საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ
📦 საკანონმდებლო პაკეტი
საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ
- საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში
- საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ (ეს პროექტი) ანგარიში
- „2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
სხდომაზე განსახილველი პროექტი
📝 ანგარიში (4.2 MB)
📄 ანგარიში (5.4 MB)
📄 ანგარიში (1.4 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (14.9 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (23.8 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (31.2 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (3.7 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (4.5 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (4.4 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (18.9 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (6.1 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (4.4 MB)
🏛️ კომიტეტები
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📜 ტექსტი
ანგარიში
საქართველოს სახალხო დამცველის
ანგარიში
საქართველოში ადამიანის უფლებათა
და თავისუფლებათა დაცვის
მდგომარეობის შესახებ
2018 წელი
სარჩევი
შესავალი ......................................................................................................................................................... 10
1. საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის საპარლამენტო ანგარიშში ასახული
რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა ....................................................................................... 20
2.
სიცოცხლის უფლება ............................................................................................................................. 35
2.1.
თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე ............................................................................................. 35
2.2.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვნების მკვლელობა ............................................ 37
2.3.
საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შესაძლო მკვლელობის
ფაქტზე მიმდინარე გამოძიების მასალების შესწავლის შედეგები ................................................... 39
2.4. პენიტენციურ დაწესებულებაში ლევან კორტავას სიცოცხლის ხელყოფასთან
დაკავშირებულ დამნაშავე პირთა სასჯელის პროპორციულობა ..................................................... 40
2.5. სახალხო დამცველის მიერ არასათანადო მოპყრობის ან/და სიცოცხლის ხელყოფის
ფაქტის გამოძიების მასალებზე წვდომის აუცილებლობა ................................................................. 41
3. წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის
პრევენცია ........................................................................................................................................................ 44
პენიტენციური სისტემა ................................................................................................................................ 44
3.1.
არასათანადო მოპყრობისაგან დაცვის პროცედურული და ინსტიტუციური გარანტიები
46
3.2.
დიდი პენიტენციური დაწესებულებები................................................................................... 49
3.3.
წესრიგი და უსაფრთხოება ........................................................................................................... 49
3.4.
მსჯავრდებულთა რისკების შეფასება და კლასიფიკაცია ...................................................... 51
3.5.
მსჯავრდებულთა რისკების შემცირების ხელშემწყობი მიდგომის არარსებობა ............... 54
3.6.
პატიმართა რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია................................................................... 55
3.7.
ფიზიკური გარემო......................................................................................................................... 57
3.8.
სამედიცინო მომსახურება ........................................................................................................... 57
3.9.
კონტაქტი გარე სამყაროსთან....................................................................................................... 60
3.10. თანასწორობა .................................................................................................................................. 61
3.11. პენიტენციური დაწესებულების პერსონალი ........................................................................... 61
შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემა..................................................................................................... 68
3.12. არასათანადო მოპყრობა პოლიციელთა მხრიდან ................................................................... 69
2
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
3.13. წამებისა და არასათანადო მოპყრობისაგან დაცვის გარანტიები .......................................... 72
3.14. დროებითი მოთავსების იზოლატორები .................................................................................. 84
ფსიქიატრიული დაწესებულებები ............................................................................................................ 86
3.15. ფიზიკური და ქიმიური შეზღუდვა ........................................................................................... 88
3.16. სტაციონარში ფორმალურად ნებაყოფლობით მოთავსებული პაციენტების იძულებითი
მედიკამენტური მკურნალობისა და ფიზიკური შეზღუდვის პრაქტიკა......................................... 90
3.17. პაციენტთა შორის ძალადობა ...................................................................................................... 90
3.18. სომატური (ფიზიკური) ჯანმრთელობა .................................................................................... 91
3.19. სამართლებრივი დაცვის გარანტიები........................................................................................ 91
3.20. ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაციის პრობლემა ............................................................................ 94
3.21. ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია ............................................................................................ 95
4.
წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის გამოძიება ... 98
4.1. „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების
გადავადება
100
5.
6.
4.2.
პროკურატურის რეფორმა.......................................................................................................... 101
4.3.
არასათანადო მოპყრობისა და წამების საქმეთა ეფექტიანი გამოძიება.............................. 104
თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება .............................................................................. 109
5.1.
პირის დაკავება კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით ............................................ 110
5.2.
პოლიციელების მოქმედებისას გამოვლენილი ხარვეზები ................................................. 111
5.3.
თავისუფალი გადაადგილების უფლების უსაფუძვლო შეზღუდვა .................................. 112
5.4.
ივანე მერაბიშვილის საქმე ......................................................................................................... 114
სამართლიანი სასამართლოს უფლება............................................................................................. 115
6.1.
სასამართლოს ინსტიტუციური საკითხები ............................................................................ 116
6.2.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა ............................................................... 117
6.3.
საქმის გონივრულ ვადაში განხილვის უფლება..................................................................... 124
6.4.
სასამართლოს შემადგენლობის უცვლელობის პრინციპი ................................................... 127
6.5.
უდანაშაულობის პრეზუმფცია ................................................................................................. 127
6.6.
კანონიერების პრინციპი ............................................................................................................. 128
6.7.
სასამართლო სხდომის საჯაროობისა და ზეპირი მოსმენის მნიშვნელობა ...................... 129
3
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
6.8.
დაუშვებელი მტკიცებულების გამოყენება ............................................................................. 130
6.9.
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე ზემოქმედების ფაქტების გამოძიება .......................... 130
6.10. პენიტენციურ დაწესებულებებში დოკუმენტის შენახვის უფლება ................................... 131
6.11. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ხარვეზები .................................... 132
6.12. სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება .................................................................... 136
7.
პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება........................................................................... 141
7.1.
დანაშაულის გამოძიება და სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნება .......................... 142
7.2. საქართველოს სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელი ფარული
მეთვალყურეობის განხორციელების წესის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით.............. 143
7.3. საქართველოს სახალხო დამცველის ცხელი ხაზით სარგებლობის უფლება პენიტენციურ
დაწესებულებებში ................................................................................................................................... 144
8.
9.
თანასწორობის უფლება ..................................................................................................................... 146
8.1.
ქალთა თანასწორუფლებიანობა ............................................................................................... 147
8.2.
შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაცია ..................................................... 149
8.3.
არასრულწლოვანთა მიმართ დისკრიმინაცია........................................................................ 150
8.4.
ეროვნების ნიშნით დისკრიმინაცია ......................................................................................... 151
8.5.
ლგბტ+ ადამიანების თანასწორუფლებიანობა ....................................................................... 151
8.6.
დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობებში ........................................................................... 153
8.7.
დისკრიმინაცია სოციალური სარგებლის მიღებისას............................................................ 154
8.8.
მოქალაქეობის ნიშნით დისკრიმინაცია .................................................................................. 155
8.9.
დისკრიმინაციის წახალისება .................................................................................................... 155
გენდერული თანასწორობა ................................................................................................................ 160
9.1.
ქალთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ............................................. 160
9.2.
ქალთა ეკონომიკური აქტივობა და შრომითი უფლებები ................................................... 163
9.3.
ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება ...................................................................................... 165
9.4.
ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები ................................................... 166
9.5.
ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) .......................................................................................... 169
9.6.
ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა ................................................................. 170
9.7.
ადრეულ ასაკში ქორწინება ........................................................................................................ 178
4
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
9.8.
ლგბტ+ პირთა უფლებრივი მდგომარეობა ............................................................................. 180
9.9.
ქალ და ლგბტ+ უფლებადამცველთა უფლებრივი მდგომარეობა ...................................... 183
10.
რწმენისა და რელიგიის თავისუფლება ....................................................................................... 188
10.1. რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულები .............................. 189
10.2. კანონმდებლობა და საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის გადაწყვეტილებები .. 191
10.3. რელიგიური გაერთიანებების საკუთრებასთან დაკავშირებული პრობლემები.............. 192
10.4. სამშენებლო ნებართვების მოპოვების პრობლემა .................................................................. 195
10.5. იეჰოვას მოწმეების წინაშე არსებული დაბრკოლება სამედიცინო მომსახურების
მიღებისას
197
11.
გამოხატვის თავისუფლება ............................................................................................................ 200
11.1. მედიაგარემო ................................................................................................................................ 200
11.2. აფგან მუხთარლის საქმე............................................................................................................. 203
11.3. „აიისა-ს“ საქმე და გამოხატვის თავისუფლების სავარაუდო უკანონო შეზღუდვა ......... 204
12.
შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება ............................................................................ 206
12.1. დროებითი კონსტრუქციების განთავსების შესაძლებლობა შეკრების მიმდინარეობისას
206
12.2. 13 მაისის კონტრაქცია ................................................................................................................. 208
12.3. პრეზიდენტის ინაუგურაციის პარალელურად დაგეგმილი აქცია .................................... 210
12.4. ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვის საკითხი სპონტანური აქციის
მიმდინარეობისას .................................................................................................................................... 211
13.
გაერთიანების თავისუფლება და ადამიანის უფლებათა დამცველები ................................ 213
14.
ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება ........................................................................................ 219
14.1. უფლება სუფთა ჰაერზე - ატმოსფერული ჰაერის ხარისხი .................................................. 221
14.2. გარემოსათვის მიყენებული ზიანი - არაეფექტიანი კანონმდებლობა და საგანგაშო
სტატისტიკა
223
14.3. ბუნებრივი აირის მოხმარების უსაფრთხოება........................................................................ 228
14.4. ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის გადაწყვეტილებები..................................... 231
14.5. სამშენებლო სფეროში არსებული კანონმდებლობა .............................................................. 235
14.6. სარეკრეაციო ტერიტორიის შენარჩუნების საჯარო ინტერესი ........................................... 237
5
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
14.7. სამეწარმეო საქმიანობისას გამოწვეული ეკოლოგიური პრობლემები და სახელმწიფოს
რეაგირება
238
15.
შრომის უფლება ............................................................................................................................... 243
15.1. შრომის უსაფრთხოება ................................................................................................................ 243
15.2. შრომითი უფლებები სპეციფიკური რეჟიმის სამსახურებში .............................................. 247
16.
ჯანმრთელობის დაცვის უფლება................................................................................................. 254
16.1. პაციენტის უფლებები ................................................................................................................. 254
16.2. ონკოლოგიური პაციენტების უფლებები ................................................................................ 256
16.3. მაღალკვალიფიციური სამედიცინო კადრები ........................................................................ 258
16.4. „სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამა .............................................................................. 259
16.5. თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის აღსრულება........................................................ 260
16.6. ნარკოპოლიტიკა .......................................................................................................................... 261
17.
სოციალური უზრუნველყოფის უფლება .................................................................................... 266
17.1. ფულადი სოციალური დახმარების (საარსებო შემწეობა) პროგრამის ძირითადი
ხარვეზები
266
17.2. სათანადო კვების უფლება ......................................................................................................... 269
18.
სათანადო საცხოვრებლის უფლება ............................................................................................. 272
18.1. უსახლკარო პირთა უფლებრივი მდგომარეობა თბილისში ................................................ 273
19.
საკუთრების უფლება ...................................................................................................................... 277
19.1. სახელმწიფო საშინაო სავალო ვალდებულებების შესრულების საკითხი ........................ 277
19.2. სამშენებლო საქმიანობის ზეგავლენა ავარიულ შენობა-ნაგებობებზე............................... 279
19.3. საკუთრების უფლება სისხლის სამართლის საქმეებში ........................................................ 280
20.
საარჩევნო უფლება .......................................................................................................................... 284
20.1. სიძულვილის ენა ......................................................................................................................... 285
20.2. ძალადობრივი ინციდენტები .................................................................................................... 286
20.3. ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის შემთხვევები ................................................................. 291
20.4. პერსონალური მონაცემების დაცვისა და ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენის საკითხი . 296
20.5. საარჩევნო ბიულეტენების შესაძლო გაყალბების ფაქტები.................................................. 297
20.6. საარჩევნო ფინანსების გამჭვირვალობა................................................................................... 298
6
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
20.7. მედიაგარემო ................................................................................................................................ 300
20.8. საარჩევნო პერიოდში ბაღის და სკოლის დირექტორების სამსახურიდან გათავისუფლება
302
21.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უფლება ...................................................................... 307
21.1. ხარვეზიანი საკანონმდებლო გარანტიები .............................................................................. 307
21.2. კერძო საკუთრებაში არსებული ძეგლების მოვლა-პატრონობა .......................................... 309
21.3. რელიგიური კონფესიების საკუთრებაში არსებული ძეგლების მოვლა-პატრონობა ...... 311
21.4. ძეგლების/ობიექტების მონაცემთა ბაზა.................................................................................. 312
22.
ადამიანის უფლებათა სწავლება ................................................................................................... 314
22.1. ადამიანის უფლებათა სწავლების მიმართულებით არსებული სახელმწიფო პოლიტიკა
315
22.2. ეროვნული კანონმდებლობის ანალიზი.................................................................................. 316
22.3. ადამიანის უფლებათა სწავლების უწყვეტობის პრინციპი .................................................. 319
22.4. ადამიანის უფლებების სწავლების კომპონენტი პედაგოგთა მომზადების პროგრამებში
321
23.
ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა ............................................................................................ 324
23.1. სიცოცხლის უფლება ................................................................................................................... 324
23.2. სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფ არასრულწლოვანთა უფლებრივი მდგომარეობა325
23.3. განათლების უფლება .................................................................................................................. 331
23.4. სიღარიბე და ცხოვრების არასათანადო დონე ........................................................................ 338
23.5. ბავშვთა შრომა .............................................................................................................................. 339
23.6. ბავშვის მიმართ ძალადობა ........................................................................................................ 340
24.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა.......................... 349
24.1. განათლების უფლება .................................................................................................................. 350
24.2. მისაწვდომობა .............................................................................................................................. 355
24.3. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმება ..................................................... 357
24.4. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ ძალადობა ...................................... 359
24.5. ფსიქიკური ჯანმრთელობა ........................................................................................................ 360
24.6. შშმ პირთა აბილიტაცია/რეაბილიტაცია/რთული ქცევის მართვა ..................................... 365
7
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
24.7. რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოების
შექმნა/ამოქმედება................................................................................................................................... 368
25.
ხანდაზმულ პირთა უფლებრივი მდგომარეობა........................................................................ 376
25.1. ხანდაზმულ პირთა მიმართ ძალადობა................................................................................... 377
25.2. დაბერების ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების
შესრულების მდგომარეობა ................................................................................................................... 378
25.3. ხანდაზმულთა სოციალურ კეთილდღეობაზე ზრუნვა ადგილობრივ დონეზე.............. 379
25.4. ხანდაზმულ პირთა უფლებრივი მდგომარეობა სადღეღამისო სპეციალიზებულ
დაწესებულებებში ................................................................................................................................... 380
26.
ეროვნული უმცირესობების დაცვა და სამოქალაქო ინტეგრაცია .......................................... 384
26.1. ეროვნული უმცირესობების მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ....... 384
26.2. განათლების ხელმისაწვდომობა ............................................................................................... 386
26.3. სახელმწიფო ენის სწავლება და პოპულარიზება ................................................................... 389
26.4. მცირერიცხოვანი ეთნოსების მშობლიური ენის სწავლება .................................................. 391
26.5. ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებული საქართველოს კულტურული
მემკვიდრეობა
391
26.6. პანკისის ხეობაში ადამიანის უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის თვალსაზრისით
არსებული მდგომარეობა ....................................................................................................................... 393
26.7. ბოშების უფლებების დაცვა და ინტეგრაცია........................................................................... 394
26.8. ეთნიკურ და რასობრივ ნიადაგზე ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები ........................ 396
27.
ადამიანის უფლებები თავდაცვის სფეროში .............................................................................. 400
27.1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო .................................................................................. 401
27.2. შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დიპლომატიური წარმომადგენლობისა და
ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველო ................................................................................. 401
27.3. თვითნებური და ჯგუფური დასჯა .......................................................................................... 402
27.4. სამხედრო ნაწილებში მომხდარი გარდაცვალების ფაქტები ............................................... 403
27.5. ვეტერანების უფლებრივი მდგომარეობა ................................................................................ 404
28.
კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა ................... 407
28.1. სიცოცხლის უფლება და უსაფრთხოების საკითხი ............................................................... 407
28.2. დოკუმენტაციის საკითხი და საოკუპაციო ხაზებზე გადაადგილება ................................ 410
8
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
28.3. გამოხატვის თავისუფლება ........................................................................................................ 414
28.4. სოციალური უფლებები ............................................................................................................. 415
28.5. ეკონომიკური მდგომარეობა ..................................................................................................... 419
28.6. საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ პირთა უფლებები ......................... 421
29.
იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა უფლებრივი მდგომარეობა .................. 425
29.1. დევნილთა გრძელვადიანი განსახლება .................................................................................. 425
29.2. სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი
ობიექტებიდან დევნილთა განსახლება ............................................................................................... 426
29.3. საკანონმდებლო ცვლილებები .................................................................................................. 428
29.4. ოკუპირებულ ტერიტორიებზე უძრავი ქონების აღრიცხვასთან დაკავშირებული
პრობლემა
429
30.
ეკომიგრანტების უფლებრივი მდგომარეობა............................................................................. 431
30.1. ეკომიგრანტთა განსახლება ........................................................................................................ 431
30.2. ეკომიგრაციის პრევენცია ........................................................................................................... 433
31.
უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობა საქართველოში ................................................. 435
31.1. თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა უფლებრივი
მდგომარეობა
435
31.2. მიგრანტთა უფლებრივი მდგომარეობა................................................................................... 439
32.
მოქალაქეობის არმქონე პირების უფლებრივი მდგომარეობა ................................................ 442
32.1. მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის პროცედურები ............................... 443
32.2. საკანონმდებლო ცვლილებები .................................................................................................. 444
32.3. მოქალაქეობის არმქონე პირთა მიერ სოციალური უფლებებით სარგებლობა................. 444
9
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
შესავალი
საქართველოს სახალხო დამცველის წინამდებარე ანგარიში მომზადებულია საქართველოს
კონსტიტუციის 35-ე მუხლის, „სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის
22-ე მუხლისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 163-ე მუხლის შესაბამისად.
ანგარიშში
წარმოდგენილია
2018
წელს
კონსტიტუციით
გარანტირებული
ადამიანის
უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მიმართულებით არსებული გამოწვევები და
პროგრესი,
ასევე,
მიმოხილულია
სახალხო
დამცველის
მიერ
გაცემული
რეკომენდაციების/წინადადებების შესრულების მდგომარეობა.
საანგარიშო პერიოდი ძირითადად მოიცავს 2018 წელს, მაგრამ მასში ასევე გაანალიზებულია ის
პრობლემები, რომლებიც მანამდე არსებულ პერიოდში წარმოიშვა და საანგარიშო პერიოდშიც
გაგრძელდა.
2018 წელს სახალხო დამცველის აპარატში შემოვიდა 8480 განცხადება1 და განხორციელდა
შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. 2018 წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა სახალხო
დამცველის ცხელი ხაზი, რომელზეც 6063 ზარი დაფიქსირდა. ინდივიდუალური განცხადებების
განხილვის შედეგად, გაცემულია 107
რეკომენდაცია/წინადადება. 2018 წლის განმავლობაში
სახალხო დამცველმა 11-ჯერ წარადგინა სასამართლო მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება, მათ
შორის ორ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველ საქმეებთან
მიმართებაში. ასევე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაგზავნილია 2
კონსტიტუციური სარჩელი. 2018 წლის განმავლობაში მომზადდა 11 სპეციალური ანგარიში.
„სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანული კანონით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში,
სახალხო დამცველის აპარატი მიღებული განცხადებებისა, თუ საკუთარი ინიციატივით
დაწყებული საქმეების შესწავლის მიზნით, მთელი წლის განმავლობაში ითხოვდა შესაბამის
ინფორმაციას სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან, ატარებდა მონიტორინგს დახურულ
დაწესებულებებში, ართმევდა ახსნა–განმარტებებს საჯარო მოხელეებს, ეცნობოდა სისხლის
სამართლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებს და დამოუკიდებლად შეისწავლიდა და
აანალიზებდა კანონმდებლობას. პარალელურად, საქართველოს სახალხო დამცველი აქტიურად
ეცნობოდა ადამიანის უფლებათა თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევებს
და რეკომენდაციებს და გარკვეულ შემთხვევაში იზიარებდა მათ მიგნებებს.
სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშის თითოეულ თავში წარმოდგენილი ზოგადი
შეფასებები სწორედ ზემოაღნიშნული მეთოდებით მიღებულ ინფორმაციას ეყრდნობა.
1
დასაშვებად იქნა ცნობილი 6640 განცხადება
10
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
ანგარიში აერთიანებს შემდეგ თემატიკას:
საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის საპარლამენტო ანგარიში სიცოცხლის უფლების
გარშემო მსჯელობით იწყება. პირველ რიგში განხილულია თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ
გამოყენებული ძალის პროპორციულობის გამოძიების მიმდინარეობა. აღნიშნულ საქმეზე
სახალხო დამცველის აპარატი მთელი წლის განმავლობაში ცდილობდა გამოძიების შესახებ
ინფორმაციის მოძიებას, თუმცა, სამწუხაროდ, პროკურატურიდან მიღებული პასუხებით
შეუძლებელი იყო ჩვენი მხრიდან ზუსტად იმის შეფასება, თუ რამდენად აქტიურად
მიმდინარეობდა
საგამოძიებო
პროცესი,
ან
რა
დამატებითი
მოქმედებების
ჩატარებას
მოითხოვდა. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტმა, ყველა შესაძლო
საზედამხედველო ბერკეტი უნდა გამოიყენოს თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების
გარემოების გარშემო ჭეშმარიტების დროულად დასადგენად.
ანგარიშში
საუბარია
ხორავას
ქუჩაზე
მომხდარი
მკვლელობის
ფაქტის
გამოძიების
ეფექტიანობაზე. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ გამოძიების ტაქტიკა, შესაძლოა, არ
ემსახურებოდა დანაშაულში მონაწილე ყველა პირის გამოვლენის საჯარო ინტერესს. აქედან
გამომდინარე, მოთხოვნილ იქნა სამოხელეო დანაშაულის მუხლით გამოძიების დაწყება.
სამწუხაროდ,
ეს
რეკომენდაცია
არ
შესრულებულა
და
პროკურატურამ
მხოლოდ
სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო. სახალხო დამცველი კვლავ მოუწოდებს პროკურატურას,
საზოგადოებას სამსახურებრივი შემოწმების შედეგები გააცნოს.
სიცოცხლის უფლების ჭრილში ანგარიშში განხილულია საქართველოს პირველი პრეზიდენტის,
ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძების მასალებში არსებული მნიშვნელოვანი ხარვეზები
- დაგვიანებული და არჩატარებული არსებითი ხასიათის საგამოძიებო მოქმედებები; ასევე,
პენიტენციალურ
დაწესებულებაში
ლევან
კორტავას
სიცოცხლის
ხელყოფის
საქმეზე
მსჯავრდებული პირების მიმართ გამოყენებული არაპროპორციულად მსუბუქი სასჯელების
საკითხი.
სიცოცხლის უფლებასთან და არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველი
მოითხოვს კანონმდებლობის ცვლილებას და მანდატის გაფართოებას, რათა ჰქონდეს წვდომა
მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების მასალებზე, სიცოცხლის ხელყოფისა და
არასათანადო მოპყრობის გამოძიების მიმდინარეობის ეფექტიანობის შესაფასებლად და
დასადგენად.
არასათანადო მოპყრობასთან ეფექტიანი ბრძოლა, წინა წლების მსგავსად, კვლავ ქვეყნის ერთერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. 2018 წელს სახალხო დამცველმა 7 წინადადება გააგზავნა
არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით, მაგრამ სავარაუდო დამნაშავეთა დადგენა
კვლავ ვერ ხერხდება. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტმა 2018 წლის ივლისში მიიღო
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, 2019 წლის მარტის
11
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
ბოლოსთვის კვლავ არ არის გამოყოფილი შესაბამისი ფინანსური სახსრები სამსახურის
ასამოქმედებლად. ამ უწყებას სამომავლოდ დიდი როლი უნდა მიენიჭოს არასათანადო
მოპყრობის ფაქტების გამოძიების პროცესში. 2018 წლის განმავლობაში 40-მდე დასრულებული
სისხლის სამართლის საქმე შევისწავლეთ, სადაც დაზარალებულები ჩიოდნენ არასათანადო
მოპყრობის
თაობაზე.
შედეგად
გამოვლინდა
გამოძიების
პრობლემები
არასწორი
კვალიფიკაციის, დაზარალებულის ჩართულობის, დროული გამოძიებისა და ყოველმხრივი და
ობიექტური გამოძიების კუთხით.
საქართველოს სახალხო დამცველი, როგორც პრევენციის ეროვნული მექანიზმი, ყოველწლიურად
აფასებს დახურულ დაწესებულებებში არსებულ სიტუაციას და სახელმწიფოს წარუდგენს
რეკომენდაციებს არასათანადო მოპყრობის პრევენციული ღონისძიებების გასაუმჯობესებლად.
ჩვენი ფოკუსის საგანია პენიტენციური დაწესებულებები, შინაგან საქმეთა სამინისტროს
ორგანოები და ფსიქიატრიული დაწესებულებები. ანგარიშში საუბარია სამივე მიმართულებით
არსებულ გამოწვევებზე და პროგრესზე. ყველა თავის ბოლოს წარმოდგენილია გრძელვადიან და
მოკლევადიან პერსპექტივაში შესასრულებელი რეკომენდაციები.
პენიტენციური დაწესებულებების კუთხით, მრავალი სისტემური რეკომენდაცია კვლავ
შეუსრულებელია, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ 2019 წლის 22 თებერვალს იუსტიციის
სამინისტროს მიერ მიღებული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ამ მიმართულებით დადებით
როლს შეასრულებს. მიმდინარე ანგარიშში გაანალიზებული და მიმოხილულია დეესკალაციის
ოთახში
ხანგრძლივად
მოთავსების
პრაქტიკა,
სამედიცინო
ექსპერტიზის
სტამბოლის
პროტოკოლის შესაბამისად ჩაუტარებლობა, უსაფრთხოების ზომების შესაბამისი დასაბუთების
გარეშე ჩატარება, რეაბილიტაციის ღონისძიებების სიმცირე, ფსიქოლოგიური დახმარების და
სოციალური
მუშაობის სირთულეები,
სხვადასხვა
დაწესებულების ფიზიკური გარემოს
(სანიტარია, ვენტილაცია, საკნების მინიმალური ფართი) პრობლემები და პენიტენციური
ჯანდაცვის ხარვეზები. ცალკე ქვეთავი ეთმობა პენიტენციური დაწესებულებების პერსონალის
უფლებრივ მდგომარეობას. ანგარიშში დადებითად არის შეფასებული დიდი პენიტენციური
დაწესებულებების მცირე დაწესებულებებად დაყოფის გეგმა და ამ კუთხით გადადგმული და
დაგეგმილი ნაბიჯები.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 2018 წელს, საკმაოდ აქტიურად ითანამშრომლა პრევენციის
ეროვნულ მექანიზმთან. სპეციალური მეთოდოლოგიის საფუძველზე, პრევენციულმა ჯგუფმა
შეაფასა სტატისტიკური მონაცემები და გააანალიზა მრავალი წერილობითი დოკუმენტი.
მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველისადმი, პოლიციის მიერ ჩადენილი ძალადობის
შესახებ მომართვიანობა შემცირებულია, თითქმის ორჯერ არის გაზრდილი მთელი ქვეყნის
მასშტაბით იმ დაზიანებათა მაჩვენებელი, რომელიც დაკავებულმა პირებმა დაკავების შემდეგ
მიიღეს. უნდა აღინიშნოს, რომ აჭარაში, 2017 წელთან შედარებით, 2018 წელს დაკავების შემდეგ
დაზიანებების მიღების შემთხვევათა რაოდენობა დაახლოებით 9-ჯერ არის გაზრდილი.
პრევენციული ჯგუფი აუცილებლობად მიიჩნევს არასათანადო მოპყრობის პრევენციისთვის
12
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
საჭირო გარანტიების (ოჯახის წევრებისთვის, ადვოკატისთვის, საკონსულოსთვის შეტყობინება,
უფლებების განმარტება და სხვ.) ჯეროვან და განუხრელ დაცვას. არასათანადო მოპყრობის
პრევენციისთვის, ასევე აუცილებლობად მიგვაჩნია ყველა იმ სამუშაო ოთახის კამერებით
აღჭურვა, სადაც დაკავებულებს უწევთ ყოფნა. ასევე, საპროცესო გარანტიების უკეთ
უზრუნველსაყოფად, სახალხო დამცველს სამინისტროს მიმართ გაცემული აქვს რამდენიმე
დამატებითი ღონისძიების საპილოტე რეჟიმში დანერგვის რეკომენდაცია (დაკავებული პირის
პირდაპირ დმი-ში მიყვანა და დაკითხვის პროცესის ვიდეოგადაღება).
პრევენციის
ეროვნული
დაწესებულებები.
ჩატარებული
მექანიზმის
დადებითად
სარემონტო
უნდა
სამუშაოები,
მანდატის
ქვეშ
აღინიშნოს
სურამის
მაგრამ
ამის
ასევე
ექცევა
ფსიქიატრიული
ფსიქიატრიულ
მიუხედავად,
ჩვენი
კლინიკაში
შეფასებით,
ფსიქიატრიული ჯანდაცვის დარგი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა და მნიშვნელოვან
ძირეულ რეფორმებს საჭიროებს. გასული წლების მსგავსად, ქვეყანაში კვლავ სერიოზული
პრობლემაა დიდი ზომის ინსტიტუციებში არსებული მდგომარეობა. დღეისათვის მოქმედ 10
დიდი ზომის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არსებული პირობები და თერაპიული გარემო ვერ
უზრუნველყოფს პაციენტთა ღირსეულ ცხოვრებასა და უფლებების დაცვას. ანგარიშში საუბარია
პაციენტთა ფიზიკური და ქიმიური შეზღუდვის საკითხებზე, ფორმალურად ნებაყოფლობით
მკურნალობაზე მყოფი პაციენტების უფლებრივ მდგომარეობასა და ხარისხიანი მედიკამენტების
მიწოდების აუცილებლობაზე. წინა წლების მსგავსად, პრობლემებია პაციენტთა ხანგრძლივი
ჰოსპიტალიზაციის თვალსაზრისითაც. მიუხედავად იმისა, რომ პაციენტები ხშირად არ
საჭიროებენ აქტიურ მკურნალობას, საავადმყოფოს ვერ ტოვებენ, რადგან წასასვლელი არ აქვთ,
ან ოჯახი თავს არიდებს მათ სახლში დაბრუნებას.
ანგარიშის ერთი თავი ეთმობა თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებას და მასში საუბარია
უკანონო დაკავებების შემთხვევებზე, ასევე, 12 მაისის სპეციალური ოპერაციის დროს სამხრე
კამერების გამოყენების ხარვეზებზე. ამავე ნაწილში განვიხილავთ იმ შემთხვევებს, როდესაც
პირებს, სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის მიუხედავად, არ აძლევდნენ საქართველოს
სახელმწიფო საზღვრის დატოვების შესაძლებლობას. ანგარიშში საუბარია ივანე მერაბიშვილის
საკნიდან გაყვანის ფაქტის გამოძიებაზე, ამ კუთხით ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის
მიერ დადგენილ მოთხოვნებზე.
ანგარიშის ერთ-ერთი ნაწილი ეთმობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და გამოვლენილ
ხარვეზებს. პირველ რიგში მიმოხილულია სისტემაში არსებული ინსტიტუციური პრობლემები,
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ნომინირების
პროცესს და ამ კუთხით გაანალიზებულია საქართველოს პარლამენტში პირველი მოსმენით
მიღებული კანონპროექტი. ასევე, ანგარიშში საუბარია საქმეთა გონივრულ ვადაში განხილვის
პრინციპის დარღვევის ფაქტებზე, უდანაშაულობის პრეზუმფციის ხელყოფის შემთხვევებზე,
სამართალწარმოების პროცესში წარმოჩენილ ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევებსა
და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ხარვეზებზე.
13
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
თანასწორობის უფლების დაცვა კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. სახალხო დამცველის
პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ხშირ შემთხვევაში, დისკრიმინაციას იწვევს დაუცველი ჯგუფების
შესახებ საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები და არასწორი აღქმები, თუმცა მათ
დასაძლევად, სახელმწიფოს მხრიდან სათანადო ღონისძიებები ნაკლებად ტარდება.
საანგარიშო პერიოდში, სახალხო დამცველის აპარატმა სავარაუდო დისკრიმინაციის 158 ფაქტი
შეისწავლა და 16 შემთხვევაში რეკომენდაცია, ხოლო 6 შემთხვევაში - ზოგადი წინადადება
გამოსცა. სახალხო დამცველისადმი სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტებზე მიმართვიანობის
ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, გასული წლის მსგავსად, კვლავ საჯარო სექტორს უკავშირდება
(69%). თანასწორობის უფლების დაცვის მხრივ, ყველაზე კრიტიკულ მდგომარეობაში კვლავ
ქალები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და ლგბტ+ თემის წარმომადგენლები
იმყოფებიან. სახალხო დამცველს აქტიურად მომართავდნენ რელიგიური უმცირესობების
წარმომადგენელთა მიმართ ჩადენილი დისკრიმინაციული დანაშაულების შესახებ.
გენდერული თანასწორობის მიღწევა საქართველოში, ასევე გამოწვევად რჩება. 2018 წლის
გენდერული უთანასწორობის
გლობალური ინდექსის2 მიხედვით,
საქართველო
ქალთა
პოლიტიკური მონაწილეობისა და პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის მაჩვენებლით, 149
ქვეყანას შორის 119-ე ადგილზეა. ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და შრომითი უფლებების
გაუმჯობესების თვალსაზრისით, მდგომარეობა არსებითად არ გაუმჯობესებულა. განსხვავდება
სქესთა შორის შემოსავლის საშუალო მაჩვენებლის თანაფარდობა, კაცის სავარაუდო წლიური
შემოსავალი ორჯერ აღემატება ქალისას3. რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების
ეფექტიანი
განხორციელების
კუთხით
არსებული
გამოწვევები,
ქალთა
უფლებრივი
მდგომარეობის და გენდერული თანასწორობის მაჩვენებელზე, ასევე უარყოფითად აისახება.
საქართველოს პროკურატურის მონაცემებით, 2018 წელს ქალთა მკვლელობის 22 ფაქტი
გამოვლინდა, მათგან ოჯახური დანაშაულის ნიშნით - 7 შემთხვევა. ქალთა მკვლელობის
მცდელობის 18 ფაქტი გამოვლინდა, მათგან 11 ოჯახური დანაშაულის პირობებში იქნა
ჩადენილი, 10 ფაქტი კი, ქმრის მიერ ცოლის მკვლელობის მცდელობას ეხება.
2018 წელს ლგბტ+ პირთა უფლებრივი მდგომარეობა ქვეყანაში არსებითად არ შეცვლილა.
საზოგადოებაში კვლავ ძლიერია ჰომოფობია და ანტიგენდერული ჯგუფების გავლენა, რის
გამოც ლგბტ+ ადამიანები კვლავ განიცდიან ჩაგვრას, დისკრიმინაციას და ხშირად ხდებიან
ძალადობის მსხვერპლნი.
მიუხედავად მნიშვნელოვანი ცვლილებებისა, რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული
სიტუაცია კვლავ გამოწვევების წინაშეა. წლების განმავლობაში არ იჭრება ისტორიული
საკუთრების დაბრუნების, განათლების სფეროში არსებული დარღვევებისა და უთანასწორო
2 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://bit.ly/2SGVdqQ > [ბოლოს ნანახია 21.03.2019].
3
კაცი - 14, 491 აშშ დოლარი, ქალი - 7,234 აშშ დოლარი.
14
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
გარემოს, რელიგიური გაერთიანებების მშენებლობებთან დაკავშირებული ბარიერებისა და
რელიგიური შეუწყნარებლობის ნიშნით ჩადენილ დანაშაულზე ეფექტიანი და დროული
რეაგირების პრობლემა. ამასთან, მწვავე ხასიათი აქვს განსხვავებული რელიგიური ან
არარელიგიური მრწამსის მქონე ადამინებისადმი პოლიტიკურ სივრცეში, მედიასა და
სოციალურ ქსელებში შეუწყნარებლობის გამოვლინებასა და სიძულვილის შემცველ რიტორიკას.
რელიგიური უმცირესობებისთვის,
უმეტესწილად,
კვლავაც
ხელმიუწვდომელია საჯარო
სივრცითა და მედიით სარგებლობის შესაძლებლობა.
2018 წელს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების რეალიზების კუთხით, გამოწვევად რჩებოდა
ჯანსაღი მედია გარემოს არსებობა. შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ სახელმწიფოს დღემდე
არ გამოუძიებია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გაუჩინარების საქმე.
შეკრების თავისუფლების რეალიზაციის კუთხით, მთავარ პრობლემურ საკითხად გამოიკვეთა
სამართალდამცავთა მხრიდან შეკრების მიმდინარეობისას დროებითი კონსტრუქციების
განთავსების შესაძლებლობის უკანონოდ შეზღუდვის პრაქტიკა და კონტრდემონსტრაციების
არაეფექტიანი მართვა.
გამოხატვისა
და
შეკრების
თავისუფლების
რეალიზაციასთან
ერთად,
დემოკრატიულ
საზოგადოებებში ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა გაერთიანების თავისუფლება, რომელიც
უზრუნველყოფს ადამიანის თვითრეალიზაციას სხვა პირებთან, სოციალურ, საზოგადოებრივ
ჯგუფებთან
ერთად.
ინსტიტუტების
ძლიერი
არსებობას
დემოკრატია
ეფუძნება,
სწორედ
რომელთა
მრავალფეროვანი
შორისაა
დემოკრატიული
პოლიტიკური
პარტიები,
არასამთავრობო ორგანიზაციები, რელიგიური ორგანიზაციები, პროფესიული კავშირები და სხვ.
მიმდინარე წელს, სახელმწიფო ინსტიტუტების წარმომადგენელთა მიერ არასამთავრობო
ორგანიზაციების საქმიანობის დისკრედიტაციის მცდელობის გამო, სახალხო დამცველი
წლევანდელ ანგარიშში ცალკე საკითხად გამოყოფს საქართველოში გაერთიანების უფლების
რეალიზაციის პრობლემებს.
ქვეყანაში, რთულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასთან ერთად, გასული წლების
მსგავსად, ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად ეკოლოგიასთან დაკავშირებული საკითხები რჩება.
განსაკუთრებით აქტუალურია ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული
პრობლემები; საგანგაშოა კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი ნორმების დარღვევის
შედეგად წლების განმავლობაში გარემოსათვის მიყენებული ზიანის მასშტაბური მონაცემები და
არაეფექტიანი საკანონმდებლო რეგულაციები; მწვავედ დგას ჰიდროელექტროსადგურების
მშენებლობასთან
დაკავშირებული
გადაწყვეტილებების
გარემოსდაცვითი,
სოციალურ-ეკონომიკური
საკითხები;
შედეგად
წარმოშობილი
უცვლელია
მშენებლობასთან
დაკავშირებული ხარვეზიანი რეგულაციები, რაც პრაქტიკაში საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა
უფლებას, იცხოვრონ ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში.
15
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
წლების
განმავლობაში,
შრომის
უსაფრთხოების
სფეროში
არსებული
არაეფექტიანი
საკანონმდებლო რეგულირება, ქვეყანაში ერთ-ერთი მწვავე პრობლემა იყო და ის სახალხო
დამცველმა მიმდინარე წელსაც შეაფასა. ამავე დროს, სახალხო დამცველის ყურადღება მიიპყრო
განსაკუთრებული
მნიშვნელობის
სახელმწიფო
მმართველობის
განმახორციელებელ
დაწესებულებებში დასაქმებულ პირთა სამუშაო პირობებისა და მათი შრომითი უფლებების
დაცვის საკითხმაც.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის, საგანგებო სიტუაციების
მართვის სამსახურის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და სსიპ „112“-ის თანამშრომელთა
მაგალითზე, ნათელია, რომ საქართველოს შრომის კანონმდებლობაში დღიური სამუშაო
საათებისა და ზეგანაკვეთური სამუშაოს რაოდენობრივი საზღვრების არარსებობის პირობებში,
სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის დაწესებულებებში დასაქმებული პირები მუდმივად იმყოფებიან
საკუთარი ჯანმრთელობისთვის რისკის ფასად მუშაობის საფრთხის წინაშე.
პაციენტთა უფლებების არაეფექტიანი დაცვა და ხარისხიან სერვისებზე ხელმიუწვდომლობა, ის
მნიშვნელოვანი
გამოწვევებია,
რომელზეც
სახალხო
დამცველი
2018
წლის
ანგარიშში
ყურადღებას ამახვილებს. სოციალური დაცვის პოლიტიკის, მათ შორის, სიღარიბის ზღვარს
ქვემოთ მყოფი მოსახლეობის საარსებო შემწეობით უზრუნველყოფის, უსახლკარობასა და
შიმშილთან ბრძოლის მიმართულებით გადადგმული პოზიტიური ნაბიჯების მიუხედავად,
კვლავ გამოწვევად რჩება მიზნობრივი შემწეობის დანიშვნის მეთოდოლოგიური ხარვეზები,
ასევე არაერთგვაროვანი და არათანმიმდევრულია ადგილობრივი თვითმმართველობების
საქმიანობა უსახლკარო პირებისა და საკვებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.
წინა წლების მსგავსად, პრობლემად რჩება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისათვის
ეფექტიანი საკანონმდებლო გარანტიების შექმნა და სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი ქმედითი
ნაბიჯების გადადგმა.
2018 წელი, საარჩევნო უფლების რეალიზაციის კუთხით, მნიშვნელოვანი იყო. 2018 წლის
საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩევლებმა, პირდაპირი წესით, საქართველოს პრეზიდენტი
უკანასკნელად აირჩიეს. ეს არჩევნები, უახლოესი წინა წლების გამოცდილებისგან განსხვავებით,
განსაკუთრებულად მწვავე ნეგატიური კამპანიის, მძიმე ურთიერთბრალდებების ფონზე,
პოლიტიკურად უკიდურესად პოლარიზებულ ვითარებაში წარიმართა; საარჩევნო პერიოდს თან
სდევდა სხვადასხვა ძალადობრივი ინციდენტი, გაზრდილი იყო საარჩევნო სუბიექტებისა და
პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენების
შემთხვევები. სახალხო დამცველის შეფასებით, ამგვარი მძიმე საარჩევნო გარემო ნეგატიურად
აისახება თავისუფალი, თანასწორი და მშვიდობიანი საარჩევნო პროცესების წარმართვაზე, რაც,
თავის მხრივ, მნიშვნელოვნად აზიანებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.
2008 წლის ომიდან 10 წლის შემდეგაც, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მძიმეა ადამიანის
უფლებათა დაცვის მიმართულებით არსებული მდგომარეობა. ამ მხრივ, 2018 წელს, ყველაზე
მძიმე იყო არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის უფლების დარღვევა ოკუპირებული ცხინვალის
16
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
რეგიონში. აღნიშნულმა საქმემ, საქართველოს ხელისუფლებას უბიძგა, რუსეთის ფედერაციის
წინააღმდეგ,
ადამიანის
უფლებათა
ევროპულ
სასამართლოში,
რიგით
მესამე
სახელმწიფოთაშორისი საჩივარი წარედგინა. ასევე მძიმეა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და
საოკუპაციო ხაზების გასწვრივ საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის, უსაფრთხოების,
განათლების და ბავშვთა უფლებების დარღვევის, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის
და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის კუთხით არსებული ვითარება.
სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშში პირველად არის წარმოდგენილი ადამიანის
უფლებების სწავლების შესახებ თავი. ამ მიმართებით გაანალიზებულია სახელმწიფო პოლიტიკა
და შესაბამისი სტრატეგიული დოკუმენტები, წარმოდგენილია მოქმედი კანონმდებლობის
ანალიზი სკოლამდელი და ზოგადი განათლების ჭრილში. ქვეთავის ბოლოს წარმოდგენილია
შესაბამისი რეკომენდაციები სხვადასხვა ნორმატიული აქტის შესაცვლელად.
სახალხო დამცველის პრაქტიკა ცხადყოფს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ბავშვის უფლებრივი
მდგომარეობის დასაცავად არაეფექტიანი პოლიტიკის გატარებამ ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო
სისტემა კრიზისულ მდგომარეობამდე მიიყვანა. სახელმწიფო არ გამოყოფს საკმარის რესურსს
სფეროში
განხორციელებული
სისტემური
ცვლილებების
შესანარჩუნებლად
და
გასაძლიერებლად . სახელმწიფოს არ აქვს შესაბამისი ხედვა კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი
4
ოჯახების გასაძლიერებლად. ოჯახში ძალადობის ფაქტებზე რეაგირების და ბავშვზე ზრუნვის
სისტემის არაეფექტიანობაზე მიუთითებს 4 წლის ნ. ზ.-ს გარდაცვალების ფაქტი. მცირეწლოვანი
სამართლებრივი
საფუძვლის
გარეშე
ცხოვრობდა
ბიოლოგიურ
ოჯახში,
ხოლო
არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შესახებ ინფორმაციას უფლებამოსილი პირების
მხრიდან სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია.
სახალხო დამცველის არაერთი რეკომენდაციის მიუხედავად, ჯერაც არ შექმნილა სექსუალური
ძალადობის მსხვერპლი ბავშვების რეაბილიტაციის კონცეფცია და შესაბამისი სერვისი 5. მაღალია
სკოლის მიტოვების მაჩვენებელი, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფია ქუჩაში მცხოვრები და
მომუშავე, ადრეულ ასაკში დაქორწინებული და შრომაში ჩართული ბავშვები. პრობლემად
რჩება, რელიგიური კონფესიების დაქვემდებარებაში არსებულ პანსიონატებში მყოფ ბავშვებზე
სახელმწიფოს მხრიდან ზრუნვა.
გასული წლების მსგავსად, მრავალი გამოწვევა რჩება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა
უფლებების თანასწორად და ეფექტიანად რეალიზების მიმართულებით. მნიშვნელოვანი
ნაბიჯები არ გადადგმულა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ
4
კრიტიკულად მცირეა სახელმწიფო ფსიქოლოგების და სოციალური მუშაკების რიცხვი და მათი სამუშაო
პირობები არსებით გაუმჯობესებას საჭიროებს.
5 2018 წელს არასრულწლოვნის სქესობრივი ხელშეუხებლობის და თავისუფლების დარღვევის 331
შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება.
17
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
გაეროს კონვენციის განსახორციელებლად. არც ამ პროცესის კოორდინაციაზე პასუხისმგებელი
სახელმწიფო უწყება განსაზღვრულა.
განსაკუთრებულ
პრობლემად
იკვეთება
გარემოს,
ინფორმაციისა
და
სერვისების
მიუწვდომლობა, ინკლუზიური განათლების ხარისხი, შშმ პირთა დასაქმების დაბალი
მაჩვენებელი6, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანების უფლებების დაცვა,
შშმ ბავშვთა და ზრდასრულთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის პროგრამების სიმცირე და
არაეფექტიანობა. წინსვლა არ შეინიშნება სოციალურ ინტეგრაციასა და რეაბილიტაციაზე
დაფუძნებული
სერვისების
განვითარების
მიმართულებით.
ფსიქიკური
ჯანმრთელობის
სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტის ზრდის დადებითი ტენდენციის მიუხედავად,7 დარგის
სათანადო განვითარება ქვეყნისთვის კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება.
სახალხო დამცველი ყოველწლიურად საუბრობს ხანდაზმულთა უფლებრივი მდგომარეობის
მიმართულებით ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე და შესაბამის სახელმწიფო უწყებებსაც
არაერთი რეკომენდაციით მიმართავს. თუმცა, სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ სახელმწიფო ვერ
დგამს ეფექტიან ნაბიჯებს ხანდაზმულ პირთა ყოფის გასაუმჯობესებლად. სისტემურ
პრობლემებს შორის კვლავ აქტუალურია ხანდაზმულთა ასაკის ნიშნით დისკრიმინაცია, მათ
მიმართ ძალადობა, მათ შორის, ოჯახში ძალადობა, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური და
საცხოვრებელი პირობები, სიღარიბისა და უსახლკარობის საფრთხე, ფიზიკური გარემოს
მისაწვდომობის პრობლემა, ხანდაზმულებზე ზრუნვის ყოვლისმომცველი გრძელვადიანი
სტრატეგიის
არარსებობა,
სოციალური
მომსახურების
არაეფექტიანობა,
არასაკმარისი
მიზნობრივი პროგრამები, ადგილობრივ დონეზე ხანდაზმულთა კეთილდღეობაზე ზრუნვის
მიზნით გატარებული ღონისძიებების ნაკლებობა და სხვ.
ეროვნული უმცირესობების დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით კვლავ
აქტუალურია
ეროვნული
უმცირესობების
განათლების,
სახელმწიფო
ენის
სწავლების,
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობისა
და სხვა მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი. გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეროვნული
უმცირესობების მონაწილეობის გაზრდის ხელშესაწყობად, ეფექტიანი ნაბიჯები კვლავ არ
გადადგმულა.
სახალხო დამცველის აპარატის პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ქვეყანაში, ეთნიკურ და რასობრივ
ნიადაგზე
მიუღებლობა
კვლავ
მწვავე
პრობლემაა.
ამ
მხრივ,
განსაკუთრებულად
შემაშფოთებელი ფაქტი იყო ვიტალი საფაროვის მკვლელობა ქსენოფობიურ ნიადაგზე. საქმის
6
2018 წელს დასაქმების ხელშეწყობის პროგრამების ფარგლებში მხოლოდ 99 შშმ პირი დასაქმდა, მაშინ
როდესაც, worknet.gov.ge-ზე დასაქმების მსურველი 6073 პირი იყო დარეგისტრირებული.
7
2018 წლის პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 20,550.7 ათასი ლარით, 2017 წლის - 15,803.9 ათასი
ლარით; 2019 წლის - 24,000,0 ათასი ლარით.
18
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, მსხვერპლს სასიკვდილო დაზიანებები ბარში მიაყენეს.
კონფლიქტისა და მკვლელობის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ საფაროვი ბარში
სტუმრებს ქართულ ენაზე არ ესაუბრებოდა.
სახალხო დამცველი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თავდაცვის სფეროში ადამიანის
უფლებების დაცვას. წელს პირველად შემოწმდა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის
პოლიციის
დეპარტამენტის
დიპლომატიური
წარმომადგენლობების
დაცვის
სამსახურის
საქმიანობის პირობები. თანამშრომლებს უწევთ მცირე ზომის ჯიხურებში ყოფნა, სადაც
უმეტესად არ არის სველი წერტილები, ასევე არ ხდება ოთახის კონდიცირება და არ აქვთ
მაცივრები. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ანგარიშში თვითნებური დასჯის პრაქტიკასა
და სამხედრო ნაწილებში გარდაცვალების შემთხვევების გამოძიებებს. სახალხო დამცველი
ანგარიშში
ასევე
საუბრობს
ვეტერანთა
უფლებრივი
მდგომარეობის
გაუმჯობესების
აუცილებლობაზე და ამ მიმართებით წარმოდგენილია რეკომენდაცია, შესაბამისი საგადასახადო
შეღავათების გაზრდის აუცილებლობის თაობაზე.
სახალხო დამცველი, წინა წლების მსგავსად, ასევე აქტიურად შეისწავლიდა დევნილთა
უფლებრივ მდგომარეობას, რომლებსაც სხვადასხვა მიმართულებით უწევთ პრობლემებთან
გამკლავება, მათ შორის არის ნგრევად ობიექტებში ცხოვრება. სამწუხაროდ, 2018 წელს ამ
მიმართულებით სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები არ იყო საკმარისი და
დევნილთა დიდი ნაწილი სიცოცხლისათვის საშიშ შენობა-ნაგებობებში განაგრძობს ცხოვრებას.
უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობა და მათი უფლებების დაცვა, წინა წლების მსგავსად,
სახალხო დამცველის წლიური საპარლამენტო ანგარიშის ნაწილია, თუმცა მათთან ერთად წელს
პირველად, ანგარიშში სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს მოქალაქეობის არმქონე
პირების უფლებრივ მდგომარეობაზეც.
დასასრულს, სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ანგარიშში წარმოდგენილი რეკომენდაციების
შესრულება პრიორიტეტული იქნება ყველა შესაბამისი უწყებისთვის, რაც, თავის მხრივ,
გააუმჯობესებს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობას.
19
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
1. საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის საპარლამენტო ანგარიშში
ასახული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა
სახალხო დამცველის ყოველწლიური საპარლამენტო ანგარიში მოიცავს ქვეყანაში ადამიანის
უფლებათა
და
თავისუფლებათა
დაცვის
შესახებ
ზოგად
შეფასებებს,
დასკვნებს
და
რეკომენდაციებს. რეკომენდაციების მიზანია გაუმჯობესდეს ადამიანის უფლებათა დაცვის
მდგომარეობა კონკრეტულ სფეროში და მიმართულია პრაქტიკასა თუ კანონმდებლობაში
არსებული დარღვევებისა და ხარვეზების აღმოფხვრისაკენ. 2017 წლის საპარლამენტო ანგარიშში
სახალხო დამცველმა როგორც საკანონმდებლო ხელისუფლების, ისე აღმასრულებელი
ხელისუფლების სხვადასხვა დაწესებულების მისამართით, 344 რეკომენდაცია გასცა. მათგან 235
საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში8 აისახა. წინამდებარე თავის მიზანია მიმოიხილოს
სახალხო დამცველის 2017 წლის საპარლამენტო ანგარიშით გაცემული არსებითი ხასიათის
რეკომენდაციები და მათი შესრულების მდგომარეობა. რეკომენდაციები გამოყოფილია მათი
მნიშვნელოვნების ინტენსივობის
სისტემურობის, მასშტაბურობის, უფლებათა ჯგუფებზე ზემოქმედების
მხედველობაში
მიღებით.
აღნიშნული
საკითხების
გარშემო
დამატებით
წარმოდგენილია ინფორმაცია შესაბამის თემატურ თავებში.
შეჯამების სახით უნდა აღინიშნოს, რომ სახალხო დამცველის მიერ გაცემული არსებითი
ხასიათის რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი არ არის. ხშირ
შემთხვევაში, რეკომენდაციები, რომლებიც წლების განმავლობაში გაიცემა, კვლავ
შეუსრულებელია. არსებობს პოზიტიური მაგალითები, რომლებიც მისასალმებელია, თუმცა
რაოდენობრივი მაჩვენებლიდან გამომდინარე, მძლავრ დადებით ტენდენციას ვერ ქმნიან.
გადაწყვეტილებების
მიღების
პროცესი,
ზოგიერთ
შემთხვევაში,
დროში
საგრძნობლად
გახანგრძლივებულია და ძლიერი ცენტრალიზაციის პირობებში, მოუქნელია. არ სრულდება, მათ
შორის, ისეთი რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინებაც არ მოითხოვს ფინანსური
რესურსის მობილიზებას. უფრო მეტი სირთულე შეიმჩნევა სოციალური უფლებების
რეალიზების კუთხით. წინასაარჩევნო პერიოდში გაჟღერებულმა რამდენიმე ინიციატივამ,
რომელსაც სოციალური მნიშვნელობა ჰქონდა, სურათი რადიკალურად ვერ შეცვალა და
ფრაგმენტულ ღონისძიებად დარჩა. სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების
ჭრილში, დადებით კონტექსტში უნდა გამოიყოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელმაც
ახლადშექმნილი ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მეშვეობით, კარგი შედეგები
აჩვენა.
აღსანიშნავია
იუსტიციის
სამინისტროს
მუშაობა,
პენიტენციური
სისტემის
მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების გათვალისწინებით. სხვა უწყებებთან შედარებით,
უარყოფით ჭრილში უნდა განვიხილოთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
8
„2017 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 19
ივლისის №3148-რს დადგენილება.
20
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მუშაობა. ამ
შემთხვევაში, ერთ-ერთი განმაპირობებელი მიზეზი, შესაძლოა, იყოს ძალზე ფართო თემატიკის,
პასუხისმგებლობისა და მოვალეობების ერთი სამინისტროს სისტემაში გაერთიანება, რაც,
მაღალი
ცენტრალიზაციისა
და
პოლიტიკური
გადაწყვეტილებების
საჭიროების
გათვალისწინებით, ცალკეულ საკითხებზე ყურადღების მოდუნებასა და პრაქტიკაში მათზე
არაპრიორიტეტულად მუშაობას იწვევს.
სახალხო დამცველი მზადყოფნას გამოთქვამს, ყველა უწყებასთან მჭიდრო თანამშრომლობითა
და კომუნიკაციით, საკუთარი ექსპერტული ცოდნისა და გამოცდილების გამოყენებით,
მაქსიმალურად შესაძლებელი გახადოს არსებითი ცვლილებების მიღწევა ადამიანის უფლებათა
ყველა სფეროში. მნიშვნელოვანია ხელისუფლების ყველა შტოს ეფექტიანი მუშაობა წლების
განმავლობაში
გადაუჭრელი პრობლემური საკითხების
დროულად
გადასაწყვეტად,
ან,
საჭიროების შემთხვევაში, მათი გადაწყვეტის გრძელვადიანი გეგმის შესამუშავებლად და
შემუშავებული გეგმის მკაცრად დასაცავად. ქვემოთ წარმოდგენილია სახალხო დამცველის 2017
წლის საპარლამენტო ანგარიშით გაცემული არსებითი ხასიათის რეკომენდაციების
გათვალისწინების მდგომარეობა ინსტიტუტების, უფლებებისა და უფლებრივი ჯგუფების
მიხედვით.
სასამართლო სისტემა
2017 წლის საპარლამენტო ანგარიშით, სახალხო დამცველმა არსებითი ხასიათის
რეკომენდაციები გასცა სასამართლო სისტემაში არსებული სისტემური პრობლემების
მოსაგვარებლად,
ვინაიდან
არსებული
გამოწვევები
ნათლად
მიუთითებდა
სისტემური
საკანონდებლო რეფორმის საჭიროებაზე. რეკომენდაციებს შორის იყო: მოსამართლეთა შერჩევადანიშვნის პროცესის რეფორმირება, კრიტერიუმების გაწერა ობიექტურ საწყისებზე და
გამჭვირვალობის
უზრუნველყოფა;
იუსტიციის
უმაღლესი
სკოლის
მომწესრიგებელი
კანონმდებლობის რეფორმის გატარება და მისი ინსტიტუციური დამოუკიდებლობის
უზრუნველყოფა; სასამართლოს (კოლეგიის, პალატის) თავმჯდომარეთა არჩევის წესის
რეფორმირება
და
უფლებამოსილების
ინდივიდუალური
მინიჭება;
მოსამართლეებისათვის
კანონით,
ნათელი
და
თავმჯდომარეთა
განჭვრეტადი
არჩევის
საფუძვლებით
მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის განსაზღვრა და სხვ. თუმცა არცერთი
აღნიშნული რეკომენდაცია არ შესრულებულა. სახალხო დამცველი ასევე ითხოვდა ახალი
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსის
მიღებას,
რომელიც
სრულად
მიესადაგებოდა ადამიანის უფლებების საერთაშორისო და კონსტიტუციურ სტანდარტებს,
21
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
მაგრამ არც ეს ნაბიჯი გადადგმულა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კოდექსის პროექტის
ინიცირება პარლამენტში მიმდინარე საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება.9
პროკურატურის სისტემა
რადგან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ჯერ არ ამოქმედებულა, არასათანადო მოპყრობის
შემთხვევების
გამოძიება,
კვლავ
საქართველოს
პროკურატურის
კომპეტენციაში
ექცევა.
სამწუხაროდ, დღემდე ნულოვანია სახალხო დამცველის მიერ გაგზავნილი სავარაუდო
არასათანადო მოპყრობის ფაქტების გარშემო დაწყებული გამოძიებების შედეგად დადგენილ
პასუხისმგებელ
პირთა
რაოდენობა.
აქედან
გამომდინარე,
ჩვენი
ყურადღების
საგანია
არასათანადო მოპყრობის ფაქტების მიმდინარე გამოძიებებზე დაკვირვება. 2017 წლის
საპარლამენტო ანგარიშში ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც პროკურატურის მიმართ
გავეცით, შემდეგი შინაარსის იყო - სახალხო დამცველისათვის, მისი დაინტერესების
შემთხვევაში,
სავარაუდო
არასათანადო
მოპყრობის
საქმეებზე
მიმდინარე
გამოძიების
ფარგლებში ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შესახებ დეტალური
ინფორმაციის (შესაბამისი თარიღების მითითებით) მიწოდება. ეს რეკომენდაცია გაიზიარა
საქართველოს პარლამენტმა და შესაბამის დადგენილებაში ასახა. მაგრამ სახალხო დამცველის
აპარატის არაერთი მცდელობის მიუხედავად,
შესაბამისი დეტალური ინფორმაცია არ
მოგვეწოდება,
დაცვაზე
რაც
ადამიანის
უფლებების
ეფექტიანი
ზედამხედველობის
განხორციელების შესაძლებლობას გამორიცხავს.
სახალხო დამცველის 2017 წლის საპარლამენტო ანგარიშით გაცემული მნიშვნელოვანი
რეკომენდაცია შეეხება თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეს. პროკურატურისადმი გაცემული
რეკომენდაცია გულისხმობს აღნიშნულ საქმეზე ძალის პროპორციულად გამოყენებასთან
დაკავშირებით გამოძიების დასრულებას, ასევე, საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში,
თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრების ინფორმირებას გამოძიების მიმდინარეობის
შესახებ და მათთვის შესაბამისი დოკუმენტაციის გაცნობას. ამ დროისთვის გამოძიება არ
დასრულებულა და ამ ნაწილში რეკომენდაცია შეუსრულებელი რჩება. თემირლან
მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრების ინფორმირება გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და
მათთვის
შესაბამისი
დოკუმენტაციის
გაცნობა
პროკურატურამ
უზრუნველყო,
რაც
რეკომენდაციის ნაწილობრივ შესრულებად უნდა ჩაითვალოს, ვინაიდან სახალხო დამცველის
რეკომენდაციაში ამ ვალდებულების არა ერთჯერადი, არამედ პერიოდული შესრულება
მოიაზრება.
სახალხო დამცველის მოთხოვნა, პროკურატურას, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში,
დაემუშავებინა სტატისტიკური მონაცემები ფარული საგამოძიებო მოქმედების შეწყვეტის ან
9
იხ. საქართველოს პარლამენტის 2019 წლის საგაზაფხულო სესიისათვის გათვალისწინებული
საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმა. ხელმისაწვდომია
ვებგვერდზე:< https://bit.ly/2CJRVdc > [ბოლოს ნანახია 2018 წლის 19 მარტს].
22
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
შეჩერების ვალდებულების შესრულების თაობაზე, შესრულდა. უწყების მიერ წარმოდგენილი
ინფორმაციით, 2019 წლის 1 იანვრიდან დაიწყო სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადებისა
და ჩაწერის შეწყვეტის და შეჩერების შესახებ სტატისტიკური მონაცემების დამუშავება.
შრომის უსაფრთხოების ჭრილში, მნიშვნელოვანია საქართველოს პროკურატურის მიერ
შესრულებული რეკომენდაცია, რომლის შესაბამისადაც, აღნიშნული უწყების ვებგვერდზე
გამოქვეყნდა სტატისტიკური ინფორმაცია სამუშაო ადგილებზე დაშავებისა და გარდაცვალების
ფაქტებზე გამოძიების შედეგების შესახებ.10
პენიტენციური სისტემა
მისასალმებელია, იუსტიციის სამინისტროს მიერ, სახალხო დამცველის რეკომენდაციის
შესაბამისად, პენიტენციური სისტემის შედარებით მცირე დაწესებულებებად დაყოფისა და
დაბალანსებული ინფრასტრუქტურის შექმნის სტრატეგიის შემუშავება.11 სახალხო დამცველი
მიესალმება რეკომენდაციების შესრულების მიზნით, 2017 წელს დაბალი რისკის თავისუფლების
აღკვეთის დაწესებულებებში განხორციელებული სარეაბილიტაციო პროგრამების ნახევრად ღია
ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში განხორციელებას. ასევე, ნახევრად ღია
ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში განხორციელებული სარეაბილიტაციო
პროგრამების ნაწილის, დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში
განხორციელებას. მათ შორის, დადებითად უნდა აღინიშნოს დახურული ტიპის თავისუფლების
აღკვეთის
დაწესებულებებში
2017
წელს
განხორციელებული
რამდენიმე
პროგრამის
განსაკუთრებული რისკის დაწესებულებებში განხორციელება. სახალხო დამცველი აღნიშნულ
12
რეკომენდაციას ნაწილობრივ შესრულებულად აფასებს.
ფსიქიატრიული დაწესებულებები
სახალხო დამცველმა რეკომენდაცია გასცა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა
და სოციალური
დაცვის სამინისტროს
მიმართ,
უზრუნველეყო ფსიქიატრიულ დაწესებულებაში 6 თვეზე მეტი ხნით მოთავსებული
პაციენტების საჭიროებების შეფასება, მათი დაწესებულებიდან გაწერის და სათემო სერვისების
მისაღებად გადამისამართების მიზნით; ასევე, შეემუშავებინა თავშესაფრების შექმნის გეგმა
თავშესაფრის
მომავალ
ბენეფიციართა
რაოდენობის
გათვალისწინებით.
სამწუხაროდ,
10
ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://goo.gl/u97fkA >
11
იუსტიციის მინისტრის მიერ პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების
სტრატეგიისა და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავება (დამტკიცებულია 2019 წლის 22
თებერვალს №385 ბრძანებით), რომლის თანახმად, ბრძანების შემუშავების ერთ-ერთი სტრატეგიული
მიზანი სწორედ ახალი, მცირე ზომის დაწესებულებების დიზაინი და მშენებლობაა.
12
2017 წელს დახურული ტიპის დაწესებულებებში განხორციელებული აქტივობებიდან 2018 წელს 3
აქტივობა განხორციელდა განსაკუთრებული რისკის დაწესებულებებში.
23
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
აღნიშნული რეკომენდაციები არ შესრულებულა. უწყების ცნობით,13 მიმდინარეობს მუშაობა
ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების სტანდარტებისა და შეფასების ეფექტიანი მექანიზმების
შესამუშავებლად. ერთ-ერთი მიმართულებაა გრძელვადიანი სტაციონარული მომსახურების
სტანდარტების მომზადება, რომელშიც გაიწერება პაციენტთა რეფერალის მკაფიო
კრიტერიუმები. აღნიშნული სტანდარტები უახლოეს მომავალში დამტკიცდება.
კიდევ ერთი რეკომენდაცია, რომელიც სახალხო დამცველმა საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
მიმართ გასცა, ფსიქიატრიული დახმარების გაწევის სახელმწიფო ზედამხედველობის და
პაციენტთა უფლებების დაცვის მონიტორინგის სისტემის ეფექტიანობის დამოუკიდებელი
ექსპერტების
მიერ
შეფასებასა
და
რეკომენდაციების
შემუშავებას
ითვალისწინებდა.
სამწუხაროდ, რეკომენდაცია არ შესრულებულა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემა
სახალხო დამცველი, წლებია, რეკომენდაციით მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს,
კანონქვემდებარე
ნორმატიული
აქტით
განსაზღვროს
პოლიციელთა
მოქალაქეებთან
ურთიერთობის ვიდეოგადაღების ვალდებულება, გადაღებული ვიდეომასალის შენახვის წესი
და ვადები. აღნიშნული რეკომენდაცია ნაწილობრივ შესრულდა. კერძოდ, 2018 წელს შესაბამის
ბრძანებაში
შესული
ცვლილებებით,14
პატრულ-ინსპექტორი
ვალდებულია
ფორმის
ტანსაცმელზე დამაგრებული სამხრე ვიდეოკამერის მეშვეობით მოპოვებული მონაცემები
განათავსოს სპეციალურ სერვერზე, რომელზეც განთავსებული მონაცემები 30 დღის ვადით
შეინახება. სამწუხაროდ, ცვლილებები არ შეხებია პატრულ-პოლიციელის უფლებამოვალეობების ნაწილს და არსებული რედაქციით, პატრულ-პოლიციელს უფლება აქვს,
ტექნიკური
საშუალებების
კანონმდებლობით
დადგენილი
გამოყენებით
წესით.15
განახორციელოს
სამსახურებრივი
13
ვიდეო-აუდიო
ფუნქციებიდან
ჩაწერა
გამომდინარე,
„2017 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 19
ივლისის №3148-რს დადგენილებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ გაცემული რეკომენდაციების
შესრულების ანგარიში.
14 2018 წლის 26 დეკემბერს ცვლილებები შევიდა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
საპატრულო პოლიციის სამსახურის მიერ პატრულირების განხორციელების წესების შესახებ“
ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე შსს-ს მინისტრის 2005 წლის 15 დეკემბრის №1310 ბრძანებაში.
15 „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სამსახურის მიერ პატრულირების
განხორციელების წესების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე შსს-ს მინისტრის 2005 წლის 15
დეკემბრის №1310 ბრძანება, მუხლი 14. „1. პატრულ-პოლიციელს უფლება აქვს:
ე) საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების, სამართალდარღვევაზე რეაგირების, მოქალაქისა და
პოლიციელის უფლებების დაცვის, საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის მიზნით,
ტექნიკური საშუალებების გამოყენებით განახორციელოს ვიდეო-აუდიო ჩაწერა კანონმდებლობით
24
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
პატრულ-ინსპექტორების გარდა, მოქალაქეებთან შეხება აქვთ ცენტრალური კრიმინალური
პოლიციის დეპარტამენტისა და ტერიტორიული ორგანოების თანამშრომლებსაც. გარდა იმისა,
რომ მათ არ აქვთ მოქალაქეებთან ურთიერთობისას ვიდეოგადაღების ვალდებულება და ეს
პოლიციელის შეხედულებაზეა დამოკიდებული, მათ მიმართ ასევე არ განისაზღვრება
გადაღებული ვიდეომასალის შენახვის წესი და ვადები.
მისასალმებელია
2018
წლის
მაისიდან
პატრულ-ინსპექტორების
გაუმჯობესებული
პარამეტრების მქონე სამხრე კამერებით აღჭურვა, რაც უფრო ხანგრძლივ სამუშაო და ჩაწერის
რეჟიმებსაც
მოიცავს
და
ცენტრალიზებული
მართვისა
და
მონაცემთა
შენახვის
შესაძლებლობასაც. რაც შეეხება ტერიტორიული ორგანოების თანამშრომლებს, შინაგან საქმეთა
სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაციით გვეცნობა, რომ უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები
და უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლები, გარდა კახეთის პოლიციის დეპარტამენტის
დანაყოფებისა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სარგებლობენ სამხრე
კამერებით. მონიტორინგის განმავლობაში სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა დაადგინა, რომ
ტერიტორიული
ორგანოების
თანამშრომლებს
გადაეცათ
პატრულ-ინსპექტორების
სარგებლობაში არსებული ძველი კამერები, რომელთა ტექნიკური შესაძლებლობებიც, ჩანაწერის
წარმოების თვალსაზრისით, სუსტია. ამდენად, ტერიტორიული ორგანოების თანამშრომლები არ
არიან აღჭურვილნი თანამედროვე, გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე კამერებით, რის
გამოც აღნიშნულ რეკომენდაციას სახალხო დამცველი ნაწილობრივ შესრულებულად აფასებს.
სახალხო
დამცველის
რეკომენდაციით,
შინაგან
საქმეთა
სამინისტრომ
პოლიციის
დეპარტამენტებში, სამმართველოებსა და განყოფილებებში უნდა უზრუნველყოს სათვალთვალო
კამერების დამონტაჟება ყველა იმ ადგილას, სადაც დაკავებულს, მოწმეს და გასაუბრებაზე
ნებაყოფლობით მიწვეულ პირს უწევთ ყოფნა. აღნიშნული რეკომენდაცია ნაწილობრივ არის
შესრულებული. უწყების ინფორმაციით,16
ვიდეოსამეთვალყურეო სისტემით აღჭურვისა და
განახლების მიზნით, 2018 წლის 10 სექტემბერს გაფორმდა №614 კონტრაქტი, რომლის
ფარგლებშიც, საქართველოს მასშტაბით ხორციელდება პოლიციის დეპარტამენტების სისტემაში
შემავალი 219 ობიექტის ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების სტანდარტიზაცია. ამ ეტაპზე
პოლიციის 107 განყოფილებაში დასრულდა შესაბამისი სამუშაოები, ხოლო დარჩენილი
ობიექტები ვიდეოსამეთვალყურეო სისტემით 2019 წლის მარტის ბოლომდე აღიჭურვება.
ამასთან, კონტრაქტის პირობებიდან გამომდინარე, ვიდეომეთვალყურეობის სისტემის ჩამწერს
ეძლევა
შესაძლებლობა,
ჩანაწერი
საქართველოს
სახალხო
დამცველის
რეკომენდაციით
გათვალისწინებული ვადით შეინახოს.
დადგენილი წესით. ვიდეო-აუდიოჩაწერის შედეგად მიღებული მონაცემების კანონით დადგენილი წესით
შენახვასა და გამოყენებას უზრუნველყოფს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი“.
16 „2017 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 19
ივლისის №3148-რს დადგენილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ გაცემული
რეკომენდაციების შესრულების ანგარიში.
25
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის შეფასებით, 2018 წელს კვლავ
პრობლემა იყო პოლიციის სამმართველოებში შიდა და გარე პერიმეტრის ვიდეოკამერებით
სათანადოდ დაფარვა. ზოგიერთ რაიონულ სამმართველოში ვიდეოკამერები არ იყო
დამონტაჟებული შენობის არც გარე და არც შიდა პერიმეტრზე. ამასთან, აღსანიშნავია, რომ იმ
სამმართველოთა
აბსოლუტურ
უმრავლესობაში,
სადაც
ვიდეომეთვალყურეობა
შიდა
პერიმეტრზე ხორციელდება, კამერები ძირითადად დამონტაჟებულია შენობის შესასვლელში,
ოპერატიული მორიგისთვის გამოყოფილი სივრცის წინ. ამ კონტექსტში განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია ვიდეოკამერების იმ ოთახებში განთავსება, სადაც დაკავებულ პირთა
დაკითხვა-გამოკითხვა
მიმდინარეობს.
დაკავებულ
პირთა
გამოკითხვის
პროცესის
აუდიო/ვიდეო ჩაწერა წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის მყარად დამკვიდრებული
სტანდარტია.
ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა
წლების განმავლობაში პრობლემად რჩება სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების
რეაბილიტაციის მექანიზმის არარსებობა. სახალხო დამცველი 2017 წლის საპარლამენტო
ანგარიშში საქართველოს მთავრობას აღნიშნული მექანიზმის შემუშავებისა და სპეციალური
სარეაბილიტაციო დაწესებულების მუშაობის კონცეფციის შექმნის რეკომენდაციით მიმართავდა,
თუმცა, რეკომენდაცია ამ დრომდე არ შესრულებულა. კვლავ პრობლემად რჩება სსიპ
სოციალური მომსახურების სააგენტოში არსებული სისტემური ხარვეზები, რაც განსაკუთრებით
უარყოფითად აისახება ბავშვზე ზრუნვის სფეროზე. სახალხო დამცველის რეკომენდაცია,
რომლითაც საქართველოს მთავრობას, სოციალური მუშაკების/ ფსიქოლოგების რაოდენობის
გასაზრდელად და აღნიშნული სამსახურის მატერიალურად/ტექნიკურად უზრუნველსაყოფად,
ფინანსური კომპონენტის გაზრდისკენ მოუწოდებდა, არ შესრულებულა. მიუხედავად იმისა,
რომ სახალხო დამცველი დადებითად აფასებს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესს, ქვეყანაში
ჯერაც პრობლემად რჩება დიდი ზომის რელიგიურ პანსიონებში ბავშვთა უფლებრივი
მდგომარეობის დაცვის საკითხი. სახალხო დამცველი სსიპ სოციალური მომსახურების
სააგენტოს ამ მიმართულებით პროცესის გაგრძელების, შესაძლებლობის შემთხვევაში,
დაწესებულებების ლიცენზირებისა და პანსიონებში არსებული პროცესების შესახებ
ინფორმაციის მიწოდების რეკომენდაციით მიმართავდა, მაგრამ დიდი ზომის დაწესებულებების
ფუნქციონირების საკითხი, სადაც სახელმწიფო კვლავ ვერ ახორციელებს ეფექტიან კონტროლს,
დღემდე გამოწვევად რჩება.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები
2018 წელს ეფექტიანი ნაბიჯები არ გადადგმულა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა
უფლებების
რეალიზების
თაობაზე
სახალხო
დამცველის
ძირითადი
რეკომენდაციების
შესასრულებლად. ამ მიმართულებით პრობლემების სათავედ გვევლინება „შეზღუდული
26
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაეროს კონვენციის განხორციელების
კოორდინაციაზე პასუხისმგებელი მექანიზმის არარსებობა. წლების განმავლობაში გაცემული
რეკომენდაციების მიუხედავად, კონვენციის რატიფიცირებიდან 5 წლის თავზე, ხელისუფლებამ
ვერ შეძლო კონკრეტული სახელმწიფო უწყების განსაზღვრა, რომელიც კოორდინაციას
გაუწევდა სხვადასხვა სფეროსა და სექტორში კონვენციის განხორციელებასთან დაკავშირებულ
საკითხებს.
შესაბამისად,
ქვეყანას
არ
გააჩნია
შშმ
პირთა
უფლებების
შესახებ
ამ
უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ხელშეკრულების პრაქტიკაში დანერგვის ერთიანი ხედვა,
სხვადასხვა
უწყების
მიერ
ფრაგმენტულად
განხორციელებული ღონისძიებები
კი
ვერ
უზრუნველყოფს შშმ პირების უფლებების სხვების თანასწორად რეალიზებასა და ცხოვრების
დონის გაუმჯობესებას.
ასევე არ შესრულებულა რეკომენდაცია გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის
ფაკულტატიური ოქმის რატიფიცირების შესახებ, რის გამოც შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირებს ამ დრომდე არ მიუწვდებათ ხელი გაეროს შშმ პირთა უფლებების დაცვის
კომიტეტისთვის უფლებადარღვევის ფაქტებზე ინდივიდუალური მიმართვის მექანიზმზე.
არსებითი ცვლილებები არ განხორციელებულა ეროვნული კანონმდებლობის შშმ პირთა
უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის მოთხოვნებთან ჰარმონიზების მიზნით. საქართველოს
პარლამენტში
კვლავ
არ
არის
დარეგისტრირებული
კანონის
პროექტი
„შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“, რომელიც საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს კოორდინირებით მომზადდა.
ხანდაზმულთა უფლებები
საანგარიშო პერიოდში ასევე არ შესრულდა ხანდაზმულ პირთა უფლებების დაცვის კუთხით
გაცემული
მნიშვნელოვანი
რეკომენდაციები.
არ
შემუშავებულა
ხანდაზმულ
პირთა
ინტერესებზე ორიენტირებული მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამები, მათ შორის, შინ მოვლის
პროგრამა, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით.
ხანდაზმულთა საჭიროებებზე მორგებული მიზნობრივი პროგრამების შემუშავების მხრივ,
დადებითი ტენდენციები არც საქართველოს მუნიციპალიტეტებში შეინიშნება. ადგილობრივი
თვითმმართველობის ინიციატივები, ამ მიმართულებით, კვლავ წინასწარ საჭიროებათა კვლევის
გარეშე ხორციელდება, უმეტესად ერთჯერადი დახმარებებით შემოიფარგლება და პრევენციულ
მიზნებს არ ემსახურება.
გენდერული თანასწორობა
გენდერული თანასწორობის მიმართულებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ
გაითვალისწინა სახალხო დამცველის რეკომენდაცია და შეიმუშავა ქალთა მიმართ და ოჯახში
27
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
ძალადობის
რისკის
შეფასების
ინსტრუმენტი,
რომელიც
უმნიშვნელოვანესი
გარანტიაა
მსხვერპლის უსაფრთხოების დასაცავად და განმეორებითი ძალადობის თავიდან ასაცილებლად.
აღსანიშნავია, რომ ნაწილობრივ შესრულდა საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაცია
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევების შესახებ სტატისტიკის წარმოების და მისი
ანალიზის შესახებ. მისასალმებელია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
აანალიზებს ოჯახში შესაძლო ძალადობის და ოჯახური კონფლიქტის შესახებ სსიპ 112-ში
შესულ შეტყობინებებს. ასევე აანალიზებს სისხლის სამართლის საქმეებთან და შემაკავებელ
ორდერებთან დაკავშირებულ მონაცემებს, თუმცა არ არსებობს ქალთა მიმართ ძალადობისა და
ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე სტატისტიკის შეგროვებისა და დამუშავების ერთიანი
მეთოდოლოგიური სტანდარტი.
კვლავ შეუსრულებელია რეკომენდაცია, რომელიც შეეხება ტრანსგენდერი პირებისთვის
სახელმწიფო
და
არასახელმწიფო
დაწესებულებების
მიერ
გაცემულ
ყველა
ძირითად
დოკუმენტში, მათი გენდერული იდენტობის ასახვის სწრაფი, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი
პროცედურის დანერგვას.
სოციალური და ეკონომიკური უფლებები
სახალხო დამცველი წლების განმავლობაში საუბრობს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი
მოსახლეობის საარსებო შემწეობით უზრუნველყოფის პროგრამის მნიშვნელოვან ხარვეზებზე.
დადებითად უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში, საარსებო შემწეობის
მარეგულირებელ აქტებში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, დასაქმების შემთხვევაში,
ბენეფიციარებს გარკვეული ვადით შეუნარჩუნდებათ საარსებო შემწეობა, თუმცა კვლავ რჩება
საარსებო შემწეობის დანიშვნასთან დაკავშირებული პროცედურული ხარვეზები, რომელთა
აღმოსაფხვრელად, მნიშვნელოვანია შესაბამისი ცვლილებების განხორციელება.
მისასალმებელია სახალხო დამცველის რეკომენდაციის შესრულება, რომელიც ქვეყანაში
უსახლკარობასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე რეაგირებას უკავშირდება.
წინ
გადადგმული
მნიშვნელოვანი
ცვლილება
იყო
2019
წლის
თებერვალში
„შრომის
უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მიღება, რომლის მიხედვითაც, 2019
წლის
სექტემბრიდან
საქმიანობის
ყველა
შრომის
უსაფრთხოების
სტანდარტების
სფეროზე
გავრცელდება.
ამასთან,
მოქმედება
საქართველოს
ეკონომიკური
საგარეო
საქმეთა
სამინისტროს უნდა განეხორციელებინა ღონისძიებები შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის
„მრეწველობასა და ვაჭრობაში შრომის ინსპექციის შესახებ“ №81 კონვენციის, „სოფლის
მეურნეობაში შრომის ინსპექციის შესახებ“ №129 კონვენციის, „მინიმალური ხელფასის
დაწესების
შესახებ“
№131
კონვენციისა
და
„სამუშაო
ადგილებზე
ჯანმრთელობის
უსაფრთხოების შესახებ“ №155 კონვენციის რატიფიცირებისთვის საჭირო პროცედურების
28
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
დასაწყებად. მიუხედავად იმისა, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციების
რატიფიკაციის საკითხზე ჯერ კიდევ 2014 წლის 1 სექტემბრიდან მიუთითებს ევროკავშირთან
ასოცირების შესახებ შეთანხმება და დღეის მდგომარეობით, საქართველოს კანონმდებლობა
შრომის უსაფრთხოების ნაწილში მეტწილად დაახლოებულია კონვენციებით დადგენილ
სტანდარტებთან, რაც კიდევ უფრო უნდა აიოლებდეს მათ რატიფიკაციას, აღნიშნული
რეკომენდაცია არ შესრულებულა.
მხოლოდ ნაწილობრივ შესრულდა რეკომენდაცია, რომლის თანახმად, 2018 წელს დევნილთა
გრძელვადიანი განსახლების პროცესში, პრიორიტეტი უნდა მინიჭებოდა ნგრევადი და
სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი კომპაქტური
განსახლების ობიექტებიდან დევნილთა განსახლებას. მართალია, სამინისტრო პრიორიტეტად
ასახელებს ე.წ. ნგრევადი ობიექტებიდან დევნილთა განსახლებას, თუმცა ამ კუთხით გაწეული
ძალისხმევა საკმარისი არ არის პრობლემის გადასაჭრელად. 2018 წელს 1 406 ოჯახი განსახლდა
და მათგან მხოლოდ 337 ოჯახია სიცოცხლისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი
ობიექტიდან განსახლებული, რაც განსახლებული დევნილების რაოდენობის დაახლოებით 24%ია.
დადებითად უნდა შეფასდეს სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ფარმაცევტული
საქმიანობის,
მასზე
ზედამხედველობის,
ფარმაცევტული
პროდუქტის
წარმოების,
დისტრიბუციის, შენახვა-განთავსებისა და რეალიზაციის პირობების შემუშავებისა და
გაუმჯობესების კუთხით, სახალხო დამცველის რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით.
ჯანდაცვის სფეროში კვლავ გამოწვევად რჩება და შეუსრულებელია რეკომენდაცია, რომელიც
მიმართული იყო პაციენტთა უფლებების დაცვისკენ.
სოციალურ
უფლებებზე
მუშაობისას,
სახალხო
დამცველი
დამატებით
იშველიებს
ანტიდისკრიმინაციულ კანონს. თანასწორობის უფლების კონტექსტში, განსაკუთრებით
აღსანიშნავია საქართველოს მთავრობის მიმართ გაცემული რეკომენდაციები, რომლებიც საჯარო
სამსახურში
დასაქმებული
მნიშვნელოვნად
და
ზომიერად
გამოხატული
შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირების სოციალური პაკეტით
უზრუნველყოფას შეეხება, ასევე,
არსებული
პროგრამების
17
სოციალური
და
ჯანდაცვის
სახელმწიფო
ხელმისაწვდომობას
საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე პირებისათვის, საქართველოს მოქალაქეთა
თანასწორად. სამწუხაროდ, დღეისთვის, არცერთი მათგანი არ შესრულებულა.
კვლავ
შეუსრულებელია
მთავრობისადმი
გაცემული
რეკომენდაცია,
რომლითაც
საყოფაცხოვრებო სუბსიდიით სარგებლობა ვეტერანის სტატუსის მქონე ყველა პირმა უნდა
17
„სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279
დადგენილებით გათვალისწინებული სოციალური დახმარება.
29
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
შეძლოს.18 ვინაიდან წლების განმავლობაში აღნიშნული საკითხის ანგარიშებში ასახვამ და
საპარლამენტო
ტრიბუნის
გამოყენებამ
შედეგი
ვერ
გამოიღო,
სახალხო
დამცველმა
საკონსტიტუციო სარჩელით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. კვლავ არ
აღმოფხვრილა პრობლემა, რომელიც პენიტენციური დაწესებულებების გარე დაცვისა და
ბადრაგირების განყოფილებებში მომსახურე სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეების
საკვებითა და ტრანსპორტირების ხარჯებით უზრუნველყოფას გულისხმობს.
კონფლიქტით დაზარალებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობა
კვლავ
შეუსრულებელი
რჩება
სახალხო
დამცველის
რეკომენდაცია
საქართველოს
კონტროლირებად ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული სახლების
რეაბილიტაციის ან/და მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე. გამყოფი ხაზების
მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი
სამთავრობო კომისია ბოლო 5 წლის განმავლობაში რეგულარულად განიხილავდა ამ საკითხს,
მათ შორის, 2018 წელს გამართულ სხდომაზე. თუმცა, მიუხედავად ამისა, დღემდე არ მომხდარა
ომის დროს დაზიანებული სახლების რეაბილიტაცია ან/და მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ, სახალხო დამცველის ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომუშავე სამედიცინო პერსონალისთვის ფინანსური დახმარების
გაზრდა. სამწუხაროდ, არც სასწრაფო გადაუდებელი დახმარების, და არც გალის რაიონის
ამბულატორიებში მომუშავე პერსონალის ფინანსური დახმარება არ გაზრდილა და ის
მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქმედ ექიმთა
ანაზღაურებას.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დამძიმდა ეკონომიკური მდგომარეობა აფხაზეთის
ტერიტორიაზე, განსაკუთრებით კი, გალის რაიონში. სახალხო დამცველი 2017 წლის ანგარიშში
საქართველოს მთავრობას მიმართავდა რეკომენდაციით, ემსჯელა და დაევალებინა შესაბამისი
სტრუქტურებისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთა სოციალური დაცვის
პროგრამის შემუშავება. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, 2018 წლის განმავლობაში
მთავრობას აღნიშნულ საკითხზე არც კი უმსჯელია. ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული
მძიმე
სოციალური
მდგომარეობის
გათვალისწინებით,
მნიშვნელოვანია
საქართველოს
მთავრობამ აქტიური ნაბიჯები გადადგას აღნიშნული პროგრამის შესამუშავებლად.
რწმენის და რელიგიის თავისუფლება
18
ამ მიზნით, ცვლილებები უნდა შესულიყო „სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებაში.
30
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
2017 წელს, რწმენისა და რელიგიის თავისუფლების დაცვასთან დაკავშირებით, არაერთი
რეკომენდაცია გაიცა. მათი უმეტესობა სისტემურ და წლების განმავლობაში გადაუჭრელ
პრობლემებს უკავშირდება.
ერთ-ერთი
მთავარი
გამოწვევა
რელიგიური
შეუწყნარებლობის
მოტივით
ჩადენილი
დანაშაულების გამოძიებაა. 2012-2014 წლებში საქართველოს სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში
მუსლიმების წინააღმდეგ სავარაუდო რელიგიური ნიშნით ჩადენილი დევნისა და რელიგიური
წესის აღსრულებისათვის ხელშეშლის ფაქტების ნაწილზე გამოძიება უშედეგოდ გრძელდება,
ნაწილზე კი შეწყდა. მიუხედავად იმისა, რომ გაუმჯობესდა რელიგიური შეუწყნარებლობის
ნიშნით
ჩადენილ
დანაშაულებზე
სამართალდამცავი
ორგანოების
მიერ
შესაბამისი
კვალიფიკაციის მინიჭების საკითხი, რაც წლების განმავლობაში პრობლემური იყო, კვლავ
მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ამ ტიპის დანაშაულებზე ეფექტიანი და დროული რეაგირება.
სიძულვილით მოტივირებული სავარაუდო დანაშაულების კუთხით ყველაზე მოწყვლადი
ჯგუფია იეჰოვას მოწმეები. ისინი ხშირად ხდებიან სხვადასხვა ფიზიკური პირების აგრესიის
მსხვერპლნი. ამასთან, არსებობს საგამოძიებო უწყებების მხრიდან საქმეების შესწავლის
გაჭიანურების და სავარაუდო დაზარალებულებთან ჯეროვანი კომუნიკაციის წარმართვის
პრობლემური საკითხები.
სახალხო დამცველი და სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო არაერთი წელია
ითხოვენ კანონმდებლობაში არსებული იმ უთანასწორო ნორმების აღმოფხვრას, რომლებიც
დისკრიმინაციულ გარემოს ქმნის არადომინანტი რელიგიური ჯგუფებისთვის. საქართველოს
პარლამენტს არ გადაუდგამს ნაბიჯი საგადასახადო კოდექსსა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“
კანონში რელიგიური გაერთიანებების მიმართ არსებული დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად.
მნიშვნელოვანია რეკომენდაციები საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული საკულტო ნაგებობების
რესტიტუციასთან დაკავშირებით. საკითხის შესასწავლად და ქონების ისტორიული
მესაკუთრეებისთვის დასაბრუნებლად, წინა წლების მსგავსად, სახელმწიფოს ნაბიჯი არ
გადაუდგამს.
კვლავ
დისკრიმინაციულია
რელიგიური
გაერთიანებებისათვის
საბჭოთა
ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების საკითხი არ შესულა ცვლილება მთავრობის შესაბამის დადგენილებაში, რომელიც ამგვარ კომპენსაციას
მხოლოდ 4 რელიგიური გაერთიანებისთვის ითვალისწინებს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიმართ
გაცემული რეკომენდაციები, რომლებიც საჯარო სკოლებში რელიგიური ნეიტრალობის დაცვას
და ზოგადი განათლების შესახებ კანონის მოთხოვნების აღსრულებას უკავშირდება, არ
შესრულებულა. სამინისტროს არ გაუტარებია სამუშაო სპეციალური მონიტორინგისა და
რეაგირების ჯგუფის შესაქმნელად, რომელიც საჯარო სკოლებში „ზოგადი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონის მოთხოვნათა აღსრულებას პროაქტიულად გაუწევს მონიტორინგს, და
დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, მოახდენს სათანადო რეაგირებას. არ შემუშავებულა
31
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
საგანგებო
სამოქმედო
გეგმა
სკოლებში
რელიგიური
ნეიტრალიტეტის
დაცვისა
და
ტოლერანტობის კულტურის დასამკვიდრებლად.
კვლავ პრობლემად რჩება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ რელიგიური
ნეიტრალობის დაცვა. ადგილობრივ მუსლიმებს არც 2018 წელს მიეცათ ნებართვა ბათუმში
ახალი მეჩეთის ასაშენებლად.
ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვა და სამოქალაქო ინტეგრაცია
2017 წლის საპარლამენტო ანგარიშში აისახა: ეროვნული უმცირესობების გადაწყვეტილების
მიღების
პროცესში
მონაწილეობის,
ქვეყანაში
მიმდინარე
მოვლენებთან
დაკავშირებით
ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, სკოლამდელი, ზოგადი, უმაღლესი და პროფესიული
განათლების ხელშეწყობის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, სახელმწიფო ენის შესწავლის
გაძლიერებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. სახელმწიფო უწყებებიდან მიღებული
ინფორმაციის
მიხედვით,
რეკომენდაციების
ნაწილი
გაზიარებულია,
ხოლო
ნაწილი
არაჯეროვნად ან საერთოდ არ შესრულებულა.
არაერთი რეკომენდაციის მიუხედავად, ეფექტიანი ნაბიჯები არ გადადგმულა გადაწყვეტილების
მიღების პროცესში ეროვნული უმცირესობების მონაწილეობის გაზრდის ხელშესაწყობად.
ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული მარნეულის მუნიციპალიტეტის
გამგეობისა და საკრებულოს მუშაობაში ეროვნული უმცირესობების მონაწილეობა
მინიმალურია, ხოლო ცენტრალური აღმასრულებელი ხელისუფლების, დედაქალაქის მერიისა
და საკრებულოს მუშაობაში ეროვნული უმცირესობები არ არიან წარმოდგენილნი. აღსანიშნავია,
რომ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები საკუთრივ ეროვნულ უმცირესობებთან
დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაშიც ძალზე მინიმალურად მონაწილეობენ.
ეროვნულ
უმცირესობებთან
დაკავშირებული
კულტურული
მემკვიდრეობის
ძეგლების
დასაცავად, 2018 წლის განმავლობაში გადაიდგა ცალკეული ნაბიჯები, მაგრამ ეს ღონისძიებები
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ძალიან მცირე ნაწილს მოიცავს, შესაბამისად, არც
ეროვნული
უმცირესობების
კულტურული
მემკვიდრეობის
ძეგლების
დაცვასთან
დაკავშირებული რეკომენდაციაა სრულფასოვნად შესრულებული.
ინფორმაციის თავისუფლება
საქართველოს პარლამენტმა 2018 წლის 19 ივლისის დადგენილებით გაიზიარა სახალხო
დამცველის 2017 წლის ანგარიშში ასახული რეკომენდაციები და საგარეო საქმეთა სამინისტროს
დაავალა, 2018 წელს დაესრულებინა ევროპის საბჭოს 2009 წლის 18 ივნისის „ოფიციალურ
დოკუმენტაციასთან დაშვების შესახებ“ კონვენციის პარლამენტისთვის სარატიფიკაციოდ
32
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
წარდგენისთვის მიმდინარე შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები,19 ხოლო საქართველოს
მთავრობას დაუწესა ვალდებულება, დროულად მოეხდინა ინფორმაციის თავისუფლების
შესახებ საქართველოს კანონის პროექტის ინიცირება.20 საქართველოს პარლამენტის 2019 წლის
საგაზაფხულო
სესიისთვის
გათვალისწინებული
საქართველოს
მთავრობის
კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმის 63-ე პუნქტი ითვალისწინებს
ინფორმაციის თავისუფლების შესახებ საკანონმდებლო პაკეტის შემუშავებას, თუმცა ის დღემდე
არ არის ინიცირებული. სამწუხაროდ, ამ დროისათვის არც ევროპის საბჭოს 2009 წლის 18
ივნისის „ოფიციალურ დოკუმენტაციასთან დაშვების შესახებ“ კონვენციის პარლამენტისთვის
სარატიფიკაციოდ
წარდგენისთვის
მიმდინარე
შიდასახელმწიფოებრივი
პროცედურები
დასრულებულა.
21
მიგრანტთა დაცვა არასათანადო მოპყრობისგან
მისასალმებელია სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების შედეგად მიგრანტთა
დროებითი განთავსების ცენტრში ვადაგასული მედიკამენტების განადგურების პროცედურების
დანერგვა. დადებითად უნდა შეფასდეს სახალხო დამცველის რეკომენდაციის საფუძველზე
ცენტრში მოთავსებული პირებისთვის ბარათების დამზადებისკენ გადადგმული ნაბიჯები, რაც
მათ მისცემს შესაძლებლობას, თავიანთი ხარჯით შეიძინონ საკვები ცენტრის ტერიტორიაზე
თანამშრომლებისთვის განკუთვნილ სასადილოში.
თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა
სახალხო დამცველი ინტეგრაციის ცენტრის მეშვეობით საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა
ინტეგრაციის პროგრამების გაუმჯობესებასა და გაფართოებას ითხოვდა, რათა უფრო მეტმა
ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირმა ისარგებლოს ამ პროგრამებით.
რეკომენდაცია არ შესრულებულა. ინტეგრაციის ცენტრის22 ინფორმაციით, საერთაშორისო
დაცვის მქონე პირთა ინტეგრაციის ხელშეწყობის პროექტი 2018 წლის აგვისტოში, სამთავრობო
ცვლილებების გამო შეწყდა.
19
,,2017 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების
პუნქტი 9, ქვ. პუნქტი ,,ბ“.
20 ,,2017 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების
პუნქტი 1, ქვ. პუნქტი ,,თ“.
21 საგარეო საქმეთა სამინისტროს 2019 წლის 11 თებერვლის №01/5592 წერილი.
22
საქმიანობას უზრუნველყოფდა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საზოგადოებრივი დამცველი“
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა
სამინისტროსა და UNHCR-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, სამთავრობო ცვლილებამდე 2018 წლის ივლისამდე.
33
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
სახალხო დამცველის ერთ-ერთი რეკომენდაცია ეხებოდა თავშესაფრის მაძიებელთათვის
ქართული ენის კურსების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, რაც არ შესრულებულა.
ქართული ენის სწავლების პროცესში ჩართვა შეუძლიათ მხოლოდ ჰუმანიტარული და
ლტოლვილის სტატუსის მქონე პირებს, თავშესაფრის მაძიებლებისთვის კი, აღნიშნული
კურსები საანგარიშო პერიოდში ხელმიუწვდომელი იყო.
34
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
2. სიცოცხლის უფლება
2018 წელსაც, სერიოზული გამოწვევები გამოვლინდა სიცოცხლის უფლების დაცვის პროცესში
საგამოძიებო ორგანოების საქმიანობაში.23
კვლავ პასუხგაუცემელია კითხვა, რამდენად პროპორციული იყო თემირლან მაჩალიკაშვილის
მიმართ გამოყენებული ძალა, სპეცოპერაციის ჩატარების დროს. ასევე, სასამართლოს მიერ
გამოტანილი განაჩენით, სახალხო დამცველის ანალიზის შედეგებითა და საპარლამენტო
დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის შედეგებით დადასტურდა, რომ სრულყოფილი
გამოძიება არ ჩატარებულა ხორავას ქუჩაზე მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით და ვერც
გამოძიების საწყის ეტაპზე დაშვებული მნიშვნელოვანი ხარვეზები აღმოიფხვრა.
სიცოცხლის უფლების დაცვის ფარგლებში, ნათლად გამოვლინდა სახალხო დამცველის
მანდატის შეზღუდული ხასიათი - მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის მასალების წვდომის
მიმართ. ამ ხარვეზის გამოსწორების მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველმა პარლამენტს
წინადადებით მიმართა და კანონმდებლობაში ცვლილებების გზით მისი მანდატის გაზრდა
მოითხოვა იმ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების გარშემო, რომლებიც არასათანადო
მოპყრობის ან/და სიცოცხლის ხელყოფის ფაქტების გამოძიებას შეეხება.
2.1. თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე
თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეს სახალხო დამცველის აპარატი 2018 წლის განმავლობაში
რამდენიმე მიმართულებით სწავლობდა.
ამ საქმეში ცენტრალური საკითხია თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ გამოყენებული ძალის
პროპორციულობის საკითხი. 2017 წლიდან ამ საკითხზე მიმდინარეობს გამოძიება, მაგრამ
სამწუხაროდ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის უცნობია მისი დეტალების
შესახებ. მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩოდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი
მიმდინარე საქმის მასალებს მხოლოდ საგამოძიებო ორგანოს თანხმობით ეცნობა. ჩვენი
არაერთგზისი საჯარო და წერილობითი მიმართვის მიუხედავად, საქართველოს მთავარმა
პროკურატურამ, სისხლის სამართლის საქმის მასალები ამ საქმეზე, არ გაგვაცნო.24 სახალხო
დამცველის აპარატს მთავარი პროკურატურიდან მხოლოდ მშრალი და შაბლონური პასუხები
მიეწოდება,
საიდანაც
მიმდინარეობს
შეუძლებელი
საგამოძიებო
ხდება
პროცესი,
ან
იმის
შეფასება,
რა
დამატებითი
23
თუ
რამდენად
აქტიურად
მოქმედებების
ჩატარებაა
აღსანიშნავია, რომ ხორავას ქუჩის არასრულწლოვნების ტრაგედიის, ისევე როგორც თემირლან
მაჩალიკაშვილის მიმართ სავარაუდო ძალის გადამეტების ფაქტების შესახებ, აღნიშნულია ორგანიზაცია
Human Rights Watch–ის ანგარიშშიც. ხელმისაწვდომია ვებგვერდზე:
< https://goo.gl/JddMFR > გვ. 243.
24 საქართველოს მთავარი პროკურატურის 2018 წლის 24 ოქტომბრის №13/81363 წერილი.
35
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
აუცილებელი.25 შესაბამისად, ის საკითხი, თუ რამდენად ეფექტიანად მიმდინარეობს გამოძიება,
რამდენად
დაცულია ის სტანდარტები, რომლებსაც ადამიანის უფლებათა ევროპული
სასამართლოს პრაქტიკა ადგენს ამ კატეგორიის საქმეების გამოძიებისას, სამწუხაროდ,
საქართველოს სახალხო დამცველის შეფასების მიღმა რჩება.
ასევე აღსანიშნავია, რომ მაჩალიკაშვილის ოჯახის არცერთ წევრს არ აქვს მინიჭებული
დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი, რაც მათ საქმის სრულად გაცნობის
შესაძლებლობას არ აძლევს. გამოძიების გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების, ასევე
სიცოცხლის უფლების პოზიტიური ვალდებულების შესასრულებლად, აუცილებელია ამ
პროცესში ახლო ნათესავის ცნობა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ.
გამომდინარე იქიდან, რომ ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს გამოძიება და საზოგადოებისთვის
და გარდაცვლილის ოჯახისთვის უცნობია მისი შედეგები, მიგვაჩნია, რომ გენერალურმა
პროკურორმა,
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტის
172-ე
მუხლის
საფუძველზე
წარდგენილი ანგარიშის ფარგლებში, სიცოცხლის უფლების პოზიტიური ვალდებულების
შესრულების ჭრილში, საზოგადოებას უნდა მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების ეფექტიანობის
თაობაზე, მის ხელშემშლელ გარემოებებსა და სხვა რელევანტურ საკითხებზე. ამ ვალდებულების
შეუსრულებლობის ან/და არასაკმარისი ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში კი, სახალხო
დამცველს მიაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტმა უნდა გამოიყენოს ყველა შესაძლო
საზედამხედველო ბერკეტი თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების გარემოების გარშემო
ჭეშმარიტების დროულად დასადგენად.
ამავე საქმეზე სახალხო დამცველის აპარატმა 2018 წელს საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის თანხმობით26 შეისწავლა სუს-ის წარმოებაში არსებული გამოძიებისა
და სასამართლოში არსებული საქმის მასალები. ასევე, თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ
ჩატარებული სამედიცინო მკურნალობის ადეკვატურობის საკითხის შესაფასებლად სახალხო
დამცველმა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიმართა და
შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაცია შესწავლის მიზნით წარუდგინა. მასალების შესწავლის
შედეგებით და სააგენტოს პასუხით, არ გამოიკვეთა უფლებების დარღვევების ნიშნები ამ
მიმართებით.
25
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა 2017 წლის საპარლამენტო ანგარიშში რეკომენდაცია გასცა
პროკურატურის მიმართ, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა შესახებ დეტალური ინფორმაციის
მიწოდების თაობაზე (შესაბამისი თარიღების მითითებით), სახალხო დამცველის აპარატისთვის.
სამწუხაროდ, აღნიშნული ვალდებულება არ შესრულებულა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს
პარლამენტის დადგენილებაში აისახა აღნიშნული. ამ ანგარიშში, სახალხო დამცველი კვლავ იმეორებს
აღნიშნულ რეკომენდაციას და დამატებით მიუთითებს იმავე ვალდებულების შესრულებაზე ისეთ
საქმეებში, რომლებიც დაკავშირებულია სიცოცხლის უფლების ხელყოფის ფაქტების გამოძიებასთან.
26 სახალხო დამცველის აპარატი მიესალმება მსგავსი ტიპის თანამშრომლობას გამოძიების ორგანოსა (ამ
შემთხვევაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა) და სახალხო დამცველის აპარატს შორის, როდესაც
საკითხი სიცოცხლის ხელყოფის საქმის გამოძიებას ეხება.
36
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
2.2. ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვნების მკვლელობა
2018 წლის ივნისში თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილმა განაჩენმა, ხორავას
ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვანთა მკვლელობის ფაქტზე დაადასტურა, რომ გამოძიებამ ვერ
გამოავლინა ყველა დამნაშავე. სახალხო დამცველის აპარატმა გადაწყვიტა, შეესწავლა საქმის
მასალები. შესწავლის შედეგად ცხადი გახდა, რომ გამოძიება სხვადასხვა მიმართულებით
არაეფექტიანი იყო, ასევე გამოვლინდა მრავალი ხარვეზი.
საქმის მასალების სრულად შესწავლასთან ერთად, სახალხო დამცველმა საპარლამენტო
საგამოძიებო კომისიის მიერ პროკურორთა და გამომძიებელთა დაკითხვებიც მოისმინა.
ჩაუტარებელი ან დაგვიანებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და კომისიის სხდომაზე
დაკითხვისას გამოძიებაზე პასუხისმგებელი პირების მიერ საგამოძიებო ტაქტიკაზე გაცემული
პასუხების ერთობლივი ანალიზით სახალხო დამცველი მივიდა დასკვნამდე, რომ გამოძიების
ტაქტიკა შესაძლოა არ ემსახურებოდა დამნაშავეთა გამოვლენის საჯარო ინტერესს.
სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ გამოძიებაზე პასუხისმგებელ პირთა წრის მიერ კომისიის
სხდომაზე გაცემული პასუხები არ იყო დასაბუთებული შემდეგ შეკითხვებზე: რატომ არ
ჩაატარა, ან რატომ ჩაატარა გამოძიებაზე პასუხისმგებელმა პირებმა კონკრეტული საგამოძიებო
მოქმედებები დაგვიანებით. რატომ არ ჩაატარა კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები
გამოძიებამ მთავარი მოქმედი პირების მიმართ, რომელიც, მეორე მხრივ, ჩაატარა სხვა პირების
და მათ შორის, სხვა შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანი მოქმედი პირების მიმართ. სახალხო
დამცველის აპარატისთვის გაუგებარი იყო, რა კონკრეტული სტრატეგია და ლეგიტიმური
მიზანი განაპირობებდა გამოძიების პასიურობას სხვადასხვა მიმართულებით.
სახალხო დამცველის აპარატის შემოწმების შედეგებით გამოიკვეთა, რომ სახეზე იყო სამოხელეო
დანაშაულის
ერთ–ერთი
ან
ორივე
შემადგენლობა:
სამსახურებრივი
გულგრილობა,
ან
სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, იმის მიხედვით სუბიექტური მხარის
რა
ნიშნები
იკვეთება
ქმედებათა
უკან
–
განზრახ
არაეფექტიანი
გამოძიება
თუ
გაუფრთხილებლობა, არაპროფესიონალური მიდგომა ან/და ზერელე დამოკიდებულება
დაკისრებული უფლება-მოვალეობების შესასრულებლად. სახალხო დამცველის რეკომენდაცია
იყო, ამ მიმართებით გამოძიების დაწყება.27
აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის აპარატმა პარლამენტსაც წარუდგინა რეკომენდაცია28 და
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის შედეგად დადგენილი რამდენიმე
რეკომენდაციის
პარლამენტის
დადგენილებაში
შეტანის
მნიშვნელობაზე
მიუთითა:
(1)
გამოძიების დაწყება სამოხელეო დანაშაულზე (რაც შინაარსობრივად გულისხმობს სახალხო
27
2018 წლის 11 ივლისს სახალხო დამცველის მიერ პროკურატურის მიმართ გაგზავნილი №15-11/9172
წინადადება გამოძიების დაწყების მოთხოვნის შესახებ.
28 2018 წლის 19 სექტემბრის სახალხო დამცველის მიერ გაგზავნილი №15/12007 რეკომენდაცია
საქართველოს პარლამენტის მიმართ.
37
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
დამცველის წინადადებით გათვალისწინებულ მოთხოვნას სავარაუდო სამოხელეო დანაშაულის
გამოძიების შესახებ); (2) დანაშაულში მონაწილე პირის მიმართ ჯგუფურ მკვლელობაში ბრალის
წარდგენას.
მოგვიანებით, მას შემდეგ რაც დასრულდა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობა,
რომლის შედეგადაც პარლამენტმა კენჭი უყარა დადგენილებას და შესაბამისი რეკომენდაციები
წარედგინა პროკურატურას, სახალხო დამცველმა კვლავ მოითხოვა მიმდინარე გამოძიების
მასალების გაცნობა, რათა შეეფასებინა, გარდაცვლილი დ. ს.-ის მკვლელობის მონაწილე ყველა
პირის მიმართ დამატებით რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, მაგრამ შინაგან საქმეთა
სამინისტრომ, მანამდე გამოხატული მიდგომისგან განსხვავებით, უარი განაცხადა საქმის
მასალების გაცნობაზე შესაბამის საკანონმდებლო ნორმაზე მითითებით.29
სამწუხაროდ, სახალხო დამცველის წინადადებები და რეკომენდაციები პროკურატურას არცერთ
ეტაპზე არ გაუთვალისწინებია და გამოძიებაში დაშვებული არსებითი შეცდომების მიმართ
მხოლოდ სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო, რამდენადაც აღნიშნული ხარვეზები, მიუხედავად
მათი შედეგებისა, არ მიიჩნია დანაშაულად. შემოწმება ჯერ კიდევ მიმდინარეობს და მასზე
წარმოება არ დასრულებულა.30 საქართველოს სახალხო დამცველმა 2018 წლის 1 დეკემბერს
განცხადება გაავრცელა სამსახურეობრივი შემოწმების შედეგების საზოგადოებისთვის, ხოლო
საქმის მასალების – სახალხო დამცველის აპარატისთვის გაცნობის მოთხოვნით, მაგრამ,
სამწუხაროდ, არც ეს რეკომენდაცია გაუთვალისწინებიათ.
აღსანიშნავია, რომ არაეფექტიანად წარმოებული იმ დანაშაულის გამოძიების მიმართ,
რომელსაც ადამიანის გარდაცვალება – მკვლელობა, ან სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა –
პროკურატურამ არაერთგვაროვანი მიდგომა გამოავლინა. კერძოდ, სხვა შემთხვევაში, სადაც
პირის
სიცოცხლის
მოსპობაზე
დაწყებული
გამოძიება
არაეფექტიანად
წარიმართა,
პროკურატურამ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი
გულგრილობის ჩადენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.31 აღნიშნულ საქმეში, 2014 წლის 9
სექტემბრის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განჩინებით,32 სასამართლოს
განსახილველი საქმეებიდან ამოირიცხა საქმე „ჟანა ძებნიაური საქართველოს წინააღმდეგ“.
განჩინების თანახმად, საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული
სასამართლოსთვის
წარდგენილ
დეკლარაციაში
მითითებულია,
რომ
მთავრობა,
სხვა
გარემოებებთან ერთად, ითვალისწინებს სისხლის სამართლის №07051275 საქმეზე, გიორგი
ძებნიაურის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე გამოძიების პროცესში
გამოვლენილ ხარვეზებს და აღიარებს, რომ სახელმწიფომ დაარღვია „ადამიანის უფლებათა და
ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი. საგულისხმოა, რომ
29
შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 27 დეკემბრის №1 18 03127725 პასუხი.
საქართველოს პროკურატურის 2019 წლის 11 თებერვლის №13/9877 პასუხი.
31 საქართველოს პროკურატურის 2018 წლის 24 სექტემბრის "13/72508 პასუხი.
32< https://goo.gl/uyeD1d > [ნანახია 2019 წლის 4 მარტს].
30
38
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
მიუხედავად დაწყებული გამოძიებისა, პროკურატურას ამ შემთხვევაშიც არ გამოუვლენია
დამნაშავე პირები, რომლებმაც არაეფექტიანი გამოძიების წარმართვით დანაშაული ჩაიდინეს.
2.3. საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შესაძლო მკვლელობის
ფაქტზე მიმდინარე გამოძიების მასალების შესწავლის შედეგები
ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის 16 ტომიანი
საქმე, მათ შორის, საპარლამენტო კომისიის დასკვნა, სახალხო დამცველის აპარატმა 2018 წლის
სექტემბერ-ნოემბერში შეისწავლა და შესწავლის შედეგები საზოგადოებას 2018 წლის 26
დეკემბერს წარუდგინა. საქმის სრული მასალები მოიცავდა 1994 წლის 5 იანვარს დაწყებული
გამოძიების დღიდან 2018 წლის ნოემბრამდე მიმდინარე გამოძიებას და, მათ შორის, ზვიად
გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი საქართველოს
პარლამენტის დროებითი კომისიის დასკვნის შედეგებსაც. აღნიშნული საქმის მასალების
გაცნობა შესაძლებელი გახდა პროკურატურის თანხმობით.
საქმის მასალების შესწავლის შედეგად იკვეთება, რომ გამოძიებამ ვერ მოახერხა ზვიად
გამსახურდიას
გარდაცვალების
გარემოების
სრული
სურათის
აღდგენა,
საქმისთვის
მნიშვნელოვანი და არსებითი მტკიცებულებების მოპოვება, შესაძლო დანაშაულში მონაწილე
პირების, მათ შორის, შესაძლო ორგანიზატორის, აღმსრულებლისა და დამხმარის გამოვლენა და
პასუხისგებაში მიცემა. სამწუხაროდ, სახეზე გვაქვს ჩაუტარებელი, დაგვიანებით ჩატარებული ან
არასრულყოფილად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები.
ამასთან ყურადსაღებია, რომ სამართალდამცავი ორგანოები არ დაინტერესებულან, თუ რა
მიზეზით არ ტარდებოდა საგამოძიებო მოქმედებები, არ დაწყებულა გამოძიება გამოძიებაზე
შესაძლო პოლიტიკური გავლენებისა და შესაძლო განზრახ გამოძიებისთვის ხელშეშლის,
მტკიცებულებათა
განადგურებისა
და
სხვა
დანაშაულებრივი
ფაქტების
გამოსავლენად/დასადგენად.
საქართველოს სახალხო დამცველმა პოზიტიურად შეაფასა საქართველოს პარლამენტის მიერ
კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილება, რომლის მიხედვითაც დანაშაულის ხანდაზმულობის
ვადა გაიზარდა და გამოძიებას დამატებითი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარების
შესაძლებლობა მიეცა33.
33
საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში
ცვლილებების შეტანის შესახებ“.
39
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
2.4. პენიტენციურ დაწესებულებაში ლევან კორტავას სიცოცხლის ხელყოფასთან
დაკავშირებულ დამნაშავე პირთა სასჯელის პროპორციულობა
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
2018 წლის 16 დეკემბერს მიერ გამოტანილი განაჩენი ლევან კორტავას სიცოცხლის ხელყოფასთან
დაკავშირებით.34
სიცოცხლის უფლების პოზიტიური ასპექტი სახელმწიფოსგან მოითხოვს პროპორციული
სანქციების
გამოყენებას
იმ
პირთა
მიმართ,
რომელთაც
ბრალი
მიუძღვით
პირის
გარდაცვალებაში. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დარღვევად აფასებს ისეთ
შემთხვევებს, როდესაც აშკარად არაპროპორციული სასჯელების შეფარდება ხდება.35 ამ
შეფასების გაკეთებაში ყურადღება ექცევა სასჯელის შემდგომი აღსრულების საკითხსაც.36
ამ საქმეზე, სასამართლოს განაჩენით, სასამართლომ, დანაშაულის დაფარვასა და
სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის, დამნაშავედ ცნო მე–14
პენიტენციური დაწესებულების 6 თანამშრომელი. განაჩენით დადგენილი გარემოებაა, რომ მე–
14 დაწესებულებაში მოთავსებული ლევან კორტავა სხვადასხვა საკანში მყოფმა პატიმრებმა
აწამეს, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა. აღნიშნული ფაქტი არ აღუკვეთიათ ამავე
დაწესებულების იმ თანამშრომლებს, რომელთაც თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში
ევალებოდათ ამ ფაქტის აღკვეთა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 დეკემბრის
განაჩენით, შემდეგი პასუხისმგებლობები დაეკისრათ ციხის ყოფილ თანამშრომლებს:
•
დაწესებულების დირექტორს, მ. ს.–ს, რომელიც ცნობილ იქნა დამნაშავედ დანაშაულის
დაფარვაში, მიუხედავად იმისა, რომ იგი თავს არიდებდა სასამართლოში გამოცხადებას,
და მიუხედავად იმისა, რომ ჩადენილი დანაშაული სასჯელად ასევე ითვალისწინებდა 3
წლამდე თავისუფლების აღკვეთას, სასამართლომ სასჯელის სახედ მხოლოდ ჯარიმა
შეუფარდა.
•
დამნაშავე 6 პირიდან იმ 2 პირს, რომლებსაც დანაშაულის დაფარვასთან ერთად ბრალად
ედებოდათ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება (მაქსიმალური სანქცია 3 წლამდე
ვადით თავისუფლების აღკვეთა), კერძოდ, ი. შ.-ს და ი. გ.-ს, საბოლოო ჯამში, სასჯელად
შეეფარდათ მხოლოდ ჯარიმა და ჩამოერთვათ სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის
დაკავების უფლება 1 წლის ვადით.
•
რაც შეეხება დამნაშავე 6 პირიდან იმ 2 პირს, რომლებსაც მხოლოდ სამსახურებრივი
უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედებოდათ ბრალად, სასჯელად დაენიშნათ
34
ამ საქმეზე ცალკე განაჩენი გამოტანილია პატიმრების მიმართ, რომელთა ქმედებას უშუალოდ მოჰყვა
პატიმრის გარდაცვალება.
35 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2019 წლის 8 მარტის განჩინება საქმეზე გირგვლიანი და
ენუქიძე საქართველოს წინააღმდეგ, პუნ 268.
36 იქვე. პუნ 269.
40
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
მხოლოდ ჯარიმა და სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება
ჩამოერთვათ 1 წლის ვადით.
•
მე-6 პირის მიმართ, რომელსაც ბრალი ედებოდა დანაშაულის დაფარვაში, სასჯელად
გამოყენებულ იქნა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რომელიც ჩაეთვალა
პირობითად, 1 წლიანი გამოსაცდელი ვადით;
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 დეკემბრის განაჩენში არ არის მითითებული
მსჯავრდებულთა შემამსუბუქებელი გარემოებების შესახებ.
მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნული მოხელეები არ იყვნენ პასუხისმგებელნი პატიმრის
უშუალოდ წამებასა და გარდაცვალებაზე, მათი ვალდებულება იყო დაწესებულებაში პატიმრის
უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მისი სიცოცხლის ხელყოფის თავიდან აცილება. პატიმრის
გარდაცვალების შემდეგ, თანამშრომლების ვალდებულება დანაშაულის გახსნის ხელშეწყობა
იყო. სწორედ აქედან გამომდინარე, მათი ქმედება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის
მე-2 მუხლის ჭრილში უნდა შეფასდეს, რაც ეფექტიან გამოძიებას და შეფარდებული სანქციის
ადეკვატურობას გულისხმობს. ნებისმიერმა საჯარო მოხელემ უნდა იცოდეს, რომ ადამიანის
უფლებების ამგვარ უმძიმეს დარღვევას სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი რეაგირება მოჰყვება.
საქართველოს სახალხო დამცველი იმედს იტოვებს, რომ საქართველოს სასამართლოების
მიდგომა ამ და მსგავსი კატეგორიის დანაშაულების მიმართ, იქნება მკაცრი და შეფარდებული
სასჯელი დააკმაყოფილებს სასჯელის პროპორციულობის მოთხოვნებს.
2.5. სახალხო დამცველის მიერ არასათანადო მოპყრობის ან/და სიცოცხლის ხელყოფის
ფაქტის გამოძიების მასალებზე წვდომის აუცილებლობა
2018 წლის 29 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს სახალხო
დამცველისთვის გამოძიების დასრულებამდე გარკვეული კატეგორიის სისხლის სამართლის
საქმეების მასალების გაცნობის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე მიმართა. საქართველოს
სახალხო დამცველის აპარატმა არაერთი საჩივარი განიხილა, სადაც გამოვლინდა, რომ
ადამიანის უფლებების დარღვევის შეფასების საკითხი, უშუალოდ სისხლის სამართლის
მასალების გაცნობის გარეშე, სრულყოფილად ვერ შეფასდებოდა. არსებობს უამრავი პირის
გარდაცვალების ან/და არასათანადო მოპყრობის საქმეები, რომლებიც ჩადენილია წლების წინ,
დამნაშავე პირთა დადგენის მიზნით „მიმდინარეობს გამოძიება“ და არავინ იცის, რა საგამოძიებო
მოქმედებები ტარდება, რამდენად დროულად და ზედმიწევნით ტარდება ან ჩატარდა სხვადასხვა
საპროცესო მოქმედება.
მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს სახალხო დამცველი სისხლის სამართლის საქმის
მასალებს
სამართალწარმოების
სისხლისსამართლებრივი
დევნა
დასრულების
შეწყდება,
შემდეგ
ან,
ეცნობა,
როდესაც
როდესაც
გამოძიება
სასამართლო
ან
გამოიტანს
გადაწყვეტილებას. ამ შეზღუდვის გამო, სახალხო დამცველის აპარატი ვერ ეცნობა ისეთ
41
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
საქმეებს, რომლებიც ეხება, მაგალითად, არასათანადო მოპყრობას ან სიცოცხლის უფლების
ხელყოფას და რომელთა გამოძიებაც წლების განმავლობაში გრძელდება.
ბოლო წლებში სახალხო დამცველის აპარატმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საქმეებს,
რომელთა მიმართაც არსებობდა საზოგადოების ინტერესი კანონის უზენაესობისა და ადამიანის
უფლებათა დაცვის თვალსაზრისით და შეეხებოდა ეფექტიანი გამოძიების შესახებ სახელმწიფოს
პროცედურული ვალდებულების შესრულებას. ამ საქმეების შესწავლა მხოლოდ და მხოლოდ
ინდივიდუალური დაშვების ფარგლებში წარიმართა და შესაბამისად, კარგად წარმოჩინდა ამ
მექანიზმის ეფექტიანობა.
2018
წელს,
სიცოცხლის
ხელყოფის
საქმეზე
ინდივიდუალური
დაშვების
მოთხოვნას,
საქართველოს პროკურატურამ, სამი შემთხვევიდან ორ შემთხვევაში უარით უპასუხა - (1)
თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე და (2) კ. ა.-ის მკვლელობის საქმე, სადაც განმცხადებელი
პოლიციელების
მიერ
მტკიცებულებების
სავარაუდო
მოსპობაზე
მიუთითებდა37.
ამ
შემთხვევებში ნათლად წარმოჩინდა სახალხო დამცველის უფლებამოსილების გაფართოების
აუცილებლობა მიმდინარე საქმის მასალებზე წვდომის შესაძლებლობით.
აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის უფლებამოსილება აქვს მრავალი ევროპული ქვეყნის ომბუდსმენის
ინსტიტუტს (ფინეთის, შვედეთის, დანიის, ესტონეთის, ლიეტუვას) და სრულიად თავსებადია
ხელისუფლების
დამატებით,
დანაწილების
კარგი
საშუალება
პრინციპთან.38
იქნება
ამ
ტიპის
უფლებამოსილების
საქართველოს
გენერალური
მინიჭება,
პროკურატურის
დემოკრატიული ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად.
რეკომენდაციები
საქართველოს პროკურატურას:
•
თემირლან
მაჩალიკაშვილის
მიმართ
ძალის
გამოყენების
პროპორციულობის
შესაფასებლად, აწარმოოს ეფექტიანი, ზედმიწევნითი, დროული და გამჭირვალე
გამოძიება
•
ხორავას
ქუჩაზე
ხარვეზების
არასრუწლოვანთა
საფუძველზე
დაწყებული
მკვლელობის
გამოძიებაში
სამსახურებრივი
დადგენილი
შემოწმების
შედეგები
საზოგადოებას მიაწოდოს ყოველი თვის ბოლოს, შემოწმების მასალები კი, გააცნოს
სახალხო დამცველის აპარატს; სამსახურებრივი შემოწმების შედეგების საფუძველზე
37
საქართველოს პროკურატურის 2018 წლის 1 აგვისტოს №13/58364 პასუხი.
სახალხო დამცველის მიერ 2018 წლის 29 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის მიმართ გაგზავნილი
№15-1/14789 წინადადება „საქართველოს სახალხო დამცველისთვის გამოძიების დასრულებამდე
განსაკუთრებული კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეების მასალების გაცნობის უფლებამოსილების
მინიჭების შესახებ“, გვ. 6.
38
42
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
იმსჯელოს სამსახურებრივი გულგრილობის ან უფლებამოსილების გადამეტების
მუხლებით გამოძიების დაწყების მიზანშეწონილობაზე
•
განაგრძოს ზვიად გამსახურდიას შესაძლო მკვლელობის ფაქტზე მიმდინარე
გამოძიება, ჩაატაროს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება ინფორმაციის
მოსაძიებლად/გადასამოწმებლად, გააანალიზოს გარდაცვლილის ოჯახის წევრების,
მათი ადვოკატის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და გადაამოწმოს მათი ვერსიები
•
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 172-ე მუხლის შესაბამისად წარდგენილ
ანგარიშში, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა წარმოადგინოს მოსაზრება
სიცოცხლის უფლების ხელყოფის გამოძიების ეფექტიანობის თაობაზე
•
სიცოცხლის უფლების ხელყოფის გამოძიების ფარგლებში, მიაწოდოს მოთხოვნილი
ინფორმაცია სახალხო დამცველის აპარატს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა
შესახებ, შესაბამისი თარიღების მითითებით.
საქართველოს პარლამენტს:
•
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 172-ე მუხლით დადგენილი პროცედურის
ფარგლებში, შეისწავლოს თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ ძალის სავარაუდო
გადამეტების ფაქტის გამოძიებისთვის რელევანტური საკითხები და მისცეს მათ
შესაბამისი შეფასება
•
თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ ძალის სავარაუდო გადამეტების ფაქტის
გამოძიებისთვის
რელევანტური
საკითხების
შესწავლის
შემდეგ,
განიხილოს
დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესაძლებლობა
•
„სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანულ კანონში შეიტანოს ცვლილებები და
სახალხო დამცველს მიენიჭოს გამოძიების დასრულებამდე არასათანადო მოპყრობის
ან/და სიცოცხლის ხელყოფის ფაქტის გამოძიების მასალების გაცნობის
უფლებამოსილება.
43
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
3. წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან
დასჯის პრევენცია
პრევენციის ეროვნული მექანიზმის, როგორც წამების პრევენციის გლობალური სისტემის
ნაწილის, ამოცანაა
წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი
მოპყრობის ან დასჯის რისკფაქტორების გამოვლენა და მათზე რეაგირება; ამ ფაქტორების
აღმოფხვრისკენ
მიმართული
რეკომენდაციების
შემუშავება.39
ამ
მიზნით,
2018
წელს
სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელდა ვიზიტები შემდეგ დაწესებულებებში:
8 პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელდა 37 ვიზიტი, 5 ფსიქიატრიულ დაწესებულებაში
- 12 ვიზიტი,
5 0 პოლიციის სამმართველოში - 5 0 ვიზიტი, 22 დროებითი მოთავსების
იზოლატორში - 26 ვიზიტი40, 37 ბავშვთა სახლში - 37 ვიზიტი, 2 შშმპ სახლში 2 ვიზიტი.
ევროპის ქვეყნებიდან მიგრანტთა დაბრუნების ფრენის მონიტორინგის მიზნით - 3 ვიზიტი.
2017 წლის საპარლამენტო ანგარიშში საქართველოს სახალხო დამცველმა, პრევენციის
ეროვნული მექანიზმის მანდატის ფარგლებში, პენიტენციური სისტემის, შინაგან საქმეთა
სამინისტროსა და ფსიქიატრიული დაწესებულებების მიმართულებით გასცა 65 რეკომენდაცია,
საიდანაც შესრულდა 10, ნაწილობრივ შესრულდა 16 რეკომენდაცია, არ შესრულებულა 39.41
პენიტენციური სისტემა
სახალხო დამცველის აპარატი მიესალმება 2018 წელს რამდენიმე რეკომენდაციის შესრულებასა
და პენიტენციურ დაწესებულებებში პირობების გასაუმჯობესებლად გადადგმულ
ნაბიჯებს.
დადებითად უნდა შეფასდეს №7 და №12 დაწესებულებების დახურვა და იქ მყოფი პატიმრების
სხვა, განახლებულ დაწესებულებაში გადაყვანა, ასევე, №14 დაწესებულებაში ე.წ. ბარაკული
ტიპის საცხოვრებელის გაუქმება. ბრალდებულისა და მსჯავრდებულისთვის მაცივრით
სარგებლობის
უფლების
მინიჭება.42
მისასალმებელია
39
№5
დაწესებულებაში
სასათბურე
გაერო, წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის
წინააღმდეგ კომიტეტი, წამების პრევენციის ქვეკომიტეტის მიდგომა წამებისა და სხვა სასტიკი,
არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის პრევენციასთან დაკავშირებით, პუნქტი 5 (С),
მეთორმეტე სესია, ჟენევა, 15-19 ნოემბერი, 2010 წელი, ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე:
https://digitallibrary.un.org/record/699284/files/CAT_OP_12_6-EN.pdf [ბოლოს ნანახია: 19.03.2019].
40
დაკავებული პირების უფლებრივი მდგომარეობის შემოწმების მიზნით ადვოკატებთან გაიმართა 7
ფოკუს ჯგუფი.
41
პრევენციის ეროვნული მექანიზმის მონიტორინგის მეთოდოლოგია იხილეთ საქართველოს სახალხო
დამცველის 2017 წლის საპარლამენტო ანგარიშში, გვ. 55-56.
42 საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 5 ოქტომბრის ბრძანებებით, ცვლილებები შევიდა
საქართველოს თხუთმეტივე პენიტენციური დაწესებულების დებულებაში.
44
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
მეურნეობისა და ბამბის გადამამუშავებელი საამქროების მოწყობა. ამასთანავე, №5, №6, №16 და
№17 დაწესებულებების პერსონალის ტრანსპორტირების უზრუნველყოფა.
ზემოთ ჩამოთვლილი პოზიტიური ნაბიჯების მიუხედავად, პენიტენციური სისტემა საჭიროებს
მნიშვნელოვან
ძირეულ
რეფორმებს,
რომლთა
მიზანიც
იქნება
ადამიანის
უფლებებზე
დაფუძნებული, მსჯავრდებულის ქცევის პოზიტიური ცვლილებისკენ, რეაბილიტაციისა და
შესაბამისად, საზოგადოებაში რეინტეგრაციისაკენ მიმართული სისტემის განვითარება.43
ამ
მხრივ, მისასალმებელია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წელს დამტკიცებული
პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების სტრატეგია და 2019-2020
წლების სამოქმედო გეგმა, რომელშიც მნიშვნელოვნადაა ასახული სახალხო დამცველის მიერ
წლების განმავლობაში გაცემული რეკომენდაციები. სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ
აღნიშნული გეგმის განხორცილება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ადამიანის უფლებებზე
დაფუძნებული პენიტენციური სისტემის განვითარებაში.44
პენიტენციურ სისტემაში ისევ გამოწვევად რჩება არასათანადო მოპყრობისაგან დაცვის
პროცედურული
და
ინსტიტუციური
გარანტიების
ნაკლებობა;
დიდი
პენიტენციური
დაწესებულებები, რომლის პირობებშიც გართულებულია წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა;
პატიმრობის სათანადო პირობების უზრუნველყოფა; ადეკვატური სარეაბილიტაციო სერვისების
მიწოდება, რაც ზრდის კრიმინალური სუბკულტურის გავლენასა და არასათანადო მოპყრობის
რისკებს; პენიტენციურ დაწესებულებაში „წესრიგისა და უსაფრთხოების“ უზრუნველყოფის
არსებული მიდგომები, რომელიც პატიმრის ქცევის მართვის ნეგატიურ ასპექტებს ეფუძნება45 და
პატიმრებში
ამცირებს
ინციდენტების
სამართლიანი
ალბათობას;
მოპყრობის
განცდას
მსჯავრდებულთა
და
საშიშროების
ზრდის
ძალადობრივი
რისკების
შეფასების
მარეგულირებელი კანონმდებლობა და რისკების შეფასების არსებული პრაქტიკა, რომელიც ვერ
უზრუნველყოფს
მსჯავრდებულთა
რეაბილიტაციას;
პატიმართა
რისკების
რეაბილიტაციისა
შემცირებას
და
და
ხელს
არ
უწყობს
რესოციალიზაციისკენ
მათ
მიმართული
აქტივობებისა და გარე სამყაროსთან კონტაქტის სიმწირე; დაწესებულებებში არსებული
მატერიალური პირობები; სამედიცინო მომსახურებისა და პრევენციული ჯანდაცვის კუთხით
არსებული ხარვეზები; ფსიქიკური ჯანდაცვა; თანასწორობის პრინციპზე დაფუძნებული
პენიტენციური სისტემის შექმნა; პერსონალის სიმცირე და მათი სამუშაო პირობები.
არსებული მდგომარეობის ფონზე პენიტენციური დაწესებულებების ხელმძღვანელ პირებს აქვთ
ცდუნება, რომ დაწესებულებებში „წესრიგის“ შესანარჩუნებლად, გარკვეულწილად დაუშვან და
43
მანდელას წესები, წესი 4.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 22 თებერვლის №385 ბრძანება, პენიტენციური და
დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების სტრატეგიისა და 2019-2020 წლების სამოქმედო
გეგმის დამტკიცების თაობაზე.
45 რაც გულისხმობს მაქსიმალური შეზღუდვების, აკრძალვებისა და დისკომფორტის ფონზე, მათ შორის,
სუბკულტურის გამოყენებით, პატიმართა დასჯას, კონტროლსა და დამორჩილებას.
44
45
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
მეტიც, ხელი შეუწყონ არაფორმალური მმართველობის (სუბკულტურის) არსებობას.46 წინა
წლების მსგავსად,47 2018 წელს განხორციელებული მონიტორინგების დროს მიღებული
ინფორმაციით (პატიმრებთან და პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლებთან
გასაუბრება), დაწესებულებებში კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ციხის კრიმინალური
სუბკულტურა და არაფორმალური მმართველობა. სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს მიაჩნია,
რომ კრიმინალური სუბკულტურისა
და არაფორმალური
მმართველობის დასაძლევად,
აუცილებელია მიზანმიმართული, კომპლექსური ღონისძიებების გატარება და შესაბამისი
სტრატეგიის შემუშავება.
3.1. არასათანადო მოპყრობისაგან დაცვის პროცედურული და ინსტიტუციური
გარანტიები
2018 წლის განმავლობაში, პენიტენციური სისტემის თანამშრომელთა მიერ პატიმარზე
სავარაუდო ფიზიკური ძალადობის შესახებ, სახალხო დამცველის აპარატმა ორჯერ მიმართა
წინადადებით
საქართველოს
გენერალურ
პროკურატურას.
აღსანიშნავია,
რომ
ორივე
შემთხვევაში დაიწყო გამოძიება, მაგრამ სისხლისამართლებრივი დევნა არცერთი პირის მიმართ
არ დაწყებულა. ამასთანავე, სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებმა 2018 წელს №6
დაწესებულებაში ჩატარებული მონიტორინგისას ერთ-ერთი პატიმრის მიმართ დაწესებულების
თანამშრომლების მიერ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის სავარაუდო ფაქტის
შესახებაც მიიღეს ინფორმაცია.48
წამებისა და არასათანადო მოპყრობის პრევენცია ეფექტიანი ვერ იქნება, თუ საკანონმდებლო
დონეზე და პრაქტიკაში არ არის დანერგილი წამებისა და არასათანადო მოპყრობისაგან დაცვის
სამართლებრივი გარანტიები. სამწუხაროდ, სახალხო დამცველის 2017 წლის რეკომენდაციების
მნიშვნელოვანი
ნაწილი,
რომელიც
წამებისა
46
და
არასათანადო
მოპყრობისაგან
დაცვის
წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი 2015 წლის საქართველოში ვიზიტის შესახებ. ანგარიშში
გამოთქმული იყო შეშფოთება დაწესებულებებში არსებული არაფორმალური მმართველობის გამო,
რომელმაც კომიტეტის აზრით, შესაძლებელია წარმოშვას პატიმართა დაშინების რისკი და ხელი შეუწყოს
პატიმართა შორის ძალადობას, პუნქტი 56, ანგარიში ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე:
< https://goo.gl/2f5bwa > [ბოლოს ნანახია 2019 წლის 28 თებერვალს].
47 დაწესებულებებში არსებულ კრიმინალურ სუბკულტურაზე საუბარია სახალხო დამცველის 2015, 2016
და 2017 წლის საპარლამენტო ანგარიშებში.
48 პატიმარს აღენიშნებოდა სხეულის დაზიანებები, რაც ფოტოგადაღებით აღბეჭდეს სპეციალური
პრევენციული ჯგუფის წევრებმა და მასალები გამოძიების დასაწყებად, საქართველოს მთავარ
პროკურატურაში გაიგზავნა. პროკურატურიდან მიღებული პასუხის თანახმად, ხსენებულ ფაქტზე
გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლით გათვალისწინებული
დანაშაულის ნიშნებით.
46
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
პროცედურული და ინსტიტუციური გარანტიების გაძლიერებისკენ იყო მიმართული, კვლავ
შეუსრულებელია.49
სპეციალური პრევენციული ჯგუფის შეფასებით, პენიტენციურ დაწესებულებებში არასათანადო
მოპყრობის მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორია პატიმრების დეესკალაციიის ოთახში ხანგრძლივი
ვადით50 მოთავსების მანკიერი პრაქტიკა.51
წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის ეფექტიანი
დოკუმენტირებისა და გამოძიების მიზნით, აუცილებელია, რომ ქვეყანაში სასამართლო
სამედიცინო ექსპერტიზა სტამბოლის პროტოკოლის შესაბამისად ტარდებოდეს. აღსანიშნავია,
რომ წამებისა და არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტებზე „ლევან სამხარაულის
სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ ჩატარებული სასამართლო
სამედიცინო ექსპერტიზის წერილობითი დასკვნები არ შეესაბამება სტამბოლის პროტოკოლის V,
VI თავებითა და სტამბოლის პროტოკოლის დანართი 1-ით (წამებისა და სხვა სასტიკი,
არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ეფექტიანი გამოძიებისა და დოკუმენტირების
პრინციპები) გათვალისწინებულ მოთხოვნებს. კერძოდ, საგამოძიებო ორგანოს შეკითხვაზე, ხომ
არ აღენიშნება პირს რაიმე სახის დაზიანება, როგორია ამ დაზიანებების ლოკალიზაცია,
ხანდაზმულობა, ხარისხი და რით არის ისინი გამოწვეული, ეროვნული ბიუროს დასკვნებში
აღნიშნულია, რომ კონკრეტული სახის დაზიანებები მიყენებულია, მაგალითად, მკვრივი,
ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს და შემდეგ მიეთითება
დაზიანების ხანდაზმულობა. ნათელია, რომ დასკვნებში არ არის დადგენილი ფიზიკური
სიმპტომების შესაძლო კავშირი წამებასა და არასათანადო მოპყრობასთან, რაც სტამბოლის
პროტოკოლის სახელმძღვანელო პრინციპებს არ შეესაბამება. უფრო მეტიც, არ ხდება სავარაუდო
მსხვერპლის ფსიქოლოგიური მდგომარეობის შეფასება და გამოვლენილი
სიმპტომების
წამებასთან და არასათანადო მოპყრობასთან შესაძლო კავშირის განსაზღვრა.
49
Inter alia, ექიმის პროფესიული დამოუკიდებლობის კონტექსტში არ გადადგმულა ნაბიჯები
პენიტენციური ჯანდაცვის სამოქალაქო ჯანდაცვის სექტორში ინტეგრაციის მიმართულებით.
განსხვავებით შსს-გან, ნორმატიულ დონეზე არ განსაზღვრულა პენიტენციურ დაწესებულებებში
დასაქმებული ექიმის ვალდებულება, რომ არასათანადო მოპყრობის ფაქტის შესახებ შეტყობინება,
დამოუკიდებელ საგამოძიებო ორგანოს გაუგზავნოს.
50ადგილი აქვს 72-საათიანი ვადის ამოწურვის შემდეგ (რომელიც მაქსიმალური ვადაა) მოკლე პერიოდში
დეესკალაციის ოთახში განმეორებით მოთავსების შემთხვევებს.
51 პრობლემად რჩება პატიმრების დეესკალაციის ოთახში მოთავსების პრაქტიკა. აღნიშნულ ოთახში
მოთავსებისას არ ხდება დაწესებულების თანამშრომლების მულტიდისციპლინური ჩარევა რისკების
შესამცირებლად და აღმოსაფხვრელად. პატიმრებს აკრძალული აქვთ გარე სამყაროსთან კონტაქტი, არ
მიეწოდებათ ტანსაცმელი და ჰიგიენური საშუალებები. კვლავ პრობლემას წარმოადგენს დეესკალაციის
ოთახებში არსებული გარემო და პირობები. ოთახები არ არის უსაფრთხო და მოწყობილი იმგვარად, რომ
მინიმუმამდე იყოს დაყვანილი თვითდაზიანების რისკი.
47
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
სახალხო დამცველისა და სპეციალური პრევენციული ჯგუფის შეფასებით, სასამართლო
სამედიცინო ექსპერტიზის სტამბოლის პროტოკოლის პრინციპების შესაბამისად ჩატარების
პრაქტიკის დასანერგად, აუცილებელია კომპლექსური ზომების მიღება, რაც შეიძლება
მოიცავდეს
მატერიალურ-ტექნიკური
ბაზის
განახლებას,
კადრების
გადამზადებას,
ნორმატიული ბაზის გადახედვასა და შესაბამისი ინსტრუქციების მომზადებას. ამდენად,
მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობამ შეიმუშაოს გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს
სასამართლო
სამედიცინო
ექსპერტიზის
ჩატარების
დროს
სტამბოლის
პროტოკოლით
დადგენილი სახელმძღვანელო პრინციპების პრაქტიკაში განხორციელებას.
2018
წელს
ჩატარებული
მონიტორინგის
შედეგები
აჩვენებს,
რომ
პენიტენციურ
დაწესებულებებში ბოლომდე არ არის უზრუნველყოფილი სავარაუდო არასათანადო მოპყრობის
ფაქტების ეფექტიანი გამოვლენა და დოკუმენტირება. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 1 იანვრიდან
30 სექტემბრის ჩათვლით, პენიტენციურ დაწესებულებებში, დაზიანებების აღრიცხვის ახალი
ფორმის52 შესაბამისად, მხოლოდ 8 შემთხვევაში მოხდა დოკუმენტირება და ეს მაშინ, როდესაც
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან მიღებული
ინფორმაციის თანახმად, 2018 წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, პენიტენციურ
დაწესებულებებში შესახლებული ბრალდებულებიდან დაზიანება დაკავებისას და დაკავების
შემდეგ 83-მა პირმა მიიღო.53
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის შესაბამისად, დაზიანების
დოკუმენტირების
საფუძველია
ექიმის
მიერ
წარმოშობილი
ეჭვი
პატიმრის
მიმართ
განხორციელებული შესაძლო წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ. გამომდინარე
იქიდან, რომ ექიმის მიერ საეჭვო დაზიანებების შერჩევის კრიტერიუმები ნორმატიულ დონეზე
არ არის გაწერილი, არსებობს იმის რისკი, რომ სრულყოფილად და ეფექტიანად არ მოხდეს
არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოვლენა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია,
რომ ექიმის მიერ საეჭვო დაზიანებების შერჩევის კრიტერიუმები სახელმძღვანელო პრინციპების
დონეზე ნორმატიულად გაიწეროს.
52
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის №131 ბრძანება, საქართველოს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და
სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა
დაზიანების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ;
53 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2019 წლის 9
თებერვლის №32884/01 წერილი.
48
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
3.2. დიდი პენიტენციური დაწესებულებები54
მისასალმებელია სისტემის, სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციის შესაბამისად,
შედარებით მცირე დაწესებულებებად დაყოფისა და დაბალანსებული ინფრასტრუქტურის
შექმნის სტრატეგიის შემუშავება.55 მიუხედავად ამისა, არ შესრულებულა სახალხო დამცველის
რეკომენდაცია, №15 დაწესებულებაში გადატვირთულობის პრობლემის მოსაგვარებლად,
მსჯავრდებულების სხვა ნახევრად ღია დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით, თუმცა
ზემოთ
მითითებული
სტრატეგიის
თანახმად,
2019
წლის
სექტემბრისთვის
იგეგმება
მითითებული დაწესებულების დახურვის გეგმის წარდგენა, რაც ასევე დადებითად უნდა
აღინიშნოს. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სისტემის შედარებით მცირე დაწესებულებებად
დაყოფის სტრატეგიის შემუშავების პარალელურად, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში არსებული
სისხლის
სამართლის
პოლიტიკა
არასაპატიმრო
ღონისძიებების
გამოყენებისკენ
იყოს
მიმართული. ამავე დროს, დასახვეწია მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების
არსებული სისტემა, რომელიც ხარვეზებით მუშაობს.56
3.3. წესრიგი და უსაფრთხოება
პენიტენციურ დაწესებულებაში მართლწესრიგის უზრუნველყოფის კონტექსტში მნიშვნელოვან
გამოწვევას წარმოადგენს პატიმართა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების არსებული
სისტემა,
რომელიც
დაწესებულებაში
მართლწესრიგის
შენარჩუნებასა
და
თავისუფლებააღკვეთილი პირების ძირითადი უფლებების დაცვას ვერ უზრუნველყოფს. 2017
წელს გაცემული რეკომენდაციების მიუხედავად, ნაბიჯები არ გადადგმულა სამართლიანი
დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემისთვის აუცილებელი მინიმალური გარანტიების
შესაქმნელად.57 პრობლემაა ისიც, რომ კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული,
დისციპლინური სახდელის, როგორც უკიდურესი ზომის გამოყენების ვალდებულება. ასევე,
კანონმდებლობისა და პრაქტიკის დონეზე არ არის დანერგილი კონფლიქტის პრევენციის,
მედიაციისა ან დავის გადაჭრის სხვა ალტერნატიული მექანიზმები, რომელიც პერსონალსა და
პატიმრებს
შორის
კონსტრუქციული
და
54
ნდობაზე
დაფუძნებული,
პოზიტიური
№15 დაწესებულებაში მსჯავრდებულთა რაოდენობა, 2018 წლის დეკემბრის მდგომარეობით, დადგენილ
ლიმიტს 373-ით აღემატებოდა. რაც შეეხება №2 დაწესებულებას, 2018 წელს, 9 თვის განმავლობაში,
მსჯავრდებულთა რაოდენობა დადგენილ ლიმიტს აღემატებოდა.
55 იუსტიციის მინისტრის მიერ პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების
სტრატეგიისა და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავება (დამტკიცებულია 2019 წლის 22
თებერვალს №385 ბრძანებით), რომლის თანახმად, ბრძანების შემუშავების ერთ-ერთი სტრატეგიული
მიზანი სწორედ ახალი, მცირე ზომის დაწესებულებების დიზაინი და მშენებლობაა.
56 უმთავრეს პრობლემად რჩება გადაწყვეტილებების დაუსაბუთებლობის პრობლემა. ასევე იკვეთება
ადგილობრივი საბჭოების განსხვავებული მიდგომები იდენტური მოცემულობის მქონე საქმეებში, რაც
განსხვავებულ გადაწყვეტილებათა მიღებაში გამოიხატება.
57 არ შემუშავებულა დისციპლინური სახდელების დაკისრების სახელმძღვანელო პრინციპები; არ
დაკვიდრებულა დისციპლინური სამართალწარმოების ზეპირი მოსმენით ჩატარების წესი.
49
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
ურთიერთობების ჩამოყალიბებისკენ, და ამ გზით, პატიმართა ქცევის კორექციისკენ იქნებოდა
მიმართული.58
ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობა დისციპლინურ სახდელებს არ ყოფს ქმედების
სიმძიმის მიხედვით59, არსებობს რისკი, რომ დაკისრებული სახდელი ქმედების პროპორციული
არ იყოს. დისციპლინური სამართალწარმოების დროს დაცული არ არის სამართლიანი
სასამართლოს თუნდაც მინიმალური სტანდარტები.60 დისციპლინური სამართალწარმოება
უმრავლეს
შემთხვევაში
ზეპირი
მოსმენის
გარეშე
იმართება,
ხოლო
განკარგულება
დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ გამყარებულია მხოლოდ დაწესებულების
თანამშრომელთა
ახსნა-განმარტებებითა
და
პატაკებით.
პატიმრები
დისციპლინურ
61
სამართალწარმოებაში პრაქტიკულად არ მონაწილეობენ.
პრობლემას წარმოადგენს პენიტენციურ დაწესებულებებში უსაფრთხოების ღონისძიებების
გამოყენების პრაქტიკა. არ ხდება პატიმრების მიმართ ვიზუალური ან/და ელექტრონული
მეთვალყურეობის შესახებ გადაწყვეტილებების დასაბუთება. მითითებული ღონისძიების
სათანადო დასაბუთების გარეშე გამოყენებით ხდება ჩარევა ადამიანის პირადი ცხოვრების
ხელშეუხებლობის
უფლებაში.62
დამატებით,
აღსანიშნავია,
რომ
მეთვალყურეობით
განხორციელებული ჩანაწერების შენახვის მინიმალური ვადის 10 დღე-ღამემდე გაზრდის
შესახებ სახალხო დამცველის რეკომენდაცია არ შესრულებულა.63 მნიშვნელოვანი პრობლემაა
განსაკუთრებული რისკის დაწესებულებები, რომელიც წარმოადგენს სტატიკური უსაფრთხოების
პრინციპებზე დაფუძნებულ, შეზღუდვების, აკრძალვებისა და უპირობოდ მკაცრი რეჟიმის
58
მანდელას წესები, წესი 38 (2), 76-ე წესის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი.
აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთის პენიტენციურ დაწესებულებებში დარღვევის სიმძიმის მიხედვით
განასხვავებენ დისციპლინური დარღვევის ორ სახეს: გადაცდომას და უხეშ გადაცდომას. ინფორმაცია
ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე:
< https://www.justice.gov.uk/downloads/offenders/psipso/psi-2010/psi_2010_06_conduct_and_discipline.doc
>
[ბოლოს ნანახია: 16.02.19].
60 ევროპული ციხის წესები მოითხოვს, რომ ციხის ადმინისტრაციამ დაიცვას სამართლიანი სასამართლოს
მინიმალური სტანდარტები, მუხლი 59.
61 რიგ დაწესებულებებში პრობლემას წარმოადგენს სამარტოო საკნის ხშირი გამოყენება, არც ფსიქიკური
პრობლემების მქონე პატიმართა სამარტოო საკანში მოთავსების შემთხვევები აღკვეთილა; პატიმრები
კვლავ აცხადებენ, რომ ხდება პროვოცირება და შემდეგ დისციპლინური სახდელების დაკისრება.
62 წამების, არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის ევროპული კომიტეტი (СPT),
კომიტეტის ვიზიტი უკრაინაში 1-10 დეკემბერი, 2012 წელი, პარაგრაფი 52, ხელმისაწვდომია ინგლისურ
ენაზე შემდეგ მისამართზე: http://www.cpt.coe.int/ [ბოლოს ნანახია 10.02.2019].
63 2015 წლის 19 მაისის №35 ბრძანებით დამტკიცებული ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით
მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელების, ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და განადგურების
წესის თანახმად, ჩანაწერების შენახვის მინიმალურ ვადად განსაზღვრულია 120 საათი (5 დღე-ღამე).
59
50
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
დაწესებულებას,
რომელიც
მსჯავრდებულთა
ქცევის
პოზიტიური
ცვლილებისა
და
რეაბილიტაციისაკენ არ არის მიმართული.64
წინა წლების მსგავსად, პრობლემად რჩება პატიმრების დეესკალაციის ოთახში მოთავსების
პრაქტიკა.65 ამასთანავე, უცვლელია სახალხო დამცველის რეკომენდაცია, რომ დეესკალაციის
ოთახებში
ვიზუალური
ან/და
ელექტრონული
მეთვალყურეობით
განხორციელებული
ჩანაწერები ყველა შემთხვევაში არანაკლებ 1 თვის ვადით ინახებოდეს. პატიმრების სრული
შემოწმება კვლავ რუტინულად მიმდინარეობს და არ ეფუძნება იმწუთიერად პატიმრისაგან
მომდინარე რისკების შეფასებას.66 ამასთან, გამიჯნული არ არის სრული (გაშიშვლებით)
შემოწმების და შინაგანი შემოწმების საფუძვლები.67 სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ
მონიტორინგების დროს პატიმრებისგან მიღებული ინფორმაციით, დაწესებულებებში ისევ აქვს
ადგილი სრული გაშიშვლების მოთხოვნას.
3.4. მსჯავრდებულთა რისკების შეფასება და კლასიფიკაცია
საქართველოს კანონმდებლობით, მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის სახეებია: დაბალი,
საშუალო, მომეტებული და მაღალი. დაბალი რისკის მქონე მსჯავრდებული დაბალი რისკის
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში თავსდება; საშუალო რისკის მქონე მსჯავრდებული
- ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში; მომეტებული რისკის მქონე
მსჯავრდებული - დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში; მაღალი
რისკის
მქონე
მსჯავრდებული
-
განსაკუთრებული
რისკის
თავისუფლების
აღკვეთის
დაწესებულებაში. მსჯავრდებულთა რისკებს აფასებს რისკების შეფასების გუნდი.
რისკების შეფასების პროცესში მსჯავრდებულთა სამართლებრივი დაცვის გარანტიების არარსებობა
პენიტენციური სისტემის მნიშვნელოვანი გამოწვევაა მსჯავრდებულთა რისკების შეფასების
სისტემა. ამ მხრივ, პრობლემურია მსჯავრდებულთა რისკების გადაფასებისა და ნახევრად ღია
დაწესებულებიდან დახურულ დაწესებულებაში გადაყვანის პრაქტიკა; რისკების შეფასების
64
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2016 წლის ანგარიში,
გვ. 40-45.
65 აღნიშნულ ოთახში მოთავსებისას არ ხდება დაწესებულების თანამშრომლების მულტიდისციპლინური
ჩარევა რისკების შესამცირებლად და აღმოსაფხვრელად. პატიმრებს აკრძალული აქვთ გარე სამყაროსთან
კონტაქტი, არ მიეწოდებათ ტანსაცმელი და ჰიგიენური საშუალებები. კვლავ პრობლემას წარმოადგენს
დეესკალაციის ოთახებში არსებული გარემო და პირობები. ოთახები არ არის უსაფრთხო და მოწყობილი
იმგვარად, რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი თვითდაზიანების რისკი. გარდა ამისა, არ შესრულებულა
სახალხო დამცველის რეკომენდაცია დეესკალაციის ოთახში პატიმრის მოთავსების მაქსიმალურ ვადად 24
საათის დაწესების შესახებ.
66
პენიტენციური დაწესებულების დებულებები, პატიმრის სრულ შემოწმებას ითვალისწინებს
ბრალდებული/მსჯავრდებულის დაწესებულებაში პირველად შემოსახლებისა და მის მიერ პენიტენციური
დაწესებულების დროებით დატოვებისა და დაბრუნების ყველა შემთხვევაში. აგრეთვე, პენიტენციური
დაწესებულებების დებულებების შესაბამისად, დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის
გადაწყვეტილებით, სრული შემოწმება შესაძლებელია განხორციელდეს სხვა შემთხვევებშიც.
67 პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2016 წლის ანგარიში, გვ. 71-81.
51
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
პროცესში მსჯავრდებულთა სამართლებრივი დაცვის გარანტიებისა და პენიტენციურ სისტემაში
მსჯავრდებულთა რისკების შემცირების ხელშემწყობი მიდგომის არარსებობა. რისკების
შეფასების პროცესში მსჯავრდებულთა სამართლებრივი დაცვის გარანტიების კონტექსტში
პრობლემას ქმნის ის გარემოება, რომ საქართველოს კანონმდებლობა68 პენიტენციურ
დაწესებულებებს არ ავალდებულებს, დაწესებულებაში მოთავსებისას მოახდინონ პატიმრის
რისკების შეფასების სისტემის შესახებ ინფორმირება.
აღსანიშნავია, რომ რისკების შეფასების გუნდის გადაწყვეტილება მსჯავრდებულისთვის
კონკრეტული რისკის კატეგორიის განსაზღვრის შესახებ, განაპირობებს, თუ რომელი ტიპის
დაწესებულებაში უნდა მოიხადოს მსჯავრდებულმა სასჯელი, რამდენად უნდა შეიზღუდოს
გარე
სამყაროსთან
მისი კომუნიკაციის მოცულობა და სხვა უფლებები.
შესაბამისად,
სპეციალური პრევენციული ჯგუფი მიიჩნევს, რომ აუცილებელია, რისკების შეფასებისას
მსჯავრდებულებს ჰქონდეთ სათანადო სამართლებრივი დაცვის გარანტიები, რაც
უზრუნველყოფს ამ პროცესში
მსჯავრდებულების
უფლებების დაცვას.69
გარდა
ამისა,
მსჯავრდებულების ინფორმირებულობა იმის შესახებ, თუ კონკრეტულად როგორი ქცევა და რა
ქმედებები70
აისახება
დადებითად
ან
უარყოფითად
რისკის
განსაზღვრის
შესახებ
გადაწყვეტილებაზე.
მსჯავრდებულთა რისკების გადაფასებისა და ნახევრად ღია დაწესებულებიდან დახურულ
დაწესებულებაში გადაყვანის პრაქტიკა
მსჯავრდებულთა რისკების გადაფასებისა და დაწესებულებაში გადაყვანის მხრივ, პრობლემას
წარმოადგენს ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებებიდან მსჯავრდებულების დახურული ტიპის
დაწესებულებებში გადაყვანისა და მსჯავრდებულთა რისკის დადგენილ ვადაზე ადრე
გადაფასების პრაქტიკა.
მოქმედი
კანონმდებლობით,
ერთი
დაწესებულებიდან
მეორე
დაწესებულებაში
მსჯავრდებულის გადაყვანის საკითხი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015
68
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 9 ივლისის №70 ბრძანებით
დამტკიცებული მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის
შეფასებისა და გადაფასების წესი, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულებაში გადაყვანის წესი და პირობები, აგრეთვე, რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და
უფლებამოსილების განსაზღვრის წესი.
69 წევრი სახელმწიფოების მიმართ „საშიში დამნაშავეების შესახებ“ ევროპის საბჭოს მინისტრთა
კომიტეტის 2014 წლის 19 თებერვლის CM/Rec(2014)3 რეკომენდაციის თანახმად, „მსჯავრდებულები
ჩართულები უნდა იყვნენ შეფასების პროცესში, ჰქონდეთ ინფორმაცია პროცესზე და წვდომა შეფასების
დასკვნაზე.“ (პუნქტი 32); მსჯავრდებულს უნდა შეეძლოს პასუხი გასცეს რისკ-ფაქტორებს და სხვა
მახასიათებლებს, რომლებიც მის, როგორც საშიშ მსჯავრდებულად კლასიფიკაციას უდევს საფუძვლად
(პუნქტი 20).
70
მაგალითად, პენიტენციურ დაწესებულებაში დადგენილი სამართლებრივი რეჟიმის დაცვა,
სარეაბილიტაციო ღონისძიებებში მონაწილეობა და ა.შ.
52
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
წლის 26 აგვისტოს №104 და 2015 წლის 9 ივლისის №70 ბრძანებებით რეგულირდება.71 №2
პენიტენციურ დაწესებულებაში ვიზიტის დროს ჯგუფმა იმ მსჯავრდებულთა საქმეები
შეისწავლა, რომლებიც უსაფრთხოების დაცვის მოტივით, პენიტენციური დაწესებულების
დირექტორის წერილის საფუძველზე გამოცემული ბრძანებით, 2018 წელს №2 (დახურულ)
პენიტენციურ
დაწესებულებაში
გადაიყვანეს
№14
(ნახევრად
ღია)
პენიტენციური
დაწესებულებიდან. აღსანიშნავია, რომ 20-დღიანი ვადის გასვლის მიუხედავად, აღნიშნული
მსჯავრდებულების უმეტესობას საშიშროების რისკი გადაფასებული არ ჰქონდა და ისინი
საშიშროების საშუალო რისკის მსჯავრდებულები იყვნენ.
შემოწმების შედეგად ასევე გაირკვა, რომ №14 დაწესებულებიდან გადაყვანილ მსჯავრდებულთა
მცირე ნაწილის შემთხვევაში, №2 დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ, დაწესებულების
დირექტორმა რისკების შეფასების გუნდს მიმართა და მითითებული მსჯავრდებულებისთვის
რისკის ვადაზე ადრე გადაფასება მოითხოვა, რის შემდგომაც მათ საშიშროების მომეტებული
რისკი განესაზღვრათ. აღსანიშნავია, რომ რისკების შეფასების გუნდის მიმართ გაგზავნილ
წერილობით მიმართვაში, დაწესებულების დირექტორი არ აღწერდა იმ გარემოებებს,72 თუ რის
საფუძველზე მოითხოვდა ამ მსჯავრდებულების საშიშროების რისკის ცვლილებას.73
ზემოაღნიშნული ცხადყოფს, რომ ერთი მხრივ, პენიტენციურ სისტემაში ადგილი აქვს
უსაფრთხოების მოტივით, სათანადო დასაბუთებისა და რისკების შეფასების გუნდის მიერ
გადაწყვეტილების გადასინჯვის გარეშე, საშუალო რისკის მსჯავრდებულების დახურულ
დაწესებულებაში ხანგრძლივი დროით გადაყვანის პრაქტიკას, ხოლო მეორე მხრივ, შესაბამისი
დასაბუთების გარეშე, №2 დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულთა რისკების
ვადაზე ადრე
გადაფასების პრაქტიკას, რაც ვერ უზრუნველყოფს მსჯავრდებულთა უფლებების დაცვას.
71
№104 ბრძანებით დადგენილი წესისგან განსხვავებით, №70 ბრძანება, ნახევრად ღია დაწესებულებიდან
დახურულ დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში, მსჯავრდებულს მნიშვნელოვან სამართლებრივი
დაცვის გარანტიას ანიჭებს. კერძოდ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის დირექტორის
გადაწყვეტილება მსჯავრდებულის დახურულ დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ, არა უმეტეს 20 დღეში
უნდა გადაისინჯოს რისკების შეფასების გუნდის მიერ, რომელმაც თავის მხრივ უნდა შეაფასოს
მსჯავრდებულისგან მომდინარე საფრთხეები და განსაზღვროს, რომელი ტიპის დაწესებულებაში უნდა
მოიხადოს მან სასჯელი.
72 სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 9 ივლისის №70 ბრძანების მე-16 მუხლის მე5 პუნქტის თანახმად, „ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული განსაკუთრებული გარემოების
არსებობისას, გუნდის მიერ მსჯავრდებულის საშიშროების რისკის გადაფასება ხდება დირექტორის
დასაბუთებული წერილობითი მიმართვის საფუძველზე. ამ შემთხვევაში დირექტორი ვალდებულია
აღწეროს გარემოებები, რის საფუძველზეც მიმართავს გუნდს საშიშროების რისკის სავარაუდო
ცვლილების თაობაზე.“
73 პირადი საქმეების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მითითებული მსჯავრდებულები არ
არღვევდნენ დაწესებულებაში წესრიგს, ხასიათდებოდნენ დადებითად, ზოგიერთი მათგანი ჩართული
იყო სარეაბილიტაციო პროგრამებში, მუშაობდნენ სამეურნეო სამსახურში და რამდენიმე შემთხვევაში,
წახალისებულიც იყვნენ დაწესებულების დირექტორის მიერ.
53
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
3.5. მსჯავრდებულთა რისკების შემცირების ხელშემწყობი მიდგომის არარსებობა
პენიტენციურ სისტემაში მსჯავრდებულთა რისკების შემცირების ხელშემწყობი მიდგომის
მხრივ, პრობლემურია პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულთა რისკებისა და
საჭიროებების შეფასების ერთიანი სისტემის არარსებობა, ასევე, დაბალი რისკის პენიტენციურ
დაწესებულებაში
მსჯავრდებულთა
გადასვლის
მოტივაციის
ხელოვნურად
შემცირების
პრაქტიკა.
როგორც სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად
დადგინდა, პენიტენციურ დაწესებულებებში არ ხდება მსჯავრდებულთა საჭიროებებისა და
რისკების ერთიანი სისტემით შეფასება, რაც განაპირობებს იმას, რომ მსჯავრდებულთა
კლასიფიკაციის დროს არ ხდება მსჯავრდებულის ინდივიდუალური რისკფაქტორების
გამომწვევი მიზეზების შესწავლა, ამ რისკ-ფაქტორების აღმოსაფხვრელად კონკრეტული
საჭიროებების გამოვლენა და მათზე რეაგირება, რასაც მნიშვნელოვანი გავლენა ექნებოდა
მსჯავრდებულთა რისკების შემცირებასა და მათ რეაბილიტაციაზე.
გარდა ზემოაღნიშნულისა, №16 დაბალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარებული
შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ მსჯავრდებულები ვალდებული არიან კვების საათებში,
დღეში სამჯერ წავიდნენ და ამ პერიოდის განმავლობაში იმყოფებოდნენ სასადილოში,
მიუხედავად იმისა, სურთ თუ არა საკვების მიღება. ამასთან, დაწესებულების ადმინისტრაცია
მსჯავრდებულებს
ავალდებულებს
გადაადგილდნენ
ორ
რიგად,
საცხოვრებელი
მწყობრში
კორპუსიდან
სიარულით.
გარდა
სასადილოში
ამისა,
და
უკან
მსჯავრდებულები
ვალდებული არიან დაასუფთაონ მათი საცხოვრებელი კორპუსის დერეფნები.
74
საგულისხმოა, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული კრიმინალური სუბკულტურის
გავლენის შედეგად, მსჯავრდებულთა უმეტესობისთვის მიუღებელ საქციელად მიიჩნევა
დერეფნების დალაგება და მწყობრში სიარული. გამოიკვეთა შემთხვევები, როდესაც №16
დაწესებულებაში გადაყვანილმა პატიმრებმა უარი განაცხადეს ამ დაწესებულებაში დარჩენაზე,
რადგან მათთვის მიუღებელი იყო მითითებული წესების შესრულება. გარდა ამისა, №16
დაწესებულებაში 2018 წლის დეკემბერში მოთავსებული იყო 153 მსჯავრდებული, მაშინ,
როდესაც დაწესებულება 856 მსჯავრდებულზეა გათვლილი. ზემოხსენებული გარემოებები
ნათლად წარმოაჩენს, რომ №16 დაწესებულებაში არსებული ზემოთ მითითებული წესები
უარყოფითად მოქმედებს მსჯავრდებულთა მოტივაციაზე, სასჯელის მოსახდელად დაბალი
რისკის დაწესებულებაში გადავიდნენ.
74
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №16 პენიტენციური დაწესებულების
დებულების 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მსჯავრდებული ვალდებულია
დაიცვას პირადი ჰიგიენა, სუფთად და წესრიგში იქონიოს ტანსაცმელი, საწოლი, სპეციალური
საცხოვრებელი, ჰოლი, დერეფანი, კიბის უჯრედი და სამუშაო ადგილი.
54
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
ყოველივე
ზემოაღნიშნული
ცხადყოფს,
რომ
მსჯავრდებულთა
რისკების
შეფასების
მარეგულირებელ კანონმდებლობასა და რისკების შეფასების არსებულ პრაქტიკაში არსებული
ხარვეზები ხელს არ უწყობს მსჯავრდებულთა რისკების შემცირებასა და მათ რეაბილიტაციას.
თავისუფლების აღკვეთა, უმთავრესად, ჯერ კიდევ სასჯელად და საზოგადოების უსაფრთხოებაზე
ზრუნვად განიხილება, გარე სამყაროსგან მსჯავრდებულების იზოლაციის გზით, და ნაკლები
ყურადღება ექცევა მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიზნების შესრულებას,
რაც თავის მხრივ, განაპირობებს მსჯავრდებულთა რისკების შეფასების სისტემის მიმართ
ფორმალისტურ დამოკიდებულებას.
3.6. პატიმართა რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია
დაწესებულებებში რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის კუთხით გატარებულ ღონისძიებებს
ფრაგმენტული ხასიათი აქვს და არ არის მორგებული მსჯავრდებულთა ინდივიდუალურ
საჭიროებებზე.
ფორმალურია
სასჯელის
მოხდის
ინდივიდუალური
დაგეგმვა,75
რაც
არასაკმარისი76 და შესაბამისი კვალიფიკაციის არმქონე77 (მას უნდა ჰქონდეს სოციალური
მუშაობის სფეროში ბაკალავრის, მაგისტრის/მაგისტრთან გათანაბრებული ან დოქტორის
აკადემიური ხარისხი, ან ამ კანონით გათვალისწინებული სოციალური მუშაკის სერთიფიკატი)
პერსონალის პირობებში შეუძლებელს ხდის მსჯავრდებულთა ინდივიდუალური საჭიროებების
განსაზღვრას. რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის კუთხით, განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა
განსაკუთრებული რისკის78 დაწესებულებებში. საინტერესო და თავშესაქცევი აქტივობების გარეშე
საკანში 23 საათი ყოფნა დახურულ და განსაკუთრებული რისკის დაწესებულებებში მოთავსებულ
პატიმრებში აძლიერებს პროტესტის, უსამართლობისა და უიმედობის განცდას, რაც დამატებით
პრობლემებს აჩენს წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით. შეუსრულებელია
სახალხო დამცველის 2017 წელს გაცემული რეკომენდაციები დახურული და განსაკუთრებული
75
2018 წლის განმავლობაში, სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმების შესწავლის საფუძველზე
დადგინდა, რომ ინდივიდუალური გეგმები სრულყოფილად არ ასახავს მსჯავრდებულის საჭიროებების
გამოვლენის შედეგად სპეციალისტის მიერ ჩატარებულ სამუშაოს, რიგ შემთხვევებში, ისე იგეგმება
პატიმართა აქტივობებში ჩართვა (საჭირო რეაგირება), რომ რისკისა და საჭიროების შეფასების ფორმაში არ
ჩანს გამოკვეთილი საჭიროებები, არ ხდება ინდივიდუალური გეგმით გაწერილი აქტივობების გავლის
შემდეგ მიღწეული შედეგების შეფასება; გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისად დაგეგმილი
აქტივობები არ არის საკმარისი.
76 ასე მაგალითად, 2018 წლის დეკემბრის მონაცემებით, №16 დაწესებულებაში 3 სოციალური მუშაკის
ვაკანსია იყო, №17 დაწესებულებაში - 2 სოციალური მუშაკის, №2 დაწესებულებაში - 3 სოციალური
მუშაკის; №3 დაწესებულებაში სოციალური განყოფილების უფროსისა და 1 სოციალური მუშაკის
თანამდებობა ვაკანტური იყო.
77 პენიტენციურ დაწესებულებებში დასაქმებული სოციალური მუშაკების უმეტესობა არ აკმაყოფილებს
სოციალური მუშაობის შესახებ კანონის 42-ე მუხლის I ნაწილის „გ“ პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს;
782018 წელს №3
დაწესებულებაში მხოლოდ 5 სარეაბილიტაციო პროგრამა განხორციელდა; №6
დაწესებულებაში მხოლოდ 1, ხოლო №7 დაწესებულებაში სარეაბილიტაციო აქტივობები საერთოდ არ
განხორციელებულა. იქ მყოფი მსჯავრდებულების გარკვეულ ნაწილთან ინდივიდუალურად მუშაობს
ფსიქოლოგი, რასაც ასევე არ აქვს სისტემატური ხასიათი.
55
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
რისკის დაწესებულებებში მყოფი პატიმრებისთვის 1 საათზე მეტი ხნით სუფთა ჰაერზე ყოფნისა
და ვარჯიშის სათანადო პირობების შექმნასთან დაკავშირებით. ამასთანავე, მნიშვნელოვანია
პატიმართა განათლებისა და დასაქმების79 შესაძლებლობების გაზრდა. მიუხედავად 2018 წლის
განმავლობაში განხორციელებული პოზიტიური ცვლილებებისა80, 15 პენიტენციური
დაწესებულებიდან მხოლოდ ოთხ დაწესებულებაში (№5, №14, №15 და №16) ფუნქციონირებს
საწარმო.81 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრის მუშაობა არ აღიქმება ისე, როგორც ციხის
რეჟიმის პოზიტიური ელემენტი, სამეურნეო სამსახურში ჩარიცხულ მსჯავრდებულებს კვლავ
უწევთ ისეთი სამუშაოების82 შესრულება, რომელიც ნაკლებად მისცემს პატიმარს იმის
შესაძლებლობას, რომ განთავისუფლების შემდგომ შეუნარჩუნონ ან განუვითარონ თავის რჩენის
უნარი.
ამასთან,
ასეთი
სამუშაოს
შესრულება
დაკავშირებულია
ძლიერ
სტიგმასთან.
სამწუხაროდ, პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილია ვითარება, როდესაც სამეურნეო
ნაწილში დასაქმებული, დასუფთავებაზე პასუხისმგებელი პატიმრები სტიგმატიზებულები,
ციხის საერთო ცხოვრებიდან იზოლირებულები და გარიყულები არიან. ამავდროულად,
არსებობს მათ მიმართ ძალადობის მაღალი რისკი. იქმნება შთაბეჭდილება, რომ დაწესებულების
თანამშრომლები ანგარიშს უწევენ ციხის არაფორმალურ წესებს და ამით ავლენენ შემგუებლურ
დამოკიდებულებას შექმნილი მდგომარეობისადმი.83
აღსანიშნავია, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში მომუშავე სოციალურ მუშაკებს და
ფსიქოლოგებს არ აქვთ სათანადო სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულთან
მშვიდ,
თერაპიულ
გარემოში
მუშაობა.
სარეაბილიტაციო
აქტივობებში
პატიმართა
მონაწილეობას ასევე უშლის ხელს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა კრიმინალური სუბკულტურა
და პატიმრებში მოტივაციის არარსებობა. არაფორმალური წესების გამო სარეაბილიტაციო
აქტივობებში ჩართვაზე უარის მიზეზი სხვა პატიმრების გავლენის ქვეშ მოქცევაა, ვინაიდან ასეთ
აქტივობებში მონაწილეობა გარკვეული ჯგუფის პატიმრებისთვის მიუღებელია. შესაბამისად,
მნიშვნელოვანია ასეთი მსჯავრდებულების გამოვლენა, მათი რისკებისა და საჭიროებების
შეფასება და მათთან ინდივიდუალური მუშაობა. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია სოციალური
განყოფილებების თანამშრომლებმა აქტიურად იმუშაონ პატიმრებთან წახალისების გზით,
79
პენიტენციურ დაწესებულებებში დასაქმების შემდეგი შესაძლებლობებია: 1. დასაქმება დაწესებულების
ტერიტორიაზე ან მის გარეთ, 2. საწარმოებში დასაქმება და 3. დაწესებულების სამეურნეო სამსახურში
ჩარიცხვა.
80 №5 დაწესებულებაში მოეწყო სასათბურე მეურნეობა, ასევე, ბამბის საპენტი/გადამამუშავებელი საამქრო
შესაბამისი დანადგარებით;
81
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სისტემის
სტატისტიკის 2018 წლის დეკემბრის ერთიანი ანგარიში, ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე:
< https://goo.gl/EF9LCV >[ბოლოს ნანახია: 18.02.19].
82 მაგალითად, როგორიცაა საკვების პატიმრებისთვის დარიგება, რეცხვა, დაწესებულების ტერიტორიაზე
განთავსებული მაღაზიიდან საკვები პროდუქტებისა და დამატებითი მოხმარების საგნების მიწოდება,
დალაგება-დასუფთავება და სხვ.
83 დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის საპარლამენტო
ანგარიში, გვ. 229 -233.
56
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
სხვადასხვა აქტივობებში ჩართვის მოტივაციის შესაქმნელად. საუკეთესო მოტივატორი
პატიმრებისთვის იქნება ისეთი აქტივობების შეთავაზება, რაც პირდაპირ გავლენას მოახდენს
დარჩენილი სასჯელის ვადის შემცირებაზე84 ან სასჯელის სახის შეცვლაზე.
3.7. ფიზიკური გარემო
გეგმური სარემონტო სამუშაოების ჩატარების მიუხედავად,85 წინა წლების მსგავსად, 2018 წლის
განმავლობაში პრობლემური იყო საკნებში არსებული სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები №2,
№8, №12, №14, №15, №17, №18 და №19 დაწესებულებებში. №2, №8, №15, №16, №N17
დაწესებულებებში გავრცელებულია მწერები. ვიზიტების დროს მონიტორინგის ჯგუფის
წევრებმა თავად იხილეს ტარაკნები და ბაღლინჯოები ფსიქოლოგების სამუშაო ოთახებში,
საცხოვრებელ საკნებსა და სამარტოო საკნებში. ჯგუფის წევრებს არაერთმა პატიმარმა აჩვენა
მწერის ნაკბენები. 2018 წლის განმავლობაში პრობლემური იყო სათანადო ვენტილაცია86,
საკმარისი განათება87 და ყველა მსჯავრდებულისთვის პატიმრობის კოდექსის მე-15 მუხლით
დადგენილი 4 კვ.მ. მინიმალური პირადი ფართით უზრუნველყოფის საკითხი88. გარდა ამისა, არ
შესრულებულა
სახალხო
დამცველის 2017 წლის საპარლამენტო
ანგარიშში
გაცემული
წინადადება ბრალდებულების მინიმალურ საცხოვრებელ ფართად 4 კვ.მ.–ის განსაზღვრასთან
დაკავშირებით.89 №17 დაწესებულებაში კვლავაც ფუნქციონირებს ძველი, ე.წ. ბარაკული90 ტიპის
საცხოვრებლები, რომლებიც აუცილებლად უნდა გაუქმდეს.
3.8. სამედიცინო მომსახურება
პენიტენციური ჯანდაცვის კუთხით კვლავ პრობლემას წარმოადგენს სამედიცინო პერსონალის
რაოდენობა91
და
კვალიფიკაცია,92
სამედიცინო
84
დოკუმენტაციის
სათანადო
წარმოება,
ამ კუთხით საინტერესოა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მიერ 2017 წელს
გაჟღერებული ინიციატივა, რომლის მიხედვითაც სამინისტრო 2018 წელს დაიწყებდა მუშაობას ახალი
მექანიზმის
შემოღებაზე,
რომლის
თანახმად,
პენიტენციურ
დაწესებულებაში
დასაქმებულ
მსჯავრდებულს, სამუშაო დღეების შესაბამისად, მოსახდელი სასჯელის ვადა შეუმცირდებოდა.
85 ინფრასტრუქტურის ცვეთით გამოწვეული გაუარესების თავიდან ასაცილებლად განხორციელებული
სამუშაოები.
86 №2, №3, №5, №6, №8, №9, №14, №15, №17 დაწესებულებებში.
87 №3, №8, №14 დაწესებულებებში.
88 №2, №8, №12, №14, №15, №17 დაწესებულებებში.
89 არაბრალეულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, ბრალდებულები მსჯავრდებულებთან შედარებით,
უფრო შემზღუდველ პირობებში არ უნდა იყვნენ.
90 ბარაკული ტიპის საერთო საცხოვრელებში მწეველი და არამწეველი პატიმრები ერთ სივრცეში
ცხოვრობენ, რთულია სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვა და მაღალია ინფექციური დაავადებების
გავრცელების საშიშროება.
91 წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი (CPT) 2007 წელს საბერძნეთში განხორციელებული ვიზიტის
შესახებ ანგარიშში უთითებს, რომ ერთ ექიმზე - 300, ხოლო ერთ ექთანზე 50 პატიმარზე მეტი არ უნდა
მოდიოდეს. დიდ პენიტენციურ დაწესებულებებში, როგორიცაა №2, №14, №15 და №17 დაწესებულებები,
პატიმრებისა და ექთნების რაოდენობის თანაფარდობა მაღალია და შესაბამისად, საჭიროა საშუალო
57
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
სამედიცინო კონფიდენციალურობის დაცვა, სამედიცინო რეფერალის დროული განხორციელება
და პრევენციული ჯანდაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა.
დადებითად უნდა აღინიშნოს 2018 წელს ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა სკრინინგ
ინსტრუმენტის შემუშავება. სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან მიღებული პასუხის
თანახმად,93 აღნიშნული დოკუმენტის იურიდიულ ჩარჩოში მოსაქცევად, მიმდინარეობს
მუშაობა და სამედიცინო პერსონალის გადამზადების შემდეგ, იგეგმება მისი აღსრულება.
სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრების მიერ სამედიცინო ბარათების შესწავლის დროს
გამოიკვეთა რიგი პრობლემები,94 რაც გავლენას ახდენს დროული სამედიცინო მომსახურების
მიღებაზე.
ვიზიტების
დროს
დადგინდა,
რომ
კვლავ
პრობლემა
იყო
სამედიცინო
კონფიდენციალურობის დაცვის თვალსაზრისით. სამედიცინო მანიპულაციები დაწესებულების
თანამშრომლების
თანდასწრებით
ტარდება,
რითიც
ირღვევა
სამედიცინო
კონფიდენციალურობა.
სამედიცინო რეფერალის დროულობის საკითხის გაუმჯობესების მიუხედავად, კვლავ არის
შემთხვევები, როდესაც დარღვეულია სამედიცინო მომსახურების95 მიღების ვადები.96 აქვე
სამედიცინო პერსონალის დამატება. იხ. სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში „პატიმრობის
პირობების გავლენა პატიმართა ჯანმრთელობაზე“, 2018, გვ. 32.
92
კვლავ აღინიშნება პრობლემები უწყვეტი სამედიცინო განათლების სფეროში. სამედიცინო
პერსონალისთვის ჩატარებული ტრენინგები უმეტესად პატიმართა ფსიქიკური ჯანმრთელობის,
ნარკოდამოკიდებულების და უფლებების დაცვის საკითხებს შეეხება. უშუალოდ სპეციალობასთან
დაკავშირებულ საკითხებზე ტრენინგები კი იშვიათად ტარდება. სამედიცინო პუნქტებში არსებულ
კომპიუტერებს წვდომა აქვს მხოლოდ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს საიტზე. ინტერნეტზე არსებული შეზღუდვის გამო, სამედიცინო პერსონალი მოკლებულია
მიიღოს სრულყოფილი, ოპერატიული ინფორმაცია დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე
მეთოდების, გაიდლაინების, პროტოკოლების, მედიკამენტების შესახებ. ეს, თავის მხრივ, სამედიცინო
მომსახურების ხარისხზეც აისახება.
93 სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან მიღებული 2019 წლის 9 თებერვლის №3337/01 პასუხი.
94 მაგალითად, სამედიცინო ბარათები არასტრუქტურირებულია, ჩანაწერები არ არის დალაგებული
ქრონოლოგიურად, ხშირ შემთხვევაში ექიმ-სპეციალისტთა კონსულტაციისა და დასკვნის შესახებ
ინფორმაცია სამედიცინო ბარათში არ იკითხება. საერთო ჯამში, სამედიცინო ბარათში პაციენტის
ჯანმრთელობის მდგომარეობის დინამიკა არ აისახება, რაც პრობლემას ქმნის სამედიცინო მომსახურების
უწყვეტობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.
95 საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 22 აპრილის №31 ბრძანება
პენიტენციურ დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურების სტანდარტების, სპეციფიკური საჭიროებების
მქონე პირთა სამედიცინო მომსახურების დამატებითი სტანდარტების, პენიტენციურ დაწესებულებაში პ
რევენციული მომსახურების პაკეტისა და პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის ბაზისური მედიკამენტები
ს ნუსხის დამტკიცების შესახებ, მუხლი 8.
96 მაგალითად, ერთ-ერთ მსჯავრდებულს 2017 წლის 17 ოქტომბერს ოფთალმოლოგის მიერ მიეცა
რეკომენდაცია სამოქალაქო სექტორის ოფთალმოლოგიურ კლინიკაში დამატებითი კონსულტაციის
ჩატარების შესახებ, დიაგნოზით რქოვანას შემღვრევა, მწვავე კატარაქტა ტრავმული. ამავე წლის 20
58
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
აღსანიშნავია,
რომ
არიან
პაციენტები,
რომლებიც
ერთიან
ელექტრონულ
ბაზაში
დარეგისტრირებული არიან 2016 წლიდან, თუმცა 2018 წლის დეკემბერში ჯერ კიდევ არ აქვთ
მიღებული სამედიცინო მომსახურება.
სამწუხაროდ, 2018 წელს გარდაცვლილ პატიმართა რაოდენობა გაზრდილია.97 მათ შორის,
გაზრდილია სუიციდით98 გარდაცვლილ პატიმართა რაოდენობაც.99 გარდაცვალების მიზეზს
უმეტესად სომატური ჯანმრთელობის პრობლემები წარმოადგენს.100 მნიშვნელოვანია, რომ
სამედიცინო დეპარტამენტმა გააანალიზოს გარდაცვალების თითოეული შემთხვევა, რათა
სწორად დაიგეგმოს ჯანმრთელობის დაცვის პრევენციული ღონისძიებები
და მომავალში
თავიდან იქნეს აცილებული სომატური ჯანმრთელობის პრობლემების გართულება. ამასთან,
მნიშვნელოვანია
განსაკუთრებული
ყურადღება
დაეთმოს
არაგადამდები
დაავადებების
სკრინინგსა და გამოვლენას,101 რათა პატიმარმა დროული და ადეკვატური სამედიცინო
მომსახურება მიიღოს, და თავიდან იქნეს აცილებული ფატალური შედეგი.
კვლავ პრობლემურია პატიმართა ინფორმირების საკითხი პრევენციული ჯანდაცვისა და
ზოგადად ჯანდაცვის სერვისების შესახებ. პატიმართა უმეტესობა აღნიშნულ ინფორმაციას
ნაწილობრივ ან საერთოდ არ ფლობს, ამასთან, 2018 წელს პატიმართა ინფორმირების კუთხით
ნაბიჯები არ გადადგმულა. ასევე პრობლემურია არაგადამდები დაავადებების პერიოდული
სკრინინგული
გამოკვლევა.
აღსანიშნავია,
რომ
სამედიცინო
პერსონალი
ძირითადად
კლინიკურად გამოხატულ დაავადებებზე რეაგირებს და მკურნალობა სიმპტომურ ხასიათს
ატარებს. რაც შეეხება ინფექციური დაავადებების სკრინინგულ გამოკვლევას, მას სისტემატური
ხასიათი აქვს, შესაბამისად, პატიმართა ამ კვლევებით მოცვის მაჩვენებელი უფრო მაღალია.
ოქტომბერს მსჯავრდებული დარეგისტრირებული იქნა ერთიან ელექტრონულ ბაზაში, თუმცა 2018 წლის
21 დეკემბერს ჯერ კიდევ ელოდა გაყვანას.
97 2017 წელს პენიტენციურ დაწესებულებებში გარდაიცვალა 15 პატიმარი (მათგან 5 სამოქალაქო სექტორის
საავადმყოფოში), 2018 წელს კი გარდაიცვალა 21 პატიმარი (მათგან 6 სამოქალაქო სექტორის კლინიკებში).
98 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ოფიციალურ
გვერდზე არსებული სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, 2018 წელს პენიტენციურ დაწესებულებებში
აღირიცხა
სუიციდის
4
შემთხვევა,
იხ.
ბმული
<
http://sps.gov.ge/images/temp/2019/02/05/0c06bd21dc6cefbb63b55ff8c06852ac.pdf > [ბოლოს ნანახია 12.03.2019].
99 2017 წელს აღირიცხა სუიციდის 2 შემთხვევა, ხოლო 2018 წელს - 4 შემთხვევა.
100 სპეციალური პენიტენციური სამსახურის საიტზე არსებული ოფიციალური სტატისტიკის თანახმად,
გარდაცვალების მიზეზად მითითებულია უეცარი სიკვდილი, სუნთქვისა და გულსისხლძარღვთა მწვავე
უკმარისობა, სუიციდი, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა, მწვავე პერიტონიტი და სიმსივნე.
101 დადებითად უნდა აღინიშნოს 2018 წელს პენიტენციურ დაწესებულებებში ჩატარებული მსხვილი
ნაწლავის და პროსტატის კიბოს სკრინინგი, ასევე, ქალი პატიმრებისთვის ჩატარებული საშვილოსნოს
ყელის კიბოს სკრინინგი, თუმცა მნიშვნელოვანია მას რეგულარული ხასიათი ჰქონდეს.
59
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
არასრულფასოვანი კვება და დაბალი ფიზიკური აქტივობა პატიმართა ჯანმრთელობის
მდგომარეობის განმსაზღვრელი მნიშვნელოვანი ფაქტორებია.102 დადებითად უნდა აღინიშნოს,
რომ არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად, 2018 წლის ნოემბერში სპეციალურმა
პენიტენციურმა სამსახურმა ხელშეკრულება გააფორმა ნუტრიციოლოგთან.103 ამასთან,
მნიშვნელოვანია გაიზარდოს პატიმრის კვებისთვის გამოყოფილი ყოველდღიური თანხის
ოდენობა.104
3.9. კონტაქტი გარე სამყაროსთან
კვლავ პრობლემურია ხანმოკლე პაემნის ოთახებში მინის ბარიერის არსებობა,105 ოჯახის
ვიზიტის
დროს
კონფიდენციალური
კონფიდენციალურობის დარღვევა.
106
გარემოს
არარსებობა,
სატელეფონო
საუბრის
მიუხედავად ვიდეოპაემნის მნიშვნელობისა, ყველა
პენიტენციურ დაწესებულებაში არ არის მოწყობილი შესაბამისი ინფრასტრუქტურა.107 ამასთან,
ბრალდებულებს
განსაკუთრებული
კვლავ
არ
რისკის
აქვთ
ხანგრძლივი
დაწესებულებაში
პაემნით
მოთავსებული
სარგებლობის
უფლება,108
მსჯავრდებულები
კი,
ვიდეოპაემნით ვერ სარგებლობენ. 109
102
Herbert K et al. „Prevalence of risk factors for noncommunicable diseases in prison populations
worldwide: a systematic review“, 2012, 379(9830):1975–1982. ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <
https://goo.gl/UvPhVx > [ბოლოს ნანახია 2019 წლის 28 თებერვალს].
103
აღნიშნული მიზნად ისახავს, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ინტერესებიდან გამომდინარე,
არსებული დღიური კვების ტიპური მენიუ-განრიგების, დღიური რაციონის კალორიულობის, კვების
რეჟიმისა და ნორმების, ულუფის სასურსათო ნორმების, სამკურნალო დიეტების მნიშვნელოვნად
გაუმჯობესებას; ასევე, კერძების რეცეპტებისა და მომზადების წესების კატალოგის შემუშავებას.
104 2018 წელს პატიმრის კვებისთვის გამოყოფილი ყოველდღიური თანხის ოდენობა პურის ღირებულების
გარეშე, შეადგენს 3,742 ლარს. პურის ღირებულება დამატებით 0.625 ლარის ტოლია.
105 პატიმრის რეაბილიტაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ მას ოჯახის წევრებთან უშუალო კონტაქტი და
კომუნიკაცია ჰქონდეს. ევროპული ციხის წესების 24.4 პუნქტის თანახმად, პაემნის ორგანიზება იმგვარად
უნდა მოხდეს, რომ პატიმრებს საშუალება მიეცეთ, შეინარჩუნონ და განავითარონ ოჯახური
ურთიერთობები შეძლებისდაგვარად ნორმალურ გარემოში. ხანმოკლე პაემნის განხორცილებისას მინის
ბარიერის არსებობის გამო პატიმარი ოჯახის წევრებთან ყველანაირი ფიზიკური ურთიერთობის
საშუალებას მოკლებულია. მინის ბარიერი შესაძლოა დაცვის საშუალება იყოს. მიუხედავად იმისა, რომ
ზოგიერთ შემთხვევაში აუცილებელია ფიზიკური გამყოფი ბარიერები, მნიშვნელოვანია, რომ ფიზიკური
ურთიერთობის საშუალება აღიარებული ნორმა იყოს. გარდა ამისა, ნებისმიერი გადაწყვეტილება,
რომლითაც იზღუდება ფიზიკური ურთიერთობა, უნდა იყოს გონივრული, დასაბუთებული და იმ მიზნის
მიღწევის პროპორციული, რისთვისაც მსგავსი შეზღუდვა წესდება.
106 დახურული ტიპის დაწესებულებებში ტელეფონის აპარატები განთავსებულია დაწესებულების
თანამშრომელთა სამორიგეო ოთახებში, სადაც შეუძლებელია საუბრის კონფიდენციალობის დაცვა.
107 მხოლოდ №5, №8, №11, №15, №16 და №17 პენიტენციურ დაწესებულებებში სარგებლობენ ვიდეოპაემნის
უფლებით.
108 სახალხო დამცველის 2017 წლის საპარლამენტო ანგარიში; გვ. 47.
109 სახალხო დამცველის 2017 წლის საპარლამენტო ანგარიში; გვ. 50.
60
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
3.10.
თანასწორობა
დისკრიმინაციის პრევენციისა და თანასწორობის პრინციპზე დაფუძნებული პენიტენციური
სისტემის შექმნის მიზნით, უცილებელია კონკრეტული ჯგუფების სპეციალური საჭიროებების
გამოვლენა და ამ საჭიროებების დაკმაყოფილება. ამ კუთხით, პენიტენციურ დაწესებულებებში
არსებობს გარკვეული გამოწვევები, მათ შორის, ლგბტ თემთან ასოცირებული პირების მიმართ
არსებული სტიგმა, ფსიქოლოგიური ძალადობა, მათი იზოლირება და გარიყვა ციხის საერთო
ცხოვრებიდან. აუცილებელია, სახელმწიფომ ჩამოაყალიბოს შესაბამისი სტრატეგიული ხედვა,
თუ როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება და გამოწვევებთან გამკლავება.
ასევე პრობლემურია უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი პირების სათანადო რეაბილიტაცია,110
ენობრივი ბარიერის გამო უცხოელი პატიმრების შეზღუდული ხელმისაწვდომობა სერვისებზე,
საკვების მომზადებისას სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენელთა საჭიროებების
გაუთვალისწინებლობა; არასრულწლოვანთა მოთავსება სრულწლოვანთა დაწესებულებაში (№2
და
№8
დაწესებულებებში),
ასევე,
ქალი
მსჯავრდებულების
ყოფნა
მამაკაცთა
(№2
დაწესებულება) დაწესებულებაში, სადაც სპეციალური პენიტენციური დაწესებულებებისგან
განსხვავებით, უზრუნველყოფილი არ არის სათანადო სერვისები.
ამ კუთხით დადებითად უნდა შეფასდეს იუსტიციის მინისტრის მიერ პენიტენციური და
დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების სტრატეგიისა და 2019-2020 წლების
სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომლის თანახმად, ბრძანების ერთ-ერთი სტრატეგიული მიზნის
შედეგი მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებების გათვალისწინებით, მსჯავრდებულებისთვის
დასაქმების, პროფესიული სწავლების, განათლებისა და განტვირთვის შესაძლებლობების
გაუმჯობესება და ამ მიზნით შესაბამისი სისტემებისა და ინფრასტრუქტურის შექმნაა. სახალხო
დამცველი იმედოვნებს, რომ 2019 წლის განმავლობაში სამინისტრო უზრუნველყოფს ლგბტ,
სამეურნეო
ნაწილში
დასაქმებული,
დასუფთავებაზე
პასუხისმგებელი
პატიმრების
საჭიროებების შესწავლასა და გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისი სამოქმედო გეგმის
შემუშავებას.
3.11.
პენიტენციური დაწესებულების პერსონალი
მონიტორინგის შედეგებით გამოვლინდა, რომ პენიტენციური დაწესებულებები განიცდიან
როგორც საშტატო ერთეულების, ისე დასაქმებული თანამშრომლების ნაკლებობას. კადრების
არასაკმარისი რაოდენობის გამო, პერსონალი იძულებულია, დატვირთული გრაფიკით იმუშაოს.
პენიტენციურ დაწესებულებებში არ აღირიცხება და ანაზღაურდება ზეგანაკვეთური სამუშაო.
შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომელთა
110
2018 წლის განმავლობაში №2 მყოფი უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირები არ ჩართულან რაიმე
სახის სარეაბილიტაციო აქტივობებში, ხოლო №6 და №7 დაწესებულებებში საერთოდ არ
განხორციელებულა სარეაბილიტაციო აქტივობები.
61
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
უმრავლესობა იძულებულია მოითხოვოს და გამოიყენოს კუთვნილი შვებულების111 მხოლოდ
ნახევარი. ასევე არ ხდება გამოუყენებელი შვებულების შემდეგ წელში გადატანა ან მისი
ანაზღაურება. მართალია, 2017 წლის საპარლამენტო ანგარიშში სახალხო დამცველი ითხოვდა
პენიტენციური დაწესებულებების ყველა თანამშრომლისთვის პროფესიული გადაწვის
წინააღმდეგ ტრენინგის ჩატარებას, მაგრამ ეს დღემდე არ შესრულებულა.
№3, №14, №15 და №19 პენიტენციური დაწესებულებები დასახლებული ადგილებიდან შორს
მდებარეობს, შესაბამისად, პენიტენციური დაწესებულებების პერსონალს გადაადგილება
უმეტეს შემთხვევაში საკუთარი ხარჯით, კერძო, ან მუნიციპალური ტრანსპორტით უწევს, რაც
გარკვეულ პრობლემას უქმნის მათ. ამ მხრივ დადებითად აღსანიშნავია №5, №6, №16 და №17
დაწესებულებების
პრაქტიკა,
სადაც
2018
მიმოსვლისათვის დანიშნულია ტრანსპორტი.
წლიდან
პერსონალისთვის
სამსახურში
ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით,
სახალხო დამცველის 2017 წლის საპარლამენტო ანგარიშშიც გაიცა შესაბამისი რეკომენდაცია,
რაც, სამწუხაროდ, სრულყოფილად არ შესრულებულა.
სამედიცინო დაზღვევა სოციალური დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორმაა. პენიტენციური
დაწესებულების თანამშრომლებისთვის სამედიცინო დაზღვევის საჭიროებასთან დაკავშირებით,
წინა წლის საპარლამენტო ანგარიშში გაიცა შესაბამისი რეკომენდაცია. დადებითად უნდა
აღინიშნოს,
რომ
2018
წლიდან
პენიტენციური
დაწესებულებების
თანამშრომლების
უმრავლესობა უზრუნველყვეს სამედიცინო დაზღვევით, თუმცა, სამწუხაროა, რომ ეს სიახლე
დაწესებულებების ყველა თანამშრომელს არ შეხებია.112
პენიტენციური
დაწესებულების
იმყოფებიან,
შესაბამისად,
თანამშრომლები
მათი
სამსახურში
ჯანმრთელობის
ხანგრძლივი
შენარჩუნებისა
დროით113
და
მეტი
პროდუქტიულობისთვის, მნიშვნელოვანია, სამუშაო საათების განმავლობაში მათი სათანადო
კვებით უზრუნველყოფა. პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები იძულებულნი არიან
იკვებონ სახლიდან მიტანილი მშრალი საკვებით. აქვე აღსანიშნავია, რომ პენიტენციური
დაწესებულებების უმრავლესობაში თანამშრომლებისთვის არ არის მოწყობილი სასადილო
ოთახი, რის გამოც, პერსონალს ძირითადად სამუშაო მაგიდებზე უწევთ წახემსება. 2017 წელს
გაცემულ რეკომენდაციას დაწესებულების პერსონალის სათანადო კვებით უზრუნველყოფასთან
დაკავშირებით, მოჰყვა დაპირება ამ რეკომენდაციის შესრულების შესახებ. სპეციალური
პრევენციული ჯგუფი იმედოვნებს, რომ აღნიშნული პრობლემა 2019 წლისათვის მოგვარდება.
111
საქართველოს შრომის კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, „დასაქმებულს უფლება
აქვს, ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით - წელიწადში სულ მცირე 24 სამუშაო დღით“.
112 სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფილი არ არიან კანცელარიის თანამშრომლები, იურისტი და
ბუღალტერი.
113 თანამშრომელთა დიდ ნაწილს უწევს 24-საათიან ცვლაში მუშაობა.
62
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
წინადადებები
საქართველოს პარლამენტს:
•
2019 წელს, მიიღოს ყველა ზომა, რათა პატიმრობის კოდექსით განისაზღვროს
ბრალდებულების 4 კვ.მ.-ის მინიმალური საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის
ვალდებულება
•
2019 წელს მიიღოს ყველა ზომა ცვლილების შესატანად პატიმრობის კოდექსში და
ბრალდებულებს, გამოძიების ინტერესების გათვალისწინებით, მიეცეთ ხანგრძლივი
პაემნით სარგებლობის უფლება
•
2019 წელს, მიიღოს ყველა ზომა ცვლილების შესატანად პატიმრობის კოდექსში და
განსაკუთრებული რისკის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულებს მიეცეთ
ვიდეოპაემნით სარგებლობის უფლება
•
2019 წელს პატიმრობის კოდექსით განისაზღვოს, რომ დისციპლინური სახდელი
გამოიყენება მხოლოდ როგორც უკიდურესი ზომა, კანონმდებლობისა და პრაქტიკის
დონეზე, ასევე, დაინერგოს კონფლიქტის პრევენციის, მედიაციისა ან დავის გადაჭრის
სხვა ალტერნატიული მექანიზმები
•
2019 წელს მიიღოს ყველა ზომა, რათა პატიმრობის კოდექსში ცვლილებების შეტანით
განისაზღვროს დისციპლინური დარღვევის სახეები (ნაკლებად მძიმე დარღვევა, მძიმე
დარღვევა და განსაკუთრებით მძიმე დარღვევა) და დარღვევის თითოეული სახის
მიმართ
დადგინდეს
შესაბამისი
სახდელები;
დამკვიდრდეს
დისციპლინური
სამართალწარმოების ზეპირი მოსმენით ჩატარების წესი
რეკომენდაცია
საქართველოს მთავრობას:
•
საქართველოს მთავრობამ შეიმუშაოს გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს სასამართლო
სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების დროს სტამბოლის პროტოკოლით დადგენილი
სახელმძღვანელო პრინციპების პრაქტიკაში განხორციელებას
იუსტიციის სამინისტროს
არასათანადო მოპყრობისაგან დაცვის პროცედურული და ინსტიტუციური გარანტიები
•
2019 წელს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 26
ოქტომბრის №131 ბრძანებაში შევიდეს ცვლილება, რომელიც განსაზღვრავს პენიტენციურ
დაწესებულებებში დასაქმებული ექიმის ვალდებულებას არასათანადო მოპყრობის
ფაქტის შესახებ საგამოძიებო ორგანოსთვის შეტყობინების გაგზავნის თაობაზე
63
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
•
2019 წელს მიიღოს ყველა ზომა, რათა წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების
ეფექტიანი გამოვლენისა და ხარისხიანი დოკუმენტირებისთვის, 2019 წელს შემუშავდეს
სახელმძღვანელო
პრინციპები,
სადაც
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა
დაზიანების
გაიწერება
აღრიცხვის
ექიმის
მიერ
წესის
შესაბამისად
დოკუმენტირებისას საეჭვო დაზიანებების შერჩევის კრიტერიუმები
წესრიგი და უსაფრთხოება
•
2019 წელს დეესკალაციის ოთახში მოთავსების მაქსიმალურ ვადად განისაზღვროს 24
საათი; დეესკალაციის ოთახში მოთავსებისას უზრუნველყოფილ იქნეს ფსიქოლოგის,
ფსიქიატრის, სოციალური მუშაკის, ექიმის და დაწესებულების სხვა სამსახურების
თანამშრომლების
ერთობლივი,
შესამცირებლად/აღმოსაფხვრელად;
მულტიდისციპლინური
მუშაობა
რისკების
დეესკალაციის
შეიქმნას
უსაფრთხო
ოთახებში
გარემო, მათ შორის, რბილი მასალით კედლებისა და იატაკის მოპირკეთებით; 2015 წლის
19 მაისის №35 ბრძანებაში შევიდეს ცვლილება, რომლითაც განისაზღვრება, რომ
დეესკალაციის
•
ოთახებში
ჩაწერილი
ელექტრონული
მეთვალყურეობის
მასალა
არანაკლებ 1 თვის ვადით არქივდებოდეს
2019 წელს ახალი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის გამოცემის, ან პენიტენციური
დაწესებულებების
დებულებებში
ცვლილების
შეტანით
განისაზღვროს
სრული
შემოწმების დროს რისკის ინდივიდუალური შეფასების, თანაზომიერების პრინციპების
დაცვის
ვალდებულება;
განისაზღვროს
პატიმრისთვის
სრული
შემოწმების
ალტერნატიული მეთოდების (სკანერის) შეთავაზების ვალდებულება; ერთმანეთისგან
გაიმიჯნოს გაშიშვლებით შემოწმება და შინაგანი შემოწმება; დადგინდეს მათი ჩატარების
პროცედურები; აიკრძალოს სრული გაშიშვლებისას პირის სხეულის სხვადასხვა ნაწილის
ერთდროულად გაშიშვლების მოთხოვნა
•
2019 წელს, 2015 წლის 19 მაისის №35 ბრძანებაში შევიდეს ცვლილება,, რომლითაც
განისაზღვრება ვიდეოჩანაწერების შენახვის გონივრული ვადა (არანაკლებ 10 დღისა)
მსჯავრდებულთა რისკების შეფასება და კლასიფიკაცია
•
2019 წელს მიიღოს ყველა ზომა, რათა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის
მინისტრის 2015 წლის 9 ივლისის №70 ბრძანებაში შევიდეს ცვლილება, რომლითაც
განისაზღვრება:
o
პენიტენციური
დაწესებულებების
მხრიდან,
რისკების
შეფასების
კრიტერიუმებისა და პროცედურების შესახებ, მსჯავრდებულთა ინფორმირების
ვალდებულება, დაწესებულებაში შესახლებისას და უშუალოდ რისკის შეფასების
პროცესის დაწყებისას
64
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
o
მსჯავრდებულის უფლება, რისკის შეფასების პროცესში წარადგინოს საკუთარი
პოზიცია და მოსაზრება იმ გარემოებებზე, რომელთა საფუძველზეც ხდება მათი
•
რისკების განსაზღვრა
2019 წელს მიიღოს ყველა ზომა, რათა სპეციალური პენიტენციური სამსახურის
გენერალურმა
ინსპექციამ
გააკონტროლოს
და
ზედამხედველობა
გაუწიოს,
და
უზრუნველყოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015
წლის 9 ივლისის №70 ბრძანების მე-14 მუხლის 13-ლი პუნქტის მოთხოვნების პრაქტიკაში
შესრულება,
რაც
გულისხმობს,
რომ
უსაფრთხოების
მოტივით,
ერთი
ტიპის
დაწესებულებიდან მეორე ტიპის დაწესებულებაში მსჯავრდებულის გადაყვანის ყველა
შემთხვევაში, 20 დღის ვადაში უნდა მოხდეს მსჯავრდებულის რისკის გადაფასება და
რისკის შესაბამისი ტიპის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა
•
2019 წელს მიიღოს ყველა ზომა, რათა სპეციალური პენიტენციური სამსახურის
გენერალურმა
ინსპექციამ
გააკონტროლოს
და
ზედამხედველობა
გაუწოს,
და
უზრუნველყოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015
წლის 9 ივლისის №70 ბრძანების მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნის პრაქტიკაში
შესრულება, რაც გულისხმობს, რომ ვადაზე ადრე, მსჯავრდებულთა რისკის გადაფასების
მოთხოვნის
ყველა
შემთხვევაში,
პენიტენციური
დაწესებულების
დირექტორმა
დეტალურად მიუთითოს ის გარემოებები, რომელთა საფუძველზეც იყო მოთხოვნილი
მსჯავრდებულის საშიშროების რისკის ცვლილება
•
2019 წელს მიიღოს ყველა ზომა, რათა №16 პენიტენციურ დაწესებულებაში ცვლილების
განხორციელებით, უზრუნველყოს მსჯავრდებულის მიერ დერეფნების, კიბის
უჯრედების და სხვა საერთო სარგებლობის დანიშნულების ადგილების დასუფთავების
ვალდებულების გაუქმება
პატიმართა რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია
•
2019 წელს, დახურული და განსაკუთრებული
რისკის დაწესებულებებში მყოფ
პატიმრებს, მიეცეთ 1 საათზე მეტი ხნით სუფთა ჰაერზე ყოფნის შესაძლებლობა
•
2019 წელს, მიიღოს ყველა ზომა, რათა 2018 წელს დაბალი რისკის დაწესებულებებში
განხორციელებული სარეაბილიტაციო პროგრამები დაინერგოს ნახევრად ღია ტიპის
დაწესებულებებში;
2018
წელს
ნახევრად
განხორციელებული
სარეაბილიტაციო
დაწესებულებებში,
ინფრასტრუქტურისა
ღია
პროგრამები
და
ტიპის
-
დაწესებულებებში
დახურული
უსაფრთხოების
ტიპის
ნორმების
გათვალისწინებით; უზრუნველყოს 2018 წელს დახურული ტიპის დაწესებულებებში
განხორციელებული სარეაბილიტაციო პროგრამების დანერგვა განსაკუთრებული რისკის
დაწესებულებებში,
ინფრასტრუქტურისა
და
უსაფრთხოების
ნორმების
გათვალისწინებით; ამასთანავე, 2019 წელს თითოეულ პენიტენციურ დაწესებულებაში
სარეაბილიტაციო პროგრამებმა უფრო მეტი პატიმარი მოიცვას
65
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
•
2019 წელს გაიზარდოს ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების რაოდენობა
•
2019 წლის განმავლობაში უზრუნველყოს იმ სოციალური მუშაკების გადამზადება,
რომელთაც
არ
აქვთ
სოციალური
მუშაობის
სფეროში
ბაკალავრის,
მაგისტრის/მაგისტრთან გათანაბრებული, ან დოქტორის აკადემიური ხარისხი
•
2019 წელს გაფართოვდეს სოციალური განყოფილების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა
•
უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ პირებს №2, №6 და №7 დაწესებულებებში, №8
დაწესებულების მსგავსად, მიეცეთ მსგავს სარეაბილიტაციო აქტივობებში ჩართვის
შესაძლებლობა
•
2019 დაიწყოს მუშაობა პატიმართა დასაქმების წახალისების მექანიზმის შემოღებაზე,
რომლის თანახმად, პენიტენციურ დაწესებულებაში დასაქმებულ მსჯავრდებულს,
სამუშაო დღეების შესაბამისად, მოსახდელი სასჯელის ვადა შეუმცირდება
ფიზიკური გარემო
•
2019 წელს, მიიღოს ყველა ზომა, რათა №15 დაწესებულებაში, გადატვირთულობის
პრობლემის მოსაგვარებლად, მსჯავრდებულები გადაიყვანონ სხვა ნახევრად ღია
დაწესებულებაში და ამ პროცესში გაითვალისწინონ მსჯავრდებულების ოჯახის
საცხოვრებელი ადგილი. ანალოგიურად, №2 დაწესებულებაში, გადატვირთულობის
პრობლემის მოსაგვარებლად, პატიმრები გადაიყვანონ იმავე ტიპის სხვა დაწესებულებაში
და ამ პროცესში გაითვალისწინონ პატიმართა ოჯახის საცხოვრებელი ადგილი
•
2019 წელს, მიიღოს ყველა ზომა, №2, №8, №14, №15, №17 დაწესებულებებში მყოფი
თითოეული პატიმრი 4 კვ.მ. საცხოვრებელი ფართით უზრუნველსაყოფად; გაუქმდეს №17
დაწესებულებაში ე.წ. ბარაკის ტიპის საცხოვრებლები
•
2019 წელს, მიიღოს ყველა ზომა, რათა პატიმრებისთვის მინიმალური საცხოვრებელი
პირობების შესაქმნელად, №2, №5, №8, №14, №15, №17, №18 და №19 პენიტენციურ
დაწესებულებებში უზრუნველყოს სათანადო სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის
გაუმჯობესება, №3, №8, №14 დაწესებულებებში - სათანადო განათება, №2, №3, №5, №6,
№8, №9, №14, №15, №17 დაწესებულებებში - შესაბამისი ვენტილაცია
სამედიცინო მომსახურება
•
2019 წელს, მიიღოს ყველა ზომა, პირველადი ჯანდაცვის პუნქტების საჭირო რაოდენობის
კომპიუტერული ტექნიკითა და ინტერნეტით აღსაჭურვად
•
2019 წელს, მიიღოს ყველა ზომა, რათა ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო
ბარათების შევსებისას, არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად, ყოველი წლის ბოლოს
დაიწეროს შემაჯამებელი/წლიური ეპიკრიზი,114 სადაც მოკლედ აისახება გასული წლის
114
ექიმის დასკვნა, ამომწურავი წერილობითი განმარტება დაავადების წარმოშობის, განვითარების,
მიმდინარეობის, მკურნალობის ხასიათისა და შედეგის შესახებ.
66
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
განმავლობაში პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის დინამიკა,
კონსულტაციები,
•
განხორციელებული
რეფერალი,
გამოკვლევები,
ჩატარებული
დასმული
დიაგნოზები, ჩატარებული მკურნალობა და მისი შედეგები
2019 წელს, მიიღოს ყველა ზომა, პენიტენციურ დაწესებულებებში არაგადამდები
დაავადებების სკრინინგის ჩასატარებლად
•
2019 წელს, მიიღოს ყველა ზომა, რათა დაწესებულებებში მოთავსებულ პატიმრებთან
რეგულარული შეხვედრებით, საინფორმაციო კამპანიით, მათ შორის, საინფორმაციო
ბუკლეტების გავრცელებით, უზრუნველყონ პატიმართა ინფორმირება პენიტენციურ
დაწესებულებებში არსებული ჯანდაცვის სერვისების, პრევენციული ჯანდაცვისა და
ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ
კონტაქტი გარე სამყაროსთან
•
2019 წელს, მიიღოს ყველა ზომა, №2, №3, №6, №7, №8, №9, №12, №14, №15, №17, №18, №19
დაწესებულებებში ხანმოკლე პაემნების მინის ბარიერის გარეშე განსახორციელებლად
•
2019 წელს, მიიღოს ყველა ზომა, დახურული ტიპის დაწესებულებებში ტელეფონების
ისეთ ადგილას მოსათავსებლად, სადაც პატიმარს შესაძლებლობა ექნება სატელეფონო
ზარი განახორციელოს დაწესებულების თანამშრომლის მიყურადების გარეშე
თანასწორობა
•
2019 წელს, უზრუნველყოს ყველა არასრუწლოვანი მსჯავრდებულის მოთავსება №11
არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში
•
2019 წელს, უზრუნველყოს ლგბტ, სამეურნეო ნაწილში დასაქმებული, დასუფთავებაზე
პასუხისმგებელი პატიმრების საჭიროებების შესწავლა და გამოვლენილი საჭიროებების
შესაბამისად, სამოქმედო გეგმის შემუშავება
პენიტენციური დაწესებულების პერსონალი
•
2019 და 2020 წლებში, პენიტენციური დაწესებულებების ყველა თანამშრომლისთვის
ჩატარდეს პროფესიული გადაწვის ტრენინგი
•
2019
წელს,
მიიღოს
ყველა
ზომა,
პენიტენციური
დაწესებულებების
ყველა
თანამშრომლისთვის, ზეგანაკვეთური სამუშაოს ასანაზღაურებლად
•
2019 წელს, მიიღოს ყველა ზომა, რათა პენიტენციური დაწესებულების ყველა
თანამშრომელს მიეცეს შვებულების სრულყოფილად გამოყენების შესაძლებლობა
•
2019 წელს, პენიტენციურ დაწესებულებებში დასაქმებული სხვა თანამშრომლების
მსგავსად, სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოს კანცელარიის თანამშრომლები,
იურისტები და ბუღალტრები
67
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
•
2019 წელს, მიიღოს ყველა ზომა,
დაწესებულების პერსონალის უზრუნველსაყოფად
დაწესებულებაში სათანადო კვებით, ასევე, მათთვის ყველა დაწესებულებაში გამოიყოს
სასადილო ოთახი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემა
2018 წლის განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატს აქტიური კომუნიკაცია და დიალოგი
ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან. დადებითად ვაფასებთ შინაგან
საქმეთა
სამინისტროდან
სხვადასხვა
მონაცემების
დროულად
მოწოდების
პრაქტიკას.
მისასალმებელია სამინისტროს მზაობა, აწარმოოს კონსტრუქციული დიალოგი სახალხო
დამცველის აპარატთან. შედგა არაერთი სამუშაო შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც განვიხილეთ
სახალხო დამცველის აპარატის რეკომენდაციების შესრულების საკითხი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების
შედეგად, დღეს ქვეყანაში სამედიცინო პუნქტის მქონე გაცილებით მეტი დროებითი მოთავსების
იზოლატორი
ფუნქციონირებს,
ვიდრე
2017
წელს
ფუნქციონირებდა115.
მნიშვნელოვანი
ცვლილება შეეხო შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების
შინაგანაწესსაც, რომლის საფუძველზეც განისაზღვრა იზოლატორში დასაქმებული ექიმის
ვალდებულება, წამებასა და არასათანადო მოპყრობაზე ეჭვის წარმოშობის შემთხვევაში, თავად
გააგზავნოს შეტყობინება საქართველოს პროკურატურაში იზოლატორში შესახლებული პირის
სხეულზე აღმოჩენილ დაზიანებასთან დაკავშირებით. დადებითად უნდა აღინიშნოს 2018 წლის
1 ივლისიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული ხაზით მომუშავე
დაახლოებით 14 000 თანამშრომლის თანამდებობრივი სარგოს გაზრდა 250 ლარით.
სახალხო დამცველის აპარატი მიესალმება 2018 წელს დროებითი მოთავსების იზოლატორებში
ინფრასტრუქტურისა
და
საცხოვრებელი
პირობების
გასაუმჯობესებლად
ჩატარებულ
სარემონტო სამუშაოებს. თუმცა აქვე აღვნიშნავთ, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორებში
არსებული პირობები კვლავ მიუღებელია 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობის
აღსრულების თვალსაზრისით. ამ მხრივ, დადებითად უნდა აღინიშნოს სამინისტროს მიერ 2019
წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურის განახლების კუთხით დაგეგმილი აქტივობები,
115
2018 წლის მდგომარეობით 29 იზოლატორიდან 15-ში ფუნქციონირებდა სამედიცინო პუნქტი. 2018
წლის განმავლობაში სამედიცინო პუნქტები გაიხსნა 8 დროებითი მოთავსების იზოლატორში (მცხეთის,
ფოთის, საგარეჯოს, ზესტაფონის, ჩხოროწყუს, ახალციხის, ხაშურისა და ყვარლის დროებითი მოთავსების
იზოლატორები).
68
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
რომელთა შორის გათვალისწინებულია თბილისში
ადმინისტრაციული პატიმრებისათვის
განკუთვნილი დაწესებულების მშენებლობა.116
2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, შემცირებულია საქართველოს სახალხო დამცველის
წინადადებების რაოდენობა პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან სავარაუდოდ ჩადენილი
ძალადობის ფაქტების გამოძიების შესახებ.
სამინისტროს მიერ გადადგმული ცალკეული პოზიტიური ნაბიჯების მიუხედავად, პოლიციის
კონტროლის ქვეშ მყოფი მოქალაქეები არ არიან უზრუნველყოფილნი წამებისა და არასათანადო
მოპყრობისაგან დაცვის საკმარისი გარანტიებით. მაგალითად, მართალია მნიშვნელოვანია
სამინისტროს
დაქვემდებარებულ
ორგანოებში
დამონტაჟებული
ვიდეოსათვალთვალო
სისტემების განახლების პროცესის დაწყება, ასევე, პატრულ-ინსპექტორების გაუმჯობესებული
ტექნიკური შესაძლებლობების მქონე სამხრე კამერებით აღჭურვა, თუმცა იმ პირობებში,
როდესაც სათვალთვალო კამერები შენობის შესასვლელშია განთავსებული, ოპერატიული
მორიგისთვის გამოყოფილი სივრცის წინ და არა იმ ადგილებში, სადაც დაკავებულს, მოწმეს და
გასაუბრებაზე ნებაყოფლობით მიწვეულ პირს უწევს ყოფნა, ცხადია ვიდეოსათვალთვალო
სისტემა სრულფასოვნად ვერ შეასრულებს არასათანადო მოპყრობისაგან დაცვის გარანტორის
ფუნქციას. ასევე, ვერც პატრულ-ინსპექტორთა სამხრე კამერებით აღჭურვა მიიჩნევა მიზნის
მიღწევად,
ვიდრე
პოლიციის
მიერ
ნორმატიულად
არ
განისაზღვრება
მოქალაქეებთან
ურთიერთობისას
ვიდეოგადაღების
ვალდებულება.
დღევანდელი
მოცემულობით,
ვიდეოგადაღება პატრულ-პოლიციელის ნება-სურვილზეა დამოკიდებული. აქვე, ხაზგასმით
უნდა აღინიშნოს, რომ სამართლებრივი დაცვის ისეთი მნიშვნელოვანი ბერკეტები, როგორიცაა
პოლიციის დაწესებულებაში მიყვანილი ყველა პირის აღრიცხვის სისტემა - მათი სტატუსის,
შენობაში შეყვანისა და გამოყვანის დროის მითითებით, ასევე, აღრიცხვის სისტემა, რომელშიც
აღინუსხება, ვინ და როდის მოითხოვა ოჯახთან/საკონსულოსთან/ადვოკატთან დაკავშირება, ვინ
და როდის დაუკავშირდა ოჯახს/საკონსულოს/ადვოკატს, კვლავ არ არის შექმნილი შინაგან
საქმეთა სამინისტროს დაწესებულებებში.
3.12.
არასათანადო მოპყრობა პოლიციელთა მხრიდან
2018 წელს შემცირებულია საქართველოს სახალხო დამცველის წინადადებების რაოდენობა
პოლიციის
თანამშრომელთა
მხრიდან
სავარაუდოდ
ჩადენილი
ძალადობის
ფაქტების
გამოძიების შესახებ. კერძოდ, 2018 წელს პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან მოქალაქეთა
მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიების დაწყების წინადადებით სახალხო დამცველმა
საქართველოს მთავარ პროკურორს 5, ხოლო 2017 წელს, 10 შემთხვევაში მიმართა. 2017 წელთან
შედარებით, 2018 წელს, ასევე შემცირდა სახალხო დამცველის აპარატში მოქალაქეთა
116
2019 წელს იზოლატორებთან დაკავშირებით დაგეგმილი აქტივობების შესახებ შინაგან საქმეთა
სამინისტროს მიერ, დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის 2018 წლის ანგარიშის
პრეზენტაციაზე, 2019 წლის 7 თებერვალს გვეცნობა.
69
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
მომართვიანობის
სტატისტიკური
მაჩვენებელი
პოლიციის
თანამშრომელთა
მიერ
განხორციელებული არასათანადო მოპყრობის თაობაზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ხელმისაწვდომი ოფიციალური სტატისტიკური
მონაცემების
თანახმად,117
2018
წელს
შემცირებულია
პოლიციის
მიმართ
პრეტენზიის
რაოდენობა, კერძოდ, 2017 წელთან შედარებით, 27 შემთხვევით ნაკლებია დაკავებულთა მიერ
პოლიციის მიმართ ფიზიკურ შეურაცხყოფაზე პრეტენზიის მაჩვენებელი.118
რაც შეეხება დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებულ პირთა სხეულზე დაზიანების
მიღების დროის საკითხს, თითქმის ორჯერ არის გაზრდილი დაკავების შემდეგ მიღებული
დაზიანებების მაჩვენებელი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკური
მონაცემების თანახმად, 2017 წელს დაკავების შემდეგ სხეულის დაზიანების მიღების 65
შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 2018 წელს - 116 შემთხვევა.119 უნდა აღინიშნოს, რომ ამავე
მონაცემებზე დაყრდნობით, ქვეყნის მასშტაბით, 2018 წელს დაკავების შემდეგ სხეულის
დაზიანების მიღების შემთხვევების
40% აჭარის რეგიონში გვხდება. აჭარაში, 2017 წელთან
შედარებით, 2018 წელს დაკავების შემდეგ დაზიანებების მიღების შემთხვევათა რაოდენობა
დაახლოებით 9-ჯერ არის გაზრდილი. კერძოდ, ბათუმის დროებითი მოთავსების იზოლატორში
დოკუმენტირებულია
იზოლატორში შესახლებულ პირთა სხეულზე დაკავების შემდეგ
დაზიანებების მიღების 47 შემთხვევა, მაშინ როდესაც იმავე ბათუმის იზოლატორში 2017 წელს
მხოლოდ 5 შემთხვევა იყო დოკუმენტირებული. საქართველოს სხვა რეგიონებში ეს მაჩვენებელი
არ გაზრდილა, მეტიც, ზოგიერთ რეგიონში შემცირებაც კი აღინიშნება. შესაბამისად,
ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით ცალსახად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დაკავებულ პირთა
მიმართ პოლიციის მოპყრობა აჭარის რეგიონში მკვეთრად არის გაუარესებული.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, იზოლატორებში, სადაც მონიტორინგი ტარდება,
სპეციალური
პრევენციული ჯგუფის წევრები ამოწმებენ ვიზიტის დღემდე შესახლებული ყველა იმ
დაკავებულის პირად საქმეს, რომელშიც დაკავების გარემოებების, დაზიანების ლოკალიზაციის,
რაოდენობის და ხასიათის მხედველობაში მიღებით, მონიტორინგის ჯგუფს ეჭვი გაუჩნდება
პირის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის თაობაზე. ამ პრინციპით, 2018 წელს,
სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა 508 საეჭვო შემთხვევა გამოავლინა. ეს შემთხვევები
117
ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://info.police.ge/page?id=233 >[ბოლოს ნანახია
04.03.2019].
118 2017 წელს პოლიციის მიერ დაკავებულთა ფიზიკურ შეურაცხყოფასთან დაკავშირებით პრეტენზია
გააჩნდა იზოლატორში შესახლებულ 283 პირს, ხოლო 2018 წელს - 256 პირს.
119 შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება:
დაზიანებები დაკავების შემდეგ - 41; დაკავებამდე-დაკავების შემდეგ - 37; დაკავებისას -დაკავების შემდეგ 23; დაკავებამდე-დაკავებისას-დაკავების შემდეგ - 15. ამ მონაცემების ჯამური მაჩვენებელია 116. ზრდის
ტენდენცია ასევე დასტურდება პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ SPSS პროგრამაში დამუშავებული
მონაცემების მიხედვით: 2017 წელს დაკავების შემდეგ სხეულის დაზიანების მიღების 13 შემთხვევა
გამოვლინდა, ხოლო 2018 წელს - 57 შემთხვევა.
70
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
მოიცავს როგორც ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა, ისე სისხლის სამართლის საქმეებს.
სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ მონაცემების დამუშავების საფუძველზე იკვეთება,
რომ ზემოაღნიშნული 508 შემთხვევიდან 136 შემთხვევაში (26,8 %) დაკავებისას ან/და დაკავების
შემდეგ, ადმინისტრაციული წესით დაკავებულმა პირებმა სხეულის დაზიანება მიიღეს. რაც
შეეხება დინამიკას წლების მიხედვით, 2016 წელს, ადმინისტრაციული წესით დაკავებულმა
პირებმა სხეულის დაზიანება დაკავებისას ან/და დაკავების შემდეგ მიიღეს სპეციალური
პრევენციული ჯგუფის მიერ შესწავლილი საეჭვო შემთხვევების 12,8%-ში, ხოლო 2017 წელს
იგივე მაჩვენებელი 26,4% იყო. აღნიშნულზე დაყრდნობით, სპეციალურმა პრევენციულმა
ჯგუფმა დაასკვნა, რომ 2017 წელს პოლიციის მხრიდან ადმინისტრაციული წესით დაკავებულ
პირთა მიმართ მოპყრობა საგრძნობლად გაუარესდა. 2018 წელს, ამ კუთხით 2017 წელს
არსებული მონაცემები დინამიკაში არ შეცვლილა, კერძოდ, ადმინისტრაციული წესით
დაკავებულთა მიერ სხეულის დაზიანების დაკავებისას ან/და დაკავების შემდეგ მიღების
ხვედრითი წილი 26,8%-ია, რაც საყურადღებოა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან
დეტალურ შესწავლას და შესაბამის რეაგირებას მოითხოვს.
სპეციალური
პრევენციული
შენარჩუნებულია
ტენდენცია,
ჯგუფის
მიერ
დამუშავებული
როდესაც
შესწავლილი
მონაცემების
შემთხვევების
თანახმად,
დაახლოებით
ერთ
მესამედში (2018 წელი - 27.6 %, 2017 წელი - 30.1%, 2016 წელი - 31,3 %), დაკავების ოქმში არ არის
მითითებული დაზიანება, რომელიც აღწერილია იზოლატორებში არსებულ სამედიცინო
ჩანაწერებში. ცხადია, ამ შემთხვევებში ჩნდება მყარი პრეზუმფცია, რომ დაკავებული პირი,
შესაძლოა,
პოლიციის
კონტროლის
ქვეშ
დაექვემდებარა
ფიზიკურ
ძალადობას.
აქვე,
სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ შესაძლებელია ჩანაწერებს შორის განსხვავება
ნაწილობრივ
პოლიციის
თანამშრომლების
მხრიდან
სხეულის
დაზიანებების
აღწერის
ხარვეზებით იყოს განპირობებული. ასე მაგალითად, ადმინისტრაციული დაკავების ოქმი
საერთოდ არ შეიცავს გრაფას, სადაც პოლიციის თანამშრომელმა უნდა მიუთითოს დაკავებულის
სხეულზე არსებული დაზიანებები, რაც არაერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებას უწყობს
ხელს - პოლიციის ზოგიერთი თანამშრომელი ადმინისტრაციული დაკავების ოქმში, შენიშვნის
გრაფაში აღწერს დაზიანებებს, ხოლო ზოგიერთი კი - არა. ჩანაწერებს შორის განსხვავება
ნაწილობრივ დაზიანებების არსებობის შემოწმების ზოგადი პრაქტიკითაც შეიძლება იყოს
გამოწვეული.
კერძოდ,
პოლიციის
თანამშრომელთა
მხრიდან
დაზიანებების
არსებობის
შემოწმება ზედაპირულია და არ მოიცავს სხეულის სრულად შემოწმებას, როგორც ეს
იზოლატორებში ხდება.
სპეციალური პრევენციული ჯგუფისთვის განსაკუთრებით საეჭვოა ის შემთხვევები, როდესაც
დროებითი მოთავსების იზოლატორში მიყვანილ დაკავებულს დაზიანებები აღენიშნება სახის
არეში, ხოლო პოლიციის თანამშრომელი დაკავების ოქმში უთითებს, რომ დაკავებულს
დაზიანება არ აღენიშნება. სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ 2018 წელს შესწავლილი 508
71
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
შემთხვევიდან 19 ასეთი შემთხვევა120 გამოვლინდა. ანალოგიურად, ასევე გამოვლინდა 45
შემთხვევა121, როდესაც იზოლატორებში არსებული ჩანაწერებისგან განსხვავებით, დაკავების
ოქმი არ შეიცავდა მითითებას სახის არეში დაზიანების შესახებ. ცხადია, თუ დაკავებულ პირს
დაკავების დროს აღენიშნებოდა დაზიანება სახის არეში, პოლიციის თანამშრომლებს ეს უნდა
შეემჩნიათ და აღეწერათ დაკავების ოქმში. ამდენად, სპეციალური პრევენციული ჯგუფი
მიიჩნევს, რომ აუცილებელია, ერთი მხრივ, ადმინისტრაციული დაკავების ოქმს დაემატოს
დაკავებულის სხეულზე არსებული დაზიანების აღწერის გრაფა, ხოლო, მეორე მხრივ,
პოლიციის
თანამშრომლებს
მიეცეთ
მკაფიო
ინსტრუქცია
სხეულის
დაზიანებების
დოკუმენტირების შესახებ.
3.13.
წამებისა და არასათანადო მოპყრობისაგან დაცვის გარანტიები
სამართალდამცავების
მხრიდან
არასათანადო
მოპყრობის
თავიდან
ასაცილებლად,
მნიშვნელოვანია, რომ კანონმდებლობის დონეზე დაკავებული პირები უზრუნველყოფილნი
იყვნენ სამართლებრივი დაცვის მინიმალური გარანტიებით. საქართველოს კანონმდებლობით
დაკავებული პირებისთვის გათვალისწინებულია
დაცვის ისეთი მინიმალური გარანტიები,
როგორიცაა: დაკავების მიზეზებისა და საპროცესო უფლებების შესახებ ინფორმაციის გასაგებ
ენაზე მიღების უფლება, სამართლებრივი წარმომადგენლის ყოლის უფლება, სამედიცინო
მომსახურების ხელმისაწვდომობა, ოჯახის წევრისათვის/ახლობლებისთვის დაკავების შესახებ
ინფორმაციის შეტყობინების უფლება. აღნიშნული ჩამონათვალი წარმოადგენს წამებისა და
არასათანადო მოპყრობისაგან დაცვის გარანტიებს, რომელთა გარდა, სამართლებრივ გარანტიებს
ასევე მიეკუთვნება: პოლიციის დაწესებულებებში გადაყვანილი ყველა დაკავებული პირის
რეგისტრაციის
ვალდებულება,
სასამართლოს
წინაშე
დაკავებულ
პირთა
წარდგენის
ვალდებულება, აუდიო და ვიდეო ჩანაწერების წარმოება, მათ შორის, დაკავებულ პირთა
დაკითხვის პროცესის ჩაწერა და სხვ.
ამავდროულად, თანაბრად მნიშვნელოვანია, რომ დაკავებულ პირებს ჰქონდეთ შესაძლებლობა
პრაქტიკაში
ისარგებლონ
კანონმდებლობით
გარანტირებული
უფლებებით.
ქვემოთ
წარმოგიდგენთ ჩვენს შეფასებას, თუ რამდენად სრულდება ზემოაღნიშნული უფლებები
პრაქტიკაში:
უფლებების განმარტება - სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ საანგარიშო პერიოდში
ჩატარებული შემოწმების შედეგად, გაირკვა, რომ წინა წლების მსგავსად, პოლიციის მიერ პირის
ინფორმირება საკუთარი უფლებების შესახებ, კვლავ პრობლემაა. მიუხედავად იმისა, რომ
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 174-ე მუხლის საფუძველზე,
დამკავებელ მოხელეს ევალება, რომ დაკავებულ პირს გასაგები ფორმით აცნობოს დამცველის
120
ამ 19 შემთხვევიდან 15-ში პირი დაკავებული იყო ადმინისტრაციული წესით, ხოლო 4 შემთხვევაში სისხლის სამართლის წესით.
121 ამ 45 შემთხვევაში პირი დაკავებული იყო ადმინისტრაციული წესით.
72
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
ყოლის, დუმილისა და კითხვებზე პასუხის გაცემისაგან თავის შეკავების უფლება და რომ
ყველაფერი,
რასაც
იგი
იტყვის,
შესაძლებელია
გამოყენებულ
იქნეს
მის
წინააღმდეგ
სასამართლოში, სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა დაკავებულ პირთა გამოკითხვით
დაადგინა, რომ, უმეტეს შემთხვევებში, დაკავებისას და პოლიციის დაწესებულებაში გადაყვანის
შემდეგაც, პოლიცია დაკავებულ პირებს აღნიშნულ უფლებებს ან საერთოდ არ განუმარტავს
სიტყვიერად, ან ინფორმაციას არასრულყოფილად აწვდის. დაკავებულებს მათი უფლებები,
ძირითადად, დროებითი მოთავსების იზოლატორებში განემარტებათ, სადაც მათ წერილობით
გადასცემენ უფლებებისა და მოვალეობების, მათ შორის, საპროცესო უფლებების შესახებ ნუსხას,
რასაც დაკავებული პირები ხელმოწერით ადასტურებენ. უნდა აღინიშნოს, რომ დუმილის,
დანაშაულის აუღიარებლობის, ასევე, დამცველის მოწვევის უფლების თაობაზე განმარტება
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაკავების ადრეულ ეტაპზე - პირის დაკავებისას ან/და
პოლიციის დაწესებულებაში მიყვანისთანავე.122 დროებითი მოთავსების იზოლატორში კი,
დაკავებულები გადაჰყავთ პოლიციის დაწესებულებიდან, რიგ შემთხვევებში, ხანგრძლივი
დროით დაყოვნების შემდეგ. დროებითი მოთავსების იზოლატორებისაგან განსხვავებით,
პოლიციის სამმართველოები არ არის უზრუნველყოფილი დაკავებულ პირთა საპროცესო
უფლებების შესახებ წერილობითი ბუკლეტებით და დაკავებულთა ინფორმირების მიზნით,
პოლიციის დაწესებულებებში არც რაიმე სახის პოსტერებია გამოკრული.
ადვოკატის ხელმისაწვდომობა და ოჯახის ინფორმირება - პრაქტიკაში პრობლემურია ადვოკატის
დაუყოვნებლივი ხელმისაწვდომობის უფლებით სარგებლობა, მაშინ როდესაც დაკავებული
პირი სწორედ დაკავების პირველ საათებშია ყველაზე მოწყვლადი პოლიციის მხრიდან
ზეწოლისა და არასათანადო მოპყრობის მიმართ. სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ
სტატისტიკური პროგრამის (SPSS) გამოყენებით დამუშავებული მონაცემების მიხედვით, წინა
წლის მსგავსად, 2018 წელს სისხლის სამართლის საქმეებში ადვოკატის ჩართვის დაბალი
122
ანგარიში ლიეტუვას მთავრობას, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი, CPT/Inf (2018) 2,
01.02.2018,
პარ.23,
ინფორმაცია
ხელმისაწვდომია
შემდეგ
ვებგვერდზე:
<https://rm.coe.int/pdf/16807843ca>,[ბოლოს ნანახია 04.03.2019]. წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი
ლიეტუვას ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ დაუყოვნებლივ უზრუნველყოს პოლიციის მიერ
დაკავებული ყველა პირის - დაკავების მიზეზების მიუხედავად - სრულყოფილი ინფორმირება
უფლებების შესახებ (იმ მომენტიდან, როდესაც პირი პოლიციის კონტროლის ქვეშ მოექცევა). კერძოდ,
დაკავებულს დაკავებისთანავე გასაგები ფორმით, სიტყვიერად უნდა განემარტოს უფლებები, ხოლო
პირველივე შესაძლებლობისთანავე (პოლიციის დაწესებულებებში მიყვანისთანავე) მას უნდა გადაეცეს
უფლებების დეტალური წერილობითი ნუსხა. წერილობითი ნუსხა ხელმისაწვდომი უნდა იყოს
სხვადასხვა ენებზე. მეტიც, პოლიციელები ვალდებულები არიან უზრუნველყონ და გადაამოწმონ, გაიგო
თუ არა დაკავებულმა საკუთარი უფლებები; ანგარიში კვიპროსის მთავრობას, წამების პრევენციის
ევროპული კომიტეტი, CPT/Inf (2018) 16, 26.04.2018, პარ.42, ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ
ვებგვერდზე: <https://rm.coe.int/16807bf7b4>,[ბოლოს ნანახია 04.03.2019]. წამების პრევენციის ევროპული
კომიტეტი რეკომენდაციით მიმართავს კვიპროსის ხელისუფლებას, რომ დანერგოს დაკავებულისთვის
შეთავაზებული უფლებების ამსახველი ერთიანი ფორმა, რომელიც პირის დაკავებასთან დაკავშირებული
ჩანაწერების ნაწილი იქნება.
73
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
მაჩვენებელი პირველი 24 საათის განმავლობაში არსებითად არ შეცვლილა.123
ამასთან,
გრძელდება ტენდენცია, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირები იშვიათად
სარგებლობენ ადვოკატის დახმარებით. სპეციალური პრევენციის ჯგუფის წევრებთან
რეგიონებში გამართულ შეხვედრებზე ადგილობრივმა ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ხშირად
პოლიციის თანამშრომლები დაკავებულ პირებს არწმუნებენ, რომ უარი თქვან ადვოკატის
დახმარებაზე; ეუბნებიან, რომ ადვოკატის გარეშე უფრო კარგ პირობებზე შეთანხმდებიან.
ადვოკატების განცხადებით, რიგ შემთხვევებში, მათ დაკავებულებთან მოთხოვნისთანავე,
დაუყოვნებლივ შეხვედრის უფლებას არ აძლევდნენ, ამას კი, აღნიშნულ პერიოდში პოლიციის
მიერ დაკავებულზე ზეწოლითა და მათი ე.წ. „დამუშავებით“ ხსნიდნენ.
მიუხედავად
იმისა,
რომ
სპეციალური
პრევენციული
ჯგუფისთვის
ხელმისაწვდომია
ინფორმაცია კონკრეტულ საქმეებში ადვოკატთა ჩართულობის შესახებ, კერძოდ, გამოვლენადია,
თუ რა ეტაპიდან ჩაერთო საქმეში ადვოკატი, სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს არ აქვს წვდომა
ისეთ მნიშვნელოვან მონაცემზე, როგორიცაა დაკავებული პირის მიერ ადვოკატის მოთხოვნის
დრო, კერძოდ, როდის, რა ეტაპზე მოითხოვა დაკავებულმა პირმა ადვოკატთან დაკავშირება და
მოთხოვნიდან რა ვადაში ჩაერთო საქმეში ადვოკატი. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პრევენციის
მიზნებისთვის ადვოკატის ხელმისაწვდომობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია დაკავების
პირველი საათების განმავლობაში. სამწუხაროდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ
ორგანოებში არ აღირიცხება დაკავებული პირების მიერ ადვოკატთან დაკავშირების უფლებით
სარგებლობის შესახებ ინფორმაცია და შესაბამისად, მონიტორინგის ფარგლებში ვერ ვაფასებთ,
რამდენ შემთხვევაში და როდის მოითხოვა დაკავებულმა პირმა ადვოკატთან დაკავშირება და
პოლიციის თანამშრომლებმა კანონის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ უგულებელყვეს თუ არა
დაკავებულის მოთხოვნა.
წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი წევრ სახელწიფოებს მოუწოდებს, მიიღონ ზომები,
რათა პოლიციის მიერ თავისუფლებააღკვეთილ ნებისმიერ პირს ჰქონდეს შესაძლებლობა,
თავისი მდგომარეობის შესახებ, სურვილისამებრ, შეატყობინოს ახლო ნათესავს ან მესამე პირს,
მისთვის თავისუფლების აღკვეთის საწყისი ეტაპიდან (იმ მომენტიდან, როდესაც პირი
პოლიციის კონტროლის ქვეშ მოექცევა). მეტიც, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი
მიუთითებს, რომ შესაბამის ჟურნალებში პოლიციამ უნდა აწარმოოს წერილობითი ჩანაწერები
დაკავების შესახებ შეტყობინებასთან დაკავშირებით, შეტყობინების ზუსტი დროის და იმ პირის
ვინაობის
მითითებით,
რომელთანაც
შეტყობინება
123
განხორციელდა.124
ამასთანავე,
2018 წელს დაკავებიდან 24 საათამდე ადვოკატი ჩაერთო შესწავლილი საქმეების 11.9 %-ში, 2017 წელს კი
ჩაერთო 15%-ში.
124
ანგარიში ხორვატიის მთავრობას, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი, CPT/Inf (2018) 44,
02.10.2018, პარ.16, ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ვებგვერდზე: <https://rm.coe.int/16808e2a0e>,
[ბოლოს ნანახია 04.03.2019]; ანგარიში ბულგარეთის მთავრობას, წამების პრევენციის ევროპული
კომიტეტი, CPT/Inf (2018) 15, 04.05.2018, პარ.31, ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ვებგვერდზე:
<https://rm.coe.int/16807c4b74>, [ბოლოს ნანახია 04.03.2019].
74
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
მნიშვნელოვანია, რომ ჩანაწერი დაკავებულმა პირმა დაადასტუროს ხელმოწერით, რათა
გამოირიცხოს პოლიციის თანამშრომლების მხრიდან თვითნებურად ცრუ ინფორმაციის
აღრიცხვა.125
ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით, მიგვაჩნია, რომ აუცილებელია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ
შეისწავლოს, მის ქვემდებარე სისტემაში რამდენად არის დაცული დაკავებული პირების
ოჯახთან/საკონსულოსთან და ადვოკატთან დაკავშირების უფლება და შესწავლის შედეგების
თაობაზე ინფორმაცია მიაწოდოს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს; ცხადია,
მონიტორინგის ორგანოებს, როგორც სამინისტროს შიდა მონიტორინგის ორგანოებს, ასევე, გარე
მონიტორინგის ორგანოს - სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის სახით,
შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ, სისტემური მონიტორინგის ფარგლებში შეამოწმონ დაკავებულ
პირთათვის
გარანტირებული
ზემოაღნიშნული
უფლებები
მხოლოდ
თეორიულია,
თუ
პრაქტიკული და ეფექტიანი. შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა შეიმუშაოს
კონკრეტული მექანიზმი, რომელიც შესაძლებელს გახდის იმის შემოწმებას, პრაქტიკაში
რამდენად ხორციელდება
ოჯახის წევრთან/ახლობლებთან/ადვოკატთან დაკავშირების და
დაკავების შესახებ ინფორმაციის შეტყობინების უფლება.
რაც შეეხება ოჯახის ინფორმირებას პირის დაკავების შესახებ, დადებითად უნდა აღინიშნოს,
რომ სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ დამუშავებული მონაცემების მიხედვით, 2018
წელს გაუმჯობესებულია ოჯახის წევრებისთვის დაკავების შესახებ ინფორმაციის მიწოდების
დინამიკა. კერძოდ, 2018 წელს ჩვენს მიერ შესწავლილი საქმეების 86,8%-ში, ხოლო 2017 წელს
71%-ში, შეატყობინეს ოჯახს დაკავებიდან 3 საათის ვადაში.
ექიმის ხელმისაწვდომობა, სამედიცინო შემოწმება - სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებს
მონიტორინგის განმავლობაში არ გამოუვლენიათ შემთხვევა, როდესაც დაკავებულს უარი ეთქვა
სამედიცინო მომსახურების მიღებაზე. ამ კუთხით მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება დაკავებულ
პირთა
სამედიცინო
შემოწმება
კონფიდენციალურ
გარემოში.
მონიტორინგის
შედეგები
ცხადყოფს, რომ იზოლატორის თანამშრომლები რუტინულად ესწრებიან დაკავებულის
სამედიცინო შემოწმებას, რაც დაკავებულ პირს უბიძგებს, შიშის გამო დამალოს დაზიანების
წარმოშობის რეალური მიზეზი, როდესაც პირი არასათანადო მოპყრობას პოლიციის მხრიდან
დაექვემდებარა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ პრობლემაზე მიუთითებდა საქართველოს
125
ანგარიში კვიპროსის მთავრობას, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი, CPT/Inf (2018) 16,
26.04.2018,
პარ.37,
ინფორმაცია
ხელმისაწვდომია
შემდეგ
ვებგვერდზე:
<https://rm.coe.int/16807bf7b4>,[ბოლოს ნანახია 04.03.2019]. აღნიშნულ ანგარიშში წამების პრევენციის
ევროპული კომიტეტი ადგენს სტანდარტს, რომლის თანახმად დაკავებულმა პირმა ხელმოწერით უნდა
დაადასტუროს უარი ადვოკატის დახმარებაზე, იმ შემთხვევაში, თუ მას არ სურს ისარგებლოს ადვოკატის
ხელმისაწვდომობის უფლებით.
75
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
ხელისუფლებას წამების პრევენციის ევროპული კომიტეტიც, 2014 წელს
საქართველოში
განხორციელებული ვიზიტის საფუძველზე.126
სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ იზოლატორებში დასაქმებული ექიმების მიერ დაკავებულ
პირთა სხეულზე არსებული დაზიანებების სამედიცინო შემოწმების არსებული პრაქტიკა ვერ
უზრუნველყოფს „სტამბოლის პროტოკოლის“ თანახმად სამედიცინო შემოწმების ერთ-ერთი
მთავარი მიზნის მიღწევას - ექიმის მიერ არასათანადო მოპყრობის ფაქტის ალბათობის
შეფასებას.127 არასათანადო მოპყრობის ფაქტის გამოსავლენად, უმნიშვნელოვანესია, რომ ექიმმა
დაადგინოს კავშირი დაკავებულის სხეულზე არსებულ დაზიანებებსა და დაკავებული პირის
გადმოცემით, დაზიანებების მიყენების მეთოდებს შორის. ექიმები დაზიანების აღწერისას,
დაზიანების მიღების გარემოებების შესახებ
ზოგადი ინფორმაციის მოპოვებითა და ამ
გარემოებებზე მითითებით შემოიფარგლებიან, მაშინ როდესაც დაზიანების მიყენების მეთოდი
და დაზიანების მიღების გარემოება ერთი და იმავე შინაარსის მატარებელი ცნებები არ არის და
ერთმანეთისგან განსხვავდება. ხშირ შემთხვევაში, ექიმები ისე ადგენენ შესაბამისობას
დაზიანების ფიზიკურ ნიშნებსა და დაკავებულის მიერ მითითებულ დაზიანებების მიღების
მეთოდებს შორის, რომ არც კი ფლობენ ინფორმაციას დაზიანების მიღების კონკრეტული
მეთოდის შესახებ.128 იზოლატორის ექიმების მიერ შევსებული სამედიცინო შემოწმების
ფორმებზე დაყრდნობით, ხშირ შემთხვევებში, იკვეთება, რომ ექიმები არ მიმართავენ
ძალისხმევას დეტალური, მეტად სარწმუნო ინფორმაციის მისაღებად, იმისთვის, რათა მეტი
სიზუსტით განესაზღვრათ დაკავებული პირის მიერ მითითებულ გარემოებას, შეეძლო თუ არა
გამოეწვია პირის სხეულზე არსებული დაზიანება. ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია
არასათანადო
მოპყრობის
მსხვერპლთან
კონტექსტში,
მაშინ
როდესაც
საყოველთაოდ
აღიარებული ფაქტია, რომ არასათანადო მოპყრობის მსხვერპლები მიეკუთვნებიან მოწყვლად
ჯგუფს, რომლებიც მიღებული ფსიქოლოგიური ტრავმის გამო - შეშინებულნი და უიმედო
126
ანგარიში საქართველოს მთავრობას, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი, CPT/Inf (2015) 42,
15.12.2015, ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ვებგვერდზე: <https://rm.coe.int/16806961f8>, >,[ბოლოს
ნანახია 04.03.2019], პარ. 28.
127 წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა და დასჯის ეფექტიანი
გამოძიებისა და დოკუმენტირების სახელმძღვანელო „სტამბოლის პროტოკოლი“, პარ. 104. „სამედიცინო
დასკვნის შედგენისას წამების ფიზიკური და ფსიქოლოგიური მტკიცებულებების მოგროვების მიზნით,
აუცილებელია დაისვას შემდეგი ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვები: [...] შეესაბამება თუ არა
დადგენილი ფიზიკური და ფსიქოლოგიური მონაცემები შეტყობინებას სავარაუდო წამების გამოყენების
შესახებ [...], ხომ არ მოწმობს გამოსაკვლევი პირის კლინიკური მონაცემები იმაზე, რომ მის მიმართ წამების
გამოყენების შესახებ მტკიცება მცდარია“.
128 მაგალითად, დაკავებულს აღენიშნებოდა დაზიანება სახის არეში სისხლნაჟღენთების სახით და
დაზიანების მიღების მეთოდად მითითებულია - დაზიანება მიიღო სახლში მუშაობის დროს.
დოკუმენტაციაში ექიმს გაკეთებული აქვს დასკვნა, რომ აღწერილი დაზიანებები და დაკავებულის
მონათხრობი ერთმანეთს შეესაბამება. განსახილველ შემთხვევაში, გაურკვეველია, თუ როგორ შეაფასა
ექიმმა კავშირი დაზიანებებსა და მისი მიღების მეთოდებს შორის, რადგან არ არის მითითებული თუ
კონკრეტულად, რა სამუშაოს ასრულებდა, რა ნივთის ზემოქმედების ან როგორი ზემოქმედების შედეგად
მიიღო აღნიშნული დაზიანება.
76
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
მდგომარეობაში მყოფნი, გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ არიან მზად მათ მიმართ
ჩადენილი დანაშაულის სამხელად და გასასაჩივრებლად.129
ასევე, წინა წლების მსგავსად, კვლავ ხარვეზებით მიმდინარეობს იზოლატორში დასაქმებული
ექიმების მიერ დაკავებულ პირთა სხეულზე არსებული დაზიანებების
დოკუმენტირება.
კერძოდ, ჩატარებული სამედიცინო შემოწმების საფუძველზე შევსებულ ფორმაში
(დამტკიცებული შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 8 დეკემბრის №691 ბრძანებით,
„სტამბოლის პროტოკოლის“ თანახმად), მიუხედავად სხეულზე არსებული დაზიანებებისა, რიგ
შემთხვევებში არ ხდება შესაძლო ძალადობის შეფასება - ცარიელია შესაბამისი გრაფები; არის
შემთხვევებიც, როდესაც დაზიანებების მიყენების მეთოდების შესახებ ჩანაწერის არარსებობის
პირობებში, ექიმი მაინც მიუთითებს შესაბამისობაზე დაზიანებასა და მისი მიყენების მეთოდს
შორის და ა.შ.
რაც შეეხება დაზიანებების ფოტოგრაფირების საკითხს, ზოგიერთ იზოლატორში (მაგალითად,
ქუთაისის და თელავის დროებითი მოთავსების იზოლატორებში) ექიმები ვერ ახერხებენ
დაზიანებების ხარისხიან ფოტოგრაფირებას. ზოგადად, გადაღებული ფოტომასალა
სისტემატიზებულად არცერთ იზოლატორში არ ინახება.
დადებითად უნდა აღინიშნოს, რომ 2017 წელთან შედარებით, 2018 წელს შემცირებულია
შემთხვევების რაოდენობა, როდესაც იზოლატორში მოთავსებულ პირებს არაერთი დაზიანება
აღენიშნებოდათ, მათ შორის, რიგ შემთხვევებში, სახისა და თვალბუდის არეში, თუმცა
აღნიშნულის თაობაზე პროკურორთან შეტყობინება არ გაგზავნილა.130 2018 წლის განმავლობაში
სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა გამოავლინა ასეთი 110 შემთხვევა (შესწავლილ და
სტატისტიკურად დამუშავებულ 508 საქმეს შორის).
აუდიო და ვიდეოჩანაწერები - წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი, წევრ სახელმწიფოებს
რეკომენდაციით მიმართავს, აწარმოონ პოლიციის დაწესებულებებში დაკავებული პირის
დაკითხვის პროცესის უწყვეტი ელექტრონული (აუდიო ან/და ვიდეო) გადაღება, რაც წამებისა
და არასათანადო მოპყრობისაგან დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამატებითი გარანტიაა.131
129
სტამბოლის
პროტოკოლი,
წამების
ფსიქოლოგიური
შედეგები,
ხელმისაწვდომია:
<
https://www.ohchr.org/Documents/Publications/training8Rev1en.pdf >, გვ.46.
130 პროცენტული მაჩვენებელი წლების მიხედვით შემდეგია: 2017 წელი - 30.1%, 2018 წელი - 21.6%.
131 ანგარიში კვიპროსის მთავრობას, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი, CPT/Inf (2018) 16,
26.04.2018,
პარ.16,
ინფორმაცია
ხელმისაწვდომია
შემდეგ
ვებგვერდზე:
<https://rm.coe.int/16807bf7b4>,[ბოლოს ნანახია 04.03.2019]; ანგარიში სერბეთის მთავრობას, წამების
პრევენციის ევროპული კომიტეტი, CPT/Inf (2018) 21.06.18, პარ.41, ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ
ვებგვერდზე: < https://rm.coe.int/16808b5ee7 >[ბოლოს ნანახია 04.03.2019]; ასევე, გაეროს წამებისა და სხვა
სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის საკითხებზე სპეციალური მომხსენებლის
წლიური ანგარიში გენერალურ ასამბლეის წინაშე, E/CN.4/2003/68, 17 დეკემბერი 2002, პარ. 26(g);
77
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
წამების საწინააღმდეგო კომიტეტი132 მიესალმება წევრი სახელმწიფოების მიერ პოლიციის
დაწესებულებებში ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დანერგვას.
საქართველოს
კანონმდებლობით,
პოლიციის
დაწესებულებებში
დაკავებულ
პირთა
დაკითხვის/გამოკითხვის პროცესის აუდიო/ვიდეო ჩაწერა სავალდებულო არ არის და
პოლიციელთა შეხედულებაზეა დამოკიდებული.
2018 წელს კვლავ პრობლემა იყო პოლიციის სამმართველოებში შიდა და გარე პერიმეტრის
ვიდეოკამერებით სათანადოდ დაფარვა. ზოგიერთ რაიონულ სამმართველოში ვიდეოკამერები
არ იყო დამონტაჟებული შენობის არც გარე და არც შიდა პერიმეტრზე.133 ამასთან, აღსანიშნავია,
რომ იმ სამმართველოთა აბსოლუტურ უმრავლესობაში, სადაც ვიდეომეთვალყურეობა შიდა
პერიმეტრზე ხორციელდება, კამერები ძირითადად დამონტაჟებულია შენობის შესასვლელში,
ოპერატიული მორიგისთვის გამოყოფილი სივრცის წინ. ამ კონტექსტში განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია, რომ ვიდეოკამერები განთავსდეს იმ ოთახებში, სადაც დაკავებულ პირთა
დაკითხვა-გამოკითხვა მიმდინარეობს.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დაკავებულ პირთა
გამოკითხვის პროცესის აუდიო/ვიდეო ჩაწერა წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის
მყარად დამკვიდრებული სტანდარტია. ამავე დროს, უნდა აღინიშნოს, რომ ვიდეოკამერების
განთავსება პოლიციის დაწესებულებებში, იმ ადგილებში, სადაც დაკავებულ პირს, მოწმეს ან
132
საბოლოო დასკვნა რუსეთის ფედერაციის მიმართ, წამების საწინააღმდეგო კომიტეტი, CAT/C/RUS/CO/6,
28.08.2018, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://goo.gl/JYvzY2 > [ბოლოს ნანახია 11.03.2019]; 2018 წლის
დასკვნაში, წამების საწინააღმდეგო კომიტეტმა რეკომენდაციით მიმართა რუსეთის ფედერაციას
უზრუნველეყო ყველა დაკითხვის ვიდეოჩაწერა. ასევე, ვიდეომეთვალყურეობის სისტემებით აღეჭურვა
პოლიციის დაწესებულებების ყველა ის შიდა და გარე პერიმეტრი, სადაც დაკავებულს შესაძლებელია
მოუწიოს ყოფნა. ამ წესიდან გამონაკლისად ჩათვალა ისეთი შემთხვევები, როდესაც შესაძლებელია
დაირღვეს დაკავებულის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება ან ადვოკატთან და ექიმთან
შეხვედრის კონფიდენციალურობა. ასეთი ჩანაწერები უნდა ინახებოდეს დაცულ ადგილას. მაგალითად,
პროკურატურის სამსახურში და უნდა იყოს ხელმისაწვდომი გამომძიებლებისთვის, დაკავებულებისა და
მათი ადვოკატებისთვის; საბოლოო დასკვნა ესპანეთის მიმართ, წამების საწინააღმდეგო კომიტეტი,
CAT/C/ESP/CO/6, 29 May 2015, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://goo.gl/gCjR69 > [ბოლოს ნანახია
04.03.2019]; წამების საწინააღმდეგო კომიტეტმა შემდეგი რეკომენდაციით მიმართა ესპანეთს: მონაწილე
სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს დაკავებულის მიმართ, მათ შორის, „ინკომუნიკადოდ“ დაკავებულის
მიმართ,
პოლიციაში ჩატარებული ყველა პროცედურის აუდიოვიზუალური ჩაწერა, გარდა იმ
შემთხვევებისა, როდესაც შესაძლებელია, რომ დაირღვეს დაკავებულის პირადი ცხოვრების
ხელშეუხებლობის უფლება ან ადვოკატთან და ექიმთან შეხვედრის კონფიდენციალურობა. ასეთი
ჩანაწერები უნდა ინახებოდეს დაცულ ადგილას. მაგალითად, პროკურატურის სამსახურში და უნდა იყოს
ხელმისაწვდომი გამომძიებლებისთვის, დაკავებულებისა და მათი ადვოკატებისთვის.
133 ლენტეხის რაიონული სამმართველოს ჟახუნდერის განყოფილება, ბათუმის საქალაქო სამმართველოს
მე-3 განყოფილება, ბათუმის საქალაქო სამმართველოს მე-4 განყოფილება, ბორჯომის რაიონული
სამმართველო, ბორჯომის რაიონული სამმართველოს ბაკურიანის განყოფილება, ადიგენის რაიონული
სამმართველოს მოხეს პოლიციის განყოფილება, ასპინძის რაიონული სამმართველო, ნინოწმინდის
რაიონული სამმართველოს განძის განყოფილება, ნინოწმინდის რაიონული სამმართველოს გორელოვკის
განყოფილება.
78
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
გასაუბრებაზე ნებაყოფლობით მოწვეულ პირს უწევს ყოფნა, მათ შორის, სამუშაო ოთახებში, არ
ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და პოლიციელების პირადი ცხოვრების
ხელშეუხებლობის უფლების დარღვევად ვერ მიიჩნევა. კერძოდ, „პერსონალურ მონაცემთა
დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად: „სამუშაო
ადგილზე
ვიდეოთვალთვალის
სისტემის
დაყენება
შეიძლება
მხოლოდ
გამონაკლის
შემთხვევებში, თუ ეს აუცილებელია პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის,
საიდუმლო ინფორმაციის დაცვის და გამოცდის/ტესტირების მიზნებისათვის და თუ ამ
მიზნების სხვა საშუალებით მიღწევა შეუძლებელია“. ცხადია, დაკავებული პირის უსაფრთხოება
- წამებისა და არასათანადო მოპყრობისაგან მისი დაცვა - წარმოადგენს ლეგიტიმურ მიზანს,
რომლითაც გამართლებულია ასეთ ადგილებში ვიდეოთვალთვალის სისტემის დაყენება.
სახალხო დამცველის აპარატი მიესალმება სამინისტროს დაქვემდებარებულ ორგანოებში
დამონტაჟებული ვიდეოსათვალთვალო სისტემების განახლების პროცესს, მათი ტექნიკური
საშუალებების
მახასიათებლების
გასაუმჯობესებლად.
სამინისტრომ
გვაცნობა,
რომ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ყველა
განყოფილებაში (40 ობიექტი), შიდა ქართლის 15, ქვემო ქართლის 27, მცხეთა-მთიანეთის 9 და
კახეთის პოლიციის 16 განყოფილებაში დასრულდა შესაბამისი სამუშაოები, ხოლო დარჩენილი
ობიექტები ვიდეოსამეთვალყურეო სისტემით 2019 წლის მარტის ბოლომდე აღიჭურვება. რაც
შეეხება ვიდეოსათვალთვალო სისტემის ვიდეოჩანაწერების შენახვის ვადებს, სამინისტრომ
გვაცნობა, რომ ვიდეომეთვალყურეობის ახალი სისტემის ჩამწერს აქვს შესაძლებლობა, ჩანაწერი
საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციით გათვალისწინებული მინიმალური 14
დღის ვადით შეინახოს.134 აქვე აღვნიშნავთ, რომ მნიშვნელოვანია ვიდეოსათვალთვალო
სისტემის მეშვეობით განხორციელებული ვიდეოჩანაწერების შენახვის ვადების ნორმატიული
აქტით განსაზღვრა და იმედს გამოვთქვამთ, რომ უახლოეს მომავალში შესრულდება სახალხო
დამცველის ზემოაღნიშნული რეკომენდაცია.135
პოლიციელთა
სამხრე
ვიდეოკამერებით
აღჭურვა
და
მოქალაქეებთან
პოლიციის
ურთიერთობისას ვიდეოჩანაწერების წარმოება არასათანადო მოპყრობისაგან დაცვის ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი გარანტიაა. სახალხო დამცველი წლებია რეკომენდაციით მიმართავს შინაგან
საქმეთა სამინისტროს, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვროს პოლიციელთა
მოქალაქეებთან ურთიერთობის ვიდეოგადაღების ვალდებულება, გადაღებული ვიდეომასალის
შენახვის წესი და ვადები. 2018 წლის 26 დეკემბერს ცვლილებები შევიდა „საქართველოს შინაგან
134
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის 2019 წლის 6 თებერვლის MIA
1 19 00309059 წერილი.
135 სახალხო დამცველის მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროსადმი 2017 წლის საპარლამენტო ანგარიშში
მიცემული რეკომენდაცია შეეხება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ფაილური სისტემებისა და
მათში არსებული მონაცემების შენახვის ვადების განსაზღვრის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა
მინისტრის 2015 წლის 23 იანვრის №53 ბრძანებაში ცვლილების შეტანით, ვიდეოსათვალთვალო სისტემის
მიერ განხორციელებული ვიდეოჩანაწერების შენახვის მინიმალურ ვადად 14 დღის განსაზღვრას.
79
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
საქმეთა
სამინისტროს
საპატრულო
პოლიციის
სამსახურის
მიერ
პატრულირების
განხორციელების წესების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე შსს-ს მინისტრის 2005
წლის 15 დეკემბრის №1310 ბრძანებაში. კერძოდ, ბრძანებას დაემატა 121 მუხლი, რომლის
საფუძველზეც, პატრულ-ინსპექტორი ვალდებულია ფორმის ტანსაცმელზე დამაგრებული
სამხრე ვიდეოკამერის მეშვეობით მოპოვებული მონაცემები განათავსოს სპეციალურ სერვერზე,
რომელზე განთავსებული მონაცემებიც 30 დღის ვადით შეინახება. სამწუხაროდ, ცვლილებები
არ შეეხო პატრულ-პოლიციელის უფლება-მოვალეობების ნაწილს და არსებული რედაქციით,
პატრულ-პოლიციელს უფლება აქვს ტექნიკური საშუალებების გამოყენებით განახორციელოს
ვიდეო-აუდიო ჩაწერა კანონმდებლობით დადგენილი წესით.136 შესაბამისად, მოქალაქეებთან
ურთიერთობის
ვიდეოგადაღების
ვალდებულება
კვლავ
არ
არის
განსაზღვრული
და
ვიდეოგადაღება პატრულ-პოლიციელის დისკრეციაზეა დამოკიდებული. აქვე უნდა აღინიშნოს,
რომ
სამსახურებრივი
მოქალაქეებთან
ფუნქციებიდან
შემხებლობა
აქვთ
გამომდინარე,
ასევე,
პატრულ-ინსპექტორების
ცენტრალური
კრიმინალური
გარდა,
პოლიციის
დეპარტამენტისა და ტერიტორიული ორგანოების თანამშრომლებს. შესაბამისად, გარდა იმისა,
რომ მათ არ აქვთ მოქალაქეებთან ურთიერთობისას ვიდეოგადაღების ვალდებულება და
აღნიშნული პოლიციელის შეხედულებაზეა დამოკიდებული, მათთან მიმართებით ასევე არ არის
განსაზღვრული გადაღებული ვიდეომასალის შენახვის წესი და ვადები.
მისასალმებელია
2018
წლის
მაისიდან
პატრულ-ინსპექტორების
გაუმჯობესებული
პარამეტრების მქონე სამხრე კამერებით აღჭურვა, რაც მოიცავს უფრო ხანგრძლივ სამუშაო და
ჩაწერის
რეჟიმებს,
შესაძლებლობას.
137
ასევე,
ცენტრალიზებული
მართვისა
და
მონაცემთა
შენახვის
რაც შეეხება ტერიტორიული ორგანოების თანამშრომლებს, შინაგან საქმეთა
სამინისტროდან ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით გვეცნობა, რომ უბნის ინსპექტორგამომძიებლები და უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლები, გარდა კახეთის პოლიციის
დეპარტამენტის დანაყოფებისა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სარგებლობენ
სამხრე კამერებით.138 მონიტორინგის განმავლობაში სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა
დაადგინა,
რომ
ინსპექტორების
ტერიტორიული
სარგებლობაში
ორგანოების
არსებული
თანამშრომლებს
ძველი
კამერები,
გადაეცათ
რომელთა
პატრულტექნიკური
შესაძლებლობები, ჩანაწერის წარმოების თვალსაზრისით, სუსტია. ამდენად, მნიშვნელოვანია ამ
ძველი კამერების შემდგომ წლებში, ეტაპობრივად ჩანაცვლება ახალი გაუმჯობესებული
პარამეტრების მქონე კამერებით.
136
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სამსახურის მიერ
პატრულირების განხორციელების წესების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე შსს-ს
მინისტრის 2005 წლის 15 დეკემბრის №1310 ბრძანება, მუხლი 14.
137 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის 2019 წლის 6 თებერვლის MIA
1 19 00309059 წერილი.
138 2018 წლის 10 დეკემბრის წერილი MIA 8 18 02975975. წერილის თანახმად შსს კახეთის პოლიციის
დეპარტამენტის დანაყოფები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ვერ სარგებლობენ სამხრე
კამერებით ტექნიკური ხარვეზების გამო.
80
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
პოლიციის კონტროლის ქვეშ ყოფნის ხანგრძლივობა - სამწუხაროდ, დღემდე შეუსრულებელია
სახალხო დამცველის აპარატის არაერთგზის გაცემული რეკომენდაცია, საქართველოს სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლითაც განისაზღვრება
დამკავებელი მოხელის ვალდებულება, დაკავებული პირი დაუყოვნებლივ გადაიყვანოს
დროებითი მოთავსების იზოლატორში.
საქართველოს
კანონმდებლობის
თანახმად,
დამკავებელმა
დაუყოვნებლივ
უნდა
პოლიციის
უახლოეს
მიიყვანოს
სამართალდამცავ ორგანოში.
139
მოხელემ
დაკავებული
დაწესებულებაში
ან
სხვა
დაკავებული პირის პოლიციის დაწესებულებაში მიყვანის
შემთხვევაში, კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული ვადა, რომლის განმავლობაშიც
დაკავებული პირი შესაძლებელია იმყოფებოდეს
პოლიციის დაწესებულებაში დროებითი
მოთავსების იზოლატორში გადაყვანამდე. მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ იშვიათ
შემთხვევებში დაკავებული პირები პოლიციის დაწესებულებებში, იზოლატორში გადაყვანამდე,
13 საათიდან 24 საათამდეც კი იმყოფებოდნენ, ძირითადად კი, პოლიციის დაწესებულებაში
დაკავებულთა ყოფნის დრო 5-6 საათია.
რაც შეეხება მთლიანობაში პოლიციის კონტროლის ქვეშ ყოფნის ხანგრძლივობას, რაც მოიცავს
პერიოდს ფაქტობრივი დაკავებიდან დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებამდე,
აღნიშნული მონაცემი, 2017 წელთან შედარებით, 2018 წელს არსებითად არ შეცვლილა.140
სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა პოლიციის სამმართველოებიდან და დეპარტამენტებიდან
გამოითხოვა
ინფორმაცია
კონკრეტულ
სისხლის
სამართლის
საქმეებში
ბრალდებულის
მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ. მოწოდებული ინფორმაციის
საფუძველზე იკვეთება საქმეები, სადაც იზოლატორში გადაყვანამდე, დაკავებულები პოლიციის
კონტროლის ქვეშ ხანგრძლივი დროით, საჭიროების გარეშე, იმყოფებოდნენ.141 მეტიც, იშვიათ
შემთხვევებში, დაკავებულებთან მიმართებით, პოლიციის დაწესებულებებში, არ ჩატარებულა
რაიმე სახის საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის, არც დაკითხვა. იმ შემთხვევაში, თუ პოლიციის
დაწესებულებაში ამ პირთა გადაყვანა დაკავების ოქმის შედგენის ან/და მასზე პოლიციის
დაწესებულების უფროსის მიერ ხელმოწერის დასმის საჭიროებით აიხსნება, მიგვაჩნია, რომ
აღნიშნულ აქტივობას დროის საკმაოდ მოკლე პერიოდი სჭირდება და ამ არგუმენტით პირთა
არაგონივრული ვადით დაყოვნება პოლიციის დაწესებულებაში ვერ გამართლდება. რაც შეეხება
139
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლი 174, პუნქტი 2.
საანგარიშო პერიოდში სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ საქმეების შესწავლის შედეგად
გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც პირი პოლიციის კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა პირველი საათიდან
18 საათის შუალედში, ასევე 21, 22 და 24 საათის განმავლობაში.
141 მაგალითად, გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებული პირი 11 საათის
განმავლობაში იმყოფებოდა პოლიციის კონტროლის ქვეშ ხაშურის დროებითი მოთავსების იზოლატორში
შესახლებამდე. ამ პერიოდის განმავლობაში ის 15 წუთის განმავლობაში დაკითხეს და
მისი
მონაწილეობით შედგა დაკავების ოქმი, რომლის შედგენასაც 53 წუთი დასჭირდა. შესაბამისად, დანარჩენი
დრო, დაახლოებით 10 საათი, ის ყოველგვარი საჭიროების გარეშე იმყოფებოდა დამკავებელი
პოლიციელების კონტროლის ქვეშ.
140
81
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
პოლიციის დაწესებულებებში დაკავებულ პირთა გამოკითხვის საჭიროებას, ვფიქრობთ, რომ
დაკავებული პირების გამოკითხვა შესაძლებელია დროებითი მოთავსების იზოლატორებშიც,
შესაბამისი ინფრასტრუქტურული ცვლილებების საფუძველზე.
საყოველთაოდ აღიარებული ფაქტია, რომ პოლიციის კონტროლის ქვეშ ხანგრძლივი დაყოვნების
შემთხვევებში, მაღალია პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ფიზიკური ძალადობის და
ფსიქოლოგიური ზეწოლის რისკი. სახალხო დამცველის აპარატს მიაჩნია, რომ დაკავებულ
პირთა
დაკავებიდან
პირდაპირ
დროებითი
მოთავსების
იზოლატორებში
გადაყვანის
სასარგებლოდ მყარი არგუმენტები არსებობს.
პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორებში დაკავებული
პირის მიმართ არასათანადო მოპყრობისაგან დაცვის უფრო მაღალი გარანტიები არსებობს,
ვიდრე პოლიციის დაწესებულებებში. მაგალითად, იზოლატორში შესვლისთანავე დაკავებულ
პირს უტარდება სამედიცინო შემოწმება სტამბოლის პროტოკოლის შესაბამისად.
მეორე,
პოლიციის
დაწესებულებებისაგან
განსხვავებით,
იზოლატორში
შეყვანის
დროს
იზოლატორის თანამშრომლები მკაცრად აღრიცხავენ შესაბამის ჟურნალში. დაკავებულ პირთა
დაკავებიდან დროებითი მოთავსების იზოლატორებში გადაყვანა შესაძლებლობას მოგვცემს,
დავადგინოთ პირის დაკავების რეალური დრო, რადგან ამ შემთხვევაში მარტივდება პირის
იზოლატორში
გადასაყვანად
საჭირო
დროის
გამოთვლა.
რაც
შეეხება
პოლიციის
დაწესებულებებს, სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებული შემოწმების
შედეგად ირკვევა, რომ გასული წლების მსგავსად, პოლიციის ტერიტორიულ ორგანოებში
დაკავებულ პირთა შესახებ დოკუმენტაცია კვლავაც ხარვეზებით იწარმოება. კერძოდ, პოლიციის
ტერიტორიული ორგანოების სამორიგეოებში წარმოებულ „დაკავებულ პირთა აღრიცხვისა“ და
„საპყრობილეში (დროებითი მოთავსების იზოლატორში) გადაყვანილ პირთა“ აღრიცხვის
ჟურნალებში არსებული ჩანაწერების მიხედვით, რიგ შემთხვევებში ვერ დგინდება პირის
დაკავების დრო, გაურკვეველია დაკავებულის სამმართველოში შეყვანის თარიღი/დრო,
დროებითი მოთავსების იზოლატორებში გადაყვანის დრო და პირის გათავისუფლების დრო
(გრაფები ცარიელია).
მესამე, დაკავებულ პირთათვის
კვანძები,
ადვოკატთან
მატერიალური პირობების თვალსაზრისით (სანიტარული
შეხვედრის
ოთახები,
სამედიცინო
შემოწმების
ჩასატარებლად
გამოყოფილი ოთახები და სხვ.) დროებითი მოთავსების იზოლატორებში გაცილებით უკეთესი
მდგომარეობაა, ვიდრე პოლიციის დაწესებულებებში.
და მეოთხე, დროებითი მოთავსების იზოლატორები არის ადგილი, სადაც შესაძლებელია მეტად
გაიხსნას დაკავებული პირი და წარადგინოს საჩივარი დამკავებელი მოხელის მიერ მის მიმართ
განხორციელებული არასათანადო მოპყრობის თაობაზე, ვიდრე პოლიციის დაწესებულებებში,
სადაც, როგორც წესი, დამკავებელი მოხელეები მუშაობენ.
82
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
ზემოაღნიშნულ არგუმენტებზე დაყრდნობით, მიგვაჩნია, რომ დაკავებულ პირთა დაკავებიდან
პირდაპირ
დროებითი
მოთავსების
იზოლატორებში
გადაყვანა,
დაკავებულ
პირთა
სამართლებრივი დაცვის გარანტიების გაუმჯობესების კუთხით, მნიშვნელოვნად წინ
გადადგმული ნაბიჯი იქნება.142 თუმცა, იმისათვის, რათა დავრწმუნდეთ, რომ აღნიშნული
ნაბიჯი რეალურად შედეგიანი იქნება, მიზანშეწონილად მიგვაჩნია ამ ცვლილების საპილოტე
რეჟიმში დანერგვა რამდენიმე, ნაკლებად დატვირთულ იზოლატორში, რეგიონების მიხედვით.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის თანახმად, პოლიციას
უფლება აქვს მოიწვიოს პირი პოლიციის დაწესებულებაში გასაუბრებაზე. სამართლებრივად, ამ
პროცედურის გამოყენებით მიწვეული პირი, რაიმე სტატუსის მატარებელი არ არის და მისი
გამოცხადება
პოლიციაში,
ისევე
როგორც
პოლიციის
დატოვება,
ფორმალურად
ნებაყოფლობითია. აღნიშნული პროცედურის ფარგლებში მოწვეულ პირთა მიმართ პოლიციის
მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების, ზეწოლის ან ფიზიკური ძალადობის შემთხვევებში,
მოქალაქეები არ არიან აღჭურვილნი არასათანადო მოპყრობისაგან დაცვის პროცედურული
გარანტიებით. მეტიც, პოლიციის დაწესებულებაში შესვლისა და გამოსვლის შესახებ არ დგება
არანაირი დოკუმენტი, რითაც შესაძლებელი იქნებოდა იმის მტკიცება, რომ ესა თუ ის პირი
ნამდვილად იმყოფებოდა პოლიციაში. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი პირი, რომელიც
პოლიციაში იმყოფება, მიუხედავად მისი სტატუსისა, უნდა სარგებლობდეს დაცვის
პროცედურული გარანტიებით.143 ამ მიზნით, მნიშვნელოვანია, შეიქმნას ისეთი მექანიზმი,
რომელიც მონიტორინგის ორგანოებს მისცემს შესაძლებლობას, მიიღონ სარწმუნო ინფორმაცია
პირის სტატუსის, პოლიციის დაწესებულებაში შესვლის და გამოყვანის დროის შესახებ.
მოსამართლეების როლი - პოლიციელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის შემთხვევების
თავიდან არიდების კუთხით, მოსამართლეებს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ.
სწორედ ამ როლს აღიარებს გაეროს წამების წინააღმდეგ კონვენციის მე-2 მუხლის პირველი
პუნქტი, რომელიც წამების პრევენციის მიზნით სასამართლო ზომების მიღების მნიშვნელობაზე
მიუთითებს.144
სახალხო დამცველის აპარატი მიესალმება და მნიშვნელოვან ცვლილებას უწოდებს სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელებულ დამატებას, რომლის საფუძველზეც 2019
წლის 1-ლი ივლისიდან საქართველოს მოსამართლეებს ექნებათ კანონისმიერი შესაძლებლობა
142
გაეროს წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის საკითხებზე
სპეციალური მომხსენებლის ანგარიში საქართველოში ვიზიტის შესახებ, A/HRC/31/57/Add.3, 06.11.2015,
პარ. 108
143 ანგარიში უკრაინის მთავრობას, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი, CPT/Inf (2018)41, 06.09.2018,
პარ.29, ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ვებგვერდზე: <https://rm.coe.int/16808d2c2a>,[ბოლოს ნანახია
04.03.2019].
144
„თითოეული მხარე-სახელმწიფო ღებულობს ქმედით საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ,
სასამართლო ან სხვა სახის ზომებს, რათა თავიდან აიცილოს წამების აქტები მისი იურისდიქციის ქვეშ
მყოფ ნებისმიერ ტერიტორიაზე“, გაეროს წამების წინააღმდეგ კონვენცია, მუხ. 2(1).
83
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
ბრალდებულის/მსჯავრდებულის
მიმართ
განხორციელებულ
წამებასა
და
არასათანადო
მოპყრობაზე ეჭვის შემთხვევაში, ან თუ ამის შესახებ თავად ბრალდებული/მსჯავრდებული
განუცხადებს სასამართლოს, რეაგირებისათვის მიმართონ შესაბამის გამოძიების ორგანოს.145
მიგვაჩნია, რომ მოსამართლეებს ამგვარი შესაძლებლობა უნდა მიეცეთ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის პროცესზეც, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში
მიცემულ პირებთან მიმართებით.
3.14.
დროებითი
დროებითი მოთავსების იზოლატორები
მოთავსების
ცვლილებებზე
იზოლატორებთან
შესავალში
ვისაუბრეთ.
დაკავშირებით
ასევე
განხორციელებულ
მიმოვიხილეთ
დროებითი
დადებით
მოთავსების
იზოლატორებში ექიმების მიერ იზოლატორში მოთავსებულ პირთა სხეულზე არსებული
დაზიანებების შემოწმებისა და დოკუმენტირების ხარვეზიანი პრაქტიკა. ამ ნაწილში კი,
მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ დანარჩენ ხარვეზებს მიმოვიხილავთ.
საანგარიშო პერიოდში გამოწვევა იყო 14 დროებითი მოთავსების იზოლატორში სამედიცინო
პუნქტების
არქონა,
რაც
შინაგან
საქმეთა
სამინისტროს
დროებითი
მოთავსების
უზრუნველყოფის დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებული დროებითი მოთავსების
იზოლატორების (ჯამში 29 იზოლატორია) ნახევარია.
გამოვლინდა იზოლატორებში კადრების ნაკლებობის პრობლემაც. განსაკუთრებით უნდა
აღინიშნოს, რომ 21 დროებითი მოთავსების იზოლატორში არ ჰყავთ ქალი თანამშრომლები, რაც
იზოლატორში მოსათავსებელი ქალების პირადი დათვალიერებისას, პრობლემას წარმოშობს.
რიგი იზოლატორები არ არის უზრუნველყოფილი სათანადო ბუნებრივი და ხელოვნური
ვენტილაციითა
და
განათებით;
არადამაკმაყოფილებელია
სანიტარიულ–ჰიგიენური
მდგომარეობა; იზოლატორის საკნებში არის ნახევრად იზოლირებული სანიტარიული კვანძი. ეს
განსაკუთრებით პრობლემურია ორ და მეტ ადგილიან საკნებში, სადაც შესახლებულ პირს
ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილება სხვა პირის/პირთა თანდასწრებით უწევს.
იზოლატორებში თითოეული დაკავებული პირი უზრუნველყოფილია მხოლოდ მშრალი
სასურსათო ულუფით, რაც ჯანმრთელობისთვის საზიანოა.
წინადადება საქართველოს პარლამენტს
•
შევიდეს
ცვლილებები
კოდექსში
და
საქართველოს
განისაზღვროს,
რომ
ადმინისტრაციულ
თუ
მოსამართლეს
სამართალდარღვევათა
გაუჩნდა
ეჭვი,
რომ
ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის მიმართ განხორციელდა წამება,
დამამცირებელი ან/და არაადამიანური
145
მოპყრობა,
ან
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1911 მუხლი.
84
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
თუ
ამის
შესახებ თავად
ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულმა პირმა განუცხადა სასამართლოს,
მოსამართლე რეაგირებისათვის მიმართავს შესაბამის გამოძიების ორგანოს.
რეკომენდაციები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:
•
შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეისწავლოს, დაცულია თუ არა დაკავებული პირების
უფლება ოჯახის წევრთან/ახლობლებთან/ადვოკატთან დაკავშირების და დაკავების
შესახებ ინფორმაციის შეტყობინების შესახებ; შეიმუშაოს მექანიზმი, რომლის
მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება აღნიშნული უფლების აღსრულების შემოწმება;
შესწავლის
შედეგების
თაობაზე
ინფორმაცია
მიაწოდოს
საქართველოს
სახალხო
დამცველის აპარატს
•
პოლიციის დეპარტამენტებში, სამმართველოებსა და განყოფილებებში სათვალთვალო
კამერები დამონტაჟდეს ყველა იმ ადგილას, სადაც დაკავებულს, მოწმეს და გასაუბრებაზე
ნებაყოფლობით მიწვეულ პირს უწევთ ყოფნა
•
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ფაილური სისტემებისა და მათში
არსებული მონაცემების შენახვის ვადების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან
საქმეთა მინისტრის 2015 წლის 23 იანვრის №53 ბრძანებაში შევიდეს ცვლილებები და
პოლიციის დეპარტამენტებში, სამმართველოებსა და
განყოფილებებში არსებული
ვიდეოსათვალთვალო სისტემის ჩანაწერების შენახვის მინიმალურ ვადად განისაზღვროს
14 დღე
•
გაგრძელდეს პოლიციელთა გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე სამხრე კამერებით
აღჭურვის პროცესი და საპატრულო პოლიციის მსგავსად, ტერიტორიული ორგანოების
თანამშრომლები
•
ეტაპობრივად
აღიჭურვონ
გაუმჯობესებული
ტექნიკური
შესაძლებლობების სამხრე კამერებით
შევიდეს ცვლილება 2014 წლის 15 აგვისტოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
№625-ე ბრძანებაში და №9 დანართით დამტკიცებული ადმინისტრაციული დაკავების
ოქმის ფორმაში ჩაემატოს გრაფები შემდეგი ინფორმაციის შესატანად: ოქმის შედგენის
დრო; დაკავებული პირის სხეულზე არსებული დაზიანებების აღწერა; რა ვითარებაში
მოხდა დაკავება; ადგილი ჰქონდა თუ არა წინააღმდეგობის გაწევას; გამოყენებულ იქნა
თუ არა იძულების ზომა და რა ფორმით
•
გაიზარდოს იმ იზოლატორების რაოდენობა, რომლებშიც ფუნქციონირებს სამედიცინო
პუნქტი
და
ამ
იზოლატორებში
შესახლებული
პირის
სხეულის
დაზიანებების
დოკუმენტირება განხორციელდეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის
8 დეკემბრის №691 ბრძანებით დადგენილი წესით
•
პოლიციელებისთვის
შემუშავდეს
სახელმძღვანელო
დაკავებული პირისთვის უფლებების განმარტების შესახებ
85
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
დოკუმენტი/ინსტრუქცია
•
პილოტურ
რეჟიმში,
პოლიციის
რამდენიმე
დაწესებულებაში
უზრუნველყოს
დაკავებული პირის დაკითხვის პროცესის უწყვეტი ვიდეოგადაღება
•
უზრუნველყოს პოლიციის დეპარტამენტების, სამმართველოებისა და განყოფილებების
მომარაგება დაკავებული პირის უფლებების შესახებ წერილობითი ბუკლეტებით,
რომელიც გადაეცემათ დაკავებულ პირებს. გარდა ამისა, პოლიციის შენობების კედლებზე
თვალსაჩინო ადგილას გაიკრას პოსტერები
სახალხო დამცველის ცხელი ხაზის
საკონტაქტო მონაცემებით
•
საპილოტე რეჟიმში უზრუნველყოს დაკავებულ პირთა დაკავებისთანავე, პირდაპირ
დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანა
•
დროებითი მოთავსების იზოლატორებში დასაქმებული ექიმებისთვის შემუშავდეს
სახელმძღვანელო
დეტალური
ინსტრუქცია
იზოლატორში
მოთავსებულ
პირთა
სხეულზე არსებული დაზიანებების სრულყოფილად დოკუმენტირების შესახებ
•
დროებითი მოთავსების იზოლატორებში დასაქმებული ექიმებისთვის შემუშავდეს
ფოტოგადაღების ტექნიკური ინსტრუქცია, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი ის
•
პროცედურები, რომელიც უზრუნველყოფს ხარისხიანი ფოტოების გადაღებას
შემუშავდეს დროებითი მოთავსების იზოლატორებში დასაქმებული ექიმების მიერ
გადაღებული ფოტომასალის ერთიანი, სისტემატიზებული შენახვის წესი
•
დროებითი მოთავსების იზოლატორებში დასაქმებულ ექიმებს ჩაუტარდეთ ტრენინგები
იზოლატორში მოთავსებულ პირთა სხეულზე არსებული დაზიანებების ფოტოგადაღების
ინსტრუქციისა და გადაღებული ფოტომასალის შენახვის წესის შესახებ.
ფსიქიატრიული დაწესებულებები
სახალხო დამცველი, სპეციალური პრევენციული ჯგუფი მიესალმება 2018 წელს ფსიქიატრიულ
დაწესებულებებში მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გადადგმულ ნაბიჯებს. ამ მხრივ,
აღსანიშნავია
„სურამის
ფსიქიატრიული
კლინიკა146“,
სადაც
2018
წელს
ჩატარდა
ინფრასტრუქტურის აღდგენითი სარეაბილიტაციო სამუშაოები და განახლდა სხვადასხვა
ინვენტარი. „ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში147“ 2018
წელს გარემონტდა დაწესებულების კვების ბლოკი, სარეცხი ბლოკი და პაციენტთა მიმღები
განყოფილება, ასევე მოეწყო ახალი კორპუსი, სადაც გადაიყვანეს პაციენტთა ნაწილი. სახალხო
დამცველი და სპეციალური პრევენციული ჯგუფი მიესალმება საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, თუმცა აღსანიშნავია, რომ „ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური
ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“ მდგომარეობა მხოლოდ პაციენტთა მცირე ნაწილისთვის
146
147
მის. ქ. სურამი; რუსიას ქუჩა №12.
მის. ქ. ხონი; ქუტირი.
86
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
გაუმჯობესდა, პაციენტთა ძირითად ნაწილს კი, ისევ ძველ შენობაში უწევს ცხოვრება. ზემოთ
მითითებულ დაწესებულებებში კვლავ პრობლემად რჩება პაციენტთა ხარისხიანი საკვებით,
პირადი ჰიგიენის ნივთებით, ტანსაცმლითა და თეთრეულით უზრუნველყოფა.
დადებითად უნდა აღინიშნოს 2019 წელს ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამის დაფინანსების
გაზრდა.148 შესაბამისად, პროგრამის თითოეული კომპონენტის149 ბიუჯეტი გაიზარდა. მაგრამ,
სამწუხაროდ, თავშესაფრით უზრუნველყოფის კომპონენტის ბიუჯეტის დაახლოებით 9%-ით
გაზრდის მიუხედავად, თავშესაფრის ბენეფიციარის სადღეღამისო ხარჯი არ შეცვლილა.150
ამასთან, დაფინანსების ზრდის მიუხედავად, არც გრძელვადიან მკურნალობაზე მყოფი
პაციენტის საწოლდღის ფასი შეცვლილა.151
ზემოთ ჩამოთვლილი პოზიტიური ნაბიჯების მიუხედავად, ფსიქიკური ჯანდაცვის სისტემა
ქვეყნის უმნიშვნელოვანეს გამოწვევაა და მნიშვნელოვან ძირეულ რეფორმებს საჭიროებს.
არსებული მდგომარეობით, „აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის“
ბედიანის ფსიქიატრიულ კლინიკასა და „ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური
ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, წინა წლების მსგავსად, კვლავ პრობლემად რჩება
პალატების გადატვირთულობა152, პაციენტების პირადი სივრცის არარსებობა და პრივატულობის
დაუცველობა, პაციენტების არაადაპტირებული გარემო, შენობების სანიტარულ-ჰიგიენური
ნორმების და პაციენტთა პირადი ჰიგიენის დაუცველობა, ფიზიკური და ქიმიური შეზღუდვის
მეთოდების გამოყენების არსებული პრაქტიკა, სომატური დაავადებების დროული და
ადეკვატური მკურნალობის ხელმიუწვდომლობა, სათანადო ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის
და მხარდამჭერი სერვისების არარსებობა, პაციენტთა ნების უგულებელყოფის პირობებში
ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაცია და არა ნებაყოფლობითი სამედიცინო ინტერვენცია. 2015 წლის
148
2019 წელს პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრა 24 მლნ. ლარით, 2018 წელს პროგრამის ბიუჯეტი
შეადგენდა 20,550 მლნ. ლარს.
149 სათემო ამბულატორიული მომსახურება; ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია; ბავშვთა ფსიქიკური
ჯანმრთელობა;
ფსიქიატრიული
კრიზისული
ინტერვენციის
სამსახური
მოზრდილთათვის,
თემზე დაფუძნებული მობილური გუნდის მომსახურება; ფსიქიკური აშლილობის მქონე მოზრდილთა
ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურება; ფსიქიკური აშლილობის მქონე ბავშვთა ფსიქიატრიული
სტაციონარული მომსახურება; ფსიქიკური დარღვევების მქონე შშმ პირთა თავშესაფრით
უზრუნველყოფის კომპონენტი.
150 2018 წელს პროგრამის თავშესაფრით უზრუნველყოფის კომპონენტის ბიუჯეტი შეადგენდა 567.3 ათას
ლარს, თავშესაფარში მოთავსებული ბენეფიციარის სადღეღამისო ხარჯი კი - 17 ლარს. 2019 წელს
პროგრამის თავშესაფრით უზრუნველყოფის კომპონენტის ბიუჯეტი შეადგენს 620.5 ათას ლარს,
სადღეღამისო ხარჯი კი, კვლავ 17 ლარს.
151 2019 წელს, 2018 წლის მსგავსად, გრძელვადიან მკურნალობაზე მყოფი პაციენტის საწოლდღის ფასი 23
ლარს შეადგენს.
152 პაციენტები პალატებში უზრუნველყოფილნი არ არიან სტანდარტის შესაბამისი 8 კვ.მ ფართით საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილება „სამედიცინო საქმიანობის
ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ
დებულებების დამტკიცების თაობაზე“, დანართი №2.
87
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
საპარლამენტო
ანგარიშში
სახალხო
დამცველმა
ზემოაღნიშნული
პაციენტების
მიმართ
არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობად შეაფასა და ამ მხრივ, სახალხო დამცველის,
სპეციალური პრევენციული ჯგუფის პოზიცია უცვლელი რჩება.
გასული წლების მსგავსად, ქვეყანაში კვლავ სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს დიდი ზომის
ინსტიტუციებში არსებული მდგომარეობა. დღეისათვის მოქმედ 10 დიდი ზომის ფსიქიატრიულ
დაწესებულებაში არსებული პირობები და თერაპიული გარემო ვერ უზრუნველყოფს პაციენტთა
ღირსეულ
ცხოვრებასა
და
უფლებების
დაცვას.
მნიშვნელოვანია,
რომ
პოლიტიკის
განმსაზღვრელმა სახელმწიფო უწყებებმა უმოკლეს ვადებში გადადგან ეფექტიანი ნაბიჯები
დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის და ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში თემზე
დაფუძნებული, მათ შორის, საოჯახო ტიპის მომსახურებების განვითარების ხელშესაწყობად.
3.15. ფიზიკური და ქიმიური შეზღუდვა
სპეციალური პრევენციული ჯგუფი იზიარებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა
უფლებების დაცვის კონვენციის სულისკვეთებას153 და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის
მიდგომას ფსიქიკური ჯანდაცვის მიმართულებით, რომელიც დაფუძნებულია უფლებების
პატივისცემისა და გამოჯანმრთელების/აღდგენის მოდელზე (recovery),154 და მიიჩნევს, რომ
სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს სტაციონარში მყოფი პაციენტის მიმართ ფიზიკური155 და
ქიმიური შეზღუდვის156 საშუალებების გამოყენების პრაქტიკის შემცირებას და საბოლოოდ
აღმოფხვრას. აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო დონეზე ფიზიკური და ქიმიური შეზღუდვის
ალტერნატიული
(დეესკალაციის157)
მეთოდები
განსაზღვრული
არ
არის.
შესაბამისად,
დაწესებულებებში ფიზიკური და ქიმიური შეზღუდვის ალტერნატიული (დეესკალაციის)
მეთოდი არ გამოიყენება.
153
სახელმძღვანელო პრინციპები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მე14 მუხლის განმარტებასთან დაკავშირებით, ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე შემდეგ მისამართზე:
https://www.ohchr.org/.../GC/GuidelinesArticle14.doc [ბოლოს ნანახია: 06.03.2019].
154 მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) ინიციატივა, ხარისხი და უფლებები, გულისხმობს
ფსიქიკური ჯანმრთელობის სამსახურების მიერ მოწოდებული სერვისის ხარისხის გაუმჯობესებასა და
ფსიქოსოციალური შესაძლებლობების შეზღუდვის მქონე პირთა უფლებების დაცვას, 2017 წელი,
ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე: http://www.who.int/mental_health/policy/quality_rights/en/ [ბოლოს
ნანახია: 06.03.2019].
155 „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად,
„ფიზიკური შეზღუდვის მეთოდებია პაციენტის სპეციალიზებულ პალატაში იზოლაცია ან/და ფიზიკური
შებოჭვა.“
156 ქიმიური შეზღუდვა გულისხმობს პაციენტის მიმართ მედიკამენტების იძულებით გამოყენებას, მისი
ქცევის კონტროლის მიზნით. იხ. წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის სტანდარტები, შესავალი, გვ.
2. ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე: https://rm.coe.int/16807001c3. [ბოლოს ნანახია 11.03.2019].
157 დეესკალაციის ტექნიკა მოიცავს პოტენციური კრიზისის დაუყოვნებელ შეფასებას და სწრაფ ჩარევას;
პრობლემის გადაჭრაზე ორიენტაციას; ემპათიურობას და დამარწმუნებლობას; სტრესის მართვის ან
რელაქსაციის ტექნიკების ფლობას, როგორიცაა სუნთქვითი ვარჯიშები; პირისთვის სივრცის გამოყოფას;
არჩევანის შეთავაზებას; ფიქრისთვის დროის მიცემას.
88
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
სახელმწიფოსა და დაწესებულების მიდგომები ვერ უზრუნველყოფს ფიზიკური და ქიმიური
შეზღუდვის საშუალებების გამოყენების პრაქტიკის შემცირებას და საბოლოოდ აღმოფხვრას.
სპეციალური პრევენციული ჯგუფის შეფასებით, ეს შემდეგი ფაქტორებით არის
განპირობებული: ფიზიკური და ქიმიური შეზღუდვის ალტერნატიული მეთოდების შესახებ
საკანონმდებლო
რეგულაციების
რეგულირების არარსებობა
158
არარსებობა;
ქიმიური
შეზღუდვის
სამართლებრივი
და ქიმიური შეზღუდვის აღრიცხვის პრობლემა; ფსიქიატრიულ
დაწესებულებებში სათანადო ფსიქიატრიული დახმარების უზრუნველყოფის სახელმწიფო
ზედამხედველობისა
და
პაციენტთა
უფლებების
დაცვის
მონიტორინგის
პრობლემა;
დაწესებულებებში მომუშავე პერსონალის სიმცირე.
2017 წლის საპარლამენტო ანგარიშში, სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს
წინადადებით მიმართა, „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილებების შეტანის გზით, განსაზღვრულიყო: ფიზიკური შეზღუდვის მაქსიმალური
ხანგრძლივობა; ფიზიკური შეზღუდვის შესახებ სპეციალურ რეესტრში (სპეციალურ ჟურნალში)
ჩანაწერის გაკეთების ვალდებულება, რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს სპეციალიზებული
საიზოლაციო პალატა, ფიზიკური შეზღუდვის პროცესში ვიდეომეთვალყურეობის სისტემის
გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები და ფიზიკური შეზღუდვის დასრულების შემდეგ
პერსონალის პაციენტთან გასაუბრების და გასაჩივრების უფლების შესახებ ინფორმირების
ვალდებულება; ასევე, განსაზღვრულიყო ქიმიური შეზღუდვის განმარტება; საგამონაკლისო
წესით მისი გამოყენების სამართლებრივი საფუძვლები და პროცედურა; დადგენილიყო
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით
ქიმიური შეზღუდვის დეტალური ინსტრუქციის დამტკიცების ვალდებულება.
გარდა
ამისა,
სახალხო
დამცველმა
რეკომენდაციით
მიმართა
საქართველოს
შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, შესულიყო ცვლილებები საქართველოს
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 20 მარტის №92/ნ
ბრძანებით დამტკიცებულ „ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტისათვის ფიზიკური
შეზღუდვის მეთოდების გამოყენების წესისა და პროცედურების შესახებ ინსტრუქციაში“ და
განსაზღვრულიყო
ფიზიკური
შეზღუდვის
მაქსიმალური
ხანგრძლივობა;
ფიზიკური
შეზღუდვის, მათ შორის ამ პროცესში პაციენტის ან/და პერსონალის მიერ მიღებული სხეულის
დაზიანებების შესახებ სპეციალურ რეესტრში (სპეციალურ ჟურნალში) ჩანაწერის გაკეთების
ვალდებულება;
სპეციალური
რეესტრის
(სპეციალური
ჟურნალის)
ფორმა;
ფიზიკური
შეზღუდვის უშუალოდ განხორციელების შესახებ დეტალური ინსტრუქცია; ფიზიკური
შებოჭვის დროს გამოსაყენებელი სპეციალური საშუალებების კონკრეტული მახასიათებლები;
ასევე, თუ სად უნდა განხორციელდეს ფიზიკური შებოჭვა და ვინ შეიძლება ესწრებოდეს ამ
პროცესს; რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს სპეციალიზებული საიზოლაციო პალატა;
158
არც კანონმდებლობით და არც დაწესებულებაში მოქმედი რეგულაციებით არ არის განსაზღვრული
ფიზიკური და ქიმიური შეზღუდვის ალტერნატიული მეთოდები.
89
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
ფიზიკური
შეზღუდვის
პროცესში
ვიდეომეთვალყურეობის
სისტემის
გამოყენებასთან
დაკავშირებული საკითხები და ფიზიკური შეზღუდვის დასრულების შემდეგ პერსონალის
პაციენტთან გასაუბრების და გასაჩივრების უფლების შესახებ ინფორმირების ვალდებულება.
სამწუხაროდ, სახალხო დამცველის ზემოაღნიშნული რეკომენდაცია და წინადადება არ
შესრულებულა.
3.16.
სტაციონარში ფორმალურად ნებაყოფლობით მოთავსებული პაციენტების
იძულებითი მედიკამენტური მკურნალობისა და ფიზიკური შეზღუდვის პრაქტიკა
გარდა ზემოაღნიშნული პრობლემისა, გასული წლების მსგავსად, საანგარიშო პერიოდში
მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო ნებაყოფლობით მკურნალობაზე მყოფი პაციენტების მიმართ
იძულებითი მედიკამენტური მკურნალობისა და ფიზიკური შეზღუდვის პრაქტიკა, რაც
ეწინააღმდეგება წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის პოზიციას, რომლის თანახმადაც,
ფორმალურად ნებაყოფლობით მკურნალობაზე მყოფი პაციენტების ფიზიკური შეზღუდვა
დაუშვებელია. ფიზიკური შეზღუდვის საჭიროების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა იქნას
ინიცირებული
პაციენტის
სტატუსის
(ნებაყოფლობითი/არანებაყოფლობითი)
გადახედვის
სამართლებრივი პროცედურა.159 მითითებულ საკითხთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა
2017 წლის საპარლამენტო ანგარიშში წინადადებით მიმართა საქართველოს პარლამენტს,
„ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლში ცვლილებების
შეტანის გზით, განსაზღვრულიყო, რომ ფორმალურად ნებაყოფლობით მკურნალობაზე მყოფ
პაციენტთა მიმართ, როგორც წესი, არ უნდა გამოიყენებოდეს ფიზიკური შეზღუდვის
საშუალება, მაგრამ ფიზიკური შეზღუდვის უკიდურესი აუცილებლობის დროს, დაუყოვნებლივ
უნდა იქნას ინიცირებული პაციენტის სტატუსის (ნებაყოფლობითი/არანებაყოფლობითი)
გადახედვის სამართლებრივი პროცედურა, თუმცა საქართველოს პარლამენტს არც აღნიშნული
წინადადება დაუკმაყოფილებია.
3.17.
პაციენტთა შორის ძალადობა
2017 წელს განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, გაირკვა, რომ „სურამის ფსიქიატრიულ
კლინიკაში“,160 „ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა“161
და შპს „რესპუბლიკურ ფსიქონევროლოგიურ კლინიკურ საავადმყოფოში“162 არ იყო
ძალადობისგან დაცული, უსაფრთხო გარემო. ხშირ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა პაციენტთა
შორის
კონფლიქტს,
რაც
ზოგჯერ
სიტყვიერ
შეურაცხყოფასთან
ერთად,
ფიზიკურ
დაპირისპირებაშიც გამოიხატებოდა. აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით, სახალხო
დამცველმა 2017 წლის საპარლამენტო ანგარიშში რეკომენდაციით მიმართა საქართველოს
159
წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის ანგარიში საქართველოს მთავრობას 2014 წლის 1-11
დეკემბერს საქართველოში განხორციელებული ვიზიტის შესახებ, პარ. 151.
160 მის. ქ. სურამი; რუსიას ქუჩა №12.
161 მის. ქ. ხონი; ქუტირი.
162 მის. ბათუმი; კახაბრის ქ. №36.
90
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, პაციენტთა შორის ძალადობის
პრევენციისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შექმნილიყო ნორმატიული ბაზა, რომელიც
დაარეგულირებდა პერსონალის მიერ კონკრეტული პაციენტებიდან მომდინარე რისკების
წინასწარი შეფასების სათანადო სისტემის დანერგვის, მულტიდისციპლინური
მუშაობის,
პაციენტების
ძალადობისაგან
დაცვის
და
უსაფრთხოების
უზრუნველყოფის
მიზნით
გასატარებელი პრევენციული ღონისძიებების, პერსონალის მიერ პაციენტებზე სათანადო
მეთვალყურეობის/დაკვირვების
განხორციელების,
პერსონალის
სათანადო
სწავლების,
სტანდარტული საოპერაციო პროცედურების და დეესკალაციის სტრატეგიის შემუშავების, ასევე,
საფრთხის
წარმოქმნისთანავე
შემთხვევების/ინციდენტების
პერსონალის
დროული
და
და
ადეკვატური
ინტერვენციის,
საპასუხოდ
გატარებული
ზომების
ანგარიშვალდებულებისა
და
პასუხისმგებლობის
ძალადობის
დოკუმენტირების,
საკითხებს.
სამწუხაროდ,
მითითებული რეკომენდაცია არ შესრულებულა.
3.18.
2018
წელს
სომატური (ფიზიკური) ჯანმრთელობა
პრობლემა
იყო
ფსიქიატრიული
დაწესებულებების
პაციენტთა
სომატური
ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის,163 ასევე, სომატური დაავადებების
სამკურნალო მედიკამენტებით მომარაგების კუთხითაც. სომატური მედიკამენტების შეძენა
ბენეფიციარებს თავად უწევთ. რაც შეეხება ფსიქოტროპულ მედიკამენტებს, ისინი „სახელმწიფო
შესყიდვების შესახებ“ კანონის შესაბამისად შეისყიდება, რის გამოც ტენდერის პირობებიდან
გამომდინარე, არჩევანი ძირითადად ყველაზე იაფ და დაბალი ხარისხის მედიკამენტებზე
კეთდება. 2017 წლის საპარლამენტო ანგარიშში სახალხო დამცველი საგანგებოდ მიუთითებდა
ხარისხიანი მედიკამენტების შეძენის მნიშვნელობაზე. ამ საკითხთან დაკავშირებით, სახალხო
დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს მთავრობას, მედიკამენტის ხარისხის
პრიორიტეტულობის გათვალისწინებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის მე-3
მუხლის „ა.თ“ ქვეპუნქტის თანახმად დამტკიცებულიყო იმ ფსიქიატრიული დაწესებულებების
(შპს) მიერ მედიკამენტების შესყიდვის სპეციალური წესი, რომელთა 50%-ზე მეტს ფლობს
სახელმწიფო, და განსაზღვრულიყო, რომ ამ დაწესებულებებს შეუძლიათ მედიკამენტების
გამარტივებული წესით შესყიდვა, მაგრამ, სამწუხაროდ, არც ეს რეკომენდაცია
გაუთვალისწინებიათ.
3.19.
წინა
წლების
სამართლებრივი დაცვის გარანტიები
მსგავსად,
კვლავ
გრძელდება
სტაციონარში
პაციენტების
მოთავსებისას
ინფორმირებული თანხმობის ფორმალურად მიღების პრაქტიკა, რაც შესაბამისი ახსნაგანმარტების, სრული, ობიექტური და გასაგები ინფორმაციის164 მიუწოდებლად მიმდინარეობს.
163
დეტალურად იხილეთ ფსიქიკური ჯანმრთელობის თავი.
„პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–4 მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად,
ინფორმირებული თანხმობა – პაციენტის, ხოლო მისი მცირეწლოვანების შემთხვევაში − პაციენტის
კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა ამა თუ იმ სამედიცინო მომსახურების გაწევაზე მას შემდეგ, რაც
164
91
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
ამას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ გამოკითხული პაციენტები არ ფლობენ ინფორმაციას
საკუთარი
უფლებების
შესახებ
და
მიუხედავად
იმისა,
რომ
ბენეფიციარების
ნაწილს
დაწესებულებაში მოთავსებისას ინფორმირებული თანხმობის ფორმისთვის ხელი აქვს მოწერილი,
მუდმივად ითხოვს სტაციონარიდან გაწერას. ფორმალურად ნებაყოფლობით, ხოლო რეალურად
სტაციონარში არანებაყოფლობით მოთავსებული პაციენტები (სასამართლო კონტროლს მიღმა
მყოფნი) საკუთარი უფლებების დაცვას კვლავ ვერ ახერხებენ. უდავოა, რომ თუ პირი
სტაციონარში ნებაყოფლობით თავსდება, მას აქვს უფლება ნებისმიერ დროს განაცხადოს უარი
მკურნალობაზე165 და დატოვოს სტაციონარი166.
წინა წლის მსგავსად, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ფორმალურად არის შიდა გასაჩივრებისა
და უკუკავშირის პროცედურა, დამონტაჟებულია საჩივრების ყუთები, მაგრამ პაციენტები ამ
პროცედურას და საჩივრის ყუთებს პრაქტიკულად არ იყენებენ. გამოკითხულმა პაციენტებმა არ
იციან საკუთარი უფლებები, ასევე არ აქვთ ინფორმაცია, თუ ვის უნდა მიმართონ საჩივრით.
შესაბამისად, მნიშვნელოვანია, პაციენტთა სპეციალური საჭიროებების გათვალისწინებით,
ფსიქიატრიულ დახმარებასთან დაკავშირებული საკითხებისა და ადამიანის უფლებების
დარღვევის ფაქტის გასაჩივრების მარტივი და ხელმისაწვდომი პროცედურის დანერგვა. ასევე
აუცილებელია, ყველა დაწესებულებას ნორმატიული აქტით განესაზღვროს სავალდებულო
საჩივრების განხილვისა და უკუკავშირის ერთიანი ჰოსპიტალშიდა პროცედურა. 2017 წლის
საპარლამენტო ანგარიშში სახალხო დამცველის მიერ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით
გაცემული რეკომენდაცია კვლავ შეუსრულებელია.167
სახალხო დამცველი, სპეციალური პრევენციული ჯგუფი მიიჩნევს, რომ აუცილებელია
ფსიქიატრიული დახმარების უზრუნველყოფის სახელმწიფო ზედამხედველობის და პაციენტთა
უფლებების
დაცვის
მონიტორინგის
არსებული
სისტემის
ეფექტიანობის
შეფასება
დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება. ამ საკითხთან
დაკავშირებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან გვეცნობა, რომ ევროსაბჭოს
ტექნიკური დახმარებით, მიმდინარეობს მუშაობა დაწესებულების შიდა ინსპექტირებისა და
მონიტორინგის მექანიზმების შემუშავებაზე. სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ „WHO Quality
მას მიეწოდა ინფორმაცია: ბ. ა) სამედიცინო მომსახურების არსისა და საჭიროების შესახებ; ბ. ბ)
სამედიცინო მომსახურების მოსალოდნელი შედეგების შესახებ; ბ. გ) სამედიცინო მომსახურებასთან
დაკავშირებული, პაციენტის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის მოსალოდნელი რისკის შესახებ; ბ. დ)
განზრახული სამედიცინო მომსახურების სხვა, ალტერნატიული ვარიანტების, მათი თანმხლები რისკის
და შესაძლო ეფექტიანობის შესახებ; ბ. ე) სამედიცინო მომსახურებაზე უარის თქმის მოსალოდნელი
შედეგების შესახებ; ბ. ვ) ამ მუხლის „ბ.ა“–ბ.ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციასთან
დაკავშირებული ფინანსური და სოციალური საკითხების შესახებ.
165 პაციენტის უფლებების შესახებ საქართველოს კანონის 23-ე მუხლი.
166„ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“
ქვეპუნქტი.
167 სახალხო დამცველის 2017 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ 76.
92
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
Rights Toolkit” კითხვარი168 საფუძვლად დაედება შიდა ინსპექტირებისა და მონიტორინგის
მექანიზმების შემუშავებას, რაც მისასალმებელია. სამწუხაროდ, სამინისტროს არ მოუწოდებია
ინფორმაცია, თუ კონკრეტულად რა სახის სამუშაო ჩატარდა ევროპის საბჭოს დახმარებით, იყო
თუ არა შეფასებული არსებული მექანიზმები, იკვლიეს თუ არა საუკეთესო პრაქტიკის
მაგალითები და რა ნაბიჯების გადადგმა იგეგმება უახლოეს მომავალში. ამდენად, სახელმწიფო
ზედამხედველობის და პაციენტთა უფლებების დაცვის მონიტორინგის არსებული სისტემის
ეფექტიანობის
დამოუკიდებელი
ექსპერტების
მიერ
შეფასების
შესახებ
რეკომენდაცია
შესრულებულად ვერ ჩაითვლება.
სახელმწიფოს
მიერ
ფსიქიატრიულ
პროაქტიული
კონტროლის
დაწესებულებების
გაძლიერების
კონტექსტში,
რეგულარული,
აღსანიშნავია
სისტემური
სსიპ
და
სამედიცინო
საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ გადადგმული გარკვეული ნაბიჯები.
კერძოდ, ხსენებულმა სააგენტომ 2018 წელს სტაციონარული მომსახურების სანებართვო
პირობებთან 5 ფსიქიატრიული დაწესებულების169 შესაბამისობა შეაფასა და დაადგინა, რომ
არცერთი
დაწესებულება
სრულად
არ
აკმაყოფილებს
სანებართვო
პირობებს.
აქედან
გამომდინარე, მომავალში, მნიშვნელოვანია, მოხდეს, როგორც ამ დაწესებულებების მიერ
ხარვეზების გამოსწორების მკაცრი კონტროლი, ასევე ყველა ფსიქიატრიული დაწესებულების
გარკვეული პერიოდულობით შემოწმება.
სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს მიაჩნია, რომ სტაციონარული მომსახურების სანებართვო
პირობების
შესრულების
შეფასება
სახელმწიფოს
მიერ
რეგულარული,
სისტემური
და
პროაქტიული კონტროლის მხოლოდ ერთი ელემენტია და ამ ნაწილში ფასდება, თუ რამდენად
არის შესაძლებელი კონკრეტულ დაწესებულებაში პაციენტებისათვის სტაციონარული
მომსახურების გაწევა. ამის შემდეგ პროაქტიულად უნდა შეფასდეს, თუ რამდენად მიეწოდებათ
პაციენტებს
ბიოფსიქოსოციალურ მოდელზე170 დაფუძნებული ფსიქიატრიული დახმარება
პაციენტების უფლებების პატივისცემის პირობებში. ამ კუთხით, 2018 წელს განხორციელებული
საქმიანობა დამაკმაყოფილებლად ვერ ჩაითვლება, ვინაიდან, როგორც სამედიცინო საქმიანობის
სახელმწიფო რეგულირების სააგენტოდან გვეცნობა, სააგენტომ 2018 წელს მხოლოდ 4
168
2018 წლის ნოემბერში სამინისტროს 5 თანამშრომელმა გაიარა ტრენინგი WHO Quality Rights Toolkit
კითხვარის გამოყენებასთან დაკავშირებით.
169 შემოწმდა აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი (მოიცავს სურამის და
ბედიანის ფსიქიატრიულ კლინიკებს), ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი, ფსიქიკური
ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (სოფ. ქუტირი), სენაკის სარაიონთაშორისო ფსიქონევროლოგიური
დისპანსერი) და რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი.
170 ფსიქიატრიული დახმარება – ღონისძიებათა კომპლექსი, რომლის მიზანია ფსიქიკური აშლილობის
მქონე პირის გამოკვლევა, მკურნალობა და დაავადების გამწვავების თავიდან აცილება, მისი სოციალური
ადაპტაციისა და საზოგადოებაში რეინტეგრაციის ხელშეწყობა ("ფსიქიატრიული დახმარების შესახებ"
საქართველოს კანონის მე-4 მუხლის "გ" ქვეპუნქტი)
93
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
რევიზიის171 აქტი შეადგინა 8 პაციენტის შემთხვევაში და ყველა ეს შემთხვევა ეხებოდა 2017 წელს
გაწეულ
სამედიცინო
მომსახურებას.
ცხადია,
ამგვარი
მუშაობა
ვერ
ჩაითვლება
ვერც
რეგულარულად და ვერც სისტემურად, ვინაიდან ის არ იძლევა მდგომარეობის განზოგადების
საშუალებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ფსიქიატრიული დახმარების
მიწოდების სახელმწიფო ზედამხედველობის და პაციენტთა უფლებების დაცვის მონიტორინგის
არსებული სისტემის შეფასებისა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით,
„ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით განისაზღვროს ფსიქიატრიული
დახმარების მიწოდების ზედამხედველობისა და პაციენტთა უფლებების დაცვის მონიტორინგის
ჰოსპიტალგარე ზედამხედველობის/მონიტორინგის განხორციელების საფუძვლები, რომელიც
სპეციალური პრევენციული ჯგუფის აზრით, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს ზედამხედველობისა
და
მონიტორინგის
ბიოფსიქოსოციალურ
რეგულარულობას,
მოდელს
და
სისტემურობას
ადამიანის
უფლებებზე
და
პროაქტიულობას,
დაფუძნებულ
მიდგომას,
საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებას.
3.20.
წინა
წლების
ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაციის პრობლემა
მსგავსად,
პრობლემებია
პაციენტთა
ხანგრძლივი
ჰოსპიტალიზაციის
თვალსაზრისითაც. მიუხედავად იმისა, რომ პაციენტები ხშირად არ საჭიროებენ აქტიურ
მკურნალობას, საავადმყოფოს ვერ ტოვებენ, რადგან წასასვლელი არ აქვთ, ან ოჯახი თავს არიდებს
მათ სახლში დაბრუნებას. ეს თემში მხარდამჭერი სერვისების ნაკლებობით არის გამოწვეული.172 ამ
საკითხთან დაკავშირებით, კვლავ შეუსრულებელია 2017 წლის საპარლამენტო ანგარიშში
სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაცია ფსიქიატრიულ დაწესებულებებში 6 თვეზე
მეტი ხნით მოთავსებული პაციენტების საჭიროებების შეფასების, მათი დაწესებულებიდან
გაწერისა და სათემო სერვისებზე გადამისამართებასთან დაკავშირებით. თავშესაფრების შექმნის
გეგმა,
აუცილებელია
შემუშავდეს
თავშესაფრის
მომავალ
ბენეფიციართა
რაოდენობის
გათვალისწინებით. სტაციონარიდან გასაწერ და სათემო სერვისებზე გადასამისამართებელ პირთა
რაოდენობისა და მათი საჭიროებების განსაზღვრა შესაძლებელს გახდის საჭირო ფინანსური
რესურსის ოდენობის განსაზღვრას. 173
171
“2017 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს
მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის N638 დადგენილება, მუხ. 18.
172 სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებთან საუბრის დროს, პაციენტთა იმ ნაწილისთვის, რომელიც
სრულად აცნობიერებდა საკუთარ ფსიქიკურ მდგომარეობას და გამოთქვამდა სტაციონარიდან გაწერისა
და სახლში მკურნალობის გაგრძელების სურვილს, გაუგებარი იყო, თუ რატომ არ წერდნენ ოჯახის
წევრების ხელწერილის გარეშე, მაშინ, როდესაც ისინი საავადმყოფოში ნებაყოფლობით განათავსეს.
173 გასათვალისწინებელია, რომ სტაციონარში ხანგრძლივად მყოფი პაციენტების გაწერის შემთხვევაში ამ
პაციენტების გრძელვადიანი სტაციონარული მომსახურებისთვის განკუთვნილი ფინანსური რესურსი
გამოთავისუფლდება და შესაძლებელი იქნება ამ რესურსის პაციენტის სოციალური შემწეობის სახით
94
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
3.21.
ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია
ფსიქიატრიულ
დაწესებულებებში
ჩატარებულმა
მონიტორინგმა
ცხადყო,
რომ
ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის მოცულობა174 დაწესებულებებში კვლავ უკიდურესად
შეზღუდულია, ხოლო არსებული ინტერვენციები ფრაგმენტულია და არ არის საჭიროებებზე
ფოკუსირებული. პაციენტებთან
გასაუბრება ამ ინტერვენციების ფორმალურ ხასიათზე
მიუთითებს, არც ოჯახის წევრების ჩართულობა იკვეთება პაციენტთა რესოციალიზაციის
პროცესში.
არასაკმარისი175 და არასათანადო კვალიფიკაციის მქონე პერსონალის176 ფონზე, რასაც თან ერთვის
რთული
სამუშაო
აშლილობების
პირობები
მართვა
კვლავ
და
დაბალი
ემყარება
ანაზღაურება,
ფარმაკოთერაპიას,
დაწესებულებებში
არ
არის
ფსიქიკური
უზრუნველყოფილი
ბიოფსიქოსოციალური მიდგომა. პაციენტების გადმოცემით, დღის განმავლობაში ისინი არ არიან
დაკავებული რაიმე სახის ღირებული აქტივობით. 177
წინადადებები
საქართველოს პარლამენტს:
•
უზრუნველყოს „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი
ცვლილების განხორციელება, და ამით მკაფიოდ განსაზღვროს საჩივრების განხილვის
პროცედურა და ფსიქიატრიული დახმარების მიწოდების ზედამხედველობისა და პაციენტთა
გამოყენება, რამაც შესაძლოა ხელი შეუწყოს ოჯახის მიერ პაციენტის სოციალური მხარდაჭერის ფუნქციის
აღებას, ხოლო სადაც ეს შეუძლებელია, არსებული ფინანსური რესურსი შეიძლება მოხმარდეს პაციენტის
თავშესაფრით უზრუნველყოფას (სახალხო დამცველის შეფასებით, თავშესაფრის კომპონენტი სათემო
სერვისად უნდა განიხილებოდეს).
174 ძირითადად წარმოდგენილია ოკუპაციური თერაპიისა და არტთერაპიის სახით.
175 2018 წლის 26-28 სექტემბერს ბედიანის ფსიქიატრიულ კლინიკაში ვიზიტის დროს, სოციალური
მუშაკის 1 ადგილი ვაკანტური იყო. 2018 წლის 6-7 მარტს აკადემიკოს ბ. ნანეიშვილის სახელობის
ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ვიზიტის დროს ფსიქოლოგის 1 ადგილი ასევე ვაკანტური
იყო.
176 მაგალითად, 2018 წლის 26-28 სექტემბერს ბედიანის ფსიქიატრიულ კლინიკაში ვიზიტის დროს
დადგინდა, რომ ბედიანის ფსიქიატრიულ კლინიკაში დასაქმებული სოციალური მუშაკის პროფესიული
კვალიფიკაცია არ შეესაბამებოდა სოციალური მუშაობის შესახებ საქართველოს კანონის 42–ე მუხლის I
ნაწილის „გ“ პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. კერძოდ, დასაქმებულ სოციალურ მუშაკს არ
ჰქონდა სოციალური მუშაობის სფეროში ბაკალავრის, მაგისტრის/მაგისტრთან გათანაბრებული ან
დოქტორის აკადემიური ხარისხი ან ამ კანონით გათვალისწინებული სოციალური მუშაკის სერტიფიკატი.
177არ ხდება სპორტული შეჯიბრებებისა და გართობის ორგანიზება, ფიზიკური აქტივობის წახალისება.
კულტურული ღონისძიებებიც იშვიათად და მხოლოდ დიდ დღესასწაულებზე იმართება. აღნიშნულ
ღონისძიებებში კი მხოლოდ პაციენტთა მცირე ნაწილი მონაწილეობს.
95
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
უფლებების დაცვის მონიტორინგის ჰოსპიტალგარე ზედამხედველობის/მონიტორინგის
განხორციელების საფუძვლები
•
საკანონმდებლო დონეზე განისაზღვროს
ალტერნატიული (დეესკალაციის) მეთოდები
•
შევიდეს ცვლილებები „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში და
ფიზიკური
და
ქიმიური
შეზღუდვის
განისაზღვროს ქიმიური შეზღუდვის განმარტება, საგამონაკლისო წესით მისი გამოყენების
სამართლებრივი საფუძვლები და პროცედურა, ასევე დადგინდეს საქართველოს შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით ქიმიური შეზღუდვის
დეტალური ინსტრუქციის დამტკიცების ვალდებულება
•
შევიდეს ცვლილებები „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16
მუხლში და განისაზღვროს ფიზიკური შეზღუდვის მაქსიმალური ხანგრძლივობა, ფიზიკური
შეზღუდვის შესახებ სპეციალურ რეესტრში (სპეციალურ ჟურნალში) ჩანაწერის გაკეთების
ვალდებულება, რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს სპეციალიზებული საიზოლაციო
პალატა,
ფიზიკური
შეზღუდვის
პროცესში
ვიდეომეთვალყურეობის
სისტემის
გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები და ფიზიკური შეზღუდვის დასრულების
შემდეგ პერსონალის პაციენტთან გასაუბრების და გასაჩივრების უფლების შესახებ
ინფორმირების ვალდებულება
•
შევიდეს ცვლილებები „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16
მუხლში და განისაზღვროს, რომ ფორმალურად ნებაყოფლობით მკურნალობაზე მყოფ
პაციენტთა მიმართ, როგორც წესი, არ უნდა გამოიყენებოდეს ფიზიკური შეზღუდვის
საშუალება, მაგრამ ფიზიკური შეზღუდვის უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში,
დაუყოვნებლივ
უნდა
იქნას
ინიცირებული
პაციენტის
სტატუსის
(ნებაყოფლობითი/არანებაყოფლობითი) გადახედვის სამართლებრივი პროცედურა.
რეკომენდაციები
საქართველოს მთავრობას:
•
2019 წელს თავშესაფრის ბენეფიციარის სადღეღამისო ხარჯების ოდენობა, სულ მცირე,
გაუტოლდეს გრძელვადიანი სტაციონარული მომსახურების საწოლდღის ფასს
•
ხარისხიანი
მედიკამენტების
დაუბრკოლებლად
შესყიდვის
მიზნით,
„სახელმწიფო
შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა.თ“ ქვეპუნქტის თანახმად, იმ
ფსიქიატრიული დაწესებულებებისთვის (შპს), რომელთა წილის 50%-ზე მეტს ფლობს
სახელმწიფო,
დამტკიცდეს
სპეციალური
წესი
მედიკამენტების
შესასყიდად,
და
განისაზღვროს, რომ ამ დაწესებულებებს შეუძლიათ მედიკამენტების გამარტივებული წესით
შესყიდვა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრს:
96
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
•
უზრუნველყოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში 6 თვეზე მეტი ხნით მოთავსებული
პაციენტების საჭიროებების შეფასება მათი დაწესებულებიდან გაწერის და სათემო
სერვისებზე გადამისამართების მიზნით; თავშესაფრების შექმნის
თავშესაფრის მომავალ ბენეფიციართა რაოდენობის გათვალისწინებით
•
გეგმა
შეიმუშაოს
სახელმწიფო ზედამხედველობის და პაციენტთა უფლებების დაცვის მონიტორინგის
არსებული სისტემის ეფექტიანობის ასამაღლებლად, უზრუნველყოს არსებული სისტემის
შეფასება დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ;
•
უზრუნველყოს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსა და
სოციალური
მომსახურების
რეგულარული,
სააგენტოს
სისტემური
და
მიერ
პროაქტიული
ფსიქიატრიული
დაწესებულებების
მონიტორინგი,
გააკონტროლოს
ფსიქიატრიული დაწესებულებების პირობების შესაბამისობა სამედიცინო საქმიანობის
ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის შესახებ დებულებით
დადგენილ სტანდარტებთან
•
ნორმატიული აქტით განსაზღვროს ყველა დაწესებულებისთვის სავალდებულო საჩივრების
•
განხილვისა და უკუკავშირის ერთიანი ჰოსპიტალშიდა პროცედურა
დანერგოს ფსიქიატრიულ დახმარებასთან დაკავშირებული საკითხებისა და ადამიანის
უფლებების დარღვევის ფაქტის გასაჩივრების მარტივი და ხელმისაწვდომი პროცედურა
•
პაციენტთა შორის ძალადობის პრევენციისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შეიმუშაოს
ნორმატიული
ბაზა,
რომელიც
დაარეგულირებს
პერსონალის
მიერ
კონკრეტული
პაციენტებიდან მომდინარე რისკების წინასწარი შეფასების სათანადო სისტემის დანერგვის,
მულტიდისციპლინური მუშაობის, პაციენტების ძალადობისაგან დაცვის და უსაფრთხოების
უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელი პრევენციული ღონისძიებების, პერსონალის მიერ
პაციენტებზე სათანადო მეთვალყურეობის/დაკვირვების განხორციელების, პერსონალის
სათანადო სწავლების, სტანდარტული საოპერაციო პროცედურების და დეესკალაციის
სტრატეგიის შემუშავების, ასევე, საფრთხის წარმოქმნისთანავე დროული და ადეკვატური
ინტერვენციის, ძალადობის შემთხვევების/ინციდენტების და საპასუხოდ გატარებული
ზომების დოკუმენტირების, პერსონალის ანგარიშვალდებულებისა და პასუხისმგებლობის
საკითხებს
•
შევიდეს ცვლილებები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის 2007 წლის 20 მარტის №92/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „ფსიქიკური აშლილობის
მქონე პაციენტისათვის ფიზიკური შეზღუდვის მეთოდების გამოყენების წესისა და
პროცედურების
შესახებ
ინსტრუქციაში“
და
განისაზღვროს
ფიზიკური
შეზღუდვის
მაქსიმალური ხანგრძლივობა; ფიზიკური შეზღუდვის, მათ შორის, ამ პროცესში პაციენტის
ან/და პერსონალის მიერ მიღებული სხეულის დაზიანებების შესახებ, სპეციალურ რეესტრში
(სპეციალურ ჟურნალში) ჩანაწერის გაკეთების ვალდებულება; სპეციალური რეესტრის
(სპეციალური ჟურნალის) ფორმა; ფიზიკური შეზღუდვის უშუალოდ განხორციელების
შესახებ დეტალური ინსტრუქცია; ფიზიკური შებოჭვის დროს გამოსაყენებელი სპეციალური
97
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
საშუალებების კონკრეტული მახასიათებლები; სად უნდა განხორციელდეს ფიზიკური
შებოჭვა და ვინ შეიძლება ესწრებოდეს ამ პროცესს; რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს
სპეციალიზებული
საიზოლაციო
ვიდეომეთვალყურეობის სისტემის
პალატა;
ფიზიკური
შეზღუდვის
პროცესში
გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები და
ფიზიკური შეზღუდვის დასრულების შემდეგ პერსონალის პაციენტთან გასაუბრების და
გასაჩივრების უფლების შესახებ ინფორმირების ვალდებულება.
4. წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის
გამოძიება
არასათანადო მოპყრობასთან ეფექტიანი ბრძოლა, ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების
გამოძიება, წინა წლების მსგავსად, კვლავ ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა.
სახალხო დამცველი 2014 წლიდან ითხოვდა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას
98
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების პარალელურად. 2018 წელს სახელმწიფოს მიერ
შემოთავაზებული დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის მოდელი პერსონალურ მონაცემთა
დაცვის ინსპექტორის აპარატის გარდაქმნას და მის ბაზაზე სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურის შექმნას გულისხმობს. ეს სამსახური იქნება საგამოძიებო ორგანო, რომელიც
ჩაატარებს საგამოძიებო მოქმედებებს. სახალხო დამცველმა ამ კანონის მიღება პოზიტიურად
შეაფასა, მაგრამ გამოყო რამდენიმე მნიშვნელოვანი სამართლებრივი საკითხი, რომელთა
გამოსწორებას, სამსახურის გამართული და ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის, აუცილებლად
მიიჩნევს.178 სამწუხაროდ, ეს საკითხები კანონმდებლობაში არ გაუთვალისწინებიათ. იმედს
ვიტოვებთ, რომ სამსახურის მომწესრიგებელი კანონმდებლობის სრულყოფის პროცესი შემდგომ
წლებშიც გაგრძელდება. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სამწუხაროდ, „სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედება 2019 წლის ივლისამდე გადაიდო და
ანგარიშზე მუშაობის პროცესში (2019 წლის მარტი) მისი დროულად ამოქმედების საკითხი ჯერ
კიდევ არ არის ბოლომდე გარკვეული.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან მჭიდროდ არის დაკავშირებული საქართველოს
პროკურატურის
რეფორმაც.
მთავარი
პროკურატურის
გენერალურ
პროკურატურად
გარდაქმნით არ აღმოფხვრილა რიგი ინსტიტუციური პრობლემებისა, განსაკუთრებით
აღსანიშნავია ეფექტიანი ანგარიშვალდებულების მექანიზმის არარსებობა და საბჭოსა და
გენერალურ პროკურორს შორის ფუნქციების გამიჯვნის საკითხი.
არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლის პრაქტიკა 2018 წელს იმავე დინამიკით განვითარდა, რაც
იყო 2017 წელს. კერძოდ, დროული, ეფექტიანი გამოძიების წარმართვა კვლავ პრობლემაა,
ქმედების – არასათანადო მოპყრობის ან წამების – არასწორი კვალიფიკაცია ზოგადი მუხლით,
როგორიც
არის
სამსახურებრივი
უფლებამოსილების
გადამეტება
ან
სამსახურებრივი
უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ისევ და ისევ უცვლელი პრაქტიკაა და გამოძიების
პროცესში დაზარალებულად სავარაუდო მსხვერპლის არცნობა კვლავ გამორიცხავს მსხვერპლის
გონივრულ ჩართულობას გამოძიების პროცესში. სახალხო დამცველის მიერ არასათანადო
მოპყრობის
ფაქტზე
გამოძიების
დაწყების
მოთხოვნით
წარდგენილი
წინადადებების
საფუძველზე დაწყებული გამოძიება უმრავლეს შემთხვევაში წლების განმავლობაში უშედეგოდ
გრძელდება, რადგან არცერთ საქმეში არავინ არ არის დღემდე ცნობილი დაზარალებულად ან
ბრალდებულად.
178
მაგალითად, ისეთი საგამოძიებო მოქმედებების ავტონომიურად ჩატარების უფლებამოსილება,
რომლებიც სასამართლოს თანხმობას მოითხოვენ. საპროცესო კანონმდებლობით, ასეთი საგამოძიებო
მოქმედებების ჩატარების მოთხოვნის უფლება აქვთ მხოლოდ პროკურორებს. აღსანიშნავია, რომ 2018
წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო რეფორმის პროცესი, რომლის მიხედვითაც
უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციები. ერთ-ერთი საკითხი,
რომლის ცვლილებაც იგეგმება, სწორედ საგამოძიებო მოქმედების ჩატარების საკითხია და იმედს
ვიტოვებთ, რომ ეს რეფორმა წარმატებით დასრულდება და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური
შეძლებს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას პროკურატურისგან დამოუკიდებლად.
99
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
4.1. „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის
ამოქმედების გადავადება
„სახელმწიფო
ინსპექტორის
სამსახურის
შესახებ“
საქართველოს
კანონის
ამოქმედების
გადავადება179 სახალხო დამცველის კრიტიკის საგანი გახდა.180 სახალხო დამცველის მიერ
გადავადების მიზეზების შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი
ფინანსური
უზრუნველყოფა
იყო.
ფინანსების
სახსრების
დროულად
გამოყოფის
შეუძლებლობამ, საბოლოოდ, შეუძლებელი გახადა სამსახურის დროული ამოქმედება.
კანონის
გადავადებაზე
კანოპროექტის
განხილვა
სამსახურის
ამოქმედებისთვის
თავდაპირველად გათვალისწინებულ პერიოდამდე – 2019 წლის პირველ იანვრამდე – მხოლოდ
ორი კვირით ადრე დაიწყო181, რამაც გამოიწვია დაჩქარებულ რეჟიმში საკითხის განხილვა.
დროის ამგვარმა არაგონივრულმა გადანაწილებამ ყველა იმ შესაძლო ღონისძიების გატარება
გამორიცხა, რომელიც შესაძლებელს გახდიდა კანონის გადავადების თავიდან აცილებას.
სახალხო დამცველმა, კანონის გადავადების მოტივების დეტალურად შესწავლის მიზნით,
შესაბამისი უწყებებიდან ინფორმაცია გამოითხოვა.182 მიღებული მონაცემების ანალიზით ცხადი
ხდება, რომ ძირითადი შემაფერხებელი გარემოება ფინანსური სახსრები იყო, რომლებიც
დროულად მოითხოვა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა შესაბამისი უწყებებისგან
ჯერ კიდევ 2018 წლის ოქტომბერში, მაგრამ საკითხი დროულად არ დაკმაყოფილდა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის 2018 წლის 26 დეკემბრის პასუხის
თანახმად, მათ გადაეცათ ერთი შენობა თბილისში, მაგრამ სახელმწიფო ქონების ეროვნული
სააგენტოს 2018 წლის 22 ოქტომბრის წერილით, ქუთაისში არსებული შენობა-ნაგებობის
გადაცემაზე
უარი
ეთქვათ.
პარალელურად,
თბილისში
მდებარე
შენობა-ნაგებობის
მდგომარეობის შესასწავლად, სარემონტო სამუშაოებისთვის, ტექნიკური ინფრასტრუქტურის და
ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესასყიდად, 2018 წლის 19 ოქტომბერს საქართველოს
მთავრობის
სარეზერვო
ფონდიდან
მოთხოვნილი
იქნა
თანხის
გამოყოფა,
რაც
არ
დაკმაყოფილდა.
179
თავდაპირველად სამსახური 2019 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ 2018 წლის 27
დეკემბრის ცვლილებებით, მისი ამოქმედება 2019 წლის 1 ივლისამდე გადაიდო.
180 სახალხო დამცველმა, 2018 წლის 18 დეკემბრის განცხადებით, სამსახურის ამოქმედების გადავადება
უარყოფითად შეაფასა.
181 2018 წლის 17 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში პარლამენტის წევრების მიერ ინიცირებულ იქნა
კანონის პროექტი, რომლითაც იმავე წლის 27 დეკემბერს პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურის ამოქმედების გადავადების შესახებ კანონი მიიღო.
182 პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის 2018 წლის 26 დეკემბრის NPDP 9 18 00047821
პასუხი; საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის 2019 წლის 17 იანვრის GOV 7 19 00001541, 23 იანვრის
GOV 7 19 00002333, 2019 წლის 30 იანვრის GOV 7 19 00003396 პასუხი; იუსტიციის სამინისტროს 2019 წლის
30 იანვრის №1282 პასუხი; საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის კომიტეტის 2019 წლის 22 იანვრის 356/4-2-1/19 პასუხი.
100
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
აღსანიშნავია, რომ „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონის მიღებისთანავე,
სამსახურის ფუნქციონირებისთვის საჭირო ადამიანური და მატერიალური რესურსის
გათვალისწინებით, მომზადდა 2019 წლის ბიუჯეტის განაცხადი და 2018 წლის 31 აგვისტოს
საქართველოს
ფინანსთა
სამინისტროს
წარედგინა.
პერსონალურ
მონაცემთა
დაცვის
ინსპექტორის აპარატმა ასევე შეიმუშავა ნორმატიული აქტის პროექტები და გადაიდგა ნაბიჯები
სხვა
ტექნიკური
საკითხების
დროულად
მოსაგვარებლად.
სამწუხაროდ,
საქართველოს
მთავრობის და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ვერ მოახერხეს საკითხის
დროულად გადაწყვეტა და საბიუჯეტო თანხების გამოყოფა.
დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა საქართველოს ერთ-ერთი საერთაშორისო
ვალდებულებაა.
არაერთი
ორგანიზაცია
ასევე
აძლევს
საქართველოს
სახელმწიფოს
რეკომენდაციას იმის შესახებ, რომ უნდა შეიქმნას ამ ტიპის ინსტიტუცია. მისასალმებელია
კანონის მიღება, მაგრამ მისი არსებობა ვერაფერს შეცვლის, თუკი იგი დროულად არ
ამოქმედდება და მისი ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის საჭირო ფინანსური სახსრები არ
გამოიყოფა. იმედს ვიტოვებთ, სახელმწიფო უწყებები ყველა აუცილებელ პირობას შეუქმნიან
ინსპექტორის სამსახურს და ფინანსური სახსრებიც დაგეგმილი წესით გამოიყოფა.
4.2. პროკურატურის რეფორმა
საქართველოს
გენერალურ
პროკურატურას
მნიშვნელოვანი
როლი
აკისრია
ადამიანის
უფლებების დაცვის უზრუნველყოფის საკითხში. იმ პირებს, რომლებიც არღვევენ ადამიანის
უფლებებს,
შესაბამისი
პასუხისმგებლობა
უნდა
დაეკისროთ.
აქედან
გამომდინარე,
პროკურატურის დამოუკიდებლობა და ჯეროვანი ფუნქციონირება უმნიშვნელოვანესია როგორც
დარღვეული ადამიანის უფლებების აღდგენის, ისე ზოგადი პრევენციის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს მთავარი პროკურატურის ინსტიტუციური
მოწყობა და ანგარიშვალდებულების ის მექანიზმები, რომლებიც მის გამჭვირვალობას
უზრუნველყოფენ, საქართველოს სახალხო დამცველის განსაკუთრებული ყურადღების საგანია.
კონსტიტუციის ახალი ვერსიის მიხედვით183, საქართველოს მთავარი პროკურატურის ნაცვლად,
გენერალური პროკურატურა ჩამოყალიბდა, აღმასრულებელი ხელისუფლებისგან განსხვავებით,
როგორც
დამოუკიდებელი
კონსტიტუციური
ორგანო.
2018
წელს
განხორციელდა
პროკურატურის რეფორმა, რომელიც მიზნად ისახავდა პროკურატურის მიუკერძოებლობისა და
დამოუკიდებლობის
ინსტიტუციურ
უზრუნველყოფას
კონსტიტუციის
ახალი
ვერსიის
შესაბამისად. რეფორმის ფარგლებში შეფასება წარმოადგინა ვენეციის კომისიამ, რომელსაც
შეხვდა სახალხო დამცველიც და გააცნო მოსაზრებები.
183
რომელიც ამოქმედდა 2018 წლის 16 დეკემბრიდან.
101
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
საქართველოს
კონსტიტუციის
65-ე
მუხლის
მე-2
პუნქტის
თანახმად,
პროკურატურას
ხელმძღვანელობს გენერალური პროკურორი. მის პარალელურად, კონსტიტუციის დონეზე
არსებობს 15 წევრისგან შემდგარი საპროკურორო საბჭო.184 საპროკურორო საბჭოს,
კონსტიტუციის მიხედვით, დაკისრებული აქვს საქართველოს გენერალური პროკურატურის
დამოუკიდებლობის, ეფექტიანობის და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ვალდებულება.185
„პროკურატურის შესახებ“ ახალი ორგანული კანონი 2018 წლის 30 ნოემბერს მიიღეს. გენერალურ
პროკურორსა
და
საპროკურორო
საბჭოს
შორის
ურთიერთმიმართება
იმგვარად
არის
განსაზღვრული, რომ გენერალური პროკურორი არის ცენტრალური ფიგურა საქართველოს
პროკურატურაში და მისი უფლებამოსილება საბჭოს ფუნქციებით არ არის დაბალანსებული.
ვენეციის
კომისიის
(პროკურატურის
შეფასებით,
ეფექტიანობა,
საბჭოს
გაუჭირდება
გამჭვირვალობა
და
მასზე
დაკისრებული
დამოუკიდებლობა)
ფუნქციის
შესრულება
იმ
უფლებამოსილებებით, რომლებიც მას კანონმდებლობით აქვს დაკისრებული.
186
პროკურატურის სტრუქტურასა და ორგანიზაციულ მოწყობაში, რომელიც ქვემდებარეობის
საკითხს ან სტრუქტურულ ერთეულებს შორის კომპეტენციების გამიჯვნას გულისხმობს,
საპროკურორო საბჭო, სამწუხაროდ არ არის ჩართული.187 იგი ასევე არ ამტკიცებს სისხლის
სამართლის პოლიტიკიდან გამომდინარე სახელმძღვანელო პრინციპებს188 და არ მონაწილეობს
იმ ნორმატიული აქტების მიღების პროცესში, რომლებიც პროკურატურის სისტემურ საკითხებს
არეგულირებენ.189 ყველა ზემოაღნიშნული საკითხი საქართველოს გენერალური პროკურორის
უფლებამოსილებაა.
საპროკურორო
საბჭო
პასუხისმგებელია
პროკურატურის
ეფექტიანობაზე.
მაგრამ
მისი
საქმიანობა ეფექტიანი ვერ იქნება იმის ფონზე, რომ გენერალური პროკურორის მიმართ
ზემოქმედების არანაირი ბერკეტი არ გააჩნია. მას შემდეგ, რაც პარლამენტს გენერალური
პროკურორის კანდიდატურას წარუდგენს, საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორის
საქმიანობის მიმართ ვერანაირ ზედამხედველობას ვერ ახორციელებს. რეალურად, გენერალურ
პროკურორს, თავისი საქმიანობის ეფექტიანობის შეფასების თვალსაზრისით, არანაირი კავშირი
არ აქვს საპროკურორო საბჭოსთან. სათათბირო ორგანოები ან სამუშაო ჯგუფები, რომლებიც
პროკურატურის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის აუცილებელია, ასევე არ ექცევიან მისი
კომპეტენციის ქვეშ.190 ვენეციის კომისია აუცილებლობად მიიჩნევს ამ მიმართებით დამატებითი
184
8 წევრი აირჩევა პროკურორთაგან, 2 წევრი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ და 5 წევრი
პარლამენტის მიერ.
185 საქართველოს კონსტიტუცია, 65-ე მუხლის მე-3 პუნქტი.
186 ვენეციის კომისიის 2018 წლის 17 დეკემბრის CDL-AD(2018)029 მოსაზრება. პუნქტი 31.
187 „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, მუხლი 7.
188 იქვე. მუხლი 15, მე-2 პუნქტი.
189 ვენეციის კომისიის 2018 წლის 17 დეკემბრის CDL-AD(2018)029 მოსაზრება, პუნქტი 34.
190 იქვე.
102
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
მექანიზმების შემოღებას, განსაკუთრებით, გენერალური პროკურორის ანგარიშის წარდგენის
შემდეგ.191
სახალხო დამცველი იზიარებს ვენეციის კომისიის მოსაზრებას,
რომლის მიხედვითაც
პროკურატურის გამჭვირვალობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი საბჭოს მიერ, რამდენადაც მას
არ აქვს მინიჭებული შესაბამისი უფლებამოსილება.192
საბჭოს უმრავლესობაში 8 პროკურორის არსებობა ასევე ხარვეზიანია. ამას ვენეციის კომისიის
მოსაზრებაც ადასტურებს, რომლის მიხედვითაც აღნიშნული პროპორციით პროკურორთა
შემადგენლობა, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს პროფესიულ წარმომადგენლობას და
კვალიფიციურობას, თუმცა, მეორე მხრივ, საკმარისად ვერ უზრუნველყოფს საზოგადოებრივ
ნდობას
დამოუკიდებლობის
ვერტიკალური
ბუნება
და
თვალსაზრისით.
პროფესიული
ასევე
საყურადღებოა
სუბორდინაცია
უფლებამოსილების
პროკურატურის
სისტემაში.
შესაბამისად, მოქმედი პროკურორების საბჭოს უმრავლესობით წევრობა დამოუკიდებლობას ვერ
უზრუნველყოფს. ვენეციის კომისია ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ პროკურორთა
უმრავლესობით წარმომადგენლობა საბჭოს შემადგენლობის სხვა წევრების (მაგალითად,
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების) მონაწილეობით ვერ ბალანსდება.193
ზემოაღნიშნულის
გათვალისწინებით,
საქართველოს
სახალხო
დამცველი
საქართველოს
პარლამენტს მოუწოდებს, დაიწყოს საქართველოს გენერალური პროკურატურის რეფორმა,
გაითვალისწინოს
საბჭოს
კონსტიტუციური
როლი
და
პროკურატურის
ეფექტიანობის,
დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, მიანიჭოს მას შესაბამისი
კომპეტენცია.
აქვე გვსურს აღვნიშნოთ, რომ „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი
პროკურატურის ანგარიშვალდებულების სხვადასხვა მექანიზმებს განსაზღვრავს. მათ შორის
არის საპროკურორო საბჭოს წინაშე წარსადგენი ანგარიში, ასევე, საქმიანობის ანგარიში,
რომელსაც გენერალური პროკურორი წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. კონკრეტულ
სისხლის
სამართლის
საქმესთან
დაკავშირებით
დამატებითი
ინფორმაციის
წარდგენის
შესაძლებლობა ორივე შემთხვევაში გამოირიცხება.194 ამ ყველაფრის გათვალისწინებით,
შეუძლებელი
ხდება
საქართველოს
გენერალური
პროკურატურის
საქმიანობის
ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით. სახალხო
დამცველს მიაჩნია, რომ ეს განსაკუთრებით პრობლემურია ისეთ ძირითად უფლებებთან
მიმართებით, რომლებიც ადგენენ უფლების დაცვის ე.წ. პოზიტიურ ვალდებულებებს (მათ
შორის
არის
არასათანადო
მოპყრობის
გამოძიების
191
ვალდებულება).
დღეს
ვენეციის კომისიის 2018 წლის 17 დეკემბრის CDL-AD(2018)029 მოსაზრება, პუნქტი 34.
იქვე. პუნქტი 36.
193 იქვე. პუნქტი 33.
194 მე-19 მუხლის მე-13 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი და 68-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტები.
192
103
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
მოქმედი
რეგულაციით, საქართველოს სახალხო დამცველი სისხლის სამართლის საქმეებს მათი
დასრულების
შემდეგ
ეცნობა.
ადამიანის
უფლებების
ეფექტიანად
დასაცავად
და
ამ
თვალსაზრისით, პროკურატურის ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად, სახალხო
დამცველს, საკანონმდებლო ცვლილებების გზით, აუცილებლად მიაჩნია მიმდინარე სისხლის
სამართლის საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობის უზრუნველყოფა. ამ მიმართებით,
საგამოძიებო ორგანოებს ხელი რომ არ შეეშალოთ ეფექტიანი საგამოძიებო საქმიანობის
პროცესში, შესაძლებელია განისაზღვროს გარკვეული პროცედურული დეტალები. სახალხო
დამცველის აპარატის მიზანი არ არის, გამოძიების საპროცესო ზედამხედველი იყოს, ჩვენი
მიზანია შევისწავლოთ და შევაფასოთ ისეთი საქმეები, რომელთა საქმისწარმოება წლების
განმავლობაში გრძელდება და საზოგადოებისთვის უცნობია, რა საგამოძიებო და საპროცესო
ღონისძიებები ხორციელდება მის ფარგლებში.
4.3. არასათანადო მოპყრობისა და წამების საქმეთა ეფექტიანი გამოძიება
2018 წლის მანძილზე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა პროკურატურაში გააგზავნა 5
წინადადება პოლიციელის მიერ ჩადენილი სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე
გამოძიების დაწყების შესახებ, ასევე 2 წინადადება კი ციხის თანამშრომლის მიერ ჩადენილი
სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების დაწყების შესახებ. პროკურატურამ
ყველა მათგანზე დაიწყო გამოძიება და ეს პროცესი დღემდე მიმდინარეობს, თუმცა
ჯერჯერობით არცერთი პირი არ არის ცნობილი დაზარალებულად ან ბრალდებულად.
სავარაუდო არასათანადო მოპყრობის საქმეებზე სახალხო დამცველის მიერ გაგზავნილი წინადადებების
რაოდენობები წლების მიხედვით
პოლიციელთა
2012
2013
2014
2015
2016
2017
2018
ჯამი
8
8
7
10
7
10
5
55
19
1
21
5
3
0
2
51
27
9
28
15
10
10
7
106
მიმართ
ციხის
თანამშრომელთა
მიმართ
ჯამი
მთლიანობაში, აღსანიშნავია, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში სავარაუდო არასათანადო
მოპყრობის ფაქტებზე გამოძიების დაწყების მოთხოვნა წლების მიხედვით მცირდება, რაც,
ბუნებრივია, დადებითი მოვლენაა. 2012 წლის მდგომარეობით, ჩვენი წინადადებების მთავარი
104
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
აქცენტი პენიტენციურ დაწესებულებებზე მოდიოდა, მაგრამ 2013 წლიდან სიტუაცია შეიცვალა
და მკვეთრად იკლო ციხის თანამშრომლების მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის
ფაქტებმა. ციხის თანამშრომელთა მიერ ჩადენილ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის
ფაქტებთან დაკავშირებით, ზრდა მხოლოდ 2014 წელს გამოიკვეთა. 2013, 2015, 2016, 2017 და
2018 წლებში პოლიციელთა მიერ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტების
რაოდენობა მკვეთრად აღემატება პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ ჩადენილ
სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შემთხვევებს.
არასათანადო მოპყრობის ფაქტების დეტალურად შესასწავლად, სახალხო დამცველის აპარატმა
გამოითხოვა და დაამუშავა სტატისტიკური მონაცემები. შედეგად, გამოვლინდა პრობლემები
არასწორი კვალიფიკაციის, დაზარალებულის ჩართულობის, დროული გამოძიებისა და
ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიების კუთხით.
საქართველოს პროკურატურის მიერ წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე 2018 წელს
გამოძიება დამოუკიდებლად (სახალხო დამცველის მიმართვის გარეშე) დაიწყო 367 სისხლის
სამართლის საქმეზე პოლიციელების მიერ ჩადენილ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის
ფაქტებზე
და
მათგან
90%-ის
(332
შემთხვევაში)
შემთხვევაში
გამოძიება
დაიწყო
–
უფლებამოსილების გადამეტების მუხლით და მხოლოდ 10%-ის შემთხვევაში – წამებისა და
არაადამიანური მოპყრობის შესაბამისი მუხლებით (6% (21 შემთხვევაში) არაადამიანური
მოპყრობის მუხლით, ხოლო 4% (14 შემთხვევაში) – წამების მუხლით)195. იგივე მაჩვენებელი
პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მიერ ჩადენილი სავარაუდო არასათანადო
მოპყრობის ფაქტებზე გამოძიების კუთხით, შემდეგია – გამოძიება დაიწყო 28 სისხლის
სამართლის საქმეზე და მათგან 14 შემთხვევაში – უფლებამოსილების გადამეტებით და დანარჩენ
შემთხვევაში კი – არაადამიანური მოპყრობის შესაბამისი მუხლებით.196
საინტერესოა, რომ თავად პროკურატურის მიერ დამოუკიდებლად დაწყებული გამოძიების
ფონზეც, პასუხისგებაში მიცემისა და დამნაშავეთა გამოვლენის პროცენტული მაჩვენებელი
დაბალია, ისევე როგორც ზუსტი სამართლებრივი კვალიფიკაცია. ზემოაღნიშნულ იმ 367
საქმეში, სადაც პოლიციელების მიმართ დაიწყო გამოძიება, პასუხისგებაში მიეცა მხოლოდ 12
პირი. ამათგან, ბრალი ყველა მათგანს უფლებამოსილების გადამეტების ჩადენაში წარედგინა. იმ
28 საქმეში კი, სადაც პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მიერ ჩადენილი
სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე დაიწყო გამოძიება, პასუხისგებაში მიეცა
მხოლოდ 3 პირი და ბრალი ყველა მათგანს არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის
ჩადენაში წარედგინა.
ზოგადი მუხლით კვალიფიკაცია განსხვავებულ სამართლებრივ შედეგებს იწვევს და სწორედ
ამიტომ არის მნიშვნელოვანი ზუსტი სამართლებრივი კვალიფიკაცია. კერძოდ, როგორც წინა
195
196
საქართველოს პროკურატურის 2019 წლის 29 იანვრის №13/6207 პასუხი.
საქართველოს პროკურატურის 2019 წლის 29 იანვრის №13/6214 პასუხი.
105
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
წლების ანგარიშებშიც მიუთითა სახალხო დამცველმა, უფლებამოსილების გადამეტებისა და
სხვა მსგავსი მუხლებისთვის უფრო ლმობიერი მიდგომაა განსაზღვრული, ვიდრე წამებისა და
არასათანადო მოპყრობის სხვა დანაშაულებისთვის. წამების და
არაადამიანური მოპყრობის მუხლით ქმედების კვალიფიკაციის
დამამცირებელი ან
შემთხვევაში, ასევე
შესაძლებელი ხდება ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, რაც, მაგალითად, სისხლის
სამართლის
კოდექსის
გამოირიცხება.
აქედან
333-ე
მუხლის
გამომდინარე,
პირველ
და
სპეციალური
მეორე
ნაწილებთან
მუხლით
მიმართებით
კვალიფიკაცია,
მეტი
ეფექტიანობისთვის, მნიშვნელოვანია გამოძიების ეტაპზევე.
დაზარალებულის
ჩართულობა,
არასათანადო
მოპყრობისა
და
წამების
ეფექტიანი
გამოძიებისთვის, ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველ რიგში
სავარაუდო მსხვერპლს უნდა მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი, რომ შემდეგ მასალების
გაცნობის და ამ გზით, გამოძიებაში გონივრული ჩართულობის შესაძლებლობა მიეცეს. იმ
საქმეებზე, რომლებზეც გამოძიება სახალხო დამცველის მიერ197 გაგზავნილი 106 წინადადების
საფუძველზე დაიწყო, დაზარალებულად არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა პირი ცნობილი.
დროული გამოძიების პრობლემა გაჭიანურებული საქმეებით გამოვლინდა. ჯერ კიდევ 2018
წლის 10 თებერვალს, პროკურატურამ გვაცნობა, რომ იმ საქმეთაგან, რომლებზეც გამოძიება
2013–2017 წლებში სახალხო დამცველის წინადადების საფუძველზე დაიწყო, 2018 წლის
მდგომარეობით, 72 საქმიდან 46 საქმეზე კვლავ გამოძიება მიმდინარეობდა. ზუსტად ერთი წლის
შემდეგაც, აღნიშნულ 46 საქმეზე გამოძიება კვლავ გრძელდებოდა. კერძოდ, 2019 წლის 13
თებერვლის პროკურატურის პასუხით, აღნიშნულ საქმეებზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება
კვლავ არ ყოფილა მიღებული.
ყოველმხრივი, ეფექტიანი და დროული გამოძიების პრობლემა ის ძირითადი ხარვეზია,
რომელიც იკვეთება შემაჯამებელი გადაწყვეტილებებით, კერძოდ საქართველოს სახალხო
დამცველის წინადადებების საფუძველზე, 2012-2018 წლებში, პროკურატურაში გამოძიების
დაწყების მოთხოვნით გაგზავნილი 106 წინადადებიდან, პასუხისმგებელი პირი არცერთ
შემთხვევაში არ ყოფილა გამოვლენილი.
ყოველმხრივი, ეფექტიანი და დროული გამოძიების პრობლემა თავს იჩენს შეწყვეტილი
ინდივიდუალური საქმეების შესწავლისა და ანალიზის შედეგადაც. საქართველოს სახალხო
დამცველის აპარატმა 2018 წელს შეისწავლა ის საქმეები, რომელზეც საქართველოს მთავარმა
პროკურატურამ დაასრულა საქმისწარმოება. სულ, აპარატმა 38 სისხლის სამართლის საქმე
შეისწავლა.198 მათგან 19 ის შეწყვეტილი საქმეა, რომლებზეც გამოძიება სახალხო დამცველის
197
2012–2018 წლებში.
აღსანიშნავია, რომ აპარატმა შეისწავლა 39 საქმე, თუმცა, 1 საქმე არ წარმოადგენდა არასათანადო
მოპყრობის შემთხვევას, რომელზეც გამოძიება პროკურატურამ სახალხო დამცველისგან დამოუკიდებლად
198
106
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
მოთხოვნით 2013–2017 წლებში დაიწყო, ხოლო დანარჩენი 19 საქმე ის საქმეებია, რომლებზეც
გამოძიება პროკურატურამ სახალხო დამცველისგან დამოუკიდებლად დაიწყო და 2017 წელს
შეწყვიტა. შესწავლის შედეგებით ვლინდება, რომ 2013 წლიდან დღემდე, უცვლელი პრობლემაა
გამოძიების ზედმიწევნითობა, რამდენადაც არ ტარდება ყველა შესაძლო და შესაბამისი
საგამოძიებო მოქმედება. ძირითადად, ტარდება მოწმეთა გამოკითხვა და სასამართლო
სამედიცინო ექსპერტიზა. მოწმეთა გამოკითხვა, არაერთ შემთხვევაში, ზედაპირულია, ასევე
ხშირად ყველა შესაძლო რელევანტური პირის გამოკითხვა არ ხდება. ზოგიერთ საქმეში არ
მოიპოვება ვიდეოჩანაწერები, ნივთიერი
მტკიცებულებები, არ ტარდება
ამოცნობა;
არ
ჩატარებულა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რასაც, საქმის არასწორმა სამართლებრივმა
კვალიფიკაციამაც
შეუწყო
ხელი.199
ასევე,
სხვადასხვა
შემთხვევაში
არ
შემოწმებულა
სატელეფონო ან სხვა ტექნიკური შესაძლებლობით დამყარებული კომუნიკაციის შინაარსი.
2013 წლიდან მოყოლებული გამოძიების დროულად ჩატარება დღემდე კვლავ პრობლემაა და, ამ
მხრივ, გაუმჯობესება არ ჩანს. გამოძიება ხშირად გვიან იწყება და საგამოძიებო მოქმედებებიც,
დროის არაგონივრულად დაგვიანებული ინტერვალით ტარდება.
არცერთ შესწავლილ საქმეში არ არის გამოკვეთილი გამომძიებლისა და პროკურორის როლის
გამიჯვნის საკითხი. საქმეებში არ მოიპოვება პროკურორის მითითებები, შესაბამისად,
ბუნდოვანია ის საკითხი, თუ რა როლი მიუძღვის საქმის ზედამხედველ პროკურორს გამოძიების
ხელმძღვანელობის პროცესში.
2013
წლიდან
დღემდე,
ყველა
შეწყვეტილ
საქმეში
გამორიცხულია
დაზარალებულის
ჩართულობა, რამდენადაც სავარაუდო მსხვერპლი არცერთ ჩვენს მიერ შესწავლილ შემთხვევაში
არ უცვნია პროკურატურას დაზარალებულად. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით,
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი სპეციალურ ანგარიშს ამზადებს და უახლოეს
მომავალში საზოგადოებას ამ მიმართულებით დეტალურ ინფორმაციას გააცნობს.
გამოძიების გაჭიანურებასთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა 2017
წლის საპარლამენტო ანგარიშში პროკურატურის მიმართ გასცა რეკომენდაცია, სახალხო
დამცველისთვის
მოქმედებათა
მიმდინარე
შესახებ
გამოძიების
(შესაბამისი
ფარგლებში
თარიღების
იმ
საგამოძიებო
მითითებით)
და
საპროცესო
ინფორმაციის
მიწოდების
მოთხოვნით, რომლებიც სავარაუდო არასათანადო მოპყრობის საქმესთან დაკავშირებით
ჩატარდა.200 აღნიშნული რეკომენდაცია საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში აისახა 201.
დაიწყო. ამდენად, აღნიშნული საქმე გამოაკლდა შესწავლილი საქმეების საერთო რაოდენობას და 39
საქმის ნაცვლად ამ ანგარიშის მიზნებისთვის წარმოდგენილია 38 საქმე.
199 საქმე ის არის, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება სამართლებრივად არ არის
ნებადართული უფლებამოსილების გადამეტების იმ კონკრეტულ შემადგენლობებზე, რომლითაც
გამოძიება დაიწყო შესწავლილი საქმეების უმრავლესობაში.
200 საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიში, გვ. 88.
107
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
2018 წლის განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატმა ზემოთ აღნიშნულ საკითხზე
გენერალურ პროკურატურას 79 წერილით მიმართა, თუმცა, სრულყოფილი პასუხი მიმდინარე
საგამოძიებო მოქმედებების შესახებ დეტალური ინფორმაციით (საგამოძიებო მოქმედებები და
შესაბამისი თარიღები) არ მოსულა.
წინადადება საქართველოს პარლამენტს:
•
„სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანულ კანონში შეიტანოს ცვლილებები და
სახალხო დამცველს მიენიჭოს გამოძიების დასრულებამდე არასათანადო მოპყრობის
ან/და სიცოცხლის ხელყოფის ფაქტის გამოძიებას მასალების გაცნობის
უფლებამოსილება
•
დაიწყოს საქართველოს გენერალური პროკურატურის რეფორმა, გათვალისწინებულ
იქნეს
საბჭოს
კონსტიტუციური
როლი
და
პროკურატურის
ეფექტიანობის,
დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, მიენიჭოს შესაბამისი
კომპეტენცია.
რეკომენდაციები
საქართველოს გენერალურ პროკურატურას:
•
არასათანადო მოპყრობის საქმეთა გამოძიების ფარგლებში, მიაწოდოს მოთხოვნილი
ინფორმაცია სახალხო დამცველის აპარატს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა
შესახებ, შესაბამისი თარიღების მითითებით
•
არასათანადო მოპყრობის საქმეთა გამოძიება აწარმოოს დამოუკიდებლობისა და
მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვით, განახორციელოს საგამოძიებო მოქმედებები
ზედმიწევნითად
და
დროულად
და
მაქსიმალურად
უზრუნველყოს
დაზარალებულთა პროცესში ჩართულობა - აღნიშნულის თაობაზე წარმოადგინოს
დეტალური ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 172-ე მუხლის
საფუძველზე წარსადგენ საქმიანობის ანგარიშში, ყოველწლიურად.
საქართველოს მთავრობას:
•
უზრუნველყოს
სახელმწიფო
ინსპექტორის
სამსახურის
ამოქმედებისთვის
და
შემდგომ ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის საჭირო ფინანსური სახსრების დროული
გამოყოფა.
201
„2017 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 19
ივლისის 3148-რს დადგენილება.
108
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
5. თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება
2018 წელს თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების მასშტაბურ დარღვევებს არ ჰქონია
ადგილი, თუმცა არსებობდა ცალკეული დარღვევის ფაქტები, რომელთა ანგარიშში მითითება
მნიშვნელოვანია. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილ საქმეებში
გამოვლინდა
პოლიციის
თანამშრომელთა
მხრიდან
მოქალაქეთა
დაკავებისას,
ასევე
სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას ადამიანის უფლებათა დარღვევის,
მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების უსაფუძვლო შეზღუდვისა და საქართველოს
კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის ცალკეული შემთხვევები. აღნიშნულ შემთხვევებში,
დაიწყო შესაბამისი გამოძიება, მაგრამ მათი სამართლებრივი შედეგები უცნობია ამ ეტაპისთვის.
საქართველოს სახალხო დამცველმა 2017 წლის საპარლამენტო ანგარიშში საქართველოს
პარლამენტის, საქართველოს მთავარობისა და საქართველოს პროკურატურის მიმართ გასცა
109
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
კონკრეტული წინადადება-რეკომენდაციები, რომელთა შესრულებაც აამაღლებს მოქალაქეთა
თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დაცვის სტანდარტებს და ასევე, ხელს შეუწყობს
საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით
შესრულებას ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში.
ნაკისრი
ვალდებულებების
საქართველოს პარლამენტის მიმართ გაცემული წინადადებებით საქართველოს სახალხო
დამცველმა სპეციალური საპოლიციო კონტროლის (ე.წ. რეიდის) განხორციელების მიზნისა და
საფუძვლის
შესახებ
დასაბუთების
წარმოდგენა
მოითხოვა
მინისტრის
წერილობით
განკარგულებაში, რომელიც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გამოიცემა. აღნიშნული საკითხი
ამჟამად საკონსტიტუციო სასამართლოში განიხილება და იმედს ვიტოვებთ, რომ სასამართლო
გაიზიარებს მოსარჩელეთა მოთხოვნას.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახალხო დამცველი 2017 წლის საპარლამენტო ანგარიშში
რეკომენდაციით მიმართავდა საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პროკურატურას,
გაეტარებინათ ინდივიდუალური და ზოგადი ღონისძიებები ადამიანის უფლებათა დაცვის
ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების
აღსასრულებლად ივანე მერაბიშვილის გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ ეტაპზე არ არის
აღსრულებული
და
მინისტრთა
კომიტეტი
აკვირდება
ინდივიდუალური
და
ზოგადი
ღონისძიების შესრულების პროცესს.
5.1. პირის დაკავება კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით
საქართველოს კანონმდებლობით დაუშვებელია საქართველოს პარლამენტის წევრის დაკავება.202
მიუხედავად
აღნიშნულისა,
საანგარიშო
პერიოდში
ადგილი
ჰქონდა
პოლიციის
თანამშრომელთა მიერ საქართველოს პარლამენტის წევრის, ნიკა მელიას ადმინისტრაციული
წესით დაკავების ფაქტს. საქმის შესწავლის შედეგად იკვეთება, რომ საქართველოს პარლამენტის
წევრი ნიკა მელია პოლიციის თანამშრომლებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე
საპროტესტო აქციის დროს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის
173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის დააკავეს. საქმის მასალებში
არსებული
პოლიციელის
პატაკის
თანახმად,
პოლიციის
თანამშრომლებმა
თბილისში,
რუსთაველის გამზირზე, დაახლოებით 15:00 საათზე დაკავებული პირი საპატრულო პოლიციის
ავტომანქანით გადაიყვანეს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში, სადაც, საქართველოს
პარლამენტის
ვებგვერდზე
გადამოწმდა
საქართველოს
პარლამენტის
წევრების
სია,
დადასტურდა მისი, როგორც მოქმედი დეპუტატის სტატუსი და იგი გათავისუფლდა
დაკავებიდან. პოლიციელის მიერ შეტყობინება ხელმძღვანელისადმი ნიკა მელიას დაკავების
შესახებ,
შედგენილია
18:04
საათზე.
აღსანიშნავია,
რომ
პოლიციის
თანამშრომლებს
დაკავებულის მოქმედი დეპუტატის სტატუსის დასადგენად არაგონივრული დრო, რამდენიმე
საათი დასჭირდათ, როდესაც, პარლამენტის ვებგვერდზე გადამოწმება ადგილზეც შესაძლებელი
202
საქართველოს კონსტიტუცია. მუხლი 52, პუნქტი 2. (2018 წლის 11 ივნისს მოქმედი რედაქცია).
110
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
იყო და დაკავებულის განყოფილებაში რამდენიმე საათით გადაყვანას არ მოითხოვდა. მიგვაჩნია,
რომ ნიკა მელია კანონის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ დააკავეს. აღსანიშნავია, რომ
საქართველოს პარლამენტის წევრის ადმინისტრაციული წესით დაკავებას ადგილი ჰქონდა წინა
წლებშიც, კერძოდ, 2014 წელს.203
საანგარიშო პერიოდში ასევე ჰქონდა ადგილი პირის ფაქტობრივ დაკავებას იმგვარად, რომ ის არ
დაუკავებიათ ფორმალურად. 2018 წლის 17 მაისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე
მიმდინარე მსვლელობისას მოქალაქე გ.გ. შეაჩერეს პოლიციის თანამშრომლებმა, გადაიყვანეს
პოლიციის შენობაში და გარკვეული დროით აღუკვეთეს თავისუფალი გადაადგილების
შესაძლებლობა. მოქალაქე გ.გ.-მ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში წარმოადგინა
მისი პოლიციელების მიერ შეჩერების ამსახველი ვიდეომასალა. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში,
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
მიერ წარმოდგენილი მასალების თანახმად,204 მოქალაქის დაკავების ოქმი პოლიციის
თანამშრომლებს არ შეუდგენიათ.
საქართველოს პროკურატურის მიერ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის
წარმოდგენილი
ინფორმაციის
თანახმად,
ზემოაღნიშნულ
ორივე
ფაქტზე
დაწყებულია
გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი
უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, თუმცა, სისხლისსამართლებრივი დევნა
კონკრეტული პირების მიმართ დაწყებული ამ დროისთვის არ არის205.
5.2. პოლიციელების მოქმედებისას გამოვლენილი ხარვეზები
თავისუფლების უფლების არსებითი და მასობრივი დარღვევა არ გამოვლენილა, თუმცა
წარმოჩინდა რიგი ხარვეზები პოლიციის თანამშრომელთა საქმიანობაში. განსაკუთრებულად
გვსურს აღვნიშნოთ 2018 წლის 12 მაისს, ღამის კლუბებში ჩატარებული სპეციალური ოპერაციის
მიმდინარეობა.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ საქმის მასალების შესწავლისას გამოიკვეთა,
რომ სამხრე კამერების აბსოლუტური უმრავლესობა, რომლებიც პოლიციელებს ჰქონდათ
დამაგრებული, არ მუშაობდა, რაც განპირობებული იყო მათ შორის იმითაც, რომ პოლიციელებმა
არ იცოდნენ კამერების გამოყენება. სახალხო დამცველის აპარატისთვის წარმოდგენილი
ვიდეოჩანაწერები არ არის სრულყოფილი, მასზე არ არის აღბეჭდილი პოლიციელთა და
სპეცდანიშნულების
რაზმის
თავდაპირველი
შეხება/კონტაქტი
მოქალაქეებთან.
ამასთან,
ვიდეოჩანაწერებიდან ჩანს, რომ პოლიციელებს არ ჰქონდათ სათანადო ინსტრუქტაჟი და მკაფიო
203
საქართველოს სახალხო დამცველის 2014 წლის საპარლამენტო ანგარიშში, საქართველოს პარლამენტის
წევრის - ლევან ბეჟაშვილის ადმინისტრაციული წესით უკანონო დაკავების შესახებ, იხ. გვ. 367-369.
204 2018 წლის 26 ივნისის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს №MIA11801791865 წერილი.
205 2019 წლის 13 თებერვლის საქართველოს გენერალური პროკურატურის №13/10469 და №13/10465
წერილები.
111
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
წარმოდგენა მათი დანიშნულების, მოქმედების გეგმის, ტერიტორიაზე გადაადგილებისა და სხვა
უაღრესად მნიშვნელოვანი გარემოებების შესახებ.
ისეთ შემთხვევებში, როდესაც დანაშაულის გამოვლენა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა
მასშტაბურ ღონისძიებას საჭიროებს, ე.ი. როდესაც პოლიციას კონტაქტი უწევს არაერთ
ადამიანთან, იზრდება ურთიერთძალადობის – არასათანადო მოპყრობის ან პოლიციელის
მიმართ გამოხატული ფიზიკური წინააღმდეგობის რისკი. ორივე მხარე, პოლიციელიც და
ინდივიდიც, მაღალი ალბათობით, ექცევიან იმ გარემოში, რის გამოც მომავალში შეიძლება
სამართლებრივი
პასუხისმგებლობა
დადგეს.
აქედან
გამომდინარე,
პოლიციას
ასეთი
ღონისძიებების დროს აუცილებლად უნდა ჰქონდეს იმგვარი ვიდეოაღჭურვილობა, რომელიც
მოქალაქეებთან
კონტაქტს
მაქსიმალურად
ასახავს.
ეს
აამაღლებს
პოლიციის
ანგარიშვალდებულებას, მის რეპუტაციას და ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ნდობის
შენარჩუნებას. მიუხედავად იმისა, რომ კრიმინალური პოლიციის ყველა თანამშრომლის სამხრე
კამერებით სრული აღჭურვა 2019 წლისთვის არ არის შესაძლებელი დიდი ფინანსური ტვირთის
გამო, შესაძლებელია რამდენიმე ათეული სამხრე კამერის შეძენა, რომელთაც სპეციალური
ოპერაციების დროს გამოიყენებენ. აუცილებლად მიგვაჩნია ამ საკითხის მომწესრიგებელი
ნორმატიული აქტის მიღება და სპეციალური ოპერაციების ჩატარების დროს სამხრე ვიდეო
კამერების გამოყენების ვალდებულების განსაზღვრა კანონქვემდებარე აქტის დონეზე.
განსაკუთრებით გვინდა აღვნიშნოთ, რომ თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებას
საფრთხეს უქმნის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის დღეს მოქმედი
რეგულაციები
ადმინისტრაციულ
დაკავებასთან
დაკავშირებით.
აღნიშნული
მკაფიოდ
წარმოჩინდა 12 მაისს, ღამის კლუბ „ბასიანთან“ ჩატარებული სპეციალური ოპერაციის შემდგომ
გამართულ აქციებზე, სადაც არაერთი პირი დააკავეს.
5.3. თავისუფალი გადაადგილების უფლების უსაფუძვლო შეზღუდვა
საანგარიშო პერიოდში საქართველოს სახალხო დამცველისადმი მოქალაქეთა ცალკეულ
მიმართვებში
კვლავ206
გამოიკვეთა
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტროს
თანამშრომელთა მიერ გარკვეული მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლისა და გასვლის
უსაფუძვლო აკრძალვა.
რამდენიმე პირს, სასაზღვრო-გამშვები პუნქტის თანამშრომლების მიერ, საზღვრის გადაკვეთა,
აეკრძალა
(ზეპირსიტყვიერი
კომუნიკაციით)
კანონმდებლობით
გაუთვალისწინებელი
მოტივაციით. დაუშვებელია საზღვრის გადაკვეთის – ქვეყნიდან გასვლის – აკრძალვა სისხლის
სამართლის
საქმეზე
გამოძიების
დროს,
თუ
პირის
მიმართ
არ
არის
დაწყებული
სისხლისსამართლებრივი დევნა და არ არსებობს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით
გათვალისწინებული
206
მოსამართლის
განჩინება
(ან
პროკურორის
საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ 547–549.
112
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
დადგენილება)
ბრალდებულისთვის
საქართველოს
მოქალაქის
პასპორტის/ნეიტრალური
სამგზავრო
დოკუმენტის მოქმედების შეჩერების შესახებ.
სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილ ერთ საქმეში, 2018 წლის 30 მარტს, სარფის
სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე, მოქალაქე დ. მ. შეაყოვნა და საქართველოს ტერიტორიის
დატოვების უფლება არ მისცა საზღვრის დაცვის თანამშრომელმა. როგორც განმცხადებელი
განმარტავს, შეყოვნების შემდგომ ტელეფონით გაასაუბრეს გამომძიებელთან და მეორე დღეს
გამოკითხეს სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. 2018 წლის 24 სექტემბრის
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილით საქართველოს სახალხო დამცველის
აპარატს ეცნობა, რომ სისხლის სამართლის №010070218001 საქმეზე გამოძიების მსვლელობის
პროცესში მოწმე დ. მ. ზედამხედველი პროკურორის სიტყვიერი მითითების საფუძველზე
საზღვარზე „დაყენებულ იქნა ოპერატიულ შეჩერება-შეტყობინებაზე“.207 შესაბამისად,
ნამდვილად დადასტურდა აღნიშნული პირის მიმართ უფლების დარღვევის ფაქტი, რამდენადაც
ოპერატიული შეჩერება–შეტყობინების
საფუძველზე პირის გადაადგილების შეზღუდვას
კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
სახალხო დამცველის აპარატმა ასევე შეისწავლა ს. კ.-სა და ხ. ა.-ს საქმეები. 2018 წლის 5
ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნულ პირებთან საპროცესო შეთანხმება
დაამტკიცა, მათ სასჯელად განესაზღვრათ ჯარიმა და გათავისუფლდნენ სასამართლოს
დარბაზიდან. მიუხედავად ამისა, მათ არ მიეცათ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის
გადაკვეთის უფლება. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის
საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა ადვოკატებს განუცხადა, რომ მათ მისი მითითებით არ
მიეცათ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის უფლება.208
როგორც აღნიშნული
შემთხვევიდანაც იკვეთება, საქართველოს მოქალაქეებს უსაფუძვლოდ შეეზღუდათ ქვეყნიდან
გასვლის უფლება, მაშინ, როცა მათ მიმართ არ მიმდინარეობდა სისხლისსამართლებრივი დევნა
და კანონმდებლობის შესაბამისად არ ყოფილა მიღებული მათი პასპორტის/ნეიტრალური
სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება.
ასევე გამოვლინდა საქართველოს მოქალაქისთვის საქართველოში შემოსვლის შეზღუდვის
შემთხვევა. მოქალაქე მ. ზ.-ის განმარტებით, 2018 წლის 28 თებერვალს, კანონით დადგენილი
წესების დაცვით დაბრუნდა საქართველოში. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, უცნობმა
პირებმა, რომლებმაც თავი „სამმართველოს თანამშრომლებად“ წარუდგინეს, მისი ნების
საწინააღმდეგოდ ჩასვეს ავტომანქანაში და გადაიყვანეს საქართველო-სომხეთის საზღვრის
207
საქართველოს მთავარი პროკურატურის 2018 წლის 27 ივნისის №13/48426 წერილის თანახმად, დ. მ.-ს
მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებული არ იყო და მის მიმართ არ იყო დაწესებული რაიმე
სახის შეზღუდვა სახელმწიფო საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით.
208
პროკურატურის 2018 წლის 4 დეკემბრის №13/91049 წერილის თანახმად, ს. კ.-სა და ხ. ა.-ს მიმართ არ
გამოიყენებოდა აღკვეთის ან სხვა ტიპის ისეთი ღონისძიება, რაც დაკავშირებული იქნებოდა ქვეყნის
ტერიტორიის დატოვებასთან.
113
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
ნეიტრალურ ტერიტორიაზე. რამდენიმესაათიანი მგზავრობის დროს მას არ აძლევდნენ ოჯახის
წევრებთან დარეკვის შესაძლებლობას. გარკვეული პერიოდის შემდეგ (რამდენიმე საათი),
მოქალაქეს მიეცა საქართველოში შემოსვლის შესაძლებლობა. აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო
გამოძიება.
5.4. ივანე მერაბიშვილის საქმე
2018 წლის 12 ივლისს განახლდა გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე ივანე მერაბიშვილის
საკნიდან
გაყვანისას,
სამსახურებრივი
უფლებამოსილების
გადამეტების
ფაქტზე.
პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე ჩატარდა რიგი საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა,
ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი არ არის და კონკრეტული პირის მიმართ
სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაწყებულა.209 2018 წლის დეკემბერში, მინისტრთა
კომიტეტმა ადამიანის უფლებათა პერიოდულ შეხვედრაზე, სადაც განიხილავს ადამიანის
უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სახელმწიფოების
მიერ აღსრულების საკითხებს, განაცხადა, რომ განახლებულ გამოძიებას ინტერესით აკვირდება
და შესაბამის შედეგებს 2019 წლის ივნისის შეხვედრაზე განიხილავს.210 მინისტრთა კომიტეტის
მოთხოვნით, აუცილებელია, (1) ყველა იმ გარემოების დეტალურად შესწავლა, რომლებმაც
განაპირობეს მე-18 მუხლის დარღვევა, (2) აუცილებელია გამოძიება იყოს ინსტიტუციურად და
პრაქტიკულად დამოუკიდებელი იმ პირებისგან, რომლებიც შესაძლოა დაკავშირებულნი იყვნენ
დანაშაულთან, (3) უნდა შესწევდეს უნარი, დაადგინოს დამნაშავეთა იდენტობა და შეეძლოს
მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრება, (4) ასევე, მისი მანდატი უნდა იყოს ფართო და
გამოძიებამ იმსჯელოს იმაზე, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონოდა მის წინააღმდეგ მიმდინარე
სისხლის სამართლის საქმეზე მომხდარ ფაქტს და (5) ასევე, გამოძიება ჯეროვნად და სწრაფად
უნდა წარიმართოს.
საქმის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია პროკურატურის
ანგარიშვალდებულება ამ პროცესში. შესაბამისად, პროკურატურამ, მიმდინარე გამოძიების
შესახებ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის წინაშე ივნისში ჩანიშნულ შეხვედრაზე
ანგარიშის (კომუნიკაციის) წარდგენამდე, სახალხო დამცველს სრულად უნდა მიაწოდოს
ინფორმაცია ჩატარებული ყველა საგამოძიებო მოქმედების შესახებ და გააცნოს საქმის მასალები.
აღნიშნული წარმოადგენს საშუალებას, რომლის მიხედვითაც შეიძლება შეფასდეს სახელმწიფოს
მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულება.
რეკომენდაციები
საქართველოს პროკურატურას:
209
2019 წლის 3 იანვრის საქართველოს გენერალური პროკურატურის №13/154 წერილი.
ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://goo.gl/1YToSb > ბოლოს ნანახია 2019 წლის 27
თებერვალს.
210
114
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
•
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის
წევრის, ნიკა მელიას, ასევე, მოქალაქე გ. გ.-ს დაკავებისას საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო
გადამეტების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების შედეგების შესახებ პერიოდულად
აცნობოს საზოგადოებას
•
ივანე მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების შესახებ ევროპის
საბჭოს მინისტრთა კომიტეტის წინაშე ანგარიშის წარდგენამდე (ივნისამდე), სახალხო
დამცველს
სრულად
მიაწოდოს
ინფორმაცია
ჩატარებული
ყველა
საგამოძიებო
მოქმედების შესახებ და გააცნოს საქმის მასალები.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:
•
2019
წელს
ნორმატიულად
განისაზღვროს
სპეციალურ
ოპერაციაში
მონაწილე
სამართალდამცავთა მიერ სამხრე ვიდეოკამერის გამოყენების ვალდებულება და
სპეციალური ოპერაციისას სამხრე კამერის გამოყენების წესი
•
2019 წელს, სამხრე
სამართალდამცავები.
კამერებით
აღჭურვონ
სპეციალურ
ოპერაციებში
მონაწილე
6. სამართლიანი სასამართლოს უფლება
სამართლიანი სასამართლოს უფლება, რომელიც მრავალ კომპონენტს მოიცავს, 2018 წელს
არაერთი მიმართულებით გახდა დარღვევის ობიექტი - გამოიკვეთა სისტემური და
ინდივიდუალური პრობლემები.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშში საქართველოს
პარლამენტისთვის გაცემული რეკომენდაციები211 არ შესრულებულა: კერძოდ, არ გატარებულა
იუსტიციის უმაღლესი სკოლის მარეგულირებელი კანონმდებლობისა და მოსამართლეთა
შერჩევა-დანიშვნის რეფორმა, კანონით არ განსაზღვრულა მოსამართლეთა დისციპლინური
პასუხისმგებლობის განჭვრეტადი
საფუძვლები,
არ
არის მიღებული
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ახალი კოდექსი და სხვ.
საანგარიშო პერიოდში კვლავ პრობლემაა საქმეთა განხილვის გაჭიანურება, კანონიერების
პრინციპის დარღვევით მიღებული განაჩენი, დაუშვებელი მტკიცებულებების გამოყენება,
სასამართლოს შემადგენლობის პრინციპის დარღვევის გამო მტკიცებულებათა უშუალოდ
211
საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 116-117.
115
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
გამოკვლევის
ხარვეზი
სამართალდარღვევის
და
მოძველებული
საქმეების
განხილვისას
კანონის
შედეგად
სამართლიანი
ადმინისტრაციული
სასამართლოს
უფლების
უგულებელყოფა.
6.1. სასამართლოს ინსტიტუციური საკითხები
სასამართლო ხელისუფლების ფორმირება, მისი ეფექტიანი და დამოუკიდებელი ფუნქციონირება
უმნიშვნელოვანესია
დემოკრატიული
სახელმწიფოს
არსებობისთვის.
ეს
არის
კანონის
უზენაესობის, და ამავდროულად, ადამიანის უფლებების დაცვის გარანტი. ვერცერთი
აღმასრულებელი ხელისუფლების მატარებელი ინსტიტუცია ვერ შეძლებს ადამიანის
უფლებების სისტემურ დარღვევას, თუ სასამართლო სისტემა დამოუკიდებელი იქნება და
ეფექტიანად აღასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.
სახალხო
დამცველის
აპარატში
სასამართლოს
გადაწყვეტილებების
უკანონობასა
და
დაუსაბუთებლობაზე არაერთი საჩივარია შესული. ჩვენი უფლებამოსილებიდან გამომდინარე,
ხშირად ვიყენებთ სასამართლო მეგობრის მოსაზრებას და მივმართავთ საერთო სასამართლოებს.
გარდა
სამართალწარმოებასთან
დაკავშირებული
საკითხებისა,
საქართველოს
სახალხო
დამცველის ინტერესის საგანია სასამართლოს ინსტიტუციური საკითხები, რადგან ისინი
მჭიდროდ არის დაკავშირებული ადამიანის უფლებებთან.212
საქართველოს სახალხო დამცველი 2017 წლის საპარლამენტო ანგარიშში საუბრობდა იუსტიციის
უმაღლეს საბჭოში მიმდინარე მოვლენებზე, დაპირისპირებებზე მოსამართლე და
არამოსამართლე წევრებს შორის, საბჭოს სხდომების დახურვასა და საჯაროობის ნაკლებობაზე.213
2017
წლის
ანგარიშის
განსაკუთრებული
შეშფოთების
საგანი
იყო
სასამართლოს
თავმჯდომარეების პრობლემა და ინდივიდუალურ მოსამართლეზე ზეწოლის ფაქტი თანაშემწის
ცვლილებისა და სხდომის დარბაზებით მანიპულირების გზით.214
2017 წლის საპარლამენტო ანგარიშში სახალხო დამცველი ასევე საუბრობდა უზენაესი
სასამართლოს თავმჯდომარის მიმართ არსებულ ზეწოლის ფაქტებზე. თავად უზენაესი
სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებით, იგი იყო ძალადობის მსხვერპლი საბჭოს სხვა
წევრების მხრიდან. სამწუხაროდ, ამ ფაქტებს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება არ
მოჰყოლია და, შედეგად, 2018 წლის 2 აგვისტოს ნინო გვენეტაძემ დატოვა უზენაესი სასამრთლოს
თავმჯდომარის თანამდებობა. საზოგადოებისთვის აღნიშნული გადაწყვეტილების რეალური
მიზეზები დღემდე უცნობია.
212
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/421,422 გადაწყვეტილება
საქმეზე: „საქართველოს მოქალაქეები – გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს
პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 1.
213 გვ 100.
214 გვ 103.
116
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
2018 წელს სახალხო დამცველის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო არასამთავრობო
ორგანიზაციებსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შორის არსებულმა კონფრონტაციამ და
ჯანსაღი დიალოგის არარსებობამ. მრავალი საერთაშორისო დოკუმენტი საუბრობს
არასამთავრობო ორგანიზაციათა მნიშვნელობაზე. მათი მთავარი დანიშნულებაა პროცესების
მონიტორინგი,
შესაბამისი
შეფასებების
გაკეთება
და
ადვოკატირება
პოლიტიკისა
და
რეგულაციების შესაცვლელად. მათთან თანამშრომლობა და კონსტრუქციული დიალოგი
ნებისმიერი სახელმწიფო ორგანოს და განსაკუთრებით სასამართლო ინსტიტუციებისთვის,
უმნიშვნელოვანესია. სასამართლო ხელისუფლება, რომელიც არ ექვემდებარება პოლიტიკურ
ცვლილებებს და არ ჰყავს ზემდგომი ორგანო, დემოკრატიული ანგარიშვალდებულების ქვეშ
მაინც ექცევა. სასამართლო ხელისუფლების საქმიანობა კანონის დაცვის ხარისხით და
საზოგადოების ნდობით ფასდება. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია არასამთავრობო
ორგანიზაციათა
შეფასებები,
რომელიც
უნდა
დაეფუძნოს
პროფესიულად
გამართულ
მეთოდოლოგიას. თავის მხრივ, ამ შეფასებებს უნდა მიაქციოს ყურადღება სასამართლო
ხელისუფლებამ და კონსტრუქციული დიალოგის ფარგლებში გასცეს მათ პასუხი. ამ ტიპის
ფორმატის არარსებობა ბუნებრივად დააზარალებს სასამართლოს ნდობას
მოსახლეობაში, ისე ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე.
როგორც
6.2. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა
დასაწყისშივე უნდა აღვნიშნოთ, რომ უზენაეს სასამართლოში რთული მდგომარეობაა შექმნილი.
ქვეყანას 2018 წლის აგვისტოდან არ ჰყავს უზენაესის სასამართლოს თავმჯდომარე. გარდა ამისა,
დღესდღეობით სისხლის სამართლის პალატაში მხოლოდ 2 მოსამართლეა და მათგან ერთ-ერთს
სამოსამართლო ვადა უკვე გაუვიდა. ასევე წელს სამოსამართლო ვადა გასდის უზენაესი
სასამართლოს კიდევ 2 მოსამართლეს. ახალი კონსტიტუციის ამოქმედებამდე, სამწუხაროდ,
საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს არ წარუდგინა ახალი კანდიდატები, როგორც
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ისე სხვა მოსამართლეების ასარჩევად. აღნიშნულის
მიზეზი ყოფილი პრეზიდენტისა და საპარლამენტო უმრავლესობის გარკვეული პოლიტიკური
შეუთანხმებლობა იყო, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ამით საბოლოოდ უზენაესი სასამართლო
დაზარალდა. ამ ფონზე უარყოფითად უნდა შეფასდეს ყოფილი პრეზიდენტის გადაწყვეტილება,
საქართველოს
პარლამენტისთვის
განსახილველად
არ
წარედგინა
მოსამართლეთა
კანდიდატურები.
საქართველოს კონსტიტუციის ახალი ვერსია, რომელიც ძალაში შევიდა 2018 წლის 16 დეკემბერს,
უზენაესი
სასამართლოს
ფორმირების
განსხვავებულ
მოდელს
ადგენს.215
2017
წლის
კონსტიტუციური ცვლილებების შემდეგ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებსა და
თავმჯდომარეს საქართველოს პარლამენტს იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარუდგენს.
215
2018 წლამდე მოქმედებდა მოდელი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პარლამენტს საქართველოს
პრეზიდენტი წარუდგენდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს.
117
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
კონსტიტუციის ახალი ვერსიის ამოქმედებიდან 5 დღის შემდეგ, 2018 წლის 21 დეკემბერს,
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საბჭოს სხდომა 24 დეკემბრისთვის ჩანიშნა და ერთ-ერთ
საკითხად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენა განსაზღვრა.216 24
დეკემბრის სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა საბჭოს დასამტკიცებლად
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების ათკაციანი სია წარუდგინა.217
აღსანიშნავია, რომ ამ პროცედურას წინ არ უძღოდა კანდიდატების დასახელების, შესაბამისი
ბიოგრაფიების განხილვის პროცესი და მსჯელობა. აქვე აღსანიშნავია, რომ ამ ათკაციანი სიის
წევრები მხოლოდ მოქმედი მოსამართლეები იყვნენ218, მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
2 მოქმედი მოსამართლე წევრი.219 აღსანიშნავია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთმა
არამოსამართლე წევრმა რამდენიმე დღით ადრე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში
ცვლილებებისა და დამატებების პროექტი წამოაყენა, რომელიც მიზნად ისახავდა უზენაესი
სასამართლოს
მოსამართლის
ნომინირების
პროცესის
დარეგულირებას
და
კონკურსის
პროცედურის განსაზღვრას.
მოსამართლეთა ნომინირების პროცესს საზოგადოების აქტიური და მძაფრი პროტესტი მოჰყვა.
სახალხო დამცველმაც გაავრცელა განცხადება220, რომელშიც შემდეგ პრობლემურ საკითხებზე
საუბრობდა:
•
იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებული იყო, მოსამართლეები გამჭვირვალეობისა და
ობიექტურობის პრინციპების დაცვით შეერჩია. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც
კანონმდებლობა არ ადგენდა შესაბამის დეტალურ რეგულაციებს;
•
საზოგადოებისთვის
არ
იყო
ცნობილი
ის
კრიტერიუმები,
რომლითაც
საბჭომ
კანდიდატების დასახელებისას იხელმძღვანელა. გაუგებარი იყო, რატომ არ წარადგინეს,
მაგალითად, სხვა მოქმედი მოსამართლეები ან სასამართლო კორპუსს გარე პირები;
•
განსაკუთრებულად შემაშფოთებელი იყო ინტერესთა კონფლიქტის საკითხი, როდესაც
სრულიად გაუმჭვირვალე პროცედურის შედეგად, კანდიდატად საბჭოს ორი წევრი
დასახელდა.
ამ
ყველაფრის
შემდგომ,
სახალხო
დამცველმა
პარლამენტს
მოუწოდა,
შეეჩერებინა
ნომინირებული მოსამართლეობის კანდიდატების განხილვის პროცესი და დაუყონებლივ
დაწყებულიყო მუშაობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისა და
წარდგენის გამჭვირვალე პროცედურების მისაღებად.
216
ინფორმაცია ხელმისაწვდომია: < http://hcoj.gov.ge/ge/24-dekembers-1100-saatze-iustitsiis-umaghlesisabchos-skhdoma-gaimarteba/3364 > [ბოლოს ნანახია 16.03.2019].
217 ინფორმაცია ხელმისაწვდომია: < http://hcoj.gov.ge/ge/iustitsiis-umaghlesma-sabchom-uzenaesi-sasamartlosmosamartleta-kandidatebi-daasakhela/3368#!prettyPhoto > [ბოლოს ნანახია 16.03.2019].
218 მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე,
თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე.
219 გიორგი მიქაუტაძე და დიმიტრი გვრიტიშვილი.
220 2018 წლის 26 დეკემბრის განცხადება.
118
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
სახალხო დამცველის გარდა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების
წარდგენის
პროცესი
მრავალი
საერთაშორისო
და
ადგილობრივი
ორგანიზაციის,
დიპლომატიური მისიის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლისა
და სხვა დაინტერესებულ პირთა აქტიური კრიტიკის საგანი გახდა.
მისასალმებელია, რომ საქართველოს პარლამენტმა უარი განაცხადა კანდიდატების განხილვაზე
და 2019 წლის დასაწყისიდანვე დაიწყო რეფორმის პროცესზე მუშაობა, რაც ანგარიშის
მომზადების დროსაც (2019 წლის მარტი) მიმდინარეობდა. სახალხო დამცველის მოსაზრებით,
რეფორმამ პასუხი უნდა გასცეს შემდეგ გამოწვევებს:
•
მოსამართლეობის კანდიდატები ღია, სამართლიანი ინკლუზიური პროცესით უნდა
შეირჩნენ. ყველა მსურველს, ვინც აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, უნდა
შეეძლოს კონკურსში მონაწილეობის მიღება;
•
დასარეგულირებელია ინტერესთა კონფლიქტის საკითხი - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
მოქმედ წევრებს არ უნდა შეეძლოთ თავიანთი კანდიდატურების უზენაეს სასამართლოში
წარდგენა ან მათი ნომინირების შემთხვევაში, მათ ხმა არ უნდა მისცენ საკუთარ თავსა და
კონკურენტ კანდიდატებს;
•
საბჭოს მიერ კანდიდატების ნომინირების პროცესი მეტ ლეგიტიმაციასა და სანდოობის
გაზრდას საჭიროებს. ან უნდა გაიზარდოს საბჭოს არამოსამართლე წევრების პროცესში
მონაწილეობა, ან საბჭოს გადაწყვეტილების სანდოობისა და არჩევის პროცესში
პლურალიზმის
უზრუნველსაყოფად,
საქართველოს
პარლამენტს
ერთ
ადგილზე
რამდენიმე კანდიდატი უნდა წარედგინოს;
•
უნდა დადგინდეს საქართველოს პარლამენტში მოსამართლეობის
განხილვის გამჭვირვალე და დეტალური პროცედურა;
კანდიდატების
ამ პროცესის საერთო გამოწვევას წარმოადგენს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ არსებული
უნდობლობა და მის ხელში დიდი ძალაუფლების კონცენტრაცია. მაგალითისთვის, ამერიკის
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2018 წლის ანგარიშში საქართველოს
შესახებ
საუბარია
იმაზე,
რომ
„...არსებობს
სასამართლოს
დამოუკიდებლობისა
და
მიუკერძოებლობის ხელყოფის ინდიკაციები“ და რომ „მოსამართლეები მოწყვლადები არიან
როგორც შიდა, ისე გარე პოლიტიკური ჩარევებისგან“.221 აღსანიშნავია, რომ 2017 წლის
საპარლამენტო ანგარიშში სახალხო დამცველიც საუბრობდა იმაზე, რომ იუსტიციის უმაღლესი
საბჭოს ხელში დიდი ძალაუფლებაა თავმოყრილი.
რეფორმის საკითხებთან დაკავშირებით, 2019 წლის 27 იანვრიდან მოყოლებული, საქართველოს
პარლამენტის
თავმჯდომარის
ხელმძღვანელობით
221
რამდენიმე
შეხვედრა
გაიმართა.
ამ
“Although the constitution and law provide for an independent judiciary, there remained indications of
interference in judicial independence and impartiality. Judges were vulnerable to political pressure from within and
outside of the judiciary.” ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://goo.gl/USt8rC > გვ. 12.
119
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
შეხვედრებზე წარმოდგენილ იქნა პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის მიერ მომზადებული
ცვლილებების კანონპროექტი.222 სამწუხაროდ, განხილვების დროს გამოთქმული მნიშვნელოვანი
და ძირეული საკითხები მასში არ ასახულა.223 ქვემოთ წარმოდგენილია სახალხო დამცველის
პოზიციას რამდენიმე ფუნდამენტური საკითხის გარშემო. მათი გათვალისწინება აუცილებელია
საკანონმდებლო დონეზე, რათა მოსამართლეების არჩევა მომავალში კანონის უზენაესობის
პრინციპების დაცვის შესაბამისად წარიმართოს.
პირველ რიგში, აუცილებელია აღინიშნოს, რომ მიუღებელია კანონის პროექტში კრიტერიუმების
დადგენა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების მიმართ, რომელიც მიზნად ისახავს
პოტენციური კანდიდატების წრის მაქსიმალურ დავიწროებას. კანონპროექტით, მოქმედი და
ყოფილი მოსამართლეების გარდა, მოსამართლეობის კანდიდატი შეიძლება იყოს „სამართლის
დარგის გამორჩეული კვალიფიკაციის სპეციალისტი, რომელსაც აქვს სპეციალობით მუშაობის
არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება და ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო
გამოცდა“.
დღეს
მოქმედი
რეგულაციის
მიხედვით224,
უზენაესი
სასამართლოს
მოსამართლეობის
კანდიდატი შეიძლება იყოს პირი, რომლის „პროფესიული გამოცდილება უნდა შეეფერებოდეს
უზენაესი სასამართლოს მაღალ სტატუსს“ და ის გათავისუფლებულია საკვალიფიკაციო გამოცდის
ჩაბარებიდან. ეს რეგულაცია კონსტიტუციის მიღების დღიდან მოქმედებს. ბოლო ცვლილებები
აღნიშნულ მუხლში პარლამენტმა 2018 წლის 21 ივლისს შეიტანა (კონსტიტუციის ახალი ვერსიის
ჰარმონიზაციის პროცესში), თუმცა არც კრიტერიუმი და არც გამოცდის ჩარების მოთხოვნა
კანდიდატებისთვის არ ყოფილა დადგენილი. არც საკონსტიტუციო სასამართლო, არც ადამიანის
უფლებათა ევროპული სასამართლო არ მოითხოვს უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს
მოსამართლეებისთვის ფორმალურად გამოცდის ჩაბარების მოთხოვნას და მათი შერჩევისას,
შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები მათი კომპეტენტურობის და კეთილსინდისიერების
შეფასებას მაინც ახერხებენ. გამომდინარე იქიდან, რომ კრიტერიუმების ამ კუთხით დავიწროების
არანაირი საჭიროება არ ყოფილა, სრულიად გაუგებარია ამ დებულების მიღების გამართლება. ეს
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით,
ყველა მოქალაქეს აქვს უფლება, დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა.225
ამ წესის შემოღებით, უზენაეს სასამართლოში გამოირიცხება გამორჩეული სპეციალისტების
მოხვედრა იურიდიული პროფესიული წრეებიდან. თუკი ამ ტიპის შემზღუდველი დებულების
222
აღნიშნული საკითხის გარშემო, სხვადასხვა საპარლამენტო ჯგუფმა და ფრაქციამ, პარალელურად ორი
კანონპროექტი წარადგინა.
223 აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მრავალი საერთაშორისო ორგანიზაცია და სხვადასხვა ქვეყნის
დიპლომატიური მისიები, რომლებიც ძირითად საკმაოდ ლაკონურები და თავშეკავებულები არიან
თავიანთ შეფასებებში, ღიად გამოხატავდნენ მოსაზრებებს განხილვებისას სხვადასხვა საკითხის გარშემო.
მათ წარმოადგინეს წერილობითი მოსაზრებები, ასევე, აქტიურად მონაწილეობდნენ სამუშაო პროცესში.
224 „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის მე-4 პუნქტი.
225 საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლი.
120
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
მიღება მაინც აუცილებლად იქნა მიჩნეული, ის ერთიანად მაინც არ უნდა მიიღონ. 2019 წელს
უზენაეს სასამართლოში ასარჩევი იქნება 20 მოსამართლე. მათ აირჩევენ უვადოდ, საპენსიო
ასაკის მიღწევამდე. სამომავლოდ სხვადასხვა გამოცდილ იურიდიულ სპეციალისტებს უნდა
მივცეთ გონივრული დრო და შესაძლებლობა, მოემზადონ სამოსამართლო გამოცდისთვის და
თავიანთი პროფესიული კარიერა შესაბამისად დაგეგმონ. დღეს მოქმედი რეგულაციის მიხედვით,
სამართლის გამორჩეულ სპეციალისტებს აქვთ გონივრული მოლოდინი იმისა, რომ მათ შეიძლება
დაიკავონ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობა. თუ კანონმდებელი მაინც
აუცილებლად მიიჩნევს ამ ტიპის შემზღუდველი ღონისძიების მიღებას, ეს არ უნდა მოხდეს
ერთიანად და ამ ტიპის რეგულაცია გარკვეული პერიოდის შემდგომ უნდა ამოქმედდეს.
გარდა
კრიტერიუმების
პრობლემისა,
შემოთავაზებული
კანონის
პროექტის
ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი ხარვეზია ინტერესთა კონფლიქტის საკითხი. როგორც ვნახეთ, 2018 წლის 24
დეკემბრის საბჭოს სხდომაზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი წევრი იქნა წარდგენილი.
აღნიშნული კითხვებს ბადებს კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, დღის
წესრიგში დადგა შეზღუდვის შემოღების აუცილებლობა. პარლამენტში ინიცირებული კანონის
პროექტით გათვალისწინებულია ე.წ. სამდონიანი კენჭისყრის ეტაპი. პირველ ეტაპზე, გრძელი
სიის ფორმირებისას არ მონაწილეობს საბჭოს ის წევრი, ვისაც შეტანილი ექნება განცხადება
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზე. ამის შემდეგ ტარდება მოსმენები და ზეპირად,
ინდივიდუალურად უსმენს საბჭო თითოეულ კანდიდატს. ამ ეტაპზე კონკურენტისთვის
კითხვების დასმისა და მათ შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის გაცნობის უფლება
ეძლევათ საბჭოს იმ წევრებს, რომლებიც თავად არიან კანდიდატები. ბოლო ეტაპზე, როდესაც
საბჭო 2/3-ით უყრის კენჭს მოსამართლეობის კანდიდატებს, საბჭოს წევრი არ იღებს იმ
კენჭისყრაში მონაწილეობას, რომელიც უშუალოდ მას შეეხება. როდესაც საკითხი მას არ შეეხება,
საბჭოს წევრი სრულად მონაწილეობს და, მათ შორის, მისი ოპონენტების წინააღმდეგ შეუძლია
ხმის მიცემა (ან არმიცემა). აუცილებელია ამ წესის შეცვლა, საბჭოს წევრებს უნდა აეკრძალოთ
უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ წარდგენის შესაძლებლობა თანამდებობაზე ყოფნის
პერიოდში, ან მათ არ უნდა მიიღონ მონაწილეობა კანდიდატების გასაუბრების, კითხვების
დასმის და შეფასების ნაწილში. ასევე უნდა აეკრძალოთ მონაწილეობა კენჭისყრის ყველა ეტაპზე.
ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების გარეშე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ იარსებებს
უნდობლობა და ეს მოახდენს პროცესის მაქსიმალურ დელეგიტიმაციას.
კანონპროექტით, შერჩევის ერთ-ერთ ეტაპზე გათვალისწინებულია კანდიდატების ქულებით
შეფასება. მას მოსდევს ფარული კენჭისყრა, რომელიც აზრს უკარგავს ქულებით შეფასებას და
იძლევა შესაძლებლობას, საბჭოს წევრმა მხარი დაუჭიროს იმ კანდიდატს, ვისაც დაბალი ქულები
დაუწერა. აქვე აღსანიშნავია, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს
მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის ყველა ეტაპზე გამართული კენჭისყრები ფარულია
და მიღებული გადაწყვეტილებები არ საბუთდება. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ
121
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
პარლამენტმა
კენჭისყრის
ღიაობის
ვალდებულება
საკანონმდებლო
დონეზე
უნდა
უზრუნველყოს.
კანონპროექტის მთავარი გამოწვევაა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ნომინირების
გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ხმების რაოდენობა. ეს განსაკუთრებით კარგად
წარმოჩინდება
ანალიზით.
საქართველოს
სასამართლო
ხელისუფლებაში
შექმნილი
მდგომარეობის
სასამართლო ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა დღეისთვის
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელში ხელისუფლების დიდი კონცენტრაციაა. რა თქმა უნდა,
სასამართლოს
დამოუკიდებლობა
პირველ
რიგში
გულისხმობს
სასამართლოს
დამოუკიდებლობას აღმასრულებელი და საკანონმდელო ხელისუფლებისგან, რადგან მათ ხელთ
არის დიდი ძალაუფლება და სასამართლოს ფუნქციური დატვირთვიდან გამომდინარე,
ზოგადად შეიძლება გაუჩნდეთ ზეწოლის „ბუნებრივი ინტერესი და ცდუნება“. მაგრამ ამავე
დროს, თუკი სასამართლოს შიგნითაც მოხდება ძალაუფლების კონცენტრაცია, ესეც შექმნის
ზემოქმედების შესაძლებლობას ინდივიდუალურ მოსამართლეზე. ეს განსაკუთრებით
პრობლემურია სასამართლოს შიგნით არსებული ინსტიტუციების შემთხვევაში, რადგან
ფორმალურად ისინიც სარგებლობენ კონსტიტუციური გარანტიებითა და დამოუკიდებლობის
სტანდარტებით. დამოუკიდებლობის შესაძლო ხელყოფა დამოუკიდებლობის უზრუნველმყოფი
ორგანოს მიერ, განსაკუთრებით საშიშია და სწორედ ამიტომ აუცილებლად უნდა მოხდეს
უფლებამოსილებების მაქსიმალური დეცენტრალიზაცია. სამწუხაროდ, ამერიკის შეერთებული
შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2018 წლის ანგარიშში საქართველოს შესახებ, საუბარია
იმაზე, რომ საქართველოს
სასამართლო
სისტემაში
არსებობს პოლიტიკური ზეწოლის
მოწყვლადობის რისკი სასამართლოს შიგნიდან. ამაზე საუბრობს საქართველოში მოქმედი
არაერთი არასამთავრობო ორგანიზაციაც.
ამ
ყველაფრიდან
გამომდინარე,
იუსტიციის
უმაღლეს
საბჭოში
ძალაუფლების
დეცენტრალიზაციამდე, აუცილებელია გარკვეული საგამონაკლისო რეგულირების მიღება,
კერძოდ, (1) იუსტიციის უმაღლესი სკოლა ფუნქციურად უნდა გაიმიჯნოს საბჭოსგან; (2)
სასამართლოს თავმჯდომარეები თავად სასამართლოებმა უნდა აირჩიონ; (3) უნდა დადგინდეს
გამჭვირვალე დისციპლინური სამართალწარმოების საფუძვლები; (4) მოსამართლეთა შერჩევადანიშვნის პროცესის გამჭვირვალობა მაქსიმალურად უნდა იქნას უზრუნველყოფილი.
ამ ყველა გამოწვევის აღმოფხვრამდე, აუცილებელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გარკვეული
გადაწყვეტილებების მიმართ დამატებითი პროცედურული გარანტიების დადგენა. ეს შეიძლება
გულისხმობდეს განხილვის გრძელ ვადებს, დამატებით დასაბუთებებს ან/და გადაწყვეტილების
მისაღებად საჭირო მაღალ კვორუმს. ხელისუფლების დანაწილების პრინციპი გულისხმობს
როგორც ფუნქციების გამიჯვნას, ისე ურთიერთდაბალანსებას. იმ პირობებში, როდესაც
საქართველოს სასამართლო ხელისუფლება დიდი გამოწვევების წინაშე დგას, საქართველოს
122
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
პარლამენტს ეკისრება ვალდებულება, შექმნას ისეთი საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც გაზრდის
სასამართლო სისტემის მიმართ ნდობას.
2018 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილების მიღებამ, რომლის დროსაც უზენაესი სასამართლოს
მოსამართლეების დასახელება და ნომინირება გაუმჭვირვალედ წარიმართა, ბუნებრივია,
სამომავლოდ ამ ტიპის გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობის გამორიცხვის მოლოდინი
გააჩინა. საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონის პროექტი მხოლოდ შერჩევის
ნაწილში ახდენს საკითხის რეგულირებას. ნომინირების პროცესი კვლავ მინდობილი აქვს
იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს სრული შემადგენლობის 2/3ით. იმისათვის, რათა გადაწყვეტილების მიღების პროცესი უფრო მეტად გამჭვირვალე გახდეს,
მნიშვნელოვანია
პარლამენტმა
იმსჯელოს
სხვადასხვა
ალტერნატივაზე.
სხვადასხვა
საერთაშორისო ორგანიზაციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილია
პოზიცია, რომლის მიხედვითაც, პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შესარჩევად
მოთხოვნილ იქნეს მოსამართლე წევრთა 2/3-ისა და არამოსამართლე წევრთა 2/3-ის ხმები.
ალტერნატივის სახით შესაძლებელია პლურალიზმის დამატებით უზრუნველმყოფი წესის
შემოღება, როდესაც პარლამენტს თითო ვაკანსიაზე სულ მცირე 3 კანდიდატი წარედგინება.
საქართველოს
კონსტიტუცია
შესაძლებლობას.
სრულად
იძლევა
ალტერნატიული
რეგულირებების
და ბოლოს აუცილებელია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების
შერჩევის
პროცესი
საქართველოს
პარლამენტში
აქტიურად
და
ღიად
წარიმართოს.
წარმოდგენილი კანონპროექტით, პარლამენტში მთლიანი პროცედურის მხოლოდ მცირე ნაწილი
მიმდინარეობს და დადგენილია განხილვის საკმაოდ მცირე ვადები. არ არის მითითებული, თუ
ვინ შეიძლება იყოს სამუშაო ჯგუფის წევრი, გაწერილი არ არის სამუშაო ჯგუფის როლი,
საქმიანობა და ინფორმაციაზე წვდომის საკითხები. საბჭოს მიერ კანდიდატის შესახებ
მოძიებული ინფორმაცია არ ეგზავნება პარლამენტს. კანდიდატების მოსმენა მხოლოდ
კომიტეტის სხდომაზე ხდება, სადაც კითხვების დასმა მარტო კომიტეტის წევრებს შეუძლიათ და
არა სამუშაო ჯგუფის ან პარლამენტის სხვა წევრებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ
პლენარულ სხდომაზე კანდიდატებისთვის კითხვების დასმის შესაძლებლობა არ არსებობს.
ადამიანის
უფლებების
დაცვისთვის
უმნიშვნელოვანესია
სასამართლო
ხელისუფლების
ეფექტიანი ფუნქციონირება. სწორედ ამიტომ ექცევა სასამართლო ხელისუფლების ირგვლივ
მიმდინარე მოვლენებს დიდი ყურადღება სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშში.
აუცილებელია იმგვარი ინსტიტუციური ჩარჩოსა და მექანიზმის მიღება, რომელიც ხელს
შეუწყობს სასამართლოს ეფექტიან და დამოუკიდებელ ფუნქციონირებას და ამავე დროს,
საზოგადოების ნდობასაც უზრუნველყოფს. უზენაესი სასამართლოს არჩევის წესის რეგულირება
ის უმნიშვნელოვანესი საკითხია, რომელზეც დამოკიდებულია სასამართლოს მიმართ ნდობა.
მოსახლეობას, პროფესიულ და პოლიტიკურ წრეებს უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ მოსამართლეთა
123
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
არჩევის წესი მაქსიმალურად გამჭვირვალეა და მიზანმიმართულია სასამართლო სისტემის
ეფექტიანობისა და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისკენ.
6.3. საქმის გონივრულ ვადაში განხილვის უფლება
სისხლის სამართლის საქმეთა განხილვა გონივრულ ვადაში
საქმის განხილვის გაჭიანურება კვლავ პრობლემაა. 2016 წლის 1 იანვრისთვის226 პირველი
ინსტანციის
სასამართლოში
განსახილველი
არასაპატიმრო
საქმეების
განხილვა
უნდა
დასრულებულიყო არაუგვიანეს 36 თვისა . მიუხედავად კანონის იმპერატიული მოთხოვნისა, 4
227
საქალაქო/რაიონულ სასამართლოში228 განსახილველი არასაპატიმრო საქმეების 8.6%–ზე (808
საქმიდან 70 საქმე) განხილვა არ დასრულებულა კანონით დადგენილ ვადაში - 2019 წლის 1
იანვრამდე. განაჩენის კანონით დადგენილ ვადაში გამოტანის მიუხედავად, ქუთაისის საქალაქო
სასამართლოში გამოვლინდა საქმის229 არსებითი განხილვა არაგონივრულად ხანგრძლივი
ვადით - 5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში (2013 წლის 11 ნოემბრიდან - 2018 წლის 16
დეკემბრამდე).230
მსჯავრდებულთა ადმინისტრაციული სარჩელების განხილვის შედეგად (პენიტენციური
სამსახურის წინააღმდეგ), სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეებისთვის
ჩაბარების 5 თვემდე ვადით გაჭიანურება გამოიკვეთა აპარატის მიერ შესწავლილ 3 საქმეში231.
226
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 185-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილები, 333-ე
მუხლის მე-7 ნაწილი. მოცემული დროიდან არასაპატიმრო საქმეების განხილვის 24-თვიანი ვადა
ამოქმედდა.
227 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 333-ე მუხლის მე-8 ნაწილი.
228 ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 იანვრის №1053-1, რუსთავის საქალაქო სასამართლოს
2019 წლის 30 იანვრის №119/გ, თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 იანვრის №54 და
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 4 თებერვლის №63-გ/კ წერილები. თბილისის საქალაქო
სასამართლოს 2019 წლის 25 იანვრის №230119 წერილით, აპარატს მოთხოვნილი ინფორმაცია
სტატისტიკური მონაცემების არარსებობის გამო არ მიეწოდა.
229 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან მსჯავრდებულ ლ.კ.-ს მიმართ ჩადენილი
დანაშაულის შეუტყობინებლობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების
ფაქტზე წარმოებული სისხლის სამართლის საქმე.
230 ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის №11126-3 წერილი.
231
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება (მოსარჩელე
მსჯავრდებული შ. ა. მოპასუხე - №7 პენიტენციური დაწესებულება, დავის საგანი - მორალური ზიანის
ანაზღაურება) ჩაბარდა 21 აგვისტოს მანამდე მისი მოუმზადებლობის გამო (თბილისის საქალაქო
სასამართლოს 2018 წლის 31 ივლისის №3/8474-17 და 30 აგვისტოს №3/8474-16 წერილები); 2. თბილისის
საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება (საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება, დაევალა მსჯავრდებულისთვის სამედიცინო
მომსახურების გაწევა, შესაბამისი პირობების უზრუნველყოფა) მსჯავრდებულ ნ. თ.-ს ჩაბარდა 7 ნოემბერს;
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც №6
პენიტენციურ დაწესებულებას მსჯავრდებულ ბ. ბ.-ს საჩივრები უნდა განეხილა სასამართლოს
გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, მხარეებს ჩაბარდათ მხოლოდ 2018
124
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
სასამართლოს
გადატვირთულობის,
მოუმზადებლობის
მიზეზით
დასაბუთებული
მხარეებისთვის
გადაწყვეტილების
გადაწყვეტილების
ჩაბარების
დროული
გაჭიანურება
მსჯავრდებულთა უფლებების შელახვის მიზეზი არ უნდა გახდეს. პრობლემა კიდევ უფრო
ამძაფრებს
არსებული
საკანონმდებლო
გარემო
ამ
მიმართულებით,
რამდენადაც
ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა არ ადგენს მხარეებისთვის გადაწყვეტილების
ჩაბარების კონკრეტულ ვადებს.
კვლავ პრობლემად რჩება სააპელაციო სასამართლოებში საქმეების განხილვა კანონით
დადგენილი ვადის დარღვევით. სააპელაციო სასამართლო საჩივრისა და საქმის მიღებიდან 10
დღის ვადაში წყვეტს საჩივრის დასაშვებობის საკითხს, ხოლო განაჩენი სააპელაციო საჩივრის
დასაშვებად ცნობიდან 2 თვის ვადაში გამოაქვს.232 2018 წელს, თბილისის სააპელაციო
სასამართლოში233 სისხლის სამართლის საქმეებზე დასაშვებად ცნობილი 1193 საქმის განხილვა
დასრულდა, საიდანაც 12%-ში (149 საქმეზე) განაჩენი ვადის დარღვევით არის გამოტანილი
(განხილვა 4-10 თვემდე); ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში234 დასრულდა 766 სისხლის
სამართლის საქმის განხილვა, საიდანაც 13.5%-ში (104 საქმეზე) განაჩენი მიღებულია ვადის
დარღვევით (განხილვა 4-11 თვემდე, 6 საქმეზე - 1 წელი და მეტი დრო).
სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა განხილვა გონივრულ ვადაში
თბილისის
სააპელაციო
მოწოდებული
სასამართლოდან
სტატისტიკური
და
მონაცემების
საქართველოს
შესწავლის
უზენაესი
შედეგად
სასამართლოდან
ირკვევა,
რომ
კვლავ
პრობლემად რჩება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე სასამართლოში საპროცესო
კანონმდებლობით დადგენილ ვადებში საქმეთა განხილვა.235
სამოქალაქო და ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით (გამონაკლისი შემთხვევების
გარდა, როდესაც უფრო შეზღუდული ვადებია დაწესებული), საქალაქო (რაიონული) და
სააპელაციო სასამართლოები საქმეს განიხილავენ განცხადების მიღების დღიდან არაუგვიანეს 2
თვისა, ხოლო განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეზე მისი განმხილველი სასამართლოს
გადაწყვეტილებით, ეს ვადა შეიძლება 5 თვემდე გაგრძელდეს. რაც შეეხება საკასაციო
სასამართლოს, საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის განსახილველ ვადად 6 თვეს
განსაზღვრავს.
წლის მარტში, რის მიზეზადაც საქმეთა სიმრავლე და მოსამართლის საავადმყოფო ფურცელზე ყოფნა
დასახელდა (თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 23 აგვისტოს №3ბ/211017.190316616001506799 წერილი).
232 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილები.
233 თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 30 იანვრის №01/20(ა) წერილი.
234 ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 1 თებერვლის №98-2/10 წერილი.
235 თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 8 თებერვლის №01/38ა წერილი და საქართველოს
უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 20 თებერვლის №პ-93-19 წერილი.
125
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, 2018 წელს თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სამოქალაქო საქმეთა პალატაში სულ დარეგისტრირდა 3055 სააპელაციო საჩივარი, საიდანაც 2
თვის ვადაში დასრულდა მხოლოდ 451 სააპელაციო საჩივრის, ანუ რეგისტრირებული
საჩივრების დაახლოებით 15%-ის (მათ შორის განუხილველი დარჩა 348 სააპელაციო საჩივარი,
11 საჩივარზე შეწყდა და 2 საჩივარზე შეჩერდა წარმოება), ხოლო 5 თვის ვადაში - 705
სააპელაციო საჩივრის, ანუ რეგისტრირებული საჩივრების დაახლოებით 23%-ის განხილვა (მათ
შორის 176 - დატოვებულ იქნა განუხილველად, 26 საქმეზე შეწყდა წარმოება). შესაბამისად,
დგინდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საპროცესო
კანონმდებლობით დადგენილ ვადაში 2018 წელს რეგისტრირებული საჩივრების დაახლოებით
62%-ის განხილვა არ დასრულებულა.236
რაც შეეხება თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, 2018 წელს სულ დარეგისტრირდა 1409 სააპელაციო
საჩივარი, საიდანაც 2 თვის ვადაში წარმოება დასრულდა 363 საჩივარზე, ანუ რეგისტრირებული
საჩივრების დაახლოებით 26%-ზე (მათ შორის, განუხილველი დარჩა 73 საჩივარი, 16 სააპელაციო
საჩივარზე შეწყდა და 1 სააპელაციო საჩივარზე შეჩერდა საქმის წარმოება), ხოლო 5 თვის ვადაში
- 458 სააპელაციო საჩივარზე, ანუ საჩივრების დაახლოებით 33%-ზე (მათ შორის 35 დატოვებულ იქნა განუხილველად, 11 საქმეზე შეწყდა წარმოება და 1 საქმეზე შეჩერდა
წარმოება). შესაბამისად, ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ
საქმეთა პალატაში 2018 წელს რეგისტრირებული საჩივრების თითქმის 41%-ის განხილვა
საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ დასრულებულა. საქართველოს უზენაესი
სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში 2018 წელს განსახილველად შევიდა 1485
საკასაციო საჩივარი, საიდანაც დაუშვებლად იქნა ცნობილი 510 საჩივარი. დაუშვებლად
ცნობილი საჩივრებიდან
3 თვის ვადაში დასაშვებობა შემოწმდა 344 საქმეზე.237 რაც შეეხება
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, 2018 წელს სულ
დარეგისტრირდა 1495 საკასაციო საჩივარი, საიდანაც 568 დაუშვებლად იქნა ცნობილი.
დაუშვებლად ცნობილი საკასაციო საჩივრებიდან საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ 3
თვის ვადაში 355 საქმეზე შემოწმდა დასაშვებობა.238 სამოქალაქო საქმეებზე საქართველოს
უზენაეს სასამართლოში დასაშვებად ცნობილი დაახლოებით 970 საჩივრიდან, საჩივრის
მიღებიდან 6 თვის ვადაში წარმოება დასრულდა 32 საქმეზე, ანუ საქმეთა 3%-ზე.239
ადმინისტრაციულ საქმეებზე საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2018 წელს შესული და
დასაშვებად ცნობილი დაახლოებით 920 საკასაციო საჩივრიდან - 6 თვის ვადაში წარმოება
დასრულდა მხოლოდ 11 საქმეზე, ანუ საქმეთა 1.2%-ზე240. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2018 წელს
საქართველოს
უზენაეს
სასამართლოში
დასაშვებად
236
ცნობილ
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 59, ნაწ. 3.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 401, ნაწ. 3.
238 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, მუხლი 34, ნაწ. 31.
239 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 391, ნაწ. 6.
240 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, მუხლი 34, ნაწ. 6.
237
126
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
იმ
სამოქალაქო
და
ადმინისტრაციულ საქმეებზე, რომლებზეც წარმოება 6 თვის ვადაში ვერ დასრულდა,
საქმისწარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება არცერთ საქმეზე არ მიუღიათ.
6.4. სასამართლოს შემადგენლობის უცვლელობის პრინციპი
გასული წლის ანგარიშში ასახული პრობლემა - სასამართლოს შემადგენლობის უცვლელობის
პრინციპის საწინააღმდეგო საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკა241 - საანგარიშო
პერიოდშიც
გამოიკვეთა
58
სისხლის
სამართლის
საქმის242
არსებითი
განხილვისას.
საქართველოს სახალხო დამცველის სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით243, კანონის244
ნორმატიული შინაარსი, რომლის მიხედვით, შესაძლებელია საქმის განხილვის დაწყების შემდეგ
სათადარიგო მოსამართლის დანიშვნა, როცა საქმეში არსებული მტკიცებულებების
უმრავლესობა უკვე გამოკვლეულია სხვა მოსამართლის თავმჯდომარეობით ჩატარებულ
სხდომებზე და საქმის განხილვა თავიდან არ იწყება, ეწინააღმდეგება მტკიცებულებათა
უშუალოდ245 გამოკვლევის პრინციპს; ხოლო ამგვარი წესით დანიშნული სათადარიგო
მოსამართლის მიერ მტკიცებულებათა უშუალოდ გამოკვლევის პრინციპის დარღვევით
გამოტანილი
განაჩენი
(გამამტყუნებელი
განაჩენი
ეფუძნება
ისეთ
მტკიცებულებებსაც,
რომლებიც უშუალოდ განაჩენის გამომტან მოსამართლეს არ გამოუკვლევია) დასაბუთებული
გადაწყვეტილების246 უფლების სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს.
6.5. უდანაშაულობის პრეზუმფცია
უდანაშაულობის პრეზუმფცია სამართლიანი სასამართლოს უფლებით დაცული სფეროა,
რომელშიც ექცევა პირის სამართლებრივი ინტერესი – სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში
შესულ გამამტყუნებელ განაჩენამდე არ მოიხსენიებოდეს დამნაშავედ. საანგარიშო პერიოდში
გამოვლინდა აღნიშნული უფლების დარღვევა. საგამოძიებო ორგანოები მესამე მხარესთან
კომუნიკაციის დროს მტკიცებით ფორმატში მოიხსენიებდნენ პირს დამნაშავედ.
241
საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 105-106.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 იანვრის №1054-1 წერილი, რუსთავის საქალაქო
სასამართლოს 2019 წლის 30 იანვრის №120/გ წერილი. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2
იანვრის №210119 წერილით, აპარატს ინფორმაციის წარმოდგენაზე, სტატისტიკის არარსებობის მოტივით,
კვლავ უარი ეთქვა.
243 2018 წლის 29 ნოემბერს, საქართველოს სახალხო დამცველმა სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით
(№15-5/14782) მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელზე (№1300): „საქართველოს
მოქალაქეები: გიორგი გულაბერიძე და ბადრი შუშანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.”
244 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლი: „სასამართლოს თავმჯდომარის
გადაწყვეტილებით, საქმეზე შეიძლება დაინიშნოს სათადარიგო მოსამართლე, რომელიც ცვლის
სასამართლო შემადგენლობიდან გასულ მოსამართლეს და საქმის განხილვა გრძელდება.“
245 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე
ქუთეანნ რუმინეთის წინააღმდეგ (Cutean v. Romania), პარ. 61 და 2014 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება
ბერარუ რუმინეთის წინააღმდეგ (Beraru v. Romania), პარ. 66.
246 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2017 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე
ცეროვსეკ და ბოზიჩნიკ სლოვენიის წინააღმდეგ (Cerovšek and Božičnik v. Slovenia), პარ. 38–47.
242
127
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველის აპარატმა მოქალაქე ზ. ბ.-ს საქმე შეისწავლა.
გაირკვა, რომ საგამოძიებო ორგანო, სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ეტაპზე, სხვადასხვა
კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის მიმართვისას, მტკიცებით ფორმაში მოიხსენიებდა
მოქალაქე ზ. ბ.-ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პირი
პასუხისგებაშიც კი არ იყო მიცემული.
აღნიშნული საქმის საფუძველზე, სახალხო დამცველის აპარატმა დამატებით შეისწავლა სხვა
საქმეები. გამოვლინდა საქმეები, სადაც მტკიცებით ფორმაში იყო მოწოდებული შესაბამისი
მითითება პირთა დანაშაულებრიობის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ მათ მიმართ
გამოტანილი არ ყოფილა კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი.
ამ
საკითხთან
დაკავშირებით,
გამომძიებლებისთვის,
აუცილებელია
დამატებითი
ინფორმაციის
მიწოდება
გამოვლენის
შემთხვევაში
კი,
შესაბამისი
დარღვევის
მათთვის
პასუხისმგებლობის დაკისრება.
6.6. კანონიერების პრინციპი
2018 წელს საქართველოს სახალხო დამცველმა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს, ყოფილი
პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმესთან
დაკავშირებით, სასამართლო მეგობრის მოსაზრებით მიმართა. 2018 წლის 5 იანვრის განაჩენის
მიხედვით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ქმედებამ (მსჯავრდებულთა შეწყალებამ)
მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა, კონკრეტული პირების პასუხისმგებლობისგან არიდება
გამოიწვია. გასათვალისწინებელია, რომ არც ბრალდება ყოფილა წარდგენილი და არც განაჩენია
გამოტანილი
სასამართლო
ხელისუფლების
წინააღმდეგ
ჩადენილი
კონკრეტული
დანაშაულისთვის: სამართალწარმოების განხორციელებისთვის ან გამოძიებისთვის ხელის
შეშლის (364-ე მუხლი), ცრუ ჩვენების მიცემის წაქეზების ან ორგანიზების (370-ე მუხლი), მოწმის
მოსყიდვის ან იძულების (372-ე მუხლი), დანაშაულის დაფარვისთვის (375-ე მუხლი). განაჩენი
გამოტანილია უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ზოგადი მუხლით. სასამართლო
მეგობრის მოსაზრებაში247 სახალხო დამცველმა მიმოიხილა საერთაშორისო და კონსტიტუციური
სტანდარტები,
რომლის
სისხლისსამართლებრივი
„სამსახურებრივი
მიხედვითაც,
მაღალი
პასუხისმგებლობა
უფლებამოსილების
პოლიტიკური
პოლიტიკური
ბოროტად
თანამდებობის
პირების
გადაწყვეტილებებისთვის,
გამოყენების“,
„უფლებამოსილების
გადამეტების“ ან სხვა მსგავსი განუსაზღვრელი დანაშაულის შემადგენლობებით, პრობლემურად
არის მიჩნეული.248 სახალხო დამცველის მოსაზრებით, უფლებამოსილების გადამეტების
აკრძალვის
ნორმა
ვიწროდ
უნდა
განიმარტოს
247
პოლიტიკური
თანამდებობის
პირების
2018 წლის 8 მაისის სასამართლო მეგობრის მოსაზრება №15-5/6541.
ვენეციის კომისია მნიშვნელოვან გამოწვევად მიიჩნევს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის
პირებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას განუსაზღვრელი და ბუნდოვანი
დებულებებით. იხ. < https://goo.gl/S4Teh3 > [ბოლოს ნანახია: 3.03.2019].
248
128
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
პასუხისმგებლობის განსაზღვრისას, რათა კანონიერების პრინციპის მოთხოვნები არ იქნას
დარღვეული. მოსაზრებაში ასევე საუბარია ირიბი ჩვენების გამოყენების სტანდარტებზე, რადგან
სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ განაჩენი მეტწილად ამ კატეგორიის მტკიცებულებებს
ეყრდნობოდა. სამწუხაროდ, სასამართლომ არ გაიზიარა სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი
სასამართლო მეგობრის მოსაზრება.
6.7. სასამართლო სხდომის საჯაროობისა და ზეპირი მოსმენის მნიშვნელობა
სასამართლო
სხდომის
საჯაროობა და ზეპირი
მოსმენა
მართლმსაჯულების
ხარისხის
არსებითად განმსაზღვრელი კრიტერიუმებია. საჯაროობა უზრუნველყოფს სასამართლოს
მიმართ საზოგადოების ნდობას, ხოლო ზეპირი მოსმენა – მართლმსაჯულების ხარისხს
კონკრეტულ საქმეზე. ე.წ. „ციანიდის“ საქმეში მსჯავრდებული გიორგი მამალაძის მიმართ
არსებული სისხლის სამართლის საქმეზე წარმოებული სასამართლო განხილვის მთლიანი
ქრონოლოგიით ნათლად დადასტურდა, რომ არც საჯაროობა და არც საქმის მოსმენის ზეპირობა
არ
ყოფილა
უზრუნველყოფილი
სასამართლო
განხილვის
არცერთ
სტადიაზე,
რამაც
შესაბამისად, უარყოფითად იმოქმედა როგორც სასამართლოს ნდობაზე, ისე ამ კონკრეტული
საქმის მართლმსაჯულების ხარისხზე.
2018 წლის პირველ აგვისტოს უზენაესმა სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე დაუშვებლად
ცნო მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის ინტერესების დამცველი ადვოკატების საჩივარი იმ
მოტივაციით,
რომ
საჩივარი
საკასაციო
საჩივრისთვის
განსაზღვრული
დასაშვებობის
კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებდა. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ამ საქმის განხილვის წინა
სასამართლო სტადიები უსაფუძვლოდ იყო დახურული.249 შესაბამისად, მესამე ინსტანციის
სასამართლოში საქმის დასაშვებად ცნობა და საჯარო განხილვა კარგი საშუალება იქნებოდა
ქვედა ინსტანციებში არსებული დარღვევების გამოსასწორებლად. განხილვის აღნიშნული
ფორმა ხელს შეუწყობდა მართლმსაჯულების ხარისხის გაუმჯობესებას კონკრეტულ საქმეზე და
საზოგადოების ინტერესის დაკმაყოფილებას.
ევროპული სასამართლოს პრაქტიკით, საჯარო განხილვის უფლება არ არის აბსოლუტური
უფლება, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი შეზღუდვა შესაძლებელია გარკვეული საფუძვლებით.
შეზღუდვის დროს ეროვნულმა სასამართლომ საქმის განხილვის მთლიანი პროცესი უნდა
მიიღოს მხედველობაში იმის განსასაზღვრად, თუ რამდენად მიზანშეწონილი და აუცილებელია
საქმის განხილვა საჯარო სხდომაზე.250 ევროპული სასამართლო აცხადებს, რომ მხარეს აქვს
საჯარო განხილვის უფლება, იმიტომ, რომ აღნიშნული ფორმატი ხელს უწყობს სამართლიან
249
სახალხო დამცველის მონიტორინგის შედეგები ე.წ. „ციანიდის“ საქმეზე, 2017 წლის 15 ნოემბერი.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1983 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე
აქსენ გერმანიის წინააღმდეგ (Axen v. Germany), პარ. 28.
250
129
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
განხილვას და საზოგადოების ნდობის შენარჩუნებას სასამართლოს მიმართ.251 ევროპული
სასამართლო პირდაპირ და ნათლად აცხადებს, რომ ქვედა ინსტანციებში საჯარო სხდომის
არარსებობის შემთხვევაში, ზედა ინსტანციის მიერ სხდომის საჯაროობა შეიძლება
განიხილებოდეს დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობად, რაც მოჰყვა დახურულ
სასამართლო სხდომას.252 ამდენად, საკასაციო ინსტანცია „ციანიდის“ საქმეში ერთ–ერთი
დარღვეული უფლების – უსაფუძვლოდ დახურული სხდომის – აღდგენის შესაძლებლობა იყო,
თუმცა საკასაციო ინსტანციის გამოტანილმა განჩინებამ, საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ,
ამ შესაძლებლობის გამოყენებაც გამორიცხა.
6.8. დაუშვებელი მტკიცებულების გამოყენება
გასული წლის ანგარიშში253 აღინიშნა სასამართლოების მიერ კანონდარღვევით მოპოვებული
მტკიცებულების
საფუძველზე
ბრალდებულის
მდგომარეობის
გაუარესების
პრობლემის
თაობაზე. 2018 წლის 3 ოქტომბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი და გამამტყუნებელ განაჩენში გაითვალისწინა
ბრალდების
მხარის
მიერ
საქართველოს
სისხლის
სამართლის
საპროცესო
კოდექსის
მოთხოვნათა დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება და მოცემული მტკიცებულების
საფუძველზე მოპოვებული სხვა მტკიცებულებები254, რასაც შესაძლოა არსებითი გავლენა
მოეხდინა მოსამართლის გადაწყვეტილებაზე და გაეუარესებინა მსჯავრდებულის მდგომარეობა.
საქართველოს სახალხო დამცველმა სასამართლო მეგობრის მოსაზრებით მიმართა საქართველოს
უზენაეს სასამართლოს,255 განაჩენი ჯერაც არ არის გამოტანილი.
6.9. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე ზემოქმედების ფაქტების გამოძიება
სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია ნაფიც მსაჯულთა
ზეგავლენისგან დაცვა. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს საქმიანობის წინააღმდეგ დანაშაულის256
ფაქტებზე 2012-2018 წწ.-ში სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაწყებულა257, ხოლო გამოძიება
251
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე
მალჰაუს ჩეხეთის წინააღმდეგ (Malhous v. the Czech Republic), პარ. 55-56.
252
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2018 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე
რამოს ნუნეს დე კარვალო პორტუგალიის წინააღმდეგ (Ramos Nunes de Carvalho e Sá v. Portugal), პარ. 192.
253
საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 110-111.
პირის ტანსაცმლის დათვალიერება და დათვალიერებისას მობილური ტელეფონის – მტკიცებულების
ამოღება განხორციელდა იმ პირის თანხმობით, რომელიც არ იყო აღნიშნული ნივთების მესაკუთრე და
შესაბამისად, საპროცესო მიზნებისთვის, თანხმობის გაცემაზე უფლებამოსილ პირს არ წამოადგენდა.
შესაბამისად, 1. პირის ტანსაცმლის დათვალიერების ოქმი კანონის დარღვევით მოპოვებული
მტკიცებულება იყო. 2. ტანსაცმლის დათვალიერების შედეგად ამოღებული ტელეფონი – კანონის
დარღვევით მოპოვებული მტკიცებულების საფუძველზე მოპოვებული სხვა მტკიცებულება.
255 საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის 24 დეკემბრის სასამართლოს მეგობრის მოსაზრება (№152/15653) ი. თ.-ს საქმეზე.
256 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის 21 და მე-4 ნაწილები, 3671-3672 მუხლები.
257 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2019 წლის 3 თებერვალის №13/7479 წერილი.
254
130
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
2013-2018 წწ.-ში დაიწყო მხოლოდ 2 საქმეზე258, რომელთაგან გ. ო.-ს ბრალდების საქმეზე
სამართალწარმოების
განხორციელებაზე
ზეგავლენის
მოსახდენად,
ნაფიც
მსაჯულთა
საქმიანობაში უკანონო ჩარევისა და ნაფიც მსაჯულთა თათბირის და კენჭისყრის
საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე გამოძიების უშედეგოდ მიმდინარეობის გამო, ეფექტიანი
გამოძიების ჩატარების რეკომენდაცია სახალხო დამცველმა 2016 წლის ანგარიშში გასცა.
გასათვალისწინებელია,
რომ
გამოძიების
ეფექტიანად
წარმართვას
და
მის
შედეგებს
განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს გ. ო.-ს მსჯავრდების საქმისთვის, რადგან შესაძლებელია
გაეჩინა საფუძველი განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვისთვის.259
მოცემულ ფაქტზე, გამოძიება 2015 წლიდან დღემდე, სისხლისსამართლებრივი დევნის
ხანდაზმულობის260 და გამოძიების ვადის გასვლის მიუხედავად, კანონის261 იმპერატიული
მოთხოვნის უგულებელყოფით მიმდინარეობს და არ დასრულებულა.
6.10.
პენიტენციურ დაწესებულებებში დოკუმენტის შენახვის უფლება
პენიტენციური დაწესებულებების დებულებებით, პატიმრების მიერ საკანში დოკუმენტების
შენახვაზე, ფურცლების რაოდენობის მიხედვით, ლიმიტია დაწესებული. ეს მათ დაცვის
უფლების ეფექტიანად განხორციელების შესაძლებლობას უზღუდავთ. სისხლის სამართლის
საქმეთა
უმრავლესობა
მრავალტომიანია,
აქედან
გამომდინარე,
ბრალდებულებს
და
მსჯავრდებულებს ეზღუდებათ შესაძლებლობა, 100 გვერდზე მეტი ფურცელი შეინახონ,
შეისწავლონ ის და ჩამოაყალიბონ თავიანთი პოზიციები სასამართლო განხილვისთვის.
აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად, საქართველოს სახალხო დამცველმა, 2015 წელს
წინადადებით მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს,262
პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ პირებს ჰქონდეთ უფლება შეინახონ და
გამოიყენონ არა მხოლოდ სასამართლოს განაჩენებისა და გადაწყვეტილებების ასლები, არამედ
მის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლები, ადმინისტრაციული
258
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის 12 თებერვლის №MIA51900367158 წერილი: 1.
2015 წლის 9 ივნისს - სს №010090615002 საქმე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე
მუხლის 21 ნაწილით და 3671 მუხლით; 2. 2018 წლის 25 დეკემბერს - სს №082251218001 საქმე, საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის 21 ნაწილით.
259 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი.
260 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი: პირი
თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა ორი წელი იმ დანაშაულის
ჩადენიდან, რომლისთვისაც გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება 2 წლით
თავისუფლების აღკვეთას. იმავე კოდექსის 364-ე მუხლის 21 ნაწილით და 3671 მუხლი სასჯელის სახედ და
ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.
261 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“
ქვეპუნქტი: გამოძიება უნდა შეწყდეს, თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით
დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა.
262 საქართვლოს სახალხო დამცველის 2015 წლის 6 აგვისტოს წინადადება №15-5/6444 საქართველოს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს.
131
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
და სამოქალაქო სამართალწარმოების მასალები, ასევე, საქართველოს საკანონმდებლო და
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. სამწუხაროდ, აღნიშნული წინადადება ჯერაც არ
შესრულებულა, რამდენადაც თითოეული პენიტენციური დაწესებულების დებულებაში
აღნიშნული აკრძალვა კვლავ გათვალისწინებულია, პატიმრებს დაუსაბუთებლად კვლავ
ეზღუდებათ კანონით მინიჭებული უფლებების რეალიზაციის და დაცვის საშუალება.
6.11.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ხარვეზები
საქართველოს სახალხო დამცველის გასული წლების ანგარიშებში263 არაერთხელ აღინიშნა 1984
წელს საბჭოთა მმართველობის პერიოდში მიღებული საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის, როგორც არასრულყოფილი ნორმატიული აქტის შეცვლის,
ახალი კოდექსის შემუშავებისა და მიღების აუცილებლობის თაობაზე.
ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმით, ჯერ კიდევ 2014-2015 წწ.264
გათვალისწინებული იყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სისტემური
გადასინჯვა და ახალი პროექტის შემუშავება. შეიქმნა საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
სისტემის
რეფორმის
ხელშემწყობი
სამთავრობო
კომისია.265
მოგვიანებით, შემუშავდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის
პროექტიც, თუმცა პარლამენტში კანონპროექტი წარდგენილი არ არის. გასათვალისწინებელია,
რომ ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმით (2018-2020 წწ.)266, ახალი
კოდექსის ინიცირების ვადად 2018-2019 წწ. განისაზღვრა.
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსში
სამართალდამრღვევად
ცნობისთვის
კონკრეტული მტკიცებულებითი სტანდარტის და მტკიცების ტვირთის არარსებობა საქმის
განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში, პრობლემებს იწვევს. სასამართლოს მიერ
ადმინისტრაციულ დარღვევათა საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებების უმრავლესობა
დაუსაბუთებელია და შაბლონური ხასიათი აქვს: პირის ქმედება ნორმაში აღწერილ
სამართალდარღვევას არ შეესაბამება; დადგენილებები მხოლოდ სამართალდარღვევისა და
დაკავების ოქმების მონაცემებსა და სასამართლო სხდომაზე ოქმის შემდგენი სამართალდამცავის
განმარტებას ეყრდნობა; სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილ საქმეებში, წლების
განმავლობაში, ძირითადად ყველა მტკიცებულება მოპოვებულია ერთი ორგანოს/პირის მიერ და
მტკიცებულებათა
(ნეიტრალური
ერთობლიობა
მტკიცებულების)
მხოლოდ
ფორმალურად
არარსებობისას
263
და
არსებობს267;
ვიდეოჩანაწერის
მტკიცებულებათა
სტანდარტის
საქართველოს სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშები: 2012 წლის გვ. 448-450; 2013 წლის, გვ.
271-277; 2014 წლის, გვ. 303-307; 2015, გვ. 462-467; 2017 წლის, გვ. 114.
264 საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ივლისის №445 დადგენილება.
265 საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის №1981 განკარგულება.
266 საქართველოს მთავრობის 2018 წლის 17 აპრილის №182 დადგენილება.
267 2018 წლის აპარატის მიერ შესწავლის შედეგები; 2015 წლის ანგარიში, გვ. 463-464; 2014 წლის ანგარიში,
გვ. 304; 2013 წლის ანგარიში, გვ. 272;
132
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
არარსებობის პირობებში, კოდექსი მოქალაქეთა კანონიერი ინტერესების უპირატესი დაცვის
მიზნებს არ ემსახურება.
კოდექსში მტკიცებულების ცნების268 განსაზღვრის, მტკიცებულებათა სახეების ჩამონათვალის269
მიუხედავად, განსაზღვრული არ არის მათი მოპოვების წესები. კოდექსი არ განსაზღვრავს
მტკიცებულებათა შეფასების წესს, როგორც ეს სისხლის სამართლის პროცესშია დადგენილი
(დასაშვებობა, რელევანტურობა, უტყუარობა), გარდა მტკიცებულებათა შინაგანი რწმენით, მათი
ერთობლიობით
შეფასებისა.270
გასათვალისწინებელია,
რომ
ადმინისტრაციულ
სამართალდამრღვევად პირის ცნობისთვის საჭირო მტკიცებულებითი სტანდარტის არარსებობა,
მნიშვნელოვან პრობლემებს ქმნის პრაქტიკაში. ამასთან, დადგენილებაში საქმის განხილვისას
დადგენილ გარემოებათა დამადასტურებელი მტკიცებულებების მითითების ვალდებულების
არარსებობა271,
სხვა
ფაქტორებთან
დაუსაბუთებლობას განაპირობებს.
ერთად,
სასამართლოს
გადაწყვეტილებათა
პრობლემას წარმოადგენს ქმედების კვალიფიკაცია პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისთვის
დაუმორჩილებლობისა და მართლსაწინააღმდეგო ქმედების გაგრძელებისას. სპეციალური
ნორმისა და დამამძიმებელი გარემოების დისპოზიციის (35-ე და 173-ე მუხლები) ფაქტობრივი
იდენტურობის გამო, მოსამართლეები განმარტების გარეშე იყენებენ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 173–ე მუხლს, კონკრეტული სამართალდარღვევისთვის
პასუხისმგებლობის დამძიმების ნაცვლად.272 უფრო კონკრეტულად, თუ პირი კანონიერ
მოთხოვნას უწყვეტად არ ემორჩილება, მას პასუხისმგებლობა არ დაეკისრება დამამძიმებელ
გარემოებაზე მითითებით (35–ე მუხლის პირველი ნაწილი) და ამის ნაცვლად, 173–ე მუხლით –
როგორც ახალი ეპიზოდი – ეკისრება პასუხისმგებლობა.
წლების განმავლობაში პრობლემა იყო ნარკოტესტირებაზე გადაყვანის საკითხი, რის გამოც 2015
წელს სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს საკონსტიტუციო სარჩელით273
მიმართა
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის და სხვა
ნორმატიული
აქტების274
დებულებების
არაკონსტიტუციურად
268
ცნობის
მოთხოვნით,
236-ე მუხლის პირველი ნაწილი.
236-ე მუხლის მე-2 ნაწილი.
270 237-ე მუხლი.
271 266-ე მუხლის მე-2 ნაწილი.
272 2015 წლის სახალხო დამცველის ანგარიში, გვ. 467.
273 2015 წლის 25 ნოემბრის №697 საკონსტიტუციო სარჩელი;
274„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი, „ნარკოტიკული
საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების
შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015
წლის 30 სექტემბრის №725 ბრძანება; საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 24 ოქტომბრის №1244–№278/ნ
ერთობლივი ბრძანების დებულებები.
269
133
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
რომლებითაც პოლიციელებს მინიჭებული აქვთ უფლებამოსილება, პირი ნარკოტესტირების
მიზნით, მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაიყვანონ, რაც ზღუდავს თავისუფლების გარანტიას,
ასევე, პირის უფლებას, არ მისცეს საკუთარი თავის საწინააღმდეგო ჩვენება, რადგან მას უწევს
მისი ბიოლოგიური მასალის სწორედ მის მაინკრიმინირებლად გამოყენება. 2018 წელს აპარატს
მსგავსი პრაქტიკა არ გამოუვლენია, თუმცა ნორმები კვლავ მოქმედებს.
მოქმედ კოდექსში გვხვდება საქართველოს კონსტიტუციასთან და საკანონმდებლო აქტებთან
შეუსაბამო ცნებები, ტერმინები, მათ შორის, ამხანაგური სასამართლო275, საქართველოს
რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებები276, მითითება სახდელის
მიზნად
სამართალდარღვევის ჩამდენის აღზრდის , საქმის წარმოების ერთ-ერთ ამოცანად კანონის
277
დაცვის
სულისკვეთებით
მოქალაქეთა
აღზრდის278,
ადმინისტრაციულ
პატიმრობაშეფარდებული პირების ფიზიკურ სამუშაოებზე გამოყენების279, შშმ პირების მიმართ
დისკრიმინაციული ტერმინის („ინვალიდი“)280 გამოყენება და სხვა.
ადმინისტრაციული პასუხიმგებლობის განმსაზღვრელი რამდენიმე მუხლის საკანონმდებლო
დეფინიცია არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ნორმის
განსაზღვრულობის პრინციპს, რაც პრაქტიკაში პრობლემებს ქმნის და ნორმის შემფარდებელს
მისი ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას აძლევს. მაგალითად, 166-ე მუხლი. საერთო
სასამართლოების პრაქტიკის მიხედვით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს
სამართალდამცავი
ორგანოს
თანამშრომლის
კანონიერი
განკარგულებისადმი
ან
მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის281 საქმეების განხილვისას, სასამართლოები არ იკვლევენ
სამართალდამცავი პირის მოთხოვნის/განკარგულების კანონიერების/უკანონობის საკითხს და
მხოლოდ პირის დაუმორჩილებლობის საკითხს ადგენენ. მოცემული ნორმატიული შინაარსი
გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში.282
კოდექსი
სრულყოფილად
არ
არეგულირებს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
საქმეების წარმოების283 პროცედურულ საკითხებს, სათანადოდ არ უზრუნველყოფს პირს
სამართლიანი
სასამართლოს
უფლების
შემადგენელი
სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების ამოცანაა
284
275
ელემენტებით.
ადმინისტრაციულ
საქმის გარემოებათა დროული,
21-ე, 264-ე მუხლები.
231-ე მუხლი.
277 23-ე მუხლი.
278 230-ე მუხლი.
279 310-ე მუხლი.
280 32-ე მუხლის მე-3 ნაწილი.
281 173-ე მუხლი.
282კონსტიტუციური სარჩელი №-1262, 02.10.2017 წ. „საქართველოს მოქალაქეები: ნატალია ფერაძე და
გიორგი გურული საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
283 მე-17 თავი.
284 230-ე მუხლი.
276
134
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამორკვევა, თუმცა მტკიცებულებათა გამოკვლევის
დეტალური წესი განსაზღვრული არ არის. ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს
უფლება აქვს წარადგინოს მტკიცებულებები285, მიუხედავად ამისა, ადვოკატის უფლებათა
ჩამონათვალში მტკიცებულებათა წარდგენის უფლების შესახებ მითითება არ გვხვდება.286
მართალია, ადვოკატს აქვს შუამდგომლობის დაყენების უფლება, თუმცა
მტკიცებულების
მოპოვებისა და წარდგენის შესაძლებლობა, კონკრეტული ნორმებით არ მიენიჭება.
კოდექსში არ არის დაკავებულის უფლებების დაცვის გარანტიები. კანონი დაკავებულისთვის
უფლებების განმარტების ვალდებულებას აწესებს287, თუმცა არ შეიცავს მითითებას უფლებების
წერილობითი ფორმით გაცნობის ან ოქმში განმარტების დადასტურების არსებობის შესახებ.288
არასრულწლოვნის დაკავებისას მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს ეცნობება პირველი
შესაძლებლობისთანავე289 და არა დაუყოვნებლივ,
მართლმსაჯულების კოდექსი290 ადგენს.
როგორც
ამას
არასრულწლოვანთა
2017 წლის 1 ნოემბრიდან ამოქმედებული რედაქცია ქმნის დაკავებული პირების უფლების
არამართლზომიერი შეზღუდვის საფრთხეს და აუარესებს მათ სამართლებრივ მდგომარეობას,
კერძოდ,
ადმინისტრაციული
დაკავების
12-საათიანი
ვადის
არსებობის291
მიუხედავად,
არასამუშაო დროს დაკავებული პირი, დროებითი მოთავსების იზოლატორში, შეიძლება
მოთავსდეს საქმის განხილვამდე, არაუმეტეს 48 საათისა.292 სახელმწიფო ორგანოების არასამუშაო
დრო ვერ გაამართლებს დაკავების ვადის გაზრდას და ადმინისტრაციული წესით პირის
არაგონივრულად ხანგრძლივი დროით დაკავების შესაძლებლობის დაწესებას.
სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები
2018 წლის პერიოდში და გადაწყვეტილებათა ანალიზის შედეგად არაერთი ხარვეზი
გამოავლინა.
კერძოდ, სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილი 155 საქმიდან293
მხოლოდ 13 საქმეზე შეწყდა წარმოება სამართალდარღვევის არარსებობის საფუძვლით, 48
საქმეში - სიტყვიერი შენიშვნა იქნა გამოყენებული, 66 საქმეში - ჯარიმა, ხოლო 34 საქმეზე პატიმრობა.
საქმეების
უმრავლესობაში
მტკიცებულებები
285
იყო
ადმინისტრაციული
252-ე მუხლის პირველი ნაწილი.
255-ე მუხლი.
287 245-ე მუხლის პირველი ნაწილი.
288 245-ე მუხლის მე-5 ნაწილი.
289 245-ე მუხლის მე-2 ნაწილი.
290 საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილი.
291 247-ე მუხლის პირველი ნაწილი (30.06.2017 №1194 ამოქმედდეს 2017 წლის 1 ნოემბრიდან)
292 247-ე მუხლის მე-2 ნაწილი.
293
თბილისის, ბათუმის და ქუთაისის საქალაქო სასამართლოების მიერ 2018 წლის ოქტომბერში
განხილული საქმეები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე
მუხლები. საქმეთა სრულ უმრავლესობაში (134 საქმე) განხორციელდა ადმინისტრაციული წესით
დაკავება.
286
135
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
სამართალდარღვევის
და
დაკავების
ოქმები,
პოლიციელის
პატაკი
ან
ახსნა-განმარტება
სასამართლო პროცესზე, რომელიც იმეორებს ოქმში მითითებულ მონაცემებს, ნეიტრალური
მტკიცებულება (ვიდეოჩანაწერი) მხოლოდ 7 საქმეში იყო წარმოდგენილი, მოწმე 5 საქმეში
დაიკითხა. სასამართლო პროცესზე მტკიცებულებათა გამოკვლევის არარსებობას, განხილვის
ფორმალურ ხასიათს ადასტურებს განხილვის ხანგრძლივობა: 131 საქმიდან პროცესის დრო 5
წუთამდე - მითითებულია 33 საქმეში; 10 წუთამდე - 50 საქმეში, 10-20 წუთამდე - 33 საქმეში და
20 წუთზე მეტი პერიოდი - მხოლოდ 15 საქმეში. სასამართლოს დადგენილებების უმრავლესობა
შაბლონური
ხასიათისაა,
იცვლება
მხოლოდ
სამართალდამრღვევად
ცნობილი
პირის
მონაცემები, გადაწყვეტილება იმეორებს სამართალდარღვევის ოქმის ზოგად ფორმულირებას.
სასამართლოს დადგენილებებში სახდელის გამოყენების დასაბუთება იშვიათ შემთხვევებში
გვხვდება, მათ შორის, დამამძიმებელი ან შემამსუბუქებელი გარემოებები, დამრღვევის
პიროვნული მახასიათებლების შესახებ.
6.12.
სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ 2018 წელს შესწავლილი განცხადებების294
ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების
აღსრულებასთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული დაბრკოლებები, რაც, საბოლოოდ, ხელს
უშლის სამართლიანი სასამართლოს უფლების ეფექტიან რეალიზებას. გამოიკვეთა, რომ
სისტემურად ჭიანურდება სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების
გამოთხოვის საქმეებზე სააღსრულებო წარმოება. რამდენიმე საქმეზე შრომითი უფლების
აღდგენასთან დაკავშირებით კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების
აღსრულების პროცესი ასევე ვერ განხორციელდა დროულად და ეფექტიანად.
უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ადამიანის
უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის
თანახმად, გადაწყვეტილების აღსრულება სამართლიანი სასამართლოს შემადგენელი ნაწილია.295
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო კი მიიჩნევს, რომ სასამართლოსადმი მიმართვა არ
იქნება
სრულყოფილი
უფლებადაცვითი
საშუალება,
თუ
პირს
არ
ექნება
სათანადო
საკანონმდებლო გარანტიები, რომ მის სასარგებლოდ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული
სასამართლო გადაწყვეტილება დროულად და ჯეროვნად არ აღსრულდება.296
294
22.08.2018 წ. 12518/18, 18.09.2018 წ. №13580/18 და 17.12.2018 წ. განცხადებები და №7493/18 საქმე.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილება №9647/02
Shilyayev v. Russia.
296
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, საქართველოს მოქალაქე ნათია
ყიფშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. 30/09/2016 წ. საქმე №1/2/596.
295
136
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვასთან დაკავშირებული პრობლემები
2016 წლიდან ამოქმედებული სამოქალაქო საპროცესო ნორმების თანახმად, უკანონო
მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვასთან დაკავშირებული დავები სასამართლოს
განსახილველი გახდა297 და ამ კატეგორიის საქმეთა განხილვის
შემჭიდროვებული ვადებიც
განისაზღვრა.
სასამართლოები
კერძოდ,
პირველი
და
მეორე
ინსტანციის
უკანონო
მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ საქმეებს განცხადების/სარჩელის მიღებიდან
ერთი თვის ვადაში განიხილავს,298 საკასაციო საჩივრის მიღებისა და გადაწყვეტილების
გამოტანის საერთო ვადა კი, 2 თვეა.299 მიუხედავად საპროცესო კანონმდებლობაში დადგენილი
შემჭიდროვებული ვადებისა, სასამართლოები საანგარიშო პერიოდში ვერ ახერხებდნენ
გამოსახლებასთან დაკავშირებული დავების დადგენილ ვადებში განხილვას.300 თბილისის
სააპელაციო სასამართლოში აღნიშნული ტიპის საქმეების განხილვა საშუალოდ 3 თვე მაინც
გრძელდებოდა, ხოლო უზენაეს სასამართლოში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილ
2 თვის ვადაში, მხოლოდ 2 საქმის განხილვა დასრულდა. უძრავი ნივთის გამოთხოვასთან
დაკავშირებით საკასაციო სასამართლოში 2018 წელს დარეგისტრირებული 276 საჩივარიდან, 154
დაუშვებლად იქნა ცნობილი, ხოლო დასაშვებად ცნობილი საჩივრებიდან 60 საჩივარი, 2019
წლის 20 თებერვლის მდგომარეობით, ჯერ კიდევ განხილვის პროცესში იყო.301
რაც შეეხება სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის
საქმეზე უკვე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას, 2018
წელს საქართველოს სახალხო დამცველის სახელზე წარმოდგენილი განაცხადების შესწავლის
ეტაპზე დადგინდა, რომ ხშირ შემთხვევაში სააღსრულებო წარმოების პროცესი წელიწადზე მეტ
ხანს მიმდინარეობს. აღნიშნული ფაქტი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროდან მოწოდებული
სტატისტიკური მონაცემებითაც დასტურდება, საიდანაც დგინდება, რომ 2017 წელს სხვისი
მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის საქმეზე 2017 წელს
რეგისტრირებული 579 სააღსრულებო საქმიდან, იმავე წელს აღსრულდა 272 საქმე, ხოლო 2018
წელს დაწყებული 700 სააღსრულებო წარმოებიდან - მხოლოდ 269 საქმე.302
297
„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს
კანონი [ 11.12.2015 წ. 4626-lს ] სრულად ამოქმედდა 2016 წლის 1 მარტიდან.
298
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 59, ნაწილი 3.
299
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 391, ნაწილი 6.
300
„ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო
დამცველის 2016 წლის ანგარიში გვ. 814-817; თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 13
თებერვლის №01/42 (ა).
301
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 20 თებერვლის №პ-98-19.
302
სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 19 თებერვლის №12452 წერილი.
137
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის
წარმოდგენილ წერილებში303 მიუთითებს, რომ სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან
უძრავი ქონების გამოთხოვის საქმეებზე სააღსრულებო წარმოებათა პროცესში ჩართულია
მხარეთა ინტერესების დაცვის სამსახური, რომელიც მხარეთა ან/და მესამე პირთა უფლებებისა
და კანონიერი ინტერესების დარღვევების შემთხვევების მინიმუმამდე შესამცირებლად, როგორც
კრედიტორთან, ისე მოვალე მხარესთან აწარმოებს მოლაპარაკებებს. უნდა აღინიშნოს, რომ
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით არ არის დადგენილი სხვისი
მფლობელობიდან
ან/და
სარგებლობიდან
უძრავი
ქონების
გამოთხოვის
საქმეებზე
სააღსრულებო წარმოების კონკრეტული ვადები. კერძოდ, კანონით არ არის გაწერილი,
სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან მაქსიმუმ რა ვადაში უნდა ჩაინიშნოს გამოსახლების
თარიღი (გამოსახლების თარიღის თავდაპირველი განსაზღვრა). ასევე, მხარეთა ინტერესების
დაცვის სამსახურის დებულებით304 არ არის განსაზღვრული სააღსრულებო წარმოების
პროცესში, რა ვადაში, ან რა ინტენსივობით უნდა განხორციელდეს კრედიტორთან და
მოვალესთან კომუნიკაცია. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ სხვისი მფლობელობიდან ან/და
სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის საქმეებზე სააღსრულებო წარმოების
გაჭიანურება, შესაძლოა, სწორედ იმ ფაქტთან იყოს დაკავშირებული, რომ სააღსრულებო
წარმოებათა კოდექსით ამ ტიპის საქმეებზე სააღსრულებო წარმოების შეზღუდული ვადები არ
განისაზღვრება. ამასთან, ვფიქრობთ, რომ მხარეთა ინტერესების დაცვის სამსახურის მიერ
სააღსრულებო
წარმოების
მხარეებთან
განუსაზღვრელი
ჯერადობით
წარმოებული
მოლაპარაკების
პროცესით,
უძრავი
ქონების
სხვისი
უკანონო
მფლობელობიდან
გამოთავისუფლების თარიღის განსაზღვრა, უძრავი ქონების მესაკუთრის საზიანოდ
ჭიანურდება. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მოქმედი „სააღსრულებო წარმოებათა
შესახებ“ საქართველოს კანონი სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების
გამოთხოვის საქმეებზე სააღსრულებო წარმოების პროცესში მოვალის ინტერესებს იცავს და
მოვალის ან მისი ოჯახის წევრის ავადმყოფობის, გარდაცვალების ან სხვა საგანგებო
შემთხვევების დროს, აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეუძლია გადაავადოს ესა თუ ის
იძულებითი აღსრულების ღონისძიება305.
იმ
პირობებში,
როდესაც
უკანონო
მფლობელობიდან
უძრავი ნივთის
გამოთხოვასთან
დაკავშირებით არსებულ დავებზე სასამართლოში ჭიანურდება საქმეთა განხილვა, ხოლო
შემდგომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროში წელიწადზე მეტი დრო სჭირდება კანონიერ
ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებას, მიგვაჩნია, რომ არსებული სამართლებრივი და
303
სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 05.10.2018 წ. №69898, 31.08.2018 წ. №61434 და 28.12.2018 №89633
წერილები.
304
სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2014 წლის 24 ივლისის №1548 ბრძანებით
დამტკიცებულია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აღსრულების ეროვნული ბიუროს
სტრუქტურული ერთეულის მხარეთა ინტერესების დაცვის სამსახურის დებულება“.
305
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 31, პ.1.
138
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, გაუმართლებლად იზღუდება კონკრეტულ პირთა
საკუთრების უფლება. იკვეთება საჭიროება, რომ სახელმწიფომ საკანონმდებლო დონეზე
დაარეგულიროს უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვასთან დაკავშირებით
სააღსრულებო წარმოების შემჭიდროებული ვადები. საქართველოს სახალხო დამცველი იმედს
გამოთქვამს, რომ საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი
გეგმის
მიხედვით,
2019
წლის
გაზაფხულზე
საქართველოს
პარლამენტში
წარსადგენი
აღსრულების კოდექსის კანონპროექტში გათვალისწინებული იქნება მოცემულ საკითხზე
საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაცია.
შრომითი უფლების აღდგენასთან დაკავშირებული სასამართლო გადაწყვეტილებების
აღსრულების პრობლემა
კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების კუთხით, ყურადსაღებ
შემთხვევად გამოიკვეთა ანა სუბელიანისა და თამაზ ახობაძის საქმე, რომელიც საქართველოს
სახალხო დამცველის აპარატის შესწავლის საგანიც გახდა.306 დადგინდა, რომ მხოლოდ
სააღსრულებო წარმოების ფარგლებში გამოვლინდა სასამართლო პროცესების განმავლობაში
წამოუჭრელი მნიშვნელოვანი გარემოებები, რომლებიც ფორმალურ ბარიერებს ქმნიდა ასსიპ
დანაშაულის
პრევენციის
ცენტრიდან
არამართლზომიერად
გათავისუფლებული
მოსარჩელეების ტოლფას თანამდებობებზე აღდგენისა და, შესაბამისად - სასამართლო
გადაწყვეტილების აღსრულებისათვის. საქართველოს სახალხო დამცველმა, სსიპ დანაშაულის
პრევენციის ცენტრს რეკომენდაციით მიმართა, გადაწყვეტილების დროულად აღსასრულებლად,
ყველა
კანონიერი
ორიენტირებული
საშუალება
გამოეყენებინა.
მოლაპარაკების
პროცესი,
მათ
შორის,
რომელიც
წარმართულიყო
უზრუნველყოფდა
უფლებების შედეგად მიყენებული ზიანის სამართლიან ანაზღაურებას.
307
შედეგზე
დარღვეული
მართალია, ანა
სუბელიანთან მორიგება შედგა, თუმცა დროში საკმაოდ გაიწელა თამაზ ახობაძის ნაწილში
გადაწყევტილების აღსრულების საკითხი.
სახალხო
დამცველი
საგანგებოდ
მიუთითებს
სასამართლო
გადაწყვეტილებების
სავალდებულოობასა და მათი აღსრულების ფუნდამენტურ მნიშვნელობაზე დარღვეული
უფლების აღდგენის შესაძლებლობის უზრუნველყოფისთვის და იმედოვნებს, რომ მომავალში
ფორმალური ბარიერები არ გახდება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების
აღსასრულებლად დაბრკოლება და უპირატესობა მიენიჭება ადამიანის უფლებების დაცვას.
წინადადებები საქართველოს პარლამენტს:
306
307
№7493/18 საქმე.
საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის 3 ოქტომბრის №04-3/12603 რეკომენდაცია.
139
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
•
გაატაროს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მომწესრიგებელი კანონმდებლობის რეფორმა
იმ მიზნით, რომ მას მიენიჭოს ინსტიტუციური დამოუკიდებლობა და ავტონომიური
•
კომპეტენციები
კანონით განისაზღვროს
იუსტიციის
უმაღლესი
საბჭოს
ვალდებულება,
მიიღოს
მოსამართლეთა გადატვირთულობის შესაფასებელი წესი და მეთოდოლოგია
•
კანონით, ნათელი და განჭვრეტადი საფუძვლებით განისაზღვროს მოსამართლეთა
დისციპლინური პასუხისმგებლობა
•
განხორციელდეს სასამართლოს (კოლეგიის, პალატის) თავმჯდომარეთა არჩევის წესის
რეფორმირება და ინდივიდუალურ მოსამართლეებს მიენიჭოთ თავმჯდომარეთა არჩევის
უფლებამოსილება
•
განხორციელდეს მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესის რეფორმირება, რათა
კრიტერიუმები
გაიწეროს
ობიექტურ
საწყისებზე,
უზრუნველყოფილ
იქნას
გამჭვირვალობა და გაუქმდეს მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნის წესი
•
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგინდეს, რომ განაჩენს არ შეიძლება
დაედოს საფუძვლად ისეთი მტკიცებულება, რომელიც სხვა მოსამართლის მიერ იქნა
გამოკვლეული, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საქმეზე დანიშნული იყო სათადარიგო
მოსამართლე
•
მიღებულ იქნეს ახალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, რომელიც
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და კონსტიტუციურ სტანდარტებს შეესაბამება;
•
ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში განისაზღვროს მხარეთათვის გადაწყვეტილების
ჩაბარების კონკრეტული ვადა
•
2019 წელს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში/აღსრულების
კოდექსში გაიწეროს სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან/მფლობელობიდან
უძრავი ნივთის გამოთხოვასთან დაკავშირებით დაწყებული სააღსრულებო წარმოების
გონივრული ვადები.
რეკომენდაცია
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს:
•
პენიტენციური დაწესებულებების დებულებებში ცვლილების შეტანით, მოხსნას ან
გაზარდოს პატიმრებისთვის ოფიციალური დოკუმენტების შენახვაზე დაწესებული
ფურცლების ლიმიტი.
140
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
7. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება
2015-2016 წლების მსგავსად, 2018 წელსაც არაერთხელ დადგა დღის წესრიგში პირადი
ცხოვრების ხელშეუხებლობის საკითხი. ფარული ჩანაწერების გავრცელება და შესაბამის საჯარო
პირთა შანტაჟი ამ მიმართებით განსაკუთრებით პრობლემური იყო. როგორც წინა წლებში,
სახალხო დამცველი სახელმწიფოს შესაბამის უწყებებს ახლაც შეახსენებს, რომ პირადი
ცხოვრების ხელშეუხებლობა სახელმწიფოს არამარტო უკრძალავს პირის კერძო სფეროში
თვითნებურად ჩარევას, არამედ ასევე ავალდებულებს მას, უზრუნველყოს აღნიშნული
უფლებით ეფექტიანი სარგებლობა. შესაბამისად, ეფექტიანი პრევენციისთვის, სახელმწიფომ
ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას როგორც დანაშაულის რიცხვის შემცირების, ასევე უკვე
ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიების მხრივაც.
თვითნებურად ჩარევის აღსაკვეთად, კანონმდებლობაში მტკიცე დამცავი მექანიზმები კვლავ
დავის საგანია. ამაში იგულისხმება გასაჩივრებული შესაბამისი ნორმატიული ბაზის საკითხზე
საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდინარე მსჯელობა, რომელზეც ჯერ არ არის გამოტანილი
გადაწყვეტილება. კერძოდ, კონსტიტუციურ სარჩელზე, ფარული მეთვალყურეობის
განხორციელების
წესის
კონსტიტუციურობასთან
დაკავშირებით,
საკონსტიტუციო
სასამართლოს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება. სახალხო დამცველი სარჩელით ასაჩივრებს იმ
ნორმატიულ
ბაზას,
რომლის
მიხედვითაც,
ფარული
საგამოძიებო
მოქმედებების
განხორციელების მიზნით, სატელეფონო და ინტერნეტ-კომუნიკაციაზე პირდაპირი, ისევე
როგორც კომუნიკაციის მონაწილეთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კოპირებისა და
შენახვის შესაძლებლობა აქვს და არ უნდა ჰქონდეს ამგვარი მონაცემების მოპოვების
პროფესიულად დაინტერესებულ ორგანოს.
პატიმართა მიერ სახალხო დამცველისთვის შეუფერხებელი მიმართვა მათი არასათანადო
მოპყრობისგან დაცვის ერთ-ერთი მნიშნელოვანი გარანტიაა. დღეს მოქმედი რეგულაციით,
დადგენილია
გარკვეული
ლიმიტები
პატიმრებისთვის
ტელეფონით
სარგებლობასთან
დაკავშირებით და პატიმრებს პირადი სატელეფონო ზარების ხარჯზე უწევთ დაკავშირება
141
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
სახალხო დამცველის აპარატთან, რაც მათი პირადი ცხოვრების შეზღუდვას იწვევს. ამ მიზნით,
სახალხო დამცველმა 2018 წლის მაისში საკანონმდებლო წინადადებით308 მიმართა პარლამენტს.
7.1. დანაშაულის გამოძიება და სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნება
პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის საკითხი საზოგადოების წინაშე არაერთხელ წარმოჩინდა
მნიშვნელოვან პრობლემად. 2019 წელს კვლავ გამოვლინდა საჯაროდ ცნობილი პირის პირადი
ცხოვრების ამსახველი კადრების ინტერნეტით მასობრივად გავრცელების შემთხვევები. მსგავსი
ფაქტები ჯერ კიდევ 2015 და 2016 წლებში დაფიქსირდა არაერთხელ, თუმცა ამ დანაშაულთა
სრულყოფილი გამოძიება დღემდე ვერ მოხერხდა. საქმე ის არის, რომ დანაშაულთა მთავარი
აქტორები – ძირითადი დამნაშავეები ის პირები არიან, რომლებმაც დაგეგმეს, შექმნეს და
თავდაპირველად გაავრცელეს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია კონკრეტულ პირთა
დასაშინებლად და დასაშანტაჟებლად. აქვე აღსანიშნავია, ამ ტიპის უკანონო ქმედების
ძირითადი ობიექტები – ქალები, რაც ამ პრობლემის გენდერულ ხასიათზე მიუთითებს.
საქართველოს სახალხო დამცველმა არაერთხელ მიმართა საქართველოს პროკურატურას და
დროული და ეფექტიანი გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდა. მიუხედავად პროკურატურის
მიერ გატარებული ღონისძიებებისა, რომლითაც დასტურდება, რომ პასუხისგებაში მიეცა
არაერთი ადამიანი, მაინც უცნობი დარჩა პასუხი შეკითხვებზე – ვინ დაგეგმა, შექმნა და
თავდაპირველად გაავრცელა ყოველ ცალკეულ შემთხვევაში პირადი ცხოვრების საიდუმლოების
ამსახველი ინფორმაცია.
მომხდარი
დანაშაულების
ეფექტიან
გამოძიებასთან
ერთად,
მნიშვნელოვანია,
სამართალდამცავმა ორგანოებმა აწარმოონ აქტიური პრევენციული კამპანია, რომელიც აუხსნის
მოქალაქეებს მათ ვალდებულებებს იმ შემთხვევაში, თუ ისინი თავიანთ საკომუნიკაციო
საშუალებებში ფარულ კადრებს მიიღებენ, რათა თავიდან ავიცილოთ მათ მიერ დანაშაულში
უნებლიე თანამონაწილეობა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1571 მუხლი დასჯადად აცხადებს პირადი
საიდუმლოების უკანონო მოპოვებას, შენახვას, გამოყენებას, გავრცელებას ან ხელმისაწვდომობის
სხვაგვარ უზრუნველყოფას. ამ მუხლით რომ დადგინდეს პასუხისმგებლობა, აუცილებელია
პირს შეგნებული ჰქონდეს, რომ სხვისი პირადი ცხოვრების საიდუმლოების შემცველ მონაცემებს
მოიპოვებს, ინახავს, იყენებს ან ავრცელებს. პირადი ცხოვრების საიდუმლოების შემცველია
ნებისმიერი მონაცემი, სადაც პირს აქვს პრივატულობის მოლოდინი და მისი ნების
საწინააღმდეგოდ ხდება მისი (აუდიო ანდა/ ვიდეო) ჩაწერა.
ნებისმიერი პირი, რომელიც მიიჩნევს, რომ შეიძლება დასჯად ქმედებასთან ჰქონდეს საქმე,
უმჯობესია დაუკავშირდეს სამართალდამცავ უწყებებს და მიაწოდოს მათ ეს ინფორმაცია.
308
საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის 3 მაისის წინადადება №15-11/6315 საქართველოს
პარლამენტს.
142
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
მოპოვების
და
შენახვის
ნაწილში,
კანონმდებლობა
საშეღავათო
ნორმას
ადგენს
და
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამომრიცხავ სპეციალურ ნორმას აწესებს იმ
პირებთან მიმართებით, ვინც საგამოძიებო ორგანოს გადასცემს მოპოვებულ და შენახულ
ინფორმაციას.
საზოგადოებისთვის პროაქტიულად, ციფრებში დათვლილი მონაცემების მიწოდება პირად
ცხოვრებაში სახელმწიფოს ჩარევის მასშტაბისა და ფარგლების მიმართულებით, მისი
ანგარიშვალდებულება და საზოგადოების მიერ კონტროლის ეფექტიანი საშუალებაა. სწორედ
ამიტომ,
საქმიანობის
საზოგადოებრივი
კონტროლის
მიზნით,
საქართველოს
სახალხო
დამცველმა 2017 წლის საპარლამენტო ანგარიშის მიხედვით, გასცა რეკომენდაცია, საქართველოს
პროკურატურაში სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის მოქმედებასთან
დაკავშირებით სტატისტიკური მონაცემების დამუშავების დაწყების თაობაზე.309
საქართველოს პარლამენტის დადგენილების310 მიხედვით, საქართველოს პროკურატურას
დაევალა დაიწყოს სატელეფონო საუბრის, ფარული მიყურადებისა და ჩაწერის შესახებ, კერძოდ,
კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში აღნიშნული ფარული საგამოძიებო მოქმედებების
შეწყვეტის ან შეჩერების ვალდებულების შესრულების თაობაზე სტატისტიკური მონაცემების
დამუშავება. საქართველოს პროკურატურის 2019 წლის 13 თებერვლის №13/10583 წერილით,
სახალხო დამცველის აპარატს ეცნობა, რომ აღნიშნული მონაცემების დამუშავება 2019 წლის 1
იანვრიდან დაიწყო. იმედს ვიტოვებთ, აღნიშნული მონაცემები სამომავლოდ დაინტერესებულ
საზოგადოებას დაეხმარება, დააკვირდნენ და გააანალიზონ პირადი ცხოვრების შეზღუდვის
სხვადასხვა ასპექტი და ამ კუთხით არსებული მდგომარეობა. სახალხო დამცველის აპარატი
სამომავლოდ აქტიურად გამოიყენებს აღნიშნულ მონაცემებს.
7.2. საქართველოს სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელი ფარული
მეთვალყურეობის განხორციელების წესის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით
2018 წელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაიწყო საქართველოს სახალხო
დამცველის მიერ 2017 წელს შეტანილი კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვა,
რომლითაც გასაჩივრებულია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს
ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს
კანონის და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმები,
რომლებიც
უკავშირდება
საქართველოს
სახელმწიფო
უსაფრთხოების
სამსახურის
მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს
ოპერატიულ-ტექნიკური
309
310
სააგენტოს
მიერ
ფარული
მეთვალყურეობის
საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიში, გვ. 123.
საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 19 ივლისის №3148-რს დადგენილება.
143
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
ღონისძიებების
განხორციელების უფლებამოსილებას და ამ მიზნით მისთვის ტექნიკური შესაძლებლობის
ქონას, აგრეთვე, სააგენტოსათვის ელექტრონული ბანკის შექმნის უფლებამოსილების მინიჭებას.
სახალხო დამცველის აზრით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების მიზნით,
სატელეფონო
და
ინტერნეტ-კომუნიკაციაზე
პირდაპირი,
ისევე როგორც
კომუნიკაციის
მონაწილეთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კოპირებისა და შენახვის შესაძლებლობა არ
უნდა ჰქონდეს ამგვარი მონაცემების შეგროვებაში პროფესიულად დაინტერესებულ ორგანოს.
სააგენტოს ინსტიტუციური მოწყობის (საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის
მმართველობის
სფეროში
შემავალი
სსიპ),
მისი
ხელმძღვანელის
დანიშვნისა
(სუსის
ხელმძღვანელის მიერ კანდიდატურის წარდგენის უფლება) და ფუნქციების განხორციელების
წესების გათვალისწინებით, სახალხო დამცველი სააგენტოს მიიჩნევს სწორედ ამგვარ უწყებად.
გარდა ზემოაღნიშნულისა, საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ სააგენტოს
საქმიანობაზე არ ხორციელდება ეფექტიანი გარე კონტროლი, რის გამოც არსებობს
მოსამართლის ნებართვის გარეშე ფარული მეთვალყურეობის ღონისძიებების თვითნებურად
განხორციელების რეალური საფრთხე.
2019 წლის იანვარსა და მარტში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდა
სარჩელის განხილვა. 21 იანვრის სხდომაზე სასამართლომ და მხარეებმა მოსარჩელე მხარის
შუამდგომლობით მოწვეულ ირლანდიელ ექსპერტს მოუსმინეს. მისი ჩვენებით, a priori
ტექნიკური მიზეზი იმისა, თუ რატომ არ შეიძლება შეიქმნას მეორე, ალტერნატიული
სტაციონარული
ტექნიკური
შესაძლებლობა
ტელეკომუნიკაციის
მიმწოდებლის
ინფრასტრუქტურაში, არ არსებობს. ამასთან, პარალელური სისტემის კონფიგურაცია შეიძლება
ისე განხორციელდეს, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა (რომელიც
ელექტრონული მეთვალყურეობის პროცესის კანონიერებას შესაბამისი ელექტრონული
პროგრამით ამოწმებს) ვერ გაიგოს ამ სისტემის მუშაობის შესახებ. გარდა ამისა, ექსპერტის
განცხადებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ შესაბამისი ინფრასტრუქტურის პერიოდული
ინსპექტირების გზით, სპონტანურად გამოვლინდეს რაიმე ცვლილებები ან მოდიფიცირება
ნებისმიერ ზომიერად რთულ სისტემაში, თუ არ არსებობს ამგვარი ცვლილებების
მიკვლევის/გამოვლენის სპეციალური მექანიზმი.
7.3. საქართველოს სახალხო დამცველის ცხელი ხაზით სარგებლობის უფლება
პენიტენციურ დაწესებულებებში
საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს მიმართა საკანონმდებლო
წინადადებით,311 რომელიც ითვალისწინებდა პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებულ
პირთათვის საქართველოს სახალხო დამცველის ცხელი ხაზით შეუზღუდავად სარგებლობის
უზრუნველყოფას. წინადადება მიზნად ისახავდა, კანონში შესატან ცვლილებებს, რომლის
მიხედვით დახურული ტიპის დაწესებულებაში მოთავსებულ პატიმარს შეეძლებოდა სახალხო
311
საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის 3 მაისის წინადადება №15-11/6315 საქართველოს
პარლამენტს.
144
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
დამცველის ცხელ ხაზთან შეუზღუდავად დაკავშირება, იმის მიუხედავად, იხდიდა თუ არა ის
დისციპლინურ
სახდელს
ან
გამოყენებული
ჰქონდა
თუ
არა
თვის
განმავლობაში
კანონმდებლობით დადგენილი სატელეფონო ზარის განხორციელების ლიმიტი. ინიციატივის
მიზანი იყო პატიმრების უფლებების დარღვევის შესახებ სახალხო დამცველის აპარატთან
საჩივრის წარდგენის პროცესში ბარიერების მოხსნა და პატიმართა მიერ დასახელებული
სავარაუდო დარღვევების შესწავლის ხელშეწყობა. აღნიშნული ინიციატივა ემყარებოდა
სახალხო
დამცველის
მნიშვნელოვან
როლს,
დახურულ
დაწესებულებებში
პატიმრების
უფლებების დარღვევაზე ეფექტიანი რეაგირების კუთხით და არსებული შეზღუდვების
შეუთავსებლობას სახალხო დამცველის არსებით მიზნებთან. ასევე ხაზგასმული იყო ის საკითხი,
რომ პატიმრებს სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე დაკავშირების ხარჯზე უწევდათ პირადი
ხასიათის კომუნიკაციაზე უარის თქმა და ირიბად ხდებოდა მათი პირადი ცხოვრების უფლების
შეზღუდვა.
საქართველოს პარლამენტმა312 არ გაიზიარა სახალხო დამცველის საკანონმდებლო წინადადება
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პოზიციის საფუძველზე.313 სამინისტროს
პოზიციით, აღნიშნული წინადადების მიღების შემთხვევაში, შეიქმნებოდა სახალხო დამცველის
ცხელ ხაზზე შეუზღუდავად წვდომის უფლების ბოროტად სარგებლობის რისკი, პატიმრების
მხრიდან, ვინაიდან დაწესებულებების ადმინისტრაციას არ შესწევდა უნარი, გაეკონტროლებინა
პატიმრების სატელეფონო ზარების ადრესატები. აგრეთვე, პასუხში სამინისტრო მიუთითებდა
დამატებითი ადამიანური და ფინანსური რესურსების მოძიების აუცილებლობაზე. უახლოეს
პერიოდში იგეგმება აღნიშნული საკითხის საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა მისი
მომწესრიგებელი კანონმდებლობის არაკონსტიტუციურად ცნობის მიზნით.
რეკომენდაციები
საქართველოს პროკურატურას:
•
პერიოდულად
აცნობოს
საზოგადოებას
პირადი
ცხოვრების
ხელშეუხებლობის
დარღვევის საქმეებზე დაწყებული გამოძიებების მიმდინარეობის პროგრესის შესახებ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:
•
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, პოლიციის პრევენციული
ფუნქციის
განხორციელების
ფარგლებში
ჩაატაროს
პრევენციული
საინფორმაციო
კამპანია მოსახლეობაში, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის სხვადასხვა
312
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის პასუხი №5682/4-2.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2018 წლის 22 მაისის პასუხი (MOC
21800458869).
313
145
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
საკომუნიკაციო
საშუალებებით
მიღების
შემთხვევაში
მათი
უფლებებისა
და
ვალდებულებების შესახებ.
8. თანასწორობის უფლება
2018 წელს თანასწორობის უფლების დაცვა კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო. სახალხო
დამცველის პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ხშირ შემთხვევაში, დისკრიმინაციას იწვევს დაუცველი
ჯგუფების შესახებ საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები და არასწორი აღქმები, თუმცა მათ
დასაძლევად, სახელმწიფოს მხრიდან სათანადო ღონისძიებები ნაკლებად ტარდება.
საანგარიშო პერიოდში, სახალხო დამცველის აპარატმა სავარაუდო დისკრიმინაციის 158 ფაქტი
შეისწავლა და 16 შემთხვევაში რეკომენდაცია, ხოლო 6 შემთხვევაში - ზოგადი წინადადება
გამოსცა. სახალხო დამცველისადმი სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტებზე მიმართვიანობის
ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, გასული წლის მსგავსად, კვლავ საჯარო სექტორს უკავშირდება
(69%). სახალხო დამცველს ყველაზე ხშირად სქესის ნიშნით დისკრიმინაციის მიზეზით
მიმართავდნენ
(16%). შემდეგ
მოდის რელიგიის ნიშნით
სავარაუდო
დისკრიმინაციის
შემთხვევები (13%), პოლიტიკური და განსხვავებული მოსაზრების ნიშნით დისკრიმინაცია (9%),
ეთნიკური წარმომავლობის ნიშანი (8%). რაც შეეხება სფეროს, განცხადებების ყველაზე დიდი
ნაწილი შრომით ურთიერთობებში განხორციელებულ სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტებს
უკავშირდება.
თანასწორობის უფლების დაცვის მხრივ, ყველაზე კრიტიკულ მდგომარეობაში კვლავ ქალები,
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და ლგბტ+ თემის წარმომადგენლები არიან.
სახალხო დამცველს აქტიურად მომართავდნენ რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელთა
მიმართ ჩადენილი დისკრიმინაციული დანაშაულების შესახებ.
დისკრიმინაციული დანაშაულების მხრივ, განსაკუთრებით საგანგაშოა ვიტალი საფაროვის
მკვლელობა, რომელიც, სავარაუდოდ, ეთნიკურ ნიადაგზე შეუწყნარებლობის მოტივით მოხდა.
ასევე შემაშფოთებელი იყო რადიკალურად განწყობილი ადამიანების მიერ კონკრეტული
სახელმწიფოების მოქალაქეებისთვის იუსტიციის სახლის შესასვლელის გადაკეტვის შემთხვევა.
ამასთან, სიმპტომურია საზოგადოების ნაწილის მიერ გურამ კაშიას მიმართ გამოხატული
აგრესია, რომელიც ფეხბურთელის მიერ ლგბტ+ თემის მხარდაჭერას მოჰყვა.
146
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტმა დაიწყო საქართველოს სახალხო დამცველის,
როგორც თანასწორობის ორგანოს მანდატის კერძო პირებთან მიმართებით გაძლიერების
საკითხის განხილვა.314 აღნიშნული ცვლილებები საქართველოს პარლამენტის გენდერული
თანასწორობის საბჭოს ფარგლებში მომზადდა და პარლამენტის წევრების მიერ 2019 წლის
თებერვალში იქნა ინიცირებული. სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს
პარლამენტი მხარს დაუჭერს სახალხო დამცველის მანდატის გაძლიერებას.
8.1. ქალთა თანასწორუფლებიანობა
მიმდინარე საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველის აპარატში გაიზარდა მომართვიანობა
სექსუალური შევიწროების ფაქტების შესახებ. კვლავ პრობლემად რჩება ქალების შრომითი
უფლებების შეზღუდვა ორსულობის გამო. ერთ-ერთ დაუცველ კატეგორიად გამოიკვეთა
სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალები, როგორც სახელმწიფოს ჯანმრთელობის დაცვის
პოლიტიკის მიღმა დარჩენილი ჯგუფი.
სექსუალური შევიწროება
2018 წელს მწვავე პრობლემად გამოიკვეთა სექსუალური შევიწროება. ამ მხრივ, მნიშვნელოვანი
იყო 2019 წლის თებერვალში „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონში
განხორციელებული
ცვლილებები,
რომლის
თანახმად,
სექსუალური
შევიწროება
დისკრიმინაციის ერთ-ერთ ფორმად განისაზღვრა და შესაბამისად, მისი განხორციელება
კანონით რეგულირებულ ნებისმიერ სფეროში, ნებისმიერი პირის მხრიდან აიკრძალა.
ასევე აღსანიშნავია, რომ 2019 წლის თებერვალშივე ინიცირებულ იქნა კანონის პროექტი, 315
რომელიც მიზნად ისახავს სექსუალური შევიწროების აკრძალვას, მათ შორის, საჯარო სივრცეში
(საქართველოს კანონი „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ“) და აწესებს
სანქციებს. სექსუალური შევიწროების რეგლამენტაცია ამ ფენომენთან საბრძოლველად
გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რამდენადაც ასეთი შემთხვევების გამომწვევი, და ამავე
დროს, გამოვლენისთვის შემაფერხებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, სწორედ
შესაბამისი კანონმდებლობის არარსებობა იყო.
ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ეს ფორმა აქტუალური იყო წინა წლებშიც, თუმცა, საანგარიშო
პერიოდში, ერთ-ერთი საჯარო პირის მიერ განხორციელებული სექსუალური შევიწროების
314
საქართველოს პარლამენტის წევრების 2019 წლის 4 თებერვლის კანონის პროექტი. წარმოდგენილი
ცვლილებების თანახმად, კერძო სამართლის ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, ამ მხრივ, საჯარო
პირების მსგავსი სამართლებრივი რეჟიმი გავრცელდება. კერძოდ, კერძო პირებს დაეკისრებათ
ვალდებულება, შესაძლო დისკრიმინაციის ფაქტის შესწავლის პროცესში სახალხო დამცველს გადასცენ
გამოთხოვილი ინფორმაცია, ასევე, აცნობონ მიღებული რეკომენდაციის განხილვის შედეგები. ამასთან,
სახალხო დამცველი უფლებამოსილი იქნება, კერძო პირის მიერ რეკომენდაციის შეუსრულებლობის
შემთხვევაში, სასამართლოს წესით მოითხოვოს მისი აღსრულება.
315 საქართველოს პარლამენტის წევრების 2019 წლის 4 თებერვლის კანონის პროექტი.
147
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
ფაქტების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, აღნიშნულ საკითხზე საუბარი თავად
მსხვერპლებმა დაიწყეს.
სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილი სავარაუდო სექსუალური შევიწროების
ფაქტები, ძირითადად, შრომით და სხვა სახის პროფესიულ ურთიერთობებს შეეხებოდა.
აღსანიშნავია, რომ სამ შემთხვევაში სექსუალური შევიწროების ფაქტი დადგინდა.316
აღსანიშნავია, რომ ზოგადად, სექსუალური შევიწროების შესახებ მომართვინობა, ძალიან
დაბალია. ამას, მეტწილად, განაპირობებს საზოგადოების ნაწილის დამოკიდებულება, რომლის
თანახმად, სექსუალური შევიწროება სოციალურად მისაღები ქცევაა, და მისი გამომწვევიც
შეიძლება თავად მსხვერპლი იყოს. ეს განწყობა უარყოფითად მოქმედებს რეაგირებაზე ქალების
მხრიდან, რამდენადაც, მათ უვითარდებათ თვითდადანაშაულების გრძნობა, ერიდებიან
ფაქტების გახმაურებას და, რიგ შემთხვევებში, ანადგურებენ მტკიცებულებებს, რომლებიც მათ
შემავიწროებელთან კონტაქტს შეახსენებს.
ორსულობა
არის შემთხვევები, როდესაც კერძო დამსაქმებელი ქალის განსაკუთრებულ მდგომარეობას ორსულობას მისი შრომითი უფლებების შემზღუდველ საშუალებად იყენებს. სახალხო
დამცველს 2018 წელსაც მომართავდნენ ქალები, რომლებიც მიუთითებდნენ, რომ შრომითი
ხელშეკრულება ვადის გასვლის შემდეგ არ გაუგრძელდათ, რისი მიზეზიც არა რაიმე ობიექტური
გარემოება, არამედ მათი ორსულობა იყო.
სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალები
პრობლემურია სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის ფიზიოლოგიურ და
ფსიქოემოციურ საჭიროებებზე მორგებული სახელმწიფო პროგრამის არარსებობა, მათ შორის, ის
გარემოება,
რომ
სექსუალური
ძალადობის
მსხვერპლის
მიერ
ორსულობის
შეწყვეტის
პროცედურა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის არსებობაზეა დამოკიდებული.
სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენის დადგომა კი, შესაძლოა, იმდენად გაჭიანურდეს, რომ
ორსულობის ვადას გადააჭარბოს.
ასევე
მნიშვნელოვანია,
რომ
მსხვერპლის
სოციალურ-ეკონომიკური
მდგომარეობის
გათვალისწინებით, არსებობდეს მისთვის ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის დაფინანსების
შესაძლებლობა. მძიმე სოციალურ-ეკონომიკურმა მდგომარეობამ და ორსულობის შეწყვეტის
ფინანსური
რესურსის
უქონლობამ,
შესაძლოა,
მსხვერპლის
სტიგმატიზება
დამატებით
გამოიწვიოს ისეთ საზოგადოებებში, სადაც სექსუალური ძალადობის გამო მსხვერპლის
დადანაშაულება განსაკუთრებით არის ფესვგადგმული. გაუპატიურების შედეგად დამდგარი
ორსულობა ქმნის წინაპირობას, რომ მსხვერპლი შესაძლოა მუდმივად იმყოფებოდეს მის
ირგვლივ არსებული სოციუმის წნეხის ქვეშ.
316
საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის 1 ნოემბრის რეკომენდაცია ზ. დ. - ს მიმართ.
148
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
8.2. შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაცია
სამწუხაროდ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები უფლებების შეზღუდვას საანგარიშო
პერიოდშიც საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში აწყდებოდნენ. ამ ჯგუფის
თანასწორუფლებიანობა სრულფასოვნად არც ფორმალურ დონეზეა გარანტირებული - უარი
გონივრულ მისადაგებაზე, როგორც დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა, ჯერაც არ გამხდარა
საქართველოს კანონმდებლობის ნაწილი. გარემო დამაბრკოლებელია როგორც ფიზიკური
მისაწვდომობის მხრივ, ისე უსინათლო პირთათვის. ამასთან, კვლავ უთანასწორო პირობებში
არიან საჯარო სამსახურში დასაქმებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები,
რომლებიც (გარდა მკვეთრად და მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული
შეზღუდული
შესაძლებლობის
მქონე
პირებისა)
კერძო
სექტორში
დასაქმებულთაგან
განსხვავებით, სოციალური პაკეტით ვერ სარგებლობენ.
317
ფიზიკური მისაწვდომობა
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ფიზიკური მისაწვდომობის მხრივ, აღსანიშნავია
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესი, რომლის თანახმად,
სპეციალური პარკირების ადგილებით სარგებლობის შესაძლებლობა მხოლოდ მკვეთრად
გამოხატულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს აქვთ. ადამიანებისთვის უფლების
გარანტირება
მათი
სამედიცინო
დიაგნოზის
მიხედვით,
უკან
გადადგმული
ნაბიჯია
შეზღუდული შესაძლებლობის სამედიცინოდან სოციალურ მოდელზე გადასვლის პროცესში. ამ
მხრივ, აუცილებელია, სახელმწიფოს მიერ სპეციალური საჭიროების მქონე პირების
გათანაბრებისთვის
დაწესებული
რეგულაციები
ადამიანებს
მათი
ინდივიდუალური
საჭიროებების გათვალისწინებით ენიჭებოდეთ.
318
უსინათლო პირთა პრობლემები
პრობლემურია მხედველობის შეზღუდვის მქონე ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა
ბრაილის შრიფტის, ჟესტების ენის, გამაძლიერებელი და ალტერნატიული კომუნიკაციის ან/და
სხვა
ხელმისაწვდომი
საშუალების
გამოყენებით
ინფორმაციისა
და
სერვისების
უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.
მაგალითად, ბრაილის შრიფტით ან სხვა ტექნიკური ალტერნატიული საშუალებით, არ არის
ხელმისაწვდომი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ დეკლარაცია, რის
გამოც უსინათლო პირები იძულებულები ხდებიან, უარი თქვან ოჯახის უფლებამოსილ
317
საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის 2 ოქტომბრის ზოგადი წინადადება საქართველოს
შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს.
318 საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის 6 აგვისტოს რეკომენდაცია ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ.
149
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
წარმომადგენლად ყოფნაზე.319 ამასთან, მხედველობის შეზღუდვის მქონე პირებს არ აქვთ
მთავრობის ადმინისტრაციისადმი ბრაილის შრიფტით ან სხვა ალტერნატიული ფორმებით
შედგენილი განცხადებით მიმართვის შესაძლებლობა.320
ამასთან, პრობლემურია უსინათლო პირების მიერ საბანკო მომსახურების დამოუკიდებლად
მიღება. ასეთი გარემო ამ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრებისა და სრულყოფილი მონაწილეობის
შემაფერხებელი ფაქტორია ყველა სფეროში.
8.3. არასრულწლოვანთა მიმართ დისკრიმინაცია
გამოწვევები არსებობს არასრულწლოვნების მიერ განათლების უფლებით სარგებლობის მხრივ.
სახალხო დამცველის წინა წლების საპარლამენტო ანგარიშებში საუბარი იყო სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების მიერ ინკლუზიური განათლების უფლების
რეალიზაციის შესახებ. ამასთან, ხარვეზიანია კანონმდებლობა, რამდენადაც, 14 წლამდე ბავშვებს
არ აძლევს სასამართლო წარმომადგენლების დამოუკიდებლად არჩევის შესაძლებლობას, რაც
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიღმა დარჩენის საფრთხეს წარმოშობს.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები
სახალხო დამცველის წარმოებაში არსებული ერთ-ერთი შემთხვევა321 2 წლის ბავშვის საბავშვო
ბაღიდან
გარიცხვის
საკითხს
ეხებოდა.
ბაღის
ადმინისტრაციამ
მიიჩნია,
რომ
ბავშვი
ჰიპერაქტიური იყო, რის გამოც აღმზრდელებს სხვა აღსაზრდელებთან მუშაობა არ შეეძლოთ.
მოპასუხე ასევე განმარტავდა, რომ აღსაზრდელების მშობლები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ
ბავშვის ქცევის გამო, და ამბობდნენ, რომ განმცხადებლის ქცევა მათი შვილებისათვის საფრთხის
შემცველი იყო. აღნიშნულ საქმეში სახალხო დამცველმა ქცევის ნიშნით აღქმითი დისკრიმინაცია
დაადგინა, რადგან იგი ეფუძნებოდა სამომავლო შიშს, რომ სხვა აღსაზრდელების მშობლები
ბაღთან
გაწყვეტდნენ
სახელშეკრულებო
ურთიერთობას,
რაც
ბაღისთვის
ფინანსურად
ხელსაყრელი არ იქნებოდა.
ბავშვის სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობა
საყურადღებოა საქართველოს კანონმდებლობაში არსებული ნეიტრალური წესი, რომელიც,
მართალია ყველას თანაბრად აძლევს შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, მაგრამ ზოგ
შემთხვევაში, გამორიცხავს ბავშვების ხელმისაწვდომობას მართლმსაჯულებაზე, ვინაიდან, 14
წლამდე
არასრულწლოვანი
სასამართლო
წარმომადგენელს
319
ვერ
ირჩევს.
14
წლიდან
საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის 4 მაისის რეკომენდაცია შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ.
320 საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის 6 აგვისტოს რეკომენდაცია საქართველოს მთავრობის
მიმართ.
321 საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის 16 აპრილის რეკომენდაცია საბავშვო ბაღ Wonderland
Preschool-ს.
150
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
არასრულწლოვანს უფლება აქვს დამოუკიდებლად მიმართოს სასამართლოს, თუმცა მოზარდის
მიერ სასამართლოს უფლების სრულყოფილ რეალიზაციას არც ეს რეგულაცია უწყობს ხელს,
რადგან, ასეთ შემთხვევაში, სასამართლო საპროცესო წარმომადგენელს წარმოების
მიმდინარეობისას ნიშნავს, რის გამოც, ბავშვს არ ეძლევა შესაძლებლობა, სასამართლოს პირველ
ეტაპზევე იურისტის ან სხვა პირის დახმარებით მიმართოს. აღნიშნულის გათვალისწინებით, 14
წლამდე ბავშვების წარმომადგენლობის საკითხის მინდობა სასამართლოსადმი, შესაძლოა მათი
დაცვის დამატებითი ბერკეტი გახდეს.322
8.4. ეროვნების ნიშნით დისკრიმინაცია
ზოგიერთი
სახელმწიფოს
სარგებლობის
პრობლემა
მოქალაქეთა
კვლავ
მიერ
მწვავედ
საქართველოში
დგას.
კერძოდ,
საბანკო
მომსახურებით
საქართველოში
არსებული
კომერციული ბანკები ნიგერიის, ირანისა და სირიის მოქალაქეებს სტუდენტის სამგზავრო
ბარათის აღების, ბანკის ამონაწერის მიღების და საბანკო ანგარიშის გახსნისას, აშშ-ის, კანადის,
ავსტრალიის
ან
სარეკომენდაციო
ევროკავშირის
დოკუმენტაციის
წევრ
სახელმწიფოში
წარდგენას
რეგისტრირებული
სთხოვდნენ,
რომელთა
ბანკიდან
წარდგენაც
განმცხადებლებისათვის ობიექტურად შეუძლებელი იყო. ასეთი დაბრკოლება ექმნებათ
საქართველოს მოქალაქეებსაც, რომლებიც ირანში არიან დაბადებულები.
ამ მხრივ, კომერციული ბანკები, კონკრეტული სახელმწიფოების მოქალაქეებს საფრთხის
წყაროდ უაპელაციოდ მოიაზრებენ. ბანკების განმარტებით, ქვეყნები, რომელთა მოქალაქეებიც
არიან განმცხადებლები, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“
საქართველოს კანონის მიზნებისათვის საყურადღებო ზონების ნუსხის დადგენის თაობაზე“
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 9 იანვრის №1/04 ბრძანების
საფუძველზე, შეყვანილია საყურადღებო ზონების ნუსხაში. მნიშვნელოვანია, შემუშავდეს
გამჭვირვალე კრიტერიუმები, რომელიც მომხმარებლის ინდივიდუალურ შეფასებაზე იქნება
დაფუძნებული და ბლანკეტურად არ გამორიცხავს კონკრეტულ სახელმწიფოსთან რაიმე
სამართლებრივი კავშირის მქონე პირებს.323
8.5. ლგბტ+ ადამიანების თანასწორუფლებიანობა
სექსუალური
ორიენტაციისა
და
გენდერული
იდენტობის
ნიშნით
დისკრიმინაცია
საქართველოში კვლავ ერთ-ერთ გამოწვევად რჩება. ქვეყანაში არსებული ჰომოფობიური
დამოკიდებულებები ხშირად ხდება ლგბტ+ თემის წარმომადგენლების მიმართ დისკრიმინაციის
საფუძველი.
აღსანიშნავია
2019
წლის
თებერვალში
პარლამენტის
წევრის324
მიერ
„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონიდან სექსუალური ორიენტაციის
322
საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის 5 მარტის რეკომენდაცია საქართველოს პარლამენტისა
და მთავრობის მიმართ.
323 საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის 4 აპრილის ზოგადი წინადადება საქართველოს
ეროვნული ბანკის მიმართ.
324 ემზარ კვიციანის ინიციატივა.
151
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
და გენდერული იდენტობის, როგორც დისკრიმინაციისგან დაცული საფუძვლების, ამოსაღებად
წარდგენილი კანონის პროექტი.
გასული
საანგარიშო
პერიოდის
მსგავსად,
მომსახურების
სფეროში
დისკრიმინაციის
შემთხვევებზე ლგბტ+ თემის მხრიდან მომართვიანობა კვლავ შენარჩუნებულია. ასევე
პრობლემურია თემის წარმომადგენელთა მიერ უძრავი ქონების ქირავნობასთან დაკავშირებული
საკითხები, მაგალითად, შემთხვევა, როდესაც ლგბტ+ თემის წარმომადგენელთა უფლებებზე
მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია „თანასწორობა 17-ს“ საოფისე ფართი მისი საქმიანობის
გამო არ მიაქირავეს.325
საანგარიშო პერიოდში იყო მომართვები ტრანსგენდერთა მიერ ჯანმრთელობის დაცვის
სერვისებით სარგებლობის შესახებ. განმცხადებლები აღნიშნავდნენ, რომ ჯანდაცვის სხვა
კომპონენტებისგან განსხვავებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ ფინანსდება სამედიცინო
მომსახურება, რომელიც ტრანსგენდერთა საჭიროებებზეა მორგებული.326
თემის წევრების მიმართ საზოგადოების ნეგატიურ დამოკიდებულებაზე მეტყველებს ის
ინციდენტები, რომელსაც ბოლო პერიოდში ჰქონდა ადგილი. ამ მხრივ, უნდა აღინიშნოს 2018
წლის 17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან
დაკავშირებულ აქციაზე მომხდარი შემთხვევა, როდესაც ლგბტ+ თემის ერთ-ერთ
წარმომადგენელს სიტყვით გამოსვლისას ფიზიკური დაზიანება მიაყენეს. ამასთან, მიმდინარე
წლის 28 სექტემბერს, ლგბტ+ პირთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის,
„თანასწორობის მოძრაობის“ თანამშრომლებს ოფისის მეზობლად მცხოვრებმა პირმა ფიზიკური
და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ასევე სიმპტომურია საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კაპიტნის, გურამ კაშიას
მიერ ლგბტ+ პირთა მხარდასაჭერად გაკეთებული სამკლაურის და ამისთვის უეფასგან
მიღებული ჯილდოს გამო საზოგადოების ნაწილის მხრიდან გამოხატული აგრესია როგორც
თავად გურამ კაშიას, ისე ლგბტ+ თემის მიმართ. უფრო მეტიც, 9 სექტემბერს „დინამო არენაზე“
გამართული საფეხბურთო მატჩისას, რომელშიც აღნიშნული მოვლენების შემდეგ გურამ კაშიამ
პირველად მიიღო მონაწილეობა და რომელსაც გულშემატკივართა ნაწილი სწორედ მისთვის
მორალური მხარდაჭერის გამოცხადების მიზნით ესწრებოდა, პოლიციის თანამშრომლებმა
ლგბტ+ თემის წარმომადგენლებს არ მისცეს შესაძლებლობა, ლგბტ+ თემის სიმბოლური
ცისარტყელის ფერებიანი დროშა გაეშალათ.
325
საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის 9 იანვრის რეკომენდაცია ს.კ.-ს მიმართ.
სახელმწიფო არ ანაზღაურებს ტრანსგენდერი ადამიანების სამედიცინო დიაგნოსტიკასთან
დაკავშირებულ ხარჯებს; არ არსებობს ზრუნვის კლინიკური სახელმძღვანელო.
326
152
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
8.6. დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობებში
შრომით ურთიერთობებში, მიმდინარე საანგარიშო პერიოდშიც ყველაზე ხშირად გვხვდებოდა
სავარაუდო დისკრიმინაციის შემთხვევები. საქართველოს კანონმდებლობაში კვლავ არ არის
ცალსახა აკრძალვა ვაკანსიის შესახებ განცხადებებში დისკრიმინაციული კრიტერიუმების
დაუშვებლობასთან დაკავშირებით, რომელთა გავრცელების მასშტაბი საკმაოდ ფართოა და
თავის მხრივ, ხელს უწყობს შრომით ბაზარზე გენდერული და სხვა სახის სტერეოტიპების
დამკვიდრებას და გაძლიერებას.327
გახშირდა მომართვიანობა სამუშაო ადგილზე შევიწროებასთან დაკავშირებით. წინა წლის
მსგავსად, გამოვლინდა განსხვავებული და პოლიტიკური მოსაზრების გამო დისკრიმინაციის
შემთხვევები.
შევიწროება
აღსანიშნავია, რომ 2019 წლის თებერვლის ცვლილებებით, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის
აღმოფხვრის შესახებ“ კანონით შევიწროება დისკრიმინაციის ერთ-ერთ ფორმად განისაზღვრა.
აქამდე, სექსუალური შევიწროების მსგავსად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობა
შევიწროების ფაქტების იდენტიფიცირებას აფერხებდა.
სავარაუდო შევიწროების ფაქტები, ძირითადად, საჯარო სკოლებში გვხვდება. განმცხადებლები
მიმდინარე საანგარიშო პერიოდშიც მიუთითებდნენ დისკრიმინაციული საფუძვლით
საგაკვეთილო საათების შემცირებაზე, სადამრიგებლო კლასის ჩამორთმევაზე, დისციპლინური
ღონისძიებების დაკისრებასა და ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.
ერთ-ერთ შემთხვევაში შევიწროება დადგინდა ხელვაჩაურის კულტურის ცენტრის დირექტორის
მოადგილის მიმართ, რომელსაც შეზღუდული ჰქონდა საკუთარი უფლება-მოვალეობების
განხორციელების შესაძლებლობა, ვინაიდან არ ჰქონდა წვდომა სამუშაოს შესასრულებლად
აუცილებელ ინფორმაციაზე. აღნიშნულს კი, საფუძვლად დაედო განმცხადებლის მიერ
ხელვაჩაურის კულტურის ცენტრის დირექტორის მიმართ გამოთქმული კრიტიკა.328
პოლიტიკური მოსაზრება
შრომით ურთიერთობებში პოლიტიკური მოსაზრების ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ,
საანგარიშო პერიოდში ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოებში დასაქმებული
რამდენიმე პირი დავობდა. მათ შორის, სახალხო დამცველი სწავლობს წინასაარჩევნო პერიოდში
ზუგდიდის №6 საჯარო სკოლაში განხორციელებულ ინსპექტირების ფაქტს, რომელსაც,
შესაძლოა, საფუძვლად დირექტორის - ია კერზაიას პოლიტიკური მოსაზრება დაედო.
327
საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის 1 მაისის ზოგადი წინადადება საქართველოს შრომის,
ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს.
328 საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაცია ააიპ „ხელვაჩაურის კულტურის ცენტრის“ მიმართ.
153
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
სახალხო დამცველმა დისკრიმინაცია დაადგინა თიანეთის მუნიციპალიტეტის თანამშრომლების
მიმართაც, რომლებიც მიუთითებდნენ მერის - თამაზ მეჭიაურის მხრიდან, პოლიტიკური
მოსაზრების გამო განხორციელებული დისკრიმინაციის ფაქტებზე. შემაშფოთებელია შემთხვევა,
რომლის თანახმად, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან პირის გათავისუფლების მიზეზი
გახდა სამსახურის რეპუტაციის შელახვა, რაც სახალხო დამცველისთვის მიმართვაში გამოიხატა.
ეს საგანგაშო მესიჯია, რომელიც საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს, ფაქტობრივად,
სამართლებრივი დაცვის საშუალების გამოყენების შესაძლებლობას უზღუდავს.329 პირის
გათავისუფლება მოჰყვა სახალხო დამცველისადმი თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის
რამდენიმე თანამშრომლის, მათ შორის, აღნიშნული პირის მომართვას, რომლის თანახმადაც,
ზამთრის
პერიოდში,
დასაქმებულ
პირებს,
მათი
პოლიტიკური
შეხედულების
გამო,
ჯანმრთელობისთვის არასათანადო გარემოში უწევდათ მუშაობა, ვინაიდან საშეშე მერქნით არ
მომარაგებულან.330
8.7. დისკრიმინაცია სოციალური სარგებლის მიღებისას
საქართველოს სოციალური დაცვის სისტემა, რიგ შემთხვევებში, იმგვარად არის მოწყობილი,
რომ ზოგიერთი უფლებით სარგებლობისას, სხვადასხვა ჯგუფებს გამორიცხავს.
აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები
აუტიზმის მქონე ბავშვების საჭიროებებზე მორგებული სახელმწიფოს ცენტრალური თუ
ადგილობრივი ხელისუფლების პროგრამები, როგორც წესი, სხვადასხვა კრიტერიუმით,
გამორიცხავს ბავშვთა ჯგუფებს, რაც, ხშირად, ბავშვების განვითარების გაუმჯობესებაზე ან
მიღწეული შედეგის შენარჩუნებაზე უარყოფითად აისახება.
მაგალითად, რეაბილიტაცია-აბილიტაციის პროგრამაში მონაწილეობის უპირატესობა, სხვა
პრიორიტეტულ ჯგუფებთან ერთად, ენიჭებათ 5 წლამდე ბავშვებს,331 რის გამოც 5 წელს ზემოთ
ასაკის ბავშვებს დაფინანსება უწყდებათ და მომლოდინეთა სიაში გადადიან. ამასთან,
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არსებული ბავშვთა ადრეული განვითარების
ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფი დაბადებიდან 7 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვები არიან.
რესურსების ამგვარი გადანაწილება აფერხებს მკურნალობის უწყვეტობას და საფრთხეს უქმნის
პროგრამით მიღწეული შედეგის შენარჩუნებას. ამ მხრივ, იმისათვის რათა გამოყენებული
329
საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის 19 თებერვლის რეკომენდაცია თიანეთის
მუნიციპალიტეტის მერის მიმართ.
330 საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის 5 მაისის რეკომენდაცია თიანეთის მუნიციპალიტეტის
მერის მიმართ.
331 საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 თებერვლის №102 დადგენილებით გათვალისწინებული
რეაბილიტაციის/აბილიტაციის ქვეპროგრამის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.
154
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
რესურსი რეალურად შედეგიანი იყოს ბავშვის განვითარებისთვის, აუცილებელია, რომ
შესაბამის ასაკს მიღწეულმა ბავშვმა განაგრძოს პროგრამით სარგებლობა.
ამასთან, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა
რეაბილიტაციის პროგრამით“332 სარგებლობისთვის, აუცილებელია, პირი ბოლო 3 წლის
განმავლობაში რეგისტრირებული იყოს თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (2 წლის
ბავშვების შემთხვევაში - 2 წლის განმავლობაში). ამგვარი პოლიტიკა აფერხებს შესაბამისი
საჭიროების მქონე ბავშვის მიერ პროგრამით სარგებლობას, რაც ასევე უარყოფითად აისახება მის
განვითარებაზე.
8.8. მოქალაქეობის ნიშნით დისკრიმინაცია
სოციალური შემწეობის გარეშე დარჩება ოჯახი, რომლის შემადგენლობაშიც საქართველოს
მოქალაქეობის ან ბინადრობის მოწმობის არმქონე პირია,333 რამდენადაც, შემწეობის მისაღებად
აუცილებელია,
წარმოდგენილი
იყოს
ყველა
წევრის
პირადობის/ბინადრობის
დამადასტურებელი საბუთი.
334
სოციალური სარგებლის მიღებისას ასევე ვლინდება მოქალაქეობის ნიშნით დისკრიმინაცია,335
როდესაც
კონკრეტული
ჯანმრთელობის
დაცვის
პროგრამის
მოსარგებლედ
მხოლოდ
საქართველოს მოქალაქეები განისაზღვრებიან, საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის
მქონე პირები კი, რომლებიც დაწესებულ გადასახადებს საქართველოს მოქალაქეების მსგავსად
იხდიან და იმისათვის, რათა სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებით ისარგებლონ, მათთან
თანაბარ მდგომარეობაში იმყოფებიან, მსგავს სარგებელს ვერ იღებენ.
8.9. დისკრიმინაციის წახალისება
საჯარო პირების გამონათქვამების და კომერციული რეკლამების მეშვეობით დისკრიმინაციის
წახალისება თანასწორობის მიღწევის პროცესში ერთ-ერთი არსებითი გამოწვევაა. პროდუქტის
გაყიდვის მიზნით დისკრიმინაციის წამახალისებელი რეკლამების გავრცელება კვლავ
პრობლემაა. განსაკუთრებით შესამჩნევია პროდუქტის, მაგალითად, წიგნების, წყლის,
შოკოლადის, „ბიჭების“ და „გოგოების“ მოხმარების საგნებად დაყოფის ტენდენცია.
332
თბილისის საკრებულოს მუნიციპალიტეტის 2017 წლის 26 დეკემბრის 8-22 დადგენილებით
გათვალისწინებული აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამის მე-2
მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.
333 საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის 2 ოქტომბრის რეკომენდაცია საქართველოს შრომის,
ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ.
334 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის
№141/ნ ბრძანების მე-7 მუხლის მე-5 პუნქტი.
335 საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის 5 ოქტომბრის რეკომენდაცია საქართველოს მთავრობისა
და შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ; საქართველოს სახალხო
დამცველის 2018 წლის 4 აპრილის რეკომენდაცია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური
დაცვის სამინისტროს მიმართ.
155
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
პოლიტიკოსთან მხრიდან დისკრიმინაციის წახალისების პრევენციის კუთხით, აღსანიშნავია
საქართველოს პარლამენტის მიერ 2018 წლის დეკემბერში მიღებული პარლამენტის წევრის
ეთიკის კოდექსი, რომელიც, პარლამენტის წევრს, მათ შორის, დისკრიმინაციული
გამონათქვამების და სიძულვილის ენის გამოყენებას უკრძალავს336 და შესაბამის სანქციასაც
ითვალისწინებს პარლამენტის ვებ-გვერდზე კოდექსის დამრღვევის სახელისა და დარღვევის
მოკლე შინაარსის მითითების სახით.337 აღნიშნული საკითხის რეგულირების აუცილებლობაზე
სახალხო დამცველი 2017 წლიდან მიუთითებდა.338
სამწუხაროდ,
2018
წლის
საპარლამენტო
არჩევნების
წინა
პერიოდში
ქსენოფობიური,
ჰომოფობიური თუ რელიგიის ნიშნით დისკრიმინაციის წამახალისებელი გამონათქვამები
საარჩევნო კამპანიის ნაწილი და ამომრჩევლის მხარდაჭერის მოპოვების ერთ-ერთი გზა იყო.
მაგალითად, პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ნინოწმინდაში შეხვედრისას
ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის მოქალაქეობის საკითხზე ქსენოფობიურ კონტექსტში
ისაუბრა: „ერთმა პრეზიდენტმა ძალიან ბევრი მოქალაქეობა დაურიგა თურქებს, მაგრამ თქვენ არ
მოგცათ“.339 ქსენოფობიური იყო ასევე პრეზიდენტობის კანდიდატის, კახა კუკავას განცხადება
კონკრეტული წარმომავლობის ადამიანებზე ბინადრობის მოწმობის გაცემის აკრძალვასთან
დაკავშირებით.340 კახა კუკავა ასევე აღნიშნავდა, რომ მიგრანტები ეთნიკურ ქართველებს
უმცირესობად აქცევენ და საფრთხეს წარმოადგენენ საქართველოსთვის. იგი
საუბრობდა
„თურქეთის მხრიდან საქართველოს რელიგიური ექსპანსიის საფრთხეებზე“. მათ შორის, იგი
ტერორიზმის საფრთხესაც ასახელებდა.341
ამავე პერიოდში საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქ
გვერდზე საჯაროდ გაავრცელა გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერი ვიდეო, რომლითაც
336
საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსი, მე-3 მუხლის „ო“ ქვეპუნქტი.
საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსი, მე-4 მუხლის მე-18 პუნქტი.
338 საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის 6 თებერვლის ზოგადი წინადადება საქართველოს
პარლამენტის მიმართ.
339 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://bit.ly/2OgxzN8> [ბოლოს ნანახია: 19.03.2019].
337
„თბილისის ქუჩებში უკვე ყველა ფეხის ნაბიჯზე ჩვენ ვუყურებთ ინდოელებს, პაკისტანელებს,
ჩინელებს, არაბებს, თურქებს და არც ერთი კანდიდატი, ჩვენ გარდა, ამაზე არ საუბრობს და ზოგიერთი
მათგანი ამას განიხილავს, რომ ქსენოფობია არის და ჩვენი კლიპები მოხსნეს. ჩემი ერთ-ერთი პირველი
ნაბიჯი, ხალხის მიერ მხარდაჭერის შემთხვევაში იქნება ის, რომ საქართველოში არც ერთი ბინადრობის
მოწმობა არ გაიცემა. ჩვენ მივესალმებით ინვესტორებს, მივესალმებით სტუდენტებს, ტურისტებს
მივესალმებით, ოღონდ როგორც ყველა ქვეყანაში ტურისტული ვიზა უნდა იყოს მოკლევადიანი,
შეიძლება ერთთვიანი, ორთვიანი, მაგრამ არა ხუთწლიანი. ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <
340
https://bit.ly/2Y5AqwY > [ბოლოს ნანახია: 19.03.2019].
341 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://bit.ly/2W6ziqR > [ბოლოს ნანახია: 19.03.2019].
156
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
გააკეთა ქსენოფობიური შინაარსის განცხადება და კონკრეტული ქვეყნებიდან საქართველოში
ჩამოსული ტურისტები დამაკნინებელ კონტექსტში მოიხსენია.342
აღსანიშნავია
„პატრიოტთა
„საქართველოში
შეიქმნა
ალიანსის“
მუსლიმანთა
წევრის,
უმაღლესი
დავით
თარხან-მოურავის
სამმართველო,
რომელიც
განცხადება:
ქართველი
მუსლიმანებისთვის ხელმძღვანელი ორგანოა. დაახლოებით ისეთივე, როგორც საპატრიარქო…
ესე იწყება ქვეყნის დაქუცმაცება, ეს თეორია თურქული თეორიაა და ტარდება ყველა ქვეყანაში,
სადაც თურქეთს აქვს პრეტენზიები და ახლა ქართველი მუსლიმანების საყურადღებოდ
ვლაპარაკობ, რომ ეს გზა არის დაქუცმაცების გზა“.343
ამასთან, ჰომოფობიური განცხადება გააკეთა პრეზიდენტობის კანდიდატმა კახაბერ ჭიჭინაძემ,
როდესაც 2018 წლის 17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო
დღის აღსანიშნავად გამართულ აქციაზე ლგბტ+ თემის წარმომადგენლისთვის ფიზიკური
შეურაცხყოფის მიყენება დადებითად შეაფასა.344
სამწუხაროდ, აღნიშნული განცხადებები არ არის იმ გამონათქვამების ამომწურავი ჩამონათვალი,
რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში საარჩევნო სუბიექტებისა და
პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მიერ გაკეთდა.345
სხვადასხვა დროს კრიტიკა დაიმსახურა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის,
ვახტანგ შაქარიშვილის მიერ საჯარო განხილვაში მონაწილე პოლიტიკური ოპონენტების
მისამართით გამოთქმულმა სექსისტურმა რეპლიკამაც - „ბოზი ქალებივით ყვირიხართ“ და
ბათუმის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრის, არჩილ მამულაძის
სექსისტური
ხასიათის
მოსაზრებებმა,
რომელთა
თანახმად,
ბავშვზე
ზრუნვა
ქალის
პრეროგატივაა, ხოლო საზოგადოებაში მამაკაცს დომინანტური როლი აქვს დაკისრებული და
„ჩვენ გვჭირდება მდიდარი ტურისტები ყველა მხრიდან. ეს გაძვალტყავებული, ბოდიში და, ჯღანები
რომ შემოდიან, თავისი ძეხვი რომ მოაქვთ და კონსერვები, ამით ჩვენ ვერ გავმდიდრდებით. ჩვენ
გვჭირდება ემირატებიდან, არა ბანგლადეშელები, ვინც იქ ცხოვრობენ, არ ვერჩი არაფერს
ბანგლადეშელებს, უბრალოდ, მუშები არიან ვინც ჩადიან, ინდუსები - მათ არ აქვთ იმდენი
შემოსავალი…“. ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://bit.ly/2HzAM9N> [ბოლოს ნანახია:
342
19.03.2019].
343 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://bit.ly/2Wfko1s > [ბოლოს ნანახია: 19.03.2019].
344 „მან [სერგი კაკაჩია - 2018 წლის 17 მაისს ანტიჰომოფობიურ აქციაზე თავს დაესხა ლგბტ+ თემის
წარმომადგენელს] არა პიროვნებას გაარტყა სილა, არამედ უზნეობას გაარტყა სილა, მან გაარტყა იმ
პროცესებს, რაც თავზე არის მოხვეული… და ევროპასაც თუ უნდა საქართველო, კეთილი ინებოს და
მიიღოს ჩვენი წესებით, ჩვენი ხასიათით, ჩვენი ადათ-წესებით. იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ქართველები და არ
ვართ არც ევროპელები და არც აზიელები“. ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <
https://bit.ly/2FjuSWS > [ბოლოს ნანახია: 19.03.2019].
345 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://bit.ly/2TNnlJW> [ბოლოს ნანახია: 19.03.2019]; ასევე
იხილეთ; https://bit.ly/2W6ziqR
157
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
რომ ქალებს კარგი მენეჯერული უნარი აქვთ და მათი აზრის მოსმენაც მნიშვნელოვანია, თუმცა,
უმჯობესია, პირველი სიტყვა მამაკაცმა თქვას.
პრობლემური იყო ლილი მსხილაძის - უვადოდ დანიშნული მოსამართლის თანამდებობაზე
გამწესებისას მედიით გავრცელებული ინფორმაცია მის მიერ სოციალურ ქსელში 2013 წლის 17
მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღეს გამართული აქციის
შესახებ გამოთქმულ მოსაზრებასთან დაკავშირებით, როდესაც მან ლგბტ+ თემის
წარმომადგენელთა უფლებებისათვის
ბრძოლის
პროცესს
ავადმყოფობა და უმსგავსობა
უწოდა.
346
საჯარო პირების, განსაკუთრებით კი, პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილე ადამიანების მიერ
ნებისმიერი დაუცველი ჯგუფის მიმართ დისკრიმინაციის წამახალისებელი მოსაზრებების
გამოთქმა, საფრთხეს უქმნის ამ ჯგუფების თანასწორუფლებიანობას და აზრს უკარგავს იმ
პროცესს, რაც თანასწორობის პრინციპის გააზრების მხრივ ქართულმა საზოგადოებამ განიცადა.
რეკომენდაციები
საქართველოს მთავრობას:
•
საჯარო სამსახურში დასაქმებული მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები უზრუნველყოს „სოციალური პაკეტის
განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279
დადგენილებით გათვალისწინებული სოციალური პაკეტით
•
მოამზადოს საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც სასამართლოსთვის მიმართვის
დროს, ყველა ასაკის არასრულწლოვანს მისცემს საშუალებას, უფასო იურიდიული
დახმარების
ანდა
ნათესავის,
სხვა
ახლობელი
ადამიანის
ან
ადვოკატის
წარმომადგენლობით ისარგებლოს, მოსამართლის ჩართულობით და არასრულწლოვნის
კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას:
•
უსინათლო და მცირემხედველი პირებისთვის უზრუნველყოს საქართველოს მთავრობის
ადმინისტრაციისთვის ბრაილის შრიფტით და სხვა ალტერნატიული ფორმებით
შედგენილი განცხადებით მიმართვის შესაძლებლობა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და
სოციალური დაცვის სამინისტროს
346
ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://bit.ly/2CtWR5K > [ბოლოს ნანახია: 19.03.2019].
158
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
•
არსებული
ჯანმრთელობისა
და
სოციალური
დაცვის
სახელმწიფო
პროგრამები
ხელმისაწვდომი გახადოს საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე პირებისთვის,
•
საქართველოს მოქალაქეთა თანასწორად
უზრუნველყოს, რომ სექსუალური ძალადობის შედეგად დაორსულების შემთხვევაში,
დასაფინანსებლად
და
ორსულობის
შესაწყვეტად,
საკმარისი
იყოს
სექსუალური
ძალადობის საქმეზე დაწყებული სისხლისსამართლებრივი გამოძიება
•
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მიზნით,
ოჯახის სოციალური მდგომარეობის შესახებ დეკლარაცია ხელმისაწვდომი გახადოს
ბრაილის შრიფტით ან სხვა ალტერნატიული საშუალებით და შესაბამისი ცვლილება
ასახოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010
წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებაში.
საქართველოს პროკურატურას:
•
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 172-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე
საქართველოს პარლამენტისთვის გაწეული საქმიანობის შესახებ წარდგენილ ანგარიშში
ასახოს ინფორმაცია სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიებასთან
დაკავშირებით.
საქართველოს ეროვნულ ბანკს:
•
შეიმუშავოს მარტივად განჭვრეტადი რეგულაციები, რომლებიც უზრუნველყოფს უცხო
ქვეყნის
მოქალაქეებისათვის
კომერციულ
ბანკებში
საბანკო
მომსახურების
დისკრიმინაციის გარეშე შეთავაზებას.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს:
•
თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების
რეგულირების წესი იმგვარად განსაზღვროს, რომ სპეციალური საცნობი ნიშნის მიღების
შესაძლებლობა დაკავშირებული იყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის
სპეციალური სადგომით სარგებლობის ინდივიდუალურ საჭიროებასთან.
159
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
9. გენდერული თანასწორობა
გენდერული თანასწორობის მიღწევა საქართველოში კვლავ გამოწვევას წარმოადგენს. ქალთა
მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე რეაგირების მიმართულებით
გადადგმული
არაერთი
მნიშვნელოვანი
ნაბიჯის
მიუხედავად347,
პრობლემად
რჩება
გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა მონაწილეობის დაბალი მაჩვენებელი და
არათანაბარი ეკონომიკური მონაწილეობა. რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების
ეფექტიანი
განხორციელების
კუთხით
არსებული
გამოწვევები
ქალთა
უფლებრივი
მდგომარეობის და გენდერული თანასწორობის მაჩვენებელზე ასევე უარყოფითად აისახება.
მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ფემიციდის და ფემიციდის მცდელობის შემთხვევათა მაღალი
მაჩვენებელიც, რაც, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევებში, რისკის შეფასებისა და
მონიტორინგის პროცესში არსებულ ხარვეზებს უკავშირდება. ამასთან, მნიშვნელოვანია,
სახელმწიფომ სპეციფიკური და კომპლექსური ნაბიჯები გადადგას ზრუნვის ტვირთის თანაბარი
განაწილების და ქალთა ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშესაწყობად.
განსაკუთრებით
პრობლემურია
ლგბტ+
პირთა
უფლებების
დაცვის
უზრუნველყოფა.
სამწუხაროდ, ამ მხრივ სახელმწიფოს ქმედითი ნაბიჯები არც 2018 წელს გადაუდგამს, რაც
მძიმედ აისახება ლგბტ+ პირთა უფლებრივ მდგომარეობაზე, განსაკუთრებით, საზოგადოებაში
არსებული დისკრიმინაციული განწყობებისა და გაზრდილი ანტიგენდერული მოძრაობების
ფონზე.
9.1. ქალთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში
ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მაჩვენებელი და მათი ჩართულობა გადაწყვეტილების
მიღების პროცესში პირდაპირ არის დაკავშირებული ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხთან. 2018
წლის გენდერული უთანასწორობის გლობალური ინდექსის348 მიხედვით, საქართველო ქალთა
პოლიტიკური მონაწილეობისა და პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის მაჩვენებლით, 149
347
ამ მიმართულებით, განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის და
საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მუშაობა.
348 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://bit.ly/2SGVdqQ > [ბოლოს ნანახია 21.03.2019].
160
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
ქვეყანას შორის 119-ე ადგილზეა, ხოლო პარლამენტთაშორისი კავშირის მონაცემების349
მიხედვით, საქართველო 22 ქალით პარლამენტში350, 193 ქვეყანას შორის 139-ე ადგილს იკავებს.351
სახალხო დამცველის აპარატი ყოველწლიურად აკვირდება აღმასრულებელი ხელისუფლების
გენდერულ განაწილებას. სურათი გენდერულ ჭრილში შემდეგნაირად გამოიყურება:352
353
ამასთან, საქართველოს მთავრობაში 11 მინისტრიდან მხოლოდ სამია ქალი. რაც შეეხება
გენდერის
საკითხებში
დანიშნულ
მრჩეველს,
11-დან
მხოლოდ
5
სამინისტროშია
ამ
მიმართულებაზე გამოყოფილი პასუხისმგებელი კურატორი.354
349
ქალთა მონაწილეობა ეროვნულ პარლამენტებში. ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <
https://bit.ly/2gWccEF > [ბოლოს ნანახია 21.03.2019]
350
ქალები
საქართველოს
პარლამენტში.
ინფორმაცია
ხელმისაწვდომია
ვებგვერდზე:
<
https://bit.ly/2UKbHfh > [ბოლოს ნანახია 21.03.2019].
351 2017 წელს, გენდერული უთანასწორობის გლობალური ინდექსის მიხედვით, საქართველო ქალთა
პოლიტიკური მონაწილეობისა და პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის მაჩვენებლით 144 ქვეყანას
შორის 114-ე ადგილს იკავებდა.
352 2018 წელს მთავრობის გადაწყვეტილებით გაუქმდა 3 სამინისტრო და პროფესიული საჯარო
მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიული ჩამონათვალის წესი განისაზღვრა.
ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://bit.ly/2HsHfDJ > [ბოლოს ნანახია 21.03.2019]
353 ასეთი მკვეთრი სხვაობა დასაქმებულ პირთა პროცენტულ განაწილებაში იმითაც არის განპირობებული,
რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში დასაქმებული პირების დიდი უმრავლესობა კაცია, კერძოდ, შინაგან
საქმეთა სამინისტროში დასაქმებულთა 17 738 კაცია, ხოლო 4 343 ქალი. საჯარო სამსახურის ბიუროს
წერილი № გ1006; 01.02.2019.
354 გედერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე
უწყებათაშორისო კომისიის ინსტიტუციური განვითარების სამოქმედო გეგმის მიხედვით, 2019 წლის
სექტემბრამდე პასუხისმგებელ უწყებებში შეიქმნება გენდერული თანასწორობის საკითხებში მრჩევლის
პოზიცია, ან უკვე არსებულ პოზიციაზე შეითავსებენ საქმიანობას გენდერული თანასწორობის
161
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
საქართველოს
სახალხო
დამცველმა
არაერთხელ
გაამახვილა
ყურადღება
გენდერული
კვოტირების, როგორც თანაბარი პოლიტიკური მონაწილეობისათვის აუცილებელი მექანიზმის
მნიშვნელობაზე, იმის გათვალისწინებით, რომ არსებული სტერეოტიპული მიდგომები,
უხილავი სოციალური, კულტურული თუ ინდივიდუალური ბარიერები, ქალების პოლიტიკურ
მონაწილეობას მნიშვნელოვნად აფერხებს. მრავალი
მცდელობის მიუხედავად355, 2018 წელს
საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში გენდერულ კვოტებთან დაკავშირებულ
ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა356.
ქვეყანაში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის შესაფასებლად ასევე მნიშვნელოვანი იყო 2018
წლის საპრეზიდენტო არჩევნების ორივე ტურის მიმდინარეობაზე დაკვირვება.357 სამწუხაროდ,
საარჩევნო პროცესი გაჯერებული იყო სიძულვილის ენით და არ იყო გენდერულად
დაბალანსებული. კერძოდ, იმის მიუხედავად, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საპრეზიდენტო
კანდიდატი ქალი იყო, სამომავლო ხედვასა და პრობლემის გადაჭრის შესაძლო გზებთან
დაკავშირებით, ძირითადად კაცი პოლიტიკოსები საუბრობდნენ, საარჩევნო პროგრამები კი
დაცლილი იყო ქალთა საკითხებისაგან358.
გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის და ქალთა თანაბარი მონაწილეობის მიღწევის
პროცესში განსაკუთრებული როლი აკისრია თვითმმართველ ორგანოებში ინსტიტუციური
მექანიზმების არსებობას და გაძლიერებას. სამწუხაროდ, კვლავ პრობლემას წარმოადგენს
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულთა გენდერული განაწილება.
კერძოდ, თვითმმართველი ქალაქების მერიებში დასაქმებულთა მხოლოდ 42%-ია ქალი, მათგან
ხელმძღვანელ პოზიციას 31% იკავებს. განსაკუთრებით საგანგაშოა გენდერული განაწილება
საკრებულოს არჩეულ წევრებს შორის: სახალხო დამცველის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის
თანახმად359, საკრებულოს არჩეულ წევრთა 14% ქალია, ხოლო 86% კაცი, რაც ქალთა
მონაწილეობის კრიტიკულად დაბალი მაჩვენებელია.
2018 წელს მუნიციპალიტეტებში გენდერის მრჩევლების დანიშვნის, გენდერული საბჭოების
ფორმირებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავების პროცესი აქტიურად მიმდინარეობდა.360
მიმართულებით (მიზანი 2: ადამიანური რესურსების განვითარება გენდერული თანასწორობის მიზნების
მისაღწევად).
355 საქართველოს პარლამენტში გენდერული კვოტირების შესახებ ინიციატივა პირველად 2003 წელს,
მეორედ 2008 წელს, ხოლო მესამედ 2017 წელს შევიდა კანონპროექტის სახით, რომელსაც 37 000
ამომრჩეველი აწერდა ხელს.
356ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://bit.ly/2X0Nhjc > [ბოლოს ნანახია 21.03.2019].
357 საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართა 2018 წლის 28 ოქტომბერს, ხოლო მეორე ტური 28 ნოემბერს.
358 დეტალურად განხილულია თანასწორობის შესახებ ქვეთავში.
359 სტატისტიკა დათვლილია სახალხო დამცველის აპარატის მიერ 2019 წლის იანვარ-თებერვალში
გამოთხოვილი და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე.
360 დღესდღეობით საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში დანიშნულია მრჩეველი, ან პასუხისმგებელი
პირი გენდერის საკითხებში, ასევე შექმნილია გენდერის საბჭოები. სამოქმედო გეგმა შემუშავებული აქვს
162
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
მიუხედავად ამისა, საქართველოს სახალხო დამცველის საინფორმაციო და სამუშაო შეხვედრები
სხვადასხვა რეგიონში, ცხადყოფს, რომ კვლავ გამოწვევად რჩევა გენდერის მრჩევლების და
საბჭოს წევრების შესაბამისი ცოდნით აღჭურვა და ქალთა ჩართულობა გადაწყვეტილების
მიღების პროცესში. ამასთან, პოლიტიკა ქალების საჭიროებების კვლევის გარეშე იგეგმება და
შედეგად, ხშირ შემთხვევაში, სცდება იმ საჭიროებებს, რაც ადგილობრივ მოსახლეობას გააჩნია.
ეს განსაკუთრებით ეხება მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობას პოლიტიკის დაგეგმვისა და
განხორციელების ყველა ეტაპზე.
9.2. ქალთა ეკონომიკური აქტივობა და შრომითი უფლებები
2018 წელს, ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და შრომითი უფლებების გაუმჯობესების
თვალსაზრისით, მდგომარეობა არსებითად არ გაუმჯობესებულა. ეკონომიკური პროცესების
გენდერულად დაბალანსებისა და რესურსებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის კუთხით,
მნიშვნელოვანია გენდერული ბიუჯეტირების მეთოდოლოგიის შემუშავება და დანერგვა, რაც ამ
დრომდე არ განხორციელებულა.
2018 წლის „გენდერული უთანასწორობის გლობალური ინდექსის“ მიხედვით361, ევროპასა და
ცენტრალურ აზიაში ქალთა ეკონომიკური მონაწილეობისა და შესაძლებლობების მაჩვენებლით,
საქართველო 149 ქვეყანას შორის 85-ე ადგილზეა.
ამავე
მონაცემების
თანახმად,
თანაბარი
შრომის
თანაბარი
ანაზღაურების
მიხედვით,
საქართველომ 45-ე ადგილიდან 69-ზე გადაინაცვლა. რაც შეეხება აუნაზღაურებელ საოჯახო
საქმეში მონაწილეობას, ქალთა წვლილი ამ მიმართულებით, თითქმის ორჯერ დიდია (ქალი 33.3; კაცი - 14.7). ასევე განსხვავებულია სქესთა შორის შემოსავლის საშუალო მაჩვენებლის
თანაფარდობა, კაცის სავარაუდო წლიური შემოსავალი საშუალოდ ორჯერ აღემატება ქალისას362.
თავს იჩენს გენდერული უთანასწორობა სასოფლო-სამეურნეო მიწის ფლობისას - კაცები 2-ჯერ
უფრო ხშირად არიან დოკუმენტირებული მფლობელები, ვიდრე ქალები. ასევე, ქალები ვერ
სარგებლობენ საკუთარი აქტივების გაყიდვის ან ანდერძით გადაცემის უფლებით, რადგან მათი
გავლენა შეზღუდულია ოჯახში გადაწყვეტილების მიღებისას363.
შრომით
ურთიერთობებში
კომპონენტია
სექსუალური
გენდერული
თანასწორობის
დამკვიდრების
შევიწროების
პრევენცია
მასზე
და
მნიშვნელოვანი
ეფექტიანი
რეაგირება.
23 მუნიციპალიტეტს, ხოლო 39 მუნიციპალიტეტში ამ დრომდე არ აქვს, ან შექმნის პროცესშია. დეტალური
ინფორმაცია თვითმმართველ ორგანოებში დანიშნული გენდერის მრჩევლების, გენდერის საბჭოებისა და
სამოქმედო გეგმების შესახებ ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://bit.ly/2Y8uKC7 > [ბოლოს ნანახია
21.03.2019].
361 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://bit.ly/2SGVdqQ > [ბოლოს ნანახია 21.03.2019].
362 იგივე
363 პილოტური კვლევა გენდერულად დიფერენცირებული მონაცემების შეგროვებაზე აქტივების ფლობასა
და მეწარმეობაზე; ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://bit.ly/2TQmHe4 > [ბოლოს ნანახია
21.03.2019].
163
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
მისასალმებელია, რომ საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა დისკრიმინაციის ყველა
ფორმის შესახებ კანონში ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც სექსუალური შევიწროება
დისკრიმინაციის ფორმად ჩაითვლება364.
კანონმდებლობასთან დაკავშირებული ხარვეზები და სწორი რეგულირების არარსებობა ბარიერს
ქმნის ორივე მშობლის მიერ ბავშვის მოვლის გამო შვებულებით სარგებლობის კუთხითაც.
სამწუხაროდ, 2018 წელს ამ მხრივ არსებული სიტუაცია არ შეუფასებიათ და არც კონკრეტული
აქტივობები განუსაზღვრავთ.365
მნიშვნელოვანია შრომის ბაზარზე ქალთა მონაწილეობის გაზრდა და შრომით ურთიერთობებში
გენდერული თანასწორობის დამკვიდრების ხელშეწყობა, რასაც პარალელურად თან უნდა
სდევდეს დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა.366
სახალხო დამცველის აპარატის მიერ სოფლად მცხოვრები ქალებისგან მიღებული ინფორმაციის
გაანალიზების შედეგად შეიძლება ითქვას, რომ პრობლემაა ეკონომიკურ სფეროში არსებული
ინიციატივების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხითაც. თავად მეწარმე ქალები
გამოწვევად ასახელებენ პროექტის დაგეგმვის, თანხის განკარგვის, ფინანსური რისკების სწორად
შეფასების და პროექტის განხორციელების მწირ უნარ-ჩვევებს.367
ქალთა ეკონომიკური აქტივობისა და მათი შრომითი უფლებების რეალიზების კიდევ ერთი
მნიშვნელოვანი
ასპექტია
მარტოხელა
და
მრავალშვილიანი
მშობლების
უფლებრივი
მდგომარეობა. მარტოხელა დედებისთვის ზრუნვის ტვირთის არათანაბარი განაწილება
სახელმწიფოში იმგვარ არამატერიალურ და მატერიალურ სოციალურ პროგრამებს საჭიროებს,
რომლებიც მიმართული იქნება მარტოხელა მშობლების ზრუნვის ტვირთის შემსუბუქებისაკენ368.
364
პილოტური კვლევა გენდერულად დიფერენცირებული მონაცემების შეგროვებაზე აქტივების ფლობასა
და მეწარმეობაზე; ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://bit.ly/2HuID8O > [ბოლოს ნანახია
21.03.2019].
365 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტროს წერილი; № 01/1702; 01.02.2019.
366 2018 წელს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში366 სულ დარეგისტრირდა 229 555
სამუშაოს მაძიებელი, რომელთაგან 48% ქალი იყო366. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო პროგრამაში
საგამონაკლისო წესით მონაწილეობა შეუძლიათ იმ პირებსაც, რომლებმაც ზოგადი განათლების საბაზო
საფეხური ადრეულ ასაკში ქორწინების გამო ვერ დაასრულეს.
367 პროფესიულ კოლეჯებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2018 წელს ჩარიცხულთა 42% ქალია,
რომელთა მხრიდან განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს სამკერვალო ნაწარმის, თმის სტილისტის, თექის
დამუშავების, ვებინტერფეისის დეველოპერის, მზარეულისა და პრაქტიკოსი ექთნის საგანმანათლებლო
პროგრამები. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წერილი №
MES 6 19 00144512; 08.02.2019.
368 სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციის თანახმად (წერილი № 01/53068, 19.02.2019),
საქართველოში რეგისტრირებულია მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე 3 144 ქალი და 1 კაცი. 2018
წელს რეგისტრირებული დაბადების აქტებიდან მხოლოდ დედა მითითებულია 1254 აქტში, ხოლო მამა
არცერთ დაბადების აქტში არ არის მითითებული.
164
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
სახალხო დამცველი მიესალმება მრავალშვილიანი ოჯახის სტატუსის განსაზღვრას,369 თუმცა, ამ
დრომდე არ განსაზღვრულა მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დადგენის/გაუქმების და
შესაბამის პირთა შესახებ მონაცემების წარმოების წესი და სტატუსის დამდგენი ორგანო370.
შესაბამისად, დაწესებული სოციალური დაცვის უზრუნველყოფის პირობები ვერ ფარავს
მრავალშვილიან ქალთა საჭიროებებს, რადგან კვლავ ბუნდოვანია არსებულ შეღავათებზე
ხელმისაწვდომობის საკითხი, განსაკუთრებით, მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის
გასაუმჯობესებლად.
9.3. ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება
ქალთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიმღებ დონეზე უსაფრთხოების სექტორსა და
სამშვიდობო მოლაპარაკებებში კვლავ საგრძნობლად დაბალია. მისასალმებელია, რომ 2018 წელს
„ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების
განხორციელების 2018-2020 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმა დამტკიცდა.371
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად,
პასუხისმგებელმა უწყებებმა დაიწყეს 2018 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმით ნაკისრი
ვალდებულებების
შესრულება,
რაც
გულისხმობს
საინფორმაციო
და
საკონსულტაციო
შეხვედრების ჩატარებას დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობასთან,
დონორ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან;372 გადამზადებას „ქალები, მშვიდობა და
უსაფრთხოების“
თუმცა
იმ
შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებთან დაკავშირებით,373
აქტივობების
განხორციელება,
რომლებიც
მიმართულია
კონფლიქტით
დაზარალებულ ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისკენ, ამ დრომდე არ დაწყებულა.
მიუხედავად
შეხვედრები
374
იმისა,
რომ
გამყოფ
2018
ხაზთან
წელს
უწყებების
მცხოვრებ,
მხრიდან
გაიმართა
საკონსულტაციო
კონფლიქტის
შედეგად
დაზარალებულ
მოსახლეობასთან, სახალხო დამცველის აპარატის მიერ გამართული შეხვედრებიდან მიღებული
ინფორმაციის ანალიზი ცხადყოფს, რომ დაბალია ცნობიერება
369
ქალებსა და გოგოებზე
საქართველოს მთავრობის დადგენილება №517 მრავალშვილიანი მშობლის სოციალური დაცვის
უზრუნველყოფის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე, ინფორმაცია ხელმისაწვდომია
ვებგვერდზე: < https://bit.ly/2Y1dNtv > [ბოლოს ნანახია 21.03.2019].
370 სერვისების განვითარების სააგენტოს წერილი № 01/53068, 19.02.2019.
371„ქალებზე,
მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების
განხორციელების 2018-2020 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე;
ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://bit.ly/2WcRlvL > [ბოლოს ნანახია 21.03.2019].
372 შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის
აპარატის წერილი № 248; 06/02/2019.
373 იურიდიული დახმარების სამსახურის წერილი LA 3 19 00002668; 31/01/2019.
374 შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის
აპარატის წერილი № 248; 06/02/2019.
165
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
ძალადობის, მათ შორის, სექსუალური და გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის და
უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების თაობაზე.375
მნიშვნელოვან საკითხად რჩება ეროვნული სამოქმედო გეგმის ლოკალიზაციის პროცესის
გააქტიურება, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მუნიციპალიტეტებში აღნიშნული გეგმით
ნაკისრი ვალდებულებების უფრო მეტად გათავისება და გადაწყვეტილების მიღებაში
ადგილობრივი თემების, მათ შორის, დევნილი და კონფლიქტით დაზარალებული ქალების
აქტიური მონაწილეობა.
საქართველოს
თავდაცვის
სამინისტროს
სამოქალაქო
ოფისში
დასაქმებულებს
შორის
გენდერული ბალანსი კვლავ 50%–ია. 2018 წელს ქალთა წარმომადგენლობამ ხელმძღვანელ
პოზიციებზე 7% -ით იკლო და 23%-ს შეადგენს.376
პრობლემად რჩება კონფლიქტით დაზარალებულ ქალთა ეკონომიკური გაძლიერება. გამოწვევას
წარმოადგენს ხარისხიანი და საჭიროებებზე მორგებული ჯანდაცვის სერვისების, მათ შორის,
რეპროდუქციული
ჯანმრთელობის
სერვისების
მიღება
დევნილი,
იძულებით
გადაადგილებული და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლად მცხოვრები ქალებისა და
გოგოებისთვის.377
9.4. ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები
სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების კუთხით ქვეყანაში
არსებული
მდგომარეობის
შეფასება
მნიშვნელოვანია
გენდერული
თანასწორობის
თვალსაზრისით არსებული მდგომარეობის გასაანალიზებლად.
375
საინფორმაციო შეხვედრა სამეგრელოს რეგიონში, განმუხური 31/05/2018; შიდა ქართლის რეგიონში,
ზემო ნიქოზი 8/05/2018.
376 თავდაცვის სამინისტროს წერილი MOD 8 19 00133953, 08/02/2019.
377საინფორმაციო შეხვედრა სამეგრელოს რეგიონში, ხურჩა 30/05/2018; შიდა ქართლის რეგიონში, ერგნეთი
08/05/2018.
166
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
2018 წელს სახალხო დამცველის აპარატმა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს
ოფისის მხარდაჭერით სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების
ეროვნული შეფასება ჩაატარა. ამ შეფასების ფარგლებში გამოიკითხნენ როგორც სერვისების
მიმღებები, ისე, სერვისების გამცემი დაწესებულებები, საკითხზე მომუშავე არასამთავრობო
ორგანიზაციები
და
გადაწყვეტილებების
მიმღები
პირები.
კვლევამ
მოიცვა
დედათა
ჯანმრთელობის, ოჯახის დაგეგმვის თანამედროვე მეთოდების და მათ შესახებ ინფორმაციის
ხელმისაწვდომობისა
და
ადამიანის
სექსუალობის
შესახებ
კომპლექსური
განათლების
საკითხები. მონიტორინგმა გამოავლინა რიგი პრობლემური საკითხები და ბარიერები,
რომელთაც ქალთა სხვადასხვა ჯგუფები სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით აწყდებიან.
მისასალმებელია წინსვლა დედათა ჯანმრთელობის კუთხით, კერძოდ, უფასო ანტენატალური
ვიზიტების რაოდენობის ოთხიდან რვამდე გაზრდა.378 თუმცა პრობლემურ საკითხად რჩება
სისტემური მიდგომის არარსებობა მშობიარობის შემდგომი ზრუნვის მიმართულებით, მათ
შორის, ოჯახის დაგეგმვის ინტეგრაციით ამ სერვისში.
სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების ფარგლებში სახელმწიფოს
პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიზანია დედათა სიკვდილიანობის შემცირება. დედათა
სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2018 წელს წინასწარი მონაცემებით არის
23.5/100 000
379
ცოცხალშობილზე.
მონიტორინგის შედეგად ასევე გამოვლინდა პრობლემები ჯანდაცვის სერვისის მიმწოდებლების
მხრიდან
კონფიდენციალობის
დაცვისა
და
ინფორმირებული
თანხმობის
მოპოვების
მიმართულებით. გამოწვევას წარმოადგენს სერვისის გამცემი ჯანდაცვის დაწესებულებების
ადაპტირება შეზღუდვის მქონე ქალებისთვის. სერვისის მიღებისას ბარიერებს აწყდებიან
ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალებიც, რომლებსაც სერვისის მიღება არც
მშობლიურ ენაზე შეუძლიათ, და ამავე დროს არც სახელმწიფო ენას ფლობენ.
კვლევამ აჩვენა, რომ ოჯახის დაგეგმვის სერვისები სრულად არ არის ინტეგრირებული
პირველადი ჯანდაცვის საფეხურზე. შესაბამისად, არ არსებობს სრულყოფილი და სისტემური
მიდგომა ოჯახის დაგეგმვის შესახებ ინფორმაციის, განათლებისა და სერვისის მიწოდების
კუთხით, რაც მასზე ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვან ბარიერებს უქმნის; ამასთან, სოფლებსა
და მაღალმთიან რეგიონებში კლინიკებისა და ქალთა საკონსულტაციო ცენტრების არსებობა
შეზღუდულია. სერვისის მისაღებად ქალებს ახლომდებარე დაბაში ან ქალაქში ჩასვლა უწევთ.
378
აღნიშნული ასევე იყო სახალხო დამცველის აპარატის რეკომენდაცია. ინფორმაცია ხელმისაწვდომია
ვებგვერდზე: < https://bit.ly/2W8Uuwv >[ბოლოს ნანახია 21.03.2019].
379აღსანიშნავია, რომ მაჩვენებელი შესაძლოა შეიცვალოს, რადგან მიმდინარეობს დედათა სიკვდილის
თითოეული შემთხვევის შესწავლა როგორც სამედიცინო ჩანაწერების, ისე ვერბალური აუტოფსიის
დონეზე. საჯარო სამართლის იურიდიული პირის. ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა
კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 2019 წლის 28 თებერვლის
წერილი № 06/727. 2017 წელს ეს მონაცემი იყო 13.1/100000.
167
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
სერვისების არარსებობის პრობლემა გულისხმობს ადეკვატური ტექნიკისა
და საჭირო
აღჭურვილობის ლიმიტირებულ რესურსებსაც.
განსაკუთრებულ აღნიშვნას საჭიროებს ის პრობლემები, რომლებსაც არასრულწლოვანი გოგოები
ოჯახის დაგეგმვისას და არაქირურგიული გზით ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის სერვისის
მიღებისას აწყდებიან. მონიტორინგით დადგინდა, რომ სამედიცინო მომსახურების გამწევი,
ხშირად არასრულწლოვნის ნების საწინააღმდეგოდ, არათუ ატყობინებს მშობელს აღნიშნული
სერვისის გაწევის თაობაზე, არამედ მისგან წინასწარ ითხოვს ინფორმირებულ თანხმობასაც.
მსგავსი პრაქტიკა მნიშვნელოვნად აზიანებს მოზარდი გოგოების ჯანმრთელობის დაცვის
უფლებას,
რადგან,
ფაქტობრივად,
რეპროდუქციული
ჯანმრთელობის
სერვისებზე
ხელმისაწვდომობას უზღუდავს. აღნიშნული პრაქტიკა ასევე ახალისებს არასრულწლოვნების
მიერ არალეგალური გზების ძიებას სამედიცინო სერვისების მისაღებად, რაც მათ სიცოცხლესა
და ჯანმრთელობას რისკის ქვეშ აყენებს380.
დადებითად უნდა შეფასდეს ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის (ხელოვნური აბორტი)
რეგისტრირებული რაოდენობის კლებითი დინამიკა. კერძოდ, წინასწარი მონაცემებით, 2018
წელს საქართველოში 23 295 აბორტი გაკეთდა, მაშინ, როდესაც 2017 წელს ამ ციფრმა 24 308
შეადგინა.381
მიუხედავად ამ ტენდენციისა, უსაფრთხო აბორტის ხელმისაწვდომობა კვლავ პრობლემად
რჩება. მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ რიგ შემთხვევებში, სერვისის გამცემი
პროფესიონალები
ცდილობენ
ქალებს,
რომლებიც
აბორტის
სერვისს
საჭიროებენ,
გადააფიქრებინონ აბორტის გაკეთება და ამისთვის, ზოგ შემთხვევაში, ისეთ არაეთიკურ გზებსაც
მიმართავენ, როგორიც არის, სერვისის მიმღებისთვის განზრახ, არასწორი ინფორმაციის
მიწოდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
პრობლემაა ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მკურნალობის განსაზღვრის ეტაპზე ქალთა
სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის გათვალისწინება.382
380
საქართველოს კანონი პაციენტის უფლებების შესახებ ითვალისწინებს 14-დან 18 წლამდე
არასრულწლოვნის კონფიდენციალობის დაცვას, როდესაც იგი მიმართავს სამედიცინო დაწესებულებას
კონტრაცეფციის არაქირურგიული გზების შესახებ კონსულტაციის მისაღებად. პაციენტის უფლებების
შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, მშობელს აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია არ უნდა
მიეწოდოს, თუ არასრულწლოვანი ამის წინააღმდეგია და იგი სწორად აფასებს თავის მდგომარეობას.
ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://bit.ly/2W2MU6C > [ბოლოს ნანახია 21.03.2019].
381 დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 2019 წლის 6 თებერვლის წერილი № 06/443. ეს ციფრი
სპონტანური აბორტისა და სამედიცინო აბორტების ჯამია და არის წინასწარი მონაცემი, რომელიც
დაზუსტდება მულტიინდიკატორული კლასტერული კვლევის შედეგად.
382 აღნიშნულთან დაკავშირებით, 2018 წლის 8 მაისს სახალხო დამცველის აპარატმა რეკომენდაციით
მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის და ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს (08/6621).
168
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ მოზარდი გოგოები არასაკმარის ინფორმაციას
ფლობენ კონტრაცეფციის თანამედროვე მეთოდების შესახებ. უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანის
სექსუალობის შესახებ კომპლექსური განათლების არარსებობის შედეგები არაპროპორციულად
და ნეგატიურად აისახება გოგონათა უფლებრივ მდგომარეობაზე. კერძოდ, მოზარდებს სკოლაში
არ მიეწოდებათ ინფორმაცია არასასურველი ორსულობის თავიდან არიდების მტკიცებულებაზე
დაფუძნებულ გზებსა და უსაფრთხო სექსუალურ კავშირთან დაკავშირებით. ეს კიდევ უფრო
აღრმავებს ქალის სექსუალობასთან დაკავშირებულ ტაბუს, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული
გენდერულ უთანასწორობასთან.
9.5. ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი)
ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) ადამიანის უფლებათა დარღვევის სერიოზული ფორმაა,
რომლის მსხვერპლიც ხშირად ქალები და ბავშვები ხდებიან. ამასთან, სახალხო დამცველის მიერ
შესწავლილ საქმეთა ანალიზი ცხადყოფს, რომ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები და
ტრანსგენდერი
ადამიანები
ტრეფიკინგის
და
სექსუალური
ექსპლოატაციის
წინაშე
განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფია.
2018
წლის
განმავლობაში,
ტრეფიკინგის
21
სავარაუდო
ფაქტზე
დაიწყო
გამოძიება.
დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა 6 ქალს, ხოლო მსხვერპლის სტატუსი 2 ქალს. ადამიანით
383
ვაჭრობის/ტრეფიკინგის მსხვერპლთა მომსახურების სერვისებში ჩართულ პირთა მაჩვენებელი
ასე გამოიყურება:384
383
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 13 თებერვლის წერილი №2309. მათ შორის 18 სავარაუდო
ფაქტი ჩადენილია საქართველოში, ხოლო 3 სავარაუდო ფაქტი - თურქეთში, უკრაინასა და ამერიკაში:
სრულწლოვნის მიმართ განხორციელებული სექსუალური ექსპლოატაციის 10 სავარაუდო ფაქტიდან 9
ჩადენილია საქართველოში (6 სავარაუდოდ ჩადენილია აჭარაში, 1 თბილისში და 1 ქვემო ქართლში),
ხოლო 1 თურქეთში. სრულწლოვნის მიმართ განხორციელებული შრომითი და სექსუალური
ექსპლოატაციის 2 სავარაუდო ფაქტიდან 1 ჩადენილია საქართველოში (თბილისში), ხოლო მეორე ამერიკაში. სრულწლოვნის მიმართ შრომითი ექსპოუატაციის 2 სავარაუდო ფაქტი ჩადენილია
საქართველოსა (აჭარაში) და უკრაინაში. არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი იძულებითი შრომის
(იძულებითი მათხოვრობის) 5 სავარაუდო ფაქტი ჩადენილია საქართველოში (3 სავარაუდოდ ჩადენილია
აჭარაში, ხოლო 2 თბილისში); ბავშვის ყიდვა/გაყიდვის 2 სავარაუდო ფაქტი ჩადენილია საქართველოში
(ქუთაისსა და თბილისში).
384 ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების
სახელმწიფო ფონდის 2019 წლის 29 წლის წერილი № 07/131.
169
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
სახალხო დამცველის აპარატმა მონიტორინგი ჩაატარა თბილისის და ბათუმის ტრეფიკინგის
მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებაში. მონიტორინგის შედეგად აღმოჩნდა, რომ
თავშესაფრები,
ძირითადად
ოჯახში
ძალადობის
მორგებულნი,
თარჯიმნით
უზრუნველყოფისა
და
მსხვერპლთა
საჭიროებებზე
ფსიქოსოციალურ
არიან
სარეაბილიტაციო
პროგრამებთან დაკავშირებული სერვისების გაცემა კი, ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის, კვლავ
გამოწვევად რჩება. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურება თბილისსა
და ბათუმში საჭიროებს დახვეწას და ბენეფიციარებისთვის საჭიროებებზე მორგებული
სერვისების შეთავაზებას.385
მნიშვნელოვანია სახელმწიფომ იზრუნოს სამართალდამცავ უწყებათა წარმომადგენლების და
მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზე და გაააქტიუროს მუშაობა შესაძლო დანაშაულის
გამოვლენისა და შემდგომში ეფექტიანი რეაგირების მიმართულებით. ამასთან, პრევენციული
ღონისძიებების დაგეგმვისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს ტურისტულ და
საზღვრისპირა რეგიონებზე, სადაც ტრეფიკინგის დანაშაულის რისკი განსაკუთრებით მაღალია.
9.6. ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით მიმდინარე წელს
მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, კანონმდებლობაში შევიდა ცვლილებები და გამკაცრდა
სასჯელი ოჯახში ძალადობის ჩადენისთვის,386 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში,
სახალხო დამცველის რეკომენდაციის საპასუხოდ, შეიქმნა მოწმისა და დაზარალებულის
385
ოჯახში ძალადობისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებების (თავშესაფრის)
მონიტორინგის ანგარიში; ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://bit.ly/2TUnbzF > [ბოლოს
ნანახია 21.03.2019].
386შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით მიღებული ახალი კანონით, ოჯახში ძალადობის ჩამდენი
პირებისთვის სასჯელი გამკაცრდა. ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://bit.ly/2Joz5xK
>[ბოლოს ნანახია 21.03.2019].
170
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
კოორდინატორის
ინსტიტუტი387,
პრაქტიკაში
დაინერგა
ძალადობის
რისკის
შეფასების
ინსტრუმენტი, რაც უმნიშვნელოვანესი გარანტიაა მსხვერპლის უსაფრთხოების დაცვისა და
განმეორებითი ძალადობის პრევენციისთვის.388 ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მუშავდება და
პერიოდულად ქვეყნდება ქალის მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევების სტატისტიკა.
თუმცა
პრობლემად
რჩება
ქალის
მიმართ
და
ოჯახში
ძალადობის
პრობლემისადმი
ყოვლისმომცველი მიდგომა და სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინირებული მუშაობა.
სახალხო დამცველის არაერთი რეკომენდაციის მიუხედავად, არ არსებობს ქალთა მიმართ
ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე სტატისტიკის შეგროვების და დამუშავების
ერთიანი მეთოდოლოგიური სტანდარტი. სამწუხაროდ, კვლავ დგას ოჯახში ძალადობის
შემთხვევათა შესწავლის პროცესში სოციალური მუშაკების ეფექტიანად ჩართვის პრობლემა,
სოციალური მუშაკების რაოდენობრივი სიმცირის და სამუშაოს მოცულობის გამო ვერ ხერხდება
მათზე კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების ჯეროვანი შესრულება389, მსხვერპლთა
სათანადო მხარდაჭერა და მათი ინტერესების დაცვა.
საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი საქმეების მიხედვით, ოჯახში ძალადობა
განსაკუთრებით მძიმედ აისახება დაბალი შემოსავლის მქონე ან შემოსავლის არმქონე ქალებზე,
განათლების არმქონე ქალებზე, მარტოხელა ქალებზე, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ
ქალებზე, ხანდაზმულ პირებსა და ქალებზე, რომელთა პარტნიორები/ყოფილი პარტნიორები
სამართალდამცავ უწყებებში ან/და შეიარაღებულ ძალებში მუშაობენ/მსახურობენ. აღსანიშნავია,
რომ საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შესწავლილ საქმეებში ტენდენციად იკვეთება
მოძალადის მხრიდან მსხვერპლის დასჯის მიზნით ბავშვით მანიპულირების შემთხვევები, რაც
მსხვერპლის მდგომარეობას განსაკუთრებით ამძიმებს.
პრობლემურია მოძალადისთვის ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე
ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლაც.390 პრობლემას წარმოადგენს, ერთი
387
შინაგან საქმეთა სამინისტროში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური ამოქმედდა;
ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://bit.ly/2HuOhrk > [ბოლოს ნანახია 21.03.2019].
388 2018 წლის პირველ სექტემბერს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის რისკების შეფასების
ინსტრუმენტი და შემაკავებელი ორდერის მონიტორინგის მექანიზმი ამოქმედდა; ინფორმაცია
ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://bit.ly/2TPJ5F5 >[ბოლოს ნანახია 21.03.2019].
389 საქართველოს სახალხო დამცველის გენდერის დეპარტამენტმა მიმდინარე საანგარიშო წელს ქალთა
მიმართ და ოჯახში ძალადობის თემაზე რეგიონში მომუშავე სოციალურ მუშაკებთან საინფორმაციო
ხასიათის შეხვედრები ჩაატარა. სოციალურმა მუშაკებმა აღნიშნეს, რომ დაკისრებული მოვალეობების
ჯეროვან შესრულებას მათი არასათანადო შრომის პირობები უშლის ხელს. სოციალურმა მუშაკებმა
გამოწვევად დაასახელეს გადატვირთული სამუშაო
პირობები, არასათანადო ანაზღაურება,
ინფრასტრუქტურისა და
ტრანსპორტირების პრობლემები, პრობლემად დასახელდა პროფესიული
განვითარების შეუძლებლობაც.
390 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის
ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 19 თებერვლის წერილი (№ 2/16371); საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2019 წლის 19 თებერვლის წერილი (№46141/01).
171
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
მხრივ,
რეაბილიტაციის
გავლის
არასავალდებულო
ხასიათი,
მეორე
მხრივ
კი,
არ
განხორციელებულა ძალადობრივი ქცევის მართვის არსებული პროგრამის შეფასება.
პრობაციონერების
რაოდენობა
ქალთა
მიმართ
ძალადობა
690
ოჯახში
ძალადობა
ძალადობრივი ქცევის
სარეაბილიტაციო
პროგრამაში ჩართულ
პრობაციონერთა
რაოდენობა
397
160
მსჯავრდებულთა
რაოდენობა
ოჯახური
დანაშაულის და
ოჯახში ძალადობის
ნიშნით
641
ძალადობრივი ქცევის
მართვის
სარეაბილიტაციო
პროგრამაში ჩართულ
მსჯავრდებულთა
რაოდენობა
117
აღსანიშნავია, რომ გასულ წლებთან შედარებით გაიზარდა ქალის მიმართ და ოჯახში
ძალადობის შემთხვევათა გამოვლენის და დამცავი ღონისძიებების გამოყენების მაჩვენებელი,
რაც, ასევე უკავშირდება შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და
გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის და გენერალური პროკურატურის
ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს მუშაობას, თუმცა პრობლემაა ძალადობის
საქმეებში გენდერული მოტივის გამოკვეთა, რაც დანაშაულის სწორი კვალიფიკაციის და
ადეკვატური სასჯელის შეფარდებისთვის არის აუცილებელი.391 გასულ წელთან შედარებით
გაზრდილია გენდერული დისკრიმინაციის მოტივის გამოკვეთის შემთხვევები,
ძალადობის საერთო რაოდენობასთან თანაფარდობით, მაჩვენებელი კვლავ დაბალია.392
391
თუმცა
ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ახალი ეროვნული კვლევის მიხედვით, რომელიც გაეროს ქალთა
ორგანიზაციამ და „საქსტატმა“ ევროკავშირის ფინანსური დახმარებით ერთობლივად გამოსცეს, ოთხიდან
ერთ ქალს საქართველოში ცხოვრების განმავლობაში გენდერული ნიშნით ძალადობა განუცდია.
ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://bit.ly/2SHp16J > [ბოლოს ნანახია 21.03.2019].
392 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2019 წლის 5 თებერვლის წერილი №13/8161. მოწოდებული
ინფორმაციის თანახმად, 2017 წელს ოჯახურ დანაშაულებზე გენდერული დისკრიმინაციის მოტივით
სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 25 პირის მიმართ, 2018 წელს - 111 პირის მიმართ. ამავე უწყების
2019 წლის 13 თებერვლის წერილის №13/10476 თანახმად, 2018 წელს ქალის მიმართ გენდერული
მოტივით დანაშაულის ჩადენა გამოიკვეთა 1 სისხლის სამართლის საქმეში.
172
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
393
აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტზე გამოიცა 205 შემაკავებელი394
და 130 დამცავი395 ორდერი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული
იფნორმაციით, 2018 წელს სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლით (ადევნება) გამოძიება
დაიწყო 126 სისხლის სამართლის საქმეზე.
იდენტიფიცირებისა და რეაგირების მაჩვენებლის გაზრდის მიუხედავად, კვლავ პრობლემად
რჩება რეგიონებიდან დაბალი მიმართვიანობა ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ
საკითხებთან დაკავშირებით.396 სახალხო დამცველის მიერ საქმეთა გაანალიზების შედეგად,
ასევე პრობლემად იკვეთება მუქარის ფაქტების იდენტიფიცირება ძალადობად, კერძოდ,
როგორც მსხვერპლები აღნიშნავენ, აქცენტი ხშირად მხოლოდ ფიზიკურ დაზიანებებზე
კეთდება.397
პრობლემურია შესწავლილი საქმეები, სადაც შემაკავებელი ორდერი მსხვერპლის წინააღმდეგ
გამოიცა.398 განსაკუთრებით აღსანიშნავია საქმეები, სადაც მსხვერპლებმა მიუთითეს, რომ
ძალადობის
დადგენის
მიზნით,
პოლიციის
393
შენობაში
მოძალადესთან
სიტყვიერად
საქართველოს გენერალური პროკურატურის 2019 წლის 13 თებერვლის წერილი №13/10346,
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის 4 თებერვლის წერილი MIA 3 19 00283366,
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის 31 იანვრის წერილი MIA 6 19 00258547
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 6 თებერვლის წერილი N პ-67-19.
394 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის 31 იანვრის წერილი MIA 6 19 00258547
395 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 6 თებერვლის წერილი № პ-67-19.
396 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის 31 იანვრის წერილი MIA 6 19 00258547
397 საქმე № 18004/18, N 47/19, № 13141/17, ასევე საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაცია შინაგან
საქმეთა სამინისტროს (№ 08/6622, 08/05/2018).
398 საქმე № 172/18, № 18028/17, აღსანიშნავია, რომ სასამართლომ ორდერი ორივე შემთხვევაში გააუქმა.
173
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
დააპირისპირეს399. ასევე პრობლემად რჩება ქალის მიმართ და ოჯახში ძალადობის საქმეებზე
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტროს
და
სოციალურ
სამსახურს
შორის
თანამშრომლობა.400
საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი საქმეები ცხადყოფს, რომ კვლავ
პრობლემურია სამართალდამცავების არამგრძნობიარე დამოკიდებულება და პოლიციის
განყოფილებებში ძალადობის მსხვერპლთა სპეციალური გამოკითხვის წესების არარსებობა401.
გარდა
ამისა,
ხშირია
შემთხვევები,
როდესაც
მსხვერპლები
შეურაცხმყოფელ და დამცინავ დამოკიდებულებაზე უთითებენ.
402
პოლიციელების
მხრიდან
სამართალდამცავი უწყების
წარმომადგენელების არამგრძნობიარე დამოკიდებულებისა და პოლიციის განყოფილებებში
არსებული ინფრასტრუქტურის გამო, რაც შეუძლებელს ხდის ძალადობის მსხვერპლთათვის
მეგობრული სერვისების შეთავაზებას, რიგ შემთხვევაში, მსხვერპლები უარს აცხადებენ
პოლიციისთვის განმეორებით მიმართვაზე. ეს კი მათ უფლებრივ მდგომარებაზე უარყოფითად
აისახება.
სახალხო დამცველმა ქალის მიმართ სექსუალური ძალადობის არაერთი საქმე შეისწავლა.
შესწავლილ საქმეებს შორის არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების და გოგოების
მიმართ ძალადობა403. ამ მხრივ პრობლემად იკვეთება სამართალდამცავი უწყებისთვის იმ
სახელმძღვანელო
პრინციპების
არქონა,
რომელიც
სექსუალური
ძალადობის
მსხვერპლთა/დაზარალებულთა გამოკითხვის წესს დაადგენდა და მორგებული იქნებოდა
სპეციფიკურად
ამგვარი
ძალადობის
მსხვერპლთა/დაზარალებულთა
მდგომარეობაზე404.
ამასთან, პრობლემურია სექსუალური დანაშაულის კუთხით არსებული კანონმდებლობა,
რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში ითხოვს ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევის დადასტურებას.
399
საქმე № 16170/18, N 17589/18, მომართვა ორივე შემთხვევაში ქვემო ქართლის რეგიონიდან
განხორციელდა.
400 გენდერის დეპარტამენტის მიერ სოციალურ მუშაკებთან გამართულ შეხვედრებზე, აღინიშნა, რომ
პოლიციის თანამშრომელებს ნაკლებად აქვთ ინფორმაცია სოციალური მუშაკების ფუნქციების შესახებ და
პოლიცია მხოლოდ ფორმალურ როლს ხედავს მათში.
401 მსხვერპლები ხშირად უთითებენ, რომ ერთსა და იმავე საკითხზე რამდენჯერმე უწევთ ახსნაგანმარტების მიცემა და შესაბამისად, ხანგრძლივი დროის განმავლობაში ყოფნა პოლიციის
განყოფილებაში, ამასთან, ინფრასტრუქტურის გამო, პოლიციის შენობაში ხშირად არ არის დაცული
კონფიდენციალობა.
402საქართველოს სახალხო დამცველის მიერ, განმცხადებლებთან შეთანხმებით ხორციელდება შსს-ს
გენერალური ინსპექციისთვის დარღვევის ფაქტების შესახებ შეტყობინება, თუმცა უმეტეს შემთხვევებში,
დისციპლინური გადაცდომის ფაქტი ვერ დასტურდება. სამწუხაროდ, რიგ საქმეებში თავად
განმცხადებლები არ თანამშრომლობენ გენერალურ ინსპექციასთან, რადგან არ აქვთ იმედი, რომ საქმეზე
შედეგი დადგება, რიგ საქმეებში რთულია მტკიცებულების მოპოვება.
403 საქმე № 16265/18; 15097/18; 9191/18
404 საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (№
08/15654, 24/12/2018).
174
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
ამგვარი მიდგომით, რა თქმა უნდა, რთული ხდება ქალის მიმართ სექსუალური ძალადობის
რიგი შემთხვევების გამოვლენა და ხელი ეშლება მათ ეფექტიან დაცვას.405
ქალის გენიტალიების დასახიჩრება, რომელიც ქალის უფლებადარღვევის უკიდურესი ფორმაა
და ძირითადად ქალზე და მის სხეულზე კონტროლის მიზნით ხორციელდება, საქართველოში
კვლავ გამოწვევად რჩება406. რიგი წინ გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად407, ქალთა
გენიტალიების დასახიჩრების პრაქტიკის გავრცელების გეოგრაფიულ განფენილობაზე
ინფორმაცია ამ დრომდე არ არსებობს,408 რაც კითხვებს აჩენს პრობლემასთან ბრძოლის
ეფექტიანობის თაობაზე. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ ჩატარებული
საინფორმაციო შეხვედრები აჩვენებს, რომ კრიმინალიზაციის შემდეგ, მოსახლეობა ნაკლებად
საუბრობს
პრობლემაზე,
ხოლო
სახელმწიფოს
მხრიდან
პრევენციისთვის
გატარებული
ღონისძიებები, მათ შორის, ცნობიერების ამაღლების მიმართულებით, არასაკმარისია.
ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებებში არსებული სერვისების
შეფასება
მისასალმებელია, რომ 2018 წელს ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების 5 სახელმწიფო
დაწესებულება (თავშესაფარი) და 4 კრიზისული ცენტრი ფუნქციონირებდა, რაც სერვისებზე
ხელმისაწვდომობის კუთხით მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.409
სახალხო დამცველის მიერ 2018 წელს თავშესაფრებში და კრიზისულ ცენტრებში ჩატარებული
მონიტორინგის შედეგად დგინდება, რომ თავშესაფარში ბენეფიციარებისთვის შექმნილია
კეთილსაიმედო გარემო და მათი უსაფრთხოება დაცულია, თუმცა პრობლემად
ძალადობის
მსხვერპლთა/დაზარალებულთა
405
ფსიქოსოციალური
რჩება
რეაბილიტაციის,
ორგანიზაციის „თანასწორობა ახლა’’ (Equality Now) ანგარიში „დაბრკოლებები მართლმსჯულებაში:
რატომ ვერ იცავს ევრაზიის ქვეყნების კანონმდებლობა სექსუალური ძალადობის მსხვერპლებს“
< https://bit.ly/2WaGfHk >[ბოლოს ნანახია 21.03.2019].
406 აღნიშნული საზიანო პრაქტიკა დეტალურად განხილულია საქართველოს სახალხო დამცველის 2016
წლის საპარლამენტო ანგარიშის გენდერული თანასწორობის თავში. ინფორმაცია ხელმისაწვდომია
ვებგვერდზე: < https://bit.ly/2TiDrGh > [ბოლოს ნანახია 21.03.2019].
407 დადებითად უნდა აღინიშნოს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში
ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის და გაეროს მოსახლეობის ფონდის
ერთობლივი თანამშრომლობით შემუშავებული „ქცევის ცვლილებაზე ორიენტირებული საკომუნიკაციო
სტრატეგია“ (COMBI), რომელიც მიმართულია ქალებისა და გოგოების წინააღმდეგ არსებული საზიანო
პრაქტიკის აღმოფხვრასა და პრევენციაზე.
408 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის 2019 წლის 7 თებერვლის წერილი GOV 4 19 00004716.
409 ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების
სახელმწიფო ფონდი, 2019 წლის 29 იანვრის წერილი № 07/131; მოწოდებული ინფორმაციით, ძალადობის
მსხვერპლთა თავშესაფრითა და იქ არსებული მომსახურებით ისარგებლა 415-მა პირმა, ხოლო ოჯახში
ძალადობის მსხვერპლთა კრიზისული ცენტრით - 224-მა პირმა, მათ შორის თბილისის კრიზისული
ცენტრით - 166-მა პირმა, ქუთაისის კრიზისული ცენტრით 10-მა, გორის კრიზისული ცენტრით 46-მა,
ხოლო ოზურგეთის კრიზისული ცენტრით 2-მა პირმა.
175
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
საგანმანათლებლო
და
დასაქმების
პროგრამების
შეზღუდული
რაოდენობა,
ზოგიერთ
შემთხვევაში კი - მათი არარსებობაც.
პრობლემად
რჩება
თავშესაფრის
დატოვების
შემდგომ
მსხვერპლების
საცხოვრებლით
უზრუნველყოფა და ფინანსური მხარდაჭერა, მათ შორის, კვლავ პრობლემას წარმოადგენს
სოციალურად დაუცველი ძალადობის მსხვერპლებისთვის საარსებო შემწეობის დროულად
დანიშვნა.410 ამასთან, მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფრო
მეტად გააქტიურება და სპეციალური მხარდამჭერი პროგრამების შემუშავება.411
უნდა აღინიშნოს, რომ იმ მსხვერპლებისთვის, ვისაც სხვადასხვა მიზეზით არ სურს მიმართონ
სამართალდამცავ უწყებას, ალტერნატივად რჩება ქალის მიმართ და ოჯახში ძალადობის
მსხვერპლის სტატუსის იდენტიფიცირების ჯგუფის მიერ მსხვერპლის სტატუსის მინიჭება და ამ
სტატუსის საფუძველზე ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის სერვისებით სარგებლობა.412
მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ალტერნატივის არსებობა დადებითად უნდა შეფასდეს,
გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად, მნიშვნელოვანია გადაიხედოს მსხვერპლის
სტატუსის იდენტიფიცირების ჯგუფის მუშაობის პრინციპები413.
ფემიციდი / ქალთა მკვლელობები
საქართველოს პროკურატურის მონაცემებით, 2018 წელს ქალთა მკვლელობის 22 ფაქტი
გამოვლინდა, მათგან ოჯახური დანაშაულის ნიშნით 7 ფაქტი. ხოლო ქალთა მკვლელობის
მცდელობის 18 ფაქტი, საიდანაც 11 ოჯახური დანაშაულის ნიშნით იქნა ჩადენილი. 414
410
ეს პრობლემა ასევე იქნა განხილული სახალხო დამცველის 2017 წლის საპარლამენტო ანგარიშში.
აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ზოგიერთ მუნიციპალიტეტს აქვს ძალადობის მსხვერპლებისთვის
განკუთვნილი დახმარებები, ძირითადად, ერთჯერადი ფულადი დახმარება და ბინის ქირით
უზრუნველყოფა.
412 2018 წლის განმავლობაში ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრის შესახებ ჯგუფმა 39
განაცხადი მიიღო. მათ შორის 37 ქალისა და 2 კაცისაგან. ძალადობის მსხვერპლის სტატუსი მიენიჭა 34
ქალსა და 2 კაცს; მსხვერპლის სტატუსი არ მიენიჭა 3 ქალს. რაც შეეხება ქალის მიმართ ძალადობის
მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრას, ჯგუფმა მიიღო 1 განაცხადი და ქალის მიმართ ძალადობის
მსხვერპლის სტატუსი მიენიჭა 1 ქალს. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის 2019 წლის 24 იანვრის
წერილი GOV 5 19 00002548.
413 მნიშვნელოვანია, არსებობდეს მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფის მიერ მინიჭებული სტატუსის
გაუქმების პროცედურები, რაც არსებული რეგულაციებით დარეგულირებული არ არის. ასევე
მნიშვნელოვანია, მსხვერპლის სტატუსის იდენტიფიცირების ჯგუფმა შეძლოს მიღებული განაცხადების
საფუძველზე გარკვეული სტატისტიკის წარმოება და ინფორმაციის ანალიზი, სადაც გამოკვეთილი
ტენდენციები შესაძლებელს გახდიდა მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მექანიზმების იმგვარად
დახვეწას, რომ რეალურ საჭიროებებსა და პრობლემებზე ყოფილიყო მორგებული.
414 საქართველოს მთავარი პროკურატურის 2019 წლის 31 იანვრის წერილი N 13/6816. აღსანიშნავია, რომ
ქალთა მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის შემთხვევებზე საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროდან და საქართველოს პროკურატურიდან მოწოდებული ინფორმაცია ერთმანეთს არ
ემთხვევა.
411
176
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
როგორც სტატისტიკის ანალიზი აჩვენებს, ორჯერ არის შემცირებული ოჯახში ძალადობის
შედეგად ქალის მკვლელობის მაჩვენებელი, რაც, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის
უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ქალთა
მიმართ და ოჯახში ძალადობის საქმეებზე აქტიური მუშაობის შედეგია. მიუხედავად ამისა,
გაზრდილია ოჯახური დანაშაულის ნიშნით ქალთა მკვლელობის მცდელობის მაჩვენებელი.
ამასთან, 2018 წელს გამოვლენილი მკვლელობის მცდელობის შემთხვევებიდან, 10 ფაქტი ქმრის
მიერ ცოლის მკვლელობის მცდელობას ეხება415.
სახალხო დამცველის მიერ ფემიციდის და ფემიციდის მცდელობის საქმეთა ანალიზი416 აჩვენებს,
რომ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის კუთხით წინგადადგმული ნაბიჯების
მიუხედავად, ფემიციდთან, როგორც ქალის მიმართ ძალადობის ყველაზე სასტიკ ფორმასთან,
ბრძოლის მიმართულებით კვლავ ბევრი გამოწვევა რჩება. განსაკუთრებით საყურადღებოა ისეთი
შემთხვევები, სადაც სამართალდამცავი უწყება დანაშაულის ფაქტამდე იყო ინფორმირებული
ოჯახში არსებული შესაძლო ძალადობის შესახებ, თუმცა ძალადობის უკიდურესი ფორმის
პრევენცია ვერ მოხერხდა.417
არანაკლებ ყურადსაღებია ის შემთხვევები, სადაც მსხვერპლს დასახმარებლად პოლიციისთვის
არ
მიუმართავს,
უკავშირდება.
რაც უმეტესად
აღსანიშნავია,
სამართალდამცავი უწყებისადმი ნდობის
საქმეთა
მასალების
415
ანალიზის
შედეგად,
ნაკლებობას
გამოძიებისა
და
საქმე № 674/18, N 5950/18, N 9952/18.
სახალხო დამცველმა გაანალიზა 2017 წელს მომხდარი ფემიციდის და ფემიციდის მცდელობის
საქმეები. სულ გაანალიზდა 17 სისხლის სამართლის საქმის მასალა, საიდანაც 9 საქმე ეხებოდა ფემიციდს,
ხოლო 8 შემთხვევა ფემიციდის მცდელობას. კვლევის ფარგლებში ასევე, გაანალიზდა გამოძიების
შეწყვეტის შესახებ დადგენილებები და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ
სასამართლოს განჩინებები (სულ 9 საქმეზე). უფრო დეტალურად იხ. ფემიციდის „მონიტორინგის
ანგარიში, 2017 წლის სისხლის სამართლის საქმეთა ანალიზი“. ხელმისაწვდომია ვებგვერდზე <
https://bit.ly/2TgR9K3 > [ბოლოს ნანახია 21.03.2019]
416
177
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
სასამართლო ეტაპზე გამოვლენილი ისეთი ხარვეზები, როგორიცაა კვალიფიკაციის და
გენდერული
მოტივის
გამოკვეთის
პრობლემა,
ძალადობის
წინარე
ისტორიის
გაუთვალისწინებლობა და ამ კუთხით მსჯელობის განვითარება ბრალის შესახებ
დადგენილებებსა და სასამართლოს განაჩენებში, უწყებების მიერ გენდერულად არამგრძნობიარე
ენის გამოყენება და სხვ.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ განსაკუთრებით პრობლემურია ქალის თვითმკვლელობამდე
მიყვანის შემთხვევების ფემიციდად იდენტიფიცირება. პრობლემურია როგორც ძალადობის
წინარე ისტორიის გამოკვლევა, ისე საქმეთა დროული გამოძიება. სახალხო დამცველი 2014
წლიდან შეისწავლის მ.დ.-ს, ლ.ვ.-ს, ხ.ნ-ს შესაძლო თვითმკვლელობამდე/თვითმკვლელობის
მცდელობამდე მიყვანის შემთხვევებს, კონკრეტული შედეგი ამ დრომდე უცნობია.
9.7. ადრეულ ასაკში ქორწინება
ადრეულ ასაკში ქორწინების და ნიშნობის პრაქტიკა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად
რჩება. პრობლემაა როგორც პრევენციის, ისე კონკრეტული შემთხვევების მართვის მხრივ.
მიუხედავად იმისა, რომ 18 წლამდე პირთა ქორწინების რეგისტრაცია არ ხორციელდება,
პრობლემად რჩება ფაქტობრივი თანაცხოვრების შემთხვევები. 2017 წლის მონაცემთან
შედარებით (835 არასრულწლოვანი მშობელი), შემცირებულია, თუმცა კვლავ მაღალია ბავშვის
დაბადებისას არასრულწლოვან მშობელთა რაოდენობა, კერძოდ, 2018 წელს მშობლად 715
არასრულწლოვანი დედა და 23 არასრულწლოვანი მამა დარეგისტრირდა.418
ადრეულ
ასაკში
ქორწინების/ნიშნობის
შემთხვევების
თავიდან
ასარიდებლად
უმნიშვნელოვანესია თანმდევ რისკებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება, განათლების
სისტემაში გენდერული საკითხებისა და სასიცოცხლო უნარების/კომპლექსური სექსუალური
განათლების ინტეგრირების მეშვეობით.
ამ კუთხით, მისასალმებელია გენდერული
თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე
უწყებათაშორისი კომისიის და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის
თაოსნობით ადრეულ ასაკში ქორწინების საკითხზე მომუშავე სპეციალური სამუშაო ჯგუფის
მუშაობა და ადრეული ქორწინების საზიანო პრაქტიკის შესახებ ქცევის ცვლილებაზე
ორიენტირებული საკომუნიკაციო სტრატეგიის (COMBI) შემუშავება.
სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილი საქმეების419 ანალიზი ცხადყოფს, რომ
პრობლემას
წარმოადგენს
სამართალდამცავ
უწყებებს,
სოციალურ
სამსახურსა
და
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ადრეულ ასაკში ქორწინების საქმეებთან
დაკავშირებით კოორდინირებული თანამშრომლობა. ამას ადასტურებს სოციალური სააგენტოს
418
იუსტიციის სამინისტროს 19 თებერვლის 2019 წლის წერილი (№ 01/53139).
2018 წელს საქართველოს სახალხო დამცველმა ადრეული ქორწინების და ნიშნობის 45 საქმე შეისწავლა,
აღნიშნულ თავში განხილული პრობლემური საკითხები სწორედ ამ საქმეებს ეფუძნება.
419
178
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომლის თანახმად420, 2018 წელს ადრეულ ასაკში ქორწინების
სულ 115 შემთხვევა იქნა შესწავლილი, მაშინ როდესაც ადრეულ ასაკში ქორწინების მიზეზით
სკოლა გაცილებით მეტმა პირმა მიატოვა.421
კვლავ პრობლემურია, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მხრიდან ადრეულ ასაკში
ქორწინების/ნიშნობის ფაქტების შესახებ პასუხისმგებელი უწყებებისადმი მიმართვა.422
საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი საქმეებიდან დგინდება, რომ ზოგიერთი
სკოლა მალავს ადრეული ქორწინების/ნიშნობის შემთხვევებს და სათანადოდ არ აღრიცხავს
სკოლაში გოგოების გამოუცხადებლობის ფაქტებს.423
სახალხო დამცველის მიერ შესწავლილ საქმეებში, პრობლემად იკვეთება სისხლის სამართლის
კოდექსის 140-ე მუხლის პრაქტიკაში აღსრულებაც. ამ მუხლის ამჟამად მოქმედი რედაქცია
ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას
სრულწლოვნისთვის, 16 წელს მიუღწეველ პირთან სქესობრივი კავშირის დამყარების გამო,424 რაც
პრაქტიკაში, წყვილებს შორის მცირე ასაკობრივი სხვაობისას პრობლემას ქმნის.425
ეთნიკური
უმცირესობით
დასახლებულ
რეგიონებში
კვლავ
გადაუჭრელია
გოგოების
ქორწინების მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის შემთხვევები. საქმეთა შესწავლის
შედეგად ჩანს, რომ როდესაც საქმე ეთნიკურ უმცირესობას ეხება, ამ კონკრეტულ დანაშაულთან
მიმართებით მკაცრი პოლიტიკა არ ტარდება. კონკრეტული საქმეების შესწავლისას ხშირია
უკმაყოფილება პოლიციის მიმართ, რომ ჭიანურდება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, იმ
ვარაუდით, რომ ოჯახები მორიგდებიან და საქმეზე მუშაობა მოკლე დროში დასრულდება.
მნიშვნელოვანია, რომ სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი საქმეების მიხედვით, ზოგიერთი
გოგო სკოლას სწორედ მოტაცების შიშის გამო ტოვებს.
ადრეულ ასაკში ქორწინების პრაქტიკასთან ერთად, კვლავ გამოწვევად რჩება არასრულწლოვანი
გოგონების ნიშნობა. სისხლის სამართლის კოდექსის 1501 მუხლით, რომელიც ქორწინების
იძულებას გულისხმობს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული
420
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წერილი № 04/3838, 29/01/2019.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2019 წლის 1
თებერვლის წერილი № MES 8 19 00108442.
422 სახალხო დამცველის რეკომენდაცია ზოგადი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ რეფერირების
პროცედურის დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით (№ 08/5536, 16/04/2018).
423 აღნიშნული პრობლემა ვლინდება სახალხო დამცველის მიერ სოფელ საბირქენდის საჯარო სკოლაში
ჩატარებული მონიტორინგისა და ინდივიდუალურ საქმეთა შესწავლის შედეგად.
424 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 140.
425 როდესაც ფაქტობრივ, ნებაყოფლობით თანაცხოვრებაში იმყოფებიან 16 წელს მიუღწეველი და 18 წელს
მიუღწეველი პირები, მათი ურთიერთობა არ შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, თუმცა
როდესაც პირი სრულწლოვანებას ნებაყოფლობითი თანაცხოვრების დაწყების შემდეგ აღწევს და მისი
პარტნიორი კვლავ 16 წელს მიუღწეველია, ჩნდება 18 წელს მიღწეული პირის მიმართ სისხლის სამართლის
დევნის სამართლებრივი საფუძველი.
421
179
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
ინფორმაციით, გამოძიება მოჰყვა 16 შემთხვევას, ხოლო 5 შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი
დევნა დაიწყო.426
9.8. ლგბტ+ პირთა უფლებრივი მდგომარეობა
2018 წელს ლგბტ+ პირთა უფლებრივი მდგომარეობა ქვეყანაში არსებითად არ შეცვლილა.
საზოგადოებაში კვლავ ძლიერია ჰომოფობია და ანტიგენდერული ჯგუფების გავლენა, რის
გამოც ლგბტ+ ადამიანები კვლავ განიცდიან ჩაგვრას, დისკრიმინაციას და ხშირად ხდებიან
ძალადობის მსხვერპლნი.
2018 წლის 17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, ლგბტ+
პირთა
უფლებებზე
ანტიგენდერული
მომუშავე
მოძრაობების
ორგანიზაციებს,
მიერ
აქტივისტებსა
გამართული
და
მსვლელობებისა
თემის
წევრებს,
და
შესაძლო
დაპირისპირების მიზეზით, კვლავ არ მიეცათ შესაძლებლობა, თავისუფლად აერჩიათ აქციის
ჩატარების ადგილი და ფორმატი, რაც უარყოფითად მოქმედებს ლგბტ+ პირთა უფლებრივ
მდგომარეობაზე. მიუხედავად იმისა, რომ აქტივისტებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს
წარმომადგენლებს
შორის
აქციის
ჩატარებამდე
მიმდინარეობდა
მოლაპარაკებები
უსაფრთხოების ზომების დაცვასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერ შეძლო
აქტივისტთა ნაწილის დარწმუნება იმაში, რომ მათი გამოხატვისა და მანიფესტაციის
თავისუფლება და უსაფრთხოება აქციის მსვლელობის დროს დაცული იქნებოდა.427
სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები ლგბტ+ ადამიანების დაცვის კუთხით
არასაკმარისია და ვერ პასუხობს რეალურ გამოწვევებს. სამწუხაროდ, სახელმწიფოს ამ დრომდე
არ გააჩნია ლგბტ+ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების სისტემური ხედვა.
ლგბტ+ პირთა მიმართ ძალადობა
სახალხო დამცველის მიერ 2018 წელს შესწავლილ საქმეთა ანალიზი ცხადყოფს, რომ ხშირია
ლგბტ+ პირებზე სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ძალადობის
ფაქტები.
საქმეთა ანალიზიდან იკვეთება, ლგბტ+ ძალადობის მსხვერპლები ხშირად არ მიმართავენ
პოლიციას ან მიმართავენ და მომავალში წყვეტენ გამოძიებასთან თანამშრომლობას. ამისი
მიზეზი სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლების მხრიდან ლგბტ+ პირების
მიმართ არსებული არამგრძნობიარე დამოკიდებულებაა. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ
ინფრასტრუქტურა
არ
არის
მორგებული
426
ლგბტ+
პირთა
საჭიროებებზე.
თემის
შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილი № MIA 3 19 00595342; 07/03/2019.
ორგანიზაციებისა და აქტივისტების ნაწილმა მიიღო გადაწყვეტილება, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის
წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე აღენიშნა ე.წ. პარტიზანული აქციებით, რომლებიც
იმართებოდა წინასწარ დროისა და ადგილის დაანონსების გარეშე. ინფორმაცია ხელმისაწვდომია
ვებგვერდზე: < https://bit.ly/2Tg43HW >[ბოლოს ნანახია 21.03.2019].
427
180
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
წარმომადგენლებისთვის
პრობლემურია
ღია
სივრცეში
სამართალდამცავი
უწყებების
წარმომადგენლებისთვის ინფორმაციის მიწოდება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია შინაგან
საქმეთა სამინისტრომ გადადგას ნაბიჯები ლგბტ+ პირთა გამოკითხვის მეგობრული სერვისების
დასანერგად, კერძოდ, მნიშვნელოვანია გამოკითხვის განცალკევებული ოთახების არსებობა,
მგრძნობიარე დამოკიდებულება თემის წევრთა მიმართ და სხვა.
სახალხო დამცველის მიერ შესწავლილ საქმეთა ანალიზით იკვეთება, რომ მსხვერპლები არაერთ
შემთხვევაში უთითებენ სამართალდამცავთა მხრიდან ძალადობის ფაქტებზე, კერძოდ, ხშირია
მათ მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე არასათანადო რეაგირების, და არასენსიტიური,
დამცინავი და ჰომოფობიური მოპყრობის ფაქტები428. 2018 წელს სახალხო დამცველის აპარატის
გენდერის დეპარტამენტმა 13 ასეთ შემთხვევა შეისწავლა.
საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციის თანახმად, 2018 წელს 15 პირის მიმართ
დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის
მოტივით ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე, ხოლო 12 ადამიანის მიმართ - გენდერული
იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულების ფაქტებზე.429 ამავე
უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2018 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს
თანამშრომლების მიერ ლგბტ+ თემის წარმომადგენლების მიმართ შესაძლო დანაშაულის
ჩადენის ფაქტზე, გამოძიება მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაიწყო.430
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ არსებული დაცვისა და დახმარების მექანიზმები, რაც ოჯახში
და ქალის მიმართ ძალადობის შემთხვევებში გამოიყენება, არ არის საკმარისი ოჯახში და ოჯახს
გარეთ ძალადობის მსხვერპლ ლგბტ+ პირებისთვის ადეკვატური სერვისის მისაწოდებლად.
პრობლემურია ის ფაქტიც, რომ ინტიმური პარტნიორისგან ძალადობის შემთხვევაში,
გეი/ბისექსუალ კაცებს არ აქვთ საშუალება მიიღონ ადეკვატური დაცვისა და დახმარების
სერვისები.
ასევე,
პრობლემაა
სამართალდამცავი
უწყებების
წარმომადგენლების
მიერ,
ტრანსგენდერი ქალებისთვის, პროაქტიულად დაცვისა და დახმარების (კონკრეტულად,
თავშესაფრით სარგებლობის) სერვისების შეთავაზება და ეს მხოლოდ უფლებადამცველთა
საქმეში ჩართვის შემდეგ ხდება შესაძლებელი.
ამასთან, კვლავ გამოწვევას წარმოადგენს ერთი და იმავე სქესის წყვილებს შორის ძალადობის
შემთხვევებთან დაკავშირებით სტატისტიკური ინფორმაციის აღრიცხვა. ეს იმით არის
განპირობებული, რომ კანონმდებლობა ჰეტერონორმატიული ხედვით არის შექმნილი, რასაც
ამყარებს ის ფაქტი, რომ თავად თემის შიგნით არსებული სტიგმის, შესაძლო იძულებითი
428
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა ზოგადი წინადადებით მიმართა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრსა და მთავარ პროკურორს. (№ 13/10773; 15/08/2018).
429 აღნიშნული რიცხვი 2017 წელს შეადგენდა 49-ს. ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <
https://bit.ly/2USUtgz > [ბოლოს ნანახია 21.03.2019].
430 საქართველოს პროკურატურის წერილი № 13/8280.
181
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
„ქამინგ აუთის“ და სამართალდამცავთა მიმართ უნდობლობის გამო, ლგბტ+ პირები თავს
იკავებენ ინტიმური პარტნიორის მხრიდან ძალადობის შემთხვევაში სამართალდამცავი
უწყებებისთვის მიმართვისგან.
ლგბტ+ პირთა სოციალური და ეკონომიკური უფლებები
ადამიანის
ეკონომიკური
და
სოციალური
უფლებების,
კერძოდ,
შრომის,
ჯანდაცვის,
სოციალური დაცვის და განათლების უფლებათა განუხრელი დაცვა აუცილებელია პირის
სრულფასოვანი, ღირსეული ცხოვრების მინიმალური სტანდარტის უზრუნველსაყოფად.
საზოგადოების დიდ ნაწილში არსებული ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობების გამო,
ლგბტ+ პირებისთვის პრობლემას წარმოადგენს აღნიშნული უფლებებით დაუბრკოლებლად
სარგებლობა.
კერძოდ, ლგბტ+ პირებისთვის პრობლემას წარმოადგენს განათლების ხელმისაწვდომობა
საგანმანათლებლო
სივრცეში
არსებული
არაკეთილგანწყობილი
გარემოს
გამო,
რაც
ჰომოფობიურ ბულინგში/დამოკიდებულებაში გამოვლინდება.431 პრობლემურია ლგბტ+ პირების
მდგომარეობა დასაქმების შრომის ადგილას არსებული დისკრიმინაციული გარემოს გამო.
პრობლემაა, ამ კუთხით არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად გასაწევი მუშაობისთვის
პოლიტიკური ნების არარსებობაც.432 პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ ლგბტ+ პირები არ
არიან ჩართულნი სახელმწიფო პოლიტიკის შექმნაში და ვერ ახდენენ გავლენას საკუთარი
უფლებების კუთხით დღის წესრიგის შექმნაზე.
ლგბტ+ პირებს კვლავ ექმნებათ პრობლემები სახელმწიფოს სხვადასხვა სერვისების მიღებისას,
მაგალითად, საჭიროებებზე მორგებული სამედიცინო სერვისების დაფინანსების კუთხით.
სახელმწიფოს მიერ ჩატარებული კონკრეტული კვლევების არარსებობის პირობებში, ლგბტ+
პირების ჯანდაცვის მიმართულებით არსებული საჭიროებები უცნობია და არ არსებობს
მათთვის ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობისა თუ საჭიროებების განსაზღვრის
შესახებ ინფორმაცია.433
ლგბტ+ პირთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები
431
საქმე 4937/17
ამას ცხადყოფს ის ფაქტი, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტის ადამიანის
უფლებათა დაცვისა და ინტეგრაციის 2017-2020 წლების სამოქმედო გეგმაში ასახულია 17 მაისის, როგორც
ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღდეგ საერთაშორისო დღის აღნიშვნა, კომიტეტმა გადაწყვიტა, ეს
დღე არ აღენიშნა.
433 სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ძალადობისა და დისკრიმინაციის
საკითხებში გაეროს დამოუკიდებელი ექსპერტის ანგარიში საქართველოში 25.09.2018 – 05.10.2019
რიცხვებში ჩატარებულ ვიზიტთან დაკავშირებით. ანგარიში იხილეთ შემდეგ ბმულზე: <
https://bit.ly/2UHhmTn > [ბოლოს ნანახია 21.03.2019]
432
182
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
2018 წელს, ლგბტ+ პირთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების
თვალსაზრისით, მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. სახალხო დამცველის მიერ შესწავლილ
საქმეთა ანალიზი აჩვენებს, რომ სექსუალური და რეპროდუქციული უფლებების დარღვევა, რიგ
შემთხვევებში, შესაძლოა დაკავშირებული იყოს პირის არაკონფორმულ სექსუალურ ქცევასთან,
გამოხატვასა და იდენტობასთან.
ტრანსგენდერი ადამიანებისთვის კვლავ პრობლემად რჩება პირადობის დამადასტურებელ
დოკუმენტებში სქესის შესახებ ჩანაწერის ცვლილება, რაც არსებული კანონმდებლობის და
დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როცა პირს
უკვე აქვს ჩატარებული სქესის კვლავმინიჭების პროცედურა. სტერილიზაციის მოთხოვნები
სქესის შესახებ ჩანაწერის ცვლილებისთვის ეწინააღმდეგება სხეულის, თვითგამორკვევისა და
ადამიანის ღირსების პატივისცემის პრინციპებს.434
აღნიშნულთან
დაკავშირებით,
ევროსაბჭოს
საპარლამენტო
ასამბლეა
მოუწოდებს
სახელმწიფოებს, რომ სქესის კვლავმინიჭების პროცედურები ხელმისაწვდომი იყოს
ტრანსგენდერი ადამიანებისათვის და ავალდებულებს მათ, უზრუნველყონ, რომ პროცედურები
ანაზღაურდეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სადაზღვევო სქემიდან, ხოლო ანაზღაურებასთან
დაკავშირებული ლიმიტები იყოს კანონიერი, ობიექტური და პროპორციული435.
აღნიშნული პრაქტიკის შედეგად, ტრანსგენდერი პირები სახელმწიფო სერვისის მიღმა რჩებიან.
მათ პრობლემა ექმნებათ საჯარო სივრცეში მონაწილეობის, განათლების, დასაქმებისა და
ჯანდაცვის სერვისების მიღების პროცესში, რაც უარყოფითად აისახება მათ უფლებრივ
მდგომარეობაზე.
9.9. ქალ და ლგბტ+ უფლებადამცველთა უფლებრივი მდგომარეობა
ქვეყანაში ანტიგენდერული ჯუფების გააქტიურების პირობებში, რომლებიც ხშირად ფიზიკური
ძალის დემონსტრირებით უპირისპირდებიან გენდერული თანასწორობის დღის წესრიგს და
პოლიტიკას, აუცილებელია ქალ და ლგბტ+ უფლებადამცველთა მიმართ ჩადენილი ყველა
დანაშაულის/სავარაუდო დანაშაულის ფაქტზე ეფექტიანი რეაგირება სახელმწიფო უწყებების
მხრიდან.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციის თანახმად, 2018
უფლებადამცველების მიმართ,
მათი
საქმიანობის
გამო
წელს ქალი და ლგბტ+
დანაშაულის
ჩადენის
ფაქტზე
სისხლისსამართლებრივი დევნა 2 პირის მიმართ დაიწყო.
434
სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ძალადობისა და დისკრიმინაციის
საკითხებში გაეროს დამოუკიდებელი ექსპერტის ვიზიტი საქართველოში 25.09.2018 – 05.10.2019
ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: < https://bit.ly/2UHhmTn >[ბოლოს ნანახია 21.03.2019]
435 რეზოლუცია 2048, 2015 წელი; ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://bit.ly/2E4MLGo >
[ბოლოს ნანახია 21.03.2019].
183
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
უნდა აღინიშნოს, რომ ქალი და ის ლგბტ+ უფლებადამცველები, რომლებიც თავს ლგბტ+ თემთან
აიგივებენ, ძალადობის გაზრდილი რისკის ქვეშ არიან. ამასთან, შესწავლილ საქმეთა ანალიზი
ცხადყოფს, რომ ძალადობის ძირითადი ფორმებია კიბერმუქარა და კიბერბულინგი. აღნიშნულ
დანაშაულებზე სამართალდამცავი უწყებების რეაგირება არაეფექტიანია და არ შეესაბამება
პრობლემის მასშტაბურობას.
სახალხო დამცველის აპარატი ქალ და ლგბტ+ უფლებადამცველთა მიმართ შესაძლო ძალადობის
და მუქარის რამდენიმე საქმეს შეისწავლის. ერთ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა ლგბტ+
უფლებების
აქტივისტზე
ჰომოფობიასა
და
ტრანსფობიასთან
ბრძოლის
საერთაშორისო
დღისადმი მიძღვნილ ანტიჰომოფობიურ აქციაზე როგორც ფიზიკურ, ისე კიბერთავდასხმასა და
მუქარას.436 სხვა შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა კიბერმუქარას აქტივისტის მიმართ, რომელიც
ღიად უჭერდა მხარს ცნობადი სახის მიერ ანტიჰომოფობიური მესიჯების გაჟღერებას.437
სახალხო დამცველი ასევე შეისწავლის კიბერმუქარის საქმეს ქალი უფლებადამცველის მიმართ,
მის მიერ სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების შესახებ
საგანმანათლებლო ვიდეოების ჩაწერისა და გამოქვეყნების გამო.438
წინადადება საქართველოს პარლამენტს:
•
უზრუნველყოს კვოტირების, სპეციალური დროებითი მექანიზმების დანერგვა ქალთა
პოლიტიკური მონაწილეობის გასაზრდელად.
რეკომენდაციები
საქართველოს მთავრობას:
•
გაძლიერდეს
კოორდინაცია
ადგილობრივი
თვითმმართველობის
ორგანოებთან
გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმის გამართვის მიზნით
•
•
•
ეროვნულ სამოქმედო გეგმებში აისახოს ლგბტ+ პირების უფლებების დღის წესრიგი და
ლგბტ+ უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებისა და თემის წარმომადგენლების
ჩართულობა ამ პროცესის ყველა ეტაპზე იყოს უზრუნველყოფილი
გადაიხედოს ქალის მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის
იდენტიფიცირების
ჯგუფის
საქმიანობა,
ხარვეზების
გამოსავლენად
და
აღმოსაფხვრელად
სამოქალაქო აქტებში სქესის შესახებ ჩანაწერის შეცვლის პროცედურა იმგვარად
დარეგულირდეს, რომ შეესაბამებოდეს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო
სტანდარტებს, არ იყოს ინვაზიური და არ ლახავდეს ადამიანის პირადი ცხოვრების
ხელშეუხებლობის პრინციპს.
436
საქმე № 7920/18, ნ.გ-ს საქმე.
საქმე № 12916/18, ც.ვ-ს საქმე.
438 საქმე № 2171/19 ხ.ა-ს საქმე.
437
184
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:
•
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტროს
ტერიტორიულ
ორგანოებში
უზრუნველყოფილ იქნეს თანამშრომლების გადამზადება ქალთა მიმართ ძალადობის,
ოჯახში ძალადობის და ადრეულ ასაკში ქორწინების საკითხებთან დაკავშირებით,
ამასთან, შემუშავდეს ტრენინგის შემდგომი შეფასების დოკუმენტი, რაც შესაძლებელს
გახდის გადამზადებულ თანამშრომელთა მიერ მიღწეული პროგრესის გაზომვას
•
ძალადობის მსხვერპლთა ეფექტიანი დაცვისა და დახმარების მიზნით, განისაზღვროს
გამომძიებელთა სპეციალიზაციის წესი ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში
ძალადობის საქმეებზე
•
გაიწეროს ძალადობის მსხვერპლების/დაზარალებულების, მათ შორის, სექსუალური
ძალადობის მსხვერპლების გამოკითხვის სახელმძღვანელო წესები, რათა ძალადობის
•
მსხვერპლები დაცულნი იყვნენ მეორადი ვიქტიმიზაციისგან
გაუმჯობესდეს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის სტატისტიკური
მონაცემების ანალიზი, კერძოდ, გაანალიზდეს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის
შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია ინტიმურ პარტნიორთა შორის, მათ შორის, ერთი და
იმავე
სქესის
პარტნიორებს
შორის,
ძალადობის
სპეციფიკური
მახასიათებლების
შესასწავლად.
საქართველოს გენერალურ პროკურატურას:
•
მიიღოს პრევენციული ზომები ქორწინების იძულების, თავისუფლების უკანონო
აღკვეთის და არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის შესამცირებლად/თავიდან
ასაცილებლად; კერძოდ, მნიშვნელოვანია მოსახლეობის ცნობიერების
ხელშეწყობა და მომხდარ დანაშაულთა დეტალური გაანალიზება
•
ქალთა
მიმართ
და
ოჯახში
ძალადობის
საქმეების
შემთხვევაში,
ამაღლების
მოიძიონ
და
მხედველობაში მიიღონ ძალადობის წინარე ისტორიის მასალები
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს:
•
შეიცვალოს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებით
სარგებლობისა და თანმდევი გასაცემლის მიღების წესი, ორივე მშობლის მიერ თანაბარი
სარგებლობის უზრუნველსაყოფად
•
დაინერგოს მარტოხელა და მრავალშვილიანი მშობლების დახმარებისაკენ მიმართული
ღონისძიებები, მათ შორის, გაითვალისწინონ სოციალური შეღავათების არსებულ
185
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
სისტემაში. შეიქმნას და გაანალიზდეს მარტოხელა და მრავალშვილიანი დედების
შესახებ სრულყოფილი სტატისტიკური ინფორმაცია
•
სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია და სერვისები
მიეწოდოს დევნილ და კონფლიქტით შედეგად დაზარალებულ ქალებსა და გოგოებს
•
სოციალური
შემწეობის
მიღების
და
გაუქმების
პროცედურები
დარეგულირდეს
იმგვარად, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლისთვის, თავშესაფრის დატოვების
შემდგომ, სტატუსის აღდგენა შესაძლებელი იყოს ავტომატურად
•
შემუშავდეს ანტენატალური ზრუნვისადმი სისტემური მიდგომა და მშობიარობის
შემდგომი ფსიქოლოგიური დახმარების სერვისი ინტეგრირდეს მის ბაზისურ ნაწილში
•
შემუშავდეს კონფიდენციალობისა და ინფორმირებული თანხმობის შესახებ კურსი
(სასერტიფიკატო
პროგრამა),
და
ის
ინტეგრირდეს
სამედიცინო
სასწავლებელთა
კურიკულუმებში
•
სამედიცინო საქმიანობის ზედამხედველობის სახელმწიფო ინსტრუმენტების შესახებ
ინფორმაცია გავრცელდეს მიზნობრივად აბორტის სერვისების გამცემ დაწესებულებებში
და მონიტორინგი გაეწიოს სერვისის მიმწოდებლების მხრიდან პაციენტებისთვის
სერვისის მიწოდებას.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს:
•
უზრუნველყოფილ იქნას მასწავლებელთა ცნობიერების ამაღლება და შეფასების
დოკუმენტის შექმნა ადრეულ ასაკში ქორწინების საკითხებთან დაკავშირებით არსებულ
ვალდებულებებთან დაკავშირებით
•
გამკაცრდეს კონტროლი რეფერირების დოკუმენტით გათვალისწინებული მოთხოვნების
დარღვევის ფაქტებზე
•
რეპროდუქციული
და
სექსუალური
ჯანმრთელობისა
და
უფლებების
შესახებ
კომპლექსური განათლება ინტეგრირდეს ფორმალურ და არაფორმალურ განათლების
სისტემაში.
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების
სახელმწიფო ფონდს:
•
თავშესაფრებმა მეტად შეუწყონ ხელი ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან
და
სერვისის
მიმწოდებელ
კომპანიებთან
თანამშრომლობის
გაძლიერებას
და
კოორდინაციას ბენეფიციართა ფსიქოსოციალური, საგანმანათლებლო და დასაქმების
შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად
•
თავშესაფრებმა მაქსიმალურად დახვეწონ ლგბტ+ პირთა მიერ სერვისებით სარგებლობა
და უზრუნველყონ თავშესაფრის პერსონალის მუდმივი გადამზადება
•
დაიხვეწოს თავშესაფრის ფიზიკური გარემო შშმ პირთა მომსახურებისთვის და შენობები
ადაპტირდეს სავალდებულო სტანდარტებთან შესაბამისად
186
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
ადგილობრივ თვითმმართველობებს:
•
•
•
უზრუნველყოს მუნიციპალიტეტების დონეზე გენდერის მრჩევლების გადამზადება და
მათ მიერ სამოქმედო გეგმების შესრულების მუდმივი მონიტორინგი
ჩატარდეს ქალთა საჭიროებების კვლევა მუნიციპალიტეტების დონეზე, გენდერული
თანასწორობის კუთხით არსებული პრობლემების გამოსავლენად და ქალთა უფლებრივი
მდგომარეობის გასაუმჯობესებლად
დაიგეგმოს და განხორციელდეს ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და უფლებრივი
გაძლიერებისაკენ მიმართული პროექტები ადგილობრივ დონეზე, შესაბამისი
საბიუჯეტო ხაზის გამოყოფით.
187
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
10. რწმენისა და რელიგიის თავისუფლება
რელიგიის
თავისუფლების
დაცვის
ცვლილებით
დაიწყო;
წლის
2017
კუთხით,
საანგარიშო
საკონსტიტუციო
პერიოდი
რეფორმის
საკონსტიტუციო
შედეგად
მიღებულ
საკონსტიტუციო ცვლილებებში რწმენისა და რელიგიის თავისუფლების მუხლის ის ნაწილი,
რომელიც რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის გაუმართლებელ პირობებს უკავშირდებოდა,
ახალი ფორმულირებით ჩამოყალიბდა. სახალხო დამცველთან არსებული რელგიათა საბჭოს,
ტოლერანტობის ცენტრის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ვენეციის კომისიის მიერ
ჩატარებული სამუშაოს შედეგად, 2018 წელს, საკანონმდებლო ორგანომ უზენაესი კანონიდან
რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის პრობლემატური საფუძვლები ამოიღო. ამ ცვლილებით,
კონსტიტუცია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რელიგიის თავისუფლების
მუხლის სტრუქტურას დაუხლოვდა.
გაუმჯობესდა
რელიგიური
შეუწყნარებლობის
ნიშნით
ჩადენილ
დანაშაულებზე
სამართალდამცავი ორგანოების მიერ შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭების საკითხი, რაც
წლების განმავლობაში პრობლემური იყო. თუმცა კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს
ამ ტიპის დანაშაულებზე ეფექტიანი და დროული რეაგირება.
რელიგიური გაერთიანებები კვლავ აწყდებიან საკუთრების გამოყენებისა და რელიგიური
ნაგებობების მშენებლობასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ბათუმში გადაუჭრელია მუსლიმი
თემისთვის მათ საკუთრებაში არსებულ მიწაზე მეჩეთის მშენებლობის საკითხი.439 სასამართლო
განიხილავს ე.წ. თანდოიანცის ისტორიულად სომხური ეკლესიის საქმეს, რომელიც სომეხთა
სამოციქულო ეკლესიას საბჭოთა ხელისუფლებამ ჩამოართვა, ხოლო 2017 წელს სახელმწიფომ
საქართველოს საპატრიარქოს გადასცა.
რელიგიური უმცირესობები, წლებია, უშედეგოდ მოითხოვენ ისტორიული რელიგიური
საკუთრების დაბრუნებას, რომელიც საბჭოთა პერიოდში ჩამოერთვათ. ამ მიმართულებით
ქმედითი ნაბიჯები კვლავ არ გადადგმულა.
აღსანიშნავია, რომ 2018 წელს განახლდა და რეკონსტრუირდა საქართველოს პროტესტანტული
ეკლესიის შენობა ქალაქ რუსთავში. კათოლიკე ეკლესიამ, ხანგრძლივი დისკრიმინაციული
439
ბათუმის მერიის უარყოფითი გადაწყვეტილების შემდეგ, საკითხს სასამართლო განიხილავს.
188
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
წინააღმდეგობების
მიუხედავად,
მოახერხა
რუსთავში
ტაძრის
აშენება
და
კურთხევა.
მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო დავა მოგებული ჰქონდათ, მოუწიათ თავდაპირველად
შეძენილი მიწის დათმობა და სხვა მიწაში გაცვლა, სადაც აშენდა ტაძარი.
2018 წელს საქართველოს პარლამენტში შევიდა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც
„რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისათვის” სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას
ითვალისწინებდა. კანონპროექტის განმარტებით ბარათში პირდაპირ იყო მითითებული, რომ
მისი მიღება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ასევე ქვეყანაში არსებული
სხვადასხვა „ტრადიციული“ რელიგიის მიმართ ბოლო დროს გახშირებული ფარული თუ
პირდაპირი შეურაცხყოფით იყო განპირობებული. ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო
ინტეგრაციის კომიტეტმა იდეის დონეზე მხარი დაუჭირა კანონპროექტს, თუმცა საკითხის
განხილვა შეწყდა მას შემდეგ, რაც ინიციატივას სახალხო დაცველთან არსებული რელიგიათა
საბჭოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან კრიტიკული რეაქცია მოჰყვა. სახალხო
დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ საკანონმდებლო ორგანო მსგავს კანონის პროექტს მხარს არც
მომავალში დაუჭერს.
მიუხედავად მნიშვნელოვანი ცვლილებებისა, რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული
სიტუაცია კვლავ სისტემური დისკრიმინაციისა და შეუწყნარებლობის შემცველ რეალობად
შეიძლება
დახასიათდეს.
წლების
განმავლობაში
არ
იჭრება
ისტორიული
საკუთრების
დაბრუნების, განათლების სფეროში არსებული დარღვევებისა და უთანასწორო გარემოს,
რელიგიური გაერთიანებების მშენებლობებთან დაკავშირებული ბარიერებისა და რელიგიური
შეუწყნარებლობის ნიშნით ჩადენილ დანაშაულზე ეფექტიანი და დროული რეაგირების
პრობლემა. ამასთან, მწვავე ხასიათი აქვს განსხვავებული რელიგიური ან არარელიგიური
მრწამსის მქონე ადამინებისადმი პოლიტიკურ სივრცეში, მედიასა და სოციალური ქსელებში
შეუწყნარებლობის გამოვლინებასა და სიძულვილის შემცველ რიტორიკას. რელიგიური
უმცირესობებისთვის კვლავაც უმეტესწილად ხელმიუწვდომელია საჯარო სივრცითა და
მედიით სარგებლობის შესაძლებლობა.
10.1.
რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულები
2018 წლის განმავლობაში სახალხო დამცველმა სავარაუდო რელიგიის ნიშნით ჩადენილი
დანაშაულის ეფექტიანად გამოძიების მიმართულებით შეისწავლა 19 ფაქტი440, რომელთაგან
ყველა
შემთხვევაში
საქმე
ეხებოდა
იეჰოვას
მოწმეების
წინააღმდეგ
სხვადასხვა
მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენას.
440
ფიზიკური ძალადობა (6 საქმე), რელიგიური მსახურების განხორციელებაში ხელის შეშლა (3 საქმე,
რელიგიური
ლიტერატურის/სტენდის
დაზიანება
(3
საქმე),
სალოცავი
დარბაზების
დაზიანება/ქურდობა/ვანდალიზმი (4 საქმე), ცივი/ცეცხლსასროლი იარაღით მუქარა (2 საქმე), შსს
თანამშრომლის სავარაუდო დისკრიმინაციული დამოკიდებულება (1 საქმე).
189
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
იეჰოვას
მოწმეთა
მიმართ
გამოვლენილი
აგრესია,
ძირითადად,
ღვთისმსახურებისას
ხელშეშლაში გამოიხატებოდა, სტენდების დაზიანებისა და რელიგიური ლიტერატურის
განადგურების გზით. აღნიშნულ ქმედებებს, რიგ შემთხვევებში, თან ახლდა ფიზიკური და
სიტყვიერი შეურაცხყოფა. მსგავს ფაქტებს ადგილი ჰქონდა როგორც ქუჩაში რელიგიური
ლიტერატურისა და ბუკლეტების გავრცელებისას, ისე კარდაკარ სიარულისას. აღნიშნული
რელიგიური ჯგუფის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება ასევე ვლინდებოდა სიტყვიერი და
ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში, ხდებოდა რელიგიურ დაწესებულებებზე (სამეფო
დარბაზებზე) შეურაცხმყოფელი პლაკატების გაკვრა, ფანჯრების, კედლებისა და განათების
დაზიანება, ჯვრებით მოხატვა და ავტომობილების გასაჩერებელი ადგილის შეზღუდვა. ამასთან,
ერთ შემთხვევაში, რუსთავში, ერთ-ერთ ავტოსადგურში იეჰოვას მოწმეს სხვა ტრანსპორტისთვის
განკუთვნილი ბილეთი მიჰყიდეს. განმცხადებლის მითითებით, ავტოსადგურის მოლარემ მას
უთხრა, რომ განზრახ მიჰყიდა ასეთი ბილეთი, რათა იგი დაეტანჯა, რადგანაც იცოდა მისი
რელიგიური მრწამსის შესახებ. გარდა სიტყვიერი შეურაცხყოფისა, ავტოსადგურის მოლარემ
დანით სცადა მისთვის დაზიანებების მიყენება.
საქართველოს
გენერალური
პროკურატურისგან
მოწოდებული
ინფორმაციის
თანახმად,
სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების გზით ცდილობდნენ სიძულვილის მოტივის
გამოკვეთას, და გამოძიება ხშირად იყენებდა სისხლის სამართლის კოდექსის 155-ე (რელიგიური
წესის აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა) და 156-ე (დევნა) მუხლებით. თუმცა, უნდა
აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ ცალკეულ შემთხვევაში, ქმედების კვალიფიკაცია დგებოდა
სისხლის სამართლის მუხლით, რომელიც თავის თავში დისკრიმინაციულ მოტივს არ მოიცავს 126-ე (ძალადობა) და 332-ე (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება), რაც
ართულებს დისკრიმინაციული მოტივის გამოკვეთას და სისხლისსამართლებრივი დევნისას
სავარაუდო სიძულვილის მოტივი ყურადღების მიღმა რჩება441.
აღსანიშნავია, რომ იეჰოვას მოწმეთა მხრიდან საგამოძიებო უწყებების მიმართ კრიტიკა
არსებობს გამოძიების ობიექტურად წარმართვასა და გაჭიანურების თაობაზე. კერძოდ,
ბრალდებულად/დაზარალებულად ცნობისა და საბოლოო/შემაჯამებელი გადაწყვეტილების
მიღების ვადებთან დაკავშირებით. სახალხო დამცველი იზიარებს აღნიშნულ პოზიციას და
აღნიშნავს, რომ, ხშირ შემთხვევებში, საგამოძიებო უწყებებიდან მიღებული ინფორმაციის
ანალიზისას ირკვევა, რომ კონკრეტულ საქმეზე ჩატარდა რიგი საგამოძიებო მოქმედებები,
ნაბიჯები იდგმება სიძულვილის მოტივის გამოკვეთის კუთხითაც, თუმცა პასუხისმგებელი
პირები ვერ იკვეთება, ამასთან, შესაბამის პირებს არც დაზარალებულის სტატუსი ენიჭებათ.
აღნიშნულს ის გარემოებაც ამწვავებს, რომ კონკრეტული ქმედების ჩადენიდან გონივრული
441
საქართველოს გენერალური პროკურატურიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 6 საქმეზე
გამოძიება დაიწყო რელიგიური ნიშნით დევნის, 2 საქმეზე რელიგიური წესის აღსრულებისთვის
უკანონოდ ხელისშეშლის, 2 საქმეზე ძალადობის, 1 საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების
ბოროტად გამოყენების და 1 საქმეზე - ქურდობის მუხლებით.
190
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
ვადაა გასული და საგამოძიებო უწყებათა მიერ გატარებული ღონისძიებები გამოძიების
ეფექტიანობას ეჭვქვეშ აყენებს.
ამასთანავე, ცალკეულ შემთხვევებში, პოლიციელთა მხრიდან გულგრილ დამოკიდებულებაზე
საუბრობენ იეჰოვას მოწმეთა წარმომადგენლები. ისინი ხშირად აღნიშნავენ, რომ არ მიეწოდებათ
ჯეროვანი ინფორმაცია და საგამოძიებო ორგანოები გულისხმიერად არ ეკიდებიან მათთან
კომუნიკაციის საკითხს, მოგვარების ერთ-ერთ გზად კი, პროცესში სახალხო დამცველის ჩართვა
ესახებათ.
შეჯამების
სახით
შეიძლება
ითქვას,
რომ
სიძულვილით
მოტივირებული
სავარაუდო
დანაშაულების კუთხით, იეჰოვას მოწმეები ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია და ისინი ხშირად
ხდებიან სხვადასხვა ფიზიკური პირების აგრესიის მსხვერპლნი. ამასთან, არსებობს საგამოძიებო
უწყებების მხრიდან საქმეების შესწავლის გაჭიანურების და სავარაუდო დაზარალებულებთან
ჯეროვანი კომუნიკაციის წარმართვის პრობლემური საკითხები.
10.2.
კანონმდებლობა და საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის
გადაწყვეტილებები
სახალხო დამცველი და მასთან არსებული რელიგიათა საბჭო, წლებია უთითებენ
კანონმდებლობაში იმ დისკრიმინაციული ნორმების აღმოფხვრის აუცილებლობაზე, რომლებიც
განსხვავებულ უფლებებსა და პრივილეგიებს აწესებს, ერთი მხრივ, მართლმადიდებელი
ეკლესიის
საპატრიარქოსთვის,
ხოლო
მეორე
მხრივ,
ყველა
დანარჩენი
რელიგიური
გაერთიანებისთვის.
ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმით (2018-2020 წლებისთვის)
განსაზღვრული ვალდებულების მიუხედავად, საქართველოს მთავრობამ არ გადადგა ნაბიჯები
საკანონმდებლო ინიციატივების მომზადების მიმართულებით, კანონმდებლობაში რელიგიურ
გაერთიანებებთან დაკავშირებული დისკრიმინაციული მიდგომების აღმოსაფხვრელად.
საქართველოს სახალხო დამცველის არააერთი რეკომენდაციის მიუხედავად, არც საქართველოს
პარლამენტს განუხორციელებია კანონმდებლობაში დისკრიმინაციული დებულებების
შესაცვლელად შესაბამისი ღონისძიებები. ამ დრომდე ყველაზე პრობლემური, საქართველოს
საგადასახადო კოდექსის და სახელმწიფო ქონების შესახებ კანონით დადგენილი უთანასწორო
მდგომარეობაა.
2018 წლის 3 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უმნიშვნელოვანესი
გადაწყვეტილებები442 მიიღო და რელიგიური ორგანიზაციების ორი სარჩელი დააკმაყოფილა.
კერძოდ, სასამართლომ დაადგინა კონსტიტუციის მე-14 მუხლის (თანასწორობის უფლება)
დარღვევა და არაკონსტიტუციურად ცნო საგადასახადო კოდექსისა და სახელმწიფო ქონების
442
ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://bit.ly/2y0gHmK > [ბოლოს ნანახია: 21.03.2019].
191
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
შესახებ
კანონის
ნორმები,
რომლებიც
არათანაბარ
პირობებს
ქმნიდა
რელიგიური
ორგანიზაციებისთვის.
1.
სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საგადასახადო კოდექსის ის ნორმა, რომელიც
ეკლესიების და ტაძრების რესტავრაციის, მშენებლობის და მოხატვის შემთხვევაში, მხოლოდ
საქართველოს
მართლმადიდებელ
ეკლესიას
ათავისუფლებს
დამატებული
ღირებულების
გადასახადისგან;
2.
სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის
ნორმა, რომელიც მხოლოდ საქართველოს საპატრიარქოს ანიჭებს უფლებას, უსასყიდლოდ მიიღოს
სახელმწიფო ქონება.
მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილებებში საკონსტიტუციო სასამართლომ მართლმადიდებელი
ეკლესიის
როლსა
და
რელიგიური
გაერთიანებების
თანასწორუფლებიანობის
შესახებ
პრეცედენტული განმარტება გააკეთა:
„ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარება დაკავშირებულია მის ისტორიულ
ღვაწლთან და არ ემსახურება მართლმადიდებელი ქრისტიანული რელიგიისთვის
პრივილეგირებული სამართლებრივი მდგომარეობის შექმნას აწმყოში. გაწეული
ისტორიული ღვაწლი არ შეიძლება განვიხილოთ როგორც პრივილეგიის
ლეგიტიმურობის წყარო. დიფერენცირება და ეკლესიისთვის სამართლებრივად
უპირატესი მდგომარეობის შექმნა არ არის და არ შეიძლება იყოს კონსტიტუციის
მიზანი. [...] ეკლესიისთვის გარკვეული უფლების მინიჭება არ გულისხმობს იმავე
უფლებით სხვა რელიგიური ორგანიზაციების მიერ სარგებლობის ხელშეშლას“.
ორივე
სარჩელთან
დაკავშირებით,
საკონსტიტუციო
სასამართლომ
მიუთითა,
რომ
დისკრიმინაციის აღმოფხვრა შესაძლებელია როგორც განხილული პრივილეგიების სრული
გაუქმების, ისე მისი არსებითად თანასწორ პირებზე ერთნაირად გავრცელების გზითაც.
საქართველოს
პარლამენტისთვის
დისკრიმინაციული
ნორმების
აღმოსაფხვრელად
შესაძლებლობის მისაცემად, სასამართლომ ორივე გადაწყვეტილების აღსრულება 6 თვით, 2018
წლის 31 დეკემბრამდე გადაავადა. მიუხედავად ამისა, 2018 წელს, საქართველოს პარლამენტში
შესაბამისი ცვლილებების ინიცირება არ მომხდარა, ამდენად, არაკონსტიტუციურად ცნობილი
ნორმები 2018 წლის 31 დეკემბრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდა.
10.3.
რელიგიური გაერთიანებების საკუთრებასთან დაკავშირებული
პრობლემები
192
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
არადომინანტი რელიგიური გაერთიანებები საკუთრებასთან და საკულტო ნაგებობებთან
დაკავშირებით
კვლავ
არაერთ
წინააღდეგობას
აწყდებიან.
არც
საანგარიშო
პერიოდში
გადადგმულა ნაბიჯები საბჭოთა კავშირის ტოტალიტარული რეჟიმის დროს ჩამორთმეული
რელიგიური ნაგებობების დაბრუნების მიმართულებით. საკითხის გადაუჭრელობა სისტემური
დისკრიმინაციის საფუძვლად შეიძლება იყოს განხილული, რისი თვალსაჩინო მაგალითიც,
საანგარიშო პერიოდში ისტორიულად სომხური ეკლესიების ირგვლივ განვითარებული
მოვლენებია.
თანდოიანცის ეკლესია
სახალხო დამცველის 2017 წლის საპარლამენტო ანგარიშში საუბარი იყო თანდოიანცის ეკლესიის
ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.443 გაცემული რეკომენდაცია, ძეგლზე
მიმდინარე სამუშაოების შეჩერების აუცილებლობის თაობაზე, არ შესრულებულა. პროცესზე
მონიტორინგი 2018 წელსაც გაგრძელდა და გამოიკვეთა, რომ თანდოიანცის ნაეკლესიარზე,
კვლევითი სამუშაოების საწარმოებლად, ნებართვა გაიცა444. საბოლოოდ, კი ნებართვის
მფლობელმა (საქართველოს საპატრიარქომ) ობიექტის
სახელოვნებათმცოდნეო და
არქეოლოგიური კვლევის ანგარიში წარადგინა. აღნიშნული დოკუმენტი მოიცავს საქმიანობის
დასრულების შემდგომ ძეგლზე არსებული მდგომარეობის ამსახველ ფოტომასალას, რის
შედეგადაც
დასტურდება,
რომ
ძეგლის
იერსახე
შეცვლილია.
მიუხედავად
არაერთი
ფოტომასალის გავრცელებისა, იმის დასადასტურებლად, რომ ზემოაღნიშნული ბრძანების
ფარგლებში ჩატარებული სამუშაოები არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ კვლევითი სამუშაოებით,
შესაბამის უწყებას არ გაუტარებია ღონისძიებები, ერთი მხრივ, სამუშაოების შესაჩერებლად,
ხოლო,
მეორე
მხრივ,
საბოლოო
ანგარიშის
წარდგენის
შემდეგ,
სავარაუდო
სამართალდარღვევაზე შესაბამისი რეაგირების მიზნით.
445
სურბ მინას ეკლესია
„სურბ მინას“ ტაძარი ერთ-ერთია იმ ეკლესიებიდან, რომელიც სომხურ ეკლესიას სხვა ტაძრების
მსგავსად,
საბჭოთა
პერიოდში
ჩამოერთვა.
ძეგლს
დღესდღეობით
მინიჭებული
აქვს
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი446 და მძიმე მდგომარეობაშია.447 სახალხო
დამცველის აპარატმა შეისწავლა ტაძრის კერძო საკუთრებაში რეგისტრაციის საკითხი, რის
შედეგადაც დადგინდა, რომ ის გადაწყვეტილება, რომლითაც „სურბ მინას“ ტაძარი ამხანაგობის
443
იხ. სახალხო დამცველის 2017 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 160.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური
დირექტორის 2017 წლის 8 დეკემბრის №04/200 ბრძანება.
445
სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 09/275 წერილი.
446
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 1 ოქტომბრის №3/181
ბრძანება.
447
ინფორმაცია ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/2Fn1FdB > {ბოლოს ნანახია 21.03.2019 წ.}
444
193
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
საერთო საკუთრებაში მოექცა, საქმის გარემოებათა გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული.
კერძოდ, შენობა-ნაგებობასთან დაკავშირებით საქმის მასალებში არ მოიპოვებოდა უფლების
დამდგენი დოკუმენტი, რაც მარეგისტრირებელ ორგანოს მასზე საკუთრების უფლების
რეგისტრაციის განხორციელების შესაძლებლობას მისცემდა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ
სააგენტოს საკადასტრო საზღვრების რეგისტრაციის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების
„სურბ მინას“ ტაძრის ნაწილში ბათილად ცნობასთან დაკავშირებით მიმართა,448 რაც ადრესატ
უწყებას არ გაუზიარებია. 449
სურბ ნშანის ეკლესია
საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველის აპარატმა კიდევ ერთი სომხური ეკლესიის - „სურბ
ნშანის“ მიმდებარედ სასტუმროს მშენებლობის მიზნით გაცემული აქტის კანონიერება
შეისწავლა.450 თავდაპირველად უნდა ითქვას, რომ ეკლესიას მინიჭებული აქვს კულტურული
მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი451 და დღესდღეობით მძიმე მდგომარეობაშია.452
დადგინდა, რომ ტაძრის მიმდებარედ, სასტუმროს მშენებლობის მიზნით, დაწყებული იყო
გარკვეული სამართლებრივი პროცედურები.453 ამასთან, მერის მიერ მიღებული აქტით,
გაიზარდა განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი.454 უნდა აღინიშნოს, რომ მოცემულ
შემთხვევაში
აუცილებლობა,
მწვავედ
რადგან
იდგა
საქმისათვის
სამშენებლოდ
მნიშვნელოვანი
მოთხოვნილი
მიწის
გარემოებების
ნაკვეთი
შესწავლის
კულტურული
მემკვიდრეობის დამცავ ზონაში მდებარეობს, ამასთანავე, მის მომიჯნავედ დგას ძველი ეკლესია,
რომელსაც გააჩნია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, განიცდის ნგრევას და
დაგეგმილი მშენებლობა გააუარესებს მის მდგომარეობას. განაშენიანების კოეფიციენტის
ცვლილების გადაწყვეტილებაში არ იკვეთება არგუმენტაცია მიღებული გადაწყვეტილების
448
საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის 16 აგვისტოს №04-9/10827 რეკომენდაცია.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 11 მარტის №85480 წერილი.
450
ქალაქმშენებლობითი პარამეტრების გაზრდის თაობაზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016
წლის 25 ოქტომბრის №1-904 ბრძანება.
451
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 1 ოქტომბრის №3/181
ბრძანება, ბარათის №010407270.
452
ეპარქიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ეკლესიაში გაჩენილი ხანძრების ჩასაქრობად
გამოყენებულმა წყლის ჭავლმა მიწის ჩაწევა გამოიწვია. გარდა ამისა, ჩამონგრეულია გუმბათქვეშ
არსებული ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარის სვეტი, ამასთან დასავლეთ და აღმოსავლეთ ფასადებზე
გაჩენილია ბზარები. 2012 წლის მაისში ეკლესიის სამრეკლო ჩამოინგრა. იხ. 2012 წლის საპარლამენტო
ანგარიში, გვ. 524.
453სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება
სასტუმროს ესკიზური პროექტის წინასწარ შეთანხმებასთან დაკავშირებით, ამავე უწყების მიერ 2016 წლის
12 აპრილის №2531063 ბრძანებით დადგინდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები.
454
კოეფიციენტი კ2 - 3.0.
449
194
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
აუცილებლობასთან და საფუძვლებთან დაკავშირებით. ამდენად, ბრძანება საქმისათვის
მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშეა გამოცემული.
10.4.
სამშენებლო ნებართვების მოპოვების პრობლემა
ზოგიერთი რელიგიური გაერთიანებისთვის კვლავ გადაუჭრელია ახალი საკულტო ნაგებობების
მშენებლობის ნებართვის მოპოვების საკითხი.
ბათუმის ახალი მეჩეთი
2018 წელს, ბათუმში, ადგილობრივმა მუსლიმმა მოსახლეობამ ისევ ვერ შეძლო ახალი მეჩეთის
მშენებლობის წამოწყება. მუსლიმები წლებია ითხოვენ ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვას,
მით უმეტეს, რომ ქალაქში არსებული მეჩეთი ვერ უზრუნველყოფს მლოცველებს სათანადო
სივრცით, მაგრამ საკითხი გადაუჭრელი რჩება. 2017 წელს მუსლიმებმა საკუთარი სახსრებით
შეიძინეს მიწა მეჩეთის ასაშენებლად, მაგრამ ბათუმის მერიამ მათ 2017 წლის 5 მაისს უარი
უთხრა მშენებლობის ნებართვის გაცემაზე. ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდმა, 2017
წლის 11 ივნისს მერიის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა. სარჩელის შეტანიდან 20
თვის განმავლობაში, მხოლოდ ერთი სასამართლო სხდომა გაიმართა - 2018 წლის 20 თებერვალს.
ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა მუსლიმებთან მოლაპარაკებების
წარმოების მოტივით, სხდომის გადადება მოითხოვა. ორივე მხარის თანხმობით, სხდომა
სწორედ მითითებული საფუძვლით გადაიდო და სასამართლომ მხარეებს დავის საგანზე
მოსალაპარაკებლად ერთთვიანი ვადა მისცა, მაგრამ მხარეები ვერ შეთანხმდნენ, რაც ეცნობა
ბათუმის საქალაქო სასამართლოს, თუმცა საანგარიშო წლის განმავლობაში სხდომა აღარ
ჩანიშნულა.
ბათუმის მერის გადაწყვეტილების კანონიერება 2017 წელს სახალხო დამცველმაც შეისწავლა და
დაადგინა, რომ გადაწყვეტილება საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევისა და
სათანადო დასაბუთების გარეშე იყო მიღებული. სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა
ბათუმის მერიას და მშენებლობის ნებართვაზე უარის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების
ბათილად ცნობა და, საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გათვალისწინებით, ახალი
დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
მშენებლობის ნებართვის პრობლემა წალკაში
საქართველოს სახალხო დამცველი შეისწავლის ნუგზარ მგელაძის განცხადებას, რომლის
თანახმად, წალკის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განმცხადებლისათვის საცხოვრებელი
სახლის მშენებლობის ნებართვის გაუქმება რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციას უკავშირდება.
განცხადების თანახმად, ნუგზარ მგელაძეს წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში
195
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
საკუთრებაში აქვს დარეგისტრირებული მიწის
საცხოვრებელი სახლის მშენებლობას აპირებს.
ნაკვეთი,
რომელზეც
ინდივიდუალური
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნუგზარ მგელაძის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის
ნაკვეთზე, წალკის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 11 ივლისის №1222 ბრძანებით
გაიცა მშენებლობის ნებართვა და სანებართვო მოწმობა. გაცემული მშენებლობის ნებართვის
საფუძველზე ნუგზარ მგელაძემ დაიწყო სამუშაოების წარმოება, ააშენა საცხოვრებელი სახლის
საძირკველი და შეისყიდა სამშენებლო მასალა. 2018 წლის 17 აპრილს ნუგზარ მგელაძემ
განცხადებით
მიმართა
წალკის
მუნიციპალიტეტის
მერიას
და
კორექტირებული
არქიტექტურული პროექტის შეთანხმება მოითხოვა. განცხადების საპასუხოდ, ნუგზარ მგელაძეს
ეცნობა, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2018
წლის 27 აპრილის წერილით წალკის მერიას მიაწოდა ინფორმაცია, რომ მშენებლობა
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში მიმდინარეობს და „მშენებლობის ნებართვის
გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24
მარტის №57-ე დადგენილების 29-ე მუხლის თანახმად, უკანონოდ მიიჩნევა და უნდა
შეჩერებულიყო. წალკის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 23 მაისის №402 ბრძანებით,
ბათილად იქნა ცნობილი წალკის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 11 ივლისის №1222
ბრძანება.
განმცხადებლის შეფასებით, მითითებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო სოფელ
ახალშენის მართლმადიდებელი მოსახლეობის 2018 წლის 10 აპრილის წერილი, სადაც
მითითებულია, თითქოს მოსარჩელე საცხოვრებელ სახლს კი არა, მეჩეთს აშენებს. მსგავსი
შინაარსის წერილი ახალშენის მართლმადიდებელმა მოსახლეობამ 2018 წლის 16 აპრილს
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოშიც წარადგინა. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ
ადმინისტრაციულ ორგანოს მართლმადიდებელი მოსახლეობის წერილის საფუძველზე შეექმნა
არასწორი წარმოდგენა, რომ მეჩეთი შენდებოდა, რის შედეგადაც ნუგზარ მგელაძე აღქმითი
დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდა.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, 2018 წლის 27 სექტემბერს გადაწყვეტილება გამოიტანა
თეთრიწყაროს სასამართლომ, რომლის თანახმადაც ნუგზარ მგელაძის სარჩელი ნაწილობრივ
დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი 2018 წლის 23 მაისის №42 ბრძანება და წალკის
მუნიციპალიტეტის მერიას, საქმისათვის არსებით გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების
შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
წალკის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 20 დეკემბრის წერილით, სახალხო დამცველის
ოფისს ეცნობა, რომ დაწყებულია ხელახალი მოკვლევა ნუგზარ მგელაძის საკუთრებაში
არსებული
მიწის
ნაკვეთზე
მშენებლობის
ნებართვის
გაცემის
თაობაზე,
რისთვისაც
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შესაბამის პასუხს ელოდებიან.
196
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
10.5.
იეჰოვას მოწმეების
მომსახურების მიღებისას
საქართველოს
შრომის,
წინაშე
არსებული
და
სოციალური
ჯანმრთელობისა
დაბრკოლება
დაცვის
სამედიცინო
მინისტრის
მიერ
დამტკიცებული დანართი455, რომლითაც პაციენტი ინფორმირებულ თანხმობას აცხადებს
გაუტკივარებაზე, იმგვარად არის შედგენილი, რომ არ იძლევა პაციენტის მიერ მკურნალობის
ზოგიერთ მეთოდზე თანხმობის, ხოლო ზოგიერთზე, კონკრეტულად კი, ჰემოტრანსფუზიაზე
(სისხლის და სისხლის პროდუქტების გადასხმა), უარის თქმის საშუალებას. აღნიშნულ
დოკუმენტზე
ხელმოწერით
პაციენტი
იძულებულია,
თანხმობა
განაცხადოს
ჰემოტრანსფუზიაზეც, რაც იეჰოვას მოწმეების რელიგიური მრწამსისთვის მიუღებელია.
დოკუმენტზე ხელმოუწერლად კი, ზოგიერთი სამედიცინო დაწესებულება, უარს აცხადებს
მომსახურების გაწევაზე. აღნიშნული ფორმა ასევე არ იძლევა მკურნალობის რომელიმე
მეთოდთან დაკავშირებით პოზიციის ცალკე წარმოდგენის საშუალებას და არ ახლავს გრაფა
შენიშვნების შესატანად. იეჰოვას მოწმეთა რელიგიურმა ორგანიზაციამ დანართის შეცვლის
მოთხოვნით შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს 2016-2017 წლებში
რამდენჯერმე მიმართა, თუმცა მინისტრს ნორმატიულ აქტში ცვლილებები არ შეუტანია. ერთერთი შემთხვევა, რომელიც ჰემოტრანსფუზიაზე პაციენტის ინფორმირებულ თანხმობას
შეეხებოდა, იეჰოვას მოწმეთა რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენელმა თბილისის
საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა და დისკრიმინაციის აღმოფხვრა, პაციენტის უფლებების
დარღვევის აღკვეთა, სამედიცინო მომსახურების გაწევა და მორალური ზიანის ანაზღაურება
მოითხოვა.
2018 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო
საქმეთა კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნები. კლინიკას დაევალა,
მოსარჩელეს სტაციონალურ სამედიცინო დოკუმენტში „პაციენტის ინფორმირებული თანხმობა
გაუტკივარებაზე”, სისხლის ან მისი კომპონენტების გადასხმაზე თანხმობის განცხადების
მოთხოვნის
გარეშე,
გაუწიოს
სამედიცინო
მომსახურება
ალტერნატიული
მიდგომების
გამოყენებით.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს ჰქონდა უფლება, მისი მრწამსის გამო, უარი ეთქვა
სისხლის ან მისი კომპონენტების გადასხმის გარეშე ოპერაციის ჩატარებაზე. სასამართლო ასევე
დაეყრდო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შესაბამის გადაწყვეტილებებს და
განმარტა, რომ სისხლის გადასხმაზე უარის თქმა იეჰოვას მოწმეთა ნების თავისუფალი
გამოვლენის შედეგია, როგორც პიროვნების პირადი ავტონომიის საკითხი და დაცულია
კონვენციის მე-8 და მე-9 მუხლებით. კლინიკას ასევე დაევალა მოსარჩელის სასარგებლოდ
პაციენტის უფლების დარღვევით
ანაზღაურება.
455
მიყენებული მორალური ზიანის სახით 500 ლარის
2009 წლის 19 მარტის №108/ნ ბრძანების დანართი 9.
197
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
რეკომენდაციები:
საქართველოს მთავრობას:
•
რელიგიური
გაერთიანებების
კომპენსაციის
არსებული
უთანასწორო
პრაქტიკის
აღმოსაფხვრელად, შევიდეს შესაბამისი ცვლილებები საქართველოს მთავრობის 2014
წლის 27 იანვრის №117 დადგენილებაში, „საქართველოში არსებული რელიგიური
გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის
ნაწილობრივ
ანაზღაურებასთან
დაკავშირებული
ზოგიერთი
განხორციელების
წესის“
შესახებ,
რომელიც
მხოლოდ
ოთხი
ღონისძიების
რელიგიური
გაერთიანებისთვის ითვალისწინებს ზიანის აღიარებას და კომპენსაციას
•
საბჭოთა
პერიოდში
ჩამორთმეული
საკულტო
ნაგებობების
ისტორიული
მესაკუთრეებისთვის დასაბრუნებლად, გატარდეს ეფექტიანი ღონისძიებები, შემუშავდეს
შესაბამისი
კანონმდებლობა
რელიგიური ნაგებობები
დაუბრუნდეს
•
აღიკვეთოს
რელიგიური
და
ამჟამად
ისტორიულ
სახელმწიფოს
მესაკუთრე
გაერთიანებებისთვის
საკუთრებაში
რელიგიურ
მშენებლობის
არსებული
გაერთიანებებს
ნებართვის
გაცემის
პროცესში ბარიერების შექმნის პრაქტიკა და ამ მიმართულებით, თვითმმართველობის
კომპეტენციაში ცენტრალური ხელისუფლების არამართლზომიერი ჩარევა.
საქართველოს პროკურატურას:
•
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 172-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე
საქართველოს პარლამენტისთვის გაწეული საქმიანობის შესახებ წარდგენილ ანგარიშში
ასახოს
ინფორმაცია
რელიგიური
შეუწყნარებლობით
ჩადენილი
დანაშაულების
გამოძიებასთან დაკავშირებით
•
2014
წელს
ადიგენის
მუნიციპალიტეტის
სოფელ
მოხეში,
ასევე,
ქობულეთის
მუნიციპალიტეტში, სამართალდამცავების მიერ მუსლიმთა უფლებების დარღვევის
სავარაუდო ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებისა და 2018 და 2019 წლების განმავლობაში
ჩატარებული კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ საზოგადოებას
მიაწოდოს ინფორმაცია და მიიღოს შემაჯამებელი გადაწყვეტილება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს პროკურატურას:
•
წარმოადგინოს დეტალური ინფორმაცია 2012-2014 წლებში მუსლიმი მოსახლეობის
წინააღმდეგ
სოფელ
ნიგვზიანში,
წინწყაროში,
სამთაწყაროსა
და
ქობულეთში
განხორციელებულ ქმედებებზე მიმდინარე გამოძიების, ასევე, იეჰოვას მოწმეების და სხვა
რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლების მიმართ ჩადენილი სავარაუდო
სამართალდარღვევების შემთხვევებზე განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.
198
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
ადგილობრივ თვითმმართველობებს:
•
რელიგიური გაერთიანებების საკულტო ნაგებობების მშენებლობის ნებართვის გაცემის
პროცესში დაიცვან რელიგიური
კონსტიტუციური პრინციპი.
ნეიტრალიტეტი
და
თანასწორუფლებიანობის
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრს:
•
შევიდეს ცვლილება მინისტრის 2009 წლის 19 მარტის №108/ნ ბრძანების დანართ 9-ში „პაციენტის ინფორმირებული თანხმობა გაუტკივარებაზე“ იმგვარად, რომ პაციენტს
მიეცეს ჰემოტრანსფუზიაზე უარის თქმის შესაძლებლობა.
199
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
11. გამოხატვის თავისუფლება
გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლება დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და
ადამიანის უფლებათა პატივისცემის პრინციპების საფუძველია456 და ამდენად, აღნიშნული
უფლებების რეალიზების საკითხის შესწავლა სახალხო დამცველის საქმიანობის ერთ-ერთი
პრიორიტეტული მიმართულებაა.
საანგარიშო პერიოდში კვლავ ჩნდება კითხვები ჯანსაღი მედიაგარემოს არსებობასთან
დაკავშირებით და პრობლემურ საკითხად რჩება ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი
დანაშაულებრივი ქმედებების თაობაზე სათანადო სტატისტიკის არარსებობა. შემაშფოთებელია
ის გარემოება, რომ სახელმწიფოს დღემდე არ გამოუძიებია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის,
აფგან მუხთარლის გაუჩინარების საქმე.
11.1. მედიაგარემო
ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების ბოლო პერიოდის კვლევების457 თანახმად,
ქვეყანაში მედიაგარემო პლურალისტულია, თუმცა საკმაოდ პოლარიზებული. გარდამავალ
ეტაპზე მყოფი ქვეყნების შესახებ „Freedom House“-ის ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, 2017
წლის განმავლობაში, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და „რუსთავი 2“-ის გარშემო მიმდინარე
მოვლენების,458 სამი კერძო სატელევიზიო არხის („იმედი“, „მაესტრო“ და „GDS”) გაერთიანებისა
და აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გაუჩინარების საქმის გათვალისწინებით,
მედიის თავისუფლების მაჩვენებელი459 2018 წელს გაუარესდა.460
456
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 1982 წლის 29 აპრილის დეკლარაცია გამოხატვისა და
ინფორმაციის თავისუფლების თაობაზე.
457 იხ. „Freedom House“-ის 2018 წლის ანგარიში გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნების შესახებ,
ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/2GOKgy1> [ბოლოს ნანახია: 15.03.2019]; იხ. აგრეთვე
„რეპორტიორები საზღვრების გარეშე“-ს 2018 წლის პრესის თავისუფლების ინდექსი, ხელმისაწვდომია
ვებგვერდზე: <https://rsf.org/en/georgia> [ბოლოს ნანახია: 15.03.2019].
458 საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიში „ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, გვ. 167-169.
459 2017 წელს მედიის დამოუკიდებლობის თვალსაზრისით, საქართველოს მინიჭებული ჰქონდა 4.00
ქულა, 2018 წელს კი აღნიშნული მაჩვენებელი გაიზარდა 4.25 ქულამდე. ქულები ითვლება 1-დან 7-მდე,
საიდანაც 1 წარმოადგენს დემოკრატიული პროგრესის უმაღლეს მაჩვენებელს, ხოლო 7 - ყველაზე მცირეს.
200
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
საანგარიშო
პერიოდში
გამოქვეყნდა
საერთაშორისო
ორგანიზაციის
-
„რეპორტიორები
საზღვრების გარეშე“ 2018 წლის პრესის თავისუფლების ინდექსიც, რომელშიც საქართველო,
გასულ წელთან შედარებით, სამი საფეხურით დაწინაურდა, თუმცა 180 ქვეყანას შორის მხოლოდ
61-ე ადგილს იკავებს.461 ორგანიზაციამ, მედიაგარემოს თვალსაზრისით, უმნიშვნელოვანეს
გამოწვევებად
დაასახელა
მედიასაშუალებების
მესაკუთრეების
მხრიდან
სარედაქციო
საქმიანობაში ჩარევა, მთავარი ოპოზიციური ტელეარხის საკუთრებასთან დაკავშირებული დავა
და აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმე.
2018
წლის
განმავლობაში,
მედიის
თავისუფლების
კონტექსტში,
საყურადღებო
იყო
ტელეკომპანია „იბერიას“ გარშემო განვითარებული მოვლენები. სექტემბერსა და ოქტომბერში
მედიაში გავრცელებულმა ჩანაწერებმა,462 რომლებიც, სავარაუდოდ, საქართველოს სპორტისა და
ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანისა და ტელეკომპანია „იბერიისა“
და „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის საუბარს ასახავდა, საზოგადოებაში
გააჩინა კითხვები, ხომ არ ემსახურებოდა ტელეკომპანიის დაფინანსების მთავარი წყაროსთვის „ომეგა ჯგუფისთვის“ ფინანსური პრობლემების463 შექმნა კრიტიკული ტელევიზიის დათმობის
მიზანს.464
შექმნილი
ვითარებიდან
გამომდინარე,
„იბერია“
თავდაპირველად
მუშაობის
საგანგებო რეჟიმზე გადავიდა,465 ხოლო მოგვიანებით მაუწყებლობა შეწყვიტა.466
გასათვალისწინებელია, რომ თავისუფალი მედია უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა ქვეყანაში
ადამიანის უფლებების დაცვისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობისთვის, სწორედ ამიტომ,
აუცილებელია, სახელმწიფომ ქმედითი ღონისძიებები გაატაროს მის დასაცავად. მედიის როლი
გათვალისწინებულ იქნა 2015 წლის 25 სექტემბერს გაეროს წევრი ქვეყნების მიერ შეთანხმებული
მდგრადი
განვითარების
მიზნების
უნივერსალური
დღის
წესრიგით,
რომელიც
კონცენტრირებულია ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი პროგრესის მიღწევაზე
2030 წლისთვის.467 კერძოდ, დოკუმენტი ერთ-ერთ ამოცანად გაწერს საჯარო ინფორმაციაზე
460
„Freedom House“-ის 2018 წლის ანგარიში გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნების შესახებ,
ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/2GOKgy1> [ბოლოს ნანახია: 15.03.2019].
461 „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“-ს 2018 წლის პრესის თავისუფლების ინდექსი, ხელმისაწვდომია
ვებგვერდზე: <https://rsf.org/en/georgia> [ბოლოს ნანახია: 15.03.2019].
462
იხ. მათ შორის, შემდეგი ვიდეოჩანაწერები: <https://bit.ly/2EseTXn>, <https://bit.ly/2SZOmJN>,
<https://bit.ly/2Nm6asJ>. [ბოლოს ნანახია: 15.03.2019].
463 იხ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2018 წლის 7 სექტემბრის განცხადება „ომეგა ჯგუფში“
შემავალი სიგარეტის მწარმოებელი კომპანია შპს „ოჯთ-ის“ საგადასახადო დავალიანების შესახებ,
ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/2T7gKJr> [ბოლოს ნანახია: 15.03.2019].
464 აუდიოჩანაწერი ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/2EseTXn> [ბოლოს ნანახია: 15.03.2019].
465
იხ. ტელეკომპანია „იბერიას“ ჟურნალისტების განცხადება, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე:
<https://bit.ly/2E9lowM> [ბოლოს ნანახია: 15.03.2019].
466 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/2GXVsYe> [ბოლოს ნანახია: 15.03.2019].
467 გაეროს გენერალური ასამბლეის 2015 წლის 25 სექტემბრის A/RES/70/1 რეზოლუციით დამტკიცებული
მდგრადი განვითარების დღის წესრიგის დოკუმენტი, სახელწოდებით - „ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030
201
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
საზოგადოების წვდომის უზრუნველყოფას და ძირითადი თავისუფლებების დაცვას ეროვნული
კანონმდებლობისა და საერთაშორისო შეთანხმებების შესაბამისად (მიზანი 16, ამოცანა 16.10),
ხოლო მისი შესრულების ინდიკატორად განსაზღვრავს, მათ შორის, წლის განმავლობაში
ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი სხვადასხვა დანაშაულის შემთხვევათა რაოდენობას
(ინდიკატორი 16.10.1).468
მოცემულ ეტაპზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მხოლოდ ჟურნალისტისთვის
პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის469 ფაქტებზე დაწყებულ გამოძიებათა
რაოდენობის შესახებ ინფორმაცია მუშავდება.470 აღნიშნული კი, მნიშვნელოვნად ართულებს
ქვეყანაში არსებული მედიაგარემოს სრულფასოვნად შეფასებას. ამდენად, საქართველოს
სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მიუთითებს აუცილებლობაზე, უწყებამ აწარმოოს
სპეციალური სტატისტიკა, რომელიც ასახავს არა მხოლოდ ჟურნალისტისთვის პროფესიულ
საქმიანობაში ხელშეშლის დანაშაულს, არამედ ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ ყველა იმ
დანაშაულებრივ ქმედებას, რომელიც მათ პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება.471
გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიღებული
ინფორმაციის თანახმად, 2018 წლის განმავლობაში 12 შემთხვევაში დაიწყო გამოძიება
ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე.472 რაც შეეხება
სისხლისსამართლებრივი
პროკურატურის
დევნის
ცნობით,
დაწყების
საანგარიშო
მაჩვენებელს,
პერიოდში
2
საქართველოს
პირის
მიმართ
გენერალური
დაიწყო
დევნა
ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, ხოლო 10
პირის მიმართ - ჟურნალისტების მიმართ ჩადენილ სხვა დანაშაულებრივ473 ქმედებებზე.474
მედიის
წარმომადგენლების
მიმართ
განხორციელებული
დანაშაულების
კონტექსტში,
საყურადღებო იყო 2018 წლის 19 მარტს, „რუსთავი 2-ის“ შენობასთან მიმდინარე აქცია, რომლის
დროსაც ნეო-ნაცისტური მოძრაობა „ქართული მარშის“ წევრებმა გადაადგილების საშუალება არ
წლის
დღის
წესრიგი
მდგრადი
განვითარებისთვის“,
ხელმისაწვდომია
ვებგვერდზე:
<https://undocs.org/A/RES/70/1> [ბოლოს ნანახია: 15.03.2019].
468 გაეროს გენერალური ასამბლეის 2017 წლის 6 ივლისის რეზოლუციით (A/RES/71/313) დამტკიცებული
გლობალური ინდიკატორების ჩარჩო მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგის მიზნებისა და
ამოცანებისთვის, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://undocs.org/A/RES/71/313> [ბოლოს ნანახია:
15.03.2019].
469 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 154.
470 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის 13 თებერვლის №374999 წერილი.
471 საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიში „ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, გვ. 165.
472 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის 13 თებერვლის №374999 წერილი.
473 ძალადობის (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი), ხულიგნობის (საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლი) და ნივთის განზრახ დაზიანების (საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 187-ე მუხლი) ფაქტები.
474 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2019 წლის 13 თებერვლის №13/10426 წერილი.
202
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
მისცეს გადაცემა „პოსტ სკრიპტუმის“ წამყვანს, გიორგი გაბუნიას და ტელეკომპანიის იურისტს,
თამთა მურადაშვილს. პროტესტანტების განცხადებით, ისინი ჟურნალისტის მიერ ეთერში
გაჟღერებულ ერთ-ერთ მოსაზრებას აპროტესტებდნენ.475 ამასთან, „ქართული მარშის“ წევრებმა
ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს კორესპონდენტ დავით ერაძეს, როდესაც იგი, მისივე
განმარტებით, პროფესიულ საქმიანობას ასრულებდა. შედეგად, 8 პირს წარედგინა ბრალდება
ძალადობის,476 ხულიგნობისა477 და ნივთის განზრახ დაზიანების478 ფაქტზე, ხოლო თამთა
მურადაშვილი და დავით ერაძე ცნობილ იქნენ დაზარალებულებად.479 მიმდინარე გამოძიების
ფარგლებში არ გამოკვეთილა იმგვარი დანაშაულის ნიშნები,
როგორებიცაა დევნა480 ან/და
ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა,481 რაც კითხვებს აჩენს
ჩადენილი ქმედებებისთვის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებასა და მსგავს კანონდარღვევაზე
სახელმწიფოს მხრიდან სათანადო რეაგირების განხორციელებასთან დაკავშირებით. ასევე,
გასათვალისწინებელია, რომ სისხლის სამართლის საქმეში, არ მომხდარა გიორგი გაბუნიას
დაზარალებულად ცნობა.
11.2. აფგან მუხთარლის საქმე
სამწუხაროდ, თბილისის ცენტრიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის
გაუჩინარებიდან თითქმის ორი წლის გასვლის შემდეგაც, მთელი რიგი საგამოძიებო
მოქმედებების ჩატარების შედეგად, გამოძიება კვლავ არ მისულა კონკრეტულ შედეგებამდე.
გასული საანგარიშო პერიოდის მსგავსად,482 სახალხო დამცველი 2018 წლის განმავლობაშიც
ყურადღებით ადევნებდა თვალს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებულ მოვლენებს და
საგამოძიებო ორგანოდან პერიოდულად ითხოვდა ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის
შესახებ.
როგორც გასული წლის საპარლამენტო ანგარიშში აღინიშნა, გარკვეული კითხვები გააჩინა483
საქმის
ფარგლებში
მოპოვებული
ცალკეული
ვიდეომასალის
ავთენტურობამ,
თუმცა,
საქართველოს გენერალური პროკურატურის ცნობით, ჯერ კიდევ არ მიუღიათ საქმეში არსებულ
ვიდეომასალაზე დანიშნული ექსპერტიზის დასკვნები. ამასთან, ჟურნალისტისთვის დღემდე არ
მიუნიჭებიათ დაზარალებულის სტატუსი, უწყებას აზერბაიჯანის რესპუბლიკისგან არ მიუღია
475
ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/2BCOuUV>.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 126, ნაწილი 1.
477 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 239, ნაწილი 2, „ა“ ქვეპუნქტი.
478 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 187, ნაწილი 1.
479 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 12 აპრილის №844974 წერილი; საქართველოს
გენერალური პროკურატურის 2019 წლის 13 თებერვლის №13/10426 წერილი.
480 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 156.
481 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 154.
482 საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიში „ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, გვ. 165-166.
483 ვიდეომასალა ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/2XXKSGG> [ბოლოს ნანახია: 15.03.2019].
476
203
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
პასუხი სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის თაობაზე გაგზავნილ შუამდგომლობასთან
დაკავშირებით, ხოლო გამოძიების ფარგლებში არ გამოკვეთილა ისეთი დამამძიმებელი
გარემოებების არსებობა,
შეთანხმებული
ჯგუფის
როგორებიცაა თავისუფლების უკანონო აღკვეთა წინასწარ
მიერ,
დაზარალებულის
საზღვარგარეთ
გაყვანით
ან/და
დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, რის
გამოც, გამოძიება კვლავ სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით
(თავისუფლების უკანონო აღკვეთა) მიმდინარეობს.484
სახალხო
დამცველი
კვლავ
მოუწოდებს
საქართველოს
გენერალურ
პროკურატურას,
საზოგადოებას პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე,
რაც
წარმოშობს
ნდობას
გამოძიების
დროულად
და
ეფექტიანად
მიმდინარეობასთან
დაკავშირებით და გააქარწყლებს ეჭვს, რომ საქართველოს სახელმწიფომ თვალი დახუჭა ან
გულგრილად მოეკიდა ჟურნალისტის გაუჩინარებას.
11.3. „აიისა-ს“ საქმე და გამოხატვის თავისუფლების სავარაუდო უკანონო შეზღუდვა
2018 წლის 4 მაისის №4/3070-18 დადგენილებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს
ადმინისტრაციულ
საქმეთა
კოლეგიამ,
სამართალდამრღვევად
ცნო
პრეზერვატივების
მწარმოებელი კომპანია „აიისა“-ს დამფუძნებელი, ინდ. მეწარმე ანი გაჩეჩილაძე რეკლამის
დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისათვის დადგენილი წესების დარღვევისათვის.
სასამართლომ მიიჩნია, რომ პროდუქტზე განთავსებული წარწერები და გამოსახულებები
არაეთიკური იყო და რელიგიის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვებისა და შედარებების
გამოყენებით, საყოველთაოდ აღიარებულ ჰუმანურ და ზნეობრივ ნორმებს არღვევდა და
რელიგიურ სიმბოლოებს ხელყოფდა, ასევე, რეკლამები თავისი წარწერებითა და
გამოსახულებებით ხელყოფდა ეროვნულ და ისტორიულ საგანძურს, ძეგლებს. სასამართლომ
მეწარმეს ასევე დაავალა გავრცელებული/განთავსებული არაეთიკური რეკლამების ამოღება
საქართველოს სასაქონლო ბაზრიდან.
წინამდებარე საქმე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმდენად, რამდენადაც უკავშირდება
სახელმწიფო დისკრეციას საზოგადოებრივი მორალისა თუ რელიგიური გრძნობების დასაცავად,
შეზღუდოს ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება - გამოხატვის თავისუფლება.
გამომდინარე იქიდან, რომ ასეთ საქმეებზე სასამართლოს მიერ გაკეთებულ განმარტებებს
პრეცედენტული მნიშვნელობა აქვს ამ საკითხების განმარტებასა და ერთგვაროვანი სასამართლო
პრაქტიკის ჩამოყალიბებაში, სახალხო დამცველმა 2018 წლის 23 მაისს თბილისის სააპელაციო
სასამართლოს, სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარუდგინა.485 მოსაზრებაში ყურადღება
გამახვილდა
ადამიანის
უფლებათა
ევროპული
სასამართლოს მიერ
მსგავსი
საქმეების
განხილვისას ჩამოყალიბებულ მიდგომაზე, რომლის თანახმადაც, რეკლამაში რელიგიასთან
484
485
საქართველოს გენერალური პროკურატურის 2019 წლის 28 იანვრის №13/5861 წერილი.
განცხადება ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/2YfsNUL> [ბოლოს ნანახია: 22.03.2019].
204
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
მჭიდროდ დაკავშირებული გამოსახულებების გამოყენების აკრძალვის ან ამისთვის ჯარიმის
დაკისრების მართლზომიერებაზე მსჯელობისას, მნიშვნელოვანია შემოწმდეს, თუ რამდენად
აუცილებელი და პროპორციულია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისთვის გამოყენებული
ამგვარი ღონისძიებები. ამასთან, მსგავსი შეფასება დეკლარაციულ და ბუნდოვან განცხადებებს
კი არ უნდა ეფუძნებოდეს, არამედ საფუძვლიანად უნდა იყოს დასაბუთებული.486
სამწუხაროდ, თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა აღნიშნულ საქმესთან
დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილება.
საქართველოს
სახალხო
დამცველი
კიდევ
ერთხელ
მიუთითებს,
რომ
გამოხატვის
თავისუფლების შეზღუდვა არ შეიძლება ძირითადად იმ არგუმენტაციას დაეფუძნოს, რომ
რელიგიური თუ ისტორიული სიმბოლოები და ფრაზები შეუფერებელი კონტექსტით
გამოიყენება. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ სახალხო დამცველის შეფასებით,
„არაეთიკური რეკლამის“ საკანონმდებლო განმარტება487 საკმაოდ ზოგადი და ფართოა და არ
გაწერს კონკრეტული ქმედებების ამომწურავ ჩამონათვალს. თავის მხრივ, აღნიშნული გარემოება
იძლევა შესაძლებლობას, გამოხატვის თავისუფლება იმაზე მეტად შეიზღუდოს, ვიდრე ეს
აუცილებელია შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად.
წინადადება საქართველოს პარლამენტს:
•
„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში შეიტანოს შესაბამისი ცვლილება, რომელიც
არასათანადო რეკლამის განთავსებასა და გავრცელებას მხოლოდ იმ შემთხვევაში
აკრძალავს, როდესაც აღნიშნული აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში
სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის
უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული
ინფორმაციის
გამჟღავნების
თავიდან
ასაცილებლად
ან
სასამართლოს
დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.
რეკომენდაციები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:
486
სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა ადამიანის
უფლებათა ევროპული სასამართლოს 2018 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე სეკმადიენის
შპს ლიტვის წინააღმდეგ (Sekmadienis Ltd. v. Lithuania), სადაც კომერციული მიზნებით იესო ქრისტესა და
ღვთისმშობლის შედარებების გამოყენებისთვის ჯარიმის დაკისრების კანონიერებაზე მსჯელობისას,
სასამართლომ გამოხატვის თავისუფლების დარღვევა სწორედ იმ გარემოების გათვალისწინებით
დაადგინა, რომ ჩარევის ამგვარი ფორმით გამოყენება აუცილებლად არ იქნა მიჩნეული დემოკრატიულ
საზოგადოებაში.
487 „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 3, ნაწილი 5.
205
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
•
აწარმოოს სპეციალური სტატისტიკა, რომელიც ასახავს არა მხოლოდ ჟურნალისტისთვის
პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის დანაშაულს, არამედ ჟურნალისტების წინააღმდეგ
ჩადენილ ყველა იმ დანაშაულებრივ ქმედებას, რომელიც მათ პროფესიულ საქმიანობას
უკავშირდება.
საქართველოს გენერალურ პროკურატურას:
•
საზოგადოებას პერიოდულად, 6 თვეში ერთხე; მიაწოდოს
მუხთარლის საქმის მიმდინარეობისა და პროგრესის შესახებ.
ინფორმაცია
აფგან
12. შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება
შეკრების თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების არსებობისა და მისი სრულფასოვანი
განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა. 2018 წელს უფლების რეალიზაციის
კუთხით განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, პრობლემურ საკითხებად გამოიკვეთა
სამართალდამცავთა
მხრიდან
შეკრების
მიმდინარეობისას
დროებითი
კონსტრუქციების
განთავსების შესაძლებლობის შეზღუდვა და შეკრებების არასათანადო და არაეფექტიანი მართვა,
აგრეთვე სპონტანური აქციების ფარგლებში ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვის
შეუძლებლობასთან
დაკავშირებული
საყურადღებო
17
იყო
მაისს
საკანონმდებლო
ჰომოფობიისა
და
ხარვეზი.
ტრანსფობიის
გარდა
ამისა,
წინააღმდეგ
კვლავ
ბრძოლის
საერთაშორისო დღის აღსანიშნად გამართული აქციის მიმართ დადგენილი შეზღუდვები.488
12.1. დროებითი კონსტრუქციების განთავსების შესაძლებლობა შეკრების
მიმდინარეობისას
წინა წლების მსგავსად, საანგარიშო პერიოდში გამოწვევად რჩებოდა489 სამართალდამცავი
ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან აქციის მონაწილეებისთვის დროებითი კონსტრუქციების
განთავსების შესაძლებლობის შეზღუდვა. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ გამოიკვეთა
პარლამენტის შენობის წინ ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი
აქციების მიმდინარეობისას. 2018 წლის სექტემბრიდან სახალხო დამცველი არაერთხელ
გამოეხმაურა შემთხვევებს, როდესაც პოლიციის თანამშრომლები აქციის მონაწილეებს ხელს
უშლიდნენ კარვის განთავსებაში, და ეს შეკრების უფლებაში ჩარევად შეაფასა.490
ამ შემთხვევებიდან, აღსანიშნავია 2018 წლის 26 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაცია და
ვიდეომასალა,
რომლის
თანახმადაც,
საქართველოს
488
პარლამენტის
შენობისკენ
აქციის
2018 წლის 17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის
აღსანიშნად გამართული აქციის თაობაზე ინფორმაციის მისაღებად, იხ. წინამდებარე ანგარიშის თავი
გენდერული თანასწორობის თაობაზე.
489 საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიში „ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, გვ. 171-172.
490
საქართველოს
სახალხო
დამცველის
განცხადებები
ხელმისაწვდომია
ვებგვერდებზე:
<https://bit.ly/2OkFJ6U>, <https://bit.ly/2HyQC4P>, <https://bit.ly/2HDvgmK> [ბოლოს ნანახია: 22.03.2019].
206
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
გასამართად მიმავალი ზაზა სარალიძე პოლიციის თანამშრომლებმა ახსნა-განმარტების გარეშე
გააჩერეს და მანქანიდან კარავი ამოიღეს.491 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან
მიღებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად,492 საქართველოს სახალხო დამცველმა მიიჩნია,
რომ მოცემულ შემთხვევაში, კარვის ჩამორთმევას კანონიერი საფუძველი არ ჰქონია და შედეგად,
წინადადებით მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურორს, დაწყებულიყო გამოძიება
სამართალდამცავთა მხრიდან ჩადენილი შესაძლო დანაშაულის ფაქტზე.493 სამწუხაროდ,
საქართველოს გენერალურ პროკურატურას აღნიშნული წინადადება არ გაუზიარებია.494 ამავე
შემთხვევაზე, სარალიძემ და მაჩალიკაშვილმა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო
სასამართლოს და 2018 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილების (ქმედების) უკანონოდ ცნობა
მოითხოვეს, მათთვის კარვის განთავსების აკრძალვის თაობაზე. სახალხო დამცველმა 2018 წლის
16 ოქტომბერს საქმის განმხილველ სასამართლოში სასამართლოს მეგობრის მოსაზრება
წარადგინა და ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ
დამკვიდრებულ მიდგომაზე, რომლის თანახმად, სასამართლომ აუცილებელია, პირველ რიგში
შეაფასოს, რამდენად ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა მსგავს შემთხვევაში აქციის
მიმდინარეობისას კარვის განთავსების აკრძალვას.495
მიუხედავად სამართალდამცავთა ხანგრძლივი წინააღმდეგობისა, სხვადასხვა არასამთავრობო
ორგანიზაციის ძალისხმევით, სარალიძისა და მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქციის
მონაწილეებმა პარლამენტის შენობის წინ 2018 წლის 10 ნოემბერს 20-ზე მეტი კარვის გაშლა
მოახერხეს. აქცია ამ ფორმით დღემდე გრძელდება. აღნიშნულის გათვალისწინებით, თბილისის
საქალაქო სასამართლომ 2018 წლის 3 დეკემბერს შეწყვიტა ზემოხსენებული სარჩელის განხილვა,
თუმცა ყურადღება გაამახვილა შეკრების გამართვისას დროებითი კონსტრუქციების (მათ შორის,
კარვის) აგების შესაძლებლობაზე, თუ ეს მოქმედ კანონმდებლობას არ ეწინააღმდეგება.
საქართველოს სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ აქციების და მანიფესტაციების გამართვისას
კარვის, გასაშლელი საწოლის, ბანერების და სხვა დროებითი კონსტრუქციების გამოყენების
ამკრძალავი ნორმა საქართველოს კანონმდებლობაში არ მოიპოვება. ამასთან, ვინაიდან
ზემოხსენებულ შემთხვევაში შენობის შესასვლელებისა და საავტომობილო გზის ბლოკირების ან
დაწესებულების საქმიანობის შეფერხების პრობლემა არ გამოკვეთილა, აღნიშნული სრულად
იყო დაცული შეკრების თავისუფლებით. გასათვალისწინებელია, რომ აქციის მიმდინარეობისას
491
ინფორმაცია
და
ვიდეომასალა
ხელმისაწვდომია
ვებგვერდებზე:
<https://bit.ly/2T8rvH9>,
<https://bit.ly/2UCF1V3> [ბოლოს ნანახია: 15.03.2019].
492 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 17 ოქტომბრის №2545596 წერილით, სახალხო
დამცველის აპარატს ეცნობა, რომ 2018 წლის 26 სექტემბერს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, კარვის
გადატანისა და პარლამენტის შენობის წინ მისი განთავსების უფლება საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა
და მართლწესრიგის დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე შეიზღუდა. თუმცა, უწყებას არ მიუთითებია
ხსენებული ქმედების სამართლებრივი საფუძველი.
493 საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის 29 ოქტომბრის №15-1/13687 წინადადება.
494 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2018 წლის 7 ნოემბრის №13/84881 წერილი.
495 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/2HyQC4P> [ბოლოს ნანახია: 22.03.2019].
207
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
კარვების და სხვა არამუდმივი კონსტრუქციების აღმართვის შესაძლებლობა მითითებულია
ეუთოს
სახელმძღვანელო
პრინციპებში
მშვიდობიანი
შეკრების
თავისუფლებასთან
დაკავშირებით.496
გარდა ამისა, 2017 წლის განმავლობაში გამოიკვეთა, რომ აქციის მიმდინარეობისას დროებითი
კონსტრუქციების განთავსება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 134-ე მუხლზე მითითებით იზღუდებოდა,
რაც უკანონო საფუძვლად შეფასდა.497 აღნიშნულის მიუხედავად, 2018 წელს სახალხო
დამცველმა
მიიღო
გაესაჩივრებინა
გადაწყვეტილება,
საქართველოს
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
საკონსტიტუციო
სასამართლოში
სამინისტროს
განმარტების
კონსტიტუციურობა.498
12.2.
13 მაისის კონტრაქცია
ღამის კლუბებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და არსებული ნარკოპოლიტიკის
გასაპროტესტებლად 2018 წლის 13 მაისს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის - „ჩვენი
თავისუფლებისთვის“
პარალელურად,
ნეო-ნაცისტური
ჯგუფების
მიერ
ორგანიზებული
კონტრაქცია გაიმართა.499
გავრცელებული ინფორმაციით, კონტრდემონსტრანტების მხრიდან ადგილი ჰქონდა „ჩვენი
თავისუფლებისთვის“
აქციის
მონაწილეთა
მიმართ
ძალადობის
მუქარას,500
ფიზიკურ
ძალადობასა და სხვა ძალადობრივ ქმედებებს.501 შედეგად, საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროში დაიწყო გამოძიება „ეროვნულ სოციალისტური მოძრაობა - საქართველოს
ეროვნული
ერთობის“
წარმომადგენლების
მიერ
ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის ფაქტზე,
502
ჯგუფურად
განხორციელებული
თუმცა აღნიშნულ სისხლის სამართლის
საქმეზე კონკრეტული პირი დაზარალებულად ან ბრალდებულად დღემდე არ არის ცნობილი.503
საქართველოს სახალხო დამცველი აღნიშნულ მოვლენებს განცხადებით გამოეხმაურა504 და
განმარტა, რომ შეკრების ჩატარება კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა, თუმცა იგი არ
496
ეუთო/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი, სახელმძღვანელო
მშვიდობიან შეკრებასთან დაკავშირებით, მეორე გამოცემა, 2010, პარ. 18-19, გვ. 30-31.
497 საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიში „ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, გვ. 172.
498 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/2HyQC4P> [ბოლოს ნანახია: 22.03.2019].
499 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/2SpBpZD> [ბოლოს ნანახია: 15.03.2019].
500 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/2TLo36v> [ბოლოს ნანახია: 15.03.2019].
501
ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდებზე: <https://bit.ly/2IajFN1>, <https://bit.ly/2SMZCbq>,
<https://bit.ly/2WPHYmG>, <https://bit.ly/2teGXam>, <https://bit.ly/2TFg4YC> [ბოლოს ნანახია: 15.03.2019].
502 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 151, ნაწილი 2, „ა“ ქვეპუნქტი.
503
საქართველოს გენერალური პროკურატურის 2019 წლის 14 თებერვლის №13/10927 წერილი;
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 21 აგვისტოს №2031281 წერილი.
504 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/2HLfzsR> [ბოლოს ნანახია: 22.03.2019].
208
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
არის შეუზღუდავი. ხელისუფლებას შეუძლია შეკრების შეწყვეტა, თუ მან კანონსაწინააღმდეგო
ხასიათი მიიღო.505 თავის მხრივ, ზემოხსენებული კონტრაქციის მონაწილეთა ქმედებები გასცდა
შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს, ასევე გამოიკვეთა სხვადასხვა
დანაშაულის ნიშნები. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად აქციისა და კონტრაქციის მონაწილეებს
შორის პოლიციის თანამშრომლების განთავსებისა, კონტრაქციის მონაწილეებმა არაერთხელ
სცადეს მშვიდობიანი აქციის მხარეს გადასვლა.506
ამ თვალსაზრისით, გასათვალისწინებელია, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება
წარმოშობს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, მათ შორის, მოახდინოს პოლიციის
საჭირო რესურსის მობილიზება მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა დასაცავად და გაატაროს
სათანადო ღონისძიებები კონტრაქციების საპასუხოდ.507 ამასთან, რამდენადაც საზოგადოებრივი
წესრიგის დაცვა შეკრების მიმდინარეობისას სამართალდამცავთა მხრიდან აქციისა და
კონტრაქციის მონაწილეთა შემხვედრი ინტერესების დაბალანსებას მოითხოვს, აუცილებელია,
ისინი
კარგად
იყვნენ
მომზადებულნი
სტანდარტებთან დაკავშირებით,
508
ადამიანის
უფლებებისა
და
მასების
მართვის
რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი პროტესტანტების
უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები და ამავდროულად, მაქსიმალურად შეეწყოს ხელი
მშვიდობიანი შეკრების შეუფერხებელ მიმდინარეობას.509 გარდა ამისა, მნიშვნელოვანია,
პოლიციის თანამშრომლები სათანადოდ იყვნენ აღჭურვილნი, რათა შეძლონ აქციის
მონაწილეთა
ეფექტიანი
კონტრაქციების
დაცვა.
გამართვის
მომავალში,
შემთხვევაში,
სპონტანური
საქართველოს
თუ
წინასწარ
დაგეგმილი
შინაგან
საქმეთა
სამინისტრომ
დროულად და სათანადოდ უნდა შეაფასოს შესაძლო რისკები და მიიღოს ყველა შესაბამისი ზომა
დანაშაულებრივი და ძალადობრივი ქმედებების პრევენციისთვის.510 გარდა ამისა, კიდევ
ერთხელ გამოიკვეთა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების გადამზადების საჭიროება
შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხების თაობაზე.511
505
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 13.
ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდებზე: <https://bit.ly/2RVii4D>, <https://bit.ly/2tkREIy>,
<https://bit.ly/2SE9PHm> [ბოლოს ნანახია: 15.03.2019].
507
ეუთო/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი, სახელმძღვანელო
მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების მონიტორინგთან დაკავშირებით, 2014, გვ. 21; ადამიანის
უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 29 სექტემბრის გადაწვეტილება საქმეზე „ÖLLINGER v.
AUSTRIA“ , პარ. 37.
508
ეუთო/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი, სახელმძღვანელო
მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების მონიტორინგთან დაკავშირებით, 2014, გვ. 24.
509
ეუთო/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი, სახელმძღვანელო
მშვიდობიან შეკრებასთან დაკავშირებით, მეორე გამოცემა, 2010, გვ. 37-38.
510 განცხადება ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/2HLfzsR> [ბოლოს ნანახია: 22.03.2019].
511 აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მისამართით
„საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“
საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიში (გვ. 171-173) გაცემული რეკომენდაცია აგრეთვე
აისახა „2017 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის
506
209
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
12.3.
პრეზიდენტის ინაუგურაციის პარალელურად დაგეგმილი აქცია
საქართველოს სახალხო დამცველი აქტიურად ადევნებდა თვალყურს 2018 წლის 16 დეკემბერს
საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიალის პარალელურად, კახეთში მთელი
დღის
განმავლობაში
მიმდინარე
მოვლენებს,
რომელიც
აქციის
მონაწილეებსა
და
სამართალდამცავებს შორის დაპირისპირების ფონზე ვითარდებოდა.
512
ინაუგურაციის ცერემონიალის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე, გავრცელდა ინფორმაცია,
რომ ღონისძიების პარალელურად, გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ გეგმავდა
მშვიდობიანი აქციის ჩატარებას თელავში, ერეკლე მეფის ძეგლსა და მრავალწლოვან ჭადარს
შორის არსებულ ტერიტორიაზე.513 თუმცა, 2018 წლის 16 დეკემბერს რამდენიმე ლოკაციაზე,
გომბორის უღელტეხილთან და გურჯაანში, გზის გადაკეტვის შედეგად,514 ზემოხსენებული
აქციის გამართვა ვერ მოხერხდა.
შეკრების თავისუფლება სახელმწიფოს აკისრებს ვალდებულებას, გაატაროს სათანადო
ღონისძიებები, რათა უზრუნველყოს პირთა მიერ აღნიშნული უფლებით პრაქტიკული
სარგებლობის
შესაძლებლობა.515
მიუხედავად
ამისა,
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტროდან მიღებული ინფორმაცია ცხადყოფს, რომ ხელისუფლებას წინასწარ არ
შეუფასებია დედაქალაქიდან თელავის მიმართულებით სატრანსპორტო საშუალებების დიდი
ნაკადის
მოსალოდნელ
გადაადგილებასთან
დაკავშირებული
კოლაფსის
საფრთხე,
რაც
ზემოხსენებული ღონისძიებების გამართვას მნიშვნელოვნად შეუშლიდა ხელს. შესაბამისად,
დროულად არ დაგეგმილა მითითებული გამოწვევის საპასუხო ღონისძიებები და არ მომხდარა
მათ შესახებ საზოგადოების ინფორმირება გონივრულ ვადებში.
სამინისტროს ცნობით, ზემოხსენებული გარემოება მხოლოდ 2018 წლის 16 დეკემბერს შეფასდა,
მას შემდეგ, რაც ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით ავტომანქანებმა დაიწყეს მოძრაობა, და
მიიღეს გადაწყვეტილება, თელავის მიმართულებით შეეზღუდათ გადაადგილება.516 მართალია,
ინფორმაცია ამის შესახებ სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე517 დილის საათებში
გავრცელდა,
თუმცა,
გასათვალისწინებელია,
რომ
საჯარო
განცხადებაში
არ
ყოფილა
შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2018 წლის
19 ივლისის დადგენილებაში.
512 სხვადასხვა წყაროს მეშვეობით, ვრცელდებოდა ინფორმაცია არაერთი ძალადობრივი ინციდენტის
შესახებ,
ხელმისაწვდომია
ვებგვერდებზე:
<https://bit.ly/2F75Iup>,
<https://bit.ly/2XWHNqd>,
<https://bit.ly/2Y0Coi3>, <https://bit.ly/2F3Kzl6>, <https://bit.ly/2F7h69A> [ბოლოს ნანახია: 15.03.2019].
513 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდებზე: <https://bit.ly/2TDbf6d>, <https://bit.ly/2u8awe3> [ბოლოს
ნანახია: 15.03.2019].
514 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/2O8KlwS> [ბოლოს ნანახია: 15.03.2019].
515
ეუთო/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი, სახელმძღვანელო
მშვიდობიან შეკრებასთან დაკავშირებით, მეორე გამოცემა, 2010, პარ. 2.2., გვ. 15.
516 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის 21 იანვრის №158648 წერილი.
517 განცხადება ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/2JfkOU7> [ბოლოს ნანახია: 15.03.2019].
210
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
განმარტებული, თუ რომელი გზით შეძლებდნენ აქციის მონაწილეები თელავში შეუფერხებლად
და დროულად მოხვედრას.
საყურადღებოა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მითითებით, მათ არსებული
შეზღუდვების და ალტერნატიული მარშრუტის შესახებ (ველისციხის გადასახვევიდან ყვარლის
გავლით, მშვიდობის ქუჩით) ინფორმაცია აქციის ორგანიზატორებს გადაადგილების პროცესში
მიაწოდეს.518 თავის მხრივ, კითხვები გააჩინა ალტერნატიული მარშრუტის ვარგისიანობამ.
კერძოდ, გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, გიორგი ბარამიძემ,
რომელიც დათანხმდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა მიერ
შეთავაზებული გზით გადაადგილებას, სხვადასხვა დაბრკოლების გამო, თელავში ჩასვლა
მხოლოდ ინაუგურაციის ღონისძიების დასრულების შემდეგ შეძლო.519 ეს იმაზე მიუთითებს,
რომ აქციის მონაწილეთათვის გზებზე დადგენილი შეზღუდვები ცვლიდა მათ მიერ დაგეგმილი
ღონისძიების ბუნებას.
ამდენად, გზაზე დაწესებული არაპროპორციული შეზღუდვისა და ალტერნატიული
მარშრუტების შესახებ გონივრული ვადით ადრე საზოგადოების სათანადო ინფორმირების
არარსებობის პირობებში, მათ ჩამოერთვათ შესაძლებლობა, სრულფასოვნად ესარგებლათ
შეკრების
თავისუფლებით.
ამასთან,
დასახელებულმა
გარემოებამ
ხელი
შეუწყო
დაპირისპირებას აქციაში მონაწილეობის მსურველებსა და სამართალდამცავებს შორის.
ყოველივე ამის თავიდან ასაცილებლად კი, აუცილებელი იყო, პასუხისმგებელ უწყებებს
წინასწარ შეეფასებინათ მოსალოდნელი რისკები და ადრეული კომუნიკაცია დაემყარებინათ
მოსახლეობასთან.
12.4.
ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვის საკითხი სპონტანური აქციის
მიმდინარეობისას
გასულ წლებში, საქართველოს სახალხო დამცველმა არაერთხელ მიუთითა საკანონმდებლო
ხარვეზზე სპონტანური აქციების520 მონაწილეთა მიერ ტრანსპორტის სავალი ნაწილის
ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვის შეუძლებლობასთან დაკავშირებით, და საქართველოს
პარლამენტს მოუწოდა, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში
განეხორციელებინა
ცვლილება,
რომელიც
დაუშვებდა
გამონაკლისს
ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოს წინასწარი გაფრთხილების ზოგადი წესიდან და მშვიდობიანი
შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეების დაცულობას უზრუნველყოფდა იმ შემთხვევებშიც,
518
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის 21 იანვრის №158648 წერილი.
ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/2HxulU9> [ბოლოს ნანახია: 15.03.2019].
520 ეუთოს სახელმძღვანელო პრინციპების თანახმად, სპონტანური აქცია გულისხმობს იმგვარ შეკრებას,
რომელიც იმართება კონკრეტული შემთხვევის, ინციდენტის, სხვა აქციის ან გამოსვლის საპასუხოდ და
მის ორგანიზატორს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) არ აქვს შესაძლებლობა, შესაბამისი ორგანო
წინასწარ, კანონით დადგენილ ვადაში გააფრთხილოს.
519
211
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
როდესაც მათ მიერ შესაბამისი ორგანოების წინასწარი გაფრთხილება შეუძლებელი იქნებოდა.521
აღნიშნული ცვლილებების საჭიროება კიდევ ერთხელ გამოიკვეთა 2018 წლის 12 მაისის ღამეს,
საგამოძიებო მოქმედებების გასაპროტესტებლად ღამის კლუბ
ტერიტორიაზე გამართული სპონტანური აქციის მიმდინარეობისას. 522
„ბასიანის“
მიმდებარე
აღსანიშნავია, რომ ვენეციის კომისიამ ჯერ კიდევ 2011 წელს გააკრიტიკა საქართველოს
კანონმდებლობაში სპონტანური შეკრების გამართვასთან დაკავშირებული ზემოხსენებული
ხარვეზი.523 ამ თვალსაზრისით, საგულისხმოა, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება
სახელმწიფოს აკისრებს ვალდებულებას, დაიცვას ნებისმიერი სახის მშვიდობიანი აქცია და
ხელი შეუწყოს მის ჩატარებას.
წინადადება საქართველოს პარლამენტს:
•
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდეს ცვლილება,
რომელიც
დაუშვებს
წინასწარი
გაფრთხილების
მანიფესტაციის
გამონაკლისს
ზოგადი
მონაწილეებს
ადგილობრივი
წესიდან
ტრანსპორტის
და
თვითმმართველობის
მშვიდობიანი
სავალი
ნაწილის
ორგანოს
შეკრებისა
და
გადაკეტვის
შესაძლებლობას მიანიჭებს მაშინაც, როდესაც შესაბამისი ორგანოების წინასწარი
გაფრთხილება შეუძლებელია.
რეკომენდაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:
•
შეკრების მიმდინარეობისას არ შეზღუდოს დროებითი კონსტრუქციების განთავსების
შესაძლებლობა ხელოვნური და კანონშეუსაბამო არგუმენტით
•
მომავალში, სპონტანური თუ წინასწარ დაგეგმილი აქციებისა და კონტრაქციების
გამართვის შემთხვევაში, დროულად და სათანადოდ შეაფასოს შესაძლო რისკები და
მიიღოს ყველა შესაბამისი ზომა, ერთი მხრივ, მშვიდობიანი აქციის ჩატარების
521
საქართველოს სახალხო დამცველის 2011 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 68; 2012 წლის
საპარლამენტო ანგარიში, გვ.487-492; 2013 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 360; 2014 წლის
საპარლამენტო ანგარიში, გვ. 491-492; 2015 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 533; 2016 წლის
საპარლამენტო ანგარიში, გვ. 465.
522
მედიით გავრცელებული ვიდეოკადრებისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ
ზემოაღნიშნულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
საქმეებზე
მიღებული
ცალკეული
დადგენილებების შესწავლის შედეგად, გამოიკვეთა, რომ აქციის მონაწილეებს კლუბ „ბასიანთან“ არ
ეძლეოდათ ავტომანქანებისთვის განკუთვნილ გზის სავალ ნაწილზე გადასვლის უფლება და გარკვეულ
შემთხვევებში, მათი დაკავება, მათ შორის, აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილებასთან იყო
დაკავშირებული.
523 ევროპული კომისია დემოკრატიისთვის კანონის მეშვეობით (ვენეციის კომისია), №547/2009 საბოლოო
მოსაზრება „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული
ცვლილებების თაობაზე, სტრასბურგი, 17 ოქტომბერი 2011, პარ. 28 და პარ. 48.
212
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
ხელშესაწყობად და, მეორე მხრივ, დანაშაულებრივი და ძალადობრივი ქმედებების
თავიდან ასაცილებლად.
13. გაერთიანების თავისუფლება და ადამიანის უფლებათა დამცველები
გაერთიანების თავისუფლება უზრუნველყოფს ადამიანის თვითრეალიზაციას სხვა პირებთან,
სოციალურ,
საზოგადოებრივ
ჯგუფებთან
ერთად.524
ძლიერი
დემოკრატია
სწორედ
მრავალფეროვანი დემოკრატიული ინსტიტუტების არსებობას ეფუძნება,525 რომელთა შორისაა
პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, რელიგიური ორგანიზაციები,
პროფესიული კავშირები და სხვ.526 ამ თვალსაზრისით, აღსანიშნავია არასამთავრობო
ორგანიზაციების წვლილი კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა რეალიზების
ხელშეწყობის მიმართულებით.527 აქვე, საგულისხმოა ცალკეული აქტივისტების წვლილი
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ხელშეწყობის კუთხით.
მიუხედავად უფლებადამცველთა528 დაცულობის უზრუნველსაყოფად საერთაშორისო დონეზე
შექმნილი გარანტიებისა,529 მსოფლიოს მასშტაბით, იზრდება მათზე განხორციელებული
თავდასხმის, დაშინების, დევნის, ცენზურის ქვეშ მოქცევის, ცილისწამების, სტიგმატიზაციის,
თვითნებური დაკავების, იძულებითი გაუჩინარების და მკვლელობის შემთხვევები.530
524
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 15 სექტემბრის №2/2/439 გადაწყვეტილება
საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ომარ ალაფიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 2.
525 ეუთო, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის (CSCE) ადამიანური განზომილების
კონფერენციის კოპენჰაგენის შეხვედრის დოკუმენტი, 1990, პარაგრაფი 26.
526
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (OSCE/ODIHR),
სახელმძღვანელო გაერთიანების თავისუფლების თაობაზე, 2015, გვ. 14.
527 ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2007 წლის 10 ოქტომბრის რეკომენდაცია CM/Rec(2007) 14
ევროპაში არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი სტატუსის თაობაზე.
528
ადამიანის უფლებათა დამცველების თაობაზე გაეროს 1998 წლის დეკლარაციის თანახმად,
უფლებადამცველის ცნების ქვეშ მოიაზრებიან ადამიანები, რომლებიც დამოუკიდებლად ან სხვებთან
ერთად მოქმედებენ ადამიანის უფლებათა დაცვის, რეალიზებისა და ხელშეწყობისთვის ეროვნულ და
საერთაშორისო დონეზე.
529 იხ. მათ შორის, გაეროს 1998 წლის დეკლარაცია ადამიანის უფლებათა დამცველების თაობაზე,
ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის (CSCE) ადამიანური განზომილების
კონფერენციის 1990 წლის კოპენჰაგენის შეხვედრის დოკუმენტი, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა
და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) 2014 წლის სახელმძღვანელო ადამიანის უფლებათა
დამცველების დაცვის თაობაზე და 2015 წლის სახელმძღვანელო გაერთიანების თავისუფლების თაობაზე,
ევროკავშირის 2004 წლის სახელმძღვანელო ადამიანის უფლებათა დამცველების თაობაზე. გარდა ამისა,
უფლებადამცველთა დაცვისა და მათი საქმიანობის ხელშეწყობას ემსახურება მიზნად გაეროს ადამიანის
უფლებათა დამცველების მდგომარეობის საკითხებზე სპეციალური მომხსენებლის მანდატი. ამასთან,
ევროკავშირის მიერ, მსოფლიოს მასშტაბით, რისკის წინაშე მდგარი აქტივისტების მხარდასაჭერად
მოქმედებს სპეციალური მექანიზმი: protectdefenders.eu.
530 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ
2018 წელს ორგანიზებული ადამიანის უფლებათა დამცველების მსოფლიო სამიტის ვებგვერდზე:
213
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
აქტივისტებს ხშირად ეზღუდებათ გადაადგილების, გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების
თავისუფლება.531
მსგავს
საფრთხეებს,
ძირითადად,
თან
სდევს
მათი
კრიმინალებად,
არასასურველ
პირებად
თუ
ტერორისტებად
შერაცხვის
მიუღებელი
ნარატივი.532
გასათვალისწინებელია, რომ ზოგიერთი უფლებადამცველი განსაკუთრებული რისკის წინაშე
დგას იმ უფლებების ბუნების გათვალისწინებით, რომლის დაცვასაც ცდილობს, ხოლო ქალ
აქტივისტებს გენდერულად სპეციფიკური საფრთხეები ექმნებათ, რაც განსაკუთრებულ
ყურადღებას მოითხოვს.533 გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ დადასტურებული
მონაცემების შესაბამისად, მხოლოდ 2015 წლიდან 2017 წლის ჩათვლით, მსოფლიოს 61 ქვეყანაში,
სულ მცირე, 1,019 უფლებადამცველი მოკლეს, მათგან 127 მსხვერპლი ქალი იყო.534 მართალია,
აღნიშნული მონაცემები არ აჩვენებს უფლებადამცველებზე განხორციელებული დანაშაულების
სრულ მასშტაბს, თუმცა საგანგაშოა ის მაჩვენებელი, რომ სხვათა უფლებების დაცვას
ყოველდღიურად, საშუალოდ, ერთი ადამიანი ეწირება.535
არასამთავრობო
ორგანიზაციებში
მომუშავე
თუ
დამოუკიდებლად
მოქმედი
უფლებადამცველების წინაშე სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, ევროპის ქვეყნებში არსებულმა
გამოწვევებმა და საქართველოში ამ თემების ირგვლივ უკანასკნელ პერიოდში განვითარებულმა
მოვლენებმა საანგარიშო პერიოდში, სახალხო დამცველის ყურადღება მიიპყრო და გადაწყდა ამ
უმნიშვნელოვანესი საკითხისთვის წინამდებარე ანგარიშში დამოუკიდებელი თავი დაგვეთმო.
აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებების დამცველების საქმიანობის ხელშესაწყობად, გაერო,536
ეუთო,537 ევროპის საბჭო538 და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები სახელმწიფოებს სხვადასხვა
სახის ვალდებულებას უწესებენ. ძირითადად, ხელისუფლებას ეკისრება, თავი შეიკავოს
<https://bit.ly/2IjoHXN> [ბოლოს ნანახია: 07.03.2019], იხ. აგრეთვე ადამიანის უფლებათა დამცველების
თაობაზე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR)
ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია: <https://bit.ly/2I3hGGC> [ბოლოს ნანახია: 07.03.2019].
531 ადამიანის უფლებათა დამცველების მიმართ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებებისა და მათ წინაშე
არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი
კომისრის ოფისის (OHCHR) ვებგვერდზე: <https://bit.ly/2NccySY> [ბოლოს ნანახია: 07.03.2019].
532 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ
2018 წელს ორგანიზებული ადამიანის უფლებათა დამცველების მსოფლიო სამიტის ვებგვერდზე:
<https://bit.ly/2IjoHXN> [ბოლოს ნანახია: 07.03.2019].
533 გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისი (OHCHR), საინფორმაციო
ბიულეტენი №29 ადამიანის უფლებების დამცველების თაობაზე, აპრილი 2004, გვ. 10.
534 გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო, ადამიანის უფლებების დამცველთა მდგომარეობის საკითხებზე
სპეციალური მომხსენებლის მოხსენება, 23 ივლისი 2018, A/73/215, გვ. 4.
535 გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო, ადამიანის უფლებების დამცველთა მდგომარეობის საკითხებზე
სპეციალური მომხსენებლის მოხსენება, 23 ივლისი 2018, A/73/215, გვ. 4.
536 გაეროს 1998 წლის დეკლარაცია ადამიანის უფლებათა დამცველების თაობაზე.
537
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (OSCE/ODIHR),
სახელმძღვანელო ადამიანის უფლებათა დამცველების დაცვის შესახებ, 2014.
538 ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2018 წლის №2225 რეზოლუცია ევროპის საბჭოს წევრ
ქვეყნებში ადამიანის უფლებათა დამცველების დაცვის შესახებ.
214
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
უფლებადამცველთა
ნებისმიერი
საქმიანობის
ქმედებისგან;
გამო
დაიცვას
მათი
უფლებების
უფლებადამცველები
დარღვევისკენ
მესამე
მიმართული
პირების
მხრიდან
განხორციელებული
თავდასხმისგან;
და
გაატაროს
პროაქტიული
ღონისძიებები
უფლებადამცველთა მიერ საკუთარი უფლებების (მათ შორის, მათი მხრიდან ადამიანის
უფლებათა დაცვის) სრული რეალიზაციის ხელშესაწყობად.
გაეროს
დეკლარაციაში
ადამიანის
უფლებათა
დამცველების
თაობაზე
ხაზგასმულია
ორგანიზაციებისა და ინდივიდის უფლება, სახელმწიფო უწყებების წინაშე მწვავედ და
კრიტიკულად
დააყენონ
საკითხები,
რომლებიც
ხელს
უშლის
ადამიანის
რეალიზაციას და გააპროტესტონ ამ თვალსაზრისით არსებული პოლიტიკა.
539
უფლებების
სახელმწიფო,
თავის მხრივ, ვალდებულია, დაიცვას ისინი საქმიანობის გამო განხორციელებული ნებისმიერი
უკანონო ქმედებისგან.540 ხელისუფლების წარმომადგენლებმა საჯაროდ უნდა დაგმონ მსგავსი
ძალადობრივი ფაქტები, გამოიჩინონ ნულოვანი ტოლერანტობა დამრღვევთა მიმართ და
უზრუნველყონ აღნიშნული შემთხვევების დროული, სიღრმისეული და დამოუკიდებელი
გამოძიება.541
ამგვარი ვალდებულებების შესასრულებლად, მნიშვნელოვანია, მათ შორის, სრულყოფილად
აღირიცხებოდეს უფლებადამცველების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების შემთხვევები.
გასათვალისწინებელია,
რომ
აღნიშნული
შეთანხმებული მდგრადი განვითარების
542
საზოგადოების
ჩამოყალიბების
მაჩვენებელი
გაეროს
წევრი
ქვეყნების
მიერ
მე-16 მიზნის (მშვიდობიანი და ინკლუზიური
ხელშეწყობა,
მართლმსაჯულების
ხელმისაწვდომობა
ყველასათვის, ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუციების მშენებლობა
ყველა დონეზე) შესრულების ერთ-ერთი ინდიკატორია.543 სამწუხაროდ, საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროში უშუალოდ უფლებადამცველთა მიმართ ჩადენილი დანაშაულებრივი
ქმედებების შედეგად დაწყებული გამოძიების თაობაზე სტატისტიკური მონაცემები არ
აღირიცხება,544
განსხვავებით
საქართველოს
გენერალური
539
პროკურატურისგან,
რომელიც
გაეროს 1998 წლის დეკლარაცია ადამიანის უფლებათა დამცველების თაობაზე, მუხლი 8, ნაწილი 2.
გაეროს 1998 წლის დეკლარაცია ადამიანის უფლებათა დამცველების თაობაზე, მუხლი 12, ნაწილი 2.
541
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (OSCE/ODIHR),
სახელმძღვანელო ადამიანის უფლებათა დამცველების დაცვის შესახებ, 2014, გვ. 3.
542 გაეროს გენერალური ასამბლეის 2015 წლის 25 სექტემბრის A/RES/70/1 რეზოლუციით დამტკიცებული
მდგრადი განვითარების დღის წესრიგის დოკუმენტი, სახელწოდებით - „ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030
წლის
დღის
წესრიგი
მდგრადი
განვითარებისთვის“,
ხელმისაწვდომია
ვებგვერდზე:
<https://undocs.org/A/RES/70/1> [ბოლოს ნანახია: 13.03.2019].
543
იხ. გაეროს გენერალური ასამბლეის 2017 წლის 6 ივლისის რეზოლუციით (A/RES/71/313)
დამტკიცებული გლობალური ინდიკატორების ჩარჩო მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგის
მიზნებისა და ამოცანებისთვის, მიზანი 16, ამოცანა 16.10, ინდიკატორი 16.10.1 ხელმისაწვდომია
ვებგვერდზე: <https://undocs.org/A/RES/71/313> [ბოლოს ნანახია: 13.03.2019].
544 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის 27 თებერვლის №511663 წერილი.
540
215
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
ამუშავებს ინფორმაციას მსგავს შემთხვევებში დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნის
შესახებ.545
გარდა ამისა, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის
(OSCE/ODIHR) და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მითითებით, სახელმწიფო
დაწესებულებებმა და თანამდებობის პირებმა თავი უნდა შეიკავონ უფლებადამცველებისა და
მათი საქმიანობის დისკრედიტაციის კამპანიაში ჩართვისგან, ნეგატიური დახასიათებისგან,
სტიგმატიზაციისა და ცილისწამებისგან.546 აღნიშნულის საპირისპიროდ, ეუთო სახელმწიფოებს
მოუწოდებს,
საჯაროდ
აღიარონ
უფლებადამცველთა
დაცულობის
საჭიროება
და
ორგანიზაციებისა თუ ინდივიდების მარგინალიზაციის თავიდან ასარიდებლად, აღნიშნონ მათი
საქმიანობის მნიშვნელობა მაშინაც კი, როდესაც ის კრიტიკულია ხელისუფლების მიმართ.
მიუხედავად ზემოხსენებული დაცვის გარანტიებისა, საქართველოში, ბოლო პერიოდში
გამოიკვეთა უფლებადამცველთა ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების, მათი
დისკრედიტაციის რამდენიმე შემთხვევა, მათ შორის, თანამდებობის პირების მხრიდან, რაც
აქტივისტების დაცვის თვალსაზრისით სახელმწიფოს უპირატესი როლის გათვალისწინებით,
განსაკუთრებით ნეგატიურად აისახება ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვისთვის სათანადო
გარემოს შექმნაზე: 2018 წლის ოქტომბერში, ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების
მხრიდან, საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხების,
კორუფციის
პრევენციის,
ადამიანის
უფლებების
დაცვის,
სახელმწიფო
ინსტიტუტების
საქმიანობის და არჩევნების მონიტორინგის მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო
ორგანიზაციებისა და მათი ხელმძღვანელი პირების დისკრედიტაციისკენ მიმართული არაერთი
განცხადება
გაკეთდა.547
აღნიშნულს
თან
545
სდევდა
არასამთავრობო
ორგანიზაციების
საქართველოს გენერალური პროკურატურის 2019 წლის 4 მარტის №13/15762 წერილის შესაბამისად,
2018 წლის განმავლობაში, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 2 პირის მიმართ საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ადამიანის
დევნას, ჩადენილს ძალადობით ან ძალადობის მუქარით.
546
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (OSCE/ODIHR),
სახელმძღვანელო ადამიანის უფლებათა დამცველების დაცვის შესახებ, 2014, გვ. 7-8; ევროპის საბჭოს
საპარლამენტო ასამბლეის 2018 წლის №2225 რეზოლუცია ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში ადამიანის
უფლებათა დამცველების დაცვის შესახებ, პ.5.6.
547 2018 წლის 2 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც 13-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ გაავრცელა ერთობლივი
განცხადება დემოკრატიული მმართველობის სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ
(ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/2QmhvZR> [ბოლოს ნანახია:13.03.2019]), საქართველოს
პარლამენტის თავმჯდომარემ, აღნიშნული ორგანიზაციების ხელმძღვანელები პოლიტიკური
მიკერძოებული შეხედულებების ქონაში დაადანაშაულა, ხოლო თავად ორგანიზაციები პოლიტიკურ
გაერთიანებებად მოიხსენია; განცხადება ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/2UmZWeE> [ბოლოს
ნანახია: 13.03.2019]; 2018 წლის 3 ოქტომბერს, 13 არასამთავრობო ორგანიზაცია პოლიტიკურ პარტიებად
მოიხსენია ასევე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, განცხადება ხელმისაწვდომია ვებგვერდზე:
<https://bit.ly/2TsyNdh> [ბოლოს ნანახია: 07.03.2019]. 2018 წლის 8 ოქტომბერს პარლამენტის თავმჯდომარე
გამოეხმაურა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ
216
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
(განსაკუთრებით,
„საქართველოს
ახალგაზრდა
იურისტთა
ასოციაციის“,
“სამართლიანი
არჩევნების“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს) ხელმძღვანელების, ეკა გიგაურის,
მიხეილ ბენიძის, სულხან სალაძის და სხვა NGO ლიდერების წინააღმდეგ მიმართული
მასშტაბური
ნეგატიური
კამპანია
სოციალურ
ქსელშიც.
ცილისმწამებლური
და
შეურაცხმყოფელი მასალის ავტორთა სიმრავლის მიუხედავად, ინფორმაცია შინაარსობრივად
მსგავსი იყო, მათი ნაწილი კი - დასპონსორებული, ფართო გავრცელების მიზნით.548
საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებით გამოეხმაურა მსგავს შემთხვევებს და აღნიშნა,
რომ ამგვარი დამოკიდებულება დაუშვებელია და საფრთხეს უქმნის ქვეყანაში დემოკრატიული
განვითარების პროცესს. ამავდროულად, სახალხო დამცველმა ხელისუფლებას მოუწოდა,
სამოქალაქო
სექტორთან
მიმართებით
ადამიანის
უფლებების
დამცველთა
დაცვის
საერთაშორისოდ აღიარებული დემოკრატიული სტანდარტებით ეხელმძღვანელა.549
აღსანიშნავია აგრეთვე 2018 წლის 10 ოქტომბერს „რუსეთი ოკუპანტიას“ აქტივისტების მიერ
გორის მერიასთან გამართული აქციის მიმდინარეობისას, მერიის ადმინისტრაციული და
შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელის, თეიმურაზ მანველიშვილის მიერ სამოქალაქო
აქტივისტის, გიგა მაქარაშვილისთვის თავზე ნაგვიანი ურნის დამხობის ფაქტი.550 მერმა
აღნიშნული ქმედება მძიმე დისციპლინურ გადაცდომად551 მიიჩნია, თუმცა თანაზომიერების
პრინციპის552
გათვალისწინებით,
საყვედური
განუსაზღვრა.
553
თეიმურაზ
მანველიშვილს
გასათვალისწინებელია,
რომ
პასუხისმგებლობის
დღეის
ზომად
მდგომარეობით,
იგი
გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე.554
პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის დამფინანსებლებისა და მხარდამჭერი
პოლიტიკოსების შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას (ხელმისაწვდომია ვებგვერდზე:
<https://bit.ly/2SN7ENK> [ბოლოს ნანახია: 13.03.2019]), რომელსაც „ხელმოცარული და უნიათო ფაშისტის“
განცხადება უწოდა, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, რომლებიც მას
კრიტიკულად არ გამოეხმაურნენ, ფაშიზმის თანამონაწილეებად მოიხსენია; განცხადება ხელმისაწვდომია
ვებგვერდზე: <https://bit.ly/2tRPPTw> [ბოლოს ნანახია: 13.03.2019]. იმავე დღეს, დედაქალაქის მერმა, კახა
კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, „ძირითადად,
„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არიან შექმნილი, მათი ხელდასმულები არიან და დღეს ან ხიბლში არიან,
ან ვალში“; განცხადება ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/2tRzo9V> [ბოლოს ნანახია: 13.03.2019].
2018 წლის 23 ოქტომბერს კოპენჰაგენში მიმდინარე საერთაშორისო ანტიკორუფციულ კონფერენციაზე
იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მინიშნება გააკეთა ორგანიზაცია „საერთაშორისო
გამჭვირვალობა - საქართველოს“ თავმჯდომარის, ეკა გიგაურის შესაძლო მონაწილეობაზე 2007 წლის 7
ნოემბრის მშვიდობიანი მანიფესტაციის დაშლაში.
განცხადება ხელმისაწვდომია ვებგვერდზე:
<https://bit.ly/2Hl5vXA> [ბოლოს ნანახია: 13.03.2019].
548 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://bit.ly/2tRPPTw > [ბოლოს ნანახია: 13.03.2019].
549 განცხადება ხელმისაწვდომია ვებგვერდებზე: <https://bit.ly/2HMkgmk> [ბოლოს ნანახია: 22.03.2019].
550 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/2sYfjOJ> [ბოლოს ნანახია: 13.03.2019].
551 „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 85.
552 „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 97.
553 გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 12 თებერვლის №01/2260 წერილი.
554 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/2NdtKYC> [ბოლოს ნანახია: 13.03.2019].
217
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
სახალხო დამცველი მიესალმება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საგამოძიებო უწყებების
რეაგირებას. კერძოდ, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2019 წლის 15 იანვარს
გიგა მაქარაშვილი დაზარალებულად ცნეს,555 ხოლო 9
დამამცირებელი მოპყრობის556 ფაქტზე ბრალი წარედგინა.557
თებერვალს
ყოფილ
მოხელეს
გარდა ამისა, უფლებადამცველთა დაცულობის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი გამოწვევები
იყო 2017 წელს ცხინვალის დე ფაქტო სამართალდამცავების მხრიდან ახალგორელი აქტივისტის,
თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლებრივი დევნისა და მისი
თავისუფლების ორჯერ უკანონოდ აღკვეთის,558 ასევე, 2018 წლის 30 სექტემბერს თბილისში
ეროვნული შეუწყნარებლობის მოტივით, ეთნიკური უმცირესობის წევრთა უფლებების
დამცველი ვიტალი საფაროვის მკვლელობის ფაქტები.559
საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ უცხადებს მხარდაჭერას ყველა იმ
ორგანიზაციას, მის წარმომადგენელს და ცალკეულ აქტივისტს, რომლებიც მრავალი წელია
საქართველოში აქტიურად მუშაობენ ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის
დასამკვიდრებლად და მოუწოდებს ხელისუფლებას, იხელმძღვანელოს საერთაშორისოდ
აღიარებული დემოკრატიული სტანდარტებით.
რეკომენდაციები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:
•
აწარმოოს სპეციალური სტატისტიკა, რომელიც ასახავს
დამცველების მიმართ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს
ადამიანის
უფლებათა
თანამდებობის პირებს
•
ადამიანის უფლებების დამცველების საქმიანობის მაქსიმალურად ხელშეწყობის მიზნით,
იხელმძღვანელონ საერთაშორისოდ აღიარებული დემოკრატიული სტანდარტებით. მათ
შორის, თავი შეიკავონ უფლებადამცველთა დისკრედიტაციის კამპანიაში ჩართვისგან და
მათი ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფისგან.
555
ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <http://bit.do/eJoLv> [ბოლოს ნანახია: 13.03.2019];
საქართველოს გენერალური პროკურატურის 2019 წლის 20 თებერვლის №13/12644 წერილი.
556 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი.
557 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის 13 თებერვლის №377337 წერილი.
558 დამატებითი ინფორმაციისთვის, იხ. წინამდებარე ანგარიშის თავი კონფლიქტით დაზარალებული
მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.
559 დამატებითი ინფორმაციისთვის, იხ. წინამდებარე ანგარიშის თავი თანასწორობის უფლების შესახებ.
218
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
14. ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება
გასული წლების მსგავსად, საანგარიშო პერიოდში, ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლების
სრულფასოვანი რეალიზაცია, ქვეყნის წინაშე მდგარ ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება.
განსაკუთრებით აქტუალურია ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული მძიმე
პრობლემები; საგანგაშოა კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი ნორმების დარღვევის
შედეგად წლების განმავლობაში გარემოსათვის მიყენებული ზიანის მასშტაბური მონაცემები და
არაეფექტური საკანონმდებლო რეგულაციები; მწვავედ დგას ჰიდროელექტროსადგურების
მშენებლობასთან
დაკავშირებული
გადაწყვეტილებების
შედეგად
წარმოშობილი
გარემოსდაცვითი, სოციალურ-ეკონომიკური საკითხები; აქტუალობას არ კარგავს რეკრეაციულ
ზონებთან
დაკავშირებული
უგულებელყოფისა
და
გადაწყვეტილებების
საკითხის
სრულყოფილად
მიღებისას
საჯარო
ინტერესების
შესწავლის
პრობლემა;
უცვლელია
მშენებლობასთან დაკავშირებული ხარვეზიანი რეგულაციები, რაც პრაქტიკაში საფრთხეს
უქმნის
მოქალაქეთა
უფლებას,
იცხოვრონ
ჯანსაღ
და
უსაფრთხო
გარემოში,
კვლავ
პრობლემურია
სახანძრო
უსაფრთხოების
მარეგულირებელ
კანონმდებლობასთან
561
დაკავშირებული ხარვეზი
და სხვადასხვა სავაჭრო ობიექტზე გაჩენილი ხანძრის ფაქტზე
560
მიმდინარე გამოძიების, ხშირ შემთხვევაში, გაჭიანურების პრობლემა;562 ასევე უშედეგოდ
მიმდინარეობს გამოძიება გარემოს დაცვის მიმართულებით რამდენიმე სისხლის სამართლის
საქმესთან დაკავშირებით.
მისასალმებელია სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცება,
რომელიც 2019 წლის 15 იანვრიდან ამოქმედდა და ორიენტირებულია საქართველოს ბაზარზე
ევროსტანდარტების შესაბამისი, ხარისხიანი ცემენტის, ელექტროკაბელების, არმატურისა და
პლასტმასის მილების განთავსებასა და გამოყენებაზე.563 მნიშვნელოვანია, აქტიური მუშაობა სხვა
სამშენებლო მასალების მიმართაც, რათა სამშენებლო საქმიანობა არსებითად ხარისხიანი
პროდუქტის გამოყენებით წარიმართოს, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს შენობა-ნაგებობათა
მდგრადობის გაუმჯობესებას. ამ პროცესში გასათვალისწინებელია, რომ არაერთი სამშენებლო
მასალა (მაგ. აზბესტი) ხასიათდება წვადი, ტოქსიკური და სხვა მავნე ბუნებით, რის გამოც უნდა
560
„საქართველოში ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“
საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიში, გვ. 209-210.
561 სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ მოქმედი ტექნიკური რეგლამენტი ადგენს,
რომ ქვეყანაში აღნიშნული საკითხის დასარეგულირებლად აგრეთვე გამოიყენება სხვა რელევანტური
დოკუმენტები (მათ შორის, ევროკავშირის და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების
ორგანიზაციის წევრი ქვეყნების სტანდარტების), თუმცა არ აკეთებს აღნიშნულ აქტებზე მკაფიო
მითითებას, რაც ართულებს სახანძრო უსაფრთხოების სფეროში მოქმედი წესების სრულად
იდენტიფიცირებას.
562 საქართველოს პროკურატურის 2019 წლის 15 იანვრის №13/2787 წერილი.
563 „სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს
მთავრობის 2018 წლის 1 ოქტომბრის №476 დადგენილება.
219
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
განისაზღვროს სამშენებლო სფეროში გამოსაყენებლად აკრძალული სახიფათო მასალების
ჩამონათვალი.564
ჯანმრთელობისთვის
საქართველოს
უვნებელ
გარემოში
565
კონსტიტუციით,
ცხოვრების
რომელიც
უფლება
სოციალური
რეგლამენტირებულია
სახელმწიფოს
პრინციპის
განმტკიცებასთან ერთად, ყურადღებას ამახვილებს სახელმწიფოს განსაკუთრებულ როლზე
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური სარგებლობის უზრუნველყოფის
მიმართულებით.566 აღნიშნული უფლების კონსტიტუციურ-სამართლებრივ სივრცეში მოქცევა,
აღიარებს ღირებულებათა წესრიგში მდგარი ეკოლოგიური განვითარების განსაკუთრებულ
მნიშვნელობას.567
საქართველოს სახალხო დამცველი ჯერ კიდევ 2015 წელს საუბრობდა აქტიურად გარემოს
დაცვასა და ადამიანის უფლებებს შორის მჭიდრო კავშირსა და შესაბამის საერთაშორისო
გარანტიებზე.568 როგორც ცნობილია, გარემოს დაცვასა და ადამიანის უფლებებს შორის კავშირი
საერთაშორისო საზოგადოებისათვის განსაკუთრებით თვალსაჩინო ბოლო წლებში გახდა და
შესაბამისად, გაიზარდა აღნიშნული სფეროს მომწესრიგებელი სამართლებრივი გარანტიები, ამ
მიმართულებით ასევე საგულისხმოა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები.569 საკითხის
აქტუალურობიდან გამომდინარე, 2012 წელს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ შეიმუშავა
სპეციალური მანდატი გარემოსა და ადამიანის უფლებების საკითხებზე, რომლის ფარგლებშიც,
სხვა აქტივობებთან ერთად, შეისწავლება უფლებისგან მომდინარე ვალდებულებები და
გარემოსდაცვითი პოლიტიკის შემუშავების პროცესში მათი ინტეგრირების ხელშეწყობა.570
გარდა ამისა, 2015 წელს გაეროს წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ მდგრადი განვითარების
564
„უსაფრთხოება და ჯანმრთელობა მშენებლობის პროცესში: შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის
პრაქტიკა“, (1992), გვ. 85; გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის ნეგატიური ეფექტის გამო,
ქვეყნებში განსაკუთრებით შეინიშნება აზბესტის აკრძალვის ტენდენცია. იხ. ლუსი ალენი და სხვა,
„აზბესტი, აკრძალვებისა და წარმოებისა და მოხმარების ეკონომიკური ანალიზი“, ჯანდაცვის მსოფლიო
ორგანიზაცია, (2017), გვ. 20, 26;
565 საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 29, ნაწილი 1.
566 საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 5, ნაწილი 5.
567 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის №2/1/524 გადაწყვეტილება
საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი გაჩეჩილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, პარ.2.
568 ვრცლად იხილეთ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა
და ძირითად თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, 2015, 590-591; 2016, 522-523.
569 იხ. მათ შორის, ადამიანის გარემოს შესახებ 1972 წლის სტოკჰოლმის დეკლარაციის პირველი პრინციპი;
1992 წლის რიო-დე-ჟანეიროს დეკლარაციის პირველი პრინციპი; ბავშვის უფლებების შესახებ 1989 წლის
კონვენციის 24-ე მუხლი; გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 2016 წლის რეზოლუცია 31/8; ადამიანის
უფლებათა ევროპული სასამართლოს 2004 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „Öneryildiz v.
Turkey“; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება
საქმეზე Budayeva and Others v. Russia; დამატებითი ინფორმაციისთვის, იხ. „საქართველოში ადამიანის
უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ სახალხო დამცველის 2015 წლის
ანგარიში, გვ. 590-591.
570 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/2O0e7lQ> [ბოლოს ნანახია: 20.02.2019].
220
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
უნივერსალურ
დღის
წესრიგზე,571
რომელშიც
გაწერილი
არაერთი
მიზანი
(SDGs),
კონცენტრირებულია გარემოსდაცვითი თვალსაზრისით არსებული სხვადასხვა გამოწვევის
გადაჭრაზე.572
გარემოსდაცვითი
მიმართულებით
ეფექტიანი
საქმიანობის
დაგეგმვა
საქართველოს
573
ხელისუფლებისთვის პრიორიტეტია.
აღნიშნულ პროცესს მნიშვნელოვნად უწყობს ხელს
ასოცირების შესახებ შეთანხმება, რომლის ერთ-ერთი ამოცანაა გარემოს ხარისხის შენარჩუნება,
დაცვა, გაუმჯობესება და რეაბილიტაცია, ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა, ბუნებრივი
რესურსების მდგრადი გამოყენება და საერთაშორისო დონეზე ძალისხმევის ხელშეწყობა
გარემოს დაცვის პრობლემებთან გასამკლავებლად.574
14.1.
უფლება სუფთა ჰაერზე - ატმოსფერული ჰაერის ხარისხი
ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების კუთხით არსებულ მწვავე გამოწვევებს საქართველოს
სახალხო დამცველი 2017 წლის საპარლამენტო ანგარიშში გამოეხმაურა.575 გარდა ამისა,
საკითხის აქტუალურობიდან და კომპლექსურობიდან გამომდინარე, ატმოსფერული ჰაერის
დაცვის მდგომარეობა 2018 წელს ვრცლად შეფასდა სპეციალურ ანგარიშში.576
ქვეყანაში არსებული სამართლებრივი ჩარჩო ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში, სრულად
კვლავ არ ასახავს საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით577 ნაკისრ ვალდებულებებს.
571
ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისთვის, გაეროს
გენერალური
ასამბლეა,
21
ოქტომბერი
2015,
A/RES/70/1,
ხელმისაწვდომია
ვებგვერდზე:
<https://bit.ly/1Y3D3sN> [ბოლოს ნანახია: 20.02.2019].
572 კერძოდ, დღის წესრიგი სახელმწიფოებს ავალდებულებს, გაატარონ საჭირო ღონისძიებები, მათ შორის,
კლიმატის ცვლილებისა და მისი ზეგავლენის წინააღმდეგ (მიზანი 13); ყველა ასაკის ადამიანისთვის
ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის (მიზანი 3); ეკოსისტემების დაცვისა და
ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის (მიზანი 15); წყლის მდგრადი განვითარებისა და სანიტარული
ნორმების დაცვის საყოველთაო უზრუნველყოფისთვის (მიზანი 6); ქალაქების და დასახლებების
ინკლუზიური, უსაფრთხო და მდგრადი განვითარებისთვის (მიზანი 11) და მდგრადი მოხმარებისა და
წარმოებისთვის (მიზანი 12).
573 აღნიშნულს ადასტურებს, მათ შორის, მთავრობის მწვანე პოლიტიკა. იხ. ინფორმაცია ვებგვერდზე:
<https://bit.ly/2BK1Bnr> [ბოლოს ნანახია: 20.02.2019].
574 ასოცირების შესახებ შეთანხმება, ერთი მხრივ, საქართველოს და მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის
ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის, მუხლი 302, ნაწილი 1, დოკუმენტი
გაწერს ევროკავშირის რელევანტური დირექტივებიდან მომდინარე სახელმწიფოს ვალდებულებებს და
განსაზღვრავს კონკრეტულ ვადებს მათ შესასრულებლად.
575 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში „ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა
დაცვის მდგომარეობის შესახებ“, 2017, გვ. 207.
576 საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის სპეციალური ანგარიში - უფლება სუფთა ჰაერზე
(ატმოსფერული ჰაერის ხარისხი საქართველოში).
577 ასოცირების შესახებ შეთანხმება, ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირს და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის, თავი 3, მუხლი 302;
დანართი XXVI, ჰაერის ხარისხი.
221
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
ამასთან,
ეროვნული
კანონმდებლობა
სამეწარმეო
საქმიანობიდან
მომდინარე
ჰაერის
დაბინძურების შემცირებისა და პრევენციის მიზნით, ჯერ კიდევ არ ითვალისწინებს საუკეთესო
ხელმისაწვდომი ტექნიკის დასკვნების გამოყენების ვალდებულებას სანებართვო პირობების
განსაზღვრისას,578 დღემდე არ მოქმედებს ინტეგრირებული სანებართვო სისტემა579 და
სანებართვო პირობებთან შესაბამისობის მონიტორინგის ეფექტიანი მექანიზმი.580 საქართველოს
გარემოს დაცვისა
და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან
მიღებული
ინფორმაციის
შესაბამისად, სამრეწველო ემისიების რეგულირების ევროპულ სტანდარტებზე გადასასვლელად,
შემუშავებულია „სამრეწველო გაფრქვევების კონტროლის შესახებ“ კანონის პროექტი,581 რომლის
ინიცირება საქართველოს პარლამენტში დაგეგმილია მიმდინარე წელს,582 თუმცა მისი რიგი
უმნიშვნელოვანესი დებულებების ამოქმედების ვადად გათვალისწინებულია 2020-2026 წლები.
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის არსებული სისტემა მისი დაბინძურების
სრულფასოვან სურათს არ იძლევა. ამ თვალსაზრისით, აღსანიშნავია სადამკვირვებლო
სადგურების მცირე რაოდენობა. გარდა ამისა, ატმოსფერული ჰაერის ხარისხზე დაკვირვება არ
ხდება ევროკავშირის დირექტივებით დადგენილი სტანდარტით, მათ შორის, ჯერ კიდევ არ
არის ინტეგრირებული მოდელირების583 სისტემა.
ქვეყანაში
ატმოსფერული
ავტოტრანსპორტი.
584
ამოქმედებული
ჰაერის
დაბინძურების
ერთ-ერთი
უმთავრესი
წყაროა
აღნიშნულთან დაკავშირებით საგულისხმოა 2019 წლიდან სრულად
პერიოდული
ტექნიკური
ინსპექტირება,
რომელიც
სამწუხაროდ
არ
ითვალისწინებს ავტომანქანის გამონაბოლქვ აირებში ყველა ძირითადი დამაბინძურებლის
შემცველობის კონტროლს.585
საგულისხმოა,
რომ
საექსპლოატაციოდ
ადმინისტრაციული
გაშვება,
რომელთა
სამართალდარღვევაა
განაფრქვევში
578
ისეთი
გამაჭუჭყიანებელ
ავტომობილების
ნივთიერებათა
2010/75/EU დირექტივა სამრეწველო ემისიების შესახებ, მუხლი 14, ნაწილი 3-6; შესრულების ვადა:2026წ.
2010/75/EU დირექტივა სამრეწველო ემისიების შესახებ, მუხლები 4-6, 12, 17(2), 21 და 24 და დანართი IV.
580 2010/75/EU დირექტივა სამრეწველო ემისიების შესახებ, მუხლი 8, 14(1)(d) და 23(1).
581 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2018 წლის 1 აგვისტოს
№6692/01 წერილი.
582 საქართველოს პარლამენტის 2019 წლის საგაზაფხულო სესიისთვის გათვალისწინებული საქართველოს
მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმა, პ. 12, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე:
<https://bit.ly/2SNIjb3> [ბოლოს ნანახია: 20.02.2019].
583 მოდელირების სისტემის თაობაზე, ინფორმაცია ხელმისაწვდომია ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოს
(EEA) ვებგვერდზე: <https://bit.ly/2To3DVf>, <https://bit.ly/2UhVOfY> [ბოლოს ნანახია: 06.03.2019].
584 საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის სპეციალური ანგარიში - უფლება სუფთა ჰაერზე
(ატმოსფერული ჰაერის ხარისხი საქართველოში), გვ. 26-31.
585 საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის №510 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური
რეგლამენტი „ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური
ინსპექტირების შესახებ”, მუხლი 6, ნაწილი 8.2.
579
222
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
შემცველობა დადგენილ ნორმატივს აღემატება.586 დღეის მდგომარეობით, მითითებული
სამართალდარღვევის ადმინისტრირება არ ხორციელდება, რამდენადაც საპატრულო პოლიცია
არ არის აღჭურვილი შესაბამისი ტექნიკით.587
ატმოსფერული ჰაერის დაცვის კუთხით, კვლავ588 მნიშვნელოვანი პრობლემაა ქვეყანაში
არსებული მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელთა უმრავლესობას არ გააჩნია გამართული
გამონაბოლქვის სისტემა. ამ მიმართულებით, მდგომარეობა გაუმჯობესებულია დედაქალაქში,589
თუმცა,
შედარებით
მძიმე
სიტუაციაა
რუსთავის,
ზუგდიდისა
და
ამბროლაურის
მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, სადაც ხაზზე გაუმართავი ავტომობილების გაშვება
ხორციელდება.590
პრობლემურია აგრეთვე ქვეყანაში არსებული საწვავის ხარისხის კონტროლის სისტემა.591 მათ
შორის, ძალიან მცირე იყო 2018 წლის განმავლობაში შემოწმებულ იმ ავტოგასამართ სადგურთა
რაოდენობა, რომლებიდან აღებული საწვავის სინჯებშიც შემოწმდა ეროვნულ დონეზე
განსაზღვრული ყველა ნივთიერების მოცულობითი წილი.592
გასათვალისწინებელია,
რომ
ქალაქებისთვის
დამახასიათებელი
დამაბინძურებელი
წყაროებიდან მომდინარე რისკების შემცირებას ხელს უწყობს მწვანე ურბანული სივრცეები,
თუმცა მუნიციპალიტეტებში ჯერ კიდევ არ არის განსაზღვრული ერთ სულ მოსახლეზე
გამწვანების ზუსტი მაჩვენებელი, ან არ არის დამტკიცებული მისი შეფასების სტანდარტი.593
14.2. გარემოსათვის მიყენებული ზიანი - არაეფექტიანი კანონმდებლობა და საგანგაშო
სტატისტიკა
საანგარიშო პერიოდში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ გარემოსათვის
მიყენებული ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციებისა და
586
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 81.
საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის სპეციალური ანგარიში - უფლება სუფთა ჰაერზე
(ატმოსფერული ჰაერის ხარისხი საქართველოში), გვ. 27-28.
588 „საქართველოში ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“
საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიში, გვ. 208.
589 საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის სპეციალური ანგარიში - უფლება სუფთა ჰაერზე
(ატმოსფერული ჰაერის ხარისხი საქართველოში), გვ. 29-30.
590 ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 18 თებერვლის №02/2637 წერილი; ზუგდიდის
მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 14 თებერვლის №02/1610 წერილი; ამბროლაურის
მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 20 თებერვლის №1121 წერილი.
591 გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის 2018 წლის 17 სექტემბრის №56437 წერილი და
2019 წლის 16 იანვრის №2369 წერილი.
592 საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის სპეციალური ანგარიში - უფლება სუფთა ჰაერზე
(ატმოსფერული ჰაერის ხარისხი საქართველოში), გვ. 31-33.
593 საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის სპეციალური ანგარიში - უფლება სუფთა ჰაერზე
(ატმოსფერული ჰაერის ხარისხი საქართველოში), გვ. 35-36.
587
223
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
პრაქტიკის შესწავლის შედეგად, მნიშვნელოვანი ხარვეზები გამოვლინდა. ამ მიმართულებით
არსებული მძიმე ვითარება პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან სათანადო ღონისძიებების
დაუყოვნებლივ გატარებას მოითხოვს. კერძოდ, გარემოსათვის მიყენებული ზიანის
ანაზღაურების სფეროში მოქმედი სამართლებრივი გარანტიები არასაკმარისი და უშედეგოა,
კანონმდებლობა არ არის ორიენტირებული გარემოსათვის დამდგარი მძიმე შედეგების რეალურ
გამოსწორებაზე,
მოქმედი რეგულაციები ვერ უზრუნველყოფს გარემოსათვის მიყენებული
ზიანის ანაზღაურებას. კანონმდებლობის ანალიზი და გარემოსათვის მიყენებული ზიანის
პრაქტიკა აჩვენებს, რომ საქმიანობის დაგეგმვისა და განხორციელების დროს სახელმწიფო
ხელისუფლების
ორგანოების,
ფიზიკური
და
იურიდიული
პირების
ვალდებულება,
იხელმძღვანელონ გარემოს დაცვის კანონით განმტკიცებული პრინციპებით,594 ფორმალურ
ხასიათს ატარებს და მათი რეალიზაცია ვერ ხორციელდება. არ არსებობს სათანადო
საკანონმდებლო გარანტიები, რომლებიც პრინციპების - „დამბინძურებელი იხდის“ და
„რესტიტუციის პრინციპი“ აღსრულებას მოემსახურება. ამასთან, არსებული რეგულაციების
ფარგლებშიც, ერთი მხრივ, ზიანის მატერიალური ანაზღაურება უმრავლეს შემთხვევაში
მრავალი წლითაა გადავადებული, მეორე მხრივ, კი, ქონებრივი ანაზღაურების შემთხვევაშიც,
აღნიშნული გარემოსათვის მიყენებული ზიანის გამოსწორების გარანტი ვერ იქნება.
გარემოს
დაცვის
და
ბუნებრივი
რესურსებით
სარგებლობის
სფეროში საქართველოს
კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობასთან ერთად, გარემოსთვის მიყენებული
ზიანი განიხილება როგორც ქონებრივი ზიანი და მისი ანაზღაურება სახელმწიფო ბიუჯეტში
შესაბამისი წესით595 დაანგარიშებული თანხის გადარიცხვით ხორციელდება. ამასთან არ
არსებობს კონკრეტული რეგულაციები სამართალდამრღვევის მიერ გარემოს აღსადგენად
გასატარებელი
გამოსასწორებელი
ღონისძიებების
თაობაზე.
„გარემოს
დაცვის
შესახებ“
საქართველოს კანონი, ასევე სხვა საკანონმდებლო აქტების და შესაბამისი ტექნიკური
რეგლამენტი596 არ იძლევა განმარტებას იმის თაობაზე, უნდა მოხმარდეს თუ არა და რა ფორმით,
გარემოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით ბიუჯეტში მიღებული ფინანსური
სახსრები კვლავ გარემოს და მიყენებული ზიანის გამოსწორებას. შესაბამისად, ქონებრივი ზიანის
ანაზღაურების შემთხვევაშიც, სახელმწიფო ბიუჯეტში თანხის ჩარიცხვა აუცილებლად ვერ
უზრუნველყოფს გარემოსათვის დამდგარი მძიმე შედეგების გამოსწორებას და მიყენებული
ზიანი უცვლელი რჩება.
594
„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი:
„დამბინძურებელი იხდის“ - საქმიანობის სუბიექტის, ასევე, სხვა ფიზიკური და იურიდიული პირის
ვალდებულება, აანაზღაუროს გარემოსათვის მიყენებული ზარალი; „ი“ ქვეპუნქტი: „რესტიტუციის
პრინციპი“ - საქმიანობის განხორციელების შედეგად დეგრადირებული გარემო პირვანდელ
მდგომარეობასთან მაქსიმალურად მიახლოებული სახით უნდა იყოს აღდგენილი;
595 საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №54 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური
რეგლამენტი - „გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკა.“
596 საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №54 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური
რეგლამენტის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტი.
224
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
ამასთან,
აღსანიშნავია,
რომ
გარემოსათვის
მიყენებულ
ზიანთან
დაკავშირებული
საკანონმდებლო რეგულაციები სხვადასხვა საკანონმდებლო აქტშია გაბნეული, რაც
პასუხისმგებელი უწყებების, მათი კომპეტენციების კუთხით სამართლებრივი წესრიგის, ამ
სფეროში მოქმედი პრინციპების, ზიანის ანაზღაურების წესისა და სხვა მნიშვნელოვანი
სამართლებრივი გარემოებების ერთიანად აღქმის შესაძლებლობას ართულებს. გარემოსათვის
მიყენებული
ზიანის
ანაზღაურებასთან
დაკავშირებულ
დებულებებს
ვხვდებით
ტყის
კოდექსში597, საზღვაო კოდექსსა598 და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.599
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი600 და სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო601,
როგორც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო
კონტროლის განმახორციელებელი უწყებები, გარემოსათვის მიყენებულ ზიანს ანგარიშობენ602
და ზიანის ანაზღაურებას სასამართლოში სამართალდარღვევის ოქმის შედგენასთან ან
დამოუკიდებელი სარჩელით ითხოვენ. ხოლო, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების
გამოვლენის შემთხვევაში, საქმის მასალებს შესაბამის ორგანოებში აგზავნიან.
უწყებების პრაქტიკიდან ირკვევა,603 რომ თუ საქმე არ შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით
გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, როგორც წესი,604 გარემოსათვის მიყენებული ზიანი
ითვლება და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმთან ერთად იგზავნება შესაბამის
სასამართლოში, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის სახდელის
დადების საკითხის გადაწყვეტისას, სამართალდამრღვევს იმავდროულად აკისრებს ზიანის
597
იხ. „საქართველოს ტყის კოდექსის“ 113-ე მუხლი.
იხ. „საზღვაო კოდექსის“ XVIII თავი.
599 იხ. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის: მე-40 მუხლი.
598
600
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო
დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების
შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 22 თებერვლის
№2-98 ბრძანების დებულების მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი.
601 „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო
სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
მინისტრის 2018 წლის 8 მაისის №2-321 ბრძანების, მე-3 მუხლი, „ლ“ პუნქტი.
602 კანონმდებლობით დადგენილი ნორმების დარღვევის შედეგად გარემოსათვის მიყენებული ზიანი
ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისა ან/და სამეურნეო საქმიანობის პროცესში გარემოსათვის
მიყენებულ ზიანისა და იმ შემოსავალის მიხედვით გამოიანგარიშება, რომელიც არ მიუღია სახელმწიფოს
და რომელსაც იგი მიიღებდა საქართველოს საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული
სამართლებრივი ნორმების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14
იანვრის №54 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტი.
603 გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის 2018 წლის 12 ოქტომბრის №6 18 00062054
წერილი.
604 იმ შემთხვევაში, თუ გარემოსათვის მიყენებული ზიანის მოთხოვნა ობიექტური მიზეზით არ წარედგინა
სასამართლო ორგანოს, სამართალდარღვევის შესახებ ოქმთან ერთად, საქმეზე წარედგინება სასამართლოს
სამოქალაქო სარჩელი ხსენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
225
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
ანაზღაურების ვალდებულებას. რაც შეეხება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების
შემცველ საქმეებს, ისინი სამართალდამცავ ორგანოებს გადაეცემა და სამოქალაქო სარჩელის
წარდგენის გზით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა მხოლოდ მას შემდეგ ხდება შესაძლებელი,
რაც კონკრეტული სუბიექტის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგება.
საგანგაშოა, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესაბამის უწყებების მხრიდან
მიღებული კორესპონდენციის, სტატისტიკური მონაცემების დამუშავების, სისტემატიზაციისა
და ანალიზის შედეგები. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და სსიპ
ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მოწოდებული სტატისტიკური მონაცემებიდან ირკვევა, რომ
სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
მიერ 2013-2018 წლებში605 დათვლილმა გარემოსათვის მიყენებულმა ზიანმა ჯამში 196,8 მლნ
ლარი შეადგინა, საიდანაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევებში
გარემოსათვის მიყენებული ზიანია 8,1 მლნ ლარი, ხოლო სისხლის სამართლის დანაშაულის
ნიშნების მქონე შემთხვევებში მიყენებული ზიანი - 188,7 მლნ ლარი.606
წინამდებარე
№1
ცხრილში
წარმოდგენილია
გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის
დეპარტამენტისა და სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ 2013-2018 წლებში სისხლის
სამართლის დანაშაულის ნიშნების მქონე და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
საქმეების ფარგლებში დათვლილი გარემოსათვის მიყენებულ ზიანთან დაკავშირებული
მონაცემები. ხოლო №2 ცხრილში უშუალოდ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების
შემცველ საქმეებთან დაკავშირებით, აღნიშნული ორი უწყების მხრიდან ზიანის ანაზღაურების
მოთხოვნის დაყენების, სასამართლოს მიერ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და აღსრულების
საკითხებთან დაკავშირებული მონაცემებია ასახული.
ცხრილი №1
სახელმწიფო უწყება
სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების
ადმინისტრაციული
მქონე საქმეებში დათვლილი ზიანი
სამართალდარღვევის
საქმეებში
დათვლილი ზიანი
გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის
164 027 176 ლარი
605
5 346 712 ლარი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის 2018 წლის 2 და 12 ოქტომბრის №3 18 00059677
და №6 18 00062054 წერილები; სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს 2018 წლის 5 სექტემბრისა და 26
ოქტომბრის №05/17614 და №05/22203 წერილები.
606 გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ
დათვლილმა ზიანმა ყველაზე დიდ მაჩვენებელს 2015 წელს მიაღწია. კერძოდ, გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ დათვლილი ზიანი იყო 99,3 მლნ ლარი (2 161 ფაქტი), ხოლო
სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ დათვლილი ზიანი - 8,9 მლნ ლარი (3 434 ფაქტი). ყველაზე მეტი
დარღვევის ფაქტი გამოვლინდა 2013 წელს: გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ
გამოვლინდა 12 664 ფაქტი (169,4 მლნ ლარი), სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ - 7 589 ფაქტი (947
754 ლარი).
226
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
დეპარტამენტი
სსიპ ეროვნული სატყეო
სააგენტო
24 659 433 ლარი
2 763 160 ლარი
სულ
188 686 609 ლარი
8 109 872 ლარი
196 796 481 ლარი
ცხრილი №2
სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების მქონე
საქმეები
სსიპ
ეროვნული
სატყეო სააგენტო
დათვლილი ზიანი
24 659 433 ლარი
გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის
დეპარტამენტი
164 027 176 ლარი
111 997 ლარი
669 661 ლარი
სულ
781
188 686
609
ლარი
სამოქალაქო სარჩელით მოთხოვნილი ზიანი/
სასამართლოს
მიერ
დაკმაყოფილებული
მოთხოვნა
ლარი
აღსრულებული
უცნობია
ასევე საინტერესოა 2018 წლის მონაცემები,607 რომელთა თანახმად,
უცნობია
უცნობია
გარემოს 5,9 მლნ ლარის
ოდენობის ზიანი მიადგა, აქედან - 822 458 ლარი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
შედეგად და 5 032 119 ლარი - სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი
შემთხვევების შედეგად.608
ზემოაღნიშნული სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ მოქმედი საკანონმდებლო
რეგულირება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველ საქმეებთან მიმართებით,
607
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის 2.10.2018 მონაცემები, სსიპ ეროვნული სატყეო
სააგენტოს 5.09.2018 მონაცემები.
608 გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გამოვლენილი დარღვევის ფაქტების
რაოდენობა სულ - 1 776 და გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობა (ლარი) სულ – 2 723 517; აქედან
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტების რაოდენობა - 1 559 და გარემოსთვის მიყენებული
ზიანი (ლარი) – 651 698; სისხლის სამართლის ფაქტების რაოდენობა - 217 და გარემოსთვის მიყენებული
ზიანის ოდენობა (ლარი) – 2 071 819; სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გამოვლენილი დარღვევის
ფაქტების რაოდენობა სულ 1 859 და გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობა (ლარი) სულ – 3 131
060. აქედან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტების რაოდენობა 1 056 და გარემოსთვის
მიყენებული ზიანი (ლარი) – 170 760; სისხლის სამართლის ფაქტების რაოდენობა 803 და გარემოსათვის
მიყენებული ზიანი (ლარი)--2 960 300.
227
658
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
პრაქტიკულად ყველა შემთხვევაში განუსაზღვრელი ვადით ახანგრძლივებს გარემოსათვის
მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის წარდგენის პროცესს.609
2013-2018 წლებში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და სსიპ ეროვნული
სატყეო სააგენტოს მიერ დათვლილი გარემოსათვის მიყენებული ზიანის უდიდეს ნაწილთან
დაკავშირებით, ამ დრომდე არ დაყენებულა ანაზღაურების მოთხოვნა და შესაბამისად, არც ზიანი
ანაზღაურებულა.
სახალხო
დამცველის
აპარატის
მცდელობის610
მიუხედავად,
ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეების ფარგლებში გარემოსათვის მიყენებული
ზიანის ანაზღაურების სრულყოფილი სტატისტიკა ვერ იქნა მოპოვებული.611
როგორც ზემოთ აღინიშნა, გარემოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ერთადერთ
მექანიზმს ზარალის ქონებრივი სახით ანაზღაურება წარმოადგენს. სახდელის დაკისრების
თაობაზე
დადგენილებას
შესაბამისი
სასამართლო
გამოსცემს,
ხოლო
გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტი და სსიპ სატყეო სააგენტო რაიმე სახის მონაცემებს ზიანის
ანაზღაურების ფაქტებთან დაკავშირებით, არ ამუშავებენ. შესაბამისად, ამ სფეროში სახელმწიფო
კონტროლის განმახორციელებელი ორგანოებისთვის უცნობია, საბოლოოდ ანაზღაურდა თუ არა
მათ მიერ დათვლილი გარემოსათვის მიყენებული ზიანი.
14.3. ბუნებრივი აირის მოხმარების უსაფრთხოება
უკანასკნელ პერიოდში საზოგადოება შეძრა გაზის გაჟონვით/არასრული წვით გამოწვეულმა
უბედურმა შემთხვევებმა, რომლებიც მსხვერპლით დასრულდა.612 სახალხო დამცველის
აპარატის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახურში 2018 წლის განმავლობაში ბუნებრივი აირის გაჟონვით გამოწვეული აფეთქებისა და
609
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის 2019 წლის 11 თებერვლის №7 19 00007721
წერილი; გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის 2.10.2018 №3 18 00059677
კორესპონდენციით მოწოდებული მასალები.
610 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის №04-11/14964, 04/12/2018 და №04-11/14962, 04/12/2018
წერილები; გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის №5 18 00072304 და სსიპ ეროვნული
სატყეო სააგენტოს №04/26065 წერილები.
611
სსიპ ეროვნულმა სატყეო სააგენტომ გვაცნობა, რომ 2017-2018 წლებში ადმინისტრაციული
სამართალდარღვევების შედეგად სააგენტოს მიერ დაანგარიშებული და მოთხოვნილი გარემოზე
მიყენებული ზიანის საერთო რაოდენობა შეადგენს 583375.522 ლარს, სასამართლოს კანონიერ ძალაში
შესული გადაწყვეტილებით, სამართალდამრღვევებს, საერთო ჯამში, 574022.052 ლარის გადახდა
დაეკისრათ (04-11/14962 04/12/2018 წერილი, 04/26065, 20/12/2018 პასუხი); გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტს მსგავსი სისტემატიზებული სტატისტიკა არ მოუწოდებია (04-11/14964
04/12/2018 წერილი, №5 18 00072304 18/12/2018 პასუხი).
612 2018 წლის 15 ნოემბერს ზემო ფონიჭალაში მომხდარი შემთხვევა (გარდაიცვალა 2 და დაშავდა 3
ადამიანი); 2019 წლის 16 იანვარს დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევა
(გარდაიცვალა 4 და დაშავდა 8 ადამიანი); 2019 წლის 31 იანვარს ქეთევან წამებულის ქუჩაზე მომხდარი
შემთხვევა (გარდაიცვალა 7 ადამიანი) და სხვ.
228
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
მოწამვლის შედეგად 7 ადამიანის გარდაცვალების ფაქტი აღინუსხა.613 აღნიშნულ რაოდენობრივ
მაჩვენებელს 2019 წელს მხოლოდ ერთი თვის მონაცემებიც კი აღემატება. შესაბამისად, კითხვები
ჩნდება გაზის მოხმარების უსაფრთხოების მხრივ არსებული მდგომარეობის და შესაბამისი
მოწესრიგების თაობაზე.
წინამდენარე №3 ცხრილში მოცემულია 2017-2018 წლების მონაცემები ბუნებრივი აირით
მოწამვლისა და ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქების შემთხვევების შესახებ614
ცხრილი №3:
მოწამვლა
შემთხვევა დაშავდა
34
56
15
15
2017
2018
აფეთქება
გარდაიცვალა შემთხვევა დაშავდა
10
10
14
5
6
15
გარდაიცვალა
0
2
საქართველოში დღეს მოქმედი კანონმდებლობით, მომხმარებლის ბუნებრივი გაზით
უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო გაზით მომარაგება ბუნებრივი გაზით მომარაგების ძირითად
პრინციპადაა აღიარებული.615 მომმარაგებელი პასუხისმგებელია, გამანაწილებელ ქსელში
ბუნებრივი გაზის მახასიათებლების (ხარისხი, წნევა, სუნი და სხვ.) დადგენილ სტანდარტებთან
შესაბამისობის კონტროლზე და მის გამართულ მდგომარეობაში ექსპლოატაციაზე.616 ამასთან,
გაზის მიმწოდებელი საცხოვრებელ სახლებში გაზის გაშვებამდე მობინადრეებს აცნობებს გაზით
უსაფრთხო სარგებლობის წესებს.617 თუმცა, უშუალოდ საცხოვრებელ სახლებში გაზის
ხელსაწყოების უსაფრთხო ექსპლოატაციაზე პასუხისმგებლობა მობინადრეებს ეკისრებათ.618
მართალია, მიმწოდებელი აწარმოებს მომხმარებლის მფლობელობაში არსებული ბუნებრივი
გაზის ქსელის, გაზდანადგარებისა და ხელსაწყოების სისტემურ შემოწმებას,619 მაგრამ
უსაფრთხოების წესების დარღვევათა ხასიათიდან გამომდინარე, მათი დროული გამოვლენა
ხშირ
შემთხვევაში
შეუძლებელია,
კერძოდ:
გამანაწილებელ
613
ქსელზე
მოწყობილობების
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის 22 თებერვლის №00473964 წერილი.
ინფორმაცია ეყრდნობა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აღრიცხული გამოძახებების
შედეგებს.
615 „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12
დადგენილება, მუხ. 2, პუნ. 2.
616 იქვე, მუხ. 2, პუნ. 4(ვ), მუხ. 8, პუნ. 3.
617„გაზის
სისტემების უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის
დამტკიცების თაობაზე“ მთავრობის 2014 წლის 22 იანვრის №101 დადგენილება, მუხ. 9, პუნ. 4.
618 იქვე, მუხ. 18, პუნ. 1(გ).
619 „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12
დადგენილება, მუხ. 2, პუნ. 4(თ), მუხ. 22.
614
229
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
თვითნებურად მიერთებისა თუ შეწყვეტილი ბუნებრივი გაზის მიწოდების თვითნებური
აღდგენის შემთხვევები,620 ანთებული გაზის ხელსაწყოების უმეთვალყურეოდ დატოვება, გაზის
გაჟონვის აღმოჩენის მიზნით ღია ცეცხლის გამოყენება და სხვ.621
ამ კუთხით, მნიშვნელოვანია, რომ მოხმარების უსაფრთხოების გასაზრდელად, და გაჟონვის
გამოვლენის შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად, ხდება დამახასიათებელი სუნის მისაცემად
ბუნებრივი აირისთვის ოდორანტის შერევა.622 მაგრამ, აღნიშნული უბედურ შემთხვევათა
პრევენციისთვის საკმარისად ვერ ჩაითვლება, თუნდაც იმის გამო, რომ შესაძლოა წარიმართოს
გაზის არასრული წვის პროცესი, რის შედეგადაც გამოიყოფა მომწამვლელი აირი ნახშირორჟანგი
(CO), რომელიც უსუნო აირია.623 ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არაერთ ქვეყანაში
სავალდებულოა, მათ შორის, კერძო საცხოვრებლებში, განგაშის სიგნალით აღჭურვილი
სპეციალური დეტექტორების მონტაჟი და ფუნქციონირება.624
სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს საერთო სარგებლობის ბუნებრივ სავენტილაციო
არხებზე გაზქურის ელ-გამწოვებისა და სააბაზანოს გამწოვი-ვენტილატორების დაერთების
პრობლემურობაზეც. მსგავს შემთხვევებში, ბუნებრივი ვენტილაციის სისტემა, მასზე მექანიკური
ელემენტების დამატებით, გარდაიქმნება ჰიბრიდულ (შერეული რეჟიმის) სისტემად, რის
შედეგადაც იცვლება ვენტილაციის დონე, ჰაერის ნაკადის მიმართულება და მისი მოძრაობის
მოდელი.625 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მითითებით, მსგავსი ტიპის ვენტილაციის
გამოყენებისას
განსაკუთრებული
სიფრთხილეა
საჭირო,
ვინაიდან
არასათანადოდ
დამონტაჟებისას, არსებობს შენობის გარეთ გაწოვის ნაცვლად, მავნე ნივთიერებების შიდა
გარემოში შედინების საშიშროება, რაც ჯანმრთელობისთვის საზიანოა.626 გასათვალისწინებელია,
რომ საერთო სარგებლობის ბუნებრივი სავენტილაციო არხი კორპუსში არსებულ ბინებს
ღიობების მეშვეობით უკავშირდება და ახდენს ჰაერის ცირკულაციას მთელი კორპუსის
მასშტაბით. შესაბამისად, მასზე მექანიკური საშუალებების დაერთებით იზრდება, მათ შორის,
620
„ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12
დადგენილება, მუხ. 9.
621 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://www.ktg-tbilisi.ge/p/cemi-saxlis-usafrtxoeba/4472>
[ბოლოს ნანახია 17.02.2019]; < http://socargas.ge/ge/useful/details/2> [ბოლოს ნანახია 17.02.2019].
622 „გაზის სისტემების უსაფრთხოების
ზოგადი მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის
დამტკიცების თაობაზე“ მთავრობის 2014 წლის 22 იანვრის №101 დადგენილება, მუხ. 4, პუნ. 5.
623 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < http://socargas.ge/ge/useful/details/2 > [ბოლოს ნანახია
18.02.2019]; < https://www.ktg-tbilisi.ge/faq?lang=en > [ ბოლოს ნანახია 18.02.2019].
624 მაგ. ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://ces.to/dFU7SL [ბოლოს ნანახია: 18.02.2019]; <
https://www.hseni.gov.uk/articles/carbon-monoxide-alarms > [ბოლოს ნანახია: 18.02.2019].
625 „ბუნებრივი ვენტილაცია ინფექციის კონტროლისთვის სამედიცინო დაწესებულებებში“, ჯანდაცვის
მსოფლიო
ორგანიზაციის
სახელმძღვანელო
მითითებები,
ხელმისაწვდომია
ვებგვერდზე:
<https://ces.to/Wwk1pp> [ბოლოს ნანახია 18.02.2019], გვ. 7-8.
626 იქვე; „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სახელმძღვანელო მითითებები შიდა ჰაერის ხარისხისთვის:
ტენიანობა და დაობება“, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე:<https://ces.to/VSxJhF [ბოლოს ნანახია 18.02.2019],
230
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
გაზისა და ნახშირორჟანგის ერთი ბინიდან მეორეში გაჟონვის შესაძლებლობა. მიუხედავად
იმისა, რომ ამ ტიპის საქმიანობა საერთო სარგებლობის საინჟინრო-კომუნალური ქსელების
რეკონსტრუქციად უნდა განვიხილოთ,627 სამწუხაროდ, მსგავს შემთხვევებზე ზედამხედველობა
არ ხორციელდება.628
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია, ერთი მხრივ, შესაბამისი
უწყებების გააქტიურება გაზის გაჟონვით ან არასრული წვით გამოწვეული უბედური
შემთხვევების პრევენციისთვის კონკრეტული ეფექტიანი ღონისძიებების განსაზღვრისა და
გატარების კუთხით. ხოლო, მეორე მხრივ - სავენტილაციო არხებზე გაზქურის ელ-გამწოვებისა
და
სააბაზანოს
გამწოვი-ვენტილატორების
დაერთების
წესების
განსაზღვრა
და
ზედამხედველობას დაქვემდებარება.
14.4.
ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის გადაწყვეტილებები
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ბოლო წლებში აქტიურ ზედამხედველობას უწევს
ქვეყანაში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობებს, როგორც ჯანსაღ გარემოში ცხოვრების
უფლების რეალიზაციასთან მჭიდროდ დაკავშირებულ სფეროს.629
სახალხო დამცველის შეფასებით, სახელმწიფო უწყებების მხრიდან ჰიდროელექტროსადგურების
მშენებლობებთან დაკავშირებით წლების განმავლობაში მიღებული გადაწყვეტილებები ვერ
პასუხობს
საზოგადოებაში
არსებულ
ლეგიტიმურ
კითხვებს
და,
ხშირ
შემთხვევაში,
630
კანონმდებლობის მოთხოვნებს.
წლების განმავლობაში აქტუალური იყო გარემოზე
ზემოქმედების შეფასების დოკუმენტისა და ჩატარებული კვლევების ხარისხის მიმართ
ლეგიტიმური
კითხვების
არსებობა,
საზოგადოების
თვალსაზრისით
არსებული
ხარვეზები,
ადგილობრივი
ინფორმირება-ჩართულობის
მოსახლეობის
ინტერესების
უგულებელყოფის პრობლემა, ინვესტორთან გაფორმებული მემორანდუმების კანონიერების
პრობლემა და ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების მანკიერი პრაქტიკა, ინფორმაციისა
და მონაცემების გამჭვირვალობის პრობლემა, პროექტების სარგებლიანობის მიმართ არსებული
საფუძვლიანი ეჭვები. შედეგად, როგორც წესი, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის
627
იხ. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს
მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება, მუხ. 3, პუნ. 28-29, 53, მუხ. 4, პუნ. 3,
628 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2018 წლის 11 სექტემბრის
№17-01183134015 წერილი; ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და
ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის 2018 წლის 12 სექტემბრის №02-01/12398 წერილი.
629 იხ. „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“
საქართველოს სახალხო დამცველის 2013-3017 წლების ანგარიშები: 2013, გვ. 428-დან, 2014. გვ. 559-დან,
2015, გვ. 590-დან, 2016, გვ. 522-დან; 2017, გვ. 202-დან.
630 სახალხო დამცველი, ბოლო წლებია, აქტიურად საუბრობს ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებზე,
როგორც კანონმდებლობის, ისე პრაქტიკის თვალსაზრისით; ვრცლად იხილეთ სახალხო დამცველის
ანგარიშები „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“
2014, გვ. 558-დან; 2015, გვ. 591-დან, 2016, გვ. 523-დან, 2017, გვ. 207.
231
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
თაობაზე გადაწყვეტილებებს თან სდევს ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური პროტესტი,
სახელმწიფოს გადაწყვეტილებების მიმართ ნდობის ნაკლებობა, ზოგიერთ შემთხვევაში კი,
დაგეგმილმა პროექტმა მოქალაქეების ურთიერთდაპირისპირებაც შეიძლება გამოიწვიოს631
ვინაიდან,
ჰიდროელექტროსადგურის
მშენებლობის
თანმდევი
უარყოფითი
შედეგია
ეკოსისტემაში უხეში ჩარევა და გარემოზე უარყოფითი გავლენა, ამასთან, მათი განხორციელება
უმეტესად მოქალაქეთა სხვადასხვა ლეგიტიმურ ინტერესთან მჭიდროდ არის დაკავშირებული,
განსაკუთრებულ
აქტუალობას
იძენს
განსახორციელებელი
პროექტების
ენერგეტიკულ-
ეკონომიკური სარგებლიანობის საკითხი. იმის გამოსარკვევად, თუ რამდენად აქვს სახელმწიფოს
თითოეულ შემთხვევაში აღნიშნული გარემოება შესწავლილი და პროექტების განხორციელების
მიზანშეწონილობა გამოკვლეული, სახალხო დამცველმა პასუხისმგებელ უწყებებს632 მიმართა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გვაცნობა,633 რომ 2008
წლიდან დღემდე (2019 წლის 01 თებერვალი) ინვესტორთან გაფორმებულია 187
ურთიერთგაგების მემორანდუმი, მუშაობა მიმდინარეობს 117 ჰიდროელექტროსადგურის
პროექტზე;634 ამასთან, გაუქმებულია 32 მემორანდუმი. გაუქმების მიზეზი ძირითადად
კომპანიების მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობით იყო განპირობებული, კომპანიებმა
ვერ
უზრუნველყვეს
შესაბამისი
ტექნიკურ-ეკონომიკური
კვლევების
წარმოდგენა
მემორანდუმით გათვალისწინებულ ვადებში. ამასთან, დასახელებული უწყება არ უარყოფს, რომ
ზოგიერთი
პროექტის
განვითარების
შეფერხების
ძირითადი
მიზეზი
მოსახლეობასთან
სოციალური საკითხების შეთანხმებასთან დაკავშირებული სირთულეებია, რაც დღემდე
გრძელდება. კერძო საკუთრებაში არსებული მიწების გამოსყიდვის საკითხის გაჭიანურება ასევე
ხშირად არის პროექტების შეფერხების მიზეზი. პრობლემები გამოიკვეთა ინვესტორთა
მხრიდანაც, ზოგიერთმა მათგანმა ვერ შეძლო საჭირო ფინანსების უზრუნველყოფა პროექტის
დასასრულებლად.
სახალხო
დამცველის
აპარატის
ინტერესის
საგანი
იყო
ისიც,
კონკრეტულად
და
ინდივიდუალურად, შესაბამის პროექტთან მიმართებით, შესწავლილი იყო თუ არა ის
ენერგეტიკულ-ეკონომიკური
სარგებელი,
რომელიც
უნდა
მოჰყოლოდა/მოჰყვეს
ზემოაღნიშნული ჰიდროელექტროსადგურების ექსპლოატაციაში შესვლას და ამ დროისათვის,
ფაქტობრივად, რა სარგებელი მიიღო/იღებს სახელმწიფო განხორციელებული პროექტების
ფუნქციონირების შედეგად. აღნიშნული უწყებისგან მხოლოდ ის გვეცნობა, რომ 2008 წლიდან
631
ამ ეტაპზე სახალხო დამცველის აპარატში მიმდინარეობს №3155/18 - ონის კასკადის საქმე; №3383/18 ხელედულა 3 ჰესის საქმე; №6523/18 - სამყურისწყალი 2 ჰესის საქმე; №33494 ხადორი 3 ჰესის საქმე;
№2579/18 ხუდონჰესის საქმე;
632 სახალხო დამცველის აპარატის №04-11/539 16/01/2019 წერილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროს, სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს.
633 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 8/02/2019, №23/947 წერილი.
634 რომელთაგან 23 პროექტი არის მშენებლობის ეტაპზე, 25 პროექტი - მშენებლობისა და ლიცენზირების
ეტაპზე, ხოლო 69 პროექტი - ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაზე.
232
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
ექსპლოატაციაში შესულია სულ 26 ჰიდროელექტროსადგური, რომელთა ჯამური დადგმული
სიმძლავრეა 536,99 მგვტ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ, არსებული რეგულაციების საფუძველზე,
ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ნებართვის გაცემისას არ მიმდინარეობს იმ
გარემოების გამოკვლევა-შეფასება, თუ რა ენერგეტიკულ-ეკონომიკური სარგებელი მოჰყვება
ჰიდროელექტროსადგურების ექსპლოატაციაში შესვლას.635
შეჩერებული პროექტის ერთ-ერთი მაგალითია შუახევის ჰესი, რომელიც აჭარისწყლის ჰესების
კასკადის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, რომელიც თავის მხრივ მილიონიანი ინვესტიციითა
და პროექტის მასშტაბურობით ქვეყნის ყველაზე ძვირადღირებული და მსხვილი პროექტი უნდა
ყოფილიყო.636 შუახევისჰესის მშენებლობა 2017 წელს დასრულდა,637 თუმცა ამავე წელს ხულოში,
სოფელ დიდაჭარასთან შუახევიჰესის წყლის გადამცემი გვირაბი, რომელიც გავრცელებული
ინფორმაციით,638 მსოფლიოში სიდიდით მეორეა, ჩამოიშალა.639 შუახევის ჰესის პროექტთან
დაკავშირებით ჩატარებული კვლევების ხარისხსა და სანდოობის თაობაზე საფუძვლიანი
კითხვები დასაწყისშივე ჰქონდათ ადგილობრივ მოსახლეობასა და სამოქალაქო საზოგადოებას,
სახალხო დამცველმა საკითხის შესწავლის შედეგები 2014 წლის საპარლამენტო ანგარიშში
ასახა.640 როგორც სახელმწიფო პროექტის განმახორციელებელი კომპანიის წერილით641 გვეცნობა,
დაფიქსირდა კლდოვანი ქანის დეგრადაცია, მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდა გეოლოგიური
პირობები, ზოგიერთ მონაკვეთზე, სადაც მიაჩნდათ, რომ ქანის ხარისხი კარგი იყო,
635
სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2019 წლის 31 იანვრის №09/163
წერილი.
636 2011 წელს საქართველოს მთავრობას, Clean Energy Invest AS-სა და შპს „აჭარისწყალს“ შორის გაფორმდა
მემორანდუმი, მასში 2012 წელს შესული ცვლილებების შედეგად შეთანხმება მოხდა 4
ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის თაობაზე, ჯამური სიმძლავრით 399,8 მგვტ, საშუალო წლიური
გამომუშავება 1165,6 მლნ. კვტ.სთ, საინვესტიციო მოცულობა 700 მლნ. აშშ დოლარი; ამასთან, თითოეული
ჰესის ექსპლოატაციაში მიღების შემდეგ 10 წლის განმავლობაში გამომუშავებული ენერგია უნდა
გაყიდულიყო ადგილობრივ ბაზარზე, რაც დადებითად აისახებოდა შიდა ბაზრის მოთხოვნილების
დაკმაყოფილების კუთხით და ელექტროენერგიის ტარიფთან მიმართებით; ხოლო დანარჩენი
ელექტროენერგია უნდა გატანილიყო ექსპორტზე. იხ. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს 2014
წლის 20 იანვრის №04/158 წერილი.
637 პროექტის საინვესტიციო ღირებულება 420 მილიონ აშშ დოლარს აღწევს, ობიექტის ჯამური სიმძლავრე
-187 მგვტ. იხ. ბმული: https://ces.to/X8sRTo . [ბოლოს ნანახია: 13.03.2019]
638 იხ. ბმული: https://bit.ly/2WijSjy [ბოლოს ნანახია: 13.03.2019]
639 იხ. ბმული: https://bit.ly/2JHbGrM
კომპანიის მიერ ოფიციალურად გავრცელებული განცხადების
თანახმად, გვირაბის მცირე მონაკვეთის ჩამოშლა არ შეაფერხებდა შუახევი ჰესის მუშაობას, რომელიც უკვე
მზადაა კომერციული ოპერირებისთვის, იხ. ბმული: https://ces.to/B2RjGS [ბოლოს ნანახია: 13.03.2019]
640 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში აღნიშნული საკითხის შესწავლა (ა)იპ საქართველოს
გარემოს დამცველის ოფისის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის, ადგილობრივი
მოსახლეობის კოლექტიური განცხადებების საფუძველზე მიმდინარეობდა; შესწავლის შედეგები ვრცლად
იხ. სახალხო დამცველის ანგარიშში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის
მდგომარეობის შესახებ“, 2014, 558-564;
641 სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 31/01/2019 №09/168 წერილი.
233
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
დადასტურდა, რომ შეინიშნებოდა ქანის დეგრადაციის ტენდენცია; გამაგრება, რომელიც ადრე
გაკეთდა, არასაკმარისი აღმოჩნდა ხანგრძლივი დროის განმავლობაში წყლის გარემოში
ყოფნისთვის; ქანების ჩამოშლის მიზეზი უმეტესწილად სწორედ ამით იყო გამოწვეული. ამ
დრომდე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. შესაბამისად, შუახევისჰესი ჯერჯერობით ვერ
ფუნქციონირებს. გვირაბის ჩამოშლის შედეგად დამდგარი ზიანი ჯერაც არ არის შეფასებული.
საქართველოს სახალხო დამცველი იზიარებს ბუნებრივი რესურსებისა და ენერგეტიკული
პოტენციალის განვითარების სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას. თუმცა სახალხო დამცველის
აპარატის მიერ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის საქმეებზე წლების განმავლობაში
განხორციელებული ზედამხედველობა და ზემოთ აღწერილი გარემოებები ცხადყოფს, რომ
აღნიშნული მიმართულება სახელმწიფოს მხრიდან კომპლექსურ და თანმიმდევრულ მიდგომას
საჭიროებს. რაც ენერგორესურსებით რაციონალური სარგებლობისა და მდგრადი განვითარების,
გარემოს
დაცვის
ეკონომიკური
ლეგიტიმური
საჭიროებების,
საჯარო
ჯანსაღ
ინტერესებისა
გარემოში
და
ცხოვრების
მოსახლეობის
სოციალურ-
უფლების
რეალიზაციის
გათვალისწინებით, სახელმწიფოს მიერ გრძელვადიანი ენერგეტიკული პოლიტიკის დაგეგმვასა
და შესაბამისი სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებას მოითხოვს. მნიშვნელოვანია, რომ
ეკონომიკური, გარემოსა და სოციალური ინტერესების დასაბალანსებლად, პოლიტიკის
დოკუმენტები პროფესიული კვლევების, საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკების, საჯარო
განხილვების, დარგის სპეციალისტებისა და პროფესიული ჯგუფების ფართო ჩართულობის
გზით შეიქმნას. ამასთან, სამომავლო საქმიანობის დაგეგმვა-განხორციელებისათვის საჭიროა
უკვე გაწეული საქმიანობის, განხორციელებული და დაგეგმილი ინვესტიციების, პროექტების
ხარჯ-სარგებლიანობის,
დაშვებული
შეცდომების,
გასატარებელი
ღონისძიებების
ერთობლიობაში შესწავლა-გაანალიზება.
ინდივიდუალურ შემთხვევებში კი, კომპლექსურად უნდა იქნას გამოკვლეული კონკრეტული
პროექტის უარყოფითი ზეგავლენა გარემოზე, მოსალოდნელი ხარჯები, ენერგო-ეკონომიკური
სარგებლიანობა და მხოლოდ ამ მნიშვნელოვანი გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და
თანაზომიერების კვალიფიციურად და საფუძვლიანად შეფასების შედეგად წყდებოდეს
პროექტის განხორციელების მიზანშეწონილობის საკითხი. სახალხო დამცველი სახელმწიფო
უწყებებს
მოუწოდებს,
შეცვალონ
მანკიერი
პრაქტიკა
ადმინისტრაციული
წარმოების
ფორმალურად წარმართვის თაობაზე, იხელმძღვანელონ და აღასრულონ გარემოსდაცვითი
შეფასების კოდექსით დადგენილი ახალი რეგულაციები, გარემოზე ზემოქმედების ხარისხიანად
და სრულყოფილად შესწავლის და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში დაინტერესებული
საზოგადოების რეალური ჩართულობის თაობაზე.
234
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
14.5.
საანგარიშო
სამშენებლო სფეროში არსებული კანონმდებლობა
პერიოდში
მოსახლეობა
საქართველოს
სახალხო
დამცველის
აპარატს
სისტემატურად მომართავდა მომიჯნავე ობიექტებზე მშენებლობის პროცესში მათი კანონიერი
ინტერესების შელახვის საფუძვლით.642 განსაკუთრებით პრობლემური იყო მათი ჯანმრთელობის
დაცვის, ბუნებრივი განათებისა და ინსოლაციის უზრუნველყოფის საკითხები. კერძოდ,
განმცხადებლები ხშირად მიუთითებდნენ მათ მეზობლად, საცხოვრებელი სახლის ფანჯრებთან
მცირე მანძილით დაშორებულ დისტანციაზე შენობა-ნაგებობის მშენებლობის ფაქტზე, რის
შედეგადაც მათ ეზღუდებოდათ წვდომა სინათლესა და ჰაერზე.
საკითხის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ დღესდღეობით საქართველოში მოქმედი
სამშენებლო ნორმები ვერ უზრუნველყოფს მსგავს შემთხვევებში მესამე პირთა ინტერესების
დაცვას. კერძოდ, შენობა-ნაგებობების სანიტარული პირობების, სათანადო განათებისა და
განიავების მომწესრიგებელ დებულებებს მოიცავს ტექნიკური რეგლამენტი - „შენობა-ნაგებობის
უსაფრთხოების
წესები.“643
თუმცა,
აღნიშნული
ნორმატიული
აქტი
ძირითადად
ორიენტირებულია ახალ სამშენებლო საქმიანობას დაქვემდებარებული ობიექტების და მასთან
უშუალოდ დაკავშირებული პირების უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე და არ გვთავაზობს
სათანადო მოწესრიგებას მეზობელ ობიექტებთან ურთიერთქმედებისა და უარყოფითი
ზეგავლენის პრევენციისთვის, სინათლესა თუ ჰაერზე ხელმისაწვდომობის კუთხით. ამ მხრივ,
მისასალმებელია, 2018 წლის 20 ივლისს მიღებული საქართველოს სივრცის დაგეგმარების,
არქიტექტურული და სამშენებლო
საქმიანობის კოდექსით
შენობა-ნაგებობის იმგვარად
დაპროექტებისა და აშენების ვალდებულების განსაზღვრა, რომ მისი ექსპლუატაციის პერიოდში
დაცულ იქნეს ინსოლაციის მოთხოვნები, მათ შორის, მეზობლების ჯანმრთელობის დაცვის და
ბუნებრივი განათების უზრუნველსაყოფად.644 თუმცა შესაბამისი დებულება, რომელიც 2019
წლის 3 ივნისიდან უნდა ამოქმედდეს,645 ძალიან ზოგადი ხასიათისაა და არ ადგენს კონკრეტულ
პირობებს, რომელთა დაკმაყოფილებაც აუცილებელია დასახული მიზნების მისაღწევად.
მიწის ნაკვეთ(ებ)ზე შენობა-ნაგებობების განთავსების კონკრეტულ პირობებს განსაზღვრავს
„დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი
დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის
2008
წლის
8
ივლისის
№1-1/1254
ბრძანება,
642
რომელსაც
შეესაბამება
ადგილობრივი
№1916/18, №4633/18, №4633/18, №13978/17, №2184/18, №11290/18 და №15987/18 განცხადებები.
„ტექნიკური რეგლამენტის - შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე“
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილება.
644 საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი, მუხ.
83.
645 იქვე, მუხ. 144, პუნ. 2.
643
235
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
თვითმმართველობის ორგანოების შესაბამისი დადგენილებები.646 შესაბამისი დებულებებით,
მეზობელ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის განხორციელებისას შეზღუდვა დადგენილია მხოლოდ
იმ შემთხვევისთვის, როდესაც შენობის განთავსება ხდება მიწის ნაკვეთის სამეზობლო
საზღვრიდან 3 მეტრ მანძილზე ნაკლებით დაშორებულ ზონაში (მიჯნის ზონა) და ასეთ დროს,
მიჯნის ზონაში დაშვებულია შენობის ნებისმიერი ნაწილის განთავსება, გარდა კედელში
არსებული ღია ნაწილებისა (მაგ.: ფანჯრები და აივნები).647 ამასთან, სამეზობლო მიჯნის ზონაში
აშენებულ შენობაზე სამეზობლო საზღვრის მხარეს მოწყობილი კარი, ფანჯარა და კედელში
არსებული სხვა ღია ნაწილი არ შეიძლება განიხილებოდეს დაბრკოლებად მომიჯნავე მიწის
ნაკვეთზე მიჯნის ზონაში ახალი შენობ(ებ)ის მშენებლობისას.648 ამდენად, მიწის ნაკვეთის
სამეზობლო საზღვრიდან 3 მეტრ მანძილზე ნაკლებით დაშორებულ ზონაში დასაშვებია შენობანაგებობის განთავსება ყრუ კედლით მიუხედავად იმისა, აღნიშნულ კედელს მეზობლად
არსებულ შენობა-ნაგებობაზე ფანჯარა, აივანი ან სხვა ღია ნაწილი ესაზღვრება თუ არა.
ბუნებრივია, მსგავსი რეგულაცია მხოლოდ ასაშენებელი შენობა-ნაგებობის მესაკუთრის
ინტერესებს ითვალისწინებს და უგულებელყოფს მომიჯნავედ მცხოვრებ პირთა ინტერესებს.
სწორედ აღნიშნული რეგულაციის გამო, განსაკუთრებით დედაქალაქში, ხშირად გვხვდება
ფანჯრიდან სულ რამდენიმე სანტიმეტრის დაშორებით ახალი შენობის კედლის აშენების
შემთხვევები, რითიც მაცხოვრებლებს ესპობათ წვდომა ჰაერსა და ბუნებრივ სინათლეზე.
სახალხო დამცველი საგანგებოდ მიუთითებს, რომ სათანადო საცხოვრებლის მინიმალური
სტანდარტის მიხედვით, საცხოვრებელი უნდა უზრუნველყოფდეს ფიზიკურ უსაფრთხოებას,
ხელმისაწვდომობას სინათლესა და ვენტილაციაზე, ისევე როგორც - სიცივის, ნესტის, სიცხის,
წვიმის, ქარის, ეპიდემიური დაავადებებისა და ჯანმრთელობისთვის სხვა საფრთხეებისგან
დაცვას.649 ამდენად, ზემოთ განხილული რეგულაცია უპირობო გადახედვას საჭიროებს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო
საქმიანობის კოდექსის გარდამავალი დებულებები ითვალისწინებს 2019 წლის 30 დეკემბრამდე
„შენობა-ნაგებობის მიმართ ინსოლაციის მინიმალური მოთხოვნების შესახებ“ საქართველოს
მთავრობის დადგენილების მიღებას. სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ შესაბამისი
დადგენილებით გათვალისწინებული იქნება მშენებარე ობიექტის მომიჯნავე ობიექტების
მესაკუთრეთა/მოსარგებლეთა ინტერესები.
646
იხ. მაგ. „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების
რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016
წლის 24 მაისის №14-39 დადგენილება.
647
„დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი
დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის
8 ივლისის №1-1/1254 ბრძანება, მუხ. 26, პუნ. 13-14.
648 იქვე, პუნ. 23.
649
„ზოგადი კომენტარი №4: სათანადო საცხოვრებლის უფლება (კონვენციის მე-11(1)“, გაეროს
ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა კომიტეტი, E/1992/23, 13 დეკემბერი 1991, პარ. 8(d).
236
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
14.6.
სარეკრეაციო ტერიტორიის შენარჩუნების საჯარო ინტერესი
საანგარიშო წელს, კვლავ აქტუალური იყო სარეკრეაციო ზონის სტატუსის გაუქმებასთან
დაკავშირებით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ქმედებების კანონიერების
პრობლემა. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა საკუთარი ინიციატივით შეისწავლა
მწვანე კონცხის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთისათვის650 საკურორტო-სარეკრეაციო
ზონის სტატუსის გაუქმების საკითხი და მიღებული გადაწყვეტილება უკანონოდ მიიჩნია.651
სახალხო
დამცველი
განმარტავს,
რომ
ადმინისტრაციულმა
ორგანოებმა
მსგავსი
გადაწყვეტილებების მიღებისას „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების
შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი რეგულაციებით უნდა იხელმძღვანელონ,652 მათ
შორის, გაითვალისწინონ სარეკრეაციო ტერიტორიების შენარჩუნებისა და განვითარების
ინტერესი,
ხოლო
თუ
სივრცითი
მოწყობისა
და
ქალაქთმშენებლობის
ღონისძიებები
წინააღმდეგობაში მოდის საჯარო ინტერესებთან, უნდა დაისვას მათი შეწყვეტის საკითხი.653
როგორც მწვანე კონცხის შემთხვევა, ისე წინა წლების გამოცდილებაც, გვიჩვენებს, რომ მსგავსი
გადაწყვეტილებების მიღების პროცესში დაინტერესებული საზოგადოების საწყის ეტაპზევე
ჩართვა ვერ ხერხდება, ან ის უმეტესწილად მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს. სახალხო
650
ს/კ #05.34.25.664, 20 366 კვ.მ, 2013 წლიდან მინიჭებული ჰქონდა საკურორტო-სარეკრეაციო ზონა 2-ის
სტატუსი.
651სახალხო
დამცველმა №04-10/15630 24/12/2018 რეკომენდაციით მიმართა ქალაქ ბათუმის
მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერს და მოითხოვა: ბათილად იქნას ცნობილი მწვანე კონცხზე
მდებარე მიწის ნაკვეთისათვის (ს.კ.N05.34.25.664) განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების
თაობაზე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 სექტემბრის №65 დადგენილება
და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება საქმის არსებითი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა
და შეფასების შედეგად, წინამდებარე რეკომენდაციაში ასახული და მოქმედი სტანდარტების შესაბამისად;
მწვანე კონცხზე მდებარე მიწის ნაკვეთის თაობაზე მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული
ადმინისტრაციული
წარმოების
ფარგლებში
იხელმძღვანელონ
სარეკრეაციო
ტერიტორიების
შენარჩუნების კანონისმიერი საჯარო ინტერესებისა და რეკომენდაციაში ასახული და მოქმედი
სტანდარტების შესაბამისად; ორჰუსის კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულების შესაბამისად,
მომავალში უზრუნველყოფილ იქნეს სარეკრეაციო ტერიტორიასთან დაკავშირებით დაგეგმილი
ცვლილებების თაობაზე დაინტერესებული საზოგადოების სათანადო და გასაგები ფორმით ინფორმირება
და გადაწყვეტილებების მიღების ადრეულ ეტაპზევე მათი ჩართულობა.
652 აღნიშნული კანონის მიზანსა და ამოცანებს მოსახლეობისათვის ჯანსაღი და უსაფრთხო საცხოვრებელი
და სამოღვაწეო გარემოს შექმნა, ეკონომიკური და სხვა საქმიანობის გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების
მინიმალიზება, ეკოლოგიური წონასწორობის დაცვა და აღდგენა, ბუნებრივი რესურსებისა და
ფასეულობების, მათ შორის, სარეკრეაციო რესურსების ეფექტიანი გამოყენება და დაცვა წარმოადგენს.
სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის სფეროში საჯარო და კერძო ინტერესების
ურთიერთმიმართებისას სხვა საკითხებთან ერთად, სარეკრეაციო ტერიტორიების შენარჩუნებისა და
განვითარების ინტერესიც უნდა იქნეს გათვალისწინებული. კანონი განსაზღვრავს, რომ ქვეყნის მდგრადი
განვითარება, მისი კავკასიური, ევროპული და მსოფლიო ინტეგრაციის უზრუნველყოფისათვის
სივრცითი მოწყობა და ქალაქთმშენებლობა სარეკრეაციო ტერიტორიების შენარჩუნებისა და
განვითარების პრინციპით ხორციელდება.
653 „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4
მუხლი, მე-6 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი.
237
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
დამცველს
მიაჩნია,
რომ
გარემოსდაცვით
საკითხთან
დაკავშირებით
ინფორმაციის
ხელმისაწვდომობა, დაუშვებელია გაიგივებულ იქნეს მხოლოდ დოკუმენტაციის საჯაროობის
ვალდებულებასთან. ნებისმიერ მოქალაქეს უნდა შეეძლოს, დაინტერესების შემთხვევაში
გასაგები და მარტივი ფორმით მიიღოს ინფორმაცია გარემოსთან დაკავშირებული საკითხების
თაობაზე.654
14.7.
სამეწარმეო საქმიანობისას გამოწვეული ეკოლოგიური პრობლემები და
სახელმწიფოს რეაგირება
კანონის უზენაესობის პრინციპის აღსრულების მიზნით, სახალხო დამცველს აუცილებლად
მიაჩნია შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ წიაღისეულის გამოყენების წესის დარღვევის ფაქტზე
ჯერ კიდევ 2013 წელს დაწყებული გამოძიების საქმეში ხელშესახები შედეგების დადგომა:
პასუხისმგებელი პირების დადგენა და მათ მიმართ ყველა კანონისმიერი ღონისძიების
გატარება.655 აღსანიშნავია, რომ კვლავ მიმდინარეობს 2013 წელს დაწყებული გამოძიებაც
თბილისში, ასათიანის ქ. №10-ში მწვანე ნარგავების თვითნებურად გაჩეხვის ფაქტზე.656
წლების განმავლობაში, ვერ მოხერხდა RMG Gold-ისა და RMG Copper-ის სამეწარმეო საქმიანობის
შედეგად გარემოსთვის მიყენებულ ზიანსა და ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში
მოსახლეობის ჯანმრთელობის პრობლემებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირების
გამოკვლევა.657
აღნიშნული
ვითარება
ლახავს
ადგილობრივი
მოსახლეობის
უფლებას
ჯანმრთელობასა და ჯანსაღ გარემოში ცხოვრებაზე.
წინადადება საქართველოს პარლამენტს:
•
•
დროულად
უზრუნველყოს
შესაბამისი
დამატებების
შეტანა
საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, ატმოსფერულ ჰაერზე სამშენებლო
საქმიანობის თანმხლები უარყოფითი ზემოქმედების ეფექტიანი პრევენციის მიზნით,
ქვეყნის სრული მასშტაბით.658 მათ შორის, დადგინდეს ამტვერებადი მასალის
გადაზიდვის, განთავსებისა და დამუშავების წესები ყველა მუნიციპალიტეტის
ტერიტორიაზე;
დროულად უზრუნველყოს შესაბამისი ცვლილებების შეტანა ადმინისტრაციულ
654
„გარემოსდაცვით
საკითხებთან
დაკავშირებული
ინფორმაციის
ხელმისაწვდომობის,
გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში
მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ ორჰუსის კონვენცია გადაწყვეტილების
მიღების პროცესში დაინტერესებული საზოგადოების საწყის ეტაპზევე ჩართვის უზრუნველყოფას
გულისხმობს, ანუ მაშინ, როდესაც კვლავ შესაძლებელია აღნიშნულ პროცესზე გავლენის მოხდენა.
655 საქართველოს პროკურატურის 2019 წლის 7 თებერვლის №13/8881 წერილი.
656 საქართველოს პროკურატურის 2019 წლის 7 თებერვლის №13/8899 წერილი.
657 იხ. სახალხო დამცველის ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის
მდგომარეობის შესახებ“, 2017, გვ. 211.
658 საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის სპეციალური ანგარიში - უფლება სუფთა ჰაერზე
(ატმოსფერული ჰაერის ხარისხი საქართველოში), გვ. 33-36.
238
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
•
•
•
სამართალდარღვევათა კოდექსში, გარემოს დაცვის659 და წიაღით სარგებლობის სფეროში
სამართალდარღვევის ჩადენის პრევენციის მიზნით დაწესებული ჯარიმების
გასამკაცრებლად;
დროულად
განხორციელდეს
საკანონმდებლო
ცვლილებები
და
შეიქმნას
უნიფიცირებული რეგულაციები, გარემოზე ზიანის მიყენების ეფექტიანი პრევენციისა
და დამდგარი ზიანის რეალური აღმოფხვრისათვის საჭირო მექანიზმების გარანტირების
მიზნით, მათ შორის, ნათლად გაიწეროს პასუხისმგებელი უწყებები და მათი
კომპეტენციები
დროულად განიხილოს და მიიღოს „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს
კანონის პროექტი, რომლის ინიცირება გათვალისწინებულია 2019 წლის საგაზაფხულო
სესიაზე და მისი დებულებების ასამოქმედებლად გაწეროს გონივრულად მოკლე
ვადები660
დროულად განიხილოს და მიიღოს „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონის პროექტი, რომლის
ინიცირება გათვალისწინებულია 2019 წლის საგაზაფხულო სესიაზე.661
რეკომენდაციები
საქართველოს მთავრობას:
•
დროებითი ღონისძიების სახით, დამტკიცდეს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების
შემცირების ღონისძიებების შესახებ სახელმწიფო პროგრამა გარდა თბილისისა, სხვა
•
მუნიციპალიტეტებისთვის, დაბინძურების დონის გათვალისწინებით662
შესწავლილ იქნეს განხორციელებული, შეჩერებული და დაგეგმილი თითოეული
ჰიდროელექტროსადგურის
ენერგეტიკული,
პროექტის
ეკონომიკური,
ხარჯ-სარგებლიანობა
სოციალური,
სახელმწიფოსთვის,
გარემოსდაცვითი
ასპექტების
გათვალისწინებით და აღნიშნული ინტერესების ბალანსის დასაცავად, დაიგეგმოს
გასატარებელი
•
ღონისძიებების
ერთობლიობა,
ამასთან,
კვალიფიციური
და
სრულყოფილი შესწავლის შედეგები დაუყოვნებლივ გაეცნოს ფართო საზოგადოებას
ენერგორესურსებით რაციონალური სარგებლობისა და მდგრადი განვითარების
უზრუნველსაყოფად, შემუშავდეს და დამტკიცდეს კვალიფიციური და საზოგადოების
ნდობით აღჭურვილი გრძელვადიანი პოლიტიკის დოკუმენტები და გაიწეროს
659
საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის სპეციალური ანგარიში - უფლება სუფთა ჰაერზე
(ატმოსფერული ჰაერის ხარისხი საქართველოში), გვ. 36-37.
660 საქართველოს პარლამენტის 2019 წლის საგაზაფხულო სესიისთვის გათვალისწინებული საქართველოს
მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმა, პ. 12.
661 საქართველოს პარლამენტის 2019 წლის საგაზაფხულო სესიისთვის გათვალისწინებული საქართველოს
მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმა, პ. 22.
662 საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის სპეციალური ანგარიში - უფლება სუფთა ჰაერზე
(ატმოსფერული ჰაერის ხარისხი საქართველოში), გვ. 9.
239
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
•
•
კონკრეტული ღონისძიებები, პასუხისმგებელი ორგანოები და ვადები, რომლებიც
უზრუნველყოფენ დასახული ამოცანების განხორციელებას
„შენობა-ნაგებობის მიმართ ინსოლაციის მინიმალური მოთხოვნების შესახებ“
დადგენილების მიღებისას მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული ახალი შენობების
მშენებლობისას მომიჯნავე ობიექტების მესაკუთრეთა/მოსარგებლეთა ინტერესები
შევიდეს ცვლილება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების
შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში,
რომლითაც განისაზღვრება საერთო სარგებლობის სავენტილაციო არხებზე გამწოვების
დაერთების წესები და მათ დაცვაზე ზედამხედველი ორგანო.
საქართველოს პროკურატურას:
•
პერიოდულად, 6 თვეში ერთხელ მაინც, მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია
„ჯორჯიან მანგანეზის“ საქმის (N 062231013801) გამოძიების მიმდინარეობისა და
პროგრესის შესახებ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:
•
დროულად
დაინერგოს
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსის 81-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა გამოვლენისა და
მათზე რეაგირების ეფექტიანი მექანიზმი.
საქართველოს მთავრობას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს,
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას:
•
საკანონმდებლო/კანონქვემდებარე
აქტებით
განისაზღვროს
ბუნებრივი
გაზის
მიმწოდებლებისა და მომხმარებლების კონკრეტული ვალდებულებები გაზის გაჟონვით
და არასრული წვით გამოწვეული უბედური შემთხვევების თავიდან ასაცილებლად.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს:
•
•
დროულად გაუმჯობესდეს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სისტემა,
მათ შორის, გაიზარდოს მონიტორინგის სადგურების რაოდენობა და ისინი განთავსდეს
ევროკავშირის დირექტივებით დადგენილი კრიტერიუმების გათვალისწინებით,
ატმოსფერულ ჰაერში განისაზღვროს ეროვნულ დონეზე გათვალისწინებული ყველა
მავნე ნივთიერების კონცენტრაცია და დაინერგოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის
მოდელირების სისტემა
სოფლის მეურნეობის სექტორიდან ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების თავიდან
ასაცილებლად და შესამცირებლად, დროულად მომზადდეს შესაბამისი საკანონმდებლო
240
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
ცვლილებების პროექტი, რომლითაც, მათ შორის, დარეგულირდება ნაკელის მართვასთან
და პირუტყვის კვებასთან დაკავშირებული საკითხები.663
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტს:
•
გაუმჯობესდეს დადგენილ ნორმებთან შეუსაბამო ხარისხის საწვავის მიწოდების
მონიტორინგის სისტემა. მათ შორის, კიდევ უფრო გაიზარდოს იმ ავტოგასამართ
სადგურთა რაოდენობა, რომლებიდანაც წლის განმავლობაში განხორციელდება როგორც
საავტომობილო ბენზინის, ასევე დიზელის სინჯების აღება და მათში ეროვნულ დონეზე
განსაზღვრული ყველა ნივთიერების მოცულობითი წილის სრულყოფილად შეფასება.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ ტექნიკური და
სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს:
•
ჰიდროელექტროსადგურების
პროექტების
განხორციელებასთან
დაკავშირებული
გადაწყვეტილებების მიღებისას, საფუძვლიანად შეისწავლონ გარემოზე ზემოქმედების
ასპექტები,
პროექტის
განხორციელების
შედეგად
მოსალოდნელი
ზიანისა
(მოქალაქეებისთვის, გარემოსთვის) და პროექტის სარგებლიანობის თანაზომიერების
საკითხი,
ამასთან,
ადრეულ
ეტაპზევე
უზრუნველყონ
საზოგადოების რეალური
ინფორმირებულობა-ჩართულობა და მაქსიმალურად გაითვალისწინონ ადგილობრივი
მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებები.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს:
•
განხორციელდეს ცვლილება „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და
განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 ივლისის №1-1/1254
ბრძანების 26-ე მუხლის 23-ე პუნქტში და დადგინდეს, რომ სამეზობლო მიჯნის ზონაში
აშენებულ შენობაზე სამეზობლო საზღვრის მხარეს მოწყობილი კარი, ფანჯარა და
კედელში არსებული სხვა ღია ნაწილი დაბრკოლებას წარმოადგენს მომიჯნავე მიწის
ნაკვეთზე მიჯნის ზონაში ახალი შენობ(ებ)ის მშენებლობისას.
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს:
•
სარეკრეაციო ტერიტორიებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მიიღონ საქმის
არსებითი
გარემოებების
სრულყოფილი
663
გამოკვლევისა
და
შეფასების
შედეგად,
საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის სპეციალური ანგარიში - უფლება სუფთა ჰაერზე
(ატმოსფერული ჰაერის ხარისხი საქართველოში), გვ. 37-38.
241
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
იხელმძღვანელონ სარეკრეაციო ტერიტორიების შენარჩუნების საჯარო ინტერესებითა და
მოქმედი სტანდარტებით
•
ორჰუსის
კონვენციით
გათვალისწინებული
ვალდებულების
შესაბამისად,
უზრუნველყოფილი იქნას სარეკრეაციო ტერიტორიასთან დაკავშირებით დაგეგმილი
ცვლილებების თაობაზე დაინტერესებული საზოგადოების სათანადო და გასაგები
ფორმით ინფორმირება და გადაწყვეტილებების მიღების ადრეულ ეტაპზევე მათი
•
•
ჩართულობა
განისაზღვროს ერთ სულ მოსახლეზე გამწვანების მაჩვენებლის ზუსტი მონაცემები,
დადგინდეს აღნიშნული მაჩვენებლის შეფასების სტანდარტი და გამწვანებულ საჯარო
სივრცეებზე სათანადო ხელმისაწვდომობის გარანტირების მიზნით, გატარდეს
შესაბამისი ღონისძიებები
ატმოსფერული
ჰაერის
დაბინძურების
შესამცირებლად,
მიმდინარე
წელს
განხორციელდეს ტექნიკურად გაუმართავი მუნიციპალური ავტობუსებისა და
მიკროავტობუსების პარკის სრულად განახლება და ეკოლოგიურად სუფთა
ტექნოლოგიებზე გადასვლა.
242
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
15. შრომის უფლება
2018
წლის
საანგარიშო
პერიოდში,
უმთავრეს
გამოწვევად
კვლავ
რჩებოდა
შრომის
უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა. მეორე მხრივ, პრობლემურ საკითხად
გამოიკვეთა სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დაწესებულებებში დასაქმებულ პირთა
შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობებით უზრუნველყოფა. ამავე დროს, მწვავე
შეფასება დაიმსახურა კანონპროექტმა, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის სამართლებრივი სტატუსის ცვლილებას.664 მსგავსი
შემთხვევიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ უნდა მიეთითოს, რომ აუცილებელია
კანონმდებლებმა
ყოველთვის
გაითვალისწინონ
პროფესიული
საჯარო
სამსახურის
სტაბილურობა, მოხელეების შრომითი უფლებები და საჯარო სამსახურის სისტემის საფუძვლად
არსებული პრინციპები.
15.1.
შრომის უსაფრთხოება
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2018
წელს წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების შედეგად დაიღუპა 59 და დაშავდა 199
ადამიანი,665 რაც წინა წლის მონაცემებს მნიშვნელოვნად აღემატება.666 შესაბამისად, შეიძლება
ითქვას, რომ „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებას დასაქმების
ადგილებზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის კუთხით არსებული შემაშფოთებელი
ვითარება არ გაუმჯობესებია, რაც მისი არსებითი ნაკლოვანებებით იყო განპირობებული.
მართალია, კანონით რიგი მნიშვნელოვანი ვალდებულებები დაინერგა, თუმცა შესაბამისი
რეგულაციების აღსრულება არ ყოფილა უზრუნველყოფილი ეფექტიანი ინსპექციის სისტემით ზედამხედველობის ორგანოს არ ჰქონია მინიჭებული დასაქმების ადგილებზე უპირობო
დაშვების მანდატი.667
წინ გადადგმული ნაბიჯია 2019 წლის თებერვალში „შრომის უსაფრთხოების შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის მიღება, რომლის მიხედვითაც, 2019 წლის სექტემბრიდან
შრომის უსაფრთხოების სტანდარტების მოქმედება ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროზე
გავრცელდება. ამავე დროს, შრომის ინსპექტორებს მოეხსნებათ სამუშაო ადგილებზე დაშვების
შეზღუდვები. ამგვარად, საქართველოს კანონმდებლობა კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდება
საერთაშორისო სტანდარტებს,668 რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყანაში შრომის
664
საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის 12 დეკემბრის განცხადება ხელმისაწვდომია ბმულზე:
<https://ces.to/v8OMGq> [ბოლოს ნანახია: 19.03.2019]
665 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის 4 თებერვლის №00291533 წერილი.
666 2017 წელს დაიღუპა 47 და დაშავდა 106 ადამიანი. იხ. სახალხო დამცველის ანგარიში „საქართველოში
ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, (2017), გვ. 194.
667 იხ. „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხ. 16, პუნ. 5.
668 შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტით, ეფექტიანია ინსპექციის სისტემა, რომლის
ფარგლებშიც სანქცირების მექანიზმით აღჭურვილი შრომის ინსპექტორები უფლებამოსილნი არიან,
თავისუფლად და წინასწარ შეუტყობინებლად, დღის ან ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შევიდნენ
243
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
უსაფრთხოების
კუთხით
არსებული
მდგომარეობის
გაუმჯობესებას.
სამწუხაროდ,
შინაარსობრივი მისადაგების მიუხედავად, აღნიშნული სტანდარტების დამდგენი კონვენციები
საქართველოს ამ დრომდე არ აქვს რატიფიცირებული.669 ამ კუთხით, დროული ნაბიჯების
გადადგმა უპირობო აუცილებლობად რჩება იმის გათვალისწინებითაც, რომ მათი რატიფიკაციის
საკითხი ჯერ კიდევ 2014 წლის 1 სექტემბრიდან არის ხაზგასმული ევროკავშირთან ასოცირების
შესახებ შეთანხმებით.670 ამავე დროს, აღნიშნული სტანდარტების მიხედვით, შრომის ინსპექციის
სისტემა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის საკითხებთან ერთად, შრომის პირობებთან
დაკავშირებული სხვა დებულებების აღსრულებასაც (სამუშაო საათები, ხელფასი, დასვენების
დრო და სხვ.) უნდა მოიცავდეს.671
სახელმწიფო პროგრამის საფუძველზე ჩატარებული შემოწმება
შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების შემოწმების ინსტრუმენტად კვლავ რჩება შრომის
პირობების
ინსპექტირების
სახელმწიფო
პროგრამა.
შრომის
პირობების
ინსპექტირების
დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით,672 2018 წლის 1 იანვრიდან 2019
წლის 15 თებერვლამდე პერიოდში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 213 ობიექტი
შემოწმდა.673
2018
წლის
პროგრამის
ფარგლებში
გაფართოვდა
შრომის
პირობების
ინსპექტირების
დეპარტამენტის მანდატი, რის შედეგადაც შრომის ინსპექტორებს შრომის უსაფრთხოების
ნორმებთან ერთად, შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნების
ინსპექტირებას დაქვემდებარებულ ნებისმიერ სამუშაო ადგილზე და განახორციელონ ნებისმიერი
მოკვლევა და გამოკითხვა. ამასთან, სტანდარტი მოითხოვს დასაქმების ყველა სფეროს უზრუნველყოფას
თანაბრად ეფექტიანი შრომის ინსპექციის სისტემით (შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის №81
კონვენცია მრეწველობისა და ვაჭრობის სფეროში შრომის ინსპექციის შესახებ, C081, 1947, მუხ. 12, პუნ. 1,
მუხ. 18; შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის №129 კონვენცია სოფლის მეურნეობის სექტორში შრომის
ინსპექციის შესახებ, C129, 1969, მუხ. 16, პუნ. 1, მუხ. 24; შრომის ინსპექციის 1947 წლის კონვენციის ოქმი,
P081, 1995, პრეამბულა, მუხ. 1).
669 შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის №81 კონვენცია მრეწველობისა და ვაჭრობის სფეროში შრომის
ინსპექციის შესახებ, C081, 1947; შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის №129 კონვენცია სოფლის
მეურნეობის სექტორში შრომის ინსპექციის შესახებ, C129, 1969.
670 ასოცირების შესახებ შეთანხმება, ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირს და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის, მუხ. 229, პუნ. 4.
671 შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის №81 კონვენცია მრეწველობისა და ვაჭრობის სფეროში შრომის
ინსპექციის შესახებ, C081, 1947, მუხ. 3, პუნ. 1; შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის №129 კონვენცია
სოფლის მეურნეობის სექტორში შრომის ინსპექციის შესახებ, C129, 1969, მუხ. 6, პუნ. 1.
672 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტროს 2018 წლის 15 თებერვლის №01/2560 წერილი.
673 ინფორმაცია შევსებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 14 ნოემბრის №01/9603-ს წერილით
მიღებული ინფორმაციის საფუძველზე.
244
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
შესრულების შემოწმების უფლებამოსილება მიენიჭათ.674 თუმცა, ამ ნაწილში პროგრამაში
ჩართვასა და შემოწმების გავლაზე თანხმობა (რაც აუცილებელია პროგრამის ფარგლებში
შემოწმების
გასავლელად)
მხოლოდ
10-მა
ორგანიზაციამ
(შემოწმდა
აღნიშნული
დაწესებულებების 50-მდე ობიექტი) გამოხატა. შემოწმების შედეგად, სისტემურ დარღვევებად
გამოვლინდა: სამუშაო დროის ხანგრძლივობის შეუსაბამობა ხელშეკრულებით განსაზღვრულ
პირობებთან, შვებულების მიცემის წესის დარღვევა და ანაზღაურების გაცემის წესის დარღვევა.
პროგრამის ფარგლებში შრომის უსაფრთხოების მიმართულებით ჩატარებული შემოწმებით კი,
რიგ
ობიექტებზე
გამოვლინდა
შემდეგი
სისტემური
დარღვევები:
რისკების შეფასების
არარსებობა, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოუყენებლობა, კოლექტიური დაცვის
საშუალებების არარსებობა, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის არარსებობა, კუსტარული
დანადგარების გამოყენება, სახანძრო უსაფრთხოების დაუცველობა, ელექტროუსაფრთხოების
დაუცველობა, ტრავმატიზმის ჟურნალის არარსებობა, სწავლება/ტრენინგების ჩაუტარებლობა,
პირველადი
სამედიცინო
მოქმედების
გეგმის
დახმარების
არარსებობა,
სწავლების
წინასწარი
და
არარსებობა,
საგანგებო
სიტუაციებში
პერიოდული
სამედიცინო
შემოწმების
ჩაუტარებლობა,
მანქანა-დანადგარების
გაუმართაობა,
მიკროკლიმატის
პარამეტრების
დაუცველობა, მაფრთხილებელი ნიშნების არარსებობა, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების
დარღვევა.
სამწუხაროდ, საანგარიშო პერიოდში აღნიშნულ ობიექტებზე განმეორებითი მონიტორინგი არ
ჩატარებულა, რაც ართულებს შრომის პირობების ინსპექტირების სახელმწიფო პროგრამის
ეფექტიანობის შეფასებას, ვინაიდან შეუძლებელია რეკომენდაციათა შესრულების მაჩვენებლის
დადგენა.
„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩატარებული
შემოწმება
2018 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის
პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი დებულებები და განისაზღვრა მომეტებული საფრთხის
შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ჩამონათვალი.675 შრომის პირობების
ინსპექტირების დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად,676 გასული
პერიოდის განმავლობაში, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში
139 ობიექტი შემოწმდა, მათგან განმეორებითი ვიზიტი განხორციელდა 29 დაწესებულებაში,
674
„შრომის პირობების ინსპექტირების 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბრის №603 დადგენილება.
675 „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხ. 24, პუნ. 2; „მომეტებული საფრთხის
შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ჩამონათვალის დამტკიცების თაობაზე“
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 ივლისის №381 დადგენილება.
676 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტროს 2018 წლის 14 ნოემბრის №01-9603-ს წერილი.
245
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
რომელთაგან 9-ში (31%) გაცემული მითითებები სრულად იყო გათვალისწინებული, ხოლო 20
კომპანიას ადმინისტრაციული სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1000-დან 8000-მდე ლარის
ფარგლებში.677 სამუშაო პროცესის შეჩერების მექანიზმი არცერთი საწარმოს მიმართ არ ყოფილა
გამოყენებული. მაშინ როცა 2017 წელს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში წლის განმავლობაში
განმეორებით შემოწმებული 33 საწარმოდან, გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე
დარღვევები სრულად იყო აღმოფხვრილი მხოლოდ 2 ობიექტზე (6%).678 ამდენად, არსებული
მონაცემების სიმწირის მიუხედავად, მითითებათა შესრულების მაჩვენებელი ხაზს უსვამს
კანონით გათვალისწინებული (და არა პროგრამის ფარგლებში) სანქცირების მექანიზმის
ეფექტიანობას.
სამუშაო ადგილებზე მომხდარ უბედურ შემთხვევებზე მიმდინარე გამოძიების შედეგები
და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი სტატისტიკური მონაცემები679
ცხადყოფს, რომ, სამწუხაროდ, სამუშაო ადგილებზე მომხდარი უბედური შემთხვევების
რაოდენობა წინა წლის მონაცემებთან შედარებით კიდევ უფრო გაზრდილია. კერძოდ, 2018 წლის
განმავლობაში გამოძიება დაიწყო წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების 224 ფაქტზე,
რაც 2017 წლის მაჩვენებელს (128 ფაქტი) ბევრად აღემატება.680 აქედან, გამოძიება შეწყდა 67
შემთხვევაში. სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია მხოლოდ 19 შემთხვევაში. ამდენად,
კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება დროული და ეფექტიანი გამოძიების წარმოება.
საქართველოს საერთო სასამართლოებიდან გამოთხოვილი განაჩენების ანალიზით კი დგინდება,
რომ 2018 წლის განმავლობაში წარმოებაში მომხდარ უბედურ შემთხვევებთან დაკავშირებით
საქალაქო და რაიონულმა სასამართლოებმა 35 საქმე განიხილეს და მათგან რეალური სასჯელის
სახედ თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ 2 შემთხვევაში განისაზღვრა. არსებითი განხილვის
შედეგად გამამტყუნებელი განაჩენი დადგა კიდევ 7 საქმეზე.681 საქმეთა დაახლოებით 69% (22
საქმე) არსებითი განხილვის გარეშე დასრულდა საპროცესო შეთანხმების დადებით. 1 საქმე კი,
განრიდების გამოყენების მიზნით, რაიონულ პროკურატურას დაუბრუნდა. სამწუხაროდ,
თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2018 წლის 1 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით
677
ინფორმაცია შევსებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 14 ნოემბრის №01/9603-ს წერილით
მიღებული ინფორმაციის საფუძველზე.
678 ინფორმაცია დამუშავებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს 2018 წლის 9 თებერვლის №01/7711 წერილით მიღებული მონაცემების საფუძველზე.
679 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის 4 თებერვლის №00291533 წერილი.
680 იხ. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, (2017), გვ. 198.
681 ამათგან, სასჯელის ფორმად თავისუფლების აღკვეთა განისაზღვრა 3 შემთხვევაში, რაც ბრალდებულებს
ჩაეთვალათ პირობით მსჯავრად (1 საქმეზე თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევასთან, 1
საქმეზე კი ჯარიმასთან ერთად). დანარჩენი 4 გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის ფორმად
განისაზღვრა მხოლოდ ჯარიმა 1900, 2000, 3000 და 5000 ლარის ოდენობით.
246
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
გამოტანილი 3 განაჩენის ასლი სახალხო დამცველის აპარატს არ მიეწოდა. შესაბამისად, წინა
წლებში
გამოკვეთილი
ტენდენციის
მსგავსად,
სახელმწიფო,
ამგვარ
შემთხვევებზე
სისხლისსამართლებრივი რეაგირების კუთხით, კვლავ არ ირჩევს მკაცრ პოლიტიკას.682
15.2.
საანგარიშო
შრომითი უფლებები სპეციფიკური რეჟიმის სამსახურებში
პერიოდში
სახელმწიფო
სახალხო
მმართველობითი
დამცველის
აპარატმა
საქმიანობის,
ცალკეული
შეისწავლა
განსაკუთრებული
გადაუდებელი
დახმარების
სამსახურებში - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში, საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახურში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტსა და სსიპ „112“-ში დასაქმებულ პირთა
შრომითი უფლებები, კონკრეტულად კი, სამუშაო დროსთან დაკავშირებული საკითხები. ეს
დაწესებულებები მიეკუთვნება 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში მომუშავე სამსახურებს, რომელთა
საქმიანობა სხვადასხვა სამართლებრივი აქტებით წესრიგდება.
ამ სამსახურების სამუშაო დროს, მათ შორის, არეგულირებს საქართველოს შრომის კოდექსი,
რომლის მიხედვითაც, სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოებში, სადაც შრომითი
პროცესი 8 საათზე მეტი ხანგრძლივობის უწყვეტ რეჟიმს ითვალისწინებს, კვირის განმავლობაში
დასაქმებულის სამუშაო დროის ხანგრძლივობა შესაძლებელია აღემატებოდეს კანონით
დადგენილ 40-საათიან ნორმას და განისაზღვროს არაუმეტეს 48 საათის ოდენობით.683
სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის დარგების ჩამონათვალი განსაზღვრულია საქართველოს
მთავრობის 2013 წლის 11 დეკემბრის №329 დადგენილებით, რომელიც სახანძრო-სამაშველო და
სასწრაფო
სამედიცინო
დახმარების
გაწევის
უზრუნველყოფაზე
პასუხისმგებელი
სტრუქტურებისგან განსხვავებით, საპოლიციო ძალების ფუნქციონირებას არ ფარავს.
საქართველოს
კანონმდებლობის
თანახმად,
პოლიციელებისთვის
დადგენილია
არანორმირებული სამუშაო დღე,684 თუმცა სახალხო დამცველის შეფასებით, აღნიშნული არ
წარმოადგენს
საპატრულო
პოლიციის
სპეციფიკური
სამუშაო
რეჟიმის
მქონე
დაწესებულებებიდან გამორიცხვის საფუძველს, რამდენადაც უწყების შრომითი პროცესი ასევე
ითვალისწინებს 24-საათიანი ხანგრძლივობის უწყვეტ ფუნქციონირებას და ეს უწყება
მართლწესრიგის
დაცვის
მნიშვნელოვან
სახელმწიფო
მმართველობით
საქმიანობას
ახორციელებს.
სწორედ
ანალოგიური
სპეციფიკიდან
გამომდინარე
ექცევა
საგანგებო
სიტუაციების მართვის სამსახური ზემოხსენებული მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული
მოწესრიგების სფეროში, მიუხედავად იმისა, რომ მათთვისაც, პოლიციელთა მსგავსად,
სპეციალური კანონმდებლობა ადგენს არანორმირებულ სამუშაო დღეს.685
682
იხ. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, (2017), გვ. 198.
683 საქართველოს შრომის კოდექსი, მუხ. 14, პუნ. 1.
684 „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხ. 52.
685 „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხ. 49, პუნ. 2.
247
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის საქმიანობების მოწესრიგების კუთხით, მნიშვნელოვანი
პრობლემაა ზეგანაკვეთური სამუშაოს საკითხის არსებული რეგულირება. საქართველოს შრომის
კოდექსი ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევს დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულებას დროის
იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა აღემატება კვირაში 40 საათს.686 აღნიშნული ჩანაწერის
ზოგადი ხასიათის მიუხედავად, ეს რეგულირება პრობლემური და ბუნდოვანია სპეციფიკური
სამუშაო რეჟიმის შემთხვევაში, ვინაიდან ასეთი რეჟიმის დაწესებულებებისათვის დადგენილი
48-საათიანი სამუშაო კვირა მუდმივ საწარმოო საჭიროებებს უკავშირდება და არა - კონკრეტული
ვითარებიდან გამომდინარე, თანამშრომლის მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებას.687
კონკრეტულად უწყვეტ რეჟიმში მომუშავე სამსახურებისთვის მსგავსი დანაწესის არარსებობის
პირობებში, ბუნდოვანია, რა ფარგლებში ექცევა მათი მხრიდან ზეგანაკვეთური სამუშაოს
შესრულება. აღნიშნული საკანონმდებლო ხარვეზი რელევანტურია, მათ შორის, საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, სსიპ „112“-ისა და
საგანგებო
სიტუაციების
მართვის
სამსახურის
მოსამსახურეების
მიმართაც,
ვინაიდან
დასახელებულ სტრუქტურებში სამსახურის გავლის სპეციალური წესები ზეგანაკვეთური
სამუშაოს საკითხებს საერთოდ არ არეგულირებს და, შესაბამისად, ამ ნაწილში მათზე ავრცელებს
საქართველოს შრომის კოდექსის მოქმედებას.688
ასევე, საგულისხმოა ამ დაწესებულებებში არსებული რეალური სურათი, კერძოდ, ქალაქ
თბილისის
მუნიციპალიტეტის
სსიპ
სასწრაფო
სამედიცინო
დახმარების
ცენტრიდან
გამოთხოვილი ინფორმაციით დგინდება,689 რომ ცენტრში დასაქმებული უფროსი ექიმები (372),
უმცროსი ექიმები (387), მძღოლები (373), ცვლის უფროსი ექიმები (4), ჰოსპიტალიზაციის
მენეჯერები (12) და დამხმარე სპეციალისტები (5) ცვლებში 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში
მუშაობენ.690
დედაქალაქში
გადაუდებელ
სამედიცინო
მომსახურებას
ახორციელებს
97
სამედიცინო ბრიგადა - ცვლაში მუშაობს 97 უფროსი ექიმი, ამდენივე უმცროსი ექიმი და
მძღოლი. დილის 10:00 საათიდან მომდევნო დღის 10:00 საათამდე მუშაობენ, აგრეთვე: 1 ცვლის
უფროსი ექიმი, 3 ჰოსპიტალიზაციის მენეჯერი და 1 დამხმარე სპეციალისტი. სამედიცინო
ბრიგადის თითოეული წევრისთვის სამუშაო დროის ხანგრძლივობა თვეში არანაკლებ 7
686
საქართველოს შრომის კოდექსი, მუხ. 17, პუნ. 4.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 19 აპრილის №2/2/565 გადაწყვეტილება
საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ილია ლეჟავა და ლევან როსტომაშვილი საქართველოს პარლამენტის
წინააღმდეგ“, II, პუნ. 29.
688 „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანება, მუხ. 1, პუნ. 31;
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო
საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის
გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 17 იანვრის №4
ბრძანება, მუხ. 1, პუნ. 3.
689 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის 2019 წლის 25
იანვრის №05/142 წერილი.
690 დასაქმებულთა რაოდენობა მოცემულია 2019 წლის 24 იანვრის მდგომარეობით.
687
248
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
მორიგეობას შეადგენს,691 ხოლო ცვლებს შორის დასვენების ხანგრძლივობა - 2-3 დღეს. ცვლებში
მომუშავე თანამშრომლებისთვის განსაზღვრულია საათობრივი თანამდებობრივი სარგო;
განსაზღვრული სამუშაო დღეების რაოდენობის გაზრდის შემთხვევაშიც, შესაბამისი შრომის
ანაზღაურება დაიანგარიშება საათობრივი განაკვეთით; ხოლო თვეში 208 საათზე მეტი
ხანგრძლივობის სამუშაოს შესრულება ითვლება ზეგანაკვეთურ სამუშაოდ და გაიცემა
სახელფასო დანამატი.692
მსგავსად, 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში
დასაქმებული 2 525 მეხანძრე-მაშველი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 1000-ზე მეტი თანამშრომელი, რომელთა სამუშაო
გრაფიკი
ითვალისწინებს
გასათვალისწინებელია,
1
რომ
დღე-ღამე
მორიგეობის
საპატრული
პოლიციის
შემდეგ
48-საათიან
დეპარტამენტის
დასვენებას.693
თანამშრომელთა
ნაწილისთვის (ქალაქ თბილისში) დადგენილია 12 საათიან სამუშაო განრიგი.694 მათ ცვლის
პერიოდის გარდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება შეიძლება მოუხდეთ ისეთი
საგანგებო და ექსტრემალური სიტუაციის (სტიქიური უბედურება, აქცია და ა.შ.) დროს, რომლის
სამართავად, მისი ხასიათიდან ან/და მასშტაბებიდან გამომდინარე, საჭიროა დამატებითი
ძალებისა და საშუალებების მობილიზება. უწყებების ცნობით, სწორედ ასეთი შემთხვევა
განიხილება ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებად.695
მიუხედავად
იმისა,
რომ
სპეციფიკური
სამუშაო
რეჟიმით
ხასიათდება
სსიპ
„112“-ის
ოპერატიული მართვის სამმართველოს საქმიანობაც, გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად,696
აღნიშნულ სტრუქტურულ ერთეულში დასაქმებული 289 მოსამსახურის სამუშაო დრო
განრიგით იმგვარად არის გადანაწილებული, რომ დასაქმებულთა შრომითი პროცესი არ
ითვალისწინებს 8 საათზე მეტ უწყვეტ ხანგრძლივობას. 2018 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 1
თებერვლამდე პერიოდში ზარების რაოდენობის გაზრდის გამო ორჯერ შეიცვალა ზარის
მიმღებთა სამუშაო გრაფიკი, რაც თანაბრად აისახა ზარის ყველა მიმღებზე. სსიპ „112“-ის
ადმინისტრაციის მითითებით, სამუშაოს უწყვეტად შესრულების მაქსიმალური ხანგრძლივობა
არ აღემატებოდა კანონით გათვალისწინებულ დროებს და შეცვლილი სამუშაო გრაფიკი
ზეგანაკვეთურ სამუშაოს არ ითვალისწინებდა.
691
„„სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ სასწრაფო
სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის 2013 წლის 31 დეკემბრის №1 ბრძანებაში ცვლილების
შეტანის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის
დირექტორის 2019 წლის 4 იანვრის №2/ო ბრძანება, მუხ. 1 (გ).
692 იქვე, პუნ. „ე“.
693 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო
სიტუაციების მართვის სამსახურის 2019 წლის 1 თებერვლის №00270528 წერილი; საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 11 ოქტომბრის №2492508 წერილი.
694 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის 25 მარტის №762350 წერილი.
695 იქვე; ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 23 აგვისტოს №2049708 წერილი.
696 შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“-ის 2019 წლის 1 თებერვლის №00263525 წერილი.
249
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
ამდენად,
გამოვლინდა,
რომ
არსებული
საკანონმდებლო
შეზღუდვების
ფარგლებში,
სპეციფიკური რეჟიმის სამსახურები ცვლების ხანგრძლივობას განსხვავებულად განსაზღვრავენ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში დასაქმებულ
1153 პირს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დასაქმებულ 2525 მეხანძრე-მაშველს
და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 1000-ზე მეტ თანამშრომელს ცვლებში 24-საათიან
უწყვეტ რეჟიმში უწევთ მუშაობა მაშინ, მათი ნაწილი მუშაობს 12 საათი, ხოლო სსიპ „112“-ის
ოპერატიული მართვის სამმართველოში შენარჩუნებულია მუშაობის სტანდარტული 8-საათიანი
ხანგრძლივობა.
ამასთან,
შესაბამისი
სამსახურები
ზეგანაკვეთურ
სამუშაოდ
მიიჩნევენ
შესრულებული სამუშაოს არაერთგვაროვან რაოდენობას, რის გამოც, მსგავს შემთხვევებში
დასაქმებულების
მიერ
სახელფასო
დანამატით
ან
დამატებითი
დასვენების
დროით
სარგებლობის საკითხი, პრობლემურია.
გასათვალისწინებელია, რომ სამუშაო საათების ხანგრძლივობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს
იმისათვის, რათა დასაქმებულებმა შეძლონ პროფესიული, ოჯახური და პერსონალური
ვალდებულებების
სათანადოდ
დაბალანსება
და
თავიდან
აიცილონ
სამსახურთან
დაკავშირებული სტრესი, უბედური შემთხვევები და დაავადებები.697 ამავე დროს,
არაგონივრულად ხანგრძლივი სამუშაო დრო გავლენას ახდენს პირის შრომით უნარებზე, იწვევს
გადაღლას,
რაც
უარყოფითად
აისახება
დასაქმებულის
ჯანმრთელობაზე.698
ამის
გათვალისწინებით, „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ
საერთაშორისო პაქტის“ მონაწილე სახელმწიფოებს გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭო
მოუწოდებს, კანონმდებლობით დაადგინონ არამხოლოდ კვირეული, არამედ - დღიური სამუშაო
საათების
მაქსიმალური
რაოდენობაც,
რაც
შესაძლოა
განსხვავებული
სამსახურებრივი
საქმიანობებისთვის დამახასიათებელი მოთხოვნების გათვალისწინებით ცვალებადი იყოს,
თუმცა არ უნდა გასცდეს სამუშაო დღის გონივრულ მაქსიმუმს.699
იმდენად, რამდენადაც ზოგადი სტანდარტის მიხედვით, 8-საათიანი სამუშაო დღის პრინციპი
მოქმედებს,700 გონივრულად შეიძლება ჩაითვალოს აღნიშნულ ლიმიტზე რამდენიმე საათით
მეტი ხანგრძლივობა. 24-საათიანი რეჟიმი კი, აღნიშნულ ზღვარს 3-ჯერ აღემატება და თან ღამის
697
„შრომის სამართლიან და ხელსაყრელ პირობებზე უფლების შესახებ (ეკონომიკური, სოციალური და
კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-7 მუხლი) ზოგადი კომენტარი №23 (2016)“,
გაეროს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა კომიტეტი, E/C.12/GC/23, 27.04. 2016, პარ. 34.
698 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 19 აპრილის №2/2/565 გადაწყვეტილება
საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ილია ლეჟავა და ლევან როსტომაშვილი საქართველოს პარლამენტის
წინააღმდეგ“, II, პუნ. 40.
699 „შრომის სამართლიან და ხელსაყრელ პირობებზე უფლების შესახებ (ეკონომიკური, სოციალური და
კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-7 მუხლი) ზოგადი კომენტარი №23 (2016)“,
გაეროს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა კომიტეტი, E/C.12/GC/23, 27 აპრილი 2016,
პარ. 35.
700 იქვე; შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის №1 კონვენცია სამუშაო საათების (ინდუსტრია) შესახებ,
C001, 1919, მუხ. 2.
250
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
საათებსაც მოიცავს, რაც, საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებელ შეზღუდვებს ექვემდებარება
იმის გამო, რომ ადამიანის ორგანიზმი გარემო ფაქტორების ზემოქმედების მიმართ ამ დროს
გაცილებით მგრძნობიარეა და ღამით მუშაობის ხანგრძლივი პერიოდები, დასაქმებულთა
ჯანმრთელობისთვის, შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს.701 აღნიშნულს განამტკიცებს ევროკავშირის
მართლმსაჯულების სასამართლოს პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც, დასაქმების ადგილზე
გატარებული 24-საათიანი ცვლები, რაც ფართოდ იყო გავრცელებული მეხანძრეებისა და
ექიმებისთვის, უკანონოდ მიიჩნევა.702 შესაბამის გადაწყვეტილებებს საფუძვლად უდევს
საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც დაუშვებლად მიიჩნევს, დასაქმებულთა უსაფრთხოებისა
და
ჯანმრთელობის
მოსაზრებებს.
გაუმჯობესება
დაექვემდებაროს
ეკონომიკურ
და
ორგანიზაციულ
703
საქართველოს შრომის კანონმდებლობაში დღიური სამუშაო საათებისა და ზეგანაკვეთური
სამუშაოს რაოდენობრივი საზღვრების არარსებობის პირობებში, სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის
ზემოთ განხილულ დაწესებულებებში არსებული პრაქტიკა ადასტურებს, რომ დასაქმებული
პირები მუდმივად იმყოფებიან საკუთარი ჯანმრთელობისთვის რისკის ფასად მუშაობის
საფრთხის წინაშე.
ზემოაღნიშნულიდან
სპეციფიკური
გამომდინარე,
სამუშაო
რეჟიმის
სახალხო
დამცველი
სამსახურებში
მიზანშეწონილად
განისაზღვროს
მიიჩნევს,
დასაქმებულთა
მიერ
შესასრულებელი სამუშაო საათების დღიური მაქსიმალური ხანგრძლივობა. მნიშვნელოვანია,
შესასრულებელი სამუშაოს სახის, მისი შესრულების სიმძიმისა და გავლენის გათვალისწინება
დასაქმებულის ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობაზე.704 კერძოდ, მხედველობაშია მისაღები
ის გარემოება, რომ გადაუდებელი დახმარების სამსახურებში დასაქმებულთა საქმიანობა
სასიცოცხლო მნიშვნელობისაა და მათი ჯანმრთელობისა თუ უსაფრთხოების პრობლემები,
701
იხ. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის №171 კონვენცია ღამით მუშაობის შესახებ, C171, 1990; 2003
წლის 4 ნოემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2003/88/EC დირექტივა სამუშაო დროის ორგანიზების
გარკვეული ასპექტების შესახებ, პრეამბულა, პარ. 7.
702 კატინკა ბარიში, „დირექტივა სამუშაო დროის შესახებ, რა იწვევს აურზაურს?“, ევროპული რეფორმის
ცენტრი, (2013), გვ. 6; ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრეს-რელიზი №152/15, 23
დეკემბერი 2015, ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://ces.to/ueoaKK [ბოლოს ნანახია
14.02.2019].
703 ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს 2003 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე C151/02 (Landeshauptstadt Kiel and Norbert Jaeger), პარ. 66-67; „შრომის სამართლიან და ხელსაყრელ
პირობებზე უფლების შესახებ (ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ
საერთაშორისო პაქტის მე-7 მუხლი) ზოგადი კომენტარი №23 (2016)“, გაეროს ეკონომიკურ, სოციალურ და
კულტურულ უფლებათა კომიტეტი, E/C.12/GC/23, 27 აპრილი 2016, პარ. 34.
704 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 19 აპრილის №2/2/565 გადაწყვეტილება
საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ილია ლეჟავა და ლევან როსტომაშვილი საქართველოს პარლამენტის
წინააღმდეგ“, II, პუნ. 41.
251
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
შესაძლოა, უშუალოდ აისახოს იმ ადამიანების ინტერესებზეც, რომლებსაც ამ სამსახურებში
დასაქმებული პირებისაგან ესაჭიროებათ დახმარება.
რაც შეეხება ასეთ სპეციფიკურ სამუშაოებზე ზეგანაკვეთურ მუშაობას, არსებული ბუნდოვანი
საკანონმდებლო რეგულირება, რომელიც ზეგანაკვეთური სამუშაოს ჩათვლით, მაქსიმალურ
საზღვრებს არ აწესებს, იძლევა შესაძლებლობას, დასაქმებულებს სამუშაოს შესრულება იმ
ოდენობით მოუხდეთ, რომ დაარღვიოს მათი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მინიმალური
მოთხოვნები, რაც ევროკავშირის სტანდარტებთან შეუსაბამო რეგულაციად მიიჩნევა.705 ამდენად,
მნიშვნელოვანია, კანონმდებლობამ დაადგინოს როგორც მაქსიმალური სამუშაო საათების
რაოდენობა, ისე მაქსიმალური საერთო სამუშაო დრო, რომელიც მოიცავს ზეგანაკვეთურ
სამუშაოსაც.706
ასევე, ცალკე უნდა აღინიშნოს სოციალური მუშაკების საქმიანობის კუთხით ქვეყანაში არსებულ
სისტემური პრობლემები. მათ შორის აღსანიშნავია სოციალური მომსახურების სააგენტოში
დასაქმებულ
სოციალურ
მუშაკთა რაოდენობრივი სიმცირე,
ზეგანაკვეთური სამუშაოს
ანაზღაურების წესის არარსებობა და არანორმირებული სამუშაო გრაფიკი, სოციალური სამუშაო
26 სხვადასხვა მიმართულებით. შემაშფოთებელია, რომ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში
არსებითად
გადაუჭრელია
სოციალური
მუშაკების
ტრანსპორტირების,
სამუშაო
ინფრასტრუქტურის, ადამიანური რესურსების პრობლემური საკითხები იმ ვითარებაში,
როდესაც მუდმივად იზრდება სოციალური მუშაკის პასუხისმგებლობა.
სოციალური მუშაკზე დაკისრებული მოვალეობები დიდი მოცულობისაა და რიგ შემთხვევებში
სცდება მათი პროფესიის მანდატსაც - ისინი დატვირთული არიან ისეთი ვალდებულებებით,
რაც მათ ფუნქციებს არ შეესაბამება. სისტემურ დონეზეა მოსაწესრიგებელი ასევე სოციალური
მუშაკების პროფესიული განვითარების საკითხი, მათი კვალიფიკაციის ამაღლების მყარი
სისტემის დანერგვა.
მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ დროულად გაატაროს ყველა სათანადო ღონისძიება
სოციალური დაცვის სისტემის რეფორმის მიზნით. სახელმწიფომ სრულად უნდა გაიაზროს
სოციალური მუშაკის როლი ქვეყანაში ეფექტური სოციალური სისტემის შექმნის პროცესში და
აღნიშნული
პროფესიის
წარმომადგენლებს
მისცეს
შესაძლებლობა,
სათანადო
სამუშაო
პირობებში განახორციელონ მათზე დაკისრებული ვალდებულებები და ისარგებლონ დაცვისა
და მხარდაჭერის მაღალი სტანდარტით.
705
ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრეს-რელიზი №152/15, 23 დეკემბერი 2015,
ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://ces.to/6r18Xi > [ბოლოს ნანახია 14.02.2019].
706
შრომის საერთაშორისო ოფისის საინფორმაციო ბიულეტენი №WT-2, (2004), ინფორმაცია
ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://bit.ly/2Y342uJ > [ბოლოს ნანახია 14.02.2019].
252
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
წინადადებები საქართველოს პარლამენტს:
•
შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე ზედამხედველობის მსგავსად, შრომის
ინსპექტორები შესაბამისი უფლებამოსილებებით (თავისუფალი დაშვების მანდატით) და
აღსრულებადი მექანიზმებით (სანქციების გამოყენების შესაძლებლობით) აღიჭურვონ
შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვის შემოწმების
პროცესშიც;
•
საქართველოს შრომის კანონმდებლობით განისაზღვროს:
o
დღიური სამუშაო საათების მაქსიმალური რაოდენობა (მათ შორის, სპეციფიკური
სამუშაო რეჟიმის და არანორმირებული სამუშაო დღის მქონე დაწესებულებებში
ცვლებში მომუშავ დასაქმებულთათვის) და დასაქმებულისთვის ყოველკვირეული
უწყვეტი დასვენების დროის მინიმალური ოდენობა;
o
ზეგანაკვეთური სამუშაო საათების მაქსიმალური დასაშვები ზღვარი (მათ შორის,
სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის და არანორმირებული სამუშაო დღის მქონე
დაწესებულებებისთვის).
რეკომენდაციები
საქართველოს გენერალურ პროკურორს:
•
2019
წლის
საპარლამენტო
ანგარიშში
წარმოადგინოს
მსჯელობა/არგუმენტაცია
წარმოებაში მომხდარ უბედურ შემთხვევებთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის
საქმეებზე, ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების დამკვიდრებული
პრაქტიკის თაობაზე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ სასწრაფო
სამედიცინო დახმარების ცენტრს:
•
გადაიხედოს ცვლებში 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში მუშაობის პრაქტიკა და განრიგის
შედგენისას,
უპირველესად,
დასაქმებულთა
მოთხოვნები იყოს გათვალისწინებული.
253
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
ჯანმრთელობისა
და
უსაფრთხოების
16. ჯანმრთელობის დაცვის უფლება
2018
წელს,
სახელმწიფომ,
საყოველთაო
ჯანდაცვის
პროგრამის
სტაბილურად
განსახორციელებლად და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, მნიშვნელოვანი
ნაბიჯები გადადგა. გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა ქრონიკულ დაავადებათა სამკურნალო
მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამით გათვალისწინებული როგორც მოსარგებლეთა
არეალის, ისე გასაცემ მედიკამენტთა სიის გაფართოების კუთხით, თუმცა ჯანდაცვის სისტემა
კვლავ დგას ისეთი მნიშნელოვანი გამოწვევების წინაშე, რაც პაციენტთა უფლებების დაცვის,
სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდისა და სამედიცინო მომსახურების ხარისხის
გაუმჯობესების მიმართულებით არსებობს.
16.1.
პაციენტის უფლებები
ყველა სამედიცინო დაწესებულების სამედიცინო საქმიანობის ხარისხს კანონმდებლობით
დადგენილი წესით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (შემდგომში სამინისტრო) აკონტროლებს.
მასთან შექმნილია პროფესიული განვითარების საბჭო707, რომლის საქმიანობის ორგანიზაციულტექნიკურ უზრუნველყოფას და სამდივნოს ფუნქციებს, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო
რეგულირების სააგენტო ასრულებს.
სახალხო დამცველი უკვე წლებია მიუთითებს,708 რომ პროფესიული განვითარების საბჭოში
მოქალაქეთა განცხადებების შესწავლა დროში ძალიან ჭიანურდება709, მოქალაქეებს ასევე არ აქვთ
საშუალება, სათანადო მონაწილეობა მიიღონ განცხადების განხილვა/შესწავლის პროცესში, ასევე
არ ხდება პაციენტების დროული ინფორმირება საბჭოს სხდომების თაობაზე. განმცხადებლების
უფლების სრულყოფილად რეალიზაციისათვის აუცილებელია საბჭომ გონივრულ ვადაში
შეატყობინოს განმცხადებელს სხდომის ადგილის და დროის შესახებ და უზრუნველყოს
707
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის მინისტრის 20018 წლის 15 აგვისტოს ბრძანება №01-9/ნ.
708 მაგალითად, იხილეთ საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის ანგარიშები საქართველოში
ადამიანის უფლებათა
და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, გვ. 542 - გვ. 544.
საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშები საქართველოში ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, გვ. 217 - გვ. 219.
709 მოქალაქე ლ. ს.-ს განცხადება №7256/17. მოქალაქემ ჯერ კიდევ 2017 წლის დასაწყისში მიმართა
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს და გაწეული მომსახურების ხარისხისა
და ჯანმრთელობის უფლებით სარგებლობის სავარაუდო შეზღუდვის საკითხის შესწავლა ითხოვა.
პროფესიული განვითარების საბჭომ მხოლოდ 2018 წლის ოქტომბერში განიხილა სამედიცინო
პერსონალის პასუხისმგებლობის საკითხი და ჯანდაცვის სამინისტროს პაციენტის ჯანმრთელობის
მდგომარეობასთან დაკავშირებით ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისა და მკურნალობის
შემდგომი ტაქტიკის განსაზღვრის მიზნით, გაფართოებული კონსილიუმის ორგანიზება დაავალა,
რომელიც დეკემბერში ჩატარდა. იხ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2019 წლის 10 იანვრის №01/271 წერილი.
254
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
კანონმდებლობით მათთვის გარანტირებული უფლებების რეალიზაცია.710 უწყებას ჯერ კიდევ
გასულ წელს მიეცა რეკომენდაცია შეიმუშაოს საქმისწარმოების პროცედურები, რომლებითაც
განისაზღვრება მოქალაქეთა განცხადებების/საჩივრების შესწავლის და პროფესიული
განვითარების საბჭოსათვის განსახილველად წარდგენის გონივრული ვადები, აგრეთვე
დაინტერესებული მხარეებისათვის პროფესიული განვითარების საბჭოს დაგეგმილი სხდომის
შესახებ ინფორმაციის წინასწარ შეტყობინების წესი.711 სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო
რეგულირების სააგენტომ განმარტა,712 რომ პროფესიული განვითარების საბჭომ შეიმუშავა
დაგეგმილი
სხდომის
შესახებ
ინფორმაციის
წინასწარ
შეტყობინების
სტანდარტული
პროცედურა, თუმცა მას არ აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმა და არც
სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილ განცხადებებში მოიპოვება ამ პროცედურის
განხორცილების შესახებ ინფორმაცია. ასევე, პრობლემად რჩება სააგენტოს ვებგვერდზე713 იმ
ინფორმაციის განთავსება, რომელიც მნიშვნელოვანია პაციენტების უფლებების დაცვის
თვალსაზრისით. არ არსებობს საკომუნიკაციო-საკონსულტაციო მექანიზმი, რომელიც პაციენტს
პროფესიული განვითარების საბჭოს საქმიანობის, ფუნქციების, მიმართვის ფორმების შესახებ
ინფორმაციის მოძიებაში დაეხმარებოდა.
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო და პროფესიული განვითარების
საბჭო თავის საქმიანობას ახორციელებს მოწვეული ექსპერტების დახმარებით, რომელთა
შერჩევის,
დანიშვნისა
და
საქმიანობის
წესი
მინისტრის
ბრძანებით
რეგულირდება.714
ადმინისტრაციულ აქტში არ არის განსაზღვრული ექსპერტების პასუხისმგებლობა მოვალეობის
შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის, რაც პრობლემებს იწვევს პრაქტიკაში,
ასევე
არ
არსებობს
საექსპერტო
დასკვნის
მომზადებაში
პაციენტის
მონაწილეობის
მომწესრიგებელი ნორმები . მოქმედ რეგულაციაში არ მოიპოვება ინფორმაცია საექსპორტო
715
დასკვნის
შედგენა/წარდგენის
ვადების,
იურიდიული
ძალის
და
პასუხისმგებლობის
განმსაზღვრელი ნორმების შესახებ.
716
710
სახალხო დამცველის 2017 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 218.
საქართველოს პარლამენტის დადგენილება №3148-რს „2017 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა
და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის
თაობაზე“.
712 სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს წერილი №02/49743.
713 სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო http://rama.moh.gov.ge/geo [ბოლოს
ნანახია: 13.03.2019]
714 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის მინისტრის 2014 წლის 25 ივნისის ბრძანება №01/157-ო.
715 სახალხო დამცველის 2017 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 219.
716 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტროს 2019 წლის 4 თებერვლის წერილი № 01/1753.
711
255
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა 2018 წელს შეისწავლა განცხადებები,717 რომლებიც
შეეხებოდა როგორც „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო
დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ხელშესაწყობად შექმნილი კომისიის,718
ისე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან შექმნილი სამედიცინო და სხვა
სოციალური
საჭიროებების
დახმარების
ღონისძიებების
ხელშემწყობი
კომისიის
მიერ
მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურების დაფინანსების/დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ
მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებას.719 უწყებებიდან720 გამოთხოვილი მასალების
შესწავლით
დადგინდა,
რომ
კომისიების
გადაწყვეტილებები
არ
არის
სათანადოდ
დასაბუთებული. აქტები არ შეიცავს მითითებას სამართლებრივ და ფაქტობრივ გარემოებებზე,
რომელთა საფუძველზეც იღებს კომისია ყოველ კონკრეტულ გადაწყვეტილებას.
კვლავ
პრობლემად
რჩება
არაერთგვაროვანი
და
საკმაოდ
განსხვავებული
ჯანდაცვის
ინფრასტრუქტურის და აღჭურვილობის ხარისხი. სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა
განცხადება,721 რომელიც სს ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის
სამეცნიერო
პრაქტიკულ
ცენტრში
არსებულ
მდგომარეობას
და
პირისთვის
გაწეული
სამედიცინო მომსახურების ხარისხის და ჯანმრთელობის უფლებით სარგებლობის სავარაუდო
შეზღუდვის ფაქტს ეხებოდა. სახელმწიფო უწყებებიდან მიღებული პასუხებიდან ირკვევა, რომ
ცენტრის ბაზაზე, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ახალი ინფრასტრუქტურის შექმნის
მიზნით, მთელი რიგი გადაუდებელი ღონისძიებები გაატარა722 თუმცა მოძველებული და
ამორტიზებული ინფრასტრუქტურის საკითხი კვლავ გადაუჭრელია.
16.2.
ონკოლოგიური პაციენტების უფლებები
ონკოლოგიური დაავადებები, ჯანმრთელობისათვის, გლობალური მნიშვნელობის გამოწვევაა.
მიუხედავად საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინტერვენციებსა და სამედიცინო მომსახურების
ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების ცალსახა პროგრესისა, კიბოთი მაღალი ავადობა და
სიკვდილიანობა
კვლავაც
მნიშვნელოვან
გამოწვევად
717
რჩება
საქართველოს
ჯანდაცვის
სახალხო დამცველის აპარატი, მ. შ.-ს განცხადება 2484/18, მ. ე.-ს განცხადება 5354/18, ლ. ბ.-ს განცხადება
№14618/17 და სხვ.
718 საქართველოს მთავრობის დადგენილება №331 „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი
სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი
საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“.
719 ქ. თბილისის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 6 მარტის დადგენილება №15-49 „ქალაქ
თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „სამედიცინო და სხვა სოციალური
საჭიროებების დახმარების ღონისძიებების“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“.
720 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო
სამსახურის წერილი №15-01190282084(28/01/2019). საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს №01/2932 (20/02/2019).
721 მოქალაქე დ. ჯ. და ა(ა)იპ „თანასწორობის მოძრაობა“, განცხადება №4645/18.
722 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტროს №01/21975 და 01/1811 წერილები.
256
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
სისტემისათვის.723 ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა პროგნოზით, კიბოთი
გამოწვეული სიკვდილიანობის არსებული დონე, რომელიც წელიწადში დაახლოებით 8.2
მილიონს უტოლდება, გაიზრდება და 2030 წლისათვის 13 მილიონს გადააჭარბებს.724
„საქართველოში არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის 2017-2020 წლების
ეროვნული
სტრატეგიის“
სამიზნეებს
შორის
განსაზღვრულია
როგორც
ონკოლოგიური
დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის შეჩერება (ნულოვანი ზრდა), ისე არაგადამდებ
დაავადებათა სამედიცინო მომსახურებასა და მის მედიკამენტურ მკურნალობაზე ფინანსური
ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.725
დადებითად უნდა აღინიშნოს სახელმწიფოს მხრიდან ონკოლოგიური პაციენტებისათვის
სამედიცინო სერვისების და მედიკამენტებით უზრუნველყოფის ძალისხმევა726. კერძოდ,
საყოველთაო
ჯანმრთელობის
დაცვის,
ასევე,
სხვა
პროგრამებით
უზრუნველყოფილია
ონკოლოგიური პაციენტების გეგმური მკურნალობა და ამ პროცედურებთან დაკავშირებული
გამოკვლევები და მედიკამენტები, თუმცა ის არ მოიცავს მოსახლეობის ყველა ფენას და
ასაკობრივ ჯგუფებს.727
სამწუხაროა, რომ არ არსებობს ონკოლოგიურ დაავადებათა ერთიანი სახელმწიფო პროგრამა და
სამედიცინო მომსახურების და წამლების მიწოდება ფრაგმენტული სახით მიმდინარეობს
საყოველთაო ჯანდაცვის, ონკოპრევენციის პროგრამის, პალიატიური მზრუნველობის და
ადგილობრივი მუნიციპალური ბიუჯეტების ფარგლებში.
723
კიბოს
კონტროლის
ეროვნული
სტრატეგია
2017-2020,
ინფორმაცია
ხელმისაწვდომია:
<https://ces.to/IC6l89 > [ბოლოს ნანახია: 13.03.2019].
724 ინფორმაცია ხელმისაწვდომია: https://ces.to/vVRS6S [ბოლოს ნანახია: 13.03.2019].
725 საქართველოს მთავრობის 2017 წლის 11 იანვრის დადგენილება №2 „საქართველოში არაგადამდებ
დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის 2017-2020 წლების ეროვნული სტრატეგიის დამტკიცების
თაობაზე“.
726 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტროს № 01/2246 წერილი (12.02.2019).
727 საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი 1.1. თანახმად
გეგმური ქირურგიული ოპერაციები (მათ შორის, დღის სტაციონარი), ასევე, გეგმურ ქირურგიულ
ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებული წინასაოპერაციო, ოპერაციის მსვლელობისას განხორციელებული
და პოსტოპერაციული პერიოდის ყველა ტიპის ლაბორატორიული, ინსტრუმენტული გამოკვლევები წლიური ლიმიტი 15 000 ლარი. ითვალისწინებს 30%-იან თანაგადახდას მოსარგებლის მხრიდან, ამასთან,
თანაგადახდას არ ითვალისწინებს ნეონატალური ასაკი და ამ ასაკში დაწყებული შემთხვევები, ასევე,
კარდიოქირურგიული და ონკოლოგიური ოპერაციები და მათთან დაკავშირებული გამოკვლევები 18
წლამდე ასაკის მოსარგებლეებისათვის; ონკოლოგიურ პაციენტთა მკურნალობა (მათ შორის, დღის
სტაციონარი), კერძოდ, ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია და სხივური თერაპია და ამ პროცედურებთან
დაკავშირებული გამოკვლევები და მედიკამენტები (გარდა ჯანდაცვის შესაბამისი სახელმწიფო
პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ონკოჰემატოლოგიური მომსახურებისა) – წლიური ლიმიტი
12 000 ლარი. ითვალისწინებს 20%-იან თანაგადახდას მოსარგებლის მხრიდან, გარდა 18 წლამდე ასაკის
მოსარგებლეებისა, რომელთათვისაც მომსახურების ხარჯები სრულად ანაზღაურდება.
257
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
სახელმწიფოსგან არასრული დაფინანსების პირობებში, პაციენტებს ხშირად უწევთ საკუთარი
თანხის დამატება არა პროგრამის ფარგლებში დაწესებული პროცენტის, არამედ სამედიცინო
დაწესებულების მიერ დადგენილი ტარიფების ფარგლებში. ონკოლოგიური პაციენტებისათვის
ხელმისაწვდომი სახელმწიფო სერვისები და არცერთი ტიპის დაზღვევა არ უზრუნველყოფს
საჭირო
მომსახურების
ან
მედიკამენტის
სრულ
დაფინანსებას
(მხოლოდ
დადგენილი
ლიმიტების ფარგლებში). არც გვერდითი მოვლენების მართვა და მხარდამჭერი ფსიქოლოგის
სერვისი ფინანსდება.
16.3.
მაღალკვალიფიციური სამედიცინო კადრები
ჯანმრთელობის უფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ელემენტია - ხარისხი. ის
თავის თავში მოიცავს როგორც სამედიცინო მომსახურების მაღალ დონეს, ასევე, სამედიცინო
პერსონალის მაღალ კვალიფიკაციასაც.728 სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების
სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2018 წელს განსახილველი იყო 503
ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი. მათგან განიხილეს 348 ექიმის საკითხი.
აქედან: 6 ექიმს არ დაკისრებია პროფესიული პასუხისმგებლობა; 235 ექიმს „წერილობითი
გაფრთხილება“ მიეცა; სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით შეუჩერდა 105
ექიმს, 2 ექიმს კი, გაუუქმდა სახელმწიფო სერტიფიკატი.729
აღმასრულებელი ხელისუფლება თავად მიიჩნევს, რომ კვალიფიციური ადამიანური რესურსის
ნაკლებობა და მათი არათანაბარი გეოგრაფიული გადანაწილება კვლავ რჩება მნიშვნელოვან
პრობლემად ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდებისათვის. სახეზეა ექთნების
ნაკლებობა როგორც ქალაქად, ისე სოფლად. საგრძნობია ზოგადი პროფილის ექიმების
ნაკლებობა, დეფიციტურ საექიმო სპეციალობებში კადრების დაბერების ტენდენცია და,
ზოგადად, სამედიცინო პერსონალის არასათანადო კვალიფიკაცია.730
საქართველოში საექთნო ადამიანური რესურსის განვითარებისა და საექთნო განათლების
სრულყოფის მიზნით, სამინისტროსთან შექმნილია „საექთნო საქმიანობის განვითარების
ეროვნული საბჭო“, რომლის მნიშვნელოვანი უფლებამოსილებაა შეისწავლოს დასახული
ამოცანების შესრულების ხარისხი და შეიმუშაოს რეკომენდაციები მათი ეფექტიანობის
ასამაღლებლად.731
ჯანდაცვის
სამინისტროს
728
მიერ
განხორციელებული
ღონისძიებების
CESCR General Comment No. 14: The Right to the Highest Attainable Standard of Health (Art. 12) ინფორმაცია
ხელმისაწვდომია: < https://www.refworld.org/pdfid/4538838d0.pdf > [ბოლოს ნანახია: 13.03.2019].
729 სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს წერილი №02/4418 (31/01/2019).
730 საქართველოში ჯანმრთელობის დაცვის სისტემის განვითარების ხედვა 2030 წლისთვის. ინფორმაცია
ხელმისაწვდომია: < https://ces.to/cqT8Uc > [ბოლოს ნანახია: 13.03.2019].
731 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-23/ნ
(11/05/2012).
258
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
მიუხედავად,732 ისევ პრობლემაა არათანაბარი განაწილება, ექიმების ჭარბი რაოდენობა,
ექიმებისა
და
ექთნების
არათანაზომიერი
თანაფარდობა,
არათანაბარი
გეოგრაფიული
განაწილება.733 მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ განაგრძოს იმ ღონისძიებათა გატარება,
რომლებიც
განსაზღვრავს
კადრების
საჭიროებებს
დეფიციტური/პრიორიტეტული
სპეციალობებისა და სპეციალისტების რეგიონულ ჭრილში გადანაწილების სპეციფიკის
გათვალისწინებით.
16.4.
„სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამა
პირველადი ჯანდაცვა, კერძოდ, სოფლის ექიმების რგოლი, ჯანმრთელობის დაცვის სისტემის
უმნიშვნელოვანესი შემადგენელი კომპონენტია. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია
(WHO) მიიჩნევს, რომ ის არის არსებითი, აუცილებელი ჯანდაცვა, რომელიც ხელმისაწვდომი
უნდა იყოს საზოგადოების ყველა წევრისა და ოჯახისათვის, ითვალისწინებდეს მათ სრულ
თანადგომას ჯანმრთელობის დაცვის საქმეში.734 სახელმწიფო წლებია ახორციელებს „სოფლის
ექიმის“ პროგრამას, რომლის მიზანია სოფლის მოსახლეობისათვის პირველადი ჯანდაცვის
მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული არეალისა და ფინანსური ხელმისაწვდომობის
გაზრდა;
ასევე,
მოსახლეობის
სამედიცინო
მომსახურებაზე
ხელმისაწვდომობის
უზრუნველყოფა.
2015 წელს აუდიტის სახელმწიფო სამსახურმა სოფლის ექიმის სახელმწიფო პროგრამის
ეფექტიანობის აუდიტი ჩაატარა735. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მიიჩნია, რომ სამედიცინო
პერსონალის ოპტიმალური განაწილების კრიტერიუმების გამოყენებით და გეოგრაფიული
განაწილების ხარვეზების გამოსწორებით, შესაძლებელია პირველადი ჯანდაცვა სოფლად უფრო
ხელმისაწვდომი მომსახურება გახდეს. სხვა რეკომენდაციებთან ერთად, ჩაითვალა, რომ
პროდუქტიულობის მნიშვნელოვანი ფაქტორი ექიმების კვალიფიკაციაა.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აუცილებელია, მოსახლეობის განსაკუთრებული საჭიროების
შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ ხელი შეუწყოს ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის შემდგომ
განვითარებას, როგორც სახელმწიფო ასიგნებებით, ისე კერძო ინვესტიციების მოზიდვისთვის
ხელის შეწყობით.
732
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტროს წერილი №01/1490 (28/01/2019).
733 ადამიანური რესურსი
ჯანდაცვის სექტორში. სიტუაციური ანალიზი, საერთაშორისო ფონდი
„კურაციო“ 2018 წ. ინფორმაცია ხელმისაწვდომია: < https://ces.to/bZziPh > [ბოლოს ნანახია: 13.03.2019].
734 International Conference on Primary Health Care, Alma-Ata, USSR, 6-12 September 1978 ინფორმაცია
ხელმისაწვდომია: https://www.who.int/publications/almaata_declaration_en.pdf [ბოლოს ნანახია: 13.03.2019].
735 ინფორმაცია ხელმისაწვდომია: < https://ces.to/7wYDMM > [ბოლოს ნანახია: 13.03.2019].
259
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
16.5.
საქართველოს
თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის აღსრულება
სახალხო
დამცველი
აქტიურად
ადევნებს
თვალს
ქვეყანაში
„თამბაქოს
კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების პროცესს. თამბაქოს კონტროლის
კანონმდებლობის აღსრულების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი უწყებებიდან მიღებული
ინფორმაციით736 დგინდება, რომ თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის მოთხოვნები
უმეტესწილად სრულდება.
უკან გადადგმულ ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს 2018 წლის 13 დეკემბერს „თამბაქოს კონტროლის
შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილება, რომლითაც თამბაქოს მოწევა
სამორინეების გარდა, ნებადართული გახდა იმ სათამაშო აპარატების სალონებში, რომელთა
მოწყობისთვის დადგენილი სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთი არანაკლებ 200 000 ლარია და
რომლებშიც განთავსებულია არანაკლებ 20 სათამაშო აპარატი.737 გარდა იმისა, რომ თამბაქოს
კანონმდებლობაში განხორციელებული ზემოაღნიშნული ცვლილება დაუსაბუთებელია და
ზღუდავს
სათამაშო
აპარატების
სალონებში
დასაქმებულ
პირთა
თუ
მომხმარებელთა
ჯანმრთელობის უფლებას, შეიქმნა ცუდი პრეცედენტი, რომელიც საშუალებას აძლევს თამბაქოს
მწარმოებელ/მიმწოდებელ კომპანიებს, მეტი ძალისხმევით შეეცადონ „თამბაქოს კონტროლის
შესახებ“ საქართველოს კანონში უკვე არსებული რეგულაციების შემსუბუქებას.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობა მჭიდროდაა
დაკავშირებული ქვეყანაში ჯანმრთელობის უფლების რეალიზებასთან და საქართველოში
თამბაქოს
აქტიური
სიკვდილიანობისა
და
და
პასიური
მოხმარების
მაღალი
დაავადებათა
მასშტაბები
საკმაოდ
მაჩვენებლების
დიდია,
შედეგად,
სამწუხაროა,
რომ
ზემოაღნიშნული ცვლილებების შესახებ კანონპროექტი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ
საკითხთა კომიტეტის მიერ იყო შემუშავებული და კანონპროექტის განხილვის ეტაპზე სრულად
არ იქნა საქართველოს სახალხო დამცველის წინადადება738 გათვალისწინებული.
736
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტროს 03.10.2018 წ. #01/6639-ს წერილი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 5.10.2018 წ.
#MOD01801003724 წერილი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 02.10.2018 წ. # MIA81802398750
წერილი, სსიპ შემოსავლების სამსახურის 01.11.2018 წ. #21-12/136273 წერილი, თბილისის სატრანსპორტო
კომპანიის 27.09.2018 წ. #01/5633 წერილი, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 10.10.2018
წ. #03/3361-18 წერილი.
737 „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის 11 პუნქტს (აღნიშნული ნორმა
ჩამოთვლის იმ საგამონაკლისო შემთხვევებს, როდესაც შენობა-ნაგებობებში თამბაქოს მოწევა
ნებადართულია) დაემატა ,,ე1“ ქვეპუნქტი. [ საქართველოს კანონი ,,თამაბქოს კონროლის შესახებ“
ცვლილებების შეტანის თაობაზე, 13.12.2018 წელი, დოკუმენტის ნომერი 3956-ls].
738 საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის 28 სექტემბრის №01-4/12442 წინადადება.
260
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
16.6.
ნარკოპოლიტიკა
საქართველოში ნარკოტიკების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება739 დასჯადი ქმედებაა და
როგორც ადმინისტრაციული, ისე, სისხლისსამართლებრივი წესითაც ისჯება. საქართველოში
მოქმედი
ნარკოტიკული
კანონმდებლობა
მხოლოდ
სადამსჯელო
ღონისძიებებზეა
ორიენტირებული და მიწოდების შეზღუდვაზეა მიმართული. ამიტომ, პოლიტიკის რეპრესიულ
შემადგენელსა და ძალოვან ღონისძიებებზე გამოყოფილი ადამიანური და ფინანსური რესურსების
მოცულობა მკვეთრ დისბალანსს იწვევს ანტინარკოტიკული პოლიტიკის სადამსჯელო და
ზრუნვის/დახმარების ვექტორებს შორის. მკაცრი ნარკოპოლიტიკა ართულებს მკურნალობარეაბილიტაციის და პრევენციის პროგრამების ეფექტიან განხორციელებას. დამატებითი
პრობლემაა ინექციური ნარკომანიის თანმდევი ისეთი ინფექციური დაავადებების გავრცელება,
როგორებიცაა
C
და
B
ჰეპატიტი,
აივ-ინფექცია/შიდსი
და
ა.შ.
ნარკომომხმარებლთა
კრიმინალიზაცია და სახელმწიფოსადმი მათი უნდობლობა, ხელს უშლის და ძალზე ართულებს
ამ დაავადებათა აღმოფხვრას.
უკანასკნელი კვლევების თანახმად, საქართველოში მხოლოდ ინექციური ნარკოტიკების
მომხმარებელთა სავარაუდო რაოდენობა 50,000-56,000-ს შეადგენს.740 ეს რიცხვი აღემატება წინა
წლებში ჩატარებული ასეთივე კვლევების მონაცემებს,741 რაც ბოლო წლებში ნარკოტიკების
ინექციურ მომხმარებელთა რაოდენობის ზრდის მყარ ტენდენციაზე მეტყველებს.
მიუხედავად სახელმწიფოს მცდელობისა და მასშტაბის შემცირებისა, კვლავ აქტუალურია ე.წ.
„სააფთიაქო ნარკომანიის“ გავრცელების პრობლემა, როდესაც აფთიაქები არალეგალურად
ყიდიან სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფსიქოტროპულ პრეპარატებს. აქტუალური
საკითხია ამ პრეპარატების ექიმის დანიშნულების გარეშე, სისტემატური მოხმარებით
გამოწვეული
ფსიქიკური
აშლილობებიც.
აფთიაქებში
პრეპარატები
არასრულწლოვანთათვის.742
საკმაოდ
გასათვალისწინებელია
იოლად
ისიც,
რომ
აღნიშნულ
ხელმისაწვდომია,
მათ
შორის,
სწორედ არსებული ნარკოპოლიტიკის შეცვლის სულისკვეთებით შემუშავდა საქართველოს
ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგია, რომლის საკვანძო მახასიათებელია
ორიენტაცია არა პრობლემასთან ბრძოლასა და მის აღმოფხვრაზე, არამედ პრობლემის
აღიარებაზე და მისთვის პრაგმატული და რეალისტური სტრატეგიის დაპირისპირებაზე, რასაც,
739
განსხვავებული მდგომარეობაა მარიხუანის მოხმარებასთან დაკავშირებით, რომლის მოხმარების
დეკრიმინალიზაციაც განხორციელდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 30
ივლისის №1/3/1282 გადაწყვეტილებით.
740 ნარკოვითარება საქართველოში 2016-2017, ავტორთა ჯგუფი, 2018, გვ. 19.
741 ნარკოვითარება საქართველოში 2014, ავტორთა ჯგუფი, 2016, გვ. 23.
742 სახალხო დამცველის 2017 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 220.
261
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
განხორციელების შემთხვევაში, პრობლემის ეფექტიან მართვამდე მივყავართ.743 სახელმწიფო
სტრატეგიამ რამდენიმე ძირითადი მიმართულება განსაზღვრა: მოთხოვნის შემცირება744; ზიანის
შემცირება745; სტიგმისა და დისკრიმინაციის დაძლევა; მიწოდების შემცირება.
განსაკუთრებული პრობლემაა ნარკოტიკების მომხმარებელთა მიმართ არსებული სტიგმა და
დისკრიმინაცია, რომელიც ამ პრობლემის დაძლევის გზაზე მთელ რიგ ბარიერებს ქმნის. ამ
მხრივ, მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმეა, როდესაც საქმე ქალ წამალდამოკიდებულებს ეხება,
რომელთა მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება გაცილებით უფრო შეუწყნარებელია.
საქართველოს სახალხო
დამცველი მიიჩნევს,
რომ ნარკომანიის წინააღმდეგ
ბრძოლის
სახელმწიფო სტრატეგიით განსაზღვრულ ამოცანებს, ყველაზე მეტად, 2017 წლის 22 ივნისს
„საქართველოს
ნარკოტიკის
ეროვნული
პლატფორმის“
ავტორობით
და
საქართველოს
პარლამენტის წევრთა (ა. ზოიძე, ლ. კობერიძე, დ. ცქიტიშვილი, ს. ქაცარავა და ი. ფრუიძე)
ინიცირებით შემოთავაზებული ნარკოპოლიტიკის რეფორმა შეესაბამება. საქართველოს სახალხო
დამცველის 2017 წლის საპარლამენტო ანგარიშის
კანონპროექტის დროული განხილვა და მიღება.
ერთ-ერთი
რეკომენდაცია
იყო
ამ
ზემოაღნიშნული რეფორმის ფარგლებში, ძირითადად იგეგმება ნარკოტიკების მოხმარების
დეკრიმინალიზაცია, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ნარკომომხმარებელთა მიმართვიანობის
ზრდას
სახელმწიფოსადმი,
ნარკოტიკული
დახმარებისთვის,
დანაშაულისთვის
სანქციების
ასევე,
ნდობას
სახელმწიფოს
ლიბერალიზაციასა
და
მიმართ;
ნარკოტიკული
საშუალებების მცირე ოდენობების სამართლიან განსაზღვრას; იძულებითი ნარკოლოგიური
შემოწმების პროცედურის სამართლებრივად გამართვას და ადამიანის უფლებების
სტანდარტებთან მისადაგებას; ნარკოტიკულ დანაშაულში მსჯავრდებულ პირთა უფლებრივი
მდგომარეობის
გაუმჯობესებას;
ახლებური
ზრუნვის
(მომსახურების)
გარემოს
შექმნას,
რომელშიც ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემის მქონე პირები მიიღებენ დახმარებას;
მკურნალობა-რეაბილიტაციის და პრევენციის სისტემების გაუმჯობესებას და გადარწმუნების
კომისიების შექმნას.
743
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 22 ნოემბრის №751 ბრძანებულებით შექმნილი ნარკომანიის
წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საბჭოს მიერ 2013 წლის დეკემბერში დამტკიცებული
ნარკომანიასთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგია. გვ 3.
< http://www.justice.gov.ge/Ministry/Index/308 > [ბოლოს ნანახია 11.03.2019].
744 მოთხოვნის შემცირება გულისხმობს სტრატეგიებისა და პროგრამების ფართო სპექტრს, რომელიც
მიმართულია არალეგალური ნარკოტიკული საშუალებების მოპოვების მზაობისა და მიღების სურვილის
დაქვეითებაზე. რისთვისაც, თავის მხრივ, საჭიროა მოხმარების პრევენცია, სათანადო მკურნალობა და
რეაბილიტაცია.
745 ზიანის შემცირების მიზნით მიმართული საქმიანობაა ნარკოტიკული საშუალებებით/ფსიქოტროპული
ნივთიერებების მოხმარებით გამოწვეული უარყოფითი შედეგების შემცირება. ამგვარი ღონისძიებებია,
მათ შორის, ე.წ. შპრიცების გაცვლის პროგრამა, ჩანაცვლებითი თერაპია და ა.შ.
262
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
ამ კანონპროექტთა პაკეტის განხილვა, 2018 წლის მეორე ნახევრიდან, ფაქტობრივად,
შეჩერებულია. ნიშანდობლივია, რომ ნარკოპოლიტიკის შემდგომი ლიბერალიზაციის ეს
პროცესი სწორედ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის
№1/3/1282 გადაწყვეტილებისა (რომლითაც, ფაქტობრივად, ლეგალიზებული გახდა მარიხუანის
მოხმარება) და მარიხუანის ლეგალური კულტივაციის შესახებ ინიციატივისადმი საზოგადოების
მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების ფონზე შეჩერდა. მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ
ამის განსაზღვრა ძნელი იყო, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ
მარიხუანას
ლეგალიზაციის
შესახებ,
რეპრესიული
ნარკოპოლიტიკის
სოციალურ
და
სამედიცინო ჩვენებებზე დაფუძნებული ნარკოპოლიტიკით შემდგომი ჩანაცვლების პროცესზე,
გარკვეულწილად, უარყოფითად იმოქმედა. საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ
მკაცრი ნარკოპოლიტიკის ჩანაცვლების ეს პროცესი არ უნდა შეჩერდეს.
აქვე, აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ჯერ კიდევ 2015-2016
წლებში მოამზადა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა კონსტიტუციური
სარჩელები, რომლებიც ნარკოტიკების მოხმარების სამართალდარღვევათა ადმინისტრირების
წესს (ე.წ. ქუჩის ნარკოტესტირება, ნარკოტესტირების საფუძველზე პირის ადმინისტრაციული
წესით დასჯის და ამ ანალიზის შედეგის, სისხლის სამართლის პროცესში, როგორც
მტკიცებულების გამოყენების კონსტიტუციურობის საკითხი), ასევე, ნარკოტიკული
საშუალებების
მოხმარებას
და
მცირე
ოდენობით
ფლობისთვის
საპატიმრო
სასჯელის
გამოყენებას ეხება. მიუხედავად იმისა, რომ ერთი კონსტიტუციური სარჩელის შეტანიდან 4
წელზე მეტი გავიდა, მეორეს შეტანიდან კი - 3 წელზე მეტი, და მათი არსებითი განხილვა ერთ
წელზე მეტია, რაც დასრულდა, ანგარიშზე მუშაობის პერიოდისთვის (2018 წლის მარტი)
სასამართლოს გადაწყვეტილებები ჯერ კიდევ არ არის გამოტანილი.
მარიხუანას
მოხმარების
ლეგალიზაციის
თვალსაზრისით,
მხედველობაშია
მისაღები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული და პარლამენტის მიერ
მიღებული
საკანონმდებლო
ცვლილებებიც,
რომლებიც,
ძირითადად,
სხვადასხვა
საზოგადოებრივ სივრცეებში მარიხუანას მოხმარების აკრძალვისა და ამ აკრძალვების
დარღვევისათვის გათვალისწინებულ, რიგ შემთხვევებში, გაუმართლებლად მკაცრ სანქციებს
შეეხება.746 ასე, მაგალითად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის
451 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, მარიხუანას მოხმარება 21 წლამდე ასაკის პირის მიერ,
გამოცხადებულია დასჯად ქმედებად (სანქცია, პირველ ჯერზე, განსაზღვრულია 500-1000
ლარამდე, მეორე ჯერზე კი, 1000-1500 ლარამდე ოდენობით), იმ დროს, როდესაც იგივე ქმედება
21 წლის ასაკის ზევით, საერთოდ არ არის სამართალდარღვევა. ანუ, ფაქტობრივად, სახელმწიფო
ადმინისტრაციული წესით სჯის 16-21 წლის, მათ შორის, არასრულწლოვან პირებს იმ
ქმედებისთვის, რომელიც 21 წელს ზემოთ სრულწლოვანისთვის დასჯად ქმედებად არ მიიჩნევა.
746
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 2018 წლის 30 ნოემბერს შეტანილი
ცვლილებები.
263
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
მიგვაჩნია, რომ მიზანშეწონილი იქნებოდა, ასეთ შემთხვევებში, ამ კატეგორიის პირთა მიმართ
აღმზრდელობითი
ზემოქმედების
ღონისძიება
უფრო
გამოიყენებოდეს,
ვიდრე,
თავისი
ბუნებითა და შედეგებით, აშკარად სისხლისსამართლებრივი ხასიათის ადმინისტრაციული
სანქცია.
წინადადება საქართველოს პარლამენტს
•
განაახლოს 2017 წლის 22 ივნისს „საქართველოს ნარკოტიკის ეროვნული პლატფორმის“
ავტორობით და საქართველოს პარლამენტის წევრთა (ა. ზოიძე, ლ. კობერიძე, დ.
ცქიტიშვილი, ს. ქაცარავა და ი. ფრუიძე) მიერ ინიცირებული №8700/2-1 კანონპროექტთა
პაკეტის განხილვა და მისი მიღებით:
o
მოხდეს ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაცია, რაც, თავის მხრივ, ხელს
შეუწყობს
ნარკომომხმარებელთა
მიერ
დახმარებისთვის
სახელმწიფოსადმი
o
მიმართვიანობის ზრდას და ნდობას სახელმწიფოს მიმართ;
მოხდეს
სპეციალურ
კონტროლს
დაქვემდებარებული
ნარკოტიკული
ნივთიერებებისათვის მცირე და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის
საწყისი ოდენობების სამართლიანი და ადეკვატური განსაზღვრა, 2017 წლის 22 ივნისს
ინიცირებული,
№8700/2-1
„სპეციალურ
კონტროლს
დაქვემდებარებული
ნივთიერებების
და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონპროექტის
განმარტებითი ბარათის შესაბამისად;747
იძულებითი ნარკოლოგიური შემოწმების პროცედურა სამართლებრივად გაიმართოს
o
და ადამიანის უფლებების სტანდარტებს მიესადაგოს;
შეიქმნას ახლებური ზრუნვის (მომსახურების) გარემო, სადაც ნარკოტიკებთან
o
დაკავშირებული პრობლემის მქონე პირები მიიღებენ დახმარებას;
o
გაუმჯობესდეს მკურნალობა-რეაბილიტაციისა და პრევენციის სისტემები.
რეკომენდაციები
საქართველოს მთავრობას:
•
შეიმუშაოს
პროფილური
სახელმწიფო
პროგრამა,
რომელიც
უზრუნველყოფს
ონკოლოგიურ დაავადებათა ახალი შემთხვევების დროულად გამოვლენას, კიბოს
747
კანონპროექტით შემოთავაზებულია მცირე ოდენობების განსაზღვრის შემდეგი პრინციპები: ე.წ. ჩარჩო
კანონის I სიაში შეტანილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების მცირე ოდენობად
განისაზღვროს ნარკოტიკზე დამოკიდებული ადამიანის მიერ მოხმარებული საშუალო დღიური ოდენობა;
II სიაში მცირე ოდენობები თითოეული ნივთიერების მაქსიმალური სადღეღამისო თერაპიული დოზის
ტოლი;. III სიის №1 ცხრილში შემავალი ნივთიერებების მცირე ოდენობები - მაქსიმალური სადღეღამისო
თერაპიული დოზის 7 დღის მარაგზე გადაანგარიშებით. ოდენობები საერთაშორისო გამოცდილების,
ნარკოლოგების მოსაზრებებისა და ნარკოლოგიური კლინიკების პაციენტთა გამოკითხვის შედეგების
გათვალისწინებით დადგინდა.
264
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
გავრცელების
შეფერხებას
და
ონკოლოგიური
პაციენტებისათვის
მკურნალობის
ხელმისაწვდომობას.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს:
•
უზრუნველყოს „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო
დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობის მიზნით შექმნილი
კომისიის
მიერ
მიღებული
გადაწყვეტილებების
შესაბამისობა
კანონმდებლობით
დადგენილ დასაბუთების სტანდარტებთან;
•
შეიმუშაოს მოწვეული სამედიცინო ექსპერტების საქმიანობის, საექსპერტო დასკვნის
მომზადება/განხილვის
და
პასუხისმგებლობის
განმსაზღვრელი
მარეგულირებელი
ნორმები;
•
შეიმუშაოს გეგმა, რომელიც უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემის ფარგლებში,
უზრუნველყოფს საექთნო ადამიანური რესურსის მომზადებისა და პროფესიული
რეგულირების
•
მდგრადი
სისტემის
ჩამოყალიბებას,
ასევე,
საექთნო
განათლების
სტიმულირებას სახელმწიფოს მხრიდან;
გაატაროს ეფექტიანი და სწრაფი ღონისძიებები სს ინფექციური პათოლოგიის შიდსისა
და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკულ ცენტრში ინფრასტრუქტურული
და სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დადგენილ სტანდარტებთან მისასადაგებლად;
სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს:
•
კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად შეიმუშაოს, როგორც მოქალაქეთა
განცხადება/საჩივრების შესწავლის და პროფესიული საბჭოსათვის მათი განსახილველად
მიწოდების გონივრული ვადები, ისე სხვა პროცედურული საკითხების მომწესრიგებელი
ნორმები;
•
გამჭირვალობის და ხელმისაწვდომობის პრინციპების გათვალისწინებით, შეიმუშაოს და
განახორციელოს
გეგმა
სააგენტოს
ელექტრონულ
რესურსებზე
პროფესიული
განვითარების საბჭოს შესახებ ინფორმაციის განსათავსებლად.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას:
•
უზრუნველყოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან შექმნილი სამედიცინო
და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების ხელშემწყობი კომისიის
მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისობა კანონმდებლობით დადგენილ
დასაბუთების სტანდარტებთან.
265
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
17. სოციალური უზრუნველყოფის უფლება
2018 წლის განმავლობაში საქართველოს სახალხო დამცველი აქტიურ ზედამხედველობას
უწევდა სოციალური უზრუნველყოფის უფლების დაცვას.
სახალხო დამცველი
თავის
ანგარიშებში მიუთითებდა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის საარსებო
შემწეობით უზრუნველყოფის პროგრამის ხარვეზებზე და მის დანიშვნასთან დაკავშირებულ
ისეთ საკითხებზე, როგორიცაა თბილისში მცხოვრები ოჯახების ძირითადი საცხოვრებელი
ადგილის მდგომარეობის ინდექსის გამოთვლა,748 ოჯახების
მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიაში სამომხმარებლო
სოციალურ-ეკონომიკური
კალათის ღირებულების
უცვლელობა, საარსებო შემწეობის დანიშვნის ადმინისტრირების დროში გაჭიანურების საკითხი.
პრობლემა
იყო
ასევე,
საქართველოს
რეგიონებსა
და
დედაქალაქში
შეჭირვებული
მოსახლეობისათვის სათანადო კვების უფლებაზე ხელმისაწვდომობა.
უნდა აღინიშნოს, რომ საანგარიშო პერიოდში გატარდა საპენსიო რეფორმა, რაც გულისხმობს
არსებული სოციალური საპენსიო სისტემის შეცვლას და კერძო დაგროვებითი საპენსიო
სისტემის დანერგვას. სახალხო დამცველი დააკვირდება აღნიშნული საპენსიო სისტემის
დანერგვას და შეაფასებს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების მუშაობის პროცესს და
ეფექტიანობას.
17.1.
ფულადი სოციალური დახმარების (საარსებო შემწეობა) პროგრამის
ძირითადი ხარვეზები
ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი მაღალია749, ხოლო მის დასაძლევად გამოყოფილი რესურსები
- მწირი. არასაკმარისი რესურსების გამო, სახელმწიფო სოციალური უზრუნველყოფის
ძირითადი
საარსებო შემწეობის მიმღები
ოჯახები და მოსახლეობა
476084
455813
მხოლოდ
განსაკუთრებით მოწყვლადი კატეგორიის
ოჯახებს
უზრუნველყოფს
საარსებო
შემწეობით.
435450
500000
პროგრამით
400000
300000
200000
142967
131502
100000
მოცემული
127819
ასახავს
სტატისტიკურ ინფორმაციას
750
0
2016
2017
ოჯახი
რომ
დიაგრამა
საარსებო
წლის განმავლობაში საარსებო შემწეობის
2018
მიმღები ოჯახებისა და მოსახლეობის
თაობაზე. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს,
მოსახლეობა
შემწეობის
მიმღებია
ბოლო სამი
მთელი
748
მოსახლეობის
12%.
თუმცა,
აღნიშნული
თბილისში შინამეურნეობის მიერ დაკავებული საცხოვრებლის იატაკის მასალის შეფასებისას, პარკეტს
ენიჭება მაღალი კოეფიციენტი.
749 საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2017 წელს სიღარიბის აბსოლუტურ
ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი შეადგენდა 21.9%-ს. https://ces.to/gsY1fW [ნანახია, 24.02.2018].
750
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებგვერდიდან მოპოვებული ინფორმაცია
http://ssa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=610
266
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
პროცენტული მაჩვენებელი და სტატისტიკური ინფორმაცია ასახავს მხოლოდ სახელმწიფოს
მიერ გამოყოფილი რესურსების ფარგლებში საარსებო შემწეობით დაკმაყოფილებული ოჯახების
რაოდენობას. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საარსებო
შემწეობის მისაღებად, 2018 წელს 318 000-მდე ოჯახი დარეგისტრირდა,751 აქედან, როგორც
დიაგრამაშია აღნიშნული, სახელმწიფო საარსებო შემწეობით მხოლოდ 128 000-მდე ოჯახის
უზრუნველყოფას ახერხებს. შესაბამისად, არსებობს სხვა ღარიბი ოჯახები, რომლებიც რესურსის
არარსებობის გამო, ვერ იღებენ სოციალურ დახმარებას და შესაბამისად, ვერ სარგებლობენ სხვა
ბენეფიტებით, რომლებიც დაკავშირებულია სოციალურად დაუცველის სტატუსთან.
სახალხო დამცველი წლების განმავლობაში უთითებდა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი
მოსახლეობის საარსებო შემწეობით უზრუნველყოფის პროგრამის ხარვეზებზე. გასული წლების
ანგარიშებში752 სახალხო დამცველი აღნიშნავდა, რომ ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური
მდგომარეობის შეფასების მოქმედი მეთოდოლოგია არ იძლევა მოწყვლადი ჯგუფების სწორად
გამოვლენის
შესაძლებლობას.
ერთ-ერთი
საკითხია
თბილისში
მცხოვრები
ოჯახების
შეფასებისას პარკეტისათვის მინიჭებული მაღალი კოეფიციენტი. სამწუხაროა, რომ მოქმედ
მეთოდოლოგიაში საცხოვრებლის იატაკის მასალად მითითებული პარკეტისათვის მინიჭებული
ინდექსის ცვლილება/გაუქმებასთან დაკავშირებით, ცვლილება არ იგეგმება.753 შესაბამისად,
მოცემული საკითხი კვლავ რჩება ბენეფიციარებისათვის ქულის არაგონივრულად გაზრდის
მიზეზად. პრობლემაა ასევე ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების
მეთოდოლოგიაში სამომხმარებლო კალათის ღირებულების უცვლელობა, რაც არ იძლევა ამ
მონაცემის დროში განახლების შესაძლებლობას და აფერხებს ოჯახის საჭიროების სწორად
გამოთვლას.754
მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასაქმების შემთხვევაში
ბენეფიციარისათვის საარსებო შემწეობის შენარჩუნების საკითხი.755 მისასალმებელია ამ კუთხით
2019 წლის დასაწყისში საარსებო შემწეობის მარეგულირებელ აქტებში განხორციელებული
ცვლილებები756, რომელთა მიხედვითაც, საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახის წევრ(ებ)ს სსიპ
751
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდიდან მოპოვებული ინფორმაცია
http://www.geostat.ge/?action=page&p_id=199&lang=geo [ნანახია, 24.02.2018].
752
„საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“
საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიში, გვ. 787-788, 2017 წლის ანგარიში გვ. 229.
753 სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 30 იანვრის №04/4200 წერილი.
754
„საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“
საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიში, გვ. 229-230.
755
„საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“
საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიში, გვ. 227-233.
756 საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 იანვრის №3 დადგენილება „სოციალური დახმარების შესახებ“
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
ასევე, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 იანვრის №4 დადგენილება „სოციალურად დაუცველი
ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის
267
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
შემოსავლების სამსახურის მონაცემების მიხედვით დაფიქსირებული ხელფასის შემთხვევაში,
მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია გარკვეული ვადით შეუნარჩუნდებათ.757
საქართველოს სახალხო დამცველი 2017 წლის ანგარიშში აღნიშნავდა, რომ საარსებო შემწეობის
დანიშვნის ადმინისტრირების ვადების დროში გაჭიანურება მნიშვნელოვანი პრობლემა იყო.758
კერძოდ, ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მოთხოვნიდან,
საარსებო შემწეობის თანხის მიღებამდე პერიოდი შეადგენს დაახლოებით 3-4 თვეს. მოცემული
პერიოდი, საარსებო შემწეობის მაძიებელი ოჯახებისათვის, საკმაოდ დიდი ვადაა და მისი
შემცირება,
მოწყვლადი
სამწუხაროდ,
ოჯახების
ადმინისტრირების
საჭიროებების
ვადების
გათვალისწინებით,
შემცირების
მიზნით,
მნიშვნელოვანია.
ცვლილებები
არ
განხორციელებულა. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური
მდგომარეობის განმეორებით გადამოწმებასაც, ბაზაში რეგისტრაციის შეწყვეტის შემთხვევაში,
ანალოგიურად ხანგრძლივი დრო სჭირდება, რაც ასევე აფერხებს ბენეფიციარების მიერ
საჭიროებებზე დროულ ხელმისაწვდომობას.
საარსებო
შემწეობის
ადმინისტრირების
ხარვეზებზე
საუბრობს
სახელმწიფო
აუდიტის
სამსახურიც. კერძოდ, 2018 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სოციალურად დაუცველი
ოჯახებისათვის საარსებო შემწეობის ადმინისტრირების ინფორმაციული სისტემების
ეფექტიანობის აუდიტი ჩაატარა და ბენეფიციარების შესახებ ინფორმაციის ვალიდაციის759
პროცესში არსებული ნაკლოვანებები გამოავლინა.760 კერძოდ, დასკვნის მიხედვით, სააგენტო ვერ
ახორციელებს
ბუნებრივი
აირის
მოხმარების
ვალიდაციას.
არსებული
მდგომარეობით,
მაძიებელს შესაძლებლობა აქვს მოხმარებული ბუნებრივი აირის რეალურთან შედარებით,
შემცირებული თანხა წარუდგინოს სააგენტოს, რაც საბოლოოდ სარეიტინგო ქულაზე აისახება. ეს
გარემოება გავლენას ახდენს და რისკის ქვეშ აყენებს მაძიებელთათვის შესაბამისი ადეკვატური
ქულის გამოთვლის პროცესს და არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს საარსებო შემწეობის
მაძიებლებს. ასევე ვერ ხერხდება ასაკის მაჩვენებლების ვალიდაცია. სააგენტოს მიერ სარეიტინგო
ქულის გამოთვლის პროცესში არ ხდება ბენეფიციარის ასაკის განახლება აპლიკაციაში,
შესაბამისად, დროთა განმავლობაში კონკრეტული ბენეფიციარის ასაკის ცვლილებასთან ერთად,
აპლიკაციაში ასახული ასაკი ავტომატურად არ იცვლება. აუდიტის მიხედვით გამოვლინდა
შემთხვევები, როდესაც მაძიებელი პირის ფაქტობრივი ასაკი უფრო მაღალია, ვიდრე ეს
დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებაში
ცვლილების შეტანის თაობაზე.
757 ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 65001-ზე ნაკლებია, უგრძელდებათ 12 თვით, ხოლო ოჯახებს,
რომელთა სარეიტინგო ქულა 100001-ზე ნაკლებია - 24 თვით.
758
„საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“
საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიში, გვ. 230-231.
759 ვალიდაცია - მესამე მხარისაგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იმის დამოწმება, რომ ოჯახის
მიერ ოჯახის დეკლარაციაში ასახული მონაცემები რელევანტური და ზუსტია.
760 https://ces.to/C8K4WX [ბოლოს ნანახია, 24.02.2018].
268
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
სისტემაშია მითითებული, რაც, თავის მხრივ, გავლენას ახდენს სხვადასხვა ფაქტორსა
(შინამეურნეობის საჭიროების ინდექსი, დემოგრაფიული ინდექსი, ფაქტორები, ასაკობრივი
ზღვრები) და საბოლოოდ, ოჯახის სარეიტინგო ქულაზე. შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ
110,258 ოჯახიდან 23,433 ოჯახისათვის, ფაქტობრივი ასაკის გათვალისწინების შემთხვევაში,
შეიცვლებოდა სარეიტინგო ქულა.761
17.2.
სათანადო კვების უფლება
სათანადო კვების უფლებით უზრუნველყოფა ქვეყნისთვის კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევაა.
სახალხო დამცველი ბოლო წლებია, საუბრობს სათანადო კვების უფლებით უზრუნველყოფისას
საქართველოს რეგიონებსა და დედაქალაქში არსებულ ხარვეზებზე762. სახალხო დამცველის
აპარატის მიერ სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან763 გამოთხოვილი ინფორმაციით დადგინდა,
რომ ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით რეგიონებში, შეჭირვებულ მოსახლეობას სათანადოდ
არ მიუწვდება ხელი „უფასო სასადილოებზე“. არ არის შემუშავებული სათანადო კვების
უფლების რეალიზებისათვის შესაბამისი ერთიანი წესები. ზოგიერთ მუნიციპალიტეტში
საერთოდ
არ
არსებობს
უფასო
სასადილოს
პროგრამა.764
ასევე
აღმოჩნდა,
რომ
იმ
მუნიციპალიტეტებში, სადაც საკმაოდ მაღალია საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის და
ადმინისტრაციული ერთეულების რაოდენობა, მხოლოდ ერთი უფასო სასადილოა, რომელიც
საკმაოდ
ცოტა
ტერიტორიაზე,
ბენეფიციარს
მხოლოდ
ემსახურება.765
ერთი
უფასო
შესაბამისად,
სასადილოს
მთელი
არსებობა,
მუნიციპალიტეტის
ვერ
უზრუნველყოფს
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ ყველა დასახლებაში (სოფელი,
დაბა,
ქალაქი)
მცხოვრები
მოსახლეობის
ხელმისაწვდომობას
კვებაზე.
აღნიშნულიდან
გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მუნიციპალიტეტებს სათანადოდ არ აქვთ შეფასებული მათ
ტერიტორიებზე საკვებზე ხელმისაწვდომობის კუთხით არსებული საჭიროება.
თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კვლავ პრობლემას წარმოადგენს ძირითად და
დამატებით სიაში ჩარიცხული ბენეფიციარების რაოდენობის დაფინანსების შესაბამისად
761
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის „ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში“ 2018 წ. გვ. 33.
„საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“
საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის ანგარიში, გვ. 724-728, 2017 წლის ანგარიში, გვ. 231-233.
763 თბილისის, ამბროლაურის, ახალქალაქის, ბათუმის, ბორჯომის, გორის, გურჯაანის, დუშეთის,
ზესტაფონის, თელავის, ლაგოდეხის, ლანჩხუთის, მარტვილის, მცხეთის, ნინოწმინდის, ოზურგეთის,
საგარეჯოს, სამტრედიის, საჩხერის, სენაკის, ფოთის, შუახევის, წყალტუბოს, ხაშურის და ზუგდიდის
მუნიციპალიტეტები.
764 მარტვილის, ნინოწმინდის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები.
765 მაგალითად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ერთი უფასო სასადილოა და 110 ბენეფიციარს
ემსახურება, მაშინ როდესაც საარსებო შემწეობის მისაღებად 6460 ოჯახი დარეგისტრირდა და აქედან
შემწეობით სარგებლობს 1733 ოჯახი. გურჯაანის მუნიციპალიტეტში უფასო სასადილოთი სარგებლობს
200 ბენეფიციარი, ხოლო საარსებო შემწეობას იღებს 2772 ოჯახი. ასევე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში
ერთი უფასო სასადილოა და მთელი ადმინისტრაციული ერთეულიდან 250 ბენეფიციარს ფარავს, მაშინ,
როდესაც 2018 წელს საარსებო შემწეობით 2559 პირი სარგებლობდა.
762
269
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
განსაზღვრა. იმ შემთხვევისთვის, როდესაც კონკრეტულ დღეს ძირითადი სიის ცალკეული
ბენეფიციარები რაიმე მიზეზით არ იღებენ კუთვნილ ულუფას, იმ დღეს არგამოცხადებულ
ბენეფიციართა ნაცვლად საკვების მიღების უფლება აქვთ დამატებითი სიის ბენეფიციარებს.766
არგამოცხადებული პირების რაოდენობა დღის განმავლობაში, როგორც წესი, საკმაოდ მცირეა,
შესაბამისად, არგამოცხადებული ბენეფიციარების ხარჯზე, დამატებითი სიიდან მცირე
რაოდენობის პირი თუ ახერხებს უფასო სასადილოთი სარგებლობას. ხოლო, მომლოდინეთა
სიაში767 მყოფი პირები საერთოდ ვერ ახერხებენ უფასო სასადილოთი სარგებლობას. აღნიშნული
არ ეხება ყველა რაიონს, მაგალითად ვაკის რაიონში და საბურთალოს რაიონში მდებარე
სასადილოების ნაწილში არ არსებობს დამატებითი სიები, შესაბამისად, მათ ტერიტორიებზე
არსებული უფასო სასადილოები საკვებზე მოთხოვნის დაკმაყოფილებას ბენეფიციართა
რაოდენობის
გათვალისწინებით
უზრუნველყოფენ.
ამ
გამგეობების
ტერიტორიაზე
მომლოდინეთა სიებიც არ არსებობს.
ასევე,
კვლავ
მნიშვნელოვანია
სიების
კორექტირების
საკითხი.
კერძოდ,
თბილისის
მუნიციპალიტეტში განმცხადებელთა ძირითად და დამატებით სიებში შეყვანის საკითხის
განხილვის რიგითობა მათი განცხადების რეგისტრაციის თარიღის მიხედვით განისაზღვრება.
შესაბამისად, უპირატესობა ენიჭება იმ ბენეფიციარს, რომლის განცხადებაც გამგეობაში უფრო
ადრე დარეგისტრირდა. თბილისის მუნიციპალიტეტიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად,
დამატებით და მომლოდინეთა სიებში რეგისტრირებული პირებისაგან საკმაოდ მაღალია 1000 57 000-მდე სარეიტინგო ქულების მქონე პირთა რაოდენობა. მაშინ, როდესაც ძირითად სიაში
რეგისტრირებულნი არიან ისეთი ბენეფიციარები, რომელთა ოჯახებისთვის მინიჭებული
სარეიტინგო ქულები 100 000-200 000-მდეა. მართალია, უფასო სასადილოთი მომსახურების
უფლება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში შეუძლია ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ
აღემატება 200 000-ს, მაგრამ პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ გარკვეულ რაიონებში768 დამატებით და
მომლოდინეთა სიებში რეგისტრირებულია საკმაოდ ბევრი ღატაკი პირი, 30 000-ზე ნაკლები
სარეიტინგო ქულით, და ასევე 30 000-დან 57 000 ქულით, რომლებიც ვერ იღებენ საკვებს.
განსაკუთრებული პრობლემაა ასეთი დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე პირების
მომლოდინეთა სიებში ჩარიცხვის ფაქტი, ვინაიდან, იქიდან გამომდინარე, რომ დამატებით
სიაში მყოფ პირთა რაოდენობა ძირითადი სიის 10%-ს უნდა შეადგენდეს, დამატებითი
სიისათვის განსაზღვრული ლიმიტის მიღწევის შემდეგ, უფასო სასადილოთი სარგებლობის
სურვილის მქონე პირები მომლოდინეთა სიებში ირიცხებიან. რადგან ეს სიები არ იცვლება,
ისინი საერთოდ ვერ ახერხებენ უფასო სასადილოთი სარგებლობას.
766
არსებობს საკვების მიმღებ ბენეფიციართა ორი სია – ძირითადი და დამატებითი.
პირები, ვინც ვერ მოხვდნენ ძირითად და დამატებით სიებში.
768 მაგალითად, თბილისში გლდანის რაიონის გამგეობა, ნაძალადევის რაიონის გამგეობა.
767
270
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
რეკომენდაციები
საქართველოს მთავრობას:
•
საარსებო შემწეობის დანიშვნასთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველის
მიერ
გამოვლენილი
საქართველოს
ხარვეზების
მთავრობის
№758
გათვალისწინებით,769
დადგენილებით
შევიდეს
ცვლილებები
დამტკიცებული
სოციალურად
დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის
•
შეფასების მეთოდოლოგიაში
შეიქმნას მთავრობის უწყებათაშორისი
კომისია,
რომელიც
შეაფასებს
საკვებზე
ხელმისაწვდომობის კუთხით არსებულ საჭიროებებს, განსაზღვრავს ამ უფლებასთან
დაკავშირებულ
გამოწვევებზე
რეაგირების
სახელმწიფო
პოლიტიკას
და
ზედამხედველობას გაუწევს მის შესრულებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების
საქმიანობას.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს:
•
საარსებო შემწეობის დანიშვნის ვადების შესამცირებლად, შესაბამისი ცვლილებები
შეიტანოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებაში, ასევე უზრუნველყოს საქართველოს
მთავრობისათვის 2010 წლის 24 აპრილის №126 და 2006 წლის 28 ივლისის №145
დადგენილებებში შესატანი ცვლილებების ინიცირება.
769
ქალაქ თბილისში მცხოვრები ოჯახების შეფასებისას პარკეტისათვის მინიჭებული მაღალი
კოეფიციენტი, ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიაში
სამომხმარებლო კალათის ღირებულების უცვლელობა.
271
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
18. სათანადო საცხოვრებლის უფლება
სათანადო საცხოვრებლის უფლებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება
არასრულფასოვანი საკანონმდებლო ბაზა, უსახლკარო პირების შესახებ ერთიანი მონაცემთა
ბაზების უქონლობა და თავშესაფარში მოთავსებული პირებისთვის მხარდამჭერი პროგრამების
არარსებობა.
ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებიდან მიღებული მონაცემები
ცხადყოფს, რომ მუნიციპალიტეტებში კვლავ პრობლემაა უსახლკარო პირად რეგისტრაციის
მეთოდოლოგიის უქონლობა, რაც განაპირობებს ადგილობრივ დონეზე არასრულფასოვანი
მონაცემთა ბაზების წარმოებას770. გარდა ამისა, პრობლემაა უფლების რეალიზაციისთვის საჭირო
საბიუჯეტო
და
მოპოვებული
ინფრასტრუქტურული
ინფორმაციის
რესურსების
მიხედვით,
არარსებობა
ქვეყნის
ან
მასშტაბით
მათი
სიმწირე771.
შესწავლილი
30
მუნიციპალიტეტიდან772 მხოლოდ 6-ში ფუნქციონირებს უსახლკაროდ რეგისტრაციის წესი,
იწარმოება მონაცემთა ბაზა და ბიუჯეტში უსახლკარო პირებისთვის გათვალისწინებულია
პროგრამა, 11 - ნაწილობრივ, ხოლო 10 მუნიციპალიტეტი ვერცერთ ვალდებულებას ვერ
ასრულებს.
ზემოთ დასახელებული გამოწვევების პარალელურად, წინგადადგმულ ნაბიჯად უნდა
ჩაითვალოს 2018 წლის ბოლოს საქართველოს მთავრობის მიერ „ღია მმართველობა
პარტნიორობის“ საქართველოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცება, სადაც
სათანადო
საცხოვრებლის
გაიწერა.
ეს, ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიაში სათანადო საცხოვრებლის
773
უფლებასთან
დაკავშირებით,
სახელმწიფოს
ვალდებულებები
უფლებასთან დაკავშირებული ამოცანების774 შესრულების მიზნით, მთვარობის მიერ სამოქმედო
გეგმაში კონკრეტული ღონისძიებების პაკეტის განსაზღვრის პირველი შემთხვევაა. სამოქმედო
გეგმით
გათვალისწინებული
ერთ-ერთი
აქტივობა
770
მიზნად
ისახავს
უწყებათაშორისი
მუნიციპალიტეტების უმრავლესობა უსახლკარო პირთა მონაცემთა ბაზას დაინტერესებულ პირთა
განცხადებების აღრიცხვის გზით აწარმოებს.
771 მუნიციპალიტეტების უმრავლესობას არ გააჩნია თავშესაფრის ინფრასტრუქტურა, იგივე საბინაო
ფონდი და ისინი ბინის ქირის დახმარების პროგრამას ახორციელებენ.
772 ქვეყნის თითოეული რეგიონიდან შეირჩა 3 მუნიციპალიტეტი, სადაც ყველაზე მაღალია მოსახლეობის
რაოდენობა. ინფორმაცია მოგვეწოდა შემდეგ მუნიციპალიტეტებიდან: ამბროლაური, ახალქალაქი,
ბათუმი, ბორჯომი, გორი, გურჯაანი, დუშეთი, ზესტაფონი, ზუგდიდი, თელავი, ლაგოდეხი, ლანჩხუთი,
მარტვილი, მარნეული, მცხეთა, ნინოწმინდა, ოზურგეთი, საგარეჯო, სამტრედია, საჩხერე, სენაკი, ფოთი,
შუახევი, ჩოხატაური, წყალტუბო, ხაშური, კასპი. ინფორმაცია არ მოგვეწოდა ბოლნისის, გარდაბნის და
ცაგერის მუნიციპალიტეტებიდან.
773 „ღია მმართველობა საქართველოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 ნოემბრის №537 დადგენილება, ვალდებულება №14.
774 „საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის 2014-2020 წლებისთვის
დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 აპრილის №2315 დადგენილების 21-ე
პუნქტი.
272
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
კომისიის/საბჭოს შექმნას, რომელიც გააანალიზებს ქვეყანაში უსახლკარობის კუთხით არსებულ
მდგომარეობას, გამოწვევებს, შეიმუშავებს საცხოვრისის პოლიტიკის დოკუმენტსა და სამოქმედო
გეგმას.
18.1. უსახლკარო პირთა უფლებრივი მდგომარეობა თბილისში
თბილისში მუნიციპალურ თავშესაფარში (ლილო) მცხოვრები ბენეფიციარები თვითმოვლასთან
დაკავშირებული პრობლემის
აღმოჩენის შემთხვევაში,
ა(ა)იპ
„წმინდა
მამა გაბრიელის
სახელობის მიუსაფარ მოხუცთა პალიატიურ ჰოსპისში“ გადამისამართდებიან, სადაც
საჭიროებებზე მორგებული სოციალური და სამედიცინო სერვისები მიეწოდებათ. ქალაქ
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და ა(ა)იპ „წმინდა მამა გაბრიელის სახელობის მიუსაფარ
მოხუცთა
პალიატიურ
ჰოსპისს“
ურთიერთანამშრომლობის
მემორანდუმის
(შემდეგში
თანახმად,
ჰოსპისი)
შორის
დასახელებული
დადებული
სოციალური
და
სამედიცინო მომსახურებები ხელმისაწვდომია მხოლოდ ლილოს თავშესაფრისა და სოციალური
საცხოვრისის ბენეფიციარებისთვის775. იმ მიუსაფარ პირებს, რომლებსაც არ შეუძლიათ საკუთარი
თავის მოვლა, ეზღუდებათ ლილოს თავშესაფარში მიღების უფლება776. ამასთანავე, ისინი
ურთიერთთანამშრომლობის
მემორანდუმის
ზემოთ
დასახელებული
რეგულაციიდან
გამომდინარე ვერ სარგებლობენ ჰოსპისის სოციალური და სამედიცინო მომსახურებებით.
ამრიგად, მიუსაფარი პირები, რომლებსაც თავის მოვლა არ შეუძლიათ და მუნიციპალური
თავშესაფრის გარეთ იმყოფებიან, ყოველგვარი მზრუნველობის მიღმა არიან დარჩენილი,
შედეგად, მათი უფლება სათანადო საცხოვრებელზე სრულად უგულებელყოფილია.
სახალხო
დამცველის
მიერ
მოპოვებული
ინფორმაციის
თანახმად,
თვითმოვლის
შესაძლებლობის არქონის საფუძვლით, ლილოს თავშესაფარში განთავსებაზე, 2018 წელს 53 პირს
ეთქვა უარი. უნდა აღინიშნოს, რომ ხანგრძლივი პერიოდით ქუჩაში ცხოვრების გამო, პირის
ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის მგდომარეობა მძიმეა და მას, როგორც წესი,
დამოუკიდებლად ცხოვრება არ შეუძლია. შესაბამისად, მათ თვითმოვლის უზრუნველყოფასთან
დაკავშირებული
პალიატიური
ჰოსპისის
სოციალური
და
სამედიცინო
მომსახურებები
ესაჭიროებათ.
775
2018 წლის 30 იანვრის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის, მე-2 მუხლის პირველ პუნქტი.
აღნიშნული წესი დარჩა ძალაში 2018 წლის 31 დეკემბერს დადებული ახალი ურთიერთანამშრომლობის
მემორანდუმით, რომელიც მოქმედებს 2019 წლის 31 დეკემბრამდე.
776 აღნიშნული შეზღუდვის საფუძველს წარმოადგენს ა(ა)იპ თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის
სამოქმედო ინსტრუქცია, კერძოდ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2016 წლის 13
ივლისის №27.22.607 განკარგულების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი
(ძალადაკარგულია თბილისის მუნიციპალიტეტის მთვარობის 2018 წლის 2 ოქტომბრის №18.813.1186
დადგენილებით, თუმცა მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, შეზღუდვა დარჩა ძალაში
და პირთა წრეს დაემატა ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში აღრიცხვაზე მყოფი პირები, რომლებიც
ყოველდღიურად საჭიროებენ მომვლელს).
273
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
გაეროს ეკონომიკურ კულტურულ და სოციალურ უფლებათა კომიტეტის განმარტებით, წევრმა
სახელმწიფოებმა
პრიორიტეტული
წესით
სათანადო
ყურადღება
უნდა
დაუთმონ
განსაკუთრებით არახელსაყრელ პირობებში მცხოვრები საზოგადოების ფენებს, შესაბამისად,
გატარებული პოლიტიკა და მიღებული კანონმდებლობა უპირატესობას არ უნდა ანიჭებდეს
რომელიმე სოციალურ ჯგუფს, რომელიც ისედაც ხელსაყრელ პირობებში იმყოფება.777 ამდენად,
სათანადო
საცხოვრებლის
უფლებასთან
დაკავშირებული
გარანტიები
იმგვარად
უნდა
ჩამოყალიბდეს, რომ იგი ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის, ვინც მას საჭიროებს და ამ
პროცესში განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს საზოგადოების ყველაზე მოწყვლად
ფენაზე.
შესაბამისად,
ზემოთ
ხსენებული
პირების
სათანადო
საცხოვრებლის
უფლების
რეალიზაციისთვის საჭიროა პალიატიური მომსახურების დაფინანსების პროგრამაში ჩართვა,
ხოლო
თვითმოვლის
გაუმჯობესების
შესაძლებლობის
შემდეგ,
ლილოს
აღდგენისა
და
თავშესაფრის
ჯანმრთელობის
სერვისებზე
მგომარეობის
ხელმისაწვდომობის
უზრუნველყოფა. საქართველოს სახალხო დამცველი მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ
აღნიშნული ცვლილება დამატებით ფინანსური სახსრების მობილიზებასთან შეიძლება იყოს
დაკავშირებული, თუმცა მათ მოძიებამდე მიზანშეწონილია უკვე მობილიზებული საბიუჯეტო
სახსრების იმგვარად გადანაწილება, რომ მუნიციპალურ თავშესაფრებს მიღმა მყოფი მიუსაფარი
პირები, რომლებსაც თავის მოვლა არ შეუძლიათ, ჩაერთონ თავშესაფრის პროგრამებში.
თბილისში კვლავ გამოწვევად რჩებოდა „დანგრეული საცხოვრებელი სახლების მაცხოვრებელთა
კომპენსაციის“ ქვეპროგრამის განსაკუთრებული წესით ბინის ქირის ანაზღაურების
არასრულფასოვანი სამართლებრივი რეგულირება.
კერძოდ, განსაკუთრებულ შემთხვევებში,
გამგეობებს შეეძლოთ მიეღოთ გადაწყვეტილება განსხვავებული პირობებით და წესით
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ან მძიმე
სოციალურ-ეკონომიკურ ან საცხოვრებელ პირობებში მყოფი პირებისთვის ბინის ქირის
კომპენსაციის გაცემის შესახებ.778 აღსანიშნავია, რომ ქვეპროგრამით არ არის განსაზღვრული
კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზეც დახმარების მიმღები პირები შეირჩევა, რაც ბუნდოვანს
ხდის
გამგეობების
მიერ
განსაკუთრებული
წესით
დახმარების
გაცემის
თაობაზე
გადაწყვეტილების მიღების პროცესს. ამასთან, პრობლემაა ამ დახმარების გაცემაზე უარის
შემცველი გადაწყვეტილებების დასაბუთება.
პრობლემის გადაჭრის საჭიროებაზე მიუთითებს გამგეობებიდან მიღებული სტატისტიკური
მონაცემები,
რომელთა
თანახმადაც,
2018
777
წელს
ბინის
ქირის
ქვეპროგრამის
ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა კომიტეტის №4 ზოგადი კომენტარი, 1991 წ.
პარაგრაფი 11.
778 თბილისის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-23 დადგენილება, მე-9 მუხლი. აღნიშნული
დადგენილება 2019 წლის 1 იანვრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდა თბილისის საკრებულოს 2018
წლის 28 დეკემბრის №35-119 დადგენილებით, სადაც მე-9 მუხლი უცვლელი სახით იქნა დამტკიცებული.
274
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
განხორციელებისთვის სულ 5 443 738 ლარი დაიხარჯა.779 აღნიშნული თანხიდან, 1 362 379 ლარი
ძირითადი წესით780 გაიცა, ხოლო 3 280 792 ლარი - განსაკუთრებული წესით.781 რაც შეეხება
ბენეფიციარების რაოდენობას, 2018 წელს ბინის ქირა აუნაზღაურდა 1 157 ოჯახს და 267
მოქალაქეს, საიდანაც 865 ოჯახს და 184 პირს ყოველთვიური სუბსიდია სწორედ
განსაკუთრებული წესით ჰქონდა დანიშნული.782 ამდენად, ბინის ქირის ქვეპროგრამით
მოსარგებლე პირთა უმეტესი ნაწილი, 2016 და 2017 წლების მსგავსად,783 განსაკუთრებული წესის
ბენეფიციარები არიან. საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ
განსაკუთრებული
წესის
გამოყენებისთვის,
კრიტიკულად
მნიშვნელოვანია,
არსებობდეს
გამართული და სრულფასოვანი საკანონმდებლო რეგულაციები, რათა საბიუჯეტო სახსრები
მართლზომიერად და გამჭვირვალედ განიკარგოს.784
სახალხო დამცველი განმარტავს, რომ ქირის დასახელებული პროგრამა პრობლემის ერთჯერად
მოგვარებაზეა ორიენტირებული და უსახლკარობის პრობლემას გრძელვადიან პერსპექტივაში
ვერ გადაჭრის.785 სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზაციის პროცესში ხელისუფლებას
ენიჭება თავისუფლება, თვითონ განსაზღვროს, რა ღონისძიებებს გამოიყენებს, თუმცა
გარკვეული ვალდებულებაც ეკისრება. სახელმწიფო ვალდებულია აჩვენოს, რომ იგი აღწევს
გაზომვად პროგრესს მოცემული უფლების სრული რეალიზაციის პროცესში.786 სახალხო
დამცველის აპარატმა მოქალაქეთა განცხადებების შესწავლისას გაარკვია, რომ ბინის ქირის
779
აღნიშნული სტატისტიკა, არ მოიცავს ჩუღურეთის რაიონული გამგეობის მონაცემებს, ვინაიდან მას არ
წარმოუდგენია დასახელებული ინფორმაცია.
780 თბილისის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-23 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის
მიხედვით: „კომპენსაციის მიღების უფლება აქვს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე
რეგისტრირებულ იმ პირს, რომელსაც საკუთრებაში ან მფლობელობაში გააჩნია ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული დანგრეული ან სხვადახვა გარემოების შედეგად
საცხოვრებლად გამოუსადეგარი სახლი (შემდგომში – ამორტიზებული ფართი), თუ პირი ამ საცხოვრებელ
სადგომში ცხოვრობდა უშუალოდ მის ამორტიზებამდე, მას და მისი ოჯახის წევრს არ გააჩნია სხვა
საცხოვრებლად ვარგისი ფართი საკუთრებაში, ამასთან მოცემული მომენტისათვის არ აქვს დროებითი
საცხოვრებელი ფართით სარგებლობისათვის ქირის გადახდის საშუალება და განცხადების წარდგენის
მომენტამდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში რეგისტრირებული მისამართი ჰქონდა ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე“.
781 იქვე. მე-9 მუხლი. აღნიშნული სტატისტიკა არ მოიცავს ჩუღურეთის და მთაწმინდის რაიონული
გამგეობის მონაცემებს, ვინაიდან მათ არ წარმოუდგენიათ დასახელებული ინფორმაცია.
782 თბილისის მუნიციპალიტეტის გამგეობებმა ინფორმაცია არაერთგვაროვნად წარმოადგინეს, კერძოდ,
ნაწილმა სტატისტიკა მოგვაწოდა პირების, და არა ოჯახების მიხედვით.
783 2016 და 2017 წლებში ბინის ქირის ქვეპროგრამის განხორციელებისთვის სულ მცირე 11 698 913 ლარი
დაიხარჯა. აღნიშნული თანხიდან 4 435 530 ლარი ძირითადი წესით გაიცა, ხოლო - 6 065 470 ლარი
განსაკუთრებული წესით.
784 იხ. „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“
საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიში, გვ. 234-239.
785 იქვე გვ. 234-239.
786 მაასტრიხტის სახელმძღვანელო პრინციპები ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების
დარღვევათა შესახებ 1998 წ. თავი II, ქვეთავი: „დისკრეციის ზღვრები“.
275
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
კომპენსაციით მოსარგებლე პირთა საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებული
პრობლემები,
როგორც
წესი,
წლიდან
წლამდე
უცვლელია.
აღნიშნული
დახმარებით
სარგებლობის პერიოდში ბენეფიციარები დამოუკიდებლად ვერ ახერხებენ სოციალურეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, რის შედეგადაც ბინის ქირის კომპენსაციაზე
სრულად დამოკიდებულნი რჩებიან. გარდა ამისა, შესწავლის შედეგმა დამატებით აჩვენა, რომ
ბინის ქირის დახმარების შეწყვეტის საფუძვლები, უმეტეს შემთხვევაში, დახმარების მიმღებთა
მიერ პროცედურების დარღვევებთან, ან ახალი საბიუჯეტო წლის დადგომასთან არის
დაკავშირებული, და არა უსახლკარობის პრობლემის აღმოფხვრასთან. ყოველივე ეს ცხადყოფს,
რომ ბინის ქირის არსებული წესი პრობლემის მხოლოდ გარკვეული პერიოდით მოგვარებაზე
აკეთებს აქცენტს და არ შეუძლია უსახლკარობის პრობლემის თანმიმდევრული და საბოლოო
აღმოფხვრა.
სახალხო დამცველი ითვალისწინებს, რომ სახელმწიფო
ყველასთვის ერთდროულად ვერ
განახორციელებს უფლების რეალიზაციას, თუმცა გამოყენებული ღონისძიებები მოქალაქეების
მდგომარეობის თანდათანობით გაუმჯობესებაზე უნდა იყოს ორიენტირებული. აღნიშნული
ვალდებულება რესურსების გაზრდისგან დამოუკიდებლად არსებობს და არსებული სახსრების
ეფექტიან გამოყენებას მოითხოვს.787 ხელისუფლებამ უნდა მიმართოს ძალისხმევა და ბინის
ქირით
კომპენსაციით
უზრუნველყოფის
პარალელურად,
ბენეფიციართა
სოციალურ-
ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის საჭირო ღონისძიებები აამოქმედოს, რაც
მომავალში შესაძლებელს გახდის ამ პირების დამოუკიდებლად ცხოვრებას.
რეკომენდაცია:
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს:
•
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ „წმინდა მამა გაბრიელის
სახელობის მიუსაფარ მოხუცთა პალიატიური ჰოსპისის“ ურთიერთთანამშრომლობის
მემორანდუმით განსაზღვრული მომსახურების დაფინანსება გავრცელდეს თვითმოვლის
შესაძლებლობის არმქონე მიუსაფარი პირებზე, რომლებსაც აღნიშნული საფუძვლით არ
ეძლევათ ლილოს თავშესაფრის სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა
•
გატარდეს
საკანონმდებლო
ცვლილება
„დანგრეული
სახლების
მაცხოვრებელთა
კომპენსაციის“
საბიუჯეტო
ქვეპროგრამის
განხორციელების
წესში,
კერძოდ,
განისაზღვროს
ბინის
კომპენსაციის
განსაკუთრებული
წესით
გაცემისას
ქირის
დახმარების მიმღები პირების შესარჩევად საჭირო ობიექტური კრიტერიუმები.
787
ლიმბურგის პრინციპები ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა საერთაშორისო პაქტის
განხორციელების შესახებ 1987 წ. პრინციპი 23.
276
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
19. საკუთრების უფლება
სახალხო დამცველი ზედამხედველობს ქვეყანაში საკუთრების, როგორც ერთ-ერთი ძირითადი
უფლების დაცვის მდგომარეობას. სახელმწიფო საშინაო სავალო ვალდებულებების შესრულების
საკითხი მიმდინარე წელსაც სახალხო დამცველის შესწავლის საგანი იყო. ასევე გამოიკვეთა
მშენებლობის
ნებართვის
გაცემის
პროცესში
რიგი
მნიშვნელოვანი
დოკუმენტების
წარუდგენლობის პრობლემა, რამაც შესაძლოა მესამე პირების საკუთრების უფლების შელახვა
გამოიწვიოს.
ამავე წელს საგულისხმო იყო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე
უცხოელებისათვის დაწესებული შეზღუდვების საკითხი. 2017 წლის 16 ივნისს საქართველოს
პარლამენტის მიერ კანონმდებლობაში ცვლილების შეტანით, კონსტიტუციის ახალი რედაქციის
ძალაში შესვლამდე, უცხოელებს, საზღვარგარეთ რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს და
უცხოელების მიერ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, სასოფლო-სამეურნეო
მიწებზე (მათ შორის, მემკვიდრეობით მიღებულზე) საკუთრების უფლება შეეზღუდათ.
მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად
მიიჩნია აღნიშნული საკანონმდებლო შეზღუდვა/მორატორიუმი. შედეგად, ამ უფლებით
კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედებამდე შეეძლო ესარგებლა ყველა უცხოელს, თუმცა
სამწუხაროა, რომ მისი რეალიზაციისათვის მათ მხოლოდ 9 დღე ჰქონდათ დარჩენილი.
19.1. სახელმწიფო საშინაო სავალო ვალდებულებების შესრულების საკითხი
საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ
საპარლამენტო ანგარიშებში788 საქართველოს სახალხო დამცველი რამდენიმე წლის
განმავლობაში უთითებდა კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ პირთა მიმართ
სახელმწიფო საშინაო ვალად აღიარებული ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ
პრობლემურ საკითხებზე. 2018 წელს, თბილისში, ამ პრობლემის მოსაგვარებლად პოზიტიური
ნაბიჯები გადაიდგა. კერძოდ, გათვალისწინებულ იქნა საქართველოს სახალხო დამცველის
რეკომენდაცია და კოოპერატიული ბინათმშენებლობის შედეგად დაზარალებული პირების
უძრავი ქონებით დაკმაყოფილების პროცესში, რიგითობის განსაზღვრისას დაზარალებულ
პირთა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ განსაზღვრული სარეიტინგო ქულა და
ტერიტორიულობის პრინციპი განისაზღვრა.
788
საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ
საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიში, გვ. 557.; საქართველოში ადამიანის უფლებათა
და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის
ანგარიში, გვ. 821-823; საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის
შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიში, გვ. 178.
277
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
მიუხედავად ამ პოზიტიური ნაბიჯებისა, კოოპერატიული ბინათმშენებლობის შედეგად
დაზარალებულ და ამ ეტაპზე დაუკმაყოფილებელ პირთა რაოდენობიდან (თბილისის
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 3892 დაზარალებული)789 გამომდინარე, აუცილებელია
მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში გაიწეროს და გატარდეს კოოპერატიული
ბინათმშენებლობის წევრებისათვის განსაზღვრული უძრავი ქონების სიმბოლურ ფასად
საკუთრებაში
გადაცემასთან
და
მათთან
შესაბამისი
ხელშეკრულების
გაფორმებასთან
დაკავშირებული ქმედითი ღონისძიებები.
სიტუაცია განსაკუთებით მძიმეა საქართველოს სხვა რეგიონებში, სადაც, აღნიშნული საკითხი
სამართლებრივადაც არ არის დარეგულირებული. პრობლემის ხანდაზმულობიდან, მისი
მნიშვნელობიდან და დაზარალებულთა რაოდენობიდან790 გამომდინარე, მიზანშეწონილია, 2016
წლის 19 მარტის №419 განკარგულების მსგავსად791, საქართველოს მთავრობამ მიიღოს ერთიანი
ნორმატიული აქტი, კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუსრულებლობით დაზარალებული
მოქალაქეების წინაშე არსებული ვალდებულების შესრულების შესახებ, რომელშიც დეტალურად
გაიწერება, თუ რა ფორმით და რა ვადაში უნდა შესრულდეს ზემოაღნიშნული პირების წინაშე
არსებული ვალდებულება.
მოქალაქეთა მომართვების საფუძველზე ასევე დადგინდა, რომ სიტუაცია არც „სახელმწიფო
ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული
სხვა სავალო კატეგორიების დაფარვის კუთხით გაუმჯობესებულა. კერძოდ, საქართველოს
მთავრობის 2004 წლის №108 დადგენილებით, „სახელმწიფო ვალის შესახებ“’ საქართველოს
კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული სახელმწიფო საშინაო ვალის
პრობლემების
განსახილველად,
გადასაჭრელად
და
რეკომენდაციების
შესამუშავებლად,
სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისია შეიქმნა. ამავე
უწყების 2018 წლის 25 დეკემბრის №646 დადგენილებით, ზემოაღნიშნული კომისია ახალი
შემადგენლობით ჩამოყალიბდა და მისი უფლებამოსილების ვადა 2020 წლის 1 იანვრამდე
განისაზღვრა.
789
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2019 წლის 11 თებერვლის №08-02/14791 წერილი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ 2019 წლის 11 თებერვლის №08-02/14791 წერილით
მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, კოოპერატიული ბინათმშენებლობების წევრთა მონაცემთა ბაზის
მიხედვით, საქართველოს მუნიციპალიტეტებში დაზარალებულები აღირიცხებიან შემდეგი ოდენობით:
ახალციხე -24; ახალგორი -30; ახალქალაქი - 50; ბათუმი - 547; ფოთი - 27; მცხეთა - 46; ოზურგეთი - 53;
დედოფლისწყარო - 40; ქობულეთი - 58; ქუთაისი - 729; რუსთავი - 103; სენაკი - 51; ჭიათურა - 24; ხაშური 82; სამტრედია - 87; ზუგდიდი - 149; თელავი - 295; გარდაბანი - 35; გორი - 371.
791 საქართველოს მთავრობის 2016 წლის 19 მარტის №419 განკარგულებით დამტკიცდა თბილისში
„სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონით აღიარებულ კოოპერატიულ ბინათმშენებლობასთან
დაკავშირებით, სახელმწიფოს მიერ აღიარებული ვალდებულების საკითხის დასარეგულირებლად
განსახორციელებელი ღონისძიებები.
790
278
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის დებულების მე2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომისია შეიმუშავებს „სახელმწიფო ვალის შესახებ“
საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული სახელმწიფო საშინაო
ვალის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს და გადაწყვეტილების მისაღებად მათ
საქართველოს მთავრობას და საქართველოს პარლამენტს წარუდგენს. თუმცა საქართველოს
ფინანსთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით,792 აღნიშნულ კომისიას ამ დრომდე
არ შეუმუშავებია არცერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია და მათ საფუძველზე შესაბამის
ორგანოებს არ მიუღიათ სათანადო გადაწყვეტილებები, რომლებიც სახელმწიფო საშინაო ვალად
აღიარებული ვალდებულებების დროულად შესრულებას უზრუნველყოფდა.
19.2.
სამშენებლო საქმიანობის ზეგავლენა ავარიულ შენობა-ნაგებობებზე
გასული წლების საპარლამენტო ანგარიშებში სახალხო დამცველი არსებით საკანონმდებლო
ხარვეზად გამოკვეთდა მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში რიგი მნიშვნელოვანი
დოკუმენტების წარდგენის ვალდებულების არარსებობას,793 რამაც შესაძლოა მესამე პირების
საკუთრების უფლების შელახვა გამოიწვიოს. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 3 ივნისიდან
სანებართვო განაცხადთან ერთად აუცილებელი ხდება საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის,
მშენებლობის ორგანიზების პროექტის, კონსტრუქციული სქემის/პროექტის წარდგენა.794 თუმცა
კვლავ სანებართვო პროცედურებს მიღმა რჩება შესაბამის შემთხვევებში შენობა-ნაგებობებისა და
მიწის ნაკვეთ(ებ)ის კვლევა (მათ შორის, მომიჯნავე შენობა-ნაგებობაზე ზემოქმედების შეფასება
და მომიჯნავე შენობა-ნაგებობის მდგრადობის გამოკვლევა), სავალდებულო საექსპერტო
შეფასება და დასკვნა განსახორციელებელი სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ.795
საანგარიშო პერიოდში აღნიშნული საკითხის პრობლემურობა განსაკუთრებული სიმწვავით
გამოვლინდა ავარიული შენობა-ნაგებობების მიმართ. ერთ-ერთ საქმესთან796 დაკავშირებით
გაირკვა, რომ მშენებლობის ნებართვის გამცემმა ორგანომ ისეთ შემთხვევაშიც კი არ იმსჯელა
განსახორციელებელი სამუშაოების მეზობელ ნაგებობებზე ზემოქმედებასთან დაკავშირებით,797
როდესაც მესამე პირს საექსპერტო დასკვნა შენობის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ ჯერ
კიდევ სადავო აქტის გამოცემამდე ჰქონდა წარდგენილი. სანაცვლოდ, სამშენებლო სამუშაოების
792
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2019 წლის 6 მარტის №08-02/24018 წერილი.
იხ. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, (2016), გვ. 524; საქართველოს სახალხო დამცველის
ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“,
(2017), გვ. 203.
794 საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი, მუხ.
106, პუნ. 1(ზ).
795 „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს
მთავრობის 2009 წლის 24 მაისის №57 დადგენილება, მუხ. 33, პუნ. 4(ბ, გ); მუხ. 35; მუხ. 65 (ყ).
796 №2184/18 საქმე.
797 „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს
მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება, მუხ. 2.
793
279
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
განმახორციელებელს დადებითი გადაწყვეტილების გაცემისას განემარტა, რომ სამშენებლო
სამუშაოების
დაწყებამდე
უნდა
მოეპოვებინა
შესაბამისი
დასკვნა
განსახორციელებელი
სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ. შედეგად, მშენებლობა შესაძლებელი გახდა ისეთ
შემთხვევაში, როდესაც სამი ექსპერტიზის დასკვნა მიუთითებდა შენობის ავარიულობასა და
შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების (დაშენება/მანსარდის მოწყობა) განხორციელების შედეგად
მოსალოდნელ
საფრთხეებზე.
იგივე პრობლემა
გამოვლინდა
ისეთი საქმის შესწავლის
ფარგლებშიც, როდესაც მეზობლები მიუთითებდნენ ავარიული სახლის მომიჯნავედ მიმდინარე
მშენებლობის შედეგად მათი საცხოვრებელი სახლების დაზიანებაზე.798
სახალხო
დამცველი
ყურადღებას
მიაპყრობს,
რომ
საკუთრების
უფლება
მაშინ
არის
გარანტირებული, როდესაც მესაკუთრეს შეუძლია საკუთრებაში მოაზრებული უფლებების
სრულყოფილად განხორციელება, თავისი საკუთრების დანიშნულებისამებრ გამოყენება, რაც
პირველ რიგში, გულისხმობს საკუთრების ობიექტებთან თავად მესაკუთრის პირად
ურთიერთობას.799 სახლზე საკუთრების უმთავრესი დანიშნულება მისი საცხოვრებლად
გამოყენებაა. თავის მხრივ, საცხოვრებელი უნდა იყოს სათანადო, რაც გულისხმობს, რომ იგი
უნდა უზრუნველყოფდეს, მათ შორის, ფიზიკურ უსაფრთხოებას.800 შესაბამისად, იმ პირობებში,
როდესაც მშენებლობის ნებართვა განსახორციელებელი სამუშაოების უსაფრთხოებისა თუ
მომიჯნავე შენობა-ნაგებობებზე ზეგავლენის შეუფასებლად გაიცემა, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება
მესამე პირთა საკუთრების უფლების უზრუნველყოფა. ამდენად, სახალხო დამცველი კვლავ
უპირობო
აუცილებლობად
მიიჩნევს
სამშენებლო
სამუშაოების
განხორციელებამდე
მოსაპოვებელი სრული დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულების დადგენას მშენებლობის
ნებართვის გაცემის პროცესში.
19.3.
საკუთრების
საკუთრების უფლება სისხლის სამართლის საქმეებში
უფლების
შეზღუდვა
დასაშვებია
საჯარო
განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
801
ინტერესებისთვის,
კანონით
შეზღუდვა შესაძლებელია ლეგიტიმური
მიზნის მისაღწევად, თანაზომიერების პრინციპის დაცვით, კერძო და საჯარო ინტერესებს შორის
სამართლიანი ბალანსის უზრუნველყოფით. სახალხო დამცველის აპარატის პრაქტიკაში
გამოვლინდა საკუთრების უფლების თანაზომიერების პრინციპის დარღვევით საკუთრების
უფლების შეზღუდვა სისხლის სამართალწარმოების დროს, რასაც კანონმდებლობაში არსებული
798
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 28 აპრილის №60011811840 წერილი.
799 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის №1/2/411 გადაწყვეტილება
საქმეზე: „შპს „რუსენერგოსერვისი“, შპს „პატარა კახი“, სს „გორგოტა“, გივი აბალაკის ინდივიდუალური
საწარმო „გერმერი“ და შპს „ენერგია“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის
სამინისტროს წინააღმდეგ“, II, პარ. 26.
800
„ზოგადი კომენტარი №4: სათანადო საცხოვრებლის უფლება (კონვენციის მე-11(1)“, გაეროს
ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა კომიტეტი, E/1992/23, 13 დეკემბერი 1991, პარ. 8(d).
801 საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი.
280
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
ხარვეზებიც უწყობს ხელს. საკითხი პრობლემური იყო ჯერ კიდევ 2013 და 2014 წლებში, და მათ
შესახებ სახალხო დამცველმა შესაბამის საპარლამენტო ანგარიშებში იმსჯელა.802 2018 წელს,
შესწავლილ საქმეებში, აღნიშნული პრობლემა კვლავ გამოიკვეთა.
აპარატის მიერ შესწავლილ არაერთ საქმეში გამოვლინდა, რომ ქონებას ყადაღა ედება გამოძიების
ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე და მისი მოქმედება ხანდაზმულობის გასვლის შემდეგაც კი
გრძელდება. ქონებაზე საკუთრების უფლებით სარგებლობა პირს წლების განმავლობაში
ეზღუდება, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება შემაჯამებელ ეტაპამდე ვერ მიდის. მაგალითად,
ერთ-ერთ შესწავლილ საქმეში803 გამოძიება გრძელდება ხანდაზმულობის ვადის804 გასვლის
შემდეგაც და მოქალაქე დ. ბ.-ს 10 წელზე მეტია ეზღუდება მცხეთის რაიონული სასამართლოს
2008 წლის 26 დეკემბრის ბრძანებით დაყადაღებული მიწის ნაკვეთით სარგებლობის და
განკარგვის უფლება. აღნიშნული ყადაღის მიზანშეწონილობა 2008 წლის შემდეგ აღარ
შემოწმებულა.
აპარატის მიერ შესწავლილ სხვა 2 საქმეში ყადაღა ადევს ქონებას 13 და 11 წლის განმავლობაში.
კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 22 ნოემბრის ბრძანებით, ყადაღა დაედო
240 მოქალაქის საკუთრებაში არსებულ ბინებს, რომელთაგან გამოძიების პროცესში ყადაღა
მოეხსნა მხოლოდ 51 ბინას, ხოლო დანარჩენი უძრავი ქონება კვლავ დაყადაღებულია805; მეორე
შემთხვევაში, მოქალაქე თ.კ.-ს განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 1
მაისის ბრძანებით, დაყადაღებულია მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება806.
802
იხ. საქართველოს სახალხო დამცველის 2013 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 398-403; 2014 წლის
საპარლამენტო ანგარიში, გვ. 513-519.
803 საქართველოს მთავარი პროკურატურის 2018 წლის 22 აგვისტოს №13/64454 და 13 ნოემბრის №13/87762
წერილებით, სისხლის სამართლის №025080124 საქმის გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
804
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს
თავისუფლების აღკვეთას 3-6 წლამდე ვადით და იმავე კოდექსის მე-12 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად,
მიეკუთვნება მძიმე დანაშულის კატეგორიას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის
პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობისაგან, თუ მძიმე დანაშულის ჩადენიდან 10 წელი გავიდა.
805 საქართველოს მთავარი პროკურატურის 2017 წლის 11 იანვრის №13/2106 და 2018 წლის 20 აპრილის
№13/29004 წერილებით, სისხლის სამართლის №1002358 საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-2 და მე „ბ“ და მე-3 ნაწილებით, 182ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით. საგულისხმოა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-11 წლამდე და იმავე
კოდექსის მე-12 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას
მიეკუთვნება.
806 საქართველოს მთავარი პროკურატურის 2018 წლის 7 მაისის №13/33624 წერილით, სისხლის სამართლის
№74068114 საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე
მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
281
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
არსებული სამართლებრივი ჩარჩოს მიხედვით, სისხლის სამართლის საქმეზე ქონებას ყადაღა
ედება განაჩენის აღსასრულებლად მიქცევამდე, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და
გამოძიების შეწყვეტამდე.807 ყადაღის დადების განჩინება მისი გადაცემიდან 48 საათში
ერთჯერადად საჩივრდება808 სააპელაციო სასამართლოში. მართალია, ყადაღის შუამდგომლობის
ინიციატორი მხარის809 შუამდგომლობის საფუძველზე შესაძლებელია სასამართლოს განჩინებით
ქონებაზე ყადაღის მოხსნა, თუ გამოძიების მიმდინარეობისას დადგინდება, რომ ყადაღის
გამოყენების კანონით810 გათვალისწინებული საფუძვლები და მიზნები აღარ არსებობს, თუმცა
საქართველოს
კანონმდებლობა
გამოძიების
ეტაპზე
ყადაღის
დადების
განჩინების
ლეგიტიმურობის სასამართლოს მიერ პერიოდულ კონტროლს არ ითვალისწინებს. ასევე არ
არსებობს
შესაძლებლობა,
რომ ყადაღის საფუძვლიანობა
გარკვეული
პერიოდულობით
შემოწმდეს იმ პირის შუამდგომლობის საფუძველზე, ვისი საკუთრების უფლებაც იზღუდება.
შესაბამისად,
პრობლემურია,
როგორც
საკანონმდებლო
რეგულაციის
არარსებობა,
ასევე
პრაქტიკაც: გამოძიების ხანდაზმულობის ვადის გასვლის მიუხედავად ყადაღის გამოყენების
გაგრძელება ან ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე811 მისი არაპროპორციულად დიდი ხნის ვადით
შენარჩუნება.
სხვა ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკით, ამგვარ რისკებს კანონმდებლობა ანეიტრალებს.
მაგალითად, გერმანიის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 111b სექციაში ერთად
რეგულირდება ყადაღის გამოყენების წესები:812 სასამართლოა ის ორგანო, რომელიც გამოძიების
ეტაპზე ამოწმებს და აკონტროლებს დაყადაღებული ქონების არსებობის მიზანშეწონილობას.
შესაბამისი საფუძვლების არსებობისას სასამართლოს შეუძლია გააუქმოს ყადაღის დადების
შესახებ მიღებული დადგენილება მისი გამოცემიდან 6 თვის შემდეგ, ხოლო თუ დადგენილი 6თვიანი ვადა რაიმე მნიშვნელოვანი მიზეზის გამო საკმარისი არ აღმოჩნდა, პროკურორს უფლება
აქვს დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს აღნიშნული 6-თვიანი ვადის
194-ე მუხლის მე-3 ნაწილი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-12 წლამდე და იმავე კოდექსის მე12 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება.
807 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 158-ე მუხლი.
808 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 156-ე და 207-ე მუხლები.
809 გამომდინარე იქიდან, რომ ყადაღა ედება ბრალდებულის ქონებას, ამ საპროცესო ღონისძიების
ინიციატორი ყოველთვის ბრალდების მხარეა.
810 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლი.
811 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლის 103-ე მუხლის თანახმად, გამოძიება
მიმდინარეობს გონივრულ ვადაში, მაგრამ არა უმეტეს შესაბამისი დანაშაულისათვის საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადისა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის
ხანდაზმულობის ვადა განისაზღვრება დანაშაულის კატეგორიის მიხედვით, შესაბამისად, 2, 6, 10, 15, 30
წლით; ამასთან, ხანდაზმულობა არ გამოიყენება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით
გათვალისწინებულ შემთხვევაში, ასევე, იმავე კოდექსის 1441−1443 მუხლებით გათვალისწინებული
ქმედებების მიმართ.
812 < https://goo.gl/kMqA4j > [ბოლოს ნანახია 2019 წლის 8 მარტს].
282
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
გაგრძელების თაობაზე. ამასთან, შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაშიც, ეს ვადა,
შესაძლოა, მხოლოდ 12 თვემდე ვადით გაგრძელდეს.
წინადადება საქართველოს პარლამენტს
•
შეიმუშაოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებები და
დამატებები, რომლითაც პერიოდულად
არსებობასა და კანონიერებას.
გააკონტროლებს
ყადაღის
საფუძვლების
რეკომენდაციები
საქართველოს მთავრობას
•
დროულად
შეიმუშაოს
საქართველოს
მუნიციპალიტეტების
ტერიტორიაზე
კოოპერატიულ ბინათმშენებლობასთან დაკავშირებით აღიარებული საშინაო ვალის
ანაზღაურების
პროცედურები,
მათ
შორის,
განსაზღვროს
პირველ
რიგში
დასაკმაყოფილებელ პირთა რიგითობა და დაზარალებული მოსახლეობის წინაშე
აღიარებული ვალდებულებების შესრულების ეფექტიანი მექანიზმი, როგორც ეს
განხორციელდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში
•
უზრუნველყოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო
კომისიის ეფექტიანი მუშაობა, მის მიერ შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა,
სახელმწიფო
საშინაო
ვალად
აღიარებული
ვალდებულებების
დროულად
შესასრულებლად
•
განხორციელდეს ცვლილება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო
პირობების
შესახებ“
საქართველოს
მთავრობის
2009
წლის
24
მარტის
№57
დადგენილებაში და დადგინდეს ამავე დადგენილების 33-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და
„გ“ ქვეპუნქტებით, 35-ე მუხლითა და 65-ე მუხლის „ყ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული
დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულება ნებართვის გამცემ ორგანოში, მშენებლობის
ნებართვის გაცემის პროცესში.
283
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
20. საარჩევნო უფლება
2018 წელი, საარჩევნო უფლების რეალიზაციის კუთხით, მნიშვნელოვანი იყო. 2018 წლის
საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩევლებმა პირდაპირი წესით საქართველოს პრეზიდენტი
უკანასკნელად აირჩიეს.
2018 წელს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების საარჩევნო გარემო, უახლოესი წინა წლების
გამოცდილებისგან განსხვავებით, განსაკუთრებულად მწვავე ნეგატიური კამპანიის, მძიმე
ურთიერთბრალდებების ფონზე, პოლიტიკურად უკიდურესად პოლარიზებულ ვითარებაში
წარიმართა;
საარჩევნო
პერიოდს
თან
სდევდა
სხვადასხვა
ძალადობრივი
ინციდენტი,
გაზრდილი იყო საარჩევნო სუბიექტებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების
მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევები. საარჩევნო გარემო კიდევ უფრო
დამძიმდა არჩევნების მეორე ტურის წინ. სხვადასხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციის,813
მედიასაშუალებებისა და სხვა საჯარო წყაროების გზით, აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია
მოქალაქეთა
ნებაზე
ზეგავლენის,
ამომრჩევლის
მოსყიდვის,
არჩევნების
გაყალბების,
პერსონალური მონაცემების უკანონოდ დამუშავების შესაძლო ფაქტებთან დაკავშირებით.
სახალხო დამცველის შეფასებით, ამგვარი მძიმე საარჩევნო გარემო ნეგატიურად აისახება
თავისუფალი, თანასწორი და მშვიდობიანი საარჩევნო პროცესების წარმართვაზე, რაც თავის
მხრივ, მნიშვნელოვნად აზიანებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. ამასთან, კანონის
უზენაესობის პრინციპის აღსასრულებლად, დანაშაულებრივი და სხვა კანონსაწინააღმდეგო
ქმედებების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია, ყველა ასეთ ფაქტს პასუხისმგებელი
უწყებების მხრიდან ეფექტიანი და დროული რეაგირება მოჰყვეს და შესაბამისი პირების მიმართ
ადეკვატური ღონისძიებები გატარდეს.
საქართველოს
სახალხო
დამცველის
აპარატი,
მისთვის
კანონმდებლობით
მინიჭებული
მანდატის ფარგლებში აკვირდებოდა საარჩევნო პროცესებსა და არჩევნების მიმდინარეობას.
საგულისხმოა, რომ გასული წლებისგან განსხვავებით, საქართველოს სახალხო დამცველის
აპარატში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული მომართვები პრაქტიკულად
არ შემოსულა.814 თუმცა აპარატი საკუთარი ინიციატივით ინტერესდებოდა საარჩევნო უფლების
რეალიზაციასთან
დაკავშირებული
აქტუალური
საკითხებით.
შესაბამისად,
სხვადასხვა
ინციდენტისა და გარემოების გამოსაკვლევად, საარჩევნო გარემოს შესაფასებლად, სახალხო
813
საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და
ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის, არასამთავრობო
ორგანიზაციების „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“,
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“
ხელთ არსებული ინფორმაცია და ანგარიშები.
814 2018 წლის 3 დეკემბერს აპარატს №16699/18 განცხადებით მომართა პოლიტიკური პარტიის „ერთიანი
ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტსაბჭოს წევრმა, სამირა ისმაილოვამ.
284
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
დამცველის აპარატმა არაერთი წერილით815 მიმართა პასუხისმგებელ უწყებებს და მოითხოვა
ინფორმაცია შესაბამის ფაქტებთან დაკავშირებით მათ მიერ გატარებული ღონისძიებებისა და
საკითხის შესწავლის შედეგების თაობაზე.
სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ სახელმწიფოსათვის საყურადღებო უნდა იყოს საარჩევნო
საკითხებთან
დაკავშირებით
საერთაშორისო
ორგანიზაციებისა
და
საერთაშორისო
სადამკვირვებლო მისიების გამოხმაურებები. საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციამ
Human Rights Watch ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებებზე
მითითებით განმარტა,816 რომ საქართველოში 2018 წელს ჩატარებული საპრეზიდენტო
არჩევნების ფარგლებში „კანდიდატებს მიეცათ შესაძლებლობა, თავისუფლად წარემართათ
საარჩევნო კამპანია, ამომრჩევლებმა კი საკუთარი არჩევანის გაკეთება შეძლეს“, თუმცა
მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების
შემთხვევები შეინიშნებოდა. საარჩევნო გარემოს აღსაქმელად, საყურადღებოა, საერთაშორისო
უფლებადამცველი
ანგარიში,
817
ორგანიზაციის, Freedom House-ის მიერ 2019 წელს გამოქვეყნებული
რომლის
მიხედვითაც,
მართალია,
არჩევნები
კონკურენტულ
გარემოში
მიმდინარეობდა, მაგრამ მეორე ტურის წინ გამოვლენილმა დარღვევებმა, ჩრდილი მიაყენა
საარჩევნო პროცესებს, მათ შორის იყო ბრალდებები ამომრჩევლის მოსყიდვის,
ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებისა და ამომრჩევლის დაშინების თაობაზე.
20.1.
სიძულვილის ენა
საარჩევნო პერიოდში, საარჩევნო სუბიექტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები
თავიანთ განცხადებებში818 აქტიურად იყენებდნენ სიძულვილის ენას819 და ახალისებდნენ
815
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის №#04-11/14357, №04-11/14535, №04-11/57, №04-11/15595,
№04-11/538, №04-11/537, №04-11/536, №04-11/540, №04-11/541, №04-11/697, №04-11/781, №04-11/775, №0411/883, №04-11/926, №04-11/928, №04-11/945, №04-11/953 წერილები საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო
კომისიას, საქართველოს გენერალურ პროკურატურას, საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს,
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატს.
816 „საქართველო 2018 წლის მოვლენები“, ბმული ხელმისაწვდომია: <https://www.hrw.org/ka/worldreport/2019/country-chapters/326092> [ბოლოს ნანახია: 22.01.2019].
817 ბმული ხელმისაწვდომია: <https://ces.to/AguaCN> [ბოლოს ნანახია: 18.03.2019].
818 მაგალითად, იხ. შემდეგი განცხადებები: პრეზიდენტობის კანდიდატის, კახა კუკავას განცხადება:
<https://ces.to/00PlFU> პრეზიდენტობის კანდიდატის, კახაბერ ჭიჭინაძის განცხადება: https://ces.to/OlvcPT
1:23:13 წთ; პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადება: https://ces.to/JdrwgC
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადება: https://ces.to/uqRPPJ>
პრეზიდენტობის კანდიდატის, გიორგი ანდრიაძის განცხადება: https://ces.to/4KkhEM „პატრიოტთა
ალიანსის“ წევრის, დავით თარხან-მოურავის განცხადება: <https://www.myvideo.ge/v/3689369>.
819 ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციით, სიძულვილის ენა განიმარტება, როგორც
გამოხატვის ყველა ფორმა, რომელიც ავრცელებს, აქეზებს, ხელს უწყობს ან ამართლებს რასობრივ შუღლს,
ქსენოფობიას, ანტისემიტიზმს ან შეუწყნარებლობაზე დაფუძნებულ შუღლის სხვა ფორმებს,
ნაციონალიზმის, ეთნოცენტრიზმის, დისკრიმინაციისა და უმცირესობათა ან მიგრანტთა მიმართ
285
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
სხვადასხვა ნიშნის მიხედვით ადამიანთა დისკრიმინაციას,820 მათ შორის, ქსენოფობიურ,
რელიგიურ და ჰომოფობიურ ნიადაგზე.
ამასთან, როგორც წესი, პოლიტიკური დებატები აგრესიული რიტორიკისა და მონაწილეთა
მხრიდან
ერთმანეთის
მისამართით
შეურაცხმყოფელი
განცხადებებით
ხასიათდებოდა;
მმართველი პარტიის ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადებები ოპოზიციური კანდიდატის
გამარჯვების შემთხვევაში პროცესების ძალადობრივად განვითარების პროგნოზირებასაც
შეიცავდა.821
სახალხო დამცველის განმარტებით, ზემოაღნიშნული გარემოებები მხოლოდ ხელს უშლის
მშვიდობიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას. უკიდურესად აუცილებელია პოლიტიკური
პარტიების წარმომადგენლებმა, შესაბამისმა კანდიდატებმა, პოლიტიკური გუნდის/კანდიდატის
მხარდაჭერებმა, პოლიტიკური თანამდებობის პირებმა მაღალი პოლიტიკური და სამოქალაქო
პასუხისმგებლობა
გამოიჩინონ
და
ხელი
შეუწყონ
პლურალისტური,
ძალადობისა
და
სიძულვილის ენისგან თავისუფალი საარჩევნო კამპანიის წარმართვას. დემოკრატიულ
ღირებულებებზე ორიენტირებული პოლიტიკური კულტურის დასანერგად, მნიშვნელოვანია
კანდიდატთა საარჩევნო კამპანიები მიმართული იყოს საქმიანი, საარჩევნო პროგრამებზე
ორიენტირებული
დისკუსიისკენ.
სხვა
შემთხვევაში,
გაგვიჭირდება
საუბარი
ჯანსაღი
პოლიტიკური ცხოვრების ჩამოყალიბებისკენ წინ გადადგმულ ნაბიჯებსა და მოქალაქეთა
მხრიდან ინფორმირებული და თავისუფალი ნების გამოვლინებაზე.
20.2.
ძალადობრივი ინციდენტები
2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისგან განსხვავებით, საპრეზიდენტო
არჩევნების, განსაკუთრებით, მეორე ტურის წინა პერიოდში, სამწუხაროდ, მრავლად ჰქონდა
ადგილი ფიზიკური დაპირისპირებისა და ძალადობრივ ფაქტებს.
ვინაიდან
სხვადასხვა
წყარო
აქტიურად
ავრცელებდა
ინფორმაციას
ძალადობრივი
ინციდენტების თაობაზე, სახალხო დამცველის აპარატი დაინტერესდა სამართალდამცავი
ორგანოების
მხრიდან
გატარებული
ღონისძიებებით.822
საქართველოს
გენერალური
გამოხატული მტრობის ჩათვლით. იხ. ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია სიძულვილის
ენაზე № R(97) 20., 1997; ბმული ხელმისაწვდომია: <https://ces.to/juHplv>
820 „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-5
პუნქტის თანახმად, აკრძალულია ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს პირის იძულებას,
წაქეზებას ან ხელშეწყობას მესამე პირის მიმართ დისკრიმინაციის განსახორციელებლად.
821 იხ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გედევან ფოფხაძის განცხადება: <https://ces.to/wPYF7N>
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის
განცხადება: <https://www.radiotavisupleba.ge/a/29573100.html>
822
სახალხო დამცველის აპარატის №04-11/540, 16/01/2019 წერილი საქართველოს გენერალურ
პროკურატურას.
286
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
პროკურატურის ინფორმაციით, სხვადასხვა ძალადობრივ ფაქტზე დაწყებულია და ამ დრომდე
გრძელდება გამოძიება, კერძოდ:823
• 2018 წლის 28 ოქტომბრამდე - კენჭისყრის დღემდე მომხდარ წინასაარჩევნო ინციდენტებზე
გამოძიება დაიწყო 12 საქმეზე;
• 2018 წლის 28 ოქტომბერს (პირველი ტურის კენჭისყრის დღეს) და მომდევნო დღეებში (მეორე
ტურის გამართვამდე) გამოვლენილ საარჩევნო ინციდენტებზე გამოძიება დაიწყო სისხლის
სამართლის 34 საქმეზე;
• მეორე ტურის კენჭისყრის დღეს და შემდგომ ეტაპზე გამოვლენილ საარჩევნო ინციდენტებზე
გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 31 საქმეზე.
გარდა ზემოაღნიშნული ზოგადი სტატისტიკური მონაცემებისა, საქართველოს სახალხო
დამცველის აპარატმა824 სამართალდამცავი უწყებებისგან, რეაგირების თაობაზე ინფორმაცია
მოითხოვა საერთაშორისო და ეროვნული სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებისა და
საჯარო წყაროების დამუშავების შედეგად გამოკვეთილ და ქვემოთ განხილულ კონკრეტულ
ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით.825 კერძოდ:
•
30 ოქტომბერს პოლიტიკური პარტიის, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“
წარმომადგენლის,
ახალქალაქის
მაჟორიტარის,
ენზელ
მკოიანის
ნათესავები
და
მისი
მხარდამჭერები თავს დაესხნენ გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის წევრებს, თავდასხმის
შედეგად საერთო ჯამში, გაერთიანებული ოპოზიციის 4 წევრმა826 სხვადასხვა დაზიანება მიიღო.
საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა აღნიშნული პირები ტრავმატოლოგიურ
კლინიკაში
მოინახულეს,
რომლებიც
დეპუტატის
და
მისი
მხარდამჭერების
მხრიდან
პოლიტიკური ნიშნით მათ მიმართ განხორციელებულ მუქარაზე და ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე
უთითებდნენ.827
საქართველოს
სახალხო
დამცველის
823
აპარატის
მიმართვის
საპასუხოდ,828
საქართველოს გენერალური პროკურატურის №13/6139, 29/01/2019 წერილი.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის №04-11/536, 16/01/2019.
825 საქართველოს გენერალური პროკურატურის №13/8858 07/01/ 2019 წერილი.
826 მ.ა., ა.რ., ტ.ა. და ა.ა.
827 მ. ა.-ის გადმოცემით, 2018 წლის 30 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე, როდესაც შტაბიდან
კომისიაში გადაჰქონდა დოკუმენტაცია, 5-6 პირი ხელკეტებით და ფიზიკურად გაუსწორდა. თავდასხმის
დროს ადგილზე იყო დეპუტატი ენძელ მკოიანიც, რომელმაც მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და
დაემუქრა ოჯახის მისამართით. ა. რ.-ის განმარტებით, მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს, პარტიის
ოფისთან, დეპუტატ ენძელ მკოიანის ძმა მარტუნ მკოიანი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და კეფაში
იარაღი ორჯერ ჩაარტყა. მისი გადმოცემით, მას წაქცეულ მდგომარეობაში 8 პირი ურტყამდა, მკერდში
ჩაარტყეს არმატურის ნატეხი. ა. რ. მიუთითებს ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის,
ჯუმბერ ლომსაძის უკანონო ქმედებებზეც, რომელმაც, მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს, არჩევნების დღეს,
საარჩევნო კომისიაში პოლიციელებს უბრძანა, ა. რ. ოთახიდან გაეგდოთ, შემდეგ კი, მას ქუჩაში მიაყენა
სიტყვიერი შეურაცხყოფა. ხოლო ტ. ა. და ა. ა. აცხადებენ, რომ 30 ოქტომბერს, ასევე პარტიის ოფისთან,
დაახლოებით 35-40 მათთვის უცნობი პირი მათ ფიზიკურად გაუსწორდა, მათ ხელკეტებს ურტყამდნენ.
მათივე თქმით, დეპუტატ ენძელ მკოიანის ძმამ, მარტუნ მკოიანმა აღნიშნულ პირებს ა. ა.-ის ფიზიკური
ლიკვიდაციისკენ მოუწოდა. ა. ა.-ის თქმით, მან დარტყმებისგან გონება დაკარგა, თუმცა წაქცეულს მაინც
ურტყამდნენ. ტ. ა.-ის და ა. ა.-ის თქმით, მათ ასევე აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და
ემუქრებოდნენ, რომ მათაც და მათ შტაბსაც ააფეთქებდნენ.
824
287
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
საქართველოს
გამოძიება,
829
გენერალურმა
პროკურატურამ
თავდაპირველად
გვაცნობა,
რომ
დაიწყო
ოთხივე პირი ცნეს დაზარალებულებად, კონკრეტულ პირებს წარედგინათ ბრალი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების - ძალადობის
ჩადენის საფუძველზე.830 გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულ პირებს ახალქალაქის
სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო, 3 000 ლარის ოდენობით, შეუფარდა.831
•
სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს სამირა ისმაილოვას განცხადებას, რომლის თანახმადაც,
2018 წლის 28 ნოემბერს, ბოლნისის რაიონის №60 საარჩევნო უბანზე მას და მის თანაპარტიელებს
გზა
გადაუღობა
საქართველოს
პარლამენტის
დეპუტატმა
გოგი
მეშველიანმა
და
მისი
ორგანიზებით შეკრებილმა დაახლოებით 150 პირმა, რომლებმაც მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა
მიაყენეს და დაემუქრნენ. ამასთან, ინციდენტის დროს, პარტიის, „ერთიანი ნაციონალური
მოძრაობა“, წევრზე ნიკოლოზ კაკალაშვილზე მოხდა ფიზიკური თავდასხმა.832 სახალხო
დამცველის აპარატს ეცნობა,833 რომ ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო
ნაწილის წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე,834 ბოლნისის რაიონის №60 საარჩევნო უბნის
ტერიტორიაზე ნიკოლოზ კაკალაშვილის ცემისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
ბოლნისის
რაიონული
სამმართველოს
თანამშრომლების
სამსახურებრივი
გულგრილობის
ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162' მუხლის პირველი ნაწილითა835 და
828
სახალხო დამცველის აპარატის №15-7/14607, 21/11/2018 წერილი, საქართველოს გენერალური
პროკურატურის №13/92113 07/12/2018 წერილი.
829
სისხლის სამართლის №015301018001 საქმე, ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე,
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3
ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
830 მარტუნ მკოიანს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11
ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა ჯგუფურად), ედუარდ მკოიანს - საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, კარაპეტ მკოიანს 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“
ქვეპუნქტითა და 126- ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ და „გ“ქვეპუნქტებით (ძალადობა ჯგუფურად ორი ან მეტი
პირის მიმართ), არარატ ამბარიანს - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11
ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, ანდრანიკ კარსლიანს - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, [საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე
მუხლი-ძალადობა]; საქართველოს გენერალური პროკურატურის №13/12214 19/02/2019 წერილი.
831 იხ. ბმული: <http://netgazeti.ge/news/317217/> [ბოლოს ნანახია: 18.03.2019].
832
განცხადებაში მითითებულია, რომ ინციდენტს ესწრებოდნენ ბოლნისის რაიონის პოლიციის
სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ლ. გ., პოლიციელი გ. მ. და სხვა
სამართალდამცავი პირები, რომლებსაც მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით რეაგირება არ მოუხდენიათ.
833 საქართველოს გენერალური პროკურატურის №13/7580 04/02/2019 წერილი.
834 სისხლის სამართლის №019291118001 საქმე, საქმეზე ჩატარდა შემდეგი საგამოძიებო მოქმედებები:
გამოიკითხნენ მოწმეები, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო
ექსპერტიზა. ამ ეტაპზე კონკრეტული პირი დაზარალებულად ან ბრალდებულად, ცნობილი არ არის.
საქმეზე გამოძიება გრძელდება.
835 არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე, კენჭისყრის შენობაში,
საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ან წინასაარჩევნო
აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რასაც არ
მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ან ძალადობის მუქარა.
288
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
342-ე მუხლის პირველი ნაწილით836 გათვალისწინებული დანაშაულების ნიშნებით. ამ ეტაპზე
კონკრეტული პირი დაზარალებულად ან ბრალდებულად ცნობილი არ არის.
•
ინციდენტს ჰქონდა ადგილი მარნეულში, სოფელ ალგეთში, სადაც №10 საარჩევნო უბანზე,
თავმჯდომარემ, ალი მურადოვმა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო
საზოგადოების“ (ISFED) დამკვირვებელს ხელი შეუშალა ვიდეოს გადაღებაში, მას „თავის
გაჩეჩქვით“ დაემუქრა და ტელეფონის წართმევა სცადა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და
უბნიდან გააძევა. როგორც გვეცნობა,837 ალი მურადოვის მიერ დამკვირვებლის მიმართ
სავარაუდოდ განხორციელებული მუქარისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე დაწყებულია
გამოძიება.838
ამავე დროს გამოძიება მიმდინარეობს შემდეგ შემთხვევებზე:
•
ონში გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ნოდარ ბურდილაძის ცივი იარაღით
დაჭრის თაობაზე839
•
რუსთავში, გაერთიანებული ოპოზიციის წევრის, გოგა ინჯგიას საცხოვრებელი ბინის აივანზე
ცეცხლის წაკიდების ფაქტთან დაკავშირებით840
•
სოფელ
ბოდბეში
მომხდარ
ინციდენტზე,
რომლის
დროსაც
„ევროპული
საქართველოს“
აქტივისტს, ბესიკ ლაზარიაშვილს თავს დაესხა სამი ნიღბიანი პირი, სიტყვიერი შეურაცხყოფა
მიაყენეს და მისგან პოლიტიკური აქტივობის შეწყვეტა მოითხოვეს841
836 სამსახურებრივი გულგრილობა, ესე იგი მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ თავისი
სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი
დამოკიდებულების გამო, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან
სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.
837 საქართველოს გენერალური პროკურატურის №13/6571 30/012019 წერილი.
838 სისხლის სამართლის №031180119004 საქმე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1621 მუხლის
(კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ან
წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობა ან ძალადობის
მუქარა) პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, კონკრეტული პირი
დაზარალებულად ან ბრალდებულად ცნობილი არ არის. გამოძიება გრძელდება.
839 სისხლის სამართლის №059221118001 საქმე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108
მუხლებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. საქმეზე
ჩატარდა შემდეგი საგამოძიებო მოქმედებები: გამოიკითხნენ მოწმეები, დათვალიერდა შემთხვევის
ადგილი, ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტები, დაინიშნა ალკოჰოლური თრობის, ნარკოლოგიური,
სასამართლო-სამედიცინო, ტრასოლოგიური, დაქტილოსკოპური, ბიოლოგიური და მიკრონაწილაკური
ექსპერტიზები, რომელთა ნაწილზე დასკვნები ამ ეტაპზე მიღებული არ არის. კ. ი.-ეს წარედგინა
ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით, ხოლო ნოდარ ბურდილაძე
ცნობილ იქნა დაზარალებულად. საქმეზე გამოძიება გრძელდება.
840 სისხლის სამართლის №012251118001 საქმე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე
მუხლის მე-2 ნაწილით (ნივთის დაზიანება ან განადგურება) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
საქმეზე ჩატარდა შემდეგი საგამოძიებო მოქმედებები: გამოიკითხნენ მოწმეები, დაინიშნა და ჩატარდა
ქიმიური ექსპერტიზა, დაინიშნა სასაქონლო ექსპერტიზა, რომლის დასკვნაც მიღებული არ არის. ამ
ეტაპზე კონკრეტული პირი დაზარალებულად ან ბრალდებულად ცნობილი არ არის. გამოძიება
გრძელდება.
289
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
•
ახალქალაქში, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ჰასმიკ მარანგოზიანის მიერ ამავე
საოლქო კომისიის წევრის, თეონა ჭალიძის მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ფაქტზე 842
•
თიანეთში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერის მიერ „ქართული ოცნების“
აქტივისტის, რომან ფაშურიშვილის ცემის ფაქტზე843
•
ქუთაისის საკრებულოს წევრებს შორის მომხდარი კონფლიქტის ფაქტზე844
•
თბილისში, გორგასლის ქუჩის №16-ში მდებარე №51 ბაგა-ბაღში განთავსებულ თბილისის
კრწანისის რაიონის №16 საარჩევნო უბანზე მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის
ფაქტზე845
•
თბილისში, ნორიოს აღმართის №24-ში, მდებარე №20 საარჩევნო უბნის მიმდებარედ მომხდარი
ძალადობის ფაქტზე846
•
ასევე, ბრალი წარედგინა კონკრეტულ პირს კასპის რაიონის სოფელ ხიდისყურში, გრიგოლ ვაშაძის
მხარდამჭერის - ალიოშა გულიოღლის ცემის ფაქტზე.847
841
სისხლის სამართლის №034071118001 საქმე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე
მუხლის (ძალადობა) პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. საქმეზე ჩატარდა
შემდეგი საგამოძიებო მოქმედებები: გამოიკითხნენ მოწმეები, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი,
დაინიშნა და ჩატარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. ამ ეტაპზე კონკრეტული პირი
დაზარალებულად ან ბრალდებულად ცნობილი არ არის. საქმეზე გამოძიება გრძელდება.
842 სისხლის სამართლის №015270918001 საქმე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1621 მუხლის
პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, საქმეზე ჩატარდა შემდეგი საგამოძიებო
მოქმედებები: გამოიკითხნენ მოწმეები, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, დათვალიერდა საქმისთვის
მნიშვნელოვანი
ვიდეოჩანაწერები,
დაინიშნა
სასამართლო-სამედიცინო
და
ტრასოლოგიური
ექსპერტიზები, გამოთხოვილ იქნა საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ამ ეტაპზე კონკრეტული პირი
დაზარალებულად ან ბრალდებულად ცნობილი არ არის. გამოძიება გრძელდება.
843
სისხლის სამართლის №037150918001 საქმე, ჩატარდა შემდეგი საგამოძიებო მოქმედებები:
გამოიკითხნენ მოწმეები, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, დაინიშნა და ჩატარდა სასამართლოსამედიცინო, ტრასოლოგიური და ბიოლოგიური ექსპერტიზები. დ. ჯ.-ს წარედგინა ბრალდება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დევნა
ძალადობით ან ძალადობის მუქარით), ხოლო რომან ფაშურიშვილი ცნობილ იქნა დაზარალებულად.
ამჟამად მცხეთის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს საქმის არსებითი განხილვა.
844 სისხლის სამართლის №041190918004 საქმე, საქმეზე ჩატარდა შემდეგი საგამოძიებო მოქმედებები:
გამოიკითხნენ მოწმეები, დათვალიერდა საქმისთვის მნიშვნელოვანი ვიდეოჩანაწერები, დაინიშნა და
ჩატარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, დაინიშნა კომპლექსური ფონოსკოპური და
ჰაბიტოსკოპური ექსპერტიზები, რომელთა დასკვნები ამ ეტაპზე მიღებული არ არის. იმედა საღინაძესა და
ამირან კოპალეიშვილს წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე
მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო გიორგი უკლება ცნობილ იქნა დაზარალებულად. საქმეზე
გამოძიება გრძელდება.
845 სისხლის სამართლის №008271118011 საქმე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე
მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. საქმეზე გამოიკითხნენ
მოწმეები. ამ ეტაპზე კონკრეტული პირი დაზარალებულად ან ბრალდებულად ცნობილი არ არის. საქმეზე
გამოძიება გრძელდება.
846 სისხლის სამართლის №008281118003 საქმე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე
მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. საქმეზე გამოიკითხნენ
მოწმეები. ამ ეტაპზე კონკრეტული პირი დაზარალებულად ან ბრალდებულად ცნობილი არ არის. საქმეზე
გამოძიება გრძელდება.
290
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
საქართველოს სახალხო დამცველი განმარტავს, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპები,
დამნაშავე პირების გამოსავლენად და მათ მიმართ კანონისმიერი ღონისძიებების გასატარებლად,
დანაშაულებრივი ქმედებების ობიექტურ, დროულ და ეფექტიან გამოძიებას მოითხოვს.
საარჩევნო პერიოდში მომხდარი ინციდენტები და მათი გამოძიების საკითხი, აქტუალობას არ
უნდა
კარგავდეს
არჩევნების
დასრულების
შემდგომ.
საგამოძიებო
ორგანოებმა
თანმიმდევრულად უნდა შეისწავლონ და გამოიძიონ ყველა შესაძლო დანაშაულებრივი ქმედება,
რათა აღსრულდეს კანონი და საზოგადოებაში არ გაჩნდეს დაუსჯელობისა და უსამართლობის
განცდა; ამასთან, ეფექტიანად წარმართული გამოძიება მნიშვნელოვან როლს ასრულებს
სამომავლოდ, მსგავსი ფაქტების თავიდან აცილების თვალსაზრისითაც. შესაბამისად, სახალხო
დამცველი
სამართალდამცავ
უწყებებს
მოუწოდებს,
დროულად
გამოიძიოს
ყველა
დანაშაულებრივი შემთხვევა, შეაფასოს თითოეულ ინციდენტში შესაძლო პოლიტიკური
მოტივების არსებობის საკითხი და სათანადო კვალიფიკაციის საფუძველზე წარმართული
გამოძიების შედეგები ხელმისაწვდომი გახადოს ფართო საზოგადოებისთვის.
20.3.
საპრეზიდენტო
ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის შემთხვევები
არჩევნების
პირველი
ტურის
შედეგების
გამოქვეყნების
შემდგომ,
ხელისუფლებამ სხვადასხვა სოციალური და ინფრასტრუქტურული პროგრამა დააანონსა.848
დაგეგმილი პროგრამების თაობაზე წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას გაკეთებული
განცხადებები თანასწორი საარჩევნო პროცესის ფორმირებაზე უარყოფითად აისახა. აღნიშნულმა
გარემოებამ საზოგადოებაში გააჩინა ლეგიტიმური ეჭვი, რომ ადმინისტრაციული რესურსის
გამოყენებით,
მმართველი
გუნდი
სასურველი
კანდიდატისთვის
მსგავსი
პროგრამების
ამომრჩეველთა
განხორციელების
დამატებითი
მხარდაჭერის
დაპირებით,
მოპოვებას
ცდილობდა.
არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე, ხელისუფლებამ გაახმოვანა ვალების
ჩამოწერის
ინიციატივა.849
აღნიშნული
ინიციატივა
ეროვნულმა
და
საერთაშორისო
სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნების შემცველ ინიციატივად
847
სისხლის სამართლის №028291018001 საქმე, ჩატარდა შემდეგი საგამოძიებო მოქმედებები და გულა
ბაირამოვს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით, ხოლო
ალიოშა გული ოღლი ცნობილ იქნა დაზარალებულად. ამჟამად გორის რაიონულ სასამართლოში
მიმდინარეობს საქმის არსებითი განხილვა.
848 საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების გამოქვეყნების შემდგომ, დაანონსებული
პროგრამები, მაგალითად: სოციალურად დაუცველი 16 წლამდე მოზარდები და ოჯახები, რომლებშიც
ბავშვები იზრდებიან, ხუთჯერ მეტ დახმარებას მიიღებენ: <https://ces.to/OkB1UJ> სამხედრო
მოსამსახურეებს, სასაზღვრო პოლიციისა და სანაპირო დაცვის შემადგენლობას ხელფასები გაეზრდებათ:
<https://ces.to/26GjYF> სოციალურად დაუცველ პირებს მუშაობის დაწყების შემთხვევაში დახმარება
შეუნარჩუნდებათ: <https://ces.to/CtJ7dH>
849 ე.წ. „შავ სიაში“ მყოფი დაახლოებთ 600 000 ადამიანის ვალს სრულად დაფარავს ფონდი „ქართუ“, იხ.
ბმული: <http://netgazeti.ge/news/320491/> [ბოლოს ნანახია: 22.01.2019].
291
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
მიიჩნიეს.850
ეუთოს
საარჩევნო სადამკვირვებლო
მისიის
შეფასებით,851
სოციალური
თუ
ფინანსური პროგრამის თაობაზე გაკეთებულმა განცხადებებმა, მათ შორის, ვალების ჩამოწერის
შესახებ ინიციატივამ და სახელისუფლებლო პარტიის მაღალი თანამდებობის პირების
წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობამ, კიდევ უფრო წაშალა ზღვარი სახელმწიფოსა და
პარტიას შორის.852
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს
აცნობა,853 რომ წინამდებარე ფაქტთან დაკავშირებით, არ გამოიკვეთა დანაშაულის ნიშნები,
უწყების განმარტებით, დათვალიერდა
ზემოხსენებული პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით საჯარო საინფორმაციო
სივრცეში არსებული მონაცემები, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან
გამოთხოვილ იქნა შესაბამისი დოკუმენტები და ინფორმაცია, რომელთა შესწავლისა და
შესაბამისი სამართლებრივი ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ საქართველოს 600 000
მოქალაქისათვის დაახლოებით 1,5 მილიარდი ლარის საერთო მოცულობის დავალიანების
განულების შესახებ პროგრამა მიზნად არ ისახავდა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში
მონაწილე რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერას, იგი თანაბრად ვრცელდება საქართველოს
ნებისმიერ მოქალაქეზე, მიუხედავად მისი პარტიული კუთვნილებისა და არჩევნებში
ნებისმიერი კანდიდატისათვის მხარდაჭერისა.
თუმცა
საკითხის
შესწავლა
მიმდინარეობს.
სახალხო დამცველის შეფასებით, განსახილველი ინიციატივა მოქალაქეებისათვის ობიექტურად
ასოცირდება მმართველ პარტიასთან, რომელმაც მეორე ტურის წინ, ღიად დაუჭირა მხარი
პრეზიდენტობის
ერთ-ერთ
კანდიდატს
და
აქტიურად
მონაწილეობდა
მის
საარჩევნო
კამპანიაშიც. განსაკუთრებით მეორე ტურის წინ, კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა
მხარდაჭერილი
კანდიდატისა
საქართველოსთვის“
მჭიდრო
და
პარტიის,
„ქართული
ოცნება-დემოკრატიული
თანამშრომლობის
საკითხი.
შედეგად,
ობიექტური
დამკვირვებლისთვის მმართველი გუნდის მიერ გაჟღერებული ინიციატივები მხარდაჭერილი
850
იხ. ორგანიზაციების, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“
(ISFED), „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (GYLA), „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ (TI) ერთობლივი განცხადება; <http://old.isfed.ge/main/1447/geo/>; ამასთან, იხილეთ, ODIHR-ს
საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიში, გვ: 27, https://ces.to/vt64ta
851 იხ. ბმული: <https://ces.to/0ergPS> გვ: 2.
852 1999 წლის ეუთოს კოპენჰაგენის დოკუმენტის 5.4 პარაგრაფის თანახმად, სახელმწიფოსა და
პოლიტიკურ პარტიებს შორის მკვეთრი ზღვარი უნდა გადიოდეს. 2016 წლის ეუთოსა და დემოკრატიული
ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის, ასევე, ვენეციის კომისიის მიერ შემუშავებული
წინასაარჩევნო პროცესში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისა და მსგავს ქმედებებზე
რეაგირების საერთო სახელმძღვანელო მითითებების II.B 1.1. პუნქტის თანახმად, „სამართლებრივი
ჩარჩოს მიხედვით უზრუნველყოფილი უნდა იყოს ეფექტიანი მექანიზმები, რათა თავიდან იქნეს
აცილებული სახელმწიფო უწყებების მხრიდან მათი მდგომარეობის არასამართლიანი გამოყენება და
საარჩევნო მიზნებისთვის ოფიციალური საჯარო ღონისძიებების გამართვა, მათ შორის, საქველმოქმედო,
ან რომელიმე პარტიის ან კანდიდატის მხარდასაჭერი ან/და საწინააღმდეგო ღონისძიების გამართვა“.
853 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის №04-11/926, 24/01/2019 წერილი.
292
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
კანდიდატის სასარგებლოდ, დამატებითი ხმების მოზიდვის მცდელობად აღიქმებოდა. ამდენად,
აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, რომ მასშტაბურ ინიციატივებზე
მთავრობის მხრიდან გაწეული სამუშაო თუ გადაწყვეტილების მიღება, შესაძლოა, დროში წინ
უსწრებდა საარჩევნო პერიოდს, მსგავსი ინფორმაციის აქტიურ საარჩევნო პერიოდში
გასაჯაროება
უარყოფითად
აისახება
თანაბარი
საარჩევნო
გარემოსა
და
ამომრჩევლის
თავისუფალი ნების ფორმირების პროცესზე. ამასთან, საგულისხმოა, რომ საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის 1641-ე მუხლის თანახმად, ამომრჩევლის მოსყიდვაა საარჩევნო
მიზნით პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის (მათ შორის, ფინანსური
ინსტრუმენტის), სხვა ქონების, ქონებრივი უფლების, მომსახურების ან სხვა რაიმე უპირატესობის
შეთავაზება, დაპირება, გადაცემა ან გაწევა, ან წინასწარი შეცნობით ასეთის მიღება, ანდა კანონით
დადგენილი შეზღუდვებისათვის თავის არიდების მიზნით მოჩვენებითი, თვალთმაქცური ან
სხვა გარიგების დადება. შესაბამისად, იმის დადგენა, წარმოადგენს თუ არა ქმედება
ამომრჩევლის მოსყიდვას, კომპეტენტური უწყების მხრიდან, სხვა საკითხებთან ერთად,
საარჩევნო მიზნის გამოკვლევა-შეფასებასაც მოითხოვს, ამასთან, ამომრჩევლის მოსყიდვა
შესაძლებელია როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი გზით. სახალხო დამცველი იზიარებს
ეროვნული და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების ზემოაღნიშნულ შეფასებას და
მოუწოდებს პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება წინამდებარე შემთხვევაში ამომრჩევლის
მოსყიდვის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით, დროულად ჩაატაროს ეფექტიანი საგამოძიებო
მოქმედებები და უზრუნველყოს გამოძიების მიმდინარეობისა და საბოლოო შედეგების თაობაზე
ფართო საზოგადოების ინფორმირება.
გარდა ზემოაღნიშნული შემთხვევისა, საქართველოს სახალხო დამცველმა, საჯარო წყაროების
დახმარებით, მოიძია ინფორმაცია ისეთ ფაქტებთან დაკავშირებით, რომლებსაც შესაძლოა
კავშირი ჰქონდეს ამომრჩევლის მოსყიდვასთან. კერძოდ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა
გვაცნობა,854 რომ სამსახური შეისწავლის გარდაბანში, პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე
ზურაბიშვილის
სასარგებლოდ
ამომრჩევლის
შესაძლო
მოსყიდვის
ფაქტს.855
კერძოდ,
მოსახლეობას დაურიგდა გარკვეული თანხა და სურსათი. ინფორმაციის წყაროს თანახმად,
სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების შემთხვევაში, მათ სურსათის დამატებით გადაცემასაც
დაპირდნენ.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ასევე დაიწყო შესწავლა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“
ინიციატივის
შესახებ
-
„ხალხი
ივანიშვილის
წინააღმდეგ.“
ინიციატივის
თანახმად,
ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, პარტია გეგმავდა „ქართული ოცნების“ მმართველობის
პერიოდში საბანკო სექტორისგან დაზარალებული მოსახლეობისთვის ზიანის ანაზღაურებას,
ასევე, საბანკო და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვის ვალების გადახდაზე 2-წლიანი
მორატორიუმის
854
855
გამოცხადებას.
პროექტის ფარგლებში,
პარტია
მძიმე
ეკონომიკურ
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის №001065/10 05/02/2019 წერილი.
ბმული ხელმისაწვდომია: <http://rustavi2.ge/ka/news/119021> [ბოლოს ნანახია: 18.01.2019].
293
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
და
სამართლებრივ მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეებს მათთან თანამშრომლობას სთავაზობდა. 2018
წლის 27 ივნისს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ზუგდიდში მცხოვრებ
100 მოქალაქეს „გარანტიის სერთიფიკატი“ გადასცეს. საკითხის მასშტაბისა და თანხის
ოდენობიდან გამომდინარე, მიღებულ იქნა მასალების საქართველოს გენერალური
პროკურატურაში
გადაგზავნის
გადაწყვეტილება.
როგორც
საქართველოს
გენერალურმა
პროკურატურამ განგვიმარტა, დაწყებულია გამოძიება ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის
ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1641 მუხლით გათვალისწინებული
დანაშაულის ნიშნებით.856
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გვაცნობა, რომ არჩევნების დღეს და შემდგომ
პერიოდში, ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 1641 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, გამოძიება სულ სისხლის
სამართლის 8 საქმეზე დაიწყო. აღნიშნულ საქმეებზე ტარდება საგამოძიებო მოქმედებები,
დაზარალებულად ან ბრალდებულად კონკრეტული პირი ცნობილი არ არის.857
გამოძიება არ დაწყებულა თბილისში, სამგორის №56-ე უბანზე, თბილისში, დმანისსა და
გურჯაანში ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტებთან858 დაკავშირებით, თუმცა ამისი
მიზეზი უწყებას არ განუმარტავს.
საგულისხმოა გენერალური პროკურატურისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ
სახალხო დამცველის აპარატისათვის მოწოდებული ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია.859
856
გამოძიება სისხლის სამართლის №083091118801 საქმე, გამოიკითხნენ მოწმეები, დაზარალებულად ან
ბრალდებულად კონკრეტული პირი ცნობილი არ არის. გამოძიება გრძელდება; საქართველოს
გენერალური პროკურატურის 2019 წლის 14 თებერვლის №13/10816 წერილი.
857 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2019 წლის 14 თებერვლის №13/10816 წერილი. ამასთან,
უწყების განმარტებით, ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქის მე-18 და მე-19 უბნებზე ამომრჩევლის მოსყიდვის
სავარაუდო ფაქტთან დაკავშირებით სრულყოფილი ინფორმაციის მისაღებად, აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში რამდენჯერმე დაიბარეს ტელეკომპანია „რუსთავის
2“-ის ეთერში 2018 წლის 28 ოქტომბერს, 14:18 საათზე გასული ბრიფინგის ავტორი, ქალაქ ბათუმის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე მირდატ
ქამადაძე, თუმცა იგი საგამოძიებო ორგანოში არ გამოცხადებულა და არ მიუწოდებია ინფორმაცია
ზემოხსენებულ საკითხთან დაკავშირებით. მიმდინარეობს საკითხის დამატებითი შესწავლა და ამ ეტაპზე
გამოძიება არ დაწყებულა.
858 გავრცელებული ინფორმაციით, ამომრჩევლის მოსყიდვის შესაძლო ფაქტს ადგილი ჰქონდა თბილისში,
სამგორში №56-ე უბანზე. კერძოდ, უბანთან, ეზოში მობილიზებულნი იყვნენ კოორდინატორები,
რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციის, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“,
დამკვირვებლის ინფორმაციით, ხმის მიცემის შემდგომ უბნიდან გასულ ამომრჩეველს სავარაუდოდ
თანხას გადასცემდნენ: https://ces.to/KDrofN გავრცელებული ინფორმაციით, ფულის გადაცემის რამდენიმე
შესაძლო ფაქტი გამოავლინეს არასამთავრობო ორგანიზაციის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ დამკვირვებლებმა №24 დმანისის საარჩევნო ოლქის №2, №10, №20 და №32, №5 ისნის
საარჩევნო ოლქის №32, №12 გურჯაანის საარჩევნო ოლქის №2 საარჩევნო უბნებთან: <https://ces.to/CzSEKt>
294
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
კერძოდ, გენერალურმა პროკურატურამ გვაცნობა, რომ ზუგდიდში, დევნილთა დასახლების
მობინადრეებისათვის „ქართული ოცნების“ და ვეტერანთა საბჭოს წარმომადგენლების მიერ
სურსათის დარიგების ფაქტთან დაკავშირებით და ქუთაისში, პრეზიდენტობის კანდიდატის,
სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ ხმის მიცემის სანაცვლოდ, „ქართული ოცნების“
წარმომადგენლების მიერ პენსიონერებისთვის თანხის გადაცემის საკითხის თაობაზე, გამოძიება
არ დაწყებულა და საქმის შესწავლა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მიმდინარეობს. თუმცა
სახელწმიფო აუდიტის სამსახურის განმარტებით, ცალკეულ ფაქტებთან860 დაკავშირებით და,
მათ შორის, ამ ორი შემთხვევის თაობაზე, აუდიტის სამსახური ინფორმაციას არ ფლობს და
მსგავსი საკითხის შესწავლის მოთხოვნისა და დამადასტურებელი ინფორმაციის წარმოდგენის
შესახებ, უწყებას მომართვა არ მიუღია.
სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის არცერთი ზემოაღნიშნული
ფაქტი სახელმწიფო უწყებების მხრიდან სამართლებრივი მსვლელობის დაწყებისა და საკითხის
სრულყოფილად შესწავლის გარეშე არ უნდა დარჩეს, ხოლო კანონსაწინააღმდეგო ქმედების
დადასტურების შემთხვევაში, შესაბამისი პირების მიმართ, პასუხისმგებლობის დაკისრების
მიზნით,
ყველა
კანონისმიერი
ღონისძიება
უნდა
გატარდეს.
ამასთან,
საზოგადოება
ინფორმირებული უნდა იყოს თითოეულ შემთხვევასთან დაკავშირებული შესწავლის
მიმდინარეობისა და შედეგების თაობაზე, მათ შორის სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა
განმარტონ კონკრეტულ შემთხვევებთან მიმართებით გამოძიების არდაწყების ფაქტობრივი და
სამართლებრივი საფუძვლები.
859
საუბარია საქართველოს გენერალური პროკურატურის 2019 წლის 14 თებერვლის №13/10816 და
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2019 წლის 5 თებერვლის №001065/10 წერილებით მოწოდებულ
ინფორმაციაზე.
860 სხვადასხვა წყაროს თანახმად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი
ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, მირდატ ქამადაძის მტკიცებით, ხელვაჩაურში, №18 და №19
საარჩევნო უბნებთან პოლიტიკური პარტიის, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“,
კოორდინატორებს ჰქონდათ სიები, სადაც მითითებული იყო ამომრჩევლებისთვის დასარიგებელი
თანხები; ზუგდიდში, დევნილთა კომპაქტური დასახლების მობინადრეებს „ქართული ოცნებისა“ და
ვეტერანთა საბჭოს წარმომადგენლებმა სურსათი დაურიგეს. სურსათი, წინასწარ შედგენილი სიის
მიხედვით გადაეცათ მხოლოდ იმ დევნილებს, რომლებიც მმართველი პარტიის აგიტატორებს ხმის
მიცემას დაპირდნენ და მათ საკუთარი პირადობის მოწმობები გადასცეს; ქუთაისში პრეზიდენტობის
კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ ხმის მიცემის სანაცვლოდ, პოლიტიკური პარტიის,
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ წარმომადგენლები პენსიონერებს გარკვეულ
თანხას გადასცემდნენ. აღნიშნული პარტიის კოორდინატორები მოსახლეობას საარჩევნო მიზნებისთვის
საბანკო დავალიანებების დაფარვასაც პირდებოდნენ; თბილისში, სამგორში №56-ე უბანთან ეზოში
მობილიზებულნი იყვნენ კოორდინატორები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციის, „საქართველოს
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, დამკვირვებლის ინფორმაციით, ხმის მიცემის შემდგომ უბნიდან
გასულ ამომრჩეველს, სავარაუდოდ, თანხას გადასცემდნენ.
295
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
20.4. პერსონალური მონაცემების დაცვისა და ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენის საკითხი
კენჭისყრის დღეს, აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საარჩევნო უბნებთან, საარჩევნო
სუბიექტებისა და პოლიტიკური პარტიების კოორდინატორებს ამომრჩეველთა ფოტოსურათიანი
სიები ჰქონდათ, რაც მოქალაქეთა იდენტიფიცირებისა და პერსონალური მონაცემების
დამუშავების შესაძლებლობას იძლეოდა. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ მსგავსმა პრაქტიკამ,
შესაძლოა, მოქალაქეთა დაშინება გამოიწვიოს და, შედეგად, უარყოფითად აისახოს ნების
თავისუფლად გამოხატვაზე, რაც დაუშვებელია და ხელყოფს ისეთ ძირითად პრინციპს,
როგორიც ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენის შეზღუდვისა და მის გამოვლენაზე
კონტროლის აკრძალვაა.861 პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა გვაცნობა,862
რომ
როგორც
აღნიშნული
საკითხის
შესწავლის
ფარგლებში
დადგინდა,
საარჩევნო
ადმინისტრაციის მიერ ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფოტოსურათებიან ვერსიაში მითითებული
პერსონალური მონაცემების დამუშავებისას უსაფრთხოების დაცვის სათანადო ორგანიზაციულტექნიკური ზომები არ არის მიღებული, რაც მონაცემთა უკანონო/შემთხვევითი დამუშავების
რისკებს წარმოშობს.863 ინსპექტორის 2019 წლის 1 მარტის №გ-1/072/2019 გადაწყვეტილებით,
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად „პერსონალურ
მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
ჩადენაში
და
ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა გაფრთხილება. ამასთან, საქართველოს
საარჩევნო ადმინისტრაციას დაევალა, ელექტრონული ფორმით დაცული ამომრჩეველთა
ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის განკუთვნილ ვერსიაში, არა უგვიანეს 2019 წლის 30
აპრილისა, უზრუნველყოს ასახული მონაცემების მიმართ შესრულებული მოქმედებების
აღრიცხვის მექანიზმის დანერგვა.
861
იხ. საარჩევნო კოდექსის მე-3 მუხლი, „დ.ბ“ პუნქტი,
ასევე, 1990 წლის ეუთოს კოპენჰაგენის
დოკუმენტის 7.7 პუნ. <https://www.osce.org/odihr/elections/14304?download=true>
862 პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის №6 19 00000891 06/03/2019 წერილი.
863 კერძოდ, ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის განკუთვნილ ვერსიას კანონით
გათვალისწინებულ სუბიექტებს გადასცემს საარჩევნო ადმინისტრაციის ამომრჩეველთა სიების
ფორმირების და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის მონაცემთა ბაზების მართვის
განყოფილების უფროსი და ამომრჩეველთა ერთიან სიაზე წვდომა მხოლოდ მას აქვს. ამასთან, აღნიშნული
მონაცემები ინახება ამავე თანამშრომლის მომხმარებლის სახელით და პაროლით დაცულ სამსახურებრივ
სტაციონარულ კომპიუტერში. შემოწმების ფარგლებში დადგინდა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია არ
აღრიცხავს ზემოაღნიშნულ სტაციონარულ კომპიუტერში ელექტრონული ფორმით დაცულ მონაცემთა
(ამომრჩეველთა სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ფოტოსურათებიანი ვერსია) მიმართ
შესრულებულ მოქმედებებს (ე.წ. „ლოგები“), რის გამოც, ვერ კონტროლდება, ვინ, როდის, რა მიზნით და
რა მოქმედებები განახორციელა მონაცემებზე. შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციამ დაარღვია,
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლი, კერძოდ, საარჩევნო
ადმინისტრაციას არ აქვს მიღებული შესაბამისი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები, რომლებიც
უზრუნველყოფს მონაცემთა უსაფრთხოების დაცვას.
296
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
ამომრჩევლის თავისუფალ ნებაზე შესაძლო ზეგავლენისა და ადმინისტრაციული რესურსის
გამოყენების შესაძლო შემთხვევა იყო გავრცელებული ინფორმაცია მხარდამჭერების სიების
შეგროვების თაობაზე.864 კერძოდ, საუბარია, რომ რამდენიმე რეგიონში მუნიციპალიტეტების
თანამდებობის პირები საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი ა(ა)იპ-ების დირექტორებს და მათ
თანამშრომლებს ავალდებულებდნენ, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერების მობილიზებას
და პოტენციური მხარდამჭერების სიის შესაბამის პირებთან გადაგზავნას. ინფორმაციის წყაროს
თანახმად, ა(ა)იპების თანამშრომლებს წინასწარ მომზადებულ ბლანკებში მათი ოჯახის წევრების
შესახებ პერსონალური მონაცემები უნდა შეევსოთ, კერძოდ, სახელი, გვარი, პირადი ნომერი,
საარჩევნო უბნის ნომერი და ნათესაური კავშირი შესაბამის პირებთან. ჩვენს ხელთ არსებული
ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტს სწავლობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი.
სახალხო დამცველის აპარატი ასევე საკუთარი ინიციატივით დაინტერესდა გარდაბანში
მოსახლეობის პურზე ფიცის დადების შესაძლო იძულების ფაქტთან დაკავშირებით
გავრცელებული
ინფორმაციით865.
წყაროს
თანახმად,
პურზე
დაფიცება
საპრეზიდენტო
არჩევნების მეორე ტურზე პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის
მიცემას უზრუნველყოფდა, ვინაიდან პურზე დაფიცება მუსლიმი მრევლის რწმენით, ყურანზე
დაფიცებას უტოლდება და შედეგად, მოქალაქეები იძულებულები არიან, ფიცი შეასრულონ.
გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტ ჯეიხუნ ნარზალოვს ტელეფონით
დაუკავშირდა გარდაბნის მერის მოადგილის შვილი და დაემუქრა, რომ თუ მოპოვებული
ინფორმაცია ეთერში გავიდოდა, მას პირადად გაუსწორდებოდა. საქართველოს გენერალურმა
პროკურატურამ866 გვაცნობა, რომ 2018 წლის 23 ნოემბერს დაიწყო გამოძიება ჟურნალისტ ჯეიხუნ
ნარზალოვისათვის867 მხოლოდ ძალადობის მუქარით პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ
ხელის შეშლის ფაქტზე.
20.5.
საარჩევნო ბიულეტენების შესაძლო გაყალბების ფაქტები
მედიასაშუალებით ვრცელდებოდა ინფორმაცია868 რამდენიმე საარჩევნო უბანზე კომისიის
წევრების მიერ დამატებითი ბიულეტენების ჩაყრის ფაქტების,869 კენჭისყრის ფარულობის
დარღვევის შემთხვევის,870 სავარაუდოდ გაყალბებული პირადობის მოწმობით ხმის მიცემის
მცდელობის თაობაზე.871 საქართველოს გენერალური პროკურატურიდან გვეცნობა,872 რომ
864
ბმული ხელმისაწვდომია: <https://ces.to/NXOOKS> [ბოლოს ნანახია 23.01.2019].
ბმული ხელმისაწვდომია: <http://rustavi2.ge/ka/news/118450> [ბოლოს ნანახია: 10.11.2018].
866 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2018 წლის 7 დეკემბრის №13/92266 წერილი.
867 სისხლის სამართლის №021231118002 საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე
მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
868 იხ. ბმული: https://ces.to/SKInUU [ბოლოს ნანახია: 18.12.2018].
869 დმანისის №44, №24 და სენაკის №14 საარჩევნო უბნები.
870 აბაშის საარჩევნო უბანი.
871 სენაკის №4 საარჩევნო უბანი.
872 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2019 წლის 3 იანვრის №13/133 წერილი.
865
297
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
მედიასაშუალებით გავრცელებულ ხსენებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, დაწყებულია
გამოძიება ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის, საარჩევნო დოკუმენტების გაყალბების
ფაქტზე.873 გამოძიების დროული და ეფექტიანი წარმართვა მეტად მნიშვნელოვანი იქნება
კანონის უზენაესობის აღსრულებისა და ასეთი დანაშაულებრივი ქმედებების თავიდან
აცილების თვალსაზრისით.
მარნეულში,
სოფელ
იმირის
№59
დაპირისპირებით დასრულდა.
874
საარჩევნო
უბანზე
ხმების
დათვლა
ფიზიკური
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მიმდინარეობს
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე.875 თუმცა
განსახილველი
ინციდენტის
გამოძიების
ფარგლებში,
მნიშვნელოვანია
დაპირისპირების
შესაძლო მიზეზების შესწავლა და შეფასება, რომლებიც, გავრცელებული ინფორმაციით,
კენჭისყრის შედეგების შესაძლო გაყალბებას უკავშირდებოდა.
20.6.
საარჩევნო ფინანსების გამჭვირვალობა
სახალხო დამცველის აპარატი დაინტერესდა876 სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ
საარჩევნო პერიოდში გაწეული საქმიანობით.877 ვინაიდან, სწორედ სახელმწიფო აუდიტის
873
სისხლის სამართლის №074261218802 საქმე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე
მუხლითა (ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, ხმების არასწორად დათვლა ან არჩევნების შედეგების
არასწორად შეჯამება) და 1643 მუხლით (არჩევნების გაყალბება) გათვალისწინებული დანაშაულების
ნიშნებით.
874 სახალხო დამცველის აპარატის №17167/18 ოქმი, ასევე, იხ. ბმული: http://netgazeti.ge/news/324724/;
საარჩევნო უბანზე პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა 394 ხმა მიიღო, ხოლო გრიგოლ
ვაშაძემ - 400 ხმა. დამკვირვებლის, ჯეიჰუნ კარაევის განმარტებით, მან მოითხოვა შემაჯამებელი ოქმის
ასლის გადაცემა, რაზეც, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნაზღაიძემ უარი უთხრა. ამ
უკანასკნელმა გამოიძახა პოლიცია, რომლის საშუალებითაც ჯეიჰუნ კარაევი და ოპოზიციის
წარმომადგენლები საარჩევნო უბნის გარეთ გაიყვანეს, სადაც მმართველი პარტიისა და ოპოზიციის
წარმომადგენლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ჯეიჰუნ კარაევისა და გაერთიანებული ოპოზიციის
წარმომადგენლის, გივი ქველაძის განცხადებით, პოლიცია მათ და ოპოზიციის წარმომადგენლებს
ფიზიკურად გაუსწორდა. დაპირისპირების დროს დაშავდა სადამკვირვებლო ორგანიზაციის,
„მრავალეროვანი საქართველო“, დამკვირვებელი. გავრცელებული ინფორმაციით, ყუთი გაიტაცეს, ხოლო
საბოლოო ოქმში შედეგები სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გაყალბდა. გივი ქველაძე და ჯეიჰუნ
კარაევი აცხადებენ, რომ მონაცემების გაყალბებაში აქტიურად იყო ჩართული მარნეულის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ნავერიანი.
875 საქართველოს გენერალური პროკურატურის №13/6568 30/01/2019 წერილი, სისხლის სამართლის
№031291118001 საქმე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, საქმეზე ჩატარდა შემდეგი საგამოძიებო
მოქმედებები: დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, გამოიკითხნენ მოწმეები, გამოთხოვილ იქნა
საქმისათვის მნიშვნელოვანი ვიდეოჩანაწერი, დაინიშნა და ჩატარდა სასაქონლო ექსპერტიზა. ამ ეტაპზე
კონკრეტული პირი დაზარალებულად ან ბრალდებულად ცნობილი არ არის. საქმეზე გამოძიება
გრძელდება.
876 №04-11/57, 08/01/2019 წერილი.
298
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
სამსახურის
უფლებამოსილებაა
მოქალაქეთა
პოლიტიკური
გაერთიანებების
ფინანსური
საქმიანობის მონიტორინგი საქართველოს ორგანული კანონით, „საქართველოს საარჩევნო
კოდექსი“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული
კანონით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში.878
სახელმწიფო
აუდიტის
სამსახურის
შუალედური
ანგარიშებიდან
ირკვევა,879
რომ
პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ განხორციელდა
რამდენიმე აკრძალული შემოწირულობა, რომელთა თაობაზეც სამსახურმა შეადგინა შესაბამისი
ოქმები და სამართალდარღვევის საქმეები თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნა.880
აკრძალული შემოწირულობები განხორციელდა ასევე პოლიტიკური პარტიების, „ერთიანი
ნაციონალური მოძრაობა“,881 „ევროპული საქართველოს“882 სასარგებლოდ, რომელთა თაობაზეც
სამსახურმა ასევე შეადგინა შესაბამისი ოქმები და სამართალდარღვევის საქმეები შესაბამის
სასამართლოში გადაიგზავნა.
საარჩევნო პერიოდში საზოგადოების მაღალი ინტერესი გაჩნდა „ჩაჩავას კლინიკისა“ და
„ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის“ თანამშრომლების მიერ
ოქტომბრის დასაწყისში დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ
განხორციელებული შემოწირულობების კანონიერებასთან დაკავშირებით. როგორც ხსენებული
ანგარიშიდან ირკვევა, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ხსენებულ საკითხსაც შეისწავლის.
877
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა არჩევნების დროს მიღებული საჩივრებისა და მოძიებული
ინფორმაციის საფუძველზე, 9 საქმეზე დაასრულა ადმინისტრაციული საქმისწარმოება, ხოლო 2 საკითხის
შესწავლა კვლავ მიმდინარეობს; სახელმწიფო აუდიტის სამსახურის №000505/09, 21/01/2019 წერილი.
878 „სახელმწიფო აუდიტის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილი.
879 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ფინანსური აქტივობების მონიტორინგის შუალედური
ანგარიშები, იხ. ბმულები: <https://ces.to/LKNI8F> https://ces.to/SMxiOE
880
საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის
სასარგებლოდ დაბეჭდა 15,295 ლარის ღირებულების სააგიტაციო ბროშურა, რაც მიჩნეულ იქნა სალომე
ზურაბიშვილის სასარგებლო შემოწირულობად; მოძრაობის, „არა ნაციზმის“, მიერ განხორციელებული
აქტივობების ორგანიზებისთვის დაქირავებული ოფისის ხარჯი 8,160 ლარის ოდენობით, ჩაითვალა
სალომე ზურაბიშვილის სასარგებლო შემოწირულობად; მოძრაობის, „არა ნაციზმის“, მიერ ამომრჩევლების
ტრანსპორტირება, რამაც ჯამში 9,200 ლარი შეადგინა, ჩაითვალა სალომე ზურაბიშვილის სასარგებლო
შემოწირულობად; მოძრაობის, „მე ვიცავ თავისუფლებას“, მიერ განხორციელებული ღონისძიებები
სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად, რომელთა ხარჯმაც 16,400 ლარი შეადგინა, ჩაითვალა სალომე
ზურაბიშვილის სასარგებლო შემოწირულობად; „ქართული ოცნების“ FACEBOOK გვერდზე
განთავსებული საარჩევნო სააგიტაციო პოსტები, რომლის ხარჯები 99,585 ლარს შეადგენდა, ჩაითვალა
საარჩევნო ხარჯად სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ.
881 შპს „ავტოჰაუსი - რუსთავი 2011“-ის შემოწირულება 30 000 ლარის ოდენობით; „ქრისტიანკონსერვატორული პარტიის“ მიერ თელავსა და გორში ნაქირავები 2 ოფისის გამოყენება (6720 ლარი); ლაშა
ცუცქირიძის შემოწირულობა 10 000 ლარის ოდენობით.
882 „მოძრაობა თავისუფალი საქართველოს“ მიერ ნაქირავები 17 ოფისის გამოყენება „ევროპული
საქართველოს“ მიერ (51 737 ლარი); ნათია მილდიანი შემოწირულება 10 000 ლარის ოდენობით; ნიკოლოზ
დალაქიშვილის შემოწირულება 2 000 ლარის ოდენობით.
299
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
რადგან განსახილველ შემთხვევაში შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მესამე პირის მეშვეობით
განხორციელებულ შემოწირულობას,883 მნიშვნელოვანია სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა
ეფექტიანად და დროულად შეისწავლოს აღნიშნული ფაქტი და უზრუნველყოს შესწავლის
შედეგების თაობაზე საზოგადოების ინფორმირებულობა.
საგულისხმოა სოციალური მედიის მონიტორინგის შედეგები, რომლის მიხედვითაც, საარჩევნო
პერიოდში განსაკუთრებით მწვავე ხასიათი მიიღო სოციალურ ქსელებში, დაფინანსებული
გვერდების
საშუალებით
წინასაარჩევნო
პოლიტიკური
კამპანიის
გათვალისწინებით,
კამპანიის
დაფინანსების
მნიშვნელოვნად
წარმართვამ.884
გამჭვირვალობის
მიაჩნია
ამ
სახალხო
დამცველს,
ლეგიტიმური
მიზნების
მიმართულებით
გაწეული
ხარჯების
გამჭვირვალობა და საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა.
20.7.
მედიაგარემო
სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციის მიერ, 2018 წლის საპრეზიდენტო
არჩევნების როგორც პირველი,
მედიაგარემო
წინასაარჩევნო
პოლარიზაციით
ისე
მეორე ტურის მონიტორინგმა დაადასტურა,
პერიოდში
ხასიათდებოდა.885
ამ
პლურალისტური
ფონზე,
იყო,
თუმცა
განსაკუთრებით
კი,
რომ
მკვეთრი
პრობლემურია,
კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების886 საწინააღმდეგოდ, საზოგადოებრივი
მაუწყებლის მიკერძოებულობა ოპოზიციური კანდიდატის წინააღმდეგ.887
მნიშვნელოვანი კრიტიკა დაიმსახურა წინასაარჩევნო პერიოდში მაუწყებლობის სფეროში
საქმიანობის მარეგულირებელი ორგანოს, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ
883
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს კანონის 342 მუხლის მეორე
პუნქტი.
884 სოციალური მედიის მონიტორინგის კუთხით იხ. არასამთავრობო ორგანიზაციის, „სამართლიანი
არჩევნებისა
და
დემოკრატიის
საერთაშორისო
საზოგადოება“
(ISFED) კვლევები,
ბმულები
ხელმისაწვდომია: <https://ces.to/mxm52D> <https://ces.to/QaEatz> [ბოლოს ნანახია: 23.01.2019].
885
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR)
საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის საბოლოო მოხსენება საქართველოს საპრეზიდენტო
არჩევნების შესახებ (2018 წლის 28 ოქტომბერი და 28 ნოემბერი), გვ. 15-18, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე:
<https://bit.ly/2HEn70z> [ბოლოს ნანახია: 18.03.2019]; ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)
საერთაშორისო
სადამკვირვებლო
მისიის
განცხადება,
ხელმისაწვდომია
ვებგვერდზე:
<https://bit.ly/2BGWUup> [ბოლოს ნანახია: 18.03.2019]; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის
საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო და საქართველოს
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო გარემოს
შეფასება, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/2NhKZrK> [ბოლოს ნანახია: 18.03.2019].
886 „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 16, ნაწილი 1, „ა“ ქვეპუნქტი.
887
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR)
საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის საბოლოო მოხსენება საქართველოს საპრეზიდენტო
არჩევნების შესახებ (2018 წლის 28 ოქტომბერი და 28 ნოემბერი), გვ. 28.
300
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
გამოვლენილმა ცალკეულმა პოზიციებმა.888 მათ შორის, აღსანიშნავია 2018 წლის 25 სექტემბერს
კომისიის მიერ მაუწყებლებისთვის გაგზავნილი წერილი, რომლის თანახმადაც ტელეკომპანიებს
მოეთხოვათ სამაუწყებლო ბადიდან ამოეღოთ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატის
საწინააღმდეგო რეკლამები.889 კორესპონდენციის თანახმად, ვიდეორგოლები ეწინააღმდეგებოდა
მოქმედ კანონმდებლობას.890 მართალია, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მოგვიანებით
განმარტა, რომ წერილი არ იყო კომისიის სამართლებრივი აქტი891 და ამდენად, არ გააჩნდა
სავალდებულოდ შესასრულებელი ძალა, მაგრამ სამოქალაქო სექტორმა იგი გამოხატვის
თავისუფლების შეზღუდვის საფრთხედ შეაფასა.892 2018 წლის დეკემბერში, კომისიამ სალომე
ზურაბიშვილისა და გრიგოლ ვაშაძის საწინააღმდეგო მსგავსი რეკლამის განთავსებისთვის
სამართალდამრღვევად ცნო ხუთი მაუწყებელი.893
საქართველოს სახალხო დამცველი იზიარებს არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციას და
ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პოლიტიკოსების მიმართ გამოთქმული მოსაზრებები გამოხატვის
თავისუფლების მაღალი სტანდარტით არის დაცული, რაც დემოკრატიულ საზოგადოებაში
პოლიტიკური
საკითხების
ღია
განხილვის
უზრუნველყოფას
ემსახურება.
ამასთანავე,
გასათვალისწინებელია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების
ოფისის შეფასება, რომლის თანახმადაც, მედია საშუალებებს არ შეიძლება დაეკისროთ
პასუხისმგებლობა პოლიტიკური რეკლამის შინაარსის გამო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც
იგი უკანონოდ არის ცნობილი სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად ან შეიცავს
ძალადობრივი ქმედებისაკენ პირდაპირ მოწოდებას.894
888
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), 2018 წლის
საპრეზიდენტო არჩევნები, წინასაარჩევნო მონიტორინგის I შუალედური ანგარიში, 13 სექტემბერი, 2018,
გვ. 13, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/2BKaFbY> [ბოლოს ნანახია: 18.03.2019]; ეროვნულდემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის განცხადება, გვ. 11-12.
889 წერილი ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/2SZVk0J> [ბოლოს ნანახია: 18.03.2019].
890 კომისიის მითითებით, ერთ-ერთ სარეკლამო ვიდეორგოლში პრეზიდენტობის კანდიდატის მიმართ
გამოყენებული იყო შეურაცხმყოფელი გამონათქვამი და შედარება და ის მოხსენიებული იყო მოღალატედ,
რაც არღვევდა ზნეობრივ ნორმებს და ბღალავდა პირს. კომისიამ აღნიშნული სარეკლამო რგოლი მიიჩნია
არაეთიკურ და შესაბამისად, არასათანადო რეკლამად, რომლის განთავსება აკრძალულია „მაუწყებლობის
შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტით.
891 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/2DQiJbg> [ბოლოს ნანახია: 18.03.2019].
892 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადება, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე:
<https://bit.ly/2tBO2lD> [ბოლოს ნანახია: 18.03.2019]; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის
საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, წინასაარჩევნო
მონიტორინგის II შუალედური ანგარიში (9-30 სექტემბერი), გვ. 16-17, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე:
<https://bit.ly/2ScE3gh> [ბოლოს ნანახია: 18.03.2019].
893 გადაწყვეტილებები ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/2T8uiEe>, <https://bit.ly/2V3Ezip>,
<https://bit.ly/2SMVo4G>, <https://bit.ly/2V61v0I>, <https://bit.ly/2V7vHIM> [ბოლოს ნანახია: 18.03.2019].
894
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR)
საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის საბოლოო მოხსენება საქართველოს საპრეზიდენტო
არჩევნების შესახებ (2018 წლის 28 ოქტომბერი და 28 ნოემბერი), გვ.18.
301
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობისას, გამოვლინდა ონლაინ გამოცემა on.ge-სა895 და
ტელეკომპანია „პირველის“896 ჟურნალისტებზე ძალადობის ორი შემთხვევა. ორივე ფაქტთან
დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო,
რაც ძალადობას გულისხმობს. უწყების ცნობით, on.ge-ს რეპორტიორის საქმეში დანაშაულის
ნიშნები არ გამოიკვეთა და გამოძიება შეწყდა, ხოლო ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტზე
თავდასხმისთვის 2018 წლის 6 დეკემბერს ბრალი წარედგინა ერთ პირს.897
კითხვები გააჩინა 2018 წლის 30 ოქტომბერს გავრცელებულმა ინფორმაციამ ქუთაისში
საინფორმაციო სააგენტო „იმერეთი ნიუსის“ დახურვის შესახებ.898 სააგენტოს დამფუძნებელმა,
კონსტანტინე
ცირეკიძემ
აღნიშნული
ხელისუფლების
წარმომადგენლების
მხრიდან
განხორციელებულ მუქარას დაუკავშირა.899 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცავი ორგანოებისთვის ოფიციალური
განცხადებით არავის მიუმართავს, საკუთარი ინიციატივით დაწყებულია ფაქტის შესწავლა, რის
საფუძველზეც გამოიკითხნენ სხვადასხვა პირები.900 მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ არ
გადაწყვეტილა საქმეზე გამოძიების დაწყების საკითხი, რამდენადაც, უწყების განმარტებით, ვერ
მოხერხდა
კონსტანტინე
ცირეკიძის
გამოკითხვა.
სახალხო
დამცველი
აღნიშნავს,
რომ
ინფორმირებული არჩევანის გაკეთების თვალსაზრისით, მედიის უმნიშვნელოვანესი როლის
გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, არჩევნების პერიოდში მრავალფეროვანი მედიაგარემოს
უზრუნველსაყოფად, დასახელებულ და ყველა მსგავს შემთხვევას მოჰყვეს ეფექტიანი და
დროული გამოძიება.
20.8.
საარჩევნო პერიოდში ბაღის და სკოლის დირექტორების სამსახურიდან
გათავისუფლება
საარჩევნო
პერიოდში
შესწავლის
საგანი
წარმოდგენილი
გახდა
2018
წელს,
საჩივრების
თბილისის
საფუძველზე,
საჯარო
სახალხო
დამცველის
ბაგა-ბაღებიდან
მხოლოდ
საპრეზიდენტო არჩევნების პირველ და მეორე ტურს შორის ჩატარებული არაგეგმიური
მონიტორინგის შედეგად დირექტორების გათავისუფლების საკითხი. არაერთი მწვავე შეკითხვა
გააჩინა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შიდა აუდიტის
დეპარტამენტის მიერ არჩევნების პირველ და მეორე ტურს შორის, ზუგდიდის №6 საჯარო
სკოლაში ჩატარებული მონიტორინგის მიზანმა. აღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულების
დირექტორი - ია კერზაია საქართველოს სახალხო დამცველის სახელზე წარმოდგენილ
განცხადებაში901 მიუთითებდა, რომ სკოლაში ჩატარებული შემოწმების მიზანი მის მიმართ
895
ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/2RHpVQK> [ბოლოს ნანახია: 18.03.2019].
ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/2GyoC0u> [ბოლოს ნანახია: 18.03.2019].
897 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის 12 თებერვლის №361961 წერილი.
898 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/2RHr1Mm> [ბოლოს ნანახია: 18.03.2019].
899 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/2FmzHQJ> [ბოლოს ნანახია: 18.03.2019].
900 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის 12 თებერვლის №361961 წერილი.
901 27.11.2018 წლის №16557/18 განცხადება.
896
302
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
პოლიტიკური
ნიშნით
ანგარიშსწორება
იყო.
ასევე,
ზუგდიდის
№7
საჯარო
სკოლის
დირექტორის ყოფილი მოვალეობის შემსრულებელი ნათელა ხორგუანი, საქართველოს სახალხო
დამცველის სახელზე წარმოდგენილ ახსნა-განმარტებაში902 ზუგდიდის საგანმანათლებლო
რესურსცენტრის მხრიდან მის მიმართ არსებულ ზეწოლაზე საუბრობდა და დაკავებული
თანამდებობიდან
გათავისუფლებას
იმ
ფაქტობრივ
გარემოებას
უკავშირებდა,
რომ
წინასაარჩევნო პერიოდში სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის მხარდამჭერ აქციაზე არ
მიიყვანა თანამშრომლები.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ
მოწოდებული ინფორმაციით,903 უწყებამ მოქალაქეთა განცხადებების საფუძველზე 2018 წელს
სულ
8
ინსპექტირება
ჩაატარა,
საიდანაც
5
შემთხვევაში
შემოწმება
მიმდინარეობდა
საპრეზიდენტო არჩევნების პირველ და მე-2 ტურებს შორის, რომელთა შორის ერთ-ერთი
ეხებოდა ზუგდიდის N6 სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებას. ამასთან, საარჩევნო პერიოდში
ინსპექტირების შესახებ ბრძანება 4 შემთხვევაში გამოიცა სამინისტროში შესაბამისი განცხადების
შესვლის, ან მომდევნო დღეს (ერთ შემთხვევაში განცხადების თარიღი არ დგინდება), ხოლო
დანარჩენ სამ შემთხვევაში (არასაარჩევნო პერიოდში) ინსპექტირების თაობაზე შემოსული
განცხადებების რეგისტრაციასა და
შორის პერიოდი საშუალოდ 1 თვეა.
ინსპექტირების
დაწყებაზე
გამოცემულ
ბრძანებას
სახალხო დამცველს დაუშვებლად მიაჩნია საგანმანათლებლო დაწესებულებების შემოწმების
მექანიზმის პოლიტიკური მიზნით გამოყენება, ამდენად, მნიშვნელოვანია, პროკურატურამ
დროულად გამოიძიოს 2018 წლის ნოემბერში ზუგდიდის №6 საჯარო სკოლის შემოწმების
დაწყების საფუძველთან დაკავშირებული გარემოებები.
ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით
დგინდება, რომ 2018 წლის განმავლობაში, ბაგა-ბაღებში სულ 644 გეგმური და არაგეგმური
მონიტორინგი ჩატარდა. ჩატარებული გეგმური მონიტორინგის რაოდენობა არაგეგმურ
მონიტორინგს
ოთხჯერ
აღემატებოდა
(გეგმურად
ჩატარდა
511
მონიტორინგი,
ხოლო
არაგეგმურად - 133). 904
2018 წლის ნოემბერსა (არჩევნების პირველ და მეორე ტურს შორის პერიოდში 01.11.201816.11.2018 წ) და დეკემბერში თბილისის ბაგა-ბაღებში ჩატარდა მხოლოდ არაგეგმური
მონიტორინგები, მაშინ როდესაც წინა თვეებში ჩატარებული გეგმური მონიტორინგის
რაოდენობა მინიმუმ ორჯერ აღემატებოდა არაგეგმური მონიტორინგის მაჩვენებელს (ზოგ
902
04.02.2019 წლის №1315/19 განცხადება.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საქმისწარმოების ფარგლებში საქართველოს განათლების,
მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან მიღებული მასალები
904 ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს 2019 წლის 14 თებერვლის №6601190453008 წერილი.
903
303
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
შემთხვევაში, ათჯერაც კი). ყურადსაღებია ის გარემოება, რომ 2018 წელს ჩატარებული 644
მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დარღვევების საფუძველზე, მხოლოდ 2018 წლის
ნოემბერში, არჩევნების პირველ და მეორე ტურს შორის ჩატარებული არაგეგმური მონიტორინგის
შედეგებს მოჰყვა ბაგა-ბაღების დირექტორების დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება.
თანამდებობიდან გათავისუფლდა 7 დირექტორი და აქედან 6 შემთხვევაში, მონიტორინგის
ჩატარება და დირექტორის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება ერთსა და იმავე
დღეს მოხდა, რაც ეჭვს იწვევს, რომ მონიტორინგის შედეგები სათანადოდ არ შეფასებულა და
გადაწყვეტილებები გარემოებათა სრულყოფილი გამორკვევის შემდეგ არ ყოფილა მიღებული და
შესაძლოა, სხვა მიზანსაც ემსახურებოდა.
ზემოთ გამოთქმულ ეჭვს კიდევ უფრო სარწმუნოს ხდის ის გარემოება, რომ საქართველოს
სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა №131 საჯარო ბაგა-ბაღის ყოფილმა დირექტორმა ა.
ჯ.-მ რომელიც აცხადებდა, რომ მის სამსახურში 2018 წლის 7 ნოემბერს ჩატარებული
მონიტორინგის მიზანი წინა ხელისუფლების დროს დანიშნული დირექტორების დაკავებული
თანამდებობიდან გათავისუფლება იყო. ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის
სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით ასევე დგინდება, რომ 2018 წლის 7 ნოემბერს №131
საჯარო ბაგა-ბაღის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დარღვევები სხვა არაერთ საჯარო
ბაღშიც გამოვლენილა, თუმცა არასაარჩევნო პერიოდში მსგავსი ტიპის დარღვევებისთვის სხვა
ბაღის დირექტორ(ებ)ი არ გაუთავისუფლებიათ.
საქართველოს სახალხო დამცველის სახელზე წარმოდგენილ საჩივარში განსხვავებული
პოლიტიკური შეხედულების გამო თანამდებობიდან გათავისუფლებაზე საუბრობდა გურჯაანის
რაიონის სოფელ ვეჯინის ბაგა-ბაღის მენეჯერი თ. ს.-ც, რომელიც აღნიშნავდა, რომ გურჯაანის
სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების გაერთიანების მიერ საარჩევნო პერიოდში
(06.11.2018 წ.) ჩატარებული არაგეგმური მონიტორინგის მიზანი მის მიმართ ანგარიშსწორება
იყო, რადგან იგი დაკავებულ თანამდებობაზე წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში
დაინიშნა. გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების
ინფორმაციით905 დგინდება, რომ 2018 წლის განმავლობაში სულ 41-ჯერ ჩატარდა ბაღების
მონიტორინგი, მათგან მხოლოდ 5 იყო არაგეგმური. 2018 წელს ჩატარებული ყველა
მონიტორინგის შედეგების შედეგად, გათავისუფლდა მხოლოდ სოფელ ვეჯინის ბაგა-ბაღის
მენეჯერი. გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების მიერ
ჩატარებული
მონიტორინგის
ობიექტურობას
ეჭვქვეშ
აყენებს
შემდეგი
გარემოებაც:
გაერთიანების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, 2018 წელს გურჯაანის №2 და №3, ასევე,
სოფელ
ბაკურციხის
ბაგა-ბაღში
ჩატარებული
გეგმური
მონიტორინგის
შედეგად
არ
გამოვლენილა კვების ბლოკებში რაიმე სახის დარღვევა (მათ შორის, გურჯაანის №3 საბავშვო
ბაღის მონიტორინგის შედეგშიც მითითებულია, რომ დარღვევა არ აღმოჩენილა), მაშინ როდესაც
905
გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების 2019 წლის 18 თებერვლის
№31 წერილი.
304
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
აღნიშნული შემოწმებებიდან 2 თვეში, სურსათის უვნებლობის კახეთის სამმართველომ
ჩამოთვლილ
ბაღებს,
კვების
ბლოკებში
საკვები
პროდუქტების სიახლოვეს
არსებული
მდგომარეობის გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერა.906
საქართველოს
სახალხო
დამცველი
მიესალმება
სკოლამდელი
აღზრდის
საჯარო
დაწესებულებებში ჰიგიენის, კვების, აღსაზრდელთა ჯანმრთელობის და უსაფრთხოების
დაცვის, შენობის არსებული სტანდარტების შესაბამისად მოწყობის, სააღმზრდელოსაგანმანათლებლო
მეთოდოლოგიის,
ინკლუზიური
მიდგომების
დანერგვის
და
განხორციელების კონტროლს, თუმცა განმარტავს, რომ აღნიშნული საქმიანობა ბავშვთა
უპირატესი ინტერესის დაცვას უნდა ემსახურებოდეს და კონკრეტული პირებისადმი შესაძლო
ანგარიშსწორების ეჭვებს არ უნდა ბადებდეს.
რეკომენდაციები
საქართველოს გენერალურ პროკურატურას:
•
დაიწყოს
გამოძიება
მოქალაქეთათვის
ვალების
ჩამოწერის
ინიციატივასთან
დაკავშირებით, ხოლო გამოძიების მიმდინარეობისა და პროგრესის
პერიოდულად, 6 თვეში ერთხელ, მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია
•
შესახებ,
პერიოდულად, 6 თვეში ერთხელ, მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია საარჩევნო
პერიოდში
მოსყიდვის,
გამოვლენილი
ყველა
ჟურნალისტურ
დანაშაულებრივი
საქმიანობაში
(ძალადობრივი,
ხელშეშლის)
ქმედების
გაყალბების,
გამოძიების
მიმდინარეობისა და პროგრესის თაობაზე, ასევე ზუგდიდის №6 საჯარო სკოლაში
ჩატარებული ინსპექტირების საქმეზე;
•
საარჩევნო პერიოდში გამოვლენილი ყველა დანაშაულებრივი ქმედების (ძალადობრივი,
გაყალბების, მოსყიდვის, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის)
გამოძიების
მიმდინარეობისა და გაწეული საქმიანობის თაობაზე, წარმოადგინოს მსჯელობაარგუმენტაცია ყოველწლიურ საპარლამენტო ანგარიშში „პროკურატურის შესახებ“,
საქართველოს ორგანული კანონის 68-ე მუხლისა და პარლამენტის რეგლამენტის 172-ე
მუხლის შესაბამისად.
საქართველოს
ცენტრალურ
საარჩევნო
კომისიას,
თავისუფალი
და
სამართლიანი
არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას:
•
ჯანსაღი საარჩევნო პროცესის წარმართვის ხელშესაწყობად, შეიმუშაონ და შესთავაზონ
პოლიტიკურ
906
პარტიებს
საარჩევნო
პერიოდში
იხ. < https://ces.to/Ooo8jS > [ნანახია ბოლოს 21.02.2019 წელს].
305
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
სიძულვილის
ენის
გამოყენების
აკრძალვასთან დაკავშირებული ურთიერთშეთანხმების დოკუმენტი, სიძულვილის ენის
ერთგვაროვანი განმარტებისა და ასეთი განცხადებებისგან თავის შეკავების თაობაზე
საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას:
•
დაგეგმოს და ჩაატაროს საგანმანათლებლო კამპანია საარჩევნო უფლებების, მათ შორის,
კენჭისყრის
ფარულობის
პრინციპის
უზრუნველსაყოფად
არსებული
ბერკეტების
თაობაზე, მოქალაქეთა სრულყოფილი ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლების
მიზნით
სახელმწიფო აუდიტის სამსახურს:
•
დროულად შეისწავლოს წინამდებარე თავში განხილული და საჯარო წყაროებით
გავრცელებული უკანონო შემოწირულობებისა და ამომრჩევლის მოსყიდვის შესაძლო
ყველა ფაქტი, შესწავლის შედეგების შესაბამისად გაატაროს კანონისმიერი ღონისძიებები
და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას.
306
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
21. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უფლება
კულტურული
მემკვიდრეობა
ადამიანის
განვითარების
ფუნდამენტი
და
განვითარებისთვის
მძლავრი
სულიერი,
ქვეყნის
რესურსია.
კულტურული
და
სოციალურ-ეკონომიკური
საქართველოს
სოციალური
მდგომარეობის
კონსტიტუციის
თანახმად,907
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უფლება სოციალური უფლებების ჯგუფს მიეკუთვნება,
რაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში სახელმწიფოს აქტიურ როლსა და ქმედითი
მექანიზმების შექმნის ვალდებულებას გულისხმობს. ამასთან, ამ მიმართულებით საქართველოს
არაერთი საერთაშორისო ვალდებულება აქვს ნაკისრი,908 მათ შორის საქართველო-ევროკავშირის
ასოცირების შეთანხმებასა და ასოცირების დღის წესრიგით.909
წინა წლების მსგავსად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უფლების რეალიზაციასთან
დაკავშირებული
პრობლემები
კვლავ
პრობლემურია
და
მათი
ეფექტიანად
გადაჭრა
სახელმწიფოს მხრიდან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს. უპირველესად, სახალხო
დამცველს საჭიროდ მიაჩნია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისათვის ეფექტიანი
საკანონმდებლო გარანტიების შექმნა; ამასთან, მნიშვნელოვანია, კერძო საკუთრებაში არსებული
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის მიზნით სახელმწიფოს მხრიდან
კოორდინირებული და შედეგზე ორიენტირებული ღონისძიებების დაგეგმვა; აუცილებელია
ძეგლების რეესტრის სრულყოფა და მათი რეაბილიტაციისათვის სათანადო ღონისძიებების
დროულად დაგეგმვა-განხორციელება.
21.1.
ხარვეზიანი საკანონმდებლო გარანტიები
კულტურული მემკვიდრეობის
დაცვის სხვადასხვა
ასპექტი სათანადო
საკანონმდებლო
გარანტიების შექმნას მოითხოვს. ამ დრომდე არ მომხდარა „კულტურული და ბუნებრივი
მემკვიდრეობის კოდექსის“ პროექტის ინიცირება. სახალხო დამცველის აპარატს ჯერ კიდევ 2017
907
საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი; მე-20 მუხლი.
მაგალითად: იუნესკოს კონვენცია მსოფლიო ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის
შესახებ (1972); ევროპის საბჭოს კონვენცია ევროპული არქიტექტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ
(1985); ევროპული კონვენცია არქეოლოგიური ძეგლების დაცვის შესახებ (განახლებული 1992); იუნესკოს
კონვენცია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ (2003); იუნესკოს კონვენცია
კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების და დაცვის შესახებ (2005); ევროპის საბჭოს ჩარჩო
კონვენცია საზოგადოებისათვის კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობის შესახებ (2005) და სხვ.
909 ასოცირების შესახებ შეთანხმება, ერთი მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის
გაერთიანებასა და მათ წევრ სახელმწიფოებსა და, მეორე მხრივ, საქართველოს შორის, თავი 17, მუხლი 362,
363; საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგის თანახმად, მხარეები ხელს შეუწყობენ
კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ იუნესკოს 2005
წლის კონვენციის აღსრულებას; ითანამშრომლებენ საქართველოში ინკლუზიური კულტურული
პოლიტიკის განვითარებისა და კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და
ვალორიზაციის საკითხებზე სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშესაწყობად; მხარს დაუჭერენ
საქართველოს კულტურის წარმომადგენლების მონაწილეობას კულტურული თანამშრომლობის
პროგრამებში.
908
307
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
წელს ეცნობა, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში
მიმდინარეობდა
„კულტურული
და
ბუნებრივი
მემკვიდრეობის
კოდექსის“
პროექტზე
მუშაობა.910 სახალხო დამცველს მნიშვნელოვნად მიაჩნია ერთიანი, კომპლექსური და ეფექტიანი
საკანონმდებლო ბაზის შექმნა და იმედოვნებს, რომ 2019 წელს მაინც მოხდება ამ კოდექსის
ინიცირება/მიღება.
მოქმედი რეგულაციების მიხედვით, თბილისის ტერიტორიაზე, კულტურული მემკვიდრეობის
ძეგლებთან დაკავშირებით საქმიანობის ნებართვის გაცემის უფლებამოსილება სრულად არის
დელეგირებული
თბილისის
მუნიციპალიტეტზე.911
სახალხო
დამცველის
შეფასებით,
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში საქმიანობის ნებართვის გაცემისას კულტურული
მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, სსიპ კულტურული
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ჩართულობის
საკანონმდებლო დონეზე უზრუნველყოფა ასევე აუცილებელია.912
სახალხო დამცველს ასევე მნიშვნელოვნად მიაჩნია კანონმდებლობით კულტურული
მემკვიდრეობის ძეგლზე უკანონო სამუშაოების წარმოებისას სააგენტოსა და მუნიციპალიტეტს
შორის კომპეტენციების მკაფიოდ გამიჯვნა, სსიპ კულტურული საქართველოს კულტურული
მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფით.913
910
სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 22 თებერვლის №09/513
წერილი, იხ. სახალხო დამცველის ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა
დაცვის მდგომარეობის შესახებ“, 2017, გვ. 189.
911 „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის
გაცემასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 მარტის
№137 დადგენილების მე-2 მუხლი; ადმინისტრაციული ხელშეკრულება საქართველოს კულტურისა და
ძეგლთა დაცვის სამინისტროსგან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის უფლებამოსილების
დელეგირების თაობაზე.
912 სახალხო დამცველის მიერ ერთ-ერთი საქმის შესწავლისას გამოვლინდა, რომ სააგენტოს მონაწილეობის
გარეშე გაცემული მშენებლობის ნებართვის ფარგლებში მოქმედების შედეგად განადგურდა კულტურული
მემკვიდრეობის არქეოლოგიური ფენები. კერძოდ, შამქარეცის ეკლესიის გვერდით საცხოვრებელი სახლის
მშენებლობამ ისტორიული უბნის არქეოლოგიური და კულტურული ფენების განადგურება გამოიწვია.
ასევე საფრთხე შეექმნა სომხური ეკლესიის ნარჩენი კედლის მდგრადობას; სსიპ კულტურული
მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 18 ივნისის №09/2243 წერილი.
913 საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა სსიპ კულტურული მემკვიდრეობის
დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, საკანონმდებლო ცვლილებების
პროექტებზე მუშაობისას, გაითვალისწინონ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე უკანონო სამუშაოების
წარმოებისას სააგენტოსა და მუნიციპალიტეტს შორის კომპეტენციების მკაფიოდ გამიჯვნის საჭიროება,
სააგენტოს აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფით; „საქართველოში ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2017, გვ.
193. საგულისხმოა, რომ საქართველოს პარლამენტმაც გაიზიარა აღნიშნული რეკომენდაცია, იხ.
საქართველოს პარლამენტის დადგენილება „2017 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის
თაობაზე, იხ. ბმული: https://ces.to/fxt6N6 [ბოლოს ნანახია: 13.03.2019].
308
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
21.2.
კერძო საკუთრებაში არსებული ძეგლების მოვლა-პატრონობა
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი914 დაინტერესდა კულტურული მემკვიდრეობის
ძეგლის სტატუსის მქონე საცხოვრებელი სახლების მძიმე ავარიული მდგომარეობისა და წლების
განმავლობაში მათი რეაბილიტაციის საჭიროებებთან დაკავშირებით სახელმწიფო უწყებების
მხრიდან გატარებული ღონისძიებების ეფექტიანობით. თავდაპირველად, უნდა აღინიშნოს, რომ
საკანონმდებლო
ბაზა
მხოლოდ
ზოგადი
ხასიათის
დებულებებით
შემოიფარგლება.
„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის915 თანახმად, სამინისტრო916
პასუხისმგებელია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის მოვლაპატრონობაზე. ამასთან, უძრავი ძეგლის მესაკუთრე ვალდებულია დაიცვას მის საკუთრებაში
არსებული უძრავი ძეგლი, გაიღოს ხარჯები მისი მოვლა-პატრონობისათვის. სსიპ კულტურული
მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კომპეტენციას განეკუთვნება ძეგლზე/ობიექტებზე
ჩასატარებელი კვლევითი და სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტების მეთოდოლოგიური
ექსპერტიზა, ძეგლების
დაცვისა
და კონსერვაციის პროგრამებისა
და
დოკუმენტაციის
შემუშავება; კონკრეტული ძეგლების/ობიექტების კვლევისა და რეაბილიტაციის საკითხებთან
დაკავშირებით კონკრეტული რეკომენდაციების და პროექტების შემუშავება;917 ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურის918 ფუნქციაა, ზოგადად,
შენობა-ნაგებობების
რეაბილიტაციის
უზრუნველყოფა,
ავარიული
შენობა-ნაგებობების
მონიტორინგი, აღდგენა-რეკონსტრუქცია და გამაგრებითი სამუშაოების უზრუნველყოფა. ხოლო
ა(ა)იპ თბილისის განვითარების ფონდის მიზანია, ხელი შეუწყოსთბილისის ისტორიული
იერსახის შენარჩუნებას და უძრავი ქონების ღირებულების გაზრდას.919
სახალხო დამცველის აპარატის ხელთ არსებული მასალებიდან920 ირკვევა, რომ კერძო
საკუთრებაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მძიმე ვითარების თაობაზე,
914
მოქალაქეთა მომართვები სხვადასხვა ეტაპზე, მაგალითად: №7683/16 (2016) განცხადება თბილისში, დ.
ჭონქაძის ქ. №15/12-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მძიმე მდგომარეობის შესახებ;
№8525/18 (2018) განცხადება თბილისში, ნინო ჩხეიძის ქ. №37-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის
ძეგლის მძიმე მდგომარეობის შესახებ;
915 კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „კ“
ქვეპუნქტი; 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
916 საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
917 სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე
მინისტრის 2015 წლის №05/11 ბრძანებით დამტკიცებული დებულება.
918 „ქალაქ თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურის დებულების
დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-15
დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები.
919 ფონდის წესდება, იხ. ბმული: https://ces.to/7PCk10 [ბოლოს ნანახია: 13.03.2019].
920 მაგალითად: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს 2016 წლის 10 ივნისის
№05/08- 2638 წერილი; 2016 წლის 9 ივნისის №05/08-2626 წერილი, სსიპ საქართველოს კულტურული
მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 18 თებერვლის №0/05/09/29 წერილი; 2015 წლის
28 ივლისის №13/09/1508 წერილი; 2016 წლის 11 ივლისის №13/15/1404 წერილი; 2018 წლის 18 ივლისის
№09/2744 წერილი.
309
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და სსიპ საქართველოს
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული
რეაგირება მოქალაქეთა მიმართვების ურთიერთგაცვლითა და ა(ა)იპ თბილისის განვითარების
ფონდისთვის გადამისამართებით შემოიფარგლება.921 ამასთან, კულტურული მემკვიდრეობის
ძეგლის სტატუსის მქონე საცხოვრებელი სახლები ვერც ა(ა)იპ თბილისის განვითარების ფონდის
საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულების ქვეშ ექცევიან.922
შედეგად, როგორც წესი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე საცხოვრებელი
სახლების რეაბილიტაციის საჭიროების თაობაზე არაერთი უწყებაა ინფორმირებული, თუმცა
საბოლოოდ, საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციის თვალსაზრისით, ქმედითი ნაბიჯები არ
იდგმება, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ძეგლების რთულ მდგომარეობას. ეს ცალკეულ
შემთხვევებში ძეგლის სტატუსის მქონე სახლების923 ნგრევის პროცესს კიდევ უფრო აჩქარებს და
ძეგლ(ებ)ი აღარ ექვემდებარებიან აღდგენა-გაძლიერებას.924
სახალხო დამცველს აუცილებლად მიაჩნია, კულტურული მემკვიდრეობის ასეთი ძეგლების
(კერძო საკუთრებაში მყოფი საცხოვრებელი სახლების) მოვლა-პატრონობის მიმართულებით
სახელმწიფო უწყებებს შორის კომპეტენციებისა და ვალდებულებების მკაფიო რეგულირება, მათ
შორის, სახელმწიფოს პასუხისმგებლობისა და როლის გაზრდა, ასევე, კოორდინირებული,
ქმედითი და შედეგზე ორიენტირებული ღონისძიებების დაგეგმვა.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებით სახელმწიფოს პასუხისმგებლობების
თაობაზე,
საგულისხმოა
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
განმარტებები.
სასამართლოს შეფასებით, თითოეული მოქალაქისა და სახელმწიფოს ვალდებულებაა, იზრუნოს
და დაიცვას კულტურული მემკვიდრეობა. სახელმწიფო ვალდებულებაში უპირველესად
მოიაზრება არსებულ მატერიალურ კულტურულ ფასეულობებზე ზრუნვა და მათი შენარჩუნება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ვალდებულია კულტურული მემკვიდრეობისათვის
921
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის
2018 წლის 21 სექტემბრის №14-01182643441 წერილი; როგორც ირკვევა, ხსენებული უწყება წინამდებარე
საკითხთან დაკავშირებულ მოქალაქეთა მიმართვებს ა(ა)იპ თბილისის განვითარების ფონდში აგზავნის.
922 აღნიშნული უწყების განმარტებით, ფონდის პრიორიტეტები არ უკავშირდება ცალკეულ შენობებზე,
მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე ობიექტებზე, სამუშაოების
ორგანიზებას; ფონდის პრიორიტეტებია ძველ თბილისში მსხვილი არეალების რეაბილიტაცია, დიდ
ტურისტულ მარშრუტზე და მის გასწვრივ მდებარე ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების
აღდგენა-რესტავრაცია; ისტორიული სადარბაზოების აღდგენა; მუზეუმების აღდგენა; რეკრეაციული
ზონების განვითარება; მაგალითად: ა(ა)იპ თბილისის განვითარების ფონდის 2017 წლის 22 მაისის №01479 წერილი; 2016 წლის 9 ივნისის №01-726 წერილი.
923 2018 წლის 4 ივნისის №8525/18 კოლექტიური განცხადება, თბილისში, ნინო ჩხეიძის ქ. №37-ში.
924 ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 21 ივლისის
№003702214 საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა.
310
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
მიყენებული ზიანი შეძლებისდაგვარად თავიდან აიცილოს ან/და გამოასწოროს.925 ამასთან,
სასამართლო პირდაპირ მიუთითებს, რომ თუკი პირი, მის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში
არსებულ კულტურულ მემკვიდრეობას, არასაკმარისი რესურსის გამო, სათანადოდვერ უვლის,
სახელმწიფო ვალდებულია, გაატაროს ყველა გონივრული ღონისძიება, რომელიც აუცილებელია
ძეგლის შესანარჩუნებლად.
21.3. რელიგიური კონფესიების საკუთრებაში არსებული ძეგლების მოვლა-პატრონობა
სახალხო დამცველი დადებითად აფასებს საანგარიშო წელს საკონსტიტუციო სასამართლოს
გადაწყვეტილების საფუძველზე „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის“ შესახებ საქართველოს
კანონის იმ ჩანაწერის გაუქმებას, რომლის მიხედვითაც რელიგიური კონფესიები, მათ
საკუთრებაში (სარგებლობაში) არსებული კულტურული ძეგლის მოვლა-პატრონობასთან
დაკავშირებული
პასუხისმგებლობისგან
გაუმართლებლად
თავისუფლდებოდნენ.926
საგულისხმოა, რომ სახალხო დამცველი წლების განმავლობაში უთითებდა აღნიშნული
საგამონაკლისო წესის პრობლემურობაზე და ყველა მესაკუთრის მიმართ თანაბარი მოპყრობის
უზრუნველსაყოფად, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას მოითხოვდა.927
საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების928 საფუძველზე, ამჟამად ძეგლის
მოვლა-პატრონობისათვის „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ საქართველოს
კანონით დადგენილი პასუხისმგებლობა ვრცელდება ყველაზე, მათ შორის რელიგიურ
925
საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №2/6/1216, სრულად
იხილეთ ბმულზე: https://ces.to/6TZGZZ საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების
მიღების დროს მოქმედი საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად,
„საქართველოს ყოველი მოქალაქე ვალდებულია ზრუნავდეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვაშენარჩუნებაზე. კულტურულ მემკვიდრეობას სახელმწიფო იცავს კანონით“, დღეს მოქმედი
კონსტიტუციის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, „ყველას აქვს უფლება ზრუნავდეს კულტურული
მემკვიდრეობის დაცვაზე. კულტურული მემკვიდრეობა დაცულია კანონით.“ სასამართლო კითხვის
ნიშნის ქვეშ არ აყენებს სახელმწიფოს ვალდებულებებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მიმართ
და განმარტავს, რომ გამორიცხულია, კონსტიტუციური დებულება მხოლოდ კულტურული
მემკვიდრეობის დაცვისკენ მიმართულ ნორმა-პრინციპად განიხილებოდეს.
კულტურული
მემკვიდრეობის დაცვის ადამიანის ძირითად უფლებად აღიარებით, საქართველოს კონსტიტუციამ
არაორაზროვნად მიუთითა, რომ კულტურული მემკვიდრეობა განსაკუთრებული მნიშვნელობის
საზოგადოებრივი ღირებულებაა, რომლის დაცვაც მინდობილი ვერ იქნება სახელმწიფოს კეთილ ნებაზე.
926 „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის“ შესახებ კანონის 30-ე მუხ. მე-8 პუნ.
927
ვრცლად იხ. სახალხო დამცველის ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, 2015, გვ. 568-569; 2016, გვ. 503-504; 2017, გვ. 189.
928
საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმა არღვევდა კანონის წინაშე
თანასწორობის (კონსტიტუციის მე-14 მუხლი) და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის (კონსტიტუციის
34-ე მუხლის მე-2 პუნქტი) უფლებებს და არაკონსტიტუციურად ცნო „კულტურული მემკვიდრეობის
დაცვის“ შესახებ კანონის 30-ე მუხ. მე-8 პუნქტის სიტყვები „ეს მუხლი და“;
საკონსტიტუციო
სასამართლოს გადაწვეტილება სრულად იხ. ბმულზე: <https://ces.to/6TZGZZ>;
311
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
კონფესიებზე.929 სახალხო დამცველს მნიშვნელოვნად მიაჩნია, აღნიშნული სამართლებრივი
გარანტიის პრაქტიკაში შეუფერხებლად და ეფექტიანად აღსრულება.
21.4.
ძეგლების/ობიექტების მონაცემთა ბაზა
სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ყაზბეგის
მუნიციპალიტეტში, კერძოდ, თრუსოს ხეობაში განხორციელებული ძეგლების/ობიექტების
ინვენტარიზაციის შედეგების თაობაზე გვაცნობა930. აღსანიშნავია, რომ ხსენებულ ხეობაში
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე მხოლოდ 6 ობიექტი იყო აღნუსხული,
თუმცა ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად 33 ძეგლი/ობიექტი, მათ შორის, 7 უცნობი
ძეგლი/ობიექტი აღირიცხა. ამ ეტაპზე თითოეულ მათგანზე მიმდინარეობს შესაბამისი
სააღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება და კულტურული მემკვიდრეობის მონაცემთა ბაზის
ეტაპობრივი შევსება. აღნიშნული ინფორმაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების/ობიექტების არსებული ბაზა სრულად ვერ ასახავს
არსებულ რეალობას და განახლება-სრულყოფას საჭიროებს. სახალხო დამცველი სააგენტოს,
ძეგლების/ობიექტების მთელი ქვეყნის მასშტაბით დროულად ინვენტარიზაციისა და საჭირო
სარეაბილიტაციო სამუშაოების პროაქტიულად დაგეგმვისკენ მოუწოდებს.
გარდა ზემოაღნიშნული საკითხებისა, სახალხო დამცველი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ 2014
წლიდან ამ დრომდე, ხელშესახები შედეგების გარეშე მიმდინარეობს გამოძიება საყდრისიყაჩაღიანის ოქროს საბადოს დაზიანებისა და განადგურების საქმეზე, რუისი–რიკოთის
საავტომობილო გზის მშენებლობის პროცესში არქეოლოგიური ობიექტების განადგურების
ფაქტთან დაკავშირებით.931
929
„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-8 პუნქტის რედაქცია
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე: „ეს მუხლი [ძეგლის მესაკუთრის (კანონიერი
მოსარგებლის) პასუხისმგებლობა] და ამ კანონის 32-ე მუხლი არ ვრცელდება „საქართველოს
სახელმწიფოსა და საქართველოს ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური
შეთანხმების“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ და სხვა რელიგიური კონფესიების
საკუთრებაში (სარგებლობაში) არსებულ ობიექტებზე”; საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების
შემდეგ, ხსენებული მუხლის დღეს მოქმედი რედაქცია: „ამ კანონის 32-ე მუხლი არ ვრცელდება
„საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის
კონსტიტუციური შეთანხმების“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ და სხვა რელიგიური
კონფესიების საკუთრებაში (სარგებლობაში) არსებულ ობიექტებზე.”
930 სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს №09/274, 30/01/2019
წერილი; საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს განათლების,
მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და მოითხოვა ყველა ღონისძიების დროულად
გატარება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და სხვა ობიექტების შესახებ მონაცემთა ბაზის
სრულყოფის მიზნით, ასევე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მონიტორინგისა და მათი
სარეაბილიტაციო სამუშაოების დაგეგმვა, იხ. „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა
დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში, 2017, გვ. 193.
931 საქართველოს მთავარი პროკურატურის №13/8882 და №13/8879 (07/02/2019) წერილები.
312
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
წინადადება საქართველოს პარლამენტს:
•
შემუშავდეს და ინიცირებული იქნეს რეგულაციები კერძო საკუთრებაში არსებული
სარეაბილიტაციო ძეგლების/ობიექტების შენარჩუნება-განვითარების ხელშესაწყობად,
ასეთ ძეგლებთან დაკავშირებით უწყებების კომპეტენციებისა და პასუხისმგებლობების
მკაფიოდ გამიჯვნისა და სახელმწიფოს აქტიური როლის განმტკიცების გზით.
საქართველოს მთავრობას:
•
დროულად უზრუნველყოს „კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის კოდექსის“
შემუშავება და საქართველოს პარლამენტში ინიცირება
•
შევიდეს
ცვლილება
„კულტურული
მემკვიდრეობის
ძეგლზე
სამუშაოებისა
და
არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ღონისძიებების
შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 მარტის №137 დადგენილებაში და
განისაზღვროს თბილისის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან
დაკავშირებით სამუშაოების ნებართვის გაცემისას სსიპ კულტურული მემკვიდრეობის
დაცვის ეროვნული სააგენტოს ჩართულობა.
საქართველოს პროკურატურას:
•
პერიოდულად, 6 თვეში ერთხელ, საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია რუისი–
რიკოთის საავტომობილო გზის მშენებლობის პროცესში არქეოლოგიური ობიექტების
განადგურების და საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღაროს დაზიანებისა და
განადგურების ფაქტების გამოძიების მიმდინარეობის და პროგრესის შესახებ.
313
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
22. ადამიანის უფლებათა სწავლება
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის
მე-3 პუნქტის მიხედვით: „საქართველოს სახალხო დამცველი ეწევა საგანმანათლებლო
საქმიანობას ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სფეროში“. 2016 წელს საქართველოს
სახალხო დამცველის აპარატში შეიქმნა ადამიანის უფლებათა სწავლებაზე პასუხისმგებელი
ერთეული, რომლის მიზანია ადამიანის უფლებათა შესახებ ცნობიერების ამაღლება ადამიანის
უფლებათა სწავლებაზე ზედამხედველობის გზით; 2018 წლიდან დეპარტამენტის მიზანია
ადამიანის უფლებების შესახებ ფორმალური განათლების პროცესის აქტიური ზედამხედველობა
და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება. შემდეგი წლების განმავლობაში სახალხო
დამცველის აპარატი გეგმავს განახორციელოს ადამიანის უფლებების სწავლების მონიტორინგი
სკოლამდელი, სასკოლო, უმაღლესი და პროფესიული განათლების მიმართულებით. ამ მიზნით,
იგეგმება სპეციალური ანგარიშების და რეკომენდაციების/წინადადებების მომზადება
სხვადასხვა საკითხის გარშემო, ასევე, ინდივიდუალური საჩივრების განხილვა ამ
მიმართულებით.
საანგარიშო პერიოდში, სხვადასხვა მარეგულირებელი ნორმატიული აქტის გაანალიზების,
ასევე,
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებებში
სწავლებისა და სასწავლო გარემოს კვლევის
932
ჩატარებული
ადამიანის
უფლებათა
შედეგად, გამოიკვეთა შემდეგი ძირითადი
გამოწვევები: ფორმალური განათლების ყველა საფეხურზე ადამიანის უფლებათა სწავლების
არათანმიმდევრული და არასისტემატიზებული ასახვა შესაბამის პოლიტიკის დოკუმენტებში;
უფლებათა
სწავლების
ხარვეზიანი
სამართლებრივი
უზრუნველყოფა933;
ფორმალური
განათლების კონკრეტულ სფეროებში კანონმდებლობითა და კანონქვემდებარე ნორმატიული
აქტებით აღებული ვალდებულებების არაეფექტიანი შესრულება პრაქტიკაში.934
932 კვლევა ადამიანის უფლებების სწავლებისა
და სასწავლო გარემოს შესახებ ზოგადსაგანმანათლებლო
სივრცეში, 2018 ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://goo.gl/ZahJoi > [ნანახია 24/01/2019].
933
მაგ.: სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროცესში ჩართული პირების ინსტრუქციები და ქცევის
ნორმები (სადაც ასახული უნდა იყოს ადამიანის უფლებათა ცოდნისა და კომპეტენციების
სავალდებულოობა) არ არის განსაზღვრული რიგი მუნიციპალიტეტების მიერ; ასევე, ზოგადი განათლების
საფხურებზე საგანმანათლებლო პროცესის მონაწილე პირების სტანდარტები, ეთიკისა და ქცევის წესები
არ მოიცავს ადამიანის უფლებათა თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების მოთხოვნას; ამასთან,
სკოლისა და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების თანამშრომლობის მარეგულირებელი
ნორმები ზღუდავს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სამოქალაქო აქტივიზმის განვითარების
პროცესს.
934
მაგ.: ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში ადეკვატურად არ არის
დანერგილი სამოქალაქო განათლების საკითხები, ზოგადი განათლების საშუალო საფეხურზე
დარღვეულია უწყვეტობის პრინციპი ადამიანის უფლებათა სწავლების ჭრილში და სხვ.
314
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
22.1.
განათლებისა
ადამიანის უფლებათა სწავლების მიმართულებით არსებული სახელმწიფო
პოლიტიკა
და
მეცნიერების
2017-2021
წლების
მოქალაქეობრივი
თვითშეგნების
განვითარება
და
ერთიანი
სტრატეგიით,
ქვეყანაში
ადამიანის
უფლებათა
სწავლება,
სტრატეგიულ პრიორიტეტადაა მიჩნეული. აღნიშნულ საკითხებზე საუბარია განათლების ყველა
დონის
შესახებ
ქვეთავში,
გარდა
პროფესიულისა.935
ადამიანის
უფლებათა
სწავლება
პრევენციულ ღონისძიებადაა მიჩნეული ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის
დოკუმენტში.936 აღნიშნული სტრატეგიის სამთავრობო სამოქმედო გეგმაში მსგავსი ინფორმაცია
არ გვხვდება და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული განათლების საკითხები (მაგ.:
გენდერული
თანასწორობა,
ტოლერანტობა,
თანასწორუფლებიანობა
და
სხვ.)
არასისტემატიზებულადაა მოხსენიებული.
937
ადამიანის უფლებათა სწავლების შესახებ გაეროს დეკლარაცია სახელმწიფოებს და შესაბამის
სამთავრობო უწყებებს განუსაზღვრავს პასუხისმგებლობას, ხელი შეუწყონ ადამიანის უფლებათა
შესახებ
განათლებას
შესაბამისი
კანონმდებლობის
ღონისძიებებითა და პოლიტიკის განსაზღვრის გზით.
938
მიღებით,
ადმინისტრაციული
აღნიშნულზე აკეთებს აქცენტს გაეროს
მსოფლიო პროგრამაც ადამიანის უფლებების შესახებ, რომელიც წევრ სახელმწიფოებს
მოუწოდებს, თანმიმდევრულად ასახონ ადამიანის უფლებათა სწავლება, ან ადამიანის
უფლებათა ერთიან სტრატეგიაში, ან ცალკე დოკუმენტში ადამიანის უფლებათა განათლების
სამოქმედო გეგმის სახით939, რისთვისაც შექმნილია ორი სახელმძღვანელო დოკუმენტი.940
935
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ერთიანი სტრატეგია 2017 – 2021”-ის დამტკიცების
შესახებ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 7 დეკემბრის დადგენილება №533, დანართი 1, გვ. 3.
936
„საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის (2014–2020 წლებისთვის)“
დამტკიცების შესახებ“, საქართველოს პარლამენტის 2014 წლის 30 აპრილის დადგენილება N2315-IIს,
თავი „ადამიანის უფლებების უზრუნველყოფის პრინციპები“.
937 „ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს
მთავრობის 2018 წლის 17 აპრილის დადგენილება №182, მიზანი 12.11., მიზანი 12.14., მიზანი 12.15.,
მიზანი 12.16., ამოცანა 16.1.4, ამოცანა16.1.5., ამოცანა18.1.1., ამოცანა 18.1.4.
938 UN Declaration on Human Rights Education and Training, Resolution adopted by the General Assembly, 9
December 2011,N66/137, მუხლი 17 (1). ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://documents-ddsny.un.org/doc/UNDOC/GEN/N11/467/04/PDF/N1146704.pdf?OpenElement> [ნანახია 23.01.2019].
939 World Programme for Human Rights Education - National action plans/strategies for human rights education,
ხელმისაწვდომია ვებგვერდზე:
<https://www.ohchr.org/EN/Issues/Education/Training/WPHRE/FirstPhase/Pages/NationalActionsPlans.aspx>
[ნანახია 24/01/2019].
940 Guidelines for National Plans of Action for Human Rights Education ხელმისაწვდომია ვებგვერდზე
<https://www.ohchr.org/EN/Issues/Education/Training/Compilation/Pages/GuidelinesforNationalPlansofActionforH
umanRightsEducation(1997).aspx > [ნანახია 24/01/2019].
315
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
არასისტემატიზებულადაა
მოცემული
ადამიანის
უფლებათა/სამოქალაქო
განათლების
მხარდამჭერი აქტივობები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
სამინისტროს 2019-2022 წლების საშუალოვადიან სამოქმედო გეგმაში.941 ადამიანის უფლებებზე
საუბარია მხოლოდ სკოლამდელი და ზოგადი განათლების ნაწილში - მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ხელშეწყობის სახით942. აღნიშნულ დოკუმენტში ადამიანის
უფლებების სწავლების ეფექტიანი უზრუნველყოფისთვის აუცილებელი სხვა საჭიროებები
(მატერიალური
რესურსები,
განსაზღვრული.
დოკუმენტში
ექსტრაკურიკულარული
ასევე
არაფერია
აქტივობები
ნათქვამი
და
სხვ.)
არ
და
უმაღლესი
პროფესიული
არის
განათლების საფეხურზე ადამიანის უფლებების სწავლების ხელშეწყობის თაობაზე.
22.2.
ეროვნული კანონმდებლობის ანალიზი
საქართველოში ადრეულ და სკოლამდელ აღზრდას არეგულირებს „ადრეული და სკოლამდელი
აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლითაც განისაზღვრება სფეროში სახელმწიფოს
ძირითადი ვალდებულებები. ბავშვების სწავლებასა და აღმზრდელ-პედაგოგთა განათლებას კი,
სხვადასხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები აწესრიგებს.943
„აღმზრდელ-პედაგოგთა
პროფესიული
განვითარების
ტრენინგ-მოდულის
დამტკიცების
შესახებ“ ბრძანებით, ბავშვთა უფლებების თემატური კომპონენტი ცალკეა გამოყოფილი და
დამოუკიდებელი
სესია
ეძღვნება.944
აღმზრდელისთვის სავალდებულოა.
945
ტრენინგების
ამ
შინაარსით
გავლა
ნებისმიერი
აღმზრდელის პროფესიული ჩარჩო ასევე ითვალისწინებს
მოქალაქეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ბავშვისთვის ცოდნის მიცემის მეთოდების
სწავლებას.946
941
ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <http://mes.gov.ge/publicInfo/wp-content/uploads/2013/12/საშუალოვადიანი-სამოქმედო-გეგმა.pdf> [ნანახია 24/01/2019].
942იქვე, გვ 46. 2.2.7 ღონისძიება.
943 „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების დამტკიცების
შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის №488 დადგენილება. „აღმზრდელპედაგოგის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27
ოქტომბრის დადგენილება №478; „აღმზრდელის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო
დოკუმენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის
12 დეკემბრის ბრძანება №192/ნ „აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის
დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 29 ივნისის
ბრძანება №97/ნ.
944 იქვე, დანართი №1, სესია 13.2.
945 ამასთან დაკავშირებით იხ. „აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის დადგენილება №478, მე-4 მუხლი, ა.ა ქვეპუნქტი.
946 „აღმზრდელის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტის დამტკიცების
შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 12 დეკემბრის ბრძანება
№192/ნ დანართი №-2 მოდული 22.
316
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ადამიანის უფლებების მიდგომაზე დაფუძნებული
გარემოს შესაქმნელად, აუცილებელია, ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და პერსონალს
ჰქონდეთ შესაბამისი ცოდნა და უნარები ადამიანის უფლებების შესახებ. ბავშვთა უფლებების
შესახებ ცოდნის აუცილებლობაზე ყურადღებას ამახვილებს ბავშვის უფლებების შესახებ გაეროს
კონვენციის ზოგადი კომენტარიც, რომელიც აღნიშნავს, რომ კონვენციის შესახებ ცოდნა უნდა
ჰქონდეს
ყველას,
ვინც
მუშაობს
ბავშვებთან
და
ბავშვებისთვის.947
საქართველოში
მუნიციპალური საბავშვო ბაღის დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, მომსახურე
პერსონალის
სამსახურებრივ
განსაზღვრავენ.
ინსტრუქციებს
საქართველოს
და
ქცევის
კონტროლირებად
ნორმებს
მუნიციპალიტეტები
ტერიტორიაზე
არსებული
64
მუნიციპალიტეტიდან სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების
დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები დამტკიცებული არ აქვს 13 მუნიციპალიტეტს.
აღნიშნული დოკუმენტი ქმნის შესაძლებლობას, სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნებს
შორის გათვალისწინებული იყოს ადამიანის უფლებათა შესახებ ცოდნა, როგორც ეს უკვე
განსაზღვრულია
დანარჩენი
მუნიციპალიტეტების
მიერ
დამტკიცებულ
დირექტორთა
საკვალიფიკაციო მოთხოვნებში. რაც შეეხება სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო
დაწესებულების აღმზრდელ-პედაგოგისა და სხვა პერსონალისთვის დადგენილ პროფესიულ
სტანდარტს,
მსგავსი
დოკუმენტი
არ
შეუმუშავებია
11
მუნიციპალიტეტს,
სადაც
საკვალიფიკაციო მოთხოვნებს შორის ასევე შეიძლებოდა ასახულიყო ცოდნა ადამიანის
უფლებათა
საკითხების
შესახებ,
დანარჩენი
53
მუნიციპალიტეტის
მიერ
დადგენილი
საკვალიფიკაციო მოთხოვნების ანალოგიურად.
ზოგადი განათლება
საგანმანათლებლო პროცესის მონაწილე პირების სტანდარტები, ეთიკისა და ქცევის წესები
საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტში, რომლითაც განსაზღვრულია დირექტორის
საქმიანობის შესრულებისთვის საჭირო თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარები, არ
გვხვდება
ადამიანის
უფლებათა
საკითხები.948
ადამიანის
უფლებათა
კომპეტენციები
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სკოლის დირექტორებისთვის, რადგან მათ ეთიკის კოდექსითა
და
ქცევის
წესებით
მოეთხოვებათ
დაიცვან
ადამიანის
უფლებები
და
შექმნან
არადისკრიმინაციული გარემო.
949
947
ბავშვის უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის ზოგადი კომენტარი, მუხლი 69, გვ. 16.
ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://www.refworld.org/docid/4538834f11.html> [ნანახია 24.01.2019].
948 „საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №115/ნ, მე-9 და მე-10 მუხლები.
949 „საჯარო სკოლის დირექტორის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 30 აგვისტოს ბრძანება №80/ნ, მუხლი 3.
317
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის ზოგადი ნაწილი ასევე არ მოიაზრებს ცოდნასა და
კომპეტენციებს ადამიანის უფლებათა სფეროში, თუმცა გვხვდება გარკვეული ჩანაწერები
ინტერკულტურული სწავლებისა და ინკლუზიური განათლების შესახებ, მასწავლებლის
ცოდნისა და უნარების თაობაზე950. მასწავლებლის საგნობრივი სტანდარტების თვალსაზრისით
უნდა ითქვას, რომ ადამიანის უფლებათა შესახებ გარკვეული ცოდნისა და უნარების მოთხოვნა
ასახულია მხოლოდ საზოგადოებრივი მეცნიერებების მასწავლებლის სტანდარტებში. მსგავსი
ჩანაწერი მიუთითებს, რომ კომპეტენცია ადამიანის უფლებათა საკითხებში ექსკლუზიურად
საზოგადოებრივი მეცნიერების მასწავლებლებს მოეთხოვებათ, რაც ეწინააღმდეგება არსებულ
საერთაშორისო სტანდარტებს.951
მოსწავლეთა ეთიკის კოდექსის თანახმად, მოსწავლემ საკუთარი აზრი და შეხედულებები ისე
უნდა გამოხატოს, რომ არ შელახოს სხვათა უფლებები.952 მნიშვნელოვანია აქცენტი გაკეთდეს
მათ ვალდებულებაზე, არ განახორციელონ სხვათა რაიმე ფორმით ჩაგვრა. ამასთან, სკოლის
ადმინისტრაციის უფლებამოსილ პირებს ინფორმაცია მიაწოდონ ამგვარი ფაქტების შესახებ.
აღნიშნულის აქტუალობა გამოავლინა სახალხო დამცველის კვლევამ, რომელიც მიუთითებს
ჩაგვრისა და დაცინვის გავრცელებულ პრაქტიკასა953 და მოსწავლეთა უმოქმედობაზე, მსგავსი
შემთხვევების შესახებ ადმინისტრაციასთან კომუნიკაციის კუთხით954.
სამოქალაქო აქტივიზმის ხელისშემშლელი ფაქტორები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კვლევის შედეგების ანალიზით, გამოვლინდა, რომ
სკოლების საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილში (29%) არ არსებობს სამოქალაქო აქტივიზმის
ხელშემწყობი პირობები.955
მნიშვნელოვანია გამარტივდეს სკოლისა და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორიგანიზაციების
თანამშრომლობის მარეგულირებელი ნორმები, ევროპული რეგულაციებისა და საუკეთესო
950
„მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის 2008 წლის 21 ნოემბრის ბრძანება №1014. მუხლი 6.
951 გაეროს ადამიანის უფლებების განათლების შესახებ მსოფლიო პროგრამა სახელმწიფოებს მოუწოდებს,
დანერგონ ადამიანის უფლებათა პრინციპების სწავლება
ზოგადი განათლების პედაგოგებისა და
სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენელთა გადამზადების სასწავლო პროგრამაში. იხ. სამოქმედო
გეგმა,
WPHRE,
გვ
4,
პუნქტი
5.
ხელმისაწვდომია
ვებგვერდზე:
<https://unesdoc.unesco.org/ark:/48223/pf0000147853> [ნანახია 24.01.2019].
952 „მოსწავლის ქცევის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების და მეცნიერების
მინისტრის 2010 წლის 30 აგვისტოს ბრძანება №79/ნ, მე-7 მუხლის მესამე პუნქტი.
953 კვლევა ადამიანის უფლებების სწავლებისა და სასწავლო გარემოს შესახებ ზოგადსაგანმანათლებლო
სივრცეში, 2018, გვ. 61.
954 იქვე, გვ. 50.
955 იქვე, გვ. 41.
318
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
პრაქტიკის გათვალისწინებით.956 მიუხედავად იმისა, რომ კანონი ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებებს ადმინისტრაციულ და ფინანსურ ავტონომიას ანიჭებს957, განათლებისა და
მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 12 ნოემბრის ბრძანება №837, საჯარო სკოლაში ლექციების,
სემინარებისა და ტრენინგების ჩატარების სურვილის შემთხვევაში, ადგენს სამინისტროს მიერ
ნებართვის გაცემის სავალდებულოობას958. აქტი არ მოიცავს ნებართვის მისაღებად მიმართვის
განხილვის ვადასა და კრიტერიუმებს, რომლებიც უნდა დააკმაყოფილოს განმცხადებელმა
თანხმობის მისაღებად. ამგვარი წესის არარსებობის პირობებში, სამინისტროს შეუძლია
იხელმძღვანელოს
საქართველოს
ზოგადი
ადმინისტრაციული
კოდექსით
დადგენილი
ნორმებით და განცხადება მაქსიმუმ 3 თვეში განიხილოს. შესაბამისად, კრიტერიუმების
არარსებობამა და მოუქნელმა ვადებმა, შესაძლოა, მნიშვნელოვნად შეაფერხოს საზოგადოებრივ
ორგანიზაციებსა
და
სკოლებს
შორის
თანამშრომლობა.
სკოლებს,
აუცილებელია,
გაუფართოვდეთ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების შესაძლებლობა და მიენიჭოთ
ავტონომია, ითანამშრომლონ საზოგადოებასთან არაგონივრული დაბრკოლებების გარეშე.
22.3.
ადამიანის
ადამიანის უფლებათა სწავლების უწყვეტობის პრინციპი
უფლებათა
განათლების
უწყვეტობის
პრინციპს
საერთაშორისო
აქტები
და
საქართველოში მოქმედი სამართლებრივი ჩარჩო განამტკიცებს.959 აღსანიშნავია, რომ III-X
კლასებისთვის ის სავალდებულო საგნებით არის უზრუნველყოფილი: „მე და საზოგადოება“,
„ჩვენი საქართველო“, „სამოქალაქო განათლება“.960 მიუხედავად ამისა, უწყვეტობის პრინციპის
პრაქტიკაში სრული განხორციელება მაინც გარკვეულ პრობლემებთანაა დაკავშირებული.
ზოგადი განათლების დაწყებითი და საბაზო საფეხურისთვის მოქმედი ეროვნული სასწავლო
გეგმა საშუალო საფეხურისთვის განსაზღვრავს არჩევით საგნებს.961 ამ საგნების პროგრამები
956 Inter alia, European Commission, Communication on school development and excellent teaching for a great start
in life Brussels 2017, გვ.17-18, 20-22. ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://eur-lex.europa.eu/legalcontent/EN/TXT/?uri=COM%3A2017%3A248%3AFIN> [ნანახია 24/01/2019].
Council of Europe, Committee of Ministers, Recommendation No. R (85)7, პუნქტი 4.1, გვ. 3. ხელმისაწვდომია
ვებგვერდზე: <https://rm.coe.int/16804c2d48>
957 საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ, მე-3 მუხლის მეორე პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი.
958„საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ
ლექციების, სემინარების, ტრენინგების ჩატარების შესახებ“ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010
წლის 12 ნოემბრის ბრძანება №837, პუნქტი 2.
959 Resolution adopted by the Human Rights Council 16/1 United Nations Declaration on Human Rights Education
and Training, 08.04 2011.
ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის 70-ე
მუხლი.
960
იქვე, 49-ე მუხლის პირველი პუნქტი.
961
იქვე, 70-ე მუხლი.
319
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ 2011 წლის 11 მარტის №36 ბრძანებითაა
მოწესრიგებული.962 აქტების ანალიზი ცხადყოფს, რომ XI-XII კლასში ადამიანის უფლებათა
საკითხების სწავლების უწყვეტობა ნორმატიულად უზრუნველყოფილია არჩევითი საგნით „სახელმწიფო და სამართალი“. მიუხედავად ამისა, სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის
თანახმად, „აღნიშნულ საგანში გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო არ არსებობს. საქართველოს
განათლების და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული გრიფირების წესის
შესაბამისად,963 სახელმძღვანელოს შეთანხმების თხოვნით კი, სამინისტროსთვის არცერთ
სკოლას არ მიუმართავს.964 გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს არარსებობის შემთხვევაში
„[...]საგნის მასწავლებელი, ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივი პროგრამის შესაბამისად,
თვითონ იძიებს და/ან ქმნის სასწავლო პროცესში გამოსაყენებელ სხვადასხვა ტიპის (ბეჭდურ
და/ან ელექტრონულ) სასწავლო რესურსს, რომელიც მოსწავლეებს ხელს შეუწყობს პროგრამით
გათვალისწინებული შედეგების მიღწევაში.“965
მოყვანილი ფაქტები განსაკუთრებით საყურადღებოა იმ ვითარებაში, როდესაც 2017-2018
სასწავლო წელს „სახელმწიფო და სამართალი“ არჩეულ იქნა საქართველოს 2313 სკოლიდან 367
სკოლაში ხოლო 2018-2019 სასწავლო წლის პირველი სემესტრის მონაცემებით ეს რიცხვი 358მდეა შემცირებული.966 სტატისტიკური ინფორმაციის ანალიზი აჩვენებს, რომ ზემოხსენებულ
პერიოდში „სახელმწიფო და სამართალს“ საქართველოში რეგისტრირებული X-XII კლასელების
დაახლოებით 6% სწავლობს.967
აღწერილი
რეალობა
გვიჩვენებს,
რომ
გრიფირებული
სახელმძღვანელოს
არარსებობის
პირობებში, საგნისთვის დადგენილი შედეგების მიღწევა ბუნდოვანია. ამავე კონტექსტში,
აუცილებელია
იმ
სკოლების
დამხმარე
ლიტერატურით
უზრუნველყოფა,
რომლებშიც
„სახელმწიფო და სამართალი“ აირჩა.
სასწავლო წელი
XI-XII კლასის მოსწავლეთა „სახელმწიფო
962
და %
ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ 2011 წლის 11 მარტის №36 ბრძანების დანართის
LXXVIII თავი. ასევე იხ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის
ბრძანება №40/ნ, მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი.
963
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესის
დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 თებერვლის
ბრძანება 28/ნ პირველი მუხლით დამტკიცებული წესის მე-14 მუხლის მეხუთე პუნქტი.
964
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წერილი
MES31900041676, 17/01/2019.
965
იქვე.
966 საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წერილი MES
91900010676, 08/01/2019.
967 იქვე. ასევე იხ. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს
წერილი MES31900041676, 17/01/2019.
320
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
სრული ოდენობა
სამართალი“ აირჩია
2017-2018
80 122
7976
9.9
2018-2019
78 501
7506
9.6
22.4. ადამიანის უფლებების სწავლების კომპონენტი პედაგოგთა მომზადების
პროგრამებში
სახალხო დამცველის კვლევის ფარგლებში შევისწავლეთ მასწავლებელთა განათლება ადამიანის
უფლებათა საკითხებზე უმაღლეს სასწავლებლებში, მათი ცოდნა ადამიანის უფლებების
შინაარსსა და დაცვის ინსტრუმენტების თაობაზე, ასევე, მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების შესაძლებლობები. კვლევამ ცხადყო, რომ მასწავლებელთა ინფორმირებულობის
მაჩვენებელი ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე, საშუალო ან საშუალოზე
დაბალია. ხსენებულ შედეგს ორი მთავარი ფაქტორი განაპირობებს: უმაღლეს სასწავლებლებში
მასწავლებელთა განათლების პროგრამებში ადამიანის უფლებათა სწავლების ინტეგრირების
დაბალი დონე და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მწირი შესაძლებლობა.968
ადამიანის უფლებათა სწავლების კუთხით გარკვეულ ხარვეზს შეიცავს მასწავლებლის
მომზადების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის შინაარსიც დარგობრივი
მახასიათებლით განსაზღვრულ მოთხოვნებს ითვალისწინებს. პროგრამა ისეა შედგენილი, რომ
სტუდენტმა მიიღოს ცოდნა სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის ძირითადი კანონზომიერებების
შესახებ და საგნობრივ ცოდნასთან მისი ეფექტიანი ინტეგრირების საშუალებით, შეძლოს
წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის განხორციელება. საგულისხმოა, რომ „მასწავლებლის
განათლების საგანმანათლებლო პროგრამის დარგობრივი მახასიათებლის დამტკიცების შესახებ“
განათლების
ხარისხის
განვითარების
ეროვნული
ცენტრის
დირექტორის
ბრძანებით969
განსაზღვრულ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის მახასიათებლებში არ
არის მოხსენიებული ადამიანის უფლებათა შესახებ ცოდნის მოთხოვნა.
ანგარიშის
მიზნებისთვის
ავტორიზებული
ყველა
ასევე
გაანალიზდა
უმაღლესი
მიმდინარე
საგანმანათლებლო
968
პერიოდში
დაწესებულების
საქართველოში
პროგრამა.
55
კვლევა ადამიანის უფლებების სწავლებისა და სასწავლო გარემოს შესახებ ზოგადსაგანმანათლებლო
სივრცეში, 2018 იხ. სქოლიო 24, გვ. 32.
969
მასწავლებლის განათლების საგანმანათლებლო პროგრამის დარგობრივი მახასიათებლის დამტკიცების
შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული
ცენტრის დირექტორის 2011 წლის 24 ოქტომბრის №923 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ,
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2016 წლის 11 თებერვლის
ბრძანება №69, იხ. https://www.eqe.ge//res/docs/69_mascavleblismomzadeba.pdf [ნანახია 04/03/2019].
321
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
ავტორიზებული სასწავლებლიდან,970 მასწავლებლის მომზადების აკადემიური პროგრამები
სხვადასხვა ფორმითა და საფეხურზე, 19 უმაღლეს სასწავლებელშია დანერგილი.971 შესწავლილი
მონაცემები იძლევა საშუალებას, დავასკვნათ, რომ ადამიანის უფლებების, როგორც ცალკე
დისციპლინის შესწავლა, პედაგოგიურ ფაკულტეტებზე იშვიათი პრაქტიკაა და მასთან
დაკავშირებულ თემატიკას მომავალი პედაგოგები ძირითადად სხვადასხვა საგნის ფარგლებში
ეცნობიან.972
რეკომენდაციები
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს
•
შეიქმნას ადამიანის უფლებათა სწავლების ერთიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა
საერთაშორისო სახელმძღვანელო პრინციპებისა და სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო
პრაქტიკის გათვალისწინებით.
•
„საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაში შევიდეს ცვლილება, რომლითაც
ადამიანის უფლებათა შესახებ ცოდნა და კომპეტენციები გათვალისწინებული იქნება
აუცილებელ ცოდნასა და უნარებში
•
ადამიანის უფლებების (განსაკუთრებული აქცენტით ბავშვთა უფლებებზე) საბაზისო
ცოდნის შესახებ მოთხოვნა აისახოს ზოგადი განათლების საფეხურის
პედაგოგისთვის განსაზღვრულ სტანდარტში, ყოველი საგნობრივი ჯგუფისთვის
•
ყველა
შევიდეს ცვლილება საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაში
№79/ნ მოსწავლის ქცევის კოდექსის დამტკიცების შესახებ, სადაც განისაზღვრება
მოსწავლის ვალდებულება, თავი შეიკავოს სხვათა ჩაგვრისაგან და მსგავსი შემთხვევების
შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს უფლებამოსილ პირებს.
•
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში
ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ლექციების, სემინარების, ტრენინგების
ჩატარების შესახებ“ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 12 ნოემბრის
ბრძანება №837 და შემუშავდეს ახალი წესი, რომლითაც მკაფიოდ იქნება განსაზღვრული
970
ეს რიცხვი არ მოიცავს მართლმადიდებელი საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო დაწესებულებებს.
იხ. პროგრამები http://mes.gov.ge/content.php?id=1855&lang=geo [ნანახია 24/12/2018].
972„განათლება
და ბავშვთა უფლებები“, იხ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამა
პედაგოგიკაში [მაინორი]https://bit.ly/2SwF6wN [ნანახია 24/12/2018].
„გლობალური მოქალაქეობის სწავლება საზოგადოებრივ მეცნიერებებში,“ იხ. ილიას სახელმწიფო
უნივერსიტეტის ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა იხ. https://bit.ly/2tjpbmb [ნანახია
24/12/2018].
„მულტიკულტურული განათლების საფუძვლები“. იხ. https://bit.ly/2WZgZ8c [ნანახია 24/12/2018].
971
322
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
აქტივობის განხორციელებისთვის საჭირო ნებართვის პირობები, წესები, ვადები და
კრიტერიუმები.
•
მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის შემუშავდეს „სახელმწიფო და სამართლის“
სახელმძღვანელო და შესაბამისი დამხმარე ლიტერატურა
•
სკოლებში,
„სახელმწიფო
და
სამართლის“
პოპულარიზაციისთვის,
აქტიური
ღონისძიებები გატარდეს.
დედოფლისწყაროს, ხონის,
ჭიათურის, სიღნაღის, ზესტაფონის, ლაგოდეხის, ლანჩხუთის,
ტყიბულის, ყაზბეგის, მცხეთის, ხაშურის, კასპის და თიანეთის მუნიციპალიტეტებს:
▪
შემუშავდეს და დამტკიცდეს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო
დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, სადაც ასახული იქნება
ადამიანის უფლებების შესახებ (განსაკუთრებული აქცენტით ბავშვთა უფლებებზე)
ცოდნისა და კომპეტენციის მოთხოვნა.
ახალციხის, დედოფლისწყაროს, ზესტაფონის, ზუგდიდის, ლაგოდეხის, ლანჩხუთის, სიღნაღის,
ტყიბულის, ყაზბეგის, ჭიათურის, ხონის მუნიციპალიტეტებს:
▪ შემუშავდეს და დამტკიცდეს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო
დაწესებულების
აღმზრდელ-პედაგოგისა
და
სხვა
პერსონალის
პროფესიული
სტანდარტი, სადაც ასახული იქნება ადამიანის უფლებების შესახებ (განსაკუთრებული
აქცენტით ბავშვთა უფლებებზე) ცოდნისა და კომპეტენციის მოთხოვნა.
საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს:
•
„მასწავლებლის
განათლების
საგანმანათლებლო
პროგრამის
დარგობრივი
მახასიათებლის დამტკიცების შესახებ“ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული
ცენტრის დირექტორის ბრძანებაში შევიდეს ცვლილება, რომლითაც ადამიანის
უფლებათა საკითხების შესახებ ცოდნა და ღირებულებები პროგრამის დარგობრივ
მახასიათებლებში აისახება.
323
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
23. ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა
2018 წელს ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის ხელშეწყობის მიმართულებით გადადგმული
ნაბიჯები არასაკმარისია, ვერ პასუხობს სისტემურ და წლების განმავლობაში გადაუჭრელ
გამოწვევებს, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან ეფექტიანი და დროული ღონისძიებების
გატარებას მოითხოვს.
სახალხო დამცველის პრაქტიკა ცხადყოფს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ბავშვის უფლებრივი
მდგომარეობის დასაცავად არაეფექტიანი პოლიტიკის გატარებამ ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო
სისტემა კრიზისულ მდგომარეობამდე მიიყვანა. სახელმწიფო არ გამოყოფს საკმარის რესურსს
სფეროში
განხორციელებული
სისტემური
ცვლილებების
შესანარჩუნელად
და
გასაძლიერებლად. კვლავ მაღალია სიღარიბის მიზეზით ბიოლოგიური ოჯახიდან ბავშვის
გამოყვანის მაჩვენებელი. ამ ფონზე კი, სახელმწიფოს არ აქვს კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი
ოჯახების გაძლიერებისთვის შესაბამისი ხედვა. არსებული პროგრამები ვერ უზრუნველყოფს
საჭიროებებზე მორგებული დახმარების შეთავაზებას. კრიტიკას ვერ უძლებს „სოციალური
რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის“ რეინტეგრაციის ქვეპროგრამა.
პრობლემად რჩება, რელიგიური კონფესიების დაქვემდებარებაში არსებულ პანსიონატებში მყოფ
ბავშვებზე სახელმწიფოს მხრიდან ზრუნვა და სხვ.
სახალხო დამცველის არაერთი რეკომენდაციის მიუხედავად, ჯერაც არ შექმნილა სექსუალური
ძალადობის მსხვერპლი ბავშვების რეაბილიტაციის კონცეფცია და შესაბამისი სერვისი. ბავშვის
მიმართ ძალადობის შემთხვევაში, პრობლემებს შორის რჩება ძალადობის თავიდან აცილება,
დროული გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება. სოციალური მუშაკების და ფსიქოლოგების
რაოდენობა და მათი სამუშაო პირობები კი, ვერ პასუხობს ამ მიმართულებით არსებულ არაერთ
პრობლემას.
23.1.
სიცოცხლის უფლება
ბავშვთა კეთილდღეობისა და უფლებრივი მდგომარეობის დაცვის მიზნით, განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია სახელმწიფომ პოზიტიური ვალდებულებების ფარგლებში გაატაროს ყველა
საჭირო ღონისძიება, რათა არასრულწლოვნების სიცოცხლის უფლება იყოს დაცული.
საქართველოში ბავშვთა დაცვის სისტემის არაეფექტიანობის ერთ-ერთი სამწუხარო შედეგია ის,
რომ წლების განმავლობაში რისკის ქვეშ დგას არაერთი არასრულწლოვნის სიცოცხლე. ასეთ
რისკ-ჯგუფებს განეკუთვნებიან ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე, სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ
მყოფი, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, სიღარიბეში მცხოვრები არასრულწლოვნები.
ოჯახში ძალადობის ფაქტებზე რეაგირების და ბავშვზე ზრუნვის სისტემის არაეფექტიანობაზე
მიუთითებს საქმე, რომელიც 4 წლის ნ. ზ.-ს გარდაცვალების ფაქტს ეხება. საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
324
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დასკვნის973 თანახმად, ბავშვი ჩვილობის ასაკიდან 2018
წლის 14 აგვისტომდე, მინდობით აღზრდაში იმყოფებოდა. მას შემდეგ, რაც საჭირო გახდა
ბავშვის მიმღები ოჯახიდან გამოყვანა (2018 წლის აგვისტო), მცირეწლოვანი ნ. ზ.
სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ცხოვრობდა ბიოლოგიურ ოჯახში, მიუხედავად იმისა, რომ
დედას ბავშვის ნახვისა და გაყვანის უფლება მხოლოდ დღის განმავლობაში ჰქონდა.
ზემოაღნიშნული
დასკვნის
თანახმად,
არასრულწლოვნის
მიმართ
ძალადობის
შესახებ
ინფორმაციას სააგენტოს უფლებამოსილი პირების მხრიდან სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია.
სოციალურმა მუშაკმა, ინფორმაციის მიღების შემდეგ, მხოლოდ სატელეფონო კონსულტაცია
გაუწია პოლიციის წარმომადგენელს და ურჩია ბავშვის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა.
მას შემდეგ ის ამ ფაქტით აღარ დაინტერესებულა. ბავშვის სხეულზე არსებული დაზიანებები და
სავარაუდო ძალადობის ნიშნები არც მეორე სოციალურ მუშაკს შეუფასებია, რომელმაც
განახორციელა ვიზიტი სამედიცინო დაწესებულებაში - ის
ენდო სავარაუდო მოძალადე
მშობლის მიერ ტელეფონით მოწოდებულ ინფორმაციას.
სახალხო დამცველის აპარატის მიერ საქმის შესწავლის შედეგად, იკვეთება, რომ სოციალური
მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილ პირებს, კანონით განსაზღვრული ღონისძიებები
ბავშვის მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტის გამოსავლენად, თავიდან ასაცილებლად და
მისი უსაფრთხოების დასაცავად, არ გაუტარებიათ. აღნიშნული შემთხვევა ოჯახში ძალადობის
ფაქტებზე არსებული რეაგირების მექანიზმის მნიშვნელოვან ხარვეზებსა და სოციალური
მომსახურების სააგენტოში შექმნილ სერიოზულ, საქმიანობის სისტემურ პრობლემებზე
მიუთითებს,
რაც
განსაკუთრებით
უარყოფითად
აისახება
ბენეფიციართა
უფლებრივ
მდგომარეობაზე.
23.2.
სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფ არასრულწლოვანთა უფლებრივი
მდგომარეობა
გაეროს ბავშვის უფლებების კონვენციის შესაბამისად, ბავშვს, რომელიც დროებით ან მუდმივად
მოკლებულია თავის ოჯახურ გარემოცვას, სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული დაცვისა
და დახმარების უფლება აქვს974. თავის მხრივ, სახელმწიფო ვალდებულია, იგი სათანადო
ზრუნვით, დაცვისა და დახმარების სერვისებით უზრუნველყოს.
სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის მიმართულებით
არსებულ გამოწვევებს, სახელმწიფოს მხრიდან ამ დრომდე არ მოჰყოლია ქმედითი და
ეფექტიანი ნაბიჯები. პრობლემად რჩება ბავშვის მიმართ ძალადობა, განათლების უფლების
განხორციელება, არასრულწლოვანთა სათანადო ფსიქოლოგიური/სარეაბილიტაციო სერვისებით
973
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის საპასუხო წერილი № 01/1834.
974 გაეროს ბავშვის უფლებების კონვენცია, მუხლი 20.
325
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
უზრუნველყოფა, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადება, ზრუნვის პროცესში ჩართულ
პირთა კვალიფიკაცია და როგორც ადამიანური, ისე, ფინანსური რესურსის ნაკლებობა975.
მომსახურების ფორმების ხშირი ცვლა, ძალადობრივი გამოცდილება და ბიოლოგიური
ოჯახისგან განცალკევება, თავისთავად სტრესული ფაქტორია არასრულწლოვნისთვის და ქმნის
მის მიმართ განსაკუთრებული მოპყრობის, მაღალი ხარისხის სერვისებით უზრუნველყოფის
წინაპირობას, რაც, სათანადოდ, ამ დრომდე არ ხორციელდება.
მინდობით აღზრდის სახელმწიფო ქვეპროგრამაში ჩართულ ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა
მინდობით
აღზრდის
ქვეპროგრამა
საქართველოში
2006
წლიდან
არსებობს
და
არასრულწლოვანთა მიტოვების პრევენციისა და დეინსტიტუციონალიზაციის პროცესში976
უმნიშვნელოვანესი ფუნქციის მატარებელია.
2018 წლის განმავლობაში მინდობით აღზრდის 259 ახალი შემთხვევა დარეგისტრირდა და
სახელმწიფო ქვეპროგრამაში ჩართულ ბენეფიციართა საერთო რაოდენობა 1440 იყო.977
არასრულწლოვანთა
ბიოლოგიური
ოჯახიდან
გამოყვანისა
და
სახელმწიფო
ზრუნვაში
განთავსების ძირითად მიზეზს კვლავ სიღარიბე და ცხოვრების არასათანადო პირობები,
უგულებელყოფისა და ძალადობის შემთხვევათა სიმრავლე წარმოადგენს. ამასთან, კვლავ
იკვეთება ოჯახის გაძლიერებაზე ორიენტირებული სახელმწიფო სერვისების ნაკლებობა.
ცხრილი №1: 2018 წლის განმავლობაში მინდობით აღზრდის სერვისში ბენეფიციართა განთავსების
საფუძველი978
975
საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში „ბავშვზე ზრუნვის სისტემის მონიტორინგი
- ალტერნატიული ზრუნვის ეფექტურობა“, 2019.
976 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 7 ნოემბრის
ბრძანება №01-238/ო „მინდობით აღზრდის მომსახურების სტანდარტების შესახებ“.
977 სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კორესპონდენცია №04/1516, 16/01/2019.
978 სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კორესპონდენცია №04/1516, 16/01/2019.
326
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
სახალხო დამცველის აპარატის მიერ ჩატარებული მონიტორინგი979 ცხადყოფს, რომ კვლავ
პრობლემურია ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა სარეაბილიტაციო სერვისებით უზრუნველყოფა
და რთული ქცევის მართვისა და პრევენციის კუთხით აღმზრდელთა
ინფორმირებულობის
დაბალი ხარისხი. განსაკუთრებით საგულისხმოა, რომ მინდობით აღმზრდელებს აკლიათ
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებზე სათანადო ზრუნვის განსახორციელებლად
საჭირო ცოდნა და გამოცდილება. ინდივიდუალური განვითარების გეგმები ფორმალური
ხასიათისაა და სათანადოდ არ ასახავს ბავშვის საჭიროებებს. აქვე, აღსანიშნავია, რომ არ
ფუნქციონირებს ბენეფიციართა დამოუკიდებელი ცხოვრებისა და სერვისიდან გასვლისათვის
მომზადების ეფექტიანი მექანიზმი.
ხშირ შემთხვევაში, სოციალური მუშაკები, გადატვირთულობისა და რესურსის სიმწირის გამო,
ვერ
ახერხებენ
გეგმიური
და
არაგეგმიური
ვიზიტების
განხორციელებას,
ოჯახების
სრულფასოვან და რეგულარულ შეფასებას, არასრულწლოვანთან საფუძვლიან გასაუბრებას, რის
გამოც ბენეფიციარებს არ აქვთ შესაძლებლობა, გამოთქვან საკუთარი მოსაზრება ზრუნვასთან
დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებით. აღნიშნული პრაქტიკა უარყოფითად აისახება
ძალადობის შემთხვევების პრევენციისა და გამოვლენის მაჩვენებელზე, ვერც არასრუწლოვანთა
უფლებებისა და საუკეთესო ინტერესების განუხრელ დაცვას უზრუნველყოფს.
რეინტეგრაციის სახელმწიფო სერვისში ჩართულ ბენეფიციართა უფლებრივი მდგომარეობა
სახელმწიფო ზრუნვის სისტემის უმნიშვნელოვანესი ნაწილია რეინტეგრაციის ქვეპროგრამა, რაც
გულისხმობს
სახელმწიფო
მზრუნველობაში
განთავსებული
ბავშვის
ბიოლოგიურ
ოჯახში,
მეურვესთან/მზრუნველთან დაბრუნებას, თუ ეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს არ ეწინააღმდეგება.980
979
საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში „ბავშვზე ზრუნვის სისტემის მონიტორინგი
- ალტერნატიული ზრუნვის ეფექტურობა“, 2018.
980 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 20 მარტის
ბრძანება №01-20/ნ „რეინტეგრაციის შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესისა
და პირობების, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების განსაზღვრის შესახებ“.
327
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
2018 წლის განმავლობაში რეინტეგრაციის 123 ახალი შემთხვევა დარეგისტრირდა და
სახელმწიფო ქვეპროგრამაში 470 ბენეფიციარი იყო ჩართული.981
სახალხო დამცველის აპარატის შესწავლის შედეგებიდან ვლინდება, რომ რეინტეგრაციის
სახელმწიფო ქვეპროგრამა ვერ უზრუნველყოფს ბავშვის უფლებებისა და საუკეთესო
ინტერესების განუხრელ დაცვას. ოჯახებში, სადაც რეინტეგრაციის პროგრამა ხორციელდება,
გამოწვევად რჩება არასრულწლოვანთა საჭიროებების სათანადოდ დაკმაყოფილება და მათთვის
მინიმალური საყოფაცხოვრებო
პირობების შექმნა.
პრობლემები იკვეთება
ზოგადი და
პროფესიული განათლების მიღების ხელშეწყობის კუთხითაც982.
სერვისის გამართული ფუნქციონირებისთვის, კრიტიკულად აუცილებელია ბიოლოგიური
ოჯახის მხარდაჭერა, რაც კვლავ პრობლემაა. რეინტეგრაციის სერვისში ჩართული ოჯახების
უმრავლესობა ვერ ახერხებს არასრულწლოვნების საჭირო კვებითი რაციონით უზრუნველყოფას,
რის გამოც, მათი ნაწილი ადგილობრივი მუნიციპალიტეტების უფასო სასადილოს პროგრამებით
სარგებლობს, თუმცა არასრულწლოვნის საჭიროებების შესაბამისი საკვების მიწოდებას ვერც ეს
უზრუნველყოფს.
პრობლემები გამოიკვეთა ზოგადი და პროფესიული განათლების მიღების ხელშეწყობის,
არასრულწლოვნებში მოტივაციის ამაღლებისა და არაფორმალური განათლების მიღების
შესაძლებლობის კუთხითაც. გამოკითხული მშობლების მხოლოდ 58.3% ამბობს, რომ ხელს
უწყობს ბავშვს პროფესიული და უმაღლესი განათლების მიღებაში.983 აღნიშნული, სოფლებში
მცხოვრები არასრულწლოვნებისთვის, ტრანსპორტირების სირთულისა და ფინანსების სიმწირის
გამო, კიდევ უფრო პრობლემურია.
ირკვევა, რომ რეინტეგრირებულ ოჯახებში გართულებულია სოციალური მუშაკების მიერ
ძალადობის შემთხვევების გამოვლენა და მათი თავიდან აცილება, რაც გამოწვეულია
სოციალური მუშაკების ვიზიტების ნაკლებობით.984 საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ სოციალურ
მუშაკები ბიოლოგიურ ოჯახში მცხოვრები ბავშვების მუდმივ მონიტორინგს აუცილებელ
საჭიროებად არ მიიჩნევენ.985
ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა მცირე საოჯახო ტიპის სახლებში
981
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კორესპონდენცია №04/1516, 16/01/2019.
საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში „ბავშვზე ზრუნვის სისტემის მონიტორინგი
- ალტერნატიული ზრუნვის ეფექტურობა“, 2019.
983 გამოკითხულ რესპონდენტთა რაოდენობა - 68.
984 აღნიშნულის ერთ-ერთი უმთავრესი განმაპირობებელი ფაქტორია სსიპ სოციალური მომსახურების
სააგენტოში დასაქმებული სოციალური მუშაკების გადატვირთულობა და რესურსის სიმწირე.
985 საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში „ბავშვზე ზრუნვის სისტემის მონიტორინგი
- ალტერნატიული ზრუნვის ეფექტურობა“, 2019.
982
328
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
მცირე საოჯახო ტიპის სახლების მომსახურება, არასრულწლოვნების ოჯახურ გარემოსთან
მიახლოებულ პირობებში აღზრდას ისახავს მიზნად. იგი ასევე ითვალისწინებს მათი
საჭიროებების გამოვლენას და უზრუნველყოფას, ძალადობისგან დაცვას, მათ სათანადო
განვითარებაზე ზედამხედველობას ბავშვის ინტერესზე ორიენტირებულ და უსაფრთხო
გარემოში.
საქართველოში სულ 48 მცირე საოჯახო ტიპის სახლი ფუნქციონირებს, სადაც 2018 წლის 31
დეკემბრის მონაცემებით, 351 არასრულწლოვანი ირიცხებოდა986.
2018 წელს სახალხო დამცველის აპარატის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგები
ცხადყოფს, რომ წლების განმავლობაში გადაუჭრელ პრობლემად რჩება მცირე საოჯახო ტიპის
სახლებში ძალადობის მსხვერპლი ბავშვების გამოვლენა, რთული ქცევისა და კრიზისული
მდგომარეობის მართვა, ძალადობის ფაქტების თავიდან აცილება, დროული რეაგირება და
ფსიქოსოციალური დახმარება. პრობლემურია არასრულწლოვნების ინტერესზე მორგებული
საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელება და ბავშვების მომზადება დამოუკიდებელი
ცხოვრებისთვის. ქვეყანაში კვლავ არ არსებობს სახელმწიფოს მხრიდან ერთიანი მიდგომა
ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების დაცვისა და მხარდაჭერის მიმართულებით.
მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მცხოვრები აღსაზრდელების დიდ ნაწილს არ აქვს სწავლის
მოტივაცია; არასრულწლოვნების უმეტესობა ზოგადი განათლების მიღების პროცესს წყვეტს
პროფესიული განათლების მიღებისა და დასაქმების მიზნით. ბენეფიციართა უმეტესობას არ
მიუწვდება
ხელი
კვალიფიციურ
პროფესიულ
დახმარებაზე,
სარეაბილიტაციო,
ასევე,
არაფორმალურ საგანმანათლებლო აქტივობებზე. ხშირად, პროფესიულ აღზრდაზე ზრუნვას
მხოლოდ ფორმალური ხასიათი აქვს. ყოველთვის არ ხდება ბავშვის ინდივიდუალური
ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინება,
დასაქმების მიზნით, შემდგომი ეტაპის დაგეგმვა.
ან,
დაუფლებული
პროფესიით
ბავშვები ზრუნვის პროცესს ხშირად სრულიად მოუმზადებლები ტოვებენ და შესაძლებელია, 18
წლის შემდეგ მათი ოჯახში დაბრუნება ისეთ რისკებთან იყოს დაკავშირებული, როგორიცაა
სიღარიბე და განმეორებითი ძალადობა. ამ მხრივ, განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები.
მცირე საოჯახო ტიპის სახლების დიდ ნაწილში სისტემატური ხასიათი აქვს ბავშვებს შორის
ძალადობის ფაქტებს. ცალკეულ სახლებში, სადაც განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა შექმნილი,
ერთად არიან მოთავსებული მძიმე ტრავმული გამოცდილების, რთული ქცევისა და ფსიქიკური
პრობლემების მქონე ბავშვები. განსაკუთრებით საგანგაშოა ბავშვებს შორის სექსუალური
ძალადობის ფაქტებზე არასათანადო რეაგირების პრობლემა, რომლის დროსაც დროულად ან
986
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კორესპონდენცია №04/1516, 16/01/2019.
329
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
საერთოდ არ ხორციელდება ზრუნვა ბავშვის უსაფრთხოებასა და განმეორებითი ძალადობის
პრევენციაზე.987
ძალადობის შემთხვევების მართვის ძირითადი პასუხისმგებლობა აღმზრდელებს აკისრიათ,
თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, ისინი არ ფლობენ კრიზისისა და კონფლიქტური სიტუაციების
მართვის
უნარებს
და
შესაძლოა, ზოგჯერ
თავადვე
ხდებიან მსგავსი
კონფლიქტების
მაპროვოცირებლები. ფსიქოლოგი ბავშვზე ზრუნვის გუნდის მუდმივი წევრი არ არის და
ხშირად მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში ერთვება ამ პროცესში.
ბავშვთა
უფლებრივი
მდგომარეობა
რელიგიური
კონფესიების
დაქვემდებარებაში
მყოფ
პანსიონური ტიპის დაწესებულებებში
რელიგიური კონფესიების დაქვემდებარებაში მყოფი სკოლა-პანსიონების ფუნქციონირება,
ბავშვზე
ზრუნვის
დაკავშირებულია
სფეროში
ამ
ყველაზე
ტიპის
პრობლემურ
დაწესებულებების
საკითხად
რჩება.
პრობლემები
ლიცენზირების,
სახელმწიფოს
ზედამხედველობის ნაკლებობის, დაწესებულებებში ჩარიცხულ ბავშვთა დიდი რაოდენობისა და
სააღმზრდელო
გარემოს
ბენეფიციართა
ინდივიდუალურ
საჭიროებებზე
ორიენტირების
საკითხებთან.
რელიგიური პანსიონების უმეტესობა დიდი ინსტიტუციებია და იქ არსებული სააღმზრდელო
პირობები ვერ პასუხობს ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის მოთხოვნებს.988 სახელმწიფოს
ამ დრომდე არ აქვს ინფორმაცია რელიგიური პანსიონებისა და მასში ჩარიცხული ბავშვების
რაოდენობის შესახებ. იმ დაწესებულებებში კი, სადაც ეს ცნობილია, მეტად სუსტია სახელმწიფო
კონტროლისა და მონიტორინგის მექანიზმი. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
პრაქტიკულად არ მონაწილეობს ბავშვების დაწესებულებაში ჩარიცხვისა და განთავსების
პროცესებში, არ კონტროლდება პანსიონებში არსებული სააღმზრდელო პირობები და გარემო,
რაც სახემწიფოს მხრიდან
დაუცველ მდგომარეობაში ამყოფებს ამ დაწესებულებების
ბენეფიციარებს.
მიუხედავად
იმისა,
რომ
სააღმზრდელო
საქმიანობის
განხორციელება
შესაბამისი
ლიცენზირების გარეშე კანონით აკრძალულია , რელიგიური პანსიონების უმრავლესობა
989
987
სახალხო დამცველის რეკომენდაცია № 10-3/193, 10/01/2019.
გამონაკლისია მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ფერიისა და ბედიანის დაწესებულებებში
არსებული ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა.
989 „სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი და
მე-2 პუნქტების თანახმად, შესაბამისი სამართლებრივი აქტით განისაზღვრება სააღმზრდელო საქმიანობის
განხორციელების წესი და პირობები, ხოლო ამ მოთხოვნების დარღვევით, სააღმზრდელო საქმიანობის
განხორციელება აკრძალულია.
988
330
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
საქმიანობას ლიცენზიის გარეშე ეწევა, ხოლო შესაბამისი ნებართვა, მხოლოდ 3 დაწესებულებას
გააჩნია990.
2018 წელს საქართველოს სახალხო დამცველმა რელიგიური კონფესიების დაქვემდებარებაში
მყოფი 7 სკოლა-პანსიონი991 მოინახულა. გამოვლინდა, რომ
საქმიანობის ნებართვის გარეშე
მოქმედი დაწესებულებების წარმომადგენლები სახელმწიფოს მხრიდან სათანადოდ არ არიან
ინფორმირებულები ლიცენზირების სავალდებულო კრიტერიუმებთან დაკავშირებით. იმ
პანსიონების უმეტესობაში, სადაც სახალხო დამცველის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ,
აღზრდის მკაცრი წესი და არასრულწლოვანთა დიდი რაოდენობა არ ქმნის ოჯახთან
მიახლოებულ გარემოს992. რიგ შემთხვევებში, გამოიკვეთა, რომ დასჯის მეთოდებად შეიძლება
გამოყენებული იყოს ყურის აწევა, თმის მოქაჩვა, კუთხეში დაყენება, მეტანიების გაკეთება.993
დოკუმენტაციის წარმოების პრობლემებიდან გამომდინარე, პანსიონებში არ გვხდება დაცული
ინფორმაცია ძალადობის ფაქტების აღრიცხვის, პროტესტისა და უკუკავშირის შემთხვევებზე
პანსიონების მიერ გატარებულ ღონისძიებათა შესახებ. ბენეფიციარები, რიგ შემთხვევებში,
იზოლირებული არიან სოციუმიდან და შეზღუდული აქვთ გამოხატვის თავისუფლება.
ინსტიტუციური რეჟიმიდან გამომდინარე, მათ არ აქვთ გაპროტესტების, თავისი განსხვავებული
აზრის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა და არსებულ სააღმზრდელო პირობებთან და
მკაცრ გარემოსთან უწევთ შეგუება.
23.3.
განათლების უფლება
გაეროს ბავშვის უფლებების კონვენციის თანახმად, სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ
საშუალო და უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა994. ამასთან, გაეროს ბავშვის უფლებების
კომიტეტი (CRC) 2017 წლის 9 მარტის დოკუმენტით, „დასკვნითი შენიშვნები საქართველოს
990
სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს კორესპონდენცია №02/22509,
19.04.2018.
991 საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ააიპ ჯავახეთის ნინოწმინდის წმინდა
ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში; საქართველოს
მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ააიპ სოფელ ფერიის წმ. მატათა მოციქულის სახელობის
ფონდის პანსიონში; საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ბედიანის ბავშვთა და
მოზარდთა სარეაბილიტაციო ცენტრში; ქართველ მუსლიმთა კავშირის სოფელ ფერიის გოგონათა
პანსიონში; ქართველ მუსლიმთა კავშირის სოფელ ფერიის ვაჟთა პანსიონში; ქართველ მუსლიმთა
კავშირის ქობულეთის ვაჟთა პანსიონში; ხულოს მუნიციპალიტეტის სოფ. ღორჯომის ვაჟთა მუსლიმურ
პანსიონში. ვიზიტები ასევე განხორციელდა დაბა სტეფანწმინდასა და საჩხერის მუნიციპალიტეტის
სოფელ საირხეში, სადაც, მონიტორინგისას, პანსიონური მომსახურება შეწყვეტილი იყო.
992 როგორც ზევით აღინიშნა, ამ მხრივ, გამონაკლისია ფერიისა და ბედიანის დაწესებულებები.
993 საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ააიპ ჯავახეთის ნინოწმინდის წმინდა
ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონი.
994 გაეროს ბავშვის უფლებების კონვენცია, მუხლი 28.
331
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
მიმართ“, სახელმწიფოს საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობისა და არსებული
მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ995 მოუწოდებს.
საანგარიშო პერიოდში კვლავ გამოწვევად რჩებოდა განათლების უფლების ეფექტიანი
განხორციელება. საბავშვო ბაღებსა და საჯარო სკოლებში არსებული მდგომარეობა, განათლების
მიღმა დარჩენილ ბავშვთა რაოდენობა და პასუხისმგებელი პირების მხრიდან სახალხო
დამცველის რეკომენდაციების შესრულებისკენ გადადგმული ნაბიჯების სიმცირე კიდევ უფრო
ამძიმებს
არსებულ
ვითარებას.
განათლების
ხელმისაწვდომობის
თვალსაზრისით,
განსაკუთრებით მწვავე მდგომარეობაა მაღალმთიან რეგიონებში996.
ადრეული და სკოლამდელი განათლება
საქართველოში ადრეული და სკოლამდელი განათლების უფლების რეალიზება მნიშვნელოვანი
გამოწვევების წინაშე დგას. მიუხედავად იმისა, რომ 2017 წელს დამტკიცდა ადრეული და
სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტები997, ასევე, ტექნიკური რეგლამენტი
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების სანიტარიული და
ჰიგიენური ნორმების შესახებ998, 2018 წელს აღნიშნული დოკუმენტების მოთხოვნები პრაქტიკაში
ეფექტიანად
ვერ
დაინერგა,
ამასთან,
გადავადდა
დაწესებულებების
სავალდებულო
ავტორიზაცია .
999
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ სოფლად
და მაღალმთიან რეგიონებში მდებარე საბავშვო ბაგა-ბაღების ნაწილი ვერ აკმაყოფილებს
უსაფრთხოებისა
და კეთილსაიმედო
ფიზიკური მოწყობის მინიმალურ
კრიტერიუმებს.
გამოვლინდა ბაღები, რომლებიც ავარიული პირობების გამო ნაქირავებ ან შეუსაბამო შენობებში
ფუნქციონირებენ, სადაც არ არის დაკმაყოფილებული შესაბამისი სახელმწიფო სტანდარტები.
995
Committee on the Rights of the Child ,,Concluding observations on the fourth periodic report of Georgia’’,
CRC/C/GEO/CO/4, 09.03.2017.
ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://bit.ly/2FziRhe > [ბოლოს ნანახია: 27.02.2019].
996 აღსანიშნავია, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის 10-ზე მეტ სოფელში, პანსიონების დახურვის გამო,
ბავშვებს შეეზღუდათ სასკოლო განათლებაზე მისაწვდომობა. ამასთან, სოფლების - შატილის, ბარისახოსა
და მაღაროსკარის პანსიონებში გამოვლინდა საჭიროებები ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კუთხით,
რაზეც სახალხო დამცველმა პასუხისმგებელ უწყებებს მიმართა.
997 საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის დადგენილება №488 „ადრეული და სკოლამდელი
აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების დამტკიცების შესახებ“.
998 საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის დადგენილება №485 „ტექნიკური რეგლამენტის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების სანიტარიული და ჰიგიენური
ნორმების დამტკიცების შესახებ“.
999 განისაზღვრა, რომ თითოეულმა მუნიციპალიტეტმა 2019 წლის 1 აპრილიდან 2020 წლის 31
დეკემბრამდე უნდა უზრუნველყოს საბავშვო ბაგა-ბაღების ეტაპობრივი ავტორიზაცია.
332
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
მუნიციპალიტეტების
შესაბამისი
სამსახურები
საბავშვო
ბაგა-ბაღების
საჭიროებებზე
დროულად არ რეაგირებენ. სახალხო დამცველის აპარატის არაერთი მიმართვის მიუხედავად,
კვლავ
პრობლემურია
მუნიციპალიტეტების
მხრიდან
სათანადო
ფინანსური
და
ადმინისტრაციული ღონისძიებების გატარება რეგიონებში საბავშვო ბაღების გამართული
ფუნქციონირების, ინფრასტრუქტურული და სასწავლო გარემოს დროულად მოწესრიგებისთვის.
რიგ ბაღებში გამოვლინდა, რომ მოსაწესრიგებელია სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა,
აღსაზრდელების
საძინებლები
განლაგებულია
ნესტიან
და
ავარიულ
ოთახებში;
დაწესებულებებში მცირეწლოვანთა დღის ძილისთვის არ არის საკმარისი საწოლები, საკმარისი
რაოდენობისა და უსაფრთხო სასწავლო მასალა, ახალი სათამაშოები და თვალსაჩინოებები;
არასაკმარისია ბავშვების სააღმზრდელო ჯგუფები და რიგ შემთხვევაში, სხვადასხვა ასაკის
ბავშვები ერთ ჯგუფში ირიცხებიან, რაც აბრკოლებს ხარისხიანი სკოლამდელი განათლების
უზრუნველყოფას1000.
საბავშვო ბაღებში ეფექტიანი სააღმზრდელო პროცესის პრობლემები დაკავშირებულია
კადრების სიმცირის პრობლემასთანაც. მოუგვარებელია პერსონალის, აღმზრდელებისა და
პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების საკითხები; გასული წლების
მსგავსად, კვლავ არ არის დანერგილი ძალადობის სავარაუდო შემთხვევების გამოსავლენი
მექანიზმი.
განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვები
ეფექტიანი განათლების სისტემის უზრუნველყოფა და არასრულწლოვანთა განათლების
უფლების დაცვა ქვეყნისთვის კვლავ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. აღნიშნული
საკითხი წარმატებით ვერ განხორციელდება იმ პირობებში, როდესაც კვლავ მაღალია იმ ბავშვთა
რაოდენობა, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით, განათლების სისტემის მიღმა რჩებიან და ამ
სისტემისთვის, პრაქტიკულად, „უხილავი ბავშვები“ არიან.
განათლების უფლება ხშირად დაკავშირებულია ისეთ საკითხებთან, როგორიცაა ბავშვთა
სიღარიბე, ადრეული ქორწინება, ძალადობა, ბავშვთა შრომა, შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე არასრულწლოვნების სპეციალური საჭიროებები და სხვ. კვლავ პრობლემურია უწყებათა
კოორდინირებული მუშაობა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაზე დროული და შედეგზე
ორიენტირებული რეაგირება და პრობლემის სისტემური ხედვა. ის ფაქტი, რომ განათლების
მიღმა დარჩენილი არასრულწლოვნების რიცხვი კვლავ მაღალია, ბავშვის უფლებების დაცვის
1000
2018 წელს საქართველოს სახალხო დამცველმა სპეციალური რეკომენდაციებით მიმართა ახმეტისა და
გორის მუნიციპალიტეტების თვითმმართველ ორგანოებს და დროულად მოითხოვა ბაღებში არსებული
პირობების გაუმჯობესება. მუნიციპალიტეტების მიერ ამ კუთხით გატარებული ღონისძიებების
მიუხედევად, მდგომარეობა პრობლემურია და სისტემური ნაბიჯების გადადგმას საჭიროებს.
333
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
კუთხით სახელმწიფოს არასაკმარის ძალისხმევაზე მიუთითებს. სახალხო დამცველის პრაქტიკა
ცხადყოფს, რომ ბავშვთა ეს ჯგუფები სახელმწიფოს პრიორიტეტს არ წარმოადგენენ.
საქართველოში 2085 საჯარო სკოლა ფუნქიონირებს. 2017-2018 სასწავლო წელს მოსწავლეთა
რაოდენობა საჯარო სკოლებში - 518 038-ს, ხოლო კერძო სკოლებში 57 143-ს შეადგენდა. 20172018 სასწავლო წლის განმავლობაში ან მისი დასრულების შემდეგ, ახალი სასწავლო წლის
დაწყებამდე, მოსწავლის სტატუსი შეუჩერდა/შეუწყდა 10 433 მოსწავლეს.1001 ეს მონაცემი, წინა
წლის მაჩვენებელთან შედარებით, თითქმის გაორმაგებულია, რადგან 2016-2017 სასწავლო წელს
ეს ციფრი 5 713 იყო.1002
ცხრილი №1 მოსწავლეთა სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის რაოდენობრივი მაჩვენებელი
სკოლის მიტოვების საკითხის კომპლექსური შესწავლის, პრობლემების გამოკვეთისა და
რეაგირების ეფექტიანი მექანიზმის უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია
მიტოვების საფუძვლების შესწავლა და გამოკვეთა. საყურადღებოა, რომ მაღალია იმ მოსწავლეთა
რიცხვი, რომელთაც სტატუსი მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე
შეუწყდათ/შეუჩერდათ. თუმცა სკოლები არ აწარმოებენ უფრო დეტალურ მონაცემებს, არ
იკვლევენ
მიზეზებს
და
არც
ამ
შემთხვევებს
შეისწავლიან
სიღრმისეულად.
ასევე,
მნიშვნელოვანია ისეთი ზოგადი მიზეზების კვლევის საჭიროება, როგორიცაა 90 სასწავლო დღეზე
მეტი ხნით სკოლაში გამოუცხადებლობის შემთხვევები. საყურადღებოა ადრეულ ასაკში
ქორწინების ან შრომის გამო მიტოვების ფაქტები.
ცხრილი №2 მოსწავლეთა სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის მიზეზები 2017-2018 წლის მონაცემებით
1001
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კორესპონდენცია MES 9 19 00097446;
31/01/2019.
1002 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წერილი № MES 4 18 00286334; 14.03.2018.
334
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
საყურადღებოა იმ რეგიონების ჩამონათვალი, სადაც განსაკუთრებით მაღალია მოსწავლის
სტატუსის
შეწყვეტის/შეჩერების
საფუძველი
და
ბავშვის
უფლებების
დაცვის
მხრივ,
განსაკუთრებით პრობლემური მიმართულებები იკვეთება.
ცხრილი
№3
მოსწავლეთა
სტატუსის
შეჩერების/შეწყვეტის
რეგიონების მიხედვით 2017-2018 სასწავლო წელს
335
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
რაოდენობრივი
მაჩვენებელი
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში, წლებია, პრობლემად რჩება სკოლის მიტოვების მაღალი
მაჩვენებელი, კვლავ სუსტად და არაეფექტიანად მოქმედებს რეფერირების მექანიზმი.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ
მოწოდებული ინფორმაციის თანახმად1003, 2017-2018 წელს და 2018-2019 წლის პირველ
სემესტრში, რეფერირება პასუხისმგებელ უწყებებთან სკოლის მიტოვების 96 შემთხვევაზე
განხორციელდა. მაშინ როდესაც, სავალდებულო საბაზო საფეხურის დასრულებამდე მუშაობის
დაწყების საფუძვლით, სკოლის მიტოვების მაჩვენებელი 89, ხოლო, დაოჯახების საფუძვლით, 95
შემთხვევა იყო.
მნიშვნელოვანია, რომ განათლების მიღმა დარჩენილ ბავშვებს შორის, კვლავ განსაკუთრებით
მოწყვლადი
ჯგუფებია
ქუჩაში
მცხოვრები
შესაძლებლობის მქონე ბავშვები.
1004
და
მომუშავე
ბავშვები
და
შეზღუდული
საანგარიშო პერიოდში სკოლაში ჩაირიცხა ქუჩაში
მცხოვრები და მომუშავე 37 ბავშვი, თუმცა პრობლემის მასშტაბურობიდან გამომდინარე,
აღნიშნული მაჩვენებელი არ არის ადეკვატური და საჭიროებს ამ ბავშვებისადმი საჭიროებებზე
მორგებულ, ინდივიდუალურ მიდგომას.
წყალი, სანიტარია და ჰიგიენა საქართველოს საჯარო სკოლებში
1003
წერილობითი კორესპონდენცია MES 9 19 00097446; 31/01/2019.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა განათლების უფლების შესახებ დეტალური ინფორმაცია
წარმოდგენილია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ თავში.
1004
336
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
ქვეყანაში განსაკუთრებით საგანგაშოა საჯარო სკოლებში წყლისა და სანიტარიული ნორმების
კუთხით არსებული მდგომარეობა. გასული წლების მსგავსად, სკოლებში კვლავ პრობლემურია
წყლის ხელმისაწვდომობა, გამართული საპირფარეშოებისა და წყალმოხმარების ობიექტების
ფუნქციონირება. შესწავლის შედეგად იკვეთება, რომ სველ წერტილებში ხშირად
ანტისანიტარული პირობებია, დროულად ვერ ხდება ნარჩენების გატანა, საპირფარეშოს
ჯიხურების დასუფთავება, მოძველებული ინფრასტრუქტურა კი
ვერ პასუხობს არსებულ
საჭიროებებს.
2018 წელს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა, წყლისა და სანიტარიის უფლების
კუთხით არსებული მდგომარეობის შესასწავლად, საქართველოს 6 რეგიონის1005 108 საჯარო
სკოლა მოინახულა. მონიტორინგის შედეგები ცხადყოფს, რომ საჯარო სკოლების ფიზიკური
მოწყობა და სანიტარიული მდგომარეობა ნაკლებად არის ორიენტირებული მოსწავლეთა თუ
სკოლაში დასაქმებული პერსონალის საჭიროებებზე. შემოწმებული დაწესებულებებიდან, 71.3%ში წყლის უვნებლობის ლაბორატორიული კვლევა რეგულარულად არ ხორციელდება, ხოლო
სკოლების 77.4%-ს არ აქვს კონკრეტული შიდა რეგულაციები წყლის მისაწვდომობისა და
სანიტარიული ნორმების შესახებ; სკოლების მხოლოდ 44.4%-ში ჰქონდათ ხელსაბანი საპონი,
26.9%-ში - ხელსაწმენდი, ხოლო წყალჩამრეცხი სისტემა სკოლების მხოლოდ 25.9%-ში
ფუნქციონირებს.
არასრულწლოვან მსჯავრდებულთა განათლების უფლება
სპეციალური
პენიტენციური
სამსახურის
№11
არასრულწლოვანთა
სარეაბილიტაციო
დაწესებულებაში მოთავსებული არასრულწლოვანი მსჯავრდებულები ირიცხებიან საჯარო
სკოლაში და ჩართულნი არიან ზოგადი განათლების მიღების პროცესში. თუმცა წლების
განმავლობაში პრობლემად რჩება არასრულწლოვანი მსჯავრდებულების სკოლაში დროული
ჩარიცხვის საკითხი, რაც უმეტესად, ბავშვების კანონიერი წარმომადგენლების მხრიდან
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებისთვის
მობილობის
მოთხოვნით
დაგვიანებულ
მიმართვასთან არის დაკავშირებული. აღნიშნული მიზეზით, ბავშვები, რიგ შემთხვევებში,
მხოლოდ ფორმალურად ესწრებიან საგაკვეთილო პროცესს და ოფიციალურად არ ირიცხებიან
სკოლაში. ამასთან, ირკვევა, რომ არასრულწლოვნების დიდ ნაწილს დაწესებულებაში
მოხვედრამდე ჰქონდა გაცდენები ან საერთოდ არ ირიცხებოდა სკოლაში. შესაბამისად,
სირთულეები აქვთ სწავლის პროცესში. სასჯელის მოხდის ინდივიდუალურ გეგმებში
მითითებულია
ასაკობრივი,
პედაგოგიური
ჩამორჩენა,
თუმცა
აღნიშნული
მხოლოდ
დაწესებულების სოციალური მუშაკების მიერ არის შეფასებული და ბავშვებს სპეციალური
საგანმანათლებლო სტატუსი არ აქვთ მინიჭებული. ასევე არ ჰყავთ სპეციალური პედაგოგი.
1005
აჭარა, სამეგრელო-ზემო სვანეთი, კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, ქვემო
ქართლი.
337
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია,
არასრულწლოვნების
რეაბილიტაციისა
და
რესოციალიზაციის მიზნით, გაძლიერდეს მათი მხარდაჭერა და მოტივაციის გაზრდაზე
მუშაობა.
სამწუხაროდ,
დაწესებულებაში
წლის
განმავლობაში
დაგეგმილი
და
განხორციელებული აქტივობები არ არის მრავალფეროვანი და არ ჩანს, რამდენად არის
მორგებული ბავშვების ინტერესებსა და საჭიროებებზე.
არასრულწლოვნებში არის ინტერესი პროფესიული განათლების კუთხით, რაც მათთვის
მხარდამჭერი რესურსია, განსაკუთრებით, დაწესებულების დატოვების შემდეგ. თუმცა,
სასჯელის მოხდის გეგმებსა და გადახედვის ჩანაწერებში მითითებული აქტივობები, უმეტესად,
ერთფეროვანია.
დაწესებულებაში
საანგარიშო
წლის
განმავლობაში
უმთავრესად,
კულტურული, სპორტული და საინფორმაციო ხასიათის ღონისძიებები იმართებოდა, ისეთი,
როგორიცაა მაგალითად, შაშის წრე, ჭადრაკის წრე, ფილმის ჩვენება, ფეხბურთის მატჩი,
მკითხველთა კლუბი და ა.შ. მნიშვნელოვანია დაიგეგმოს შედეგზე, ბავშვების ინტერესებსა და
საჭიროებებზე მორგებული ღონისძიებები არა მხოლოდ ფორმალური, არამედ არაფორმალური
განათლების
მიმართულებითაც,
მათთვის
სხვადასხვა
პროფესიის
შეთავაზებითა
და
პროფესიული სასწავლებლების ჩართულობით, რაც ამ ეტაპზე ფაქტობრივად არ ხორციელდება.
შესაბამისად, განსაკუთრებით, დასვენების პერიოდში, ბავშვებს აქვთ ბევრი არაორგანიზებული
თავისუფალი დრო, მოტივაციის ნაკლებობა, რაც ვერ უზრუნველყოფს გათავისუფლებისთვის
მათ სათანადო მომზადებას.
23.4.
სიღარიბე და ცხოვრების არასათანადო დონე
კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება ბავშვთა სიღარიბე და ცხოვრების არასათანადო დონე.
სოციალური
დახმარების
პროგრამების
მიუხედავად,
ბავშვთა
სიღარიბის
დაძლევის
მიმართულებით არსებული ვითარება წლების განმავლობაში არ იცვლება, რაც ამ პროგრამების
არაეფექტიანობაზე
მიუთითებს.
სოციალურ
დახმარებაზე
ფინანსურად
დამოკიდებულ
ოჯახებში, ფაქტობრივად, არასრულწლოვნების ელემენტარული, საბაზისო საჭიროებებიც კი არ
არის დაკმაყოფილებული. ამას ემატება დამხმარე სოციალური პროგრამების არაეფექტიანობა და
დაგვიანებული დახმარება. ყოველივე ეს კი, საერთო ჯამში, ვერ უზრუნველყოფს სოციალურად
დაუცველი ოჯახების საჭიროებების დაკმაყოფილებას.
ბავშვთა სიღარიბის პრობლემასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული ბავშვთა განათლების
უფლების განხორციელების და ძალადობისგან დაცვის საკითხები. სოციალური დაცვის სისტემა,
გარდა იმისა, რომ ვერ უზრუნველყოფს არასრულწლოვნების სიღარიბისგან
სრულფასოვან
დაცვას, ვერც ზემოთ ჩამოთვლილი მიმართულებით არსებული პრობლემების აღმოფხვრას
უწყობს ხელს.
განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფია ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები. სახელმწიფოს
მხრიდან არც ამ მიმართულებით გადადგმულა აუცილებელი ნაბიჯები. მიუსაფარ ბავშვთა
თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, სამ
338
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
ქალაქში - თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში ფუნქციონირებს 6 დღის ცენტრი და ამდენივე
სადღეღამისო
თავშესაფარი.
2018
წელს
აღნიშნული
მომსახურებით
სულ
280-მა
არასრულწლოვანმა ისარგებლა, თუმცა, პრობლემის მასშტაბურობიდან გამომდინარე, ეს
მონაცემები ბავშვთა მხოლოდ მცირე ნაწილის საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილებას
უზრუნველყოფს.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად1006,
2014-2018
წლებში,
მიუსაფარ
ბავშვთა
თავშესაფრით
უზრუნველყოფის
ქვეპროგრამის
მობილური ჯგუფების ფარგლებში, თბილისის, რუსთავის და ქუთაისის მასშტაბით, კონტაქტი
დამყარდა 1409 მიუსაფარ ბავშვთან. 2018 წელს სოციალურმა მუშაკებმა გამოავლინეს 34 ჩვილი.
აღსანიშნავია, რომ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მცირე ნაწილის ჩართულობა
მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამაში არ გამორიცხავს მათ მიერ
ქუჩაში მოწყალების თხოვნისა თუ სხვა სახის მუშაობის შემთხვევებს.
სიღარიბის აღმოფხვრის მიმართულებით, მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალურ დონეზე
არსებობდეს შედეგზე ორიენტირებული პროგრამები, რაც ხელს შეუწყობს ოჯახების
არასათანადო საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. პრობლემურია უფასო სასადილოებში
ბავშვთა დაბალანსებული, ჯანსაღი საკვებით უზრუნველყოფა, მაშინ, როდესაც სიღარიბეში
მცხოვრები ოჯახების დიდი ნაწილი სწორედ აღნიშნულ მომსახურებაზეა დამოკიდებული.
23.5.
ბავშვთა შრომა
ბავშვთა შრომა და მისი უკიდურესი ფორმების გამოვლენა საანგარიშო პერიოდში კვლავ
უმწვავესი საკითხი იყო, როგორც მისი თავიდან აცილების, ისე გამოვლენილ შემთხვევებზე
ეფექტიანი რეაგირების თვალსაზრისით.
განსაკუთრებით საგანგაშოა ის ფაქტი, რომ საქართველოში ბავშვებს სიღარიბისა და უმძიმესი
სოციალურ-ეკონომიკური პირობების გამო, კვლავ უხდებათ სიცოცხლისთვის საშიშ გარემოში,
თავის ასაკთან შეუსაბამო შრომა. აღნიშნული საკითხი მეტად თვალსაჩინოა საკურორტო
ადგილებში, სადაც ბავშვები სეზონურად ასრულებენ სხვადასხვა ტიპის სამუშაოებს, მათ შორის, ზღვის სანაპიროებზე. ამგვარ
შემთხვევებში, სახელმწიფოს მიერ ბაშვების შრომაზე რაიმე სახის კონტროლი და რეაგირება არ ხდება.
სუსტია სოციალური მუშაკებისა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენელთა ჩართულობა
ქუჩაში ბავშვთა მუშაობის შემთხვევებზე რეაგირების, დროული გამოვლენისა და
გადამისამართების (რეფერირების) კუთხით. აღნიშნულ ფაქტორებზე საქართველოს სახალხო
დამცველი აქტიურად საუბრობდა გასული წლების საპარლამენტო ანგარიშებშიც, თუმცა,
სახელმწიფოს
პასუხისმგებელი
უწყებების
მხრიდან,
ქმედითი
ვალდებულების შესრულების კუთხით, დღემდე არ გადადგმულა.
1006
წერილობითი კორესპონდენცია № 04/4986; 04/02/2019.
339
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
ნაბიჯები
პოზიტიური
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წელს, არასრულწლოვნის
ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში ჩაბმის და არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) 1
შემთხვევის დადასტურებას 2 პირის დაკავება მოჰყვა; სააგენტომ შინაგან საქმეთა სამინისტროში,
ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვაზე და ტრეფიკინგის ბრალდებით, 11 შემთხვევა
გადაამისამართა; ამასთან, 2018 წელს მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის
ქვეპროგრამის ფარგლებში, დღის ცენტრისა და სადღეღამისო თავშესაფრით 280 ბენეფიციარმა
ისარგებლა, რომელთაგან ყველა მიუსაფარ ბავშვად1007 არის იდენტიფიცირებული.
ბავშვთა შრომის ტრაგიკული შემთხვევა მოხდა 2019 წლის დასაწყისში, როდესაც 12 წლის
მოზარდი
ჯართის
შეგროვებისას
დაიღუპა.
შესწავლის
შედეგად
გამოიკვეთა,
რომ
არასრულწლოვანი ფარდობით სიღარიბეში ცხოვრობდა, არ ჰქონდა სათანადო სააღმზრდელო
პირობები და უგულებელყოფის მსხვერპლი იყო; სიღარიბის გამო 12 წლის ბავშვს მისი
ასაკისთვის მძიმე სამუშაოების შესრულება უხდებოდა, რაც ტრაგიკული შემთხვევით
დასრულდა. აღნიშნულმა საქმემ ნათლად დაგვანახა, რომ პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან
ბავშვთა
შრომის
შემთხვევების
გამოსავლენად
და
მსხვერპლი
ბავშვების
დროულად
დასახმარებლად, მათი ადეკვატურ სერვისებში ჩართვით, აუცილებელია უფრო ქმედითი
ღონისძიებების გატარება.
23.6.
ბავშვის მიმართ ძალადობა
ქვეყანაში უმწვავესი პრობლემაა ბავშვის მიმართ ძალადობის თავიდან აცილება, აღნიშნულ
შემთხვევათა
გამოვლენა
და
მათზე
ეფექტიანი
რეაგირება.
აღნიშნული
კუთხით,
პასუხისმგებელი უწყებებისა და პირების მხრიდან ჯეროვანი ქმედებების განხორციელება, ისევე
როგორც საზოგადოების დამოკიდებულება ძალადობის
შესწავლის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა.
მიმართ,
სახალხო
დამცველის
კვლავ პრობლემად რჩება ადრეული ქორწინების პრევენცია, რაც, თავის მხრივ, ნეგატიურად
აისახება ბავშვის განათლების, განვითარების და სქესობრივი ხელშეუხებლობის უფლების
განხორციელებაზე. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ ამ საკითხის შესწავლა
ცხადყოფს, რომ კვლავ მაღალია ადრეული ქორწინების გამო სკოლის მიტოვების მაჩვენებელი,
ხოლო საზოგადოების ცნობიერება მისი კანონსაწინააღმდეგო ხასიათის შესახებ, კვლავ
დაბალია1008.
არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობა
ბავშვთა სექსუალური ძალადობისგან დაცვისა და დახმარების პროცესში პრობლემად რჩება
შესაბამისი
უწყებების
მხრიდან
დროული
და
ეფექტიანი
ღონისძიებების
გატარება.
განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ დროულად ვერ ხერხდება სექსუალური ხასიათის
1007
1008
კორესპონდენცია №04/10736, 01.03.2019.
დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილია გენდერული თანასწორობის შესახებ ქვეთავში.
340
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
ქმედებათა შედეგად დაზარალებულ ბავშვთა გამოვლენა, სათანადოდ ვერ მიმდინარეობს
მსხვერპლი არასრულწლოვნების ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია და მათი საგანმანათლებლო
და სოციალურ სივრცეში ჯეროვანი ინტეგრაცია.
2018
წელს
კვლავ
მაღალი
იყო
ბავშვის
მიმართ
სქესობრივი
თავისუფლებისა
და
ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებების რიცხვი. საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს ინფორმაციით1009, ამ პერიოდში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო
სექსუალური
ძალადობის
331
შემთხვევაზე
დაიწყო
გამოძიება,
მათ
შორის
იყო
არასრულწლოვნის გაუპატიურების 26 სავარაუდო შემთხვევა, გარყვნილი ქმედების 81 საქმე და
თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის 205 საქმე.
ამასთან, 2018 წელს, ჯამში, შსს-მ სავარაუდო სექსუალური ძალადობის1010 405 შემთხვევა
დაარეგისტრირა, რომელთაგანაც გაიხსნა 156 საქმე1011. ბავშვის მიმართ სექსუალური ძალადობის
ზემოაღნიშნული მაჩვენებელი საგანგაშოდ მაღალია და ეფექტიანი პრევენციის მისაღწევად,
დაუყოვნებელი ღონისძიებების გატარებას საჭიროებს.
ამ ფონზე, სახელმწიფოს ამ დრომდე არ შეუმუშავებია კონკრეტული სამოქმედო გეგმა და
რეაბილიტაციის კონცეფცია არასასურველი სექსუალური ხასიათის ქმედებებისგან ბავშვების
დასაცავად. სამწუხაროდ, საქართველოში, ხშირ შემთხვევებში, ბავშვებს არ აქვთ სათანადო
ინფორმაცია, თუ ვის უნდა მიმართონ რაიმე სახის ძალადობის, მათ შორის, სექსუალური
ხასიათის არასასურველი ქმედების შემთხვევაში.
მიუხედავად პრობლემის მასშტაბებისა, სახელმწიფო საზოგადოებისა და განსაკუთრებით,
ბავშვებისათვის ხელმისაწვდომ ფორმატში, არ ახორციელებს საინფორმაციო აქტივობებსა და
კამპანიებს. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში საგანმანათლებლო აქტივობების სახით
არ
მიმდინარეობს
შესაბამისი
სწავლება
ბავშვებში
ცნობიერების
ასამაღლებლად
და
ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად1012. იკვეთება ბავშვებთან მომუშავე
პროფესიონალების, განსაკუთრებით, პედაგოგებისა და სოციალური მუშაკების კვალიფიკაციის
ამაღლების საჭიროებაც,
სექსუალური ძალადობის ნიშნებისა
და შემთხვევების დროული
გამოვლენის უნარების განსავითარებლად. არაპროპორციულად მცირეა და საჭიროებებზე
1009
კორესპონდენცია №MIA 2 19 00662003, 14.03.2019.
სსკ 137-141 მუხლები.
1011 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოყენებული მეთოდოლოგიის მიხედვით რეგისტრირებული და გახსნილი დანაშაულის სტატისტიკა დინამიურად ფარავს სისხლის სამართლის
პროცესის დიდ ნაწილს, დანაშაულის ჩადენის მომენტიდან პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში
მიცემამდე, კვალიფიკაციის შეცვლის, საქმეთა გაერთიანება-გამოყოფის, წარმოებით შეწყვეტის და ა.შ.
ჩათვლით.
1012აღნიშნულ თემაზე იხილეთ ასევე, საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში
„ადამიანის უფლებების სწავლებისა და სასწავლო გარემოს შესახებ ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში“,
2018.
ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://bit.ly/2YluC2l > [ბოლოს ნანახია 06.07.2018].
1010
341
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
ნაკლებად ორიენტირებული სოციალური მომსახურების სააგენტოს რეგიონებში დაზარალებულ
ბავშვებთან მომუშავე ფსიქოლოგთა რიცხვი1013.
ძალადობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ბავშვის მიმართ
ძალადობის
პრევენციის,
მსგავსი
ფაქტების
გამოვლენისა
და
მომხდარზე
რეაგირების
მიმართულებით, რაც ამ ეტაპზე სახელმწიფოსთვის კვლავ დიდ გამოწვევად რჩება. სკოლებში
არსებული დისციპლინური სახდელები და ძალადობაზე რეაგირების არსებული მექანიზმი,
სკოლის დისციპლინური კომიტეტებისა და სამეურვეო საბჭოების საქმიანობა, არ არის
ორიენტირებული ბავშვის, როგორც ძალადობის მსხვერპლის და არასრულწლოვანი მოძალადის
საუკეთესო ინტერესებსა და რეაბილიტაციაზე.
ცხრილი №5 სკოლებში ჩატარებულ დისციპლინურ წარმოებათა რაოდენობრივი მაჩვენებელი1014
შესწავლილი შემთხვევების სტატისტიკა მიუთითებს, რომ სკოლებში მაღალია ბავშვთა მიმართ
ძალადობის მაჩვენებელი; მეტიც, აღნიშნული მაჩვენებელი საკმარისად არ ასახავს რეალურ
სურათს, რადგან შესაძლო ძალადობის ფაქტების დროული გამოვლენა და მათზე რეაგირება
აშკარად რთულია. 2018 წელს სახელმწიფოს კვლავ არ ჰქონდა ძალადობის, კერძოდ, ბულინგის
დაძლევის1015 ერთიანი პოლიტიკა და
სამოქმედო სტრატეგია. ამიტომ, საგანმანათლებლო
დაწესებულებების მხრიდან ძალადობის შემთხვევებზე რეაგირება არაერთგვაროვან ხასიათს
1013
11 ფსიქოლოგი მთელი საქართველოს მასშტაბით.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კორესპონდენცია
MES 5 19 00082907, 28/01/2019.
1015 2019 წლის 29 იანვარს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის
№06/ნ ბრძანებით დამტკიცდა „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და
საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესი და პირობები“, რაც მიზნად ისახავს ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებებში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესის შემუშავებასა და
პირობების გაუმჯობესებას, სკოლებში ძალადობის რისკების შეფასებასა და ადრეულ ეტაპზე ძალადობის
პრევენციას. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს
კორესპონდენცია MES 5 19 00190998, 19/02/2019.
1014
342
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
ატარებს და არ იძლევა შემთხვევათა სიღრმისეული შესწავლის, ამასთან, ბავშვის მიერ აზრის
გამოხატვის შესაძლებლობას.
სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, როგორც თვითდინებით, ისე რეფერირების
მექანიზმით,
2017-2018
წელს
მანდატურის
ფსიქოლოგიური
მომსახურების
ცენტრში
გადამისამართდა 2732, ხოლო 2018-2019 წელს (2019 წლის 28 იანვრის მონაცემებით) - 1203
ბენეფიციარი.
ცხრილი №6 სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის
მომსახურების ცენტრში ბენეფიციართა გადამისამართების მიზეზები1016
მიუხედავად
იმისა,
რომ
ზემოაღნიშნულ
პერიოდში,
ფსიქოლოგიური
ფსიქოლოგიური
სერვისით
გადამისამართებულ ბენეფიციართა 80%-მა ისარგებლა, ბენეფიციარების მიერ მომსახურების
მიღება
ხშირად დაკავშირებულია ტერიტორიულ სიშორესთან.1017 შესაბამისად, ამ
მიმართულებით უმნიშვნელოვანესია მანდატურის სამსახურთან არსებული ფსიქოლოგიური
სერვისის საქმიანობის გაძლიერება ადამიანური რესურსების გაზრდისა და ტერიტორიული
ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.
1016
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კორესპონდენცია
MES 5 19 00082907, 28/01/2019.
1017 საქართველოს მასშტაბით, სსიპ მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების მხოლოდ რვა
ცენტრი ფუნქციონირებს: ორი თბილისში და თითო ცენტრი რუსთავში, გორში, ქუთაისში, ბათუმსა და
ფოთში. შესაბამისად, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში საერთოდ არ
არის წარმოდგენილი მანდატურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრები.
343
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
კვლავ
პრობლემურია
საგანმანათლებლო
დაწესებულებების
მხრიდან
რეფერირების
პროცედურების გამოყენება. მიღებული ინფორმაციით,1018 2017-2018 სასწავლო წელს სკოლების
მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროში რეფერირება განხორციელდა 40 შემთხვევაზე, რაც შეეხება
რეფერირებას სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში, მიმართვა განხორციელდა 400
შემთხვევაზე,1019 სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში რეფერირების ყველაზე მაღალი
ხვედრითი წილი თბილისზე, იმერეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებზე მოდის, ხოლო რაჭალეჩხუმის რეგიონიდან რეფერირება სააგენტოში საერთოდ არ განხორციელებულა; ზოგიერთ
რეგიონში კი მიმართვიანობა მინიმალურია და ძალადობის გავრცელების სრულ სურათს არ
ასახავს.
ოჯახში ძალადობა
ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად კვლავ რჩება ოჯახში ძალადობის შემთხვევებში ბავშვის
უსაფრთხოებისა და ინტერესების დაცვა, ბავშვის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტების
გამოვლენა, მსხვერპლი ბავშვების იდენტიფიცირება და შემდგომში მათი მხარდაჭერა
შესაბამისი ფსიქოსოციალური სერვისებით. მნიშვნელოვანია გაიზარდოს საზოგადოებისა და
პასუხისმგებელი
უწყებების
წარმომადგენელთა
ცნობიერების
დონე
ბავშვის
ოჯახში
ძალადობისგან დაცვის კუთხით, რაც ხელს შეუწყობს ფაქტების დროულ გამოვლენას და მათზე
ადეკვატურ რეაგირებას.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,1020 2018 წელს, ოჯახში ძალადობის
შემთხვევებზე, სადაც არასრულწლოვანია მსხვერპლი, სულ 392 შემაკავებელი ორდერი გამოიცა.
თბილისთან ერთად ყველაზე მაღალი მაჩვენებელია იმერეთში, ქვემო ქართლში, აჭარასა და
კახეთში.
წლების განმავლობაში გადაუჭრელ პრობლემად რჩება ოჯახში ძალადობის მსხვერპლი
ბავშვების შესაბამისი სერვისებით უზრუნველყოფა და მხარდაჭერა. ქვეყანაში ამ დრომდე არ
არსებობს ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ბავშვების რეაბილიტაციის და უსაფრთხოების დაცვის
სისტემა და მხოლოდ რიგ შემთხვევებში, ისიც მინიმალურ დონეზეა უზრუნველყოფილი ბავშვთა
ფსიქოლოგის ჩართულობა.
1018
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კორესპონდენცია
MES 5 19 00082907, 28/01/2019.
1019 სამინისტროდან მიღებული და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემები (სსიპ
სოციალური მომსახურების სააგენტოს კორესპონდენცია №04/7779, 15/02/19) არ ემთხვევა ერთმანეთს.
სააგენტოდან მიღებული ინფორმაციით, 2017-2018 წელს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში
სკოლებიდან განხორციელდა 213 მიმართვა; ყველაზე მაღალი ხვედრითი წილი თბილისზე, ქვემო
ქართლის, კახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებზე მოდის.
1020 კორესპონდენცია №MIA 2 19 00662003, 14.03.2019.
344
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
წლების განმავლობაში გადაუჭრელი პრობლემაა ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე
მშობლის ან სხვა ოჯახის წევრის ურთიერთობის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების
აღსრულება. აღნიშნულ პროცესში, ხშირად სრულიად უგულებელყოფილია ბავშვის აზრი,
ინტერესი, საჭიროებები. მშობლების მხრიდან არასრულწლოვანი შვილებით მანიპულირება
მათზე ფსიქოლოგიური ძალადობის უმძიმეს ფორმებში ვლინდება, რაც პასუხისმგებელ უწყებებს
სათანადოდ არ აქვთ შესწავლილი; უმეტესად არ არსებობს დაცვის ეფექტიანი მექანიზმი.
ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე რეაგირების კუთხით, კვლავ პრობლემად რჩება ადრეული
ქორწინების ფაქტების გამოვლენა, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების ინტერესებისა და
უფლებრივი მდგომარეობის დაცვა, რომელთა უსაფრთხოება ქვეყანაში ამ დრომდე მხოლოდ
მინიმალურ დონეზეა უზრუნველყოფილი.
საჭიროა, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტებზე დროული რეაგირების მიზნით, სახელმწიფომ
სრულად გაიაზროს ამ პროცესში სოციალური მუშაკის როლი და პასუხიმგებლობა და
აღნიშნული პროფესიის წარმომადგენლებს მიეცეთ შესაძლებლობა, მათზე დაკისრებული
ვალდებულებები სათანადო სამუშაო პირობებში შეასრულონ. ისინი უნდა სარგებლობდნენ
დაცვისა და მხარდაჭერის მაღალი სტანდარტით. წინააღმდეგ შემთხვევაში, სოციალური
სისტემის რეფორმირებამდე
მსხვერპლი
ბავშვები,
განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ რჩებიან ოჯახში ძალადობის
რომლებიც
საზოგადოებისა
და
პასუხისმგებელი
სახელმწიფო
უწყებებისგან ვერ იღებენ სათანადო მხარდაჭერას.
რეკომენდაციები
საქართველოს მთავრობას:
•
ბავშვთა სიღარიბის დაძლევის მიზნით, შეფასდეს სახელმწიფოში არსებული ბავშვზე
ზრუნვის პროგრამების ეფექტიანობა და განხორციელდეს ცვლილებები ბავშვზე
ზრუნვის სისტემის რეფორმირების ფარგლებში იმგვარად, რომ არსებულმა პროგრამებმა
ადეკვატურად უზრუნველყოს არასრულწლოვანთა დაცვა უკიდურესი სიღარიბისა და
ცხოვრების არასათანადო დონისგან
•
სრულწლოვანების ასაკს მიღწეულ, სახელმწიფო ზრუნვიდან გასულ ბენეფიციართათვის
შემუშავდეს მხარდაჭერის ქვეპროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს მათ საზოგადოებაში
ინტეგრაციასა და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებას
•
განახლდეს საჯარო სკოლებში წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენური ნორმების შესახებ
საკანონმდებლო რეგულაციები; შეფასდეს წყლის ხელმისაწვდომობასა და ხარისხის
ზედამხედველობაზე არსებული მექანიზმის ეფექტიანობა და დაიგეგმოს ცვლილებები
ზედამხედველობის სისტემური და ეფექტიანი მექანიზმის განსასაზღვრად
•
პასუხისმგებელმა
უწყებებმა
დროულად
შეიმუშაონ
მსხვერპლი ბავშვებისათვის რეაბილიტაციის კონცეფცია
345
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
სექსუალური
ძალადობის
•
„სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისგან ბავშვთა დაცვის
შესახებ“ ევროპის
•
საბჭოს
კონვენციის
მოთხოვნების
შესაბამისად,
საქართველოს
მთავრობამ შეიმუშაოს კონკრეტული სამოქმედო გეგმა
დაინერგოს რეფერირების მექანიზმის შეფასების ინსტრუმენტი, რაც ოჯახში ძალადობის
კუთხით პასუხისმგებელ უწყებებს შორის თანამშრომლობის ხარვეზებს და საჭიროებებს
გამოკვეთს.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს:
•
უზრუნველყოფილ იქნეს სიღარიბეში მცხოვრები ბავშვიანი ოჯახების საჭიროებების
გამოვლენა, მათი ინფორმირებულობა ბავშვზე ზრუნვისა თუ სოციალური პროგრამების
შესახებ; ყველა შესაძლო რესურსის გამოყენებით თავიდან იქნეს აცილებული ბავშვთა
•
სახელმწიფო ზრუნვაში განთავსება ბავშვთა სიღარიბის საფუძვლით
„მიუსაფარ
ბავშვთა
თავშესაფრით
უზრუნველყოფის
ქვეპროგრამით“
გათვალისწინებულმა მომსახურებამ, არსებული პრობლემიდან გამომდინარე, მოიცვას
აჭარის რეგიონი. შეფასდეს მობილური ჯგუფების საქმიანობის ხარისხი და შემუშავდეს
შეფასების ეფექტიანი ფორმა, რომლითაც ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე თითოეულ
იდენტიფიცირებულ
ბავშვზე
განისაზღვრება
ინდივიდუალური
საჭიროებები
და
რისკები
•
გაძლიერდეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ცენტრები
როგორც ადამიანური, ისე ტექნიკური და ფინანსური რესურსით. მათ შორის, გაიზარდოს
სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების რაოდენობა
•
გაუმჯობესდეს სახელმწიფო ზრუნვაში მყოფ ბავშვთა დაცვის ზედამხედველობის
მექანიზმი, მათი უფლებრივი მდგომარეობის შემოწმებისა და საჭიროებების გამოვლენის
კუთხით
•
სახელმწიფო
ზრუნვაში
მყოფ
ბავშვებთან
მომუშავე
პირები
სისტემატურად
გადამზადდნენ ბავშვთა უფლებებისა და საჭიროებების, ასევე, რთული ქცევის მართვის
საკითხებთან დაკავშირებით
•
სოციალურმა მუშაკმა მუდმივი ზედამხედველობა გაუწიოს სახელმწიფო ზრუნვაში მყოფ
არასრულწლოვანთა
განათლების,
დამოუკიდებელი
ცხოვრებისთვის
მომზადების
კუთხით არსებულ გამოწვევებს და პროაქტიულად მოიძიოს თემში არსებული ყველა
სერვისი ბავშვების ინტერესებისა და სურვილის გათვალისწინებით
•
ინიცირებულ იქნეს სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი, ტრავმული გამოცდილების
მქონე
რთული
ქცევის
ფსიქოსოციალური და
პროცესი
346
ბავშვთა
ინდივიდუალურ
საჭიროებებზე
მორგებული
სარეაბილიტაციო პროგრამების შემუშავებისა და დანერგვის
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
•
აქტიური ზედამხედველობა გაეწიოს რელიგიურ პანსიონებში მყოფ ბავშვთა უფლებრივ
მდგომარეობას, ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით
•
აქტიურად გაგრძელდეს მუშაობა რელიგიური პანსიონების ლიცენზირების საკითხებზე;
დაწესებულებების ადმინისტრაციებს მიეწოდოს სათანადო ინფორმაცია ლიცენზირების
სავალდებულო ხასიათისა და ლიცენზირების დაკმაყოფილების კრიტერიუმების შესახებ
•
დაინერგოს ბავშვის მიმართ ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე რეაგირების, შეფასების
პროცესის, არსებული ინსტრუმენტის და შეფასების კრიტერიუმების მონიტორინგის
ეფექტიანი
მექანიზმი
არსებული
ხარვეზებისა
და
არასათანადო
რეაგირების
გამოსავლენად/თავიდან ასაცილებლად
•
ოჯახში ძალადობის მსხვერპლ თითოეულ ბავშვთან მუშაობის საწყისი ეტაპიდანვე
ჩაერთოს
ფსიქოლოგი
და
დაიგეგმოს
არასრულწლოვნის
ფსიქოსოციალური
რეაბილიტაციის პროცესი
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს:
▪
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დროულად შეიყვანონ წყალმომარაგების
მილსადენი სისტემები, ასევე, მუნიციპალურ ორგანოებთან თანამშრომლობით,
უზრუნველყონ სასმელი წყლის ხელმისაწვდომობა და ხარისხის კონტროლი
▪
სასწავლო პროგრამებში ჩართონ წყლის რესურსების რაციონალური გამოყენების,
სანიტარიისა და ჰიგიენის ნორმების შესახებ სწავლების საკითხები
•
მოსწავლის სკოლაში ზედიზედ 90 სასწავლო დღით გამოუცხადებლობის შემთხვევაში,
განისაზღვროს სკოლის მხრიდან რეაგირების ეფექტიანი მექანიზმი
•
საჯარო სკოლებს მიეწოდოთ ინფორმაცია სკოლის მიტოვების შემთხვევაში, ბავშვის
უფლებრივი მდგომარეობისა და ინტერესების დაცვის კუთხით არსებული რეაგირების
მექანიზმისა და მათი ვალდებულებების შესახებ; აღნიშნულ პროცესს სამინისტრო
მუდმივ ზედამხედველობას უწევდეს
•
გაიზარდოს
სსიპ
საგანმანათლებლო
დაწესებულების
მანდატურის
სამსახურთან
არსებული ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრების რაოდენობა და გაძლიერდეს უკვე
არსებულის შესაძლებლობები
•
გადაიხედოს
სპეციალური
სარეაბილიტაციო
პენიტენციური
დაწესებულებაში
სამსახურის
მოთავსებული
№11
არასრულწლოვანთა
არასრულწლოვნების
საჯარო
სკოლაში ჩარიცხვის არსებული ზოგადი წესი და საკანონმდებლო დონეზე ცვლილებები
განხორციელდეს
იმგვარად,
რომ
თითოეული
ბავშვი
დროულად
ჩაირიცხოს
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში. ამასთან, თითოეულ შემთხვევას, როდესაც
არსებობს
ვარაუდი
და
ინფორმაცია
ბავშვის
სპეციალური
საგანმანათლებლო
საჭიროებების შესახებ, დროულად მოჰყვეს შეფასება, სტატუსის მინიჭების შესახებ
გადაწყვეტილების მიღება და სპეციალური პედაგოგის შტატის დამატება.
347
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს:
•
დროულად
▪
გასაუმჯობესებლად და სახელმწიფო სტანდარტებთან მისასადაგებლად
ხელი შეეწყოს წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებასა და წყლის ხარისხის
ამაღლებას;
გატარდეს
ღონისძიებები
გამოვლინდეს
ის
საჯარო
ბაგა-ბაღებში
სკოლები,
არსებული
სადაც
მდგომარეობის
პრობლემურია
წყლის
ხელმისაწვდომობა და სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა; დაიგეგმოს აღნიშნულ
სკოლებში პრობლემის მოსაგვარებლად საჭირო ღონისძიებები
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს:
•
სპეციალური პენიტენციური სამსახურის №11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო
დაწესებულებაში დაიგეგმოს ბავშვების ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული
პროფესიული და სხვა სახის საგანმანათლებლო/სარეაბილიტაციო აქტივობები, რაც
არასრულწლოვან
მსჯავრდებულებს
საშუალებას
მისცემს
დაეუფლონ
მათთვის
სასურველ პროფესიას და უზრუნველყოფს სარეაბილიტაციო პროცესის ეფექტიან
წარმართვას.
348
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
24. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა
გასული წლების მსგავსად, მრავალი გამოწვევა რჩება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირთა უფლებების თანასწორად და ეფექტიანად რეალიზების მიმართულებით.
მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ გადადგმულა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა
უფლებების
შესახებ
გაეროს
კონვენციის1021
განსახორციელებლად.
არც
ამ
პროცესის
კოორდინაციაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყება განსაზღვრულა.1022 ასევე არ მომხდარა
კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება, რაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირებს აბრკოლებს, უფლებადარღვევის ფაქტები გაეროს შესაბამის კომიტეტში გაასაჩივრონ.
არსებითი ცვლილები არ განხორციელებულა ეროვნული კანონმდებლობის გაეროს შშმ პირთა
უფლებების კონვენციის მოთხოვნებთან მისასადაგებლად. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირთა უფლებების შესახებ კანონის პროექტზე, რომლის განხილვა და ინიცირება პარლამენტის
2018 წლის საგაზაფხულო სესიაზე იყო დაგეგმილი1023, ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო მუშაობა,
თუმცა კანონპროექტი პარლამენტში ჯერ კიდევ არ წარდგენილა.
პოზიტიურად უნდა შეფასდეს 2018 წელს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონში1024 შესული ცვლილებები, რომლებიც დამატებით გარანტიებს ქმნის ინკლუზიური
განათლების
ხელშესაწყობად.
განსახორციელებლად
ცვლილებების
პირობების
შექმნა
თანახმად,
ინკლუზიური
ზოგადსაგანმანათლებლო
განათლების
დაწესებულების
ვალდებულებად განისაზღვრა, ნაცვლად უფლებამოსილებისა. აღსანიშნავია სპეციალური
პედაგოგისთვის მასწავლებლის სტატუსის მინიჭება, რაც მათ სისტემაში მომუშავე სხვა
პედაგოგებისთვის დადგენილი უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობას მისცემს.
დადებითად უნდა შეფასდეს შშმ პირთა/ბავშვთა შეფასებისა და სტატუსის მინიჭების სისტემის
რეფორმირების მიზნით, ახალი ინსტრუმენტების შექმნა, რომელთა პილოტირება 2019 წელს,
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაშია დაგეგმილი.1025
აღსანიშნავია, რომ 2018 წელს შშმ პირთა საჭიროებებზე მიმართული პროგრამების გარკვეული
კომპონენტების1026
დაფინანსება
გაიზარდა,
თუმცა
1021
ამან
ვერ
უზრუნველყო
არსებული
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია. ინფორმაცია ხელმისაწვდომია
ვებგვერდზე: <https://bit.ly/2CqO7wZ >[ბოლოს ნანახია: 19.03.2019].
1022 აღნიშნული მექანიზმის შექმნის ვალდებულება დადგენილია შშმ პირთა უფლებების კონვენციის 33-ე
მუხლის პირველი პუნქტის თანახმად.
1023 პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წერილი
№14824/3-39-15.12.2017.
1024 ,,საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ“, ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე:
<https://bit.ly/2XaiW1V> [ბოლოს ნანახია: 19.03.2019].
1025საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტროს წერილი №01/1852 -05.02.2019.
349
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
საჭიროებების სრულად დაკმაყოფილება. განსაკუთრებულ პრობლემად იკვეთება გარემოს,
ინფორმაციისა და სერვისების მისაწვდომობა, ინკლუზიური განათლების ხარისხი, შშმ პირთა
დასაქმების დაბალი მაჩვენებელი, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანების
უფლებების დაცვა, შშმ ბავშვთა და ზრდასრულთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის პროგრამების
სიმცირე და არაეფექტიანობა, რთული ქცევისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების
მქონე მოზარდთა შესაბამისი სერვისით უზრუნველყოფის პრობლემა.
მეტ ძალისხმევას საჭიროებს ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმით
(2018-2020 წლებისთვის) შშმ პირთა უფლებების დაცვის კუთხით გათვალისწინებული
ღონისძიებების განხორციელების საკითხი. აღნიშნულს განსაკუთრებული ყურადღება უნდა
მიექცეს, რადგან აქტივობების დიდი ნაწილი წლების განმავლობაში არ სრულდება და მეორდება
სამოქმედო გეგმებში.
გამოწვევად რჩება შშმ პირთა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი
ჩართულობა. 2018 წელს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში, კვლავ პრობლემური იყო შშმ
პირთათვის ინკლუზიური საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა. მიუხედავად ცენტრალური
საარჩევნო კომისიის მცდელობებისა, სხვა უწყებებთან თანამშრომლობით გაეუმჯობესებინა
მისაწვდომი/ადაპტირებული საარჩევნო უბნების მაჩვენებელი, ასეთი, მხოლოდ 1268 უბანი იყო
(35%).
პრობლემად რჩება რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე
საბჭოების
ეფექტიანად
ფუნქციონირება
და
ამ
პროცესში
შშმ
პირთა
ან/და
მათი
წარმომადგენლობითი ორგანიზაციების ჩართულობა.
საანგარიშო პერიოდში მნიშვნელოვან პრობლემად გამოიკვეთა შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე არასრულწლოვანთა და ზრდასრულთა მიმართ ძალადობა, განსაკუთრებით კი,
სექსუალური ძალადობა, რაზეც მიუთითებს სახალხო დამცველის წარმოებაში ამ საკითხზე
არსებული
საქმეების
მზარდი
რაოდენობა,
ასევე,
მედიასა
და
სოციალურ
ქსელებში
გავრცელებული ინფორმაცია.
24.1.
განათლების უფლება
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლების უფლების რეალიზების მიზნით
საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულებების მიუხედავად,
ქვეყანაში კვლავ გამოწვევად რჩება ხარისხიანი და უწყვეტი ინკლუზიური განათლების
სისტემის დანერგვა.
1026
სოციალური რეაბილიტაციისა და
ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამა.
350
ბავშვზე
ზრუნვის
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
სახელმწიფო
პროგრამა;
ფსიქიკური
საანგარიშო
პერიოდში,
სკოლამდელი
განათლების
საკითხებზე
მუნიციპალიტეტებში
ჩატარებული შეხვედრებისა1027 და გამოთხოვილი ინფორმაციის1028 საფუძველზე, გამოიკვეთა,
რომ შეფერხებულია „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების პროცესი.
სათანადოდ არ შეისწავლება ინკლუზიური სკოლამდელი აღზრდისა და განათლების კუთხით
არსებული საჭიროებები და შედეგები მუნიციპალურ პროგრამებსა და ფინანსურ გეგმებში არ
აისახება.
სუსტია კოორდინაცია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
სამინისტროსა და მუნიციპალიტეტებს შორის, ისევე როგორც, სსიპ სოციალური მომსახურების
სააგენტოსა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს შორის.
სახალხო დამცველის აპარატის მიერ მუნიციპალიტეტებიდან გამოთხოვილმა ინფორმაციამ1029
გამოავლინა, რომ უკიდურესად დაბალია სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროცესში
შშმ ბავშვების ჩართულობის მაჩვენებელი. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის
მონაცემების1030
მიხედვით,
2018-2019
სასწავლო
წელს
სკოლამდელი
აღზრდის
დაწესებულებებში
სულ
161
931
ბავშვი
იყო
დარეგისტრირებული.
საქართველოს
59
მუნიციპალიტეტებიდან მიღებული წერილებიდან ირკვევა, რომ სკოლამდელი აღზრდის
დაწესებულებებში ამ ეტაპზე სულ დაახლოებით 805 შშმ აღსაზრდელი ირიცხება.1031
ასევე
სერიოზული
პრობლემებია
ბაგა-ბაღების
გარე
და
შიდა
ინფრასტრუქტურის
მისაწვდომობის კუთხით. კერძოდ, 59 მუნიციპალიტეტში მოქმედი 1488 სკოლამდელი აღზრდის
დაწესებულებებიდან, ნაწილობრივ ადაპტირებულია 523. უმრავლეს შემთხვევებში ადაპტირება
მხოლოდ პანდუსის მოწყობით შემოიფარგლება, რაც ვერ უზრუნველყოფს სხვადასხვა სახის
შეზღუდვის მქონე აღსაზრდელების საჭიროებების დაკმაყოფილებას.
1027
2018 წელს 12 შეხვედრა ჩატარდა 6 მუნიციპალიტეტში. მათ შორისაა: ზუგდიდი, ოზურგეთი, ბათუმი,
ქუთაისი, თიანეთი და ბორჯომი. სამიზნე ჯგუფები იყვნენ: ბაგა-ბაღების გაერთიანებების
წარმომადგენლები და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების თანამშრომლები, ასევე შშმ ბავშვების
მშობლები.
1028 კორესპონდენციები: №09-2/15282-12.12.2018; №09-2/13964-05.11.2018; №09-2/13963-05.11.2018; №092/13962-05.11.2018; №09-2/13960-05.11.2018; №09-2/15284-12.12.2018; №09-2/104-08.01.2019; №09-2/10108.01.2019.
1029ინფორმაცია გამოვითხოვეთ 64 მუნიციპალიტეტიდან, თუმცა 2019 წლის 14 მარტის მდგომარეობით,
სახალხო დამცველის აპარატს მონაცემები მხოლოდ 59 მუნიციპალიტეტიდან მოეწოდა.
1030 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე <https://bit.ly/2Oc56ba>, [ბოლოს ნანახია: 19.03.2019].
1031 ზუსტი მონაცემის გამოთვლა გაძნელებულია, რადგან რიგ შემთხვევებში ბაგა-ბაღები ვერ ახერხებენ
სპეციალური სააღმზრდელო/საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
აღსაზრდელების ერთმანეთისგან გამიჯვნას.
351
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
დასახელებული პრობლემების გარდა, მნიშვნელოვანი ხარვეზებია საკადრო უზრუნველყოფის
კუთხითაც. კერძოდ, იკვეთება ინკლუზიური განათლების სპეციალისტების1032 სკოლამდელი
აღზრდის პროცესში ჩართვისა და არსებული პერსონალის გადამზადების საჭიროება.
სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ზოგიერთ საჯარო დაწესებულებაში ჯერ არ
განხორციელებულა საკონსულტაციო საბჭოს ფორმირება, რომელიც დაწესებულების ეფექტიან
ფუნქციონირებას ხელს შეუწყობდა.
ზოგადი განათლების კუთხით პოზიტიურად უნდა შეფასდეს 2018 წელს „ზოგადი განათლების
შესახებ“ საქართველოს კანონში1033 შესული ცვლილებები, რომლებიც დამატებით გარანტიებს
ქმნის ინკლუზიური განათლების ხელშესაწყობად. მნიშვნელოვანია, რომ ინკლუზიური
განათლების
განსახორციელებლად
პირობების
შექმნა,
უფლებამოსილების
ნაცვლად,
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ვალდებულებად განისაზღვრა1034, რაზეც არაერთხელ
იყო გამახვილებული ყურადღება სახალხო დამცველის ანგარიშებში. განსაკუთრებით
აღსანიშნავია სპეციალური მასწავლებლებისთვის მასწავლებლის სტატუსის მინიჭება,1035 რაც
მათ სისტემაში მომუშავე სხვა პედაგოგებისთვის დადგენილი უფლებებით1036 სარგებლობის
შესაძლებლობას მისცემს.
საანგარიშო პერიოდში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით
დამტკიცდა ინკლუზიური განათლების დანერგვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესები,
აგრეთვე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა გამოვლენის
მექანიზმი.1037
ნეგატიურად უნდა შეფასდეს ის გარემოება, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების,
კულტურისა და სპორტის სამინისტრო კვლავ არ ფლობს სტატისტიკურ ინფორმაციას
ფორმალური განათლების მიღმა დარჩენილი შშმ ბავშვების თაობაზე.1038
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით,1039 საქართველოს საჯარო
სკოლებში 2018-2019 სასწავლო წელს სულ დარეგისტრირებულია 524 000 მოსწავლე. რაც შეეხება
1032
სპეც. აღმზრდელი, ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, ლოგოპედი და სხვ.
„საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ“, ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე:
<https://bit.ly/2XaiW1V> ბოლოს ნანახია [19.03.2019].
1034 „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი.
1035 „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ღ¹“ ქვეპუნქტი.
1036 კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა, შრომითი ანაზღაურების ზრდის პერსპექტივა და სხვ.
1037 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 28 თებერვლის ბრძანება №16/ნ.
ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/2TcJuwg> [ბოლოს ნანახია: 19.03.2019].
1038 2018 წელს მომზადდა „განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგის და მათი ფორმალურ
განათლებაში ჩართვის სახელმწიფო პროგრამის შესახებ“ პროექტი, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად,
სავალდებულო ზოგადი განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვების შესახებ ინფორმაციის მონიტორინგისა
და ანალიზისთვის უწყებათაშორის და სექტორთაშორის შესაბამისი ინფორმაციის მიმოცვლასაც
დაარეგულირებს.
1033
352
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეების რაოდენობას, საქართველოს განათლების,
მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით,1040 მოსწავლეთა მართვის
ელექტრონული ბაზის შესაბამის ველში სკოლების მიერ მონიშნულია მხოლოდ 750 შშმ
მოსწავლე, რაც მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 0,14%-ია.
განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების მიუხედავად, გამოწვევად რჩება საჯარო
სკოლებში
არსებული
ვითარება.
განსაკუთრებით
პრობლემურია
მისაწვდომობა
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ფიზიკურ გარემოზე. სამინისტროს ცნობით,1041
საქართველოს მასშტაბით მოქმედი 2084 საჯარო სკოლიდან მხოლოდ 120-მდე საჯარო სკოლის
შენობაა სრულად ადაპტირებული,
ხოლო 690-მდე - ნაწილობრივ ადაპტირებული.1042
აღსანიშნავია ისიც, რომ რესურს ოთახი მხოლოდ 350 საჯარო სკოლას აქვს.
2018
წლის
ბოლოს,
დაწესებულებებში
1043
სახალხო
დამცველის
აპარატის
მიერ
საგანმანათლებლო
ჩატარებულმა მონიტორინგმა მნიშვნელოვანი ხარვეზები გამოავლინა, მათ
შორის: ინკლუზიური განათლების დანერგვის სამოქმედო გეგმის არარსებობა, მოსწავლეთა
ძალადობისგან დაცვისა და რთული ქცევის მართვისთვის არასაკმარისი მექანიზმები,
მისაწვდომი
ინკლუზიური
გარე
და
შიდა
განათლების
ინფრასტრუქტურის/სასწავლო
დამატებითი
სპეციალისტების
1044
რესურსების
და
არარსებობა,
ინდივიდუალური
ასისტენტების არასაკმარისი რაოდენობა, სკოლის პედაგოგთა არასათანადო მზაობა სსსმ (შშმ)
მოსწავლეების საგანმანათლებლო საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, ინდივიდუალური
სასწავლო გეგმების არასრულყოფილად წარმოება და დაწესებულებების შიდა მონიტორინგის
ეფექტიანი სისტემის არარსებობა. დასახელებული პრობლემების ერთ-ერთ მიზეზად სკოლების
ადმინისტრაციის მხრიდან არასაკმარისი რესურსები (დაფინანსება) სახელდება.
1039
ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/2HtXOyY>, [ბოლოს ნანახია: 19.03.2019].
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2019 წლის 1 მარტის
კორესპონდენცია - MES 0 19 00252480.
1041 საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2019 წლის 1 მარტის
კორესპონდენცია - MES 0 19 00252480.
1042 მონაცემებში არ არის ასახული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და აფხაზეთის საჯარო სკოლები.
ამასთან, არის თუ არა დასახელებული სკოლები სრულად ან ნაწილობრივ ადაპტირებული, ექსპერტულ
შეფასებას საჭიროებს.
1043 მონიტორინგი ჩატარდა 15 სკოლაში, სადაც 2006 წლიდან საპილოტე რეჟიმში დაიწყო ინკლუზიური
განათლების დანერგვა: ხაშურის №2 საჯარო სკოლა, ახალციხის №5 საჯარო სკოლა, თელავის №7 საჯარო
სკოლა, რუსთავის №28 საჯარო სკოლა, ზესტაფონის №4 საჯარო სკოლა, ონის საჯარო სკოლა, ჩოხატაურის
სკოლა, ქობულეთის №3 საჯარო სკოლა, ზუგდიდის №5 საჯარო სკოლა, მცხეთის №1 საჯარო სკოლა,
თბილისის №60 საჯარო სკოლა, თბილისის №180 საჯარო სკოლა, თბილისის №10 საჯარო სკოლა,
თბილისის №181 საჯარო სკოლა, თბილისის №160 საჯარო სკოლა.
1044 ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, მობილობისა და ორიენტაციის სპეციალისტი, ჟესტური ენის
სპეციალისტი, ჟესტური ენის თარჯიმანი, ენისა და მეტყველების თერაპევტი.
1040
353
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
რაც შეეხება სპეციალიზებული განათლების სისტემას, დღეს საქართველოში ფუნქციონირებს 8
რესურსსკოლა. გამოწვევას წარმოადგენს ის, რომ რეგიონებში შშმ ბავშვებისთვის (მათ შორის
უსინათლო და სმენის არმქონე) ხელმისაწვდომი არ არის მათ საჭიროებებზე ორიენტირებული
სწავლება და თბილისში უწევთ განათლების მისაღებად ჩამოსვლა.
საანგარიშო პერიოდში რიგი დარღვევები გამოვლინდა სსიპ თბილისის №202 საჯარო სკოლაში,
სადაც უსინათლო და მცირემხედველი მოსწავლეები სწავლობენ. განსაკუთრებით
საყურადღებოა პანსიონური მომსახურებით მოსარგებლე ბავშვთა ცხოვრების პირობები, სადაც
მისაწვდომობა, უსაფრთხოება, კვება და სამედიცინო მომსახურება დამაკმაყოფილებლად ვერ
ჩაითვლება; ამასთან, სკოლაში არ არის დანერგილი კანონმდებლობით გათვალისწინებული
ძალადობის პრევენციის სერვისები და არც დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარების
განვითარებაზე მიმდინარეობს მუშაობა. 1045
რაც შეეხება პროფესიული განათლების საფეხურს, არსებულ საგანმანათლებლო პროგრამებში
შშმ პირთა ჩართვის მიუხედავად, გამოწვევად რჩება შემდგომში მათი დასაქმება, ასევე
პრობლემურია შესასწავლი პროფესიების მწირი არჩევანი1046.
„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის
დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №99/ნ
ბრძანებით1047 დადგენილია სტანდარტები, რომლებსაც საგანმანათლებლო დაწესებულებების
მისიიდან გამომდინარე, უნდა აკმაყოფილებდეს დაწესებულება. უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების
ავტორიზაციის
სტანდარტები1048
სხვა
საკითხებთან
ერთად,
მოიცავს მატერიალურ, საინფორმაციო და ფინანსურ რესურსებს. მატერიალური რესურსების
კომპონენტის თანახმად, დაწესებულებას უნდა ჰქონდეს ადაპტირებული გარემო სპეციალური
საჭიროებების მქონე პირებისთვის1049.
1045
სსიპ თბილისის №202 საჯარო სკოლის უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონის მონიტორინგის
ანგარიში. 2018 წელი. ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/2CmO31d> [ბოლოს
ნანახია: 19.03.2019].
1046 „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამები“
მონიტორინგის ანგარიში. 2017 წელი. დოკუმენტი ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/2UKg8Xt>
[ბოლოს ნანახია: 19.03.2019].
1047 „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების
შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება. ინფორმაცია ხელმისაწვდომია
ვებგვერდზე: <https://bit.ly/2TQuDgl >[ბოლოს ნანახია:19.03.2019].
1048 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 31 იანვრის ბრძანება №07/ნ.
ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/2UHNeYf> [ბოლოს ნანახია: 19.03.2019].
1049 შეფასების კრიტერიუმებია: სპეციალური საჭიროების მქონე პირს შეუძლია შენობაში თავისუფლად
ორიენტაცია და გადაადგილება (მათ შორის: პანდუსები, ლიფტი და სხვ.); სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტს წვდომა აქვს პროგრამით გათვალისწინებულ ან
ინდივიდუალური სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სასწავლო რესურსებთან, რომლებიც
354
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
გამოწვევად რჩება ისიც, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და
სპორტის სამინისტრო კვლავ არ ფლობს სტატისტიკურ ინფორმაციას უმაღლეს განათლებაში
ჩართული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტების შესახებ.1050
უნდა აღინიშნოს, რომ უნივერსიტეტებში ფიზიკური გარემოს და სასწავლო მასალების
მისაწვდომობის კუთხით არსებული ბარიერების, ასევე, სპეციფიკური მხარდამჭერი
ღონისძიებების არარსებობის გამო, კვლავ პრობლემას წარმოადგენს უმაღლეს საფეხურზე
სწავლის გაგრძელება. აღნიშნული კი, თავის მხრივ, ვერ უზრუნველყოფს განათლების
უწყვეტობას.
24.2.
მისაწვდომობა
მისაწვდომობის უზრუნველყოფა არსებითი წინაპირობაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირთა უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზებისთვის. სახალხო დამცველი აღნიშნულ
საკითხზე გასული წლის ანგარიშებშიც მიუთითებდა.1051
2018 წლის 20 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო „საქართველოს სივრცის დაგეგმარების,
არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი,“ რაც განპირობებული იყო აღნიშნული
სფეროს უნიფიცირების დეფიციტით.1052 დასახელებული კოდექსის 85-ე მუხლი შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირებისთვის შენობა-ნაგებობისა და საზოგადოებრივი სივრცის
გამოყენების
უზრუნველყოფას
ეხება.
ამასთან,
შეზღუდული
შესაძლებლობის
მქონე
პირებისთვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების
ადაპტირებულია სსსმ პირების საჭიროებებსა და მოთხოვნილებებზე; ასევე წვდომა აქვს უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულებისა
და
ფაკულტეტის
ადმინისტრაციასთან;
სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტისათვის არსებობს შესაბამისად მოწყობილი
სანიტარიული კვანძი; შენობის მიმდებარედ არსებობს ავტოსადგომი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირთათვის, საიდანაც შეუფერხებლად არის შესაძლებელი შენობამდე მიღწევა.
1050
„საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანებით
დამტკიცებული წესი არ ითვალისწინებს შშმ სტუდენტის შესახებ ინფორმაციის უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ასახვას. საქართველოს განათლების, მეცნიერების,
კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2019 წლის 1 მარტის კორესპონდენცია (MES 0 19 00252480).
1051
„საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“. 2016 წელი. ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე:
https://bit.ly/2TiDrGh [ბოლოს ნანახია: 19.03.2019]. „საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში
საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“. 2017 წელი.
ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://bit.ly/2USUtgz [ბოლოს ნანახია: 19.03.2019].
1052 იხ. განმარტებითი ბარათი: <https://bit.ly/2W4eHU0> [ბოლოს ნანახია: 19.03.2019].
355
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
გაუთვალისწინებლობისთვის სანქციების განსასაზღვრად, მიმდინარეობს მუშაობა რამდენიმე
კოდექსში1053 ცვლილებების შეტანაზე.
სახალხო დამცველის მიერ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ფიზიკური
გარემოს მისაწვდომობის ხარვეზებთან“ დაკავშირებით 2018 წელს შემუშავებული სპეციალური
ანგარიში1054 ცხადყოფს, რომ მიუხედავად გადადგმული ნაბიჯებისა, საქართველოს
კანონმდებლობა კვლავ არ შეესაბამება გაეროს კონვენციის1055 მოთხოვნებს. ხარვეზიანი და
ურთიერთწინააღმდეგობრივია ეროვნულ დონეზე მოქმედი ტექნიკური რეგლამენტებით1056
დადგენილი
რეგულაციები,
რაც
აფერხებს
„უნივერსალური
დიზაინის“
მოთხოვნების
პრაქტიკაში დანერგვას.
პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ შეუსწავლელია მისაწვდომობასთან მიმართებით ეროვნულ
დონეზე არსებული საჭიროებები, არ შემუშავებულა სამოქმედო გეგმა და არ წარმოებს
გაუმჯობესებული ფიზიკური გარემოს მაჩვენებელი სტატისტიკა. ამასთან, მისაწვდომობასთან
დაკავშირებული სტრატეგიული დოკუმენტების მომზადებისა და გადაწყვეტილებათა მიღების
პროცესში სათანადოდ არ არის უზრუნველყოფილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირების და ამ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების მონაწილეობა.
მისაწვდომობის სტანდარტების პრაქტიკაში დანერგვის შესაფასებლად მუნიციპალიტეტებიდან
გამოთხოვილი ინფორმაციის1057 ანალიზი ცხადყოფს, რომ გამოწვევად რჩება ადგილობრივ
დონეზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სივრცის მოწყობის/სამშენებლო
სტანდარტების აღსრულების პროცესში ეფექტიანი მექანიზმების გამოყენება.
1053
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“,
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და
თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“.
1054 სპეციალური ანგარიში: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ფიზიკური გარემოს
მისაწვდომობის
ხარვეზები.
2018
წელი.
ინფორმაცია
ხელმისაწვდომია
ვებგვერდზე:
<https://bit.ly/2WbZ1hU>[ბოლოს ნანახია: 19.03.2019].
1055 გაერთიანებული ერების 2006 წლის კონვენცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა
უფლებების შესახებ. ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://bit.ly/2Fkki34 > [ბოლოს ნანახია:
19.03.2019].
1056 „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სივრცის მოწყობისა არქიტექტურული და
გეგმარებითი ელემენტების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე საქართველოს
მთავრობის №41 დადგენილება. „შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე
საქართველო მთავრობის №41 დადგენილება. ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <
https://bit.ly/2glQWqU > [ბოლოს ნანახია: 19.03.2019].
დოკუმენტი ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://bit.ly/2kU01pi > [ბოლოს ნანახია: 19.03.2019].
1057 კორესპონდენციები: №09-2/748-22.01.2019; №09-2/749-22.01.2019; №09-2/750-22.01.2019; №09-2/75222.01.2019; №09-2/751-22.01.2019.
356
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
24.3.
შეზღუდული
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმება
შესაძლებლობის
მქონე
პირთა
დამოუკიდებელი
ცხოვრებისთვის,
უმნიშვნელოვანესია სტაბილური და თანაბარი სამუშაო გარემოს არსებობა, რაც საქართველოში
წლების განმავლობაში გადაუჭრელ პრობლემად რჩება.
საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველმა მოამზადა სპეციალური ანგარიში1058, რომელიც
საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების მარეგულირებელი
საკანონმდებლო ბაზისა და სახელმწიფო პროგრამების ხარვეზებს აღწერდა და შესაბამისი
რეკომენდაციებით მიმართავდა პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებს. კვლევამ დაადასტურა,
რომ სათანადო სამართლებრივი გარანტიების, პრაქტიკული ხელშეწყობისა და აღსრულების
ეფექტიანი მექანიზმების ნაკლებობის გამო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შრომის
უფლება
სათანადოდ
არ
არის
რეალიზებული.
ქვეყნის
შიდა
კანონმდებლობით
და
სტრატეგიული დოკუმენტებით გათვალისწინებული დებულებები დეკლარაციული ხასიათისაა,
რაც, თავის მხრივ, აფერხებს მათ ეფექტიან აღსრულებას და მონიტორინგს. ამასთან,
სახელმწიფო პროგრამების ღონისძიებები რიგ შემთხვევებში იდენტურია და ვერ ფარავს
არსებულ საჭიროებებს.
ფიზიკური
გარემოს,
ტრანსპორტისა
და
სამუშაო
სივრცის
მისაწვდომობის
პრობლემა
მნიშვნელოვანი ბარიერია შშმ პირის სამსახურში მისვლის, სამუშაოს შესრულებისა და
კოლექტივთან სოციალიზაციის პროცესში. დასაქმების შედეგად მიღებული ეკონომიკური
სარგებელი ძალიან დაბალია, რაც სხვა დამატებითი ბარიერების გათვალისწინებით, საქმიანობას
არამომგებიანს ხდის. გარდა ამისა, მუშაობის დაწყების შემთხვევაში, შშმ პირის ოჯახს
უწყდებოდა სახელმწიფო შემწეობა.
წინგადადგმულ ნაბიჯად უნდა შეფასდეს საქართველოს მთავრობის ახალი ინიციატივა1059,
რომლის შესაბამისად, დასაქმების შემთხვევაში, გარკვეული შემოსავლის ფარგლებში პირს ერთი
წლის განმავლობაში უნარჩუნდება სოციალური შემწეობა. სხვა სისტემური პრობლემების
აღმოფხვრისა და სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების მიზნით, სახელმწიფოს
მხრიდან ეფექტიანი ნაბიჯები არ გადადგმულა. აღნიშნულს ადასტურებს 2018 წლის
განმავლობაში
ჩატარებული
სხვა
კვლევებიც.
თბილისის
სახელმწიფო
უნივერსიტეტის
კვლევითმა ცენტრმა გააანალიზა ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ შშმ პირთა
დასაქმების ხელშეწყობისკენ მიმართული ძირითადი სახელმწიფო პროგრამის - „დასაქმების
ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების პროგრამის“ მიერ შეთავაზებული მომსახურების
1058
საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში.
ვებგვერდზე: < https://bit.ly/2CBSuFV > [ბოლოს ნანახია: 19.03.2019].
1059
ინფორმაცია
ხელმისაწვდომია
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 იანვრის №3 დადგენილება „სოციალური დახმარების შესახებ“
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
მუხლი 5. ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://bit.ly/2Y5wR9T > [ბოლოს ნანახია: 19.03.2019].
357
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
ეფექტიანობაზე. შედეგად, გამოიკვეთა, რომ პროგრამის ძირითადი მექანიზმია მხარდაჭერითი
დასაქმების კონსულტანტები, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ თერთმეტნი არიან და
მიუხედავად დაგეგმილი ზრდისა, ამ მიმართულებით დღემდე რეალური ნაბიჯები არ
გადადგმულა. ამასთან, ძალიან მცირეა პროგრამის ფარგლებში კონსულტანტების დახმარებით
დასაქმებულ შშმ პირთა რაოდენობა და ის ქვეყანაში შშმ პირთა დასაქმების ზოგად სურათს ვერ
ცვლის. აღსანიშნავია, რომ შშმ პირის სამუშაო ადგილზე დამაგრება-შენარჩუნება მნიშვნელოვან
პრობლემად რჩება. ასევე, ნათელია, რომ პროგრამა ძირითადად მსუბუქი და საშუალო
შეზღუდვის მქონე პირებს ფარავს.1060
დასაქმების ხელშემწყობი არსებული მექანიზმების არაეფექტიანობაზე მეტყველებს სსიპ
სოციალური სააგენტოს მიერ მოწოდებული1061 სტატისტიკური მონაცემები, რომელიც ბოლო 2
წლის განმავლობაში თითქმის უცვლელია. 2018 წლის დეკემბრის მონაცემებით, შრომის მართვის
საინფორმაციო სისტემა - worknet.gov.ge-ზე დარეგისტრირებული იყო დასაქმების მაძიებელი
6073 შშმ პირი. ხოლო 2018 წლის განმავლობაში სააგენტოს დასაქმების ხელშეწყობის
პროგრამების ფარგლებში სულ დასაქმდა 99, გასულ წელს ეს მაჩვენებელი 103-ს შეადგენდა.
შშმ პირთა დასაქმების მაჩვენებელი 2016 - 2018 წლებში
7000
6073
6000
5000
4000
3000
worknet-ზე
დარეგისტრირებული
სამუშაოს მაძიებელი შშმ
პირები
პროგრამების ფარგლებში
დასაქმებული შშმ პირები
3535
2464
2000
1000
58
103
99
2016 წელი
2017 წელი
2018 წელი
0
1060
თამარ მახარაძე, ირინე ჟვანია, ლინდა სტივენსონი, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა
დასაქმების მხარდამჭერი სოციალური სერვისების გაუმჯობესება“, ივანე ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, (2018), გვ. 20-21.
1061 კორესპონდენცია №04/7368, 14.02.2019.
358
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
24.4.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ ძალადობა
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის მე-16
მუხლი სახელმწიფოს ავალდებულებს, ყველა ზომა მიიღოს შშმ პირთა ექსპლოატაციისგან,
ძალადობისა და შეურაცხყოფისგან, სქესობრივი დისკრიმინაციისგან დასაცავად.
გაეროს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ხაზს უსვამს ბოლო წლებში მსოფლიოში შშმ პირთა
მიმართ სავარაუდო ძალადობის შემთხვევების შესახებ შეტყობინებების რაოდენობის
მატებაზე.1062
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში შშმ პირებზე ძალადობის, მათ შორის სექსუალური
ძალადობის შემთხვევებზე უნიფიცირებული სტატისტიკა არ წარმოებს, მედიასა და სოციალურ
ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია და სახალხო დამცველის წარმოებაში ამ საკითხზე
არსებული საქმეების მზარდი რაოდენობა1063 მეტყველებს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე არასრულწლოვანთა და ზრდასრულთა მიმართ ძალადობა, განსაკუთრებით კი
სექსუალური ძალადობა, მნიშვნელოვანი პრობლემაა, და მის თავიდან ასაცილებლად და
აღმოსაფხვრელად, სახელმწიფოს შესაბამისი უწყებების მხრიდან საკმარისი ნაბიჯები არ
იდგმება. ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური და ეკონომიკური ძალადობა ხდება
ოჯახებში, ინსტიტუციებსა და თემში.
გამოწვევად რჩება როგორც ძალადობის შემთხვევების გამოვლენა, ისე მათზე ეფექტიანი
რეაგირება და მსხვერპლთა რეაბილიტაცია. ამ მიმართულებით განსაკუთრებით აღსანიშნავია
კოორდინაციის პრობლემა სოციალურ სამსახურს, განათლების სისტემასა და სამართალდამცავ
უწყებებს შორის. ამასთან, იკვეთება სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა დაბალი
კომპეტენცია შშმ ბავშვებსა და ზრდასრულებზე სავარაუდო ძალადობის ფაქტების გამოვლენის
(მათ შორის, ექსპერტიზის მიმართულებით), სწორად რეფერირების და რეაბილიტაციის
საჭიროებების დადგენის კუთხით. გამოწვევას წარმოადგენს ქვეყანაში სპეციალიზებული
რეაბილიტაციის სერვისების არარსებობაც.
შშმ პირებზე სავარაუდო ძალადობის იმ საქმეებიდან, რომლებიც 2018 წელს სახალხო
დამცველმა შეისწავლა, დაახლოებით 35%-ში იკვეთება სავარაუდო სექსუალური ძალადობის
შემთხვევა1064. დასახელებულ საქმეთა უმრავლესობაზე დაწყებულია გამოძიება, ჩატარებულია
სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება, თუმცა დაზარალებულად ან ბრალდებულად კონკრეტული
პირი ცნობილი არ არის. ამასთან, აპარატის წარმოებაში არსებულ ერთ-ერთ საქმეზე1065,
1062
„შშმ პირთა მიმართ ძალადობის მომეტებული რისკი: სისტემური მიმოხილვა და ანალიზი“. კვლევის
ანგარიში ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://bit.ly/2JpSXAD > [ბოლოს ნანახია: 19.03.2019].
1063 2018 წლის განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატმა შშმ პირებზე სავარუდო ძალადობის 14 საქმე
შეისწავლა.
1064 2018 წლის განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატმა შშმ პირებზე სავარუდო ძალადობის 14 საქმე
შეისწავლა, რომელთაგან 5 სავარაუდო სექსუალურ ძალადობას ეხებოდა.
1065 საქმე №17593/18
359
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
რომელშიც სექსუალური ძალადობის ფაქტს სავარაუდოდ ჰქონდა ადგილი შშმ პირთა
პანსიონატში მყოფ ბენეფიციარებს შორის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს1066 გამოძიება დაუყოვნებლივ არ დაუწყია. მიზეზად იმას
ასახელებდნენ, რომ შეტყობინების ირგვლივ მოპოვებული მასალების მიხედვით, რაიმე სახის
შეურაცხყოფის ან ძალადობის ფაქტი არ გამოვლენილა და გამოძიება სისხლისსამართლებრივი
დანაშაულის
ან
დანაშაულის
აღსანიშნავია,
რომ
სახალხო
ნიშნების
არარსებობის
გამო
არ
დაწყებულა.1067
დამცველის
აპარატის
მიერ
საქართველოს
თუმცა
გენერალური
პროკურატურისთვის მიმართვის1068 შემდგომ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დასახელებულ
ფაქტზე დაიწყო
გამოძიება.
ამავე
დროს,
საქართველოს გენერალური
პროკურატურის
გენერალურმა ინსპექციამ საქმეზე დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება.
1069
აპარატის წარმოებაში არსებულ ერთ-ერთ საქმეზე1070, რომელიც შშმ ბავშვის მიმართ
სავარაუდოდ ჩადენილ ოჯახში ძალადობას ან/და სექსუალურ ძალადობას უკავშირდებოდა1071,
მიუხედავად სკოლისა და სახალხო დამცველის არაერთი მიმართვისა, სსიპ სოციალური
მომსახურების სააგენტოს მარნეულის რაიონულმა განყოფილებამ ძალადობის ფაქტი ვერ
დაადასტურა. ამასთან, კორესპონდენციებში აღნიშნული იყო, რომ სოციალურმა მუშაკმა ვერ
შეძლო სავარაუდო მსხვერპლ ბავშვთან კომუნიკაციის დამყარება (იგი ვერ მეტყველებს), თუმცა
შემთხვევის შესწავლის პროცესში ფსიქოლოგს ან სხვა სპეციალისტს და საგამოძიებო უწყებებს
მონაწილეობა არ მიუღიათ.
დასახელებული
საქმეებიდან
იკვეთება,
რომ
ძალადობის
სავარაუდო
შემთხვევებზე
ინფორმაციის მიღების შემდეგ, რიგ შემთხვევაში, პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების
წარმომადგენლები ყველა ზომას არ მიმართავენ საქმის სრულყოფილად შესასწავლად. ეს, ერთი
მხრივ, შშმ პირთა ძალადობისგან დაცვის გამართული სისტემის არარსებობით არის
გამოწვეული, და მეორე მხრივ, არსებული სტიგმით, რომლის გავლენითაც სახელმწიფო
მოხელეები ხშირად საკითხს ზედაპირულად
ინფორმაციას დამაჯერებლად არ აღიქვამენ.
24.5.
უდგებიან
და
შშმ
პირთაგან
მიღებულ
ფსიქიკური ჯანმრთელობა
სახელმწიფოს მიერ ფსიქიკური ჯანმრთელობის უფლების დაცვისათვის გარანტიების შექმნა,
ჯანმრთელობის უფლების რეალიზების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ფსიქიკური
ჯანმრთელობის
სახელმწიფო
პროგრამის
ბიუჯეტის
1066
ზრდის
დადებითი
ტენდენციის
ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველო.
2018 წლის 28 დეკემბრის კორესპონდენცია MIA 8 18 03137208
1068 წერილი №09-4/480, 19/01/2019.
1069 წერილი №13/7855, 04/02/2019.
1070 საქმე №7796/18.
1071
საქმის გარემოებები აღწერილია საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში,
ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/2CmO31d> გვ. 16-17.
1067
360
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
მიუხედავად,1072 დარგის სათანადო განვითარება ქვეყნისთვის კვლავ სერიოზულ გამოწვევად
რჩება.
სახალხო დამცველის აპარატის მიერ „ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სტრატეგიული
დოკუმენტისა და 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმით“1073 გათვალისწინებული ღონისძიებების
მონიტორინგმა1074 ცხადყო, რომ პრაქტიკაში მისი დროული აღსრულება პრობლემებთან არის
დაკავშირებული.
2018 წელს გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში თემზე
დაფუძნებული
სერვისების
განვითარების
მიმართულებით.
კერძოდ,
ფსიქიკური
ჯანმრთელობის პროგრამების მთლიანი ბიუჯეტიდან ჰოსპიტალური და თემზე დაფუძნებული
სერვისების დაფინანსების თანაფარდობამ გადააჭარბა სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ
შუალედურ მიზანს და 2018 წელს 34%/66% შეადგინა. გაიზარდა თემზე დაფუძნებული
მობილური გუნდების რაოდენობა და თითოეულის ბიუჯეტი1075, გაფართოვდა მათი მოცვის
გეოგრაფიული არეალი. 2019 წლის ბოლოსთვის დაგეგმილია მობილური გუნდების
რაოდენობის 31-მდე გაზრდა. თუმცა, კვლავ დაბალია სხვა ჰოსპიტალ-გარე
არსებული
სერვისების დაფინანსება.
პრობლემურია
ფსიქიკური
ჯანმრთელობის
სერვისის
უწყვეტობის
საკითხიც.
ამბულატორიულ/სათემო სერვისებში 2018 წლისთვის ჰოსპიტალიზაციის შემდგომ პაციენტთა
მხოლოდ 37% ჩაერთო ამბულატორიულ/სათემო სერვისებში, რაც ასევე მიუთითებს ჰოსპიტალგარე არსებული სერვისების გაძლიერების საჭიროებაზე.1076
დაგვიანებით დაიწყო მუშაობა და დღემდე არ დამტკიცებულა სუიციდის პრევენციის პროგრამა,
რომლის დამტკიცებაც და განხორციელებაც ჯერ კიდევ 2016 წლისთვის იყო განსაზღვრული.1077
წინსვლა არ შეინიშნება სოციალურ ინტეგრაციასა და რეაბილიტაციაზე დაფუძნებული
სერვისების
განვითარების
მიმართულებით.
კვლავ
არ
გაზრდილა
ფსიქოსოციალური
რეაბილიტაციის ცენტრების რაოდენობა გეოგრაფიული პრინციპის დაცვით. 2018 წელს
უმნიშვნელოდ გაზრდილი ბიუჯეტი, აღნიშნული მიმართულების განვითარებაში ხელშესახები
ცვლილებების განხორციელების მოლოდინს არც ქმნიდა. სფეროში არსებულ ძირეულ
1072
2018 წლის - პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 20,550.7 ათასი ლარით, 2017 წლის - 15,803.9 ათასი
ლარით; 2019 წლის - 24,000,0 ათასი ლარით.
1073საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №762 „ფსიქიკური ჯანმრთელობის
განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის და 2015-2020 წლის სამოქმედო გეგმის“ დამტკიცების შესახებ“.
1074
გეგმის შესრულების მდგომარეობის შესახებ პასუხისმგებელი უწყებებიდან გამოთხოვილი
ინფორმაცია (წერილები №09-1/754 და N09-1/755).
1075 თბილისი - 6 მობილური გუნდი, კახეთი -1, ქვემო ქართლი - 2, იმერეთი - 1, აჭარა - 1.
1076
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს წერილი №01/1810 (04.02.2019).
1077 გეგმით მისი შექმნა და ამოქმედება 2015-2016 წლებით განისაზღვრა.
361
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
გამოწვევებთან გასამკლავებლად, საკმარისად ვერც 2019 წელს, ფსიქიკური ჯანმრთელობის
აღნიშნული კომპონენტის დაფინანსების 77.8 ათასიდან 88.0 ათასამდე ზრდა ჩაითვლება.
საანგარიშო პერიოდში ფაქტობრივად არ გადადგმულა ნაბიჯები ფსიქიკური ჯანმრთელობის
შესახებ საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზების
მიზნით.1078 ცვლილებები არ განხორციელებულა არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული
სტაციონარული მომსახურების პროცედურების საერთაშორისო რეგულაციებთან მისადაგების
მიმართულებითაც. კვლავ გამოწვევად რჩება ფსიქიატრიულ მკურნალობაზე თანხმობის
გაცხადების პროცესში პაციენტის ინფორმირების და მისი ნების ნამდვილობის დადგენა.
2018 წელს გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა სტაციონარული ფსიქიატრიული დაწესებულებების
ინფრასტრუქტურის
რეაბილიტაციის
მიმართულებით.1079
თუმცა
არასათანადო
ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი პირობები კვლავ გამოწვევად რჩება ქვეყანაში მოქმედი
სტაციონარული ფსიქიატრიული დაწესებულებების დიდ ნაწილში.1080 აქვე უნდა ითქვას, რომ
პაციენტთა საყოფაცხოვრებო პირობების გარკვეულწილად გაუმჯობესების მიუხედავად, დიდი
ზომის დაწესებულებებში ცხოვრება მათი უფლებების დაცვის მაღალ ხარისხად ვერ ჩაითვლება.
ცალსახად უარყოფითად უნდა შეფასდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში ისეთი ძირეული
მიმართულების
განვითარებისთვის
სტრატეგიის
არარსებობა,
როგორიცაა
დეინსტიტუციონალიზაცია. აღნიშნული სტრატეგია, რომელიც ჯერ კიდევ 2016 წელს უნდა
შემუშავებულიყო, საფუძვლად უნდა დაედოს ჰოსპიტალური სერვისების თანამედროვე, თემზე
დაფუძნებული მომსახურებით ჩანაცვლებას. არსებული ინფორმაციით, მხოლოდ 2018 წლის
დეკემბერში დაიწყო ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების კარტირების გეგმის შემუშავება,
რომელიც საფუძვლად დაედება დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიას.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის სფერო მწვავედ განიცდის
ადამიანური რესურსების ნაკლებობას,1081 ფსიქიატრიის დარგის ადამიანური რესურსებით
1078
უკვე წლებია მიმდინარეობს 2016 წელს ევროსაბჭოს ტექნიკური დახმარებით ფსიქიკური
ჯანმრთელობის მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობის გადახედვის შედეგად შემუშავებული
რეკომენდაციების დაინტერესებულ მხარეებთან შეჯერების და კანონმდებლობაში ასახვის პროცესი.
თუმცა არ მოგვეწოდა ინფორმაცია, აისახა თუ არა რაიმე სახის ცვლილება კანონმდებლობაში.
სამთავრობო სამოქმედო გეგმის თანახმად, კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესი 2017 წელს უნდა
დასრულებულიყო.
1079 საინვესტიციო ხელშეკრულების ფარგლებში შპს „აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური
ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“ ექსპლოატაციაში შევიდა 2400-კვ/მ ევროპული სტანდარტის
შესაბამისად მოწყობილი შენობა-ნაგებობა. გარე ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა ბათუმის ფსიქიატრიულ
დაწესებულებაშიც. სურამის ფსიქიატრიულ კლინიკაში სრულად განახლდა საცხოვრებელი კორპუსის
ინფრასტრუქტურა.
1080 პრევენციის ეროვნული მექანიზმის შესაბამის ნაწილზე რეფერირება.
1081 სულ მცირე 250 ფსიქიატრის დეფიციტით. 2015 წლისთვის - 240 ფსიქიატრი და 13 ბავშვთა ფსიქიატრი;
2017 წელს 245 ფსიქიატრი და 16 ბავშვთა ფსიქიატრი.
362
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
უზრუნველყოფის თვალსაზრისით, საანგარიშო პერიოდში ხელშესახები ცვლილებები არ
ყოფილა. ქმედითი ნაბიჯები არც დარგის სუბ სპეციალობაში - ბავშვთა ფსიქიატრიაში მომუშავე
ადამიანური რესურსების გაზრდის მიმართულებით გადადგმულა. არ დასრულებულა მუშაობა
ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მომუშავე ადამიანური რესურსების განვითარების
გრძელვადიან სტრატეგიაზე. 2018 წელს არ გაზრდილა პირველადი ჯანდაცვის პერსონალის
შესაძლებლობები ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გამოვლენისა და მართვის
საკითხებში.1082
არადამაკმაყოფილებელია
საანგარიშო
პერიოდში
ფსიქიკური
ჯანმრთელობის
შესახებ
საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, დამოკიდებულების შეცვლის და სტიგმის შემცირების
მიზნით გატარებული ღონისძიებები.1083 არ დამტკიცებულა ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ
განათლებისა და ცნობიერების ამაღლების 2017–2020 წლების სტრატეგიული გეგმა. კვლავ არ
არის შემუშავებული საზოგადოების მობილიზაციის გრძელვადიანი და მოკლევადიანი
სტრატეგიები
ფსიქიკური
ჯანმრთელობის
შესახებ
განათლებისა
და
ცნობიერების
ასამაღლებლად.
მნიშვნელოვან გამოწვევად იკვეთება სხვადასხვა ფსიქოაქტიური ნივთიერების მიღებით
გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების გამოვლენა და სათანადო მართვა. ქვეყანაში
მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციებისა და პროგრამების შესაბამისად, ხშირ შემთხვევაში ვერ
ხერხდება პაციენტებისათვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, კერძოდ
ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებით გამოწვეულ ფსიქოზურ მდგომარეობაში მყოფი
პაციენტები ვერ იღებენ საჭირო სერვისებს, რადგან ნარკოლოგიური სამსახურები მზად არ არიან
შესაბამისი დახმარების აღმოსაჩენად, ფსიქიატრიულ სამსახურებს კი ამ მდგომარეობების
მართვის კომპეტენცია არა აქვთ.
დასახელებული პრობლემა დაუყოვნებლივ საჭიროებს მოგვარებას, იმის გათვალისწინებით,
რომ მზარდია ნივთიერებადამოკიდებულთა ფსიქიკური აშლილობის შემთხვევათა რიცხვი.
კერძოდ, 2018 წელს ფსიქოაქტიური საშუალებების მოხმარების დიაგნოზით ჰოსპიტალიზებულ
პაციენტთა რიცხვი წინა წელთან შედარებით 45%-ით გაიზარდა.1084 აღნიშნული მონაცემი,
ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური აშლილობის გამოვლენის
მიმართულებით არსებული გამოწვევების ფონზე, კიდევ უფრო შემაშფოთებელია.
1082
ისევე როგორც 2017 წელს, 2018 წელსაც დაგეგმილ (და არა შესრულებულ) ღონისძიებას წარმოადგენს
ფსიქიკური ჯანმრთელობის დაწესებულების ექიმების, ექთნებისა და სოციალური მუშაკებისთვის
ტრენინგების 6 ციკლი.
1083 ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში გამართული
აქტივობები გასული წლის ანალოგიურია. უწყების პასუხში არ არის დაკონკრეტებული აღნიშნული
აქტივობები 2017 წელს განხორციელდა თუ 2018 წელს.
1084 ფსიქოაქტიური საშუალებების მოხმარების დიაგნოზით ჰოსპიტალიზებულ პაციენტთა რაოდენობა:
2017 წელს - 2398, 2018 წელს - 3472. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წერილი № 01/3090
363
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
აპარატის წარმოებაში არსებულ ერთ-ერთ საქმეზე,1085 რომელიც სავარაუდოდ ფსიქოაქტიური
ნივთიერების მიღებით გამოწვეული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირის
მიერ 13 წლის მოზარდის მკვლელობას უკავშირდება, იკვეთება პირველადი ჯანდაცვის,
ნარკოლოგიისა და ფსიქიატრიული მომსახურების სფეროებს შორის რეფერალისა და ქვეყანაში
მოქმედი რეგულაციების პრობლემა. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი განაგრძობს
მომხდარი ფაქტის შესწავლას.
სომატური ჯანმრთელობა
ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურების მიმღებ პაციენტთა შემთხვევაში მწვავედ დგას
სომატური
ჯანმრთელობის
სერვისების
მისაწვდომობის
პრობლემა,
რაც
სპეციფიკურ
რეგულირებას და ორგანიზებას საჭიროებს.
მიუხედავად
იმისა,
რომ
ფსიქიატრიული
სტაციონარული
დაწესებულებების
ნაწილს
გაფორმებული აქვს მომსახურების მიწოდების შესახებ ხელშეკრულებები ჯანდაცვის სფეროს
სხვადასხვა სპეციალისტთან (ოჯახის ექიმი, ქირურგი, სტომატოლოგი, გინეკოლოგი და სხვ.),
მათი მუშაობის გრაფიკი და იმ პაციენტთა მცირე რაოდენობა, რომელთაც წლის განმავლობაში
მიიღეს საჭირო მომსახურება, კითხვებს აჩენს. ფსიქიატრიულ დაწესებულებებში სომატური
ჯანმრთელობის არსებული მომსახურებები არ არის ორიენტირებული პრევენციაზე.
ფსიქიატრიული დაწესებულება პაციენტთა გადამისამართება/გადაყვანას შესაბამისი პროფილის
სამედიცინო დაწესებულებაში, უმეტესად, მხოლოდ პაციენტის მდგომარეობის უკიდურესად
გამწვავების
შემთხვევაში,
გადაუდებელი
აუცილებლობისას
მიმართავს.
ფსიქიატრიულ
სტაციონარულ დაწესებულებებში სომატური ჯანმრთელობის სერვისის მიწოდებისას, არ არის
ჩამოყალიბებული ერთგვაროვანი მიდგომა, რაც დაწესებულების შიდა ინსპექტირებისა და
მონიტორინგის მექანიზმის არარსებობის პირობებში ეჭვქვეშ აყენებს სომატური ჯანმრთელობის
დაცვის მიზნით მიწოდებული სერვისის ეფექტიანობას.1086
ამასთან, პრობლემურია სომატური ჯანმრთელობის სამკურნალოდ ექიმის მიერ დანიშნული
მედიკამენტების შეძენა, რადგან ეს საყოველთაო ჯანდაცვისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის
სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში არ ფინანსდება. პაციენტები, რომელთაც არ აქვთ ოჯახის
მხარდაჭერა და არ იღებენ სოციალურ პაკეტს, უზრუნველყოფილი არ არიან შესაბამისი
დახმარებით.
სომატური ჯანმრთელობის დაცვის კუთხით, კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან
სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების მიმღები ქალები. დაწესებულებებში არ არსებობს
1085
საქმე N1836/19
სტაციონარული ფსიქიატრიული დაწესებულებების საპასუხო კორესპონდენციების საფუძველზე
მოწოდებული ინფორმაცია: №2557/19 (№630 – 15.02.2019); №2151/19 (№33 – 18.02.2019); №1927/19 (№58 –
7.02.2019); №1928/19 (№70 – 11.02.2019); №17984/18 (№105 – 31.12.2018); №2088/19 (OL-6782/-2/19 –
13.02.2019); №2037/19 (№19 – 11.02.2019); №2600/19 (№307 – 13.02.2019).
1086
364
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
ქალთა სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვის პრაქტიკა. სახალხო
დამცველის აპარატმა დაიწყო ამ კუთხით არსებული მდგომარეობის შესწავლა1087, რის
შედეგადაც დადასტურდა, რომ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში1088 მყოფ ქალ პაციენტთა
უმრავლესობა არ ფლობს ინფორმაციას ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული
ჯანმრთელობის ძირითად ასპექტებზე. მენეჯმენტი და სამედიცინო პერსონალი დასახელებულ
საკითხზე ყურადღებას არც სამედიცინო სერვისის მიწოდების კუთხით ამახვილებს და არც
ინფორმირების. ადმინისტრაცია და პერსონალი ქალთა სექსუალურ და რეპროდუქციულ
ჯანმრთელობაზე ზრუნვას მათ მიერ გასაწევი მომსახურების მნიშვნელოვან კომპონენტად არ
აღიქვამს.
24.6.
შშმ პირთა აბილიტაცია/რეაბილიტაცია/რთული ქცევის მართვა
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მაქსიმალური დამოუკიდებლობის, სრული
ფიზიკური, მენტალური, სოციალური და პროფესიული შესაძლებლობების მიღწევისა და
გამოყენების უზრუნველსაყოფად,
სახელმწიფო
იღებს ვალდებულებას გააძლიეროს და
განავრცოს ყოვლისმომცველი სარეაბილიტაციო და სააბილიტაციო პროგრამები.1089
ქვეყანაში სხვადასხვა შეზღუდვის მქონე პირებისთვის, მიზნობრივი სერვისების მიწოდება
ხდება „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის“ სახელმწიფო პროგრამით1090
განსაზღვრული კომპონენტებით. გარკვეული დადებითი ასპექტების მიუხედავად, პროგრამა
სრულად კვლავ ვერ ფარავს ქვეყნის მასშტაბით საჭირო მოთხოვნებს და არსებობს სხვადასხვა
მომსახურებაში ჩართვის მომლოდინეთა რიგები.1091 გამოწვევაა მიწოდებული სერვისის
ხარისხის კონტროლიც.
1087
საწყის ეტაპზე ჩატარდა 2 დაწესებულებაში (სურამსა და ხონში) არსებული ზოგადი სიტუაციის
შეფასება.
1088 სახალხო დამცველის აპარატის ვიზიტი ხონისა და სურამის დაწესებულებებში (2018 წლის 10-12
დეკემბერი).
1089 „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაეროს კონვენცია, მუხლი 26.
1090
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბრის №601 დადგენილება „სოციალური
რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“.
1091 სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წერილი № 04/9248.
365
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
2019 წლიდან დღის ცენტრების დაფინანსების მოცულობის ზრდა,1092 არსებული ინფლაციის
პირობებში, ნაკლებად აისახა სერვისის ხარისხზე. მომსახურების მიმწოდებელთა მოსაზრებით,
გაზრდილი ვაუჩერი ვერ ფარავს ბენეფიციარის ინდივიდუალურ საჭიროებას. საანგარიშო
პერიოდში სახალხო დამცველის აპარატის მიერ ჩატარებულმა მონიტორინგმა1093 აჩვენა, რომ
დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერის გარეშე დღის ცენტრებს უჭირთ არა თუ ხარისხიანი
რეაბილიტაციის სერვისის მიწოდება, არამედ არსებული მინიმალური სტანდარტების1094
დაკმაყოფილებაც.
1092
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს წერილი № 01/3048.
1093 წლის განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა მონიტორინგის ფარგლებში 3
დღის ცენტრი მოინახულეს.
1094 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 8 აპრილის
ბრძანება №01-13/ნ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის დღის ცენტრის მომსახურების
სტანდარტების დამტკიცების შესახებ“.
366
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
უარყოფითად უნდა შეფასდეს ის გარემოება, რომ კვლავ არ შექმნილა ზრდასრულ შშმ პირთა
აბილიტაცია/რეაბილიტაციის
სერვისი.
საქართველოს
სახალხო
დამცველმა
მთავრობას
ზრდასრულ შშმ პირთათვის რეაბილიტაცია/აბილიტაციის მომსახურების უზრუნველყოფის
თაობაზე წინადადებით, 2017 წელს მიმართა, თუმცა აღნიშნული პროგრამის შესამუშავებლად
ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა. მიუხედავად იმისა, რომ 2018 წელს აღნიშნული
პროგრამების შემუშავებისა და დაგეგმვის მიზნით საქართველოში დაიწყო ფიზიკური
რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება, და ეს ხელს შეუწყობს ქვეყანაში ფიზიკური
რეაბილიტაციის
პროფესიის
გაძლიერებას,
სპეციალისტების
გადამზადებასა
და
შშმ
პირებისათვის დამხმარე და ტექნოლოგიური საშუალებების ხელმისაწვდომობას,1095 ზრდასრულ
შშმ პირთათვის აბილიტაცია/რეაბილიტაციის სერვისი ამ დრომდე მიუწვდომელია.
2018 წელს განსაკუთრებული სიმწვავით გამოიკვეთა რთული ქცევისა და ფსიქიკური
ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მოზარდთა შესაბამისი სერვისით უზრუნველყოფის
პრობლემა.1096
ქცევითი და ფსიქიკური პრობლემების მქონე ბენეფიციარები უმეტეს შემთხვევაში საჭიროებენ
ფსიქოლოგისა
და
ფსიქოთერაპევტის
კომპლექსურ
ჩართულობას
და
ფსიქოთერაპიის
ინტენსიურ კურსს, მაგრამ შესაბამისი სერვისის არარსებობის გამო, მათთვის საჭირო
მომსახურების შეთავაზება ვერ ხერხდება. ამ პირებისთვის სხვადასხვა სპეციალისტის
მომსახურების მიღება და ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია მიუწვდომელია დღის ცენტრებშიც,
რომლებიც უმეტესწილად უარს აცხადებენ მომსახურების გაწევაზე. მიზეზად დღის ცენტრების
სტანდარტით განსაზღვრული მოთხოვნების მიღმა საჭირო ადამიანური რესურსები და
შესაბამისი გარემოს არარსებობა სახელდება.
ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებისა და რთული ქცევის მქონე მოზარდები, რომელთა
ოჯახებს არ აქვთ ფინანსური შესაძლებლობა, ბავშვი უზრუნველყონ აუცილებელი თერაპიით,
ფაქტობრივად, რეაბილიტაციის სერვისის გარეშე არიან დარჩენილი. მშობლები ვერ ახერხებენ
ქცევის მართვას. მდგომარეობის გართულების შემდეგ აუცილებელი ხდება მოზარდის
ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსება, სადაც მკურნალობის პერიოდში და შემდგომ, არ
ხდება პაციენტის ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია.
საყურადღებოა ის გარემოება, რომ მხოლოდ სკოლის პირობებში ქცევის მართვა, თანმდევი
თერაპიის
გარეშე,
შედეგს
არ
იძლევა.
ქცევის
1095
გართულება
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
სოციალური დაცვის სამინისტროს წერილი № 01/1852.
1096 საქმე №18014/18; №17263/18; №10806/18; №14797/18 და №16949/18.
367
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
შესაბამისად
შრომის,
აისახება
ჯანმრთელობისა
და
ინდივიდუალური სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზნების მიღწევაზეც, რაც ბავშვებს
სკოლის მიღმა დარჩენის რეალურ საფრთხეს უქმნის.1097
მიზნობრივი პროგრამის არარსებობის გამო, სახელმწიფო პრობლემის გადაჭრის გზას რთული
ქცევისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვების მშობლებისგან
განცალკევებასა და სახელმწიფო ზრუნვაში განთავსებაში ხედავს,1098 რაც თავის მხრივ, კიდევ
უფრო აუარესებს მათ მდგომარეობას. არასრულწლოვანი წყდება ოჯახს, ამასთან, სახელმწიფო
ზრუნვის დაწესებულებებში მისი მდგომარეობის შესაბამისი სარეაბილიტაციო სერვისი არ
მიეწოდება.1099
24.7.
რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე
საბჭოების შექმნა/ამოქმედება
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 17 აპრილის №182 დადგენილებით დამტკიცებული 20182020
წლების
ადამიანის
უფლებათა
დაცვის
სამთავრობო
სამოქმედო
გეგმით
გათვალისწინებულია რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე
საბჭოების ამოქმედებისა და ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობა. ამ საბჭოების საქმიანობა
მნიშვნელოვანია ადგილობრივ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში შშმ
პირებისა და მათი წარმომადგენლობითი ორგანიზაციების ჩართულობის უზრუნველსაყოფად.
აღნიშნული საკითხის შესწავლის მიზნით, სახალხო დამცველის აპარატმა ინფორმაცია
გამოითხოვა მუნიციპალიტეტებიდან. გაირკვა, რომ 2018 წლის მდგომარეობით, საბჭოები
შექმნილია 50 თვითმმართველ ერთეულში. ამასთან, ზოგ მათგანში1100 განხორციელდა საბჭოების
ხელახალი ფორმირება, შეიცვალა წევრები და განახლდა საბჭოს დებულებები. მოცემული
დროისთვის, ხელახალი ფორმირების პროცესი მიმდინარეობს რამდენიმე მუნიციპალიტეტში.1101
1097
განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც რეაბილიტაციის კომპონენტი მულტიდისციპლინური გუნდის
მიერ რამდენჯერმე შეფასდა და დასკვნის თანახმად, მას არ უდასტურდება მძიმე და ღრმა
ინტელექტუალური შეზღუდვა, შესაბამისად, მისი ჩარიცხვა აღნიშნულ სკოლებში არ არის
რეკომენდებული.
1098 საქმე №17263/18; №10806/18; №17797/18.
1099
სააგენტოს ადგილობრივ ერთეულებში დასაქმებულ ფსიქოლოგთა რაოდენობა ვერ სწვდება
ბენეფიციარებთან ინტენსიური მუშაობის და ფსიქოსარეაბილიტაციო თერაპიის ჩატარებას.
1100 თბილისი, ოზურგეთი, სიღნაღი, ლანჩხუთი, ქედა.
1101 სენაკი, ყვარელი, ხონი.
368
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
საბჭოების რაოდენობის ზრდის ტენდენციის მიუხედავად, კვლავ გამოწვევას წარმოადგენს
სათათბირო ორგანოების ეფექტიანად ფუნქციონირებისა და ამ პროცესში შშმ პირთა ან/და მათი
წარმომადგენლობითი ორგანიზაციების ჩართულობა. ამ პრობლემებთან დაკავშირებით,
საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველის აპარატს პერიოდულად მიმართავდნენ სხვადასხვა
რეგიონის
წარმომადგენლები.
აპარატის
მიერ
მუნიციპალიტეტებში
ორგანიზებული
საინფორმაციო შეხვედრებისას გამოიკვეთა, რომ შშმ პირები და/ან მათი წარმომადგენლები არ
ფლობენ ინფორმაციას ადგილობრივი საბჭოების არსებობის, მისი შემდგომი ფუნქციონირების,
ასევე, საბჭოს წევრების შერჩევის პროცესის შესახებ. გარდა ამისა, შესაძლოა, ინტერესთა
კონფლიქტის ნიშნებს აჩენდეს ის ფაქტი, რომ რამდენიმე მუნიციპალიტეტში საბჭოს წევრებად
მიწვეულნი
არიან
მომსახურების
მიმწოდებელი
ორგანიზაციების
წარმომადგენლები.
პრობლემურია ადგილობრივ თვითმმართველობებთან არსებულ საბჭოებში, შშმ ქალების
ჩართულობის საკითხი.
უარყოფითად უნდა შეფასდეს ის გარემოება, რომ საბჭოების შექმნა/ამოქმედების პროცესი,
გამონაკლისი შემთხვევების გარდა,1102 კვლავ ფორმალური ხასიათისაა. იმ მუნიციპალიტეტებში,
რომლებშიც საბჭოები გასულ წლებში შეიქმნა, საერთოდ ან რეგულარულად არ ტარდება
სხდომები. იშვიათი გამონაკლისის გარდა, გაურკვეველია, გაითვალისწინეს თუ არა
ადგილობრივმა თვითმმართველობებმა საბჭოს მიერ ინიცირებული წინადადებები. აღნიშნული
წინადადებები სხვადასხვა სახისაა, თუმცა ყურადღება ძირითადად გამახვილებულია შიდა და
1102
დაახლოებით 15 მუნიციპალიტეტი.
369
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
გარე ობიექტების ადაპტირებაზე, სპორტულ აქტივობებში შშმ პირთა ჩართულობასა და მათი
დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფაზე.
რეკომენდაციები
საქართველოს მთავრობას:
•
დამტკიცდეს მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტი „შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაეროს კონვენციის, უნივერსალური დიზაინის
პრინციპების და ამერიკის ეროვნული სტანდარტის, „მისაწვდომი და გამოყენებადი
შენობები და ობიექტები“ (ICC ANSI A.117.1.2009), მოთხოვნათა გათვალისწინებით
•
შემუშავდეს
მისაწვდომობის
ეროვნული
გეგმა
კონკრეტული
ღონისძიებების,
პასუხისმგებელი უწყებების, შესრულების ვადების, დაფინანსების კომპონენტის და
შედეგების გაზომვადი ინდიკატორების მითითებით
•
სამინისტროებმა
დანერგონ
მათ
კონტროლს
დაქვემდებარებულ
დაწესებულებებზე/ობიექტებზე შშმ პირთა წვდომის გაუმჯობესების მაჩვენებელი
სტატისტიკის წარმოება
•
მისაწვდომობასთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირებისას გაითვალისწინონ
ყველა სახის შეზღუდვის მქონე პირთა საჭიროებები
•
მისაწვდომობის უზრუნველყოფის კუთხით გადაწყვეტილებების მიღების პროცესში,
მაქსიმალურად
ჩაერთონ
სფეროს
ექსპერტები
(როგორც
საერთაშორისო,
ისე
ადგილობრივი), შშმ პირები და მათი წარმომადგენელი ორგანიზაციები
•
უზრუნველყოს სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო
პროგრამის შესაბამის კომპონენტებში რთული ქცევისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის
პრობლემების მქონე ბავშვების სამიზნე ჯგუფად გათვალისწინება და მათთვის
შესაბამისი სერვისის მიწოდება
•
ხელი
შეუწყოს
ფსიქიკური
არასრულწლოვნების
სერვისის
ჯანმრთელობისა
გეოგრაფიულ
და
ქცევის
დაფარვას,
პრობლემების
მათ
შორის,
მქონე
არსებული
სარეაბილიტაციო სერვისების გაფართოების, დაფინანსების გაზრდისა და ეფექტიანი
მონიტორინგის გზით
•
უზრუნველყოს ზრდასრულ შშმ პირთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის ქვეპროგრამის
შექმნა და ამოქმედება გეოგრაფიული დაფარვის გათვალისწინებით
•
უზრუნველყოს ბავშვთა ადრეული განვითარების, ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის,
შშმ
პირთა
დღის
ცენტრებისა
და
სათემო
ორგანიზაციების
მომსახურების
ქვეპროგრამების მისაწვდომობა შესაბამისი საჭიროების მქონე ყველა პირისთვის ქვეყნის
მასშტაბით, ამ სერვისების დაფინანსების გაზრდითა და მომსახურების მიმწოდებელთა
სწავლება/გადამზადებით.
370
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს:
•
სსსმ მოსწავლეთა დაფინანსება გაზარდოს იმ ოდენობით, რომ შესაძლებელი იყოს მათი
კომპლექსური საჭიროებების დაკმაყოფილება
•
უზრუნველყოს
პედაგოგებისთვის
პრაქტიკაზე
ორიენტირებული
სატრენინგო
მოდულების შეთავაზება სსსმ (შშმ) მოსწავლეთა საგანმანათლებლო საჭიროებების
თაობაზე, მათ შორის, ინდივიდუალური სასაწავლო გეგმების შედგენასთან, რთული
ქცევის მართვასთან, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე, მძიმე და მრავლობითი
დარღვევის მქონე მოსწავლეთა სწავლების მეთოდებთან დაკავშირებით
•
უზრუნველყოს უმაღლეს განათლებაში ჩართული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
სტუდენტების სტატისტიკის წარმოება
•
უზრუნველყოს
უმაღლესი
განათლების
საფეხურზე
შშმ
პირთათვის
სწავლის
გაგრძელებისთვის დამაბრკოლებელი გარემოებების და შშმ სტუდენტთა საჭიროებების
შესწავლა. ამასთან, შედეგების მიხედვით, მიზნობრივი ღონისძიებების ორგანიზება
•
კომპეტენციის ფარგლებში გასწიოს კოორდინაცია
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა:
და
ზედამხედველობა,
რათა
ა) შეიმუშაონ ინკლუზიური განათლების დანერგვის სამოქმედო გეგმა
ბ) უზრუნველყონ, საჭიროების შესაბამისად, მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნის
საფუძველზე ინკლუზიური განათლების დამატებითი სპეციალისტების (ფსიქოლოგი,
ოკუპაციური თერაპევტი, მობილობისა და ორიენტაციის სპეციალისტი, ჟესტური ენის
სპეციალისტი, ჟესტური ენის თარჯიმანი, ენისა და მეტყველების თერაპევტი) დაქირავება
გ) უზრუნველყონ ინდივიდუალური ასისტენტის/ასისტენტების შტატში აყვანა, თუ
სკოლაში სწავლობენ სსსმ (შშმ) მოსწავლეები, რომლებსაც გადაადგილების დროს
დახმარება სჭირდებათ, განვითარებული არ აქვთ თვითმომსახურების ჩვევები ან აქვთ
სირთულეები ქცევის მართვაში
დ) უზრუნველყონ სკოლების გარე და შიდა ინფრასტრუქტურის, ასევე, სასწავლო
მასალების მისაწვდომობა სსსმ (შშმ) მოსწავლეთა საჭიროებების შესაბამისად
ე) უზრუნველყონ ინკლუზიური განათლების შიდა მონიტორინგის ჯგუფის შექმნა
(მშობლების ჩართულობით) ინტერესთა კონფლიქტის გამომრიცხავი შემადგენლობით
და პერიოდული მონიტორინგის ჩატარება
ვ) შეიმუშაონ მოსწავლეთა ძალადობისგან დაცვის შიდა ინსტრუქცია.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს:
•
უზრუნველყოს სამუშაოს მაძიებელ და დასაქმებულ შშმ პირთა მონაცემთა ბაზის
სრულყოფა. სისტემურად აწარმოოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა
საჯარო
371
და
კერძო
სექტორში
დასაქმების,
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
ასევე,
დასაქმების
ხელშემწყობი
სახელმწიფო პროგრამის სხვადასხვა კომპონენტების სტატისტიკური მაჩვენებლების
ანალიზი
•
დაასრულოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ხელშეწყობის
ერთიანი კონცეფციის და სხვა ნორმატიული დოკუმენტების შემუშავების პროცესი,
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩართულობით
•
გააძლიეროს კერძო სექტორში შშმ პირთა დასაქმების წახალისების და დამსაქმებელთა
და
საზოგადოების
სხვა
წევრების
ცნობიერების
ამაღლებისკენ
მიმართული
ღონისძიებები
•
უზრუნველყოს სახელმწიფო პროგრამებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირთა
მხარდაჭერითი დასაქმების კომპონენტების
გაძლიერება და ხარისხის
ამაღლება, მათ შორის, დასაქმების კონსულტანტთა რაოდენობის, სულ მცირე,
გაორმაგება და კვალიფიკაციის ამაღლება, ასევე, სუბსიდირების კომპონენტით
გათვალისწინებული ვაუჩერის თანხის მატება
•
უზრუნველყოს
სსიპ
სოციალური
მომსახურების
სააგენტოს
რაიონული
განყოფილებების სოციალურ მუშაკთა, სულ მცირე, 50%-ის სწავლება/გადამზადება
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და ზრდასრულთა მიმართ ძალადობის
შემთხვევების გამოვლენის სპეციფიკურ საკითხზე, ასევე, შშმ პირებთან კომუნიკაციის
ეთიკურ სტანდარტსა და თავისებურებებზე
•
დაინერგოს შშმ პირთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე ზედამხედველობის
•
ეფექტიანი მექანიზმი, შემუშავდეს შესაბამისი მეთოდოლოგია
უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს დეინსტიტუციონალიზაციის
შემუშავება
და
სტრატეგიის
შესაბამისად,
წამოიწყოს
თემზე
სტრატეგიის
დაფუძნებული
სერვისების დანერგვა, მათ შორის თავშესაფრის, დღის ცენტრებისა და თანამედროვე
თემზე დაფუძნებული „დაცული საცხოვრებლების“ მოწყობის გზით
•
უზრუნველყოს სოციალურ ინტეგრაციასა და რეაბილიტაციაზე დაფუძნებული
სერვისების განვითარება, მათ შორის, ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამის
ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის კომპონენტის ბიუჯეტის გაზრდის გზით
•
უზრუნველყოს ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს მარეგულირებელი ეროვნული
კანონმდებლობის
ჰარმონიზება
საერთაშორისო
სტანდარტებთან.
მათ
შორის,
განახორციელოს ცვლილებები არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული სტაციონარული
მომსახურების პროცედურების საერთაშორისო სტანდარტებთან მისასადაგებლად
•
უზრუნველყოს
ფსიქიატრიული
დაწესებულებების
შიდა
ინსპექტირებისა
და
მონიტორინგის მექანიზმის შემუშავება და აღნიშნული მექანიზმის პრაქტიკაში
დანერგვა
•
მიიღოს
ქმედითი
ზომები
ფსიქიატრიის
დარგში
ადამიანური
რესურსების
(ფსიქიატრები, ფსიქოთერაპევტები, ფსიქიატრიის ექთნები და სოციალური მუშაკები)
რაოდენობის გასაზრდელად და ქვეყნის მასშტაბით მათ სწორად გასანაწილებლად,
372
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
ამასთან
შეიმუშაოს
ადამიანური
რესურსების
განვითარების
გრძელვადიანი
სტრატეგია
•
უზრუნველყოს ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებში პირველადი ჯანდაცვის
პერსონალის გეგმით გათვალისწინებული რაოდენობის (30%) გადამზადება
•
დაინტერესებულ უწყებებთან თანამშრომლობით უზრუნველყოს ბაღებში, საჯარო
სკოლებსა და სამუშაო ადგილებზე ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობის
პროგრამების შემუშავება
•
უზრუნველყოს ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ განათლებისა და ცნობიერების
ამაღლების სტრატეგიული გეგმის დამტკიცება
•
დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები სხვადასხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების
მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების დროულად და
ეფექტიანად გამოსავლენად და პირთა სათანადო, როგორც ფსიქიატრიული, ისე
ნარკოლოგიური
სერვისებით
უზრუნველსაყოფად,
საჭიროების
შემთხვევაში,
შესაბამისი საკანონმდებლო თუ საკადრო ცვლილებებით
•
უზრუნველყოს
ფსიქიატრიული
სტაციონარული
მომსახურების
(როგორც
ნებაყოფლობითი, ისე არანებაყოფლობითი (მათ შორის, მსჯავრდებულთა და
ბრალდებულთა) და იძულებით სტაციონარული ფსიქიატრიული სერვისის მიმღებ
პირთა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართვის წესისა და პროცედურის
დეტალური რეგულირება ერთგვაროვანი ეფექტიანი პრაქტიკის ჩამოსაყალიბებლად
•
უზრუნველყოს იმ პაციენტთა საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფა, რომლებიც
არ სარგებლობენ სოციალური ბენეფიტით და არ ჰყავთ მხარდამჭერთა ქსელი
•
სტაციონარულ
ფსიქიატრიულ
სექსუალური
და
დაწესებულებებში
რეპროდუქციული
უზრუნველყონ
ჯანმრთელობის
დაცვა
ქალთა
როგორც
პაციენტებისთვის ინფორმაციის მათთვის გასაგები ფორმით მიწოდების, ისე
შესაბამისი სპეციალისტის დროული და ეფექტიანი მომსახურების გზით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:
•
უზრუნველყოს შშმ პირებზე ძალადობის, მათ შორის, სექსუალური ძალადობის
შემთხვევების
უნიფიცირებული
და
დეტალური
სტატისტიკის
წარმოება
და
ყოველწლიურად გამოქვეყნება
•
შინაგან
საქმეთა
სამინისტროს
შესაბამისი
სტრუქტურული
ერთეულების
თანამშრომელთათვის შეიმუშაოს სასწავლო მოდული შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე ბავშვთა და ზრდასრულთა მიმართ ძალადობის შემთხვევების გამოვლენის
სპეციფიკურ საკითხზე, ასევე, შშმ პირებთან კომუნიკაციის ეთიკურ სტანდარტსა და
თავისებურებებზე. უზრუნველყოს დასახელებული მოდულების ინტეგრირება სასწავლო
პროგრამებში
373
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
•
სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის
დეპარტამენტის დებულებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანით, უზრუნველყოს,
დეპარტამენტის საქმიანობაში შშმ პირთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე დროული
რეაგირებისა და მიმდინარე გამოძიების ეფექტიანობის მონიტორინგის კომპონენტის
ინტეგრირება.
ადგილობრივ თვითმმართველობებს:
•
სკოლამდელი
ინკლუზიური
განათლების
დანერგვის
მიზნით,
უზრუნველყონ
კოორდინაციის გაუმჯობესება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და
სპორტის სამინისტროსთან
•
არანაკლებ წელიწადში ერთხელ, კომპლექსურად შეისწავლონ სკოლამდელი აღზრდისა
და განათლების დაწესებულებების საჭიროებები (ინკლუზიური განათლების კუთხით)
და ასახონ ისინი მუნიციპალურ პროგრამებსა და ფინანსურ გეგმებში
•
უზრუნველყონ ფინანსური სახსრების გამოყოფა სკოლამდელი აღზრდის პროცესში
ინკლუზიური განათლების სპეციალისტების ჩართვისა და ბაგა-ბაღების შიდა და გარე
ინფრასტრუქტურაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აღსაზრდელთა წვდომის
გასაუმჯობესებლად
•
უზრუნველყონ
სკოლამდელი
აღზრდისა
და
განათლების
დაწესებულებების
პერსონალის არანაკლებ 50%-ის გადამზადება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
•
აღსაზრდელების საჭიროებებსა და სათანადო მიდგომის მეთოდებზე
კომპეტენციის ფარგლებში გასწიონ კოორდინაცია და ზედამხედველობა,
რათა
სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებმა:
ა) უზრუნველყონ საკონსულტაციო
საბჭოების შექმნა და მისი ფუნქციონირება
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისად
ბ)
უზრუნველყონ
სააგენტოსთან
მჭიდრო
თანამშრომლობა
(ადგილობრივ
სამსახურებთან),
სსიპ
სოციალური
მომსახურების
განსაკუთრებით,
აღსაზრდელთა
ძალადობისგან დაცვის კუთხით, „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების)
პროცედურების“ შესაბამისად
•
უზრუნველყონ
შეზღუდული
შესაძლებლობის
მქონე
პირებისათვის
სივრცის
მოწყობის/სამშენებლო სტანდარტების პრაქტიკაში დანერგვა და მათ აღსრულებაზე
ეფექტიანი ზედამხედველობა
•
გადამზადდეს
შესაბამისი
არქიტექტურული
და
საზედამხედველო
სამსახურების
პერსონალი, სივრცის მოწყობის/სამშენებლო სტანდარტებზე, საჭიროების შემთხვევაში,
374
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
შეიქმნას სამსახური, რომელიც ეფექტიანი ინსპექტირებისთვის საჭირო ცოდნით იქნება
აღჭურვილი
•
ყოველწლიურად აწარმოონ მუნიციპალურ დონეზე გაუმჯობესებული ფიზიკური
გარემოს მაჩვენებელი სტატისტიკა
•
უზრუნველყონ ადგილობრივ დონეზე შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოების
ეფექტიანი საქმიანობა, შშმ პირთა და მათი წარმომადგენლების ჩართულობით.
•
გარდაბნის, დუშეთის, ვანის, ზესტაფონის, თიანეთის, კასპის, მარნეულის, ყაზბეგის,
წალკის, ჭიათურის, ხაშურის, საჩხერის, მცხეთის, აბაშის მუნიციპალიტეტების ორგანოებმა
უზრუნველყონ ადგილობრივ დონეზე შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოების
შექმნა და მათი ეფექტიანი საქმიანობა, შშმ პირთა და მათი წარმომადგენლების
ჩართულობით.
375
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
25. ხანდაზმულ პირთა უფლებრივი მდგომარეობა
ხანდაზმულთა უფლებრივი მდგომარეობის კუთხით, საქართველოში კვლავ მრავალი
გამოწვევაა. სახალხო დამცველი ყოველწლიურად საუბრობს ამ მიმართულებით ქვეყანაში
არსებულ პრობლემებზე და შესაბამის სახელმწიფო უწყებებსაც არაერთი რეკომენდაციით
მიმართავს. თუმცა, სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ სახელმწიფო ვერ დგამს ეფექტიან ნაბიჯებს
ხანდაზმულ პირთა ყოფის გასაუმჯობესებლად.
სისტემურ
პრობლემებს
შორის
კვლავ
აქტუალურია
ხანდაზმულთა
ასაკის
ნიშნით
დისკრიმინაცია, მათ მიმართ ძალადობა, მათ შორის, ოჯახში ძალადობა, მძიმე სოციალურეკონომიკური და საცხოვრებელი პირობები, სიღარიბისა და უსახლკარობის საფრთხე,
ფიზიკური გარემოს მისაწვდომობის პრობლემა, ხანდაზმულებზე ზრუნვის ყოვლისმომცველი
გრძელვადიანი სტრატეგიის არარსებობა, სოციალური მომსახურების არაეფექტიანობა,
არასაკმარისი
მიზნობრივი
პროგრამები,
ადგილობრივ
დონეზე
ხანდაზმულთა
კეთილდღეობაზე ზრუნვის მიზნით გატარებული ღონისძიებების ნაკლებობა და სხვა.
დასახელებულ პრობლემებზე ყურადღება ასევე გამახვილდა ხანდაზმულ პირთა უფლებების
საკითხებზე გაეროს დამოუკიდებელი ექსპერტის, როზა კორნფელდ-მატეს ანგარიშში1103,
რომელიც 2018 წელს საქართველოში მისი ოფიციალური ვიზიტის შედეგებს ასახავს. ექსპერტი
ვიზიტის ფარგლებში შეხვდა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს, გაიზიარა
სახალხო დამცველის შეფასებები ხანდაზმული მოსახლეობის უფლებების დაცვის კუთხით
არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით და მათი მოგვარების მიზნით, რეკომენდაციებით
მიმართა სახელმწიფოს.
საანგარიშო პერიოდში ამოიწურა საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხებზე
სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის 2017–2018 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის1104
მოქმედების ვადა, თუმცა დოკუმენტით გათვალისწინებული ვალდებულებები სათანადოდ არ
შესრულებულა, რის ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზადაც უნდა დასახელდეს სამოქმედო გეგმის
დამტკიცების გაჭიანურებული პროცესი.1105 პასუხისმგებელ უწყებებს მხოლოდ ერთი წელი
ჰქონდათ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად, რაც
იმთავითვე ქმნიდა გეგმის მხოლოდ ფორმალურად დამტკიცების შთაბეჭდილებას. ამასთან,
1103
ანგარიში ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://bit.ly/2TLJmsS [ბოლოს ნანახია: 19.03.2019]
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 2 ნოემბრის №490 დადგენილება საქართველოში მოსახლეობის
დაბერების საკითხებზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის 2017-2018 წლების ეროვნული სამოქმედო
გეგმის დამტკიცების თაობაზე. ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/2CqSDLX>
[ბოლოს ნანახია: 19.03.2019].
1105 საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ. გვ. 311-313. ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე:
< https://bit.ly/2USUtgz > [ბოლოს ნანახია: 19.03.2019].
1104
376
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
ნაბიჯები არ გადადგმულა დაბერების თაობაზე ახალი ეროვნული სამოქმედო გეგმის
მოსამზადებლად და დასამტკიცებლად.
25.1.
ოჯახში
ხანდაზმულ პირთა მიმართ ძალადობა
ძალადობის
მსხვერპლთა
შორის,
ერთ-ერთი
ყველაზე
მოწყვლადი
ჯგუფია
ხანდაზმული პირები, რომელთა მიმართაც ოჯახში ძალადობა განსაკუთრებით მძიმედ აისახება.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილი საქმეების ანალიზი ცხადყოფს,
რომ ხანდაზმულ პირთა მიმართ ოჯახში ძალადობა ძირითადად ფსიქოლოგიური და
ეკონომიკური ხასიათისაა.
შესწავლილი საქმეების ანალიზის საფუძველზე, შეიძლება ითქვას, რომ მსხვერპლები თავს
არიდებენ ოჯახში ძალადობის საქმეში სამართალდამცავი უწყების ჩართვას. ამასთან, ხშირია
საქმისწარმოების გაგრძელებაზე უარის თქმა იმ მიზეზით, რომ მოძალადე ხანდაზმული
პირისთვის, ხშირად, მინიმალური სოციალური გარანტიის წყაროა. სამწუხაროდ, ძალადობის
მსხვერპლთათვის
არსებული
ფსიქოსოციალური
და
ეკონომიკური
რეაბილიტაციის
სპეციფიკური პროგრამები ხანდაზმულ მსხვერპლთათვის არ არსებობს, ხოლო არსებული, მათ
საჭიროებებს სრულად ვერ პასუხობს. შედეგად, პრობლემურია ხანდაზმული პირების მიმართ
ეფექტიანი დაცვისა და დახმარების სერვისების განხორციელება.
ზემოთ
აღნიშნული
ფაქტორების
გათვალისწინებით,
კვლავ
გამოწვევად
რჩება
სამართალდამცავი უწყებებისა და სოციალური სამსახურის წარმომადგენლების მიერ
ძალადობის გამოვლენა და შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვა, ძალადობის მსხვერპლთა დაცვა და
სოციალურ-ეკონომიკური რეაბილიტაცია.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2018
წელს სულ 7646 შემაკავებელი ორდერი გამოიცა, აქედან 45 წელზე მეტი ასაკის პირთა დასაცავად
- 2430 (ქალი - 1865; კაცი - 565)1106. გამოცემული შემაკავებელი ორდერების ანალიზის შედეგად
შეიძლება ითქვას, რომ მამრობითი სქესის მსხვერპლთა შორის, 45 წელს ზემოთ ასაკობრივი
ჯგუფი ყველაზე მოწყვლადია ძალადობისადმი.
მნიშვნელოვანი იქნებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ხანდაზმულთა მიმართ
ძალადობის შემთხვევათა, მათ შორის, სტატისტიკური მონაცემების, სიღრმისეული ანალიზი,
რაც შესაძლებლობას მოგვცემდა მკაფიოდ დაგვენახა ხანდაზმული პირების მიმართ ძალადობის
მახასიათებლები, ხოლო პასუხისმგებელ უწყებებს დაეხმარებოდა უფრო ეფექტიანი და
სპეციფიკურად ხანდაზმულ პირებზე მორგებული პრევენციისა და დაცვის და დახმარების
ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში.
1106
შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილი №MIA 6 19 00258547, 31/01/2019
377
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
25.2.
დაბერების ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების
შესრულების მდგომარეობა
საანგარიშო პერიოდში შესწავლილ იქნა „საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხებზე
სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის 2017-2018 წლების
ეროვნული სამოქმედო გეგმით“
გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების საკითხი. პასუხისმგებელი
უწყებებიდან
მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გაირკვა, რომ მათ დაიწყეს გარკვეული აქტივობების
განხორციელება,
თუმცა
დადგენილ
ვადაში
თითქმის
არცერთი
ვალდებულება
არ
შესრულებულა.
საკმარისი
ნაბიჯები
მომსახურების
არ
გადადგმულა
უზრუნველყოფისა
და
ხანდაზმული
მოქალაქეებისათვის
ბიო-ფსიქო-სოციალური
მიდგომის
სოციალური
საფუძველზე
ინტეგრირებული ზრუნვის მოდელების განსავითარებლად. ამ მიმართულებით მნიშვნელოვან
საქმიანობებად განსაზღვრული იყო შინ მოვლის პროგრამის შემუშავება და გრძელვადიანი
ზრუნვის კონცეფციისა და განხორციელების სტრატეგიის დამტკიცება. თუმცა საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით1107, დასახელებულ თემაზე სამუშაო ჯგუფის
შექმნა მხოლოდ 2019 წლის სექტემბრიდან იგეგმება.
არ
დამტკიცებულა
სადღეღამისო
სპეციალიზებულ
დაწესებულებებში
შშმ
პირთა
და
ხანდაზმულთა მომსახურების ახალი სტანდარტი და მონიტორინგის ახალი მექანიზმი.
პრობლემად რჩება ხანდაზმულთა საჭიროებებზე მორგებული სადღეღამისო დაწესებულებების
არასაკმარისი რაოდენობით ფუნქციონირებაც. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან მიღებული
ინფორმაციით1108, ქვეყნის მასშტაბით არსებული 64 მუნიციპალიტეტიდან სათემო ორგანიზაცია
ფუნქციონირებს მხოლოდ 11 მუნიციპალიტეტში.
დასახელებული საკითხების პრობლემურობაზე საუბრობს ხანდაზმულ პირთა უფლებებზე
გაეროს დამოუკიდებელი ექსპერტი თავის 2018 წლის ანგარიშში. დოკუმენტში ხაზგასმით არის
აღნიშნული, რომ საქართველოს არ გააჩნია გრძელვადიანი ზრუნვის ყოვლისმომცველი
სტრატეგია, მიუხედავად ასეთი ზრუნვის გარკვეული ელემენტების არსებობისა, საჭიროა მისი
ყველა მიმართულების დაუყოვნებლივ განვითარება.1109 ამასთან, შინ მოვლის არსებული
სერვისები ვერ ფარავს არსებულ საჭიროებას. არასაკმარისია ხანდაზმულთათვის არსებული
1107
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 22 აგვისტოს წერილი №01/2443-ს.
1108
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 22 აგვისტოს წერილი №01/2443-ს.
1109 დამოუკიდებელი ექსპერტის საქართველოში მისიის ანგარიში ხანდაზმულთა მიერ ადამიანის ყველა
უფლებით სარგებლობის შესახებ, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ადამიანის უფლებათა საბჭო,
სექტემბერი 2018. პარ. 68. ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://bit.ly/2TLJmsS [ბოლოს ნანახია:19.03.2019].
378
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
დღის ცენტრების რაოდენობაც. არსებული ინფორმაციით, საქართველოში მოქმედი 28 დღის
ცენტრიდან, შინ მოვლის სერვისს მხოლოდ 60 ასაკოვანი ბენეფიციარი იღებდა.1110
დაბერების სამოქმედო გეგმა ასევე ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად ითვალისწინებდა
ხანდაზმულ პირთა დასაქმებას, მათი შრომითი პოტენციალის განვითარებისა და გამოყენების
გზით. თუმცა მოწოდებული ინფორმაციით დასტურდება, რომ საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
მიერ მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები
თვისობრივად მორგებული არ არის ხანდაზმულ პირთა საჭიროებებზე. შრომის ბაზრის
კვლევების საფუძველზე, უწყებას არც ხანდაზმული მოსახლეობის დასაქმების შესაძლებლობები
შეუფასებია და არც მათი პროფორიენტაციისა და პროფესიული საჭიროებები. სახელმწიფო
პროგრამების
ფარგლებში
არ
დიფერენცირებული მონაცემები.
გროვდება
ასაკოვან
პირთა
დასაქმების
თაობაზე
სამოქმედო გეგმის ფარგლებში ქმედითი ღონისძიებები არ გატარებულა ხანდაზმულთა მიმართ
ძალადობის პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის გაძლიერების, ძალადობის წინააღმდეგ
ბრძოლის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად.
25.3.
ხანდაზმულთა სოციალურ კეთილდღეობაზე ზრუნვა ადგილობრივ დონეზე
ხანდაზმულ პირთა არასახარბიელო უფლებრივი მდგომარეობის განმაპირობებელი ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი ფაქტორი ადგილობრივ დონეზე რესურსების
არაეფექტიანად დაგეგმილი და განხორციელებული პროგრამებია.
სიმწირე,
ხშირად
კი,
მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მცხოვრებ ხანდაზმულთა საჭიროებების
შესწავლა, მათთვის მიზნობრივი პროგრამების, მომსახურებების დაგეგმვა და შესაბამისი
ფინანსური რესურსებით უზრუნველყოფა. ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე საუბარია
ხანდაზმულთა უფლებებზე გაეროს დამოკიდებელი ექსპერტის ანგარიშშიც. ექსპერტის
მოსაზრებით1111, იმისათვის, რათა ხანდაზმულთა და მათი ოჯახებისთვის შეძლონ სერვისების
შექმნა, აუცილებელია მუნიციპალიტეტები ფინანსურად და ტექნიკურად ადეკვატურად იყვნენ
უზრუნველყოფილნი საჭირო ექსპერტიზითა და ადამიანური რესურსებით.
სახალხო დამცველის აპარატის მიერ თვითმმართველი ერთეულების 2019 წლის ბიუჯეტების
ანალიზის საფუძველზე უნდა ითქვას, რომ არსებითად არ შეცვლილა ხანდაზმულ პირთა
საჭიროებებზე მორგებული მიზნობრივი პროგრამები და მომსახურებები. გასული წლების
ანალოგიურად,
არსებული
პროგრამები
შემოიფარგლება
1110
კომუნალური
გადასახადების
იქვე, პარ. 80-81.
დამოუკიდებელი ექსპერტის საქართველოში მისიის ანგარიში ხანდაზმულთა მიერ ადამიანის ყველა
უფლებით სარგებლობის შესახებ, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ადამიანის უფლებათა საბჭო,
სექტემბერი 2018. პარ. 80. ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/2TLJmsS> [ბოლოს ნანახია:
19.03.2019].
1111
379
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
დაფინანსებით, ერთჯერადი ფულადი დახმარებით, რომელიც გათვლილია მუნიციპალიტეტის
ტერიტორიაზე რეგისტრირებული 100 და 100 წელს გადაცილებული პირებისთვის და მეორე
მსოფლიო ომის მონაწილეებისთვის. გარდა ამისა, ხანდაზმულთა მრავალფეროვანი
საჭიროებების საპასუხოდ, თვითმმართველობები მათ ხშირად სთავაზობენ მხოლოდ
გარკვეული
სამკურნალო-სარეაბილიტაციო
ხარჯების
დაფარვასა
და
მედიკამენტებით
დახმარებას. მუნიციპალიტეტების ბიუჯეტით, მიზნობრივი პროგრამის სახით, კვლავ არ არის
გათვალისწინებული ისეთი მნიშვნელოვანი სერვისი, როგორიცაა ხანდაზმულ პირთა შინ
მოვლის მომსახურება. იშვიათ შემთხვევაში,1112 აღნიშნული მომსახურების შეთავაზება ხდება
ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებენ
სხვადასხვა ორგანიზაციები.
25.4.
ხანდაზმულ პირთა უფლებრივი მდგომარეობა სადღეღამისო სპეციალიზებულ
დაწესებულებებში
ხანდაზმულ პირებზე არაეფექტიანი გრძელვადიანი ზრუნვის პოლიტიკის მთავარ გამოწვევათა
შორის აღსანიშნავია მათი რეზიდენტულ დაწესებულებებში, ზოგჯერ არადამაკმაყოფილებელ
პირობებში
განთავსება.
ზრუნვის
საჭიროების
მქონე
ასაკოვან
პირებს,
ფაქტობრივად,
სახელმწიფო მხოლოდ ამ ტიპის სერვისს სთავაზობს, რომელსაც აწვდის 2 დიდი ზომის
ინსტიტუცია1113 და რამდენიმე სათემო ორგანიზაცია. აღსანიშნავია, რომ ხშირ შემთხვევაში, ასეთ
დაწესებულებებში განთავსებაც პრობლემურია ადგილების სიმწირის გამო და ხანდაზმულ
პირებს თვეების განმავლობაში უწევთ მომლოდინეთა რიგში ყოფნა. 2019 წლის მარტის
მონაცემებით,1114 72 ხანდაზმული ელოდებოდა სათემო ორგანიზაციაში ჩარიცხვას.
საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველმა ხანდაზმულთა რამდენიმე სადღეღამისო
სპეციალიზებული დაწესებულების მონიტორინგი განახორციელა1115. ვიზიტების შედეგად
გაირკვა, რომ დაწესებულებებში უმეტესად შექმნილია ოჯახურ გარემოსთან მიახლოებული
პირობები, დაცულია სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, ბენეფიციარები უზრუნველყოფილნი
არიან სამჯერადი კვებით და სეზონის შესაბამისი ტანსაცმლით. ვიზიტების დროს არ
გამოვლენილა ხანდაზმულთა მიმართ ძალადობის ან/და არასათანადო მოპყრობის ფაქტები.
ამასთან, მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ მწირია მომსახურების ბიუჯეტი.1116
1112
ქალაქები თბილისი, ზუგდიდი, ქუთაისი. ბოლნისის და დუშეთის მუნიციპალიტეტები.
თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატი, ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატი.
1114
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს 2019 წლის 6 მარტის წერილი №04/11627.
1115 სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების
სახელმწიფო ფონდის ტერიტორიული ერთეული (ფილიალი) – „თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატი“,
„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის“ სათემო
ორგანიზაციების ქვეპროგრამის ფარგლებში მომსახურების მიმწოდებელი 3 დაწესებულება - ა(ა)იპ
ხანდაზმულთა პანსიონატი - „ბასილიადა“, ა(ა)იპ მოხუცებულთა პანსიონატი - „სათნოების გზა“, ა(ა)იპ
მოხუცებულთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატი „ჩემი ოჯახი“.
1116 ერთი ბენეფიციარის მომსახურების დაფინანსება შეადგენს 16 ლარს.
1113
380
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
ხანდაზმულები, მათი სპეციფიკური საჭიროებების შესაბამისად არ არიან უზრუნველყოფილი
მედიკამენტებით,
ექიმისა
და
ფსიქოლოგის მომსახურებით
(თბილისის
ხანდაზმულთა
პანსიონატის გარდა). პრობლემურია შენობების ადაპტირებისა და ეზოების კეთილმოწყობის
საკითხი. სატრანსპორტო საშუალებაზე წვდომის არქონის გამო, ბენეფიციარები ვერ ახერხებენ
თემში გადაადგილებას.
ხანდაზმულთა სათემო მომსახურების მიმწოდებელთა ინფორმაციით, ერთ-ერთ პრობლემას
წარმოადგენს
დაწესებულებებში
დაკრძალვის
ხარჯები.
გარდაცვლილ
საკითხთან
მზრუნველობამოკლებულ
დაკავშირებით
ხანდაზმულთა
ინფორმირებულია
საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტრო, თუმცა ამ ეტაპზე აღნიშნული ხარჯების გაწევა პროგრამის ბიუჯეტით არ
არის შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ ხანდაზმულთა რეზიდენტულ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
ასევე მწვავედ არის შეფასებული გაეროს დამოუკიდებელი ექსპერტის ანგარიშში, სადაც
საუბარია მომსახურების დაბალ ხარისხზე, არაადეკვატურ საცხოვრებელ პირობებზე,
ძალადობისა
და
არასათანადო
მოპყრობის
შემთხვევების
გამოვლენისა
და
აღრიცხვის
პრობლემაზე, ხანდაზმულთა არასაკმარის ცოდნაზე მათი უფლებებისა და დაცვის მექანიზმების
შესახებ და მონიტორინგის ნაკლებობაზე.1117 ექსპერტი მთავრობას მოუწოდებს, გაამკაცროს
მსგავს დაწესებულებებში მიწოდებული სერვისის ხარისხის კონტროლი და შექმნას ზრუნვის
ალტერნატიული სერვისები ამგვარი საჭიროების მქონე ხანდაზმულ პირთათვის.1118
რეკომენდაციები
საქართველოს მთავრობას:
•
დროულად დაამტკიცოს დაბერების საკითხზე ახალი ეროვნული სამოქმედო გეგმა,
საზოგადოების, მათ შორის, ხანდაზმულ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციათა
•
ფართო ჩართულობით
ახალ სამოქმედო გეგმაში,
სხვა
„საქართველოში
დაბერების
მოსახლეობის
ღონისძიებებთან
საკითხებზე
ერთად,
გაითვალისწინოს
სახელმწიფო
პოლიტიკის
კონცეფციის 2017–2018 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმით“ განსაზღვრული ყველა ის
საქმიანობა, რომელიც პასუხისმგებელი უწყებების მიერ არ შესრულდა დადგენილ
ვადებში; თითოეული საქმიანობისთვის განსაზღვროს კონკრეტული დაფინანსების
წყარო და შესრულების ინდიკატორი
1117
დამოუკიდებელი ექსპერტის საქართველოში მისიის ანგარიში ხანდაზმულთა მიერ ადამიანის ყველა
უფლებით სარგებლობის შესახებ, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ადამიანის უფლებათა საბჭო,
სექტემბერი 2018. პარ. 77. ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/2TLJmsS> [ბოლოს ნანახია:
19.03.2019].
1118 იქვე, პარ. 116-117.
381
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
•
სამოქმედო დოკუმენტით განსაზღვრული ამოცანების შესაბამის ვადებში შესრულების
უზრუნველსაყოფად, შექმნას ქმედითი საკოორდინაციო მექანიზმი
•
სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის სათემო
ორგანიზაციების ქვეპროგრამის ხანდაზმულთა და შშმ პირთა სათემო მომსახურებით
უზრუნველყოფის კომპონენტის ბიუჯეტი იმგვარად გაზარდოს, რომ შესაძლებელი
გახდეს ბენეფიციარების საჭიროებების დაკმაყოფილება
•
უზრუნველყოს ხანდაზმულ პირთათვის ალტერნატიული ზრუნვის სერვისების, მათ
შორის,
შინ
მოვლისა
და
დღის
ცენტრების
მომსახურებების
განვითარება
და
გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა, სახელმწიფო ბიუჯეტით ადეკვატური რესურსების
გამოყოფის გზით.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს:
•
უზრუნველყოს ხანდაზმულთა 24-საათიანი სათემო სერვისების სტანდარტების
დროული დამტკიცება და სტანდარტის შესაბამისად მონიტორინგის ეფექტიანი სისტემის
დანერგვა
•
უზრუნველყოს გრძელვადიანი ზრუნვის კონცეფციისა და განხორციელების სტრატეგიის
დროული შემუშავება საზოგადოების ფართო ჩართულობით
•
უზრუნველყოს შინ მოვლის პროგრამის დროული შემუშავება და განხორციელება
გეოგრაფიული მისაწვდომობის გათვალისწინებით
•
შრომის ბაზრის კვლევის საფუძველზე, შეაფასოს ხანდაზმულ პირთა დასაქმების
შესაძლებლობები; დასაქმების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში
გაითვალისწინოს ხანდაზმულ პირთა სპეციალური საჭიროებები
•
აწარმოოს სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დასაქმებულ ხანდაზმულ პირთა
•
დიფერენცირებული სტატისტიკა, დასაქმების სფეროების გათვალისწინებით
უზრუნველყოს ხანდაზმულთა სპეციფიკური პროფორიენტაციისა და პროფესიული
საჭიროებების შესწავლა და შესაბამის პროგრამებში მათი გათვალისწინება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:
•
ხანდაზმულ პირთა მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ შეგროვდეს
დეტალური მონაცემები, პასუხისმგებელი უწყებების მიერ ეფექტიანი და სპეციფიკურად
ხანდაზმულ პირებზე მორგებული პრევენციის, დაცვის და დახმარების ღონისძიებების
დაგეგმვის ხელშესაწყობად.
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს:
382
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
•
მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მცხოვრებ ხანდაზმულ პირთა საჭიროებების
შესწავლის საფუძველზე, შეიმუშაონ მიზნობრივი პროგრამები და ადეკვატურად ასახონ
ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტში.
383
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
26. ეროვნული უმცირესობების დაცვა და სამოქალაქო ინტეგრაცია
2018 წლის განმავლობაში თანასწორობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული სტრატეგიის
და სამოქმედო გეგმის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამა განხორციელდა.1119
მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლების ნაწილი ხედავს და
აღიარებს ამ სფეროში არსებულ სიღრმისეულ პრობლემებს, სამწუხაროდ, მათი გადაჭრისთვის
ეფექტიანი და მასშტაბური ნაბიჯები არ იდგმება.
განხორციელებული პროგრამების მიუხედავად, ამ სფეროში არსებული სისტემური გამოწვევები
წლიდან
წლამდე
განათლების,
უცვლელი
სახელმწიფო
რჩება.
ენის
კვლავ
სწავლების,
აქტუალურია
ეროვნული
კულტურული
უმცირესობების
მემკვიდრეობის
დაცვის,
გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობისა და სხვა მრავალი მნიშვნელოვანი
საკითხი.
დღეს გაცილებით მეტი ადამიანი საუბრობს ქართულად, ვიდრე 10–15 წლის წინ საუბრობდა,
გამოიცა სხვადასხვა სახელმძღვანელო, ლიტერატურა, მაგრამ განხორციელებულ საქმიანობას ის
დადებითი შედეგი არ გამოუღია, რისი მოლოდინიც, მრავალწლიანი მუშაობის შედეგად,
სახელმწიფოსა და საზოგადოების მხრიდან არსებობდა.
2018 წლის განმავლობაში საქართველოს სახალხო დამცველს ეთნიკური წარმოშობის ანდა რასის
გამო ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებული 5 საქმე ჰქონდა წარმოებაში, თუმცა
შემთხვევების ინდივიდუალური გარემოებები ცხადყოფს, რომ ქვეყანაში, ეთნიკურ და
რასობრივ ნიადაგზე მიუღებლობა კვლავ მწვავე პრობლემაა. ამ მხრივ, განსაკუთრებულად
შემაშფოთებელი ფაქტი იყო ვიტალი საფაროვის მკვლელობა ქსენოფობიურ ნიადაგზე. საქმის
ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, მსხვერპლს სასიკვდილო დაზიანებები ბარში მიაყენეს.
კონფლიქტისა და მკვლელობის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ საფაროვი ბარში
სტუმრებს ქართულ ენაზე არ ესაუბრებოდა. ფაქტის თვითმხილველთა განცხადებით,
კონფლიქტის დროს საუბარი სამშობლოსა და ქართველობას ეხებოდა.
26.1.
ეროვნული უმცირესობების მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში
გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეროვნული უმცირესობების მონაწილეობის გაზრდის
ხელშესაწყობად, ეფექტიანი ნაბიჯები კვლავ არ გადადგმულა. ეროვნული უმცირესობებით
კომპაქტურად
დასახლებულ
მარნეულის მუნიციპალიტეტში
2018
წლის
განმავლობაში
საპასუხისმგებლო პოზიციებზე ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები მინიმალურად
1119 სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის 2018 წლის სამოქმედო გეგმის
შესრულების ანგარიში;
22.03.2019].
384
ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://bit.ly/2HADo7G > [ბოლოს ნანახია:
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
იყვნენ წარმოდგენილნი. 2014 წლის აღწერის მონაცემებით, მარნეულის მუნიციპალიტეტში 104
300 მოსახლეა, საიდანაც 83.77% აზერბაიჯანელია, 8.58% ქართველი და 6.99% სომეხი1120. ამ
ფონზე გასათვალისწინებელია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის 8 სამსახურიდან
მხოლოდ ერთის ხელმძღვანელია ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი, ხოლო
საკრებულოს 5 კომისიის ხელმძღვანელიდან1121 – არცერთი. მარნეულის საკრებულოს ბიუროს 11
წევრიდან მხოლოდ ერთია ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი. ეს მაგალითი ნათლად
მიუთითებს
ეროვნული
თვალსაზრისით
უმცირესობების
არსებულ
წარმომადგენლობითობისა
შემაშფოთებელ
მდგომარეობაზე,
და
რომელიც
მონაწილეობის
სათუოს
ხდის
ინტეგრაციის საკითხში სახელმწიფო პოლიტიკის ეფექტიანობას.
ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული მუნიციპალიტეტების ნაწილში –
გარდაბანი, დმანისი, ბოლნისი, ახალციხე, წალკა – საპასუხისმგებლო პოზიციებზე ეროვნული
უმცირესობები გარკვეული პროპორციით არიან წარმოდგენილნი, ხოლო ახალქალაქისა და
ნინოწმინდის
მუნიციპალიტეტებში
ეს
საკითხი
სრულად
არის
უზრუნველყოფილი.
ნინოწმინდისა და ახალქალაქის გამგეობისა და საკრებულოს წამყვან პოზიციებზე ეროვნული
უმცირესობების წარმომადგენლები არიან1122. პრობლემურია ეროვნული უმცირესობების
წარმომადგენლობის დაბალი მაჩვენებელი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის–
გუბერნატორის
ადმინისტრაციაში,
სადაც
ეროვნული
უმცირესობები
არცერთ
წამყვან
პოზიციაზე (გუბერნატორი, მისი მოადგილე, აპარატის და სამსახურების ხელმძღვანელები და
მათი მოადგილეები1123) არ არიან წარმოდგენილნი, მაშინ როდესაც რეგიონში მოსახლეობის
ნახევარზე მეტი ეროვნულ უმცირესობებს მიეკუთვნება (სამცხე-ჯავახეთში 50.52 % სომეხია,
ხოლო 48.28 % ქართველი1124).
კვლავ პრობლემურია დედაქალაქში ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლობა.
საკრებულოსთან შექმნილია ეროვნული უმცირესობების საკითხებზე მომუშავე საბჭო/სამუშაო
ჯგუფი, მაგრამ მისი უფლებამოსილება არ იძლევა იმის საშუალებას, რომ უზრუნველყოს
დედაქალაქის
მმართველობაში
ეროვნული
უმცირესობების
წარმომადგენლობა
და
გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა. დედაქალაქის მმართველობაში (მერია,
საკრებულო, მუნიციპალიტეტების გამგეობები) უკვე მრავალი წელია, რაც ეროვნული
უმცირესობები არ არიან წარმოდგენილნი საპასუხისმგებლო პოზიციებზე. სტატისტიკური
მონაცემებით,
დედაქალაქის
მოსახლეობის
10%-ზე
მეტი
ეროვნულ
უმცირესობას
მიეკუთვნება1125.
1120
ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://bit.ly/2FzeH9e > [ბოლოს ნანახია: 22.03.2019].
ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://bit.ly/2TXZDLi > [ბოლოს ნანახია: 22.03.2019].
1122 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://bit.ly/2WgixK2 > [ბოლოს ნანახია: 22.03.2019].
1123ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://bit.ly/2TTuNn4> [ბოლოს ნანახია: 22.03.2019].
1124 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://bit.ly/2HylP89 > [ბოლოს ნანახია: 22.03.2019].
1125
ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://bit.ly/2HylP89 > [ბოლოს ნანახია: 22.03.2019].
1121
385
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
საქართველოს პარლამენტში ეროვნული უმცირესობების 11 წევრია, მაგრამ ამავე დროს
გასათვალისწინებელია, რომ არცერთი მათგანი არ არის წარმოდგენელი საპარლამენტო
თანამდებობაზე
მოადგილე).
(პარლამენტის
თავმჯდომარე,
მოადგილე,
კომიტეტის
თავმჯდომარე,
საქართველოს მთავრობაში, მინისტრის, მინისტრის მოადგილის და დეპარტამენტების
ხელმძღვანელისა და მოადგილის დონეზეც, იშვიათი გამონაკლისის გარდა, არ არიან
წარმოდგენილნი ეროვნული უმცირესობები. აღსანიშნავია, რომ ეროვნული უმცირესობებით
კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა
შორისაც ძალზე მცირე რაოდენობით არიან წარმოდგენილნი.
შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა
სახელმწიფო უწყებებში ეროვნული უმცირესობების სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამა
განახორციელა. მასში 200–ზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. ამ პროგრამის
განხორციელება სამომავლოდ ქმნის გარკვეულ წინაპირობას ეროვნული უმცირესობების
მონაწილეობის გასაზრდელად და ხელშესაწყობად, მაგრამ მთლიანობაში, ეროვნული
უმცირესობების წარმომადგენლობითობისა და გადაწყვეტილების პროცესში მონაწილეობის
საკითხი, მხოლოდ სტაჟირების პროგრამით ვერ გადაწყდება.
26.2.
ეროვნული
განათლების ხელმისაწვდომობა
უმცირესობების
ხელმისაწვდომობის
აქტუალურია.
სკოლამდელი,
თვალსაზრისით,
გასულ
სასკოლო
წლებში
და
უმაღლესი
არსებული
განათლების
გამოწვევები
კვლავ
საქართველოში ეროვნული უმცირესობების ენებზე (აზერბაიჯანული, სომხური, რუსული)
სწავლა მიმდინარეობს 290-მდე საჯარო სკოლასა და სექტორზე1126, საიდანაც მხოლოდ
ეროვნული უმცირესობის ენაზე სწავლა მიმდინარეობს 208 სკოლაში1127, ხოლო სახელმწიფო და
ეროვნული უმცირესობების ენებზე (სექტორებად დაყოფილი სკოლები) – 76 სკოლაში1128.
1126
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წერილი – MES 4 19
00294145.
1127
აზერბაიჯანულენოვანი - 80; სომხურენოვანი - 117; რუსულენოვანი 11.
1128
ქართულ–აზერბაიჯანული სექტორი - 31; ქართულ-რუსული სექტორი - 30; ქართულ-სომხური
სექტორი - 9; ქართულ-აზერბაიჯანულ-რუსული სექტორი - 1; ქართულ-რუსულ-სომხური სექტორი -1;
აზერბაიჯანულ–სომხური სექტორი - 2; რუსულ–აზერბაიჯანული სექტორი – 2. ორ სექტორიანი 5 სკოლა
მოსწავლის გარეშეა დაფიქსირებული.
386
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
ეთნიკური უმცირესობების ენოვან სკოლებში სხვადასხვა საგანს ასწავლის 7741 პედაგოგი. მათ
შორის აზერბაიჯანულენოვან სკოლებში 3411, სომხურენოვანი სკოლებში 2985, რუსულენოვანში
- 1372 პედაგოგი.
ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ფუნქციონირებს
რამდენიმე ათეული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, რომელთა ნაწილი 2018 წელს
აშენდა ან გარემონტდა, ხოლო ნაწილი შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა. სკოლამდელი
დაწესებულებების ნაწილში გაიხსნა ქართულენოვანი ჯგუფები. აღნიშნულის მიუხედავად, 2018
წელს, ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში, ისევე როგორც
მთელ ქვეყანაში, კვლავ მწვავედ იდგა (მოთხოვნასთან შესაბამისი რაოდენობის) სკოლამდელი
აღზრდის დაწესებულებების ნაკლებობის საკითხი. სახელმწიფო და მშობლიური ენის
შესწავლის ხელშესაწყობად, ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ
რეგიონებში,
კვლავ
დაწესებულების
არ
არის
შესაძლებლობა.
ეფექტიანად
გამოყენებული
მნიშვნელოვანია,
რომ
სკოლამდელი
აღზრდის
სკოლამდელი
აღზრდის
დაწესებულებებში უფრო ფართოდ დაინერგოს მშობლიური და სახელმწიფო ენის სწავლება.
საქართველოს
განათლების,
მეცნიერების,
კულტურისა
და
სპორტის
სამინისტროს
ინფორმაციით,1129 მულტილინგვური სწავლების გასაუმჯობესებლად, 2018 წლის სექტემბერში
სასწავლო გეგმას დაემატა „ენობრივი განათლება არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე“,
რომლითაც
განისაზღვრა
ბილინგვური
სწავლის
მიდგომები.
სამინისტროს
მიერ
განხორციელებული ამ ცვლილების მიუხედავად, სკოლებში, სადაც დანერგილია ეროვნული
1129
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წერილი – MES 4 19
00294145.
387
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
უმცირესობების ენებზე სწავლება, ეფექტიანი მულტილინგვური (ბილინგვური) სწავლების
მოდელის და სასკოლო სახელმძღვანელოების შედგენისა და მულტილინგვური პედაგოგების
მომზადების საკითხი, კვლავ აქტუალურ პრობლემად რჩება. აღნიშნულს ემატება სკოლებში
კვალიფიციური ორენოვანი კადრების მოზიდვასთან დაკავშირებული სირთულეები.
კვლავ პრობლემად რჩება სკოლებში მშობლიური ენისა და ლიტერატურის (სომხურ/
აზერბაიჯანულ/რუსულენოვანი) არაგრიფირებული სახელმძღვანელოებით სწავლების საკითხი.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით,1130 ამ
პრობლემის აღმოსაფხვრელად გამოცხადებულ კონკურსში არცერთი განაცხადი არ შესულა.
2018 წელს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, მხოლოდ
ზოგად უნარებში მშობლიურ ენაზე ერთი გამოცდის ჩაბარებით ჩაირიცხა 908 აბიტურიენტი.
სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობის თვალსაზრისით, აღნიშნული პროგრამა ერთ–ერთი
წარმატებულია. ამ პროგრამის (ე.წ. 1+4) კურსდამთავრებულების ნაწილი კარგად ფლობს
სახელმწიფო
და
მშობლიურ
ენას,
აქვს
შესაბამისი
სპეციალობის
კვალიფიკაცია
და
მნიშვნელოვანია, რომ მათ ხელი შეეწყოთ დასაქმებასა და კარიერულ წინსვლაში.
პედაგოგების მომზადებისა და გადამზადების ხელშესაწყობად, მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნულმა ცენტრმა1131 ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მხარდაჭერით, იმ
სკოლების დირექტორებისა და პედაგოგებისთვის, რომლებშიც დანერგილია ეროვნული
უმცირესობების ენებზე სწავლება, განახორციელა პროფესიული განვითარების კურსები,
რომელშიც
მონაწილეობა
მიიღო
რამდენიმე
1130
ასეულმა
პედაგოგმა.
ამ
პროგრამის
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წერილი – MES 4 19
00294145.
1131
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წერილი – MES 4 19
00294145
388
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
განხორციელების მიუხედავად, ამ სკოლების პედაგოგების მომზადებისა და გადამზადების
საკითხი კვლავ მნიშვნელოვან სირთულედ რჩება. ეს პედაგოგები მრავალი წლის განმავლობაში
ძალიან მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებენ, მათ მნიშვნელოვან ნაწილს აქვს შესაბამისი
კვალიფიკაცია, მაგრამ ამის მიუხედავად, უნდა აღინიშნოს, რომ პედაგოგების ნაწილი
გადაცილებულია საპენსიო ასაკს, ნაწილს არ აქვს შესაბამისი პროფესიის სწავლებისთვის საჭირო
კომპეტენცია, ხოლო ნაწილი საჭიროებს დამატებით მომზადებას. იმ სკოლების პედაგოგების
მოსამზადებლად, გადასამზადებლად და კვალიფიციური კადრების მოსაზიდად, სადაც
სწავლება მიმდინარეობს ეროვნული უმცირესობების ენებზე, საქართველოს განათლების,
მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უფრო ფართომასშტაბიანი და შედეგზე
ორიენტირებული პროგრამები უნდა განახორციელოს.
საქართველოს განათლების სამინისტრო განათლების რეფორმის ფარგლებში ე.წ. „ახალი სკოლის
მოდელს“ ნერგავს, რომელიც ბუნებრივია, იმ სკოლებზეც აისახება, რომლებშიც სწავლება
ეროვნული
უმცირესობების
ენებზე
მიმდინარეობს.
მნიშვნელოვანია,
რომ
რეფორმის
სტრატეგიის განსაზღვრისას გაითვალისწინონ ამ სკოლების სპეციფიკა და მოთხოვნები. ასევე
მნიშვნელოვანია
ეროვნულ
უმცირესობებთან
დაკავშირებული
საკითხების
შესახებ
კონსულტაციების გამართვა ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებთან.
26.3.
სახელმწიფო ენის სწავლება და პოპულარიზება
2018 წლის განმავლობაში, ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, სხვადასხვა
ასაკობრივ და სამიზნე ჯგუფებში, სახელმწიფო ენის სწავლის ხელსაშეწყობად, მრავალი
მნიშვნელოვანი პროგრამა განხორციელდა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სამინისტროს ინფორმაციით,
მთლიანობაში ქვეყნის მასშტაბით, სკოლებში, სადაც ეროვნული უმცირესობების ენებზე
მიმდინარეობს
სწავლა
ქართულს
ასწავლის
1196
პედაგოგი.
მათგან
აზერბაიჯანულ, 219 - რუსულ და 438 - სომხურენოვან სკოლასა და სექტორზე.
389
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
539
ასწავლის
2018 წელს ზურაბ ჟვანიას სახელობის საჯარო ადმინისტრირების სკოლის 10 რეგიონული
სასწავლო ცენტრი და 171 მობილური ჯგუფი უზრუნველყოფდა სახელმწიფო ენის სწავლებას
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სამხარეო ადმინისტრაციების, განათლების
სამინისტროს რესურსცენტრების თანამშრომლების, პედაგოგებისა და სხვა დაინტერესებული
პირებისთვის. „სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამა“–ში ეროვნული უმცირესობებით
კომპაქტურად დასახლებულ 10 ქალაქსა და 67 სოფელში ჩართული იყო ეთნიკური
უმცირესობის 3386 წარმომადგენელი. სტატისტიკა ცხადყოფს სახელმწიფო ენის სწავლების
ხელშესაწყობად განხორციელებული სამუშაოების მასშტაბურობას, მაგრამ ამის მიუხედავად,
სახელმწიფო ენის ცოდნისა და სწავლების საკითხში არსებული სირთულეები კვლავ
აქტუალურია.
ეროვნული
უმცირესობებით
დასახლებული
რეგიონების
სკოლებში
ქართული
ენის
პედაგოგების ნაწილი კვლავ ვერ ფლობს ქართულს საკომუნიკაციო დონეზეც კი, ხოლო
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ რეგიონებში მივლენილი ქართული
ენის პედაგოგების რაოდენობა საკმარისი არ არის სასკოლო განათლების ფარგლებში
სახელმწიფო ენის სწავლების საკითხის სრულად გადასაჭრელად.
ეროვნული უმცირესობების ენოვან პედაგოგებში საგრძნობლად შემცირდა სახელმწიფო ენის
შესწავლის მსურველთა რაოდენობა, რაც, პერსპექტივაში, პედაგოგებსა და მოსწავლეებში
სახელმწიფო ენის ცოდნის ხარისხზე, სავარაუდოდ, ნეგატიურად აისახება.
390
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
26.4.
მცირერიცხოვანი ეთნოსების მშობლიური ენის სწავლება
სახალხო დამცველის და მასთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს მრავალწლიანი
მუშაობისა და რეკომენდაციების შედეგად, 2015 წლიდან დაიწყო მცირერიცხოვანი ეროვნული
უმცირესობების მშობლიური ენის სწავლება ეროვნული უმცირესობებით დასახლებული
რეგიონების სკოლებში.1132 პროგრამა მცირერიცხოვან ეროვნულ უმცირესობებს შესაძლებლობას
აძლევს,
შეინარჩუნონ
მემკვიდრეობა.
კერძო
და
განავითარონ
ინიციატივებისა
თავიანთი
და
ლინგვისტური
ძალისხმევის
და
კულტურული
მიუხედავად,
ჯერჯერობით
სრულფასოვნად არ არის გადაწყვეტილი მცირერიცხოვანი ეროვნული უმცირესობების ენებისა
და ლიტერატურის
სასწავლო სახელმძღვანელოების შედგენისა და გამოცემის საკითხი.
სახელმძღვანელოები
მოძველებულია
და
სხვა
ქვეყნებიდან,
ძირითადად
რუსეთიდან
შემოტანილი. მცირერიცხოვანი ენების სწავლება სხვადასხვა სკოლაში განსხვავებულად
მიმდინარეობს (ზოგ სკოლაში დაწყებით კლასებში, ზოგ სკოლაში მაღალ კლასებში).
მცირერიცხოვანი ენების პედაგოგების კვალიფიკაციის
სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება.
26.5.
ასამაღლებლად
ასევე
საჭიროა
ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებული საქართველოს კულტურული
მემკვიდრეობა
კულტურულ ღონისძიებებს დიდი მნიშვნელობა აქვს ეროვნული უმცირესობების კულტურული
მემკვიდრეობისა და თვითიდენტიფიკაციის შესანარჩუნებლად, განვითარებისა და სამოქალაქო
1132
ამ პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს ასურული, უდიური, ქისტური, ოსური, ხუნძური ენების
სწავლება, პედაგოგიური კადრების დეფიციტის გამო ვერ დაიწყო ქურთული ენის სწავლება.
391
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
ინტეგრაციის ხელშეწყობის თვალსაზრისით. 2018 წლის განმავლობაში არაერთი კონცერტი,
გამოფენა, სპექტაკლი და სახალხო დღესასწაული მოეწყო, სადაც ეროვნული უმცირესობების
წარმომადგენლებმა წარმოაჩინეს საკუთარი კულტურული მემკვიდრეობა. ასევე გამოიცა და
ითარგმნა სხვადასხვა ლიტერატურა.
ეროვნული უმცირესობების მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად და
განსავითარებლად, მხოლოდ ცალკეული ნაბიჯები გადაიდგა. 2018 წელს 40-მდე ძეგლს მიენიჭა
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, ნინოწმინდის სოფელ თორიაში სომხურ
კათოლიკურ ეკლესიას ჩაუტარდა რეკონსტრუქცია. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნულ
უმცირესობებთან დაკავშირებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების
დიდი ნაწილი სავალალო მდგომარეობაშია და მათ რეაბილიტაციასა და რეკონსტრუქციას
უფრო მასშტაბური ღონისძიებები სჭირდება.
საქართველოში მრავალი ათასი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომლის ნაწილიც
სრულად ან ნაწილობრივ უკავშირდება საქართველოს ეროვნულ უმცირესობებს. 2016 და 2017
წლის საპარლამენტო ანგარიშში ასახული იყო ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებული
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების1133 მძიმე მდგომარეობა, რომლებიც მრავალი წელია
საჭიროებენ გამაგრებით და სარეაბილიტაციო სამუშაოებს. აღნიშნული ძეგლების მდგომარეობა
კვლავ მძიმეა და მათი რეაბილიტაციის მიზნით, 2018 წლის განმავლობაში ნაბიჯები არ
გადადგმულა.
თბილისში ფუნქციონირებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
სამინისტროს სსიპ მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის,
სმირნოვების და დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაული
ურთიერთობების მუზეუმები. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ეთნიკური უმცირესობების
კულტურული მემკვიდრეობის უფრო ეფექტიანად დასაცავად და განსავითარებლად, მირზა
ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმმა და სმირნოვების
მუზეუმმა, მეზობელი ქვეყნების მნიშნელოვანი თარიღების აღნიშვნის პარალელურად,
განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ საქართველოში მცხოვრები შესაბამისი ეთნოსების
ავთენტური
კულტურული
მემკვიდრეობის
დაცვის,
წარმოჩენისა
და
პოპულარიზების
საკითხებს.
1133
მუღნის „სურბ გევორგი“ (ახოსპირელის ქუჩა №6); შამხორეცოც „კარმირ ავეტარანი“ (ფერისცვალების
ქუჩა №6); ერევანცოც „სურბ მინასი“ (გელათის ქუჩა №13); „სურბ ნშანი“ ვერცხლის ქუჩა №6.; თანდოიან
„სურბ ასტვაწაწინ“ , დავით აღმაშენებლის გამზირი №40.
392
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
26.6.
პანკისის
ხეობაში
ადამიანის
უფლებების
დაცვისა
და
ინტეგრაციის
თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა
პანკისის ხეობაში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მრავალი პროექტი
განხორციელდა. კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით,1134
პანკისის ხეობაში 5 საჯარო და 2 საბაზო სკოლა, 11 ბაგა-ბაღი და კულტურის ოთხი სახლი,
სამუსიკო და სახელოვნებო სკოლის ფილიალი ფუნქციონირებს. ხეობაში დანერგილია
„სასკოლო მზაობის პროგრამა“. ასევე ფუნქციონირებს ძიუდოს სკოლის სამი საჭიდაო დარბაზი,
სხვადასხვა სოფლებში საფეხბურთო კლუბის ოთხი და სპორტის სხვა სახეობების რამდენიმე
ჯგუფი. განხორციელდა სკოლების (ომალო და ქორეთი), ხეობის დამაკავშირებელი გზებისა და
ხიდების მშენებლობა და რეაბილიტაცია. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა
და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით,1135 საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის
დაცვის ეროვნულმა სააგენტომ პანკისის ხეობაში კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების
ინვენტარიზაცია და რეინვენტარიზაცია ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც მოხდა 60-მდე ძეგლისა
და ობიექტის შესწავლა და ფოტოფიქსაცია.
ამ პროექტების მიუხედავად, ხეობაში მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობაა.
მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილია დასაქმებული. მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო
აღწერის მონაცემებით,1136 ახმეტის მუნიციპალიტეტში 5.581 ქისტი ცხოვრობს, რაც
მუნიციპალიტეტის
მოსახლეობის
17.39%-ია.
სახალხო
დამცველის
წარმომადგენლებთან
შეხვედრების დროს, ადგილობრივი თემის ლიდერების მნიშვნელოვანი ნაწილი დადებითად
აფასებს სახელმწიფოს მიერ ხეობაში განხორციელებულს პროექტებს.1137
ამავე დროს, სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან შეხვედრებისას, პანკისის ხეობის თემის
ლიდერების ნაწილი უკმაყოფილებას გამოხატავს და მიიჩნევს, რომ „სახელმწიფო, ყველა
ხელისუფლების
დროს
პერიოდულად
მიმართავს
გაუმართლებელ
ძალადობას
ხეობის
წარმომადგენლების მიმართ და შემდეგ ამ საქმეებს არ იძიებს“. მაგალითად მოჰყავთ სხვადასხვა
პერიოდში განხორციელებული სპეცოპერაციებისას გარდაცვლილ პირთა საქმეები, მათ შორის
ლაფანყურის მოვლენები, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე და სხვ. სახალხო დამცველის
წარმომადგენლებთან შეხვედრებისას პანკისის ხეობის თემის ლიდერების გამოთქმული
მოსაზრებების
მიხედვით,
დამოკიდებულება
ხეობაში
ბოლო
წლებში
გაუმჯობესებული
იყო,
თემის
სახელმწიფოს
ლიდერების
მიმართ
ნდობა
მნიშვნელოვანი
და
ნაწილი
დადებითად აფასებდა სახელმწიფოს მიერ ბოლო წლებში ხეობაში განხორციელებულ
პროექტებს, მაგრამ მათი ნაწილის აზრით, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის ობიექტურად
1134
კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წერილი – №428-01-2-201903071652.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წერილი – MES 4 19
00294145.
1136
http://csem.ge/wp-content/uploads/2016/07/ethnic_groups_of_georgia.jpg
1137
საგზაო ინფრასტრუქტურა, სამედიცინო ამბულატორია, სპორტული დარბაზი და სხვ.
1135
393
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
გამოძიების პრობლემებმა სახელმწიფოს მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება ჩამოაყალიბა
და გააძლიერა.
ხეობის განვითარებისა და ინტეგრაციისთვის, მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული
პროგრამების განხორციელება აუცილებელია სხვადასხვა სფეროში. მნიშვნელოვანია, რომ
აქტივობები განხორციელდეს განათლების, კულტურის, სპორტის, კადრების მომზადების და
გადამზადების, სხვა რეგიონებთან დაკავშირების, დასაქმების, უცხოეთის გამოცდილების
გაცნობის, ბიზნეს იდეების ხელშეწყობის, ტურიზმისა და სხვა მიმართულებით. მათ შორის
ძალზე
მნიშვნელოვანია
სამოქალაქო
პანკისის
ღირებულებების
ხეობაში
სამოქალაქო
დამკვიდრების
ხელშეწყობა.
ცნობიერების
ქისტ
ამაღლებისა
ახალგაზრდებს
და
უნდა
გაუჩნდეთ განათლების მიღებისა და თვითრეალიზების დამატებითი საშუალებები. ხეობასთან
დაკავშირებული პროგრამების განხორციელებისას, მნიშვნელოვანია, რომ გათვალისწინებული
იყოს ადგილობრივი მოსახლეობის განწყობები, ღირებულებები, სურვილები და ამის მიხედვით
დაიგეგმოს საგანმანათლებლო და სხვა პროგრამები.
26.7.
ბოშების უფლებების დაცვა და ინტეგრაცია
საქართველოს ბოშათა თემის მდგომარეობა განათლების, ჯანდაცვის, სოციალური დაცვის,
ინტეგრაციის და დასაქმების თვალსაზრისით, განსკუთრებით მძიმეა. 2014 წლის აღწერის
მონაცემებით, საქართველოში 604 ბოშა ცხოვრობს. ბოშები კომპაქტურად ცხოვრობენ თბილისში,
ქობულეთში, ქუთაისში და დედოფლისწყაროს სოფელ ჭოეთში. ბოშების დიდ ნაწილს არ აქვს
მუდმივი საცხოვრებელი, ან, თუ აქვს, თავის საქმიანობიდან გამომდინარე, ხშირად უწევს
საცხოვრებელი ადგილის შეცვლა – ბინის დაქირავება, რაც, თავის მხრივ, ბავშვების სკოლაში
სიარულსა და აკადემიურ მოსწრებაზე ნეგატიურად აისახება. ასევე პრობლემურია ისიც, რომ
ბოშა ბავშვების ძალიან მცირე ნაწილი დადის ბაგა-ბაღში და სასკოლო მზაობის ცენტრებში.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით,1138 საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სკოლაში 263
ბოშა ბავშვი სწავლობს.
1138
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წერილი –
11/03/2019, MES 4 19 00293524
394
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
აღნიშნული სტატისტიკა საგანგაშოა, რადგან ბოშა მოსწავლეების დიდი ნაწილი დაწყებითი
კლასების დამთავრების შემდეგ თავს ანებებს სწავლას. ეს, უმეტესწილად ბოშების მძიმე
სოციალური მდგომარეობითა და მათი აკადემიური მოსწრების დაბალი მაჩვენებლით არის
განპირობებული, რაც ასევე მძიმე სოციალური პირობებისა და განათლების მისაღებად საჭირო
გარემოს არარსებობით არის გამოწვეული. აღსანიშნავია, რომ განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს ინფორმაციით,1139 ბოშა მოზარდების საგანმანათლებლო სივრცეში მოზიდვისა და
სამოქალაქო
ცხოვრებაში
სრულფასოვანი
მონაწილეობის
ხელშესაწყობად,
სპეციალური
პროგრამები განხორციელდა ზუგდიდის №4, ქობულეთის №5, დედოფლისწყაროს №2,
რუსთავის №11 და გარდაბნის სოფელ გამარჯვების სკოლებში. სულ ამ პროგრამაში 63 ბოშა
მოზარდი მონაწილეობდა.
საჯარო სკოლებში პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაციის წესი ბოშა
ბავშვებს სასკოლო განათლების მიღების გზაზე დამატებით სირთულეებს უქმნის, რადგანაც
ბოშების უდიდესი უმრავლესობა არ ფლობს კომპიუტერს და ვერ ახერხებს ელექტრონული
წესით თავისი შვილებისა და ოჯახის წევრების რეგისტრაციას.
ბოშების
ძალიან
მცირე
ნაწილია
სტაბილურად
დასაქმებული.
მოუწესრიგებელი
დოკუმენტაციის, განათლების დაბალი დონისა და საზოგადოების ნაწილის მიერ მათი
მიუღებლობის გამო, ბოშები ძალიან იშვიათად და ისიც, დროებით სამუშაოებზე თუ
საქმდებიან. რამდენიმე გამონაკლისის გარდა, არცერთ ბოშას არ აქვს სტაბილური სამუშაო.
მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო, ბოშების ნაწილი იძულებულია თავი დახმარების
თხოვნით ირჩინოს. თემის წარმომადგენლებთან გასაუბრებისას აღმოჩნდა, რომ ბოლო
პერიოდში გახშირდა ბოშების შრომითი მიგრაცია ევროპის ქვეყნებსა და თურქეთში.
1139
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წერილი – 11/03/2019, MES 4 19
00293524.
395
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
26.8.
ეთნიკურ და რასობრივ ნიადაგზე ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები
2018 წლის განმავლობაში საქართველოს სახალხო დამცველს ეთნიკური წარმოშობის, ანდა რასის
გამო ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებული სულ 5 საქმე ჰქონდა წარმოებაში, თუმცა,
შემთხვევების ინდივიდუალური გარემოებები ცხადყოფს, რომ ქვეყანაში, ეთნიკურ და
რასობრივ ნიადაგზე დისკრიმინაციული დანაშაულების გავრცელება კვლავ გამოწვევად რჩება.
ამ მხრივ, განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო ვიტალი საფაროვის მკვლელობა ქსენოფობიურ
ნიადაგზე.
სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი შემთხვევები, ასევე შეეხებოდა ფიზიკური ძალადობის,
ცალკეული ფიზიკური პირებისა და პოლიტიკოსების მხრიდან ეთნიკურად არაქართველი
პირებისთვის სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის შეზღუდვას და დისკრიმინაციულ
გამონათქვამებს.
2018 წლის 11 აპრილს, თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე სპორტულ მოედანზე
რამდენიმე ფერადკანიანი სტუდენტი დაახლოებით 2 საათის განმავლობაში ფეხბურთს
თამაშობდა, ვიდრე აგრესიული კაცების ჯგუფი ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის
ფონზე არ გააძევებდა ტერიტორიიდან. ამ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან
რომ
შემთხვევის ადგილზე მყოფი შს სამინისტროს მოსამსახურეები მკაცრად გაფრთხილდნენ,
სამსახურებრივი მოვალეობის ჯეროვნად შესრულებისა და საქართველოს კანონმდებლობის
მოთხოვნათა სრული დაცვით მოქმედების შესახებ. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ კი
განმარტა, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის
კოდექსის 126-ე (ძალადობა) მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის
ნიშნებით.
საქმეთა
სხვა
სამინისტროს გენერალურმა
საქმეში,
კამერუნის
მოქალაქეს
ინსპექციამ
სახალხო დამცველს
რუსთავში
მიკროავტობუსში
განუმარტა,
მიაყენეს
ფიზიკური
შეურაცხყოფა, რის შემდეგაც მან გამოიძახა პოლიცია, თავად კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
საქართველოს მთავარი პროკურატურის ცნობით,
გამოძიება მიმდინარეობს რასობრივი
დისკრიმინაციის ფაქტზე, ჩადენილი ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი
ძალადობის გამოყენების მუქარით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1421-ე
მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. საქმეზე
ჩატარდა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები. კამერუნის მოქალაქე დაზარალებულად ცნეს,
ერთ პირს კი, წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1421-ე
მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.
კიდევ ერთ საქმეში, ეთნიკურად რუს პირს, თბილისში, ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლმა,
რუსულ ენაზე საუბრის გაგონების შემდეგ, ეროვნულ წარმოშობაზე აქცენტის გაკეთებით მიაყენა
ფიზიკური
და
ავტომანქანაში
396
სიტყვიერი
შეურაცხყოფა,
დამონტაჟებული
კამერით
რისი
ამსახველი
არის
გადაღებული.
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
კადრებიც
განმცხადებლის
საქართველოს
მთავარი
პროკურატურის განმარტებით, განმცხადებელი დაზარალებულად ცნეს და ერთ პირს წარედგინა
ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობა) მუხლის პირველი
ნაწილით. ამ ეტაპზე დისკრიმინაციული მოტივით შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ
დგინდება და საქმეზე გამოძიება გრძელდება.
ამასთან, 2018 წლის 10 დეკემბერს „ქართული მარში“, „პატრიოტთა ალიანსი“ და ქსენოფობიური
იდეოლოგიის მხარდამჭერი სხვა პირები იუსტიციის სახლთან საკონსტიტუციო სასმართლოს
გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, რომლითაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების
უცხოელებზე გასხვისების შემზღუდველი მორატორიუმი გაუქმდა. ისინი იუსტიციის მინისტრს
მიმართავენ, არ დაუშვან მიწების უცხოელებზე გასხვისება. აქციის მონაწილეები უცხო ქვეყნის
მოქალაქეებს იუსტიციის სახლში შესვლას უზღუდავენ და სერვისებით სარგებლობის უფლებას
არ აძლევენ. აღნიშნულ აქციაზე პოლიციამ იუსტიციის სახლში შესასვლელი გადაკეტა.
საქართველოს გენერალური პროკურატურის განმარტებით, გამოძიება მიმდინარეობს
142-ე
(ადამიანთა
თანასწორუფლებიანობის
დარღვევა)
მუხლის
პირველი
სსკ-ის
ნაწილით.
გამოიკითხნენ შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და სსიპ დაცვის
პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, ასევე, აქციის ორგანიზატორები და სხვა პირები.
მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული არ არის,
გამოძიება გრძელდება.
ზოგადი ტენდენციის სახით, შეიძლება ითქვას, რომ ეთნიკურ ნიადაგზე ჩადენილი
დანაშაულები რაოდენობრივად ჩამორჩება რელიგიის ნიშნით ჩადენილ ქმედებებს, თუმცა
მისგან განსხვავებით, დამდგარი შედეგის სიმძიმითა და ჩამდენი პირების მრავალფეროვნებით
გამოირჩევა. თუ რელიგიის ნიშნით ჩადენილი დანაშაულებების შემთხვევებში დანაშაულის
ამსრულებლად გვევლინებოდა კერძო ფიზიკური პირები, ეთნიკური ნიშნით ჩადენილი
დანაშაულების შემთხვევაში, უმცირესობაში მყოფი პირები ხშირად ცალკეულ პირთა ჯგუფური
აგრესიის და პროტესტის მსხვერპლნი ხდებიან.
რეკომენდაციები:
საქართველოს მთავრობას; ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების
(სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლისა და კახეთის) ადგილობრივ თვითმმართველობებს:
•
განსაკუთრებული
ყურადღება
მიექცეს
ეროვნული
უმცირესობების
წარმომადგენლობითობის გაზრდისა და გაუმჯობესების საკითხს ახალი კადრების
მოზიდვის, მომზადება-გადამზადების გზით.
ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების (სამცხე-ჯავახეთი, ქვემო
ქართლისა და კახეთის) ადგილობრივ თვითმმართველობებს:
397
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
•
ხელი შეეწყოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში მშობლიური და სახელმწიფო
ენის
•
შემსწავლელი
ჯგუფების
ჩამოყალიბებას,
რათა
მოსწავლეებს
ადრეული
პერიოდიდანვე მიეცეთ ქართული და მშობლიური ენის შესწავლის შესაძლებლობა
ხელი შეეწყოს საბავშვო ბაღებსა და სასკოლო მზაობის ცენტრებში ბოშა ბავშვების
მოზიდვასა და ჩარიცხვას.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს:
•
ხელი შეეწყოს მულტილინგვური (ბილინგვური) სწავლების ეფექტიანობის ზრდას
შესაბამისი სახელმძღვანელოების შედგენის, პედაგოგების მოზიდვისა და მათი
კვალიფიკაციის ამაღლების გზით
•
გაგრძელდეს მუშაობა სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულენოვანი მშობლიური
ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოების მომზადებისა და გრიფირების
პროცედურის განსახორციელებლად
•
განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში მათ შორის, ე.წ. „ახალი სკოლის
მოდელში“ გათვალისწინებულ იქნას ეროვნული უმცირესობების მონაწილეობა და,
•
ეროვნული უმცირესობის ენებზე სწავლების მქონე სკოლების ჩართულობა
ხელი შეეწყოს ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში სახელმწიფო
ენის სწავლებას, მათ შორის, შესაბამისი კვალიფიკაციის პედაგოგების მოზიდვის,
მათთვის სათანადო ანაზღაურების და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების გზით
•
ხელი შეეწყოს მცირერიცხოვანი ეროვნული უმცირესობების ენების სწავლებას,
კერძოდ, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს სასწავლო სახელმძღვანელოების
შედგენასა და გამოცემას, პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლებას და სწავლების
ინტეგრირებას სკოლის ყველა სასწავლო საფეხურზე
•
გადაიდგას
ქმედითი
და
ეფექტიანი
ნაბიჯები
ეროვნულ
უმცირესობებთან
დაკავშირებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციისთვის
•
ხელი შეეწყოს ავთენტური ქისტური კულტურული მემკვიდრეობის შესწავლას,
შენარჩუნება-განვითარებასა და ყოფით კულტურაში გამოყენების წახალისებას
•
გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები ბოშა ბავშვების განათლების უფლების რეალიზების
ხელშესაწყობად; მონიტორინგი გაეწიოს მათ მიერ სკოლის მიტოვების მიზეზებს და
ხელი შეეწყოს მათ სასწავლო სისტემაში ინტეგრაციას
•
განხორციელდეს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მომუშავე
პედაგოგების სისტემური გადამზადების პროგრამები, მათ შორის, დემოკრატიის,
ადამიანის უფლებების დაცვის, ღირებულებებისა და ინსტიტუტების შესახებ.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს:
398
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
•
ქისტ სტუდენტებსა და ახალგაზრდებს შეეთავაზოთ დამატებითი საგანმანათლებლო და
სტაჟირების
•
პროგრამები,
მათ
შორის,
მიეწოდოთ
დამატებითი
ინფორმაცია
დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ნორმების და ინსტრუმენტების შესახებ
ხელი შეეწყოს ბოშების ინფორმირებას და ცნობიერების ამაღლებას ჯანდაცვის,
განათლების, ადამიანის უფლებების დაცვისა და სხვა საკითხებში
•
ბოშების უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის მიზნით, შემუშავდეს და განხორციელდეს
სპეციალური სახელმწიფო პროგრამა და სამოქმედო გეგმა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს:
•
შესწავლილ იქნას პანკისის ხეობის ტურისტული პოტენციალი. ხელი შეეწყოს
ტურისტული მარშრუტების შედგენას, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას,
ხეობის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზებას, საოჯახო სასტუმროების
განვითარების სტიმულირებას
•
უკვე არსებული ბიზნესის ხელშემწყობი საგრანტო კომპონენტების პარალელურად ან
ამ საგრანტო კომპონენტებში, წახალისდეს ის პროექტები, რომლებსაც მეზობელი
ქართულ-ქისტური სოფლების შერეული ჯგუფები წარმოადგენენ.
კახეთში სახელმწიფო რწმუნებულს/რწმუნებულის ადმინისტრაციას:
•
მეზობელ ქისტურ და ქართულ სოფლებს შორის ინტეგრაციის მიზნით, ხელი შეეწყოს
სხვადასხვა პროგრამის განხორციელებასა და თანამშრომლობას
განათლების, სპორტის, ბიზნესისა და სხვა სფეროებში.
399
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
კულტურის,
27. ადამიანის უფლებები თავდაცვის სფეროში
თავდაცვის სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა 2018 წელს, მონიტორინგის
ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს1140 დაქვემდებარებაში მყოფი 15 და საქართველოს
თავდაცვის სამინისტროს1141 8 სამხედრო ნაწილი მოინახულა.
სახალხო დამცველი არაერთი წელია ითხოვს ცვლილებას საქართველოს მთავრობის 2007 წლის
11
იანვრის
№4
დადგენილებაში,
რათა
გათანაბრდეს
საყოფაცხოვრებო
სუბსიდიით
მოსარგებლეთა მდგომარეობა და საყოფაცხოვრებო სუბსიდიით სარგებლობა შეძლოს ვეტერანის
სტატუსის მქონე ყველა პირმა, როგორც ეს იყო განსაზღვრული 2012 წლის 1 სექტემბრამდე
არსებული მდგომარეობით. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტმა დაავალა
საქართველოს
მთავრობას
ზემოთ
აღნიშნული
ცვლილების
განხორცილება,
შესაბამისი
ცვლილებები არ განხორციელებულა და საპარლამენტო განხილვისას ფინანსთა სამინისტროს
წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ არც 2019 წელს იგეგმებოდა საბიუჯეტო ასიგნებების
გაზრდა ამ მიმართულებით. აღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა 2018 წლის
17 ოქტომბერს (18-4/13146) კონსტიტუციური სარჩელით მიმართა საკონსტიტუციო
სასამართლოს „სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის
2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის
არაკონსტიტუციურად
საკონსტიტუციო
ცნობისა
სარჩელის
და
წარდგენის
ძალადაკარგულად
შემდგომ,
1140
გამოცხადების
საქართველოს
მოთხოვნით.
მთავრობამ
მიიღო
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის I სამმართველო; შსს-ს ობიექტების დაცვის
დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების და გადამზადების სამმართველოს პირადი შემადგენლობის
წვრთნისა და მომზადების განყოფილების პირადი შემადგენლობის წვრთნისა და მომზადების
უზრუნველყოფის ქვეგანყოფილება; შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დიპლომატიური
წარმომადგენლობისა და ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველოს სხვადასხვა განყოფილებები:
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო; თურქეთის რესპუბლიკის საელჩო; ჩეხეთის საელჩო;
რუსეთის ინტერესების სექცია; ირანის რესპუბლიკის საელჩო; უკრაინის საელჩო; საფრანგეთის საელჩო;
დიდი ბრიტანეთის საელჩო; ლიეტუვას საელჩო, შვეიცარიის საელჩო; იაპონიის საელჩო; პოლონეთის
საელჩო და რუმინეთის საელჩო.
1141
საქართველოს შეიარაღებული ძალების ლოგისტიკის სარდლობის შეიარაღების, საბრძოლო
მასალებისა და სამხედრო ტექნიკური ქონების ბაზის შენახვის მე-2 განყოფილება; საქართველოს
შეიარაღებული ძალების I ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონი; საქართველოს შეიარაღებული
ძალების განათლების სარდლობის მხარდამჭერი ცენტრი „კრწანისი“ (სასწავლო ცენტრი); საქართველოს
შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერთა ბატალიონი; საქართველოს
შეიარაღებული ძალების მე-5 საარტილერიო ბრიგადა; გენერალური შტაბის კავშირგაბმულობის ცენტრის
დისლოცირებადი კავშირგაბმულობის სამსახური; საქართველოს შეიარაღებული ძალების ლოგისტიკის
სარდლობის შეიარაღების, საბრძოლო მასალებისა და სამხედრო ტექნიკური ქონების ბაზა; გიორგი
ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემია.
400
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
გადაწყვეტილება რომ ყველა პირს მიეცეს აღნიშნული შეღავათი.1142 იმედს ვიტოვებთ,
დროულად მოხდება აღნიშნულის ასახვა შესაბამის ნორმატიულ აქტში.
27.1.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
თავდაცვის სისტემის სხვადასხვა სამხედრო ნაწილებში
გამოვლინდა ინფრასტრუქტურული
პრობლემები. ასევე საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების
რეინჯერთა ბატალიონის სამედიცინო პუნქტი არ არის უზრუნველყოფილი გრილ ადგილას
შესანახი მედიკამენტებისთვის საჭირო ინვენტარით.
საქართველოს შეიარაღებული ძალების ლოგისტიკის სარდლობას დაქვემდებარებულ სამხედრო
ნაწილებში მომსახურე ვადიან სამხედრო მოსამსახურეებთან ინდივიდუალური გასაუბრების
შედეგად
გამოვლინდა
რომ
ისინი
ყოველდღიურად
ვერ
სარგებლობენ
მობილური
ტელეფონებით, როგორც ეს არის დადგენილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 3
ოქტომბრის N 1154 ბრძანებით.
27.2.
შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დიპლომატიური
წარმომადგენლობისა და ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დიპლომატიური
წარმომადგენლობისა და ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველოს შემადგენლობაში
შედის
მე-6
და
მე-7
ქვეგანყოფილებები,
რომლებიც
ახორციელებენ
დიპლომატიური
წარმომადგენლობების გარე დაცვას. ამ ქვეგანყოფილებებში მსახურობენ როგორც შტატიანი, ისე
სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეები, შტატზე დანიშნული თანამშრომლების საშუალო
ხელფასია 700 ლარი, სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეების ხელფასი - 75 ლარი.
სამხედროები არ არიან უზრუნველყოფილი კვებით1143 და ტრანსპორტირებით.1144 ერთი
დიპლომატიური წარმომადგენლობის დაცვას ყოველდღიურად ახორციელებს 3-4 სამხედრო
მოსამსახურე, რომლებიც განთავსებული არიან წარმომადგენლობის შესასვლელთან მოწყობილ
ჯიხურებში. ყველა ჯიხური დაახლოებით ერთი ზომისაა 3,5-4 კვადრატული მეტრის, სადაც ორ
ადამიანზე მეტი ფიზიკურად ვერ მოთავსდება, შესაბამისად, სივიწროვეა იმ პირობების
გათვალისწინებით, რომ აღნიშნული ჯიხურები გამოიყენება განწესში მყოფი სამხედროების
საძინებელ, მოსასვენებელ და სამუშაო ოთახად, რაც არ შეესაბამება არსებულ სტანდარტებს.1145
ჯიხურში არის ერთი ე.წ. „ტაფჩანის“ ტიპის საწოლი და ერთი სკამი. „ტაფჩანი“ არის დაახლოებით
1142
ინფორმაცია ხელმისაწვდომია საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდზე: <
http://gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=520&info_id=70743 > [ბოლოს ნანახია 2019 წლის 26 მარტს].
1143 საქართველოს კანონი „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“, მუხ. 12, პუნ. 1, სამხედრო
მოსამსახურე სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე იმყოფება.
1144 საქართველოს კანონი „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“, მუხ. 19, შეღავათები
ტრანსპორტით მგზავრობასა და კომუნალურ მომსახურებაზე.
1145 საქართველოს შეიარაღებული ძალების შინაგანი სამსახურის წესდება, მუხ. 143; 144,
„საძინებელ ოთახებში პირადი შემადგენლობის განლაგებისათვის გამოიყოფა 2,5 – 4 კვ.მ. ფართობი,
თითოეულ სამხედრო მოსამსახურეზე“.
401
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
180 სანტიმეტრის სიგრძის, რაც მისი მცირე ზომიდან გამომდინარე, არ აძლევს სამხედრო
მოსამსახურეს, ჯეროვნად მოსვენების საშუალებას.
არცერთ ჯიხურში არ არის კონდიცირება,
აქვთ მხოლოდ ვენტილატორები. ჯიხურებში არ არის მაცივარი და საკვების შესანახი პირობები,
შესაბამისად, შეუძლებელია სახლიდან მოტანილი საკვების შენახვა, რის გამოც უწევთ საკვების
მაღაზიაში შეძენა, რაც დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული.
რიგ განყოფილებებში (თურქეთის საელჩო, რუსეთის ინტერესების სექცია, ლიეტუვას საელჩო)
ადგილზე არ აქვთ სასმელი წყალი და სველი წერტილები, არც საპირფარეშო, და გადასვლა უწევთ
ახლომდებარე
ობიექტზე,
დაახლოებით
300-400
მეტრში.
შვეიცარიის
საელჩოს
დაცვის
მოსამსახურეებისთვის, შსს ახლო მდებარე კორპუსის ეზოში ქირაობს საპირფარეშოს კერძო
პირისგან, თუმცა საპირფარეშოს არ ჰყავს დამლაგებელი და არის ანტისანიტარია, უნიტაზის
ჩასარეცხად მიერთებული ონკანიდან იღებენ სასმელ წყალსაც.
მონიტორინგის პერიოდში სამხედრო მოსამსახურეებთან გასაუბრებისას გაირკვა, რომ დაცვის
პოლიციის დეპარტამენტის დიპლომატიური წარმომადგენლობისა და ეროვნული საგანძურის
დაცვის სამმართველოს მე-6 და მე-7 ქვეგანყოფილებებში არათანაბრად ნაწილდება პირადი
შემადგენლობა, როგორც შტატზე დანიშნული თანამშრომლები, ისე ვადიანი სამხედრო
მოსამსახურეები.
მე-6
დაკომპლექტებული
ქვეგანყოფილება
საკმარისი
პრაქტიკულად,
რაოდენობის
ყოველთვის
სამხედროებით,
სრულად
მე-7
არის
განყოფილების
ქვეგანყოფილებებში კი თითქმის არასდროს ჰყავთ საკმარისი პირადი შემადგენლობა და ხშირად
უწევთ ყოველ მეორე დღეს სადღეღამისო განწესში გასვლა. სამსახურებრივი საჭიროებიდან
გამომდინარე, ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები, შეიძლება გადაყვანილ იქნენ ყაზარმულ ან
დღეგამოშვებით მუშაობის რეჟიმზე1146. კანონმდებლობით კი არ არის დაკონკრეტებული, თუ რა
შემთხვევებში და რა მაქსიმალური ვადით არის შესაძლებელი დღეგამოშვებით რეჟიმზე
სამხედრო მოსამსახურეების გადაყვანა, რაც ბუნებრივია დაზუსტებას საჭიროებს.
27.3.
თვითნებური და ჯგუფური დასჯა
შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში მომსახურე
სავალდებულო
სამხედრო
მცირე
მოსამსახურეებთან
გამოიკვეთა,
რომ
დისციპლინური
სამხედრო
მოსამსახურეებს,
უშუალო
ინდივიდუალური
გასაუბრების
გადაცდომების
შემთხვევაში,
ხელმძღვანელები
სჯიან
შედეგად
სავალდებულო
არა
წესდებით
გათვალისწინებული ნორმების მიხედვით, არამედ არაოფიციალურად. კერძოდ, რიგგარეშე
ფიზიკური დატვირთვით (აზიდვები, ბუქნები, სირბილი და ა.შ.) და ხშირ შემთხვევაში, ერთი
1146
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის წესის
შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31
დეკემბრის №1009 ბრძანება.
402
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
ჯარისკაცის დისციპლინური გადაცდომის დროს, პრინციპით, „ერთი ყველასთვის, ყველა
ერთისთვის“, მისი ოცეულიც ისჯება, რაც ასევე არ არის წესდებით გათვალისწინებული.1147
2017 წლის 27 ოქტომბერს, ტაბელური იარაღის გავარდნის შედეგად, გარდაიცვალა შსს
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურე ბ. რ., რომლის კუთვნილ
მობილურ ტელეფონში წვევამდელების მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის
ამსახველი კადრები აღმოჩნდა. აღნიშნულ საქმეზე პროკურატურამ დაიწყო გამოძიება სსკ 333-ე
მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
27.4.
სამხედრო ნაწილებში მომხდარი გარდაცვალების ფაქტები
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ნაწილებში 2015 წელს
მომხდარი ორი გარდაცვალების ფაქტზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებზე დღემდე
გრძელდება გამოძიება.
2015 წლის 4 ოქტომბერს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამხედრო
მოსამსახურე თ. თ., მასზე განპიროვნებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან
გასროლის შედეგად გარდაიცვალა. სისხლის სამართლის საქმე აღიძრა საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. დაიკითხნენ
მოწმეები, ჩატარდა შესაბამისი ექსპერტიზა, გარდაცვლილის ოჯახის წევრების და მათი
ადვოკატის
შუამდგომლობის
საფუძველზე,
განმეორებით
გამოიკითხნენ
მოწმეები
და
დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, თუმცა კონკრეტული პირი დაზარალებულად ან
ბრალდებულად ცნობილი ამ დრომდე არ არის და საქმეზე გამოძიება გრძელდება, გამოძიების
შედეგები და მდგომარეობა უცვლელია. ასევე არ შეცვლილა მდგომარეობა სამხედრო
მოსამსახურის, გ. კ.-ს გარდაცვალების ფაქტზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე. გ. კ. 2015
წლის 20 ოქტომბერს ნორიოს საწვრთნელი ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარდაცვლილი
იპოვეს. გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 115-ე მუხლით, გამოძიების დაწყების შემდეგ კი გადაკვალიფიცირდა საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო
მოქმედებები
და
ექსპერტიზა,
თუმცა
გამოძიების
მიერ
საქმისთვის
მნიშვნელოვანი
გარემოებების დადგენა ვერ მოხერხდა, ამ დრომდე არ არის კონკრეტული პირი ცნობილი
დაზარალებულად ან ბრალდებულად და გამოძიება გრძელდება.
1147
შინაგან საქმეთა სამინისტროს ვადიან სამხედრო მოსამსახურეებთან მიმართებით - საქართველოს
მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის №615 დადგენილება „სამხედრო სადისციპლინო წესდების
დამტკიცების შესახებ“, მუხ. 35, 36. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვადიან სამხედრო
მოსამსახურეებთან მიმართებით - საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილება
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო
წესდების დამტკიცების შესახებ“, მუხ. 10, 12.
403
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფო ვალდებულია, პირთა გარდაცვალების შემთხვევაში,
აწარმოოს ეფექტიანი გამოძიება, ასევე, იმ ფაქტის მხედველობაში მიღებით, რომ გამოძიების
დაწყებიდან 3 წელზე მეტი ხანი გავიდა, მნიშვნელოვანია ანგარიშვალდებულება და
წარმოდგენილი გამოძიების შედეგების შესახებ, საზოგადოებისთვის დეტალური ინფორმაციის
მიწოდება. აუცილებელია წარმოდგენილ იქნეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად
დროულად,
ზედმიწევნით
და
ადეკვატურად
ჩატარდა
საგამოძიებო
და
საპროცესო
მოქმედებები. სახალხო დამცველის აპარატი გამოთქვამს მზადყოფნას, საგამოძიებო ორგანოს
თანხმობის შემთხვევაში, გაეცნოს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებს.
27.5.
ვეტერანების უფლებრივი მდგომარეობა
დღეის მდგომარეობით, საქართველოში ვეტერანის სტატუსის მქონე პირებისთვის არსებობს
მცირე შეღავათები,1148 მაგრამ მიგვაჩნია, რომ ეს არასაკმარისია. ვეტერანებისთვის დამატებითი
სოციალური და ეკონომიკური ღონისძიებების შემოღების აუცილებლობა განპირობებულია
რამდენიმე ფაქტორით: (1) ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა; (2)
ვეტერანების წვლილი სახელმწიფოს წინაშე; (3) მათ მიერ მიღებული სხვადასხვა დაზიანება, რაც
შეიძლება ართულებდეს მათ აქტიურ საქმიანობას; (4) ვეტერანების ჯეროვანი მხარდაჭერა
განაპირობებს მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების მოტივაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტით, მეორე
მსოფლიო
ომის,
საქართველოს
ტერიტორიული
მთლიანობის,
თავისუფლებისა
და
დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე
საბრძოლო მოქმედების ვეტერან საქართველოს მოქალაქეთა მიერ კალენდარული წლის
განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 3000 ლარამდე, საშემოსავლო გადასახადით არ
იბეგრება. აღსანიშნავია, რომ „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს
კანონის თანახმად, სახელმწიფო პოლიტიკა ვეტერანების მიმართ ითვალისწინებს სახელმწიფო
პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, რომლებიც უზრუნველყოფენ ვეტერანებისა და
მათი ოჯახის წევრებისათვის სამართლებრივი და სოციალურ-ეკონომიკური შეღავათების
გარანტიების და მათი პრაქტიკული შესრულებისათვის ღონისძიებათა სისტემის შექმნას.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, 3 000 ლარიანი საშეღავათო
ლიმიტი 6 000 ლარამდე გაიზარდოს, ხოლო მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანი საქართველოს მოქალაქეების დასაბეგრი
შემოსავალი - 9 000 ლარამდე.1149 ეს ხელს შეუწყობს ვეტერანების სოციალურ-ეკონომიკური
მდგომარეობის გაუმჯობესებას და მათი სხვა უფლებების დაცვას.
1148
საყოფაცხოვრებო სუბსიდია 22 ლარის ოდენობით; სარიტუალო სამსახურის გაწევა; სამედიცინო
დაზღვევა; საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასო მგზავრობა.
1149
ეს არ იქნება დიდი ტვირთი სახელმწიფო ბიუჯეტისთვის. 3000 ლარზე სახელმწიფო ვერ იღებს
შემოსავალს მხოლოდ 600 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადო 20%-ს შეადგენს), 6000 ლარზე
404
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
რეკომენდაციები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:
•
შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დიპლომატიური
წარმომადგენლობისა
განყოფილებებში
და
ეროვნული
მოწესრიგდეს
სანიტარიულ-ჰიგიენური
სველი
ნორმები,
საგანძურის
დაცვის
სამმართველოს
წერტილების
პრობლემა
და
დაიცვან
ნაცვლად,
მოეწყოს
არსებული
ჯიხურების
მოზრდილი, კეთილმოწყობილი ოთახები განწესში მყოფი პირადი შემადგენლობის
მოსასვენებლად
•
შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დიპლომატიური
წარმომადგენლობისა და ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველოს მე-6 და მე-7
ქვეგანყოფილებებში
მომსახურე
სამხედრო
მოსამსახურეები
კვებით
და
ტრანსპორტირებით უზრუნველყონ „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-12, მე-19 მუხლების შესაბამისად
•
შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დიპლომატიური
წარმომადგენლობისა და ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველოს მე-6 და მე-7
განყოფილებებში თანაბრად განაწილდეს პირადი შემადგენლობა, რათა თანაბრად
შეძლონ დასვენების დროით სარგებლობა
•
დაცვის
პოლიციის
დეპარტამენტის
დიპლომატიური
წარმომადგენლობისა
და
ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველოს მე-6 და მე-7 განყოფილებებში მომსახურე
სამხედრო მოსამსახურეებს შრომის ანაზღაურება დაუანგარიშდეთ თვის განმავლობაში
სადღეღამისო განწესში გასული დღეების რაოდენობის მიხედვით
•
შევიდეს ცვლილება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამხედრო
სავალდებულო სამსახურის მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1009 ბრძანებაში და
კონკრეტულად განისაზღვროს სამხედრო მოსამსახურის დღეგამოშვებით სამუშაო
რეჟიმზე გადაყვანის საფუძველი, მაქსიმალური ვადა და პირობები.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს:
•
საქართველოს შეიარაღებული ძალების ლოგისტიკის სარდლობის ქვედანაყოფებში
მომსახურე სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებმა თანაბრად შეძლონ მობილური
ტელეფონებით სარგებლობა, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 3
ოქტომბრის №1154 ბრძანების შესაბამისად1150
აღნიშნული თანხა იქნება 1200 ლარი და 9000 ლარზე - 1800 ლარი წლიურად. აღნიშნული თანხის ზემოთ
მიღებული შემოსავალი დაიბეგრება ჩვეულებრივად.
1150
საქართველოს შეიარაღებული ძალების ლოგისტიკის სარდლობის შეიარაღების, საბრძოლო
მასალებისა და სამხედრო ტექნიკური ქონების ბაზის შენახვის განყოფილებები.
405
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
•
საქართველოს შეიარაღებული ძალების საცხოვრებელ ყაზარმებში გაუმჯობესდეს
ინფრასტრუქტურული მდგომარეობა1151 და მოწესრიგდეს საქართველოს შეიარაღებული
•
ძალების შინაგანი სამსახურის წესდებით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად
სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერთა ბატალიონის სამედიცინო პუნქტი
აღიჭურვოს მედიკამენტების შესანახი ყველა საჭირო ინვენტარით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
•
აღმოიფხვრას
სავალდებულო
სამხედრო
მოსამსახურეების
მიერ
დისციპლინური
გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში, პასუხისმგებლობის ზომად არასაწესდებო სასჯელის
გამოყენება (რიგგარეშე ფიზიკური დატვირთვა დასჯის მიზნით) და ამ მიზნით,
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტს დაევალოს,
სისტემატური კონტროლი გაუწიოს სამხედრო ნაწილებში არასაწესდებო სასჯელის
გამოყენებას და ყოველწლიურად გაანალიზოს ამ კუთხით არსებული მდგომარეობა;
•
აღმოიფხვრას
სავალდებულო
სამხედრო
მოსამსახურეების
მიერ
დისციპლინური
გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში, პასუხისმგებლობის ზომად არასაწესდებო სასჯელის
გამოყენება (რიგგარეშე ფიზიკური დატვირთვა დასჯის მიზნით) და ამ მიზნით, შინაგან
საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას დაევალოს, სისტემატური კონტროლი
გაუწიოს
სამხედრო
ნაწილებში
არასაწესდებო
სასჯელის
ყოველწლიურად გაანალიზოს ამ კუთხით არსებული მდგომარეობა;
გამოყენებას
და
საქართველოს გენერალურ პროკურორს:
•
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 172-ე მუხლის შესაბამისად, წარდგენილ
ანგარიშში, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა წარმოადგინოს მოსაზრება
თავდაცვის სამინისტროს ნაწილებში მომხდარი გარდაცვალების ფაქტებზე აღძრული
სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების ეფექტიანობის თაობაზე
საქართველოს მთავრობას:
•
განახორციელოს საგადასახადო კოდექსის ცვლილებებისა და დამატებების ინიცირება და
2020 წლიდან ვეტერანების მიმართ არსებული საშემოსავლო გადასახადის შეღავათი
გაიზარდოს 6 000 ლარამდე (9 000 - მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანთა მიმართ).
1151
მოწესრიგდეს: ელექტროგაყვანილობის და განათების, კონდიცირების და სავენტილაციო სისტემა
საქართველოს შეიარაღებული ძალების ყველა სამხედრო ნაწილში (საძინებელ ოთახებში, კლასებში,
სასადილო-სამზარეულოებში); აღმოიფხვრას სპეციალური ოპერაციების რეინჯერთა ბატალიონის,
განათლების სარდლობის მხარდამჭერი ცენტრი „კრწანისის“, საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-5
საარტილერიო ბრიგადის სველ წერტილებსა და საპირფარეშოებში არსებული პრობლემები.
406
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
28. კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა
საანგარიშო პერიოდში ათი წელი შესრულდა 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომიდან,
რომელმაც მძიმე დარტყმა მიაყენა საქართველოს დემოკრატიულ, სოციალურ და ეკონომიკურ
განვითარებას.
კონფლიქტით
დაზარალებული
მოსახლეობის
უფლებადარღვევები
შეიარაღებული კონფლიქტით არ დასრულებულა და ომიდან 10 წლის შემდეგაც, ადამიანები
კვლავ აწყდებიან უკანონო ქმედებებს და გაუმართლებელ ბარიერებს.
სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილი საქმეებიდან საანგარიშო პერიოდში ყველაზე
მძიმე იყო არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის უფლების დარღვევა ოკუპირებული ცხინვალის
რეგიონში.
აღნიშნულმა
საქმემ
საქართველოს
ხელისუფლებას
ბიძგი
მისცა,
რუსეთის
ფედერაციის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, რიგით მესამე
სახელმწიფოთაშორისი საჩივარი წარედგინა.
წინამდებარე თავი მიმოიხილავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზების
გასწვრივ საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის, უსაფრთხოების, განათლების და ბავშვთა
უფლებების დარღვევის, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის და ეთნიკური ნიშნით
დისკრიმინაციის ფაქტებს და წარმოადგენს სახალხო დამცველის შესაბამის რეკომენდაციებს.
28.1.
სიცოცხლის უფლება და უსაფრთხოების საკითხი
2018 წელს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთ-ერთი ყველაზე
მძიმე შემთხვევა იყო ცხინვალში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალება. 2018 წლის 23
თებერვალს დე ფაქტო ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია ახალგორში დაკავებული
საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების შესახებ. მათი ინფორმაციით,
დაკითხვის შემდეგ ტატუნაშვილმა ერთ-ერთი თანამშრომლისთვის იარაღის წართმევა სცადა.
ამის პასუხად მის მიმართ ფიზიკური ძალა გამოიყენეს, ამ დროს იგი კიბეზე დაგორდა და
ტრავმები მიიღო. ცხინვალის საავადმყოფოში მიყვანიდან ორ საათში კი, იგი გულის მწვავე
უკმარისობით გარდაიცვალა.1152 სახალხო დამცველისათვის მიწოდებული ინფორმაციით,
არჩილ
ტატუნაშვილი
ცხინვალის
საავადმყოფოში
უკვე
გარდაცვლილი
მიიყვანეს და
სამედიცინო პერსონალის შეფასებით, დაზიანებები მიანიშნებდა, რომ იგი ნაცემი იყო, რის
თაობაზეც სახალხო დამცველმა საჯარო განცხადებაც გაავრცელა. ცხინვალის დე ფაქტო
ხელისუფლებამ ქართულ მხარეს ცხედარი მხოლოდ ერთი თვის თავზე გადმოსცა. თუმცა,
1152
„ოსური მხარე: საქართველოს მოქალაქე ცხინვალის იზოლატორის კიბეზე დაგორდა და გარდაიცვალა“,
23.02.2018, „ნეტგაზეთი“, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: http://netgazeti.ge/news/255030/ [20.03.2019].
407
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
შინაგანი ორგანოების გარეშე, რომელთა გადმოცემას ქართული მხარე დღემდე უშედეგოდ
ითხოვს.1153
საქართველოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შეფასებით, ცხედარს აღენიშნება მრავლობითი
დაზიანება, რაც, დიდი ალბათობით, წამების კვალზე მიუთითებს.1154 გარდაცვალების ზუსტი
მიზეზის დადგენა კი, შინაგანი ორგანოების არარსებობის გამო, შეუძლებელი აღმოჩნდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე გამოძიება
დაიწყო და ბრალი ცხინვალის დე ფაქტო სამართალდამცავი ორგანოს ორ თანამშრომელს
დაუსწრებლად წარუდგინა. ეს პირები ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებიან, მაგრამ
ისინი ჯერაც არ დაუკავებიათ. ცხინვალის დე ფაქტო საგამოძიებო ორგანოებმა ტატუნაშვილის
საქმეზე გამოძიება შეწყვიტეს.
აღნიშნულმა საქმემ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა უსაფრთხოების ის გარემო, რომელშიც უწევს
ცხოვრება როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისე საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში
მცხოვრებ მოსახლეობას. არაკონტროლირებად ტერიტორიებზე განსაკუთრებული საფრთხის
ქვეშ არიან საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც იქ მუდმივად ცხოვრობენ ან
რეგულარულად გადაადგილდებიან საოკუპაციო ხაზზე. სახალხო დამცველისათვის ცნობილია
ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის კვეთისას მამაკაცების გაჩერებისა და სიტყვიერი თუ
ფიზიკური ზეწოლის ფაქტების შესახებ, თუმცა ამის თაობაზე ადგილობრივი მცხოვრებლები
ხმამაღლა ვერ საუბრობენ. მათი აზრით, აღნიშნული ზომების მთავარი მიზანი მათი დაშინებაა
და ისინი თავს დაუცველად გრძნობენ.1155
საანგარიშო პერიოდში დე ფაქტო სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტების
რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა. 2018 წლის 30 ივლისს ქალაქ ცხინვალში დე ფაქტო
სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ რამდენიმე პირს, რომელთაც, მათი აზრით,
შესაძლოა კავშირი ჰქონოდათ ცხინვალის ციხიდან გაქცეულ პატიმართან. დე ფაქტო
სამართალდამცავებმა თავდაპირველად ციხეში სცემეს გაქცეული პატიმრის თანამესაკნე, ასევე,
პატიმრის ძებნის პროცესში, ერთ-ერთ რესტორანში მყოფი, წარსულში ნასამართლევი რამდენიმე
პირი. მათგან ერთმა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო. ინციდენტში მონაწილე არცერთი
დე ფაქტო სამართალდამცველი არ დაუკავებიათ. ამ შემთხვევის შემდეგ, ცხინვალში
1153
„ინციდენტების ხუთსაათიანი განხილვა ერგნეთში - პირველად სამი თვის შემდეგ“, 18.12.2018 „რადიო
თავისუფლება“ ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://www.radiotavisupleba.ge/a/29663376.html [20.03.2019].
1154 „ნათია მეზვრიშვილი - არჩილ ტატუნაშვილის საქმის გამოძიებას წამების კვალიფიკაცია დაემატა“,
6.06.2018, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე:https://ces.to/vXFicw [20.03.2019].
1155 სახალხო დამცველისათვის საკონტაქტო პირის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, 2018.
408
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმის
საჭიროებაზე საუბრობენ.1156
გადაადგილების თავისუფლების კუთხით, კვლავ გამოწვევაა უკანონო დაკავებები გამყოფ
ხაზზე,
რაც
ადგილობრივ
მცხოვრებთა
უსაფრთხოების
სერიოზული
პრობლემაა.
განსაკუთრებით საგანგაშო იყო 2018 წლის 29 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ
ხურვალეთიდან, საკუთარი ბაღიდან ოკუპირებული ტერიტორიის მიმართულებით
საქართველოს მოქალაქის, მაია ოთინაშვილის გატაცება.1157 ოჯახის წევრებს რამდენიმე დღის
განმავლობაში
არ
ჰქონიათ
ინფორმაცია
დაკავებულის
ზოგადი
მდგომარეობის
და
უსაფრთხოების შესახებ. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა, რომელიც ცხინვალის
რეგიონში დარჩენილი ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაციაა, დაკავებულის მონახულება
მხოლოდ მეექვსე დღეს შეძლო. ეს ფაქტი დაკავებულთა შესახებ ინფორმაციის გაცვლის უფრო
ეფექტიანი მექანიზმის აუცილებლობაზე მიუთითებს.
ოფიციალური
მიმართულებით
მონაცემებით,
96
პირი
საოკუპაციო
დააკავეს
ხაზზე
2018
(იგულისხმება
წელს,
ცხინვალის
საქართველოს
რეგიონის
კონტროლირებად
ტერიტორიაზე ან საოკუპაციო ხაზის კვეთისას დაკავებული პირები, 2017 წლის ანალოგიური
მონაცემი 126-ს შეადგენს); ოსური მონაცემებით კი, დაკავებულია 607 პირი (წინა წლის
მონაცემებით - 514),1158 რაც ნათელი მაგალითია იმისა, რომ წლების განმავლობაში იმ
ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან საქართველოს
კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოდიან ჯანდაცვის, ვაჭრობის, ოჯახის წევრებისა და
ნათესავების მოსანახულებლად, მატულობს, ხოლო მავთულხლართები და უკანონო დაკავებები
უფრო და უფრო აზარალებს ადგილობრივ მოსახლეობას, განურჩევლად მათი ეთნიკური
კუთვნილებისა. ცხინვალში ღიად საუბრობენ გადაადგილების შეზღუდვის მოხსნის
აუცილებლობაზე,1159 თუმცა, დე ფაქტო ხელისუფლება კვლავაც უგულებელყოფს ადგილობრივ
მკვიდრთა საჭიროებებს.
1156
„ცხინვალი: ადამიანის უფლებების შესახებ სკანდალის შემდეგ ალაპარაკდნენ“, 30.08.2018, „ჯემნიუსი“,
ხელმისაწვდომია: https://jam-news.net/?p=119912&lang=ka [20.03.2019].
1157 თვითმხილველების მიერ სახალხო დამცველისათვის მიწოდებული ინფორმაციით, შეიარაღებული,
ნიღბიანი პირების მიერ მოქალაქის გატაცება საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან,
მავთულხლართიდან დაახლოებით 50 მეტრის დაშორებით, ფიზიკური ძალადობით მოხდა.
1158 „ოსური სტატისტიკა - 2018 წელს საქართველოს მოქალაქეებზე 6-ჯერ მეტი ცხინვალის მოქალაქე
დააკავეს“, 11.01.2019, „რადიო თავისუფლება“, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://ces.to/36wBr3
[20.03.2019].
1159 სახალხო დამცველისათვის საკონტაქტო პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, თებერვალი, 2019.
409
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
ოფიციალური მონაცემებით, აფხაზეთის საოკუპაციო ხაზზე 2018 წელს 28 პირი დააკავეს (ეს
მაჩვენებელი 2017 წელს 52 იყო), ხოლო აფხაზური მონაცემებით, დაკავებულთა რიცხვი 300-ზე
მეტი იყო1160 (2017 წელს მათი რაოდენობა 1000-ს აღწევდა).
საოკუპაციო ხაზზე საქართველოს მოქალაქეთა სიცოცხლის ხელყოფის შემთხვევებმა დაძაბა
მოლაპარაკებების პროცესი და მოლაპარაკებების არსებულ ფორმატებს საფრთხე შეუქმნა. 2018
წლის 27 ივნისს აფხაზურმა მხარემ საქართველოს პარლამენტის მიერ „ოთხოზორიატატუნაშვილის“ სიის1161 მიღების გამო, პროტესტის ნიშნად დატოვა ინციდენტების პრევენციისა
და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა და მოლაპარაკებებში დაბრუნების სანაცვლოდ, გ.
ოთხოზორიას მკვლელობის საკითხის დღის წესრიგიდან ამოღება მოითხოვა. 2018 წლის 14
სექტემბერს, ასევე დატოვა მოლაპარაკებები ერგნეთში ოსურმა მხარემ, რითიც ინტერპოლის
მიერ არჩილ ტატუნაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და წამებაში ბრალდებული
ორი ოსი სამართალდამცავის წითელი ცირკულარით ძებნის დაწყება გააპროტესტა. ოსური
მხარე მხოლოდ სამი თვის შემდეგ, 2018 წლის 18 დეკემბერს დაუბრუნდა მოლაპარაკებების
მაგიდას, შეხვედრები გალში კი, დღემდე არ განახლებულა.
აღსანიშნავია, რომ კვლავ გაურკვეველი რჩება 2008 წლის ომის შემდეგ უგზო-უკვლოდ
დაკარგული ხუთი ეთნიკურად ოსი პირის ადგილსამყოფელი, მათ შორის, სამი ეთნიკურად ოსი
ახალგაზრდას ბედი, რომლებიც 2008 წლის 13 ოქტომბერს სავარაუდოდ საქართველოს მიერ
კონტროლირებად
ტერიტორიაზე
გაუჩინარდნენ.1162
გენერალური
პროკურატურის
მიერ
მოწოდებული ინფორმაციით, გამოძიება გრძელდება, ხოლო ჩატარებული საგამოძიებო
მოქმედებების მიუხედავად, უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული პირების ადგილსამყოფელის
დადგენა ვერ მოხერხდა.1163 აღნიშნული საკითხის გადაჭრა მნიშვნელოვანი იქნებოდა როგორც
ადამიანის უფლებების დაცვის, ისე ნდობის აღდგენის მხრივ.
28.2.
დოკუმენტაციის საკითხი და საოკუპაციო ხაზებზე გადაადგილება
კვლავ პრობლემად რჩება ოკუპირებულ გალის რაიონში ადგილობრივი მოსახლეობის
დოკუმენტირების საკითხი. 2017 წლამდე, რაიონში დაახლოებით 12 000 პირი ფლობდა ე. წ.
ფორმა №9-ს, 200-მდე პირი მოქმედ ე. წ. აფხაზურ პასპორტს,1164 26 000 პირი კი - 2014 წელს
1160
„სოხუმის ინფორმაციით, შემცირდა საოკუპაციო ხაზის უკანონო კვეთის ფაქტები“, 26.03.3019,
„ლაივპრესი“, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://ces.to/zpWd32 [28.03.2019].
1161 იხ. „საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა
და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის
სიის“ შესახებ“, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://ces.to/sVXYco [20.03.2019].
1162 ვრცლად იხ. საქართველოს სახალხო დამცველის 2014 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 848.
1163 საქართველოს მთავარი პროკურატურის 2017 წლის 7 ივლისის №13/44830 წერილი.
1164 აფხაზეთის ან სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა ან დე ფაქტო ორგანოების მიერ გაცემული პასპორტები არ
წარმოადგენს საქართველოს ან საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებულ სამართლებრივ
დოკუმენტს, თუმცა ამ დოკუმენტების ფლობა ამ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისათვის ბევრ
410
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
გაუქმებულ, ე. წ. ძველ აფხაზურ პასპორტს, რომელთა მეშვეობითაც მოსახლეობის უმეტეს
ნაწილს ენგურის ხიდზე გადაადგილება შეეძლო.1165 2017 წლიდან, დე ფაქტო ადმინისტრაციამ
კიდევ უფრო დაამძიმა მდგომარეობა, როდესაც ძველი აფხაზური პასპორტების ხმარებიდან
ამოღების, ხოლო ფორმა №9-ის ბინადრობის მოწმობით ჩანაცვლების გადაწყვეტილება მიიღო.
გალელთა დიდი ნაწილი ეწინააღმდეგება ბინადრობის მოწმობის აღებას, რომელიც მათ
უცხოელის სტატუსს ანიჭებს. ბინადრობის მოწმობას მკაცრი კრიტერიუმები და 5-წლიანი ვადა
აქვს, რაც გალელებზე დამატებით ზეწოლის მექანიზმად შეიძლება გამოიყენონ. ის ასევე არ
ანიჭებს ამ დოკუმენტის მქონე პირს უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლებას, რაც ერთ-ერთი
ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. თუმცა, ამავდროულად, გალელებისათვის ეს დოკუმენტი
საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების ერთადერთი საშუალებაა, შესაბამისად ადგილობრივი
მცხოვრებლები იძულებული ხდებიან, ეს დოკუმენტი აიღონ.1166 სახალხო დამცველის
ინფორმაციით, ბინადრობის მოწმობის ასაღებას დიდი დ ადგილობრივებს დიდი ხნის
განმავლობაში რიგში უწევთ დგომა. ასევე ადგილობრივები უჩივიან ადგილზე გამეფებულ
კორუფციას.1167
ბინადრობის მოწმობის აღება განსაკუთრებით უჭირთ სტუდენტებს, რადგან ადგილობრივი
ადმინისტრაცია არ გასცემს მათი რაიონში ცხოვრების დამადასტურებელ ცნობას. შესაბამისად,
მათ საკუთარ სახლში დაბრუნება ვიზით უწევთ.1168
2017-2018 წლებში ბინადრობის მოწმობის მისაღებად სულ 10 332 განაცხადი გაკეთდა და 4528
მოწმობა გაიცა.1169 ერთი წლით გაგრძელდა ფორმა №9-ის აღების შესაძლებლობა, რომელიც
მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიცემა, თუ პირს შეტანილი აქვს განაცხადი ბინადრობის მოწმობის
ასაღებად. თუმცა არის შემთხვევებიც, როდესაც გაუგებარი მიზეზებით, პირს ფორმა №9-ს არ
აძლევენ, და ამ შემთხვევაში გამყოფ ხაზზე გადაადგილება შეუძლებელი ხდება.
2018 წლის აგვისტოდან საბოლოოდ აიკრძალა საბჭოთა პასპორტით, ხოლო 2019 წლის
იანვრიდან - ე. წ. ძველი აფხაზური პასპორტით გადაადგილება. 2019 წლიდან ენგურის ხიდზე
გადაადგილება დაიშვება მხოლოდ ე. წ. ახალი აფხაზური პასპორტით, ფორმა №9-ით ან
ბინადრობის მოწმობით და 14 წლამდე პირებისთვის - დაბადების მოწმობით. გადაადგილება
საბაზისო უფლებასთან არის დაკავშირებული. იხ. ვრცლად საქართველოს სახალხო დამცველის 2015
წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 1193.
1165 „გალის რაიონის მოსახლეობა ვერ მიიღებს მონაწილეობას აფხაზეთის პრეზიდენტის არჩევნებში“,
13.06.2014, „ლაივპრესი“, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://ces.to/17ExDp [20.03.2019].
1166 იხ. სახალხო დამცველის 2017 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 321; „სოხუმმა ეთნიკური
ქართველებისთვის ბინადრობის ნებართვების გაცემა დაიწყო“, 25.04.2017, „სივილ.ჯი“, ხელმისაწვდომია
ვებგვერდზე: https://civil.ge/ka/archives/155946 [20.03.2019].
1167 სახალხო დამცველისათვის საკონტაქტო პირის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, თებერვალი, 2019.
1168 სახალხო დამცველისთვის საკონტაქტო პირის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, ივლისი, 2018.
1169 2017 წელს ბინადრობის მოწმობა გაიცა 1573 პირზე; 2018 წელს, ნოემბრის მონაცემებით კი - 2955 პირზე.
სახალხო დამცველისათვის საკონტაქტო პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, იანვარი, 2019.
411
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
ასევე დასაშვებია ქართული პასპორტით იმ პირებისათვის, რომელთაც აქვთ აფხაზეთის
ტერიტორიაზე შესვლის ნებართვა (ე. წ. ვიზა).
ბინადრობის მოწმობა ან რაიმე სხვა ადგილობრივი დოკუმენტი არ გაიცემა კოდორის ხეობაში
მცხოვრებ პირებზე. მათ გამყოფ ხაზზე გადაადგილება მხოლოდ სპეციალური საშვით
შეუძლიათ. საშვს, მაქსიმუმ 2 კვირის ვადით, ადგილზე დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახური
გასცემს. მითითებული ვადის გადაცილების შემთხვევაში, პირს აფხაზეთის ტერიტორიაზე აღარ
შეუშვებენ.1170 კოდორის ხეობის მაცხოვრებლებისათვის სირთულეს წარმოადგენს ისიც, რომ მათ
საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსასვლელად დაახლოებით 200 კმ-მდე
მანძილის გავლა უწევთ ხეობიდან ჯერ სოხუმის, ხოლო სოხუმიდან ენგურის ხიდის
მიმართულებით. გზა ხეობიდან სოხუმამდე გაუმართავია, რაც განსაკუთრებულ დაბრკოლებას
უქმნის ასაკოვან ან ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე პირებს.
ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ, 2018 წლის დეკემბრის ბოლოს, ახალგორში ე. წ. ოსური
პასპორტის მქონე პირების საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების შემზღუდველი ცვლილებების
შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ცვლილება, რომელიც 2019 წლის 1 იანვრიდან უნდა
ამოქმედებულიყო, ითვალისწინებს ე. წ. ოსური პასპორტის მქონე პირებისათვის დამატებით
სპეციალური საშვის აუცილებლობას გამშვებ პუნქტზე გადასაადგილებლად. ამან ადგილობრივ
მკვიდრთა
საკმაოდ
დიდი
უკმაყოფილება
გამოიწვია,
ვინაიდან
საოკუპაციო
ხაზზე
ახალგორელების დიდი ნაწილი ყოველდღიურად გადაადგილდება, მათ შორის ე. წ. ოსური
პასპორტის მქონე პირებიც.1171 რეგულაცია 29 მარტიდან ამოქმედდება და საშვის მისაღებად,
ადგილობრივ მოსახლეობას შესაბამისი საბუთების ჩაბარება დე ფაქტო უშიშროების სამსახურის
ადგილობრივ წარმომადგენლობებში მოუწევს. ეს ცვლილება, არსებული მონაცემებით, გავლენას
დაახლოებით 800-მდე ადამიანზე იქონიებს.1172
საოკუპაციო ხაზზე დე ფაქტო ორგანოებისა და რუსეთის სასაზღვრო ძალების მიერ დადგენილი
ფორმალური რეჟიმი, რომელიც ისედაც ზღუდავს ადგილობრივ მკვიდრთა გადაადგილებას,
პერიოდულად სრულად იკეტება. გამშვები პუნქტები წყვეტს ფუნქციონირებას არჩევნების და
დღესასწაულების პერიოდში. თუმცა, 2019 წლის დასაწყისში, როგორც აფხაზეთის (10 იანვარს),
ისე ცხინვალის რეგიონის მიმართულებით (11 იანვარს) სრულად ჩაიკეტა გამყოფი ხაზი, რაც დე
ფაქტო
უწყებებმა
საქართველოს
ტერიტორიაზე
H1N1
გრიპის
ვირუსის
გავრცელებას
დაუკავშირეს. აფხაზეთის მიმართულებით ჩაკეტვის ვადად 2 თვე დასახელდა, თუმცა ენგურის
1170
ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის მიერ მოწოდებული ინფორმაცია,
თებერვალი, 2019.
1171 სახალხო დამცველისათვის საკონტაქტო პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, იანვარი, 2019.
1172 სახალხო დამცველისათვის საკონტაქტო პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, თებერვალი, 2019.
412
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
ხიდზე მიმოსვლა 25 დღეში აღდგა. ცხინვალის მიმართულებით კი, აკრძალვა 2 თვეზე მეტ ხანს
გაგრძელდა და მიმოსვლა მხოლოდ 15 მარტს განახლდა.1173
შეზღუდვის გამო პრობლემები შეექმნათ სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს, რომლებიც
არდადეგების პერიოდში იყვნენ გადასული აფხაზეთსა და ცხინვალში. მათ სწავლის
დაწყებისათვის ვეღარ მოახერხეს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნება.
გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც პაციენტებს აფხაზეთიდან გადმოსასვლელად რამდენიმე
დღე
დასჭირდათ;
ხოლო
ცხინვალიდან
პაციენტებს
საქართველოს
კონტროლირებად
ტეროტორიაზე სამკურნალოდ გადასვლის ნება არ დართეს და მათ ცხინვალში მოუწიათ
მკურნალობა. საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების შეზღუდვის გამო, 2019 წლის თებერვალში
გადაუდებელი პაციენტის, 52 წლის მამაკაცის გადაყვანა 10 საათით დაგვიანდა, რამაც მკვეთრად
გააუარესა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.1174
გამყოფ ხაზებზე გადაადგილების შეზღუდვამ ასევე იმოქმედა ადგილზე საკვები პროდუქტების
და მედიკამენტების ხელმისაწვდომობაზე. ამავე პერიოდში, 8 დღე-ღამის განმავლობაში
ჩაკეტილი იყო ტრანსკავკასიური მაგისტრალიც. პროდუქტებზე ფასები გაიზარდა როგორც
ცხინვალში, ისე აფხაზეთში. რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა ადგილობრივი მოსახლეობა,
რომელიც ქართულ პენსიას ან სხვა დახმარებას იღებს, ან სესხი აქვს ბანკში. ახალგორის რაიონში
2 თვის განმავლობაში ვერ ბრუნდებოდნენ დასაქმებულები, რომლებიც მცირე ხნით იყვნენ
გასული რაიონიდან. შესაბამისად, ამ პირებმა ვერ შეძლეს ორი თვის შრომის ანაზღაურების
მიღება.1175
გამყოფ ხაზზე გადაადგილების კუთხით კიდევ ერთი მტკივნეული თემა სამძიმარზე
ნათესავების გადასვლაა. პროცედურა არაერთგვაროვანია და ადგილობრივი მოსახლეობა
ხშირად ბევრ სირთულეს აწყდება. ნათესავების შეყვანა გალის ტერიტორიაზე დიდ ხარჯთანაა
დაკავშირებული. 2015 წლამდე ეს პროცედურა შედარებით მარტივი და მოქნილი იყო. დღეს
თითოეულ პირზე 100 ლარის ეკვივალენტის გადახდა უწევს ოჯახს, რაც ხშირად იმას ნიშნავს,
რომ ნათესავებს დაკრძალვაზე ვერ იწვევენ.1176
1173
20 თებერვალს 3 დღით ცალმხრივად გაიხსნა გამშვები პუნქტები და საქართველოს მიერ
კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა 200-ზე მეტმა პირმა შეძლო, საკონტაქტო პირის მიერ
სახალხო დამცველისათვის მიწოდებული ინფორმაცია, მარტი, 2019.
1174 სახალხო დამცველისათვის საკონტაქტო პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, თებერვალი, 2019.
1175 სახალხო დამცველისათვის საკონტაქტო პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, მარტი, 2019.
1176 წლის განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატმა რამდენიმე ასეთი შემთხვევის შესახებ მიიღო
ინფორმაცია; საკონტაქტო პირების მიერ სახალხო დამცველის აპარატისათვის მიწოდებული ინფორმაცია;
იხ. აგრეთვე „მავთულხლართით გაყოფილი სამგლოვიარო პროცესია - მიცვალებული აფხაზეთში
სამეგრელოდან
დაიტირეს“,
20.02.2019,
„რადიო
ათინათი“,
ხელმისაწვდომია
ვებგვერდზე:
https://ces.to/AQchOV [20.03.2019].
413
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
28.3.
გამოხატვის თავისუფლება
საქართველოს სახალხო დამცველი საგანგაშოდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ოკუპირებულ
ტერიტორიებზე მზარდია ქალ აქტივისტებსა და ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტები.
ახალგორელი
აქტივისტი
და
ბლოგერი
თამარ
მეარაყიშვილი,
საკუთარი
სიცოცხლის,
უსაფრთხოების და ჯანმრთელობის რისკის ფასად, ასაჯაროვებს და აშუქებს ოკუპირებულ
ახალგორში შექმნილ მძიმე უფლებრივ მდგომარეობას და დე ფაქტო ხელისუფლების მიერ
ადგილობრივი მოსახლეობის უფლებათა დარღვევის შემთხვევებს. ამის გამო, მის მიმართ დე
ფაქტო ახალგორის პროკურატურამ საანგარიშო პერიოდში კიდევ ერთი სისხლის სამართლის
საქმე აღძრა, რაც 2017 წლიდან უკვე მეოთხე ბრალდებაა.1177 მას ჩამორთმეული აქვს პირადობის
დამადასტურებელი დოკუმენტები, რის გამოც ვერ ახერხებს თავისუფლად გადაადგილებას,
დროული და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების და სხვა სერვისების მიღებას.
ცხინვალელი ჟურნალისტი ირინა ქელეხსაევა 2018 წლის თებერვალში „რადიო თავისუფლების“
რუსულენოვანი გამოცემისთვის დე ფაქტო პრეზიდენტის შესახებ კრიტიკული მასალის
მომზადების გამო,1178 ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების მხრიდან ფსიქოლოგიური
ზეწოლის მსხვერპლი გახდა. იგი ასევე მუშაობდა ადგილობრივ რადიო „ირ“-ში, საიდანაც ის
გაათავისუფლეს.
სოხუმელი ჟურნალისტი იზიდა ჭანია კი დე ფაქტო სასამართლომ ცილისწამებაში ცნო
დამნაშავედ, იმ სტატიისათვის, რომელშიც იგი ყოფილ დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრს და
დეპუტატს, რაულ ლოლუას აკრიტიკებდა.1179 სასამართლო პროცესი თითქმის 2 წელიწადი
გრძელდებოდა. 2018 წლის 4 სექტემბერს იზიდა ჭანიამ და მისმა ადვოკატმა პროტესტის ნიშნად
დატოვეს სასამართლო პროცესი მოსამართლის არაობიექტურობისა და მიკერძოებულობის
მიზეზით. ამის შემდეგ, მოსამართლემ ერთ დღეში დაასრულა საქმის განხილვა და იზიდა ჭანიას
ლოლუასათვის მორალური ზიანის მიყენებისათვის კომპენსაცია და სასამართლო ხარჯების
ანაზღაურება დააკისრა.
ეს ინციდენტები გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად უნდა შეფასდეს. საერთაშორისო
ორგანიზაცია Freedom House-ის 2018 წლის ანგარიშში, აფხაზეთის ტერიტორია კვლავ
ნაწილობრივ თავისუფალ1180 და ცხინვალის რეგიონი კი, არათავისუფალ ტერიტორიად1181 არის
შეფასებული.
1177
„თამარ მეარაყიშვილი: ჩემ მიმართ მეოთხე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს“, 5.11.2018,
„ნეტგაზეთი“, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: http://netgazeti.ge/news/317169/ [20.03.2019].
1178 „როგორ იჩხუბეს პრეზიდენტმა და ინვესტორმა“, 16.02.2019, „ეხო კავკაზა“, [Как поссорились президент
и инвестор] ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://www.ekhokavkaza.com/a/29044281.html [20.03.2019].
1179 „აფხაზმა დეპუტატმა ეხოკავკაზას ჟურნალისტის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი მოიგო“, 7.09.2018,
„ნეტგაზეთი“, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: http://netgazeti.ge/news/302760/ [20.03.2019].
1180 თავისუფლება მსოფლიოში 2019, აფხაზეთი, „ფრიდომ ჰაუსი“, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე:
https://freedomhouse.org/report/freedom-world/2019/abkhazia [20.03.2019];
414
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
28.4.
სოციალური უფლებები
განათლების უფლება
განათლების უფლების რეალიზება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ
ტერიტორიებზე მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. 2015 წელს გალის რაიონში, ხოლო 2017 წელს
ახალგორის მუნიციპალიტეტში, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვამ
ეთნიკურად ქართველების უფლებრივი მდგომარეობა, მშობლიური ენის ცოდნა და ზოგადად,
განათლების ხარისხი, მკვეთრად გააუარესა.1182 დღეს გალისა და ახალგორის ყველა სკოლამდელ
დაწესებულებაში და დაწყებით კლასებში სრულად არის აკრძალული ქართულ ენაზე სწავლება,
ხოლო ქართული, როგორც უცხო ენა, მხოლოდ მაღალ კლასებში ისწავლება, ისიც მხოლოდ
სკოლების ნაწილში. მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, მოლაპარაკებისა თუ სხვა ქვეყნების
გამოცდილების მიხედვით მშობლიურ ენაზე სწავლების სხვადასხვა მოდელის შეთავაზებისა,
დე ფაქტო ხელისუფლებები გადაწვეტილების ცვლილებას არ განიხილავენ. ამასთან, უარესდება
განათლების ხარისხი. გალის რაიონში რუსულენოვანი კადრების დეფიციტია, შესაბამისად,
ხშირია შემთხვევები, როდესაც საბავშვო ბაღებსა და სკოლებში პედაგოგებად ისეთ პირებს
ნიშნავენ, რომელთაც შესაბამისი განათლება, საგნის სპეციალიზაცია და სამუშაო გამოცდილება
არ აქვთ, თუმცა საუბრობენ რუსულად. მაგალითად, სახალხო დამცველისათვის ცნობილია
ეკონომისტის მათემატიკის მასწავლებლად, ხოლო იურისტის - რუსულისა და ისტორიის
მასწავლებლად დანიშვნის შემთხვევები.1183
გარდა ამისა, მოსწავლეთა განათლების ხარისხზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სკოლის
გარემო და განვითარების სხვა სივრცეები. საქართველოს სახალხო დამცველთან საუბრისას
ეთნიკურად ქართველი ახალგაზრდები აღნიშნავენ, რომ სკოლაში (განსაკუთრებით, ქალაქ
გალის სკოლებში) არ აქვთ საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვის საშუალება. ხშირად
აწყდებიან
ეთნიკური
მასწავლებლებისგანაც.
ნიშნით
ამ
შეურაცხყოფას
დანაკლისის
და
დევნას,
ასანაზღაურებლად
მათ
შორის,
აფხაზი
ახალგაზრდებისთვის
მნიშვნელოვანია არასამთავრობო ორგანიზაციების საგანმანათლებლო პროექტები, რომლებიც
მათ საკუთარი აზრისა და ემოციების თავისუფლად გამოხატვის უსაფრთხო სივრცეს და
კრიტიკული აზროვნების განვითარების შესაძლებლობას სთავაზობენ. ბევრი მსგავსი პროექტი
დონორების მხრიდან დაფინანსების შეწყვეტის გამო დღეს უკვე აღარ ხორციელდება.
დარჩენილი მცირე ნაწილიც, გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
გადაწყვეტილებით, 2018 წლიდან კიდევ უფრო შეიზღუდა. გადაწყვეტილების თანახმად,
იკრძალება არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გალის რაიონის სკოლის მოსწავლეებისათვის
ნებისმიერი ღონისძიებისა თუ პროექტის ჩატარება, რაიონის დე ფაქტო ადმინისტრაციასთან
1181
თავისუფლება მსოფლიოში 2019, სამხრეთ ოსეთი, „ფრიდომ ჰაუსი“, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე:
https://freedomhouse.org/report/freedom-world/2019/south-ossetia [20.03.2019].
1182 იხ. სახალხო დამცველის 2015 წლის სპეციალური ანგარიში „განათლების უფლება გალის რაიონში:
2015-2016 სასწავლო წლის სიახლეები და თანმდევი პრობლემები“.
1183 სახალხო დამცველისათვის საკონტაქტო პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, თებერვალი, 2019.
415
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
შეუთანხმებლად.1184 ამის პარალელურად, რაიონის ადმინისტრაცია მკაცრად ეწინააღმდეგება და
ზღუდავს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიებზე არსებულ ბავშვთა ბანაკებში გალის
სკოლის მოსწავლეების მონაწილეობას. 2018 წელს გამოკითხვაზე დაიბარეს გალის რაიონიდან
საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე საზაფხულო ბანაკში მონაწილე მოსწავლეები,
მათი მშობლები და სკოლის მასწავლებლები.1185
უაღრესად შემაშფოთებელია ბავშვებზე ფსიქოლოგიური ზეწოლისა და ომის პროპაგანდის,
გასულ წელს გამოვლენილი ფაქტები. ადგილობრივთა განცხადებით, გალის რაიონის სკოლების
ზეიმების
პროგრამა
მკაცრ
ცენზურას
გადის
გალის
დე
ფაქტო
ადმინისტრაციის
წარმომადგენლების მხრიდან, რათა პროგრამაში არ გაიპაროს ქართული ცეკვის, სიმღერისა თუ
სხვა კულტურული ელემენტები.1186 2018 წელს, ტყვარჩელის რაიონის სკოლაში გალელი
მოსწავლეებისათვის მეგრულ ენაზე სიმღერის ნების დართვის გამო სკოლის აფხაზი
დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.1187
ცალკე აღნიშვნის ღირსია საიუბილეო თარიღები, როდესაც ბავშვებს, მათი ან ოჯახების ნების
საწინააღმდეგოდ, რუსეთის ფედერაციისადმი მიძღვნილ სიმღერებს ამღერებენ, ან სამხედრო
სიმულაციურ თამაშებში აღებინებენ მონაწილეობას. 2018 წელი განსაკუთრებით გამოირჩეოდა
ამ კუთხით. აფხაზეთის „გამარჯვების“ 25 წლისთავთან დაკავშირებით, საბავშვო ბაღებისა და
დაწყებითი სკოლების მოსწავლეები მთელ აფხაზეთში სამხედრო ფორმებში გამოაწყვეს და
სამხედრო სიმღერები ამღერეს,1188 რაც ცალსახად ბავშვებში ომის პროპაგანდად უნდა შეფასდეს.
მოვლენათა და გატარებული პოლიტიკის ერთობლიობა მიუთითებს, რომ გალის რაიონში
მცხოვრებ ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმეა, ვიდრე აფხაზეთის სხვა
რაიონებში, რადგან სოციალურ პრობლემებთან და ძალადობრივ გარემოსთან ერთად, გალის
რაიონში მცხოვრები ბავშვები განიცდიან ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას და ილახება მათი
განათლებისა და კულტურული უფლებები.
მიუხედავად არსებული პრობლემებისა, გალის რაიონში სკოლის მოსწავლეთა რაოდენობა
ბოლო წლებში შედარებით სტაბილური იყო. 2014-2016 წლებში პირველკლასელთა რიცხვი
იზრდებოდა კიდეც. თუმცა, 2018 წელს სკოლის მოსწავლეთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა.
1184
სახალხო დამცველისათვის საკონტაქტო პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, ივნისი, 2018.
სახალხო დამცველისათვის საკონტაქტო პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია; იხ. აგრეთვე:
„ბავშვებზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება და იდენტობის დათრგუნვა გალში – ციხელაშვილის
მოხსენება“, 31.10.2018, „ნეტგაზეთი“, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://ces.to/R98VqY [20.03.2019].
1186 სახალხო დამცველისათვის საკონტაქტო პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, ივნისი, 2018.
1187 სახალხო დამცველისათვის საკონტაქტო პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, ივნისი, 2018.
1188 იხილეთ ვიდეო: http://netgazeti.ge/news/315893/ [20.03.2019].
1185
416
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
სავარაუდოა, რომ შექმნილმა მდგომარეობამ ბევრი მშობელი აიძულა ბავშვები ზუგდიდში,
ქართულ სკოლებში გადაეყვანა.1189
მოსწავლეთა რაოდენობა გალის რაიონის სკოლებში
4500
4400
4300
4200
4428
4363
4100
4267
4000
4095
3900
2015-2016
2016-2017
2017-2018
2018-2019
მოსწავლეთა საერთო რაოდენობა
ყოველწლიურად
მცირდება
მაგალითისათვის,
2017
წელს
ახალგორის
ახალგორის
სკოლებში
შვიდი
პირველკლასელთა
სკოლიდან
მხოლოდ
რაოდენობა.
5-მა
მიიღო
პირველკლასელები, 2018 წელს კი, მხოლოდ სამმა სკოლამ (ჯამში 13 და 11 პირველკლასელი
შესაბამისად).1190
ქართული
ენის
ცოდნის
პრობლემის
აღმოფხვრისა
და
განათლების
ხარისხის
გაუმჯობესებისაკენ გადადგმული ერთ-ერთი ნაბიჯია საქართველოს მთავრობის ახალი
ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“,1191 რომლის ერთ-ერთი კომპონენტი
ითვალისწინებს სკოლის შემდგომი განათლებისათვის მოსამზადებელი პროგრამის შექმნას
ოკუპირებულ
ტერიტორიაზე
მცხოვრები
ახალგაზრდებისათვის.
კურსზე
ეროვნული
გამოცდების სავალდებულო და არჩევითი საგნები იქნება შეთავაზებული, მათ შორის, ქართული
ენა და ლიტერატურა, ასევე, კომპიუტერული პროგრამები. მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ
პროგრამაზე ჩარიცხული ახალგაზრდები უზრუნველყოფილნი იქნებიან საცხოვრებლით და
სტიპენდიით.
პროგრამის
ამოქმედება
2019
წელსვე
იგეგმება
თბილისის
სახელმწიფო
უნივერსიტეტისა და ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ბაზაზე.
მართალია,
პროგრამა
ოკუპირებულ
ტერიტორიებზე
მცხოვრებ
ყველა
ახალგაზრდაზე
ვრცელდება, თუმცა, მნიშვნელოვანია, შესაბამისმა უწყებებმა განსაკუთრებული ყურადღება
1189
გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, იანვარი, 2019.
სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის განათლების სამსახურის მიერ სახალხო დამცველის
წარმომადგენლებისათვის მოწოდებული ინფორმაცია, იანვარი, 2019.
1191 იხ. სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ - აფხაზეთისა და ცხინვალის
რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისათვის განათლების შესაძლებლობების განვითარება“,
ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: http://smr.gov.ge/Uploads/__a2beda36.pdf [20.03.2019].
1190
417
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
მიაქციონ იმას, რომ პრაქტიკაში, გალისა და ახალგორის რაიონებში მცხოვრები ახალგაზრდები
ამ პროგრამის მიღმა არ აღმოჩნდნენ.
ჯანმრთელობის დაცვის უფლება
ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სფერო ოკუპირებულ ტერიტორიებზე განსაკუთრებული
გამოწვევების წინაშე დგას. კლინიკები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კვალიფიციური
კადრებისა და თანამედროვე სამედიცინო ინფრასტრუქტურის ნაკლებობას განიცდიან.
მოსახლეობის უმეტესობა სამედიცინო დახმარების მიღებას ოკუპირებული ტერიტორიების
მიღმა ცდილობს. ისეთი მოწყვლადი ჯგუფები, როგორიცაა შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირები, ძალადობის მსხვერპლები, სოციალურად დაუცველი პირები და სხვები,
საქართველოს
კონტროლირებად
ტერიტორიაზე
მოქალაქეებისათვის
ხელმისაწვდომი
სერვისებით ვერ სარგებლობენ, დე ფაქტო სტრუქტურების მიერ შეთავაზებული სერვისები კი,
ხშირ შემთხვევაში, არასაკმარისია და ადგილობრივთა უფლებების სათანადო დაცვას ვერ
უზრუნველყოფს.
მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა, გარკვეულ შეზღუდვებს აწყდებიან პაციენტები, რომელთაც
საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სურთ მკურნალობის გაგრძელება. მაგალითად,
საქართველოს სახალხო დამცველისათვის ცნობილია, რომ ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო
ხელისუფლება პაციენტის გადმოყვანის ნებართვას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გასცემს,1192
რაც ხშირად ამძიმებს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას.
ასევე
პრობლემურია
გადაუდებელი
საჭიროების
მქონე
პაციენტების
ტრანსპორტირება
აფხაზეთიდან საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიის მიმართულებით. 2012 წლამდე
გალის რაიონის სასწრაფო დახმარების ბრიგადებს შეეძლოთ გამშვები პუნქტების (ზედა, ქვედა
ზონები და ენგურის ხიდით) გავლით პაციენტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კლინიკებამდე
გადაეყვანათ. თუმცა დღეს მათ პაციენტის მიყვანა მხოლოდ ენგურის ხიდამდე შეუძლიათ.
პაციენტს უწევს მოძებნოს ჩვეულებრივი ავტომობილი გადასაადგილებლად, რაც, ცხადია, მძიმე
პაციენტების
ტრანსპორტირებისათვის
შეუფერებელია.
მნიშვნელოვანია,
რომ
გამშვებ
პუნქტებზე სასწრაფო დახმარების მანქანების გადაადგილების საკითხი რეგულარულად იდგეს
მოლაპარაკებების დღის წესრიგში.
ამ ფონზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოს სახელმწიფო პროგრამები
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისათვის.
საქართველოს მთავრობის ყველაზე წარმატებულ პროგრამად რეფერალური მომსახურების
სახელმწიფო პროგრამა უნდა ჩაითვალოს, რომლის ფარგლებშიც, ოკუპირებულ ტერიტორიაზე
მცხოვრები
პირები
სრულიად
უფასოდ
მკურნალობენ
საქართველოს
სამედიცინო
დაწესებულებებში. წლიდან წლამდე ასეთი პაციენტების რაოდენობა და მათი მკურნალობის
1192
სახალხო დამცველისათვის საკონტაქტო პირის მიერ მიწოდებული ინფორმაცია.
418
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
ხარჯი იზრდებოდა. თუმცა, 2017 წლის დასაწყისში პაციენტთა დაფინანსების წესში შეტანილი
ცვლილების შედეგად, რომლის მიხედვითაც დაფინანსებას აღარ დაექვემდებარება პირველადი
დიაგნოსტიკა, 2017 და 2018 წლებში მნიშვნელოვნად იკლო პაციენტთა რიცხვმა.1193 აღნიშნული
ცვლილება უკან გადადგმულ ნაბიჯად უნდა შეფასდეს.
ასევე პრობლემაა აფხაზეთიდან გადაუდებელი პაციენტების დროული ტრანსპორტირება. გარდა
იმისა, რომ პაციენტს ენგურის ხიდზე სასწრაფო დახმარების მანქანის გამოცვლა უწევს, ასევე
დროში იწელება საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სასწრაფო დახმარების
მანქანის ან რეანომობილის გამოძახება. პაციენტის ოჯახის წევრს პირადად აფხაზეთის ა/რ
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და შერიგებისა და სამოქალაქო
თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ხელმძღვანელ პირებთან უწევს
დაკავშირება, რაც გადაუდებელი დახმარების მექანიზმს დამოკიდებულს ხდის რამდენიმე
ადამიანზე. სახალხო დამცველისათვის ცნობილი გახდა შემთხვევების შესახებ, როდესაც
რეანომობილის გაგზავნაზე გადაწყვეტილება რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდეც
გაიწელა, ხოლო გარკვეულ შემთხვევებში უარიც ითქვა, იმ მოტივით, რომ პაციენტს
დიაგნოზიდან გამომდინარე „აღარაფერი ეშველებოდა“.1194
მნიშვნელოვანია, დაიხვეწოს სასწრაფო დახმარების მანქანისა და რეანომობილის გამოძახების
მექანიზმი აფხაზეთიდან გადმოსული პაციენტებისათვის, რათა ის აღარ იყოს დამოკიდებული
კონკრეტულ
პიროვნებებზე
და
შეუფერხებლად
უზრუნველყოს
პაციენტებისათვის
გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიწოდება.
არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია ოკუპირებულ ტერიტორიებზე
სამედიცინო დაწესებულებებისა და სამედიცინო პერსონალის მხარდაჭერა, რათა ადგილზე
გაუმჯობესდეს საბაზო სამედიცინო დახმარება. ამ მიმართულებით კვლავ გამოწვევად რჩება
სამედიცინო პერსონალის ჩართვა გადამზადების პროგრამებში, რომლებშიც ისინი
რეგულარულად ვერ იღებენ მონაწილეობას, განსხვავებით საქართველოს კონტროლირებად
ტერიტორიაზე მომუშავე ექიმებისგან. დაბალი ანაზღაურებისა და მოძველებული
ინფრასტრუქტურის პირობებში, გადამზადების ნაკლებობა კიდევ უფრო ამცირებს გაწეული
სერვისის ხარისხს და ექიმთა მოტივაციას.
28.5.
ეკონომიკური მდგომარეობა
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის
ეკონომიკური მდგომარეობა ყოველთვის რთული იყო, თუმცა, 2018 წელს მდგომარეობა
რამდენიმე ფაქტორის გამო გაუარესდა: რუსეთის ფედერაციამ შეამცირა აფხაზეთისა და
1193
წლიდან წლამდე პაციენტების რაოდენობა საგრძნობლად იზრდებოდა. მაგალითად, თუ 2014 წელს 837
პაციენტი დაფინანსდა, 2015 წელს დაფინანსების რიცხვმა 1537 შეადგინა, 2016 წელს კი - 2052. 2017 წელს
ეს დინამიკა შეიცვალა და დაფინანსების 1644 შემთხვევა, 2018 წელს კი 1169 შემთხვევა აღირიცხა.
1194 აღნიშნული პრობლემების თაობაზე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სახალხო
დამცველთან შეხვედრაზე ისაუბრეს, 4 მაისი, 2018.
419
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
ცხინვალის რეგიონის ფინანსური დახმარება;1195 მძიმე დარტყმა მიაყენა ადგილობრივთა
ეკონომიკურ მდგომარეობას აზიურმა ფაროსანამ, რომელმაც გაანადგურა გალის რაიონის
მოსახლეობის ერთ-ერთი მთავარი შემოსავლის წყარო - თხილის მოსავალი; ცხინვალის
რეგიონში კი, 2018-2019 წლის ზამთარში ხანგრძლივი დროით ჩაიკეტა რუსეთსა და რეგიონს
შორის ერთადერთი დამაკავშირებელი როკის გვირაბი. პარალელურად, დე ფაქტო ცხინვალის
ხელისუფლებამ 2019 წლის იანვარში ორი თვით ჩაკეტა ახალგორის გამშვები პუნქტი, საიდანაც
ცხინვალის რეგიონში საკვები პროდუქტების მნიშვნელოვანი მარაგი შედის. ამავე პერიოდში,
დაახლოებით ერთი თვით, ასევე ჩაიკეტა ენგურის ხიდი. შედეგად, მოიმატა ფასებმა
პროდუქტებზე და შეიქმნა დეფიციტი გარკვეულ საკვებზე.
განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა გალის მოსახლეობა, რომელსაც თხილის და
ციტრუსის მოსავლის გარდა, სხვა შემოსავალი არ გააჩნია. დაიხურა თხილის გადამამუშავებელი
პატარა საწარმოები, რომლებიც გარკვეულ სამუშაო ადგილებს ქმნიდა რაიონში. აფხაზეთის სხვა
მოსახლეობისაგან განსხვავებით, რომელთაც რუსეთის ფედერაციის პასპორტები აქვთ,
გალელებს რუსეთში გადასვლა ან ვაჭრობა არ შეუძლიათ, დე ფაქტო ხელისუფლება კი ზღუდავს
მათ გადაადგილებას და ვაჭრობას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. შესაბამისად,
ერთეული გამონაკლისების გარდა, გალის მოსახლეობას შემოსავლის მიღების და ეკონომიკური
საქმიანობის ალტერნატიული საშუალება აღარ დარჩა.1196 ადგილობრივ მცხოვრებთა მიერ
სახალხო დამცველისათვის მიწოდებული ინფორმაციით, შექმნილი მდგომარეობა მოსახლეობას
აიძულებს, დროებითი სამუშაო საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე და
საზღვარგარეთ ეძებონ, ან სხვადასხვა არარეგულარული გზებით გაიჩინონ შემოსავლის წყარო,
მათ შორის, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არააქციზური პროდუქტების
გადმოტანა-რეალიზების გზით.
სსიპ შემოსავლების სამსახურიდან მიღებული სტატისტიკაც ადასტურებს, რომ 2017 წელთან
შედარებით, 2018 წელს გაზრდილია იმ პირთა რაოდენობა, რომელთა მიმართაც აფხაზეთის
საოკუპაციო ხაზზე გადაადგილებისას შემოსავლების სამსახურის მიერ შედგენილი იყო
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
ოქმი
საქართველოს
ადმინისტრაციულ
2
სამართალდარღვევათა კოდექსის 155 მუხლით (მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური
საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია და გადაზიდვა).1197
1195
„საერთაშორისო კრიზისის ჯგუფის“ 2018 წლის ანგარიში: „აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთი: დროა
ვილაპარაკოთ ვაჭრობაზე“ [Abkhazia and South Ossetia: Time to Talk Trade], ხელმისაწვდომია ვებგვერდზე:
https://ces.to/hvdhCf [20.03.2019].
1196
განსხვავებით ახალგორისაგან, სადაც კომერციული მიზნებით საკვების შეტანა დე ფაქტო
ხელისუფლების მიერ ფორმალიზებულია, იხ. „საერთაშორისო კრიზისის ჯგუფის“ 2018 წლის ანგარიში:
„აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი: დროა ვილაპარაკოთ ვაჭრობაზე“ [Abkhazia and South Ossetia: Time to Talk
Trade], ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://ces.to/vUdxlY [20.03.2019].
1197 433 ოქმი 392 პირის მიმართ 2018 წელს, ხოლო 72 ოქმი 73 პირის მიმართ 2017 წელს, სსიპ შემოსავლების
სამსახურის 2018 წლის 21 დეკემბრის №21-12/154152 წერილი. თუმცა, ასევე გასათვალისწინებელია, რომ ამ
მუხლით ძირითადად უაქციზო სიგარეტის გადმოტანის დროს ჯარიმდებიან. იქიდან გამომდინარე, რომ
საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, სიგარეტის აქციზის და, შესაბამისად, სიგარეტის ფასმა
420
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
საქართველოს მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისთვის“,
საოკუპაციო ხაზების გასწვრივ ვაჭრობის წახალისების მიზნით სპეციალური ეკონომიკური
სივრცის შექმნასაც ითვალისწინებს; მეწარმეებს გადამხდელის სპეციალური სტატუსი
მიენიჭებათ, რომელიც ინიციატივით განსაზღვრულ საქმიანობაზე საგადასახადო შეღავათით
სარგებლობას გულისხმობს; ამოქმედდება საქონლის სტატუს-ნეიტრალური მარკირების წესი და
გაჩნდება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში წარმოებული პროდუქტის ექსპორტზე გატანის
შესაძლებლობა.
ახალი სამშვიდობო ინიციატივა ასევე ითვალისწინებს სპეციალური დამოუკიდებელი ფონდის
შექმნას, რომელიც გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის ხელშესაწყობად, თანხებს მოიზიდავს
სხვადასხვა დონორებისა და საერთაშორისო პარტნიორებისგან.
სახალხო დამცველი მიესალმება აღნიშნულ ინიციატივას. დაგეგმილ ცვლილებათა დიდი
ნაწილი პირდაპირ ეხმიანება და ასრულებს სახალხო დამცველის რეკომენდაციებს.1198
მართალია, ეს ინიციატივები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ყველა პირს ეხება, მაგრამ
განსაკუთრებულად მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაბამისმა
უწყებებმა დამატებითი ყურადღება უნდა მიაქციონ გალის რაიონის მოსახლეობის ჩართვას
ახალ სავაჭრო და ეკონომიკურ პროექტებში.
28.6.
საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ პირთა უფლებები
2013-2018 წლებში საქართველოს ხელისუფლებამ მიზნად დაისახა 2008 წლის ომისა და
მავთულხლართების გავლების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებების
დაკმაყოფილება და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარება. შიდა ქართლის,
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე
სოფლებში პრიორიტეტულად განხორციელდა გაზიფიცირების, სასმელი და სარწყავი წყლის
სისტემების, გზების, საბავშვო ბაღების, სკოლებისა და ამბულატორიების მშენებლობარეაბილიტაციის სამუშაოები. ადგილობრივი მოსახლეობისათვის მნიშვნელოვანი შეღავათი იყო
შეშითა და ბუნებრივი აირის ვაუჩერებით უზრუნველყოფა, სტუდენტებისათვის უმაღლესი
განათლების დაფინანსება და ზოგიერთი მაღალმთიანი სოფლისთვის სპეციალური
პროგრამების
ფარგლებში
შეღავათების
შეთავაზება.1199
აღნიშნულმა
პროექტებმა
მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ადგილობრივ მკვიდრთა უფლებები განათლების და ჯანდაცვის
ხელმისაწვდომობის, ასევე, სოციალური უზრუნველყოფის კუთხით.
2018 წელს მოიმატა, უფრო მომგებიანი ხდება აფხაზეთიდან იაფი, უაქციზო სიგარეტის გადმოტანა და
რეალიზაცია.
1198 იხ. საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 776-777.
1199
დეტალური ინფორმაცია იხილეთ სამთავრობო კომისიის 2013-2018 წლების ანგარიშში,
ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: http://smr.gov.ge/Uploads/__82bbbe45.pdf [20.03.2019]; იხ. აგრეთვე
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის 2018 წლის
საქმიანობის ანგარიში.
421
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
თუმცა კვლავ გამოწვევად რჩება საოკუპაციო ხაზის პირა სოფლებში მიწების და უძრავი ქონების
რეგისტრაცია, ომის დროს დაზიანებული სახლების რეაბილიტაცია/კომპენსაციის საკითხი,
ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისა და შემოსავლის წყაროს მოძიების პრობლემა. ამ
საკითხებზე სახალხო დამცველი 2015, 2016 და 2017 წლების ანგარიშებში დეტალურად
საუბრობდა და შესაბამისი რეკომენდაციებიც იყო შემუშავებული. მიუხედავად იმისა, რომ 2013
წელს შექმნილმა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის
საჭიროებებზე რეაგირების დროებითმა სამთავრობო კომისიამ ამ საკითხებზე 2018 წელსაც
იმსჯელა, გადაწყვეტილების მიღება და პრობლემების მოგვარება ჯერაც ვერ მოხერხდა.
საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრომ სახალხო
დამცველს წერილობით აცნობა, რომ მხარს უჭერს ომის დროს დაზიანებული სახლების
რეაბილიტაციის საკითხს.1200 ამასვე იზიარებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის
საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, თუმცა გამოცანად რჩება, რატომ ვერ მოხერხდა 5 წლის
განმავლობაში ამ პრობლემის საბოლოოდ გადაჭრა.
აღსანიშნავია, რომ 2018 წელს კომისიამ, რომელიც წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ
შეიკრიბა, განაახლა მსჯელობა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების სოციალურ-ეკონომიკური
განვითარების სტრატეგიის შემუშავების საკითხთან დაკავშირებით.1201 მუნიციპალიტეტებსა და
კომისიის წევრ სამინისტროებს, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების სოციალურ-ეკონომიკური
განვითარების სტრატეგიის შესახებ, ხედვებისა და მოსაზრებების წარდგენა ეთხოვათ.
მნიშვნელოვანია, სტრატეგიის შემუშავებაში განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს სახალხო
დამცველის რეკომენდაციებს უძრავი ქონების რეგისტრაციის, ომის დროს დაზიანებული
ქონების რეაბილიტაცია/კომპენსაციისა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისა და
შემოსავლის წყაროს მოძიების პრობლემის გადაჭრის თაობაზე.
რეკომენდაციები
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს:
•
•
მოლაპარაკების დღის წესრიგში შეიტანოს დაკავებულთა შესახებ ინფორმაციის გაცვლის
უფრო ეფექტიანი მექანიზმის შექმნა ან არსებულის დახვეწა. ეს შეიძლება მოიცავდეს
დაკავებულის პირდაპირ სატელეფონო კავშირს ოჯახთან, კონკრეტული პირებისათვის
პატიმართა/დაკავებულთა მდგომარეობის, დაკავების პირობების შემოწმების მანდატის
მინიჭებას
რეგულარული
გახადოს
კონსულტაციები
სამოქალაქო
საზოგადოების
წარმომადგენლებთან, მათ შორის, შესაძლებლობების ფარგლებში ოკუპირებული
1200
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2018 წლის 22
თებერვლის №01/811 წერილი.
1201 გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების
დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომის ოქმი №19, 2018 წლის 5 ნოემბერი.
422
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
•
ტერიტორიებიდან, მოლაპარაკებების დღის წესრიგის საკითხებთან დაკავშირებით და
გაითვალისწინოს მათი რეკომენდაციები
აწარმოოს მოლაპარაკებები სხვადასხვა დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციასთან,
აფხაზეთში და განსაკუთრებით გალის რაიონში სკოლის მოსწავლეებისა და
ახალგაზრდებისათვის არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობების
ხელშესაწყობად.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს:
•
•
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომუშავე ექიმები ჩართოს გადამზადების იმ
პროგრამებში, რომლებსაც საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მომუშავე ექიმები
გადიან, ასევე გაზარდოს მხარდაჭერა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედი
სამედიცინო დაწესებულებებისა და პერსონალისათვის
უზრუნველყოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან პაციენტებისათვის სასწრაფო
სამედიცინო დახმარების ეფექტიანად მიწოდებისათვის შესაბამისი ღონისძიებების
გატარება.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს:
•
•
•
დაინერგოს ქართული ენის სწავლება ცენტრალური ხელისუფლების მიერ
ორგანიზებულ ან დაფინანსებულ საზაფხულო ბანაკებსა და საზაფხულო სკოლებში
ოკუპირებულ ტერიტორიიდან მონაწილე ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის;
სტუდენტებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის პარალელურად,
შეეთავაზოთ ქართული ენის სასწავლო პროგრამები
შემუშავდეს სტიპენდიის ან/და საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამა
სტუდენტებისათვის ოკუპირებული ტერიტორიებიდან, რათა მათ შეძლონ
უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება გამოცდების წარმატებით ჩაბარების
შემთხვევაში
შეიმუშაოს კვალიფიკაციის ასამაღლებელი, სასწავლო პროცესის დახმარების და
ინვენტარით უზრუნველყოფის ახალი პროგრამები ან გააფართოოს არსებული
ინიციატივები და მოარგოს ისინი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომუშავე
მასწავლებლებისა და მოსწავლეების საჭიროებებს, რათა ნაწილობრივ მაინც შეივსოს
ოკუპირებულ ტერიტორიებზე საშუალო განათლების ეტაპზე მიღებული დანაკლისი
და ხარვეზები.
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების
დროებით სამთავრობო კომისიას და მის წევრ უწყებებს:
423
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
•
2008 წლის ომის დროს დაზიანებული ქონების რეაბილიტაცია/კომპენსაციის
სამუშაოების და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისა და შემოსავლის წყაროს
მოძიების პროგრამების განხორციელება.
საქართველოს მთავარ პროკურატურას:
•
424
საზოგადოებას, პერიოდულად, 6 თვეში ერთხელ, მიაწოდოს ინფორმაცია 2008 წლის
აგვისტოს ომის შემდგომ უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული პირების საქმის
გამოძიების მიმდინარეობისა და პროგრესის თაობაზე.
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
29. იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა უფლებრივი მდგომარეობა
სახალხო დამცველი, წინა წლების მსგავსად, აქტიურად შეისწავლიდა დევნილთა უფლებრივ
მდგომარეობას. საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა ე. წ. ნგრევადი ობიექტებიდან დევნილთა
განსახლებასთან დაკავშირებული
არათანმიმდევრული
მიდგომა, ასევე
პრობლემურია
თბილისში დევნილთა გრძელვადიანი განსახლების გაჭიანურების საკითხიც. ამასთან, 2018
წელს დევნილთა განსახლების აქტში1202 შესული ცვლილებების შედეგად, განსახლების თაობაზე
განაცხადების
შეფასებისას,
დევნილ
ოჯახებს
მძიმე
საცხოვრებელ
პირობებში
გათვალისწინებული ქულა წინასწარ აღარ ენიჭებათ, რაც კიდევ უფრო ნეგატიურად აისახა
სოციალურად შეჭირვებული დევნილების უფლებრივ მდგომარეობაზე.
29.1.
დევნილთა გრძელვადიანი განსახლება
2018 წლის მონაცემებით, საქართველოში 282 485 დევნილი პირი და 89 970 ოჯახია
რეგისტრირებული.
მათგან
39
782
ოჯახი
გრძელვადიანი
საცხოვრებლით
არის
უზრუნველყოფილი, ხოლო 50 188 ოჯახი განსახლების მოლოდინშია. 2018 წელს 1 406 ოჯახი
განსახლდა,1203
მათ
შორის,
ნგრევად
და
სიცოცხლისათვის
ან
ჯანმრთელობისათვის
მომეტებული საფრთხის შემცველ ობიექტში მცხოვრები 337 ოჯახი. ასევე, 1 531 ოჯახს
მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ფართი კერძო საკუთრებაში გადაეცა.1204
განსახლების პროცესთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ თბილისში 2016 წლის შემდგომ
დევნილთა გრძელვადიანი განსახლება განხორციელდა მხოლოდ ნგრევად და სიცოცხლისათვის
ან
ჯანმრთელობისათვის
მომეტებული
საფრთხის
მნიშვნელოვანი ობიექტებიდან (ჯამში 190 ოჯახი).
1205
შემცველი
და
სახელმწიფოსთვის
შესაბამისად, 2017-2018 წლებში თბილისში
რეგისტრირებულ დევნილებს არ მისცემიათ შესაძლებლობა საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროსთვის (შემდგომში სამინისტრო) საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე
განაცხადით მიემართათ და კონკურსის საფუძველზე განსახლებულიყვნენ. სამწუხაროდ,
სახალხო დამცველისათვის უცნობია, რა იყო ის ხელისშემშლელი გარემოებები. იმის
1202
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა
და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანება.
1203
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს 2019 წლის 28 იანვრის №01/1299 წერილის მიხედვით, საცხოვრებელი
სახლის შესყიდვის პროგრამით 709 ოჯახი, იპოთეკური სესხის დაფარვის პროგრამით 116 ოჯახი,
რეაბილიტირებულ, ახალაშენებულ ან მენაშენეებისაგან გამოსყიდულ შენობებში - 581 ოჯახი განსახლდა.
1204
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს 2019 წლის 28 იანვრის №01/1299 წერილი.
1205
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს 2019 წლის 24 იანვრის №01/1212 წერილისა და 2019 წლის 21
თებერვლის №01/2961 წერილის თანახმად, 2017 წელს განსახლდა 10, ხოლო 2018 წელს - 180 ოჯახი.
425
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
გათვალისწინებით,
რომ
დევნილთა
საკმაოდ
დიდი
რაოდენობა1206
თბილისშია
რეგისტრირებული, დედაქალაქში გრძელვადიანი განსახლების თაობაზე მიმართვიანობა
ყოველთვის მაღალია, რასაც დროებითი განსახლების - ქირის პროგრამის გამოყენების
მაჩვენებელი და ამ მიზნით გაწეული ფინანსების რაოდენობაც ადასტურებს.1207
სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით 826
ბინაა გამოსყიდული, სადაც დევნილები 2019-2020 წლებში განსახლდებიან.1208 გამოსყიდული
საცხოვრებლებიდან ძალიან მცირეა ერთოთახიანი (40 ბინა) და ოთხოთახიანი (23 ბინა) ბინები.
დედაქალაქში ბოლოს განხორციელებულ (2016 წელი) განსახლების ეტაპზე, გრძელვადიანი
განსახლების მსურველი განაცხადების დაახლოებით 40% იმ ოჯახებს ეკუთვნოდა, რომლებიც
სწორედ ერთოთახიან ბინებში განსახლებას საჭიროებდნენ.1209 შესაბამისად, უნდა ითქვას, რომ
დღესდღეობით გამოსყიდული ბინების რაოდენობა ვერ პასუხობს ერთოთახიან ბინებში
განსახლების მსურველი ოჯახების საჭიროებას. წინა განსახლების ეტაპზე, სამინისტრომ აპარატს
დამატებით აცნობა, რომ დევნილთა განსასახლებლად საცხოვრებელი ფართ(ებ)ის შესყიდვის
მიზნით, 2019 წელს დაგეგმილია კონკურსის გამოცხადება, სადაც პრიორიტეტი ერთ და ორ
ოთახიან ბინებს მიენიჭება.1210 იმის გათვალისწინებით, რომ ამ ეტაპისათვის უკვე არსებობს
განსასახლებელი ბინების რესურსი, მნიშვნელოვანია, სამინისტრომ იმგვარად დაგეგმოს 2019
წელს დევნილთა განსახლება, რომ
გამოსყიდული 826 ბინა სრულად გადანაწილდეს
დევნილებზე, ასევე, შეისყიდოს ახალი ბინები, ხოლო პროცესი არ გაჭიანურდეს.
29.2.
იძულებით
სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი
ობიექტებიდან დევნილთა განსახლება
გადაადგილებულ
პირთა
უფლებების
რეალიზაციის
პროცესში,
მათი
სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ შენობებში
1206
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს 2019 წლის 28 იანვრის №01/1299 წერილის მიხედვით, თბილისში 110
013 დევნილი პირი და 37 017 ოჯახია რეგისტრირებული.
1207
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს 2019 წლის 24 იანვრის №01/1212 წერილის თანახმად, 2018 წლის
განმავლობაში თბილისში ქირით უზრუნველყოფილი 1 015 ოჯახი იყო, რაზეც 547 315 ლარი დაიხარჯა.
1208
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს 2019 წლის 24 იანვრის №01/1212 წერილის მიხედვით, ერთოთახიანი 40 ბინა, ოროთახიანი - 216 ბინა, სამოთახიანი - 547 ბინა, ოთხოთახიანი - 23 ბინა.
1209საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტროს 2019 წლის 21 თებერვლის №01/2961 წერილის თანახმად, 2016 წელს განსახლების
თაობაზე შესული 11 016 განაცხადიდან 4 465 ერთოთახიან ბინას შეეხებოდა.
1210
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს 2019 წლის 24 იანვრის №01/1212 წერილი.
426
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
ცხოვრების ფაქტი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. სამოქმედო გეგმაში,1211 წლებია ერთერთ პრიორიტეტად დასახულია მსგავსი ობიექტების დახურვის საკითხი. მიუხედავად
აღნიშნული გადაწყვეტილებისა, არსებობს გარკვეული პრობლემები.
სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წელს სიცოცხლისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი 28
ობიექტი
დაიხურა.
დახურული
ობიექტებიდან,
გრძელვადიანი
საცხოვრებლით
უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში 337 ოჯახი განსახლდა. უნდა აღინიშნოს, რომ
დახურულ ობიექტებს შორისაა სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშებში მოხვედრილი
განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში მყოფი ობიექტებიც.1212
ამასთან, პრობლემაა ისიც, რომ ამ დრომდე არ არსებობს ზუსტი მონაცემები სიცოცხლისთვის და
ჯანმრთელობისთვის მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტების რაოდენობის თაობაზე.
მართალია, სამინისტრო ყოველწლიურად ამოწმებს გარკვეული რაოდენობის ობიექტების
ტექნიკურ მდგრადობას, თუმცა აღნიშნული არ მოიცავს ყველა იმ ობიექტს, რომელიც
შესაძლებელია საფრთხის შემცველი იყოს მობინადრეთათვის.
სამინისტროს განმარტებით, უკვე განხორციელებულ განსახლებებში პრიორიტეტი მიენიჭა
ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მეტად მძიმე მდგომარეობაში მყოფ ობიექტებს. ასევე
გაითვალისწინეს გასანაწილებელი ფართების ოდენობაც, რათა შესაძლებელი გამხდარიყო
ობიექტების სრულად დახურვა. სამინისტროდან მიღებული საექსპერტო დასკვნების ანალიზით
კი, ირკვევა, რომ ზოგიერთი დახურული ობიექტი დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია, ხოლო
შეფასებული ობიექტების ნაწილი - არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში, თუმცა მსგავსი
ობიექტებიდან დევნილები არ გაუსახლებიათ. ამასთანავე, გამოიკვეთა დახურულსა და
დასახურ ობიექტებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შორის რაოდენობრივი სხვაობა. კერძოდ,
დახურულ ობიექტებში ნაკლები დევნილი ოჯახი ცხოვრობდა, ვიდრე იმ ობიექტებში, რომელთა
დახურვის თაობაზეც დადებითი გადაწყვეტილება არ მიუღიათ.1213 სამწუხაროდ, აღნიშნული
გადაწყვეტილების ლეგიტიმური მიზანი სათანადოდ არ არის დასაბუთებული. იმ პირობებში,
როდესაც
უცნობია
ამგვარი
ობიექტებისათვის
მინიჭებული
პრიორიტეტის
თაობაზე,
რთულდება მისი კანონიერების შეფასება. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ სამინისტრო არც
1211
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №2566 განკარგულების 1.11 პუნქტის „გ“
ქვეპუნქტი.
1212 მაგ.: ზუგდიდში, ვაჟა-ფშაველას ქ. №26-ში მდებარე ობიექტი, ქუთაისში, ორბელიანის ქ. №5-ში
მდებარე ბაგა-ბაღი „მართვე“, თბილისში, მეველის ქ. №5 ში მდებარე საწარმო „კიკიჩა“.
1213 მაგ.: დაიხურა ქუთაისში გუგუნავას ქ. №12-ში, „ელტექნიკის ლიცეუმის“ შენობა, რომელშიც
ცხოვრობდა 39 დევნილი და მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი. ხოლო, არ დახურულა
„წყალწითელა“-ს შენობა, სადაც 311 დევნილი ცხოვრობს, მდგომარეობა კი, არადამაკმაყოფილებელია.
ასევე არ დახურულა ქუთაისში, არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში მყოფი სასტუმრო „თბილისი“,
სადაც 210 დევნილი ცხოვრობს.
427
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
მსგავს ობიექტებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს უზრუნველყოფს დროებითი საცხოვრებლით.1214
ამდენად, სახალხო დამცველს მნიშვნელოვნად მიაჩნია, მომავალში ნგრევადი ობიექტებიდან
დევნილთა განსახლებისას პრიორიტეტი მიანიჭოს იმ ოჯახებს, რომლებიც სიცოცხლისათვის და
ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ობიექტებში ცხოვრობენ.
29.3.
საკანონმდებლო ცვლილებები
საანგარიშო პერიოდში დევნილთა მიმართ პასუხისმგებელი ორგანო შეიცვალა და დევნილთა
საკითხებზე კომპეტენცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაეცა.1215 დღესდღეობით, აღნიშნულ
სფეროში პოლიტიკას სწორედ სამინისტრო განსაზღვრავს,1216 ხოლო დაგეგმილი პოლიტიკის
განმახორციელებელი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოა.1217
გარდა ზემოაღნიშნულისა, 2018 წელს, იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების
მარეგულირებელ აქტში შესული ცვლილებების მიხედვით, წინასწარი შეფასების ეტაპზე
დევნილ
ოჯახს
მძიმე
საცხოვრებელ
პირობებში
გათვალისწინებული
ქულა
მხოლოდ
მონიტორინგის სამმართველოს მიერ შეიძლება მიენიჭოს, საცხოვრებელი პირობების ადგილზე
შესწავლის შემდეგ, ან იმ შემთხვევაში, თუ არსებობს შესაბამისი საექსპერტო დასკვნა მძიმე
საცხოვრებელი
პირობების
თაობაზე.1218
მოცემული
ცვლილებები
სახალხო
დამცველმა
უარყოფითად შეაფასა.1219 მიგვაჩნია, რომ ზოგიერთი კატეგორიის ოჯახი ვერ დაექვემდებარება
მონიტორინგს. კერძოდ, შესაძლებელია ოჯახს მართლაც ჰქონდეს მძიმე საყოფაცხოვრებო
პირობები, თუმცა ვინაიდან განაცხადის წინასწარი შეფასების ეტაპზე ვერ მიიღებს შესაბამის
ქულას, ვერც მონიტორინგს დაექვედებარება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ზოგიერთი,
ყველაზე მოწყვლადი ოჯახი, შესაძლოა, საერთოდ ვერ მოხვდეს შესაფასებელ პირთა
კატეგორიაში და ასეთი ოჯახების განაცხადის დაკმაყოფილების შანსი ფაქტობრივად არ
არსებობს. უწყების წარმომადგენელთან შეხვედრების დროს გაკეთებული განმარტების
1214
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს 2019 წლის 24 იანვრის №01/1193 წერილის მიხედვით, სამინისტრომ ე.წ.
ნგრევად ობიექტში ცხოვრების გამო მხოლოდ 6 ოჯახი განასახლა ქირით.
1215 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი.
1216 საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილების მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი.
1217
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 3 ოქტომბრის №01-14/ნ ბრძანების მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტი.
1218 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა
და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების №6 დანართის მე-4 შენიშვნა.
1219 შენიშვნები გამოითქვა ცვლილებების სამუშაო ჯგუფის განხილვისას 2018 წლის 3 მაისს, ზეპირ
განხილვაზე.
428
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
გათვალისწინებით, ზემოაღნიშნულ ცვლილებებს შესაძლებელია ჰქონდეს კიდეც გამართლება,
თუმცა სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ იმისათვის, რათა არ დაზიანდეს მოწყვლად დევნილთა
ინტერესები, უმჯობესია მიეცეთ შესაძლებლობა, განაცხადით მიმართვისა და კითხვარის
შევსების ეტაპზე, წარადგინონ საკუთარი საცხოვრებელი პირობების ამსახველი ფოტო-მასალა.
ხოლო, თავის მხრივ, სამინისტრო, დასაბუთებული ვარაუდის შემთხვევაში, ადგილზე
შეისწავლის მდგომარეობას და თუკი პირობები დადასტურდება, ოჯახს შესაბამის კრიტერიუმში
გათვალისწინებული ქულა მიენიჭება.
დევნილთა საკითხების მიმართულებით გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები 2019 წელსაც
განხორციელდა. კერძოდ, დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების
სამთავრობო 2019-2020 წლების გეგმა1220 ორ სიახლეს გვთავაზობს: ვეტერანების განსახლებისა
და თბილისში რეგისტრირებულ დევნილთა თანადაფინანსებით საცხოვრებლის შესყიდვის
პროგრამებს, რომლებიც 2019 წლიდან ამოქმედდა. ცხადია სახალხო დამცველი მონიტორინგს
გაუწევს პროექტების შესრულებას და მისი ეფექტიანობის შეფასებაც აღნიშნულის შემდეგ იქნება
შესაძლებელი.
29.4.
კიდევ
ერთი
ოკუპირებულ
ოკუპირებულ ტერიტორიებზე უძრავი ქონების აღრიცხვასთან დაკავშირებული
პრობლემა
საკითხი,
რაზეც
სახალხო
დამცველს
ყურადღების
გამახვილება
ტერიტორიებზე
უძრავი
ქონების
აღრიცხვაა.
აღნიშნულ
სურს,
საკითხს
თავდაპირველად საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება,
ხოლო 2018 წლიდან
1222
მთავრობის დადგენილება არეგულირებს. მითითებული აქტი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე
1221
საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ, უძრავ ქონებაზე საკუთრების
უფლების
რეგისტრაციის
მიზნით
ამავე
ტერიტორიაზე
არსებული
უძრავი
ქონების
დეკლარირებასა და აღრიცხვას ითვალისწინებს. აღნიშნული მიზნის განსახორციელებლად
მთავრობამ შესაბამისი ფინანსები გამოყო.1223 ქონების დეკლარირებას სამინისტრო, ხოლო მის
აღრიცხვას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ახორციელებს.1224 მიუხედავად
სამართლებრივი რეგულაციებისა, ამ დრომდე უცნობია ამ კუთხით გატარებული
ღონისძიებების თაობაზე. კერძოდ, ინტერესის საგანს წარმოადგენს, აღრიცხა თუ არა სსიპ
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უძრავი ქონება ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ ამ კუთხით შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება და
საზოგადოებას ინფორმაცია მიეწოდება.
1220
1221
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №2566 განკარგულება.
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 21 ივნისის №326 ბრძანებულება, ძალადაკარგულია 2018 წლის
22 აგვისტოდან.
1222
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 აგვისტოს №400 დადგენილება.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 22 მაისის №1123 განკარგულება.
1224 საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 აგვისტოს №400 დადგენილების 1-ლი მუხლის მე-3 და მე-4
პუნქტები.
1223
429
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
რეკომენდაციები
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს:
•
თბილისში
დევნილთა
გრძელვადიანი
დაიწყოს
განსახლების
მიზნით,
კანონმდებლობით
მაქსიმალურად
შემჭიდროებულ
ვადებში
გათვალისწინებული
პროცედურები და
2019 წელს, გამოსყიდული 826 ბინა სრულად
განაწილდეს
დევნილებზე
•
მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში დაიწყოს თბილისში დაგეგმილი ერთოთახიანი
და ოროთახიანი ბინების შესყიდვის პროცედურები და განხორციელდეს შესაბამისი
სულადობის მქონე ოჯახების განსახლება
•
გრძელვადიანი
განსახლების
კრიტერიუმებში
არსებული
მძიმე
საცხოვრებელი
პირობებისთვის განკუთვნილი ქულა დევნილ ოჯახს მიენიჭოს წინასწარი შეფასების
ეტაპზევე, შესაბამისი მტკიცებულებების (მაგალითად ფოტოსურათების) წარდგენის
შემთხვევაში.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს:
•
საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე უძრავი ქონების
აღრიცხვის კუთხით გატარებული ღონისძიებების თაობაზე, ხოლო დამატებითი
კონსულტაციების საჭიროების შეთხვევაში, წარმართოს დისკუსია ყველა უწყებისა და
დაინტერესებული ჯგუფის მონაწილეობით.
430
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
30. ეკომიგრანტების უფლებრივი მდგომარეობა
საქართველოს სახალხო დამცველი, წინა წლების მსგავსად, აქტიურად ახორციელებდა
ეკომიგრანტთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგს. მონიტორინგმა ცხადყო, რომ
ეკომიგრანტთა გასახლებისათვის გამოყოფილი თანხები კვლავაც მცირეა, ასევე არ არსებობს
უკუმიგრაციისა და ეკომიგრაციის პრევენციის ეფექტიანი მექანიზმები.
30.1.
ეკომიგრანტთა განსახლება
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში სტიქიური მოვლენები ხშირია, ეკომიგრანტების
რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. გასული საანგარიშო პერიოდის მონაცემებით, საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტროს ბაზაში (შემდგომში სამინისტრო) 2017 წელს 5 009,1225 ხოლო 2018 წელს 5
457 ასეთი ოჯახია რეგისტრირებული. მათგან სახელმწიფო უწყებებისა და საერთაშორისო
ორგანიზაციების მიერ საცხოვრებლით უზრუნველყოფილია 1 728 ოჯახი, 3 729 კი განსახლების
მოლოდინშია.1226 გასული წლების მსგავსად,
საანგარიშო პერიოდში ერთ-ერთ
მთავარ
გამოწვევად ეკომიგრანტთა განსახლების კუთხით გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების სიმწირე
რჩებოდა. 2018 წლის განმავლობაში განსახლების მიზნით 617 განცხადება იქნა წარდგენილი და
საცხოვრებლით 240 ოჯახი დაკმაყოფილდა,1227 მათგან 27 ოჯახი მომეტებული საფრთხის ქვეშ
ცხოვრების გამო.1228 20 ოჯახზე ასევე გაიცა ფულადი კომპენსაცია.1229 2019 წელს გამოყოფილი
თანხის ფარგლებში კი, 291 ოჯახის განსახლებაა შესაძლებელი.1230 ამასთან, საანგარიშო
პერიოდში 2004-2012 წლებში განსახლებულ 117 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი
ფართი
კერძო საკუთრებაში გადაეცა.
1231
მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლის განმავლობაში იზრდება განსასახლებელი ოჯახების
რაოდენობა, ეს ვერ იქნება მიჩნეული საკმარისად. იმის გათვალისწინებით, რომ ეკომიგრანტთა
რაოდენობა მზარდია და განსახლების მოთხოვნაც იზრდება, მნიშვნელოვანია, ეკომიგრანტთა
1225
იხ. 2017 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 242.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს 2019 წლის 2019 წლის 24 იანვრის №01/1210 წერილი.
1227
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ 122, აჭარის ა/რ-ის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს მიერ 118 ოჯახი განსახლდა.
1228 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა
და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანება, №1 დანართი, მე-3 მუხლის მე-3
პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
1229 საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 ივნისის №1182 განკარგულების 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით.
1230
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ 174, აჭარის ა/რ-ის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს მიერ 117 ოჯახის განსახლება იგეგმება.
1231
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს 2019 წლის 24 იანვრის №01/1210 წერილი.
1226
431
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
განსახლების კუთხით გამოყოფილი ბიუჯეტი გაიზარდოს. ამასთან, პრობლემას ქმნის ის
გარემოებაც, რომ 2004-2012 წლებში განსახლებული ეკომიგრანტების ნაწილს დღემდე არ
გადასცემია საცხოვრებელი კერძო საკუთრებაში. როგორც ცნობილია, აღნიშნულ პერიოდში
საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განსახლდა 1062 ოჯახი1232 და მათგან მხოლოდ 5291233 ოჯახს
აქვს ამ დრომდე უძრავი ქონება საკუთრებაში გადაცემული.
კიდევ ერთი პრობლემა მომეტებული საფრთხის ქვეშ მცხოვრებ ოჯახებს უკავშირდება.1234 2018
წელს ამგვარი პირობების არსებობის შესახებ დასკვნა 255 ოჯახზე გაიცა (დასკვნას სსიპ გარემოს
ეროვნული სააგენტო გასცემს).1235 თუმცა სამინისტროში1236 70 ოჯახზე
გაცემული დასკვნა
შევიდა. რაც იმას ნიშნავს, რომ ეკომიგრანტთა განსახლებაზე პასუხისმგებელი ცენტრალური
ადმინისტრაციული ორგანო ამგვარი ოჯახების შესახებ ერთიან ინფორმაციას საანგარიშო
პერიოდში კვლავაც არ ფლობდა1237 და დასკვნების წარდგენას ინდივიდუალური ხასიათი
ჰქონდა.
მისასალმებელია, რომ მოპოვებული ინფორმაციით,1238 სამინისტროს მიერ სსიპ გარემოს
ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილ იქნა ამავე უწყების მიერ 2013 წლიდან გაცემული
გეოლოგიური დასკვნები. ვიმედოვნებთ, რომ სამინისტროში აღნიშნული მონაცემების თავმოყრა
ხელს შეუწყობს არსებული ბიუჯეტის ფარგლებში ეკომიგრანტთა განსახლების პროცესის
განხორციელებას და
მომეტებული საფრთხის ქვეშ მცხოვრები ოჯახების პრიორიტეტულად
განსახლებას. ამასთან, მნიშვნელოვანია აღნიშნული ოჯახების რაოდენობის მხედველობაში
მიღება ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზევე.
კიდევ ერთი პრობლემა, რაზეც ყურადღება უნდა გამახვილდეს, უკუმიგრაციის თავიდან
აცილებაა. მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
1232
სახალხო დამცველის 2013 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 620.
2016 წელს 311 ოჯახს, 2017 წელს 101 ოჯახს და 2018 წელს 117 ოჯახს გადაეცა საკუთრებაში. იხ.
საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის საპარლამენტო ანგარიში გვ. 780, 2017 წლის საპარლამენტო
ანგარიში გვ. 242, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის სამინისტროს 2019 წლის 24 იანვრის №01/1210 წერილი.
1234 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა
და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანების №1 დანართის მე-3 მუხლის, მე-3
პუნქტის მიხედვით, მომეტებული საფრთხის ქვეშ ცხოვრება ქულათა სისტემის გაუთვალისწინებლად
განსახლების საფუძველია.
1235სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 31 იანვრის №21/285 წერილი.
1236 2018 წელს ეკომიგრანტთა მიმართებით შეიცვალა პასუხისმგებელი ორგანო. კერძოდ, ეკომიგრანტთა
საკითხებზე პასუხისმგებელ უწყებად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო განისაზღვრა. ხოლო დაგეგმილი
პოლიტიკის განმახორციელებელი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოა.
1237საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტროს 2019 წლის 24 იანვრის №01/1210 წერილი.
1238საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტროს 2019 წლის 24 იანვრის №01/1210 წერილი.
1233
432
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
გარკვეულწილად შეეცადა უკუმიგრაცია დაერეგულირებინა. კერძოდ, განსახლებულ ოჯახსა და
თვითმმართველ ერთეულს შორის ფორმდება მემორანდუმი, დაზიანებული საცხოვრისის
მუდმივ საცხოვრებლად გამოყენების შეზღუდვის თაობაზე.1239 უნდა აღინიშნოს, რომ
ეკომიგრანტთა განსახლებაზე პასუხისმგებელი სამინისტრო, აპარატისათვის მოწოდებული
კორესპონდენციით,1240
ასევე
გამოთქვამს
მზადყოფნას
საკითხის
დასარეგულირებლად
სამართლებრივ აქტში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით.
30.2.
ეკომიგრაციის პრევენცია
ეკომიგრაციით გამოწვეული ზიანის თავიდან აცილებისა და ფინანსური რესურსის დაზოგვის
კუთხით, უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია მოსალოდნელი სტიქიური უბედურებების
პროგნოზირებასა და პრევენციას. საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა კატასტროფის რისკის
შემცირების 2017-2020 წლების ეროვნული სტრატეგია და მისი შესრულების სამოქმედო გეგმა.1241
სტრატეგია ძირითადად ეკოლოგიისა და გარემოსდაცვითი საკითხებით შემოიფარგლება. ის
დამატებით ისახავს მიზნად გარკვეულ გეოგრაფიულ არეალებში ეკომიგრაციის გამომწვევი
სტიქიური უბედურებების1242 შედეგების გამოვლენასა და მათი რისკების შემცირებას.
გარდა ზემოაღნიშნულისა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს
(შემდგომში სააგენტო) როლი, რომლის საქმიანობის ერთ-ერთი ამოცანაც მაღალი საფრთხის
მქონე ტერიტორიებზე გასატარებელი პრევენციული ღონისძიებების გატარების ხელშეწყობაა.1243
სააგენტოს მიერ შემუშავებულ ყოველწლიურ საინფორმაციო ბიულეტენში მითითებულია
მოსალოდნელი საშიშროების რისკი და ცალკეული რეგიონების მიხედვით დასახულია
გასატარებელი პრევენციული ღონისძიებები.1244 საგულისხმოა, რომ გარემოს ეროვნული
სააგენტოს საინფორმაციო ბიულეტენითა1245 და საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული
კატასტროფის რისკის შემცირების 2017-2020 წლების ეროვნული სტრატეგიის შესრულების
სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული სტიქიასაშიში არეალები არ არის თანხვედრაში,1246 რის
1239
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2019
წლის 18 იანვრის №05/90 წერილი.
1240
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს 2019 წლის 24 იანვრის №01/1210 წერილი.
1241 საქართველოს მთავრობის 2017 წლის 11 იანვრის №4 დადგენილება.
1242 მაგ.: მეწყერი, ღვარცოფი, ზვავი და ა.შ.
1243საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2018 წლის 19 აპრილის №2-225
ბრძანების მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი.
1244 საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2018 წლის 19 აპრილის №2- 225
ბრძანების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი.
1245 საქართველოში 2017 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და
პროგნოზი 2018 წლისთვის.
1246 მაგ.: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო ბიულეტენში, „2017 წელს სტიქიური
გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი 2018 წლისთვის“, მოხვედრილია ისეთი
ტერიტორიები, როგორიცაა სოფელი დიდი ვანის ტერიტორია, სადაც ჩოხატაური-სურების
433
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
გამოც, შესაძლებელია ვერ განხორციელდეს პრევენციული ღონისძიებები და აუცილებელი
გახდეს ოჯახის განსახლება.
საბოლოო ჯამში უნდა ითქვას, რომ ეკომიგრაციის პრევენცია ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად
რჩება. კერძოდ, არ ხორციელდება სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების
მონიტორინგი,1247 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენცია მხოლოდ ოჯახების
განსახლებით შემოიფარგლება და ეკომიგრანტთა სფეროში მომუშავე უწყებებთან მიმართებით
არ აქვს მაკოორდინირებელი ფუნქცია. ყოველივე აღნიშნული კი ერთიანი, სპეციალური კანონის
არარსებობით არის გამოწვეული, რაზეც სახალხო დამცველი წლებია, საუბრობს, თუმცა ამ
მიმართულებით ნაბიჯები ჯერაც არ გადადგმულა.
რეკომენდაციები
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს:
•
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა,
განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებაში
შევიდეს ცვლილებები, რომლებიც დაარეგულირებს ეკომიგრანტთა უკუმიგრაციას
•
მოხდეს
მომეტებული
საფრთხის
ქვეშ
მცხოვრები
ოჯახების
რაოდენობის
გათვალისწინება ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზევე და განსახლებისათვის გამოყოფილი
თანხის მინიმუმ 30% მოხმარდეს ამგვარი ოჯახების განსახლებას
•
2019 წელს დასრულდეს 2004-2012 წლებში განსახლებული ეკომიგრანტებისათვის
საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის პროცესი.
საავტომობილო გზის გასწვრივ მცირე ზომის კლდეზვავსა და ქვათაცვენას აქვს ადგილი, რაც ერთ-ერთ
საცხოვრებელ სახლს უქმნის საფრთხეს. ასევე, სოფელი ქვემო ხეთი, სადაც მეწყერი გააქტიურების
სტადიაშია, გვ. 93; სოფელ ლესაში არსებული მეწყერი, გვ. 111. და ა.შ.
1247 სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 31 იანვრის №21/285 წერილი.
434
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
31. უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობა საქართველოში
31.1.
თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა უფლებრივი
მდგომარეობა
2018 წელს სახალხო დამცველის აპარატი აქტიურად განაგრძობდა თავშესაფრის მაძიებელთა და
საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესწავლას.
2018 წლის დეკემბრის მონაცემებით1248, 1 382 საერთაშორისო დაცვის მქონე პირი ცხოვრობს
საქართველოში. მათ შორის, 211 prima facie ლტოლვილი, 252 ლტოლვილი და 919
ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირია. ასევე საინტერესოა ამ მონაცემების წარმოშობის
ქვეყნების შესაბამისად გადანაწილება.
მსგავსად წინა პერიოდისა, წელსაც გაგრძელდა საერთაშორისო დაცვის მინიჭების მაჩვენებლის
შემცირება. გამოწვევები რჩება ინტეგრაციის მიმართულებითაც. საყურადღებოა თავშესაფრის
საკითხებზე
სახელმწიფო
უწყებების
წარმომადგენელთა
კვალიფიკაციის
ამაღლება.
ამ
მიმართულებით, საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა
არაერთი ტრენინგი ჩაატარეს თავშესაფრის შესახებ კანონმდებლობასა და ლტოლვილთა
საერთაშორისო დაცვის საკითხებზე.
1248
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მიგრაციის დეპარტამენტის წერილი MIA 9 19 00254940.
435
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის აპარატი, უკვე მეხუთე წელია, სამხრეთ კავკასიაში
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით,
ახორციელებს პროექტს „სახალხო დამცველის აპარატის მხარდაჭერა თავშესაფრის მაძიებელთა
და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა მდგომარეობის შესწავლაში“. პროექტის მიზანია
აპარატის გაძლიერება და თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა
უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება.
სტატუსის მინიჭების მაჩვენებელი და საერთაშორისო დაცვის საჭიროების მქონე პირთა
მდგომარეობა
საანგარიშო
პერიოდში
წინა
წლების
მსგავსად
გრძელდებოდა საერთაშორისო დაცვის მინიჭების
მაჩვენებლის
შემცირება.
მინიჭების
მაჩვენებელმა
2018
წელს
სტატუსის
დაახლოებით
14%
შეადგინა. 2017 წელს კი ეს მაჩვენებელი 18% იყო.
რაც შეეხება რაოდენობრივ მაჩვენებელს, წლების მიხედვით, იგი ასე გამოიყურება:
საინტერესოა სტატუსის მინიჭებაზე უარის მაჩვენებლის სტატისტიკა თავშესაფრის მაძიებელთა
წარმოშობის ქვეყნებთან და უარის მიზეზებთან მიმართებით. საანგარიშო პერიოდში სირიის
არაბული რესპუბლიკის 25 მოქალაქეს ეთქვა უარი სტატუსის მინიჭებაზე სახელმწიფო
უსაფრთხოების საფუძვლით.1249 სხვადასხვა უფლებადამცველი ორგანიზაციის შეფასებით,
1249
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მიგრაციის დეპარტამენტის წერილი MIA 9 19 00254940.
436
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
სირია კვლავ საომარ ვითარებაშია და იქ სისტემატურად უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები.
Human Rights Watch-ის ანგარიშის1250 თანახმად, სირიაში გრძელდება უკანონო თავდასხმები
მშვიდობიან მოსახლეობაზე, სამედიცინო დაწესებულებებსა და სკოლებზე. ანალოგიური
ვითარებაა ერიტრეასა და იემენის მოქალაქეებთან მიმართებითაც. საგულისხმოა, რომ
საანგარიშო პერიოდში ერიტრეას 48, ხოლო იემენის 58 მოქალაქეს ეთქვა უარი სტატუსის
მინიჭებაზე, ასევე უსაფრთხოების საფუძვლით.1251 Human Rights Watch-ის ანგარიშის მიხედვით,
ერიტრეაში ბოლო 26 წლის განმავლობაში დიქტატორული მმართველობაა.1252 ქვეყანაში არ არის
დამოუკიდებელი მედია, სასამართლო, შეზღუდულია რელიგიური თავისუფლება. 18 წლის
შესრულების შემდეგ, ერიტრეას ყველა მოქალაქე ვალდებულია განუსაზღვრელი ვადით
იმსახუროს ნაციონალურ (სამხედრო) სამსახურში. მოსახლეობის დაახლოებით 15%-მა დატოვა
ქვეყანა 1998 წლის ომის შემდეგ.1253 რაც შეეხება იემენში არსებულ მდგომარეობას, იმავე
ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2018 წლის ნოემბრის მონაცემებით, მშვიდობიანი მოქალაქეებიდან
6 872 დაიღუპა და 10 768 პირი დაიჭრა ქვეყანაში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის
გამო.1254
მსგავსი მდგომარეობის შემთხვევებში, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ თავშესაფრის
მაძიებლები დაცულები უნდა იყვნენ ისეთ ქვეყნებში გაძევებისგან, სადაც კონფლიქტური
სიტუაციაა და მასობრივად ირღვევა ადამიანის უფლებები, მიუხედავად მათი სამართლებრივი
სტატუსისა. აღნიშნულ პირთა უფლებების დაცვის მიზნით, მნიშვნელოვანია, „უცხოელთა და
მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის
59-ე მუხლის მეორე და მესამე პუნქტის და მე-60 მუხლის გამოყენება, რაც გულისხმობს უცხო
ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში დროებითი ყოფნის უფლების მინიჭებასა და დაცვას
ისეთ ქვეყნებში გაძევებისგან, სადაც ისინი შესაძლოა დევნის ან წამების და არაადამიანური
მოპყრობის მსხვერპლი გახდნენ და მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე დაემუქროს.
ზოგადად, სტატუსის მინიჭებაზე უარყოფითი გადაწყვეტილებების 86%-დან, 32%-ის უარის
საფუძველი სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებია. სახალხო დამცველის წინა წლების
ანგარიშებში დეტალურადაა მიმოხილული1255 აღნიშნული საკითხი. კვლავაც აქტუალურია და
დიდი მნიშვნელობა აქვს, ასეთი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში საქმის ინდივიდუალური
გარემოებების გათვალისწინება და საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უარის დასაბუთება
იმგვარად,
რომ
ზიანი
არ
მიადგეს
საიდუმლო
ინფორმაციას.
მნიშვნელოვანია
ამ
მიმართულებით სტანდარტის გაუმჯობესება და შსს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ
1250
ანგარიში ხელმისაწვდომია <https://bit.ly/2JIbq6J> [ბოლოს ნანახია 20.03.2019].
შინაგან საქმეთა სამინისტროს, მიგრაციის დეპარტამენტის წერილი NMIA 9 19 00254940.
1252 ანგარიში ხელმისაწვდომია https://bit.ly/2C3IYfI [ბოლოს ნანახია 20.03.2019].
1253 ანგარიში ხელმისაწვდომია <https://bit.ly/2FkT4YZ > [ბოლოს ნანახია 20.03.2019].
1254 ანგარიში ხელმისაწვდომია <https://bit.ly/2FkT4YZ > [ბოლოს ნანახია 20.03.2019].
1255 იხ. საქართველოს სახალხო დამცველის 2015-2017 წწ. ანგარიშები ,,საქართველოში ადამიანის
უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“.
1251
437
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
გამოცემული
ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტის
დასაბუთების
ხარისხის გაზრდა. ასევე საგულისხმოა, უსაფრთხოების არგუმენტით მიღებული უარყოფითი
გადაწყვეტილებების სასამართლოში გასაჩივრება. სახალხო დამცველის აპარატის მიერ
საანგარიშო პერიოდში განხორციელებული სასამართლოს სხდომების მონიტორინგით1256 და
გამოთხოვილი ინფორმაციიდან1257 ირკვევა, რომ ისეთი საქმეები, რომლებიც მოსამართლის
გადაწყვეტილებით იგზავნება სამინისტროში ხელახლა შესასწავლად, კვლავ ანალოგიური
გადაწყვეტილებით სრულდება. 2018 წელს სასამართლოდან დაბრუნებული ასეთი 34 საქმიდან
მხოლოდ 7 გადაიხედა და სამწუხაროდ, არცერთი გადაწყვეტილება არ შეცვლილა. დანარჩენი 27
საქმის განხილვა კი გრძელდება.
თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაცია
2018 წელს განხორციელებული სამთავრობო ცვლილებების შედეგად, უცხოელთა, მათ შორის,
სართაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაციის საკითხებზე პასუხისმგებელ ორგანოდ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტრო განისაზღვრა. „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს
კანონის 65-ე მუხლის თანახმად, საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ადგილობრივი
ინტეგრაციის პროგრამებს შეიმუშავებს და ახორციელებს აღნიშნული სამინისტრო და
მიღებული ინფორმაციის თანახმად1258, ლტოლვილები და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე
პირები რეგისტრირებულნი არიან შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში
(www.worknet.gov.ge); „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის“
საფუძველზე არიან ფულადი სოციალური დახმარების - „საარსებო შემწეობის“ მიმღებები;
აღირიცხებიან „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში“ და ითვლებიან
„2018 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“ მოსარგებლეებად. თუმცა
აღნიშნულ პირთა ჩართულობა ინტეგრაციის პროგრამებში დაბალია, რაზეც ყურადღება წინა
წლის ანგარიშშიც იყო გამახვილებული1259.
ადგილობრივი ინტეგრაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ენის პრობლემა,
რადგან ბენეფიციართა უმრავლესობამ არ იცის ქართული ენა და შესაბამისად, ნაკლებად
ხელმისაწვდომი ხდება, როგორც განათლებისა და დასაქმების, ასევე ჯანდაცვის პროგრამებით
სარგებლობა. მნიშვნელოვანი საკითხია ინფორმაციის ნაკლებობაც აღნიშნული სერვისებით
სარგებლობის თაობაზე. წინა წლების ანგარიშში აღნიშნული იყო ქართული ენის კურსების
1256
საანგარიშო პერიოდში განხორციელდა სულ 15 საქმის მონიტორინგი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს, მიგრაციის დეპარტამენტის წერილი № MIA 7 19 00740597.
1258 საქათველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტროს წერილი № 01/3899.
1259 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა
და ლტოლვილთა სამინისტროს წერილები №02-01/05/28006 და №02-01/05/29052.
1257
438
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
ხელმისაწვდომობის გაზრდა თავშესაფრის მაძიებელთათვისაც, რაც კვლავ პრობლემად რჩება.
ინტეგრაციის ცენტრის ფარგლებში1260 მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის ბენეფიციარებსა და
სამიზნე ჯგუფებს უწევდნენ მომსახურებას. როგორც 2017 წელს, საანგარიშო პერიოდშიც, ამ
მიმართულებით ცენტრის სამიზნე ჯგუფი განისაზღვრებოდა მხოლოდ საერთაშორისო დაცვის
მქონე პირებით. იგეგმებოდა თავშესაფრის მაძიებელთა ჩართვაც, თუმცა აღნიშნული გეგმა არ
განხორციელებულა.1261
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
სამინისტროს ინფორმაციით,1262 პროგრამის, „ზოგადი განათლების ხელშეწყობა“, ქვეპროგრამის
- „თავშესაფრის მაძიებელი, საერთაშორისო დაცვის მქონე და შსს მიგრაციის დეპარტამენტში
მოთავსებული
არასრულწლოვნებისათვის
ზოგადი
განათლების
ხელმისაწვდომობის
უზრუნველყოფა“, ფარგლებში 2018 წლის იანვარში ქართული ენის შემსწავლელ კურსებზე
ჩაირიცხა 8 მსმენელი, მათგან 4 მსმენელი საერთოდ არ გამოცხადებულა, ხოლო 4 მსმენელი
ოქტომბრის თვეში ამოირიცხა. 2018 წლის აგვისტოში ქართული ენის შემსწავლელ კურსებზე
ჩაირიცხა 64 მსმენელი, რომელთაგან 51 ამჟამადაც განარძობს სწავლას. თუმცა აქვე აღსანიშნავია,
რომ ამავე სამინისტროს ინფორმაციით, რეესტრში სტუდენტების სოციალური სტატუსების
(ლტოლვილის სტატუსი. ჰუმანიტარული სტატუსი და სხვ.) შესახებ ინფორმაცია არ აისახება1263.
წარმატებული ინტეგრაციის მნიშვნელოვანი ფაქტორია საერთაშორისო დაცვის მქონე
პირთათვის
განსახლებისა
და
სათანადო
საცხოვრებელი
პირობების
შეთავაზება.
მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ხელშეწყობა აღნიშნულ პირთა საცხოვრებელი ფართით
უზრუნველყოფის საქმეში.
31.2.
მიგრანტთა უფლებრივი მდგომარეობა
წინა წლის1264 მსგავსად, სახალხო დამცველის აპარატს 2018 წელსაც მომართავდნენ უცხო ქვეყნის
მოქალაქეები,1265 რომლებსაც უარი ეთქვათ საქართველოში შემოსვლასა და საზღვრის კვეთაზე.
განცხადებების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყანაში
შემოსვლაზე უარი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი
მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის
1260
ინტეგრაციის ცენტრი ფუნქციონირებს 2017 წლიდან UNHCR-ის ფინანსური და ტექნიკური
მხარდაჭერით.
1261 ინტეგრაციის ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაცია საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა
ინტეგრაციის შესახებ 01.01.2018-31.12.2018 წწ. ანგარიშის თაობაზე.
1262 საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წერილი MES 1 19
00293008.
1263
„საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანება.
1264 „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“
საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიში, თავი: „მიგრანტთა უფლებრივი მდგომარეობა“,
გვ. 337-339
1265 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმოებაში იყო 7 უცხოელი პირის საქმე.
439
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
- „საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევების“ - საფუძველზე
ეთქვათ. კანონის აღნიშნული ნორმა გულისხმობს, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე
პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის გარდა,
უნდა არსებობდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი, რომელზე
დაყრდნობითაც უცხოელ პირს საქართველოში შემოსვლის უფლება შეეზღუდება. აქედან
გამომდინარე, დასახელებული ნორმა ცალკე აღებული არ წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს
და მისი გამოყენებისთვის საჭიროა არსებობდეს კანონით განსაზღვრული კონკრეტული
შემთხვევა, როდესაც ინდივიდი საზღვრის გადმოკვეთის შეზღუდვას დაექვემდებარება.
მიუხედავად ამისა, შესწავლილი საქმეები ადასტურებს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს მიერ აღნიშნული ნორმა გამოიყენება, როგორც დამოუკიდებელი საფუძველი,
რომელიმე სხვა საკანონმდებლო აქტზე მიუთითებლად. სახალხო დამცველის შეფასებით,
კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, საჭიროა ზემოთ განხილული
საფუძვლით საქართველოში შემოსვლის შეზღუდვის ყველა შემთხვევა დაკავშირებული იყოს
კანონმდებლობის
კონკრეტულ
ნორმასთან.
აღნიშნული
ნორმის
გამოყენებისას,
გასათვალისწინებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტება, რომლის
თანახმადაც: „კანონი არ უნდა იძლეოდეს შესაძლებლობას, რომ აღმასრულებელმა
ხელისუფლებამ დამოუკიდებლად დაადგინოს საკუთარ ქმედებათა დიაპაზონი“1266.
2018 წელს უცხოელი პირები საქართველოს სახალხო დამცველს მიმართავდნენ1267 სახელმწიფო
უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის არგუმენტით1268 ბინადრობის
ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების
სააგენტოს გადაწყვეტილებების კანონიერებასთან დაკავშირებითაც. განცხადებების შესწავლის
შედეგად, საქართველოს სახალხო დამცველის წარმოებაში არსებულ საქმეებში არ დადგენილა
უცხოელ
პირთა
უფლების
სასამართლოებიდან
1269
დარღვევის
შემთხვევები.
თუმცა
საგულისხმოა
საერთო
და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან1270
მიღებული სტატისტიკური მონაცემები, რომელთა თანახმადაც, 2017 და 2018 წლებში კანონიერ
ძალაში შესული გადაწყვეტილებებით, სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი
წესრიგის დაცვის არგუმენტით ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ
სააგენტოს გადაწყვეტილებების მეოთხედი თითოეულ წელს ბათილად იქნა ცნობილი და
1266
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 26.12.2007 წლის №1/3/407 გადაწყვეტილება საქმეზე
„საქართველოს იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქეები ეკატერინე ლომთათიძე
საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, პარ. 14.
1267 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმოებაში იყო 13 უცხოელი პირის საქმე.
1268 „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები.
1269 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ნოემბრის №2726665 წერილი და თბილისის
სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 28 თებერვლის №01/56(ა) წერილი.
1270 2019 წლის 11 მარტის №01/77943 წერილი.
440
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
სააგენტოს
განმეორებით
განსახილველად
ეგზავნება.1271
აღნიშნულ
სტატისტიკურ
ინფორმაციაზე დაყრდნობით, საგულისხმოა ზემოთდასახელებული საფუძვლით ბინადრობის
ნებართვის გაცემაზე ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებების დასაბუთებულობის
პრობლემა, რაც ასევე საჭიროებს შესაბამის რეაგირებას.
რეკომენდაციები:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:
•
უზრუნველყოს
„უცხოელთა
და
მოქალაქეობის
არმქონე
პირთა
სამართლებრივი
მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის მეორე პუნქტისა და ამავე
კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული მოქმედება იმ თავშესაფრის მაძიებელთა
მიმართ, რომლებსაც უარი ეთქვათ საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე სახელმწიფო
უსაფრთხოების საფუძვლით, თუ
არ
არსებობს კანონით
გათვალისწინებული სხვა
შემთხვევები.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს:
•
უზრუნველყოს საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაციის პროგრამების შესახებ
საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება და ცნობიერების ამაღლება, როგორც ბენეფიციარებში,
ისე ადგილობრივ საზოგადოებაში
•
უზრუნველყოს ქართული ენის კურსების ხელმისაწვდომობა თავშესაფრის მაძიებელი
პირებისთვისაც.
1271
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2018 წელს საერთო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული
გადაწყვეტილებებიდან 455 საქმეზე არ დაკმაყოფილდა უცხოელი პირის სარჩელი, ხოლო 79 შემთხვევაში
სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნა ცნობილი სააგენტოს გადაწყვეტილება და სააგენტოს
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის
გამოცემა დაევალა (ნაწილობრივ დაკმაყოფილებული საქმე). ამასთან, 4 საქმეზე ბათილად იქნა ცნობილი
სააგენტოს გადაწყვეტილება და ადმინისტრაციულ ორგანოს ბინადრობის ნებართვის გაცემა დაევალა.
2017 წელს საერთო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებიდან 207 საქმეზე არ
დაკმაყოფილდა უცხოელი პირის სარჩელი, ხოლო 42 შემთხვევაში ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
441
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
32. მოქალაქეობის არმქონე პირების უფლებრივი მდგომარეობა
მოქალაქეობის არმქონე პირების უფლებრივ მდგომარეობას სახალხო დამცველი ყოველწლიურ
ანგარიშში პირველად ეხება. საქართველოში ასეთი სტატუსი კანონში 2012 წელს გაჩნდა.1272
მანამდე1273 ქვეყანა შეუერთდა „მოქალაქეობის არმქონე პირთა სტატუსის შესახებ“ 1954 წლის
კონვენციას, მოგვიანებით1274 კი - „მოქალაქეობის არმქონე პირთა შემცირების შესახებ“ 1961 წლის
კონვენციას
და
შესაბამისი
ვალდებულებები
იკისრა.
კონვენციებით
გარანტირებული
დებულებები საქართველოში ძირითადად დანერგილია და მოქმედებს, თუმცა იკვეთება
შეუსაბამობებიც.
მოქალაქეობის არქონა, როდესაც პირს არცერთი სახელმწიფო არ მიიჩნევს თავის მოქალაქედ,
საკუთარი კანონმდებლობის შესაბამისად, სამართლებრივი დაცვის განსაკუთრებულ რეჟიმსა და
გარანტიებს მოითხოვს, რათა ამ პირებმა ადამიანის უფლებათა, რაც შეიძლება, ფართო
სპექტრით ისარგებლონ.1275 მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის სტატუსის დადგენა
მნიშვნელოვანია ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობისათვის, ასევე, სამომავლოდ,
შესაბამისი ქვეყნის მოქალაქეობაზე ხელმისაწვდომობისათვის.
მოქალაქეობა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა.1276 საქართველოში მოქალაქეობის არქონა
სხვადასხვა მიზეზითაა განპირობებული. დოკუმენტირებასთან დაკავშირებული პრობლემების
გამო, მაგალითად, ბოშათა ნაწილს მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი აქვს.1277 ბოშების
ნაწილის გაურკვეველ სამართლებრივ სტატუსსა და მათთვის დოკუმენტების არქონის
პრობლემაზე არაერთ დოკუმენტშია საუბარი.1278 ამ დროისათვის საქართველოში მოქალაქეობის
არმქონე პირის სტატუსი მინიჭებული აქვს 566 პირს. თუმცა, იმის გამო, რომ მოსახლეობის მცირე
ნაწილს კვლავ მოუგვარებელი აქვს სამართლებრივი დოკუმენტების არქონის პრობლემა, არ
1272
2012 წლის 25 მაისის ცვლილებები „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“
საქართველოს კანონში.
1273 2011 წლის 9 დეკემბერს (ძალაშია 2012 წლის 22 მარტიდან).
1274 2014 წლის 2 აპრილს (ძალაშია 2014 წლის 29 სექტემბრიდან).
1275 სწორედ ამის უზრუნველყოფა მიიჩნევა 1954 წლის კონვენციის მიზნად და დანიშნულებად,
მოქალაქეობის არმქონე პირთა დაცვის შესახებ სახელმძღვანელოს შესაბამისად (ჟენევა, 2014, გაეროს
ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის გამოცემა, გვ.7).
1276 ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-15 მუხლი, სამოქალაქო და პოლიტიკური
უფლებების შესახებ სამოქალაქო პაქტის 24-ე მუხლის მე-3 პუნქტი და სხვ.
1277 2011 წლიდან 2018 წლის I ნახევრის ჩათვლით, 75 ბოშადან, რომლებზეც დოკუმენტები გაიცა, 18-ს
დაუდგინდა მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი. წყარო: სამოქალაქო თანასწორობისა და
ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის 2018 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების შუალედური
ანგარიში (იანვარი - ივნისი), გვ. 5.
1278
ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ჩარჩო კონვენციის მრჩეველთა კომიტეტის მოსაზრებები
საქართველოსთან დაკავშირებით, 2015 წლის ივნისი, გვ. 10. ხელმისაწვდომია ვებგვერდზე:
https://ces.to/hJ0uyg [ნანახია: 01.03.19 წ.] იხ. ასევე, ეუთო/ოდირის მესამე ანგარიში ბოშებისა და სინტების
მდგომარეობის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის შესრულებაზე. გვ. 22. ხელმისაწვდომია ვებგვერდზე:
https://ces.to/ItnqcR [ნანახია: 01.03.19 წ.].
442
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
მიუმართავს სახელმწიფოსთვის და არ დადგენია მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი,
რეალობაში მათი რაოდენობა გაცილებით მეტი შეიძლება იყოს. ისიც აღსანიშნავია, რომ
ზოგიერთი პირი დოკუმენტაციის არქონის გამო მოქალაქეობის არქონის რისკის ქვეშ იმყოფება,
თუმცა, შესაძლოა სამართლებრივი პროცედურების გამოყენებისას დაუდგინდეს მოქალაქეობა
და შეძლოს უფლებებით სრულად სარგებლობა.
32.1.
მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის პროცედურები
ამჟამად, მოქალაქეობის არმქონე პირისათვის სტატუსის დადგენა მთავრობის დადგენილების1279
შესაბამისად ხდება. ყველა პირს აქვს შესაძლებლობა მოითხოვოს შესაბამისი პროცედურების
დაწყება. არსებული პროცედურა გარკვეულ ხარვეზებს შეიცავს და მათი გამოსწორება
მნიშვნელოვანია.
კერძოდ,
პირს,
რომლის
მიმართაც
საქართველოდან
გაძევების
გადაწყვეტილებას გამოიტანენ, არა აქვს სტატუსის დადგენის მოთხოვნის უფლება.
1280
ასეთი
აბსოლუტური აკრძალვა ეწინააღმდეგება 1954 წლის კონვენციას.1281 მოქალაქეობის არმქონე
პირისთვის
სტატუსის
გათვალისწინებული
არ
მინიჭების
არის.
პროცესში,
სტატუსის
უფასო
მაძიებელი
იურიდიული
მოკლებულია
დააკმაყოფილოს გადახდისუუნარობის ზოგადი კრიტერიუმი,
1282
დახმარება
შესაძლებლობას,
ვინაიდან ხელი არ მიუწვდება
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციაზე. მოქალაქეობის
არმქონე პირის სტატუსის დადგენის მომსახურების საფასურისაგან გათავისუფლების პირობები
დადგენილი არ არის,1283 რაც პრაქტიკაში, შესაძლოა, დამატებითი დამაბრკოლებელი გარემოება
1279
„საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №523 დადგენილება.
1280 იქვე, მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი.
1281 „მოქალაქეობის არმქონე პირთა სტატუსის შესახებ“ 1954 წლის კონვენციის 31-ე მუხლის პირველი
პუნქტი: „ხელშემკვრელი სახელმწიფო არ გაასახლებს მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც კანონიერად
იმყოფება მის ტერიტორიაზე, თუ საფრთხე არ ემუქრება ეროვნულ უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს“.
„სახელმძღვანელო მოქალაქეობის არმქონე პირთა დაცვის შესახებ“ მიუთითებს, რომ „როგორც კონვენციის
შექმნის ისტორიით დასტურდება, პირი, რომელმაც განაცხადი შეიტანა მოქალაქეობის არმქონე პირის
სტატუსის მისაღებად, რომლის მიმართაც ხორციელდება დადგენის პროცედურა, შესაბამისად,
„კანონიერად იმყოფება“ წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ამის საპირისპიროდ, პირი, რომელსაც
ქვეყანაში არ აქვს საიმიგრაციო სტატუსი და უარს აცხადებს მოქალაქეობის არქონის დადგენის
პროცედურის დაწყებაზე, „კანონიერად არ იმყოფება“ ქვეყანაში“. (ჟენევა, 2014, გაეროს ლტოლვილთა
უმაღლესი კომისარიატის გამოცემა, გვ.39).
1282 „პირის გადახდისუუნარობის დადასტურების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის
№424 დადგენილება (30.06.2014).
1283 ერთადერთი შემთხვევა, როდესაც გათვალისწინებული არ არის მომსახურების საფასურის გადახდა, ეს
არის – „თუ განცხადების განხილვის საფუძველია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიმართვა იმ
პირთან დაკავშირებით, რომელიც იმყოფება ამ ორგანოს მეურვეობის/მზრუნველობის ქვეშ“. იხ.
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული
უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების,
ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის
443
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
აღმოჩნდეს. სტატუსის მაძიებელი პირის უფლებები კანონში არ არის მითითებული, მაშინ,
როდესაც სტატუსის მინიჭებისთვის დაწესებული პროცედურა საკმაოდ ხანგრძლივია.1284
32.2.
საკანონმდებლო ცვლილებები
2018 წელს კანონში1285 შეტანილმა ცვლილებებმა გარკვეული გავლენა აღნიშნული ჯგუფის
უფლებრივ
მდგომარეობაზეც
იქონია.
საერთაშორისო
სტანდარტით,
მთავარი
მიზანი
მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის მოქალაქეობის მიღებაა და ამ მხრივ, მათთვის
ხელსაყრელი რეჟიმი უნდა არსებობდეს.1286 საქართველოში მოქმედი კანონი, რომელიც
მოქალაქეობის მინიჭების წინაპირობად 5 წლის განმავლობაში საქართველოში კანონიერ
საფუძველზე ცხოვრებას ითვალისწინებდა, მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის რაიმე
გამონაკლისს არ ადგენდა, თუმცა დაწესებული ვადის ხანმოკლეობის გათვალისწინებით,
საკმაოდ ხელსაყრელ რეჟიმად მიიჩნეოდა. 2018 წელს შეტანილი ცვლილებით,1287 5-წლიანი ვადა
10 წლამდე გაიზარდა ისე, რომ რაიმე დათქმა მოქალაქეობის არმქონე პირებთან მიმართებით, არ
გაკეთებულა, რამაც უარყოფითი გავლენა იქონია. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ამ
კონტექსტში გამოყოფას და ნეგატიურ შეფასებას საჭიროებს, მოქალაქეობასთან დაკავშირებული
გადაწყვეტილებების გასაჩივრების შეზღუდვაა.1288
32.3.
მოქალაქეობის არმქონე პირთა მიერ სოციალური უფლებებით სარგებლობა
განსაკუთრებით პრობლემატურად იკვეთება მოქალაქეობის არმქონე პირთა მიერ სოციალური
უფლებებით
სარგებლობა.
ზოგიერთი
სამართლებრივი
აქტი
პირდაპირ
მოიხსენიებს
მოქალაქეობის არმქონე პირებს, როგორც უფლებით მოსარგებლეებს, თუმცა, ზოგიერთ
შემთხვევაში ეს საკითხი დამოკიდებულია მათ მიერ მუდმივი ბინადრობის ნებართვის
ფლობასთან,
რამაც
შესაძლოა
აღნიშნული
სტატუსის
მქონე
ბევრი
პირი
უფლებით
სარგებლობაში დააბრკოლოს.
დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის №508 დადგენილების (29.12.2011) მე-8 მუხლის 61
პუნქტი.
1284 „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს
კანონის 22-ე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, აღნიშნული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს.
1285 „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში 2018 წლის 21 ივლისს
შეტანილი ცვლილებები.
1286 „მოქალაქეობის არმქონე პირთა სტატუსის შესახებ“ 1954 წლის კონვენციის 32-ე მუხლი.
1287 2018 წლის 21 ივლისის ცვლილებები „მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12
მუხლში.
1288 „მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის ახალი
რედაქციის მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ
მიღებული
გადაწყვეტილება,
გარდა
საქართველოს
მოქალაქეობის
შეწყვეტის
თაობაზე
გადაწყვეტილებისა, არ ექვემდებარება სასამართლოში გასაჩივრებას“.
444
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
მაგალითად, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებს ხელი მიუწვდებათ
სახელმწიფო პენსიაზე,1289 საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მთელ
რიგ პირობებზე,1290 რაც მათ მიერ კონკრეტული სახის ბინადრობის ნებართვის ფლობასთან
დაკავშირებული არ არის. 2018 წელს სახელმწიფო პენსიას საქართველოში სტატუსის მქონე
მოქალაქეობის არმქონე 52 პირი იღებდა.1291 ამავე დროს, იმისათვის, რათა საქართველოში
სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირმა ბაზისური სოციალური დახმარება მიიღოს, მას
უნდა ჰქონდეს მუდმივი ბინადრობის ნებართვა.1292 ასეთი ტიპის ნებართვა გარანტირებულია
მხოლოდ
მოქალაქეობის
არმქონე
პირების
გარკვეული
ნაწილისათვის.1293
2018
წელს
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული იყო
მოქალაქეობის არმქონე 28 პირი, საარსებო შემწეობას კი მათგან 13 იღებდა.1294 აღსანიშნავია, რომ
ეს არის საგრძნობი ვარდნა 2017 წლის შემდეგ, როდესაც სოციალურად დაუცველი ოჯახების
მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული იყო 98 მოქალაქეობის არმქონე პირი, საარსებო
შემწეობას
კი
მათგან
51
იღებდა.1295
2017
წლის
ბოლოს
კანონმდებლობაში
შესული
ცვლილებით,1296 სწორედ ბინადრობის ნებართვის ტიპს მიექცა ყურადღება და სავალდებულოდ
იქცა მუდმივი ბინადრობის ნებართვის მოწმობის ქონა მაშინ, როდესაც ცვლილებებამდე
ბინადრობის მოწმობის ქონა საკმარისი იყო (ბინადრობის ნებართვის სახის მიუხედავად). ამ
1289
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“
საქართველოს მთავრობის №36 დადგენილება (21.02.2013).
1291 სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 13 მარტის №04/12904 წერილის მიხედვით, 2012
წელს სახელმწიფო პენსიას იღებდა 18 მოქალაქეობის არმქონე პირი, 2013 წელს - 24, 2014 წელს - 31, 2015
წელს - 41, 2016 წელს - 52, 2017 წელს - 49, 2018 წელს - 52, 2019 წლის მიმდინარე პერიოდში კი - 47.
1292 „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №225/ნ ბრძანების (22.08.2006) მე-11 მუხლის მე-4
პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
1293 „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, „მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ნებართვა
გაიცემა 3 წლის ვადით. მოქალაქეობის არმქონე პირზე, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა
საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლით ან რომელიც 1993 წლის 31 მარტისათვის მუდმივად
ცხოვრობდა საქართველოში, საქართველოს მოქალაქედ არ ჩაითვალა და 1993 წლის 31 მარტის შემდეგ არ
მოხსნილა საქართველოში მუდმივი რეგისტრაციიდან, ბინადრობის ნებართვა გაიცემა მუდმივი
ცხოვრების უფლებით“.
1294 სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 13 მარტის №04/12904 წერილის მიხედვით, 2012
წელს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული იყო
მოქალაქეობის არმქონე 105 პირი, საარსებო შემწეობას კი მათგან იღებდა 20 პირი, 2013 წელს - 116 პირი,
საარსებო შემწეობას იღებდა - 31, 2014 წელს - 124 პირი და საარსებო შემწეობას იღებდა 38, 2015 წელს - 130
პირი და საარსებო შემწეობას იღებდა 45, 2016 წელს - 138 პირი და საარსებო შემწეობას იღებდა 56 პირი.
1295 სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 13 მარტის №04/12904 წერილი.
1296 „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს
№225/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 11 დეკემბრის №01-68/ნ ბრძანების პირველი მუხლი.
1290
445
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
ცვლილებამ საგრძნობი გავლენა იქონია საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირთა
სოციალური დაცვის მდგომარეობაზე და 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, დაახლოებით
80%-ით შეამცირა სოციალური დახმარების მიმღებთა ოდენობა. 2019 წლის მიმდინარე
პერიოდში მათი რიცხვი კიდევ უფრო შემცირდა. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა
ერთიან ბაზაში რეგისტრირებული მოქალაქეობის არმქონე 22 პირიდან საარსებო შემწეობას
მხოლოდ 7 პირი იღებს.1297
1954 წლის კონვენციით, მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის სახელმწიფო შემწეობა და
დახმარება გარანტირებულია მოქალაქეების თანასწორად.1298 საცხოვრისით უზრუნველყოფის
ნაწილში, აღნიშნული კონვენციით,1299 მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის გარანტირებულია,
სულ მცირე, უცხოელებისთვის მინიჭებული უფლებები. მოცემული კონვენციის მიღმა,
აღსანიშნავია, რომ „მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი ეროვნულ კანონმდებლობაში უნდა
ასახავდეს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის დებულებებს.“1300 ადამიანის
უფლებათა უმრავლესობა ვრცელდება ყველა ადამიანზე, მისი მოქალაქეობრივი ან საიმიგრაციო
სტატუსის მიუხედავად, მათ შორის მოქალაქეობის არმქონე პირებზე.1301 სახელმწიფოებმა
თავიდან უნდა აიცილონ მოპყრობის განსხვავებული სტანდარტები მოქალაქეებსა და
არამოქალაქეებთან დაკავშირებით, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს არათანასწორი სარგებლობა
ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებებით.1302 ამ კონტექსტში, პრობლემურად
გამოიყურება მუნიციპალიტეტების დონეზე უსახლკარო მოქალაქეობის არმქონე პირების
გამორიცხვა, ისარგებლონ სათანადო საცხოვრებლის უფლებით.1303
1297
სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 13 მარტის №04/12904 წერილი.
„მოქალაქეობის არმქონე პირთა სტატუსის შესახებ“ 1954 წლის კონვენციის 23-ე მუხლი.
1299 იქვე, 21-ე მუხლი.
1300 სახელმძღვანელო მოქალაქეობის არმქონე პირთა დაცვის შესახებ, მოქალაქეობის არმქონე პირთა
სტატუსის შესახებ 1954 წლის კონვენციის შესაბამისად. ჟენევა, 2014. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი
კომისარიატის გამოცემა. გვ.41.
1301 იქვე.
1302 არამოქალაქეთა უფლებები, გაეროს გამოცემა, 2006 წელი. გვ.24. ხელმისაწვდომია ვებგვერდზე:
https://www.ohchr.org/documents/publications/noncitizensen.pdf [ნანახია: 01.03.19 წ.]
1303 მაგალითისათვის, იხ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №37-14 დადგენილება
(12.02.2019) „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და
თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“, რომელიც უსახლკარო პირის
სტატუსს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს ანიჭებს. „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს
კანონი და ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი მსგავს შეზღუდვას არ იცნობს.
1298
446
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
წინადადება საქართველოს პარლამენტს:
•
მოქალაქეობის არმქონე პირებთან დაკავშირებით, უზრუნველყოს მოქალაქეობის მიღების
ხელსაყრელი პროცედურა, მათ შორის, საქართველოში ცხოვრების ვადის შემცირებით.
ასევე, გადახედოს „მოქალაქეობის შესახებ“ კანონის იმ დებულებას, რომელიც ზღუდავს
მოქალაქეობის
საკითხზე
პრეზიდენტის
მიერ
მიღებულ
გადაწყვეტილებათა
გასაჩივრებას.
რეკომენდაციები
საქართველოს მთავრობას:
•
ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმაში (2018-2020 წლებისათვის)
აისახოს
მოქალაქეობის
არმქონე
პირთა
სამართლებრივი
მდგომარეობის
გასაუმჯობესებლად განსახორციელებელი საქმიანობა, მათ შორის, ამ მიმართულებით
არსებულ
საერთაშორისო
სტანდარტებთან
კანონმდებლობაში
არსებული
შეუსაბამობების აღმოფხვრა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს:
•
„მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის შესახებ“
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის
22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებაში, პირდაპირ მიეთითოს საქართველოში სტატუსის მქონე
მოქალაქეობის არმქონე პირი, როგორც ბენეფიციარი, ბინადრობის ნებართვის ტიპის
მიუხედავად.
447
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018
ანგარიში
საქართველოს სახალხო
დამცველის საპარლამენტო
ანგარიში 2018წ