შპს „ბედიანის ფსიქიატრიული საავადმყოფოს“ სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1889
2015 წლის 7 სექტემბერი
ქ. თბილისი
შპს „ბედიანის ფსიქიატრიული საავადმყოფოს“ სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიების შესახებ
1. „ტყის ფონდის მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს „ბედიანის ფსიქიატრიული საავადმყოფოს“ სათბობი შეშით უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - ეროვნულმა სატყეო სააგენტომ (შემდგომში - სააგენტო) განახორციელოს ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის წალკა-თეთრიწყაროს სატყეო უბნის ხრამის სატყეოში 100 მ3 II ხარისხის (საშეშე) მერქნის მისაღებად საჭირო ტყეკაფის გამოყოფა.
2. შპს „ბედიანის ფსიქიატრიულმა საავადმყოფომ“ უზრუნველყოს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის გადახდა.
3. სააგენტომ უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ მერქნულ რესურსზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა და სპეციალური ფირნიშებით მარკირება.
4. შპს „ბედიანის ფსიქიატრიულმა საავადმყოფომ“ უზრუნველყოს ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემისათვის სააგენტოს მომსახურების საფასურის (დღგ-ის ჩათვლით) - 1 კუბურ მეტრზე 3 (სამი) ლარის გადახდა.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შპს „ბედიანის ფსიქიატრიული საავადმყოფოს“ სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „ბედიანის ფსიქიატრიული საავადმყოფოს“ სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.09.2015.
- როდის იქნა მიღებული „შპს „ბედიანის ფსიქიატრიული საავადმყოფოს“ სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიების შესახებ“?
- „შპს „ბედიანის ფსიქიატრიული საავადმყოფოს“ სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიების შესახებ“ მიღებულია 07.09.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1889. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.019900.
- სად არის „შპს „ბედიანის ფსიქიატრიული საავადმყოფოს“ სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.09.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „ბედიანის ფსიქიატრიული საავადმყოფოს“ სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიების შესახებ“, №1889, 07.09.2015, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019900 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.09.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2985334/