საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილი 2020-2022 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
30.09.2019
ავტორი
საქართველოს ეროვნული ბანკი
ნომერი
#1-18184/19/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილი 2020-2022 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-10-01
ბიუროს ნომერი 290

📜 ტექსტი

წერილი
N 2-04/3777 3777-04-2-201909301746 30/09/2019 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ არჩილ თალაკვაძეს 2020-2022 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტის შესახებ ბატონო არჩილ, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, წარმოგიდგენთ 2020-2022 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შესაბამის განკარგულებასთან ერთად. ამასთან, გიგზავნით განმარტებით ბარათს, რომელშიც აღწერილია საქართველოს მონეტარული პოლიტიკის ძირითადი პრინციპები, არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობა, პროგნოზები და სცენარები. დანართი: 19 ფურცელი. პატივისცემით, კობა გვენეტაძე პრეზიდენტი საქართველოს ეროვნული ბანკი
დანართი
პროექტი საქართველოს პარლამენტის დადგენილება 2020-2022 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტი ადგენს: დამტკიცდეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილი 2020-2022 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები: 1. ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 2020-2022 წლებისთვის შეადგენს 3 პროცენტს. 2. საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის შენარჩუნების მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2020-2022 წლების განმავლობაში ძირითადად გამოყენებული იქნება პოლიტიკის განაკვეთი, რომლის ცვლილება ეკონომიკას გადაეცემა მონეტარული პოლიტიკის შემდეგი ინსტრუმენტებით: რეფინანსირების სესხები, ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტი, მუდმივმოქმედი ინსტრუმენტები, სადეპოზიტო სერთიფიკატები, ოპერაციები მთავრობის ფასიანი ქაღალდებით, სავალუტო ინტერვენციები, მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები და სხვა ინსტრუმენტები. 3. 2020-2022 წლების განმავლობაში სამომხმარებლო ფასების მოსალოდნელ დინამიკაზე გარეგანი ფაქტორებიდან მოქმედი შესაძლო რისკებია ნავთობსა და საკვებზე მსოფლიო ფასების ცვლილება, გეოპოლიტიკური რისკების ცვლილება, რეგულირებადი ფასების ცვლილება, ინფლაციის იმპორტი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან და სხვა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა არ მოახდენს რეაგირებას გარეგანი ფაქტორების შედეგად ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლიდან დროებითი გადახრისას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადახრა იმდენად ძლიერია, რომ გავლენას ახდენს ინფლაციაზე მოქმედ ფუნდამენტურ ფაქტორებზე. 4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე
დანართი
1 2020-2022 წლების ფულად–საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები განმარტებითი ბარათი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის პირველი თავის მე–3 მუხლის შესაბამისად, ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა. ამასთან, ეროვნულმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს საფინანსო სისტემის სტაბილურობა და გამჭვირვალობა და ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში მდგრად ეკონომიკურ ზრდას, თუ ეს შესაძლებელია ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას მისი ძირითადი ამოცანის შესრულებას. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის მეათე თავის 61-ე მუხლის შესაბამისად, არაუგვიანეს ყოველი წლის 1 ოქტომბრისა, ეროვნული ბანკი საქართველოს პარლამენტს წარუდგენს მომავალი სამი წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტს, რომელიც უნდა მოიცავდეს ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს, მონეტარული პოლიტიკის ძირითად ინსტრუმენტებს, რომლებსაც ეროვნული ბანკი მიზნობრივი ინფლაციის მისაღწევად გამოიყენებს, და შესაძლო რისკების მიმოხილვას. ფასების სტაბილურობა არის ფუნდამენტური ფაქტორი, რომელიც აუცილებელია მაღალი და სტაბილური ეკონომიკური ზრდის მისაღწევად. ფასების სტაბილურობას ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის რეჟიმის - ინფლაციის თარგეთირების გამოყენებით აღწევს. ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი გულისხმობს ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის გამოცხადებას და შემდეგ, ამ მაჩვენებლის შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრას. აღნიშნული რეჟიმი უზრუნველყოფს საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს არსებობას, და ამავე დროს, საშუალებას აძლევს ინფლაციას ეგზოგენურ1 შოკებზე საპასუხოდ მიზნობრივი დონისაგან დროებით გადაიხაროს. 1 გარე, მონეტარული პოლიტიკისაგან დამოუკიდებელი ფაქტორები. 2 2018 წლიდან ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი საშუალოვადიან პერიოდში 3 პროცენტია2. საშუალოვადიან პერიოდზე ფოკუსირებას აქ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. იმის გამო, რომ შოკები მუდმივად ხდება, ინფლაცია ყოველთვის განსხვავებული იქნება მიზნობრივი დონისგან; ის მიზნობრივ ინფლაციაზე ზოგჯერ უფრო მაღალი და ზოგჯერ კი უფრო დაბალი იქნება, თუმცა, ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად, საშუალოვადიან პერიოდში ის ყოველთვის იმოძრავებს ამ მაჩვენებლისკენ. ასეთი მიდგომით, რასაც ინფლაციის თარგეთირება ეწოდება, ფასების სტაბილურობა ყველაზე დაბალი საზოგადოებრივი დანახარჯებით მიიღწევა, ხოლო გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდა, სხვა ალტერნატივებთან შედარებით, ყველაზე მაღალი და სტაბილურია. აღსანიშნავია, რომ ინფლაციის 3 პროცენტიანი მიზნობრივი მაჩვენებელი არ გულისხმობს ინფლაციას ნულიდან 3 პროცენტამდე, არამედ ეს ნიშნავს ინფლაციას 3 პროცენტთან ახლოს საშუალოვადიან პერიოდში. ინფლაციის თარგეთირების პირობებში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის მიღწევა ხდება ეროვნული ბანკის კონტროლის ქვეშ არსებული ინსტრუმენტის მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთის - ცვლილებით. მონეტარული პოლიტიკის შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი, რომელიც, როგორც წესი, წელიწადში 8-ჯერ იკრიბება. გადაწყვეტილება მიიღება მაკროეკონომიკური გარემოს გაანალიზების, საფინანსო ბაზრებზე არსებული ვითარების განხილვის, ინფლაციის დინამიკის პროგნოზირებისა და ინფლაციაზე მოქმედი მაკროეკონომიკური რისკების შეფასების შედეგად. იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციის პროგნოზი აღემატება მიზნობრივ მაჩვენებელს, ხდება პოლიტიკის გამკაცრება და პირიქით, თუ ინფლაციის პროგნოზი ჩამორჩება მიზნობრივ დონეს, ხდება მონეტარული პოლიტიკის შერბილება. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი განსაზღვრავს სამიზნე მოკლევადიან საპროცენტო განაკვეთს, რომელიც აუცილებელია ფასების სტაბილურობისთვის ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნებისთვის საშუალოვადიან პერიოდში. 2 ეროვნული ბანკი, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის ინფლაციის ოპტიმალური სამიზნე მაჩვენებლის განსაზღვრის დეტალები იხილეთ დანართი №1-ში. 3 დამთავრებისთანავე, აკეთებს საჯარო განცხადებას მონეტარული პოლიტიკის ძირითადი საპროცენტო განაკვეთის ცვლილების შესახებ, რომელიც ქართულ და ინგლისურ ენებზე ეროვნული ბანკის ვებგვერდზე ქვეყნდება. მიზნობრივი საპროცენტო განაკვეთის მისაღწევად საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განავითარა საოპერაციო ჩარჩო, რომელიც შედგება მონეტარული პოლიტიკის შემდეგი ინსტრუმენტებისგან3: რეფინანსირების სესხები, ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტი, სადეპოზიტო სერთიფიკატები, მთავრობის ფასიანი ქაღალდებით ოპერაციები, სავალუტო ინტერვენციები, მუდმივმოქმედი ინსტრუმენტები (ერთდღიანი სესხები ან დეპოზიტები), მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები და სხვა. ჩამოთვლილი ინსტრუმენტებით ეროვნული ბანკი მართავს მოკლევადიან საპროცენტო განაკვეთს. რეფინანსირების სესხებით ეროვნული ბანკი ახორციელებს ინტერვენციებს ბანკთაშორის მოკლევადიანი ლიკვიდობის ბაზარზე სასურველი მოკლევადიანი ბანკთაშორისი საპროცენტო განაკვეთის მისაღწევად. ბანკთაშორის ბაზარზე საპროცენტო განაკვეთების დიდი რყევების თავიდან ასაცილებლად (რაც ხელს უშლის ამ ბაზრის განვითარებას) ეროვნული ბანკი მუდმივმოქმედ ინსტრუმენტებს (ერთდღიან სესხებსა და დეპოზიტებს) იყენებს. ამასთანავე, ეროვნული ბანკი გააგრძელებს 3-თვიანი სადეპოზიტო სერთიფიკატების გამოშვებას მინიმალური მოცულობით, რათა ხელი შეუწყოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას. იმის გათვალისწინებით, რომ მონეტარული პოლიტიკა ერთობლივ მოთხოვნაზე ზემოქმედების ინსტრუმენტია, მოთხოვნის მხრიდან შოკის განეიტრალება მონეტარული პოლიტიკის ცვლილებით არის შესაძლებელი. ამასთან, რაც უფრო მაღალია ეროვნული ბანკისადმი ნდობა, მით უფრო ნაკლებად დანახარჯიანია საზოგადოებისთვის მონეტარული პოლიტიკის განხორციელება. როგორც ზემოთ აღინიშნა, მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებები მაკროეკონომიკურ პროგნოზზე დაყრდნობით მიიღება. ამ კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინფლაციის პროგნოზი. 3 დეტალურად შეგიძლიათ https://www.nbg.gov.ge/index.php?m=539. იხილოთ ეროვნული ბანკის ვებ გვერდზე: 4 მიმდინარე წლის დასაწყისიდან ინფლაციამ მოიმატა და აგვისტოში 4.9% შეადგინა. მიზნობრივზე მაღალ ინფლაციას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. ერთჯერადი ფაქტორები, მაგალითად, სიგარეტზე აქციზის გადასახადის ზრდა (წვლილი - 0.8 პროცენტული პუნქტი), კვლავ რჩება წლიური ინფლაციის მაღალ ნიშნულზე შენარჩუნების ერთ-ერთ მიზეზად. ამავე დროს, ბოლო პერიოდში გაიზარდა ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურების ინფლაციაზე გავლენა, რაზეც ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით მოახდინა რეაგირება. 2019 წელს შედარებით მაღალია სურსათის ინფლაცია. სამომხმარებლო კალათაში სურსათის მაღალი საქართველოს წონა დამახასიათებელია სამომხმარებლო კალათაში განვითარებადი სურსათის წონა ქვეყნებისთვის. 27%-ია და აქედან გამომდინარე, სურსათზე ფასების ცვლილება მნიშვნელოვნად მოქმედებს ინფლაციის მაჩვენებელზე. ინფლაციის გრძელვადიანი ტრენდის განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანია საბაზო ინფლაციაზე დაკვირვება. საბაზო ინფლაცია გამოითვლება მერყევი სურსათის, ენერგომატარებლებისა და თამბაქოს ფასების გამორიცხვით. დაბალი საბაზო ინფლაცია მომავალში მთლიანი ინფლაციის შემცირების სიგნალს იძლევა. აღსანიშნავია, რომ საბაზო ინფლაცია კვლავ დაბალია და აგვისტოში 2.4 პროცენტს შეადგენს, წლიური ინფლაცია, პროგნოზის მიხედვით, მომდევნო წლის პირველი კვარტალის ჩათვლით, მიზნობრივი მაჩვენებლის ზემოთ შენარჩუნდება, თუმცა, ზემოთაღნიშნული ფაქტორების (სიგარეტის და სურსათის) მილევასთან ერთად საშუალოვადიან პერიოდში ის მიზნობრივ მაჩვენებელს დროებით ჩამოცდება და, შემდგომ, ეტაპობრივად ქვემოდან დაუახლოვდება მას (იხ. დიაგრამა N1). საპროგნოზო პერიოდში ინფლაციის გაზრდილი მერყეობა საგარეო მოთხოვნის მოსალოდნელი შესუსტების შედეგია, რაც ჯერ ლარის აშშ დოლართან გაუფასურებას და ინფლაციაზე აღმავალ წნეხს განაპირობებს, ხოლო შემდგომ კი ერთობლივი მოთხოვნის შესუსტებასა და ინფლაციის შენელებას გამოიწვევს. 5 დიაგრამა N1 წლიური ინფლაციის პროგნოზი წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი, მონეტარული პოლიტიკის ანგარიში, ივლისი 2019 ინფლაცია შესაძლოა განსხვავებული აღმოჩნდეს მისი პროგნოზირებული მნიშვნელობისგან, თუკი ადგილი ექნება რისკ-ფაქტორების რეალიზაციას. ერთი მხრივ, რეგიონში გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ვითარების გაუარესების ფონზე, საგარეო შოკის გამწვავებამ შესაძლოა გამოიწვიოს სამომხმარებლო ფასების პროგნოზირებულზე უფრო მაღალი ზრდა. კერძოდ, აღნიშნული რისკის რეალიზაციისას აიწევს რეგიონის ქვეყნების (მათ შორის, საქართველოს) რისკ პრემია, რაც ადგილობრივი ვალუტების გაუფასურებაში აისახება და უცხოური ვალუტის სესხების მომსახურების ხარჯისა და იმპორტირებული პროდუქციის ფასების ზრდის ფონზე, წლიურ ინფლაციას პროგნოზირებულზე მეტად გაზრდის. ინფლაციაზე აღმავალი ზეწოლის მიზეზი, ასევე, შესაძლოა, სასაქონლო პროდუქციაზე (ნავთობი, სურსათი) საერთაშორისო ფასების მკვეთრად მატება იყოს. მეორე მხრივ, სამომხმარებლო ფასებს, პროგნოზირებულთან შედარებით, შესაძლოა შემცირებისკენ უბიძგოს ერთობლივი მოთხოვნის შესუსტებამ, რაც საგარეო სექტორიდან მომდინარე შემოსავლებზე, ფისკალური სტიმულის ზომასა და საკრედიტო აქტივობის ზრდის ტემპზე იქნება დამოკიდებული. მიუხედავად ბოლოდროინდელი დადებითი ტენდენციისა, აშშ-სა და მის ძირითად სავაჭრო პარტნიორებს შორის „სავაჭრო ომის“ ესკალაციაც გარკვეული რისკის მატარებელია. თუ 6 აღნიშნული ფაქტორი დოლარის გლობალურ გაუფასურებას გამოიწვევს, ლარის შესაბამისმა გამყარებამ, შესაძლოა, ფირმების სესხების მომსახურების ტვირთი და ინფლაციის მოლოდინები შეამციროს, რაც, საბოლოოდ, სამომხმარებლო პროდუქციის გაიაფებაში აისახება. წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის პირველ კვარტალში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი წლიურად 4.9%-ით, ხოლო მეორე კვარტალში 5%-ით გაიზარდა. ზრდა განპირობებული იყო ძლიერი საგარეო მოთხოვნით, რაც წმინდა ექსპორტის მატებაში აისახა. შედარებით მოკრძალებული იყო კერძო მოხმარების რეალური ზრდა, ხოლო ინვესტიციებში კი კლება დაფიქსირდა. მომატებული საგარეო რისკების ფონზე, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ივლისის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში 2019 წლის რეალური მშპ-ის ზრდის პროგნოზი 4.5%-მდე შეამცირა. პროგნოზის გადახედვა, ძირითადად, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს მიმართულებით ავია მიმოსვლის შეზღუდვის შემოღებამ განაპირობა, რაც წლის განმავლობაში ტურისტული შემოსავლების კლებაში აისახება და, საბოლოოდ, ერთობლივი მოთხოვნის შესუსტებას გამოიწვევს. წინასწარი მონაცემებით, პირველ 8 თვეში ტურისტული შემოსავლების ზრდა 0%-თანაა ახლოს მაშინ, როდესაც წლის პირველ ნახევარში ანალოგიური მაჩვენებელი 7.0% იყო. მიუხედავად გაზრდილი გაურკვევლობისა, წმინდა ექსპორტი, არსებული პროგნოზით, კონკურენტუნარიანი გაცვლითი კურსის შენარჩუნების ფონზე, მაინც ეკონომიკური აქტივობის ზრდის მნიშვნელოვან მამოძრავებელ ძალად დარჩება. თუმცა, პროგნოზის დაშვებები ასევე ითვალისწინებს ფისკალური ხარჯვის, კერძოდ კი ინფრასტრუქტურული პროექტების, და დაკრედიტების აქამდე არსებული ზომიერი ტემპებით ზრდის გაგრძელებას. მსგავსი ზრდა 2020 წლისთვისაც არის მოსალოდნელი, რის ფონზეც რეალური მშპ-ს პოტენციური დონიდან ჩამორჩენა მხოლოდ ეტაპობრივად, 2021 წლის დასაწყისისთვის აღმოიფხვრება. ნაკლებად სავარაუდო, მაგრამ შესაძლებელი სცენარის განვითარების შემთხვევაში, რეალური მშპ-ის არსებული პროგნოზი შესაძლოა ფაქტობრივისგან განსხვავებული აღმოჩნდეს. ამ კუთხით საყურადღებოა ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითად მოქმედ ფაქტორებთან დაკავშირებული რისკები. კერძოდ, რეგიონში გეოპოლიტიკური და 7 ეკონომიკური სიტუაციის დამატებით გამწვავების შემთხვევაში დამატებით შემცირდება ფულადი ნაკადების შემოდინება, ხოლო სუვერენული რისკ პრემიები კი გაიზრდება. ეს კი, თავის მხრივ, მოხმარებაზე, ბიზნეს განწყობებსა და ინვესტიციებზე უარყოფით ზეგავლენას მოახდენს და ეკონომიკური აქტივობის მოსალოდნელზე ნაკლებად ზრდას გამოიწვევს. ამასთან, თუკი ფისკალური სტიმული ან საკრედიტო პორტფელის ზრდა მოსალოდნელზე ნაკლები იქნება, მაშინ ეკონომიკური აქტივობა პროგნოზირებულზე ნაკლებად გაიზრდება. ამის საპირისპიროდ, თუკი ბიზნეს და სამომხმარებლო განწყობა, შიდა და გარე ფაქტორების გაუმჯობესების შედეგად, მოსალოდნელზე მეტად ამაღლდება, მაშინ ეკონომიკური აქტივობის ზრდა პროგნოზირებულზე მეტი იქნება. 2018 წელს წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საგარეო სექტორის მაჩვენებლები. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ფარდობამ ნომინალურ მშპთან მიმართებაში -7.7% შეადგინა. გაუმჯობესება გაგრძელდა 2019 წელსაც, რადგან, წინასწარი მონაცემებით, ამ წლის პირველი კვარტალის იგივე მაჩვენებელი -6.2%-იან ნიშნულზეა, რაც წინა წლის პირველ კვარტალთან შედარებით თითქმის განახევრებულია. საგარეო სექტორიდან მომავალი რისკების ბოლოდროინდელი ზრდის მიუხედავად, მოკლე დეფიციტი და საშუალოვადიანი პროგნოზით, მიმდინარე ანგარიშის გაუმჯობესებას გააგრძელებს, რასაც განაპირობებს კონკურენტული რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი და სტაბილური წყაროებიდან უცხოური შემოსავლების მდგრადი ზრდა. საქართველოში, ისევე როგორც ღია ეკონომიკის მქონე სხვა ქვეყნებში, გარდაუვალია ეგზოგენური (მონეტარული პოლიტიკისგან დამოუკიდებელი) შოკები, რომელთა გავლენითაც ინფლაცია შესაძლებელია მიზნობრივი მაჩვენებლიდან დროებით გადაიხაროს. მონეტარული პოლიტიკა მოთხოვნაზე ზემოქმედების ინსტრუმენტია, რის გამოც, ცენტრალური ბანკები, ძირითადად, მოთხოვნის შოკებზე რეაგირებენ, რადგან მიწოდების შოკებზე რეაგირება ეკონომიკისთვის დიდ დანახარჯებთან არის დაკავშირებული და ეკონომიკური ზრდის მერყეობასა და, შედეგად, გრძელვადიან პერიოდში დასაქმების შემცირებას გამოიწვევს. ამასთანავე, როგორც კვლევები აჩვენებს, მონეტარული პოლიტიკის ცვლილების გადაცემას ეკონომიკაზე გარკვეული დრო სჭირდება. შესაბამისად, მიზანშეწონილია, მოკლევადიან პერიოდში ინფლაციის 8 მიზნობრივი მაჩვენებლიდან გადახრის დაშვება იმ შემთხვევაში, თუ საშუალოვადიან პერიოდში პროგნოზირებული ინფლაცია მის მიზნობრივ მაჩვენებელს უბრუნდება. ხოლო თუ აღნიშნული ტიპის შოკი გაზრდის ინფლაციის მოლოდინებსა და ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელს, ეროვნული ბანკი შესაბამისად შეცვლის პოლიტიკას. როგორც ინფლაციის პროგნოზის განხილვისას აღინიშნა, მოკლევადიან პერიოდში ერთჯერადმა ფაქტორებმა და ეროვნული ვალუტის აშშ დოლართან გაუფასურებამ ინფლაციის დონის მატება გამოიწვია, თუმცა მომდევნო პერიოდში შესუსტებული ერთობლივი მოთხოვნა, დროებითი ეფექტების ამოწურვასთან ერთად, ფასების ზრდას მნიშვნელოვნად შეანელებს. აღნიშნულზე მონეტარული პოლიტიკის ოპტიმალური პასუხი პოლიტიკის საშუალოვადიან განაკვეთის პერიოდში ტრაექტორიის გარანტირებულ იმგვარად იქნას განსაზღვრაა, ინფლაციის რომ მიზნობრივ მაჩვენებელთან სიახლოვე. კერძოდ, იგულისხმება მოკლევადიან პერიოდში განაკვეთის ზომიერად აწევა და შემდგომ კი მისი ეტაპობრივი შემცირება ოდნავ უფრო ჩქარი ტემპით, ვიდრე ეს ივლისის წინა პროგნოზით (იხ. დიაგრამა N2) იყო გათვალისწინებული. პროგნოზის შესაბამისად, პოლიტიკის განაკვეთი 1-2 წლიანი პერიოდის შემდეგ დაუბრუნდება ნეიტრალურ დონეს, რომელიც, არსებული შეფასებით, 5.5-6%-ის ფარგლებშია. აღსანიშნავია, რომ საპროცენტო განაკვეთის არსებული პროგნოზი დაფუძნებულია დაშვებაზე, რომ ქვეყნის რისკ პრემია მნიშვნელოვნად არ მოიმატებს. ამასთან, თუ რისკ პრემიის ზრდასთან ერთად გაცვლითი კურსიდან ინფლაციაზე მომდინარე ზეწოლა არ შესუსტდა, ეროვნული ბანკი გააგრძელებს პოლიტიკის გამკაცრებას ინფლაციის რისკების სრულად განეიტრალებამდე. 9 დიაგრამა N2 მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის პროგნოზი წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი, მონეტარული პოლიტიკის ანგარიში, ივლისი 2019 ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის პროგნოზი არ გულისხმობს ეროვნული ბანკის დაპირებას მონეტარული პოლიტიკის შემდგომ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. იგი წარმოადგენს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის საორიენტაციო ტრაექტორიას იმ დაშვებით, რომ ეგზოგენური ფაქტორები პროგნოზში გათვალისწინებული სცენარით მომავალში ახალი პროგნოზირებულისაგან მონაცემები განვითარდება. შესაბამისად, განსხვავებულ თუკი სურათს წარმოაჩენს, განსხვავებული იქნება მონეტარული პოლიტიკის პასუხიც. მიუხედავად არსებული გაურკვევლობისა, რაც პროგნოზს თან ახლავს, მომავალი მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთების სავარაუდო ტრაექტორია სასარგებლო ინფორმაციას შეიცავს, ვინაიდან მასზეა დამოკიდებული ლარის გრძელვადიანი საპროცენტო განაკვეთები. საბაზო მაკროეკონომიკურ პროგნოზთან ერთად განვიხილავთ 2 ალტერნატიულ სცენარსაც. აღნიშნული სცენარები, საბაზოსთან შედარებით საგარეო შოკის, შესაბამისად, უფრო მეტად და ნაკლებად მწვავე შემთხვევებს განიხილავს. პირველი ალტერნატიული სცენარის მიხედვით, საგარეო შოკი უფრო ძლიერია, ვიდრე საბაზო სცენარში. კერძოდ, ეს სცენარი ითვალისწინებს სავალუტო (მათ შორის ტურისტული) შემოდინებების უფრო მკვეთრ შემცირებას, ვიდრე საბაზო. ამ 10 ალტერნატიული სცენარის რეალიზების შემთხვევაში, 2019 წელს საგარეო მოთხოვნა შედარებით უფრო სუსტი იქნება. საგარეო ფაქტორების აღნიშნული გაუარესების შედეგად ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურება უფრო მაღალი იქნება, ვიდრე საბაზო სცენარში, რაც იმპორტირებული ინფლაციისა და შუალედური ხარჯების არხით გაზრდის მთლიან ინფლაციას. ამ ეფექტს, გარკვეულწილად, სუსტი ერთობლივი მოთხოვნა დააბალანსებს, თუმცა ეს უკანასკნელი მხოლოდ საშუალოვადიან პერიოდში აისახება. შესაბამისად, ეკონომიკური ზრდა კლებულობს საბაზო პროგნოზთან შედარებით და 2019- 2020 წლებისათვის 0.5 პპ-ით ნაკლები იქნება (იხ. დიაგრამა N3). გარდა ამისა, ალტერნატიული სცენარის მიხედვით, 2019-2020 წლებში ინფლაცია საბაზო სცენართან შედარებით საშუალოდ დაახლოებით 1.1 პპ-ით მაღალი იქნება (იხ დიაგრამა N4). ამის საპასუხოდ, ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან დასაახლოვებლად, მონეტარული პოლიტიკა მოკლევადიან პერიოდში გამკაცრდება. ალტერნატიული სცენარის მიხედვით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ტრაექტორია, 2019-2020 წლებში საბაზო სცენართან შედარებით, საშუალოდ 1.0 პპ-ით ზემოთ აიწევს. თუმცა, საშუალოვადიან პერიოდში, სუსტი ერთობლივი მოთხოვნის ფონზე პოლიტიკის განაკვეთი კვლავ მცირდება და იმაზე მეტად, ვიდრე საბაზო სცენარი ითვალისწინებს. საბოლოოდ, მონეტარული პოლიტიკის შესაბამისი რეაგირების შედეგად, ინფლაცია 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს უბრუნდება. მეორე ალტერნატიული სცენარის მიხედვით, საგარეო შოკის ზომა ნაკლებია საბაზოსთან შედარებით, რაც გამოიხატება ერთობლივი მოთხოვნის მოსალოდნელზე ნაკლები შემცირებით. შედეგად, ეკონომიკური ზრდა, საბაზოსთან შედარებით, საშუალოდ 0.6 პპ-ით მაღალი იქნება 2019-2020 წლებში (იხ. დიაგრამა N3). ამასთან, ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი შედარებით მცირე მასშტაბის კორექციას განიცდის და, შესაბამისად, მისგან მომავალი ნაკლები ზეწოლის გამო, ინფლაციის გადახრა მიზნობრივი მაჩვენებლიდან უფრო ზომიერი იქნება (იხ დიაგრამა N4). აღნიშნულ გარემოებებზე ეროვნული ბანკის პასუხი მონეტარული პოლიტიკის მოკლევადიან პერიოდში დროებითი გამკაცრება იქნება ინფლაციური მოლოდინების ჩასაცხრობად, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში კი პოლიტიკის განაკვეთი საბაზოსთან 11 შედარებით უფრო სწრაფად დაიწყებს შემცირებას ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნების მიზნით. დიაგრამა N3 რეალური მშპ-ს ზრდა საბაზო და ალტერნატიული სცენარების მიხედვით. 8% 7.2% 7% 6.4% 6% 4.6% 5% 4% 3.4% 3% 2.9% 2.8% 2015 2016 4.8% 5.2% 5.0% 4.7% 4.5% 4.5% 4.0% 4.0% 2017 2018 2% 1% 0% 2011 2012 2013 საბაზო 2014 ალტერნატიული I 2019 2020 ალტერნატიული II წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი დიაგრამა N4 წლიური ინფლაცია საბაზო და ალტერნატიული სცენარების მიხედვით წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი 12 უნდა აღინიშნოს, რომ მონეტარული პოლიტიკის მიზანი ვერ იქნება ინფლაციაზე მოქმედი მოკლევადიანი და ერთჯერადი ფაქტორების სრულად განეიტრალება. აღნიშნული შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ ეკონომიკური ზრდის მკვეთრად შემცირებისა და უმუშევრობის ზრდის ხარჯზე. ამდენად, ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრისას ცდილობს დააბალანსოს ორი ფაქტორი: რამდენად სწრაფად დაუბრუნდება ინფლაცია მიზნობრივ დონეს და როგორი გავლენა ექნება მონეტარულ პოლიტიკას ეკონომიკურ ზრდაზე. საქართველოში, ისევე, როგორც ყველა ქვეყანაში, მაკროეკონომიკური შოკები გარდაუვალია, რის გამოც ინფლაციის ფაქტობრივი მაჩვენებელი შესაძლებელია განსხვავდებოდეს მიზნობრივი დონისაგან. თუ რამდენად დიდი და ხანგრძლივი იქნება ეს გადახრა, დამოკიდებულია შოკის სიძლიერესა და ხასიათზე. რადგან მიწოდების შოკებზე რეაგირება ეკონომიკის მაღალ მერყეობას იწვევს და, შესაბამისად, მაღალია საზოგადოებრივი დანახარჯიც, ცენტრალური ბანკები, როგორც წესი, დროებითი ხასიათის შოკებზე რეაგირებას არ ახდენენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოკლევადიან პერიოდში შესაძლებელია ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლიდან გადახრა, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის მაჩვენებელი, ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული მონეტარული პოლიტიკის შედეგად, მის შოკამდელ დინამიკას დაუბრუნდება. თუ შოკი იმდენად ძლიერია, რომ ინფლაციის მოლოდინების გააქტიურების რისკებს წარმოქმნის და შესაძლოა მეორე რაუნდის ეფექტები გამოიწვიოს, ასეთ შემთხვევაში მოხდება მონეტარული პოლიტიკის რეაგირება. მომდევნო სამი წლის განმავლობაში შესაძლო არაპროგნოზირებადი შოკების კატეგორიას განეკუთვნება ენერგომატარებლებსა და საკვებზე ფასების ცვლილება, გეოპოლიტიკური რისკების ცვლილება, რეგულირებადი ფასების ცვლილება, ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან ინფლაციის იმპორტი და სხვა. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ რისკები შეიძლება მიმართული იყოს ფასების როგორც ზრდის, ასევე შემცირებისაკენ. საქართველოს ტიპის მცირე ღია ეკონომიკის მქონე ქვეყნის შემთხვევაში, რომელიც ინტეგრირებული არ არის რომელიმე სტაბილური მონეტარული პოლიტიკის მქონე ეკონომიკასთან და რომელიც კაპიტალის თავისუფალი მობილობით ხასიათდება, 13 ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისა და გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისათვის მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმის არსებობას მოითხოვს. ასეთ პირობებში გაცვლითი კურსი შოკების მშთანთქავ ფუნქციას ასრულებს, რამდენადაც საგარეო შოკის შემთხვევაში გაცვლითი კურსის ცვლილება ასუსტებს აღნიშნული შოკის გავლენას რეალურ ეკონომიკაზე - ეკონომიკურ ზრდასა და ინფლაციაზე. იმ შემთხვევაში, თუ გაცვლითი კურსიდან მომდინარე წნეხი ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლიდან გადახრის რისკებს შეიცავს, ეროვნული ბანკი მათ გასანეიტრალებლად მის ხელთ არსებულ მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტებს აამოქმედებს. საქართველოს ეროვნულ ბანკს მიაჩნია, რომ ზემოთ წარმოდგენილი ფულად– საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის განხორციელებით, გაიზრდება საქართველოს ეკონომიკის მდგრადობა პოტენციური შოკების მიმართ და ხელი შეეწყობა ეკონომიკის სტაბილურ და გრძელვადიან ზრდას. დანართი №1 ინფლაციის ოპტიმალური სამიზნე მაჩვენებლის განსაზღვრა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. ეკონომიკისთვის დამაზიანებელია როგორც მაღალი ინფლაცია, ასევე ნულოვანი ინფლაცია და/ან დეფლაცია. ზოგადად, განვითარებად ქვეყნებში ინფლაცია საშუალოდ უფრო მაღალია, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში. კერძოდ, განვითარებულ ქვეყნებში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლები 1-2 პროცენტის, ხოლო განვითარებად ქვეყნებში - 2-4 პროცენტის ფარგლებში არის განსაზღვრული. განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, განვითარებად ქვეყნებში ინფლაციის მაღალი დონე ძირითადად ამ უკანასკნელ ჯგუფში პროდუქტიულობის ზრდის უფრო მაღალი ტემპით აიხსნება. ქვეყნებში, სადაც პროდუქტიულობა ვაჭრობად4 სექტორში უფრო სწრაფი 4 ვაჭრობადი სექტორი არის ქვეყნის ეკონომიკის ის ნაწილი, რომლის მიერ წარმოებული საქონელი და მომსახურებაც საერთაშორისო ბაზრებზე იყიდება, ან თეორიულად შესაძლებელია იყიდებოდეს. ვაჭრობადი სექტორი მოიცავს ისეთ სექტორებს როგორებიცაა: სოფლის მეურნეობა და თევზჭერა, დამამუშავებელი მრეწველობა, სასტუმროები და რესტორნები და ა.შ. 14 ტემპით იზრდება, ხელფასების ზრდის ტემპიც უფრო მაღალია, რაც არავაჭრობად5 სექტორში ფასების ზრდასა და, საბოლოო ჯამში, შედარებით მაღალ ინფლაციას განაპირობებს. რაც უფრო მაღალია ვაჭრობად სექტორში პროდუქტიულობის ზრდა არავაჭრობადთან შედარებით, მით უფრო მაღალია ქვეყანაში ინფლაციის დონე. საქართველოს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ვაჭრობადი სექტორის ინფლაციის საშუალო შეწონილი დაახლოებით 2.5%-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვაჭრობადი სექტორის ინფლაცია საქართველოშიც დაახლოებით 2.5% იქნება იმ დაშვებით, რომ ვაჭრობად სექტორში ერთი ფასის პრინციპი მოქმედებს6. საქართველოში ოპტიმალური ინფლაციის განსაზღვრისათვის საჭირო შემდეგ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს პროდუქტიულობების სხვაობა ვაჭრობად და არავაჭრობად სექტორებს შორის. 2010-2018 წლებში საქართველოში ვაჭრობად და არავაჭრობად სექტორებში პროდუქტიულობის ზრდის ტემპებს შორის განსხვავება დაახლოებით 1.5 პროცენტულ პუნქტს შეადგენს. თუ დავუშვებთ, რომ სამომხმარებლო კალათში არავაჭრობადი საქონლის წილი დაახლოებით 30%-ის შუალედშია, ოპტიმალური ინფლაციის მაჩვენებელი 3%-ს შეადგენს7. ინფლაციის სამიზნე მაჩვენებლის განსაზღვრისას, ასევე გასათვალისწინებელია ეროვნული ბანკის ხელთ არსებული საშუალებები ოპტიმალური სამიზნე მაჩვენებლის მისაღწევად. იქიდან გამომდინარე, რომ 2009 წელს, ინფლაციის თარგეთირების რეჟიმზე გადასვლისას, ეროვნული ბანკის ინსტრუმენტები საკმაოდ შეზღუდული იყო, ინფლაციის სამიზნე მაჩვენებლის 3%-ის ფარგლებში განსაზღვრა და მისი ამ ფარგლებში შენარჩუნება ეროვნული ბანკის მიერ მკვეთრი ქმედებების განხორციელების საჭიროებას დააყენებდა, რაც, თავის მხრივ, ბანკთაშორის ბაზარზე რყევებს და საპროცენტო განაკვეთების არასტაბილურობას გამოიწვევდა. შესაბამისად, ინფლაციის თარგეთირების შემოღების პირველ წლებში ეროვნული ბანკის სტრატეგია მონეტარული 5 არავაჭრობადი სექტორი არის ქვეყნის ეკონომიკის ის ნაწილი, რომლის პროდუქცია და მომსახურებაც განკუთვნილია მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე გასაყიდად. მაგალითად, მშენებლობა, ფინანსები, საჯარო სერვისები და ა.შ. 6 ეკონომიკური კონცეფცია, რომლის მიხედვითაც ერთი და იგივე საქონელი სხვადასხვა ადგილას ერთსა და იმავე ფასად უნდა იყიდებოდეს; წარმოადგენს მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტის თეორიის საფუძველს. 7 2.5% + 30% * 1.5% = 3% 15 პოლიტიკის ინსტრუმენტებისა და გადაცემის არხების განვითარების პარალელურად, ინფლაციის სამიზნე მაჩვენებლის ეტაპობრივად შემცირებას ეფუძნებოდა. ეკონომიკურ ზრდასთან და ეროვნული ბანკის ინსტრუმენტებისა და მონეტარული პოლიტიკის გადაცემის მექანიზმის განვითარებასთან ერთად, ეტაპობრივად იზრდება ეროვნული ბანკის შესაძლებლობები, რათა ინფლაცია ოპტიმალურ მაჩვენებელზე შეინარჩუნოს. აქედან გამომდინარე, საქართველოს ეკონომიკის განვითარების არსებულ ეტაპზე, 2018 წლიდან სამიზნე მაჩვენებელი 3%-მდე შემცირდა და შემდგომი წლების განმავლობაში საშუალოვადიანი პერიოდის მიზნობრივი მაჩვენებელად 3% განისაზღვრა.8 ინფლაციის სამიზნე მაჩვენებლის 3%-ზე განსაზღვრა და, შედეგად, მონეტარული პოლიტიკის ინფლაციის დონის ამ ნიშნულზე დამიზნებით განხორციელება, ხელს შეუწყობს მომავალში მაკროეკონომიკური ინფლაციის სტაბილურობის მოლოდინების შენარჩუნებას. შემცირებასა და, მონეტარული ზოგადად, პოლიტიკის ეფექტიანობის ზრდისთვის მნიშვნელოვანია ინფლაციის მოლოდინების შემცირება მიზნობრივ მაჩვენებლამდე. ასეთ დროს მონეტარული პოლიტიკის განხორციელება ეკონომიკისთვის უფრო ნაკლებად ხარჯიანია, რადგან სამიზნე მაჩვენებლის მიღწევა პოლიტიკის განაკვეთის მცირე ცვლილებებით არის შესაძლებელი. რაც შეეხება თავად ინფლაციის თარგეთირების რეჟიმს, ამ რეჟიმის წარმატებულობას მრავალი საერთაშორისო კვლევა ადასტურებს. მაგალითად, Vega and Winkelried (2005)9ის მიხედვით ინფლაციის თარგეთირებამ შეამცირა ინფლაციის დონე, მისი მერყეობა და მისი ხანგრძლივობა როგორც განვითარებულ, ასევე განვითარებად ქვეყნებში. IMF (2005)10 კი ასკვნის, რომ განვითარებად ქვეყნებში ინფლაციის თარგეთირებამ შეამცირა ინფლაციის დონე, მისი მერყეობა, ინფლაციის მოლოდინები და საპროცენტო განაკვეთებისა თუ გაცვლითი კურსის მერყეობა. Roger (2009)11-ის მიხედვით, ინფლაციის თარგეთირების დამსახურებაა, რომ დაბალშემოსავლიანი ქვეყნებისთვის მიწოდების 8 უფრო დეტალურად საქართველოს ეკონომიკისთვის ოპტიმალური ინფლაციის დონის განსაზღვრის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ჟურნალი „ეკონომიკა და საბანკო საქმე“, ტომი 3, N3, 2015 წელი, „ოპტიმალური ინფლაციის დონე საქართველოში“, ალექსანდრე ბლუაშვილი. 9 Vega, M. and Winkelried, D., 2005. Inflation Targeting and Inflation Behavior: A Successful Story?. International Journal of Central Banking. 10 International Monetary Fund, 2005. Does inflation targeting work in emerging markets?. World Economic Outlook, 161, p.186. 11 Roger, S. 2010. Inflation Targeting turns 20 Finance and Development, 47(1), pp.46-49. 16 შოკები ნაკლებად დამაზარალებელი აღმოჩნდა. Geraats (2009)12 აჩვენებს, რომ ინფლაციის თარგეთირებამ მნიშვნელოვნად განაპირობა ცენტრალური ბანკების გაზრდილი გამჭვირვალობა. შეჯამებისთვის შეგვიძლია დავეყრდნოთ Mishkin and Schmidt-Hebbel (2007)13-ის მიერ ლიტერატურაში არსებული ემპირიული კვლევების მიმოხილვას. ამ უკანასკნელის მიხედვით ცალსახად იკვეთება, რომ ინფლაციის თარგეთირებამ შეამცირა ინფლაცია და მისი მერყეობა, და ეს შემცირება ყველაზე გამოკვეთილი სწორედ განვითარებადი ქვეყნების შემთხვევაში იყო. რაც შეეხება ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის შეფასებებს უკანასკნელი მსოფლიო ფინანსური კრიზისის პერიოდში და მის შემდგომ, აღსანიშნავია Mishkin (2013)14-ის ანალიზი, სადაც განხილულია, თუ რატომ გახდა ინფლაციის თარგეთირება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და სასარგებლო თავად აღნიშნული კრიზისის დროს. უფრო ზოგადი შეჯამებისთვის იხ. Reichlin and Baldwin (2013)15, სადაც მიმოხილულია მსოფლიოს მრავალი სხვადასხვა მსოფლმხედველობის მქონე ეკონომისტის შეფასება ინფლაციის თარგეთირების შესახებ გლობალური ფინანსური კრიზისის შემდგომ. როგორც ნაშრომშია აღნიშნული, გამოკითხულ ეკონომისტებს შორის არანაირი კოორდინაცია არ ყოფილა. მიუხედავად ამისა, მათი დასკვნები მთლიანობაში საკმაოდ მსგავსია. ეკონომისტების საერთო აზრია, რომ ინფლაციის თარგეთირება ცოცხალია, იგი გაუმჯობესდა და სწორედ ახლა, როდესაც ინფლაციის მოლოდინების სტაბილურობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, არის ყველაზე მეტად საჭირო. რაც შეეხება უფრო ახალ კვლევებს, Fratzscher, Steffen and Rieth (2018)16-ის მიხედვით ინფლაციის თარგეთირება კრიზისების ხარჯებს ამცირებს. კერძოდ, ამ ავტორების შეფასებით, ინფლაციის თარგეთირების პირობებში საშუალოდ ინფლაცია უფრო დაბალია, ეკონომიკური ზრდა - მაღალი, ხოლო მათი მერყეობის დონე - მცირე, სხვა არსებულ ალტერნატივებთან შედარებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი უკვე ორ Geraats, P.M., 2009. Trends in monetary policy transparency. International Finance, 12(2), pp.235-268. Mishkin, F.S. and Schmidt-Hebbel, K., 2007. Does inflation targeting make a difference? (No. w12876). National Bureau of Economic Research. 14 Mishkin, F. S. (2013, May). Exit to What. In 15th Geneva Conference on the World Economy . 15 Reichlin, L., & Baldwin, R. (2013). Is inflation targeting dead? Central Banking After the Crisis . Centre for 12 13 Economic Policy Research (CEPR). Fratzscher, M., Grosse Steffen, C., & Rieth, M. (2018). Inflation Targeting as a Shock Absorber (No. 1721). DIW Berlin, German Institute for Economic Research. 16 17 ათწლეულზე მეტია საერთაშორისოდ პრაქტიკულად საუკეთესო რეჟიმი. აღიარებულია, როგორც დღეისათვის