„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 76 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-09-02
ბიუროს ნომერი 280
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსს (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) დაემატოს შემდეგი შინაარსის VII17 თავი:
„თავი VII17. ადმინისტრაციული სამართალწარმოება მოვაჭრის ქმედების დროებით
შეჩერებასთან დაკავშირებით
მუხლი 2166. მოსამართლის გადაწყვეტილება მოვაჭრის გარკვეული ქმედების დროებით
შეჩერების თაობაზე
,,მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-8
პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, გადაწყვეტილებას მოვაჭრის
გარკვეული ქმედების დროებით, საქართველოს კონკურენციის
სააგენტოს (შემდგომში -
სააგენტო) მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერების თაობაზე, სააგენტოს
შუამდგომლობის საფუძველზე, იღებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
მუხლი 2167. სააგენტოს შუამდგომლობა
სააგენტოს შუამდგომლობა მოვაჭრის გარკვეული ქმედების დროებით შეჩერების
შესახებ უნდა შეიცავდეს საკმარის საფუძველს და დასაბუთებას შესაბამისი ღონისძიების
გამოყენების საჭიროების თაობაზე. შუამდგომლობაში მიეთითება მოვაჭრის ზუსტი
მონაცემები და კონკრეტული ქმედების შინაარსი, რომლის დროებით შეჩერებასაც ითხოვს
სააგენტო.
მუხლი 2168. მოვაჭრის გარკვეული ქმედების დროებით შეჩერების გადაწყვეტის წესი
1. მოსამართლე
მოვაჭრის გარკვეული ქმედების დროებით შეჩერების თაობაზე
სააგენტოს შუამდგომლობას განიხილავს 3 დღის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე.
2. სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მოვაჭრის გარკვეული
ქმედების დროებით შეჩერების/შეჩერებაზე
გადაწყვეტილება მიიღება ბრძანების ფორმით.
უარის
თქმის
თაობაზე
მოსამართლის
3. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში ბრძანებაში აღინიშნება:
ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი;
ბ) მოვაჭრე და კონკრეტული ქმედება, რომლის შეჩერებაც ხდება;
გ) განკარგულება შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ;
დ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი.
5. შუამდგომლობის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში ბრძანებაში
აღინიშნება:
ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი;
ბ) განკარგულება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შესაბამისი
დასაბუთებით;
გ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი.
4. მოსამართლის ბრძანება დგება 3 ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი ეგზავნება
სააგენტოს, მეორე – მოვაჭრეს, ხოლო მესამე რჩება სასამართლოში.
მუხლი 2169. მოვაჭრის ქმედების დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით ბრძანების
გასაჩივრება
1. მოვაჭრის გარკვეული ქმედების დროებით შეჩერების/შეჩერებაზე უარის თქმის
თაობაზე ბრძანება შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში.
2. მოვაჭრის გარკვეული ქმედების დროებით შეჩერების/შეჩერებაზე უარის თქმის
თაობაზე სასამართლო ბრძანებაზე საჩივარი შეიტანება ამ ბრძანების მიმღებ სასამართლოში,
მხარისთვის ბრძანების ასლის გადაცემიდან 48 საათის განმავლობაში.
3.
მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის
სააპელაციო სასამართლოს. საჩივრისა და თანდართული საქმის მასალების ასლები მეორე
მხარესაც ეგზავნება.
4. საჩივარს სააპელაციო სასამართლო განიხილავს მისი შეტანიდან 7 დღის ვადაში, ამ
კოდექსის 2168 -ე მუხლით დადგენილი წესით.
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ
ექვემდებარება.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი
საქართველოს პარლამენტის მიერ შემუშავდა „მომხმარებლის უფლებების დაცვის
შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი. პროექტის მიხედვით, მომხმარებლის უფლებების
დაცვის ინსტიტუციურ უზრუნველყოფას განახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული
პირი - კონკურენციის სააგენტო (შემდგომ - სააგენტო). სააგენტო შექმნილია „კონკურენციის
შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და ახორციელებს ხსენებული კანონით
განსაზღვრულ უფლებამოსილებებს. „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტი ითვალისწინებს კონკურენციის სააგენტოსთვის რიგი ახალი
ფუნქციების დაკისრებას, რამაც გამოიწვია საჭიროება ცვლილება, ასევე, შევიდეს საქართველოს
„ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში“.
„მომხმარებლის
უფლებების
დაცვის
შესახებ“
საქართველოს
კანონის
პროექტი
ითვალისწინებს სასამართლოს თანხმობის საფუძველზე მოვაჭრის ქმედების დროებით
შეჩერებას, რომლის მიმართაც დაწყებულია საქმის შესწავლა.
„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს
კანონის
პროექტის
შესაბამისად, სააგენტო უფლებამოსილია საქმის შესწავლის ფარგლებში, მოტივირებული
შუამდგომლობით და დასაბუთებით მიმართოს სასამართლოს მოვაჭრის ქმედების დროებითი
შეჩერების შესახებ, რომ ასეთი ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს
გახდის საქმის შესწავლას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს
გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება
მოვაჭრისთვის ზიანის ანაზღაურებით.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა
საქართველოს
„ადმინისტრაციულ
საპროცესო
კოდექსში“
ცვლილებების
განხორციელების გარეშე, სასამართლო ვერ განიხილავს მომხმარებლის უფლებების
კანონმდებლობიდან გამომდინარე საკითხს, რადგან შესაბამისი პროცედურა არ არის
გათვალისწინებული მოქმედ კანონმდებლობაში.
ა..ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგი:
კანონპროექტის მიღების შემდეგ მოხდება საქართველოს „ადმინისტრაციულ საპროცესო
კოდექსში“ სააგენტოსათვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში,
სასამართლოსადმი
შუამდგომლობით
მიმართვის
შემთხვევაში,
შესაბამისი
სამართალწარმოების რეგულირება და სათანადო პროცედურების დადგენა სასამართლო
პრაქტიკაში ხარვეზების აღმოფხვრისა და მათი თავიდან აცილების მიზნით.
ა.გ.) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტის შესაბამისად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსს ემატება VII17 თავი,
რომლითაც მოწესრიგდება ადმინისტრაციული სამართალწარმოება მოვაჭრის გარკვეული
ქმედების დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით:
კანონპროექტის
საქართველოს
კანონის
მიხედვით,
პროექტის
,,მომხმარებლის
33-ე
მუხლის
მე-8
უფლებების
პუნქტით
დაცვის
შესახებ“
გათვალისწინებული
საფუძვლების არსებობისას, გადაწყვეტილებას მოვაჭრის გარკვეული ქმედების დროებით,
საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე
შეჩერების თაობაზე, სააგენტოს შუამდგომლობის საფუძველზე, იღებს თბილისის საქალაქო
სასამართლოს მოსამართლე (მუხლი 2166). ,,მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტის 33-ე მუხლის მე-8 პუნქტით კი სააგენტოს მიერ საქმის
შესწავლისას, თუ იგი დაკავშირებულია უსამართლო კომერციულ პრაქტიკასთან და არსებობს
გადაუდებელი
აუცილებლობა
და
დაყოვნებამ
შეიძლება
გამოიწვიოს
საქმისთვის
მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მონაცემების განადგურება ან შეუძლებელი გახადოს ამ
მონაცემების მოპოვება, სააგენტოს შეუძლია მიმართოს სასამართლოს მოვაჭრის ქმედების
დროებითი შეჩერების შესახებ შუამდგომლობით და დასაბუთებით, რომ ასეთი ღონისძიების
გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის საქმის შესწავლას, დარღვეული ან
სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ
ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოვაჭრისთვის ზიანის ანაზღაურების
დაკისრებით.
სააგენტოს მიერ წარდგენილი შუამდგომლობა უნდა იყოს დასაბუთებული და უნდა
ჰქონდეს საფუძველი. შუამდგომლობაში, ასევე, მიეთითება მოვაჭრის ზუსტი მონაცემები და
კონკრეტული ქმედების შინაარსი, რომლის დროებით შეჩერებასაც ითხოვს სააგენტო (მუხლი
2167).
კანონპროექტით განსაზღვრულია სასამართლოს მიერ ეკონომიკური აგენტის გარკვეული
ქმედების დროებით შეჩერების თაობაზე შუამდგომლობის განხილვისა და გადაწყვეტის წესი.
კერძოდ, სასამართლო კონკურენციის სააგენტოს შუამდგომლობას განიხილავს ზეპირი
მოსმენის გარეშე 3 დღის ვადაში. ამასთან, სასამართლო გადაწყვეტილება მიიღება ბრძანების
ფორმით (მუხლი 2168). კანონპროექტი, ასევე, შეიცავს იმ სავალდებულო რეკვიზიტების
ჩამონათვალს, რომელიც უნდა ჰქონდეს ბრძანებას შუამდგომლობის დაკმაყოფილების თუ
დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში (მუხლი 2168).
კანონპროექტი ითვალისწინებს ეკონომიკური
აგენტის
შეჩერებასთან
სასამართლოში
დაკავშირებით
ბრძანების
სააპელაციო
ქმედების
დროებით
ერთჯერადად
გასაჩივრების შესაძლებლობას მხარისთვის ბრძანების ასლის გადაცემიდან 48 საათში (მუხლი
2169). ხოლო სააპელაციო სასამართლო, სააპელაციო საჩივრის განხილვისთვის განიხილავს
შეტანიდან 7 დღის ვადაში. აღსანიშნავია, რომ ვადების სიმჭიდროვე გამოწვეულია
„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტიდან
გამომდინარე კონკურენციის სააგენტოსთვის საქმის შესწავლისთვის მიცემული ვადის
სიმცირიდან (ერთი თვე).
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში);
აღნიშნული
ქვეპუნქტი
არ
გამოიყენება
წარმოდგენილ
კანონის
პროექტთან
მიმართებით;
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება
ძირითადი კანონის პროექტიდან გამომდინარე, კანონის პროექტი ძალაში შედის 2020
წლის 1 იანვრიდან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭების საკითხს.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატივა ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას)
ინიციატორი არ ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო
ან/და
მუნიციპალიტეტისბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის
ბუნებისა
და
მიმართულების
მითითებით,
რომლებზედაც
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა
კანონპროექტი
გამომდინარეობს
სსიპ
კონკურენციის
მოსალოდნელია
სააგენტოს
ახალი
უფლებამოსილებიდან გამომდინარე, რომელსაც ანიჭებს „მომხმარებლის უფლებების დაცვის
შესახებ“ კანონპროექტი. კანონპროექტი ადგენს მხოლოდ სასამართლოსთვის მიმართვის
პროცედურას. შესაბამისად იგი არ იწვევს რაიმე ფინანსურ შედეგს, იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მიღება.
ბ.ვ)
კანონპროექტით
გადასახდელის
(ფულადი
დადგენილი
შენატანის)
გადასახადის,
ოდენობის
მოსაკრებლის
შესაბამის
ბიუჯეტში
ან
და
სხვა
სახის
ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი არ ადგენს რაიმე ახალ გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს;
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტის მიღებით არ იცვლება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი
მუხლი ან/და ნაწილი
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს
ე) კანონპროექტის ავტორი:
სსიპ - საქართველოს კონკურენციის სააგენტო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ ხულორდავა, ბექა ნაცვლიშვილი, გიორგი
მოსიძე, გიორგი ხატიძე, სოფიო ქაცარავა, ნინო წილოსანი, ენძელა მაჭავარიანი.