„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-11-18
ბიუროს ნომერი 306
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული
რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და
სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“
საქართველოს
კანონის
(საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
17.06.2016,
სარეგისტრაციო კოდი: 040150000.05.001.018150) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო
მონაცემების სრულყოფის შესახებ“.
2. პირველი-მე-4 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო
1. ეს კანონი განსაზღვრავს მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის
წესს, ადგენს ამ რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებს და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე
მხარეთა უფლება-მოვალეობებს.
2. მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემურ და სპორადულ რეგისტრაციასთან დაკავშირებული
ურთიერთობები წესრიგდება ამ კანონით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა
საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
მუხლი 2. კანონის მიზანი
ამ კანონის მიზანია მიწის ნაკვეთების სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემების
შექმნის უზრუნველყოფა, კერძოდ:
ა) სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე საკადასტრო სამუშაოების სისტემურად
შესრულება და საკუთრების უფლების რეგისტრაცია ამ კანონით გათვალისწინებული წესის შესაბამისად;
ბ) ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სპორადული რეგისტრაცია ამ
კანონით გათვალისწინებული წესის შესაბამისად;
გ) მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების მათ ფაქტობრივ მდებარეობასთან შესაბამისობის
უზრუნველყოფა;
დ) საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის
ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
ე) საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების სრულყოფა და მათი ურთიერთშესაბამისობის
უზრუნველყოფა;
ვ) მიწის ნაკვეთებზე კერძო საკუთრების უფლების რეგისტრაციის წახალისება.
მუხლი 3. ტერმინთა განმარტება
1. ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სისტემური რეგისტრაცია – საქართველოს იუსტიციის მინისტრის (შემდგომ - მინისტრი) მიერ
შესაბამისი საჭიროების შემთხვევაში გამოცემული ბრძანებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალებში ან
განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის ფარგლებში მიწის
ნაკვეთებზე საკუთრების უფლებისა და რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია
პროაქტიულ საფუძველზე, ამ კანონით გათვალისწინებული წესის შესაბამისად;
ბ) სპორადული რეგისტრაცია – ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაინტერესებული პირის
განცხადებისა და მის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე მიწის ნაკვეთზე
საკუთრების უფლებისა და რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია ამ კანონით
გათვალისწინებული წესის შესაბამისად;
გ) განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტი –
საქართველოს მთავრობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული
განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის ფარგლებში
განსახორციელებელი ღონისძიებების ერთობლიობა, რომლებიც უნდა განხორციელდეს ამ კანონით
სისტემური რეგისტრაციისთვის დადგენილი წესით;
დ) განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და
საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის
განმახორციელებელი – საქართველოს მთავრობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტით განსაზღვრული სუბიექტი;
ე) მიწის ნაკვეთი – სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ან არასასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან
დანგრეული) ან მის გარეშე;
ვ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი – საძოვრის, სათიბის, სახნავის (მათ შორის,
მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული) ან საკარმიდამო კატეგორიის მიწის ნაკვეთი, რომელიც
გამოიყენება (ან რომლის გამოყენებაც არის შესაძლებელი) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით, მასზე
არსებული შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე;
ზ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი – მიწის ნაკვეთი, რომელიც არ არის
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;
თ) საკარმიდამო მიწის ნაკვეთი - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც
უფლების დამდგენი დოკუმენტის შესაბამისად გაცემულია საკარმიდამო, ან/და საოჯახო მეურნეობის
მოსაწყობად, მასზე არსებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლით (აშენებული, მშენებარე ან
დანგრეული), სამეურნეო ან/და დამხმარე ნაგებობით ან მათ გარეშე; ასევე, ისეთი მიწის ნაკვეთი,
რომელზეც არ იძებნება (არ გაცემულა/დაკარგულია) უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და
მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ მოცემული მიწის ნაკვეთი გაცემულია
საკარმიდამო, ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად და მისი ფართობი არ აღემატება ბარში 1.25 ჰა-ს,
ხოლო
„მაღალმთიანი
რეგიონების
განვითარების
შესახებ“
საქართველოს
კანონის
შესაბამისად
განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებებში - 5 ჰა-ს;
ი) საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი - დაზუსტებული ან დაუზუსტებელი
საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, რომლის რეგისტრირებულ მონაცემთა
მიმართ მოქმედებს სისრულისა და უტყუარობის პრეზუმფცია და მასზე საკუთრებისა და მემკვიდრეობის
უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია;
კ) დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი - მიწის ნაკვეთი,
რომლის საკადასტრო მონაცემები რეგისტრირებულია სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში
შედგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე და ასახავს მიწის ნაკვეთის საზღვრის
კონფიგურაციის და ადგილმდებარეობის, მასზე არსებული ნაგებობების, მათ შორის ხაზოვანი ნაგებობების,
ასევე სერვიტუტის ან სხვა სამართლებრივი შეზღუდვის ფარგლების შესახებ გრაფიკულად და ტექსტურად
გამოსახულ ზუსტ ინფორმაციას;
ლ) დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი - მიწის ნაკვეთი,
რომლის საკადასტრო მონაცემები არ არის რეგისტრირებული სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა
სისტემაში შედგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე და არ ასახავს მიწის
ნაკვეთის საზღვრის კონფიგურაციის და ადგილმდებარეობის, მასზე არსებული ნაგებობების, მათ შორის,
ხაზოვანი ნაგებობების, ასევე სერვიტუტის ან სხვა სამართლებრივი შეზღუდვის ფარგლების შესახებ
გრაფიკულად და ტექსტურად გამოსახულ ზუსტ ინფორმაციას;
მ) საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირი – პირი, რომელსაც მიწის
ნაკვეთზე
საკუთრების
დამადასტურებელი
უფლების
დოკუმენტის
რეგისტრაციის
ან
მიწის
მოთხოვნის
მართლზომიერი
უფლება
საკუთრების
მფლობელობის
უფლების
(სარგებლობის)
დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე წარმოეშვა;
ნ) მართლზომიერი მფლობელი – ფიზიკური პირი, რომელსაც მესაკუთრედ რეგისტრაციის
მოთხოვნის უფლება მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი
დოკუმენტის
საფუძველზე
წარმოეშვა
და
რომელიც
რეგისტრაციის
მოთხოვნის
დროისათვის
ფაქტობრივად ფლობს ნივთს;
ო) მოსარგებლე – ფიზიკური პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედებამდე ფაქტობრივად ფლობს
მიწის ნაკვეთს, როგორც საკუთარს, საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე
პირთან ან მიწის ნაკვეთის მესაკუთრესთან, ფორმის დაუცველად დადებული გარიგების საფუძველზე;
პ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი – მუნიციპალიტეტის მერი ან საქართველოს ორგანული
კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტის
შესაბამისად მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით
განსაზღვრული მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი მერიის
თანამდებობის პირი ან მოხელე;
ჟ) საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი – ადმინისტრაციული ხელშეკრულება
(მიღება-ჩაბარების აქტი ან სხვა დოკუმენტი), ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი,
სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი,
რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას;
რ) მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი – 2004
წლის 4 ოქტომბრამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში
აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი,
„საქართველოს
რესპუბლიკაში
სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების
მიწის
რეფორმის
შესახებ“
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების
შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი
მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე)
დამტკიცებული მიწების განაწილების სია (შემდგომ - განაწილების სია) თანდართული მიწის გამოყოფის
გეგმით ან მის გარეშე, სასოფლო-სამეურნეო ან არასასოფლო-სამეურნეო მიწით სარგებლობისთვის
გადასახადის გადამხდელთა სია (შემდგომ - საგადასახადო სია), სახელმწიფო ან ადგილობრივი
თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან
მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი, საქართველოს ეროვნულ არქივსა თუ სხვა ადმინისტრაციული
ორგანოების არქივებში დაცული დოკუმენტი (მათ შორის, ბინის მეპატრონეთა, ასევე, მიწის საკადასტრო
წიგნების ჩანაწერები) თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ან სარეგისტრაციო
წარმოებისას მოძიებული/წარმოდგენილი სხვა შესაბამისი დოკუმენტი;
ს) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი – მიწის ნაკვეთის საზღვრების,
კონფიგურაციისა და ადგილმდებარეობის, აგრეთვე მასზე განთავსებული ნაგებობების შესახებ
გრაფიკულად და ტექსტობრივად გამოსახული ზუსტი ინფორმაცია, რომლის მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ
მდებარეობასთან
შესაბამისობა,
საჭიროების
შემთხვევაში,
დასტურდება
მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;
ტ) სარეგისტრაციო ბლოკი – სააგენტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტით, ხოლო განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის
ფარგლებში – განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის
განმახორციელებლის
ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტით
განსაზღვრულ
გეოგრაფიულ არეალში მდებარე მიწის ნაკვეთების ერთობლიობა;
უ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ფართობი – მიწის ნაკვეთის შენობა-ნაგებობებით დაფარული,
განაშენიანებული ზედაპირის ფართობი;
ფ) მყარი სასაზღვრო მიჯნა – ღობე, შენობა-ნაგებობა, მიწაზე არსებული მრავალწლიანი ნარგავები ან
სხვა ბუნებრივ-გეოგრაფიული საზღვარი, რომლითაც შესაძლებელია მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი
საზღვრის დადგენა;
ქ) სანოტარო მედიაცია – სისტემური და სპორადული რეგისტრაციის დროს კერძოსამართლებრივი
დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალება, რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით წარმართავს
ერთი ან ერთზე მეტი მედიატორი ნოტარიუსი;
ღ) მედიატორი ნოტარიუსი – ნოტარიუსი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის მე-19 მუხლით
გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მოდავე მხარეთა შორის მოლაპარაკებას წარმართავს;
ყ) ფაქტების კონსტატაცია – გარემოებათა დასამტკიცებლად ფაქტობრივი გარემოებების შესახებ
არსებული მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ასახვა.
2. ამ კანონში გამოყენებული სხვა ტერმინები განიმარტება „საჯარო რეესტრის შესახებ“
საქართველოს კანონის და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.
მუხლი 4. მარეგისტრირებელი ორგანოს უფლებამოსილებები
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომ - იუსტიციის სამინისტრო) მმართველობის
სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
(შემდგომ – სააგენტო), საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების
განხორციელების გარდა, ამ კანონით დადგენილი სისტემური და სპორადული რეგისტრაციის მიზნით,
საკუთარი ინიციატივით:
ა) ახორციელებს სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მოძიებასა და სისტემატიზაციას;
ბ) სისტემური რეგისტრაციის მიზნებისათვის, ახორციელებს მიწის ნაკვეთების საკადასტრო აღწერას
და შესრულებული სამუშაოს შედეგების დოკუმენტირებას მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ
გეოგრაფიულ არეალებში (ასევე, განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი
მნიშვნელობის პროექტის ფარგლებში, თუ განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი
მნიშვნელობის პროექტის განმახორციელებელია სააგენტო);
გ) ახორციელებს საკადასტრო მონაცემების ცვლილების უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში
რეგისტრაციას;
დ) ფაქტების კონსტატაციის მიზნით მიმართავს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში
მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს;
ე) უზრუნველყოფს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების სრულყოფას და მათ
ურთიერთშესაბამისობას;
ვ) ახორციელებს ამ კანონით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. სააგენტო ვალდებულია სარეგისტრაციო წარმოების დაწყებიდან 4 სამუშაო დღის ვადაში
გამოითხოვოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა საჭირო დოკუმენტაცია/ინფორმაცია სხვა
ადმინისტრაციული ორგანოდან/უფლებამოსილი პირისგან და, მათგან შესაბამისი პასუხის მიღებამდე,
მიიღოს სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილება.
3. სააგენტო ვალდებულია სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებით მიიღოს შესაბამისი
გადაწყვეტილება სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან/უფლებამოსილი პირისგან ყველა პასუხის
მიღებიდან 4 სამუშაო დღის ვადაში.
4. სხვა ადმინისტრაციული ორგანოსგან/უფლებამოსილი პირისგან მოთხოვნის ჩაბარებიდან 15
კალენდარული დღის ვადაში პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში სააგენტო განმეორებით მიმართავს
ადმინისტრაციულ ორგანოს/უფლებამოსილ პირს შესაბამისი დოკუმენტაციის/ინფორმაციის გადაცემის
მოთხოვნით. განმეორებით გაგზავნილი მოთხოვნის ადრესატისთვის ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის
ვადაში პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში, სააგენტო 4 სამუშაო დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას
საქმეში არსებულ დოკუმენტაციაზე/ინფორმაციაზე დაყრდნობით. ეს წესი არ ვრცელდება
მუნიციპალიტეტის ორგანოებისათვის მიმართვაზე.
5. მუნიციპალიტეტის ორგანოებისგან წერილის/შუამდგომლობის ჩაბარებიდან 3 თვის ვადაში
სააგენტოსთვის პასუხის გაუცემლობა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის
მე-2 ნაწილის შესაბამისად, ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის
თქმად და გასაჩივრდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში სააგენტო იღებს
გადაწყვეტილებას
საქმეში
არსებულ
დოკუმენტაციაზე/ინფორმაციაზე
დაყრდნობით.
სააგენტო
ვალდებულია საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დაინტერესებულ პირს წერილობით განუმარტოს
მისი უფლებები და მუნიციპალიტეტის მიერ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის გასაჩივრების წესი.
6. სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების
უფლების აღიარებას უზრუნველყოფს სააგენტო. საკუთრების უფლების აღიარების წესი განისაზღვრება
მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციით (შემდგომ −
ინსტრუქცია).
7. სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების
მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“
საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთების გარდა,
სააგენტო ასევე უფლებამოსილია აღიაროს საკუთრების უფლება თვითნებურად დაკავებულ სასოფლოსამეურნეო დანიშნულების (სათიბი ან სახნავი (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული,
საბაღე, საბოსტნე) ან საკარმიდამო კატეგორიის) მიწის ნაკვეთებზე იმ შემთხვევაშიც, თუ მათზე
განთავსებული არ არის შენობა-ნაგებობა ან ისინი არ წარმოადგენს დაინტერესებული პირის საკუთრებაში
ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთებს. ასეთ
შემთხვევაში, ერთ ფიზიკურ პირზე ან კომლზე (კომლის წევრებზე) აღიარებული მიწის ნაკვეთების ჯამური
ფართობი არ უნდა აღემატებოდეს ბარში 1.25 ჰა-ს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების
შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებებში - 5 ჰა-ს.
8. თუ სააგენტოს მიერ მოძიებული და დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი სხვა
დოკუმენტაციით უტყუარად არ დგინდება, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე შენობანაგებობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) განთავსებულია „ფიზიკური და კერძო სამართლის
იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების
უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, სისტემური რეგისტრაციის
ფარგლებში,
სააგენტო
უფლებამოსილია,
დაინტერესებული
პირისაგან
დამატებით
მოითხოვოს
ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაადასტურებს მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის (აშენებული, მშენებარე
ან დანგრეული) ამავე კანონის პირველი – მე-6 და მე-8 მუხლების ამოქმედებამდე (2007 წლის 20 სექტემბერი)
არსებობის ფაქტს.
9. ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სააგენტო
უფლებამოსილია, დადოს ხელშეკრულებები ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან.“.
3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი:
„მუხლი 41. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის უფლებამოსილებები
1. სარეგისტრაციო წარმოების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი:
ა) საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს
უფლების
დამადასტურებელი
დოკუმენტით
გათვალისწინებული
ან/და
საჯარო
რეესტრში
რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის
იდენტურობას, გარდა სისტემური რეგისტრაციისა და იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო
დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა;
ბ) საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში სააგენტოს
წარუდგინოს განცხადება მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების
მქონე პირის (მისი უფლებამონაცვლის) სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით, თუ
არსებობს/მოძიებულია საკუთრების
დამადასტურებელი დოკუმენტი;
უფლების/მართლზომიერი
მფლობელობის
(სარგებლობის)
გ) ამ კანონის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადასტურებს კომლის წევრთა მიერ მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ
ფლობას;
დ) ახორციელებს ამ კანონით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების
განხორციელებისას იყენებს ადმინისტრაციული წარმოებისათვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ
დოკუმენტების ფორმებს.
3. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილება არის
სახელმწიფოს
მიერ
მუნიციპალიტეტისათვის
დელეგირებული
უფლებამოსილება,
რომლის
განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი
თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით ახორციელებს იუსტიციის სამინისტრო.“.
4. II და III თავები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი II
მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის წესი
მუხლი 5. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის წესი
1. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების სპორადული რეგისტრაცია წარმოებს ქვეყნის მთელ
ტერიტორიაზე, დაინტერესებული პირის განცხადების, სარეგისტრაციო დოკუმენტაციისა და მიწის
ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე, ამ კანონით გათვალისწინებული
შეღავათების შესაბამისად.
2. მინისტრის მიერ საჭიროების შემთხვევაში გამოცემული ბრძანებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ
არეალებში სისტემური რეგისტრაცია წარმოებს სააგენტოს მიერ პროაქტიულად და სისტემურად
მოპოვებული სარეგისტრაციო დოკუმენტაციისა და მის მიერვე პროაქტიულად, სისტემურად შედგენილი
მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე.
3.
განსაკუთრებული
სახელმწიფოებრივი
და
საზოგადოებრივი
მნიშვნელობის
პროექტის
ფარგლებში მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების სისტემური რეგისტრაცია წარმოებს განსაკუთრებული
სახელმწიფოებრივი
და
საზოგადოებრივი
მნიშვნელობის
პროექტის
განმახორციელებლის
მიერ
პროაქტიულად, სისტემურად მოპოვებული სარეგისტრაციო დოკუმენტაციისა და ამავე წესით შედგენილი
მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე, ამ კანონით დადგენილი წესით
და შეღავათების შესაბამისად.
4. მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალებში სისტემური რეგისტრაციის
სამუშაოების შესრულების ვადები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
5. მიწის ნაკვეთი, რომელზეც მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალებში
შესრულებული
სამუშაოების
შედეგად
ვერ
დადგინდება
მესაკუთრის/საკუთრების
უფლების
რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირის უფლების არსებობა, 1 წლის ვადით, პირობითად
რეგისტრირდება სახელმწიფოს საკუთრებად ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და
კანონქვემდებარე
ნორმატიული
აქტების
შესაბამისად.
აღნიშნულ
ვადაში
ამ
მიწის
ნაკვეთზე
მესაკუთრის/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირის უფლება
რეგისტრირდება
დაინტერესებული
პირის
განცხადებისა
და
სარეგისტრაციო
დოკუმენტაციის
საფუძველზე, სახელმწიფო ქონების განკარგვის უფლებამოსილების მქონე ორგანოს თანხმობის გარეშე,
ხოლო აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ამ მიწის ნაკვეთზე რეგისტრირდება სახელმწიფოს საკუთრების
უფლება.
6. მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის პირობები
განისაზღვრება ინსტრუქციით.
მუხლი 6. მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების ცვლილების რეგისტრაციის ზოგადი წესი
1. სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, სააგენტო დაუზუსტებელი მონაცემებით
რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების დაზუსტებას და მათი ცვლილების
რეგისტრაციას საკუთარი ინიციატივით ახორციელებს მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი
ნახაზის საფუძველზე, განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის
პროექტის ფარგლებში – განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის
პროექტის განმახორციელებლის მიმართვის საფუძველზე (გარდა იმ შემთხვევისა, როცა სააგენტო თავადაა
განმახორციელებელი), ხოლო სპორადული რეგისტრაციის შემთხვევაში – დაინტერესებული პირის
განცხადების საფუძველზე, და უზრუნველყოფს ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში
ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას.
2. სააგენტო უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით შეცვალოს დაზუსტებული საკადასტრო
მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები, თუ სარეგისტრაციო
დოკუმენტაციით ან/და საკადასტრო აღწერის შედეგად დადგინდა რეგისტრირებული საკადასტრო
მონაცემების მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდებარეობასთან შეუსაბამობა, და უზრუნველყოს ამ მიზნით
დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა.
3. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია, შეცვალოს მიწის
ნაკვეთის რეგისტრირებული მცდარი საკადასტრო მონაცემები და შეუსაბამოს ისინი ნივთის ფაქტობრივ
მდებარეობას (მათ შორის, შეამციროს მიწის ნაკვეთის რეგისტრირებული ფართობი) იმ შემთხვევაშიც, თუ
უძრავ ნივთზე რეგისტრირებულია სხვა სანივთო უფლება, ვალდებულება ან საჯარო-სამართლებრივი
შეზღუდვა, ან/და მესაკუთრე ან სანივთო უფლების/ვალდებულების მქონე პირი აღრიცხულია მოვალეთა
რეესტრში.
მუხლი
7.
მართლზომიერ
მფლობელობაში
არსებულ
მიწის
ნაკვეთზე
საკუთრების
უფლების რეგისტრაციის წესი
1. მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი შედგენილი
უნდა იყოს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში)
არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი –
მე-6 და მე-8 მუხლების ამოქმედებამდე (2007 წლის 20 სექტემბერი).
2.
თუ
სარეგისტრაციო
წარმოების
ფარგლებში
ვერ
იქნა
მოძიებული
უძრავ
ნივთზე
საკუთრების/მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი, უფლების
დამადასტურებელ დოკუმენტად განიხილება ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ და „რ“
ქვეპუნქტებში მითითებული დოკუმენტის ასლიც, თუ მოცემული ასლი დაცულია საქართველოს ეროვნულ
არქივში, სააგენტოს არქივში, მუნიციპალიტეტის ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს არქივში.
3. სპორადული რეგისტრაციის შემთხვევაში მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის
ნაკვეთზე
საკუთრების
უფლება
რეგისტრირდება
დაინტერესებული
პირის
განცხადების,
მიწის
მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტისა და ამ კანონის
შესაბამისად შედგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე.
4. თუ სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში დადგინდა, რომ მართლზომიერი მფლობელის
ადგილსამყოფელი უცნობია, საჯარო რეესტრში აისახება ინფორმაცია ამ პირის მესაკუთრედ აღიარების
მოთხოვნის უფლების შესახებ, ხოლო თუ მართლზომიერი მფლობელი გარდაცვლილია და მისი
უფლებამონაცვლე ვერ დგინდება, - გარდაცვლილი პირის უფლებამონაცვლის მესაკუთრედ აღიარების
მოთხოვნის უფლების შესახებ. მესაკუთრედ აღიარების მოთხოვნის უფლების შესახებ ჩანაწერი ძალაშია,
სანამ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ
მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე
შესაძლებელი იქნება საკუთრების უფლების აღიარება.
5.
თუ
სისტემური
რეგისტრაციის
ფარგლებში
მართლზომიერი
მფლობელი
ან
მისი
უფლებამონაცვლე უარს აცხადებს საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე, საჯარო რეესტრში აისახება
ინფორმაცია ამ პირის მესაკუთრედ აღიარების მოთხოვნის უფლების შესახებ. მესაკუთრედ აღიარების
მოთხოვნის უფლების შესახებ ჩანაწერი ძალაშია 3 წლის განმავლობაში. თუ ამ ვადაში მართლზომიერი
მფლობელი ან მისი უფლებამონაცვლე მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ არ დარეგისტრირდება, ეს ჩანაწერი
გაუქმდება და მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდება სახელმწიფოს საკუთრების უფლება.
6. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით დადგენილ ვადებში მართლზომიერი მფლობელი ან მისი
უფლებამონაცვლე მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ რეგისტრირდება განცხადების საფუძველზე, ხოლო
მესაკუთრედ აღიარების მოთხოვნის უფლების შესახებ ჩანაწერი უქმდება სახელმწიფო ქონების განკარგვის
უფლებამოსილების მქონე ორგანოს თანხმობის გარეშე.
7. კომლის წევრის (წევრების) მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის
ნაკვეთზე საკუთრების უფლება რეგისტრირდება საკომლო წიგნიდან ამონაწერის საფუძველზე, რომელიც
უნდა შეიცავდეს კომლის წევრთა და კომლის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ბოლო
მონაცემებით,
მაგრამ
არაუგვიანეს
„ფიზიკური
და
კერძო
სამართლის
იურიდიული
პირების
მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“
საქართველოს კანონის პირველი – მე-6 და მე-8 მუხლების ამოქმედების დროისათვის არსებული
პერიოდისა (2007 წლის 20 სექტემბერი).
8. საკომლო წიგნის ჩანაწერების საფუძველზე, მიწის ნაკვეთზე რეგისტრირდება კომლის მხოლოდ
იმ წევრის/წევრების საკუთრების/თანასაკუთრების უფლება, რომელთა კომლის წევრობა უტყუარად
დასტურდება.
9. თუ 1992-2007 წლების საარქივო ჩანაწერებით დგინდება მხოლოდ კომლის შემადგენლობა მიწაზე
ქონებრივი მდგომარეობის მითითების გარეშე, ან საარქივო ჩანაწერებით კომლზე აღრიცხულია მხოლოდ
საცხოვრებელი სახლი და არ იძებნება მიწაზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, კომლის მიერ 2007
წლის 20 სექტემბრამდე ფაქტობრივად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე (ჯამში არაუმეტეს 0,75 ჰა-სა)
საკუთრების უფლების რეგისტრაცია წარმოებს მუნიციპალიტეტის მიერ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე
კომლის წევრთა ფაქტობრივი მფლობელობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტით დადასტურების შემთხვევაში.
10. საგადასახადო სიის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია წარმოებს საგადასახადო
სიის ბოლო მონაცემების მიხედვით, მაგრამ არაუგვიანეს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული
პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების
შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი – მე-6 და მე-8 მუხლების ამოქმედებამდე არსებული პერიოდისა
(2007 წლის 20 სექტემბერი).
11. საგადასახადო სიის საფუძველზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე
საკუთრების უფლების რეგისტრაცია წარმოებს სახელმწიფო ქონების განკარგვის უფლებამოსილების მქონე
ორგანოს თანხმობით, რომლითაც დასტურდება, რომ მიწის ნაკვეთი დროებითი სარგებლობის უფლებით
არ იყო გამოყოფილი.
12. თუ საგადასახადო სიით ან/და სსიპ - შემოსავლების სამსახურის ან ადგილობრივი
თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ გაცემული ინფორმაციით არ დგინდება მიწის
ნაკვეთის
მიზნობრივი
მუნიციპალიტეტის
დანიშნულება,
ინდივიდუალური
მიწის
ნაკვეთზე
საკუთრების
უფლება
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
რეგისტრირდება
აქტით
განსაზღვრული
დანიშნულებით.
13. თუ მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული მიწის ნაკვეთების ჯამური ფართობი არ შეესაბამება
ამავე მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული ნაკვეთების საერთო ფართობს, საკუთრების უფლება
რეგისტრირდება დოკუმენტში მითითებული ყველაზე დიდი ფართობის მიხედვით.
14. იმ შემთხვევაში, თუ მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული მიწის ნაკვეთების რაოდენობა,
მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების შესახებ მონაცემები, მიწის ნაკვეთების ფართობი ან/და
გვერდების ზომები არ შეესაბამება ამავე მიღება-ჩაბარების აქტის სქემატურ გეგმაში ასახულ მონაცემებს, ან
თუ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთების რაოდენობა არ შეესაბამება მიღება-ჩაბარების აქტში
მითითებული მიწის ნაკვეთების რაოდენობას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის საჭიროა,
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით
დადასტურდეს მიღება-ჩაბარების აქტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო
აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. სისტემური რეგისტრაციის
ფარგლებში იდენტურობა დგინდება სააგენტოს მიერ.
15. თუ 2007 წლის 20 სექტემბრამდე შედგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ
აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ
მინიმალურ
სავალდებულო
მოთხოვნებს,
მაგრამ მასში
მითითებულია დაინტერესებული პირის ვინაობა, უძრავი ნივთის მისამართი (ქალაქი, დაბა ან/და სოფელი)
და
ფართობი,
რეგისტრაციის
საფუძვლად
მისი
გამოყენება
შესაძლებელია
მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლის მიერ ამ კანონის 41 მუხლით დადგენილი წესით მიწის ნაკვეთების იდენტურობისა და
უძრავი ნივთის დაინტერესებული პირის მიერ ფაქტობრივი ფლობის დადასტურების შემთხვევაში.
მუხლი 8. სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია
1. საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირს/მიწის ნაკვეთის
მესაკუთრე ფიზიკურ ან/და კერძო სამართლის იურიდიულ პირსა და მოსარგებლეს შორის ფორმის
დაუცველად (ზეპირად ან წერილობით) დადებული გარიგების არსებობის ფაქტი დგინდება მხარეებს
შორის გაფორმებული წერილობითი შეთანხმებით, რომელზედაც მხარეთა ხელმოწერების ნამდვილობა
დასტურდება კანონით დადგენილი წესით. ეს მოქმედება განიხილება, როგორც გარიგების ხელახლა
დადება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული წერილობითი შეთანხმება და მიწის ნაკვეთის საკადასტრო
აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი საჯარო რეესტრში მოსარგებლის საკუთრების უფლების რეგისტრაციის
საფუძველია.
3. თუ საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირმა ან მესაკუთრე
ფიზიკურმა ან/და კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა მოსარგებლეს გადასცა უფლების
დამადასტურებელი დოკუმენტის ან საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის №327
ბრძანებულების საფუძველზე გაცემული მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის
დედანი, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში მოსარგებლის საკუთრების უფლების რეგისტრაცია
წარმოებს
იმავე
საკადასტრო
ბლოკში
რეგისტრირებული
არანაკლებ
3
მიწის
ნაკვეთის
მესაკუთრის/მესაკუთრეების ან საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე
პირის/პირების თანხმობის საფუძველზე. ამ შემთხვევაში გარიგების ხელახლა დადება არ მოითხოვება.
4. თუ ამ მუხლით გათვალისწინებული წესით საკუთრების უფლების რეგისტრაციისას დადგინდა,
რომ სარეგისტრაციო უძრავ ნივთზე ან საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე
პირის მიმართ რეგისტრირებულია საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა ან იგი მოვალეთა რეესტრში
რეგისტრირებული
ფიზიკური
პირია,
უძრავ
ნივთზე
რეგისტრირდება
საკუთრების
უფლების
რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირის უფლება, ხოლო მოსარგებლის საკუთრების უფლების
რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 9. თვითნებურად დაკავებული მიწა
1.
თუ
სპორადული
რეგისტრაციის
ფარგლებში
საკადასტრო
აღწერის
შედეგებისა
და
სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შეჯერებით დადგინდა, რომ სარეგისტრაციო ობიექტი სრულად ან
ნაწილობრივ არ არის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი, სააგენტო ვალდებულია,
დაინტერესებული პირის თანხმობით, შუამდგომლობით მიმართოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის
აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების
აღიარების კომისიას (შემდგომ – კომისია) კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად მხოლოდ
იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან
დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), ან თუ
მიწის ნაკვეთი დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში
არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავეა (შენობით ან მის გარეშე).
2. შუამდგომლობას უნდა ერთოდეს მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი,
ინფორმაცია დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების
მესაკუთრეების შესახებ, აგრეთვე სარეგისტრაციო დოკუმენტაცია.
3. სააგენტო არ მიმართავს შუამდგომლობით კომისიას, თუ დაინტერესებული პირის მიერ
წარმოდგენილი
ან
სააგენტოში
დაცული/მოძიებული
დოკუმენტაციით/ინფორმაციით
უტყუარად
დგინდება, რომ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება არ ექვემდებარება
აღიარებას „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში)
არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის
მე-2 პუნქტის შესაბამისად.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სააგენტოს უარი კომისიაში
შუამდგომლობის გადაგზავნაზე, დაინტერესებულ პირს არ უზღუდავს უფლებას, თავად მიმართოს
კომისიას საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში კომისია გადაწყვეტილებას
იღებს განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მიღებიდან 3 თვის ვადაში. კომისია უფლებამოსილია,
გადაწყვეტილების მიღებამდე მოუსმინოს შუამდგომლობის ავტორს, ასევე, საჭიროების შემთხვევაში,
ადმინისტრაციული
სამართალწარმოების
ფარგლებში
კონსულტაციისთვის
მიიწვიოს
შესაბამისი
სახელმწიფო უწყების კომპეტენტური წარმომადგენელი/წარმომადგენლები.
მუხლი 10. მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის წესი მხარეთა შორის შეთანხმების მიუღწევლობის
შემთხვევაში
1. მიწის ნაკვეთების სასაზღვრო მიჯნაზე მხარეთა შორის შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში,
თუ დგინდება სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთების სხვა საზღვრები და სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთების
საკადასტრო აგეგმვის შედეგად მიღებული ჯამური ფართობი შეესაბამება უფლების დამადასტურებელ
დოკუმენტებში მითითებული ფართობების ჯამს, მიწის ნაკვეთები რეგისტრირდება მოდავე მხარეთა
თანასაკუთრებად, ერთ საკადასტრო ერთეულად. ამ შემთხვევაში ამონაწერში აისახება ინფორმაცია მიწის
ნაკვეთების სასაზღვრო მიჯნის დაუდგენლობის შესახებ, ხოლო მხარეთა შორის დავას წყვეტს სასამართლო
საზიარო უფლების გაუქმებისათვის დადგენილი წესით ან, მხარეთა შეთანხმებით, მედიატორი
ნოტარიუსი.
2. თუ ორი ან მეტი სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობისას დადგინდა სარეგისტრაციოდ
წარდგენილი მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების ზედდება, ყველა დაინტერესებული პირის მიერ
წარმოდგენილია უფლების დამდგენი დოკუმენტი და სადავო ნაწილის ფართობი თითოეული აგეგმილი
მიწის ნაკვეთის ფართობს 30 პროცენტზე მეტით არ აღემატება, ნაკვეთებს შორის არ არსებობს მყარი
სასაზღვრო მიჯნა და უფლების დამდგენი დოკუმენტებით ან/და საჯარო რეესტრში დაცული/მოძიებული
ინფორმაციით შეუძლებელია მიწის ნაკვეთების ზუსტი ადგილმდებარეობის განსაზღვრა, ამასთან, მხარეთა
შორის სანოტარო მედიაცია ვერ განხორციელდა/მორიგებით ვერ დასრულდა, თითოეული მიწის ნაკვეთი
რეგისტრირდება დაინტერესებული პირების მიერ მითითებული საზღვრების გათვალისწინებით. ამ
შემთხვევაში საჯარო რეესტრიდან ამონაწერებში აისახება ინფორმაცია დავის არსებობისა და მიწის
ნაკვეთების სადავო ნაწილის ფართობების თაობაზე, ხოლო საკადასტრო გეგმაზე აღინიშნება სადავო
ნაწილი. მიწის ნაკვეთების სადავო ნაწილის კუთვნილების თაობაზე მხარეთა შორის წარმოშობილი
სამოქალაქო დავა გადაწყდება სასამართლოსთვის მიმართვის გზით.
3. თუ სპორადული რეგისტრაციისას მიმდინარე ორი ან მეტი სარეგისტრაციო წარმოების
ფარგლებში დადგინდა სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების
ზედდება, ყველა დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილია უფლების დამდგენი დოკუმენტი და
სადავო ნაწილის ფართობი რომელიმე აგეგმილი მიწის ნაკვეთის ფართობს 30 პროცენტზე მეტით
აღემატება, ნაკვეთებს შორის არ არსებობს მყარი სასაზღვრო მიჯნა და უფლების დამდგენი დოკუმენტებით
ან/და საჯარო რეესტრში დაცული/მოძიებული ინფორმაციით შეუძლებელია მიწის ნაკვეთების ზუსტი
ადგილმდებარეობის
განსაზღვრა,
ამასთან,
მხარეთა
შორის
სანოტარო
მედიაცია
ვერ
განხორციელდა/მორიგებით ვერ დასრულდა, სააგენტო იღებს ყველა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის
შესახებ გადაწყვეტილებას. მიწის ნაკვეთების სადავო ნაწილის კუთვნილების თაობაზე მხარეთა შორის
წარმოშობილი სამოქალაქო დავა გადაწყდება სასამართლოსთვის მიმართვის გზით.
4. თუ ორი ან მეტი სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობისას სარეგისტრაციოდ წარდგენილი
მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ზედდება, ყველა დაინტერესებულ პირს
წარმოდგენილი აქვს ან სარეგისტრაციო წარმოებისას მოძიებულია ყველა დაინტერესებული პირის
უფლების დამდგენი დოკუმენტები და სააგენტოს ხელთ არსებული დოკუმენტაციის საფუძველზე მაინც
ვერ დგინდება სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთების ზუსტი მდებარეობა, სააგენტო მხარეებს შესთავაზებს
დავის გადაწყვეტას სანოტარო მედიაციის გზით.
5. თუ სარეგისტრაციოდ წარდგენილი და რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო
მონაცემებს შორის არსებობს ზედდება, სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით წარმოდგენილია
ან სარეგისტრაციო წარმოებისას მოძიებულია უფლების დამდგენი დოკუმენტი, სააგენტო მხარეებს
შესთავაზებს დავის გადაწყვეტას სანოტარო მედიაციის გზით. სანოტარო მედიაციის დანიშვნამდე,
სააგენტო ვალდებულია გადაამოწმოს რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის უფლებრივი და საკადასტრო
მონაცემების შესაბამისობა მასთან დაცულ დოკუმენტაციასთან/ინფორმაციასთან.
6. თუ ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სანოტარო მედიაცია
მორიგებით
ვერ
დასრულდა,
სააგენტო
იღებს
სარეგისტრაციო
წარმოების
შეწყვეტის
შესახებ
გადაწყვეტილებას, ხოლო დაინტერესებულ პირებს შორის სადავო მიწის ნაკვეთის კუთვნილების თაობაზე
წარმოშობილი სამოქალაქო დავა გადაწყდება სასამართლოსთვის მიმართვის გზით.
მუხლი 11. მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის განსაკუთრებული პირობები
1. თუ სპორადული ან სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების
მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციისა და საკადასტრო აღწერის შედეგების
შეჯერებით დადგინდა, რომ მყარი სასაზღვრო მიჯნით შემოსაზღვრული მიწის ნაკვეთის ფართობი
სარეგისტრაციო დოკუმენტში მითითებულ ფართობს, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში
რეგისტრირებულ ფართობს ან ტექნიკური აღრიცხვის არქივის სააღრიცხვო ბარათში მითითებულ
დაუზუსტებელ ფართობს არაუმეტეს 15 პროცენტით აღემატება, მიწის ნაკვეთი რეგისტრირდება მისი
საკადასტრო აღწერის შედეგად დადგენილი, მყარი სასაზღვრო მიჯნით შემოსაზღვრული ფართობის
შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მოთხოვნილია საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე საკუთრების
უფლების/უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია. ეს წესი არ ვრცელდება იმ უძრავ ნივთებზე, რომლებიც
შესყიდულია სახელმწიფოს ან/და მუნიციპალიტეტის ორგანოებისაგან ან, რომლებზეც საკუთრების
უფლება აღიარებულია კომისიის მიერ.
2. თუ სპორადული ან სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე
უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციისა და საკადასტრო აღწერის შედეგების შეჯერებით
დადგინდა, რომ მყარი სასაზღვრო მიჯნით შემოსაზღვრული მიწის ნაკვეთის ფართობი აღემატება
სარეგისტრაციო დოკუმენტში მითითებულ ფართობს, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში
რეგისტრირებულ ფართობს ან ტექნიკური აღრიცხვის არქივის სააღრიცხვო ბარათში მითითებულ
დაუზუსტებელ ფართობს, საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება/უფლებაში ცვლილება
რეგისტრირდება მისი საკადასტრო აღწერის შედეგად დადგენილი, მყარი სასაზღვრო მიჯნით
შემოსაზღვრული ფართობის შესაბამისად.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მყარი სასაზღვრო მიჯნით
შემოსაზღვრული მიწის ნაკვეთის მიღმა ფართობზე საკუთრების უფლება/უფლებაში ცვლილება
რეგისტრირდება მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ცნობით, რომლითაც დადასტურდება, რომ
მოცემული ფართობი ასევე გაცემულია საკარმიდამო, ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად.
4. სპორადული და სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში საკუთრების უფლების რეგისტრაციისას,
ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის მიერ
გაცემული ცნობის, მე-7 მუხლის მე-9 პუნქტისა და ამ მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე
რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ჯამური ფართობი ერთ ფიზიკურ პირზე ან კომლზე (კომლის
წევრებზე) არ უნდა აღემატებოდეს ბარში 1.25 ჰა-ს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების
შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებებში - 5 ჰა-ს.
მუხლი 12. მიწის ნაკვეთის განაშენიანების ფართობზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის წესი
1. საჯარო რეესტრში შენობა-ნაგებობაზე რეგისტრირებული საკუთრების უფლება ვრცელდება ამ
შენობა-ნაგებობის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის განაშენიანების ფართობზე. რეგისტრირებულ
მონაცემებში ცვლილება რეგისტრირდება მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის
შესაბამისად.
2. თუ უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ განკარგულია მხოლოდ შენობა-ნაგებობა, მიწის
ნაკვეთის გარეშე, დაინტერესებული პირის საკუთრების უფლება რეგისტრირდება შენობა-ნაგებობასა და ამ
შენობა-ნაგებობის მიერ დაკავებულ მიწის ნაკვეთზე, შენობა-ნაგებობის განაშენიანების ფართობის
შესაბამისად.
3. თუ მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციისა და საკადასტრო აღწერის
შედეგების შეჯერებით დადგინდა, რომ შენობა-ნაგებობის ფართობი ან/და კონფიგურაცია შესაბამისი
სამართლებრივი საფუძვლის გარეშეა შეცვლილი, საკუთრების უფლება რეგისტრირდება შენობა-ნაგებობის
მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის განაშენიანების ფართობის შესაბამისად, თუ განაშენიანების ფართობი
სარეგისტრაციო დოკუმენტში მითითებულ ფართობს არაუმეტეს 10 პროცენტით აღემატება.
4. თუ მიწის ნაკვეთის განაშენიანების ფართობი სარეგისტრაციო დოკუმენტში მითითებულ
ფართობს 10 პროცენტზე მეტით აღემატება, შენობა-ნაგებობის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის
განაშენიანების მთელ ფართობზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია დასაშვებია, თუ ზედმეტად
დაკავებულ ფართობზე წარდგენილია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლების
დამადასტურებელი დოკუმენტი. ზედმეტად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი
დოკუმენტის სააგენტოსთვის წარუდგენლობის შემთხვევაში, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება
რეგისტრირდება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ განაშენიანების ფართობზე, ამ
მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული დასაშვები შეღავათის გათვალისწინებით.
მუხლი 13. არასრულყოფილი ან ურთიერთშეუსაბამო საიდენტიფიკაციო მონაცემების არსებობისას
უფლების რეგისტრაციის წესი
1. საქართველოს მოქალაქისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის იდენტიფიცირებისა და
პირადობის დადასტურებისათვის გამოიყენება იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში
მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს
ელექტრონულ მონაცემთა ბაზა.
2. თუ დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტსა და სარეგისტრაციო
დოკუმენტში მითითებული სახელები ან/და გვარები ერთმანეთს არ შეესაბამება, გადაწყვეტილება მიიღება
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
თავი III
სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შესრულება
მუხლი 14. სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მიწის ნაკვეთების ადგილმდებარეობის დადგენისა
და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შესრულების წესები
1. სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების
დაწყების
საფუძველია
მიწის
ნაკვეთის
ადგილმდებარეობის
იდენტიფიცირება
მიწის
ნაკვეთის
მესაკუთრის, საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირის, მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლის ან/და შესაბამის გეოგრაფიულ არეალში არსებული სხვა მიწის ნაკვეთის
მესაკუთრის/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირის მითითების
საფუძველზე.
2. სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების
შესრულებაზე უფლებამოსილია „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „შ“
ქვეპუნქტით განსაზღვრული სერტიფიცირებული ფიზიკური პირი.
3. განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის
ფარგლებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყებას უზრუნველყოფს განსაკუთრებული
სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განმახორციელებელი. სარეგისტრაციო
უძრავი ნივთის ადგილმდებარეობისა და საზღვრის იდენტიფიცირების, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი
სამუშაოების სრულყოფილად შესრულებისა და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მონაცემთა
სისწორეზე პასუხისმგებელია განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის
პროექტის განმახორციელებელი.
4.
განსაკუთრებული
განმახორციელებელი
სახელმწიფოებრივი
უფლებამოსილია
და
სააგენტოს
საზოგადოებრივი
წარუდგინოს
მნიშვნელობის
განცხადება
მიწის
პროექტის
ნაკვეთზე
დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, თუ საკუთრების უფლების
დამადასტურებელი
დოკუმენტი
გაცემულია
ადმინისტრაციული
ორგანოს/თანამდებობის
პირის,
ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს მონაწილეობით.
5. საჭიროების შემთხვევაში, მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდებარეობას (მიწის ნაკვეთის საზღვრებსა
და კონფიგურაციას მომიჯნავე მიწის ნაკვეთებთან მიმართებით) ადასტურებენ მოცემულ გეოგრაფიულ
არეალში მდებარე სხვა მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის
უფლების მქონე პირები.
6. სისტემური რეგისტრაციის
გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის
ფარგლებში, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით
ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი/დაზუსტებული
საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო
აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა დგინდება სააგენტოს მიერ, ხოლო
განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის ფარგლებში –
განსაკუთრებული
სახელმწიფოებრივი
და
საზოგადოებრივი
მნიშვნელობის
პროექტის
განმახორციელებლის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
7. სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა/საკუთრების
უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირთა მიერ მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი
მდებარეობის დადასტურებაზე უარის თქმის ან მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრის/საკუთრების
უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის
არარსებობის შემთხვევაში, მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდებარეობას ადგენს სააგენტო საქმისათვის
არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების შეფასებისა და შეჯერების საფუძველზე, სათანადო
მტკიცებულებებზე დაყრდნობით.
8. განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის
ფარგლებში მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის
უფლების მქონე პირთა მიერ მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობის დადასტურებაზე უარის თქმის ან
მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრის/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე
პირის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის არარსებობის შემთხვევაში მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ
მდებარეობას ადგენს განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის
პროექტის განმახორციელებელი, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების
შეფასებისა და შეჯერების საფუძველზე, სათანადო მტკიცებულებებზე დაყრდნობით.
9. სააგენტოს/განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის
განმახორციელებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით
შესაძლებელია
როგორც ცალკეული მიწის ნაკვეთების, ისე სარეგისტრაციო ბლოკში შემავალი მიწის ნაკვეთების ან მათი
ნაწილის ფაქტობრივი მდებარეობის ერთობლივად დადგენა.
10. ამ მუხლით განსაზღვრული მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობის დადგენის წესი არ
გამოიყენება, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის
ფაქტობრივი მდებარეობა.
11.
სისტემური
რეგისტრაციის
ფარგლებში
მოპოვებული
უფლებრივი
და
საკადასტრო
ინფორმაციის/დოკუმენტაციის საფუძველზე შედგენილ სარეგისტრაციო ბლოკის საბოლოო გეგმას და
მასში შემავალი მიწის ნაკვეთების ფაქტობრივ მდებარეობას, საკადასტრო აღწერის შედეგების საკადასტრო
რუკაზე ასახვისა და საჯარო გაცნობისთვის გამოქვეყნების შემდეგ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი
აქტით
ადასტურებს
სააგენტო
ან
განსაკუთრებული
სახელმწიფოებრივი
და
საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განმახორციელებელი.
მუხლი 15. საკადასტრო აღწერის შედეგების საჯარო გაცნობისათვის წარდგენა
1. სარეგისტრაციო ბლოკში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოებისა და სარეგისტრაციო
დოკუმენტაციის მომზადების დასრულებისთანავე, საკადასტრო აღწერის შედეგად შედგენილი
საკადასტრო რუკა მესაკუთრეთა/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირთა
და მოსარგებლეთა მონაცემების მითითებით, საჯარო გაცნობისათვის ქვეყნდება სააგენტოს ოფიციალურ
ვებგვერდზე
(www.napr.gov.ge),
განსაკუთრებული
სახელმწიფოებრივი
და
საზოგადოებრივი
მნიშვნელობის პროექტის ფარგლებში – განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი
მნიშვნელობის პროექტის განმახორციელებლის ოფიციალურ ვებგვერდზე, აგრეთვე მუნიციპალიტეტის
ოფიციალურ ვებგვერდზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მუნიციპალიტეტში თვალსაჩინო ადგილზე,
რაც შესაბამის დასახლებაში მცხოვრებ პირებს მისი გაცნობის საშუალებას მისცემს.
2. დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული
საკადასტრო
რუკის
გამოქვეყნებიდან
1
თვის
ვადაში,
ერთჯერადად
მიმართონ
სააგენტოს/განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის
განმახორციელებელს, საკადასტრო აღწერის კონკრეტული შედეგების გადამოწმების მოთხოვნით.
ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ უფლებები რეგისტრირდება საკადასტრო რუკაზე ასახული
ინფორმაციის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მიმდინარეობს მიწის ნაკვეთის საკადასტრო
აღწერის კონკრეტული შედეგების გადამოწმება.
3. მიწის ნაკვეთების საკადასტრო აღწერის შედეგების საჯარო გაცნობისათვის წარდგენის, მათი
გადამოწმებისა და შესაბამისი ცვლილებების შეტანის წესი განისაზღვრება ინსტრუქციით.“.
5. IV თავი ამოღებულ იქნეს.
6. V და VI თავები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი V
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების სარეგისტრაციო დოკუმენტების ლეგალიზება
მუხლი 17. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების სარეგისტრაციო დოკუმენტების
ლეგალიზების საფუძვლები
1. ამ კანონის შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე უფლებები
რეგისტრირდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შედგენილი სარეგისტრაციო
დოკუმენტების საფუძველზე.
2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შედგენილად ითვლება სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე გაცემული შემდეგი დოკუმენტები:
ა) მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი, თუ მასში მითითებულია
მესაკუთრე, მიწის ნაკვეთის ფართობი და მასზე დატანილია მიწის რეფორმის კომისიის, მუნიციპალიტეტის
ან სხვა უფლებამოსილი ორგანოს ბეჭედი, მიუხედავად იმისა, მასში მითითებულია თუ არა მიღებაჩაბარების აქტის გაცემის წელი;
ბ) მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც არ შეესაბამება „საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთათვის
სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე დოკუმენტაციის გაფორმების რეგულირების შესახებ“
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 28 ივნისის №503 დადგენილებით
დამტკიცებულ ფორმას, მაგრამ აკმაყოფილებს ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
გ) მებაღეობის ამხანაგობის მიერ გაცემული მებაღის წიგნაკი, რომელშიც მითითებულია მებაღეობის
დასახელება, მიწის ნაკვეთის ფართობი და რომელზეც დატანილია მებაღეობის ამხანაგობის ბეჭედი,
მიუხედავად იმისა, მასში მითითებულია თუ არა მებაღის წიგნაკის გაცემის წელი;
დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე კოოპერაციული სასოფლო-სამეურნეო
საწარმოს მშრომელთა საერთო კრებისა და კოოპერაციული სასოფლო-სამეურნეო საწარმოს სხდომის მიერ
მიღებული
გადაწყვეტილებები,
რომლებიც
დადასტურებულია/დადასტურებული
იქნება
მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ;
ე) განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, რომელიც არ არის
დამტკიცებული
სოფლის
(დაბის)
ყრილობაზე
(საერთო
კრებაზე),
მაგრამ
დადასტურებულია/დადასტურებული იქნება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ.
3. თუ მებაღეობის ამხანაგობის მიერ გაცემული მებაღის წიგნაკი არ არის შევსებული
კანონმდებლობით დადგენილი წესით ან ის არ იძებნება, მაგრამ დაინტერესებულ პირზე გაცემულია
სააგარაკო სახლის პროექტი, რომელიც დამოწმებულია შესაბამისი ბეჭდით და რომელზეც დატანილია
დაინტერესებული პირის სახელი და გვარი, სააგენტო უფლებამოსილია დაარეგისტრიროს საკუთრების
უფლება შესაბამისი მებაღეობის ამხანაგობის სხვა წევრებისთვის დადგენილი მიწის ნაკვეთის ფართობის
ზღვრული ოდენობით.
4. მებაღეობის ამხანაგობის მიერ გაცემულ მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მებაღის
წიგნაკის გარეშე წარმოებს იმ შემთხვევაში, თუ საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციით დასტურდება
პირის მებაღეობის ამხანაგობის წევრად მიღება, საწევრო შენატანის ან/და ყოველთვიური საწევრო
შესატანების გადახდა, ან პირი შეყვანილია ამხანაგობის წევრთა სიაში. ამ შემთხვევაში სააგენტო
უფლებამოსილია დაარეგისტრიროს საკუთრების უფლება შესაბამისი მებაღეობის ამხანაგობის სხვა
წევრებისთვის დადგენილი მიწის ნაკვეთის ფართობის ზღვრული ოდენობით.
5. მებაღეობის ამხანაგობის მიერ გაცემული დოკუმენტაციის საფუძველზე საკუთრების უფლების
რეგისტრაციის დამატებითი პირობები განისაზღვრება ინსტრუქციით.
6. ამ კანონით მებაღის წიგნაკთან დაკავშირებით დადგენილი შეღავათიანი წესები ასევე ვრცელდება
მებაღის საწევრო წიგნაკზე.
7. მეხილეობის, მევენახეობის, მერძევეობის ან სხვა სახის მეურნეობის მიერ გაცემული აქტის
საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია წარმოებს იმ შემთხვევაში, თუ ეს აქტი შეიცავს
ბრიგადირის ან მიწის რეფორმის კომისიის წევრის ხელმოწერასა და ბეჭედს.
თავი VI
დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალება (სანოტარო მედიაცია)
მუხლი 18. სანოტარო მედიაციის ზოგადი წესი
1. ამ კანონის საფუძველზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოების პროცესში მხარეთა შორის
კერძოსამართლებრივი დავის გამოვლენის შემთხვევაში, სააგენტო ამ დავის გადასაწყვეტად სავალდებულო
წესით მიმართავს სანოტარო მედიაციას. მედიატორი ნოტარიუსი მხარეებს აცნობს სანოტარო მედიაციის
პირობებს და მათი თანხმობით ნიშნავს შეხვედრის დროსა და ადგილს.
2. სანოტარო მედიაცია სრულდება მედიატორი ნოტარიუსისთვის მიმართვიდან არაუგვიანეს 3
კვირისა. მხარეთა მიერ შეთანხმების მიუღწევლობის
რეგისტრირდება ამ კანონით დადგენილი წესით.
შემთხვევაში
მიწის
ნაკვეთზე
უფლება
3. საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მხარეებს არ უზღუდავს
უფლებას, დავის გადასაწყვეტად მიმართონ სანოტარო მედიაციას.
4. დავის სპეციფიკისა და სირთულის გათვალისწინებით, სანოტარო მედიაციას წარმართავს ერთი ან
ერთზე მეტი მედიატორი ნოტარიუსი.
მუხლი 19. მედიატორი ნოტარიუსის შერჩევის წესი
1. სანოტარო მედიაციის პროცესს წარმართავს (წარმართავენ) სპეციალური ცოდნის მქონე
მედიატორი ნოტარიუსი (მედიატორი ნოტარიუსები).
2. მედიატორ ნოტარიუსს მოდავე მხარეები შეარჩევენ სააგენტოს მიერ წინასწარ განსაზღვრული
მედიატორი ნოტარიუსების სიიდან, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. შეუთანხმებლობის შემთხვევაში
მედიატორ ნოტარიუსს ირჩევს სააგენტო.
3. მედიატორ ნოტარიუსად შეირჩევა ნეიტრალური და მიუკერძოებელი ნოტარიუსი, რომელიც
ვალდებულია, ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში, წინასწარ განაცხადოს ამის შესახებ.
მუხლი 20. სანოტარო მედიაციის პროცესი
1. სანოტარო მედიაციის სხდომა იმართება
მედიაციისათვის წინასწარ განსაზღვრულ ადგილას.
სანოტარო
ბიუროში ან
ნოტარიუსის მიერ
2. სანოტარო მედიაციის პროცესი კონფიდენციალურია. დაუშვებელია მედიატორისაგან იმ
გარემოებათა შესახებ ახსნა-განმარტების მიღება, რომლებიც მას მხარეებმა სანოტარო მედიაციის პროცესში
გაანდეს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მხარეები თავად განაცხადებენ თანხმობას შესაბამისი ინფორმაციის
გამჟღავნებაზე.
3. მხარეთა შორის მოლაპარაკების ხელშეწყობისა და საერთო ინტერესების გამოკვეთის მიზნით,
მედიატორი ნოტარიუსი მხარეებთან მართავს როგორც ინდივიდუალურ, ისე ერთობლივ შეხვედრებს.
4. შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, მხარეთა შორის ფორმდება მორიგების აქტი, რომელსაც ხელს
აწერენ მხარეები და მედიატორი ნოტარიუსი.
5. მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში, მედიატორი ნოტარიუსი ადგენს ოქმს, რომელსაც ხელს
აწერენ მხარეები და მედიატორი ნოტარიუსი.
6. სანოტარო მედიაციის შედეგად გაფორმებული მორიგების აქტი მიწის ნაკვეთზე უფლების
რეგისტრაციის საფუძველია.
7. ამ კანონის მიზნებისთვის სანოტარო მედიაციის დანიშვნის წინაპირობები, სააგენტოს მიერ
მედიატორი ნოტარიუსების სიის შედგენის, მედიატორი ნოტარიუსის შერჩევისა და სანოტარო მედიაციის
წარმართვის წესები განისაზღვრება ინსტრუქციით.“.
7. VII თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი VII
სააგენტოს გადაწყვეტილების მიღებისა და გასაჩივრების წესი“.
8. 21-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4.
სისტემური
რეგისტრაციისას
საკადასტრო
აგეგმვითი/აზომვითი
სამუშაოების
შესახებ
შეტყობინება ასევე ქვეყნდება საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყებამდე არაუგვიანეს 15
კალენდარული დღისა.“.
9. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 23. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულებანი
1. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის
გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის
შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის №327 ბრძანებულებისა და „საქართველოს
ტერიტორიაზე არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების
რეგისტრაციასა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხის
მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 ივნისის №231 დადგენილების საფუძველზე
შედგენილი და საჯარო რეესტრში დაცული საკადასტრო მონაცემები ამ კანონის მიზნებისათვის შეიძლება
გამოყენებულ იქნეს მიწის ნაკვეთის მდებარეობის შესახებ დამატებით ინფორმაციად, რომელიც
ექვემდებარება დაზუსტებას, შეცვლას ან გაუქმებას.
2. ამ კანონის მიზნებისათვის სააგენტო უფლებამოსილია სარეგისტრაციოდ წარდგენილი
საკადასტრო მონაცემების, დოკუმენტაციის ან/და ინფორმაციის საფუძველზე დააზუსტოს, შეცვალოს,
ძალადაკარგულად გამოაცხადოს ან ბათილად ცნოს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის
საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს
მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16
მაისის №327 ბრძანებულებისა და „საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასა და საკადასტრო მონაცემების
სრულყოფასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხის მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს მთავრობის
2012
წლის
28
ივნისის
№231
ურთიერთშეუსაბამო მონაცემები.
დადგენილების
საფუძველზე
რეგისტრირებული
მცდარი
ან
3.
2022
წლის
1
იანვრამდე
ამ
კანონის
ფარგლებში
განსახორციელებელი
სამუშაოები
(დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია, გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება, სანოტარო
მედიაცია, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, ფაქტების კონსტატაცია) უსასყიდლოდ
(საზღაურის გარეშე) სრულდება და მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება/მასში ცვლილება
რეგისტრირდება საფასურის გადახდის გარეშე.
4. სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ გეოგრაფიულ
არეალებში მდებარე უძრავ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა 2022 წლის 1 იანვრამდე წარმოებს
საზღაურის გადახდევინების გარეშე.
5. სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში შესრულებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი
სამუშაოები შესაძლებელია ანაზღაურდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
მინისტრის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესის შესაბამისად, სისტემური რეგისტრაციის
ფარგლებში
მინისტრის
ბრძანებით
დამტკიცებულ
გეოგრაფიულ
არეალებში
საკადასტრო
აგეგმვით/აზომვით სამუშაოებს უსასყიდლოდ ახორციელებს სააგენტო, ხოლო განსაკუთრებული
სახელმწიფოებრივი
და
საზოგადოებრივი
მნიშვნელობის
პროექტის
ფარგლებში
შესრულებულ
საკადასტრო აგეგმვით/აზომვით სამუშაოებს ანაზღაურებს განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და
საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განმახორციელებელი.
6. სპორადული და სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, ამ კანონის ამოქმედებიდან 2021 წლის 1
იანვრამდე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია გავლენას არ ახდენს
„სოციალური
დახმარების
შესახებ“
საქართველოს
ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებაზე.
7.
სისტემური
და
სპორადული
ორგანოებში/აღიარების
კომისიებში
ამ
კანონით
განსაზღვრულ
რეგისტრაციის
ფარგლებში
კანონის
ამოქმედებამდე
ოჯახის
სოციალურ-
მუნიციპალიტეტების
გაგზავნილ
იმ
წერილებთან/შუამდგომლობებთან დაკავშირებით, რომლებზეც კანონით დადგენილ ვადაში პასუხი არ
გაცემულა, ამ კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული 3 თვიანი ვადა აითვლება 2020 წლის 1
იანვრიდან.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტში მითითებული წერილების/შუამდგლომლობების განხილვისას,
მუნიციპალიტეტი ან შესაბამისი აღიარების კომისია უფლებამოსილია, ადმინისტრაციული წარმოების
ფარგლებში
კონსულტაციისთვის
მიიწვიოს
შესაბამისი
სახელმწიფო
უწყების
კომპეტენტური
წარმომადგენელი/წარმომადგენლები.“.
10. 25-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
2020 წლის 1 იანვრამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა უზრუნველყოს სათანადო
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
მუხლი 3
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და
სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების
სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
2016 წლის 31 ივლისს ამოქმედდა „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის
ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და
საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი. საკანონმდებლო
რეფორმის მიზანს იმ სირთულეების აღმოფხვრა წარმოადგენდა, რომლებსაც მიწის
ნაკვეთების მფლობელები საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცესში აწყდებოდნენ.
კანონის თანახმად, მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცედურა
გამარტივდა, მოიხსნა ის ბიუროკრატიული თუ ფინანსური ბარიერები, რომლებიც
მესაკუთრეს ექმნებოდა ამ პროცესში. კანონის ფარგლებში, დოკუმენტაციის მოძიება და
სისტემატიზაცია, გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება, სანოტარო მედიაცია, მიწის
ნაკვეთზე
საკუთრების
უფლების
აღიარება,
ფაქტების
კონსტატაცია
უსასყიდლოდ
(საზღაურის გარეშე) სრულდება, ხოლო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება და მასში
ცვლილება სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე
რეგისტრირდება. ამრიგად, მოქმედი კანონი უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების
რეგისტრაციის პროცედურების გამარტივებასა და მესაკუთრის უფლებების დაცვაზეა
ორიენტირებული. თავდაპირველად, კანონის მოქმედების ვადად 2018 წლის 1 ივლისი
განისაზღვრა. შემდგომში, მისი აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, კანონის
მოქმედების ვადა სამჯერ გაგრძელდა და ბოლო რედაქციით, მისი მოქმედების ვადა 2020
წლის 1 იანვარს იწურება.
შედეგად, 2016 წლის 1 აგვისტოდან 2019 წლის 1 ოქტომბრამდე, დარეგისტრირდა 730
000-ზე მეტი მიწის ნაკვეთი, რომელთა ფართობი ჯამში დაახლოებით 515 382 ჰექტარს
შეადგენს (შედარებისთვის, დამოუკიდებლობის აღდგენიდან 2016 წლის 1 აგვისტომდე
რეგისტრირებული იყო სულ 1 280 000 მიწის ნაკვეთი, საერთო ჯამური ფართით - 1 212 173
ჰექტარი).
მიწის რეგისტრაციის რეფორმის დაწყებიდან 2019 წლის 1 ოქტომბრამდე
მოსახლეობისათვის უფასო, გამარტივებული სერვისების მიწოდების შედეგად, მოქალაქეების
მიერ დაზოგილმა ჯამურმა თანხამ 40 მილიონ ლარამდე შეადგინა.
2016 წლის 31 ივლისიდან 2019 წლის 1 ოქტომბრამდე მიწის რეგისტრაციის რეფორმის
ფარგლებში სააგენტომ განიხილა 6 202 ადმინისტრაციული საჩივარი, რომელთაგან 1 994
საქმეზე ადმინისტრაციული საჩივარი სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო 4 208
საქმეზე მიღებულ იქნა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის
შესახებ გადაწყვეტილება.
მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში განხილულ საქმეებთან დაკავშირებით
საერთო სასამართლოებში წარდგენილ იქნა 1 592 სარჩელი. აქედან, 2019 წლის 1 ოქტომბრის
მდგომარეობით, პირველი ინსტანციის სასამართლოებმა გადაწყვეტილება მიიღეს სულ 790
საქმეზე, საიდანაც 504 საქმეზე სარჩელი არ დაკმაყოფილდა ან დავა მოგვარდა, ხოლო 286
საქმეზე - სარჩელი სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
მიწის
რეგისტრაციის
რეგისტრირებული
მიწის
რეფორმის
ნაკვეთების
შედეგები,
რაოდენობა
და
მათ
შორის,
ფართობი,
უსასყიდლოდ
უძრავ
ნივთებზე
რეგისტრირებული უფლებრივი და საკადასტრო მონაცემების მაღალი ხარისხი, პროცესში
მოსახლეობის აქტიური ჩართულობა და რეფორმის ფარგლებში სააგენტოსა და მოქალაქეს
შორის საფუძვლიან დავათა მცირე ოდენობა უდავოდ ადასტურებს, რომ 2016 წელს
დაწყებული მიწის რეგისტრაციის რეფორმა წარმატებულია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია,
რომ კანონით დადგენილი შეღავათები და
ორიენტირებული მთელი რიგი პროცედურები
მოქალაქის ინტერესების დაცვაზე
არ იყოს დროებითი და კანონის
მუდმივმოქმედ ნორმებად იქცეს. ამასთან, 3 წლიანმა მიწის რეგისტრაციის ახლებურმა
პროცესმა და სარეგისტრაციო პროცესში მიღებულმა გამოცდილებამ შესაძლებელი გახადა
ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობისა და არსებული
პრობლემების დეტალური ანალიზი, რის საფუძველზეც შესაძლებელია გამოვლენილი
ხარვეზების კანონის ძალით გასწორება. წარმოდგენილი კანონის პროექტში ასახული
რეგულაციები
უფრო
მეტად
გაამარტივებს
საკუთრების
უფლების
მოპოვებას
და
სარეგისტრაციო პროცესს კიდევ უფრო მოარგებს მოქალაქის ინტერესს.
2016 წელს მიღებული ზემომითითებული კანონის შესაბამისად, მიწის რეგისტრაციის
რეფორმის ფარგლებში სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მოძიებასა და სისტემატიზაციას
ახდენს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ - საჯარო რეესტრის
ეროვნული სააგენტო (შემდგომში - სააგენტო). ამ მიზნით, სააგენტოსა და მიწის
რეგისტრაციის პროცესში ჩართულ ადმინისტრაციულ ორგანოებში (მათ შორის,
მუნიციპალიტეტების ორგანოებში) დაინერგა დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემები;
უზრუნველყოფილ
იქნა
დოკუმენტაციის
მარტივად,
სწრაფად
მიმოცვლა.
კანონის
ამოქმედებამდე დაინტერესებული პირი ვალდებული იყო, საკუთარი რესურსით და ხარჯით
მოეპოვებინა და სააგენტოსთვის წარედგინა მიწაზე მისი საკუთრების დამადასტურებელი
სრული დოკუმენტაცია, დოკუმენტებში ხარვეზების არსებობის შემთხვევებში კი სააგენტო
ქონების რეგისტრაციაზე უარს ამბობდა. დოკუმენტების ხელახლა შეგროვება და
გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა მიწის მესაკუთრის ვალდებულებას წარმოადგენდა −
სხვაგვარად მისი საკუთრება ვერ დარეგისტრირდებოდა. კანონის ამოქმედების შემდეგ კი
სააგენტო უშუალოდ, სრული მოცულობით წარმართავს რეგისტრაციის პროცესს, რაც
დაინტერესებული
პირისათვის
საკუთრების/სარგებლობის
დამადასტურებელი
დოკუმენტაციის, მათ შორის, საარქივო დოკუმენტაციის, მოძიებასაც მოიცავს.
მას შემდეგ რაც გამარტივებული პროცედურები ამოქმედდა, მიწის ნაკვეთზე
საკუთრების უფლების რეგისტრაციისას მოქალაქეები უფასოდ სარგებლობენ სხვადასხვა
მომსახურებით. კერძოდ, საფასურის გარეშე ხორციელდება შემდეგი მომსახურება:
დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია, ნოტარიუსის მიერ გარიგებაზე მხარეთა
ხელმოწერის დამოწმება, მედიაცია, მათ შორის, სანოტარო მედიაცია; მიწის ნაკვეთზე
საკუთრების უფლების აღიარება; ფაქტების კონსტატაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების
უფლების პირველადი რეგისტრაცია; საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის გარეშე
რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების დაზუსტება, რაც ელექტრონული ნახაზის გარეშე
არსებული მონაცემების დაზუსტების მიზნით ცვლილების რეგისტრაციას გულისხმობს.
კანონმა მუნიციპალიტეტებიც მთელი რიგი უფლებამოსილებებით აღჭურვა და
განსაზღვრა ამ უფლებამოსილების განხორციელების წესი და პირობები. კერძოდ, თუ
სააგენტოში დაცული და ყველა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოდან
გამოთხოვილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საფუძველზე, გარემოებათა სრულყოფილი
გამოკვლევის შედეგად, ვერ
დადგინდება სარეგისტრაციო
ადგილმდებარეობა,
უფლებამოსილია
სააგენტო
მიწის ნაკვეთის ზუსტი
სარეგისტრაციო
პროცესში
ჩართოს
შესაბამისი მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი, რომელიც აღჭურვილია უფლების დამდგენ
დოკუმენტში მითითებული/საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით
რეგისტრირებული და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთების
იდენტურობის დადგენის უფლებამოსილებით.
კანონის საფუძველზე, მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის
პროცესი ორ მიმართულებად დაიყო და მიმდინარეობს სპორადული და სისტემური წესით.
რეფორმამდე არსებულ მდგომარეობასთან შედარებით, სპორადული რეგისტრაციის
ფარგლებში, სააგენტოსთვის მოქალაქეთა მიმართვიანობა გაზრდილია დაახლოებით 400
პროცენტით. მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით სააგენტოს
ყოველდღიურად წარედგინება 1500-დან 2000-მდე განცხადება, ცალკეულ შემთხვევებში კი
განცხადებების
რაოდენობამ
დღეში
5000-ს
გადააჭარბა.
2019
წლის
ოქტომბრის
მდგომარეობით 51 800-ზე მეტ განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში
მიმდინარეობს სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან საჭირო დოკუმენტაციის
მოძიების პროცესი, ხოლო დაახლოებით 44 529 განცხადება საკუთრების უფლების აღიარების
თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ
ორგანოსთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების
კომისიებშია გადაგზავნილი.
მიწის რეგისტრაციის რეფორმამ აჩვენა სპორადული რეგისტრაციის ახალი წესის
უფრო მყარად დანერგვის მართებულობა, რაც მოქალაქეთა მაღალი აქტივობითა და
რეგისტრირებული უფლებების რაოდენობით დასტურდება. თუმცა, რადგანაც რეფორმა 2020
წლის 1 იანვრამდე მიმდინარეობს, საჭიროა რეგისტრაციის გამარტივებულმა წესმა
იმოქმედოს არა მხოლოდ რეფორმის ფარგლებში, არამედ იგი რეგისტრაციის ზოგად წესად
იქცეს, რა მიზანსაც ემსახურება წინამდებარე კანონპროექტი.
ამასთან, რეფორმის ფარგლებში გამოვლინდა არაერთი პრობლემური საკითხი,
რომელთა გადაჭრაც მნიშვნელოვანია მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების პირველადი
რეგისტრაციის პროცესის დასასრულებლად. მიწის სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში
განხილულ საქმეებთან დაკავშირებით სასამართლოში წარმოებული საქმეები და მათზე
მიღებული
გადაწყვეტილებების
ანალიზიც
ცხადყოფს
დამატებითი
საკანონმდებლო
ცვლილებების განხორციელების აუცილებლობას. კერძოდ:
საჭიროა მართლზომიერი მფლობელობის დამდგენი დოკუმენტების უფრო ფართოდ
განმარტება, რათა შესაძლებელი გახდეს უფლების რეგისტრაცია იმ პირობებშიც,
როდესაც
გაცემულია
აკმაყოფილებს
უფლების
ლეგალიზების
დამდგენი
მინიმალურ
დოკუმენტები,
მოთხოვნებს.
მაგრამ
ისინი
მაგალითად,
არ
მიღება-
ჩაბარების აქტი და მებაღის წიგნაკი, რომელზეც არ არის მითითებული მათი გაცემის
თარიღი,
მიჩნეულ
უნდა
იქნეს
მართლზომიერი
მფლობელობის
დამდგენ
დოკუმენტად, თუ დაინტერესებული პირის სახელზე მოძიებული იქნება სხვადასხვა
სახის დოკუმენტაცია, რომელიც ერთობლიობაში სააგენტოს მისცემს საშუალებას,
დაარეგისტრიროს უფლება;
რეფორმამ გამოკვეთა და სასამართლოც იზიარებს იმ მიდგომას, რომ რეგისტრაცია
უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლითაც უნდა იყოს შესაძლებელი, მით
უფრო, იმ შემთხვევაში, როდესაც დოკუმენტის ასლი რომელიმე ადმინისტრაციულ
ორგანოშია დაცული;
აღსანიშნავია,
რომ
საქართველოს
უზენაესი
სასამართლოს
განმარტებითაც
დაუშვებელია სარეგისტრაციო მონაცემისა და ნამდვილი მდგომარეობის შეუსაბამობა;
საგანთა ნამდვილი მდგომარეობა და რეგისტრირებული მონაცემები უნდა იყოს
თანხვედრაში. მხედველობაშია მისაღები, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ
გამორიცხავს თუნდაც დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული
მონაცემების კორექციას. მიწის ნაკვეთზე უფლების რეგისტრაციის დროს სააგენტომ
შეიძლება ჩაატაროს ადგილზე დათვალიერება, დაადგინოს სადავო მიწის ნაკვეთისა
და
მასზე
დამაგრებული
შენობა-ნაგებობის
რეალური
ადგილმდებარეობა,
გეოგრაფიული მდებარეობა, მესაკუთრე, მოწმის სახით გამოკითხოს მომიჯნავედ
მდებარე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები, რათა დაადგინოს საქმისათვის არსებითი
მნიშვნელობის მქონე ფაქტები;
მიწის ნაკვეთის ფართობის შესაბამისობასთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანია
დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი
ნახაზის შესაბამისობა მის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ
მდგომარეობასთან ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს არქივში დაცულ მონაცემებთან
მიწის ნაკვეთის კონფიგურაციის, განლაგების, ნაკვეთის ფართობისა და გვერდების
ზომების მონაცემების მხრივ; ასევე, გასათვალისწინებელია მეზობელი მიწის ნაკვეთის
მონაცემებთან მისი შესაბამისობა. სარეგისტრაციო პრაქტიკამ დაადასტურა და
საქართველოს უზენაესი სასამართლოც აღნიშნავს, რომ უძრავი ნივთების შესახებ
ტექნიკური აღრიცხვის მასალებში მითითებული მონაცემები არ არის მუდმივი და
შეუცვლელი, რამდენადაც სისტემატურად აქვს ადგილი საკუთრივ უძრავი ნივთის,
მათ შორის, მიწის ნაკვეთისა თუ შენობა-ნაგებობის ტექნიკური მდგომარეობის ზომების,
მოცულობის,
საზღვრების,
კონფიგურაციის
და
სხვა
მონაცემების
ცვლილებას.
ამდენად, 2016 წელს დაწყებული მიწის რეგისტრაციის 3 წლიანი გამოცდილება ცხადყოფს,
რომ აუცილებელია დამატებითი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება და
სრულყოფილი
ადმინისტრაციული
წარმოებისა
და
მოსახლეობის
ინტერესებზე
ორიენტირებული წესების კანონის მუდმივმოქმედ ნორმებად დადგენა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტის მიღება მიწაზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის
პროცესის შეუფერხებლად წარმართვის, ამ პროცესის კიდევ უფრო გამარტივების,
საკადასტრო მონაცემების სრულყოფისა და შესაბამისი უფლებების მქონე კერძო პირთა
სახელზე მაქსიმალური ოდენობის მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის მიზანს ემსახურება.
რეგისტრაციის ფაქტი მოქალაქეთა საკუთრების უფლების დაცვის გარანტიას წარმოადგენს.
ამავე დროს, ის უზრუნველყოფს მიწის ბაზრის განვითარებას, რაც თავის მხრივ, ქვეყნის
ეკონომიკურ განვითარებაზეც დადებითად აისახება.
მიუხედავად სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოების ჩართულობით მიწის
რეგისტრაციის
რეფორმის
ეფექტურად
მიმდინარეობისა,
ქვეყნის
მასშტაბით
მიწის
პირველადი რეგისტრაციის პროცესი ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, რაც სათანადო
რეაგირებას, მათ შორის, საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას საჭიროებს.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
მიწის
რეგისტრაციის
სახელმწიფო
რეფორმის
ფარგლებში
შემუშავებული
გამარტივებული წესის დანერგვა ხელს შეუწყობს მიწის ნაკვეთებზე უფლებათა პირველადი
რეგისტრაციის
პროცესის
რეგისტრირებული
დასრულებას
მცდარი
ან
და
უზრუნველყოფს
ურთიერთშეუსაბამო
მონაცემების
საჯარო
რეესტრში
კანონმდებლობით
დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას. მიწაზე საკუთრების უფლების პირველადი
რეგისტრაციის განხორციელებას ექნება ძლიერი ეფექტი, რაც დიდ სარგებელს მოუტანს
როგორც
საზოგადოებას,
ისე
სახელმწიფოს.
სათანადოდ
შევსებული/სრულყოფილი
სარეგისტრაციო და საკადასტრო მონაცემთა ბაზა მიწის ეფექტური მართვის, კერძოდ, მიწაზე
საკუთრების
უფლების
დაცვის,
მიწათსარგებლობის
პოლიტიკის,
სახელმწიფო
საპრივატიზაციო საქმიანობისა და მიწის ბაზრის განვითარების საფუძველი გახდება.
გარდა ამისა, უფლების რეგისტრაციის გამარტივებული წესის გაგრძელება ეფექტიანი
სახელმწიფო მმართველობის კუთხითაც მნიშვნელოვანია. მიწის ნაკვეთების პირველადი
რეგისტრაციის დასრულება შესაძლებლობას მისცემს საქართველოს მთავრობას, შეიმუშავოს
სოციალური პროექტები, წარმართოს მიწის ადმინისტრირებისა და მიწათსარგებლობის
ეფექტიანი პოლიტიკა, რომელიც ხელს შეუწყობს უწყვეტ ეკონომიკურ ზრდას სოფლის
მეურნეობისა და აგრობიზნესის სექტორებში; მიწაზე უფლებათა რეგისტრაცია საქართველოს
მთავრობას მისცემს შესაძლებლობას, ეფექტიანად მართოს და მოუაროს სახელმწიფო
საკუთრებაში არსებულ საირიგაციო და სადრენაჟე ინფრასტრუქტურას, რაც საგრძნობლად
შეუწყობს ხელს სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობას. მიწების რეგისტრაცია ასევე ხელს
შეუწყობს არსებული ბუნებრივი რესურსების და დაცული ტერიტორიების დაცვასა და
შენახვას. ამასთან, პირველადი რეგისტრაციის დასრულებით საქართველოს მთავრობას
მიეცემა უფრო მეტად თანმიმდევრული საგადასახადო პოლიტიკის გატარების
შესაძლებლობა, რომელიც მიწის რეალურ მესაკუთრეებზე იქნება ორიენტირებული.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტი შემდეგ ძირითად ცვლილებებს ითვალისწინებს:
მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში დადგენილი რეგისტრაციის
გამარტივებული წესი, რომელიც 2020 წლის 1 იანვრამდე მოქმედებს, გახდება მიწაზე
საკუთრების უფლების რეგისტრაციის ზოგადი წესი და იმოქმედებს უვადოდ. კანონი იქნება
სპეციალური საკანონმდებლო აქტი, რომელიც განსაზღვრავს მიწის ნაკვეთებზე საკუთრების
უფლების რეგისტრაციისა და საკადასტრო მონაცემების დაზუსტების საკითხებს. ამდენად,
კანონპროექტით იცვლება კანონის სახელწოდება და ნაცვლად „სახელმწიფო პროექტის
ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის
სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს
კანონისა, იგი ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით: „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა
სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის
შესახებ“;
რეგისტრაცია კვლავინდებურად იწარმოებს ორი სახით: სპორადული და
სისტემური წესით. იუსტიციის მინისტრი, შესაბამისი საჭიროებისა და სათანადო ფინანსური
რესურსის არსებობის შემთხვევაში, უფლებამოსილი იქნება, ბრძანებით განსაზღვროს ის
გეოგრაფიული არეალები, სადაც რეგისტრაცია შესაბამისი პერიოდის განმავლობაში
სისტემური წესით წარიმართება. ასევე, დგინდება სააგენტოს განსაკუთრებული
სახელმწიფოებრივი
და
საზოგადოებრივი
მნიშვნელობის
მქონე
პროექტის
განმახორციელებლად განსაზღვრის შესაძლებლობა;სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში,
საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შესრულებაზე უფლებამოსილი იქნებიან
მხოლოდ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული
ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა
შესაბამისად აკრედიტებული სუბიექტის მიერ სერტიფიცირებული ფიზიკური პირები.
მნიშვნელოვანია
აღინიშნოს,
რომ
საკადასტრო
აგეგმვითი/აზომვითი
სამუშაოების
ერთგვაროვანი რეგულირების პირობებში, ამზომველის მიერ გარემოებათა სრულყოფილად
გამოკვლევის შედეგად მაღალი სიზუსტით შესრულებული მიწის ნაკვეთების აზომვითი
სამუშაოები საკუთრების უფლების დაცვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. 2016 წელს
განხორციელებული რეფორმის შედეგად, 2019 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით,
აკრედიტაცია გაიარა სამმა სუბიექტმა, მათ შორის, სსიპ იუსტიციის სასწავლო ცენტრმა.
აკრედიტირებული სუბიექტების მიერ ფიზიკურ პირებზე გაიცა 200 სერტიფიკატი. აქედან,
დღეისათვის, 50 ფიზიკურ პირს გააჩნია მოქმედი სერტიფიკატი, დანარჩენი კი განახლებას
საჭიროებს. საქართველოში საამზომველო ბაზარზე მთლიანობაში 400-მდე ისეთი პირია,
რომელსაც საამზომველო აპარატურა აქვს შეძენილი და საქმიანობს. თუმცა, როგორც უკვე
აღინიშნა, მათ შორის, მხოლოდ ნახევარზე შეიძლება დადასტურებულად ითქვას, რომ
სათანადო პროფესიული ცოდნითაც აღჭურვილნი არიან. დანარჩენ პირებთან დაკავშირებით
ამგვარი
მტკიცებულება
არ
არსებობს.
შესაბამისად,
წარმატებული
სარეგისტრაციო
პროცესისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში,
სერტიფიცირებული პროფესიონალი ამზომველის მოწვევა სავალდებულო გახდეს. ამ მხრივ
სააგენტომ შესაბამისი გამოცდილება უკვე დააგროვა 2017-2019 წლებში მიმდინარე
სისტემური რეგისტრაციის პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოს 12 გეოგრაფიულ
არეალში მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ჩატარდა;
სისტემური
დოკუმენტით
რეგისტრაციის
გათვალისწინებული
ფარგლებში
მიწის
უფლების
ნაკვეთის
დამადასტურებელი
ან/და
საჯარო
რეესტრში
რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით
ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა, ნაცვლად მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლისა, სააგენტოს მიერ, ხოლო განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და
საზოგადოებრივი
მნიშვნელობის
პროექტის
ფარგლებში
–
განსაკუთრებული
სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განმახორციელებლის
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგინდება;
სააგენტო
მომავალშიც
განაგრძობს
სხვადასხვა
ადმინისტრაციულ
ორგანოში/უფლებამოსილი პირისგან უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების მოძიების
პროცესს;
სპორადული
დოკუმენტაციის
რეგისტრაციის
გადაგზავნას
ფარგლებში,
მუნიციპალიტეტის
სააგენტო
საკუთრების
გააგრძელებს
უფლების
აღიარების
კომისიებში, თუკი სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ მიწის ნაკვეთზე დაინტერესებული
პირის უფლება ვერ დადასტურდება. ამასთან, კანონპროექტის თანახმად, სააგენტო მხოლოდ
იმ შემთხვევაში მიმართავს აღიარების კომისიას, თუ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია
საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი
დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), ან თუ მიწის ნაკვეთი
დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში
არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავეა (შენობით ან მის გარეშე). სააგენტო ვალდებული
იქნება, შუამდგომლობას დაურთოს მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი
ნახაზი,
ინფორმაცია
მოსაზღვრე
მიწის
დაინტერესებული
ნაკვეთების
პირის
მესაკუთრეების
საიდენტიფიკაციო
შესახებ,
მონაცემებისა
აგრეთვე
და
სარეგისტრაციო
დოკუმენტაცია. იმ შემთხვევაში, თუ სააგენტო უტყუარად დაადგენს, რომ კანონმდებლობით
მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება არ ექვემდებარება აღიარებას, საქმე მუნიციპალიტეტის
საკუთრების უფლების აღიარების კომისიას არ გადაეგზავნება.
კანონის მე-4 მუხლს ემატება ახალი პუნქტი, რომლის თანახმად, თუ სააგენტოს
მიერ მოძიებული და დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი სხვა დოკუმენტაციით
უტყუარად არ დგინდება, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობა
(აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) განთავსებულია „ფიზიკური და კერძო სამართლის
იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე
საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე,
სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, სააგენტო უფლებამოსილია, დაინტერესებული
პირისაგან დამატებით მოითხოვოს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაადასტურებს მიწის
ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ამავე კანონის პირველი –
მე-6 და მე-8 მუხლების ამოქმედებამდე (2007 წლის 20 სექტემბერი) არსებობის ფაქტს.
კანონის პროექტით იცვლება აღიარების კომისიების მიერ სააგენტოდან
გადაგზავნილი საქმეების განხილვის ვადა და ის განისაზღვრება 3 თვით. ამასთან დგინდება
კომისიების
უფლებამოსილება,
საჭიროების
შემთხვევაში,
ადმინისტრაციული
სამართალწარმოების ფარგლებში, კონსულტაციისთვის მიიწვიონ შესაბამისი სახელმწიფო
უწყების კომპეტენტური წარმომადგენელი/წარმომადგენლები. კომისიების მიერ საკითხების
განხილვისას სააგენტოს და სხვა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლების მონაწილეობა
მნიშვნელოვნად გაამარტივებს კომისიის მიერ საქმის განხილვის პროცესს და ხელს შეუწყობს
სრულყოფილი და დასაბუთებული გადაწყვეტილებების მოკლე ვადებში მიღებას.
ზუსტდება
უფლების
დამადასტურებელი
დოკუმენტაციისა
და
ინფორმაციის
სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოში მოძიების ვადები და სარეგისტრაციო წარმოების
პროცედურები. ადმინისტრაციული ორგანოების/უფლებამოსილი პირების მიერ კანონით
დადგენილ ვადაში სააგენტოსათვის შესაბამისი ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში,
სააგენტო მათ განმეორებით მიმართავს, ხოლო განმეორებით გაგზავნილ წერილზე პასუხის
გაუცემლობის
შემთხვევაში
ის
გადაწყვეტილებას
მიიღებს
საქმეში
არსებულ
დოკუმენტაციაზე/ინფორმაციაზე დაყრდნობით. რაც შეეხება მუნიციპალიტეტის ორგანოებს,
მათ მიერ წერილის/შუამდგომლობის ჩაბარებიდან 3 თვის ვადაში სააგენტოსთვის პასუხის
გაუცემლობა ჩაითვლება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმად და გასაჩივრდება
კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო სააგენტო გადაწყვეტილებას საქმეში არსებულ
დოკუმენტაციაზე/ინფორმაციაზე
წერილებს/შუამდგომლობებს,
დაყრდნობით
რომლებიც
მიიღებს.
მუნიციპალიტეტების
რაც
შეეხება
იმ
ორგანოებში/აღიარების
კომისიებში გაგზავნილი იყო ამ კანონის ამოქმედებამდე და მათზე სააგენტოს პასუხი არ
მიუღია (ზოგიერთი მათგანი 2016 და 2017 წლებით, ხოლო ყველაზე დიდი ოდენობა 2018 და
2019 წლებით თარიღდება), მათთან მიმართებით, 3 თვიანი ვადის ათვლა 2020 წლის 1
იანვრიდან
დაიწყება.
მნიშვნელოვანია,
რომ
კანონის
პროექტის
თანახმად,
ასეთი
წერილების/შუამდგლომლობების განხილვისას, მუნიციპალიტეტი ან შესაბამისი აღიარების
კომისია
უფლებამოსილი
იქნება,
ადმინისტრაციული
წარმოების
ფარგლებში,
კონსულტაციისთვის მიიწვიოს შესაბამისი სახელმწიფო უწყების კომპეტენტური
წარმომადგენელი/წარმომადგენლები, რაც მათ გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებას
გაუადვილებს.
მნიშვნელობა,
კანონპროექტით
მათ
შორის,
ზუსტდება/ფართოვდება
„მიწის
მართლზომიერი
ცალკეული
ტერმინების
მფლობელობის
(სარგებლობის)
დამადასტურებელი დოკუმენტის“ ცნება. კანონის მოქმედი რედაქციით, მართლზომიერ
მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწად მიიჩნევა ტექნიკური ინვენტარიზაციის
არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა. აღსანიშნავია, რომ
ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროები ლიკვიდირებულ იქნა „საჯარო სამართლის
იურიდიული
პირების
-
ადგილობრივი
მმართველობის
ტექნიკური
აღრიცხვის
ტერიტორიული სამსახურების ლიკვიდაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004
წლის 28 სექტემბრის №416 ბრძანებულებით (ამოქმედდა 2004 წლის 4 ოქტომბრიდან).
კანონპროექტით მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწად მიიჩნევა
ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 2004 წლის 4 ოქტომბრამდე თვითნებურად
დაკავებული მიწა. მოქმედი რეგულაცია არათანაბარ პირობებში აყენებდა 1994 წლამდე და 1994
წლიდან 2004 წლის 4 ოქტომბრამდე ერთსა და იმავე ადმინისტრაციულ ორგანოში - ტექნიკური
ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხულ სხვადასხვა პირს.
კანონპროექტით ასევე ზუსტდება, რომ გადასახადის გადამხდელთა სია
წარმოადგენს მართლზომიერი მფლობელობის დამდგენ დოკუმენტს, როგორც სასოფლოსამეურნეო, ისე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისათვის;
კანონპროექტით დგინდება, სხვებს შორის, უფლების დამადასტურებელი
დოკუმენტის ასლის საფუძველზე უფლების რეგისტრაციის შესაძლებლობა, თუ მისი ასლი
დაცულია სსიპ - საქართველოს ეროვნულ არქივში, აგრეთვე სააგენტოს, მუნიციპალიტეტის ან
სხვა ადმინისტრაციული ორგანოს არქივში;
ფართოვდება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების ლეგალიზების
საფუძვლები. მაგალითად, მიღება-ჩაბარების აქტი ან მებაღის წიგნაკი კანონმდებლობის
მოთხოვნათა დაცვით შედგენილად ჩაითვლება, თუ მასში არ არის მითითებული
დოკუმენტის გაცემის წელი. თუ 2007 წლის 20 სექტემბრამდე შედგენილი მართლზომიერი
მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ დააკმაყოფილებს მინიმალურ
სავალდებულო მოთხოვნებს, მაგრამ მასში მითითებული იქნება დაინტერესებული პირის
ვინაობა, უძრავი ნივთის მისამართი (ქალაქი, დაბა ან/და სოფელი) და ფართობი,
რეგისტრაციის საფუძვლად მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება მიწის ნაკვეთების
იდენტურობისა და უძრავი ნივთის დაინტერესებული პირის მიერ ფაქტობრივი ფლობის
დადასტურების შემთხვევაში;
კანონპროექტით კიდევ უფრო მარტივდება ფორმის დაუცველად დადებული
გარიგებების საფუძველზე უფლებათა რეგისტრაციის წესი. კერძოდ, თუ საკუთრების უფლების
რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირმა ან მესაკუთრემ, გარიგების დადებისას
მოსარგებლეს
გადასცა
უფლების
დამადასტურებელი
დოკუმენტი
ან
საქართველოს
პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის №327 ბრძანებულების საფუძველზე გაცემული მიწის
(უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის დედანი, უძრავ ნივთებზე
უფლებათა რეესტრში მოსარგებლის საკუთრების უფლების რეგისტრაცია იწარმოებს იმავე
საკადასტრო ბლოკში რეგისტრირებული არანაკლებ 3 მიწის ნაკვეთის მესაკუთრის თანხმობის
საფუძველზე. ამ შემთხვევაში გარიგების ხელახლა დადება აღარ მოითხოვება;
კანონპროექტით სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში თვითნებურად
დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებას უზრუნველყოფს სააგენტო. იმის
გათვალისწინებით, რომ სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში სააგენტო უშუალოდ
ადგილზე წარმართავს მიწის ნაკვეთების იდენტიფიცირების, მისი მფლობელების/მოდავე
მხარეების დადგენის, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების ჩატარების, უფლების
დამადასტურებელი
დოკუმენტაციის
მოძიების
პროცესს
(განსაკუთრებული
სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის შემთხვევაში, ამ
სამუშაოებს აწარმოებს პროექტის განმახორციელებელი), შესაბამისი პროექტის მიზნებიდან
და მინისტრის მიერ დადგენილი ვადების დაცვის პრიორიტეტიდან გამომდინარე,
მიზანშეწონილი იქნება, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე სააგენტომ თვითონვე
უზრუნველყოს საკუთრების უფლების აღიარება. ამასთან, კანონპროექტით სააგენტო
უფლებამოსილი
იქნება,
საკუთრების
უფლება
აღიაროს
თვითნებურად
დაკავებულ
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სათიბი, სახნავი (მრავალწლიანი ნარგავებით
დაკავებული, საბაღე, საბოსტნე) ან საკარმიდამო კატეგორიის მიწის ნაკვეთებზე იმ
შემთხვევაშიც, თუ მათზე განთავსებული არ არის შენობა-ნაგებობა ან ისინი არ წარმოადგენენ
დაინტერესებული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის
ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთებს. ამასთან, უცვლელი რჩება ის საკანონმდებლო
შეზღუდვები, რომლებიც გამორიცხავს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საძოვრის
კატეგორიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებას;
კანონპროექტით დადგინდა სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში სააგენტოს
მიერ საკუთრების უფლების აღიარებას დაქვემდებარებული მიწის ნაკვეთების მაქსიმალური
ზღვრული ნორმები. კერძოდ, დადგინდა, რომ თვითნებურად დაკავებული, ასაღიარებელი
მიწის ნაკვეთის ფართობი არ უნდა აღემატებოდეს ბარში 1.25 ჰა-ს, ხოლო „მაღალმთიანი
რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ
მაღალმთიან დასახლებებში - 5 ჰა-ს. ზღვრული ნორმები განისაზღვრა, 1990-იან წლებში
ჩატარებული მიწის რეფორმის მომწესრიგებელი ნორმატიული აქტებისა და უფლების
დამდგენი დოკუმენტების ანალიზის საფუძველზე. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა
კაბინეტის 1992 წლის 10 მარტის N290 დადგენილების შესაბამისად დაწესდა საკუთრებაში,
მფლობელობასა და სარგებლობაში გადასაცემი საკარმიდამო მიწის ნაკვეთების ზღვრული
ნორმები, ადგილობრივი ბუნებრივი პირობებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით.
კერძოდ, სოფლად მუდმივად მცხოვრები და სოფლის მეურნეობაში დასაქმებული
მოსახლეობისათვის ზღვრულ ოდენობად განისაზღვრა 1.25 ჰა, ხოლო მაღალმთიან რაიონებში
- 5 ჰა. მიმდინარე მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ მართალია,
მიწების ნაწილი არის ფიზიკური პირების ფაქტობრივ მფლობელობაში/სარგებლობაში და მათ
არ ჰყავთ მოდავე, მაგრამ, 90-იან წლებში ჩატარებული მიწის განაწილების პროცესის
ხარვეზების გამო, მათ არ გააჩნია შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
აღნიშნული პრობლემის ეფექტურად მოგვარების მიზნით, ასეთ ოჯახებს მიეცემათ
შესაძლებლობა, მარტივად დაირეგისტრირონ მათ მფლობელობაში/სარგებლობაში არსებული
მიწის ნაკვეთები იმ ზღვრული ოდენობის ფარგლებში, რაც მათ მეზობლად მცხოვრებ ოჯახებს
დოკუმენტების საფუძველზე თავის დროზე გადაეცათ.
კანონპროექტით
მარტივდება
საკუთრების
უფლების
რეგისტრაცია
საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე. იმ შემთხვევაში, თუ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე არ
იძებნება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, საკუთრების უფლების რეგისტრაცია
შესაძლებელი იქნება მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ცნობით. მუნიციპალიტეტის
ცნობით უნდა დასტურდებოდეს, რომ მიწის ნაკვეთი გაცემულია საკარმიდამო, ან/და
საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად. ამასთან, მიწის ნაკვეთის ფართობი არ უნდა აღემატებოდეს
ბარში 1.25 ჰა-ს, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში - 5 ჰა-ს.
კანონპროექტით დგინდება ზოგიერთ შემთხვევაში შეღავათიანი პირობებით
რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ჯამური ფართობის ზღვრული ოდენობა. კერძოდ,
სპორადული და სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული
ცნობის საფუძველზე რეგისტრირებული საკარმიდამო ნაკვეთისა და კანონის მე-7 მუხლის მე9 პუნქტის საფუძველზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ჯამური ფართობი ერთ
ფიზიკურ პირზე ან კომლზე (კომლის წევრებზე) არ უნდა აღემატებოდეს ბარში 1.25 ჰა-ს,
ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად
განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებებში - 5 ჰა-ს.
კანონპროექტით როგორც სისტემური, ისე სპორადული რეგისტრაციის
ფარგლებში შესაძლებელი ხდება საკუთრების უფლების რეგისტრაცია იმ კომლების
(ოჯახების) მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც აღრიცხულნი არიან
საკომლო წიგნებში, მაგრამ საკომლო წიგნში მათი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ
ინფორმაცია შევსებული არ არის. კერძოდ, თუ კომლზე არსებობს 1992-2007 წლების საარქივო
ჩანაწერები და მუნიციპალიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტით დადასტურდება მიწის ნაკვეთზე კომლის წევრთა ფაქტობრივი მფლობელობა, საჯარო
რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებული იქნება დაარეგისტრიროს კომლის (ოჯახის)
საკუთრების უფლება. ასეთი შემთხვევებისთვის კანონპროექტით დგინდება ფაქტობრივად
დაკავებული მიწის ნაკვეთის მაქსიმალური ზღვრული ნორმა - 0,75 ჰა, რაც სხვადასხვა
მუნიციპალიტეტის საკომლო წიგნების ანალიზის საფუძველზე საოჯახო მეურნეობებისთვის
გამოყოფილი მიწის ოდენობების საშუალო მაჩვენებელია.
მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი უფლებამოსილი იქნება, დაადგინოს
საჯარო რეესტრში როგორც დაუზუსტებელი, ისე დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით
რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და საკადასტრო აგეგვმით/აზომვით ნახაზზე ასახული
მიწის ნაკვეთის იდენტურობა (გარდა სისტემური რეგისტრაციისა და იმ შემთხვევისა, როცა
სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის
ფაქტობრივი მდებარეობა);
კანონპროექტის შესაბამისად, სააგენტო უფლებამოსილია, შეცვალოს მიწის
ნაკვეთის რეგისტრირებული მცდარი საკადასტრო მონაცემები და შეუსაბამოს ისინი ნივთის
ფაქტობრივ მდებარეობას (მათ შორის, შეამციროს მიწის ნაკვეთის რეგისტრირებული
ფართობი) იმ შემთხვევაშიც, თუ უძრავ ნივთზე რეგისტრირებულია სხვა სანივთო უფლება,
ვალდებულება ან საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა, ან/და მესაკუთრე,
უფლების/ვალდებულების მქონე პირი აღრიცხულია მოვალეთა რეესტრში;
სანივთო
კანონპროექტით განიმარტა დაზუსტებული და დაუზუსტებელი საკადასტრო
მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ცნებები და განისაზღვრა, რომ როგორც
დაზუსტებული, ისე დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის
ნაკვეთების რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს სისრულისა და უტყუარობის
პრეზუმფცია და მათზე საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და
უზრუნველყოფილია;კანონპროექტით მარტივდება მყარ სასაზღვრო მიჯნაში მოქცეულ
საკარმიდამო კატეგორიის მიწის ნაკვეთებზე, ასევე შენობა-ნაგებობით დაკავებულ მიწის
ნაკვეთებზე უფლებათა რეგისტრაციის წესი. ამასთან, ფართოვდება მყარი სასაზღვრო მიჯნის
ცნება და იგი მოიცავს მიწაზე არსებულ მრავალწლიან ნარგავებს ან სხვა ბუნებრივგეოგრაფიულ საზღვარს;
კანონის ფარგლებში, 2022 წლის 1 იანვრამდე დოკუმენტაციის მოძიება და
სისტემატიზაცია, გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება, სანოტარო მედიაცია, მიწის
ნაკვეთზე
საკუთრების
უფლების
აღიარება,
ფაქტების
კონსტატაცია
უსასყიდლოდ
(საზღაურის გარეშე) შესრულდება, ხოლო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება და მასში
ცვლილება სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე
დარეგისტრირდება. ამასთან, იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ გეოგრაფიულ
არეალებში მდებარე უძრავ ქონებაზე სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში სამკვიდრო
მოწმობის გაცემა საზღაურის გადახდევინების გარეშე 2022 წლის 1 იანვრამდე იწარმოებს.
კანონპროექტით დგინდება, რომ სპორადული და სისტემური რეგისტრაციის
ფარგლებში, ამ კანონის ამოქმედებიდან 2021 წლის 1 იანვრამდე უძრავ ნივთზე საკუთრების
უფლების პირველადი რეგისტრაცია გავლენას არ მოახდენს „სოციალური დახმარების
შესახებ“
საქართველოს
კანონით
განსაზღვრულ
ოჯახის
სოციალურ-ეკონომიკური
მდგომარეობის შეფასებაზე.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი
კავშირშია
2019-2020
წლების
სამთავრობო
პროგრამასთან
და
სამოქმედო გეგმასთან.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი 2020 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება, რაც განპირობებულია იმ
გარემოებით, რომ „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა
სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების
სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი, დღეს მოქმედი რედაქციით, აღნიშნულ
თარიღამდეა ძალაში, 2020 წლის 1 იანვრიდან კი ეს კანონი, მასში შეტანილი არსებითი
ცვლილებებით, განუსაზღვრელი ვადით იმოქმედებს.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
2016 წელს დაწყებული მიწის რეგისტრაციის 3 წლიანი გამოცდილება ცხადყოფს, რომ
აუცილებელია
დამატებითი
საკანონმდებლო
სრულყოფილი
ადმინისტრაციული
წარმოებისა
ცვლილებების
და
განხორციელება
მოსახლეობის
და
ინტერესებზე
ორიენტირებული წესების კანონის მუდმივმოქმედ ნორმებად ქცევა. ამასთან, დაწყებული
რეფორმის პროცესის უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით, მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი
საკანონმდებლო ცვლილებები არსებული კანონის მოქმედების ვადის ამოწურვამდე, ანუ 2020
წლის 1 იანვრამდე განხორციელდეს, რის გამოც აუცილებელია საკანონმდებლო პაკეტის
საქართველოს პარლამენტში დაჩქარებული წესით განხილვა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსების წყაროა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკუთარი სახსრები.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის თანახმად, 2022 წლის 1 იანვრამდე, ამ კანონის ფარგლებში
განსახორციელებელი სამუშაოები (დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია, გარიგებაზე
მხარეთა ხელმოწერების დამოწმება, სანოტარო მედიაცია, მიწის ნაკვეთზე საკუთრების
უფლების აღიარება, ფაქტების კონსტატაცია და სხვ.) მოსახლეობისთვის უსასყიდლოდ
(საზღაურის გარეშე) შესრულდება და მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება/მასში ცვლილება
საფასურის გადახდის გარეშე დარეგისტრირდება.
შესაბამისად, კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს როგორც სსიპ საჯარო
რეესტრის ეროვნული სააგენტოს, აღსრულების ეროვნული ბიუროს და ნოტარიუსთა
პალატის, ასევე მუნიციპალიტეტების შემოსავლებზე, ვინაიდან ისინი ვერ მიიღებენ
შესაბამისი
მომსახურების
საფასურებს.
მოცემული
საქმიანობის
დაფინანსება
განსაზღვრულია კანონით ნებადართული საკუთარი შემოსავლების ხარჯზე, როგორც ეს 2016
წლიდან დღემდე ხდებოდა.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი
ნაწილის ცვლილებებს.
კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული
სააგენტოს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. სააგენტოს მიერ მიწის რეგისტრაციის რეფორმის
ფარგლებში სპორადული რეგისტრაციის მიზნებისთვის სსიპ - საქართველოს ეროვნული
არქივიდან
დოკუმენტაციის/ინფორმაციის
გამოთხოვისათვის
გასაწევი
მომსახურების
საფასური, 2019 წლის იანვრიდან მაისის თვის ჩათვლით, ყოველთვიურად დაახლოებით 50
000
ლარამდე
თანხას
შეადგენდა.
შესაბამისად,
დოკუმენტაციის
გამოთხოვისა
და
სისტემატიზაციის მიზნით, სააგენტოს მიერ კვლავ გადასახდელი იქნება სსიპ - საქართველოს
ეროვნული არქივის მომსახურების საფასური.
მიმდინარე მიწის რეფორმის მიმართ მოქალაქეთა მზარდმა ინტერესმა, რამაც
განცხადებების ოდენობის მატება გამოიწვია, აუცილებელი გახადა რეგისტრატორთა და
კადასტრის სპეციალისტთა ოდენობის გაზრდა. სააგენტომ ეტაპობრივად უზრუნველყო
როგორც შიდა რესურსის მობილიზება, ისე ახალი თანამშრომლების აყვანა. სააგენტოში
მანამდე არსებული სხვადასხვა პროექტის დასრულების/კორექტირების შედეგად
გამოთავისუფლებული ადამიანური რესურსი (დაახლოებით 90 თანამშრომელი) გადამზადდა
და ეტაპობრივად ჩაერთო რეგისტრაციის პროცესში, ხოლო 2017 წლის აგვისტო-ოქტომბრის
თვეში საჯარო რეესტრის მიერ კონკურსის წესით აყვანილ იქნა 148 ახალი თანამშრომელი.
კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების მიზნით, სააგენტომ უნდა
შეინარჩუნოს მობილიზებული ადამიანური რესურსი, კერძოდ, მინიმუმ 238 თანამშრომელი.
შესაბამისად, სააგენტოს კვლავინდებურად გასაწევი ექნება მათი ხელფასის ანაზღაურების
ხარჯი.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული
უწყების მიერ პირდაპირი ფინანსური ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის
მიღებით
ყველა
იმ
პირს,
რომელიც
სარგებლობს
კანონით
გათვალისწინებული შეღავათებით (მიწის ნაკვეთების რეგისტრაციასთან დაკავშირებული
ყველა სახის საჯარო მომსახურების უსასყიდლოდ და გამარტივებული წესით მიღება), 2022
წლის 1 იანვრამდე კვლავ ექნება ამ შეღავათებით სარგებლობის შესაძლებლობა. ამასთან, ამავე
თარიღამდე სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში იუსტიციის მინისტრის ბრძანებით
დამტკიცებულ გეოგრაფიულ არეალებში მდებარე უძრავ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის
გაცემა საზღაურის გადახდევინების გარეშე იწარმოებს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი
არ
ითვალისწინებს
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორის ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილეობა
მიიღო
იუსტიციის
სამინისტროს
მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - საჯარო
რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.