დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების მოსახლეობის ზამთრის პერიოდში სათბობი შეშით უზრუნველყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2354
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018240
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2354

2014 წლის 18 დეკემბერი

ქ. თბილისი

დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების მოსახლეობის ზამთრის პერიოდში სათბობი შეშით უზრუნველყოფის შესახებ

„ტყის ფონდის მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) კახეთის სატყეო სამსახურის მართვას დაქვემდებარებულ დედოფლისწყარო-სიღნაღის სატყეო უბანში ტყის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნების მიზნით:

ა) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობას მიეცეს უფლება, სახელმწიფო ტყის ფონდში, კახეთის სატყეო სამსახურის მართვას დაქვემდებარებულ დედოფლისწყარო-სიღნაღის სატყეო უბნის ქედის სატყეოს №1 კვარტალის №7, №8 და №9 ლიტერებში, №2 კვარტალის №1, №14 და №23 კვარტალის №6-№14 ლიტერებში სანიტარიული ჭრის წესით დაამზადოს 1302 (ათას სამას ორი) მ3 მერქნული რესურსი (ზეხმელი/სასიცოცხლო ფუნქცია შეწყვეტილი), სააგენტოს მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე;

ბ) სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობას მიეცეს უფლება, სახელმწიფო ტყის ფონდში, კახეთის სატყეო სამსახურის მართვას დაქვემდებარებულ დედოფლისწყარო-სიღნაღის სატყეო უბნის ხირსის სატყეოს №1 კვარტალის №20, №21 და №22 ლიტერებში, №5 კვარტალის №16 ლიტერში, №6 კვარტალის №2, №5 და №7 ლიტერებში სანიტარიული ჭრის წესით დაამზადოს 463 (ოთხას სამოცდასამი) მ3 მერქნული რესურსი (ზეხმელი/სასიცოცხლო ფუნქციაშეწყვეტილი), სააგენტოს მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე.

2. დედოფლისწყარო-სიღნაღის სატყეო უბანში სანიტარიული ჭრის წესით დამზადებული მერქნული რესურსი, ადგილობრივი მოსახლეობის ზამთრის პერიოდში სათბობი შეშით უზრუნველყოფის მიზნით, გადაეცეს დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების გამგეობებს.

3. დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების გამგეობებმა უზრუნველყონ „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკ­რებ­ლების შესახებ“ საქართველოს კანო­ნის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით სანიტარიული ჭრისათვის დადგენილი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის გადახდა.

4. სააგენტომ უზრუნველყოს დამზადების შედეგად მიღებულ მერქნულ რესურსზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა.

პრემიერ-მინისტრი                                                              ირაკლი ღარიბაშვილი