა, რომლებიც წარმოადგენენ წარმოებულ ფინანსურ ინსტრუმენტებს, რომლებიც შეფასებულია რეალური ღირებულებით მოგებაში ან ზარალში ასახვით. ფინანსური აქტივებისა და ფინანსური ვალდებულებების კლასიფიკაცია განისაზღვრება მათი თავდაპირველი აღიარების მომენტში. ფინანსური აქტივი ფასდება ამორტიზებული ღირებულებით, თუ ორივე შემდეგი პირობა დაკმაყოფილებულია და ის საკუთარი შეხედულებისამებრ არ არის კლასიფიცირებული როგორც შეფასებული რეალური ღირებულებით მოგებაში ან ზარალში ასახვით: - საწარმო ფინანსურ აქტივს ფლობს ისეთი ბიზნესმოდელის პირობებში, რომლის მიზანია ფინანსური აქტივების ფლობა სახელშეკრულებო ფულადი ნაკადების მიღების მიზნით; და ფინანსური აქტივის სახელშეკრულებო პირობები კონკრეტულ თარიღებს ადგენს ისეთი ფულადი ნაკადების მიღებისთვის, რომლებიც წარმოადგენს მხოლოდ ძირი თანხისა და ძირი თანხის დაუფარავ ნაწილთან დაკავშირებული პროცენტის გადახდას. სავალო ფინანსური ინსტრუმენტი ფასდება რეალური ღირებულებით, სხვა სრულ შემოსავალში ასახვით, თუ ორივე შემდეგი პირობა დაკმაყოფილებულია და ის საკუთარი შეხედულებისამებრ არ არის კლასიფიცირებული როგორც შეფასებული რეალური ღირებულებით მოგებაში ან ზარალში ასახვით: - საწარმო ფინანსურ აქტივს ფლობს ისეთი ბიზნესმოდელის პირობებში, რომლის მიზანია როგორც სახელშეკრულებო ფულადი ნაკადების მიღება, ასევე ფინანსური აქტივების გაყიდვა; და ფინანსური აქტივის სახელშეკრულებო პირობები კონკრეტულ თარიღებს ადგენს ისეთი ფულადი ნაკადების მიღებისთვის, რომლებიც წარმოადგენს მხოლოდ ძირი თანხისა და ძირი თანხის დაუფარავ ნაწილთან დაკავშირებული პროცენტის გადახდას. იმ სავალო ფინანსური აქტივების შემოსულება და ზარალი, რომლებიც შეფასებულია რეალური ღირებულებით, სხვა სრულ შემოსავალში ასახვით, აღიარდება სხვა სრულ შემოსავალში, გარდა შემდეგისა, რაც აღიარდება მოგებაში ან ზარალში იმავე სახით როგორც აქტივებისთვის, რომლებიც ფასდება ამორტიზებული ღირებულებით: - საპროცენტო შემოსავალი ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მეთოდის გამოყენებით; მოსალოდნელი საკრედიტო ზარალი და მისი ანულირება; და სავალუტო კურსების ცვლილებით განპირობებული შემოსულობა ან ზარალი როდესაც ხდება იმ სავალო ფინანსური აქტივის აღიარების შეწყვეტა, რომელიც შეფასებულია რეალური ღირებულებით სხვა სრულ შემოსავალში ასახვით, ადრე სხვა სრულ შემოსავალში აღიარებული დაგროვილი შემოსულობა ან ზარალი საკუთარი კაპიტალიდან რეკლასიფიცირდება მოგებაში ან ზარალში. 16 231 saqarTvelos erovnuli banki ფინანსურ ანგარიშგებასთან თანდართული შენიშვნები 2018 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისათვის (ათასი ლარი) ყველა სხვა ფინანსური აქტივი კლასიფიცირებულია როგორც რეალური ღირებულებით შეფასებული მოგებაში ან ზარალში ასახვით. თავდაპირველი აღიარების მომენტში, ბანკს შეუძლია იმ ფინანსურ აქტივს, რომელიც სხვა მხრივ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რათა შეფასდეს ამორტიზებული ღირებულებით ან რეალური ღირებულებით, სხვა სრულ შემოსავალში ასახვით, საკუთარი ინიციატივით, მიანიჭოს კატეგორია „რეალური ღირებულებით შეფასებული, მოგებაში ან ზარალში ასახვით“, თუ ამგვარი კლასიფიკაცია მთლიანად აღმოფხვრის, ან მნიშვნელოვნად ამცირებს სააღრიცხვო შეუსაბამობებს, რაც სხვა მხრივ წარმოიქმნებოდა. ბიზნესმოდელის შეფასება ბანკი პორტფელის დონეზე აფასებს იმ ბიზნესმოდელის მიზანს, რომლის პირობებშიც ის ფლობს აქტივს, რადგან ეს საუკეთესოდ ასახავს თუ როგორ იმართება საქმიანობა და თუ როგორ მიეწოდება ინფორმაცია ხელმძღვანელობას. გაითვალისწინება შემდეგი ინფორმაცია: - - პორტფელის ფლობის მიზანი; გაყიდვების (როგოც წარსული, ისე მომავალი) სიხშირე, მოცულება და დრო; ის თუ როგორ ხდება ბიზნესმოდელისა და ფინანსური აქტივების შედეგების შეფასება და ანგარიშგება ბანკის ხელმძღვანელობასთან; რისკები, რომლებიც გავლენას ახდენს ბიზნესმოდელის შედეგებზე, კერძოდ, თუ როგორ იმართება ეს რისკები (რათა მიზანი მიღწეულ იქნას); თუ როგორ ხდება საქმიანობის მმართველების ანაზღაურება, მაგალითად ანაზღაურება დამოკიდებულია მართული აქტივების რეალურ ღირებულებაზე, თუ მიღებულ სახელშეკრულებო ფულად ნაკადებზე; თუ რამდენად შეადგენს სახელშეკრულებო ფულადი ნაკადების მიღება (მაგალითად საპროცენტო შემოსავალი) პორტფელზე უკუგების მნიშვნელოვან ნაწილს; შეფასება იმისა, თუ რამდენად წარმოადგენს სახელშეკრულებო ფულადი ნაკადები მხოლოდ ძირი თანხისა და ძირი თანხის დაუფარავ ნაწილთან დაკავშირებული პროცენტის გადახდას იმის შესაფასებლად, თუ რამდენად წარმოადგენს სახელშეკრულებო ფულადი ნაკადები მხოლოდ ძირი თანხისა და ძირი თანხის დაუფარავ ნაწილთან დაკავშირებული პროცენტის გადახდას, ძირი თანხა განისაზღვრება, როგორც ფინანსური აქტივის რეალური ღირებულება თავდაპირველი აღიარებისას. პროცენტი განისაზღვრება, როგორც ფულის დროითი ღირებულების ანაზღაურება, გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაუფარავ ძირ თანხასთან დაკავშირებული საკრედიტო რისკისა და გასესხებასთან დაკავშირებული სხვა ტიპური რისკებისა და დანახარჯების (მაგალითად ლიკვიდურობის რისკი და ადმინისტრაციული ხარჯები) სანაცვლოდ, ასევე მოგების მარჟა. იმის შეფასებისას, თუ რამდენად წარმოადგენს სახელშეკრულებო ფულადი ნაკადები მხოლოდ ძირი თანხისა და ძირი თანხის დაუფარავ ნაწილთან დაკავშირებული პროცენტის გადახდას, ბანკი ითვალისწინებს ინსტრუმენტის სახელშეკრულებო პირობებს. აღნიშნული მოიცავს შეფასებას, თუ რამდენად შეიცავს ფინანსური აქტივი სახელშეკრულებო პირობას, რომელსაც შეუძლია სახელშეკრულებო ფულადი ნაკადების ვადის ან მოცულობის შეცვლა ისე, რომ აღარ კმაყოფილდებოდეს ეს მდგომარეობა. შეფასებისას ბანკი ითვალისწინებს: - პირობით მოვლენებს, რომლებიც შეცვლიდა ფულადი ნაკადების მოცულობას და ვადას; ლევერიჯის მახასიათებლებს; 17 232 saqarTvelos erovnuli banki ფინანსურ ანგარიშგებასთან თანდართული შენიშვნები 2018 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისათვის (ათასი ლარი) - წინასწარი გადახდის და ვადის გაგრძელების პირობებს; პირობებს, რომლებიც ზღუდავს ბანკის მოთხოვნას ფულად ნაკადებზე კონკრეტული აქტივებიდან (მაგალითად რეგრესის უფლების არმქონე შეთანხმებები), და მახასიათებლებს, რომლებიც ახდენს ფულის დროითი ღირებულების ანაზღაურების მოდიფიცირებას; კლასიფიკაცია (2018 წლის 1 იანვრამდე გამოყენებული პოლიტიკა) ბანკი ფინანსურ აქტივების კლასიფიკაციას ახდენს შემდეგ კატეგორიებად: რეალური ღირებულებით მოგებაში ან ზარალში ასახვით, დაფარვის ვადამდე ფლობილი, სესხები და მოთხოვნები და გასაყიდად არსებული. კლასიფიკაცია განისაზღვრება შეძენის მიზნებიდან გამომდინარე. ფინანსური აქტივების კლასიფიკაციას განსაზღვრავს მენეჯმენტი მისი საწყისი აღიარებისას. სესხები და სხვა მოთხოვნები სესხები და მოთხოვნები წარმოადგენს არაწარმოებულ ფინანსურ ინსტრუმენტებს, რომლებიც არ არის კოტირებული მოქმედ ბაზარზე. ისინი არ წარმოიქმნება დაუყოვნებელი, ან მოკლევადიანი გადაყიდვის მიზნით და არ კლასიფიცირდება როგორც სავაჭრო ფასიანი ქაღალდები, ან გასაყიდად არსებული ინვესტიციები. სესხები და მოთხოვნები თავდაპირველად აისახება რეალური ღირებულებით, ხოლო შემდგომში ამორტიზებული ღირებულებით ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მეთოდის გამოყენებით. სესხები და მოთხოვნები აისახება გაუფასურების დანაკარგების გამოკლებით. მოგება და ზარალი აისახება მოგება ან ზარალისა და სხვა სრული შემოსავლის ანგარიშგებაში, როდესაც ადგილი აქვს სესხებისა და მოთხოვნების აღიარების შეწყვეტას, გაუფასურებას ან ამორტიზაციას. სავაჭრო ფასიანი ქაღალდები ფინანსური აქტივები რეალური ღირებულებით მოგებასა ან ზარალში ასახვით არის ვაჭრობისათვის გამიზნული ფინანსური აქტივები. ფინანსური აქტივი კლასიფიცირდება ამ კატეგორიაში თუ იგი, ძირითადად, შეძენილია მოკლე ვადაში გაყიდვის მიზნით. წარმოებული ინსტრუმენტები ასევე კლასიფიცირდება, როგორც რეალური ღირებულებით შეფასებული, მოგებაში ან ზარალში ასახვით, გარდა იმ წარმოებული ინსტრუმენტებისა, რომლებიც ჰეჯირების ინსტრუმენტებად არის მიჩნეული. ვაჭრობისთვის გამიზნული კატეგორია მოიცავს საერთაშორისო რეზერვების ნაწილს, რომელიც გადაცემულია სამართავად გარე მენეჯერისათვის – მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკისათვის (,,BIS”) გასაყიდად არსებული ინვესტიციები გასაყიდად არსებული ინვესტიციები წარმოადგენს არაწარმოებულ აქტივებს, რომლებიც ან საკუთარი შეხედულებისამებრ არიან კლასიფიცირებული ამ კატეგორიაში, ან არ კლასიფიცირდებიან რომელიმე სხვა კატეგორიაში. გასაყიდად არსებული ინვესტიციები თავდაპირველად აისახება რეალური ღირებულებით. შემდგომში ფასიანი ქაღალდების შეფასება ხდება რეალური ღირებულებით და გადაფასების შედეგი აისახება სხვა სრულ შემოსავალში, გარდა გაუფასურების დანაკარგებისა, უცხოური ვალუტის გადაფასებიდან მიღებული მოგება ან ზარალისა და ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მეთოდით დარიცხული საპროცენტო შემოსავლისა, რომლებიც პირდაპირ აისახება მოგებაში ან ზარალში. გაყიდვის შედეგად კაპიტალში ადრე აღიარებული მოგება ან ზარალი ხდება რეალიზებული და აისახება მოგებასა ან ზარალში, გარდა უცხოური ვალუტის გაცვლითი კურსით წარმოშობილი სხვაობისა, რომელიც აღირიცხება ზემოთ პარაგრაფში აღწერილის შესაბამისად. 18 233 saqarTvelos erovnuli banki ფინანსურ ანგარიშგებასთან თანდართული შენიშვნები 2018 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისათვის (ათასი ლარი) დაფარვის ვადამდე ფლობილი ინვესტიციები დაფარვის ვადამდე ფლობილი ინვესტიციები წარმოადგენს სავალო ფასიან ქაღალდებს განსაზღვრადი ან ფიქსირებული გადახდებით და ფიქსირებული დაფარვის ვადით, რომელთა დაფარვის ვადამდე ფლობის სურვილი და პოტენციური შესაძლებლობა გააჩნია ბანკს. ასეთი ფასიანი ქაღალდების ასახვა ხდება ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მეთოდზე დაფუძნებული ამორტიზებული ღირებულებით, გაუფასურების დანაკარგების გამოკლებით. ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების საწყისი აღიარება ბანკი ფინანსურ აქტივებს და ვალდებულებებს აღიარებს ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში, როდესაც ის ხდება ინსტრუმენტის სახელშეკრულებო პირობების მონაწილე. ფინანსური აქტივის და ვალდებულებების ჩვეულებრივი ყიდვის ან გაყიდვის აღიარება ხდება განაღდების დღის მდგომარებით აღრიცხვის გამოყენებით. ფინანსური აქტივები და ფინანსური ვალდებულებები თავდაპირველად აღიარდება რეალური ღირებულებით და, იმ ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების შემთხვევაში, რომლებიც არ აღიარდება რეალური ღირებულებით მოგებაში ან ზარალში ასახვით, ემატება ის დანახარჯები, რომლებიც უშუალოდ მიეკუთვნება ფინანსური აქტივის შეძენას ან ფინანსური ვალდებულების ემისიას. გარიგების დანახარჯები, რომელიც პირდაპირ უკავშირდება მოგებაში ან ზარალში ასახვით რეალური ღირებულებით აღრიცხული ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების შესყიდვასა და გამოშვებას, მაშინვე აღიარდება მოგებაში ან ზარალში. მათი შემდგომი შეფასების სააღრიცხვო პოლიტიკა გამჟღავნებულია ქვემოთ, შესაბამის სააღრიცხვო პოლიტიკებში. ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების აღიარების შეწყვეტა ფინანსური აქტივები ბანკი ფინანსური აქტივების აღიარებას წყვეტს, როდესაც აქტივიდან ფულადი სახსრების მიღების უფლების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადა ამოიწურება, ან თუ ის სხვა საწარმოს გადასცემს ფინანსურ აქტივებს და შესაბამისად აქტივის ფლობასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან რისკებს და სარგებელს, ან თუ ბანკი არ გადასცემს და არ ინარჩუნებს საკუთრებასთან დაკავშირებულ რისკებს და სარგებელს და არ ინარჩუნებს კონტროლს ფინანსურ აქტივზე. თუ ბანკი არც გადასცემს და არც ინარჩუნებს აქტივის ფლობასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან რისკებსა და სარგებელს და აგრძელებს გადაცემული აქტივის კონტროლს, იგი აღიარებს აქტივში შენარჩუნებულ მონაწილეობას და მასთან დაკავშირებულ ვალდებულებას შესაძლო გადასახდელი თანხის ოდენობით. იმ შემთხვევაში თუ ბანკი იტოვებს გადაცემულ ფინანსურ აქტივთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან რისკებსა და სარგებელს, იგი აგრძელებს ფინანსური აქტივის და ასევე მიღებული ფულადი სახსრებით უზრუნველყოფილი სესხების აღიარებას. ფინანსური აქტივის აღიარების სრულიად შეწყვეტისას სხვაობა აქტივის საბალანსო ღირებულებასა, მიღებული და მისაღები ანაზღაურების და სხვა სრულ შემოსავლებში აღიარებული და კაპიტალში დაგროვილი მოგება ან ზარალის ჯამს შორის, ექვემდებარება აღიარებას მოგება/ზარალში. ფინანსური აქტივის აღიარების შეწყვეტისას, გარდა მთლიანი შეწყვეტისა (მაგალითად, როდესაც ბანკი ინარჩუნებს უფლებას გამოისყიდოს გადაცემული აქტივის ნაწილი), ბანკი ანაწილებს ფინანსური აქტივის ადრინდელ საბალანსო ღირებულებას იმ ნაწილზე, რომლის აღიარებაც გრძელდება მონაწილეობის პროპორციულად და იმ ნაწილზე, რომლის აღიარებაც უკვე შეწყდა, ამ ნაწილების 19 234 saqarTvelos erovnuli banki ფინანსურ ანგარიშგებასთან თანდართული შენიშვნები 2018 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისათვის (ათასი ლარი) გადაცემის განხორციელების დღისათვის არსებულ რეალურ ღირებულებაზე დაყრდნობით. მოგებაში ან ზარალში აღიარდება სხვაობა შეწყვეტილ ნაწილზე გადანაწილებულ საბალანსო ღირებულებას, შეწყვეტილ ნაწილზე მიღებული კომპენსაციისა და ნებისმიერი აკუმულირებული შემოსულობის ან ზარალის ჯამს შორის, რომელიც გადანაწილებულია სხვა სრულ შემოსავალში აღიარებულ ნაწილზე. აკუმულირებული შემოსავალი ან ზარალი, რომელიც აღიარებული იყო სხვა სრულ შემოსავალში, გადანაწილდება იმ ნაწილებს შორის, რომელთა აღიარებაც გრძელდება და რომელთა აღიარებაც უკვე შეწყდა ამ ნაწილების შესაბამის რეალურ ღირებულებებზე დაყრდნობით. ფინანსური ვალდებულებები ბანკი ფინანსური ვალდებულებების აღიარებას წყვეტს მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ბანკის ვალდებულება დაიფარება, გაუქმდება, ან ვადა გაუვა. როდესაც არსებული ფინანსური ვალდებულება ენაცვლება იმავე მსესხებლისაგან მიღებულ მეორე ვალდებულებას, არსებითად განსხვავებული პირობებით, ან არსებული ვალდებულების პირობები არსებითად იცვლება, ამგვარი ცვლილება ან მოდიფიკაცია განიხილება, როგორც თავდაპირველი ფინანსური ვალდებულების ანულირება და ახალი ფინანსური ვალდებულების აღიარება. სხვაობა ფინანსური ვალდებულების საბალანსო ღირებულებას და მიღებულ ან გადახდილ თანხას შორის აისახება მოგებაში ან ზარალში. შეფასების პრინციპები რეალური ღირებულება რეალური ღირებულება არის თანხა, რომელიც მიიღება აქტივის გაყიდვიდან ან გადაიხდება ვალდებულებების გადაცემისას ჩვეულებრივი გარიგებების ფარგლებში ბაზრის მონაწილეებს შორის შეფასების თარიღისათვის ძირითად ბაზარზე ან მისი არარსებობის შემთხვევაში უფრო საიმედო ბაზარზე, რომელიც ბანკისათვის ხელმისაწვდომია მოცემული დღისათვის. ვალდებულების რეალური ღირებულება ასახავს მისი გადაუხდელობის რისკს. ბანკი ინსტრუმენტის რეალურ ღირებულებას აფასებს ამ ინსტრუმენტისათვის აქტიურ ბაზარზე კოტირებული ფასების გამოყენებით იმ შემთხვევაში თუ ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია. ბაზარი არის აქტიური, თუ გარიგებები წარმოებს საკმარისი სიხშირით და მოცულობით, რომელიც უზრუნველყოფს ფასების შესახებ ინფორმაციის რეგულარულად მიღებას. იმ შემთხვევაში, თუ აქტიურ ბაზარზე არ არსებობს კოტირებული ფასები, ბანკი იყენებს შეფასების მეთოდებს, რომლებიც მაქსიმალურად იყენებენ შესაბამისი ბაზრის მონაცემებს და მინიმალურად ეყრდნობიან არადაკვირვებად მონაცემებს. შერჩეული შეფასების ტექნიკა ითვალისწინებს ყველა ფაქტორს რომელსაც ბაზრის მონაწილეები გაითვალისწინებდნენ არსებულ პირობებში. ფინანსური ინსტრუმენტის თავდაპირველი აღიარებისას ფინანსური ინსტრუმენტების რეალური ღირებულების საუკეთესო მაჩვენებელი არის გარიგების ღირებულება, ანუ მიღებული და გადახდილი თანხების რეალური ღირებულება. თუ ბანკი მიიჩნევს, რომ საწყისი აღიარებისას რეალური ღირებულება განსხვავდება გარიგების ღირებულებისაგან და რეალური ღირებულების დადგენა ვერ ხერხდება ვერც კოტირებული ფასების საშუალებით აქტიურ ბაზარზე იდენტური აქტივის ან ვალდებულებისათვის, ვერც შეფასების ტექნიკის გამოყენებით, რომელიც ეყრდნობა დაკვირვებადი ბაზრის მონაცემებს, ფინანსური ინსტრუმენტი თავდაპირველად აღიარდება რეალური ღირებულებით და სხვაობა გარიგების ღირებულებასა და რეალურ ღირებულებას შორის გადავადდება. შემდგომში ეს სხვაობა აღიარდება მოგება/ზარალში ფინანსური ინსტრუმენტის სიცოცხლის ვადის განმავლობაში, მაგრამ არაუგვიანეს მომენტისა, როდესაც შესაძლებელი გახდება შეფასება ან ტრანზაქცია დაიხურება. 20 235 saqarTvelos erovnuli banki ფინანსურ ანგარიშგებასთან თანდართული შენიშვნები 2018 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისათვის (ათასი ლარი) რეალური ღირებულების დასადგენად ბანკი იყენებს კოტირებულ საბაზრო ფასებს. კოტირებული საბაზრო ფასები საერთაშორისო ფასიანი ქაღალდებისათვის მიიღება ყოველდღიურად ბლუმბერგის სისტემიდან და ეფუძნება მიმდინარე მიწოდების ფასებს. ბანკის ხელმძღვანელობის აზრით, ეს ფასები საკმარისად ასახავს ფასიანი ქაღალდების ღირებულებას საერთაშორისო ბაზრებზე მიმდინარე მომენტისათვის არსებულ საბაზრო ინფორმაციაზე დაყრდნობით და სრულად შეესაბამება ბანკის ხელმძღვანელობის მიერ განსაზღვრულ სააღრიცხვო პოლიტიკას. თუ არ არსებობს აქტიური ბაზარი ინვესტიციებისთვის, ბანკი რეალურ ღირებულებას განსაზღვრავს წმინდა ფულადი ნაკადების დისკონტირებული ღირებულების ანალიზისა და შეფასების სხვა სათანადო მეთოდების საშუალებით. შეფასების ტექნიკა გულისხმობს საფონდო ბირჟაზე გათვითცნობიერებულ და სურვილის მქონე მხარეებს შორის „გაშლილი ხელის მანძილის“ პრინციპით დადებული უკანასკნელი გარიგებების გამოყენებას, თუ შესაძლებელია, რომ განისაზღვროს თითქმის მსგავსი სხვა ინსტრუმენტის მიმდინარე რეალური ღირებულება, დისკონტირებული ფულადი სახსრების ანალიზი, რომელიც მაქსიმალურად იყენებს საბაზრო მონაცემებს და მინიმალურად ეყრდნობა საწარმოს სპეციფიკურ მონაცემებს. ამორტიზებული ღირებულება ფინანსური აქტივების და ვალდებულებების ამორტიზებული ღირებულება არის ღირებულება, რომლიც მიიღება შემდეგნაირად: ფინანსური აქტივის ან ვალდებულების ღირებულებას თავდაპირველი აღიარების დროს, მინუს ძირითადი გადასახდელი თანხები, პლუს/ მინუს აკუმულირებული ამორტიზაცია თავდაპირველ ღირებულებასა და დაფარვის დროინდელ ღირებულებას შორის ნებისმიერი სხვაობაზე ეფექტური საპროცენტო მეთოდის გამოყენებით და მინუს გაუფასურების ზარალი. პრემია და დისკონტი, საწყისი ხარჯების ჩათვლით, გათვალისწინებულია შესაბამისი ინსტრუმენტის საბალანსო ღირებულებაში და მისი ამორტიზაცია ხდება ეფექტური საპროცენტო განაკვეთით. ფინანსური აქტივები ფულადი სახსრები და მათი ეკვივალენტები ფულადი სახსრები და მათი ეკვივალენტები მოიცავს ფულს სალაროში დენომინირებულს უცხოურ ვალუტაში, თავისუფალ სახსრებს საკორესპონდენტო ანგარიშებზე, გაცემის დღიდან ოთხმოცდაათ დღემდე დაფარვის საწყისი ვადის მქონე იმ ვადიან დეპოზიტებსა და იმ მოთხოვნებს ფინანსური ინსტიტუტების მიმართ, რომლებსაც არ გააჩნიათ საკონტრაქტო ვალდებულებები. ფულადი სახსრები და მათი ეკვივალენტები შეფასებულნი არიან ამორტიზებული ღირებულებით. საერთაშორისო სავალუტო ფონდისა (IMF) და სხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წევრობა „კანონის“ მე-5 მუხლის შესაბამისად, ბანკი მოქმედებს, როგორც საქართველოს მთავრობის შუამავალი, წარმომადგენელი საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებში (ე.ი. საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი) საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ოპერაციებთან მიმართებაში, რაც ასევე მოიცავს ამ ორგანიზაციებისათვის საწევრო შენატანების გადახდას. 21 236 saqarTvelos erovnuli banki ფინანსურ ანგარიშგებასთან თანდართული შენიშვნები 2018 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისათვის (ათასი ლარი) ამორტიზებული ღირებულებით შეფასებული ფინანსური აქტივები (2018 წლის 1 იანვრიდან გამოყენებული პოლიტიკა) ჩვეულებრივი საქმიანობის პირობებში ბანკი ფლობს სესხებს, დეპოზიტებს, მიმდინარე ანგარიშებს და სხვა მოთხოვნებს ფინანსური ინსტიტუტების მიმართ სხვადასხვა პერიოდულობით. ბიზნესმოდელის მიზანი, რომლის პირობებშიც იმართება ეს ფინანსური აქტივები, მიიღწევა სახელშეკრულებო ფულადი ნაკადების მიღებით. ამ ფინანსური აქტივის სახელშეკრულებო პირობები კონკრეტულ თარიღებს ადგენს ისეთი ფულადი ნაკადების მიღებისთვის, რომლებიც წარმოადგენს მხოლოდ ძირი თანხისა და ძირი თანხის დაუფარავ ნაწილთან დაკავშირებული პროცენტის გადახდას. ამ კატეგორიაში მოიაზრება მოთხოვნები ფინანსური ინსტიტუტების მიმართ და სხვა ფინანსური აქტივები. ამორტიზებული ღირებულებით შეფასებული ბანკის ინვესტიციები აგრეთვე მოიცავს საქართველოს მთავრობის ფასიან ქაღალდებს. იმ სავალო ფინანსური ინსტრუმენტის პრემია და დისკონტი, რომლებიც შეფასებულია ამორტიზებული ღირებულებით, აღიარდება ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მეთოდის გამოყენებით ამორტიზებული ღირებულების გამოთვლის მეშვეობით. დარიცხული პროცენტი აღიარდება მოგება ან ზარალის და სხვა სრული შემოსავლის ანგარიშგების შესაბამის მუხლებში. ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მეთოდი ითვალისწინებს თანდაყოლილი განაკვეთის გამოყენებას, რომლის მიხედვითაც ხდება მომავალი ფულადი ნაკადების დისკონტირება ფინანსური ინსტრუმენტის მოსალოდნელი არსებობის მანძილზე, ისე რომ პროცენტი აღიარდეს მუდმივი შემოსავლიანობის მქონე განაკვეთის საფუძველზე. რეალური ღირებულებით მოგებაში ან ზარალში (2018 წლის 1 იანვრიდან გამოყენებული პოლიტიკა) ასახვით შეფასებული ინვესტიციები ბანკის ინვესტიციები, რომლებიც შეფასებულია რეალური ღირებულებით მოგებაში ან ზარალში ასახვით შედგება საერთაშორისო რეზერვების ნაწილისგან, რომელიც იმართება საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის მიერ, რაც წარმოადგენს ინვესტიციას საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის საინვესტიციო კალათაში (BISIP_K). ბიზნესმოდელის მიზანი, რომლის მიხედვითაც იმართება ინვესტიცია, მიიღწევა სახელშეკრულებო ფულადი ნაკადების მიღებით. თუმცა, სახელშეკრულებო პირობები არ წარმოქმნის კონკრეტულ თარიღებში ისეთ ფულად ნაკადებს, რომლებიც წარმოადგენს მხოლოდ ძირი თანხისა და ძირი თანხის დაუფარავ ნაწილთან დაკავშირებული პროცენტის გადახდას. წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტები ბანკი უცხოური ფასიანი ქაღალდების პორტფელის საპროცენტო რისკის მართვისათვის იყენებს საპროცენტო განაკვეთის ფიუჩერსულ კონტრაქტებს და ოფციონებს საპროცენტო განაკვეთის ფიუჩერსულ კონტრაქტებზე, რომლებით ვაჭრობაც მიმდინარეობს საზღვარგარეთის ბირჟებზე. ბირჟაზე ნავაჭრი საპროცენტო განაკვეთის ფიუჩერსული კონტრაქტები არის პროცენტის მატარებელ ინსტრუმენტზე მიბმული ფიუჩერსული კონტრაქტები, რომლებიც ინვესტორს საშუალებას აძლევს პროცენტის მატარებელ ინსტრუმენტზე დააფიქსიროს ფასი მომავალი თარიღისათვის. ბირჟაზე ნავაჭრი საპროცენტო განაკვეთის ფიუჩერსული კონტრაქტების ოფციონი წარმოადგენს წარმოებულ ფინანსურ ინსტრუმენტს, რომელიც საშუალებას აძლევს მფლობელს მიიღოს სარგებელი საპროცენტო განაკვეთების ცვლილებისაგან. საპროცენტო განაკვეთების ფიუჩერსები და ოფციონები კლასიფიცირდება, როგორც „რეალური ღირებულებით შეფასებული მოგებაში ან ზარალში ასახვით“. წარმოებული ინსტრუმენტები თავდაპირველად აღიარდება რეალური ღირებულებით კონტრაქტის დადების თარიღისათვის და შემდგომ ანგარიშგების ყოველი თარიღისათვის გადაფასდება რეალური ღირებულებით. ანგარიშგების 22 237 saqarTvelos erovnuli banki ფინანსურ ანგარიშგებასთან თანდართული შენიშვნები 2018 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისათვის (ათასი ლარი) თარიღისათვის რეალური ღირებულება ეფუძნება ბლუმბერგით მიღებულ მიწოდების ფასებს და მიღებული გადაფასების მოგება/ზარალი აისახება ფასიანი ქაღალდებიდან და წარმოებული ინსტრუმენტებიდან მიღებული არარეალიზებული მოგება/ზარალის მუხლით მოგება ან ზარალის და სხვა სრული შემოსავლის ანგარიშგებაში. წარმოებული ინსტრუმენტები ასახულია აქტივებად თუ მათი რეალური ღირებულება დადებითია და ვალდებულებებად, თუ რეალური ღირებულება უარყოფითია. რეალური ღირებულებით სხვა სრულ შემოსავალში (2018 წლის 1 იანვრიდან გამოყენებული პოლიტიკა) ასახვით შეფასებული ინვესტიციები ბანკის ინვესტიციები, რომლებიც შეფასებულია რეალური ღირებულებით სხვა სრულ შემოსავალში ასახვით მოიცავს საქართველოს და უცხო ქვეყნების მთავრობების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და უცხოური სახელწიფო სააგენტოების მიერ გამოშვებულ სავალო ფასიან ქაღალდებს. ფასიანი ქაღლდები წარმოადგენენ ბანკის საერთაშორისო რეზერვების პორტელის ნაწილს ან მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტს. აღნიშნული სავალო ფასიანი ქაღალდები იმართება იმ ბიზნესმოდელის პირობებში, რომლის მიზანიც მიიღწევა როგორც ფინანსური აქტივების ფლობით სახელშეკრულებო ფულადი ნაკადების მიღების მიზნით, ისე ფინანსური აქტივების გაყიდვით. სავალო ფასიანი ქაღალდები კლასიფიცირდება, როგორც რეალური ღირებულებით სხვა სრულ შემოსავალში ასახვით, იმ პირობით, რომ ფინანსური აქტივის სახელშეკრულებო პირობები კონკრეტულ თარიღებს ადგენს ისეთი ფულადი ნაკადების მიღებისთვის, რომლებიც წარმოადგენს მხოლოდ ძირი თანხისა და ძირი თანხის დაუფარავ ნაწილთან დაკავშირებული პროცენტის გადახდას. მოსალოდნელი საკრედიტო ზარალი (2018 წლის 1 იანვრიდან გამოყენებული პოლიტიკა) ბანკი აღიარებს ზარალის რეზერვს მოსალოდნელ საკრედიტო ზარალთან დაკავშირებით იმ სავალო ფინანსური ინსტრუმენტებისთვის, რომლებიც შეფასებულია ამორტიზებული ღირებულებით ან რეალური ღირებულებით სხვა სრულ შემოსავალში ასახვით. ბანკის ზარალის რეზერვი შეფასებულია არსებობის მანძილზე მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის ოდენობით, გარდა შემდეგი შემთხვევებისა, რომლებისთვისაც ზარალის რეზერვი შეფასებულია 12თვიანი საკრედიტო ზარალის ოდენობით: - სავალო საინვესტიციო ფასიანი ქაღალდები, რომლებიც ანგარიშგების თარიღისთვის დაბალი საკრედიტო რისკის მქონეა; - სხვა ფინანსური ინსტრუმენტები, რომელთათვისაც საკრედიტო რისკი მნიშვნელოვნად არ გაზრდილა მათი თავდაპირველი აღიარების შემდგომ. ბანკი მიიჩნევს რომ სავალო საინვესტიციო ფასიან ქაღალდებს აქვთ დაბალი საკრედიტო რისკი, როდესაც მათი საკრედიტო რისკის რეიტინგი საერთაშორისოდ მიღებული „საინვესტიცო რანგის მქონეს“ განმარტების ეკვივალენტურია. ბანკის მკაცრი საინვესტიციო პოლიტიკის გათვალისწინებით, რომელიც გულისხმობს განსაკუთრებით მაღალი საკრედიტო რანგის მქონე ინვესტიციების ფლობას, ფინანსური ინსტრუმენტები, რომლებსაც ბანკი ფლობს როგორც საერთაშორისო რეზერვებს, განიხილება დაბალი საკრედიტო რისკის მქონედ. გარდა ამისა, ბანკი, საქართველოს მთავრობის მიმართ არსებულ მოთხოვნებს, რომლებიც დენომინირებულია ლარში, განიხილავს როგორც დაბალი საკრედიტო რისკის მქონეს. ასეთი მიდგომა ასახავს ზოგად დაშვებას, რომ სახელმწიფოს ვალი დენომინირებული ადგილობრივ ვალუტაში მიიჩნევა დეფოლტის განსაკუთრებით დაბალი რისკის მატარებლად (ჩვეულებრივ მოიხსენიება როგორც „ურისკო“ ბაზრის მონაწილეთა გადმოსახედიდან), ისევე როგორც იმ ფაქტს, რომ, ბანკსა და საქართველოს მთავრობას შორის არსებული განსაკუთრებული კავშირის გამო, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბანკში გახსნილი აქვს თავისი ძირითადი 23 238 saqarTvelos erovnuli banki ფინანსურ ანგარიშგებასთან თანდართული შენიშვნები 2018 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისათვის (ათასი ლარი) მიმდინარე ანგარიში. ბანკი არ იყენებს გამონაკლისს დაბალი საკრედიტო რისკის დაშვების თაობაზე არც ერთი სხვა ფინანსური ინსტრუმენტის მიმართ. მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის გამოანგარიშება არსებობის მანძილზე მოსალოდნელი საკრედიტო ზარალი წარმოადგენს ზარალს, რომელიც შეიძლება წარმოიქმნას ფინანსური ინსტრუმენტის არსებობის მანძილზე დეფოლტის ყველა შესაძლო შემთხვევის შედეგად. 12-თვიანი საკრედიტო ზარალი წარმოადგენს ფინანსური ინსტრუმენტის არსებობის მანძილზე მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის ნაწილს, რომელიც შეიძლება წარმოიქმნას საანგარიშგებო თარიღის შემდეგ 12 თვის განმავლობაში ფინანსური ინსტრუმენტის დეფოლტის შემთხვევების შედეგად. მოსალოდნელი საკრედიტო ზარალი წარმოადგენს საკრედიტო ზარალის საშუალო შეწონილ სიდიდეს. ის ფასდება შემდეგნაირად: - - ფინანსური აქტივები, რომლებიც არ არის საკრედიტო რისკით გაუფასურებული საანგარიშგებო თარიღზე: მთლიანი ფულადი სახსრების დეფიციტის დღევანდელი ღირებულება (მაგალითად სხვაობა საწარმოსთვის ხელშეკრულების შესაბამისად გადასახდელ მთლიან ფულად ნაკადებსა და იმ ფულად ნაკადებს შორის, რომლის მიღებასაც ბანკი მოელის); ფინანსური აქტივები, რომლებიც საკრედიტო რისკით გაუფასურებულია საანგარიშგებო თარიღზე: სხვაობა მთლიან საბალანსო ღირებულებასა და სამომავლო ფულადი ნაკადების დღევანდელ ღირებულებას შორის; საკრედიტო რისკით გაუფასურებული ფინანსური აქტივები თითოეულ საანგარიშგებო თარიღზე ბანკი აფასებს, რამდენად არის საკრედიტო რისკით გაუფასურებული ფინანსური აქტივები, რომლებიც შეფასებულია ამორტიზებული ღირებულებით და სავალო ფინანსური აქტივები, რომლებიც შეფასებულია რეალური ღირებულებით სხვა სრულ შემოსავალში ასახვით. ფინანსური აქტივი მიიჩნევა საკრედიტო რისკით გაუფასურებულ ფინანსურ აქტივად, თუ მომხდარია ერთი ან მეტი ისეთი მოვლენა, რომელმაც უარყოფითი გავლენა იქონია ამ ფინანსურ აქტივთან დაკავშირებული მომავალი ფულადი ნაკადების შეფასებაზე. ფინანსური აქტივის გაუფასურების მტკიცებულებებს განეკუთვნება, მაგალითად, დაკვირვებადი მონაცემები შემდეგი მოვლენების შესახებ:      ემიტენტის ან მსესხებელი საწარმოს მნიშვნელოვანი ფინანსური სიძნელეები; სახელშეკრულებო პირობების დარღვევა, როგორიცაა, მაგალითად დეფოლტი ან გადახდის ვადაგადაცილება; ბანკის მიერ, თავისი მსესხებლის ფინანსურ სიძნელეებთან დაკავშირებული ეკონომიკური ან სახელშეკრულებო მიზეზების გამო, ამ მსესხებელისათვის ისეთი დათმობების შეთავაზება, რომელთაც სხვა შემთხვევაში არ გაითვალისწინებდა; მოსალოდნელი ხდება, რომ მსესხებელი დაიწყებს გაკოტრების პროცედურას, ან სხვა სახის ფინანსური რეორგანიზაციის პროცესს; მოცემული ფინანსური აქტივის აქტიური ბაზრის გაქრობა ფინანსური სიძნელეების გამო; ამორტიზებული ღირებულებით ან რეალური ღირებულებით სხვა სრულ შემოსავალში ასახვით შეფასებული ყველა ფინანსური აქტივი, რომელიც ვადაგადაცილებულია 90 დღით ან მეტით, ითვლება რომ დეფოლტირებულია, გარდა საქართველოს მთავრობის მიმართ არსებული მოთხოვნისა, რომელიც ჩაითვლებოდა დეფოლტირებულად 180 დღეზე მეტი დღით ვადაგადაცილების შემთხვევაში. ეს 24 239 saqarTvelos erovnuli banki ფინანსურ ანგარიშგებასთან თანდართული შენიშვნები 2018 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისათვის (ათასი ლარი) წარმოადგენს ფასს 9-ით გათვალისწინებული ვარაუდის უარყოფას, რომ დეფოლტი არ დგება იმაზე უფრო გვიან, ვიდრე ფინანსური აქტივი 90 დღით გახდება ვადაგადაცილებული. თუმცა, ეს მიდგომა ასახავს მთავრობის ბიუჯეტის დამტკიცების პროცესის გარემოებებს და ბანკის განსაკურთრებულ ურთიერთობას სახელმწიფოსთან, გამომდინარე იქიდან რომ ბანკი მოქმედებს როგორც მთავრობის ბანკირი და ფისკალური აგენტი. მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის რეზერვის წარდგენა ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში მოსალოდნელი საკრედიტო წარდგენილია შემდეგნაირად:   ზარალის რეზერვი ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში ამორტიზებული ღირებულებით შეფასებული ფინანსური აქტივები: აქტივის მთლიანი საბალანსო ღირებულებიდან გამოკლებით; სავალო ინსტრუმენტები, რომლებიც შეფასებულია რეალური ღირებულებით სხვა სრულ შემოსავალში ასახვით: ზარალის რეზერვი არ აღიარდება ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგების შესაბამის მუხლში რამეთუ ამ აქტივების საბალანსო ღირებულება არის მათი რეალური ღირებულება. თუმცა, ზარალის რეზერვი გამჟღავნებულია და აღიარებულია იმ ინვესტიციების გადაფასების რეზერვში, რომლებიც შეფასებულია რეალური ღირებულებით სხვა სრულ შემოსავალში ასახვით ჩამოწერა ამორტიზებული ღირებულებით ან რეალური ღირებულებით სხვა სრულ შემოსავალში ასახვით შეფასებული აქტივები ჩამოიწერება (ნაწილობრივ ან სრულად) მაშინ, როდესაც არ არსებობს გონივრული მოლოდინი იმისა, რომ ფინანსური აქტივი, მთლიანად ან ნაწილობრივ ანაზღაურდება. აღნიშნული ძირითადად წარმოადგენს შემთხვევებს, როდესაც ბანკი დაასკვნის, რომ მსესხებელს არ გააჩნია აქტივები ან შემოსავლის წყარო, რომელთაც შეეძლოთ საკმარისი ფულადი ნაკადების გენერირება იმ თანხების დასაფარად, რაც ჩამოწერას ექვემდებარება. შეფასება კეთდება ინდივიდუალური აქტივის დონეზე. ადრე ჩამოწერილი თანხების ანაზღაურება ჩართულია ფინანსური ინსტრუმენტების გაუფასურების ზარალის მუხლში მოგების ან ზარალის და სხვა სრული შემოსავალის ანგარიშგებაში. ფინანსური აქტივების გაუფასურებით გამოწვეული დანაკარგების აღრიცხვა (2018 წლის 1 იანვრამდე გამოყენებული პოლიტიკა) ყოველი საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს, ბანკი აანალიზებს, ფინანსური აქტივების გაუფასურების ობიექტური მაჩვენებლების არსებობას და განსაზღვრავს მათ გავლენას მომავალ დაკავშირებულ ფულად ნაკადებზე, იმისათვის რომ დადგინდეს არის თუ არა ფინანსური აქტივები გაუფასურებული. ფინანსური აქტივები ამორტიზებული ღირებულებით ფინანსური აქტივების გაუფასურების მაჩვენებლების განსაზღვრას ბანკი ახდენს ყოველი საანგარიშგებო თარიღისათვის. ფინანსური აქტივი გაუფასურებულია და გაუფასურების ზარალი წარმოშობილია მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს გაუფასურების ობიექტური ინდიკატორი, გამოწვეული აქტივის საწყისი შეფასების შემდეგ მომხდარი ერთი ან რამდენიმე მოვლენის შედეგად (,,ზარალის გამომწვევი მოვლენა“) და თუ ამ მოვლენამ გავლენა იქონია ფინანსური აქტივიდან სავარაუდო მომავალ ფულად ნაკადებზე რომელთა საიმედოდ განსაზღვრა შესაძლებელია. ფაქტორები, რომლებსაც ბანკი 25 240 saqarTvelos erovnuli banki ფინანსურ ანგარიშგებასთან თანდართული შენიშვნები 2018 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისათვის (ათასი ლარი) აფასებს გაუფასურების ზარალის წარმოშობის ობიექტური მტკიცებულების განსაზღვრისათვის მოიცავს:        მოვალის ან ემიტენტის საკრედიტო რეიტინგს; მოვალის ან ემიტენტის ლიკვიდურობას; მოვალის ან ემიტენტის მოკლევადიან გადახდისუნარიანობას; ბიზნესის და ფინანსურ რისკებს; მსგავსი ფინანსური აქტივების და ვალდებულებების გადაუხდელობის ხარისხსა და ტენდენციებს; ეროვნული და ადგილობრივი ეკონომიკის ტენდენციებსა და მდგომარეობას; უზრუნველყოფის და გარანტიების რეალურ ღირებულებას; აღნიშნული და სხვა ფაქტორები, ინდივიდუალურად ან ჯგუფურად, საკმარის ობიექტურ საფუძველს წარმოადგენს ფინანსური აქტივის ან ფინანსური აქტივის ჯგუფის გაუფასურების ზარალის აღიარებისათვის. თუ არსებობს ამორტიზებული ღირებულებით შეფასებული ფინანსური აქტივის გაუფასურებით წარმოშობილი ზარალის რეალური ნიშნები, ზარალის ოდენობა უნდა შეფასდეს როგორც სხვაობა აქტივის საბალანსო ღირებულებასა და ფინანსური აქტივის თავდაპირველი ეფექტური საპროცენტო განაკვეთით დისკონტირებული მომავალი სავარაუდო ფულადი ნაკადების მიმდინარე ღირებულებას შორის. აქტივის საბალანსო ღირებულება შემცირდება და ზარალის თანხა აღიარდება მოგებაში ან ზარალში, თუ ცვლადი საპროცენტო განაკვეთის მქონე სესხებისა და მოთხოვნებისათვის გაუფასურების დანაკარგების ზარალის შეფასებისათვის დისკონტირების განაკვეთი იქნება მიმდინარე ეფექტური საპროცენტო განაკვეთი კონტრაქტის პირობების შესაბამისად. თუ შემდგომ პერიოდში გაუფასურების ზარალი მცირდება და შემცირება შეიძლება ობიექტურად დაკავშირებულ იქნეს მოვლენასთან, რომელიც წარმოიშვა გაუფასურების ზარალის აღიარების შემდეგ, მაგალითად საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესება, მოხდება ადრე აღიარებული გაუფასურების ზარალის უკუგატარება და ასახვა მოგებაში ან ზარალში. ფინანსური აქტივები რეალური ღირებულებით გასაყიდად არსებული ფინანსური აქტივებისათვის ფასიანი ქაღალდების რეალური ღირებულების მნიშვნელოვანი ან ხანგრძლივი შემცირება მის საბალანსო ღირებულებასთან შედარებით განსაზღვრავს მის გაუფასურებას. თუ არსებობს რეალური ნიშნები რომ გასაყიდად არსებული ფინანსური აქტივები გაუფასურდა, აკუმულირებული ზარალი შეფასებული როგორც შეძენის ღირებულებასა (ყველა ძირითადი გადასახდელი თანხისა და ამორტიზაციის გამოკლებით) და მიმდინარე ღირებულებას შორის სხვაობა, გამოკლებული მოგებაში ან ზარალში ადრე აღიარებული გაუფასურების ზარალი, უნდა იქნას ამოღებული სრული შემოსავლიდან და აღიარდეს მოგებაში ან ზარალში. თუ შემდგომ პერიოდში გასაყიდად არსებული ინვესტიციების რეალური ღირებულება გაიზრდება და გაზრდა შეიძლება რეალურად დაკავშირებულ იქნეს მოვლენასთან, რომელიც წარმოიშვა გაუფასურების ზარალის აღიარების შემდეგ, რომელიც მოხვდა მოგებაში ან ზარალში, ხდება ადრე აღიარებული გაუფასურების ზარალის უკუგატარება მოგებაში ან ზარალში. ამასთან შემდგომ პერიოდში გაუფასურებული აქტივის რეალური ღირებულების აღდგენა აღიარდება სხვა სრულ შემოსავალში. 26 241 saqarTvelos erovnuli banki ფინანსურ ანგარიშგებასთან თანდართული შენიშვნები 2018 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისათვის (ათასი ლარი) ფინანსური ვალდებულებები ამორტიზებული ღირებულებით გამოშვებული ფინანსური ინსტრუმენტები ან მათი კომპონენტები კლასიფიცირდება, როგორც ვალდებულებები, როდესაც საკონტრაქტო მოთხოვნების გამო ბანკს აქვს ვალდებულება გადასცეს ნაღდი ფული ან სხვა ფინანსური აქტივები ფინანსური ინსტრუმენტის მფლობელს ან გადაცვალოს ნაღდი ფულის ფიქსირებული ოდენობა ან სხვა ფინანსური აქტივები საკუთარი კაპიტალის ინსტრუმენტებში. ასეთი ინსტრუმენტები მოიცავენ ვალდებულებებს მთავრობის, რეზიდენტი ფინანსური ინსტიტუტების და კლიენტების მიმართ, გამოშვებულ სავალო ფასიან ქაღალდებს, ვალდებულებებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმართ და სხვა ფინანსურ ვალდებულებებს. ისინი თავდაპირველად აისახება მიღებული სახსრების რეალური ღირებულებით გარიგებასთან დაკავშირებული ხარჯების გამოკლებით. პირველადი ასახვის შემდგომ ეს ფინანსური ინსტრუმენტები აღირიცხება ამორტიზებული ღირებულებით ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მეთოდის გამოყენებით. ფასიანი ქაღალდების საკრედიტო ხელშეკრულება ავტომატური ფასიანი ქაღალდების საკრედიტო პროგრამის ხელშეკრულების ფარგლებში, სასესხო ფასიანი ქაღალდების შეთავაზების აღიარება გრძელდება ფინანსური მდგომარეობის შესახებ ბანკის ანგარიშგებაში სხვა ფასიან ქაღალდებთან ერთად, რომლებიც არ არის ჩართული ამ ოპერაციებში და ფასდება სააღრიცხვო პოლიტიკების შესაბამისად, რომლებიც ასევე ვრცელდება სავაჭროდ და გასაყიდად არსებული აქტივებისთვის. ფასიანი ქაღალდების დაკრედიტების ოპერაციების უზრუნველყოფა ხდება ფასიანი ქაღალდებით, რომლებიც არ არის აღრიცხული ფინანსური მდგომარეობის შესახებ ანგარიშგების აქტივებისა და ვალდებულებების სახით, რადგან ბანკს არ აქვს შესაძლებლობა დააგირაოს ან გაყიდოს ამგვარი ფასიანი ქაღალდები მსესხებლის მიერ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ფაქტის დადგომამდე; მხოლოდ ბანკის ანგარიშზე ფულადი სახით განთავსებული უზრუნველყოფების აღიარება ხდება ფინანსური მდგომარეობის შესახებ ანგარიშგებაში. ამ ოპერაციებიდან წარმოშობილი შემოსავლის აღიარება ხდება მოგება ან ზარალის ანგარიშგებაში პროცენტებიდან მიღებული შემოსავლის სახით. მიმოქცევაში გაშვებული ფული მიმოქცევაში გაშვებული ფული მოიცავს ბანკის მიერ კანონისა და მისი, როგორც ცენტრალური ბანკის ფუნქციის ფარგლებში გამოშვებულ ბანკნოტებსა და მონეტებს. მიმოქცევაში არსებული ბანკნოტები და მონეტები ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში აისახება ნომინალური ღირებულებით, შემცირებული ბანკის სალაროში ნაღდი ფულის ოდენობით. ბანკნოტებისა და მონეტების დამზადების ხარჯები აისახება ხარჯებში მათი გაწევისთანავე. კომერციული ბანკებისგან უკან დაბრუნებული ბანკნოტები ამოიღება მიმოქცევაში არსებული ფულადი სახსრებიდან და მათი მდგომარეობიდან ან სტატუსიდან გამომდინარე, ხდება მათი განადგურება ან ბანკის სარეზერვო ფონდებში შენახვა, რომელიც არ აისახება ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში. 27 242 saqarTvelos erovnuli banki ფინანსურ ანგარიშგებასთან თანდართული შენიშვნები 2018 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისათვის (ათასი ლარი) ანარიცხები (წარმოდგენილი სხვა ვალდებულებებში) ანარიცხების აღიარება ხდება მაშინ, როდესაც ბანკს აქვს მიმდინარე იურიდიული ან კონსტრუქციული ვალდებულებები, რომელნიც წარმოიქმნა წარსული მოვლენების შედეგად და, სავარაუდოდ, ვალდებულების დასაფარად საჭირო იქნება ეკონომიკურ სარგებელში განივთებული რესურსების გასვლა და შესაძლებელია განხორციელდეს ვალდებულების თანხის საიმედოდ შეფასება. ძვირფასი ლითონები (წარმოდგენილი სხვა აქტივებში) ოქროს სამახსოვრო მონეტები და ოქროს ზოდები აღიარებას და შემდგომ შეფასებას ექვემდებარება ბასს 2 - სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების“ შესაბამისად. ოქროს სამახსოვრო მონეტები და ოქროს ზოდები თავდაპირველად აღიარდება თვითღირებულებით დამზადების, ტრანსპორტირებისა და სხვა პირდაპირი ხარჯების გათვალისწინებით. შემდგომში მათი შეფასება ხდება თვითღირებულებასა და ნეტო სარეალიზაციო ღირებულებას შორის უმცირესი თანხით. სამახსოვრო მონეტების და ზოდების გაყიდვისას წარმოშობილი მოგება და ზარალი აისახება მოგება ან ზარალისა და სხვა სრული შემოსავლის ანგარიშგებაში. სხვა სამახსოვრო მონეტებზე გაწეული ხარჯები აღიარებას გადახდისთანავე ექვემდებარება როგორც მიმდინარე ხარჯები და აისახება მოგება ან ზარალისა და სხვა სრული შემოსავლის ანგარიშგებაში. საინვესტიციო ქონება საინვესტიციო ქონება (ასეთი მიზნებისთვის მშენებარე ობიექტების ჩათვლით) არის ქონება, რომელსაც ფლობენ საიჯარო შემოსავლების მიღების ან კაპიტალის ღირებულების ზრდის ან ორივე მიზნით და არ გამოიყენება ჩვეულებრივი საქმიანობის პროცესში გაყიდვისთვის, საქონლის წარმოების ან მიწოდების, მომსახურების გაწევის ან ადმინისტრაციული მიზნებისათვის. საინვესტიციო ქონება თავდაპირველად ფასდება თვითღირებულებით გარიგების ხარჯების ჩათვლით. თავდაპირველი აღიარების შემდეგ საინვესტიციო ქონება წარმოდგენილია ისტორიული ღირებულებით დაგროვილი ცვეთის და აღიარებული გაუფასურების ზარალის გამოკლებით. ცვეთის გაანგარიშება წარმოებს წრფივი მეთოდით აქტივის სასარგებლო მომსახურების ვადის გათვალისწინებით. ძირითადი საშუალებები ძირითადი საშუალებები წარმოდგენილია ისტორიული ღირებულებით დაგროვილი ცვეთისა და გაუფასურების ზარალის გამოკლებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში. მიწა არ ექვემდებარება ცვეთას. თუ ძირითადი საშუალებების რომელიმე კომპონენტს აქვს განსხვავებული სასარგებლო მომსახურების ვადა , მაშინ იგი აღირიცხება ძირითადი საშუალებების ცალკე ქვემუხლში. ძირითადი საშუალებების ცვეთა გამოიქვითება მათი ისტორიული ღირებულებიდან და გამოიყენება აქტივების ჩამოსაწერად მათი სასარგებლო მომსახურების ვადის განმავლობაში. აქტივზე ცვეთის დარიცხვა იწყება მისი შეძენის დღიდან ან საკუთარი ძალებით შექმნილი აქტივისათვის იმ მომენტიდან როდესაც აქტივის შექმნა დასრულებულია და ის მზად არის გამოყენებისთვის. ცვეთის დარიცხვა წარმოებს წრფივი მეთოდით შემდეგი წლიური განაკვეთების გამოყენებით: შენობა-ნაგებობები % 2 კომპიუტერები, საოფისე მოწყობილობა და ავეჯი 10-20 სატრანსპორტო საშუალებები და სხვა 20 28 243 saqarTvelos erovnuli banki ფინანსურ ანგარიშგებასთან თანდართული შენიშვნები 2018 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისათვის (ათასი ლარი) რემონტისა და განახლების ხარჯები აისახება მათი გაწევისთანავე და მიეკუთვნება საოპერაციო ხარჯებს, გარდა შემთხვევებისა როდესაც ისინი კაპიტალიზაციას ექვემდებარებიან. ძირითადი საშუალებების საბალანსო ღირებულების გადახედვა ხდება თითოეული საანგარიშგებო თარიღისათვის, რათა დადგინდეს აღემატება თუ არა მათი საბალანსო ღირებულება მათ ანაზღაურებად ღირებულებას. ანაზღაურებადი ღირებულება წარმოადგენს უდიდესს: გაყიდვის ხარჯებით შემცირებულ რეალურ ღირებულებასა და არსებულ გამოყენების ღირებულებას შორის. ძირითადი საშუალებების საბალანსო ღირებულების ანაზღაურებად ღირებულებაზე გადამეტების შემთხვევაში, აქტივები ექვემდებარება შემცირებას მათ ანაზღაურებად ღირებულებამდე. გაუფასურებით მიღებული დანაკარგების აღიარება ხდება შესაბამის საანგარიშგებო პერიოდში და აისახება მოგება ან ზარალისა და სხვა სრული შემოსავლის ანგარიშგებაში. გაუფასურებით გამოწვეული დანაკარგების ასახვის შემდეგ, ხდება ძირითადი საშუალებების ცვეთის კორექტირება შემდგომ პერიოდებში, იმისათვის, რომ გაანგარიშებული აქტივების საბალანსო ღირებულება ნარჩენი ღირებულების გამოკლებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სისტემატურად გადანაწილდეს დარჩენილ სასარგებლო მოხმარების პერიოდზე. არამატერიალური აქტივები არამატერიალური აქტივები მოიცავს კომპიუტერულ პროგრამებს და ლიცენზიებს. ცალკე შესყიდული არამატერიალური აქტივები ინდივიდუალურად აღირიცხება და თვითღირებულებით აისახება თავდაპირველი აღიარებისას. თავდაპირველი აღიარების შემდგომ აღირიცხება თვითღირებულებით, დაგროვილი ამორტიზაციისა და გაუფასურების ზარალის გამოკლებით. არამატერიალური აქტივების სასარგებლო მომსახურების ვადა ფასდება როგორც შეზღუდული, ან განუსაზღვრელი ვადის მქონე. შეზღუდული ვადის მქონე არამატერიალური აქტივები ამორტიზებულია 5 წლიანი სასარგებლო მომსახურების ვადის განმავლობაში და მათი შემოწმება გაუფასურებაზე ხდება გაუფასურების ნებისმიერი მაჩვენებლის არსებობისას. შეზღუდული ვადის მქონე არამატერიალური აქტივების ამორტიზაციის პერიოდისა და მეთოდების გადახედვა ხორციელდება ყოველი ფინანსური წლის ბოლოს. საგადასახადო დაბეგვრა ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, ბანკის აქტივები, ქონება და შემოსავალი, ისევე როგორც მისი საქმიანობა და ოპერაციები არ ექვემდებარება დაბეგვრას და სხვა მოსაკრებლების გადახდას. პირობითი ვალდებულებები / აქტივები პირობითი ვალდებულებები არ აღიარდება ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში, თუმცა აისახება შენიშვნებში, ანგარიშსწორებისას სახსრების ნებისმიერი გადინების შესაძლებლობის არსებობამდე. პირობითი აქტივი ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში არ აღიარდება, მაგრამ აისახება შენიშვნებში იმ შემთხვევაში, თუ ივარაუდება ეკონომიკური სარგებლის მიღება. შემოსავლებისა და ხარჯების აღიარება შემოსავალი აღიარდება, როდესაც ბანკი შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას დაპირებული საქონლის ან მომსახურების (მაგალითად, აქტივის) კონტრაგენტებისთვის გადაცემით. აქტივი გადაცემულად მიიჩნევა იმ შემთხვევაში, როდესაც (ან როგორც კი) კონტრაგენტი მოიპოვებს აქტივზე კონტროლს. 29 244 saqarTvelos erovnuli banki ფინანსურ ანგარიშგებასთან თანდართული შენიშვნები 2018 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისათვის (ათასი ლარი) საპროცენტო და მასთან გათანაბრებული შემოსავლები და ხარჯები ფასიანი ქაღალდებისთვის, რომლებიც შეფასებულია ამორტიზებული ღირებულებით და რეალური ღირებულებით შეფასებული სხვა სრულ შემოსავალაში ასახვით, საპროცენტო შემოსავლები და ხარჯები აღირიცხება ეფექტური საპროცენტო განაკვეთით, რომელიც ზუსტად ახდენს მომავალში ფინანსური ინსტრუმენტის მოსალოდნელი მომსახურების ვადის ამოწურვამდე ან უფრო მოკლე ვადაში, შესაბამის ვითარებაში, მისაღები ან გადასახდელი სავარაუდო ფულადი სახსრების დისკონტირებას ფინანსური აქტივისა თუ ვალდებულების წმინდა საბალანსო ღირებულებამდე. ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოანგარიშების დროს გათვალისწინებულია ფინანსური ინსტრუმენტის ყველა სახელშეკრულებო პირობა (მაგ. წინასწარი გადახდები) და მოცულია ფინანსურ ინსტრუმენტთან პირდაპირ დაკავშირებული ყველა საკომისიო და სხვა ხარჯები, რომლებიც წარმოადგენენ ეფექტური საპროცენტო განაკვეთის განუყოფელ ნაწილს, მაგრამ არ არის გათვალისწინებული მომავალი საკრედიტო დანაკარგები. მისაღები ან გადასახდელი თანხების გადახედვის შემთხვევაში სწორდება ფინანსური აქტივის ან ფინანსური ვალდებულების საბალანსო ღირებულება. გადახედილი საბალანსო ღირებულების თანხა გაანგარიშდება თავდაპირველი ეფექტური საპროცენტო განაკვეთის საფუძველზე და საბალანსო ღირებულების ცვლილების თანხა აღიარდება, როგორც საპროცენტო შემოსავლები ან ხარჯები. საპროცენტო შემოსავლის აღიარების საფუძველი (გამოყენებული 2018 წლის 1 იანვრიდან) თავდაპირველი ეფექტური საპროცენტო განაკვეთი გამოიყენება იმ ფინანსური აქტივების მთლიანი საბალანსო ღირებულების მიმართ (საბალანსო ღირებულება მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის რეზერვით შემცირების გარეშე), რომლებისთვისაც: - საკრედიტო რისკი მნიშვნელოვნად არ გაზრდილა მათი თავდაპირველი აღიარების შემდგომ; საკრედიტო რისკი მნიშვნელოვან გაიზარდა მათი თავდაპირველი აღიარების შემდგომ, მაგრამ რომლებიც არ არის საკრედიტო რისკით გაუფასურებული; იმ ფინანსური აქტივებისთვის, რომლებიც საკრედიტო რისკით გაუფასურებულია, თავდაპირველი ეფექტური საპროცენტო განაკვეთი გამოიყენება წმინდა საბალანსო ღირებულების მიმართ (საბალანსო ღირებულება მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის რეზერვით შემცირების შემდეგ). საპროცენტო შემოსავლის აღიარების საფუძველი (გამოყენებული 2018 წლის 1 იანვრამდე) თუ გაუფასურების შედეგად ფინანსური აქტივის ან მსგავსი ფინანსური აქტივების ჯგუფის ღირებულება მცირდება, საპროცენტო შემოსავლის აღიარება გრძელდება თავდაპირველი ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ახალი საბალანსო ღირებულების მიმართ გამოყენებით. გასამრჯელო და საკომისიო შემოსავლები და ხარჯები ბანკი გამოიმუშავებს გასამრჯელოებს და საკომისიო შემოსავლებს კონტრაგენტებისთვის სხვადასხვა სახის მომსახურების გაწევის საფუძველზე. გასამრჯელო და საკომისიო შემოსავლები მოიცავს ნაღდი ფულით განხორციელებული ოპერაციების და გადარიცხვების საკომისიოს, რომლებიც აღიარდება შემოსავლად მომსახურების გაწევისთანავე. გასამრჯელო და საკომისიო ხარჯები მოიცავს ნაღდი ფულის ოპერაციებს, ანგარიშსწორების საკომისიო ხარჯებს და გარე მენეჯერისათვის გადახდილ საკომისიოს, რომლებიც მომსახურების გაწევისთანავე აღიარდება ხარჯად. 30 245 saqarTvelos erovnuli banki ფინანსურ ანგარიშგებასთან თანდართული შენიშვნები 2018 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისათვის (ათასი ლარი) უცხოური ვალუტის გადაფასება ფინანსური ანგარიშგება წარმოდგენილია ლარში, რომელიც ბანკის სამუშაო და წარსადგენი ვალუტაა. გარიგებები უცხოურ ვალუტაში თავდაპირველად აისახება სამუშაო ვალუტაში, გარიგების თარიღისათვის მოქმედი გაცვლითი კურსის შესაბამისად. უცხოურ ვალუტაში დენომინირებული ფულადი აქტივებისა და ვალდებულებების ეროვნულ ვალუტაში გადაფასება ხდება ანგარიშგების თარიღისათვის დაფიქსირებული სამუშაო ვალუტის გაცვლითი კურსით. უცხოურ ვალუტაში ისტორიული ღირებულებით წარმოდგენილი არაფულადი ერთეულების გადაფასება ხორციელდება თავდაპირველი გარიგებისათვის არსებული გაცვლითი კურსით. უცხოურ ვალუტაში რეალური ღირებულებით წარმოდგენილი არაფულადი ერთეულების გადაფასება ხორციელდება რეალური ღირებულების განსაზღვრის თარიღისათვის არსებული გაცვლითი კურსით. უცხოურ ვალუტაში განხორციელებული ოპერაციების გაცვლით გამოწვეული მოგება ან ზარალი და სხვა სრული შემოსავლი ანგარიშგებაში აისახება უცხოური ვალუტით განხორციელებული ოპერაციებიდან მიღებულ წმინდა მოგებაში/(ზარალში) გადაფასების საკურსო სხვაობებში. სხვაობა კონტრაქტით გათვალისწინებულ უცხოურ ვალუტაში დენომინირებული გარიგებების გაცვლით კურსებსა და ბანკში გარიგების თარიღისათვის არსებულ კურსებს შორის აისახება წმინდა მოგებაში/(ზარალში) უცხოურ ვალუტაში განხორციელებული სავაჭრო ოპერაციებიდან. გაცვლითი კურსები ქვემოთ მოცემულია ეროვნული ბანკის მიერ გამოყენებული გაცვლითი კურსები, რომლებიც ბანკმა გამოიყენა წლის ბოლოს ფინანსური ანგარიშგების მომზადებისას: 31 დეკემბერი, 2018 ლარი/1 აშშ დოლარი ლარი/1 ევრო ლარი/1 ავსტრალიური დოლარი ლარი/1 კანადური დოლარი ლარი/1 ნასესხობის სპეციალური უფლება (SDR) 31 დეკემბერი, 2017 2.6766 3.0701 1.8894 1.9674 3.7226 2.5922 3.1044 2.0266 2.0683 3.6916 ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების ურთიერთგადაფარვა ფინანსური აქტივები და ვალდებულებები ურთიერთგადაიფარება და ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში აისახება ნეტო თანხით იმ შემთხვევაში თუ ბანკს აქვს კანონმდებლობით მინიჭებული უფლება განახორციელოს აღიარებული თანხების ურთიერთგადაფარვა და ვარაუდობს, რომ დაფარვა განახორციელოს ნეტო საფუძველზე, ან აქტივის რეალიზაცია და ვალდებულების დაფარვა ერთდროულად განახორციელოს. ისეთი ფინანსური აქტივის გადაცემის აღრიცხვის დროს, რომელიც არ აკმაყოფილებს აღიარების შეწყვეტის კრიტერიუმებს, ბანკს არა აქვს გადაცემული აქტივისა და დაკავშირებული ვალდებულებების ურთიერთგადაფარვის უფლება. მიმდინარე საანგარიშგებო პერიოდისათვის ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების ურთიერთგადაფარვა არ მომხდარა. ფინანსური აქტივების რეკლასიფიკაცია (2018 წლის 1 იანვრიდან გამოყენებული პოლიტიკა) ფინანსური აქტივები არ რეკლასიფიცირდება მათი თავდაპირველი აღიარების შემდგომ, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც ბანკი ცვლის ფინანსური აქტივების მართვის ბიზნესმოდელს. 31 246 saqarTvelos erovnuli banki ფინანსურ ანგარიშგებასთან თანდართული შენიშვნები 2018 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისათვის (ათასი ლარი) ფინანსური აქტივების რეკლასიფიკაცია (2018 წლის 1 იანვრამდე გამოყენებული პოლიტიკა) იმ შემთხვევაში, თუ სავაჭროდ არსებული ფინანსურ აქტივებად კლასიფიცირებული არაწარმოებული ფინანსური აქტივების გაყიდვა ახლო მომავალში აღარ იგეგმება, შესაძლებელია მათი რეკლასიფიკაცია მოგებაში ან ზარალში რეალური ღირებულებით აღრიცხული ფინანსური აქტივების კატეგორიებიდან შემდეგ შემთხვევებში:   ფინანსური აქტივები, რომლებიც დააკმაყოფილებდნენ ზემოთ მოცემულ სესხებისა და მოთხოვნების განმარტებას, შეიძლება რეკლასიფიცირდნენ სესხებსა და მოთხოვნებში, თუ ბანკს გააჩნია სურვილი და პოტენციური შესაძლებლობა ფლობდეს ამ აქტივებს ახლო მომავალში ან დაფარვის ვადამდე; სხვა ფინანსური აქტივების რეკლასიფიკაცია გასაყიდად არსებულ, ან დაფარვის ვადამდე ფლობილი ინსტრუმენტების კატეგორიებში შესაძლებელია მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში; გასაყიდად არსებული ფინანსური აქტივები, რომლებიც დააკმაყოფილებდნენ სესხებისა და მოთხოვნების განმარტებას, იმ შემთხვევაში რეკლასიფიცირდება სესხებისა და მოთხოვნების კატეგორიაში, თუ ბანკს აქვს სურვილი და პოტენციური შესაძლებლობა ფლობდეს მას ახლო მომავალში, ან დაფარვის ვადამდე. ფინანსური აქტივების რეკლასიფიკაცია ხორციელდება მათი რეალური ღირებულებით, რეკლასიფიკაციის თარიღის მდგომარეობით. მოგებაში ან ზარალში უკვე აღიარებული მოგებისა და ზარალის რეზერვის აღდგენა არ ხორციელდება. ფინანსური აქტივის რეკლასიფიკაციის თარიღის მდგომარეობით რეალური ღირებულება ხდება მისი ახალი თვითღირებულება, ან თუ მართებულია მისი ამორტიზებული ღირებულება. მიმდინარე საანგარიშგებო პერიოდისათვის რეკლასიფიკაცია არ მომხდარა. ხელმძღვანელობის განსჯის სფეროები და შეფასებების არასარწმუნოობის წყარო ბანკის ფინანსური ანგარიშგების მომზადების პროცესი საჭიროებს ხელმძღვანელობის შეფასებებსა და დაშვებებს, რომლებსაც გავლენა აქვს ანგარიშგების თარიღისათვის აქტივებისა და ვალდებულებების წარმოდგენილ თანხებზე და მოგება ან ზარალზე პერიოდის ბოლოსათვის წარმოდგენილ თანხებზე. დაშვებები და შეფასებები მუდმივად განიხილება ხელმძღვანელობის მიერ. ხელმძღვანელობის შეფასება ეფუძნება ისტორიულ გამოცდილებას და მრავალ სხვა ფაქტორს, რომლებიც მართებულად ითვლება მოცემულ გარემოებებში. ფაქტიური შედეგები შეიძლება განსხვავდებოდეს ამ დაშვებებისგან სხვადასხვა პირობებში და არსებითი დაშვებების შემთხვევაში. შეფასების არასარწმუნოობის და კრიტიკული განსჯის მნიშვნელოვანი სფეროები რომლებიც ეხება 2018 წლის 1 იანვრიდან დაწყებულ პერიოდს აღწერილია შემდეგ განმარტებით შენიშვნებში:   ფინანსური აქტივების კლასიფიკაცია: ბიზნესმოდელის შეფასება, რომლის პირობებშიც ფლობს ბანკი აქტივებს და იმის შეფასება თუ რამდენად შეიცავს სახელშეკრულებო პირობები ისეთი ფულად ნაკადებს, რომლებიც წარმოადგენს მხოლოდ ძირი თანხისა და ძირი თანხის დაუფარავ ნაწილთან დაკავშირებული პროცენტის გადახდას - შენიშვნა 3 გამონაკლისი დაბალი საკრედიტო რისკის დაშვებასთან დაკავშირებით - შენიშვნა 3 32 247 saqarTvelos erovnuli banki ფინანსურ ანგარიშგებასთან თანდართული შენიშვნები 2018 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისათვის (ათასი ლარი) შეფასების არასარწმუნოობის და კრიტიკული განსჯის მნიშვნელოვანი სფეროები, რომლებიც ეხება 2018 წლის 1 იანვრამდე არსებულ და 2018 წლის 1 იანვრიდან დაწყებულ პერიოდებს აღწერილია შემდეგ განმარტებით შენიშვნაში:  ფინანსური ინსტრუმენტების შეფასება რეალური ღირებულებით - შენიშვნა 26 ცვლილებები სააღრიცხვო პოლიტიკასა და წარდგენის პრინციპებში 2018 წლის 1 იანვრიდან ბანკმა მიიღო ფასს 9 და ფასს 15. რამდენიმე სხვა ახალი სტანდარტი აგრეთვე შევიდა ძალაში 2018 წლის 1 იანვრიდან, მაგრამ მათ არ აქვთ არსებითი გავლენა ბანკის ფინანსურ ანგარიშგებაზე. ფასს 9-ზე გადასვლის ბანკის მიერ შერჩეული მეთოდების გამო, ფინანსური ანგარიშგების მასშტაბით სტანდარტზე გადასვლის მოთხოვნების ასახვის მიზნით არ მომხდარა შესადარისი ინფორმაციის გადაანგარიშგება. ამ სტანდარტების თავდაპირველი გამოყენების ეფექტი ძირითადად გამოწვეული შემდეგით:   ფინანსურ აქტივებზე აღიარებული გაუფასურების ზარალის ზრდა (იხილეთ განმარტებითი შენიშვნა 3) ფასს 9-თან დაკავშირებული დამატებითი განმარტებითი შენიშვნები (იხილეთ განმარტებითი შენიშვნები 3 და 27) ახალი და გადახედილი ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების („ფასს“) გამოყენება გადასვლა ფასს 9-ზე - ფინანსური ინსტრუმენტები ფასს 9 - ფინანსური ინსტრუმენტები, რომელიც გამოქვეყნდა 2014 წლის ივლისის თვეში, ჩაანაცვლებს ბასს 39-ში (ფინანსური ინსტრუმენტები: აღიარება და შეფასება) არსებულ მეთოდურ მითითებებს და მოიცავს ფინანსური ინსტრუმენტების კლასიფიკაციისა და შეფასების და ასევე ფინანსური აქტივების გაუფასურებისა და ჰეჯირების აღრიცხვის მოთხოვნებს. ფასს 9 ძალაშია 2018 წლის 1 იანვარს ან მის შემდგომ დაწყებული წლიური პერიოდებისთვის, ადრეული გამოყენების შესაძლებლობით. (i) კლასიფიკაცია და შეფასება საერთაშორისო რეზერვები: ბანკის საერთაშორისო რეზერვები შედგება სახსრებისგან, რომლებიც იმართება ბანკის მიერ და სახსრებისგან, რომლებიც იმართება გარე მენეჯერების მიერ (მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკი). 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სახსრები რომლებიც იმართება შიდა მენეჯერების მიერ კლასიფიცირებულია, როგორც გასაყიდად არსებული, ხოლო სახსრები რომლებიც იმართება გარე მენეჯერების მიერ კლასიფიცირებულია, როგორც რეალური ღირებულებით შეფასებული მოგებაში ან ზარალში ასახვით (სავაჭრო ფასიანი ქაღალდები). ბიზნესმოდელის შეფასების შედეგად, ფასს 9-ის თავდაპირველი გამოყენების თარიღისთვის (1 იანვარი 2018), ბანკის საერთაშორისო რეზერვები კლასიფიცირებულია, როგორც ამორტიზებული ღირებულებით შეფასებული, რეალური ღირებულებით შეფასებული სხვა სრულ შემოსავალში ასახვით და რეალური ღირებულებით შეფასებული მოგებაში ან ზარალში ასახვით, როგორც ეს წარმოდგენილია ქვემოთ ა და ბ ცხრილებში. 33 248 saqarTvelos erovnuli banki ფინანსურ ანგარიშგებასთან თანდართული შენიშვნები 2018 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისათვის (ათასი ლარი) მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტები კომერციულ ბანკებზე გაცემული სესხები კლასიფიცირებულია როგორც სესხები და მოთხოვნები 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით. სავაჭრო სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები კლასიფიცირებულია როგორც გასაყიდად არსებული ინვესტიციები 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით. ბიზნესმოდელის შეფასების შედეგად, ფასს 9-ის თავდაპირველი გამოყენების თარიღზე (1 იანვარი 2018), ბანკის მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტები კლასიფიცირებულია როგორც ამორტიზებული ღირებულებით შეფასებული და რეალური ღირებულებით შეფასებული სხვა სრულ შემოსავალში ასახვით, როგორც ეს წარმოდგენილია ქვემოთ ა და ბ ცხრილებში. სხვა ფინანსური აქტივები არასავაჭრო სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები კლასიფიცირებულია როგორც დაფარვის ვადამდე ფლობილი ინვესტიციები 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით. სხვა ფინანსური აქტივები შეფასებულია ამორტიზებული ღირებულებით 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით. ეს ფინანსური აქტივები მოიცავს სავაჭრო მოთხოვნებს და თანამშრომლებისთვის მიცემულ სესხებს. ბიზნესმოდელის შეფასების შედეგად, ფასს 9-ის თავდაპირველი გამოყენების თარიღზე (1 იანვარი 2018), ბანკის ეს აქტივები კლასიფიცირებულია, როგორც ამორტიზებული ღირებულებით შეფასებული, როგორც ეს წარმოდგენილია ქვემოთ ა და ბ ცხრილებში. 34 249 saqarTvelos erovnuli banki ფინანსურ ანგარიშგებასთან თანდართული შენიშვნები 2018 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისათვის (ათასი ლარი) ცხრილი ა - შემდგომი ცხრილი აჩვენებს შეფასების თავდაპირველ კატეგორიებს ბასს 39-ის შესაბამისად და შეფასების ახალ კატეგორიებს ფასს 9-ის ფარგლებში ბანკის ფინანსური აქტივებისა და ფინანსური ვალდებულებებისთვის, 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით: ცხრილი ა ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგების მუხლი აქტივები: შენიშვნები თავდაპირველი კლასიფიკაცია ბასს39-ის მიხედვით ახალი კლასიფიკაცია ფასს 9-ის მიხედვით სესხები და მოთხოვნები სესხები და მოთხოვნები რეალური ღირებულება მოგებაში ან ზარალში ასახვით რეალური ღირებულება მოგებაში ან ზარალში ასახვით რეალური ღირებულება მოგებაში ან ზარალში ასახვით ამორტიზებული ღირებულება ამორტიზებული ღირებულება რეალური ღირებულება მოგებაში ან ზარალში ასახვით (სავალდებულო) რეალური ღირებულება სხვა სრულ შემოსავალში ასახვით რეალური ღირებულება მოგებაში ან ზარალში ასახვით (სავალდებულო) რეალური ღირებულება სხვა სრულ შემოსავალში ასახვით თავდაპირველი ახალი საბალანსო საბალანსო ღირებულება ღირებულება ბასს ფასს 9-ის 39-ის მიხედვით მიხედვით აქტივები უცხოურ ვალუტაში საერთაშორისო რეზერვები ფულადი სახსრები და მათი ეკვივალენტები SDR-ის ანგარიში საერთაშორისო სავალუტო ფონდში წარმოებულ ინსტრუმენტებთან დაკავშირებული აქტივები 7 9 10 1,589,656 534,253 1,589,656 534,253 657 657 524,334 524,334 131,473 131,473 5,097,929 5,097,929 6 6 სავაჭრო ფასიანი ქაღალდები (BISIP_K -ის გარეშე) 11 სავაჭრო ფასიანი ქაღალდები (BISIP_K) 11 გასაყიდად არსებული ინვესტიციები 12 გასაყიდად არსებული სხვა აქტივები უცხოურ ვალუტაში სხვა აქტივები 17 სესხები და მოთხოვნები ამორტიზებული ღირებულება მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტები მოთხოვნები ფინანსური ინსტიტუტების მიმართ 8 სესხები და მოთხოვნები 1,590,936 1,590,936 გასაყიდად არსებული ინვესტიციები 12 გასაყიდად არსებული ამორტიზებული ღირებულება რეალური ღირებულება სხვა სრულ შემოსავალში ასახვით 155,198 155,198 სხვა აქტივები ეროვნულ ვალუტაში მოთხოვნები ფინანსური ინსტიტუტების მიმართ დაფარვის ვადამდე ფლობილი ინვესტიციები სხვა აქტივები 8 13 17 სესხები და მოთხოვნები დაფარვის ვადამდე ფლობილი ინვესტიები სესხები და მოთხოვნები ამორტიზებული ღირებულება ამორტიზებული ღირებულება ამორტიზებული ღირებულება 221,303 321,952 645 221,303 321,952 645 10,168,342 10,168,342 აქტივები ეროვნულ ვალუტაში სულ ფინანსური აქტივები 35 250 saqarTvelos erovnuli banki ფინანსურ ანგარიშგებასთან თანდართული შენიშვნები 2018 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისათვის (ათასი ლარი) ცხრილი ა ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგების მუხლი ვალდებულებები: შენიშვნები თავდაპირველი კლასიფიკაცია ბასს39-ის მიხედვით ახალი კლასიფიკაცია ფასს 9-ის მიხედვით 18 ამორტიზებული ღირებულება ამორტიზებული ღირებულება ამორტიზებული ღირებულება ამორტიზებული ღირებულება ამორტიზებული ღირებულება ამორტიზებული ღირებულება 17 თავდაპირველი ახალი საბალანსო საბალანსო ღირებულება ღირებულება ბასს ფასს 9-ის 39-ის მიხედვით მიხედვით ვალდებულებები უცხოურ ვალუტაში მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტები ვალდებულებები რეზიდენტი ფინანსური ინსტიტუტების მიმართ სხვა ვალდებულებები უცხოურ ვალუტაში ვალდებულებები რეზიდენტი ფინანსური ინსტიტუტების მიმართ. ვალდებულებები ფინანსთა სამინისტროს მიმართ ვალდებულები საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმართ სხვა ვალდებულები 2,818,536 2,818,536 312,177 312,177 ამორტიზებული ღირებულება ამორტიზებული ღირებულება 434,263 434,263 753,021 753,021 ამორტიზებული ღირებულება ამორტიზებული ღირებულება 2,744 2,744 21 ამორტიზებული ღირებულება ამორტიზებული ღირებულება 79,284 79,284 18 ამორტიზებული ღირებულება ამორტიზებული ღირებულება 438,778 438,778 19 ამორტიზებული ღირებულება ამორტიზებული ღირებულება ამორტიზებული ღირებულება ამორტიზებული ღირებულება ამორტიზებული ღირებულება ამორტიზებული ღირებულება 541,489 1,371 541,489 1,371 1,795 1,795 ამორტიზებული ღირებულება ამორტიზებული ღირებულება 8,231 8,231 5,391,558 5,391,558 18 19 9 ვალდებულებები ეროვნუ ლ ვალუტაში მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტები გამოშვებული სავალო ფასიანი ქაღალდები ვალდებულებები რეზიდენტი ფინანსური ინსტიტუტების მიმართ სხვა ვალდებულებები ეროვნულ ვალუტაში ვალდებულებები ფინანსთა სამინისტროს მიმართ ვალდებულებები კლიენტების მიმართ ვალდებულებები საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმართ სხვა ვალდებულებები სულ ფინანსური ვალდებულებები 9 17 ბანკის სააღრიცხვო პოლიტიკა ფინანსურ ინსტრუმენტებთან მიმართებით ფასს 9-ის ფარგლებში მოცემულია მე-3 განმარტებით შენიშვნაში. ამ სააღრიცხვო პოლიტიკის გამოყენებამ გამოიწვია რეკლასიფიკაცია, რომელიც წარმოდგენილია ზედა ცხრილში და ახსნილია ქვემოთ. 36 251 saqarTvelos erovnuli banki ფინანსურ ანგარიშგებასთან თანდართული შენიშვნები 2018 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისათვის (ათასი ლარი) ცხრილი ბ - შემდგომი ცხრილი აჯერებს საბალანსო ღირებულებებს ბასს 39-ის ფარგლებში საბალანსო ღირებულებებთან ფასს 9-ის ფარგლებში ფასს 9-ზე გადასვლისას 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით. ცხრილი ბ მუხლი საბალანსო ღირებულება ბასს 39 -ის მიხედვით 2017 წლის 31 დეკემბერს რეკლასიფიკაცია საბალანსო ღირებულება ფასს 9-ის მიხედვით 2018 წლის 1 იანვარს შეფასება აქტივები უცხოურ ვალუტაში ფულადი სახსრები და მათი ეკვივალენტები SDR-ის ანგარიში საერთაშორისო სავალუტო ფონდში წარმოებულ ინსტრუმენტებთან დაკავშირებული აქტივები სავაჭრო ფასიანი ქაღალდები საწყისი ნაშთი - გადატანა რეალური ღირებულებით სხვა სრულ შემოსავალში ასახვით კატეგორიაში - გადატანა რეალური ღირებულებით მოგებაში ან ზარალში ასახვით კატეგორიაში საბოლოო ნაშთი გასაყიდად არსებული ინვესტიციები საწყისი ნაშთი - გადატანა რეალური ღირებულებით სხვა სრულ შემოსავალში ასახვით კატეგორიაში საბოლოო ნაშთი სხვა აქტივები ინვესტიციები შეფასებული რეალური ღირებულებით მოგებაში ან ზარალში ასახვით საწყისი ნაშთი - გადმოტანა სავაჭრო ფასიანი ქაღალდების კატეგორიიდან საბოლოო ნაშთი ინვესტიციები შეფასებული რეალური ღირებულებით სხვა სრულ შემოსავალში ასახვით საწყისი ნაშთი - გადმოტანა სავაჭრო ფასიანი ქაღალდების კატეგორიიდან - გადმოტანა გასაყიდად არსებული ინვესტიციების კატეგორიიდან საბოლოო ნაშთი 1,589,656 534,253 657 - - 1,589,656 534,253 657 - 655,807 - (524,334) (131,473) - - - 5,097,929 6 - (5,097,929) 131,473 - - 6 131,473 - 524,334 5,097,929 - - 5,622,263 37 252 saqarTvelos erovnuli banki ფინანსურ ანგარიშგებასთან თანდართული შენიშვნები 2018 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისათვის (ათასი ლარი) ცხრილი ბ მუხლი აქტივები ეროვნულ ვალუტაში მოთხოვნები ფინანსუტი ინსტიტუტების მიმართ - მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტები გასაყიდად არსებული ინვესტიციები საწყისი ნაშთი - გადატანა რეალური ღირებულებით სხვა სრულ შემოსავალში ასახვით კატეგორიაში საბოლოო ნაშთი მოთხოვნები ფინანსური ინსტიტუტების მიმართ - სხვა დაფარვის ვადამდე ფლობილი ინვესტიციები საწყისი ნაშთი - გადატანა ამორტიზირებული ღირებულებით შეფასებული ინვესტიციების კატეგორიაში საბოლოო ნაშთი სხვა აქტივები ინვესტიციები შეფასებული რეალური ღირებულებით სხვა სრულ შემოსავალში ასახვით საწყისი ნაშთი - გადმოტანა გასაყიდად არსებული ინვესტიციების კატეგორიიდან საბოლოო ნაშთი ინვესტიციები შეფასებული ამორტიზირებული ღირებულებით საწყისი ნაშთი - გადმოტანა დაფარვის ვადამდე ფლობილი ინვესტიციების კატეგორიიდან საბოლოო ნაშთი სულ ფინანსური აქტივები საბალანსო ღირებულება ბასს 39 -ის მიხედვით 2017 წლის 31 დეკემბერს რეკლასიფიკაცია საბალანსო ღირებულება ფასს 9-ის მიხედვით 2018 წლის 1 იანვარს შეფასება 1,590,936 - - 1,590,936 155,194 221,303 (155,194) - - 221,303 321,952 645 - - 645 - - (321,952) 155,194 - - 155,194 - 321,952 - 321,952 10,168,338 10,168,338 38 253 saqarTvelos erovnuli banki ფინანსურ ანგარიშგებასთან თანდართული შენიშვნები 2018 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისათვის (ათასი ლარი) მსოფლიო ბანკის RAMP პროგრამის ფარგლებში მართული აქტივები კლასიფიცირდებოდა, როგორც სავაჭროდ გამიზნული, პროგრამის თავდაპირველი ამოქმედების თარიღიდან 2009 წელს. თავდაპირველი კლასიფიკაცია ასახავდა მოლოდინებს და პროგრამის ფარგლებში მართული აქტივებით ვაჭრობის ფაქტობრივ თავისებურებებს: მსოფლიო ბანკის RAMP პროგრამის ფარგლებში მართული აქტივები ხასიათდებოდა ხშირი ვაჭრობით ბანკის მიერ შიდა მართულ აქტივებთან შედარებით. გასაყიდად არსებული აქტივების კლასიფიკაციასთან მიმართებით კონკრეტული სახელმძღვანელო მითითებების არარსებობის პირობებში, RAMP პროგრამის ფარგლებში მსოფლიო ბანკის მიერ მართული აქტივების კლასიფიკაცია ეფუძნებოდა ბასს 39-ში მოცემული „სავაჭროდ გამიზნულის“ განმარტების ინტერპრეტაციას. პროგრამის არსებობის მანძილზე (2009-2017) არ მომხდარა მნიშვნელოვანი ცვლილება RAMP პროგრამის ფარგლებში მსოფლიო ბანკის მიერ მართული აქტივებით ვაჭრობის სიხშირესა თუ პროგრამის მიზნობრიობაში. ფასს 9-ის თავდაპირველი გამოყენების თარიღზე (2018 წლის 1 იანვარი) შეფასდა ბანკის მიერ ფლობილი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების ბიზნესმოდელი. შეფასებისას გათვალისწინებულ იქნა ფასს 9-ში მოცემული „სავაჭროდ გამიზნულის“ განმარტება ფასს 9-ის მიერ წარმოდგენილ იმ დაკონკრეტებულ კრიტერიუმებთან და იმ ფართო სახელმძღვანელო მითითებებთან ერთობლიობაში, რომლებიც ეხება რეალური ღირებულებით მოგებაში ან ზარალში ასახვით, რეალური ღირებულებით სხვა სრულ შემოსავალში ასახვით და ამორტიზებული ღირებულებით შეფასების კლასიფიკაციისთვის შესაბამის ბიზნესმოდელებს. შეფასების შედეგებმა აჩვენეს, რომ ბიზნესმოდელი იმ აქტივებისთვის, რომლებიც შიგნიდან იმარათება ბანკის მიერ და იმ აქტივებისთვის, რომლებიც იმართება მსოფლიო ბანკის მიერ RAMP პროგრამის ფარგლებში, ერთმანეთის მსგავსია (ეს აქტივები შესაძლოა ერთად იქნას განხილული ბიზნესმოდელის შეფასების მიზნებისთვის) და ამ ბიზნესმოდელის მიზანი მიიღწევა როგორც სახელშეკრულებო ფულადი ნაკადების მიღებით, ისე ამ ფინანსური აქტივების გაყიდვით. აღნიშნულის გათვალისწინებით, 2018 წლის 1 იანვრიდან, მსოფლიო ბანკის მიერ RAMP პროგრამის ფარგლებში მართული აქტივები ფასდება რეალური ღირებულებით სხვა სრულ შემოსავალში ასახვით ბანკის მიერ შიდა მართულ აქტივებთან ერთად, იმ პირობით, რომ ამ ფინანსური აქტივების სახელშეკრულებო პირობები კონკრეტულ თარიღებში ადგენს ისეთი ფულადი ნაკადების მიღებას, რომლებიც წარმოადგენს მხოლოდ ძირი თანხისა და ძირი თანხის დაუფარავ ნაწილთან დაკავშირებული პროცენტის გადახდას. მოცემული ცხრილი აჩვენებს ეფექტს, რომელიც ეხება მსოფლიო ბანკის მიერ RAMP პროგრამის ფარგლებში მართული აქტივების რეკლასიფიკაციას ბასს 39-ით გათვალისწინებული კატეგორიიდან „რეალური ღირებულებით მოგებაში ან ზარალში ასახვით“ ფასს 9-ით გათვალისწინებულ კატეგორიაში „რეალური ღირებულებით სხვა სრულ შემოსავალში ასახვით“: ათას ლარებში რეალური ღირებულება 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რეალური ღირებულების ცვლილებით გამოწვეული მოგება/(ზარალი), რომელიც აღიარდებოდა 2018 წელს მოგებაში ან ზარალში, რომ არ მომხდარიყო აღნიშნული აქტივების რეკლასიფიკაცია თავდაპირველი გამოყენების თარიღის მდგომარეობით განსაზღვრული ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 2018 წელს აღიარებული საპროცენტო შემოსავალი ზეგავლენა 69,248 19 1.12% 2,964 (ii) ზეგავლენა კაპიტალზე მოცემული ცხრილი წარმოადგენს რეალური ღირებულების გადაფასების რეზერვსა და გაუნაწილებელ მოგებაზე ფასს 9-ზე გადასვლის ეფექტის შეჯამებას. გადასვლას არ ჰქონია გავლენა კაპიტალის სხვა მუხლებზე. 39 254 saqarTvelos erovnuli banki ფინანსურ ანგარიშგებასთან თანდართული შენიშვნები 2018 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისათვის (ათასი ლარი) ფასს-9 ის დანერგვის გავლენა 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რეალური ღირებულების გადაფასების რეზერვი საბოლოო ნაშთი ბასს 39-ის მიხედვით (31 დეკემბერი, 2017) მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის აღიარება ფასს-9-ის მიხედვით სავალო ფასიანი ქაღალდებისთვის, რომლებიც შეფასებულია რეალური ღირებულებით სხვა სრულ შემოსავალში ასახვით (403) საწყისი ნაშთი ფასს 9 -ის მიხედვით (1 იანვარი, 2018) (282) 121 გაუნაწილებელი მოგება საბოლოო ნაშთი ბასს 39-ის მიხედვით (31 დეკემბერი, 2017) - მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის აღიარება ფასს-9-ის მიხედვით (121) საწყისი ნაშთი ფასს 9-ის მიხედვით (1 იანვარი, 2018) (121) (iii) გაუფასურება შემდგომი ცხრილი აჯერებს ბასს 39-ის ფარგლებში ფინანსური აქტივების გაუფასურების რეზერვის საბოლოო ნაშთს ფასს 9-ის ფარგლებში განსაზღვრულ მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის რეზერვის საწყის ნაშთთან 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით. 31 დეკემბერი 2017 (ბასს 39) სავაჭრო ფასიანი ქაღალდები ბასს 39-ის ფარგლებში, რომლებიც რეკლასიფიცირდა კატეგორიაში „რეალური ღირებულებით სხვა სრულ შემოსავალში ასახვით“ ფასს 9-ის ფარგლებში (უცხოურ ვალუტაში) გასაყიდად არსებული ინვესტიციები ბასს 39-ის ფარგლებში / ინვესტიციები რეალური ღირებულებით სხვა სრულ შემოსავალში ასახვით ფასს 9 -ის ფარგლებში (უცხოურ ვალუტაში) სხვა აქტივები (ეროვნულ ვალუტაში) სულ მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის რეზერვი რეკლასიფიკაცია 1 იანვარი 2018 (ფასს 9) გადაფასება - - 13 13 - - 108 108 282 - - 282 282 - 121 403 გამოცემული, მაგრამ ჯერ ძალაში არ შესული სტანდარტები ფასს 16 ბანკს ევალება გამოიყენოს ფასს 16 – „იჯარა“ 2019 წლის 1 იანვრიდან. ფასს 16 წარმოადგენს ერთიან, ბალანსზე აღიარებით იჯარის აღრიცხვის მოდელს. მოიჯარე აღიარებს აქტივს გამოყენების უფლებით , რომელიც წარმოადგენს მის უფლებას, გამოიყენოს ქვემდებარე აქტივი და იჯარის ვალდებულებას, რომელიც წარმოადგენს მის ვალდებულებას გადაიხადოს საიჯარო გადახდები. მოკლევადიან იჯარებისთვის და დაბალი ღირებულების მქონე აქტივების იჯარებისთვის არსებობს აღიარებასთან 40 255 saqarTvelos erovnuli banki ფინანსურ ანგარიშგებასთან თანდართული შენიშვნები 2018 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისათვის (ათასი ლარი) დაკავშირებული გამონაკლისები. აღრიცხვა მეიჯარის მხრიდან მიმდინარე სტანდარტის მსგავსია მაგალითად, მეიჯარე განაგრძობს იჯარის კლასიფიცირებას ფინანსურ და საოპერაციო იჯარად. ამასთან, იჯარასთან დაკავშირებული ხარჯების ბუნება იცვლება, რადგან ფასს 16 ცვლის წრფივ საოპერაციო იჯარის ხარჯს გამოყენების უფლების აქტივის ცვეთის ხარჯითა და საპროცენტო ხარჯით იჯარის ვალდებულებაზე. ფასს 16 ანაცვლებს იჯარასთან დაკავშირებულ არსებულ სახელმძღვანელო მითითებებს, მათ შორის ბასს 17 – „იჯარა“, ფასიკ 4 – „როგორ განვსაზღვროთ შეიცავს თუ არა შეთანხმება იჯარას“, იმკ 15 – „საოპერაციო იჯარა-სტიმულირება“ და იმკ 27 – „გარიგების შინაარსის შეფასება, რომელიც შეიცავს იჯარის სამართლებრივ ფორმას“. ზეგავლენის შეფასება: ბანკმა შეაფასა ფასს 16-ის თავდაპირველი გამოყენების ზეგავლენა ფინანსურ ანგარიშგებებზე, როგორც ეს აღწერილია ქვემოთ. ბანკი გეგმავს, რომ ფასს 16 თავდაპირვლად გამოიყენოს 2019 წლის 1 იანვარს მოდიფიცირებული რეტროსპექტული მიდგომით. შესაბამისად, ფასს 16-ის მიღების დაგროვებითი ეფექტი აღიარდება გაუნაწილებელი მოგების 2019 წლის 1 იანვრის საწყისი ნაშთის კორექტირების სახით, შესადარისი ინფორმაციის გადაანგარიშების გარეშე. ბანკის შეფასებით 2019 წლის 1 იანვარს ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში აღიარდება გამოყენების უფლების აქტივი და იჯარის ვალდებულება 2,922 ათასი ლარის და 2,553 ათასი ლარის ოდენობით, შესაბამისად. სხვა სტანდარტები მოსალოდნელია, რომ შემდეგ სტანდარტებში ცვლილებებს არ ექნება მნიშვნელოვანი ზეგავლენა ბანკის ფინანსურ ანგარიშგებაზე: - არსებითის განმარტება (ცვლილება ბასს 1-სა და ბასს 8-ში); ბიზნესის განმარტება (ცვლილება ფასს 3-ში); ფინანსური ანგარიშგების კონცეპტუალური საფუძვლები; კონცეპტუალურ საფუძვლებზე მინიშნებების ცვლილებები ფასს სტანდარტებში; ფასს სტანდარტების 2015-2017 წლების წლიური გაუმჯობესებების ციკლი - სხვადასხვა სტანდარტი; გრძელვადიანი პროცენტები მეკავშირე და ერთობლივ საწარმოებში (ცვლილება ბასს 28-ში); გეგმის ცვლილება, შეწყვეტა ან ანგარიშსწორება (ცვლილება ბასს 19-ში); ფასიკ 23 - გაურკვევლობა მოგების გადასახადის დამუშავების შესახებ; ფასს 17 - სადაზღვევო კონტრაქტები 41 256 saqarTvelos erovnuli banki ფინანსურ ანგარიშგებასთან თანდართული შენიშვნები 2018 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისათვის (ათასი ლარი) 4. გასამრჯელო და საკომისიო შემოსავლები და ხარჯები საკომისიო შემოსავლები და ხარჯები შედგება: დასრულებული წლისთვის 31 დეკემბერი 2018 დასრულებული წლისთვის 31 დეკემბერი 2017 გასამრჯელო და საკომისიო შემოსავლები: ფულადი სახსრების გადარიცხვა სხვა 2,107 18 1,826 13 სულ გასამრჯელო და საკომისიო შემოსავლები: 2,125 1,839 გარე მენეჯერისთვის გადახდილი გასამრჯელო ანგარიშსწორების ოპერაციები ნაღდ ფულთან დაკავშირებული ოპერაციები (1,032) (649) (119) (1,018) (467) (331) სულ გასამრჯელო და საკომისიო ხარჯები: (1,800) (1,816) გასამრჯელო და საკომისიო ხარჯები: ბანკი ფლობს და მართავს დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემას, რომელიც არის ბანკთაშორისი გადახდის სისტემა ეროვნულ ვალუტაში განხორციელებული ოპერაციებისთვის. ფულადი სახსრების გადარიცხვა წარმოადგენს ანგარიშსწორების საკომისიო გადასახადს, რომელიც გადახდილია მონაწილეების მიერ ანგარიშსწორების შესრულების დროს. 5. სხვა შემოსავალი სხვა შემოსავლები შედგება: დასრულებული წლისთვის 31 დეკემბერი 2018 დასრულებული წლისთვის 31 დეკემბერი 2017 საინვესტიციო ქონების გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი სხვა 4,243 1,609 1,016 902 სხვა შემოსავლები 5,852 1,918 42 257 saqarTvelos erovnuli banki ფინანსურ ანგარიშგებასთან თანდართული შენიშვნები 2018 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისათვის (ათასი ლარი) 6. საოპერაციო ხარჯები საოპერაციო ხარჯები მოიცავს: 7. დასრულებული წლისთვის 31 დეკემბერი 2018 დასრულებული წლისთვის 31 დეკემბერი 2017 ხელფასები და პრემიები ანაზღაურებადი შვებულება და ბიულეტენი 19,793 1,493 16,803 1,201 სულ თანამშრომლებზე გაწეული ხარჯები 21,286 18,004 საინფორმაციო მომსახურება სოციალური დახმარების ხარჯები კომუნალური ხარჯები პროგრამული უზრუნველყოფის ხარჯი რემონტი და ტექნიკური მომსახურება თანამშრომელთა გადამზადების ხარჯები სამივლინებო და მასთან დაკავშირებული ხარჯები უსაფრთხოება საწვავის ხარჯები იურიდიული მომსახურება და კონსულტაცია სხვა 1,877 1,063 991 976 663 491 475 371 279 197 2,427 1,634 844 766 906 368 319 298 293 227 225 1,218 სულ საერთო და ადმინისტრაციული ხარჯები 9,810 7,098 ცვეთის ხარჯი (შენიშვნები 14, 15) ამორტიზაციის ხარჯი (შენიშვნა 16) 3,331 557 3,703 290 სულ ცვეთა და ამორტიზაცია 3,888 3,993 ფულადი სახსრები და მათი ეკვივალენტები 2018 და 2017 წლების 31 დეკემბრის მდგომარეობით, ფულადი სახსრები და მათი ეკვივალენტები მოიცავს: 31 დეკემბერი, 2018 31 დეკემბერი, 2017 ნაღდი ფული უცხოურ ვალუტაში მიმდინარე ანგარიშები 90 დღემდე ვადის მქონე დეპოზიტები ფინანსურ ინსტიტუტებში 76,209 623,925 578,341 76,270 231,498 1,281,888 სულ ფულადი სახსრები და მათი ეკვივალენტები 1,278,475 1,589,656 2018 და 2017 წლების 31 დეკემბრის მდგომარეობით, 1,157,893 და 1,490,893 ათასი ლარი, შესაბამისად, განთავსებული იყო მიმდინარე ანგარიშებზე და ოთხმოცდაათ დღემდე დაფარვის ვადის მქონე ვადიან დეპოზიტებზე ოთხ (2017 წელს - თერთმეტ) საერთაშორისო მასშტაბით აღიარებულ კომერციულ ბანკსა 43 258 saqarTvelos erovnuli banki ფინანსურ ანგარიშგებასთან თანდართული შენიშვნები 2018 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისათვის (ათასი ლარი) და ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ცენტრალურ ბანკებში. 2018 და 2017 წლების 31 დეკემბრის მდგომარეობით, ფინანსური ინსტიტუტების ოთხმოცდაათ დღემდე დაფარვის მქონე დეპოზიტებზე წლიური საპროცენტო განაკვეთის დიაპაზონი შეადგენდა 2.52%-3.04% და 0.09%-2.10% (შესაბამისად). ვალდებულებების ცვლილებების რეკონსილაცია საფინანსო საქმიანობიდან წარმოშობილ ფულად ნაკადებთან: გადახდილი პროცენტი დარიცხული პროცენტი საკურსო სხვაობები 2018 1 21 79,284 (3,919) (681) 4,626 - - 79,310 9 754,816 (9,648) 214,454 10,771 15,334 (420) 985,307 31 საკურსო სხვაობები 2017 დარიცხული პროცენტი 21 197,240 (5,854) (118,646) 6,544 - - 79,284 9 528,994 (4,012) 200,011 4,103 25,814 (94) 754,816 31 სხვა გადახდილი პროცენტი ფულადი სახსრები ფინანსური საქმიანობიდან 1 ფინანსური აქტივობებით გამოწვეული ვალდებულებები: გამოშვებული სავალო ფასიანი ქაღალდები ვალდებულებები საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმართ უნაღდო შენიშვნა 7 ნაღდი სხვა შენიშვნა ფინანსური აქტივობებით გამოწვეული ვალდებულებები: გამოშვებული სავალო ფასიანი ქაღალდები ვალდებულებები საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმართ უნაღდო ფულადი სახსრები ფინანსური საქმიანობიდან ნაღდი 44 259 saqarTvelos erovnuli banki ფინანსურ ანგარიშგებასთან თანდართული შენიშვნები 2018 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისათვის (ათასი ლარი) 8. მოთხოვნები რეზიდენტი ფინანსური ინსტიტუტების მიმართ 2018 და 2017 წლების 31 დეკემბრის მდგომარეობით, მოთხოვნები ფინანსური ინსტიტუტების მიმართ მოიცავს: მოთხოვნები რეზიდენტი ფინანსური ინსტიტუტების მიმართ მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტების მიხედვით რეფინანსირების სესხები ერთთვიანი ღია საბაზრო ოპერაციების ინსტრუმენტი ერთდღიანი სესხი სულ მოთხოვნები რეზიდენტი ფინანსური ინსტიტუტების მიმართ მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტების მიხედვით სხვა მოთხოვნები რეზიდენტი ფინანსური ინსტიტუტების მიმართ გალარების პროგრამის მიხედვით გაცემული სესხები სულ სხვა მოთხოვნები რეზიდენტი ფინანსური ინსტიტუტების მიმართ 31 დეკემბერი, 2018 31 დეკემბერი, 2017 1,501,166 400,311 - 1,000,608 400,242 190,086 1,901,477 1,590,936 46,272 221,303 46,272 221,303 რეფინანსირების სესხები წარმოადგენს ბანკის მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტებს, რომლებიც გაიცემა საქართველოს კომერციულ ბანკებზე ლიკვიდობის მიზნებით და გააჩნია 7 დღიანი ვადიანობა. რეფინანსირების სესხის მსგავსად, მონეტარული პოლიტიკის ერთთვიანი ღია საბაზრო ოპერაციების ინსტრუმენტის მეშვეობით ბანკი აწვდის მოკლევადიან ლიკვიდურობას ქვეყნის საბანკო სისტემას საჭიროების შემთხვევაში. გალარების პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხები წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეზიდენტი კომერციული ბანკებისთვის გაცემულ სახსრებს ეროვნულ ვალუტაში დენომინირებულ სესხებზე საზოგადოების მხრიდან გაზრდილი მოთხოვნის მხარდასაჭერად, რაც განაპირობა საქართველოს მთავრობის მიერ 2017 წლის იანვარში გალარების პროგრამის დამტკიცებამ. 2018 და 2017 წლების 31 დეკემბრის მდგომარეობით, ბანკს გააჩნდა რეფინანსირების სესხები გაცემული სამ რეზიდენტ კომერციულ ბანკზე 1,478,148 ათასი ლარის ოდენობით, 7.06%-7.13%, წლიური საპროცენტო განაკვეთის დიაპაზონით და სამ რეზიდენტ კომერციულ ბანკზე 963,585 ათასი ლარის ოდენობით, 7.38%-7.43%, წლიური საპროცენტო განაკვეთის დიაპაზონით, შესაბამისად. 2018 და 2017 წლების 31 დეკემბრის მდგომარეობით, ერთთვიანი ღია ბაზრის ოპერაციების კონცენტრაცია შეადგენდა 350,272 ათასი ლარის მოთხოვნებს ერთი რეზიდენტი კომერციული ბანკის მიმართ წლიური საპროცენტო განაკვეთით 7.09%, და 367,222 ათასი ლარის მოთხოვნებს სამი რეზიდენტი კომერციული ბანკის მიმართ წლიური საპროცენტო განაკვეთით 7.34%-7.37%, შესაბამისად. 2018 და 2017 წლების 31 დეკემბრის მდგომარეობით, ბანკს გალარების პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხების კონცენტრაცია შეადგენდა 42,152 ათასი ლარის მოთხოვნებს ორი რეზიდენტი კომერციული ბანკის მიმართ წლიური საპროცენტო განაკვეთით 7% და 220,513 ათასი ლარის მოთხოვნებს სამი რეზიდენტი კომერციული ბანკის მიმართ, წლიური საპროცენტო განაკვეთით 7.25%, შესაბამისად. 45 260 saqarTvelos erovnuli banki ფინანსურ ანგარიშგებასთან თანდართული შენიშვნები 2018 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისათვის (ათასი ლარი) გირაო და სხვა სასესხო უზრუნველყოფა სესხის უზრუნველყოფის ტიპი და კრიტერიუმები თითოეული უზრუნველყოფის ტიპისთვის განისაზღვრება ბანკის საბჭოს მიერ. უზრუნველყოფად მიღებული აქტივებია: ა) საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული ლარში დენომინირებული სავალო ფასიანი ქაღალდები; ბ) საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ გამოშვებული ლარში დენომინირებული სავალო ფასიანი ქაღალდები; გ) რეზიდენტი და არარეზიდენტი იურიდიული პირების მიერ გამოშვებული ლარში დენომინირებული სავალო ფასიანი ქაღალდები „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და ლარში დენომინირებული 2018 წლის 1 იანვრამდე კერძო შეთავაზებით გამოშვებული ფასიანი ქაღალდები, გარდა სავალო ფასიანი ქაღალდებისა, რომლებიც გამოშვებულია საქართველოში ოპერირებადი კომერციული ბანკების მიერ და სავალო ფასიანი ქაღალდებისა, რომლებიც გამოშვებულია ამ კომერციულ ბანკებთან დაკავშირებული და მფლობელობაში ყოფილი იურიდიული პირების მიერ; დ) კომერციული ბანკების სასესხო აქტივები, რომლებიც აკმაყოფილებს გარკვეულ კრიტერიუმებს; ე) უცხოურ ვალუტაში დენომინირებული დეპოზიტები ეროვნულ ბანკში. განსაკუთრებულ შემთხვევებში, ეროვნული ბანკის საბჭომ შესაძლოა, განსაზღვროს სხვა ტიპის აქტივი სესხის უზრუნველყოფისთვის; ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი პერიოდულად განსაზღვრავს უზრუნველყოფის თითოეული სახეობის დასაკავებელ თანხას (ჰეარქათს) უფლებამოსილი აქტივების ნომინალურ ღირებულებაზე დაყრდნობით. კანონით განსაზღვრულ განსაკუთრებულ შემთხვევებში, ბანკის საბჭო უფლებამოსილია უზრუნველყოფის გარეშე გასცეს ბოლო ინსტანციის სესხი. კანონის თანახმად საქართველოს ეროვნულ ბანკს აქვს მოთხოვნის უპირატესი დაკმაყოფილების უფლება მოვალის აქტივების ხარჯზე. 2018 და 2017 წლების 31 დეკემბრის მდგომარეობით, რეზიდენტი ფინანსური ინსტიტუტებისგან უზრუნველყოფად მიღებული ფინანსური აქტივების სახეობები და რეალური ღირებულებები შემდეგნაირია: სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები (სახაზინო ვალდებულებები/ობლიგაციები) კომერციულ ბანკების სასესხო პორტფელი კომპანიის ობლიგაციები საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების და განვითარების ბანკების მიერ გამოშვებული ლარში დენომინირებული ობლიგაციები: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) Nederlandse Financierings-Maatschappij voor Ontwikkelingslanden NV შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი (BSTDB) საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) აზიის განვითარების ბანკი (ADB) კომერციული ბანკების დეპოზიტები და სასესხო პორტფელი, რომლებიც დაგირავებულია გალარების პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხების უზრუნველსაყოფად 31 დეკემბერი, 2018 31 დეკემბერი, 2017 418,479 526,432 588,598 - 514,883 3,800 477,100 385,000 259,467 - 229,572 90,274 65,198 2,128,688 108,000 108.340 135,500 1,781,955 57,843 275,058 2,186,531 2,057,013 ბანკი ახორციელებს უზრუნველყოფის ღირებულების მონიტორინგს, ითხოვს დამატებით უზრუნველყოფას არსებული ხელშეკრულების ფარგლებში და ასევე ახდენს უზრუნველყოფის ღირებულების მონიტორინგს სესხის გაუფასურებისთვის რეზერვების ადეკვატურობის შემოწმებისას. 46 261 saqarTvelos erovnuli banki ფინანსურ ანგარიშგებასთან თანდართული შენიშვნები 2018 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისათვის (ათასი ლარი) როგორც ეს აღწერილია ზემოთ მოყვანილ ცხრილში, ბანკი იღებს უზრუნველყოფას ფინანსური ინსტრუმენტების სახით რეზიდენტი ფინანსური ინსტიტუტების მიმართ მოთხოვნებისთვის. მსგავსი შეთანხმებები, იმ შემთხვევაშიც კი თუ ისინი განიხილება როგორც გენერალური შეთანხმებები ურთიერთ-ჩათვლის შესახებ, არ აკმაყოფილებს ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში ურთიერთგადაფარვის კრიტერიუმებს. ბანკი აღსრულებად ურთიერთგადაფარვის უფლებას იძენს მხოლოდ მეორე მხარის დეფოლტის, გადახდისუუნარობის ან გაკოტრების შემთხვევაში. ბანკი და მისი კონტრაჰენტები არ ვარაუდობენ ანგარიშსწორების განახორციელებას ნეტო საფუძველზე, ან აქტივის რეალიზაციის და ვალდებულების დაფარვის ერთდროულად განხორციელებას. 9. SDR-ის ანგარიში საერთაშორისო სავალუტო ფონდში ნაშთები საერთაშორისო სავალუტო ფონდის („სსფ“) მიმართ მოიცავს: აქტივები: SDR-ის ანგარიში საერთაშორისო სავალუტო ფონდში ვალდებულებები: საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმდინარე ანგარიშები მიმდინარე ანგარიში №1 მიმდინარე ანგარიში №2 საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან მიღებული სესხები გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის ფარგლებში (EFF) ზოგადი SDR-ის სახსრების განაწილება სპეციალური SDR-ის სახსრების განაწილება სულ ვალდებულებები საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმართ გარე საბალანსო ნაშთები საერთაშორისო სავალუტო ფონდის კვოტა საერთაშორისო სავალუტო ფონდის კვოტისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან მიღებული სახსრების უზრუნველსაყოფად ფლობილი ფასიანი ქაღალდები 31 დეკემბერი, 2018 31 დეკემბერი, 2017 537,249 534,253 1,862 10 1,872 1,785 10 1,795 446,560 415,621 121,254 983,435 220,951 411,901 120,169 753,021 985,307 754,816 744,831 713,975 (1,291,603) (1,170,228) SDR-ის ანგარიში საერთაშორისო სავალუტო ფონდში SDR-ის ანგარიში წარმოადგენს ბანკის მიმდინარე ანგარიშს საერთაშორისო სავალუტო ფონდში, რომელიც გამოიყენება სესხებთან დაკავშირებული ოპერაციებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ანგარიშსწორებისათვის. SDR-ის ანგარიში ძირითადად შეადგენს საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან ხელშეკრულების თანახმად მიღებულ SDR სახსრების ზოგად და სპეციალურ განაწილებას. SDR-ის ანგარიშზე დარიცხული პროცენტის გაანგარიშება ხდება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ყოველკვირეულად დადგენილი განაკვეთით, რომელიც ეფუძნება ძირითად ფულად ბაზრებზე არსებულ მოკლევადიან საბაზრო განაკვეთებს. 2018 და 2017 წლების განმავლობაში საშუალო ნომინალურმა წლიურმა საპროცენტო განაკვეთმა შესაბამისად შეადგინა 0.764%-1.121% და 0.244%-0.747%, შესაბამისად. 47 262 saqarTvelos erovnuli banki ფინანსურ ანგარიშგებასთან თანდართული შენიშვნები 2018 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისათვის (ათასი ლარი) საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმდინარე ანგარიშები ბანკს მოეთხოვება საერთაშორისო სავალუტო ფონდის ორი ანგარიშის ფლობა: მიმდინარე ანგარიში #1 და მიმდინარე ანგარიში #2. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიში #1 გამოიყენება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საოპერაციო ანგარიშსწორებისათვის, ხოლო მიმდინარე ანგარიში #2 განკუთვნილია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ლარში წარმოშობილი საოპერაციო ხარჯების დასაფარად. საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან მიღებული სახსრები საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან მიღებული სახსრები მოიცავს „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ (EFF) ფარგლებში მიღებულ სესხს 446,560 ათასი ლარის საბალანსო ღირებულებით 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით (2017: 220,951 ათასი ლარი). EFF პროგრამა ხელს უწყობს საქართველოში ყოვლისმომცველი პროგრამის განხორციელებას, რაც გულისხმობს მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებასა და ზრდის ხელშეწყობის მიზნით სტრუქტურული რეფორმების გატარებას. 36-თვიანი „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ პროგრამა დამტკიცდა 2017 წლის 12 აპრილს 210.4 მილიონი SDR-ის ოდენობით (კვოტის 100 პროცენტი), რომლისგანაც 2018 წლის განმავლობაში ბანკმა აითვისა 60 მილიონი SDR (2017: 60 მილიონი SDR). დაფარვების დაწყება იგეგმება 2021 წლიდან და სესხის სრული დაფარვა დაგეგმილია 2028 წლისთვის. სასესხო განაკვეთი მიბმულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის საბაზრო საპროცენტო განაკვეთზე (ცნობილი როგორც საბაზისო განაკვეთი), რომელიც წარმოადგენს SDR-ის საპროცენტო განაკვეთს, რომელმაც 2018 წლის 31 დეკემბრისთვის შეადგინა 1.103% (2017: 0.743%). საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან მიღებული სახსრები დენომინირებულია SDR-ში. SDR სახსრების განაწილება SDR სახსრების განაწილება წარმოადგენს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ უზრუნველყოფის გარეშე, საპროცენტო განაკვეთის მქონე SDR სახსრების განაწილებას ზოგადი და სპეციალური სახსრების სახით. სახსრების ზოგადი განაწილება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ხელშეკრულების თანახმად ხორციელდება SDR განყოფილების ყველა წევრისათვის კვოტის პროპორციულად. 2009 წლის 10 აგვისტოთი დათარიღებული საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელშეკრულების მეოთხე ცვლილება, რომელიც განსაზღვრავს SDR სახსრების სპეციალურ, ერთჯერად განაწილებას, უკავშირდება გლობალური ლიკვიდობის ხელშეწყობას. ცვლილების თანახმად სახსრების სპეციალური განაწილება შეეხო საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრებს, მათ შორის საქართველოს, 2009 წლის 9 სექტემბერს. წევრები და განსაზღვრული მფლობელები უფლებამოსილნი არიან SDR სახსრები გამოიყენონ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ოპერაციების განსახორციელებლად. ბანკი სახსრების განაწილებას მიიჩნევს საერთაშორისო სავალუტო ფონდის წინაშე უცხოურ ვალუტაში არსებულ ვალდებულებად. საქართველო, როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი და სახსრების მიმღები ქვეყანა, ვალდებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის წინაშე იმ თანხით, რომელიც უტოლდება მასზე განაწილებულ წმინდა აკუმულირებულ სახსრებს და ნებისმიერ სხვა თანხას, რომელიც ექვემდებარება გადახდას წევრობის შეწყვეტის, ან საერთაშორისო სავალუტო ფონდის SDR განყოფილების გაუქმების შემთხვევაში. SDR სახსრების განაწილების საპროცენტო განაკვეთი 2018 და 2017 წლებში შესაბამისად შეადგენდა წლიურ 0.764%-1.121% და 0.244%-0.747%, შესაბამისად. 48 263 saqarTvelos erovnuli banki ფინანსურ ანგარიშგებასთან თანდართული შენიშვნები 2018 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისათვის (ათასი ლარი) საერთაშორისო სავალუტო ფონდის კვოტა საერთაშორისო სავალუტო ფონდის კვოტა 210,400 ათასი SDR, წარმოადგენს საქართველოს საწევრო შენატანს საერთაშორისო სავალუტო ფონდში, რომელსაც არ ერიცხება საპროცენტო განაკვეთი და მოქმედია 2016 წლის 26 იანვრიდან, მას შემდეგ რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველთა საბჭომ, ფონდის უმაღლესმა მმართველმა საბჭომ, დაასრულა მე-14 კვოტების გადაფასება. საერთაშორისო სავალუტო ფონდი მოიზიდავს სახსრებს წევრი ქვეყნებიდან. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოველ წევრ ქვეყანას მიეკუთვნება კვოტა, რომელიც ეფუძნება ქვეყნის შედარებით მდგომარეობას მსოფლიო ეკონომიკაში. წევრების კვოტა ასახავს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მათი ფინანსურ და ორგანიზაციული ურთიერთობის ძირითად ასპექტებს. გამომდინარე იქიდან რომ ბანკი წარმოადგენს ქვეყნის ფისკალურ წარმომადგენელს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ურთიერთობაში ინსტრუმენტი არ არის წარდგენილი ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში. საერთაშორისო სავალუტო ფონდის კვოტისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან მიღებული სახსრების უზრუნველსაყოფად ფლობილი ფასიანი ქაღალდები ფასიანი ქაღალდი შედგება საერთაშორისო სავალუტო ფონდის კვოტის უზრუნველსაყოფად ფლობილი 744,831ათასი ლარისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან მიღებული სახსრების უზრუნველსაყოფად ფლობილი 546,772 ათასი ლარისაგან (სულ 1,291,603 ათასი ლარი). ფასიანი ქაღალდი საქართველოს მთავრობის მიერ გამოშვებულ იქნა 1992 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდის კვოტასთან მიმართებაში. უზრუნველყოფის სახით არსებული ფასიანი ქაღალდი მოიცავს საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან საქართველოს მთავრობისა და ბანკის მიერ მიღებული სახსრების მთლიან ნომინალურ ღირებულებას. ფასიანი ქაღალდის ნომინალური ღირებულება იცვლება ყოველწლიური გადაფასებისას და ბანკის მიერ საერთაშორისო სავალუტო ფონდის საერთო რესურსების ანგარიშიდან სახსრების მიღებისას. ფასიან ქაღალდს ბანკი ფლობს შენახვის მიზნით, შედეგად მისი აღრიცხვა ხდება გარე-საბალანსო ანგარიშზე და წარმოდგენილია ნომინალური ღირებულებით. 49 264 saqarTvelos erovnuli banki ფინანსურ ანგარიშგებასთან თანდართული შენიშვნები 2018 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისათვის (ათასი ლარი) 10. წარმოებულ ინსტრუმენტებთან დაკავშირებული აქტივები საპროცენტო განაკვეთის ფიუჩერსი: ფიუჩერსის მარჟა საპროცენტო განაკვეთის ფიუჩერსთან დაკავშირებული აქტივები საპროცენტო განაკვეთის ფიუჩერსთან დაკავშირებული ვალდებულებები წმინდა პოზიცია საპროცენტო განაკვეთის ფიუჩერსზე საპროცენტო განაკვეთის ფიუჩერსის ოფციონი ,,ფუთ" ოფციონთან დაკავშირებული აქტივები ,,ფუთ" ოფციონთან დაკავშირებული ვალდებულებები ,,ქოლ" ოფციონთან დაკავშირებული აქტივები ,,ქოლ" ოფციონთან დაკავშირებული ვალდებულებები წმინდა პოზიცია საპროცენტო განაკვეთის ფიუჩერსის ოფციონზე სულ წარმოებული ფინანსური აქტივები საბალანსო ღირებულება 31 დეკემბერი, 2018 ნომინალური ღირებულება 31 დეკემბერი, 2018 საბალანსო ღირებულება 31 დეკემბერი, 2017 ნომინალური ღირებულება 31 დეკემბერი, 2017 4,187 - 646 - 64 219,481 - 23,848 (2,689) (2,339,348) (2) (178,862) 2,625 (2,119,867) (2) (155,014) - 401,490 13 259,220 - (802,980) - (259,220) - 267,660 - - (39) (535,320) - - (39) (669,150) 13 - 1,523 (2,789,017) 657 (155,014) თავდაპირველად, წარმოებული ინსტრუმენტები ხშირად მოიცავენ მხოლოდ დაპირებების ურთიერთგაცვლას, ანაზღაურების მცირე გადაცემით ან ყოველგვარი გადაცემის გარეშე, თუმცა, აღნიშნული ინსტრუმენტები ხშირად მოიცავენ მაღალი ხარისხის ბერკეტებს და ცვალებადნი არიან. აქტივის ღირებულებაში, განაკვეთში ან ინდექსში შედარებით მცირე მოძრაობას შესაძლოა ჰქონდეს მნიშვნელოვანი გავლენა ბანკის მოგებაზე ან ზარალზე. ფიუჩერსული ხელშეკრულებები წარმოადგენენ სახელშეკრულებო შეთანხმებებს გარკვეული ფინანსური ინსტრუმენტის კონკრეტული ფასით და სამომავლო თარიღით ყიდვაზე ან გაყიდვაზე. ფიუჩერსული ხელშეკრულებები ხორციელდება სტანდარტიზებული თანხებით რეგულარული გაცვლების საფუძველზე და ექვემდებარება ყოველდღიური ფულადი ზღვარის მოთხოვნებს. ფიუჩერსულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკრედიტო რისკი განიხილება, როგორც მინიმალური, ვინაიდან გაცვლის ფულადი ზღვარის მოთხოვნები უზრუნველყოფენ იმას, რომ აღნიშნული ხელშეკრულებები შესრულდება და ანგარიშსწორება განხორციელდება ნეტო საფუძველზე. ბანკი ვაჭრობს ევროდოლარის ფიუჩერსებით 2012 წლის მარტიდან, პორტფელის აქტიური მართვის ფარგლებში. აღნიშნული ფინანსური ინსტრუმენტი კოტირებულია ჩიკაგოს სასაქონლო ბირჟაზე და ჩიკაგოს სავაჭრო ბირჟაზე. ევროდოლარის ფიუჩერსები ფულადი ბაზრის ყველაზე ლიკვიდური და ყველაზე მეტად გაყიდვადი წარმოებული ხელშეკრულებებია. თითოეული ევროდოლარის ხელშეკრულების საფუძველს წარმოადგენს 3-თვიანი ევროდოლარის ვადიანი ანაბარი, რომლის პირობითი თანხაა 1 მილიონი აშშ დოლარი. ევროდოლარის ფიუჩერსებით ვაჭრობისას, ბანკი დგას მხოლოდ “საკლირინგო სახლის” საკრედიტო რისკის წინაშე, სადაც ხდება ევროდოლარის ფიუჩერსების ყიდვისა და გაყიდვის ურთიერთგადაფარვა. 2017 წლიდან, ფიუჩერსული კონტრაქტების 50 265 saqarTvelos erovnuli banki ფინანსურ ანგარიშგებასთან თანდართული შენიშვნები 2018 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისათვის (ათასი ლარი) არახელსაყრელი მოძრაობების ჰეჯირების მიზნით, ბანკმა დაიწყო ფიუჩერსების კონტრაქტებზე ფუთ ოფციონების შესყიდვა. ბანკი იყენებს ევროდოლარის ფიუჩერსულ კონტრაქტებს ჰეჯირების მიზნებისთვის, რაც, ამ შემთხვევაში, გულისხმობს, რისკების შესაბამისობაში მოსაყვანად (დურაცია და მრუდი), აშშ-ს სამთავრობო ან საკრედიტო რისკის მქონე (სააგენტოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოშვებული) ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვას და შესაბამისი მოცულობის საპირისპირო პოზიციის ევროდოლარის ფიუჩერსულ კონტრაქტებში გახსნას. ამგვარი სტრატეგიების მთავარ მიზანს წარმოადგენს პორტფელის საპროცენტო განაკვეთის რისკების შემცირება და საკრედიტო რისკებზე (სპრედებზე) მოლოდინების გამოხატვა. ბანკის პორტფელში არსებული ევროდოლარის ფიუჩერსები არ არის განკუთვნილი სავაჭრო მიზნებისთვის, ე.ი. ბანკი არ აპირებს მოგების მიღებას მათი ფასების ხელსაყრელი მოძრაობიდან. 11. ინვესტიციები შეფასებული რეალური ღირებულებით მოგებაში ან ზარალში ასახვით ინვესტიციები შეფასებული რეალური ღირებულებით მოგებაში ან ზარალში ასახვით მოიცავს: სახსრები, რომლებიც იმართება მსოფლიო ბანკი RAMP*-ის პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები: სუპრანაციონალური ფასიანი ქაღალდები სააგენტოს მიერ გამოცემული ფასიანი ქაღალდები სულ სახსრები, რომლებიც იმართება მსოფლიო ბანკი RAMP*-ის პროგრამის ფარგლებში სახსრები, რომელსაც მართავს BIS** BISIP_K სულ ინსტრუმენტები რეალური ღირებულებით მოგებაში ან ზარალში ასახვით ფასს 9-ის ფარგლებში/სავაჭრო ფასიანი ქაღალდები ბასს 39-ის ფარგლებში 31 დეკემბერი 2018 31 დეკემბერი 2017 - 308,395 20,004 195,935 - 524,334 138,094 131,473 138,094 655,807 * სახსრები, რომლებიც იმართება RAMP პროგრამის ფარგლებში, წარმოადგენს საერთაშორისო რეზერვების ნაწილის მსოფლიო ბანკის ხაზინისთვის (გარე მენეჯერი) სამართავად გადაცემას, რომელიც სპეციალიზებულია პორტფელის მართვაზე. გარე მენეჯერისათვის სამართავად სახსრების გადაცემის მთავარ მიზანს წარმოადგენს ბანკისთვის ნოუ-ჰაუს გადაცემა და საკონსულტაციო მომსახურების გაწევა. მენეჯერი კონტრაქტის საფუძველზე იღებს მართვის გასამრჯელოს, რომელიც გამოითვლება გადაცემული სახსრების ნეტო აქტივების ღირებულების საფუძველზე. გარე მენეჯერის პორტფელში არსებული აქტივები ბანკის სახელზეა, გლობალური მეურვის („ქასთოდიანის“) პასუხისმგებლობის ქვეშ, შერჩეული სავაჭრო ფასიანი ქაღალდების ინვესტირებისა და რეინვესტირების მიზნით. ბანკს შეუძლია, დროდადრო, შეატყობინოს გარე მენეჯერს, საინვესტიციო თანხის დამატებების ან შემცირების შესახებ. 2018 წლის 1 იანვრიდან სახსრები, რომლებიც იმართება მსოფლიო ბანკის RAMP-ის პროგრამის ფარგლებში კლასიფიცირებულია როგორც ინვესტიციები შეფასებული რეალური ღირებულებით სხვა სრულ შემოსავალში ასახვით (იხილეთ განმარტებითი შენიშვნა N3) ** საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკისთვის სამართავად გადაცემული სახსრები წარმოადგენს ბანკის მიერ ინვესტიციის განთავსებას საინვესტიციო კალათაში („Pool“-ში) (BISIP K), რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს ცენტრალური ბანკების საერთაშორისო რეზერვების ინვესტიციების სამართავად არსებულ ფონდს და რომლის მთავარი მიზანიცაა ბანკისთვის გამოცდილების გაზიარება და 51 266 saqarTvelos erovnuli banki ფინანსურ ანგარიშგებასთან თანდართული შენიშვნები 2018 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისათვის (ათასი ლარი) საკონსულტაციო მომსახურების გაწევა. ფონდში კვოტის მფლობელებმა შესაძლოა მოითხოვონ საკუთარი ინვესტიციის გამოტანა ნაწილობრივ ან სრულად ნებისმიერ დროს. ქვემოთ ცხრილში მოცემულია იმ ინვესტიციების საპროცენტო (კუპონური) განაკვეთები და დაფარვის ვადები, რომლებიც შეფასებულია რეალური ღირებულებით მოგებაში ან ზარალში ასახვით: 31 დეკემბერი, 2018 წლიური საპროცენტო დაფარვის განაკვეთი ვადა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები სუპრანაციონალური ფასიანი ქაღალდები სააგენტოს ფასიანი ქაღალდები 31 დეკემბერი, 2017 წლიური საპროცენტო დაფარვის განაკვეთი ვადა - - 0.125%-1.77% 2018-2020 - - 1.41%-1.54% 2018-2019 - - 0.875%-4.63% 2018-2020 12. ინვესტიციები შეფასებული რეალური ღირებულებით სხვა სრულ შემოსავალში ასახვით. 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ინვესტიციები შეფასებული რეალური ღირებულებით სხვა სრულ შემოსავალში ასახვით მოიცავს: 31 დეკემბერი 2018 სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები US Department of the Treasury, Washington Australian Government, Canberra Canada, Ottawa Republic of Finland, Helsinki 4,152,313 489,679 204,765 26,671 4,873,428 სუპრანაციონალური ფასიანი ქაღალდები EUROFIMA, Basel Inter-American Development Bank European Investment Bank Bank for International Settlements African Development Bank International Finance Corporation Asian Development Bank, Manila European Stability Mechanism, Luxembourg 99,980 81,149 76,309 53,312 41,018 29,489 6,205 5,413 392,875 სააგენტოს ფასიანი ქაღალდები NRW Bank, Duesseldorf, Germany Kommunalbanken AS, Oslo, Norway Svensk Exportkredit AB, Stockholm, Sweden Bank Nederlandse Gemeenten, The Hague, The Netherlands Kommuninvest I Sverige AB, Orebro, Sweden Landeskreditbank Baden-Wuerttemberg Foerderbank, Germany Toronto, Province of Ontario, Canada Neder Waterschapsbank, The Hague, The Netherlands Province of Quebec Canada, Quebec 206,407 192,997 176,926 169,267 158,408 97,129 84,640 68,591 53,663 52 267 saqarTvelos erovnuli banki ფინანსურ ანგარიშგებასთან თანდართული შენიშვნები 2018 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისათვის (ათასი ლარი) 31 დეკემბერი 2018 სააგენტოს ფასიანი ქაღალდები Erste Abwicklungsanstalt, Dusseldorf, Germany Municipality Finance PLC, Helsinki, Finland Province of Alberta Canada FMS Wertmanagement, Munich, Germany Oesterreichische Kontrollbank AG, Vienna, Austria Caisse D'Amortissement de la Dette Sociale, Paris, France Kreditanstalt fuer Wiederaufbau, Frankfurt, Germany Agence Francaise de Developpement, Paris, France State of North Rhine-Westphalia, Duesseldorf, Germany CPPIB Capital Inc, Toronto, Canada SNCF Reseau EPIC, France Export Development Canada, Ottawa Queensland Treasury Corp, Australia Nederlandse Financierings-Maatschappij voor Ontwikkelingslanden NV, Hague, The Netherlands Caisse Des Depots et Consignations, Paris, France Canada Housing Trust No.1, Toronto, Canada New South Wales Treasury Corp, Australia Treasury Corporation Victoria, Australia 53,059 50,741 49,372 43,256 40,196 26,671 22,563 17,131 16,126 10,736 7,683 7,598 5,670 5,395 5,367 5,129 3,769 2,663 1,581,153 სულ ინვესტიციები შეფასებული რეალური ღირებულებით სხვა სრულ შემოსავალში ასახვით უცხოურ ვალუტაში. 6,847,456 სავაჭრო სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები დენომინირებული ეროვნულ ვალუტაში საქართველოს მთავრობის ფასიანი ქაღალდები 364,653 სულ ინვესტიციები შეფასებული რეალური ღირებულებით სხვა სრულ შემოსავალში ასახვით დენომინირებული ეროვნულ 364,653 ვალუტაში რეალური ღირებულებით შეფასებული სხვა სრულ შემოსავალში ასახვით ინვესტიციების საპროცენტო (კუპონური) განაკვეთების და დაფარვის ვადების ანალიზი იხილეთ ქვემოთ ცხრილში: დენომინირებული უცხოურ ვალუტაში: სახელმწიფო სავალო ფასიანი ქაღალდები სუპრანაციონალური სავალო ფასიანი ქაღალდები სააგენტოს ფასიანი ქაღალდები დენომინირებული ეროვნულ ვალუტაში: სახელმწიფო სავალო ფასიანი ქაღალდები 31 დეკემბერი, 2018 წლიური საპროცენტო დაფარვის განაკვეთი ვადა 0.125%-5.75% 2019-2022 2.375%-6.25% 2019-2023 1%-6.25% 2019-2023 7.3%-14.375% 2018-2022 53 268 saqarTvelos erovnuli banki ფინანსურ ანგარიშგებასთან თანდართული შენიშვნები 2018 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისათვის (ათასი ლარი) გასაყიდად არსებული ინვესტიციები 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მოიცავს: 31 დეკემბერი, 2017 გასაყიდად არსებული ინვესტიციები უცხოურ ვალუტაში: სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები US Treasury Notes Australian Treasury Bills Canada Government Bond Province of Quebec, Canada French Treasury Note Finland Government Bond Austria Government Bond 3,379,696 525,543 208,371 57,949 20,347 4,191,906 სუპრანაციონალური ფასიანი ქაღალდები European Investment Bank EUROFIMA, Basel, Switzerland IBRD World Bank, Washington, US International Finance Corporation 76,130 44,213 31,172 28,516 180,031 სააგენტოს ფასიანი ქაღალდები NRW Bank, Duesseldorf, Germany Bank Nederlandse Gemeenten, The Hague, The Netherlands Neder Waterschapsbank, The Hague, The Netherlands Erste Abwicklungsanstalt, Dusseldorf, Germany Landeskreditbank Baden-Wuerttemberg Foerderbank, Germany Kommunalbanken AS, Oslo, Norway Kreditanstalt fuer Wiederaufbau, Frankfurt, Germany Kommuninvest I Sverige AB, Orebro, Sweden Municipality Finance PLC, Helsinki, Finland Toronto, Province of Ontario, Canada Landwirtschaftliche Rentenbank, Frankfurt, Germany Kommunekredit, Copenhagen, Denmark New South Wales Treasury Corporation, Australia სულ გასაყიდად არსებული ინვესტიციები დენომინირებული უცხოურ ვალუტაში სავაჭრო სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები დენომინირებული ეროვნულ ვალუტაში საქართველოს მთავრობის ფასიანი ქაღალდები სულ გასაყიდად არსებული ინვესტიციები დენომინირებული ეროვნულ ვალუტაში 178,010 163,781 80,790 80,393 75,080 59,474 56,932 15,612 10,375 2,999 2,546 725,992 5,097,929 155,198 155,198 54 269 saqarTvelos erovnuli banki ფინანსურ ანგარიშგებასთან თანდართული შენიშვნები 2018 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისათვის (ათასი ლარი) გასაყიდად არსებული ინვესტიციების საპროცენტო (კუპონური) განაკვეთები და დაფარვის ვადები იხილეთ ქვემოთ ცხრილში: 31 დეკემბერი, 2017 წლიური საპროცენტო დაფარვის განაკვეთი ვადა 0.625%-5.5% 2018-2020 1.0%-6.5% 2018-2020 0.875%-6.25% 2018-2021 დენომინირებული უცხოურ ვალუტაში: სახელმწიფო სავალო ფასიანი ქაღალდები სუპრანაციონალური სავალო ფასიანი ქაღალდები სააგენტოს ფასიანი ქაღალდები დენომინირებული ეროვნულ ვალუტაში: სახელმწიფო სავალო ფასიანი ქაღალდები 7.3%-14.375% 2018-2022 არცერთი რეალური ღირებულებით შეფასებული სხვა სრულ შემოსავალში ასახვით ფინანსური აქტივის საკრედიტო რისკი არ არის არსებითად გაზრდილი თავდაპირველი აღიარების შემდგომ. 13. ამორტიზებული ღირებულებით შეფასებული ინვესტიციები 31 დეკემბერი, 2018 საქართველოს მთავრობის ფასიანი ქაღალდები საქართველოს მთავრობის ფასიანი ქაღალდები სულ ამორტიზებული ღირებულებით შეფასებული ინვესტიციები დენომინირებული ეროვნულ ვალუტაში 31 დეკემბერი, 2017 საბალანსო ღირებულება ნომინალური ღირებულება საბალანსო ღირებულება ნომინალური ღირებულება 281,808 280,846 321,952 320,846 281,808 280,846 321,952 320,846 ამორტიზებული ღირებულებით შეფასებული ინვესტიციების საპროცენტო (კუპონური) განაკვეთები და დაფარვის ვადები იხილეთ ქვემოთ ცხრილში: 31 დეკემბერი, 2018 წლიური საპროცენტო დაფარვის განაკვეთი ვადა საქართველოს მთავრობის ფასიანი ქაღალდები 7.259% 2019-2025 31 დეკემბერი, 2017 წლიური საპროცენტო დაფარვის განაკვეთი. ვადა 7.31% 2018-2025 საქართველოს მთავრობის სავალო ფასიანი ქაღალდები ეროვნულ ვალუტაში წარმოადგენს საქართველოს მთავრობასა და ბანკს შორის 2006 წლის მარტში გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად სამთავრობო სესხის სავალო ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შედეგად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებულ ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის მქონე ფასიან ქაღალდებს. სამთავრობო სავალო ფასიანი ქაღალდების გადახდა ხდება ახალი ფინანსური ინსტრუმენტების გამოშვების გზით 40,000 ათასი ლარის ოდენობით ყოველწლიურად, რომელიც 2018 წლის 1 იანვრიდან კლასიფიცირდება როგორც ინვესტიციები, რომლებიც შეფასებულია რეალური ღირებულებით სხვა სრულ შემოსავალში ასახვით, ხოლო 2018 წლის 1 იანვრამდე როგორც გასაყიდად არსებულ ფინანსური ინსტრუმენტები (შენიშვნა 12). საპროცენტო განაკვეთი ექვემდებარება ყოველწლიურ გადახედვას არსებული საბაზრო განაკვეთების გათვალისწინებით. 55 270 saqarTvelos erovnuli banki ფინანსურ ანგარიშგებასთან თანდართული შენიშვნები 2018 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისათვის (ათასი ლარი) ამორტიზებული ღირებულებით შეფასებული ფინანსური აქტივების მნიშვნელოვნად არ გაზრდილა თავდაპირველი აღიარების შემდგომ. საკრედიტო რისკი 14. საინვესტიციო ქონება 2018 2017 თვითღირებულებით 1 იანვრის მდგომარეობით გასვლა 31 დეკემბრის მდგომარეობით 2,218 (2,218) - 2,632 (414) 2,218 დაგროვილი ცვეთა 1 იანვრის მდგომარეობით ცვეთის დარიცხვა გასვლა 31 დეკემბრის მდგომარეობით (176) (7) 183 - (132) (44) (176) - 2,042 წმინდა საბალანსო ღირებულება: 15. ძირითადი საშუალებები მიწა და შენობანაგებობები კომპიუტერები, საოფისე მოწყობილობა და ავეჯი სატრანსპორტო საშუალებები და სხვა დაუმთავრებელი მშენებლობა სულ თვითღირებულებით: 1 იანვარი, 2017 შესყიდვა გასვლა 31 დეკემბერი, 2017 შესყიდვა გასვლა 31 დეკემბერი, 2018 დაგროვილი ცვეთა: 1 იანვარი, 2017 ცვეთის დარიცხვა გასვლა 51,755 152 51,907 81 51,988 8,214 1,467 (234) 9,447 2,934 (1,578) 10,803 15,271 3,011 (4) 18,278 1,297 (34) 19,541 245 245 75,240 4,630 (238) 79,632 4,557 (1,612) 82,577 (4,181) (1,031) - (5,271) (1,081) 234 (13,468) (1,547) 4 - (22,920) (3,659) 238 31 დეკემბერი, 2017 ცვეთის დარიცხვა გასვლა (5,212) (1,036) - (6,118) (1,291) 1,573 (15,011) (997) 33 - (26,341) (3,324) 1,606 31 დეკემბერი, 2018 წმინდა საბალანსო ღირებულება: 31 დეკემბერი, 2017 (6,248) (5,836) (15,975) - (28,059) 46,695 3,329 3,267 - 53,291 31 დეკემბერი, 2018 45,740 4,967 3,566 245 54,518 56 271 saqarTvelos erovnuli banki ფინანსურ ანგარიშგებასთან თანდართული შენიშვნები 2018 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისათვის (ათასი ლარი) 16. არამატერიალური აქტივები პროგრამული უზრუნველოფა ლიცენზიები სულ თვითღირებულებით: 1 იანვარი, 2017 შესყიდვა 31 დეკემბერი, 2017 შესყიდვა გასვლა 31 დეკემბერი, 2018 7,114 927 8,041 1,531 (45) 9,527 303 1,042 1,345 1,971 3,316 7,417 1,969 9,386 3,502 (45) 12,843 დაგროვილი ამორტიზაცია: 1 იანვარი, 2017 წლის დარიცხვა 31 დეკემბერი, 2017 წლის დარიცხვა გასვლა 31 დეკემბერი, 2018 (6,872) (119) (6,991) (284) 45 (7,230) (108) (171) (279) (273) (552) (6,980) (290) (7,270) (557) 45 (7,782) წმინდა საბალანსო ღირებულება 31 დეკემბერი, 2017 1,050 1,066 2,116 31 დეკემბერი, 2018 2,297 2,764 5,061 17. სხვა აქტივები და ვალდებულებები 31 დეკემბერი, 2018 31 დეკემბერი, 2017 სხვა აქტივები დენომინირებული უცხოურ ვალუტაში: სხვა მოთხოვნები სულ სხვა აქტივები დენომინირებული უცხოურ ვალუტაში სხვა აქტივები დენომინირებული ეროვნულ ვალუტაში: სამახსოვრო ოქროს მონეტები და ოქროს ზოდები თანამშრომლებზე გაცემული სესხები სასაქონლო-მატერიალური მარაგები წინასწარი გადახდები სხვა მოთხოვნები სხვა აქტივების გაუფასურების რეზერვი სულ სხვა აქტივები დენომინირებული ეროვნულ ვალუტაში 8 8 6 6 2,961 206 429 2,481 2,676 8,753 (232) 8,521 3,728 348 483 1,665 579 6,803 (282) 6,521 2018 და 2017 წლების 31 დეკემბრის მდგომარეობით, სხვა ფინანსური აქტივები, გაუფასურების რეზერვის გამოკლებით, შეადგენს 2,658 და 651 ათას ლარს, შესაბამისად. სხვა აქტივების მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის რეზერვი წარმოადგენს თანამშრომლებზე გაცემული სესხების და სხვა დებიტორების მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის რეზერვს. მოსალონელი საკრედიტო ზარალის რეზერვის მოძრაობა წარმოდგენილია 27-ე განმარტებით შენიშვნაში. 57 272 saqarTvelos erovnuli banki ფინანსურ ანგარიშგებასთან თანდართული შენიშვნები 2018 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისათვის (ათასი ლარი) სხვა ვალდებულებები მოიცავს: 31 დეკემბერი, 2018 სხვა ვალდებულებები დენომინირებული უცხოურ ვალუტაში ვალდებულებები მომწოდებლების მიმართ 31 დეკემბერი, 2017 2,776 2,744 2,776 2,744 5,749 1,669 293 5,872 1,589 2 768 მთლიანი სხვა ვალდებულებები დენომინირებული ეროვნულ ვალუტაში 7,711 8,231 სულ სხვა ვალდებულებები 10,487 10,975 მთლიანი სხვა ვალდებულებები დენომინირებული უცხოურ ვალუტაში სხვა ვალდებულებები დენომინირებული ეროვნულ ვალუტაში. ვალდებულებები მომწოდებლების მიმართ ვალდებულება რეალიზებულ ბანკნოტებსა და მონეტებზე გადავადებული შემოსავლები სხვა ვალდებულებები 2018 და 2017 წლების 31 დეკემბრის მდგომარეობით, სხვა ფინანსური ვალდებულებები შესაბამისად შეადგენს 10,485 და 10,901 ათას ლარს. 18. ვალდებულებები რეზიდენტი ფინანსური ინსტიტუტების მიმართ ვალდებულებები რეზიდენტი ფინანსური ინსტიტუტების მიმართ მოიცავს: 31 დეკემბერი, 2018 31 დეკემბერი, 2017 395,565 274,161 426,778 12,000 669,726 438,778 3,642,799 2,818,536 4,312,525 3,257,314 7,135 130,723 987 181,454 სულ ვალდებულებები რეზიდენტი ფინანსური ინსტიტუტების მიმართ, სხვა 8,122 312,177 სულ ვალდებულებები რეზიდენტი ფინანსური ინსტიტუტების მიმართ 4,320,647 3,569,491 ვალდებულებები რეზიდენტი ფინანსური ინსტიტუტების მიმართ მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტების მიხედვით საკორესპონდენტო ანგარიშები ეროვნულ ვალუტაში ერთდღიანი დეპოზიტები ეროვნულ ვალუტაში სულ ვალდებულებები რეზიდენტი ფინანსური ინსტიტუტების მიმართ მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტების მიხედვით ბანკების სავალდებულო რეზერვები უცხოურ ვალუტაში სულ ვალდებულებები რეზიდენტი ფინანსური ინსტიტუტების მიმართ მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტების მიხედვით ვალდებულებები რეზიდენტი ფინანსური ინსტიტუტების მიმართ, სხვა საკორესპონდენტო ანგარიშები დენომინირებული უცხოურ ვალუტაში გალარების სესხების უზრუნველსაყოფად ჩადებული სპეციალური დეპოზიტები 58 273 saqarTvelos erovnuli banki ფინანსურ ანგარიშგებასთან თანდართული შენიშვნები 2018 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისათვის (ათასი ლარი) 2018 და 2017 წლების 31 დეკემბრის მდგომარეობით, რეზიდენტი ფინანსური ინსტიტუტების მიმართ ვალდებულებებში შედის 3,209,325 ათასი ლარის და 2,646,651 ათასი ლარის (შესაბამისად) ოდენობის სამი უმსხვილესი რეზიდენტი კომერციული ბანკის ნაშთები, რომლებიც აღემატება ფინანსური ინსტიტუტების მიმართ მთლიანი ვალდებულების 74.28 და 74.15 პროცენტს (შესაბამისად). რეზიდენტ კომერციულ ბანკებს მოეთხოვებათ საქართველოს ეროვნულ ბანკში განათავსონ მინიმალური სარეზერვო ნაშთები. 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სავალდებულო რეზერვები წარმოადგენს რეზიდენტი ფინანსური ინსტიტუტების მიერ ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული მოზიდული სახსრების 5 პროცენტს (2017: 7%), და უცხოურ ვალუტაში დენომინირებული მოზიდული სახსრების 25 პროცენტს (2017: 20%). უცხოური ვალუტის ვალდებულებების შემთხვევაში დარჩენილი ხანდაზმულობით 1-2 წელი მინიმალური სარეზერვო ნაშთები შეადგენს 10 პროცენტს (2017: 10%). სავალდებულო რეზერვებზე 2018 და 2017 წლების 31 დეკემბრის მდგომარეობით წლიური საპროცენტო განაკვეთი ლარში დენომინირებულ მინიმალურ სარეზერვო მოთხოვნებზე შესაბამისად შეადგენს 7 და 5 პროცენტს, ხოლო აშშ დოლარში/ევროში დენომინირებულ მინიმალურ სარეზერვო მოთხოვნებზე 0.5%/-0,6% და 1%/0,25%, შესაბამისად. ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული მოზიდული სახსრები რომელთა დარჩენილი დაფარვის ვადა აღემატება ერთ წელს და უცხოურ ვალუტაში დენომირებული მოზიდული სახსრები რომელთა დარჩენილი დაფარვის ვადა აღემატება 2 წელს, არიან განთავისუფლებული სავალდებულო რეზერვის მოთხოვნისაგან. 19. ვალდებულებები ფინანსთა სამინისტროს მიმართ 31 დეკემბერი, 2018 ვალდებულებები ფინანსთა სამინისტროს მიმართ: მიმდინარე ანგარიშები დენომინირებული უცხოურ ვალუტაში მიმდინარე ანგარიშები დენომინირებული ეროვნულ ვალუტაში სულ ვალდებულებები ფინანსთა სამინისტროს მიმართ 414,917 362,445 777,362 31 დეკემბერი, 2017 434,263 541,489 975,752 20. მიმოქცევაში გაშვებული ფული მიმოქცევაში გაშვებული ფული წარმოადგენს ბანკის მიერ გამოშვებულ საქართველოს ეროვნულ ვალუტას. 2018 და 2017 წლების 31 დეკემბრის დასრულებული წლისათვის, მოძრაობა წლის განმავლობაში არის შემდეგი: ნაშთი 1 იანვარის მდგომარეობით მიმოქცევაში გაშვებული ბანკნოტები მიმოქცევაში გაშვებული მონეტები მიმოქცევიდან ამოღებული ბანკნოტები მიმოქცევიდან ამოღებული მონეტები ნაშთი 31 დეკემბერის მდგომარეობით 2018 2017 3,308,869 5,134,500 82,113 (4,889,018) (70,968) 3,565,496 2,999,323 4,915,164 59,401 (4,617,167) (47,852) 3,308,869 59 274 saqarTvelos erovnuli banki ფინანსურ ანგარიშგებასთან თანდართული შენიშვნები 2018 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისათვის (ათასი ლარი) 21. გამოშვებული სავალო ფასიანი ქაღალდები წლიური საპროცენტო განაკვეთი სადეპოზიტო სერთიფიკატები 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით სადეპოზიტო სერთიფიკატები 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით დაფარვის ვადა ნომინალური ღირებულება საბალანსო ღირებულება 7.10%-7.15% 3 იანვარი - 28 მარტი 2019 80,000 79,310 7.09%-7.33% 4 იანვარი - 29 მარტი 2018 80,000 79,284 22. კაპიტალი კანონის შესაბამისად, ბანკის კაპიტალი მოიცავს ბანკის გაცხადებულ და მთლიანად გადახდილ კაპიტალსა და სარეზერვო ფონდს. საწესდებო კაპიტალი 2018 და 2017 წლების 31 დეკემბრის მდგომარეობით, ბანკის საწესდებო კაპიტალი სრულად არის შეტანილი და შეადგენს 15,000 ათას ლარს. კაპიტალის მართვა ბანკი განსაზღვრავს კაპიტალს როგორც საკუთარ კაპიტალს ფასს-ის თანახმად. 2009 წლის 1 დეკემბრით (№2186) დათარიღებული კანონის 24-ე მუხლის საფუძველზე, ყოველი საფინანსო წლისათვის ბანკის წმინდა მოგება გამოიანგარიშება, როგორც წმინდა საოპერაციო მოგების ან ზარალის და გადაფასების შედეგად მიღებული არარეალიზებული წმინდა მოგების ან ზარალის ჯამი. წმინდა საოპერაციო მოგება ან ზარალი მიიღება საანგარიშგებო წლის შემოსავლის თანხიდან ძირითადი საქმიანობის წარმართვისათვის განკუთვნილი მიმდინარე ხარჯების გამოქვითვით. გაუნაწილებელი მოგება კანონის მოთხოვნებისა და საბჭოს მიერ დამტკიცების შესაბამისად, გადადის სხვადასხვა რეზერვებში. წლიური ანგარიშის ბანკის საბჭოს მიერ დამტკიცების შემდეგ საფინანსო წლის დარჩენილი წმინდა მოგება უნდა გადაირიცხოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ანგარიშზე ბანკის საფინანსო წლის დასრულებიდან 6 თვის ვადაში. სარეზერვო ფონდი კანონში შეტანილი ცვლილების (მუხლი 25) თანახმად, ბანკის საერთო სარეზერვო ფონდმა უნდა შეადგინოს სარეზერვო ფულის (ბანკის მიერ მიმოქცევაში გაშვებული ნაღდი ფული ეროვნულ ვალუტაში და კომერციული ბანკების საკორესპონდენტო ანგარიშები ეროვნულ ვალუტაში) 15 პროცენტი. ბანკის საერთო სარეზერვო ფონდი იქმნება წლის რეალიზებული მოგებიდან, რომელიც წარმოადგენს წლის წმინდა მოგებას გადაფასებით გამოწვეული და სხვა გადაფასებით გამოწვეული არარეალიზებული წმინდა მოგების გამოკლებით. ბანკის საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება წმინდა მოგების დარჩენილი თანხით საერთო სარეზერვო ფონდის მოცულობის შესაბამისი ფინანსური წლის ბოლოს არსებული სარეზერვო ფულის ოდენობის 15 პროცენტზე ნაკლები ოდენობით შევსების შესახებ. სარეზერვო ფონდი გამოიყენება მხოლოდ ბანკის ზარალის საკომპენსაციოდ. ქვეყნის ფინანსური სისტემის სტაბილურობის შენარჩუნებისა და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიზნით, 60 275 saqarTvelos erovnuli banki ფინანსურ ანგარიშგებასთან თანდართული შენიშვნები 2018 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისათვის (ათასი ლარი) საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სარეზერვო ფონდში არსებული თანხების განაწილების შესახებ. სარეზერვო ფონდში თანხების გადატანის შემდეგ, ბანკის რეალიზებული მოგების ნარჩენი ნაშთი უნდა გადაირიცხოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. 2018 და 2017 წლებში ბანკმა სარეზერვო ფონდში გადარიცხა 122,940 ათასი და 88,532 ათასი ლარი, შესაბამისად. კანონის 25-ე მუხლის გ პუნქტის საფუძველზე, 2018 წელს, სარეზერვო ფონდში გადატანის შემდგომ, ბანკმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გადაურიცხა 70,000 ათასი ლარი გაუნაწილებელი მოგებიდან (2017: 65,000 ლარი სარეზერვო ფონდიდან). 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით გაუნაწილებელი მოგების ნაშთის, 80,000 ათასი ლარის, გადარიცხვა ფინანსთა სამინისტროსთვის, საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, შესაძლებელია საანგარიშგებო თარიღიდან ექვსი თვის განმავლობაში. უცხოური ვალუტის და სხვა გადაფასების რეზერვი კანონის 25(ა)-ე მუხლის თანახმად, უცხოური ვალუტის გადაფასებით გამოწვეული არარეალიზებული წმინდა მოგება მიემართება უცხოური ვალუტის გადაფასების რეზერვში და რეალური ღირებულებით აღრიცხული მოგებაში ან ზარალში ასახვით ფინანსური აქტივების საბაზრო ფასების ცვლილებების წმინდა არარეალიზებული მოგება მიემართება სპეციალურად ამ მიზნით შექმნილ გადაფასების რეზერვში. 2018 წელს უცხოური ვალუტის გადაფასებიდან მიღებული წმინდა არარეალიზებული მოგება 54,186 ათასი ლარის ოდენობით სრულად მიიმართა უცხოური ვალუტის გადაფასების რეზერვში (2017 წელს: ზარალი 30,653 ათასი ლარი). 2018 წელს ბანკმა სხვა გადაფასების რეზერვის სრული მოცულობა, რომელიც 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით შეადგენდა 1,208 ათას ლარს, გადაიტანა გაუნაწილებელ მოგებაში. რეალური ღირებულებით შეფასებული სხვა სრულ შემოსავალში ასახვით ინვესტიციების გადაფასების რეზერვი აღნიშნული რეზერვი წარმოადგენს იმ ინვესტიციების რეალური ღირებულების ცვლილებას, რომლებიც შეფასებულია რეალური ღირებულებით სხვა სრულ შემოსავალში ასახვით (2017: გასაყიდად არსებული ინვესტიცები). 23. ვალდებულებები და პირობითი ვალდებულებები ბანკი თავისი ჩვეული საქმიანობის პროცესში არის მხარე ფინანსური ინსტრუმენტებისა რომელიც დაკავშირებულია გარესაბალანსო ვალდებულებებთან. ბანკი გარესაბალანსო ვალდებულებებთან მიმართებაში ხელმძღვანელობს რისკების მართვის იმავე პოლიტიკით, რომელსაც იყენებს საბალანსო ოპერაციებში. ვალდებულებები კაპიტალურ დანახარჯებზე 2018 და 2017 წლების 31 დეკემბრის მდგომარეობით, ბანკს არ გააჩნია არსებითი ვალდებულებები კაპიტალურ დანახარჯებზე. 61 276 saqarTvelos erovnuli banki ფინანსურ ანგარიშგებასთან თანდართული შენიშვნები 2018 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისათვის (ათასი ლარი) საოპერაციო გარემო როგორც განვითარებად ბაზარს, საქართველოს არ გააჩნია მაღალგანვითარებული ინფრასტრუქტურა, რომელიც, როგორც წესი, ახასიათებს უფრო მომწიფებულ საბაზრო ეკონომიკას. ამიტომ, განსაკუთრებით მკვეთრმა ცვლილებებმა საოპერაციო გარემოში (გლობალური გარემოს ჩათვლით) შეიძლება იქონიოს ისეთი გავლენა ბანკის შედეგზე და ფინანსურ მდგომარეობაზე რომელიც ამჟამად ვერ განისაზღვრება. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველოს მთავრობამ და ბანკმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, რამაც დადებითი გავლენა იქონია ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია რეფორმები საბანკო, იურიდიულ, საგადასახადო, მარეგულირებელი სისტემის ეფექტიანობის გაზრდის მიმართულებით და ასევე სხვადასხვა ღონისძიებები, ეკონომიკის ლიკვიდურობისთვის საჭირო მოთხოვნების შესრულებისა და ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილიზაციისთვის. ყოველივე ამან ხელი შეუწყო მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, რეალური ზრდის მაღალ ტემპებს და უცხოური ინვესტიციების შემოდინებას. არსებული ტენდენცია იძლევა საფუძველს, რომ ეკონომიკის ზრდა მთლიანობაში კვლავაც გაგრძელდება. ამასთან, საქართველოს ეკონომიკის სამომავლო განვითარება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ზემოთხსენებულ რეფორმებზე და საქართველოს მთავრობისა და ბანკის მიერ მიღებული ფინანსური თუ მონეტარული ზომების ეფექტურობაზე. ხელმძღვანელობას სჯერა, რომ ყველა საჭირო ღონისძიება განხორციელდა მაკროეკონომიკურ და ფინანსურ სტაბილურობასთან დაკავშირებით ბანკის როლის ხელშეწყობის მიზნით. ვალდებულებები საოპერაციო იჯარის მიხედვით მომავალი მინიმალური საიჯარო გადასახდელები შეუქცევადი საოპერაციო იჯარის ფარგლებში შედგება: არაუგვიანეს 1 წლისა ერთი წლის შემდეგ და არა უგვიანეს ხუთი წლისა 31 დეკემბერი, 2018 882 2,055 31 დეკემბერი, 2017 25 - სასამართლო დავები ბანკის მიმდინარე სასამართლო პროცესებთან და საჩივრებთან მიმართებაში ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ ამგვარი სასამართლო პროცესებიდან წარმოშობილი ვალდებულება, თუ ასეთს ადგილი ექნება, არ იქონიებს არსებით გავლენას ბანკის ფინანსურ მდგომარეობაზე ან მისი საქმიანობის შედეგებზე. ხელმძღვანელობის აზრით, არ არსებობს რაიმე არსებითი დაურიცხავი ზარალი, რომელიც შესაძლოა მომავალში მოხდეს და შესაბამისად ფინანსურ ანგარიშგებაში არ არის გათვალისწინებული დანაკარგების ანარიცხები. საკრედიტო და პირობითი ვალდებულებები 2018 და 2017 წლების 31 დეკემბრის მდგომარეობით, ბანკს არ გააჩნია რაიმე არსებითი საკრედიტო და პირობითი ვალდებულება. 62 277 saqarTvelos erovnuli banki ფინანსურ ანგარიშგებასთან თანდართული შენიშვნები 2018 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისათვის (ათასი ლარი) დაზღვევა სადაზღვევო ინდუსტრია საქართველოში განვითარების ეტაპზეა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში არსებული დაზღვევის მრავალი სახეობა, ზოგადად, ჯერ არ არის ხელმისაწვდომი საქართველოსათვის. ბანკს არ გააჩნია საკუთარი ოპერაციების წყვეტის ან მესამე მხარის მიმართ ვალდებულების სრული დაზღვევა, გარემოზე მიყენებული ზიანისთვის, რომელიც წარმოიშვება ბანკის ოპერაციებისას დაშვებული შეცდომებით. სანამ ბანკი მოიპოვებს ადეკვატურ დაზღვევას, არსებობს იმის რისკი რომ კონკრეტული აქტივების დაკარგვა ან განადგურება გამოიწვევს უარყოფით ეფექტს ბანკის ოპერაციებსა და ფინანსურ პოზიციაზე. 24. ფასიანი ქაღალდების გასესხების პროგრამა ბანკი ჩართულია ავტომატურ ფასიანი ქაღალდების გასესხების პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც ბანკის მიერ ფლობილი ფასიანი ქაღალდები გაიცემა სესხად სხვა ფასიანი ქაღალდების უზრუნველყოფის სანაცვლოდ. ბანკს ჰყავს პროგრამის მმართველი აგენტი (Depository Clearstream, Luxembourg), რომელიც ადმინისტრირებასა და მონიტორინგს უწევს გასესხებული ფასიანი ქაღალდებისა და სანაცვლოდ მიღებული უზრუნველყოფის შესაბამისობას ბანკთან შეთანხმებული მოთხოვნების შესაბამისად. ფასიანი ქაღალდების საკრედიტო ტრანზაქციებიდან ბანკს აქვს დამატებითი შემოსავალი ინვესტიციების ლიკვიდურობაზე დამატებითი ზეგავლენის გარეშე, იქიდან გამომდინარე რომ გასესხებული ფასიანი ქაღალდი ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომია ბანკისთვის. 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, გასესხებული ფასიანი ქაღალდების ღირებულება შეადგენდა 1,207,490 ათას ლარს (2017 წელს: 1,126,346 ათას ლარს) 2018 და 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, პროგრამის ფარგლებში მიღებული უზრუნველყოფის რეალური ღირებულება იხილეთ ქვემოთ ცხრილში: უცხოური მთავრობების სავალო ფასიანი ქაღალდები უცხოური ფინანსურ ინსტიტუტების სავალო ფასიანი ქაღალდები უცხოური არაფინანსური კორპორაციების სავალო ფასიანი ქაღალდები 31 დეკემბერი, 2018 1,111,884 157,506 1,269,390 31 დეკემბერი, 2017 1,041,108 126,973 10,671 1,178,752 25. გარიგებები დაკავშირებულ მხარეებთან ბანკი, როგორც სახელმწიფო ორგანო, დაკავშირებულია საქართველოს მთავრობის ორგანოებთან. თავისი პოლიტიკის მიზნების მისაღწევად, ბანკი ინარჩუნებს სტრუქტურულ და ფუნქციურ დამოუკიდებლობას საქართველოს მთავრობისგან, იქიდან გამომდინარე რომ ბანკს შეუძლია თავისი ხელმძღვანელობით და მართვით თავად დააფინანსოს ბანკის ოპერაციები გარე დახმარების გარეშე. უმაღლესი რანგის ხელმძღვანელობაში იგულისხმებიან ის პიროვნებები, რომლებსაც გააჩნიათ უფლებამოსილება და აკისრიათ პასუხისმგებლობა დაგეგმონ, განკარგონ და აკონტროლონ ბანკის საქმიანობა, პირდაპირ თუ არა პირდაპირ. უმაღლესი რანგის ხელმძღვანელობას შეადგენენ: საბჭოს წევრები, აღმასრულებელი დირექტორი და დეპარტამენტების უფროსები. 63 278 saqarTvelos erovnuli banki ფინანსურ ანგარიშგებასთან თანდართული შენიშვნები 2018 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისათვის (ათასი ლარი) ბანკი, ჩვეულებრივი საქმიანობის წარმართვის პროცესში შედის გარიგებებში დაკავშირებულ მხარეებთან და არსებითი ოპერაციები და ნაშთები ფინანსურ ანგარიშგებაში წარმოდგენილია ურთიერთდამოკიდებულების შინაარსზე და არა მხოლოდ იურიდიული ფორმატზე დაყრდნობით. ბანკის გარიგებები დაკავშირებულ მხარეებთან წარმოდგენილია ქვემოთ: 2018 წლის 31 დეკემბერს დასრულებული წელი სულ მოგებისა და ზარალისა და სხვა სრული შემოსავლის გარიგებები ანგარიშგების დაკავშირებულ მუხლის მხარეებთან მიხედვით 2017 წლის 31 დეკემბერს დასრულებული წელი სულ მოგებასა და ზარალისა და სხვა სრული შემოსავლის გარიგებები ანგარიშგების დაკავშირებულ მუხლის მხარეებთან მიხედვით უმაღლესი რანგის ხელმძღვანელობის ანაზღაურება: - თანამშრომლის მოკლევადიანი სარგებელი ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება აქტივები: ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული ინვესტიციები რომლებიც შეფასებულია რეალური ღირებულებით სხვა სრულ შემოსავალაში ასახვით (2017: გასაყიდად არსებული)- (3,361) (21,286) (3,091) (18,004) 31 დეკემბერი, 2018 31 დეკემბერი, 2017 სულ ფინანსური სულ ფინანსური დაკავშირებუ მდგომარეობის მდგომარეობის -ლი ანგარიშგების დაკავშირებუ- ანგარიშგების მხარეების მუხლის ლი მხარეების მუხლის შენიშვნები ნაშთები მიხედვით ნაშთები მიხედვით 12 364,653 364,653 155,198 155,198 13 281,808 281,808 321,952 321,952 17 13 206 38 348 19 777,362 777,362 975,752 975,752 41,749 306,791 42,297 235,898 საქართველოს მთავრობა ამორტიზებული ღირებულებით შეფასებული ინვესტიციები (2017: დაფარვის ვადამდე ფლობილი) ეროვნულ ვალუტაში-საქართველოს მთავრობა თანამშრომლებზე გაცემული სესხები-უმაღლესი რანგის ხელმძღვანელობა ვალდებულებები: ვალდებულებები ფინანსთა სამინისტროს მიმართ მოგება ან ზარალისა და სხვა სრული შემოსავლის ანგარიშგება საპროცენტო შემოსავალი - საქართველოს მთავრობა 41,748 - 42,293 - 64 279 saqarTvelos erovnuli banki ფინანსურ ანგარიშგებასთან თანდართული შენიშვნები 2018 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისათვის (ათასი ლარი) 26. ფინანსური ინსტრუმენტების რეალური ღირებულება ფასს-ის თანახმად რეალური ღირებულება არის თანხა, რომელიც მიღებული იქნება აქტივის გაყიდვიდან ან იქნება გადახდილი ვალდებულებების გადაცემისას ჩვეულებრივი გარიგებების ფარგლებში ბაზრის მონაწილეებს შორის შეფასების თარიღისათვის. რეალური ღირებულებით აღრიცხული ფინანსური ინსტრუმენტები ბანკის ზოგიერთი ფინანსური ინსტრუმენტის რეალური ღირებულებით აღრიცხვა ყოველი საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს ხდება. მომდევნო ცხრილი იძლევა ინფორმაციას თუ როგორ განისაზღვრება ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების რეალური ღირებულება (კერძოდ შეფასების ტექნიკები და გამოყენებული მონაცემები). წარდგენის მიზნით, რეალური ღირებულებით აღრიცხული ფინანსური ინსტრუმენტები დაყოფილია რეალური ღირებულების იერარქიის სამი დონის მიხედვით, რაც დაფუძნებულია რეალური ღირებულების დასადგენად გათვალისწინებული შემავალი მონაცემების დაკვირვებადობის ხარისხზე:   აქტიურ ბაზარზე კოტირებული ფასები (დონე 1) – შეფასება დაფუძნებულია აქტიურ ბაზრებზე მსგავსი აქტივებისა თუ ვალდებულებების კოტირებულ ფასებზე, ბანკის წვდომის შესაძლებლობის შესაბამისად. ამ სახის ფინანსურ ინსტრუმენტებზე შეფასების კორექტირებები არ ვრცელდება, რადგან შეფასება დაფუძნებულია კოტირებულ ფასებზე, რომლებიც მზა სახით და საკმარისი სიხშირით გვხვდება აქტიურ ბაზარზე, ამ პროდუქტების შეფასება არ წარმოადგენს მნიშვნელოვანი შეფასების საგანს. ეს დონე მოიცავს საერთაშორისო რეზერვების პორტფელის ფინანსურ ინსტრუმენტებს, რომლებიც კლასიფიცირებულია წარმოებულ ფინანსურ ინსტრუმენტებად, ფინანსურ ინსტრუმენტებად, რომლებიც შეფასებულია რეალური ღირებულებით მოგებაში ან ზარალში ასახვით და ფინანსურ ინსტრუმენტებად, რომლებიც შეფასებულია რეალური ღირებულებით სხვა სრულ შემოსავალში ასახვით (2017: გასაყიდად არსებული). ინსტრუმენტები ფასდება ყოველდღიურად, ბლუმბერგის დღის საბოლოო ე.წ. „შეთავაზებული ფასების“ მიხედვით. შეფასების ტექნიკა, რომელიც იყენებს დაკვირვებად მონაცემებს. (დონე 2) - შეფასება რომელიც ემყარება მონაცემებს, გარდა კოტირებული ფასებისა რომელიც გამოიყენებოდა 1-ელ დონეში, რომლებიც დაკვირვებადია აქტივისა და ვალდებულებებისთვის პირდაპირ ან არაპირდაპირ. მე-2 დონე მოიცავს შემდეგს: ა) კოტირებული ფასები მსგავსი აქტივებისა და ვალდებულებებისთვის აქტიურ ბაზრებზე; ბ) კოტირებული ფასები იდენტური ან მსგავსი აქტივებისა და ვალდებულებებისთვის არა აქტიურ ბაზრებზე; გ) აქტივებსა და ვალდებულებებზე არა კოტირებული ფასების მქონე მონაცემი, რომლის დაკვირვებაც შესაძლებელია, მაგალითად:  საპროცენტო განაკვეთები და სარგებლის მრუდები, რომლებიც დაკვირვებადია კოტირებული ინტერვალებისთვის.  ნაგულისხმები მერყეობა. და  საკრედიტო „სპრედი“. დ) ბაზრით გამყარებული მონაცემები საქართველოს მთავრობის ფასიანი ქაღალდები, კლასიფიცირებული როგორც გასაყიდად არსებული ინვესტიციები, მიეკუთვნება მე-2 დონეს და ითვლება დაკვირვებადი მონაცემების მიხედვით, უფრო კონკრეტულად კი საბაზრო სარგებლის მიხედვით საქართველოს მთავრობის მიერ გამოშვებული მსგავსი ფასიანი ქაღალდებისთვის. რეალური ღირებულების შესაფასებლად, დისკონტირებული ფულადი ნაკადების მოდელი გამოიყენება მიმდინარე საპროცენტო განაკვეთის სარგებლის მრუდზე დაყრდნობით, რომელიც შეესაბამება დარჩენილ ვადიანობას. 65 280 saqarTvelos erovnuli banki ფინანსურ ანგარიშგებასთან თანდართული შენიშვნები 2018 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისათვის (ათასი ლარი)  შეფასების ტექნიკა, რომლის შემავალი მონაცემები არ ეფუძნება საბაზრო მონაცემებს (დონე 3) – შეფასება დაფუძნებულია ყველა იმ მონაცემზე, რომელიც მნიშველოვან გავლენას ახდენს რეალურ ღირებულებაზე და არ ეფუძნება დაკვირვებად საბაზრო მონაცემებს. ბანკს არ გააჩნია ისეთი ფინანსური ინსტრუმენტები, რომლებიც არ ეფუძნება საბაზრო მონაცემებს. ბანკს მიაჩნია, რომ სააღრიცხვო შეფასება რომელიც დაკავშირებულია ფინანსური ინსტრუმენტების შეფასებასთან როდესაც არ არის ხელმისაწვდომი კოტირებული საბაზრო ფასები ან სხვა დაკვირვებადი მონაცემები არის მნიშვნელოვანი წყარო გაურკვევლობებისა შეფასებებში რადგან: (i) ის არის მიდრეკილი პერიოდული ცვლილებებისკენ, საჭიროებს მენეჯმენტისგან დაშვებებს საპროცენტო განაკვეთებზე, ცვალებადობაზე, გაცვლით კურსებზე, კონტრაგენტის საკრედიტო რეიტინგზე, შეფასების კორექტირებებზე და ტრანზაქციების სპეციფიურ ფუნქციებზე და (ii) შეფასების ცვლილებამ შეიძლება არსებითი გავლენა იქონიოს ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებასა და მოგებასა ან ზარალში აღრიცხულ აქტივებზე. 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რეალური ღირებულების იერარქიის დონეები წარმოებული ფინანსური აქტივები 10 1,523 657 დონე 1 სავაჭრო ფასიანი ქაღალდები 11 - 655,807 დონე 1 ინვესტიციები რეალური ღირებულებით მოგებაში ან ზარალში ასახვით 11 138,094 - დონე 1 გასაყიდად არსებული ინვესტიციები 12 - 5,097,929 დონე 1 ინვესტიციები რეალური ღირებულებით სხვა სრულ შემოსავალში ასახვით 12 6,847,456 - დონე 1 ფინანსური აქტივები არადაკვირვებადი მნიშვნელოვანი მონაცემები შენიშვნები რეალური ღირებულება შეფასების ტექნიკები და ძირითადი მონაცემები ქვემოთ ცხრილში მოცემულია ფინანსური ინსტრუმენტები რეალური ღირებულებით, შეფასების დონეების მიხედვით 2018 წლის 31 დეკემბრისა და 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით. თანხები მოცემულია ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში ასახული ღირებულებებით : საერთაშორისო რეზერვები აქტიურ ბაზარზე კოტირებული “შეთავაზებული ფასი” აქტიურ ბაზარზე კოტირებული “შეთავაზებული ფასი” აქტიურ ბაზარზე კოტირებული “შეთავაზებული ფასი” აქტიურ ბაზარზე კოტირებული “შეთავაზებული ფასი” აქტიურ ბაზარზე კოტირებული “შეთავაზებული ფასი” არ მიესადაგება არ მიესადაგება არ მიესადაგება არ მიესადაგება არ მიესადაგება მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტები გასაყიდად არსებული ინვესტიციები 12 - 155,198 დონე 2 ინვესტიციები რეალური ღირებულებით სხვა სრულ შემოსავალში ასახვით 12 364,653 - დონე 2 საბაზრო საპროცენტო განაკვეთი მსგავსი ინტრუმენტებისთვის საბაზრო საპროცენტო განაკვეთი მსგავსი ინტრუმენტებისთვის არ მიესადაგება არ მიესადაგება 66 281 saqarTvelos erovnuli banki ფინანსურ ანგარიშგებასთან თანდართული შენიშვნები 2018 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისათვის (ათასი ლარი) 2018 წლის 31 დეკემბრით და 2017 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლებისათვის ადგილი არ ჰქონია გადატანას პირველ, მეორე და მესამე დონეებს შორის. სხვა სრულ შემოსავალში შესული მოგება და ზარალი უკავშირდება ინვესტიციებს, რომლებიც შეფასებულია რეალური ღირებულებით სხვა სრულ შემოსავალში ასახვით (2017: გასაყიდად არსებული ინვესტიციები) და მისი ანგარიშგება ხდება როგორც რეალური ღირებულებით სხვა სრულ შემოსავალში ასახვით ინვესტიციების (2017: გასაყიდად არსებული ინვესტიციების) გადაფასების რეზერვის ცვლილება. მოგებაში ან ზარალში გაერთიანებული წმინდა არარეალიზებული მოგება/(ზარალი) ფასიანი ქაღალდებისა და წარმოებული ინსტრუმენტებიდან უკავშირდება წარმოებული ფინანსური აქტივებისა და სავაჭრო ფასიან ქაღალდების ცვლილებებს რეალურ ღირებულებაში 2018 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისათვის. იმ ფინანსური აქტივებისა და ფინანსური ვალდებულებების რეალური ღირებულება, რომლებიც არ ფასდება რეალური ღირებულებით განმეორებით საფუძველზე (ამასთან აუცილებელია რეალური ღირებულების ასახვა) ფიქსირებული საპროცენტო შემოსავლის მქონე ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების საბალანსო ღირებულება უტოლდება რეალურ ღირებულებას, იმ შემთხვევაში თუ მათ გააჩნიათ ხანმოკლე დაფარვის ვადა. ეს დაშვება ასევე ეხება მოთხოვნამდე დეპოზიტებსა და ანგარიშებს დაფარვის ვადის გარეშე. მიჩნეულია, რომ ცვლადი საპროცენტო სარგებლის მქონე ფინანსური აქტივებისა (საქართველოს სახელმწიფო სავალო ფასიანი ქაღალდები კლასიფიცირებული როგორც ამორტიზებული ღირებულებით შეფასებული ინვესტიციები) და ვალდებულებების (სესხები საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან) შემთხვევაში საბალანსო ღირებულება უტოლდება რეალურ ღირებულებას. დამატებით ბანკის მენეჯმენტი მიიჩნევს რომ სესხი საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან, მისი სპეციფიური თვისებიდან გამომდინარე წარმოადგენს ცალკე სესხების სეგმენტს რომლებიც გაიცემა საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების მიერ განვითარებადი ქყვეყნებისთვის ხელშეწყობის მიზნით. შედეგად ეს სესხები განიხილება როგორც “გაშლილი ხელის მანძილის პრინციპით” მიღებული. 27. რისკების მართვა შესავალი ბანკის საქმიანობა დაკავშირებულია სხვადასხვა ტიპის რისკებთან. ეს რისკები მოიცავს ფინანსურ რისკებს საბაზრო, საკრედიტო და ლიკვიდობის რისკების სახით. აგრეთვე ბანკის საქმიანობა დაკავშირებულია არაფინანსური რისკების ფართო სპექტრთან. ბანკის უნიკალური როლიდან და ფუნქციებიდან გამომდინარე, ბანკის მიერ რისკების მართვა და კონტროლი დაფუძნებულია არა მარტო ორგანიზაციული რისკისა და მოგების შესახებ მოსაზრებებზე, არამედ, ის მხედველობაში იღებს ეროვნულ ინტერესს, შესაბამის კანონმდებლობაში გაწერილი პასუხისმგებლობების მიხედვით. ბანკის ხედვით რისკების მართვის სისტემა წარმოადგენს მმართველობის პროცესის განუყოფელ ნაწილს და ძლიერი კორპორაციული მმართველობის არსებით კომპონენტს. ბანკის საბჭო, საბოლოო ჯამში, პასუხისმგებელია რისკების მართვის ჩარჩოს და მნიშვნელოვანი რისკების მართვის პროცესის ზედამხედველობაზე და ასევე რისკების მართვის პოლიტიკების და პროცედურების გადახედვაზე. ეფექტური და ეფექტიანი რისკის მართვის სისტემის უზრუნველსაყოფად ბანკში შემუშავებულია დაცვის სამხაზიანი მოდელი. ეს მოდელი სტრუქტურული ერთეულებისთვის, რისკების 67 282 saqarTvelos erovnuli banki ფინანსურ ანგარიშგებასთან თანდართული შენიშვნები 2018 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისათვის (ათასი ლარი) ცენტრალიზებული მართვის დეპარტამენტისა და შიდააუდიტორული სამსახურისთვის გამოყოფს მკაფიო როლებსა და პასუხისმგებლობებს. დაცვის პირველი ხაზი (კონტროლის პირველი დონე): მართვა სტრუქტურული ერთეულის დონეზე დაცვის პირველი ხაზი (ბანკის დეპარტამენტები) პასუხისმგებელია რისკების იდენტიფიცირებაზე, შეფასებასა და რისკების მართვაზე სტრუქტურული ერთეულის დონეზე ადეკვატური და ეფექტური კონტროლის მექანიზმების შემუშავების, დანერგვასა და შენარჩუნების გზით. დაცვის მეორე ხაზი (კონტროლის მეორე დონე): რისკების ცენტრალიზებული მართვის დეპარტამენტი დაცვის მეორე ხაზი (რისკების ცენტრალიზებული მართვის დეპარტამენტი) პასუხისმგებელია ეფექტური არაფინანსური რისკების მართვის ჩარჩოს შემუშავებასა და დანერგვაზე, რომელიც შესაბამისობაშია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის სტანდარტებთან და მიდგომებთან. რისკების ცენტრალიზებული მართვის დეპარტამენტი უზრუნველყოფს რისკების, მექანიზმების და რისკის მართვის პროცესების დამოუკიდებელ და პროაქტიულ შეფასებას და ბიზნეს უწყვეტობის მხარდაჭერას. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია ბანკის პრეზიდენტთან. დაცვის მესამე ხაზი (კონტროლის მესამე დონე): შიდააუდიტორული სამსახური შიდააუდიტორული სამსახური წარმოადგენს დაცვის მესამე ხაზს, რომლიც უზრუნველყოფს რისკების მართვისა და შიდა კონტროლების სისტემების ეფექტურობას და ადეკვატურობას. შიდა აუდიტი რეგულარულად ამოწმებს, როგორც შიდა კონტროლების ადეკვატურობას, ასევე ბანკის პროცესების შესაბამისობას პროცედურებთან და შეფასების შედეგებსა და რეკომენდაციებს წარუდგენს საბჭოს თავმჯდომარეს. რისკის მართვის დეპარტამენტის სტრუქტურა რისკის ტიპი მართვის დონე ფინანსური რისკები დეპარტამენტის დონეზე არაფინანსური რისკები დეპარტამენტის დონეზე სახელმძღვანელო მითითებების პოლიტიკის ავტორი მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი საერთაშორისო რეზერვების მართვის კომიტეტი ცენტრალიზებული რისკის მართვის დეპარტამენტი ზედამხედველობა საბჭო შიდა აუდიტი, აუდიტის კომიტეტი ფინანსური რისკები ბანკი ფინანსურ ინსტრუმენტებს იყენებს მონეტარული პოლიტიკის მიზნების მიღწევისა და ასევე, საერთაშორისო რეზერვების მართვის მიზნით. ამ ორ პორტფელს განსხვავებული რისკის პოლიტიკა და მახასიათებლები აქვს და ორივე მათგანი იმართება ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის მიერ. ქვემოთ მოცემულ ფინანსური რისკების დახასიათებაში წარმოდგენილია ძირითადი რისკები, რომლის წინაშეც დგას ამ ორ პორტფელში შემავალი ფინანსური ინსტრუმენტები და ამ რისკების მართვის პოლიტიკა. საკრედიტო რისკი საკრედიტო რისკი არის რისკი იმისა, რომ ფინანსური ინსტრუმენტის ერთი მხარის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს მეორე მხარის ფინანსურ ზარალს. 68 283 saqarTvelos erovnuli banki ფინანსურ ანგარიშგებასთან თანდართული შენიშვნები 2018 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისათვის (ათასი ლარი) ქვემოთ მოყვანილი ცხრილი წარმოადგენს ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგების კომპონენტების მაქსიმალურ საკრედიტო რისკს ბანკის იმ ფინანსური ინსტრუმენტებისთვის, რომლისთვისაც არ ვრცელდება გაუფასურების მოთხოვნები: აქტივები უცხოურ ვალუტაში საერთაშორისო რეზერვები წარმოებულ ფინანსურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებული აქტივები სავაჭრო ფასიანი ქაღალდები ინვესტიციები რეალური ღირებულებით მოგებაში ან ზარალში ასახვით სულ მაქსიმალური საკრედიტო რისკი შენიშვნა მაქსიმალური რისკი 31 დეკემბერი, 2018 მაქსიმალური რისკი 31 დეკემბერი, 2017 10 1,523 657 11 - 655,807 138,094 - 139,617 656,464 საერთაშორისო რეზერვების პორტფელი კანონის მიხედვით, ბანკი უფლებამოსილია იქონიოს და მართოს საერთაშორისო რეზერვების პორტფელი. ბანკი პორტფელს იყენებს მონეტარული და გაცვლითი კურსის პოლიტიკის წარმოებისა და შიდა და უცხოური გადახდების ნორმალური ფუნქციონირებისთვის. რეზერვები ასევე გამოიყენება ქვეყნის გარე რისკებისგან დასაცავად, რაც გულისხმობს საკმარისი ლიკვიდობის შენარჩუნებას ფინანსური კრიზისის დროს შოკის დასაძლევად. შესაბამისად, საერთაშორისო რეზერვების ფლობის სხვადასხვა მიზნებია უსაფრთხოების, ლიკვიდობისა და მომგებიანობის უზრუნველყოფა. ამასთან, საერთაშორისო სარეზერვო პორტფელში შემავალი აქტივები ინვესტირდება კონსერვატიულ საფუძვლებზე, ლიკვიდობასა და კაპიტალის შენარჩუნებაზე აქცენტირებით. მაგალითად, ბანკის საინვესტიციო სახელმძღვანელოში პრიორიტეტი ენიჭება კაპიტალის შენარჩუნებას და რეზერვების მაღალ ლიკვიდობას. როდესაც ეს წინაპირობები სრულდება, უნდა მოხდეს მოგების მაქსიმიზაცია. პორტფელის მართვა ხდება საინვესტიციო სახელმძღვანელოს მიხედვით, რომელიც დამტკიცებულია ბანკის საბჭოს მიერ. ბანკის რეზერვების მართვის კომიტეტი (შემდგომში „კომიტეტი“) პასუხისმგებელია აქტივების სტრატეგიულ გადანაწილების მიხედვით რისკის შემცირებისთვის საჭირო ზომების დანერგვასა და მონიტორინგზე. ასევე კომიტეტმა უნდა მიიღოს რწმუნება იმისა, რომ ბანკის საქმიანობა ხდება რისკის დადგენილი პარამეტრების ფარგლებში. კომიტეტის ჩვეულებრივი საქმიანობა მოიცავს ყოველთვიური ანგარიშების მიმოხილვას, კონტრაგენტების სიის დამოწმებას, სტრატეგიული ცვლილებების დამოწმებას საბჭოში წარდგენამდე და პერიოდულად, აქტივების გადანაწილებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ტაქტიკური გადაწყვეტილებების მიღებას. ბანკის რისკის მართვისა და კონტროლის განყოფილება (შემდგომში „განყოფილება“) პასუხისმგებელია საერთო რისკების ყოველდღიურ მართვასა და დადგენილ პარამეტრებთან შესაბამისობაზე, რაც უზრუნველყოფს რისკების იდენტიფიცირების, შეფასების, მართვისა და ანგარიშგებისათვის საჭირო საერთო პრინციპებისა და მეთოდების შემუშავებას. შიდა რეზერვების პორტფელი დაყოფილია 3 ძირითად ტრანშად მათი მიზნობრიობიდან გამომდინარე:    საოპერაციო ტრანში - რათა მოხდეს მოკლე-ვადაში საჭირო ნაღდი ფულის უზრუნველყოფა გადახდების, მოკლე-ვადიანი სავალო ფასიანი ქაღალდების და შესაძლო უცხოური ვალუტის ინტერვენციებისთვის; ლიკვიდურობის ტრანში - რათა მოხდეს ჩარევა საჭიროების შემთხვევაში ლიკვიდობის მნიშვნელოვნად გასაზრდელად - გარე შოკის ან საოპერაციო ტრანშის ამოწურვისას. საინვესტიციო ტრანში - რათა მოხდეს მოგების მაქსიმიზაცია ხანგრძლივი საინვესტიციო პერიოდისთვის, საბაზრო რისკის დონის შეზღუდვით. 69 284 saqarTvelos erovnuli banki ფინანსურ ანგარიშგებასთან თანდართული შენიშვნები 2018 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისათვის (ათასი ლარი) მონეტარული პოლიტიკის პორტფელი მონეტარული პოლიტიკის განხორციელების ძირითადი საშუალებებია ისეთი ფინანსური ინსტრუმენტები, როგორიცაა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები, სესხები გაცემული კომერციულ ბანკებზე, სადეპოზიტო სერტიფიკატები და მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები კომერციული ბანკებისთვის. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი პასუხისმგებელია დანერგოს და მონიტორინგი გაუწიოს რისკის შემცირების საშუალებებს, მაგალითად როგორიცაა უზრუნველყოფის მოთხოვნები რეფინანსირების სესხებისთვის. ა) საერთაშორისო რეზერვების პორტფელში არსებული ფინანსური ინსტრუმენტები საერთაშორისო რეზერვების ოპერაციებში გამოყენებული ფინანსური ინსტრუმენტების საკრედიტო რისკის გაკონტროლებისთვის, „სტრატეგიული აქტივების გადანაწილება“ ზღუდავს საკრედიტო რისკს ქვეყნების, კონტრაგენტების და ემიტენტების მიხედვით, საკონცენტრაციო ლიმიტებისა და მინიმალური გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგების დაწესებით (Standard & Poor’s, Moody’s და Fitchსააგენტოების მიხედვით). მაგალითად, საინვესტიციო სახელმძღვანელო ნათლად განსაზღვრავს საკრედიტო რეიტინგის მინიმალურ დონეს სავალო ინსტრუმენტებში (ობლიგაციები, თამასუქები) ინვესტირების AA- რეიტინგს. რაც შეეხება ბანკთაშორის დეპოზიტებსა და სხვა ფინანსურ ინსტრუმენტებს, საკრედიტო რეიტინგის მინიმალური მისაღები დონეა A-. ამასთან, ნოსტრო ანგარიშების, ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის, რეპო/უკუ-რეპო ოპერაციებისა და წარმოებული ინსტრუმენტებით ვაჭრობისას კონტრაგენტებისთვის მინიმალური საკრედიტო რეიტინგი წარმოადგენს BBB. გარდა ამისა, საინვესტიციო სახელმძღვანელო ასევე ზღუდავს ინსტრუმენტების ინვესტირებას არასაბაზისო ფინანსურ ინსტრუმენტებში. პორტფელი დივერსიფიცირებულია სხვა და სხვა ფულადი ბაზრის ინსტრუმენტებში ფიქსირებულ და ცვალებად-განაკვეთიან ფასიანი ქაღალდებში (სახელმწიფო სავალო ფასიანი ქაღალდები, „სააგენტოს“, მათ შორის რეგიონალური მთავრობებისა და სუპრანაციონალური ფასიანი ქაღალდები) და სხვა ძლიერ ლიკვიდურ, და უსაფრთხო ინსტრუმენტებში კონტრაგენტების შერჩევისას ბანკი ითვალისწინებს მათ საკრედიტო რეიტინგს, ქვეყანას, აქტივებისა და კაპიტალის მოცულობას, საერთაშორისო ბაზრებზე და კორპორატიულ კლიენტებთან მუშაობის გამოცდილებას და ასევე მათთვის შეთავაზებული მომსახურებისა და ინსტრუმენტების დიაპაზონს. ზემოთ ხსენებული სარეიტინგო სააგენტოების მიერ ბანკის კონტრაგენტის გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგის კლების შემთხვევაში, კონტრაგენტი ამოღებული იქნება დაშვებული კონტრაგენტების სიიდან. როდესაც სხვა და სხვა საკრედიტო სარეიტინგო სააგენტოები (Standard & Poor’s, Moody’s და Fitch) აქტივებისთვის განსაზღვრავენ განსხვავებულ საკრედიტო რეიტინგებს, საკრედიტო რისკის შესაფასებლად გამოიყენება მეორე საუკეთესო საკრედიტო რეიტინგი. საკრედიტო ხარისხის ანალიზი ქვემოთ მოცემული ცხრილი მოიცავს, ფინანსური ინსტრუმენტის კლასის მიხედვით, საერთაშორისო რეზერვების პორტფელში არსებული იმ ფინანსური აქტივების მთლიან (ბრუტო) საბალანსო ღირებულებას, რომლებზეც ვრცელდება გაუფასურების მოთხოვნები: 70 285 saqarTvelos erovnuli banki ფინანსურ ანგარიშგებასთან თანდართული შენიშვნები 2018 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისათვის (ათასი ლარი) 31 დეკემბერი 2018 მოსალოდნელი მოსალოდნელი 12-თვიანი საკრედიტო საკრედიტო მოსალოდნელი ზარალი არსებობის ზარალი არსებობის საკრედიტო მანძილზე - არა მანძილზე ზარალი გაუფასურებული გაუფასურებული ფულადი სახსრები და მათი ეკვივალენტები (ნაღდი ფულის გამოკლებით) AAA 548,411 AA 112,757 AA538,821 A+ 939 A 1,294 ABBB+ 44 BBB BBB0 მთლიანი საბალანსო ღირებულება 1,202,266 ზარალის რეზერვი წმინდა საბალანსო ღირებულება 1,202,266 SDR-ის ანგარიში საერთაშორისო სავალუტო ფონდში AAA მთლიანი საბალნსო ღირებულება ზარალის რეზერვი წმინდა საბალანსო ღირებულება 537,249 537,249 537,249 - - 31 დეკემბერი 2017 სულ სულ 548,411 112,757 538,821 939 1,294 44 0 1,202,266 1,202,266 834,627 374 399,789 34,440 243,064 467 579 46 1,513,386 1,513,386 537,249 537,249 537,249 534,253 534,253 534,253 ინვესტიციები რეალური ღირებულებით სხვა სრულ შემოსავალში ასახვით (2017:გასაყიდად არსებული ინვესტიციები) AAA 5,911,004 - 5,911,004 4,703,641 AA+ 581,212 581,212 60,947 AA 206,203 206,203 20,346 AA149,037 149,037 312,991 წმინდა საბალანსო ღირებულება 6,847,456 - 6,847,457 5,097,925 რეალური ღირებულება ზარალის რეზერვი (აღიარებული სხვა სრულ შემოსავალში) (261) - - (261) - ბ) მონეტარული პოლიტიკის პორტფელში არსებული ფინანსური ინსტრუმენტები საკრედიტო რისკი დაკავშირებულია ღია ბაზრის ოპერაციებთან და ინსტრუმენტებთან, რომელთა მეშვეობითაც ფინანსურ სისტემაში ხდება ლიკვიდობის მიწოდება. ბანკის ფასიანი ქაღალდების პორტფელი შედგება ექსკლუზიურად საქართველოს მთავრობის მიერ გამოცემული ფასიანი ქაღალდებისაგან, რომლებიც მიჩნეულია დაბალი საკრედიტო რისკის მქონე აქტივებად. საბანკო ინსტიტუტებზე გაცემულ სესხებთან დაკავშირებული რისკის შესამცირებლად, ბანკი ითხოვს უზრუნველყოფას, რომელსაც მისთვის მისაღები საკრედიტო ხარისხი ექნება. უზრუნველყოფის შეფასება ხდება მათი მიღებისას არსებული საბაზრო ფასით და შეფასებაზე შეიძლება გავრცელდეს დისკონტი ან „ჰეარკატი“ ინსტრუმენტის სპეციფიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე. ბანკი მისი ფინანსური აქტივების (გარდა საერთაშორისო რეზერვებისა) კლასიფიცირებას შემდეგი სახით ახდენს: რეიტინგი AAA - ძალიან კარგი ფინანსური მაჩვენებლების მქონე მსესხებლები, რომელთა სესხის ხელშეკრულების პირობებში არ შესულა ცვლილებები და რომელთა ძირითადი თანხა და პროცენტი არ არის ვადაგადაცილებული. რეიტინგი AA – სტაბილური ფინანსური მაჩვენებლების მქონე მსესხებლები, რომელთა სესხის ხელშეკრულების პირობებში არ შესულა ცვლილებები და რომელთა ძირითადი თანხა და პროცენტი არ არის ვადაგადაცილებული. 71 286 saqarTvelos erovnuli banki ფინანსურ ანგარიშგებასთან თანდართული შენიშვნები 2018 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისათვის (ათასი ლარი) რეიტინგი A - დამაკმაყოფილებელი ფინანსური მაჩვენებლების მქონე მსესხებლები, რომელთა სესხის ხელშეკრულების პირობებში შესულია ცვლილებები და რომელთა ძირითადი თანხა და პროცენტი არ არის ვადაგადაცილებული. რეიტინგი B - სესხები გაცემული დამაკმაყოფილებელი ფინანსური მაჩვენებლების მქონე მსესხებლებზე, რომელთა სესხის ხელშეკრულების პირობებში შესულია ცვლილებები და რომელთა ძირითადი თანხა და პროცენტი ვადაგადაცილებულია. ბანკის პოლიტიკის შესაბამისად, ბანკი ახდენს რისკის ზუსტ და თანმიმდევრულ კლასიფიცირებას მის საკრედიტო პორტფელში. დაკავშირებული რისკების შეფასება და განახლება რეგულარულად ხდება. ქვემოთ მოცემული ცხრილი მოიცავს, ფინანსური ინსტრუმენტის კლასის მიხედვით, მონეტერული პოლიტიკის და სხვა ფინანსური აქტივების მთლიან (ბრუტო) საბალანსო ღირებულებას, რომლებზეც ვრცელდება გაუფასურების მოთხოვნები, ბანკის შიდა სარეიტინგო სისტემის საფუძველზე: 2018 მოსალოდნელი მოსალოდნელი 12-თვიანი საკრედიტო საკრედიტო ზარალი მოსალოდნელი ზარალი არსებობის არსებობის საკრედიტო მანძილზე - არა მანძილზე ზარალი გაუფასურებული გაუფასურებული აქტივები უცხოურ ვალუტაში სხვა ფინანსური აქტივები B რეიტინგი მთლიანი საბალასო ღირებულება ზარალის რეზერვი წმინდა საბალანსო ღირებულება აქტივები ეროვნულ ვალუტაში მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტები ვალდებულებები ფინანსური ინსტიტურების მიმართ AAA რეიტინგი მთლიანი საბალანსო ღირებულება ზარალის რეზერვი წმინდა საბალანსო ღირებულება 2017 სულ სულ 7 7 7 - - 7 7 7 6 6 6 1,901,477 1,901,477 1,901,477 - - 1,901,477 - 1,901,477 - 1,901,477 1,590,936 1,590,936 1,590,936 ინვესტიციები შეფასებული რეალური ღირებულებით სხვა სრულ შემოსავალში ასახვით (2017: გასაყიდად არსებული) AAA რეიტინგი 364,653 364,653 155,194 საბალანსო ღირებულება - რეალური 364,653 364,653 155,194 ღირებულება სხვა აქტივები ეროვნულ ვალუტაში ვალდებულებები ფინანსური ინსტიტუტების მიმართ AAA რეიტინგი 46,272 მთლიანი საბალანსო ღირებულება 46,272 ზარალის რეზერვი წმინდა საბალანსო ღირებულება 46,272 - ინვესტიციები ამორტიზირებული ღირებულებით (2017: დაფარვის ვადამდე ფლობილი) AAA რეიტინგი 281,808 მთლიანი საბალანსო ღირებულება 281,808 ზარალის რეზერვი წმინდა საბალანსო ღირებულება 281,808 სხვა ფინანსური აქტივები A რეიტინგი B რეიტინგი მთლიანი საბალანსო ღირებულება ზარალის რეზერვი წმინდა საბალანსო ღირებულება 2,688 2,688 (41) 2,647 - - 46,272 46,272 46,272 221,303 221,303 221,303 - 281,808 281,808 281,808 321,952 321,952 321,952 191 191 (191) - 2,688 191 2,879 (232) 2,647 927 927 (282) 645 72 287 saqarTvelos erovnuli banki ფინანსურ ანგარიშგებასთან თანდართული შენიშვნები 2018 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისათვის (ათასი ლარი) ქვემოთ მოცემული ცხრილი მოიცავს ზარალის რეზერვის შემავალი და საბოლოო ნაშთების რეკონსილაციას იმ ფინანსური ინსტრუმენტების კლასების მიხედვით, რომლების მიმართაც აღიარდა მოსალოდნელი საკრედიტო ზარალი. შესადარისი თანხები 2017 წლისთვის წარმოადგენს საკრედიტო ზარალის რეზერვს ბასს 39-ის საფუძველზე. 2018 არსებობის მანძილზე მოსალოდნელი საკრედიტო ზარალი არა გაუფასურებული 12-თვის მოსალოდნელი საკრედიტო ზარალი 2017 არსებობის მანძილზე მოსალოდნელი საკრედიტო ზარალი გაუფასურებული სულ სულ აქტივები უცხოურ ვალუტაში საერთაშორისო რეზერვები ინვესტიციები აღრიცხული რეალური ღირებულებით სხვა სრულ შემოსავალში ასახვით ნაშთი 1-ლი ინავრის მდგომარეობით ახალი ფინანსური აქტივების აღიარება ზარალის რეზერვის გადაფასება უცხოური სავალუტო კურსის და სხვა მოძრაობები ფინანსური აქტივები რომელთა აღიარება შეწყდა ნაშთი 31 დეკემბრის მდგომარეობით 121 230 (44) - - 121 230 (44) - 1 - - 1 - (47) - - (47) - 261 - - 261 - 41 - - 282 (75) 282 41 (75) 389 (105) - - (16) (16) (2) 41 - 191 232 282 121 - 282 403 389 302 - 191 493 282 აქტივები ეროვნულ ვალუტაში სხვა აქტივები ეროვნულ ვალუტაში სხვა აქტივები ნაშთი 1-ლი იანვრის მდგომარეობით ახალი ფინანსური აქტივების აღიარება ზარალის რეზერვის გადაფასება ფინანსური აქტივები რომლის აღიარება შეწყდა ნაშთი 31 დეკემბრის მდგომარეობით სულ ნაშთი 1-ლი იანვრის მდგომარეობით სულ ნაშთი 31 დეკემბრის მდგომარეობით ჭარბი რისკის კონცენტრაცია რისკის კონცენტრაციას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც კონტრაგენტები ჩართულნი არიან მსგავს ბიზნეს საქმიანობაში, საქმიანობას ეწევიან ერთსადაიმავე გეოგრაფიულ რეგიონში, ან აქვთ მსგავსი ეკონომიკური მდგომარეობა და ეკონომიკური, პოლიტიკური და სხვა ცვლილებები თანაბრად უარყოფით გავლენას ახდენს სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების უნარზე. კონცენტრაცია მიუთითებს იმაზე, რომ ბანკი შედარებით მგრძნობიარე იქნება კონკრეტულ სფეროსა თუ გეოგრაფიულ ნაწილში მიმდინარე ცვლილებების მიმართ. ჭარბი რისკის კონცენტრაციის მინიმიზაციის მიზნით, ბანკის პოლიტიკა და პროცედურები მოიცავს დივერსიფიცირებული პორტფელის შექმნისა და შენარჩუნების სპეციალურ ინსტრუქციებს. რისკის კონცენტრაცია აქტივების ხარისხისა და კონტრაგენტების მიხედვით წარმოდგენილია შესაბამის შენიშვნებში. 73 288 saqarTvelos erovnuli banki ფინანსურ ანგარიშგებასთან თანდართული შენიშვნები 2017 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისათვის (ათასი ლარი) გეოგრაფიული კონცენტრაცია საქართველოში კონცენტრირებულია ბანკის ფინანსური აქტივები და ვალდებულებები, საერთაშორისო რეზერვების პორტფელისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმართ ვალდებულების გამოკლებით. ქვემოთ მოცემული ცხრილში ნაჩვენებია საქართველოს გარეთ კონცენტრირებული ფინანსური აქტივები და ვალდებულებები: 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით აქტივები: საერთაშორისო რეზერვები ფულადი სახსრები და მათი ეკვივალენტები (ნაღდი ფულის გამოკლებით) SDR-ის ანგარიში საერთაშორისო სავალუტო ფონდში წარმოებულ ინსტრუმენტებთან დაკავშირებული აქტივები ინვესტიციები რეალური ღირებულებით მოგება/ზარალში ასახვით ინვესტიციები რეალური ღირებულებით სხვა სრულ შემოსავალში ასახვით. ვალდებულებები: ვალდებულებები საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმართ წმინდა პოზიცია: შენიშვნები აშშ ევროკავშირი* ავსტრალია კანადა საერთაშორისო სხვა სულ 7 41,561 620,757 216 384,395 - 155,337 1,202,266 9 - - - - 537,249 - 537,249 10 - - - - - 1,523 1,523 11 - - - - 138,094 - 138,094 12 4,152,313 1,384,584 501,783 415,903 392,873 - 6,847,456 4,193,874 2,005,341 501,999 800,298 1,068,216 156,860 8,726,588 - - - - 985,307 - 985,307 4,193,873 2,005,341 501,999 800,298 82,909 156,860 7,741,282 9 74 289 saqarTvelos erovnuli banki ფინანსურ ანგარიშგებასთან თანდართული შენიშვნები 2017 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისათვის (ათასი ლარი) 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით აქტივები: საერთაშორისო რეზერვები ფულადი სახსრები და მათი ეკვივალენტები (ნაღდი ფულის გამოკლებით) SDR-ის ანგარიში საერთაშორისო სავალუტო ფონდში წარმოებული ფინანსური აქტივები სავაჭრო ფასიანი ქაღალდები გასაყიდად არსებული ინვესტიციები ვალდებულებები: ვალდებულებები საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმართ წმინდა პოზიცია: შენიშვნები აშშ ევროკავშირი* ავსტრალია კანადა საერთაშორისო 7 სხვა სულ 102,271 953,190 94 9,241 185,342 263,248 1,513,386 9 10 11 12 13 282,389 3,379,696 3,764,369 211,783 787,556 1,952,529 525,543 525,637 14,581 269,319 293,141 534,253 147,054 135,815 1,002,464 644 263,892 534,253 657 655,807 5,097,929 7,802,032 9 - - - - 754,816 - 754,816 3,764,369 1,952,529 525,637 293,141 247,648 263,892 7,047,216 *ევროკავშირი-ნორვეგიის სააგენტოს ფასიანი ქაღალდების ჩათვლით 75 290 saqarTvelos erovnuli banki ფინანსურ ანგარიშგებასთან თანდართული შენიშვნები 2017 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისათვის (ათასი ლარი) ლიკვიდობის რისკი ლიკვიდობის რისკი წარმოადგენს რისკს, რომელიც წარმოიშვება ბანკისთვის, როდესაც მას აქვს სირთულეები იმ ფინანსური ვალდებულებების დაფარვისა, რომლებიც დაკავშირებულია ფულის და ფულის ეკვივალენტების გადინებასთან. ა) საერთაშორისო რეზერვების პორტფელში შემავალი ფინანსური ინსტრუმენტები ლიკვიდობის რისკის მართვის ამოცანაა დარწმუნდეს რომ ბანკი ასრულებს ყველა აღებულ ფინანსურ ვალდებულებას. შესაბამისად, არსებობს ვადიანობის დივერსიფიკაციის პოლიტიკა და დაწესებული ლიმიტები, რომელთა მიზანია იმის უზრუნველყოფა, რომ შესყიდული ფასიანი ქაღალდებით მეორად ბაზარზე ვაჭრობა შესაძლებელი იყოს აქტივების ფასების მკვეთრი ცვლილებების გამოწვევის გარეშე. ამ სახელმძღვანელო მითითებების გამო, გრძელვადიან ფასიან ქაღალდებსაც გააჩნიათ მყისიერი ლიკვიდობა. ბანკის მონეტარული პოლიტიკისა და საერთაშორისო რეზერვების მართვის კომიტეტები განსაზღვრავენ იმ ვადადამდგარი სახსრების მინიმალური პროპორციის ზღვრებს, რომლებიც გამოიყენება ფულადი სახსრების გადინების დასაფარად. ბანკის ლიკვიდობის მართვის პოლიტიკა მოითხოვს:      ძირითად ვალუტებში ფულადი ნაკადების პროგნოზირებას, ლიკვიდური აქტივების დონის გათვალისწინებით; დაფინანსების დივერსიფიცირებული წყაროს არსებობას; სესხების კონცენტრაციისა და პარამეტრების მართვას; პორტფელის მაღალ ლიკვიდურ აქტივებში განთავსებას, რომლებიც ადვილად იქნებიან ლიკვიდირებულნი, როგორც დაცვის მექანიზმი ნებისმიერი ფულადი ნაკადის შეწყვეტისას; ლიკვიდობისა და გაუთვალისწინებელი დაფინანსების გეგმის არსებობას. ფინანსური ბაზრების დეპარტამენტი ბიზნეს ერთეულებიდან იღებს ინფორმაციას ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების ლიკვიდობის ჭრილში და სხვა დეტალებს პროგნოზირებული ფულადი ნაკადების შესახებ დაგეგმილი მომავალი ოპერაციებიდან. ბანკის ლიკვიდობის რისკი დაკავშირებულია ფულად ნაკადებთან უცხოურ ვალუტაში. 76 291 saqarTvelos erovnuli banki ფინანსურ ანგარიშგებასთან თანდართული შენიშვნები 2017 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისათვის (ათასი ლარი) ქვემოთ მოცემული ცხრილში ნაჩვენებია ბანკის უცხოურ ვალუტაში არსებული ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების ვადიანობის ანალიზი 2018 და 2017 წლების 31 დეკემბრის მდგომარეობით, სახელშეკრულებო არადისკონტირებული ფულად ნაკადებზე დაფუძნებით. ფინანსური აქტივები უცხოურ ვალუტაში წარმოდგენილია „3 თვეზე ნაკლებ“ კატეგორიაში, იმის საფუძველზე რომ ბანკს შეუძლია მათი რეალიზება არა უმეტეს 3 თვის ვადის განმავლობაში ლიკვიდურობის მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად: 2018 წლის 31 დეკემბრის 3 თვეზე მდგომარეობით შენიშვნა ნაკლები აქტივები დენომინირებული უცხოურ ვალუტაში საერთაშორისო რეზერვები ფულადი სახსრები და მათი ეკვივალენტები (ნაღდი ფულის 7 1,202,266 გამოკლებით) SDR-ის ანგარიში საერთაშორისო 9 537,249 სავალუტო ფონდში წარმოებული ფინანსური აქტივები 10 1,523 ინვესტიციები რეალური ღირებულებით მოგება/ზარალში 11 138,094 ასახვით ინვესტიციები რეალური ღირებულებით სხვა სრულ 12 6,847,456 შემოსავალში ასახვით. სხვა აქტივები დენომინირებული უცხოურ ვალუტაში სხვა ფინანსური აქტივები 17 7 სულ აქტივები დენომინირებული 8,726,595 უცხოურ ვალუტაში ვალდებულებები დენომინირებული უცხოურ ვალუტაში ვალდებულებები რეზიდენტი ფინანსური ინსტიტუტების მიმართ ვალდებულებები ფინანსთა სამინისტროს მიმართ ვალდებულებები საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმართ სხვა ვალდებულებები სულ ვალდებულებები დენომინირებული უცხოურ ვალუტაში წმინდა პოზიცია 3 თვიდან 12 თვემდე 1 წლიდან 5 წლამდე 5 წელზე მეტი - - - 1,202,266 - - - 537,249 - - - 1,523 - - - - 138,094 - - - - - - - 6,847,456 - - - - - 7 - - - 8,726,595 სულ 18 3,650,921 - - - 3,650,921 19 414,917 - - - 414,917 9 538,907 7,043 166,180 333,356 1,045,486 17 2,776 - - - 2,776 4,607,521 7,043 166,180 333,356 5,114,100 4,119,074 (7,043) (166,180) (333,356) 3,612, 495 77 292 saqarTvelos erovnuli banki ფინანსურ ანგარიშგებასთან თანდართული შენიშვნები 2017 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისათვის (ათასი ლარი) 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით შენიშვნები აქტივები დენომინირებული უცხოურ ვალუტაში საერთაშორისო რეზერვები ფულადი სახსრები და მათი ეკვივალენტები (ნაღდი ფულის 7 გამოკლებით) SDR-ის ანგარიში საერთაშორისო სავალუტო 9 ფონდში წარმოებული ფინანსური 10 აქტივები სავაჭრო ფასიანი ქაღალდები 11 გასაყიდად არსებული 12 ინვესტიციები სხვა აქტივები დენომინირებული უცხოურ ვალუტაში სხვა ფინანსური აქტივები 17 სულ აქტივები დენომინირებული უცხოურ ვალუტაში ვალდებულებები დენომინირებული უცხოურ ვალუტაში ვალდებულებები რეზიდენტი ფინანსური ინსტიტუტების მიმართ ვალდებულებები ფინანსთა სამინისტროს მიმართ ვალდებულებები საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმართ სხვა ვალდებულებები სულ ვალდებულებები დენომინირებული უცხოურ ვალუტაში წმინდა პოზიცია ბ) 3 თვეზე ნაკლები 3 თვიდან 12თვემდე 1 წლიდან 5 წლამდე 5 წელზე ზევით 1,513,386 - - - 1,513,386 534,253 - - - 534,253 657 - - - 657 655,807 - - - 655,807 5,097,929 - - - 5,097,929 6 - - - 6 7,802,038 - - - 7,802,038 18 3,130,713 - - - 3,130,713 19 434,263 - - - 434,263 9 531,525 - 46,145 175,351 753,021 17 2,673 - - - 2,673 4,099,174 - 46,145 175,351 4,320,670 3,702,864 - (46,145) (175,351) 3,481,368 სულ მონეტარული პოლიტიკის პორტფელში შემავალი ფინანსური ინსტრუმენტები მონეტარული ორგანოს მახასიათებლების გათვალისწინებით, რაც გულისხმობს ფინანსური სისტემის ლიკვიდობის კონტროლს, ბანკზე არ ვრცელდება ეროვნულ ვალუტაში აქტივებსა და ვალდებულებებს შორის შეუსაბამობის შეზღუდვები. საბაზრო რისკი საბაზრო რისკი წარმოიშობა ფინანსური ინსტრუმენტების ღირებულების ცვლილების შედეგად, რაც გამოწვეულია ისეთი საბაზრო ფაქტორების ცვალებადობით, როგორიცაა საპროცენტო განაკვეთი და სავალუტო კურსი. საბაზრო რისკები მოიცავს სავალუტო რისკს, საპროცენტო განაკვეთებისა და სხვა ფასების ცვლილების რისკებს. საბაზრო რისკი წარმოიშობა საპროცენტო განაკვეთების, სავალუტო და კაპიტალის ფინანსური ინსტრუმენტების ღია პოზიციიდან, რომლებიც არ არის დაცული ზოგადი და სპეციფიკური საბაზრო რყევებისა და საბაზრო ფასების ცვლილებებისგან. 78 293 saqarTvelos erovnuli banki ფინანსურ ანგარიშგებასთან თანდართული შენიშვნები 2017 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისათვის (ათასი ლარი) ა) საერთაშორისო რეზერვების პორტფელში არსებული ფინანსური ინსტრუმენტები საბაზრო რისკი გულისხმობს ინვესტიციების ფასების ცვლილების შედეგად შესაძლო დანაკარგებს. სტრატეგიული აქტივების გადანაწილების პროცესი ბანკის მიერ რისკის ტოლერანტობის/ამტანობის საფუძველზე ზღუდავს საბაზრო რისკს. მოგების მაქსიმიზაციის მიზნით, მას შემდეგ რაც მოხდება სცენარების შეფასება სხვადასხვა საპროცენტო განაკვეთების მიხედვით, საბაზრო რისკის ლიმიტის ფარგლებში ისაზღვრება შემოსავლიანობის სავარაუდო მაჩვენებელი ცალკეული პორტფელებისთვის. ვალუტის რისკები განისაზღვრება უცხოურ ვალუტაში არსებული ვალდებულების ანალიზის საფუძველზე. საერთო სავალუტო რისკის შესამცირებლად ასევე განიხილება დივერსიფიკაციის ეფექტი (იხილეთ შენიშვნა - სავალუტო რისკი) სამუშაო კაპიტალისა და 2015 წლის 15 დეკემბრიდან, ევროში დენომინირებული საინვესტიციო პორტფელის გარდა, ყველა პორტფელი აქტიურად იმართება შემოსავლიანობის სავარაუდო მაჩვენებელთან მიმართებაში. აქტიური საბაზრო რისკი შემოსავლიანობის სავარაუდო მაჩვენებელთან მიმართებაში განისაზღვრება რისკის ბიუჯეტირების პროცესში და თითოეული პორტფელისთვის განისაზღვრება აქტიური საბაზრო რისკის ლიმიტები წინასწარ შეფასებული სავარაუდო თვალის მიდევნების შეცდომისა („ტრეკინგ ერორი“) და გადახრის ხანგრძლივობის შეზღუდვით. აქტიური პორტფელების ბაზრის შოკებთან დამოკიდებულების შესაფასებლად ხორციელდება რეგულარული „სტრეს-ტესტი“. ქვემოთ მოცემულია სტრატეგიული შედარებითი საფუძვლების ხანგრძლივობა და აქტიური ბაზრების რისკის ლიმიტები საერთაშორისო რეზერვების პორტფელისთვის: 2018* ტრანშები ლიკვიდობის პორტფელი - აშშ დოლარი საინვესტიციო პორტფელი - აშშ დოლარი საინვესტიციო პორტფელი - ევრო* საინვესტიციო პორტფელი - ავსტრალიური დოლარი საინვესტიციო პორტფელი - კანადური დოლარი შედარებითი საფუძვლების ხანგრძლივობა (ხანგრძლივობის გადახრის ლიმიტები) 6 თვე (+/-3 თვე) 1 წელი (+/-3 თვე)* 1 წელი (+/-3 თვე)* 1,5 წელი (+/-3 თვე) 1,5 წელი (+/-3 თვე) 2017 წინასწარ ნავარაუდები „თვალის მიდევნების შეცდომა“ 10 საბაზო პუნქტი 15 საბაზო პუნქტი 15 საბაზო პუნქტი* 15 საბაზო პუნქტი 15 საბაზო პუნქტი შედარებითი საფუძვლების ხანგრძლივობა (ხანგრძლივობის გადახრის ლიმიტები) 3 თვე (+/-1 თვე) 6 წელი (+/-3 თვე)* 1 წელი (+/-3 თვე)* 1,5 წელი (+/-3 თვე) 1,5 წელი (+/-3 თვე) წინასწარ ნავარაუდები „თვალის მიდევნების შეცდომა“ 10 საბაზო პუნქტი 15 საბაზო პუნქტი 15 საბაზო პუნქტი* 15 საბაზო პუნქტი 15 საბაზო პუნქტი *2015 წლის 15 დეკემბრიდან შეწყდა ევროში დენომინირებული საინვესტიციო პორტფელის მართვა შემოსავლიანობის სავარაუდო მაჩვენებელთან მიმართებაში. *სტრატეგიული აქტივების გადანაწილების გადაწყვეტილების გამო შედარებითი საფუძვლების ხანგრძლივობა ლიკვიდობის პორტფელისთვის აშშ დოლარში და საინვესტიციო პორტფელისთვის აშშ დოლარში გაიზარდა 2018 წლის თებერვლიდან. საბაზრო რისკის მონიტორინგი ხდება ვალუტების ვადიანობის და შემადგენლობის ყოველდღიური შეფასებით და თვალის მიდევნების შეცდომის გაკონტროლებით. საერთაშორისო რეზერვების მართვის ყოველდღიური ანგარიში, რომელიც ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის მიერ არის მომზადებული, 79 294 saqarTvelos erovnuli banki ფინანსურ ანგარიშგებასთან თანდართული შენიშვნები 2017 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისათვის (ათასი ლარი) მოიცავს შედეგებისა და რისკის, როგორც ცალკეულ, ასევე „ბენჩმარკთან“ მიმართებაში შეფასებას და წარმოადგენს განხორციელებული საინვესტიციო სტრატეგიის შეფასებას. ბანკის დამოკიდებულება რეალური ღირებულების საპროცენტო განაკვეთის რისკზე ძირითადად წარმოიშვება მისი ინვესტიციებით საერთაშორისო რეზერვების პორტფელში, რომლებიც ხასიათდებიან მერყეობით ბაზრის საპროცენტო განაკვეთების ცვლილებების გამო. უცხოური ვალუტის რეზერვების საპროცენტო განაკვეთის რისკი წარმოადგენს ფინანსური ინსტრუმენტების რეალური ღირებულების ცვალებადობის რისკს, რაც გამოწვეულია საბაზრო საპროცენტო განაკვეთების ცვლილებით. უცხოური ვალუტის რეზერვების პორტფელი, რომელსაც მართავს ეროვნული ბანკი, იყოფა ტრანშებად და ბანკი აფასებს საპროცენტო განაკვეთის რისკს მის ტრანშებზე, ყველა ვალუტისთვის, საპროცენტო განაკვეთებში 1-პროცენტიან ცვლილებებზე დაყრდნობით, რაც მიუთითებს ფინანსური ინსტრუმენტების რეალური საბაზრო ღირებულების ცვლილებას საშემოსავლო განაკვეთის 1 პროცენტიანი ცვლილების შედეგად. ბანკის მიერ ფლობილი ტრანშების რეალური საბაზრო ღირებულება ექვემდებარება რყევებს, თუმცა ეს რყევები არ უშლის ბანკს ხელს მისი ვალდებულებების შესრულებაში. ბანკის საერთაშორისო რეზერვების საპროცენტო განაკვეთის მგრძნობელობა ტრანშების მიხედვით ქვემოთ მოცემული ცხრილი ასახავს საპროცენტო განაკვეთში 1-პროცენტიანი ცვლილების გავლენას აქტივებზე (მაჩვენებლები წარმოდგენილია ათას აშშ დოლარში). ვალუტა საინვესტიციო ტრანში აშშ დოლარში* საინვესტიციო ტრანში ევროში საინვესტიციო ტრანში ავსტრალიურ დოლარში საინვესტიციო ტრანში კანადურ დოლარში ლიკვიდობის ტრანში აშშ დოლარში საოპერაციო ტრანში 2018 საპროცენტო განაკვეთის აქტივების ზრდა მგრძნობელობა 1% (21,098) 1% 1% (3,630) 1% (1,275) 1% (3,097) 1% (6) 2017 საპროცენტო განაკვეთის აქტივების ზრდა მგრძნობელობა 1% (9,495) 1% (150) 1% (3,671) 1% (1,241) 1% (2,149) 1% (326) ვალუტა საინვესტიციო ტრანში აშშ დოლარში* საინვესტიციო ტრანში ევროში საინვესტიციო ტრანში ავსტრალიურ დოლარში საინვესტიციო ტრანში კანადურ დოლარში ლიკვიდობის ტრანში საოპერაციო ტრანში 2018 საპროცენტო განაკვეთის აქტივების შემცირება მგრძნობელობა 1% 21,667 1% 1% 3,748 1% 1,314 1% 3,156 1% 6 2017 საპროცენტო განაკვეთის აქტივების შემცირება მგრძნობელობა 1% 9,732 1% 155 1% 3,787 1% 1,276 1% 2,196 1% 331 * აშშ დოლარში დენომინირებული საინვესტიციო ტრანში არ მოიცავს საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის მიერ მართული აქტივების (BISIP_K) საპროცენტო განაკვეთის მგრძნობელობას. ბ) მონეტარული პოლიტიკის პორტფელში შემავალი ფინანსური ინსტრუმენტები ღია ბაზრის ოპერაციებისთვის, რისკი ძირითადად დაკავშირებულია საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციების საბაზრო ღირებულების და ლიკვიდობის მიწოდების ტრანზაქციებისას მიღებული უზრუნველყოფის ღირებულების ცვლილებასთან. უზრუნველყოფებთან მიმართებაში გაუფასურების 80 295 saqarTvelos erovnuli banki ფინანსურ ანგარიშგებასთან თანდართული შენიშვნები 2017 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისათვის (ათასი ლარი) რისკი მცირდება მარჟებისა და „haircut“-ების გამოყენებით, რომლებიც ამცირებენ მათ ღირებულებას და საშუალებას იძლევიან, რომ გასესხებული თანხის ეფექტური ნაწილი უზრუნველყოფის ღირებულებაზე ნაკლები იყოს. ბანკის ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების საპროცენტო განაკვეთის მგრძნობელობა საპროცენტო განაკვეთის რისკი წარმოიშვება იმ ალბათობით, რომ საპროცენტო განაკვეთის ცვლილება გავლენას მოახდენს მომავალ ფულად ნაკადებზე ან ფინანსური ინსტრუმენტების რეალურ ღირებულებაზე. ქვემოთ მოცემული ცხრილი ასახავს საპროცენტო განაკვეთში 1-პროცენტიანი ცვლილების გავლენას ბანკის მოგება ან ზარალზე, წარმოებული ინსტრუმენტების ეფექტის გათვალისწინებით, სხვა ცვლადების უცვლელობის პირობებში. 2018 ვალუტა აშშ დოლარი SDR ევრო ავსტრალიური დოლარი კანადური დოლარი ლარი სხვა საპროცენტო განაკვეთის ზრდა 1% 1% 1% 1% 1% 1% 1% 2017 წმინდა საპროცენტო შემოსავლის მგრძნობელობა 37,776 (4,462) (171) 5,487 2,271 18,433 21 2018 ვალუტა აშშ დოლარი SDR ევრო ავსტრალიური დოლარი კანადური დოლარი ლარი სხვა საპროცენტო განაკვეთის შემცირება 1% 1% 1% 1% 1% 1% 1% საპროცენტო განაკვეთის ზრდა 1% 1% 1% 1% 1% 1% 1% წმინდა საპროცენტო შემოსავლის მგრძნობელობა 34,772 (2,188) (1,320) 5,750 2,344 14,699 39 2017 წმინდა საპროცენტო შემოსავლის მგრძნობელობა (37,776) 4,462 171 (5,487) (2,271) (18,433) (21) საპროცენტო განაკვეთის შემცირება 1% 1% 1% 1% 1% 1% 1% წმინდა საპროცენტო შემოსავლის მგრძნობელობა (34,772) 2,188 1,320 (5,750) (2,344) (14,699) (39) კაპიტალის მგრძნობელობა გამოითვლება იმ ფიქსირებული განაკვეთის მქონე ინვესტიციების გადაფასებით მიღებული საპროცენტო განაკვეთის 1 პროცენტიანი ცვლილების გათვალისწინებით 2018 და 2017 წლის, 31 დეკემბრის მდგომარეობით, რომლებიც შეფასებულია რეალური ღირებულებით სხვა სრულ შემოსავალში ასახვით (2017: გასაყიდად არსებული): ვალუტა აშშ დოლარი ევრო ავსტრალიური დოლარი კანადური დოლარი ლარი 2018 საპროცენტო განაკვეთის კაპიტალის ზრდა მგრძნობელობა 1% 60,719 1% 1% 5,485 1% 2,270 1% 3,647 2017 საპროცენტო განაკვეთის კაპიტალის ზრდა მგრძნობელობა 1% 42,774 1% 204 1% 5,749 1% 2,252 1% 1,552 81 296 saqarTvelos erovnuli banki ფინანსურ ანგარიშგებასთან თანდართული შენიშვნები 2017 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისათვის (ათასი ლარი) ვალუტა აშშ დოლარი ევრო ავსტრალიური დოლარი კანადური დოლარი ლარი 2018 საპროცენტო განაკვეთის კაპიტალის შემცირება მგრძნობელობა 1% (60,719) 1% 1% (5,485) 1% (2,270) 1% (3,647) 2017 საპროცენტო განაკვეთის კაპიტალის შემცირება მგრძნობელობა 1% (42,774) 1% (204) 1% (5,749) 1% (2,252) 1% (1,552) სავალუტო რისკი სავალუტო რისკი წარმოადგენს ფინანსური ინსტრუმენტის ღირებულების ცვალებადობის რისკს, რომელიც გამოწვეულია სავალუტო კურსების ცვლილებებით. აქტივების სავალუტო სტრუქტურიდან გამომდინარე, ბანკის აქტივების ღირებულებისთვის დამახასიათებელია ძირითადი ვალუტების კურსების ცვლილების რისკი. სავალუტო კურსის რისკის შემცირება გარკვეულ დონეზე შესაძლებელია აქტივების ფლობით ვალუტების დივერსიფიცირებულ პორტფელში. წლის განმავლობაში, 2015 წლის 14 დეკემბრიდან, სამიზნე ვალუტების შემადგენლობა არის: აშშ დოლარი (80%), ევრო (10%) და სხვა ვალუტები 10%–მდე (კანადური დოლარი, ავსტრალიური დოლარი და სხვა ვალუტები 10%მდე). სტრატეგიული აქტივების გადანაწილების მიხედვით, დასაშვები გადახრა სამიზნე ვალუტის კომპოზიციიდან კანადური და ავსტრალიური დოლარისთვის +/-5%-ია, ხოლო აშშ დოლარისა და ევროსთვის - +/-10%. მგრძნობელობა უცხოური ვალუტის მიმართ ქვემოთ მოცემული ცხრილი გვიჩვენებს ბანკის ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების კონცენტრაციას ძირითად ვალუტებში და სავალუტო კურსების ლართან მიმართებაში 1%, 5% და 10% ცვლილებების გავლენის ანალიზს სრული შემოსავლის ანგარიშგებაზე, სხვა ცვლადების უცვლელად შენარჩუნების პირობებში. ცხრილში მოცემული უარყოფითი თანხები ასახავს სავარაუდო წმინდა კლებას სრული შემოსავლის ანგარიშგებაში, ხოლო დადებითი თანხები - სავარაუდო წმინდა მატებას. 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით აქტივები დენომინირებული უცხოურ ვალუტაში ვალდებულებები დენომინირებული უცხოურ ვალუტაში წმინდა პოზიცია 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით აქტივები დენომინირებული უცხოურ ვალუტაში ვალდებულებები დენომინირებული უცხოურ ვალუტაში წმინდა პოზიცია აშშ დოლარი ევრო SDR ავსტრალიური კანადური დოლარი დოლარი 6,923,121 564,498 537,249 548,725 (3,299,000) (768,948) (983,435) 3,624,121 (204,450) (446,186) სხვა სულ 227,110 2,101 8,802,804 - - (669) (5,052,052) 548,725 227,110 1,432 3,750,752 ავსტრალიური კანადური დოლარი დოლარი სხვა სულ აშშ დოლარი ევრო SDR 6,235,371 295,398 534,253 575,028 234,413 3,845 7,878,308 (2,946,513) (621,169) (753,021) - - (38) (4,320,741) 3,288,858 (325,771) (218,768) 575,028 234,413 3,807 3,557,567 82 297 saqarTvelos erovnuli banki ფინანსურ ანგარიშგებასთან თანდართული შენიშვნები 2017 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისათვის (ათასი ლარი) აშშ დოლარი გავლენა სრული შემოსავლის ანგარიშგებაზე 31 დეკემბერი, 2018 ავსტრალიური კანადური ევრო SDR დოლარი დოლარი სხვა სულ 37,508 187,538 375,075 სავალუტო კურსის ზრდა 1%-ით სავალუტო კურსის ზრდა 5%-ით სავალუტო კურსის ზრდა 10%-ით 36,241 181,206 362,412 (2,044) (4,462) (10,223) (22,309) (20,445) (44,619) 5,487 27,436 54,873 2,271 11,356 22,711 14 72 143 სავალუტო კურსის კლება 1%-ით სავალუტო კურსის კლება 5%-ით სავალუტო კურსის კლება 10%-ით (36,241) (181,206) (362,412) 2,044 10,223 20,445 (5,487) (27,436) (54,873) (2,271) (11,356) (22,711) (14) (37,508) (72) (187,538) (143) (375,075) აშშ დოლარი 4,462 22,309 44,619 გავლენა სრული შემოსავლის ანგარიშგებაზე 31 დეკემბერი, 2017 ავსტრალიური კანადური ევრო SDR დოლარი დოლარი სხვა სულ 35,576 177,879 355,757 სავალუტო კურსის ზრდა 1%-ით სავალუტო კურსის ზრდა 5%-ით სავალუტო კურსის ზრდა 10%-ით 32,889 164,443 328,886 (3,258) (2,188) (16,288) (10,938) (32,577) (21,877) 5,750 28,751 57,503 2,344 11,721 23,441 39 190 381 სავალუტო კურსის კლება 1%-ით სავალუტო კურსის კლება 5%-ით სავალუტო კურსის კლება 10%-ით (32,889) (164,443) (328,886) 3,258 16,288 32,577 (5,750) (28,751) (57,503) (2,344) (11,721) (23,441) (39) (35,576) (190) (177,879) (381) (355,757) 2,188 10,938 21,877 სხვა რისკები ანგარიშსწორების რისკი ანგარიშსწორების რისკის (ე.ი. რისკი იმისა, რომ კონტრაგენტმა შესაძლოა ვერ დაასრულოს ტრანზაქცია) შემცირების რამდენიმე გზა არსებობს. ბანკი მხოლოდ მას შემდეგ გადარიცხავს თანხებს, რაც დარწმუნდება რომ ტრანზაქციისთვის საკმარისი უზრუნველყოფა არსებობს. ფასიანი ქაღალდების პირდაპირი ტრანზაქციებისას ანგარიშსწორების რისკი იფარება ისეთი სისტემების გამოყენებით, რომლებიც ემყარება გადახდისთანავე მიწოდების პრინციპს, რაც გულისხმობს ფასიანი ქაღალდებისა და ფულადი სახსრების და მათი ეკვივალენტების თანადროულ/ერთდროულ გაცვლას. გარდა ამისა, ანგარიშსწორება ხორციელდება ბანკის მიერ ფლობილი, დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემის მეშვეობით, რომელიც განსაზღვრავს თითოეული მონაწილის პოზიციას რეალურ დროში ინდივიდუალური გადახდების საფუძველზე. ამის შედეგად, ავტომატურად ხდება ოვერდრაფტების თავიდან აცილება და იქიდან გამომდინარე, რომ სისტემა ამავდროულად იყენებს ბანკში განთავსებულ აქტივებს ანგარიშსწორების წყაროდ, ის საკრედიტო რისკს ამცირებს. არაფინანსური რისკი არაფინანსური რისკები, რომლის მიმართაც ეროვნულ ბანკს მოწყვლადობა გააჩნია, მოიცავს საოპერაციო და რეპუტაციულ რისკებს. საოპერაციო რისკს, თავის მხრივ განაპირობებს არაადეკვატური ან წარუმატებელი შიდა პროცესები, ადამიანური ფაქტორები, სისტემები და გარე მოვლენები. საოპერაციო რისკები თავის მხრივ აერთიანებს შემდეგ კატეგორიებს: სამართლებრივი რისკი, ტექნოლოგიური რისკი, ადამიანური რესურსების რისკი, უსაფრთხოების რისკი (ფიზიკური და ინფორმაციული), პროექტის რისკი, მესამე მხარის რისკი, ბიზნესის უწყვეტობის რისკი, თაღლითობის რისკი და ანგარიშსწორების რისკი. არაფინანსური რისკის რეალიზებამ შესაძლოა წარმოშვას ფინანსური ზარალი, შელახოს ბანკის რეპუტაცია ან ხელი შეუშალოს ბანკს მისი მიზნების შესრულებაში. ამისათვის, ბანკში შექმნილია რისკების ცენტრალიზებული მართვის სისტემა, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი 83 298 saqarTvelos erovnuli banki ფინანსურ ანგარიშგებასთან თანდართული შენიშვნები 2017 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისათვის (ათასი ლარი) არაფინანსური რისკებით გამოწვეული ფინანსური ზეგავლენა და ბანკი უზრუნველყოფილ იქნას ეფექტური შიდა კონტროლის სისტემებით. რისკების ცენტრალიზებული მართვის ჩარჩო მოიცავს არაფინანსური რისკების მართვის, ინციდენტების მართვისა და ბიზნესის უწყვეტობის მართვის სისტემებს, რომელთაც თავის მხრივ აძლიერებს შიდა კონტროლის პროცედურების სისტემა. არაფინანსური რისკების შეფასება ხდება ხარისხობრივ მეთოდზე (5 დონიანი) დაყრდნობით და აერთიანებს ბანკის ყველა პროცესს, რომელთა არასრულყოფილად ან ხარვეზებით წარმართვამ შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს ეროვნული ბანკის მიზნების მიღწევაზე. ინციდენტების მართვის სისტემა ემსახურება ინციდენტების გამოვლენასა და მათ ანალიზს, რათა თავიდან იქნას არიდებული მათი ხელახალი განმეორება. ბიზნესის უწყვეტობის მართვის სისტემა ახდენს ბანკის კრიტიკული პროცესების მდგრადობის მუდმივ გაუმჯობესებას, რისთვისაც ადგენს საჭირო პროცედურებს, ახორციელებს მუდმივ ტესტირებასა და ახალი სცენარების შემუშავებას. ბანკმა განსაზღვრა რისკის მისაღები დონე (რისკის მადა), რომელსაც ეროვნული ბანკი მიიჩნევს მისაღებად თავისი მანდატისა და ამოცანების განხორციელების პროცესში. მთლიანობაში, ეროვნულ ბანკს კონსერვატიული მიდგომა აქვს საოპერაციო და რეპუტაციული რისკების მიმართ და შესაბამისად, მისი რისკის მისაღები დონე მოქცეულია დაბალი რისკის ზონაში. ბანკი უზრუნველყოფს ადეკვატური რაოდენობის რესურსების გამოყოფას და ეფექტური მმართველობის სისტემის ჩამოყალიბებას, რათა არა-ფინანსური რისკის დონე შენარჩუნებული იქნას დაბალი რისკის ზონაში. 84