„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
12.06.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე - ირაკლი კობახიძე
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე, ანრი ოხანაშავილი, გურამ მაჭარაშვილი, გიორგი კახიანი
ნომერი
#07-3/371/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-17
ბიუროს ნომერი 271

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 08.12.2009, მუხ. 300) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი: „2. ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) დასაბუთებული ვარაუდი – ფაქტების ან ინფორმაციის ერთობლიობა, რომელიც მოცემული დისციპლინური საქმისწარმოების მასალების მიხედვით დააკმაყოფილებდა ნეიტრალურ მეთვალყურეს, რათა დაესკვნა მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის შესაძლო ჩადენა. ბ) ალბათობის მაღალი ხარისხი – ურთიერთშეთავსებად და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საკმარისია ვარაუდის მაღალი ხარისხისათვის, რომ მოცემულ დისციპლინურ საქმეზე შეფარდებული იქნება შესაბამისი სახდელი.“. 2. 23-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარესა და თავმჯდომარის მოადგილეს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებისაგან 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დასაბუთებული გადაწყვეტილებით. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნამდე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მართავს კონსულტაციებს შესაბამისი სასამართლოს მოსამართლეებთან. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ ან თავმჯდომარის მოადგილედ არ შეიძლება დაინიშნოს თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლე სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ ან თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნება თავისი უფლებამოსილების ვადის ფარგლებში.“. 3. 32-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარეს შესაბამისი სასამართლოს მოსამართლეთაგან, ხოლო იმ სასამართლოს თავმჯდომარეს, სადაც შექმნილია სასამართლო კოლეგიები, – მათ შორის, სასამართლო კოლეგიების თავმჯდომარეთაგან, 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დასაბუთებული გადაწყვეტილებით. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნამდე, საქართველოს იუსტციის უმაღლესი საბჭო მართავს კონსულტაციებს შესაბამისი სასამართლოს მოსამართლეებთან. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარედ არ შეიძლება დაინიშნოს თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლე რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარედ 1 დაინიშნება თავისი უფლებამოსილების ვადის ფარგლებში.“. 4. 353 მუხლის: ა) 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის ჩატარებისას მოსამართლეობის კანდიდატს უფლება აქვს, დასაბუთებული შუამდგომლობით მოითხოვოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილება, თუ არსებობს ინტერესთა შეუთავსებლობა, კერძოდ, გარემოება, რომელიც საეჭვოს ხდის საბჭოს ამ წევრის ობიექტურობას, დამოუკიდებლობას ან/და მიუკერძოებლობას. თუ საბჭოს წევრი არის მოსამართლეობის კანდიდატის ოჯახის წევრი, პირდაპირი აღმავალი ან დამავალი შტოს ნათესავი, და, ძმა, მშობლის ან შვილის გერი, მეუღლის და, ძმა, მშობელი, იგი არ მონაწილეობს კონკურსის პროცედურაში. ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები: „5. ამ მუხლით გათვალისწინებული წესები ვრცელდება, აგრეთვე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა დაწინაურებისა და მათი დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხების გადაწყვეტისას და იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელ საბჭოში, საპროკურორო საბჭოში, საჯარო სამსახურის საბჭოსა და კანონით დადგენილ სხვა უწყებებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის არჩევისას ან სხვა საკითხზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულების გამოცემისას. ინტერესთა შეუთავსებლობასთან დაკავშირებული წესი არ ვრცელდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ განკარგულებაზე, რომელიც არ ეხება სახელობითად განსაზღვრულ პირთა წრეს. 6. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილება დაუშვებელია მის მიერ პირთა აბსტრაქტულად განსაზღვრული წრის მიმართ გამოთქმული მოსაზრების გამო.“. 5. 36-ე მუხლის 42 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „42. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლის თანამდებობაზე განწესების შესახებ კენჭისყრის შემდეგ, ქვეყნდება დასაბუთება, რომელიც უნდა შეიცავდეს პროცედურის აღწერასა და დანიშნული მოსამართლის დახასიათებას, მათ შორის მის მიერ დაგროვებულ ქულებს და დასკვნას კეთილსინდისიერების თაობაზე. დასაბუთებას ადგენს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი უფლებამოსილია დაწეროს განსხვავებული აზრი, რომელიც უნდა გამოქვეყნდეს. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ განწესების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მოსამართლე თანამდებობაზე გამწესდება უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. 6. 47-ე მუხლის: ა) 11, მე-2 და მე-21 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ანგარიშვალდებულია საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის წინაშე. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს წარუდგენს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციას, რომელიც ქვეყნდება საბჭოს ვებგვერდზე. ამ პუნქტით გათვალისწინებულ ყოველწლიურ ანგარიშს ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით. 2 2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შედგება 15 წევრისგან. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 8 წევრს ამ კანონით დადგენილი წესით ირჩევს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანო, რომელთა შორის თითო წევრი მაინც არის თითოეული ინსტანციის სასამართლოდან წარმოდგენილი, 5 წევრს ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო 1 წევრს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე თანამდებობრივად არის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. 21. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრთაგან 4 წლის ვადით, მაგრამ არაუმეტეს მისი როგორც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადისა, ირჩევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრული შემადგენლობის უმრავლესობით. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საბჭოს წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს. კანდიდატებს კენჭი ეყრებათ ერთიანად. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი უფლებამოსილია ხმა მისცეს მხოლოდ ერთ კანდიდატს. თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ვერ იქნა არჩეული, არჩევის ხელახალი პროცედურა იმართება კენჭისყრიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.“; ბ) მე-16 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 161 და 162 პუნქტები: „161. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება შეიძლება იყოს ინდივიდუალური ან ნორმატიული ხასიათის. საბჭოს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტია - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულება, ხოლო საბჭოს ნორმატიული აქტია - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დადგენილება. 162. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გამოცემული განკარგულება უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. განკარგულებაში უნდა მიეთითოს ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზედაც გამოიცა ეს განკარგულება. პირს, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულება, უფლება აქვს წერილობით წარუდგინოს საბჭოს თავისი მოსაზრება აღნიშნული განკარგულების მიღებამდე.“. 7. 49-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, საბჭოს შემადგენლობის ცვლილების შესახებ ინფორმაცია, საბჭოს სხდომის ოქმები და მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია, მათ შორის დამოუკიდებელი ინსპექტორის წარდგენილი დასკვნების თაობაზე სტატისტიკური ინფორმაცია და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დისციპლინური დევნის დაწყებისა და დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია, აგრეთვე, მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსისა და მისი შედეგების შესახებ ინფორმაცია განთავსდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს დაინტერესებული პირისათვის სხდომის აუდიოჩანაწერის ხელმისაწვდომობას. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის გამართვამდე არანაკლებ 3 სამუშაო დღით ადრე საბჭოს ვებგვერდზე ქვეყნდება სხდომის გამართვის თარიღისა და დღის წესრიგის თაობაზე ინფორმაცია. სხდომის გამართვამდე არანაკლებ 7 დღით ადრე საქართველოს იუსტიციის 3 უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე ქვეყნდება სხდომაზე განსახილველი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ნორმატიული აქტის პროექტი.“. 8. 511 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დამოუკიდებელ ინსპექტორს 5 წლის ვადით, კონკურსის საფუძველზე, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ამ კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია უფლებამოსილია სრული შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ით, შესაბამისი საფუძვლის არსებობისას საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართოს წინადადებით დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე.“; ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-21 და მე-22 პუნქტები: „21. გადაწყვეტილებას დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე იღებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ით. გადაწყვეტილება დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 22. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე 10 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს 30 კალენდარული დღის ვადაში. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს 30 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს უზენაეს სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს 30 კალენდარული დღის ვადაში.“; გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. დამოუკიდებელ ინსპექტორად შეიძლება არჩეულ იქნეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება და მაღალი რეპუტაცია.“; დ) მე-6 პუნქტის „თ“, „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) მოვალეობის სისტემატური შეუსრულებლობა; ი) მოსამართლისა და საჩივრის ავტორის უფლებების უხეში დარღვევა, რამაც არსებითი გავლენა იქონია საქმის შედეგზე; კ) ქმედება, რომელიც აშკარად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს (რისთვისაც მას შეფარდებული აქვს ადმინისტრაციული სახდელი) და ბღალავს სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტს ან ზიანს აყენებს სასამართლოსადმი ნდობას;“; ე) მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი: „ი1) დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით გამჟღავნება;“; 4 კონფიდენციალური ვ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი: „81. დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის შრომის ანაზღაურების შესაბამისად.“; ზ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. დამოუკიდებელ ინსპექტორს აქვს დამოუკიდებელი დოკუმენტთბრუნვა.“. თ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. დამოუკიდებელი ინსპექტორი მოთხოვნის შემთხვევაში, მაგრამ წელიწადში ერთხელ მაინც, გაწეული საქმიანობის, მათ შორის მიღებული საჩივრებისა და შესაბამისი დასკვნების შესახებ ანგარიშს, წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციას. ინფორმაცია დამოუკიდებელი ინსპექტორის საქმიანობის, მათ შორის მიღებული საჩივრებისა და შესაბამისი დასკვნების თაობაზე 4 თვეში ერთხელ მაინც პროაქტიულად ქვეყნდება დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის ვებ-გვერდზე.“; ი) მე-12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 პუნქტი: „13. დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის მიმდინარე ხარჯები არ შეიძლება შემცირდეს წინა წლის მიმდინარე ხარჯებთან შედარებით დამოუკიდებელი ინსპექტორის თანხმობის გარეშე.“. 9. 65-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით იღებს სამოსამართლო ეთიკის წესებს, ამტკიცებს სამოსამართლო ეთიკის საბჭოს დებულებას. აგრეთვე, სამოსამართლო ეთიკის საბჭოს დებულების საფუძველზე ირჩევს სამოსამართლო ეთიკის საბჭოს წევრებს.“. 10. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის XI1 თავი: „თავი XI1. იუსტიციის უმაღლესი სკოლა მუხლი 661. იუსტიციის უმაღლესი სკოლის სტატუსი, მისი მიზანი და ფუნქციები 1. იუსტიციის უმაღლესი სკოლა (შემდგომში – სკოლა), როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, იქმნება ამ კანონის საფუძველზე. 2. სკოლის დანიშნულებაა საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში მოსამართლედ დასანიშნი პირის – იუსტიციის მსმენელის პროფესიული მომზადება. სკოლის მიზანია, უზრუნველყოს იუსტიციის მსმენელის თეორიული ცოდნის გაღრმავება და პრაქტიკული მუშაობისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავება, აგრეთვე იუსტიციის მსმენელის მიერ მომავალი პასუხისმგებლობისა და კანონით დადგენილ ფარგლებში მოქმედების თავისუფლების შეცნობა, ხელი შეუწყოს იუსტიციის მსმენელის თანდათანობით ინტეგრაციას იმ სოციალურ გარემოში, რომელშიც მას, როგორც მოსამართლეს, მომავალში მოუწევს საქმიანობა. 3. სკოლის დანიშნულებაა ასევე მოქმედი მოსამართლის პროფესიული სრულყოფისათვის მისი გადამზადება, აგრეთვე საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით დასაკომპლექტებლად მოსამართლის თანაშემწეობის კანდიდატისა და სხვა სპეციალისტების მომზადება-გადამზადება. მუხლი 662. სკოლის მართვა 5 სკოლის მართვის ორგანოებია: დამოუკიდებელი საბჭო და დირექცია. მუხლი 663. სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს ფორმირების წესი და უფლებამოსილება 1. სკოლის საქმიანობის მიმართულებებს განსაზღვრავს, კოორდინაციას უწევს და მათ აღსრულებას ზედამხედველობს სკოლის დამოუკიდებელი საბჭო (შემდგომში – დამოუკიდებელი საბჭო), რომელიც იქმნება 7 წევრის შემადგენლობით. 2. დამოუკიდებელი საბჭოს წევრი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და ამ კანონით დადგენილი დამოუკიდებელი საბჭოს წევრის ფუნქციების განხორციელებისათვის საკმარისი კვალიფიკაცია და პროფესიული გამოცდილება. 3. დამოუკიდებელი საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. 4. დამოუკიდებელი საბჭოს 3 წევრს, რომლებიც საერთო სასამართლოების სამივე ინსტანციიდან წარმოდგენილი თითო მოსამართლეები არიან, 4 წლის ვადით ირჩევს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია, კონფერენციის რეგლამენტით დადგენილი წესით. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საკუთარი შემადგენლობიდან 2 წევრს (1 მოსამართლე და 1 არამოსამართლე წევრი), მისი როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადით, ირჩევს დამოუკიდებელი საბჭოს წევრად. დამოუკიდებელი საბჭოს დანარჩენ 2 წევრს, რომლებიც კანონით დადგენილი წესით აკრედიტირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში იკავებენ პროფესორის, ასოცირებული პროფესორის ან ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობას და არ მუშაობენ საჯარო დაწესებულებაში, 4 წლის ვადით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არანაკლებ 3 წევრის წარდგინებით, ირჩევს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. 5. დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარეს, დამოუკიდებელი საბჭოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეულ წევრთაგან, მისი როგორც დამოუკიდებელი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადით, ირჩევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ერთი და იგივე პირი დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარედ შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ 6. დამოუკიდებელი საბჭო თავისი შემადგენლობიდან ირჩევს დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს. 7. დამოუკიდებელი საბჭო: ა) შეიმუშავებს და ამტკიცებს სკოლის წესდებას; ბ) შეიმუშავებს და ამტკიცებს სკოლის ბიუჯეტის შედგენის წესს; გ) იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას სკოლაში მსმენელად ჩარიცხვისა და მსმენელის სკოლიდან გარიცხვის თაობაზე დ) ისმენს სკოლის დირექტორის ყოველწლიურ ანგარიშს სკოლის მუშაობის შესახებ; ე) სკოლის დირექტორის წარდგინებით: ე.ა) ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს; ე.ბ) ამტკიცებს და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წარადგენს სკოლის ბიუჯეტს; ე.გ) ამტკიცებს სკოლის საშტატო განრიგს; ე.დ) ამტკიცებს სახელფასო ფონდსა და შრომის ანაზღაურების ოდენობას, ასევე იუსტიციის მსმენელის სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობას; ე.ე) ირჩევს დირექტორის მოადგილეს და სტაჟირების ხელმძღვანელს; ე.ვ) ამტკიცებს სასწავლო (თეორიული კურსი და სემინარული მუშაობა), სტაჟირებისა და გადამზადების პროგრამებს; ე.ზ) ამტკიცებს თეორიული კურსისა და სკოლის დამამთავრებელი გამოცდების პროგრამებს; 6 ე.თ) ამტკიცებს იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიას; ვ) ახორციელებს ამ კანონითა და სკოლის წესდებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 8. დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარისა და წევრის დამოუკიდებელ საბჭოში საქმიანობა არ ანაზღაურდება. მუხლი 664. დამოუკიდებელი საბჭოს წევრის განთავისუფლება თავისი უფლებამოსილების განხორციელებისაგან 1. დამოუკიდებელი საბჭოს წევრის თავისი უფლებამოსილების განხორციელებისაგან განთავისუფლების საფუძვლებია: ა) პირადი განცხადება; ბ) იმ თანამდებობიდან განთავისუფლება, რომელზედაც იგი იმყოფებოდა დამოუკიდებელ საბჭოში დანიშვნისას; გ) ზედიზედ 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში თავისი უფლებამოსილების განუხორციელებლობა; დ) სასამართლოს მიერ მისი შეზღუდულქმედუნარიანად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; ე) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; ვ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა; ზ) უფლებამოსილების ვადის გასვლა; თ) გარდაცვალება. 2. დამოუკიდებელი საბჭოს წევრს ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარის მიმართვის საფუძველზე, ხოლო დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარეს − საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია. მუხლი 665. დამოუკიდებელი საბჭოს სხდომა 1. დამოუკიდებელი საბჭოს სხდომა მოიწვევა წელიწადში არანაკლებ ორჯერ. სხდომას თავმჯდომარეობს დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – თავმჯდომარის მოადგილე. 2. დამოუკიდებელი საბჭოს სხდომის შესახებ ინფორმაცია და სხდომის დღის წესრიგი სხდომის გამართვამდე 1 კვირით ადრე ქვეყნდება სკოლის ვებგვერდზე. 3. დამოუკიდებელი საბჭოს სხდომას ესწრება სკოლის დირექტორი, რომელიც სარგებლობს სათათბირო ხმის უფლებით. 4. დამოუკიდებელი საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება დამოუკიდებელი საბჭოს წევრთა უმრავლესობა. დამოუკიდებელი საბჭო გადაწყვეტილებას იღებს მის სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა. 5. დამოუკიდებელი საბჭო განსახილველ საკითხთან დაკავშირებით იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას წერილობითი ფორმით. დამოუკიდებელი საბჭოს სხდომის მიმდინარეობის შესახებ დგება სხდომის ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი. 6. დამოუკიდებელი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სხდომის ოქმთან ერთად, სხდომის გამართვიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა ქვეყნდება სკოლის ვებგვერდზე. 7. დამოუკიდებელი საბჭოს სხდომის მომზადების, მოწვევისა და წარმართვის წესი 7 განისაზღვრება დამოუკიდებელი საბჭოს დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს დამოუკიდებელი საბჭო. მუხლი 666. სკოლის დირექცია 1. სკოლის დირექცია იქმნება სკოლის დირექტორის, მისი მოადგილის და სტაჟირების ხელმძღვანელის შემადგენლობით. 2. სკოლის დირექტორს ირჩევს დამოუკიდებელი საბჭო 5 წლის ვადით სკოლის წესდებით დადგენილი წესით. 3. სკოლის დირექტორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. სკოლის წესდებით შეიძლება განისაზღვროს დამატებითი მოთხოვნები სკოლის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად. 4. ერთი და იგივე პირი სკოლის დირექტორად შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. 5. სკოლის დირექტორის მოადგილე და სტაჟირების ხელმძღვანელი აირჩევიან 5 წლის ვადით. ერთი და იგივე პირი სკოლის დირექტორის მოადგილედ ან სტაჟირების ხელმძღვანელად შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. ახალი დირექტორის არჩევა იწვევს დირექტორის მოადგილის და სტაჟირების ხელმძღვანელის უფლებამოსილებების შეწყვეტას. 6. სკოლის დირექციის კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და სკოლის წესდებით. მუხლი 667. სკოლის დირექტორის უფლებამოსილებანი სკოლის დირექტორი: ა) წარმოადგენს სკოლას; უზრუნველყოფს სკოლის ფუნქციონირებას, იუსტიციის მსმენელთა სასწავლო და გადამზადების კურსების წარმართვას; ბ) უზრუნველყოფს დამოუკიდებელი საბჭოს გადაწყვეტილებების აღსრულებას; გ) დამოუკიდებელ საბჭოს სკოლის დირექციასა და მასწავლებელთა საბჭოსთან შეთანხმებით დასამტკიცებლად წარუდგენს სასწავლო, სტაჟირებისა და გადამზადების პროგრამებს; დ) სკოლის შენობაში ახორციელებს ადმინისტრაციულ ფუნქციებს; ე) ახორციელებს ამ კანონითა და სკოლის წესდებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 668. სკოლის დირექტორის მოადგილის და სტაჟირების ხელმძღვანელის უფლებამოსილებანი 1. სკოლის დირექტორის მოადგილე უზრუნველყოფს სასწავლო და გადამზადების პროგრამების განხორციელებას. მისი უფლებამოსილება სასწავლო კურსის (გარდა სტაჟირებისა) და გადამზადების დარგში განისაზღვრება ამ კანონითა და სკოლის წესდებით. 2. სტაჟირების ხელმძღვანელი უზრუნველყოფს სტაჟირების პროგრამების განხორციელებას. მისი უფლებამოსილება სტაჟირების დარგში განისაზღვრება ამ კანონითა და სკოლის წესდებით. მუხლი 669. სკოლის დირექტორის, მისი მოადგილისა და სტაჟირების ხელმძღვანელის თანამდებობიდან განთავისუფლება 1. სკოლის დირექტორის, მისი მოადგილისა და სტაჟირების ხელმძღვანელის თანამდებობიდან განთავისუფლების საფუძვლებია: 8 ა) პირადი განცხადება; ბ) სკოლის შინაგანაწესის უხეშად ან სისტემატურად დარღვევა; გ) სკოლის წესდებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა; დ) სასამართლოს მიერ მათი შეზღუდულქმედუნარიანებად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულებად აღიარება, გარდაცვლილებად გამოცხადება ან მხარდაჭერის მიმღებებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; ე) მათ მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; ვ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა; ზ) უფლებამოსილების ვადის გასვლა; თ) გარდაცვალება; ი) ამ კანონითა და სკოლის წესდებით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები. 2. სკოლის დირექტორს, მის მოადგილესა და სტაჟირების ხელმძღვანელს თანამდებობიდან ათავისუფლებს დამოუკიდებელი საბჭო. მუხლი 6610. სკოლის სტრუქტურა სკოლის სტრუქტურა და სკოლის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის წესი განისაზღვრება სკოლის წესდებით. მუხლი 6611. სკოლის ბიუჯეტი 1. სკოლის საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები გათვალისწინებულია საერთო სასამართლოების ბიუჯეტში ცალკე სტრიქონით. 2. ამ კანონით განსაზღვრული ფუნქციების განსახორციელებლად სკოლას დამოუკიდებელი საბჭოს გადაწყვეტილებით შეუძლია მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ფინანსური შემოსავლები ან მატერიალური დახმარებები. მუხლი 6612. კონკურსის წესით იუსტიციის მსმენელად მიღება 1. სკოლაში იუსტიციის მსმენელად მიღება ხდება კონკურსის წესით. 2. სკოლაში მისაღები კონკურსი ტარდება არანაკლებ წელიწადში ერთხელ. 3. სკოლაში მისაღები კონკურსის ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში მოსამართლეთა რაოდენობის გათვალისწინებით. 4. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება სკოლაში მისაღები კონკურსის წლის განმავლობაში დამატებით სხვა დროს ჩატარების შესახებ უნდა გამოცხადდეს კონკურსის ჩატარებამდე ერთი თვით ადრე მაინც. მუხლი 6613. კონკურსში მონაწილე პირი სკოლაში მისაღებ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ქმედუნარიან, ნასამართლობის არმქონე საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით და რომელსაც „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა (შემდგომში – საკვალიფიკაციო გამოცდა), რომლის ჩაბარებიდან არ არის გასული 10 წელი. მუხლი 6614. კონკურსის ჩატარება 9 1. სკოლაში მისაღებ კონკურსს ატარებს იუსტიციის უმაღლესი სკოლა. 2. იუსტიციის მსმენელობის კანდიდატის შერჩევისას მხედველობაში მიიღება მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგი, აგრეთვე, კვალიფიკაცია, სამართლებრივი ანალიზისა და დასაბუთების უნარი და ზეპირი კომუნიკაციისა და გამოხატვის უნარი. სკოლაში მისაღები კონკურსის ფორმა, იუსტიციის მსმენელობის კანდიდატთა რეგისტრაციადა კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება სკოლის წესდებით. მუხლი 6615. სკოლაში მისაღებ იუსტიციის მსმენელთა რაოდენობა კონკურსის გამოცხადებამდე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დაადგენს იმ წელს ჩასარიცხი მსმენელების მიერ სკოლაში სწავლის სრული კურსის დასრულების დროისათვის დასანიშნ მოსამართლეთა ვაკანსიების სავარაუდო რაოდენობას და სკოლას დასამტკიცებლად წარუდგენს მისაღებ იუსტიციის მსმენელთა საერთო რაოდენობას, რომელიც 20 პროცენტით აღემატება მოსამართლეთა ვაკანსიების სავარაუდო რაოდენობას. სკოლა უფლებამოსილია დაამტკიცოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილ რაოდენობაზე უფრო ნაკლები რაოდენობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სკოლის ბიუჯეტი და/ან მატერიალურ-ტექნიკური ბაზა არ იძლევა უფრო მეტი მსმენელის მიღების შესაძლებლობას. მუხლი 6616. იუსტიციის მსმენელის სტატუსი იუსტიციის მსმენელი არის პირი, რომელიც კონკურსის გავლის შედეგად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით ჩაირიცხა სკოლაში სასწავლებლად. იუსტიციის მსმენელს სკოლაში სწავლის პერიოდში გადაეცემა იუსტიციის მსმენელობის დამადასტურებელი მოწმობა. მუხლი 6617. იუსტიციის მსმენელის სახელმწიფო სტიპენდია იუსტიციის მსმენელი სასწავლო კურსის გავლისას იღებს სახელმწიფო სტიპენდიას, რომლის ოდენობა არ შეიძლება იყოს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლის მინიმალური ხელფასის 1/3-ზე ნაკლები. მუხლი 6618. იუსტიციის მსმენელის დისციპლინური პასუხისმგებლობა 1. იუსტიციის მსმენელი ვალდებულია დაიცვას დისციპლინური ნორმები. 2. იუსტიციის მსმენელის მიერ დისციპლინური ნორმების დარღვევა იწვევს ერთ-ერთ შემდეგი სახის დისციპლინურ პასუხისმგებლობას: ა) გაფრთხილება; ბ) საყვედური; გ) 10 დღემდე ვადით სახელმწიფო სტიპენდიის დაკავება; დ) სკოლიდან გარიცხვა. 3. იუსტიციის მსმენელის დისციპლინური პასუხისმგებლობა უნდა იყოს დისციპლინური გადაცდომის პროპორციული. დისციპლინური გადაცდომის სახეები და დისციპლინური დევნის განხორციელების წესი განისაზღვრება ამ კანონითა და სკოლის შინაგანაწესით. 4. იუსტიციის მსმენელის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხს განიხილავს და წყვეტს სკოლის დირექცია. 5. სკოლის დირექციას უფლება აქვს იუსტიციის მსმენელს ვადაზე ადრე მოუხსნას დისციპლინური პასუხისმგებლობა, თუ იგი არ ჩაიდენს ახალ დისციპლინურ გადაცდომას და თავს გამოიჩენს როგორც კეთილსინდისიერი იუსტიციის მსმენელი. 6. თუ იუსტიციის მსმენელს დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებიდან 7 თვის 10 ვადაში არ შეეფარდა ახალი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, იგი ითვლება დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ. მუხლი 6619. სწავლის პერიოდის ჩათვლა სპეციალობით მუშაობის სტაჟში იუსტიციის მსმენელს სკოლაში სწავლის პერიოდი ჩაეთვლება სპეციალობით მუშაობის სტაჟში. მუხლი 6620. იუსტიციის მსმენელის პერსონალური მონაცემები 1. იუსტიციის მსმენელს უფლება აქვს, გაეცნოს მის შესახებ სკოლაში არსებულ ნებისმიერ ინფორმაციასა და ოფიციალურ დოკუმენტს და მიიღოს მათი ასლები. 2. პირს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლება უნარჩუნდება სკოლის დამთავრების შემდეგაც, მიუხედავად იმისა, დაინიშნა თუ არა იგი მოსამართლის თანამდებობაზე. 3. იუსტიციის მსმენელს უფლება აქვს, სკოლას მოსთხოვოს მისი პერსონალური მონაცემების (მათ შორის, დამოუკიდებელი საბჭოს შეფასების) გასწორება, განახლება ან დამატება, თუ ისინი არაზუსტია, განახლებული არ არის, არასრულია ან მათი შეგროვება და დამუშავება კანონის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განხორციელდა. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში იუსტიციის მსმენელის მოთხოვნის წარდგენა, მისი განხილვა და გადაწყვეტილების მიღება ხდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე და 23-ე მუხლებით დადგენილი წესებით. 5. სკოლა ვალდებულია მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით არ გაამჟღავნოს იუსტიციის მსმენელის შესახებ არსებული ინფორმაცია და ოფიციალური დოკუმენტი მისი თანხმობის გარეშე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მუხლი 6621. სწავლების ხანგრძლივობა 1. სკოლაში სწავლების ხანგრძლივობაა 16 თვე. სრული სასწავლო კურსი მოიცავს თეორიულ კურსს, სტაჟირებას და სემინარულ მუშაობას. 2. იუსტიციის მსმენელისათვის, რომელსაც აქვს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელად, საერთო სასამართლოს აპარატის ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელად, მოსამართლის თანაშემწედ, სასამართლო სხდომის მდივნად, გამომძიებლად, პროკურორად ან/და ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება, სრული სასწავლო კურსის ვადაა 12 თვე. 3. თეორიული კურსის, სტაჟირებისა და სემინარული მუშაობის ხანგრძლივობა განისაზღვრება სკოლის წესდებით. მუხლი 6622. იუსტიციის მსმენელის მომზადების სასწავლო პროგრამა იუსტიციის მსმენელის სასწავლო პროგრამამ უნდა უზრუნველყოს ამ კანონის 351 მუხლის პირველი და მე-3-მე-14 პუნქტებით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისი თეორიული ცოდნის, პრაქტიკული უნარებისა და თვისებების განვითარება. გარდა სავალდებულო საგნებისა, სასწავლო პროგრამა შეიძლება ითვალისწინებდეს არჩევით საგნებს. საგნების ჩამონათვალს ამტკიცებს დამოუკიდებელი საბჭო სკოლის დირექტორის წარდგინებით. მუხლი 6623. სკოლაში სწავლების ფორმები 1. სკოლაში სწავლების ფორმებია: სემინარი, სასამართლო პროცესის სიმულაცია, დისკუსია, სწავლება სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისა და მისი დასაბუთების 11 საკითხებზე, საღამოს სწავლება, დისტანციური სწავლება, აგრეთვე სხვა ფორმები, რომლებსაც სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს დამოუკიდებელი საბჭო. სასწავლო პროგრამის ფარგლებში შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს იუსტიციის მსმენელის მოკლევადიანი მივლინებები სასამართლოსა და პროკურატურაში. 2. იუსტიციის მსმენელის სწავლებისას, შესაძლებელია გათვალისწინებული იქნეს საზღვარგარეთის ქვეყნების ავტორიტეტულ სასწავლო ორგანიზაციაში სწავლება და/ან სტაჟირება. მუხლი 6624. სკოლის მასწავლებელი, მასწავლებელთა საბჭო 1. სკოლაში იუსტიციის მსმენელთა სწავლებას წარმართავენ სკოლის მასწავლებლები. 2. სკოლის მასწავლებელთან იდება შრომის ხელშეკრულება განსაზღვრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს 2 წლისა. 3. სკოლის მასწავლებლები ქმნიან მასწავლებელთა საბჭოს. 4. მასწავლებელთა საბჭოს სხდომას რეგულარულად იწვევს და თავმჯდომარეობს დირექტორის მოადგილე. 5. მასწავლებელთა საბჭოს უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და სკოლის წესდებით. 6. იუსტიციის მსმენელთა სწავლების მიზნით შესაძლებელია პერიოდულად სამართლის სხვადასხვა დარგის, ასევე დამხმარე დისციპლინების სპეციალისტების, მათ შორის, უცხოელი ექსპერტების მოწვევა, რომელთა მოწვევის, საქმიანობისა და შრომის ანაზღაურების წესებსა და პირობებს სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს დამოუკიდებელი საბჭო. მუხლი 6625. თეორიული კურსის დამამთავრებელი გამოცდა და მისი ჩატარების წესი 1. სკოლაში თეორიული კურსის დასასრულს იუსტიციის მსმენელი აბარებს გამოცდას, რომლის მიზანია სწავლის პერიოდში მიღებული თეორიული ცოდნის შეფასება. 2. საგამოცდო კომისიის შემადგენლობას სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს დამოუკიდებელი საბჭო. 3. გამოცდის ჩატარების წესი და პირობები, ასევე გამოცდის შედეგების შეფასების სისტემა განისაზღვრება სკოლის წესდებით. 4. სკოლის წესდებით განისაზღვრება შესაბამისი ღონისძიებები დადგენილ ვადაში გამოცდის ჩაუბარებლობის შემთხვევისათვის. მუხლი 6626. იუსტიციის მსმენლის სტაჟირება. სტაჟირების ფორმები 1. თეორიული კურსის დამამთავრებელი გამოცდის ჩაბარების შემდეგ იუსტიციის მსმენელი გაივლის სტაჟირებას. 2. იუსტიციის მსმენელი სტაჟირებას გადის საერთო სასამართლოებში, აგრეთვე საკონსტიტუციო სასამართლოში, ადვოკატურაში, ნოტარიატში, პროკურატურაში და/ან ადმინისტრაციულ ორგანოებში. რომელთა ჩამონათვალს სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს დამოუკიდებელი საბჭო. გარდა საერთო სასამართლოებში სტაჟირებისა, იუსტიციის მსმენელის სხვა ორგანოში სტაჟირების გავლის საკითხს, კონკრეტული მსმენელის საჭიროებების გათვალისწინებით, სკოლის დირექტორის წარდგინებით წყვეტს დამოუკიდებელი საბჭო. მუხლი 6627. სტაჟირების ხელმძღვანელი, სტაჟირების კოორდინატორი 1. სკოლის დირექტორი სტაჟირების ხელმძღვანელის წარდგინებით 6626 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ორგანოებში ნიშნავს სტაჟირების კოორდინატორებს. 2. სტაჟირების კოორდინატორი შეიძლება იყოს მოსამართლე, პროკურორი ან 12 დაწესებულების ხელმძღვანელი თანამდებობის პირი. 3. სტაჟირების კოორდინატორი: ა) წარმართავს და ზედამხედველობს იუსტიციის მსმენლის სტაჟირებას; ბ) სტაჟირების დასასრულს მასთან მიმაგრებულ თითოეულ იუსტიციის მსმენელს ანიჭებს საკვალიფიკაციო ქულას და აძლევს წერილობით რეკომენდაციას; გ) სტაჟირების ხელმძღვანელს სტაჟირების დასასრულს წარუდგენს ანგარიშს სტაჟირების პროგრამის შესრულების შესახებ. 4. სტაჟირების დროს იუსტიციის მსმენლის მიერ შესასრულებელი დავალებების სახეები განისაზღვრება სტაჟირების პროგრამით. 5. სტაჟირების შეფასების სისტემა, საკვალიფიკაციო ქულის მინიჭების წესი განისაზღვრება სკოლის წესდებით. მუხლი 6628. იუსტიციის მსმენლის მიერ შესრულებული წერილობითი ანგარიში და ნაშრომი იუსტიციის მსმენელი სტაჟირების დასასრულს ადგენს წერილობით ანგარიშს თავის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ, აგრეთვე წერს ნაშრომს სტაჟირების ორგანოს ფუნქციონირების, იქ არსებული პრობლემებისა და მათი გადაწყვეტის გზების თაობაზე. წერილობითი ანგარიში და ნაშრომი წარედგინება სტაჟირების ხელმძღვანელს, ილუქება და ერთვება იუსტიციის მსმენლის პირად საქმეს. მუხლი 6629. სემინარული მუშაობა 1. სტაჟირების დასასრულს სკოლა იუსტიციის მსმენელებისათვის აწყობს სემინარებს, რომელთა მიზანია თეორიული კურსისა და სტაჟირების გავლის დროს მიღებული ცოდნისა და გამოცდილების განზოგადება, ასევე სკოლის დამამთავრებელი გამოცდისათვის იუსტიციის მსმენელების მომზადება. 2. სემინარებს ატარებენ სკოლის მასწავლებლები ან მოწვეული სპეციალისტები. მუხლი 6630. სკოლის დამამთავრებელი გამოცდა 1. სკოლაში სწავლების დასასრულს იუსტიციის მსმენელი აბარებს გამოცდას, რომლის დანიშნულებაა იუსტიციის მსმენლის მიერ მიღებული თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების შეფასება. 2. გამოცდა ტარდება წერილობითი ფორმით. მსმენელს სასამართლო პრაქტიკიდან ეძლევა კონკრეტული საქმე და ევალება მასზე საპროცესო დოკუმენტების პროექტების შედგენა. 3. გამოცდას ატარებს კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიან: ა) უზენაესი სასამართლოს მოსამართლე; ბ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი; გ) სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი; დ) დამოუკიდებელი საბჭოს მიერ დანიშნული სამი წევრი; ე) იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორი. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებულ კომისიის წევრებს ამტკიცებს დამოუკიდებელი საბჭო. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებულ წევრს დასამტკიცებლად წარადგენს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, „ბ“ ქვეპუნქტში მითითებულ წევრს – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, „გ“ ქვეპუნქტში მითითებულ წევრს – საქართველოს იუსტიციის მინისტრი. 6. გამოცდის ჩატარების წესი და პირობები, ასევე გამოცდის შედეგების შეფასების სისტემა 13 განისაზღვრება სკოლის წესდებით. 7. სკოლის წესდებით განისაზღვრება შესაბამისი ღონისძიებები დადგენილ ვადაში გამოცდის ჩაუბარებლობის შემთხვევისათვის. მუხლი 6631. იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიის შედგენა 1. სკოლის დამამთავრებელი გამოცდის დასრულებიდან 1 თვის ვადაში სკოლის დირექტორი დამოუკიდებელ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიას. 2. იუსტიციის მსმენელს ეცნობება მისი რიგითი ნომერი იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში. მუხლი 6632. საკვალიფიკაციო სიის შედგენის კრიტერიუმები 1. საკვალიფიკაციო სიის შედგენის დროს კოეფიციენტით ჯამდება იუსტიციის მსმენლის: ა) საკვალიფიკაციო გამოცდაში მიღებული ქულები; ბ) სკოლაში თეორიული კურსის დამამთავრებელი გამოცდის ჩაბარებისას მიღებული ქულები; გ) სტაჟირების გავლისას მიღებული ქულები; დ) სკოლის დამამთავრებელი გამოცდის ჩაბარებისას მიღებული ქულები. 2. იუსტიციის მსმენლის მიერ დაგროვილი ჯამური ქულის გამოყვანა ხდება სკოლის წესდებით დადგენილი წესით. მუხლი 6633. დამოუკიდებელი საბჭოს შეფასება 1. მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევისას გაითვალისწინება იუსტიციის მსმენელის რიგითი ნომერი იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში, აგრეთვე დამოუკიდებელი საბჭოს შეფასება, რომელიც მოიცავს: ა) თეორიული კურსის დამამთავრებელი გამოცდის შედეგების შეფასებას; ბ) სტაჟირების გავლის შედეგების შეფასებას; გ) სემინარული მუშაობის შედეგების შეფასებას; დ) დამამთავრებელი გამოცდის შედეგების შეფასებას; ე) სტაჟირების ხელმძღვანელის შეფასებას; ვ) სკოლის მასწავლებელთა შეფასებას; ზ) სტაჟირების გავლისას იუსტიციის მსმენელის მიერ შედგენილი წერილობითი ანგარიშისა და შესრულებული ნაშრომის შეფასებას; თ) იუსტიციის მსმენელის დისციპლინის შეფასებას. 2. დამოუკიდებელი საბჭო შეფასებას ადგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით. 3. დამოუკიდებელი საბჭოს შეფასების 1 ეგზემპლარი გადაეცემა იუსტიციის მსმენელს. მუხლი 6634. სკოლის სასწავლო კურსის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი 1. იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიის დამტკიცების შემდეგ ამ სიაში შეყვანილ იუსტიციის მსმენელზე გაიცემა სკოლის სასწავლო კურსის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელშიც აღინიშნება, რომ მან გაიარა სკოლის სრული სასწავლო კურსი და შეყვანილია იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის ფორმას ამტკიცებს დამოუკიდებელი საბჭო სკოლის წესდებით დადგენილი წესით. 14 მუხლი 6635. გადამზადების მიზანი 1. სკოლა ყოველწლიურად შეიმუშავებს და ახორციელებს გადამზადების პროგრამებს. 2. გადამზადების მიზანია ამ კანონის შესაბამისად გადამზადებაში მონაწილეობის უფლების მქონე პირთა კვალიფიკაციის ამაღლება საკანონმდებლო და სხვა სახის სამართლებრივი და სამეცნიერო სიახლეების გაცნობის, ახალ სოციალურ და სამართლებრივ რეალობებთან ადაპტაციის, პრაქტიკული გამოცდილების, მათ შორის, უცხო ქვეყნებში არსებული სამოსამართლეო საქმიანობის პრაქტიკის განზოგადებისა და გაზიარების გზით. მუხლი 6636. გადამზადების ფორმები და პროგრამა 1. გადამზადება ხორციელდება სხვადასხვა სახის სემინარის, სასწავლო კურსისა და კონფერენციის, თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარების, აგრეთვე დისკუსიის მოწყობის გზით. 2. გადამზადების პროცესს წარმართავენ სკოლის მასწავლებლები. 3. გადამზადების მიზნით შესაძლებელია სამართლის სხვადასხვა დარგის, ასევე დამხმარე დისციპლინების სპეციალისტების, მათ შორის, უცხოელი ექსპერტების მოწვევა, რომელთა მოწვევის, საქმიანობისა და შრომის ანაზღაურების წესები და პირობები განისაზღვრება სკოლის წესდებით. 4. გადამზადების კურსების ფარგლებში ჩასატარებელ ღონისძიებათა პროგრამას ადგენს სკოლის დირექტორის მოადგილე მასწავლებელთა საბჭოსთან შეთანხმებით და წარუდგენს სკოლის დირექტორს. ეს უკანასკნელი განიხილავს მას და დასამტკიცებლად წარუდგენს დამოუკიდებელ საბჭოს ყოველი წლის ოქტომბერში. 5. გადამზადების პროგრამის შედგენისას სკოლა რეკომენდაციისათვის მიმართავს პირველი ინსტანციის, სააპელაციო ინსტანციის და საკასაციო ინსტანციის სასამართლოების თავმჯდომარეებს. 6. ამ კანონის შესაბამისად გადამზადებაში მონაწილეობის უფლების მქონე პირთა კვალიფიკაციის ამაღლება შეიძლება განხორციელდეს საზღვარგარეთის ქვეყნების ავტორიტეტულ სასწავლო ორგანიზაციებში სწავლებისა და/ან სტაჟირების გზით. მუხლი 6637. მოქმედი მოსამართლის უფლება გადამზადებაზე 1. გადამზადების ყოველწლიური ღონისძიებების პროგრამის გამოქვეყნების შემდეგ გადამზადების მსურველი განცხადებით მიმართავს სკოლის ადმინისტრაციას დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად. განცხადებაში უნდა მიეთითოს, თუ რატომ არის კანდიდატი დაინტერესებული ამ კონკრეტულ ღონისძიებაში მონაწილეობით. 2. სკოლის დირექცია ვალდებულია განიხილოს და უპასუხოს გადამზადების მსურველის განცხადებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს ორი კვირისა გადამზადების ღონისძიების დაწყებამდე. 3. სკოლის დირექციის უარი გადამზადებაში მონაწილეობის მიღებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. 4. გადამზადების კურსის ჩატარებისა და ამ კურსში მონაწილეობის წესი და პირობები განისაზღვრება სკოლის წესდებით. მუხლი 6638. მოქმედი მოსამართლის კვალიფიკაციის ამაღლება მოქმედი მოსამართლეები ვალდებულნი არიან 3 წელიწადში 5 დღე მაინც დაუთმონ სკოლაში კვალიფიკაციის ამაღლებას. კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა მორგებული უნდა იყოს მოსამართლის საჭიროებებზე. 15 მუხლი 6639. პროკურორის, ადვოკატისა და სხვა პირთა მონაწილეობა გადამზადების ღონისძიებაში გადამზადების კურსების ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად პროკურორის, ადვოკატისა და სხვა პირთა დაშვების წესი განისაზღვრება სკოლის წესდებით. მუხლი 6640. საზღვარგარეთის ქვეყნების წარმომადგენლების მონაწილეობა სპეციალურ კურსებში 1. საზღვარგარეთის ქვეყნების მოსამართლეებისათვის, სასამართლოს სისტემის მოხელეებისა და იურიდიული სფეროს სხვა წარმომადგენლებისათვის, შესაძლებელია შეიქმნას სპეციალური სასწავლო კურსი. 2. სასწავლო კურსის პროგრამას ამტკიცებს დამოუკიდებელი საბჭო დირექტორის წარდგინებით. 3. სპეციალური კურსი განხორციელდება შესაბამის უცხოურ ენაზე. მუხლი 6641. სასწავლო გრანტი 1. იუსტიციის უმაღლეს სკოლას აქვს უფლება გასცეს სასწავლო გრანტი, მხოლოდ მოსამართლეებსა და სასამართლოს მოხელეებზე, მატი კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით. 2. სასწავლო გრანტის გაცემის წესსა და პირობებს განსაზღვრავს დამოუკიდებელი საბჭო.“. მუხლი 6642. სამეცნიერო საქმიანობა 1. იუსტიციის უმაღლეს სკოლის ბაზაზე, სასამართლო სისტემის გამოწვევების ანალიზისა და კვლევებისათვის, შესაძლებელია შეიქმნას სხვადასხვა კვლევითი ინსტიტუტები. 2. იუსტიციის უმაღლესი სკოლა, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, ეწევა საგამომცემლო საქმიანობას. მუხლი 6643. სკოლაში სწავლისაგან გათავისუფლება მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად სკოლაში სწავლისაგან თავისუფლდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი პირი, ასევე ყოფილი მოსამართლე, რომელსაც ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, გამწესებული იყო მოსამართლის თანამდებობაზე საქართველოს უზენაეს სასამართლოში ან რაიონულ ( საქალაქო ) ანდა სააპელაციო სასამართლოში კონკურსის წესით და აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 18 თვის გამოცდილება. პირი, რომელმაც გაიარა სკოლის სრული სასწავლო კურსი და შეყვანილ იქნა იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში, მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად თავისუფლდება სკოლაში სწავლისაგან, მიუხედავად იმისა, რა ვადით ეკავა მას მოსამართლის თანამდებობა ან სკოლის დამთავრების შემდეგ დაინიშნა თუ არა იგი ამ თანამდებობაზე.“. 11. 751 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „751. მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველი და დისციპლინური გადაცდომის სახეები 1. მოსამართლეს დისციპლინური პასუხისმგებლობა (სახდელი) დაეკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ თავით დადგენილი წესით განხორციელებული დისციპლინური სამართალწარმოების შედეგად დადგინდება მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენა. 2. მოსამართლეს დისციპლინური პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ ბრალეული ქმედების ჩადენისთვის, ესე იგი - მხოლოდ მაშინ, თუ მას ობიექტურად შეეძლო და არ 16 განუხორციელებია სათანადო ქმედება დისციპლინური გადაცდომის თავიდან ასაცილებლად. 3. დისციპლინური გადაცდომა არის მხოლოდ ამ კანონით გათვალისწინებული, მოსამართლის განზრახი ან გაუფრთხილებელი ქმედება. 4. განზრახ დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვლება ქმედება, რომლის ჩადენისას მოსამართლე აცნობიერებდა საკუთარი ქმედებით ზიანის დადგომის შესაძლებლობას. 5. გაუფრთხილებლობით დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვლება ქმედება, რომლის ჩადენისას მოსამართლე არ ითვალისწინებდა თავისი ქმედებით ზიანის დადგომის შესაძლებლობას, თუმცა უნდა გაეთვალისწინებინა და შეეძლო კიდეც გაეთვალისწინებინა ის. 6. კანონის არასწორი განმარტება ან/და გამოყენება, რომელსაც საფუძვლად უდევს მოსამართლის შინაგანი რწმენა, არ არის დისციპლინური გადაცდომა და აღნიშნული ქმედებისათვის მოსამართლეს არ ეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა. 7. დისციპლინურ გადაცდომას არ წარმოადგენს ისეთი ქმედება, რომელიც, თუმცა ფორმალურად შეიცავს ამ კანონით გათვალისწინებული რომელიმე ქმედების ნიშნებს, მაგრამ მცირე მნიშვნელობის გამო არ გამოუწვევია ისეთი ზიანი, რომელიც აუცილებელს გახდიდა მისი ჩადენისთვის დისციპლინურ პასუხისმგებლობას, ან არ შეუქმნია ასეთი ზიანის საფრთხე. 8.დისციპლინურ გადაცდომად მიიჩნევა: ა) ქმედება, რომელიც არღვევს დამოუკიდებლობის პრინციპს, კერძოდ: ა.ა) სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელება პირადი ინტერესის, პოლიტიკური ან სოციალური ზეგავლენით; ა.ბ) სხვა მოსამართლის საქმიანობაში ჩარევა საქმის შედეგზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით; ბ) ქმედებები, რომლებიც არღვევს მიუკერძოებლობის პრინციპს, კერძოდ: ბ.ა) მოსამართლის მიერ აზრის საჯაროდ გამოხატვა სასამართლოს წარმოებაში არსებულ საქმეზე. დისციპლინურ გადაცდომად არ მიიჩნევა საზოგადოების ინფორმირების მიზნით საქმესთან დაკავშირებულ საორგანიზაციო და ტექნიკურ საკითხებზე განმარტებების გაკეთება; ბ.ბ) მოსამართლის მიერ განსახილველი საქმის შედეგების წინასწარ გამჟღავნება, გარდა საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა; ბ.გ)ამ კანონის 721 მუხლის პირველი პუნქტის, ან 722 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა დარღვევა; ბ.დ) საქმის აცილებაზე/თვითაცილებაზე უარის თქმა, როცა სახეზეა საქმის აცილების კანონით გათვალისწინებული აშკარა საფუძველი; ბ.ე) გაწევრიანება პოლიტიკურ გაერთიანებაში, პოლიტიკური საქმიანობა, საარჩევნო სუბიექტის საჯარო მხარდაჭერა ნებისმიერი ფორმით ან პოლიტიკური შეხედულების საჯაროდ გამოხატვა; ბ.ვ) სასამართლოში საქმეთა განაწილებაში უკანონო ჩარევა; გ) ქმედებები, რომლებიც არღვევს კეთილსინდისიერების პრინციპს, კერძოდ: გ.ა) კორუფციული სამართალდარღვევები, ანუ „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, 52, მე-7, მე-8, მე-10, მე11, მე-13, 134, 135, 204 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები; გ.ბ) დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელებისათვის ხელის შეშლა; დ) ქმედებები, რომლებიც არღვევს წესიერების პრინციპს, კერძოდ: დ.ა) მოსამართლის მიერ პირადი და ინტენსიური (მეგობრული, ოჯახური) ურთიერთობის დამყარება უშუალოდ მის მიერ განსახილველ საქმეში პროცესის მონაწილესთან, რაც იწვევს მოსამართლის მიკერძოებას ან/და პროცესის მონაწილისთვის უპირატესობის მინიჭებას, თუ მას ჰქონდა ინფორმაცია მხარის შესახებ. დ.ბ) მოსამართლის მიერ სექსუალური შევიწროების განხორციელება; 17 დ.გ) სასამართლოს თათბირის საიდუმლოების გამჟღავნება; ე) ქმედებები, რომლებიც არღვევს თანასწორობის პრინციპს, კერძოდ: ე.ა) სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებისას სიტყვიერი ან სხვა ფორმით გამოხატული დისკრიმინაციული ქმედება ნებისმიერი პირის მიმართ ამა თუ იმ საფუძვლით; ე.ბ) სასამართლოს აპარატის თანამშრომლის ან სასამართლო პროცესის მონაწილის მიერ სასამართლო პროცესის სხვა მონაწილის მიმართ სიტყვიერი ან სხვა ფორმით გამოხატული დისკრიმინაციული ქმედების რეაგირების გარეშე დატოვება, თუ მოსამართლე ამ ფაქტის თვითმხილველია; ვ) ქმედებები, რომლებიც არღვევს კომპეტენციისა და გულისხმიერების პრინციპს, კერძოდ: ვ.ა) საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ვადის არასაპატიო მიზეზით არსებითი დარღვევა. დარღვევა არ ჩაითვლება არასაპატიოდ, თუ მოსამართლემ ობიექტურ გარემოებათა (საქმეთა სიმრავლე, საქმის სირთულე და სხვ.) გამო ვერ შეძლო მითითებული ვადის დაცვა; ვ.ბ) სხვა მოსამართლის, სასამართლოს აპარატის თანამშრომლის ან სასამართლო პროცესის მონაწილის მიმართ აშკარა უპატივცემლობის გამოხატვა; ვ.გ) სხვა მოსამართლის, სასამართლოს აპარატის თანამშრომლის ან სასამართლო პროცესის მონაწილის მიერ კანონისა და ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ფაქტის რეაგირების გარეშე დატოვება, თუ მოსამართლე ამ ფაქტის თვითმხილველია; ვ.დ) მოსამართლის მიერ შესაბამისი ადმინისტრაციული უფლებამოსილების – სასამართლოს, კოლეგიის ან პალატის ხელმძღვანელის მოვალეობების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება. ზ) სხვა ქმედება, რომელიც არ შეეფერება მოსამართლის სტატუსს: მოსამართლის მაღალი სტატუსისათვის შეუფერებელი ქმედებები (ქცევები), ჩადენილი სასამართლოში ან მის გარეთ, რომლებიც აშკარად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან საყოველთაოდ აღიარებულ ზნეობრივ ნორმებს და ამით ბღალავს სასამართლოს ავტორიტეტს ან ზიანს აყენებს სასამართლოსადმი ნდობას.“. 12. 752. მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 752. დისციპლინური სამართალწარმოების ვადები მოსამართლეს დისციპლინური პასუხისმგებლობა არ ეკისრება, თუ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის დღიდან ამ გადაცდომაზე დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებამდე გასულია 3 წელი, ხოლო დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან – 1 წელი.“. 13. 753 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 753. დისციპლინური სახდელისა და დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების სახეები 1. დისციპლინური სახდელებია: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) მკაცრი საყვედური; დ) ხელფასის 5%-დან 20%-მდე დაქვითვა არაუმეტეს 6 თვის განმავლობაში; ე) სასამართლოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის პირველი მოადგილის ან მოადგილის, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლება; ვ) მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება; 18 2. დისციპლინური ზემოქმედების სარეკომენდაციო ბარათით მიმართვა.“. ღონისძიებაა: მოსამართლისათვის კერძო 14. 755 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 755. დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების მიზეზი 1. მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების მიზეზი შეიძლება იყოს: ა) ნებისმიერი პირის საჩივარი ან განცხადება, გარდა ანონიმური საჩივრისა ან განცხადებისა; ბ) სხვა მოსამართლის, სასამართლოს ან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ან აპარატის მოხელის მოხსენებითი ბარათი მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ; გ) გამოძიების ორგანოს შეტყობინება; დ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, აგრეთვე საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში ან/და წინადადებაში მოცემული ინფორმაცია მოსამართლის მიერ ისეთი ქმედების ჩადენის შესახებ, რომელიც შეიძლება დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვალოს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჩივარი (განცხადება) უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშს და შედგენილი უნდა იყოს, როგორც წესი, ნაბეჭდი სახით. საჩივრის (განცხადების) წარდგენა შესაძლებელია ასევე ელექტრონული ფორმით. საჩივარი (განცხადება) წარედგინება დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურს. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშის შეუსაბამო საჩივრის (განცხადების) წარდგენა არ შეიძლება გახდეს მის მიღებაზე (რეგისტრაციაზე) უარის თქმის საფუძველი. 3. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საჩივარში (განცხადებაში) მითითებული არ არის მოსამართლის ვინაობა, საქმე ან/და დისციპლინური გადაცდომის შესაძლო ჩადენის ფაქტი, დამოუკიდებელი ინსპექტორი საჩივრის ავტორს დაუდგენს ხარვეზს და მის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს არაუმეტეს 10 დღიან ვადას. აღნიშნულ ვადაში ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში საჩივარი (განცხადება) არ განიხილება. 4. მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ საჩივრის, განცხადების ან სხვა ინფორმაციის მიღების თაობაზე დამოუკიდებელი ინსპექტორი დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამის მოსამართლეს.“. 15. 756 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 756. მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების უფლებამოსილება მოსამართლის მიმართ დისციპლინურ სამართალწარმოებას იწყებს, აგრეთვე დისციპლინური საქმის წინასწარ შემოწმებასა და გამოკვლევას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორი (შემდგომ – დამოუკიდებელი ინსპექტორი). დამოუკიდებელი ინსპექტორი თავის დასაბუთებულ დასკვნებსა და მოსაზრებებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წარუდგენს.“. 16. 757 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დამოუკიდებელი ინსპექტორი მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის 19 ჩადენის შესახებ საჩივრის, განცხადების ან სხვა ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მისი მიღებიდან 2 თვეში წინასწარ ამოწმებს მის საფუძვლიანობას. ამ პროცედურების განხორციელებისას დამოუკიდებელი ინსპექტორი ეყრდნობა დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს. წინასწარი შემოწმების ვადა შეიძლება 2 კვირით გაგრძელდეს ან შეჩერდეს წინასწარი შემოწმების შეუძლებლობის შემთხვევაში.“. ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები: „11. დამოუკიდებელი ინსპექტორი მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ საჩივრის, განცხადების ან სხვა ინფორმაციის შემოწმებისას უფლებამოსილია გამოიყენოს: საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზა; საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზა; საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ნოტარიუსთა პალატის მონაცემთა ელექტრონული ბაზა; საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აღსრულების ეროვნული ბიუროს მონაცემთა ელექტრონული ბაზა; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომატიზებული ბაზა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ელექტრონული ბაზა. 12. თუ დამოუკიდებელი ინსპექტორი დისციპლინური საქმის წინასწარი შემოწმებისა და გამოკვლევის განხორციელებისას დარწმუნდება, რომ საქმეში იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, დასაბუთებული წარდგინებით მიმართავს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს საქართველოს პროკურატურისათვის საქმის მასალების გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად.“. 17. 758 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. წინასწარი შემოწმების შედეგად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო აფასებს მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყების საფუძვლიანობას და წინასწარი შემოწმებისათვის ამ კანონის 757 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი საერთო ვადის ფარგლებში, სრული შემადგენლობის 2/3-ის უმრავლესობით იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყების და მოსამართლისათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევის შესახებ. ამ გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ეყრდნობა დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს. თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვერ მიიღებს აღნიშნულ გადაწყვეტილებას, მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოება შეწყდება. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, რომელიც არ ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას, შეუძლია წერილობით ჩამოაყალიბოს თავისი განსხვავებული აზრი, რომელიც დისციპლინურ საქმეს დაერთვება. 2. მოსამართლისათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებაში უნდა აღინიშნოს დისციპლინური დევნის საფუძველი ამ კანონის 751 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისი ქვეპუნქტის მითითებით. ახსნა-განმარტების მიცემა მოსამართლის უფლებაა.“. 18. 7511 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 7511. დისციპლინური საქმის წარმოების შეჩერება 1. დისციპლინური საქმის წარმოება შეჩერდება, თუ გამოკვლევის პროცესში წარმოიშვა ისეთი ობიექტური სირთულე ან დაბრკოლება (იმ მოსამართლის ავადმყოფობა, რომლის მიმართაც წარმოებს დისციპლინური დევნა, ან სხვა შემთხვევა), რომელიც დროებით შეუძლებელს ხდის ამ საქმის გამოკვლევას. ამ შემთხვევაში დამოუკიდებელი ინსპექტორი თავისი 20 გადაწყვეტილებით აჩერებს დისციპლინური საქმის წარმოებას. დისციპლინური საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის შემთხვევაში დამოუკიდებელი ინსპექტორი ვალდებულია განაახლოს ამ საქმის წარმოება. 2. დისციპლინური საქმის წარმოების შეჩერების პერიოდი არ ჩაითვლება ამ კანონით დისციპლინური საქმის გამოკვლევისათვის დადგენილ ვადაში, აგრეთვე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების 1-წლიან ვადაში, მაგრამ გათვალისწინებული იქნება დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის ამ კანონით დადგენილ 3-წლიან ვადაში. 19. 7512. მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7512. მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებაზე უარის თქმის ან/და დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის საფუძვლები 1. დამოუკიდებელი ინსპექტორი იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებაზე უარის თქმის ან დაწყებული დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის თაობაზე, თუ: ა) მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის ან მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სახდელის დაკისრების ვადა ამოიწურა; ბ) არსებობს დისციპლინური სამართალწარმოების განმახორციელებელი ორგანოს მიერ იმავე მოსამართლის მიმართ, იმავე ქმედების გამო გამოტანილი გადაწყვეტილება; გ) მოსამართლეს შეუწყდა სამოსამართლო უფლებამოსილება; დ) საჩივარი შეეხება მოსამართლის მიერ გამოტანილი აქტების კანონიერებას. 2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ დისციპლინური საქმის გამოკვლევის შედეგად მოსამართლის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტი ან ბრალეული ჩადენა არ დადასტურდა. 3. მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ დამოუკიდებელი ინსპექტორის ან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება ეცნობება შესაბამის მოსამართლეს და ქვეყნდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე ამ მოსამართლისა და დისციპლინურ საქმეში მონაწილე სხვა პირების მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე. თუ ამ კანონის 754 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მოსამართლემ დისციპლინური სამართალწარმოების პროცესის გასაჯაროება მოითხოვა, მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება ამ მოსამართლის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით ქვეყნდება.“. 20. 7513 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დისციპლინური საქმის გამოკვლევის დასრულების შემდეგ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დისციპლინური საქმის გამოკვლევისათვის ამ კანონის 7510 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი საერთო ვადის ფარგლებში, სრული შემადგენლობის 2/3-ის უმრავლესობით იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ. თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვერ მიიღებს აღნიშნულ გადაწყვეტილებას, მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოება შეწყდება. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, რომელიც არ ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას, შეუძლია წერილობით ჩამოაყალიბოს თავისი განსხვავებული აზრი, რომელიც დისციპლინურ საქმეს დაერთვება.“. 21 21. 7514 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ დასაბუთებულ გადაწყვეტილებაში გადმოცემული უნდა იყოს მოსამართლისათვის წაყენებული დისციპლინური ბრალდების შინაარსი. ამ გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ეყრდნობა ალბათობის მაღალი ხარისხის სტანდარტს.“. 22. 7547 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სადისციპლინო კოლეგია უფლებამოსილია გამოიყენოს მხოლოდ ერთი სახის დისციპლინური სახდელი. ამ კანონის 753 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება გამოიყენება მხოლოდ დამოუკიდებლად.“. 23. 7548 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7548. დისციპლინური სახდელის დაკისრება 1. ამ კანონით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომისათვის, როგორც წესი, გამოიყენება ამავე კანონის 753 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახდელები შესაბამისი თანმიმდევრობით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დისციპლინური გადაცდომის სახე მოითხოვს უფრო მკაცრი დისციპლინური სახდელის გამოყენებას. 2. ამ კანონის 753 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახდელი არ გამოიყენება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მიმართ.“. 24. 7549 მუხლი ამოღებულ იქნეს. 25. 7565 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ.გ“ და „ბ.დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.გ) შეცვალოს დისციპლინური სახდელი ან გამოიყენოს ამ კანონის 753 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება; ბ.დ) დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება შეცვალოს ნებისმიერი დისციპლინური სახდელით.“. 26. 7574 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესის შეუსრულებლობა ჩაითვლება ამ კანონის 751 მუხლის მე-8 პუნქტის „დ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დისციპლინურ გადაცდომად და გახდება სადისციპლინო კოლეგიის ან სადისციპლინო პალატის შემადგენლობიდან მოსამართლის გამოყვანის საფუძველი, აგრეთვე შეიძლება გახდეს მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი.“. მუხლი 2. 1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ 2005 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5, 20.01.2006, მუხ. 42). 2. 2020 წლის 1 სექტემბრამდე ჩარიცხული იუსტიციის მსმენელის სკოლაში სწავლის ხანგრძლივობაა 10 თვე. იუსტიციის მსმენელისათვის, რომელსაც აქვს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელად, საერთო სასამართლოს აპარატის ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელად, მოსამართლის 22 თანაშემწედ, სასამართლო სხდომის მდივნად, გამომძიებლად, პროკურორად ან/და ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება და სკოლაში ჩარიცხულია 2020 წლის 1 სექტემბრამდე, სრული სასწავლო კურსის ვადაა 6 თვე. 3. 2020 წლის 1 სექტემბრამდე იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მისაღებ კონკურსს ატარებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. 4. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს მოქმედი თავმჯდომარე და წევრები აგრძელებენ უფლებამოსილების შესრულებას იმ ვადით, რა ვადითაც ისინი არჩეულ იქნენ შესაბამის თანამდებობაზე. სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრი ამ კანონის ამოქმედებით გაჩენილ ვაკანსიაზე ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ აირჩიოს ამ კანონით გათვალისწინებული აკადემიური წრეებიდან. ამ კანონის ამოქმედებიდან სკოლის დამოუკიდებელ საბჭოში მოსამართლე წევრის პირველად უფლებამოსილების შეწყვეტისას, მის ადგილზე არჩეულ იქნეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი, ხოლო სკოლის დამოუკიდებელ საბჭოში უფლებამოსილების შეწყვეტის მეორე და მომდევნო შემთხვევებში - მოსამართლეთა კონფერენციის მიერ ამ კანონით დადგენილი წესით. მუხლი 3. 1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, გარდა ამ კანონის 1-ლი მუხლის მე-10 პუნქტით ჩამოყალიბებული XI1 თავის 6638 მუხლისა. 2. ამ კანონის 1-ლი მუხლის მე-10 პუნქტით ჩამოყალიბებული XI1 თავის 6638 მუხლი ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 23
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: 2016-2018 წლებში საქართველოში განხორციელებული კონსტიტუციური რეფორმის შედეგად გაიზარდა სასამართლო ხელისუფლების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გარანტიები და გაუმჯობესდა საქართველოში სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა. საქართველოში ეფექტიანი მართლმსაჯულების დამკვიდრების მიზნით 2012 წლის შემდეგ განხორციელდა მართლმსაჯულების რეფორმის 3 ეტაპი. მართლმსაჯულების რეფორმის პირველი ტალღის ფარგლებში შეიცვალა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესი. კერძოდ, განისაზღვრა, რომ პარლამენტის მიერ არჩეული პირები საბჭოში უნდა იყვნენ არა დეპუტატები, არამედ კონკურსის საფუძველზე შერჩეული პოლიტიკურად ნეიტრალური პირები, გაიზარდა სასამართლო სხდომების საჯაროობის ხარისხი, მოხდა სასამართლოს სადისციპლინო კოლეგიის დისტანცირება იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან. მომდევნო მეორე ტალღის ეტაპზე 2014 წლის პირველი აგვისტოს საკანონმდებლო ცვლილებები საფუძველზე ძალაში შევიდა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წესი, რომლის მიხედვითაც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ განწესების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მოსამართლე თანამდებობაზე განწესდება კანონით დადგენილი ასაკის (65 წელი) მიღწევამდე. მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნამდე კანონით განისაზღვრა მოთხოვნა ყველა მოსამართლის 3 წლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშვნის შესახებ, დეტალურად განისაზღვრა გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამართლეების შეფასების წესი და შეიქმნა ახალი ორგანო - უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა, რომელიც გასაჩივრების ორგანოს წარმოადგენს იმ მოსამართლეებისთვის, რომელთაც უარი ეთქვათ უვადოდ დანიშვნაზე. 2016 წლის 29 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც წარმოადგენდა მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღას. ხსენებული ცვლილებების შესაბამისად დაინერგა სასამართლოში საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემა, რაც მართლმსაჯულების სისტემაში გამორიცხავს ყველანაირ კორუფციას, დაზუსტდა მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები. თითოეული რეფორმის მიზანს წარმოადგენდა საქართველოში სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზების თვალსაზრისით სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების სრულყოფილი შესრულება. ცვლილებებმა უზრუნველყო საერთო სასამართლოების ინსტიტუციური და ფინანსური დამოუკიდებლობა და მოსამართლეთათვის საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელებისათვის საჭირო შესაბამისი პირობების შექმნა. აღნიშნულის მიუხედავად დარჩა საკანონმდებლო გამოწვევები სასამართლო ხელისუფლების განხორციელების გაუმჯობესების თვალსაზრით, რომელთა გადაჭრის მიზნითაც მოხდა აღნიშნული კანონპროექტის ინიციირება. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: საერთო სასამართლოებთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით რეგულირდება. „საერთო აღნიშნულიდან გამომდინარე, საერთო სასამართლოების წინაშე არსებული გამოწვევების საპასუხოდ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები სწორედ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში უნდა განხორციელდეს. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: დაიხვეწება მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების პრაქტიკა. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეფექტიანობის ხარისხი. საქმიანობის გაუმჯობესდება იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლების ხარისხი. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი ორგანული კანონის პროექტით „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შემდეგი სახის საკანონმდებლო ცვლილებები ხორციელდება: 1) „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ამჟამად მოქმედი 23-ე მუხლის მე-6 პუნქტის, ასევე 32-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარესა და თავმჯდომარის მოადგილეს, აგრეთვე რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარეს შესაბამისი სააპელაციო სასამართლოს და რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეებისაგან 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. წარმოდგენილი ორგანული კანონის პროექტის თანახმად, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ეკისრება ვალდებულება - სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის, აგრეთვე რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშვნამდე, შესაბამისი კანდიდატის შერჩევის მიზნით, გაიაროს კონსულტაცია სააპელაციო სასამართლოს და რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეებთან. გარდა ამისა, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ეკისრება ვალდებულება დაასაბუთოს კონკრეტულად რის საფუძველზე მიიღო მან გადაწყვეტილება შესაბამისი პირის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ან თავმჯდომარის მოადგილის, აგრეთვე რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ. 2) „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ამჟამად მოქმედი 35 მუხლი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა დანიშვნის დროს ინტერესთა შეუთავსებლობის საკითხებს არეგულირებს. 3 კერძოდ, აღნიშნული მუხლის: ა) პირველი პუნქტის თანახმად, მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის ჩატარებისას მოსამართლეობის კანდიდატს უფლება აქვს, დასაბუთებული შუამდგომლობით მოითხოვოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილება, თუ არსებობს ინტერესთა შეუთავსებლობა, კერძოდ, გარემოება, რომელიც საეჭვოს ხდის საბჭოს ამ წევრის ობიექტურობას, დამოუკიდებლობას ან/და მიუკერძოებლობას; ბ) მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, ინტერესთა შეუთავსებლობის არსებობის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ვალდებულია წინასწარ განაცხადოს ამის შესახებ და მონაწილეობა არ მიიღოს შესაბამისი მოსამართლეობის კანდიდატის მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებაში. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი მონაწილეობას ვერ მიიღებს მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის პროცედურებში, როგორც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, თუ იგი თავად მონაწილეობს მოსამართლის ამ ვაკანტური თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში; გ) მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ხმათა უმრავლესობით. კენჭისყრაში არ მონაწილეობს საბჭოს ის წევრი, რომლის აცილების საკითხიც განიხილება. წარმოდგენილი ორგანული კანონის პროექტით ფართოვდება იმ საკითხთა წრე, რომლის თაობაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დროს გამოყენებული იქნება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი 353 მუხლი. კერძოდ, ორგანული კანონის პროექტის თანახმად, 353 მუხლის მოქმედება გავრცელდება არა მხოლოდ ზემოაღნიშნულ შემთხვევებზე, არამედ იმ შემთხვევებზეც, როდესაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეთა დაწინაურების, მათი დისციპლინური პასუხისმგებლობის, აგრეთვე იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელ საბჭოში და საპროკურორო საბჭოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის არჩევის ან სხვა ინდივიდუალური აქტის გამოცემის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. გარდა ამისა, ორგანული კანონის პროექტით ცალსახად განისაზღვრება, რომ თუ საბჭოს წევრი არის მოსამართლეობის კანდიდატის ოჯახის წევრი, პირდაპირი აღმავალი ან დამავალი შტოს ნათესავი, და, ძმა, მშობლის ან შვილის გერი, მეუღლის და, ძმა, მშობელი, იგი არ მონაწილეობს მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის პროცედურაში. ორგანული კანონის პროექტით ასევე განისაზღვრება, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილება დაუშვებელია მის მიერ პირთა აბსტრაქტულად განსაზღვრული წრის მიმართ გამოთქმული მოსაზრების გამო. 3) „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ამჟამად მოქმედი 36-ე მუხლის 42 პუნქტის თანახმად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დასაბუთება შესაბამისი პირის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, აგრეთვე სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ განწესების შესახებ არ ქვეყნდება. წარმოდგენილი ორგანული კანონის პროექტის თანახმად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ეკისრება ცალსახა ვალდებულება გამოაქვეყნოს დასაბუთება რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, აგრეთვე სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ განწესების შესახებ. აღნიშნული დასაბუთება უნდა შეიცავდეს პროცედურის აღწერასა და შესაბამისი პირის დახასიათებას, მათ შორის მის მიერ დაგროვებულ ქულებს და დასკვნას კეთილსინდისიერების თაობაზე. დასაბუთებას ადგენს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. ორგანული კანონის პროექტის თანახმად, სავალდებულო წესით უნდა გამოქვეყნდეს ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის განსხვავებული აზრი შესაბამისი პირის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, აგრეთვე სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ განწესების შესახებ. 4) „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ამჟამად მოქმედი 47-ე მუხლის 11 პუნქტის თანახმად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ანგარიშვალდებულია საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის წინაშე. წარმოდგენილი ორგანული კანონის პროექტის თანახმად განისაზღვრება, რომ აღნიშნული ანგარიშვალდებულების ფარგლებში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს წარუდგენს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციას. აღნიშნული ანგარიში ასევე ქვეყნდება საბჭოს ვებგვერდზე. ყოველწლიურ ანგარიშს ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით. ცვლილება შედის ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესში. კერძოდ, საბჭოში ყველა ინსტანციის სასამართლოს სრულყოფილად წარმომადგენლობის მიზნით, ორგანული კანონის პროექტით განისაზღვრება, რომ საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანოს - მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული საბჭოს 8 წევრიდან თითო წევრი მაინც უნდა იყოს წარმოდგენილი თითოეული ინსტანციის სასამართლოდან. გარდა ამისა, წარმოდგენილი ორგანული კანონის პროექტით დგინდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლების მქონე სუბიექტი, ასევე საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევის წესი. კერძოდ, ორგანული კანონის პროექტის თანახმად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საბჭოს წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს. კანდიდატებს კენჭი ეყრებათ ერთიანად. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი უფლებამოსილია ხმა მისცეს მხოლოდ ერთ კანდიდატს. თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ვერ იქნა არჩეული, არჩევის ხელახალი პროცედურა იმართება კენჭისყრიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა. 5) „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ამჟამად მოქმედი 49-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომების საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, საბჭოს ვებ-გვერდზე ქვეყნდება საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, საბჭოს შემადგენლობის ცვლილების შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსისა და მისი შედეგების შესახებ ინფორმაცია. წარმოდგენილი ორგანული კანონის პროექტი უფრო მეტად ზრდის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომების საჯაროობის სტანდარტს. კერძოდ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ეკისრება ვალდებულება საბჭოს ვებ-გვერდზე ასევე გამოაქვეყნოს დამოუკიდებელი ინსპექტორის წარდგენილი დასკვნების თაობაზე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დისციპლინური დევნის დაწყებისა და დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია და საბჭოს სხდომის ოქმები. საბჭოს აგრეთვე ეკისრება ვალდებულება სხდომის გამართვამდე არანაკლებ 7 დღით ადრე ვებ-გვერდზე გამოაქვეყნოს სხდომაზე განსახილველი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ნორმატიული აქტის პროექტი. 6) „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ამჟამად მოქმედი 51 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დამოუკიდებელ ინსპექტორს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრული შემადგენლობის უმრავლესობით. 1 წარმოდგენილი ორგანული კანონის პროექტით იზრდება დამოუკიდებელი ინსპექტორის დამოუკიდებლობის სტანდარტი. კერძოდ, ორგანული კანონის პროექტით განისაზღვრება, რომ დამოუკიდებელი ინსპექტორი თანამდებობიდან შეიძლება გათავისუფლდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის გადაწყვეტილებით. გარდა ამისა, ორგანული კანონის პროექტით დგინდება დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრების სპეციალური წესი, რომელიც მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში უზრუნველყოფს აღნიშნული საჩივრის განხილვას. კერძოდ, ორგანული კანონის პროექტის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე 10 კალენდარული დღის ვადაში საჩივრდება შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს 30 კალენდარული დღის ვადაში. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში - სააპელაციო სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს 30 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში - უზენაეს სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს 30 კალენდარული დღის ვადაში. გარდა ამისა, ორგანულის კანონის პროექტით იზრდება მოთხოვნები, რომლებიც უნდა დააკმაყოფილოს დამოუკიდებელი ინსპექტორის კანდიდატმა. კერძოდ, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ამჟამად მოქმედი 511 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დამოუკიდებელ ინსპექტორად შეიძლება არჩეულ იქნეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება და მაღალი რეპუტაცია. ორგანული კანონის პროექტის მიხედვით, განისაზღვრება, რომ დამოუკიდებელი ინსპექტორის კანდიდატს უნდა ჰქონდეს უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომი. გარდა ამისა, დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის ფინანსური დამოუკიდებლობის გაზრდის მიზნით, ორგანული კანონის პროექტის თანახმად დგინდება, რომ დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის მიმდინარე ხარჯები არ შეიძლება შემცირდეს წინა წლის მიმდინარე ხარჯებთან შედარებით დამოუკიდებელი ინსპექტორის თანხმობის გარეშე. 7) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში უფლებამოსილია გამოსცეს, როგორც ინდივიდუალური ასევე ნორმატიული ხასიათის მქონე აქტები. მიუხედავად ამისა, ამჟამად მოქმედი კანონმდებლობა კონკრეტულ მითითებას, რომელიც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული აქტების კატეგორიზაციას ინდივიდუალურ და ნორმატიული ხასიათის მქონე აქტებად მოახდენდა არ ითვალისწინებს. აღნიშნული საკანონმდებლო ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით ცვლილება შედის „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლში, კერძოდ, აღნიშნულ მუხლს ემატება მე-16 პუნქტი, რომლის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული აქტები 2 კატეგორიად - ინდივიდუალურ და ნორმატიული ხასიათის მქონე აქტებად დაიყოფა. ორგანული კანონის პროექტის თანახმად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება შეიძლება იყოს ინდივიდუალური ან ნორმატიული ხასიათის. საბჭოს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტია - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულება, ხოლო საბჭოს ნორმატიული აქტია - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დადგენილება. ორგანული კანონის პროექტის თანახმად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გამოცემული განკარგულება უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. განკარგულებაში უნდა მიეთითოს ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზედაც გამოიცა ეს განკარგულება. პირს, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულება, უფლება აქვს წერილობით წარუდგინოს საბჭოს თავისი მოსაზრება აღნიშნული განკარგულების მიღებამდე. 8) წარმოდგენილი ორგანული კანონის პროექტით უქმდება „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონი. სკოლის საქმიანობის მარეგულირებული ნორმები უფრო მაღალი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტში, კერძოდ, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში გადმოინაცვლებს. იუსტიციის უმაღლესი სკოლის საქმიანობის ეფექტიანობისა და დამოუკიდებლობის გაზრდის მიზნით, ძირეულად იცვლება იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს ფორმირების წესი. „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონის ამჟამად მოქმედი მე-3 მუხლის პირველი-მე-5 პუნქტების თანახმად, დამოუკიდებელი საბჭო შედგება 6 წევრისგან. დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარეს, რომელიც იმავდროულად დამოუკიდებელი საბჭოს წევრია, თავისი წევრებისგან 3 წლის ვადით ირჩევს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია. დამოუკიდებელი საბჭოს 5 წევრს, რომელთაგან 1 საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრია, ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარის მიმართვის საფუძველზე, 3 წლის ვადით. წარმოდგენილი ორგანული კანონის პროექტის თანახმად, დამოუკიდებელი საბჭოს წევრთა რაოდენობა 7-მდე იზრდება. დამოუკიდებელი საბჭოს 3 წევრს, რომლებიც საერთო სასამართლოების სამივე ინსტანციიდან წარმოდგენილი თითო მოსამართლეები არიან, 4 წლის ვადით ირჩევს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია, კონფერენციის რეგლამენტით დადგენილი წესით. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საკუთარი შემადგენლობიდან 2 წევრს (1 მოსამართლე და 1 არამოსამართლე წევრი), მისი როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადით, ირჩევს დამოუკიდებელი საბჭოს წევრად. დამოუკიდებელი საბჭოს დანარჩენ 2 წევრს, რომლებიც კანონით დადგენილი წესით აკრედიტირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური/პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილების მქონე პირები არიან იკავებენ პროფესორის, ასოცირებული პროფესორის ან ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობას და არ მუშაობენ საჯარო დაწესებულებაში, 4 წლის ვადით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არანაკლებ 3 წევრის წარდგინებით, ირჩევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. მნიშვნელოვნად იზრდება იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს ფუნქციები, კერძოდ, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მისაღებ კონკურსს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ნაცვლად, უშუალოდ იუსტიციის უმაღლესი სკოლა ჩაატარებს, გარდა ამისა, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მსმენელების ჩარიცხვისა და გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას ასევე იუსტიციის უმაღლესი სკოლა მიიღებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ნაცვლად. აღნიშნული საკითხის თაობაზე ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილება მიზნად არ ისახავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კონტიტუციური უფლებამოსილების შეზღუდვას საერთო სასამართლოებში მოსამართლეების თანამდებობაზე განწესებასთან დაკავშირებით. არამედ, ვინაიდან მართლმსაჯულების რეფორმის IV ტალღის სამუშაო ჯგუფის ფორმატში საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, ოპოზიციური პარტიების მიერ არაერთხელ იქნა დაყენებული საკითხი იუსტიციის უმაღლესი სკოლისათვის მსმენელთა მიღების ფუნქციის მინიჭების შესახებ, კანონპროექტის ავტორმა გაიზიარა შესაბამისი წინადადება კონსესუსის მიღწევის სულისკვეთებიდან გამომდინარე, ამ თვალსაზრისით ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს 7 წევრისგან 4 წევრს, ანუ უმრავლესობას თავად იუსტიციის უმაღლესი საბჭო ირჩევს. აღნიშნული მოცემულობა უზრუნველყოფს იმას, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლობა სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს მიერ გადაწყვეტილებების მიღების დროს. იცვლება იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველთათვის დადგენილი მოთხოვნები. კერძოდ, ორგანული კანონის პროექტის მიხედვით, სკოლაში მისაღებ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ქმედუნარიან, ნასამართლობის არმქონე საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით და რომელსაც „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, რომლის ჩაბარებიდან არ არის გასული 10 წელი. წარმოდგენილი ორგანული კანონის პროექტის თანახმად, მნიშვნელოვნად იზრდება იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელის სტიპენდიის ოდენობა. „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონის ამჟამად მოქმედი მე-16 მუხლის თანახმად, იუსტიციის მსმენელი სასწავლო კურსის გავლისას იღებს სახელმწიფო სტიპენდიას, რომლის ოდენობა არ შეიძლება იყოს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლის მინიმალური ხელფასის 1/4-ზე ნაკლები. წარმოდგენილი ორგანული კანონის პროექტის თანახმად კი სტიპენდიის ოდენობა არ შეიძლება იყოს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლის მინიმალური ხელფასის 1/3-ზე ნაკლები. იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელის პროფესიული მომზადების, თეორიული ცოდნის გაღრმავებისა და პრაქტიკული მუშაობისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით, იზრდება სკოლაში სწავლების ხანგრძლივობა. „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონის ამჟამად მოქმედი მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სწვალების ხანგრძილოვობა შეადგენს 10 თვეს. წარმოდგენილი ორგანული კანონის პროექტის თანახმად კი აღნიშნული 10-თვიანი პერიოდი 16 თვემდე ხანგრძლივდება. გარდა ამისა, ორგანული კანონის პროექტით განისაზღვრება, რომ იუსტიციის მსმენელი სტაჟირებას გადის საერთო სასამართლოებში, აგრეთვე საკონსტიტუციო სასამართლოში, ადვოკატურაში, ნოტარიატში, პროკურატურაში და/ან ადმინისტრაციულ ორგანოებში, რომელთა ჩამონათვალს სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს დამოუკიდებელი საბჭო. გარდა საერთო სასამართლოებში სტაჟირებისა, იუსტიციის მსმენელის სხვა ორგანოში სტაჟირების გავლის საკითხს, კონკრეტული მსმენელის საჭიროებების გათვალისწინებით, სკოლის დირექტორის წარდგინებით წყვეტს დამოუკიდებელი საბჭო. იუსტიციის მსმენელის სწავლებისას, შესაძლებელია გათვალისწინებული იქნეს საზღვარგარეთის ქვეყნების ავტორიტეტულ სასწავლო ორგანიზაციაში სწავლება ან/და სტაჟირება. ორგანული კანონის პროექტის თანახმად, მოქმედ მოსამართლეებს ეკისრებათ ვალდებულება 3 წელიწადში 5 დღე მაინც დაუთმონ სკოლაში კვალიფიკაციის ამაღლებას. კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა მორგებული უნდა იყოს მოსამართლის საჭიროებებზე. იუსტიციის უმაღლეს სკოლას ასევე უფლება ენიჭება გასცეს სასწავლო გრანტი მოსამართლეებსა და სასამართლოს მოხელეებზე მათი კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით. სასწავლო გრანტის გაცემის წესსა და პირობებს განსაზღვრავს დამოუკიდებელი საბჭო. ორგანული კანონის პროექტი იუსტიციის უმაღლესი სკოლის ბაზაზე სასამართლო სისტემის გამოწვევების ანალიზისა და კვლევებისათვის სხვადასხვა კვლევითი ინსტიტუტების შექმნის შესაძლებლობასაც ითვალისწინებს. 9) საქართველოს კონტიტუციის 63-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოს მოსამართლე თანამდებობაზე განწესდება უვადოდ, ორგანული კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. მოსამართლეთა თანამდებობაზე უვადოდ განწესება სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გარანტს წარმოადგენს. სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად ასევე აუცილებელია მაღალი სტანდარტები არსებობდეს მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოებისას, რათა დისციპლინური სამართალწარმოების დროს ყოველგვარი თვითნებობა გამოირიცხოს. სამოსამართლო ქცევის ბანგალორის პრინციპების სულისკვეთების გათვალისწინებითა და მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების პროცესში მაღალი სტანდარტების დამკვიდრების მიზნით, წარმოდგენილი ორგანული კანონის პროექტის მიხედვით: ა) კონკრეტულად განიმარტება დისციპლინური გადაცდომის ცნება, რაც მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველს წარმოადგენს. ორგანული კანონის პროექტის თანახმად, დისციპლინური გადაცდომა არის მხოლოდ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული, მოსამართლის განზრახი ან გაუფრთხილებელი ქმედება. განზრახ დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვლება ქმედება, რომლის ჩადენისას მოსამართლე აცნობიერებდა საკუთარი ქმედებით ზიანის დადგომის შესაძლებლობას, ხოლო გაუფრთხილებლობით დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვლება ქმედება, რომლის ჩადენისას მოსამართლე არ ითვალისწინებდა თავისი ქმედებით ზიანის დადგომის შესაძლებლობას, თუმცა უნდა გაეთვალისწინებინა და შეეძლო კიდეც მისი გათვალისწინება. მოსამართლეს დისციპლინური პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ ბრალეული ქმედების ჩადენისთვის, ესე იგი - მხოლოდ მაშინ, თუ მას ობიექტურად შეეძლო და არ განუხორციელებია სათანადო ქმედება დისციპლინური გადაცდომის თავიდან ასაცილებლად. დისციპლინურ გადაცდომას არ წარმოადგენს ისეთი ქმედება, რომელიც, თუმცა ფორმალურად შეიცავს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული რომელიმე ქმედების ნიშნებს, მაგრამ მცირე მნიშვნელობის გამო არ გამოუწვევია ისეთი ზიანი, რომელიც აუცილებელს გახდიდა მისი ჩადენისთვის დისციპლინურ პასუხისმგებლობას, ან არ შეუქმნია ასეთი ზიანის საფრთხე; ბ) უფრო განჭვრეტადად გაიწერა მოსამართლის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სახეები, ვიდრე ეს ამჟამად მოქმედ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 751 მუხლის მე-2 პუნქტშია მოცემული. კერძოდ, დისციპლინური გადაცდომის სახეები 7 კატეგორიად დაიყო: 1) ქმედება, რომელიც არღვევს დამოუკიდებლობის პრინციპს; 2) ქმედებები, რომლებიც არღვევს მიუკერძოებლობის პრინციპს; 3) ქმედებები, რომლებიც არღვევს კეთილსინდისიერების პრინციპს; 4) ქმედებები, რომლებიც არღვევს წესიერების პრინციპს; 5) ქმედებები, რომლებიც არღვევს თანასწორობის პრინციპს; 6) ქმედებები, რომლებიც არღვევს კომპეტენციისა და გულისხმიერების პრინციპს; 7) სხვა ქმედება, რომელიც არ შეეფერება მოსამართლის სტატუსს. თითოეული კატეგორიის მიხედვით ჩამოყალიბდა დისციპლინური გადაცდომის შემადგენლობები; გ) დისციპლინური პასუხისმგებლობის ხანდაზმულობის ვადა მცირდება 3 წლამდე; დაკისრების ამჟამად მოქმედი 5-წლიანი დ) მოსამართლის მიმართ დისცილინური სამართალწარმოების პროცესში ყოველგვარი სუბიექტურობის გამორიცხვის და მოსამართლის დაცულობის მაღალის სტანდარტის შემოღების მიზნით, ორგანული კანონის პროექტის მიხედვით, მკვიდრდება როგორც დასაბუთებული ვარაუდის, ისე, ალბათობის მაღალი ხარისხის მტკიცებულებითი სტანდარტი, რომელიც განიმარტება, როგორც ურთიერთშეთავსებად და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საკმარისია ვარაუდის მაღალი ხარისხისათვის, რომ დისციპლინურ საქმეზე შეფარდებული იქნება შესაბამისი სახდელი. ცალსახად განისაზღვრება, რომ მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სწორედ აღნიშნული ალბათობის მაღალი ხარისხის სტანდარტით უნდა იხელმძღვანელოს. . ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: სასამართლო ხელისუფლებაში საკანონმდებლო ცვლილების დროულად განხორციელების აუცილებლობიდან გამომდინარე, კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებების ძირითადი ნაწილის ძალაში შესვლის თარიღად შერჩეული იქნა გამოქვეყნების მომენტი. თუმცა, ცალკეული ცვლილებები, მათ შორის, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლის ხანგრძლივობის ზრდა, მოქმედი მოსამართლეების კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა და სკოლის მიერ მსმენელთა მიღების წესი ამოქმედდება მოგვიანებით, ვინაიდან სკოლის რეფორმა, რომელსაც განაპირობებს წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება, საჭიროებს კომპლექსურ მომზადებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ასეთი მოთხოვნა არ არსებობს. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის პირველი მუხლის მე-10 პუნქტი ითვალისწინებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მსმენელებისათვის სახელმწიფო სტიპენდიის განსაზღვრას პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლის მინიმალური ხელფასის 1/3-მდე ოდენობით, ნაცვლად მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ¼-ისა, ხოლო სტიპენდიის ხანგრძლივობა 10 თვიდან იზრდება 16 თვემდე, მსმენელთა რაოდენობა კი განისაზღვრება არანაკლებ მოსამართლეთა ვაკანსიების არანაკლებ 20%-ის ოდენობით. შესაბამისად, წარმოდგენილი ცვლილება გამოიწვევს შესაბამისი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ზრდას, რომლის ოდენობაც დამოკიდებული იქნება მსმენელთა პოტენციურ რაოდენობაზე. კანონპროექტის პირველი მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 6636 მუხლი ითვალისწინებს გადამზადებაში მონაწილეობის უფლების მქონე პირთა კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობას საზღვარგარეთის ქვეყნების ავტორიტეტულ სასწავლო ორგანიზაციებში სწავლებისა და/ან სტაჟირების გზით. შესაბამისად, აღნიშნულმა შესაძლებელია გავლენა მოახდინოს შესაბამისი ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ხოლო მისი ოდენობა დამოკიდებული იქნება კვალიფიკაციის ასამაღლებელი სწავლების ან/და სტაჟირების სიხშირესა და ღირებულებაზე. კანონპროექტის პირველი მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 66 მუხლი ითვალისწინებს 38 საზღვარგარეთის ქვეყნების წარმომადგენლების მონაწილეობა სპეციალურ კურსებში, ხოლო სასწავლო კურსის პროგრამებს ამტკიცებს დამოუკიდებელი საბჭო. შესაბამისად, აღნიშნულმა შესაძლებელია გავლენა მოახდინოს შესაბამისი ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ხოლო მისი ოდენობა დამოკიდებული იქნება პროგრამის თავისებურებებზე და მის სიხშირეზე. კანონპროექტის პირველი მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 66 მუხლი ითვალისწინებს 41 იუსტიციის უმაღლესი სკოლისთვის საგრანტო და სამეცნიერო საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, აღნიშნულმა შესაძლებელია გავლენა მოახდინოს შესაბამისი ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ხოლო მისი ოდენობა დამოკიდებული იქნება საქმიანობის სიხშირესა და ფორმაზე. კანონპროექტის პირველი მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 6642 მუხლის მიხედვით, იუსტიციის უმაღლეს სკოლის ბაზაზე, სასამართლო სისტემის გამოწვევების ანალიზისა და კვლევებისათვის, შესაძლებელია შეიქმნას სხვადასხვა კვლევითი ინსტიტუტები. შესაბამისად, აღნიშნულმა შესაძლებელია გავლენა მოახდინოს შესაბამისი ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ხოლო მისი ოდენობა დამოკიდებული იქნება შექმნილი კვლევითი ინსტიტუტის თავისებურებებზე. დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურისთვის ბიუჯეტის გაზრდის შემთხვევაში 2019-2022 წლებში შესაძლებელია გაიზარდოს შესაბამისი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ვალდებულებების აღებას. ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის პირველი მუხლის მე-10 პუნქტი ითვალისწინებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მსმენელებისათვის სახელმწიფო სტიპენდიის განსაზღვრას პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლის მინიმალური ხელფასის 1/3-მდე ოდენობით, ნაცვლად მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ¼-ისა, ხოლო სტიპენდიის ხანგრძლივობა 10 თვიდან იზრდება 16 თვემდე, მსმენელთა რაოდენობა კი განისაზღვრება არანაკლებ მოსამართლეთა ვაკანსიების არანაკლებ 20%-ის ოდენობით. შესაბამისად, აღნიშნული ცვლილება გაზრდის მსმენელის მიერ მისაღებ შემოსავლებს პირველი სასამართლოს მოსამართლის მინიმალური ხელფასის 1/3-მდე, ხოლო მისაღები თანხის პერიოდს 10 თვიდან 16 თვემდე. კანონპროექტის პირველი მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 6641 მუხლი ითვალისწინებს იუსტიციის უმაღლესი სკოლისთვის საგრანტო საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, აღნიშნულმა შესაძლებელია გაზარდოს მოსამართლეებისა და სასამართლოს მოხელეების შემოსავლები, გაცემული გრანტების პროპორციულად. კანონპროექტის პირველი მუხლის მე-13 პუნქტი ითვალისწინებს მოსამართლის დისციპლინურ პასუხისმგებლობას „ხელფასის 5-დან 20%-მდე დაქვითვა არაუმეტეს 6 თვის განმავლობაში“. შესაბამისად, წარმოდგენილ კანონპროექტს ექნება ფინანსური გავლენა შესაბამის მოსამართლეებზე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ევროკავშირის, ევროსაბჭოს, აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით საერთაშორისო ექსპერტები. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე - ირაკლი კობახიძე. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშავილი, არჩილ თალაკვაძე, გურამ მაჭარაშვილი, გიორგი კახიანი.