შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2008
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017984
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/11/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2008

2014 წლის 4 ნოემბერი

ქ. თბილისი

შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

1. საქართველოს ტყის კოდექსის მე-5 მუხლის ,,ჩ“ ქვეპუნქტისა და „ტყის ფონდის მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ფილიალის სერვისცენტრების სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - ეროვნულმა სატყეო სააგენტომ (შემდგომში - სააგენტო) განახორციელოს სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბანში - 18 მ3, ახალციხის სატყეო უბანში - 15 მ3, ასპინძა-ახალქალაქის სატყეო უბანში - 54 მ3, ადიგენის სატყეო უბანში - 12 მ3 (სულ 99 მ3) II ხარისხის (საშეშე) მერქნის მისაღებად საჭირო ტყეკაფების გამოყოფა.

2. შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ უზრუნველყოს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ცხრილის, ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის IV კატეგორიისათვის დადგენილი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის გადახდა.

3. სააგენტომ უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ მერქნულ რესურსზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა.

4. შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ უზრუნველყოს ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემისათვის სააგენტოს მომსახურების საფასურის (დღგ-ის ჩათვლით) -1 კუბურ მეტრზე 3 (სამი) ლარის გადახდა.

პრემიერ-მინისტრი                                                            ი. ღარიბაშვილი

 

 

 

 

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 04.11.2014.
როდის იქნა მიღებული „შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“?
„შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ მიღებულია 04.11.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №2008. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.017984.
სად არის „შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.11.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“, №2008, 04.11.2014, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017984 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.11.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2576669/