„2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ
- საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში
- საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში
- „2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
🏛️ კომიტეტები
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
მიღების თარიღი 2019-09-20
📜 ტექსტი
წერილი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
2-12572/19
05-07-2019
საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო
დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
ქალბატონო ეთერ,
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო
ინრეგრაციის კომიტეტმა 2019 წლის 27 მაისის სხდომაზე მოისმინა და განიხილა
საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი ანგარიში „2018 წელს
საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის
შესახებ“ (N1-6397/19; 30.03.2019)
გიგზავნით
კომიტეტის
დასკვნას.
და
საქართველოს
პარლამენტის
დადგენილების პროექტს „2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა
დაცვის
მდგომარეობის
შესახებ“
საქართველოს
დამცველის ანგარიშის თაობაზე“.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
სოფიო კილაძე
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
სახალხო
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
2-12571/19
05-07-2019
საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო
დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
დასკვნა
საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილ ანგარიშზე
„2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის
მდგომარეობის შესახებ“ (N1-6397/19; 30.03.2019)
საქართველოს
პარლამენტის
ადამიანის
უფლებათა
დაცვისა
და
სამოქალაქო
ინრეგრაციის კომიტეტმა 2019 წლის 27 მაისის სხდომაზე მოისმინა და განიხილა
საქართველოს
სახალხო
დამცველის
მიერ
წარმოდგენილი
ანგარიში
„2018
წელს
საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“.
სახალხო დამცველის ანგარიში მიმოიხილავს ადამიანის უფლებათა ფართო სპექტრს.
„2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის
მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში ხაზგასმულია ის
დადებითი ტენდენციები, რომლებიც გამოიკვეთა საანგარიშო პერიოდში:
აღნიშნულია
იუსტიციის
სამინისტროს
მუშაობა,
პენიტენციური
სისტემის
მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების გათვალისწინებით;
პენიტენციურ დაწესებულებებში სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე
გამოძიების დაწყების მოთხოვნა წლების მიხედვით მცირდება;
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცდა პენიტენციური და დანაშაულის
პრევენციის სისტემების განვითარების სტრატეგია და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა;
მისალმებელია
პენიტენციურ
დაწესებულებებში
პირობების
გასაუმჯობესებლად
გადადგმული ნაბიჯები;
დადებითად
ფასდება
დიდი
პენიტენციური
დაწესებულებების
მცირე
დაწესებულებებად
დაყოფის
გეგმა,
დაბალანსებული
ინფრასტრუქტურის
შექმნის
სტრატეგიის შემუშავება და ამ კუთხით გადადგმული ნაბიჯები;
დადებითად აღინიშნება შედარებით დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულებებში
2017
წელს
განხორციელებული
სარეაბილიტაციო
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
პროგრამების
განხორციელება
2018
წელს
უფრო
მაღალი
რისკის
თავისუფლების
აღკვეთის
დაწესებულებებში;
დაიხურა თანამედროვე სტანდარტებთან შეუსაბამო დაწესებულებები და იქ მყოფი
პატიმრები სხვა, განახლებულ დაწესებულებაში იქნა გადაყვანილი;
2018 წლიდან პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლების უმრავლესობა
უზრუნველყოფილია სამედიცინო დაზღვევით და ტრანსპორტირებით;
დადებითად აღინიშნება 2018 წელს ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა სკრინინგ
ინსტრუმენტის შემუშავება.
2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, შემცირებულია საქართველოს სახალხო
დამცველის წინადადებების რაოდენობა პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან სავარაუდოდ
ჩადენილი ძალადობის ფაქტების გამოძიების შესახებ;
2017 წელთან შედარებით, 2018 წელს შემცირებულია ისეთი შემთხვევების რაოდენობა,
როდესაც იზოლატორში მოთავსებულ პირებს არაერთი დაზიანება აღენიშნებოდათ;
მისასალმებელია დროებითი მოთავსების იზოლატორებში ინფრასტრუქტურისა და
საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად სარემონტო სამუშაოების ჩატარება;
დადებით კონტექსტში აღინიშნება შინაგან საქმეთა სამინისტროში ახლადშექმნილი
ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის კარგი შედეგები;
სამინისტროს
დაქვემდებარებულ
ორგანოებში
მიმმდინარეობს
დამონტაჟებული
ვიდეოსათვალთვალო სისტემების განახლების პროცესი, მათი ტექნიკური საშუალებების
მახასიათებლების გასაუმჯობესებლად;
პატრულ-ინსპექტორები აღიჭურვა გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე სამხრე
კამერებით, რაც მოიცავს უფრო ხანგრძლივ სამუშაო და ჩაწერის რეჟიმებს, ასევე,
ცენტრალიზებული მართვისა და მონაცემთა შენახვის შესაძლებლობას;
2018 წელს გაუმჯობესებულია ოჯახის წევრებისთვის დაკავების შესახებ ინფორმაციის
მიწოდების დინამიკა;
მისასალმებელია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აანალიზებს ოჯახში
შესაძლო ძალადობის და ოჯახური კონფლიქტის შესახებ სსიპ 112-ში შესულ შეტყობინებებს;
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტროს
ოპერატიული
ხაზით
მომუშავე
თანამშრომლებს გაეზარდათ თანამდებობრივი სარგო;
დადებითად ფასდება სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ფარმაცევტული
საქმიანობის,
მასზე
ზედამხედველობის,
ფარმაცევტული
პროდუქტის
წარმოების,
დისტრიბუციის, შენახვა-განთავსებისა და რეალიზაციის პირობების შემუშავებისა და
გაუმჯობესების კუთხით;
დადებითად
აღინიშნება
ფსიქიკური
ჯანმრთელობის
სახელმწიფო
პროგრამის
დაფინანსების გაზრდა და ამ მიმართულებით ბიუჯეტის ზრდის დადებითი ტენდენცია;
მისასალმებელია
2018
წელს
ფსიქიატრიულ
დაწესებულებებში
მდგომარეობის
გასაუმჯობესებლად გადადგმული ნაბიჯები; სურამის ფსიქიატრიულ კლინიკაში ჩატარდა
სარემონტო სამუშაოები;
დადებითად ფასდება სახელმწიფოს მხრიდან ონკოლოგიური პაციენტებისათვის
სამედიცინო სერვისების და მედიკამენტებით უზრუნველყოფის ძალისხმევა, აგრეთვე,
ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის (ხელოვნური აბორტი) რეგისტრირებული რაოდენობის
კლებითი დინამიკა;
მისასალმებელია წინსვლა დედათა ჯანმრთელობის კუთხით;
საარსებო შემწეობის მარეგულირებელ აქტებში შეტანილი ცვლილებების მიხედვით,
დასაქმების შემთხვევაში, ბენეფიციარებს გარკვეული ვადით შეუნარჩუნდებათ საარსებო
შემწეობა;
მისასალმებელია სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის
დამტკიცება;
შეიქმნა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი - მიღებულ იქნა საქართველოის
კანონი „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“;
საქართველოს
სისხლის
სამართლის
საპროცესო
კოდექსში
განხორციელებული
ცვლილებით, 2019 წლის 1-ლი ივლისიდან საქართველოს მოსამართლეებს ექნებათ
კანონისმიერი შესაძლებლობა ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ განხორციელებულ
წამებასა და არასათანადო მოპყრობაზე ეჭვის შემთხვევაში, ან თუ ამის შესახებ თავად
ბრალდებული/მსჯავრდებული განუცხადებს სასამართლოს, რეაგირებისათვის მიმართონ
შესაბამის გამოძიების ორგანოს;
პოზიტიურად ფასდება საქართველოს პარლამენტის მიერ კანონმდებლობაში შეტანილი
ცვლილება, რომლის მიხედვითაც დანაშაულის ხანდაზმულობის ვადა გაიზარდა და
გამოძიებას დამატებითი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარების შესაძლებლობა
მიეცა;
დადებითად ფასდება 2018 წელს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
შესული ცვლილებები, რომლებიც დამატებით გარანტიებს ქმნის ინკლუზიური განათლების
ხელშესაწყობად.
განისაზღვრა მრავალშვილიანი ოჯახის სტატუსი;
მისასალმებელია, რომ 2018 წელს „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ გაეროს
უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების საქართველოს
ეროვნული სამოქმედო გეგმა დამტკიცდა;
მისასალმებელია სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში ჰიგიენის, კვების,
აღსაზრდელთა
ჯანმრთელობის
და
უსაფრთხოების
დაცვის,
შენობის
არსებული
სტანდარტების შესაბამისად მოწყობის, სააღმზრდელოსაგანმანათლებლო მეთოდოლოგიის,
ინკლუზიური მიდგომების დანერგვა და განხორციელების კონტროლი;
ძალადობის
მსხვერპლთა
თავშესაფრებსა
და
კრიზისულ
ცენტრებში
ბენეფიციარებისთვის შექმნილია კეთილსაიმედო გარემო და მათი უსაფრთხოება დაცულია.
იმავდროულად, საკომიტეტო განხილვების პროცესში გამოიკვეთა სახალხო დამცველის
მიერ გაცემული რეკომენდაციები, რომლებსაც იზიარებს კომიტეტი:
საქართველოს მთავრობა:
წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის
ეფექტიანი დოკუმენტირებისა და გამოძიების მიზნით, აუცილებელია, რომ ქვეყანაში
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა სტამბოლის პროტოკოლის შესაბამისად ტარდებოდეს.
აღსანიშნავია, რომ წამებისა და არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტებზე „ლევან
სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ ჩატარებული
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის წერილობითი დასკვნები არ შეესაბამება სტამბოლის
პროტოკოლის V, VI თავებითა და სტამბოლის პროტოკოლის დანართი 1-ით (წამებისა და სხვა
სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ეფექტიანი გამოძიებისა და
დოკუმენტირების პრინციპები) გათვალისწინებულ მოთხოვნებს. კერძოდ, საგამოძიებო
ორგანოს შეკითხვაზე, ხომ არ აღენიშნება პირს რაიმე სახის დაზიანება, როგორია ამ
დაზიანებების ლოკალიზაცია, ხანდაზმულობა, ხარისხი და რით არის ისინი გამოწვეული,
ეროვნული ბიუროს დასკვნებში აღნიშნულია, რომ კონკრეტული სახის დაზიანებები
მიყენებულია, მაგალითად, მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ
ხარისხს და შემდეგ მიეთითება დაზიანების ხანდაზმულობა. ნათელია, რომ დასკვნებში არ
არის დადგენილი ფიზიკური სიმპტომების შესაძლო კავშირი წამებასა და არასათანადო
მოპყრობასთან, რაც სტამბოლის პროტოკოლის სახელმძღვანელო პრინციპებს არ შეესაბამება.
უფრო მეტიც, არ ხდება სავარაუდო მსხვერპლის ფსიქოლოგიური მდგომარეობის შეფასება და
გამოვლენილი სიმპტომების წამებასთან და არასათანადო მოპყრობასთან შესაძლო კავშირის
განსაზღვრა.
სახალხო დამცველისა და სპეციალური პრევენციული ჯგუფის შეფასებით, სასამართლო
სამედიცინო ექსპერტიზის სტამბოლის პროტოკოლის პრინციპების შესაბამისად ჩატარების
პრაქტიკის დასანერგად, აუცილებელია კომპლექსური ზომების მიღება, რაც შეიძლება
მოიცავდეს
მატერიალურ-ტექნიკური
ბაზის
განახლებას,
კადრების
გადამზადებას,
ნორმატიული ბაზის გადახედვასა და შესაბამისი ინსტრუქციების მომზადებას. ამდენად,
მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობამ შეიმუშაოს გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების დროს სტამბოლის პროტოკოლით
დადგენილი სახელმძღვანელო პრინციპების პრაქტიკაში განხორციელებას.
შეიმუშაოს გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის
ჩატარების
დროს
სტამბოლის
პროტოკოლით
დადგენილი
სახელმძღვანელო
პრინციპების პრაქტიკაში განხორციელებას.
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების
გადავადება სახალხო დამცველის კრიტიკის საგანი გახდა. სახალხო დამცველის მიერ
გადავადების მიზეზების შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ მთავარი შემაფერხებელი
ფაქტორი ფინანსური უზრუნველყოფა იყო, რომლებიც დროულად მოითხოვა პერსონალურ
მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა შესაბამისი უწყებებისგან ჯერ კიდევ 2018 წლის
ოქტომბერში, მაგრამ საკითხი დროულად არ დაკმაყოფილდა. დამოუკიდებელი საგამოძიებო
მექანიზმის შექმნა საქართველოს ერთ-ერთი საერთაშორისო ვალდებულებაა. არაერთი
ორგანიზაცია ასევე აძლევს საქართველოს სახელმწიფოს რეკომენდაციას იმის შესახებ, რომ
უნდა შეიქმნას ამ ტიპის ინსტიტუცია. მისასალმებელია კანონის მიღება, მაგრამ მისი არსებობა
ვერაფერს შეცვლის, თუკი იგი დროულად არ ამოქმედდება და მისი ეფექტიანი
ფუნქციონირებისთვის საჭირო ფინანსური სახსრები არ გამოიყოფა. იმედს ვიტოვებთ,
სახელმწიფო უწყებები ყველა აუცილებელ პირობას შეუქმნიან ინსპექტორის სამსახურს და
ფინანსური სახსრებიც დაგეგმილი წესით გამოიყოფა.
უზრუნველყოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ამოქმედებისა და შემდგომ
ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის საჭირო ფინანსური სახსრების დროული გამოყოფა.
პრობლემურია
მხედველობის
შეზღუდვის
მქონე
ადამიანების
უფლებრივი
მდგომარეობა ბრაილის შრიფტის, ჟესტების ენის, გამაძლიერებელი და ალტერნატიული
კომუნიკაციის ან/და სხვა ხელმისაწვდომი საშუალების გამოყენებით ინფორმაციისა და
სერვისების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. სხვა პრობლემებთან ერთად, მხედველობის
შეზღუდვის მქონე პირებს არ აქვთ მთავრობის ადმინისტრაციისადმი ბრაილის შრიფტით ან
სხვა ალტერნატიული ფორმებით შედგენილი განცხადებით მიმართვის შესაძლებლობა
უსინათლო
და
მცირემხედველი
პირებისთვის
უზრუნველყოს
საქართველოს
მთავრობის ადმინისტრაციისთვის ბრაილის შრიფტით და სხვა ალტერნატიული
ფორმებით შედგენილი განცხადებით მიმართვის შესაძლებლობა.
გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის და ქალთა თანაბარი მონაწილეობის
მიღწევის პროცესში განსაკუთრებული როლი აკისრია თვითმმართველ ორგანოებში
ინსტიტუციური მექანიზმების არსებობას და გაძლიერებას. სამწუხაროდ, კვლავ პრობლემას
წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულთა გენდერული
განაწილება. კერძოდ, თვითმმართველი ქალაქების მერიებში დასაქმებულთა მხოლოდ 42%ია ქალი, მათგან ხელმძღვანელ პოზიციას 31% იკავებს. განსაკუთრებით საგანგაშოა
გენდერული განაწილება საკრებულოს არჩეულ წევრებს შორის: სახალხო დამცველის მიერ
გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, საკრებულოს არჩეულ წევრთა 14% ქალია, ხოლო 86%
კაცი, რაც ქალთა მონაწილეობის კრიტიკულად დაბალი მაჩვენებელია
გაძლიერდეს
კოორდინაცია
ადგილობრივი
თვითმმართველობის
ორგანოებთან
გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმის გამართვის მიზნით.
არადომინანტი
რელიგიური
გაერთიანებები
საკუთრებასთან
და
საკულტო
ნაგებობებთან დაკავშირებით კვლავ არაერთ წინააღდეგობას აწყდებიან. არც საანგარიშო
პერიოდში გადადგმულა ნაბიჯები საბჭოთა კავშირის ტოტალიტარული რეჟიმის დროს
ჩამორთმეული
რელიგიური
ნაგებობების
დაბრუნების
მიმართულებით.
საკითხის
გადაუჭრელობა სისტემური დისკრიმინაციის საფუძვლად შეიძლება იყოს განხილული, რისი
თვალსაჩინო მაგალითიც, საანგარიშო პერიოდში ისტორიულად სომხური ეკლესიების
ირგვლივ განვითარებული მოვლენებია. (თანდოიანცის ეკლესია, სურბ მინას ეკლესია, სურბ
ნშანის ეკლესია)
გაგრძელდეს მუშაობა საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული საკულტო ნაგებობების
ისტორიული მესაკუთრეებისთვის დასაბრუნებლად.
ატმოსფერული ჰაერის დაცვის კუთხით, კვლავ მნიშვნელოვანი პრობლემაა ქვეყანაში
არსებული მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელთა უმრავლესობას არ გააჩნია გამართული
გამონაბოლქვის
სისტემა.
ამ
მიმართულებით,
დედაქალაქში,
თუმცა,
შედარებით
ამბროლაურის
მუნიციპალიტეტების
მძიმე
მდგომარეობა
სიტუაციაა
ტერიტორიაზე,
გაუმჯობესებულია
რუსთავის,
სადაც
ზუგდიდისა
ხაზზე
და
გაუმართავი
ავტომობილების გაშვება ხორციელდება.
დროებითი ღონისძიების სახით, დამტკიცდეს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების
შემცირების ღონისძიებების შესახებ სახელმწიფო პროგრამა გარდა თბილისისა, სხვა
მუნიციპალიტეტებისთვის, დაბინძურების დონის გათვალისწინებით.
საქართველოს სახალხო დამცველი რამდენიმე წლის განმავლობაში უთითებდა
კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ პირთა მიმართ სახელმწიფო საშინაო
ვალად
აღიარებული
ვალდებულების
შესრულებასთან
დაკავშირებულ
პრობლემურ
საკითხებზე. 2018 წელს, თბილისში, ამ პრობლემის მოსაგვარებლად პოზიტიური ნაბიჯები
გადაიდგა.
კერძოდ,
გათვალისწინებულ
იქნა
საქართველოს
სახალხო
დამცველის
რეკომენდაცია და კოოპერატიული ბინათმშენებლობის შედეგად დაზარალებული პირების
უძრავი ქონებით დაკმაყოფილების პროცესში, რიგითობის განსაზღვრისას დაზარალებულ
პირთა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ განსაზღვრული სარეიტინგო ქულა
და ტერიტორიულობის პრინციპი განისაზღვრა.
მიუხედავად ამ პოზიტიური ნაბიჯებისა, კოოპერატიული ბინათმშენებლობის შედეგად
დაზარალებულ და ამ ეტაპზე დაუკმაყოფილებელ პირთა რაოდენობიდან (თბილისის
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 3892 დაზარალებული) გამომდინარე, აუცილებელია
მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში გაიწეროს და გატარდეს კოოპერატიული
ბინათმშენებლობის წევრებისათვის განსაზღვრული უძრავი ქონების სიმბოლურ ფასად
საკუთრებაში გადაცემასთან და მათთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებასთან
დაკავშირებული ქმედითი ღონისძიებები.
სიტუაცია განსაკუთებით მძიმეა საქართველოს სხვა რეგიონებში, სადაც, აღნიშნული
საკითხი სამართლებრივადაც არ არის დარეგულირებული. პრობლემის ხანდაზმულობიდან,
მისი
მნიშვნელობიდან
და
დაზარალებულთა
რაოდენობიდან790
გამომდინარე,
მიზანშეწონილია, 2016 წლის 19 მარტის №419 განკარგულების მსგავსად791, საქართველოს
მთავრობამ მიიღოს ერთიანი ნორმატიული აქტი, კოოპერატიული ბინათმშენებლობის
დაუსრულებლობით დაზარალებული მოქალაქეების წინაშე არსებული ვალდებულების
შესრულების შესახებ, რომელშიც დეტალურად გაიწერება, თუ რა ფორმით და რა ვადაში უნდა
შესრულდეს ზემოაღნიშნული პირების წინაშე არსებული ვალდებულება.
შეიმუშაოს
საქართველოს
მუნიციპალიტეტების
ტერიტორიაზე
კოოპერატიულ
ბინათმშენებლობასთან დაკავშირებით აღიარებული საშინაო ვალის ანაზღაურების
პროცედურები, მათ შორის, განსაზღვროს პირველ რიგში დასაკმაყოფილებელ პირთა
რიგითობა და დაზარალებული მოსახლეობის წინაშე აღიარებული ვალდებულებების
შესრულების ეფექტიანი მექანიზმი, როგორც ეს განხორციელდა ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტის შემთხვევაში
სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის
დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომისია შეიმუშავებს „სახელმწიფო
ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული
სახელმწიფო საშინაო ვალის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს და
გადაწყვეტილების მისაღებად მათ საქართველოს მთავრობას და საქართველოს პარლამენტს
წარუდგენს. თუმცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით,
აღნიშნულ კომისიას ამ დრომდე არ შეუმუშავებია არცერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია
და მათ საფუძველზე შესაბამის ორგანოებს არ მიუღიათ სათანადო გადაწყვეტილებები,
რომლებიც სახელმწიფო საშინაო ვალად აღიარებული ვალდებულებების დროულად
შესრულებას უზრუნველყოფდა.
გაძლიერდეს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო
კომისიის მუშაობა, მის მიერ შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა, სახელმწიფო საშინაო
ვალად აღიარებული ვალდებულებების დროულად შესასრულებლად.
მისაწვდომობის
უზრუნველყოფა
არსებითი
წინაპირობაა
შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზებისთვის. სახალხო
დამცველის მიერ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ფიზიკური გარემოს
მისაწვდომობის ხარვეზებთან“ დაკავშირებით 2018 წელს შემუშავებული სპეციალური
ანგარიში
ცხადყოფს,
რომ
მიუხედავად
გადადგმული
ნაბიჯებისა,
საქართველოს
კანონმდებლობა კვლავ არ შეესაბამება გაეროს კონვენციის მოთხოვნებს. ხარვეზიანი და
ურთიერთწინააღმდეგობრივია ეროვნულ დონეზე მოქმედი ტექნიკური რეგლამენტებით
დადგენილი რეგულაციები, რაც აფერხებს „უნივერსალური დიზაინის“ მოთხოვნების
პრაქტიკაში დანერგვას.
სამინისტროებმა
დანერგონ
მათ
კონტროლს
დაქვემდებარებულ
დაწესებულებებზე/ობიექტებზე შშმ პირთა წვდომის გაუმჯობესების მაჩვენებელი
სტატისტიკის წარმოება.
მისაწვდომობასთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირებისას გაითვალისწინონ
ყველა სახის შეზღუდვის მქონე პირთა საჭიროებები.
მისაწვდომობის
უზრუნველყოფის
კუთხით
გადაწყვეტილებების
მიღებისას,
კონსულტაციების პროცესში მაქსიმალურად ჩართონ სფეროს ექსპერტები (როგორც
საერთაშორისო,
ისე
ადგილობრივი),
შშმ
პირები
და
მათი
წარმომადგენელი
ორგანიზაციები
ამოიწურა
საქართველოში
მოსახლეობის
დაბერების
საკითხებზე
სახელმწიფო
პოლიტიკის კონცეფციის 2017–2018 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის მოქმედების ვადა,
თუმცა დოკუმენტით გათვალისწინებული ვალდებულებები სათანადოდ არ შესრულებულა,
რის ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზადაც უნდა დასახელდეს სამოქმედო გეგმის დამტკიცების
გაჭიანურებული პროცესი. პასუხისმგებელ უწყებებს მხოლოდ ერთი წელი ჰქონდათ
სამოქმედო
გეგმით
გათვალისწინებული
ვალდებულებების
შესასრულებლად,
რაც
იმთავითვე ქმნიდა გეგმის მხოლოდ ფორმალურად დამტკიცების შთაბეჭდილებას. ამასთან,
ნაბიჯები არ გადადგმულა დაბერების თაობაზე ახალი ეროვნული სამოქმედო გეგმის
მოსამზადებლად და დასამტკიცებლად.
სამოქმედო დოკუმენტით განსაზღვრული ამოცანების შესაბამის ვადებში შესრულების
უზრუნველსაყოფად, შექმნას ქმედითი საკოორდინაციო მექანიზმი.
გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეროვნული უმცირესობების მონაწილეობის
გაზრდის ხელშესაწყობად, ეფექტიანი ნაბიჯები კვლავ არ გადადგმულა. ეროვნული
უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ მარნეულის მუნიციპალიტეტში 2018 წლის
განმავლობაში
საპასუხისმგებლო
პოზიციებზე
ეროვნული
უმცირესობების
წარმომადგენლები მინიმალურად იყვნენ წარმოდგენილნი. 2014 წლის აღწერით, მარნეულის
მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 83%-ზე მეტი ეთნიკურად აზერბაიჯანელია. ამ ფონზე
გასათვალისწინებელია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის 8 სამსახურიდან
მხოლოდ ერთის ხელმძღვანელია ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი, ხოლო
საკრებულოს 5 კომისიის ხელმძღვანელიდან – არცერთი. მარნეულის საკრებულოს ბიუროს 11
წევრიდან მხოლოდ ერთია ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი. ეს მაგალითი
ნათლად
მიუთითებს
ეროვნული
უმცირესობების
წარმომადგენლობითობისა
და
მონაწილეობის თვალსაზრისით არსებულ შემაშფოთებელ მდგომარეობაზე, რომელიც
სათუოს ხდის ინტეგრაციის საკითხში სახელმწიფო პოლიტიკის ეფექტიანობას.
ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული მუნიციპალიტეტების
ნაწილში – გარდაბანი, დმანისი, ბოლნისი, ახალციხე, წალკა – საპასუხისმგებლო პოზიციებზე
ეროვნული უმცირესობები გარკვეული პროპორციით არიან წარმოდგენილნი, ხოლო
ახალქალაქისა
და
ნინოწმინდის
მუნიციპალიტეტებში
ეს
საკითხი
სრულად
არის
უზრუნველყოფილი.
კვლავ პრობლემურია დედაქალაქში ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლობა.
საქართველოს პარლამენტში ეროვნული უმცირესობების 11 წევრია, მაგრამ ამავე დროს
გასათვალისწინებელია, რომ არცერთი მათგანი არ არის წარმოდგენელი საპარლამენტო
თანამდებობაზე.
საქართველოს მთავრობაში, მინისტრის, მინისტრის მოადგილის და დეპარტამენტების
ხელმძღვანელისა და მოადგილის დონეზეც, იშვიათი გამონაკლისის გარდა, არ არიან
წარმოდგენილნი ეროვნული უმცირესობები.
ყურადღება მიექცეს ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლობითობის გაზრდისა
და გაუმჯობესების საკითხს ახალი კადრების მოზიდვის, მომზადება-გადამზადების
გზით.
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო:
პენიტენციურ სისტემაში ისევ გამოწვევად რჩება არასათანადო მოპყრობისაგან დაცვის
პროცედურული და ინსტიტუციური გარანტიების ნაკლებობა;
ექიმის პროფესიული დამოუკიდებლობის კონტექსტში არ გადადგმულა ნაბიჯები
პენიტენციური ჯანდაცვის სამოქალაქო ჯანდაცვის სექტორში ინტეგრაციის მიმართულებით.
განსხვავებით
შსს-გან,
ნორმატიულ
დონეზე
არ
განსაზღვრულა
პენიტენციურ
დაწესებულებებში დასაქმებული ექიმის ვალდებულება, რომ არასათანადო მოპყრობის
ფაქტის შესახებ შეტყობინება, დამოუკიდებელ საგამოძიებო ორგანოს გაუგზავნოს.
განისაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებებში დასაქმებული ექიმის ვალდებულება
არასათანადო მოპყრობის ფაქტის შესახებ საგამოძიებო ორგანოსთვის შეტყობინების
გაგზავნის თაობაზე
2018 წელს ჩატარებული მონიტორინგის შედეგები აჩვენებს, რომ პენიტენციურ
დაწესებულებებში ბოლომდე არ არის უზრუნველყოფილი სავარაუდო არასათანადო
მოპყრობის ფაქტების ეფექტიანი გამოვლენა და დოკუმენტირება.
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა
დაზიანების
აღრიცხვის
წესის
შესაბამისად,
დაზიანების დოკუმენტირების საფუძველია ექიმის მიერ წარმოშობილი ეჭვი პატიმრის
მიმართ განხორციელებული შესაძლო წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ.
გამომდინარე იქიდან, რომ ექიმის მიერ საეჭვო დაზიანებების შერჩევის კრიტერიუმები
ნორმატიულ დონეზე არ არის გაწერილი, არსებობს იმის რისკი, რომ სრულყოფილად და
ეფექტიანად არ მოხდეს არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოვლენა. აღნიშნულიდან
გამომდინარე,
მნიშვნელოვანია,
რომ
ექიმის
მიერ
საეჭვო
დაზიანებების
შერჩევის
კრიტერიუმები სახელმძღვანელო პრინციპების დონეზე ნორმატიულად გაიწეროს.
მიიღოს ყველა ზომა, რათა წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტიანი
გამოვლენისა და ხარისხიანი დოკუმენტირებისთვის, შემუშავდეს სახელმძღვანელო
პრინციპები, სადაც გაიწერება ექიმის მიერ
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა
დაზიანების აღრიცხვის წესის შესაბამისად დოკუმენტირებისას საეჭვო დაზიანებების
შერჩევის კრიტერიუმები
სპეციალური პრევენციული ჯგუფის შეფასებით, პენიტენციურ დაწესებულებებში
არასათანადო მოპყრობის მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორია პატიმრების დეესკალაციიის
ოთახში ხანგრძლივი ვადით მოთავსების მანკიერი პრაქტიკა.
ადგილი აქვს 72-საათიანი ვადის ამოწურვის შემდეგ (რომელიც მაქსიმალური ვადაა)
მოკლე პერიოდში დეესკალაციის ოთახში განმეორებით მოთავსების შემთხვევებს.
პრობლემად
აღნიშნულ
რჩება
ოთახში
პატიმრების
მოთავსებისას
დეესკალაციის
არ
ხდება
ოთახში
მოთავსების
დაწესებულების
პრაქტიკა.
თანამშრომლების
მულტიდისციპლინური ჩარევა რისკების შესამცირებლად და აღმოსაფხვრელად. პატიმრებს
აკრძალული აქვთ გარე სამყაროსთან კონტაქტი, არ მიეწოდებათ ტანსაცმელი და ჰიგიენური
საშუალებები. კვლავ პრობლემას წარმოადგენს დეესკალაციის ოთახებში არსებული გარემო
და პირობები. ოთახები არ არის უსაფრთხო და მოწყობილი იმგვარად, რომ მინიმუმამდე იყოს
დაყვანილი თვითდაზიანების რისკი.
დეესკალაციის ოთახებში ვიზუალური ან/და ელექტრონული მეთვალყურეობით
განხორციელებული ჩანაწერები ყველა შემთხვევაში არანაკლებ 1 თვის ვადით ინახებოდეს.
აღნიშნულ ოთახში მოთავსებისას არ ხდება დაწესებულების თანამშრომლების
მულტიდისციპლინური ჩარევა რისკების შესამცირებლად და აღმოსაფხვრელად. პატიმრებს
აკრძალული აქვთ გარე სამყაროსთან კონტაქტი, არ მიეწოდებათ ტანსაცმელი და ჰიგიენური
საშუალებები. კვლავ პრობლემას წარმოადგენს დეესკალაციის ოთახებში არსებული გარემო
და პირობები. ოთახები არ არის უსაფრთხო და მოწყობილი იმგვარად, რომ მინიმუმამდე იყოს
დაყვანილი თვითდაზიანების რისკი. გარდა ამისა, არ შესრულებულა სახალხო დამცველის
რეკომენდაცია დეესკალაციის ოთახში პატიმრის მოთავსების მაქსიმალურ ვადად 24 საათის
დაწესების შესახებ.
დეესკალაციის ოთახში მოთავსების მაქსიმალურ ვადად განისაზღვროს 24 საათი;
დეესკალაციის
ოთახში
მოთავსებისას
უზრუნველყოფილ
იქნეს
ფსიქოლოგის,
ფსიქიატრის, სოციალური მუშაკის, ექიმის და დაწესებულების სხვა სამსახურების
თანამშრომლების
ერთობლივი,
მულტიდისციპლინური
მუშაობა
რისკების
შესამცირებლად/აღმოსაფხვრელად; დეესკალაციის ოთახებში შეიქმნას უსაფრთხო
გარემო,განისაზღვროს, რომ დეესკალაციის ოთახებში ჩაწერილი ელექტრონული
მეთვალყურეობის მასალა არანაკლებ 1 თვის ვადით არქივდებოდეს
პრობლემას
წარმოადგენს
პენიტენციურ
დაწესებულებებში
უსაფრთხოების
ღონისძიებების გამოყენების პრაქტიკა. 2015 წლის 19 მაისის №35 ბრძანებით დამტკიცებული
ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის
განხორციელების, ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და განადგურების წესის თანახმად,
ჩანაწერების შენახვის მინიმალურ ვადად განსაზღვრულია 120 საათი (5 დღე-ღამე).
აღსანიშნავია,
რომ
მეთვალყურეობით
განხორციელებული
ჩანაწერების
შენახვის
მინიმალური ვადის 10 დღე-ღამემდე გაზრდის შესახებ სახალხო დამცველის რეკომენდაცია
არ შესრულებულა.
გაიზარდოს ვიდეოჩანაწერების შენახვის გონივრული ვადა.
პენიტენციური სისტემის მნიშვნელოვანი გამოწვევაა მსჯავრდებულთა რისკების
შეფასების სისტემა.
პრობლემას ქმნის ის გარემოება, რომ საქართველოს კანონმდებლობა68 პენიტენციურ
დაწესებულებებს არ ავალდებულებს, დაწესებულებაში მოთავსებისას მოახდინონ პატიმრის
რისკების შეფასების სისტემის შესახებ ინფორმირება.
„მსჯავრდებულები
ჩართულები
უნდა
იყვნენ
შეფასების
პროცესში,
ჰქონდეთ
ინფორმაცია პროცესზე და წვდომა შეფასების დასკვნაზე.“ მსჯავრდებულს უნდა შეეძლოს
პასუხი გასცეს რისკ-ფაქტორებს და სხვა მახასიათებლებს, რომლებიც მის, როგორც საშიშ
მსჯავრდებულად კლასიფიკაციას უდევს საფუძვლად
განისაზღვროს განისაზღვროს რისკების შეფასების კრიტერიუმები და პროცედურები,
მსჯავრდებულთა ინფორმირების ვალდებულება, დაწესებულებაში შესახლებისას და
უშუალოდ რისკის შეფასების პროცესის დაწყებისას.
განისაზღვროს მსჯავრდებულის უფლება, რისკის შეფასების პროცესში წარადგინოს
საკუთარი პოზიცია და მოსაზრება იმ გარემოებებზე, რომელთა საფუძველზეც ხდება
მათი რისკების განსაზღვრა
მსჯავრდებულთა რისკების გადაფასებისა და დაწესებულებაში გადაყვანის მხრივ,
პრობლემას წარმოადგენს ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებებიდან მსჯავრდებულების
დახურული ტიპის დაწესებულებებში გადაყვანისა და მსჯავრდებულთა რისკის დადგენილ
ვადაზე ადრე გადაფასების პრაქტიკა.
პენიტენციურ დაწესებულებაში ვიზიტის დროს ჯგუფმა იმ მსჯავრდებულთა საქმეები
შეისწავლა, რომლებიც უსაფრთხოების დაცვის მოტივით, პენიტენციური დაწესებულების
დირექტორის წერილის საფუძველზე გამოცემული ბრძანებით, 2018 წელს №2 (დახურულ)
პენიტენციურ
დაწესებულებაში
გადაიყვანეს
№14
(ნახევრად
ღია)
პენიტენციური
დაწესებულებიდან. აღსანიშნავია, რომ 20-დღიანი ვადის გასვლის მიუხედავად, აღნიშნული
მსჯავრდებულების უმეტესობას საშიშროების რისკი გადაფასებული არ ჰქონდა და ისინი
საშიშროების საშუალო რისკის მსჯავრდებულები იყვნენ.
შემოწმების შედეგად ასევე გაირკვა, რომ №14 დაწესებულებიდან გადაყვანილ
მსჯავრდებულთა მცირე ნაწილის შემთხვევაში, №2 დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ,
დაწესებულების დირექტორმა რისკების შეფასების გუნდს მიმართა და მითითებული
მსჯავრდებულებისთვის რისკის ვადაზე ადრე გადაფასება მოითხოვა, რის შემდგომაც მათ
საშიშროების მომეტებული რისკი განესაზღვრათ. აღსანიშნავია, რომ რისკების შეფასების
გუნდის მიმართ გაგზავნილ წერილობით მიმართვაში, დაწესებულების დირექტორი არ
აღწერდა იმ გარემოებებს, თუ რის საფუძველზე მოითხოვდა ამ მსჯავრდებულების
საშიშროების რისკის ცვლილებას
№70
ბრძანება,
ნახევრად
ღია
დაწესებულებიდან
დახურულ
დაწესებულებაში
გადაყვანის შემთხვევაში, მსჯავრდებულს მნიშვნელოვან სამართლებრივი დაცვის გარანტიას
ანიჭებს. კერძოდ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის დირექტორის გადაწყვეტილება
მსჯავრდებულის დახურულ დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ, არა უმეტეს 20 დღეში
უნდა გადაისინჯოს რისკების შეფასების გუნდის მიერ, რომელმაც თავის მხრივ უნდა
შეაფასოს მსჯავრდებულისგან მომდინარე საფრთხეები და განსაზღვროს, რომელი ტიპის
დაწესებულებაში უნდა მოიხადოს მან სასჯელი.
№70 ბრძანების მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „ამ მუხლის მე-4 პუნქტით
გათვალისწინებული
განსაკუთრებული
გარემოების
არსებობისას,
გუნდის
მიერ
მსჯავრდებულის საშიშროების რისკის გადაფასება ხდება დირექტორის დასაბუთებული
წერილობითი მიმართვის საფუძველზე. ამ შემთხვევაში დირექტორი ვალდებულია აღწეროს
გარემოებები, რის საფუძველზეც მიმართავს გუნდს საშიშროების რისკის სავარაუდო
ცვლილების თაობაზე.“
მიიღოს ყველა ზომა, რათა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა
ინსპექციამ გააკონტროლოს,ზედამხედველობა გაუწიოს, და უზრუნველყოს
იმ
ვალდებულების პრაქტიკაში შესრულება, რაც გულისხმობს, რომ უსაფრთხოების
მოტივით,
ერთი
ტიპის
დაწესებულებიდან
მეორე
ტიპის
დაწესებულებაში
მსჯავრდებულის გადაყვანის ყველა შემთხვევაში, 20 დღის ვადაში უნდა მოხდეს
მსჯავრდებულის რისკის გადაფასება და რისკის შესაბამისი ტიპის პენიტენციურ
დაწესებულებაში გადაყვანა
მიიღოს ყველა ზომა, რათა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა
ინსპექციამ
გააკონტროლოს,
ვალდებულების
ზედამხედველობა
გაუწოს
და
უზრუნველყოს
იმ
პრაქტიკაში შესრულება, რომლის მიხედვით ვადაზე ადრე,
მსჯავრდებულთა რისკის გადაფასების მოთხოვნის ყველა შემთხვევაში, პენიტენციური
დაწესებულების დირექტორმა დეტალურად მიუთითოს ის გარემოებები, რომელთა
საფუძველზეც იყო მოთხოვნილი მსჯავრდებულის საშიშროების რისკის ცვლილება
№16 დაბალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარებული შემოწმების შედეგად
გაირკვა, რომ მსჯავრდებულები ვალდებული არიან კვების საათებში, დღეში სამჯერ
წავიდნენ და ამ პერიოდის განმავლობაში იმყოფებოდნენ სასადილოში, მიუხედავად იმისა,
სურთ თუ არა საკვების მიღება. ამასთან, დაწესებულების ადმინისტრაცია მსჯავრდებულებს
ავალდებულებს საცხოვრებელი კორპუსიდან სასადილოში და უკან გადაადგილდნენ ორ
რიგად, მწყობრში სიარულით. გარდა ამისა, მსჯავრდებულები ვალდებული არიან
დაასუფთაონ მათი საცხოვრებელი კორპუსის დერეფნები.
მსჯავრდებულთა უმეტესობისთვის მიუღებელ საქციელად მიიჩნევა დერეფნების
დალაგება და მწყობრში სიარული.
№16
დაწესებულებაში
არსებული
ზემოთ
მითითებული
წესები
უარყოფითად
მოქმედებს მსჯავრდებულთა მოტივაციაზე, სასჯელის მოსახდელად დაბალი რისკის
დაწესებულებაში გადავიდნენ.
№16 პენიტენციური დაწესებულების დებულების 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“
ქვეპუნქტის თანახმად, მსჯავრდებული ვალდებულია დაიცვას პირადი ჰიგიენა, სუფთად და
წესრიგში იქონიოს ტანსაცმელი, საწოლი, სპეციალური საცხოვრებელი, ჰოლი, დერეფანი,
კიბის უჯრედი და სამუშაო ადგილი.
მიიღოს ყველა ზომა, რათა №16 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულების
რაოდენობა გაიზარდოს სასჯელაღსრულების სხვა დაწესებულებებში შემცირების
ხარჯზე.
გაძლიერდეს სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელება
სასჯელაღსრულების
დაწესებულებებში და ამ პროგრამებმა უფრო მეტი პატიმარი მოიცვას
გაიზარდოს ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების რაოდენობა
უზრუნველყოს იმ სოციალური მუშაკების გადამზადება, რომელთაც არ აქვთ
სოციალური მუშაობის სფეროში ბაკალავრის, მაგისტრის/მაგისტრთან გათანაბრებული,
ან დოქტორის აკადემიური ხარისხი
გაფართოვდეს სოციალური განყოფილების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა
მნიშვნელოვანია სოციალური განყოფილებების თანამშრომლებმა აქტიურად იმუშაონ
პატიმრებთან
წახალისების
გზით,
სხვადასხვა
აქტივობებში
ჩართვის
მოტივაციის
შესაქმნელად. საუკეთესო მოტივატორი პატიმრებისთვის იქნება ისეთი აქტივობების
შეთავაზება, რაც პირდაპირ გავლენას მოახდენს დარჩენილი სასჯელის ვადის შემცირებაზე ან
სასჯელის სახის შეცვლაზე.
ამ კუთხით საინტერესოა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მიერ 2017
წელს გაჟღერებული ინიციატივა, რომლის მიხედვითაც სამინისტრო 2018 წელს დაიწყებდა
მუშაობას ახალი მექანიზმის შემოღებაზე, რომლის თანახმად, პენიტენციურ დაწესებულებაში
დასაქმებულ მსჯავრდებულს, სამუშაო დღეების შესაბამისად, მოსახდელი სასჯელის ვადა
შეუმცირდებოდა.
დაიწყოს მუშაობა პატიმართა დასაქმების წახალისების მექანიზმის შემოღებაზე,
რომლის თანახმად, პენიტენციურ დაწესებულებაში დასაქმებულ მსჯავრდებულს,
სამუშაო დღეების შესაბამისად, მოსახდელი სასჯელის ვადა შეუმცირდება
მისასალმებელია სისტემის, სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციის
შესაბამისად,
შედარებით
ინფრასტრუქტურის
შესრულებულა
მცირე
შექმნის
სახალხო
დაწესებულებებად
დაყოფისა
და
დაბალანსებული
სტრატეგიის
შემუშავება.55
მიუხედავად
დამცველის
რეკომენდაცია,
№15
ამისა,
არ
დაწესებულებაში
გადატვირთულობის პრობლემის მოსაგვარებლად, მსჯავრდებულების სხვა ნახევრად ღია
დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით
გადაიდგას
ნაბიჯები
დაწესებულებაში
გადატვირთულობის
პრობლემის
მოსაგვარებლად
N15
და ამ პროცესში მეტად გაითვალისწინონ პატიმართა ოჯახის
საცხოვრებელი ადგილი
წინა წლების მსგავსად, 2018 წლის განმავლობაში პრობლემური იყო საკნებში არსებული
სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები №2, №8, №12, №14, №15, №17, №18 და №19
დაწესებულებებში.
2018 წლის განმავლობაში პრობლემური იყო სათანადო ვენტილაცია, საკმარისი
განათება და ყველა მსჯავრდებულისთვის პატიმრობის კოდექსის მე-15 მუხლით დადგენილი
4 კვ.მ. მინიმალური პირადი ფართით უზრუნველყოფის საკითხი. გარდა ამისა, არ
შესრულებულა სახალხო დამცველის 2017 წლის საპარლამენტო ანგარიშში გაცემული
წინადადება ბრალდებულების მინიმალურ საცხოვრებელ ფართად 4 კვ.მ.–ის განსაზღვრასთან
დაკავშირებით. №17 დაწესებულებაში კვლავაც ფუნქციონირებს ძველი, ე.წ. ბარაკული ტიპის
საცხოვრებლები, რომლებიც აუცილებლად უნდა გაუქმდეს.
ბარაკული ტიპის საერთო საცხოვრელებში მწეველი და არამწეველი პატიმრები ერთ
სივრცეში ცხოვრობენ, რთულია სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვა და მაღალია
ინფექციური დაავადებების გავრცელების საშიშროება.
გაუქმდეს №17 დაწესებულებაში ე.წ. ბარაკის ტიპის საცხოვრებლები
მიიღოს ყველა ზომა, რათა პატიმრებისთვის მინიმალური საცხოვრებელი პირობების
შესაქმნელად, №2, №5, №8, №14, №15, №17, №18 და №19 პენიტენციურ დაწესებულებებში
უზრუნველყოს სათანადო სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის გაუმჯობესება, №3,
№8, №14 დაწესებულებებში - სათანადო განათება, №2, №3, №5, №6, №8, №9, №14, №15,
№17 დაწესებულებებში - შესაბამისი ვენტილაცია
კვლავ
აღინიშნება
პრობლემები
უწყვეტი
სამედიცინო
განათლების
სფეროში.
სამედიცინო პერსონალისთვის ჩატარებული ტრენინგები უმეტესად პატიმართა ფსიქიკური
ჯანმრთელობის, ნარკოდამოკიდებულების და უფლებების დაცვის საკითხებს შეეხება.
უშუალოდ სპეციალობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ტრენინგები კი იშვიათად ტარდება.
სამედიცინო პუნქტებში არსებულ კომპიუტერებს წვდომა აქვს მხოლოდ საქართველოს
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საიტზე. ინტერნეტზე
არსებული შეზღუდვის გამო, სამედიცინო პერსონალი მოკლებულია მიიღოს სრულყოფილი,
ოპერატიული ინფორმაცია დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდების,
გაიდლაინების, პროტოკოლების, მედიკამენტების შესახებ. ეს, თავის მხრივ, სამედიცინო
მომსახურების ხარისხზეც აისახება.
მიიღოს ყველა ზომა, პირველადი ჯანდაცვის პუნქტების საჭირო რაოდენობის
კომპიუტერული ტექნიკითა და ინტერნეტით აღსაჭურვად
სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრების მიერ სამედიცინო ბარათების შესწავლის
დროს გამოიკვეთა რიგი პრობლემები,
რაც გავლენას ახდენს დროული სამედიცინო
მომსახურების მიღებაზე.
მაგალითად, სამედიცინო ბარათები არასტრუქტურირებულია, ჩანაწერები არ არის
დალაგებული ქრონოლოგიურად, ხშირ შემთხვევაში ექიმ-სპეციალისტთა კონსულტაციისა
და დასკვნის შესახებ ინფორმაცია სამედიცინო ბარათში არ იკითხება. საერთო ჯამში,
სამედიცინო ბარათში პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დინამიკა არ აისახება, რაც
პრობლემას
ქმნის
სამედიცინო
მომსახურების
უწყვეტობის
უზრუნველყოფის
თვალსაზრისით.
მიიღოს ყველა ზომა, რათა ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათების
შევსებისას, არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად, ყოველი წლის ბოლოს
დაიწეროს შემაჯამებელი/წლიური ეპიკრიზი, სადაც მოკლედ აისახება გასული წლის
განმავლობაში პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის დინამიკა,
კონსულტაციები,
განხორციელებული
რეფერალი,
ჩატარებული
გამოკვლევები,
დასმული
დიაგნოზები, ჩატარებული მკურნალობა და მისი შედეგები
პრობლემურია არაგადამდები დაავადებების პერიოდული სკრინინგული გამოკვლევა.
აღსანიშნავია,
რომ
სამედიცინო
პერსონალი
ძირითადად
კლინიკურად
გამოხატულ
დაავადებებზე რეაგირებს და მკურნალობა სიმპტომურ ხასიათს ატარებს. რაც შეეხება
ინფექციური დაავადებების სკრინინგულ გამოკვლევას, მას სისტემატური ხასიათი აქვს,
შესაბამისად, პატიმართა ამ კვლევებით მოცვის მაჩვენებელი უფრო მაღალია.
მიიღოს ყველა ზომა, პენიტენციურ დაწესებულებებში არაგადამდები დაავადებების
სკრინინგის ჩასატარებლად
კვლავ პრობლემურია პატიმართა ინფორმირების საკითხი პრევენციული ჯანდაცვისა
და ზოგადად ჯანდაცვის სერვისების შესახებ. პატიმართა უმეტესობა აღნიშნულ ინფორმაციას
ნაწილობრივ ან საერთოდ არ ფლობს, ამასთან, 2018 წელს პატიმართა ინფორმირების კუთხით
ნაბიჯები არ გადადგმულა.
მიიღოს
ყველა
ზომა,
რათა
დაწესებულებებში
მოთავსებულ
პატიმრებთან
რეგულარული შეხვედრებით, საინფორმაციო კამპანიით უზრუნველყონ პატიმართა
ინფორმირება პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული ჯანდაცვის სერვისების,
პრევენციული ჯანდაცვისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ
კვლავ პრობლემურია ხანმოკლე პაემნის ოთახებში მინის ბარიერის არსებობა. პატიმრის
რეაბილიტაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ მას ოჯახის წევრებთან უშუალო კონტაქტი და
კომუნიკაცია ჰქონდეს. ევროპული ციხის წესების 24.4 პუნქტის თანახმად, პაემნის
ორგანიზება იმგვარად უნდა მოხდეს, რომ პატიმრებს საშუალება მიეცეთ, შეინარჩუნონ და
განავითარონ
ოჯახური
ურთიერთობები
შეძლებისდაგვარად
ნორმალურ
გარემოში.
ხანმოკლე პაემნის განხორცილებისას მინის ბარიერის არსებობის გამო პატიმარი ოჯახის
წევრებთან ყველანაირი ფიზიკური ურთიერთობის საშუალებას მოკლებულია. მინის ბარიერი
შესაძლოა დაცვის საშუალება იყოს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში
აუცილებელია
ფიზიკური
გამყოფი
ბარიერები,
ურთიერთობის
საშუალება
აღიარებული
ნორმა
მნიშვნელოვანია,
იყოს.
გარდა
რომ
ფიზიკური
ამისა,
ნებისმიერი
გადაწყვეტილება, რომლითაც იზღუდება ფიზიკური ურთიერთობა, უნდა იყოს გონივრული,
დასაბუთებული და იმ მიზნის მიღწევის პროპორციული, რისთვისაც მსგავსი შეზღუდვა
წესდება.
ეტაპობრივად მიიღოს ყველა ზომა, №2, №3, №6, №7, №8, №9, №12, №14, №15, №17, №18,
№19
დაწესებულებებში
ხანმოკლე
პაემნების
მინის
ბარიერის
გარეშე
განსახორციელებლად
ასევე პრობლემურია სატელეფონო საუბრის კონფიდენციალურობის საკითხი.
დახურული
ტიპის
დაწესებულებებში
ტელეფონის
აპარატები
განთავსებულია
დაწესებულების თანამშრომელთა სამორიგეო ოთახებში, სადაც შეუძლებელია საუბრის
კონფიდენციალობის დაცვა
მიიღოს ყველა ზომა, დახურული ტიპის დაწესებულებებში ტელეფონების ისეთ
ადგილას მოსათავსებლად, სადაც პატიმარს შესაძლებლობა ექნება სატელეფონო ზარი
განახორციელოს დაწესებულების თანამშრომლის მიყურადების გარეშე
მონიტორინგის შედეგებით გამოვლინდა, რომ პენიტენციური დაწესებულებები
განიცდიან როგორც საშტატო ერთეულების, ისე დასაქმებული თანამშრომლების ნაკლებობას.
კადრების არასაკმარისი რაოდენობის გამო, პერსონალი იძულებულია, დატვირთული
გრაფიკით იმუშაოს. პენიტენციურ დაწესებულებებში არ აღირიცხება და ანაზღაურდება
ზეგანაკვეთური
სამუშაო.
შექმნილი
მდგომარეობიდან
გამომდინარე,
პენიტენციური
დაწესებულებების თანამშრომელთა უმრავლესობა იძულებულია მოითხოვოს და გამოიყენოს
კუთვნილი შვებულების მხოლოდ ნახევარი. ასევე არ ხდება გამოუყენებელი შვებულების
შემდეგ წელში გადატანა ან მისი ანაზღაურება. მართალია, 2017 წლის საპარლამენტო
ანგარიშში
სახალხო
დამცველი
ითხოვდა
პენიტენციური
დაწესებულებების
ყველა
თანამშრომლისთვის პროფესიული გადაწვის წინააღმდეგ ტრენინგის ჩატარებას, მაგრამ ეს
დღემდე არ შესრულებულა.
პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლებისთვის ჩატარდეს პროფესიული
გადაწვის ტრენინგი
მიიღოს ყველა ზომა, პენიტენციური დაწესებულებების ყველა თანამშრომლისთვის,
ზეგანაკვეთური სამუშაოს ასანაზღაურებლად
მიიღოს ყველა ზომა, რათა პენიტენციური დაწესებულების ყველა თანამშრომელს
მიეცეს შვებულების სრულყოფილად გამოყენების შესაძლებლობა
სამედიცინო დაზღვევა სოციალური დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორმაა.
დადებითად უნდა აღინიშნოს, რომ 2018 წლიდან პენიტენციური დაწესებულებების
თანამშრომლების
უმრავლესობა
უზრუნველყვეს
სამედიცინო
დაზღვევით,
თუმცა,
სამწუხაროა, რომ ეს სიახლე დაწესებულებების ყველა თანამშრომელს არ შეხებია. სამედიცინო
დაზღვევით უზრუნველყოფილი არ არიან კანცელარიის თანამშრომლები, იურისტი და
ბუღალტერი.
პენიტენციურ დაწესებულებებში დასაქმებული სხვა თანამშრომლების მსგავსად,
სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოს კანცელარიის თანამშრომლები, იურისტები და
ბუღალტრები
პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები სამსახურში ხანგრძლივი დროით
იმყოფებიან,
შესაბამისად,
მათი
ჯანმრთელობის
შენარჩუნებისა
და
მეტი
პროდუქტიულობისთვის, მნიშვნელოვანია, სამუშაო საათების განმავლობაში მათი სათანადო
კვებით უზრუნველყოფა. პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები იძულებულნი
არიან იკვებონ სახლიდან მიტანილი მშრალი საკვებით. აქვე აღსანიშნავია, რომ პენიტენციური
დაწესებულებების უმრავლესობაში თანამშრომლებისთვის არ არის მოწყობილი სასადილო
ოთახი, რის გამოც, პერსონალს ძირითადად სამუშაო მაგიდებზე უწევთ წახემსება.
მიიღოს
ყველა
ზომა
დაწესებულების
პერსონალის
უზრუნველსაყოფად
დაწესებულებაში სათანადო კვებით, ასევე, მათთვის ყველა დაწესებულებაში გამოიყოს
სასადილო ოთახი.
პენიტენციური
დაწესებულებების
დებულებებით,
პატიმრების
მიერ
საკანში
დოკუმენტების შენახვაზე, ფურცლების რაოდენობის მიხედვით, ლიმიტია დაწესებული. ეს
მათ დაცვის უფლების ეფექტიანად განხორციელების შესაძლებლობას უზღუდავთ. სისხლის
სამართლის საქმეთა უმრავლესობა მრავალტომიანია, აქედან გამომდინარე, ბრალდებულებს
და მსჯავრდებულებს ეზღუდებათ შესაძლებლობა, 100 გვერდზე მეტი ფურცელი შეინახონ,
შეისწავლონ ის და ჩამოაყალიბონ თავიანთი პოზიციები სასამართლო განხილვისთვის.
პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ პირებს უნდა ჰქონდეთ უფლება შეინახონ
და გამოიყენონ არა მხოლოდ სასამართლოს განაჩენებისა და გადაწყვეტილებების ასლები,
არამედ მის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლები,
ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართალწარმოების მასალები, ასევე, საქართველოს
საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
რამდენადაც თითოეული პენიტენციური დაწესებულების დებულებაში აღნიშნული
აკრძალვა კვლავ გათვალისწინებულია, პატიმრებს დაუსაბუთებლად კვლავ ეზღუდებათ
კანონით მინიჭებული უფლებების რეალიზაციის და დაცვის საშუალება.
პენიტენციური დაწესებულებების დებულებებში ცვლილების შეტანით, მოხსნას ან
გაზარდოს პატიმრებისთვის ოფიციალური დოკუმენტების შენახვაზე დაწესებული
ფურცლების ლიმიტი მიმდინარე სისხლის სამართლის საქმესთან მიმართებით.
არასრულწლოვან მსჯავრდებულებში არის ინტერესი პროფესიული განათლების
კუთხით,
რაც
მათთვის
მხარდამჭერი
რესურსია,
განსაკუთრებით,
დაწესებულების
დატოვების შემდეგ. თუმცა, სასჯელის მოხდის გეგმებსა და გადახედვის ჩანაწერებში
მითითებული აქტივობები, უმეტესად, ერთფეროვანია. დაწესებულებაში საანგარიშო წლის
განმავლობაში
უმთავრესად, კულტურული, სპორტული და საინფორმაციო ხასიათის
ღონისძიებები იმართებოდა, ისეთი, როგორიცაა მაგალითად, შაშის წრე, ჭადრაკის წრე,
ფილმის ჩვენება, ფეხბურთის მატჩი, მკითხველთა კლუბი და ა.შ. მნიშვნელოვანია დაიგეგმოს
შედეგზე, ბავშვების ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული ღონისძიებები არა მხოლოდ
ფორმალური, არამედ არაფორმალური განათლების მიმართულებითაც, მათთვის სხვადასხვა
პროფესიის შეთავაზებითა და პროფესიული სასწავლებლების ჩართულობით, რაც ამ ეტაპზე
ფაქტობრივად არ ხორციელდება.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის №11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო
დაწესებულებაში დაიგეგმოს ბავშვების ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული
პროფესიული და სხვა სახის საგანმანათლებლო/სარეაბილიტაციო აქტივობები, რაც
არასრულწლოვან
მსჯავრდებულებს
საშუალებას
მისცემს
დაეუფლონ
მათთვის
სასურველ პროფესიას და უზრუნველყოფს სარეაბილიტაციო პროცესის ეფექტიან
წარმართვას.
ყურადღების გამახვილებას იმსახურებს ისეთი საკითხი, როგორიცაა ოკუპირებულ
ტერიტორიებზე უძრავი ქონების აღრიცხვა.
მიუხედავად არსებული სამართლებრივი რეგულაციებისა, ამ დრომდე უცნობია ამ
კუთხით გატარებული ღონისძიებების თაობაზე. კერძოდ, ინტერესის საგანს წარმოადგენს,
აღრიცხა თუ არა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უძრავი ქონება ოკუპირებულ
ტერიტორიებზე. სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ ამ კუთხით შესაბამისი
ნაბიჯები გადაიდგმება და საზოგადოებას ინფორმაცია მიეწოდება.
საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე უძრავი ქონების
აღრიცხვის კუთხით გატარებული ღონისძიებების თაობაზე, ხოლო დამატებითი
კონსულტაციების საჭიროების შეთხვევაში, წარმართოს დისკუსია ყველა უწყებისა და
დაინტერესებული ჯგუფის მონაწილეობით.
საქართველოს პროკურატურა:
სახალხო დამცველის აპარატი 2018 წლის განმავლობაში რამდენიმე მიმართულებით
სწავლობდა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეს. საქმეში ცენტრალური საკითხია თემირლან
მაჩალიკაშვილის მიმართ გამოყენებული ძალის პროპორციულობა. ამ საკითხზე 2017
წლიდან მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა საქართველოს სახალხო დამცველის
აპარატისთვის უცნობია მისი დეტალები. მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩოდან გამომდინარე,
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ვერც სისხლის სამართლის საქმის მასალებს
ეცნობა. არაერთგზისი საჯარო და წერილობითი მიმართვის მიუხედავად, პროკურატურამ
უარი განაცხადა საქმის მასალების გაცნობის უფლების მინიჭებაზე. შესაბამისად, ის საკითხი,
თუ რამდენად ეფექტიანად მიმდინარეობს გამოძიება, რამდენად დაცულია ის სტანდარტები,
რომლებსაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა ადგენს ამ
კატეგორიის საქმეების გამოძიებისას, საქართველოს სახალხო დამცველის შეფასების მიღმა
რჩება.
ასევე აღსანიშნავია, რომ მაჩალიკაშვილის ოჯახის არცერთ წევრს არ აქვს მინიჭებული
დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი, რაც მათ საქმის სრულად გაცნობის
შესაძლებლობას არ აძლევს.
თემირლან
მაჩალიკაშვილის
მიმართ
ძალის
გამოყენების
პროპორციულობის
შესაფასებლად, აწარმოოს ეფექტიანი, ზედმიწევნითი, დროული და გამჭვირვალე
გამოძიება.
სახალხო დამცველმა შეისწავლა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის
მასალები და პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომის ჩანაწერები.
ჩაუტარებელი ან დაგვიანებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და კომისიის
სხდომაზე
დაკითხვისას
გამოძიებაზე
პასუხისმგებელი
პირების
მიერ
საგამოძიებო
ტაქტიკაზე გაცემული პასუხების ერთობლივი ანალიზით, სახალხო დამცველი მივიდა
დასკვნამდე, რომ გამოძიების ტაქტიკა შესაძლოა არ ემსახურებოდა დამნაშავეთა გამოვლენის
საჯარო ინტერესს.
სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ გამოძიებაზე პასუხისმგებელ პირთა წრის მიერ
კომისიის სხდომაზე გაცემული პასუხები არ იყო დასაბუთებული შემდეგ შეკითხვებზე:
რატომ არ ჩაატარა, ან რატომ ჩაატარა გამოძიებაზე პასუხისმგებელმა პირებმა კონკრეტული
საგამოძიებო მოქმედებები დაგვიანებით. რატომ არ ჩაატარა კონკრეტული საგამოძიებო
მოქმედებები გამოძიებამ მთავარი მოქმედი პირების მიმართ, რომელიც, მეორე მხრივ, ჩაატარა
სხვა პირების და მათ შორის, სხვა შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანი მოქმედი პირების
მიმართ. სახალხო დამცველის აპარატისთვის გაუგებარი იყო, რა კონკრეტული სტრატეგია და
ლეგიტიმური მიზანი განაპირობებდა გამოძიების პასიურობას სხვადასხვა მიმართულებით.
სახალხო დამცველი, ჩატარებული შემოწმების შედეგებზე დაყრდნობით, მიიჩნევს, რომ
სახეზე იყო სამოხელეო დანაშაულის ერთ-ერთი ან ორივე შემადგენლობა: სამსახურებრივი
გულგრილობა,
ან
სამსახურებრივი
უფლებამოსილების
ბოროტად
გამოყენება,
იმის
მიხედვით სუბიექტური მხარის რა ნიშნები იკვეთება ქმედებათა უკან – განზრახ
არაეფექტიანი გამოძიება თუ გაუფრთხილებლობა, არაპროფესიონალური მიდგომა ან/და
ზერელე დამოკიდებულება დაკისრებული უფლება-მოვალეობების შესასრულებლად.
პროკურატურამ გამოძიებაში დაშვებული შეცდომები არ მიიჩნია დანაშაულად და
საკითხზე დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება. შემოწმება კვლავ მიმდინარეობს და მასზე
წარმოება არ დასრულებულა. საქართველოს სახალხო დამცველმა 2018 წლის 1 დეკემბერს
გაავრცელა განცხადება სამსახურეობრივი შემოწმების შედეგების საზოგადოებისთვის, ხოლო
საქმის მასალების – სახალხო დამცველის აპარატისთვის გაცნობის მოთხოვნით, თუმცა ეს
რეკომენდაცია არ იქნა გათვალისწინებული.
ხორავას ქუჩაზე არასრუწლოვანთა მკვლელობის გამოძიებაში დადგენილი ხარვეზების
საფუძველზე
დაწყებული
სამსახურებრივი
შემოწმების
შედეგების
შესახებ
საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია.
სახალხო დამცველის აპარატმა, პროკურატურის თანხმობით, შეისწავლა ზვიად
გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის მასალები,
მათ შორის, საპარლამენტო კომისიის დასკვნა, და შესწავლის შედეგები საზოგადოებას 2018
წლის 26 დეკემბერს წარუდგინა. შესწავლის შედეგებზე დაყრდნობით, სახალხო დამცველს
მიაჩნია, რომ გამოძიებამ ვერ მოახერხა ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოების
სრული სურათის აღდგენა, საქმისთვის მნიშვნელოვანი და არსებითი მტკიცებულებების
მოპოვება, შესაძლო დანაშაულში მონაწილე პირების, მათ შორის, შესაძლო ორგანიზატორის,
აღმსრულებლისა და დამხმარის გამოვლენა და პასუხისგებაში მიცემა. სახეზეა ჩაუტარებელი,
დაგვიანებით ჩატარებული ან არასრულყოფილად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები.
ამასთან, სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ სამართალდამცავი
ორგანოები არ დაინტერესებულან, თუ რა მიზეზით არ ტარდებოდა საგამოძიებო
მოქმედებები, არ დაწყებულა გამოძიება გამოძიებაზე შესაძლო პოლიტიკური გავლენებისა და
შესაძლო განზრახ გამოძიებისთვის ხელშეშლის, მტკიცებულებათა განადგურებისა და სხვა
დანაშაულებრივი ფაქტების გამოსავლენად/დასადგენად.
განაგრძოს ზვიად გამსახურდიას შესაძლო მკვლელობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება,
ჩაატაროს
ყველა
საჭირო
საგამოძიებო
მოქმედება
ინფორმაციის
მოსაძიებლად/გადასამოწმებლად, გააანალიზოს გარდაცვლილის ოჯახის წევრების,
მათი ადვოკატის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და გადაამოწმოს მათი ვერსიები.
საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის
შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშში სიცოცხლის უფლებას
ეთმობა მეორე თავი. აღნიშნულ თავში განხილულია თემირლან მაჩალიკაშვილის, ხორავას
ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვნების მკვლელობის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის
- ზვიად გამსახურდიას შესაძლო მკვლელობის და პენიტენციურ დაწესებულებაში ლევან
კორტავას სიცოცხლის ხელყოფის სისხლის სამართლის საქმეები. სახალხო დამცველი
ყურადღებას ამახვილებს სიცოცხლის უფლების დაცვის პროცესში საგამოძიებო ორგანოების
საქმიანობაში გამოვლენილ ხარვეზებზე.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 172-ე მუხლის შესაბამისად წარდგენილ
ანგარიშში, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა წარმოადგინოს მოსაზრება
სიცოცხლის უფლების ხელყოფის გამოძიების ეფექტიანობის თაობაზე.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა განიხილა არაერთი საჩივარი და მივიდა
იმ დასკვნამდე, რომ ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხი, უშუალოდ სისხლის
სამართლის მასალების გაცნობის გარეშე, სრულყოფილად ვერ შეფასდებოდა. არსებობს
უამრავი პირის გარდაცვალების ან/და არასათანადო მოპყრობის საქმეები, რომლებიც
ჩადენილია წლების წინ, დამნაშავე პირთა დადგენის მიზნით „მიმდინარეობს გამოძიება“ და
უცნობია, რა საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რამდენად დროულად და ზედმიწევნით
ჩატარდა ან ტარდება სხვადასხვა საპროცესო მოქმედება.
მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს სახალხო დამცველი სისხლის სამართლის
საქმის მასალებს სამართალწარმოების დასრულების შემდეგ ეცნობა, როდესაც გამოძიება ან
სისხლისსამართლებრივი
დევნა
შეწყდება,
ან,
როდესაც
სასამართლო
გამოიტანს
გადაწყვეტილებას.
სიცოცხლის უფლების ხელყოფის გამოძიების ფარგლებში, მიაწოდოს მოთხოვნილი
ინფორმაცია სახალხო დამცველის აპარატს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა
შესახებ, კანონმდებლობით დადგენილ ვადებში და წესით.
სახალხო დამცველმა 2017 წლის საპარლამენტო ანგარიშში პროკურატურის მიმართ
გასცა რეკომენდაცია, სახალხო დამცველისთვის მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იმ
საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა შესახებ (შესაბამისი თარიღების მითითებით)
ინფორმაციის მიწოდების თაობაზე, რომლებიც სავარაუდო არასათანადო მოპყრობის
საქმეებთთან
დაკავშირებით
ჩატარდა.
აღნიშნული
რეკომენდაცია,
შეცვლილი
ფორმულირებით, აისახა საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 19 ივლისის N3148-რს
დადგენილებაშიც.
2018 წლის განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატმა ზემოთ აღნიშნულ საკითხზე
გენერალურ პროკურატურას 79 წერილით მიმართა, თუმცა, სრულყოფილი პასუხი მიმდინარე
საგამოძიებო მოქმედებების შესახებ დეტალური ინფორმაციით (საგამოძიებო მოქმედებები
და შესაბამისი თარიღები) არ მიუღია.
არასათანადო მოპყრობის საქმეთა გამოძიების ფარგლებში, მიაწოდოს მოთხოვნილი
ინფორმაცია სახალხო დამცველის აპარატს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა
შესახებ, შესაბამისი თარიღების მითითებით კანონმდებლობით გათვალისწინებული
წესით.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე
დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეებზე პასუხისგებაში მიცემისა და დამნაშავეთა
გამოვლენის, ასევე ზუსტი სამართლებრივი კვალიფიკაციის მიცემის მაჩვენებელი დაბალია.
საქართველოს პროკურატურის მიერ წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე
2018 წელს გამოძიება დამოუკიდებლად (სახალხო დამცველის მიმართვის გარეშე) დაიწყო 367
სისხლის სამართლის საქმეზე პოლიციელების მიერ ჩადენილ სავარაუდო არასათანადო
მოპყრობის ფაქტებზე და მათგან 90%-ის (332 შემთხვევაში) შემთხვევაში გამოძიება დაიწყო –
უფლებამოსილების გადამეტების მუხლით და მხოლოდ 10%-ის შემთხვევაში – წამებისა და
არაადამიანური მოპყრობის შესაბამისი მუხლებით (6% (21 შემთხვევაში) არაადამიანური
მოპყრობის მუხლით, ხოლო 4% (14 შემთხვევაში) – წამების მუხლით). პენიტენციური
დაწესებულების თანამშრომლების მიერ ჩადენილი სავარაუდო არასათანადო მოპყრობის
ფაქტებზე გამოძიება დაიწყო 28 სისხლის სამართლის საქმეზე და მათგან 14 შემთხვევაში –
უფლებამოსილების გადამეტებით და დანარჩენ შემთხვევაში კი – არაადამიანური მოპყრობის
შესაბამისი მუხლებით.
აღნიშნულ 367 სისხლის სამართლის საქმეში, სადაც პოლიციელების მიმართ დაიწყო
გამოძიება, პასუხისგებაში მიეცა 12 პირი და ყველას ბრალი წარედგინა უფლებამოსილების
გადამეტების
მუხლით.
იმ
28
საქმეში,
სადაც
პენიტენციური
დაწესებულების
თანამშრომლების მიერ ჩადენილი სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე დაიწყო
გამოძიება, პასუხისგებაში მიეცა მხოლოდ 3 პირი და ბრალი ყველა მათგანს არაადამიანური
და დამამცირებელი მოპყრობის ჩადენაში წარედგინა.
ზოგადი მუხლით კვალიფიკაცია განსხვავებულ სამართლებრივ შედეგებს იწვევს და
სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ზუსტი სამართლებრივი კვალიფიკაცია. კერძოდ,
უფლებამოსილების გადამეტებისა და სხვა მსგავსი მუხლებისთვის უფრო ლმობიერი
მიდგომაა
განსაზღვრული,
ვიდრე
წამებისა
და
არასათანადო
მოპყრობის
სხვა
დანაშაულებისთვის. წამების და დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის მუხლით
ქმედების კვალიფიკაციის შემთხვევაში, ასევე შესაძლებელი ხდება ფარული საგამოძიებო
მოქმედებების ჩატარება, რაც, მაგალითად, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის
პირველ და მეორე ნაწილებთან მიმართებით გამოირიცხება. აქედან გამომდინარე,
სპეციალური მუხლით კვალიფიკაცია, მეტი ეფექტიანობისთვის, მნიშვნელოვანია გამოძიების
ეტაპზევე.
სახალხო დამცველი აცხადებს, რომ დაზარალებულის ჩართულობა არასათანადო
მოპყრობისა და წამების ეფექტიანი გამოძიებისთვის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია.
სავარაუდო მსხვერპლს უნდა მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი, რომ შემდეგ მასალების
გაცნობის და ამ გზით, გამოძიებაში გონივრული ჩართულობის შესაძლებლობა მიეცეს. იმ
საქმეებზე, რომლებზეც გამოძიება სახალხო დამცველის მიერ გაგზავნილი 106 წინადადების
საფუძველზე დაიწყო, დაზარალებულად არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა პირი ცნობილი.
ყოველმხრივი, ეფექტიანი და დროული გამოძიების პრობლემა ის ძირითადი ხარვეზია,
რომელიც იკვეთება შემაჯამებელი გადაწყვეტილებებით, კერძოდ საქართველოს სახალხო
დამცველის წინადადებების საფუძველზე, 2012-2018 წლებში, პროკურატურაში გამოძიების
დაწყების მოთხოვნით გაგზავნილი 106 წინადადებიდან, პასუხისმგებელი პირი არცერთ
შემთხვევაში არ ყოფილა გამოვლენილი.
ყოველმხრივი, ეფექტიანი და დროული გამოძიების პრობლემა თავს იჩენს შეწყვეტილი
ინდივიდუალური საქმეების შესწავლისა და ანალიზის შედეგადაც. საქართველოს სახალხო
დამცველის აპარატმა 2018 წელს შეისწავლა ის საქმეები, რომელზეც საქართველოს მთავარმა
პროკურატურამ დაასრულა საქმისწარმოება. სულ, აპარატმა 38 სისხლის სამართლის საქმე
შეისწავლა. მათგან 19 ის შეწყვეტილი საქმეა, რომლებზეც გამოძიება სახალხო დამცველის
მოთხოვნით 2013–2017 წლებში დაიწყო, ხოლო დანარჩენი 19 საქმე ის საქმეებია, რომლებზეც
გამოძიება პროკურატურამ სახალხო დამცველისგან დამოუკიდებლად დაიწყო და 2017 წელს
შეწყვიტა. შესწავლის შედეგებით ვლინდება, რომ 2013 წლიდან დღემდე, უცვლელი
პრობლემაა გამოძიების ზედმიწევნითობა, რამდენადაც არ ტარდება ყველა შესაძლო და
შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება.
2013 წლიდან მოყოლებული გამოძიების დროულად ჩატარება დღემდე კვლავ
პრობლემაა და, ამ მხრივ, გაუმჯობესება არ ჩანს. გამოძიება ხშირად გვიან იწყება და
საგამოძიებო
მოქმედებებიც,
დროის
არაგონივრულად
დაგვიანებული
ინტერვალით
ტარდება.
არასათანადო მოპყრობის საქმეთა გამოძიება აწარმოოს დამოუკიდებლობისა და
მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვით, განახორციელოს საგამოძიებო მოქმედებები
ზედმიწევნით, დროულად და მაქსიმალურად უზრუნველყოს დაზარალებულთა
პროცესში
ჩართულობა
-
აღნიშნულის
თაობაზე
წარმოადგინოს
დეტალური
ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 172-ე მუხლის საფუძველზე
წარსადგენ საქმიანობის ანგარიშში, ყოველწლიურად.
2018 წლის 12 ივლისს განახლდა გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე ივანე
მერაბიშვილის საკნიდან გაყვანისას, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების
ფაქტზე. პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე ჩატარდა რიგი საგამოძიებო მოქმედებები,
თუმცა, ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი არ არის და კონკრეტული პირის მიმართ
სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაწყებულა. 2018 წლის დეკემბერში, მინისტრთა
კომიტეტმა ადამიანის უფლებათა პერიოდულ შეხვედრაზე, სადაც განიხილავს ადამიანის
უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სახელმწიფოების
მიერ აღსრულების საკითხებს, განაცხადა, რომ განახლებულ გამოძიებას ინტერესით
აკვირდება და შესაბამის შედეგებს 2019 წლის ივნისის შეხვედრაზე განიხილავს. მინისტრთა
კომიტეტის მოთხოვნით, აუცილებელია, (1) ყველა იმ გარემოების დეტალურად შესწავლა,
რომლებმაც განაპირობეს მე-18 მუხლის დარღვევა, (2) აუცილებელია გამოძიება იყოს
ინსტიტუციურად და პრაქტიკულად დამოუკიდებელი იმ პირებისგან, რომლებიც შესაძლოა
დაკავშირებულნი იყვნენ დანაშაულთან, (3) უნდა შესწევდეს უნარი, დაადგინოს დამნაშავეთა
იდენტობა და შეეძლოს მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრება, (4) ასევე, მისი მანდატი
უნდა იყოს ფართო და გამოძიებამ იმსჯელოს იმაზე, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონოდა მის
წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე მომხდარ ფაქტს და (5) ასევე, გამოძიება
ჯეროვნად და სწრაფად უნდა წარიმართოს.
ივანე მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების შესახებ
სახალხო დამცველს მიაწოდოს ინფორმაცია
საგამოძიებო მოქმედების შესახებ
კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის
მნიშვნელობაზე. 2019 წელს კვლავ გამოვლინდა საჯაროდ ცნობილი პირის პირადი
ცხოვრების ამსახველი კადრების ინტერნეტით მასობრივად გავრცელების შემთხვევები.
მსგავსი ფაქტები 2015 და 2016 წლებშიც არაერთხელ დაფიქსირდა, თუმცა ამ დანაშაულთა
სრულყოფილი გამოძიება დღემდე ვერ მოხერხდა.
საქართველოს
პროკურატურას
და
სახალხო
დამცველმა
დროული
და
არაერთხელ
ეფექტიანი
მიმართა
გამოძიების
საქართველოს
ჩატარებისკენ
მოუწოდა.
მიუხედავად პროკურატურის მიერ გატარებული ღონისძიებებისა, რომლითაც დასტურდება,
რომ პასუხისგებაში მიეცა არაერთი ადამიანი, მაინც უცნობი დარჩა პასუხი შეკითხვებზე – ვინ
დაგეგმა, შექმნა და თავდაპირველად გაავრცელა ყოველ ცალკეულ შემთხვევაში პირადი
ცხოვრების საიდუმლოების ამსახველი ინფორმაცია.
პერიოდულად
აცნობოს
საზოგადოებას
პირადი
ცხოვრების
ხელშეუხებლობის
დარღვევის საქმეებზე დაწყებული გამოძიებების მიმდინარეობის პროგრესის შესახებ
ახალი მნიშვნელოვანი გარემოებების გამოვლენის შემთხვევაში.
„საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის
შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშში მერვე თავი ეთმობა
თანასწორობის უფლებას. აღნიშნულ თავში განხილულია ისეთი საკითხები, როგორიცაა:
ქალთა თანასწორუფლებიანობა, შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაცია,
არასრულწლოვანთა მიმართ დისკრიმინაცია, ეროვნების ნიშნით დისკრიმინაცია, ლგბტ+
ადამიანების
თანასწორუფლებიანობა,
დისკრიმინაცია
შრომით
ურთიერთობებში,
დისკრიმინაცია სოციალური სარგებლის მიღებისას, მოქალაქეობის ნიშნით დისკრიმინაცია,
დისკრიმინაციის წახალისება.
სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს დისკრიმინაციის დაუშვებლობაზე და
მოუწოდებს საჯარო პირების, განსაკუთრებით კი, პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილე
ადამიანებს, თავის შეიკავონ ნებისმიერი დაუცველი ჯგუფის მიმართ დისკრიმინაციის
წამახალისებელი მოსაზრებების გამოთქმისაგან, რაც საფრთხეს უქმნის ამ ჯგუფების
თანასწორუფლებიანობას და აზრს უკარგავს იმ პროცესს, რაც თანასწორობის პრინციპის
გააზრების მხრივ ქართულმა საზოგადოებამ განიცადა.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 172-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე
საქართველოს პარლამენტისთვის გაწეული საქმიანობის შესახებ წარდგენილ ანგარიშში
ასახოს ინფორმაცია სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიებასთან
დაკავშირებით.
სახალხო დამცველის შეფასებით, ადრეულ ასაკში ქორწინების და ნიშნობის პრაქტიკა
ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება. პრობლემაა როგორც პრევენციის, ისე
კონკრეტული შემთხვევების მართვის მხრივ. მიუხედავად იმისა, რომ 18 წლამდე პირთა
ქორწინების რეგისტრაცია არ ხორციელდება, პრობლემად რჩება ფაქტობრივი თანაცხოვრების
შემთხვევები. 2017 წლის მონაცემთან შედარებით (835 არასრულწლოვანი მშობელი),
შემცირებულია, თუმცა კვლავ მაღალია ბავშვის დაბადებისას არასრულწლოვან მშობელთა
რაოდენობა,
კერძოდ,
2018
წელს
მშობლად
715
არასრულწლოვანი
დედა
და
23
არასრულწლოვანი მამა დარეგისტრირდა.
სახალხო დამცველის მიერ შესწავლილ საქმეებში, პრობლემად იკვეთება სისხლის
სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პრაქტიკაში აღსრულებაც. ამ მუხლის ამჟამად მოქმედი
რედაქცია ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ითვალისწინებს სისხლის სამართლის
პასუხისმგებლობას სრულწლოვნისთვის, 16 წელს მიუღწეველ პირთან სქესობრივი კავშირის
დამყარების გამო, რაც პრაქტიკაში, წყვილებს შორის მცირე ასაკობრივი სხვაობისას
პრობლემას ქმნის. როდესაც ფაქტობრივ, ნებაყოფლობით თანაცხოვრებაში იმყოფებიან 16
წელს მიუღწეველი და 18 წელს მიუღწეველი პირები, მათი ურთიერთობა არ შეიცავს სისხლის
სამართლის დანაშაულის ნიშნებს, თუმცა როდესაც პირი სრულწლოვანებას ნებაყოფლობითი
თანაცხოვრების დაწყების შემდეგ აღწევს და მისი პარტნიორი კვლავ 16 წელს მიუღწეველია,
ჩნდება 18 წელს მიღწეული პირის მიმართ სისხლის სამართლის დევნის სამართლებრივი
საფუძველი.
ეთნიკური
უმცირესობით
დასახლებულ
რეგიონებში
კვლავ
ხდება
გოგოების
ქორწინების მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის შემთხვევები. საქმეთა შესწავლის
შედეგად ჩანს, რომ როდესაც საქმე ეთნიკურ უმცირესობას ეხება, ამ კონკრეტულ
დანაშაულთან მიმართებით მკაცრი პოლიტიკა არ ტარდება. კონკრეტული საქმეების
შესწავლისას ხშირია უკმაყოფილება პოლიციის მიმართ, რომ ჭიანურდება ოპერატიულსამძებრო ღონისძიებები, იმ ვარაუდით, რომ ოჯახები მორიგდებიან და საქმეზე მუშაობა
მოკლე დროში დასრულდება. მნიშვნელოვანია, რომ სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი
საქმეების მიხედვით, ზოგიერთი გოგო სკოლას სწორედ მოტაცების შიშის გამო ტოვებს.
ადრეულ ასაკში ქორწინების პრაქტიკასთან ერთად, კვლავ გამოწვევად რჩება
არასრულწლოვანი გოგონების ნიშნობა. სისხლის სამართლის კოდექსის 1501 მუხლით,
რომელიც ქორწინების იძულებას გულისხმობს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
მიერ მოწოდებული ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო 16 შემთხვევაში, ხოლო სისხლის
სამართლებრივი დევნა - 5 შემთხვევაში.
გააძლიეროს პრევენციული ზომები ქორწინების იძულების, თავისუფლების უკანონო
აღკვეთის და არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის შესამცირებლად/თავიდან
ასაცილებლად; კერძოდ, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა და
მომხდარ დანაშაულთა დეტალური გაანალიზების კუთხითა.
სახალხო დამცველის მიერ ფემიციდის და ფემიციდის მცდელობის საქმეთა ანალიზი
აჩვენებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის კუთხით წინგადადგმული
ნაბიჯების მიუხედავად, ფემიციდთან, როგორც ქალის მიმართ ძალადობის ყველაზე სასტიკ
ფორმასთან, ბრძოლის მიმართულებით კვლავ ბევრი გამოწვევა რჩება. განსაკუთრებით
საყურადღებოა ისეთი შემთხვევები, სადაც სამართალდამცავი უწყება დანაშაულის ფაქტამდე
იყო ინფორმირებული ოჯახში არსებული შესაძლო ძალადობის შესახებ, თუმცა ძალადობის
უკიდურესი ფორმის პრევენცია ვერ მოხერხდა.
სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს ის შემთხვევებზე, სადაც მსხვერპლს
დასახმარებლად პოლიციისთვის არ მიუმართავს, რაც შეიძლება სამართალდამცავი
უწყებისადმი ნდობის ნაკლებობას უკავშირდებეს. საქმეთა მასალების ანალიზის შედეგად,
გამოძიებისა და სასამართლო ეტაპზე გამოვლენილია ისეთი ხარვეზები, როგორიცაა
კვალიფიკაციის და გენდერული მოტივის გამოკვეთის პრობლემა, ძალადობის წინარე
ისტორიის გაუთვალისწინებლობა და ამ კუთხით მსჯელობის განვითარება ბრალის შესახებ
დადგენილებებსა
და
სასამართლოს
განაჩენებში,
უწყებების
მიერ
გენდერულად
არამგრძნობიარე ენის გამოყენება და სხვ.
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საქმეების შემთხვევაში, მოიძიონ და
მხედველობაში მიიღონ ძალადობის წინარე ისტორიის მასალები.
სახალხო
დამცველი
აღნიშნავს,
რომ
2018
წელს
გაუმჯობესდა
რელიგიური
შეუწყნარებლობის ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე სამართალდამცავი ორგანოების მიერ
შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭების საკითხი, რაც წლების განმავლობაში პრობლემური
იყო. თუმცა, კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ამ ტიპის დანაშაულებზე
ეფექტიანი და დროული რეაგირება.
2018 წლის განმავლობაში სახალხო დამცველმა სავარაუდო რელიგიის ნიშნით
ჩადენილი დანაშაულის ეფექტიანად გამოძიების მიმართულებით შეისწავლა 19 ფაქტი,
რომელთაგან ყველა შემთხვევაში საქმე ეხებოდა იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ სხვადასხვა
მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენას.
საქართველოს
გენერალური
პროკურატურისგან
დაყრდნობით, სახალხო დამცველი აღნიშნავს,
საგამოძიებო
მოქმედების
ჩატარების
გზით
მიღებულ
ინფორმაციაზე
რომ სამართალდამცავები სხვადასხვა
ცდილობდნენ
სიძულვილის
მოტივის
გამოკვეთას, და გამოძიება ხშირად იწყებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 155-ე
(რელიგიური წესის აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა) და 156-ე (დევნა)
მუხლებით. თუმცა, სახალხო დამცველი იმასაც აღნიშნავს, რომ ცალკეულ შემთხვევაში,
ქმედების კვალიფიკაცია ხდებოდა სისხლის სამართლის მუხლით, რომელიც თავის თავში
დისკრიმინაციულ მოტივს არ მოიცავს - 126-ე (ძალადობა) და 332-ე (სამსახურებრივი
უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება), რაც ართულებს დისკრიმინაციული მოტივის
გამოკვეთას და სისხლისსამართლებრივი დევნისას სავარაუდო სიძულვილის მოტივის
დადგენას.
სახალხო დამცველი საუბრობს იეჰოვას მოწმეთა მხრიდან საგამოძიებო უწყებების
მიმართ
გამოძიების ობიექტურად წარმართვასა და გაჭიანურების კუთხით გამოთქმულ
უკმაყოფილებაზე,
კერძოდ,
ბრალდებულად/დაზარალებულად
ცნობისა
და
საბოლოო/შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების ვადებთან დაკავშირებით. სახალხო
დამცველი იზიარებს აღნიშნულ პოზიციას და აღნიშნავს, რომ, ხშირ შემთხვევებში,
საგამოძიებო უწყებებიდან მიღებული ინფორმაციის ანალიზისას ირკვევა, რომ კონკრეტულ
საქმეზე ჩატარდა რიგი საგამოძიებო მოქმედებები, ნაბიჯები იდგმება სიძულვილის მოტივის
გამოკვეთის კუთხითაც, თუმცა პასუხისმგებელი პირები ვერ იკვეთება, ამასთან, შესაბამის
პირებს არც დაზარალებულის სტატუსი ენიჭებათ. აღნიშნულს ის გარემოებაც ამწვავებს, რომ
კონკრეტული ქმედების ჩადენიდან გონივრული ვადაა გასული და საგამოძიებო უწყებათა
მიერ გატარებული ღონისძიებები გამოძიების ეფექტიანობას ეჭვქვეშ აყენებს.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 172-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე
საქართველოს პარლამენტისთვის გაწეული საქმიანობის შესახებ წარდგენილ ანგარიშში
ასახოს ინფორმაცია რელიგიური შეუწყნარებლობით ჩადენილი დანაშაულების
გამოძიებასთან დაკავშირებით.
2014
წელს
მუნიციპალიტეტში
ადიგენის
მუნიციპალიტეტის
სამართალდამცავების
მიერ
სოფელ
მოხესა
მუსლიმთა
და
ქობულეთის
უფლებების
დარღვევის
სავარაუდო ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების საკითხზე ყურადღება გამახვილებული იყო
„საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“
საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშშიც. პარლამენტმა გაიზიარა სახალხო
დამცველის რეკომენდაცია და პროკურატურას დაავალა საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილ ფარგლებში, საზოგადოების ინფორმირება აღნიშნულ საქმეებზე, ახალი
გარემოებების გამოვლენის შემთხვევაში. სახალხო დამცველი ახალ ანგარიშში კვლავ
ამახვილებს ყურადღებას აღნიშნულ საკითხზე და ინფორმაციის მიწოდებასთან ერთად, ასევე
მოუწოდებს პროკურატურას შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისაკენ.
2014
წელს
ადიგენის
მუნიციპალიტეტის
სოფელ
მოხეში,
ასევე,
ქობულეთის
მუნიციპალიტეტში, სამართალდამცავების მიერ მუსლიმთა უფლებების დარღვევის
სავარაუდო ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებისა და 2018 და 2019 წლების განმავლობაში
ჩატარებული
კონკრეტული
საგამოძიებო
მოქმედებების
შესახებ
საზოგადოებას
მიაწოდოს ინფორმაცია ახალი გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში და მიიღოს
შემაჯამებელი გადაწყვეტილება.
სახალხო
დამცველი
აღნიშნავს,
რომ
თბილისის
ცენტრიდან
აზერბაიჯანელი
ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გაუჩინარებიდან თითქმის ორი წლის გასვლის შემდეგაც,
გამოძიება კვლავ არ მისულა კონკრეტულ შედეგებამდე. გასული საანგარიშო პერიოდის
მსგავსად, სახალხო დამცველი 2018 წლის განმავლობაშიც ყურადღებით ადევნებდა თვალს
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებულ მოვლენებს და საგამოძიებო ორგანოდან პერიოდულად
ითხოვდა ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.
სახალხო დამცველი კვლავ მოუწოდებს საქართველოს გენერალურ პროკურატურას,
საზოგადოებას პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე,
რაც წარმოშობს ნდობას გამოძიების დროულად და ეფექტიანად მიმდინარეობასთან
დაკავშირებით და გააქარწყლებს ეჭვს, რომ საქართველოს სახელმწიფომ თვალი დახუჭა ან
გულგრილად მოეკიდა ჟურნალისტის გაუჩინარებას.
საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია აფგან მუხთარლის საქმის მიმდინარეობისა და
პროგრესის შესახებ ახალი გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში.
კანონის
უზენაესობის
პრინციპის
აღსრულების
მიზნით,
სახალხო
დამცველს
აუცილებლად მიაჩნია შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ წიაღისეულის გამოყენების წესის
დარღვევის ფაქტზე ჯერ კიდევ 2013 წელს დაწყებული გამოძიების საქმეში ხელშესახები
შედეგების დადგომა: პასუხისმგებელი პირების დადგენა და მათ მიმართ ყველა კანონისმიერი
ღონისძიების გატარება.
საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმის გამოძიების
მიმდინარეობისა და პროგრესის შესახებ ახალი გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში.
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტროდან
გამოთხოვილ
სტატისტიკურ
მონაცემებზე დაყრდნობით, სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ სამუშაო ადგილებზე
მომხდარი უბედური შემთხვევების რაოდენობა წინა წლის მონაცემებთან შედარებით
გაზრდილია. კერძოდ, 2018 წლის განმავლობაში გამოძიება დაიწყო წარმოებაში მომხდარი
უბედური შემთხვევების 224 ფაქტზე, რაც 2017 წლის მაჩვენებელს (128 ფაქტი) ბევრად
აღემატება. აქედან, გამოძიება შეწყდა 67 შემთხვევაში. სისხლისსამართლებრივი დევნა
დაწყებულია მხოლოდ 19 შემთხვევაში. ამდენად, კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება
დროული და ეფექტიანი გამოძიების წარმოება.
საქართველოს საერთო სასამართლოებიდან გამოთხოვილი განაჩენების ანალიზით კი
დგინდება, რომ 2018 წლის განმავლობაში წარმოებაში მომხდარ უბედურ შემთხვევებთან
დაკავშირებით საქალაქო და რაიონულმა სასამართლოებმა 35 საქმე განიხილეს და მათგან
რეალური სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ 2 შემთხვევაში განისაზღვრა.
არსებითი განხილვის შედეგად გამამტყუნებელი განაჩენი დადგა კიდევ 7 საქმეზე. საქმეთა
დაახლოებით 69% (22 საქმე) არსებითი განხილვის გარეშე დასრულდა საპროცესო
შეთანხმების
დადებით.
1
საქმე
კი,
განრიდების
გამოყენების
მიზნით,
რაიონულ
პროკურატურას დაუბრუნდა. შესაბამისად, წინა წლებში გამოკვეთილი ტენდენციის
მსგავსად,
სახელმწიფო,
ამგვარ
შემთხვევებზე
სისხლისსამართლებრივი
რეაგირების
კუთხით, კვლავ არ ირჩევს მკაცრ პოლიტიკას.
2019 წლის საპარლამენტო ანგარიშში წარმოადგინოს ინფორმაცია წარმოებაში მომხდარ
უბედურ
შემთხვევებთან
დაკავშირებულ
სისხლის
სამართლის
საქმეებზე,
ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების დამკვიდრებული პრაქტიკის
თაობაზე.
2017
წლის
ადგილობრივი
თვითმმართველობის
არჩევნებისგან
განსხვავებით,
საპრეზიდენტო არჩევნების, განსაკუთრებით, მეორე ტურის წინა პერიოდში, სამწუხაროდ,
მრავლად ჰქონდა ადგილი ფიზიკური დაპირისპირებისა და ძალადობრივ ფაქტებს.
საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, სხვადასხვა ძალადობრივ
ფაქტზე დაწყებულია და ამ დრომდე გრძელდება გამოძიება, კერძოდ:
2018 წლის 28 ოქტომბრამდე - კენჭისყრის დღემდე მომხდარ წინასაარჩევნო
ინციდენტებზე გამოძიება დაიწყო 12 საქმეზე;
2018 წლის 28 ოქტომბერს (პირველი ტურის კენჭისყრის დღეს) და მომდევნო
დღეებში (მეორე ტურის გამართვამდე) გამოვლენილ საარჩევნო ინციდენტებზე
გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 34 საქმეზე;
მეორე ტურის კენჭისყრის დღეს და შემდგომ ეტაპზე გამოვლენილ საარჩევნო
ინციდენტებზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 31 საქმეზე
საქართველოს
გენერალურმა
პროკურატურიდან
მიღებულ
ინფორმაციაზე
დაყრდნობით, სახალხო დამცველი აცხადებს, რომ არჩევნების დღეს და შემდგომ პერიოდში,
ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
1641 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, გამოძიება სულ სისხლის
სამართლის 8 საქმეზე დაიწყო. აღნიშნულ საქმეებზე ტარდება საგამოძიებო მოქმედებები,
დაზარალებულად ან ბრალდებულად კონკრეტული პირი არ არის ცნობილი.
არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობისას, გამოვლინდა ონლაინ გამოცემა on.ge-სა და
ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტებზე ძალადობის ორი შემთხვევა. ორივე ფაქტთან
დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით
დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. უწყების ცნობით, on.ge-ს რეპორტიორის საქმეში
დანაშაულის ნიშნები არ გამოიკვეთა და გამოძიება შეწყდა, ხოლო ტელეკომპანია „პირველის“
ჟურნალისტზე თავდასხმისთვის 2018 წლის 6 დეკემბერს ბრალი წარედგინა ერთ პირს.
საარჩევნო პერიოდში წარმოდგენილი საჩივრების საფუძველზე, სახალხო დამცველის
შესწავლის საგანი გახდა 2018 წელს, თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებიდან მხოლოდ
საპრეზიდენტო არჩევნების პირველ და მეორე ტურს შორის ჩატარებული არაგეგმიური
მონიტორინგის შედეგად დირექტორების გათავისუფლების საკითხი. არაერთი მწვავე
შეკითხვა გააჩინა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შიდა
აუდიტის დეპარტამენტის მიერ არჩევნების პირველ და მეორე ტურს შორის, ზუგდიდის №6
საჯარო სკოლაში ჩატარებული მონიტორინგის მიზანმა.
სახალხო დამცველს დაუშვებლად მიაჩნია საგანმანათლებლო დაწესებულებების
შემოწმების მექანიზმის პოლიტიკური მიზნით გამოყენება და მოუწოდებს პროკურატურას
დროულად გამოიძიოს 2018 წლის ნოემბერში ზუგდიდის №6 საჯარო სკოლის შემოწმების
დაწყების საფუძველთან დაკავშირებული გარემოებები.
მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია საარჩევნო პერიოდში გამოვლენილი ყველა
დანაშაულებრივი ქმედების გამოძიების მიმდინარეობისა და პროგრესის თაობაზე
ახალი გარემოების აღმოჩენის შემთხვევაში.
„საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის
შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშში მე-20 თავი ეთმობა
საარჩევნო უფლებას. აღნიშნულ თავში განხილულია ისეთი საკითხები, როგორიცაა:
სიძულვილის ენა, ძალადობრივი ინციდენტები, ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის
შემთხვევები, პერსონალური მონაცემების დაცვისა და ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენა,
საარჩევნო
ბიულეტენების
შესაძლო
გაყალბების
ფაქტები,
საარჩევნო
ფინანსების
გამჭვირვალობა, მედიაგარემო და საარჩევნო პერიოდში ბაღის და სკოლის დირექტორების
სამსახურიდან გათავისუფლება. ანგარიშის აღნიშნულ ნაწილში მითითებულია კონკრეტული
ფაქტები,
რომლებიც
სამართალდამცავი
შესაძლოა
უწყებების
შეიცავდეს
მიერ
დანაშაულის
დაწყებულია
ნიშნებს
გამოძიება,
და
თუმცა
რომლებზეც
შემაჯამებელი
გადაწყვეტილებების თაობაზე ინფორმაცია საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის.
საარჩევნო პერიოდში გამოვლენილი ყველა დანაშაულებრივი ქმედების გამოძიების
მიმდინარეობისა და გაწეული საქმიანობის თაობაზე, წარმოადგინოს ინფორმაცია
ახალი გარემოების გამოვლენის შემთხვევაში, პარლამენტის რეგლამენტის 172-ე
მუხლის შესაბამისად.
სახალხო დამცველი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ 2014 წლიდან ამ დრომდე,
ხელშესახები შედეგების გარეშე მიმდინარეობს გამოძიება საყდრისი-ყაჩაღიანის ოქროს
საბადოს დაზიანებისა და განადგურების საქმეზე, ასევე რუისი–რიკოთის საავტომობილო
გზის მშენებლობის პროცესში არქეოლოგიური ობიექტების განადგურების ფაქტთან
დაკავშირებით.
საზოგადოებას
მიაწოდოს
ინფორმაცია
რუისი–რიკოთის
საავტომობილო
გზის
მშენებლობის პროცესში არქეოლოგიური ობიექტების განადგურების და საყდრისიყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღაროს დაზიანებისა და განადგურების ფაქტების
გამოძიების მიმდინარეობის და პროგრესის შესახებ ახალი გარემოების აღმოჩენის
შემთხვევაში.
სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ თავდაცვის სამინისტროს
სამხედრო ნაწილებში 2015 წელს მომხდარი ორი გარდაცვალების ფაქტზე აღძრულ სისხლის
სამართლის საქმეებზე დღემდე გრძელდება გამოძიება. სახელმწიფო ვალდებულია, პირთა
გარდაცვალების
შემთხვევაში,
აწარმოოს
ეფექტიანი
გამოძიება,
ასევე,
იმ
ფაქტის
მხედველობაში მიღებით, რომ გამოძიების დაწყებიდან 3 წელზე მეტი ხანი გავიდა,
მნიშვნელოვანია ანგარიშვალდებულება და წარმოდგენილი გამოძიების შედეგების შესახებ,
საზოგადოებისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება. აუცილებელია წარმოდგენილ
იქნეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად დროულად, ზედმიწევნით და ადეკვატურად
ჩატარდა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. სახალხო დამცველის აპარატი გამოთქვამს
მზადყოფნას, საგამოძიებო ორგანოს თანხმობის შემთხვევაში, გაეცნოს აღნიშნულ სისხლის
სამართლის საქმეებს.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 172-ე მუხლის შესაბამისად, წარდგენილ
ანგარიშში, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა წარმოადგინოს ინფორმაცია
თავდაცვის სამინისტროს ნაწილებში მომხდარი გარდაცვალების ფაქტებზე აღძრული
სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების შესახებ ახალი გარემოების გამოვლენის
შემთხვევაში.
სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ კვლავ გაურკვეველი რჩება 2008 წლის ომის შემდეგ
უგზო-უკვლოდ დაკარგული ხუთი ეთნიკურად ოსი პირის ადგილსამყოფელი, მათ შორის,
სამი ეთნიკურად ოსი ახალგაზრდას ბედი, რომლებიც 2008 წლის 13 ოქტომბერს სავარაუდოდ
საქართველოს
მიერ
პროკურატურის
კონტროლირებად
მიერ
მოწოდებული
ტერიტორიაზე
ინფორმაციით,
გაუჩინარდნენ.
გამოძიება
გენერალური
გრძელდება,
ხოლო
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების მიუხედავად, უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული
პირების ადგილსამყოფელის დადგენა ვერ მოხერხდა.
საზოგადოებას, პერიოდულად, 6 თვეში ერთხელ, მიაწოდოს ინფორმაცია 2008 წლის
აგვისტოს ომის შემდგომ უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული პირების საქმის გამოძიების
მიმდინარეობისა და პროგრესის თაობაზე ახალი გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში.
„საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის
შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშში განხიულული იყო 20122014 წლებში მუსლიმი მოსახლეობის წინააღმდეგ სოფელ ნიგვზიანში, წინწყაროში,
სამთაწყაროსა და ქობულეთში განხორციელებულ ქმედებებზე, ასევე, იეჰოვას მოწმეების და
სხვა რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლების მიმართ ჩადენილი სავარაუდო
სამართალდარღვევების
შემთხვევებზე
დაწყებული
გამოძიებების
საკითხი.
სახალხო
დამცველმა გასცა რეკომენდაცია რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და
საქართველოს პროკურატურას წარმოედგინა დეტალური ინფორმაცია აღნიშნულ სისხლის
სამართლის საქმეებზე ჩატარებული ღონისძიებების შესახებ. საქართველოს პარლამენტმა
გაიზიარა სახალხო დამცველის აღნიშნული რეკომენდაცია და პროკურატურას დაავალა
სავარაუდო სამართალდარღვევების ფაქტებზე განხორციელებული ღონისძიებების შესახებ,
ახალი გარემოებების გამოვლენის შემთხვევაში, საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება.
სახალხო დამცველი 2018 წლის ანგარიშშიც კვლავა ამახვილებს ყურადღებას ამ
საკითხზე და იმეორებს წინა წლის რეკომენდაციას.
წარმოადგინოს დეტალური ინფორმაცია 2012-2014 წლებში მუსლიმი მოსახლეობის
წინააღმდეგ
სოფელ
სამთაწყაროს
გამოძიების,
ასევე,
იეჰოვას
წარმომადგენლების
მიმართ
შემთხვევებზე
განხორციელებულ
მოწმეების
და
ჩადენილი
განხორციელებული
სხვა
რელიგიური
სავარაუდო
ღონისძიებების
ქმედებებზე
მიმდინარე
გაერთიანებების
სამართალდარღვევების
შესახებ
ახალი
გარმოებების
აღმოჩენის შემთხვევაში.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო:
სახალხო დამცველის ანგარიშში აღნიშნულია, რომ პრაქტიკაში პრობლემურია
დაკავებულისთვის
ადვოკატის
დაუყოვნებლივი
ხელმისაწვდომობის
უფლებით
სარგებლობა, მაშინ როდესაც დაკავებული პირი სწორედ დაკავების პირველ საათებშია
ყველაზე მოწყვლადი პოლიციის მხრიდან ზეწოლისა და არასათანადო მოპყრობის მიმართ.
სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ სტატისტიკური პროგრამის (SPSS) გამოყენებით
დამუშავებული მონაცემების მიხედვით, წინა წლის მსგავსად, 2018 წელს სისხლის სამართლის
საქმეებში ადვოკატის ჩართვის დაბალი მაჩვენებელი პირველი 24 საათის განმავლობაში
არსებითად არ შეცვლილა.
სპეციალური პრევენციის ჯგუფის წევრებთან რეგიონებში გამართულ შეხვედრებზე
ადგილობრივმა ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ხშირად პოლიციის თანამშრომლები
დაკავებულ პირებს არწმუნებენ, რომ უარი თქვან ადვოკატის დახმარებაზე; ეუბნებიან, რომ
ადვოკატის გარეშე უფრო კარგ პირობებზე შეთანხმდებიან. ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით,
სახალხო
დამცველი
მიიჩნევს,
რომ
აუცილებელია,
შინაგან
საქმეთა
სამინისტრომ
შეისწავლოს, მის ქვემდებარე სისტემაში რამდენად არის დაცული დაკავებული პირების
ოჯახთან/საკონსულოსთან და ადვოკატთან დაკავშირების უფლება და შესწავლის შედეგების
თაობაზე ინფორმაცია მიაწოდოს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს; მისი
სურვილია, რომ მონიტორინგის ორგანოებს, როგორც სამინისტროს შიდა მონიტორინგის
ორგანოებს, ასევე, გარე მონიტორინგის ორგანოს - სახალხო დამცველის სპეციალური
პრევენციული ჯგუფის სახით, შესაძლებლობა
ფარგლებში
შეამოწმონ
დაკავებულ
ჰქონდეთ, სისტემური მონიტორინგის
პირთათვის
გარანტირებული
ზემოაღნიშნული
უფლებები მხოლოდ თეორიულია, თუ პრაქტიკული და ეფექტიანი. შესაბამისად, შინაგან
საქმეთა სამინისტრომ უნდა შეიმუშაოს კონკრეტული მექანიზმი, რომელიც შესაძლებელს
გახდის
იმის
შემოწმებას,
პრაქტიკაში
რამდენად
ხორციელდება
ოჯახის
წევრთან/ახლობლებთან/ადვოკატთან დაკავშირების და დაკავების შესახებ ინფორმაციის
შეტყობინების უფლება
შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეისწავლოს, დაცულია თუ არა დაკავებული პირების
უფლება ოჯახის წევრთან/ახლობლებთან/ადვოკატთან დაკავშირების და დაკავების
შესახებ
ინფორმაციის
შეტყობინების
შესახებ;
შეიმუშაოს
მექანიზმი,
რომლის
მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება აღნიშნული უფლების აღსრულების შემოწმება;
შესწავლის შედეგების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდოს საქართველოს სახალხო
დამცველის აპარატს
სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ 2018 წელს კვლავ პრობლემა იყო პოლიციის
სამმართველოებში შიდა და გარე პერიმეტრის ვიდეოკამერებით სათანადოდ დაფარვა.
ზოგიერთ რაიონულ სამმართველოში ვიდეოკამერები არ იყო დამონტაჟებული შენობის არც
გარე და არც შიდა პერიმეტრზე. ამასთან, ნათქვამია, რომ იმ სამმართველოთა აბსოლუტურ
უმრავლესობაში, სადაც ვიდეომეთვალყურეობა შიდა პერიმეტრზე ხორციელდება, კამერები
ძირითადად
დამონტაჟებულია
შენობის
შესასვლელში,
ოპერატიული
მორიგისთვის
გამოყოფილი სივრცის წინ. ამ კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ
ვიდეოკამერები განთავსდეს იმ ოთახებში, სადაც დაკავებულ პირთა დაკითხვა-გამოკითხვა
მიმდინარეობს.
გაგრძელდეს პოლიციელთა გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე სამხრე კამერებით
აღჭურვის პროცესი და საპატრულო პოლიციის მსგავსად, ტერიტორიული ორგანოების
თანამშრომლები
ეტაპობრივად
აღიჭურვონ
გაუმჯობესებული
ტექნიკური
შესაძლებლობების სამხრე კამერებით
პენიტენციური ჯანდაცვის კუთხით კვლავ პრობლემას წარმოადგენს სამედიცინო
პერსონალის რაოდენობა
და კვალიფიკაცია,
სამედიცინო დოკუმენტაციის სათანადო
წარმოება სამედიცინო კონფიდენციალურობის დაცვა, სამედიცინო რეფერალის დროული
განხორციელება და პრევენციული ჯანდაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა.
გაიზარდოს იმ იზოლატორების რაოდენობა, რომლებშიც ფუნქციონირებს სამედიცინო
პუნქტი და ამ იზოლატორებში შესახლებული პირის სხეულის დაზიანებების
დოკუმენტირება განხორციელდეს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ საანგარიშო პერიოდში ჩატარებული
შემოწმების შედეგად, ირკვევა , რომ წინა წლების მსგავსად, პოლიციის მიერ პირის
ინფორმირება საკუთარი უფლებების შესახებ, კვლავ პრობლემაა. მიუხედავად იმისა, რომ
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 174-ე მუხლის საფუძველზე,
დამკავებელ მოხელეს ევალება, რომ დაკავებულ პირს გასაგები ფორმით აცნობოს დამცველის
ყოლის დუმილისა და კითხვებზე პასუხის გაცემისაგან თავის შეკავების უფლება და რომ
ყველაფერი, რასაც იგი იტყვის, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მის წინააღმდეგ
სასამართლოში, სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა დაკავებულ პირთა გამოკითხვით
დაადგინა, რომ, უმეტეს შემთხვევებში, დაკავებისას და პოლიციის დაწესებულებაში
გადაყვანის შემდეგაც, პოლიცია დაკავებულ პირებს აღნიშნულ უფლებებს ან საერთოდ არ
განუმარტავს სიტყვიერად, ან ინფორმაციას არასრულყოფილად აწვდის. დაკავებულებს მათი
უფლებები, ძირითადად, დროებითი მოთავსების იზოლატორებში განემარტებათ, სადაც მათ
წერილობით გადასცემენ უფლებებისა და მოვალეობების, მათ შორის, საპროცესო უფლებების
შესახებ ნუსხას, რასაც დაკავებული პირები ხელმოწერით ადასტურებენ.
პოლიციელებისთვის
შემუშავდეს
სახელმძღვანელო
დოკუმენტი/ინსტრუქცია
დაკავებული პირისთვის უფლებების განმარტების შესახებ
ანგარიშის მიხედვით, დროებითი მოთავსების იზოლატორებისგან განსხვავებით,
პოლიციის სამმართველოები არ არის უზრუნველყოფილი დაკავებულ პირთა საპროცესო
უფლებების შესახებ წერილობითი ბუკლეტებით და დაკავებულთა ინფორმირების მიზნით,
პოლიციის დაწესებულებებში არც რაიმე სახის პოსტერებია გამოკრული.
პოლიციის
შენობების
კედლებზე
თვალსაჩინო
ადგილას
გაიკრას
პოსტერები
უფლებების თაობაზე ინფორმაციის შესახებ და სახალხო დამცველის ცხელი ხაზის
საკონტაქტო მონაცემებით
ანგარიშში
აღნიშნულია,
რომ
წამებისა
და
სხვა
სასტიკი,
არაადამიანური
დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის ეფექტიანი დოკუმენტირებისა და გამოძიების
მიზნით, აუცილებელია, რომ ქვეყანაში სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა სტამბოლის
პროტოკოლის შესაბამისად ტარდებოდეს. ასევე ნათქვამია ,რომ წამებისა და არასათანადო
მოპყრობის
ექსპერტიზის
სავარაუდო
ეროვნული
ფაქტებზე
„ლევან
სამხარაულის
სახელობის
სასამართლო
ბიუროს“
მიერ
ჩატარებული
სასამართლო
სამედიცინო
ექსპერტიზის წერილობითი დასკვნები არ შეესაბამება სტამბოლის პროტოკოლის V, VI
თავებითა და სტამბოლის პროტოკოლის დანართი 1-ით (წამებისა და სხვა სასტიკი,
არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ეფექტიანი გამოძიებისა და დოკუმენტირების
პრინციპები) გათვალისწინებულ მოთხოვნებს. კერძოდ, საგამოძიებო ორგანოს შეკითხვაზე,
ხომ არ აღენიშნება პირს რაიმე სახის დაზიანება, როგორია ამ დაზიანებების ლოკალიზაცია,
ხანდაზმულობა, ხარისხი და რით არის ისინი გამოწვეული, ეროვნული ბიუროს დასკვნებში
აღნიშნულია, რომ კონკრეტული სახის დაზიანებები მიყენებულია, მაგალითად, მკვრივი,
ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს და შემდეგ მითითება
დაზიანების ხანდაზმულობა. ნათელია, რომ დასკვნებში არ არის დადგენილი ფიზიკური
სიმპტომების შესაძლო კავშირი წამებასა და არასათანადო მოპყრობასთან, რაც სტამბოლის
პროტოკოლის სახელმძღვანელო პრინციპებს არ შეესაბამება.
დროებითი მოთავსების იზოლატორებში დასაქმებული ექიმებისთვის შემუშავდეს
სახელმძღვანელო დეტალური ინსტრუქცია იზოლატორში მოთავსებულ პირთა
სხეულზე არსებული დაზიანებების სრულყოფილად დოკუმენტირების შესახებ
სახალხო დამცველისა და სპეციალური პრევენციული ჯგუფის შეფასებით, სასამართლო
სამედიცინო ექსპერტიზის სტამბოლის პროტოკოლის პრინციპების შესაბამისად ჩატარების
პრაქტიკის დასანერგად, აუცილებელია კომპლექსური ზომების მიღება, რაც შეიძლება
მოიცავდეს
მატერიალურ-ტექნიკური
ბაზის
განახლებას,
კადრების
გადამზადებას,
ნორმატიული ბაზის გადახედვასა და შესაბამისი ინსტრუქციების მომზადებას. ამდენად,
მათი აზრით მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობამ შეიმუშაოს გეგმა, რომელიც მიზნად
ისახავს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების დროს სტამბოლის პროტოკოლით
დადგენილი სახელმძღვანელო პრინციპების პრაქტიკაში განხორციელებას.
დროებითი მოთავსების იზოლატორებში დასაქმებული ექიმებისთვის შემუშავდეს
ფოტოგადაღების ტექნიკური ინსტრუქცია, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი ის
პროცედურები, რომელიც უზრუნველყოფს ხარისხიანი ფოტოების გადაღებას
სახალხო დამცველის მიერ, 2018 წელს ჩატარებული მონიტორინგის შედეგები აჩვენებს,
რომ პენიტენციურ დაწესებულებებში ბოლომდე არ არის უზრუნველყოფილი სავარაუდო
არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტიანი გამოვლენა და დოკუმენტირება. აღნიშნულია
, რომ 2018 წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, პენიტენციურ დაწესებულებებში,
დაზიანებების აღრიცხვის ახალი ფორმის შესაბამისად, მხოლოდ 8 შემთხვევაში მოხდა
დოკუმენტირება და ეს მაშინ, როდესაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური
პენიტენციური სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2018 წლის 1 იანვრიდან 30
სექტემბრის ჩათვლით, პენიტენციურ დაწესებულებებში შესახლებული ბრალდებულებიდან
დაზიანება დაკავებისას და დაკავების შემდეგ 83-მა პირმა მიიღო
შემუშავდეს დროებითი მოთავსების იზოლატორებში დასაქმებული ექიმების მიერ
გადაღებული ფოტომასალის ერთიანი, სისტემატიზებული შენახვის წესი
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღწერის შესაბამისად, დაზიანების
დოკუმენტირების საფუძველია ექიმის მიერ წარმოშობილი ეჭვი პატიმრის მიმართ
განხორციელებული შესაძლო წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ. გამომდინარე
იქიდან, რომ ექიმის მიერ საეჭვო დაზიანებების შერჩევის კრიტერიუმები ნორმატიულ
დონეზე არ არის გაწერილი, არსებობს იმის რისკი, რომ სრულყოფილად და ეფექტიანად არ
მოხდეს არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოვლენა. აღნიშნულიდან გამომდინარე,
მნიშვნელოვანია, რომ ექიმის მიერ საეჭვო დაზიანებების შერჩევის კრიტერიუმები
სახელმძღვანელო პრინციპების დონეზე ნორმატიულად გაიწეროს.
დროებითი
მოთავსების
იზოლატორებში დასაქმებულ ექიმებს
ჩაუტარდეთ
ტრენინგები
იზოლატორში მოთავსებულ პირთა
სხეულზე არსებული დაზიანებების
ფოტოგადაღების ინსტრუქციისა და
გადაღებული ფოტომასალის შენახვის
წესის შესახებ.
პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის საკითხი საზოგადოების წინაშე არაერთხელ
წარმოჩინდა მნიშვნელოვან პრობლემად. 2019 წელს კვლავ გამოვლინდა საჯაროდ ცნობილი
პირის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ინტერნეტით მასობრივად გავრცელების
შემთხვევები. მსგავსი ფაქტები ჯერ კიდევ 2015 და 2016 წლებში დაფიქსირდა არაერთხელ,
თუმცა ამ დანაშაულთა სრულყოფილი გამოძიება დღემდე ვერ მოხერხდა. საქმე ის არის, რომ
დანაშაულთა მთავარი აქტორები – ძირითადი დამნაშავეები ის პირები არიან, რომლებმაც
დაგეგმეს, შექმნეს და თავდაპირველად გაავრცელეს პირადი ცხოვრების ამსახველი
ინფორმაცია კონკრეტულ პირთა დასაშინებლად და დასაშანტაჟებლად.
მომხდარი
დანაშაულების ეფექტიან გამოძიებასთან ერთად, მნიშვნელოვანია, სამართალდამცავმა
ორგანოებმა აწარმოონ აქტიური პრევენციული კამპანია, რომელიც აუხსნის მოქალაქეებს მათ
ვალდებულებებს იმ შემთხვევაში, თუ ისინი თავიანთ საკომუნიკაციო საშუალებებში ფარულ
კადრებს
მიიღებენ,
რათა
თავიდან
ავიცილოთ
მათ
მიერ
დანაშაულში
უნებლიე
თანამონაწილეობა.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, პოლიციის პრევენციული
ფუნქციის განხორციელების ფარგლებში ჩაატაროს პრევენციული საინფორმაციო
კამპანია მოსახლეობაში, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის სხვადასხვა
საკომუნიკაციო
საშუალებებით
მიღების
შემთხვევაში
მათი
უფლებებისა
და
ვალდებულებების შესახებ.
საქართველოს სახალხო მიიჩნევს, რომ კვლავ პრობლემურია სამართალდამცავების
არამგრძნობიარე
დამოკიდებულება
და
პოლიციის
განყოფილებებში
ძალადობის
მსხვერპლთა სპეციალური გამოკითხვის წესების არარსებობა. გარდა ამისა, ხშირია
შემთხვევები, როდესაც მსხვერპლები პოლიციელების მხრიდან შეურაცხმყოფელ და
დამცინავ დამოკიდებულებაზე უთითებენ. სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელების
არამგრძნობიარე
დამოკიდებულებისა
ინფრასტრუქტურის
გამო,
რაც
და
პოლიციის
შეუძლებელს
ხდის
განყოფილებებში
ძალადობის
არსებული
მსხვერპლთათვის
მეგობრული სერვისების შეთავაზებას, რიგ შემთხვევაში, მსხვერპლები უარს აცხადებენ
პოლიციისთვის
განმეორებით
მიმართვაზე.
ეს
კი
მათ
უფლებრივ
მდგომარებაზე
ტერიტორიულ
ორგანოებში
უარყოფითად აისახება.
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტროს
უზრუნველყოფილ იქნეს თანამშრომლების გადამზადება ქალთა მიმართ ძალადობის,
ოჯახში ძალადობის და ადრეულ ასაკში ქორწინების საკითხებთან დაკავშირებით.
სახალხო დამცველის აზრით, მის მიერ შესწავლილი საქმეები ცხადყოფს, რომ კვლავ
პრობლემურია სამართალდამცავების არა მგრძნობიარე დამოკიდებულება და პოლიციის
განყოფილებებში ძალადობის მსხვერპლთა სპეციალური გამოკითხვის წესების არარსებობა.
გარდა ამისა, ხშირია შემთხვევები, როდესაც მსხვერპლები პოლიციელების მხრიდან
შეურაცხმყოფელ და დამცინავ დამოკიდებულებაზე უთითებენ. სამართალდამცავი უწყების
წარმომადგენელების არამგრძნობიარე დამოკიდებულებისა და პოლიციის განყოფილებებში
არსებული ინფრასტრუქტურის გამო, რაც შეუძლებელს ხდის ძალადობის მსხვერპლთათვის
მეგობრული სერვისების შეთავაზებას, რიგ შემთხვევაში, მსხვერპლები უარს აცხადებენ
პოლიციისთვის
განმეორებით
მიმართვაზე.
ეს
კი
მათ
უფლებრივ
მდგომარებაზე
უარყოფითად აისახება.
გაიწეროს ძალადობის მსხვერპლების/დაზარალებულების, მათ შორის, სექსუალური
ძალადობის მსხვერპლების გამოკითხვის სახელმძღვანელო წესები, რათა ძალადობის
მსხვერპლები დაცულნი იყვნენ მეორადი ვიქტიმიზაციისგან
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ წინა წლების მსგავსად, საანგარიშო პერიოდში
გამოწვევად რჩებოდა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან აქციის
მონაწილეებისთვის დროებითი კონსტრუქციების განთავსების შესაძლებლობის შეზღუდვა.
ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ გამოიკვეთა პარლამენტის შენობის წინ ზაზა
სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქციების მიმდინარეობისას. 2018
წლის სექტემბრიდან სახალხო დამცველი არაერთხელ გამოეხმაურა შემთხვევებს, როდესაც
პოლიციის თანამშრომლები აქციის მონაწილეებს ხელს უშლიდნენ კარვის განთავსებაში, და
ეს შეკრების უფლებაში ჩარევად შეაფასა.
შეკრების მიმდინარეობისას უზრუნველყოფილ იქნას
დროებითი კონსტრუქციების
განთავსების შესაძლებლობა კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ შეკრების თავისუფლება სახელმწიფოს აკისრებს
ვალდებულებას, გაატაროს სათანადო ღონისძიებები, რათა უზრუნველყოს პირთა მიერ
აღნიშნული უფლებით პრაქტიკული სარგებლობის შესაძლებლობა. მიუხედავად ამისა,
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული ინფორმაცია ცხადყოფს, რომ
ხელისუფლებას წინასწარ არ შეუფასებია დედაქალაქიდან თელავის მიმართულებით
სატრანსპორტო
საშუალებების
დიდი
ნაკადის
მოსალოდნელ
გადაადგილებასთან
დაკავშირებული კოლაფსის საფრთხე, რაც ზემოხსენებული ღონისძიებების გამართვას
მნიშვნელოვნად შეუშლიდა ხელს. შესაბამისად, დროულად არ დაგეგმილა მითითებული
გამოწვევის საპასუხო ღონისძიებები და არ მომხდარა მათ შესახებ საზოგადოების
ინფორმირება გონივრულ ვადებში.
სპონტანური თუ წინასწარ დაგეგმილი აქციებისა და კონტრაქციების გამართვის
შემთხვევაში, დროულად და სათანადოდ შეაფასოს შესაძლო რისკები და მიიღოს ყველა
შესაბამისი ზომა, ერთი მხრივ, მშვიდობიანი აქციის ჩატარების ხელშესაწყობად და,
მეორე მხრივ, დანაშაულებრივი და ძალადობრივი ქმედებების თავიდან ასაცილებლად.
სახალხო დამცველი ანგარიშში მიუთითებს, რომ
ძალადობის,
მათ
შორის
სექსუალური
ძალადობის
საქართველოში შშმ პირებზე
შემთხვევებზე
უნიფიცირებული
სტატისტიკა არ წარმოებს, მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია და
სახალხო დამცველის წარმოებაში ამ საკითხზე არსებული საქმეების მზარდი რაოდენობა
მეტყველებს,
ზრდასრულთა
რომ
შეზღუდული
მიმართ
შესაძლებლობის
ძალადობა,
განსაკუთრებით
მქონე
კი
არასრულწლოვანთა
სექსუალური
და
ძალადობა,
მნიშვნელოვანი პრობლემაა, და მის თავიდან ასაცილებლად და აღმოსაფხვრელად,
სახელმწიფოს შესაბამისი უწყებების მხრიდან საკმარისი ნაბიჯები არ იდგმება.
ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური და ეკონომიკური ძალადობა ხდება
ოჯახებში, ინსტიტუციებსა და თემში. გამოწვევად რჩება როგორც ძალადობის შემთხვევების
გამოვლენა, ისე მათზე ეფექტიანი რეაგირება და მსხვერპლთა რეაბილიტაცია. ამ
მიმართულებით განსაკუთრებით აღსანიშნავია კოორდინაციის პრობლემა სოციალურ
სამსახურს, განათლების სისტემასა და სამართალდამცავ უწყებებს შორის. ამასთან, იკვეთება
სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა დაბალი კომპეტენცია შშმ ბავშვებსა და
ზრდასრულებზე სავარაუდო ძალადობის ფაქტების გამოვლენის (მათ შორის, ექსპერტიზის
მიმართულებით), სწორად რეფერირების და რეაბილიტაციის საჭიროებების დადგენის
კუთხით. გამოწვევას წარმოადგენს ქვეყანაში სპეციალიზებული რეაბილიტაციის სერვისების
არარსებობაც.
უზრუნველყოს შშმ პირებზე ძალადობის, მათ შორის, სექსუალური ძალადობის
შემთხვევების
უნიფიცირებული
და
დეტალური
სტატისტიკის
რომ
გამოწვევად
რჩება,
წარმოება
და
ყოველწლიურად გამოქვეყნება
სახალხო
დამცველი
მიიჩნევს,
როგორც
ძალადობის
შემთხვევების გამოვლენა, ისე მათზე ეფექტიანი რეაგირება და მსხვერპლთა რეაბილიტაცია.
ამ მიმართულებით განსაკუთრებით აღსანიშნავია კოორდინაციის პრობლემა სოციალურ
სამსახურს, განათლების სისტემასა და სამართალდამცავ უწყებებს შორის. ამასთან, იკვეთება
სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა დაბალი კომპეტენცია შშმ ბავშვებსა და
ზრდასრულებზე სავარაუდო ძალადობის ფაქტების გამოვლენის (მათ შორის, ექსპერტიზის
მიმართულებით), სწორად რეფერირების და რეაბილიტაციის საჭიროებების დადგენის
კუთხით. გამოწვევას წარმოადგენს ქვეყანაში სპეციალიზებული რეაბილიტაციის სერვისების
არარსებობაც.
შინაგან
საქმეთა
სამინისტროს
შესაბამისი
სტრუქტურული
ერთეულების
თანამშრომელთათვის შეიმუშაოს სასწავლო მოდული შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე ბავშვთა და ზრდასრულთა მიმართ ძალადობის შემთხვევების გამოვლენის
სპეციფიკურ საკითხზე, ასევე, შშმ პირებთან კომუნიკაციის ეთიკურ სტანდარტსა და
თავისებურებებზე.
უზრუნველყოს
დასახელებული
მოდულების
ინტეგრირება
სასწავლო პროგრამებში
სახალხო დამცველის აპარატის წარმოებაში არსებულ ერთ-ერთ საქმეზე , რომელიც შშმ
ბავშვის მიმართ სავარაუდოდ ჩადენილ ოჯახში ძალადობას ან/და სექსუალურ ძალადობას
უკავშირდებოდა, მიუხედავად სკოლისა და სახალხო დამცველის არაერთი მიმართვისა, სსიპ
სოციალური მომსახურების სააგენტოს მარნეულის რაიონულმა განყოფილებამ ძალადობის
ფაქტი ვერ დაადასტურა. კორესპონდენციებში აღნიშნული იყო, რომ სოციალურმა მუშაკმა
ვერ შეძლო სავარაუდო მსხვერპლ ბავშვთან კომუნიკაციის დამყარება (იგი ვერ მეტყველებს),
თუმცა შემთხვევის შესწავლის პროცესში ფსიქოლოგს ან სხვა სპეციალისტს და საგამოძიებო
უწყებებს მონაწილეობა არ მიუღიათ.
შემთხვევებზე
ინფორმაციის
სახელმწიფო
უწყებების
საქმეებიდან იკვეთება, რომ ძალადობის სავარაუდო
მიღების
შემდეგ,
წარმომადგენლები
სრულყოფილად შესასწავლად. ეს
რიგ
ყველა
შემთხვევაში,
ზომას
არ
პასუხისმგებელი
მიმართავენ
საქმის
ერთი მხრივ, შშმ პირთა ძალადობისგან დაცვის
გამართული სისტემის არარსებობით არის გამოწვეული, და მეორე მხრივ, არსებული
სტიგმით, რომლის გავლენითაც სახელმწიფო მოხელეები ხშირად საკითხს ზედაპირულად
უდგებიან და შშმ პირთაგან მიღებულ ინფორმაციას დამაჯერებლად არ აღიქვამენ.
სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის
დეპარტამენტის დებულებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანით,
გაძლირდეს შშმ
პირთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე დროული რეაგირება და მიმდინარე
გამოძიების ეფექტიანობის მონიტორინგი.
სახალხო დამცველის ანგარიშიდან ირკვევა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის
პოლიციის
დეპარტამენტის
დიპლომატიური
წარმომადგენლობისა
და
ეროვნული
საგანძურის დაცვის სამმართველოს განყოფილებებში მწვავედ დგას სველი წერტილების
პრობლემა
და
ასევე
არ
არის
დაცული
სანიტარიულ-ჰიგიენური
ნორმები.
ამ
ქვეგანყოფილებებში მსახურობენ როგორც შტატიანი, ისე სავალდებულო სამხედრო
მოსამსახურეები, შტატზე დანიშნული თანამშრომლების საშუალო ხელფასია 700 ლარი,
სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეების ხელფასი - 75 ლარი. სამხედროები არ არიან
უზრუნველყოფილი
კვებით
და
ტრანსპორტირებით.
ერთი
დიპლომატიური
წარმომადგენლობის დაცვას ყოველდღიურად ახორციელებს 3-4 სამხედრო მოსამსახურე,
რომლებიც განთავსებული არიან წარმომადგენლობის შესასვლელთან მოწყობილ ჯიხურებში.
ყველა ჯიხური დაახლოებით ერთი ზომისაა-3,5-4 კვადრატული მეტრის, სადაც ორ
ადამიანზე მეტი ფიზიკურად ვერ თავსდება შესაბამისად, სივიწროვეა იმ პირობების
გათვალისწინებით, რომ აღნიშნული ჯიხურები გამოიყენება განწესში მყოფი სამხედროების
საძინებელ, მოსასვენებელ და სამუშაო ოთახად, რაც არ შეესაბამება არსებულ სტანდარტებს.
რიგ განყოფილებებში (თურქეთის საელჩო, რუსეთის ინტერესების სექცია, ლიეტუვას
საელჩო) ადგილზე არ აქვთ სასმელი წყალი და სველი წერტილები, არც საპირფარეშო, და
გადასვლა უწევთ ახლომდებარე ობიექტზე, დაახლოებით 300-400 მეტრში. შვეიცარიის
საელჩოს დაცვის მოსამსახურეებისთვის, შსს ახლო მდებარე კორპუსის ეზოში ქირაობს
საპირფარეშოს კერძო პირისგან, თუმცა საპირფარეშოს არ ჰყავს დამლაგებელი და არის
ანტისანიტარია.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ
„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“
საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის
სამხედრო მოსამსახურე − ესაა პირი, რომელიც სამხედრო სამსახურს გადის საქართველოს
თავდაცვის ძალებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის საჯარო სამართლის
იურიდიულ პირში, სამხედრო უწყებებში, აგრეთვე სამხედრო სარეზერვო სამსახურში
გაწვეული პირი სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლისას. შესაბამისად, ეს კანონი და მასში
გათვალისწინებული მოთხოვნები არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც სამხედრო
სამსახურს გადიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, მათ შორის დაცვის
პოლიციის დეპარტამენტში
შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დიპლომატიური
წარმომადგენლობისა
და
ეროვნული
საგანძურის
დაცვის
სამმართველოს
განყოფილებებში უზრუნველყოფილ იქნას სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დიპლომატიური
წარმომადგენლობისა და ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველოს მე-6 და მე-7
ქვეგანყოფილებებში
მომსახურე
სამხედრო
მოსამსახურეები
კვებით
და
ტრანსპორტირებით უზრუნველყონ კანონმდებლობის შესაბამისად.
შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დიპლომატიური
წარმომადგენლობისა და ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველოს მე-6 და მე-7
განყოფილებებში თანაბრად განაწილდეს პირადი შემადგენლობა, რათა თანაბრად
შეძლონ დასვენების დროით სარგებლობა
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა რელიგიური
შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაა. 2012-2014 წლებში
საქართველოს სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში მუსლიმების წინააღმდეგ სავარაუდო
რელიგიური ნიშნით ჩადენილი დევნისა და რელიგიური წესის აღსრულებისათვის
ხელშეშლის ფაქტების ნაწილზე გამოძიება უშედეგოდ გრძელდება, ნაწილზე კი შეწყდა.
მიუხედავად იმისა, რომ გაუმჯობესდა რელიგიური შეუწყნარებლობის ნიშნით ჩადენილ
დანაშაულებზე სამართალდამცავი ორგანოების მიერ შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭების
საკითხი, რაც წლების განმავლობაში პრობლემური იყო, კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად
რჩება ამ ტიპის დანაშაულებზე ეფექტიანი და დროული რეაგირება. სიძულვილით
მოტივირებული სავარაუდო დანაშაულების კუთხით ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია იეჰოვას
მოწმეები. ისინი ხშირად ხდებიან სხვადასხვა ფიზიკური პირების აგრესიის მსხვერპლნი.
ამასთან, არსებობს საგამოძიებო უწყებების მხრიდან საქმეების შესწავლის გაჭიანურების და
სავარაუდო დაზარალებულებთან ჯეროვანი კომუნიკაციის წარმართვის პრობლემური
საკითხები.
წარმოადგინოს დეტალური ინფორმაცია 2012-2014 წლებში მუსლიმი მოსახლეობის
წინააღმდეგ
სოფელ
სამთაწყაროში
გამოძიების,
ასევე,
იეჰოვას
წარმომადგენლების
მიმართ
განხორციელებულ
მოწმეების
და
ჩადენილი
სხვა
ქმედებებზე
რელიგიური
სავარაუდო
მიმდინარე
გაერთიანებების
სამართალდარღვევების
შემთხვევებზე განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ახალი გარემოებების
გამოვლენისას.
სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის
სამინისტროს
შეიარაღებულ
ძალებში
მომსახურე
სავალდებულო
სამხედრო
მოსამსახურეებთან ინდივიდუალური გასაუბრების შედეგად გამოიკვეთა, რომ მცირე
დისციპლინური გადაცდომების შემთხვევაში, სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებს,
უშუალო ხელმძღვანელები სჯიან არა წესდებით გათვალისწინებული ნორმების მიხედვით,
არამედ არაოფიციალურად. კერძოდ, რიგგარეშე ფიზიკური დატვირთვით (აზიდვები,
ბუქნები, სირბილი და ა.შ.) და ხშირ შემთხვევაში, ერთი ჯარისკაცის დისციპლინური
გადაცდომის დროს, პრინციპით, „ერთი ყველასთვის, ყველა ერთისთვის“, მისი ოცეულიც
ისჯება, რაც ასევე არ არის წესდებით გათვალისწინებული.
გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეების მიერ
დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში, პასუხისმგებლობის ზომად
არასაწესდებო სასჯელის გამოყენების შემთხვევების პრევენციის. ამ მიზნით, შინაგან
საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას დაევალოს, სისტემატური კონტროლი
გაუწიოს არსებულ მდგომარეობას.
საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი საქმეები ცხადყოფს, რომ კვლავ
პრობლემურია სამართალდამცავების არამგრძნობიარე დამოკიდებულება და პოლიციის
განყოფილებებში ძალადობის მსხვერპლთა სპეციალური გამოკითხვის წესების არარსებობა.
გარდა ამისა, ხშირია შემთხვევები, როდესაც მსხვერპლები პოლიციელების მხრიდან
შეურაცხმყოფელ და დამცინავ დამოკიდებულებაზე უთითებენ. სამართალდამცავი უწყების
წარმომადგენელების არამგრძნობიარე დამოკიდებულებისა და პოლიციის განყოფილებებში
არსებული ინფრასტრუქტურის გამო, რაც შეუძლებელს ხდის ძალადობის მსხვერპლთათვის
მეგობრული სერვისების შეთავაზებას, რიგ შემთხვევაში, მსხვერპლები უარს აცხადებენ
პოლიციისთვის
განმეორებით
მიმართვაზე.
ეს
კი
მათ
უფლებრივ
მდგომარებაზე
უარყოფითად აისახება. ასევე პრობლემატურია ის გარემოება, რომ სამართალდამცავი
უწყებისთვის
არ
არსებობს
სახელმძღვანელო
პრინციპები,
რომელიც
სექსუალური
ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთა გამოკითხვის წესს დაადგენდა და მორგებული
იქნებოდა
სპეციფიკურად
ამგვარი
ძალადობის
მსხვერპლთა/დაზარალებულთა
მდგომარეობაზე
გადაიხედოს
ქალის
იდენტიფიცირების
მიმართ
ჯგუფის
და
ოჯახში
საქმიანობა,
ძალადობის
ხარვეზების
მსხვერპლის
სტატუსის
გამოსავლენად
და
აღმოსაფხვრელად.
ბავშვთა სექსუალური ძალადობისგან დაცვისა და დახმარების პროცესში პრობლემად
რჩება შესაბამისი უწყებების მხრიდან დროული და ეფექტიანი ღონისძიებების გატარება.
განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ დროულად ვერ ხერხდება სექსუალური ხასიათის
ქმედებათა შედეგად დაზარალებულ ბავშვთა გამოვლენა, სათანადოდ ვერ მიმდინარეობს
მსხვერპლი
არასრულწლოვნების
ფსიქოსოციალური
რეაბილიტაცია
და
მათი
საგანმანათლებლო და სოციალურ სივრცეში ჯეროვანი ინტეგრაცია.
„სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისგან ბავშვთა დაცვის
შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად, საქართველოს
მთავრობამ გააძლიეროს სექსუალური ექსპლუატაციის და სექსუალური ძალადობისგან
ბავშვთა დაცვა.
წლების განმავლობაში გადაუჭრელ პრობლემად რჩება ოჯახში ძალადობის მსხვერპლი
ბავშვების შესაბამისი სერვისებით უზრუნველყოფა და მხარდაჭერა. ქვეყანაში ამ დრომდე არ
არსებობს ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ბავშვების რეაბილიტაციის და უსაფრთხოების
დაცვის
სისტემა
და
მხოლოდ
რიგ
შემთხვევებში,
ისიც
მინიმალურ
დონეზეა
უზრუნველყოფილი ბავშვთა ფსიქოლოგის ჩართულობა.
დაინერგოს
რეფერირების
მექანიზმის
შეფასების
ინსტრუმენტი,
რაც
ოჯახში
ძალადობის კუთხით პასუხისმგებელ უწყებებს შორის თანამშრომლობის ხარვეზებს და
საჭიროებებს გამოკვეთს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო:
თავდაცვის
სისტემის
ინფრასტრუქტურული
სხვადასხვა
პრობლემები.
ასევე
სამხედრო
ნაწილებში
გამოვლინდა
საქართველოს
შეიარაღებული
ძალების
სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერთა ბატალიონის სამედიცინო პუნქტი არ არის
უზრუნველყოფილი გრილ ადგილას შესანახი მედიკამენტებისთვის საჭირო ინვენტარით.
საქართველოს
თავდაცვის
სამინისტრომ
უზრუნველყოს საქართველოს თავდაცვის
ძალების საცხოვრებელი ყაზარმების და სამედიცინო პუნქტების ინფრასტრუქტურული
მდგომარეობის გაუმჯობესება.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის სამინისტრო:
ანგარიშის მიხედვით, გარკვეული პოზიტიური ნაბიჯების მიუხედავად, ფსიქიკური
ჯანდაცვის სისტემა ქვეყნის უმნიშვნელოვანეს გამოწვევაა და მნიშვნელოვან ძირეულ
რეფორმებს საჭიროებს.
წინა წლების მსგავსად, პრობლემებია პაციენტთა ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაციის
თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა, რომ პაციენტები ხშირად არ საჭიროებენ აქტიურ
მკურნალობას, საავადმყოფოს ვერ ტოვებენ, რადგან წასასვლელი არ აქვთ, ან ოჯახი თავს
არიდებს მათ სახლში დაბრუნებას. ეს თემში მხარდამჭერი სერვისების ნაკლებობით არის
გამოწვეული.
ამ საკითხთან დაკავშირებით, კვლავ აქტუალურია ფსიქიატრიულ დაწესებულებებში 6
თვეზე
მეტი
ხნით
დაწესებულებიდან
მოთავსებული
გაწერისა
და
პაციენტების
სათემო
საჭიროებების
სერვისებზე
შეფასების,
გადამისამართების
მათი
საკითხის
მოწესრიგება. თავშესაფრების შექმნის გეგმა, აუცილებელია შემუშავდეს თავშესაფრის
მომავალ ბენეფიციართა რაოდენობის გათვალისწინებით. სტაციონარიდან გასაწერ და
სათემო სერვისებზე გადასამისამართებელ პირთა რაოდენობისა და მათი საჭიროებების
განსაზღვრა შესაძლებელს გახდის საჭირო ფინანსური რესურსის ოდენობის განსაზღვრას.
გასათვალისწინებელია, რომ სტაციონარში ხანგრძლივად მყოფი პაციენტების გაწერის
შემთხვევაში
ამ
პაციენტების
გრძელვადიანი
სტაციონარული
მომსახურებისთვის
განკუთვნილი ფინანსური რესურსი გამოთავისუფლდება და შესაძლებელი იქნება ამ
რესურსის პაციენტის სოციალური შემწეობის სახით გამოყენება, რამაც შესაძლოა ხელი
შეუწყოს ოჯახის მიერ პაციენტის სოციალური მხარდაჭერის ფუნქციის აღებას, ხოლო სადაც
ეს შეუძლებელია, არსებული ფინანსური რესურსი შეიძლება მოხმარდეს პაციენტის
თავშესაფრით უზრუნველყოფას (სახალხო დამცველის შეფასებით, თავშესაფრის კომპონენტი
სათემო სერვისად უნდა განიხილებოდეს).
უზრუნველყოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში 6 თვეზე მეტი ხნით მოთავსებული
პაციენტების საჭიროებების შეფასება მათი დაწესებულებიდან გაწერის და სათემო
სერვისებზე გადამისამართების მიზნით; თავშესაფრების შექმნის გეგმა შეიმუშაოს
თავშესაფრის მომავალ ბენეფიციართა რაოდენობის გათვალისწინებით
სახალხო დამცველი, სპეციალური პრევენციული ჯგუფი მიიჩნევს, რომ აუცილებელია
ფსიქიატრიული
დახმარების
უზრუნველყოფის
სახელმწიფო
ზედამხედველობის
და
პაციენტთა უფლებების დაცვის მონიტორინგის არსებული სისტემის ეფექტიანობის შეფასება
დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება. ამ
საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით
სახალხო დამცველს ეცნობა, რომ ევროსაბჭოს ტექნიკური დახმარებით, მიმდინარეობს
მუშაობა
დაწესებულების
შიდა
ინსპექტირებისა
და
მონიტორინგის
მექანიზმების
შემუშავებაზე. თუმცა, სამინისტროს არ მიუწოდებია ინფორმაცია, თუ კონკრეტულად რა
სახის სამუშაო ჩატარდა ევროპის საბჭოს დახმარებით, იყო თუ არა შეფასებული არსებული
მექანიზმები, იკვლიეს თუ არა საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები და რა ნაბიჯების გადადგმა
იგეგმება უახლოეს მომავალში, რის გამოც, აღნიშნუოლ საკითხთან დაკავშირებით წინა
საპარლამენტო ანგარიშში გაცემული რეკომენდაცია სახალხო დამცველმა შეუსრულებლად
მიიჩნია და წარმოდგენილ ანგარიშშიც გასცა რეკომენდაცია საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
მიმართ.
სახელმწიფო ზედამხედველობის და პაციენტთა უფლებების დაცვის მონიტორინგის
არსებული სისტემის ეფექტიანობის ასამაღლებლად, უზრუნველყოს არსებული
სისტემის შეფასება დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ;
ანგარიშის მიხედვით, სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების
სააგენტომ ფსიქიატრიულ დაწესებულებების რეგულარული, სისტემური და პროაქტიული
კონტროლის
გაძლიერების
კონტექსტში,
2018
წელს
სტაციონარული
მომსახურების
სანებართვო პირობებთან 5 ფსიქიატრიული დაწესებულების შესაბამისობა შეაფასა და
დაადგინა, რომ არცერთი დაწესებულება სრულად არ აკმაყოფილებს სანებართვო პირობებს.
აქედან გამომდინარე, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მომავალში, მნიშვნელოვანია,
მოხდეს, როგორც ამ დაწესებულებების მიერ ხარვეზების გამოსწორების მკაცრი კონტროლი,
ასევე ყველა ფსიქიატრიული დაწესებულების გარკვეული პერიოდულობით შემოწმება.
სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს მიაჩნია, რომ სტაციონარული მომსახურების
სანებართვო
პირობების
შესრულების
შეფასება
სახელმწიფოს
მიერ
რეგულარული,
სისტემური და პროაქტიული კონტროლის მხოლოდ ერთი ელემენტია და ამ ნაწილში
ფასდება, თუ რამდენად არის შესაძლებელი კონკრეტულ დაწესებულებაში პაციენტებისათვის
სტაციონარული მომსახურების გაწევა. ამის შემდეგ პროაქტიულად უნდა შეფასდეს, თუ
რამდენად
მიეწოდებათ
პაციენტებს
ბიოფსიქოსოციალურ
მოდელზე
დაფუძნებული
ფსიქიატრიული დახმარება პაციენტების უფლებების პატივისცემის პირობებში.
ამ კუთხით, 2018 წელს განხორციელებული საქმიანობას დამაკმაყოფილებლად ვერ
მიიჩნევს სახალხო დამცველი, ვინაიდან ხსენებული უწყებიდან მოწოდებული ინფორმაციის
მიხედვით,
სააგენტომ 2018 წელს მხოლოდ რევიზიის აქტი შეადგინა 8 პაციენტის
შემთხვევაში და ყველა ეს შემთხვევა ეხებოდა 2017 წელს გაწეულ სამედიცინო მომსახურებას.
სახალხო დამცველის მოსაზრებით ამგვარი მუშაობა ვერ ჩაითვლება ვერც რეგულარულად და
ვერც სისტემურად, ვინაიდან ის არ იძლევა მდგომარეობის განზოგადების საშუალებას.
უზრუნველყოს ფსიქიატრიული დაწესებულებების რეგულარული, სისტემური და
პროაქტიული მონიტორინგი, გააკონტროლოს ფსიქიატრიული დაწესებულებების
პირობების შესაბამისობა სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული
დაწესებულების ნებართვის გაცემის შესახებ დებულებით დადგენილ სტანდარტებთან.
სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის შეფასებით, ფსიქიატრიულ
დაწესებულებებში ფორმალურად არის შიდა გასაჩივრებისა და უკუკავშირის პროცედურა,
დამონტაჟებულია საჩივრების ყუთები, მაგრამ პაციენტები ამ პროცედურას და საჩივრის
ყუთებს პრაქტიკულად არ იყენებენ. გამოკითხულმა პაციენტებმა არ იციან საკუთარი
უფლებები, ასევე არ აქვთ ინფორმაცია, თუ ვის უნდა მიმართონ საჩივრით. ფსიქიატრიულ
დაწესებულებებში არ არის ძალადობისგან დაცული, უსაფრთხო გარემო.
ნორმატიული აქტით განსაზღვროს ყველა დაწესებულებისთვის სავალდებულო
საჩივრების განხილვისა და უკუკავშირის ერთიანი სისტემა და პროცედურა;
დანერგოს ფსიქიატრიულ დახმარებასთან დაკავშირებული საკითხებისა და ადამიანის
უფლებების
დარღვევის
ფაქტის
გასაჩივრების
მარტივი
და
ხელმისაწვდომი
პროცედურა;
პაციენტთა შორის ძალადობის პრევენციისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით,
შეიმუშაოს ნორმატიული ბაზა, რომელიც დაარეგულირებს პერსონალის მიერ
კონკრეტული პაციენტებიდან მომდინარე რისკების წინასწარი შეფასების სათანადო
სისტემის დანერგვის, მულტიდისციპლინური მუშაობის, პაციენტების ძალადობისაგან
დაცვის და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელი პრევენციული
ღონისძიებების,
პერსონალის
მიერ
პაციენტებზე
სათანადო
მეთვალყურეობის/დაკვირვების განხორციელების, პერსონალის სათანადო სწავლების,
სტანდარტული
შემუშავების,
საოპერაციო
ასევე,
პროცედურების
საფრთხის
და
წარმოქმნისთანავე
დეესკალაციის
სტრატეგიის
დროული
ადეკვატური
და
ინტერვენციის, ძალადობის შემთხვევების/ინციდენტების და საპასუხოდ გატარებული
ზომების
დოკუმენტირების,
პერსონალის
ანგარიშვალდებულებისა
და
პასუხისმგებლობის საკითხებს.
სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის შეფასებით, სახელმწიფოსა
და ფსიქიატრიული დაწესებულების მიდგომები ვერ უზრუნველყოფს ფიზიკური და
ქიმიური შეზღუდვის საშუალებების გამოყენების პრაქტიკის შემცირებას და საბოლოოდ
აღმოფხვრას. ეს შემდეგი ფაქტორებით არის განპირობებული: ფიზიკური და ქიმიური
შეზღუდვის
ალტერნატიული
მეთოდების
შესახებ
საკანონმდებლო
რეგულაციების
არარსებობა; ფსიქიატრიულ დაწესებულებებში სათანადო ფსიქიატრიული დახმარების
უზრუნველყოფის სახელმწიფო ზედამხედველობისა და პაციენტთა უფლებების დაცვის
მონიტორინგის პრობლემა; დაწესებულებებში მომუშავე პერსონალის სიმცირე.
გარდა ზემოაღნიშნული პრობლემისა, სპეციალური პრევენციული ჯგუფის შეფასებით,
გასული
წლების
მსგავსად,
საანგარიშო
პერიოდში
მნიშვნელოვანი
გამოწვევა
იყო
ნებაყოფლობით მკურნალობაზე მყოფი პაციენტების მიმართ იძულებითი მედიკამენტური
მკურნალობისა და ფიზიკური შეზღუდვის პრაქტიკა, რაც ეწინააღმდეგება წამების
პრევენციის ევროპული კომიტეტის პოზიციას, რომლის თანახმადაც, ფორმალურად
ნებაყოფლობით მკურნალობაზე მყოფი პაციენტების ფიზიკური შეზღუდვა დაუშვებელია.
ევროკავშირის მარეგულირებელ გარემოსთან შესაბამისობის მიზნით განხორციერლდეს
ფსიქიკური
აშლილობის
მქონე
პაციენტისათვის
ფიზიკური
შეზღუდვის
მარეგულირებელი გარემოს დახვეწა და გაუმჯობესება.
2018 წელს თანასწორობის უფლების დაცვა კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო. ერთერთ დაუცველ კატეგორიად გამოიკვეთა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალები,
როგორც სახელმწიფოს ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის მიღმა დარჩენილი ჯგუფი.
ანგარიშის მიხედვით, პრობლემურია სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის
ფიზიოლოგიურ და ფსიქოემოციურ საჭიროებებზე მორგებული სახელმწიფო პროგრამის
არარსებობა, მათ შორის, ის გარემოება, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლის მიერ
ორსულობის შეწყვეტის პროცედურა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის
არსებობაზეა დამოკიდებული. სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენის დადგომა კი,
შესაძლოა, იმდენად გაჭიანურდეს, რომ ორსულობის ვადას გადააჭარბოს.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ მსხვერპლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის
გათვალისწინებით, არსებობდეს მისთვის ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის დაფინანსების
შესაძლებლობა. მძიმე სოციალურ-ეკონომიკურმა მდგომარეობამ და ორსულობის შეწყვეტის
ფინანსური რესურსის უქონლობამ, შესაძლოა, მსხვერპლის სტიგმატიზება დამატებით
გამოიწვიოს ისეთ საზოგადოებებში, სადაც სექსუალური ძალადობის გამო მსხვერპლის
დადანაშაულება განსაკუთრებით არის ფესვგადგმული. გაუპატიურების შედეგად დამდგარი
ორსულობა ქმნის წინაპირობას, რომ მსხვერპლი შესაძლოა მუდმივად იმყოფებოდეს მის
ირგვლივ არსებული სოციუმის წნეხის ქვეშ.
უზრუნველყოს, რომ სექსუალური ძალადობის შედეგად დაორსულების შემთხვევაში,
დასაფინანსებლად და ორსულობის შესაწყვეტად, საკმარისი იყოს სექსუალური
ძალადობის საქმეზე დაწყებული სისხლისსამართლებრივი გამოძიება
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები უფლებების შეზღუდვას საანგარიშო
პერიოდშიც საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში აწყდებოდნენ.
პრობლემურია
მხედველობის
შეზღუდვის
მქონე
ადამიანების
უფლებრივი
მდგომარეობა ბრაილის შრიფტის, ჟესტების ენის, გამაძლიერებელი და ალტერნატიული
კომუნიკაციის ან/და სხვა ხელმისაწვდომი საშუალების გამოყენებით ინფორმაციისა და
სერვისების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. მაგალითად, ბრაილის შრიფტით ან სხვა
ტექნიკური ალტერნატიული საშუალებით, არ არის ხელმისაწვდომი ოჯახის სოციალურეკონომიკური მდგომარეობის შესახებ დეკლარაცია, რის გამოც უსინათლო პირები
იძულებულები ხდებიან, უარი თქვან ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენლად ყოფნაზე.
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მიზნით,
ოჯახის სოციალური მდგომარეობის შესახებ დეკლარაცია ხელმისაწვდომი გახადოს
ბრაილის შრიფტით ან სხვა ალტერნატიული საშუალებით.
სახალხო დამცველის მოსაზრებით, 2018 წელს, ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და
შრომითი უფლებების გაუმჯობესების თვალსაზრისით, მდგომარეობა არსებითად არ
გაუმჯობესებულა. სახალხო დამცველი ხაზს უსვამს კანონმდებლობასთან დაკავშირებული
ხარვეზებს და სწორი რეგულირების არარსებობას, რაც ბარიერს ქმნის ორივე მშობლის მიერ
ბავშვის მოვლის გამო შვებულებით სარგებლობის კუთხით. აქვე აღნიშნავს, რომ 2018 წელს ამ
მხრივ
არსებული
სიტუაცია
არ
შეფასებულა
და
არც
კონკრეტული
აქტივობები
განსაზღვრულა.
შეიცვალოს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებით
სარგებლობისა და თანმდევი გასაცემლის მიღების წესი, ორივე მშობლის მიერ თანაბარი
სარგებლობის უზრუნველსაყოფად
ანგარიშის მიხედვით, ქალთა ეკონომიკური აქტივობისა და მათი შრომითი უფლებების
რეალიზების მნიშვნელოვანი ასპექტია მარტოხელა და მრავალშვილიანი მშობლების
უფლებრივი მდგომარეობა. მარტოხელა დედებისთვის ზრუნვის ტვირთის არათანაბარი
განაწილება
სახელმწიფოში
იმგვარ
არამატერიალურ
და
მატერიალურ
სოციალურ
პროგრამებს საჭიროებს, რომლებიც მიმართული იქნება მარტოხელა მშობლების ზრუნვის
ტვირთის შემსუბუქებისაკენ.
სახალხო დამცველი მიესალმება მრავალშვილიანი ოჯახის
სტატუსის განსაზღვრას, თუმცა, ამ დრომდე არ განსაზღვრულა მრავალშვილიანი მშობლის
სტატუსის დადგენის/გაუქმების და შესაბამის პირთა შესახებ მონაცემების წარმოების წესი და
სტატუსის
დამდგენი
ორგანო.
შესაბამისად,
დაწესებული
სოციალური
დაცვის
უზრუნველყოფის პირობები ვერ ფარავს მრავალშვილიან ქალთა საჭიროებებს, რადგან კვლავ
ბუნდოვანია არსებულ შეღავათებზე ხელმისაწვდომობის საკითხი, განსაკუთრებით, მათი
სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
დაინერგოს მარტოხელა და მრავალშვილიანი მშობლების დახმარებისაკენ
მიმართული ღონისძიებები, მათ შორის, გაითვალისწინონ სოციალური შეღავათების
არსებულ სისტემაში. შეიქმნას და გაანალიზდეს მარტოხელა და მრავალშვილიანი
დედების შესახებ სრულყოფილი სტატისტიკური ინფორმაცია
წინა საპარლამენტო ანგარიშების მსგავსად, სახალხო დამცველი წარმოდგენილ
ანგარიშშიც ყურადღებას ამახვილებს სოციალური შემწეობის მიღების და გაუქმების
პროცედურები
დარეგულირების
საჭიროებაზე
იმგვარად,
რომ
ოჯახში
ძალადობის
მსხვერპლისთვის, თავშესაფრის დატოვების შემდგომ, სტატუსის აღდგენა შესაძლებელი იყოს
ავტომატურად.
შეიქმნას სოციალური შემწეობის გაუქმების შემდგომი პერიოდისათვის სოციალური
დახმარების პროგრამა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის თავშესაფრის დატოვების
შემდგომ.
შემუშავდეს ანტენატალური ზრუნვისადმი სისტემური მიდგომა და მშობიარობის
შემდგომი ფსიქოლოგიური დახმარების სერვისი ინტეგრირდეს მის ბაზისურ ნაწილში
ანგარიშის მიხედვით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა 2018 წელს
შეისწავლა განცხადებები, რომლებიც შეეხებოდა როგორც „რეფერალური მომსახურების“
ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების
ხელშესაწყობად
შექმნილი
დაფინანსების/დაფინანსებაზე
კომისიის მიერ
უარის
თქმის
მოქალაქეთა
შესახებ
სამედიცინო
მიღებული
მომსახურების
გადაწყვეტილებების
კანონიერებას. უწყებიდან გამოთხოვილი მასალების შესწავლით დადგინდა, რომ კომისიის
გადაწყვეტილებები არ არის სათანადოდ დასაბუთებული. აქტები არ შეიცავს მითითებას
სამართლებრივ და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა საფუძველზეც იღებს კომისია
ყოველ კონკრეტულ გადაწყვეტილებას.
„რეფერალური მომსახურების“ გაუმჯობესდეს ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო
დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობის მიზნით
შექმნილი
კომისიის
მიერ
მიღებული
გადაწყვეტილებების
შესაბამისობა
კანონმდებლობით დადგენილ დასაბუთების სტანდარტებთან.
ანგარიშის მიხედვით, ჯანდაცვის სისტემა კვლავ დგას პაციენტთა უფლებების დაცვისა
და სამედიცინო მომსახურევის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით არსებული
გამოწვევების წინაშე.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ყველა სამედიცინო დაწესებულების სამედიცინო
საქმიანობის ხარისხს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,
ჯანმრთელობისა
და
სოციალური
დაცვის
სამინისტრო აკონტროლებს. მასთან შექმნილია პროფესიული განვითარების საბჭო, რომლის
საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას და სამდივნოს ფუნქციებს,
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო ასრულებს.
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო და პროფესიული
განვითარების საბჭო თავის საქმიანობას ახორციელებს მოწვეული ექსპერტების დახმარებით,
რომელთა შერჩევის, დანიშვნისა და საქმიანობის წესი მინისტრის 2014 წლის 25 ივნისის
№01/157-ო ბრძანებით რეგულირდება. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ადმინისტრაციულ აქტში
არ არის განსაზღვრული ექსპერტების პასუხისმგებლობა მოვალეობის შეუსრულებლობის ან
არაჯეროვნად შესრულებისათვის, რაც პრობლემებს იწვევს პრაქტიკაში, ასევე არ არსებობს
საექსპერტო დასკვნის მომზადებაში პაციენტის მონაწილეობის მომწესრიგებელი ნორმები.
მოქმედ რეგულაციაში არ მოიპოვება ინფორმაცია საექსპორტო დასკვნის შედგენა/წარდგენის
ვადების, იურიდიული ძალის და პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი ნორმების შესახებ.
შეიმუშაოს მოწვეული სამედიცინო ექსპერტების საქმიანობის, საექსპერტო დასკვნის
მომზადება/განხილვის და პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი მარეგულირებელი
ნორმები.
ჯანმრთელობის უფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ელემენტია ხარისხი. ის თავის თავში მოიცავს როგორც სამედიცინო მომსახურების მაღალ დონეს, ასევე,
სამედიცინო პერსონალის მაღალ კვალიფიკაციასაც.
ანგარიშის
მიხედვით,
აღმასრულებელი
ხელისუფლება
თავად
მიიჩნევს,
რომ
კვალიფიციური ადამიანური რესურსის ნაკლებობა და მათი არათანაბარი გეოგრაფიული
გადანაწილება
კვლავ
რჩება
მნიშვნელოვან
პრობლემად
ხარისხიანი
სამედიცინო
მომსახურების მიწოდებისათვის.
საქართველოში
საექთნო
ადამიანური
რესურსის
განვითარებისა
და
საექთნო
განათლების სრულყოფის მიზნით, სამინისტროსთან შექმნილია „საექთნო საქმიანობის
განვითარების ეროვნული საბჭო“, რომლის მნიშვნელოვანი უფლებამოსილებაა შეისწავლოს
დასახული ამოცანების შესრულების ხარისხი და შეიმუშაოს რეკომენდაციები მათი
ეფექტიანობის
ასამაღლებლად.
ჯანდაცვის
სამინისტროს
მიერ
განხორციელებული
ღონისძიებების მიუხედავად, სახეზეა ექთნების ნაკლებობა როგორც ქალაქად, ისე სოფლად.
ისევ
პრობლემაა
მათი
არათანაბარი
გეოგრაფიული
განაწილება.
მნიშვნელოვანია,
ხელისუფლებამ განაგრძოს იმ ღონისძიებათა გატარება, რომლებიც განსაზღვრავს კადრების
საჭიროებებს
დეფიციტური/პრიორიტეტული
სპეციალობებისა
და
სპეციალისტების
რეგიონულ ჭრილში გადანაწილების სპეციფიკის გათვალისწინებით.
შეიმუშაოს გეგმა, რომელიც უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემის ფარგლებში,
უზრუნველყოფს საექთნო ადამიანური რესურსის მომზადებისა და პროფესიული
რეგულირების მდგრადი სისტემის ჩამოყალიბებას, ასევე, საექთნო განათლების
სტიმულირებას სახელმწიფოს მხრიდან
ანგარიშის მიხედვით, კვლავ პრობლემად რჩება არაერთგვაროვანი და საკმაოდ
განსხვავებული ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის და აღჭურვილობის ხარისხი. სახალხო
დამცველის აპარატმა შეისწავლა განცხადება, (№4645/18 მოქ. დ. ჯ. და ა(ა)იპ „თანასწორობის
მოძრაობა“), რომელიც სს ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის
სამეცნიერო პრაქტიკულ ცენტრში არსებულ მდგომარეობას და პირისთვის გაწეული
სამედიცინო
მომსახურების
ხარისხის
და
ჯანმრთელობის
უფლებით
სარგებლობის
სავარაუდო შეზღუდვის ფაქტს ეხებოდა. სახელმწიფო უწყებებიდან მიღებული პასუხებიდან
ირკვევა, რომ ცენტრის ბაზაზე, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ახალი ინფრასტრუქტურის
შექმნის მიზნით, მთელი რიგი გადაუდებელი ღონისძიებები გაატარა თუმცა მოძველებული
და ამორტიზებული ინფრასტრუქტურის საკითხი კვლავ გადაუჭრელია.
გაატაროს ეფექტიანი და სწრაფი ღონისძიებები სს ინფექციური პათოლოგიის შიდსისა
და
კლინიკური
იმუნოლოგიის
ინფრასტრუქტურული
და
სამეცნიერო
სანიტარიულ-ჰიგიენური
პრაქტიკულ
ცენტრში
პირობების
დადგენილ
სტანდარტებთან მისასადაგებლად.
ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის ხელშეწყობის
მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები არასაკმარისია, ვერ პასუხობს სისტემურ და წლების
განმავლობაში გადაუჭრელ გამოწვევებს. სოციალური დახმარების პროგრამების მიუხედავად,
ბავშვთა სიღარიბის დაძლევის მიმართულებით არსებული ვითარება წლების განმავლობაში
არ იცვლება, რაც ამ პროგრამების არაეფექტიანობაზე მიუთითებს. სოციალურ დახმარებაზე
ფინანსურად
დამოკიდებულ
ოჯახებში,
ფაქტობრივად,
არასრულწლოვნების
ელემენტარული, საბაზისო საჭიროებებიც კი არ არის დაკმაყოფილებული. ამას ემატება
დამხმარე სოციალური პროგრამების არაეფექტიანობა და დაგვიანებული დახმარება.
ყოველივე ეს კი, საერთო ჯამში, ვერ უზრუნველყოფს სოციალურად დაუცველი ოჯახების
საჭიროებების დაკმაყოფილებას.
არასრულწლოვანთა ბიოლოგიური ოჯახიდან გამოყვანისა და სახელმწიფო ზრუნვაში
განთავსების ძირითად მიზეზს კვლავ სიღარიბე და ცხოვრების არასათანადო პირობები
წარმოადგენს.
ამასთან,
კვლავ
იკვეთება
სახელმწიფო სერვისების ნაკლებობა.
ოჯახის
გაძლიერებაზე
ორიენტირებული
არსებული პროგრამები ვერ უზრუნველყოფს
საჭიროებებზე მორგებული დახმარების შეთავაზებას.
უზრუნველყოფილ იქნეს სიღარიბეში მცხოვრები ბავშვიანი ოჯახების საჭიროებების
გამოვლენა, მათი ინფორმირებულობა ბავშვზე ზრუნვისა თუ სოციალური პროგრამების
შესახებ; ყველა შესაძლო რესურსის გამოყენებით თავიდან იქნეს აცილებული ბავშვთა
სახელმწიფო ზრუნვაში განთავსება ბავშვთა სიღარიბის საფუძვლით
ანგარიშის მიხედვით, კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება ბავშვთა სიღარიბე და
ცხოვრების არასათანადო დონე. განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფია ქუჩაში მცხოვრები და
მომუშავე
ბავშვები.
სახელმწიფოს
მხრიდან
არც
ამ
მიმართულებით
გადადგმულა
აუცილებელი ნაბიჯები. მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის
ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, სამ ქალაქში - თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში
ფუნქციონირებს 6 დღის ცენტრი და ამდენივე სადღეღამისო თავშესაფარი. 2018 წელს
აღნიშნული მომსახურებით სულ 280-მა არასრულწლოვანმა ისარგებლა, თუმცა, პრობლემის
მასშტაბურობიდან გამომდინარე, ეს მონაცემები ბავშვთა მხოლოდ მცირე ნაწილის საბაზისო
საჭიროებების დაკმაყოფილებას უზრუნველყოფს.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის
თანახმად,
2014-2018
წლებში,
მიუსაფარ
ბავშვთა
თავშესაფრით
უზრუნველყოფის
ქვეპროგრამის მობილური ჯგუფების ფარგლებში, თბილისის, რუსთავის და ქუთაისის
მასშტაბით, კონტაქტი დამყარდა 1409 მიუსაფარ ბავშვთან. აღსანიშნავია, რომ ქუჩაში
მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მცირე ნაწილის ჩართულობა მიუსაფარ ბავშვთა
თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამაში არ გამორიცხავს მათ მიერ ქუჩაში მოწყალების
თხოვნისა თუ სხვა სახის მუშაობის შემთხვევებს.
საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ საქართველოში ბავშვებს სიღარიბისა და უმძიმესი
სოციალურ-ეკონომიკური პირობების გამო, კვლავ უხდებათ სიცოცხლისთვის საშიშ
გარემოში, თავის ასაკთან შეუსაბამო შრომა. აღნიშნული საკითხი მეტად თვალსაჩინოა
საკურორტო ადგილებში, სადაც ბავშვები სეზონურად ასრულებენ სხვადასხვა ტიპის
სამუშაოებს, მათ შორის, ზღვის სანაპიროებზე. ამგვარ შემთხვევებში, სახელმწიფოს მიერ
ბაშვების შრომაზე რაიმე სახის კონტროლი და რეაგირება არ ხდება.
„მიუსაფარ
ბავშვთა
თავშესაფრით
უზრუნველყოფის
ქვეპროგრამით“
გათვალისწინებულმა მომსახურებამ, არსებული პრობლემიდან გამომდინარე, მოიცვას
აჭარის რეგიონი. შეფასდეს მობილური ჯგუფების საქმიანობის ხარისხი და შემუშავდეს
შეფასების ეფექტიანი ფორმა, რომლითაც ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე თითოეულ
იდენტიფიცირებულ ბავშვზე განისაზღვრება ინდივიდუალური საჭიროებები და
რისკები:
სახალხო დამცველი წარმოდგენილ ანგარიშში ყურადღებას ამახვილებს სახელმწიფოს
პასუხისმგებლობაზე,
გააძლიეროს
სსიპ
სოციალური
მომსახურების
სააგენტოს
ტერიტორიული ცენტრები როგორც ადამიანური, ისე ტექნიკური და ფინანსური რესურსით,
სრულად გაიაზროს სოციალური მუშაკის როლი ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის
ხელშეწყობის მიმართულებით და გადადგას ნაბიჯები, რათა აღნიშნული პროფესიის
წარმომადგენლებს მიეცეთ შესაძლებლობა,
მათზე დაკისრებული ვალდებულებები
სათანადო სამუშაო პირობებში შეასრულონ. ისინი უნდა სარგებლობდნენ დაცვისა და
მხარდაჭერის მაღალი სტანდარტით. სოციალური მუშაკების და ფსიქოლოგების რაოდენობა
და მათი სამუშაო პირობები კი, ვერ პასუხობს ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის
ხელშეწყობის მიმართულებით არსებულ არაერთ პრობლემას.
გაძლიერდეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ცენტრები
როგორც ადამიანური, ისე ტექნიკური და ფინანსური რესურსით. მათ შორის,
გაიზარდოს სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების რაოდენობა
ანგარიშის
მიხედვით,
სახელმწიფო
ზრუნვის
ქვეშ
უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებს,
მყოფ
არასრულწლოვანთა
სახელმწიფოს მხრიდან ამ
დრომდე არ მოჰყოლია ქმედითი და ეფექტიანი ნაბიჯები.ს წარმოადგენს სახელმწიფო
ზრუნვაში მყოფ ბავშვთა დაცვის ზედამხედველობის სუსტი მექანიზმი, მათი უფლებრივი
მდგომარეობის შემოწმებისა და საჭიროებების გამოვლენის კუთხით. მინდობით აღზრდის
სახელმწიფო ქვეპროგრამაში ჩართულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის შემოწმების
მიზნით სახალხო დამცველის მიერ ჩატარებული მონიტორინგი ცხადყოფს, რომ ხშირ
შემთხვევაში, სოციალური მუშაკები, გადატვირთულობისა და რესურსის სიმწირის გამო, ვერ
ახერხებენ გეგმიური და არაგეგმიური ვიზიტების განხორციელებას, ოჯახების სრულფასოვან
და რეგულარულ შეფასებას,
არასრულწლოვანთან საფუძვლიან გასაუბრებას, რის გამოც
ბენეფიციარებს არ აქვთ შესაძლებლობა, გამოთქვან საკუთარი მოსაზრება ზრუნვასთან
დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებით. აღნიშნული პრაქტიკა უარყოფითად აისახება
ძალადობის
შემთხვევების
არასრუწლოვანთა
პრევენციისა
უფლებებისა
და
და
გამოვლენის
საუკეთესო
მაჩვენებელზე,
ვერც
განუხრელ
დაცვას
ინტერესების
უზრუნველყოფს.
გაუმჯობესდეს სახელმწიფო ზრუნვაში მყოფ ბავშვთა დაცვის ზედამხედველობის
მექანიზმი,
მათი
უფლებრივი
მდგომარეობის
შემოწმებისა
და
საჭიროებების
გამოვლენის კუთხით
სახალხო
დამცველის
აპარატმა
სახელმწიფო
მზრუნველობაში
მყოფ
არასრულწლოვანთა უფლებრივი მდგომარეობა შეისწავლა და ყურადღება გაამახვილა
ზრუნვის პროცესში ჩართულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლების საჭიროებაზე. ანგარიშის
მიხედვით პრობლემურია, რომ მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ
აღმზრდელებს აკლიათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებზე სათანადო ზრუნვის
განსახორციელებლად
საჭირო
ცოდნა
და
გამოცდილება.
დაბალია
აღმზრდელთა
ინფორმირებულობის ხარისხი ბავშვთა რთული ქცევის მართვისა და პრევენციის კუთხით.
ამასთან, მცირე საოჯახო ტიპის სახლებში, სადაც ხშირია ბავშვებს შორის ძალადობის
ფაქტები, ძალადობის შემთხვევების მართვის ძირითადი პასუხისმგებლობა აღმზრდელებს
აკისრიათ, რომლებიც
უმეტეს შემთხვევაში, არ ფლობენ კრიზისისა და კონფლიქტური
სიტუაციების მართვის უნარებს და შესაძლოა, ზოგჯერ თავადვე ხდებიან მსგავსი
კონფლიქტების მაპროვოცირებლები. ფსიქოლოგი ბავშვზე ზრუნვის გუნდის მუდმივი წევრი
არ არის და ხშირად მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში ერთვება ამ პროცესში.
სახელმწიფო
ზრუნვაში
მყოფ
ბავშვებთან
მომუშავე
პირები
სისტემატურად
გადამზადდნენ ბავშვთა უფლებებისა და საჭიროებების, ასევე, რთული ქცევის მართვის
საკითხებთან დაკავშირებით
ანგარიშის
მიხედვით,
არასრულწლოვანთა
პრობლემურია
ინტერესებზე
სახელმწიფო
მორგებული
მზრუნველობაში
საგანმანათლებლო
მყოფ
აქტივობების
განხორციელება და ბავშვების მომზადება დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის.
მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მცხოვრები აღსაზრდელების დიდ ნაწილს არ აქვს
სწავლის მოტივაცია; არასრულწლოვნების უმეტესობა ზოგადი განათლების მიღების პროცესს
წყვეტს პროფესიული განათლების მიღებისა და დასაქმების მიზნით. ბენეფიციართა
უმეტესობას არ მიუწვდება ხელი კვალიფიციურ პროფესიულ დახმარებაზე,
სარეაბილიტაციო, ასევე, არაფორმალურ საგანმანათლებლო აქტივობებზე. ხშირად,
პროფესიულ აღზრდაზე ზრუნვას მხოლოდ ფორმალური ხასიათი აქვს. ყოველთვის არ ხდება
ბავშვის ინდივიდუალური ინტერესებისა და
შესაძლებლობების
გათვალისწინება,
ან დაუფლებული პროფესიით დასაქმების მიზნით, შემდგომი ეტაპის დაგეგმვა.
ქვეყანაში არ ფუნქციონირებს ბენეფიციართა დანმოუკიდებელი ცხოვრებისა და
სერვისიდან გასვლის ეფექტიანი მექანიზმი. ბავშვები ზრუნვის პროცესს ხშირად სრულიად
მოუმზადებლები ტოვებენ და შესაძლებელია, 18 წლის შემდეგ მათი ოჯახში დაბრუნება ისეთ
რისკებთან იყოს დაკავშირებული, როგორიცაა სიღარიბე და განმეორებითი ძალადობა. ამ
მხრივ, განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები.
ანგარიშში ხაზგასმულია ასევე,
რეინტეგრირებულ ოჯახებში სოციალური მუშაკების
ვიზიტების ნაკლებობით. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ სოციალურ მუშაკები ბიოლოგიურ
ოჯახში მცხოვრები ბავშვების მუდმივ მონიტორინგს აუცილებელ საჭიროებად არ მიიჩნევენ.
სოციალურმა მუშაკმა მუდმივი ზედამხედველობა გაუწიოს სახელმწიფო ზრუნვაში
მყოფ არასრულწლოვანთა განათლების, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადების
კუთხით არსებულ გამოწვევებს და პროაქტიულად მოიძიოს თემში არსებული ყველა
სერვისი ბავშვების ინტერესებისა და სურვილის გათვალისწინებით
ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს სახალხო დამცველის აპარატის მიერ ჩატარებული
მონიტორინგის შედეგები ცხადყოფს, რომ მცირე საოჯახო ტიპის სახლების დიდ ნაწილში
სისტემატური ხასიათი აქვს ბავშვებს შორის ძალადობის ფაქტებს. წლების განმავლობაში
გადაუჭრელ პრობლემად რჩება ძალადობის მსხვერპლი ბავშვების გამოვლენა. ცალკეულ
სახლებში, სადაც განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა შექმნილი, ერთად არიან მოთავსებული
მძიმე ტრავმული გამოცდილების, რთული ქცევისა და ფსიქიკური პრობლემების მქონე
ბავშვები, რაც აფერხებს
რთული ქცევისა და კრიზისული მდგომარეობის მართვას,
ძალადობის ფაქტების თავიდან აცილებას, დროული რეაგირებას და ფსიქოსოციალურ
დახმარებას.
განსაკუთრებით საგანგაშოა ბავშვებს შორის სექსუალური ძალადობის ფაქტებზე
არასათანადო რეაგირების პრობლემა, რომლის დროსაც დროულად ან საერთოდ არ
ხორციელდება ზრუნვა ბავშვის უსაფრთხოებასა და განმეორებითი ძალადობის პრევენციაზე.
მომსახურების ფორმების ხშირი ცვლა, ძალადობრივი გამოცდილება და ბიოლოგიური
ოჯახისგან განცალკევება, თავისთავად სტრესული ფაქტორია არასრულწლოვნისთვის და
ქმნის
მის
მიმართ
განსაკუთრებული
მოპყრობის,
მაღალი
ხარისხის
სერვისებით
უზრუნველყოფის წინაპირობას, რაც, სათანადოდ, ამ დრომდე არ ხორციელდება.
ინიცირებულ იქნეს სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი, ტრავმული გამოცდილების
მქონე
რთული
ქცევის
ბავშვთა
ინდივიდუალურ
საჭიროებებზე
მორგებული
ფსიქოსოციალური და სარეაბილიტაციო პროგრამების შემუშავებისა და დანერგვის
პროცესი
ანგარიშის მიხედვით, რელიგიური კონფესიების დაქვემდებარებაში მყოფი სკოლაპანსიონების ფუნქციონირება, ბავშვზე ზრუნვის სფეროში ყველაზე პრობლემურ საკითხად
რჩება.
პრობლემები
დაკავშირებულია
ამ
ტიპის
დაწესებულებებზე
სახელმწიფოს
ზედამხედველობის ნაკლებობის, დაწესებულებებში ჩარიცხულ ბავშვთა დიდი რაოდენობისა
და სააღმზრდელო გარემოს ბენეფიციართა ინდივიდუალურ საჭიროებებზე ორიენტირების
საკითხებთან.
რელიგიური პანსიონების უმეტესობა დიდი ინსტიტუციებია და იქ არსებული
სააღმზრდელო
პირობები
ვერ
პასუხობს
ბავშვის
საუკეთესო
ინტერესების
დაცვის
მოთხოვნებს. სახელმწიფოს ამ დრომდე არ აქვს ინფორმაცია რელიგიური პანსიონებისა და
მასში ჩარიცხული ბავშვების რაოდენობის შესახებ. იმ დაწესებულებებში კი, სადაც ეს
ცნობილია, მეტად სუსტია სახელმწიფო კონტროლისა და მონიტორინგის მექანიზმი. სსიპ
სოციალური
მომსახურების
სააგენტო
პრაქტიკულად
არ
მონაწილეობს
ბავშვების
დაწესებულებაში ჩარიცხვისა და განთავსების პროცესებში, არ კონტროლდება პანსიონებში
არსებული სააღმზრდელო პირობები და გარემო, რაც სახელმწიფოს მხრიდან
დაუცველ
მდგომარეობაში ამყოფებს ამ დაწესებულებების ბენეფიციარებს.
დოკუმენტაციის წარმოების პრობლემებიდან გამომდინარე, პანსიონებში არ არის
დაცული ინფორმაცია ძალადობის ფაქტების აღრიცხვის, პროტესტისა და უკუკავშირის
შემთხვევებზე პანსიონების მიერ გატარებულ ღონისძიებათა შესახებ. ბენეფიციარები, რიგ
შემთხვევებში, იზოლირებული არიან სოციუმიდან და შეზღუდული აქვთ გამოხატვის
თავისუფლება. ინსტიტუციური რეჟიმიდან გამომდინარე, მათ არ აქვთ გაპროტესტების,
თავისი განსხვავებული აზრის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა და არსებულ
სააღმზრდელო პირობებთან და მკაცრ გარემოსთან უწევთ შეგუება.
აქტიური ზედამხედველობა გაეწიოს რელიგიურ პანსიონებში მყოფ ბავშვთა უფლებრივ
მდგომარეობას, ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით
ანგარიშის მიხედვით, პრობლემურია რელიგიური კონფესიების დაქვემდებარებაში
მყოფი სკოლა-პანსიონების ლიზენზირების საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ სააღმზრდელო
საქმიანობის განხორციელება შესაბამისი ლიცენზირების გარეშე კანონით აკრძალულია,
რელიგიური პანსიონების უმრავლესობა საქმიანობას ლიცენზიის გარეშე ეწევა, ხოლო
შესაბამისი ნებართვა, მხოლოდ 3 დაწესებულებას გააჩნია. 2018 წელს საქართველოს სახალხო
დამცველმა რელიგიური კონფესიების დაქვემდებარებაში მყოფი 7 სკოლა-პანსიონი
მოინახულა. გამოვლინდა, რომ საქმიანობის ნებართვის გარეშე მოქმედი დაწესებულებების
წარმომადგენლები სახელმწიფოს მხრიდან სათანადოდ არ არიან ინფორმირებულები
ლიცენზირების სავალდებულო კრიტერიუმებთან დაკავშირებით.
აქტიურად
გაგრძელდეს
მუშაობა
რელიგიური
პანსიონების
ლიცენზირების
საკითხებზე; დაწესებულებების ადმინისტრაციებს მიეწოდოს სათანადო ინფორმაცია
ლიცენზირების სავალდებულო ხასიათისა და ლიცენზირების დაკმაყოფილების
კრიტერიუმების შესახებ
ანგარიშის მიხედვით, ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად კვლავ რჩება ოჯახში
ძალადობის შემთხვევებში ბავშვის უსაფრთხოებისა და ინტერესების დაცვა, ბავშვის მიმართ
ოჯახში ძალადობის ფაქტების გამოვლენა, მსხვერპლი ბავშვების იდენტიფიცირება.
სახალხო დამცველმა გაანალიზა საქმე, რომელიც 4 წლის ნ. ზ.-ს გარდაცვალების ფაქტს
ეხება და ანგარიშშიაღნიშნა, რომ, მოცემული შემთხვევა ოჯახში ძალადობის ფაქტებზე
არსებული რეაგირების მექანიზმის მნიშვნელოვან ხარვეზებსა და სოციალური მომსახურების
სააგენტოში შექმნილ სერიოზულ, საქმიანობის სისტემურ პრობლემებზე მიუთითებს, რაც
უარყოფითად აისახება ბენეფიციართა უფლებრივ მდგომარეობაზე.
დაინერგოს ბავშვის მიმართ ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე რეაგირების, შეფასების
პროცესის, არსებული ინსტრუმენტის და შეფასების კრიტერიუმების მონიტორინგის
ეფექტიანი
მექანიზმი
არსებული
ხარვეზებისა
და
არასათანადო
რეაგირების
გამოსავლენად/თავიდან ასაცილებლად
ანგარიშის მიხედვით, წლების განმავლობაში გადაუჭრელ პრობლემად რჩება ოჯახში
ძალადობის მსხვერპლი ბავშვების შესაბამისი სერვისებით უზრუნველყოფა და მხარდაჭერა.
ქვეყანაში
ამ
დრომდე
არ
არსებობს
ოჯახში
ძალადობის
მსხვერპლი
ბავშვების
რეაბილიტაციის და უსაფრთხოების დაცვის სისტემა და მხოლოდ რიგ შემთხვევებში, ისიც
მინიმალურ დონეზეა უზრუნველყოფილი ბავშვთა ფსიქოლოგის ჩართულობა.
ოჯახში ძალადობის მსხვერპლ თითოეულ ბავშვთან მუშაობის საწყისი ეტაპიდანვე
ჩაერთოს
ფსიქოლოგი
და
დაიგეგმოს
არასრულწლოვნის
ფსიქოსოციალური
რეაბილიტაციის პროცესი
სტაბილური და თანაბარი სამუშაო გარემოს არსებობა შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირთა მათი დამოუკიდებელი ცხოვრების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. მიუხედავად
ამისა, შშმ პირთა დასაქმების კუთხით ქვეყნაში არსებული მრავალი გამოწვევა წლების
განმავლობაში არ კარგავს აქტუალობას, რომელთა დაძლევის მიზნით, სახალხო დამცველი
მნიშვნელოვნად მიიჩნევს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
მიერ შემდეგი
ღონისძიებების განხორციელებას:
უზრუნველყოს სამუშაოს მაძიებელ და დასაქმებულ შშმ პირთა მონაცემთა ბაზის
სრულყოფა. სისტემურად აწარმოოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა
საჯარო და კერძო სექტორში დასაქმების, ასევე, დასაქმების ხელშემწყობი სახელმწიფო
პროგრამის სხვადასხვა კომპონენტების სტატისტიკური მაჩვენებლების ანალიზი
საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველმა მოამზადა სპეციალური ანგარიში,
რომელიც
საქართველოში
შეზღუდული
მარეგულირებელი
საკანონმდებლო
რეკომენდაციებით
მიმართავდა
შესაძლებლობის
ბაზის
ხარვეზებს
პასუხისმგებელ
მქონე
პირთა
აღწერდა
სახელმწიფო
დასაქმების
და
შესაბამისი
უწყებებს.
კვლევამ
დაადასტურა, რომ სათანადო სამართლებრივი გარანტიების, პრაქტიკული ხელშეწყობისა და
აღსრულების ეფექტიანი მექანიზმების ნაკლებობის გამო, შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირთა შრომის უფლება სათანადოდ არ არის რეალიზებული. ქვეყნის შიდა
კანონმდებლობით და სტრატეგიული დოკუმენტებით გათვალისწინებული დებულებები
დეკლარაციული ხასიათისაა, რაც, თავის მხრივ, აფერხებს მათ ეფექტიან აღსრულებას და
მონიტორინგს.
დაასრულოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ხელშეწყობის
ერთიანი კონცეფციის და სხვა ნორმატიული დოკუმენტების შემუშავების პროცესი,
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩართულობით.
სახალხო დამცველის მოსაზრებით, შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით
გაძლიერებას საჭიროებს საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიები, რის გამოც
მიმართავს უწყებას შემდეგი რეკომენდაციით:
გააძლიეროს კერძო სექტორში შშმ პირთა დასაქმების წახალისების და დამსაქმებელთა
და
საზოგადოების
სხვა
წევრების
ცნობიერების
ამაღლებისკენ
მიმართული
საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველის მიერ მომზადებული
სპეციალური
ღონისძიებები
ანგარიში, რომელიც საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების
სახელმწიფო პროგრამების ხარვეზებს აღწერდა, სხვა საკითხებთან ერთად მიუთითებდა, რომ
სახელმწიფო პროგრამების ღონისძიებები რიგ შემთხვევებში იდენტურია და ვერ ფარავს
არსებულ საჭიროებებს.
ანგარიშში ასევე მითითებულია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
კვლევითმა ცენტრმა გააანალიზა ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ შშმ პირთა
დასაქმების ხელშეწყობისკენ მიმართული ძირითადი სახელმწიფო პროგრამის - „დასაქმების
ხელშეწყობის
მომსახურებათა
განვითარების
პროგრამის“
მიერ
შეთავაზებული
მომსახურების ეფექტიანობაზე. შედეგად, გამოიკვეთა, რომ პროგრამის ძირითადი მექანიზმია
მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტები, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ
თერთმეტნი არიან და მიუხედავად დაგეგმილი ზრდისა, ამ მიმართულებით დღემდე
რეალური ნაბიჯები არ გადადგმულა. ამასთან, ძალიან მცირეა პროგრამის ფარგლებში
კონსულტანტების დახმარებით დასაქმებულ შშმ პირთა რაოდენობა და ის ქვეყანაში შშმ
პირთა დასაქმების ზოგად სურათს ვერ ცვლის. აღსანიშნავია, რომ შშმ პირის სამუშაო
ადგილზე დამაგრება-შენარჩუნება მნიშვნელოვან პრობლემად რჩება. ასევე, ნათელია, რომ
პროგრამა ძირითადად მსუბუქი და საშუალო შეზღუდვის მქონე პირებს ფარავს.
უზრუნველყოს სახელმწიფო პროგრამებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა
მხარდაჭერითი დასაქმების კომპონენტების გაძლიერება და ხარისხის ამაღლება.
ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში შშმ პირებზე ძალადობის,
მათ შორის სექსუალური ძალადობის შემთხვევებზე უნიფიცირებული სტატისტიკა არ
წარმოებს, მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია და სახალხო
დამცველის წარმოებაში ამ საკითხზე არსებული საქმეების მზარდი რაოდენობა (2018 წლის
განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატმა შშმ პირებზე სავარუდო ძალადობის 14 საქმე
შეისწავლა) მეტყველებს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანთა და
ზრდასრულთა მიმართ ძალადობა, მნიშვნელოვანი პრობლემაა. ფიზიკური, სექსუალური,
ფსიქოლოგიური და ეკონომიკური ძალადობა ხდება ოჯახებში, ინსტიტუციებსა და თემში.
ამასთან, იკვეთება სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა დაბალი კომპეტენცია შშმ
ბავშვებსა და ზრდასრულებზე სავარაუდო ძალადობის ფაქტების გამოვლენის
სწორად
რეფერირების და რეაბილიტაციის საჭიროებების დადგენის კუთხით.
აპარატის წარმოებაში არსებულ ერთ-ერთ საქმეზე, რომელიც შშმ ბავშვის მიმართ
სავარაუდოდ ჩადენილ ოჯახში ძალადობას ან/და სექსუალურ ძალადობას უკავშირდებოდა,
მიუხედავად სკოლისა და სახალხო დამცველის არაერთი მიმართვისა, სსიპ სოციალური
მომსახურების სააგენტოს მარნეულის რაიონულმა განყოფილებამ ძალადობის ფაქტი ვერ
დაადასტურა. ამასთან, კორესპონდენციებში აღნიშნული იყო, რომ სოციალურმა მუშაკმა ვერ
შეძლო სავარაუდო მსხვერპლ ბავშვთან კომუნიკაციის დამყარება (იგი ვერ მეტყველებს),
თუმცა შემთხვევის შესწავლის პროცესში ფსიქოლოგს ან სხვა სპეციალისტს და საგამოძიებო
უწყებებს მონაწილეობა არ მიუღიათ.
უზრუნველყოს
სსიპ
სოციალური
განყოფილებების
სოციალურ
მომსახურების
მუშაკთა
სააგენტოს
სწავლება/გადამზადება
რაიონული
შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და ზრდასრულთა მიმართ ძალადობის შემთხვევების
გამოვლენის სპეციფიკურ საკითხზე, ასევე, შშმ პირებთან კომუნიკაციის ეთიკურ
სტანდარტსა და თავისებურებებზე
ანგარიშის მიხედვით, სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილი საქმეებიდან
იკვეთება, რომ არ არსებობს შშმ პირთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე ზედამხედველობის
ეფექტიანი მექანიზმი.
დაინერგოს შშმ პირთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე ზედამხედველობის
ეფექტიანი მექანიზმი, შემუშავდეს შესაბამისი მეთოდოლოგია
შეზღუდული
შესაძლებლობის
მქონე
პირთა
მიერ
ჯანმრთელობის
უფლების
რეალიზების პროცესში სახელმწიფოს მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ფსიქიკური
ჯანმრთელობა.
სახალხო დამცველი უარყოფითად აფასებს ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში
დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიის არარსებობას. აღნიშნული სტრატეგია, რომელიც
ჯერ კიდევ 2016 წელს უნდა შემუშავებულიყო, საფუძვლად უნდა დაედოს ჰოსპიტალური
სერვისების თანამედროვე, თემზე დაფუძნებული მომსახურებით ჩანაცვლებას. არსებული
ინფორმაციით, მხოლოდ 2018 წლის დეკემბერში დაიწყო ფსიქიკური ჯანმრთელობის
სერვისების
კარტირების
გეგმის
შემუშავება,
რომელიც
საფუძვლად
დაედება
დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიას.
უმოკლეს
ვადებში
უზრუნველყოს
დეინსტიტუციონალიზაციის
სტრატეგიის
შემუშავება და სტრატეგიის შესაბამისად, წამოიწყოს თემზე დაფუძნებული სერვისების
დანერგვა, მათ შორის თავშესაფრის, დღის ცენტრებისა და თანამედროვე თემზე
დაფუძნებული „დაცული საცხოვრებლების“ მოწყობის გზით
ანგარიშის
მიხედვით,
წინსვლა
არ
შეინიშნება
სოციალურ
ინტეგრაციასა
და
რეაბილიტაციაზე დაფუძნებული სერვისების განვითარების მიმართულებით. კვლავ არ
გაზრდილა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრების რაოდენობა გეოგრაფიული
პრინციპის
დაცვით.
2018
წელს
უმნიშვნელოდ
გაზრდილი
ბიუჯეტი,
აღნიშნული
მიმართულების განვითარებაში ხელშესახები ცვლილებების განხორციელების მოლოდინს
არც ქმნიდა. სფეროში არსებულ ძირეულ გამოწვევებთან გასამკლავებლად, საკმარისად ვერც
2019 წელს, ფსიქიკური ჯანმრთელობის აღნიშნული კომპონენტის დაფინანსების 77.8
ათასიდან 88.0 ათასამდე ზრდა ჩაითვლება.
უზრუნველყოს სოციალურ ინტეგრაციასა და რეაბილიტაციაზე დაფუძნებული
სერვისების განვითარება, მათ შორის, ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამის
ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის კომპონენტის ბიუჯეტის გაზრდის გზით.
საანგარიშო
პერიოდში
ფაქტობრივად
არ
გადადგმულა
ნაბიჯები
ფსიქიკური
ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან
ჰარმონიზების მიზნით.
ანგარიშის მიხედვით, მიმდინარეობს 2016
წელს ევროსაბჭოს
ტექნიკური
დახმარებით ფსიქიკური ჯანმრთელობის მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობის
გადახედვის შედეგად შემუშავებული რეკომენდაციების დაინტერესებულ მხარეებთან
შეჯერების და კანონმდებლობაში
დამცველს
არ
მიეწოდა
კანონმდებლობაში.
კანონმდებლობაში ასახვის პროცესი. თუმცა, სახალხო
ინფორმაცია,
სამთავრობო
აისახა
სამოქმედო
თუ
არა
გეგმის
რაიმე
სახის
ცვლილება
თანახმად,
კანონმდებლობის
არანებაყოფლობითი
ფსიქიატრიული
ჰარმონიზაციის პროცესი 2017 წელს უნდა დასრულებულიყო.
ცვლილებები
სტაციონარული
არ
განხორციელებულა
მომსახურების
პროცედურების
საერთაშორისო
რეგულაციებთან
მისადაგების მიმართულებითაც.
უზრუნველყოს ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს მარეგულირებელი ეროვნული
კანონმდებლობის
ჰარმონიზება
საერთაშორისო
სტანდარტებთან.
მათ
შორის,
განახორციელოს ცვლილებები არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული სტაციონარული
მომსახურების პროცედურების საერთაშორისო სტანდარტებთან მისასადაგებლად
სახალხო დამცველი უარყოფითად აფასებს ფსიქიატრიული დაწესებულებების შიდა
ინსპექტირებისა და მონიტორინგის მექანიზმის არარსებობას და მიმართავს უწყებას შემდეგი
რეკომენდაციით:
უზრუნველყოს
ფსიქიატრიული
დაწესებულებების
შიდა
ინსპექტირებისა
და
მონიტორინგის მექანიზმის შემუშავება და აღნიშნული მექანიზმის პრაქტიკაში
დანერგვა
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის სფერო მწვავედ
განიცდის ადამიანური რესურსების ნაკლებობას (სულ მცირე 250 ფსიქიატრის დეფიციტით.
2015 წლისთვის - 240 ფსიქიატრი და 13 ბავშვთა ფსიქიატრი; 2017 წელს 245 ფსიქიატრი და 16
ბავშვთა ფსიქიატრი), ფსიქიატრიის დარგის ადამიანური რესურსებით უზრუნველყოფის
თვალსაზრისით, საანგარიშო პერიოდში ხელშესახები ცვლილებები არ ყოფილა. ქმედითი
ნაბიჯები არც დარგის სუბ სპეციალობაში - ბავშვთა ფსიქიატრიაში მომუშავე ადამიანური
რესურსების
გაზრდის
მიმართულებით
გადადგმულა.
არ
დასრულებულა
მუშაობა
ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მომუშავე ადამიანური რესურსების განვითარების
გრძელვადიან სტრატეგიაზე.
მიიღოს
ქმედითი
ზომები
ფსიქიატრიის
დარგში
ადამიანური
რესურსების
(ფსიქიატრები, ფსიქოთერაპევტები, ფსიქიატრიის ექთნები და სოციალური მუშაკები)
რაოდენობის გასაზრდელად და ქვეყნის მასშტაბით მათ სწორად გასანაწილებლად,
ამასთან შეიმუშაოს ადამიანური რესურსების განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია
სახალხო დამცველი უარყოფითად აფასებს იმ ფაქტს, რომ 2018 წელს არ გაზრდილა
პირველადი
ჯანდაცვის
პერსონალის
შესაძლებლობები
ფსიქიკური
ჯანმრთელობის
პრობლემების გამოვლენისა და მართვის საკითხებში (ისევე როგორც 2017 წელს, 2018 წელსაც
დაგეგმილ (და არა შესრულებულ) ღონისძიებას წარმოადგენს ფსიქიკური ჯანმრთელობის
დაწესებულების ექიმების, ექთნებისა და სოციალური მუშაკებისთვის ტრენინგების 6 ციკლი).
უზრუნველყოს ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებში პირველადი ჯანდაცვის
პერსონალის გეგმით გათვალისწინებული რაოდენობის (30%) გადამზადება
სახალხო დამცველის მოსაზრებით, არადამაკმაყოფილებელია საანგარიშო პერიოდში
ფსიქიკური
ჯანმრთელობის
შესახებ
საზოგადოების
ცნობიერების
ამაღლების,
დამოკიდებულების შეცვლის და სტიგმის შემცირების მიზნით გატარებული ღონისძიებები.
ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში
გამართული აქტივობები გასული წლის ანალოგიურია.
არ დამტკიცებულა ფსიქიკური
ჯანმრთელობის შესახებ განათლებისა და ცნობიერების ამაღლების 2017–2020 წლების
სტრატეგიული გეგმა.
გააძლიეროს
ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ განათლებისა და ცნობიერების
ამაღლება
ანგარიშის მიხედვით, მნიშვნელოვან გამოწვევად იკვეთება სხვადასხვა ფსიქოაქტიური
ნივთიერების მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების გამოვლენა და
სათანადო მართვა. ქვეყანაში მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციებისა და პროგრამების
შესაბამისად, ხშირ შემთხვევაში ვერ ხერხდება პაციენტებისათვის გადაუდებელი სამედიცინო
დახმარების აღმოჩენა, კერძოდ ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებით გამოწვეულ
ფსიქოზურ მდგომარეობაში მყოფი პაციენტები ვერ იღებენ საჭირო სერვისებს, რადგან
ნარკოლოგიური სამსახურები მზად არ არიან შესაბამისი დახმარების აღმოსაჩენად,
ფსიქიატრიულ სამსახურებს კი ამ მდგომარეობების მართვის კომპეტენცია არა აქვთ.
დასახელებული
პრობლემა
დაუყოვნებლივ
საჭიროებს
მოგვარებას,
იმის
გათვალისწინებით, რომ მზარდია ნივთიერებადამოკიდებულთა ფსიქიკური აშლილობის
შემთხვევათა რიცხვი. კერძოდ, 2018 წელს ფსიქოაქტიური საშუალებების მოხმარების
დიაგნოზით ჰოსპიტალიზებულ პაციენტთა რიცხვი წინა წელთან შედარებით 45%-ით
გაიზარდა. აღნიშნული მონაცემი, ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებით გამოწვეული
ფსიქიკური აშლილობის გამოვლენის მიმართულებით არსებული გამოწვევების ფონზე,
კიდევ უფრო შემაშფოთებელია.
აპარატის
ფსიქოაქტიური
წარმოებაში
არსებულ
ნივთიერების
მიღებით
ერთ-ერთ
საქმეზე,
გამოწვეული
რომელიც
ფსიქიკური
სავარაუდოდ
ჯანმრთელობის
პრობლემების მქონე პირის მიერ 13 წლის მოზარდის მკვლელობას უკავშირდება, იკვეთება
პირველადი ჯანდაცვის, ნარკოლოგიისა და ფსიქიატრიული მომსახურების სფეროებს შორის
რეფერალისა და ქვეყანაში მოქმედი რეგულაციების პრობლემა.
გადადგას ნაბიჯები სხვადასხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების მიღებით გამოწვეული
ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების დროულად და ეფექტიანად გამოსავლენად და
პირთა სათანადო, როგორც ფსიქიატრიული, ისე ნარკოლოგიური სერვისებით
უზრუნველსაყოფად.
ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურების მიმღებ პაციენტთა შემთხვევაში
მწვავედ დგას სომატური ჯანმრთელობის სერვისების მისაწვდომობის პრობლემა, რაც
სპეციფიკურ რეგულირებას და ორგანიზებას საჭიროებს.
მიუხედავად იმისა, რომ ფსიქიატრიული სტაციონარული დაწესებულებების ნაწილს
გაფორმებული აქვს მომსახურების მიწოდების შესახებ ხელშეკრულებები ჯანდაცვის სფეროს
სხვადასხვა სპეციალისტთან (ოჯახის ექიმი, ქირურგი, სტომატოლოგი, გინეკოლოგი და სხვ.),
მათი მუშაობის გრაფიკი და იმ პაციენტთა მცირე რაოდენობა, რომელთაც წლის განმავლობაში
მიიღეს საჭირო მომსახურება, კითხვებს აჩენს. ფსიქიატრიულ დაწესებულებებში სომატური
ჯანმრთელობის არსებული მომსახურებები არ არის ორიენტირებული პრევენციაზე.
ფსიქიატრიული
დაწესებულება
პაციენტთა
გადამისამართება/გადაყვანას
შესაბამისი
პროფილის სამედიცინო დაწესებულებაში, უმეტესად, მხოლოდ პაციენტის მდგომარეობის
უკიდურესად გამწვავების შემთხვევაში, გადაუდებელი აუცილებლობისას მიმართავს.
ფსიქიატრიულ სტაციონარულ დაწესებულებებში სომატური ჯანმრთელობის სერვისის
მიწოდებისას, არ არის ჩამოყალიბებული ერთგვაროვანი მიდგომა, რაც დაწესებულების შიდა
ინსპექტირებისა და მონიტორინგის მექანიზმის არარსებობის პირობებში ეჭვქვეშ აყენებს
სომატური ჯანმრთელობის დაცვის მიზნით მიწოდებული სერვისის ეფექტიანობას.
ამასთან, პრობლემურია სომატური ჯანმრთელობის სამკურნალოდ ექიმის მიერ
დანიშნული მედიკამენტების შეძენა, რადგან ეს საყოველთაო ჯანდაცვისა და ფსიქიკური
ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში არ ფინანსდება. პაციენტები,
რომელთაც
არ
აქვთ
ოჯახის
მხარდაჭერა
და
არ
იღებენ
სოციალურ
პაკეტს,
უზრუნველყოფილი არ არიან შესაბამისი დახმარებით.
უზრუნველყოს
ფსიქიატრიული
ნებაყოფლობითი,
ისე
სტაციონარული
არანებაყოფლობითი
(მათ
მომსახურების
შორის,
(როგორც
მსჯავრდებულთა
და
ბრალდებულთა) და იძულებით სტაციონარული ფსიქიატრიული სერვისის მიმღებ
პირთა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართვის წესისა და პროცედურის
დეტალური რეგულირება ერთგვაროვანი ეფექტიანი პრაქტიკის ჩამოსაყალიბებლად
ანგარიშის მიხედვით, პრობლემურია სომატური ჯანმრთელობის სამკურნალოდ ექიმის
მიერ დანიშნული მედიკამენტების შეძენა, რადგან ეს საყოველთაო ჯანდაცვისა და ფსიქიკური
ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში არ ფინანსდება. პაციენტები,
რომელთაც
არ
აქვთ
ოჯახის
მხარდაჭერა
და
არ
იღებენ
სოციალურ
პაკეტს,
უზრუნველყოფილი არ არიან შესაბამისი დახმარებით.
უზრუნველყოს იმ პაციენტთა საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფა, რომლებიც არ
სარგებლობენ სოციალური ბენეფიტით და არ ჰყავთ მხარდამჭერები
სომატური ჯანმრთელობის დაცვის კუთხით, კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში
იმყოფებიან
სტაციონარული
ფსიქიატრიული
დახმარების
მიმღები
ქალები.
დაწესებულებებში არ არსებობს ქალთა სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე
ზრუნვის პრაქტიკა. სახალხო დამცველის აპარატმა დაიწყო ამ კუთხით არსებული
მდგომარეობის
შესწავლა,
რის
შედეგადაც
დადასტურდა,
რომ
ფსიქიატრიულ
დაწესებულებებში მყოფ ქალ პაციენტთა უმრავლესობა არ ფლობს ინფორმაციას ქალთა
სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ძირითად ასპექტებზე. მენეჯმენტი და
სამედიცინო პერსონალი დასახელებულ საკითხზე ყურადღებას არც სამედიცინო სერვისის
მიწოდების კუთხით ამახვილებს და არც ინფორმირების. ადმინისტრაცია და პერსონალი
ქალთა სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვას მათ მიერ გასაწევი
მომსახურების მნიშვნელოვან კომპონენტად არ აღიქვამს.
სტაციონარულ
ფსიქიატრიულ
დაწესებულებებში
უზრუნველყონ
ქალთა
ჯანმრთელობის დაცვა როგორც პაციენტებისთვის ინფორმაციის მათთვის გასაგები
ფორმით მიწოდების, ისე შესაბამისი სპეციალისტის დროული და ეფექტიანი
მომსახურების გზით
ხანდაზმულთა უფლებრივი მდგომარეობის კუთხით, საქართველოში კვლავ მრავალი
გამოწვევაა, რომელთა დაძლევა სახელმწიფოს მხრიდან ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმას
საჭიროებს.
ანგარიშის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში შესწავლილ იქნა „საქართველოში
მოსახლეობის დაბერების საკითხებზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის 2017-2018
წლების ეროვნული სამოქმედო გეგმით“ გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების
საკითხი.
შესწავლის შედეგებმა აჩვენა, რომ არ დამტკიცებულა სადღეღამისო სპეციალიზებულ
დაწესებულებებში შშმ პირთა და ხანდაზმულთა მომსახურების ახალი სტანდარტი და
მონიტორინგის ახალი მექანიზმი.
უზრუნველყოს ხანდაზმულთა 24-საათიანი სათემო სერვისების სტანდარტების
დროული დამტკიცება და სტანდარტის შესაბამისად მონიტორინგის ეფექტიანი
სისტემის დანერგვა
„საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხებზე სახელმწიფო პოლიტიკის
კონცეფციის 2017-2018 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმით“ მნიშვნელოვან საქმიანობებად
განსაზღვრული იყო გრძელვადიანი ზრუნვის კონცეფციისა და განხორციელების სტრატეგიის
დამტკიცება. თუმცა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით,
დასახელებულ თემაზე სამუშაო ჯგუფის შექმნა მხოლოდ 2019 წლის სექტემბრიდან იგეგმება.
უზრუნველყოს
გრძელვადიანი
ზრუნვის
კონცეფციისა
და
განხორციელების
სტრატეგიის დროული შემუშავება საზოგადოების ფართო ჩართულობით
დაბერების სამოქმედო გეგმა ასევე ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად
ითვალისწინებდა
განვითარებისა
ხანდაზმულ
და
ტერიტორიებიდან
პირთა
გამოყენების
დევნილთა,
დასაქმებას,
გზით.
შრომის,
თუმცა
მათი
შრომითი
საქართველოს
ჯანმრთელობისა
და
პოტენციალის
ოკუპირებული
სოციალური
დაცვის
სამინისტროს მიერ სახალხო დამცველისათვის მიწოდებული ინფორმაციით დასტურდება,
რომ
სამინისტროს
მიერ
მიერ
მოსახლეობის
დასაქმების
ხელშეწყობის
მიზნით
განხორციელებული ღონისძიებები თვისობრივად მორგებული არ არის ხანდაზმულ პირთა
საჭიროებებზე. შრომის ბაზრის კვლევების საფუძველზე, უწყებას არც ხანდაზმული
მოსახლეობის დასაქმების შესაძლებლობები შეუფასებია და არც მათი პროფორიენტაციისა და
პროფესიული საჭიროებები. სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში არ გროვდება ასაკოვან
პირთა დასაქმების თაობაზე დიფერენცირებული მონაცემები.
შრომის ბაზრის კვლევის საფუძველზე, შეაფასოს ხანდაზმულ პირთა დასაქმების
შესაძლებლობები; დასაქმების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში
გაითვალისწინოს ხანდაზმულ პირთა სპეციალური საჭიროებები
უზრუნველყოს ხანდაზმულთა სპეციფიკური პროფორიენტაციისა და პროფესიული
საჭიროებების შესწავლა და შესაბამის პროგრამებში მათი გათვალისწინება.
ჯანდაცვისა
და
სოციალური
დაცვის
სფერო
ოკუპირებულ
ტერიტორიებზე
განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დგას. კლინიკები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში
კვალიფიციური კადრებისა და თანამედროვე სამედიცინო ინფრასტრუქტურის ნაკლებობას
განიცდიან.
მნიშვნელოვანია ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამედიცინო დაწესებულებებისა და
სამედიცინო პერსონალის მხარდაჭერა, რათა ადგილზე გაუმჯობესდეს საბაზო სამედიცინო
დახმარება. ამ მიმართულებით კვლავ გამოწვევად რჩება სამედიცინო პერსონალის ჩართვა
გადამზადების პროგრამებში, რომლებშიც ისინი რეგულარულად ვერ იღებენ მონაწილეობას,
განსხვავებით საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მომუშავე ექიმებისგან.
დაბალი ანაზღაურებისა და მოძველებული ინფრასტრუქტურის პირობებში, გადამზადების
ნაკლებობა კიდევ უფრო ამცირებს გაწეული სერვისის ხარისხს და ექიმთა მოტივაციას.
ოკუპირებულ
ტერიტორიებზე
მომუშავე
ექიმები
ჩართოს
გადამზადების
იმ
პროგრამებში, რომლებსაც საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მომუშავე ექიმები
გადიან. ასევე, გაზარდოს მხარდაჭერა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედი
სამედიცინო დაწესებულებებისა და პერსონალისათვის.
ანგარიშის მიხედვით, პრობლემურია გადაუდებელი საჭიროების მქონე პაციენტების
ტრანსპორტირება
აფხაზეთიდან
საქართველოს
კონტროლირებადი
ტერიტორიის
მიმართულებით. 2012 წლამდე გალის რაიონის სასწრაფო დახმარების ბრიგადებს შეეძლოთ
გამშვები პუნქტების (ზედა, ქვედა ზონები და ენგურის ხიდით) გავლით პაციენტი ზუგდიდის
მუნიციპალიტეტის კლინიკებამდე გადაეყვანათ. თუმცა დღეს მათ პაციენტის მიყვანა
მხოლოდ ენგურის ხიდამდე შეუძლიათ.
გარდა იმისა, რომ პაციენტს ენგურის ხიდზე სასწრაფო დახმარების მანქანის გამოცვლა
უწევს, ასევე დროში იწელება საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სასწრაფო
დახმარების მანქანის ან რეანომობილის გამოძახება. პაციენტის ოჯახის წევრს პირადად
აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და შერიგებისა და
სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ხელმძღვანელ
პირებთან უწევს დაკავშირება, რაც გადაუდებელი დახმარების მექანიზმს დამოკიდებულს
ხდის რამდენიმე ადამიანზე. სახალხო დამცველისათვის ცნობილი გახდა შემთხვევების
შესახებ, როდესაც რეანომობილის გაგზავნაზე გადაწყვეტილება რამდენიმე საათიდან
რამდენიმე დღემდეც გაიწელა.
მნიშვნელოვანია, დაიხვეწოს სასწრაფო დახმარების მანქანისა და რეანომობილის
გამოძახების მექანიზმი აფხაზეთიდან გადმოსული პაციენტებისათვის, რათა ის აღარ იყოს
დამოკიდებული
კონკრეტულ
პიროვნებებზე
და
შეუფერხებლად
უზრუნველყოს
პაციენტებისათვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიწოდება.
გააძლიეროს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
პაციენტებისათვის
სასწრაფო
სამედიცინო დახმარების ეფექტიანად მიწოდებისათვის შესაბამისი ღონისძიებების
გატარება.
სახალხო დამცველი, წინა წლების მსგავსად, აქტიურად შეისწავლიდა დევნილთა
უფლებრივ მდგომარეობას. საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა, რომ პრობლემურია
თბილისში დევნილთა გრძელვადიანი განსახლების გაჭიანურების საკითხი. განსახლების
პროცესთან დაკავშირებით ანგარიშში აღნიშნულია, რომ თბილისში 2016 წლის შემდგომ
დევნილთა
გრძელვადიანი
სიცოცხლისათვის
ან
განსახლება
განხორციელდა
მხოლოდ
ნგრევად
და
მომეტებული
საფრთხის
შემცველი
და
ჯანმრთელობისათვის
სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი ობიექტებიდან (ჯამში 190 ოჯახი). შესაბამისად, 2017-2018
წლებში
თბილისში
რეგისტრირებულ
დევნილებს
არ
მისცემიათ
შესაძლებლობა
სამინისტროსთვის საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე განაცხადით მიემართათ და
კონკურსის საფუძველზე განსახლებულიყვნენ.
სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში დევნილთა გრძელვადიანი განსახლების
მიზნით 826 ბინაა გამოსყიდული, სადაც დევნილები 2019-2020 წლებში განსახლდებიან.
ამასთან, 2019 წელს დაგეგმილია კონკურსის გამოცხადება დევნილთა განსასახლებლად
საცხოვრებელი ფართ(ებ)ის შესყიდვის მიზნით.
იმის გათვალისწინებით, რომ ამ ეტაპისათვის უკვე არსებობს განსასახლებელი ბინების
რესურსი, მნიშვნელოვანია, სამინისტრომ იმგვარად დაგეგმოს 2019 წელს დევნილთა
განსახლება, რომ
გამოსყიდული 826 ბინა სრულად გადანაწილდეს დევნილებზე, ასევე,
შეისყიდოს ახალი ბინები, ხოლო პროცესი არ გაჭიანურდეს.
თბილისში
დევნილთა
შემჭიდროებულ
გრძელვადიანი
ვადებში
დაიწყოს
განსახლების
მიზნით,
კანონმდებლობით
მაქსიმალურად
გათვალისწინებული
პროცედურები და 2019 წელს, გამოსყიდული 826 ბინა სრულად განაწილდეს
დევნილებზე
ანგარიშის
მიხედვით,
დედაქალაქში
ბოლოს
განხორციელებულ
(2016
წელი)
განსახლების ეტაპზე, გრძელვადიანი განსახლების მსურველი განაცხადების დაახლოებით
40% იმ ოჯახებს ეკუთვნოდა, რომლებიც ერთოთახიან ბინებში განსახლებას საჭიროებდნენ.
სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით 826
ბინაა გამოსყიდული, სადაც დევნილები 2019-2020 წლებში განსახლდებიან. გამოსყიდული
საცხოვრებლებიდან ძალიან მცირეა ერთოთახიანი (40 ბინა) და ოთხოთახიანი (23 ბინა)
ბინები. შესაბამისად, უნდა ითქვას, რომ დღესდღეობით გამოსყიდული ბინების რაოდენობა
ვერ პასუხობს ერთოთახიან ბინებში განსახლების მსურველი ოჯახების საჭიროებას. წინა
განსახლების
ეტაპზე,
სამინისტრომ
აპარატს
დამატებით
აცნობა,
რომ
დევნილთა
განსასახლებლად საცხოვრებელი ფართ(ებ)ის შესყიდვის მიზნით, 2019 წელს დაგეგმილია
კონკურსის გამოცხადება, სადაც პრიორიტეტი ერთ და ორ ოთახიან ბინებს მიენიჭება.
მნიშვნელოვანია, სამინისტრომ იმგვარად დაგეგმოს 2019 წელს დევნილთა განსახლება,
რომ მოკლე ვადებში დაიწყოს თბილისში დაგეგმილი ერთოთახიანი და ოროთახიანი ბინების
შესყიდვა და არ გააჭიანუროს პროცესი.
გაგრძელდეს თბილისში დაგეგმილი ერთოთახიანი და ოროთახიანი ბინების შესყიდვის
პროცედურები
და
განხორციელდეს
შესაბამისი
სულადობის
მქონე
ოჯახების
განსახლება
ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს დევნილთა განსახლების აქტში შესული ცვლილებების
შედეგად, განსახლების თაობაზე განაცხადების წინასწარი შეფასების ეტაპზე, დევნილ
ოჯახებს მძიმე საცხოვრებელ პირობებში გათვალისწინებული ქულა წინასწარ აღარ ენიჭებათ,
არამედ ენიჭებათ მხოლოდ მონიტორინგის სამმართველოს მიერ, საცხოვრებელი პირობების
ადგილზე შესწავლის შემდეგ, ან იმ შემთხვევაში, თუ არსებობს შესაბამისი საექსპერტო
დასკვნა მძიმე საცხოვრებელი პირობების თაობაზე.
მოცემული ცვლილებები სახალხო დამცველმა უარყოფითად შეაფასა. რადგან მიიჩნია,
რომ ზოგიერთი კატეგორიის ოჯახი ვერ დაექვემდებარება მონიტორინგს. კერძოდ,
შესაძლებელია ოჯახს მართლაც ჰქონდეს მძიმე საყოფაცხოვრებო პირობები, თუმცა ვინაიდან
განაცხადის წინასწარი შეფასების ეტაპზე ვერ მიიღებს შესაბამის ქულას, ვერც მონიტორინგს
დაექვედებარება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ზოგიერთი, ყველაზე მოწყვლადი ოჯახი,
შესაძლოა, საერთოდ ვერ მოხვდეს შესაფასებელ პირთა კატეგორიაში და ასეთი ოჯახების
განაცხადის დაკმაყოფილების შანსი ფაქტობრივად არ არსებობს. სახალხო დამცველს მიაჩნია,
რომ იმისათვის, რათა არ დაზიანდეს მოწყვლად დევნილთა ინტერესები, უმჯობესია მიეცეთ
შესაძლებლობა, განაცხადით მიმართვისა და კითხვარის შევსების ეტაპზე, წარადგინონ
საკუთარი საცხოვრებელი პირობების ამსახველი ფოტო-მასალა. ხოლო, თავის მხრივ,
სამინისტრო, დასაბუთებული ვარაუდის შემთხვევაში, ადგილზე შეისწავლის მდგომარეობას
და თუკი პირობები დადასტურდება, ოჯახს შესაბამის კრიტერიუმში გათვალისწინებული
ქულა მიენიჭება.
გრძელვადიანი
განსახლების
კრიტერიუმებში
არსებული
მძიმე
საცხოვრებელი
პირობებისთვის განკუთვნილი ქულა დევნილ ოჯახს მიენიჭოს წინასწარი შეფასების
ეტაპზევე, შესაბამისი მტკიცებულებების (მაგალითად ფოტოსურათების) წარდგენის
შემთხვევაში.
ანგარიშში სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს მომეტებული საფრთხის ქვეშ
მცხოვრებ ოჯახების განსახლების პრობლემაზე.
ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს ამგვარი პირობების არსებობის შესახებ დასკვნა 255
ოჯახზე გაიცა (დასკვნას სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო გასცემს). თუმცა სამინისტროში
70 ოჯახზე გაცემული დასკვნა შევიდა. რაც იმას ნიშნავს, რომ ეკომიგრანტთა განსახლებაზე
პასუხისმგებელი ცენტრალური ადმინისტრაციული ორგანო ამგვარი ოჯახების შესახებ
ერთიან ინფორმაციას საანგარიშო პერიოდში კვლავაც არ ფლობდა და დასკვნების წარდგენას
ინდივიდუალური ხასიათი ჰქონდა.
სახალხო დამცველის მიესალმება იმ ფაქტს, რომ მოპოვებული ინფორმაციით,
სამინისტროს მიერ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილ იქნა ამავე უწყების
მიერ 2013 წლიდან გაცემული გეოლოგიური დასკვნები. სახალხო დამცველი იმედოვნებს,
რომ სამინისტროში აღნიშნული მონაცემების თავმოყრა ხელს შეუწყობს არსებული ბიუჯეტის
ფარგლებში ეკომიგრანტთა განსახლების პროცესის განხორციელებას და
საფრთხის
ქვეშ
მცხოვრები
ოჯახების
პრიორიტეტულად
მომეტებული
განსახლებას.
ამასთან,
მნიშვნელოვანია აღნიშნული ოჯახების რაოდენობის მხედველობაში მიღება ბიუჯეტის
დაგეგმვის ეტაპზევე.
მოხდეს
მომეტებული
საფრთხის
ქვეშ
მცხოვრები
ოჯახების
რაოდენობის
გათვალისწინება ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზევე და განსახლებისათვის გამოყოფილი
თანხის მინიმუმ 30% მოხმარდეს ამგვარი ოჯახების განსახლებას
ანგარიშში აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველის მონიტორინგის მიხედვით,
პრობლემურია, ის გარემოება, რომ 2004-2012 წლებში განსახლებული ეკომიგრანტების ნაწილს
დღემდე არ გადასცემია საცხოვრებელი კერძო საკუთრებაში. აღნიშნულ პერიოდში
საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განსახლდა 1062 ოჯახი და მათგან მხოლოდ 529 ოჯახს
აქვს ამ დრომდე უძრავი ქონება საკუთრებაში გადაცემული.
დასრულდეს 2004-2012 წლებში განსახლებული ეკომიგრანტებისათვის საცხოვრებელი
ფართების საკუთრებაში გადაცემის პროცესი.
2018 წელს განხორციელებული სამთავრობო ცვლილებების შედეგად, უცხოელთა, მათ
შორის, სართაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაციის საკითხებზე პასუხისმგებელ
ორგანოდ განისაზღვრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, რომელიც „საერთაშორისო დაცვის
შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლის თანახმად, საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა
ადგილობრივი ინტეგრაციის პროგრამებს შეიმუშავებს და ახორციელებს. სამინისტროსგან
მიღებული ინფორმაციის თანახმად, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ლტოლვილები და
ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები რეგისტრირებულნი არიან შრომის ბაზრის მართვის
საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge); „სოციალურად დაუცველი ოჯახების
მონაცემთა ერთიანი ბაზის“ საფუძველზე არიან ფულადი სოციალური დახმარების „საარსებო შემწეობის“ მიმღებები; აღირიცხებიან „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის
სახელმწიფო პროგრამაში“ და ითვლებიან „2018 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო
პროგრამების“ მოსარგებლეებად. თუმცა აღნიშნულ პირთა ჩართულობა ინტეგრაციის
პროგრამებში დაბალია, რისი ერთ-ერთი მიზეზიც. სსახალხო დამცველის მოსაზრებით,
აღნიშნული სერვისებით სარგებლობის თაობაზე ინფორმაციის ნაკლებობაა.
უზრუნველყოს საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაციის პროგრამების
შესახებ საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება და ცნობიერების ამაღლება, როგორც
ბენეფიციარებში, ასევე, ადგილობრივ საზოგადოებაში
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ადგილობრივი ინტეგრაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან
გამოწვევად რჩება ენის პრობლემა, რადგან ბენეფიციართა უმრავლესობამ არ იცის ქართული
ენა და შესაბამისად, ნაკლებად ხელმისაწვდომი ხდება, როგორც განათლებისა და დასაქმების,
ასევე ჯანდაცვის პროგრამებით სარგებლობა. წინა წლების ანგარიშში აღნიშნული იყო
ქართული ენის კურსების ხელმისაწვდომობის გაზრდა თავშესაფრის მაძიებელთათვისაც, რაც
კვლავ პრობლემად რჩება. ინტეგრაციის ცენტრის ფარგლებში მხოლოდ შეზღუდული
რაოდენობის ბენეფიციარებსა და სამიზნე ჯგუფებს უწევდნენ მომსახურებას. როგორც 2017
წელს,
საანგარიშო
განისაზღვრებოდა
პერიოდშიც,
მხოლოდ
ამ
მიმართულებით
საერთაშორისო
დაცვის
ცენტრის
მქონე
სამიზნე
პირებით.
ჯგუფი
იგეგმებოდა
თავშესაფრის მაძიებელთა ჩართვაც, თუმცა აღნიშნული გეგმა არ განხორციელებულა.
უზრუნველყოს ქართული ენის კურსების ხელმისაწვდომობა თავშესაფრის მაძიებელი
პირებისთვისაც
სახალხო დამცველის მიერ 2018 წელს თავშესაფრებში და კრიზისულ ცენტრებში
ჩატარებული მონიტორინგის შედეგად დგინდება, რომ პრობლემად
რჩება ძალადობის
მსხვერპლთა/დაზარალებულთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის, საგანმანათლებლო და
დასაქმების პროგრამების შეზღუდული რაოდენობა, ზოგიერთ შემთხვევაში კი - მათი
არარსებობაც.
თავშესაფრებმა მეტად შეუწყონ ხელი ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან
და
სერვისის
მიმწოდებელ
კომპანიებთან
თანამშრომლობის
გაძლიერებას
და
კოორდინაციას ბენეფიციართა ფსიქოსოციალური, საგანმანათლებლო და დასაქმების
შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად
წინა საპარლამენტო ანგარიშების მსგავსად, სახალხო დამცველი წარმოდგენილ
ანგარიშშიც მიუთითებს შშმ პირთა მომსახურებისთვის თავშესაფრის ფიზიკური გარემოს
დახვეწის და სავალდებულო სტანდარტებთან
შესაბამისად შენობების ადაპტირების
აუცილებლობაზე.
დაიხვეწოს თავშესაფრის ფიზიკური გარემო შშმ პირთა მომსახურებისთვის და
შენობები ადაპტირდეს სავალდებულო სტანდარტებთან შესაბამისად
სახალხო დამცველი უკვე წლებია მიუთითებს, რომ პროფესიული განვითარების
საბჭოში მოქალაქეთა განცხადებების შესწავლა დროში ძალიან ჭიანურდება, მოქალაქეებს
ასევე არ აქვთ საშუალება, სათანადო მონაწილეობა მიიღონ განცხადების განხილვა/შესწავლის
პროცესში, ასევე არ ხდება პაციენტების დროული ინფორმირება საბჭოს სხდომების თაობაზე.
განმცხადებლების უფლების სრულყოფილად რეალიზაციისათვის აუცილებელია საბჭომ
გონივრულ ვადაში შეატყობინოს განმცხადებელს სხდომის ადგილის და დროის შესახებ და
უზრუნველყოს კანონმდებლობით მათთვის გარანტირებული უფლებების რეალიზაცია.
უწყებას ჯერ კიდევ გასულ წელს მიეცა რეკომენდაცია შეიმუშაოს საქმისწარმოების
პროცედურები,
რომლებითაც
განისაზღვრება
მოქალაქეთა
განცხადებების/საჩივრების
შესწავლის და პროფესიული განვითარების საბჭოსათვის განსახილველად წარდგენის
გონივრული
ვადები,
აგრეთვე
დაინტერესებული
მხარეებისათვის
პროფესიული
განვითარების საბჭოს დაგეგმილი სხდომის შესახებ ინფორმაციის წინასწარ შეტყობინების
წესი.
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ განმარტა, რომ
პროფესიული განვითარების საბჭომ შეიმუშავა დაგეგმილი სხდომის შესახებ ინფორმაციის
წინასწარ შეტყობინების სტანდარტული პროცედურა, თუმცა მას არ აქვს ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ფორმა და არც სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილ
განცხადებებში მოიპოვება ამ პროცედურის განხორცილების შესახებ ინფორმაცია.
ასევე, პრობლემად რჩება სააგენტოს ვებგვერდზე იმ ინფორმაციის განთავსება,
რომელიც მნიშვნელოვანია პაციენტების უფლებების დაცვის თვალსაზრისით. არ არსებობს
საკომუნიკაციო-საკონსულტაციო
მექანიზმი,
რომელიც
პაციენტს
პროფესიული
განვითარების საბჭოს საქმიანობის, ფუნქციების, მიმართვის ფორმების შესახებ ინფორმაციის
მოძიებაში დაეხმარებოდა.
კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად შეიმუშაოს, როგორც მოქალაქეთა
განცხადება/საჩივრების
შესწავლის
და
პროფესიული
საბჭოსათვის
მათი
განსახილველად მიწოდების გონივრული ვადები, ისე სხვა პროცედურული საკითხების
მომწესრიგებელი ნორმები;
გამჭირვალობის და ხელმისაწვდომობის პრინციპების გათვალისწინებით, შეიმუშაოს
და განახორციელოს გეგმა სააგენტოს ელექტრონულ რესურსებზე პროფესიული
განვითარების საბჭოს შესახებ ინფორმაციის განსათავსებლად.
ფსიქოტროპული მედიკამენტების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების
შესახებ“ კანონის შესაბამისად, რის გამოც ტენდერის პირობებიდან გამომდინარე, არჩევანი
ძირითადად ყველაზე იაფ და დაბალი ხარისხის მედიკამენტებზე კეთდება. 2017 წლის
საპარლამენტო ანგარიშში სახალხო დამცველი საგანგებოდ მიუთითებდა ხარისხიანი
მედიკამენტების შეძენის მნიშვნელობაზე. ამ საკითხთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა
რეკომენდაციით
მიმართა
საქართველოს
მთავრობას,
მედიკამენტის
ხარისხის
პრიორიტეტულობის გათვალისწინებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის მე-3
მუხლის
„ა.თ“
ქვეპუნქტის
თანახმად
დამტკიცებულიყო
იმ
ფსიქიატრიული
დაწესებულებების (შპს) მიერ მედიკამენტების შესყიდვის სპეციალური წესი, რომელთა 50%ზე მეტს ფლობს სახელმწიფო, და განსაზღვრულიყო, რომ ამ დაწესებულებებს შეუძლიათ
მედიკამენტების
გამარტივებული
წესით
შესყიდვა,
მაგრამ,
სამწუხაროდ,
არც
ეს
რეკომენდაცია გაუთვალისწინებიათ.
ხარისხიანი მედიკამენტების დაუბრკოლებლად შესყიდვის მიზნით, იმ ფსიქიატრიული
დაწესებულებებისთვის (შპს), რომელთა წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო,
დამტკიცდეს სპეციალური წესი მედიკამენტების შესასყიდად, და განისაზღვროს, რომ ამ
დაწესებულებებს შეუძლიათ მედიკამენტების გამარტივებული წესით შესყიდვა.
სამწუხაროდ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები უფლებების შეზღუდვას
საანგარიშო
პერიოდშიც
აწყდებოდნენ.
საზოგადოებრივი
უთანასწორო
პირობებში
ცხოვრების
არიან
თითქმის
საჯარო
ყველა
სამსახურში
სფეროში
დასაქმებული
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებიც (გარდა მკვეთრად და მხედველობის
გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა) კერძო
სექტორში დასაქმებულთაგან განსხვავებით, სოციალური პაკეტით ვერ სარგებლობენ.
საჯარო სამსახურში დასაქმებული მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები უზრუნველყოს „სოციალური პაკეტის
განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279
დადგენილებით გათვალისწინებული სოციალური პაკეტით.
ონკოლოგიური დაავადებები გლობალური მნიშვნელობის გამოწვევაა. მიუხედავად
საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის
ინტერვენციებსა
და
სამედიცინო
მომსახურების
ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების ცალსახა პროგრესისა, კიბოთი მაღალი ავადობა და
სიკვდილიანობა კვლავაც მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება საქართველოს ჯანდაცვის
სისტემისათვის.
ჯანმრთელობის
მსოფლიო
ორგანიზაციის
ექსპერტთა
პროგნოზით,
კიბოთი
გამოწვეული სიკვდილიანობის არსებული დონე, რომელიც წელიწადში დაახლოებით 8.2
მილიონს უტოლდება, გაიზრდება და 2030 წლისათვის 13 მილიონს გადააჭარბებს.
„საქართველოში არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის 2017-2020
წლების
ეროვნული
სტრატეგიის“
სამიზნეებს
შორის
განსაზღვრულია
როგორც
ონკოლოგიური დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის შეჩერება (ნულოვანი ზრდა),
ისე არაგადამდებ დაავადებათა სამედიცინო მომსახურებასა და მის მედიკამენტურ
მკურნალობაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.
საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის, ასევე, სხვა პროგრამებით უზრუნველყოფილია
ონკოლოგიური პაციენტების გეგმური მკურნალობა და ამ პროცედურებთან დაკავშირებული
გამოკვლევები და მედიკამენტები, თუმცა ის არ მოიცავს მოსახლეობის ყველა ფენას და
ასაკობრივ ჯგუფებს.
სამწუხაროა, რომ არ არსებობს ონკოლოგიურ დაავადებათა ერთიანი სახელმწიფო
პროგრამა და სამედიცინო მომსახურების და წამლების მიწოდება ფრაგმენტული სახით
მიმდინარეობს
საყოველთაო
ჯანდაცვის,
ონკოპრევენციის
პროგრამის,
პალიატიური
მზრუნველობის და ადგილობრივი მუნიციპალური ბიუჯეტების ფარგლებში
შეიმუშაოს პროფილური ერთიანი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს
ონკოლოგიურ დაავადებათა ახალი შემთხვევების დროულად გამოვლენას, კიბოს
გავრცელების შეფერხებას და ონკოლოგიური პაციენტებისათვის მკურნალობის
ხელმისაწვდომობას.
ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი მაღალია, ხოლო მის დასაძლევად გამოყოფილი
რესურსები
-
მწირი.
უზრუნველყოფის
არასაკმარისი
ძირითადი
რესურსების
პროგრამით
გამო,
მხოლოდ
სახელმწიფო
სოციალური
განსაკუთრებით
მოწყვლადი
კატეგორიის ოჯახებს უზრუნველყოფს საარსებო შემწეობით.
ოჯახების
სოციალურ-ეკონომიკური
მდგომარეობის
შეფასების
მოქმედი
მეთოდოლოგია არ იძლევა მოწყვლადი ჯგუფების სწორად გამოვლენის შესაძლებლობას.
სახალხო დამცველი წლების განმავლობაში უთითებდა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი
მოსახლეობის
საარსებო
შემწეობით
უზრუნველყოფის
პროგრამის
ხარვეზებზე.
მაგ.
თბილისში მცხოვრები ოჯახების შეფასებისას პარკეტისათვის მინიჭებული მაღალი
კოეფიციენტი,
ასევე
ოჯახების
სოციალურ-ეკონომიკური
მდგომარეობის
შეფასების
მეთოდოლოგიაში სამომხმარებლო კალათის ღირებულების უცვლელობა, რაც არ იძლევა ამ
მონაცემის დროში განახლების შესაძლებლობას და აფერხებს ოჯახის საჭიროების სწორად
გამოთვლას,
ოჯახის
მძიმე
სოციალურ-ეკონომიკური
მდგომარეობის
შეფასების
მოთხოვნიდან, საარსებო შემწეობის თანხის მიღებამდე პერიოდი შეადგენს დაახლოებით 3-4
თვეს, რაც საკამოდ დიდი ვადაა, ასევე ვერ ხერხდება მოხმარებული ბუნებრივი აირის
ვალიდაცია და ასაკის მაჩვენებლის ვალიდაცია, რაც საბოლოოდ, სარეიტინგო ქულის
საბოლოო შედეგზე აისახება და რეალურ სურათს არ იძლევა. (ამ ხარვეზებზე მიუთითებს
სახელმწიფო აუდუტის სამსხურიც)
გაუმჯობესდეს სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგია.
სათანადო კვების უფლებით უზრუნველყოფა ქვეყნისთვის კვლავ მნიშვნელოვანი
გამოწვევაა. სახალხო დამცველი ბოლო წლებია, საუბრობს სათანადო კვების უფლებით
უზრუნველყოფისას საქართველოს რეგიონებსა და დედაქალაქში არსებულ ხარვეზებზე762.
სახალხო დამცველის აპარატის მიერ სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან763 გამოთხოვილი
ინფორმაციით
დადგინდა,
რომ
ქვეყნის
მასშტაბით,
განსაკუთრებით
რეგიონებში,
შეჭირვებულ მოსახლეობას სათანადოდ არ მიუწვდება ხელი „უფასო სასადილოებზე“. არ
არის შემუშავებული სათანადო კვების უფლების რეალიზებისათვის შესაბამისი ერთიანი
წესები.
ზოგიერთ
მუნიციპალიტეტში
საერთოდ
არ
არსებობს
უფასო
სასადილოს
პროგრამა.764 ასევე აღმოჩნდა, რომ იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც საკმაოდ მაღალია
საარსებო
შემწეობის
მიმღები
მოსახლეობის
და
ადმინისტრაციული
ერთეულების
რაოდენობა, მხოლოდ ერთი უფასო სასადილოა, რომელიც საკმაოდ ცოტა ბენეფიციარს
ემსახურება.765 შესაბამისად, მთელი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მხოლოდ ერთი
უფასო სასადილოს არსებობა, ვერ უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ
ერთეულში არსებულ ყველა დასახლებაში (სოფელი, დაბა, ქალაქი) მცხოვრები მოსახლეობის
ხელმისაწვდომობას
კვებაზე.
აღნიშნულიდან
გამომდინარე,
შეიძლება
ითქვას,
რომ
მუნიციპალიტეტებს სათანადოდ არ აქვთ შეფასებული მათ ტერიტორიებზე საკვებზე
ხელმისაწვდომობის კუთხით არსებული საჭიროება.
შეიქმნას
მთავრობის
უწყებათაშორისი
კომისია
და
შეფასდეს
საკვებზე
ხელმისაწვდომობის კუთხით არსებული საჭიროებები, განისაზღვროს ამ უფლებასთან
დაკავშირებულ გამოწვევებზე რეაგირების სახელმწიფო პოლიტიკა (რეგიონების
სპეციფიკის გათვალისწინებით),
ზედამხედველობა გაეწიოს
მის შესრულებაზე
პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებების საქმიანობას.
კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება ბავშვთა სიღარიბე და ცხოვრების არასათანადო
დონე. სოციალური დახმარების პროგრამების მიუხედავად, ბავშვთა სიღარიბის დაძლევის
მიმართულებით არსებული ვითარება წლების განმავლობაში არ იცვლება, რაც ამ
პროგრამების არაეფექტიანობაზე მიუთითებს. სოციალურ დახმარებაზე ფინანსურად
დამოკიდებულ ოჯახებში, ფაქტობრივად, არასრულწლოვნების ელემენტარული, საბაზისო
საჭიროებებიც კი არ არის დაკმაყოფილებული. ამას ემატება დამხმარე სოციალური
პროგრამების არაეფექტიანობა და დაგვიანებული დახმარება. ყოველივე ეს კი, საერთო ჯამში,
ვერ უზრუნველყოფს სოციალურად დაუცველი ოჯახების საჭიროებების დაკმაყოფილებას.
გაძლიერდეს უკიდურესი სიღარიბისა და ცხოვრების არასათანადო დონისგან ბავშვთა
ადეკვატური დაცვა.
სახელმწიფო
ზრუნვის
ქვეშ
მყოფ
არასრულწლოვანთა
უფლებების
დაცვის
მიმართულებით არსებულ გამოწვევებს, სახელმწიფოს მხრიდან ამ დრომდე არ მოჰყოლია
ქმედითი და ეფექტიანი ნაბიჯები. პრობლემად რჩება ბავშვის მიმართ ძალადობა, განათლების
უფლების
განხორციელება,
ფსიქოლოგიური/სარეაბილიტაციო
არასრულწლოვანთა
სერვისებით
უზრუნველყოფა,
სათანადო
დამოუკიდებელი
ცხოვრებისთვის მომზადება, ზრუნვის პროცესში ჩართულ პირთა კვალიფიკაცია და როგორც
ადამიანური, ისე, ფინანსური რესურსის ნაკლებობა.
ასევე, არ ფუნქციონირებს, მინდობით აღზრდაში მყოფ ბენეფიციართა დამოუკიდებელი
ცხოვრებისა და სერვისიდან გასვლისათვის მომზადების ეფექტიანი მექანიზმი.
სრულწლოვანების
ასაკს
მიღწეულ,
სახელმწიფო
ზრუნვიდან
გასულ
ბენეფიციართათვის დაიწყოს მხარდაჭერის ქვეპროგრამის შემუშავება, რომელიც
უზრუნველყოფს
მათ
საზოგადოებაში
ცხოვრებისთვის მომზადებას
ინტეგრაციასა
და
დამოუკიდებელი
ბავშვთა სექსუალური ძალადობისგან დაცვისა და დახმარების პროცესში პრობლემად
რჩება შესაბამისი უწყებების მხრიდან დროული და ეფექტიანი ღონისძიებების გატარება.
განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ დროულად ვერ ხერხდება სექსუალური ხასიათის
ქმედებათა შედეგად დაზარალებულ ბავშვთა გამოვლენა, სათანადოდ ვერ მიმდინარეობს
მსხვერპლი
არასრულწლოვნების
ფსიქოსოციალური
რეაბილიტაცია
და
მათი
საგანმანათლებლო და სოციალურ სივრცეში ჯეროვანი ინტეგრაცია.
„სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისგან ბავშვთა დაცვის
შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად, საქართველოს
მთავრობამ გააძლიეროს სექსუალური ექსპლუატაციის და სექსუალური ძალადობისგან
ბავშვთა დაცვა.
ბავშვთა სექსუალური ძალადობისგან დაცვისა და დახმარების პროცესში პრობლემად
რჩება შესაბამისი უწყებების მხრიდან დროული და ეფექტიანი ღონისძიებების გატარება.
განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ დროულად ვერ ხერხდება სექსუალური ხასიათის
ქმედებათა შედეგად დაზარალებულ ბავშვთა გამოვლენა, სათანადოდ ვერ მიმდინარეობს
მსხვერპლი
არასრულწლოვნების
ფსიქოსოციალური
რეაბილიტაცია
და
მათი
საგანმანათლებლო და სოციალურ სივრცეში ჯეროვანი ინტეგრაცია.
პასუხისმგებელმა
უწყებებმა
დროულად
შეიმუშაონ
სექსუალური
ძალადობის
მსხვერპლი ბავშვებისათვის რეაბილიტაციის კონცეფცია
პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ შეუსწავლელია მისაწვდომობასთან მიმართებით
ეროვნულ დონეზე არსებული საჭიროებები, არ შემუშავებულა სამოქმედო გეგმა და არ
წარმოებს გაუმჯობესებული ფიზიკური გარემოს მაჩვენებელი სტატისტიკა. ამასთან,
მისაწვდომობასთან დაკავშირებული სტრატეგიული დოკუმენტების მომზადებისა და
გადაწყვეტილებათა
მიღების
პროცესში
სათანადოდ
არ
არის
უზრუნველყოფილი
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების და ამ პირთა საკითხებზე მომუშავე
ორგანიზაციების მონაწილეობა.
შემუშავდეს
მისაწვდომობის
ეროვნული
გეგმა
კონკრეტული
ღონისძიებების,
პასუხისმგებელი უწყებების, შესრულების ვადების, დაფინანსების კომპონენტის და
შედეგების გაზომვადი ინდიკატორების მითითებით
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მაქსიმალური დამოუკიდებლობის,
სრული ფიზიკური, მენტალური, სოციალური და პროფესიული შესაძლებლობების მიღწევისა
და გამოყენების უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას გააძლიეროს და
განავრცოს ყოვლისმომცველი სარეაბილიტაციო და სააბილიტაციო პროგრამები.
„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის“ სახელმწიფო პროგრამა სრულად
კვლავ ვერ ფარავს ქვეყნის მასშტაბით საჭირო მოთხოვნებს და არსებობს სხვადასხვა
მომსახურებაში ჩართვის მომლოდინეთა რიგები. გამოწვევაა მიწოდებული სერვისის
ხარისხის კონტროლიც.
2018 წელს განსაკუთრებული სიმწვავით გამოიკვეთა რთული ქცევისა და ფსიქიკური
ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მოზარდთა შესაბამისი სერვისით უზრუნველყოფის
პრობლემა.
ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებისა და რთული ქცევის მქონე მოზარდები,
რომელთა ოჯახებს არ აქვთ ფინანსური შესაძლებლობა, ბავშვი უზრუნველყონ აუცილებელი
თერაპიით, ფაქტობრივად, რეაბილიტაციის სერვისის გარეშე არიან დარჩენილი. მშობლები
ვერ ახერხებენ ქცევის მართვას. მდგომარეობის გართულების შემდეგ აუცილებელი ხდება
მოზარდის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსება, სადაც მკურნალობის პერიოდში და
შემდგომ, არ ხდება პაციენტის ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია.
ხელი
შეუწყოს
ფსიქიკური
ჯანმრთელობისა
და
ქცევის
პრობლემების
მქონე
არასრულწლოვნების სერვისის გეოგრაფიულ დაფარვას, მათ შორის, არსებული
სარეაბილიტაციო სერვისების გაფართოების, დაფინანსების გაზრდისა და ეფექტიანი
მონიტორინგის გზით.
უზრუნველყოს სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო
პროგრამის შესაბამის კომპონენტებში რთული ქცევისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის
პრობლემების მქონე ბავშვების სამიზნე ჯგუფად გათვალისწინება და მათთვის
შესაბამისი სერვისის მიწოდება
უარყოფითად უნდა შეფასდეს ის გარემოება, რომ კვლავ არ შექმნილა ზრდასრულ შშმ
პირთა
აბილიტაცია/რეაბილიტაციის
სერვისი.
საქართველოს
სახალხო
დამცველმა
მთავრობას ზრდასრულ შშმ პირთათვის რეაბილიტაცია/აბილიტაციის მომსახურების
უზრუნველყოფის თაობაზე წინადადებით, 2017 წელს მიმართა, თუმცა აღნიშნული
პროგრამის შესამუშავებლად ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა
უზრუნველყოს ზრდასრულ შშმ პირთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის ქვეპროგრამის
შექმნა და ამოქმედება გეოგრაფიული დაფარვის გათვალისწინებით
გაზარდოს ბავშვთა ადრეული განვითარების, ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის,
შშმ
პირთა
დღის
ცენტრებისა
და
სათემო
ორგანიზაციების
მომსახურების
ქვეპროგრამების მისაწვდომობა.
ამოიწურა
საქართველოში
მოსახლეობის
დაბერების
საკითხებზე
სახელმწიფო
პოლიტიკის კონცეფციის 2017–2018 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის მოქმედების ვადა,
თუმცა დოკუმენტით გათვალისწინებული ვალდებულებები სათანადოდ არ შესრულებულა,
რის ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზადაც უნდა დასახელდეს სამოქმედო გეგმის დამტკიცების
გაჭიანურებული პროცესი. პასუხისმგებელ უწყებებს მხოლოდ ერთი წელი ჰქონდათ
სამოქმედო
გეგმით
გათვალისწინებული
ვალდებულებების
შესასრულებლად,
რაც
იმთავითვე ქმნიდა გეგმის მხოლოდ ფორმალურად დამტკიცების შთაბეჭდილებას. ამასთან,
ნაბიჯები არ გადადგმულა დაბერების თაობაზე ახალი ეროვნული სამოქმედო გეგმის
მოსამზადებლად და დასამტკიცებლად.
დაამტკიცოს დაბერების საკითხზე ახალი ეროვნული სამოქმედო გეგმა, საზოგადოების,
მათ შორის, ხანდაზმულ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციათა ფართო
ჩართულობით
ახალ
სამოქმედო
გეგმაში,
სხვა
ღონისძიებებთან
ერთად,
გაითვალისწინოს
„საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხებზე სახელმწიფო პოლიტიკის
კონცეფციის 2017–2018 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმით“ განსაზღვრული ყველა
ის საქმიანობა, რომელიც პასუხისმგებელი უწყებების მიერ არ შესრულდა დადგენილ
ვადებში; თითოეული საქმიანობისთვის განსაზღვროს კონკრეტული დაფინანსების
წყარო და შესრულების ინდიკატორი.
საკმარისი ნაბიჯები არ გადადგმულა ხანდაზმული მოქალაქეებისათვის სოციალური
მომსახურების უზრუნველყოფისა და ბიო-ფსიქო-სოციალური მიდგომის საფუძველზე
ინტეგრირებული
ზრუნვის
მოდელების
განსავითარებლად.
ამ
მიმართულებით
მნიშვნელოვან საქმიანობებად განსაზღვრული იყო შინ მოვლის პროგრამის შემუშავება და
გრძელვადიანი ზრუნვის კონცეფციისა და განხორციელების სტრატეგიის დამტკიცება. თუმცა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, დასახელებულ თემაზე
სამუშაო ჯგუფის შექმნა მხოლოდ 2019 წლის სექტემბრიდან იგეგმება.
გააძლიეროს ხანდაზმულ პირთათვის ალტერნატიული ზრუნვის სერვისების, მათ
შორის, შინ მოვლისა და დღის ცენტრების მომსახურებების განვითარება და
გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა, სახელმწიფო ბიუჯეტით ადეკვატური რესურსების
გამოყოფის გზით.
არ დამტკიცებულა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში შშმ პირთა და
ხანდაზმულთა მომსახურების ახალი სტანდარტი და მონიტორინგის ახალი მექანიზმი.
პრობლემად
რჩება
დაწესებულებების
ხანდაზმულთა
არასაკმარისი
საჭიროებებზე
რაოდენობით
მორგებული
სადღეღამისო
ფუნქციონირებაც.
საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით1108, ქვეყნის მასშტაბით არსებული 64
მუნიციპალიტეტიდან სათემო ორგანიზაცია ფუნქციონირებს მხოლოდ 11 მუნიციპალიტეტში
გაიზარდოს სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო
პროგრამის სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამის ხანდაზმულთა და შშმ პირთა
სათემო მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტის ბიუჯეტი.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო:
ადრეულ ასაკში ქორწინების და ნიშნობის პრაქტიკა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს
გამოწვევად რჩება.ა როგორც პრევენციის, ისე კონკრეტული შემთხვევების მართვის მხრივ.
მიუხედავად იმისა, რომ 18 წლამდე პირთა ქორწინების რეგისტრაცია არ ხორციელდება,
პრობლემად რჩება ფაქტობრივი თანაცხოვრების შემთხვევები.
ადრეულ
ასაკში
უმნიშვნელოვანესია
ქორწინების/ნიშნობის
თანმდევ
რისკებთან
შემთხვევების
დაკავშირებით
თავიდან
ასარიდებლად
ცნობიერების
ამაღლება,
განათლების სისტემაში გენდერული საკითხებისა და სასიცოცხლო უნარების/კომპლექსური
სექსუალური განათლების ინტეგრირების მეშვეობით. სახალხო დამცველის აპარატის მიერ
შესწავლილი საქმეების ანალიზი ცხადყოფს, რომ პრობლემას წარმოადგენს სამართალდამცავ
უწყებებს, სოციალურ სამსახურსა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის
ადრეულ ასაკში ქორწინების საქმეებთან დაკავშირებით კოორდინირებული თანამშრომლობა.
კვლავ პრობლემურია, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მხრიდან ადრეულ
ასაკში ქორწინების/ნიშნობის ფაქტების შესახებ პასუხისმგებელი უწყებებისადმი მიმართვა.
საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი საქმეებიდან დგინდება, რომ
ზოგიერთი სკოლა მალავს ადრეული ქორწინების/ნიშნობის შემთხვევებს და სათანადოდ არ
აღრიცხავს სკოლაში გოგოების გამოუცხადებლობის ფაქტებს.
აქვე, სახალხო დამცველს მოჰყავს ნაადრევი ქორწინების გავრცელებული მაგალითები
განსაკუთრებული აქცენტით ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებზე.
უზრუნველყოფილ იქნას მასწავლებელთა ცნობიერების ამაღლება და შეფასების
დოკუმენტის შექმნა ადრეულ ასაკში ქორწინების საკითხებთან დაკავშირებით არსებულ
ვალდებულებებთან დაკავშირებით
კვლავ პრობლემურია, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მხრიდან ადრეულ
ასაკში ქორწინების/ნიშნობის ფაქტების შესახებ პასუხისმგებელი უწყებებისადმი მიმართვა.
საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი საქმეებიდან დგინდება, რომ
ზოგიერთი სკოლა მალავს ადრეული ქორწინების/ნიშნობის შემთხვევებს და სათანადოდ არ
აღრიცხავს სკოლაში გოგოების გამოუცხადებლობის ფაქტებს.
გამკაცრდეს
კონტროლი
რეფერირების
დოკუმენტით
გათვალისწინებული
მოთხოვნების დარღვევის ფაქტებზე
ქალთა
რეპროდუქციული
რეპროდუქციული
ჯანმრთელობა
ჯანმრთელობის
და
და
უფლებების
უფლებები
კუთხით
სექსუალური
ქვეყანაში
და
არსებული
მდგომარეობის შეფასება მნიშვნელოვანია გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით
არსებული მდგომარეობის გასაანალიზებლად. 2018 წელს სახალხო დამცველის აპარატმა
გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის მხარდაჭერით სექსუალური
და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების ეროვნული შეფასება ჩაატარა. ამ
შეფასების ფარგლებში გამოიკითხნენ როგორც სერვისების მიმღებები, ისე, სერვისების
გამცემი
დაწესებულებები,
საკითხზე
მომუშავე
არასამთავრობო
ორგანიზაციები
და
გადაწყვეტილებების მიმღები პირები. კვლევამ მოიცვა დედათა ჯანმრთელობის, ოჯახის
დაგეგმვის თანამედროვე მეთოდების და მათ შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და
ადამიანის სექსუალობის შესახებ კომპლექსური განათლების საკითხები. მონიტორინგმა
გამოავლინა რიგი პრობლემური საკითხები და ბარიერები, რომელთაც ქალთა სხვადასხვა
ჯგუფები სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით აწყდებიან.
ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ
კომპლექსური განათლება ინტეგრირდეს
ფორმალური და არაფორმალური განათლების სისტემაში
საანგარიშო
პერიოდში,
სხვადასხვა
მარეგულირებელი
ნორმატიული
აქტის
გაანალიზების, ასევე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩატარებული ადამიანის
უფლებათა სწავლებისა და სასწავლო გარემოს კვლევის
შედეგად, გამოიკვეთა შემდეგი
ძირითადი გამოწვევები: ფორმალური განათლების ყველა საფეხურზე ადამიანის უფლებათა
სწავლების არათანმიმდევრული და არასისტემატიზებული ასახვა შესაბამის პოლიტიკის
დოკუმენტებში; უფლებათა სწავლების ხარვეზიანი სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ფორმალური განათლების კონკრეტულ სფეროებში კანონმდებლობითა და კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტებით აღებული ვალდებულებების არაეფექტიანი შესრულება პრაქტიკაში.
ადამიანის უფლებათა სწავლების შესახებ გაეროს დეკლარაცია სახელმწიფოებს და
შესაბამის სამთავრობო უწყებებს განუსაზღვრავს პასუხისმგებლობას, ხელი შეუწყონ
ადამიანის
უფლებათა
ადმინისტრაციული
შესახებ
განათლებას
ღონისძიებებითა
არასისტემატიზებულადაა
მოცემული
შესაბამისი
და
კანონმდებლობის
პოლიტიკის
ადამიანის
განსაზღვრის
უფლებათა/სამოქალაქო
მიღებით,
გზით.
განათლების
მხარდამჭერი აქტივობები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და
სპორტის სამინისტროს 2019-2022 წლების საშუალოვადიან სამოქმედო გეგმაში.
გაუმჯობესდეს ადამიანის უფლებათა სწავლება საერთაშორისო სახელმძღვანელო
პრინციპებისა და სხვადასხვა ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით
საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტში, რომლითაც განსაზღვრულია დირექტორის
საქმიანობის შესრულებისთვის საჭირო თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარები, არ
გვხვდება
ადამიანის
უფლებათა
საკითხები.
ადამიანის
უფლებათა
კომპეტენციები
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სკოლის დირექტორებისთვის, რადგან მათ ეთიკის
კოდექსითა და ქცევის წესებით მოეთხოვებათ დაიცვან ადამიანის უფლებები და შექმნან
არადისკრიმინაციული გარემო.
ადამიანის უფლებათა შესახებ ცოდნა და კომპეტენციები გათვალისწინებული იქნას
აუცილებელ ცოდნასა და უნარებში
მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის ზოგადი ნაწილი არ მოიაზრებს ცოდნასა და
კომპეტენციებს ადამიანის უფლებათა სფეროში, თუმცა გვხვდება გარკვეული ჩანაწერები
ინტერკულტურული სწავლებისა და ინკლუზიური განათლების შესახებ, მასწავლებლის
ცოდნისა და უნარების თაობაზე. მასწავლებლის საგნობრივი სტანდარტების თვალსაზრისით
უნდა ითქვას, რომ ადამიანის უფლებათა შესახებ გარკვეული ცოდნისა და უნარების
მოთხოვნა
ასახულია
მხოლოდ
საზოგადოებრივი
მეცნიერებების
მასწავლებლის
სტანდარტებში. მსგავსი ჩანაწერი მიუთითებს, რომ კომპეტენცია ადამიანის უფლებათა
საკითხებში ექსკლუზიურად საზოგადოებრივი მეცნიერების მასწავლებლებს მოეთხოვებათ,
რაც ეწინააღმდეგება არსებულ საერთაშორისო სტანდარტებს.
ადამიანის უფლებების (განსაკუთრებული აქცენტით ბავშვთა უფლებებზე) საბაზისო
ცოდნის
შესახებ
მოთხოვნა
აისახოს
ზოგადი
განათლების
საფეხურის
ყველა
პედაგოგისთვის განსაზღვრულ სტანდარტში, ყოველი საგნობრივი ჯგუფისთვის
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებებში
კვლევის
შედეგების
ანალიზით,
გამოვლინდა, რომ სკოლების საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილში (29%) არ არსებობს სამოქალაქო
აქტივიზმის ხელშემწყობი პირობები. მნიშვნელოვანია გამარტივდეს სკოლისა და სამოქალაქო
საზოგადოებრივი
ორიგანიზაციების
თანამშრომლობის
მარეგულირებელი
ნორმები,
ევროპული რეგულაციებისა და საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით. მიუხედავად
იმისა, რომ კანონი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს ადმინისტრაციულ და
ფინანსურ ავტონომიას ანიჭებს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 12
ნოემბრის ბრძანება №837, საჯარო სკოლაში ლექციების, სემინარებისა და ტრენინგების
ჩატარების სურვილის შემთხვევაში, ადგენს სამინისტროს მიერ ნებართვის გაცემის
სავალდებულოობას. აქტი არ მოიცავს ნებართვის მისაღებად მიმართვის განხილვის ვადასა
და
კრიტერიუმებს,
რომლებიც
უნდა
დააკმაყოფილოს
განმცხადებელმა
თანხმობის
მისაღებად. ამგვარი წესის არარსებობის პირობებში, სამინისტროს შეუძლია იხელმძღვანელოს
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი
ნორმებით და განცხადება მაქსიმუმ 3 თვეში განიხილოს. შესაბამისად, კრიტერიუმების
არარსებობამა
და
მოუქნელმა
ვადებმა,
საზოგადოებრივ
ორგანიზაციებსა
აუცილებელია,
გაუფართოვდეთ
გადაწყვეტილების
შესაძლებლობა
და
ავტონომია,
მიენიჭოთ
და
შესაძლოა,
სკოლებს
შორის
მნიშვნელოვნად
შეაფერხოს
თანამშრომლობა.
სკოლებს,
დამოუკიდებლად
მიღების
ითანამშრომლონ
საზოგადოებასთან
არაგონივრული დაბრკოლებების გარეშე.
შემუშავდეს ახალი წესი, რომლითაც მკაფიოდ იქნება განსაზღვრული საჯარო
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ფიზიკური და იურიდიული პირების
მიერ ლექციების, სემინარების, ტრენინგების ჩატარებისთვის საჭირო ნებართვის
პირობები, წესები, ვადები და კრიტერიუმები
ადამიანის უფლებათა განათლების უწყვეტობის პრინციპს საერთაშორისო აქტები და
საქართველოში მოქმედი სამართლებრივი ჩარჩო განამტკიცებს. აღსანიშნავია, რომ III-X
კლასებისთვის ის სავალდებულო საგნებით არის უზრუნველყოფილი: „მე და საზოგადოება“,
„ჩვენი საქართველო“, „სამოქალაქო განათლება“. აქტების ანალიზი ცხადყოფს, რომ XI-XII
კლასში
ადამიანის
უფლებათა
საკითხების
სწავლების
უწყვეტობა
ნორმატიულად
უზრუნველყოფილია არჩევითი საგნით - „სახელმწიფო და სამართალი“. მიუხედავად ამისა,
სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, „აღნიშნულ საგანში გრიფმინიჭებული
სახელმძღვანელო არ არსებობს. საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის
ბრძანებით დამტკიცებული გრიფირების წესის შესაბამისად, სახელმძღვანელოს შეთანხმების
თხოვნით კი, სამინისტროსთვის არცერთ სკოლას არ მიუმართავს. გრიფმინიჭებული
სახელმძღვანელოს
არარსებობის
შემთხვევაში
„[...]საგნის
მასწავლებელი,
ეროვნული
სასწავლო გეგმის საგნობრივი პროგრამის შესაბამისად, თვითონ იძიებს და/ან ქმნის სასწავლო
პროცესში გამოსაყენებელ სხვადასხვა ტიპის (ბეჭდურ და/ან ელექტრონულ) სასწავლო
რესურსს, რომელიც მოსწავლეებს ხელს შეუწყობს პროგრამით გათვალისწინებული
შედეგების
მიღწევაში.“
აღწერილი
რეალობა
გვიჩვენებს,
რომ
გრიფირებული
სახელმძღვანელოს არარსებობის პირობებში, საგნისთვის დადგენილი შედეგების მიღწევა
ბუნდოვანია. ამავე კონტექსტში, აუცილებელია იმ სკოლების დამხმარე ლიტერატურით
უზრუნველყოფა, რომლებშიც „სახელმწიფო და სამართალი“ აირჩა.
მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის შემუშავდეს „სახელმწიფო და სამართლის“
სახელმძღვანელო და შესაბამისი დამხმარე ლიტერატურა
აღნიშნული რეკომენდაციაც უკავშირდება საშუალო საფეხურზე „სახელმწიფო და
სამართლის“ სახელმძღვანელოს არარსებობას და საგანზე ნაკლებ მოთხოვნას.
2017-2018 სასწავლო წელს „სახელმწიფო და სამართალი“ არჩეულ იქნა საქართველოს
2313 სკოლიდან 367 სკოლაში ხოლო 2018-2019 სასწავლო წლის პირველი სემესტრის
მონაცემებით ეს რიცხვი 358-მდეა შემცირებული. სტატისტიკური ინფორმაციის ანალიზი
აჩვენებს, რომ ზემოხსენებულ პერიოდში „სახელმწიფო და სამართალს“ საქართველოში
რეგისტრირებული X-XII კლასელების დაახლოებით 6% სწავლობს.
აღწერილი რეალობა გვიჩვენებს, რომ გრიფირებული სახელმძღვანელოს არარსებობის
პირობებში, საგნისთვის დადგენილი შედეგების მიღწევა ბუნდოვანია. ამავე კონტექსტში,
აუცილებელია იმ სკოლების დამხმარე ლიტერატურით უზრუნველყოფა, რომლებშიც
„სახელმწიფო და სამართალი“ აირჩა.
აქტიური
ღონისძიებები
გატარდეს
სკოლებში,
„სახელმწიფო
და
სამართლის“
პოპულარიზაციისთვის.
ქვეყანაში განსაკუთრებით საგანგაშოა საჯარო სკოლებში წყლისა და სანიტარიული
ნორმების კუთხით არსებული მდგომარეობა. გასული წლების მსგავსად, სკოლებში კვლავ
პრობლემურია
წყლის
ხელმისაწვდომობა,
გამართული
საპირფარეშოებისა
და
წყალმოხმარების ობიექტების ფუნქციონირება. შესწავლის შედეგად იკვეთება, რომ სველ
წერტილებში ხშირად ანტისანიტარული პირობებია, დროულად ვერ ხდება ნარჩენების
გატანა, საპირფარეშოს ჯიხურების დასუფთავება, მოძველებული ინფრასტრუქტურა კი ვერ
პასუხობს არსებულ საჭიროებებს. 2018 წელს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის
მონიტორინგის შედეგები აჩვენებს, რომ საჯარო სკოლების ფიზიკური მოწყობა და
სანიტარიული მდგომარეობა ნაკლებად არის ორიენტირებული მოსწავლეთა თუ სკოლაში
დასაქმებული პერსონალის საჭიროებებზე. შემოწმებული დაწესებულებებიდან, 71.3%-ში
წყლის უვნებლობის ლაბორატორიული კვლევა რეგულარულად არ ხორციელდება, ხოლო
სკოლების 77.4%-ს არ აქვს კონკრეტული შიდა რეგულაციები წყლის მისაწვდომობისა და
სანიტარიული ნორმების შესახებ.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დროულად შეიყვანონ წყალმომარაგების
მილსადენი
სისტემები.
ასევე,
მუნიციპალურ
ორგანოებთან
თანამშრომლობით,
უზრუნველყონ სასმელი წყლის ხელმისაწვდომობა და ხარისხის კონტროლი
სასწავლო პროგრამებში ჩართონ წყლის რესურსების რაციონალური გამოყენების,
სანიტარიისა და ჰიგიენის ნორმების შესახებ სწავლების საკითხები
სახალხო დამცველის აზრით, საყურადღებოა იმ მოსწავლეთა მაღალი რიცხვი,
რომელთაც სტატუსი მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე
შეუწყდათ/შეუჩერდათ. ამასთან, სკოლები არ აწარმოებენ უფრო დეტალურ მონაცემებს, არ
იკვლევენ მიზეზებს და არც ამ შემთხვევებს შეისწავლიან სიღრმისეულად. ასევე,
მნიშვნელოვანია ისეთი ზოგადი მიზეზების კვლევის საჭიროება, როგორიცაა 90 სასწავლო
დღეზე მეტი ხნით სკოლაში გამოუცხადებლობის შემთხვევები. საყურადღებოა ადრეულ
ასაკში ქორწინების ან შრომის გამო მიტოვების ფაქტები. ასევე, საყურადღებოა იმ რეგიონების
ჩამონათვალი, სადაც განსაკუთრებით მაღალია მოსწავლის სტატუსის შეწყვეტის/შეჩერების
საფუძველი და ბავშვის უფლებების დაცვის მხრივ, განსაკუთრებით პრობლემური
მიმართულებები იკვეთება. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში, წლებია, პრობლემად რჩება
სკოლის მიტოვების მაღალი მაჩვენებელი, კვლავ სუსტად და არაეფექტიანად მოქმედებს
რეფერირების მექანიზმი.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ
მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2017-2018 წელს და 2018-2019 წლის პირველ
სემესტრში, რეფერირება პასუხისმგებელ უწყებებთან სკოლის მიტოვების 96 შემთხვევაზე
განხორციელდა. მაშინ როდესაც, სავალდებულო საბაზო საფეხურის დასრულებამდე
მუშაობის დაწყების საფუძვლით, სკოლის მიტოვების მაჩვენებელი 89, ხოლო, დაოჯახების
საფუძვლით, 95 შემთხვევა იყო.
მნიშვნელოვანია, რომ განათლების მიღმა დარჩენილ ბავშვებს შორის, კვლავ
განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფებია ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები და
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები. საანგარიშო პერიოდში სკოლაში ჩაირიცხა
ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე 37 ბავშვი, თუმცა პრობლემის მასშტაბურობიდან
გამომდინარე, აღნიშნული მაჩვენებელი არ არის ადეკვატური და საჭიროებს ამ ბავშვებისადმი
საჭიროებებზე მორგებულ, ინდივიდუალურ მიდგომას.
მოსწავლის სკოლაში ზედიზედ 90 სასწავლო დღით გამოუცხადებლობის შემთხვევაში,
განისაზღვროს სკოლის მხრიდან რეაგირების ეფექტიანი მექანიზმი
საჯარო სკოლებს მიეწოდოთ ინფორმაცია სკოლის მიტოვების შემთხვევაში, ბავშვის
უფლებრივი მდგომარეობისა და ინტერესების დაცვის კუთხით არსებული რეაგირების
მექანიზმისა და მათი ვალდებულებების შესახებ; აღნიშნულ პროცესს სამინისტრომ
გაუწიოს მუდმივი ზედამხედველობა.
სახალხო
დამცველის
მოსაზრებით,
შესწავლილი
შემთხვევების
სტატისტიკა
მიუთითებს, რომ სკოლებში მაღალია ბავშვთა მიმართ ძალადობის მაჩვენებელი; მეტიც,
აღნიშნული მაჩვენებელი საკმარისად არ ასახავს რეალურ სურათს, რადგან შესაძლო
ძალადობის ფაქტების დროული გამოვლენა და მათზე რეაგირება აშკარად რთულია. 2018
წელს სახელმწიფოს კვლავ არ ჰქონდა ძალადობის, კერძოდ, ბულინგის დაძლევის ერთიანი
პოლიტიკა და სამოქმედო სტრატეგია. სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, როგორც
თვითდინებით,
ისე
რეფერირების
მექანიზმით,
2017-2018
წელს
მანდატურის
ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრში გადამისამართდა 2732, ხოლო 2018-2019 წელს (2019
წლის 28 იანვრის მონაცემებით) – 1203 ბენეფიციარი.
მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნულ პერიოდში, ფსიქოლოგიური სერვისით
გადამისამართებულ ბენეფიციართა 80%-მა ისარგებლა, ბენეფიციარების მიერ მომსახურების
მიღება
ხშირად
დაკავშირებულია
ტერიტორიულ
სიშორესთან.
შესაბამისად,
ამ
მიმართულებით უმნიშვნელოვანესია მანდატურის სამსახურთან არსებული ფსიქოლოგიური
სერვისის საქმიანობის გაძლიერება ადამიანური რესურსების გაზრდისა და ტერიტორიული
ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.
საქართველოს
მასშტაბით,
სსიპ
მანდატურის
სამსახურის
ფსიქოლოგიური
მომსახურების მხოლოდ რვა ცენტრი ფუნქციონირებს.
გაიზარდოს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან
არსებული ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრების რაოდენობა და გაძლიერდეს
უკვე არსებულის შესაძლებლობები
სპეციალური პენიტენციური სამსახურის №11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო
დაწესებულებაში მოთავსებული არასრულწლოვანი მსჯავრდებულები ირიცხებიან საჯარო
სკოლაში და ჩართულნი არიან ზოგადი განათლების მიღების პროცესში. თუმცა წლების
განმავლობაში პრობლემად რჩება არასრულწლოვანი მსჯავრდებულების სკოლაში დროული
ჩარიცხვის საკითხი, რაც უმეტესად, ბავშვების კანონიერი წარმომადგენლების მხრიდან
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის მობილობის მოთხოვნით დაგვიანებულ
მიმართვასთან არის დაკავშირებული. აღნიშნული მიზეზით, ბავშვები, რიგ შემთხვევებში,
მხოლოდ ფორმალურად ესწრებიან საგაკვეთილო პროცესს და ოფიციალურად არ ირიცხებიან
სკოლაში. ამასთან, ირკვევა, რომ არასრულწლოვნების დიდ ნაწილს დაწესებულებაში
მოხვედრამდე ჰქონდა გაცდენები ან საერთოდ არ ირიცხებოდა სკოლაში. შესაბამისად,
სირთულეები აქვთ სწავლის პროცესში. სასჯელის მოხდის ინდივიდუალურ გეგმებში
მითითებულია ასაკობრივი, პედაგოგიური ჩამორჩენა, თუმცა აღნიშნული მხოლოდ
დაწესებულების სოციალური მუშაკების მიერ არის შეფასებული და ბავშვებს სპეციალური
საგანმანათლებლო სტატუსი არ აქვთ მინიჭებული. ასევე არ ჰყავთ სპეციალური პედაგოგი.
გადაიხედოს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №11 არასრულწლოვანთა
სარეაბილიტაციო
დაწესებულებაში
მოთავსებული
არასრულწლოვნების
საჯარო
სკოლაში ჩარიცხვის არსებული ზოგადი წესი და ცვლილებები განხორციელდეს
საკანონმდებლო დონეზე იმგვარად, რომ თითოეული ბავშვი დროულად ჩაირიცხოს
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში. ასევე, თითოეულ შემთხვევას, როდესაც
არსებობს
ვარაუდი
და
ინფორმაცია
ბავშვის
სპეციალური
საგანმანათლებლო
საჭიროებების შესახებ, დროულად მოჰყვეს შეფასება, სტატუსის მინიჭების შესახებ
გადაწყვეტილების მიღება და სპეციალური პედაგოგის შტატის დამატება.
სახალხო დამცველის აზრით, საჯარო სკოლებში განსაკუთრებით პრობლემურია
მისაწვდომობა
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებების
ფიზიკურ
გარემოზე.
სამინისტროს ცნობით, საქართველოს მასშტაბით მოქმედი 2084 საჯარო სკოლიდან მხოლოდ
120-მდე საჯარო სკოლის შენობაა სრულად ადაპტირებული, ხოლო 690-მდე - ნაწილობრივ
ადაპტირებული. აღსანიშნავია ისიც, რომ რესურს ოთახი მხოლოდ 350 საჯარო სკოლას აქვს.
2018
წლის
ბოლოს,
სახალხო
დამცველის
აპარატის
მიერ
საგანმანათლებლო
დაწესებულებებში ჩატარებულმა მონიტორინგმა მნიშვნელოვანი ხარვეზები გამოავლინა, მათ
შორის: ინკლუზიური განათლების დანერგვის სამოქმედო გეგმის არარსებობა, მოსწავლეთა
ძალადობისგან დაცვისა და რთული ქცევის მართვისთვის არასაკმარისი მექანიზმები,
მისაწვდომი გარე და შიდა ინფრასტრუქტურის/სასწავლო რესურსების არარსებობა,
ინკლუზიური
განათლების
დამატებითი
სპეციალისტების
და
ინდივიდუალური
ასისტენტების არასაკმარისი რაოდენობა, სკოლის პედაგოგთა არასათანადო მზაობა სსსმ (შშმ)
მოსწავლეების საგანმანათლებლო საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, ინდივიდუალური
სასწავლო გეგმების არასრულყოფილად წარმოება და დაწესებულებების შიდა მონიტორინგის
ეფექტიანი სისტემის არარსებობა. დასახელებული პრობლემების ერთ-ერთ მიზეზად
სკოლების ადმინისტრაციის მხრიდან არასაკმარისი რესურსები (დაფინანსება) სახელდება.
გაიზარდოს დაფინანსება სსსმ მოსწავლეთა დაფინანსება უფლებრივი მდგომარეობის
გაუმჯობესების მიზნით.
უზრუნველყოს
პედაგოგებისთვის
პრაქტიკაზე
ორიენტირებული
სატრენინგო
მოდულების შეთავაზება სსსმ (შშმ) მოსწავლეთა საგანმანათლებლო საჭიროებების
თაობაზე, მათ შორის, ინდივიდუალური სასაწავლო გეგმების შედგენასთან, რთული
ქცევის მართვასთან, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე, მძიმე და მრავლობითი
დარღვევის მქონე მოსწავლეთა სწავლების მეთოდებთან დაკავშირებით
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ გამოწვევაა ის, რომ საქართველოს განათლების,
მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო არ ფლობს სტატისტიკურ ინფორმაციას
უმაღლეს განათლებაში ჩართული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტების
შესახებ.
უზრუნველყოს უმაღლეს განათლებაში ჩართული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
სტუდენტების სტატისტიკის წარმოება
უნივერსიტეტებში ფიზიკური გარემოს და სასწავლო მასალების მისაწვდომობის
კუთხით არსებული ბარიერების, ასევე, სპეციფიკური მხარდამჭერი ღონისძიებების
არარსებობის გამო, კვლავ პრობლემას წარმოადგენს უმაღლეს საფეხურზე სწავლის
გაგრძელება. აღნიშნული კი, თავის მხრივ, ვერ უზრუნველყოფს განათლების უწყვეტობას.
უზრუნველყოს
უმაღლესი
განათლების
საფეხურზე
შშმ
პირთათვის
სწავლის
გაგრძელებისთვის დამაბრკოლებელი გარემოებების და შშმ სტუდენტთა საჭიროებების
შესწავლა. ამასთან, შედეგების მიხედვით, მიზნობრივი ღონისძიებების ორგანიზება
2018
წლის
ბოლოს,
სახალხო
დამცველის
აპარატის
მიერ
საგანმანათლებლო
დაწესებულებებში ჩატარებულმა მონიტორინგმა მნიშვნელოვანი ხარვეზები გამოავლინა, მათ
შორის: ინკლუზიური განათლების დანერგვის სამოქმედო გეგმის არარსებობა, მოსწავლეთა
ძალადობისგან დაცვისა და რთული ქცევის მართვისთვის არასაკმარისი მექანიზმები,
მისაწვდომი გარე და შიდა ინფრასტრუქტურის/სასწავლო რესურსების არარსებობა,
ინკლუზიური
განათლების
დამატებითი
სპეციალისტების
და
ინდივიდუალური
ასისტენტების არასაკმარისი რაოდენობა, სკოლის პედაგოგთა არასათანადო მზაობა სსსმ (შშმ)
მოსწავლეების საგანმანათლებლო საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, ინდივიდუალური
სასწავლო გეგმების არასრულყოფილად წარმოება და დაწესებულებების შიდა მონიტორინგის
ეფექტიანი სისტემის არარსებობა. დასახელებული პრობლემების ერთ-ერთ მიზეზად
სკოლების ადმინისტრაციის მხრიდან არასაკმარისი რესურსები (დაფინანსება) სახელდება.
კომპეტენციის ფარგლებში გასწიოს კოორდინაცია და ზედამხედველობა, რათა
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა:
ა) შეიმუშაონ ინკლუზიური განათლების დანერგვის სამოქმედო გეგმა;
ბ) უზრუნველყონ, საჭიროების შესაბამისად, მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნის
საფუძველზე
ინკლუზიური
განათლების
(ფსიქოლოგი,
ოკუპაციური
თერაპევტი,
დამატებითი
მობილობისა
სპეციალისტების
და
ორიენტაციის
სპეციალისტი, ჟესტური ენის სპეციალისტი, ჟესტური ენის თარჯიმანი, ენისა და
მეტყველების თერაპევტი) დაქირავება;
გ) უზრუნველყონ ინდივიდუალური ასისტენტის/ასისტენტების შტატში აყვანა, თუ
სკოლაში სწავლობენ სსსმ (შშმ) მოსწავლეები, რომლებსაც გადაადგილების დროს
დახმარება სჭირდებათ, განვითარებული არ აქვთ თვითმომსახურების ჩვევები ან
აქვთ სირთულეები ქცევის მართვაში;
დ) უზრუნველყონ სკოლების გარე და შიდა ინფრასტრუქტურის, ასევე, სასწავლო
მასალების მისაწვდომობა სსსმ (შშმ) მოსწავლეთა საჭიროებების შესაბამისად;
ე) უზრუნველყონ ინკლუზიური განათლების შიდა მონიტორინგის ჯგუფის შექმნა
(მშობლების
ჩართულობით)
ინტერესთა
კონფლიქტის
შემადგენლობით და პერიოდული მონიტორინგის ჩატარება;
ვ) შეიმუშაონ მოსწავლეთა ძალადობისგან დაცვის შიდა ინსტრუქცია.
გამომრიცხავი
სამინისტროს მიერ განხორციელებული ცვლილების მიუხედავად, სკოლებში, სადაც
დანერგილია ეროვნული უმცირესობების ენებზე სწავლება, ეფექტიანი მულტილინგვური
(ბილინგვური) სწავლების მოდელის და სასკოლო სახელმძღვანელოების შედგენისა და
მულტილინგვური პედაგოგების მომზადების საკითხი, კვლავ აქტუალურ პრობლემად რჩება.
აღნიშნულს ემატება სკოლებში კვალიფიციური ორენოვანი კადრების მოზიდვასთან
დაკავშირებული სირთულეები.
ხელი შეეწყოს მულტილინგვური (ბილინგვური) სწავლების ეფექტიანობის ზრდას
შესაბამისი სახელმძღვანელოების შედგენის, პედაგოგების მოზიდვისა და მათი
კვალიფიკაციის ამაღლების გზით
პრობლემად რჩება სკოლებში მშობლიური ენისა და ლიტერატურის (სომხურ/
აზერბაიჯანულ/ რუსულენოვანი) არაგრიფირებული სახელმძღვანელოებით სწავლების
საკითხი. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით,
ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად გამოცხადებულ კონკურსში არცერთი განაცხადი არ
შესულა.
გაგრძელდეს მუშაობა სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულენოვანი მშობლიური ენისა
და ლიტერატურის სახელმძღვანელოების მომზადებისა და გრიფირების პროცედურის
განსახორციელებლად
საქართველოს განათლების სამინისტრო განათლების რეფორმის ფარგლებში ე.წ. „ახალი
სკოლის მოდელს“ ნერგავს, რომელიც ბუნებრივია, იმ სკოლებზეც აისახება, რომლებშიც
სწავლება ეროვნული უმცირესობების ენებზე მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია, რომ
რეფორმის სტრატეგიის განსაზღვრისას გაითვალისწინონ ამ სკოლების სპეციფიკა და
მოთხოვნები.
ასევე
საკითხების
შესახებ
მნიშვნელოვანია
ეროვნულ
კონსულტაციების
უმცირესობებთან
გამართვა
ეროვნული
დაკავშირებული
უმცირესობების
წარმომადგენლებთან.
განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში მათ შორის, ე.წ. „ახალი სკოლის
მოდელში“ გათვალისწინებულ იქნას ეროვნული უმცირესობების მონაწილეობა.
ეროვნული უმცირესობებით დასახლებული რეგიონების სკოლებში ქართული ენის
პედაგოგების ნაწილი კვლავ ვერ ფლობს ქართულს საკომუნიკაციო დონეზეც კი, ხოლო
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ რეგიონებში მივლენილი
ქართული ენის პედაგოგების რაოდენობა საკმარისი არ არის სასკოლო განათლების
ფარგლებში სახელმწიფო ენის სწავლების საკითხის სრულად გადასაჭრელად.
ეროვნული უმცირესობების ენოვან პედაგოგებში საგრძნობლად შემცირდა სახელმწიფო
ენის შესწავლის მსურველთა რაოდენობა, რაც, პერსპექტივაში, პედაგოგებსა და მოსწავლეებში
სახელმწიფო ენის ცოდნის ხარისხზე, სავარაუდოდ, ნეგატიურად აისახება.
გაძლიერდეს ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში სახელმწიფო ენის
სწავლება, მათ შორის, შესაბამისი კვალიფიკაციის პედაგოგების მოზიდვის, მათთვის
სათანადო ანაზღაურების და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების გზით
კერძო ინიციატივებისა და ძალისხმევის მიუხედავად, ჯერჯერობით სრულფასოვნად
არ
არის
გადაწყვეტილი
მცირერიცხოვანი
ეროვნული
უმცირესობების
ენებისა
და
ლიტერატურის სასწავლო სახელმძღვანელოების შედგენისა და გამოცემის საკითხი.
სახელმძღვანელოები მოძველებულია და სხვა ქვეყნებიდან, ძირითადად რუსეთიდან
შემოტანილი. მცირერიცხოვანი ენების სწავლება სხვადასხვა სკოლაში განსხვავებულად
მიმდინარეობს (ზოგ სკოლაში დაწყებით კლასებში, ზოგ სკოლაში მაღალ კლასებში).
მცირერიცხოვანი ენების პედაგოგების კვალიფიკაციის ასამაღლებლად ასევე საჭიროა
სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება.
გაძლიერდეს მცირერიცხოვანი ეროვნული უმცირესობების ენების სწავლება, კერძოდ,
ყურადღება დაეთმოს სასწავლო სახელმძღვანელოების შედგენასა და გამოცემას,
პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლებას და სწავლების ინტეგრირებას სკოლის ყველა
სასწავლო საფეხურზე
ეროვნული უმცირესობების მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად
და განსავითარებლად, მხოლოდ ცალკეული ნაბიჯები გადაიდგა. უნდა აღინიშნოს, რომ
ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის
ძეგლების დიდი ნაწილი სავალალო მდგომარეობაშია და მათ რეაბილიტაციასა და
რეკონსტრუქციას უფრო მასშტაბური ღონისძიებები სჭირდება.
საქართველოში მრავალი ათასი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომლის
ნაწილიც სრულად ან ნაწილობრივ უკავშირდება საქართველოს ეროვნულ უმცირესობებს.
2016 და 2017 წლის საპარლამენტო ანგარიშში ასახული იყო ეროვნულ უმცირესობებთან
დაკავშირებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მძიმე მდგომარეობა, რომლებიც
მრავალი წელია საჭიროებენ გამაგრებით და სარეაბილიტაციო სამუშაოებს. აღნიშნული
ძეგლების მდგომარეობა კვლავ მძიმეა.
გადაიდგას
ქმედითი
და
ეფექტიანი
ნაბიჯები
ეროვნულ
უმცირესობებთან
დაკავშირებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციისთვის
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა
სკოლაში 263 ბოშა ბავშვი სწავლობს. სახალხო დამწველის მიერ მოწოდებული სტატისტიკით
ბოშა მოსწავლეების დიდი ნაწილი დაწყებითი კლასების დამთავრების შემდეგ თავს ანებებს
სწავლას. ეს, უმეტესწილად ბოშების მძიმე სოციალური მდგომარეობითა და მათი
აკადემიური მოსწრების დაბალი მაჩვენებლით არის განპირობებული, რაც ასევე მძიმე
სოციალური პირობებისა და განათლების მისაღებად საჭირო გარემოს არარსებობით არის
გამოწვეული.
საჯარო სკოლებში პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაციის
წესი ბოშა ბავშვებს სასკოლო განათლების მიღების გზაზე დამატებით სირთულეებს უქმნის,
რადგანაც ბოშების უდიდესი უმრავლესობა არ ფლობს კომპიუტერს და ვერ ახერხებს
ელექტრონული წესით თავისი შვილებისა და ოჯახის წევრების რეგისტრაციას.
გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები ბოშა ბავშვების განათლების უფლების რეალიზების
ხელშესაწყობად; მონიტორინგი გაეწიოს მათ მიერ სკოლის მიტოვების მიზეზებს და
ხელი შეეწყოს მათ სასწავლო სისტემაში ინტეგრაციას
2018 წლის განმავლობაში საქართველოს სახალხო დამცველს ეთნიკური წარმოშობის,
ანდა რასის გამო ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებული სულ 5 საქმე ჰქონდა წარმოებაში,
თუმცა, შემთხვევების ინდივიდუალური გარემოებები ცხადყოფს, რომ ქვეყანაში, ეთნიკურ და
რასობრივ ნიადაგზე დისკრიმინაციული დანაშაულების გავრცელება კვლავ გამოწვევად
რჩება.აქვე
სახალხო
დამცველს
მოყავს
ეთნიკურ
ნიადაგზე
ჩადენილი
სხვადასხვა
დანაშაულის მაგალითების საქართველოს რეგიონებიდან.
სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი შემთხვევები, ასევე შეეხებოდა ფიზიკური
ძალადობის, ცალკეული ფიზიკური პირებისა და პოლიტიკოსების მხრიდან ეთნიკურად
არაქართველი პირებისთვის სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის შეზღუდვას და
დისკრიმინაციულ გამონათქვამებს.
ზოგადი ტენდენციის სახით, შეიძლება ითქვას, რომ ეთნიკურ ნიადაგზე ჩადენილი
დანაშაულები რაოდენობრივად ჩამორჩება რელიგიის ნიშნით ჩადენილ ქმედებებს, თუმცა
მისგან
განსხვავებით,
დამდგარი
შედეგის
სიმძიმითა
და
ჩამდენი
პირების
მრავალფეროვნებით გამოირჩევა. თუ რელიგიის ნიშნით ჩადენილი დანაშაულებების
შემთხვევებში დანაშაულის ამსრულებლად გვევლინებოდა კერძო ფიზიკური პირები,
ეთნიკური ნიშნით ჩადენილი დანაშაულების შემთხვევაში, უმცირესობაში მყოფი პირები
ხშირად ცალკეულ პირთა ჯგუფური აგრესიის და პროტესტის მსხვერპლნი ხდებიან.
განხორციელდეს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მომუშავე
პედაგოგების სისტემური გადამზადების პროგრამები, მათ შორის, დემოკრატიის,
ადამიანის უფლებების დაცვის, ღირებულებებისა და ინსტიტუტების შესახებ.
განათლების უფლების რეალიზება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ
ტერიტორიებზე მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. 2015 წელს გალის რაიონში, ხოლო 2017
წელს ახალგორის მუნიციპალიტეტში, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვამ
ეთნიკურად ქართველების უფლებრივი მდგომარეობა, მშობლიური ენის ცოდნა და ზოგადად,
განათლების ხარისხი, მკვეთრად გააუარესა. დღეს გალისა და ახალგორის ყველა სკოლამდელ
დაწესებულებაში და დაწყებით კლასებში სრულად არის აკრძალული ქართულ ენაზე
სწავლება, ხოლო ქართული, როგორც უცხო ენა, მხოლოდ მაღალ კლასებში ისწავლება, ისიც
მხოლოდ სკოლების ნაწილში. ამასთან, უარესდება განათლების ხარისხი. გალის რაიონში
რუსულენოვანი კადრების დეფიციტია, შესაბამისად, ხშირია შემთხვევები, როდესაც საბავშვო
ბაღებსა და სკოლებში პედაგოგებად ისეთ პირებს ნიშნავენ, რომელთაც შესაბამისი
განათლება, საგნის სპეციალიზაცია და სამუშაო გამოცდილება არ აქვთ, თუმცა საუბრობენ
რუსულად.
ქართული ენის ცოდნის პრობლემის აღმოფხვრისა და განათლების ხარისხის
გაუმჯობესებისაკენ გადადგმული ერთ-ერთი ნაბიჯია საქართველოს მთავრობის ახალი
ინიციატივა
„ნაბიჯი
უკეთესი
მომავლისაკენ“,
რომლის
ერთ-ერთი
კომპონენტი
ითვალისწინებს სკოლის შემდგომი განათლებისათვის მოსამზადებელი პროგრამის შექმნას
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდებისათვის. კურსზე ეროვნული
გამოცდების სავალდებულო და არჩევითი საგნები იქნება შეთავაზებული, მათ შორის,
ქართული ენა და ლიტერატურა. მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ პროგრამაზე ჩარიცხული
ახალგაზრდები უზრუნველყოფილნი იქნებიან საცხოვრებლით და სტიპენდიით. პროგრამის
ამოქმედება 2019 წელსვე იგეგმება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ზუგდიდის
სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ბაზაზე. მართალია, პროგრამა ოკუპირებულ
ტერიტორიებზე მცხოვრებ ყველა ახალგაზრდაზე ვრცელდება, თუმცა, მნიშვნელოვანია,
შესაბამისმა უწყებებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ იმას, რომ პრაქტიკაში, გალისა
და ახალგორის რაიონებში მცხოვრები ახალგაზრდები ამ პროგრამის მიღმა არ აღმოჩნდნენ.
დაინერგოს
ქართული
ენის
სწავლება
ცენტრალური
ხელისუფლების
მიერ
ორგანიზებულ ან დაფინანსებულ საზაფხულო ბანაკებსა და საზაფხულო სკოლებში
ოკუპირებულ ტერიტორიიდან მონაწილე ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის;
სტუდენტებისთვის, საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის პარალელურად,
შეთავაზებულ იქნას ქართული ენის სასწავლო პროგრამები;
შემუშავდეს
სტიპენდიის
სტუდენტებისათვის
უნივერსიტეტში
ან/და
საცხოვრებლით
ოკუპირებული
სწავლის
უზრუნველყოფის
ტერიტორიებიდან,
გაგრძელება
გამოცდების
რათა
მათ
წარმატებით
პროგრამა
შეძლონ
ჩაბარების
შემთხვევაში.
შეიმუშაოს კვალიფიკაციის ასამაღლებელი, სასწავლო პროცესის დახმარების და
ინვენტარით უზრუნველყოფის ახალი პროგრამები ან გააფართოოს არსებული
ინიციატივები
და
მოარგოს
ისინი
ოკუპირებულ
ტერიტორიებზე
მომუშავე
მასწავლებლებისა და მოსწავლეების საჭიროებებს, რათა ნაწილობრივ მაინც შეივსოს
ოკუპირებულ ტერიტორიებზე საშუალო განათლების ეტაპზე მიღებული დანაკლისი და
ხარვეზები
ადამიანის უფლებათა სწავლების კუთხით გარკვეულ ხარვეზს შეიცავს მასწავლებლის
მომზადების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის შინაარსიც დარგობრივი
მახასიათებლით განსაზღვრულ მოთხოვნებს ითვალისწინებს. პროგრამა ისეა შედგენილი,
რომ
სტუდენტმა
მიიღოს
ცოდნა
სასწავლო-სააღმზრდელო
პროცესის
ძირითადი
კანონზომიერებების შესახებ და საგნობრივ ცოდნასთან მისი ეფექტიანი ინტეგრირების
საშუალებით,
შეძლოს
წარმატებული
პედაგოგიური
პრაქტიკის
განხორციელება.
საგულისხმოა, რომ „მასწავლებლის განათლების საგანმანათლებლო პროგრამის დარგობრივი
მახასიათებლის დამტკიცების შესახებ“ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული
ცენტრის
დირექტორის
ბრძანებით969
განსაზღვრულ
მასწავლებლის
მომზადების
საგანმანათლებლო პროგრამის მახასიათებლებში არ არის მოხსენიებული ადამიანის
უფლებათა შესახებ ცოდნის მოთხოვნა.
აისახოს მასწავლებლის განათლების საგანმანათლებლო პროგრამის
დარგობრივ
მახასიათებლებში ადამიანის უფლებათა საკითხების შესახებ ცოდნა და ღირებულებები.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სხვადასხვა ასპექტი სათანადო საკანონმდებლო
გარანტიების შექმნას მოითხოვს. ამ დრომდე არ მომხდარა „კულტურული და ბუნებრივი
მემკვიდრეობის კოდექსის“ პროექტის ინიცირება. სახალხო დამცველის აპარატს ჯერ კიდევ
2017 წელს ეცნობა, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ
სააგენტოში მიმდინარეობდა „კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის კოდექსის“
პროექტზე მუშაობა. სახალხო დამცველს მნიშვნელოვნად მიაჩნია ერთიანი, კომპლექსური და
ეფექტიანი საკანონმდებლო ბაზის შექმნა და იმედოვნებს, რომ 2019 წელს მაინც მოხდება ამ
კოდექსის ინიცირება/მიღება.
უზრუნველყოს „კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის კოდექსის“ შემუშავება
და საქართველოს პარლამენტში ინიცირება.
საქართველოს
სახალხო
დამცველის
აპარატი
დაინტერესდა
კულტურული
მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე საცხოვრებელი სახლების მძიმე ავარიული
მდგომარეობისა
და
წლების
დაკავშირებით
სახელმწიფო
განმავლობაში
მათი
რეაბილიტაციის
საჭიროებებთან
უწყებების
მხრიდან
გატარებული
ღონისძიებების
ეფექტიანობით. სახალხო დამცველის აპარატის ხელთ არსებული მასალებიდან ირკვევა, რომ
კერძო საკუთრებაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მძიმე ვითარების
თაობაზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და სსიპ
საქართველოს
კულტურული
მემკვიდრეობის
დაცვის
ეროვნული
სააგენტოს
მიერ
განხორციელებული რეაგირება მოქალაქეთა მიმართვების ურთიერთგაცვლითა და ა(ა)იპ
თბილისის განვითარების ფონდისთვის გადამისამართებით შემოიფარგლება. ამასთან,
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე საცხოვრებელი სახლები ვერც ა(ა)იპ
თბილისის განვითარების ფონდის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულების ქვეშ
ექცევიან.
შედეგად, როგორც წესი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე
საცხოვრებელი
სახლების
ინფორმირებული,
თუმცა
რეაბილიტაციის
საბოლოოდ,
საჭიროების
საცხოვრებელი
თაობაზე
სახლების
არაერთი
უწყებაა
რეაბილიტაციის
თვალსაზრისით, ქმედითი ნაბიჯები არ იდგმება, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ძეგლების რთულ
მდგომარეობას.
სახალხო დამცველს აუცილებლად მიაჩნია, კულტურული მემკვიდრეობის ასეთი
ძეგლების (კერძო საკუთრებაში მყოფი საცხოვრებელი სახლების) მოვლა-პატრონობის
მიმართულებით სახელმწიფო უწყებებს შორის კომპეტენციებისა და ვალდებულებების
მკაფიო რეგულირება, მათ შორის, სახელმწიფოს პასუხისმგებლობისა და როლის გაზრდა,
ასევე, კოორდინირებული, ქმედითი და შედეგზე ორიენტირებული ღონისძიებების დაგეგმვა
განისაზღვროს თბილისის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან
დაკავშირებით სამუშაოების ნებართვის გაცემისას სსიპ კულტურული მემკვიდრეობის
დაცვის ეროვნული სააგენტოს ჩართულობის ვალდებულება.
ქვეყანაში განსაკუთრებით საგანგაშოა საჯარო სკოლებში წყლისა და სანიტარიული
ნორმების კუთხით არსებული მდგომარეობა. გასული წლების მსგავსად, სკოლებში კვლავ
პრობლემურია
წყლის
ხელმისაწვდომობა,
გამართული
საპირფარეშოებისა
და
წყალმოხმარების ობიექტების ფუნქციონირება. შესწავლის შედეგად იკვეთება, რომ სველ
წერტილებში ხშირად ანტისანიტარული პირობებია, დროულად ვერ ხდება ნარჩენების
გატანა, საპირფარეშოს ჯიხურების დასუფთავება, მოძველებული ინფრასტრუქტურა კი ვერ
პასუხობს არსებულ საჭიროებებს
განახლდეს საჯარო სკოლებში წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენური ნორმების შესახებ
საკანონმდებლო რეგულაციები; შეფასდეს წყლის ხელმისაწვდომობასა და ხარისხის
ზედამხედველობაზე არსებული მექანიზმის ეფექტიანობა და დაიგეგმოს ცვლილებები
ზედამხედველობის სისტემური და ეფექტიანი მექანიზმის განსასაზღვრად
ბავშვთა სექსუალური ძალადობისგან დაცვისა და დახმარების პროცესში პრობლემად
რჩება შესაბამისი უწყებების მხრიდან დროული და ეფექტიანი ღონისძიებების გატარება.
განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ დროულად ვერ ხერხდება სექსუალური ხასიათის
ქმედებათა შედეგად დაზარალებულ ბავშვთა გამოვლენა, სათანადოდ ვერ მიმდინარეობს
მსხვერპლი
არასრულწლოვნების
ფსიქოსოციალური
რეაბილიტაცია
და
მათი
საგანმანათლებლო და სოციალურ სივრცეში ჯეროვანი ინტეგრაცია.
„სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისგან ბავშვთა დაცვის
შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად, საქართველოს
მთავრობამ გააძლიეროს სექსუალური ექსპლუატაციის და სექსუალური ძალადობისგან
ბავშვთა დაცვა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო:
სახალხო დამცველის აპარატის ინტერესის საგანი იყო ისიც, კონკრეტულად და
ინდივიდუალურად, შესაბამის პროექტთან მიმართებით, შესწავლილი იყო თუ არა ის
ენერგეტიკულ-ეკონომიკური
სარგებელი,
რომელიც
უნდა
მოჰყოლოდა/მოჰყვეს
ჰიდროელექტროსადგურების ექსპლოატაციაში შესვლას და ამ დროისათვის, ფაქტობრივად,
რა სარგებელი მიიღო/იღებს სახელმწიფო განხორციელებული პროექტების ფუნქციონირების
შედეგად. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან მხოლოდ
ის გვეცნობა, რომ 2008 წლიდან ექსპლოატაციაში შესულია სულ 26 ჰიდროელექტროსადგური,
რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრეა 536,99 მგვტ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ,
არსებული
რეგულაციების
საფუძველზე,
ჰიდროელექტროსადგურის
მშენებლობის
ნებართვის გაცემისას არ მიმდინარეობს იმ გარემოების გამოკვლევა-შეფასება, თუ რა
ენერგეტიკულ-ეკონომიკური
სარგებელი
მოჰყვება
ჰიდროელექტროსადგურების
ექსპლოატაციაში შესვლას.
შესწავლილ იქნეს განხორციელებული, შეჩერებული და დაგეგმილი თითოეული
ჰიდროელექტროსადგურის
ენერგეტიკული,
პროექტის
ეკონომიკური,
ხარჯ-სარგებლიანობა
სოციალური,
სახელმწიფოსთვის,
გარემოსდაცვითი
ასპექტების
გათვალისწინებით და აღნიშნული ინტერესების ბალანსის დასაცავად, დაიგეგმოს
გასატარებელი
ღონისძიებების
ერთობლიობა,
ამასთან,
კვალიფიციური
და
სრულყოფილი შესწავლის შედეგები გაეცნოს ფართო საზოგადოებას.
თუმცა სახალხო დამცველის აპარატის მიერ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის
საქმეებზე წლების განმავლობაში განხორციელებული ზედამხედველობა და ზემოთ
აღწერილი გარემოებები ცხადყოფს, რომ აღნიშნული მიმართულება სახელმწიფოს მხრიდან
კომპლექსურ
და
თანმიმდევრულ
მიდგომას
საჭიროებს.
რაც
ენერგორესურსებით
რაციონალური სარგებლობისა და მდგრადი განვითარების, გარემოს დაცვის ლეგიტიმური
საჯარო ინტერესებისა და მოსახლეობის სოციალურეკონომიკური საჭიროებების, ჯანსაღ
გარემოში ცხოვრების უფლების რეალიზაციის გათვალისწინებით, სახელმწიფოს მიერ
გრძელვადიანი ენერგეტიკული პოლიტიკის დაგეგმვასა და შესაბამისი სტრატეგიული
დოკუმენტების შემუშავებას მოითხოვს.
ენერგორესურსებით რაციონალური სარგებლობისა და მდგრადი განვითარების
უზრუნველსაყოფად, შემუშავდეს და დამტკიცდეს კვალიფიციური და საზოგადოების
ნდობით აღჭურვილი გრძელვადიანი პოლიტიკის დოკუმენტები და გაიწეროს
კონკრეტული ღონისძიებები, პასუხისმგებელი ორგანოები და ვადები, რომლებიც
უზრუნველყოფენ დასახული ამოცანების განხორციელებას.
სახალხო დამცველის აპარატის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, საგანგებო
სიტუაციების მართვის სამსახურში 2018 წლის განმავლობაში ბუნებრივი აირის გაჟონვით
გამოწვეული აფეთქებისა და მოწამვლის შედეგად 7 ადამიანის გარდაცვალების ფაქტი
აღინუსხა. აღნიშნულ რაოდენობრივ მაჩვენებელს 2019 წელს მხოლოდ ერთი თვის
მონაცემებიც კი აღემატება. შესაბამისად, კითხვები ჩნდება გაზის მოხმარების უსაფრთხოების
მხრივ არსებული მდგომარეობის და შესაბამისი მოწესრიგების თაობაზე.
საქართველოში დღეს მოქმედი კანონმდებლობით, მომხმარებლის ბუნებრივი გაზით
უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო გაზით მომარაგება ბუნებრივი გაზით მომარაგების
ძირითად პრინციპადაა აღიარებული. მომმარაგებელი პასუხისმგებელია, გამანაწილებელ
ქსელში ბუნებრივი გაზის მახასიათებლების (ხარისხი, წნევა, სუნი და სხვ.) დადგენილ
სტანდარტებთან
შესაბამისობის
კონტროლზე
და
მის
გამართულ
მდგომარეობაში
ექსპლოატაციაზე. ამასთან, გაზის მიმწოდებელი საცხოვრებელ სახლებში გაზის გაშვებამდე
მობინადრეებს აცნობებს გაზით უსაფრთხო სარგებლობის წესებს. თუმცა, უშუალოდ
საცხოვრებელ
სახლებში
გაზის
ხელსაწყოების
უსაფრთხო
ექსპლოატაციაზე
პასუხისმგებლობა მობინადრეებს ეკისრებათ.
მართალია, მიმწოდებელი აწარმოებს მომხმარებლის მფლობელობაში არსებული
ბუნებრივი გაზის ქსელის, გაზდანადგარებისა და ხელსაწყოების სისტემურ შემოწმებას, ასევე
დამახასიათებელი სუნის მისაცემად ბუნებრივ აირში ოდორანტის დამატებას, მაგრამ
უსაფრთხოების წესების დარღვევათა ხასიათიდან გამომდინარე, მათი დროული გამოვლენა
ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არაერთ ქვეყანაში
სავალდებულოა, მათ შორის, კერძო საცხოვრებლებში, განგაშის სიგნალით აღჭურვილი
სპეციალური დეტექტორების მონტაჟი და ფუნქციონირება.
გადაიდგას ნაბიჯები გაზის გაჟონვით და არასრული წვით გამოწვეული უბედური
შემთხვევების თავიდან ასაცილებლად.
საანგარიშო პერიოდში მოსახლეობა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს
სისტემატურად
მომართავდა მომიჯნავე
ობიექტებზე
მშენებლობის
პროცესში
მათი
კანონიერი ინტერესების შელახვის საფუძვლით. განსაკუთრებით პრობლემური იყო მათი
ჯანმრთელობის დაცვის, ბუნებრივი განათებისა და ინსოლაციის უზრუნველყოფის
საკითხები.
კერძოდ,
განმცხადებლები
ხშირად
მიუთითებდნენ
მათ
მეზობლად,
საცხოვრებელი სახლის ფანჯრებთან მცირე მანძილით დაშორებულ დისტანციაზე შენობანაგებობის მშენებლობის ფაქტზე, რის შედეგადაც მათ ეზღუდებოდათ წვდომა სინათლესა და
ჰაერზე.
საკითხის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ დღესდღეობით საქართველოში
მოქმედი სამშენებლო ნორმები ვერ უზრუნველყოფს მსგავს შემთხვევებში მესამე პირთა
ინტერესების დაცვას. კერძოდ, შენობა-ნაგებობების სანიტარული პირობების, სათანადო
განათებისა და განიავების მომწესრიგებელ დებულებებს მოიცავს ტექნიკური რეგლამენტი „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები.“ თუმცა, აღნიშნული ნორმატიული აქტი
ძირითადად
ორიენტირებულია
ობიექტების
და
მასთან
ახალ
უშუალოდ
სამშენებლო
საქმიანობას
დაკავშირებული
დაქვემდებარებული
პირების
უსაფრთხოების
უზრუნველყოფაზე და არ გვთავაზობს სათანადო მოწესრიგებას მეზობელ ობიექტებთან
ურთიერთქმედებისა და უარყოფითი ზეგავლენის პრევენციისთვის, სინათლესა თუ ჰაერზე
ხელმისაწვდომობის კუთხით.
მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული ახალი შენობების მშენებლობისას მომიჯნავე
ობიექტების
მესაკუთრეთა/მოსარგებლეთა
ინტერესები
შენობა-ნაგებობების
ინსოლაციის მინიმალური მოთხოვნების კუთხით.
სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს საერთო სარგებლობის ბუნებრივ
სავენტილაციო
არხებზე
გაზქურის
ელ-გამწოვებისა
და
სააბაზანოს
გამწოვი-
ვენტილატორების დაერთების პრობლემურობაზეც. მსგავს შემთხვევებში, ბუნებრივი
ვენტილაციის
სისტემა,
მასზე
მექანიკური
ელემენტების
დამატებით,
გარდაიქმნება
ჰიბრიდულ (შერეული რეჟიმის) სისტემად, რის შედეგადაც იცვლება ვენტილაციის დონე,
ჰაერის ნაკადის მიმართულება და მისი მოძრაობის მოდელი. ჯანდაცვის მსოფლიო
ორგანიზაციის მითითებით, მსგავსი ტიპის ვენტილაციის გამოყენებისას განსაკუთრებული
სიფრთხილეა საჭირო, ვინაიდან არასათანადოდ დამონტაჟებისას, არსებობს შენობის გარეთ
გაწოვის ნაცვლად, მავნე ნივთიერებების შიდა გარემოში შედინების საშიშროება, რაც
ჯანმრთელობისთვის
საზიანოა.
გასათვალისწინებელია,
რომ
საერთო
სარგებლობის
ბუნებრივი სავენტილაციო არხი კორპუსში არსებულ ბინებს ღიობების მეშვეობით
უკავშირდება და ახდენს ჰაერის ცირკულაციას მთელი კორპუსის მასშტაბით. შესაბამისად,
მასზე
მექანიკური
საშუალებების
დაერთებით
იზრდება,
მათ
შორის,
გაზისა
და
ნახშირორჟანგის ერთი ბინიდან მეორეში გაჟონვის შესაძლებლობა. მიუხედავად იმისა, რომ
ამ
ტიპის
საქმიანობა
საერთო
სარგებლობის
საინჟინრო-კომუნალური
ქსელების
რეკონსტრუქციად უნდა განვიხილოთ, სამწუხაროდ, მსგავს შემთხვევებზე.
განისაზღვროს საერთო სარგებლობის სავენტილაციო არხებზე გამწოვების დაერთების
წესები და მათ დაცვაზე ზედამხედველი ორგანო.
გასული
წლების
საპარლამენტო
ანგარიშებში
სახალხო
დამცველი
არსებით
საკანონმდებლო ხარვეზად გამოკვეთდა მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში რიგი
მნიშვნელოვანი დოკუმენტების წარდგენის ვალდებულების არარსებობას, რამაც შესაძლოა
მესამე
პირების
საკუთრების
უფლების
შელახვა
გამოიწვიოს.
კვლავ
სანებართვო
პროცედურებს მიღმა რჩება შესაბამის შემთხვევებში შენობა-ნაგებობებისა და მიწის
ნაკვეთ(ებ)ის კვლევა (მათ შორის, მომიჯნავე შენობა-ნაგებობაზე ზემოქმედების შეფასება და
მომიჯნავე შენობა-ნაგებობის მდგრადობის გამოკვლევა), სავალდებულო საექსპერტო
შეფასება და დასკვნა განსახორციელებელი სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ.
საანგარიშო პერიოდში აღნიშნული საკითხის პრობლემურობა განსაკუთრებული
სიმწვავით გამოვლინდა ავარიული შენობა-ნაგებობების მიმართ. ერთ-ერთ საქმესთან
დაკავშირებით გაირკვა, რომ მშენებლობის ნებართვის გამცემმა ორგანომ ისეთ შემთხვევაშიც
კი არ იმსჯელა განსახორციელებელი სამუშაოების მეზობელ ნაგებობებზე ზემოქმედებასთან
დაკავშირებით,
როდესაც
მესამე
პირს
საექსპერტო
დასკვნა
შენობის
ტექნიკური
მდგომარეობის შესახებ ჯერ კიდევ სადავო აქტის გამოცემამდე ჰქონდა წარდგენილი.
სანაცვლოდ, სამშენებლო სამუშაოების განმახორციელებელს დადებითი გადაწყვეტილების
გაცემისას განემარტა, რომ სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე უნდა მოეპოვებინა
შესაბამისი დასკვნა განსახორციელებელი სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ. შედეგად,
მშენებლობა შესაძლებელი გახდა ისეთ შემთხვევაში, როდესაც სამი ექსპერტიზის დასკვნა
მიუთითებდა
შენობის
ავარიულობასა
და
შესაბამისი
სამშენებლო
სამუშაოების
(დაშენება/მანსარდის მოწყობა) განხორციელების შედეგად მოსალოდნელ საფრთხეებზე.
იგივე პრობლემა გამოვლინდა ისეთი საქმის შესწავლის ფარგლებშიც, როდესაც მეზობლები
მიუთითებდნენ ავარიული სახლის მომიჯნავედ მიმდინარე მშენებლობის შედეგად მათი
საცხოვრებელი სახლების დაზიანებაზე.
დადგინდეს მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში, ნებართვის გამცემ ორგანოში
შენობა-ნაგებობებისა
და
მიწის
ნაკვეთ(ებ)ის
კვლევის
დოკუმენტაციის,
განსახორციელებელი სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ სავალდებულო საექსპერტო
შეფასებისა და დასკვნის წარდგენის ვალდებულება, იმ შემთხვევებში, თუ არსებობს
მესამე პირების საკუთრების უფლების შელახვის ალბათობა.
მისაწვდომობის
უზრუნველყოფა
არსებითი
წინაპირობაა
შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზებისთვის. სახალხო
დამცველის მიერ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ფიზიკური გარემოს
მისაწვდომობის ხარვეზებთან“ დაკავშირებით 2018 წელს შემუშავებული სპეციალური
ანგარიში
ცხადყოფს,
რომ
მიუხედავად
გადადგმული
ნაბიჯებისა,
საქართველოს
კანონმდებლობა კვლავ არ შეესაბამება გაეროს კონვენციის მოთხოვნებს. ხარვეზიანი და
ურთიერთწინააღმდეგობრივია ეროვნულ დონეზე მოქმედი ტექნიკური რეგლამენტებით
დადგენილი რეგულაციები, რაც აფერხებს „უნივერსალური დიზაინის“ მოთხოვნების
პრაქტიკაში დანერგვას.
დამტკიცდეს მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტი „შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაეროს კონვენციის, უნივერსალური დიზაინის
პრინციპების და ამერიკის ეროვნული სტანდარტის, „მისაწვდომი და გამოყენებადი
შენობები და ობიექტები“
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო:
ქვეყანაში არსებული სამართლებრივი ჩარჩო ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში,
კვლავ არ ასახავს სრულად საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ
ვალდებულებებს. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის არსებული სისტემა მისი
დაბინძურების სრულფასოვან სურათს არ იძლევა. ამ თვალსაზრისით, აღსანიშნავია
სადამკვირვებლო სადგურების მცირე რაოდენობა. გარდა ამისა, ატმოსფერული ჰაერის
ხარისხზე დაკვირვება არ ხდება ევროკავშირის დირექტივებით დადგენილი სტანდარტით,
მათ შორის, ჯერ კიდევ არ არის ინტეგრირებული მოდელირების სისტემა.
გაუმჯობესდეს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სისტემა, მათ შორის,
გაიზარდოს
მონიტორინგის
სადგურების
რაოდენობა
და
ისინი
განთავსდეს
ევროკავშირის
დირექტივებით
დადგენილი
კრიტერიუმების
გათვალისწინებით,
ატმოსფერულ ჰაერში განისაზღვროს ეროვნულ დონეზე გათვალისწინებული ყველა
მავნე ნივთიერების კონცენტრაცია და დაინერგოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის
მოდელირების სისტემა
გარემოსათვის მიყენებულ ზიანთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციები
სხვადასხვა საკანონმდებლო აქტშია გაბნეული, რაც პასუხისმგებელი უწყებების, მათი
კომპეტენციების კუთხით სამართლებრივი წესრიგის, ამ სფეროში მოქმედი პრინციპების,
ზიანის ანაზღაურების წესისა და სხვა მნიშვნელოვანი სამართლებრივი გარემოებების
ერთიანად აღქმის შესაძლებლობას ართულებს. ატმოსფერული ჰაერის დაცვის კუთხით
საქართველოში არსებული კანონმდებლობა სათანადოდ ვერ პასუხობს ამ თვალსაზრისით
არსებულ გამოწვევებს. შედეგად, ქვეყანაში ვერ ხერხდება დაბინძურების მიზეზებისა და მისი
შედეგების სიღრმისეულ ანალიზი და შესაბამისად, ჰაერის დაბინძურების შემცირებისთვის
ეფექტიანი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება. აღსანიშნავია, რომ ატმოსფერული
ჰაერის დაბინძურებას იწვევს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ისეთი მიმართულებები,
როგორებიცაა: ნაკელის მართვა (შეგროვება, გადამუშავება, შენახვა და გამოყენება),
ცხოველური ნაკელით მიწის განაყოფიერება, არაორგანული აზოტის სასუქის გამოყენება,
სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების წვა და სხვ. გარდა ძირითადი დამაბინძურებლებისა (PM და
NOx ), სოფლის მეურნეობის სექტორიდან ატმოსფეროში იფრქვევა ისეთი უმნიშვნელოვანესი
დამაბინძურებლები, როგორიცაა ამიაკი (NH3 ) და არამეთანური აქროლადი ორგანული
ნაერთები. გარდა ამისა, სოფლის მეურნეობის სექტორი ხელს უწყობს ჰაერში სათბური
აირების მოხვედრას (მათ შორის, მეთანი (CH4 და აზოტის ქვეჟანგი N2 O)). შედეგად,
ზემოხსენებული
სასოფლო-სამეურნეო
აქტივობები
ნეგატიურად
აისახება
არამარტო
ადამიანის ჯანმრთელობაზე, ვეგეტაციაზე, ეკოსისტემასა და ბიომრავალფეროვნებაზე,
არამედ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს კლიმატზე, როგორც ადგილობრივ, აგრეთვე
რეგიონალურ და გლობალურ დონეზე, რასაც, თავის მხრივ, საზიანო გავლენა აქვს თავად
სასოფლო-სამეურნეო სექტორზე
სოფლის მეურნეობის სექტორიდან ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების თავიდან
ასაცილებლად
და
შესამცირებლად,
დროულად
მომზადდეს
შესაბამისი
საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, რომლითაც, მათ შორის, დარეგულირდება
ნაკელის მართვასთან და პირუტყვის კვებასთან დაკავშირებული საკითხები
ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობებთან დაკავშირებით წლების განმავლობაში
აქტუალური იყო გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტისა და ჩატარებული
კვლევების
ხარისხის
მიმართ
ინფორმირება-ჩართულობის
ლეგიტიმური
თვალსაზრისით
კითხვების
არსებობა,
საზოგადოების
არსებული
ხარვეზები,
ადგილობრივი
მოსახლეობის ინტერესების უგულებელყოფის პრობლემა, ინვესტორთან გაფორმებული
მემორანდუმების კანონიერების პრობლემა და ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების
მანკიერი პრაქტიკა, ინფორმაციისა და მონაცემების გამჭვირვალობის პრობლემა, პროექტების
სარგებლიანობის მიმართ არსებული საფუძვლიანი ეჭვები.
ვინაიდან, ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის თანმდევი უარყოფითი შედეგია
ეკოსისტემაში
უხეში
ჩარევა
და
გარემოზე
უარყოფითი
გავლენა,
ამასთან,
მათი
განხორციელება უმეტესად მოქალაქეთა სხვადასხვა ლეგიტიმურ ინტერესთან მჭიდროდ არის
დაკავშირებული, განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს განსახორციელებელი პროექტების
ენერგეტიკულეკონომიკური სარგებლიანობის საკითხი.
აღსანიშნავია,
რომ,
არსებული
რეგულაციების
საფუძველზე,
ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ნებართვის გაცემისას არ მიმდინარეობს იმ
გარემოების გამოკვლევა-შეფასება, თუ რა ენერგეტიკულ-ეკონომიკური სარგებელი მოჰყვება
ჰიდროელექტროსადგურების ექსპლოატაციაში შესვლას.
ინდივიდუალურ შემთხვევებში კი, კომპლექსურად უნდა იქნას გამოკვლეული
კონკრეტული პროექტის უარყოფითი ზეგავლენა გარემოზე, მოსალოდნელი ხარჯები,
ენერგო-ეკონომიკური სარგებლიანობა და მხოლოდ ამ მნიშვნელოვანი გარემოებების
ურთიერთშეჯერებისა და თანაზომიერების კვალიფიციურად და საფუძვლიანად შეფასების
შედეგად წყდებოდეს პროექტის განხორციელების მიზანშეწონილობის საკითხი.
ჰიდროელექტროსადგურების
პროექტების
განხორციელებასთან
დაკავშირებული
გადაწყვეტილებების მიღებისას, საფუძვლიანად შეისწავლონ გარემოზე ზემოქმედების
ასპექტები,
პროექტის
განხორციელების
შედეგად
მოსალოდნელი
ზიანისა
(მოქალაქეებისთვის, გარემოსთვის) და პროექტის სარგებლიანობის თანაზომიერების
საკითხი, ამასთან, ადრეულ ეტაპზევე უზრუნველყონ საზოგადოების რეალური
ინფორმირებულობა-ჩართულობა და მაქსიმალურად გაითვალისწინონ ადგილობრივი
მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებები.
ქვეყანაში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი უმთავრესი წყაროა
ავტოტრანსპორტი.
პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, რომელიც სამწუხაროდ არ ითვალისწინებს
ავტომანქანის გამონაბოლქვ აირებში ყველა ძირითადი დამაბინძურებლის შემცველობის
კონტროლს.
პრობლემურია აგრეთვე ქვეყანაში არსებული საწვავის ხარისხის კონტროლის სისტემა.
მათ შორის, ძალიან მცირე იყო 2018 წლის განმავლობაში შემოწმებულ იმ ავტოგასამართ
სადგურთა რაოდენობა, რომლებიდან აღებული საწვავის სინჯებშიც შემოწმდა ეროვნულ
დონეზე განსაზღვრული ყველა ნივთიერების მოცულობითი წილი.
გაუმჯობესდეს დადგენილ ნორმებთან შეუსაბამო ხარისხის საწვავის მიწოდების
მონიტორინგის სისტემა. მათ შორის, კიდევ უფრო გაიზარდოს იმ ავტოგასამართ
სადგურთა რაოდენობა, რომლებიდანაც წლის განმავლობაში განხორციელდება
როგორც საავტომობილო ბენზინის, ასევე დიზელის სინჯების აღება და მათში ეროვნულ
დონეზე განსაზღვრული ყველა ნივთიერების მოცულობითი წილის სრულყოფილად
შეფასება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო:
კვლავ გამოწვევად რჩება საოკუპაციო ხაზის პირა სოფლებში მიწების და უძრავი
ქონების რეგისტრაცია, ომის დროს დაზიანებული სახლების რეაბილიტაცია/კომპენსაციის
საკითხი, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისა და შემოსავლის წყაროს მოძიების
პრობლემა. ამ საკითხებზე სახალხო დამცველი 2015, 2016 და 2017 წლების ანგარიშებში
დეტალურად საუბრობდა და შესაბამისი რეკომენდაციებიც იყო შემუშავებული. მიუხედავად
იმისა, რომ 2013 წელს შექმნილმა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული
მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითმა სამთავრობო კომისიამ ამ საკითხებზე
2018 წელსაც იმსჯელა, გადაწყვეტილების მიღება და პრობლემების მოგვარება ჯერაც ვერ
მოხერხდა. საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრომ
სახალხო დამცველს წერილობით აცნობა, რომ მხარს უჭერს ომის დროს დაზიანებული
სახლების რეაბილიტაციის საკითხს.1200 ამასვე იზიარებს შერიგებისა და სამოქალაქო
თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, თუმცა გამოცანად რჩება, რატომ ვერ
მოხერხდა 5 წლის განმავლობაში ამ პრობლემის საბოლოოდ გადაჭრა.
გაძლიერდეს
2008
წლის
რეაბილიტაცია/კომპენსაციის
ომის
დროს
სამუშაოების
და
დაზიანებული
ადგილობრივი
ქონების
მოსახლეობის
დასაქმებისა და შემოსავლის წყაროს მოძიების პროგრამები.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო:
დღეის მდგომარეობით, საქართველოში ვეტერანის სტატუსის მქონე პირებისთვის
არსებობს მცირე შეღავათები, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ეს არასაკმარისია. ვეტერანებისთვის
დამატებითი სოციალური და ეკონომიკური ღონისძიებების შემოღების აუცილებლობა
განპირობებულია რამდენიმე ფაქტორით: (1) ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური
მდგომარეობა; (2) ვეტერანების წვლილი სახელმწიფოს წინაშე; (3) მათ მიერ მიღებული
სხვადასხვა დაზიანება, რაც შეიძლება ართულებდეს მათ აქტიურ საქმიანობას; (4)
ვეტერანების ჯეროვანი მხარდაჭერა განაპირობებს მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების
მოტივაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტით,
მეორე მსოფლიო ომის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და
დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე
საბრძოლო მოქმედების ვეტერან საქართველოს მოქალაქეთა მიერ კალენდარული წლის
განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 3000 ლარამდე, საშემოსავლო გადასახადით
არ იბეგრება. აღსანიშნავია, რომ „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“
საქართველოს
კანონის
თანახმად,
სახელმწიფო
პოლიტიკა
ვეტერანების
მიმართ
ითვალისწინებს სახელმწიფო პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, რომლებიც
უზრუნველყოფენ ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის სამართლებრივი და
სოციალურ-ეკონომიკური
შეღავათების
გარანტიების
და
მათი
პრაქტიკული
შესრულებისათვის ღონისძიებათა სისტემის შექმნას.
2020 წლიდან ვეტერანების მიმართ არსებული საშემოსავლო გადასახადის შეღავათი
გაიზარდოს 6 000 ლარამდე (9 000 მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანთა მიმართ).
ანგარიშის მიხედვით, ქალთა ეკონომიკური აქტივობისა და მათი შრომითი უფლებების
რეალიზების მნიშვნელოვანი ასპექტია მარტოხელა და მრავალშვილიანი მშობლების
უფლებრივი მდგომარეობა. მარტოხელა დედებისთვის ზრუნვის ტვირთის არათანაბარი
განაწილება
სახელმწიფოში
იმგვარ
არამატერიალურ
და
მატერიალურ
სოციალურ
პროგრამებს საჭიროებს, რომლებიც მიმართული იქნება მარტოხელა მშობლების ზრუნვის
ტვირთის შემსუბუქებისაკენ.
სახალხო დამცველი მიესალმება მრავალშვილიანი ოჯახის
სტატუსის განსაზღვრას, თუმცა, ამ დრომდე არ განსაზღვრულა მრავალშვილიანი მშობლის
სტატუსის დადგენის/გაუქმების და შესაბამის პირთა შესახებ მონაცემების წარმოების წესი და
სტატუსის
დამდგენი
ორგანო.
შესაბამისად,
დაწესებული
სოციალური
დაცვის
უზრუნველყოფის პირობები ვერ ფარავს მრავალშვილიან ქალთა საჭიროებებს, რადგან კვლავ
ბუნდოვანია არსებულ შეღავათებზე ხელმისაწვდომობის საკითხი, განსაკუთრებით, მათი
სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
დაინერგოს მარტოხელა და მრავალშვილიანი მშობლების დახმარებისაკენ
მიმართული ღონისძიებები, მათ შორის, გაითვალისწინონ სოციალური შეღავათების
არსებულ სისტემაში. შეიქმნას და გაანალიზდეს მარტოხელა და მრავალშვილიანი
დედების შესახებ სრულყოფილი სტატისტიკური ინფორმაცია
წინა საპარლამენტო ანგარიშების მსგავსად, სახალხო დამცველი წარმოდგენილ
ანგარიშშიც ყურადღებას ამახვილებს სოციალური შემწეობის მიღების და გაუქმების
პროცედურები
დარეგულირების
საჭიროებაზე
იმგვარად,
რომ
ოჯახში
ძალადობის
მსხვერპლისთვის, თავშესაფრის დატოვების შემდგომ, სტატუსის აღდგენა შესაძლებელი იყოს
ავტომატურად.
შეიქმნას სოციალური შემწეობის გაუქმების შემდგომი პერიოდისათვის სოციალური
დახმარების პროგრამა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის თავშესაფრის დატოვების
შემდგომ.
ინიცირებულ იქნეს სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი, ტრავმული გამოცდილების
მქონე
რთული
ქცევის
ბავშვთა
ინდივიდუალურ
საჭიროებებზე
მორგებული
ფსიქოსოციალური და სარეაბილიტაციო პროგრამების შემუშავებისა და დანერგვის
პროცესი
შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი:
განსკუთრებით მძიმეა საქართველოს ბოშათა თემის მდგომარეობა განათლების,
ჯანდაცვის, სოციალური დაცვის, ინტეგრაციის და დასაქმების თვალსაზრისით. ბოშების
დიდ ნაწილს არ აქვს მუდმივი საცხოვრებელი, ან, თუ აქვს, თავის საქმიანობიდან
გამომდინარე, ხშირად უწევს საცხოვრებელი ადგილის შეცვლა – ბინის დაქირავება, რაც,
თავის მხრივ, ბავშვების სკოლაში სიარულსა და აკადემიურ მოსწრებაზე ნეგატიურად
აისახება. ასევე პრობლემურია ისიც, რომ ბოშა ბავშვების ძალიან მცირე ნაწილი დადის ბაგაბაღში და სასკოლო მზაობის ცენტრებში.
ხელი შეეწყოს ბოშების ინფორმირებას და ცნობიერების ამაღლებას ჯანდაცვის,
განათლების, ადამიანის უფლებების დაცვისა და სხვა საკითხებში.
ბოშა მოსწავლეების გარკვეული ნაწილი დაწყებითი კლასების დამთავრების შემდეგ
თავს ანებებს სწავლას. ეს, უმეტესწილად მათი აკადემიური მოსწრების დაბალი მაჩვენებლით
არის განპირობებული, ცნობიერების დაბალი დონის და გარკვეულწილად ასევე მძიმე
სოციალური პირობებით არის გამოწვეული.
ბოშების ძალიან მცირე ნაწილია სტაბილურად დასაქმებული. მოუწესრიგებელი
დოკუმენტაციის, განათლების დაბალი დონისა და საზოგადოების ნაწილის მიერ მათი
მიუღებლობის გამო, ბოშები იშვიათად და ისიც, დროებით სამუშაოებზე თუ საქმდებიან.
მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო, ბოშების ნაწილი იძულებულია თავი დახმარების
თხოვნით ირჩინოს. თემის წარმომადგენლებთან გასაუბრებისას აღმოჩნდა, რომ ბოლო
პერიოდში გახშირდა ბოშების შრომითი მიგრაცია ევროპის ქვეყნებსა და თურქეთში.
სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიისა და 2015-2020
წწ. სამოქმედო გეგმის ფარგლებში გაგრძელდეს მოწყვლადი ეთნიკური უმცირესობების,
მათ შორის ბოშების, მხარდაჭერა.
გადაადგილების თავისუფლების კუთხით, კვლავ გამოწვევაა უკანონო დაკავებები
გამყოფ ხაზზე, რაც ადგილობრივ მცხოვრებთა უსაფრთხოების სერიოზული პრობლემაა.
უკანონოდ
დაკავებულთა
განმავლობაში
არ
აქვთ
ოჯახის
წევრებს,
ინფორმაცია
ხშირ
დაკავებულის
შემთხვევაში,
ზოგადი
რამდენიმე
დღის
მდგომარეობისა
და
უსაფრთხოების შესახებ.( მაგ. მოქალაქე მაია ოთინაშვილის უკანონო დაკავება). აღნისნული
გარემოებიდან
გამომდინარე,
აუცილებელია
არსებობდეს
დაკავებულთა
საერთაშორისო
კომიტეტთან
შესახებ
ინფორმაციის გაცვლის ეფექტიანი მექანიზმი.
გაგრძელდეს
მუშაობა
წითელი
ჯვრის
და
სხვა
საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უკანონო დაკავების ფაქტებზე ინფორმაციის
დროულად მიღების გზებისა და საშუალებების მოძიების/შემუშავების მიზნით.
გაძლიერდეს კონსულტაციები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, მათ
შორის,
შესაძლებლობების
ფარგლებში
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან,
მოლაპარაკებების დღის წესრიგის საკითხებთან დაკავშირებით.
განათლების უფლების რეალიზება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ
ტერიტორიებზე მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. 2015 წელს გალის რაიონში, ხოლო 2017
წელს ახალგორის მუნიციპალიტეტში, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვამ
ეთნიკურად ქართველების უფლებრივი მდგომარეობა, მშობლიური ენის ცოდნა და ზოგადად,
განათლების ხარისხი, მკვეთრად გააუარესა.
გარდა ამისა, მოსწავლეთა განათლების ხარისხზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს
სკოლის გარემო და განვითარების სხვა სივრცეები. საქართველოს სახალხო დამცველთან
საუბრისას
ეთნიკურად
ქართველი
ახალგაზრდები
აღნიშნავენ,
რომ
სკოლაში
(განსაკუთრებით, ქალაქ გალის სკოლებში) არ აქვთ საკუთარი აზრის თავისუფლად
გამოხატვის საშუალება. ხშირად აწყდებიან ეთნიკური ნიშნით შეურაცხყოფას და დევნას, მათ
შორის, აფხაზი მასწავლებლებისგანაც.
ამ
დანაკლისის
ასანაზღაურებლად
ახალგაზრდებისთვის
მნიშვნელოვანია
არასამთავრობო ორგანიზაციების საგანმანათლებლო პროექტები, რომლებიც მათ საკუთარი
აზრისა და ემოციების თავისუფლად გამოხატვის უსაფრთხო სივრცეს და კრიტიკული
აზროვნების განვითარების შესაძლებლობას სთავაზობენ. ბევრი მსგავსი პროექტი დონორების
მხრიდან დაფინანსების შეწყვეტის გამო ან ადგილობრივი დე ფაქტო ხელისუფლების
გადაწყვეტილებით,
დღეს უკვე აღარ ხორციელდება. ამის პარალელურად, მკაცრად
იზღუდება საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიებზე არსებულ ბავშვთა ბანაკებში
გალის სკოლის მოსწავლეების მონაწილეობაც.
უაღრესად
შემაშფოთებელია
ბავშვებზე
ფსიქოლოგიური
ზეწოლისა
და
ომის
პროპაგანდის, გასულ წელს გამოვლენილი ფაქტები.
გაძლიერდეს
მოლაპარაკებები
ორგანიზაციასთან,
აფხაზეთში
სხვადასხვა
და
დონორ
განსაკუთრებით
და
გალის
საერთაშორისო
რაიონში
სკოლის
მოსწავლეებისა და ახალგაზრდებისათვის არაფორმალური განათლების მიღების
შესაძლებლობების ხელშესაწყობად.
მუნიციპალიტეტების ორგანოები:
ქალთა
პოლიტიკური
გადაწყვეტილების
მიღების
მონაწილეობის
პროცესში
მაჩვენებელი
პირდაპირ
არის
და
მათი
ჩართულობა
დაკავშირებული
ქვეყანაში
დემოკრატიის ხარისხთან.
გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის და ქალთა თანაბარი მონაწილეობის
მიღწევის პროცესში განსაკუთრებული როლი აკისრია თვითმმართველ ორგანოებში
ინსტიტუციური მექანიზმების არსებობას და გაძლიერებას. სამწუხაროდ, კვლავ პრობლემას
წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულთა გენდერული
განაწილება.
2018 წელს მუნიციპალიტეტებში გენდერის მრჩევლების დანიშვნის, გენდერული
საბჭოების ფორმირებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავების პროცესი აქტიურად
მიმდინარეობდა.
მიუხედავად ამისა, საქართველოს სახალხო დამცველის საინფორმაციო და სამუშაო
შეხვედრები სხვადასხვა რეგიონში, ცხადყოფს, რომ კვლავ გამოწვევად რჩება გენდერის
მრჩევლების და საბჭოს წევრების შესაბამისი ცოდნით აღჭურვა და ქალთა ჩართულობა
გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამასთან, პოლიტიკა ქალების საჭიროებების კვლევის
გარეშე იგეგმება და შედეგად, ხშირ შემთხვევაში, სცდება იმ საჭიროებებს, რაც ადგილობრივ
მოსახლეობას გააჩნია.
უზრუნველყოს მუნიციპალიტეტების დონეზე გენდერის მრჩევლების გადამზადება და
მათ მიერ სამოქმედო გეგმების შესრულების მუდმივი მონიტორინგი
ჩატარდეს ქალთა საჭიროებების კვლევა მუნიციპალიტეტების დონეზე, გენდერული
თანასწორობის
კუთხით
არსებული
პრობლემების
გამოსავლენად
და
ქალთა
და
უფლებების
უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად
2018
წელს,
გაუმჯობესების
ქალთა
ეკონომიკური
თვალსაზრისით,
გაძლიერებისა
მდგომარეობა
არსებითად
შრომითი
არ
გაუმჯობესებულა.
ეკონომიკური პროცესების გენდერულად დაბალანსებისა და რესურსებზე თანაბარი
ხელმისაწვდომობის
კუთხით,
მნიშვნელოვანია
გენდერული
ბიუჯეტირების
მეთოდოლოგიის შემუშავება და დანერგვა, რაც ამ დრომდე არ განხორციელებულა.
მნიშვნელოვანია შრომის ბაზარზე ქალთა მონაწილეობის გაზრდა და შრომით
ურთიერთობებში
პარალელურად
გენდერული
თან
უნდა
თანასწორობის
სდევდეს
დამკვიდრების
დასაქმების
ხელშეწყობა,
თანაბარი
რასაც
შესაძლებლობების
უზრუნველყოფა.366
სახალხო დამცველის აპარატის მიერ სოფლად მცხოვრები ქალებისგან მიღებული
ინფორმაციის გაანალიზების შედეგად შეიძლება ითქვას, რომ პრობლემაა ეკონომიკურ
სფეროში არსებული ინიციატივების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხითაც.
თავად მეწარმე ქალები გამოწვევად ასახელებენ პროექტის დაგეგმვის, თანხის განკარგვის,
ფინანსური რისკების სწორად შეფასების და პროექტის განხორციელების მწირ უნარ-ჩვევებს
დაიგეგმოს და განხორციელდეს ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და უფლებრივი
გაძლიერებისაკენ
მიმართული
პროექტები
ადგილობრივ
დონეზე,
შესაბამისი
საბიუჯეტო ხაზის გამოყოფით.
ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლების სრულფასოვანი რეალიზაცია, ქვეყნის წინაშე
მდგარ ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება.
აქტუალობას არ კარგავს რეკრეაციულ ზონებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების
მიღებისას საჯარო ინტერესების უგულებელყოფისა და საკითხის სრულყოფილად შესწავლის
პრობლემა;
საანგარიშო წელს, კვლავ აქტუალური იყო სარეკრეაციო ზონის სტატუსის გაუქმებასთან
დაკავშირებით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ქმედებების კანონიერების
პრობლემა.
ადმინისტრაციულმა ორგანოებმა მსგავსი გადაწყვეტილებების მიღებისას „სივრცითი
მოწყობისა
და
ქალაქთმშენებლობის
საფუძვლების
შესახებ“
საქართველოს
კანონით
დადგენილი რეგულაციებით უნდა იხელმძღვანელონ, მათ შორის, გაითვალისწინონ
სარეკრეაციო ტერიტორიების შენარჩუნებისა და განვითარების ინტერესი,
სარეკრეაციო ტერიტორიებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მიიღონ საქმის
არსებითი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად,
იხელმძღვანელონ სარეკრეაციო ტერიტორიების შენარჩუნების საჯარო ინტერესებითა
და მოქმედი სტანდარტებით
„გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის,
გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში
მართლმსაჯულების
საკითხებზე
ხელმისაწვდომობის
შესახებ“
ორჰუსის
კონვენცია
გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაინტერესებული საზოგადოების საწყის ეტაპზევე
ჩართვის უზრუნველყოფას გულისხმობს, ანუ მაშინ, როდესაც კვლავ შესაძლებელია
აღნიშნულ პროცესზე გავლენის მოხდენა.
გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სარეკრეაციო ტერიტორიასთან დაკავშირებული
გადაწყვეტილებების მიღების პროცესში დაინტერესებული საზოგადოების საწყის ეტაპზევე
ჩართვა ვერ ხერხდება, ან ის უმეტესწილად მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს
გარემოსდაცვით
დაუშვებელია
საკითხთან
გაიგივებულ
დაკავშირებით
იქნეს
მხოლოდ
ინფორმაციის
ხელმისაწვდომობა,
დოკუმენტაციის
საჯაროობის
ვალდებულებასთან. ნებისმიერ მოქალაქეს უნდა შეეძლოს, დაინტერესების შემთხვევაში
გასაგები და მარტივი ფორმით მიიღოს ინფორმაცია გარემოსთან დაკავშირებული საკითხების
თაობაზე.
ორჰუსის
კონვენციით
გათვალისწინებული
ვალდებულების
შესაბამისად,
უზრუნველყოფილი იქნას სარეკრეაციო ტერიტორიასთან დაკავშირებით დაგეგმილი
ცვლილებების თაობაზე დაინტერესებული საზოგადოების სათანადო და გასაგები
ფორმით ინფორმირება და გადაწყვეტილებების მიღების ადრეულ ეტაპზევე მათი
ჩართულობა
გასათვალისწინებელია, რომ ქალაქებისთვის დამახასიათებელი დამაბინძურებელი
წყაროებიდან მომდინარე რისკების შემცირებას ხელს უწყობს მწვანე ურბანული სივრცეები,
თუმცა მუნიციპალიტეტებში ჯერ კიდევ არ არის განსაზღვრული ერთ სულ მოსახლეზე
გამწვანების ზუსტი მაჩვენებელი, ან არ არის დამტკიცებული მისი შეფასების სტანდარტი.
განისაზღვროს ერთ სულ მოსახლეზე გამწვანების მაჩვენებლის ზუსტი მონაცემები,
დადგინდეს აღნიშნული მაჩვენებლის შეფასების სტანდარტი და გამწვანებულ საჯარო
სივრცეებზე
სათანადო
ხელმისაწვდომობის
გარანტირების
მიზნით,
გატარდეს
შესაბამისი ღონისძიებები
განსაკუთრებით
აქტუალურია
ატმოსფერული
ჰაერის
დაბინძურებასთან
დაკავშირებული მძიმე პრობლემები;
ქვეყანაში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი უმთავრესი წყაროა
ავტოტრანსპორტი
საგულისხმოა, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა ისეთი ავტომობილების
საექსპლოატაციოდ გაშვება, რომელთა განაფრქვევში გამაჭუჭყიანებელ ნივთიერებათა
შემცველობა დადგენილ ნორმატივს აღემატება. დღეის მდგომარეობით, მითითებული
სამართალდარღვევის
ადმინისტრირება
არ
ხორციელდება,
რამდენადაც
საპატრულო
პოლიცია არ არის აღჭურვილი შესაბამისი ტექნიკით.
ატმოსფერული ჰაერის დაცვის კუთხით, კვლავ588 მნიშვნელოვანი პრობლემაა
ქვეყანაში არსებული მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელთა უმრავლესობას არ გააჩნია
გამართული გამონაბოლქვის სისტემა. ამ მიმართულებით, მდგომარეობა გაუმჯობესებულია
დედაქალაქში,589 თუმცა, შედარებით მძიმე სიტუაციაა რუსთავის, ზუგდიდისა და
ამბროლაურის
მუნიციპალიტეტების
ტერიტორიაზე,
სადაც
ხაზზე
გაუმართავი
ავტომობილების გაშვება ხორციელდება.
ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად, ეტაპობრივად განახლდეს და
ტექნიკურად გაუმართავი მუნიციპალური ავტობუსების/ მიკროავტობუსების პარკიდან
გადავიდეს ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიებზე.
2018 წელს ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის ხელშეწყობის მიმართულებით
გადადგმული ნაბიჯები არასაკმარისია, ვერ პასუხობს სისტემურ და წლების განმავლობაში
გადაუჭრელ გამოწვევებს, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან ეფექტიანი და დროული
ღონისძიებების გატარებას მოითხოვს
საანგარიშო პერიოდში კვლავ გამოწვევად რჩებოდა განათლების უფლების ეფექტიანი
განხორციელება. საბავშვო ბაღებსა და საჯარო სკოლებში არსებული მდგომარეობა,
განათლების მიღმა დარჩენილ ბავშვთა რაოდენობა და პასუხისმგებელი პირების მხრიდან
სათანადო ღონისძიებების შესრულებისკენ გადადგმული ნაბიჯების სიმცირე კიდევ უფრო
ამძიმებს არსებულ ვითარებას.
საქართველოში ადრეული და სკოლამდელი განათლების უფლების რეალიზება
მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას
სოფლად და მაღალმთიან რეგიონებში მდებარე საბავშვო ბაგა-ბაღების ნაწილი ვერ
აკმაყოფილებს უსაფრთხოებისა და კეთილსაიმედო ფიზიკური მოწყობის მინიმალურ
კრიტერიუმებს. გამოვლინდა ბაღები, რომლებიც ავარიული პირობების გამო ნაქირავებ ან
შეუსაბამო შენობებში ფუნქციონირებენ, სადაც არ არის დაკმაყოფილებული შესაბამისი
სახელმწიფო სტანდარტები.
მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურები საბავშვო ბაგა-ბაღების საჭიროებებზე
დროულად არ რეაგირებენ.
კვლავ პრობლემურია მუნიციპალიტეტების მხრიდან სათანადო ფინანსური და
ადმინისტრაციული ღონისძიებების გატარება რეგიონებში საბავშვო ბაღების გამართული
ფუნქციონირების,
ინფრასტრუქტურული
და
სასწავლო
გარემოს
დროულად
მოწესრიგებისთვის.
რიგ
ბაღებში
გამოვლინდა,
რომ
მოსაწესრიგებელია
სანიტარიულ-ჰიგიენური
მდგომარეობა
დროულად
გატარდეს
ღონისძიებები
ბაგა-ბაღებში
არსებული
მდგომარეობის
გასაუმჯობესებლად და სახელმწიფო სტანდარტებთან მისასადაგებლად
ქვეყანაში განსაკუთრებით საგანგაშოა საჯარო სკოლებში წყლისა და სანიტარიული
ნორმების კუთხით არსებული მდგომარეობა. გასული წლების მსგავსად, სკოლებში კვლავ
პრობლემურია
წყლის
ხელმისაწვდომობა,
გამართული
საპირფარეშოებისა
და
წყალმოხმარების ობიექტების ფუნქციონირება.
შესწავლის შედეგად იკვეთება, რომ სველ წერტილებში ხშირად ანტისანიტარული
პირობებია, მოძველებული ინფრასტრუქტურა ვერ პასუხობს არსებულ საჭიროებებს.
საჯარო სკოლების ფიზიკური მოწყობა და სანიტარიული მდგომარეობა ნაკლებად არის
ორიენტირებული მოსწავლეთა თუ სკოლაში დასაქმებული პერსონალის საჭიროებებზე.
გაძლიერდეს წყალმომარაგებისსისტემის გაუმჯობესება და წყლის ხარისხის ამაღლება;
გამოვლინდეს ის საჯარო სკოლები, სადაც პრობლემურია წყლის ხელმისაწვდომობა და
სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა; დაიგეგმოს აღნიშნულ სკოლებში პრობლემის
მოსაგვარებლად საჭირო ღონისძიებები
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლების უფლების რეალიზების
მიზნით საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულებების
მიუხედავად, ქვეყანაში კვლავ გამოწვევად რჩება ხარისხიანი და უწყვეტი ინკლუზიური
განათლების სისტემის დანერგვა.
სუსტია კოორდინაცია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და
სპორტის სამინისტროსა და მუნიციპალიტეტებს შორის, ისევე როგორც, სსიპ სოციალური
მომსახურების სააგენტოსა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს შორის.
სკოლამდელი
ინკლუზიური
განათლების
დანერგვის
მიზნით,
უზრუნველყონ
კოორდინაციის გაუმჯობესება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა
და სპორტის სამინისტროსთან
გამოიკვეთა, რომ მუნიციპალიტეტებში შეფერხებულია „ადრეული და სკოლამდელი
აღზრდისა
და
განათლების
შესახებ“
საქართველოს
კანონით
გათვალისწინებულ
ვალდებულებათა შესრულების პროცესი. სათანადოდ არ შეისწავლება ინკლუზიური
სკოლამდელი აღზრდისა და განათლების კუთხით არსებული საჭიროებები და შედეგები
მუნიციპალურ პროგრამებსა და ფინანსურ გეგმებში არ აისახება.
უკიდურესად დაბალია სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროცესში შშმ
ბავშვების ჩართულობის მაჩვენებელი.
კომპლექსურად იქნას შეისწავლილი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების
დაწესებულებების საჭიროებები (ინკლუზიური განათლების კუთხით) და აისახოს
ისინი მუნიციპალურ პროგრამებსა და ფინანსურ გეგმებში
სერიოზული
პრობლემებია
ბაგა-ბაღების
გარე
და
შიდა
ინფრასტრუქტურის
მისაწვდომობის კუთხით. კერძოდ, 59 მუნიციპალიტეტში მოქმედი 1488 სკოლამდელი
აღზრდის დაწესებულებებიდან, ნაწილობრივ ადაპტირებულია 523. უმრავლეს შემთხვევებში
ადაპტირება მხოლოდ პანდუსის მოწყობით შემოიფარგლება, რაც ვერ უზრუნველყოფს
სხვადასხვა სახის შეზღუდვის მქონე აღსაზრდელების საჭიროებების დაკმაყოფილებას.
უზრუნველყონ ფინანსური სახსრების გამოყოფა სკოლამდელი აღზრდის პროცესში
ინკლუზიური განათლების სპეციალისტების ჩართვისა და ბაგა-ბაღების შიდა და გარე
ინფრასტრუქტურაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აღსაზრდელთა წვდომის
გასაუმჯობესებლად
მნიშვნელოვანი ხარვეზებია საკადრო უზრუნველყოფის კუთხითაც. კერძოდ, იკვეთება
ინკლუზიური
განათლების
სპეციალისტების1032
სკოლამდელი
აღზრდის
პროცესში
ჩართვისა და არსებული პერსონალის გადამზადების საჭიროება.
გაძლიერდეს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების პერსონალის
გადამზადება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აღსაზრდელების საჭიროებებსა და
სათანადო მიდგომის მეთოდებზე
სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ზოგიერთ საჯარო დაწესებულებაში ჯერ არ
განხორციელებულა
საკონსულტაციო საბჭოს
ფორმირება,
რომელიც
დაწესებულების
ეფექტიან ფუნქციონირებას ხელს შეუწყობდა.
კომპეტენციის ფარგლებში გასწიონ კოორდინაცია და ზედამხედველობა, რათა
სკოლამდელი
აღზრდისა
და
განათლების
დაწესებულებებმა
უზრუნველყონ
საკონსულტაციო
საბჭოების
შექმნა
და
მისი
ფუნქციონირება
„ადრეული
და
სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად
კომპეტენციის ფარგლებში გასწიონ კოორდინაცია და ზედამხედველობა, რათა
სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებმა უზრუნველყონ მჭიდრო
თანამშრომლობა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთან (ადგილობრივ
სამსახურებთან), განსაკუთრებით, აღსაზრდელთა ძალადობისგან დაცვის კუთხით,
„ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების“ შესაბამისად
მისაწვდომობის
უზრუნველყოფა
არსებითი
წინაპირობაა
შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზებისთვის
მიუხედავად გადადგმული ნაბიჯებისა, საქართველოს კანონმდებლობა კვლავ არ
შეესაბამება
გაეროს
კონვენციის1055
მოთხოვნებს.
ხარვეზიანი
და
ურთიერთწინააღმდეგობრივია ეროვნულ დონეზე მოქმედი ტექნიკური რეგლამენტებით1056
დადგენილი რეგულაციები, რაც აფერხებს „უნივერსალური დიზაინის“ მოთხოვნების
პრაქტიკაში დანერგვას.
უზრუნველყონ
შეზღუდული
შესაძლებლობის
მქონე
პირებისათვის
სივრცის
მოწყობის/სამშენებლო სტანდარტების პრაქტიკაში დანერგვა და მათ აღსრულებაზე
ეფექტიანი ზედამხედველობა
გადამზადდეს შესაბამისი არქიტექტურული და საზედამხედველო სამსახურების
პერსონალი, სივრცის მოწყობის/სამშენებლო სტანდარტებზე
პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ შეუსწავლელია მისაწვდომობასთან მიმართებით
ეროვნულ დონეზე არსებული საჭიროებები, არ შემუშავებულა სამოქმედო გეგმა და არ
წარმოებს გაუმჯობესებული ფიზიკური გარემოს მაჩვენებელი სტატისტიკა.
ყოველწლიურად აწარმოონ მუნიციპალურ დონეზე გაუმჯობესებული ფიზიკური
გარემოს მაჩვენებელი სტატისტიკა
ხანდაზმულთა უფლებრივი მდგომარეობის კუთხით, საქართველოში კვლავ მრავალი
გამოწვევაა.
ხანდაზმულ პირთა არასახარბიელო უფლებრივი მდგომარეობის განმაპირობებელი
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ადგილობრივ დონეზე რესურსების სიმწირე, ხშირად კი,
არაეფექტიანად დაგეგმილი და განხორციელებული პროგრამებია.
მნიშვნელოვანია
მუნიციპალიტეტების
ტერიტორიაზე
მცხოვრებ
ხანდაზმულთა
საჭიროებების შესწავლა, მათთვის მიზნობრივი პროგრამების, მომსახურებების დაგეგმვა და
შესაბამისი ფინანსური რესურსებით უზრუნველყოფა. ამ მიმართულებით არსებულ
გამოწვევებზე საუბარია ხანდაზმულთა უფლებებზე გაეროს დამოკიდებელი ექსპერტის
ანგარიშშიც. იმისათვის, რათა ხანდაზმულთა და მათი ოჯახებისთვის შეძლონ სერვისების
შექმნა, აუცილებელია მუნიციპალიტეტები ფინანსურად და ტექნიკურად ადეკვატურად
იყვნენ
უზრუნველყოფილნი
მუნიციპალიტეტების
საჭირო
ბიუჯეტით,
ექსპერტიზითა
მიზნობრივი
და
პროგრამის
ადამიანური
რესურსებით.
სახით,
არ
კვლავ
არის
გათვალისწინებული ისეთი მნიშვნელოვანი სერვისი, როგორიცაა ხანდაზმულ პირთა შინ
მოვლის მომსახურება. იშვიათ შემთხვევაში, აღნიშნული მომსახურების შეთავაზება ხდება
ადგილობრივი
ბიუჯეტის
თანადაფინანსებით
პროექტის
ფარგლებში,
რომელსაც
ახორციელებენ სხვადასხვა ორგანიზაციები.
მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მცხოვრებ ხანდაზმულ პირთა საჭიროებების
შესწავლის საფუძველზე, შეიმუშაონ მიზნობრივი პროგრამები და ადეკვატურად ასახონ
ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტში.
2018-2020 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმით
გათვალისწინებულია რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე
საბჭოების ამოქმედებისა და ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობა. ამ საბჭოების
საქმიანობა მნიშვნელოვანია ადგილობრივ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების
პროცესში შშმ პირებისა და მათი წარმომადგენლობითი ორგანიზაციების ჩართულობის
უზრუნველსაყოფად.
2018 წლის მდგომარეობით, საბჭოები შექმნილია 50 თვითმმართველ ერთეულში.
ამასთან, ზოგ მათგანში1100 განხორციელდა საბჭოების ხელახალი ფორმირება, შეიცვალა
წევრები და განახლდა საბჭოს დებულებები. მოცემული დროისთვის, ხელახალი ფორმირების
პროცესი მიმდინარეობს რამდენიმე მუნიციპალიტეტში
საბჭოების
რაოდენობის
ზრდის
ტენდენციის
მიუხედავად,
კვლავ
გამოწვევას
წარმოადგენს სათათბირო ორგანოების ეფექტიანად ფუნქციონირებისა და ამ პროცესში შშმ
პირთა ან/და მათი წარმომადგენლობითი ორგანიზაციების ჩართულობა.
უზრუნველყონ ადგილობრივ დონეზე შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოების
ეფექტიანი საქმიანობა, შშმ პირთა და მათი წარმომადგენლების ჩართულობით.
უზრუნველყონ ადგილობრივ დონეზე შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოების
შექმნა და მათი ეფექტიანი საქმიანობა, შშმ პირთა და მათი წარმომადგენლების
ჩართულობით.
განათლებისა და მეცნიერების 2017-2021 წლების ერთიანი სტრატეგიით, ქვეყანაში
მოქალაქეობრივი
თვითშეგნების
განვითარება
და
ადამიანის
უფლებათა
სწავლება,
სტრატეგიულ პრიორიტეტადაა მიჩნეული.
ადამიანის უფლებათა სწავლება პრევენციულ ღონისძიებადაა მიჩნეული ადამიანის
უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტში
ადამიანის უფლებათა სწავლების შესახებ გაეროს დეკლარაცია სახელმწიფოებს და
შესაბამის სამთავრობო უწყებებს განუსაზღვრავს პასუხისმგებლობას, ხელი შეუწყონ
ადამიანის
უფლებათა
შესახებ
განათლებას
შესაბამისი
კანონმდებლობის
მიღებით,
ადმინისტრაციული ღონისძიებებითა და პოლიტიკის განსაზღვრის გზით.
სკოლამდელი
აღზრდის
დაწესებულებებში
ადამიანის
უფლებების
მიდგომაზე
დაფუძნებული გარემოს შესაქმნელად, აუცილებელია, ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა
და პერსონალს ჰქონდეთ შესაბამისი ცოდნა და უნარები ადამიანის უფლებების შესახებ.
ბავშვთა უფლებების შესახებ ცოდნის აუცილებლობაზე ყურადღებას ამახვილებს ბავშვის
უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის ზოგადი კომენტარიც, რომელიც აღნიშნავს, რომ
კონვენციის შესახებ ცოდნა უნდა ჰქონდეს ყველას, ვინც მუშაობს ბავშვებთან და
ბავშვებისთვის.947
საქართველოში
მუნიციპალური
საბავშვო
ბაღის
დირექტორის
საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, მომსახურე პერსონალის სამსახურებრივ ინსტრუქციებს და
ქცევის ნორმებს მუნიციპალიტეტები განსაზღვრავენ. საქართველოს კონტროლირებად
ტერიტორიაზე არსებული 64 მუნიციპალიტეტიდან სკოლამდელი აღზრდისა და განათლების
საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები დამტკიცებული არ აქვს
13 მუნიციპალიტეტს. აღნიშნული დოკუმენტი ქმნის შესაძლებლობას, სავალდებულო
საკვალიფიკაციო მოთხოვნებს შორის გათვალისწინებული იყოს ადამიანის უფლებათა
შესახებ ცოდნა, როგორც ეს უკვე განსაზღვრულია დანარჩენი მუნიციპალიტეტების მიერ
დამტკიცებულ დირექტორთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებში. რაც შეეხება სკოლამდელი
აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების აღმზრდელ-პედაგოგისა და სხვა
პერსონალისთვის
დადგენილ
პროფესიულ
სტანდარტს,
მსგავსი
დოკუმენტი
არ
შეუმუშავებია 11 მუნიციპალიტეტს, სადაც საკვალიფიკაციო მოთხოვნებს შორის ასევე
შეიძლებოდა ასახულიყო ცოდნა ადამიანის უფლებათა საკითხების შესახებ, დანარჩენი 53
მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების ანალოგიურად.
შემუშავდეს და დამტკიცდეს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო
დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, სადაც ასახული იქნება
ადამიანის უფლებების შესახებ (განსაკუთრებული აქცენტით ბავშვთა უფლებებზე)
ცოდნისა და კომპეტენციის მოთხოვნა.
შემუშავდეს და დამტკიცდეს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო
დაწესებულების
აღმზრდელ-პედაგოგისა
და
სხვა
პერსონალის
პროფესიული
სტანდარტი, სადაც ასახული იქნება ადამიანის უფლებების შესახებ (განსაკუთრებული
აქცენტით ბავშვთა უფლებებზე) ცოდნისა და კომპეტენციის მოთხოვნა.
2018 წლის განმავლობაში თანასწორობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული
სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამა
განხორციელდა.1119 მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლების
ნაწილი ხედავს და აღიარებს ამ სფეროში არსებულ სიღრმისეულ პრობლემებს
კვლავ აქტუალურია ეროვნული უმცირესობების გადაწყვეტილების მიღების პროცესში
მონაწილეობის საკითხი.
ეროვნული
უმცირესობებით
კომპაქტურად
დასახლებულ
მარნეულის
მუნიციპალიტეტში 2018 წლის განმავლობაში საპასუხისმგებლო პოზიციებზე ეროვნული
უმცირესობების წარმომადგენლები მინიმალურად იყვნენ წარმოდგენილნი, მაში როცა
მოსახლეობის 83.77% აზერბაიჯანელია.
პრობლემურია ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლობის დაბალი მაჩვენებელი
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციაში, სადაც
ეროვნული უმცირესობები არცერთ წამყვან პოზიციაზე არ არიან წარმოდგენილნი, მაშინ
როდესაც რეგიონში მოსახლეობის ნახევარზე მეტი ეროვნულ უმცირესობებს მიეკუთვნება
ყურადღება მიექცეს ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლობითობის გაზრდისა
და გაუმჯობესების საკითხს ახალი კადრების მოზიდვის, მომზადება-გადამზადების
გზით.
ეროვნული უმცირესობების სკოლამდელი, სასკოლო და უმაღლესი განათლების
ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, გასულ წლებში არსებული გამოწვევები კვლავ
აქტუალურია.
საქართველოში ეროვნული უმცირესობების ენებზე (აზერბაიჯანული, სომხური,
რუსული) სწავლა მიმდინარეობს 290-მდე საჯარო სკოლასა და სექტორზე1126, საიდანაც
მხოლოდ ეროვნული უმცირესობის ენაზე სწავლა მიმდინარეობს 208 სკოლაში1127, ხოლო
სახელმწიფო და ეროვნული უმცირესობების ენებზე (სექტორებად დაყოფილი სკოლები) – 76
სკოლაში1
ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ფუნქციონირებს
რამდენიმე ათეული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება
სკოლამდელი დაწესებულებების ნაწილში გაიხსნა ქართულენოვანი ჯგუფები.
სახელმწიფო
და
მშობლიური
ენის
შესწავლის
ხელშესაწყობად,
ეროვნული
უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში, კვლავ არ არის ეფექტიანად
გამოყენებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია,
რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში უფრო ფართოდ დაინერგოს მშობლიური და
სახელმწიფო ენის სწავლება
ხელი შეეწყოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ქართული ენის შემსწავლელი
ჯგუფების ჩამოყალიბებას, რათა მოსწავლეებს ადრეული პერიოდიდანვე მიეცეთ
ქართული ენის შესწავლის შესაძლებლობა
საქართველოს ბოშათა თემის მდგომარეობა განათლების, ჯანდაცვის, სოციალური
დაცვის, ინტეგრაციის და დასაქმების თვალსაზრისით, განსკუთრებით მძიმეა. 2014 წლის
აღწერის მონაცემებით, საქართველოში 604 ბოშა ცხოვრობს. ბოშები კომპაქტურად ცხოვრობენ
თბილისში, ქობულეთში, ქუთაისში და დედოფლისწყაროს სოფელ ჭოეთში. ბოშების დიდ
ნაწილს არ აქვს მუდმივი საცხოვრებელი, ან, თუ აქვს, თავის საქმიანობიდან გამომდინარე,
ხშირად უწევს საცხოვრებელი ადგილის შეცვლა – ბინის დაქირავება, რაც, თავის მხრივ,
ბავშვების სკოლაში სიარულსა და აკადემიურ მოსწრებაზე ნეგატიურად აისახება. ასევე
პრობლემურია ისიც, რომ ბოშა ბავშვების ძალიან მცირე ნაწილი დადის ბაგა-ბაღში და
სასკოლო მზაობის ცენტრებში.
ხელი შეეწყოს საბავშვო ბაღებსა და სასკოლო მზაობის ცენტრებში ბოშა ბავშვების
მოზიდვასა და ჩარიცხვას.
„საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხებზე სახელმწიფო პოლიტიკის
კონცეფციის
2017-2018
წლების
ეროვნული
სამოქმედო
გეგმით“
გათვალისწინებულ
მნიშვნელოვან საქმიანობებად განსაზღვრული იყო შინ მოვლის პროგრამის შემუშავება, რაც
ჯერ არ განხორციელებულა
უზრუნველყოს შინ მოვლის პროგრამის დროული შემუშავება და განხორციელება
გეოგრაფიული მისაწვდომობის გათვალისწინებით
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია:
კენჭისყრის დღეს, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საარჩევნო უბნებთან, საარჩევნო
სუბიექტებისა
და
პოლიტიკური
პარტიების
კოორდინატორებს
ამომრჩეველთა
ფოტოსურათიანი სიები ჰქონდათ, რაც მოქალაქეთა იდენტიფიცირებისა და პერსონალური
მონაცემების დამუშავების შესაძლებლობას იძლეოდა. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ
მსგავსმა
პრაქტიკამ,
შესაძლოა,
მოქალაქეთა
დაშინება
გამოიწვიოს
და,
შედეგად,
უარყოფითად აისახოს ნების თავისუფლად გამოხატვაზე, რაც დაუშვებელია და ხელყოფს
ისეთ ძირითად პრინციპს, როგორიც ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენის
შეზღუდვისა და მის გამოვლენაზე კონტროლის აკრძალვაა.
ამომრჩევლის თავისუფალ ნებაზე შესაძლო ზეგავლენისა და ადმინისტრაციული
რესურსის
გამოყენების
შესაძლო
შემთხვევა
იყო
გავრცელებული
ინფორმაცია
მხარდამჭერების სიების შეგროვების თაობაზე.
გააძლიეროს საგანმანათლებლო კამპანია საარჩევნო უფლებების თაობაზე, მოქალაქეთა
სრულყოფილი ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით
საარჩევნო
პერიოდში,
საარჩევნო
სუბიექტები
და
პოლიტიკური
პარტიების
წარმომადგენლები თავიანთ განცხადებებში აქტიურად იყენებდნენ სიძულვილის ენას და
ახალისებდნენ სხვადასხვა ნიშნის მიხედვით ადამიანთა დისკრიმინაციას, მათ შორის,
ქსენოფობიურ, რელიგიურ და ჰომოფობიურ ნიადაგზე.
ამასთან, როგორც წესი, პოლიტიკური დებატები აგრესიული რიტორიკისა და
მონაწილეთა
მხრიდან
ხასიათდებოდა;
ოპოზიციური
ერთმანეთის
მმართველი
კანდიდატის
მისამართით
პარტიის
გამარჯვების
განვითარების პროგნოზირებასაც შეიცავდა.
შეურაცხმყოფელი
ზოგიერთი
წარმომადგენლის
შემთხვევაში
პროცესების
განცხადებებით
განცხადებები
ძალადობრივად
სახალხო დამცველის განმარტებით, ზემოაღნიშნული გარემოებები მხოლოდ ხელს
უშლის მშვიდობიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას. უკიდურესად აუცილებელია
პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა, შესაბამისმა კანდიდატებმა, პოლიტიკური
გუნდის/კანდიდატის მხარდაჭერებმა, პოლიტიკური თანამდებობის პირებმა მაღალი
პოლიტიკური
და
სამოქალაქო
პასუხისმგებლობა
გამოიჩინონ
და
ხელი
შეუწყონ
პლურალისტური, ძალადობისა და სიძულვილის ენისგან თავისუფალი საარჩევნო კამპანიის
წარმართვას. დემოკრატიულ ღირებულებებზე ორიენტირებული პოლიტიკური კულტურის
დასანერგად, მნიშვნელოვანია კანდიდატთა საარჩევნო კამპანიები მიმართული იყოს
საქმიანი, საარჩევნო პროგრამებზე ორიენტირებული დისკუსიისკენ. სხვა შემთხვევაში,
გაგვიჭირდება
საუბარი
ჯანსაღი
პოლიტიკური
ცხოვრების
ჩამოყალიბებისკენ
წინ
გადადგმულ ნაბიჯებსა და მოქალაქეთა მხრიდან ინფორმირებული და თავისუფალი ნების
გამოვლინებაზე.
ჯანსაღი საარჩევნო პროცესის წარმართვის ხელშესაწყობად, შეიმუშაონ და შესთავაზონ
პოლიტიკურ
პარტიებს
საარჩევნო
პერიოდში
სიძულვილის
ენის
გამოყენების
აკრძალვასთან დაკავშირებული ურთიერთშეთანხმების დოკუმენტი, სიძულვილის
ენის ერთგვაროვანი განმარტებისა და ასეთი განცხადებებისგან თავის შეკავების
თაობაზე
ზემოთ აღნიშნული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ინფორმაცია/ანგარიში
წარედგინოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს 2020
წლის 1 მარტამდე.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
სოფიო კილაძე
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა
დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის
ანგარიშის თაობაზე
„2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის
მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში ადამიანის უფლებათა
ფართო სპექტრს მიმოიხილავს.
აღნიშნული ანგარიშის საფუძვლიანმა ანალიზმა გამოააშკარავა როგორც ადამიანის
უფლებათა დაცვის კუთხით წინ გადადგმული ნაბიჯები, ისე გარკვეული გამოწვევები.
ანგარიშში ხაზგასმით არის აღნიშნული საანგარიშო პერიოდში გამოკვეთილი
დადებითი ტენდენციები:
აღნიშნულია
იუსტიციის
სამინისტროს
მუშაობა,
პენიტენციური
სისტემის
მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების გათვალისწინებით;
პენიტენციურ დაწესებულებებში სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე
გამოძიების დაწყების მოთხოვნა წლების მიხედვით მცირდება;
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცდა პენიტენციური და დანაშაულის
პრევენციის სისტემების განვითარების სტრატეგია და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა;
მისალმებელია პენიტენციურ დაწესებულებებში პირობების გასაუმჯობესებლად
გადადგმული ნაბიჯები;
დადებითად
ფასდება
დიდი
პენიტენციური
დაწესებულებების
მცირე
დაწესებულებებად
დაყოფის
გეგმა,
დაბალანსებული
ინფრასტრუქტურის
შექმნის
სტრატეგიის შემუშავება და ამ კუთხით გადადგმული ნაბიჯები;
დადებითად აღინიშნება შედარებით დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულებებში
განხორციელება
2017
2018
წელს
წელს
განხორციელებული
უფრო
მაღალი
სარეაბილიტაციო
რისკის
პროგრამების
თავისუფლების
აღკვეთის
დაწესებულებებში;
დაიხურა თანამედროვე სტანდარტებთან შეუსაბამო დაწესებულებები და იქ მყოფი
პატიმრები სხვა, განახლებულ დაწესებულებაში იქნა გადაყვანილი;
2018 წლიდან პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლების უმრავლესობა
უზრუნველყოფილია სამედიცინო დაზღვევით და ტრანსპორტირებით;
დადებითად აღინიშნება 2018 წელს ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა სკრინინგ
ინსტრუმენტის შემუშავება.
2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, შემცირებულია საქართველოს სახალხო
დამცველის წინადადებების რაოდენობა პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან სავარაუდოდ
ჩადენილი ძალადობის ფაქტების გამოძიების შესახებ;
2017 წელთან შედარებით, 2018 წელს შემცირებულია ისეთი შემთხვევების რაოდენობა,
როდესაც იზოლატორში მოთავსებულ პირებს არაერთი დაზიანება აღენიშნებოდათ;
მისასალმებელია დროებითი მოთავსების იზოლატორებში ინფრასტრუქტურისა და
საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად სარემონტო სამუშაოების ჩატარება;
დადებით კონტექსტში აღინიშნება შინაგან საქმეთა სამინისტროში ახლადშექმნილი
ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის კარგი შედეგები;
სამინისტროს
დაქვემდებარებულ
ორგანოებში
მიმმდინარეობს
დამონტაჟებული
ვიდეოსათვალთვალო სისტემების განახლების პროცესი, მათი ტექნიკური საშუალებების
მახასიათებლების გასაუმჯობესებლად;
პატრულ-ინსპექტორები აღიჭურვა გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე სამხრე
კამერებით, რაც მოიცავს უფრო ხანგრძლივ სამუშაო და ჩაწერის რეჟიმებს, ასევე,
ცენტრალიზებული მართვისა და მონაცემთა შენახვის შესაძლებლობას;
2018 წელს გაუმჯობესებულია ოჯახის წევრებისთვის დაკავების შესახებ ინფორმაციის
მიწოდების დინამიკა;
მისასალმებელია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აანალიზებს ოჯახში
შესაძლო ძალადობის და ოჯახური კონფლიქტის შესახებ სსიპ 112-ში შესულ შეტყობინებებს;
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტროს
ოპერატიული
ხაზით
მომუშავე
თანამშრომლებს გაეზარდათ თანამდებობრივი სარგო;
დადებითად ფასდება სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ფარმაცევტული
საქმიანობის,
მასზე
ზედამხედველობის,
ფარმაცევტული
პროდუქტის
წარმოების,
დისტრიბუციის, შენახვა-განთავსებისა და რეალიზაციის პირობების შემუშავებისა და
გაუმჯობესების კუთხით;
დადებითად
აღინიშნება
ფსიქიკური
ჯანმრთელობის
სახელმწიფო
პროგრამის
დაფინანსების გაზრდა და ამ მიმართულებით ბიუჯეტის ზრდის დადებითი ტენდენცია;
მისასალმებელია
2018
წელს
ფსიქიატრიულ
დაწესებულებებში
მდგომარეობის
გასაუმჯობესებლად გადადგმული ნაბიჯები; სურამის ფსიქიატრიულ კლინიკაში ჩატარდა
სარემონტო სამუშაოები;
დადებითად ფასდება სახელმწიფოს მხრიდან ონკოლოგიური პაციენტებისათვის
სამედიცინო სერვისების და მედიკამენტებით უზრუნველყოფის ძალისხმევა, აგრეთვე,
ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის (ხელოვნური აბორტი) რეგისტრირებული რაოდენობის
კლებითი დინამიკა;
მისასალმებელია წინსვლა დედათა ჯანმრთელობის კუთხით;
საარსებო შემწეობის მარეგულირებელ აქტებში შეტანილი ცვლილებების მიხედვით,
დასაქმების შემთხვევაში, ბენეფიციარებს გარკვეული ვადით შეუნარჩუნდებათ საარსებო
შემწეობა;
მისასალმებელია სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის
დამტკიცება;
შეიქმნა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი - მიღებულ იქნა საქართველოის
კანონი „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“;
საქართველოს
სისხლის
სამართლის
საპროცესო
კოდექსში
განხორციელებული
ცვლილებით, 2019 წლის 1-ლი ივლისიდან საქართველოს მოსამართლეებს ექნებათ
კანონისმიერი შესაძლებლობა ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ განხორციელებულ
წამებასა და არასათანადო მოპყრობაზე ეჭვის შემთხვევაში, ან თუ ამის შესახებ თავად
ბრალდებული/მსჯავრდებული განუცხადებს სასამართლოს, რეაგირებისათვის მიმართონ
შესაბამის გამოძიების ორგანოს;
პოზიტიურად ფასდება საქართველოს პარლამენტის
მიერ კანონმდებლობაში
შეტანილი ცვლილება, რომლის მიხედვითაც დანაშაულის ხანდაზმულობის ვადა გაიზარდა
და
გამოძიებას
დამატებითი
საგამოძიებო/საპროცესო
მოქმედებების
ჩატარების
შესაძლებლობა მიეცა;
დადებითად ფასდება 2018 წელს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
შესული ცვლილებები, რომლებიც დამატებით გარანტიებს ქმნის ინკლუზიური განათლების
ხელშესაწყობად.
განისაზღვრა მრავალშვილიანი ოჯახის სტატუსი;
მისასალმებელია, რომ 2018 წელს „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ გაეროს
უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების საქართველოს
ეროვნული სამოქმედო გეგმა დამტკიცდა;
მისასალმებელი სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში ჰიგიენის, კვების,
აღსაზრდელთა
ჯანმრთელობის
და
უსაფრთხოების
დაცვის,
შენობის
არსებული
სტანდარტების შესაბამისად მოწყობის, სააღმზრდელოსაგანმანათლებლო მეთოდოლოგიის,
ინკლუზიური მიდგომების დანერგვა და განხორციელების კონტროლი;
ძალადობის
მსხვერპლთა
თავშესაფრებსა
და
კრიზისულ
ცენტრებში
ბენეფიციარებისთვის შექმნილია კეთილსაიმედო გარემო და მათი უსაფრთხოება დაცულია.
იმავდროულად, ზემოთ აღნიშნულ დადებით ტენდენციებთან ერთად, საქართველოს
სახალხო დამცველის ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია არსებულ პრობლემებზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი იზიარებს საქართველოს
სახალხო დამცველის შესაბამის რეკომენდაციებს და ადგენს:
1. საქართველოს მთავრობამ:
ა) შეიმუშაოს გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის
ჩატარების დროს სტამბოლის პროტოკოლით დადგენილი სახელმძღვანელო პრინციპების
პრაქტიკაში განხორციელებას;
ბ) უზრუნველყოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ამოქმედებისა და შემდგომ
ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის საჭირო ფინანსური სახსრების დროული გამოყოფა;
გ) უსინათლო და მცირემხედველი პირებისთვის უზრუნველყოს საქართველოს
მთავრობის ადმინისტრაციისთვის ბრაილის შრიფტით და სხვა ალტერნატიული ფორმებით
შედგენილი განცხადებით მიმართვის შესაძლებლობა;
დ)
გააძლიეროს კოორდინაცია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან
გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმის გამართვის მიზნით;
ე) გააგრძელოს მუშაობა საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული საკულტო ნაგებობების
ისტორიული მესაკუთრეებისთვის დასაბრუნებლად;
ვ) დროებითი ღონისძიების სახით, დაამტკიცოს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების
შემცირების ღონისძიებების შესახებ სახელმწიფო პროგრამა გარდა თბილისისა, სხვა
მუნიციპალიტეტებისთვის, დაბინძურების დონის გათვალისწინებით;
ზ) შეიმუშაოს საქართველოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე კოოპერატიულ
ბინათმშენებლობასთან
დაკავშირებით
აღიარებული
საშინაო
ვალის
ანაზღაურების
პროცედურები, მათ შორის, განსაზღვროს პირველ რიგში დასაკმაყოფილებელ პირთა
რიგითობა და დაზარალებული მოსახლეობის წინაშე აღიარებული ვალდებულებების
შესრულების ეფექტიანი მექანიზმი, როგორც ეს განხორციელდა ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტის შემთხვევაში;
თ) გააძლიეროს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო
კომისიის მუშაობა, მის მიერ შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა, სახელმწიფო საშინაო
ვალად აღიარებული ვალდებულებების დროულად შესასრულებლად;
ი)
უზრუნველყოს
სამინისტროების
დაწესებულებებზე/ობიექტებზე
შშმ
მიერ
პირთა
მათ
კონტროლს
წვდომის
დაქვემდებარებულ
გაუმჯობესების
მაჩვენებელი
სტატისტიკის წარმოების დანერგვა;
კ)
მისაწვდომობასთან
დაკავშირებული
საკითხების
დარეგულირებისას
გაითვალისწინოს ყველა სახის შეზღუდვის მქონე პირთა საჭიროებები;
ლ) მისაწვდომობის უზრუნველყოფის კუთხით გადაწყვეტილებების მიღებისას,
კონსულტაციების პროცესში მაქსიმალურად ჩართოს სფეროს ექსპერტები (როგორც
საერთაშორისო, ისე ადგილობრივი), შშმ პირები და მათი წარმომადგენელი ორგანიზაციები;
მ)
სამოქმედო
დოკუმენტით
განსაზღვრული
ამოცანების
შესაბამის
ვადებში
შესრულების უზრუნველსაყოფად, შექმნას ქმედითი საკოორდინაციო მექანიზმი;
ნ) ყურადღება მიაექციოს ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლობითობის
გაზრდისა
და
გაუმჯობესების
საკითხს
ახალი
კადრების
მოზიდვის,
მომზადება-
გადამზადების გზით.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ:
ა) განსაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებებში დასაქმებული ექიმის ვალდებულება
არასათანადო მოპყრობის ფაქტის შესახებ საგამოძიებო ორგანოსთვის შეტყობინების
გაგზავნის თაობაზე;
ბ) მიიღოს ყველა ზომა, რათა წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტიანი
გამოვლენისა
და
ხარისხიანი
დოკუმენტირებისთვის,
შემუშავდეს
სახელმძღვანელო
პრინციპები, სადაც გაიწერება ექიმის მიერ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების
აღრიცხვის წესის შესაბამისად დოკუმენტირებისას
საეჭვო დაზიანებების შერჩევის
კრიტერიუმები;
გ) დეესკალაციის ოთახში მოთავსების მაქსიმალურ ვადად განსაზღვროს 24 საათი;
დეესკალაციის
ოთახში
მოთავსებისას
უზრუნველყოს
ფსიქოლოგის,
ფსიქიატრის,
სოციალური მუშაკის, ექიმის და დაწესებულების სხვა სამსახურების თანამშრომლების
ერთობლივი,
მულტიდისციპლინური
მუშაობა
რისკების
შესამცირებლად/აღმოსაფხვრელად; დეესკალაციის ოთახებში შექმნას უსაფრთხო გარემო,
განსაზღვროს, რომ დეესკალაციის ოთახებში ჩაწერილი ელექტრონული მეთვალყურეობის
მასალა არანაკლებ 1 თვის ვადით არქივდებოდეს;
დ) გაზარდოს ვიდეოჩანაწერების შენახვის გონივრული ვადა;
ე)
განსაზღვროს
რისკების
შეფასების
კრიტერიუმები
და
პროცედურები,
მსჯავრდებულთა ინფორმირების ვალდებულება, დაწესებულებაში შესახლებისას და
უშუალოდ რისკის შეფასების პროცესის დაწყებისას;
ვ) განსაზღვროს მსჯავრდებულის უფლება, რისკის შეფასების პროცესში წარადგინოს
საკუთარი პოზიცია და მოსაზრება იმ გარემოებებზე, რომელთა საფუძველზეც ხდება მათი
რისკების განსაზღვრა;
ზ) მიიღოს ყველა ზომა, რათა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა
ინსპექციამ
გააკონტროლოს,ზედამხედველობა
გაუწიოს,
და
უზრუნველყოს
იმ
ვალდებულების პრაქტიკაში შესრულება, რაც გულისხმობს, რომ უსაფრთხოების მოტივით,
ერთი ტიპის დაწესებულებიდან მეორე ტიპის დაწესებულებაში მსჯავრდებულის გადაყვანის
ყველა შემთხვევაში, 20 დღის ვადაში უნდა მოხდეს მსჯავრდებულის რისკის გადაფასება და
რისკის შესაბამისი ტიპის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა;
თ) მიიღოს ყველა ზომა, რათა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა
ინსპექციამ
გააკონტროლოს,
ვალდებულების
ზედამხედველობა
პრაქტიკაში
შესრულება,
გაუწოს
რომლის
და
უზრუნველყოს
მიხედვით
ვადაზე
იმ
ადრე,
მსჯავრდებულთა რისკის გადაფასების მოთხოვნის ყველა შემთხვევაში, პენიტენციური
დაწესებულების დირექტორმა დეტალურად მიუთითოს ის გარემოებები, რომელთა
საფუძველზეც იყო მოთხოვნილი მსჯავრდებულის საშიშროების რისკის ცვლილება;
ი) მიიღოს ყველა ზომა, რათა №16 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულების
რაოდენობა გაიზარდოს სასჯელაღსრულების სხვა დაწესებულებებში შემცირების ხარჯზე;
კ) გააძლიროს სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელება სასჯელაღსრულების
დაწესებულებებში და ამ პროგრამებმა უფრო მეტი პატიმარი მოიცვას;
ლ) გაზარდოს ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების რაოდენობა;
მ) უზრუნველყოს იმ სოციალური მუშაკების გადამზადება, რომელთაც არ აქვთ
სოციალური მუშაობის სფეროში ბაკალავრის, მაგისტრის/მაგისტრთან გათანაბრებული, ან
დოქტორის აკადემიური ხარისხი;
ნ) გააფართოვოს სოციალური განყოფილების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა;
ო) დაიწყოს მუშაობა პატიმართა დასაქმების წახალისების მექანიზმის შემოღებაზე,
რომლის თანახმად, პენიტენციურ დაწესებულებაში დასაქმებულ მსჯავრდებულს, სამუშაო
დღეების შესაბამისად, მოსახდელი სასჯელის ვადა შეუმცირდება;
პ)
გადადგას ნაბიჯები გადატვირთულობის პრობლემის მოსაგვარებლად N15
დაწესებულებაში
და ამ პროცესში
მეტად
გაითვალისწინოს პატიმართა ოჯახის
საცხოვრებელი ადგილი;
ჟ) გააუქმოს №17 დაწესებულებაში ე.წ. ბარაკის ტიპის საცხოვრებლები;
რ) მიიღოს ყველა ზომა, რათა პატიმრებისთვის მინიმალური საცხოვრებელი პირობების
შესაქმნელად, №2, №5, №8, №14, №15, №17, №18 და №19 პენიტენციურ დაწესებულებებში
უზრუნველყოს სათანადო სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის გაუმჯობესება, №3, №8,
№14 დაწესებულებებში - სათანადო განათება, №2, №3, №5, №6, №8, №9, №14, №15, №17
დაწესებულებებში - შესაბამისი ვენტილაცია;
ს) მიიღოს ყველა ზომა, პირველადი ჯანდაცვის პუნქტების საჭირო რაოდენობის
კომპიუტერული ტექნიკითა და ინტერნეტით აღსაჭურვად;
ტ) მიიღოს ყველა ზომა, რათა ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათების
შევსებისას, არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად, ყოველი წლის ბოლოს დაიწეროს
შემაჯამებელი/წლიური ეპიკრიზი, სადაც მოკლედ აისახება გასული წლის განმავლობაში
პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის დინამიკა,
ჩატარებული კონსულტაციები,
განხორციელებული რეფერალი, გამოკვლევები, დასმული დიაგნოზები, ჩატარებული
მკურნალობა და მისი შედეგები;
უ) მიიღოს ყველა ზომა, პენიტენციურ დაწესებულებებში არაგადამდები დაავადებების
სკრინინგის ჩასატარებლად;
ფ) მიიღოს ყველა ზომა, რათა დაწესებულებებში მოთავსებულ პატიმრებთან
რეგულარული
შეხვედრებით,
საინფორმაციო
კამპანიით
ინფორმირება
პენიტენციურ
დაწესებულებებში
უზრუნველყონ
არსებული
ჯანდაცვის
პატიმართა
სერვისების,
პრევენციული ჯანდაცვისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ;
ქ) ეტაპობრივად მიიღოს ყველა ზომა, №2, №3, №6, №7, №8, №9, №12, №14, №15, №17,
№18,
№19
დაწესებულებებში
ხანმოკლე
პაემნების
მინის
ბარიერის
გარეშე
განსახორციელებლად;
ღ) მიიღოს ყველა ზომა, დახურული ტიპის დაწესებულებებში ტელეფონების ისეთ
ადგილას მოსათავსებლად, სადაც პატიმარს შესაძლებლობა ექნება სატელეფონო ზარი
განახორციელოს დაწესებულების თანამშრომლის მიყურადების გარეშე;
ყ) პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლებისთვის ჩაატაროს პროფესიული
გადაწვის ტრენინგი;
შ) მიიღოს ყველა ზომა, პენიტენციური დაწესებულებების ყველა თანამშრომლისთვის,
ზეგანაკვეთური სამუშაოს ასანაზღაურებლად;
ჩ) მიიღოს ყველა ზომა, რათა პენიტენციური დაწესებულების ყველა თანამშრომელს
მიეცეს შვებულების სრულყოფილად გამოყენების შესაძლებლობა;
ც) პენიტენციურ დაწესებულებებში დასაქმებული სხვა თანამშრომლების მსგავსად,
სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოს კანცელარიის თანამშრომლები, იურისტები და
ბუღალტრები;
ძ)
მიიღოს
ყველა
ზომა
დაწესებულების
პერსონალის
უზრუნველსაყოფად
დაწესებულებაში სათანადო კვებით, ასევე, მათთვის ყველა დაწესებულებაში გამოიყოს
სასადილო ოთახი;
წ) პენიტენციური დაწესებულებების დებულებებში ცვლილების შეტანით, მოხსნას ან
გაზარდოს
პატიმრებისთვის
ოფიციალური
დოკუმენტების
შენახვაზე
დაწესებული
ფურცლების ლიმიტი მიმდინარე სისხლის სამართლის საქმესთან მიმართებით;
ჭ) სპეციალური პენიტენციური სამსახურის №11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო
დაწესებულებაში დაგეგმოს ბავშვების ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული
პროფესიული და სხვა სახის საგანმანათლებლო/სარეაბილიტაციო აქტივობები, რაც
არასრულწლოვან მსჯავრდებულებს საშუალებას მისცემს დაეუფლონ მათთვის სასურველ
პროფესიას და უზრუნველყოფს სარეაბილიტაციო პროცესის ეფექტიან წარმართვას;
ხ) საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე უძრავი
ქონების აღრიცხვის კუთხით გატარებული ღონისძიებების თაობაზე, ხოლო დამატებითი
კონსულტაციების საჭიროების შეთხვევაში, წარმართოს დისკუსია ყველა უწყებისა და
დაინტერესებული ჯგუფის მონაწილეობით.
3. საქართველოს პროკურატურამ:
ა) თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ ძალის გამოყენების პროპორციულობის
შესაფასებლად, აწარმოოს ეფექტიანი, ზედმიწევნითი, დროული და გამჭვირვალე გამოძიება;
ბ)
ხორავას
ქუჩაზე
არასრუწლოვანთა
მკვლელობის
გამოძიებაში
დადგენილი
ხარვეზების საფუძველზე დაწყებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგების შესახებ
საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია;
გ) განაგრძოს ზვიად გამსახურდიას შესაძლო მკვლელობის ფაქტზე მიმდინარე
გამოძიება,
ჩაატაროს
ყველა
საჭირო
საგამოძიებო
მოქმედება
ინფორმაციის
მოსაძიებლად/გადასამოწმებლად, გააანალიზოს გარდაცვლილის ოჯახის წევრების, მათი
ადვოკატის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და გადაამოწმოს მათი ვერსიები;
დ) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 172-ე მუხლის შესაბამისად წარდგენილ
ანგარიშში, წარმოადგინოს მოსაზრება სიცოცხლის უფლების ხელყოფის გამოძიების
ეფექტიანობის თაობაზე;
ე) სიცოცხლის უფლების ხელყოფის გამოძიების ფარგლებში, მიაწოდოს მოთხოვნილი
ინფორმაცია სახალხო დამცველის აპარატს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა
შესახებ, კანონმდებლობით დადგენილ ვადებში და წესით;
ვ) არასათანადო მოპყრობის საქმეთა გამოძიების ფარგლებში, მიაწოდოს მოთხოვნილი
ინფორმაცია სახალხო დამცველის აპარატს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა
შესახებ, შესაბამისი თარიღების მითითებით კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით;
ზ) არასათანადო მოპყრობის საქმეთა გამოძიება აწარმოოს დამოუკიდებლობისა და
მიუკერძოებლობის პრინციპის
დაცვით, განახორციელოს
საგამოძიებო
მოქმედებები
ზედმიწევნით, დროულად და მაქსიმალურად უზრუნველყოს დაზარალებულთა პროცესში
ჩართულობა - აღნიშნულის თაობაზე წარმოადგინოს დეტალური ინფორმაცია საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის 172-ე მუხლის საფუძველზე წარსადგენ საქმიანობის ანგარიშში,
ყოველწლიურად;
თ) ივანე მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების შესახებ
სახალხო
დამცველს
მიაწოდოს
ინფორმაცია
საგამოძიებო
მოქმედების
შესახებ
კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით;
ი) პერიოდულად აცნობოს საზოგადოებას პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის
დარღვევის საქმეებზე დაწყებული გამოძიებების მიმდინარეობის პროგრესის შესახებ ახალი
მნიშვნელოვანი გარემოებების გამოვლენის შემთხვევაში;
კ) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 172-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე
საქართველოს პარლამენტისთვის გაწეული საქმიანობის შესახებ წარდგენილ ანგარიშში
ასახოს
ინფორმაცია
სიძულვილით
მოტივირებული
დანაშაულების
გამოძიებასთან
დაკავშირებით;
ლ) გააძლიეროს პრევენციული ზომები ქორწინების იძულების, თავისუფლების
უკანონო აღკვეთის და არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის შესამცირებლად/თავიდან
ასაცილებლად; კერძოდ, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობისა და მომხდარ
დანაშაულთა დეტალური გაანალიზების კუთხით;
მ) ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საქმეების შემთხვევაში, მოიძიოს და
მხედველობაში მიიღოს ძალადობის წინარე ისტორიის მასალები;
ნ) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 172-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე
საქართველოს პარლამენტისთვის გაწეული საქმიანობის შესახებ წარდგენილ ანგარიშში
ასახოს
ინფორმაცია
რელიგიური
შეუწყნარებლობით
ჩადენილი
დანაშაულების
გამოძიებასთან დაკავშირებით;
ო) 2014 წელს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში, ასევე, ქობულეთის
მუნიციპალიტეტში,
სამართალდამცავების
მიერ
მუსლიმთა
უფლებების
დარღვევის
სავარაუდო ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებისა და 2018 და 2019 წლების განმავლობაში
ჩატარებული კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ საზოგადოებას მიაწოდოს
ინფორმაცია ახალი გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში და მიიღოს შემაჯამებელი
გადაწყვეტილება;
პ) საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია აფგან მუხთარლის საქმის მიმდინარეობისა და
პროგრესის შესახებ ახალი გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში;
ჟ) საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმის გამოძიების
მიმდინარეობისა და პროგრესის შესახებ ახალი გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში;
რ) 2019 წლის საპარლამენტო ანგარიშში წარმოადგინოს ინფორმაცია წარმოებაში
მომხდარ უბედურ შემთხვევებთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეებზე,
ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების დამკვიდრებული პრაქტიკის
თაობაზე;
ს) მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია საარჩევნო პერიოდში გამოვლენილი ყველა
დანაშაულებრივი ქმედების გამოძიების მიმდინარეობისა და პროგრესის თაობაზე ახალი
გარემოების აღმოჩენის შემთხვევაში;
ტ) საარჩევნო პერიოდში გამოვლენილი ყველა დანაშაულებრივი ქმედების გამოძიების
მიმდინარეობისა და გაწეული საქმიანობის თაობაზე, წარმოადგინოს ინფორმაცია ახალი
გარემოების
გამოვლენის
შემთხვევაში,
პარლამენტის
რეგლამენტის
172-ე
მუხლის
შესაბამისად;
უ) საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია რუისი–რიკოთის საავტომობილო გზის
მშენებლობის პროცესში არქეოლოგიური ობიექტების განადგურების და საყდრისიყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღაროს დაზიანებისა და განადგურების ფაქტების გამოძიების
მიმდინარეობის და პროგრესის შესახებ ახალი გარემოების აღმოჩენის შემთხვევაში;
ფ) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 172-ე მუხლის შესაბამისად, წარდგენილ
ანგარიშში, საქართველოს წარმოადგინოს ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროს ნაწილებში
მომხდარი გარდაცვალების ფაქტებზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების
შესახებ ახალი გარემოების გამოვლენის შემთხვევაში
ქ) საზოგადოებას, პერიოდულად, 6 თვეში ერთხელ, მიაწოდოს ინფორმაცია 2008 წლის
აგვისტოს ომის შემდგომ უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული პირების საქმის გამოძიების
მიმდინარეობისა და პროგრესის თაობაზე ახალი გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში;
ღ) წარმოადგინოს დეტალური ინფორმაცია 2012-2014 წლებში მუსლიმი მოსახლეობის
წინააღმდეგ სოფელ სამთაწყაროს განხორციელებულ ქმედებებზე მიმდინარე გამოძიების,
ასევე, იეჰოვას მოწმეების და სხვა რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლების მიმართ
ჩადენილი
სავარაუდო
სამართალდარღვევების
შემთხვევებზე
განხორციელებული
ღონისძიებების შესახებ ახალი გარმოებების აღმოჩენის შემთხვევაში.
4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ:
ა)
შეისწავლოს,
დაცულია
თუ
არა
დაკავებული
პირების
უფლება
ოჯახის
წევრთან/ახლობლებთან/ადვოკატთან დაკავშირების და დაკავების შესახებ ინფორმაციის
შეტყობინების შესახებ; შეიმუშაოს მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება
აღნიშნული უფლების აღსრულების შემოწმება; შესწავლის შედეგების თაობაზე ინფორმაცია
მიაწოდოს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს;
ბ)
გააგრძელოს
პოლიციელთა
გაუმჯობესებული
პარამეტრების
მქონე
სამხრე
კამერებით აღჭურვის პროცესი და საპატრულო პოლიციის მსგავსად, ტერიტორიული
ორგანოების თანამშრომლები ეტაპობრივად აღჭურვოს გაუმჯობესებული ტექნიკური
შესაძლებლობების სამხრე კამერებით;
გ) გაზარდოს იმ იზოლატორების რაოდენობა, რომლებშიც ფუნქციონირებს სამედიცინო
პუნქტი
და
ამ
იზოლატორებში
შესახლებული
პირის
სხეულის
დაზიანებების
დოკუმენტირება განახორციელოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით;
დ)
პოლიციელებისთვის
შეიმუშაოს
სახელმძღვანელო
დოკუმენტი/ინსტრუქცია
დაკავებული პირისთვის უფლებების განმარტების შესახებ;
ე) უზრუნველყოს პოლიციის შენობების კედლებზე თვალსაჩინო ადგილას პოსტერების
გაკვრა უფლებების თაობაზე ინფორმაციის შესახებ და სახალხო დამცველის ცხელი ხაზის
საკონტაქტო მონაცემებით;
ვ) დროებითი მოთავსების იზოლატორებში დასაქმებული ექიმებისთვის შეიმუშაოს
სახელმძღვანელო დეტალური ინსტრუქცია იზოლატორში მოთავსებულ პირთა სხეულზე
არსებული დაზიანებების სრულყოფილად დოკუმენტირების შესახებ;
ზ) დროებითი მოთავსების იზოლატორებში დასაქმებული ექიმებისთვის შეიმუშაოს
ფოტოგადაღების ტექნიკური ინსტრუქცია, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი ის
პროცედურები, რომელიც უზრუნველყოფს ხარისხიანი ფოტოების გადაღებას;
თ) შეიმუშაოს დროებითი მოთავსების იზოლატორებში დასაქმებული ექიმების მიერ
გადაღებული ფოტომასალის ერთიანი, სისტემატიზებული შენახვის წესი;
ი)
დროებითი
მოთავსების
იზოლატორებში
დასაქმებულ
ექიმებს
ჩაუტაროს
ტრენინგები იზოლატორში მოთავსებულ პირთა სხეულზე არსებული დაზიანებების
ფოტოგადაღების ინსტრუქციისა და გადაღებული ფოტომასალის შენახვის წესის შესახებ;
კ)
„პოლიციის
პრევენციული
შესახებ“
ფუნქციის
საქართველოს
კანონიდან
გამომდინარე,
განხორციელების
ფარგლებში
ჩაატაროს
პოლიციის
პრევენციული
საინფორმაციო კამპანია მოსახლეობაში, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის
სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებებით მიღების შემთხვევაში მათი უფლებებისა და
ვალდებულებების შესახებ;
ლ)
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტროს
ტერიტორიულ
ორგანოებში
უზრუნველყოს თანამშრომლების გადამზადება ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში
ძალადობის და ადრეულ ასაკში ქორწინების საკითხებთან დაკავშირებით;
მ) გაწეროს ძალადობის მსხვერპლების/დაზარალებულების, მათ შორის, სექსუალური
ძალადობის მსხვერპლების გამოკითხვის სახელმძღვანელო წესები, რათა ძალადობის
მსხვერპლები დაცულნი იყვნენ მეორადი ვიქტიმიზაციისგან;
ნ)
შეკრების
მიმდინარეობისას
უზრუნველყოს
დროებითი
კონსტრუქციების
განთავსების შესაძლებლობა კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით;
ო) სპონტანური თუ წინასწარ დაგეგმილი აქციებისა და კონტრაქციების გამართვის
შემთხვევაში, დროულად და სათანადოდ შეაფასოს შესაძლო რისკები და მიიღოს ყველა
შესაბამისი ზომა, ერთი მხრივ, მშვიდობიანი აქციის ჩატარების ხელშესაწყობად და, მეორე
მხრივ, დანაშაულებრივი და ძალადობრივი ქმედებების თავიდან ასაცილებლად;
პ) უზრუნველყოს შშმ პირებზე ძალადობის, მათ შორის, სექსუალური ძალადობის
შემთხვევების უნიფიცირებული და დეტალური სტატისტიკის წარმოება და ყოველწლიურად
გამოქვეყნება;
ჟ)
შინაგან
საქმეთა
სამინისტროს
შესაბამისი
სტრუქტურული
ერთეულების
თანამშრომელთათვის შეიმუშაოს სასწავლო მოდული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
ბავშვთა და ზრდასრულთა მიმართ ძალადობის შემთხვევების გამოვლენის სპეციფიკურ
საკითხზე, ასევე, შშმ პირებთან კომუნიკაციის ეთიკურ სტანდარტსა და თავისებურებებზე.
უზრუნველყოს დასახელებული მოდულების ინტეგრირება სასწავლო პროგრამებში;
რ)
სამინისტროს
მონიტორინგის
ადამიანის
დეპარტამენტის
უფლებათა
დაცვისა
და
დებულებაში
შესაბამისი
გამოძიების
ხარისხის
ცვლილებების
შეტანით
გააძლიეროს შშმ პირთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე დროული რეაგირება და
მიმდინარე გამოძიების ეფექტიანობის მონიტორინგი;
ს) შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დიპლომატიური
წარმომადგენლობისა და ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველოს განყოფილებებში
უზრუნველყოს სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები;
ტ) შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დიპლომატიური
წარმომადგენლობისა და ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველოს მე-6 და მე-7
ქვეგანყოფილებებში მომსახურე სამხედრო მოსამსახურეები კვებით და ტრანსპორტირებით
უზრუნველყოს კანონმდებლობის შესაბამისად;
უ) შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დიპლომატიური
წარმომადგენლობისა და ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველოს მე-6 და მე-7
განყოფილებებში თანაბრად გაანაწილოს პირადი შემადგენლობა, რათა თანაბრად შეძლონ
დასვენების დროით სარგებლობა;
ფ) წარმოადგინოს დეტალური ინფორმაცია 2012-2014 წლებში მუსლიმი მოსახლეობის
წინააღმდეგ სოფელ სამთაწყაროში განხორციელებულ ქმედებებზე მიმდინარე გამოძიების,
ასევე, იეჰოვას მოწმეების და სხვა რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლების მიმართ
ჩადენილი
სავარაუდო
სამართალდარღვევების
შემთხვევებზე
ღონისძიებების შესახებ ახალი გარემოებების გამოვლენისას;
განხორციელებული
ქ) გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეების
მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში, პასუხისმგებლობის ზომად
არასაწესდებო სასჯელის გამოყენების შემთხვევების პრევენციის. ამ მიზნით, შინაგან საქმეთა
სამინისტროს გენერალურ ინსპექციას დაავალოს, სისტემატური კონტროლი გაუწიოს
არსებული მდგომარეობას;
ღ) გადახედოს ქალის მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის
იდენტიფიცირების ჯგუფის საქმიანობა, ხარვეზების გამოსავლენად და აღმოსაფხვრელად;
ყ) „სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისგან ბავშვთა დაცვის
შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად, გააძლიეროს სექსუალური
ექსპლუატაციის და სექსუალური ძალადობისგან ბავშვთა დაცვა;
შ) დანერგოს რეფერირების მექანიზმის შეფასების ინსტრუმენტი, რაც ოჯახში
ძალადობის კუთხით პასუხისმგებელ უწყებებს შორის თანამშრომლობის ხარვეზებს და
საჭიროებებს გამოკვეთს.
5. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს საქართველოს თავდაცვის
ძალების საცხოვრებელი ყაზარმების და სამედიცინო პუნქტების ინფრასტრუქტურული
მდგომარეობის გაუმჯობესება.
6.
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ:
ა) უზრუნველყოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში 6 თვეზე მეტი ხნით მოთავსებული
პაციენტების საჭიროებების შეფასება მათი დაწესებულებიდან გაწერის და სათემო
სერვისებზე
გადამისამართების
მიზნით;
თავშესაფრების
შექმნის
გეგმა
შეიმუშაოს
თავშესაფრის მომავალ ბენეფიციართა რაოდენობის გათვალისწინებით;
ბ) სახელმწიფო ზედამხედველობის და პაციენტთა უფლებების დაცვის მონიტორინგის
არსებული სისტემის ეფექტიანობის ასამაღლებლად, უზრუნველყოს არსებული სისტემის
შეფასება დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ;
გ) უზრუნველყოს ფსიქიატრიული დაწესებულებების რეგულარული, სისტემური და
პროაქტიული
მონიტორინგი,
გააკონტროლოს
ფსიქიატრიული
დაწესებულებების
პირობების შესაბამისობა სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული
დაწესებულების ნებართვის გაცემის შესახებ დებულებით დადგენილ სტანდარტებთან.
დ) ნორმატიული აქტით განსაზღვროს ყველა დაწესებულებისთვის სავალდებულო
საჩივრების განხილვისა და უკუკავშირის ერთიანი სისტემა და პროცედურა;
ე) დანერგოს ფსიქიატრიულ დახმარებასთან დაკავშირებული საკითხებისა და
ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტის გასაჩივრების მარტივი და ხელმისაწვდომი
პროცედურა;
ვ) პაციენტთა შორის ძალადობის პრევენციისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით,
შეიმუშაოს ნორმატიული ბაზა, რომელიც დაარეგულირებს პერსონალის მიერ კონკრეტული
პაციენტებიდან მომდინარე რისკების წინასწარი შეფასების სათანადო სისტემის დანერგვის,
მულტიდისციპლინური მუშაობის, პაციენტების ძალადობისაგან დაცვის და უსაფრთხოების
უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელი პრევენციული ღონისძიებების, პერსონალის მიერ
პაციენტებზე სათანადო მეთვალყურეობის/დაკვირვების განხორციელების, პერსონალის
სათანადო სწავლების, სტანდარტული საოპერაციო პროცედურების და დეესკალაციის
სტრატეგიის შემუშავების, ასევე, საფრთხის წარმოქმნისთანავე დროული და ადეკვატური
ინტერვენციის, ძალადობის შემთხვევების/ინციდენტების და საპასუხოდ გატარებული
ზომების დოკუმენტირების, პერსონალის ანგარიშვალდებულებისა და პასუხისმგებლობის
საკითხებს;
ზ)
ევროკავშირის
მარეგულირებელ
გარემოსთან
შესაბამისობის
მიზნით,
განახორციელოს ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტისათვის ფიზიკური შეზღუდვის
მარეგულირებელი გარემოს დახვეწა და გაუმჯობესება;
თ)
უზრუნველყოს,
რომ
სექსუალური
ძალადობის
შედეგად
დაორსულების
შემთხვევაში, დასაფინანსებლად და ორსულობის შესაწყვეტად, საკმარისი იყოს სექსუალური
ძალადობის საქმეზე დაწყებული სისხლისსამართლებრივი გამოძიება;
ი) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის
მიზნით, ოჯახის სოციალური მდგომარეობის შესახებ დეკლარაცია ხელმისაწვდომი გახადოს
ბრაილის შრიფტით ან სხვა ალტერნატიული საშუალებით;
კ) შეცვალოს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებით
სარგებლობისა და თანმდევი გასაცემლის მიღების წესი, ორივე მშობლის მიერ თანაბარი
სარგებლობის უზრუნველსაყოფად;
ლ)
დანერგოს
მარტოხელა
და
მრავალშვილიანი
მშობლების
დახმარებისაკენ
მიმართული ღონისძიებები, მათ შორის, გაითვალისწინოს სოციალური შეღავათების
არსებულ სისტემაში. შეიქმნას და გაანალიზდეს მარტოხელა და მრავალშვილიანი დედების
შესახებ სრულყოფილი სტატისტიკური ინფორმაცია;
მ) შექმნას სოციალური შემწეობის გაუქმების შემდგომი პერიოდისათვის სოციალური
დახმარების პროგრამა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის თავშესაფრის დატოვების
შემდგომ;
ნ) შეიმუშაოს ანტენატალური ზრუნვისადმი სისტემური მიდგომა და მშობიარობის
შემდგომი ფსიქოლოგიური დახმარების სერვისი ინტეგრირდეს მის ბაზისურ ნაწილში;
ო) „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში გააუმჯობესოს შესაბამისი სამედიცინო
დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობის მიზნით შექმნილი
კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისობა კანონმდებლობით დადგენილ
დასაბუთების სტანდარტებთან;
პ) შეიმუშაოს მოწვეული სამედიცინო ექსპერტების საქმიანობის, საექსპერტო დასკვნის
მომზადება/განხილვის და პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი მარეგულირებელი ნორმები;
ჟ) შეიმუშაოს გეგმა, რომელიც უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემის ფარგლებში
უზრუნველყოფს
საექთნო
რეგულირების
მდგრადი
ადამიანური
სისტემის
რესურსის
მომზადებისა
ჩამოყალიბებას,
ასევე,
და
პროფესიული
საექთნო
განათლების
სტიმულირებას სახელმწიფოს მხრიდან;
რ) გაატაროს ეფექტიანი და სწრაფი ღონისძიებები სს ინფექციური პათოლოგიის
შიდსისა
და
კლინიკური
იმუნოლოგიის
სამეცნიერო
პრაქტიკულ
ცენტრში
ინფრასტრუქტურული და სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დადგენილ სტანდარტებთან
მისასადაგებლად;
ს) უზრუნველყოს
სიღარიბეში მცხოვრები ბავშვიანი ოჯახების საჭიროებების
გამოვლენა, მათი ინფორმირებულობა ბავშვზე ზრუნვისა თუ სოციალური პროგრამების
შესახებ; ყველა შესაძლო რესურსის გამოყენებით თავიდან აიცილოს ბავშვთა სახელმწიფო
ზრუნვაში განთავსება ბავშვთა სიღარიბის საფუძვლით;
ტ)
„მიუსაფარ
ბავშვთა
თავშესაფრით
უზრუნველყოფის
ქვეპროგრამით“
გათვალისწინებულმა მომსახურებამ, არსებული პრობლემიდან გამომდინარე, მოიცვას
აჭარის რეგიონი. შეაფასოს მობილური ჯგუფების საქმიანობის ხარისხი და შეიმუშაოს
შეფასების ეფექტიანი ფორმა, რომლითაც ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე თითოეულ
იდენტიფიცირებულ ბავშვზე განისაზღვრება ინდივიდუალური საჭიროებები და რისკები;
უ) გააძლიეროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ცენტრები
როგორც ადამიანური, ისე ტექნიკური და ფინანსური რესურსით. მათ შორის, გაზარდოს
სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების რაოდენობა;
ფ) გააუმჯობესოს სახელმწიფო ზრუნვაში მყოფ ბავშვთა დაცვის ზედამხედველობის
მექანიზმი, მათი უფლებრივი მდგომარეობის შემოწმებისა და საჭიროებების გამოვლენის
კუთხით;
ქ) სახელმწიფო ზრუნვაში მყოფ ბავშვებთან მომუშავე პირები სისტემატურად
გადაამზადოს ბავშვთა უფლებებისა და საჭიროებების, ასევე, რთული ქცევის მართვის
საკითხებთან დაკავშირებით;
ღ) უზრუნველყოს სოციალური მუშაკის მიერ მუდმივი ზედამხედველობის გაწევა
სახელმწიფო
ზრუნვაში
მყოფ
არასრულწლოვანთა
განათლების,
დამოუკიდებელი
ცხოვრებისთვის მომზადების კუთხით არსებულ გამოწვევებზეს და თემში არსებული ყველა
სერვისის
პროაქტიულად
მოძიება
ბავშვების
ინტერესებისა
და
სურვილის
გათვალისწინებით;
ყ) უზრუნველყოს სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი, ტრავმული გამოცდილების
მქონე
რთული
ქცევის
ბავშვთა
ინდივიდუალურ
საჭიროებებზე
მორგებული
ფსიქოსოციალური და სარეაბილიტაციო პროგრამების შემუშავებისა და დანერგვის
პროცესის ინიცირება;
შ) აქტიური ზედამხედველობა გაუწიოს რელიგიურ პანსიონებში მყოფ ბავშვთა
უფლებრივ მდგომარეობას, ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით;
ჩ) აქტიურად გააგრძელოს მუშაობა რელიგიური
პანსიონების ლიცენზირების
საკითხებზე; დაწესებულებების ადმინისტრაციებს მიაწოდოს სათანადო ინფორმაცია
ლიცენზირების
სავალდებულო
ხასიათისა
და
ლიცენზირების
დაკმაყოფილების
კრიტერიუმების შესახებ;
ც) დანერგოს ბავშვის მიმართ ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე რეაგირების, შეფასების
პროცესის, არსებული ინსტრუმენტის და შეფასების კრიტერიუმების მონიტორინგის
ეფექტიანი
მექანიზმი
არსებული
ხარვეზებისა
და
არასათანადო
რეაგირების
გამოსავლენად/თავიდან ასაცილებლად;
ძ) ოჯახში ძალადობის მსხვერპლ თითოეულ ბავშვთან მუშაობის საწყისი ეტაპიდანვე
ჩართოს ფსიქოლოგი და დაგეგმოს არასრულწლოვნის ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის
პროცესი;
წ) უზრუნველყოს სამუშაოს მაძიებელ და დასაქმებულ შშმ პირთა მონაცემთა ბაზის
სრულყოფა. სისტემურად აწარმოოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჯარო და
კერძო სექტორში დასაქმების, ასევე, დასაქმების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამის
სხვადასხვა კომპონენტების სტატისტიკური მაჩვენებლების ანალიზი;
ჭ) დაასრულოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ხელშეწყობის
ერთიანი კონცეფციის და სხვა ნორმატიული დოკუმენტების შემუშავების პროცესი,
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩართულობით;
ხ)
გააძლიეროს
კერძო
სექტორში
შშმ
პირთა
დასაქმების
წახალისების
და
დამსაქმებელთა და საზოგადოების სხვა წევრების ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული
ღონისძიებები;
ჯ) უზრუნველყოს სახელმწიფო პროგრამებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირთა მხარდაჭერითი დასაქმების კომპონენტების გაძლიერება და ხარისხის ამაღლება;
ჰ)
უზრუნველყოს
განყოფილებების
სსიპ
სოციალურ
სოციალური
მუშაკთა
მომსახურების
სააგენტოს
სწავლება/გადამზადება
რაიონული
შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და ზრდასრულთა მიმართ ძალადობის შემთხვევების
გამოვლენის
სპეციფიკურ
საკითხზე,
ასევე,
შშმ
პირებთან
კომუნიკაციის
ეთიკურ
სტანდარტსა და თავისებურებებზე;
ჰ1) დანერგოს შშმ პირთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე ზედამხედველობის
ეფექტიანი მექანიზმი, შემუშავდეს შესაბამისი მეთოდოლოგია;
ჰ2) უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიის
შემუშავება და სტრატეგიის შესაბამისად, წამოიწყოს თემზე დაფუძნებული სერვისების
დანერგვა, მათ შორის თავშესაფრის, დღის ცენტრებისა და თანამედროვე თემზე
დაფუძნებული „დაცული საცხოვრებლების“ მოწყობის გზით;
ჰ3) უზრუნველყოს სოციალურ ინტეგრაციასა და რეაბილიტაციაზე დაფუძნებული
სერვისების
განვითარება,
მათ
შორის,
ფსიქიკური
ჯანმრთელობის
პროგრამის
ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის კომპონენტის ბიუჯეტის გაზრდის გზით;
ჰ4) უზრუნველყოს ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს მარეგულირებელი ეროვნული
კანონმდებლობის
განახორციელოს
ჰარმონიზება
ცვლილებები
საერთაშორისო
სტანდარტებთან.
არანებაყოფლობითი
ფსიქიატრიული
მათ
შორის,
სტაციონარული
მომსახურების პროცედურების საერთაშორისო სტანდარტებთან მისასადაგებლად;
ჰ5) უზრუნველყოს ფსიქიატრიული დაწესებულებების შიდა ინსპექტირებისა და
მონიტორინგის მექანიზმის შემუშავება და აღნიშნული მექანიზმის პრაქტიკაში დანერგვა;
ჰ6) მიიღოს ქმედითი ზომები ფსიქიატრიის დარგში ადამიანური რესურსების
(ფსიქიატრები, ფსიქოთერაპევტები, ფსიქიატრიის ექთნები და სოციალური მუშაკები)
რაოდენობის გასაზრდელად და ქვეყნის მასშტაბით მათ სწორად გასანაწილებლად, ამასთან
შეიმუშაოს ადამიანური რესურსების განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია;
ჰ7) უზრუნველყოს ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებში პირველადი ჯანდაცვის
პერსონალის გეგმით გათვალისწინებული რაოდენობის (30%) გადამზადება;
ჰ8) გააძლიეროს ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ განათლებისა და ცნობიერების
ამაღლება;
ჰ9)
გადადგას
გამოწვეული
ნაბიჯები
ფსიქიკური
და
სხვადასხვა
ქცევითი
ფსიქოაქტიური
აშლილობების
ნივთიერებების
დროულად
და
მიღებით
ეფექტიანად
გამოსავლენად და პირთა სათანადო, როგორც ფსიქიატრიული, ისე ნარკოლოგიური
სერვისებით უზრუნველსაყოფად;
ჰ10)
უზრუნველყოს
ნებაყოფლობითი,
ისე
ფსიქიატრიული
სტაციონარული
არანებაყოფლობითი
(მათ
შორის,
მომსახურების
(როგორც
მსჯავრდებულთა
და
ბრალდებულთა) და იძულებით სტაციონარული ფსიქიატრიული სერვისის მიმღებ პირთა
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართვის წესისა და პროცედურის დეტალური
რეგულირება ერთგვაროვანი ეფექტიანი პრაქტიკის ჩამოსაყალიბებლად;
ჰ11)
უზრუნველყოს
იმ
პაციენტთა
საჭირო
მედიკამენტებით
უზრუნველყოფა,
რომლებიც არ სარგებლობენ სოციალური ბენეფიტით და არ ჰყავთ მხარდამჭერები;
ჰ12)
სტაციონარულ
ფსიქიატრიულ
დაწესებულებებში
უზრუნველყოს
ქალთა
ჯანმრთელობის დაცვა როგორც პაციენტებისთვის ინფორმაციის მათთვის გასაგები ფორმით
მიწოდების, ისე შესაბამისი სპეციალისტის დროული და ეფექტიანი მომსახურების გზით;
ჰ13) უზრუნველყოს ხანდაზმულთა 24-საათიანი სათემო სერვისების სტანდარტების
დროული დამტკიცება და სტანდარტის შესაბამისად მონიტორინგის ეფექტიანი სისტემის
დანერგვა;
ჰ14) უზრუნველყოს გრძელვადიანი ზრუნვის კონცეფციისა და განხორციელების
სტრატეგიის დროული შემუშავება საზოგადოების ფართო ჩართულობით;
ჰ15) შრომის ბაზრის კვლევის საფუძველზე, შეაფასოს ხანდაზმულ პირთა დასაქმების
შესაძლებლობები;
დასაქმების
ხელშემწყობი
სახელმწიფო
პროგრამების
ფარგლებში
გაითვალისწინოს ხანდაზმულ პირთა სპეციალური საჭიროებები;
ჰ16) უზრუნველყოს ხანდაზმულთა სპეციფიკური პროფორიენტაციისა და პროფესიული
საჭიროებების შესწავლა და შესაბამის პროგრამებში მათი გათვალისწინება;
ჰ17) ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომუშავე ექიმები ჩართოს გადამზადების იმ
პროგრამებში, რომლებსაც საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მომუშავე ექიმები გადიან.
ასევე,
გაზარდოს მხარდაჭერა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედი სამედიცინო
დაწესებულებებისა და პერსონალისათვის;
ჰ18) გააძლიეროს ოკუპირებული ტერიტორიებიდან პაციენტებისათვის სასწრაფო
სამედიცინო
დახმარების
ეფექტიანად
მიწოდებისათვის,
შესაბამისი
ღონისძიებების
გატარება;
ჰ19) თბილისში დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით, მაქსიმალურად
შემჭიდროებულ ვადებში დაიწყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები
და 2019 წელს, გამოსყიდული 826 ბინა სრულად განაწილდეს დევნილებზე;
ჰ20) გააგრძელოს თბილისში დაგეგმილი ერთოთახიანი და ოროთახიანი ბინების
შესყიდვის პროცედურები და განხორციელდეს შესაბამისი სულადობის მქონე ოჯახების
განსახლება;
ჰ21) გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმებში არსებული მძიმე საცხოვრებელი
პირობებისთვის განკუთვნილი ქულა დევნილ ოჯახს მიანიჭოს წინასწარი შეფასების
ეტაპზევე, შესაბამისი მტკიცებულებების (მაგალითად ფოტოსურათების) წარდგენის
შემთხვევაში;
ჰ22) მოახდინოს მომეტებული საფრთხის ქვეშ მცხოვრები ოჯახების რაოდენობის
გათვალისწინება ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზევე და განსახლებისათვის გამოყოფილი
თანხის მინიმუმ 30% მოახმაროს ამგვარი ოჯახების განსახლებას;
ჰ23)
დაასრულოს
2004-2012
წლებში
განსახლებული
ეკომიგრანტებისათვის
საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის პროცესი;
ჰ24) უზრუნველყოს საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაციის პროგრამების
შესახებ საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება და ცნობიერების ამაღლება, როგორც
ბენეფიციარებში, ასევე, ადგილობრივ საზოგადოებაში;
ჰ25) უზრუნველყოს ქართული ენის კურსების ხელმისაწვდომობა თავშესაფრის
მაძიებელი პირებისთვისაც;
ჰ26)
უზრუნველყოს
თავშესაფრების
მიერ
ადგილობრივ
არასამთავრობო
ორგანიზაციებთან და სერვისის მიმწოდებელ კომპანიებთან თანამშრომლობის გაძლიერება
და კოორდინაცია ბენეფიციართა ფსიქოსოციალური, საგანმანათლებლო და დასაქმების
შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად;
ჰ27) დახვეწოს თავშესაფრის ფიზიკური გარემო შშმ პირთა მომსახურებისთვის და
შენობები ადაპტირდეს სავალდებულო სტანდარტებთან შესაბამისად;
ჰ28) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად შეიმუშაოს, როგორც მოქალაქეთა
განცხადება/საჩივრების შესწავლის და პროფესიული საბჭოსათვის მათი განსახილველად
მიწოდების გონივრული ვადები, ისე სხვა პროცედურული საკითხების მომწესრიგებელი
ნორმები;
ჰ29)
გამჭირვალობის
და
ხელმისაწვდომობის
პრინციპების
გათვალისწინებით,
შეიმუშაოს და განახორციელოს გეგმა სააგენტოს ელექტრონულ რესურსებზე პროფესიული
განვითარების საბჭოს შესახებ ინფორმაციის განსათავსებლად;
ჰ30)
ხარისხიანი
მედიკამენტების
დაუბრკოლებლად
შესყიდვის
მიზნით,
იმ
ფსიქიატრიული დაწესებულებებისთვის (შპს), რომელთა წილის 50%-ზე მეტს ფლობს
სახელმწიფო, დაამტკიცოს სპეციალური წესი მედიკამენტების შესასყიდად, და განსაზღვროს,
რომ ამ დაწესებულებებს შეუძლიათ მედიკამენტების გამარტივებული წესით შესყიდვა;
ჰ31) საჯარო სამსახურში დასაქმებული მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები უზრუნველყოს „სოციალური პაკეტის
განსაზღვრის
შესახებ“
საქართველოს
მთავრობის
2012
წლის
23
ივლისის
№279
დადგენილებით გათვალისწინებული სოციალური პაკეტით;
ჰ32)
შეიმუშაოს
პროფილური
ერთიანი
სახელმწიფო
პროგრამა,
რომელიც
უზრუნველყოფს ონკოლოგიურ დაავადებათა ახალი შემთხვევების დროულად გამოვლენას,
კიბოს გავრცელების შეფერხებას და ონკოლოგიური პაციენტებისათვის მკურნალობის
ხელმისაწვდომობას;
ჰ33)
გააუმჯობესოს
სოციალურად
დაუცველი
ოჯახების
(შინამეურნეობების)
სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგია;
ჰ34)
შექმნას
მთავრობის
უწყებათაშორისი
კომისია
და
შეაფასოს
საკვებზე
ხელმისაწვდომობის კუთხით არსებული საჭიროებები, განსაზღვროს ამ უფლებასთან
დაკავშირებულ გამოწვევებზე რეაგირების სახელმწიფო პოლიტიკა (რეგიონების სპეციფიკის
გათვალისწინებით),
ზედამხედველობა გაუწიოს
მის შესრულებაზე პასუხისმგებელ
სახელმწიფო უწყებების საქმიანობას;
ჰ35) გააძლიეროს უკიდურესი სიღარიბისა და ცხოვრების არასათანადო დონისგან
ბავშვთა ადეკვატური დაცვა;
ჰ36)
სრულწლოვანების
ბენეფიციართათვის
ასაკს
დაიწყოს
მიღწეულ,
მხარდაჭერის
სახელმწიფო
ქვეპროგრამის
ზრუნვიდან
შემუშავება,
გასულ
რომელიც
უზრუნველყოფს მათ საზოგადოებაში ინტეგრაციასა და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის
მომზადებას;
ჰ37) „სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისგან ბავშვთა დაცვის
შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად, გააძლიეროს სექსუალური
ექსპლუატაციის და სექსუალური ძალადობისგან ბავშვთა დაცვა;
ჰ38) დროულად შეიმუშაოს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისათვის
რეაბილიტაციის კონცეფცია;
ჰ39) შეიმუშაოს მისაწვდომობის ეროვნული გეგმა კონკრეტული ღონისძიებების,
პასუხისმგებელი უწყებების, შესრულების ვადების, დაფინანსების კომპონენტის და
შედეგების გაზომვადი ინდიკატორების მითითებით;
ჰ40) ხელი შეუწყოს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ქცევის პრობლემების მქონე
არასრულწლოვნების
სერვისის
გეოგრაფიულ
დაფარვას,
მათ
შორის,
არსებული
სარეაბილიტაციო სერვისების გაფართოების, დაფინანსების გაზრდისა და ეფექტიანი
მონიტორინგის გზით;
ჰ41) უზრუნველყოს სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო
პროგრამის შესაბამის კომპონენტებში რთული ქცევისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის
პრობლემების მქონე ბავშვების სამიზნე ჯგუფად გათვალისწინება და მათთვის შესაბამისი
სერვისის მიწოდება;
ჰ42) უზრუნველყოს ზრდასრულ შშმ პირთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის ქვეპროგრამის
შექმნა და ამოქმედება გეოგრაფიული დაფარვის გათვალისწინებით;
ჰ43)
გაზარდოს
ბავშვთა
ადრეული
განვითარების,
ბავშვთა
აბილიტაცია/რეაბილიტაციის, შშმ პირთა დღის ცენტრებისა და სათემო ორგანიზაციების
მომსახურების ქვეპროგრამების მისაწვდომობა;
ჰ44)
დაამტკიცოს
დაბერების
საკითხზე
ახალი
ეროვნული
სამოქმედო
გეგმა,
საზოგადოების, მათ შორის, ხანდაზმულ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციათა
ფართო ჩართულობით;
ჰ45) ახალ სამოქმედო გეგმაში, სხვა ღონისძიებებთან ერთად, გაითვალისწინოს
„საქართველოში
მოსახლეობის
დაბერების
საკითხებზე
სახელმწიფო
პოლიტიკის
კონცეფციის 2017–2018 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმით“ განსაზღვრული ყველა ის
საქმიანობა, რომელიც პასუხისმგებელი უწყებების მიერ არ შესრულდა დადგენილ ვადებში;
თითოეული საქმიანობისთვის განსაზღვროს კონკრეტული დაფინანსების წყარო და
შესრულების ინდიკატორი;
ჰ46) გააძლიეროს ხანდაზმულ პირთათვის ალტერნატიული ზრუნვის სერვისების, მათ
შორის, შინ მოვლისა და დღის ცენტრების მომსახურებების განვითარება და გეოგრაფიული
ხელმისაწვდომობა, სახელმწიფო ბიუჯეტით ადეკვატური რესურსების გამოყოფის გზით;
ჰ47) გაზარდოს სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო
პროგრამის სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამის ხანდაზმულთა და შშმ პირთა სათემო
მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტის ბიუჯეტი.
7. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ:
ა) უზრუნველყოს მასწავლებელთა ცნობიერების ამაღლება და შეფასების დოკუმენტის
შექმნა
ადრეულ
ასაკში
ქორწინების
საკითხებთან
დაკავშირებით
არსებულ
ვალდებულებებთან დაკავშირებით;
ბ)
გაამკაცროს
კონტროლი
რეფერირების
დოკუმენტით
გათვალისწინებული
მოთხოვნების დარღვევის ფაქტებზე;
გ) უზრუყნველყოს ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ
კომპლექსური განათლების
ინტეგრირება ფორმალური და არაფორმალური განათლების სისტემაში;
დ) გააუმჯობესოს ადამიანის უფლებათა სწავლება საერთაშორისო სახელმძღვანელო
პრინციპებისა და სხვადასხვა ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით;
ე) უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა შესახებ ცოდნისა და კომპეტენციების
გათვალისწინება აუცილებელ ცოდნასა და უნარებში;
ვ) ადამიანის უფლებების (განსაკუთრებული აქცენტით ბავშვთა უფლებებზე) საბაზისო
ცოდნის შესახებ მოთხოვნა ასახოს ზოგადი განათლების საფეხურის ყველა პედაგოგისთვის
განსაზღვრულ სტანდარტში, ყოველი საგნობრივი ჯგუფისთვის;
ზ) შეიმუშაოს ახალი წესი, რომლითაც მკაფიოდ იქნება განსაზღვრული საჯარო
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ
ლექციების, სემინარების, ტრენინგების ჩატარებისთვის საჭირო ნებართვის პირობები,
წესები, ვადები და კრიტერიუმები;
თ) მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის შეიმუშაოს „სახელმწიფო და სამართლის“
სახელმძღვანელო და შესაბამისი დამხმარე ლიტერატურა;
ი) აქტიური ღონისძიებები გაატაროს სკოლებში „სახელმწიფო და სამართლის“
პოპულარიზაციისთვის;
კ)
ზოგადსაგანმანათლებლო
წყალმომარაგების
მილსადენი
დაწესებულებებში
სისტემები.
ასევე,
დროულად
მუნიციპალურ
შეიყვანოს
ორგანოებთან
თანამშრომლობით, უზრუნველყოს სასმელი წყლის ხელმისაწვდომობა და ხარისხის
კონტროლი;
ლ) სასწავლო პროგრამებში ჩართოს წყლის რესურსების რაციონალური გამოყენების,
სანიტარიისა და ჰიგიენის ნორმების შესახებ სწავლების საკითხები;
მ)
მოსწავლის
სკოლაში
ზედიზედ
90
სასწავლო
დღით
გამოუცხადებლობის
შემთხვევაში, განისაზღვროს სკოლის მხრიდან რეაგირების ეფექტიანი მექანიზმი;
ნ) საჯარო სკოლებს მიაწოდოს ინფორმაცია სკოლის მიტოვების შემთხვევაში, ბავშვის
უფლებრივი მდგომარეობისა და ინტერესების დაცვის კუთხით არსებული რეაგირების
მექანიზმისა და მათი ვალდებულებების შესახებ; აღნიშნულ პროცესს გაუწიოს მუდმივი
ზედამხედველობა;
ო) გაზარდოს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან
არსებული ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრების რაოდენობა და გააძლიეროს უკვე
არსებულის შესაძლებლობები;
პ) გადახედოს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №11 არასრულწლოვანთა
სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მოთავსებული არასრულწლოვნების საჯარო სკოლაში
ჩარიცხვის არსებული ზოგადი წესი და ცვლილებები განხორციელდეს საკანონმდებლო
დონეზე
იმგვარად,
რომ
თითოეული
ბავშვი
დროულად
ჩაირიცხოს
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში. ასევე, როდესაც არსებობს ვარაუდი და
ინფორმაცია ბავშვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების შესახებ, დროულად
მოახდინოს შეფასება, სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღება და
სპეციალური პედაგოგის შტატის დამატება;
ჟ)
გაზარდოს
დაფინანსება
გაუმჯობესების კუთხით;
სსსმ
მოსწავლეთა
უფლებრივი
მდგომარეობის
რ) უზრუნველყოს პედაგოგებისთვის პრაქტიკაზე ორიენტირებული სატრენინგო
მოდულების შეთავაზება სსსმ (შშმ) მოსწავლეთა საგანმანათლებლო საჭიროებების თაობაზე,
მათ შორის, ინდივიდუალური სასაწავლო გეგმების შედგენასთან, რთული ქცევის
მართვასთან, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე, მძიმე და მრავლობითი დარღვევის
მქონე მოსწავლეთა სწავლების მეთოდებთან დაკავშირებით;
ს) უზრუნველყოს უმაღლეს განათლებაში ჩართული შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე სტუდენტების სტატისტიკის წარმოება;
ტ) უზრუნველყოს უმაღლესი განათლების საფეხურზე შშმ პირთათვის სწავლის
გაგრძელებისთვის დამაბრკოლებელი გარემოებების და შშმ სტუდენტთა საჭიროებების
შესწავლა. ამასთან, შედეგების მიხედვით, მიზნობრივი ღონისძიებების ორგანიზება;
უ) კომპეტენციის ფარგლებში გაუწიოს კოორდინაცია და ზედამხედველობა, რათა
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა:
ა) შეიმუშაონ ინკლუზიური განათლების დანერგვის სამოქმედო გეგმა;
ბ) უზრუნველყონ, საჭიროების შესაბამისად, მულტიდისციპლინური გუნდის
დასკვნის საფუძველზე ინკლუზიური განათლების დამატებითი სპეციალისტების
(ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, მობილობისა და ორიენტაციის სპეციალისტი,
ჟესტური ენის სპეციალისტი, ჟესტური ენის თარჯიმანი, ენისა და მეტყველების
თერაპევტი) დაქირავება;
გ) უზრუნველყონ ინდივიდუალური ასისტენტის/ასისტენტების შტატში აყვანა,
თუ სკოლაში სწავლობენ სსსმ (შშმ) მოსწავლეები, რომლებსაც გადაადგილების დროს
დახმარება სჭირდებათ, განვითარებული არ აქვთ თვითმომსახურების ჩვევები ან აქვთ
სირთულეები ქცევის მართვაში;
დ) უზრუნველყონ სკოლების გარე და შიდა ინფრასტრუქტურის, ასევე, სასწავლო
მასალების მისაწვდომობა სსსმ (შშმ) მოსწავლეთა საჭიროებების შესაბამისად;
ე) უზრუნველყონ ინკლუზიური განათლების შიდა მონიტორინგის ჯგუფის შექმნა
(მშობლების ჩართულობით) ინტერესთა კონფლიქტის გამომრიცხავი შემადგენლობით
და პერიოდული მონიტორინგის ჩატარება;
ვ) შეიმუშაონ მოსწავლეთა ძალადობისგან დაცვის შიდა ინსტრუქცია.
ფ) ხელი შეუწყოს მულტილინგვური (ბილინგვური) სწავლების ეფექტიანობის ზრდას
შესაბამისი
სახელმძღვანელოების
შედგენის,
პედაგოგების
მოზიდვისა
და
მათი
კვალიფიკაციის ამაღლების გზით;
ქ) გააგრძელოს მუშაობა სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულენოვანი მშობლიური ენისა
და ლიტერატურის სახელმძღვანელოების მომზადებისა და გრიფირების პროცედურის
განსახორციელებლად;
ღ) განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში, მათ შორის, ე.წ. „ახალი სკოლის
მოდელში“ გაითვალისწინოს ეროვნული უმცირესობების მონაწილეობა;
ყ) გააძლიეროს ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში სახელმწიფო
ენის სწავლება, მათ შორის, შესაბამისი კვალიფიკაციის პედაგოგების მოზიდვის, მათთვის
სათანადო ანაზღაურების და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების გზით;
შ) გააძლიეროს მცირერიცხოვანი ეროვნული უმცირესობების ენების სწავლება, კერძოდ,
ყურადღება
დაუთმოს
სასწავლო
სახელმძღვანელოების
შედგენასა
და
გამოცემას,
პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლებას და სწავლების ინტეგრირებას სკოლის ყველა
სასწავლო საფეხურზე;
ჩ)
გადადგას
ქმედითი
და
ეფექტიანი
ნაბიჯები
ეროვნულ
უმცირესობებთან
დაკავშირებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციისთვის;
ც) გადადგას ქმედითი ნაბიჯები ბოშა ბავშვების განათლების უფლების რეალიზების
ხელშესაწყობად; მონიტორინგი გაეწიოს მათ მიერ სკოლის მიტოვების მიზეზებს და ხელი
შეუწყოს მათ სასწავლო სისტემაში ინტეგრაციას;
ძ) განახორციელოს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მომუშავე
პედაგოგების სისტემური გადამზადების პროგრამები, მათ შორის, დემოკრატიის, ადამიანის
უფლებების დაცვის, ღირებულებებისა და ინსტიტუტების შესახებ;
წ)
დანერგოს
ქართული
ენის
სწავლება
ცენტრალური
ხელისუფლების
მიერ
ორგანიზებულ ან დაფინანსებულ საზაფხულო ბანაკებსა და საზაფხულო სკოლებში
ოკუპირებულ
ტერიტორიიდან
სტუდენტებისათვის,
მონაწილე
საგანმანათლებლო
ბავშვებისა
და
დაწესებულებებში
ახალგაზრდებისათვის;
სწავლის
პარალელურად,
შეთავაზებულ იქნას ქართული ენის სასწავლო პროგრამები;
ჭ) შეიმუშაოს სტიპენდიის ან/და საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამა
სტუდენტებისათვის ოკუპირებული ტერიტორიებიდან, რათა მათ შეძლონ უნივერსიტეტში
სწავლის გაგრძელება გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში;
ხ) შეიმუშაოს კვალიფიკაციის ასამაღლებელი, სასწავლო პროცესის დახმარების და
ინვენტარით უზრუნველყოფის ახალი პროგრამები ან გააფართოოს არსებული ინიციატივები
და მოარგოს ისინი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომუშავე მასწავლებლებისა და
მოსწავლეების
საჭიროებებს,
რათა
ნაწილობრივ
მაინც
შეივსოს
ოკუპირებულ
ტერიტორიებზე საშუალო განათლების ეტაპზე მიღებული დანაკლისი და ხარვეზები;
ჯ) ასახოს მასწავლებლის განათლების საგანმანათლებლო პროგრამის დარგობრივ
მახასიათებლებში ადამიანის უფლებათა საკითხების შესახებ ცოდნა და ღირებულებები;
ჰ) უზრუნველყოს „კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის კოდექსის“ შემუშავება
და საქართველოს პარლამენტში ინიცირება;
ჰ1) განსაზღვროს თბილისის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან
დაკავშირებით სამუშაოების ნებართვის გაცემისას სსიპ კულტურული მემკვიდრეობის
დაცვის ეროვნული სააგენტოს ჩართულობის ვალდებულება;
ჰ2) განაახლოს საჯარო სკოლებში წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენური ნორმების შესახებ
საკანონმდებლო რეგულაციები; შეაფასოს წყლის ხელმისაწვდომობასა და ხარისხის
ზედამხედველობაზე არსებული მექანიზმის ეფექტიანობა და დაგეგმოს ცვლილებები
ზედამხედველობის სისტემური და ეფექტიანი მექანიზმის განსასაზღვრად;
ჰ3) „სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისგან ბავშვთა დაცვის
შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად, გააძლიეროს სექსუალური
ექსპლუატაციის და სექსუალური ძალადობისგან ბავშვთა დაცვა.
8. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ:
ა) შეისწავლოს განხორციელებული, შეჩერებული და დაგეგმილი თითოეული
ჰიდროელექტროსადგურის
პროექტის
ხარჯ-სარგებლიანობა
ენერგეტიკული,
ეკონომიკური,
სოციალური,
გათვალისწინებით
და
ინტერესების
აღნიშნული
სახელმწიფოსთვის,
გარემოსდაცვითი
ბალანსის
დასაცავად,
ასპექტების
დაგეგმოს
გასატარებელი ღონისძიებების ერთობლიობა, ამასთან, კვალიფიციური და სრულყოფილი
შესწავლის შედეგები გააცნოს ფართო საზოგადოებას;
ბ) ენერგორესურსებით რაციონალური სარგებლობისა და მდგრადი განვითარების
უზრუნველსაყოფად, შეიმუშაოს და დაამტკიცოს კვალიფიციური და საზოგადოების
ნდობით აღჭურვილი გრძელვადიანი პოლიტიკის დოკუმენტები და გაწეროს კონკრეტული
ღონისძიებები, პასუხისმგებელი ორგანოები და ვადები, რომლებიც უზრუნველყოფენ
დასახული ამოცანების განხორციელებას;
გ) გადადგას ნაბიჯები გაზის გაჟონვით და არასრული წვით გამოწვეული უბედური
შემთხვევების თავიდან ასაცილებლად;
დ) მაქსიმალურად გაითვალისწინოს ახალი შენობების მშენებლობისას მომიჯნავე
ობიექტების მესაკუთრეთა/მოსარგებლეთა ინტერესები შენობა-ნაგებობების ინსოლაციის
მინიმალური მოთხოვნების კუთხით;
ე) განსაზღვროს საერთო სარგებლობის სავენტილაციო არხებზე გამწოვების დაერთების
წესები და მათ დაცვაზე ზედამხედველი ორგანო;
ვ) დაადგინოს მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში, ნებართვის გამცემ ორგანოში
შენობა-ნაგებობებისა
და
მიწის
ნაკვეთ(ებ)ის
კვლევის
დოკუმენტაციის,
განსახორციელებელი სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ სავალდებულო საექსპერტო
შეფასებისა და დასკვნის წარდგენის ვალდებულება, იმ შემთხვევებში, თუ არსებობს მესამე
პირების საკუთრების უფლების შელახვის ალბათობა.
ზ)
დაამტკიცოს
მისაწვდომობის
ეროვნული
სტანდარტი
„შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაეროს კონვენციის, უნივერსალური
დიზაინის
პრინციპების
და
ამერიკის
ეროვნული
სტანდარტის,
„მისაწვდომი
და
გამოყენებადი შენობები და ობიექტები“
9. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ:
ა) გააუმჯობესოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სისტემა, მათ შორის,
გაზარდოს მონიტორინგის სადგურების რაოდენობა და ისინი განათავსოს ევროკავშირის
დირექტივებით დადგენილი კრიტერიუმების გათვალისწინებით, ატმოსფერულ ჰაერში
განსაზღვროს
ეროვნულ
დონეზე
გათვალისწინებული
ყველა
მავნე
ნივთიერების
კონცენტრაცია და დანერგოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მოდელირების სისტემა;
ბ) სოფლის მეურნეობის სექტორიდან ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების თავიდან
ასაცილებლად და შესამცირებლად, დროულად მოამზადოს შესაბამისი საკანონმდებლო
ცვლილებების პროექტი, რომლითაც, მათ შორის, დარეგულირდება ნაკელის მართვასთან და
პირუტყვის კვებასთან დაკავშირებული საკითხები;
გ) ჰიდროელექტროსადგურების პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებული
გადაწყვეტილებების მიღებისას, საფუძვლიანად შეისწავლოს გარემოზე ზემოქმედების
ასპექტები,
პროექტის
განხორციელების
შედეგად
მოსალოდნელი
ზიანისა
(მოქალაქეებისთვის, გარემოსთვის) და პროექტის სარგებლიანობის თანაზომიერების
საკითხი,
ამასთან,
ადრეულ
ეტაპზევე
უზრუნველყოს
საზოგადოების
რეალური
ინფორმირებულობა-ჩართულობა და მაქსიმალურად გაითვალისწინოს ადგილობრივი
მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებები;
დ) გააუმჯობესოს დადგენილ ნორმებთან შეუსაბამო ხარისხის საწვავის მიწოდების
მონიტორინგის სისტემა. მათ შორის, კიდევ უფრო გაზარდოს იმ ავტოგასამართ სადგურთა
რაოდენობა,
რომლებიდანაც
წლის
განმავლობაში
განხორციელდება
როგორც
საავტომობილო ბენზინის, ასევე დიზელის სინჯების აღება და მათში ეროვნულ დონეზე
განსაზღვრული ყველა ნივთიერების მოცულობითი წილის სრულყოფილად შეფასება.
10. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ
გააძლიეროს 2008 წლის ომის დროს დაზიანებული ქონების რეაბილიტაცია/კომპენსაციის
სამუშაოების და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისა და შემოსავლის წყაროს მოძიების
პროგრამები.
11. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ:
ა) 2020 წლიდან ვეტერანების მიმართ არსებული საშემოსავლო გადასახადის შეღავათი
გაზარდოს 6 000 ლარამდე (9 000 მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე ვეტერანთა მიმართ);
ბ)
დანერგოს
მარტოხელა
და
მრავალშვილიანი
მშობლების
დახმარებისაკენ
მიმართული ღონისძიებები, მათ შორის, გაითვალისწინოს სოციალური შეღავათების
არსებულ სისტემაში. შექმნას და გააანალიზოს მარტოხელა და მრავალშვილიანი დედების
შესახებ სრულყოფილი სტატისტიკური ინფორმაცია;
გ) შექმნას სოციალური შემწეობის გაუქმების შემდგომი პერიოდისათვის სოციალური
დახმარების პროგრამა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის თავშესაფრის დატოვების
შემდგომ;
დ) უზრუნველყოს სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი, ტრავმული გამოცდილების
მქონე
რთული
ქცევის
ბავშვთა
ინდივიდუალურ
საჭიროებებზე
მორგებული
ფსიქოსოციალური და სარეაბილიტაციო პროგრამების შემუშავებისა და დანერგვის
პროცესის ინიცირება.
12. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო
მინისტრის აპარატმა:
ა) ხელი შეუწყოს ბოშების ინფორმირებას და ცნობიერების ამაღლებას ჯანდაცვის,
განათლების, ადამიანის უფლებების დაცვისა და სხვა საკითხებში;
ბ) სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიისა და 20152020 წწ. სამოქმედო გეგმის ფარგლებში გააგრძელოს მოწყვლადი ეთნიკური უმცირესობების,
მათ შორის ბოშების, მხარდაჭერა;
გ) გააგრძელოს მუშაობა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან და სხვა
საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უკანონო დაკავების ფაქტებზე ინფორმაციის დროულად
მიღების გზებისა და საშუალებების მოძიების/შემუშავების მიზნით;
დ) გააძლიეროს კონსულტაციები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან,
მათ
შორის,
შესაძლებლობების
ფარგლებში
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან,
მოლაპარაკებების დღის წესრიგის საკითხებთან დაკავშირებით;
ე)
გააძლიეროს
მოლაპარაკებები
სხვადასხვა
დონორ
და
საერთაშორისო
ორგანიზაციასთან, აფხაზეთში და განსაკუთრებით გალის რაიონში სკოლის მოსწავლეებისა
და ახალგაზრდებისათვის არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობების
ხელშესაწყობად.
13. მუნიციპალიტეტების ორგანოებმა:
ა) უზრუნველყონ მუნიციპალიტეტების დონეზე გენდერის მრჩევლების გადამზადება
და მათ მიერ სამოქმედო გეგმების შესრულების მუდმივი მონიტორინგი;
ბ) ჩაატარონ ქალთა საჭიროებების კვლევა მუნიციპალიტეტების დონეზე, გენდერული
თანასწორობის კუთხით არსებული პრობლემების გამოსავლენად და ქალთა უფლებრივი
მდგომარეობის გასაუმჯობესებლად;
გ) დაგეგმონ და განახორციელონ ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და უფლებრივი
გაძლიერებისაკენ მიმართული პროექტები ადგილობრივ დონეზე, შესაბამისი საბიუჯეტო
ხაზის გამოყოფით;
დ) სარეკრეაციო ტერიტორიებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მიიღონ საქმის
არსებითი
გარემოებების
სრულყოფილი
გამოკვლევისა
და
შეფასების
შედეგად,
იხელმძღვანელონ სარეკრეაციო ტერიტორიების შენარჩუნების საჯარო ინტერესებითა და
მოქმედი სტანდარტებით;
ე)
ორჰუსის
კონვენციით
გათვალისწინებული
ვალდებულების
შესაბამისად,
უზრუნველყონ სარეკრეაციო ტერიტორიასთან დაკავშირებით დაგეგმილი ცვლილებების
თაობაზე დაინტერესებული საზოგადოების სათანადო და გასაგები ფორმით ინფორმირება
და გადაწყვეტილებების მიღების ადრეულ ეტაპზევე მათი ჩართულობა;
ვ) განსაზღვრონ ერთ სულ მოსახლეზე გამწვანების მაჩვენებლის ზუსტი მონაცემები,
დაადგინონ აღნიშნული მაჩვენებლის შეფასების სტანდარტი და გამწვანებულ საჯარო
სივრცეებზე სათანადო ხელმისაწვდომობის გარანტირების მიზნით, გაატარონ შესაბამისი
ღონისძიებები;
ზ) ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად, ეტაპობრივად განაახლონ და
ტექნიკურად გაუმართავი მუნიციპალური ავტობუსების/მიკროავტობუსების პარკიდან
გადავიდნინ ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიებზე;
თ) დროულად გაატარონ ღონისძიებები ბაგა-ბაღებში არსებული მდგომარეობის
გასაუმჯობესებლად და სახელმწიფო სტანდარტებთან მისასადაგებლად;
ი) გააძლიერონ წყალმომარაგებისსისტემის გაუმჯობესება და წყლის ხარისხის
ამაღლება;
გამოავლინონ
ის
საჯარო
სკოლები,
სადაც
პრობლემურია
წყლის
ხელმისაწვდომობა და სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა; დაგეგმონ აღნიშნულ
სკოლებში პრობლემის მოსაგვარებლად საჭირო ღონისძიებები;
კ) სკოლამდელი ინკლუზიური განათლების დანერგვის მიზნით, უზრუნველყონ
კოორდინაციის გაუმჯობესება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და
სპორტის სამინისტროსთან;
ლ)
კომპლექსურად
შეისწავლონ
სკოლამდელი
აღზრდისა
და
განათლების
დაწესებულებების საჭიროებები (ინკლუზიური განათლების კუთხით) და ასახონ ისინი
მუნიციპალურ პროგრამებსა და ფინანსურ გეგმებში;
მ) უზრუნველყონ ფინანსური სახსრების გამოყოფა სკოლამდელი აღზრდის პროცესში
ინკლუზიური განათლების სპეციალისტების ჩართვისა და ბაგა-ბაღების შიდა და გარე
ინფრასტრუქტურაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აღსაზრდელთა წვდომის
გასაუმჯობესებლად;
ნ)
გააძლიერონ
პერსონალის
სკოლამდელი
გადამზადება
აღზრდისა
შეზღუდული
და
განათლების
შესაძლებლობის
დაწესებულებების
მქონე
აღსაზრდელების
საჭიროებებსა და სათანადო მიდგომის მეთოდებზე;
ო) კომპეტენციის ფარგლებში გასწიონ კოორდინაცია და ზედამხედველობა, რათა
სკოლამდელი
აღზრდისა
და
განათლების
დაწესებულებებმა
უზრუნველყონ
საკონსულტაციო საბჭოების შექმნა და მისი ფუნქციონირება „ადრეული და სკოლამდელი
აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
პ)
კომპეტენციის ფარგლებში გასწიონ კოორდინაცია და ზედამხედველობა, რათა
სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებმა უზრუნველყონ მჭიდრო
თანამშრომლობა
სსიპ
სოციალური
მომსახურების
სააგენტოსთან
(ადგილობრივ
სამსახურებთან), განსაკუთრებით, აღსაზრდელთა ძალადობისგან დაცვის კუთხით, „ბავშვთა
დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების“ შესაბამისად;
ჟ) უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის
მოწყობის/სამშენებლო სტანდარტების პრაქტიკაში დანერგვა და მათ აღსრულებაზე
ეფექტიანი ზედამხედველობა;
რ) გადაამზადონ შესაბამისი არქიტექტურული და საზედამხედველო სამსახურების
პერსონალი, სივრცის მოწყობის/სამშენებლო სტანდარტებზე;
ს) ყოველწლიურად აწარმოონ მუნიციპალურ დონეზე გაუმჯობესებული ფიზიკური
გარემოს მაჩვენებელი სტატისტიკა;
ტ) მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მცხოვრებ ხანდაზმულ პირთა საჭიროებების
შესწავლის საფუძველზე, შეიმუშაონ მიზნობრივი პროგრამები და ადეკვატურად ასახონ
ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტში;
უ) უზრუნველყონ ადგილობრივ დონეზე შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოების
ეფექტიანი საქმიანობა, შშმ პირთა და მათი წარმომადგენლების ჩართულობით;
ფ) უზრუნველყონ ადგილობრივ დონეზე შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოების
შექმნა და მათი ეფექტიანი საქმიანობა, შშმ პირთა და მათი წარმომადგენლების
ჩართულობით;
ქ) შეიმუშაონ და დაამტკიცონ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო
დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, სადაც ასახული იქნება
ადამიანის უფლებების შესახებ (განსაკუთრებული აქცენტით ბავშვთა უფლებებზე) ცოდნისა
და კომპეტენციის მოთხოვნა;
ღ) შეიმუშაონ და დაამტკიცონ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო
დაწესებულების აღმზრდელ-პედაგოგისა და სხვა პერსონალის პროფესიული სტანდარტი,
სადაც ასახული იქნება ადამიანის უფლებების შესახებ (განსაკუთრებული აქცენტით ბავშვთა
უფლებებზე) ცოდნისა და კომპეტენციის მოთხოვნა;
ყ)
ყურადღება
გაზრდისა
და
მიაქციონ
ეროვნული
გაუმჯობესების
საკითხს
უმცირესობების
ახალი
კადრების
წარმომადგენლობითობის
მოზიდვის,
მომზადება-
გადამზადების გზით;
შ) ხელი შეუწყონ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ქართული ენის
შემსწავლელი ჯგუფების ჩამოყალიბებას, რათა მოსწავლეებს ადრეული პერიოდიდანვე
მიეცეთ ქართული ენის შესწავლის შესაძლებლობა;
ჩ) ხელი შეუწყონ საბავშვო ბაღებსა და სასკოლო მზაობის ცენტრებში ბოშა ბავშვების
მოზიდვასა და ჩარიცხვას;
ც) უზრუნველყონ შინ მოვლის პროგრამის დროული შემუშავება და განხორციელება
გეოგრაფიული მისაწვდომობის გათვალისწინებით.
14. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიამ:
ა)
გააძლიეროს
საგანმანათლებლო
კამპანია
საარჩევნო
უფლებების
თაობაზე,
მოქალაქეთა სრულყოფილი ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით;
ბ) ჯანსაღი საარჩევნო პროცესის წარმართვის ხელშესაწყობად, შეიმუშაოს და
შესთავაზოს პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო პერიოდში სიძულვილის ენის გამოყენების
აკრძალვასთან დაკავშირებული ურთიერთშეთანხმების დოკუმენტი, სიძულვილის ენის
ერთგვაროვანი განმარტებისა და ასეთი განცხადებებისგან თავის შეკავების თაობაზე.
15.
იმ
პასუხისმგებელმა
უწყებებმა,
რომლებმაც
საანგარიშო
პერიოდში
ვერ
უზრუნველყვეს „2017 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა
დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე“
საქართველოს
პარლამენტის
2018
წლის
19
ივლისის
№3148-რს
დადგენილებით
გათვალისწინებული რეკომენდაციების სრულყოფილად შესრულება, განახორციელონ
ყველა შესაძლო ღონისძიება აღნიშნული რეკომენდაციების შესასრულებლად.
16. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის კომიტეტმა მონიტორინგი გაუწიოს „2018 წელს საქართველოში ადამიანის
უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო
დამცველის ანგარიშში მითითებული ფაქტების თავიდან აცილებისა და რეკომენდაციების
შესრულებისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელებას. საქართველოს პარლამენტის
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს აღნიშნული
რეკომენდაციების შესრულების შესახებ ანგარიში წარედგინოს 2020 წლის 1 მარტამდე.
17. საქართველოს პარლამენტში შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც განიხილავს „2018
წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის
შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში წარმოდგენილი, საქართველოს
პარლამენტისადმი მიმართული წინადადებების გათვალისწინების საკითხს.
18. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
თბილისი,
_______________ 2019 წ.
N_____
არჩილ თალაკვაძე