„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
I მოსმენა
✓ 32 ✗ 55
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-09-02
ბიუროს ნომერი 280
📜 ტექსტი
ოქმი
03.10.2019
„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის (№07-3/384; 17.07.2019)
საყოველთაო–სახალხო განხილვის
შემაჯამებელი ოქმი
2019 წლის 17 ივლისს საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და
წესების კომიტეტის დადებითი დასკვნის საფუძველზე დადასტურებულ იქნა არანაკლებ
200 000
ამომრჩევლის ინიციატივით „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის წარდგენის მიზნით ამომრჩეველთა
საინიციატივო ჯგუფის მიერ შეგროვებული ხელმოწერის ნამდვილობა, შესაბამისად,
წარმოიშვა კონსტიტუციური კანონის პროექტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარდგენის უფლება და საქართველოს კონსტიტუციის 77-ე მუხლის პირველი პუნქტის
შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს წარედგინა „საქართველოს კონსტიტუციაში
ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი (N07-3/384;
17.07.2019).
საქართველოს კონსტიტუციის 77-ე მუხლის მე-2 პუნქტში რეგლამენტირებულია
პარლამენტის ვალდებულება, საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის
პარლამენტში განხილვის დაწყებამდე,
მის საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის
გამოქვეყნებასთან
ამასთანავე,
დაკავშირებით.
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტის 125-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კონსტიტუციური
კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის უზრუნველყოფის მიზნით,
პარლამენტი
იღებს
გადაწყვეტილებას
საყოველთაო-სახალხო
განხილვის
საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე და განსაზღვრავს მის შემადგენლობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 3
სექტემბრის
N4938-Iს
დადგენილებით
საყოველთაო-სახალხო
განხილვისათვის
გამოქვეყნებულ იქნა „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
კონსტიტუციური კანონის პროექტი (N07-3/384; 17.07.2019). იმავდროულად შეიქმნა
საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია 13 წევრისაგან, შემდეგი
შემადგენლობით:
ა) არჩილ თალაკვაძე
– საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
(კომისიის თავმჯდომარე);
ბ) თამარ ჩუგოშვილი
– საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის
პირველი მოადგილე;
გ) ირმა ინაშვილი
– საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის
მოადგილე;
დ) სერგი კაპანაძე
– საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის
მოადგილე;
ე) ანრი ოხანაშვილი
– საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა
კომიტეტის თავმჯდომარე;
ვ) მამუკა მდინარაძე
– საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“
თავმჯდომარე
ზ) ოთარი კახიძე
– საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველოს“
თავმჯდომარე
თ) ირაკლი კობახიძე
– საქართველოს პარლამენტის წევრი;
ი) თინათინ ბოკუჩავა
– საქართველოს პარლამენტის წევრი;
კ) ხათუნა გოგორიშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი;
ლ) ლევან კობერიძე
– საქართველოს პარლამენტის წევრი;
მ) თენგიზ შარმანაშვილი – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის
მრჩეველი;
ნ) თორნიკე ჭეიშვილი
– საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის
მრჩეველი (კომისიის მდივანი).
ამასთანავე, კომისიის თავმჯდომარის მიერ კომისიის სხდომებზე დასასწრებად
მოწვეულ იქნენ შემდეგი პირები/ორგანიზაციები: მამუკა კაციტაძე - პარტია „ახალი
მემარჯვენეები“ (საინიციატივო ჯგუფი); ალექსანდრე ბარამიძე - პარტია „თავისუფალი
დემოკრატები“ (საინიციატივო ჯგუფი); გიორგი ახვლედიანი - პარტია „დემოკრატიული
მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ (საინიციატივო ჯგუფი); კახა კუკავა - პარტია
„თავისუფალი საქართველო“; „საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდი (IFES)“;
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“; „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“; „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო
საზოგადოება“; „მრავალეროვანი საქართველო“; „განვითარებისა და დემოკრატიის
ცენტრი“; ვასილ გონაშვილი - კონსტიტუციონალისტი; ვლადიმერ ბოჟაძე - ექსპერტი.
ამასთანავე, მოწვევა გაკეთდა საქართველოს ლეიბორისტული პარტიის მიმართ,
რომელიც ხსენებული მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების მხრიდან რეაგირების
გარეშე დარჩა.
საქართველოს
კონსტიტუციური
კანონის
პროექტის
საყოველთაო-სახალხო
განხილვის მიზნით, საორგანიზაციო კომისიის 4 სექტემბრის სხდომაზე დამტკიცებული
გრაფიკის შესაბამისად, გაიმართა 11 შეხვედრა საქართველოს შემდეგ ქალაქებსა და
რეგიონალურ ცენტრებში: თელავი, რუსთავი, ახალციხე, მცხეთა, გორი, ბათუმი,
ოზურგეთი, ზუგდიდი, ქუთაისი, ამბროლაური, თბილისი - ჯამში 11 შეხვედრა.
განხილვები ტარდებოდა უნივერსიტეტებში, კულტურის ცენტრებში, თეატრებსა და სხვა
საჯარო
სივრცეში.
აკადემიური
აღნიშნულ
წრეების,
შეხვედრებში
ადგილობრივი
მონაწილეობდნენ:
თვითმმართველობების,
მოქალაქეები,
არასამთავრობო
ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, სტუდენტები და სხვა
დაინტერესებული პირები. საყოველთაო-სახალხო განხილვების მიზანს წარმოადგენდა
საკონსტიტუციო
ცვლილებასთან
დაკავშირებით
მოსახლეობის
მაქსიმალური
ინფორმირება და მოქალაქეთა დამოკიდებულების იდენტიფიცირება კონსტიტუციური
კანონის პროექტით გათვალისწინებულ შესწორებაზე.
ინფორმაცია
საყოველთაო-სახალხო
განხილვის
მიმდინარეობის
შესახებ,
კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის მასალებთან ერთად, სისტემატურად
მიეწოდებოდა საქართველოს მოსახლეობას პარლამენტის ვებ-გვერდის მეშვეობით
(http://parliament.ge/ge/sayoveltao-saxalxo-ganxilva).
აგრეთვე,
შეხვედრები
აქტიურად
შუქდებოდა სხვადასხვა მედია საშუალებების მიერ. კონსტიტუციური კანონის პროექტის
არსის შესახებ მოკლე ინფორმაცია რიგდებოდა თითოეულ შეხვედრაზე.
მოქალაქეთა მიერ დაფიქსირებული მოსაზრებები აისახებოდა შესაბამისი შეხვედრის
ოქმში (იხ. დანართი). საყოველთაო-სახალხო განხილვის პერიოდში წერილობით ან/და
ელექტრონულად მოსაზრებები წარმოდგენილი არ ყოფილა.
საყოველთაო-სახალხო განხილვის მიმდინარეობისას წარმართული დისკუსიის
საფუძველზე, გამოიკვეთა შემდეგი საკვანძო მნიშვნელობის საკითხები და ტენდენციები:
1. საპარლამენტო არჩევნებისათვის პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღება 2020
წლიდან, ნაცვლად ამჟამად მოქმედი შერეული სისტემისა:
საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედება
სრულად არის მხარდაჭერილი როგორც მმართველი გუნდის, ისე, საპარლამენტო და
არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელთა მიერ. ამას მოწმობს ორივე ((N07-3/380;
28.06.2019) და (N07-3/384; 17.07.2019)) ინიციირებული კონსტიტუციური კანონპროექტის
ის ნაწილი, რომელიც შინაარსობრივად იდენტურია და ითვალისწინებს მომდევნო
საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას პროპორციული წესით. აგრეთვე, შესაბამის
კონსტიტუციურ შესწორებას მხარს უჭერენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და
დარგის ექსპერტები, აპელირებენ რა პროპორციული საარჩევნო სისტემის რიგ
უპირატესობებზე ქართული კონტექსტის გათვალისწინებით. გამართულ შეხვედრებზე
არაერთხელ აღინიშნა, რომ 2017 წლის 13 ოქტომბრის საქართველოს კონსტიტუციური
კანონის
გარდამავალი
დებულებების
მე-9
პუნქტის
გადასინჯვა
და
მასთან
დაკავშირებული პოლიტიკური კონსესუსი წარმოადგენს ისტორიულ ნაბიჯს, რომელსაც
განვითარების ახალ ეტაპზე გადაჰყავს ქართული დემოკრატია და ქვეყანაში არსებული
პოლიტიკური კულტურა. ამავე დროს, განხილვებზე გაჟღერდა პოლიტიკური პარტიების
გაზრდილი პასუხისმგებლობის შესახებ, რაც ბუნებრივადაა დაკავშირებული ახალი
(პროპორციული) საარჩევნო სისტემის შემოღებასა და ამ ნაბიჯით საქართველოს
კონსტიტუციის ახალი რედაქციით გათვალისწინებული საპარლამენტო მმართველობის
მოდელის მახასიათებლების საბოლოო, სრულყოფილ ამოქმედებასთან.
პროპორციულ
საარჩევნო
სისტემაზე
გადასვლა
თანხვედრაში
მოდის
მოსახლეობის უმრავლესობის განწყობასთან. აღნიშნულს ადასტურებს საყოველთაოსახალხო განხილვის ფორმატში დაფიქსირებული მოსაზრებები. თუმცა, მოქალაქეთა
მცირე ნაწილს აქვს განსხვავებული ხედვაც. მაგალითად, ამა წლის 30 სექტემბერს
თბილისში გამართულ შეხვედრაზე მოქალაქეებმა უარყოფითი დამოკიდებულება
გამოამჟღავნეს პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით და აპელირება
მოახდინეს პარტოკრატიის დამკვიდრების რისკზე. თუმცა, კიდევ ერთხელ უნდა
აღინიშნოს, რომ პროპორციული სისტემის მიმართ მსგავსი ნეგატიური განწყობა
გამართულ შეხვედრებზე არ დომინირებდა და საზოგადოების დიდი ნაწილი ემხრობა
2020 წლიდან პროპორციული წესით საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.
2. ე.წ. ბუნებრივი ბარიერი
საყოველთაო-სახალხო
განხილვების
დროს
ერთ-ერთ
სადისკუსიო
თემას
წარმოადგენდა ე.წ. ბუნებრივი ბარიერის პირობებში პროპორციული წესით არჩევნების
ჩატარების საკითხი, რაც მმართველი გუნდის მიერ წარდგენილ კანონპროექტს (N073/380;
28.06.2019)
საინიციატივო
განასხვავებს
ჯგუფის)
მიერ
არანაკლებ
200
ინიციირებული
000
ამომრჩევლის
(ოპოზიციის
კანონპროექტისაგან
(N07-3/384;
17.07.2019), რომელიც, თავისმხრივ, 3%-იან საარჩევნო ბარიერს ითვალისწინებს.
აღნიშნულთან
დაკავშირებით,
მმართველი
გუნდის
წარმომადგენლები
აპელირებდნენ, რომ ე.წ. ბუნებრივი ბარიერის ერთჯერადად დაშვება აუცილებელია,
ვინაიდან 2020 წლის არჩევნებამდე დარჩა 1 წელი და ამ მოკლე დროში არასაპარლამენტო
პარტიებს ბარიერის გადალახვისთვის მომზადება გაუჭირდებათ. ე.წ. ნულოვანი
ბარიერის ერთჯერადად დაშვებით, მოხდება ქართული პოლიტიკური ველის გახსნა
პატარა ან შედარებით ახალი პარტიებისათვის და შეუქმნის მათ შედარებით თანაბარ
შანსებს საპარლამენტო მანდატების მოსაპოვებლად, რაც, აგრეთვე, მნიშვნელოვანია
ქვეყანაში დემოკრატიის გაძლიერებისა და პარტიული სისტემის განვითარებისათვის.
ამასთან, დასძენდნენ, რომ ეს მიდგომა კიდევ უფრო აამაღლებს მომდევნო (2020 წლის)
საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობას და შესძენს მას ერთგვარ საეტაპო დატვირთვას.
მეორე მხრივ, ე.წ. ბუნებრივი ბარიერი არაერთგვაროვან დამოკიდებულებას იწვევდა
საპარლამენტო
თუ
არასაპარლამენტო
ოპოზიციის
წარმომადგენელთა
შორის.
მაგალითად, ოპოზიციის საინიციატივო ჯგუფის (მათ შორის: „ერთიანი ნაციონალური
მოძრაობა“, „თავისუფალი დემოკრატები“, „ახალი მემარჯვენეები“) წარმომადგენლები,
აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი, ლევან კობერიძე
თავიანთ გამოსვლებში მკაფიო მხარდაჭერას აფიქსირებდნენ 3%-იანი საარჩევნო
ბარიერის მიმართ. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ოპოზიციის ნაწილი ე.წ. ნულოვან
ბარიერს პარტიების ფრაგმენტაციის ხელშემწყობ ფაქტორად მიიჩნევდა. ბარიერთან
დაკავშირებით, შედარებით ნეიტრალური პოზიცია ჰქონდა ფრაქცია „პატრიოტთა
ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ წევრს, გია ჟორჟოლიანს. ხოლო პარტიების:
„თავისუფალი საქართველოს“ და „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“
ლიდერები აფიქსირებდნენ მხარდაჭერას ე.წ. ბუნებრივი ბარიერის პირობებში მომდევნო
საპარლამენტო
არჩევნების
ჩატარებასთან
დაკავშირებით.
აღსანიშნავია,
რომ
შეხვედრებში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტული წრეების
წარმომადგენლები, შანსების თანაბრობისა და ქართულ პოლიტიკაში ახალი სახეების
შემოსვლის, ახალგაზრდების მონაწილეობის წახალისების არგუმენტით,
უმეტესად
პოზიტიურ შეფასებას აძლევდნენ ე.წ. ნულოვან ბარიერს. ამავე დროს, არერთხელ
აღინიშნა, რომ ევროპულ კონსტიტუციონალიზმში დამკვიდრებული ტენდენციის
შესაბამისად, საარჩევნო ბარიერი 3%-დან 5%-მდე ვარირებს.
რაც შეეხება მოსახლეობის დამოკიდებულებას ხსენებული საკითხის მიმართ,
იდენტიფიცირებულ იქნა მტკიცე მხარდაჭერა ე.წ. ბუნებრივი ბარიერის პირობებში
მომდევნო საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. ამავდროულად, იყო
განსხვავებული მოსაზრებებიც, მათ შორის, დაისვა კითხვები, ხომ არ გამოიწვევს
აღნიშნული მიდგომა პარტიულ სიჭრელეს ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენლობით
ორგანოში. აგრეთვე, მოქალაქეებმა რიგ შემთხვევებში, პოლიტიკური სტაბილურობის
უზრუნველყოფის არგუმენტით, ითხოვეს დაზუსტება ე.წ. ბუნებრივი ბარიერის
დანამდვილებით ერთჯერად ხასიათთან დაკავშირებით, რაც დადასტურებულ იქნა
შესაბამისი კონსტიტუციური კანონპროექტის ინიციატორთა მიერ.
3. საარჩევნო ბლოკები
კიდევ ერთ აქტუალურ საკითხს წარმოადგენდა 2020 წლის საპარლამენტო
არჩევნებზე ერთჯერადად საარჩევნო ბლოკების დაშვება. ამასთან დაკავშირებით,
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ისე, ექსპერტებსა და ოპოზიციის ნაწილს
გააჩნდათ მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულება. კერძოდ, გამართულ შეხვედრებზე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის, პარტია „ქართული
ოცნება-დემოკრატიული
საქართველოს“ აღმასრულებელი
მდივნის,
პარლამენტის
წევრის, ირაკლი კობახიძისა და მმართველი გუნდის სხვა ლიდერების მიერ არაერთგზის
იქნა აღნიშნული ბლოკების ინსტიტუტთან დაკავშირებით ქართულ რეალობაში
დამკვიდრებული
არასახარბიელო
პრაქტიკის
შესახებ,
რომელიც
სერიოზულ
დაბრკოლებას უქმნის ქვეყანაში პარტიული სისტემის განვითარებას. ამასთანავე,
განხილვებში
მონაწილე
არასამთავრობო
ორგანიზაციების
წარმომადგენლებიც
იზიარებდნენ მოსაზრებას, რომ ე.წ. ბუნებრივი ბარიერის პირობებში აღარ არის
აუცილებლობა
საარჩევნო
ბლოკების
დაშვებისა,
რასაც
მოწმობს,
მაგალითად,
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, სულხან სალაძის
მიერ გაკეთებული მოხსენება ამბროლაურში 28 სექტემბერს გამართულ შეხვედრაზე.
მეორე
მხრივ,
როგორც
კონსტიტუციონალისტ
სულხან
ვასილ
სალაძისა
გონაშვილის
და
მისი
მიერ
კოლეგების,
ასევე,
შედარებით-სამართლებრივ
კონტექსტში აღინიშნა, რომ ევროპულ პრაქტიკაში გვხვდება შემთხვევები, როდესაც
საარჩევნო ბლოკების დაშვება ხდება, თუმცა, ამ შემთხვევაში განსხვავებული მარჟაა
(საარჩევნო
ბარიერი)
დაწესებული,
საარჩევნო
ბლოკებისა
და
პარტიებისათვის
თანასწორი პირობების შექმნის მიზნით, რაც ასევე მისაღები პრაქტიკაა.
საარჩევნო ბლოკებთან დაკავშირებით განსხვავებული დამოკიდებულება იქნა
გამომჟღავნებული პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის,
საქართველოს
მემარჯვენეების“
პარლამენტის
წევრის,
თავმჯდომარის,
თინათინ
მამუკა
ბოკუჩავას,
კაციტაძის,
პარტია
პარტია
„ახალი
„თავისუფალი
დემოკრატების“ წევრის, ალექსანდრე ბარამიძის მიერ, რომლებიც აპელირებდნენ
თუნდაც ერთჯერადად ბლოკების შენარჩუნების აუცილებლობაზე და ამას ხსნიდნენ
წინასაარჩევნოდ პარტიებისთვის მჭიდრო თანამშრომლობის შენარჩუნების საჭიროებით.
აგრეთვე, გაჟღერდა პოზიცია პარტიებისა და ბლოკებისათვის დიფერენცირებული
ბარიერის რეგლამენტაციასთან დაკავშირებით. მაგალითად, თელავში, 13 სექტემბერს
გამართულ
შეხვედრაზე,
ალექსანდრე
ბარამიძემ აღნიშნა, რომ პარტიებისთვის
შესაძლებელია დაწესდეს ე.წ. ნულოვანი საარჩევნო ბარიერი, ხოლო ბლოკებისთვის
გათვალისწინებული იყოს უფრო მაღალი ბარიერი - 3 % ან 5 %. საკითხის შესაძლო
გადაწყვეტასთან დაკავშირებით, ანალოგიური სულისკვეთება იქნა გამოვლენილი მამუკა
კაციტაძის მიერ 28 სექტემბერს ამბროლაურში გამართულ შეხვედრაზე. ამასთან,
მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციის ის წარმომადგენლები, რომლებიც მხარს უჭერენ
საარჩევნო ბლოკების შენარჩუნებას, გეგმავენ მხარი დაუჭირონ კონსტიტუციურ კანონის
პროექტს თუნდაც იმ შემთხვევაში, თუ მასში არ იქნება გათვალისწინებული ბლოკების
შექმნის შესაძლებლობა, რადგან ცენტრალურ მნიშვნელობას პროპორციულ საარჩევნო
სისტემაზე გადასვლის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ანიჭებენ. ამას ადასტურებს
თინათინ ბოკუჩავას მიერ დაფიქსირებული პოზიცია 22 სექტემბერს მცხეთაში
გამართულ შეხვედრაზე.
საყოველთაო-სახალხო
განხილვის
მსვლელობისას
შეხვედრებზე
დამსწრე
საზოგადოების წარმომადგენელთა მხრიდან მეტწილად ნეგატიურად იქნა შეფასებული
საარჩევნო ბლოკების შენარჩუნების პერსპექტივა.
მოქალაქეები
ძირითადად
აპელირებდნენ საარჩევნო ბლოკების ინსტიტუტის გაუქმების საჭიროებაზე, აგრეთვე,
პარტიების აგრეგაციის ბუნებრივ შესაძლებლობაზე ბლოკების შექმნის გარეშეც.
4. პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებასთან დაკავშირებული რისკები
საჯარო
შეხვედრებზე
გამართულმა
დისკუსიამ წარმოაჩინა
მოსახლეობის
გარკვეული ნაწილის ერთგვარი შიში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის
ფონზე რეგიონალური წარმომადგენლობის შესუსტებასთან დაკავშირებით ქვეყნის
უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში. საკმაოდ ხშირად ისმოდა კითხვები, თუ ვინ
შეითავსებს მაჟორიტარი დეპუტატის ფუნქციებს, ან ხომ არ არის მიზანშეწონილი
გარკვეული კვოტის (წინასწარ დაჯავშნული ადგილების) დაწესება თითოეული
რეგიონისათვის პარლამენტში.
ხსენებულთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ
თალაკვაძე აღნიშნავდა, რომ პასუხისმგებლიანი პოლიტიკური პარტიის პოზიტიურ
ვალდებულებას
წარმოადგენს
საარჩევნო
სიის
იმგვარად
შედგენა,
რომ
მასში
დაბალანსებული იყოს რეგიონალური წარმომადგენლობის საკითხი. აგრეთვე, აღინიშნა,
რომ რეგიონალური წარმომადგენლობის უზრუნველყოფის მიზნით პოლიტიკური
დიალოგის ფორმატში განიხილება დამატებითი საკანონმდებლო რეგულაციების
შესაძლებლობა.
ამავდროულად,
პარლამენტის
თავმჯდომარე
აპელირებდა
ადგილობრივი
თვითმმართველობის
გაძლიერებისა
და
მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლებთან მოსახლეობის ჯანსაღი კომუნიკაციის საჭიროებაზე.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში
რეგიონალური წარმომადგენლობის შესუსტების რისკის პრევენციის მიზნით ფრაქცია
„პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ წევრი, გია ჟორჟოლიანი აქცენტს
აკეთებდა რეგიონულ-პროპორციული სისტემის დანერგვის თაობაზე. რეგიონულპროპორციულ სიებზე, აგრეთვე, ყურადღება გაამახვილა პოლიტიკური გაერთიანება
„შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა, რომლის თქმითაც სასურველია
10-12 მანდატიანი ოლქების შექმნა, ნაცვლად ერთიანი მრავალმანდატიანი ოლქისა
(თბილისი, 30 სექტემბერი). საკითხს დიდი მნიშვნელობა მიანიჭეს სხვა ოპოზიციურმა
ძალებმაც.
აღნიშნულთან
დაკავშირებით,
ხელისუფლების
წარმომადგენლებმა
განაცხადეს, რომ მიმდინარეობს მუშაობა იმგვარი მოდელის მომზადებაზე, რომელიც
ხელს შეუწყობს რეგიონალური წარმომადგენლობის სათანადო უზრუნველყოფას
საკანონმდებლო ორგანოში, თუმცა, ეს არ იქნება დაკავშირებული საკონსტიტუციო
ცვლილებასთან.
კიდევ ერთი რისკი იქნა დანახული მოქალაქეთა გარკვეული ნაწილის მიერ
პროპორციული
საარჩევნო
კოალიციების
შემთხვევაში)
დაკავშირებით,
იქნება
ეს
სისტემის
პირობებში
პარლამენტის
მთავრობის
(მათ
შორის,
საპარლამენტო
გადაწყვეტილებაუნარიანობასთან
ფორმირება,
თუ
სხვა
მნიშვნელოვანი
გადაწყვეტილებების მიღება საკითხებზე, რომელიც ოპერატიულ რეაგირებას საჭიროებს.
ამასთან
დაკავშირებით
განვითარებისა
და
განიმარტებოდა,
პოლიტიკური
რომ
ქვეყანაში
კულტურის
დონის
პარტიული
ამაღლების
სისტემის
კვალდაკვალ,
ეტაპობრივად მოხდება ხსენებული რისკების შემცირება.
5. არჩევნებში მონაწილეობის ვალდებულება და ხმის მიცემის სისტემა
დამოუკიდებელი
პარლამენტის
წევრის,
ლევან
კობერიძის
მხრიდან
პერმანენტულად ხდებოდა პასიურ აბსენტეიზმთან ბრძოლის ისეთი მეთოდის შესახებ
აპელირება, როგორიცაა არჩევნებზე მოქალაქეთა გამოცხადების ვალდებულების გაწერა.
აღნიშნულთან დაკავშირებით მოქალაქეები
ავლენდნენ როგორც უარყოფით, ასევე,
მხარდამჭერ პოზიციას.
ამასთანავე, ამომრჩეველთა აქტიურობის ზრდის მიზნით, ლევან კობერიძემ
დააყენა საკითხი ხმის მიცემის მოქნილი სისტემის დანერგვის თაობაზე, რომელიც
გულისხმობს
ამომრჩეველთა
ადგილსამყოფელის
მიხედვით
ელექტრონული
რეგისტრაციისა
და
ფაქტობრივი
ხმის
შესაძლებლობას.
ამ
ინიციატივის
მიცემის
სულისკვეთებას, ასევე, იზიარებს ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე.
6. გაუნაწილებელი მანდატების განაწილების წესი
საგულისხმოა, რომ ოზურგეთში, 25 სექტემბერს გამართულ შეხვედრაზე
კონსტიტუციური რეგულირების კიდევ ერთ საგანს შეეხო „საია“-ს წარმომადგენელი,
რომელმაც ითხოვა დაზუსტება გაუნაწილებელი მანდატების განაწილების წესთან
დაკავშირებით. აღნიშნულზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ
თალაკვაძემ განაცხადა, რომ კონსტიტუციური კანონის გარდამავალ დებულებებში
მმართველი გუნდის მიერ ინიციირებული ცვლილების შესაბამისად, გაუნაწილებელ
მანდატს თანმიმდევრობით მიიღებენ უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები,
თუმცა, არსებობს ხსენებული საკითხის კიდევ ერთი შესაძლო გადაწყვეტა, რომელიც
გულისხმობს გაუნაწილებელი მანდატების თანმიმდევრობით გადაცემას უდიდესი
ნაშთის მქონე პოლიტიკური პარტიებისათვის.
7. საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა
საყოველთაო-სახალხო განხილვის მიმდინარეობისას საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე მოსახლეობას აწვდიდა ინფორმაციას საარჩევნო
კანონმდებლობის
დაგეგმილ
რეფორმასთან
დაკავშირებით,
რომელიც
შესაბამის
კონსტიტუციურ ცვლილებასთან ერთად, გახდება გარანტი მომდევნო საპარლამენტო
არჩევნების მაქსიმალურად გამჭვირვალე და დემოკრატიულ გარემოში ჩასატარებლად,
სადაც პოლიტიკურ პარტიებს ექნებათ უფრო თანაბარი შანსები და გაზრდილი
შესაძლებლობები
წარმატების
მისაღწევად.
ამ
თვალსაზრისით,
პარლამენტის
თავმჯდომარე გამოჰყოფდა რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტს, როგორიცაა: პარტიების
დაფინანსების უფრო სამართლიანი სისტემის დანერგვა, ქალთა წარმომადგენლობის
გაძლიერებისა და პოლიტიკაში მათი მონაწილეობის ხელშემწყობი საკანონმდებლო
მექანიზმების რეგლამენტაცია, წინასაარჩევნო კამპანიის მარეგულირებელი ნორმების
დახვეწა,
შეზღუდული
შესაძლებლობის
მქონე
პირთათვის
საარჩევნო
უბნების
ადაპტირება და ა.შ.
გამართულმა შეხვედრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თითოეულ
ზემოაღნიშნულ საკითხს მოსახლეობა ძალიან მაღალ მნიშვნელობას ანიჭებს და
მიზანშეწონილია
შესაბამისი
საკანონმდებლო
ცვლილებების
განხორციელება.
მოქალაქეთა დიდი ნაწილის აზრით, აუცილებელია პოლიტიკაში ქალების ჩართულობის
ხარისხის ზრდა. ამასთანავე, მწვავედ დაისვა შშმ პირთა უფლებების რეალიზაციისთვის
დამატებითი პირობების შექმნის აუცილებლობა. პარტიების დაფინანსების მოქმედ
მოდელთან დაკავშირებით მთელ რიგ შემთხვევებში ნეგატიური შეფასება დაფიქსირდა.
UC")BCqogC bgOcnorjOgq'ob
g;or3lq,ob$obgboor, b,:gcn3gqrorrer-btbtq'bo 6lSboqr3otl
brcr6g,:6o9crGocD 3cnOolror 2019 Sq"l,
17 o3q'obl-r lrsjt6or3gq>c"rb Jr6q'r@g6g6o
b.:j.l6orgqrclb 3c'rbbgogggoob 77-g 0gbqob tsgb;br0oblqq $,:6qg53boq,o ,,b,lj.:6co3gq'c'rb
3c"rbbgogggorBo G3qoqCbob 0gg,>6ob 0gbrbgb" b,>jr6or3gq,c"rb 3cnbbOoOUOoU6 3;barb0o
GgqloElCbob 0ggr6ob orrcrblbg" brjs6orggq,crlr 3erbbOoOUOoU6o 3;6cn6ob J6ergjgob (N073/384; 77.07.2019) bljl6orgCq'c'rb 3,>ber60qrgbqrerboor qr.:qr6g6oq, 1-o19o.:6 blgc'r3gq'orlc'rbrbrq,bcn 6;6boq'3;b qg;b6gq'Cbgqrqg 0ooBbg3b.
QrGUq)or $.l6qrp6oqro b.:3c"rbb6oOUGoc'r g3q'oq,gbob (N07-3/384; 17.07.2019)
g,:5boq'3obtor3ob qgl$gbgbgq'o Ocrorbc'r35gbo qrr 3rberbJ6cngjgo fl%rqg5;, b.:j,l6o6gq,cntl
3crbb$o$g6ootlr er b;jr6orpq,c'rb 3,:6q';0g5gob 6ggqrr0g6goor 5.:bb.:bqg63qo
36c6gqg6gbob tsgblbr0ob.rqr, lr,:jr6or3Cq,slb 316q,$g6gob br3er0ooCocr qr,: 3q,gb.:6Uq
ttbqgoO3b% g 51 6ltb oq, gCqrsg.
l6Boqr cDrqrJJgJdC
bsjr6or3 gq,arb 3l6q,r0g6gob orr36aqraf 16 g,
bs
jffi or3 gqrcnb 3erbb gog g gog6o 3.:5er6ob 36ergigob
lr.:go3gqrortrn-btbrq'bcn Stbboq'3olr
brcl66l6obr0oo 3er0oboolr orrg0aqrer0r6g
დანართი
თელავი, 2019 წლის 13 სექტემბერი
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პრეზიდიუმის შემადგენლობა: არჩილ თალაკვაძე, ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე,
მამუკა კაციტაძე, გიორგი ჟორჟოლიანი, ლევან კობერიძე, თენგიზ შარმანაშვილი,
ვახუშტი მენაბდე.
შეხვედრის წამყვანი - ანა კილაძე. მან შეხვედრა გახსნილად გამოაცხადა და აღნიშნა, რომ
საყოველთაო-სახალხო განხილვა ორ კონსტიტუციურ კანონის პროექტს დაეთმობოდა.
მათ შორის, საქართველოს პარლამენტის წევრთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის
წესით წარდგენილ (№07-3/380, 28.06.2019) კანონპროექტს, რომელიც გულისხმობს
მომდევნო საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით, ბარიერისა
და ბლოკების გარეშე და არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარდგენილ (№07-3/384, 17.07.2019) კანონპროექტს, რომელიც
ითვალისწინებს მომდევნო საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას 3%-იანი ბარიერითა და
ბლოკებით.
განხილვას უძღვებოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს
კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო
კომისიის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე. მან მადლობა გადაუხადა დამსწრე
საზოგადოებას მობრძანებისათვის და აღნიშნა, რომ მიმდინარე განხილვა არის კარგი
შესაძლებლობა საერთო, ძლიერი პოზიციების შესაჯერებლად ქვეყნის განვითარების
მთავარ საკითხებზე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მიმოიხილა 2017-2018 წლებში
განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმა და ისაუბრა იმ ძირითად პრინციპებსა და
მიღწევებზე, რასაც ეფუძნება კონსტიტუციის ახალი რედაქცია. არჩილ თალაკვაძემ
განსაკუთრებით ხაზი გაუსვა 1 წლის წინ მიღებულ პროგრესულ პოლიტიკურ
გადაწყვეტილებას, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით,
რომლითაც ხდება საპარლამენტო არჩევნებისათვის ამჟამად მოქმედი შერეული
საარჩევნო სისტემის ჩანაცვლება.
პარლამენტის თავმჯდომარემ აქცენტი გააკეთა იმ მოტივებზე, რომლებმაც განაპირობა
საარჩევნო სისტემის ცვლილებების თარიღად 2024 წლის განსაზღვრა საქართველოს
კონსტიტუციაში. კერძოდ, ისაუბრა პარტიების დაფინანსების სისტემური ცვლილების
საჭიროებაზე, საარჩევნო კანონმდებლობის დაგეგმილ რეფორმასა და პოლიტიკური
პარტიებისათვის საჭირო მოსამზადებელ დროზე საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან
დაკავშირებით.
ამის შემდგომ, კომისიის თავმჯდომარემ მოსახლეობას გააცნო საკონსტიტუციო
ცვლილების ძირითადი არსი. მან აღნიშნა, რომ კანონპროექტით გათვალისწინებულია
მხოლოდ კონსტიტუციური კანონის გარდამავალი დებულების გადასინჯვა, რომლითაც
მოხდება 2020 წლისათვის არჩევნების პროპორციული წესით, ე.წ. ბუნებრივი ბარიერის
პირობებში ჩატარების რეგლამენტაცია, აგრეთვე, საარჩევნო ბლოკების გაუქმება. არჩილ
თალაკვაძემ დასძინა, რომ ინიციირებული პროექტი წარმოადგენს საზოგადოებრივი
მოთხოვნისა და მოქალაქეთა გულწრფელი პროტესტის შედეგს.
ირაკლი კობახიძემ - პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“
აღმასრულებელმა მდივანმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა ყურადღება გაამახვილა
საარჩევნო სისტემის ცვლილების ფუნდამენტურ მნიშვნელობაზე და გამოხატა
დადებითი დამოკიდებულება 2020 წლიდან პროპორციული საარჩევნო სისტემის
ამოქმედებასთან დაკავშირებით. მან ხაზი გაუსვა, რომ პროპორციული სისტემის
ამოქმედების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2017 წლის საკონსტიტუციო
რეფორმის დროს იყო მიღებული.
ირაკლი კობახიძე შეეხო იმ რისკებსა და გამოწვევებს, რაც ახლავს პროპორციულ
საარჩევნო სისტემას. მათ შორის, დაასახელა რეგიონალური წარმომადგენლობის
სათანადოდ ასახვის მიზანშეწონილობის საკითხი, რაზეც, მისივე თქმით, მიმდინარეობს
აქტიური მსჯელობა და მუშაობა. ირაკლი კობახიძემ, აგრეთვე, აღნიშნა, რომ რისკები
ნებისმიერ საარჩევნო სისტემას გააჩნია, თუმცა პროპორციული საარჩევნო სისტემის
დადებითი მხარეები გადაწონის მის უარყოფით მხარეებს.
მან ყურადღება გაამახვილა ერთჯერადად ნულოვანი ბარიერის შემოღების ასპექტზეც და
მოსახლეობას განუმარტა, რომ 2020 წლის შემდეგ საპარლამენტო არჩევნები კვლავ
ჩატარდება 5%-იანი ბარიერით, რის განმაპირობებელ ფაქტორსაც წარმოდგენს დღესდღეობით არსებული გამოწვევების გაანალიზება და სტაბილური განვითარების
შენარჩუნება ქვეყანაში. ირაკლი კობახიძე, ასევე, შეეხო ბლოკების გაუქმების საკითხს და
აღნიშნა, რომ პარტიული სისტემის განვითარების ხელშეწყობა არის
ბლოკების
გაუქმების მთავარი მიზეზი.
ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, მამუკა
მდინარაძემ ასევე ისაუბრა კონსტიტუციური კანონის პროექტზე და ცვლილებების
არსზე. მან დადებითად წარმოაჩინა პოლიტიკური სპექტრის გაერთიანების ფაქტი იმ
იდეის გარშემო, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა უნდა მოხდეს 2020
წლიდან. მამუკა მდინარაძის შეფასებით, ამგვარი კონსესუსი წარმოადგენს იშვიათობას
ქართულ საზოგადოებაში.
მამუკა კაციტაძემ - ოპოზიციის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა ორ ნაწილად
გაყო თავისი გამოსვლა. პირველ ნაწილში მან აუდიტორიას წარუდგინა მიმოხილვა
საქართველოში საარჩევნო სისტემის ტრანსფორმაციის თაობაზე. ხოლო, გამოსვლის
მეორე ნაწილში - საზოგადოებას გააცნო საინიციატივო ჯგუფის მიერ ინიციირებული
კონსტიტუციური კანონის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს 2020 წლისთვის
საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას, 3 %-იანი ბარიერითა და
საარჩევნო ბლოკებით. მამუკა კაციტაძემ განაცხადა, რომ საარჩევნო ბლოკებით
უზრუნველყოფილი იქნება პარტიების მჭიდრო თანამშრომლობა წინასაარჩევნო
პერიოდში, ამიტომ ბლოკების შენარჩუნება, თუნდაც ერთჯერადად, მნიშვნელოვანია.
გიორგი ჟორჟოლიანმა - საქართველოს პარლამენტის წევრმა აღნიშნა, რომ ყველა
პოლიტიკური პარტია და პოლიტიკური სუბიექტი მხარს უჭერს არსებული საარჩევნო
სისტემის ცვლილებას პროპორციული საარჩევნო სისტემით, მათ შორის, მხარს უჭერს ის
პოლიტიკური პარტიაც, რომელსაც თავად წარმოადგენს („სოციალ - დემოკრატები“).
გიორგი ჟორჟოლიანის აზრით, ბლოკების არსებობა არ არის მართებული, თუმცა
აღნიშნული საკითხი მისთვის, ისევე როგორც მისი პარტიისთვის, არსებითი
დატვირთვის მატარებელი არ არის. გიორგი ჟორჟოლიანის პოზიციის თანახმად,
ნაცვლად ერთიანი მრავალმანდატიანი ოლქისა უნდა არსებობდეს რამდენიმე
მრავალმანდატიანი ოლქი, რათა დაზღვეული იყოს პროპორციული სისტემისათვის
დამახასიათებელი რისკები.
ლევან კობერიძემ - დამოუკიდებელმა პარლამენტის წევრმა მხარდაჭერა გამოთქვა
მმართველი გუნდის მიერ წარმოდგენილი ინიციატივის მიმართ. ასევე, განაცხადა, რომ
უნდა დაიხვეწოს მოსახლეობის აღრიცხვიანობის საკითხი. ამასთანავე, ლევან კობერიძის
აზრით, არჩევნებში მონაწილეობა უნდა იყოს სავალდებულო, რის აღსასრულებლადაც
შესაძლებელია დაწესდეს სანქციები.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველმა, თენგიზ შარმანაშვილმა
მიმოიხილა საკონსტიტუციო ცვლილება და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა
საარჩევნო ბლოკების საკითხზე. მან საზოგადოებას წარუდგინა არგუმენტები საარჩევნო
ბლოკების საწინააღმდეგოდ და ხაზი გაუსვა მათი გაუქმების აუცილებლობას.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელმა ვახუშტი
მენაბდემ მხარდაჭერა გამოხატა საკონსტიტუციო ცვლილების სულისკვეთების მიმართ.
ასევე, მან აღნიშნა, რომ პოლიტიკურ პროცესებში ქალების ჩართულობა უნდა
გაიზარდოს.
ამის შემდეგ დისკუსიაში მოქალაქეები ჩაერთვნენ:
აჩიკო მჭედლიშვილმა - სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენელმა დააფიქსირა
ნეგატიური დამოკიდებულება პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით.
იგი დაინტერესდა, თუ როგორ მოხდება რეგიონების წარმომადგენლების ჩართვა
საპარლამენტო ცხოვრებაში პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში. იგი,
აგრეთვე, შეეხო თელავისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმების საკითხს,
რამაც, მისივე აზრით, გამოიწვია თელავის განვითარების შეფერხება.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა მხარდაჭერა დააფიქსირა
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პერსპექტივასთან დაკავშირებით.
ამავდროულად, იგი დაინტერესდა პოტენციური რისკებით, რომელიც შეიძლება თან
ახლდეს მსგავსი საარჩევნო სისტემის პირობებში არჩეული პარლამენტის მიერ
მთავრობის ფორმირებას.
მოქალაქე თელავიდან დაინტერესდა პარტიების დაფინანსების საკითხით და კითხვა
დაუსვა აღნიშნულთან დაკავშირებით როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენლებს,
ისე, ოპოზიციას. მან, ასევე, წამოჭრა რეგიონალური წარმომადგენლობის საკითხები
ახალი საარჩევნო სისტემის ამოქმედების პირობებში.
ალექსანდრე ბარამიძემ - პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელმა ხაზი
გაუსვა, რომ მხარს უჭერს საარჩევნო ბლოკების შენარჩუნებას. მან გამოთქვა მოსაზრება
პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების დიფერენცირებულ ბარიერთან
დაკავშირებით. კერძოდ, მისი შემოთავაზებით, შესაძლებელია პარტიებისთვის
დაწესდეს ნულოვანი საარჩევნო ბარიერი, ხოლო ბლოკებისთვის გათვალისწინებული
იყოს უფრო მაღალი ბარიერი - 3 % ან 5 %.
თამაზ ჭკადუა - თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი არ
დაეთანხმა ბლოკების არსებობას. ის, აგრეთვე, დაინტერესდა კონსტიტუციაში
ცვლილებების შეტანის წესით და კითხვა დასვა კონსტიტუციური კანონის გადასინჯვის
მოქნილობასთან დაკავშირებით.
დავით უსუფაშვილი - პოლიტიკური გაერთიანება „შენების მოძრაობის“ დამფუძნებელი
დადებითად გამოეხმაურა ოპოზიციის (საინიციატივო ჯგუფის) წარმოდგენილ პროექტს,
თუმცა, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მხარდაჭერა გამოხატა მმართველი
გუნდის ინიციატივის მიმართაც. აგრეთვე, დავით უსუფაშვილი დაინტერესდა, თუ
როგორ იქნება წარმოდგენილი პარლამენტში რეგიონების პოზიცია. მანვე აღნიშნა, რომ
საარჩევნო ბარიერი უნდა იყოს 3 %.
გიორგი ახვლედიანმა - პოლიტიკური გაერთიანება „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პროპორციული სისტემა
არის სამართლიანი და ასეთი საარჩევნო სისტემა ყველაზე ადეკვატურად ასახავს
მოსახლეობის განწყობას. გიორგი ახვლედიანი შეეხო პროპორციული სისტემის
თანამდევ საფრთხეებსაც და მისი მოქმედების პირობებში მთავრობისა და პარლამენტის
ფორმირების პრობლემებს. მან აპელირება მოახდინა დაბალი საარჩევნო ბარიერის
დადებით მხარეებზე, რაც გაუნაწილებელი მანდატების მცირე რაოდენობაში
გამოიხატება. გიორგი ახვლედიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ ეთანხმება ცვლილებების
ერთჯერად ხასიათს და მისი კითხვაც სწორედ იმაში მდგომარეობდა, თუ რატომ ატარებს
ინიციირებული ცვლილებები მხოლოდ ერთჯერად ხასიათს.
მარიამ გელაშვილი - თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი დაინტერესდა,
თუ როგორ შეიძლება მოხდეს, პროპორციული სისტემის პირობებში, პარლამენტში
რეგიონალური წარმომადგენლობის სათანადოდ უზრუნველყოფა და ამ საკითხზე
კითხვით მიმართა მმართველ გუნდს.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, ევროპული საქართველოს
წარმომადგენელმა, ლელა მენთეშაშვილმა აღნიშნა, რომ მიესალმება მაჟორიტარული
სისტემის გაუქმებას.
მოქალაქე მზია მაისურაძემ დადებითად შეაფასა პროპორციული სისტემისა და
ერთჯერადად ნულოვანი ბარიერის კონსტიტუციური რეგლამენტაციის პერსპექტივა,
რასაც მმართველი პარტიის მიერ ინიციირებული პროექტი ითვალისწინებს. იგი
დაინტერესდა, თუ რა საარჩევნო ბარიერის პირობებში ჩატარდება 2024 წლის
საპარლამენტო არჩევნები.
შეხვედრის დასასრულს პარლამენტის თავმჯდომარემ და პრეზიდიუმის სხვა წევრებმა
შეაჯამეს დარბაზში გამართული მსჯელობა და დამატებით განმარტეს ის საკითხები,
რომლებზეც მოსახლეობას კითხვები ჰქონდა. მათ შორის დაზუსტდა, პროპორციული
არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებული არგუმენტები და ნიუანსები. საარჩევნო
ბარიერზე ითქვა, რომ 2024 წლის (2020 წლის მომდევნო) საპარლამენტო არჩევნებისათვის
იმოქმედებს 5 %-იანი ბარიერი. თელავისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის
გაუქმებასთან დაკავშირებით, აღინიშნა, რომ ამის გამო თელავის განვითარება არ
შეფერხდა, არამედ პირიქით - განვითარება უფრო სწრაფ ტემპში მიმდინარეობს და,
შესაბამისად, თელაველთა ინტერესებს ზიანი არ მიადგა. კონსტიტუციის გადასინჯვის
პროცედურაზე განიმარტა, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქციით გათვალისწინებულია
ორი მოწვევის პარლამენტის მონაწილეობა ამ პროცედურაში, ან ერთი მოწვევის
პარლამენტის პირობებში გათვალისწინებულია ზეკვალიფიციური კვორუმი.
ამის შემდეგ წამყვანმა ანა კილაძემ შეხვედრა დასრულებულად გამოაცხადა.
რუსთავი, 2019 წლის 14 სექტემბერი
გ. ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის პროფესიული დრამატული თეატრი
პრეზიდიუმის შემადგენლობა: არჩილ თალაკვაძე, გიორგი ვოლსკი, მამუკა მდინარაძე,
მამუკა ჩიქოვანი, გიორგი ჟორჟოლიანი, ლევან კობერიძე, ალექსანდრე ბარამიძე, ქეთევან
ჩაჩავა, ვლადიმერ ბოჟაძე.
შეხვედრის წამყვანი - ანა კილაძე. მან შეხვედრა გახსნილად გამოაცხადა და აღნიშნა, რომ
საყოველთაო-სახალხო განხილვა ორ კონსტიტუციურ კანონის პროექტს დაეთმობოდა.
მათ შორის, საქართველოს პარლამენტის წევრთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის
წესით წარდგენილ (№07-3/380, 28.06.2019) კანონპროექტს, რომელიც გულისხმობს
მომდევნო საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით, ბარიერისა
და ბლოკების გარეშე და არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარდგენილ (№07-3/384, 17.07.2019) კანონპროექტს, რომელიც
ითვალისწინებს მომდევნო საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას 3%-იანი ბარიერითა და
ბლოკებით.
განხილვას უძღვებოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს
კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო
კომისიის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.
მან მოსახლეობას გააცნო კონსტიტუციური კანონის პროექტის არსი და აღნიშნა, რომ
პროექტი ითვალისწინებს ცვლილებებს მხოლოდ კონსტიტუციური კანონის გარდამავალ
დებულებებში. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ინიციირებული ცვლილებები
ეხება პროპორციული წესით, ე.წ. ბუნებრივი ბარიერის პირობებში არჩევნების ჩატარებას
2020 წელს და ამავე საპარლამენტო არჩევნებისათვის საარჩევნო ბლოკების გაუქმებას.
არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი პროექტი ასახავს სამოქალაქო
საზოგადოების, უფრო კონკრეტულად კი, ახალგაზრდების მოთხოვნისა და გულწრფელი
პროტესტის შედეგს.
პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა წარსულ გამოცდილებაზე
საქართველოს კონსტიტუციის ხშირ ცვლილებასთან დაკავშირებით, რის პრევენციასაც
საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქცია ახდენს, გადასინჯვისათვის საჭირო
მაღალი კვორუმის დაწესებით.
არჩილ თალაკვაძემ აქცენტი გააკეთა ნულოვანი ბარიერის მოქმედების პირობებში მცირე
ოპოზიციური პარტიებისათვის მეტი შანსების გაჩენის თაობასა და მანდატების
მისაღებად საჭირო მხარდაჭერის მოპოვების გაზრდილ შესაძლებლობაზე. ასევე, შეეხო
პროპორციული არჩევნების დადებით მხარეებსა და აღნიშნული სისტემის ამოქმედების
თარიღის შეცვლის საკითხს. დასასრულს, მან კიდევ ერთხელ გამოხატა მზადყოფნა
ქვეყნის
განვითარებისათვის
სტრატეგიულ
საკითხებზე
დისკუსიისა
და
მოსახლეობასთან მოსაზრებების გაცვლის აუცილებლობასთან დაკავშირებით.
გიორგი ვოლსკიმ - პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო
უმრავლესობის ლიდერმა ისაუბრა საზოგადოების განწყობებსა და კონსესუსის მიღწევის
აუცილებლობაზე, რაც საფუძვლად დაედო კონსტიტუციური კანონის გარდამავალ
დებულებებში ინიციირებულ ცვლილებებს 2020 წლისათვის პროპორციულ საარჩევნო
სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით. გიორგი ვოლსკიმ ხაზი გაუსვა ერთობლივ
პასუხისმგებლობას საზოგადოებისა და ქვეყნის წინაშე. იგი შეეხო ახალი ცვლილებების
ამოქმედების მთავარ მიზნებსა და დადებით მხარეებს. კერძოდ, თითოეული
პოლიტიკური პარტიის რეალური მხარდაჭერის ხარისხის გამოაშკარავებას საარჩევნო
ბლოკების მიღმა.
ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ - მამუკა
მდინარაძემ, აგრეთვე, მიმოიხილა ინიციირებული საკონსტიტუციო ცვლილება.
ალექსანდრე ბარამიძემ - პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელმა
ყურადღება გაამახვილა საინიციატივო ჯგუფის (ოპოზიციის) მიერ წარდგენილ
კონსტიტუციურ კანონპროექტზე და გამოთქვა მოსაზრება პოლიტიკური პარტიებისა და
საარჩევნო
ბლოკებისთვის
დიფერენცირებული
ბარიერის
შემოღების
მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით.
საქართველოს პარლამენტის წევრმა, მამუკა ჩიქოვანმა მხარდაჭერა გამოხატა
პროპორციული საარჩევნო სისტემის 2020 წლიდან ამოქმედებასთან დაკავშირებით. მან
ძირითადი აქცენტები გააკეთა საარჩევნო ბარიერის სწრაფ ცვლილებაზე. შესაბამისად,
ოპონენტებს 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების ჩატარება შესთავაზა 3%-იანი
საარჩევნო ბარიერით. მისი პოზიციით, საჭიროა საარჩევნო ბლოკების არსებობაც, რადგან
საარჩევნო პერიოდამდე დარჩენილი დრო არის ძალიან მწირი.
საქართველოს პარლამენტის წევრმა, გიორგი ჟორჟოლიანმა აღნიშნა, რომ მხარს უჭერს
არსებული საარჩევნო სისტემის ცვლილებას პროპორციული საარჩევნო სისტემით და
მიუთითა საარჩევნო ბლოკების არსებობის არამართებულობაზე. მისი განცხადებით,
ევროპული ქვეყნების უმრავლესობა ემხრობა პროპორციულ-რეგიონალურ საარჩევნო
სისტემებს, რასაც თავადაც ეთანხმება.
ლევან კობერიძემ - დამოუკიდებელმა პარლამენტის წევრმა მხარდაჭერა გამოხატა
მმართველი გუნდის მიერ წარმოდგენილი ინიციატივის მიმართ. ასევე, განაცხადა, რომ
არჩევნებში მონაწილეობა უნდა იყოს სავალდებულო, რისთვისაც შესაძლებელია
დაწესდეს სანქციებიც.
„განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ქეთევან
ჩაჩავამ ისაუბრა საარჩევნო სისტემების ხარვეზებზე და ხალხის ნების სადეპუტატო
მანდატებში ადეკვატურად ასახვის აუცილებლობაზე. ის შეეხო პარტიების
მოსახლეობასთან კავშირის შენარჩუნების საკითხს. ქეთევან ჩაჩავამ დადებითად შეაფასა
მმართველი პარტიის მიერ მნიშვნელოვანი უპირატესობების დათმობა, რასაც
წარდგენილი კონსტიტუციური კანონპროექტი განაპირობებს.
ექსპერტმა ვლადიმერ ბოჟაძემ ისაუბრა წარმატებული პოლიტიკური სისტემის არსზე,
საპარლამენტო რესპუბლიკის მახასიათებლებსა და პარტიების კონკრეტულ
იდეოლოგიათა და ღირებულებათა ირგვლივ გაერთიანების მნიშვნელობაზე.
დისკუსიაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს მოქალაქეებმა:
მოქალაქემ კითხვა დასვა მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ფუნქციებთან
დაკავშირებით. კერძოდ, დაინტერესდა, 2020 წლიდან ვინ შეითავსებს მაჟორიტარი
დეპუტატების ფუნქციებს.
სტუდენტმა გამოთქვა მოსაზრება, რომ საჭიროა პარლამენტის წევრისათვის
კონსტიტუციაში დადგენილი მინიმალური ასაკის შემცირება და შესაბამისი ასაკობრივი
ცენზის 18-დან 21 წლამდე ინტერვალში მოქცევა.
გივი ჯახუა, რუსთავის უხუცესი მოქალაქე, შეეხო ქვეყნაში არსებულ დემოგრაფიულ
პრობლემებს. ამასთანავე, ისაუბრა ახალგაზრდების დასაქმების საკითხზე.
ამირან ჯანჯღავამ, რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, დააფიქსირა
დადებითი პოზიცია წარდგენილი ცვლილების მიმართ. ასევე, აღნიშნა ბლოკების
არსებობის პირობებში ბიუჯეტიდან თანხების არამიზნობრივი ხარჯვის პრობლემაზე და
კითხვით მიმართა ალექსანდრე ბარამიძეს მის მიერ შემოთავაზებული ცვლილებების
რისკებთან დაკავშირებით.
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის რუსთავის ფილიალის ხელმძღვანელმა, ლიანა
ჩარკვიანმა შეხვედრაზე განსახილველ საკითხად დააყენა პოლიტიკაში ქალების
ჩართულობის გაზრდა.
ლაშა ბუცხრიკიძემ კითხვით მიმართა ოპოზიციის წარმომადგენლებს საარჩევნო
ბარიერთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ბუნებრივი ბარიერი არის შესაძლებლობა
მომავალი თაობებისთვის, ჩაერთონ პოლიტიკურ პროცესებში.
გამწვანების სამსახურის თანამშრომელმა, მაია ჟვანიამ დააფიქსირა მოწონება
მაჟორიტარების საქმიანობის, მათ მიერ განხორციელებული პროექტების მისამართით და
დაინტერესდა, რა უპირატესობით ისარგებლებენ პროპორციული სიით არჩეული
წარმომადგენლები.
იურისტი მიხეილ თათარაძე დაინტერესდა 0 %-იანი ბარიერის შემთხვევაში, ხომ არ
შეიქმნება გარკვეული საფრთხეები და მოხვდებიან თუ არა პარლამენტში ისეთი
პარტიები, როგორიც არის ,,გირჩი“, რომელიც, მისივე აზრით, ეწევა ქვეყნის
საწინააღმდეგო საქმიანობას.
ირინა მელქაძემ, რუსთავის საჯარო სკოლის დირექტორმა, მადლობა გადაუხადა
საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს საჯარო განხილვისათვის. მან დადებითად
შეაფასა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული
პროცესები. ამასთან, დაინტერესდა თუ როგორ შეიძლება კონსტიტუციის გამოყენება
პატრიოტული გრძნობების გასამძაფრებლად.
შეხვედრის დასასრულს პარლამენტის თავმჯდომარემ და პრეზიდიუმის სხვა წევრებმა
შეაჯამეს დისკუსია და დამატებით მიაწოდეს ინფორმაცია მოსახლეობას იმ საკითხებზე,
რაც მათ მიერ გაჟღერდა. კერძოდ, დაზუსტდა პროპორციული საარჩევნო სისტემის
პირობებში არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებული დეტალები. არჩილ თალაკვაძემ
ქალთა ჩართულობის საკითხზე მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია დაგეგმილი
საკანონმდებლო ცვლილების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს გაზრდილ გარანტიებს
ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისათვის და გულისხმობს პარტიების ფინანსურ
წახალისებას გენდერული კვოტების გათვალისწინებისას. მან, აგრეთვე, შესაბამისი
კითხვის ავტორსა და დამსწრე საზოგადოებას გააცნო ასაკობრივ ცენზთან
დაკავშირებული სტანდარტები და აღნიშნა, რომ ასაკობრივი ცენზის შემცირება
მიზანშეუწონელია პასიური საარჩევნო უფლების თვალსაზრისით.
შეხვედრა ამით დასრულდა.
ახალციხე, 2019 წლის 15 სექტემბერი
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პრეზიდიუმის შემადგენლობა: არჩილ თალაკვაძე, ზაზა გაბუნია, გიორგი ხატიძე,
გიორგი კოპაძე, გიორგი ჟორჟოლიანი, გიორგი ახვლედიანი, სამველ მანუკიანი, ვასილ
გონაშვილი, არნოლდ სტეფანიანი.
შეხვედრის წამყვანი - ანა კილაძე. მან შეხვედრა გახსნილად გამოაცხადა და აღნიშნა, რომ
საყოველთაო-სახალხო განხილვა ორ კონსტიტუციურ კანონის პროექტს დაეთმობოდა.
მათ შორის, საქართველოს პარლამენტის წევრთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის
წესით წარდგენილ (№07-3/380, 28.06.2019) კანონპროექტს, რომელიც გულისხმობს
მომდევნო საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით, ბარიერისა
და ბლოკების გარეშე და არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარდგენილ (№07-3/384, 17.07.2019) კანონპროექტს, რომელიც
ითვალისწინებს მომდევნო საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას 3%-იანი ბარიერითა და
ბლოკებით.
განხილვის დასაწყისში დამსწრე საზოგადოებას საქართველოს პარლამენტის წევრი,
ახალციხის მაჟორიტარი დეპუტატი, გიორგი კოპაძე მიესალმა და მადლობა გადაუხადა
მობრძანებისათვის, რის შემდეგაც სიტყვა გადასცა საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარეს, საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაოსახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მიმოიხილა 2017-2018 წლებში
განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმა და აღნიშნა, რომ დღეს საქართველოს
აქვს ეროვნულ ღირებულებებსა და ინტერესებზე დაფუძნებული, თანამედროვე
ევროპული ტიპის კონსტიტუცია. არჩილ თალაკვაძემ, აგრეთვე, ყურადღება გაამახვილა
საზღვარგარეთ წარმატებით მოქმედ სხვადასხვა საარჩევნო მოდელებზე და ისაუბრა იმ
ფაქტორებზე, რომლებიც გადამწყვეტ როლს თამაშობს საარჩევნო სისტემის შერჩევისას.
პარლამენტის თავმჯდომარემ აქცენტი გააკეთა იმ მოტივებზე, რომლებმაც განაპირობა
საარჩევნო სისტემის ცვლილებების თავდაპირველ თარიღად 2024 წლის განსაზღვრა
საქართველოს კონსტიტუციაში. კერძოდ, ისაუბრა პარტიების დაფინანსების სისტემური
ცვლილების საჭიროებაზე, საარჩევნო კანონმდებლობის დაგეგმილ რეფორმასა და
პოლიტიკური პარტიების მომზადებისათვის საჭირო დროზე.
ამის შემდგომ, კომისიის თავმჯდომარემ მოსახლეობას გააცნო საკონსტიტუციო
ცვლილების ძირითადი არსი, რომელიც ითვალისწინებს 2020 წლისათვის არჩევნების
პროპორციული წესით, ე.წ. ბუნებრივი ბარიერის პირობებში ჩატარების რეგლამენტაციას,
აგრეთვე, საარჩევნო ბლოკების გაუქმებას. არჩილ თალაკვაძემ მოსახლეობას, ასევე,
გააცნო მისი გუნდის მიდგომა სიების ფორმირებასთან დაკავშირებით, რაც მოიაზრებს
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, პარტიულ სიაში რეგიონების წარმომადგენლების
გათვალისწინებას.
გიორგი ახვლედიანმა - პოლიტიკური გაერთიანება „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს“ წარმომადგენელმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო
საინიციატივო ჯგუფის მიერ ინიციირებული პროექტი, რომელიც გულისხმობს 2020
წლისათვის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას, 3%-იანი
ბარიერითა და საარჩევნო ბლოკებით. მან ვრცლად ისაუბრა პროპორციული საარჩევნო
სისტემის შემოღების მნიშვნელობაზე ქვეყნის სამომავლო განვითარების კონტექსტში.
გიორგი ახვლედიანმა აპელირება მოახდინა დაბალი საარჩევნო ბარიერის დადებით
მხარეებზე, რაც გადაუნაწილებელი მანდატების მცირე რაოდენობაში გამოიხატება. მან
ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ ეთანხმება ნულოვან ბარიერთან დაკავშირებული
ცვლილების ერთჯერად ხასიათს.
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის
კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ ისაუბრა კონსტიტუციური კანონის
პროექტსა და ცვლილებების არსზე. მან აღნიშნა, რომ ნაბიჯი, რომელსაც დემოკრატიის
სასარგებლოდ ხელისუფლება დგამს, არის ისტორიული და სასარგებლო. მიმდინარე
პოლიტიკურ პროცესს კი უწოდა ქართული დემოკრატიის აღმასვლის ახალი ეტაპი. ასევე,
დასძინა, რომ კონსტიტუციური ცვლილება პირდაპირ გავლენას მოახდენს საბიუჯეტო
სახსრების შემცირებაზე, რასაც თავის მხრივ მაჟორიტარული არჩევნების გაუქმება
განაპირობებს (მეორე ტური).
საქართველოს პარლამენტის წევრმა, გიორგი ჟორჟოლიანმა აღნიშნა, რომ მხარს უჭერს
არსებული საარჩევნო სისტემის ცვლილებას. განაცხადა, რომ ბლოკების არსებობა არ არის
მართებული. მისი განცხადებით, ევროპული ქვეყნების უმრავლესობა ემხრობა
პროპორციულ-რეგიონალურ საარჩევნო სისტემებს, რასაც თავადაც ეთანხმება.
აღნიშნულის ერთ-ერთ არგუმენტად კი მან ამომრჩევლისა და არჩეულ დეპუტატებს
შორის კავშირის შენარჩუნება დაასახელა.
საქართველოს პარლამენტის წევრმა, გიორგი ხატიძემ, ასევე, მიმოიხილა ინიციირებული
პროექტი, ისაუბრა მის დადებით მხარეებზე. მან აღნიშნა, რომ ბლოკების გაუქმება
მხოლოდ გააძლიერებს პოლიტიკურ პარტიებს.
კონსტიტუციონალისტმა ვასილ გონაშვილმა ისაუბრა პარლამენტის გაძლიერების
საკითხზე, ხალხისაგან მანდატის მიღების მნიშვნელობასა და არჩევნების დემოკრატიულ
ხასიათზე. მან საზოგადოებას შეახსენა ვენეციის კომისიის რეკომენდაციები
პროპორციულ
სისტემაზე
მოკლე
დროში
გადასვლის
აუცილებლობასთან
დაკავშირებით. ვასილ გონაშვილმა გააცნო მოსახლეობას ის ქვეყნები, სადაც ბლოკური
სისტემა მოქმედებს და არსებობს განსხვავებული ბარიერი, ერთი მხრივ, საარჩევნო
ბლოკებისათვის, მეორე მხრივ - პოლიტიკური პარტიებისათვის. თუმცა, თავად
კონსტიტუციონალისტი არ ემხრობა საარჩევნო ბლოკების არსებობას და მიესალმება
პარტიათა გაძლიერებას ბლოკების გარეშე.
„მრავალეროვანი საქართველოს“ თავმჯდომარე არნოლდ სტეფანიანი პროპორციულ
სისტემაზე გადასვლას მიესალმება და აღნიშნულთან დაკავშირებით მიღწეულ
კონსესუსს უწოდებს წინ გადადგმულ ნაბიჯს. მან, ასევე, ხაზი გაუსვა მომდევნო
არჩევნებზე კონკურენციის ზრდას ბუნებრივი ბარიერის მოქმედების პირობებში.
შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა:
იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტმა გამოხატა დადებითი პოზიცია წარმოდგენილი
ცვლილების მიმართ და ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა, თუ რისგან არის მათი
უკმაყოფილება გამოწვეული.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, მაკა ბერიძემ მადლობა
გადაუხადა საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს უნივერსიტეტში საყოველთაო-
სახალხო განხილვის ჩატარებისათვის. ასევე, დაინტერესდა რა არგუმენტებს ეფუძნება 5
%-იანი ბარიერის დაწესება საპარლამენტო არჩევნებისათვის 2024 წლიდან.
იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი და სტუდენტური თვითმმართველობის ვიცეპრეზიდენტი კახა მჭედლიძე დაინტერესდა პარტიების დაფინანსების სისტემით.
კერძოდ, მოხდება თუ არა კვლავ მცირე, ე.წ. 1-კაციანი პარტიების დაფინანსება.
იურიდიული ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი დაინტერესდა, ხომ არ იგეგმება
კონსტიტუციის მასშტაბური გადასინჯვა.
სტუდენტმა მარიამ ლეკიშვილმა გამოხატა დადებითი პოზიცია პროპორციულ
საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით. ამასთანავე, დაინტერესდა ერთი
სადეპუტატო მანდატის მოპოვებას პარლამენტში რამდენი ხმა დასჭირდება და როგორ
გამოითვლება ხმათა საშუალო რაოდენობა.
იურისტმა ბიჭიკო მოდებაძემ მოწონება გამოხატა წარმოდგენილი საკონსტიტუციო
ცვლილების მიმართ. ასევე, მან აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია დადგინდეს რეალურად
მოქმედი პარტიების რაოდენობა, ვინაიდან განსხვავებულ სურათს იძლევა კანონის
წესით დარეგისტრირებულ პარტიათა რიცხობრივი მონაცემები (400-მდე პარტია).
აგრეთვე, იურისტმა შესთავაზა საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს 2024
წლისთვის პარლამენტის წევრთა რაოდენობის შემცირება მოხდეს 100-120 დეპუტატამდე.
იგი შეეხო რეგიონული კვოტების დადგენის საკითხსაც.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფოს სამსახურის წარმომადგენელი, დავით ფეიქრიშვილი
დაინტერესდა, თუ როგორ მოხდება რეგიონების წარმომადგენლების ჩართვა საარჩევნო
სიაში. ასევე, ისაუბრა ომის ვეტერანების უფლებების შესახებ და გამოთქვა მოსაზრება
ომის ვეტერანებისთვის საარჩევნო სიებში ცალკე კვოტების დადგენასთან დაკავშირებით.
ნაირა სამსონიძემ დააფიქსირა დადებითი დამოკიდებულება პროპორციული საარჩევნო
სისტემის მიმართ. ასევე, დაინტერესდა რა უარყოფითი შედეგები შეიძლება ახლდეს ამ
სისტემაზე გადასვლას. მანვე აღნიშნა, რომ აუცილებელია გაიზარდოს პოლიტიკაში
ქალების ჩართულობა.
მოქალაქე დაინტერესდა, თუ რა კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში
მოხვდებიან რეგიონების წარმომადგენლები პროპორციულ საარჩევნო სიაში.
ვეფხია იაკობაშვილი დაინტერესდა, როგორ მოხდება მრავალპარტიულ პარლამენტში
საკითხებზე კონსესუსის მიღწევა და ხომ არ შეფერხდება ქვეყნის მართვის პროცესი.
ასევე, გამოხატა მოსაზრება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის
საარჩევნო სიებში კვოტების დაწესების შესახებ.
პედაგოგმა ლია გაჩეჩილაძემ ვრცლად ისაუბრა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირების პრობლემების შესახებ, რომელიც არის რეგიონში. მან აღნიშნა, რომ შშმ პირებს
არ აქვთ შესაბამისი პირობები, მათ შორის, არ ფუნქციონირებს რეაბილიტაციის
ცენტრები.
მოქალაქემ
ახალციხიდან
გამოთქვა
მოსაზრება
კანდიდატისათვის განათლების ცენზის დადგენის შესახებ.
პარლამენტის
წევრობის
უნივერსიტეტის მე-4 კურსის სტუდენტი, ნინო პაპიძე დაინტერესდა მინისტრთა
კაბინეტის ფორმირების საკითხით პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული
პარლამენტის პირობებში.
შეხვედრის დასასრულს პარლამენტის თავმჯდომარემ და პრეზიდიუმის სხვა წევრებმა
შეაჯამეს განხილვა და დამატებით განმარტეს ის საკითხები, რომლებზეც მოსახლეობას
კითხვები ჰქონდა. მათ შორის, ყურადღება გამახვილდა საარჩევნო ბარიერთან
დაკავშირებით არსებულ ევროპულ გამოცდილებაზე. დაზუსტდა, რომ 3-5 %-იანი
საარჩევნო ბარიერი გაზიარებულია ევროკავშირის უმეტეს ქვეყნებში და სწორედ ამას
ეფუძნება საქართველოში 2024 წლიდან 5 %-იანი ბარიერის ამოქმედებაც.
პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა დაგეგმილი საარჩევნო რეფორმის შესახებ. მათ
შორის, აღნიშნა, რომ ხსენებული ცვლილებები შეეხება გენდერული კვოტების
საკითხსაც. არჩილ თალაკვაძე შეეხო პარტიების დაფინანსებისა და რეგისტრაციის
საკითხს და აღნიშნული მიმართულებითაც დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებზე
მოახდინა მოსახლეობის ინფორმირება. პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა
ვეტერანებისთვის კვოტების შემოღების თაობაზე დასმულ კითხვას და აღნიშნა, რომ
პარლამენტში მოცემულ მომენტშიც უზრუნველყოფილია შესაბამისი წარმომადგენლობა.
არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობები, არამედ,
არსებობს გარემო სათანადო ადაპტაციის გარეშე, შესაბამისად, მან მზადყოფნა გამოხატა
ამ მიმართულებით მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირების საკითხს შეეხო ვასილ გონაშვილიც. კონსტიტუციონალისტმა განმარტა,
რომ საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის ერთ-ერთი მიღწევაა
კონსტიტუციის ძირითად ტექსტში, კერძოდ კი მეორე თავში შეტანილი ცვლილება,
რომელიც ადგენს სახელმწიფოს ვალდებულებას, შექმნას ქვეყანაში განსაკუთრებული
პირობები შშმ პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისთვის.
შეხვედრა დასრულებულად იქნა გამოცხადებული.
მცხეთა, 2019 წლის 22 სექტემბერი
კულტურის ცენტრი „სვეტი“
პრეზიდიუმის შემადგენლობა: არჩილ თალაკვაძე, გიორგი ვოლსკი, დიმიტრი ხუნდაძე,
თინათინ ბოკუჩავა, ალექსანდრე ბარამიძე, გიორგი ახვლედიანი, ვასილ გონაშვილი,
ქეთევან ჩაჩავა.
შეხვედრის წამყვანი - ანა კილაძე. მან შეხვედრა გახსნილად გამოაცხადა და აღნიშნა, რომ
საყოველთაო-სახალხო განხილვა ორ კონსტიტუციურ კანონის პროექტს დაეთმობოდა.
მათ შორის, საქართველოს პარლამენტის წევრთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის
წესით წარდგენილ (№07-3/380, 28.06.2019) კანონპროექტს, რომელიც გულისხმობს
მომდევნო საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით, ბარიერისა
და ბლოკების გარეშე და არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარდგენილ (№07-3/384, 17.07.2019) კანონპროექტს, რომელიც
ითვალისწინებს მომდევნო საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას 3%-იანი ბარიერითა და
ბლოკებით.
განხილვის დასაწყისში დამსწრე საზოგადოებას საქართველოს პარლამენტის წევრი,
მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე მიესალმა და მადლობა გადაუხადა
მობრძანებისათვის. მან აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი მოთხოვნის შესაბამისად,
მმართველმა
გუნდმა
2020 წელს პროპორციული
არჩევნების ჩატარებაზე
პასუხისმგებლობა აიღო. ამის შემდგომ კი სიტყვა გადასცა საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარეს, საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაოსახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მოსახლეობას გააცნო კონსტიტუციური
კანონის პროექტის არსი და აღნიშნა, რომ პროექტი ითვალისწინებს ცვლილებებს
მხოლოდ კონსტიტუციური კანონის გარდამავალ დებულებებში. პარლამენტის
თავმჯდომარის თქმით, ინიციირებული ცვლილებები ეხება პროპორციული წესით, ე.წ.
ბუნებრივი ბარიერის პირობებში არჩევნების ჩატარებას 2020 წელს და ამავე
საპარლამენტო არჩევნებისათვის საარჩევნო ბლოკების გაუქმებას. არჩილ თალაკვაძემ
აღნიშნა, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება
მმართველმა გუნდმა ჯერ კიდევ 1 წლის წინ მიიღო და აქცენტი გააკეთა იმ ფაქტორებზე,
რამაც განაპირობა საარჩევნო სისტემის ცვლილებების თავდაპირველ თარიღად 2024
წლის განსაზღვრა საქართველოს კონსტიტუციაში.
იგი, აგრეთვე, შეეხო ხელისუფლებაზე კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესების
საკითხს და აღნიშნა, რომ ახალი საარჩევნო სისტემის დანერგვის შემდეგ
პასუხისმგებლობა მეტად იქნება განაწილებული იმ პარტიათა შორის, რომლებიც
საპარლამენტო მანდატისათვის საჭირო მხარდაჭერას მიიღებენ. გარდა ამისა, განმარტა,
რომ იცვლება პარტიების დაფინანსების მოდელი, პარტიების რეგისტრაციასთან
დაკავშირებული რეგულაციები, კამპანიის გამართვის წესები და მედიაში დროის
განაწილების პრინციპები. მისი განცხადებით
აღნიშნული ცვლილებები,
დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების გარანტი იქნება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ წარმოდგენილი პროექტი
ასახავს სამოქალაქო საზოგადოების, უფრო კონკრეტულად კი, ახალგაზრდების
მოთხოვნისა და გულწრფელი პროტესტის შედეგს.
გიორგი ვოლსკიმ - პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო
უმრავლესობის ლიდერმა ისაუბრა საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში
საზოგადოების ჩართულობისა და კონსესუსის მიღწევის აუცილებლობაზე. მან,
აგრეთვე, ისაუბრა მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემების დადებით
და უარყოფით მხარეებზე. გიორგი ვოლსკი შეეხო საკონსტიტუციო ცვლილების მთავარ
მიზნებსა და დადებით მხარეებს. კერძოდ, მან ხაზი გაუსვა, რომ მოხდება თითოეული
პოლიტიკური პარტიის რეალური მხარდაჭერის ხარისხის გამოვლენა საარჩევნო
ბლოკების მიღმა.
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინათინ ბოკუჩავამ ისაუბრა
საინიციატივო ჯგუფის მიერ ინიციირებული პროექტის შესახებ, რომელიც გულისხმობს
2020 წლისათვის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას, 3%იანი ბარიერითა და საარჩევნო ბლოკებით. მან დამსწრე საზოგადოებას განუმარტა
პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღების მნიშვნელობა და აპელირება მოახდინა
დაბალი (3 %-იანი) საარჩევნო ბარიერის დადებით მხარეებზე, რაც გაუნაწილებელი
მანდატების მცირე რაოდენობაში გამოიხატება. თინათინ ბოკუჩავამ ხაზგასმით აღნიშნა,
რომ არ ეთანხმება საარჩევნო ბლოკის გაუქმებასთან დაკავშირებულ ინიციატივას.
ამასთანავე, განაცხადა, რომ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით აზრთა
სხვადასხვაობის მიუხედავად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 2020 წლის
საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებისათვის განსახორციელებელი
ცვლილების სულისკვეთებას მიესალმება და მხარს დაუჭერს კონსტიტუციურ კანონის
პროექტს თუნდაც ის არ ითვალისწინებდეს საარჩევნო ბლოკებს და, მეორე მხრივ,
ითვალისწინებდეს ბუნებრივ ბარიერს.
ალექსანდრე ბარამიძემ - პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელმა
ყურადღება გაამახვილა საინიციატივო ჯგუფის (ოპოზიციის) მიერ წარდგენილ
კონსტიტუციურ კანონპროექტზე და გამოთქვა მოსაზრება პოლიტიკური პარტიებისა და
საარჩევნო
ბლოკებისათვის
დიფერენცირებული
ბარიერის
შემოღების
მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. მან ხაზი გაუსვა, რომ არ ეთანხმება საარჩევნო
ბლოკების გაუქმების საკითხს, ვინაიდან ხელისუფლების ყოველი მშვიდობიანი
ცვლილება საარჩევნო ბლოკების ხარჯზე ხდებოდა.
გიორგი ახვლედიანმა - პოლიტიკური გაერთიანება „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი
საქართველოს“
წარმომადგენელმა
აღნიშნა,
რომ
მიესალმება
განსახორციელებელ ცვლილებებს, რადგანაც პროპორციულ სისტემას არ აქვს
ალტერნატივა
და
კარგია,
რომ
არჩევნების
შედეგად
მიღებული
ხმები
პირდაპირპროპორციულად გადანაწილდება. აგრეთვე განაცხადა, რომ პროპორციული
საარჩევნო სისტემა ბუნებრივი ბარიერის პირობებში წარმოადგენს ყველაზე სამართლიან
სისტემას, ვინაიდან საზოგადოების თითოეული ხმა პირდაპირ ასახვას ჰპოვებს
პარლამენტში. გიორგი ახვლედიანმა განაცხადა, რომ იგი არ ეთანხმება 2024 წელს
არჩევნების ჩატარებას 5%-იანი ბარიერის პირობებში.
კონსტიტუციონალისტმა ვასილ გონაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს
კონსტიტუციაში განსახორციელებელი ცვლილება შეესაბამება ვენეციის კომისიის
რეკომენდაციებს და მიესალმება, რომ ცვლილების თაობაზე არსებითი კონსესუსი
არსებობს. მან, ასევე, ისაუბრა ევროპული ქვეყნების საარჩევნო სისტემებზე და განიხილა
მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემების დადებითი და უარყოფითი
მხარეები.
„განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ქეთევან
ჩაჩავამ ისაუბრა საარჩევნო სისტემების ხარვეზებზე და ხალხის ნების სადეპუტატო
მანდატებში ადეკვატურად ასახვის აუცილებლობაზე. ის შეეხო მოსახლეობასთან
პარტიების კავშირის შენარჩუნების საკითხს. ქეთევან ჩაჩავამ დადებითად შეაფასა
მმართველი პარტიის მიერ მნიშვნელოვანი უპირატესობების დათმობა, რასაც
წარდგენილი კონსტიტუციური კანონპროექტი განაპიროებებს.
ამის შემდეგ დისკუსიაში მოქალაქეები ჩაერთვნენ:
მოქალაქე ალეკო რაზმაძემ გამოხატა მისი პოზიცია განსახორციელებელ ცვლილებებთან
დაკავშირებით და მხარეებს პოზიციების მეტი კონსოლიდაციისაკენ მოუწოდა.
მოქალაქემ კითხვა დასვა მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ფუნქციებთან
დაკავშირებით. კერძოდ, დაინტერესდა, 2020 წლიდან ვინ შეითავსებს მაჟორიტარი
დეპუტატების ფუნქციებს.
მოქალაქე ზაქარია ლოხიშვილმა განაცხადა, რომ მიესალმება განსახორციელებელ
ცვლილებებს და გამოთქვა მოსაზრება არჩევნების შედეგების შემდგომ კოალიციების
შექმნის დასაშვებობის თაობაზე. მოქალაქემ კითხვა დასვა საპარლამენტო
მმართველობის პირობებში გადაწყვეტილებების მიღების ოპერატიულად მიღების
შესაძლებლობის თაობაზე.
სტუდენტმა დავით ჭუღუაშვილმა გამოთქვა მოსაზრება, რომ მცირე პარტიებზე
ბიუჯეტიდან სახსრების გაცემა მიზანშეუწონელია.
სტუდენტმა გვანცა ესტატიშვილმა კითხვა დასვა იმის თაობაზე, თუ რამდენად მზად
არის საქართველო სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლისთვის.
სტუდენტმა დემეტრე ჩხოტიაშვილმა კითხვა დასვა საარჩევნო სისტემის ცვლილების
შედეგად, მაჟორიტარი დეპუტატების არარსებობის პირობებში, რამდენად იქნება
გაზიარებული ადგილობრივი მოსახლეობის, კერძოდ - დუშეთის მუნიციპალიტეტის
მცხოვრებთა პრობლემები უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში.
მოქალაქე რევაზ მამულაშვილმა კითხვა დასვა იმის თაობაზე, თუ რამდენად დგას დღის
წესრიგში პარლამენტის დეპუტატთა რაოდენობის შემცირება.
მოქალაქემ კითხვა დასვა საარჩევნო კომისიებში პარტიების წარმომადგენლობის
თაობაზე.
მოქალაქემ იკითხა სხვადასხვა პარტიების პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში,
რამდენად შეუფერხებელი იქნება კანონშემოქმედებითი პროცესი და ხომ არ მოხდება
პროცესების ხელოვნური გაჭიანურება.
შეხვედრის დასასრულს პარლამენტის თავმჯდომარემ და პრეზიდიუმის სხვა წევრებმა
შეაჯამეს დისკუსია და დამატებით მიაწოდეს ინფორმაცია მოსახლეობას იმ საკითხებზე,
რაც მათ მიერ გაჟღერდა. კერძოდ, დაზუსტდა პროპორციული საარჩევნო სისტემის
პირობებში არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებული დეტალები. არჩილ თალაკვაძემ
დამატებით განმარტა ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის საშუალებები
საპარლამენტო საქმიანობაში. კითხვის ადრესატებმა შესაბამისი პასუხები გასცეს
მოქალაქეებს.
ამის შემდეგ წამყვანმა ანა კილაძემ შეხვედრა დასრულებულად გამოაცხადა.
გორი, 2019 წლის 22 სექტემბერი
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
პრეზიდიუმის შემადგენლობა: არჩილ თალაკვაძე, გურამ მაჭარაშვილი, გიორგი ხატიძე,
გიორგი ჟორჟოლიანი, თინათინ ბოკუჩავა, მამუკა კაციტაძე, ვლადიმერ ბოჟაძე, ქეთევან
ჩაჩავა.
შეხვედრის წამყვანი - ანა კილაძე. შეხვედრის წამყვანმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო
საკონსტიტუციო ცვლილების არსი, აღნიშნა, რომ საყოველთაო-სახალხო განხილვა ორ
კონსტიტუციურ კანონის პროექტს დაეთმობოდა. მათ შორის, საქართველოს
პარლამენტის წევრთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ (№07-3/380,
28.06.2019) კანონპროექტს, რომელიც გულისხმობს მომდევნო საპარლამენტო არჩევნების
ჩატარებას პროპორციული სისტემით, ბარიერისა და ბლოკების გარეშე და არანაკლებ 200
000 ამომრჩევლის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ (№07-3/384,
17.07.2019) კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს მომდევნო საპარლამენტო
არჩევნების ჩატარებას 3%-იანი ბარიერითა და ბლოკებით.
განხილვას უძღვებოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს
კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო
კომისიის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე. მან მადლობა გადაუხდა გორის სახელმწიფო
უნივერსიტეტს
მასპინძლობისათვის,
ხოლო
დამსწრე
საზოგადოებას
მობრძანებისათვის.
პარლამენტის თავმჯდომარემ მიმოიხილა 2017-2018 წლებში განხორციელებული
საკონსტიტუციო რეფორმა და ისაუბრა იმ ძირითად პრინციპებსა და მიღწევებზე, რასაც
ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია. აღნიშნა, რომ დღეს გვაქვს
ეროვნულ ღირებულებაზე დაფუძნებული ევროპული დონის კონსტიტუცია.
მან მოსახლეობას გააცნო ინიციირებული საკონსტიტუციო ცვლილების არსი და აღნიშნა,
რომ პროექტი ითვალისწინებს შესწორების შეტანას მხოლოდ კონსტიტუციური კანონის
გარდამავალ დებულებებში. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ინიციირებული
ცვლილებები ეხება პროპორციული წესით, ე.წ. ბუნებრივი ბარიერის პირობებში
არჩევნების ჩატარებას 2020 წელს და ამავე საპარლამენტო არჩევნებისათვის საარჩევნო
ბლოკების გაუქმებას, ამასთანავე, წარმოდგენილი პროექტი ასახავს ახალგაზრდების
გულწრფელი მოთხოვნისა და პროტესტის შედეგს.
პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა
კონსტიტუციით დაგეგმილი იყო 2024 წლისთვის, აღნიშნული კანონპროექტით კი
მოხდება ვადის ცვლილება.
არჩილ თალაკვაძემ აქცენტი გააკეთა ნულოვანი ბარიერის მოქმედების პირობებში მცირე
ოპოზიციური პარტიებისათვის მეტი შანსების გაჩენის თაობასა და მანდატების
მისაღებად საჭირო მხარდაჭერის მოპოვების გაზრდილ შესაძლებლობაზე.
პარლამენტის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ისაუბრა მაჟორიტარული სისტემის დადებით
მხარეებზე. თუმცა, აღნიშნა, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არის პოზიტიური
ნაბიჯი, პარტიებს ექნებათ მეტი შესაძლებლობა განვითარების, პარლამენტი იქნება
უფრო მოქნილი და ქმედითი. მან, ასევე, ისაუბრა ღია და ნახევრად ღია სიების
არსებობაზე და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში შესაძლებელია პარტიასთან ერთად
მოსახლეობამ კონკრეტული კანდიდატის მიმართ გამოხატოს მხარდაჭერა და ასეთი
სისტემის მაგალითები ევროპაში არის.
პარლამენტის წევრმა გიორგი ხატიძემ
დამატებით განმარტა საკონსტიტუციო
ცვლილების არსი და მნიშვნელობა და განაცხადა, რომ აუცილებელია იყოს
ტერიტორიულ-რეგიონალური წარმომადგენლობა.
პარლამენტის წევრმა თინათინ ბოკუჩავამ ყურადღება გაამახვილა ოპოზიციის მიერ
წარმოდგენილი კანონპროექტის არსზე, წარმოდგენილი კანონპროექტით 2020 წლისთვის
არჩევნები ჩატარდება 3 %-იანი ბარიერით და ბლოკებით. ის მხარს უჭერს პროპორციულ
სისტემაზე გადასვლას და დაინტერესდა აპირებს თუ არა მმართველი გუნდი დათმობაზე
წამოსვლას.
პარლამენტის წევრმა, გიორგი ჟორჟოლიანმა აღნიშნა, რომ მხარს უჭერს პროპორციულ
საარჩევნო სისტემას. ისაუბრა, ასევე
პროპორციულ-რეგიონალური საარჩევნო
სისტემების მნიშვნელობაზე.
მამუკა კაციტაძემ - ოპოზიციის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა ისაუბრა
პროპორციული სისტემის უპირატესობაზე და აღნიშნა, რომ აღნიშნული ინიციატივა
ოპოზიციამ თებერვალში წარადგინა. მან განაცხადა, რომ საარჩევნო ბლოკებით
უზრუნველყოფილი იქნება პარტიების მჭიდრო თანამშრომლობა წინასაარჩევნო
პერიოდში, ამიტომ ბლოკების შენარჩუნება მნიშვნელოვანია. მან ასევე აღნიშნა, რომ
შესაძლებელია დაწესდეს პარტიებისთვის 0 %-იანი ბარიერი, ხოლო ბლოკებისათვის
დაწესებული ბარიერი შეიძლება იყოს უფრო მაღალი.
ექსპერტმა ვლადიმერ ბოჟაძემ ისაუბრა პროპორციული სისტემის დადებით მხარეებზე.
ასევე, ბლოკების უარყოფით გავლენაზე პარტიული სისტემის განვითარების კუთხით.
„განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ქეთევან
ჩაჩავამ დადებითად შეაფასა
მმართველი პარტიის მიერ მნიშვნელოვანი
უპირატესობების დათმობა, რასაც წარდგენილი კონსტიტუციური კანონპროექტი
განაპიროებებს. იგი, ასევე, მიესალმება 0 %-იან ბარიერს, რადგან ამ შემთხვევაში
წარმოდგენილი იქნება ახალი სახეები და პარტიებს ექნებათ 4 წელი განვითარებისათვის.
ქეთევან ჩაჩავამ ისაუბრა ღია და ნახევრად ღია სიების არსებობის შესახებაც და
დააზუსტა, რომ მსგავსი სიების პირობებში შესაძლებელია კონკრეტული ინდივიდის
არჩევა პარტიასთან ერთად.
კითხვა-პასუხის ეტაპზე მოქალაქეების მიერ გაჟღერდა შემდეგი საკითხები:
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსმა მასწავლებელმა, ივანე ბალახაშვილმა
გამოთქვა დადებითი შეფასება პროპორციული სისტემის მიმართ და აღნიშნა, რომ
მმართველი გუნდის მიერ ძალაუფლების დათმობა არის ისტორიული გადაწყვეტილება.
ასევე, დაინტერესდა, ხომ არ იქნებოდა შესაძლებელი 2024 წლის არჩევნებიც 0 %-იანი
ბარიერით ჩატარდეს.
ხატია ბაინდურაშვილი დაინტერესდა პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში
რეგიონალური წარმომადგენლობის საკითხით. მან აღნიშნა, რომ მაჟორიტარების მიერ
ბევრი კარგი პროექტი ხორციელდება და გამოთქვა ეჭვი, რამდენად იქნება შესაძლებელი
იგივე აქტივობების გაგრძელება რეგიონში პროპორციული სისტემის პირობებში.
აგრეთვე,
რამდენად
იქნება
საარჩევნო
სიით
არჩეული
პარლამენტარი
ანგარიშვალდებული მოქალაქეების წინაშე.
მოქალაქე გორიდან შეეხო ბლოკების საკითხს და აღნიშნა, რომ ბლოკების შექმნა
პარტიებს შეუძლიათ პარლამენტში მოხვედრის შემდეგაც. ასევე, ისაუბრა სასმელი წყლის
დამუშავებისა და ექსპორტის პროექტთან დაკავშირებით.
მოქალაქე გორიდან შეეხო სამაჩაბლოდან დევნილების პრობლემებს. მან დადებითად
შეაფასა მმართველი გუნდის მიერ წარდგენილი კონსტიტუციური კანონპროექტი.
გიორგი ეგნატაშვილმა ისაუბრა 0 %-იანი ბარიერის შესახებ და აღნიშნა, რომ 0,67 %-იანი
პარტიები პარლამენტში არ უნდა ხვდებოდნენ, რადგან ეს ქმნის ბიუჯეტის
არამიზნობრივად ხარჯვის წინაპირობას. ასევე, მან კითხვით მიმართა ოპოზიციის
წარმომადგენლებს რა პრივილეგიით ისარგებლებენ გამოცდილი პარტიები ახალ
პარტიებთან მიმართებით.
მოქალაქემ გორიდან დააფიქსირა დადებითი პოზიცია 0 %-იანი საარჩევნო ბარიერის
მიმართ. მან აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში ყველა პოლიტიკურ პარტიას ექნება
შესაძლებლობა, წარმომადგენელი ჰყავდეს პარლამენტში. ასევე, დაინტერესდა რა
კრიტერიუმები იქნება განმსაზღვრელი
პროპორციული არჩევნების წარმატებით
ჩატარებისთვის.
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტი დაინტერესდა, თუ რატომ
გაამართლებს 0 %-იანი ბარიერი და რატომ იქნება ეს სისტემა ახალი საფეხური
დემოკრატიის განვითარებისათვის.
მოქალაქე გორიდან დაინტერესდა პროპორციული სისტემის შემთხვევაში, როგორ
მოხდება მოქალაქეებთან ურთიერთობა. ასევე, რა ფორმით იქნება რეგიონის პრობლემები
პარლამენტამდე მიტანილი.
შეხვედრის დასასრულს პარლამენტის თავმჯდომარემ და პრეზიდიუმის სხვა წევრებმა
დამატებით განმარტეს ის საკითხები, რომლებზეც მოსახლეობას კითხვები ჰქონდა.
ბლოკებთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ოპოზიციას აქვს
შესაძლებლობა ბლოკი შექმნან არჩევნებამდე, ანუ, მოახდინონ ერთ პარტიად
გაერთიანება. მან დამატებით აღნიშნა, რომ კონსტიტუცია უნდა იყოს სტაბილური,
შესაბამისად, სხვა ცვლილება კონსტიტუციის ძირითად დებულებებში არ იგეგმება. მან
კიდევ ერთხელ დააზუსტა, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის თარიღი იცვლება
კონსტიტუციური კანონის გარდამავალ დებულებაში.
არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ პარტიებს ექნებათ 4 წელი 5 %-იანი ბარიერისთვის
მოსამზადებლად.
მან ასევე ისაუბრა დაგეგმილი საარჩევნო რეფორმის შესახებ. პარლამენტის
თავმჯდომარემ და სხვა მომხსენებლებმა ხაზი გაუსვეს, რომ ქალების ჩართულობა
პოლიტიკაში უნდა გაიზარდოს.
შეხვედრა ამით დასრულდა.
ბათუმი, 2019 წლის 24 სექტემბერი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პრეზიდიუმის შემადგენლობა: არჩილ თალაკვაძე, თორნიკე რიჟვაძე, ილია ნაკაშიძე,
მამუკა მდინარაძე, კახაბერ კუჭავა, ლევან კობერიძე, გია ჟორჟოლიანი, მამუკა კაციტაძე,
კახა კუკავა, სულხან სალაძე.
შეხვედრის წამყვანი - ანა კილაძე. მან აღნიშნა, რომ შეხვედრა ორ კონსტიტუციურ
კანონის პროექტს დაეთმობოდა. მათ შორის, საქართველოს პარლამენტის წევრთა მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ (№07-3/380, 28.06.2019) კანონპროექტს,
რომელიც გულისხმობს მომდევნო საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას პროპორციული
სისტემით, ბარიერისა და ბლოკების გარეშე და არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ (№07-3/384, 17.07.2019) კანონპროექტს,
რომელიც ითვალისწინებს მომდევნო საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას 3%-იანი
ბარიერითა და ბლოკებით.
განხილვის დასაწყისში დამსწრე საზოგადოებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მიესალმა და მადლობა გადაუხადა
მობრძანებისათვის. მან აღნიშნა, რომ მიმდინარე პროცესი დემოკრატიული
განვითარებისათვის მნიშვნელოვანია და მოქალაქეთა ჩართულობა პოლიტიკურ
პროცესებში აუცილებელია.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ მოსახლეობას გააცნო
საკონსტიტუციო ცვლილების არსი და მიზანი. მან განმარტა, რომ მმართველი გუნდის
მიერ ინიციირებული კონსტიტუციური კანონის პროექტი ეხება პროპორციული წესით,
ე.წ. ბუნებრივი ბარიერის პირობებში არჩევნების ჩატარებას 2020 წელს და ამავე
საპარლამენტო არჩევნებისათვის საარჩევნო ბლოკების გაუქმებას. პარლამენტის
თავმჯდომარემ, აგრეთვე დასძინა, რომ წარმოდგენილი პროექტი ასახავს სამოქალაქო
საზოგადოების, ახალგაზრდების მოთხოვნისა და მათგან წამოსული გულწრფელი
პროტესტის შედეგს.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე, აგრეთვე, მიესალმა დამსწრე
საზოგადოებას და აღნიშნა, რომ მიმდინარე პროცესი არის მნიშვნელოვანი ქვეყნის
სამომავლო დემოკრატიული განვითარებისათვის.
მამუკა კაციტაძემ - ოპოზიციის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა საზოგადოებას
გააცნო მათ მიერ ინიციირებული პროექტი, რომელიც გულისხმობს 2020-ში
პროპორციული სისტემით საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას 3 %-იანი ბარიერითა და
ბლოკებით. მან აღნიშნა, რომ შესაძლებელია ბლოკებისათვის დაწესდეს უფრო მაღალი
ბარიერი ვიდრე პარტიებისთვის. ასევე, ისაუბრა აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევის წესის
შესახებ და დაინტერესდა, ამ თვალსაზრისით რას გეგმავს ხელისუფლება საარჩევნო
ბარიერთან დაკავშირებით.
ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ წევრმა, გია ჟორჟოლიანმა
აღნიშნა, რომ მხარს უჭერს პროპორციულ საარჩევნო სისტემას. აგრეთვე, ისაუბრა
ბლოკების უარყოფით მხარეებსა და პარლამენტში რეგიონალური წარმომადგენლობის
საკითხზე.
კახა კუკავამ - პარტია ,,თავისუფალი საქართველოს’’ ლიდერმა აღნიშნა, რომ მხარს უჭერს
მმართველი გუნდის მიერ წარმოდგენილ ინიციატივას. მან ისაუბრა საკონსტიტუციო
ცვლილებასთან დაკავშირებით კონსენსუსის მნიშვნელობაზე. ასევე, აღნიშნა, რომ 0%იანი ბარიერი მნიშვნელოვანი სიახლეა ქართულ რეალობაში და ამ შემთხვევაში მხოლოდ
ორი პარტია არ იქნება პარლამენტში წარმოდგენილი.
ლევან კობერიძემ - პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა აღნიშნა, რომ
დამოუკიდებელი დეპუტატების ჯგუფის სახელით მხარს უჭერს პროპორციულ
საარჩევნო სისტემას. აგრეთვე, დასძინა, რომ 3 %-იანი ბარიერი მისთვის უფრო მისაღებია.
ლევან
კობერიძემ
გამოთქვა
მოსაზრება,
რომ
არჩევნებში
მონაწილეობა
მოქალაქეებისთვის უნდა გახდეს სავალდებულო.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ“, სულხან სალაძემ
აღნიშნა, რომ მხარს უჭერს პროპორციულ საარჩევნო სისტემას. მისი აზრით, 0 %-იანი
ბარიერის შემთხვევაში ფაქტობრივად არ დაფიქსირდება ამომრჩეველთა დაკარგული
ხმები. ასევე, მან ისაუბრა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მნიშვნელობაზე და ამ
თვალსაზრისით გადასადგმელ ნაბიჯებზე. მანვე დამატებით აღნიშნა, რომ საარჩევნო
კანონმდებლობის ცვლილება აუცილებელია.
მამუკა მდინარაძემ, ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“
თავმჯდომარემ მიმოიხილა საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებული
ნიუანსები. მან აღნიშნა, რომ ბუნებრივი ბარიერი შესაძლებლობას აძლევს პარტიებს
ჩაერთონ პოლიტიკურ პროცესებში. ასევე, ისაუბრა საარჩევნო კანონმდებლობის
დაგეგმილ რეფორმასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ქალების ჩართულობა
პოლიტიკაში უნდა გაიზარდოს.
ამის შემდეგ დისკუსიაში მოქალაქეები ჩაერთვნენ:
მოქალაქე ბათუმიდან დაინტერესდა, თუ რამდენად იქნება გათვალისწინებული შშმ
პირთა წარმომადგენლობა როგორც ადგილობრივ, ისე, უმაღლეს საკანონმდებლო
ორგანოში.
ზაირა ქაჯაიამ გამოხატა დადებითი პოზიცია პროპორციული საარჩევნო სისტემის
მიმართ. აღნიშნა, რომ ბლოკები არ უნდა არსებობდეს, რაც არ გამორიცხავს რამდენიმე
პარტიის შესაძლებლობას, მოახდინონ ერთ პარტიად გაერთიანება.
გია ლუაშვილმა ისაუბრა შშმ პირთა პრობლემების შესახებ. ასევე, აღნიშნა, რომ ახალი
სახეების ჩართვა პოლიტიკაში აუცილებელია.
სტუდენტი ნათია დავითაძე დაინტერესდა, რა სარგებელს მოუტანს 0 %-იანი ბარიერი
ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას.
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ემზარ მაკარაძე დაინტერესდა, თუ
რა ცვლილებებია დაგეგმილი აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევის წესთან დაკავშირებით.
ნონა სუჯაშვილმა იკითხა, თუ ვინ იქნება ის პიროვნება პროპორციული სისტემის
პირობებში, ვინც რეგიონის პრობლემებს გააჟღერებს პარლამენტში. ასევე, დაინტერესდა,
თუ რა შეიცვლება საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების კუთხით.
ვაჟა მელაძემ განაცხადა, რომ მხარს უჭერს პროპორციულ საარჩევნო სისტემას და
დაინტერესდა, როგორ დარეგულირდება მოქალაქეებთან კომუნიკაციის საკითხი
პროპორციული სისტემით არჩეული პარლამენტის პირობებში.
სტუდენტი ნანა გვარიშვილი დაინტერესდა
თანმხლები რისკების შესახებ.
პროპორციული საარჩევნო სისტემის
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ჯემალ კარალიძე გამოეხმაურა
არჩევნებში სავალდებულო წესით მონაწილეობის თაობაზე ინიციატივას და აღნიშნა,
რომ ეს არ არის დემოკრატიული მიდგომა. ასევე, ისაუბრა რეგიონების ინტერესების
დაცვის შესახებ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პირობებში.
სტუდენტი ანა კურცხალიძე დაინტერესდა, რამდენად მნიშვნელოვანია წარმოდგენილი
ცვლილებები ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციის გზაზე.
ნუგზარ ჟორდანიამ გამოხატა დადებითი დამოკიდებულება პროპორციული საარჩევნო
სისტემის მიმართ. ასევე ისაუბრა წყლის ინდუსტრიის პროექტის შესახებ.
სტუდენტი ბათუმიდან
ცვლილებები.
დაინტერესდა,
ხომ
არ
იგეგმა
სხვა
საკონსტიტუციო
ნათია აფხაზავამ, სამოქალაქო აქტივისტმა, ისაუბრა ეკოლოგიური პრობლემების
შესახებ. ასევე, ისაუბრა ქალაქ ბათუმის პრობლემებზე, მათ შორის, რივიერას საკითხზე.
სტუდენტი ბათუმიდან, დაინტერესდა თუ როგორ ჩატარდება აჭარის უმაღლესი საბჭოს
არჩევნები.
ლექტორი ბათუმიდან დაინტერესდა, 0 %-იანი ბარიერის პირობებში რა რისკების წინაშე
შეიძლება აღმოჩნდეს აჭარის უმაღლესი საბჭოს გამართული ფუნქციონირება.
შეხვედრის დასასრულს მომხსენებლებმა შეაჯამეს მოქალაქეთა მიერ დასახელებული
საკითხები და უპასუხეს მათ შეკითხვებს. კიდევ ერთხელ დაზუსტდა, რომ 3-5 %-იანი
ბარიერის პირობებში არჩევნების ჩატარება არის ევროპული პრაქტიკა.
მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ დაგეგმილია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება, საკითხზე მიმდინარეობს
მუშაობა და დამატებითი დეტალები დაზუსტდება მოგვიანებით. მან ასევე ისაუბრა შშმ
პირების პრობლემების შესახებ და აღნიშნა, რომ პროგრესი ამ მიმართულებით
ხელშესახებია, თუმცა, საჭიროა კიდევ უფრო მეტი პროგრამის განხორციელება.
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის
თავმჯდომარემ, კახაბერ კუჭავამ ისაუბრა გარემოს დაცვის საკითხებზე, რომელიც დღეს
აქტუალურია. აგრეთვე, ისაუბრა კომიტეტის მიერ განხორციელებული პროექტების და
პირველი შესაბამისი თემატური მოკვლევის შესახებ.
შეხვედრა დასრულებულად იქნა გამოცხადებული.
ოზურგეთი, 2019 წლის 25 სექტემბერი
ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრი
პრეზიდიუმის შემადგენლობა: არჩილ თალაკვაძე, კახაბერ კუჭავა, ალექსანდრე
ქანთარია, ლევან კობერიძე, ალექსანდრე ბარამიძე, გიორგი ახვლედიანი, ვახუშტი
მენაბდე, თენგიზ შარმანაშვილი.
შეხვედრის წამყვანი: ანა კილაძე. მან შეხვედრა გახსნილად გამოაცხადა და აღნიშნა, რომ
საყოველთაო-სახალხო განხილვა ორ კონსტიტუციურ კანონის პროექტს დაეთმობოდა.
მათ შორის, საქართველოს პარლამენტის წევრთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის
წესით წარდგენილ (№07-3/380, 28.06.2019) კანონპროექტს, რომელიც გულისხმობს
მომდევნო საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით, ბარიერისა
და ბლოკების გარეშე და არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარდგენილ (№07-3/384, 17.07.2019) კანონპროექტს, რომელიც
ითვალისწინებს მომდევნო საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას 3%-იანი ბარიერითა და
ბლოკებით.
განხილვის დასაწყისში დამსწრე საზოგადოებას საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მიესალმა და მადლობა გადაუხადა მობრძანებისათვის.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა გურიის მხარის ისტორიულ და
პოლიტიკურ მნიშვნელობაზე და მოსახლეობას გააცნო საკონსტიტუციო ცვლილების
არსი. არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ პროექტი ითვალისწინებს ცვლილებებს მხოლოდ
კონსტიტუციური კანონის გარდამავალ დებულებებში. პარლამენტის თავმჯდომარის
თქმით, ინიციირებული ცვლილებები ეხება პროპორციული წესით, ე.წ. ბუნებრივი
ბარიერის პირობებში არჩევნების ჩატარებას 2020 წელს და ამავე საპარლამენტო
არჩევნებისათვის საარჩევნო ბლოკების გაუქმებას. მან აღნიშნა, რომ პროპორციულ
საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება მმართველმა გუნდმა ჯერ კიდევ 1
წლის წინ მიიღო, რითაც უარი განაცხადა იმ უპირატესობაზე, რომელსაც მაჟორიტარული
საარჩევნო სისტემა ბუნებრივად ქმნიდა.
არჩილ თალაკვაძემ აგრეთვე ყურადღება გაამახვილა იმ არგუმენტებზე, რომლებმაც
განაპირობა საარჩევნო სისტემის ცვლილებების თავდაპირველ თარიღად 2024 წლის
განსაზღვრა საქართველოს კონსტიტუციაში. კერძოდ, ისაუბრა პარტიების დაფინანსების
სისტემური ცვლილების საჭიროებაზე, საარჩევნო კანონმდებლობის დაგეგმილ
რეფორმასა და პოლიტიკური პარტიების მომზადებისათვის საჭირო დროზე. გარდა
ამისა, განმარტა, რომ მთელი რიგი ცვლილებები შეეხება საქართველოს საარჩევნო
კოდექსს, კერძოდ შეიცვლება პარტიების დაფინანსების მოდელი, პარტიების
რეგისტრაციასთან დაკავშირებული რეგულაციები, კამპანიის გამართვის წესები და
მედიაში დროის განაწილების პრინციპი. მისი განცხადებით, აღნიშნული ცვლილებები,
დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების გარანტი იქნება. მან აქცენტი
გააკეთა ნულოვანი ბარიერის მოქმედების პირობებში მცირე ოპოზიციური
პარტიებისათვის მეტი შანსების გაჩენის თაობასა და მანდატების მისაღებად საჭირო
მხარდაჭერის მოპოვების გაზრდილ შესაძლებლობაზე. ასევე, შეეხო პროპორციული
არჩევნების დადებით მხარეებსა და აღნიშნული სისტემის ამოქმედების თარიღის
შეცვლის საკითხს. არჩილ თალაკვაძემ, აგრეთვე, აღნიშნა, რომ საზოგადოება
ხელისუფლებისგან უფრო მეტი ქმედითი ნაბიჯის გადადგმას ითხოვს, მათ შორის,
სიღარიბისა და ოკუპაციის პრობლემების დასაძლევად. განსახორციელებელი
ცვლილებები კი ქვეყნის სტაბილურობისა და დემოკრატიული განვითარების კუთხით
კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
ამასთანავე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ
განაცხადა, რომ
წარმოდგენილი კონსტიტუციური შესწორება სამოქალაქო საზოგადოების, უფრო
კონკრეტულად კი, ახალგაზრდების მოთხოვნისა და გულწრფელი პროტესტის შედეგია.
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის
თავმჯდომარემ, კახაბერ კუჭავამ ისაუბრა საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ და
აღნიშნა, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა პროგრესული
გადაწყვეტილებაა, რომელიც საქართველოს კიდევ უფრო დააახლოებს განვითარებულ
დემოკრატიებთან. კახაბერ კუჭავა, აგრეთვე, შეეხო ცვლილების ამოქმედების ვადებსა და
მის პოზიტიურ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. დასასრულს მან მოუწოდა დამსწრე
საზოგადოებას მაქსიმალური ჩართულობისაკენ.
საქართველოს პარლამენტის წევრმა, ალექსანდრე ქანთარიამ ყურადღება გაამახვილა ე.წ.
0%-იანი ბარიერის არსებით უპირატესობებზე და აღნიშნა, რომ წარმოდგენილი
ცვლილებების შედეგად ამომრჩევლის თითოეული ხმა, შესაბამის ასახვას ჰპოვებს
არჩევნების შედეგზე.
ოპოზიციის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა, ალექსანდრე ბარამიძემ ისაუბრა
გურიის მხარის პოლიტიკურ მნიშვნელობაზე და დამსწრე საზოგადოებას გააცნო
საინიციატივო ჯგუფის მიერ ინიციირებული პროექტი, რომელიც გულისხმობს 2020
წლისათვის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას, 3%-იანი
ბარიერითა და საარჩევნო ბლოკებით. ალექსანდრე ბარამიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს
კონსტიტუცია, როგორც ქვეყნის ძირითადი კანონი, მეტად სტაბილური უნდა გახდეს და
თითოეული ცვლილება საყოველთაო კონსესუსზე უნდა იყოს დაფუძნებული.
საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე
დამოუკიდებელი დეპუტატების სახელით მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და
განსახორციელებელი ცვლილებები დადებითად შეაფასა. იგი, ასევე, შეეხო
საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილ პროექტს და განაცხადა, რომ 3%-იანი
საარჩევნო ბარიერის იდეას მიესალმება, მაგრამ აღნიშნა, რომ ბარიერი, ზოგადად, ვერ
გახდება პროპორციული საარჩევნო სისტემის უპირატესობის საპირწონე და, ამდენად,
იგი მხარს უჭერს მმართველი გუნდის პროექტსაც. ლევან კობერიძემ ისაუბრა არჩევნებში
სავალდებულო მონაწილეობის პრინციპზეც.
პარტია „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს“ წარმომადგენელმა, გიორგი
ახვლედიანმა ყურადღება გაამახვილა პროპორციული საარჩევნო სისტემის დადებით
მხარეებზე და განაცხადა, რომ მიესალმება 0%-იანი ბარიერის შემოღებას. მან ისაუბრა
2016 წელს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე და აღნიშნა, რომ მაჟორიტარული
სისტემის არსებობის შედეგად „ქართული ოცნება“ პარლამენტში საკონსტიტუციო
უმრავლესობით იქნა წარმოდგენილი, რაც არ იყო სამართლიანი. გიორგი ახვლედიანმა
განაცხადა, რომ იგი არ ეთანხმება 2024 წელს არჩევნების ჩატარებას 5%-იანი ბარიერის
პირობებში.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელმა, ვახუშტი
მენაბდემ ისაუბრა 2017 წელს განხორციელებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე და
აღნიშნა, რომ სწორედ საარჩევნო სისტემა წარმოადგენდა ერთ-ერთ ძირითად სადავო
საკითხს. მან აღნიშნა, რომ ისტორიის მანძილზე ყოველი ხელისუფლების უმთავრეს
პრობლემას ძალაუფლების არაპროპოციული კონცენტრაცია წარმოადგენდა, ხოლო
პროპორციული საარჩევნო სისტემა ამ პრობლემის აღმოფხვრისაკენ გადადგმული
მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ვახუშტი მენაბდის განცხადებით, „საქართველოს ახალგაზრდა
იურისტთა ასოციაცია“ მხარს უჭერს წარმოდგენილ ცვლილებებს, ვინაიდან
პროპორციული სისტემისა და ბუნებრივი ბარიერის პირობებში ამომრჩევლის
თითოეული ხმა თანაბრად გარდაისახება მანდატებში.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველმა, თენგიზ შარმანაშვილმა
ისაუბრა პროპორციული საარჩევნო სისტემის დადებით მახასიათებლებზე. მან აღნიშნა,
რომ საარჩევნო ბლოკების არსებობა ისტორიის მანძილზე წარმოადგენდა
დემოკრატიული პროცესების ერთ-ერთ შემაფერხებელ გარემოებას, შესაბამისად
განსახორციელებელი ცვლილებები მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს ქვეყნის
განვითარებაზე.
ამის შემდეგ დისკუსიაში მოქალაქეები ჩაერთვნენ:
საიას წარმომადგენელმა, თამაზ ტრაპაიძემ კითხვა დასვა გაუნაწილებელი მანდატების
განაწილების წესთან დაკავშირებით.
მოქალაქე მერაბ ნინიძემ იკითხა, თუ ვინ შეითავსებდა პროპორციული საარჩევნო
სისტემის პირობებში მაჟორიტარი დეპუტატების ფუნქციას.
მოქალაქე ამირან სალუქვაძის კითხვა ეხებოდა ე.წ. 0%-იანი ბარიერის პირობებში
კოალიციური მმართველობის შექმნის რისკებს.
მოქალაქემ დააფიქსირა დადებითი დამოკიდებულება წარმოდგენილ ცვლილებებთან
დაკავშირებით და კითხვა დასვა რეგიონულ-პროპორციული სისტემის დანერგვასთან
დაკავშირებით.
მოქალაქე გრიგოლ მახარაძემ გამოხატა მისი დამოკიდებულება წარმოდგენილ
ცვლილებებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ აღნიშნული სისტემა სამართლიანად
ასახავს არჩევნების შედეგებს, თუმცა, მეტად ცენტრალიზებულს ხდის სახელმწიფოს, რაც
ამ სისტემის მთავარ უარყოფით მახასიათებელს წარმოადგენს.
მოქალაქემ დადებითად შეაფასა განსახორციელებელი ცვლილებები და ისურვა, რომ
ოზურგეთს პარლამენტში ახალი სისტემის პირობებშიც ჰყავდეს წარმომადგენელი.
მოქალაქეს კითხვა
დაკავშირებით.
ჰქონდა
საარჩევნო
ბლოკების
არსებობის
საჭიროებასთან
მოქალაქე არ დაეთანხმა ოპოზიციის მოსაზრებას ბლოკების შექმნის საჭიროებასთან
დაკავშირებით და კითხვა დასვა იმის თაობაზე, თუ როდის იგეგმება ადგილობრივი
თვითმმართველობის რეფორმა.
მოქალაქე შეეხო არჩევნების სავალდებულოობის
პარლამენტის არსებობის საკითხს.
პრინციპის
და
ორპალატიანი
მოქალაქე მიესალმა 0%-იანი ბარიერის დანერგვას და 2024 წლიდან ლოგიკურად მიიჩნია
5%-იანი ბარიერის შემოღება.
საკრებულოს წევრს, კახაბერ ბოლქვაძეს კითხვა გააჩნდა დეცენტრალიზაციის საკითხთან
დაკავშირებით.
მოქალაქემ განაცხადა, რომ მაჟორიტარული სისტემის ფარგლებში გურიის მოსახლეობის
ინტერესები გათვალისწინებული იყო და კითხვა დასვა იმის თაობაზე, თუ როგორ იქნება
გათვალისწინებული ადგილობრივი
საარჩევნო სისტემის ფარგლებში.
მოსახლეობის
ინტერესები
პროპორციული
მამუკა კაციტაძემ ისაუბრა ბლოკების შექმნის აუცილებლობაზე და განაცხადა, რომ
ისტორიის მანძილზე სწორედ ბლოკები წარმოადგენდა ხელისუფლების შეცვლის
მთავარ ინსტრუმენტს.
ოზურგეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ვასილ ჩიგოგიძემ განაცხადა, რომ არ
მიესალმება ბლოკების მონაწილეობას არჩევნებზე, ვინაიდან ამ ინსტიტუტის არსებობა
უსამართლო გავლენას ახდენს არჩევნების შედეგებზე. აგრეთვე, მან ისაუბრა
საქართველოში ასეულობით პარტიის არსებობაზე, რაც არაკანონზომიერად მიიჩნია.
შეხვედრის დასასრულს პარლამენტის თავმჯდომარემ და პრეზიდიუმის სხვა წევრებმა
შეაჯამეს დისკუსია და დამატებით მიაწოდეს ინფორმაცია მოსახლეობას იმ საკითხებზე,
რაც მათ მიერ გაჟღერდა. კერძოდ, დაზუსტდა პროპორციული საარჩევნო სისტემის
პირობებში არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებული დეტალები. არჩილ თალაკვაძემ,
როგორც ოზურგეთის ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა ხაზი გაუსვა, რომ მისთვის
ცნობილია ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები და
განაცხადა, რომ
პროპორციული სიის შედგენისას გურიისა და სხვა რეგიონების მოსახლეობის
ინტერესები აუცილებლად იქნება გათვალისწინებული. აგრეთვე, პარლამენტის
თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა გაუნაწილებელი მანდატების განაწილების
წესზე და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის მიერ ინიციირებული პროექტის მიხედვით,
გაუნაწილებელ მანდატს თანმიმდევრობით მიიღებენ უკეთესი შედეგის მქონე
პოლიტიკური პარტიები, თუმცა, არსებობს ხსენებული საკითხის კიდევ ერთი შესაძლო
გადაწყვეტა, რომელიც გულისხმობს გაუნაწილებელი მანდატების თანმიმდევრობით
გადაცემას უდიდესი ნაშთის მქონე პოლიტიკური პარტიებისათვის.
ამის შემდეგ წამყვანმა ანა კილაძემ შეხვედრა დასრულებულად გამოაცხადა.
ზუგდიდი, 2019 წლის 26 სექტემბერი
მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლე
პრეზიდიუმის შემადგენლობა: არჩილ თალაკვაძე, მერაბ ქვარაია, ლევან კობერიძე,
ალექსანდრე ბარამიძე, კახა კუკავა, ვლადიმერ ბოჟაძე.
შეხვედრის წამყვანი - ანა კილაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ შეხვედრა ორ კონსტიტუციურ
კანონის პროექტს დაეთმობოდა. მათ შორის, საქართველოს პარლამენტის წევრთა მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ (07-3/380, 28.06.2019) კანონპროექტს,
რომელიც გულისხმობს მომდევნო საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას პროპორციული
სისტემით, ბარიერისა და ბლოკების გარეშე და არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ (07-3/384; 17.07.2019) კანონპროექტს,
რომელიც ითვალისწინებს მომდევნო საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას 3%-იანი
ბარიერითა და ბლოკებით.
განხილვის დასაწყისში შეკრებილ საზოგადოებას ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი
მერაბ ქვარაია მიესალმა და მადლობა გადაუხადა მობრძანებისათვის. მან აღნიშნა, რომ
საკონსტიტუციო ცვლილებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიჯნაზე დგას ქვეყანა
და იმედოვნა, რომ განხილვა საინტერესოდ გაგრძელდებოდა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ მოსახლეობას გააცნო
საკონსტიტუციო ცვლილების არსი. მან განმარტა, რომ მმართველი გუნდის მიერ
ინიციირებული კონსტიტუციური კანონის პროექტი ეხება პროპორციული წესით, ე.წ.
ბუნებრივი ბარიერის პირობებში არჩევნების ჩატარებას 2020 წელს და ამავე
საპარლამენტო არჩევნებისათვის საარჩევნო ბლოკების გაუქმებას. პარლამენტის
თავმჯდომარემ, აგრეთვე აღნიშნა, რომ წარმოდგენილი პროექტი ასახავს სამოქალაქო
საზოგადოების, ახალგაზრდების მოთხოვნისა და მათგან წამოსული გულწრფელი
პროტესტის შედეგს.
ალექსანდრე
ბარამიძემ
ოპოზიციის
საინიციატივო
ჯგუფის
წარმომადგენელმა საზოგადოებას გააცნო მათ მიერ ინიციირებული პროექტი, რომელიც
გულისხმობს 2020-ში პროპორციული სისტემით საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას
3%-იანი ბარიერითა და ბლოკებით. ასევე აღნიშნა, რომ ბლოკების არსებობა თუნდაც
ერთჯერადად მნიშვნელოვანია. მან აღნიშნა, რომ შესაძლებელია ბლოკებისათვის
დაწესდეს უფრო მაღალი ბარიერი ვიდრე პარტიებისთვის.
პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ აღნიშნა, რომ
დამოუკიდებელი დეპუტატების ჯგუფის სახელით მხარს უჭერს პროპორციულ
საარჩევნო სისტემას. აგრეთვე, აღნიშნა, რომ 3%-იანი ბარიერი მისთვის უფრო მისაღებია.
ლევან
კობერიძემ
გამოთქვა
მოსაზრება,
რომ
არჩევნებში
მონაწილეობა
მოქალაქეებისთვის უნდა გახდეს სავალდებულო.
კახა კუკავამ - პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა აღნიშნა, რომ მხარს უჭერს
მმართველი გუნდის მიერ წარმოდგენილ ინიციატივას. ამასთანავე, მისი აზრით, ე.წ. 0 %იანი ბარიერი მნიშვნელოვანი სიახლეა, რომელიც სამომავლოდ გამორიცხავს მხოლოდ
ორი პარტიის მიერ პარლამენტში საკვანძო გადაწყვეტილებების მიღებას.
ექსპერტმა ვლადიმერ ბოჟაძემ ისაუბრა პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღების
მნიშვნელობასა და დადებით მხარეებზე. მან აღნიშნა, რომ ე.წ. ბუნებრივი ბარიერის
პირობებში პარტიები რეალურად ელექტორატისგან მათ მიმართ წამოსულ მხარდაჭერას
და მოემზადებიან 5%-იანი ბარიერის პირობებში არჩევნებში მონაწილეობისათვის. ასევე,
ლადო ბოჟაძემ დასძინა, რომ ეთანხმება ბლოკების გაუქმებას.
დისკუსიაში აქტიურად ჩაერთვნენ მოქალაქეები:
აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირმა ყურადღება გაამახვილა
მაჟორიტარული სისტემის დადებით მხარეებზე. მან აღნიშნა, რომ ხშირად მიმართავდნენ
მაჟორიტარებს სხვადასხვა საკითხების მოსაგვარებლად. ამასთანავე, დაინტერესდა,
პროპორციული სიის პირობებში, ვის მიმართოს კონკრეტული პრობლემების დროს.
აგრეთვე, გამოთქვა მოსაზრება პარლამეტში დევნილთა წარმომადგენლობის
გათვალისწინების საკითხზე.
თეონა ქარდავამ აღნიშნა, რომ მხარს უჭერს ე.წ. ბუნებრივ ბარიერს, თუმცა, არა
ერთჯერადად, რადგან ეს არის დიდი შესაძლებლობა პატარა პარტიებისთვის.
თამარ ფაჩულია გამოეხმაურა ლევან კობერიძის მოსაზრებას და აღნიშნა, რომ
სავალდებულო წესით არჩევნებში მონაწილეობა არის იძულება. ასევე, ისაუბრა
მოსწავლეების ვაუჩერული დაფინანსების საკითხზე.
გია ჩიხუამ აღნიშნა, რომ 2007 წლიდან მხარს უჭერს პროპორციულ საარჩევნო სისტემას.
ამასთანავე, ყურადღება გაამახვილა, რომ აუცილებელია პოლიტიკოსებს ხშირი
კომუნიკაცია ჰქონდეთ მოსახლეობასთან.
ზუგდიდის მცხოვრებმა კითხვით მიმართა მომხსენებლებს, თუ როგორ იქნებიან
ასახულნი პროპორციულ სიაში ზუგდიდის წარმომადგენლებს. ასევე, დაინტერესდა
რეგიონალურ-პროპორციული სიების თავისებურებებთან დაკავშირებით.
სტუდენტმა ისაუბრა ე.წ. ნულოვანი ბარიერის საფრთხეებზე. ასევე იკითხა, თუ როგორ
მოხდება პროპორციული წესით არჩეული პარლამენტის მიერ მთავრობის ჩამოყალიბება.
შეხვედრის დასასრულს მომხსენებლებმა შეაჯამეს მოქალაქეთა მიერ წამოჭრილი
საკითხები და უპასუხეს მათ კითხვებს. კიდევ ერთხელ დაზუსტდა, რომ 3-5%-იანი
ბარიერის
პირობებში
არჩევნების
ჩატარება
წარმოადგენს
ევროპულ
კონსტიტუციონალიზმში დამკვიდრებულ ტენდენციას.
არჩილ თალაკვაძემ ისაუბრა პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში
კონკრეტული პოლიტიკოსების მიმართ მხარდაჭერის გამოხატვის შესაძლებლობასა და
შესაბამის მექანიზმებზე.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ადგილობრივი
თვითმმართველობის გაძლიერება, ვინაიდან სოციალური საკითხების გადაჭრა სწორედ
მათი ფუნქციაა და მნიშვნელოვანია, მოსახლეობას ჰქონდეს ჯანსაღი კომუნიკაცია
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან.
არჩილ თალაკვაძემ, აგრეთვე, ყურადღება გაამახვილა კონსტიტუციის სტაბილურობაზე
და დამატებით განმარტა კონსტიტუციის გადასინჯვის პროცედურა.
შეხვედრა ამით დასრულდა.
ქუთაისი, 2019 წლის 27 სექტემბერი
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პრეზიდიუმის შემადგენლობა: არჩილ თალაკვაძე, გენადი მარგველაშვილი, დიმიტრი
მხეიძე, გია ჟორჟოლიანი, ლევან კობერიძე, მამუკა კაციტაძე, ვასილ გონაშვილი,
ვლადიმერ ბოჟაძე.
შეხვედრის წამყვანი: ანა კილაძე. მან შეხვედრა გახსნილად გამოაცხადა და აღნიშნა, რომ
საყოველთაო-სახალხო განხილვა ორ კონსტიტუციურ კანონის პროექტს დაეთმობოდა.
მათ შორის, საქართველოს პარლამენტის წევრთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის
წესით წარდგენილ (№07-3/380, 28.06.2019) კანონპროექტს, რომელიც გულისხმობს
მომდევნო საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით, ბარიერისა
და ბლოკების გარეშე და არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარდგენილ (№07-3/384, 17.07.2019) კანონპროექტს, რომელიც
ითვალისწინებს მომდევნო საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას 3%-იანი ბარიერითა და
ბლოკებით.
განხილვის დასაწყისში დამსწრე საზოგადოებას საქართველოს პარლამენტის წევრი,
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი გენადი მარგველაშვილი მიესალმა და მადლობა
გადაუხადა მობრძანებისათვის. მან ისაუბრა განათლების სისტემის გაძლიერებასა და ამ
კუთხით ქუთაისის, როგორც საგანმანათლებლო ცენტრის
ჩამოყალიბების
მნიშვნელობაზე. მომხსენებელმა, აგრეთვე, ისაუბრა წარდგენილ ცვლილებაზე და
პოზიტიურად შეაფასა იგი.
ამის შემდგომ კი სიტყვა გადასცა ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატს დიმიტრი მხეიძეს,
რომელმაც ქუთაისში ახალი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობის
მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან, აგრეთვე, ყურადღება გაამახვილა ქუთაისის, როგორც
ტურისტული და ინდუსტრიული ქალაქის მნიშვნელობაზე. დიმიტრი მხეიძემ
დადებითად შეაფასა 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა.
ამის შემდგომ სიტყვა გადაეცა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს,
საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის
საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს. პარლამენტის
თავმჯდომარემ თავდაპირველად აქცენტი გააკეთა ქუთაისისათვის საგანმანათლებლო
ფუნქციის დაბრუნების ისტორიულ მნიშვნელობაზე, ხოლო შემდგომ - მოსახლეობას
გააცნო მმართველი გუნდის მიერ ინიციირებული კონსტიტუციური კანონის პროექტის
არსი და აღნიშნა, რომ პროექტი ითვალისწინებს ცვლილებებს მხოლოდ
კონსტიტუციური კანონის გარდამავალ დებულებებში. პარლამენტის თავმჯდომარის
თქმით, წარდგენილი ცვლილება ეხება პროპორციული წესით, ე.წ. ბუნებრივი ბარიერის
პირობებში არჩევნების ჩატარებას 2020 წელს და საარჩევნო ბლოკების გაუქმებას. არჩილ
თალაკვაძემ აღნიშნა, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის
გადაწყვეტილება მმართველმა გუნდმა ჯერ კიდევ 1 წლის წინ მიიღო და საზოგადოებას
გააცნო ის არგუმენტები, რომლებმაც განაპირობა საარჩევნო სისტემის ცვლილებების
თავდაპირველ თარიღად 2024 წლის განსაზღვრა საქართველოს კონსტიტუციაში. გარდა
ამისა, პარლამენტის თავმჯდომარემ მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია საარჩევნო
კანონმდებლობის რეფორმის შესახებ. მისი განცხადებით, აღნიშნული კომპლექსური
ცვლილებები, დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების გარანტი იქნება.
პარლამენტის
ფრაქცია
„პატრიოტთა
ალიანსი
და
სოციალ-დემოკრატების“
წარმომადგენელმა გია ჟორჟოლიანმა ისაუბრა საარჩევნო სისტემის ცვლილების
მნიშვნელობაზე. მან განაცხადა, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა უზრუნველყოფს
მოსახლეობის ყველა ჯგუფის წარმომადგენლობას საქართველოს პარლამენტში. გია
ჟორჟოლიანმა ისაუბრა რეგიონულ-პროპორციული სისტემის მიხედვით საარჩევნო
სიების დაკომპლექტებაზე და მაგალითად ევროპული ქვეყნების პრაქტიკა მოიყვანა. მისი
განმარტებით, სიის დაკომპლექტება ზემოაღნიშნული სისტემის მიხედვით ხელს
შეუწყობს რეგიონული წარმომადგენლობის პრობლემის მოგვარებას.
საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე
დამოუკიდებელი დეპუტატების სახელით მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და
განსახორციელებელი ცვლილებები დადებითად შეაფასა. მან ისაუბრა ამომრჩევლების
დათვლის სისტემის გაუმჯობესების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ცენტრალურმა
საარჩევნო კომისიამ უნდა მოახდინოს საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტების ზუსტი
აღრიცხვა. ლევან კობერიძემ აგრეთვე ისაუბრა ხმის მიცემის მოქნილი სისტემისა და
არჩევნებში სავალდებულო მონაწილეობის პრინციპის დანერგვის აუცილებლობაზე.
ოპოზიციის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა მამუკა კაციტაძემ საზოგადოებას
გააცნო მათ მიერ ინიციირებული პროექტი, რომელიც გულისხმობს 2020 წელს
პროპორციული სისტემით საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას 3%-იანი ბარიერითა და
ბლოკებით. მან, ასევე, აღნიშნა, რომ შესაძლებელია დაწესდეს პარტიებისთვის ე.წ 0%იანი ბარიერი, ხოლო ბლოკებისათვის დაწესებული ბარიერი შეიძლება იყოს უფრო
მაღალი. მამუკა კაციტაძემ აგრეთვე ისაუბრა რეგიონულ-პროპორციული სისტემის
დანერგვის დადებით და უარყოფით მახასიათებლებზე.
კონსტიტუციონალისტმა ვასილ გონაშვილმა ისაუბრა პარლამენტის გაძლიერების
საკითხზე, ხალხისაგან მანდატის მიღების მნიშვნელობასა და არჩევნების დემოკრატიულ
ხასიათზე. მან განაცხადა, რომ საქართველოს კონსტიტუციაში განსახორციელებელი
ცვლილებები შეესაბამება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და მიესალმება, რომ ამის
თაობაზე არსებითი კონსესუსი არსებობს. მან, ასევე, ისაუბრა ევროპული ქვეყნების
საარჩევნო სისტემებზე და განიხილა მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო
სისტემების დადებითი და უარყოფითი მხარეები.
არასამთავრობო
სექტორის
წარმომადგენელმა
ვლადიმერ
ბოჟაძემ
ისაუბრა
წარმოდგენილი საკონსტიტუციო ცვლილების აუცილებლობაზე. მან განაცხადა, რომ
ამომრჩევლების აქტივობა დემოკრატიის ქვაკუთხედს წარმოადგენს. ბოჟაძემ ისაუბრა
საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც მოსახლეობისთვის
ხმის მიცემის
პროცედურის გამარტივებას გულისხმობს. მისი განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა
უზრუნველყოფს პოლიტიკური და პარტიული სისტემის გაძლიერებას.
ამის შემდეგ დისკუსიაში მოქალაქეები ჩაერთვნენ:
მოქალაქე მიესალმა ვლადიმერ ბოჟაძის ინიციატივას ხმის მიცემის გამარტივებასთან
დაკავშირებით. მან განაცხადა, რომ ე.წ. ბუნებრივი ბარიერის არსებობა მისაღებია და
კითხვა დასვა თუ რატომ იგეგმება 2024 წელს არჩევნების ჩატარება კვლავ 5 %-იანი
საარჩევნო ბარიერის პირობებში.
სტუდენტმა ლევან ბასილაძემ კითხვით მიმართა არჩილ თალაკვაძეს 2024 წელს 5 %-იანი
საარჩევნო ბარიერის დაწესების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. მან, აგრეთვე,
კითხვა დასვა მამუკა კაციტაძის მისამართით, თუ რამდენად მიუძღვოდა პირადად მას
წვლილი პროპორციულ საარჩევნო სისტემის შემოღებაში და რამდენად დიდი როლი
ითამაშა 20-21 ივნისის აქციებმა შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილების ინიციირების
საქმეში. ლევან ბასილაძემ გია ჟორჟოლიანის მისამართითაც დასვა შეკითხვა რეგიონულპროპორციული სისტემის შემოღების საჭიროების შესახებ. სტუდენტი, აგრეთვე,
გამოეხმაურა ლევან კობერიძის ინიციატივას არჩევნების სავალდებულოობის თაობაზე
და განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიუღებლობა არ უნდა გახდეს საარჩევნო
უფლების ჩამორთმევის საფუძველი. მან აგრეთვე დასვა კითხვა ახალი საარჩევნო
სისტემის პირობებში ხომ არ მიეცემოდათ მარგინალურ ძალებს
საქართველოს
პარლამენტში შესვლის საშუალება და მაგალითად კომუნისტური პარტია მოიყვანა.
მოქალაქემ თხოვნით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს
ბინათმშენებლობის საკითხებთან დაკავშირებით და მას წერილი გადასცა.
სტუდენტმა მარიამ ბასილაძემ იკითხა, ხომ არ გამოიწვევდა ახალი საარჩევნო სისტემა
კანონშემოქმედებითი პროცესის ხელოვნურ გაჭიანურებას.
ბაგა-ბაღების გაერთიანების წარმომადგენელმა ნინო მაღლაკელიძემ დადებითად შეაფასა
პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული ცვლილება.
მოქალაქემ ითხოვა დაზუსტება, რამდენად შეეხებოდა
დაფინანსების სისტემას 2020 წლის არჩევნებისათვის.
ცვლილება
პარტიების
მოქალაქე სოფო კიკნაველიძემ განაცხადა, რომ ე.წ. ბუნებრივი ბარიერის დაწესება
გონივრულად მიაჩნია და დაინტერესდა, რატომ იქნება საჭირო 5%-იანი საარჩევნო
ბარიერის შემოღება 2024 წლისათვის.
მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ხელმძღვანელმა, მარინა მარჯანიშვილმა კითხვა
დასვა პროპორციული საარჩევნო სისტემის თანამდევ საფრთხეებთან დაკავშირებით,
კერძოდ, იკითხა პარლამენტში პარტიული სიჭრელე ხომ არ შეუშლის ხელს მთავრობის
ფორმირებასა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტას. მან, აგრეთვე,
ყურადღება გაამახვილა არაფორმალური განათლების შესახებ კანონის მიღების
აუცილებლობაზე.
ჟურნალ „განთიადის“ რედაქტორმა, ავთანდილ ყურაშვილმა წამოჭრა საკითხი
ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებების გაფართოების აუცილებლობის
შესახებ.
შეხვედრის დასასრულს პარლამენტის თავმჯდომარემ და პრეზიდიუმის სხვა წევრებმა
შეაჯამეს დისკუსია და დამატებით მიაწოდეს ინფორმაცია მოსახლეობას იმ საკითხებზე,
რაც მათ ინტერესს იწვევდა. კერძოდ, დაზუსტდა პროპორციული საარჩევნო სისტემის
პირობებში არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებული დეტალები. არჩილ თალაკვაძემ
აგრეთვე ისაუბრა ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების აუცილებლობასა
და ამ მიმართულებით მისაღებ ზომებზე.
ამის შემდეგ წამყვანმა ანა კილაძემ შეხვედრა დასრულებულად გამოაცხადა.
ამბროლაური, 2019 წლის 28 სექტემბერი
ამბროლაურის კულტურის ცენტრი
პრეზიდიუმის შემადგენლობა: არჩილ თალაკვაძე, გოჩა ენუქიძე, მამუკა კაციტაძე,
სულხან სალაძე, თორნიკე ჭეიშვილი.
შემხვედრის წამყვანი - ანა კილაძე. მან აღნიშნა, რომ შეხვედრა ორ კონსტიტუციურ
კანონის პროექტს დაეთმობოდა. მათ შორის, საქართველოს პარლამენტის წევრთა მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ (07-3/380, 28.06.2019) კანონპროექტს,
რომელიც გულისხმობს მომდევნო საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას პროპორციული
სისტემით, ბარიერისა და ბლოკების გარეშე და არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ (07-3/384; 17.07.2019) კანონპროექტს,
რომელიც ითვალისწინებს მომდევნო საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას 3%-იანი
ბარიერითა და ბლოკებით.
განხილვის დასაწყისში დამსწრე საზოგადოებას საქართველოს პარლამენტის წევრი,
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე მიესალმა და
მადლობა გადაუხადა მობრძანებისათვის. მან აღნიშნა, რომ წარმოდგენილი
საკონსტიტუციო ცვლილება არის ნაბიჯი პროგრესისკენ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ მოსახლეობას გააცნო
საკონსტიტუციო ცვლილების არსი. მან განმარტა, რომ მმართველი გუნდის მიერ
ინიციირებული კონსტიტუციური კანონის პროექტი ეხება პროპორციული წესით, ე.წ.
ბუნებრივი ბარიერის პირობებში არჩევნების ჩატარებას 2020 წელს და ამავე
საპარლამენტო არჩევნებისათვის საარჩევნო ბლოკების გაუქმებას. პარლამენტის
თავმჯდომარემ, აგრეთვე, აღნიშნა, რომ დღეს-დღეობის საქართველოს უკვე აქვს
ევროპული ტიპის, ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული კონსტიტუცია, რომელიც
უნდა იყოს სტაბილური.
არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი ცვლილებით ქვეყანაში დამკვიდრდება
ევროპული პოლიტიკური კულტურა.
მამუკა
კაციტაძემ
ოპოზიციის
საინიციატივო
ჯგუფის
წარმომადგენელმა საზოგადოებას გააცნო საინიციატივო ჯგუფის მიერ ინიციირებული
პროექტი, რომელიც გულისხმობს 2020 წელს პროპორციული სისტემით საპარლამენტო
არჩევნების ჩატარებას 3%-იანი ბარიერითა და ბლოკებით. ასევე,
აღნიშნა, რომ
პროპორციული სისტემა უზრუნველყოფს ამომრჩევლის ხმის პარლამენტამდე
უდანაკარგოდ მისვლას. მამუკა კაციტაძემ ისაუბრა ბლოკების მნიშვნელობაზე და
აღნიშა, რომ მნიშნველოვანია პარტიებს ჰქონდეთ ამ ფორმით თანამშრომლობის
შესაძლებლობა. მომხსენებელმა იქვე მოიყვანა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების
ორგანიზაციის (ნატო) მაგალითი, რომელიც, მისი თქმით, ასევე არის თანამშრომლობის
ბლოკი. ის შეეხო დიფერენცირებული ბარიერის საკითხს და განაცხადა, რომ
შესაძლებელია ბლოკებისათვის დაწესდეს უფრო მაღალი ბარიერი ვიდრე
პარტიებისთვის.
სულხან სალაძემ - „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ
აღნიშნა, რომ პროპორციული სისტემა კრიტიკულად საჭიროა ქვეყნის დემოკრატიული
განვითარებისათვის. მან ისაუბრა ბარიერის შესახებაც და აღნიშნა, რომ როგორც ე.წ.
უბარიერო, ასევე, ბარიერიანი სისტემა - ორივე მისაღებია მაჟორიტარულ სისტემასთან
შედარებით. მომხსენებელი, ასევე, შეეხო რეგიონების წარმომადგენლობის საკითხს და
ყურადღება გაამახვილა ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების შესახებ,
როგორც ფინანსური, ისე ადამიანური რესურსის კუთხით. ამასთანავე, აღნიშნა, რომ ე.წ.
ბუნებრივი ბარიერის პირობებში ბლოკების არსებობის აუცილებლობას ვერ ხედავს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველმა თორნიკე ჭეიშვილმა ისაუბრა
პროპორციული საარჩევნო სისტემის უპირატესობებზე და აღნიშნა, რომ ევროპული
სახელმწიფოების უმრავლესობა სწორედ აღნიშნული სისტემით ატარებს საპარლამენტო
არჩევნებს. მან, ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში პირველი წარმომადგენლობითი
ორგანოს - დამფუძნებელი კრების არჩევნები სწორედ პროპორციული წესით ჩატარდა და
1921 წლის კონსტიტუციაც ამ სისტემის რეგლამენტაციას ახდენდა. მომხსენებელმა
აღნიშნა, რომ ე.წ. ბუნებრივი ბარიერი მაქსიმალურად აღებს კარს თითოეული
დაინტერესებული სუბიექტისათვის პოლიტიკაში მოსასვლელად, ხოლო რაც შეეხება
ბლოკებს - ხსენებული ინსტიტუტი ნაკლებად იძლევა შესაძლებლობას, პარტიებმა
გამოავლინონ თავიანთი იდეოლოგიური პლატფორმა, ამიტომ მის შენარჩუნებას მხარს
არ უჭერს.
ამის შემდეგ დისკუსიაში მოქალაქეები ჩაერთვნენ:
ამბროლაურის მცხოვრებმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს და მიესალმება პროპორციულ
სისტემას. მან აღნიშნა, რომ ეს სისტემა გააღვიძებს პოლიტიკურად მიძინებულ
სუბიექტებს და საზოგადოება ჩაერთვება არჩევნებში.
ნანა სოხაძემ - არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ისაუბრა პოლიტიკური
კონსენსუსის მნიშვნელობაზე და მადლობა გადაუხადა მომხსენებლებს საინტერესო
დისკუსიისათვის. მან აღნიშნა, რომ ე.წ. ბუნებრივი ბარიერი მისთვის მისაღები არ არის,
რადგან ერთ კაციანი პარტიები მოხვდებიან პარლამენტში. იგი დაინტერესდა, თუ რატომ
ხდება საარჩევნო ბარიერის ზრდა 2020 წლის მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისათვის
მაშინ, როდესაც საუბარია ე.წ. 0 %-იანი ბარიერის უპირატესობებზე.
არჩილ თალაკვაძემ შეხვედრა შეაჯამა. მან აღნიშნა, რომ 2020 წელს ე.წ. ბუნებრივი
ბარიერის პირობებში არჩევნების ჩატარება დასაბამს მისცემს ჯანსაღ პოლიტიკურ
პროცესებს. პარლამენტის თავმჯდომარემ, ასევე, ისაუბრა დაგეგმილი საარჩევნო
კანონმდებლობის რეფორმის შესახებ და აღნიშნა, რომ სრულად იცვლება პარტიების
დაფინანსების, საეთერო დროის განაწილებისა და წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარების
წესები. ასევე აღნიშნა, რომ ქალთა ჩართულობა პოლიტიკურ პროცესებში უნდა
გაიზარდოს.
დაზუსტებები გააკეთეს პრეზიდიუმის სხვა წევრებმაც.
შეხვედრა ამით დასრულდა.
თბილისი, 2019 წლის 30 სექტემბერი
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
პრეზიდიუმის შემადგენლობა: არჩილ თალაკვაძე, გიორგი ვოლსკი, გიორგი კახიანი,
მამუკა კაციტაძე, გია ჟორჟოლიანი, ლევან კობერიძე, გიორგი ახვლედიანი, ვასილ
გონაშვილი, არნოლდ სტეფანიანი.
შეხვედრის წამყვანი - ანა კილაძე. მან შეხვედრა გახსნილად გამოაცხადა და აღნიშნა, რომ
საყოველთაო-სახალხო განხილვა ორ კონსტიტუციურ კანონის პროექტს დაეთმობოდა.
მათ შორის, საქართველოს პარლამენტის წევრთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის
წესით წარდგენილ (№07-3/380, 28.06.2019) კანონპროექტს, რომელიც გულისხმობს
მომდევნო საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით, ბარიერისა
და ბლოკების გარეშე და არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარდგენილ (№07-3/384, 17.07.2019) კანონპროექტს, რომელიც
ითვალისწინებს მომდევნო საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას 3%-იანი ბარიერითა და
ბლოკებით.
განხილვას უძღვებოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს
კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო
კომისიის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე. მან მადლობა გადაუხადა დამსწრე
საზოგადოებას მობრძანებისათვის და ხაზი გაუსვა იმ ტრადიციას, რომელიც
უკავშირდება საყოველთაო-სახალხო განხილვისას საქართველოს პარლამენტის ყოფილი
თავმჯდომარეების მონაწილეობას.
არჩილ თალაკვაძემ მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდა საკონსტიტუციო ცვლილების
არსის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს 2020 წლისათვის საპარლამენტო არჩევნების
პროპორციული წესით, ე.წ. ბუნებრივი ბარიერის პირობებში ჩატარების რეგლამენტაციას,
აგრეთვე, საარჩევნო ბლოკების გაუქმებას. მან აღნიშნა, რომ წარმოდგენილი პროექტი
ასახავს სამოქალაქო საზოგადოების, უფრო კონკრეტულად კი, ახალგაზრდების
მოთხოვნისა და გულწრფელი პროტესტის შედეგს. არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება მმართველმა გუნდმა
ჯერ კიდევ 1 წლის წინ მიიღო და აქცენტი გააკეთა იმ არგუმენტებზე, რომლებმაც
განაპირობა საარჩევნო სისტემის ცვლილებების თავდაპირველ თარიღად 2024 წლის
განსაზღვრა საქართველოს კონსტიტუციაში. არჩილ თალაკვაძემ აქცენტი გააკეთა
ნულოვანი ბარიერის მოქმედების პირობებში მცირე ოპოზიციური პარტიებისათვის
საპარლამენტო მანდატების მისაღებად საჭირო მხარდაჭერის მოპოვების გაზრდილ
შესაძლებლობაზე.
საქართველოს
პარლამენტის
თავმჯდომარის
მოადგილემ,
საპარლამენტო
უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ ისაუბრა საზოგადოების განწყობებსა და
კონსესუსის მიღწევის აუცილებლობაზე, რაც საფუძვლად დაედო კონსტიტუციური
კანონის გარდამავალ დებულებებში ინიციირებულ ცვლილებებს 2020 წლისათვის
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით. გიორგი ვოლსკიმ
ვრცლად ისაუბრა, ხსენებული საკონსტიტუციო შესწორების კვალდაკვალ, პოლიტიკური
პარტიების გაზრდილ პასუხისმგებლობაზე საზოგადოების წინაშე. მან ყურადღება
გაამახვილა ე.წ. ბუნებრივი ბარიერის პირობებში ერთი მანდატის მოსაპოვებლად საჭირო
ხმების რაოდენობაზე და დააფიქსირა პოზიცია ბლოკების გაუქმების აუცილებლობასთან
დაკავშირებით.
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა ისაუბრა ორივე შემოთავაზებულ საკონსტიტუციო
ინიციატივაზე და მათ შორის არსებულ განსხვავებებზე. მან, ასევე, მიმოიხილა 2017 წლის
საკონსტიტუციო რეფორმა, რომლის შედეგადაც საქართველო ჩამოყალიბდა კლასიკურ
საპარლამენტო რესპუბლიკად. ამ უკანასკნელისათვის კი, მისი აზრით, არსებითად
მნიშვნელოვანია პარტიული სისტემის გაძლიერება, რის ხელისშემშლელ გარემოებასაც
საარჩევნო ბლოკების არსებობა წარმოადგენს. გიორგი კახიანმა აღნიშნა, რომ
წარმოდგენილი ცვლილება ატარებს ერთჯერად ხასიათს და გარდამავალი პერიოდი
საჭიროა სუსტი პარტიების გასაძლიერებლად და 5 %-იანი საარჩევნო ბარიერისათვის
მათ მოსამზადებლად.
მამუკა კაციტაძემ - ოპოზიციის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა ისაუბრა
კონსტიტუციური კანონპროექტების თვისობრივ სხვაობებზე. ე.წ. ნულოვან ბარიერთან
დაკავშირებით მან აღნიშნა, რომ ზედმეტად დაბალმა ბარიერმა შესაძლებელია
გამოიწვიოს ფრაგმენტაცია პარლამენტში. იქვე დასძინა, რომ კონსესუსის მიღწევისათვის
საინიციატივო ჯგუფი მზად არის დათანხმდეს უმრავლესობის მიერ შემოთავაზებულ
ინიციატივას. ხოლო, რაც შეეხება საარჩევნო ბლოკებს, მამუკა კაციტაძეს მიაჩნია, რომ
საარჩევნო ბლოკებით უზრუნველყოფილი იქნება პარტიების მჭიდრო თანამშრომლობა
წინასაარჩევნო პერიოდში, ამიტომ ბლოკების შენარჩუნება, თუნდაც ერთჯერადად,
მნიშვნელოვანია. დასასრულს, იგი შეეხო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი
საბჭოს არჩევის წესს და მათთვის დაწესებულ საარჩევნო ბარიერს.
საქართველოს პარლამენტის წევრმა, გია ჟორჟოლიანმა მის გამოსვლაში ხაზი გაუსვა
ინიციირებული ცვლილების არა პარტიების ინტერესებიდან, არამედ მოქალაქეების
პერსპექტივიდან განხილვის აუცილებლობას. მან აღნიშნა, რომ მხარს უჭერს არსებული
საარჩევნო სისტემის ჩანაცვლებას პროპორციული საარჩევნო სისტემით და მიუთითა
საარჩევნო ბლოკების არსებობის მიზანშეუწონლობაზე. გია ჟორჟოლიანის პოზიციის
თანახმად, ნაცვლად ერთიანი მრავალმანდატიანი ოლქისა უნდა არსებობდეს რამდენიმე
მრავალმანდატიანი ოლქი, რათა დაზღვეული იყოს პროპორციული სისტემისათვის
დამახასიათებელი რისკები.
ლევან კობერიძემ - დამოუკიდებელმა პარლამენტის წევრმა მხარდაჭერა გამოხატა
მმართველი გუნდის მიერ წარმოდგენილი ინიციატივის მიმართ. იქვე, დააფიქსირა მისი
მოსაზრება საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ უფრო მისაღებად
მიაჩნია 3 %-იანი საარჩევნო ბარიერის არსებობა. ლევან კობერიძემ განაცხადა, რომ
არჩევნებში მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით უნდა შემუშავდეს ახალი
ინიციატივა, რომელიც ხმის მიცემის პროცედურას მეტად მოქნილს გახდის.
პოლიტიკური გაერთიანება „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“
წარმომადგენელმა გიორგი ახვლედიანმა ვრცლად ისაუბრა პროპორციული საარჩევნო
სისტემის
შემოღების
მნიშვნელობაზე ქვეყნის
სამომავლო
დემოკრატიული
განვითარების კონტექსტში. მან აპელირება მოახდინა დაბალი საარჩევნო ბარიერის
დადებით მხარეებზე, რაც გაუნაწილებელი მანდატების მცირე რაოდენობაში
გამოიხატება. აგრეთვე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ ეთანხმება ნულოვან ბარიერთან
დაკავშირებული ცვლილების ერთჯერად ხასიათს.
კონსტიტუციონალისტმა ვასილ გონაშვილმა ისაუბრა პროპორციულ საარჩევნო
სისტემაზე გადასვლის აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე. მან ასევე ისაუბრა
ევროპული ქვეყნების საარჩევნო სისტემებზე და შედარებით კონტექსტში მიმოიხილა
მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემების დადებითი და უარყოფითი
მხარეები.
„მრავალეროვანი საქართველოს“ თავმჯდომარე არნოლდ სტეფანიანი პროპორციულ
სისტემაზე გადასვლას მიესალმება და აღნიშნულთან დაკავშირებით მიღწეულ
კონსესუსს უწოდებს წინ გადადგმულ ნაბიჯს. მან, ასევე, ხაზი გაუსვა მომდევნო
არჩევნებზე კონკურენციის ზრდას ბუნებრივი ბარიერის მოქმედების პირობებში.
ამის შემდეგ დისკუსიაში მოქალაქეები ჩაერთვნენ:
გელა სალუაშვილი, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი
სიმართლე“-ს წარმომადგენელი დაინტერესდა ბლოკების გაუქმებასთან დაკავშირებული
არგუმენტებით და აღნიშნულ თემაზე კითხვით მიმართა საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარეს.
მოქალაქემ დაფიქსირა დადებითი განწყობა ე.წ. ნულოვან საარჩევნო ბარიერთან
დაკავშირებით. მან ვრცლად ისაუბრა ხელისუფლების წყაროზე, რომელიც ხალხს
ეკუთვნის და გამოთქვა კრიტიკა პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის
ცვლილებასთან დაკავშირებით.
გუჯა შვანგირაძე „ამომრჩეველთა კავშირიდან“ არ დაეთანხმა ინიციირებულ
ცვლილებებს და შემოთავაზებულ პარტიულ (პროპორციულ) სისტემას უწოდა
არადემოკრატიული.
„უშუალო დემოკრატიული მოძრაობის“ თბილისის კომიტეტის წევრი ვახტანგ ზარქუა არ
დაეთანხმა შემოთავაზებულ არც ერთ პროექტს და აღნიშნა, რომ არ არის
„პარტოკრატიის“ მომხრე.
ნატო იოსებაშვილი დაინტერესდა, გამოიწვევს თუ არა სიჭრელეს შემოთავაზებული
ცვლილებები შემდეგი მოწვევის პარლამენტში და როგორ აისახება პროპორციული
საარჩევნო სისტემა საქართველოში არსებულ პარტიებზე.
მოქალაქე დაინტერესდა,
კონსტიტუციაში.
კიდევ
ხომ
არ
იგეგმება
ცვლილებები
საქართველოს
თამაზ გაბისონიამ გამოთქვა კრიტიკული მოსაზრება მაჟორიტარული სისტემის
გაუქმებასთან დაკავშირებით. იგი არ ეთანხმება ლევან კობერიძის ინიციატივას
არჩევნების სავალდებულოობასთან დაკავშირებით.
მოქალაქე ია ცხვედაძე-ბაგრატიონმა ისაუბრა საკონსტიტუციო
პატრიოტული სულისკვეთების გამყარებისა და გაღვივების საკითხებზე.
ცვლილებით
მოქალაქე ნიკოლოზ ჩხიკვიშვილმა კითხვით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს და
დაინტერესდა განვითარებული ევროპული ქვეყნების გამოცდილებით საარჩევნო
ბარიერთან დაკავშირებით. ასევე, დაინტერესდა, ხომ არ გამოიწვევს პროპორციული
საარჩევნო სისტემა პოლიტიკურ კრიზისს ქვეყანაში.
„უშუალო დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენელმა, თემურ მიქაუტაძემ
გააპროტესტა საქართველოს კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც
რეფერენდუმის ჩატარება არ შეიძლება კანონის მისაღებად ან გასაუქმებლად. მისი
პოზიციით, მოსახლეობა მეტად უნდა იყოს ჩართული საკანონმდებლო საქმიანობაში.
პოლიტიკური გაერთიანება „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა
საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მხარდაჭერა გამოხატა მმართველი გუნდის
ინიციატივის მიმართ. იმავდროულად ისაუბრა რეგიონულ-პროპორციული სისტემის
დანერგვის აუცილებლობაზე და განაცხადა, რომ სასურველია 10-12 მანდატიანი
ოლქების შექმნა, ნაცვლად ერთი მრავალმანდატიანი ოლქისა.
იურისტი თეონა ნაჭყებია
შეეხო რეგიონული წარმომადგენლობის საკითხს და
აღნიშნულთან დაკავშირებით კითხვით მიმართა კონსტიტუციური კანონის პროექტის
ინიციატორებს.
სესილი გიორგაძე დაინტერესდა, თუ რა დადებით შედეგებს მოუტანს ქვეყანას
პროპორციული საარჩევნო სისტემა.
ისტორიკოსმა გიორგი მჭედლიშვილმა კითხვით მიმართა უმრავლესობის წევრებს
პროპორციული საარჩევნო სისტემის პოლიტიკურ რისკებთან დაკავშირებით .
ვეტერინარი მერი მაჩალიკაშვილი დაინტერესდა, რამ გამოიწვია არაერთგვაროვანი
დამოკიდებულება ე.წ. ნულოვანი ბარიერის საკითხთან დაკავშირებით.
მოქალაქე დაინტერესდა, როგორ მოწესრიგდება პროპორციული საარჩევნო სისტემის
ფარგლებში რეგიონების წარმომადგენლობის საკითხი.
ეკონომისტმა გოჩა სულაბერიძემ გამოხატა მოსაზრება თბილისში, მიმდინარე წლის 2021 ივნისს მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით, ანტი-დისკრიმინაციულ კანონთან
მიმართებით და სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის ასარიდებლად
კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
შეხვედრის დასასრულს პარლამენტის თავმჯდომარემ და პრეზიდიუმის სხვა წევრებმა
შეაჯამეს დარბაზში გამართული მსჯელობა და დამატებით განმარტეს ის საკითხები,
რომლებზეც მოსახლეობას კითხვები ჰქონდა. მათ შორის დაზუსტდა, პროპორციული
არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებული არგუმენტები და ნიუანსები. კონსტიტუციის
გადასინჯვის პროცედურაზე განიმარტა, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქციით
გათვალისწინებულია ორი მოწვევის პარლამენტის მონაწილეობა ამ პროცედურაში, ან
ერთი მოწვევის პარლამენტის პირობებში გათვალისწინებულია ზეკვალიფიციური
კვორუმი.
ამის შემდეგ წამყვანმა ანა კილაძემ შეხვედრა დასრულებულად გამოაცხადა.