„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
12.06.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე - ირაკლი კობახიძე
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე, ანრი ოხანაშავილი, გურამ მაჭარაშვილი, გიორგი კახიანი
ნომერი
#07-3/371/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-17
ბიუროს ნომერი 271

📜 ტექსტი

განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე გამოსცემს ინდივიდუალურ და ნორმატიულ აქტებს. მიუხედავად ამისა, ამჟამად მოქმედი კანონმდებლობა კონკრეტულ მითითებას, რომელიც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული აქტების კატეგორიზაციას მოახდენდა, არ ითვალისწინებს. აღნიშნული საკითხის დაზუსტების მიზნით ცვლილება შედის „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლში, კერძოდ, აღნიშნულ მუხლს ემატება მე16 პუნქტი, რომლის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული აქტები 2 კატეგორიად - ინდივიდუალურ და ნორმატიული ხასიათის მქონე აქტებად დაიყოფა. ზემოხსენებული საკანონმდებლო ცვლილებიდან გამომდინარე, აუცილებელია ასევე ცვლილება შევიდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში, რომლითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებულ ნორმატიული ხასიათის მქონე აქტებთან მიმართებით ცალკეული საკითხები დარეგულირდება. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია ნორმატიული ხასიათის აქტები გამოსცეს, აუცილებელია დარეგულირდეს ის საკითხები: ა) აქვს თუ არა იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებულ ნორმატიული ხასიათის მქონე აქტებთან მიმართებით სამართლებრივი ექსპერტიზის ჩატარების უფლებამოსილება; ბ) როგორი წესით უნდა გამოქვეყნდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული ნორმატიული აქტები. აღნიშნული საკითხების მოწესრიგება შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას სწორედ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში მოითხოვს. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: 1 კანონპროექტის მიღების შედეგად მოწესრიგდება: ა) იუსტიციის სამინისტროს მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული ნორმატიული ხასიათის მქონე აქტებთან მიმართებით სამართლებრივი ექსპერტიზის ჩატარების უფლებამოსილების საკითხი; ბ) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული ნორმატიული აქტების გამოქვეყნების წესი. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის მიხედვით ცვლილება შედის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველ პუნქტში და განისაზღვრება, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული ნორმატიული აქტი სამართლებრივი დასკვნისთვის არ გადაეცემა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს. გარდა ამისა, კანონპროექტით განისაზღვრება, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ნორმატიული აქტი „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ უნდა გადაეცეს და უნდა გამოქვეყნდეს მისი მიღებიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: სასამართლო ხელისუფლებაში საკანონმდებლო ცვლილების დროულად განხორციელების აუცილებლობიდან გამომდინარე, კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღად შერჩეული იქნა გამოქვეყნების მომენტი. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ასეთი მოთხოვნა არ არსებობს. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. 2 ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ვალდებულებების აღებას. ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი); კანონპროექტით არ ხდება რაიმე გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დაწესება. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და 3 ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ევროკავშირის, ევროსაბჭოს, აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით საერთაშორისო ექსპერტები. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე - ირაკლი კობახიძე. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშავილი, არჩილ თალაკვაძე, გურამ მაჭარაშვილი, გიორგი კახიანი. 4