„შპს „საფინანსო კომპანია საქართველოსთან“ დაკავშირებული საკითხის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე“

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
06.06.2019
ავტორი
ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატები“
ნომერი
#07-3/364/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-17
ბიუროს ნომერი 271

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის დადგენილება შპს „საფინანსო კომპანია საქართველოსთან“ დაკავშირებული საკითხის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის („პარლამენტის საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიები“) და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 61-ე („დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის საფუძვლები“) და 62-ე („დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა“) მუხლების შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების" წარდგინებით, შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის შპს „საფინანსო კომპანია საქართველოსთან“ დაკავშირებულ საკითხს. 2. დროებითი საგამოძიებო კომისიის გამოსაკვლევი საკითხია შპს „საფინანსო კომპანია საქართველოს“ საქმიანობა, რის შედეგადაც, დაზარალდა უამრავი ადამიანი. აგრეთვე, საქართველოს ერონული თვითმმართველობის ბანკის, ორგანოების სხვა და სახელმწიფო მათ შორის, ორგანოების, თანამდებობის ადგილობრივი პირების მიერ, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოკვლევა. იმის შესწავლა, თუ რამდენად ადეკვატური იყო საქართველოს ეროვნული ბანკის რეაგირება, შეიძლებოდა თუ არა, ამ და სხვა სახელმწიფო ორგანოების მხრიდან სათანადო, დროული და ეფექტური რეაგირების შემთხვევაში, ფაქტობრივად დამდგარი ზარალის თავიდან აცილება. იმის დადგენა, თუ რამდენად იკვეთება საქმეში თანამდებობის პირთა და მოხელეთა დანაშაულებრივი გულგრილობა. აგრეთვე, დაზარალებულების ზუსტი რაოდენობისა და მიღენებული ზიანის ოდენობის დადგენა. იმ აქტივებთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა, საიდანაც შესაძლებელია დაზარალებულთა დაკმაყოფილება. 3. დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების ვადად განსაზღვროს 3 თვე. 4. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტზე „შპს „საფინანსო კომპანია საქართველოსთან“ დაკავშირებული საკითხის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია დადგენილების პროექტის შესახებ. ა.ა) დადგენილების პროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს დადგენილების პროექტი; საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საფუძველია: „ინფორმაცია სახელმწიფო ორგანოს, თანამდებობის პირის კანონსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ, კორუფციული სამართალდარღვევის შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სხვა ინტერესებს.“ შპს „საფინანსო კომპანია საქართველოსთან“ (შემდგომში - „საფინანსო კომპანია“) დაკავშირებულ მოვლენებში იკვეთება, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით, ადგილი აქვს სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მხრიდან კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებს, მინიმუმ დანაშაულებრივ საქართველოს სახელმწიფო გულგრილობას, უსაფრთხოებას, ქვეყნის რაც პოლიტიკურ საფრთხეს და უქმნის ეკონომიკურ ინტერესებს. კერძოდ, საქმის მასალებიდან (მათ შორის პარლამენტის სამუშაო ჯგუფის 2017 წლის 02 აგვისტოს დასკვნა) იკვეთება, რომ საქართველოს ეროვნული ბანკისა და სხვა კომპეტენტური სუბიექტების მხრიდან არასათანადო, დაგვიანებული და არაკვალიფიციური რეაგირების შედეგად დაზარალდა დაახლოებით 2300 მოქალაქე, ხოლო მათ მიერ განცდილმა ფინანსურმა დანაკარგმა შეადგინა მრავალი მილიონი ლარი (დღემდე არაა დადგენილი დაზარალებულთა და მიყენებული ზარალის ზუსტი რაოდენობა). ჩრდილი მიადგა საფინანსო და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ მოსახლეობის ნდობას, განსაკუთრებით შეილახა საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში - „სებ-ი“) რეპუტაცია და ამ დაწესებულების მიერ განხორციელებული რეაგირების ეფექტურობა და დროულობა მოითხოვს კვალიფიციურ შეფასებას საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ, რათა, არამხოლოდ ამჟამად დაზარალებული მოქალაქეების ინტერესები იქნეს დაკმაყოფილებული, არამედ მოხდეს პრევენცია, მომავალში მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად. მოცემულ ვითარებაში, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია არის ერთადერთი ორგანო, რომელსაც რეალურად შეუძლია გარდატეხა შეიტანოს პრობლემის მოგვარებაში, რასაც განაპირობებს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლითა (დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესაძლებლობა) და პარლამენტის რეგლამენტის 67-ე მუხლით („დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილება“) უზრუნველყოფილი ფართო უფლებამოსილებები. სხვა შემთხვევაში, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ საკითხი დარჩება გამოუძიებელი, ხოლო დაზარალებულთა სამართლიანი მოთხოვნები ვერ დაკმაყოფილდება, ვინაიდან, ყველა სხვა რესურსი ამოწურულია (სასამართლო, პროკურატურა, პარლამენტის დროებითი სამუშაო ჯგუფის შეუსრულებელი რეკომენდაციები...) და მიუხედავად ამისა, დღემდე ღიადაა დატოვებული ისეთი უმნიშვნელოვანესი საკითხები, როგორიცაა სებ-ის და სხვა სახელმწიფო ორგანოების/ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, აგრეთვე თანამდებობის პირთა მინიმუმ დანაშაულებრივი გულგრილობა, დაზარალებულთა ზუსტი რაოდენობა და მიყენებული ზიანის ოდენობა. აგრეთვე დაზარალებულთა დაკმაყოფილების საშუალებების/აქტივების მოძიება. მიუხედავად პარლამენტის სამუშაო ჯგუფის მიერ გაწეული მუშაობისა, ვერ შესრულდა პარლამენტის სამუშაო ჯგუფის (02 აგვისტო, 2017წ) ვერცერთი რეკომენდაცია (არაა სავალდებულო შესასრულებლად) და საკითხი ჩიხშია შესული. მხოლოდ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას გააჩნია შესაბამისი კომპეტენცია და უფლებამოსილება, რომ მოხერხდეს ამ საქმის ბოლომდე გამოკვლევა. მაგალითად, იმის გათვალისწინებით, რომ ეროვნული ბანკი თავს არიდებს, რეკომენდაციის შესაბამისად, განახორციელოს 2012-დან 2016 წლების პერიოდში საფინანსო კომპანია საქართველოს მიმართ სებ-ის გატარებული ქმედებების და ღონისძიებების ეფექტურობის შესწავლა, მიერ სწორედ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაა ერთადერთი ორგანო, ვისაც უფლება აქვს მიიღოს ყველა საჭირო ზომა, საკითხის გამოსაკვლევად. როგორც ცნობილია, სებ-ის ძირითად ამოცანას წარმოადგენს საფინანსო სისტემის სტაბილურობა და ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა. საამისოდ, იგი აღჭურვილია საზედამხედველო ზედამხედველობა. აქედან ფუნქციებით გამომდინარე, და ევალება მნიშვნელოვანია, საფინანსო სექტორის პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ შეფასდეს, საქართველოს ეროვნული ბანკის, როგორც საფინანსო სექტორის ზედამხედველისა და რეგულატორის, საფინანსო სექტორის ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობის მიზნით გატარებული ღონისძიებების ეფექტურობისა და ჩარევის საკითხი. დროებითმა საგამოძიებო კომისიამ აგრეთვე უნდა შეაფასოს, სებ-ს მიერ მიწოდებული ინფორმაციების საფუძველზე, სხვა სახელმწიფო ორგანოების მიერ მიღებული ზომები. კერძოდ, ხომარ იკვეთება ამ ქმედებებში მინიმუმ დანაშაულებრივი გულგრილობა. პარლამენტის სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული დასკვნიდან ჩანს, რომ სებ-ის პირველი მიმართვა განხორციელდა 2012 წლის 29 ნოემბერს, მთავარი პროკურატურის მიმართ, ხოლო შემდგომ 2014 წლის 25 ნოემბერს - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძებო სამსახურისადმი და მთავარი პროკურატურისადმი. საქმის შესწავლის შედეგად იკვეთება, რომ სებ-მა თავიდანვე საეჭვოდ ჩათვალა საფინანსო კომპანიის საქმიანობა და როგორც აღვნიშნეთ, კორესპონდენციები დაუგზავნა სამართალდამცავ ორგანოებს. შედეგად, იქმნება სურათი, რომ ფაქტიურად, სებ-იდან დაწყებული ყველა შესაბამისი ორგანო იქნა საქმის კურსში ჩაყენებული, მათ მოახდინეს გარკვეული რეაგირებები, მაგრამ ყოველგვარი რეზულტატის გარეშე და ხალხი მაინც დაზარალდა. უფრო მეტიც, დაზარალებულთა უდიდესი წილი მოდის საფინანსო კომპანიის საქმიანობის ბოლო პერიოდზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ სებ-ისა და სამართალდამცავი ორგანოების მიერ გაკეთებული შეფასებები და რეაგირებები აღმოჩნდა მინიმუმ უკიდურესად არაკვალიფიციური და თუ ისინი უზრუველყოფდნენ ადეკვატურ/დროულ რეაგირებას, ზიანი აღარ დადგებოდა ასეთ მასშტაბებში. აღნიშნული მასშტაბები კი არ გამოიხატება მხოლოდ მატერიალურ მოცემულობაში, არამედ ადგილი აქვს სუიციდის შემთხვევებსაც, ვინაიდან ადამიანებმა დაკარგეს უკანასკნელი სარჩო. იმ შემთხვევაში, თუკი არ შეიქმნება პარლამენტის დროებით საგამოძიებო ორგანო, როგორც კითხვებზე პასუხის გაცემის უკანასკნელი საშუალება, მოსალოდნელია, რომ დაზარალებულ მოქალაქეებში კიდევ უფრო გაიზრდება დეპრესიული ფონი და სამართლიანი უკმაყოფილება. აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ დაზარალებულთა შორისაა უამრავი ემიგრანტი, რომლებმაც დაკარგეს მთელი თავიანთი დანაზოგი. ცნობილია, რომ მათ მიერ გადმორიცხული თანხები შეადგენს მნიშვნელოვან წილს საქართველოს ეკონომიკაში და ამ ადამიანებს შორის უნდობლობის გაღრმავება საქართველოს საფინანსო სისტემის მიმართ, არ აისახება დადებითად ეკონომიკის განვითარებაზე. პარლამენტის სამუშო ჯგუფის 2017 წლის 02 აგვსტოს დასკვნაში ვკითხულობთ, რომ სამართალდამცავ უწყებებს ჯერ კიდევ 2012-2014 წლებში სებ-იდან გაეგზავნათ ინფორმაცია საფინანსო კომპანიის საქმიანობის შესახებ, რაზეც სებ-მა პასუხი მიიღო 2015 წლის იანვარში, ხოლო სისხლის სამართლებრივი საქმის წარმოება დაიწყო 2016 წლის ბოლოს. სებ-ისა და სამართალდამცავი უწყებების საქმიანობის შესწავლა და შეფასება აუცილებელია დროებით საგამოძიებო კომისიის მიერ. რაც შეეხება თავად საფინანსო კომპანიის გარშემო განვითარებულ მოვლენებს, შპს „საფინანსო კომპანია საქართველო“ დაკავებული იყო ფიზიკური პირებისაგან ფულადი სახსრების მოზიდვით, 2008-2016 წლებში. მომხმარებლების მოზიდვა ხორციელდებოდა ბაზრისათვის არაადეკვატურად მაღალი საპროცენტო განაკვეთების შეთავაზების გზით. ჯერ კიდევ დაუდგენელია დაზარალებულთა ზუსტი რაოდენობა. თუმცა, დაუზუსტებელი მონაცემებით საუბარია 2300-ზე მეტ მოქალაქეზე, ხოლო მოზიდულმა თანხებმა შეადგინა 120.000.000 ლარი. შპს „საფინანსო კომპანია საქართველო“, საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ-ის) ყურადღების ქვეშ მოექცა 2012 წელს, როდესაც სებ-ს გაუჩნდა ეჭვი, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით, საფინანსო კომპანიის საქმიანობაში შეიძლება ადგილი ჰქონოდა დანაშაულის ნიშნებს. სქემა, რომლითაც სარგებლობდა საფინანსო კომპანია, იყო ე.წ პირამიდული ტიპის. კომპანია პირდებოდა მოსახლეობას წლიურ მაღალ სარგებელს მოზიდულ თანხებზე. განაკვეთი მერყეობდა 34%-ის ფარგლებში. ასეთი მაღალი საპროცენტო განაკვეთი არ გამომდინარეობდა რაიმე ლოგიკიდან. კომპანიას არ გააჩნდა მოზიდული თანხების რეალურ ეკონომიკაში დაბანდების გეგმა. კომპანიის მხრიდან ფულის ხარჯვა და ვითომ სხვა ბიზნესებში დაბანდება იყო ქაოტური. საქმეში იკვეთება სებ-ის და სხვა სახელმწიფო ორგანოების სავარაუდო დანაშაულებრივი გულგრილობა, იგივე მომენტი იკვეთება აგრეთვე თანამდებობის პირთა და მოხელეთა მიმართ, რითაც ისარგებლა შპს „საფინანსო კომპანია საქართველომ.“ მაგალითად, როგორც ჩვენთვის ცნობილია, საფინანსო კომპანია, შემოსული სახსრებით, შენობა ნაგებობებს აშენებდა სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთებზე, საკუთრებაში გაფორმების გარეშე. ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნული უკანონო შენობა-ნაგებობები მიქცეული იქნა სახელმწიფოს საკუთრებაში. ეს ის შენობებია, რომელთა სამშენებლო ღირებულება დაფინანსებული იყო მოსახლეობიდან მოზიდული ანაბრებით. სახელმწიფომ, ან ადგილობრივმა ხელისუფლებამ სავარაუდოდ ჩაიდინეს გულგრილობა, როდესაც დაუშვეს უკანონო მშენებლობები. ეს რომ არ მომხდარიყო, საფინანსო კომპანიის ხელმძღვანელობას არ მიეცემოდა საშუალება, მეანაბრეთა სახსრები ასე უმისამართოდ გაეფლანგა. ეს საკითხი მოითხოვს კარგად შესწავლასა და გაანალიზებას დროებითი საგამოძიებო კომისიის მხრიდან. მას შემდეგ, რაც საფინანსო კომპანიის ფინანსური სქემა ჩამოიშალა, ეროვნული ბანკი არ თვლის თავს ვალდებულად, უპასუხოს დაზარალებულებს, გაურბის შეკითხვებს, რომლებიც სამართლიანად ისმება მის მიმართ. მიუხედავად საპარლამენტო მომხსენებელთა ჯგუფის მიერ შედგენილი დასკვნა/რეკომენდაციებისა, სებ-მა თავი აარიდა შიდა სისტემურ მოკვლევას, რითაც უნდა გამოევლინა ეროვნული ბანკის მოხელეთა კონკრეტული გადაცდომები და დაშვებული გულგრილობები. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიის ანგარიშებზე მთლიანმა მოზიდულმა თანხებმა შეადგინა 120.000.000 ლარი, არსებობს ალბათობის მაღალი ხარისხი, რომ ასეთი მაღალი ბრუნვის მქონე კომპანიას მფარველობდნენ გარკვეული თანამდებობის პირები. პარლამენტის ბიუროს 2017 წლის 05 ივნისის #64/15 გადაწყვეტილების საფუძველზე შექმნილი მომხსენებელთა ჯგუფის დასკვნაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან ირკვევა, რომ საფინანსო კომპანიასთან დაკავშირებით, არსებობდა კომუნიკაცია ეროვნულ ბანკსა და საგამოძიებო სამსახურებს შორის. თუმცა, ქმედითი და პრევენციული ურთიერთობა ამ კომუნიკაციას არ მოჰყოლია. დღემდე უცნობია, თუ რა ქმედებები იქნა განხორციელებული 2012-2016 წლებში ფინანსთა სამინისტროს საგამოძებო სამსახურის მიერ, რა შინაარსი ჰქონდა საიდუმლო მიმოწერას საქართველოს ეროვნულ ბანკსა და გამოძიებას შორის. რამდენად პროფესიონალურად იქნა განხილული ეროვნული ბანკის მიმართვა. საქართველოს პარლამენტის საგამოძიებო კომისია არის ის ორგანო, რომლისთვისაც ხელმისაწვდომია ასეთი ინფორმაციის შესწავლა, გამოკვლევა და კვალიფიციური შეფასების გაკეთება. გარდა იმისა, რომ არ მოხდა სათანადო ჩარევა (საფინანსო კომპანიასთან დაკავშირებული მოკვლევის დაწყება) და ეროვნულმა ბანკმა დაიგვიანა (შესაძლოა მიზანმიმართულადაც კი), მას შემდეგაც კი, როდესაც სებ-ი ჩაერია პრობლემის მოგვარების მიზნით, თავად ჩარევის პროცესი იყო დროში ძალიან გაწელილი (გრძელდებოდა თვეების განმავლობაში, რა პერიოდშიც, პირიქით, უფრო გააქტიურდა საფინანსო კომპანიის მიერ მეანაბრეების მოზიდვის პროცესი), რაც შესწავლის საგანია პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მიერ. სებ-ის არასათანადო რეაგირება იმაშიც ჩანს, რომ, როგორც პარლამენტის სამუშაო ჯგუფის დასკვნიდან ჩანს, 2013 წლიდან მოყოლებული, სებ-მა კომპანიას რამდენჯერმე მოსთხოვა პირთა ფართო მასებიდან სახსრების მოზიდვის რეკლამირების შეწყვეტა, თუმცა ისინი კორესპონდენციებს უგზავნიდნენ 206332191 ს/კ-ის მქონე კომპანიას, მაშინ როცა, ზემოაღნიშნული იურიდიული პირის ფაქტობრივ მისამართზე ფულად სახსრებს იზიდავდა 433101895 ს/კ-ის მქონე კომპანია და ორივე მათგანი არსებობდა ერთი და იგივე სახელწოდებით. დამაფიქრებლად გულგრილი და გვიანი ჩარევის გამო, საფინანსო კომპანიამ აქტიურად განაგრძო მოსახლეობისაგან ანაბრების მოზიდვა და მეანაბრეებმა 7 თვის განმავლობაში არც კი იცოდნენ, რომ დაწყებულ იყო ეროვნული ბანკის მიერ ზედამხედველობისა და მოკვლევის პროცედურები. უდავოა, რომ ეროვნული ბანკის მყისიერი ქმედება მკვეთრად შეამცირებდა ზარალის ოდენობას და დაზარალებულთა რაოდენობას. ეჭვებს აძლიერებს ის ფაქტიც, რომ დაზარალებულთა ინფორმაციით, 2017 წლის 25 მაისს, სასამართლოში დაკითხვისას, ეროვნული ბანკის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ეროვნული ბანკის ტერიტორიაზე ადგილი ჰქონდა სებ-ის წარმომადგენლების და შპს საფინანსო ვითარებაში. კომანია საქართველოს ხელმძღვანელობის შეხვედრას, არაფორმალურ საქართველოს პარლამენტის მომხსენებელთა ჯგუფის დასკვნით, ერთ-ერთი რეკომენდაცია ეროვნული ბანკის მიმართ იყო სწორედ ამ მოცემული საკითხის შიდა უწყებრივი გამოკვლევა, რაც ეროვნულმა ბანკმა არ განახორციელა. სებ-ი მიუთითებს, რომ თითქოს მან გააკეთა განცხადებები და გააფრთხილა მოსახლეობა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან ეს განცხადებები გაკეთებულია მხოლოდ 2013 და 2016 წელს, საკუთარ ინტერნეტ გვედზე, ერთჯერადად და ის არაა მიმართული კონკრეტულად შპს „საფინანსო კომპანია საქართველოს“ და მისი მეანაბრეების მიმართ. განცხადება ზოგადი სახისაა და გაუგებარი. შესწავლას მოითხოვს, რამდენად სწორად გააკეთა სებ-მა გამაფრთხილებელი განხდადებები და იყო თუ არა ის მიმართული მიზნობრივად მეანაბრეებისათვის. ასევე გამოსაკვლევია, თუ რატომ გაკეთდა განცხადებები მხოლოდ 2013 და 2016 წლებში. 2017 წლის 25 მაისს, სასამართლოში დაკითხვისას, ეროვნული ბანკის წარმომადგენელმა გააკეთა კიდევ ერთი საყურადღებო განცხადება. მან აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ 2012 წელს მოექცა საფინანსო კომპანია სებ-ის ყურადღების ქვეშ და იგი აფრთხილებდა კომპანიას. ეს ჩვენება აჩენს დიდ კითხვის ნიშანს სებ-ის მიმართ: თუ სებ-ი აფრთხილებდა 2012 წელს, მაშინ შემდგომი 4 (ოთხი) წელი რითი იყო დაკავებული? მითუმეტეს, რომ უკვე კანონიც მიღებული იყო და მუდმივად შეეძლოთ, უკვე კანონის საფუძველზე მიემართათ 2013, 2014, 2015 და 2016 წლებში. საუბარია „ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის 48’1 მუხლზე (კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის საქმიანობის რეგულირება): „იურიდიული პირი (გარდა კომერციული ბანკისა), რომელიც სახსრებს მოიზიდავს ოთხასზე მეტი ფიზიკური პირისაგან ან რომლის მიერ ფიზიკური პირებისაგან მოზიდული სახსრების ოდენობა აღემატება ხუთ მილიონ ლარს, ვალდებულია, ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, გაიაროს რეგისტრაცია ეროვნულ ბანკში და დააკმაყოფილოს ეროვნული ბანკის მიერ კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტისათვის დადგენილი მოთხოვნები.“ ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ საქართველოს პარლამენტის მომხსენებელთა ჯგუფის ერთ-ერთი რეკომენდაცია, საქართველოს მთავრობაში უწყებათაშორისი კომისიის შექმნის წინაპირობისათვის, გახლდათ საკითხი იმის თაობაზე, რომ კომისიას უნდა დაედგინა და მოეკვლია, კომპანიასთან დაკავშირებული პირდაპირი თუ ირიბი ქონების სტატუსი, მათ შორის სამართლებრივი კავშირები. სამწუხაროდ, უწყებათაშორისმა კომისიამ არ იმუშავა. ამ ეტაპზე, ზემოაღნიშნული საკითხების გამოკვლევა და შესაბამისი დასკვნის გაკეთება მხოლოდ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის პრეროგატივაა. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად დადგენილების მიღების აუცილებლობა; არსებული პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია მხოლოდ შპს „საფინანსო კომპანია საქართველოსთან“ დაკავშირებული საკითხის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის გზით. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: „რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის ინიციატივით პარლამენტში იქმნება საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიები.“ ამასთანავე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით (61-ე და 62-ე მუხლები), პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია იქმნება სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოკვლევისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით, რასაც სავარაუდოდ ადგილი აქვს შპს საფინანსო კომპანია საქართველოსთან მიმართებაში. ა.ბ) დადგენილების პროექტის მოსალოდნელი შედეგები; პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია არის სწორედ ის მაღალი კომპეტენციის ორგანო, რომელიც სრულყოფილად შეძლებს სისტემური დანაშაულის მხილებას, რაც შემდგომში გახდება საფუძველი საგამოძიებო ორგანოებისათვის, დაიწყონ გამოვლენილი კონკრეტული ფატების მიმართ გამოძიება. ა.გ) დადგენილების პროექტის ძირითადი არსი; დადგენილების პროექტის ძირითად არსს წარმოადგენს პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა, სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოკვლევისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით, რასაც სავარაუდოდ ადგილი აქვს შპს „საფინანსო კომპანია საქართველოსთან მიმართებაში“. ა.დ) დადგენილების პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში; აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ დადგენილების პროექტთან მიმართებაში. ა.ე) დადგენილების პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება; საკითხის სიმწვავიდან გამომდინარე, დადგენილების პროექტი ძალაში უნდა შევიდეს მისი მიღებისთანავე. ა.ვ) დადგენილების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს დადგენილების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას); ინიციატორი არ ითხოვს დადგენილების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას. ბ) დადგენილების პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (დადგენილების პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი). ბ.ა) დადგენილების პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო; საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 71-ე მუხლის თანახმად, დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ საქმიანობის პერიოდში გაწეული ხარჯები ანაზღაურდება პარლამენტის ბიუჯეტიდან. ბ.ბ) დადგენილების პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) დადგენილების პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 71-ე მუხლის თანახმად, დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ საქმიანობის პერიოდში გაწეული ხარჯები ანაზღაურდება პარლამენტის ბიუჯეტიდან. დროებითი საგამოძიებო კომისიის ხარჯების ოდენობის თაობაზე პარლამენტის ხაზინადართა საბჭოს გადაწყვეტილებას პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის ბიურო. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, დადგენილების პროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით; კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) დადგენილების პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება დადგენილების პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია დადგენილების პროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა; დადგენილების პროექტის მიღება ფინანსურ გავლენას არ იქონიებს პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება დადგენილების პროექტის მოქმედება. ბ.ვ) დადგენილების პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი; ასეთი არ არსებობს. გ) დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ა) დადგენილების პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან; დადგენილების პროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან; დადგენილების პროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) დადგენილების პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება დადგენილების პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი; დადგენილების პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, დადგენილების პროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან; ასეთი არ არსებობს. დ) დადგენილების პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო დადგენილების პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. დ.ბ) დადგენილების პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება დადგენილების პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება დადგენილების პროექტის მსგავსი დადგენილების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული დადგენილების პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში; ასეთი მიმოხილვა არ არსებობს. ე) დადგენილების პროექტის ავტორი; პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატები ვ) დადგენილების პროექტის ინიციატორი. პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატები