შპს „აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის“ სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1574
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.024289
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/08/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1574

2017 წლის 27 ივლისი

ქ. თბილისი

შპს „აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის“ სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

1. „ტყის ფონდის მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს „აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის“ სათბობი შეშით უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – ეროვნულმა სატყეო სააგენტომ (შემდგომში – სააგენტო) უზრუნველყოს სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის ალგეთის სატყეო უბნის ხრამის სატყეოს კვარტალ №47-ის ლიტერ №6-ში სოციალური ჭრის წესით გამოყოფილი №001-04-0018593 ტყეკაფიდან შპს „აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრზე“ 150 მ3 II ხარისხის (საშეშე) მერქნის გაცემა.

2. შპს „აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრმა“ უზრუნველყოს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის გადახდა.

3. სააგენტომ უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ მერქნულ რესურსზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა.

4. შპს „აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრმა“ ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემისათვის უზრუნველყოს სააგენტოს მომსახურეობის საფასურის (დღგ-ის ჩათვლით) – 1 კუბურ მეტრზე 3 (სამი) ლარის გადახდა.

 

პრემიერ-მინისტრი                      გიორგი კვირიკაშვილი