ა(ა)იპ − ასოციაცია ატუს ხე-ტყით უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1757
2015 წლის 24 აგვისტო
ქ. თბილისი
ა(ა)იპ − ასოციაცია ატუს ხე-ტყით უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
1. საქართველოს ტყის კოდექსის მე-5 მუხლის „ჩ“ ქვეპუნქტისა და „ტყის ფონდის მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კულტურული, სპორტული, სოციალური და საზოგადოებრივი დანიშნულების პროექტების დროულად და შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, ა(ა)იპ − ასოციაცია ატუს ხე-ტყით უზრუნველსაყოფად, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ − ეროვნულმა სატყეო სააგენტომ (შემდგომში − სააგენტო) განახორციელოს რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურის ამბროლაურის სატყეო უბნის ნიკორწმინდის სატყეოს №4, №13 და №20 კვარტალებში ტყეკაფების გამოყოფა 10 000 (ათი ათასი) მ3 I ხარისხის (სამასალე) ხე-ტყის მისაღებად.
2. ა(ა)იპ − ასოციაცია ატუმ გამოყოფილ ტყეკაფებზე ხე-ტყის დამზადებისას მიღებული საშეშე მერქანი, ადგილობრივი მოსახლეობის სათბობი შეშით უზრუნველყოფის მიზნით, გადასცეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტს.
3. ა(ა)იპ − ასოციაცია ატუმ, „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ცხრილის შესაბამისად, უზრუნველყოს ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის მე-2 და მე-4 კატეგორიებისათვის დადგენილი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის გადახდა.
4. ა(ა)იპ − ასოციაცია ატუმ უზრუნველყოს ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემისათვის სააგენტოს მომსახურების საფასურის (დღგ-ის ჩათვლით) – 1 კუბურ მეტრზე 3 (სამი) ლარის გადახდა.
5. სააგენტომ უზრუნველყოს ამ განკარგულების მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მერქნულ რესურსზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ა(ა)იპ − ასოციაცია ატუს ხე-ტყით უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ა(ა)იპ − ასოციაცია ატუს ხე-ტყით უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.08.2015.
- როდის იქნა მიღებული „ა(ა)იპ − ასოციაცია ატუს ხე-ტყით უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“?
- „ა(ა)იპ − ასოციაცია ატუს ხე-ტყით უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ მიღებულია 24.08.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1757. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.019804.
- სად არის „ა(ა)იპ − ასოციაცია ატუს ხე-ტყით უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.08.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „ა(ა)იპ − ასოციაცია ატუს ხე-ტყით უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“, №1757, 24.08.2015, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019804 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.08.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2959405/