„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 79 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 86 ✗ 3
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 86 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-09-02
ბიუროს ნომერი 280
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 12.10.2009) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 48-ე მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საფინანსო სექტორის წარმომადგენელსა და სესხის
გამცემ სუბიექტს დაუდგინოს მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის,
მათ შორის, აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესი.“.
2. 641 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 641. მომხმარებლის უფლებების დაცვა
1. ეროვნულმა ბანკმა შესაბამისი სამართლებრივი აქტით საფინანსო სექტორის
წარმომადგენელთა და სესხის გამცემი სუბიექტის მიმართ შესაძლებელია დაადგინოს:
ა) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-4 ნაწილით, მე-5 ნაწილით (გარდა
საპროცენტო სარგებლისა), მე-7 ნაწილითა და მე-8 ნაწილით (წინსწრებით დაფარვის
საკომისიოსთვის) და 868-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულისგან განსხვავებული
წესები;
ბ) სესხის/საბანკო კრედიტის გაცემისას ან სახსრების მოზიდვისას,
მომხმარებელთა
უფლებების დაცვის, მათ შორის, აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესი;
გ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მე-300 მუხლის 21
ნაწილით და 301-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებულისგან განსხვავებული წესები
ან/და დამატებითი წესები.
2. ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე, „მომხმარებლის
უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვასა
და შესრულებას უზრუნველყოფს ეროვნული ბანკი. ამ მიზნით ეროვნული ბანკი
უფლებამოსილია გამოსცეს სამართლებრივი აქტები, განახორციელოს შესაბამისი
ღონისძიებები, გასცეს წერილობითი მითითებები, დააწესოს დამატებითი მოთხოვნები,
შესაბამისი შეზღუდვები ან/და სანქციები.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა. ა. ა.) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საქართველოს პარლამენტის მიერ შემუშავდა „მომხმარებლის უფლებების
დაცვის
შესახებ“
მოხმარებლის
საქართველოს
უფლებების
კანონის
დაცვის
პროექტი.
პროექტის
ინსტიტუციურ
მიხედვით,
უზრუნველყოფას
განახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - კონკურენციის სააგენტო
(შემდგომ - სააგენტო), ხოლო იმ სფეროებში, რომელთაც მარეგულირებელი
ორგანოები ჰყავთ - შესაბამისი მარეგულირებლები. საფინანსო მომსახურების
სფეროში
აღნიშნული
კანონპროექტის
დანაწესებმა,
მისი
პრაქტიკაში
რეალიზებისთვის ქმედითი სამართლებრივი საფუძვლის შექმნის მიზნით,
გამოიწვია ცვლილებების აუცილებლობა „საქართველოს ეროვნული ბანკის
შესახებ“ ორგანულ კანონში.
ა. ა. ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის
თანახმად საქართველოს ეროვნული ბანკი წარმოადგენს ერთ-ერთ უფლებამოსილ
ორგანოს
ზემოთხსენებული
კანონით
დადგენილი
მოთხოვნების
ზედამხედველობისა და აღსრულების კუთხით. შესაბამისად, აუცილებელია
„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან
შესაბამისობის უზრუნველყოფა და საქართველოს ეროვნული ბანკის აღნიშნული
უფლებამოსილების ასახვა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“
საქართველოს ორგანულ კანონში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს
ორგანული კანონი შესაბამისობაში მოვა „მომხმარებლის უფლებების დაცვის
შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან, რაც ხელს შეუწყობს აღნიშნული
კანონის მოთხოვნების პრაქტიკაში იმპლემენტაციას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის 48-ე მუხლის მე-12
პუნქტის მოქმედი რედაქციის მიხედვით, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია
საფინანსო სექტორის წარმომადგენელს დაუდგინოს მომსახურების გაწევისას
მომხმარებლისთვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესი. ეროვნული
ბანკის მიერ საფინანსო სექტორის წარმომადგენლებისა და სესხის გამცემ
სუბიექტებზე აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესის დადგენის
უფლებამოსილება გათვალისწინებულია „საქართველოს ეროვნული ბანკის
შესახებ“ ორგანული კანონის 641 მუხლით. შესაბამისად, „მომხმარებლის
უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, ახალი
რედაქციით ყალიბდება ორგანული კანონის 48-ე მუხლის მე-12 პუნქტი და მასში
აისახება საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილება, როგორც საფინანსო
სექტორის წარმომადგენელს, ასევე, სესხის გამცემ სუბიექტს დაუდგინოს ზოგადად
მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესი, მათ შორის,
აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესი.
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის 641 მუხლი გახდება
2 პუნქტიანი და ყალიბდება ახალი რედაქციით, კერძოდ, 641 მუხლის პირველი
პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მოცემულ წესს დაემატება მომხმარებლის უფლებების
დაცვის წესი, მათ შორის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესი. ხოლო, მე-2
პუნქტით განისაზღვრება, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია
გამოსცეს სამართლებრივი აქტები, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები,
გასცეს წერილობითი მითითებები, დააწესოს დამატებითი მოთხოვნები,
შესაბამისი შეზღუდვები ან/და სანქციები, „მომხმარებლის უფლებების დაცვის
შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვისა და
შესრულებისთვის.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში);
აღნიშნული ქვეპუნქტი კანონპროექტთან მიმართებაში არ გამოიყენება;
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. ამასთან, კანონპროექტით
უკუძალა გათვალისწინებული არ არის.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
ინიციატორი არ ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის
დაფინანსების წყარო:
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
ორგანული კანონის პროექტმა შეიძლება გავლენა იქონიოს შესაბამის ბიუჯეტზე
თუ დაწესდა ფინანსური სანქცია.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
ამ ეტაპზე ორგანული კანონის პროექტით ეროვნული ბანკისთვის „მომხმარებლის
უფლებების დაცვის შესახე“ კანონპროექტით განსაზღვრული უფლებამოსილებისა
და ფუნქციების განხორციელება იგეგმება არსებული რესურსების ფარგლებში.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
ახალი სანქციები შეიძლება განისაზღვროს საქართველოს ეროვნული ბანკის
პრეზიდენტის ბრძანებით.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი;
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს
მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.
ორმხრივ
და
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და,
მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ
წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს;
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
კანონპროექტის
შემუშავებაში
ამ
ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ
ორგანიზაცია/დაწესებულებებს, სამუშაო ჯგუფსა და ექსპერტებს მონაწილეობა არ
მიუღიათ.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად
იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის
მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის
კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფი და საქართველოს ეროვნული ბანკი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ ხულორდავა, ბექა ნაცვლიშვილი, გიორგი
მოსიძე, გიორგი ხატიძე, სოფიო ქაცარავა, ნინო წილოსანი, ენძელა მაჭავარიანი.