„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
18.10.2019
ავტორი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/402/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-10-28
ბიუროს ნომერი 299

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 09.06.2006, მუხ. 171) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-4 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) ოჯახის წევრი – ამ კანონის მიზნებისთვის დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი, შვილი (გერი), მინდობით აღსაზრდელი, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), დედინაცვალი, მამინაცვალი, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის მშობელი, შვილის მეუღლე (მათ შორის არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი), ყოფილი მეუღლე, წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, მეურვეობასა და მზრუნველობაში მყოფი პირი, მხარდაჭერის მიმღები, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.“; 2. მე-10 მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები. შემაკავებელი ორდერი გამოიცემა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული შემაკავებელი ორდერის ოქმით განსაზღვრული რისკების შეფასების კითხვარის საფუძველზე;“; ბ) 31 პუნქტის: ბ.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) მოძალადის სახელი და გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი, პირადი ნომერი, პროფესია და საცხოვრებელი ადგილი;“; ბ.ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი: „გ1) მსხვერპლის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი;“; გ) 32 და 33 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „32. შემაკავებელ ორდერს ხელს აწერენ მისი გამოცემის უფლების მქონე პირი, მსხვერპლი და მოძალადე. იგი შეიძლება ითვალისწინებდეს: ა) მოძალადის მსხვერპლის საცხოვრებელი სახლიდან გარიდების საკითხს, მიუხედავად იმისა, იგი ამ სახლის მესაკუთრეა თუ არა; ბ) მსხვერპლის, მასზე დამოკიდებული პირის მოძალადისაგან გარიდებას და მათ თავშესაფარში მოთავსების საკითხებს; გ) მოძალადისათვის თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობის უფლების აკრძალვას; დ) მოძალადის არასრულწლოვნისაგან განცალკევების საკითხებს; ე) მოძალადის მსხვერპლთან, მის სამსახურთან და სხვა იმ ადგილებთან, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მიახლოების საკითხებს; ვ) ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების საკითხს; ზ) მოძალადისათვის ამ ორდერის მოქმედების პერიოდში ან ამ ორდერით განსაზღვრულ პერიოდში იარაღით (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღით) სარგებლობის უფლების შეზღუდვას ან აკრძალვას, იარაღის შეძენის ან მის შეძენაზე ნებართვის ან ლიცენზიის მოპოვების უფლების აკრძალვას და პირად საკუთრებაში არსებული ან/და კუთვნილი იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის ან დროებით ჩამორთმევის პირობებს; თ) მოძალადის გაფრთხილებას ამ ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ი) სხვა საკითხებს, რომელთა გადაწყვეტაც აუცილებელია მსხვერპლის უსაფრთხოებისათვის. 33. თუ მსხვერპლი ან/და მოძალადე რაიმე მიზეზის გამო ხელს არ ან ვერ აწერს შემაკავებელ ორდერს, მას ხელს აწერს მხოლოდ შემაკავებელი ორდერის გამოცემის უფლების მქონე პირი. ამ შემთხვევაში შემაკავებელ ორდერში კეთდება სათანადო ჩანაწერი და მიეთითება მსხვერპლის ან/და მოძალადის მიერ მისი ხელმოწერის შეუძლებლობის/ხელმოწერაზე უარის თქმის მიზეზი.“; დ) 37 პუნქტის: დ.ა) „ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ბ) შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს, ინფორმაციის სათანადო ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში აღრიცხვის, სამართალდარღვევებზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირებისა და სტატისტიკური მონაცემების წარმოების მიზნით;“; დ.ბ) „ა.გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.დ“ ქვეპუნქტი: „ა.დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - „112“-ს (შემდგომში - სსიპ „112“) - თუ შემაკავებელი ორდერი ითვალისწინებს ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებას.“; 3. დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 მუხლი: „მუხლი 101. მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელება 1. პოლიციის უფლებამოსილ თანამშრომელს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ამ კანონის მე-10 მუხლის 32 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ძალადობის მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიების უზრუნველსაყოფად, შეუძლია მოძალადის მიმართ დააწესოს ელექტრონული ზედამხედველობა. 2. ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების დაწესება დასაშვებია ამ კანონის მე-10 მუხლის 32 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებულ შემთხვევებში, თუ მოძალადის მხრიდან არსებობს ძალადობის განმეორების რეალური საფრთხე. ძალადობის განმეორების საფრთხის შეფასებას პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომელი ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული შემაკავებელი ორდერის ოქმით განსაზღვრული რისკების შეფასების კითხვარის საფუძველზე. საფრთხის შეფასებისას მხედველობაში მიიღება მათ შორის, წარსულში მოძალადის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ან/და დამცავი ორდერის დარღვევის ფაქტი და დარღვევის ხასიათი, მოძალადის მიერ წარსულში ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის ფაქტი, მოძალადის მიერ მუქარის ან/და ფიზიკური ძალადობის განხორციელებისას ცივი/ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების/დემონსტრირების ფაქტი და სხვა გარემოებები. 3. ელექტრონული ზედამხედველობა შეიძლება დაწესდეს შემაკავებელი ორდერის გამოცემისას, ასევე ნებისმიერ დროს, შემაკავებელი ორდერის მოქმედების პერიოდში. 4. ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების დაწესების შესახებ მითითება კეთდება შემაკავებელი ორდერის ოქმში, იმ შემთხვევაში თუ ელექტრონული ზედამხედველობა წესდება შემაკავებელი ორდერის გამოცემისას. გარდა ამისა, გამოიცემა ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმი, რომელიც გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში დასამტკიცებლად წარედგინება სასამართლოს. ელექტრონული ზედამხედველობის ოქმის დასამტკიცებლად სასამართლოსათვის 24 საათის ვადაში მიუმართაობის ან სასამართლოს მიერ მის დამტკიცებაზე უარის თქმის შემთხვევაში, დაწყებული ელექტრონული ზედამხედველობის ღონისძიება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. 5. მოძალადისათვის ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების მოთხოვნის უფლება აქვს ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ პირებს. 6. ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებისთვის აუცილებელია მსხვერპლის ან მისი კანონიერი/საპროცესო წარმომადგენლის თანხმობა. 7. ელექტრონული ზედამხედველობა ხორციელდება შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადით, რომელიც არ აღემატება 1 თვეს. 8. ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების ოქმში მიეთითება: ა) მისი გამოცემის თარიღი და ადგილი; ბ) გარემოებები, რომლებიც საფუძვლად დაედო მის გამოცემას; გ) მოძალადის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი და საცხოვრებელი ადგილი; დ) ინფორმაცია მოძალადის ნასამართლობის თაობაზე; ე) მსხვერპლის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი; ვ) მსხვერპლის თანხმობა ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენების თაობაზე; ზ) იმ შემაკავებელი ორდერის რეკვიზიტები, რომლის უზრუნველსაყოფადაც გამოიყენება ელექტრონული ზედამხედველობის საშუალება; თ) მსხვერპლთან, მის სამსახურთან და სხვა იმ ადგილებთან, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მოძალადის მიახლოების აკრძალვის შესახებ; ი) მოძალადის გაფრთხილება ელექტრონული ზედამხედველობისთვის განზრახ თავის არიდების შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ, აგრეთვე ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებისთვის საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის დაზიანების შემთხვევაში, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; კ) მოძალადისა და მსხვერპლის გაფრთხილება სსიპ „112“-ის მოსამსახურის მითითების შეუსრულებლობისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ლ) სხვა საკითხები, რომლებიც აუცილებელია მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის განსახორციელებლად. 9. ელექტრონული ზედამხედველობის ოქმში მიეთითება ელექტრონული საშუალებების გამოყენების ინსტრუქცია, რომელიც შესასრულებლად სავალდებულოა. 10. ელექტრონული ზედამხედველობის ოქმს ხელს აწერენ მისი გამოცემის უფლებამოსილების მქონე პირი, მსხვერპლი და მოძალადე, რომლის მიმართაც გამოცემულია ოქმი. 11. თუ მოძალადე ან/და მსხვერპლი რაიმე მიზეზის გამო ხელს არ ან ვერ აწერს ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების ოქმს, მას ხელს აწერს მხოლოდ მისი გამოცემის უფლებამოსილების მქონე პირი. ამ შემთხვევაში ელექტრონული ზედამხედველობის ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი და მიეთითება მოძალადის ან/და მსხვერპლის მიერ ხელმოწერის შეუძლებლობის/ხელმოწერაზე უარის თქმის მიზეზი. 12. ელექტრონული ზედამხედველობის ოქმი ამოქმედდება გამოცემისთანავე. იგი 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ჰბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს, ელექტრონული ზედამხედველობის ოქმის ერთი ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოში, ხოლო ერთი ეგზემპლარი 24 საათის განმავლობაში დასამტკიცებლად წარედგინება სასამართლოს. 13. ელექტრონული ზედამხედველობის ოქმის ასლი დაუყოვნებლივ ეგზავნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს: ა) ტერიტორიული ორგანოს შესაბამის საუბნო სამსახურს, მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ელექტრონული ოქმით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევაზე რეაგირების მიზნით; ბ) შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს, ინფორმაციის სათანადო ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში აღრიცხვის, სამართალდარღვევებზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირებისა და სტატისტიკური მონაცემების წარმოების მიზნით; გ) სსიპ - „112“-ს, ელექტრონული ზედამხედველობის ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით. 14. ელექტრონული ზედამხედველობის განსახორციელებლად მსხვერპლისთვის შესაბამისი ტექნიკური საშუალების გადასაცემად, ხოლო მოძალადისთვის შესაბამისი ელექტრონული საშუალების სხეულზე დასამაგრებლად, პოლიცია უფლებამოსილია მსხვერპლი/მოძალადე გადაიყვანოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოში, იმ შემთხვევაში თუ აღნიშნულის განხორციელება ადგილზე შეუძლებელია. 15. პოლიციის უფლებამოსილი პირის მიერ მოძალადის ადგილზე არყოფნისას, მოძალადისათვის ელექტრონული ზედამხედველობის ოქმის გამოცემის შემთხვევაში, პოლიცია უფლებამოსილია პირი დაიბაროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოში ელექტრონული საშუალების სხეულზე დასამაგრებლად. პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში პოლიცია უფლებამოსილია განახორციელოს მოძალადის ძებნა ქვეყნის მასშტაბით. 16. ელექტრონული ზედამხედველობა ხორციელდება საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში. 17. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ჩამდენი პირის (მოძალადის) მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების (სისხლისსამართლებრივი მექანიზმების) გამოყენება არ აფერხებს ძალადობის შედეგად დაზარალებული პირის (მსხვერპლის) დაცვის უზრუნველსაყოფად მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მოძალადეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა წარმოადგენს ელექტრონული ზედამხედველობის გაუქმების ავტომატურ საფუძველს, ხოლო პირის დაკავება ან ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება წარმოადგენს ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შეჩერების საფუძველს. 18. ამ მუხლის მე-8 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადგილების გარდა, ნებისმიერ სხვა ტერიტორიაზე მოძალადისა და მსხვერპლის შემთხვევითი მიახლოებისას, სსიპ „112“-ის მოსამსახურე უფლებამოსილია დაუკავშირდეს მსხვერპლს/მოძალადეს და მოსთხოვოს ტერიტორიის დატოვება მათი შემთხვევითი შეხვედრის თავიდან აცილების მიზნით. მოძალადის მიერ სსიპ „112“-ის მოსამსახურის მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. 19. ელექტრონული ზედამხედველობისთვის განზრახ თავის არიდება იწვევს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. ელექტრონული საშუალების ექსპლუატაციის წესის დარღვევისთვის განმეორებით მიღებული გაფრთხილების შეუსრულებლობა იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. 20. ელექტრონული ზედამხედველობის ღონისძიება შეიძლება გაუქმდეს სასამართლოსათვის მიმართვის გზით ამ კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტითა და მე-13 მუხლით დადგენილი წესის გათვალისწინებით. 21. ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების დეტალური წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.“; 4. მე-12 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დამცავი ორდერი გამოიცემა 9 თვემდე ვადით. მისი მოქმედების კონკრეტულ ვადას განსაზღვრავს სასამართლო.“; ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. უფლებამოსილი ორგანოს მიერ შემაკავებელი ორდერის მოქმედების გაუქმება იწვევს ამ ორდერის საფუძველზე გამოყენებული ელექტრონული ზედამხედველობის ღონისძიების ავტომატურ გაუქმებას.“; 5. მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) მსხვერპლის მოთხოვნით ან გადაუდებელ შემთხვევაში (მსხვერპლის თანხმობით) უზრუნველყოს მსხვერპლისა და მასზე დამოკიდებული პირის გადაყვანა თავშესაფარში;“; 6. მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი: „ბ1) მოითხოვოს მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის დაწესება ამ კანონით დადგენილი წესის შესაბამისად;“; 7. მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის არსებობისას მსხვერპლის მიერ თავშესაფრის მოთხოვნის შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოები უზრუნველყოფენ მსხვერპლის (მასზე დამოკიდებული პირის) თავშესაფარში გადაყვანას.“; 8. 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12-მე-13 პუნქტები: „12. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2019 წლის 1 დეკემბრამდე უზრუნველყოს ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის ფორმის შემუშავება და დამტკიცება. 13. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2019 წლის 1 დეკემბრამდე უზრუნველყოს მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების წესის შემუშავება და დამტკიცება.“. მუხლი 2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2019 წლის 1 დეკემბრამდე უზრუნველყოს: ა) ამ კანონის აღსრულებისათვის აუცილებელი ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებების განხორციელება; ბ) კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. მუხლი 3. 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი-მე-7 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი-მე-7 პუნქტები ამოქმედდეს 2019 წლის 1 დეკემბრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: წინამდებარე კანონპროექტის შემუშავების მიზეზია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ჩამდენ პირთა მიმართ გამოყენებული შემზღუდავი ღონისძიებების ეფექტიანობის გაზრდა, მსხვერპლთა დაცულობის ამაღლება და ამ მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის გამკაცრების აუცილებლობა. შემაკავებელი ორდერის გამოცემის მიზანს წარმოადგენს პირის მიერ შემდგომი ძალადობრივი ქმედების განხორციელების პრევენცია და მსხვერპლის დაცვა. დასახელებული მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი შეზღუდვების აღსრულების ეფექტიანობის უზრუნველყოფა. აღნიშნული განსაკუთრებით ეხება ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც თავის თავში მოიცავს მსხვერპლისა და მოძალადის ერთმანეთისაგან განცალკევებას, მიახლოების უფლების აკრძალვას და ა.შ. დადგენილი ღონისძიებების მუდმივი კონტროლი ფაქტობრივად შეუძლებელია, რის საფუძველზეც ვერ ხდება მოძალადისაგან მომდინარე რისკების აღმოფხვრა. უფრო მეტიც, ხშირია შემთხვევა, როდესაც შემაკავებელი ორდერის მოქმედების პერიოდში, პირი აგრძელებს მსხვერპლზე ძალადობას. დასახელებული ღონისძიებების ეფექტიანად აღსრულების ერთ-ერთ გზას წარმოადგენს ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელება, რომელიც შემაკავებელი ორდერის მოქმედების განმავლობაში ამცირებს ორდერით გათვალისწინებული შეზღუდვების დარღვევის რისკს, ამასთან, უზრუნველყოფს სამართალდამცავი ორგანოების მყისიერ ინფორმირებას, რითაც თავიდან იცილებს მოსალოდნელი მძიმე შედეგის დადგომას. პრობლემას წარმოადგენს ასევე ვითარება, როდესაც მოძალადე ჩადენილი ქმედებისათვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთის შემდეგ თავისუფლდება სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან და მსხვერპლისათვის კვლავ წარმოადგენს საფრთხეს. დასახელებული განსაკუთრებული აქტუალურია სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვებისას, ან მსხვერპლთან პირველი კონტაქტის შემდეგ. აღნიშნულ ეტაპზე, თუ არ არსებობს სისხლის სამართლის დანაშაულის შემადგენლობა, ფაქტობრივად შეუძლებელია პირის მიმართ ისეთი ქმედითი ღონისძიებების გამოყენება, რომელიც შეამცირებს მოსალოდნელ საფრთხეს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია უშვებს მსჯავრდებული პირების მიმართ ზედამხედველობის განხორციელებას. გასათვალისწინებელი გარემოებაა, რომ პროექტის თანახმად, ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენება დაკავშირებულია შემაკავებელი ორდერის ოქმით გათვალისწინებული კითხვარის საფუძველზე გამოვლენილ რისკთან. აღსანიშნავია, რომ რისკის შეფასების ინსტრუმენტის დანერგვის შემდეგ შესაძლებელი გახდა რისკების დონის განსაზღვრა. გამოცემული ორდერების გაანალიზებით შესაძლოა დავასკვნათ, რომ მაღალი რისკის არსებობა სახეზე იყო შემთხვევათა 30%ში, დაბალი რისკი - 19%-ში, ხოლო საშუალო რისკი - 51%-ში. ამასთან, მაღალი რისკის არსებობის დროს, უმეტეს შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი სახეზე მექანიზმების გვაქვს გამოყენება. დანაშაული სხვა და ხდება შესაბამისი განსაკუთრებულ შემთხევებში მნიშვნელოვანია ისეთი მექანიზმის არსებობა, რომელიც შეამცირებს ძალადობის განმეორების რისკებს. გასათვალისწინებელია, რომ დასახელებულ პრობლემებზე მიუთითებენ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე, სახალხო დამცველი, რომელიც ფემიციდის მაღალ რაოდენობას ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე ზედამხედველობისა და რისკის შეფასების სისტემის არარსებობას უკავშირებს.1 ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: აუცილებელია, სახელმწიფოს მხრიდან ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის მიმართულებით ქმედითი მექანიზმების შემუშავება და მკაცრი პოლიტიკის გატარება, რაც წარმოადგენს აღნიშნულ დანაშაულებთან ბრძოლის კომპლექსური პოლიტიკის ნაწილს. მოქმედი კანონმდებლობით არ არსებობს ნორმატიული ბაზა, რომელიც დაარეგულირებს განსაკუთრებულ შემთხვევებში ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენების საფუძვლებსა და წესს, შესაბამისად, აუცილებელია დასახელებულის შექმნა. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად გაიწერება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევებში ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენების საფუძვლები და წესი. ამასთანავე, შემუშავდება შემაკავებელი ორდერის აღსრულების ზედამხედველობის ეფექტური მექანიზმი, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ჩადენილი ძალადობის პრევენციას, სავარაუდო მსხვერპლის დაცვასა და ძალადობაზე სახელმწიფოს მყისიერ რეაგირებას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: პროექტის თანახმად ფართოვდება ოჯახის წევრის დეფინიცია, კერძოდ, ოჯახის წევრთა ჩამონათვალიდან ამოღებული იქნება „ნაშვილები“ და „მშვილებელი“, რადგან დასახელებული პირები კანონმდებლობის შესაბამისად ითვლებიან შვილად და მშობლად, ხოლო „სიძისა“ და სახალხო დამცველის ანგარიში - „ქალთა უფლებრივი მდგომარეობა და გენდერული თანასწორობა“, 2016, გვ . 37. 1 „რძლის“ ნაცვლად მიეთითება „შვილის მეუღლე“. ოჯახის წევრის ჩამონათვალს ემატება წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი. დაკონკრეტდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის ოჯახის წევრის ცნება, რაც პროექტის თანახმად, გულისხმობს მშობელს. ცვლილების თანახმად კანონს ემატება 101 მუხლი, რომლის თანახმადაც ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ ამ კანონის მე-10 მუხლის 32 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დროებითი ღონისძიების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, თუ მოძალადის მხრიდან არსებობს ძალადობის განმეორების რისკი. ამასთან, ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებისთვის საჭიროა მსხვერპლის ან მისი კანონიერი/საპროცესო წარმომადგენლის თანხმობა. ამავე მუხლით განისაზღვრა ელექტრონული ზედამხედველობის ოქმის რეკვიზიტები და მოქმედების ვადა. ამასთანავე, პროექტის თანახმად, თუ მოძალადის მიმართ გამოცემულია ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების ოქმი, უფლებამოსილი პირი/ორგანო, ოქმის გამოცემიდან არაუგვიანეს 24 საათისა, მიმართავს სასამართლოს დასამტკიცებლად, რომელიც საქმეს განიხილავს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII17 თავით დადგენილი წესით. ამ პუნქტით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოსათვის მიუმართაობის შემთხვევაში დაწყებული ელექტრონული ზედამხედველობის ღონისძიება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. პროექტის თანახმად, ელექტრონული ზედამხედველობა შეიძლება დაწესდეს შემაკავებელი ორდერის გამოცემისას, ასევე ნებისმიერ დროს, შემაკავებელი ორდერის მოქმედების პერიოდში. ელექტრონული ზედამხედველობა ხორციელდება შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადით, რომელიც არ აღემატება 1 თვეს. ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების შესახებ მითითება კეთდება შემაკავებელი ორდერის ოქმში, იმ შემთხვევაში თუ ელექტრონული ზედამხედველობა წესდება შემაკავებელი ორდერის გამოცემისას. გარდა ამისა, გამოიცემა ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმი, რომელიც გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში დასამტკიცებლად წარედგინება სასამართლოს. ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებისთვის აუცილებელია მსხვერპლის ან მისი კანონიერი/საპროცესო წარმომადგენლის თანხმობა, რადგან ელექტრონული საშუალებების გამოყენება მოითხოვს მსხვერპლის მხრიდანაც გარკვეული მოქმედებების განხორციელებას. ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების ოქმში მიეთითება: ა) მისი გამოცემის თარიღი და ადგილი; ბ) გარემოებები, რომლებიც საფუძვლად დაედო მის გამოცემას; გ) მოძალადის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი და საცხოვრებელი ადგილი; დ) ინფორმაცია მოძალადის ნასამართლობის თაობაზე; ე) მსხვერპლის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი; ვ) მსხვერპლის თანხმობა ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენების თაობაზე; ზ) იმ შემაკავებელი ორდერის რეკვიზიტები, რომლის უზრუნველსაყოფადაც გამოიყენება ელექტრონული ზედამხედველობის საშუალება; თ) მსხვერპლთან, მის სამსახურთან და სხვა იმ ადგილებთან, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მოძალადის მიახლოების აკრძალვის შესახებ; ი) მოძალადის გაფრთხილება ელექტრონული ზედამხედველობისთვის განზრახ თავის არიდების შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ, აგრეთვე ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებისთვის საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის დაზიანების შემთხვევაში, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; კ) სხვა საკითხები, რომლებიც აუცილებელია მსხვერპლის უსაფრთხოებისათვის. ელექტრონული ზედამხედველობის განსახორციელებლად მსხვერპლისთვის შესაბამისი ტექნიკური საშუალების გადასაცემად, ხოლო მოძალადისთვის შესაბამისი ელექტრონული საშუალების სხეულზე დასამაგრებლად, პოლიცია უფლებამოსილია მსხვერპლი/მოძალადე გადაიყვანოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოში, იმ შემთხვევაში თუ აღნიშნულის განხორციელება ადგილზე შეუძლებელია. პოლიციის უფლებამოსილი პირის მიერ მოძალადის ადგილზე არყოფნისას მოძალადისათვის ელექტრონული ზედამხედველობის ოქმის გამოცემის შემთხვევაში პოლიცია უფლებამოსილია, პირი დაიბაროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოში ელექტრონული საშუალების სხეულზე დასამაგრებლად. პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში პოლიცია უფლებამოსილია განახორციელოს მოძალადის ძებნა ქვეყნის მასშტაბით. ელექტრონული ზედამხედველობა ხორციელდება საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში, რაც გულისხმობს იმას, რომ საზღვარგარეთ პირის გადასვლის შემთხვევაში ელექტრონული ზედამხედველობა უნდა შეწყდეს. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ჩამდენი პირის (მოძალადის) მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების (სისხლისსამართლებრივი მექანიზმების) გამოყენება არ აფერხებს ძალადობის შედეგად დაზარალებული პირის (მსხვერპლის) დაცვის უზრუნველსაყოფად მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მოძალადეს შეეფარდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. პატიმრობა წარმოადგენს ელექტრონული ზედამხედველობის გაუქმების ავტომატურ საფუძველს. ოქმით გათვალისწინებული მოძალადისთვის აკრძალული ადგილების გარდა, ნებისმიერ სხვა ტერიტორიაზე მოძალადისა და მსხვერპლის შემთხვევითი მიახლოებისას, სსიპ „112“-ის მოსამსახურე უფლებამოსილია დაუკავშირდეს მსხვერპლს/მოძალადეს და მოსთხოვოს ტერიტორიის დატოვება მათი შემთხვევითი შეხვედრის თავიდან აცილების მიზნით. სსიპ „112“-ის მოსამსახურის მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა. ამასთან, ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების დეტალური წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით. პროექტით იზრდება დამცავი ორდერის ვადაც, კერძოდ, 6 თვის ნაცვლად დამცავი ორდერის გამოცემა დასაშვები ხდება 9 თვემდე ვადით. ცვლილება ხორციელდება კანონის მე-12 მუხლშიც. კერძოდ, ემატება 31 პუნქტი, რომლის თანახმადაც, უფლებამოსილი ორგანოს მიერ შემაკავებელი ორდერის მოქმედების გაუქმება იწვევს ამ ორდერის საფუძველზე გამოყენებული ელექტრონული ზედამხედველობის ღონისძიების გაუქმებას. გარდა დასახელებულისა, კანონში ხორციელდება ზემოაღნიშნული ცვლილებებიდან გამომდინარე, ტექნიკური ცვლილებები. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონის პირველი მუხლის პირველი-მე-7 პუნქტები ამოქმედდება 2019 წლის 1 დეკემბრიდან, ხოლო პროექტის პირველი მუხლის მე-8 პუნქტი და მე-2 მუხლი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ასეთი არ არსებობს. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი, ამასთან, პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას 2021 წლამდე ასევე ახორციელებს გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლობა საქართველოში (UN WOMEN). ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ელექტრონული ზედამხედველობისათვის აუცილებელი მოწყობილობის ერთი ერთეული კომპლექტის ღირებულება არის 2820 აშშ დოლარი, ამასთან თითო მოწყობილობის მიმდინარე ხარჯი წარმოადგენს თვეში 10 ლარს. მოცემულ მომენტში შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილებაშია 100 ცალი ელექტრონული სამაჯური, 1000 ერთეულზე გათვლილი სერვერი და პროგრამა. დასახელებული ხარჯები 2020 წლის ჩათვლით დაფარულია UN WOMEN -ის მიერ, თუმცა, აუცილებელი იქნება მათი 2021 წლის და შემდგომ ბიუჯეტში გათვალისწინება. გარდა ამისა, იზრდება სახელმწიფო უწყებების ხარჯი, რადგან პროექტის მიხედვით ხდება მათი ფუნქციებისა და ადმინისტრაციული ხარჯების ზრდა. კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეულ შემთხვევებში შემაკავებელი ორდერის გარდა მოუწევს, ელექტრონული ზედამხედველობის ოქმის გამოწერა და მისი აღსრულების უზრუნველყოფა. ასევე სასამართლოს მოუწევს აღნიშნული ოქმის დამტკიცება. თუმცა, გაზრდილი ფუნქციების დაფინანსება მოხდება სახელმწიფო უწყებებისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში და აღნიშნული არ გამოიწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღო გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლობამ საქართველოში (UN WOMEN). დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა. გამოყენებული კანონპროექტის