საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ (07-2/311; 13/02/2019) საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-10
ბიუროს ნომერი 269
📜 ტექსტი
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-10874/19
10-06-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილია საქართველოს კანონის პროექტი „ადმინისტრაციული სახდელისაგან
გათავისუფლების შესახებ“ (07-2/311, 13.02.2019), რომელზედაც იურიდიულ საკითხთა
კომიტეტი განსაზღვრულია, როგორც წამყვანი კომიტეტი.
წარმოდგენილი კანონპროექტი მიზნად ისახავს სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან
ბაზაში რეგისტრირებული პირის, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის
მაჩვენებელი 100 001 ქულაზე ნაკლებია, ასაკით პენსიონერის (ქალი 60 წლის ასაკიდან,
მამაკაცი 65 წლის ასაკიდან), შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, ომისა და სამხედრო
ძალების ვეტერანის, მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირის და საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის
ფულადი სახის ადმინისტრაციული სახდელისაგან და მისგან გამომდინარე საურავის
აღუსრულებელი
ნაწილისაგან
გათავისუფლებას,
რომლებმაც
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევა ჩაიდინეს 2019 წლის 15 იანვრამდე და რომელთა მიმართაც
ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ
აღსრულებულა.
კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვის ვადად განსაზღვრულია 2019 წლის 12 ივნისი. იმ
გარემოების გათვალისწინებით, რომ კომიტეტს ესაჭიროება დამატებითი დრო
კონსულტაციებისათვის და კანონპროექტის საბოლოო ტექსტის შესაჯერებლად, გთხოვთ,
კანონპროექტის განხილვის ვადა გაგრძელდეს 30 დღით.
პატივისცემით
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge