ფრაქცია „ქართული ოცნება-ძლიერი ეკონომიკის“ მომართვა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება-ძლიერი ეკონომიკის“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/358; 31/05/2019) საქართველოს კანონის პროექტის გამოთხოვის შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
01.11.2019
ავტორი
ფრაქცია „ქართული ოცნება-ძლიერი ეკონომიკა“
ნომერი
#2-19335/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-11-04
ბიუროს ნომერი 303

📜 ტექსტი

წერილი
ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკა“ 2-19335/19 01-11-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილია საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება–ძლიერი ეკონომიკის“ საკანონმდებლო ინიციატივა: საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/358; 31.05.2019). კანონის პროექტზე გამართული კონსულტაციების შედეგად გამოვლინდა, რომ საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას და განხილვებს, რაც გამოიწვევს კანონპროექტის გადამუშავებას. შესაბამისად, ამ ეტაპისთვის მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული კანონის პროექტის საპარლამენტო მოსმენის ფარგლებში განხილვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 101ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მოგმართავთ „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის გამოთხოვის თაობაზე. პატივისცემით, პარლამენტის წევრი გოჩა ენუქიძე თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge