საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დასკვნა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელების 2018 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
17.06.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-11436/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-24
ბიუროს ნომერი 272

📜 ტექსტი

დასკვნა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი 2-11436/19 17-06-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი - საორგანიზაციო დეპარტამენტს დასკვნა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელების 2018 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშის მოსმენა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა 2019 წლის 10 აპრილს მოისმინა „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების 2018 წლის ეროვნული გეგმის შესრულების ანგარიში“, ასევე „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების 2019 წლის ეროვნული გეგმა“, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ წარმოადგინა. მინისტრის მოადგილემ მიმოიხილა ზოგადი ეკონომიკური ტენდენციები. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს და აღნიშნა, რომ დინამიკა პოზიტიურია და ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისათვის მნიშვნელოვანია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება, რაც დამოკიდებულია, როგორც ასოცირების შესახებ შეთანხმების დროულ იმპლემენტაციაზე, ისე ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობაზე. 2018 წელს ევროკავშირში საქართველოს ექსპორტის მონაცემი იყო უპრეცედენტო და 730.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მიუხედავად ექსპორტის მზარდი დინამიკისა, აუცილებელია წარმოების გაზრდა და ექსპორტის დივერსიფიცირება. აღნიშნული მიმართულებით ხორციელდება სხვადასხვა პროექტი, მათ შორის ევროკავშირის ხელშეწყობითაც. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ 2018 წელს არა მხოლოდ მეტი პროდუქტი შევიდა საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე, არამედ გაიზარდა ექსპორტიორი კომპანიების რაოდენობაც (2018 წელს 2014 წელთან თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge შედარებით ექსპორტიორი კომპანიების რიცხვი 37%-ით გაიზარდა და 800-მდე კომპანია შეადგინა). 2014 წელთან შედარებით ასევე გაიზარდა ევროკავშირში ქართული პროდუქციის ცნობადობა. ევროპულ ბაზარზე გავიდა რიგი ახალი პროდუქტები, მაგალითად: კივი, გამხმარი ლიმონი, ხურმა, შავი მოცხარი, ვაშლი, კომში, ხილის ჯემები, ცხოველების ავეჯი, მინის ბოთლები და სხვა პროდუქცია. ქართული მხარე თანამშრომლობს ევროკავშირთან ცხოველური წარმოშობის პროდუქტების აღიარების საკითხზე. შედეგად, უკვე შეიძლება შავი ზღვის თევზისა და თაფლის ევროკავშირში ექსპორტი. ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს აკვაკულტურის ევროკავშირის ბაზარზე დაშვებასთან დაკავშირებით, ვინაიდან ეს მიმართულება მთავრობის მიერ იდენტიფიცირებულ იქნა, როგორც ექსპორტის პოტენციალის მქონე პროდუქტი. ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს ექსპორტის სტრატეგიაზე, რომელიც ძირითად აქცენტს სამი მიმართულებით აკეთებს: ავეჯის, საფეიქრო მრეწველობისა და საკომუნიკაციო სფეროში ღირებულებათა ჯაჭვებზე. ეს არის სფეროები, რომლებსაც შეუძლიათ ევროკავშირში ექსპორტის ზრდის ხელშეწყობა. სტრატეგიის საფუძველზე, ასევე უნდა მოხდეს სამოქმედო გეგმის შემუშავებაც. მუშაობა გრძელდება იმისათვის, რომ მოხდეს ევროკავშირში ექსპორტის პოტენციალის მქონე პროდუქტების იდენტიფიცირება და შესაბამისი წარმოების ხელშეწყობა. DCFTA-ს ეფექტიანი გამოყენების უზრუნველსაყოფად უდიდესი მნიშვნელობა აქვს მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის სათანადო ინფორმაციის მიწოდებას და ახალ მოთხოვნებთან ადაპტირებაში დახმარებას. ამდენად მისასალმებელია, რომ რეგიონებში ტარდება მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრები, რომლის ფარგლებში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები იღებენ ინფორმაციას იმ რეგულაციებთან დაკავშირებით, რომელიც ასოცირების შეთანხმების ფარგლებში უნდა ამოქმედდეს. შეხვედრებზე მოსახლეობას ასევე მიეწოდება ინფორმაცია ევროკავშირისა და სხვა დონორი ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ. 2018 წელს 400-მდე მეწარმესთან ჩატარდა შეხვედრა. 2018 წელს ფინანსებზე ხელმისაწვდომობისა და ტექნიკური მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში „აწარმოე საქართველოში“ დაეხმარა 102 ბიზნეს პროექტს, მათ შორის 65 საწარმოს და 37 სასტუმროს. ამ 102 პროექტის ჯამური ინვესტიცია შეადგენს 219 მილიონ ლარს და მათ უნდა შექმნან დამატებითი 3000 სამუშაო ადგილი. „აწარმოე საქართველოში“ ასევე ყველა დაინტერესებულ მეწარმეს აწვდის ინფორმაციას არსებული ბაზრების სპეციფიკისა და შესაძლებლობების, ასევე სხვა მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ, რაც მნიშვნელოვანია ინტერნაციონალიზაციისა და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობისთვის. კომპანიების ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის ხელშეწყობისა და წახალისების მიზნით, სისტემატურად ეწყობა ღონისძიებები. 2018 წლის მანძილზე 80-მდე მეწარმემ მიიღო მონაწილეობა სხვადასხვა გამოფენებში, რაც მნიშვნელოვანია ახალი კონტაქტების მოძიების, პროდუქციის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდისთვის. აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს იმისათვის, რომ საქართველო გახდეს სერვისის ექსპორტიორი როგორც ევროკავშირის, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე, რისთვისაც საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო განაგრძობს საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების ეროვნულ სტანდარტებად დარეგისტრირებას. 2018 წელს საქართველოში დარეგისტრირდა 1946 სტანდარტი. 2018 წლის მონაცემებით საქართველოში სულ რეგისტრირებულია ცამეტი ათასამდე ევროპული და საერთაშორისო სტანდარტი. აღსანიშნავია, რომ მეტროლოგიის ინსტიტუტმა 2018 წელს მიაღწია საერთაშორისო აღიარებას ხუთი მიმართულებით: გეომეტრია, რომელიც გულისხმობს სიგრძის გაზომვებს; მასა და მასთან დაკავშირებული სიდიდეები - მასა, მცირე მოცულობა და წნევა; ტემპერატურა და ტენიანობა; ელექტროგაზომვები; მაიონიზირებელი გამოსხივება. ქვეყანაში მეტროლოგიის საერთაშორისო სისტემებზე ხელმისაწვდომობა ხელს უწყობს ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის ზრდას. სამი წლის წინ მოხდა სამი მიმართულების აღიარება: ელექტრო გაზომვები, მასა და ტემპერატურა. სწორედ ეს აღიარებები წარმოადგენს სერვისებს, რომლებსაც აქტიურად იყენებენ მათ შორის ჩვენი მეზობელი ქვეყნებიც - აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქმენეთი და სხვა. გასულ წელს საქართველომ გააკეთა განაცხადი სამედიცინო ლაბორატორიების აკრედიტაციის გაფართოებაზე. 2018 წლის მანძილზე, ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად, გახორციელდა მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები. კერძოდ, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში შევიდა ცვლილებები - დაინერგა ბაზრის ზედამხედველობის გამართული სისტემა, რომელსაც უშუალოდ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ი ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო ახორციელებს. ზედამხედველობისათვის შეირჩა ოთხი სამშენებლო პროდუქტი, რომლებისთვისაც მომზადდა ტექნიკური რეგლამენტები და სწორედ აღნიშნული რეგლამენტების დადგენილი ნორმების მიხედვით მოხდა შერჩეული სამშენებლო პროდუქციის შემოწმება. შერჩეულ პროდუქტებს შორის იყო ცემენტი, არმატურა, ელექტრო კაბელები და პლასტმასის მილები. სულ მოხდა 11 ტიპის, 522 სამშენებლო პროდუქტის შემოწმება, საიდანაც ნაწილი დაშვებულ იქნა ბაზარზე, ნაწილი კი ამოღებული იქნა რეალიზაციიდან. 2019 წლის მანძილზე დაგეგმილია რიგი ტექნიკური რეგლამენტების მიღება. მათ შორის, სათამაშოების დირექტივასთან დაახლოება, ფეთქებადსაშიშ გარემოში გამოსაყენებელი მოწყობილობებისა და სისტემების შესახებ რეგლამენტი და ასევე რადიოაპარატურის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი. აღნიშნული რეგლამენტების შემუშავება უნდა მოხდეს DCFTA-ის მე-3 „ა“ დანართის მიხედვით. ფიტოსანიტარულ სფეროში გრძელდება საკანონმდებლო დაახლოება საკანონმდებლო ნუსხის შესაბამისად. კერძოდ, 2018 წელს ამ მიმართულებით განხორციელდა 19 საკანონმდებლო აქტთან დაახლოება. ევროკავშირთან შეთანხმებით, ვაჭრობის კომიტეტის დასკვნის საფუძველზე არ მოხდა ხუთ საკანონმდებლო აქტთან დაახლოება, რადგან ისინი საქართველოსთვის არარელევანტურად ჩაითვალა. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ საქართველომ ფიტოსანიტარულ სფეროში 2018 წელს განსაზღვრული ყველა ვალდებულება შეასრულა. 2018 წელს ასევე მოხდა საბაჟო კანონმდებლობის პროექტის მომზადება. პროცესში ჩართულები იყვნენ ევროკავშირის საბაჟო და საგადასახადო დირექტორატის წარმომადგენლები. პროექტის პრეზენტაცია უკვე გაიმართა კერძო სექტორის წარმომადგენლებისათვის. 2018 წელს სანიტარული, ფიტოსანიტარული და ვეტერინარული კონტროლის აუცილებელი ინფრასტრუქტურის მშენებლობა დასრულდა წითელი ხიდის საბაჟო გამშვებ პუნქტზე, ხოლო პირველი ეტაპის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა სადახლოს გამშვებ პუნქტზე. ტრანზიტის საერთო პროცედურების კონვენციასთან მიერთების მიზნით, იგეგმება საერთო ადმინისტრირების სატრანზიტო დოკუმენტის კომპიუტერიზებული შემოსავლების პროცედურების 2018 ერთიანი კონვენციასთან მიერთებისა სისტემის იმპლემენტაციის სატრანზიტო სამსახურმა დანერგვა. წლის ივნისიდან დაიწყო და ახალი მიზნით, ევროკავშირის დაძმობილების პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს შემოსავლების სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერებას. 2018 წლის 20 მარტს ბრიუსელში, საბაჟო ქვეკომიტეტის ფარგლებში, ხელი მოეწერა გადაწყვეტილებას DCFTA-ის ფარგლებში წარმოშობის წესების ჩანაცვლების თაობაზე პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის კონვენციის პრეფერენციული წარმოშობის წესებით. აღნიშნული საშუალებას მისცემს საქართველოს ისარგებლოს დიაგონალური კუმულაციის წესებით ყველა იმ ქვეყანასთან, რომელსაც ერთდროულად აქვს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი ევროკავშირთან და საქართველოსთან (თურქეთი, მოლდოვა, უკრინა EFTA-ს წევრი ქვეყნები). 2018 წელს დასრულდა საქართველოს მხრიდან ევროკავშირს, საქართველოსა და თურქეთს შორის დიაგონალური კუმულაციის ამოქმედებასთან დაკავშირებული პროცედურები. დარჩა მხოლოდ თურქეთის მიერ სარატიფიკაციო პროცედურები, რომელიც, არსებული ინფორმაციით, დასკვნით ფაზაშია. პროცედურის დასრულების შემდგომ ძალაში შევა დიაგონალური კუმულაციის რეჟიმი საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის, რაც საქართველოს საშუალებას მისცემს თურქული ნედლეული, მინიმალური დამუშავებების შემდეგადაც კი, DCFTA-ის პრეფერენციით გაიტანოს ევროკავშირის ბაზარზე. 2018 წელს, საქართველო-ევროკავშირის გეოგრაფიული აღნიშვნების ქვეკომიტეტის ფარგლებში, ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამის დანართებში შევიდა ცვლილება, რომლის შედეგადაც ევროკავშირის ტერიტორიაზე დაცვა მიენიჭა ოთხ ახალ ქართულ გეოგრაფიულ აღნიშვნას - ტყიბულის ჩაი, მაჭახელას თაფლი, ქუთაისის მწვანილი და ახალქალაქის კარტოფილი. 2018 წლის მდგომარეობით, შეიძლება ითქვას, რომ საქართველომ ასოცირების შეთანხმების ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების მესამედი უკვე შეასრულა (საქართველო დაახლოებული 91 სამართლებრივ აქტთან. DCFTA-ის საკანონმდებლო დაახლოების გეგმა მოიცავს სულ 329 სამართლებრივი აქტს. 2018 წელს მიმდინარეობდა მუშაობა ფოსტის შესახებ კანონპროექტზე, რომელშიც გათვალისწინებულია როგორც ევროკომისიის, ასევე საზოგადოების დაინტერესებული მხარეების მოსაზრებები და შენიშვნები და რომლის ინიცირებაც 2019 წლის ბოლომდე მოხდება პარლამენტში. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მომზადდა კანონპროექტი „ელექტრონული კომერციის შესახებ“. აღნიშნული კანონპროექტის პრეზენტაცია გაიმართა საჯარო და კერძო სექტორების წარმომადგენლებისათვის. კანონპროექტის ინიცირება დაგეგმილია უახლოეს პერიოდში. დასრულდა მუშაობა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონპროექტზე, რომელიც უახლოეს პერიოდში განსახილველად გადაეგზავნება საქართველოს მთავრობას და მსხვილ შემსყიდველებს. კანონპროექტი მომზადებულია ასოცირების შეთანხმების 16C და 16D დანართების შესაბამისად. გაიმართა ახალი „ტყის კოდექსის“ სამუშაო ვერსიის საჯარო განხილვა და გამოთქმული წინადადებები და რეკომენდაციები აისახა კოდექსში. ტყის კოდექსი ინიცირებულია და მიმდინარეობს მისი განხილვა პარლამენტში. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით, მომზადდა საჯარო შესყიდვების დავების განხილვის საბჭოს ინსტიტუციური მოწყობის კონცეფცია, რაც უზრუნველყოფს საბჭოს მეტ დამოუკიდებლობას. კონცეფციის საფუძველზე მომზადდა კანონპროექტი, რომელიც უახლოეს მომავალში გადაეგზავნება მთავრობას განსახილველად. კონცეფციის/კანონპროექტის თანახმად დავების საბჭო ფუნქციონირებას განაგრძობს კონკურენციის სააგენტოს სტრუქტურის ფარგლებში. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრები გამოეხმაურნენ ევროკავშირსაქართველოს სავაჭრო ურთიერთობების პოზიტიურ სავაჭრო დინამიკას. კერძოდ, 2018 წელს 12%-ით გაიზარდა ევროკავშირში ექსპორტი და შეადგინა 730.3 მლნ აშშ დოლარი, რაც ბოლო წლების საუკეთესო მაჩვენებელია. ასევე აღინიშნა ის გარემოება, რომ DCFTA-ის ძალაში შესვლიდან, ევროკავშირში ექსპორტის მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება. ასევე პოზიტიურად შეფასდა ექსპორტიორი კომპანიების მატების ტენდენციაც. 2014 წელთან შედარებით, ექსპორტიორი კომპანიების რიცხვი 37%-ით გაიზარდა და 800 კომპანია შეადგინა. განსაკუთრებით პოზიტიურად აღინიშნა ის ფაქტი, რომ ევროკავშირში საქართველოდან ექსპორტის 87% წმინდა ექსპორტია (საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტი), და რეექსპორტი მხოლოდ 13%-ს შეადგენს. პარალელისთვის მოყვანილი იქნა დსთ-ს მონაცემები, სადაც რეექსპორტის წილი 49%ია. სხდომაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ DCFTA-ი საინვესტიციო პოტენციალის ზრდისთვისაც მნიშვნელოვანი კომპონენტია, ვინაიდან უკვე გამოიწვია იმ ქვეყნების მწარმოებელთა განსაკუთრებული დაინტერესება, რომლებსაც არ გააჩნიათ თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან. კერძოდ არის შემთხვევები, როდესაც უცხოურმა კომპანიებმა საქართველოში დააარსეს ფილიალები, ან გადმოიტანეს თავიანთი წარმოება. კომიტეტის წევრებმა გამოთქვეს მოსაზრება იმის თაობაზეც, რომ ევროკავშირის ბაზრის უფრო ეფექტურად ათვისებისთვის კარგი იქნება საქართველომ დაიწყოს ბიო და ორგანული პროდუქტების წარმოება, რისთვისაც სახელმწიფოს მხარდაჭერა აუცილებელი იქნება. განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ცხოველური წარმოშობის პროდუქტი, მაგალითად შავი ზღვის თევზი და თაფლი, ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდგომ დაშვებულია ევროკავშირის ბაზარზე, ამ დრომდე არც ერთი მათგანის ექსპორტი არ დაწყებულა. გამოითქვა მოსაზრება, რომ კარგი იქნება სწორად შეირჩეს ის ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, რომლებსაც რეალურად ექნებათ საექსპორტო შესაძლებლობები და შემთხვევით არ იქნეს დახარჯული ძალისხმევა და დრო მაღალრისკიანი და მოლაპარაკებებისათვის. ნაკლები პოტენციალის მქონე პროდუქტებზე კომიტეტის შეფასებით DCFTA-ი იძლევა ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ექსპორტის ზრდისა და დივერსიფიკაციის, სავაჭრო სალდოს გაუმჯობესების, ეკონომიკური აქტივობის ზრდისა და უმუშევრობის შემცირების საფუძველზე. წარმოადგენილი ანგარიშის საფუძველზე კომიტეტმა დადებითად შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მაკოორდინირებელი უწყების მუშაობა. კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა სამინისტროს, როგორც DCFTA-ის