სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი 2019 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დამტკიცებული განათლების მართვის ინფორმაციული სისტემების ეფექტიანობის და საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას და საკალათბურთო კლუბ „ბასკონიას“/ფონდ „5+11“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შესაბამისობის აუდიტების ანგარიშები

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
12.07.2019
ავტორი
საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური
ნომერი
#1-13581/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-09-02
ბიუროს ნომერი 280

📜 ტექსტი

წერილი
*005626/10* 12/07/2019 № 005626/10 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ არჩილ თალაკვაძეს ბატონო არჩილ, წარმოგიდგენთ 2019 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დამტკიცებულ შემდეგ აუდიტის ანგარიშებს: განათლების მართვის ინფორმაციული სისტემების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში; საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას და საკალათბურთო კლუბ „ბასკონიას“/ფონდ „5+11"-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში. აღნიშნული აუდიტების ჩატარების შედეგად გამოვლინდა ნაკლოვანებები, რომლებიც აისახა სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშებში. დანართი: 2 აუდიტის ანგარიშის ელექტრონული ვერსია. პატივისცემით, ერეკლე მექვაბიშვილი გენერალური აუდიტორი
დანართი
შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 2019 სარჩევი გამოყენებული ტერმინები და შემოკლებანი.................................................................................................3 შემაჯამებელი მიმოხილვა და რეკომენდაციები ..........................................................................................4 შესავალი..............................................................................................................................................................7 ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობა ................................................................................................. 7 აუდიტორის პასუხისმგებლობა .............................................................................................................. 7 აუდიტის საგანი ......................................................................................................................................... 8 აუდიტის მასშტაბი ................................................................................................................................... 8 აუდიტის კრიტერიუმები ........................................................................................................................ 8 აუდიტის მიზანი ....................................................................................................................................... 9 ზოგადი ინფორმაცია აუდიტის ობიექტის შესახებ ......................................................................... 9 აუდიტის მიგნებები.................................................................................................................................. 12 მოთამაშეთა მომზადების ნაწილი ..................................................................................................... 12 ტექნიკური თანამშრომლობა ............................................................................................................. 20 კონტროლის სისუსტეები ................................................................................................................... 24 შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 2 2019 გამოყენებული ტერმინები და შემოკლებანი სამინისტრო − საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ფედერაცია − ა(ა)იპ − საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია „სასკი ბასკონია“ − საკალათბურთო კლუბი „სასკი ბასკონია“/„ფონდი 5+11“ კემპი − სპორტული ბანაკი მოთამაშეთა შესარჩევად ფედერაციის წესდება − ა(ა)იპ − საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წესდება ხელშეკრულება − საკალათბურთო კლუბ „სასკი ბასკონია“/„ფონდი 5+11“-თან გაფორმებული ხელშეკრულება ეკონომიკური უფლება − ფინანსური სარგებლის მიღება მოთამაშის გაყიდვიდან ანგარიშსწორების წესი − „საბიუჯეტო ასიგნებებიდან სპორტის სფეროში ღონისძიებების დაფინანსებისათვის გამოყოფილი თანხების ხარჯვისა და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2011 წლის 19 დეკემბრის N180 ბრძანება. შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 3 2019 შემაჯამებელი მიმოხილვა და რეკომენდაციები აუდიტით გამოვლინდა შემდეგი სახის ძირითადი შეუსაბამობები: მოთამაშეთა მომზადება საქართველოში კალათბურთის განვითარების მიზნით, საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას და საკალათბურთო კლუბ „სასკი ბასკონია“/„ფონდი 5+11“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, მისაღწევი განსაზღვრულია ზოგადად არ და შედეგი არსებობს მოთამაშეთა ფედერაციის მომზადების მხრიდან მისი ნაწილში შესრულების მდგომარეობის შეფასების შესაძლებლობა. ქართული კემპისათვის მონაწილეთა შერჩევა არ ეფუძნება რელევანტურ და გამჭვირვალე შეფასებისა და შერჩევის კრიტერიუმების სისტემას. მოთამაშეების შერჩევაზე ფედერაციის წესების არარსებობის გამო, გაურკვეველია, რა კრიტერიუმების საფუძველზე განხორციელდა ქართულ კემპში მონაწილე მოთამაშეთა შერჩევა და რატომ არის განსხვავება წლების მიხედვით მოთამაშეთა შესარჩევ კონტიგენტს შორის. სახელშეკრულებო პირობები და კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს ფედერაციის მიერ მოცემული პროექტის ფარგლებში კლუბში მომზადებული კალათბურთელების გაყიდვის, ტრანსფერის ფაქტის დადგენისა და შეტანილი ეკონომიკური წვლილის შესაბამისად ფინანსური სარგებლის მიღების სამართლებრივი მექანიზმების არსებობას. მომსახურების ანაზღაურების არსებული წესი შეიცავს საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიანი ხარჯვის რისკებს. ხელშეკრულებით და „გარანტიის დაზღვევის სერტიფიკატით“ არ არის განსაზღვრული გარანტიის გამცემი სადაზღვევო კომპანიის მიმართ ფედერაციის მოთხოვნის წარმოშობის კონკრეტული პირობები და გარემოებები, რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს „სასკი ბასკონია“/„ფონდი 5+11“-ის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში საგარანტიო ვალდებულების ამოქმედებას. 2015-2018 წლებში ფედერაციის ვალდებულება, მოთამაშეების მომზადებისათვის „სასკი ბასკონიის“ ანგარიშზე თანხების ჩარიცხვის შესახებ შესრულებულია სრულად. ეკონომიკური წვლილის შესაბამისი ფინანსური სარგებელი ფედერაციას ამ ეტაპზე არ მიუღია, მიუხედავად კლუბის მხრიდან სახელშეკრულებო დათქმისა, რომ პროექტის ფარგლებში მომზადებული მოთამაშეების ტრანსფერიდან შემოსავლის მიღება დაიწყებოდა 2017 წლიდან. შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 4 2019 ტექნიკური თანამშრომლობა „სასკი ბასკონიის“ მიერ გაწეული ტექნიკური მომსახურების ანაზღაურება განხორციელებულია მხოლოდ წარმოდგენილი ინვოისების საფუძველზე, ხარჯვითი ოპერაციების ფაქტობრივად შესრულების დადასტურების გარეშე. წლების მიხედვით − მივლინების პერიოდებს, მივლინებული პირების რაოდენობებსა და სამივლინებო ხარჯების მოცულობებს შორის არის არსებითი ხასიათის შეუსაბამობები. არ არის განსაზღვრული და შეთანხმებული ქართულ კემპში მონაწილე ესპანელ სპეციალისტებზე ასანაზღაურებელი ჰონორარის ოდენობა. ფედერაციის მიერ არ ხდება განსახორციელებელი სპორტული ღონისძიებების ფარგლებში შესასყიდი საქონლის და მომსახურების ოპტიმალური ფასის, ტექნიკური პარამეტრების და მიწოდების პირობების დადგენის მიზნით ბაზრის კვლევა, რის გარეშეც მიმწოდებელთან გაფორმებული კონტრაქტები ზრდის საბაზრო პირობებისადმი არაადეკვატური ფასის და მიწოდების პირობების ჩამოყალიბების რისკებს, რაც, თავის მხრივ, იწვევს საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიურ და არაეფექტიან ხარჯვას. ქართველი მწვრთნელების მოსამზადებელი პროგრამა არ შექმნილა და აღნიშნული პროგრამის მიხედვით მწვრთნელების „სასკი ბასკონიის“ სპორტულ სტრუქტურებში, 3 თვის განმავლობაში მომზადება − არ განხორციელებულა. აუდიტის შედეგად გამოვლენილი მიგნებების საპასუხოდ გაიცა შემდეგი რეკომენდაციები: სამინისტროს და ფედერაციას რეკომენდაცია N1. „კალათბურთის სახელმწიფო მხარდაჭერის ხელშეკრულებით შეთანხმდეს მისაღწევი პროგრამის“ შედეგის მიზნებიდან კონკრეტული გამომდინარე, ინდიკატორები, „სასკი ბასკონიას“ მოსამზადელ სტრუქტურებში ქართველი და უცხოელი კალათბურთელების შერჩევის წესი და პარიტეტი. ამასთანავე, გონივრული პერიოდულობით მომზადდეს და განხილულ იქნეს ხელშეკრულების ფარგლებში მიღწეული შედეგების შეფასების ანგარიში. ფედერაციას რეკომენდაცია N2. მოთამაშეთა მომზადების ნაწილში შეტანილი ეკონომიკური წვლილის შესაბამისი ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, მოქმედი ხელშეკრულების ფარგლებში შემუშავებულ იქნეს გრანტით შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 5 2019 დაფინანსებული ფედერაციასთან კალათბურთელების მისი პირობების გაყიდვის/ტრანსფერის შეთანხმების მექანიზმი. ფაქტის ამასთანავე, დადგენისა და განხორციელდეს ხელშეკრულების ფარგლებში მომზადებული კალათბურთელების სხვადასხვა საკალათბურთო კლუბებში სატრანსფერო „მოძრაობის“, ასევე მომზადების ვადის გასვლის შემდეგ ხსენებული მოთამაშეების „სასკი ბასკონიასთან“ გაფორმებული კონტრაქტის პირობების შესახებ ინფორმაციის მოძიება და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, მის მიმართ წაყენებულ იქნეს მოთხოვნა მოცემული ტრანსფერებიდან მისაღებ ფინანსურ სარგებლთან დაკავშირებით. ფედერაციას რეკომენდაცია N3. „სასკი ბასკონიის“ მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებული რისკების თავიდან აცილების მიზნით, წარმოდგენილი საბანკო (სადაზღვევო) გარანტიით განისაზღვროს მისი ამოქმედების კონკრეტული პირობები და ვადები. ფედერაციას რეკომენდაცია N4. ფულადი სახსრების მიზნობრივი და რაციონალური/პროპორციული ხარჯვის უზრუნველყოფის მიზნით, მხარეთა შორის შეთანხმებით განისაზღვროს ტექნიკური თანამშრომლობის ნაწილში ხარჯების სხვადასხვა ელემენტის (სპეციალისტების ჰონორარი, ტრანსპორტირების ხარჯი, სპორტული ინვენტარის შეძენა და ა.შ.) მოცულობა და ანაზღაურების კონკრეტული წესი. ანაზღაურება განხორციელდეს ხარჯის გაწევის დამადასტურებელი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე. შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 6 2019 შესავალი ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობა ფედერაციის ხელმძღვანელობა პასუხისმგებელია განხორციელებული საქმიანობის მოქმედი კანონმდებლობით და სხვა მარეგულირებელი ნორმებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე, აგრეთვე სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის აუდიტის მიზნებიდან გამომდინარე, მოწოდებული ინფორმაციის სისრულესა და სისწორეზე. ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობა ასევე მოიცავს შიდა კონტროლის სისტემის შემუშავებას, დანერგვასა და შენარჩუნებას, რაც საჭიროა საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის იმგვარი წარმართვისათვის, რომელიც არ შეიცავს შეცდომით ან განზრახ არამართლზომიერი ქმედებით (თაღლითობით) გამოწვეულ არსებით კანონშეუსაბამობებს. აუდიტორის პასუხისმგებლობა აუდიტორი პასუხისმგებელია აუდიტის ანგარიშში ასახული გარემოებების სისწორესა და მიზანშეწონილობაზე. აუდიტი წარიმართა უმაღლესი აუდიტორული ორგანოების საერთაშორისო სტანდარტების (ISSAI 4000) შესაბამისად. აღნიშნული სტანდარტით მოითხოვება, აუდიტორის სამუშაო შეესაბამებოდეს ეთიკის ნორმებს. სტანდარტი ითვალისწინებს აუდიტის იმგვარად დაგეგმვასა და ჩატარებას, რომ მოპოვებულ იქნეს საკმარისი და შესაფერისი აუდიტორული მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ა(ა)იპ − საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას და საკალათბურთო კლუბ ,,სასკი ბასკონიას“/„ფონდი 5+11“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ფედერაციის მიერ 2014-2018 წლებში განხორციელებული ფინანსური სახსრების ხარჯვითი ოპერაციები არ შეიცავს მოქმედ საკანონმდებლო და სხვა მარეგულირებელ ნორმებთან არსებითი შეუსაბამობის ფაქტებს. აუდიტორული პროცედურები წარიმართა აუდიტორების პროფესიულ მსჯელობებზე დაყრდნობით, გონივრული რწმუნების მისაღებად, რაც მოიცავს პროცედურების ჩატარებას იმ შეფასებულ, მნიშვნელოვან კანონშეუსაბამობის რისკებზე, რომლებიც გამოწვეულია თაღლითობით ან შეცდომით. მიგვაჩნია, რომ ჩატარებული აუდიტორული პროცედურები საკმარისი და შესაფერისი საფუძველია აუდიტორული დასკვნების გამოსატანად. შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 7 2019 აუდიტის საგანი აუდიტის საგნად განისაზღვრა ა(ა)იპ − საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას და საკალათბურთო კლუბ „სასკი ბასკონია“„ფონდი 5+11“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შესაბამისობა მოქმედ საკანონმდებლო და სხვა მარეგულირებელ ნორმებთან. აუდიტის მასშტაბი აუდიტმა მოიცვა ა(ა)იპ − საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას და ესპანურ საკალათბურთო კლუბ „სასკი ბასკონია“/„ფონდი 5+11“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ფედერაციის მიერ 2014-2018 წლებში განხორციელებული ხარჯვითი ოპერაციები. აუდიტის კრიტერიუმები აუდიტის ძირითად კრიტერიუმად განისაზღვრა შემდეგი საკანონმდებლო და მარეგულირებელი ნორმები:  საქართველოს კანონი „სპორტის შესახებ“;  „საბიუჯეტო ასიგნებებიდან სპორტის სფეროში ღონისძიებების დაფინანსებისათვის გამოყოფილი თანხების ხარჯვისა და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2011 წლის 19 დეკემბრის N180 ბრძანება;  საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული, სპორტის განვითარების ხელშეწყობის ღონისძიებებთან დაკავშირებით არსებული 2015-2018 წლების „კალათბურთის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამები“;  ა(ა)იპ − საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას და საკალათბურთო კლუბ „სასკი ბასკონია“/„ფონდი 5+11“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება;  ფედერაციას და საკალათბურთო კლუბ „სასკი ბასკონიას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებების დაფინანსების მიზნით, სამინისტროსა და საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას შორის გაფორმებული ხელშეკრულებები;  ა(ა)იპ − საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წესდება;  „სასკი ბასკონიის“ მიერ წარმოდგენილი „მოთამაშეთა ტრანსფერების ანგარიში“. შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 8 2019 აუდიტის მიზანი აუდიტის მიზანია: ა) ჩამოყალიბდეს დასკვნა საკმარისი და შესაფერისი აუდიტორული მტკიცებულებების მოპოვების გზით იმის შესახებ, რამდენად შეესაბამება აუდიტის საგანი სათანადო კრიტერიუმებს, ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით; ბ) აუდიტის ანგარიშის მომხმარებლებისათვის ინფორმაციის მიწოდება მიგნებების, დასკვნებისა და სადაც შესაფერისია, რეკომენდაციების შესახებ. ზოგადი ინფორმაცია აუდიტის ობიექტის შესახებ ა(ა)იპ − საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულ კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს. მისი საქმიანობის ძირითადი მიზანია, კანონით დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს და ხელი შეუწყოს ფედერაციის სტრუქტურის შექმნას და მის მართვას, კალათბურთის წახალისებას, განვითარებასა და ხელშეწყობას,, მთლიანად ქვეყანაში სპორტის ამ სახეობის სანდოობის, მდგრადობისა და წესრიგის მიღწევით, კალათბურთით საზოგადოების დაინტერესების ზრდისა და სპორტის ამ სახეობის ეთიკური პრინციპების ყველა ასპექტით ხელშეწყობის უზრუნველყოფით.1 საქართველოში კალათბურთის განვითარების მიზნით, ფედერაციას და ესპანეთის საკალათბურთო კლუბ „სასკი ბასკონიას“ შორის 2014 წლის 27 სექტემბერს გაფორმდა „ტექნიკური თანამშრომლობის ხელშეკრულება“ ხუთი წლის ვადით. ხელშეკრულება შედგება ორი ძირითადი ნაწილისგან:  მოთამაშეების მომზადება;  ტექნიკური თანამშრომლობა. ხელშეკრულებაზე თანდართული, თანამშრომლობის პირველი წლისათვის შედგენილი „საქართველოში კალათბურთის განვითარებისა და ახალგაზრდა მოთამაშეების მომზადების პროექტის“2 შესაბამისად, ხელშეკრულების ზოგად მიზნებს წარმოადგენდა: - ფედერაციასთან ერთად სტრატეგიული გეგმის შემუშავება მომდევნო ხუთწლიანი პერიოდისთვის; 1 2 ა(ა)იპ − საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წესდება. პროექტი „ბასკეტ-ჯორჯია 2021“. შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 9 2019 - ქართველი კალათბურთელების ტექნიკური და ფიზიკური მომზადების დონის გაუმჯობესება; - ეროვნული გუნდების შედეგების გაზრდა; - ქართველი მწვრთნელების მომზადება და ტექნიკური დონის ამაღლება; - საქართველოში პროფესიონალური შეჯიბრებების დონის ამაღლება; - ფედერაციასთან თანამშრომლობა ტალანტების გამოსავლენად; - ნიჭიერი ქართველი კალათბურთელების სპორტული განვითარების ხელშეწყობა ბასკეთში სათამაშოდ მათი მიწვევის გზით. კონკრეტული მიზანი იყო ნიჭიერ კალათბურთელებთან დაკავშირებით სრული პროგრესის მიღწევა, რაც გამოიხატება მომზადების საწყისი ეტაპიდან შემდგომში, მაღალი დონის შეჯიბრებებსა და პროფესიულ კალათბურთში მონაწილეობა, რათა ხუთწლიანი მუშაობის შედეგად საქართველოს ეროვნული ნაკრები მოხვდეს ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. ხელშეკრულების ღირებულება ხუთწლიანი პერიოდისათვის შეადგენდა 2,500,000 ევროს, 3 მათ შორის, მოთამაშეების მომზადების მიმართულების დაფინანსებისათვის. ფედერაციის მიერ წინასწარი ანგარიშსწორებით ეკონომიკური წვლილის სახით ყოველწლიურად გადასახდელი თანხა შეადგენდა 300,000 ევროს, ხოლო ტექნიკური თანამშრომლობისათვის − 200,000 ევროს. ხელშეკრულების შესაბამისად,4 ფედერაციას უნდა ეთანამშრომლა საკალათბურთო კლუბ „სასკი ბასკონიასთან“ უცხოელი კალათბურთელების მომზადებაში ეკონომიკური წვლილის შეტანის გზით და უფლება ექნებოდა, მიეღო 30%-იანი წილი დაბალი ლიგის უცხოელი კალათბურთელების ტრანსფერის უფლებიდან, ხოლო ქართველი ან საქართველოს მოქალაქე კალათბურთელების შემთხვევაში. ფედერაციის წილი შეადგენდა 50%-ს.5 მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში 2015-2018 წლებში ფედერაციის მიერ სულ გაწეულია 4,051,937 ლარის ხარჯი. კერძოდ, მოთამაშეების მომზადებისათვის „სასკი ბასკონიის“ ანგარიშზე გადარიცხულია 1,200,000 ევროს6 ეკვივალენტი − 3,263,790 ლარი, ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში „სასკი ბასკონიის“ მიერ გაწეული მომსახურების სანაცვლოდ ანაზღაურებულია 148,866 ევროს ეკვივალენტი − 382,244 ლარი, ხოლო საქართველოში საკალათბურთო კემპების ჩატარებაზე გაწეულმა სხვადასხვა სახის ხარჯმა7 შეადგინა 405,903 ლარი. სახელშეკრულებო ღირებულების განსაზღვრის შესახებ მონაცემები ვერ იქნა წარმოდგენილი. ხელშეკრულების მუხლი 3. 5 2018 წლიდან 6 აქედან, 100 000 ევრო გადახდილია ფედერაციის საკუთარი შემოსავლებიდან. 7 მივლინებები, საკანცელარიო და სამეურნეო ხარჯები. 3 4 შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 10 2019 ცხრილი N1. ხელშეკრულების ფარგლებში 2014-2018 წლებში გაწეული ხარჯები ტექნიკური თანამშრომლობა პერიოდი კალათბურთელთა მომზადება 2014 წ. სულ საკალათბურთო კლუბზე გადახდილი თანხები8 ფედერაციის მიერ გაწეული სხვა ხარჯები - - 14,306 14,306 2015 წ. 744,650 240,842 103,887 1,089,379 2016 წ. 773,740 108,097 84,915 966,752 2017 წ. 849,000 - 76,497 925,497 2018 წ. 896,400 33,305 126,298 1,056,003 სულ: 3,263,790 382,244 405,903 4,051,937 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შედეგად, ესპანური მხარის ვალდებულება და მისაღწევი შედეგი, მოთამაშეთა მომზადების ნაწილში განსაზღვრულია ზოგადად, არ არის გაზომვადი და არ არსებობს ფედერაციის მხრიდან მისი შესრულების მდგომარეობის შეფასების შესაძლებლობა. რაც შეეხება ქართული მხარის სახელშეკრულებო ვალდებულებას, ის განსაზღვრულია ღონისძიებების დაფინანსების ნაწილში კონკრეტულად და შესრულებულია სრულად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დაცვით. ტექნიკური პერსონალის ანაზღაურება, მგზავრობის, სპორტული ინვენტარის შესყიდვის და სტრატეგიული გეგმის შედგენის ხარჯები. 8 შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 11 2019 აუდიტის მიგნებები მოთამაშეთა მომზადების ნაწილი მომზადება - წვრთნისთვის მოთამაშეთა შერჩევის პროცესის ნაკლოვანებები შეთანხმებული პირობებით საკალათბურთო კლუბში მომზადებისა და დაკონტრაქტების მიზნით, ქართველ კალათბურთელთა შერჩევის პროცესი შედგება რამდენიმე ეტაპისაგან:9 I ეტაპი − საქართველოში ორგანიზებული ორკვირიანი საკალათბურთო კემპის დროს, რომელშიც ესპანელ და ქართველ მწვრთნელებთან ერთად მონაწილეობს კლუბიდან მოწვეული სკაუტი,10 ფედერაციის მიერ ქართული კლუბებიდან მოწვეული 14-17 წლის ასაკის საუკეთესო მოთამაშეებიდან, თითოეული ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით შეირჩევა 4 მოთამაშე, სულ: 16 საუკეთესო მოთამაშე; II ეტაპი − შერჩეული 16 საუკეთესო მოთამაშე მონაწილეობს ესპანეთში ორგანიზებულ საკალათბურთო კემპში, რომელიც გრძელდება ორი კვირა, ისინი ცხოვრობენ და ვარჯიშობენ სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეულ ახალგაზრდებთან ერთად. ამ ეტაპზე ხდება იმ მოთამაშეთა შერჩევა, რომლებმაც წვრთნა და ვარჯიში უნდა გააგრძელონ კლუბში; III ეტაპი − მე-2 ეტაპზე შერჩეული მოთამაშეები11 ერთი საკალათბურთო სეზონის განმავლობაში, რომელიც გრძელდება 10 თვე, წვრთნას გადიან საკალათბურთო კლუბის მოსამზადებელ სტრუქტურებში; IV ეტაპი − მე-3 ეტაპზე შერჩეული საუკეთესო მოთამაშეები შესაბამისი კონტრაქტის საფუძველზე რჩებიან კლუბში. მათზე ეკონომიკური უფლებები12 ფედერაციასა და კლუბს შორის ნაწილდება ქართველი კალათბურთელების შემთხვევაში 50/50%, ხოლო უცხოელი კალათბურთელების შემთხვევაში − 30/70%. ფედერაციის მიერ წარმოდგენილ მონაცემებზე დაყრდნობით აუდიტის ჯგუფმა დაადგინა, რომ მოთამაშეთა შერჩევის და ახალგაზრდა ნიჭიერი კალათბურთელების გამოვლენის მიზნით, 2015-2018 წლებში საქართველოში ჩატარებულ კემპებში სულ მონაწილეობდა ფედერაციის მიერ შერჩეული 420 ქართველი მოთამაშე, საიდანაც ზემოაღნიშნული ეტაპების გავლით შეირჩა 66 მოთამაშე ესპანურ კემპში მონაწილეობისათვის. 2015-2017 წლების სპორტულ სეზონებში (3 პროექტი „ბასკეტ-ჯორჯია 2021“. მოთამაშის შერჩევაზე პასუხისმგებელი პირი. 11 გრანტის მქონე პირები. 12 ფინანსური სარგებლის მიღება მოთამაშეების გაყიდვიდან. 9 10 შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 12 2019 სეზონი)13 გრანტი მიიღო და კლუბის მოსამზადებელ სტრუქტურებში წვრთნისა და განვითარების პროგრამა გაიარა 8 ქართველმა და 19-მა უცხოელმა კალათბურთელმა, 2018 წლის სეზონზე კი გადის − 6 ქართველი და 5 უცხოელი კალათბურთელი. ცხრილი N2. კემპებზე შერჩეულ კალათბურთელთა რაოდენობის შესახებ კემპი ბასკონიაში ქართველ კალათბურთელთა შერჩევაზე კემპი თბილისში წელი კემპის ჩატარების თარიღი 2015 2016 13-25 აპრილი 21-28 მაისი გრანტის მქონე კალათბურთელთა რაოდენობა შესარჩევ კალათბურ თელთა რაოდენობა შერჩეულ კალათბურ თელთა რაოდენობა შესარჩევ კალათბურ თელთა რაოდენობა შერჩეულ კალათბურ თელთა რაოდენობა ქართველი კალათბურ თელები უცხოელი კალათბუ რთელები 160 16 17 6 214 9 55 17 17 6 5 3 2017 18-21 ივლისი 75 16 16 1 1 7 2018 9-15 აპრილი 130 17 17 6 6 5 სულ: 420 66 67 19 14 24 შერჩევის პროცესი გამოირჩევა შემდეგი ნაკლოვანებებით:  2016 წელს „სასკი ბასკონიის“ მიერ წარმოდგენილი „მოთამაშეთა ტრანსფერების ანგარიშის“ თანახმად, 2015 წელს ბასკონიაში ჩატარებულ კემპზე შეირჩა და ხელშეკრულების შესაბამისად, გრანტი მიიღო, ანუ უფლება მოიპოვა, კლუბში წვრთნა და ვარჯიში გაეგრძელებინა ერთი სეზონის განმავლობაში − 9 უცხოელმა და 3-მა ქართველმა კალათბურთელმა. 15 წარმოდგენილი ქართველი მოთამაშეებიდან მხოლოდ ერთი მონაწილეობდა და შერჩეულ იქნა საქართველოსა და ბასკონიაში ორგანიზებულ საკალათბურთო კემპებზე.16 მეორე კალათბურთელი17 ბასკონიის კემპში მონაწილეობდა, გაიმარჯვა და ხელშეკრულების თანახმად, გრანტი მიიღო ქართულ კემპში მონაწილეობის გარეშე, ხოლო მესამე კალათბურთელის 18 წვრთნისა და განვითარების ერთი სეზონი - კალენდარული წლის 10 თვე (სექტემბრიდან ივლისამდე პერიოდი). ოთხმა მოთამაშემ ვერ მიიღო გრანტი ვიზასთან დაკავშირებული პრობლემის გამო. 15 ლუკა ბულაშვილი, გიორგი ტურძილაძე და ნიკა დარბაიძე. 16 ნიკა დარბაიძე. 13 14 17 გიორგი ტურძილაძე. 18 ლუკა ბულაშვილი. შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 13 2019 ხარჯები, 19 კლუბის მოსამზადებელ სტრუქტურებში ერთი სპორტული სეზონის განმავლობაში აანაზღაურა;  მისმა ოჯახმა20 ხელშეკრულებით განსაზღვრული მოთხოვნების შეუსაბამოდ, ქართული კემპის გავლის გარეშე, ლუკა ბულაშვილის და გიორგი ტურძილაძის გრანტით დაფინანსებულთა სიაში მოხვედრაზე ფედერაციის მხრიდან გატარებული შერჩევა არ ღონისძიებების შესახებ მტკიცებულებები, ვერ წარმოადგინა;  ფედერაციის მიერ ქართული კემპისათვის მონაწილეთა ეფუძნება რელევანტურ და გამჭვირვალე შეფასება-შერჩევის კრიტერიუმების სისტემას, რადგან თანამშრომლობის პირველი წლისათვის შედგენილი „საქართველოში კალათბურთის განვითარებისა და ახალგაზრდა მოთამაშეების მომზადების პროექტის“ 21 შესაბამისად, ახალგაზრდა ქართველი მოთამაშეები უნდა შერჩეულიყვნენ ფედერაციის წესების მიხედვით, რომელიც არ არის შემუშავებული და უცნობია, რა კრიტერიუმების საფუძველზე შეარჩიეს ქართულ კემპში მონაწილე მოთამაშეები, ასევე რატომ არის წლების მიხედვით განსხვავებული თანაფარდობა ქართული კემპისათვის შესარჩევ მოთამაშეთა შორის;  ხელშეკრულებით არ არის შეთანხმებული „სასკი ბასკონიის“ მოსამზადებელ სტრუქტურებში გავლისა და კონტრაქტისათვის კალათბურთელთა შერჩევის მექანიზმი;  მოთამაშეთა მომზადების ნაწილში ეკონომიკური წვლილის სახით ფედერაციის მიერ საკალათბურთო კლუბის სასარგებლოდ გადახდილ იქნა 3,263,790 ლარი (1,200,000 ევრო). სულ შესამოწმებელ პერიოდში, ხელშეკრულების ფარგლებში მომზადდა 38 კალათბურთელი, რომელთაგან, 24 იყო უცხოელი და მხოლოდ 14 − ქართველი. „კალათბურთის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამის“ მიზნების შეუსაბამოდ, მოთამაშეთა მომზადებაში ქართული მხარის მიერ შეტანილი წვლილის ძირითადი ნაწილი (63%) მოხმარდა უცხოელი კალათბურთელების მომზადებას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის მიმდინარეობის პროცესში ხელშეკრულების მხარეებმა წარმოადგინეს განმარტებები. ფედერაციის განმარტება: „ფედერაციასა და „სასკი ბასკონიას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიზანია მთავარი ქართველი ახალგაზრდა კალათბურთელებისათვის საუკეთესო გარემოს უზრუნველყოფა, რათა მათ მაქსიმალურად შეძლონ უმაღლესი დონის კალათბურთელებად ჩამოყალიბება. კალათბურთელების მომზადება შემოქმედებითი პროცესია და გრანტები მიიღეს მათ, ვინც ჩაითვალა შესაფერისად. წარმოდგენილი ინფორმაციის შედეგად. შესაბამისად, ის არ ექვემდებარებოდა გრანტით დაფინანსებულთა სიაში შეტანას. 21 პროექტი ,,ბასკეტ-ჯორჯია 2021“, მე-2 მუხლის 2.1 პუნქტი. 19 20 შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 14 2019 ხელშეკრულების პირობებიდან და არსებული რეალობიდან გამომდინარე, ფედერაციის მიერ გადარიცხული თანხები არ მოხმარდა უცხოელი სპორტსმენების აღზრდას, ხელშეკრულების მოქმედების არცერთ ეტაპზე არ ყოფილა გადარიცხული თანხები უცხოელების აღზრდის დასაფინანსებლად. თანხების გადახდით ფედერაციას მოპოვებული აქვს უფლება ქართველი ახალგაზრდების ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში აღზრდის შესახებ. „სასკი ბასკონიას“ კეთილი ნებისა და ფედერაციის მოთხოვნის საფუძველზე, მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ უცხოელი მოთამაშეების სატრანსფერო თანხების ნაწილი (30%) მიმართული იყოს ფედერაციის მიერ ქართველი მოთამაშეების წვრთნისა და დახელოვნებისათვის გამოყოფილი თანხების ამოსაღებად.“ საკალათბურთო კლუბ „სასკი ბასკონიას“ განმარტება: „საქართველოდან გადარიცხული თანხები არ ყოფილა გამოყენებული უცხოელი მოთამაშეებისთვის ტრენინგების ჩასატარებლად. უცხოელი მოთამაშეები გამოყენებულ იქნებიან საქართველოს მიერ ქართველი მოთამაშეების მომზადებისათვის გამოყოფილი თანხების ამოსაღებად. უცხოელი მოთამაშეები გარანტიას იძლევიან, რომ ფედერაცია ამოიღებს ქართველი მოთამაშეების მოსამზადებლად გამოყოფილ თანხას.“ „სასკი ბასკონიის“ მიერ გაწეული მომსახურების ანაზღაურების ნაკლოვანებები ფედერაციის ეკონომიკური წვლილი მოთამაშეთა მომზადების ნაწილში კლუბის მიერ გაწეული მომსახურების ანაზღაურების მიზნით, შეადგენს ფიქსირებულ თანხას და მისი ყოველწლიური მოცულობა არის 300,000 ევრო,22 რომლის გადახდა ფედერაციის მიერ ხორციელდება სპორტული სეზონის დაწყებიდან 30 დღის განმავლობაში. აღნიშნული პირობა შეიცავს გაწეული მომსახურების არაპროპორციული ანაზღაურების და შედეგად, საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიანი განკარგვის რისკებს. კერძოდ, მოცემული მომსახურების თვითღირებულება ძირითადად ყალიბდება ცვლადი დანახარჯებისგან (დაბინავების ხარჯი, კონტრაქტის ღირებულება, სპორტული ინვენტარი და ა.შ.) და მისი მოცულობა დამოკიდებულია მოსამზადებელ კალათბურთელთა რაოდენობაზე, რომელიც ყოველწლიურად განსხვავებულია. აქედან გამომდინარე, თანაბარი ფიქსირებული ანაზღაურება, მიუხედავად ყოველწლიურად მოსამზადებელი კალათბურთელების განსხვავეული რაოდენობისა, შეიცავს არაპროპორციული და არაეფექტური ხარჯვის რისკებს. შედეგად, მომსახურების ანაზღაურების აღნიშნული მექანიზმი ვერ უზრუნველყოფს საბიუჯეტო სახსრების 22 ხელშეკრულების მე-10 მუხლი. შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 15 2019 ეკონომიურ ხარჯვას და ქართველი მოთამაშეების მოზიდვის წახალისებას კლუბის ახალგაზრდულ სტრუქტურებში მომზადების პროგრამის გავლის მიზნით. ფედერაციის ეკონომიკური უფლების რეალიზაციის ნაკლოვანებები ხელშეკრულების მოთამაშეთა მომზადების ნაწილის თანახმად, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ითანამშრომლებს „სასკი ბასკონიასთან“ უცხოელი კალათბურთელების მომზადებაში ეკონომიკური წვლილის შეტანის გზით და უფლება ექნება მიიღოს წილი დაბალი ლიგის მოთამაშეების გაყიდვის და ტრანსფერის უფლებებიდან. „ფონდი 5+11“ ყოველ წელს წარუდგენს საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას დაბალი ლიგის კალათბურთელების სიას, რომლებსაც ექნებათ „ფონდი 5+11“-ის ლიცენზია. ამ სიას დაემატება არსებული სიტუაციისა და ყველაზე გამორჩეული მოთაშეების შესაძლო განვითარების ანგარიში. „სასკი ბასკონიის“ მიერ 2016 წლის იანვარში წარმოდგენილი „მოთამაშეთა ტრანსფერების ანგარიშის“ შესაბამისად, სარგებლის მიღება უნდა დაწყებულიყო მე-3 წლიდან. 23 აუდიტის შედეგად გამოვლინდა ფედერაციის მიერ აღნიშნული უფლების მოპოვებისა და ამოქმედების ნაკლოვანებები:  ფედერაცია არ ფლობს ინფორმაციას იმ კალათბურთელების შესახებ, რომლებმაც მოსამზადებელი პერიოდის გავლის შემდეგ კონტრაქტი გააფორმეს კლუბთან; შეთანხმება არ ითვალისწინებს ხელშეკრულების ფარგლებში მომზადებული ქართველი და უცხოელი მოთამაშეების საკალათბურთო კლუბთან საბაზისო კონტრაქტის, ასევე გაყიდვის ან სატრანსფერო კონტრაქტის პირობების ფედერაციასთან შეთანხმების ვალდებულებას. არის შემთხვევები, როდესაც როგორც უცხოელი, ისე ქართველი მოთამაშეები, რომლებმაც ამ ხელშეკრულების ფარგლებში მიიღეს გრანტი და რომელთაც შესაძლებელია ჰქონოდათ „ფონდი 5+11“-ის ლიცენზია, თამაშობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საკალათბურთო კლუბების შემადგენლობაში. ფედერაციიდან წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, შერჩეული და გრანტით დაფინანსებული რვა ქართველი კალათბურთელიდან ერთი თამაშობს აშშ-ის ერთ-ერთ კლუბში, 24 ერთი − ესპანეთის კლუბ „ბურგოსში“, 25 ხუთი კალათბურთელი − საქართველოს სხვადასხვა კლუბში, ხოლო „სასკი ბასკონიას“ კლუბში მომზადებას გადის მხოლოდ ერთი ქართველი კალათბურთელი. 26 აუდიტის ჯგუფის მიერ მოკვლეული ინფორმაციით, 2015 წელს 23 2018 წლიდან. საბა გიგიბერია. რატი ანდრონიკაშვილი. 26 სანდრო კასაბური. 24 25 შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 16 2019 გრანტით დაფინანსებული სერბი კალათბურთელი 27 დღეის მდგომარეობით თამაშობს კანადურ Montverde Akademy- ის კლუბში. ხელშეკრულებაში არ არის განსაზღვრული ბასკონიის ვალდებულება, ინფორმირების შესახებ მოთამაშეთა და არც ტრანსფერის ფედერაციას შემთხვევაში გააჩნია ინფორმაციის ფედერაციის მოპოვების სამართლებრივი მექანიზმები. 2015-2018 წლებში ფედერაციის ვალდებულება − მოთამაშეების მომზადებისათვის „სასკი ბასკონიის“ ანგარიშზე 3,263,790 ლარი (1,200,000 ევრო) ჩაერიცხა, შესრულებულია სრულად. ეკონომიკური წვლილის შესაბამისი ფინანსური სარგებელი ფედერაციას ამ ეტაპზე არ მიუღია, მიუხედავად კლუბის მხრიდან სახელშეკრულებო დათქმისა, რომ პროექტის ფარგლებში მომზადებული მოთამაშეების ტრანსფერიდან შემოსავლის მიღება დაიწყებოდა 2017 წლიდან. ვალდებულების შესრულების საგარანტიო უზრუნველყოფის ნაკლოვანებები ხელშეკრულების შესაბამისად, „სასკი ბასკონია“ იძლევა გარანტიას, რომ სრულად დაუბრუნებს ფედერაციას მოთამაშეთა მომზადებისთვის გადახდილ 1,500,000 ევროს, თუ 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ტრანსფერების თანხა ფედერაციას მიღებული არ ექნება. ხელშეკრულებაში წინააღმდეგობრივი და გაურკვეველი პოზიციაა ჩამოყალიბებული, კერძოდ, „სასკი ბასკონია“ იძლევა გარანტიას, 28 რომ ფედერაციას 2024 წლის 31 დეკემბრით დასრულებული პერიოდისათვის სრულად დაუბრუნებს მის მიერ ამ პროექტის ხელშეწყობისა და მოთამაშეთა მომზადებისათვის გადახდილ 1,500,000 ევროს, ვალდებულება არ შესრულდა, ხელშეკრულება ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ეს არ იძლევა გარანტიის ამოქმედების შესაძლებლობას და მიუთითებს მოცემულ შემთხვევაში სრულიად გაუგებარ პირობაზე, რომლის შესრულების მომენტი სამართლებრივი თვალსაზრისით მაღალი განუსაზღვრელობებით ხასიათდება. კერძოდ, ხელშეკრულებით, იმ შემთხვევაში, თუ „სასკი ბასკონიის“ მიერ ზემოაღნიშნული პირობა (ვალდებულების სრულად დაფარვა 2024 წლის 31 დეკემბრისათვის) არ შესრულდა, ვალდებულების გადახდის პერიოდი და ახალგაზრდა მოთამაშეთა მომზადება გაგრძელდება განუსაზღვრელი ვადით, ვალდებულების სრულად დაფარვამდე. აქედან გამომდინარე, ხელშეკრულება არ შეიცავს გარანტიის ამოქმედების კონკრეტულ ვადებს და პირობებს. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სატრანსფერო თანხის − 1,500,000 ევროს ფედერაციისათვის სრულად დაფარვის საგარანტიო უზრუნველყოფის მიზნით, 2016 წლის მარტში 29 „სასკი ბასკონია“/„ფონდი 5+11“-ის მიერ წარმოდგენილ იქნა ,,გაერთიანებული ფილიპ პეტრუსევი. ხელშეკრულებაზე 2015 წლის 2 დეკემბერს შედგენილი დამატების/ცვლილების შესაბამისად 29 ხელშეკრულების გაფორმებიდან წელიწადნახევრის შემდეგ 27 28 შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 17 2019 დაზღვევის ფონდის, დაზღვევისა და გადაზღვევის კომპანიის“ მიერ გაცემული „გარანტიის დაზღვევის სერტიფიკატი“.30 ხელშეკრულება და „გარანტიის დაზღვევის სერტიფიკატი“ შეიცავს გარანტის (სადაზღვევო კომპანიის) მიერ ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებულ რისკებს, კერძოდ, არ არის განსაზღვრული გარანტიის ამოქმედების კონკრეტული ვადა, ასევე არ არის დადგენილი გარანტიის გამცემი სადაზღვევო კომპანიის მიმართ ფედერაციის მოთხოვნის წარმოშობის კონკრეტული პირობები და გარემოებები, რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს „სასკი ბასკონიის“ მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში საგარანტიო ვალდებულების ამოქმედებას. ამასთანავე,, აღნიშნული „გარანტიის დაზღვევის სერტიფიკატის“ მიხედვით, გაურკვეველ საგარანტიო პირობებთან დაკავშირებით, მხარეთა შორის წარმოშობილი დავა რეგულირდება ესპანეთის კანონმდებლობით. დასკვნა მოთამაშეთა მომზადების ნაწილში სახელშეკრულებო პირობები და კონტროლის მექანიზმები ვერ უზრუნველყოფს: - კლუბის ახალგაზრდულ სტრუქტურებში მომზადების მიზნით, მოთამაშეთა შერჩევის პროცესის გამჭვირვალობას და ერთგვაროვან მიდგომას; - ფედერაციის მიერ მოცემული პროექტის ფარგლებში კლუბში მომზადებული კალათბურთელების ტრანსფერის ფაქტის დადგენის და შეტანილი ეკონომიკური წვლილის შესაბამისი ფინანსური სარგებლის მიღების სამართლებრივი მექანიზმის არსებობას. მომსახურების ანაზღაურების არსებული მექანიზმი შეიცავს საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიანი ხარჯვის რისკებს და არ ქმნის კლუბის ახალგაზრდულ სტრუქტურებში მომზადების მიზნით ქართველი მოთამაშეების მოზიდვის სტიმულს. „კალათბურთის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამის“ მიზნების შეუსაბამოდ, მოთამაშეთა მომზადებაში ქართული მხარის მიერ შეტანილი წვლილის ძირითადი ნაწილი (63%) მოხმარდა უცხოელი კალათბურთელების განმარტებით, ხელშეკრულების მომზადებას. ფარგლებში ფედერაციის უცხოელი პასუხისმგებელი კალათბურთელების პირების მომზადება განპირობებული იყო შემდგომში მათი ტრანსფერის ხარჯზე დამატებითი შემოსავლის მიღების 30 N30000761/00000165 შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 18 2019 პერსპექტივით. თუმცა საწინააღმდეგოზე მიუთითებს ის გარემოება, რომ ხელშეკრულებით არ იყო განსაზღვრული მექანიზმები, რომლებიც უზუნველყოფდა ტრანსფერის ფაქტის და მისი პირობების შეტყობინება-შეთანხმებას ფედერაციასთან. ფედერაცია არ ფლობს ინფორმაციას მომზადებული უცხოელი კალათბურთელების სატრანსფერო პერსპექტივის და მათი შემდგომი სპორტული განვითარების შესახებ. აღნიშნული კონტროლის მექანიზმების არარსებობა, თავის მხრივ, წარმოშობს თაღლითობის ჩადენის რისკებს. ხელშეკრულებით და „გარანტიის დაზღვევის სერტიფიკატით“ არ არის განსაზღვრული გარანტიის გამცემი სადაზღვევო კომპანიის მიმართ ფედერაციის მოთხოვნის წარმოშობის კონკრეტული პირობები და გარემოებები, რომლებიც საფუძვლად უნდა დაედოს „სასკი ბასკონიის“ მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში საგარანტიო ვალდებულების ამოქმედებას. სამინისტროს და ფედერაციას რეკომენდაცია N1. „კალათბურთის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამის“ მიზნებიდან გამომდინარე, ხელშეკრულებით შეთანხმდეს მისაღწევი შედეგის კონკრეტული ინდიკატორები, „სასკი ბასკონიას“ მოსამზადელ სტრუქტურებში ქართველი და უცხოელი კალათბურთელების შერჩევის წესი და პარიტეტი. ამასთანავე, გონივრული პერიოდულობით მომზადდეს და განხილულ იქნეს ხელშეკრულების ფარგლებში მიღწეული შედეგების შეფასების ანგარიში. ფედერაციას რეკომენდაცია N2. მოთამაშეთა მომზადების ნაწილში შეტანილი ეკონომიკური წვლილის შესაბამისი ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, მოქმედი ხელშეკრულების ფარგლებში შემუშავებულ იქნეს გრანტით დაფინანსებული კალათბურთელების გაყიდვის/ტრანსფერის ფაქტის დადგენისა და ფედერაციასთან მისი პირობების შეთანხმების მექანიზმი. ამასთანავე, განხორციელდეს ხელშეკრულების ფარგლებში მომზადებული კალათბურთელების სხვადასხვა საკალათბურთო კლუბში სატრანსფერო „მოძრაობის“, ასევე მომზადების ვადის გასვლის შემდეგ ხსენებული მოთამაშეების „სასკი ბასკონიასთან“ გაფორმებული კონტრაქტის პირობების ინფორმაციის მოძიება და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, მის მიმართ შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 19 შესახებ 2019 წაყენებულ იქნეს მოთხოვნა მოცემული ტრანსფერებიდან მისაღებ ფინანსურ სარგებლთან დაკავშირებით. ფედერაციას რეკომენდაცია N3. „სასკი ბასკონიის“ მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებული რისკების თავიდან აცილების მიზნით, წარმოდგენილი საბანკო (სადაზღვევო) გარანტიით განისაზღვროს მისი ამოქმედების კონკრეტული პირობები და ვადები. ტექნიკური თანამშრომლობა საკალათბურთო კლუბსა და ფედერაციას შორის ტექნიკური თანამშრომლობა მოიცავს სამ ძირითად მიმართულებას: - 2015-2021 წლებისათვის ფედერაციის სტრატეგიული გეგმის შემუშავება; - კლუბის ტექნიკური სპეციალისტების ჯგუფის მონაწილეობით საქართველოში საკალათბურთო კემპის ორგანიზება; - ქართველი მწვრთნელების მომზადება ესპანეთში „სასკი ბასკონიის“ სპორტული სტრუქტურის სათავო ოფისში სპეციალურად მათთვის მომზადებული პროგრამის მიხედვით. ხელშეკრულებით ტექნიკური თანამშრომლობის ღონისძიებების ხარჯები ყოველწლიურად განსაზღვრულია 200,000 ევროს ოდენობით. „სასკი ბასკონიის“ მიერ ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში გაწეული მომსახურების ხარჯები კალათბურთელთა შერჩევის მიზნით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში, „ფონდი 5+11“ ყოველწლიურად აგზავნის საქართველოში ტექნიკური სპეციალისტების ჯგუფს ფედერაციის მიერ შერჩეული 14-17 წლის ასაკის კალათბურთელებისათვის საკალათბურთო კემპის მოსაწყობად. შესამოწმებელ პერიოდში შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 20 2019 მოცემული ღონისძიების ორგანიზების და განხორციელების ხარჯმა სულ შეადგინა − 788,099 ლარი. ცხრილი N 3. ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში გაწეული ხარჯები ტექნიკურ თანამშრომლობაზე ბასკონიისათვის გადახდილი თანხები ფედერაციის მიერ გაწეული ხარჯები31 სულ პერიოდი ტექნიკური სპეციალისტე ბის მომსახურება სატრანსპორ ტო ხარჯები სპორტული ტანსაცმელი სტრატეგი ული გეგმის შედგენა 2014წ - - - - 14,306 14,306 2015წ 176,504 18,927 15,438 29,880 103,887 344,636 2016წ 85,664 16,135 6,333 - 84,915 193,047 2017წ - - - - 76,497 76,497 2018წ 22,659 4,440 6,216 - 126,298 159,613 სულ: 284,827 39,502 27,987 29,880 405,903 788,099 ტექნიკური თანამშრომლობისათვის კემპის ფარგლებში გადახდილი მთლიანი თანხებიდან საქართველოში ჩამოსულ ტექნიკური სპეციალისტების ჯგუფზე გაწეულმა ხარჯმა 2015-2018 წლებში შეადგინა − 330,681 ლარი. აქედან, წარმოდგენილი ინვოისების საფუძველზე ბასკონიის ანგარიშზე ჩარიცხულია 284,827 ლარის ეკვივალენტი − 110,963 ევრო, ხოლო ადგილზე ამ პირების სასტუმრო მომსახურებაზე გახარჯულია − 45,854 ლარი. კერძოდ, 2015 წელს საქართველოში ჩამოსულ 8 პიროვნებაზე სულ გადახდილია 203,475 ლარი, საიდანაც ინვოისის საფუძველზე „სასკი ბასკონიის“ ანგარიშზე ჩარიცხულია 176,504 ლარი, ხოლო 26,971 ლარი არის მათი სასტუმროს მომსახურების ხარჯი, სამჯერადი კვებით. საშუალოდ, დღეში ამ პიროვნებების მომსახურებაზე გადახდილმა თანხამ შეადგინა − 1,938 ლარი. 2016 წელს კი, საშუალოდ ერთ ადამიანზე გადახდილი თანხა შეადგენს − 1,835 ლარს. ცხრილი N4. ტექნიკური სპეციალისტების ჯგუფზე გაწეული ხარჯები კემპის ჩატარების დრო ჩამოს ულ პირთა რაოდე ნობა კემპში მონაწილ ეობის დღეების რაოდენ ობა − სულ 32 ადგილზე გაწეული სასტუმრო ხარჯები კვებით (ლარი) ინვოისის საფუძველზე გადარიცხული თანხა, სულ სულ ხარჯი სასტუმროს ხარჯის ჩათვლით ხარჯი საშუალოდ დღეში33 ევრო ლარი ლარი ლარი 2015 წ. 8 105 26,971 70,800 176,504 203,475 1938 2016 წ. 7 51 7,969 32,500 85,664 93,633 1835 სასტუმროს მომსახურება, კვების და ტრანსპორტის ხარჯები, იჯარის და ინვენტარის შეძენის ხარჯები. მონაცემები ჩამოსულია პიროვნებების მიერ საქართველოში ყოფნის დღეების მიხედვით, ჯამურად, ყველა პერსონაზე. 33 წლების მიხედვით: ტექნიკური მომსახურებისათვის გადახდილი თანხები, გაყოფილი − ჩამოსული სტუმრების რაოდენობაზე. 31 32 შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 21 2019 2017 წ. 3 12 1,920 - - 1,920 160 2018 წ. 5 33 8,994 7,663 22,659 31,653 959 45,854 110,963 284,827 330,681 სულ: ხელშეკრულებით 34 არ არის შეთანხმებული ქართულ კემპში მონაწილეობის მისაღებად მივლინებული ესპანელი ტექნიკური სპეციალისტების ჯგუფის შემადგენლობა და ფაქტორები, რომლებიც განსაზღვრავს მივლინების ხანგრძლივობას. ამასთანავე, არსებითი ხასიათის შეუსაბამობებია წლების მიხედვით მივლინების პერიოდებს, მივლინებული პირების რიცხოვნობას და სამივლინებო ხარჯების მოცულობებს შორის, რომლის რაციონალურობის შესახებ, აუდიტის ობიექტის განმარტებით და სხვა აუდიტორული მტკიცებულებების საფუძველზე, აუდიტის ჯგუფმა ვერ მიიღო სათანადო რწმუნება. ფედერაციის მიერ საკალათბურთო კლუბთან ანგარიშსწორება განხორციელებულია წარმოდგენილი ინვოისების საფუძველზე, რასაც არ ახლავს ხარჯის გაწევის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტები. შესყიდვები ხელშეკრულების ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებების დაფინანსებას ახორციელებს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა უნდა ეფუძნებოდეს ეკონომიურობის და ეფექტიანობის პრინციპებს, რომელთა დაცვის მიზნითაც სხვადასხვა მომსახურების და მატერიალურ-ფასეულობათა შესყიდვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებების ერთ-ერთ საფუძველს უნდა წარმოადგენდეს ბაზრის გამოკვლევის შედეგები. 35 ფედერაციის მიერ 2015-2018 წლებში, ხელშეკრულების თანახმად ჩატარებული საკალათბურთო კემპის ფარგლებში − 86,778 ლარის 36 ღირებულების საქონლისა და მომსახურების შესყიდვისათვის მომწოდებლების შერჩევის მიზნით, ბაზრის კვლევა არ განხორციელებულა. მწვრთნელების მომზადება 2015 წლის გარდა. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2011 წლის 19 დეკემბრის N180 ბრძანების მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი. 36 მათ შორის, 1,518 ლარის სპორტული ინვენტარი, 9,463 ლარის კომპიუტერული ტექნიკა, მედიკამენტები და კემპის ფარგლებში გაწეული მომსახურებები. 34 35 შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 22 2019 ხელშეკრულების ტექნიკური თანამშრომლობის37 ნაწილის შესაბამისად, საკალათბურთო კლუბ „სასკი ბასკონიის“ სპორტული სტრუქტურის სათავო ოფისში უნდა შექმნილიყო ქართველი მწვრთნელების მოსამზადებელი პროგრამა. ქართველი მწვრთნელების მომზადების გეგმა ითვალისწინებდა ორ ძირითად ინიციატივას: მწვრთნელების კლინიკას საქართველოში 38 და ქართველი მწვრთნელების სამთვიან მონაწილეობას „სასკი ბასკონიის“ სტრუქტურებში. თანამშრომლობა მიზნად ისახავდა, რომ ქართველ მწვრთნელებს ყოველწლიურად ჰქონოდათ შესაძლებლობა, სრულად ჩართულიყვნენ წვრთნის პროცესებში და მიღებული გამოცდილებით განეხორციელებინათ კალათბურთელების მომზადება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხუთწლიან პერიოდში. „სასკი ბასკონიის“ სპორტული სტრუქტურის სათავო ოფისში ქართველი მწვრთნელების მოსამზადებელი პროგრამის შექმნა და შესაბამისად, მათი მომზადების მიმართულებით საქმიანობა არ დასტურდება. მწვრთნელების კლინიკის პროცესის ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოდგენა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში მწვრთნელების მონაწილეობა „სასკი ბასკონიის“ სტრუქტურებში არ განხორციელებულა. აუდიტის ჯგუფის მოთხოვნის საფუძველზე, ფედერაციის განმარტებით, „სასკი ბასკონიის“ სპორტულ სტრუქტურებში ქართველ მწვრთნელებს მონაწილეობა არ მიუღიათ ენობრივი ბარიერისა და დროის სიმცირის ფედერაციისათვის ცნობილი იყო გამო. აღნიშნული ხელისშემშლელი ფაქტორები ხელშეკრულების გაფორმებამდე და შესაბამისად, მისი მიმდინარეობის პერიოდშიც შეიძლებოდა ამ საკითხების მოგვარება. დასკვნა ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში გაწეული მომსახურების მიხედვით, „სასკი ბასკონიასთან“ ანგარიშსწორება განხორციელებულია წარმოდგენილი ინვოისების საფუძველზე, ხარჯვითი ოპერაციების ფაქტობრივად შესრულების დადასტურების გარეშე. 39 ხელშეკრულებით არ არის შეთანხმებული ქართულ კემპში მონაწილე ესპანელ სპეციალისტებზე ასანაზღაურებელი ჰონორარის ოდენობა. ფედერაციის მხრიდან ვერ იქნა წარმოდგენილი აღნიშნული ხარჯის განსაზღვრის საფუძველი. ხელშეკრულებით განსახორციელებელი ღონისძიებებისათვის შესასყიდი საქონლის და მომსახურების ოპტიმალური ფასის, ტექნიკური პარამეტრებისა და მიწოდების პირობების მე-7 მუხლი. ქართველი მწვრთნელებისათვის 4 − 6-საათიანი თემატური სემინარი. 39 მიღება-ჩაბარების აქტების გარეშე. 37 38 შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 23 2019 დადგენა ბაზრის კვლევის გარეშე, ზრდის საბაზრო პირობებთან შედარებით არაადეკვატური ფასისა და მიწოდების პირობების განსაზღვრის რისკებს, რაც, თავის მხრივ, იწვევს საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიურ და არაეფექტიან ხარჯვას. „სასკი ბასკონიის“ სპორტული სტრუქტურის სათავო ოფისში ქართველი მწვრთნელების მოსამზადებელი პროგრამის შექმნა და შესაბამისად, მწვრთნელთა მომზადების მიმართულებით საქმიანობა არ დასტურდება. ფედერაციას რეკომენდაცია N4. ფულადი სახსრების მიზნობრივი და რაციონალური/პროპორციული ხარჯვის უზრუნველყოფის მიზნით, მხარეთა შორის შეთანხმებით განისაზღვროს ტექნიკური თანამშრომლობის ნაწილში ხარჯების სხვადასხვა ელემენტის (სპეციალისტების ჰონორარი, ტრანსპორტირების ხარჯი, სპორტული ინვენტარის შეძენა და ა.შ.) მოცულობა და ანაზღაურების კონკრეტული წესი. ანაზღაურება განხორციელდეს ხარჯის გაწევის დამადასტურებელი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე. კონტროლის სისუსტეები ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსების წყაროს წარმოადგენს „კალათბურთის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამის“ მიხედვით დამტკიცებული საბიუჯეტო ასიგნება, რომელიც ფედერაციას გადაეცემა სუბსიდიის სახით. მოცემული პროგრამის განმახორციელებელია − სამინისტრო, რომლის მიერ არ მომხდარა ხელშეკრულების პროექტის განხილვა-შეთანხმება. ხელშეკრულების ოპტიმალური და მისაღები პირობების განსაზღვრის მიზნით, ფედერაციას არ შეუსწავლია/გამოუკვლევია საერთაშორისო პრაქტიკა მსგავსი მომსახურების მიმართულებით, მაგალითად, ინფორმაციის გამოთხოვა შესაბამისი საკალათბურთო კლუბებიდან, მისი ანალიზი და ა. შ. ხელშეკრულება და მასზე თანდართული, თანამშრომლობის პირველი წლისათვის შედგენილი ,,საქართველოში კალათბურთის განვითარებისა და ახალგაზრდა მოთამაშეების მომზადების პროექტი“ ფედერაციის მართვის ორგანოს − გამგეობის სხდომაზე არ განხილულა. შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 24 სახელმწიფო აუდიტის სამსახური ქ.თბილისი, 0144, წმ. ქეთევან დედოფლის გამზირი N96 +995 32 243 84 38
დანართი
ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში 2019 სარჩევი ტერმინთა განმარტებები................................................................................................................... 3 შემაჯამებელი მიმოხილვა და რეკომენდაციები .......................................................................... 4 1. შესავალი......................................................................................................................................... 8 1.1 აუდიტის მოტივაცია .............................................................................................................. 8 1.2 აუდიტის მიზანი ................................................................................................................... 10 1.3 შეფასების კრიტერიუმი ....................................................................................................... 10 1.4 აუდიტის მასშტაბი და მეთოდოლოგია............................................................................ 11 2. ზოგადი ინფორმაცია ................................................................................................................. 14 2.1 განათლების მართვის ინფორმაციული სისტემის მნიშვნელობა ................................. 14 2.2 ზოგადი განათლების მართვის ინფორმაციული სისტემა............................................. 15 2.2.1 სისტემის განვითარებასთან დაკავშირებული ბიუჯეტი ...................................... 18 აუდიტის მიგნებები ......................................................................................................................... 19 3. არასრულყოფილი ინფორმაცია ............................................................................................... 20 4. ელექტრონული ჟურნალის დანერგვასთან დაკავშირებული ხარვეზები........................ 22 5. eSchool სისტემის ანალიტიკური ფუნქციონალის ნაკლოვანებები ................................... 25 დასკვნა........................................................................................................................................... 29 რეკომენდაცია............................................................................................................................... 30 6. ინფორმაციული უსაფრთხოება ............................................................................................... 30 6.1 იუმს-ის გავრცელების სფერო და პასუხისმგებლობები ............................................... 32 6.2 რესურსები .............................................................................................................................. 33 6.3 ცვლილებების მართვა .......................................................................................................... 34 6.4 ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტების მართვა ............................................. 35 6.5 უსაფრთხო დეველოპმენტი ................................................................................................ 36 6.6 მოწყვლადობის ანალიზი .................................................................................................... 36 დასკვნა........................................................................................................................................... 37 რეკომენდაცია............................................................................................................................... 37 ბიბლიოგრაფია ................................................................................................................................. 39 დანართი №1 – SABER-EMIS შეფასების შედეგები...................................................................... 40 ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში 2 2019 ტერმინთა განმარტებები სამინისტრო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. სააგენტო სსიპ − განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა. SABER სისტემური მიდგომა შედეგებისათვის. EMIS განათლების მართვის ინფორმაციული სისტემა. SABER-EMIS მსოფლიო ბანკის ჩარჩო დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს განათლების სისტემაში მართვის ინფორმაციული სისტემის მოთხოვნებს. eSchool ზოგადი განათლების მართვის ინფორმაციული სისტემა. eJournal მოსწავლის აკადემიური მოსწრების აღრიცხვის მოდული. eJournal წარმოადგენს eSchool სისტემის ერთ-ერთ შემადგენელ მოდულს. მართვის სისტემა წინამდებარე ანგარიშის მიზნებისათვის ტერმინი მართვის სისტემა გამოიყენება განათლების მართვის ინფორმაციული სისტემის სანაცვლოდ. უკეთესი პრაქტიკის მაგალითი წინამდებარე ანგარიშის მიზნებისათვის აღნიშნული მოიცავს SABER-EMIS შეფასების მოთხოვნებს, თუ თავად ანგარიშში სხვა რამ არ არის მითითებული. ვალიდაცია სკოლების მიერ ასახული ინფორმაციის დადასტურება მესამე მხარესთან ან კონტროლის სხვა მექანიზმებით. Data-driven culture მონაცემებზე კულტურა. ინფორმაციული სისტემა ინფორმაციული ტექნოლოგიებისა (IT) და ამ ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელებული ქმედებების ნებისმიერი კომბინაცია, რომელიც ხელს უწყობს მართვას ან/და გადაწყვეტილების მიღებას. ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში განათლების დაფუძნებული სისტემაში გადაწყვეტილებების უკეთესი მიღების 3 2019 შემაჯამებელი მიმოხილვა და რეკომენდაციები საზოგადოების საჭიროებებზე მორგებული განათლების სისტემის ჩამოყალიბებაში კრიტიკულად მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს სანდო და დროული ინფორმაციის არსებობა. ტექნოლოგიური განვითარების შედეგად, მეგამონაცემებისა (big data) და მონაცემთა ანალიზის გამოყენებით, შესაძლებელი გახდა მონაცემებზე დაფუძნებული მიდგომების ჩამოყალიბება. ინფორმაციის ცენტრალიზებულად შეგროვების, ავტომატურად დამუშავებისა და მარტივად აღსაქმელი ვიზუალიზაციების საშუალებით, გადაწყვეტილების მიმღებებს შეუძლიათ პროცესში ხარვეზების დროულად აღმოჩენა და საპასუხო პოლიტიკის შემუშავება. განათლების სისტემაში ინფორმაციის გენერირებისათვის კი მნიშვნელოვანია მართვის შესაბამისი ინფორმაციული სისტემის დანერგვა და მისი ეფექტიანი ფუნქციონირება. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა განათლების მართვის ინფორმაციული სისტემის ეფექტიანობის აუდიტი. აუდიტი მოიცავდა 2015-2018 წლებს, ხოლო მის მიზანს წარმოადგენდა ზოგადი განათლების მართვის ინფორმაციული სისტემის, მისი მმართველობისა (Governance) და უსაფრთხოების არსებული პრაქტიკის შეფასება. აღსანიშნავია, რომ საქართველოში 2011 წლიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ზოგადი განათლების მართვის ინფორმაციული სისტემის ჩამოყალიბების მიმართულებით. 2015 წლიდან კი ფუნქციონირებს eSchool ელექტრონული სისტემა, რომელმაც მნიშვნელოვნად გაამარტივა რიგი ადმინისტრაციული პროცესები და ხელი შეუწყო ხელით შესრულებული პროცედურებით გამოწვეული რისკების მინიმიზაციას. ზემოაღნიშნული წინსვლის მიუხედავად კვლავ არსებობს საკითხები, რომლებიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) და სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (შემდგომში - სააგენტო) მხრიდან გაუმჯობესებას საჭიროებენ. აუდიტის შედეგად გამოვლინდა ნაკლოვანებები, რომლებიც გავლენას ახდენს ზოგადი განათლების მართვის ეფექტიანი ინფორმაციული სისტემის ჩამოყალიბებასა და სისტემაში წარმოებული მონაცემების დაცულობაზე. კერძოდ:  eSchool სისტემაში, უკეთესი პრაქტიკისაგან განსხვავებით, არ ხდება ისეთი მნიშნვნელოვანი მონაცემების ასახვა, როგორიც არის მოსწავლის სწავლის შედეგები, ჯანმრთელობის შესახებ (მაგალითად, იმუნიზაციის ინფორმაცია, დაავადებების ისტორია და ა.შ.) და სხვა მონაცემები. აღნიშნული გამოწვეულია სამინისტროსა და სააგენტოს მხრიდან eSchool-ის შექმნის პროცესისადმი არათანმიმდევრული მიდგომითა ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში და პროექტის მართვაში არსებული 4 2019 ხარვეზებით. eSchool სისტემის შემუშავების პროცესში არ ყოფილა განსაზღვრული სისტემაში საჭირო ინფორმაციის მიმართ მოთხოვნები. კერძოდ, რა მოდულები და მონაცემები უნდა არსებობდეს იმისათვის, რომ შესაძლებელი იყოს ზოგადი განათლების სექტორის შეფასება. არსებული მდგომარეობით ინფორმაცია/პარამეტრები სისტემაში და არ არსებობს შეუძლებელია სრულყოფილი სხვადასხვა შესაბამისი ინფორმაციის ერთმანეთთან დაკავშირება. აღნიშნული საშუალებას მისცემდა სამინისტროსა და სხვა ჩართულ მხარეებს ადეკვატურად შეეფასებინათ განათლების სექტორი და განესაზღვრათ სტრატეგიული მიმართულებები.  არსებული მდგომარეობით შეუძლებელია განათლების სექტორის შეფასებისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფორმაციის − მოსწავლის აკადემიური მოსწრების, ცენტრალურად გენერირება და ჩართული მხარეების მიერ მათზე დროული წვდომა. კერძოდ, eSchool-ის მნიშვნელოვანი მოდული eJournal საჯარო სკოლების მხოლოდ 16%-შია დანერგილი და 2016 წლიდან დღემდე საპილოტე რეჟიმში მიმდინარეობს მისი გამოყენება. შესაბამისად, eJournal სკოლების უმეტესობაში დანერგილი არ არის და სამინისტრო ვერ ახერხებს აღნიშნული მონაცემების სტრატეგიული გამოყენებას. ამასთანავე, ელექტრონული ჟურნალი, ფუნქციონალიდან გამომდინარე, ვერ უზრუნველყოფს მიზნებისათვის მისი არასრული მიმდინარე რეჟიმში მშობლის წვდომას მოსწავლის აკადემიურ მოსწრებაზე. შესაბამისად, განათლების დაინტერესებული მოკლებულნი მხარეები, არიან სისტემის კრიტიკულად მშობლები, შესაძლებლობას მნიშვნელოვანი სამინისტრო მათთვის და სკოლები საჭირო ჭრილში (ინდივიდუალური მოსწავლის, სკოლის თუ ქვეყნის დონეზე) მიიღონ ინფორმაცია სწავლის შედეგების შესახებ.  ზოგადი განათლების მართვის ინფორმაციულ სისტემას არ გააჩნია წინასწარ ჩაშენებული ანალიტიკური ფუნქციონალი. კერძოდ, დაინტერესებული მხარეებისათვის არ არის ხელმისაწვდომი ე.წ. ანალიტიკური დაფები (analytical dashboards), გრაფიკები და მონაცემთა ვიზუალიზაციები, სამინისტროს, სკოლისა და მშობლისათვის გაამარტივებდა რომლებიც მიმდინარე პროცესების გაანალიზებასა და საჭირო საკითხების შეფასებას.  სააგენტოს მნიშვნელოვანი ნაბიჯები აქვს გადადგმული იუმს-ის ჩამოყალიბების მიმართულებით, თუმცა მისი მასშტაბებიდან გამომდინარე, იუმს-ის გავრცელების სფერო ადეკვატური არ არის. ასევე არ არის შესაბამისად გამიჯნული მმართველობისა და მონიტორინგის ფუნქციები. აუდიტმა აჩვენა ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში 5 2019 აღნიშნული პროცესების უზრუნველყოფის, უსაფრთხოების შესაბამისი ცვლილებების ინციდენტების ადამიანური მართვისა აღრიცხვის და რესურსებით ინფორმაციული მიმართულებით არსებული ნაკლოვანებები. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ სააგენტოს არ გააჩნია დეველოპმენტისთვის განსაზღვრული პოლიტიკა/პრაქტიკა და ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი/ოფიცერი არ ერთვება სისტემის დეველოპმენტის არცერთ ეტაპზე. დეველოპმენტის მიმართულებით ერთიანი მიდგომის არსებობის მნიშვნელობას ხაზს უსვამს ისიც, რომ სააგენტოს ერთერთ უპირველეს ფუნქციას განათლების სექტორში მართვის ინფორმაციული სისტემების განვითარება/დეველოპმენტი წარმოადგენს. ყოველივე აღნიშნული წარმოადგენს ინფორმაციული უსაფრთხოების მინიმალურ მოთხოვნებთან შეუსაბამობასა და ზრდის კონფიდენციალურ ინფორმაციაზე არასანქცირებული წვდომის რისკს, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს სააგენტოს ინფორმაციის კონფიდენციალობის და მთლიანობის დაცვაზე.1 გამოვლენილი გარემოებები და ნაკლოვანებები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ზოგადი განათლების მართვის ეფექტიანი ინფორმაციული სისტემის შემუშავებაზე. აღნიშნულს, თავის მხრივ, უარყოფითი გავლენა აქვს სკოლების, მშობლებისა და სამინისტროს მხრიდან ინფორმირებული და დროული გადაწყვეტილებების მიღებაზე. გამოვლენილ ნაკლოვანებებთან მიმართებით გაიცა შემდეგი რეკომენდაციები:  მონაცემებზე დაფუძნებული ინფორმირებული მიდგომის გადაწყვეტილების ჩამოსაყალიბებლად მიღების ხელშეწყობის და მიზნით, სამინისტროსთან შეთანხმებით სააგენტომ შეიმუშაოს: - eSchool სისტემის დანერგვის გეგმა შესაბამისი დროის განრიგის მითითებით. აღნიშნული გეგმა, სხვა დანარჩენთან ერთად გულისხმობს eSchool სისტემაში ზემოაღნიშნული არსებული მიზნების ინფორმაციის მიღწევისათვის გადახედვას საჭირო და მინიმალური მონაცემების განსაზღვრას. - სისტემის ფუნქციონალის გაუმჯობესების გეგმა და მის მიმართ საჭირო მოთხოვნები. აღნიშნული საშუალებას უნდა აძლევდეს სამინისტროს და 1 აუდიტის ჯგუფმა ჩაატარა e-school სისტემის მოწყვლადობის ტესტირება, რის შედეგადაც გამოვლინდა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რიგი ნაკლოვანებები. ტესტირების შედეგების სენსიტიურობიდან გამომდინარე, აღნიშნული ნაწილი არ საჯაროვდება და დეტალური ანგარიში გაეგზავნა აუდიტის ობიექტის ხელმძღვანელობას. ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში 6 2019 სხვა ჩართულ მხარეებს განახლებული დროულად და მარტივი გზით მიიღონ ინფორმაცია განათლების სექტორში მიმდინარე ელექტრონული ჟურნალის საკითხებზე.  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოდულის წარმატებით დანერგვისათვის და მასზე ყველა მნიშვნელოვანი მხარის წვდომის მიზნით, მიზანშეწონილია სამინისტროსთან შეთანხმებით სააგენტომ შეიმუშაოს: - ელექტრონული ჟურნალის დანერგვის გეგმა, რომელიც სხვა დანარჩენთან ერთად, ითვალისწინებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ეტაპობრივი ჩართვის ვალდებულების გრაფიკს, მექანიზმებს და სკოლების საპილოტე მოტივაციის ეტაპის და მაქსიმალურ ხანგრძლივობას.  ეფექტიანი და ქმედითი ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის შექმნისა და დანერგვისათვის მიზანშეწონილია: - სააგენტოს ხელმძღვანელობამ გადახედოს იუმს-ის გავრცელების სფეროს და უზრუნველყოს მისი შესაბამისობა ორგანიზაციულ მიზნებთან, დაინტერესებული მხარეების ინტერესებთან და საკანონმდებლო მოთხოვნებთან. - ინფორმაციული ტექნოლოგიების მმართველობის ფუნქცია გაიმიჯნოს ინფორმაციული უსაფრთხოების ზედამხედველობისგან და ინფორმაციულ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირ(ებ)ი პირდაპირ დაექვემდებაროს სააგენტოს დირექტორს. - სააგენტოს მენეჯმენტმა განსაზღვროს აუცილებელი და საკმარისი ადამიანური რესურსები. ამასთანავე, მიზანშეწონილია განისაზღვროს ზემოხსენებული თანამშრომლების პროფესიული განვითარების გეგმა (PDP) და უზრუნველყოფილ იქნეს სისტემატური ტრენინგები. - ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების შესამცირებლად, შეიმუშაოს ცვლილებების მართვის ადეკვატური პრაქტიკა საკანონმდებლო მოთხოვნებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში 7 2019 1. შესავალი 1.1 აუდიტის მოტივაცია ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარებისათვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რესურსს ადამიანური კაპიტალი წარმოადგენს. შესაბამისად, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი განათლების სისტემის ფორმირება ქვეყნის მდგრადი განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობა და საქართველოს მთავრობისათვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ზემოხსნებული მიმართულების მნიშვნელობა გაცხადებულია საქართველოს არაერთ სტრატეგიულ2 და საერთაშორისო დოკუმენტში, მაგალითად, გაერთიანებული ერების (UN) ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ მსოფლიოს მდგრადი განვითარების (SDGs) უზრუნველყოფის გეგმაში. ხარისხიანი ზოგადი განათლების უზრუნველყოფა, თავის მხრივ, სხვადასხვა კომპლექსურ საკითხს აერთიანებს, როგორიცაა:3  მოსწავლესა და მასწავლებელს შორის ეფექტიანი კომუნიკაციის უზრუნველყოფა;  სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში მცხოვრები მოსწავლეებისათვის თანაბარი შესაძლებლობების და ხარისხიანი გაკვეთილების ჩატარების უზრუნველყოფა;  მასწავლებელთა და მოსწავლეთა ოპტიმალური რაოდენობის განსაზღვრა;  მასწავლებელთა დაწინაურებისა და საჭირო კვალიფიკაციების განსაზღვრა;  სკოლისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის იდენტიფიცირება და არსებული რესურსების გათვალისწინებით მათი ადეკვატურად უზრუნველყოფა. აღნიშნული პროცესების ეფექტიანი მართვისათვის მნიშვნელოვან წარმოადგენს დროული და სანდო ინფორმაცია. კერძოდ, წინაპირობას განათლების სექტორში ხარისხიანი მონაცემების შეგროვება და ამ მონაცემების ანალიზი/ანალიტიკა საშუალებას იძლევა ზუსტად განისაზღვროს სექტორის საჭიროებები, სამომავლო მოთხოვნები და სტრატეგიული მიმართულებები. ამასთანავე, ზემოაღნიშნული აყალიბებს მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების კულტურას (data-driven culture), უზრუნველყოფს ინფორმირებული გადაწყვეტილებებისა და გაზომვადი შედეგების მიღებას. სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაში „საქართველო 2020“ და საქართველოს მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმა. 3 Data for Learning, Building a Smart Education Data System, Husein Abdul-Hamid, 2017 International Bank for Reconstruction and Development / The World Bank. 2 ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში 8 2019 დამატებით, განათლების სექტორზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ტექნოლოგიური განვითარება, რაც უზრუნველყოფს ინფორმაციის ხელმისაწვდომობას (ელექტრონული ბიბლიოთეკა, ვირტუალური საკლასო ოთახი, სატელეკონფერენციო ტექნოლოგიები და ა.შ.), ადმინისტრაციული პროცესების გამარტივებასა და უკეთესი სასწავლო პროცესის ფორმირებას. არსებული გამოწვევების საპასუხოდ სამინისტროს მმართველობის სფეროში 2012 წელს შეიქმნა სააგენტო. დებულების თანახმად, სააგენტო პასუხისმგებელია საგანმანათლებლო სისტემაში:  ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვაზე;  მართვის ინფორმაციული სისტემების განვითარებაზე;  გადაწყვეტილების მიღების პროცესის ინფორმაციულ უზრუნველყოფაზე. 2014 წელს მსოფლიო ბანკმა ჩაატარა განათლების სისტემაში არსებული მდგომარეობის შეფასება,4 რომელიც მიზნად ისახავდა ტექნიკური დახმარების გაწევას განათლების სექტორის სტრატეგიის შემუშავებაში. ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია შემდეგ მნიშვნელოვან საკითხებზე:  განათლების სექტორში არსებული მონაცემები არ არის ხარისხიანი და ყოვლისმომცველი, რაც ხელს უშლის სტრატეგიული მიმართულებების ეფექტიან განსაზღვრას;  არ არსებობს ერთი კონკრეტული უწყება, რომლის დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა განათლების მიმართულებით (სკოლამდელი, ზოგადი, უმაღლესი ინფორმაციაზე სფეროს და ყველა პროფესიული განათლების სფეროები) არსებული საერთო სურათის შექმნა და შესაბამისი მონაცემების თავმოყრა;  სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ ხდება განათლების სისტემაში არსებული მონაცემების ადეკვატური გამოყენება. დამატებით, განათლების სექტორისა და განათლების სისტემებში დაცული ინფორმაციის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის დადგენილებით,5 სამინისტრო და სააგენტო კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტებად არიან კლასიფიცირებულნი. განათლების მართვის ინფორმაციული სისტემის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მისი კრიტიკულობისა და მსოფლიო ბანკის შეფასების ანგარიშში იდენტიფიცირებული 4 Georgia: Technical Assistance to Support Preparation of Education Sector Strategy საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 აპრილის №312 დადგენილება „კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“. 5 ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში 9 2019 ნაკლოვანებების გათვალისწინებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია შეესწავლა განათლების მართვის ინფორმაციული სისტემა და ამ სისტემის მართვის არსებული პრაქტიკა. ამასთანავე, არსებული მდგომარეობით, საქართველოში არ ჩატარებულა განათლების მართვის ინფორმაციული სისტემის აუდიტი. 1.2 აუდიტის მიზანი აუდიტის მიზანია ზოგადი განათლების მართვის ინფორმაციული სისტემის, მისი მმართველობისა (Governance) და უსაფრთხოების არსებული პრაქტიკის შეფასება. შესაბამისად, აუდიტმა უპასუხა შემდეგ კითხვებს: 1. რამდენად ეფექტიანია კონტროლის გარემო ზოგადი განათლების მართვის ინფორმაციული სისტემის დანერგვისა და ფუნქციონირებისათვის? 2. რამდენად ქმნის ინფორმირებული და დროული გადაწყვეტილების მიღების წინაპირობებს სისტემის არსებული ფუნქციონალი და მონაცემები? 3. რამდენად უზრუნველყოფილია ინფორმაციის უსაფრთხოება eSchool სისტემაში? აუდიტის შედეგებზე დაყრდნობით გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები, რომლებიც ხელს შეუწყობს გამოვლენილი ნაკლოვანებების გამოსწორებას. 1.3 შეფასების კრიტერიუმი ზოგადი განათლების მართვის ინფორმაციული სისტემის დანერგვის პროცესის, არსებული ფუნქციონალისა და მონაცემების სისრულის შეფასების კრიტერიუმად შეირჩა მსოფლიო ბანკის მიერ შემუშავებული შეფასების ჩარჩო − SABER6 - EMIS, რომლის მიზანია, ქვეყანაში არსებული განათლების მართვის ინფორმაციული სისტემის შეფასება. კერძოდ, ზემოხსენებული ჩარჩო დოკუმენტის მიზანია, დაეხმაროს ქვეყნებს გააუმჯობესონ განათლების მართვის ინფორმაციული სისტემები და შემდგომში მოხდეს ამ სისტემების უკეთ გამოყენება გადაწყვეტილების მიღების (policy making) პროცესში. განათლების მართვის ინფორმაციული სისტემის ზოგადი IT და აპლიკაციის კონტროლების (General IT and application controls) შეფასების მიზნით, აუდიტის პროცედურების ჩატარებისას გამოყენებულ იქნა შემდეგი კრიტერიუმები: მარეგულირებელი ნორმატიული აქტები:  საქართველოს კანონი „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“; სისტემური მიდგომა განათლების სექტორში უკეთესი შედეგების მისაღწევად (Systems Approach for Better Education Results, SABER). 6 ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში 10 2019  საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;  მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 4 თებერვლის №2 ბრძანება „ინფორმაციული უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“. საერთაშორისო სტანდარტები და უკეთესი პრაქტიკის სახელმძღვანელოები:  ISO/IEC 27001:2013 ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემა − მოთხოვნები (Information technology - Security techniques - Information security management systems – Requirements);  სტანდარტებისა და ტექნოლოგიების ეროვნული ინსტიტუტის (NIST) მიერ შემუშავებული სტანდარტები;  ინფორმაციული სისტემების აუდიტისა და კონტროლის ასოციაციის (ISACA) მიერ შემუშავებული ჩარჩო დოკუმენტი (framework) COBIT 5. 1.4 აუდიტის მასშტაბი და მეთოდოლოგია აუდიტის ობიექტია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და სსიპ − განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა. აუდიტის ფარგლებში შეფასდა 2015-2018 წლები. უკეთესი პრაქტიკის მიხედვით განათლების მართვის ინფორმაციული სისტემა მოიცავს განათლების სექტორის ყველა მიმართულებას: სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლება. აუდიტის შესწავლის საგანს წარმოადგენს განათლების მართვის ინფორმაციული სისტემის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი, ზოგადი განათლების მართვის ინფორმაციული სისტემა, eSchool და ზოგადი კონტროლის გარემო, სადაც ხდება ზემოხსენებული სისტემის განვითარება/მართვა. აღნიშნული სისტემა შეირჩა რიგი მიზეზების გამო: უპირველეს ყოვლისა, ზოგადი განათლება განათლების სექტორში წარმოადგენს ფუნდამენტურ საფუძველს მოსწავლისათვის, რომელზეც უნდა მოხდეს მოსწავლის ცოდნის დაშენება და მისი სრულფასოვან მოქალაქედ ჩამოყალიბება. ამასთანავე, ზოგადი განათლება წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციითა და „ბავშვთა უფლებების კონვენციით“ გარანტირებულ ფუნდამენტურ უფლებას, რომლის რეალიზებითაც მოსწავლე იძენს საბაზისო უნარებს შემდგომი ცხოვრებისთვის. შესაბამისად, აღნიშნული სექტორის სრულყოფა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ადეკვატურად ფუნქციონირებადი უმაღლესი და პროფესიული განათლების სექტორების შექმნისათვის. ამასთანავე, ზოგადი განათლების მართვის ინფორმაციული სისტემა, eSchool წარმოადგენს არსებული მდგომარეობით ფუნქციონირებად სისტემას, რომელსაც წარმატებით იყენებს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში დაწესებულება. გარდა 11 2019 აღნიშნულისა, აუდიტის პერიოდში მიმდინარეობდა უმაღლესი და პროფესიული განათლების მიმართულებით ძველი სისტემის განახლება და ახალი სისტემის შემუშავება. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ აუდიტის პერიოდში აღნიშნული ელექტრონული სისტემები შემუშავების და დიზაინის ეტაპზე იყო, არ მოხდა მათი დეტალური შესწავლა, ხოლო სკოლამდელი განათლების მიმართულებით არ არსებობს ელექტრონული სისტემა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნებოდა სასურველი ინფორმაციის გენერირება. იმის გათვალისწინებით, რომ eSchool სისტემაზე წვდომა სამინისტროსა და სააგენტოს გარდა აქვთ სკოლებს, აუდიტის ჯგუფმა შეისწავლა სკოლასა და რესურსცენტრში eSchool სისტემის სხვადასხვა ტიპის მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომი ფუნქციონალი. აღნიშნული მიზნის მისაღწევად 8 (რვა) სკოლისა და 1 (ერთი) რესურსცენტრის შემთხვევაში განხილულ იქნა სხვადასხვა ტიპის მომხმარებლის დაშვებები სისტემაზე და eSchool-ის შესაბამისი ფუნქციონალი. აუდიტორული პროცედურების დაგეგმვისა და განხორციელებისას, აუდიტის ჯგუფმა იხელმძღვანელა აუდიტის შემდეგი სტანდარტებითა და სახელმძღვანელოებით:  უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები (ISSAIs): - ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის სახელმძღვანელო − ISSAI 5300;  ეფექტიანობის აუდიტის სტანდარტი − ISSAI 3000; ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის სახელმძღვანელო უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციებისთვის7. აუდიტის კითხვებზე პასუხის გასაცემად გამოყენებულ იქნა შემდეგი მეთოდები:  მარეგულირებელი ნორმების შესწავლა და ანალიზი;  საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობა;  დოკუმენტური ინფორმაციის ანალიზი;  eSchool-ის სისტემის ანალიზი;  eSchool-ის სისტემის უსაფრთხოების კონტროლების ტესტირება;  ინტერვიუები აუდიტის ობიექტებთან;  ინტერვიუები სკოლების წარმომადგენლებთან. აუდიტის ფარგლებში ასევე განხორციელდა განათლების მართვის ინფორმაციული სისტემის დეტალური შეფასება SABER-EMIS-ის ჩარჩოს მიხედვით, რომელიც ტექნიკური დოკუმენტია და აღნიშნული შეფასების შემაჯამებელი შედეგები მოცემულ ანგარიშს თან 7 IDI – Handbook on IT Audit for Supreme Audit Institutions ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში 12 2019 ერთვის (იხ. დანართი №1). დეტალური ტექნიკური შეფასების დოკუმენტიდან აუდიტის მიზნებისათვის გამოყენებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც რელევანტურია აუდიტის მასშტაბიდან გამომდინარე (სისტემის დანერგვისა და ფუნქციონირებისათვის საჭირო ხელშემწყობი გარემო, მართვის სისტემაში სრულყოფილი ინფორმაციის გენერირება და ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხები). თავის მხრივ, ტექნიკური ანგარიშის შედეგები შესაძლოა გამოყენებულ იქნეს სააგენტოს ტექნიკური პერსონალისა და სააგენტოს მენეჯმენტის მიერ კონკრეტულ ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობის პროცესში. ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში 13 2019 2. ზოგადი ინფორმაცია 2.1 განათლების მართვის ინფორმაციული სისტემის მნიშვნელობა განათლება ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური წინსვლის უმნიშვნელოვანესი ქვაკუთხედია. აღნიშნული სფეროს მნიშვნელობა ხაზგასმულია გაერთიანებული ერების (UN) ორგანიზაციის მიერ 2015 წელს შემუშავებულ მსოფლიოს მდგრადი განვითარების (SDGs) უზრუნველყოფის გეგმაში. ზემოთ მითითებული გეგმის მე-4 მიზანია (SDG 4) „ხარისხიანი განათლება“, რომლის ფარგლებშიც მნიშვნელოვანია ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა ყველასთვის. დიაგრამა №1-ზე წარმოდგენილია მდგრადი განვითარების (SDGs) მე-4 მიზნის ფარგლებში განსაზღვრული ინდიკატორები. დიაგრამა №1. მდგრადი უზრუნველყოფა ხარისხიანი განათლება განვითარების მოიცავს (SDGs) მე-4 ინდივიდის მიზანი − ხარისხიანი სოციალური განათლების წარმატებისა და თვითრეალიზაციისათვის საჭირო ცოდნისა და უნარების განვითარებას. აღნიშნული მიზნის მისაღწევად კი მნიშვნელოვანია განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობა, მოსწავლეების აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა და მათ საჭიროებებზე დროული რეაგირება. ხარისხიანი განათლების სისტემის ფორმირებაში კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს თამაშობს განათლების მართვის ინფორმაციული სისტემა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია: ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში 14 2019  მარტივი კომუნიკაცია როგორც მშობელსა და სკოლას შორის, ასევე სკოლასა და სამინისტროს შორის;  ჩართულმა მხარეებმა (მშობელი, სკოლის პერსონალი და სამინისტრო, როგორც პოლიტიკის შემუშავებაზე პასუხისმგებელი უწყება) ნაკლები დროის და ადამიანური რესურსის გამოყენებით, შეაფასონ მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება, ინდივიდუალური სკოლის წინსვლა და საჭიროებები;  სამინისტრომ პროდუქტიულად განახორციელოს მიმდინარე მდგომარეობის ანალიზი და ფაქტობრივ მონაცემებზე დაყრდნობით მიიღოს სტრატეგიული გადაწყვეტილებები. განათლების მართვის ეფექტიანი ინფორმაციული სისტემის შექმნის მნიშვნელოვან წინაპირობას კი ცენტრალიზებული, გამართული და მოქნილი ფუნქციონალის მქონე ელექტრონული სისტემის არსებობა წარმოადგენს. 2.2 ზოგადი განათლების მართვის ინფორმაციული სისტემა 2012 წელს სააგენტოს შექმნით დაიწყო განათლების სექტორში მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ცვლილებების დანერგვა და ადმინისტრირების პროცესების გამარტივება. სააგენტოს მიზანია:  ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარება და სასწავლო პროცესში მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;  მართვის ინფორმაციული სისტემების განვითარება;  გადაწყვეტილების მიღების პროცესების ინფორმაციული უზრუნველყოფა;  საგანმანათლებლო სტატისტიკის წარმოება და გავრცელება. განათლების მართვის ინფორმაციული სისტემის მნიშვნელობიდან გამომდინარე, სააგენტომ სამინისტროსთან შეთანხმებით დაიწყო ზოგადი განათლების მართვის ინფორმაციული სისტემის (eSchool) შექმნა და საქართველოს მასშტაბით არსებულ საჯარო სკოლებში მისი დანერგვა. eSchool სისტემის მთავარი ამოცანაა ეფექტიანი მენეჯმენტის განხორციელება, რაც გულისხმობს ზუსტი მონაცემების შეგროვებას, დამუშავებას, ონლაინ რეჟიმში განახლებასა და ანგარიშგებას. eSchool ინფორმაციული სისტემა წარმოადგენს ცენტრალიზებულ ელექტრონულ სისტემას. შესაბამისად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სისტემაში ასახული ინფორმაცია ავტომატურად აისახება ერთიან მონაცემთა ბაზაში და ხელმისაწვდომია ყველა ავტორიზებული პირისათვის. სისტემაზე წვდომა შესაძლებელია მხოლოდ სამინისტროს ერთიან საგანმანათლებლო ქსელში ჩართული მოწყობილობებიდან. ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში 15 2019 eSchool სისტემა მოიცავს მოსწავლეების, მათი მშობლების, მასწავლებლებისა და მთლიანად სკოლის პერსონალის შესახებ პერსონალურ მონაცემებს, მოსწავლეთა საერთო რაოდენობასა და მათ სოციალურ-ეკონომიურ მდგომარეობას. სკოლები პერიოდულად ვალდებულნი არიან განაახლონ სისტემაში ასახული აღნიშნული ინფორმაცია. ცხრილში №1 წარმოდგენილია eSchool-ის მოდულები და ფუნქციონირების სტატუსები. ცხრილი №1. eSchool-ის მოდულები • 2015 წელს შემუშავებული • ადმინისტრირების მოდული • მოსწავლეების მოდული • სახელმძღვანელოების მოდული • მასწავლებელთა პროფესიული განვითარება • პირების მენეჯერი • 2016 წელს შემუშვებული • ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრი • ექსტერნების რეგისტრაცია • 2018 წელს შემუშავებული • სკოლების მოვლა-პატრონობა ფუნქციონირებადი მოდულები • 2015 წელს შემუშავებული • ავტომობილები / ავტოპარკი • ელექტრონული ჟურნალი ( 335 სკოლაში) • 2016 წელს შემუშვებული • სასკოლო ტრანსპორტი • სასკოლო ბანაკები • 2017 წელს შემუშვებული • სკოლის მონიტორინგი არაფუნქციონირებადი მოდულები ზემოაღნიშნული მოდულების ადმინისტრაციული პროცესები. შემუშავებით კერძოდ, მნიშვნელოვნად ხელით გამარტივდა შესრულებული რიგი პროცედურების ავტომატიზაციამ ხელი შეუწყო ადმინისტრირებისათვის საჭირო დროის და რისკების შემცირებას. მაგალითად, მობილობის მოდულის განვითარებით/დანერგვით სკოლის პერსონალს საშუალება აქვს იოლად გაუწიოს ადმინისტრირება მოსწავლის მობილობის საკითხს. ამასთანავე, სამინისტროს მარტივად შეუძლია წვდომა ჰქონდეს ზოგად, ადმინისტრაციულ მონაცემებზე, როგორიცაა, მოსწავლეთა საერთო რაოდენობა და მათი განაწილება რეგიონების მიხედვით. აღსანიშნავია, რომ eSchool-ის შექმნამდე, სამინისტროს თითოეული სკოლიდან ცალ-ცალკე უნდა გამოეთხოვა და შემდგომ დაემუშავებინა აღნიშნული ინფორმაცია. შესაბამისად, სისტემის დანერგვითა და ყოველდღიურ პროცესებში გამოყენებით, სამინისტრომ შეძლო გაეზარდა ზემოთ მითითებული პროცესების პროდუქტიულობა. ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში 16 2019 eSchool სისტემა, სასწავლო პროცესის ადმინისტრაციულ საქმიანობასთან დაკავშირებული მოდულების გარდა, ასევე მოიცავს ელექტრონული ჟურნალის (eJournal) მოდულს, რომლის მიზანია:  სწავლების ელექტრონული განრიგის შედგენა და მართვა;  დასწრებისა და აკადემიური მოსწრების ელექტრონული კონტროლი;  შეფასებების ავტომატური კალკულაცია;  ავტომატური ანგარიშგების წარმოება. eJournal მოდულის საშუალებით შესაძლებელია ცენტრალურად, ქვეყნის მასშტაბით ერთ სისტემაში აისახოს მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ ინფორმაცია და შემდგომ მოხდეს მისი დამუშავება. საყურადღებოა, რომ ტრადიციული, ქაღალდის ჟურნალი, რომელიც სავალდებულო წესით გამოიყენება ყველა (კერძო და საჯარო) სკოლაში, ვერ უზრუნველყოფს სამინისტროს დონეზე სკოლის მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების (ნიშნების) ცენტრალიზებულად გენერირებასა და გაერთიანებას. მატერიალური ფორმით ჟურნალის არსებობის პირობებში:  მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს არ აქვს შესაძლებლობა სისტემატურად იყოს ინფორმირებული შვილის აკადემიური მოსწრებისა და გაკვეთილებზე დასწრების შესახებ;  სკოლის მენეჯმენტს არ აქვს შესაძლებლობა სკოლის დონეზე გენერირებული ინფორმაცია გამოიყენოს სკოლის სტრატეგიული დაგეგმვის მიზნებისთვის;  შეუძლებელია ქვეყნის მონაცემების დამუშავება მასშტაბით და მოსწავლეების პროგრამების და აკადემიური მოსწრების სტრატეგიული დაგეგმვის მიზნებისათვის გამოყენება. შესაბამისად, აღნიშნული, ტრადიციული პროცესი და მიდგომა ხასიათდება დაბალი პროდუქტიულობითა და მოქნილობით. მოსწავლის აკადემიური მოსწრების ცენტრალურად, eJournal მოდულში ასახული ინფორმაციის ადეკვატური გამოყენება საშუალებას აძლევს სამინისტროსა და სკოლების ხელმძღვანელობას, რომ უზრუნველყონ ინდივიდზე / მოსწავლეზე მორგებული სასწავლო პროცესი. ამასთანავე, ყოველივე ეს შესაძლებელია მიღწეულ იქნეს უფრო პროდუქტიული გზით, რაც გულისხმობს ნაკლები დროის რესურსის გამოყენებით, მონაცემების მოგროვებასა და დამუშავებას. ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში 17 2019 აღსანიშნავია, რომ საქართველოში არსებულ ყველა, 2085 საჯარო და 228 კერძო სკოლაში8 დანერგილია eSchool სისტემის ძირითადი მოდულები. თუმცა, eJournal-ს იყენებენ მხოლოდ 335 საჯარო სკოლაში.9 2.2.1 სისტემის განვითარებასთან დაკავშირებული ბიუჯეტი eSchool სისტემის კომპლექსურობის მიუხედავად, არ ხდება სისტემის შემუშავებაზე გაწეული და მისი ადმინისტრირებისათვის საჭირო დანახარჯების კალკულაცია. აღნიშნული სისტემა შემუშავებულია სააგენტოს თანამშრომლების მიერ. შესაბამისად, ბიუჯეტით მხოლოდ მათი სახელფასო განაკვეთი განისაზღვრება. გამომდინარე იქედან, რომ აღნიშნული თანამშრომლები გარდა eSchool-ისა, სხვა პროექტებშიც არიან ჩართულები, რთულია განისაზღვროს სისტემის შემუშავებასა და მის ტექნიკურ მოვლაპატრონობაზე გაწეული ხარჯები. სკოლების რაოდენობის განსაზღვრისათვის გამოყენებულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები 2018-2019 სასწავლო წლისათვის. 9 2018 წლის სექტემბრის მონაცემები. 8 ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში 18 2019 აუდიტის მიგნებები საერთაშორისო უკეთესი პრაქტიკა და სხვადასხვა განვითარებული ქვეყნის გამოცდილება10 ცხადყოფს, რომ განათლების მართვის ინფორმაციული სისტემა და მასში არსებული მონაცემები უნდა უზრუნველყოფდეს სამინისტროსთვის, მშობლისა და სკოლისათვის საჭირო ინფორმაციის გენერირებას. დიაგრამაზე №2 წარმოდგენილია განათლების მართვის ინფორმაციული სისტემის გამართულად ფუნქციონირებისათვის საჭირო კომპონენტები. დიაგრამა №2. განათლების სისტემის შემადგენელი კომპონენტები სრულყოფილი ინფორმაციის გენერირება ინფორმაციის გამოყენება გადაწყვეტილების მიღების პროცესში დროული რეაგირება მარტივი ვიზუალიზაციის საშუალებით სწავლის გაუმჯობესებული შედეგები გეოგრაფიული არეალის, სკოლებისა და მომხმარებლების რაოდენობის გათვალისწინებით, eSchool სისტემის, რომელიც მოიცავს eJournal მოდულსაც, დანერგვა კომპლექსური პროექტია, რომლის წარმატებით განხორციელებისათვის მნიშვნელოვანია პროექტის მართვის პრინციპების გათვალისწინება. პროექტების მართვის არაერთი ჩარჩოს/მეთოდოლოგიის11 და SABER-EMIS შეფასების მიხედვით, სხვა დანარჩენთან ერთად, მნიშვნელოვანია შემდეგი პრინციპების გათვალისწინება:  პროექტზე პასუხისმგებელი პირების განსაზღვრა;  პროექტის მიზნებისა და სისტემის მიმართ მოთხოვნების ცხადად ფორმულირება; ესტონეთი, რომელმაც განათლების მართვის ინფორმაციული სისტემის (EHIS) შემუშავება დაიწყო 2005 წლიდან. 11 PRINC2, PMI/PMBOK და სხვ. აღნიშნული პრინციპები ასევე მნიშვნელოვანია IT მმართველობის ჩარჩო დოკუმენტის − COBIT5-ის მიხედვითაც. 10 ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში 19 2019  პროექტის დანერგვის გეგმის მომზადება (რომელიც მოიცავს დროის ჩარჩოსა და განრიგს);  პროექტთან დაკავშირებული ხარჯების განსაზღვრა და ფაქტობრივი დანახარჯების მონიტორინგი. ზემოაღნიშნული პრინციპების არასრულყოფილად გათვალისწინებამ გამოიწვია ნაკლოვანებები, რომლებიც დეტალურადაა განხილული ქვემოთ მოცემულ თავებში. 3. არასრულყოფილი ინფორმაცია საერთაშორისო უკეთესი პრაქტიკით, eSchool უნდა მოიცავდეს განათლების სექტორის შეფასებისათვის საჭირო სრულყოფილ ინფორმაციას, რომელიც უნდა მოგროვდეს ცენტრალიზებულად, ყველა სასწავლო დაწესებულებიდან. eSchool-ში არსებულმა ინფორმაციამ და მისმა ცენტრალიზებულად მართვამ მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანა სამინისტროს. კერძოდ, სისტემისა და მასში არსებული მონაცემების ეფექტიანი გამოყენების პრაქტიკული მაგალითია მოსწავლეების მობილობისა და აღრიცხვის მოდულები. მობილობის მოდულის საშუალებით, მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვის შემდგომ, სამინისტრო ცენტრალიზებულად აკონტროლებს ამ მოსწავლის სტატუსს (რომელ სკოლაში სწავლობს, რომელში გადავიდა და ა.შ.). შესაბამისად, სისტემა საშუალებას იძლევა, თავიდან იქნეს აცილებული მოსწავლის მობილობით გამოწვეული, ორმაგ დაფინანსებასთან დაკავშირებული რისკები, ხოლო, მობილობისა და მოსწავლის აღრიცხვის მოდულის გამოყენებამ მნიშვნელოვნად გაამარტივა სკოლების ვაუჩერული დაფინანსების ადმინისტრირების პროცესი. ამრიგად, აღნიშნული პროცესი ცენტრალიზებულად იმართება სააგენტოს მიერ და eSchool მონაცემებზე დაყრდნობით შესაძლებელი გახდა მარტივი ანალიტიკის განხორციელების შემდეგ სკოლისათვის საჭირო ვაუჩერის განსაზღვრა. უკეთესი პრაქტიკის, SABER-EMIS-ის თანახმად, სისტემაში უნდა არსებობდეს ინფორმაცია /პარამეტრები, სექტორის რომლებიც შეფასებისა და საჭიროა პროცესების სტრატეგიული ადმინისტრირების, მიმართულებების განათლების განსაზღვრისათვის. განათლების სექტორში პროცესების სრულყოფისათვის საჭირო მონაცემების განსაზღვრა კი, თავის მხრივ, უნდა წარმოადგენდეს ფორმალიზებულ და მკაფიოდ განსაზღვრულ პროცესს. ცხრილში №2 მოცემულია უკეთესი პრაქტიკის თანახმად განათლების მართვის ინფორმაციულ სისტემაში სასურველი ინფორმაციის ჩამონათვალი და არსებული მდგომარეობით eSchool სისტემაში მათი არსებობის სტატუსი. მონაცემების მნიშვნელობა მსოფლიო ბანკმა სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე წლების მანძილზე ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში 20 2019 განხორციელებული დაკვირვებით განსაზღვრა. შესაბამისად, აღნიშნული ინფორმაცია წარმოადგენს განათლების სექტორის შეფასებისათვის სასურველ პრაქტიკას. ცხრილი №2. eSchool სისტემაში გენერირებული ინფორმაცია მონაცემების ტიპები eSchool/ სტატუსი მონაცემების აღწერა მოსწავლის დემოგრაფიული მონაცემები (ასაკი, სქესი, სოციალური სტატუსი და სხვ.) მოსწავლის შესახებ ინფორმაცია სკოლამდელიდან უმაღლესი განათლების ჩათვლით ჯანმრთელობის შესახებ მონაცემები (იმუნიზაციის შესახებ ინფორმაცია, დაავადებების ისტორია და სხვ.) ადმინისტრაციული მონაცემები √ × × სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეები √ სწავლის შესახებ ინფორმაცია (მოსწავლის ჩარიცხვა, კლასიდან კლასში გადასვლა, კლასის მიტოვება და სხვ.) √ სკოლის შესახებ ზოგადი ინფორმაცია √ სკოლის პროდუქტიულობისა და მიღწევების შესახებ ინფორმაცია (მოსწავლისა და მასწავლებლის რაოდენობის ფარდობა, მოსწავლეების რა ოდენობა × ამთავრებს სკოლას და სხვ.) ფინანსური მონაცემები ადამიანური რესურსების შესახებ ინფორმაცია სწავლის შედეგების შესახებ ინფორმაცია სკოლის ინფრასტრუქტურული საჭიროებები × სკოლების რეიტინგი × სკოლის ბიუჯეტი, სუბსიდიები შემოსავლები, დანახარჯები, სკოლის პერსონალის ზოგადი მონაცემები სკოლის პერსონალის ხელფასები მასწავლებელთა შეფასებები მასწავლებელთა პროფესიული წინსვლა მოსწავლეების აკადემიური მოსწრება ეროვნული შეფასების/გამოცდის შედეგები × √ √ √ √ × × წარმოდგენილი ცხრილიდან ნათლად ჩანს, რომ უკეთესი პრაქტიკისაგან განსხვავებით სასურველი ინფორმაციის მხოლოდ 50% აისახება მართვის ინფორმაციულ სისტემაში. აღნიშნული გამოწვეულია იმით, რომ eSchool-ის შექმნის პროცესი არათანმიმდევრულია (ad hoc) და ზემოთ აღნიშნული პროექტის მართვის ძირეული პრინციპები არ არის გათვალისწინებული. სისტემის შემუშვების/განვითარების მიმართ არათანმიმდევრულ (ad hoc) მიდგომას ხაზს უსვამს სისტემის ფუნქციონალისა და მონაცემების მიმართ მკაფიოდ განსაზღვრული მოთხოვნების არ არსებობა. ხშირია შემთხვევები, როცა ჩართული მხარეების მოთხოვნით ხდება მოდულის შემუშავება, თუმცა, დროთა განმავლობაში კადრების ცვლილების ფონზე აღარ ხდება მათი გამოყენება (მსგავსი მოდულების მაგალითი წარმოდგენილია ანგარიშის მე-2 თავში − ზოგადი ინფორმაცია). ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში 21 2019 ინფორმაციის სრულყოფა სამინისტროს და სხვა ჩართულ მხარეებს შესაძლებლობას მისცემდა სხვადასხვა მონაცემის ერთმანეთთან დაკავშირებით გაეუმჯობესებინა პრობლემური სფეროები და გაემარტივებინა მათი ადმინისტრირება. კერძოდ:  მოსწავლის აკადემიური შედეგებისა და მასწავლებელთა კვალიფიკაციის ერთმანეთთან დაკავშირებით, შესაძლებელი იქნებოდა მასწავლებელთა სქემის შეფასება, წარმატებული მასწავლებლების იდენტიფიცირება და სხვ.;  სწავლის შედეგებისა და სასწავლო გარემოს ზოგადი მონაცემების დაკავშირებით, შესაძლებელი იქნებოდა მასწავლებელთა და მოსწავლეთა ოპტიმალური რაოდენობის, მასწავლებელთა დაწინაურებისა და საჭირო კვალიფიკაციების განსაზღვრა;  ფინანსური ხარჯებისა და სწავლის შედეგების დაკავშირება;  სკოლის რეიტინგის მონაცემების საფუძველზე წამყვანი სკოლების განსაზღვრა და სკოლებს შორის ჯანსაღი კონკურენციის ჩამოყალიბება. არსებული მდგომარეობით, სამინისტრო და სხვა დაინტერესებული მხარეები მოკლებულნი არიან მსგავსი ანალიზის წარმოების შესაძლებლობას. კერძოდ, eSchool-ის მონაცემების საფუძველზე ხდება მხოლოდ ზოგადი სტატისტიკური ინფორმაციის წარმოება. 4. ელექტრონული ჟურნალის დანერგვასთან დაკავშირებული ხარვეზები განათლების სექტორის შეფასებისა და ინდივიდზე მორგებული სასწავლო პროცესების უზრუნველყოფისათვის, კრიტიკულად მნიშვნელოვანია მოსწრების ინფორმაციის გენერირება. შესახებ მოსწავლის აღნიშნული აკადემიური ინფორმაციის ცენტრალიზებული სახით ასახვა და მათი ანალიზი ჩართულ მხარეებს საშუალებას აძლევს, მოხდეს პრობლემური სფეროების დროული იდენტიფიცირება როგორც ინდივიდუალურად მოსწავლის, ასევე ქვეყნისა და რეგიონების დონეზე. ყოველივე აღნიშნული კი, მნიშვნელოვანი ბაზისია ზოგადი განათლების სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი მიზნის მიღწევისათვის − მოსწავლეები უზრუნველყოფილი იყვნენ აუცილებელი ცოდნით. არსებული მდგომარეობით, ელექტრონული ჟურნალის დანერგვის მიმართულებით პროგრესი უმნიშვნელოა. დიაგრამაზე №3 წარმოდგენილია ელექტრონული ჟურნალის შემუშავების ეტაპები. ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში 22 2019 დიაგრამა №3. eJournal მოდულის შემუშავების ეტაპები 2015-2016 წლები • დაიწყო e-journal შემუშავება როგორც 2016-2017 2017 წლები წელი • სატესტო რეჟიმში დაიწყო მოდულის გამოყენება • პედაგოგებს ჩაუტარდათ ტრენინგები დიაგრამიდან ჩანს, eJournal 09/2018 წელი • 335 სკოლა სატესტო რეჟიმში იყენებს მოდულს 2016 წლიდან დღემდე − საპილოტე რეჟიმში ინერგება და აღნიშნული მოდული სრულყოფილად ვერ დაინერგა სკოლებში. არსებული მდგომარეობით eJournal-ის გამოყენების მასშტაბი შეზღუდულია და საჯარო სკოლების მცირე ნაწილში (16%) მიმდინარეობს მისი საპილოტე რეჟიმში დანერგვა. დიაგრამა №4. eJournal მოდულის გამოყენება სკოლებში 16% იყენებს e-journal-ს არ იყენებს e-journal-ს 84% ამასთანავე, აუდიტის პერიოდში, eJournal მოდულს საპილოტე სკოლებში იყენებენ მხოლოდ სკოლის მასწავლებლები და ადმინისტრაცია. თუმცა, სისტემა არ არის ხელმისაწვდომი მშობლებისათვის და ვერ უზრუნველყოფს მათ ონლაინ რეჟიმში წვდომას მოსწავლის ნიშნებზე, დავალებებსა და სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციაზე. მშობლების ჩართულობა კი სისტემის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია და მისი მთავარი ღირებულებაა. აღნიშნული გამოწვეულია პროექტის ადმინისტრირებაში არსებული ხარვეზებით. აღსანიშნავია, რომ სააგენტოს 2016 და 2017 წლების სამოქმედო გეგმაში eJournal-ის დანერგვა აღნიშნულია ერთ-ერთ აქტივობად, თუმცა აუდიტის ჯგუფმა ვერ მოიპოვა დეტალური გეგმა, რომლის მიხედვითაც მოხდებოდა პროექტის მართვა და სკოლების ეტაპობრივად ჩართვა საპილოტო პროექტში. ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში 23 2019 აღსანიშნავია, რომ საპილოტე პროექტში მონაწილეობა სკოლებისათვის ნებაყოფლობითია. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მატერიალური ფორმით ჟურნალის წარმოება სავალდებულოა, აღნიშნული ადმინისტრირებისათვის საჭირო ვალდებულების დამატებით აღება რესურსთან სკოლების არის მიერ დაკავშირებული. შესაბამისად, სამინისტროსა და სააგენტოს მიერ არ ყოფილა გამოყენებული შესაბამისი მექანიზმები, რომლებიც გაზრდიდნენ eJournal მოდულის სკოლების მიერ მიმღებლობას. საპილოტე პროექტში ხშირად ხდება სკოლების გადინება და აღნიშნული მოდულის გამოუყენებლობა. აღნიშნული კი, სკოლების მიერ eJournal მოდულის ფუნქციონალის გაუმართაობასთან და მასზე წვდომის შეზღუდვასთან იყო დაკავშირებული. საერთაშორისო შეფასებების შედეგები, თავის მხრივ მიუთითებს მოსწავლეების აკადემიურ მოსწრებაზე ცენტრალიზებული და დროული რეაგირების საჭიროებაზე. დიაგრამაზე №5 წარმოდგენილია PISA12 და PIRLS13 საერთაშორისო შეფასებების მიხედვით საქართველოს მდგომარეობა და მიმართება სხვა ქვეყნების საშუალო მაჩვენებელთან. დიაგრამა №5: საერთაშორისო შეფასების შედეგები PISA შეფასება (2015 წელი) PIRLS შეფასება (2016 წელი) 411 მეცნიერება 493 საქართველო 488 401 კითხვა 493 404 მათემატიკა საქართველო საშუალო ქულა/ზღვარი 500 490 OECD საშუალო ქულა ელექტრონული ჟურნალის არსებობის პირობებში შესაძლებელი იქნებოდა სამინისტროს დროულად გამოევლინა აღნიშნული მიმართულებით არსებული პრობლემები და მოეხდინა შესაბამისი რეაგირება. ამასთანავე, აღნიშნული შეფასებები ტარდება გარკვეული პერიოდულობით (PISA − 3 წელიწადში ერთხელ, PIRLS – 5 წელიწადში ერთხელ), რაც, 12 ეკონომიკური და კულტურული განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ განხორციელებულია საერთაშორისო კვლევა, რომელიც ამოწმებს 15 წლის მოზარდების მზაობას, გაუმკლავდნენ ყოველდღიურ გამოწვევებს იმ ცოდნისა და უნარების გამოყენებით, რომლებიც სკოლაში მიიღეს. PISA ამოწმებს ცოდნას სამ სფეროში: კითხვა, მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები. 13 PIRLS წიგნიერების საერთაშორისო კვლევაა, რომელიც მიზნად ისახავს, შეაფასოს 9-10 წლის მოზარდების წაკითხულის გააზრების უნარი. აფასებს, შეუძლია თუ არა მოსწავლეს ტექსტის სხვადასხვა ნაწილში მოცემული ფაქტებისა და მოსაზრებების ერთმანეთთან დაკავშირება და დასკვნის გამოტანა, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დანახვა, ტექსტის ძირითადი აზრის წვდომა. ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში 24 2019 შესაბამისად, ელექტრონული ჟურნალისაგან განსხვავებით, არ იძლევა რეალურ დროში მოსწავლის პროგრესზე დაკვირვების საშუალებას. ელექტრონული ჟურნალის არ არსებობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პროცესების დროულ მართვასა და საბოლოოდ სწავლების შედეგების გაუმჯობესებაზე. შესაბამისად, ჩართული მხარეები მოკლებულნი არიან შემდეგ შესაძლებლობებს:  ინდივიდუალურად მოსწავლის პრობლემებზე დროული რეაგირება, როგორც მშობლის, ასევე მასწავლებლის მიერ;  სამინისტროს ცენტრალიზებული სახით ჰქონდეს ხედვა გასაუმჯობესებელ საგნებზე/პროგრამებზე და უზრუნველყოს აღნიშნულზე შესაბამისი რეაგირება;  სკოლის დირექციას შესაძლებლობა ჰქონდეს მუდმივი მონიტორინგი გაუწიოს მასწავლებლებისა და მოსწავლეების აქტივობებს. 5. eSchool სისტემის ანალიტიკური ფუნქციონალის ნაკლოვანებები მართვის სისტემის ერთ-ერთ მნიშვნელოვან უპირატესობას წარმოადგენს პროცესების ცენტრალიზება და ავტომატიზაცია. შესაბამისად, მართვის სისტემა საშუალებას უნდა აძლევდეს სისტემის მომხმარებელს, ბიზნესპროცესის მიზნის მიღწევა მოხდეს ნაკლები დროისა და ადამიანური რესურსების გამოყენებით. დიაგრამაზე №6 წარმოდგენილია სასწავლო პროცესის დაინტერესებული მხარეები და მათი საჭიროებები. დიაგრამა №6. სასწავლო პროცესის მთავარი დაინტერესებული მხარეები და მათი საჭიროებები მეგამონაცემები (Big Data) + პატარა ბავშვები = დიდი გავლენა მასწავლებელი/ სკოლის პერსონალი დროული და ზუსტი ინფორმაციის ასახვით ხარისხიანი მონაცემთა ბაზის შექმნა. მოსწავლეები პროგრამის განმახორციე ლებელი ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღების საშუალებით ეფექტიანი საგანმანათლებლო სივრცის შექმნა. მშობლები სხვა მხარეები დამფინანსებე ლი თანხის გახარჯვა ხდება განსაზღვრული მიზნების შესაბამისად და მიღწეულია პროექტის საბოლოო შედეგები. ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში მშობლის დროული ინფორმირება და ჩართულობა სასკოლო პროცესში. ხარისხიანი მონაცემების გამოყენება განათლების ხარისხის და საზოგადოებრივი კეთილდღეობის გაუმჯობესების მიზნით. 25 2019 სამინისტროს, სკოლის, მშობლისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისათვის მონიტორინგის განხორციელების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს სისტემის ანალიტიკური ფუნქციონალის არსებობა. კერძოდ, სისტემის ფუნქციონალით, შესაძლებელი უნდა იყოს მზა ანალიტიკური ინფორმაციის წარმოება, რომელიც ჩართულ მხარეებს საშუალებას მისცემს მარტივად, აღქმადი სახით და დროულად მიიღონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დიაგრამაზე №7 წარმოდგენილია მშობლისა და სამინისტროს მაგალითზე მართვის ინფორმაციული სისტემის ანალიტიკური ფუნქციონალის სარგებელი. დიაგრამა №7. ანალიტიკური ფუნქციონალის შედეგები • სკოლების რეიტინგის ნახვა; • სკოლების, მასწავლებლების, მოსწავლეებისა და ადმინისტრაციული პერსონალის შესახებ მარტივი სტატისტიკების ავტომატურად ამოღება; • მოსწავლის აკადემიური მოსწრების (ნიშნების) დინამიკა სემესტრის მანძილზე; • მოსწავლის აკადემიური მიღწევების შედარება სხვა მოსწავლეების მიღწევების საშუალოსთან. • წარმატებული სკოლებისა და მასწავლებლების იდენტიფიცირება მოსწავლეების მიღწევების გათვალისწინებით. მშობელი სამინისტრო დამატებით, დროისა და ადამიანური რესურსის მინიმიზაციისათვის SABER-EMIS შეფასების ჩარჩოს ერთ-ერთ მოთხოვნას, სწორედ სისტემის ანალიტიკური ფუნქციონალის არსებობა წარმოადგენს. კერძოდ, კრიტერიუმით გათვალისწინებული ერთ-ერთი კომპონენტი − სისტემის ადეკვატურობა, მოიცავს მოთხოვნებს, როგორიცაა, ადრეული შეტყობინების (early warning) დაგენერირება მოსწავლეების, მასწავლებლებისა და სკოლების საქმიანობის შესახებ14 და ჩართული მხარეებისათვის მზა ანალიტიკური მონაცემების არსებობა. მიმდინარე მდგომარეობით, eSchool სისტემის ფუნქციონალი ვერ უზრუნველყოფს არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით პრობლემების დროულ იდენტიფიცირებას (early detection) წინასწარჩაშენებული ანალიტიკური ფუნქციონალის საშუალებით. დამატებით, დროული რეაგირებისა და მონიტორინგისათვის, დაინტერესებული მხარეებისთვის არ კომპონენტი: სისტემის ადეკვატურობა: 2.2.1 „ზოგადი ადმინისტრირებისათვის საჭირო მონაცემები“, 2.3.1 „მონაცემთა ანალიზის მიმართულებები“. 14 ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში 26 2019 არის ხელმისაწვდომი ე.წ. „ანალიტიკური დაფები“ (analytical dashboards), გრაფიკები და მონაცემთა ვიზუალიზაციები. ზემოაღნიშნული გარემოებაც გამოწვეულია პროექტის მართვის პროცესში არსებული ნაკლოვანებებით. კერძოდ, სისტემის მიმართ მკაფიოდ განსაზღვრული მოთხოვნებისა და სისტემის მომხმარებლებისათვის მსგავსი ფუნქციონალის პრიორიტეტულობის არ არსებობით. სისტემის ანალიტიკური ფუნქციონალის ნაკლოვანება გავლენას ახდენს ინფორმაციის დროულ დამუშავებაზე. კერძოდ, ზოგადი და მარტივი სტატისტიკური ინფორმაციის მისაღებად ჩართულმა მხარეებმა უნდა მიმართონ სააგენტოს სტატისტიკის სამსახურს. მაშინ როცა, მზა ანალიტიკური დაფები და სტატისტიკური მონაცემები საშუალებას მისცემდა ჩართულ მხარეებს ყოველგვარი დახმარების გარეშე, ნაკლები დროის რესურსების გამოყენებით მიეღოთ მათთვის საჭირო სტატისტიკური ინფორმაციები. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ჩართული მხარეები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას:  მშობელმა, ადრეული გაფრთხილებების საშუალებით, დროულად და მარტივად მიიღოს ინფორმაცია მოსწავლის აკადემიურ მოსწრებაზე და შეადაროს აღნიშნული სკოლაში არსებულ საშუალო მდგომარეობას;  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელობამ დროულად გააკონტროლოს მასწავლებლების აქტივობები და მათ მიერ ინფორმაციის სრულყოფილად ასახვა;  სააგენტომ მარტივად, ნაკლები დროის რესურსების გამოყენებით მონიტორინგი გაუწიოს სკოლების მიერ ინფორმაციის ასახვის დინამიკას;  სამინისტროს საშუალება აქვს, ადრეული გაფრთხილებების საშუალებით, დროულად, მარტივად აღქმადი ფორმით მიიღოს ინფორმაცია საქართველოს მასშტაბით სკოლების მიღწევებზე, მოახდინოს მათი შედარება და დროულად ჰქონდეს აღნიშნულზე რეაგირება. ელექტრონული ჟურნალის ანალიტიკური შესაძლებლობებისა და პრაქტიკაში დანერგვის კარგ მაგალითს წარმოადგენს რამდენიმე საჯარო სკოლასა და კერძო სკოლაში დანერგილი ქართული პროგრამული უზრუნველყოფა „სქულბუქი“. სურათებზე: №1 და №2 მოცემულია სქულბუქის მაგალითზე ანალიტიკური ფუნქციონალი. ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში 27 2019 სურათი №1. სქულბუქის ანალიტიკური ფუნქციონალი სურათი №2. სქულბუქის ანალიტიკური ფუნქციონალი აღსანიშნავია, რომ ზოგიერთმა საჯარო სკოლამ, რომელმაც დაინახა აღნიშნული ინფორმაციის საჭიროება, საკუთარი სახსრებით შეისყიდა ელექტრონული ჟურნალი − სქულბუქი, ადგილობრივ ბაზარზე არსებული კომპანიისგან. სქულბუქის სისტემაში ჩართულია სკოლა და მშობელი. შესაბამისად, მომხმარებელს საშუალება აქვს უზრუნველყოს:  მშობელსა და მასწავლებელს შორის მარტივი კომუნიკაცია, მშობლის სკოლაში მისვლის გარეშე;  ონლაინ რეჟიმში მშობლის მიერ მოსწავლის აკადემიურ მოსწრებაზე წვდომა;  სასწავლო პროცესებში მშობლის აქტიური ჩართულობა;  სკოლის მმართველი რგოლის მიერ მასწავლებელთა და მოსწავლეთა აქტივობის მონიტორინგი;  მარტივი ვიზუალიზაციის საშუალებით მიმდინარე მდგომარეობის ანალიზი. ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში 28 2019 დასკვნა ზემოაღნიშნული გარემოებების უზრუნველყოფილი გადაწყვეტილებების გათვალისწინებით, მონაცემებზე მიღება. სამინისტროში დაფუძნებული აღნიშნული გამოწვეულია და არ არის ინფორმირებული სისტემის ფუნქციონალის ნაკლოვანებებითა (ანალიტიკური ფუნქციონალის არ არსებობა) და არასრულყოფილი ინფორმაციით. არასრულყოფილი ინფორმაციის მიმართულებით, კი იკვეთება ორი ძირითადი ფაქტორი, რომელიც აფერხებს სამინისტროს ინფორმაციული უზრუნველყოფის პროცესს. კერძოდ, ერთი მხრივ, სისტემის მოდული − eJournal, რომელიც შემუშავებულია, მაგრამ სკოლები მას სრულყოფილად არ იყენებენ და მოდულები, რომელთა არსებობის საჭიროებაც ჯერ არ განუსაზღვრავს სამინისტროს და სისტემის სხვა მომხმარებლებს. დიაგრამა №8. არასრულყოფილი ინფორმაცია არასრულყოფილი ინფორმაცია სისტემის მოდული შემუშავებულია, თუმცა სრულად არ ივსება მომხმარებლების მიერ არასრულყოფილ სისტემის ინფორმაციასთან, ფუნქციონალთან სისტემის მოდული არ არის დანერგილი / არ არსებობს ელექტრონული დაკავშირებული ჟურნალის ნაკლოვანებები დანერგვასთან კი, თავის და მხრივ, გამოწვეულია eSchool სისტემის დანერგვის პროცესთან დაკავშირებულ ხარვეზებთან. კერძოდ, აუდიტის ჯგუფმა სააგენტოდან ვერ მოიპოვა აღნიშნული სისტემის შემუშავების გრძელვადიანი გეგმა და სამოქმედო გეგმები. შესაბამისად, სისტემის შექმნის საწყის ეტაპზევე არ იყო განსაზღვრული:  სისტემაში საჭირო ინფორმაციისა და ფუნქციონალის მიმართ მოთხოვნები;  eJournal-ის დანერგვის დეტალური გეგმა, რომელიც მოიცავს როგორც გეგმაგრაფიკს, ასევე პროექტის ხელშემწყობ მექანიზმებს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, განათლების მართვის ინფორმაციული სისტემის განვითარების სტატუსიდან გამომდინარე სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას, განახორციელოს განათლების სექტორის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში სიღრმისეული ანალიზი. არსებული 29 2019 მდგომარეობით, სამინისტრო მეტწილად დამოკიდებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევებზე, შეფასებებსა და დახმარებაზე. რეკომენდაცია მონაცემებზე დაფუძნებული მიდგომის ჩამოსაყალიბებლად და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობის მიზნით, სამინისტროსთან შეთანხმებით სააგენტომ შეიმუშაოს:  eSchool სისტემის დანერგვის გეგმა შესაბამისი დროის განრიგის მითითებით. აღნიშნული გეგმა, სხვა დანარჩენთან ერთად გულისხმობს eSchool სისტემაში არსებული ინფორმაციის გადახედვას და ზემოაღნიშნული მიზნების მიღწევისათვის საჭირო მინიმალური მონაცემების განსაზღვრას;  სისტემის ფუნქციონალის გაუმჯობესების გეგმა და მის მიმართ საჭირო მოთხოვნები. აღნიშნული საშუალებას უნდა აძლევდეს სამინისტროს და სხვა ჩართულ მხარეებს დროულად და მარტივი გზით მიიღონ განახლებული ინფორმაცია განათლების სექტორში მიმდინარე საკითხებზე. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ელექტრონული ჟურნალის მოდულის წარმატებით დანერგვისა და მასზე ყველა მნიშვნელოვანი მხარის წვდომისათვის, მიზანშეწონილია სამინისტროსთან შეთანხმებით სააგენტომ შეიმუშაოს:  ელექტრონული ჟურნალის დანერგვის გეგმა, რომელიც სხვა დანარჩენთან ერთად, ითვალისწინებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ეტაპობრივი ჩართვის გრაფიკს, სკოლების მოტივაციის და ვალდებულების მექანიზმებს და საპილოტე ეტაპის მაქსიმალურ ხანგრძლივობას. 6. ინფორმაციული უსაფრთხოება eSchool სისტემა მოიცავს მოსწავლეების, მათი მშობლებისა და სკოლის თანამშრომლების შესახებ პერსონალურ ინფორმაციას. ინფორმაცია იყოს კანონის15 შესაბამისად, მნიშვნელოვანია პერსონალური შესაბამისად დამუშავებული და შენახული. უზრუნველყოფილი უნდა იყოს აღნიშნული ინფორმაციის კონფიდენციალურობა და მთლიანობა. ამასთანავე, სააგენტო განსაზღვრულია როგორც კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი16 და „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ვალდებულია უზრუნველყოს ინფორმაციული უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების შესრულება. 15 საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 აპრილის სისტემის სუბიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“. 16 ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში დადგენილება №312 „კრიტიკული ინფორმაციული 30 2019 საქართველოს უსაფრთხოებას კანონი „ინფორმაციული განმარტავს, როგორც უსაფრთხოების საქმიანობას, შესახებ“ რომელიც ინფორმაციულ უზრუნველყოფს ინფორმაციისა და ინფორმაციული სისტემების წვდომის, ერთიანობის, ავთენტიფიკაციის, კონფიდენციალურობისა და განგრძობადი მუშაობის დაცვას. ინფორმაციული აქტივების დაცვა არაავტორიზებული წვდომის ან მოდიფიკაციისაგან უნდა მოხდეს მათი შენახვის, დამუშავების, გადაცემის და განადგურების ეტაპებზე. ორგანიზაცია, რომელიც უსაფრთხოებას, დგას შესაბამისად ისეთი ვერ რისკების უზრუნველყოფს წინაშე, როგორიცაა, ინფორმაციულ ინფორმაციაზე არაავტორიზებული წვდომა და ცვლილება, სენსიტიური ინფორმაციის გაჟონვა ან უკანონოდ მოპოვება, რაც იწვევს მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების დარღვევას, ორგანიზაციის რეპუტაციის შელახვასა და შეფერხებას ორგანიზაციული მიზნების მიღწევაში. სააგენტოს, როგორც კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტს,17 ევალება18 ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის (შემდგომში − იუმს) შექმნა და დანერგვა. დიაგრამა №9. ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის ციკლი (PDCA) • აღსრულება • დაგეგმვა იუმს-ის მხარდაჭერა და გაუმჯობესება იუმს-ის ჩამოყალიბება იუმს-ის მონიტორინგი და განხილვა იუმს-ის დანერგვა და ფუნქციონირე ბა • შემოწმება • ქმედება იუმს-ის ფარგლებში ორგანიზაციამ უნდა შეიმუშაოს ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკა და დანერგოს კონტროლის მექანიზმები ინფორმაციის კონფიდენციალურობის, ხელმისაწვდომობისა და მთლიანობის უზრუნველსაყოფად. ამასთანავე, კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტები ვალდებულები არიან ორგანიზაციულად საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 აპრილის №312 დადგენილება „კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“. 18 საქართველოს კანონი „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“. 17 ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში 31 2019 განსაზღვრონ ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირი ან პირები.19 6.1 იუმს-ის გავრცელების სფერო და პასუხისმგებლობები ინფორმაციული უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ ბრძანების თანახმად,20 ორგანიზაციამ უნდა განსაზღვროს და დოკუმენტირებული სახით წარმოადგინოს იუმს-ის გავრცელების სფერო და საზღვრები, საქმიანობის, ორგანიზაციული სტრუქტურის, ადგილმდებარეობის, აქტივებისა და ტექნოლოგიების ჭრილში, მათ შორის, დაასაბუთოს დაშვებული გამონაკლისების მიზეზები.21 ამასთანავე, მკაფიოდ მნიშვნელოვანია იყოს ინფორმაციულ გამიჯნული.22 უსაფრთხოებაზე საერთაშორისო უკეთესი პასუხისმგებლობები პრაქტიკის თანახმად, მიზანშეწონილია ინფორმაციული ტექნოლოგიების მმართველობის ფუნქცია გამიჯნული იყოს ინფორმაციული უსაფრთხოების ზედამხედველობისგან. სააგენტოს მიერ დამტკიცებულ იუმს-ის დოკუმენტში მოცემულია უსაფრთხოების პოლიტიკის გავრცელების სფერო, რომელიც მოიცავს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის სისტემასა (eSchool) და შესაბამის მონაცემთა დამუშავების ცენტრს, ხოლო გავრცელების სფერო შემოსაზღვრულია გეოგრაფიული არეალით. თუმცა, ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მასშტაბი არ მოიცავს სააგენტოს მიერ შემუშავებულ ან/და მართვის ქვეშ მყოფ სხვა სისტემებს. მაგალითად, სააგენტოს მიერ შემუშავებულ პირველკლასელთა რეგისტრაციის სისტემასა და პროფესიული განათლების მიმართულებით არსებულ ინფორმაციულ სისტემებზე არ ვრცელდება იუმს და შესაბამისი პოლიტიკები. აუდიტის სამსახურის მოსაზრებით, ზემოთ მითითებული სისტემები კრიტიკული ინფორმაციული სისტემებია, რომლებზეც ასევე უნდა ვრცელდებოდეს სააგენტოს ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკები. კერძოდ, სისტემის ხელმისაწვდომობის შეზღუდვამ შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს პირველკლასელთა რეგისტრაციის პროცესზე, რაც საბოლოო ჯამში უარყოფითად აისახება როგორც სააგენტოს, ასევე სამინისტროს რეპუტაციაზე. დამატებით მნიშვნელოვანია, რომ სააგენტოს გათვალისწინებით, იუმს-ის გავრცელების სფერო საქმიანობის კომპლექსურობის ითვალისწინებდეს არა მხოლოდ მაგალითად, ინფორმაციული უსაფრთხოების საბჭო, რომელიც შედგება ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერისა და საკვანძო, დარგობრივი ან მიმართულების ხელმძღვანელი პირებისაგან. 20 მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 4 თებერვლის ბრძანება №2 „ინფორმაციული უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“, მუხლი N5. 21 მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 4 თებერვლის ბრძანება №2 „ინფორმაციული უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“. 22 მგს 27001:2011-ის კონტროლების დანართი (კონტროლი ა.6.1.3). 19 ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში 32 2019 გეოგრაფიულ არეალს, არამედ საქმიანობის, ორგანიზაციული სტრუქტურის, აქტივებისა და ტექნოლოგიების მიმართ არსებულ მოთხოვნებსაც. აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, სააგენტო შეძლებს უფრო მეტად ეფექტიანი იუმს-ის შემუშავებასა და შესაბამისად, კრიტიკული სისტემების უკეთესად დაცვას. ამასთანავე, აუდიტის მიმდინარეობისას გამოვლინდა ნაკლოვანებები იუმს-ის ორგანიზაციული მოწყობის, როლებისა და პასუხისმგებლობების გამიჯვნის მიმართ. კერძოდ, ინფორმაციული უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების შესაბამისად, სააგენტოს ჰყავს ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი და ინფორმაციული უსაფრთხოების საბჭო. აუდიტის მიმდინარეობისას, სააგენტოს დირექტორის მოადგილე, რომელიც კურირებდა პასუხისმგებელი იყო ინფორმაციული ინფორმაციული ტექნოლოგიების უსაფრთხოების მიმართულებას, მონიტორინგზე. ასევე კერძოდ, ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი ექვემდებარებოდა და ანგარიშვალდებული იყო ზემოხსენებულ მოადგილესთან. 6.2 რესურსები ინფორმაციული უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების შესაბამისად, სააგენტოს მენეჯმენტი ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისი რესურსების გამოყოფა23 ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის დასანერგად. კერძოდ, ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს სწავლება, ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება (მგს 27001:2011, 5.2.2.). ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს იუმს-ისთან მიმართებაში პერსონალის კვალიფიციურობა შემდეგი საქმიანობის შესრულებით:  განისაზღვროს იუმს-ში ჩართული პერსონალის აუცილებელი ცოდნა;  ტრენინგების და სხვა ღონისძიებების ჩატარება (მაგალითად, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პერსონალის აყვანა) საჭიროებების დასაკმაყოფილებლად;  განხორციელებული ქმედებების ეფექტიანობის შეფასება;  სწავლების, ტრენინგის, ცოდნის, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესახებ ინფორმაციის დაგროვება. სააგენტოს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, 2016-2018 წლებში არ ჩატარებულა არცერთი ტრენინგი იუმს-ის დანერგვაში მონაწილე პირებისათვის (ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი, ინფორმაციული უსაფრთხოების საბჭოს წევრები). ამასთანავე, მიუხედავად სააგენტოს ინფორმაციული სისტემების რაოდენობისა, 23 მგს 27001:2011, 5.2 რესურსები. ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში 33 2019 კომპლექსურობისა და დიდი გეოგრაფიული არეალისა, სააგენტოს ჰყავს ინფორმაციული უსაფრთხოების მხოლოდ 1 (ერთი) თანამშრომელი (მენეჯერი). სააგენტოს საქმიანობის კომპლექსურობისა და მასშტაბის გათვალისწინებით, აღნიშნული ადამიანური რესურსი არ არის საკმარისი ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის დასანერგად. კერძოდ, ინფორმაციული უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების მიღების24 დღიდან აუდიტის პერიოდამდე, არ არის დასრულებული იუმსის პოლიტიკებისა და შესაბამისი პროცედურების დანერგვა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მოთხოვნების შესრულება უნდა მომხდარიყო ზემოხსენებული რეგულაციის მიღებიდან, მაქსიმუმ, 3 (სამი) წელიწადში. მნიშვნელოვანია, რომ სააგენტო აცნობიერებს იუმს-ის მნიშვნელობას და მიმდინარეობს მუშაობა მისი დანერგვის მიმართულებით, თუმცა არსებული რესურსი და ძალისხმება არ არის საკმარისი საკანონმდებლო მოთხოვნების შესასრულებლად. 6.3 ცვლილებების მართვა ინფორმაციული უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების შესაბამისად, სააგენტო ვალდებულია უზრუნველყოს ცვლილებების დანერგვის მართვა ცვლილების კონტროლის პროცედურების მიხედვით (მგს 27001:2011, ა.12.5.1.). აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ სააგენტოში არ არსებობს ცვლილებების მართვის სათანადო პრაქტიკა და არ იწარმოება დოკუმენტაცია კრიტიკულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით. მაგალითად, აუდიტის მიმდინარეობისას, სააგენტოს არ გააჩნდა ინფრასტრუქტურის მოწყობის განახლებული/მიმდინარე ლოგიკური ტოპოლოგია. 24 „ინფორმაციული უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 4 თებერვლის ბრძანება №2. ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში 34 2019 დიაგრამა №10. სააგენტოს ინფრასტრუქტურის მოწყობა სააგენტოს ინფრასტრუქტურის რომელიც ნათლად ზემოხსენებული ჩანს სირთულისა დიაგრამა ნაკლოვანება და №10-ზე წარმოადგენს მოცულობის გათვალისწინებით, წარმოდგენილი ტოპოლოგიიდან, მნიშვნელოვან გარემოებას. კერძოდ, აღნიშნული ზრდის არასანქცირებული ცვლილების/წვდომის რისკს, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს სააგენტოს ინფორმაციის კონფიდენციალობის და მთილიანობის დაცვაზე. 6.4 ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტების მართვა ინფორმაციული უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების შესაბამისად, ორგანიზაცია ვალდებულია დანერგოს ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტების მართვის კონტროლები. აღნიშნული, სხვა დანარჩენთან ერთად გულისხმობს, რომ უნდა არსებობდეს მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც მოხდება ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტების აღრიცხვა და ზედამხედველობა მისი ტიპის, მოცულობის და ღირებულების მიხედვით (მგს 27001:2011, ა.13.2.2.). აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ სააგენტოში არ ხდება ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტების რეესტრის წარმოება და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება. მაგალითად, სკოლების ინტერნეტ (IP) მისამართი ფიქსირდება რამდენიმე ე.წ. „შავ სიაში“ და აქვს უარყოფითი რეპუტაცია (blacklisted). აღნიშნული წარმოადგენს ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტს, ხოლო „შავ სიაში“ მოხვედრა მიუთითებს კიბერუსაფრთხოების ზემოაღნიშნული კუთხით არსებულ ფაქტობრივი ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში ნაკლოვანებებზე. გარემოება საყურადღებოა, მნიშვნელოვანია რომ ინფორმაციული 35 2019 უსაფრთხოების ინციდენტების მართვის კუთხით და ისევე როგორც სხვა ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტი, სააგენტოს მხრიდან საჭიროებს შესაბამის დროულ რეაგირებას. 6.5 უსაფრთხო დეველოპმენტი ინფორმაციული უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების შესაბამისად, ორგანიზაცია ვალდებულია უზრუნველყოს ინფორმაციული უსაფრთხოების ინტეგრირება ყველა ძირითად პროცესში. სააგენტოს ინფორმაციული სისტემების (აპლიკაციები, ვებგვერდები, პორტალები) დეველოპმენტი მიმდინარეობს შიდა რესურსის გამოყენებით (in-house development). შესაბამისად, სააგენტო ვალდებულია უზრუნველყოს უსაფრთხოების კონტროლების დანერგვა დეველოპმენტის პროცესში (მგს 27001:2011, ა.12.2). აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ სააგენტოს არ გააჩნია დეველოპმენტისთვის განსაზღვრული პოლიტიკა და პრაქტიკა. ამასთანავე, ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი/ოფიცერი არ ერთვება სისტემის დეველოპმენტის არცერთ ეტაპში. დამატებით აღსანიშნავია, რომ აუდიტის მიმდინარეობისას, არ ჩატარებულა eSchool სისტემის უსაფრთხოების არც გარე და არც შიდა შეფასება. სააგენტოს სისტემების სანდო, მდგრადი და უწყვეტი ფუნქციონირებისათვის, ასევე სისტემაში არსებული კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვისათვის, მიზანშეწონილია, პერიოდულად ხდებოდეს სისტემის, როგორც სტატიკური, ასევე დინამიური ტესტირება. აღნიშნული რეგულარულად უნდა განხორციელდეს როგორც გარე (მაგალითად, აუდიტი), ისე შიდა შემფასებლის მიერ (მაგალითად, ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცერი, შიდა აუდიტი). 6.6 მოწყვლადობის ანალიზი სააგენტოს კიბერუსაფრთხოების კონტროლების ტესტირებისათვის, აუდიტის ჯგუფმა განახორციელა eSchool სისტემის მოწყვლადობის ანალიზი. კერძოდ, წინასწარგანსაზღვრული სცენარით, მოწყვლადობის ტესტირება ჩაუტარდა eSchool აპლიკაციასა და იმ ინფრასტრუქტურას, სადაც განთავსებულია აღნიშნული ინფორმაციული სისტემა. მოწყვლადობის ანალიზთან ერთად, განხილული იყო სააგენტოს ინტერნეტწვდომის პრაქტიკა. აღნიშნულის შედეგად გამოვლინდა, რომ სააგენტოს ინტერნეტწვდომის პრაქტიკა საჭიროებს გაუმჯობესებას. ინტერნეტწვდომის კონტროლისთვის, სააგენტოს გააჩნია შესაბამისი ინფრასტრუქტურა და რესურსი. არსებული პრაქტიკით, იფილტრება და დაბლოკილია არასასურველი შინაარსის შემცველი გარკვეული ინტერნეტრესურსი, თუმცა სკოლის ქსელში სრულად არ ხდება ინტერნეტწვდომის და ტრაფიკის ფილტრაცია. ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში 36 2019 კერძოდ, რიგი არასასურველი შინაარსის შემცველი ვებგვერდები და პორტალები არ არის გაფილტრული და დაბლოკილი. მოწყვლადობის ანალიზის შედეგად გამოვლენილი სისუსტეებისა და ხარვეზების შესახებ მომზადდა დეტალური ტექნიკური ანგარიში, რომელიც გადაეცა სააგენტოს ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცერსა და ხელმძღვანელობას. დასკვნა სააგენტომ, როგორც კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტმა, უნდა უზრუნველყოს ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის შემუშავება და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა. ადეკვატური იუმს, თავის მხრივ, გავლენას ახდენს eSchool სისტემაში არსებული პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობისა და მთლიანობის პრინციპების დაცვაზე. სააგენტომ წლების მანძილზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ინფორმაციული უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების შესრულებისა და მისი პრაქტიკაში დანერგვის მიმართულებით. მიუხედავად ამისა, არსებობს მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები, რომლებსაც გავლენა აქვს ეფექტიანი იუმს-ის ჩამოყალიბებაზე. კერძოდ:  იუმს-ის გავრცელების სფერო არ შეესაბამება სააგენტოს და მის მიერ განხორციელებული პროექტების კომპლექსურობას;  არ არის გამიჯნული ინფორმაციული ტექნოლოგიები მმართველობისა და ინფორმაციულ უსაფრთხოებაზე ზედამხედველობისა ფუნქციები;  სააგენტოს კომპლექსურობისა და მასშტაბურობის გათვალისწინებით არ არის უზრუნველყოფილი იუმს-ის დანერგვისათვის შესაბამისი საკადრო რესურსები;  არ არის დანერგილი ცვლილებების მართვის ადეკვატური პრაქტიკა;  არ წარმოებს ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტების აღრიცხვა;  არ არის შემუშავებული დეველოპმენტის ერთიანი მიდგომა და პრაქტიკა. ყოველივე აღნიშნული მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გენერირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, მთლიანობასა და სანდოობაზე. აღნიშნული პრაქტიკა ზრდის ინფორმაციაზე არასანქცირებული წვდომის რისკს, რაც გავლენას ახდენს ინფორმაციული უსაფრთხოების მინიმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე. რეკომენდაცია ეფექტიანი და ქმედითი ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის შექმნისა და დანერგვისათვის მიზანშეწონილია: ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში 37 2019  სააგენტოს ხელმძღვანელობამ გადახედოს იუმს-ის გავრცელების სფეროს და უზრუნველყოს დაინტერესებული მისი შესაბამისობა მხარეების ორგანიზაციულ ინტერესებთან და მმართველობის ფუნქცია მიზნებთან, საკანონმდებლო მოთხოვნებთან;  ინფორმაციული ტექნოლოგიების გაიმიჯნოს ინფორმაციული უსაფრთხოების ზედამხედველობისგან და ინფორმაციულ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირ(ებ)ი პირდაპირ დაექვემდებაროს სააგენტოს დირექტორს;  სააგენტოს მენეჯმენტმა განსაზღვროს აუცილებელი და საკმარისი ადამიანური რესურსები. ამასთანავე, მიზანშეწონილია განისაზღვროს ზემოხსენებული თანამშრომლების პროფესიული განვითარების გეგმა (PDP) და უზრუნველყოფილ იქნეს სისტემატური ტრენინგები;  ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების შესამცირებლად, შეიმუშაოს ცვლილებების მართვის ადეკვატური პრაქტიკა საკანონმდებლო მოთხოვნებთან და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობით. ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში 38 2019 დანართი №1 – SABER-EMIS შეფასების შედეგები აუდიტის ფარგლებში შეფასდა განათლების მართვის ინფორმაციული სისტემა მსოფლიო ბანკის ჩარჩოს, SABER-EMIS-ის მიხედვით. SABER-EMIS-ის ფარგლებში ფასდება 4 ძირითადი კომპონენტი, რომელსაც გავლენა აქვს ეფექტიანი განათლების მართვის ინფორმაციული სისტემის ჩამოყალიბებაზე. თითოეული მიმართულებისთვის, არსებობს წინასწარგანსაზღვრული კრიტერიუმები, რომელთა შესრულებაც განსაზღვრავს მიმართულების/კომპონენტის საშუალო შეწონილ ქულას. აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ საქართველოს განათლების მართვის ინფორმაციული სისტემა, ზემოხსენებული შეფასების კრიტერიუმის გათვალისწინებით25 არის განვითარების ეტაპზე. შეფასების შედეგები (SABER-EMIS ჩარჩოს კრიტერიუმების შესრულების მაჩვენებელი პროცენტებში) წარმოდგენილია დიაგრამაზე №1. დიაგრამა №1. SABER-EMIS შეფასების შეჯამებული შედეგები ქვემოთ მოცემულ ცხრილში არის წარმოდგენილი თითოეული კომპონენტის და ქვეკომპონენტის შეფასების კრიტერიუმი და შეფასების შედეგები. მსოფლიო ბანკის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო განათლების მართვის ინფორმაციული სისტემის შეფასებისათვის - SABER-EMIS 25 ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში 40 2019 ცხრილი №1. SABER-EMIS შეფასების შედეგები კომპონენტების მიხედვით კომპონენტი 1. ხელშემწყობი გარემო 2. სისტემის ადეკვატურობა 3. მონაცემების ხარისხი 4. მონაცემების უტილიზაცია ქვეკომპონენტი ქულა წონა 1.1. საკანონმდებლო გარემო 2.30 17% მომწიფებული - Established 1.2. ორგანიზაციული სტრუქტურა 1.78 17% განვითარების ეტაპზე - Emerging 1.3. ადამიანური რესურსები 1.89 17% განვითარების ეტაპზე - Emerging 1.4.ინფრასტრუქტურული საჭიროებები 2.31 17% მომწიფებული - Established 1.5. ბიუჯეტი 1.25 17% განვითარების ეტაპზე - Emerging 1.6. მონაცემებზე დაყრდნობით გადაწყვეტილების მიღების კულტურა 2.00 15% მომწიფებული - Established 2.1. არქიტექტურა 1.23 20% განვითარების ეტაპზე - Emerging 2.2. მართვის სისტემაში გენერირებული მონაცემები 1.40 30% განვითარების ეტაპზე - Emerging 2.3. მონაცემთა ანალიზი 0.80 15% არასრულყოფილი/სუსტი - Latent 2.4. დინამიური სისტემა 1.43 15% განვითარების ეტაპზე - Emerging 2.5. ადეკვატური სერვისი სისტემის მომხმარებლებისათვის 2.15 20% მომწიფებული - Established 3.1. ადეკვატური მეთოდოლოგიური ჩარჩო 2.77 25% მომწიფებული - Established 3.2. მონაცემთა სიზუსტე და სანდოობა 1.93 25% განვითარების ეტაპზე - Emerging 3.3. მონაცემთა მთლიანობა 2.36 25% მომწიფებული - Established 3.4. პერიოდულობა და დროულობა 1.6 25% განვითარების ეტაპზე - Emerging 4.1. საჯაროობა 1.80 15% განვითარების ეტაპზე - Emerging 4.2. მონაცემების გამოყენება 1.35 50% განვითარების ეტაპზე - Emerging 4.3. ხელმისაწვდომობა 1.81 20% განვითარების ეტაპზე - Emerging 4.4. შედეგების გასაჯაროება 1.71 15% განვითარების ეტაპზე - Emerging ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში ქვეკომპონენტის შეფასება კომპონენტის შეფასება  განვითარების ეტაპზე Emerging  განვითარების ეტაპზე Emerging  მომწიფებული Established  განვითარების ეტაპზე Emerging 41 სახელმწიფო აუდიტის სამსახური ქ.თბილისი, 0144, წმ. ქეთევან დედოფლის გამზირი N96 +995 32 243 84 38