საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის „საქართველო 2020“ დამტკიცებისა და მასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №400 |
|
2014 წლის 17 ივნისი ქ.თბილისი |
2. დაევალოთ საქართველოს სამინისტროებს, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატებს და საქართველოს მთავრობას დაქვემდებარებულ შესაბამის უწყებებს, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 34-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ყოველი წლის 30 ივნისამდე შეიმუშაონ საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმები, ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული სტრატეგიის შესაბამისად.
3. დაევალოს საქართველოს სამინისტროებს, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატებს და საქართველოს მთავრობას დაქვემდებარებულ შესაბამის უწყებებს:
ა) სტრატეგიის მოქმედების ვადაში, უზრუნველყონ მათ მიერ გასატარებელი პოლიტიკის/ღონისძიების/რეფორმის შესაბამისობა სტრატეგიასთან;
ბ) ყოველწლიურად, სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის პარალერულად მოამზადონ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას წარუდგინონ ინფორმაცია სტრატეგიის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებებისა და მიღწეული შედეგების შესახებ.
4. დადგენილებით განსაზღვრული ღონისძიებების კოორდინირება დაევალოს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას.
5. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიმართვის საფუძველზე ეთხოვოს სხვა დაწესებულებებს წარმოადგინონ ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში აღნიშნული სამოქმედო გეგმები და ინფორმაცია.
|