„სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის“ შესრულების თაობაზე საქართველოს მე-5 პერიოდული ანგარიშის“პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
სხდომაზე განსახილველი პროექტი
🏛️ კომიტეტები
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-24
ბიუროს ნომერი 272
📜 ტექსტი
განმარტებითი ბარათი
SJmld)OC6oor) 6Jd,Jox,
,,t c8cdiq,qCs! AD &rqr\loJ36o Ugq,CbCbol, ECttibCO lnCooliactfxrlx'!
$Coolr" AgL6rUq$ol,
o,!('Sr$g l$jtt6o6gqxd, AC-5 JC&x',(Oe'o !6a!t6o8olr" Jtft'!&I$fu olclsr$C
,,L.r&'rlq,.rjo eJ J(nq,oooJ![6o cgqcacaolj EgUrb3b bca6orsao6olm Jcfi)oL" agLfrgq,gboL
or('lbrbC l$Crd)o8oqxqb AoC6 JC6(meUq,o J6br6o0ol, &'lAtleoAr 6r&naqrSr6Cobb tC6sD!6o8fuq,.,
lv$ou AC-40 aCbCr)eJE.
rarboJ6, J6bJ6oAoU J6oCd)ob $r5a0C5r flCaACAn6Cor l$j.:ttro6gqmL 3vr,q'raC6ool.,
r6Cbq'rAC6OoL U4-3 &3bq'oL Jo6BCq'o JU6CJocr, ereA06o,q, g3lrU, 6x.rAgob oobXaggoor, 6,:gt6otr
ECLJ0!AoL J(')AoOCOBo brbt8braA0, obo bJ6Usboq35q,uq.o 3fus 6ryrCOCb 3f,q'rAC&JU.
r0 alrJq bsjs6o8cq,(9 $ro.rq9N6L A9-5 .bttuca{q, r66)t(,oat.
s66s6otsol-r &ndbcqpgoouJL tlrCJ6cr,30qm6 ob3q,ad$r6Cq,c $Cg6o l.,.rhqf$(,l3stu AoC6 Jrdool, aC-ao
ogbq,ou SClrDbraoLse gu6lrx-o006o r60r6o8CboL a(')a'breC6Jror6 eJJr38o6,C6oo, tJbCgadq8r6Cqxeool
qgr ltjs6orpqml-t d34.lC6.xrqjq,o r6Ar6oBoL or('lbrtC Jo&\)COol., ('dr$6oolr, A08rhh6oo.,.
16016('0() &!ftr(,(gJ U.>j.vr>o8cqmL leArLEUq,CbCq,.,
hq,(,LU8qdol., $Cq'r JoAiCO06OC6o
CgUJ6oL, r66Co3C UJrs6r6orq,o A$ tJJt6('lmeCbqm fuq'ob3gq16oU &'r6r$oqurb.,o,. J6x.r0Cbb
Jr'tal6c'o6r0or 6rggor bs6rr6go LTCACo) IDAo6olr06ma. JCtur'le, D66lt6o6oL &rft.)egboL Jt6t 69L0o
tuEr$(ryCr1bJr oe0bal ECAeCbo U0UCACaor aCEeCFlJq,o or:6.:L$ot(x'$olr, Crq'o)r ffir6o, e) c,X!b8o
d,rq,.>qxnboLr b:3oobXot! tuaJBr3C U$gJbro)rffiolto 3r'raobr, aorr3&.rbob rqr0o6ol.tgt6r6cnU .rq9r6or6ott
ggqpb.ror 19rg3oU b0qrog6o, q3\3o6oob Lr,:6o6olg6x'r, ffir6!6 UTCACo,J l$ffioL66o, l$jst6or39qxrl.)
o3gJoti3&3q,o Oc6.\)(.)ir,ocboQ)6 q.ry36oq,or' E6,(.)6olj' xrffi6cDcqn8ol$ qrr [xjorq'36o q.o,rg3ol-t
brD6Cc} lrrCaCor Lrao6o\)5o, A!6rcr(f6ou, aCOb(,CF,Cbcfr, JU(,Og6oUr
U&et60ol.,
bAo6o\J6o, orr3qr,>g3oU brAo6obo6m, go6J6l.,o,J bJtu t)dx'}, gfuEoglro l.,rbrard)oqmLr ,)3r6&Jo,
tsC6oaC6olr,,
LrAm$q,rCo orbrljtr(')6r')oou Ur3oobX6tso ltbgq€$ogo 0o6ot 06.)l, lJ|6)roo,
5X6g6rqg6o J6(1Jg6JOUttu, tfuq,o6cnL blJ.,obor UrbCE Aft)B('I l.irr6CEJ(,, 0C6O6,JqrJd,o brr6ECae',
3o6olnr, lrsb3qf$ogrn.'61.,Jfrbrn6ob LJAI rbg6o.
$pfroaoL Jt+x'rgfl1o rLCAC $rd,AbC6oq, oC6r brbtq'bo q9.>a$3q,o,r6, r6lLdaor36o&e er
llg6or,rtso6oLto ot66r6o'b,rgogbor,r6.
UJj.vrroBSq,oU Jr6erAC6OoL 696q'raJ6oot U4-C albq,oo Ar(prdC6oqr) Jfq]cq}i3f,ob 0CA(9C0,
166$)CJa() b{.oroorf)6d63Ar o65q,ouf6 C6r$C
$rar,Ceao60bJ ArC6,('t-1., J{-orAor6oL ggq'Cbs(')r
e!
e!
er
Jrla.,oooL.
J6oC&)olr AoeCbD r{6 braoo$3C0L esaroCboo,o Lrbb6)C6ol., ArA('IU(9grU brbC()afr)go boUXCOoer6.
Jt6oXlJoor p6lrtq3tva3q,o 3{}r )6 56(,1, e{oA36oq,o.
Jt6r.r3d1oL r3grn6m qr $r6,AA0C6oJ brjrC,o,39q'oL, LJ6)6C('| tDdACo,.r bJASclJO6,('l.
I ccPRlcl2oogll
ანგარიში
პროექტი
„სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის“ შესრულების
თაობაზე საქართველოს მე-5 პერიოდული ანგარიში
1
შესავალი ..................................................................................................................................................... 4
I. პასუხი კომიტეტის დასკვნით რეკომენდაციებზე ........................................................................... 5
პასუხი რეკომენდაციის მე-5 პუნქტზე - კომიტეტის მოსაზრებების აღსრულება ........................ 5
პასუხი რეკომენდაციის მე-6 პუნქტზე - ანტი დისკრიმინაციული კანონმდებლობა................... 5
პასუხი რეკომენდაციის მე-7 პუნქტზე - გენდერული თანასწორობა............................................... 7
პასუხი რეკომენდაციის მე-8 პუნქტზე - დისკრიმინაცია სექსუალური ორიენტაციისა და
გენდერული იდენტობის მოტივით..................................................................................................... 11
პასუხი რეკომენდაციის მე-9 პუნქტზე - ოჯახში ძალადობა და ბავშვთა ფიზიკური დასჯა .... 14
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სერვისები ..................................................19
პასუხი რეკომენდაციის მე-10 პუნქტზე - ანაგრიშვალდებულება ადამიანის უფლებათა
წარსულში ჩადენილ დარღვევებზე ..................................................................................................... 24
პასუხი რეკომენდაციის მე-11 და მე-12 პუნქტზე - დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი27
პასუხი რეკომენდაციის მე-13 პუნქტზე - ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა .....................28
პასუხი რეკომენდაციის მე-14 პუნქტზე - ნაფიც მსაჯულთა სასამართლო .................................. 28
პასუხი რეკომენდაციის მე-15 პუნქტზე - საპროცესო შეთანხმება და ნარკომანიასთან
ბრძოლის ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა ........................................................................... 28
პასუხი რეკომენდაციის მე-16 პუნქტზე - არასრულწლოვანთა მართლსაჯულება ....................31
პასუხი რეკომენდაციის მე-17 პუნქტზე - იძულებით გადაადგილებული პირები.....................33
პასუხი რეკომენდაციის მე-18 პუნქტზე - რელიგიური უმცირესობები........................................ 34
პასუხი რეკომენდაციის მე-19 პუნქტზე - უმცირესობათა უფლებები........................................... 35
პასუხი რეკომენდაციის მე-20 პუნქტზე ..............................................................................................41
II. ანგარიში პაქტის დებულებების შესრულებაზე ............................................................................ 42
მუხლი 1 ....................................................................................................................................................42
მუხლი 2 ....................................................................................................................................................42
მუხლი 3 ....................................................................................................................................................45
მუხლი 6 ....................................................................................................................................................45
მუხლი 7 ....................................................................................................................................................45
მუხლი 8 ....................................................................................................................................................46
მუხლი 9 ....................................................................................................................................................48
მუხლი 10 ..................................................................................................................................................49
2
მუხლი 11 ..................................................................................................................................................53
მუხლი 12 ..................................................................................................................................................53
მუხლი 13 ..................................................................................................................................................54
მუხლი 14 ..................................................................................................................................................55
მუხლი 15 ..................................................................................................................................................56
მუხლი 16 ..................................................................................................................................................56
მუხლი 17 ..................................................................................................................................................56
მუხლი 18 ..................................................................................................................................................59
მუხლი 19 ..................................................................................................................................................59
მუხლი 20 ..................................................................................................................................................60
მუხლი 21 ..................................................................................................................................................60
მუხლი 22 ..................................................................................................................................................61
მუხლი 23 ..................................................................................................................................................61
მუხლი 24 ..................................................................................................................................................62
მუხლი 25 ..................................................................................................................................................65
მუხლი 26 ..................................................................................................................................................67
მუხლი 27 ..................................................................................................................................................67
3
შესავალი
1.
აღნიშნული ანგარიში წარმოადგენს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა
საერთაშორისო პაქტის შესრულების შესახებ საქართველოს მე-5 პერიოდული ანგარიშს,
რომელიც მომზადებულია პაქტის მე-40 მუხლის საფუძველზე.
2.
წინამდებარე ანგარიშის მიზანია ადამიანის უფლებათა კომიტეტს მიაწოდოს
ინფორმაცია საქართველოში პაქტით გათვალისწინებულ სამოქალაქო და პოლიტიკურ
უფლებების რეალიზაციასთან დაკავშირებით, სახელმწიფოს მიერ განხორციელებული
ღონისძიებების შესახებ და მოიცავს საქართველოს მე-4 პერიოდული ანგარიშის წარდგენის
შემდგომ პერიოდს.
3.
ანგარიშის მომზადებისას საქართველომ იხელმძღვანელა წევრი სახელმწიფოს მიერ
პაქტის მე-40 მუხლის შესაბამისად წარსადგენი ანგარიშების მომზადებასთან დაკავშირებით
სახელმძღვანელოთი1 და საქართველოს მე-4 პერიოდული ანგარიშის თაობაზე კომიტეტის
დასკვნითი შეფასებებით.
4.
ანგარიშის პირველ ნაწილში მოცემულია ინფორმაცია კომიტეტის დასკვნითი
შეფასებების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ხოლო მეორე ნაწილში კი კონვენციის მუხლებში განსაზღვრული უფლებების განხორციელების თაობაზე. ანგარიშში
ასევე აღწერილია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ადამიანის
უფლებათა მძიმე მდგომარეობა.
5.
ანგარიში მომზადდა საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა
კომპეტენტური უწყების, აგრეთვე სასამართლო და საკანონმდებლო ხელისუფლების
მონაწილეობით. პროცესს კოორდინაცია გაუწია საგარეო საქმეთა სამინისტრომ. კერძოდ,
ანგარიშის მომზადების პროცესში მონაწილეობას იღებდა შემდეგი უწყებები: გენდერული
თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე
უწყებათაშორისი კომისია, მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის
სამდივნო, იუსტიციის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო, განათლების, მეცნიერების, კულტურისა
და სპორტის სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, უზენაესი
სასამართლოს აპარატი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო
მინისტრის აპარატი, გენერალური პროკურატურა, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო
სააგენტო, ცენტრალური საარჩევნო კომისია, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური.
6.
ანგარიშის პროექტი ასევე წარდგენილ იქნა სახალხო დამცველთან, არასამთავრობო და
საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ანგარიშის პროექტი წარდგენილ იქნა პარლამენტში
განსახილველად, რის შედეგადაც დოკუმენტში შეტანილ იქნა შესაბამისი ცვლილებები და
დამატებები.
1 CCPR/C/2009/1
4
I. პასუხი კომიტეტის დასკვნით რეკომენდაციებზე
პასუხი რეკომენდაციის მე-5 პუნქტზე - კომიტეტის მოსაზრებების აღსრულება
7.
2016 წელს მიღებულ იქნა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი (ცვლილებები
საქართველოს
სისხლის
სამართლის
საპროცესო,
სამოქალაქო
საპროცესო
და
ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსებში), რომლის მიზანს გაეროს ადამიანის უფლებათა
ხელშეკრულების საფუძველზე დაარსებული ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმების
კერძოდ, ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა
ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა კომიტეტისა და წამების წინააღმდეგ და
რასობრივი
დისკრიმინაციის
აღმოფხვრის
კომიტეტის
მიერ
მიღებული
მოსაზრებების/რეკომენდაციების ეფექტიანი აღსრულება წარმოადგენდა.
8.
აღსანიშნავია, რომ ახალი რეგულაციები კომპენსაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით
გავრცელდა ასევე იმ პირებზე, რომელთა მიმართაც საკანონმდებლო ცვლილებების მიღებამდე
უკვე არსებობდა სახელშეკრულებო ორგანოების მოსაზრება მათთვის სახელმწიფოს მიერ
კომპენსაციის გაცემის თაობაზე.
9.
უნდა აღინიშნოს, რომ ზემოხსენებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე,
მომჩივნებმა შემდეგ საქმეებზე უკვე მიმართეს ეროვნულ სასამართლოებს. აქედან, საქმე „შოთა
რატიანი საქართველოს წინააღმდეგ“ აღსრულებულია, ხოლო, ორ საქმეზე: „X და Y
საქართველოს წინააღმდეგ“ (კომუნიკაცია №24/2009, გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის
აღმოფხვრის კომიტეტის 2015 წლის 13 ივლისის მოსაზრება) და „ჯ. ჩ. და ჯ. ე. საქართველოს
წინააღმდეგ“ (კომუნიკაცია №573/2013, გაეროს წამების წინააღმდეგ კომიტეტის 2017 წლის 12
მაისის მოსაზრება) ამჟამად მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება, რომელთა ეფექტიანად
აღსრულებისათვის, ხდება სხვადასხვა ინდივიდუალური და ზოგადი ღონისძიების გატარება.
თითოეულ საქმესთან დაკავშირებით, ეროვნული სასამართლოების მიერ განისაზღვრა
ფინანსური კომპენსაციები მოსარჩელეთა მორალური თუ მატერიალური ზიანის
ანაზღაურების მიზნით.
პასუხი რეკომენდაციის მე-6 პუნქტზე - ანტი დისკრიმინაციული კანონმდებლობა
10.
„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს 2014 წლის 2
მაისს კანონის თანახმად, დისკრიმინაციის აღმოფხვრა და თანასწორობის უზრუნველყოფა
დაევალა
დამოუკიდებელ
ორგანოს
საქართველოს
სახალხო
დამცველს.
ანტიდისკრიმინაციული კანონით დაკისრებული ფუნქციის შესრულების მიზნით,
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში შეიქმნა სტრუქტურული ერთეული
თანასწორობის დეპარტამენტი. ამჟამად, თანასწორობის დეპარტამენტში მუშაობს 6
თანამშრომელი. ამათგან, 5 წარმოადგენს მუდმივად დასაქმებულ საჯარო მოხელეს, ხოლო 1
იურისტი წარმოდგენილია გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის ფარგლებში.
11.
ახალი ამოცანების ეფექტიანი შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, სახალხო
დამცველის ოფისის ბიუჯეტი 2014 წელთან შედარებით 268%-ით გაიზარდა. კერძოდ, 2014
წელს სახალხო დამცველის აპარატის დამტკიცებულმა ბიუჯეტმა შეადგინა 2.380 მილიონი
5
ლარი; 2015 წელს 4 მილიონი ლარი; 2016 წელს 4,5 მილიონი ლარი; 2017 წელს 4,8 მილიონი
ლარი; 2018 წელს 5,5 მილიონი ლარი; ხოლო 2019 წელს კი 6,4 მილიონი ლარი.
12.
საქართველოს სახალხო დამცველი იღებს და განიხილავს იმ ფიზიკური ან
იურიდიული პირის ან პირთა ჯგუფის განცხადებას და საჩივარს, რომელიც თავს
დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს. დისკრიმინაციის დამადასტურებელი საკმარისი
მასალების არსებობის შემთხვევაში, სახალხო დამცველს შეუძლია დისკრიმინაციის
მსხვერპლის უფლებების აღსადგენად რეკომენდაციით მიმართოს შესაბამის დაწესებულებას
ან ფიზიკურ პირს. მართალია, სახალხო დამცველის რეკომენდაციები იურიდიულად
სავალდებულო არ არის აღსასრულებლად, თუმცა, დიკსრიმინაციასთან დაკაშირებული მისი
რეკომენდაციების აღსრულება შესაძლებელია სასამართლოს მეშვეობით. იმ შემთხვევაში, თუ
საჯარო უწყებები არ პასუხობენ ან არ ასრულებენ ხსენებულ რეკომენდაციებს, მაშინ სახალხო
დამცველს უფლება აქვს სარჩელით მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მისი
რეკომენდაციის შესრულება.
13.
აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 3 მაისს პარლამენტის მიერ მიღებული იქნა
მნიშვნელოვანი ცვლილებები „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს
ორგანულ კანონში, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად გაიზარდა სახალდო დამცველის მანდატი.
კერძოდ, აღნიშნული ცვლილებების მიხედვით, საქართველოს სახალხო დამცველს მიენიჭა
უფლებამოსილება მიმართოს სასამართლოს სარჩელით, თუ იურიდიულმა პირმა ან კერძო
სამართლის სხვა სუბიექტმა მის რეკომენდაციას არ უპასუხა ან ეს რეკომენდაცია არ გაიზიარა.
სამართლებრივი საშუალებები
14.
დისკრიმინაციის
თაობაზე
საქმეებს
საქართველოს რაიონულ
(საქალაქო)
სასამართლოები განიხილავენ
სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული
სამართალწარმოების წესით. 2016-2018 წლებში განხილული საქმეების რაოდენობის შესახებ
ინფორმაცია წარმოდგენილია დანართის სახით (იხ. დანართი 1).
ცნობიერების ამაღლება
15.
ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის შესახებ სხვადასხვა მიზნობრივი
ჯგუფების ინფორმირებისა და ზოგადად, დისკრიმინაციის მიმართ საზოგადოების
ცნობიერების ამაღლების მიზნით სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი 2016
წლიდან ატარებს ტრენინგებს საქართველოს მასშტაბით, მათ შორის ეთნიკური
უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ქალაქებსა და სოფლებში.
16.
2016-2018 წლებში სასწავლო ცენტრის მიერ ჩატარდა საქართველოს სხვადასხვა
რეგინოში მასშტაბური ცნობიერების ამაღლების კამპანია, მათ შორის ტრენინგები თუ საჯარო
ლექციები. ამასთანავე, მზადდება დისკრიმინაციის თემაზე მომზადებული ქართული, ოსური,
აფხაზური, სომხური, აზერბაიჯანული და რუსულენოვანი ბროშურები. დეტალური
ინფორმაცია ამ ნაწილში იხ. დანართი 2.
6
პასუხი რეკომენდაციის მე-7 პუნქტზე - გენდერული თანასწორობა
ა) გენდერული თანასწორობა: სტრატეგიები, ცნობიერების ამაღლების კამპანიები
17.
2017 წლის ივნისში მთავრობის დადგენილების საფუძველზე შეიქმნა გენდერული
თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე
უწყებათაშორისი კომისია. უწყებათაშორისი კომისიის წევრები არიან მინისტრის
მოადგილეები, ხოლო კომისიას თანა-თავმჯდომარეობენ პრემიერ-მინისტრის თანაშემწე
ადამიანის უფლებათა დაცვის და გენდერული თანასწორობის საკითხებში და იუსტიციის
მინისტრის მოადგილე.
18.
აღნიშნული ინსტიტუციური მექანიზმი ახორციელებს სტამბოლის კონვენციით
განსაზღვრულ მაკოორდინირებელი ორგანოს ფუნქციას, ხელს უწყობს ქალთა მიმართ
ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის მიმართულებით სახელმწიფო უწყებებისათვის
განსაზღვრული ფუნქციების ეფექტიანად განხორციელებას, მათ შორის, შესაბამის უწყებებს
შორის კოორდინაციას. უწყებათაშორისი კომისია მიზნად ისახავს განახორციელოს
სამთავრობო პოლიტიკა, რომელიც ხელს შეუწყობს არსებული სტერეოტიპული როლებისა და
დამოკიდებულებების აღმოფხვრას და საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას.
19.
მთავრობამ 2018 წლის აპრილში დაამტკიცა ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო
სამოქმედო გეგმა (2018-2020 წლებისათვის), რომლის შეიცავს ცალკე თავს: გენდერული
თანასწორობა და ქალთა გაძლიერება. გარდა ამისა, ცალკე მდგომი დოკუმენტების სახით
დამტკიცდა:
„ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და
მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2018-2020 წლების
სამოქმედო გეგმა“,
„საქართველოს 2018-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა გაეროს უშიშროების
საბჭოს
რეზოლუციების
„ქალებზე,
მშვიდობასა
და
უსაფრთხოებაზე“
განხორციელებისათვის“.
აღნიშნული გეგმები შემუშვდა უწყებათაშორისი კომისიის კოორდინაციით, გაეროს
სააგენტოების მხარდაჭერით და მათში დეტალურად განისაზღვრა სამთავრობო უწყებების
მიერ 3 წლის განმავლობაში (2018-2020 წლები) განსახორციელებელი ღონისძიებები.
20.
აღსანიშნავია, რომ უწყებათაშორისმა კომისიამ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით შეიმუშავა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე ერთიანი
ეროვნული საკომუნიკაციო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. აღნიშნული დოკუმენტები ხელს
შეუწყობს პასუხისმგებელ უწყებათა მიერ კოორდინირებულ და ეფექტიან მუშაობას და
სახელმწიფოს ერთიანი პოლიტიკის განხორციელებას ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის
პრევენციისათვის. სტრატეგიის ფარგლებში დეტალურად განისაზღვრა სამიზნე აუდიტორია,
ძირითადი გზავნილები, საკომუნიკაციო არხები და კონკრეტული ღონისძიებები დასახული
მიზნების შესასრულებლად.
7
21.
აღსანიშნავია,
რომ
სამთავრობო
პოლიტიკის
დაგეგმვას
წინ
უძღვოდა
მტკიცებულებების გაზიარება და დამუშავება. კერძოდ, გათვალისწინებულ იქნა მიმდინარე
პერიოდში განხორცელებული კვლევების ძირითადი მიგნებები, სახალხო დამცველის
რეკომენდაციები
და
სამოქალაქო
სექტორის
წარმომადგენლებთან
გამართული
კონსულტაციის შედეგები.
22.
სახელმწიფო უწყებათა მხრიდან აქტიურად იმართება თემატური საინფორმაციო
შეხვედრები მოსახლეობასთან, ასევე კამპანიები ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის
საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით. განხორციელებული
ღონისძიებების შედეგად, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა სამართალდამცავი
ორგანოებისათვის მიმართვიანობის მაჩვენებელი. ასევე, აღსანიშნავია ქალთა მიმართ
ძალადობის ეროვნული კვლევის შედეგები, რომელიც 2017 წელს გაეროს ქალთა
ორგანიზაციისა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ერთობლივი
ძალისხმევით განხორციელდა. კვლევის შედეგად, 2009 წლის კვლევის შედეგებთან
შედარებით, ახალგაზრდებს ნაკლებ დისკრიმინაციული დამოკიდებულებები აქვთ, იკლო
ქალთა რაოდენობამ, რომლებიც მოძალადე ქმრებთან ერთად რჩებიან, გაიზარდა
საზოგადოების ინფორმირებულობის დონე სახელმწიფო სერვისების შესახებ და შეინიშნება
პოლიციისადმი მიმართვიანობის მნიშვნელოვანი ზრდა.2
23.
თავდაცვის სამინისტროში 2014 წელს დამტკიცდა გენდერული თანასწორობის
სტრატეგია, ჩამოყალიბდა გენდერული თანასწორობის მონიტორინგის ჯგუფი და
გენდერული მრჩევლის ინსტიტუტი. გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის „ქალები,
მშვიდობა და უსფრთხოება 1325“ და გენდერული თანასწორობის შესახებ სწავლებები
ინტეგრირებულია ოფიცერთა და სერჟანტთა საკარიერო სწავლების ყველა კურიკულუმში და
აგრეთვე სამშვიდობო ოპერაციების გადასროლისწინა მომზადების პროგრამებში.
აღსანიშნავია, რომ მისიაში გადასროლის წინ და დაბრუნების შემდგომ სამხედრო
მოსამსახურეებს უტარდებათ ფსიქოლოგიური სკრინინგი და რეაბილიტაციის პროგრამა.
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების,
ასევე ძალადობის პროცენციის მიზნით ჩატარებული კამპანიების შესახებ იხილეთ ასევე მე-9
რეკომენდაციის პასუხი.
ბ) ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე
24.
2015 წლიდან არაერთი ნაბიჯი გადაიდგა, რათა პარლამენტსა და პარტიული სიებში
შემოღებული ყოფილიყო
სავალდებულო
კვოტირება.
თუმცა,
ეს
ინიციატივები
საკანონმდებლო რეფორმაში არ გადაითარგმნა. უახლესმა ინიციატივამ, 2017 წლის ივნისში,
მოიცვა 37000 მოქალაქის ხელმოწერა და ქალთა უფლებების შესახებ რამდენიმე ჯგუფის
მცდელობა, რომელიც მხარს უჭერდა 50%-იან სავალდებულო გენდერულ კვოტირებას
პარტიების პროპორციულ სიებში საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებში. 2017 წელს
სავალდებულო გენდერული კვოტირების შესახებ კანონპროექტმა ვერ მოიპოვა მხარდამჭერთა
საჭირო რაოდენობა, კერძოდ, მას მხარი დაუჭირა მხოლოდ 66-მა დეპუტატმა, მაშინ როცა
2
[http://georgia.unwomen.org/ka/digital-library/publications/2018/03/national-study-on-violence-againstwomen-in-georgia-2017].
8
განხილვის გასაგრძელებლად საჭირო იყო მინიმუმ 75 ხმა. დამტკიცების შემთხვევაში, 2020
წლის პარლამენტში იქნებოდა მინიმუმ 26% ქალი.
გ) თანასწორი ანაზღაურება
25.
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებით საქართველომ აიღო
ვალდებულება ეტაპობრივად დაუახლოვოს საქართველოს კანონმდებლობა ევროკავშირის
კანონმდებლობას და ამ მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა.
დ) სექსუალური შევიწროვება
26.
2019 წლის 19 თებერვალს ცვლილებები შევიდა „დისკრიმინაციის ყველა ფორმის
აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონში, რომელიც კრძალავს დისრკიმინაციას
ნებისმიერი ნიშნით საქართველოში. ამ ცვლილებებით, კანონს დაემატა სექსუალური
შევიწროების დეფინიცია. კერძოდ, კანონის მე-2 მუხლს, რომელიც შეეხება დისკრიმინაციის
ცნებას დაემატა ახალი მე-32 პუნქტი, რომლის თანახმად, სექსუალური შევიწროება არის
სექსუალური ხასიათის ნებისმიერი არასასურველი სიტყვიერი, არასიტყვიერი ან ფიზიკური
ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას ან მისთვის
დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი
გარემოს შექმნას. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, აკრძალულია ნებისმიერი ქმედება,
რომელიც მიზნად ისახავს პირის იძულებას, წაქეზებას ან ხელშეწყობას ანდა მისთვის
დავალების მიცემას მესამე პირის მიმართ ამ მუხლით გათვალისწინებული დისკრიმინაციის
განსახორციელებლად.
27.
გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ
ინიცირებულ იქნა ცვლილებები შრომის კოდექსში, რათა კანონმდებლობის მიერ
დარეგულირებულიყო სექსუალური შევიწროების საკითხი შრომით ურთიერთობებში.
მართალია, საქართველოს შრომის კოდექსი ზოგადად იცნობს შევიწროების ტერმინს, როგორც
დისკრიმინაციის ზოგადი დეფინიციის ერთ-ერთ ელემენტს, თუმცა, არ განმარტავდა
სექსუალურ შევიწროებას. ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, რომელიც ძალაში შევიდა 2019
წლის 3 მაისს სექსუალური შევიწროება დარეგულირდება შრომით ურთიერთობებში.
28.
ამავე დღეს იქნა მიღებული ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსშში, სადაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრა სექსუალური
შევიწროება, ასევე განისაზღვრა შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომებიც. სექსუალური
შევიწროება ისჯება 300 ლარიანი (112 აშშ დოლარი) ჯარიმით და სამართალდარღვევის ერთი
წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენის შემთხვევაში 500 ლარიანი ჯარიმით (187 აშშ
დოლარი) ან ერთ თვიანი გამასწორებელი სამუშაოთი. უფრო მეტიც, არასრულწლოვანის,
ორსული ქალის, ან ჯანმრთელობის კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პირის ან
არასრულწლოვანის თანდასწრებით მიზანმიმართული სექსუალური შევიწროება ისჯება 500800 ლარიანი (187 - 299 აშშ დოლარი) ჯარიმით, და განმეორების შემთხვევაში 800-1000
ლარამდე (299-374 აშშ დოლარი) ჯარიმით ან 10 დღიანი პატიმრობით.
ე) ადრეულ ქორწინებასთან ბრძოლა
9
29.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ქორწინება შესაძლებელია მხოლოდ 18
წელს მიღწეული პირისათვის. 2015 წლის 16 დეკემბრის კანონით, სამოქალაქო სამართლის
კოდექსში გაუქმდა ის მუხლი, რომელიც ითვალისწინებდა 16 წელს მიღწეული
არასრულწლოვანი პირის ქორწინებას მშობლების ან მზრუნველის წინასწარი წერილობითი
თანხმობით. 2017 წლის 1 იანვრიდან, ასევე ძალა დაკარგა სამოქალაქო კოდექსის იმ
ტრანზიციულმა დებულებამ, რომელიც ითვალისწინებდა 17 წელს მიღწეული
არასრულწლოვანი პირის ქორწინების დაიშვებას მისი ნებით და მხოლოდ სასამართლოს
თანხმობით, ისეთი მიზეზის არსებობისას, როგორიცა იყო ბავშვის დაბადება. შესაბამისად,
ქორწინების მინიმალური ასაკი საქართველოს კანონმდებლობის თანახმად არის 18 წელი.
30.
ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიის დროს დიდი ცვლილება განიცადა სამოქალაქო
განათლების პროგრამამ. სამოქალაქო განათლების კომპონენტის წილი გაძლიერდა რევიზიის
შედეგად. საბაზო საფეხურისთვის უკვე დამტკიცებულია „მოქალაქეობის“ სასწავლო გეგმა,
რომელშიც საგანგებოდ ინტეგრირდა ადრეული ქორწინების საკითხი.
31.
2015-2016 წლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ3
განახორციელა „მშობელთა განათლებისა და ჩართულობის ქვეპროგრამა“, რომელის ერთ-ერთ
სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენდა მშობელთათვის ადრეული ქორწინების
რისკების გაცნობა. ქვეპროგრამის ფარგლებში სისტემატურად ტარდებოდა საინფორმაციო
შეხვედრები საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ სკოლის მოსწავლეების მშობლებთან, სადაც
განსაკუთრებით ხშირად ფიქსირდებოდა ადრეული ქორწინების ფაქტები.
32.
გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის
საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA)
საქართველოს ოფისის თაოსნობით, ბოლო 3 წელია მუშაობს ადრეული/ბავშვობის ასაკში
ქორწინების საკითხზე მომუშავე სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომლის მისიაა ქვეყანაში
არსებული საზიანო პრაქტიკების თავიდან აცილებისა და აღმოფხვრის მიზნით
ღონისძიებების სტრატეგიული დაგეგმვა და სხვადასხვა დაინტერესებული მხარის
კოორდინირებული მუშაობის ხელშეწყობა. ჯგუფის შემადგენლობაში შედიან შესაბამისი
სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები, გაეროს გენდერის თემატური ჯგუფის
წევრები (საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციები), სახალხო დამცველის აპარატის და
ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინების თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების
წარმომადგენლები.
33.
გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის და გაეროს ბავშვთა ფონდის
თანამშრომლობით 2018 წელს, ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინების ხარისხობრივი
კვლევის მიგნებებსა და შესაბამის ძირითად მოთამაშეებთან გასაუბრების შედეგებზე
დაყრდნობით, შემუშავდა ადრეული ქორწინების საზიანო პრაქტიკის შესახებ ქცევის
ცვლილებაზე ორიენტირებული საკომუნიკაციო სტრატეგია (COMBI).
2018 წლის ივნისის თვეში განხორციელებული სამთავრობო ცვლილებების შედეგად, მოხდა
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კულტურისა და სპორტის სამინისტროს
პორტფელების გაერთიანება;
3
10
34.
COMBI სოციალური მობილიზაციაა, რომლის შედეგადაც ხდება საზოგადოებრივი და
პერსონალური გავლენის ფაქტორების გამოყენება ინდივიდუალურ და ოჯახის დონეზე
კონკრეტული ქმედების გამოწვევის მიზნით. სტრატეგია ორიენტირებულია „ხალხზე“
(კლიენტები, ბენეფიციარები, მომხმარებლები - ოჯახის წევრები), ითვალისწინებს მათი
ჯანმრთელობისა/სოციალური განვითარების საჭიროებებს (ან სურვილები/მისწრაფებები) და
აქცენტს აკეთებს ქცევითი შედეგების გამოწვევაზე, რაც კავშირშია სწორედ ამ საჭიროებებთან,
სურვილებთან და მისწრაფებებთან.
ვ) სელექციური აბორტების წინააღმდეგ ბრძოლა
35.
„ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის განხორციელების წესების დამტკიცების
თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის4 2014
წლის
7
ოქტომბრის
№01-74/ნ
ბრძანებით
განისაზღვრა
აბორტისწინა
კონსულტაციის/გასაუბრების
წესი,
რომელიც
ემსახურება
პაციენტის
სრულად
ინფორმირებულობას აბორტის შედეგად მოსალოდნელ გართულებებზე. ამავე ბრძანებაში
დაფიქსირებულია სელექციური აბორტის ამკრძალავი ჩანაწერი: „დაუშვებელია სქესის
შერჩევის მიზნით ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა გარდა იმ შემთხვევებისა, როცა
აუცილებელია სქესთან შეჭიდული მემკვიდრეობითი დაავადების თავიდან აცილება“.
36.
გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის პრევენციის საკითხზე სამედიცინო
საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, 2017-2018 წლებში სამინისტროსა და
გაეროს მოსახლეობის ძალისხმევით შეიქმნა და გავრცელდა საინფორმაციო ბროშურა და
საკომუნიკაციო სახელმძღვანელო სამედიცინო პროფესიონალებისთვის.
პასუხი რეკომენდაციის მე-8 პუნქტზე - დისკრიმინაცია სექსუალური ორიენტაციისა და
გენდერული იდენტობის მოტივით
დისკრიმინაციული ნიშნით/სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ
ბრძოლა
37.
2018 წელს შემუშავდა და საქართველოს პარლამენტს წარედგინა სისხლის სამართლის
კოდექსში განსახორციელებელი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმადაც
გენდერული ნიშნით დანაშაულის ჩადენა ცალკეული დანაშაულებისთვის ხდება
დამამძიმებელი გარემოება.
38.
2018 წლის იანვარში, შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა ადამიანის უფლებათა
დაცვის დეპარტამენტი, რომლის ერთ-ერთ ძირითად მიზანს წარმოადგენს დისკრიმინაციის
ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის გამოძიებისა და
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევებთან
დაკავშირებული
ადმინისტრაციული
საქმისწარმოების ხარისხის მონიტორინგი. დეპარტამენტის მიერ განხორციელებული
მონიტორინგისა და შსს-ს სტრუქტურული ქვედანაყოფების ერთობლივი მუშაობის შედეგად
2018 წლის ივნისის თვეში განხორციელებული სამთავრობო ცვლილებების შედეგად მოხდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და
ლტოლვილთა სამინისტროსა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
პორტფელების გაერთიანება.
4
11
2018 წელს გაიზარდა სისხლის სამართლის საქმეებში დისკრიმინაციული მოტივის
გამოკვეთის შემთხვევათა რაოდენობა. დეპარტამენტის წარმატებული მუშაობის შედეგებზე
დაყრდნობით 2019 წელს, დეპარტამენტის მანდატი გაფართოვდა და ამჟამად ადამიანის
უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი ასევე
უზრუნველყოფს ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული
დანაშაულების გამოძიების ხარისხის მონიტორინგს.
39.
2017 წელს სიძულვილის მოტივით სისხლის სამართლებრივი დევნა განხორციელდა
44 პირის მიმართ. 2018 წელს 143 პირი მიეცა პასუხისგებაში სიძულვილის/დისკრიმინაციის
მოტივით ჩადენილი დანაშაულისთვის. ამათგან, გენდერული იდენტობის მოტივით
დანაშაულისთვის 13 პირი მიეცა პასუხისგებაში, ხოლო სექსუალური ორიენტაციის მოტივით
დანაშაულისთვის კი - 16 პირი.
40.
2018 წლის სტატისტიკური მონაცემები მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ ამაღლდა
გამომძიებელთა ცნობიერება სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების შესახებ და
დაიხვეწა გამოძიების პროცესში მოტივის იდენტიფიცირების ტექნიკა.
41.
სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ევროსაბჭოსთან დისკრიმინაციული ნიშნით
ჩადენილი დანაშაულების შესახებ სტატისტიკური მონაცემების სრულყოფის მიზნით. 2017
წელსა და 2018 წელს აქტიური თანამშრომლობის შედეგად შესაძლებელი გახდა ჰომოფობიასა
და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი (17 მაისი) მიძღვნილი
ღონისძიებების მშვიდობიან ფორმატში ჩატარება. აღნიშნულ ღონისძიებაზე საზოგადოებრივი
წესრიგის დამრღვევი პირები დაუყონებლივ დააკავეს და დააკისრეს პასუხისმგებლობა.
კვალიფიკაციის ამაღლება/ტრენინგები
42.
მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა სამართალდამცავთა ცნობიერების ამაღლებას. 2018
წელს შემუშავდა დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულის გამოძიების
სახელმძღვანელო პრინციპები, რომლის მიზანია შესაბამის დანაყოფებს დაეხმაროს
დანაშაულის გამოვლინებასა და ჯეროვან გამოძიებაში. გამომძიებლებისთვის შემუშავდა
სახელმძღვანელო, რომელშიც გაიწერა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის
პოტენციური დაზარალებულის, ბრალდებულისა და მოწმის გამოკითხვის/დაკითხვის
ინსტრუქცია და დაიწყო ამ მიმართულებით გამომძიებელთა სპეციალიზაცია. 2018 წლის
ბოლოს ითარგმნა ევროპის საბჭოს სახელმძღვანელო ლგბტ პირების მიმართ ჩადენილი
სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის აღკვეთაზე მიმართული საპოლიციო ზომების
გატარებასთან დაკავშირებით.
43.
2018 წელს დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე 3 დღიანი სასწავლო
კურსის ფარგლებში გადამზადდა 50-მდე გამომძიებელი. 2017 წლიდან უბნის-ინსპექტორთა
მომზადების სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში დაინერგა
დამოუკიდებელი სპეციალური მოდული „დისკრიმინაციის დაუშვებლობა და გენდერული
თანასწორობა“.
„დისკრიმინაცია და გენდერული თანასწორობა“ აგრეთვე იკითხება
სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა თანამდებობრივი
დაწინაურების სპეციალური გადამზადების კურსის სასწავლო პროგრამაში.
12
44.
შსს აკადემიაში დისკრიმინაციის მოდული ისწავლება ყველა საბაზისო და
გადამზადების კურსზე. მოდული მოიცავს საერთაშორისო და ქართულ ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობას. 6500-ზე მეტმა პოლიციელმა გაიარა დისკრიმინაციის
მოდული 2014 წლის ივლისიდან 2018 წლის დეკემბრის ჩათვლით.
45.
2018 წელს შსს აკადემიამ საკუთარ პროგრამებში დაამატა ახალი მოდული მოწყვლადი
ჯგუფების შესახებ, რომელიც სხვა ჯგუფებთან ერთად მოიცავს პოლიციის ოფიცრებისთვის
ცნობიერების ამაღლებას სექსუალური უმცირესობების შესახებ. მოდული ჩაიდო
მართლწესრიგის ოფიცრის მომზადების პროგრამაში და მოიცავს თემებს, როგორებიცაა:
გენდერული იდენტობასა და სექსუალური ორიენტაციასთან დაკავშირებული ძირითადი
კონცეფციები, დისკრიმინაცია და სტერეოტიპები, დისკრიმინაციასა და სტერეოტიპებთან
ბრძოლის გზები, არადისკრიმინაციული კომუნიკაციის სტრატეგიები. 66 პოლიციის
ოფიცერმა გაიარა მოდული მოწყვლადი ჯგუფების შესახებ 2018 წელს.
46.
აღსანიშნავია, რომ პროკურატურაში 2018 წელს განხორციელდა სპეციალიზაცია,
შეირჩნენ პროკურორები, რომლებმაც გადამზადების ინტენსიური კურსები გაიარეს
და სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე იმუშავებენ. პროკურორთა სპეციალიზაცია
2019 წელსაც გაგრძელდება და საქართველოს ყველა ტერიტორიულ დანაყოფს მოიცავს.
47.
2016 წელს ევროპის საბჭოს მხარდაჭერით პროკურორებისთვის შემუშავდა
რეკომენდაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის, როგორც
პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების პრაქტიკაში გამოყენების თაობაზე, რამაც
ხელი შეუწყო სიძულვილის მოტივის გამოკვეთისა და დასაბუთების პრაქტიკას.
48.
2017
წელს,
სიძულვილით
მოტივირებული
დანაშაულების
შესახებ
პროკურორებისთვის მომზადებული რეკომენდაციის პრაქტიკაში ეფექტიანად გამოყენების
მიზნით, შემუშავდა სპეციალური კითხვარი, რომელშიც გაიწერა სიძულვილით
მოტივირებული დანაშაულის შესაძლო დაზარალებულის, ბრალდებულის და მოწმეთა
გამოკითხვის/დაკითხვის ინსტრუქცია. პროკურატურის სისტემის თანამშრომლების მიერ
დოკუმენტის გაცნობის შედეგად სისხლის სამართლის საქმეებში გაიზარდა სიძულვილის
მოტივის გამოკვეთის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებათა ხარისხი და ეფექტიანობა
(სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიებისა და სისხლის სამართლებრივი
დევნის სტატისტიკას 2016-2017 წლებში იხ. დანართი 3).
49.
ამასთან, 2016 წელს ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით, HELP-ის პლატფორმის
გამოყენებით, საქართველოს პროკურატურაში განხორციელდა პირველი დისტანციური
სასწავლო კურსი დისკრიმინაციის აკრძალვის თემაზე. სამ თვიანი კურსი 20-მა პროკურორმა
წარმატებით დაასრულა.
50.
2016 წელს საქართველოს პროკურატურასა და ეუთოს დემოკრატიული
ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისს (ODHIR) შორის გაფორმდა მემორანდუმი ე.წ.
PAHCT (სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე პროკურორთა ტრენინგი).
13
51.
2015-2018 წლებში დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ ბრძოლისა და
სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ეფექტიანი გამოძიების თემაზე ჩატარებულია
57 სასწავლო აქტივობა და გადამზადებულია პროკურატურის 1101 თანამშრომელი.
52.
ევროპის საბჭოსა და
ODIHR-ის მხარდაჭერით, სიძულვილით მოტივირებული
დანაშაულების თემაზე განხორციელდა სასწავლო ვიზიტები ლონდონში, სტრასბურგში,
პოლონეთსა და ვენაში, სადაც პროკურორები გაეცნენ საუკეთესო პრაქტიკას.
53.
ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ 2018 წელს სიძულვილით მოტივირებული
დანაშაულისა და სიძულვილის ენის თემაზე განხორციელდა ტრენინგი, რომელშიც
პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად ჩართულნი იყვნენ ჟურნალისტები, ასევე
არასამთავრობო ორგანიზაციისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები.
პასუხი რეკომენდაციის მე-9 პუნქტზე - ოჯახში ძალადობა და ბავშვთა ფიზიკური
დასჯა
ცნობიერების ამაღლების კამპანიები
54.
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს მთავრობის
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რასაც ადასტურებს ბოლო პერიოდში
განხორციელებული არაერთი სისტემური თუ საკანონმდებლო რეფორმა.
55.
როგორც უკვე აღინიშნა, აღმასრულებელ ხელისუფლებაში 2017 წელს შეიქმნა
გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე
მომუშავე უწყებათაშორისი კომისია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ხელისუფლების
პოლიტიკურ ნებას, სისტემურად და სიღრმისეულად განახორციელოს ღონისძიებების
წარმოდგენილი გამოწვევების საპასუხოდ.
56.
გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ევროკავშირის მხარდაჭერით, უწყებათაშორისმა
კომისიამ შეიმუშავა და დაამტკიცა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე
ერთიანი ეროვნული საკომუნიკაციო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. კომუნიკაციის
სამოქმედო გეგმის ეფექტიანი აღსრულების მიზნით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით, უწყებათაშორისი კომისიის ქვეშ შეიქმნა მუდმივმოქმედო კომუნიკაციის
სამუშაო ჯგუფი, რომლის წევრები არიან უწყებებში განსაზღვრული კომუნიკაციის
ექსპერტები და კომისიის საქმიანობაში თემატურად ჩართული პირები.
57.
კომუნიკაციის ჯგუფის ეფექტიანი მუშაობის შედეგად, 2018 წლის 25 ნოემბრიდან 10
დეკემბრის ჩათვლით, პირველად დაიგეგმა და განხორციელდა ერთიანი სამთავრობო 16
დღიანი კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ, რომლის მთავარ გზავნილს
წარმოადგენდა „ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს
მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება“. გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და
ევროკავშირის მხარდაჭერით კამპანიის ფარგლებში ჩატარდა 50-ზე მეტი სამთავრობო
ღონისძიება. უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციის კამპანიას, ასევე, შეურთდება 30-ზე
მეტი ადგილობრივი მუნიციპალიტეტი. სამთავრობო კამპანია მოიცავდა, როგორც
14
საინფორმაციო-საგანმანათლებლო, ისე სპორტულ და შემეცნებით ღონისძიებებს, ქუჩის
აქციებს და სხვა.
58.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულია ინფორმაცია ოჯახში
ძალადობის წინააღმდეგ არსებული სამართლებრივი მექანიზმების შესახებ. ასევე ინფორმაცია
შსს-ს ცხელი ხაზის 112-ისა
და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა და მოქალაქეთა
საკონსულტაციო ცხელი ხაზის - 116006 შესახებ.
59.
სახელმწიფოს მიერ ჩატარებულ კამპანიებს შორის აღსანიშნავია, იუსტიციის
სამინისტროს საინფორმაციო კამპანია სლოგანით „იმოქმედე“, რომელიც 2017 წლის
თებერვლიდან ნოემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. კამპანიის ძირითად მიზანს
წარმოადგენდა მოსახლეობის ინფორმირება და მათი გააქტიურება ძალადობის წინააღმდეგ.
კამპანიის ფარგლებში, ამოქმედდა საიტი - http://imoqmede.ge/, რომელიც ძალადობის
წინააღმდეგ კამპანიაში მოსახლეობის ჩართვას აადვილებს და ანონიმური წერილის ფორმის
საშუალებით ძალადობის მსხვერპლსა თუ ძალადობის თვითმხილველს შესაძლებლობას
აძლევს, პრობლემის შესახებ აცნობოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს. სოციალური
კამპანიის ფარგლებში, იუსტიციის სასწავლო ცენტრში შემუშავებული სპეციალური
სატრენინგო მოდულით უფასო ტრენინგები განხორციელდა საქართველოს მასშტაბით
არსებულ იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში. ტრენინგები ჩაუტარდა 78
ჯგუფს, სულ 886 მონაწილეს; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პროექტი “შინაგან
საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში,” და
სოციალურ კამპანია “ძალანდობას”. სხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებთან ერთად,
კოორდინაციის გაუმჯობესების მიზნით პროექტის ფარგლებში პერიოდულად იმართებოდა
შეხვედრები რეგიონებში სხვადასხვა სამთავრობო უწყებისა და ადგილობრივი
ხელისუფლების წარმოამდგენლებთან. საქართველოს პროკურატურის მიერ ორგანიზებული
პროექტები - “ადგილობრივი საბჭო” და “საზოგადოებრივი პროკურატურა”, რომელთა
ფარგლებში ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახური დანაშაულის პრევენციისა და ცნობიერების
ამაღლების კუთხით 2016-2017 წლებში ღონისძიებები ჩატარდა საქართველოს ყველა
რეგიონში. სსიპ - ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა
დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის საინფორმაციო კამპანია სლოგანით "აიხილე
თვალები" . კამპანიის ძირითად მიზანს წამოადგენს მოსახლეობის ინფორმირება
ძალადობისგან დაცვის ეროვნული ცხელი ხაზის (116-006) შესახებ. კამპანიის
ფარგლებში ამოქმედდა საიტი - www.sheachere.ge, რომლის საშუალებითაც მომხმარებელი
საკუთარი ქმედებით გამოცდის, თუ როგორ შეიძლება ძალადობის შეჩერება. ვებ კამერისა და
თვალების მოძრაობის ამოცნობის ტექნოლოგიის გამოყენებით, საიტი აჩერებს ან აგრძელებს
ოჯახში ძალადობის ამსახველ სცენას; კამპანიის ფარგლებში შეიქმნა ვიდეო რგოლები და გარე
სარეკლამო მასალები.
60.
ფორმალური განათლების პარალელურად, ყველა ტიპის ძალადობის, მათ შორის
გენდერული კუთხით, ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობის შესახებ მოსწავლეთა
ცნობიერების ამაღლების მიზნით, სისტემატურად ტარდება თემატური კონკურსები.
61.
შესაძლებლობების და კომპეტენციის გაზრდის მიზნით, პერიოდულად აქტიურად
მიმდინარეობს შესაბამისი უწყებების თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება ქალთა
მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის თემატიკაზე.
15
62.
საქართველოს პროკურატურის 2017-2021 წლების სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში,
რომელიც
2017
წელს
დამტკიცდა,
ოჯახური
დანაშაულის
წინააღმდეგ
სისხლისსამართლებრივი მექანიზმის ეფექტიანად გამოყენებისა და აღნიშნული
დანაშაულის პრევენციის მიზნით შემდეგი განსახორციელებელი სტრატეგიული
მიმართულებები განისაზღვრა.
63.
პროკურატურის მიერ ოჯახურ დანაშაულში ბრალდებული პირების მიმართ კვლავ
ხორციელდება მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა. საპროკურორო ზედამხედველობის
ხარისხის გაუმჯობესების შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა ოჯახური დანაშაულის
დაზარალებულთა მომართვიანობა და შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი დევნის
დაწყების მაჩვენებელი. 2014 წელს ოჯახური დანაშაულის ფაქტებზე სისხლის
სამართლებრივი დევნა დაიწყო 550 პირის მიმართ, 2015 წელს - 1066, 2016 წელს -1356, 2017
წელს - 1986 პირის მიმართ, ხოლო 2018 წელს 3955 პირის მიმართ.
64.
რაც შეეხება გენდერული დისკრიმინაციის მოტივის გამოკვეთის ზოგად სტატისტიკას,
2016 წელს გენდერული დისკრიმინაციის მოტივით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 3
პირის მიმართ, 2017 წელს 25 პირის მიმართ, ხოლო 2018 წელს 111 პირის მიმართ.
კანონმდებლობის ეფექტიანი აღსრულება და მსხვერპლთა დაცვა
65.
2017 წლის 5 აპრილს საქართველომ მოახდინა „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში
ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის
კონვენცია) რატიფიცირება, რომელიც ძალაში შევიდა 2017 წლის პირველი სექტემბრიდან.
66.
სტამბოლის კონვენციასთან ეროვნული კანონმდებლობის სრულ შესაბამისობაში
მოყვანის მიზნით იუსტიციის სამინისტროს ჩართულობით 2014 და 2017 წლებში, ორ ეტაპად
შემუშავდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები 30-მდე საკანონმდებლო აქტში,
რომელიც ძალაში შევიდა შესაბამისად, 2014 წლის 14 ნოემბრიდან და 2017 წლის 1-ელი
ივნისიდან.
67.
ცვლილებები შევიდა „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის
მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლითაც
გაფართოვდა აღნიშნული კანონის მოქმედების სფერო, და დღეს იგი უკვე მოიცავს ოჯახის
ფარგლებს გარეთ, ქალთა მიმართ განხორციელებულ ძალადობასაც.
68.
ახალი რეგულაციებით, შემაკავებელი და დამცავი ორდერების გამოყენება
შესაძლებელია ქალის მიმართ ძალადობის ფაქტის გამოვლენის ყველა შემთხვევაში და
პოლიციის მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერის ძალაში შესვლისათვის აღარაა საჭირო
მისი სასამართლოში წარდგენა.
69.
სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა ახალი დანაშაულები, როგორებიცაა: ქალის
სასქესო ორგანოების დასახიჩრება, ადევნება და იძულებითი სტერილიზაცია.
70.
2018 წლის 22 ივნისიდან ძალაში შევიდა დამატებითი საკანონმდებლო ცვლილებები,
რომლითაც იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა სისხლის სამართლის
კოდექსით დამატებით სასჯელად განისაზღვრა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს,
რომ
16
ცვლილებების თანახმად იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის დამატებით
სასჯელად დანიშვნისას არ არის აუცილებელი, იარაღი წარმოადგენდეს დანაშაულის საგანს
ან დანაშაულის ჩასადენად იყოს გამიზნული. ამასთან, ოჯახში ძალადობის და ოჯახურ
დანაშაულებზე გამოძიების დაწყების ან გამოძიების მიმდინარეობის შემთხვევაში
პოლიციელის მიერ შემაკავებელი ორდერის გამოცემა და მასში იარაღით სარგებლობის
უფლების შეზღუდვების მითითება სავალდებულო გახდა.
71.
თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მიმდინარეობს ოჯახური ძალადობის საკითხების
ინტეგრირება სამხედრო მოსამსახურეების ფსიქოლოგიური მხარდაჭერის პროგრამებში.
სამინისტროში მომუშავე ფსიქოლოგების ოჯახური ძალადობის საკითხებში გადამზადების
შემდეგ მოხდა აღნიშნული საკითხების ინტეგრირება სამშვიდობო მისიებიდან
დაბრუნებული სამხედრო მოსამსახურეთა ფსიქოლოგიური მხარდაჭერის პროგრამებში,
როგორც გადასროლის წინა, ასევე მისიიდან დაბრუნების შემდგომ.
რეაგირება ძალადობის ფაქტებზე
72.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებაა ქალთა
მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა. სამინისტრო მყისიერ რეაგირებას
ახდენს ძალადობის თითოეულ ფაქტზე, მკაცრად უზრუნველყოფს საქმიანობის ხარისხის
კონტროლს, ზრუნავს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე ტრეინინგების
ჩატარების გზით, თანამშრომლობს სხვა უწყებებთან და აქტიურად ახორციელებს
პრევენციულ ღონისძიებებს.
73.
სამინისტრო ყოველ დღე 24 საათის განმავლობაში უზრუნველყოფს საქართველოს
მასშტაბით ცხელი ხაზის 112-ის ფუნქციონირებას. ძალადობის შესახებ შეტყობინების/ცნობის
საფუძველზე, შემთხვევის ადგილზე გადის შესაბამისი ეკიპაჟი. ძალადობის ფაქტის
დაფიქსირებისას, პოლიციელს აქვს დისკრეციული უფლებამოსილება საჭიროების
შემთხვევაში, მსხვერპლის უსაფრთხოების დაცვისა და ძალადობის განმეორების თავიდან
აცილების მიზნით გამოსცეს შემაკავებელი ორდერი. აღსანიშნავია, რომ 2017 წელს
განხორცილებული საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე, შემაკავებელი ორდერი
ძალაში შედის გამოცემისთანავე და აღარ საჭიროებს სასამართლოს მიერ დამტკიცებას.
74.
შემაკავებელი ორდერი გულისხმობს მოძალადისთვის გარკვეული უფლებების
შეზღუდვას.
ორდერით
განსაზღვრული
პირობების
დარღვევის
შემთხვევაში
გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა სსკ-ის 3811 მუხლით. შემთხვევის ადგილზე
დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში, შემაკავებელი ორდერის გამოცემის
პარალელურად, იწყება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 1261 ან ოჯახური
დანაშაულის სხვა შესაბამისი მუხლის საფუძველზე.
17
გამოცემული შემაკავებელი ორდერების სტატისტიკა
2018 წელი
7646
2017 წელი
4370
2016 წელი
2877
2015 წელი
2598
2014 წელი
817
0
1000
2000
3000
4000
5000
6000
7000
8000
9000
75.
2014 წლის 20 სექტემბრის შს მინისტრის N726 ბრძანებით5 შეიქმნა „ოჯახში ძალადობის
პრევენციის და მასზე ეფექტიანი რეაგირების შს კომისია“, რომლის ფუნქციად გაიწერა ოჯახში
ძალადობის ფაქტებზე პოლიციის რეაგირების ადეკვატურობის შესწავლა და ოჯახის წევრთა
მიერ ქალის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების შემთხვევების გამოკვლევა.
76.
ოჯახური დანაშაულის, ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციის ნიშნით
შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის, ადამიანით უკანონო ვაჭრობის
(ტრეფიკინგის), არასრულწლოვანთა მიერ/მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე
გამოძიებისა
და
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევებთან
დაკავშირებული
ადმინისტრაციული საქმისწარმოების ხარისხის მონიტორინგის მიზნით, როგორც ზემოთ
აღნიშნა, 2018 წლის იანვარში სამინისტროში შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვის
დეპარტამენტი, რომლის ამოქმედების შედეგად გაუქმდა ზემოაღნიშნული კომისია.
77.
2018 წლის მარტში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით შემუშავდა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის რისკის შეფასების
ინსტრუმენტი და შემაკავებელი ორდერების მონიტორინგის მექანიზმი.
78.
რისკების შეფასების ინსტრუმენტი, ადრეულ ეტაპზე ძალადობის პრევენციასა და
ძალადობის გამეორების საფრთხეების წინასწარ განჭვრეტას უწყობს ხელს. რისკების
შეფასების ინსტრუმენტი წარმოადგეს სპეციალურ კითხვარს, რომელიც ინტეგრირებულია
შემაკავებელი ორდერის ოქმში და რომლის შევსებაც სავალდებულოა ფაქტზე რეაგირებისას.
კითხვარის პასუხები შეფასებულია ქულებით, რომელთა ჯამის მიხედვით შესაძლებელია
გამოიკვეთოს მოძალადისგან მოსალოდნელი რისკის 3 დონე: მაღალი, საშუალო და დაბალი
რისკი. აღნიშნული გრადაცია ხელს უწყობს სამართალდამცავს სწორად განსაზღვროს
მსხვერპლის დაცვისთვის საჭირო ღონისძიებები.
79.
კითხვარის შედეგად გამოვლენილი რისკის დონის შესაბამისად ხორცილდება
გამოცემული შემაკავებელი ორდერის მოთხოვნების შესრულების მონიტორინგი.
5
ბრაძანება გაუქმებული იქნა 2018 წლის 30 მარტის N1/149 ბრძანებით. კომისიის გაუქმების საფუძველს
წარმოადგენს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის
შექმნა, რომლის ერთ-ერთ ფუნქციად ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე
დროული
რეაგირება
და
მიმდინარე
გამოძიების
ეფექტიანობის
უზრუნველყოფის
განისაზღვრაა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აღარ არსებობდა კომისიის არსებობის საჭიროება.
18
მონიტორინგის პროცესი გულისხმობს რისკის შესაბამისი ინტენსივობით, მსხვერპლთან და
მოძალადესთან კომუნიკაციას, როგორც სატელეფონო საშუალებებით, ასევე საცხოვრებელში
ვიზიტების განხორციელებით.
80.
რისკის შეფასების და შემაკავებელი ორდერის შესრულების მონიტორინგი დამტკიცდა
მინისტრის ბრძანებით და ამოქმედდა 2018 წლის პირველი სექტემბრიდან. ბრძანები
მოთხოვნათა შეუსრულებლობა იწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობას. შსს აკადემიასთან
ერთად შემუშავდა აღნიშნული ინსტრუმენტის მოხმარების დისტანციური სწავლების კურსი,
რომელიც გაიარა 10 000-მა პოლიციის მუშაკმა.
81.
რისკების შეფასების ინსტრუმენტის დანერგვის პარალელურად მიმდინარეობს
მუშაობა მოძალადეთა ელექტრონული მონიტორინგის სისტემის დანერგვის ინიციატივაზე.
ელექტრონული მონიტორინგის (სამაჯურის) მეშვეობით მოძალადეთა გადაადგილების
კონტროლი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მსხვერპლთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის
უსაფრთხოების დაცვას და ორდერით გათვალისწინებული პირობების შესრულების
ზედამხედველობას.
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სერვისები
82.
სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა
და დახმარების სახელმწიფო ფონდი (სახელმწიფო ფონდი) ქალთა მიმართ და ოჯახში
ძალადობის მსხვერპლებსა და სავარაუდო მსხვერპლებს სთავაზობს სხვადასხვა სახის
მომსახურებებს.
83.
2014-2019 წლებში ძალადობის მსხვერპლთათვის გაფართოვდა სახელმწიფო
სერვისების ხელმისაწვდომობის გეოგრაფიული არეალი და დღეის მდგომარეობით
ფონდის ფარგლებში ფუნქციონირებს 8 თავშესაფარი/კრიზისული ცენტრი:
-
-
-
-
თბილისის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ძალადობის მსხვერპლთა
მომსახურების დაწესებულება (თავშესაფარი), გაიხსნა 2010 წელს;
ბათუმის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება
(თავშესაფარი) (საჭიროების შემთხვევაში, მომსახურებას უწევს ასევე ქალთა მიმართ
ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს/დაზარალებულებს და მათზე
დამოკიდებულ პირებსაც), გაიხსნა 2006 წელს;
გორის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება (თავშესაფარი და
კრიზისული ცენტრი), თავშესაფარი გაიხსნა 2010 წელს, კრიზისული ცენტრი გაიხსნა 2018
წლის იანვარში;
ქუთაისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება (თავშესაფარი და
კრიზისული ცენტრი), თავშესაფარი გაიხსნა 2014 წელს, კრიზისული ცენტრი გაიხსნა 2017
წელს;
სიღნაღის ძალადობის მსხვერპლთა დაწესებულება (თავშესაფარი), გაიხსნა 2016 წელს;
თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრი, გაიხსნა 2016
წლის სექტემბერში;
ოზურგეთის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრი, გაიხსნა 2018
წლის დეკემბერში;
19
-
მარნეულის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრი, გაიხსნა 2019
წლის თებერვალში.
84.
თავშესაფრის ან კრიზისული ცენტრის სერვისების ფარგლებში სახელმწიფო ფონდი
ქალთა
მიმართ
ძალადობის
ან/და
ოჯახში
ძალადობის
მსხვერპლს/
დაზარალებულს/სავარაუდო მსხვერპლს (მასზე დამოკიდებულ პირ(ებ)თან ერთად)
უზრუნველყოფს შემდეგი მომსახურებებით:
-
-
ფსიქოლოგიურ–სოციალური დახმარება/რეაბილიტაცია;
სამედიცინო მომსახურება;
სამართლებრივი დახმარება (მათ შორის, სასამართლო და სამართალდამცავ ორგანოებში
წარმომადგენლობით);
საჭიროების შემთხვევაში, თარჯიმნის მომსახურებით;
ოჯახსა და საზოგადოებაში რეინტეგრაციის ხელშეწყობა;
დროებითი
სადღეღამისო
საცხოვრისით
თავშესაფარი
(მხოლოდ
მსხვერპლს/დაზარალებულს დამოკიდებულ პირებთან ერთად), რაც მოიცავს კვებით,
ჰიგიენის და პირველადი მოხმარების სხვა საშუალებებით უზრუნველყოფას;
დროებითი სადღეღამისო საცხოვრისი თბილისის კრიზისულ ცენტრში (სავარაუდო
მსხვერპლს დამოკიდებულ პირებთან ერთად), რაც მოიცავს კვებით, ჰიგიენის და
პირველადი მოხმარების სხვა საშუალებებით უზრუნველყოფას.
თავშესაფრით სარგებლობის სტატისტიკა:
წლები
ბენეფიციარები
2014
114
2015
188
2016
260
2017
307
2018
412
კრიზისული ცენტრით სარგებლობის სტატისტიკა:
წლები
ბენეფიციარები
2016
33
2017
167
2018
318
85.
2017 წლიდან თავშესაფრებისა და კრიზისული ცენტრის ფარგლებში მომსახურებების
მიწოდება დაიწყო ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლთათვისაც.
86.
2016-2017
წლებში
ტექნიკურად
დაიხვეწა
და
ფუნქციონალურად
გამრავალფეროვნდა ძალადობისაგან დაცვის საკონსულტაციო ცხელი ხაზის (116 006)
სისტემა, კერძოდ, შეიქმნა მინი ატეესი, რომელიც აღჭურვილია სხვადასხვა ფუნქციით, მათ
შორის: უზრუნველყოფს საუბრების ჩაწერას,
რამდენიმე
სატელეფონო
ზარის
ერთდროულად მიღებას, კონფერენციის მოწყობას 3 ადამიანზე, ავტომოპასუხეს,
მისალმებას, მუშაობას დღის და ღამის რეჟიმებით. ასევე, 2017 წლის თებერვლიდან, ცხელ
ხაზზე კონსულტაციის მიღება, გარდა ოჯახში ძალადობის საკითხებისა, შესაძლებელია
ქალთა მიმართ ძალადობის, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და სექსუალური
ძალადობის საკითხებზეც, ხოლო 1 მარტიდან ცხელი ხაზის ხელმისაწვდომობა, როგორც
20
ზემოთ აღინიშნა ქართული ენის გარდა, უზრუნველყოფილია დამატებით 7 უცხოურ ენაზე
(ინგლისურ, რუსულ, თურქულ, აზერბაიჯანულ, სომხურ, არაბულ და სპარსულ ენებზე).
სამართალდამცავი, სამედიცინო და სოციალური მუშაკების ტრენინგები
87.
შსს აკადემიამ, რომელიც უზრუნველყოფს პოლიციელთა მომზადებასა და
გადამზადებას, 2015 წლიდან შეიქმნა ცალკე მოდული გენდერული თანასწორობის შესახებ და
დაიწყო მისი სწავლება საპატრულო პოლიციისა და უბნის ინსპექტორებისთვის.
88.
2018 წელს მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის შექმნის შემდეგ, ეს მოდულები
ჩაიდო მართლწესრიგის ოფიცრის მომზადების საბაზისო პროგრამაშიც. ზოგადად
მოდულები მოიცავს შემდეგ თემებს: დისკრიმინაციის აკრძალვა, დისკრიმინაციაზე
რეაგირება და მისი პრევენცია, დისკრიმინაციის ფორმები, პირდაპირი და ირიბი
დისკრიმინაცია,
ანტი-დისკრიმინაციული
კანონმდებლობა,
გენდერის
ძირითადი
კონცეფციები, გენდერული თანასწორობა საქართველოში. 6500-ზე მეტმა პოლიციელმა გაიარა
დისკრიმინაციის მოდული 2014 წლის ივლისიდან 2018 წლის დეკემბრის ჩათვლით.
გენდერული თანასწორობის მოდული გაიარა 1000ზე მეტმა პოლიციელმა.
89.
მოდული ოჯახური ძალადობის შესახებ შსს აკადემიის ყველა საბაზისო პროგრამის
ნაწილია. იგი მოიცავს შემდეგ თემებს: ოჯახური ძალადობა და ქალზე ძალადობა, ოჯახური
ძალადობა ბავშვებზე, ოჯახური ძალადობის გავლენა ბავშვზე, ქართული კანონმდებლობა
ოჯახური ძალადობისა და ქალზე ძალადობის შესახებ, ოჯახური ძალადობის
საიდენტიფიკაციო ნიშნები, ბავშვთა რეფერირების მექანიზმები. 1800-ზე მეტმა პოლიციელმა
გაიარა მოდული ოჯახური ძალადობის შესახებ (მოიცავს ბავშვებზე ძალადობასაც) 2014 წლის
ივლისიდან 2018 წლის დეკემბრის ჩათვლით.
90.
საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანებით 2018 წლის 1 მაისიდან ოჯახური
დანაშაულის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობას სპეციალიზებული პროკურორები და
პროკურატურის გამომძიებლები ახორციელებენ, რომლებმაც ოჯახური დანაშაულის თემაზე
სპეციალური სასწავლო კურსი გაიარეს. ამ ეტაპზე სპეციალიზებულია 125 პროკურორი და
პროკურატურის გამომძიებელი.
91.
2017 წელს აქტიურად მიმდინარეობდა პროკურორთა კვალიფიკაციის ამაღლება
ოჯახური დანაშაულის საკითხზე. ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის
წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე სულ განხორციელდა 6 სასწავლო აქტივობა, რომლის
ფარგლებშიც გადამზადება გაიარა პროკურატურის 83-მა თანაშმრომელმა.
92.
2018 წელს პროკურორებისა და სისტემის გამომძიებლების მოსამზადებლად ჩატარდა
3 სპეციალიზაციის კურსი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის
თემაზე.
2016-2017 წლებში ევროპის საბჭოს რეგიონული პროექტის ფარგლებში,
საქართველოს
პროკურატურის
წარმომადგენლების
მონაწილეობით
მომზადდა
სახელმძღვანელო თემაზე - ,,ქალთა უფლებების დაცვა და მათთვის სამართლებრივი
მექანიზმების
ხელმისაწვდომობის
უზრუნველყოფა“,
რომლის
საფუძველზეც
პროკურორთათვის შემუშავდა სასწავლო პროგრამა.
21
93.
2018 წელს ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით განხორციელდა 2 სასწავლო კურსი
- ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე. სწავლება
ერთობლივად
გაიარეს
პროკურატურისა
და
შინაგან
საქმეთა
სამინისტროს
წარმომადგენლებმა. მათ შორის, 32 პროკურორმა და 10 გამომძიებელმა.
94.
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის თემაზე განხორციელდა სასწავლო ვიზიტები
ესპანეთსა და აშშ-ში, სადაც პროკურატურის წარმომადგენლები გაეცნენ თითოეული ქვეყნის
პრაქტიკას ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის მიმართულებით.
95.
2016-2017 წლებში ფონდის მიერ, პროექტის „ოჯახში ძალადობის შემცირება
საქართველოში“ (USAID) ფარგლებში მომზადდა „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში
ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის
ეროვნული
რეფერირების პროცედურების (ეროვნული რეფერალური მექანიზმი)
პროექტი. 2016 წელს მომზადდა სოციალური მუშაკის როლის განმსაზღვრელი დოკუმენტის
სამუშაო ვერსია და ტრენინგის კურიკულუმი.
96.
ფონდმა 2016 წლის ივლისიდან დაიწყო პროექტი - „ჯანდაცვის რეაგირება (პასუხი)
ოჯახში ძალადობაზე/გენდერულ ძალადობაზე“, რომელიც დაფინანსებულია გაეროს
მოსახლების ფონდის (UNFPA) მიერ. პროექტის ფარგლებში, სამედიცინო მუშაკები მიერ
ძალადობის ეფექტიანი გამოვლენისა და მართვის მიზნით, გადაიხედა და საბოლოო სახით
ჩამოყალიბდა ტრენინგ მოდული. დოკუმენტი ეყრდნობა გაეროს მოსახლეობის ფონდის
რეგიონალური ოფისისა და ავსტრიული ორგანიზაციის, ,,ქალები ძალადობის წინააღმდეგ
ევროპაში“, პარტნიორობის შედეგად შექმნილ მოდულს ოჯახში/ქალთა მიმართ ძალადობის
საპასუხოდ ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების შესახებ.
97.
ასევე, ჯანდაცვის პირველი და მეორე რგოლის მუშაკებისათვის შემუშავდა
სტანდარტული ოპერაციული პროცედურები (SOP) ქალთა მიმართ ფიზიკური,
ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობის გამოვლენის, მკურნალობის პრინციპებისა და
რეფერალის საკითხებზე.
98.
2018 წელს ფონდის დაკვეთით და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით
საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ (GASW) შეიმუშავა სოციალური მუშაობის
სახელმძღვანელო, რომელშიც ინტეგრირებულია არასრულწლოვნებისა და შშმ პირებისათვის
სერვისების მიწოდების სახელმძღვანელო პრინციპები.
99.
2017 წელს ფსიქოლოგიურ-სოციალური რეაბილიტაციის კომპონენტის კიდევ უფრო
გასაუმჯობესებლად, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UNWOMEN) მხარდაჭერით, ფონდის
თავშესაფრებისა და კრიზისული ცენტრების ფსიქოლოგებისათვის საერთაშორისო
გამოცდილების
გათვალისწინებით
მომზადდა
ფსიქოლოგიური
რეაბილიტაციის
სახელმძღვანელო, რომლის მეშვეობითაც მოხდა თავშესაფრებში ფსიქოლოგიური
მომსახურების
სტანდარტიზება.
2018
წელს,
ზემოაღნიშნული
ფსიქოლოგიური
რეაბილიტაციის და სოციალური მუშაობის სახელმძღვანელოებში მოხდა ბავშვებთან და
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მუშობის სპეციფიკური საკითხების
ინტეგრირება. ფონდის ინიციატივით, ფონდის სოციალური მუშაკების უნარ–ჩვევების
გასაუმჯობესებლად საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ ჩაატარა რამდენიმე
22
ეტაპისგან შემდგარი სასწავლო კურსი, ასევე, 2017 წელს ფონდმა შეიმუშავა მსხვერპლთა
ეკონომიკური
გაძლიერების
კონცეფცია,
რომელიც
წარმოადგენს
მნიშვნელოვან
სახელმძღვანელო დოკუმენტს ბენეფიციარების ეკონომიკური გაძლიერების კუთხით
გასატარებელი
კონკრეტული
ღონისძიებების
დაგეგმვისა
და
განხორციელების
მიმართულებით.
100. 2015
წლის
28-29
ნოემბერს
გაეროს
მოსახლეობის
ფონდის
ორგანიზებით, ექიმებისთვის ჩატარდა ტრენინგი ქალის მიმართ ფიზიკური, ფსიქოლოგიური
და სექსუალური ძალადობის გამოვლენის, მკურნალობის პრინციპებისა და რეფერალის
საკითხებზე.
101. 2016 წელს, სოციალური მუშაკის როლის განმსაზღვრელი დოკუმენტის და
სპეციალურად შემუშავებული კურიკულუმის საფუძველზე (მომზადებული USAID-ის
პროექტის „საქართველოში ოჯახში ძალადობის
შემცირება“ ფარგლებში),
ოჯახში
ძალადობის საკითხებზე გადამზადდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 247
სოციალური მუშაკი. ასევე 2017 წელს 272 სოციალურ მუშაკს ჩაუტარდა ტრენინგი, თემაზე:
„სოციალური მუშაობა მიუსაფარი ბავშვების საკითხებთან დაკავშირებით“. 2017–2018
წლებში გადამზადდა 250 სოციალური მუშაკი.
102. 2017 წლის დეკემბერში დასრულდა მუშაობა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისა და
სოციალური მომსახურების სტანდარტიზების მიმართულებით, რომელიც დაინერგება
ფონდის თავშესაფრებსა და კრიზისულ ცენტრებში 2018 წლის იანვრიდან.
103. ფონდის პროექტის -,,ჯანდაცვის რეაგირება (პასუხი) ოჯახში ძალადობაზე/გენდერულ
ძალადობაზე“ ფარგლებში მომზადებული სატრენინგო მოდულის საფუძველზე, 2016-2018
წლებში, ქალთა მიმართ ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობის
გამოვლენის, მკურნალობის პრინციპებისა და რეფერალის საკითხებზე ჩატარდა ტრენინგები
ჯანდაცვის მუშაკებისთვის, სულ დატრენინგდა 300-მდე ჯანდაცვის მუშაკი. ხოლო USAID–ის
პროექტის „ოჯახში ძალადობის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში 2017–2018 წლებში
გადამზადდა 340 ჯანდაცვის მუშაკი.
104. გარდა ამისა ფონდის მიერ პერიოდულად ტრენინგები, რის შესახებაც ინფორმაცია
მოცემულია დანართი 4-ში.
საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიები
105. ფონდი აქტიურად ახორციელებს საზოგადოების ცნობიერების ამაღლების სხვადასხვა
ტიპის კამპანიებს, მათ შორის, ამზადებს და აქვეყნებს ტელე–რადიო რგოლებს, სარეკლამო
კამპანიებს, გამოსცემს ბროშურებს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება საზოგადოების
ცნობიერების ამაღლების მიმართულებით არის საინფორმაციო შეხვედრების გამართვა
სხვადასხვა ჯგუფებთან და პროფესიის ადამიანებთან: 2014 წლიდან 2019 წლამდე გაიმართა
დაახლოებით 90–მდე საინფორმაციო აქცია/ საინფორმაციო შეხვედრა ოჯახში
ძალადობისა და ფონდის სერვისების საკითხებზე.
ბავშვთა ფიზიკური დასჯა
23
106. ყველა სახის ძალადობისაგან ბავშვთა დაცვის მიზნით 2016 წლის 12 სექტემბერს
ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები დამტკიცდა საქართველოს
მთავრობის №437 დადგენილებით.
107. ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებმა გააფართოვა
აღნიშნულ
პროცედურებში
ჩართული
უწყებების
წრე,
მათ
შორის,
მოიცვა
მუნიციპალიტეტები, რაც ხელს შეუწყობს კოორდინირებული და ეფექტიანი სისტემის
ჩამოყალიბების გზით ოჯახში და მის გარეთ ბავშვის დაცვას ყველა ფორმის ძალადობისგან,
მათ შორის ფიზიკური დასჯისგან.
108. ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების თანახმად,
ფიზიკური ძალადობის ერთ-ერთ სახედ, ასევე, განისაზღვრა ბავშვის ფიზიკური დასჯისკენ
მიმართული მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას.
ძალადობა მოსწავლეზე
109. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი
პუნქტის თანახმად დაუშვებელია სკოლაში ძალადობა მოსწავლის ან ნებისმიერი სხვა პირის
მიმართ. ფიზიკური ან/და სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევაში სკოლა ვალდებულია
დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით. სკოლების შინაგანაწესით მოსწავლის ფიზიკური შეურაცხყოფისათვის
სკოლაში
დასაქმებული
პირებისათვის
დისციპლინური
სახდელის
სახით
გათვალისწინებულია სამსახურიდან გათავისუფლება.
110. საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე, ბავშვზე ძალადობის და/ან
სავარაუდო ძალადობის ფაქტის არსებობისას, მანდატური ახდენს ძალადობის/სავარაუდო
ძალადობის მსხვერპლის პირველად იდენტიფიკაციას და შემდეგ მის გადამისამართებას
სოციალური მომსახურების სააგენტოში ან სამართალდამცავ ორგანოებში. საქართველოს
მასშტაბით ფუნქციონირებს 8 ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი. ცენტრი ფსიქოსოციალურ მომსახურებას უწევს მოსწავლეებს, მათ მშობლებს, მასწავლებლებსა და სკოლის
ადმინისტრაციას. ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის სერვისები არის უფასო,
ფუნქციონირებს 24 საათიანი ცხელი ხაზი. ცენტრი რეგულარულად ახორციელებს სხვადასხვა
პროგრამის ფარგლებში მანდატურების, საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის
და პედაგოგების გადამზადებას.
პასუხი რეკომენდაციის მე-10 პუნქტზე - ანაგრიშვალდებულება ადამიანის უფლებათა
წარსულში ჩადენილ დარღვევებზე
2008 წლის საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის ეფექტიანი, დამოუკიდებელი და
მიუკერძოებელი გამოძიება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მიერ
111. 2016 წლის 27 იანვარს, სასამართლოს პირველმა წინასასამართლო პალატამ
დააკმაყოფილა სასამართლოს პროკურორის 2015 წლის 13 ოქტომბრის შუამდგომლობა და
ნება დართო, დაეწყო გამოძიება სასამართლოს იურისდიქციას დაქვემდებარებულ
24
დანაშაულებზე, კერძოდ, ომისა და ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართულ იმ
დანაშაულებთან დაკავშირებით, რომელიც, სავარაუდოდ, ჩადენილ იქნა ცხინვალის
რეგიონში/სამხრეთ ოსეთში და მიმდებარე ტერიტორიაზე 2008 წლის 1 ივლისიდან 10
ოქტომბრამდე.
საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა გამოძიებაში
112. საქართველო, კომპლემენტარობის პრინციპის დაცვით, აქტიურად თანამშრომლობს
სასამართლოსთან გამოძიების ეფექტიანად წარმართვის მიზნით.
113. სასამართლოს მიერ გამოძიების დაწყების შემდეგ, გამოძიების შეუფერხებლად
განხორციელებისა და ხელშეწყობის მიზნით, საქართველომ სასამართლოსთან და
პროკურორის ოფისთან, თანამშრომლობის საერთაშორისო სამართლებრივი ჩარჩოს
გაძლიერების
მიზნით,
გააფორმა
შესაბამისი
საერთაშორისო
ხელშეკრულებები
თანამშრომლობის მიზნით.
114. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ
განახორციელა შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები სასამართლოს მიერ
მოწოდებული თხოვნების შესრულების მიზნით.
115. იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით იმართება უწყებრივი დონის შეხვედრები,
რომლებზეც, სხვადასხვა უწყების მიერ, მათი კომპეტენციის ფარგლებში, განიხილება
სასამართლოსთან თანამშრომლობის პრაქტიკული და სამართლებრივი საკითხები. აგრეთვე,
იმართება
შეხვედრები
სისხლის
სამართლის
საერთაშორისო
სასამართლოს
წარმომადგენლებთან,
რომელთა
ფარგლებში
განიხილება
თანამშრომლობისთვის
მნიშვნელოვანი საკითხები.
116. გარდა სამთავრობო უწყებებისა, იუსტიციის სამინისტრო აქტიურადაა ჩართული
გამოძიების პროცესით დაინტერესებული საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთვრობო
ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრებში. ასევე, გაიმართა შეხვედრები ისეთ
საერთაშორისო არასამთვრობო ორგანიზაციებთან, როგორიცაა „კოალიცია სისხლის
სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის“ და „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო
ფედერაცია“.
დაზარალებულთა ცნობიერების ამაღლება გამოძიების შესახებ
117. სასამართლოს გამოძიების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების
მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2017 წლის მაისში დაიწყო მოქალაქეების
ინფორმირების კამპანია.6 საინფორმაციო კამპანიის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენდა 2008
წლის კონფლიქტის მიერ დაზარალებული მოსახლეობა და სხვა დაინტერესებული პირები.
მნიშვნელოვანია, რომ 2017 წლის დეკემბრის დასაწყისიდან საქართველოში ამოქმედდა
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლობა (ოფისი), რომლის
6
http://justice.gov.ge/News/Detail?newsId=6391.
25
ძირითადი ფუნქცია იქნება შესაბამისი სამიზნე ჯგუფების ცნობიერების ამაღლება
სასამართლოს მანდატის და საქმიანობის შესახებ.7
დაზარალებულთა ინტერესების დაკმაყოფილება/კომპენსაცია
118. რომის სტატუტის 79-ე მუხლის საფუძველზე, საერთაშორისო დანაშაულების
მსხვერპლების დასახმარებლად შეიქნა მსხვერპლთა ნდობის ფონდი (ფონდი), როგორც
სასამართლოს უნიკალური მექანიზმი.
119. ამის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობამ გადადგა ნაბიჯები ფონდის
საშუალებით დაზარალებულთა ინტერესების დაკმაყოფილებისთვის. მაგალითად, 2017 წელს
იუსტიციის სამინისტრომ მსხვერპლთა ფონდში გადარიცხა 10 000 (ათი ათასი) ევრო.8 ასევე,
2018
წლის
დეკემბერში,
სისხლის
სამართლის
საერთაშორისო
სასამართლოს
დაზარალებულთა ფონდის დირექტორატში, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისათვის
განკუთვნილი კვოტით, არჩეულ იქნა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე
ბატონი გოჩა ლორთქიფანიძე, რაც შესაძლებლობას აძლევს საქართველოს, ფონდის
ყურადღება გამახვილდეს 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა
საჭიროებებზე.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო და სახელმწიფოთაშორისი საჩივრები
120. დღეის მდგომარეობით, საქართველოს, 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტისა და
საქართველოს ტერიტორიების განგრძობადი ოკუპაციის კონტექსტში, ადამიანის უფლებათა
ევროპულ სასამართლოში წარდგენილი აქვს ორი სახელმწიფოთაშორისი საჩივარი რუსეთის
ფედერაციის წინააღმდეგ: საქმეში „საქართველო რუსეთის წინააღდეგ (II)“ საქართველო
ამტკიცებს, რომ რუსეთმა, ადმინისტრაციული პრაქტიკის სახით, რუსულ შეიარაღებულ
ძალებსა და მათი კონტროლის ქვეშ მოქმედ სეპარატისტულ ძალებს ნება დართო/ხელი
შეუწყო მათ მიერ მშვიდობიანი მოსახლეობისა და მათი ქონების წინააღმდეგ მიმართულ
განურჩეველ
და
არაპროპორციულ
თავდასხმებს
აფხაზეთსა
და
ცხინვალის
რეგიონში/სამხრეთ ოსეთში. განსახილველ საქმეზე ევროპული სასამართლო უახლოეს
პერიოდში გამოიტანს გადაწყვეტილებას.
121. 2018 წლის 21 აგვისტოს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ სტრასბურგის
სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საქართველოს სახელით ახალი
სახელმწიფოთაშორისი საჩივარი „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV)” წარადგინა,
რომელიც ეხება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო
ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავებების,
თავდასხმებისა და მკვლელობების ადმინისტრაციულ პრაქტიკას, რომელიც განსაკუთრებით
გაძლიერდა 2008 წლის ომის შემდეგ და კრიტიკულ ზღვარს მიაღწია 2018 წლის თებერვალში
არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და მკვლელობის დროს.9
Report of the International Criminal Court in 2017/18, 20 August 2018, A/73/334, §75, ხელმისაწვდომია:
https://www.icc-cpi.int/itemsDocuments/a_73_334/N1826367.pdf.
8 https://matsne.gov.ge/document/view/4130271?publication=0.
9 http://www.justice.gov.ge/News/Detail?newsId=7765.
7
26
122. დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ საქართველო, ერთი მხრივ, სისხლის
სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან მჭიდრო თანამშრომლობით და მეორე მხრივ,
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოში სახელმწიფოთაშორისი დავების
წარმოებით მიზნად ისახავს, საერთაშორისო მექანიზმების ჩართულობით ეფექტიანად,
დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად უზრუნველყოს 2008 წლის შეიარაღებული
კონფლიქტის განმავლობაში სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულების და ადამიანის
უფლებათა დარღვევების გამოძიება, განსაკუთრებულად პასუხისმგებელი პირების დასჯა და
მსხვერპლებისათვის ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის საშულებების, მათ შორის,
კომპენსაციის მინიჭება.
პასუხი რეკომენდაციის მე-11 და მე-12 პუნქტზე - დამოუკიდებელი საგამოძიებო
მექანიზმი
123. 2019 წლის 10 მაისიდან ამოქმედდა დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური (როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის
ინსპექტორის უფლებამონაცვლე). კანონის თანახმად, იგი არის ინსტიტუციონალურად
დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო, პასუხისმგებელია სამართალდამცავებისა და საჯარო
მოსამსახურეების მიერ ჩადენილ დანაშაულთა ცალკეული კატეგორიების დამოუკიდებლად
და ეფექტურად გამოძიებაზე. სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო კომპეტენციაში
შემავალი დანაშაულებრივი ქმედებები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება: წამებით,
დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობით, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებითა და
სამსახურებრივი
უფლებამოსილების
გადამეტებით
ჩადენილი
დანაშაულებრივი
ქმედებებით, რომლებიც ჩადენილია ძალადობით და/ან პირის ღირსების შეურაცხყოფით.
124. სახელმწიფო ინსპექტორის კომპეტენცია ფარავს აგრეთვე ისეთ დანაშაულებრივ
ქმედებებს, რომლებიც ჩადენილია სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, აგრეთვე
მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, თუ ამ დანაშაულებრივმა ქმედებამ
გამოიწვია პირის სიცოცხლის მოსპობა და თუ დანაშაულის ჩადენის დროს ეს პირი
იმყოფებოდა დროებითი მოთავსების იზოლატორში ან პენიტენციურ დაწესებულებაში ანდა
ნებისმიერ სხვა ადგილას, სადაც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან
მასთან გათანაბრებული პირის მიერ, თავისი ნების საწინააღმდეგოდ, აკრძალული ჰქონდა
ადგილსამყოფლის დატოვება, ანდა აღნიშნული პირი სხვაგვარად იმყოფებოდა სახელმწიფოს
ეფექტური კონტროლის ქვეშ. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო
ქვემდებარეობა გავრცელდება აღნიშნულ დანაშაულებზე 2019 წლის 1 ივლისიდან.
125. სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილების მნიშვნელობის გათვალისწინებით,
კანონი ითვალისწინებს სახელმწიფო ინსპექტორის დამოუკიდებლობის მაღალ გარანტიებს.
კერძოდ, მისი უფლებამოსილების განხორციელებისას სახელმწიფო ინსპექტორი
დამოუკიდებელია და არ ექვემდებარება არც ერთ ოფიციალურ პირს ან სახელმწიფო ორგანოს.
სახელმწიფო ინსპექტორსა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომელზე
ზეგავლენა ან სახელმწიფო ინსპექტორის საქმიანობაში ჩარევა აკრძალულია და ისჯება
კანონით.
126. 2017 წელს საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის
სამმართველოში პროკურორებისთვის შემუშავდა რეკომენდაცია მოხელის ან მასთან
27
გათანაბრებული პირების მიერ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტების სათანადო
კვალიფიკაციის შესახებ. 2015 წელს, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შეიქმნა
ახალი სპეციალიზირებული სტრუქტურული დანაყოფი - სამართალწარმოების პროცესში
ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი. სამართალდამცავი და პენიენტიალური
დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული არასათანადო მოპყრობის
ფაქტებზე სისხლისსამართლერივი დევნის შესახებ სტატისტიკა მოცემულია დანართში (იხ.
დანართი 5).
პასუხი რეკომენდაციის მე-13 პუნქტზე - ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა
127. 2014 წლის 18 აგვისტოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლის საფუძველზე ადმინისტრაციული პატიმრობისათვის
დადგენილი მაქსიმალური ვადა 90 დღიდან 15 დღემდე შემცირდა, ასევე გაუმჯობესდა
საპროცესო გარანტიები.
128. 2016 წლის 17 მარტს საქართველოს მთავრობის N124 დადგენილებით დამტკიცდა
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო
სადისციპლინო წესდება”, რითაც გაუქმდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ადმინისტრაციული პატიმრობა.
პასუხი რეკომენდაციის მე-14 პუნქტზე - ნაფიც მსაჯულთა სასამართლო
129. 2017 წლიდან ამოქმედდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებები,
რომელთა მიხედვით ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცედურა შეიცვალა შერჩევის პროცესის
გონივრულ ვადებში დასასრულებლად; ხელახლა განისაზღვრა ნაფიც მსაჯულთა
შეუთავსებლობის
შემთხვევები;
ნაფიც
მსაჯულთა
მიუკერძოებლობისა
და
უსაფრთხოებისთვის დამატებითი გარანტიები განისაზღვრა; ნაფიც მსაჯულთა აცილებისა და
მათ მიერ კენჭისყრის ჩატარების წესები შეიცვალა დაუსაბუთებელი აცილებების ბოროტად
გამოყენების პრაქტიკის აღმოფხვრისა და პროცესის ორგანიზებულობის უზრუნველყოფის
მიზნით. ამასთან, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოები შეიქმნა თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა
და რუსთავის საქალაქო სასამართლოებსა და ზუგდიდის, თელავისა და გორის რაიონულ
სასამართლოებში.
პასუხი რეკომენდაციის მე-15 პუნქტზე - საპროცესო შეთანხმება და ნარკომანიასთან
ბრძოლის ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა
ნულოვანი ტოლერანტობის ნარკოპოლიტიკა
130. ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო (შემდგომში საკოორდინაციო საბჭო), რომელიც 2011 წლიდან კოორდინაციას უწევს საქართველოში
ნარკოპოლიტიკის ჩამოყალიბებას, ეფექტიან და კოორდინირებულ ინსტიტუციურ მექანიზმს
წარმოადგენსარსებული ნარკოპოლიტიკის დახვეწისა და ლიბერალური მიდგომის
გავრცელების მიმართულებით.
131. აღსანიშნავია, რომ ნარკომანიასთან ბრძოლის საკოორდინაციო საბჭოს მიერ
შემუშავებული და 2013 წლის 4 დეკემბერს დამტკიცებული ნარკომანიასთან ბრძოლის
28
სახელმწიფო სტრატეგია ეფუძნება 4 სვეტოვან მიდგომას - პრევენცია; მკურნალობარეაბილიტაცია; ზიანის შემცირება; ნარკოდანაშაულთან ბრძოლა.
132. აღნიშნული სტრატეგიის დროული იმპლემენტაციის მიზნით საბჭოს ფარგლებში
შემუშავდა 2019-2020 წლების ნარკომანიასთან ბრძოლის სამოქმედო გეგმის საბოლოო
პროექტი.
133. აღსანიშნავია, რომ 2014 წლიდან არაერთი ნაბიჯი გადაიდგა ლიბერალური და
ადამიანის უფლებათა დაცვაზე დამყარებული ნარკოპოლიტიკის ჩამოყალიბების მიზნით:
-
-
-
-
-
-
2014 წელს მიღებულ იქნა „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“
საქართველოს კანონი, რომელიც აღმოჩნდა ქვეყანაში ახალი ფსიქოაქტიური
ნივთიერებების გავრცელების შეზღუდვის ეფექტიანი მექანიზმი.
2015 წელს სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული საკანონმდებლო
ცვლილებების შესაბამისად, ერთმანეთისგან გაიმიჯნა სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობა, ერთი მხრივ, ნარკოტიკული საშუალებების შეძენის, შენახვისა და
სხვა ამგვარი ქმედებებისათვის, ხოლო მეორე მხრივ, მათი გასაღებისათვის;
სასწრაფო-სამედიცინო პერსონალისათვის გაუქმდა ზედოზირების შემთხვევაში
სამართალდამცავი ორგანოების შეტყობინების ვალდებულება, რის საშუალებითაც
მოიხსნა სასწრაფო დახმარების გამოძახების შემაკავებელი ფაქტორი;
2017 წლის ივლისში, საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში შემუშავებული
საკანონმდებლო
ცვლილებათა
პაკეტი
დამტკიცდა,
რომელიც
სწორედ
ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას ისახავდა მიზნად და მიმართული იყო
შედარებით მსუბუქი ნარკოტიკის - მცენარე კანაფისა და ნედლი/გამომშრალი
მარიხუანას მიმართ ლიბერაული პასუხისმგებლობის დაწესებისაკენ.
2017 წელს საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში მომზადდა საკანონმდებლო
ცვლილებებათა პროექტი, რომელიც ნარკოტიკულ საშუალებათა ოდენობების
გადახედვას ითვალისწინებს.
2018 წლის 30 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო მარიხუანას მოხმარების
მარეგულირებელი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლითაც მოხდა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების საკანონმდებლო
დონეზე იმპლემენტაცია და მცენარე კანაფისგან/მარიხუანისგან მომდინარე საფრთხის
გათვალისწინებით სამართლიანი და გონივრული ბალანსის უზრუნველყოფა
ინდივიდის თავისუფლებასა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების საჭიროებებს
შორის. წინამდებარე საკანონმდებლო პაკეტით აიკრძალა მარიხუანას მოხმარება
საჯარო სივრცეში, საჯარო დაწესებულებებში, არასრულწლოვნის თანდასწრებით ან
არასრულწლოვნისთვის განკუთვნილ დაწესებულებებში და მათ მიმდებარე
ტერიტორიაზე 150 მეტრის რადიუსში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას
და სამხედრო ნაწილში. ასევე მოსამართლეს მიეცა შესაძლებლობა, მარიხუანის
განმეორებით მოხმარებისას, არასრულწლოვნის თანდასწრებით ან სამსახურებრივი
მოვალეობის შესრულებისას მარიხუანას მოხმარების გამო პირს შეუზღუდოს
სამოქალაქო უფლებები, მათ შორის, პედაგოგიური საქმიანობა, სატრანსპორტო
საშუალების მართვის უფლება, იარაღის ტარების უფლება, საჯარო დაწესებულებაში
საქმიანობის უფლება და სხვ. ნარკოტიკული სიმთვრალის მდგომარეობაში
29
ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა ხდება სისხლის სამართლის წესით დასჯადი
ქმედება ნაცვლად ადმინისტრაციული წესისა.
134. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელ პერიოდში მნიშვნელოვნად არის
გაუმჯობესებული ნარკოტიკულ დანაშაულებთან დაკავშირებით მიღებული განაჩენების
დასაბუთებულობის ხარისხი. უზენასემა სასამართლოს მიერ შესწავლილი განაჩენებიდან
აშკარად ჩანს, რომ სასამართლო საქმის განხილვისას რომელიმე მხარის მიერ წარდგენილ
მტკიცებულებებს პრიორიტეტულად არ იხილავს, აფასებს ნარკოტიკული დანაშაულის
საქმეებზე მიღებული ოპერატიული ინფორმაციის შინაარსობრივ მხარეს და სხვა
მტკიცებულებებთან ერთობლიობაში მსჯელობს პოლიციელთა ჩვენებების სარწმუნოობაზე.
სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანისას მხედველობაში იღებს საქმეში არსებულ,
ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას პირის მიმართ წარდგენილი
ბრალდების დასადასტურებლად ან წარდგენილ ბრალდებაში პირის უდანაშაულოდ
ცნობისათვის.
გ) ნარკომანიით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობის სერვისები
135. 2008 წლიდან ქვეყანაში სახელმწიფოს მიერ ხდება ნარკომანიით დაავადებულ
პაციენტთა მკურნალობის სერვისების დაფინანსება. ესენია:
-
-
სტაციონარული დეტოქსიკაცია და პირველადი რეაბილიტაცია ოპიოიდების,
სტიმულატორების და სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების, მოხმარებით გამოწვეული
ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების დროს;
ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია;
ჩამანაცვლებელი თერაპია;
ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების
სტაციონარული მომსახურება.
136. ჯანმრთელობის
ხელშეწყობის
სახელმწიფო
პროგრამის
ნივთიერებადამოკიდებულების და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრევენციის
კომპონენტის აქტივობებია:
-
-
-
ნივთიერებადამოკიდებულების შესახებ ცნობიერების ამაღლების საკომუნიკაციო
სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება ნივთიერებადამოკიდებულების
საკითხებზე
მომუშავე
ორგანიზაციებთან
და
დაინტერესებულ
მხარეებთან
თანამშრომლობით;
მცირე მასშტაბის თვისობრივი კვლევის განხორციელება სამიზნე პოპულაციაში და
აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრევენციის საკომუნიკაციო სტრატეგიის და
სამოქმედო გეგმის შემუშავება;
საგანმანათლებლო კამპანიის წარმოება სოციალური მედიის საშუალებით, მ.შ.
მულტიმედიური საკომუნიკაციო მასალების გამოყენებით;
ნარკოტიკების მოხმარების მავნეობაზე და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების
შესახებ მედიის საშუალებით საკითხის ადვოკატირება;
30
-
-
-
„სასარგებლო საუბრები“ და სხვა საგანმანათლებლო აქტივობების დაგეგმვა სათემო და
არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით;
სატელევიზიო კლიპის/კლიპების ან სოციალური ქსელისთვის ვიდეოების მომზადება და
გავრცელება სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით;
საინფორმაციო საპოპულარიზაციო ბეჭდვითი მასალის მომზადება, ბეჭდვა, გავრცელება,
(ფლაერები, ბუკლეტები, საინფორმაციო ფურცლები, კანონმდებლობის მოკლე გაიდიპოსტერები);
საპილოტე სკოლებში მასწავლებლების გადამზადება ნივთიერებადამოკიდებულების
თემატიკაზე, მ.შ. ნივთიერებადამოკიდებულების შესახებ მოსწავლეებთან კომუნიკაციის
საკითხებზე;
ტრენინგი ან სამუშაო შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან.
პასუხი რეკომენდაციის მე-16 პუნქტზე - არასრულწლოვანთა მართლსაჯულება
137. 2015 წლის 12 ივნისს საქართველოს პარლამენტმა არასრულწლოვნების
მართლმსაჯულების კოდექსი მიიღო. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის
ძირითადი არსი მდგომარეობს გადაწყვეტილების მიღებისას არასრულწლოვნის საუკეთესო
ინტერესებისა და ინდივიდუალური მიდგომის უპირველეს გათვალისწინებაში,
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ალტერნატიული ზომებისთვის უპირატესობის
მინიჭებაში, სასამართლო პროცესში არასრულწლოვნის უფლებების განსაკუთრებული
დაცვის, პატიმრობის გაუმჯობესებული პირობების უზრუნველყოფაში და სხვ. კოდექსი
არასრულწლოვნის განსაკუთრებული ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობის
გათვალისწინებით აყალიბებს განსაკუთრებულ მიდგომას მის მიმართ.
138. კოდექსი გამოიყენება ყველა იმ შემთხვევაში, როცა მართლმსაჯულების პროცესში
მონაწილეობს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი, არასრულწლოვანი მოწმე
ან/და დაზარალებული. ამასთანავე, კოდექსი გამოიყენება 18-დან 21 წლამდე კანონთან
კონფლიქტში მყოფი პირის მიმართ მე-15 მუხლის პირველი ნაწილითა და (როდესაც 18-დან
21 წლამდე პირი ბრალდებულია) 38-ე - 48-ე მუხლებით (განრიდებასთან დაკავშირებული
დებულებები) გათვალისწინებულ შემთხვევებში.
კოდექსის ძირითადი პრინციპებია:
- არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვა;
- ინდივიდუალური მიდგომის უზრუნველყოფა;
- არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულების
პროცესში
ჩართული
პირების
სპეციალიზაცია;
- დისკრიმინაციის აკრძალვა;
- თანაზომიერება;
- ყველაზე მსუბუქი საშუალებისა და ალტერნატიული ზომების პრიორიტეტულობა;
- განრიდება;
- პატიმრობა, როგორც უკიდურესი ღონისძიება ;
- არასრულწლოვნის მონაწილეობა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში;
- არასრულწლოვნის პირადი ცხოვრების დაცვა;
- ჰარმონიული განვითარების უფლება და სხვა.
31
139. აღსანიშნავია, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ამოქმედების
შემდეგ საგრძნობლად შეიცვალა მსჯავრდებული არასრულწლოვნების მიმართ სასჯელის
ძირითად სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენების მაჩვენებელი კერძოდ, 2016 წელს სულ
მსჯავრდებული
არასრულწლოვნებიდან
თავისუფლების
აღკვეთა
შეეფარდა
არასრულწლოვანთა 31.5%-ს, ხოლო 2017-2018 წლებში - 24%-ს.
არასრულწლოვან
რესოციალიზაცია
მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა
განათლება
და
რეაბილიტაცია-
140. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მსჯავრდებულებისათვის
ხორციელდება ფსიქო-სარეაბილიტაციო პროგრამები, მათ შორის “EQUIP” - დანაშაულის
გაცნობიერება არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის და "გათავისუფლებისთვის
მომზადების პროგრამა - Re-Entry" რომელიც არასრულწლოვან მსჯავრდებულებს ეხმარება
საზოგადოებაში დაბრუნებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებაში. გარდამავალი
მენეჯმენტის ფარგლებში პენიტენციური, პრობაციისა და დანაშაულის პრევენციის სისტემები
კომპეტენციებისამებრ ჩაერთვებიან აღნიშნული პროგრამების განხორციელების პროცესში.
141. ყველა არასრულწლოვანი მსჯავრდებული უზრუნველყოფილია ინდივიდუალური
რისკისა და საჭიროების შეფასებით, ინდივიდუალური გეგმით და შესაბამისი
საერეაბილიტაციო თუ მხარდამჭერი პროგრამებით, რაც უზრუნველყოფს მათი
ინდივიდუალური კრიმინოგენური ფაქტორების დაძლევას და პოზიტიურ ცვლილებას
ეფექტიანი სასჯელის მოხდის პროცესის და რეინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
142. ზოგადი
განათლების
მიღება
არასრულწლოვანი
ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის
ხორციელდება
ოთხ
პენიტენციურ
დაწესებულებაში. ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ არასრულწლოვან
ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს შესაძლებლობა სკოლის საატესტატო და ერთიან
ეროვნულ გამოცდებში მიიღოს მონაწილეობა. არასრულწლოვან მსჯავრდებულებს
საშუალება აქვთ მიიღონ პროფესიული განათლება. აღნიშნულ პროცესს სარეაბილიტაციო
დაწესებულებაში სახელმწიფო კოლეჯები უზრუნველყოფენ.
143. 2017 წელს პენიტენციურ დაწესებულებებში ზოგადი განათლების პროგრამაში
ჩართული იყო 94 ბრალდებული/მსჯავრდებული; ექსტერნი გამოცდებზე მონაწილეობა
მიიღო 7-მა არასრულწლოვანმა ბრალდებულ/მსჯავრდებულმა, საატესტატო გამოცდებში
მონაწილეობა მიიღო 4-მა არასრულწლოვანმა მსჯავრდებულმა. ეროვნულ გამოცდებში
მონაწილეობა მიიღო 2-მა არასრულწლოვანმა, 1-მა გააგრძელა უმაღლესი განათლების მიღება
პენიტენციური დაწესებულების პირობებში.
144. 2018 წლის 1 იანვრიდან არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში
განთავსებულ მსჯავრდებულებს უფლება აქვთ ისარგებლონ აკადემიური უმაღლესი
განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატი) განათლების მიღების უფლებით.
32
პასუხი რეკომენდაციის მე-17 პუნქტზე - იძულებით გადაადგილებული პირები
145. საქართველოს მთავრობა მოწოდებულია უზრუნველყოს დევნილის უფლებების დაცვა
დევნილობის მთელ პერიოდში, ხელი შეუწყოს დევნილთა ინტეგრაციას და მათი
საჭიროებების/პრობლემების გრძელვადიან გადაჭრას. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი
პროგრესი იქნა მიღწეული.
146. აღნიშნული მიმართულებით 2014 წლის ივლისიდან საქართველოს მთავრობის
შესაბამისი სამართლებრივი აქტით რამდენჯერმე განახლდა იძულებით გადაადგილებულ
პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია და მისი განხორციელების სამოქმედო
გეგმა, რაც ითვალისწინებდა დევნილთა გრძელვადიანი განსახლებით უზრუნველყოფის
ახალ პროგრამებს. აღნიშნული პროგრამების ფარგლებში გრძელვადიანი საცხოვრებლით
უზრუნველყოფილ იქნა 9 973 დევნილი ოჯახი. ასევე, მართლზომიერ მფლობელობაში
არსებული ფართები საკუთრებაში გადეცა 15 608 დევნილ ოჯახს. დევნილი ოჯახების
განსახლება განხორციელდა მათი არჩევანის საფუძველზე იმ ადმინისტრაციულ
ერთეულებში, რომლებშიც ისინი უკვე ცხოვრობდნენ და იყვნენ ადგილობრივ გარემოსთან
ადაპტირებულნი.
147. 2015 წლიდან სახელმწიფომ დაიწყო დევნილი ოჯახების დროებითი საცხოვრებლით
უზრუნველყოფის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა მათთვის საცხოვრებლის
დაქირავების მიზნით ფულადი დახმარების გაცემას. ამ პროგრამით ისარგებლა 4500-მდე
დევნილმა ოჯახმა.
148. ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა დევნილთა ყოფილი კომპაქტური
განსახლების ობიექტების რეაბილიტაციის და ადაპტაციის კუთხით. ცენტრალური და
ადგილობრივი ხელისუფლებებთან ერთობლივი პროგრამების ფარგლებში სხვადასხვა
სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა 600-ზე მეტ დევნილთა განსახლების ობიექტს.
149. სახელმწიფომ 2014 წლის ბოლოდან განსაკუთრებული ძალისხმევა მიმართა მდგრადი
შემოსავლით და საარსებო წყაროებით დევნილი ოჯახების უზრუნველსაყოფად. ამავე
მიზნით 2014 წელს შეიქმნა სსიპ დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
(ახალი რედაქციით: სსიპ საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო). სააგენტოს
უპირველესი მიზანია დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და
ინტეგრაციის ხელშეწყობა. სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული
მიმართულებაა დევნილებისათვის ახალი განსახლების ადგილებთან მჭიდროდ
დაკავშირებული
საარსებო
წყაროების
შექმნის/გაუმჯობესებაზე
ორიენტირებული
ინიციტივების მხარდაჭერა.
150. პროგრამები ითვალისწინებს დევნილებზე გრანტების გაცემას, რათა მოხდეს
არსებული შემოსავლის წყაროების გაუმჯობესება ან ახალი წყაროების შექმნა. გარდა
გრანტებისა, დიდი ყურადღება ეთმობა დევნილთა გადამზადების, უნარ-ჩვევების
გაუმჯობესებისა და შესაბამისი განათლების მიღების ხელშეწყობას.
151. 2014 წლიდან დღემდე სააგენტომ დამოუკიდებლად და პარტნიორ ორგანიზაციებთან
თანამშრომლობით ჯამში დაფინანსა 2000-მდე დევნილი ოჯახი.
33
პასუხი რეკომენდაციის მე-18 პუნქტზე - რელიგიური უმცირესობები
152. დისკრიმინაციული ნიშნით/სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულის
წინააღმდეგ ბრძოლის ნაწილში დეტალური ინფორმაცია მოცემულია კომიტეტის მე-8
რეკომენდაციის პასუხში.
153. ამასთან, დამატებით აღსანიშნავია რელიგიური შეუწყნარებლობის ნიშნით ჩადენილი
დანაშაულების გამოძიებასთან დაკავშირებულ საქმეებზე ეფექტიანი საპროკურორო
საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოში
შემუშავდა რეკომენდაცია, რომელიც რელიგიურ შეუწყნარებლობასთან დაკავშირებით
საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობაში მოცემულ ნორმათა განმარტებას,
რელიგიური შენობა-ნაგებობების დაზიანებათა შემთხვევებს, ვერბალური შეურაცხყოფის
მიყენების სამართლებრივ კვალიფიკაციას და სხვა აქტუალურ საკითხებს ითვალისწინებს.
154. 2013 წლიდან 2018 ჩათვლით რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ
დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 38 პირის მიმართ. ამათგან, იეჰოვას
მოწმეების მიმართ შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულებისთვის
სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 34 პირის მიმართ, მუსლიმის მიმართ
შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულისთვის სისხლისსამართლებრივი დევნა
დაიწყო 1 პირის მიმართ, ხოლო სხვა რელიგიური აღმსარებლობის წარმომადგენლების
მიმართ ჩადენილი დანაშაულისთვის - 3 პირის მიმართ.
რესტიტუცია
155. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს არ აქვს საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული
ქონების რესტიტუციის ვალდებულება, ვინაიდან დამოუკიდებელი საქართველო არ არის
საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე, საქართველოს სახელმწიფო რელიგიურ
გაერთიანებებს უბრუნებს იმ საკულტო 20 ნაგებობებს, რომელიც დამოუკიდებლობის
აღდგენის შემდეგ სახელმწიფოს ფაქტობრივ საკუთრებაში აღმოჩნდა. რელიგიის სააგენტოს
ბაზაზე არსებობს „რელიგიურ გაერთიანებათა ფინანსური და ქონებრივი საჭიროებების
შემსწავლელი კომისია“. კომისიის გადაწყვეტილებით, 2014 წლიდან დღემდე მუსლიმ თემს
დაუბრუნდა 212 მეჩეთი საქართველოს მასშტაბით, როგორც სუნიტური, ასვე შიიტური;
იუდეურ თემს - 20 სინაგოგა; ასევე ევანგელურ-პროტესტანტულ ეკლესიას - 2, ევანგელურლუთერულ ეკლესიას, საქართველოს იეზიდურ თემს და საქართველოში არსებულ სხვა
რელიგიურ ორგანიზაციებს დაუბრუნდათ საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული საკულტო
ნაგებობები.
156. საკულტო ნაგებობების დაბრუნების პროცესი კვლავ გრძელდება. ამასთან ერთად, 2015
წელს სახელმწიფომ შეისყიდა ორი 4 სართულიანი შენობა ქ. ბათუმში და გადასცა სსიპ
სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს: ერთი შენობა - სამუფტო
რეზიდენციისთვის, მეორე - რელიგიური სასწავლებლისთვის (მედრესესთვის), საერთო
ღირებულებით 5 მლნ ლარი.
34
პასუხი რეკომენდაციის მე-19 პუნქტზე - უმცირესობათა უფლებები
157. საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს
სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის უზრუნველყოფა, ასევე კულტურული
მრავალფეროვნების მხარდაჭერა.
158. სამოქალაქო ინტეგრაციის უზრუნველყოფის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს
წარმოადგენს “სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგია და
2015-2020 წლების სამოქმედო გეგმა”. სტრატეგიის დოკუმენტი მიზნად ისახავს თანასწორი
გარემოს ჩამოყალიბებას; ეთნიკური უმცირესობების სრულფასოვან თანამონაწილეობას
საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში; ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის
გაზრდას და სახელმწიფო ენის ცოდნის გაუმჯობესებას; თანასწორი სოციალური და
ეკონომიკური პირობებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფას, ასევე მათი კულტურისა
და იდენტობის დაცვას და ტოლერანტული გარემოს განმტკიცებას.
159. ეთნიკური უმცირესობების წარმოდგენილნი არიან საქართველოს პარლამენტში, ასევე
ეთნიკური
უმცირესობებით
კომპაქტურად
დასახლებულ
მუნიციპალიტეტების
თვითმმართველობაში.
160. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები თანასწორ მონაწილეობას იღებენ ისეთ
პოლიტიკურ პროცესებში, როგორიცაა არჩევნები. ცენტრალური საარჩევნო კომისია ამზადებს
და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს აწვდის ყველა საჭირო ინფორმაციას
ეთნიკური უმცირესობების ენებზე (იხ. დამატებით 25-ე მუხლზე პასუხი §§ 330-331).
161. ადგილობრივ
დონეზე
გადაწყვეტილების
მიღების
პროცესში
ეთნიკური
უმცირესობების წარმომადგენელთა მონაწილეობის მხარდაჭერის მიზნით 2017 წლიდან
აქტიურად ფუნქციონირებს ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონების სახელმწიფო
რწმუნებულის-გუბერნატორის აპარატთან საზოგადოებრივ-საკონსულტაციო საბჭოები,
რომლის შემადგენლობაშიც შედიან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები.
162. სატელევიზიო და რადიო პროგრამები ხელმწისაწვდომია ეთნიკური უმცირესობების
წარმომადგენლებისთვის. საზოგადოებრივი მაუწყებლის მეშვეობით მიმდინარეობს
საინფორმაციო გადაცემის ტრანსილირება სომხური და აზერბაიჯანული ენის მატარებელი
ხმოვანი ბილიკების თანხლებით. საზოგადოებრივი მაუწყებლის ქოლგის ქვეშ
ამოქმედებულია შვიდენოვანი (ქართული, აფხაზური, ოსური, სომხური, აზერბაიჯანული,
ინგლისური და რუსული) ვებ- პორტალი - www.1tv.ge. სახელმწიფო მხარს უჭერს
სომხურენოვან ყოველკვირეულ გაზეთ „ვრასტანს“და აზერბაიჯანულენოვან ყოველკვირეულ
გაზეთ „გურჯისტანს.“
163. განათლების თითოეული საფეხური ხელმისაწვდომია ეთნიკური უმცირესობების
წარმომადგენლებისთვის, მათ შორის მათ მშობლიურ ენებზე. 2018-2019 სასწავლო წლის
დასაწყისისთვის საქართველოში ფუნქციონირებს 291 არაქართულენოვანი საჯარო სკოლა,
აქედან სუფთა არაქართულენოვანი საჯარო სკოლაა 208 და შერეული - 83. ეთნიკური
უმცირესობებისთვის უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით მოქმედებს
„ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა“, რომელზე ჩარიცხვაც
35
ხორციელდება
მხოლოდ
ზოგადი
უნარების
აფხაზურენოვანი,
ოსურენოვანი,
აზერბაიჯანულენოვანი ან სომხურენოვანი ტესტების შედეგების საფუძველზე. (სტატისტიკა:
2014 – 673 სტუდენტი ჩაირიცხა, 2015 წ. – 741, 2016 წ. – 960; 2017 წ. -1047; 2018 წ. – 1231
სტუდენტი).
164. სახელმწიფო ზრუნავს როგორც მსხვილ ისე მცირერიცხოვანი ეთნიკური
უმცირესობების წარმომადგენლების უფლებების დაცვაზე. კერძოდ, 2016 წლიდან
მიმდინარეობს მცირერიცხოვანი ეთნიკური უმცირესობების ენების სწავლება განსაზღვრულ
საჯარო სკოლებში.
165. ასევე, საჯარო ადმინისტრირების სფეროში ეთნიკური უმცირსობების ჩართულობის
წახალისების მიზნით 2017 წლიდან „1+4 საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებსა და
კურსდამთავრებულთათვის საჯარო უწყებებში სტაჟირების პროგრამა ხორციელდება, რაც
ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ჩართულობასა და სამოქალაქო ინტეგრაციას. 2018 წლის
მდგომარეობით 142 მონაწილე ახალგაზრდამ სტაჟირება გაიარა სხვადასხვა სახელმწიფო
უწყებაში.
166.
მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლება.
განათლების თითოეულ საფეხურზე გაგრძელდა იმ პროგრამებისა და პროექტების
განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავდა სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლებას.
167. 2018 წლის განმავლობაში ზურაბ ჟვანიას სახელობის საჯარო ადმინისტრირების
სკოლის 10 რეგიონულ სასწავლო ცენტრში განხორციელდა სახელმწიფო ენის სწავლების
პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სწავლება გაიარა ეთნიკური უმცირესობების
წარმომადგენელთა უპრეცედენტო რაოდენობამ - 3400 წარმომადგენელმა. აღნიშნულ 10
რეგიონულ სასწავლო ცენტრში და ასევე მობილურ ჯგუფებში, სახელმწიფო ენის სწავლების
პროგრამის ფარგლებში, 2014-2018 წლების განმავლობაში პროგრამა გაიარა 12547-მა
მსმენელმა.
168. ზ. ჟვანიას სახ. საჯარო ადმინისტრირების სკოლა საჯარო სექტორში დასაქმებულ
ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს სთავაზობს მოკლე და გრძელვადიან
პროფესიულ და საგანმანთლებლო პროგრამებში მონაწილეობას. (2015 -2018 წლებში
გადამზადდა 688 საჯარო მოხელე.
169. 2016-2017 წლებში 1070 ადგილობრივი მასწავლებელი ესწრებოდა ქართული ენის
კურსებს. 274 ქართული ენის კურსის მსმენელი, რომლებმაც ენა აითვისეს A2 დონეზე,
მონაწილეობა მიიღეს პროფესიული განვითარების ტრენინგებში.
170. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეებისთვის სახელმწიფო ენის
ცოდნის გაღრმავებისა და პოპულარიზაციის მიზნით, პროგრამის „დავისვენოთ და
ვისწავლოთ ერთად“ ფარგლებში,
ჩატარდა „ქართული ენის საზაფხულო სკოლა“.
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს არაქართულენოვანი
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სექტორების 200 მოსწავლემ.
171. ამასთანავე, სახელმწიფო ენის პოპულარიზაციის მიზნით, „სასკოლო კონკურსების
პროგრამის“
ფარგლებში,
ჩატარდა
საქართველოს
არაქართულენოვანი
36
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებების/სექტორების
მოსწავლეებისთვის
ქართულენოვანი სპექტაკლების კონკურსი სახელწოდებით „ჩემი პირველი ქართული როლი“.
კონკურსში ჩაერთო 68 სკოლის 1000 მეტი მოსწავლე.
172. საქართველოში
მცხოვრები
მასწავლებლების
თანაბარი
შესაძლებლობების
შექმნისთვის, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
ახორციელებს პროგრამას „არაქართულენოვანი მასწავლებლების პროფესიული განვითარება“
(მანამდე „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“). პროგრამის მიზანია სახელმწიფო ენის
სწავლების გაძლიერება და ამ გზით, უმცირესობების მეტად ინტეგრირება. 2018-2019
სასწავლო წელს „ქართული როგორც მეორე ენის“ 121 სერთიფიცირებული კონსულტანტმასწავლებელი და 165 ასისტენტ-მასწავლებელი, მათ შორის 77 ეთნიკური უმცირესობების
წარმომადგენლი, განაწილებულნი იყვნენ 190-მდე არაქართულენოვან სკოლაში სამცხეჯავახეთში, ქვემო ქართლში და კახეთში.
173. სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2017 წლიდან
ახორციელებს ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს პროგრამას „Training Educators for
Excellence“. პროგრამა ითვალისწინებს STEM საგნების მასწავლებლების, სკოლის
დირექტორების და ფასილიტატორების პროფესიულ მომზადებას უმცირესობების ენებში
(სომხური, აზერბაიჯანული, რუსული). ყველა სასწავლო რესურსი, რომელიც იქმნება
პროექტის ფარგლებში, ითარგმნება უმცირესობების ენებზე. 200-ზე მეტი სკოლის
დირექტორი, 138 ფასილიტატორი და 2000-ზე მეტი STEM საგნების მასწავლებელი ჩართულია
ტრენინგებში, რომლებიც უმცირესობების ენებზე ტარდება.
174. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით კომპაქტურად დასახლებულ
რეგიონებში ფართომასშტაბიანი საინფორმაციო/ცნობიერების ამაღლების
კამპანიის
ფარგლებში 2018 წელს 300 ზე მეტი შეხვედრა გაიმართა სახელმწიფო სერვისებისა და
პროგრამების შესახებ, ადამიანის უფლებებსა და ანტიდისკრიმინაციაზე, ეთნიკური
უმცირესობების, ქალთა უფლებებზე, ოჯახურ ძალადობაზე, ასევე საქართველოს ევროპული
და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ.
175. სოციალური დახმარება: საქართველოში მცხოვრები ყველა ადამიანი თანასწორია და
სოციალური დახმარების სფეროში ადამიანის კანონით გარანტირებული უფლებების დაცვა
ყველაზე ერთნაირად ვრცელდება.
სამართლიანობა და მიუკერძოებლობა ამოსავალი
პრინციპია მოსახლეობის სოციალური დაცვის გარანტიებით უზრუნველყოფის საკითხების
გადაწყვეტისას.
176. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ 2018 წელს ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ
დასახლებულ
რეგიონებში
ეთნიკური
უმცირესობების
წარმომადგენლობისათვის
ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, სოციალური პროგრამების გაცნობის
მიზნით,
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ჩატარდა შეხვედრები,
რომელსაც ესწრებოდნენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები. ზემოაღნიშნულ
შეხვედრებზე, ეთნიკური უმცირესობებისათვის სოციალური პროგრამების თაობაზე
ინფორმაციის
ხელმისაწვდომობის
უზრუნველსაყოფად,
დარიგდა
საინფორმაციო
ბუკლეტები - ქართულ, რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენაზე.
37
177. რაც შეეხება სპეციფიკურ პროგრამებს, რომლებიც მიმართულია ეთნიკური
უმცირესობების სოციალური და ეკონომიკური ინტეგრაციისკენ, სახელმწიფოში
ხორციელდება „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის“ სახელმწიფო
პროგრამის ფარგლებში. კერძოდ:
178.
„მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის“ ქვეპროგრამის
ამოცანაა
მიუსაფარ ბავშვთა, მათ შორის, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე, ფსიქოსოციალური
რეაბილიტაცია და ინტეგრაცია. ამ ქვეპროგრამის ფარგლებში საქართველოში ფუნქციონირებს
6 თავშესაფარი (თბილისი, რუსთავი, ქუთაისი) და 6 (თბილისი, რუსთავი, ქუთაისი) დღის
ცენტრი. მიუსაფარ ბავშვებთან მუშაობს 4 მობილური ჯგუფი (3 თბილისში, 1 ქუთაისში).
ქვეპროგრამის ფარგლებში რეგისტრირებულ მომსახურებებში დღეის მდგომარეობით
დასაქმებულია 3 ბოშა.
179.
„მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის“ ქვეპროგრამის ფარგლებში:
2016 წელს მომსახურება გაეწია 214 ბენეფიციარს (ამათგან 94 ბენეფიციარი ეთნიკური
უმცირესობების წარმომადგენელია, მათ შორის 16 ბოშა). მინდობით აღზრდაში გადავიდა - 2
ბენეფიციარი; ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნდა - 14 ბავშვი; მცირე საოჯახო ტიპის სახლში
გადავიდა - 6 არასრულწლოვანი; ფორმალურ განათლებაში ჩაერთო, სკოლაში ჩაირიცხა - ამის
საჭიროების მქონე 21 ბენეფიციარი; კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშიანი ოჯახების
გადაუდებელი დახმარების ქვეპროგრამაში ჩაერთო - 12 ბენეფიციარის ოჯახი; დოკუმენტაცია
მოუწესრიგდა - 21 ბავშვს.
180. 2017 წელს მომსახურება გაეწია 270 არასრულწლოვანს (ამათგან 112 ბენეფიციარი
ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელია, მათ შორის 27 ბოშა) ბენეფიციარს. მინდობით
აღზრდაში გადავიდა - 6 ბენეფიციარი; ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნდა - 14 ბავშვი; მცირე
საოჯახო ტიპის სახლში ჩაირიცხა - 6 ბენეფიციარი; ფორმალურ განათლებაში ჩაერთო,
სკოლაში ჩაირიცხა - ამის საჭიროების მქონე 6 ბენეფიციარი; საგანმანათლებლო საჭიროებებზე
მომუშავე ჯგუფის ფარგლებში - საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს10
მიერ სპეციალური საგანმანათლებლო მომსახურება გაეწია მიუსაფარ ბავშვთა ქვეპროგრამის
ყველა მოქმედ მომსახურებაში ჩართულ ბენეფიციარს. კერძოდ, სპეციალური
მასწავლებელები განაწილებული იყვნენ თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის ცენტრებში,
სადაც მუშაობდნენ ბენეფიციარების ფუნქციური, აკადემიური და კოგნიტური უნარების
ამაღლებაზე, საგანმანათლებლო პროგრამაში სულ ჩართული იყო 101 ბავშვი. საქართველოს
განათლების და მეცნიერების სამინისტროს11 მიერ სპეციალური საგანმანათლებლო
მომსახურება გაეწია მიუსაფარ ბავშვთა ქვეპროგრამის 165-მდე ბენეფიციარს მათი
ფუნქციური, აკადემიური და კოგნიტური უნარების ამაღლების მიმართულებით. ჩართული
ბენეფიციარებიდან საჯარო სკოლაში
მოცემულ საანგარიშო პერიოდში ჩაირიცხა
21 ბენეფიციარი. პროფესიულ სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად მომზადდა
და ჩაირიცხა 8 ბენეფიციარი. დოკუმენტაციის საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ფარგლებში
2018 წლის ივნისის თვეში განხორციელებული სამთავრობო ცვლილებების შედეგად, მოხდა
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კულტურისა და სპორტის სამინისტროს
პორტფელების გაერთიანება.
11
იქვე.
10
38
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის,
პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის
შესახებ“ კანონში შევიდა ცვლილება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის
არმქონე მიუსაფარი ბავშებისათვის დროებითი საიდენტიფიკაციო დოკუმენტის გაცემის
თაობაზე. ცვლილების შედეგად 11 ბავშვს დაუმზადდა პირადი დოკუმენტაცია (დროებითი
საიდენტიფიკაციო ნომერი). დოკუმენტაცია მოუწესრიგდა - 20 ბავშვს.
181. 2018 წელს მომსახურება გაეწია 188 ბავშვს (ამათგან 82 ბენეფიციარი ეთნიკური
უმცირესობების წარმომადგენელია, მათ შორის 19 ბოშა ბენეფიციარს). მინდობით აღზრდაში
გადავიდა - 1 ბენეფიციარი; მცირე საოჯახო ტიპის სახლში გადავიდა - 1 არასრულწლოვანი;
ფორმალურ განათლებაში ჩაერთო, სკოლაში ჩაირიცხა - ამის საჭიროების მქონე 1
ბენეფიციარი; დოკუმენტაცია მოუწესრიგდა - 1 ბავშვს.
მიუსაფარი ბავშვები და ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები
182. საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქუჩაში
მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვების, მათ შორის ბოშა ბავშვების დაცვის საკითხს, რომლებიც
შესაძლოა, ძალადობის, მათ შორის, ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდნენ. მიუსაფარი ბავშვების
უფლებების რეალიზაციისა და მათი სხვადასხვა სოციალურ, საგანმანათლებლო, სამედიცინო
თუ სხვა სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის მიზნით ტრეფიკინგთან ბრძოლის
უწყებათაშორისო საბჭოს ფარგლებში იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით
შემუშავდა ცვლილებები 10-მდე საკანონმდებლო აქტში. საკანონმდებლო ცვლილებების
პაკეტმა შემოიტანა ცნება „მიუსაფარი ბავშვი,“ რომლის თანახმად, მიუსაფარ ბავშვად
ითვლება ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე 18 წლამდე ასაკის პირი, რომელიც
იდენტიფიცირებულია ასეთად შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სოციალური მუშაკის
მიერ, მაძიებლის ანკეტის საფუძველზე.
183. აღნიშნული დეფინიციის საკანონმდებლო დონეზე შემუშავებამ საშუალება მისცა
სახელმწიფოს, ამ კატეგორიის ბავშვებს მოუწესრიგოს საიდენტიფიკაციო დოკუმენტაცია, რაც,
თავის მხრივ, მიუსაფარი ბავშვებისთვის ხელმისაწვდომს გახდის სხვადასხვა სახელმწიფო
სერვისს, მათ შორის ჯანდაცვის, განათლების, სოციალური დაცვის პროგრამებს და სხვ.
184. მიუსაფარი ბავშვების დოკუმენტაციის მოწესრიგების მიზნით სსიპ „სოციალური
მომსახურების სააგენტოს“ მიეცა უფლება, მიმართოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მიუსაფარი და ძალადობის
მსხვერპლი ბავშვებისათვის დოკუმენტაციის უსასყიდლოდ გაცემის თხოვნით. აქამდე ამის
შესაძლებლობა მხოლოდ ბავშვის მშობელსა და მეურვეს ჰქონდათ, რომლებიც სამწუხაროდ
ჯეროვნად არ/ვერ ასრულებდნენ თავიანთ უფლებამოსილებას. შედეგად ბავშვები
საიდენტიფიკაციო დოკუმენტების გარეშე რჩებოდნენ სახელმწიფო პროგრამების მიღმა.
185. საკანონმდებლო ცვლილებებმა, ასევე, უფრო ქმედითი გახადა არასრულწლოვნების
ნებისმიერი ძალადობისაგან დაცვის მექანიზმები. საკანონმდებლო ცვლილებების
საფუძველზე გაიზარდა შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე პირის −
სოციალური მუშაკის, როლი, რომელსაც მიენიჭა უფლება, გადაუდებელი აუცილებლობისას
39
მიიღოს გადაწყვეტილება ბავშვის მოძალადისაგან დაუყოვნებლივ განცალკევების თაობაზე;
სოციალური
მუშაკის
მიერ
ბავშვის
განცალკევების
თაობაზე
მიღებული
გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობისთვის კი დაწესდა ადმინისტრაციული
პასუხისმგებლობა, ხოლო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა − იმ პირისათვის, ვინც
აღნიშნული
გადაწყვეტილების
დაუმორჩილებლობისთვის
ადმინისტრაციულ
სახდელდადებულია. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოს პარლამენტმა
მიიღო 2016 წლის 22 ივნისს, ხოლო ძალაში შევიდა 2016 წლის 10 აგვისტოდან.
186. გარდა ამისა, ეფექტური სისტემის ჩამოყალიბების მიზნით გაფართოვდა ბავშვთა
დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებში ჩართული უწყებების წრე,
რომელთა შორის არიან მუნიციპალიტეტები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო,
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი დაწესებულებები და ამ სამინისტროთა
სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული/მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო
სამართლის იურიდიული პირები, საქართველოს პროკურატურა; სსიპ - დანაშაულის
პრევენციის ცენტრი; საბავშვო ბაღები; სსიპ - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის
სამსახური, საგანმანათლებლო და სკოლისგარეშე სახელოვნებო ან/და სასპორტო
საგანმანათლებლო დაწესებულებები; ბავშვთა სპეციალიზებული დაწესებულებები და
თავშესაფრები; სამედიცინო სერვისების მიმწოდებლები (მათ შორის, სოფლის ექიმები) და
მუნიციპალიტეტების
გამგეობა/მერია
(ქალაქ
თბილისის
მუნიციპალიტეტში
მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობა)/მისი უფლებამოსილი დაწესებულება (არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირი).
187. ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებში ჩართული
სუბიექტის (დაწესებულების ან/და მისი უფლებამოსილი თანამშრომლის) მიერ ბავშვზე
ძალადობის გამოვლენისა და ბავშვზე ძალადობის შესახებ ინფორმაციის შესაბამისი
სახელმწიფო
ორგანოსათვის
მიწოდების
ვალდებულების
შეუსრულებლობისთვის
განისაზღვრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობაც.
188. ამასთან,
რეფერირების
პროცედურების
ეფექტიანი
ფუნქციონირებისათვის
განისაზღვრა ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა ერთიანი ბაზის ფორმირება, რომლის ტექნიკურ
ადმინისტრირებას განახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
189. 2015 -2018 წლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ჯამში 89000 ლარის
ოდენობის გრანტი გასცა არასამთავრობო ორგანიზაციებზე ტრეფიკინგის პრევენციისა და
მიუსაფარი ბავშვების დაცვის მიმართულებით.
190. აღსანიშნავია, რომ ამჟამად მუშავდება ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვების
ყველა სახის ძალადობისგან დაცვის მიზნით ერთიანი სამთავრობო სტრატეგია, რომლის
შესაბამის სამთავრობო უწყებებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან
კონსულტაციების გავლის შემდეგ დამტკიცდება.
40
პასუხი რეკომენდაციის მე-20 პუნქტზე
191. საგარეო
საქმეთა
სამინისტრომ
კომიტეტის
დასკვნითი
რეკომენდაციები
(CCPR/C/GEO/CO/4),
მისი
შემდგომი
იმპლემენტაციის
მიზნით,
მიღებისთანავე
ფართოდგაავრცელა. კერძოდ, დოკუმენტი მიაწოდა აღმასრულებელი ხელისუფლების შტოს
ყველა კომპეტენტურ უწყებას, ისევე როგორც სასამართლო და საკანონმდებლო
ხელისუფლებას.
აღნიშნული
დოკუმენტი
ასევე
მიეწოდა
ადგილობრივ
თვითმმართველობებს. ამასთან, გაეროს ადამიანის უფლებათა მექანიზმების მიერ მიღებული
რეკომენდაციები აისახება ადამიანის უფლებათა ევროვნულ სამოქმედო გეგმებში.
41
II. ანგარიში პაქტის დებულებების შესრულებაზე
მუხლი 1
192. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველო არის დამოუკიდებელი,
ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის
მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთის ასსრ-ში და ყოფილ სამხრეთ ოსეთის
ავტონომიურ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმით და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს
სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით.
193. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი.
ხალხი ძალაუფლებას ახორციელებს თავისი წარმომადგენლების, აგრეთვე რეფერენდუმისა
და უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმების მეშვეობით.
194. კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს მოქალაქეები ადგილობრივი მნიშვნელობის
საქმეებს აწესრიგებენ ადგილობრივი თვითმმართველობის მეშვეობით, საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად. სახელმწიფო ხელისუფლებისა და თვითმმართველი
ერთეულების უფლებამოსილებათა გამიჯვნა ეფუძნება სუბსიდიარობის პრინციპს.
მუხლი 2
195. ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარდა საქართველოს მიერ როგორც
პოლიტიკის განსაზღვრის ისე ინსტიტუციურ დონეზე, იმისათვის რომ მომხდარიყო
სახელმწიფო მოქმედებების კოორდინაცია ადამიანის უფლებების ეფექტური გამოყენების
მიზნით.
196. 2014 წლის 30 აპრილს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო საქართველოს ადამიანის
უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია (2014-2020). რაც მოიცავს სახელმწიფოს
პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ.
ზემოაღნიშნული
ექვს-წლიანი სტრატეგიის უმთავრესი მახასიათებელია ადამიანის
უფლებებზე დაფუძნებული მიდგომა, რის მიხედვითაც ხდება სახელმწიფოს პოლიტიკისა და
სხვადასხვა პროგრამების შემუშავება, იმპლემენტაცია, ზედამხედველეობა და შეფასება.
სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტული სფეროა დისკრიმინაციის აღმოფხვრა და
უმცირესობათა უფლებების დაცვა.
197. სტრატეგიის აღსრულების მიზნით, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ იქნა
შესაბამისი სამოქმედო გეგმები. კერძოდ, საქართველოს მთავრობამ 2014 წლის მიიღო
საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმა (2014-2015). 2016
წლის მთავრობამ დაამტკიცა ახალი სამოქმედო გეგმა 2016-2017 წლებისთვის. 2018 წელს
მთავრობის მიერ დამტკიცდა 2018-2020 წლის სამოქმედო გეგმა.
198. უწყებათაშორისი საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი, შეიქმნა
სამოქმედო გეგმის აღსრულების პროცესის კოორდინაციის და მონიტორინგის მიზნით.
საბჭოს წევრები არიან ყველა მინისტრები და საქართველოს სახალხო დამცველი, ასევე
42
არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები სარგებლობენ ხმის უფლებით საბჭოს
შიგნით.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობა
199. 2008 წლის აგვისტოში საქართველოში განხორციელებული ფართო მასშტაბიანი
სამხედრო ინტერვენციიდან ათი წლის თავზე რუსეთის ფედერაცია კვლავაც აგრძელებს
აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციას სართაშორისო სამართლის
ძირითადი პრინციპების და ნორმების, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის
შესახებ შეთანხმების უხეში დარღვევით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს
მთავრობა ვერ ახორციელებს de facto იურისდიქციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
შესაბამისად, იქ ადამიანის უფლებათა დარღვევებზე სრული პასუხიმგებლობა ეკისრება
რუსეთის ფედერაციას, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ქვეყანას.
200. ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა კუთხით მდგომარეობა დღითიდღე
უარესდება. განსაკუთრებით საგანგაშოა სიცოცხლის უფლების უკანონო ხელყოფის ფაქტები.
აღნიშნულს ცხადჰყოფს 2014 წელს დავით ბაშარულის, 2016 წელს გიგა ოთხოზორიას და 2018
წელს არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფა. ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ყველა
მკვლელობაში უშუალო მონაწილე საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები არიან. ასეთი
ფაქტი 2019 წელსაც მოხდა, საქართველოს მოქალაქე ირაკლი კვარაცხელია გარდაიცვალა
აფხაზეთის რეგიონში რუსეთის უკანონოდ განლაგებულ სამხედრო ბაზაზე. დამნაშავეები
კვლავ დაუსჯელი არიან.
201. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადგილი აქვს იქ მცხოვრები ქართველების
დისკრიმინაციას ეთნიკურ ნიადაგზე, რაც ქმნის ეთნიკური წმენდის მორიგი ტალღის
საფრთხეს. გალის რაიონში (აფხაზეთის რეგიონი) სოხუმის საოკუპაციო რეჟიმი 2016 წლიდან
მოყოლებული ქართველებს, რომლებიც იქ თაობების მანძილზე ცხოვრობენ, აყენებენ
არჩევანის წინაშე - ან დარეგისტრირდნენ როგორც უცხოელები მშობლიურ მიწაზე, ან
დატოვონ აფხაზეთის რეგიონი. ე.წ. უცხოელებად დარეგისტრირების მიუხედავად, ქართველ
მოსახლეობას მაინც ეზღუდებათ ცხოვრების, მუშაობისა და საკუთრების უფლებები. თავად
ე.წ. ბინადრობის მოწმობის აღებაც შეზღუდვებთან არის დაკავშირებული.
202. ეთნიკურ ქართველებს ასევე არ ეძლევათ საშუალება, აიღონ ე.წ. აფხაზური პასპორტი.
ამის სანაცვლოდ მათ სთხოვენ ქართული გვარები და ეთნიკური იდენტობა შეიცვალონ
აფხაზურით. აღნიშნული ე.წ. დოკუმენტები („პასპორტი“ და „ბინადრობის მოწმობა“)
ძალადაკარგულია და არ ითვლება მოქმედად საერთაშორისო სამართლის მიხედვით, მაგრამ
მათი არქონა მძიმედ აისახება ჰუმანიტარულ და ადამიანების უფლებათა მდგომარეობაზე.
203. აფხაზეთის რეგიონის სკოლებში ქართულ ენაზე სწავლების ეტაპობრივი
შეზღუდვა 90-იანი
წლებიდან დაიწყო.
კერძოდ
აიკრძალა
ქართულ
ენაზე
სწავლება ოჩამჩირის, ტყვარჩელისა და ე.წ. გალის ზედა ზონის ქართულ სკოლებში. 2015 წელს
კი მშობლიურ ენაზე სწავლება აიკრძალა გალის ე.წ. ქვედა ზონაში დარჩენილ 11
ქართულ სკოლაშიც. 2017 წლიდან ეს შეზღუდვა ამოქმედდა ცხინვალის რეგიონშიც. ამჟამად
ქართული ენა ისწავლება როგორც უცხო ენა კვირაში მხოლოდ 1-2 საათი. 2015-2018 სასწავლო
43
წლებში ორივე ოკუპირებულ რეგიონში 4000-ზე მეტ მოსწავლეს არ მიეცა საშუალება, მიეღო
განათლება მშობლიურ ენაზე.
204. ოკუპირებულ ტერიტორიებზე წლებია უხეშად ირღვევა საკუთრების უფლებები. 2008
წლის ომის დროს და მას შემდეგ მიზანმიმართულად განადგურდა ეთნიკური ქართველების
ასობით სახლი ან მოხდა მათი უკანონოდ გასხვისება. 2019 წლის აპრილში ოკუპირებული
აფხაზეთის რეგიონში მოხდა „კანონპროექტის“ ინიცირება, რომელიც 1992-1993 წლების
საბრძოლო მოქმედებებში აფხაზეთის ე.წ. „დამოუკიდებლობის“ წინააღმდეგ მებრძოლი
პირების ოჯახის წევრებისთვისაც კი კრძალავს ქონების მემკვიდრეობით მიღების უფლებას.
205. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება თავისუფლად
გადაადგილების პრობლემა, რითიც რუსეთის საოკუპაციო ძალები ცდილობენ ხელი
შეუშალონ გაყოფილ საზოგადოებებს შორის კონტაქტს. სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო
რეჟიმები სხვადასხვა შეზღუდვების დაწესებით, საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და
სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვით, ე.წ. გადასასვლელების დაკეტვით (2016-2017
წლებში სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებით ოთხი „გადასასვლელი“ დაიხურა,
სხვადასხვა საბაბით პერიოდულად ხდება მოქმედი გადასასვლელების დაკეტვა) და
ადამიანების უკანონო დაკავებებისა და გატაცების მეშვეობით ცდილობენ მოსახელობისთვის
თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვას. ამ უკანონო პროცესებს უარყოფითი ზეგავლენა
აქვს საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მდებარე თითქმის ყველა სოფელზე. დაზარალდა 800
ოჯახზე მეტი, რადგან ადგილობრივი მაცხოვრებლები მოკლებულნი არიან ოჯახების
მონახულების შესაძლებლობას, არ აქვთ წვდომა საკუთარ ქონებაზე, სასოფლო-სამეურნეო
მიწებზე, რელიგიურ ძეგლებსა თუ სასაფლაოებზე, ასევე ვერ სარგებლობენ ჯანდაცვის
სერვისებით.
206. 2014-2018 წლებში ქართული მხარის მიერ საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებიდან
სულ
1700-მდე
ადამიანის
დაკავება/გატაცება
იქნა
აღრიცხული.
დაკავებულები იძულებული არიან, გათავისუფლების სანაცვლოდ გადაიხადონ „ჯარიმები“;
თუმცა ზოგჯერ დაპატიმრება რამდენიმე თვე და წელიც კი გრძელდება. აღსანიშნავია, რომ
ხშირია ქალების, ბავშვების, მოხუცების და სასულიერო პირების დაკავების.
207. ასობით ათას იძულებით გადაადგილებულ პირსა და ლტოლვილს კვლავაც არ ეძლევა
საკუთარ სახლებში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნების უფლება.
208. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე
მდგომარეობა განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმ ფონზე, როდესაც ადამიანის უფლებათა
საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებს არ ეძლევათ იქ შესვლის საშუალება.
აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებზე წვდომა დღემდე შეზღუდული აქვს ევროკავშირის
სადამკვირვებლო მისიასაც (EUMM), მიუხედავად იმისა, რომ მისი მანდატი საქართველოს
მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება.
საქართველოს ხელისუფლების მიერ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის
განხორციელება
44
209. საქართველოს მთავრობა განუხრელად ახორციელებს კონფლიქტის მშვიდობიანი
მოგვარების პოლიტიკას, რომელიც მოიცავს ძალისხმევას ერთის მხრივ რუსეთის მიერ
საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის, მეორეს მხრივ, ოკუპაციით შედეგად გაყოფილ
საზოგადოებებს შორის შერიგებისა და ჩართულობის მიმართულებით.
210. საქართველოს ხელისუფლება, საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერითა და
თანამშრომლობით, მიმართავს ყველა დიპლომატიურ და სამართლებრივ ბერკეტს
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გამოდევნილი და ამჟამად იქ მცხოვრები
ადამიანების უფლებების დასაცავად. საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, ეფექტურად
გამოიყენოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები და მის ფარგლებში მოქმედი
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმები. მნიშვნელოვანია აღინიშნოს,
რომ საქართველოს ხელისუფლება ყველა ფორმატში აყენებს აყენებს ოკუპირებულ
ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა დარღვევის საკითხებს.
211. ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების პრევენციის მიზნით, საქართველოს
მთავრობამ 2018 წლის ივნისში მიიღო ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს
მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში,
ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებულ და
მსჯავრდებულ პირთა სია - „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“. საქართველო მუშაობს
საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტნიორ ქვეყნებთან სიაში შეყვანილი პირების მიმართ
შემზღუდავი ზომების დაწესების მიზნით.
212. ნდობის აღდგენის მიმართულებით საქართველოს მთავრობის ძალისხმევას მოწმობს
2018 წლის აპრილში წარდგენილი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“,
რომლის მიზანია გამყოფი ხაზების გასწვრივ კონტაქტებისა და ვაჭრობის წახალისება,
აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეებისათვის განათლებასა და სხვა
სიკეთეებზე ხელმისაწვდომობის გამარტივება.
მუხლი 3
213.
იხ. პასუხები კომიტეტის დასკვნითი რეკომენდაციების მე-7 და მე-9 პუნქტებზე.
მუხლი 6
214. სიცოცხლის უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციით. კონსტიტუციით
აკრძალულია სიკვდილით დასჯა. საქართველოს რატიფიცირებული აქვს სამოქალაქო და
პოლიტიკური უფლებების შესახებ მეორე ფაკულტატური ოქმი, რომელიც კრძალავს
სიკვდილის დასჯას, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და მისი მე-6 და მე-13
დამატებითი ოქმები სიკვდილით დასჯის აკრძალვის შესახებ.
მუხლი 7
215. ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი
მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო წარმოადგენს პოლიტიკის განმსაზღვრელ
ცენტრალურ ინსტიტუციას. წამების საწინააღმდეგო საუწყებათაშორისო საბჭოს საქმიანობის
45
ისტორიის მანძილზე სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის, აგრეთვე საერთაშორისო
ორგანიზაციების წარმომადგენლების ფართო ჩართულობით შემუშავდა 2008-2009, 2011-2013,
2015-2016 და 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმები. ამჟამად დასრულებულია მუშაობა 20192020 წლების სამოქმედო გეგმაზე, რომლის საბოლოო სახით ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი
შეიტანეს სახალხო დამცველის აპარატმა,
არასამთავრობო და
საერთაშორისო
ორგანიზაციებმა.
216. დამატებით იხ. პასუხი რეკომენდაციის მე-11 და მე-12 პუნქტებზე პასუხად, ასევე მე10 მუხლის კონტექსტში.
მუხლი 8
მონობის აკრძალვა
217. ტრეფიკინგთან ბრძოლის საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა ეფუძნება ე.წ. 4P-ს
პრინციპს (Prevention, Protection, Prosecution, Partnership), რომელიც მიმართულია
დანაშაულის პრევენციის, მსხვერპლთა დაცვის, პროაქტიული გამოძიებისა და ეფექტიანი
სისხლისსამართლებრივი დევნისა და თანამშრომლობის ღონისძიებების გაძლიერებისაკენ.
218. ადამიანით
ვაჭრობის
(ტრეფიკინგის)
წინააღმდეგ
თანმიმდევრული
და
კოორდინირებული პოლიტიკის განხორციელების მიზნით 2006 წლიდან ფუნქციონირებს
ადამიანით
ვაჭრობის
(ტრეფიკინგის)
წინააღმდეგ
მიმართული
ღონისძიებების
განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო. 2006 წლიდან
მოყოლებული შემუშავებულ იქნა 2007-2008, 2009-2010, 2011-2012, 2013-2014, 2015-2016, 20172018 და 2019-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმები.
219. შედეგად, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემაზე, ამერიკის შეერთებული
შტატების 2016 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველომ ევროკავშირის სხვადასხვა
სახელმწიფოს გვერდით დაიკავა მოწინავე პოზიცია ე.წ. პირველ კალათაში და ანალოგიური
ადგილი შეინარჩუნა 2017 და 2018 წლებშიც.
220. 2018 წლის ანგარიშით პირველად აღმოსავლეთის პარტნიორობის სახელმწიფოებს
შორის მხოლოდ საქართველო მოხვდა რეიტინგული სკალის უმაღლეს საფეხურზე. ამასთან,
ანგარიშში პირველად გამოიყო საქართველოს მთავრობის ძალისხმევა მიუსაფარი ბავშვების
პრობლემის აღმოფხვრის მიმართულებით. ჩვენი ქვეყნის მოდელი საუკეთესო მაგალითად
დასახელდა.
221. საერთაშორისო კვლევის „მონობის გლობალური ინდექსის“ 2018 წლის ანგარიშის
თანახმად, ტრეფიკინგისა და მონობის თანამედროვე ფორმების წინააღმდეგ ბრძოლაში
სახელმწიფოს მიერ გატარებული ეფექტიანი ღონისძიებების შედეგად საქართველო საერთო
რეიტინგში დაწინაურდა და 167 ქვეყანას შორის − მე-15 ( 2016 წლის ანგარიშით მე-17 ადგილს
იკავებდა), ხოლო რეგიონში პირველ ადგილს იკავებს. ხოლო, ეუთო-მ ტრეფიკინგის
ეროვნული რეფერალური მექანიზმი ერთ-ერთ სანიმუშო მოდელად მიიჩნია და გადაწყვიტა
მისი ასახვა ტრეფიკინგთან ბრძოლის ეროვნული რეფერალური მექანიზმების საუკეთესო
პრაქტიკის ამსახველ სახელმძღვანელო დოკუმენტში, რომელიც შემუშავდა 2004 წელს.
46
საკანონმდებლო ცვლილებები
222. 2014 წლის მაისსა და 2015 წლის აგვისტოში ცვლილებები შევიდა საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსში ექსპლუატაციის განმარტების უფრო ნათლად
ჩამოყალიბების, ტრეფიკინგის მსხვერპლთა მომსახურებით სარგებლობის უფლების თაობაზე
ინფორმაციის გავრცელების წახალისებისა და ჩვენების მიცემის უსაფრთხოების
უზრუნველყოფის მიზნით
223. არასრულწლოვნების პროსტიტუციაში ჩაბმისგან დაცვისა და პროსტიტუციისათვის
ხელშეწყობის პრევენციის მიზნით
ტრეფიკინგთან ბრძოლის
საბჭოს ფარგლებში
შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე დანაშაულად გამოცხადდა
პირის დაყოლიება პროსტიტუციაზე ან/და სხვა ისეთი არაძალადობრივი ქმედების
განხორციელება, რომელიც ხელს უწყობს პირის მონაწილეობას პროსტიტუციაში(ე.წ.
სუტენიორობა). საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი ძალაშია 2018 წლის 12 ივნისიდან.
ინსტიტუციური ცვლილებები
224. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტების პროაქტიული გამოვლენისა და
დამნაშავეთა დასჯის მიზნით 2013 წლიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
ფარგლებში ფუნქციონირებს 4 სპეციალური მობილური ჯგუფი, ხოლო 2014 წლის 27
თებერვლიდან აჭარის რეგიონში შექმნილია ტრეფიკინგის საკითხებზე გადამზადებული,
განსაკუთრებული ცოდნისა და უნარების მქონე გამომძიებლებისა და პროკურორებისგან
შემდგარი ე.წ. სპეციალისტთა ჯგუფი (Task Force), რომელთა უმთავრეს ფუნქციას
წარმოადგენს საქართველოს მასშტაბით ტრეფიკინგის რისკშემცველი ადგილების (ბარები,
კლუბები, საუნები და ა.შ.) პროაქტიული შემოწმება ტრეფიკინგის ფაქტების გამოვლენის
მიზნით.
ტრეფიკინგის
შემთხვევების
პროაქტიული
გამოვლენის
მიზნით
სამართალდამცავები აქტიურად იყენებენ სახელმძღვანელო პრინციპებსა და სტანდარტულ
ოპერატიულ პროცედურებს (SOPs).
225. „შრომითი ექსპლუატაციისა და იძულებითი შრომის ფაქტების გამოვლენაში
უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ქვეშ, 2015 წელს
შექმნილი შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი, რომელიც საქართველოს მთავრობის 2016
წლის №112 დადგენილების საფუძველზე, იძულებითი შრომისა და შრომითი ესპლუატაციის
პრევენციისა და მათზე რეაგირების მიზნით ახორციელებს სახელმწიფო ზედამხედველობას.
ამ მიზნით: 2016 წელს შემოწმდა 99 კომპანია; 2017 წელს შემოწმდა 113 კომპანია; 2018 წელს
შემოწმდა 154 კომპანია.
226. ტრეფიკინგის
მსხვერპლთა/დაზარალებულთა
დაცვასა
და
დახმარებას
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. ტრეფიკინგის დაზარალებულის ან მსხვერპლის
სტატუსის მქონე პირს შეუძლია ისარგებლობს სხვადასხვა სახელმწიფო სერვისებით
(ფსიქოლოგიური და სამედიცინო დახმარება, იურიდიული დახმარება, კომპენსაცია 1000
ლარის ოდენობით, თავშესაფარი (თბილისსა და ბათუმში) და დახმარება სოციალურ
47
რეინტეგრაციაში). კრიზისული ცენტრები, ასევე, ხელმისაწვდომია ტრეფიკინგის სავარაუდო
მსხვერპლებისთვის (სტატუსის მიღებამდე).
227. ტრეფიკინგის პრევენციის მიმართულებით აღსანიშნავია, რომ ტრეფიკინგთან
ბრძოლის საბჭომ 2014 წელს შეიმუშავა ერთიანი საინფორმაციო სტრატეგია, რომლის
საფუძველზე თითოეული უწყება ახორციელებს ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებს
(საინფორმაციო შეხვედრები სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან, ყოველწლიური იმიტირებული
პროცესი სტუდენტებისთვის, კონფერენციები, დისკუსიები, საინფორმაციო ბროშურების
შემუშავება და გავრცელება და ა.შ.) ტრეფიკინგი, ასევე, ისწავლება სკოლებსა და უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) სტატისტიკური მონაცემები
გამოძიება
სისხლისსამართლებრივი
დევნა
განაჩენი
2014
2014
13
5
2015
18
5
2016
20
1
2017
21
4
2018
21
7
2019 (31 მარტის
მდგომარეობით)
7
-
4
3
2
1
6
1
2015
2016
2017
2018
2019 (31 მარტის
მდგომარეობით)
ქალი კაცი ქალი კაცი ქალი კაცი ქალი კაცი ქალი კაცი ქალი
კაცი
12
მსხვერპლი
1
4
3
5
1
4
2
დაზარალებული
7
8
2
8
6
-
მუხლი 9
დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსების ხანგრძლივობა და მოთავსებულ პირთა
უფლებები
228. კანონმდებლობის შესაბამისად, სისხლის სამართლის წესით დაკავებული პირის
დაკავების მაქსიმალური ვადა შეადგენს 72 საათს, რომლის განმავლობაში დაკავებიდან
არაუგვიანეს 48 საათისა პირი უნდა წარედგინოს სასამართლოს.
229. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის დაკავების ვადა 12 საათს არ უნდა
აღემატებოდეს, ხოლო პირი, რომლის ადმინისტრაციული დაკავების ვადა არასამუშაო დროს
ემთხვევა, შეიძლება დაკავდეს და მოთავსდეს იზოლატორში, უფლებამოსილი ორგანოს მიერ
საქმის განხილვამდე. წინამდებარე შემთხვევაში, პირის დაკავების საერთო ვადა არ უნდა
აღემატებოდეს 72 საათს. საქართველოდან გაძევების მიზნით დაკავებული უცხოელის
12 ორივე მსხვერპლს, ასევე, მიენიჭათ ტრეფიკინგის დაზარალებულის სტატუსი
48
დაკავების ვადა შეადგენს 48 საათს. უცხოელი არაუგვიანეს 48 საათისა წარედგინება
სასამართლოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი
განთავსების ცენტრში მოთავსების მიზნით.
230. აღსანიშნავია, რომ რომ წამების საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის (CPT) მიერ
საქართველოში განხორციელებული ვიზიტის შემდგომ, 2019 წელს გამოქვეყნებული დასკვნის
თანახმად, 2018 წლის განმავლობაში არ ფიქსირდება 72-საათიანი მოთავსების ვადის
დარღვევისა და პოლიციის განყოფილებაში პირის 12 საათზე მეტი ხნით დაკავების ან ღამის
გათევის ფაქტები. ასევე აღნიშნულია, რომ დაკავებულებს არ გამოუთქვამთ პოლიციის ან
იზოლატორების თანამშრობლების მიერ ძალის გადამეტების, ან არასათანადო მოპყრობის
შესახებ პრეტენზია.
231. დაკავების მიზეზის შესახებ დაკავებულისათვის ინფორმაციის მიწოდება და მისი
ოჯახის წევრებისათვის მისი დაკავების შესახებ შეტყობინება, ისევე, როგორც დაკავებულის
მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში, ადვოკატის ინფორმირება, ხდება უშუალოდ დამკავებელი
ორგანოს თანამშრომლების მხრიდან.
232. იზოლატორში მოთავსებული პირები დღე-ღამეში 24 საათის განმავლობაში
უზრუნველყოფილნი არიან სათანადო სამედიცინო მომსახურებით. იზოლატორში
მოთავსებულ პირს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოითხოვოს სამედიცინო შემოწმების
ჩატარება, დაუკავშირდეს და შეხვდეს მის ადვოკატს, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.
233. სამინისტროს
დროებითი
მოთავსების
უზრუნველყოფის
დეპარტამენტის
დაქვემდებარებაში არსებულ იზოლატორებში მოსათავსებელ/მოთავსებულ პირთა შესახებ
უფლებამოსილი თანამშრომელი აღრიცხავს ინფორმაციას იზოლატორში მოთავსებულ პირთა
ერთიან მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში.
მუხლი 10
234. წამების და სხვა სასტიკი, არაჰუმანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის პრევენციის
მიზნით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №55
ბრძანებით შეიქმნა სამინისტროს გენერალური ინსპექციის სისტემური მონიტორინგის
სამმართველო, რომელიც უზრუნველყოფს სამინისტროს გამგებლობის სფეროში სისტემური
მონიტორინგის განხორციელებას, აგრეთვე, სისტემური მონიტორინგის დროს აღმოჩენილი
ხარვეზებისა და პრობლემების ანალიზსა და მათი აღმოფხვრის მიზნით მინისტრისათვის
შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენას.13
235. 2016 წლის 23 დეკემბერს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის
მინისტრის14 №55 ბრძანებაში განხორციელდა ცვლილებები, რომელთა საფუძველზეც,
სამინისტროს გენერალურ ინსპექციას დაემატა სამედიცინო მომსახურების ხარისხის
2018 წლის ივნისის თვეში განხორციელებული სამთავრობო ცვლილებების შედეგად მოხდა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინტეგრირება იუსტიციის სამინისტროში.
14
იქვე.
13
49
კონტროლის სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციას წარმოადგენდა პენიტენციურ
დაწესებულებაში სათანადო სამედიცინო მომსახურების გაწევის კონტროლი.
236. შიდა კონტროლის გაუმჯობესებასთან ერთად, გაფართოვდა სახალხო დამცველის
უფლებამოსილებები, კერძოდ,საქართველოს სახალხო დამცველს, აგრეთვე, სპეციალური
პრევენციული ჯგუფის წევრებს მიენიჭათ პენიტენციურ დაწესებულებებში ფოტოგადაღების
უფლება.
მოპყრობის სტანდარტები
237. პენიტენციურ დაწესებულებათა გადატვირთულობის თავიდან აცილების მიზნით,
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მიერ 2015 წლის 27 აგვისტოს
№106 ბრძანებით დამტკიცებულია პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულთა და
მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი, რომელიც სრულ
შესაბამისობაშია როგორც
საქართველოს, ასევე საერთაშორისო კანონმდებლობასთან. დამატებით, 2016 წლის 26
ოქტომბერიდან ძალაშია „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს
პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან
დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების
აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის
მინისტრის №131 ბრძანება.
238. პენიტენციურ დაწესებულებებში განსაზღვრულია ბრალდებულ/მსჯავრდებულთა
პირთა კვებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები. კვების რაციონი დეტალურად
დარეგულირებულია სეზონის მიხედვით. ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის
გარანტირებულია პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებულ საკითხებზე გასაჩივრების
უფლება.
239. 2018 წლის ივლისში სამთავრობო სტრუქტურული ცვილებების შემდეგ პენიტენციური
და პრობაციის სისტემები ფუნქციონირებს იუსტიციის სამინისტროს ქოლგის ქვეშ.
აღნიშნული უწყებრივი შერწყმის შემდგ მნიშნელოვანი რეფორმის გატარება დაიწყო
იუსტიციის სამინისტრომ სისტემის გაუმჯობესების მიზნით. 2019 წლის 22 თებერვალს
საქართველოს იუსტიციის მინისტრის N385 ბრძანებით დამტკიცდა „პენიტენციური და
დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების სტრატეგია და 2019-2020 წლების
სამოქმედო გეგმა“. სტრატეგიული დოკუმენტით მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა
პენიტენციური
სისტემის
ინფრასტრუქტურულ
გაძლიერებას,
მსჯავრდებულ/ბრალდებულთა და თანამშრომელთა უფლებების თანაბრად დაცვას,
რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიმართულების განვითარებასა და ევროპული მოდელის
ციხის მენეჯმენტის გაძლიერებას. მიმდინარეობს მუშაობა ბრალდებული და მსჯავრდებული
არასრულწლოვნებისთვის
განსხვავებული
რეჟიმების
განსაზღვრისა
და
ცალკე
დაწესებულებების უზრუნველყოფის მიმართულებით და შედეგად შემუშავდება მათი
განცალკევების გეგმა.
ბრალდებულ/მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაცია
240. პენიტენციურ სისტემაში
ფსიქოლოგების როლი, შეიქმნა
უკვე გაზრდილია სოციალური მუშაკებისა და
მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის
50
დეპარტამენტი, რომელსაც უშუალოდ ექვემდებარება პენიტენციურ დაწესებულებაში
მომუშავე სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები. სისტემაში მოხდა სოციალური მუშაკების
კომპეტენციების გაყოფა შემთხვევის მმართველებად (პროფესიონალი სოციალური მუშაკები,
რომლებიც პასუხისმგებელი არიან მსჯავრდებულთა რისკებისა და საჭიროებების შეფასებასა
და რელევანტური ინტერვენციების/მომსახურების უზრუნველყოფაზე) და შემთხვევის
ადმინისტრატორებად (პასუხისმგებელი არიან ტექნიკურ დახმარებასა და კოორდინაციაზე
დაბალი რისკის შემთხვევებში). გადახედილია რისკებისა და საჭიროებების შეფასების
ინსტრუმენტი და მიმდინარეობს მუშაობა რეაბილიტაციის პროგრამების დახვეწაზე,
შემუშავდა სკრინინგის ინსტრუმენტები სერიოზული ზიანის და სქესობრივი ნიშნით
ძალადობის იდენტიფიცირებისთვის. ინსტრუმენტების შემუშავება ხდება პენიტენციური,
პრობაციისა და დანაშაულის პრევენციის სისტემების წარმომადგენელთა ერთობლივი
ჩართულობით, რათა სრულად იყოს უზრუნველყოფილი სისტემებს შორის გარდამავალი
მენეჯმენტი.
241. რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის თვალსაზრისით მნიშვნელოვან მიმართულებას
წარმოადგენს მსჯავრდებულებისთვის დასაქმების, პროფესიული სწავლების, განათლებისა
და განტვირთვის შესაძლებლობების გაუმჯობესება და ამ მიზნით შესაბამისი სისტემებისა და
ინფრასტრუქტურის შექმნა. ამ მიმართულებით დაწყებულია მუშაობა მსჯავრდებულთა
მომზადებისა და გადამზადების ცენტრის შექმნისათვის, ასევე, მიმდინარეობს
შესაძლებლობების
შესწავლა
დამსაქმებლებთან
პარტნიორობის/თანამშრომლობის
საფუძველზე სამეწარმეო ზონების ჩამოყალიბებისათვის.
პენიტენციური ჯანდაცვა
242.
-
-
-
სამედიცინო სერვისების გაუმჯობესებისათვის სისტემის სტრატეგიული მიზნებია:
პენიტენციურ
დაწესებულებებში
განთავსებული
ბრალდებულმსჯავრდებულებისთვის
მიწოდებული
ჯანდაცვის
სერვისების
შემდგომი
გაუმჯობესებისა მათი სამოქალაქო სექტორში გაცემული მომსახურების ხარისხთან
შესაბამისობაში მოყვანის მიზნით;
ნარკოტიკული საშუალებებისა და ალკოჰოლის მომხმარებლების იდენტიფიცირება და
შემცირების მიდგომების დანერგვა სამედიცინო და სარეაბილიტაციო სერვისების
უზრუნველყოფის გზით;
პენიტენციურ დაწესებულებებსა და პრობაციის სისტემაში ფსიქიატრიული
სერვისების ხელმისაწვდომობისა და ამ სერვისების ხარისხის უზრუნველყოფა.
დაწყებულია მუშაობა პენიტენციურ დაწესებულებებში კრიზისების მართვის პილოტური
პროგრამისა და ფსიქიკური ჯანდაცვის სტრატეგიის შემუშავების მიზნით.
პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება
243. პატიმრობის კოდექსში 2017 წლის 1 ივნისს განხორციელებული ცვლილებებით კიდევ
უფრო დაიხვეწა პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების
გასაჩივრების მექანიზმი, კერძოდ, სასამართლო უფლებამოსილია ბათილად ცნოს
ადგილობრივი საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილება და დაავალოს მას მისი შეცვლის შესახებ
გადაწყვეტილების მიღება.
51
244. 2017 წელს პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმის გაუმჯობესებისა და
დახვეწის მიზნით, კანონმდებლობაში განხორციელდა მთელი რიგი ცვლილებები:
-
-
-
-
უვადო
თავისუფლებააღკვეთილ
მსჯავრდებულთა
პირობით
ვადამდე
გათავისუფლებისა და დარჩენილი სასჯელის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით
შეცვლის საკითხს განიხილავს სასამართლო.
2018 წლის ნოემბერში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის კომპეტენციებს მიეკუთვნება
პირობით ვადამდე გათავისუფლების არსებული მექანიზმის მოდელის განხილვა და
მისი გაუმჯობესებისკენ მიმართული რეკომენდაციების შემუშავება.
2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა და სისხლის სამართლის კოდექსში დაინერგა
არასაპატიმრო სასჯელის ახალი სახე - შინაპატიმრობა.
2015 წლიდან არასრულწლოვან და ქალ მსჯავრდებულებთან მიმართებაში ფასდება
ოჯახისა და სოციალური გარემოს რისკები და საჭიროებები განსაზღვრული ფორმის
და წესის შესაბამისად (რისკებისა და საჭიროებების შეფასების დოკუმენტი).
2017 წლის 1 დეკემბრიდან დაიწყო დაბალი რისკის მქონე სრულწლოვან მამაკაც
მსჯავრდებულთა გათავისუფლებისათვის მომზადების პროცესში მათი ოჯახისა და
სოციალური გარემოს რისკების შეფასებისა და საჭიროებების განსაზღვრა (1
დეკემბრამდე მხოლოდ N5 და N11 პენიტენციურ დაწესებულებებში ხორციელდებოდა
ოჯახისა და სოციალური გარემოს რისკებისა და საჭიროებების შეფასება).
დროებითი მოთავსების იზოლატორები
245. 2014 წლის ივლისიდან დღემდე გარემონტდა თითქმის ყველა მოქმედი დროებითი
მოთავსების იზოლატორი (შემდგომში წოდებული, როგორც „იზოლატორი“). 2018 წელს ქალაქ
თბილისში დაიწყო ადმინისტრაციული პატიმრებისათვის განკუთვნილი დაწესებულების
მშენებლობა.
246. 2018 წლის განმავლობაში სამედიცინო მომსახურების პუნქტი ქვეყნის მასშტაბით
დამატებით 8 დროებითი მოთავსების იზოლატორში მოეწყო (ჯამში უკვე მოქმედებს 15
იზოლატორში), ხოლო 2019 წლის განმავლობაში ახალი სამედიცინო პუნქტების გახსნა
დაგეგმილია ქვეყნის მასშტაბით არსებულ კიდევ 8 იზოლატორში. სამედიცინო პუნქტითა და
არასრულწლოვანზე მორგებული გარემოთი არის აღჭურვილი რუსთავში გახსნილი
თანამედროვე სტანდარტებით აგებული იზოლატორი. არასრულწლოვნებზე მორგებული
გარემოს შექმნა 2019 წლიდან სხვა ქალაქებშიც გაგრძელდება. 2018 წლის ბოლოს ქალაქ
თბილისის იზოლატორში შეიქმნა მულტი-დისციპლინური ჯგუფი, რომლის შემადგელობაში
შედიან ფსიქოლოგი, ექიმ-თერაპევტი, ნარკოლოგი და საჭიროების შემთხვევაში ფსიქიატრი.
იზოლატორში
მოთავსებული
პირებისათვის
ადგილზე
უკვე
ხელმისაწვდომია
ფსიქოლოგიური მომსახურება.
247. წამებისა და სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვის
ან დასჯის თემატიკაზე, 2014-2016 წლებში, იზოლატორის თანამშრომლებს ტრენინგები
რამდენიმე ეტაპად ჩაუტარდათ. ამავდროულად, 2016-2018 წლებში, შსს აკადემიაში
იზოლატორის უკლებლივ ყველა თანამშრომელმა გაიარა გადამზადების სპეციალური
სასწავლო კურსი, რომელშიც არასათანადო მოპყრობის აკრძალვის თემატიკა ფართოდ არის
განხილული. მოცემული კუთხით, მნიშვნელოვანია იზოლატორის სამედიცინო პერსონალის
52
ტრენინგები სტამბოლის ოქმის მიხედვით დაზიანებების დოკუმენტირებაზე, რომელიც
რამდენიმე ეტაპად ჩატარდა 2015-2018 წლებში.
ფსიქიკური ჯანდაცვა
248. ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება ჯანდაცვის სისტემის განვითარების ერთერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. საქართველოში 1995 წლიდან ხორციელდება ფსიქიკური
ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სრულად არის
დაფინანსებული ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისები, როგორიცაა:
-
-
სათემო ამბულატორიული მომსახურება;
ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია;
ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისები (დღის სტაციონარის პირობებში იმ 18
წლამდე ასაკის პაციენტების მდგომარეობის შესწავლას/დიაგნოსტიკას, რომელთაც
აღენიშნებათ ფსიქიკური მდგომარეობისა და ქცევის ცვლილება, სოციალური
ფუნქციონირების გაუარესება და დეზადაპტაცია);
ფსიქიატრიული კრიზისული ინტერვენციის სამსახური მოზრდილთათვის (16-65 წწ);
თემზე დაფუძნებული მობილური გუნდის მომსახურება;
სტაციონარული მომსახურება (მწვავე შემთხვევების და გრძელვადიანი სტაციონარული
მომსახურება);
ფსიქიკური აშლილობის მქონე ბავშვთა ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურება;
ფსიქიკური დარღვევების მქონე შშმ პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფა.
249. გარდა აღნიშნულისა, ევროსაბჭოს ტექნიკური დახმარებით მიმდინარეობს მუშაობა
ფსიქიატრიული დაწესებულების შიდა ინსპექტირებისა და მონიტორინგის მექანიზმების
შემუშავებაზე. 2018 წლის ივნის-ივლისში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ
ევროპის 25 ქვეყანაში (მ.შ. საქართველოში) ჩატარდა ფსიქიატრიული დაწესებულებების
კვლევა WHO QualityRights tool kit-ის გამოყენებით ფსიქიკურ დაწესებულებებში ადამიანის
უფლებების დაცვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. WHO QualityRights tool kit
კითხვარი საფუძვლად დაედება შიდა ინსპექტირებისა და მონიტორინგის მექანიზმების
დოკუმენტს. 2018 წლის ნოემბერში სამინისტროს 5-მა თანამშრომელმა უკვე გაიარა ტრენინგი
WHO QualityRights tool kit კითხვარის გამოყენებასთან დაკავშირებით.
მუხლი 11
250. სისხლის სამართლის კოდექსი ამომწურავია და დანაშაულების ჩამონათვალი არ
ითვალისწინებს
პასუხისმგებლობას
სახელშეკრულებო
ვალდებულების
შეუსრულებლობისთვის. ამ კონტექსტში, ვალიდურია მესამე პერიოდული ანგარიშის
(CCPR/C/GEO/3 ) 215-ე და 216-ე პარაგრაფებში ასახული ინფორმაცია.
მუხლი 12
251. საქართველოს კონსტიტიის მე-14 მუხლი განამტკიცებს ყველას, ვინც კანონიერად
იმყოფება საქართველოში, აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის,
საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევისა და საქართველოდან თავისუფლად გასვლის
53
უფლება. ამავე მუხლის თანახმად, ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის
შესაბამისად,
დემოკრატიულ
საზოგადოებაში
აუცილებელი
სახელმწიფო
ან
საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის ან
მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით. საქართველოს მოქალაქეს შეუძლია
თავისუფლად შემოვიდეს საქართველოში.
252. თუმცა უნდა აღინიშნოს გადაადგილების თავისუფლებასთან დაკავშირებით
არსებული მნიშვნელოვანი სირთულეები რუსეთის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის
ოკუპაციის გამო. როგორც ზევით აღინიშნა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ერთ-ერთ მთავარ
გამოწვევად რჩება თავისუფლად გადაადგილების პრობლემა. სოხუმისა და ცხინვალის
საოკუპაციო რეჟიმები სხვადასხვა შეზღუდვების დაწესებით, საოკუპაციო ხაზზე ხელოვნური
ბარიერების აღმართვით და ადამიანების უკანონო დაკავებებისა და გატაცების მეშვეობით
ცდილობენ
მოსახელობისთვის
თავისუფლად
გადაადგილების
შეზღუდვას
(ამ
მიმართულებით ინფორმაცია იხ. მე-2 მუხლის პასუხად, §§ 201, 207-208).
მუხლი 13
უცხოელთა საქართველოში შემოსვლისა და ყოფნის სამართლებრივი რეჟიმი, არგაძევების
პრინციპი
253. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის
შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, დაუშვებელია უცხოელის იმ სახელმწიფოში
გაძევება, სადაც მას დევნიან პოლიტიკური მრწამსისათვის ან იმ ქმედებისათვის, რომელიც
საქართველოს კანონმდებლობით დანაშაულად არ ითვლება; მას დევნიან ადამიანის
უფლებათა და მშვიდობის დაცვისათვის, პროგრესული საზოგადოებრივ-პოლიტიკური,
სამეცნიერო და შემოქმედებითი საქმიანობისათვის; მის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას
საფრთხე ემუქრება (59(2)-ე მუხლი).
254. ამავე კანონის მე-60 მუხლის თანახმად, პირს რომლის გაძევებაც ვერ ხორციელდება,
გაიცემა საქართველოში დროებითი ყოფნის ნებართვა (დროებითი საიდენტიფიკაციო
დოკუმენტი), 1 წლის ვადით. დოკუმენტი ახლდება ყოველ წელს. 5 წლის შემდეგ უცხოელი
უფლებამოსილია მიმართოს შესაბამის სახელმწიფო უწყებას სპეციალური ბინადრობის
ნებართვის მისაღებად.
255. უზრუნველყოფილია თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე
პირთა დაცვა იძულებითი გაძევებისგან „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის ჟენევის
კონვენციის 33-ე მუხლისა და „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8
მუხლის შესაბამისად.
256. არგაძევების
პრინციპთან
დაკავშირებული
ვალდებულებების
აღსრულება
ხორციელდება საექსტრადიციო ან გაძევების პროცედურაში ჩართული თავშესაფრის
მაძიებლის მიმართაც - საერთაშორისო დაცვის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით
საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ კანონის 56(ა)-ე
მუხლის მიხედვით, თავშესაფრის მაძიებელს უფლება აქვს, არ იქნეს ექსტრადირებული ან
გაძევებული საქართველოდან.
54
257. უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილება შეიძლება
გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, რაც იწვევს წინამდებარე
გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებას.
258.
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ კანონით თავშესაფრის მაძიებელს უფლება აქვს,
თავშესაფრის პროცედურის
განხორციელებისას ისარგებლოს თარჯიმნის უფასო
მომსახურებითა და საერთაშორისო დაცვის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით
სასამართლო დავის წარმოებისას - უფასო იურიდიული დახმარებით.
259.
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 23(1)-ე მუხლის შესაბამისად.
საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საერთაშორისო დაცვის პირდაპირ ან არაპირდაპირ,
ზეპირად ან წერილობით მოთხოვნის შემთხვევაში, უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი
დაიშვება საქართველოს ტერიტორიაზე და საერთაშორისო დაცვაზე განცხადების მომართვის
შემდეგ ერთვება თავშესაფრის პროცედურაში.
260. სამგზავრო ან სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტების უქონლობა, ისევე როგორც
ყალბი სამგზავრო დოკუმენტის, პირადობის მოწმობის თუ სხვა ოფიციალური დოკუმენტის
გამოყენება, არ აფერხებს იმ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოს
ტერიტორიაზე შემოსვლას, რომელიც ითხოვს საერთაშორისო დაცვას.
261. თავშესაფრის მაძიებელი პირებისა და ქვეყანაში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი
უცხოელების გაძევების მიზნით დაკავება და მოთავსება ხდება დროებითი განთავსების
ცენტრში, რომელიც წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის
დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ერთეულს. ის ფუნქციონირებს 2014 წლის სექტემბრიდან
და სრულად პასუხობს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ საერთაშორისო
სტანდარტებს.
მუხლი 14
262. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ჩართულობით მნიშვნელოვანი რეფორმები
განხორციელდა 2012 წლიდან სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის
უზრუნველყოფისა და მართლმსაჯულების სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობის
ამაღლების მიზნით.
263. მართლმსაჯულების რეფორმა რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. რეფორმის
პირველი ტალღის ფარგლებში, რომელიც 2012 წლიდან დაიწყო ყურადღება დაეთმო
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დეპოლიტიზირებისა და დამოუკიდებლობის გაზრდას. ასევე
გაიზარდა სამართალწარმოების პროცესის გამჭვირვალობა. რეფორმის მეორე ტალღის
ფარგლებში 2013 წლიდან ამოქმედდა კონსტიტუციური მოსამართლის უვადო განწესების
პრინციპი და აქვე დადგინდა პირველ ეტაპზე მოსამართლის განსაზღვრული ვადით
განწესების შესაძლებლობა.
264. რეფორმის
მესამე
ტალღის
ფარგლებში
ხარისხიანი
მართლმსაჯულების
უზრუნველყოფის მიზნით, საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრა მოსამართლეობის
55
კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები (მანამდე არ არსებობდა): კეთილსინდისიერება და
კომპეტენტურობა; მოსამართლეობის ყველა კანდიდატი თანამდებობაზე განწესდება
კონკურსის წესით.
265. შემოღებულ იქნა საქმეთა ავტომატური განაწილების პრინციპი; ასევე გაიზარდა
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და სკოლის საქმიანობის გამჭვირვალობის ხარისხი. ორივე
მათგანი ვალდებულია, ვებგვერდზე განათავსოს სხდომის დღის წესრიგი და მიღებული
გადაწყვეტილებები. იუსტიციის სამინისტროს ავტორობით 2018 წელს შემუშავდა „მედიაციის
შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიღების შემდგომ განხორციელდება
სასამართლოსა და კერძო მედიაციის ინსტიტუციონალიზაცია.
მუხლი 15
266. საქართველოს კონსტიტუციის (31-ე მუხლი) თანახმად, ასევე გარანტირებულია, რომ
არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ
ითვლებოდა. კანონს, თუ იგი არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა
აქვს.
მუხლი 16
267. ამ მიმართულებით იხ. მეორე პერიოდული ანგარიშის (CCPR/C/GEO/2000/2) 394-397
პარაგრაფებში ასახული ინფორმაცია.
მუხლი 17
პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვა
268. 2015 წლის 31 მარტიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონში შესული
ცვლილების თანახმად, საანგარიშო პერიოდში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის
აპარატს მიენიჭა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე ზედამხედველობის უფლებამოსილება.
2017 წლის მარტში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით პერსონალურ
მონაცემთა დაცვის ინსპექტორს მიენიჭა უფლებამოსილება, შეაჩეროს სატელეფონო
კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის მიმდინარეობა თუ აპარატში
წარმოდგენილი არ არის მოსამართლის განჩინება ან პროკურორის დადგენილება
ელექტრონული ან/და მატერიალური (დოკუმენტური) სახით ან, თუ ელექტრონული და
მატერიალური სახით წარმოდგენილი განჩინების/დადგენილების მონაცემები ერთმანეთს არ
ემთხვევა, ან/და შეიცავს ბუნდოვანება-უზუსტობას. შეჩერების მექანიზმი, ამოქმედებიდან,
გამოყენებულ იქნა 130 შემთხვევაში.
269. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად,
მოქალაქეებს საშუალება აქვთ განცხადებით მიმართონ ინსპექტორს. განცხადების,
შეტყობინების საფუძველზე, ასევე ინსპექტორის ინიციატივით
ხორციელდება
ორგანიზაციების შემოწმება (ინსპექტირება). 2015-2018 წლებში დაახლოებით სამჯერ
გაიზარდა მოქალაქეთა მომართვიანობის მაჩვენებელი. ასევე მზარდი იყო ინსპექტორის
56
აპარატის მიერ განხორციელებული ინსპექტირებების რაოდენობაც. შედარებისთვის, თუ 2015
წელს ინსპექტირების რაოდენობა იყო 54, 2018 წელს ჩატარდა 148 ინსპექტირება, რომლის
ფარგლებშიც მოხდა 115 საჯარო და 355 კერძო ორგანიზაციის შემოწმება.
270. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, კანონმდებლობით გათვალისწინებულია
ჯარიმა და გაფრთხილება ადმინისტრაციული სახდელის სახით, ორგანიზაციებს ასევე
მიეცემათ შესასრულებლად სავალდებულო დავალებები და რეკომენდაციები დარღვევათა
აღმოსაფხვრელად ან მათი პრევენციისთვის. მზარდია ინსპექტირების შედეგად
გამოვლენილი სამართალდარღვევების რაოდენობა, შედარებისთვის, 2015 წელს გამოვლინდა
- 65, 2016 წელს - 221, 2017 წელს - 274, ხოლო 2018 წელს - 266 სამართალდარღვევის ფაქტი.
271. ინსპექტორის აპარატის უფლებამოსილების გაფართოებისა და მომართვიანობის
ზრდის გათვალისწინებით, გაიზარდა აპარატის თანამშრომელთა რაოდენობა და აპარატის
წლიური ბიუჯეტიც. თუ 2017 წლის ბიუჯეტი 2 000 000 ლარი იყო, ხოლო თანამშრომელთა
რაოდენობა - 43, 2018 წლისათვის აპარატის წლიური ბიუჯეტი შეადგენს 2.800.000 ლარს,
საშტატო ერთეული კი 53-ს. ინსპექტორი საქმიანობის შესახებ ანგარიშს საქართველოს
პარლამენტსა და საზოგადოებას ყოველწლიურად წარუდგენს.
272. 2019 წლის 10 მაისიდან ამოქმედა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, როგორც
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამონაცვლე, რომლის საქმიანობის ერთერთი ძირითადი მიმართულება პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების
კონტროლი იქნება.
სათვალთვალო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული რეგულაციები
273. სისხლის სამართლის კოდექსის 157-1571 მუხლების თანახმად, დასჯადია როგორც
პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ
მოპოვება, შენახვა, გამოყენება და გავრცელება, ისე პირადი ცხოვრების საიდუმლოს
უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი
უზრუნველყოფა.
274. ფარული ვიდეოჩაწერა, აუდიოჩაწერა ან/და ფოტოგადაღება წარმოადგენს
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ფარულ
საგამოძიებო მოქმედებას, რომლის გამოყენებაც დასაშვებია მოსამართლის განჩინების
საფუძველზე ან გადაუდებელი აუცილებლობისას პროკურორის მოტივირებული
დადგენილებით. ფარული საგამოძიებო მოქმედება ტარდება მხოლოდ დასახელებული
კოდექსით
გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ ის აუცილებელია დემოკრატიულ
საზოგადოებაში ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად − ეროვნული უშიშროების ან
საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, უწესრიგობის ან დანაშაულის
ჩადენის თავიდან ასაცილებლად, ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესების ან სხვა
პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად. წინამდებარე ღონისძიების ჩატარების
შესახებ ინფორმაცია მიეწოდებოდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, ხოლო 2019
წლის 10 მაისიდან მიეწოდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.
მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა უფლებები
57
275. პატიმრობის კოდექსის მიხედვით, ქალი მსჯავრდებულისათვის, ოჯახის წევრებთან
ურთიერთობის მიზნით, გარანტირებულია პაემნის არაერთი სახით სარგებლობის უფლება,
კერძოდ:
-
-
-
-
-
-
ხანმოკლე პაემანი - ეწყობა ერთიდან ორ საათამდე ვადით. ქალ მსჯავრდებულს
უფლება აქვს, 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 3 ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების
ფორმით – თვეში 1 დამატებითი ხანმოკლე პაემანი;
საოჯახო პაემანი - გრძელდება არა უმეტეს 3 საათისა. ქალ მსჯავრდებულს უფლება
აქვს 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 1 საოჯახო პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით −
თვეში 1 დამატებითი საოჯახო პაემანი;
ვიდეო პაემანი - ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 15 წუთს. ქალ
მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნის განხორციელება შესაძლებელია 10 კალენდარული
დღის განმავლობაში არაუმეტეს ერთხელ, ხოლო წახალისების ფორმით - თვეში
დამატებით ერთხელ;
ხანგრძლივი პაემანი - გრძელდება არაუმეტეს 23 საათისა. ქალ მსჯავრდებულს
უფლება აქვს 1 წლის განმავლობაში ჰქონდეს 3 ხანგრძლივი პაემანი, ხოლო
წახალისების ფორმით – წელიწადში 2 დამატებითი ხანგრძლივი პაემანი.
ამასთან, მსჯავრდებულს მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე, დაწესებულების
დირექტორის შუამდგომლობითა და დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით
კუთვნილი ხანგრძლივი პაემანი წელიწადში ერთხელ შეიძლება გაუგრძელდეს
არაუმეტეს 47 საათამდე.
გარდა
ზემოხსენებულისა,
დედის
შუამდგომლობით,
მეურვეობისა
და
მზრუნველობის ორგანოს ნებართვით და ამ დაწესებულების დირექტორის
თანხმობით, შესაძლებელია დედისა და 3 წლამდე ასაკის ბავშვის ერთად ცხოვრება
ქალთა სპეციალური დაწესებულებაში. ქალ მსჯავრდებულს, რომლის 3 წელს
მიღწეულმა შვილმა დატოვა ქალთა სპეციალური დაწესებულება, უფლება აქვს,
დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილებით, შვილთან ურთიერთობის მიზნით,
ბავშვის მიერ დაწესებულების დატოვებიდან 1 წლის განმავლობაში, საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილ დასვენების და უქმე დღეებში დატოვოს დაწესებულება.
აღნიშნული უფლებით სარგებლობა დამატებით უწყობს ხელს ქალ მსჯავრდებულს
ოჯახის წევრებთან ურთიერთობის შენარჩუნებას.
რაც შეეხება, ბრალდებულს, ქალი ბრალდებული სარგებლობს 1 თვის განმავლობაში
არა უმეტეს 4 ხანმოკლე პაემნის უფლებით, რაც შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ
გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილების საფუძველზე.
276. პატიმრობის
კოდექსითა
და
„ბრალდებულთა
და
მსჯავრდებულთა
დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის უფლების განხორციელების შესახებ“ საქართველოს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 2 ნოემბრის №157 ბრძანებით
ასევე, გარანტირებულია ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დამცველთან/ადვოკატთან
შეხვედრის უფლების შეუფერხებლად, ყოველგვარი შეზღუდვისა და ჩარევის გარეშე
განხორციელება.
277.
2014 წელს დროებითი მოთავსების იზოლატორების საქმიანობის მარეგულირებელ
აქტებში შევიდა ცვლილებები, რომლის თანახმად ადმინისტრაციული წესით დაპატიმრებულ
პირებს გაეზარდათ სატელეფონო ზარებისა და ახლო ნათესავებთან შეხვედრების რაოდენობა.
58
დღეისათვის ისინი 6 დღეზე მეტი ვადით პატიმრობის შემთხვევაში სარგებლობენ 2
შეხვედრისა და 2 სატელეფონო ზარის განხორციელების უფლებით.
მუხლი 18
278.
იხ. პასუხები კომიტეტის დასკვნითი რეკომენდაციების მე-18 პუნქტზე.
მუხლი 19
279. საქართველოს კონსტიტუციით დაცულია აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება.
კონსტიტუცია განამტკიცებს, რომ დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის
გამო. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია (მე17 მუხლი).
280. საქართველოს ხელისუფლების მიერ ქვეყანაში გარანტირებულია მედიის
თავისუფლება და პლურალიზმი. საქართველოში დღეს არსებული მედია პოლიტიკა
ტელემაუწყებლობის განსახორციელებლად ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე
ლიბერალურია.
281. მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსის 2019 წლის მონაცემებით, საქართველოს
60-ე ადგილს იკავებს მსოფლიოში, გამოხატვის თავისუფლების მხრივ, რაც მნიშვნელოვან
გაუმჯობესებას წარმოადგენს 2012 წელთან შედარებით, როცა საქართველო 104-ე ადგილს
იკავებდა.
282. მოქმედი კანონმდებლობით, ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს 10 დღეში
შეუძლია მაუწყებლობის დაწყება. მაუწყებლობის დაწყება შესაძლებელია მხოლოდ მარტივი
ავტორიზაციის პროცესის გავლით და ლიცენზიის აღება სჭირო აღარ არის. პროცედურების
გამარტივებამ და ლიბერალურმა პოლიტიკამ მაუწყებლების რაოდენობა მნიშვნელოვნად
გაზარდა და დღეს მედია გაცილებით უფრო მრავალფეროვანია.
283. შედარებისთვის, 2012 წლამდე ქვეყანაში სულ 4 ეროვნული მაუწყებელი არსებობდა
(საზოგადოებრივი მაუწყებლის ჩათვლით) დღეის მდგომარეობით კი, საქართველოში
მოქმედებს 19 ეროვნული ღია საეთერო მაუწყებელი. ამჟამად, ქვეყანაში 98 მაუწყებელი
ოპერირებს, მაშინ როცა 2012 წლამდე (რეგიონალური და საკაბელო მაუწყებლების ჩათვლით)
54 მაუწყებელი მოქმედებდა.
284. საქართველო 2015 წელს სრულად გადავიდა ანალოგური მაუწყებლობიდან ციფრულ
მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე. დღეის მდგომარეობით, მთელი ქვეყნის
მასშტაბით ფუნქციონირებს სამი ციფრული
მულტიპლექსპლატფორმა, ასევე 1
ტელერადიოცენტრის
მულტიპლექსპლატფორმა
საზოგადოებრივი
მაუწყებლობის
განხორციელებისათვის, თბილისის მასშტაბით - თბილისის მულტიპლექსპლატფორმა, ასევე,
ფუნქიონირებს 25 რეგიონული მულტიპლექსი, მათ შორის ეროვნული და რელიგიური
უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში.
59
მუხლი 20
285. სისხლის სამართლის კოდექსის 1421-ე მუხლით გათვალისწინებული რასობრივი
დისკრიმინაციის აკრძალვა მოიცავს მათ შორის ისეთი ქმედების ჩადენას, რომლის მიზანია
ეროვნული ან რასობრივი მტრობის ან განხეთქილების ჩამოგდება.
286. ამავე კოდექსის 317-ე მუხლით, დანაშაულად მიიჩნევა მოწოდება საქართველოს
კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების
დამხობისაკენ. დანაშაულად ითვლება ასევე ტერორიზმისაკენ საჯაროდ მოწოდება (მუხლი
3301); მოწოდება აგრესიის აქტის დაგეგმვისაკენ, მომზადებისაკენ, დაწყებისაკენ ან
წარმოებისაკენ (მუხლი 405).
287. 2015 წელს, სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა ახალი მუხლი, რომელიც კრძალავს
ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდებას. კერძოდ, დანაშაულად მიიჩნევა
„რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, პოლიტიკური,
ენობრივი ან/და სხვა ნიშნის მქონე პირთა ჯგუფებს შორის განხეთქილების ჩამოსაგდებად
ძალადობრივი ქმედებისაკენ ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის სხვა საშუალებით
საჯაროდ მოწოდება, თუ ეს ქმნის ძალადობრივი ქმედების განხორციელების აშკარა,
პირდაპირ და არსებით საფრთხეს“.
288. საქართველოს კონსტიტუციით აკრძალულია ისეთი პარტიის შექმნა და საქმიანობა
რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ,
რელიგიურ ან სოციალურ შუღლს (მუხლი 23(3)).
289. დაუშვებელია შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისას და ჩატარებისას მოწოდება,
რომელიც არის ომისა და ძალადობის პროპაგანდა, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ
ან სოციალურ შუღლს და ქმნის ამ პუნქტით გათვალისწინებული ქმედების აშკარა, პირდაპირ
და არსებით საფრთხეს.15
მუხლი 21
290. საქართველოს კონსტიტუცია განამტკიცებს შეკრების თავისუფლებას. ყველას, გარდა
იმ პირებისა, რომლებიც არიან თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი
უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში, აქვს წინასწარი
ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება. კანონით შეიძლება დაწესდეს
ხელისუფლების წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება ხალხის ან
ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას იმართება. ხელისუფლებას შეუძლია შეკრების შეწყვეტა
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო (21-ე მუხლი).
291. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს პირების
მიერ წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბონ საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ, ისე
გარეთ.
15
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონი, მე-11 მუხლი.
60
მუხლი 22
292. საქართველოს კონსტიტუციით უზრუნველყოფილია გაერთიანების თავისუფლება.
კონსტიტუციით გარანტირებულია პროფესიული კავშირის შექმნისა და მასში გაერთიანების
უფლება. კონსტიტუცია ასევე აღიარებს გაფიცვის უფლებას (მუხლი 26). პროფესიული
კავშირების შექმნის სამართლებრივი საფუძვლები, მათი უფლებები და საქმიანობის
გარანტიები რეგულირებულია „პროფესიული კავშირების შესახებ“ კანონის თანახმად,
რომელიც 2018 წელს გარდაიქმნა ორგანულ კანონად.
293. არასამეწარმეო იურიდიული პირების რეგისტრაცია მათ შორის პროფესიული
კავშირების, ადამიანის უფლებებზე მომუშავე გაერთიანებების და სხვა არასამეწარმეო
მიზნების მქონე საზოგადოებების ხორციელდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს
მიერ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, „მეწარმეთა შესახებ“ კანონის, „საჯარო რეესტრის
შესახებ“ კანონის და სხვა მომიჯნავე სამართლებრივი აქტების საფუძველზე. საქართველოს
მოქალაქეებს უფლება აქვთ ორგანული კანონის შესაბამისად შექმნან პოლიტიკური პარტია და
მონაწილეობა მიიღონ მის საქმიანობაში. პარტიის შექმნისა და რეგისტრაცისათვის ძირითად
საკანონმდებლო აქტს წარმოადგენს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“
ორგანული კანონი.
294. იურიდიული პირის რეგისტრაცია ხორციელდება გამარტივებული პროცედურების
საფუძველზე 1 სამუშაო დღის ვადაში. რეგისტრაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება და
ამონაწერი რეესტრიდან წარმოადგენს ელექტრონულად დამოწმებულ დოკუმენტს და პირებს
შესაძლებლობა აქვთ ასეთი დოკუმენტები რეესტრში მისვლის გარეშე, ელექტრონულად
ჩამოტვირთოს ოფიციალური ვებ-გვერდიდან.
295. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში
რეგისტრირებულია: 25416 არასამეწარმეო იურიდიული პირი; 253534 - მეწარმე იურიდიული
პირი.
მოქალაქეთა
პოლიტიკური
გაერთიანებების
(პარტიების)
რეესტრში
რეგისტრირებულია: 231 (ორას ოცდათერთმეტი) პოლიტიკური სუბიექტი.
მუხლი 23
296. საქართველოს კონსტიტუცია განამტკიცებს ქორწინების ნებაყოფლობას და მეუღლეთა
უფლებრივ თანასწორობას (30-ე მუხლი).
297. ქორწინება შესაძლებელია მხოლოდ 18 წელს მიღწეული პირისათვის. ადრეული
ქორწინება იკრძალება კანონით. დეტალური ინფორმაცია მოცემულია რეკომენდაციის მე-7
პუნქტის პასუხად იხ. §§29-34.
298. კონსტიტუციის თანახმად, სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და
სოციალურ
დაცვაზე,
საარსებო
მინიმუმითა
და
ღირსეული
საცხოვრებლით
უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე სახელმწიფო ხელს უწყობს მოქალაქეს
დასაქმებაში. საარსებო მინიმუმის უზრუნველყოფის პირობები განისაზღვრება კანონით (მე-5
მუხლი).
61
299. ქვეყანაში სიღარიბის უკიდურესი ფორმების აღმოფხვრისა და სოციალური რისკების
შემცირების მიზნით ხორციელდება სიღარიბის შემცირება/პრევენციაზე ორიენტირებული
მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამა, რომელიც ვრცელდება საქართველოს ყველა
მოქალაქეზე, მათ შორის ეროვნულ უმცირესობებზე. სამართლიანობა და მიუკერძოებლობა
ამოსავალი პრინციპია მოსახლეობის სოციალური დაცვის გარანტიებით უზრუნველყოფის
საკითხების გადაწყვეტისას.
300. უნდა აღინიშნოს, რომ მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში
სახელმწიფოს მიერ რესურსების მიწოდება ხდება შეფასების სისტემით გამოვლენილი
ყველაზე გაჭირვებული ადამიანებისათვის - სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა
ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახებისათვის.
301. 2015 წელს ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბერის №758
დადგენილებით დამტკიცებული ,,ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის
შეფასების მეთოდოლოგია“, რომლის მიხედვითაც საარსებო შემწეობის მიმღები შეიძლება
გახდეს ოჯახი, რომელსაც არ აქვს შემოსავალი ან შემოსავლის მომტანი რაიმე სახის ქონება.
მეთოდოლოგიაში გათვალისწინებულია თავად ოჯახის საჭიროებები, ოჯახის წევრთა
სპეციალური სტატუსი (შშმ პირი, ქრონიკული დაავადებით დაავადებული პირი,
არასრულწლოვანი, პენსიონერი და ა.შ.). დღეისათვის საარსებო შემწეობები გაიცემა
გრადაციული სისტემით, რაც უფრო ნაკლებია ოჯახის სარეიტინგო მაჩვენებელი, მით უფრო
მეტი ფულადი დახმარების მიმღებია ოჯახი. შემოღებული იქნა ბავშვის ბენეფიტიც.
გაზრდილია საარსებო შემწეობებით ბავშვებისა და ბავშვიანი ოჯახების დაფარვა. 2019
წლიდან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახებში,
რომელთა სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 100 000-ზე და 16 წლამდე ბავშვები
ცხოვრობენ, ბავშვებისათვის განკუთვნილი ბენეფიტი გაიზარდა 50 ლარამდე, ნაცვლად 10
ლარისა.
მუხლი 24
დაბადების რეგისტრაცია
302. ,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით უზრუნველყოფილია
საქართველოს მოქალაქის, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის
საზღვარგარეთ დაბადებული შვილის, ასევე საქართველოში დაბადებული ყველა ბავშვის
დაბადების სავალდებულო რეგისტრაცია, მათ შორის, საქართველოში კანონიერი საფუძვლის
გარეშე მყოფი უცხოელის დაბადების სავალდებულო რეგისტრაცია.
303. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული
სამსახურების (იგივე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოების) საშუალებით
ხორციელდება დაბადების რეგისტრაცია, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე სქესის, რასის,
კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ
სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი
მდგომარეობის თუ სხვა ნიშნის განურჩევლად.
62
304. აღსანიშნავია, ,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონსა და საქართველოს
იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის N 18 ბრძანებით დამტკიცებულ „სამოქალაქო
აქტების რეგისტრაციის წესში“ 2019 წლის 15 თებერვალს შესული ცვლილება, რომელიც
გულისხმობს საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებისა და გარდაცვალების რეგისტრაციის
მიზნებისათვის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უკანონო
ორგანოების (თანამდებობების პირების) მიერ გამოცემული აქტების საქმისწარმოებაში
გამოყენების შესაძლებლობასა და ასევე, დაბადების იურიდიული მნიშვნელობის მქონე
ფაქტის დადგენისას მშობლის/მშობლების მონაცემების განსაზღვრისთვის აღნიშნული
ორგანოების მიერ გაცემული ქორწინების ან/და განქორწინების ფაქტის დამადასტურებელი
აქტის/დოკუმენტის გამოყენების შესაძლებლობას.
305. გარდა დაბადების რეგისტრაციისა და ამის დამადასტურებელი დოკუმენტების
გაცემისა, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიმართვის შემთხვევაში, სსიპ
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს
ტერიტორიული სამსახურები
უზრუნველყოფენ
ძალადობის
მსხვერპლი
არასრულწლოვნისთვის
პირადობის
დამადასტურებელი დოკუმენტების უფასოდ გაცემას.
ასევე, უზრუნველყოფილია
სოციალურად დაუცველ პირთა სახელზე (რომელთ სარეიტინგო ქულა ნაკლებია 70 001-ზე)
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების უფასოდ გაცემა. ამასთან, როგორც უკვე
აღინიშნა მიუსაფარ ბავშვებთან დაკავშირებით უსასყიდლოდ გაიცემა საიდენტიფიკაციო
დოკუმენტები.
306. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ შეიმუშავა საზოგადოებრივი
ცენტრის კონცეფცია. საზოგადოებრივი ცენტრის მეშვეობით მოსახლეობას საშუალება აქვს
სოფლიდან გაუსვლელად ისარგებლოს 200-ზე მეტი საჯარო და კერძო სექტორის სერვისით,
მათ შორის დაბადების რეგისტრაციის შესაძლებლობით. რეგიონებში აღნიშნული
საზოგადოებრივი ცენტრების აშენებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოში
მოსახლეობის რეგისტრაციას, მათთვის სხვადასხვა სახის სარეგისტრაციო დოკუმენტებით,
მათ შორის, დაბადების მოწმობებით, უზრუნველყოფას.
307. ამჟამად საქართველოს მასშტაბით 64 საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს, მათ
შორის ეროვნული/ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში.
308. 2016-2017 წლების განმავლობაში იუსტიციის სამინისტრომ განაგრძო ბოშათა
რეგისტრაციის პროცესი. გატარდა შესაბამისი პროცედურები დაბადების რეგისტრაციასთან,
მოქალაქეობასთან და ასევე, პირადობის დამადასტურებელი მოწმობების გაცემასთან
დაკავშირებული საკითხების მოგვარების მიზნით. 2014-2019 წწ. დამატებით 19 ბოშას მიენიჭა
შესაბამისი იურიდიული სტატუსი. ბოშებისთვის ხელმისაწვდომია უფასო იურიდიული
კონსულტაცია.
სპეციალური ღონისძიებები, რომელიც ტარდება იმ ბავშვების დასაცავად რომლებიც
მოწყვეტილნი არიან ოჯახურ გარემოს
309. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, მშობლის უფლებებისა და
მოვალეობების არაჯეროვნად შესრულება ან შეუსრულებლობა წარმოადგენს მშობლისათვის
63
ამ უფლებებისა და მოვალეობების შეზღუდვის, შეჩერების ან ჩამორთმევის საფუძველს.
საქართველოში ყველა აღნიშნული პროცესის მართვა ხორციელდება სოციალური მუშაკის
მონაწილეობით, რომლის შეფასების შედეგად გამოკვეთილ გარემოებებზე დაყრდნობით
სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას, იმ მცირე გამონაკლისის გარდა (24-საათიან ზრუნვაში
მოხვედრა), როცა მშობლის უფლებები და მოვალეობები შეჩერებულად ითვლება,
სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე. ამ შემთხვევებში ხდება ბავშვის განცალკევება
მშობლებისგან და მეურვეობისა და მზრუნველობის საბჭოს გადაწყვეტილებით ხდება მისი
განთავსება შესაბამის ალტერნატიულ მომსახურებაში ბავშვისათვის საუკეთესო ინტერესის
გათვალისწინებით. ბავშვისთვის გასაშვილებელი სტატუსის მინიჭების შემთხვევაში მისი
უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით ხდება მისთვის მშვილებელი ოჯახის შერჩევა და
საბოლოოდ გაშვილება.
310. ალტერნატიული ზრუნვის ფორმებია: ნათესაური მინდობით აღზრდა, რეგულარული
მინდობით აღზრდა, გადაუდებელი მინდობით აღზრდა, ჩამნაცვლებელი მინდობით
აღზრდა, სპეციალიზებული მინდობით აღზრდა.
311. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება ნათესაური წრის მოძიება და ნათესაურ მინდობით
აღზრდაში განთავსება, მაშინ მზრუნველობამოკლებული ბავშვის განთავსება ხდება
რეგულარულ
მინდობით
აღზრდაში,
განსხვავებული
საჭიროების
მქონე
მზრუნველობამოკლებული ბავშვის - სპეციალიზებულ მინდობით აღზრდაში, ხოლო
გადაუდებელ შემთხვევებში - გადაუდებელი მინდობით აღზრდა.
312. ერთ-ერთი ალტერნატივაა მცირე საოჯახო ტიპის სახლის მომსახურება, როგორც
ჯანმრთელი, შშმ, ასევე მძიმე და ღრმა შეზღუდვისა და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე
ბავშვებისთვის.
313. ჩვილ ბავშვთა მიტოვების პრევენციის მიზნით, შექმნილია დედათა და ბავშვთა
თავშესაფრები.
314. რაც შეეხება მიუსაფარ ბავშვებს (ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები), მათთვის
შექმნილია მობილური ჯგუფები, რომელთა შემადგენლობაში შედის: ფსიქოლოგი, უფროსი
სოციალური მუშაკი, თანასწორ-განმანათლებელი და მძღოლი. ასევე, ფუნქციონირებს
მათთვის დღის ცენტრის მომსახურებები და სადღეღამისო თავშესაფრები.
315. საქართველოში
ექსტრაკორპორული
განაყოფიერების
(სუროგაციის)
გზით
დაბადებული ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის, საქართველოს კანონმდებლობის
გვერდის ავლით მისი ქვეყნიდან გაყვანის აკრძალვისა და ამ გზით მის მიმართ სხვადასხვა
სახის უკანონო ქმედების განხორციელების, მათ შორის, ტრეფიკინგის მსხვერპლად ქცევის
შემთხვევათა თავიდან აცილების მიზნით 2016 წლის 22 მარტს ცვლილება შევიდა
„საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის
წესების შესახებ“ საქართველოს კანონსა და „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა
სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში.
316. ცვლილებების შედეგად განისაზღვრა, რომ საქართველოში ექსტრაკორპორული
განაყოფიერების (სუროგაციის) გზით დაბადებული ბავშვის საქართველოდან გაყვანა
64
შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იუსტიციის სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო
სერვისების განვითარების სააგენტოს“ (შემდგომში − სააგენტო) დაბადების სამოქალაქო აქტის
ჩანაწერში ბავშვის ორივე მშობელია მითითებული.
317. ახალი წესის თანახმად, საპასპორტო კონტროლისას, თუ სააგენტოს მონაცემთა ბაზაში
დაცული ინფორმაციის საფუძველზე ირკვევა, რომ ბავშვი, რომელიც პირველად ტოვებს
საქართველოს ტერიტორიას, არის საქართველოში ექსტრაკორპორული განაყოფიერების
(სუროგაციის) გზით დაბადებული და მისი დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ორივე
მშობელი მითითებული არ არის, ან მის სახელზე სააგენტოს მიერ არ არის რეგისტრირებული
დაბადების სამოქალაქო აქტი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი
თანამშრომელი ვალდებულია, მიიღოს გადაწყვეტილება ბავშვის საქართველოდან გაყვანაზე
(საზღვრის გადაკვეთაზე) უარის თქმის შესახებ. საკანონმდებლო ცვლილებები ძალაშია 2016
წლის 11 აპრილიდან.
მუხლი 25
318. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიული (2015-2019 წლების) და
ყოველწლიური სამოქმედო გეგმების მიხედვით ერთი-ერთი პრიორიტეტია ინკლუზიური
საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა.
319. ცესკოში შექმნილია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირთა) და
ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფები, ასევე – გენდერული
თანასწორობის საბჭო.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საარჩევნო უფლების ხელშეწყობა.
320. საანგარიშო პერიოდში, შშმ ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით, ცესკოს ყველა
საინფორმაციო ვიდეორგოლი სხვადასხვა მაუწყებლის ეთერში განთავსებული იყო
სურდოთარგმანით. 2016 წლიდან, ვრცელდებოდა სპეციალური საინფორმაციო ვიდეორგოლი
შშმ პირთა ხელმისაწვდომი სერვისების შესახებ, საინფორმაციო ბრიფინგები შუქდებოდა
სურდოთარგმანით, უსინათლო და მცირემხედველი პირებისთვის მისაწვდომი იყო ცესკოს
ვებგვერდი (www.cesko.ge), საარჩევნო პერიოდში, ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს
ინფორმაციის მიღება შეეძლოთ ვიდეო ზარის საშუალებით ჟესტური ენის მცოდნე
ოპერატორებისგან.
321. 2014 წლიდან, საარჩევნო სუბიექტების პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა ყველა
მაუწყებლის ეთერში განთავსებული იყო სურდოთარგმანით.
322. 2014-2018 წლებში, შშმ პირების საარჩევნო პროცესში მონაწილეობის ხელშეწყობის
მიზნით, დაფინანსდა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების 25 პროექტი, რომლის
ბიუჯეტმა შეადგინა 1 000 000-მდე ლარი.
323. 2016 წლიდან, არჩევნებში, რეფერენდუმსა და პლებისციტში მონაწილეობის უფლება
აქვთ მხარდაჭერის მიმღებ პირებს, რომლებიც არ არიან მოთავსებული შესაბამის
სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში.
65
324. საანგარიშო პერიოდში, ჩატარებული არჩევნების დროს ყველა საუბნო საარჩევნო
კომისიის წევრი გადამზადდა შშმ ამომრჩევლებთან საუბრის ეტიკეტისა და ქცევის ნორმების
დაცვის შესახებ, სპეციალური ინსტრუქციისა და სასწავლო ვიდეორგოლის მიხედვით.
325. შშმ ამომრჩეველთა არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობისთვის დაინერგა
შემდეგი სერვისები: ყველა საარჩევნო უბანზე უსინათლო ამომრჩევლებისთვის – საარჩევნო
ბიულეტენის
შესავსები
ჩარჩო/ფორმა,
მცირემხედველი
ამომრჩევლებისათვის
–
გამადიდებელი ლინზა; ყრუ, მხარდამჭერის მიმღები პირებისთვის – კენჭისყრაში
მონაწილეობის ამსახველი პოსტერი; ადაპტირებულ საარჩევნო უბნებზე ეტლით მოსარგებლე
ამომრჩევლებისთვის განთავსებული იყო სპეციალური ხმის მიცემის კაბინა (2014 წელს – 464,
2016 წელს – 1115, 2017 წელს – 1156, ხოლო 2018 წელს – 1268 სპეციალური ხმის მიცემის კაბინა).
326. ცესკოს დადგენილი აქვს ფიზიკური მდგომარეობის მქონე (ზედა კიდურების
არმქონე), როგორც ამომრჩევლების მიერ ხმის მიცემის პროცედურები, ისე პარლამენტის,
საკრებულოს
წევრობისა
და
მერობის
კანდიდატთა
საარჩევნო
რეგისტრაციასთან/რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებული პროცედურები.
327. 2014-2018 წლებში საარჩევნო
დასაქმებული იყო 46 შშმ პირი.
ადმინისტრაციაში
სხვადასხვა
პოზიციებზე
ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა საარჩევნო უფლების ხელშეწყობა
328. საანგარიშო პერიოდში, ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ
რეგიონებში მცხოვრები სომხურ და აზერბაიჯანულენოვანი ამომრჩევლების ინფორმირების
მიზნით ცესკომ უზრუნველყო საარჩევნო დოკუმენტაციის, ვიდეორგოლების, მათ შორის
ხელმისაწვდომი სერვისების შესახებ, საინფორმაციო ფლაერების თარგმნა და გავრცელება.
ასევე, ამომრჩეველთა ერთიანი სიის საძიებო სისტემის (voters.cec.gov.ge) ხელმისაწვდომობა,
სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრში – ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა და საუბნო
საარჩევნო კომისიების სომხურ და აზერბაიჯანულენოვანი წევრებისთვის – სხვადასხვა
საარჩევნო დოკუმენტაციის თარგმნა. ამავდროულად განხორციელდა სხვადასხვა სასწავლოსაინფორმაციო პროგრამები, თუ კამპანიები.
329. 2014-2018 წლებში, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ამომრჩეველთა
საარჩევნო პროცესში მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით, დაფინანსდა ადგილობრივი
არასამთავრობო ორგანიზაციების 49 პროექტი, რომლის ბიუჯეტმა შეადგინა 1 000 000 ლარზე
მეტი.
გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა
330. საარჩევნო ადმინისტრაციას გააჩნია გენდერული თანასწორობის პოლიტიკის
დოკუმენტი, რომლის მიზანს წარმოადგენს ცესკოს ინსტიტუციური შესაძლებლობების
განვითარება, საარჩევნო პროცესებში გენდერული თანასწორობის დამკვიდრებისა და ქალთა
გაძლიერებისთვის. 2014 წლიდან ინფორმაცია მუშავდება გენდერულ ჭრილში.
66
331. 2014-2018 წლებში, საარჩევნო პროცესში ქალთა მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით,
საგრანტო
კონკურსის
ფარგლებში
დაფინანსდა
ადგილობრივი
არასამთავრობო
ორგანიზაციების 28 პროექტი, რომლის ბიუჯეტმა შეადგინა 1 000 000 ლარზე მეტი.
332. 2015-2018
წლებში,
საარჩევნო
ადმინისტრაციის
მიერ
განხორციელებულ
საგანმანათლებლო
პროგრამებში
სხვა
მნიშვნელოვან
საკითხებთან
ერთად
გათვალისწინებული იყო სასწავლო მოდული გენდერული თანასწორობის საკითხებზე. 20162017 წლებში, საარჩევნო ადმინისტრაციამ პოტენციური კანდიდატი ქალებისთვის ჩაატარა
ტრენინგები საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით.
მუხლი 26
333.
იხ. პასუხები კომიტეტის დასკვნითი რეკომენდაციების მე-6-9 პუნქტებზე.
მუხლი 27
334.
იხ. პასუხები კომიტეტის დასკვნითი რეკომენდაციების მე-19 პუნქტზე.
67
დანართი
დანართი 1.
ინფორმაცია საქართველოს რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში 2016-2018 წლებში
დისკრიმინაციის თაობაზე განხილული სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული
სამართალწარმოების წესით განხილული საქმეების რაოდენობის შესახებ
სისხლის სამართლის საქმეები:
2016-2018 წლებში სისხლის სამართლის კოდექსის 155-ე მუხლით განაჩენის
გამოტანით განხილულია 1 საქმე 2 პირის მიმართ. ორივე პირს შეფარდა პირობითი
მსჯავრი; სსკ-ის 156-ე მუხლით განხილულია 14 საქმე 16 პირის მიმართ, აქედან
თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა 1 პირს, პირობითი მსჯავრი - 6 პირს, ჯარიმა -8
პირს; სსკ-ის 1421 მუხლით განაჩენის გამოტანით განხილულია 1 საქმე 10 პირის
მიმართ, აქედან თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა 2 პირს, პირობითი მსჯავრი 1
პირს, 7 პირი გამართლდა, ხოლო 1 საქმე 2 პირის მიმართ დაუბრუნდა პროკურატურას
განრიდებისათვის.
სამოქალაქო საქმეები:
აღნიშნულ
პერიოდში
სულ
გადაწყვეტილების
გამოტანით
განხილულია
28
სამოქალაქო საქმე. განხილული საქმეებიდან სასარჩელო მოთხოვნა სასამართლოს
მიერ დაკმაყოფილდა (სრულად ან ნაწილობრივ) - 19 საქმეზე, არ დაკმაყოფილდა 9
საქმეზე. აღნიშნული საქმეებიდან სასამართლომ იმსჯელა და დისკრიმინაციის ფაქტი
დაადასტურა 11 შემთხვევაში.
ადმინისტრაციული საქმეები:
აღნიშნულ
პერიოდში
ადმინისტრაციული
სულ
საქმე.
გადაწყვეტილების
განხილული
გამოტანით
საქმეებიდან
სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა (სრულად ან
განხილულია
სასარჩელო
6
მოთხოვნა
ნაწილობრივ) - 2 საქმეზე, არ
დაკმაყოფილდა 4 საქმეზე. აღნიშნული საქმეებიდან სასამართლომ იმსჯელა და
დისკრიმინაციის ფაქტი დაადასტურა 1 შემთხვევაში.
დანართი
დანართი 2
ინფორმაცია ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის შესახებ საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს სსიპ იუსტიციის სასწავლო ცენტრის ცნობიერების ამაღლების კამპანიასთან
დაკავშირებით
2016 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ იუსტიციის სასწავლო ცენტრმა
საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში დისკრიმინაციის თემაზე ტრენინგი ჩაატარა
40
ჯგუფისთვის, რომელშიც ჯამში მონაწილეობას იღებდა 461 პირი.
2017 წლის 3 მაისს ქ. თბილისში „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-3 წლისთავთან დაკავშირებით დაკავშირებით სსიპ იუსტიციის
სასწავლო ცენტრის ორგანიზებით სტუდენტებისთვის გაიმართა საჯარო ლექცია, რომელსაც
28 სტუდენტი დაესწრო.
2018 წელს, სსიპ იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ ხორციელდებოდა მასშტაბური
ცნობიერების
ამაღლების
კამპანია,
რომლის
ფარგლებში
ანტიდისკრიმინაციული
კანონმდებლობის შესახებ ტრენინგი ჩატარდა დიდ ქალაქებში და ეთნიკური უმცირესობებით
კომპაქტურად დასახლებულ პუნქტებში (მარნეული, რუსთავი, საგარეჯო, გარდაბანი,
ბოლნისი, თეთრიწყარო, ახალქალაქი, ახალციხე, თელავი, ყვარელწყალი, ლაგოდეხი,
ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, ქუთაისი, თბილისი). ტრენინგის ძირითადი მიზნობრივი ჯგუფს
წარმოადგენდა
ადგილობრივი
თვითმმართველობის
უმცირესობის
წარმომადგენლები.
5
საათიანი
მოსამსახურეები
ტრენინგის
და
ფარგლებში
ეთნიკური
მონაწილეები
გაეცნენთუ რა არის დისკრიმინაცია, როგორ ამოიცნონ დისკრიმინაცია და რა მექანიზმები
არსებობს
დისკრიმინაციის
წინააღმდეგ.
განსაკუთრებული
აქცენტი
გაკეთდა
ეროვნული/ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის საკითხებზე. აღნიშნულ ტრენინგს 17
ჯგუფში დაესწრო ჯამში 244 მონაწილე (ქალი 201/კაცი 43) . აღსანიშნავია, რომ ეთნიკური
უმცირესობებით
კომპაქტურად
დასახლებულ
ქალაქებში
(მარნეული,
გარდაბანი,
ახალქალაქი, თეთრიწყარო) ტრენინგს უძღვებოდა ორი ტრენერი. რომელთაგან ერთ-ერთი
იყო იმავე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი. ტრენინგის მასალები ითარგმნა
სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.
სსიპ იუსტიციის სასწავლო ცენტრს გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) გადასცა
დისკრიმინაციის
თემაზე
მომზადებული
ქართული,
ოსური,
აფხაზური,
სომხური,
აზერბაიჯანული და რუსულენოვანი ბროშურების ელექტრონული ვერსია. ამჟამად, სასწავლო
ცენტრის დიზაინერის მიერ ხორციელდება საინფორმაციო ბროშურის დიზაინის შემუშავება,
რომელიც ელექტრონულად გავრცელდება იუსტიციის სასწავლო ცენტრის ოფიციალურ
გვერდზე.
დანართი
დანართი 3.
შეეხება სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიებისა და სისხლის
სამართლებრივი დევნის სტატისტიკას
2016-2018 წლებში სიძულვილის მოტივის შესწავლა მიმდინარეობდა 359 სისხლის სამართლის
საქმეში, ამათგან 2016 წელს სიძულვილის მოტივი შესწავლილ იქნა 63 სისხლის სამართლის
საქმეში, 2017 წელს- 86 სისხლის სამართლის საქმეში, ხოლო 2018 წელს 210 სისხლის
სამართლის საქმეში. სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 239 პირის მიმართ, კერძოდ,
2016 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 44 პირის მიმართ, 2017 წელს
სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 44 პირის მიმართ, ხოლო 2018 წელს
სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 151 პირის მიმართ. წლების მიხედვით სტატისტიკა
შემდეგია:
2016 წელს სიძულვილის მოტივის შესწავლა მიმდინარეობდა 63 სისხლის სამართლის საქმის
ფარგლებში. კერძოდ, სექსუალური ორიენტაციის ნიშანი შესწავლილ იქნა - 4 სისხლის
სამართლის საქმის ფარგლებში, გენდერული იდენტობის ნიშანი - 20 საქმის, სქესის/გენდერის
ნიშანი - 3 საქმის, ეროვნული ნიშანი - 1 საქმის, ეთნიკური ნიშანი -3 საქმის, რელიგიური
ნიშანი- 27 საქმის, რასობრივი დისკრიმინაცია/ ადამიანთა თანასწორუფლებიანობის
დარღვევა- 4 საქმის, ხოლო სხვა ნიშნით- 1 საქმის ფარგლებში.
სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 44 პირის მიმართ. ამათგან, 4 პირს ბრალდება
წარედგინა - სექსუალური ორიენტაციის ნიშნით, 16 პირს - რელიგიური ნიშნით, 3 პირს სქესის/გენდერის ნიშნით, 4 პირს - ეროვნული ნიშნით, 14 პირს რასობრივი დისკრიმინაციის
ნიშნით. 3 პირის ბრალდების საქმეში (სავარუდო ნიშანი რელიგია-1 პირი, ეთნიკური ნიშანი-2
პირი) ჩატარებული გამოძიების შედეგად სიძულვილის მოტივი არ გამოიკვეთა, შესაბამისად
აღნიშნული არ იქნა მითითებული ბრალდების შესახებ დადგენილებაში.
2017 წელს სიძულვილის მოტივის შესწავლა მიმდინარეობდა 86 სისხლის სამართლის საქმის
ფარგლებში. კერძოდ, სექსუალური ორიენტაციის ნიშანი შესწავლილ იქნა - 12 სისხლის
სამართლის საქმის ფარგლებში, გენდერული იდენტობის ნიშანი - 37 საქმის, სქესის/გენდერის
ნიშანი - 25 საქმის, ეროვნული ნიშანი - 1 საქმის, ეთნიკური ნიშანი -1 საქმის, ხოლო
რელიგიური ნიშანი - 10 საქმის ფარგლებში.
სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 44 პირის მიმართ. ამათგან, 4 პირს ბრალდება
წარედგინა - სექსუალური ორიენტაციის ნიშნით, 4 პირს - გენდერული იდენტობის ნიშნით, 2
პირს - რელიგიური ნიშნით, 25 პირს - სქესის/გენდერის ნიშნით. 9 პირის ბრალდების საქმეში
(სავარაუდო ნიშანი გენდერული იდენტობა -6 პირი, სექსუალური ორიენტაცია-1 პირი,
რელიგია-2 პირი) ჩატარებული გამოძიების შედეგად სიძულვილის მოტივი არ გამოიკვეთა,
შესაბამისად აღნიშნული არ იქნა მითითებული ბრალდების შესახებ დადგენილებაში.
2018 წელს სიძულვილის მოტივის შესწავლა მიმდინარეობდა 210 სისხლის სამართლის საქმის
ფარგლებში. კერძოდ, სექსუალური ორიენტაციის ნიშანი შესწავლილ იქნა - 28 სისხლის
სამართლის საქმეში; გენდერული იდენტობა - 29 საქმეში; სქესის/გენდერის ნიშანი - 112
საქმეში; ეროვნული ნიშანი - 6 საქმეში; ეთნიკური ნიშანი - 2 საქმეში; რასა - 2 საქმეში;
რელიგიური ნიშანი - 23 საქმეში; პოლიტიკური შეხედულება - 4 საქმეში; შშმ - 3 საქმეში; ხოლო
სხვა ნიშანი - 1 საქმეში.
სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 151 პირის მიმართ. ამათგან, 15 პირს ბრალდება
წარედგინა - სექსუალური ორიენტაციის ნიშნით; 12 პირს - გენდერული იდენტობის ნიშნით; 1
პირს - ეთნიკური ნიშნით; 1 პირს - რასის ნიშნით; 3 პირს - ეროვნული ნიშნით; 2 პირს რელიგიის ნიშნით; 111 პირს - გენდერის/სქესის ნიშნით; 3 პირს - პოლიტიკური შეხედულების
ნიშნით; 2 პირს - შშმ პირის ნიშნით; ხოლო 1 პირს - სხვა ნიშნით.
სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებრივი ფაქტების შესახებ საზოგადოების
პროაქტიული ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით, 2017-2018 წლებში
საქართველოს პროკურატურის ვებ-გვერდსა და სოციალური ქსელის გვერდზე აქტიურად
ქვეყნდებოდა ინფორმაცია სექსუალური და რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლების
მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნისა და მსჯავრდების
თაობაზე.
დანართი
დანართი 4
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და
დახმარების სახელმწიფო ფონდის საქმიანობა ოჯახური ძალადობის საკითხებზე ცნობიერების
ამაღლების კუთხით
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და
დახმარების სახელმწიფო ფონდთან თანამშრომლებით პერიოდულად იგეგმება ტრენინგები
სხვადასხვა სამიზნე ჯგუფისთვის ოჯახში ძალადობის საკითხებზე ცნობიერების
ასამაღლებლად, სადაც ტრენერებად იწვევენ ფონდის თანამშრომლებს. მათ შორის, ააიპ
„ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელი“ გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის
ფარგლებში 2014 წელს ახორციელებდა ტრენინგების ციკლს საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს
თანამშრომლებისათვის (საპატრულო
და
საუბნო
პოლიციის
წარმომადგენლები). აღნიშნულ ტრენინგებში ტრენერად მონაწილეობას იღებდა ფონდის
თანამშრომელიც. ტრენინგები ეხებოდა ოჯახში ძალადობის საკითხების, ამ სფეროში
მოქმედი კანონმდებლობისა და რეფერირების პროცედურების გაცნობა-სწავლებას
მითითებული სამიზნე ჯგუფებისათვის. ტრენინგები ჩაუტარდათ კახეთის, სამეგრელოს,
გურიის, იმერეთის, აჭარისა და შიდა ქართლის რეგიონების პოლიციის თანამშრომლებს;
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2014 წლის მაისსა და ივნისში კახეთისა და
სამეგრელოს რეგიონში ჩაატარა ოჯახში ძალადობის საკითხებზე ერთდღიანი სწავლებები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისათვის. (10 პატრულ
ინსპექტორი და 30 საუბნო პოლიციის წარმომადგენელი).
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ქ. თბილისში, 2014 წლის 21 ივნისიდან 2014 წლის
22 ნოემბრის ჩათვლით, ახორციელებდა ტრენინგების ციკლს ოჯახში ძალადობის საკითხებზე
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისათვის (180 პატრულინსპექტორი და 40 საუბნო პოლიციის წარმომადგენელი). აღნიშნულ ტრენინგებს უძღვებოდა
ფონდის წარმომადგენელი; 2014 წლის 17 დეკემბერს ფონდის წარმომადგენლებმა ოჯახში
ძალადობის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გამართეს თბილისის №1 საჯარო სკოლის
(კლასიკური გიმნაზია) მე–8, მე–9 და მე–10 კლასის მოსწავლეებთან.
2015 წლის 2–3 აპრილს საქართველოს მთავარი პროკურატურის ინიციატივითა და გაეროს
ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის საქართველოში“
მხარდაჭერით, ფონდთან თანამშრომლობითა და მონაწილეობით ჩატარდა ტრენინგი
პროკურორებისთვის ოჯახში ძალადობის საკითხებზე. ტრენერად მოწვეული იყო ფონდის
წარმომადგენელიც;
2015 წლის 28-29 ნოემბერს გაეროს მოსახლეობის ფონდის ორგანიზებით, ექიმებისთვის
ჩატარდა ტრენინგი ქალის მიმართ ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობის
გამოვლენის, მკურნალობის პრინციპებისა და რეფერალის საკითხებზე, სადაც სამართლებრივ
საკითხებსა და ფონდის მომსახურებებზე სესია მიჰყავდა ფონდის წარმომადგენელს;
2015 წლის 23 ივლისში საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელშეწყობით ქ.
თბილისში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ჩატარდა ტრენინგი
1
თემაზე: ,,ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი მექანიზმი და
თანამედროვე
ტენდენციები“.
ტრენინგში მონაწილეობას იღებდნენ ტრეფიკინგის
მსხვერპლთა თავშესაფრებისა და ფონდის ცენტრალური ოფისის თანამშრომლები.
2
დანართი
დანართი 5
სტატისტიკა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებისა და სამართალდამცავი
ორგანოების თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული არასათანადო მოპყრობის
ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნის შესახებ
2013-2016 წლების მონაცემებით, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებისა და
სამართალდამცავი
ორგანოების
თანამშრომლების
მხრიდან
განხორციელებული
არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 127 პირის
მიმართ.
2017-2018 წლების სტატისტიკა შემდეგია: ეფექტიანი გამოძიების შედეგად, არასათანადო
მოპყრობის ფაქტებზე 2017 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 17 პირის მიმართ.
კერძოდ, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო პოლიციის 3 თანამშრომლის მიმართ (სსკის 333-ე მუხლით-1 პირის მიმართ, სსკ-ის 1443 მუხლით-2 პირის მიმართ), ხოლო
სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო პენიტენციური დეპარტამენტის 14 თანამშრომლის
მიმართ (აქედან, სსკ-ის 1441 მუხლით და 1443 მუხლით) სისხლისსამართლებრივი დევნა
დაიწყო პენიტენციური დაწესებულების 2 თანამშრომლის მიმართ; საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 1443 მუხლით- 10 პირის მიმართ; საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 333-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო პენიტენციური
დაწესებულების 2 თანამშრომლის მიმართ.
2018 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 15 პირის მიმართ. კერძოდ,
სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო პოლიციის 12 თანამშრომლის მიმართ (სსკ-ის 333-ე
მუხლით), ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო პენიტენციური დეპარტამენტის 3
თანამშრომლის მიმართ (სსკ-ის 1443 მუხლით).
2015 წელს, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შეიქმნა ახალი სპეციალიზირებული
სტრუქტურული დანაყოფი - სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის
გამოძიების დეპარტამენტი. ამჟამად დეპარტამენტში გამოძიება მიმდინარეობს 462 სისხლის
სამართლის საქმეზე. დეპარტამენტის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის
საქმეებიდან 51 სისხლის სამართლის საქმე შეეხება ცემის, წამების, არაადამიანური და
ღირსების შემლახავი მოპყრობის შესაძლო ფაქტებს, ხოლო 411 სისხლის სამართლის საქმე ქონების იძულებით დათმობისა და სხვა იძულების ფაქტებს.
გამოძიება დასრულებულია 155 დანაშაულებრივ ეპიზოდზე, მხილებულია 43 საჯარო
მოხელე, მათ შორის ყოფილი გენერალური პროკურორი და მისი მოადგილე, ყოფილი
სახელმწიფო უშიშროების მინისტრი, შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროს მაღალი
რანგის თანამდებობის პირები ამათგან, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 12 პირის
მიმართ, 27 პირის მიმართ გამოყენებულ იქნა დისკრეცია და არ დაიწყო
სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის
105-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, ხოლო 4 პირის მიმართ შეწყდა გამოძიება
პასუხისგებაში მისაცემი ბრალდებულის გარდაცვალების გამო;
დაზარალებულად ცნობილია 239 პირი, რომელთაც პროკურატურის შემაჯამებელი
გადაწყვეტილების შედეგად, დაუბრუნდათ 46 280 717 ლარის ღირებულების უძრავი და
მოძრავი ქონება.
საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი
დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა 64 პირის (16 პოლიტპატიმარი) მიმართ მიიღო
გადაწყვეტილება უკანონოდ გამოტანილი განაჩენების გადასინჯვის თაობაზე. ამათგან 56
პირის მიმართ უკვე გადაისინჯა საქმე და გამოტანილ იქნა გამამართლებელი განაჩენი.