„2020-2022 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილი 2020-2022 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი
- საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილი 2020-2022 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი საორგანიზაციო საკითხი
- „2020-2022 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 73 ✗ 3
📄 წერილი (71 KB)
📄 წამყვანი კომიტეტის დასკვნა (72 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი (44 KB)
📝 საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი (15 KB)
📄 დანართი (2.2 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (4.5 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (2.3 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (2.6 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (1.2 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (181 KB)
📄 კენჭისყრის შედეგები (292 KB)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📜 ტექსტი
წერილი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
2-20674/19
22-11-2019
საქართველოს პარლამენტის
საორგანიზაციო დეპარტამენტის
უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
ქალბატონო ეთერ,
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად გიგზავნით
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ „საქართველოს ეროვნული ბანკის
შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის
მიხედვით საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ „2020-2022 წლების
ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების
შესახებ“
პროექტზე
(N1-18184/19,
30.09.2019)
კომიტეტის
დასკვნას,
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს და თანმხლებ მასალას.
გთხოვთ, მისცეთ შესაბამისი მსვლელობა.
დანართი: 19 ფურცელი.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
პაატა კვიჟინაძე
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
2-20673/19
22-11-2019
საქართველოს პარლამენტის
საორგანიზაციო დეპარტამენტს
დასკვნა
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა
2019
წლის 20 ნოემბერს განიხილა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის
61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში
წარმოდგენილი „2020-2022 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო
პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ“ პროექტი (N1-18184/19,
30.09.2019).
კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია ფულად-საკრედიტო და სავალუტო
პოლიტიკის ძირითად მიმართულებებთან დაკავშირებით წარმოდგენილი
პროექტის განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
პაატა კვიჟინაძე
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის
დადგენილება
2020-2022 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის
ძირითადი მიმართულებების შესახებ
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე
მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
დამტკიცდეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილი 2020-2022
წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები:
1. ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 2020-2022 წლებისთვის შეადგენს 3
პროცენტს.
2. საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის შენარჩუნების
მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2020-2022 წლების განმავლობაში
ძირითადად გამოყენებული იქნება პოლიტიკის განაკვეთი, რომლის ცვლილება ეკონომიკას
გადაეცემა მონეტარული პოლიტიკის შემდეგი ინსტრუმენტებით: რეფინანსირების სესხები,
ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტი, მუდმივმოქმედი ინსტრუმენტები, სადეპოზიტო
სერთიფიკატები, ოპერაციები მთავრობის ფასიანი ქაღალდებით, სავალუტო ინტერვენციები,
მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები და სხვა ინსტრუმენტები.
3. 2020-2022 წლების განმავლობაში სამომხმარებლო ფასების მოსალოდნელ
დინამიკაზე გარეგანი ფაქტორებიდან მოქმედი შესაძლო რისკებია ნავთობსა და საკვებზე
მსოფლიო ფასების ცვლილება, გეოპოლიტიკური რისკების ცვლილება, რეგულირებადი
ფასების ცვლილება, ინფლაციის იმპორტი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან და
სხვა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა არ მოახდენს რეაგირებას
გარეგანი ფაქტორების შედეგად ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლიდან დროებითი
გადახრისას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადახრა იმდენად ძლიერია, რომ გავლენას
ახდენს ინფლაციაზე მოქმედ ფუნდამენტურ ფაქტორებზე.
4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
არჩილ თალაკვაძე