„ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ"
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ"
- „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ" (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-09-02
ბიუროს ნომერი 280
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1. კანონის მიზანი და მოქმედების სფერო
1. ამ კანონის მიზანია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დემპინგური იმპორტისგან
ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვა (გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა).
2. ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის პრინციპებისა და დებულებების შესაბამისად, ეს კანონი
ადგენს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დემპინგური იმპორტის დროს ანტიდემპინგური
ღონისძიების შემოღების ძირითად პირობებსა და წესებს.
მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს, ამ კანონის მიზნებისთვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ადგილობრივი ინდუსტრია - ყველა მწარმოებელი, რომელიც საქართველოს საბაჟო
ტერიტორიაზე (გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა) აწარმოებს შესწავლის ობიექტის
მსგავს პროდუქტს ან მსგავსი პროდუქტის მწარმოებლების ერთობლიობა, რომელთა წარმოების
საერთო წილი შეადგენს მთლიანი ადგილობრივი წარმოების ძირითად ნაწილს. იმ შემთხვევაში თუ
მსგავსი პროდუქტის ადგილობრივი მწარმოებელი/მწარმოებლები ამავდროულად არიან
შესწავლის ობიექტის იმპორტიორები ან დაკავშირებულნი არიან შესწავლის ობიექტის
ექსპორტიორებთან ან იმპორტიორებთან, ადგილობრივი ინდუსტრია განისაზღვრება დანარჩენი
მწარმოებლების ერთობლიობით.
ბ) დაკავშირებული პირი - ადგილობრივი ინდუსტრიის განსაზღვრების მიზნებისთვის, პირები
ითვლებიან დაკავშირებულად თუ ა) ერთ-ერთი მათგანი პირდაპირად ან ირიბად აკონტროლებს
მეორეს; ან ბ) ორივე მათგანი პირდაპირად ან ირიბად კონტროლდება მესამე პირის მიერ; ან გ)
ერთად ისინი პირდაპირად ან ირიბად აკონტროლებენ მესამე პირს, იმის გათვალისწინებით, რომ
არსებობს ეჭვის საფუძველი, რომ ამგვარი ურთიერთობის გავლენა არის იმგვარი, რომელიც
უზრუნველყოფს დაკავშირებული მწარმოებლის სხვაგვარ ქცევას არა-დაკავშირებული
მწარმოებლისგან განსხვავებით. ამ პუნქტის მიზნებისთვის, ჩაითვლება რომ ერთი აკონტროლებს
მეორეს, როდესაც ამ პირველს სამართლებრივად ან ოპერაციულად უკავია ისეთი პოზიცია,
რომლითაც შეუძლია ამ უკანასკნელზე შეზღუდვის ან მითითების განხორციელება.
გ) ანტიდემპინგური ღონისძიება - წინასწარი ანტიდემპინგური ღონისძიება ან/და სპეციალური
ანტიდემპინგური ტარიფის შემოღება.
დ) წინასწარი ანტიდემპინგური ღონისძიება - საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დემპინგური
იმპორტის შეზღუდვის ანტიდემპინგური ღონისძიება, რომელიც შემოიღება წინასწარი
ანტიდემპინგური ტარიფის და/ან უზრუნველყოფის ფორმის სახით, შესწავლის პერიოდში
დემპინგური იმპორტით ადგილობრივ ინდუსტრიაზე ზიანისგან დაცვის მიზნით.
ე) სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფი - საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დემპინგური
იმპორტის შეზღუდვის ანტიდემპინგური ღონისძიება, რომელიც შემოღებულია უფლებამოსილი
ორგანოს მიერ განხორციელებული შესწავლის საფუძველზე.
ვ) ექსპორტიორი - ამ კანონის მიზნებისთვის, ექსპორტიორი არის პირი, რომელიც ახორციელებს
პროდუქტის ექსპორტს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე.
ზ) იმპორტიორი - ამ კანონის მიზნებისთვის იმპორტიორი არის პირი, რომელიც ახორციელებს
საქონლის იმპორტს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე.
თ) დაინტერესებული პირები - დაინტერესებულ პირებად ჩაითვლებიან შემდეგი პირები:
თ.ა)
შესწავლის
ობიექტის
ექსპორტიორ(ებ)ი,
იმპორტიორ(ებ)ი
და
უცხოელი
მწარმოებელი/მწარმოებლები;
თ.ბ) სავაჭრო ან ბიზნეს გაერთიანება/გაერთიანებები, რომელთა წევრების უმრავლესობა
წარმოადგენს შესწავლის ობიექტის მწარმოებელს, ექსპორტიორს ან იმპორტიორს;
თ.გ) შესწავლის ობიექტის ექსპორტიორი ქვეყნ(ებ)ის მთავრობა/მთავრობები;
თ.დ) შესწავლის ობიექტის მსგავსი პროდუქტის ადგილობრივი მწარმოებელი/მწარმოებლები;
თ.ე) მომხმარებელთა გაერთიანებები;
თ.ვ) მწარმოებლები, რომლებიც შესწავლის ობიექტს იყენებენ წარმოების პროცესში.
ი) ვაჭრობის ჩვეულებრივი პირობა - თვითღირებულებაზე არანაკლებ ფასად მსგავსი
პროდუქტის ყიდვა-გაყიდვა.
კ) დემპინგური ზღვარი - სხვაობა ნორმალურ ღირებულებასა და საექსპორტო ფასს შორის
გამოსახული პროცენტულ მაჩვენებელში საექსპორტო ფასთან მიმართებაში.
ლ) ზიანი - ადგილობრივი ინდუსტრიისთვის მიყენებული მატერიალური ზიანი ან
მატერიალური ზიანის მიყენების საფრთხე, რომელიც აშკარად გარდაუვალია.
მ) შესწავლის ობიექტი - შესწავლას დაქვემდებარებული იმპორტირებული პროდუქტი,
რომელიც მითითებულია შესწავლის დაწყების შესახებ დოკუმენტში.
ნ) მსგავსი პროდუქტი - პროდუქტი, რომელიც არის შესწავლის ობიექტის იდენტური, ანუ
მოცემულ პროდუქციასთან ყოველმხრივ მსგავსი, ან ასეთი პროდუქტის არარსებობის შემთხვევაში,
პროდუქტი, რომელიც თუმცა არ არის ყოველმხრივ მსგავსი, მაგრამ გააჩნია მახასიათებლები,
რომლებიც ძალიან წააგავს შესწავლის ობიექტის მახასიათებლებს.
ო) დემპინგი - შესწავლის ობიექტის ადგილობრივ ბაზარზე განთავსება მის ნორმალურ
ღირებულებაზე დაბალ ფასად. დემპინგისას შესწავლის ობიექტის საექსპორტო ფასი, ვაჭრობის
ჩვეულებრივ პირობებში,
ნაკლებია ექსპორტიორი ქვეყნის ადგილობრივი ბაზრისათვის
განკუთვნილი მსგავსი პროდუქტის შესადარ ფასზე.
პ) ნორმალური ღირებულება - ექსპორტიორ ქვეყანაში ადგილობრივი მოხმარებისთვის
განკუთვნილი მსგავსი პროდუქტის ფასი ვაჭრობის ჩვეულებრივ პირობებში. ხოლო ასეთი
ადგილობრივი ფასის არარსებობის შემთხვევაში მსგავსი პროდუქტის შესადარი ფასი შესაბამის
მესამე ქვეყანაში ექსპორტისას ვაჭრობის ჩვეულებრივ პირობებში.
მუხლი 3. შესწავლა
1. პროდუქტის დემპინგური იმპორტისას, სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღებას
წინ უნდა უძღოდეს შესწავლა, რომელიც
უნდა განხორციელდეს ამ კანონის და სხვა
სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული შესწავლა ხორციელდება საქართველოს საბაჟო
ტერიტორიაზე პროდუქტის დემპინგური იმპორტის არსებობის დადგენის, დემპინგის შედეგად
ადგილობრივი ინდუსტრიისთვის მიყენებული ზიანის ან ზიანის მიყენების საფრთხის დადგენის
და ამ ორს შორის მიზეზშედეგობრივი კავშირის დადგენის მიზნით.
მუხლი 4. შესწავლის ორგანო და მისი უფლებამოსილებანი
1. ამ კანონის შესაბამისად, შესწავლას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი
კონკურენციის სააგენტო (შემდგომში - შესწავლის ორგანო).
2. შესწავლის ორგანო უფლებამოსილია:
ა) ადმინისტრაციული ორგანოებისგან გამოითხოვოს შესწავლის განხორციელებისათვის
საჭირო ინფორმაცია (მათ შორის კონფიდენციალური). აღნიშნული ორგანოები ვალდებულნი არიან
შესწავლის ორგანოს წარუდგინონ მოთხოვნილი ინფორმაცია გონივრულ ვადაში;
ბ) დაინტერესებული პირებისაგან და სხვა ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან
გამოითხოვოს შესწავლის განხორციელებისათვის საჭირო სრული ინფორმაცია (მათ შორის
კონფიდენციალური). აღნიშნული პირები ვალდებულნი არიან შესწავლის ორგანოს წარუდგინონ
მოთხოვნილი ინფორმაცია საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესისა და
პროცედურების შესაბამისად;
გ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოდგენილ ინფორმაციაში
გონივრული ეჭვის შეტანის შემთხვევაში, გადაამოწმოს მისი ნამდვილობა;
დ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირები პასუხისმგებელნი
არიან მათ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორეზე;
ე) შესწავლის ორგანო გამოთხოვილი ინფორმაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში,
უფლებამოსილია დასკვნა შეიმუშავოს მის ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.
3. შესწავლის ორგანო შესწავლის შედეგების საფუძველზე, საქართველოს მთავრობას წარუდგენს
დასკვნას სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღების, გადახედვის ან გაუქმების
მიზანშეწონილობის შესახებ.
4. იმ შემთხვევაში, თუ შესწავლის პერიოდში, ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის
შესაბამისად, დასტურდება, რომ შესწავლის ობიექტი დემპინგურია და იგი ზიანს აყენებს ან ქმნის
ზიანის მიყენების საფრთხეს ადგილობრივი ინდუსტრიისთვის, შესწავლის ორგანო, საქართველოს
მთავრობას წარუდგენს წინასწარ დასკვნას, წინასწარი ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების
შესახებ.
მუხლი 5. გადაწყვეტილების მიღება ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების თაობაზე
1. წინასწარი ანტიდემპინგური ღონისძიების ან სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის
შემოღების, გადახედვის ან გაუქმების მიზანშეწონილობის შესახებ შესწავლის ორგანოს დასკვნის
წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, საქართველოს მთავრობა იღებს შესაბამის
გადაწყვეტილებას ასეთი ღონისძიების შემოღების, გადახედვის ან გაუქმების თაობაზე.
2. წინასწარი ანტიდემპინგური ღონისძიების ან სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის
შემოღების, გადახედვის ან გაუქმების გადაწყვეტილების მიღების წესი მტკიცდება საქართველოს
მთავრობის ნორმატიული აქტით.
თავი II. ანტიდემპინგური ღონისძიება
მუხლი 6. ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების საფუძვლები
ანტიდემპინგური ღონისძიება შეიძლება შემოღებულ იქნას საქართველოს მთავრობის მიერ
შესწავლის ობიექტის მიმართ, იმ შემთხვევაში, თუ შესწავლის ორგანოს მიერ ჩატარებული
შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ხორციელდება შესწავლის ობიექტის დემპინგური იმპორტი,
ადგილობრივი ინდუსტრიისთვის მიყენებულია ზიანი ან არსებობს ზიანის მიყენების საფრთხე და
არსებობს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი მიყენებულ ზიანსა და დემპინგურ იმპორტს შორის.
მუხლი 7. დემპინგის დადგენა
1. ვაჭრობის ჩვეულებრივ პირობებში, შესწავლის ობიექტის მსგავსი პროდუქტის გაყიდვის
მოცულობა, რომელიც განკუთვნილია ექსპორტიორი ქვეყნის ადგილობრივი ბაზრისთვის,
ჩაითვლება ნორმალური ღირებულების განსაზღვრისთვის საკმარის მოცულობად, თუ ეს
გაყიდვები შეადგენს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შესწავლის ობიექტის გაყიდვების 5
(ხუთი) პროცენტს ან მეტს. მიუხედავად ამისა, მსგავსი პროდუქტის გაყიდვების უფრო დაბალი
მოცულობა ჩვეულებრივი ვაჭრობის პირობებში ითვლება საკმარისად, თუ, ასეთი მოცულობა
იძლევა შესადარი ფასის განსაზღვრის საშუალებას.
2. იმ შემთხვევაში, თუ ვაჭრობის ჩვეულებრივ პირობებში ექსპორტიორ ქვეყანაში არ არსებობს
ან არასაკმარისი მოცულობისაა მსგავსი პროდუქტის
გაყიდვები ან როდესაც ბაზრის
განსაკუთრებული მდგომარეობის გამო, ასეთი გაყიდვები არ იძლევა სწორი შედარების საშუალებას,
დემპინგური ზღვარი უნდა დადგინდეს ერთ-ერთ შემდეგ გარემოებაზე:
ა) მსგავსი პროდუქტის შესადარი ფასით, როდესაც იგი ექსპორტირებულია მესამე ქვეყანაში,
იმ პირობით რომ ამ ფასის გამოთვლის წესი თვალსაჩინოა როგორც პროდუქტის სახეობის - ასევე
გარიგებების რაოდენობის მიმართ, ან
ბ) წარმოშობის ქვეყანაში წარმოების ღირებულებაზე, რომელსაც დაემატება
ადმინისტრაციული, გაყიდვის და სხვა ხარჯები და ასევე მოგება.
მუხლი 8. ნორმალური ღირებულების დადგენა არასაბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნის შემთხვევაში
როდესაც შესწავლის ობიექტის ექსპორტი ხორციელდება იმ ქვეყნებიდან, სადაც არ არსებობს
საბაზრო ეკონომიკა, მისი ნორმალური ღირებულების განსაზღვრა დაფუძნებულ უნდა იქნას:
ა) შესაბამის, საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყანაში ვაჭრობის ჩვეულებრივ პირობებში,
მოხმარებისთვის განკუთვნილი მსგავსი პროდუქტის შესადარ ფასზე;
ბ) ვაჭრობის ჩვეულებრივ პირობებში, შესაბამისი საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნიდან სხვა
ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში ექსპორტისას, მსგავსი პროდუქტის შესადარ ფასზე;
გ) იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, შესწავლის ობიექტის
ნორმალური ღირებულების განსაზღვრა შეუძლებელი ხდება, იგი შეიძლება განისაზღვროს იმ
ფასზე დაყრდნობით, რომელიც გადახდილია ან ექვემდებარება გადახდას და მოგების ჩათვლით
კორექტირებას, მსგავს პროდუქტზე საქართველოში.
მუხლი 9. წარმოების ღირებულებაზე დაბალ ფასში არსებული გაყიდვები
1. შესწავლის ობიექტის მსგავსი პროდუქტის გაყიდვა ექსპორტიორი ქვეყნის ადგილობრივ
ბაზარზე ან მესამე ქვეყანაში ერთეული პროდუქტის წარმოების ხარჯზე დაბალ ფასად, რომელიც
შეიცავს ადმინისტრაციულ, გაყიდვების და სხვა ხარჯებს, არ იქნება გათვალისწინებული
ნორმალური ღირებულების განსაზღვრისას, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესწავლის ორგანო
დაადგენს, რომ მსგავსი პროდუქტის გაყიდვები ხორციელდება:
ა) არანაკლებ ექვსი თვის განმავლობაში;
ბ) მნიშვნელოვანი რაოდენობით;
გ) და ფასით, რომელიც არ უზრუნველყოფს ყველა ხარჯის ანაზღაურებას გონივრულ ვადაში.
2. ერთეული პროდუქტის წარმოების ხარჯზე დაბალ ფასად არსებული გაყიდვები ითვლება
მნიშვნელოვანი რაოდენობით განხორციელებულად იმ შემთხვევაში, თუ შესწავლის ორგანო
დაადგენს, რომ მსგავსი პროდუქტის:
ა) ნორმალური ღირებულების დასადგენად არსებული გარიგებების საშუალო შეწონილი ფასი
ნაკლებია ერთეული პროდუქტის წარმოების ღირებულების საშუალო შეწონილ ფასზე;
ბ) ერთეული პროდუქტის წარმოების ხარჯზე დაბალ ფასად გაყიდვის მოცულობა შეადგენს იმ
გარიგებებით გათვალისწინებული გაყიდვების არანაკლებ 20 (ოცი) პროცენტს, რომელიც აღებულია
პროდუქტის ნორმალური ღირებულების განსაზღვრისთვის.
3. თუ მსგავსი პროდუქტის ფასი, გაყიდვის დროს დაბალია ერთეული პროდუქტის წარმოების
ხარჯზე, მაგრამ შესწავლის განმავლობაში აღემატება ერთეული პროდუქტის წარმოების ხარჯის
საშუალო შეწონილ ფასს, ამგვარი ფასი შესწავლის ორგანოს მიერ განიხილება ისეთად, რომელიც
გონივრულ ვადაში უზრუნველყოფს ყველა ხარჯის ანაზღაურებას.
მუხლი 10. ჯამური ხარჯები
1. ადმინისტრაციული, გაყიდვების და სხვა ხარჯების, აგრეთვე მოგების ოდენობა
განისაზღვრება შესწავლის ობიექტის ექსპორტიორის ან მწარმოებლის მიერ წარმოდგენილი
ვაჭრობის ჩვეულებრივ პირობებში მსგავსი პროდუქტის წარმოებისა და გაყიდვების ფაქტიური
მონაცემების მიხედვით. თუ ამ საფუძველზე ოდენობის განსაზღვრა ფაქტიური მონაცემების
მიხედვით შეუძლებელია, მაშინ ის დგინდება შემდეგ საფუძველზე:
ა) ფაქტიური ოდენობით, რომელიც მიღებულია შესწავლის ობიექტის ექსპორტიორის ან
მწარმოებლის მიერ იგივე კატეგორიის პროდუქციის წარმოშობის ქვეყნის ბაზარზე წარმოებიდან ან
გაყიდვიდან;
ბ) ფაქტიური ოდენობის საშუალო შეწონილით, რომელიც მიღებულია შესწავლის ქვეშ მყოფი
სხვა ექსპორტიორების ან მწარმოებლების მიერ წარმოშობის ქვეყნის ბაზარზე შესწავლის ობიექტის
მსგავსი პროდუქტის წარმოებითა და გაყიდვებით;
გ) ნებისმიერი სხვა გონივრული მეთოდით, იმ პირობით რომ ასეთი მეთოდით დადგენილი
მოგების ოდენობა არ აღემატება სხვა ექსპორტიორების ან მწარმოებლების მიერ მსგავსი
პროდუქტის წარმოშობის ქვეყნის ადგილობრივ ბაზარზე იგივე კატეგორიის პროდუქტით
ვაჭრობისას მიღებული მოგების ოდენობას.
მუხლი 11. საექსპორტო ფასი
1. საექსპორტო ფასი წარმოადგენს ფასს, რომელიც გადახდილია ან ექვემდებარება გადახდას
შესწავლის ობიექტზე ექსპორტიორი ქვეყნიდან გაყიდვის დროს.
2. შესწავლის ობიექტის საექსპორტო ფასის შესახებ ინფორმაციის არარსებობის ან საექსპორტო
ფასის საიმედოობასთან დაკავშირებით შესწავლის ორგანოს გონივრული ეჭვის არსებობისას,
ექსპორტიორსა და იმპორტიორს ან მესამე მხარეს შორის კავშირის ან კომპენსაციის თაობაზე
შეთანხმების გამო, შესწავლის ობიექტის საექსპორტო ფასი შესაძლებელია გაანგარიშდეს:
ა) იმ ფასის საფუძველზე, რა ფასადაც იმპორტირებული პროდუქტი პირველად გაიყიდა
დამოუკიდებელ მყიდველზე; ან
ბ) სხვა გონივრული მეთოდით, რომელიც განისაზღვრება შესწავლის ორგანოს მიერ, თუ
იმპორტირებული პროდუქტი არ გაიყიდა დამოუკიდებელ მყიდველზე ან არ გაიყიდა ისეთი
ფორმით, რა ფორმითაც ის იქნა იმპორტირებული საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე.
3. იმ შემთხვევაში, როცა შესწავლის ორგანოს მიერ ნორმალური ღირებულების განსაზღვრა
ხორციელდება პროდუქტის წარმოშობის ქვეყნის მიხედვით, საექსპორტო ფასი გაანგარიშდება იმ
ფასის საფუძველზე, რა ფასადაც შესწავლის ობიექტი ექსპორტის განხორციელების მიზნით გაიყიდა
წარმოშობის ქვეყნის ბაზარზე.
მუხლი 12. ფასთა სამართლიანი შედარება
1. სექსპორტო ფასსა და ნორმალურ ღირებულებას შორის შედარება ხორციელდება
მიუკერძოებლად. ასეთი შედარება ხორციელდება სავაჭრო ოპერაციის ერთსა და იმავე სტადიაზე,
ჩვეულებრივ, წარმოებიდან გატანისას, ხოლო რაც შეეხება გაყიდვას, შეძლებისდაგვარად ერთსა და
იმავე დროს. თითოეულ შემთხვევაში სათანადო ყურადღება ექცევა იმ განსხვავებებს, რაც
ზემოქმედებას ახდენს ფასების შედარებაზე, გაყიდვის პირობებისა და ვადების, დაბეგვრის,
სავაჭრო ოპერაციის სტადიის, რაოდენობის, ფიზიკური მახასიათებლების და ნებისმიერი სხვა
განსხვავებების ჩათვლით, რომლებიც ასევე ახდენენ ზემოქმედებას ფასების შედარებაზე.
მითითებულ შემთხვევებში, მხედველობაში მიიღება აგრეთვე როგორც ხარჯები, მოსაკრებლებისა
და გადასახადების ჩათვლით, რომლებიც გადახდილ იქნა იმპორტსა და ხელმეორედ გაყიდვას
შორის პერიოდში, ასევე მოგება.
2. თუ წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფასების შედარებაზე მოხდა
გარკვეული ზემოქმედება, შესწავლის ორგანო განსაზღვრავს ნორმალურ ღირებულებას სავაჭრო
ოპერაციის იმ სტადიაზე, რომელიც შეესაბამება სტადიას, რომელზეც აგებულია საექსპორტო ფასი,
ან ითვალისწინებს წინამდებარე პუნქტით განსაზღვრულ სათანადო შესწორებებს. შესწავლის
ორგანო დაინტერესებულ მხარეებს მიუთითებს თუ რა სახის ინფორმაციაა აუცილებელი
მიუკერძოებელი შედარების უზრუნველსაყოფად.
მუხლი 13. შედარების მეთოდები
1. დემპინგური ზღვარი დგინდება პროდუქტის ნორმალური ღირებულების საშუალო
შეწონილი ფასის შედარებით ყველა შესადარი საექსპორტო პარტიების ფასების საშუალო
შეწონილთან ან ნორმალური ღირებულების შედარებით ცალკეული გარიგების საექსპორტო
ფასთან.
2. პროდუქტის ნორმალური ღირებულების საშუალო შეწონილი ფასი შეიძლება შეედაროს
ცალკეული გარიგებების საექსპორტო ფასებს, თუ შესწავლის ორგანო დაადგენს რომ საექსპორტო
ფასები არსებითად განსხვავდება მყიდველის, რეგიონების ან პროდუქტის მიწოდების პერიოდების
მიხედვით. ამგვარ შემთხვევებში, შესწავლის ორგანო განმარტავს თუ რატომ არ შეიძლება ამგვარი
განსხვავებების გათვალისწინება საშუალო შეწონილის საშუალო შეწონილთან ან გარიგების
გარიგებასთან შედარების გამოყენება.
მუხლი 14. ზიანის დადგენა
1. დემპინგური იმპორტით ადგილობრივი ინდუსტრიისთვის ზიანის მიყენების/ზიანის
მიყენების საფრთხის და მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა ხორციელდება დემპინგური
იმპორტის მოცულობის, ადგილობრივ ბაზარზე მსგავსი პროდუქტის ფასებზე დემპინგური
იმპორტის გავლენის და ამ პროდუქტის ადგილობრივ მწარმოებლებზე ასეთი იმპორტის გავლენის
ანალიზის საფუძველზე.
2. ზიანის მიყენების საფრთხის განსაზღვრა უნდა ეფუძნებოდეს არა მხოლოდ ვარაუდებს და
დაუსაბუთებელ მტკიცებულებებს, არამედ ფაქტებს, რომ გარემოებების ცვლილებებით შექმნილი
სიტუაციის შედეგად დემპინგით გამოწვეული ზიანი აშკარა და გარდაუვალია.
3. შესწავლის ორგანო, დემპინგური იმპორტის გარდა, აანალიზებს სხვა მისთვის ცნობილ
ფაქტორებს, რომლებიც იმავდროულად ზიანს აყენებს
ადგილობრივ ინდუსტრიას. თუ
ადგილობრივ ინდუსტრიას დემპინგურ იმპორტთან ერთად ზიანს აყენებს დემპინგური
იმპორტისგან დამოუკიდებელი სხვა ფაქტორები, დაუშვებელია ამ ფაქტორების მიერ გამოწვეული
ზიანის დაკავშირება დემპინგურ იმპორტთან.
მუხლი 15. წინასწარი ანტიდემპინგური ღონისძიება
1. წინასწარი ანტიდემპინგური ღონისძიება შეიძლება შემოღებულ იქნას შემდეგი ღონისძიებების
ერთობლივად განხორციელების შემდგომ:
ა) შესწავლის ობიექტზე შესწავლა დაწყებულ იქნა ამ კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,
აღნიშნულზე გაკეთდა საჯარო შეტყობინება და ყველა დაინტერესებულ პირს მიეცა თანაბარი
შესაძლებლობა წარმოედგინათ ინფორმაცია და კომენტარები; და
ბ) შესწავლის ორგანო შესწავლის პროცესში დაადგენს, რომ ადგილი აქვს დემპინგური
იმპორტით გამოწვეულ ადგილობრივი ინდუსტრიის ზიანს ან მისთვის ზიანის მიყენების
საფრთხეს; და
გ) შესწავლის ორგანო დაადგენს, რომ ასეთი ღონისძიება აუცილებელია, რათა შესწავლის
პერიოდში თავიდან იქნას აცილებული დემპინგური იმპორტით ადგილობრივ ინდუსტრიაზე
ზიანის მიყენება ან ზიანის მიყენების საფრთხე.
2. საქართველოს მთავრობა შესწავლის ორგანოს მიერ წარდგენილი წინასწარი დასკვნის
საფუძველზე აწესებს/შემოიღებს წინასწარ ანტიდემპინგურ ღონისძიებას, რომლის შემოღებაც
შესაძლებელია შესწავლის დაწყების დღიდან არანაკლებ 60 კალენდარული დღის გასვლის შემდეგ.
3. წინასწარი ანტიდემპინგური ტარიფის ოდენობამ არ უნდა გადააჭარბოს წინასწარ
გაანგარიშებულ დემპინგურ ზღვარს.
4. წინასწარი ანტიდემპინგური ტარიფი უნდა იქნას გამოყენებული დროის
შეძლებისდაგვარად მოკლე პერიოდის მანძილზე, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ოთხ თვეს, ან,
შესწავლის ორგანოს გადაწყვეტილებით, ექსპორტიორთა თხოვნის საფუძველზე, რომლებიც
წარმოადგენენ ვაჭრობის მნიშვნელოვან ნაწილს, იმ პერიოდით, რომელიც არ აღემატება ექვს თვეს.
შესწავლის მსვლელობისას, როდესაც შესწავლის ორგანო განიხილავს არის თუ არა ტარიფი უფრო
დაბალი ვიდრე დემპინგური სხვაობა, საკმარისია თუ არა იგი ზიანის აღმოსაფხვრელად,
აღნიშნული პერიოდები შეიძლება გაგრძელდეს ცხრა თვემდე.
5. წინასწარი ანტიდემპინგური ტარიფის ადმინისტრირება ხორციელდება საჯარო სამართლის
იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის (შემდგომში - შემოსავლების სამსახური) მიერ,
საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად. წინასწარი ანტიდემპინგური
ტარიფის სახით გადახდილი თანხა არ გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში, სპეციალური
ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღებამდე.
6. საქართველოს მთავრობის მიერ წინასწარი ანტიდემპინგური ტარიფის განაკვეთზე დაბალი
სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღების შემთხვევაში, ზედმეტად გადახდილი თანხა,
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად 90 (ოთხმოცდათი) დღის განმავლობაში უბრუნდება
გადამხდელს, ხოლო დარჩენილი თანხა გადაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
7. საქართველოს მთავრობის მიერ სპეციალური ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების
თაობაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, წინასწარი ანტიდემპინგური
ტარიფის სახით გადახდილი თანხა უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებიდან 90 (ოთხმოცდათი)
დღის განმავლობაში უბრუნდება გადამხდელს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
8. წინასწარი ანტიდემპინგური ღონისძიება ასევე შესაძლებელია შემოღებულ იქნეს
უზრუნველყოფის ფორმით - ნაღდი ფულის დეპოზიტის, ან გარანტიის სახით, რომელიც
შეესაბამება წინასწარ შეფასებულ ანტიდემპინგურ ტარიფს და რომელიც არ აღემატება წინასწარ
შეფასებულ დემპიგურ ზღვარს.
მუხლი 16. ვალდებულებები ფასებთან მიმართებაში
1. შესწავლა შესაძლებელია შეჩერებულ ან შეწყვეტილ იქნას წინასწარი ანტიდემპინგური
ღონისძიების ან სპეცილური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღების გარეშე, იმ შემთხვევაში თუ
ექსპორტიორის მიერ წერილობითი ფორმით აღებული იქნება ნებაყოფლობითი ვალდებულება
(შემდგომში ”ვალდებულება”) შესწავლის ობიექტზე დადგენილი ფასების გადახედვის ან
შესწავლის ობიექტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დემპინგური ფასით ექსპორტის
შეწყვეტის შესახებ და თუ ამ ვალდებულების ანალიზის შედეგად შესწავლის ორგანო დაადგენს,
რომ მისი მიღება აღმოფხვრის დემპინგური იმპორტით გამოწვეულ უარყოფით შედეგებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების თანახმად, შესწავლის
ობიექტზე გაზრდილი ფასი არ უნდა აღემატებოდეს დემპინგურ ზღვარს. იგი შეიძლება იყოს
დემპინგურ ზღვარზე დაბალი, თუ ფასთა ასეთი ზრდა საკმარისია ადგილობრივ ინდუსტრიაზე
მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად.
3. ფასებთან მიმართებით აღებული ვალდებულება შეიძლება შეთავაზებულ იქნეს შესწავლის
ორგანოს მიერ, მაგრამ ექსპორტიორის მიერ ამგვარი ვალდებულების აღება ნებაყოფლობითია. ის
გარემოება რომ ექსპორტიორები არ შეთავაზებენ ან არ მიიღებენ ამგვარ ვალდებულებას, არც ერთ
შემთხვევაში არ უქმნის დაბრკოლებას ამგვარი შემთხვევის განხილვას. შესწავლის ორგანო თვითონ
განსაზღვრავს, რომ დემპინგური იმპორტის გაგრძელების შემთხვევაში იარსებებს ზიანის საფრთხე.
მუხლი 17. შესწავლის ორგანოს მიერ ფასთა ვალდებულებების მიღების პირობები
1. საქართველოს მთავრობა არ მიიღებს წინამდებარე მუხლით გათვალისწინებულ
გადაწყვეტილებას ვალდებულების დამტკიცებაზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესწავლის
ორგანო განიხილავს მათ დამტკიცებას არაპრაქტიკულად, მაგალითისთვის, თუ რეალური და
პოტენციური ექსპორტიორების რაოდენობა ძალზე დიდია ან სხვა მიზეზების გამო, ზოგადი
პოლიტიკის ინტერესებიდან გამომდინარე. თუ შესწავლის ორგანო გადაწყვეტს არ დაამტკიცოს
ექსპორტიორების ვალდებულება, ამ შემთხვევაში იგი აცნობებს მათ მიზეზებს აღნიშნული
ვალდებულების შეუსაბამობის შესახებ. შესწავლის ორგანო აძლევს ექსპორტიორებს საშუალებას
წარმოადგინონ წერილობითი შენიშვნები აღნიშნულთან დაკავშირებით.
2. საქართველოს მთავრობა იღებს წინამდებარე მუხლით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას
ვალდებულების დამტკიცების თაობაზე შესწავლის ორგანოს მიერ მიწოდებული წინასწარი
დასკვნის საფუძველზე.
3. შესწავლის ორგანო აცნობებს ექსპორტიორებს წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული
ვალდებულების დამტკიცებაზე დადებითი გადაწყვეტილების მიზეზებს და აძლევს მათ
რეაგირების ადექვატურ საშუალებას.
4. ექსპორტიორის მიერ ვალდებულების აღების შემთხვევაში, შესწავლა შეიძლება გაგრძელდეს
მისი მოთხოვნის ან შესწავლის ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
5. იმ შემთხვევაში, თუ შესწავლის ორგანოს დასკვნის მიხედვით არ დგინდება დემპინგური
იმპორტი, ექსპორტიორი თავისუფლდება აღებული ვალდებულებისგან, გარდა იმ შემთხვევებისა,
როდესაც უარყოფითი გადაწყვეტილება დემპინგის არსებობის შესახებ წარმოადგენს ამ
ვალდებულების აღების შედეგს. ასეთ შემთხვევებში შესწავლის ორგანოს შეუძლია მოითხოვოს,
ვალდებულების მოქმედების გაგრძელება დროის მისაღები პერიოდის მანძილზე წინამდებარე
კანონის შესაბამისად.
6. შესწავლის ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს ექსპორტიორისგან ინფორმაცია
ვალდებულების შესრულების თაობაზე და გადაამოწმოს მათი ნამდვილობა.
7. ექსპორტიორის მიერ მე-16 მუხლის პირველ პუნქტში აღებული ვალდებულების დარღვევის
შემთხვევაში, საქართველოს მთავრობა, არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, დაუყოვნებლივ
იღებს გადაწყვეტილებას წინასწარი ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღებაზე. ზემოაღნიშნულ
შემთხვევაში, სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფი დაწესდება იმ პროდუქტზე, რომელიც
მიმოქცევაში იქნა გაშვებული წინასწარი ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების თარიღიდან 90
(ოთხმოცდათი) დღის გასვლის შემდეგ. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იმპორტი განხორციელდა
ვალდებულების დარღვევამდე.
მუხლი 18. სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღება და გამოყენება
1. საქართველოს მთავრობა შესწავლის ორგანოს მიერ წარდგენილი დასკვნის საფუძველზე
შემოიღებს სპეციალურ ანტიდემპინგურ ტარიფს იმ შესწავლის ობიექტზე, რომელიც ზიანს აყენებს
ადგილობრივ ინდუსტრიას.
2. საქართველოს მთავრობა - კონკრეტული პირი(ები)ს მიერ ექსპორტირებულ ან/და წარმოებულ
პროდუქტზე
სპეციალურ
ანტიდემპინგურ
ტარიფს
შემოიღებს
ინდივიდუალურად,
არადისკრიმინაციულობის საფუძველზე.
3. შესწავლის ორგანო ადგენს არის თუ არა დემპინგურ ზღვარზე ნაკლები ტარიფი საკმარისი
ადგილობრივი ინდუსტრიისთვის მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად. იმ შემთხვევაში თუ,
შესწავლის ორგანო დაადგენს, რომ დემპინგურ ზღვარზე ნაკლები სატარიფო განაკვეთი საკმარისია
ადგილობრივი ინდუსტრიისთვის მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად, სპეციალური
ანტიდემპინგური ტარიფი არ უნდა აღემატებოდეს ამ განაკვეთს.
4. სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას
ადგილობრივი ინდუსტრიის ინტერესებთან ერთად გათვალისწინებულ უნდა იქნას
საზოგადოებრივი ინტერესები.
5. სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის ადმინისტრირება ხორციელდება საჯარო სამართლის
იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის (შემდგომში - შემოსავლების სამსახური) მიერ,
საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად.
მუხლი 19. სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის მოქმედების ვადა და მისი გადახედვა
1. სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფი შემოიღება საქართველოს მთავრობის
გადაწყვეტილებით იმ ოდენობით და ხანგრძლივობით, რომელიც აუცილებელია შესწავლის
ობიექტის მიერ ადგილობრივი ინდუსტრიისთვის მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად.
2. სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფი შემოიღება არაუმეტეს 5 (ხუთი) წლით, რომელიც
აითვლება ამგვარი ღონისძიების შემოღების დღიდან.
3. ამ მუხლის მე -2 პუნქტში მითითებული ვადის გაგრძელება შესაძლებელია არაუმეტეს 5
(ხუთი) წლით იმ შემთხვევაში, თუ შესწავლის ორგანო განმეორებითი შესწავლის შედეგად
დაადგენს, რომ სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის მოქმედების შეწყვეტა გამოიწვევს
ადგილობრივი ინდუსტრიისთვის ზიანის მიყენებას. ასეთ შემთხვევაში სპეციალური
ანტიდემპინგური ტარიფი შეიძლება ძალაში დარჩეს განმეორებითი შესწავლის დასრულებამდე.
4. სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 90 (ოთხმოცდაათი)
დღით ადრე, შესწავლის ორგანო აღნიშნულის თაობაზე აქვეყნებს ოფიციალურ შეტყობინებას.
5. ოფიციალური შეტყობინების გამოქვეყნებიდან 45 (ორმოცდახუთი) დღის ვადაში,
ადგილობრივ ინდუსტრიას შეუძლია წერილობითი განცხადებით მიმართოს შესწავლის ორგანოს
განმეორებითი შესწავლის დაწყების თაობაზე.
6. სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღების ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით
გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა შესწავლის ორგანოს მიერ მიწოდებული
დასკვნის საფუძველზე.
7. განმეორებითი შესწავლის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 12 (თორმეტი) თვეს.
8. იმ შემთხვევაში, თუ განმეორებითი შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ სპეციალური
ანტიდემპინგური ტარიფის შემოღების საფუძველი არ არსებობს, ამ მუხლის მე-3 პუნქტით
გათვალისწინებული
განმეორებითი
შესწავლის
პერიოდში
ამოღებული
სპეციალური
ანტიდემპინგური ტარიფის სახით გადახდილი თანხა, საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად, უბრუნდება გადამხდელს.
თავი III. შესწავლის ჩატარება
მუხლი 20. შესწავლის დაწყების საფუძველი და წარმოება
1. შესწავლის დაწყების საფუძველს წარმოადგენს ადგილობრივი ინდუსტრიის ან მისი
სახელით გაკეთებული წერილობითი განცხადება.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული განცხადების თანმხლები დოკუმენტების ნუსხა
განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის და პროცედურების შესაბამისად.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესწავლის დაწყება შესაძლებელია
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განცხადება გაკეთებული არის ადგილობრივი ინდუტრიის მიერ ან
მისი სახელით, რომელთა მიერ წარმოებული მსგავსი პროდუქტი ერთობლივად შეადგენს
მთლიანი ადგილობრივი ინდუსტრიის 50 (ორმოცდაათი) პროცენტზე მეტს და რომლებიც მხარს
უჭერენ განცხადებას, ან არ ეთანხმებიან მას. მიუხედავად ამისა, დაუშვებელია შესწავლის დაწყება
თუ გამოთქმული მხარდაჭერის ან საპირისპირო აზრის შესწავლის საფუძველზე, შესწავლის
ორგანო დაადგენს, რომ ადგილობრივი ინდუსტრიის წილად, რომელთაც მხარი დაუჭირეს
განცხადებას, მოდის ადგილობრივი ინდუსტრიის მიერ წარმოებული მთლინი მსგავსი
პროდუქციის 25 (ოცდახუთი) პროცენტზე ნაკლები.
4. შესწავლის ორგანო, შესწავლის დაწყებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს
განცხადების წარდგენის დღიდან 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის განმავლობაში.
მითითებული ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღით,
შესწავლის ორგანოს მიერ განმცხადებლისაგან დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით.
5. შესწავლის ორგანო, შესწავლის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების
მიღებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, განმცხადებელს წერილობით აცნობებს დასაბუთებულ
უარს შესწავლის დაწყებაზე.
6. შესწავლის ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესწავლის დაწყებაზე ან დაწყებაზე
უარის თქმის შესახებ არ საჩივრდება.
7. შესწავლის ორგანო, შესწავლის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში,
აღნიშნულის თაობაზე აქვეყნებს ინფორმაციას საკუთარ ვებ-გვერდზე. გამოქვეყნების თარიღი
ითვლება შესწავლის დაწყების თარიღად. ასევე შესწავლის დაწყების თაობაზე დაუყოვნებლივ
აცნობებს თითოეული ექსპორტიორი ქვეყნის მთავრობას.
8. დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ შესწავლის დაწყებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული
დღის განმავლობაში წერილობითი ფორმით მიმართონ შესწავლის ორგანოს შესწავლაში
მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით.
9. შესწავლის ორგანო შესწავლას ახორციელებს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული
წესისა და პროცედურების შესაბამისად.
10. შესწავლის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 12 (თორმეტი) თვეს. ეს ვადა შეიძლება
გაგრძელდეს არაუმეტეს 6 (ექვსი) თვით.
მუხლი 21. იმპორტის უმნიშვნელო მოცულობა და მინიმალური დემპინგური ზღვარი
შესწავლის ორგანო არ დაიწყებს შესწავლას ან მიიღებს შესწავლის დაუყოვნებელი დასრულების
გადაწყვეტილებას, თუ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე დადგენილ იქნა, რომ:
ა) რომელიმე ქვეყნიდან შესწავლის ობიექტის იმპორტი საქართველოში შეადგენს მსგავსი
პროდუქტის მთლიანი იმპორტის 3 (სამი) პროცენტზე ნაკლებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც
ასეთი ქვეყნების ჯამური წილი მსგავსი პროდუქტის მთლიან იმპორტში აღემატება 7 (შვიდი)
პროცენტს; და
ბ) დემპინგური ზღვარი შეადგენს 2 (ორი) პროცენტზე ნაკლებს.
მუხლი 22. კონფიდენციალური ინფორმაცია
1. დაინტერესებული პირის მიერ შესწავლის ორგანოში წარდგენილი ინფორმაცია განიხილება
როგორც კონფიდენციალური იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაციის წარმდგენი პირის მიერ
მოწოდებულ იქნება დასაბუთება, რომლის შესაბამისად ასეთი ინფორმაციის გამჟღავნება,
კონკურენციის პირობებში, უპირატესობას ანიჭებს მესამე პირს, ან ამას მოჰყვება უარყოფითი
შედეგები ინფორმაციის წარმდგენი პირისათვის ან იმ პირისთვის, ვისგანაც დაინტერესებულმა
პირმა მიიღო ასეთი ინფორმაცია. კონფიდენციალური ინფორმაცია არ უნდა გახმაურდეს მისი
წარმდგენი დაინტერესებული პირის ნებართვის გარეშე, საქართველოს კანონმდებლობით
გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა.
2. შესწავლის ორგანო უფლებამოსილია კონფიდენციალური ინფორმაციის მომწოდებელი
დაინტერესებული
პირისგან
მოითხოვოს
მისი
არაკონფიდენციალური
ვერსია.
არაკონფიდენციალური ვერსია უნდა მოიცავდეს მონაცემებს წარმოდგენილი კონფიდენციალური
ინფორმაციის არსის გასაგებად. იმ შემთხვევაში, როცა შესწავლის ორგანოს მიერ
კონფიდენციალური ინფორმაციის არაკონფიდენციალური ვერსიის მოთხოვნის პასუხად
დაინტერესებული პირი აცხადებს, რომ შეუძლებელია კონფიდენციალური ინფორმაციის ასეთი
სახით წარმოდგენა, ეს პირი ვალდებულია წარმოადგინოს დასაბუთება კონფიდენციალური
ინფორმაციის ამ სახით წარმოდგენის შეუძლებლობის შესახებ.
მუხლი 23. ანტიდემპინგური ღონისძიების გამოუყენებლობა
1. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება არ გამოიყენოს
ანტიდემპინგური ღონისძიება იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ღონისძიების შემოღება ზიანს მიაყენებს
ეკონომიკის სხვა დარგს მთლიანად ან ნაწილობრივ, პროდუქტის მომხმარებლების ინტერესებს ან
განპირობებული იქნება სახელმწიფო საჭიროებით.
2. ანტიდემპინგური ღონისძიების გამოუყენებლობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება
უნდა იქნას დასაბუთებული.
3. ანტიდემპინგური ღონისძიების გამოუყენებლობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება
შესაძლებელია გადაიხედოს ერთი წლის განმავლობაში, თუ მისი მიღებით განპირობებული
მიზეზი შეიცვალა.
4. საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს ინფორმაციის გამოქვეყნებას ანტიდემპინგური
ღონისძიების გამოუყენებლობასთან დაკავშირებით.
მუხლი 24. გასაჩივრება
1. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება წინასწარი/სპეციალური ანტიდემპინგური
ტარიფის შემოღების, არგამოყენების, გადახედვის ან/და გაუქმების შესახებ, საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჩივრდება თბილისის საქალაქო სასამართლოში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის
გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება არ აჩერებს აღნიშნული გადაწყვეტილების
მოქმედებას.
მუხლი 25. შეტყობინების წარდგენა (ნოტიფიკაცია) ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში
საქართველოს მთავრობა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ანტიდემპინგური ღონისძიების
კომიტეტს მის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად უგზავნის შეტყობინებას (ნოტიფიკაციას):
ა) ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღებასთან დაკავშირებით დაწყებული შესწავლისა და
მისი განხორციელების პროცედურებთან დაკავშირებით;
ბ) ყველა მიღებული წინასწარი ანტიდემპინგური ან სპეციალური ანტიდემპინგური
ღონისძიების შესახებ;
გ) წელიწადში 2-ჯერ სტანდარტული ფორმის შესაბამისად, წარუდგენს დასკვნას განვლილი
ექვსი (6) თვის პერიოდში მიღებული ანტიდემპინგური ღონისძიების შესახებ.
თავი IV. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები
მუხლი 26. გარდამავალი დებულებები
ამ კანონის ამოქმედებიდან 4 თვის ვადაში საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს შემდეგი
ნორმატიული აქტების მიღება:
ა) ,,ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების მიზნით შესწავლის განხორციელების
წესის და პროცედურების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება;
ბ) ,,ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ საქართველოს მთავრობის
მიერ გადაწყვეტილების მიღების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება;
გ) ,,წინასწარი ანტიდემპინგური ღონისძიება და სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის
ადმინისტრირების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება;
მუხლი 27. კანონის ამოქმედება
1. ეს კანონი, გარდა მე-20 მუხლისა, ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.
2. ამ კანონის მე-20 მუხლი ამოქმედდეს ამ კანონის ამოქმედებიდან 4 თვის ვადაში.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მიზანია ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვა ანტიდემპინგური
იმპორტისგან. დემპინგი (Dumping) საერთაშორისო ვაჭრობაში გავრცელებული ფასდადების
პრაქტიკაა, როდესაც ერთი ქვეყნის კომპანიას პროდუქტი მეორე ქვეყანაში ექსპორტზე გააქვს
თვითღირებულებაზე ნაკლებ ან საკუთარ ქვეყანაში გასაყიდად დადგენილზე ნაკლებ ფასად.
ვაჭრობაში ანტიდემპინგური საკანონმდებლო ბაზის არ არსებობის პირობებში, შესაძლებელია
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ადგილი ჰქონდეს უცხო ქვეყნებიდან პროდუქციის
დემპინგური ფასებით იმპორტს. რიგ შემთხვევებში, დემპინგური იმპორტი
აფერხებს
ადგილობრივი წარმოების განვითარებას და ამცირებს დასაქმებულთა რაოდენობას. დემპინგის
შედეგად იმპორტირებული პროდუქტის შეუსაბამოდ დაბალი ფასები ვნებს ადგილობრივ
ინდუსტრიას, რომელიც, ჩვეულებრივ, ვეღარ ახერხებს დემპინგით დაკავებული კომპანიისთვის
კონკურენციის გაწევას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა
საქართველო 2000 წლის 14 ივნისს გაწევრიანდა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია ვმო-ში
(შემდგომში ვმო). გაწევრიანებისას, მიერთების ოქმით აღებული ვალდებულების თანახმად,
საქართველო ვერ გამოიყენებს ვაჭრობაში დამცავ ზომებს, მათ შორის ანტიდემპინგურ
ღონისძიებებს, მანამ სანამ ქვეყანაში არ იქნება ვმო-ს მოთხოვნების შესაბამისად შემუშავებული
საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია ქვეყანაში ვმო-ს პრინციპებისა და ნორმების
შესაბამისი, ანტიდემპინგური ღონისძიებების შემოღებისთვის აუცილებელი საკანონმდებლონორმატიული ბაზის არსებობა.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღებით სახელმწიფო უზრუნველყოფს ადგილობრივი
ინდუსტრიის დემპინგური იმპორტისგან მიყენებული ან/და შესაძლო ზიანის მიყენებისგან დაცვას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტი განსაზღვრავს ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიებების შემოღებისა და
გამოყენების, ასევე სპეციალური კვლევის (შესწავლის) განხორციელების ძირითად წესს, შესწავლის
განხორციელებაზე
უფლებამოსილ
და
წინასწარი/სპეციალური
ანტიდემპინგური
ღონისძიების/ტარიფის შემოღებაზე გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებს.
კანონპროექტი შედგება 27 მუხლისაგან:
პირველი მუხლი არეგულირებს კანონის მიზანსა და მოქმედების სფეროს.
მე-2 მუხლი განსაზღვრავს კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებებს.
მე-3 მუხლის შესაბამისად, დემპინგური იმპორტისას, სპეციალური ანტიდემპინგური
ღონისძიების შემოღებას წინ უნდა უძღოდეს შესწავლა, რომელსაც განახორცილებს საჯარო
სამართლის იურიდიული პირი - „კონკურენციის სააგენტო“ (შემდგომში - შესწავლის ორგანო).
მე-4 მუხლი არეგულირებს შესწავლის ორგანოს უფლებამოსილებებს.
მე-5 მუხლი განსაზღვრავს საქართველოს მთავრობას, როგორც ანტიდემპინგური
ღონისძიებების შემოღების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილ ორგანოს.
მე-6 მუხლი არეგულირებს ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების საფუძვლებს.
მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11, მე-12 და მე-13 მუხლები არეგულირებენ დემპინგის
დადგენისთვის საჭირო პროცედურების განხორციელებას.
მე-14 მუხლი ადგენს დემპინგურ იმპორტსა და ადგილობრივი ინდუსტრიისთვის ზიანის
მიყენებას შორის მიზეზ - შედეგობრივ კავშირს.
მე-15 მუხლი ადგენს წინასწარი ანტიდემპინგური ტარიფის შემოღების საფუძვლებს.
მე-16 და მე-17 მუხლები განსაზღვრავენ ექსპორტიორის მიერ აღებულ ვალდებულებას
ფასებთან მიმართებაში და შეისწავლის ორგანოს მიერ ამ ვალდებულების აღების პირობებს.
მე-18 და მე-19 მუხლები ადგენენ სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღების, მისი
მოქმედების ვადის პირობებს.
20-ე მუხლი განსაზღვრავს შესწავლის დაწყების საფუძვლებსა და წარმოების ძირითად
პრინციპებს.
21-ე მუხლი ადგენს მინიმალურ დემპინგურ ზღვარს.
22-ე მუხლი ითვალისწინებს კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვას.
23-ე მუხლი ადგენს ანტიდემპინგური ღონისძიების გამოუყენებლობას. საქართველოს
მთავრობის უფლებამოსილებას გარკვეულ შემთხვევებში, როგორიცაა საქართველოს ეკონომიკის
გარკვეული დარგებისათვის ან მომხმარებელთა ინტერესებისათვის ზიანის მიყენების საფრთხე და
სახელმწიფო საჭიროება, არ გამოიყენოს ანტიდემპინგური ღონისძიებები.
24-ე
მუხლი
ითვალისწინებს
წინასწარი/სპეციალური
ანტიდემპინგური
ღონისძიების/ტარიფის შემოღების, არგამოყენების, გადახედვის ან/და გაუქმების შესახებ
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას გასაჩივრების წესს - კერძოდ, შემოდის სპეციალური
სასამართლო განსჯადობა და გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელი იქნება თბილისის
საქალაქო სასამართლოში.
25-ე მუხლი ადგენს შესწავლის, წარმოებისა და ანტიდემპინგური ღონისძიებების შემოღების
შესახებ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციისათვის და დაინტერესებული ქვეყნებისათვის
შეტყობინების განხორციელების წესს.
26-ე მუხლით დადგენილია 4 თვიანი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც საქართველოს
მთავრობამ უნდა უზრუნველყოს: ა) ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების მიზნით
შესწავლის განხორციელების პროცედურების და წესის ბ) ვაჭრობაში ანტიდემპინგური
ღონისძიების შემოღების შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესისა
და გ) წინასწარი ანტიდემპინგური ღონისძიებისა და სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის
ადმინისტრირების წესის შემუშავება.
27-ე მუხლი განსაზღვრავს კანონის ძალაში შესვლის დროს - კერძოდ, კანონი ძალაში შედის
2020 წლია 1 იანვარს. ხოლო, კანონის მე-20 მუხლი ძალაში შედის გამოქვეყნებიდან 4 თვის ვადაში,
რაც განპირობებულია იმ გარემოებით, რომ შესწავლის განმახორციელებელი ორგანო ვერ
განიხილავს განაცხადს და ვერ დაიწყებს საკითხის შესწავლას, სანამ არ იქნება შემუშავებული ამავე
კანონპროექტის 26-ე მუხლით დადგენილი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი არ არის დაკავშირებული სამთავრობო პროგრამასთან და სამოქმედო
გეგმასთან.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღია 2020 წლის 1 იანვარი, გარდა კანონის მე-20
მუხლისა, რომელიც თავის მხრივა ამოქმედდება კანონის ამოქმედებიდან 4 თვის ვადაში.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭების საკითხს.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ)
კანონპროექტის
ფინანსური
გავლენის
შეფასება
საშუალოვადიან
პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
ვინაიდან სსიპ - კონკურენციის სააგენტოში ახალი სტრუქტურული ერთეულის
ანტიდემპინგის დეპარტამენტის შექმნა დაგეგმილია 2020 წლიდან, კანონპროექტის მიღება არ
საჭიროებს ხარჯების გამოყოფას მიმდინარე წელს. რაც შეეხება შემდგომ საშუალოვადიან
პერიოდს, დაფინანსების წყარო არის სახელმწიფო ბიუჯეტი. კერძოდ, ვინაიდან კონკურენციის
სააგენტოს ეკისრება სრულიად ახალი და მისი მოქმედი უფლებამოსილებისგან განცალკევებული
ფუნქციის განხორციელების ვალდებულება, ხოლო ამ უფლებამოსილების განხორციელების
მიზნით,
სააგენტოში
უნდა
შეიქმნას
ახალი
სტრუქტურული
ერთეული,
რომელიც
პასუხისმგებელი იქნება „ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს
კანონით დაკისრებული უფლებამოსილებების განხორციელებაზე. ასევე კანონის პროექტით
გათვალისწინებულია სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ ახალი ფუნქციების შესრულება,
რომელთა
დაფინანსების
წყაროს
წარმოადგენს
სსიპ
შემოსავლების
სამსახურისასთვის
გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებები. რაც შეეხება სასამართლოში ახალი საქმეების რაოდენობას,
სასამართლოს მიერ მათი განხილვა მოხდება მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
ბ.ბ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო
ან/და
მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
შესწავლის ობიექტის მიმართ შემოღებული წინასწარი და სპეციალური ტარიფის
ადმინისტრირების შედეგად. წინასწარი და სპეციალური ტარიფის ოდენობა განისაზღვრება ყოველ
კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული წესის შესაბამისად. 2020
წლიდან
ბიუჯეტის
საშემოსავლო
ნაწილის
ზრდა
საშემოსავლო
გადასახადის
სახით
განპირობებული იქნება სსიპ - კონკურენციის სააგენტოში ახალი სტრუქტურული ერთეულის
ანტიდემპინგის დეპარტამენტის შექმნით და დამატებითი კადრების დასაქმებით.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე,
რადგან სსიპ - კონკურენციის სააგენტოში უნდა შეიქმნას შესაბამისი სტრუქტურული ერთეული
ანტიდემპინგის დეპარტამენტის სახით, დაახლოებით 12 თანამშრომლის დასაქმება, მათთვის
შესაბამისი ინფრასტრუქტურის გამოყოფა, რაც გავლენას მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
კანონის მიღების შემდეგ პირველ წელს გასაწევი ხარჯი იქნება 422 000 ლარი (12 თანამშრომლის
ხელფასი - 342 000 ლარი; ერთჯერადი, ინფრასტრუქტურის შეძენის ხარჯი - 30 000 ლარი;
შესწავლის წარმოების ( მივლინება, საფოსტო მომსახურება და სხვა) ხარჯი - 50 000 ლარი).
მომდევნო 2021-2022 წლებში საშუალოდ იქნება 390 000 ლარი - დააკლდება ინფრასტრუქტურის
შეძენის ხარჯი (30 000 ლარი). ამისთვის კი საჭირო იქნება დამატებითი ასიგნებების გამოყოფა
სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ასევე კანონის პროექტით გათვალისწინებულია სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ
მათთვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში და დამატებითი კადრების დასაქმების
გარეშე ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულება წინასწარი ანტიდემპინგური ღონისძიების
შემოღების ან/და სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის ამოქმედების პირობებში. სამსახურის
მიერ ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულების წესი დეტალურად გაიწერება კანონის
ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში მისაღებ ,,წინასწარი ანტიდემპინგური ღონისძიება და სპეციალური
ანტიდემპინგური ტარიფის ადმინისტრირების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის
დადგენილებაში.
რაც შეეხება სასამართლოში ახალი საქმეების რაოდენობას, სასამართლოს მიერ მათი
განხილვა მოხდება მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიხედვით სახელმწიფო არ იღებს რაიმე ახალ ფინანსურ ვალდებულებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტმა მოსალოდნელია გავლენა მოახდინოს იმ პირებზე რომლებიც ეწევიან
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დემპინგურ იმპორტს, რადგან კანონპროექტის თანახმად
ასეთი პირები ვალდებული იქნებიან აანაზღაურონ ადგილობრივი ინდუსტრიისთვის მიყენებული
ზიანი.
იმ
შემთხვევაში,
თუ
წინასწარი
კვლევის
საფუძველზე
დაწესდება
წინასწარი
ანტიდემპინგური ტარიფი და შემდგომში, საბოლოო კვლევით არ დადასტურდება დემპინგურ
იმპორტსა და ადგილობრივ ინდუსტრიას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, სახელმწიფოს
ფინანსური ვალდებულებაა, კომპანიისგან წინასაწარი ტარიფით ამოღებული თანხის უკან
დაბრუნება.
წინასწარი
ანტიდემპინგური
ანტიდემპინგური
ტარიფის
შემოღების
ტარიფის
შემთხვევაში,
განაკვეთზე
ზედმეტად
დაბალი
სპეციალური
გადახდილი
თანხა,
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უბრუნდება გადამხდელს.
ვინაიდან დემპინგური იმპორტი ზიანს აყენებს ადგილობრივ ინდუსტრიას, კანონის
პროექტი დადებით ფინანსურ გავლენას იქონიებს ადგილობრივ ინდუსტრიაში დასაქმებული
პირებისთვის, რომლების დაცული იქნებიან ადგილობრივ ბაზარზე ვაჭრობაში დემპინგური ფასით
შემოტანილი პროდუქტისგან მოსალოდნელი არაჯანსაღი კონკურენციის გაწევისგან. ვინაიდან
კანონის პროექტი ხელს უწყობს ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვას და შექმნის ჯანსაღ
კონკურენციის პირობებს ადგილობრივ ბაზარზე, შესაბამისად მოსალოდნელია რომ დადებითი
ფინანსური გავლენა საბოლოოდ გავრცელდება პროდუქტის შემძენ პირებზეც.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით დგინდება წინასწარი ანტიდემპინგური ღონისძიება და სპეციალური
ანტიდემპინგური ტარიფი (ფულადი შენატანი) საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული წესით.
რაც
შეეხება
პრინციპს,
კანონპროექტით
დემპინგური
იმპორტით
ადგილობრივი
ინდუსტრიისთვის ზიანის მიყენების/ზიანის მიყენების საფრთხის და მიზეზ-შედეგობრივი
კავშირის დადგენა ხორციელდება დემპინგური იმპორტის მოცულობის, ადგილობრივ ბაზარზე
მსგავსი პროდუქტის ფასებზე დემპინგური იმპორტის გავლენის და ამ პროდუქტის ადგილობრივ
მწარმოებლებზე ასეთი იმპორტის გავლენის ანალიზის საფუძველზე.
ასევე მნიშვნელოვანი პრინციპია, რომ წინასწარი ანტიდემპინგური ტარიფის ოდენობამ არ
უნდა გადააჭარბოს წინასწარ გაანგარიშებულ დემპინგურ ზღვარს.
დემპინგური იმპორტით მიყენებული ზიანის მიყენების საფრთხის განსაზღვრა უნდა
ეფუძნებოდეს არა მხოლოდ ვარაუდებს და დაუსაბუთებელ მტკიცებულებებს, არამედ ფაქტებს,
რომ გარემოებების ცვლილებებით შექმნილი სიტუაციის შედეგად დემპინგით გამოწვეული ზიანი
აშკარა და გარდაუვალია.
თუ ადგილობრივ ინდუსტრიას დემპინგურ იმპორტთან ერთად ზიანს აყენებს დემპინგური
იმპორტისგან დამოუკიდებელი სხვა ფაქტორები, დაუშვებელია ამ ფაქტორების მიერ გამოწვეული
ზიანის დაკავშირება დემპინგურ იმპორტთან.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. კანონპროექტით ხდება ვმო-ში გაწევრიანებისას,
მიერთების ოქმით აღებული ვალდებულების შესრულება.
გ.გ)
კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან
და
მიმართება
შეთანხმებებთან,
საქართველოს
აგრეთვე,
ისეთი
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი
მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება უკავშირდება „ერთის მხრივ,
საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და
მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ IV კარის (ვაჭრობა და
ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები), მეორე თავის მეორე ნაწილის (ანტიდემპინგურ და
საკომპენსაციო ზომები) მე-40 მუხლს. კანონპროექტი ასევე უკავშირდება ვმო-ში გაწევრიანებისას,
მიერთების ოქმით აღებული ვალდებულების შესრულებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთის მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის
ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი
და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
2019 წლის 11-12 მაისს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების
სამინისტროსა და ასევე, ევროკავშირის პროექტის - "საქართველოს კონკურენციის სააგენტოს
მხარდაჭერა“ ორგანიზებით გამართული შეხვედრის ფარგლებში, კანონპროექტის ტექსტის
მუხლობრივ განხილვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის, საქართველოს
მთავრობის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სსიპ შემოსავლების სამსახურის, სსიპ კონკურენციის სააგენტოს და ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებმა.
კანონპროექტი
საჯარო
განხილვისთვის
ასევე
განთავსებული
იყო
ვებგვერდზე
www.dcfta.gov.ge
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში,
იმ
გამოცდილების
მიმოხილვა,
რომელიც
მაგალითად
იქნა
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
გამოყენებული