შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „მუსიკალური ფონდისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2630
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 29/12/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება№2630

2011 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „მუსიკალური ფონდისათვის“უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“საქართველოს კანონის36-ე მუხლის მე-2პუნქტის შესაბამისად,მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „მუსიკალურ ფონდს“(ს/კ 211330870) უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, 10 წლის ვადით გადასცეს ქ. თბილისში, ალ. ყაზბეგის გამზ. №20ა‑ში შენობის პირველ სართულზე არსებული 396,76 კვ.მ ფართობი და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი№01.10.15.019.008.01.500).

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოთხოვნის შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება გაუქმდეს არა უმეტეს ერთი თვის ვადაში.

 3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები შპს „მუსიკალურ ფონდთან“უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით.

პრემიერ-მინისტრი  ნ . გილაური