„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-10-28
ბიუროს ნომერი 299
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 2114 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ფაქტობრივი გარემოებების აღწერას;“;
2. დაემატოს შემდეგი შინაარსის VII17 თავი:
„თავი VII17 . ადმინისტრაციული სამართალწარმოება ელექტრონული ზედამხედველობის
გამოყენებასთან დაკავშირებით
მუხლი 2166. ელექტრონული ზედამხედველობის ოქმის გამოცემისა და გასაჩივრების წესი
1. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე, მსხვერპლის დაცვის
დროებითი ღონისძიების სახით, უფლებამოსილი ორგანოს მიერ შესაძლებელია
გამოცემული იქნეს ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების ოქმი.
2. ელექტრონული ზედამხედველობა წესდება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში
ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“
საქართველოს კანონის მე-10 მუხლის 32 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
ძალადობის მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიების უზრუნველსაყოფად,
განსაკუთრებულ შემთხვევებში, თუ მოძალადის მხრიდან
არსებობს
ძალადობის
განმეორების რეალური საფრთხე.
3. ელექტრონული ზედამხედველობის ოქმი გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში
დასამტკიცებლად წარედგინება სასამართლოს.
4. სასამართლო ელექტრონული ზედამხედველობის ოქმის დასამტკიცებლად წარდგენიდან
24 საათის განმავლობაში განიხილავს ელექტრონული ზედამხედველობის ოქმის გამოცემის
მიზანშეწონილობის
საკითხს
და
იღებს
გადაწყვეტილებას
ელექტრონული
ზედამხედველობის ოქმის დამტკიცების, დამტკიცებაზე უარის თქმის ან ნაწილობრივ
დამტკიცების შესახებ. ელექტრონული ზედამხედველობის ოქმის გამომცემი პოლიციის
უფლებამოსილი პირის ან პროცესის მონაწილე სხვა პირის შესაბამის სასამართლოში
გამოუცხადებლობა არ აფერხებს ამ ნაწილით გათვალისწინებული საკითხის განხილვას და
მასზე გადაწყვეტილების მიღებას.
5. მოსამართლე უფლებამოსილია მხარის (არასრულწლოვნის შემთხვევაში – კანონიერ
წარმომადგენლის, აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს) ან საკუთარი
ინიციატივით საქმე დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილოს.
6.
ელექტრონული
ზედამხედველობის
ოქმის
დამტკიცების
შესახებ
სასამართლო
გადაწყვეტილებაში დეტალურად უნდა იქნეს ასახული მოძალადისათვის დაწესებული
შეზღუდვების პირობები და მსხვერპლის დასაცავად გათვალისწინებული ღონისძიებები.
7. სასამართლო პოლიციის უფლებამოსილი პირის ან პროცესის მონაწილე სხვა პირის
მოთხოვნის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით განსაზღვრავს ელექტრონული
ზედამხედველობის ოქმის მოქმედების ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს
შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადას.
8. მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ
მოსამართლის გადაწყვეტილებაში მიეთითება:
ა) გადაწყვეტილების მიღების თარიღი და ადგილი;
ბ) სასამართლოს დასახელება, მოსამართლის სახელი და გვარი;
გ) სასამართლო პროცესის მონაწილე მხარეები;
დ) მოძალადის/მსხვერპლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი;
ე)
გადაწყვეტილება
მოძალადის
მიმართ
ელექტრონული
ზედამხედველობის
განხორციელების ოქმის დამტკიცების, დამტკიცებაზე უარის თქმის ან ნაწილობრივ
დამტკიცების შესახებ;
ვ) იმ შემაკავებელი ორდერის რეკვიზიტები, რომლის უზრუნველსაყოფადაც გამოიყენება
ელექტრონული ზედამხედველობა;
ზ) გარემოებები, რომლებიც საფუძვლად ელექტრონული ზედამხედველობის ოქმის
გამოცემას;
თ) ინფორმაცია მოძალადის ნასამართლობის თაობაზე;
ი) მსხვერპლის თანხმობა ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენების თაობაზე;
კ) მსხვერპლთან, მის სამსახურთან და სხვა იმ ადგილებთან, სადაც მსხვერპლი იმყოფება,
მოძალადის მიახლოების შესახებ;
ლ) სხვა საკითხები, რომლებიც აუცილებელია მოძალადის მიმართ ელექტრონული
ზედამხედველობის განსახორციელებლად.
9. მოსამართლის გადაწყვეტილება ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. გადაწყვეტილება
დგება რამდენიმე ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება სასამართლოში, ხოლო
დანარჩენი გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 24 საათის განმავლობაში ეგზავნება:
ა) მოძალადეს;
ბ) მსხვერპლს;
გ) შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს;
დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს –
„112“-ს;
ე) ოქმის გამომცემ ორგანოს;
ვ) მეურვეობისა და მზრუნველობის შესაბამის ადგილობრივ ორგანოს, თუ საკითხი შეეხება
არასრულწლოვანს.
10. ამ მუხლით განსაზღვრული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული
გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის
დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში. ამ გადაწყვეტილების
გასაჩივრება არ აჩერებს გამოცემული ელექტრონული ზედამხედველობის ოქმის
მოქმედებას. საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ამ მუხლით დადგენილი წესით
იღებს სააპელაციო სასამართლო საჩივრის წარდგენიდან 7 დღის ვადაში. სააპელაციო
სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 დეკემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საქართველოს
ადმინისტრაციულ
საპროცესო
კოდექსში
ცვლილების
შეტანა
განპირობებულია „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის,
ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ პროექტთან შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობით.
სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებების ფარგლებში, დანაშაულის წინააღმდეგ
მიმართული ქმედითი ნაბიჯების გადასადგმელად, აუცილებელია როგორც ჩადენილი
დანაშაულის გამოვლენა და ეფექტიანი რეაგირება, ისე მისი პრევენცია. პრევენციული
ფუნქციები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში
ძალადობის
დანაშაულებთან
მიმართებით.
დასახელებული
ტიპის
დანაშაულები
ხასიათდებიან მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროებით, რომლებთან მიმართებითაც
გადამწყვეტი მნიშვნელობისაა მათი თავიდან აცილება, რადგან დანაშაულის ჩადენის
შემდეგ, განსხვავებით სხვა არაერთი მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან, შეუძლებელია
მიყენებული
ზიანის
ანაზღაურება.
პრევენციული
ღონისძიების
სახით
ერთ-ერთ
მნიშვნელოვან მექანიზმს წარმოადგენს ელექტრონული მონიტორინგი, რომელიც ამცირებს
ძალადობის
განმეორების
რისკს.
აღნიშნული
განსაკუთრებული
მნიშვნელობისაა
მსჯავრდებულ პირთან მიმართებით, როდესაც არსებობს ძალადობის ჩადენის რეალური
საფრთხე.
გამომდინარე ყოველივე ზემოაღნიშნულიდან, აუცილებელია, საკანონმდებლო დონეზე
დარეგულირდეს „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის,
ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისად, მოძალადე პირთა მიმართ ელექტრონული მონიტორინგის გამოყენების
საფუძვლები, სასამართლოს კონტროლის მექანიზმები და გასაჩივრების უფლება.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა
დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, დასაშვები ხდება
განსაკუთრებულ შემთხვევებში, ელექტრონული მონიტორინგის გამოყენება მოძალადის
მიმართ. აღნიშნულის შესახებ უფლებამოსილი პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება
საჭიროებს სასამართლო კონტროლს და შესაბამისი პროცედურების გაწერას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გაიწერება უფლებამოსილი
პირის მიერ
დანიშნული ელექტრონული მონიტორინგის ოქმის დამტკიცების და
გასაჩივრების წესი.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსს ემატება VII17 თავი, რომელიც
დაარეგულირებს
ადმინისტრაციულ
სამართალწარმოებას
ელექტრონული
ზედამხედველობის გამოყენებასთან დაკავშირებით.
პროექტის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე,
მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიების სახით, უფლებამოსილი ორგანოს მიერ,
განსაკუთრებულ შემთხვევებში, შესაძლებელია გამოცემული იქნეს ელექტრონული
ზედამხედველობის განხორციელების ოქმი.
ელექტრონული
ზედამხედველობის
ოქმი
გამოცემიდან
24
საათის
განმავლობაში
დასამტკიცებლად წარედგინება სასამართლოს.
სასამართლო ელექტრონული ზედამხედველობის ოქმის დასამტკიცებლად წარდგენიდან
24 საათის განმავლობაში განიხილავს ელექტრონული ზედამხედველობის ოქმის გამოცემის
მიზანშეწონილობის
საკითხს
და
იღებს
გადაწყვეტილებას
ელექტრონული
ზედამხედველობის ოქმის დამტკიცების, დამტკიცებაზე უარის თქმის ან ნაწილობრივ
დამტკიცების შესახებ. ელექტრონული ზედამხედველობის ოქმის გამომცემი პოლიციის
უფლებამოსილი პირის ან პროცესის მონაწილე სხვა პირის შესაბამის სასამართლოში
გამოუცხადებლობა არ აფერხებს ამ ნაწილით გათვალისწინებული საკითხის განხილვას და
მასზე გადაწყვეტილების მიღებას.
მოსამართლე უფლებამოსილია მხარის (არასრულწლოვნის შემთხვევაში –კანონიერი
წარმომადგენლის, ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს) ან საკუთარი
ინიციატივით საქმე დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილოს.
ელექტრონული
ზედამხედველობის
ოქმის
დამტკიცების
შესახებ
სასამართლო
გადაწყვეტილებაში დეტალურად უნდა იქნეს ასახული მოძალადისათვის დაწესებული
შეზღუდვების პირობები და მსხვერპლის დასაცავად გათვალისწინებული ღონისძიებები.
სასამართლო პოლიციის უფლებამოსილი პირის ან პროცესის მონაწილე სხვა პირის
მოთხოვნის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით განსაზღვრავს ელექტრონული
ზედამხედველობის ოქმის მოქმედების ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს
შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადას.
მოსამართლის გადაწყვეტილება ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. გადაწყვეტილება
დგება რამდენიმე ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება სასამართლოში, ხოლო
დანარჩენი გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 24 საათის განმავლობაში ეგზავნება: ა)
მოძალადეს; ბ) მსხვერპლს; გ) შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ
ორგანოს; დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის
იურიდიული პირს - „112“-ს; ე) ოქმის გამომცემ ორგანოს; ვ) მეურვეობისა და
მზრუნველობის შესაბამის ადგილობრივ ორგანოს, თუ საკითხი შეეხება არასრულწლოვანს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება
გასაჩივრდეს
სააპელაციო
სასამართლოში,
მხარისათვის
დასაბუთებული
გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში. ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ
აჩერებს გამოცემული ელექტრონული ზედამხედველობის ოქმის მოქმედებას. საჩივართან
დაკავშირებით გადაწყვეტილებას ამ მუხლით დადგენილი წესით იღებს სააპელაციო
სასამართლო საჩივრის წარდგენიდან 7 დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს
გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ამოქმედდება 2019 წლის 1 დეკემბრიდან.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
ასეთი არ არსებობს.
ბ)
კანონპროექტის
ფინანსური
გავლენის
შეფასება
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
საშუალოვადიან
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
იზრდება სახელმწიფო უწყებების ხარჯი, რადგან პროექტის მიხედვით ხდება მათი
ფუნქციებისა და ადმინისტრაციული ხარჯების ზრდა. კერძოდ, შინაგან საქმეთა
სამინისტროს
ცალკეულ
ელექტრონული
შემთხვევებში
ზედამხედველობის
შემაკავებელი
ოქმის
ორდერის
გამოწერა
და
გარდა,
მისი
მოუწევს,
აღსრულების
უზრუნველყოფა. ასევე სასამართლოს მოუწევს აღნიშნული ოქმის დამტკიცება. თუმცა,
აღნიშნულის დაფინანსება მოხდება სახელმწიფო უწყებებისთვის გამოყოფილი ასიგნებების
ფარგლებში და აღნიშნული არ გამოიწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
იზრდება სახელმწიფო უწყებების ხარჯი, რადგან პროექტის მიხედვით ხდება მათი
ფუნქციებისა და ადმინისტრაციული ხარჯების ზრდა. კერძოდ, შინაგან საქმეთა
სამინისტროს
ცალკეულ
ელექტრონული
შემთხვევებში
ზედამხედველობის
შემაკავებელი
ოქმის
გამოწერა
ორდერის
და
გარდა
მისი
მოუწევს,
აღსრულების
უზრუნველყოფა. ასევე სასამართლოს მოუწევს აღნიშნული ოქმის დამტკიცება. თუმცა,
გაზრდილი ფუნქციების დაფინანსება მოხდება სახელმწიფო უწყებებისთვის გამოყოფილი
ასიგნებების ფარგლებში და აღნიშნული არ გამოიწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი
არ
ითვალისწინებს
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის შემოღების ვალდებულებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის
მიღება
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
მიერ
საერთაშორისო
და
მრავალმხრივ
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღო გაეროს ქალთა ორგანიზაციის
წარმომადგენლობამ საქართველოში (UN WOMEN).
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.