ა(ა)იპ - ასოციაცია ატუს ხე-ტყით უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№990
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.023815
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/06/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №990

2017 წლის 19 მაისი

ქ. თბილისი

ა(ა)იპ – ასოციაცია ატუს ხე-ტყით უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

1. საქართველოს ტყის კოდექსის მე-5 მუხლის „ჩ“ ქვეპუნქტისა და „ტყის ფონდის მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგანმანათლებლო, კულტურული, სპორტული და საზოგადოებრივი პროექტების დროულად და შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, ა(ა)იპ – ასოციაცია ატუს ხე-ტყით უზრუნველსაყოფად, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ეროვნულმა სატყეო სააგენტომ (შემდგომში – სააგენტო) განახორციელოს რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურის ამბროლაურის სატყეო უბნის ნიკორწმინდის სატყეოს №4 კვარტალში ტყეკაფების გამოყოფა  3 500 (სამი ათას ხუთასი, პროგნოზული) მ3 I ხარისხის (სამასალე) ხე-ტყის მისაღებად.

 2. ა(ა)იპ – ასოციაცია ატუმ გამოყოფილ ტყეკაფებზე ხე-ტყის დამზადებისას მიღებული საშეშე მერქანი, ადგილობრივი მოსახლეობის სათბობი შეშით უზრუნველყოფის მიზნით, გადასცეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტს.

     3. ა(ა)იპ – ასოციაცია ატუმ, „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ცხრილის შესაბამისად, უზრუნველყოს ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის მე-2 და მე-4 კატეგორიებისათვის დადგენილი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის გადახდა.

4. ა(ა)იპ –ასოციაცია ატუმ უზრუნველყოს ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემისათვის სააგენტოს მომსახურების საფასურის (დღგ-ის ჩათვლით) – 1 კუბურ მეტრზე 3 (სამი) ლარის გადახდა.

5. სააგენტომ უზრუნველყოს ამ განკარგულების მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მერქნულ რესურსზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა.

 

პრემიერ-მინისტრი                                                   გიორგი კვირიკაშვილი

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ა(ა)იპ - ასოციაცია ატუს ხე-ტყით უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ა(ა)იპ - ასოციაცია ატუს ხე-ტყით უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 19.05.2017.
როდის იქნა მიღებული „ა(ა)იპ - ასოციაცია ატუს ხე-ტყით უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“?
„ა(ა)იპ - ასოციაცია ატუს ხე-ტყით უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ მიღებულია 19.05.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №990. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.023815.
სად არის „ა(ა)იპ - ასოციაცია ატუს ხე-ტყით უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.05.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „ა(ა)იპ - ასოციაცია ატუს ხე-ტყით უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“, №990, 19.05.2017, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023815 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.05.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3693040/