საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა ა(ა)იპ „პროფესორთა ასოციაციის“ (ნონა ჟველია) მიერ წარმოდგენილ „ამნისტიის შესახებ“ (№1-11377/19; 10/06/2019) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით.
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-10-15
ბიუროს ნომერი 294
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-17530/19
07-10-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი: ა(ა)იპ „პროფესორთა ასოციაციის“ თავმჯდომარეს
ქალბატონ ნონა ჟველიას,
მის.: ქ. თბილისი, ვანის ქ. 4/195
ტელ.: 595 55 09 95
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
ა(ა)იპ „პროფესორთა ასოციაციის“ (ნონა ჟველია) მიერ წარმოდგენილ
საკანონმდებლო წინადადებაზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან
დაკავშირებით
(N1-11377/19; 10.06.2019).
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 4 ოქტომბრის კომიტეტის
სხდომაზე განიხილა ა(ა)იპ „პროფესორთა ასოციაციის“ (ნონა ჟველია) მიერ წარმოდგენილი
საკანონმდებლო წინადადება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან
დაკავშირებით.
I.
საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს ცვლილებას 2012 წლის
ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლში და საქართველოს სისხლის
სამართლის
კოდექსის
180-ე
მუხლით
გათვალისწინებული
დანაშაულისათვის
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან ათავისუფლებს პირს იმის მიუხედავად,
დაზარალებული ან მისი უფლებამონაცვლე განაცხადებს თუ არა თანხმობას ამის თაობაზე.
საკანონმდებლო წინადადების განმარტებითი ბარათის თანახმად, 2012 წლის საქართველოს
კანონი ამნისტიის შესახებ და კონკრეტულად კი, ამ კანონის მე-11 მუხლი დისკრიმინაციულია
და არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს 2012 წლამდე სსკ-ს 180-ე მუხლით მსჯავრდებულ
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
პირებს, ვინაიდან იგი ითვალისწინებს დაზარალებულის ან მისი უფლებამონაცვლის
თანხმობას როგორც აუცილებელ წინაპირობას ამნისტიის განხორციელებისათვის.
II.
კომიტეტის შეფასება
ქართული სისხლის სამართლის კანონმდებლობის თანახმად, სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს ამნისტია ინდივიდუალურად განუსაზღვრელ პირთა წრის მიმართ საქართველოს პარლამენტის მიერ
გამოცხადებული ნორმატიული აქტი.
ამნისტია, როგორც სახელმწიფოებრივ-სამართლებრივი აქტი, სახელმწიფოს მხრიდან
გადადგმული ჰუმანური ნაბიჯია, რომელიც განპირობებულია სამართლიანობის აღდგენაზე
საზოგადოების მოთხოვნითა და პატიმართა და პირობით მსჯავრდებულთა რაოდენობის
შემცირების მიზანშეწონილობით. სწორედ სამართლიანობის აღდგენაზე საზოგადოების
მოთხოვნა დაედო საფუძვლად დაზარალებულის ან მისი უფლებამონაცვლის თანხმობის
დაწესებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული
ქმედებისათვის - თაღლითობისათვის მსჯავრდებულ პირთა მიმართ ამნისტიის
გავრცელების წინაპირობად. კერძოდ, 2012 წლის 8 დეკემბრის ამნისტიის შესახებ
საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად: „გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ ყველა
დაზარალებული ან მისი უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენებისას გამოძიების ან
სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე გავრცელდეს ამ კანონით
გათვალისწინებული ამნისტია.“
თაღლითობა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია, რომლის ჩადენის
სპეციფიკაც დაზარალებულის მოტყუებაში, მისი ნდობის მოპოვებაში მდგომარეობს.
განსხვავებით საკუთრების წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშულებისაგან, თაღლითობის
დროს მსხვერპლი თავად, ნებაყოფლობით გადასცემს დამნაშავეს ქონებას, რაც, ბოლო წლების
სტატისტიკის გათვალისწინებით, საკმაოდ მნიშვნელოვან ზიანთან არის დაკავშირებული.
აქედან გამომდინარე, სამართლიანობის პრინციპი მოითხოვს, რომ ამგვარი ტიპის
დანაშულებისას სახელმწიფომ გაითვალისწინოს დაზარალებულის ინტერესები და ამნისტია,
როგორც ჰუმანური აქტი, გაავრცელოს მხოლოდ იმ შემთხვევებზე, სადაც თაღლითობის
მსხვერპლის ინტერესები იქნება მაქსიმალურად დაცული. ინტერესების დაცვაში, უპირველეს
ყოვლისა, იგულისხმება მათი წინასწარი თანხმობა, როგორც ამნისტიის გავრცელების ერთერთი წინაპირობა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, არ იკვეთება დასაბუთებული არგუმენტაცია იმის
თაობაზე, თუ რატომ უნდა უგულვებელყოს სახელმწიფომ დაზარალებულის ინტერესები
თაღლითობისათვის მსჯავრდებულ პირთა მიმართ ამნისტიის გავრცელებისას.
III.
დასკვნითი ნაწილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 4 ოქტომბრის კომიტეტის სხდომაზე ა(ა)იპ „პროფესორთა
ასოციაციის“ (ნონა ჟველია) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ამნისტიის
შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით ზემოაღნიშნული მსჯელობის
გათვალისწინებით ცნო უარყოფილად.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
დანართი
brdrd,ol3Cq,rnb &6q'rAg6oob Ac,"J&'rb
brArSgOCOoq,Xbs
bcjJ6o33qob J.!d,q00356o
N269t2s
2019 ftq,o, l0 636r;11.,
l$Cr6o8Cq{9l, &6,q,ra$0.,1, tim('$CftFb 105-C AJbq'(,L AC-4 J"J6Cdob l$SUdgCq'$C,
t$jvrto,3gqxrt J,f,q,rAC6Ool, &agt6o !(6C6lr:
('r$!qx,i,
3yiq,qooou qJfrNqCq' lrs3oorbor JrAooootr,
(er6r J3Cq{,i) a.Cf, Scfff'lQao6oq'o
&Eobq,srb .:(r)cB ,Jtfirggu'forc
trr3r6(,5aq$qm BSsArqEb| "J6oU0rr,U odribCb" lriCrd)c/BCqx'rt $&16(,l, J&'rdOo,rE
(DJroP(6C&,o, (N1-l l3zl1q 10.06.2019) Ar &A!ftBCS,q,Cbd o,i{'rasq roe"&,i,
l$C!(r,Cr8Cql('ll, &6)q,!fo6ool, k "J6erlr.
l$Crd,q6Cqxrb J$6q'JAC6Opt oD3}{grAyig,
0ogfxrb tb(xr8ol, o,€a{Anfrd,C