საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრის რომან გოცირიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (07-3/362; 05.06.2019) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის განხილვის ვადის ერთი თვით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
02.09.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#2-14836/19
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-09-02
ბიუროს ნომერი 280

📜 ტექსტი

წერილი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 2-14836/19 02-09-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის რომან გოცირიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/362; 05/06. 2019). რეგლამენტის პროექტზე პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით წამყვანი კომიტეტია საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, ხოლო სავალდებულო დასკვნისათვის პროექტი გადაეცა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს. რეგლამენტის პროექტის პირველი მოსმენით განხილვის ვადის ბოლო დღედ წამყვანი კომიტეტისათვის განსაზღვრულია 2019 წლის 17 სექტემბერი, ხოლო სავალდებულო კომიტეტისათვის - 3 სექტემბერი. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მოგვმართა წერილობითი თხოვნით (წერილი №2-14767/19; 29.08.2019), რომ დადგენილ ვადაში ვერ ხერხდება კომიტეტის მიერ რეგლამენტის პროექტის განხილვა და ითხოვს განსახილველი ვადის ერთი თვით გაგრძელებას. შესაბამისად მოგმართავთ თხოვნით საქართველოს პარლამენტის წევრის რომან გოცირიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის განხილვის ვადის (№07-3/362; 05/06. 2019) ერთი თვით გაგრძელების თაობაზე. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge