„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
02.07.2019
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/369/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ"

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-09-02
ბიუროს ნომერი 280

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25.05.2012, სარეგისტრაციო კოდი: 240140000.05.001.016710) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-16 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სააგენტოს მიზნები, ამოცანები, უფლებამოსილებები და ორგანიზაციული საკითხები განისაზღვრება ამ კანონით, „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონითა და სააგენტოს დებულებით.“. ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: „41. სააგენტო ასევე ახორციელებს დემპინგური იმპორტისგან ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვის პოლიტიკას საქართველოში. კერძოდ, „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის დემპინგური იმპორტის შედეგად ადგილობრივი ინდუსტრიისთვის მიყენებული ზიანის თავიდან აცილების მიზნით ახორციელებს შესწავლას და შესაბამის დასკვნას წარუდგენს საქართველოს მთავრობას.“. გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სააგენტო თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო შეთანხმებებით, ამ კანონით, „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონით, სააგენტოს დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით და პასუხისმგებელია საკუთარი ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე.“. 2. მე-172 მუხლს დემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ პუნქტი: „დ1) „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება;“. 3. მე-18 მუხლის: ა) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი: „დ1) საქართველოს მთავრობას წარუდგინოს დასკვნა ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების, გადახედვის ან გაუქმების მიზანშეწონილობის შესახებ;“. ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს სააგენტოს დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საქართველოს მიერ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებისას მიერთების ოქმით აღებული ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინსიტროს მიერ შემუშავებულია „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომლის შესაბამისადაც, პროდუქტის დემპინგური იმპორტის დროს სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღების მიზნით შესწავლის განხორციელებაზე უფლებამოსილ ორგანოდ განისაზღვრა სსიპ - კონკურენციის სააგენტო - ამდენად, აუცილებელია შესაბამისი ცვლილებები იქნეს განხორციელებული სააგენტოს მიერ აღსასრულებელ სპეციალურ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონშიც. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: სააგენტო შექმნილია „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და ახორციელებს ხსენებული კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს. გამომდინარე იქედან, რომ „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი ითვალისწინებს სააგენტოსათვის ახალი ფუნქციების დაკისრებას, საჭიროა შესაბამისი ცვლილებები იქნას შეტანილი ასევე „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონშიც. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების შედეგად მოხდება „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებათა თავსებადობის უზრუნველყოფა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, საქართველოს კონკურენციის კანონში ხორციელდება შემდეგი ცვლილებები: 1) „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვარავს სააგენტოს მიზნების, ამოცანების, უფლებამოსილებებისა და ორგანიზაციული საკითხების განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს. აღნიშნული პუნქტი ჩამოყალიბდება ახალი რედაქციით და ამჟამად არსებულ სამართლებრივ საფუძვლებს დაემატება „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონი. 2) „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტი განსაზღვრავს სააგენტოს ძირითად ამოცანებს კონკურენციის პოლიტიკის მიმართულებით. რადგან, „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სააგენტო ასევე ახორციელებს დემპინგური იმპორტისგან ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვის პოლიტიკასაც - შესაბამისი ცვლილება შედის აღნიშნულ პუნქტში. 3) „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-6 პუნქტი განსაზღვრავს იმ საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს, რომლებზე დაყრდნობითაც სააგენტო ახორციელებს საქმიანობას. აღნიშნულ ჩამონათვალს დაემატება „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონი. 4) „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-172 მუხლი შეიცავს სააგენტოს ფუნქციების ჩამონათვალს. გამომდინარე იქედან, რომ „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონით სააგენტოს ემატება ახალი ფუნქციები, საჭიროა მოხდეს მათზე მითითება კანონში, რომელიც წარმოადგენს სააგენტოს ფუნქციონირების ძირითად ნორმატიულ ბაზას. შესაბამისად, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-172 უნდა დაემატოს „დ1“ პუნქტი, რომლის მიხედვითაც, ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ სააგენტო უზრუნველყოფს „ვაჭრობაში საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. 5) „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლში მოცემულია სააგენტოს უფლებამოსილებების ჩამონათვალი. მოცემული მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს სააგენტოს დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი. გამომდინარე იქედან, რომ „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონი სააგენტოს აკისრებს არსებითად ახალ უფლებამოსილებებს, აღნიშნულ პუნქტში მოხდება სააგენტოს უფლებამოსილებების ახალი წყაროს - „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონის მითითება. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი არ არის დაკავშირებული სამთავრობო პროგრამასთან და სამოქმედო გეგმასთან. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღია 2020 წლის 1 იანვარი. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭების საკითხს. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღების შემდეგ, სსიპ - კონკურენციის სააგენტოში ახალი სტრუქტურული ერთეულის ანტიდემპინგის დეპარტამენტის შექმნა დაგეგმილია 2020 წლიდან, კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს ხარჯების გამოყოფას მიმდინარე წელს. რაც შეეხება შემდგომ საშუალოვადიან პერიოდს, დაფინანსების წყარო არის სახელმწიფო ბიუჯეტი. კერძოდ, ვინაიდან კონკურენციის სააგენტოს ეკისრება სრულიად ახალი და მისი მოქმედი უფლებამოსილებისგან განცალკევებული ფუნქციის განხორციელების ვალდებულება, ხოლო ამ უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, სააგენტოში უნდა შეიქმნას ახალი სტრუქტურული ერთეული, რომელიც პასუხისმგებელი იქნება „ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონით დაკისრებული უფლებამოსილებების განხორციელებაზე. რაც შეეხება სასამართლოში ახალი საქმეების რაოდენობას, სასამართლოს მიერ მათი განხილვა მოხდება მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: 2020 წლიდან ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდა საშემოსავლო გადასახადის სახით განპირობებული იქნება სსიპ - კონკურენციის სააგენტოში ახალი სტრუქტურული ერთეულის ანტიდემპინგის დეპარტამენტის შექმნით და დამატებითი კადრების დასაქმებით. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე სააგენტოში უნდა მოხდეს ახალი სტრუქტურული ერთეულის შექმნა, თანამშრომლების დასაქმება, მათთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა და ა.შ, რაც გავლენას მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღების შემდეგ, სსიპ - კონკურენციის სააგენტოს ემატება ახალი ფუნქცია, რისთვისაც საჭირო იქნება სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი საბიუჯეტო ასიგნებების გამოყოფა. საჭირო იქნება დაახლოებით 12 თანამშრომლის დასაქმება, მათთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის გამოყოფა, რაც გავლენას მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კანონის მიღების შემდეგ პირველ წელს გასაწევი ხარჯი იქნება 422 000 ლარი (12 თანამშრომლის ხელფასი - 342 000 ლარი; ერთჯერადი, ინფრასტრუქტურის შეძენის ხარჯი - 30 000 ლარი; შესწავლის წარმოების (მივლინება, საფოსტო მომსახურება და სხვა) ხარჯი - 50 000 ლარი). მომდევნო წლებში, საშუალოდ იქნება 390 000 ლარი დააკლდება ინფრასტრუქტურის შეძენის ხარჯი (30 000 ლარი). ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტმა მოსალოდნელია გავლენა მოახდინოს იმ პირებზე რომლებიც ეწევიან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დემპინგურ იმპორტს, ვინაიდან „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის და მოცემული კანონის პროექტის თანახმად ინდუსტრიისთვის ასეთი პირები მიყენებული ვალდებული ზიანი. ვინაიდან ადგილობრივ ინდუსტრიას, კანონის პროექტი ადგილობრივ ინდუსტრიაში დასაქმებული ადგილობრივ ბაზარზე ვაჭრობაში იქნებიან აანაზღაურონ დემპინგური იმპორტი ადგილობრივი ზიანს აყენებს დადებით ფინანსურ გავლენას იქონიებს პირებისთვის, რომლების დაცული იქნებიან დემპინგური ფასით შემოტანილი პროდუქტისგან მოსალოდნელი არაჯანსაღი კონკურენციის გაწევისგან. ვინაიდან კანონის პროექტი ხელს უწყობს ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვას და შექმნის ჯანსაღ კონკურენციის პირობებს ადგილობრივ ბაზარზე, შესაბამისად მოსალოდნელია რომ დადებითი ფინანსური გავლენა საბოლოოდ გავრცელდება პროდუქტის შემძენ პირებზეც. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტის შესაბამისად, გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი (ფულადი შენატანი), განსაზღვრული არ არის. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან და მიმართება შეთანხმებებთან, საქართველოს აგრეთვე, ისეთი ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა. გამოყენებული