საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა მოქალაქე კახა ყურაშვილის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსთან“ დაკავშირებულ (№1-10597/19; 29/05/2019) საკანონმდებლო წინადადების შესახებ.

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
07.10.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-17539/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-10-15
ბიუროს ნომერი 294

📜 ტექსტი

წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-17539/19 07-10-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: მოქალაქე კახა ყურაშვილს მისამართი: თბილისი, წავკისი, მეფე თეიმურაზ I -ის ქუჩა, სახლი N2 ტელ: 599 50 22 20 იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2019 წლის 4 ოქტომბრის კომიტეტის სხდომაზე განიხილა მოქალაქე კახა ყურაშვილის საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ პროექტი (N1-10597/19 | 29.05.2019). დანართის სახით გიგზავნით კომიტეტის დასკვნას. დანართი: 5 ფურცელი პატივისცემით კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-17532/19 07-10-2019 იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა მოქალაქე კახა ყურაშვილის მიერ საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილ „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ პროექტზე (N1-10597/19; 29.05.2019) იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2019 წლის 4 ოქტომბრის კომიტეტის სხდომაზე განიხილა მოქალაქე კახა ყურაშვილის საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ პროექტი. I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების მიზანია ახალი „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ მიღება, რომელიც შედგება 11 კარისგან, 40 თავისგან და 667 მუხლისგან და ითვალისწინებს შემდეგი სახის ძირითად სიახლეებს:  „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ მოქმედ რედაქციაში არსებული მოძველებული ტერმინოლოგიის განახლება;  ერთმანეთისგან იმიჯნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ერთიანი წარმოება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში წარმოება სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე/დროს ან/და ორგანოში და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის წარმოება საჩივართან დაკავშირებით;  საკანონმდებლო წინადადების მიხედვით, გათვალისწინებულია იუსტიციური სამართლებრივი აქტის, როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე რეაგირების სამართლებრივი ფორმის შემოღება, რომელიც კანონპროექტის თანახმად შემდეგნაირად განიმარტება: „სამართალდარღვევაზე რეაგირების სამართლებრივი ფორმა და ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ერთ-ერთი სახესხვაობა, რითაც სამართალდარღვევაზე რეაგირების სამართლებრივი ფორმა გაიმიჯნება პოლიციის პრევენციული ღონისძიების სამართლებრივი ფორმისგან“;  საკანონმდებლო წინადადებაში განმარტებულია, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევები, რომლებზეც რეაგირება შედის პოლიციის და სხვა ადმინისტრაციული ორგანოების უფლებამოსილი პირების კომპეტენციაში, არ არის თავმოყრილი მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge           შემოთავაზებულია აღნიშნული კოდიფიკაციის პრობლემის წინადადების ავტორისეული გადაჭრის გზა; სიახლეს წარმოადგენს ცვლილება სახდელთა სისტემაში. კოდექსის მე-4 კარი ეთმობა ადმინისტრაციულ სახდელთა სისტემას და კლასიფიკაციას, მათი დაკისრების ზოგად კრიტერიუმებს. ხდება გამასწორებელი სამუშაოს ამოღება და საზოგადოებრივად სასარგებლო შრომის სახდელის სახით შემოღება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის წარმოების უზრუნველყოფის საშუალებებს ემატება სატრანსპორტო საშუალების დაკავება, რაც საკანონმდებლო წინადადების ავტორის აზრით მართლზომიერს გახდის შესაბამისი ორგანოების უფლებამოსილებებს; ახლებურად ხდება განმეორებით ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმარტება და დგინდება სახდელის დაკისრების და ვადების გამოანგარიშების ახალი რეგულაციები; ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის პროექტის ერთი კარი მთლიანად ეთმობა სამართალდარღვევის ცნების ელემენტებს, კლასიფიკაციის და სისტემატიზაციის საკითხებს, გათვალისწინებულია დენადი, განგრძობადი, არაერთგზისი და სამართალდარღვევათა ერთობლიობის ცნებები, ასევე, დაუმთავრებელი სამართალდარღვევის, აღმსრულებლობის და თანამონაწილეობის ინსტიტუტი. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში სამართალდამრღვევისათვის პროცესუალური დაცვის უფლებების ეფექტური განხორციელების მიზნით, ფიქსირებულ სანქციებზე დაწესებულია მინიმალური და მაქსიმალური ზღვარი, რომელსაც გარემოებების ობიექტურად შეფასების შემდეგ შეუფარდებს სასამართლო; გათვალისწინებულია სპეციალური თავის - „მართლმსაჯულების ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების“ შემოღება, რომელშიც შესულია მოქმედი ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლი და დამატებულია ოთხი ახალი მუხლი; საკანონმდებლო წინადადებაში გაერთიანებულია ცალკეული მუხლები, რომლებიც განისაზღვრებოდა ერთიანი ქმედების შემადგენლობით და წარმოადგენდა ერთი უწყების ქვემდებარე და განსჯად სამართალდარღვევას. გარდა ამისა, პროექტის კერძო ნაწილის თავები სისტემატიზებულია სამართალდარღვევის ობიექტის მიხედვით. აგრეთვე შემოთავაზებულია სიახლეები საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი ნორმების დახვეწის კუთხით, კერძოდ - შემოთავაზებულია საჯარიმო თანხების გაზრდა გარკვეული საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის, საგზაო მოძრაობის წესების ისეთ დარღვევებზე, რომელიც უკავშირდება სიჩქარის გადაჭარბებას ან ისეთ დარღვევებს, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას; კოდექსის პროექტში წარმოდგენილია სპეციალური თავი, რომელშიც განთავსებული სამართალდარღვევებისთვის, ადმინისტრაციული პატიმრობა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში იქნება გამოყენებული. საკანონმდებლო წინადადების ავტორის მოსაზრებით, კოდექსის პროექტში სპეციალური თავის შექმნის საფუძველს წარმოადგენს, ორბუნებოვანი (ადმინისტრაციულ-სისხლის სამართლებრივი) გადაცდომების გამიჯვნის მცდელობა შედარებით მსუბუქი ხასიათის გადაცდომებისგან. საკანონმდებლო წინადადებით გათვალისწინებულია გარკვეული სამართალდარღვევების ამოღება, მათ შორის როგორიცაა ვენერიული სენის შეყრის წყაროს და ავადმყოფთა ისეთი კონტაქტების დაფარვა, რომლებიც სენის შეყრის საშიშროებას ქმნიან და გარკვეული სამართალდარღვევების ამოღება, რომელიც დღეს მოქმედ კოდექსში არსებობს. საკანონმდებლო წინადადების განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ კანონპროექტის მიღება ზეგავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილებზე. II. კომიტეტის შეფასება კომიტეტმა საკანონმდებლო წინადადების განხილვისას მიიჩნია, რომ წინადადებით წარმოდგენილი „საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის“ პროექტი უნდა შეფასდეს შემდეგ გარემოებებზე დაყრდნობით:  საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: „საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში კონტროლს უწევს მთავრობის საქმიანობას და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს“.  „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ პირველი მუხლის თანახმად: „ადმინისტრაციულ კანონმდებლობის ამოცანაა სამართლდარღვევათა საკუთრების, მოქალაქეთა შესახებ საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური და პირადი უფლებებისა და თავისუფლებების, აგრეთვე საწარმოთა, დაწესებულებათა, ორგანიზაციათა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების, მმართველობის დადგენილი წესის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, სამართალდარღვევათა თავიდან აცილების უზრუნველყოფა, მოქალაქეთა აღზრდა საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების ზუსტი და განუხრელი დაცვის, სხვა მოქალაქეთა უფლებების, პატივისა და ღირსების, საერთო ცხოვრების წესების პატივისცემის, დაკისრებულ მოვალეობათა შესრულების სულისკვეთებით“.  საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად: „თუ საკანონმდებლო წინადადება წარდგენილია კანონპროექტის სახით და წამყვანმა კომიტეტმა მისაღებად ცნო იგი, კანონპროექტი რეგლამენტით დადგენილი წესით და განსაზღვრულ ვადაში გადაეცემა პარლამენტის ბიუროს“.  საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 101-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად: „კანონი, რომელიც იწვევს მიმდინარე საბიუჯეტო წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ზრდას, შემოსავლების შემცირებას ან სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას, პარლამენტმა შეიძლება მიიღოს მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობის შემდეგ, ხოლო მომავალ საბიუჯეტო წელთან დაკავშირებული კანონი – საქართველოს მთავრობის თანხმობით ან მთავრობის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის ფარგლებში“.  როგორც ცნობილია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს ახალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის პროექტზე, რომელიც საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის თანახმად, განსახილველად წარმოდგენილი იქნება 2020 წლის ბოლომდე. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული ვალდებულება შეესაბამება ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების 30-ე დანართს. უნდა აღინიშნოს, რომ საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილი „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ პროექტი სრულიად ახლებურად არეგულირებს საკუთრების, მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური და პირადი უფლებებისა და თავისუფლებების, აგრეთვე საწარმოთა, დაწესებულებათა, ორგანიზაციათა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების, საზოგადოებრივი წესრიგის მმართველობის დაცვის, დადგენილი წესის, სამართალდარღვევათა სახელმწიფო თავიდან და აცილების უზრუნველყოფის, მოქალაქეთა აღზრდის, საქართველოს კონსტიტუციისა და კანონების ზუსტი და განუხრელი დაცვის, სხვა მოქალაქეთა უფლებების, პატივისა და ღირსების, საერთო ცხოვრების წესების პატივისცემის და დაკისრებულ მოვალეობათა შესრულების საკითხებს. ამასთან, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ პროექტის განმარტებით ბარათში მითითებულია ინფორმაცია სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილზე ზეგავლენას შესახებ, რის თაობაზეც არ არის წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის თანხმობა. გასათვალისწინებელია, რომ წინადადების მიღების შემთხვევაში იგი საქართველოს რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად უნდა დარეგისტრირდეს უცვლელი სახით, რომელზედაც, ამავე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტად ჩაითვლება იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. შესაბამისად, კომიტეტმა საკანონმდებლო წინადადების განხილვისას მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით ის არ უნდა იქნეს მხარდაჭერილი, ვინაიდან მნიშვნელოვანია, ახალი „ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის“ პროექტი მომზადდეს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების ავტორობითა და სხვადასხვა უწყებისა და შესაბამისი დარგის ექსპერტების მონაწილეობით. აუცილებელია, რომ სწორედ ასეთი ფართო ჩართულობით მომზადდეს ქვეყნის საშინაო პოლიტიკის ერთერთი მნიშვნელოვანი მიმართულების განმსაზღვრელი ერთიანი დოკუმენტი, რომლის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე განხილვის პროცესშიც შესაძლებელი იქნება ცალკეულ ნორმათა დახვეწა/სრულყოფა, მათ შორის, ამ საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილი კანონპროექტის ცალკეულ დებულებათა გათვალისწინებით. დასკვნითი ნაწილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2019 წლის 4 ოქტომბრის კომიტეტის სხდომაზე განიხილა მოქალაქე კახა ყურაშვილის საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ გარემოებების გათვალისწინებით ცნო უარყოფილად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი პროექტი და ზემოაღნიშნული