ღია მმართველობა საქართველოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№537
სარეგისტრაციო კოდი
010240010.10.003.020853
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/11/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №537

2018 წლის 12 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

ღია მმართველობა საქართველოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ღია მმართველობა საქართველოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმა“.  
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე
📎 დანართები (1)
537.doc DOC

ღია მმართველობა საქართველოს

2018-2019 წლების სამოქმედო გეგმა

სარჩევი

შესავალი 4

სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი 4

ღია მმართველობა საქართველოს ფორუმი − ეროვნული საკოორდინაციო მექანიზმი 4

საჯარო კონსულტაციები 4

არასამთავრობო ორგანიზაციათა რეკომენდაციები 5

მესამე სამოქმედო გეგმის ნოვაციები 6

გამოწვევა I: საჯარო სერვისების გაუმჯობესება 7

ვალდებულება 1: გაუმჯობესებული საჯარო სერვისები ყველასათვის 7

ვალდებულება 2: მოქალაქეთა ჩართულობის ინოვაციური პლატფორმა 8

ვალდებულება 3: სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა ერთიანი ავთენტიფიკაციის სისტემის დანერგვის გზით 10

ვალდებულება 4: ეკონომიკური მმართველობის ინოვაციური პლატფორმა 11

ვალდებულება 5: გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნების შესასრულებლად ელექტრონული პორტალის ამოქმედება 12

გამოწვევა II: საჯარო სექტორში კეთილსინდისიერების ამაღლება 13

ვალდებულება 6: არსებული ძირითადი ანტიკორუფციული ინსტიტუტების გაძლიერება 13

ვალდებულება 7: საზოგადოების მიერ მდგრადი განვითარების მიზნების მონიტორინგი 15

ვალდებულება 8: საკანონმდებლო აქტების შემუშავება მოქალაქეთა ჩართულობითა და მონაცემთა ანალიზის საფუძველზე 16

ვალდებულება 9: სასამართლო გადაწყვეტილებების ერთიან ბაზაში გამოქვეყნება და საძიებო სისტემის შექმნა 17

ვალდებულება 10: შინაგან საქმეთა სამინისტროს გამჭვირვალობის გაზრდა 18

გამოწვევა III: საჯარო რესურსების უკეთესი მართვა 19

ვალდებულება 11: საჯარო ფინანსების ზედამხედველობაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა 19

ვალდებულება 12: სახელმწიფო საგრანტო დაფინანსების სისტემის გამჭვირვალობის გაზრდა 20

ვალდებულება 13: ელექტრონული ინოვაციები საჯარო შესყიდვების მეტი გამჭვირვალობისა და ეფექტიანობისთვის 21

გამოწვევა IV: უსაფრთხო გარემოს შექმნა 22

ვალდებულება 14: საცხოვრისის პოლიტიკის დოკუმენტის და სამოქმედო გეგმის შემუშავება 22

გამოწვევა V: კორპორატიული პასუხისმგებლობის გაუმჯობესება 23

ვალდებულება 15: სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობის მქონე საწარმოების ღიაობა და ანგარიშვალდებულება 23

მუნიციპალიტეტების ორგანოები 26

ვალდებულება 1: გამჭვირვალე და კეთილსინდისიერი მმართველობის განმტკიცება მუნიციპალიტეტებში 26

ვალდებულება 2: ღია მონაცემების შეგროვებისა და გამოქვეყნების პროცესის გაუმჯობესება ახალციხისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში 27

ვალდებულება 3: ახალციხისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვანი ჩართულობისა და მონაწილეობის გაუმჯობესება 28

ვალდებულება 4: ქალაქ ბათუმში საბიუჯეტო პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის გაუმჯობესება მონაწილეობითი ბიუჯეტირების ინსტიტუციონალური მექანიზმის დანერგვის გზით 29

ვალდებულება 5: შენი იდეა ზუგდიდის მერს 30

ვალდებულება 6: ქალაქ ბათუმისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებში ელექტრონული სერვისების დანერგვა და განვითარება 30

ვალდებულება 7: I.Gov.ზუგდიდი 31

ვალდებულება 8: სერვისების შეფასებისა და მოქალაქეთა კმაყოფილების დონის გაზომვის სისტემის დანერგვა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 32

შესავალი

საქართველოს მთავრობა მმართველობის ღიაობას, გამჭვირვალობას, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობას დემოკრატიული საზოგადოებისთვის ფუძემდებლურ ღირებულებებად მიიჩნევს და ერთგულად განაგრძობს ღია მმართველობის პარტნიორობის (Open Government Partnership – OGP) პრინციპების დამკვიდრებას საჯარო მმართველობაში.

საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელიც 2011 წელს OGP-ის შეუერთდა და, აწ უკვე განხორციელებული სამი სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმაც განახორციელა.

2014 წელს საქართველო OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრი გახდა, ხოლო 2016 წელს – თანათავმჯდომარე სახელმწიფო 2017-2018 წლების ვადით. როგორც თავმჯდომარე ქვეყანამ, საქართველომ 2018 წლის 17-19 ივლისს OGP-ის მეხუთე გლობალურ სამიტს უმასპინძლა. ღონისძიებაში 70-ზე მეტი ქვეყნის, ასობით სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური წრეებისა და მედიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სამიტის ფარგლებში 80-მდე პანელი და სესია გაიმართა.

წინამდებარე დოკუმენტი საქართველოს რიგით მეოთხე სამოქმედო გეგმაა.

სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი

ღია მმართველობა საქართველოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმა (შემდგომში – სამოქმედო გეგმა) შემუშავებულია ღია მმართველობა საქართველოს სამდივნოს (საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი) მიერ, სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის (შემდგომში – ფორუმი) ფარგლებში. სამდივნომ სამუშაო პროცესი ფორუმის წევრ საჯარო უწყებებთან და არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით დაიწყო. მათი მხრიდან სამდივნოს წარედგინა წინადადებები და იდეები იმ სამომავლო ვალდებულებების შესახებ, რომლებიც, მათი აზრით, ახალი სამოქმედო გეგმის ნაწილი უნდა გამხდარიყო. გარდა ამისა, სამდივნომ ინდივიდუალური შეხვედრების რეჟიმში იმუშავა იმ უწყებებთან, რომლებიც მანამდე ღია მმართველობა საქართველოს საქმიანობაში არ ყოფილან ჩართულნი.

სამდივნოს თავიანთი რეკომენდაციები წარუდგინეს არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებმაც. მათი იდეების ნაწილი ვალდებულებების სახით აისახა გეგმაში. ქვეყნის მასშტაბით გამართულ საჯარო კონსულტაციებში აქტიურად მონაწილეობდა და სამდივნოს მხარს უჭერდა USAID-ის პროექტი „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში“ (GGI).

ღია მმართველობა საქართველოს ფორუმი − ეროვნული საკოორდინაციო მექანიზმი

ფორუმი ღია მმართველობა საქართველოს მუდმივმოქმედი ეროვნული კოორდინაციის მექანიზმია. ფორუმის მიზნები, საქმიანობის წესი და სხვა პროცედურული საკითხები გაწერილია ფორუმის სახელმძღვანელო წესებში, რომელიც ღია მმართველობა საქართველოს სამდივნომ ფორუმის წევრებთან ერთად შეიმუშავა. ფორუმის შემადგენლობა ეტაპობრივად იზრდება პასუხისმგებელი უწყებებისა და ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების უკეთესი წარმომადგენლობის უზრუნველყოფის მიზნით. მეოთხე სამოქმედო გეგმის შემუშავების შედეგად, ფორუმს 8 ახალი წევრი შემოემატა.

ფორუმს ხელმძღვანელობენ თანათავმჯდომარეები, რომელთაგან ერთი საქართველოს მთავრობას, ხოლო, მეორე არასამთავრობო ორგანიზაციებს წარმოადგენს. არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივად წარუდგენენ ფორუმს თავიანთ კანდიდატს, რომელსაც ირჩევს ფორუმი. ფორუმის ფუნქციებს შორისაა სამოქმედო გეგმის მომზადების ხელშეწყობა, საჯარო კონსულტაციების დაგეგმვა და ჩატარება, სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის მონიტორინგი და ხელშეწყობა, ღია მმართველობის პარტნიორობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ფორუმი რეგულარულად იკრიბება საქართველოს იუსტიციის სამინისტროში.

ფორუმის რეგულარულ სამუშაო შეხვედრებთან ერთად, მეოთხე სამოქმედო გეგმის შემუშავებას აგრეთვე დაეთმო ინდივიდუალური შეხვედრები და ინტენსიური კონსულტაციები სამდივნოს, პასუხისმგებელ უწყებებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის. სამოქმედო გეგმის საბოლოო პროექტი ფორუმმა 2018 წლის 13 ივლისს დაამტკიცა.

საჯარო კონსულტაციები

OGP-ის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო წესების შესაბამისად, ფორუმმა, არასამთავრობო ორგანიზაციათა ჩართულობით, საქართველოს მასშტაბით ჩასატარებელი საჯარო კონსულტაციების გეგმა შეიმუშავა: დეტალურად გაიწერა შეხვედრების მიზანი, ფარგლები, შეხვედრების გამართვაზე პასუხისმგებელი არასამთავრობო და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

საჯარო კონსულტაციები, „USAID“-ის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების მხარდაჭერით, საქართველოს 10 ქალაქში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით გამართულ 13 შეხვედრაში მონაწილეობა 500-მდე დაინტერესებულმა პირმა მიიღო. საჯარო კონსულტაციებში მუნიციპალიტეტების, მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და სხვა დაინტერესებული მოქალაქეები მონაწილეობდნენ. საჯარო კონსულტაციებში საკუთარი წვლილი შეიტანა საქართველოს ადგილობრივმა მედიამ, როგორც შეხვედრებში მონაწილეობის მიღებით, ისე აღნიშნულ პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებით.

არასამთავრობო ორგანიზაციათა რეკომენდაციები

ღია მმართველობა საქართველოს სამდივნომ ახალი სამოქმედო გეგმის ვალდებულებებთან დაკავშირებით რეკომენდაციები რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციისაგან მიიღო. მათ შორის არიან ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო, ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი. სამდივნოს რეკომენდაციები წარუდგინა USAID-მა და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP). აღნიშნული რეკომენდაციების გაზიარების მიზნით სამდივნომ რელევანტურ უწყებებთან ინდივიდუალური შეხვედრები გამართა. შედეგად, რეკომენდაციების ნაწილი სამოქმედო გეგმაში აისახა.

რეკომენდაციებისა და სამოქმედო გეგმის საბოლოო განხილვა ფორუმის გაფართოებულ სხდომაზე 2018 წლის 13 ივლისს გაიმართა. ამავე სხდომაზე ფორუმი სამოქმედო გეგმის პროექტის საბოლოო ვერსიაზე შეთანხმდა.

სამოქმედო გეგმის მიმოხილვა

სამოქმედო გეგმაში გაერთიანებულია 21 პასუხისმგებელი უწყების 23 ვალდებულება, რომლებიც შესაბამისობაშია OGP-ის პრინციპებთან. გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებები პასუხობს OGP-ის ხუთივე გამოწვევას: საჯარო მომსახურების გაუმჯობესება, საჯარო სექტორში კეთილსინდისიერების ამაღლება, საჯარო რესურსების უკეთესი მართვა, უსაფრთხო გარემოს შექმნა და კორპორატიული პასუხისმგებლობის გაუმჯობესება.

საჯარო მომსახურების გაუმჯობესების გამოწვევაში გაერთიანებულია ხუთი ვალდებულება:

- გაუმჯობესებული საჯარო სერვისები ყველასათვის;

- მოქალაქეთა ჩართულობის ინოვაციური პლატფორმა;

- სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა ერთიანი ავთენტიფიკაციის სისტემის დანერგვის გზით;

- ეკონომიკური მმართველობის ინოვაციური პლატფორმა;

- გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნების შესასრულებლად ელექტრონული პორტალის ამოქმედება.

სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ოთხი ვალდებულება საჯარო სექტორში კეთილსინდისიერების ამაღლების გამოწვევას უკავშირდება. ეს ვალდებულებებია:

- არსებული ძირითადი ანტიკორუფციული ინსტიტუტების გაძლიერებ;

- საზოგადოების მიერ მდგრადი განვითარების მიზნების მონიტორინგი;

- საკანონმდებლო აქტების შემუშავება მოქალაქეთა ჩართულობითა და მონაცემთა ანალიზის საფუძველზე;

- სასამართლო გადაწყვეტილებების ერთიან ბაზაში გამოქვეყნება და საძიებო სისტემის შექმნა;

- შინაგან საქმეთა სამინისტროს გამჭვირვალობის გაზრდა.

სამოქმედო გეგმა საჯარო რესურსების უკეთესი მართვის გამოწვევას სამი მნიშვნელოვანი ვალდებულებით პასუხობს:

- საჯარო ფინანსების ზედამხედველობაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა;

- სახელმწიფო საგრანტო დაფინანსების სისტემის გამჭვირვალობის გაზრდა;

- ელექტრონული ინოვაციები საჯარო შესყიდვების მეტი გამჭვირვალობისა და ეფექტიანობისთვის.

სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური ვალდებულება უსაფრთხო გარემოს შექმნის გამოწვევას ეხმიანება:

- საცხოვრისის პოლიტიკის დოკუმენტის და სამოქმედო გეგმის შემუშავება.

კორპორატიული პასუხისმგებლობის გაუმჯობესების გამოწვევას სამოქმედო გეგმა შემდეგი ვალდებულებით პასუხობს:

- სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობის მქონე საწარმოების ღიაობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერება.

11 მუნიციპალიტეტი კი ღია მმართველობის პრინციპებს შემდეგი ვალდებულებებით უპასუხებს:

- გამჭვირვალე და კეთილსინდისიერი მმართველობის განმტკიცება მუნიციპალიტეტებში;

- ღია მონაცემების შეგროვებისა და გამოქვეყნების პროცესის გაუმჯობესება ახალციხისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში;

- ახალციხისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვანი ჩართულობისა და მონაწილეობის გაუმჯობესება;

- ქალაქ ბათუმში საბიუჯეტო პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის გაუმჯობესება მონაწილეობითი ბიუჯეტირების ინსტიტუციონალური მექანიზმის დანერგვის გზით;

- შენი იდეა ზუგდიდის მერს;

- ქალაქ ბათუმისა და რუსთავის მუნიციპალიტეტში ელექტრონული სერვისების დანერგვა და განვითარება;

- I.Gov.ზუგდიდი;

- სერვისების შეფასებისა და მოქალაქეთა კმაყოფილების დონის გაზომვის სისტემის დანერგვა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.

სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები განხორციელდება 2018-2019 წლებში, პასუხისმგებელი უწყებებისათვის შესაბამისი ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებების გათვალისწინებით.[1] რიგ შემთხვევებში გამოყენებული იქნება დონორთა დახმარება.

მესამე სამოქმედო გეგმის ნოვაციები

ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავებისას, OGP საქართველოს სამდივნომ გაითვალისწინა არასამთავრობოთა და OGP-ის სამდივნოს რეკომენდაციები შეემცირებინა ვალდებულებათა რაოდენობა და გეგმაში შეეტანა მხოლოდ ტრანსფორმაციული ეფექტის მქონე ვალდებულებები.

შესაბამისად, სამოქმედო გეგმა პირველად ეხება ისეთ თემებს, როგორიცაა სახელმწიფო საგრანტო დაფინანსების სისტემის გამჭვირვალობის გაზრდა, საცხოვრისის პოლიტიკის შემუშავება, სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობის მქონე საწარმოების ღიაობა, ეკონომიკური რეფორმების თუ საკანონმდებლო აქტების შემუშავებაში მოქალაქეთა ჩართულობა და სხვა.

ღია მმართველობა საქართველოს 2016-2017 წლების გეგმის ერთ-ერთი ნოვაცია იყო მუნიციპალიტეტების ჩართულობა. პირველად ღია მმართველობა საქართველოს სამოქმედო გეგმამ ცალკე, დამოუკიდებელ კომპონენტად მოიაზრა 5 მუნიციპალიტეტის ვალდებულებები. სამდივნოს ძალისხმევით და USAID-ისა და UNDP-ის მხარდაჭერით, ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდა. USAID-ისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანაორგანიზებით, ასევე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელშეწყობით, გაიმართა შეხვედრა საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა ღია მმართველობის გამოწვევები და შესაძლებლობები, რომელთა გამოყენება თვითმმართველობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. შედეგად, 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმა უკვე 11 პუნიციპალიტეტის ვალდებულებას ითვალისწინებს.

გამოწვევა I: საჯარო სერვისების გაუმჯობესება

ვალდებულება 1: გაუმჯობესებული საჯარო სერვისები ყველასათვის

საქართველოს მთავრობამ არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, რათა შეიქმნას ეფექტიანი საჯარო ადმინისტრირების სისტემა, რომელიც გააძლიერებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (შშმ პირი) უფლებებსა და თავისუფლებებს. ამ მიზნით საქართველოს მთავრობამ მოახდინა საერთაშორისო შეთანხმებების რატიფიცირება, მათ შორისაა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის შესახებ (UNCRPD), გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები 2030 (Sustainable Development Goals – SDGs) და სხვა.

სსიპ – იუსტიციის სახლის (იუსტიციის სახლი) მიზანია სახელმწიფო სერვისებზე მოქალაქეთა ხელმისაწვდომობის გაზრდა და გამარტივება. იუსტიციის სახლი საქართველოში სახელმწიფო სერვისების ყველაზე დიდი მიმწოდებელია, ამდენად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყოველწლიურად, მისი მომსახურებით ასობით შშმ პირი სარგებლობს. მიუხედავად იმისა, რომ გაუმჯობესებულია შშმ პირებისთვის მომსახურების მიწოდების ხარისხი, ამ პროცესში მათ კვლავაც უწევთ გარკვეულ გამოწვევებთან გამკლავება.

იმისათვის, რომ არსებული გამოწვევები გადავლახოთ, აუცილებელია:

- იუსტიციის სახლის თანამშრომელთათვის შემუშავდეს შშმ პირთა მომსახურებასთან დაკავშირებით მკაფიო პროცედურები;

- გაუმჯობესდეს იუსტიციის სახლის თანამშრომლების უნარები და კომპეტენციები.

წინამდებარე გეგმის ფარგლებში, შშმ პირების ჩართულობით და უშუალო მონაწილეობით, შემუშავდება შშმ პირთა მომსახურების ხარისხის სტანდარტი, ჟესტების ენის სახელმძღვანელო.

ამ ვალდებულების განხორციელების გზით, იუსტიციის სახლი გახდება საქართველოში პირველი საჯარო დაწესებულება, რომელიც დანერგავს შშმ პირების მომსახურების სტანდარტს.

|ვალდებულება 1: გაუმჯობესებული საჯარო სერვისები ყველასათვის |

|წამყვანი დაწესებულება |სსიპ – იუსტიციის სახლი, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო |

|პარტნიორები |საჯარო დაწესებულება | |

| |სამოქალაქო/კერძო |UNDP – საქართველო; დონორი – შვედეთის მთავრობა |

| |სექტორი/საერთაშორისო | |

| |ორგანიზაცია | |

|არსებული მდგომარეობა და პრობლემის აღწერა |იუსტიციის სახლში შექმნილია მომსახურების ხარისხის სტანდარტი, რომელიც ითვალისწინებს მომხმარებელთან |

| |კომუნიკაციის წესებსა და მომსახურების პროცედურებს. თუმცა, აღნიშნული სტანდარტი არ შეიცავს იმ |

| |სპეციალურ წესებს, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია შშმ პირთა მომსახურების პროცესში. საგულისხმოა,|

| |რომ მომსახურების მიმწოდებელ არცერთ საჯარო სტრუქტურაში მსგავსი სტანდარტი შემუშავებული არ არის და |

| |შესაბამისად, არ არსებობს ერთიანი მიდგომა, რაც გახდებოდა შშმ პირთა უფლებების დაცვის ნაწილში |

| |სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი. |

| |აღსანიშნავია, რომ ჟესტების ენაზე არ არსებობს იმ სპეციფიკური ტერმინოლოგიის შესატყვისი აღნიშვნები, |

| |რაც სახელმწიფო სტრუქტურების მიერ საჯარო სერვისების მიწოდებისას გამოიყენება. დამატებით, სტანდარტების|

| |და სახელმძღვანელოების არარსებობა განაპირობებს საჯარო სერვისების მიმწოდებელი პერსონალის დაბალ |

| |კომპეტენციას, რაც შშმ პირებისთვის მნიშვნელოვანი ბარიერია. |

|მთავარი მიზანი |შშმ პირებისათვის სერვისების მიწოდების სტანდარტის, ჟესტების ენის სახელმძღვანელოს შემუშავებისა და შშმ|

| |პირების მომსახურების საკითხზე იუსტიციის სახლის თანამშრომლების კომპეტენციის ამაღლების გზით საჯარო |

| |სერვისების მიწოდების ხარისხის გაუმჯობესება |

| |გამჭვირვალობა |ანგარიშვალდებულება |სამოქალაქო ჩართულობა|ტექნოლოგია და ინოვაცია |

|OGP ღირებულება | | | | |

|განხორციელების ეტაპები |ახალი ან არსებული |დაწყების თარიღი: |დასრულების თარიღი: |

| |ვალდებულება | | |

|საჭიროებების კვლევა (შშმ პირთა უშუალო მონაწილეობით |ახალი |ივნისი, 2018 |ოქტომბერი, 2018 |

|ფოკუსჯგუფებისა და მრგვალი მაგიდის ფორმატში) | | | |

|შშმ პირთა მომსახურების სტანდარტის სახელმძღვანელოს |ახალი |ივლისი, 2018 |ოქტომბერი, 2018 |

|შემუშავება | | | |

|(1) შშმ პირებისთვის სერვისების მიწოდების პროცესში მათ |ახალი |აგვისტო, 2018 |ნოემბერი, 2018 |

|საჭიროებებზე მორგებული ტრენინგ მოდულის შემუშავება; (2)| | | |

|ტრენერთა ტრენინგებისა და სხვა ტრენინგების ჩატარება | | | |

|იუსტიციის სახლის თანამშრომელთათვის; | | | |

|ჟესტების ენაზე საჯარო დაწესებულებებთან |ახალი |ივლისი, 2017 |ოქტომბერი, 2018 |

|კომუნიკაციისათვის აუცილებელი ტერმინოლოგიის შექმნა და | | | |

|შშმ პირებისა და იუსტიციის სახლის თანამშრომლებისათვის | | | |

|სახელმძღვანელოს შემუშავება | | | |

|თანამშრომელთა გადამზადება ჟესტების ენის შესწავლის |ახალი |სექტემბერი, 2018 |ნოემბერი, 2018 |

|მიზნით | | | |

|მოსახლეობის, განსაკუთრებით შშმ პირებისა და მათ ოჯახის |ახალი |ნოემბერი, 2018 |დეკემბერი, 2018 |

|წევრების, ცნობიერების ამაღლება იუსტიციის სახლში | | | |

|არსებული შშმ პირთათვის ადაპტირებული სერვისების შესახებ| | | |

|ინდიკატორი |საჭიროებების კვლევის მიზნით ჩატარებულია სამი ფოკუსჯგუფი შშმ პირთა მონაწილეობით; |

| |უზრუნველყოფილია შშმ პირთა ჩართულობა სტანდარტისა და ჟესტების ენის სახელმძღვანელოს შემუშავების |

| |პროცესში, რისთვისაც ორგანიზებულია 4 შეხვედრა შშმ პირებთან მრგვალი მაგიდის ფორმატში; |

| |შექმნილია შშმ პირთა მომსახურების სტანდარტი და საჯაროდ ხელმისაწვდომია; |

| |შექმნილია ჟესტების ენის სახელმძღვანელო და გავრცელებულია შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების|

| |მეშვეობით; |

| |შემუშავებულია და დამტკიცებულია ტრენინგმოდული; |

| |იუსტიციის სახლის 50 თანამშრომელი დატრენინგებულია ტრენერთა ტრენინგის მეშვეობით, 750 – ტრენინგების და|

| |20 – ჟესტების ენის ტრენინგების მეშვეობით; |

| |ტრენინგის მონაწილეთა 80% გამოხატავს გაუმჯობესებულ ცოდნას, რაც დასტურდება პრე და პოსტ ტესტების |

| |შეფასებით; |

| |ტრენინგის მონაწილეთა მინიმუმ 80% პოზიტიურად აფასებს ტრენინგს |

| |ცნობიერების ამაღლების მიზნით დამზადებული მასალები შემუშავებული და გავრცელებულია. |

|რისკები და ვარაუდები |შესაბამისი სფეროს ექსპერტების სიმცირე |

ვალდებულება 2: მოქალაქეთა ჩართულობის ინოვაციური პლატფორმა

იუსტიციის სახლი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის პროცესში. იგი წელიწადში 6 მილიონამდე მომხმარებელს 430-მდე საჯარო სერვისს აწვდის. შესაბამისად, მისი სამუშაო პროცესი უშუალო და პირდაპირ გავლენას ახდენს საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე.

OGP-ის ფარგლებში, იუსტიციის სახლი გეგმავს დანერგოს საქართველოს რეალობაში სრულიად ახალი, მოქალაქეთა ჩართულობის ინოვაციური პლატფორმა.

პლატფორმის კონცეფცია ეფუძნება ანგარიშვალდებულების, ღიაობისა და გამჭვირვალობის პრინციპებს და გულისხმობს სამი განსხვავებული მოდულის საშუალებით, ფართო საზოგადოების ჩართულობას ახალი სერვისების დანერგვის, არსებული სერვისების დახვეწის, სერვისების მიწოდების ახალი არხების შექმნისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების პროცესში.

გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა უზრუნველყოფილი იქნება შემდეგი მოდულების საშუალებით:

- საზოგადოებრივი აზრის ელექტრონული კვლევა – იუსტიციის სახლში ახალი პროექტების განხორციელების პროცესი დაეფუძნება ელექტრონული გამოკითხვების შედეგებს. მომხმარებლები თავად აირჩევენ ახალ სერვისებს და მათი იუსტიციის სახლში დანერგვის რიგითობას. გამოკითხვები გამოყენებული იქნება აგრეთვე სხვა მნიშვნელოვანი პროექტების დაგეგმვისათვის.

- ხმის მიცემის ელექტრონული სისტემა – იუსტიციის სახლის მომხმარებლები შეძლებენ შეაფასონ უკუკავშირის სხვადასხვა არხებისა და კვლევების შედეგად მიღებული ინიციატივები და ხმა მისცენ ყველაზე პრიორიტეტულს. მომხმარებელს საშუალება ექნება თავად გაუწიოს ლობირება ამა თუ იმ ინიციატივას და იმუშაოს ხმის მიცემის პროცესით საზოგადოების დაინტერესებაზე, ვინაიდან პრიორიტეტულად ჩაითვლება სწორედ ის ინიციატივა, რომელიც დააგროვებს ხმათა უმრავლესობას;

- უკუკავშირის ელექტრონული სისტემა – ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით უკუკავშირის დაფიქსირებას მომხმარებელი სახლიდან გაუსვლელად შეძლებს. უკუკავშირი შევსებისთანავე აისახება შესაბამის პროგრამაში და იუსტიციის სახლი შეძლებს დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება აღნიშნულზე. ელექტრონული სისტემის გამოყენებით უკუკავშირზე რეაგირების არსებული, 1-თვიანი პერიოდი შემცირდება 24 საათამდე.

- ანგარიშგების ელექტრონული სისტემა – პროცესების ღიაობა და გამჭვირვალობა უზრუნველყოფილი იქნება სპეციალური ელექტრონული ანგარიშგების სისტემით, რომელიც ყველა დაინტერესებულ პირს გააცნობს აღნიშნული პროექტის ფარგლებში მიმდინარე ნებისმიერ პროცესთან დაკავშირებით ამომწურავ ინფორმაციას.

პროექტის ფარგლებში დაინერგება შემდეგი კომუნიკაციის არხები:

- მობილური აპლიკაცია – იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში თითოეული ოპერატორის სამუშაო მაგიდასთან განთავსდება QR კოდები, რომლის წაკითხვაც შესაძლებელი იქნება მობილური აპლიკაციით. შეფასების დასრულებისთანავე მომხმარებელს გამოუჩნდება ელექტრონული კითხვარი ან ხმის მიცემის ფუნქციონალი, რომელშიც სურვილის შემთხვევაში მიიღებს მონაწილეობას.

- ვებგვერდის აპლიკაცია – მომხმარებელს სახლიდან გაუსვლელად შესაძლებლობა მიეცემა გამოიყენოს იუსტიციის სახლის პლატფორმა, რომელიც ინტეგრირებული იქნება იუსტიციის სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე.

- სენსორული მონიტორები – იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში განთავსდება სენსორული მონიტორები, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება ვებპლატფორმის გამოყენება. სენსორული მონიტორების გამოყენებას დაუბრკოლებლად შეძლებენ შშმ პირები: პროგრამული უზრუნველყოფა აღჭურვილი იქნება ხმოვანი ფუნქციით, აგრეთვე, გამოყენებული აპარატურა ადაპტირებული იქნება უსინათლო და მცირემხედველი პირებისათვის. ამასთან, სენსორულ მონიტორებში არსებული პროგრამა მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს დატოვოს ხმოვანი შეტყობინება.

|ვალდებულება 2: მოქალაქეთა ჩართულობის ინოვაციური პლატფორმა |

|წამყვანი დაწესებულება |სსიპ – იუსტიციის სახლი, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო |

|პარტნიორები |საჯარო დაწესებულება |საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი პარტნიორი სსიპ-ები |

| |სამოქალაქო/კერძო | |

| |სექტორი/საერთაშორისო | |

| |ორგანიზაცია | |

|არსებული მდგომარეობა და პრობლემის აღწერა |ამ ეტაპზე არ არსებობს ელექტრონული გამოკითხვების/ხმის მიცემის გზით გადაწყვეტილების მიღების პროცესში |

| |მოქალაქეთა ჩართულობის შესაძლებლობა; |

| |რეგიონებში არსებული იუსტიციის სახლებიდან მომხმარებლის უკუკავშირის მიღებისათვის საჭიროა საშუალოდ 1 თვე;|

| |არსებული უკუკავშირის სისტემა არ არის ადაპტირებული შშმ პირების საჭიროებებთან; |

| |არაეფექტიანი უკუკავშირის სისტემა ვერ უზრუნველყოფს მომხმარებელთა ფართო ჯგუფების ჩართულობას იუსტიციის |

| |სახლის მიერ დაგეგმილი ცვლილებების პროცესში |

|მთავარი მიზანი |მარტივი, ეფექტიანი და მრავალფეროვანი მექანიზმების გამოყენებით უზრუნველყოფილ იქნეს ფართო საზოგადოების |

| |ჩართულობა სერვისების განვითარებისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. |

| |გამჭვირვალობა |ანგარიშვალდებულება |სამოქალაქო ჩართულობა|ტექნოლოგია და ინოვაცია |

|OGP ღირებულება | | | | |

|განხორციელების ეტაპები |ახალი ან არსებული |დაწყების თარიღი: |დასრულების თარიღი: |

| |ვალდებულება | | |

|პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება ვებგვერდის და |ახალი |სექტემბერი, |თებერვალი, 2019 |

|მობილური აპლიკაციისათვის | |2018 | |

|სენსორული მონიტორებისა და საჭირო ტექნიკის შესყიდვა, |ახალი |ნოემბერი, 2018 |მარტი, 2019 |

|პროექტის დაწყება | | | |

|საზოგადოების ინფორმირება პლატფორმის შესახებ |ახალი |მარტი, 2019 |ივნისი, 2019 |

|გამოკითხვის/ხმის მიცემის პროცესის ადმინისტრირება, |ახალი |აპრილი, 2019 |აგვისტო, 2019 |

|ფოკუსჯგუფების ორგანიზება, ანგარიშგება | | | |

|ინდიკატორი |აპლიკაციების 100%-ზე რეაგირება განხორციელებულია არაუგვიანეს 24 საათის განმავლობაში; |

| |აპლიკაციების ავტორისათვის ხელმისაწვდომია განხილვის შედეგები ონლაინ რესურსების გამოყენებით; |

| |პლატფორმის შესახებ იუსტიციის სახლის მომხმარებელთა შორის ცნობადობის დონე შეადგენს არანაკლებ 60%-ს; |

| |პროექტის დაწყებიდან 6 თვეში ყოველთვიურად მიღებული უკუკავშირის რაოდენობა შეადგენს საშუალოდ 500-ს; |

| |ჩატარებულია არანაკლებ 3 გამოკითხვა/ხმის მიცემა და არანაკლებ 3 ფოკუსჯგუფი, რომელშიც მონაწილეთა ჯამური |

| |რაოდენობა შეადგენს საშუალოდ 5 000 მომხმარებელს; |

| |პლატფორმის გამოყენებით მიღებული მონაცემები, ასევე, განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიშები |

| |გამოქვეყნებულია პროაქტიულად. |

ვალდებულება 3: სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა ერთიანი ავთენტიფიკაციის სისტემის დანერგვის გზით

სახელმწიფო ელექტრონული მომსახურება მნიშვნელოვნად განსხვავდება „კლასიკური“ ონლაინ მომსახურებისგან. ელექტრონული ფოსტის სისტემას, სოციალურ ქსელს, ბლოგების სისტემას და ა.შ., საქმიანობის წარმართვისათვის არ სჭირდება იცოდეს ფიზიკურად ვინ დგას ამა თუ იმ მომხმარებლის უკან. მათთვის საკმარისია იმის უზრუნველყოფა, რომ მომხმარებლის სახელით სხვამ ვერ ისარგებლოს. სახელმწიფო ელექტრონული მომსახურებებისთვის კი ეს საკმარისი არ არის, მათ სჭირდებათ მომხმარებლის ფიზიკური ვინაობის ცოდნაც. ამჟამად საქართველოში არსებობს სხვადასხვა მექანიზმი, რომელიც მეტნაკლები სიზუსტით იძლევა ონლაინ სივრცეში პირის ფიზიკური ვინაობის დადგენის საშუალებას. ამგვარი მექანიზმები, მხოლოდ განვითარებული ინფრასტრუქტურის მქონე სახელმწიფო დაწესებულებების ხელშია და მათი გაზიარება ვერ ხდება სხვა დაწესებულებებისათვის. შედეგად, სახელმწიფო სტრუქტურებში დაცული ინფორმაციის მნიშვნელოვანი ნაწილი დღეს ელექტრონულად ხელმისაწვდომი არ არის მოქალაქეთათვის.

ერთიანი ავთენტიფიკაციის სისტემის მიზანია, ნებისმიერ სახელმწიფო (და პერსპექტივაში კერძო) დაწესებულებას მისცეს ონლაინ სივრცეში პიროვნების იდენტიფიკაციის ინსტრუმენტების ფართო არჩევანი და ამ გზით მოუხსნას მათი მომსახურებების გაციფროვნების პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაღობა. ერთიანი ავთენტიფიკაციის სისტემის მართვას განახორციელებს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, რომელიც საქართველოში სამოქალაქო რეესტრის მწარმოებელი ორგანოა და გააჩნია კომპეტენცია პირის ვინაობის უტყუარი დადგენისათვის. ამ შემთხვევაში სხვა სახელმწიფო დაწესებულებებს შეეძლებათ აქცენტი მხოლოდ საკუთარი მონაცემთა ბაზების სისრულესა და მათში დაცული ინფორმაციის ონლაინ ხელმისაწვდომობაზე გადაიტანონ. ასე ისინი დიდ რესურსსაც დაზოგავენ.

სახელმწიფო დაწესებულებების მონაცემთა ბაზებში დაცულ ინფორმაციას, არაუფლებამოსილი პირებისთვის გამჟღავნების თავიდან აცილებას სხვადასხვაგვარი კრიტიკულობა გააჩნია. ერთიანი ავთენტიფიკაციის სისტემა სახელმწიფო დაწესებულებებს საშუალებას მისცემს, თავად განსაზღვრონ გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის კრიტიკულობის დონე და ამის მიხედვით შეუსაბამონ მას პიროვნების იდენტიფიკაციის პროცესის სირთულე. ამ გზით ნაკლებად კრიტიკული ინფორმაციის სანახავად მომხმარებელს არ მოუწევს შეაერთოს ბარათის წამკითხველი, აკრიფოს PIN კოდი.

|ვალდებულება 3: ერთიანი ავთენტიფიკაციის სისტემა |

|წამყვანი დაწესებულება |სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო |

|პარტნიორები |საჯარო დაწესებულება | |

| |სამოქალაქო/კერძო | |

| |სექტორი/საერთაშორისო | |

| |ორგანიზაცია | |

|არსებული მდგომარეობა და პრობლემის აღწერა |დღეისათვის სახელმწიფო სერვისების ონლაინ რეჟიმში ხელმისაწვდომობის მიზნით თითოეულ სახელმწიფო |

| |უწყებას განვითარებული აქვს საკუთარი ვებ-პორტალი, სადაც მომხმარებლები ავთენტიფიკაციის მიზნით |

| |ინდივიდუალურად რეგისტრირდებიან და მხოლოდ ამის შემდეგ აქვთ საშუალება ისარგებლონ ამა თუ იმ |

| |მომსახურებით. აღნიშნულის გამო: |

| |მოქალაქეებს ყველა განსხვავებული სისტემისთვის სჭირდებათ ცალკე რეგისტრაცია, სხვადასხვა სახელით |

| |და პაროლით; |

| |ხშირად ასეთი რეგისტრაცია საჭიროებს ადგილზე მისვლას, ვიდეოზარს და სხვა; |

| |თავად ორგანიზაციებს საკუთარი მომსახურების გაციფრულებაზე მუშაობისას უწევთ ავთენტიფიკაციის |

| |ნაწილზე დამოუკიდებლად მუშაობა; |

| |აღნიშნული მოქალაქეთა და ორგანიზაციების არასათანადო რესურსის ხარჯვას იწვევს. |

| |ერთიანი ავთენტიფიკაციის სისტემა უზრუნველყოფს სანდო და დაცული ონლაინ ავთენტიფიკაციის არსებობას |

| |ქვეყანაში, რაც ხელს შეუწყობს სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, ინფორმაციის |

| |ღიაობასა და მათზე წვდომის სიმარტივეს, ვინაიდან: |

| |ყველა ჩართულ სისტემაში (იქნება ეს კერძო თუ საჯარო ორგანიზაცია) მომხმარებელს დასჭირდება ერთი და|

| |იგივე მომხმარებლის სახელი და პაროლი ან ID ბარათი და პინ კოდი (მომავალში Mobile ID-იც). |

| |ორგანიზაციებს გაუმარტივდებათ საკუთარი მომსახურების გაციფროვნება |

|მთავარი მიზანი |ქვეყანაში ერთიანი ავთენტიფიკაციის სისტემის განვითარება |

| |გამჭვირვალობა |ანგარიშვალდებულება |სამოქალაქო |ტექნოლოგია და |

|OGP ღირებულება | | |ჩართულობა |ინოვაცია |

| | |( | |( |

|განხორციელების ეტაპები |ახალი ან არსებული ვალდებულება |დაწყების თარიღი: |დასრულების თარიღი: |

|ერთიანი ავთენტიფიკაციის სისტემის საწარმოო რეჟიმში |ახალი |ივნისი, 2018 |დეკემბერი, 2018 |

|გაშვება და სახელმწიფო სერვისების განვითარების | | | |

|სააგენტოს sharepoint ან არასაჯარო გამოყენების სხვა | | | |

|სისტემასთან ინტეგრაცია | | | |

|ერთიანი ავთენტიფიკაციის სისტემის ინტეგრაცია სახელმწიფო|ახალი |ივლისი, 2018 |დეკემბერი, 2018 |

|სერვისების განვითარების სააგენტოს დისტანციურ | | | |

|სერვისებში | | | |

|ერთიანი ავთენტიფიკაციის სისტემის სხვა უწყებებისთვის |ახალი |ივლისი, 2018 |ივნისი, 2019 |

|მისაწოდებლად საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება და | | | |

|ინიცირება | | | |

|ერთიანი ავთენტიფიკაციის სისტემის ინტეგრირება სხვა |ახალი |დეკემბერი, 2018 |დეკემბერი, 2019 |

|ორგანიზაციების სისტემებში | | | |

|ინდიკატორი |ერთიანი ავთენტიფიკაციის სისტემა ინტეგრირებულია: |

| |2019 წლის პირველი კვარტალის ბოლომდე სულ მცირე 1 ორგანიზაციის (გარდა თავად სააგენტოსი) |

| |სისტემაში |

| |2019 წლის ბოლომდე სულ მცირე 10 ორგანიზაციის სისტემაში |

|რისკები და ვარაუდები |საკანონმდებლო ცვლილებების დამტკიცების გაჭიანურება |

| |სისტემაში ჩასართავი ორგანიზაციების მხრიდან რესურსების ან/და მზაობის ნაკლებობა |

ვალდებულება 4: ეკონომიკური მმართველობის ინოვაციური პლატფორმა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იღებს ვალდებულებას შექმნას ინტერაქტიული პორტალი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საზოგადოების და კერძო სექტორის მაქსიმალური ჩართულობა ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავების პროცესში, ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღება, პროცესების გამჭირვალობა და ბიზნეს გარემოს პროგნოზირებადობის ზრდა.

საიტზე განთავსდება:

• თითოეული ეკონომიკური რეფორმის მოკლე აღწერა, საჭიროების დასაბუთება და საერთაშორისო გამოცდილება;

• კანონის პროექტები;

• რეფორმების მიმდინარეობის პროცესი და შესრულებული სამუშაოები;

• შესავსები კითხვარი რეფორმის შესახებ აზრის დასაფიქსირებლად.

მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა:

• დააფიქსიროს შეხედულება სხვადასხვა რეფორმის პრიორიტეტულობასთან დაკავშირებით.

• წარადგინოს ინიციატივა, რომელზეც ფართო საზოგადოება ხმის მიცემით შეძლებს მხარდაჭერის გამოხატვას; საკითხი საკმარისი რაოდენობის მხარდამჭერების მოპოვების შემთხვევაში განიხილება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და რეფორმების დეპარტამენტის მიერ.

|ვალდებულება 4: ეკონომიკური მმართველობის ინოვაციური პლატფორმა – ეკონომიკური რეფორმების განხორციელებისას სამოქალაქო ჩართულობის უზრუნველსაყოფად |

|წამყვანი დაწესებულება |საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო |

|პარტნიორები |საჯარო დაწესებულება | |

| |სამოქალაქო/კერძო | |

| |სექტორი/საერთაშორისო | |

| |ორგანიზაცია | |

|არსებული მდგომარეობა და პრობლემის აღწერა |ეკონომიკური რეფორმების განხორციელებისას, სხვადასხვა ეტაპზე ხდება დაინტერესებული მხარეებისა და |

| |საზოგადოებრივი ჯგუფების ჩართვა კონსულტაციების, შეფასებებისა და რეფორმების მოქალაქეების |

| |საჭიროებებზე მორგების უზრუნველსაყოფად. თუმცა, აღნიშნული არ არის რეგულარული პროცესი და უფრო |

| |მეტად ფრაგმენტული ხასიათი აქვს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიზანია |

| |გაიზარდოს ფართო საზოგადოების ჩართულობა რეფორმების ინიცირების, დამუშავებისა და განხორციელების |

| |პროცესში. |

|მთავარი მიზანი |გაიზარდოს საზოგადოების ჩართულობა ეკონომიკური რეფორმების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში |

| |გამჭვირვალობა |ანგარიშვალდებულება |სამოქალაქო ჩართულობა|ტექნოლოგია და |

|OGP ღირებულება | | | |ინოვაცია |

|განხორციელების ეტაპები |ახალი ან არსებული ვალდებულება |დაწყების თარიღი: |დასრულების თარიღი: |

|ინტერაქტიული ვებ პორტალი YOU. GOV შინაარსობრივი |ახალი |მაისი, 2018 |დეკემბერი, 2018 |

|სრულყოფა | | | |

|ინტერაქტიული ვებ პორტალი YOU. GOV პლატფორმის |ახალი |ნოემბერი, 2018 |ივნისი, 2019 |

|პოპულარიზაცია | | | |

|ინდიკატორი |პორტალი გაშვებულია ყველა ფუნქციით; ვებპორტალს ჰყავს მინიმუმ 500 ვიზიტორი თვიურად |

|რისკები და ვარაუდები |პორტალის განახლება არ მოხდეს პერიოდულად და მუდმივად; დაფიქსირებულ მოსაზრებებზე, გამოგზავნილ |

| |ინიციატივებზე არ მოხდეს დროული რეაგირება |

ვალდებულება 5: გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნების შესასრულებლად ელექტრონული პორტალის ამოქმედება

ღია მმართველობის პარტნიორობის 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმით (ვალდებულება №16) გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად, საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის 1 ივნისს მიიღო „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“. კოდექსი ახლებურად არეგულირებს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე საქმიანობების განხორციელების შესახებ კომპეტენტური ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცედურას. გარდა ამისა, კოდექსმა შემოიტანა კომპეტენტურ ორგანოთა მიერ სხვადასხვა სახის გადაწყვეტილებების მიღების ინსტრუმენტებიც, რომლებიც აბსოლუტურად ახალია საქართველოსთვის. ეს ინსტრუმენტები საქართველოში ეტაპობრივად ამოქმედდება.

ვინაიდან გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი გადაწყვეტილებების მიღების ახალ წესებს აყალიბებს, სამინისტროს მიზანია შეცვალოს მიდგომები და პრაქტიკა და მოძებნოს ტექნიკური ინსტრუმენტი ახალი მოთხოვნების სრულფასოვნად დასანერგად. შესაბამისად, წინამდებარე გეგმის ფარგლებში, მთავრობის მიზანია დანერგოს ისეთი ტექნიკური ინსტრუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციაზე დროულ და დაუბრკოლებელ ხელმისაწვდომობას და გადაწყვეტილებების მიღების ყველა ეტაპზე საზოგადოების ეფექტურ მონაწილეობას.

|ვალდებულება 5: გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნების შესასრულებლად ელექტრონული პორტალის ამოქმედება |

|წამყვანი დაწესებულება |სსიპ – გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის |

| |სამინისტრო |

|პარტნიორები |საჯარო დაწესებულება |საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის |

| | |სამინისტრო |

| |სამოქალაქო/კერძო | |

| |სექტორი/საერთაშორისო | |

| |ორგანიზაცია | |

|არსებული მდგომარეობა და პრობლემის აღწერა |საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის 1 ივნისს მიიღო „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“. კოდექსი |

| |ახლებურად არეგულირებს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე |

| |საქმიანობების განხორციელების შესახებ კომპეტენტური ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცედურას. |

| |გარდა ამისა, კოდექსმა შემოიტანა კომპეტენტურ ორგანოთა მიერ სხვადასხვა სახის გადაწყვეტილებების |

| |მიღების ინსტრუმენტებიც, რომლებიც აბსოლუტურად ახალია საქართველოსთვის. საჭიროა მიდგომებისა და |

| |პრაქტიკის შეცვლაб რათა ახალი რეგულაციები ეფექტურად დაინერგოს. |

|მთავარი მიზანი |გარემოსთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე და გადაწყვეტილებების მიღების პროცესებზე საზოგადოების |

| |ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა |

| |გამჭვირვალობა |ანგარიშვალდებულება |სამოქალაქო ჩართულობა |ტექნოლოგია და |

|OGP ღირებულება | | | |ინოვაცია |

|განხორციელების ეტაპები |ახალი ან არსებული |დაწყების თარიღი: |დასრულების თარიღი: |

| |ვალდებულება | | |

|ახალი პორტალის შექმნის ან არსებული პორტალების |ახალი |ოქტომბერი, 2018 |სექტემბერი, 2019 |

|გამოყენების შესაძლებლობების გამოვლენა | | | |

|განსათავსებელი ინფორმაციის და ფუნქციების ზუსტი |ახალი |ოქტომბერი, 2018 |იანვარი, 2019 |

|განსაზღვრა; პორტალის სტრუქტურის შემუშავება | | | |

|პორტალის ამუშავება, ფუნქციური დატვირთვა |ახალი |იანვარი, 2019 |ივნისი, 2019 |

|პორტალის ამოქმედებამდე მიღებული გადაწყვეტილებების |ახალი |ივნისი, 2019 |სექტემბერი, 2019 |

|ეტაპობრივი განთავსება | | | |

|ინდიკატორი |პორტალი ამოქმედებულია და მასზე განთავსებულია შესაბამისი ინფორმაცია; ინფორმაციის განახლება ხდება |

| |დროულად. |

|რისკები და ვარაუდები |პორტალის შექმნისა და ამოქმედებისთვის საჭირო დონორული დახმარების მოძიება; ტექნიკური და პროგრამული |

| |საკითხების გათვალისწინებით აქტივობის განხორციელების ვადების ცვლილება. |

გამოწვევა II: საჯარო სექტორში კეთილსინდისიერების ამაღლება

ვალდებულება 6: არსებული ძირითადი ანტიკორუფციული ინსტიტუტების გაძლიერება

საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ მომზადებული კორუფციის აღქმის ინდექსის თანახმად, 2017 წლის მონაცემებით, მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის საქართველო 46-ე პოზიციას იკავებს. World Justice Report-ის კანონის უზენაესობის ინდექსის (2017-2018) მიხედვით კი საქართველოს პირველი ადგილი უკავია აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, ხოლო მსოფლიოში 38-ე ადგილზეა 113 ქვეყანას შორის. საქართველოს მთავრობის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკური ნება გამოხატულია ხელისუფლების მიერ საერთაშორისო ასპარეზზე აღებული ვალდებულებებით, ახალი სტრატეგიული დოკუმენტებითა და თითოეული სახელმწიფო უწყების მიზანმიმართული ანტიკორუფციული პოლიტიკით.

საქართველოს მთავრობა აცნობიერებს, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა არ შეიძლება იყოს ერთჯერადი რეფორმა ან დროში შეზღუდული პროცესი. კორუფციის პრევენცია საჭიროებს მუდმივ და განგრძობად ძალისხმევას კეთილსინდისიერი და ანგარიშვალდებული საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებისთვის.

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ერთიანი ანტიკორუფციული პოლიტიკის ეფექტურად განხორციელების ხელშეწყობის მიზნით შექმნილია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო. საბჭო ფუნქციონირებს ანტიკორუფციული პოლიტიკის განხორციელების ძირითადი პრინციპების საფუძველზე: კომპლექსურობა, კორუფციის შემცირებასა და შედეგზე ორიენტირებული მიდგომა, კანონის უზენაესობის დაცვა, სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინაცია, სამოქალაქო სექტორის ჩართულობა, ანგარიშგება და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინება, პროცესის გამჭვირვალობა და სხვ. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საკვანძო სტრუქტურებს აგრეთვე მთავარი პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლის სამართლებრივი დევნის სამმართველო და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სტრუქტურული ერთეული – ანტიკორუფციული სააგენტო წარმოადგენენ. პირველი პასუხისმგებელია განსაკუთრებული მნიშვნელობის კორუფციული დანაშაულების გამოძიებასა და დევნაზე, ხოლო უკანასკნელი – საჯარო სექტორში დასაქმებულ პირთა მიერ ჩადენილი სამოხელეო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლასა და სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებაზე, გამოვლენასა და აღკვეთის ღონისძიებების განხორციელებაზე.

|ვალდებულება 6: არსებული ძირითადი ანტიკორუფციული ინსტიტუტების გაძლიერება |

|წამყვანი დაწესებულება |საქართველოს მთავარი პროკურატურა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საქართველოს |

| |იუსტიციის სამინისტრო |

|პარტნიორები |საჯარო დაწესებულება |საჯარო სამსახურის ბიურო |

| |სამოქალაქო/კერძო |ევროპის საბჭოს პროექტი, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო, ინფორმაციის თავისუფლების |

| |სექტორი/საერთაშორისო ორგანიზაცია |განვითარების ინსტიტუტი, ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა |

| | |ასოციაცია |

|არსებული მდგომარეობა და პრობლემის აღწერა |ბოლო წლებში ანტიკორუფციული საბჭოს ეფექტიანობის მნიშვნელოვანი ზრდის მიუხედავად, საქართველოს |

| |მთავრობის პრიორიტეტია მუდმივად გააუმჯობესოს კორუფციასთან ბრძოლის მექანიზმები. ამასთან, |

| |საერთაშორისო რეკომენდაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა მოსაზრებით, საჭიროა |

| |ანტიკორუფციული საბჭოსა და სხვა ანტიკორუფციული ორგანოების შემდგომი გაძლიერება. წინამდებარე გეგმით |

| |საქართველოს მთავრობა იღებს ვალდებულებას, გამოავლინოს კორუფციასთან ბრძოლის ეფექტური საშუალებები, |

| |შესაბამის შეფასებასა და ანალიზზე დაყრდნობით, გააძლიეროს ძირითადი ანტიკორუფციული ორგანოები. |

| |აღნიშნულით, მთავრობის მიზანია მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი კორუფციის ყველა ფორმის, მათ შორის |

| |კომპლექსური ფორმის კორუფცია. ამ პროცესში საქართველოს მთავრობა შესაბამის კონსულტაციებს გამართავს |

| |სამოქალაქო სექტორთან. |

|მთავარი მიზანი |კორუფციის წინაამდეგ ბრძოლის კუთხით ძირითად ანტიკორუფციულ ორგანოებში ანტიკორუფციული დანაყოფების |

| |კორუფციული რისკების შეფასების ანალიზის ჩატარების საფუძველზე მათი ინსტიტუციური გაძლიერება და |

| |ანტიკორუფციული საბჭოს ანგარიშვალდებულების გაზრდა. |

| |გამჭვირვალობა |ანგარიშვალდებულება |სამოქალაქო |ტექნოლოგია და ინოვაცია|

|OGP ღირებულება | | |ჩართულობა | |

|განხორციელების ეტაპები |ახალი ან არსებული |დაწყების თარიღი: |დასრულების თარიღი: |

| |ვალდებულება | | |

|ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს მიერ ანტიკორუფციული |ახალი |ოქტომბერი, 2018 |მარტი, 2019 |

|საბჭოსა და ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის | | | |

|წევრებთან თანამშრომლობით კორუფციული რისკების შეფასების| | | |

|მეთოდოლოგიის შემუშავება | | | |

|კორუფციული რისკების შეფასების მეთოდოლოგიის შესაბამისად|ახალი |მარტი, 2019 |სექტემბერი, 2019 |

|კორუფციული რისკების შეფასების განხორციელება | | | |

|ანტიკორუფციულ დანაყოფებში (კორუფციული რისკების | | | |

|შეფასების მიმდინარეობის შესახებ ფორუმის ინფორმირება და| | | |

|ფორუმზე განხილვა) | | | |

|ანტიკორუფციული საბჭოს ანგარიშგების გაძლიერება |ახალი |აპრილი, 2019 |დეკემბერი, 2019 |

|(ანტიკორუფციული საბჭო ყოველწლიურ ანგარიშს წარუდგენს | | | |

|საქართველოს პარლამენტს) | | | |

|კორუფციული რისკების შეფასების შედეგებისა და საჭიროების|ახალი |სექტემბერი, 2019 |დეკემბერი, 2019 |

|მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის | | | |

|ანტიკორუფციული სააგენტოსა და მთავარი პროკურატურის | | | |

|კორუფციულ დანაშაულზე სისხლის სამართლებრივი დევნის | | | |

|სამმართველოს გაძლიერება | | | |

|კორუფციული დანაშაულების გამოძიებასა და |ახალი |იანვარი, 2019 |ნოემბერი, 2019 |

|სისხლისსამართლებრივ დევნაზე მომუშავე პირების პერიოდული| | | |

|ტრენინგები სპეციალიზაციის მიმართულებით, მათ შორის | | | |

|იურიდიული პირების მიერ ჩადენილი კორუფციული | | | |

|დანაშაულებისა და საერთაშორისო კორუფციული დანაშაულების | | | |

|გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის საკითხებზე | | | |

|ინდიკატორი |კორუფციული რისკების შეფასების მეთოდოლოგია მომზადებულია. კორუფციული რისკების შეფასება |

| |განხორციელებულია დამოუკიდებელ ექსპერტებთან თანამშრომლობით და კანონმდებლობის შესაბამისად. |

| |შესაბამის პრაქტიკოსთა სპეციალიზაცია გაუმჯობესებულია. |

ვალდებულება 7: საზოგადოების მიერ მდგრადი განვითარების მიზნების მონიტორინგი

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია პარტნიორ უწყებებთან ერთად 2018 წელს შეიმუშავებს და დანერგავს ახალ ელექტრონულ სისტემას (SDG Tracker), რომლის მიზანი გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SuStainable Development Goals – SDGs) მონიტორინგის ეფექტიანად და გამჭვირვალედ განხორციელება იქნება. აღნიშნული სისტემის საშუალებით ნებისმიერი დაინტერესებული მხარე შეძლებს ონლაინ რეჟიმში მოიძიოს ინფორმაცია კონკრეტული მიზნების შესაბამისად მიღწეული პროგრესის შესახებ.

SDG Tracker უზრუნველყოფს ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო უწყებების მიერ SDG მიზნების მისაღწევად განხორციელებული აქტივობების შესახებ უახლესი ინფორმაციის ერთ სივრცეში თავმოყრას და მოქალაქეებისათვის ხელმისაწვდომობას.

|ვალდებულება 7: SDGs Tracker |

|წამყვანი დაწესებულება |საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია |

|პარტნიორები |საჯარო დაწესებულება |სსიპ – მონაცემთა გაცვლის სააგენტო |

| |სამოქალაქო/კერძო |გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP); ინფორმაციის თავისუფლების განვითარების |

| |სექტორი/საერთაშორისო ორგანიზაცია|ინსტიტუტი (IDFI) |

|არსებული მდგომარეობა და პრობლემის აღწერა |გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები საქართველოს მთავრობის შიდა რეფორმების განუყოფელი ნაწილია. |

| |მიზნების ნაციონალიზაციისა და დანერგვის პროცესი 2015 წლიდან, ხოლო უშუალოდ განხორციელების ფაზა |

| |2018 წლიდან დაიწყო. აღნიშნულ პროცესში ჩართულია 11 სამინისტრო და სხვა მრავალი სახელმწიფო |

| |ორგანიზაცია. მონიტორინგისა და ანგარიშგების მიზნებისათვის აუცილებლია საერთო ელექტრონული |

| |პლატფორმის შექმნა, რომელიც გაამარტივებს უწყებათაშორის კოორდინაციას და გამჭვირვალეს გახდის |

| |ქვეყანაში მიზნების შესრულების პროცესსა და შედეგებს. სისტემა გაეროს მიზნებსა და ამოცანებს |

| |დააკავშირებს ქვეყნის შიდა პოლიტიკის დოკუმენტებთან და მოგვცემს ინფორმაციას ამა თუ იმ |

| |მიმართულებით არსებული სახელმწიფო ფინანსურ რესურსებზე. ეს კი საშუალებას მისცემს მოქალაქეებს და |

| |დაინტერესებულ პირებს გაეცნონ მთავრობის მისწრაფებებს მომდევნო წლებისთვის, ნახონ დაგეგმილი და |

| |გატარებული ღონისძიებები და შეაფასონ პროგრესი. |

|მთავარი მიზანი |გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების კვალდაკვალ სამთავრობო პოლიტიკის განხორციელების შეფასება და|

| |ეფექტური მართვა |

| |გამჭვირვალობა |ანგარიშვალდებულება |სამოქალაქო ჩართულობა|ტექნოლოგია და ინოვაცია |

|OGP ღირებულება | | | | |

|განხორციელების ეტაპები |ახალი ან არსებული |დაწყების თარიღი: |დასრულების თარიღი: |

| |ვალდებულება | | |

|შიდა ელექტრონული სისტემის (შიდა საოპერაციო სისტემა |ახალი |სექტემბერი, 2018 |დეკემბერი, 2018 |

|ხელმისაწვდომია მხოლოდ სახელმწიფო უწყებებისთვის) | | | |

|ამოქმედება | | | |

|მდგრადი განვითარების მიზნების ვებგვერდის, მათ შორის SDGs |ახალი |ოქტომბერი, 2018 |დეკემბერი, 2018 |

|Tracker-ისა და სხვა კომპონენტების ამოქმედება/ფუნქციონალის| | | |

|გამართვა, სადაც გენერირდება შიდა სისტემის მონაცემები | | | |

|SDGs Tracker-ის, როგორც მთავრობის პოლიტიკის მონიტორინგისა|ახალი |თებერვალი, 2019 |დეკემბერი, 2019 |

|და შეფასების შესაძლებლობის პოპულარიზაცია | | | |

|SDG Tracker ვებგვერდის საინფორმაციო ნაწილის ამოქმედება – |ახალი |თებერვალი, 2019 |დეკემბერი, 2019 |

|ქვეყნის მასშტაბით მდგრადი განვითარების მიზნებთან | | | |

|დაკავშირებული ყველა პროექტის, მიმდინარე თუ დაგეგმილი | | | |

|აქტივობების შესახებ კალენდრის/ინფორმაციის განთავსება | | | |

|ინდიკატორი |მდგრადი განვითარების მიზნების მონიტორინგისა და შეფასების სისტემა შემუშავებული და დანერგილია; |

| |ფუნქციონირებს სისტემის ვებგვერდი (SDGs Tracker) |

ვალდებულება 8: საკანონმდებლო აქტების შემუშავება მოქალაქეთა ჩართულობითა და მონაცემთა ანალიზის საფუძველზე

ღია მმართველობა საქართველოს 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ, იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობით, დაიწყო საკანონმდებლო აქტების რეგულირების ზემოქმედების შეფასებისა და მონიტორინგის ერთიანი სისტემის (Regulatory Impact Assessment – RIA) შემუშავება.

ეს სისტემა ემსახურება მტკიცებულებებზე დაყრდნობილი გადაწყვეტილების მიღების პროცესის ჩამოყალიბებას და გულისხმობს ex-ante შეფასების საფუძველზე სიტუაციური ანალიზის ჩატარებას. ex ante შეფასების საფუძველზე შესაძლებელია კონკრეტული პრობლემების იდენტიფიცირება და მათზე მორგებული საკანონმდებლო აქტების შემუშავება და დაგეგმვა.

მთავრობის მიზანია, მიმდინარე გეგმით აიღოს ვალდებულება რათა RIA-ს ანგარიშის მომზადება გახდეს სავალდებულო შესაბამისი საკანონმდებლო აქტით დადგენილ შემთხვევებში. მნიშვნელოვანია, რომ Ex ante შეფასების განუყოფელი ნაწილია კონსულტაცია როგორც სფეროს ექსპერტებთან, ასევე ფართო საზოგადოებასთან. ამ გზით მთავრობა მუდმივად უზრუნველყოფს კანონპროექტების თუ სტრატეგიული დოკუმენტების მომზადებისას მოქალაქეთა მონაწილეობას და შესაბამისად, მათ საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტილებების მიღებას.

|ვალდებულება 8: საკანონმდებლო აქტების მონიტორინგისა და შეფასების სისტემის |

|შემუშავება |

|წამყვანი დაწესებულება |საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო |

|პარტნიორები |საჯარო დაწესებულება |საქართველოს პარლამენტი |

| |სამოქალაქო/კერძო | |

| |სექტორი/საერთაშორისო | |

| |ორგანიზაცია | |

|არსებული მდგომარეობა და პრობლემის აღწერა |დღევანდელი მდგომარეობით, სახელმწიფო სტრუქტურები საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავების დროს |

| |არ იყენებენ სიტუაციური ანალიზის მეთოდს. აღნიშნული უზრუნველყოფს პრობლემისა და შესაბამისი |

| |მიზნების/ამოცანების სწორად განსაზღვრას, რაც საბოლოო ჯამში, ამა თუ საკანონმდებლო ცვლილების |

| |მოსალოდნელი გავლენების (ეკონომიკური, სოციალური და სხვ.) ზუსტ გათვლას უწყობს ხელს. |

|მთავარი მიზანი |საკანონმდებლო ინიციატივების სიტუაციური ანალიზის საფუძველზე განსაზღვრა, შეფასება და ეფექტური |

| |მართვა |

| |გამჭვირვალობა |ანგარიშვალდებულება |სამოქალაქო ჩართულობა|ტექნოლოგია და |

|OGP ღირებულება | | | |ინოვაცია |

|განხორციელების ეტაპები |ახალი ან არსებული ვალდებულება |დაწყების თარიღი: |დასრულების თარიღი: |

|საკანონმდებლო აქტების შეფასებისა და მონიტორინგის |ახალი |თებერვალი, 2019 |სექტემბერი, 2019 |

|საკანონმდებლო რეგულირების მიზნით კანონპროექტის შემუშავება | | | |

|საკანონმდებლო აქტების შეფასებისა და მონიტორინგის ერთიანი |ახალი |ოქტომბერი, 2019 |დეკემბერი, 2019 |

|ჩარჩოს და მეთოდოლოგიის შემუშავება | | | |

|ინდიკატორი |- საკანონმდებლო აქტების შეფასებისა და მონიტორინგის შესახებ კანონპროექტი საქართველოს |

| |მთავრობისთვის განსახილველად წარდგენილია; |

| |- საკანონმდებლო აქტების შეფასებისა და მონიტორინგის ერთიანი ჩარჩო და მეთოდოლოგია შემუშავებულია.|

ვალდებულება 9: სასამართლო გადაწყვეტილებების ერთიან ბაზაში გამოქვეყნება და საძიებო სისტემის შექმნა

სასამართლო გადაწყვეტილებების ერთიან ბაზაში გამოქვეყნება და მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ემსახურება სასამართლო სისტემის გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეფექტიანობის გაუმჯობესებას. აღნიშნულზე მუშაობა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ღია მმართველობა საქართველოს 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში დაიწყო.

დღეს საქართველოში სასამართლო გადაწყვეტილებებს საკუთარ ვებგვერდზე საქართველოს უზენაესი სასამართლო აქვეყნებს. რაც შეეხება საერთო სასამართლოებს, მათთვის შექმნილია სპეციალური ვებგვერდი (http://info.court.ge) რომელმაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, მომავალში სასამართლო გადაწყვეტილებათა (პირველი და მეორე ინსტანციები, ასევე უზენაესი სასამართლო) ერთიანი რეესტრის ფუნქცია უნდა იტვირთოს.

ერთიანი პლატფორმის შექმნა მნიშვნელოვანია, თუმცა უფრო მნიშვნელოვანია მასზე განთავსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხი. ამ მხრივ, საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, საქართველოს შეუძლია ახლადშექმნილ რეესტრზე დამატებითი ფუნქციების დანერგვა. პირველ რიგში, ესენია პროცესში მონაწილე მხარეთა შესახებ ინფორმაციის განთავსება და საქმისწარმოების პროცესთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება.

წინამდებარე ვალდებულებით, შეიქმნება გაერთიანებული სისტემა, რომელსაც ექნება შემდეგი მოდულები:

- სასამართლოს დაშტრიხული გადაწყვეტილებების და საბოლოო დოკუმენტების ძებნის მოდული;

- საჯარო შეტყობინებების გამოქვეყნებისა და მოძიების მოდული;

- სასამართლოში საქმის შემომტანის ვებსივრცე;

- ჩანიშნული სხდომების საძიებო მოდული.

|ვალდებულება 9: სასამართლო გადაწყვეტილებების ერთიან ბაზაში გამოქვეყნება და საძიებო სისტემის შექმნა |

|წამყვანი დაწესებულება |საქართველოს უზენაესი სასამართლო |

|პარტნიორები |საჯარო დაწესებულება |საერთო სასამართლოები, იუსტიციის უმაღლესი საბჭო |

| |სამოქალაქო/კერძო | |

| |სექტორი/საერთაშორისო | |

| |ორგანიზაცია | |

|არსებული მდგომარეობა და პრობლემის აღწერა |დღეს საქართველოში სასამართლო გადაწყვეტილებებს საკუთარ ვებგვერდზე საქართველოს უზენაესი სასამართლო |

| |აქვეყნებს. რაც შეეხება საერთო სასამართლოებს, მათთვის შექმნილია სპეციალური ვებგვერდი |

| |(http://info.court.ge), რომელმაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, მომავალში სასამართლო |

| |გადაწყვეტილებათა (პირველი და მეორე ინსტანციები, ასევე უზენაესი სასამართლო) ერთიანი რეესტრის |

| |ფუნქცია უნდა იტვირთოს. |

| |ერთიანი პლატფორმის შექმნა მნიშვნელოვანია, თუმცა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მასზე განთავსებული |

| |ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხი. ამ მხრივ, საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, |

| |საქართველოს შეუძლია აღნიშნულ რეესტრზე დამატებითი ფუნქციების დანერგვა. პირველ რიგში, ესენია |

| |პროცესში მონაწილე მხარეთა შესახებ ინფორმაციის განთავსება და საქმისწარმოების პროცესთან დაკავშირებით|

| |მეტი ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება. |

|მთავარი მიზანი |სასამართლო გადაწყვეტილებების პროაქტიული ხელმისაწვდომობა გამჭვირვალე სასამართლო სისტემის |

| |უმნიშვნელოვანესი კომპონენტი და წინაპირობაა. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია სასამართლო |

| |გადაწყვეტილებათა და სამართალწარმოების პროცესის შესახებ ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების |

| |ერთიანი სტანდარტის არსებობა. |

| |გამჭვირვალობა |ანგარიშვალდებულება |სამოქალაქო ჩართულობა|ტექნოლოგია და |

|OGP ღირებულება | | | |ინოვაცია |

|განხორციელების ეტაპები |ახალი ან არსებული |დაწყების თარიღი: |დასრულების თარიღი: |

| |ვალდებულება | | |

|სასამართლო გადაწყვეტილებების ერთიანი ბაზისთვის საძიებო |არსებული |ივლისი, 2018 |დეკემბერი, 2018 |

|სისტემის ტექნიკური დავალების შემუშავება | | | |

|ერთიანი ბაზის საძიებო სისტემის შექმნა და დანერგვა |არსებული |დეკემბერი, 2018 |სექტემბერი, 2019 |

|სასამართლო გადაწყვეტილებების ერთიან ბაზაში გამოქვეყნება|არსებული |სექტემბერი, 2019 |დეკემბერი, 2019 |

|(1) საჯარო შეტყობინებების (2) სასამართლოში საქმის |არსებული |სექტემბერი, 2019 |დეკემბერი, 2019 |

|შემომტანის ვებსივრცის და (3) ჩანიშნული სხდომების | | | |

|საძიებო მოდულის ამოქმედება | | | |

|ინდიკატორი |სასამართლოს დაშტრიხული გადაწყვეტილებების და საბოლოო დოკუმენტების ძებნის საძიებო მოდული |

| |ამოქმედებულია; |

| |საჯარო შეტყობინებების გამოქვეყნების მოდული ამოქმედებულია; |

| |სასამართლოში საქმის შემომტანის ვებსივრცე ხელმისაწვდომია; |

| |ჩანიშნული სხდომების საძიებო მოდული ფუნქციონირებს. |

ვალდებულება 10: შინაგან საქმეთა სამინისტროს გამჭვირვალობის გაზრდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო (შსს) აღმასრულებელი ხელისუფლების უმნიშვნელოვანეს რგოლს წარმოადგენს, რომლის ძირითად ფუნქციებს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა განეკუთვნება. იმისათვის, რომ საზოგადოებაში კიდევ უფრო გაიზარდოს ნდობა სამართალდამცავი ორგანოებისადმი, ფორუმის წევრი არასამთავრობოების რეკომენდაციის შესაბამისად, შსს იღებს ვალდებულებას გადადგას მნიშვნელოვანი ნაბიჯები ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გასაუმჯობესებლად.

|ვალდებულება 10: შინაგან საქმეთა სამინისტროს გამჭვირვალობის გაზრდა |

|წამყვანი დაწესებულება |საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო |

|პარტნიორები |საჯარო დაწესებულება | |

| |სამოქალაქო/კერძო | |

| |სექტორი/საერთაშორისო | |

| |ორგანიზაცია | |

|არსებული მდგომარეობა და პრობლემის აღწერა |ბოლო წლებში შსს აქტიურად მუშაობს, რათა გააუმჯობესოს საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა: |

| |2018 წლიდან წარმოებს საჩივრების/განცხადებების სტატისტიკა. აღირიცხება განმცხადებლის მიერ |

| |მითითებული სავარაუდო გადაცდომა, გადაცდომის მოტივი და სხვა პარამეტრები. დისციპლინური წარმოების |

| |პროცესში უზრუნველყოფილია სავარაუდო გადაცდომის ჩამდენი პირის/პირების ჩართულობა. გენერალური |

| |ინსპექციის მიერ წერილობითი განცხადების საფუძველზე ჩატარებული დისციპლინური წარმოების შედეგების |

| |თაობაზე განმცხადებელს ეცნობება წერილობით, ხოლო ცხელი ხაზის (126) მეშვეობით მიღებული შეტყობინების |

| |შემთხვევაში, ინიციატორის ინფორმირება ხდება ტელეფონის მეშვეობით. პრაქტიკაში, გენერალური ინსპექციის|

| |მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე, გენერალური ინსპექციის უფროსის მიერ |

| |დამტკიცებული დასკვნა არასდროს გაუქმებულა მინისტრის მიერ, ასევე არცერთ შემთხვევაში შეცვლილა |

| |რეკომენდირებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა. |

| |დღევანდელი მდგომარეობით, შსს-ს მიერ სტატისტიკური ინფორმაციის წარმოება არ ეფუძნება სისტემატიზებული|

| |პროცედურების ერთობლიობას და იგი კანონქვემდებარე აქტითა და მემორანდუმით არის მოწესრიგებული, რაც |

| |რიგ შემთხვევებში ართულებს ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. თუმცა, ამ მიმართულებით უკვე მიმდინარეობს |

| |მუშაობა და პროცესების გაწერა. |

| |შსს-სთვის ასევე უმნიშვნელოვანესია გამჭვირვალედ აწარმოოს საკადრო პოლიტიკა, რათა პოლიციელის |

| |სამსახურში მიღების, ასევე მისი დაწინაურების, დისციპლინური პასუხისგებისა თუ გათავისუფლების |

| |საკითხებში გამოირიცხოს ყოველგვარი ბუნდოვანება. |

|მთავარი მიზანი |შინაგან საქმეთა სამინისტროს გამჭვირვალობის ხარისხის გაზრდა; საზოგადოებრივი ნდობისა და |

| |ანგარიშვალდებულების ხელშეწყობა |

| |გამჭვირვალობა |ანგარიშვალდებულება |სამოქალაქო |ტექნოლოგია და ინოვაცია |

|OGP პრინციპები | | |ჩართულობა | |

|განხორციელების ეტაპები |ახალი ან არსებული |დაწყების თარიღი: |დასრულების თარიღი: |

| |ვალდებულება | | |

|სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების პროცედურების, |ახალი |აგვისტო, 2018 |დეკემბერი, 2018 |

|ვადების და პასუხისმგებელი ორგანოების ნათლად გაწერა | | | |

|ერთიანი კონსოლიდირებული დოკუმენტის შექმნის გზით | | | |

|საჩივარ/განცხადებები, ასევე სამსახურებრივი შემოწმების |ახალი |იანვარი, 2018 |იანვარი 2019 |

|შედეგების მონაცემების პროაქტიულად გამოქვეყნება | | | |

|შსს-ს გენერალური ინსპექციის რეფორმირების ფარგლებში, |ახალი |სექტემბერი, 2018 |სექტემბერი, 2019 |

|დისციპლინური წარმოების პროცედურების სახელმძღვანელო | | | |

|ინსტრუქციების შემუშავება[2] | | | |

|თანამდებობრივი გადაადგილების, წახალისების და |ახალი |აგვისტო, 2018 |დეკემბერი, 2019 |

|გათავისუფლების პროცედურების შესწავლა და საჭიროების | | | |

|მიხედვით, შესაბამის კანონში ცვლილებების შეტანა | | | |

|ინდიკატორი |სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების შესახებ სახელმძღვანელო შემუშავებულია; |

| |საჩივარ/განცხადებები, ასევე სამსახურებრივი შემოწმების შედეგები პროაქტიულად ქვეყნდება; |

| |დისციპლინური წარმოების პროცედურების სახელმძღვანელო ინსტრუქცია შემუშავებულია; |

| |თანამდებობრივი გადაადგილების, წახალისების და გათავისუფლების პროცედურები შესწავლილია. |

გამოწვევა III: საჯარო რესურსების უკეთესი მართვა

ვალდებულება 11: საჯარო ფინანსების ზედამხედველობაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა

ღია მმართველობა საქართველოს 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა (სას) შექმნა ინოვაციური ანალიტიკური ვებპლატფორმა – „ბიუჯეტის მონიტორი“, რომლის საშუალებით ფართო საზოგადოებას ეძლევა უნიკალური შესაძლებლობა მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია სახელმწიფო ბიუჯეტის, საჯარო რესურსების მართვასთან დაკავშირებული საკითხების, აუდიტის მიგნებების, გაცემული რეკომენდაციებისა და მათი შესრულების მდგომარეობის შესახებ. გარდა ამისა, პლატფორმა თითოეულ მოქალაქეს საშუალებას აძლევს მომართოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს საჯარო ფინანსების მართვაში არსებული ხარვეზების შესახებ და მიიღოს მონაწილება მომავალი წლის აუდიტის გეგმის შედგენაში.

ამ პროცესში მოქალაქეთა ჩართულობისა და პლატფორმის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური იზიარებს OGP-ის დამოუკიდებელი შეფასების მექანიზმის (Independent Reporting Mechanism – IRM) რეკომენდაციას და მიზნად ისახავს დანერგოს მოქალაქეებისგან მიღებულ მომართვებზე და შეტყობინებებზე უკუკავშირის მექანიზმი. ამ გზით შესაძლებელი გახდება მათი შემოსულ მომართვებზე და შეტყობინებებზე (მათ შორის, ანონიმურზე) რეაგირების სტატუსის თვალყურის დევნება მუდმივ რეჟიმში.

თანამონაწილეობის უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო აუდიტის სამსახური გეგმავს დამატებითი ინსტრუმენტის შექმნას – მოქალაქეების მიერ წარმოდგენილ მომართვებზე მომზადდება აუდიტის შედეგები საზოგადოებისათვის მარტივად აღქმადი ფორმით.

|ვალდებულება 11: საჯარო ფინანსების ზედამხედველობაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა: მოქალაქეთა ეფექტური უკუკავშირის მექნიზმების დანერგვა |

|წამყვანი დაწესებულება |სახელმწიფო აუდიტის სამსახური |

|პარტნიორები |საჯარო დაწესებულება | |

| |სამოქალაქო/კერძო |სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებით ჩამოყალიბებული საჯარო |

| |სექტორი/საერთაშორისო |ფინანსების მართვის ზედამხედველობაში მოქალაქეთა ჩართულობის საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო |

| |ორგანიზაცია |ჯგუფი |

|არსებული მდგომარეობა და პრობლემის აღწერა |ქვეყნისათვის კვლავ გამოწვევად რჩება საბიუჯეტო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის დაბალი |

| |მაჩვენებელი, რასაც ცხადყოფს 2017 წლის ღია ბიუჯეტის კვლევის (Open Budget Survey) შეფასება |

| |მოქალაქეთა ჩართულობის კრიტერიუმში (100-დან 22 ქულა). აღნიშნულის გამომწვევი მიზეზი შეიძლება |

| |იყოს, როგორც მოქალაქეების მხრიდან უნდობლობის არსებობა, ასევე, მათი ჩართულობისთვის აუცილებელი |

| |ეფექტური საშუალებების ნაკლებობა.  |

| |აღნიშნულის საპასუხოდ, სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიზნად ისახავს შექმნას მოქალაქეთა |

| |ჩართულობის ისეთი მექანიზმი, რომლის მეშვეობით შესაძლებელი გახდება მოქალაქეთა მხრიდან შემოსული |

| |საჩივრებისა თუ მოთხოვნების სტატუსის თვალყურის დევნება მუდმივ რეჟიმში. გამჭვირვალე სისტემის |

| |დანერგვით გაიზრდება როგორც მოქალაქეების ნდობა სას-ის მიმართ, ასევე, შეიქმნება ეფექტური |

| |მექანიზმი მოქალაქეთა მოთხოვნებზე დროული რეაგირებისთვის. სამსახური გეგმავს აღნიშნული მექანიზმის|

| |ინტეგრაციას ბიუჯეტის მონიტორში (Budget Monitor), რომელიც OGP-ის ვალდებულებების განგრძობადობის |

| |ნათელი მაგალითია. |

|მთავარი მიზანი |საჯარო ფინანსების ზედამხედველობის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის მეშვეობით უკეთესი |

| |მმართველობის ხელშეწყობა |

|OGP ღირებულება |გამჭვირვალობა |ანგარიშვალდებულება |სამოქალაქო ჩართულობა|ტექნოლოგია და |

| | | | |ინოვაცია |

|განხორციელების ეტაპები |ახალი ან არსებული |დაწყების თარიღი: |დასრულების თარიღი: |

| |ვალდებულება | | |

|ბიუჯეტის მონიტორის მეშვეობით მიღებულ მოქალაქეთა |ახალი |მაისი, 2018 |დეკემბერი, 2018 |

|შეტყობინებებზე უკუკავშირის მექანიზმის შექმნა და დანერგვა | | | |

|სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ, ცნობიერების ამაღლების |არსებული |იანვარი, 2018 |დეკემბერი, 2018 |

|მიზნით, მინიმუმ 5 სამუშაო შეხვედრის ორგანიზება სხვადასხვა | | | |

|ფოკუსჯგუფთან. | | | |

|ინდიკატორი |მოქალაქეების მიერ წარდგენილ მომართვებზე და შეტყობინებებზე უკუკავშირის მექანიზმი დანერგილია, |

| |რომლის მეშვეობით შესაძლებელია მომართვებზე და შეტყობინებებზე (მათ შორის, ანონიმურზე) რეაგირების|

| |სტატუსის თვალყურის დევნება მუდმივ რეჟიმში. |

ვალდებულება 12: სახელმწიფო საგრანტო დაფინანსების სისტემის გამჭვირვალობის გაზრდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია პარტნიორ უწყებებთან ერთად 2018 წელს დაიწყებს მუშაობას სახელმწიფო/საჯარო ინსტიტუციების მიერ საგრანტო დაფინანსების გაცემის არსებული სისტემის რეფორმირების მიმართულებით, რათა უზრუნველყოფილ იქნეს აღნიშნული სფეროს გამჭვირვალობა და ეფექტურობა.

დღეის მდგომარეობით, საქართველოს კანონმდებლობა სამინისტროებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტის გაცემის საერთო პრინციპებსა და პროცედურას არ ითვალისწინებს. არ არსებობს საჯარო ინსტიტუციების მიერ გრანტის გაცემის ერთიანი საკანონმდებლო სტანდარტი.

წინამდებარე ვალდებულებით სახელმწიფო უწყებებისათვის დადგინდება დაფინანსების სტანდარტები და გაიწერება დეტალური პრინციპები. მთავრობის ადმინისტრაცია პარტნიორ უწყებებთან ერთად მოამზადებს გრანტების შესახებ კანონში ცვლილების პროექტს, რომელსაც განიხილავს დაინტერესებულ მხარეებთან ერთად და საბოლოოდ წარუდგენს საქართველოს პარლამენტს 2019 წლის ბოლომდე.

|ვალდებულება 12: სახელმწიფო საგრანტო დაფინანსების სისტემის გამჭვირვალობის გაზრდა |

|წამყვანი დაწესებულება |საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია |

|პარტნიორები |საჯარო დაწესებულება |საქართველოს პარლამენტი, ფინანსთა სამინისტრო |

| |სამოქალაქო/კერძო |სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი |

| |სექტორი/საერთაშორისო | |

| |ორგანიზაცია | |

|არსებული მდგომარეობა და პრობლემის აღწერა |დღეის მდგომარეობით, საქართველოს კანონმდებლობა სამინისტროების, საჯარო სამართლის იურიდიული |

| |პირებისა და სხვა საჯარო ინსტიტუციების მიერ გრანტის გაცემის საერთო პრინციპებსა და პროცედურას არ|

| |ითვალისწინებს. გარდა ამისა, სახელმწიფო საგრანტო სისტემაში ჩართული არ არის რიგი საჯარო |

| |ინსტიტუციებისა, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობები. |

| |წინამდებარე ინიციატივის ერთ-ერთი კომპონენტი გულისხმობს, კანონით დადგინდეს ძირითადი |

| |სტანდარტ-პრინციპები (მათ შორის, მიუკერძოებელი და მონაწილეობითი გადაწყვეტილების მიღება, |

| |შერჩევის კრიტერიუმების წინასწარ დადგენა და გამოქვეყნება, ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილება,|

| |პროცესის გამჭვირვალობა და სხვა), რომლებიც საკმარისად მკაფიო იქნება იმისთვის, რომ საგრანტო |

| |დაფინანსება სანდო და გამჭვირვალე პროცესად იქცეს. ამასთან, ცალკეულ სახელმწიფო უწყებებს ამ |

| |სტანდარტ-პრინციპების შესაბამისად, ექნებათ პროცესის დეტალური მოწესრიგების შესაძლებლობა. |

| |ინიციატივა მათ შორის გულისხმობს ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის გრანტის გაცემის მექანიზმის |

| |გამოყენების უფლების მიცემას, რაც ხელს შეუწყობს, რიგ შემთხვევებში, ფუნქციების უკეთ |

| |განხორციელებას, ინტერ-მუნიციპალური ინიციატივების წახალისებას, ამ პროცესში სამოქალაქო |

| |საზოგადოების აქტიურ ჩართვას და ადგილზე სხვადასხვა ინიციატივების წახალისებას. |

|მთავარი მიზანი |სახელმწიფო/საჯარო ინსტიტუციების მიერ საგრანტო დაფინანსების გაცემის არსებული სისტემის |

| |რეფორმირება, მისი გამჭვირვალობის, ხელმისაწვდომობის და ეფექტიანობის გაზრდა. |

|OGP ღირებულება |გამჭვირვალობა |ანგარიშვალდებულება |სამოქალაქო |ტექნოლოგია და |

| | | |ჩართულობა |ინოვაცია |

|განხორციელების ეტაპები |ახალი ან არსებული |დაწყების თარიღი: |დასრულების თარიღი: |

| |ვალდებულება | | |

|საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების მიზნით, სხვადასხვა |ახალი |დეკემბერი, 2018 |დეკემბერი, 2019 |

|საჯარო დაწესებულებებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და| | | |

|ექსპერტებთან კონსულტაციების გამართვა | | | |

|გრანტების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტის |ახალი |დეკემბერი, 2018 |სექტემბერი, 2019 |

|მომზადება | | | |

|კანონში ცვლილების პროექტის დაინტერესებული მხარეებისათვის |ახალი |სექტემბერი, 2019 |დეკემბერი, 2019 |

|წარდგენა | | | |

|კანონში ცვლილების პროქტის ინიცირება საქართველოს |ახალი |დეკემბერი, 2019 |დეკემბერი, 2019 |

|პარლამენტში | | | |

|ინდიკატორი |კანონში ცვლილებების პროექტი წარდგენილია საქართველოს პარლამენტისთვის |

ვალდებულება 13: ელექტრონული ინოვაციები საჯარო შესყიდვების მეტი გამჭვირვალობისა და ეფექტიანობისთვის

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტის (Department of International Development – DFID) მხარდაჭერით, ასევე ღია მონაცემთა პარტნიორობასთან (Open Contracting Partnership – OCP) თანამშრომლობით აქტიურად მუშაობს Open Contracting Data Standard (OCDS) დანერგვაზე. აღსანიშნავია, რომ OCDS გულისხმობს ღია მონაცემთა პუბლიკაციის სტანდარტის შემოღებას, რომელიც უზრუნველყოფს სატენდერო ინფორმაციისა და ხელშეკრულების შესრულების ყველა ეტაპზე (დაგეგმარებიდან განხორციელებამდე) სტრუქტურიზებული ინფორმაციის გამოქვეყნებას. OCDS-ის მიხედვით არსებობს ღია მონაცემთა გამოქვეყნების სტანდარტის 4 (3 ძირითადი და 1 დამატებითი) დონე: 1. საბაზისო; 2. შუალედური; 3. მოწინავე; 4. დამატებითი. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გააჩნია ამბიცია, რომ OCDS-ის სტანდარტების მიხედვით დააკმაყოფილოს მე-3-მე-4 დონის სტანდარტები.

ამ ეტაპზე, დასრულებულია პირველი ეტაპის სამუშაოები OCDS-ის დანერგვის უზრუნველსაყოფად, რაც გულისხმობს, როგორც აგრეგირებული, ასევე ცალკეულ შესყიდვებზე არსებული ინფორმაციის სპეციალურ წაკითხვად (Machine readable) ფორმატში (JSON) სისტემატურ გამოქვეყნებას საგანგებოდ შექმნილ ახალ ვებგვერდზე.

მეორე ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო გეგმავს ღია მონაცემთა პუბლიკაციის სტანდარტის კიდევ უფრო განვრცობას, რაც გულისხმობს სპეციალურ წაკითხვად ფორმატში შემსყიდველი ორგანიზაციების შესყიდვის წლიური გეგმების გამოქვეყნებას, ასევე ავტორიზებული მომხმარებლისათვის ღია მონაცემების ბაზასთან პირდაპირ წვდომის მიზნით პროგრამული ინტერფეისის აპლიკაციისა (API) და ახალი ვიზუალიზაციის ვებგვერდის შექმნას.

|ვალდებულება 13: ელექტრონული ინოვაციები საჯარო შესყიდვების მეტი გამჭვირვალობისა და ეფექტიანობისთვის |

|წამყვანი დაწესებულება |სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო |

|პარტნიორები |საჯარო დაწესებულება | |

| |სამოქალაქო/კერძო | |

| |სექტორი/საერთაშორისო | |

| |ორგანიზაცია | |

|არსებული მდგომარეობა და პრობლემის აღწერა |სახელმწიფო შესყიდვებზე ინფორმაცია ღიაა ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის. ინფორმაცია |

| |განთავსებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ |

| |საჭირო მონაცემების შეგროვება არ არის ავტომატიზებული და მოითხოვს მნიშვნელოვან ადამიანურ რესურსსა|

| |და მონაცემთა დამუშავების ახალ ინსტრუმენტებს. |

|მთავარი მიზანი |გამჭვირვალეობის დონის კიდევ უფრო განვითარება და ინფორმაციაზე თავისუფალი და გამარტივებული წვდომა|

| |– ეს ინფორმაცია ადვილად გამოყენებადი იქნება ყველა ეკონომიკური ოპერატორისათვის, ასევე |

| |დაინტერესებული სამოქალაქო საზოგადოებისთვის. აღნიშნული გაამარტივებს ბიზნესის დაგეგმვისა და |

| |სახელმწიფო ფინანსების მონიტორინგის პროცესს. |

| |გამჭვირვალობა |ანგარიშვალდებულება |სამოქალაქო ჩართულობა|ტექნოლოგია და |

|OGP ღირებულება | | | |ინოვაცია |

|განხორციელების ეტაპები |ახალი ან არსებული |დაწყების თარიღი: |დასრულების თარიღი: |

| |ვალდებულება | | |

|E-Procurement სისტემაში ჩაშენებული სახელმწიფო შესყიდვების|არსებული |დეკემბერი, 2018 | |

|ელექტრონული წლიური გეგმების მოდულში (e-Plan) არსებული | | |იანვარი, 2019 |

|მიმდინარე წლის ინფორმაციის წაკითხვად (machine readable) | | | |

|ფორმატში გადაყვანა და გამოქვეყნება ვებგვერდზე – | | | |

|opendata.spa.ge | | | |

|OCDS სტანდარტით შექმნილ ბაზაზე დაფუძნებული ახალი |ახალი |მარტი, 2018 |დეკემბერი, 2018 |

|ვიზუალიზაციის ვებგვერდის შექმნა (ახალი ვებგვერდი | | | |

|დაეხმარება მომხმარებლებს მოიძიონ მათთვის სასურველი | | | |

|ინფორმაცია ნებისმიერ კორელაციაში) | | | |

|OCDS სტანდარტზე დაფუძნებულ ბაზაზე წვდომისათვის პროგრამული|ახალი |ივლისი, 2018 |დეკემბერი, 2018 |

|ინტერფეისის აპლიკაციის (API) შექმნა | | | |

|E-Procurement სისტემის ელექტრონულ ტენდერებში CPV კოდების |ახალი |მაისი, 2018 |დეკემბერი, 2019 |

|მეტად დეტალიზებული (მინიმუმ მეორე დონის) მითითების | | | |

|უზრუნველყოფა | | | |

|OCDS სტანდარტით შექმნილი ბაზის განახლება, 2011 წლიდან |ახალი |იანვარი, 2018 |დეკემბერი, 2019 |

|ისტორიული მონაცემების სრულად დაფარვა და ახალი, მიმდინარე | | |(მიმდინარეობს სისტემატურად) |

|მონაცემების სისტემატური განახლება | | | |

|ინდიკატორი |ელექტრონული ტენდერების მონაცემთა ვიზუალიზაციის ახალი ვებგვერდი და პროგრამული ინტერფეისის |

| |აპლიკაცია (API) შექმნილია. მონაცემები ქვეყნდება OCDS სტანდარტის შესაბამისად – სახელმწიფო |

| |შესყიდვების სააგენტო სრულად აკმაყოფილებს ღია მონაცემთა გამოქვეყნების სტანდარტის მე-3 დონეს. |

გამოწვევა IV: უსაფრთხო გარემოს შექმნა

ვალდებულება 14: საცხოვრისის პოლიტიკის დოკუმენტის და სამოქმედო გეგმის შემუშავება

უსახლკარობის პრობლემის მოგვარება, მისი კომპლექსურობიდან გამომდინარე, სახელმწიფოსგან მოითხოვს როგორც გრძელვადიანი, ასევე დროის მოკლე მონაკვეთში განსახორციელებელი პრიორიტეტების განსაზღვრას. შესაბამისად, მთავრობის მიზანია, ღია მმართველობის ფარგლებში შეიქმნას უწყებათაშორისი კომისია/საბჭო, რომელიც გაანალიზებს არსებულ მდგომარეობას, გამოწვევებს და შეიმუშავებს საცხოვრისის პოლიტიკის დოკუმენტს და სამოქმედო გეგმას.

|ვალდებულება 14: სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზების მიზნით სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავება |

|წამყვანი დაწესებულება |საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის |

| |სამინისტრო |

|პარტნიორები |საჯარო დაწესებულება |რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების |

| | |სამინისტრო; მუნიციპალიტეტები, საქართველოს პარლამენტი |

| |სამოქალაქო/კერძო |დონორი ორგანიზაციები |

| |სექტორი/საერთაშორისო | |

| |ორგანიზაცია | |

|არსებული მდგომარეობა და პრობლემის აღწერა |დღეს ქვეყანაში არ არსებობს უსახლკარობის პრობლემის დაძლევის ერთიანი ხედვა და სტრატეგია, რომელიც|

| |საფუძვლად დაედება ადგილობრივად პრობლემის ეტაპობრივ მოგვარებას. ბუნდოვანია საკანონმდებლო |

| |რეგულაციები, მათ შორის, უსახლკარობის სტატუსის დადგენის ზუსტი მეთოდოლოგია, სახელმწიფო და |

| |ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებების და ფუნქციების გამიჯვნის ნაწილში. |

| |შესაბამისად, აუცილებელია ერთიანი, კომპლექსური ღონისძიებების გატარება, რომელიც იქნება დროში |

| |განგრძობადი და სისტემურად უზრუნველყოფს ხარვეზების აღმოფხვრას. |

|მთავარი მიზანი |საცხოვრისის პოლიტიკის დოკუმენტის შექმნის მთავარი მიზანია, არსებული საჭიროებების |

| |იდენტიფიცირების გზით, სახელმწიფომ შეიმუშაოს ხედვა საცხოვრისის პოლიტიკის დოკუმენტის და |

| |სამოქმედო გეგმის სახით, რაც ეტაპობრივად უპასუხებს უსახლკარობის გამოწვევებს საქართველოში. |

| |გამჭვირვალობა |ანგარიშვალდებულება |სამოქალაქო |ტექნოლოგია და |

|OGP ღირებულება | | |ჩართულობა |ინოვაცია |

|განხორციელების ეტაპები |ახალი ან არსებული |დაწყების თარიღი: |დასრულების თარიღი: |

| |ვალდებულება | | |

|უწყებათაშორისი კომისიის/საბჭოს შექმნა |ახალი |იანვარი, 2019 |მარტი, 2019 |

| საცხოვრისის პოლიტიკის დოკუმენტის და სამოქმედო გეგმის |ახალი |ივლისი, 2019 |დეკემბერი, 2020 |

|შემუშავება სხვადასხვა ჯგუფების ჩართულობის გზით | | | |

|საცხოვრისის პოლიტიკის დოკუმენტის და სამოქმედო გეგმის |ახალი |მაისი, 2021 |სექტემბერი, 2021 |

|დასამტკიცებლად წარდგენა | | | |

|ინდიკატორი |ქვეყანას გააჩნია საცხოვრისის პოლიტიკის და სამოქმედო გეგმა |

|რისკები და ვარაუდები |არასაკმარისი ჩართულობა, ფინანსური რესურსი |

გამოწვევა V: კორპორატიული პასუხისმგებლობის გაუმჯობესება

ვალდებულება 15: სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობის მქონე საწარმოების ღიაობა და ანგარიშვალდებულება

სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საქმიანობის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების მართვა/განკარგვა. სახელმწიფოს მიერ საწარმოების მართვის მთავარი მიზანი სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვანი ფუნქციების ეფექტიანად განხორციელებაა. აგრეთვე, სახელმწიფო ცდილობს არ იყოს კონკურენტი ბიზნესისთვის, არამედ, ხელი შეუწყოს მის განვითარებას. ქონების ეროვნული სააგენტო სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებთან მიმართებაში აგრძელებს მინიმიზაციის პოლიტიკას.

ასეთი საწარმოები განსაკუთრებულ საჯარო ინტერესს იწვევს. სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული კვლევები, მიუთითებენ სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობის მქონე საწარმოების გაუმჭვირვალობასა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სტანდარტების დამკვიდრების საჭიროებაზე. ამ მხრივ მნიშვნელოვანია არსებობდეს ხელმისაწვდომი ინფორმაცია სახელმწოფო ქონების ეროვნული სააგენტოს მართვაში არსებული სახელმწიფოს 100% წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების შესახებ. ამასთნავე საწარმოებს ჰქონდეთ ვალდებულება პროაქტიულად გამოაქვეყნონ ანგარიშები რომლებიც მოიცავს არამხოლოდ ფინანსურ, არამედ შინაარსობრივ ნაწილსაც.

საწარმოების ანგარიშვალდებულების და კორპორატიული პასუხისმგებლობის გაზრდის მიზნით, მნიშვნელოვანია სააგენტოს მიერ შემუშავდეს კორპორაციული მართვის სახელმძღვანელო, რომელიც განსაზღვრავს საწარმოთა მართვის საერთო პრინციპებსა და მიმართულებებს. მნიშვნელოვანია, რომ სააგენტოს მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო ეფუძნებოდეს ამ სფეროში არსებულ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას.

|ვალდებულება 15: სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობის მქონე საწარმოების ღიაობა და ანგარიშვალდებულება |

|წამყვანი დაწესებულება |სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების |

| |სამინისტრო |

|პარტნიორები |საჯარო დაწესებულება | |

| |სამოქალაქო/კერძო |ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა |

| |სექტორი/საერთაშორისო ორგანიზაცია|ასოციაცია |

|ბიუჯეტი/დაფინანსების წყარო |სახელმწიფო |დონორი |

| | | |

|არსებული მდგომარეობა და პრობლემის აღწერა |სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული კვლევები მიუთითებენ სახელმწიფო წილობრივი |

| |მონაწილეობის მქონე საწარმოების გაუმჭვირვალობასა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სტანდარტების |

| |დაბალ ხარისხზე. სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობის მქონე საწარმოები განსაკუთრებული საჯარო |

| |ინტერესის მქონე ორგანიზაციებია, შესაბამისად, მნიშვნელოვანია ღიაობის და ანგარიშვალდებულების |

| |სტანდარტის გაზრდა. |

|მთავარი მიზანი |სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობის მქონე კომპანიების საქმიანობის გამჭვირვალობის გაზრდა და |

| |კორპორაციული მართვის ერთიანი სტანდარტის ჩამოყალიბება |

| |გამჭვირვალობა |ანგარიშვალდებულება |სამოქალაქო |ტექნოლოგია და |

|OGP ღირებულება | | |ჩართულობა |ინოვაცია |

|განხორციელების ეტაპები |ახალი ან არსებული |დაწყების თარიღი: |დასრულების თარიღი: |

| |ვალდებულება | | |

|სახელმწიფოს 100% წილობრივი მონაწილეობით მოქმედი | |ივნისი, 2018 |ოქტომბერი, 2018 |

|საწარმოებისთვის სააგენტოს მიერ განხორციელდება უნიფიცირებული| | | |

|შაბლონის შემუშავება, სადაც წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია | | | |

|საწარმოს სახელწოდების, საკონტაქტო ინფორმაციის, დაფუძნების, | | | |

|მმართველი რგოლის, კაპიტალის, საქმიანობის სფეროს, სახელმწიფო| | | |

|წილის შესახებ; ამასთან ფორმაში მოცემული იქნება ინფორმაცია | | | |

|საწარმოს ფინანსური მდგომარეობის და შედეგების შესახებ. | | | |

|ინფორმაცია გამოქვეყნდება სააგენტოს ვებ.გვერდზე nasp.gov.ge | | | |

|სახელმწიფოს 100% წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული | |სექტემბერი, 2018 |დეკემბერი, 2019 |

|საწარმოების კორპორაციული მართვის სახელმძღვანელოს პროექტის | | | |

|შემუშავება | | | |

|ინდიკატორი |სახელმწიფო 100% წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების შესახებ უნიფიცირებული შაბლონის |

| |მიხედვით ინფორმაცია გამოქვეყნებულია სააგენტოს ვებ.გვერდზე. |

| |შემუშავებულია კორპორატიული მართვის სახელმძღვანელოს პროექტი სახელმწიფოს 100% წილობრივი |

| |მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოებისთვის. |

|რისკები და ვარაუდები |საწარმოების მიერ ვერ მოხდეს წლიური ფინანსური ანგარიშის დაზუსტება და აუდირება, ან/და შესაბამის |

| |ვადაში წარმოდგენა. |

| |პროექტის შემუშავება/დამტკიცება დამოკიდებულია მეწარმეობის შესახებ კანონის მიღებაზე, შესაბამისად|

| |კანონის მიღების შეფერხება ხელს შეუშლის სახელმძღვანელოს პროექტის შემუშავებას. |

მუნიციპალიტეტების ორგანოები

ვალდებულება 1: გამჭვირვალე და კეთილსინდისიერი მმართველობის განმტკიცება მუნიციპალიტეტებში

მუნიციპალიტეტები ყოველწლიურად მნიშვნელოვან საბიუჯეტო სახსრებს განკარგავენ. საბიუჯეტო სახსრების გამჭვირვალედ და კეთილსინდისიერად გამოყენება მუნიციპალიტეტების უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, რიგი მუნიციპალიტეტებისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევაა, რომ მათ არ გააჩნიათ სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც აანალიზებს გამჭვირვალე და კეთილსინდისიერი მმართველობის წინაშე არსებულ გამოწვევებს/საფრთხეებს, ადგენს მათი გადაჭრის გზებს და განსაზღვრავს გამჭვირვალე და კეთილსინდისიერი მმართველობის არსებული სტანდარტების განმტკიცებისთვის განსახორციელებელ ქმედებებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ფორუმის წევრი მუნიციპალიტეტები შეიმუშავებენ გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების საშუალო ვადიან სტრატეგიას, რომელშიც ჩამოყალიბდება კეთილსინდისიერების და გამჭვირვალობის სახელმძღვანელო სტანდარტები. სტანდარტების დანერგვის მიზნით, შემუშავდება ორწლიანი სამოქმედო გეგმა.

გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების სტანდარტების დანერგვა, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში დემოკრატიული მმართველობის ხარისხის გაუმჯობესებას.

|ვალდებულება 1: გამჭვირვალე და კეთილსინდისიერი მმართველობის განმტკიცება მუნიციპალიტეტებში |

|წამყვანი დაწესებულება |ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია; |

| |დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერია; |

| |ხონის მუნიციპალიტეტის მერია; |

| |ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია; |

| |ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო; |

| |რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია; |

| |წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია; |

| |დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია; |

| |ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია. |

|პარტნიორები |საჯარო დაწესებულება | |

| |სამოქალაქო/კერძო |ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის პარტნიორი: შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების |

| |სექტორი/საერთაშორისო |სააგენტოს (USAID) პროგრამა დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში (GGI); ოზურგეთის |

| |ორგანიზაცია |მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერია – ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები: პროგრესის |

| | |სახლი, გურიის ახალგაზრდული რესურს ცენტრი, საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი; |

| | |რუსთავის, წყალტუბოს, დუშეთის, ბოლნისის და ხონის მუნიციპალიტეტების პარტნიორი: გაეროს |

| | |განვითარების პროგრამა (UNDP); პროექტი დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა |

| | |საქართველოში (DGG); დონორი – დანიის მთავრობა; |

| | |დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პარტნიორი: გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის |

| | |საზოგადოება (GIZ), ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა |

|არსებული მდგომარეობა და პრობლემის აღწერა |დღესდღეობით მუნიციპალიტეტებში არ არსებობს სტრატეგიული დოკუმენტი, რომელშიც ჩამოყალიბებული |

| |იქნებოდა გამჭვირვალე და კეთილსინდისიერი მმართველობის სტანდარტები. |

| |დემოკრატიული მმართველობის პრინციპების დანერგვის მიზნით გაწეული ძალისხმევის მიუხედავად, |

| |აუცილებელია შესაბამისი სტრატეგიული ჩარჩოს შექმნა, რაც მუნიციპალიტეტებში გამჭვირვალე და |

| |კეთილსინდისიერი მმართველობის განმტკიცებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. |

|მთავარი მიზანი |გამჭვირვალე და კეთილსინდისიერი მმართველობის განმტკიცება ახალციხის, ხონის, ოზურგეთისა და |

| |დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში |

|OGP გამოწვევა |საჯარო სექტორში კეთილსინდისიერების ამაღლება; საჯარო რესურსების უკეთესი მართვა |

| |გამჭვირვალობა |ანგარიშვალდებულება |სამოქალაქო |ტექნოლოგია და |

|OGP ღირებულება | | |ჩართულობა |ინოვაცია |

| |( |( |( | |

|განხორციელების ეტაპები |ახალი ან არსებული ვალდებულება |დაწყების თარიღი: |დასრულების თარიღი: |

|გამჭვირვალე და კეთილსინდისიერი მმართველობის შესახებ |ახალი |2018 წლის მეოთხე |დეკემბერი, 2018 |

|სიტუაციური ანალიზის მომზადება | |კვარტალი | |

|გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგიის |ახალი |2019 წლის პირველი |მარტი, 2019 |

|და სამოქმედო გეგმის პირველადი სამუშაო ვერსიის მომზადება | |კვარტალი | |

|გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგიის |ახალი |2019 წლის პირველი |ივნისი, 2019 |

|და სამოქმედო გეგმის პირველადი ვარიანტების საჯარო განხილვები| |კვარტალი | |

|გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგიის |ახალი |2019 წლის მეორე |სექტემბერი, 2019 |

|(2019-2022), სამოქმედო გეგმის (2019-2020) და მონიტორინგის | |კვარტალი | |

|ჩარჩოს დამტკიცება | | | |

|ინდიკატორი |გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგია (2019-2022); შესაბამისი სამოქმედო |

| |გეგმა (2019-2020) და მონიტორინგის ჩარჩო შემუშავებული და დამტკიცებულია მუნიციპალიტეტის |

| |საკრებულოს მიერ |

ვალდებულება 2: ღია მონაცემების შეგროვებისა და გამოქვეყნების პროცესის გაუმჯობესება ახალციხისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში

ღია მონაცემების კონცეფციას განსაკუთრებული ადგილი უკავია ღია მმართველობის პროცესში. საქართველოს მთავრობა როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე ყოველდღიურ რეჟიმში აწარმოებს ღია მონაცემებს.

ღია მონაცემების რეგულარულად და სათანადო ფორმით გამოქვეყნება შესაძლებლობას აძლევს მოქალაქეებს, ბიზნეს სექტორს და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს გაეცნოს სახელმწიფო მონაცემებს და მათი გამოყენებით შექმნას ინოვაციური აპლიკაციები, ბიზნეს პროექტები და ელექტრონული სერვისები.

ღია მონაცემების რეგულარულად და ეფექტიანად გამოქვეყნების მიზნით, ღია მმართველობა საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტროს სსიპ – „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ მიერ შეიქმნა ღია მონაცემთა პორტალი www.data.gov.ge. პორტალის შექმნიდან დღემდე მასზე მონაცემების განთავსება დაბალი სიხშირითა და ინტენსივობით ხდება, განსაკუთრებით კი ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტმა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით შეიმუშავა და დაამტკიცა ანტი-კორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. ანტი-კორუფციული საქმიანობა ინოვაციური მოდელის – Islands of Integrity-ის გამოყენებით წარიმართება. ანტი-კორუფციული სამოქმედო გეგმის ნაწილს ღია მონაცემების პროაქტიული გამოქვეყნება წარმოადგენს. თუმცა, ახალციხისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტებისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას ღია მონაცემების შეგროვებისა და სათანადო ფორმატებში (XML, CSV) დამუშავებისთვის საჭირო შესაძლებლობების სიმწირე წარმოადგენს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ახალციხისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტები შეიმუშავებენ ღია მონაცემების სამოქმედო გეგმას 2019-2020 წლებისთვის, რომლის ეფექტიანად შესრულება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ღია მონაცემების შეგროვების, დამუშავების და გამოქვეყნების შესაძლებლობებს ახალციხისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში.

|ვალდებულება 2: ღია მონაცემების შეგროვებისა და გამოქვეყნების პროცესის გაუმჯობესება |

|წამყვანი დაწესებულება |ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია |

| |ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია |

|პარტნიორები |საჯარო დაწესებულება | |

| |სამოქალაქო/კერძო |შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამა დემოკრატიული |

| |სექტორი/საერთაშორისო |მმართველობის ინიციატივა საქართველოში (GGI) |

| |ორგანიზაცია | |

|არსებული მდგომარეობა და პრობლემის აღწერა |დღესდღეობით ახალციხისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტები ძალზე შეზღუდული რაოდენობით აწარმოებენ და |

| |აქვეყნებენ ღია მონაცემებს შესაბამის ფორმატებში (XML, CSV). |

| |ამასთან, მუნიციპალიტეტებს არ გააჩნიათ კონკრეტული გეგმა თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს |

| |მუნიციპალიტეტების შესაძლებლობები ღია მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და რეგულარულად |

| |გამოქვეყნების ხელშესაწყობად. |

|მთავარი მიზანი |ახალციხის და ქუთაისის მუნიციპალიტეტების ღია მონაცემების შეგროვების, დამუშავების და |

| |გამოქვეყნების შესაძლებლობების განმტკიცება |

|OGP გამოწვევა |საჯარო სექტორში კეთილსინდისიერების ამაღლება; საჯარო რესურსების უკეთესი მართვა |

| |გამჭვირვალობა |ანგარიშვალდებულება |სამოქალაქო |ტექნოლოგია და |

|OGP ღირებულება | | |ჩართულობა |ინოვაცია |

| |( |( |( | |

|განხორციელების ეტაპები |ახალი ან არსებული ვალდებულება |დაწყების თარიღი: |დასრულების თარიღი: |

|ღია მონაცემებს შეგროვებასთან, დამუშავებასა და |ახალი |2018 წლის მეოთხე |დეკემბერი, 2018 |

|გამოქვეყნებასთან დაკავშირებით სიტუაციური ანალიზის მომზადება| |კვარტალი | |

|ღია მონაცემების სამოქმედო გეგმის (2019-2020) პირველადი |ახალი |2019 წლის პირველი |მარტი, 2019 |

|ვერსიის შემუშავება | |კვარტალი | |

|ღია მონაცემების სამოქმედო გეგმის (2019-2020) პირველადი |ახალი |2019 წლის პირველი |ივნისი, 2019 |

|ვერსიის საჯარო განხილვები | |კვარტალი | |

|ღია მონაცემების სამოქმედო გეგმის (2019-2020) და |ახალი |2019 წლის მეორე |ივნისი, 2019 |

|მონიტორინგის ჩარჩოს დამტკიცება | |კვარტალი | |

|ინდიკატორი |ღია მონაცემების სამოქმედო გეგმა (2019-2020) და მონიტორინგის ჩარჩო შემუშავებული და |

| |დამტკიცებულია მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ |

ვალდებულება 3: ახალციხისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვანი ჩართულობისა და მონაწილეობის გაუმჯობესება

შშმ პირთა უფლებების დაცვა საქართველოს ხელისუფლების უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. ხშირად, შშმ პირთა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვან ჩართვასა და მონაწილეობას აბრკოლებს სათანადო ინფრასტრუქტურის არარსებობა, რის გამოც ისინი პრაქტიკულად ვერ ახერხებენ ადმინისტრაციული დაწესებულებების შენობებში სხდომებსა და შეხვედრებში მონაწილეობას. აღნიშნული გამოწვევა განსაკუთრებით იგრძნობა ადგილობრივ დონეზე.

ახალციხისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტები გადაწყვეტილებისა თუ სერვისების მიღების პროცესში მოსახლეობის სრულფასოვან და ინკლუზიურ ჩართულობას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ. წინამდებარე გეგმით აღნიშნული მუნიციპალიტეტები უზრუნველყოფენ მათი ადმინისტრაციული შენობების ადაპტირებას შშმ პირთა მოთხოვნების შესაბამისად.

|ვალდებულება 3: ახალციხისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვანი |

|მონაწილეობის გაუმჯობესება |

|წამყვანი დაწესებულება |ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია; |

| |ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია |

|პარტნიორები |საჯარო დაწესებულება | |

| |სამოქალაქო/კერძო |შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამა დემოკრატიული |

| |სექტორი/საერთაშორისო |მმართველობის ინიციატივა საქართველოში (GGI) (განხორციელების მხოლოდ პირველი და მეორე ეტაპი) |

| |ორგანიზაცია | |

|არსებული მდგომარეობა და პრობლემის აღწერა |ახალციხისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში გართულებულია შშმ პირთა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ |

| |ცხოვრებაში სრულფასოვანი ჩართვა მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ შენობებში სათანადო |

| |ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო. |

|მთავარი მიზანი |ახალციხისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში შშმ პირების პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში |

| |სრულფასოვანი მონაწილეობის უზრუნველყოფა |

|OGP გამოწვევა |საჯარო სერვისების გაუმჯობესება, უსაფრთხო გარემოს შექმნა |

| |გამჭვირვალობა |ანგარიშვალდებულება |სამოქალაქო |ტექნოლოგია და |

|OGP ღირებულება | | |ჩართულობა |ინოვაცია |

| |( |( |( | |

|განხორციელების ეტაპები |ახალი ან არსებული ვალდებულება |დაწყების თარიღი: |დასრულების თარიღი: |

|მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული შენობის შესაძლებლობების |ახალი |2018 წლის მეოთხე |დეკემბერი, 2018 |

|ანალიზი საქართველოში არსებული კანონმდებლობით განსაზღვრულ | |კვარტალი | |

|მოთხოვნებთან მიმართებით | | | |

|საჭიროებების განსაზღვრა და შენობის ადაპტაციისთვის საჭირო |ახალი |2019 წლის პირველი |მარტი, 2019 |

|ტექნიკური დავალების შემუშავება | |კვარტალი | |

|შენობის ადაპტირება შშმ პირთა მოთხოვნების შესაბამისად |ახალი |2019 წლის მეორე |დეკემბერი, 2020 |

| | |კვარტალი | |

|ინდიკატორი |მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა ადაპტირებულია და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს|

| |აქვთ შესაძლებლობა სრულფასოვნად ჩაერთონ მუნიციპალიტეტის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში |

ვალდებულება 4: ქალაქ ბათუმში საბიუჯეტო პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის გაუმჯობესება მონაწილეობითი ბიუჯეტირების ინსტიტუციონალური მექანიზმის დანერგვის გზით

ადგილობრივი ბიუჯეტის გამჭვირვალედ, მიზანმიმართულად და საზოგადოების ფართო ჩართულობით დაგეგმვა და ხარჯვა ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.

საბიუჯეტო პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის გაუმჯობესების მიზნით ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია განავითარებს და დანერგავს მონაწილეობითი ბიუჯეტირების ინსტიტუციონალურ მექანიზმს.

|ვალდებულება 4: ქალაქ ბათუმში საბიუჯეტო პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის გაუმჯობესება |

|მონაწილეობითი ბიუჯეტირების ინსტიტუციონალური მექანიზმის დანერგვის გზით |

|წამყვანი დაწესებულება |ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია |

|პარტნიორები |საჯარო დაწესებულება | |

| |სამოქალაქო/კერძო |USAID-ის პროექტის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) საქართველოში; ფორუმის მონაწილე |

| |სექტორი/საერთაშორისო |არასამთავრობო ორგანიზაციები |

| |ორგანიზაცია | |

|არსებული მდგომარეობა და პრობლემის აღწერა |ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ახალი ტალღის მნიშვნელოვან ნაწილს ადგილობრივ დონეზე |

| |გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ახალი მექანიზმების დანერგვა და რეალური |

| |შესაძლებლობების შექმნა წარმოადგენს. |

| |ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს მონაწილეობითი |

| |ბიუჯეტირებისთვის საჭირო ინსტიტუციონალური მექანიზმის არარსებობა. პრობლემატური საკითხია ასევე |

| |საბიუჯეტო პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის დაბალი მოტივაცია, რაც მნიშვნელოვნად მოქმედებს ჩართულობის |

| |ინტენსივობასა და ხარისხზე. |

|მთავარი მიზანი |საბიუჯეტო პროცესებში საზოგადოების მონაწილეობის ჩართულობის გაუმჯობესება |

|OGP გამოწვევა |საჯარო რესურსების უკეთესი მართვა; |

| |გამჭვირვალობა |ანგარიშვალდებულება |სამოქალაქო ჩართულობა|ტექნოლოგია და ინოვაცია |

|OGP ღირებულება | | | | |

| |( |( |( | |

|განხორციელების ეტაპები |ახალი ან არსებული |დაწყების თარიღი: |დასრულების თარიღი: |

| |ვალდებულება | | |

|ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ქალაქის |ახალი |I კვარტალი, 2018 |ოქტომბერი, 2018 |

|ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით საუბნო | | | |

|კავშირების ჩამოყალიბება | | | |

|მონაწილეობითი ბიუჯეტირების ინსტიტუციური მექანიზმის |ახალი |III კვარტალი, |ოქტომბერი, 2018 |

|დანერგვის მიზნით შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩოს | |2018 | |

|დამტკიცება | | | |

|მონაწილეობითი ბიუჯეტირების სისტემის პოპულარიზაცია; |ახალი |III კვარტალი, |დეკემბერი, 2018 |

|მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება. | |2018 | |

|მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესის წარმართვა |ახალი |III კვარტალი, |დეკემბერი, 2018 |

| | |2018 | |

|ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტში |ახალი |IV კვარტალი, |დეკემბერი, 2018 |

|შესაბამისი თანხების გათვალიწინება მონაწილეობითი | |2018 | |

|ბიუჯეტირების პროცესის დროს გამოვლენილი | | | |

|პროექტის/პროექტების განსახორციელებლად | | | |

|მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესის შედეგების |ახალი |IV კვარტალი, |მარტი, 2019 |

|პოპულარიზაცია | |2018 | |

|ინდიკატორი |ქალაქის ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით შექმნილია საუბნო კავშირები; |

| |მონაწილეობითი ბიუჯეტირების შესახებ შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო დამტკიცებულია; |

| |მონაწილეობითი ბიუჯეტირების სისტემა დანერგილია; |

| |2019 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია თანხები მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესის დროს გამოვლენილი |

| |პროექტის/პროექტების განსახორციელებლად. |

|რისკები და ვარაუდები |საკითხი კომპლექსურია და მისი წარმატებით განხორციელება დამოკიდებულია შესაბამისი დონორისა და |

| |სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობაზე. |

ვალდებულება 5: შენი იდეა ზუგდიდის მერს

პროექტი „იდეა ზუგდიდის მერს“ ითვალისწინებს ონლაინ პორტალის შექმნას, რომლის მეშვეობით ზუგდიდის მოსახლეობა კომუნიკაციას დაამყარებს ქალაქის მერთან მისთვის კონკრეტული იდეის/ინიციატივის შეთავაზების გზით. აღნიშნული ხელს შეუწყობს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მოქალაქეების ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებასა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლებას. ქალაქის მერია იღებს ვალდებულებას კიდევ უფრო ანგარიშვალდებული გახდეს მოქალაქეთა წინაშე და უპასუხოს შემოსულ იდეებს, მაშინაც კი, თუ ისინი რიგი შეზღუდვების გამო ვერ განხორციელდება.

|ვალდებულება 5: შენი იდეა ზუგდიდის მერს |

|წამყვანი დაწესებულება |ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია |

|პარტნიორები |საჯარო დაწესებულება |ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო |

| |სამოქალაქო/კერძო | |

| |სექტორი/საერთაშორისო | |

| |ორგანიზაცია | |

|არსებული მდგომარეობა და პრობლემის აღწერა |ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა |

| |ჩართულობის გაძლიერების მიმართულებით არაერთ პროექტს ახორციელებს. მერიაში ასევე შექმნილია |

| |თემატური საბჭოები. მიუხედავად ამისა, მოქალაქეების დაინტერესება და აქტიურობა ნაკლებია, რაც |

| |სხვადასხვა მიზეზით შესაძლებელია იყოს გამოწვეული. |

|მთავარი მიზანი |მოქალაქეთა ინიციატივების მხარდაჭერით და რეალური მაგალითების შექმნის გზით, მოსახლეობის |

| |ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართულობის |

| |სტიმულირება. |

|OGP გამოწვევა |საჯარო რესურსების უკეთესი მართვა |

| |გამჭვირვალობა |ანგარიშვალდებულება |სამოქალაქო ჩართულობა|ტექნოლოგია და |

|OGP ღირებულება | | | |ინოვაცია |

| | |( |( |( |

|განხორციელების ეტაპები |ახალი ან არსებული |დაწყების თარიღი: |დასრულების თარიღი: |

| |ვალდებულება | | |

|პორტალის შექმნის შესახებ დებულების დამტკიცება |ახალი |ივნისი, 2018 |ოქტომბერი, 2018 |

|პორტალის შექმნა და ამოქმედება |ახალი |ოქტომბერი, 2018 |ივნისი, 2019 |

|პორტალის შესახებ მოქალაქეების ინფორმირება |ახალი |ივნისი, 2019 |დეკემბერი 2019 |

|ინდიკატორი |პორტალი შექმნილია; პორტალის გაცნობის მიზნით, ჩატარებულია შეხვედრები მოსახლეობასთან; პორტალის |

| |მეშვეობით შემოსულია 10 წინადადება. |

|რისკები და ვარაუდები |მოქალაქეთა ჩართულობის დაბალი დონე. |

| |შენიშვნა: შესაძლებელია წარდგენილ იქნეს ისეთი იდეები, რომლებიც ბიუჯეტის შეზღუდვის გამო ვერ |

| |განხორციელდეს, თუმცა, მერია იღებს ვალდებულებას უპასუხოს ყოველ ასეთ წინადადებას. |

ვალდებულება 6: ქალაქ ბათუმისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებში ელექტრონული სერვისების დანერგვა და განვითარება

მუნიციპალურ სერვისებზე ადგილობრივი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესა ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს.

ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია აცნობიერებს რომ ელექტრონული სერვისები სახელმწიფოს მიერ განხორციელებული მომსახურების ყველაზე უფრო იაფ, მოსახერხებელ და სწრაფ მომსახურებას წარმოადგენს.

წინამდებარე გეგმის ფარგლებში ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია დანერგავს და განავითარებს ხუთ ელექტრონულ სერვისს.

|ვალდებულება 6: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში ელექტრონული სერვისების დანერგვა და განვითარება |

|წამყვანი დაწესებულება |ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია; |

| |ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია |

|პარტნიორები |საჯარო დაწესებულება | |

| |სამოქალაქო/კერძო |USAID-ის პროექტის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) საქართველოში; ფორუმის მონაწილე |

| |სექტორი/საერთაშორისო |არასამთავრობო ორგანიზაციები; |

| |ორგანიზაცია |გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP); პროექტი დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა |

| | |საქართველოში (DGG) |

|არსებული მდგომარეობა და პრობლემის აღწერა |თვითმმართველობის განხორციელებისას ელექტრონული მმართველობის პრინციპებზე დაფუძნებული ერთიანი |

| |სისტემის შექმნა ღია მმართველობის ერთ–ერთ მნიშვნელოვან და პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. |

| |ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია ელექტრონული სერვისების განვითარების თვალსაზრისით მხარდაჭერას |

| |საჭიროებს. აღნიშნულის დანერგვის შემდგომ შესაძლებელია რეალურად ამოქმედდეს „ერთი ფანჯრის პრინციპით“ |

| |მომსახურება. |

|მთავარი მიზანი |მუნიციპალური სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება |

|OGP გამოწვევა |საჯარო სერვისების გაუმჯობესება |

| |გამჭვირვალობა |ანგარიშვალდებულება |სამოქალაქო ჩართულობა|ტექნოლოგია და ინოვაცია |

|OGP ღირებულება | | | | |

| |( | |( |( |

|განხორციელების ეტაპები |ახალი ან არსებული ვალდებულება |დაწყების თარიღი: |დასრულების თარიღი: |

|ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სისტემაში მუნიციპალურ |ახალი |III კვარტალი, 2018 |დეკემბერი, 2018 |

|სერვისებთან დაკავშირებული საკვანძო ბიზნეს-პროცესების | | | |

|ანალიზი | | | |

|მონაწილეობითი ბიუჯეტირების მოდულის დანერგვა |ახალი |I კვარტალი, 2019 |ივნისი, 2019 |

|ელექტრონული პეტიციების მოდულის დანერგვა |ახალი |I კვარტალი, 2019 |ივნისი, 2019 |

|სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის მოდულის დანერგვა |ახალი |II კვარტალი, 2019 |სექტემბერი, 2019 |

|ქონების მართვის სერვისების მოდულის დანერგვა |ახალი |III კვარტალი, 2019 |დეკემბერი, 2019 |

|ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის |ახალი |II კვარტალი, 2019 |სექტემბერი, 2019 |

|სერვისების მოდულის დანერგვა | | | |

|ინდიკატორი |5 ელექტრონული სერვისი დანერგილია |

|რისკები და ვარაუდები |საკითხი კომპლექსურია და მისი წარმატებით განხორციელება დამოკიდებულია შესაბამისი დონორისა და |

| |სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობაზე. |

ვალდებულება 7: I.Gov.ზუგდიდი

მოქალაქეთა ჩართულობის გაუმჯობესების მიზნით, გარდა კანონმდებლობით დადგენილი მექანიზმებისა, ზუგდიდის საკრებულო, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ხელს შეუწყობს ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერებას, ასევე ანგარიშვალდებულებისა და საჯაროობის პრინციპების დანერგვასა და განვითარებას.

გეგმის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის საკრებულო შექმნის მრავალ-ფუნქციურ მობილურ აპლიკაციას – I.Gov.Zugdidi. აპლიკაციაში ჩატვირთული იქნება:

- მუნიციპალური კალენდარი, მაგალითად, საკრებულოს რიგითი სხდომების და განსახილველი საკითხების მითითებით;

- ქალაქში დაგეგმილი სხვადასხვა სახის კულტურული თუ სპორტული ღონისძიებების გამართვის თარიღები;

- განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების დაწყებისა და სავარაუდო დასრულების თარიღები და სხვა.

აპლიკაციის მეშვეობით მოქალაქე მიიღებს ინფორმაციას მუნიციპალური ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების შესახებ. ასევე, გაეცნობა კონკრეტული პროგრამით სარგებლობის პირობებსა და მერიაში წარსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალს. ასეთივე პრინციპით შესაძლებელი იქნება მშენებლობის ნებართვის შესახებ საჭირო ინფორმაციის მიღება. აპლიკაცია ითვალისწინებს უკუკავშირის დანერგვასაც. მოქალაქეს კონკრეტულ მისამართზე არსებული ინფრასტრუქტურული თუ სხვა სახის საჭიროებაზე შეეძლება ინფორმაციის თვითმმართველობისთვის მიწოდება. აპლიკაციას ექნება სურათებისა და ტექსტური აღწერილობის გაგზავნის ფუნქციაც.

|ვალდებულება 7: I.Gov.Zugdidi |

|წამყვანი დაწესებულება |ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო |

|პარტნიორები |საჯარო დაწესებულება |ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია |

| |სამოქალაქო/კერძო | |

| |სექტორი/საერთაშორისო | |

| |ორგანიზაცია | |

|არსებული მდგომარეობა და პრობლემის აღწერა |ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო მუდმივად მუშაობს, რათა გაუმჯობესდეს ადგილობრივი |

| |თვითმმართველობის საქმიანობის შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებულობის დონე. თუმცა ხშირად, დროითი, |

| |სივრცით-ტერიტორიული თუ სხვა მიზეზების გამო, მოქალაქეები ვერ ერთვებიან თვითმმართველობის |

| |საქმიანობაში, ნაკლები ინფორმაცია აქვთ მუნიციპალური სერვისების, სამსახურებისა და, ზოგადად, |

| |თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ. |

|მთავარი მიზანი |პროექტის მიზანია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, მოქალაქეებისთვის ზუგდიდის |

| |მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ორგანოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის სწრაფი და ეფექტური |

| |მიწოდება; ანგარიშვალდებულების გაზრდა და მოქალაქეთა მონაწილეობითი პროცესის უზრუნველყოფა. |

|OGP გამოწვევა |საჯარო სექტორში კეთილსინდისიერების ამაღლება; საჯარო სერვისების გაუმჯობესება |

| |გამჭვირვალობა |ანგარიშვალდებულება |სამოქალაქო ჩართულობა|ტექნოლოგია და |

|OGP ღირებულება | | | |ინოვაცია |

| |( | | |( |

|განხორციელების ეტაპები |ახალი ან არსებული |დაწყების თარიღი: |დასრულების თარიღი: |

| |ვალდებულება | | |

|აპლიკაციის შექნმა | |იანვარი, 2019 |მაისი, 2019 |

|აპლიკაციის შესახებ საინფორმაციო კამპანია | |ივნისი, 2019 |აგვისტო, 2019 |

|აპლიკაციის ამუშავება | |სექტემბერი, 2019 |დეკემბერი, 2019 |

|ინდიკატორი |აპლიკაცია გამართულად ფუნქციონირებს და ხელმისაწვდომია მოქალაქეებისთვის; აპლიკაცია მოქალაქეებს |

| |სთავაზობს უკუკავშირის მექანიზმს. |

|რისკები და ვარაუდები |მობილური აპლიკაციის სრულყოფილად ამუშავების შეფერხების სავარაუდო რისკებად შეიძლება მივიჩნიოთ |

| |მოქალაქეთა ნაწილის ინტერნეტთან შეზღუდული წვდომა ან/და ნაკლები დაინტერესება აპლიკაციის |

| |გამოყენების მიმართ. |

ვალდებულება 8: სერვისების შეფასებისა და მოქალაქეთა კმაყოფილების დონის გაზომვის სისტემის დანერგვა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო და მერია აქტიურად მუშაობენ მოსახლეობისთვის გაწეული სერვისების დახვეწასა და პროგრამულ ბიუჯეტში წარმოდგენილი ინდიკატორების მონიტორინგის სისტემის დანერგვაზე. წინამდებარე ვალდებულების მიზანია: ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ მოსახლეობისთვის გაწეული სერვისების შეფასების და მოსახლეობის კმაყოფილების ხარისხის გაზომვის სისტემის დანერგვა, რაც გააძლიერებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ინფორმირებასა და ჩართულობას.

|ვალდებულება 8: ეფექტიანი მმართველობისა და მოქალაქეთა ჩართულობის ინოვაციური მეთოდების დანერგვა |

|წამყვანი დაწესებულება |ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო და მერია |

|პარტნიორები |საჯარო დაწესებულება | |

| |სამოქალაქო/კერძო |ფორუმის მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციები; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა |

| |სექტორი/საერთაშორისო | |

| |ორგანიზაცია | |

|არსებული მდგომარეობა და პრობლემის აღწერა |მოსახლეობისთვის მიწოდებული სერვისების შეფასებისა და მოქალაქეთა კმაყოფილების დონის გაზომვის |

| |სისტემის არარსებობა; |

| |თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობის შესახებ ნაკლები ინფორმირებულობა; |

| |მართვის თანამედროვე მეთოდებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების ნაკლებობა; |

| |გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის მიმართ მოქალაქეთა დაბალი ინტერესი. |

|მთავარი მიზანი |მოსახლეობისთვის მიწოდებული სერვისების შეფასებისა და მოსახლეობის კმაყოფილების ხარისხის გაზომვის|

| |სისტემის დანერგვა; |

|OGP გამოწვევა |საჯარო რესურსების უკეთესი მართვა; |

|OGP ღირებულება |გამჭვირვალობა |ანგარიშვალდებულება |სამოქალაქო ჩართულობა|ტექნოლოგია და ინოვაცია |

| |( |( |( |( |

|განხორციელების ეტაპები |ახალი ან არსებული |დაწყების თარიღი: |დასრულების თარიღი: |

| |ვალდებულება | | |

|მომსახურების მიწოდების შეფასებისთვის ინდიკატორების |ახალი |სექტემბერი, 2018 |ოქტომბერი, 2018 |

|განსაზღვრისათვის დაგეგმვის ჯგუფის შექმნა | | | |

|ინდიკატორების გაზომვის მიზნით კვალიფიცირებულ |ახალი |ოქტომბერი, 2018 |დეკემბერი, 2018 |

|დამკვირვებელთა სამუშაო ჯგუფის შექმნა | | | |

|მომსახურების მიწოდების შესახებ მონაცემთა შეგროვება |ახალი |იანვარი, 2019 |მარტი, 2019 |

|შედეგების ინდიკატორებთან შედარება და სერვის მენეჯმენტის |ახალი |მარტი, 2019 |ივნისი, 2019 |

|კორექტირება | | | |

|პროექტის „თვითმმართველობა განათლებისთვის“ დანერგვა – |ახალი |სექტემბერი, 2018 |სექტემბერი, 2019 |

|თვითმმართველობის მნიშვნელობის პოპულარიზაცია და | | | |

|გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ახალგაზრდების | | | |

|ჩართულობის წახალისება (ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების| | | |

|გამართვა) | | | |

|ინდიკატორი |ა(ა)იპ-ების მიერ გაცემული სერვისების შეფასებისა და მოქალაქეთა კმაყოფილების დონის გაზომვის |

| |სისტემა დანერგილია; |

| |მოსახლეობისთვის მიწოდებული სერვისების შეფასება და აღნიშნულის შესახებ მოსახლეობისთვის |

| |ანგარიშების წარდგენა წელიწადში 2-ჯერ ტარდება; |

| |„თვითმმართველობა განათლებისთვის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები ახალგაზრდებისთვის |

| |გამართულია. |

|რისკები და ვარაუდები |საკითხი კომპლექსურია და მისი წარმატებით განხორციელება |

| |დამოკიდებულია სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობაზე. |

სამოქმედო გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებელი დაწესებულებები

1. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

5. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

6. სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

7. სსიპ – იუსტიციის სახლი

8. სახელმწიფო აუდიტის სამსახური

9. სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

10. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

მუნიციპალიტეტები:

1. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია

2. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია

3. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია

4. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერია

5. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია

6. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია

7. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო

8. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო

9. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია

10. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია

11. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია

12. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია

13. ხონის მუნიციპალიტეტის მერია

დანართი 1: სამოქმედო გეგმის ბიუჯეტი

|ვალდებულება |პასუხისმგებელი უწყება |დაფინანსების წყარო |აქტივობის |ფინანსური |შენიშვნა |შესაბამისი ბიუჯეტით | |

| | | |საერთო |დეფიციტი | |გათვალისწინებული პროგრამა | |

| | | |ღირებულება | | |(პროგრამული კოდი და | |

| | | | | | |დასახელება)/შესაბამისი | |

| | | | | | |მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტ| |

| | | | | | |ის პროგრამის დასახელება | |

| | | | | | |პროგრამული კოდის მითითებით | |

| | | | | | | | |

|ვალდებულება 2: მოქალაქეთა ჩართულობის |სსიპ – იუსტიციის სახლი |სახელმწიფო ბიუჯეტი |250,000.0 |ლარი |√ |მიმდინარეობს მოლაპარაკება |26 08 „მიწის ბაზრის განვითარება (WB)" –|

|ინოვაციური პლატფორმა | | | | | |დაფინანსებასთან დაკავშირებით |მიზნობრივი გრანტი |

| | | | | | |UNDP-სთან და თანხა თუ ვერ | |

| | | | | | |იქნა მოძიებული დაფინანსდება | |

| | | | | | |სახელმწიფო ბიუჯეტიდან | |

|ვალდებულება 4: ეკონომიკური მმართველობის |ეკონომიკისა და მდგრადი |სახელმწიფო ბიუჯეტი (ასიგნებების|3,500.0 |ლარი |  |– |24 01 „ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება|

|ინოვაციური პლატფორმა |განვითარების სამინისტრო |ფარგლებში) | | | | |და განხორციელება" პროგრამის ფარგლებში |

| | | | | | | |24 01 01 ქვეპროგრამის საბიუჯეტო |

| | | | | | | |სახსრები |

|ვალდებულება 6: არსებული ძირითადი |საქართველოს იუსტიციის |სახელმწიფო ბიუჯეტი |  |  |  |ვალდებულების განხორციელება არ|26 01 „სამართალშემოქმედებისა და ქვეყნის|

|ანტიკორუფციული ინსტიტუტების გაძლიერება |სამინისტრო, საქართველოს |(ადმინისტრაციული ხარჯი, | | | |მოითხოვს დამატებით თანხებს. |ინტერესების სამართლებრივი მხარდაჭერის |

| |მთავარი პროკურატურა, |ასიგნებების ფარგლებში) | | | | |მიზნით სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება |

| |საქართველოს სახელმწიფო | | | | | |და მართვა, მათ შორის, სისხლის სამართლის|

| |უსაფრთხოების სამსახური | | | | | |სისტემის რეფორმის განხორციელება"; |

| | | | | | | |33 00 „საქართველოს პროკურატურა"; |

| | | | | | | |20 01 „სახელმწიფო უსაფრთხოების |

| | | | | | | |უზრუნველყოფა" |

|ვალდებულება 8: საკანონმდებლო აქტების |საქართველოს მთავრობის |სახელმწიფო ბიუჯეტი |  |  |  |ვალდებულების განხორციელება არ|04 00 „საქართველოს მთავრობის |

|შემუშავება მოქალაქეთა ჩართულობითა და |ადმინისტრაცია, საქართველოს|(ადმინისტრაციული ხარჯი, | | | |მოითხოვს დამატებით თანხებს |ადმინისტრაცია" |

|მონაცემთა ანალიზის საფუძველზე |იუსტიციის სამინისტრო |ასიგნებების ფარგლებში) | | | | |26 01 „სამართალშემოქმედებისა და ქვეყნის|

| | | | | | | |ინტერესების სამართლებრივი მხარდაჭერის |

| | | | | | | |მიზნით სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება |

| | | | | | | |და მართვა, მათ შორის, სისხლის სამართლის|

| | | | | | | |სისტემის რეფორმის განხორციელება" |

|ვალდებულება 10: შინაგან საქმეთა სამინისტროს |საქართველოს შინაგან |სახელმწიფო ბიუჯეტი |  |  |  |ვალდებულების შესრულების |30 01 „საზოგადოებრივი წესრიგი და |

|გამჭვირვალობის გაზრდა |საქმეთა სამინისტრო |(ადმინისტრაციული ხარჯი, | | | |პროცესში გამოყენებული იქნება |საერთაშორისო თანამშრომლობის |

| | |ასიგნებების ფარგლებში) | | | |როგორც ადმინისტრაციული |განვითარება/გაღრმავება" |

| | | | | | |რესურსი, ისე დონორების | |

| | | | | | |დახმარება, რაზეც მიმდინარეობს| |

| | |დონორის დაფინანსება | | | |მოლაპარაკება | |

|ვალდებულება 12: სახელმწიფო საგრანტო |მთავრობის ადმინისტრაცია, |სახელმწიფო ბიუჯეტი |  |  |  |  |04 00 „საქართველოს მთავრობის |

|დაფინანსების სისტემის გამჭვირვალობის გაზრდა |მთავრობის საპარლამენტო |(ადმინისტრაციული ხარჯი, | | | | |ადმინისტრაცია" |

| |მდივანი |ასიგნებების ფარგლებში) | | | | |01 01 „საკანონმდებლო საქმიანობა" |

|ვალდებულება 14: საცხოვრისის პოლიტიკის |ოკუპირებული ტერიტორიებიდან|დონორის დაფინანსება |  |  |√ |ვალდებულების შესრულების |27 01 01 „ოკუპირებული ტერიტორიებიდან |

|დოკუმენტის და სამოქმედო გეგმის შემუშავება |დევნილთა, შრომის, | | | | |პროცესში გამოყენებული იქნება |დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და |

| |ჯანმრთელობისა და სოციალური| | | | |როგორც ადმინისტრაციული |სოციალური დაცვის სფეროში პოლიტიკის |

| |დაცვის სამინისტრო |სახელმწიფო ბიუჯეტი | | | |რესურსი, ისე დონორების |შემუშავება და მართვა" |

| | |(ადმინისტრაციული ხარჯი, | | | |დახმარება, რაზეც მიმდინარეობს| |

| | |ასიგნებების ფარგლებში) | | | |მოლაპარაკება | |

|მუნიციპალიტეტის ორგანოები |  |

|ვალდებულება 1: გამჭვირვალე და კეთილსინდისიერი|ახალციხის მუნიციპალიტეტის |USAID GGI – სრული დაფინანსება |  |  |  |  |ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი |

|მმართველობის განმტკიცება მუნიციპალიტეტებში |მერია | | | | | | |

|იგივე: ვალდებულება 1 |დედოფლისწყაროს |UNDP DGG – სრული დაფინანსება |  |  |  |  |დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი |

| |მუნიციპალიტეტის მერია | | | | | | |

|იგივე: ვალდებულება 1 |ოზურგეთის მუნიციპალიტეტის |მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი |  |  |  |  |ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი |

| |მერია |(ადმინისტრაციული ხარჯი | | | | | |

| | |ასიგნებების ფარგლებში) | | | | | |

|იგივე: ვალდებულება 1 |რუსთავის მუნიციპალიტეტის |UNDP DGG – სრული დაფინანსება |  |  |  |  |რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი |

| |მერია | | | | | | |

|იგივე: ვალდებულება 1 |დუშეთის მუნიციპალიტეტის |UNDP DGG – სრული დაფინანსება |  |  |  |  |დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი |

| |მერია | | | | | | |

|ვალდებულება 2: ღია მონაცემების შეგროვებისა და|ახალციხის მუნიციპალიტეტის |USAID GGI – სრული დაფინანსება |  |  |  |  |ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი |

|გამოქვეყნების პროცესის გაუმჯობესება |მერია | | | | | | |

|ახალციხისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში | | | | | | | |

|ვალდებულება 3: შეზღუდული შესაძლებლობების |ახალციხის მუნიციპალიტეტის |USAID GGI – ნაწილობრივი |  |  |  |  |ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი |

|მქონე პირების პოლიტიკურ და საზოგადოებრივ |მერია |დაფინანსება | | | | | |

|ცხოვრებაში სრულფასოვანი ჩართულობისა და | | | | | | | |

|მონაწილეობის გაუმჯობესება | |მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული| | | | | |

| | |ხარჯი ასიგნებების ფარგლებში | | | | | |

|ვალდებულება 4: ქალაქ ბათუმში საბიუჯეტო |ქალაქ ბათუმის |USAID GGI – ნაწილობრივი |315,000.0 |ლარი |  |USAID GGI – დაფინანსების |ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი |

|პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის გაუმჯობესება|მუნიციპალიტეტის მერია |დაფინანსება | | | |მოცულობა არ არის ასახული | |

|მონაწილეობითი ბიუჯეტირების ინსტიტუციონალური | | | | | |საერთო ღირებულებაში | |

|მექანიზმის დანერგვის გზით | |მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული| | | | | |

| | |ხარჯი ასიგნებების ფარგლებში | | | | | |

|ვალდებულება 6: ელექტრონული სერვისების |ქალაქ ბათუმის |მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი |397,000.0 |ლარი |  |USAID GGI – დაფინანსების |ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი |

|დანერგვა და განვითარება |მუნიციპალიტეტის მერია | | | | |მოცულობა არ არის ასახული | |

| | |USAID GGI – ნაწილობრივი | | | |საერთო ღირებულებაში | |

| | |დაფინანსება | | | | | |

|ვალდებულება 7: I.Gov. ზუგდიდი |ზუგდიდის მუნიციპალიტეტის |მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული|  |  |  |  |ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი |

| |საკრებულო |ხარჯი ასიგნებების ფარგლებში | | | | | |

|  | სულ ჯამი |1,439,298.7 | ლარი |  |  |  | |  |  |სულ ჯამი |38,276.0 |დოლარი  |  |  |  | |

-----------------------

[1] ღია მმართველობა საქართველოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის ბიუჯეტი, დანართი 1, გვ. 44.

[2] ექსპერტების დახმარებით, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზე გაწერილი ინსტრუქციები, დისციპლინური წარმოების პროცესს გახდის უფრო ნათელს, პროგნოზირებადს და უზრუნველყოფს ყველა ცალკეული სამსახურებრივი შემოწმების ერთიანი, მაღალი სტანდარტით წარმართვას. აღნიშნულ დოკუმენტში, ასევე გაიწერება დისციპლინური წარმოების მხარეების უფლებები.