„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-11-18
ბიუროს ნომერი 306
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №48, 09.08.2010, მუხ. 312) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის:
ა) მე-5 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
ბ) 61 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„61. ქონების სააგენტო აგრეთვე ახორციელებს მისთვის საქართველოს მთავრობის მიერ
განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს, მათ შორის, დაინტერესებული ფიზიკური და
საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობას.
დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობისას
ქონების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის წესს, სახეებს და საფასურის ოდენობას
ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“.
გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. ქონების სააგენტოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტები საჩივრდება საქართველოს საერთო სასამართლოში.“.
2. მე-2 მუხლის:
ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სახელმწიფო ქონების განკარგვა − სახელმწიფო ქონების თვითმმართველი ერთეულის
საკუთრებაში გადაცემა, პრივატიზება, მართვის უფლებით გადაცემა, გაცვლა, რეალიზაცია,
ლიზინგის ფორმით გაცემა, განაწილება და განადგურება საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით;“.
ბ) „თ“, „ი“ და „ი1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების განაწილება - განსაკარგავად
გადაცემული ქონების, ასევე, სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების
უსასყიდლოდ გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ი) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების განადგურება – განსაკარგავად
გადაცემული ქონების, ასევე, სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების
განადგურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ი1“) განსაკარგავად გადაცემული ქონება − სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მოძრავი
ქონება, რომელიც სარგებლობაში აქვს გადაცემული ან/და ბალანსზე ერიცხება სახელმწიფო
ორგანოს/საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და რომელიც მისი განკარგვის თაობაზე
გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცა ქონების სააგენტოს შემდგომი განკარგვის
მიზნით;“.
გ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების რეალიზაცია – ქონების
სააგენტოს მიერ სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების რეალიზაცია
აუქციონის ფორმით, პირდაპირი მიყიდვის ფორმით ან მესამე პირის მეშვეობით;“.
დ) „ო“ და „პ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
ე) „ღ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
ვ) „ყ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ყ) საპრივატიზებო შემოსულობა - სახელმწიფო ქონების პრივატიზების/მართვის უფლებით
გადაცემის და გაცვლის შედეგად მიღებული თანხა, რომელიც ირიცხება საქართველოს
სახელმწიფო ბიუჯეტში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების
რესპუბლიკურ ბიუჯეტებში ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების
ბიუჯეტებში;“.
ზ) „ც“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
თ) „ძ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ძ) მომსახურების საფასური − ქონების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის, მათ
შორის, დაინტერესებული ფიზიკური და საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული
პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობისათვის დადგენილი თანხა, რომელიც სრულად
ირიცხება ქონების სააგენტოს ანგარიშზე;“.
ი) „ჰ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჰ1) ქონების მმართველი − სამინისტრო, ქონების სააგენტო ან მათ მიერ დელეგირებული
უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედი ორგანო, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე
პირი (გარდა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირებისა), რომელიც
ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს საქართველოს
მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული წესითა და ფორმით.“.
3. მე-3 მუხლის:
ა) პირველი და 11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სახელმწიფო ქონების შემძენი (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული
მოძრავი
ქონების
პრივატიზების/რეალიზაციის
შემთხვევებისა)
შეიძლება
იყოს
საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან პირთა
გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია, აგრეთვე,
სახელმწიფოს, სხვა სუბიექტის ან სახელმწიფოსა და სხვა სუბიექტის მიერ ერთობლივად
დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, საქართველოს
ეროვნული ბანკი, ეროვნული მარეგულირებელი ორგანო, ხოლო საქართველოს მთავრობის
გადაწყვეტილებით პირდაპირი მიყიდვისას − ასევე საქართველოს სამოციქულო
ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია.
11. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების შემძენი შეიძლება იყოს
ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, პირთა გაერთიანება, სახელმწიფო ორგანო და
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო.“.
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ქონების სააგენტო საქართველოს მთავრობის თანხმობით ახორციელებს სახელმწიფო
ქონების (გარდა მოძრავი ქონებისა) გაცვლას ფიზიკური პირების ან/ და კერძო სამართლის
იურიდიული პირების, საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს სამოციქულო
ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებაში არსებულ ქონებაში. გაცვლის
წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
მინისტრის ბრძანებით.“.
4. 31 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. აუქციონის ფორმით პრივატიზებისას შესაბამისი ხელშეკრულება იდება აუქციონის
ჩატარებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში. საქართველოს მთავრობის მიერ პირდაპირი
მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას შესაბამისი ხელშეკრულება იდება საქართველოს
მთავრობის შესაბამისი აქტის მიღებიდან 3 თვის ვადაში. ამ პუნქტით გათვალისწინებულ
ვადაში შესაბამისი ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში, საქართველოს
მთავრობის გადაწყვეტილება/აუქციონის შედეგები ძალას კარგავს ამავე პუნქტით
გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ.“.
5. 31 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 მუხლი:
„32. გაცვლა
1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გაცვლაზე ვრცელდება ამ კანონის
31 მუხლის მე-5 - მე-8 პუნქტებით და მე-20 მუხლით გათვალისწინებული წესები.
2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არამატერიალური ქონებრივი სიკეთის გაცვლისას
გამოიყენება ამ კანონის 31 მუხლის მე-5 პუნქტით, მე-20 მუხლით, 42-ე მუხლის მე-6 - მე-8
პუნქტებით და 452 მუხლის მე-7 - მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული წესები.
3.
გაცვლისას შესაბამისი ხელშეკრულება იდება საქართველოს მთავრობის მიერ
გადაწყვეტილების მიღებიდან 3 თვის ვადაში. ამ პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში
შესაბამისი ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის
გადაწყვეტილება ძალას კარგავს ამავე პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის
შემდეგ.“.
6. მე-4 მუხლის:
ა) კ1 ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედქაციით:
„ლ) კულტურული ფასეულობა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, არქეოლოგიური
დაცვის ზონაში არსებული მიწის ნაკვეთი, აგრეთვე კულტურული და სახელოვნებო
დანიშნულების შენობა-ნაგებობა და მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია აღნიშნული
შენობა-ნაგებობა შესაბამისი პირობებისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების,
კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე;“.
გ) „ნ“- „რ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნ) ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის სახელმწიფო არქივები;“.
ო) კინო-, ფოტო-, ფონომასალების სახელმწიფო ფონდები;“.
პ) საქართველოს სამინისტროების (უწყებების) და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების
არქივები და ფონდები, ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტი (მოძრავი ძეგლი);“.
ჟ) სამუზეუმო კოლექციები და ფონდები;“.
რ) მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლები და ეროვნული მნიშვნელობის
სახლ-მუზეუმები;“.
დ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლის
პირველი
პუნქტის
„ძ.ბ“ − „ძ.დ“
და
„ძ.ზ“
ქვეპუნქტებით
„2 . ამ
გათვალისწინებული
სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების
მიწების
პრივატიზება
შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით. ამასთანავე, ამ
მუხლის პირველი პუნქტის „ძ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიწის პრივატიზება
დაიშვება მხოლოდ სანიტარიული დაცვითი პირობების გათვალისწინებით.“.
ე) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
7. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაცია
განთავსდება ვებგვერდზე www.eauction.ge ან wwww.privatization.ge, რაც ინფორმაციის
ოფიციალურ გამოქვეყნებად ითვლება. აუქციონის გამოცხადება და ვაჭრობა ხორციელდება
ვებგვერდზე www.eauction.ge. ინფორმაციის საჯაროობისა და ხელმისაწვდომობის
უზრუნველსაყოფად საჯარო აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზების
შესახებ ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს აგრეთვე ისეთ პერიოდულ გამოცემაში, რომელიც
ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.“.
8. 51 მუხლის:
ა) პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.
სამინისტრო
და
ქონების
სააგენტო
საქმისწარმოებისა
და
ინფორმაციის
ხელმისაწვდომობის მიზნით იყენებენ პროგრამულ უზრუნველყოფას და მართვის ერთიან
ავტომატურ საშუალებებს.
2. სამინისტროს და ქონების სააგენტოს უფლება აქვთ, ნებისმიერი ინფორმაცია და
დოკუმენტი, აგრეთვე ამ კანონით მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელებასთან
დაკავშირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიიღონ,
გამოსცენ ან გასცენ მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების მეშვეობით. ამ პუნქტით
დადგენილი წესით გამოცემული/გაცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს „ელექტრონული დოკუმენტისა და
ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ
მოთხოვნებს.
3. სამინისტრო და ქონების სააგენტო უფლებამოსილი არიან, ელექტრონული ასლის სახით
შეინახონ და გასცენ მათ მიერ შექმნილი ან მათთან დაცული ნებისმიერი დოკუმენტი.“.
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სამინისტროს და ქონების სააგენტოს მიერ გამოცემულ ან გაცემულ დოკუმენტში
მონაცემები შეიძლება შეტანილ იქნეს მექანიკური ან/და ელექტრონული საშუალებებით.“.
გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. სამინისტროს ან ქონების სააგენტოს დოკუმენტი ელექტრონული ფორმით შეიძლება
გაიცეს ოფიციალური ვებგვერდის შესაბამისი ბმულების მეშვეობით. სამინისტროს
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებად ჩაითვლება
მისი სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.economy.gov.ge ან www.moesd.gov.ge)
გამოქვეყნება,
ხოლო ქონების სააგენტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოქვეყნებად – მისი ქონების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე
(www.nasp.gov.ge ან www.privatization.ge)
ან ელექტრონული აუქციონის სისტემის
ვებგვერდზე
(www.eauction.ge)
გამოქვეყნება.
გამოქვეყნებულ
ინდივიდუალურ
ადმინისტრაციულ-სამართლებრივ
აქტთან
დაკავშირებული
ვადები
აითვლება
დაინტერესებული პირის მიერ მისი გაცნობის მომენტიდან.“.
დ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:
„8. ქონების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.nasp.gov.ge/www.privatization.ge) ან
ელექტრონული აუქციონის სისტემის ვებგვერდზე (www.eauction.ge) შეიძლება გამოქვეყნდეს
ინფორმაცია სახელმწიფო ქონების პრივატიზების/რეალიზაციის/სარგებლობაში/მართვის
უფლებით
გადაცემის
თაობაზე,
მათ
შორის,
სახელმწიფო
ქონების
შემძენის/სარგებლობაში/მართვის
უფლებით
მიმღები
პირის
საიდენტიფიკაციო
მონაცემები.“.
9. მე-6 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სახელმწიფო ქონების განკარგვა შეიძლება განხორციელდეს ელექტრონული ან საჯარო
აუქციონის ფორმით. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საჯარო და
ელექტრონული აუქციონის ფორმით განკარგვის, ასევე, ქონების სააგენტოსათვის
განსაკარგავად გადაცემული ქონების აღრიცხვის, შენახვისა და შეფასების წესი და პირობები
მტკიცდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით.“.
ბ) 31 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„31. ელექტრონული აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების განკარგვისას/სარგებლობის
უფლებით გადაცემისას აუქციონში მონაწილეობის მიღებით დაინტერესებული პირი ამ
მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ უპირობო და გამოუხმობ საბანკო გარანტიას/ბეს
წარადგენს ვებგვერდ www.eauction.ge-ს ერთიანი ანგარიშსწორების სისტემის საშუალებით.
4. აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების განკარგვისას აუქციონის შედეგები კარგავს
ძალას:
ა) აუქციონში გამარჯვებულის მიერ ქონების მმართველის მიერ დადგენილ ვადაში
საპრივატიზებო საფასურის სრულად გადაუხდელობის შემთხვევაში, თუკი აუქციონის
პირობას წარმოადგენდა მხოლოდ საპრივატიზებო საფასურის გადახდა;
ბ) ამ კანონით ან/და ქონების მმართველის
ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში;
მიერ
დადგენილ
ვადაში
შესაბამისი
გ) აუქციონში გამარჯვებულის მიერ უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის
დადგენილ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში;
დ) მოძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების/რეალიზების შემთხვევაში,
აუქციონში გამარჯვებული არ უზრუნველყოფს ქონების გატანას კანონმდებლობით
დადგენილ ან/და ქონების მმართველის მიერ განსაზღვრულ დამატებით ვადაში.“.
გ) 61 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„61. აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების განკარგვისას დადგენილი წესებისა და
პირობების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა, დამატებითი ვადის
დადგენისა და აუქციონის შედეგების გაუქმების წესი და პირობები განისაზღვრება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით.“.
დ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. თუ არ მოხდება აუქციონზე გატანილი სახელმწიფო ქონების (გარდა მოძრავი ქონებისა)
განკარგვა, ეს სახელმწიფო ქონება შეიძლება გასხვისდეს განმეორებით აუქციონზე.
განმეორებით აუქციონზე სახელმწიფო
ქონების (გარდა მოძრავი ქონებისა) საწყისი
საპრივატიზებო თანხა შეიძლება 50%-მდე შემცირდეს, ხოლო თუ სახელმწიფო საკუთრებაში
არსებული ქონება (გარდა მოძრავი ქონებისა) ამ საფასურადაც არ გაიყიდა, საწყისი
საპრივატიზებო თანხა კიდევ შემცირდეს. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი
ქონების საპრივატიზებო საფასურის შემცირების წესი განისაზღვრება საქართველოს
მთავრობის დადგენილებით“.
ე) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. ამ მუხლის მე-3 და 31 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონის V თავზე.
ქონების სააგენტოს მიერ სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ნივთების
რეალიზაციისას საბანკო გარანტიის/ბეს წარმოდგენის წესი და პირობები განისაზღვრება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით.“.
10. 62 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 62. საპრივატიზებო თანხის განსაზღვრის განსაკუთრებული შემთხვევები
სახელმწიფო ქონების პირობებით გამოცხადებული აუქციონის ფორმით პრივატიზებისას,
საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული წესით, სახელმწიფო
ქონების საწყისი საპრივატიზებო თანხა შესაძლებელია განისაზღვროს საბაზრო
ღირებულებაზე ნაკლებ ფასად, ხოლო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით
გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შემთხვევაში − ამ კანონის მე-9
მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დადგენილ ღირებულებაზე ნაკლებ ფასად.“.
11. 63 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სახელმწიფო ქონება უსასყიდლოდ საკუთრებაში შეიძლება გადაეცეთ საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს − დევნილებს
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით.“.
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის
თაობაზე საქართველოს მთავრობის მიერ შესაბამისი აქტის მიღებიდან 3 თვის ვადაში
ქონების სააგენტოსა და ქონების შემძენს შორის იდება შესაბამისი ხელშეკრულება. ამ
პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში შესაბამისი ხელშეკრულების გაუფორმებლობის
შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის აქტი ძალას კარგავს ამავე პუნქტით
გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ.“.
გ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული და განსაკარგავად გადაცემული მოძრავი ქონების
განაწილება, მათ შორის, სოციალური მიზნებისათვის, შეიძლება განხორციელდეს ქონების
სააგენტოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტროს
თანხმობის
საფუძველზე,
სახელმწიფო
და
ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოსათვის, ასევე, სხვა დაწესებულების და ორგანიზაციისათვის
უსასყიდლოდ საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემის გზით.“.
12. 64 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 65 მუხლი:
„მუხლი 65. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების შესახებ გარიგების
ბათილობა
1. სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ გარიგების ბათილად ცნობის უფლებრივი
და ქონებრივი შედეგები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
2. პრივატიზებულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთთან დაკავშირებული
სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი.“.
13. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. აუქციონში გამარჯვებული აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში
იხდის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის ნაკვეთის საპრივატიზებო საფასურს.“.
14. მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასურისა და
საწყისი საპრივატიზებო თანხის განსაზღვრის წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასურის ან
საწყისი საპრივატიზებო თანხის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ამ მუხლის მე-6
პუნქტი.“.
15. მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მყიდველი ვალდებულია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების
საპრივატიზებო პირობად საინვესტიციო ვალდებულების არსებობის შემთხვევაში
პირდაპირი მიყიდვის/აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საქართველოს მთავრობის მიერ
შესაბამისი განკარგულების/აუქციონის შედეგების საფუძველზე შესაბამისი ხელშეკრულების
გაფორმებამდე, წარადგინოს საინვესტიციო ვალდებულების არანაკლებ 10%-ის ოდენობის
უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც არანაკლებ 4 თვით უნდა
აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას. უპირობო და
გამოუხმობი საბანკო გარანტიის ამ პუნქტში მითითებული თანხის ოდენობის შემცირება
დასაშვებია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით.“.
16. 22-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
17. 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;
„მუხლი 24. სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული უძრავი ქონების განკარგვის წესი
სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული უძრავი ქონების განკარგვის წესი განისაზღვრება ამ
კანონის II და IV თავებით. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული უძრავი ქონება შეიძლება
გადაეცეთ „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12
მუხლის
პირველი
პუნქტით
განსაზღვრულ
ორგანოებს
ოპერატიულ-სამძებრო
ღონისძიებების განსახორციელებლად.“.
18. 25-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
19. 26-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების რეალიზაცია აუქციონის (მათ
შორის, ელექტრონული აუქციონის) ფორმით;“.
ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
20. 27-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების განკარგვის ფორმის შესახებ
გადაწყვეტილებას იღებს ქონების სააგენტო, გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით
გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.
ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3.
თუ
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსით
გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან საქართველოს საბაჟო
კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის შედეგად
უსასყიდლოდ
ჩამორთმეული,
მალფუჭებადი
პროდუქციის
კატეგორიისათვის
მიკუთვნებული საქონლის ღირებულება არ აღემატება საქართველოს ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ ოდენობას, მისი სოციალური
მიზნებისათვის განაწილების ან განადგურების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ქონების
ჩამორთმევაზე უფლებამოსილი ორგანო ან თანამდებობის პირი აღნიშნული საქონლის
კონფისკაციის
შესახებ
ადმინისტრაციული
სახდელის
ან
საბაჟო
სანქციის
აღსრულებისთანავე.
4. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონება, საქართველოს ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით, ქონების სააგენტოს მიერ შეიძლება
განაწილდეს, მათ შორის, სოციალური მიზნებისათვის, სახელმწიფო და ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოსათვის, ასევე, სხვა დაწესებულების და ორგანიზაციისათვის
უსასყიდლოდ საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემის გზით.“.
გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის,
აგრეთვე, რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის
განაწილების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ხოლო ამ
ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესი და პირობები განისაზღვრება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით.“.
დ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:
„8. მოძრავი ქონების აუქციონის ფორმით რეალიზაციისას მოძრავი ქონების განმკარგავ
ორგანოსა და მყიდველს შორის იდება ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის ფორმას
ამტკიცებს სამინისტრო. მოძრავი ქონების აუქციონის ფორმით რეალიზაციისას ნასყიდობის
ხელშეკრულება იდება ქონების მმართველის მიერ განსაზღვრულ ვადაში. ქონების
მმართველის მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი ხელშეკრულების გაუფორმებლობის
შემთხვევაში, აუქციონის შედეგები ძალას კარგავს ამავე პუნქტით გათვალისწინებული
ვადის გასვლის შემდეგ.“.
21. 28-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
22. 29-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების (შემდგომ – მოძრავი ქონება)
განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ის სახელმწიფო ორგანო/საჯარო სამართლის
იურიდიული პირი, რომელსაც მოძრავი ქონება სარგებლობაში აქვს გადაცემული ან/და
ბალანსზე ერიცხება. სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის
იურიდიულ პირს მოძრავი ქონების განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების
უფლება აქვს მხოლოდ სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს
თანხმობით. ამის შემდეგ სახელმწიფო ორგანო/საჯარო სამართლის იურიდიული პირი
მოძრავი ქონების შემდგომი განკარგვის მიზნით მიმართავს ქონების სააგენტოს. მოძრავი
ქონების განკარგვის ფორმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქონების სააგენტო, გარდა ამ
კანონის 311 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“.
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. თუ მოძრავი ქონება არ არის სარგებლობაში გადაცემული ან/და ბალანსზე არ ერიცხება
სხვა სახელმწიფო ორგანოს/საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, მისი აუქციონის ფორმით,
პრივატიზების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ქონების მმართველი, ხოლო პირდაპირი
მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის შესახებ
გადაწყვეტილებას ქონების მმართველის წარდგინებით, ამ კანონის მე-10 მუხლით
დადგენილი წესით იღებს და შესაბამის პირობებს ადგენს საქართველოს მთავრობა.“.
გ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
დ) მე-5 - მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. მოძრავი ქონების განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ამ მუხლის
პირველი პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო ორგანო/საჯარო სამართლის იურიდიული
პირი ქონებას გადასცემს ქონების სააგენტოს.
6. განსაკარგავად გადაცემული მოძრავი ქონების განკარგვის ფორმებია:
ა) აუქციონის (მათ შორის, ელექტრონული აუქციონის) ფორმით პრივატიზება;
ბ) სავაჭრო ობიექტის (მათ შორის, ინტერნეტმაღაზიის) საშუალებით პრივატიზება;
გ) მესამე პირის მეშვეობით პრივატიზება;
დ) განაწილება;
ე) განადგურება.“.
ე) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
23. 291 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 291 . მერქნული რესურსის გაცემის წესი
1. სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (გარდა იმ მიწის ნაკვეთისა,
რომელიც ხვდება სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებში და დაცულ ლანდშაფტსა და
მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე) და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ
სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე (მათ შორის, სახელმწიფო ტყის
ფონდის საზღვრის კორექტირების შედეგად სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების გარეთ
დარჩენილ ტერიტორიაზე) განხორციელებული ჭრების, სპეციალური ჭრებისა და
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ
განხორციელებული ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსი საწყობდება ამავე
სააგენტოს მიერ ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო
დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს სისტემაში
შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ
მითითებულ ტერიტორიაზე და მას, შესაბამისად, გასცემს საქართველოს გარემოს დაცვისა
და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის
იურიდიული პირი − ეროვნული სატყეო სააგენტო, ხოლო აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის ტერიტორიაზე − საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აჭარის სატყეო
სააგენტო საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ტყითსარგებლობის
წესის შესაბამისად.
2. უფლებადაურეგისტრირებელ უძრავ ნივთზე მოჭრილი მერქნული რესურსი, ქონების
სააგენტოსათვის გადაცემის შემთხვევაში, განიკარგება ამ კანონის V თავით დადგენილი
წესით.“.
24. 31-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მოძრავი ნივთის საპრივატიზებო საფასურისა და საწყისი საპრივატიზებო თანხის
განსაზღვრის წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“.
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მოძრავი ნივთის პრივატიზებისას პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსა და
მყიდველს შორის იდება ნასყიდობის ხელშეკრულება. მოძრავი ნივთის უპირობო აუქციონის
ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმას ამტკიცებს სამინისტრო.
პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია გასცეს აუქციონში
გამარჯვების დადასტურება. მოძრავი ნივთის აუქციონის ფორმით პრივატიზებისას
ნასყიდობის ხელშეკრულება იდება ქონების მმართველის მიერ განსაზღვრულ ვადაში,
რომელიც არ უნდა აღემატებოდეს აუქციონის ჩატარებიდან 45 კალენდარულ დღეს, ხოლო
საქართველოს მთავრობის მიერ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას –
შესაბამისი განკარგულების მიღებიდან 3 თვის ვადაში. ამ პუნქტით გათვალისწინებულ
ვადაში შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში,
აუქციონის შედეგები/განკარგულება ძალას კარგავს ამავე პუნქტით გათვალისწინებული
ვადის გასვლის შემდეგ.“.
გ) მე-6-მე-7 პუნქტები ამოღებულ იქნეს;
დ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. ქონების სააგენტოს მიერ მოძრავი ქონების პრივატიზების შედეგად ამონაგები თანხის
განაწილების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.
25. 311 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 311 . ქონების სააგენტოს მიერ განსაკარგავად გადაცემული ქონების განკარგვის წესი
1. ქონების სააგენტოს მიერ განსაკარგავად გადაცემული ქონების პრივატიზების ფორმის
შერჩევა შესაძლებელია მოძრავი ქონების სპეციფიკიდან ან/და ღირებულებიდან
გამომდინარე.
2. განსაკარგავად გადაცემული ქონება, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით, ქონების სააგენტოს მიერ შეიძლება
განაწილდეს, მათ შორის, სოციალური მიზნებისათვის, სახელმწიფო და ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოსათვის, სხვა დაწესებულებისა და ორგანიზაციისათვის
უსასყიდლოდ საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემის გზით.“.
3. განსაკარგავად გადაცემული ქონება უნდა განადგურდეს, თუ მისი რაიმე დანიშნულებით
გამოყენება შეუძლებელია.“.
26. 36-ე მუხლის 22 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„22. ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ქონების
სასყიდლით
ან
უსასყიდლოდ,
აუქციონის
გარეშე,
საქართველოს
მთავრობის
გადაწყვეტილების საფუძველზე
სარგებლობის უფლებით
გადაცემისას ქონების
სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე ხელშეკრულება იდება შესაბამისი
განკარგულების მიღებიდან 3 თვის ვადაში, ხოლო აუქციონის ფორმით სარგებლობაში
გადაცემისას - აუქციონის ჩატარებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში. ამ პუნქტით
გათვალისწინებულ ვადაში შესაბამისი ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში,
საქართველოს მთავრობის განკარგულება/აუქციონის შედეგები ძალას კარგავს ამავე
პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ.“.
27. 41-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილებისა და აქციების განკარგვის ფორმებია:
ა) პრივატიზება;
ბ) მართვის უფლებით გადაცემა;
გ) გაცვლა.“.
28. 43-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის მიზნით ჩატარებული აუქციონის
ჩატარებიდან 45 დღის, ხოლო პირდაპირი ფორმით მართვის უფლებით გადაცემის თაობაზე
საქართველოს მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუმეტეს 3 თვის ვადაში
ქონების სააგენტო აუქციონში გამარჯვებულთან ან მმართველ პირთან აფორმებს
ხელშეკრულებას. ამ პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში შესაბამისი ხელშეკრულების
გაუფორმებლობის შემთხვევაში, აუქციონის შედეგები/საქართველოს მთავრობის შესაბამისი
გადაწყვეტილება ძალას კარგავს ამავე პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის
შემდეგ.“.
29. 45-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. წილებისა და აქციების საპრივატიზებო საფასურისა და საწყისი საპრივატიზებო თანხის
განსაზღვრის წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“.
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. წილებისა და აქციების პრივატიზებისას პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსა და
ქონების შემძენს შორის იდება შესაბამისი ხელშეკრულება. ქონების მმართველი
უფლებამოსილია გასცეს აუქციონში გამარჯვების დადასტურება წერილობითი ან/და
ელექტრონული ფორმით. წილებისა და აქციების პრივატიზებისას ქონების შემძენს
საკუთრების უფლება გადაეცემა შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის
შემდეგ და მასთან ერთად უნდა დარეგისტრირდეს საპრივატიზებო ვალდებულება
(ვალდებულებები). აუქციონის ფორმით პრივატიზებისას შესაბამისი ხელშეკრულება იდება
აუქციონის ჩატარებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო საქართველოს მთავრობის
მიერ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას – შესაბამისი განკარგულების
მიღებიდან 3 თვის ვადაში. ამ პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში შესაბამისი
ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში, აუქციონის შედეგები/საქართველოს
მთავრობის განკარგულება ძალას კარგავს ამავე პუნქტით გათვალისწინებული ვადის
გასვლის შემდეგ.“.
30. 451 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების საპრივატიზებო
საფასური (საჯარო შეთავაზების შემთხვევაში − საწყისი საპრივატიზებო თანხა) და
ანგარიშსწორების წესი და პირობები;“.
31. 452 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების საპრივატიზებო
საფასურისა და საწყისი საპრივატიზებო თანხის განსაზღვრის წესს ამტკიცებს საქართველოს
მთავრობა, ხოლო პრივატიზებისას ანგარიშსწორება ხორციელდება ამ კანონის მე-19 მუხლის
შესაბამისად.
4. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების აუქციონის ფორმით
პრივატიზებისას შესაბამისი ხელშეკრულება იდება აუქციონის ჩატარებიდან 45
კალენდარული დღის ვადაში, ხოლო საქართველოს მთავრობის მიერ პირდაპირი მიყიდვის
ფორმით პრივატიზებისას – შესაბამისი განკარგულების მიღებიდან 3 თვის ვადაში. ამ
პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში შესაბამისი ხელშეკრულების გაუფორმებლობის
შემთხვევაში, აუქციონის შედეგები/საქართველოს მთავრობის განკარგულება ძალას კარგავს
ამავე პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ.“.
32. 46-ე მუხლის მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:
„7. საქართველოს მთავრობამ 2020 წლის ბოლომდე უზრუნველყოს პრივატიზებული უძრავი
ნივთების რეგისტრაციის ხელშეწყობის წესისა და პირობების დამტკიცება.“.
33. 474 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 475 მუხლი:
„475. პრივატიზებული უძრავი
განსახორციელებელი ღონისძიებები
ნივთების
რეგისტრაციის
ხელშეწყობის
მიზნით
1. თუ პრივატიზებული შენობა-ნაგებობის/შენობა-ნაგებობის ნაწილის ფართობი აღემატება
საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ ფართობს, ქონების
სააგენტო გასცემს თანხმობას შენობა-ნაგებობის/შენობა-ნაგებობის ნაწილის ნამეტ
(გაზრდილ) ფართობზე დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე
საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესითა და საფასურის გადახდის
შემთხვევაში.
2. თუ პრივატიზებული მიწის ნაკვეთის განაშენიანების ფართობი საკუთრების უფლების
დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ ფართობს 10%-ზე მეტით აღემატება, ქონების
სააგენტო გასცემს თანხმობას ნამეტ (გაზრდილ) ფართობზე დაინტერესებული პირის
საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე საქართველოს მთავრობის დადგენილებით
განსაზღვრული წესითა და საფასურის გადახდის შემთხვევაში.
34. 491 მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო/საკუთრებაში გადაცემის/მართვის უფლებით
გადაცემის/სარგებლობაში გადაცემის პირობის შეცვლის/გაუქმების შემთხვევაში, შესაბამისი
ხელშეკრულება იდება საქართველოს მთავრობის მიერ განკარგულების მიღებიდან 3 თვის
ვადაში. ამ პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში შესაბამისი ხელშეკრულების
გაუფორმებლობის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის განკარგულება ძალას კარგავს
ამავე პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ.“.
მუხლი 2.
1. განხორციელდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო
სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების
სააგენტოს შერწყმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს
სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან - სახელმწიფო ქონების
ეროვნულ სააგენტოსთან მიერთების გზით, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს გადაეცეს საჯარო სამართლის იურიდიული
პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ფუნქციამოვალეობები და ჩაითვალოს მის უფლებამონაცვლედ.
2. ამ კანონის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 90 დღისა:
ა) საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საჯარო სამართლის
იურიდიულ პირთან - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთან შერწყმისათვის
საჭირო საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების დასრულება
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს
დებულების ახალი რედაქციით დამტკიცებისა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების
გამოცემის გზით;
ბ) სათანადო უწყებებმა უზრუნველყონ შესაბამისი სამართლებრივი აქტების ამ კანონთან
შესაბამისობა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან შერწყმის დასრულებისათვის, მათ შორის,
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს
რეორგანიზაციისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
3. ამ კანონის (გარდა მე-2 მუხლისა) ამოქმედების თარიღიდან საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს
საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან
შერწყმა ჩაითვალოს დასრულებულად.
4. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ,
საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს ამ კანონის (გარდა მე-2 მუხლისა) ამოქმედებამდე
არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
მომსახურების სააგენტოში შტატით დასაქმებულ თანამშრომელთა და შტატგარეშე
მომუშავეთა უკონკურსოდ გადაყვანა მის მიერ დაკავებული თანამდებობის ტოლფას
თანამდებობაზე, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში - მისი კომპეტენციის
გათვალისწინებით, დაბალ თანამდებობაზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ამასთან, ამ
მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეორგანიზაციისა და ამ
პუნქტით
გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საჯარო
სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
უფლებამოსილია შექმნას კომისია.
5. ამ კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ 2019 წელს განსაზღვრული საშტატო
რიცხოვნობა შესაძლებელია აჭარბებდეს „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მომუშავეთა რიცხოვნობას იმ
პირობით, რომ არ გაიზრდება ამ კანონის (გარდა მე-2 მუხლისა) ამოქმედებამდე არსებული
სტრუქტურის ფარგლებში საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს
ფინანსთა სამინისტროს მომახურების სააგენტოსათვის და საჯარო სამართლის იურიდიული
პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ჯამურად განსაზღვრული
რიცხოვნობა.
6. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
მომსახურების სააგენტოს საქმიანობის მარეგულირებელი კანონქვემდებარე ნორმატიული
ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს ძალას ამ აქტების უფლებამოსილი
ორგანოების მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაუქმებამდე/ახალი
სამართლებრივი აქტის მიღებამდე/გამოცემამდე.
7. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
მომსახურების სააგენტოს დაევალოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში
უზრუნველყოს საკუთარი საბალანსო მონაცემების მიხედვით აქტივებისა და მიმდინარე
ვალდებულებების, აგრეთვე, სამსახურებრივი დოკუმენტაციის (მათ შორის, შესაბამისი
საარქივო მასალისა და სხვა დოკუმენტაციის) საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის
- სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის გადაცემა.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დასრულებამდე საჯარო
სამართლის იურიდიულ პირს - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიეცეს უფლება,
თავისი უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით ისარგებლოს ამ კანონის (გარდა მე-2
მუხლისა) ამოქმედებამდე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
მომსახურების სააგენტოს ბალანსზე რიცხული შესაბამისი ქონებით და სამსახურებრივი
დოკუმენტაციით (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალითა და სხვა დოკუმენტაციით).
მუხლი 3.
1. ეს კანონი, გარდა მე-2 მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 91-ე დღეს.
2. ამ კანონის მე-2 მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) მოქმედი
რედაქციის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასთან და სარგებლობაში
გადაცემასთან დაკავშირებულ ფუნქციებს ახორციელებს ორი ადმინისტრაციულ ორგანო.
კერძოდ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის, არამატერიალური ქონებრივი
სიკეთის და მოძრავი ქონების, რომელიც არ წარმოადგენს კანონით გათვალისწინებულ
სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეულ ან განსაკარგავად გადაცემულ მოძრავ ქონებას,
მართვასთან/განკარგვასთან/სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ფუნქციებს
ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს
(შემდგომ - სამინისტრო) სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული
სააგენტო (შემდგომ - ქონების სააგენტო), ხოლო სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული და
განსაკარგავად გადაცემული მოძრავი ქონების აღრიცხვასთან/შენახვასთან/შეფასებასთან და
განკარგვასთან დაკავშირებული ფუნქციების განხორციელება წარმოადგენს საქართველოს
ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
მომსახურების სააგენტოს (შემდგომ - მომსახურების სააგენტო) უფლებამოსილებას.
კანონპროექტის მომზადების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია ქონების სააგენტოსთან
მომსახურების სააგენტოს შერწყმა და სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებული, კანონით
გათვალისწინებული ფუნქციების ერთი ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციის ქვეშ
მოქცევა, სახელმწიფო ქონების მართვასთან/განკარგვასთან/სარგებლობაში გადაცემასთან
დაკავშირებული თვისობრივად ერთგვაროვანი ფუნქციების ოპტიმიზაციის საჭიროებიდან
გამომდინარე. ამასთან, ვინაიდან მომსახურების სააგენტოს ფუნქციები გადაეცემა
სამინისტროს სისტემაში შემავალ ქონების სააგენტოს, კანონში არსებული მითითებები
საქართველოს ფინანსთა მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტ(ებ)ზე ნაცვლდება
მითითებებით, შესაბამისად, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების მინისტრის აქტებზე.
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციის თანახმად,
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შემძენი არ შეიძლება იყოს საჯარო
სამართლის იურიდიული პირი, გარდა საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისა. გასათვალისწინებელია, რომ
„ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ
ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოების - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული
კომისიისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი
ეროვნული კომისიის მიერ, თავიანთი ფუნქციების განსახორციელებლად საჭიროა მათთვის
სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობის გაჩენა.
კანონი ითვალისწინებს სახელმწიფო ქონების ტოლფასი ქონების სახელმწიფო ქონების
საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ, ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული
პირებისათვის სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემას, რაც შინაარსობრივად
წარმოადგენს ქონების განკარგვას გაცვლის გზით. შესაბამისად, საჭიროა დაზუსტდეს, რომ
სახელმწიფო ქონების გაცვლა წარმოადგენს სახელმწიფო ქონების განკარგვის ფორმას. გარდა
ამისა, პირობებით განხორციელებული სახელმწიფო ქონების გაცვლისას, კანონი არ
ითვალისწინებს გაცვლის პირობების უზრუნველსაყოფად წარმოსადგენ საბანკო
გარანტიასთან დაკავშირებულ რეგულაციებს, შესაბამისი უძრავი ნივთის/არამატერიალური
ქონებრივი სიკეთის (მოთხოვნა/უფლება/წილი/აქცია) იპოთეკის/გირავნობის უფლებით
დატვირთვის შესაძლებლობას კანონით გათვალისწინებული თანმდევი შედეგებით,
გაცვლაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის/არამატერიალური
ქონებრივი სიკეთის
პრივატიზებისათვის კანონით გათვალისწინებული წესების
გავრცელებას. მნიშვნელოვანია, რომ კანონის მიდგომა პრივატიზების და გაცვლის
შემთხვევაში იყოს ანალოგიური. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის
სპეციფიკის გათვალისწინებით, კანონპროექტის თანახმად, გაცვლას ექვემდებარება მხოლოდ
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი ან არამატერიალური ქონებრივი სიკეთე.
კანონის მიხედვით, ქონების სააგენტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი ექვემდებარება ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში სამინისტროში, ხოლო შემდგომ - სასამართლოში გასაჩივრებას. შესაბამისად, საქართველოს
საერთო სასამართლოები ქონების სააგენტოს აქტებთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ
საჩივრებს წარმოებაში არ იღებენ, თუ არ არის სახეზე სამინისტროში გასაჩივრების
წინაპირობა და სამინისტროს არ მიუღია შესაბამისი გადაწყვეტილება (აღსანიშნავია, რომ
სასამართლო პრაქტიკით, ეკონომიკის სამინისტროს მიერ განხილულ ადმინისტრაციულ
საჩივართან დაკავშირებით აქტის გამოუცემლობა არ მიიჩნევა აქტის გამოცემაზე უარად, რაც
დამატებით, დროში აჭიანურებს დაინტერესებულ პირთათვის საკითხის სასამართლო წესით
განხილვას). ქონების სააგენტოს აქტების სამინისტროში გასაჩივრება ერთის მხრივ, იწვევს
მოქალაქეებისათვის თავიანთი ინტერესების შესაბამისად, სასამართლოსათვის მიმართვის
შესაძლებლობით სარგებლობის გაჭიანურებას, ხოლო მეორე მხრივ, ქონების სააგენტოს და
სამინისტროს ადამიანური რესურსის არარაციონალურ ხარჯვას (სამინისტროს და ქონების
სააგენტო ერთობლივად ერთვებიან იმავე დავის განხილვაში ამჟამად სასამართლოში
მოპასუხის სტატუსით). გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ რიგ შემთხვევებში, სასამართლო
საკითხზე არსებითი გადაწყვეტილების მიღების გარეშე უბრუნებს სამინისტროს
განსახილველად საკითხს, შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოება კვლავ გადის იმავე
საფეხურებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, კანონით დადგინდეს, რომ
ქონების სააგენტოს აქტები უნდა გასაჩივრდეს სასამართლოში.
კანონით რეგულირების გარეშეა დარჩენილი დაურეგისტრირებელ უძრავ ნივთზე
განხორციელებული
ჭრების
შედეგად
მოპოვებული
მერქნული
რესურსის
დასაწყობებასთან/შენახვასთან და გაკარგვასთან დაკავშირებული საკითხი, რაც პრაქტიკაში
პრობლემებს წარმოშობს ადმინისტრაციულ ორგანოთა შორის კომპეტენციების განსაზღვრის
თვალსაზრისით. ამ მიზეზით, კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ დაურეგისტრირებელ
უძრავ ნივთზე განხორციელებული ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსის
მიმართ
გავრცელდეს სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ნივთის
განკარგვისათვის კანონით დადგენლი რეჟიმი.
კანონპროექტის მიღების მიზეზია, იმ ბუნდოვანების აღმოფხვრა, რასაც პრაქტიკაში
იწვევს სახელმწიფო ქონების პირვატიზებისას/სარგებლობაში ან მართვის უფლებით
გადაცემისას
საქართველოს
მთავრობის
განკარგულების
აღსრულების/აუქციონის
ჩატარებიდან კანონით დადგენილ ვადაში შესაბამისი ხელშეკრულების გაუფორმებლობის
სამართლებრივი შედეგების კანონით გაუთვალისწინებლობა. ამ მიზეზით, კანონპროექტი
გამოკვეთს საქართველოს მთავრობის განკარგულების/აუქციონის ჩატარებიდან კანონით
დადგენილ ვადაში შესაბამისი ხელშეკრულების გაუფორმებლობის სამართლებრივ შედეგს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების/აუქციონის შედეგების ძალადაკარგულობას.
პრაქტიკაში ასევე სირთულეებს წარმოშობს აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების
განკარგვის შემთხვევაში, აუქციონის შედგების გაუქმების წინაპირობების მკაფიოდ
განუსაზღვრელობა. ამ მიზეზით, კანონპროექტი ამომწურავად ადგენს აუქციონის ფორმით
სახელმწიფო ქონების განკარგვისას აუქციონის შედგების გაუქმების საფუძვლებს.
აღსანიშნავია, რომ კანონის თანახმად, აუქციონის ფორმით პრივატიზებისას
ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმებულ უნდა იქნეს აუქციონის ჩატარებიდან არაუმეტეს
45 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო საინვესტიციო ვალდებულების არსებობისას,
აუქციონში გამარჯვებულის მიერ უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია წარმოდგენილ
უნდა იქნეს აუქციონის ჩატარებიდან 1 თვის ვადაში. ამ თვალსაზრისით, კანონპროექტის
მიღების ერთ-ერთ მიზეზს წარმოადგენს სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით
პრივატიზების შემთხვევაში, საინვესტიციო ვალდებულების არსებობისას, უპირობო და
გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენის ვადის განსაზღვრა სახელმწიფო ქონების
პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შემთხვევის ანალოგიურად, რაც გულისხმობს
გარანტიის წარმოდგენის ვადის მიბმას შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების ვადაზე.
აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის მიღება განპირობებულია გარკვეულ შემთხვევებში
ქონების განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცედურის ოპტიმიზაციის
საჭიროებით. კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ სარეკრეაციო ტერიტორიები ან/და
განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონები საქართველოს მთავრობის
რეგულირების ქვეშაა, საჭიროა, გაჩნდეს შესაძლებლობა საქართველოს მთავრობის მიერ
განსაზღვრული სარეკრეაციო ტერიტორიების ან/და განსაკუთრებული სამშენებლო
რეგულირების
ზონებში
არსებული
უძრავი
ქონების
პრივატიზების
შესახებ
გადაწყვეტილების ქონების სააგენტოს მიერ, საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე,
მიღებისათვის.
აღსანიშნავია, რომ კანონი არ ვრცელდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული
უძრავი ნივთის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობების - მობილური
კავშირისა და ტელერადიომაუწყებლობის ანძების - განთავსების მიზნით განკარგვაზე.
კანონის თანახმად, აღნიშნული მიზნით სახელმწიფო ქონების განკარგვის წესი
განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანებით. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მინისტრის ხსენებული ბრძანებით დამტკიცებული
წესის თანახმად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობების - მობილური
კავშირისა და ტელერადიომაუწყებლობის ანძების - განთავსების მიზნით, უძრავი ნივთის
პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შემთხვევაში, გადაწყვეტილებას იღებს და
შესაბამის პირობებს ადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
მინისტრი. ამასთან, საპრივატიზებო/სარგებლობაში გადაცემის პირობად საინვესტიციო
ვალდებულების არსებობის შემთხვევაში, ქონების შემძენის/სარგებლობის უფლებით მიმღები
პირის მიერ წარმოსადგენი საბანკო გარანტიის ოდენობა განისაზღვრება საინვესტიციო
ვალდებულების არანაკლებ 5%-ით, ხოლო მხარეთა შორის შესაბამისი ხელშეკრულების
დადებისათვის დადგენილი ვადა შეადგენს აუქციონის ჩატარებიდან/პირდაპირი მიყიდვის
შესახებ/აუქციონის გარეშე სარგებლობაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან
45 კალენდარულ დღეს. სხვა მხრივ, ქონების განკარგვის წესი არსებითად არ განსხვავდება
კანონით განსაზღვრული სახელმწიფო ქონების განკარგვის რეგულაციებისგან, რისი
გათვალისწინებითაც, მიზანშეწონილია, აღნიშნული მიზნობრიობით სახელმწიფო ქონების
განკარგვა მოექცეს კანონის რეგულირების ფარგლებში.
კანონი ითვალისწინებს სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული და განსაკარგავად
გადაცემული მოძრავი ქონების სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოსათვის, ასევე, სხვა დაწესებულებისა და ორგანიზაციისათვის, მათ შორის,
სოციალური მიზნით, გადაცემას. ამავდროულად, კანონი არ აკონკრეტებს, თუ განკარგვის რა
ფორმას წარმოადგენს ამგვარი ქონების მითითებული მიზნებით გადაცემა. ამ ბუნდოვანების
აღმოფხვრის მიზეზით, კანონპროექტი განკარგვის ასეთ ფორმას აქცევს განაწილების
შინაარსში.
რიგ შემთხვევებში, პრივატიზებული შენობა-ნაგებობის ან მისი ნაწილის ფართობი,
ასევე, მიწის ნაკვეთის განაშენიანების ფართობი აღემატება შესაბამისი ქონებაზე საკუთრების
უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ ფართობს. აღნიშნული უზუსტობის
გამო, მესაკუთრეები ვერ ახორციელებენ შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების
რეგისტრაციას, რამდენადაც პრობლემურია ქონების საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი
ნახაზს თანახმად მიღებულ ფართობსა და საკუთრების უფლების დამადასტურებელ
დოკუმენტში მითითებულ ფართობს შორის არსებული სხვაობის - ნამეტი (გაზრდილი)
ფართობის უფლებრივი მდგომარეობა. ხსენებული პრობლემის გადჭრის მიზნით,
კანონპროექტი ადგენს პრივატიზებული უძრავი ნივთების რეგისტრაციის ხელშემწყობი
ღონისძიებების განსაზღვრის სამართლებრივ საფუძველს. კერძოდ, კანონპროექტი
ითვალისწინებს ნამეტი (გაზრდილი) ფართობის სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული
სააგენტოს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციაზე ქონების სააგენტოს მიერ
თანხმობის გაცემას საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესითა და
საფასურის გადახდის შემთხვევაში, რომლის მიღებაც, კანონპროექტის თანახმად, უნდა
განხორციელდეს არა უგვიანეს 2020 წლისა.
ასევე, კანონში ცვლილების განხორციელების საჭიროება განპირობებულია კანონის
მოქმედ რედაქციაში ტერმინოლოგიური შეუსაბამობების აღმოფხვრისა და ასევე, ტერმინების
საქართველოს კანონმდებლობასთან, ასევე, სახელმწიფო ქონების მართვისა და განკარგვის
პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობით, რაც ხორციელდება ტერმინების
ცვლილების ან ამოღების გზით.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
არსებული ვითარების შეცვლის მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, აუცილებელია
შემდეგი ღონისძიებების განხორციელება:
სახელმწიფო ქონების მართვასთან/განკარგვასთან/სარგებლობაში გადაცემასთან
დაკავშირებული თვისობრივად ერთგვაროვანი ფუნქციების ოპტიმიზაცია; ამ მიზნით,
სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ფუნქციების
ერთი ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციად განსაზღვრა და ამგვარად, მოძრავი
ნივთის აღრიცხვასთან/შენახვასთან/შეფასებასთან და განკარგვასთან დაკავშირებული
მომსახურების სააგენტოს ფუნქციების ქონების სააგენტოსათვის გადაცემა.
ეროვნული მარეგულირებელი ორგანოსათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული
უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის სამართლებრივი შესაძლებლობის
განსაზღვრა.
სახელმწიფო ქონების ტოლფასი ქონების სახელმწიფო ქონების საკუთრებაში
გადმოცემის სანაცვლოდ, ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული
პირებისათვის სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემის (გაცვლა) სახელმწიფო
ქონების განკარგვის ფორმად ასახვა კანონში; გარდა ამისა, სახელმწიფო ქონების
პირობებით გაცვლის შემთხვევაში, გაცვლის ხელშეკრულების მიმართ სახელმწიფო
საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის/არამატერიალური ქონებრვი სიკეთის
პრივატიზების შემთხვევის ანალოგიური, გაცვლის პირობების უზრუნველსაყოფად
წარმოსადგენ საბანკო გარანტიასთან და შესაბამისი უძრავი ნივთის/არამატერიალური
ქონებრივი
სიკეთის
იპოთეკის/გირავნობის
უფლებით
დატვირთვასთან
დაკავშირებული რეგულაციების გავრცელება.
ქონების სააგენტოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებთან
დაკავშირებული დავების ეფექტიანად, დროში შემჭიდროებულ ვადებში გადაწყვეტა
და
ამის
უზრუნველსაყოფად,
ქონების
სააგენტოს
ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტის
გასაჩივრების
წესის
უშუალოდ
სასამართლოს მეშვეობით დადგენა, რის შედეგადაც, მოქალაქეებს შეეძლებათ, დროში
გაჭიანურების გარეშე, გამოიყენონ სასამართლო წესით დავის განხილვის კანონით
უზრუნველყოფილი უფლება.
უფლებადაურეგისტრირებელ უძრავ ნივთზე განხორციელებული ჭრების შედეგად
მოპოვებული მერქნული რესურსის დასაწყობებასთან/შენახვასთან და გაკარგვასთან
დაკავშირებული
საკითხის
კანონით
რეგულირება,
რის
შედეგადაც,
უფლებადაურეგისტრირებელ უძრავ ნივთზე განხორციელებული ჭრების შედეგად
მოპოვებული მერქნული რესურსის მიმართ გავრცელდება სახელმწიფო საკუთრებაში
მიქცეული მოძრავი ნივთისათვის კანონით დადგენლი რეჟიმი.
იმ ბუნდოვანების აღმოფხვრა, რასაც პრაქტიკაში იწვევს სახელმწიფო ქონების
პირვატიზებისას/სარგებლობაში ან მართვის უფლებით გადაცემისას საქართველოს
მთავრობის განკარგულების აღსრულების/აუქციონის ჩატარებიდან კანონით
დადგენილ ვადაში შესაბამისი ხელშეკრულების გაუფორმებლობის სამართლებრივი
შედეგების კანონით გაუთვალისწინებლობა და ამ მიზნით, საქართველოს მთავრობის
განკარგულების/აუქციონის ჩატარებიდან კანონით დადგენილ ვადაში შესაბამისი
ხელშეკრულების გაუფორმებლობის სამართლებრივი შედეგის ერთმნიშვნელოვნად
გამოკვეთა.
აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების განკარგვისას აუქციონის შედგების
გაუქმების საფუძვლების ამომწურავად დადგენა.
სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შემთხვევაში, საინვესტიციო
ვალდებულების არსებობისას, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის
წარმოდგენის ვადის განსაზღვრა სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით
პრივატიზების შემთხვევის ანალოგიურად, რაც გულისხმობს გარანტიის წარმოდგენის
ვადის მიბმას შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების ვადაზე.
სახელმწიფო ქონების განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესის
ოპტიმიზაცია, კერძოდ, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სარეკრეაციო
ტერიტორიების ან/და განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონებში
არსებული უძრავი ქონების პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილების, საქართველოს
მთავრობის თანხმობის გარეშე, მიღებისათვის საფუძვლის გაჩენა.
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ელექტრონული საკომუნიკაციო
ქსელების სახაზო ნაგებობების - მობილური კავშირისა და ტელერადიომაუწყებლობის
ანძების - განთავსების მიზნით განკარგვის კანონის მოქმედების ფარგლებში მოქცევა.
სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული და განსაკარგავად გადაცემული მოძრავი
ქონების განკარგვის საშუალებების მკაფიოდ გამოკვეთა.
პრივატიზებული უძრავი ნივთების რეგისტრაციის ხელშეწყობა, რა მიზნითაც,
საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად
განხორციელდება
პრივატიზებული
შენობა-ნაგებობის/შენობა-ნაგებობის
ნაწილის/მიწის ნაკვეთის განაშენიანების ფართობსა და შესაბამის ქონებაზე
საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ ფართობს შორის
არსებული სხვაობის - ნამეტი (გაზრდილი) ფართობის რეგისტრაციაზე ქონების
სააგენტოს მიერ თანხმობის გაცემა საქართველოს მთავრობის დადგენილებით
განსაზღვრული წესითა და საფასურის გადახდის შემთხვევაში.
კანონის მოქმედ რედაქციაში არსებული ტერმინების შესაბამისობაში მოყვანა როგორც
უშუალოდ კანონის მოქმედ რედაქციაში გამოყენებულ ტერმინებთან, ისე
საქართველოს კანონმდებლობასთან, ტერმინების ცვლილების ან ამოღების გზით.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად, სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებული,
კანონით გათვალისწინებული ფუნქციები განისაზღვრება ერთი ადმინისტრაციული ორგანოს
კომპეტენციად. შესაბამისად, მოძრავი ნივთის აღრიცხვასთან/შენახვასთან/შეფასებასთან და
განკარგვასთან დაკავშირებული მომსახურების სააგენტოს ფუნქციები გადაეცემა ქონების
სააგენტოს.
კანონპროექტის
მიღების
შედეგად,
შესაძლებელი
გახდება
ეროვნული
მარეგულირებელი ორგანოსათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების
საკუთრებაში გადაცემა, რაც ხელს შეუწყობს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს
საქმიანობის ეფექტურად განხორციელებას და დამოუკიდებლობას, „ეროვნული
მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
ასევე, სახელმწიფო ქონების ტოლფასი ქონების სახელმწიფო ქონების საკუთრებაში
გადმოცემის სანაცვლოდ, ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის
სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემა (გაცვლა), კანონში ტერმინოლოგიურად
დაზუსტდება, სახელმწიფო ქონების განკარგვის ფორმა - გაცვლა. ამასთან, კანონპროექტის
მიღების შემთხვევაში, სახელმწიფო ქონების, კერძოდ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული
უძრავი ნივთის/არამატერიალური ქონებრივი სიკეთის პირობებით გაცვლაზე გავრცელდება
უპირობო და გამოუხმობ საბანკო გარანტიასთან და უძრავი ნივთის/არამატერიალური
ქონებრივი სიკეთის იპოთეკის/გირავნობის უფლებით დატვირთვასთან დაკავშირებით,
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის/არამატერიალური ქონებრივი სიკეთის
პრივატიზების შემთხვევის ანალოგიური, კანონით განსაზღვრული რეგულაციები.
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ქონების სააგენტოს ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დაექვემდებარება უშუალოდ სასამართლო წესით
გასაჩივრებას, რის შედეგადაც, მოქალაქეებს შეეძლებათ, დროში გაჭიანურების გარეშე,
გამოიყენონ სასამართლო წესით დავის განხილვის კანონით უზრუნველყოფილი უფლება.
კანონპროექტის
მიღების
შედეგად,
კანონით
დარეგულირდება
უფლებადაურეგისტრირებელ უძრავ ნივთზე განხორციელებული ჭრების შედეგად
მოპოვებული მერქნული რესურსის დასაწყობებასთან/შენახვასთან და გაკარგვასთან
დაკავშირებული საკითხი, რის შედეგადაც, უფლებადაურეგისტრირებელ უძრავ ნივთზე
განხორციელებული ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსის მიმართ
გავრცელდება სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ნივთისათვის კანონით
დადგენლი რეჟიმი.
ასევე, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, კანონით ერთმნიშვნელოვნად
გამოკვეთება საქართველოს მთავრობის განკარგულების/აუქციონის ჩატარებიდან კანონით
დადგენილ ვადაში შესაბამისი ხელშეკრულების გაუფორმებლობის სამართლებრივი შედეგი
- საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების/აუქციონის შედეგების ძალადაკარგულობა.
კანონპროექტის მიღების შედეგად, ამომწურავად იქნება დადგენილი აუქციონის
ფორმით სახელმწიფო ქონების განკარგვისას აუქციონის შედგების გაუქმების საფუძვლები.
ასევე, კანონპროექტის მიღების შედეგად, სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით
პრივატიზების შემთხვევაში, საინვესტიციო ვალდებულების არსებობისას, უპირობო და
გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენის ვადა განისაზღვრება სახელმწიფო ქონების
პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შემთხვევის ანალოგიურად, რაც გულისხმობს
გარანტიის წარმოდგენის ვადის მიბმას შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების ვადაზე.
კანონპროექტის მიღების შედეგად, კანონში გაჩნდება სამართლებრივი საფუძველი,
საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სარეკრეაციო ტერიტორიების ან/და
განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონებში არსებული უძრავი ქონების
პრივატიზებისათვის, საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე.
ასევე, კანონპროექტის მიღების შედეგად, ძალადაკარგულად ჩაითვლება „სახელმწიფო
საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო
ნაგებობების - მობილური კავშირისა და ტელერადიომაუწყებლობის ანძების - განთავსების
მიზნით განკარგვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა
და მდგრადი განვითარების მინისტრის 2015 წლის 16 მაისის N1-1/193 ბრძანება, ხოლო
საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო
ნაგებობების - მობილური კავშირისა და ტელერადიომაუწყებლობის ანძების - განთავსების
მიზნით სახელმწიფო ქონების განკარგვა განხორციელდება კანონის შესაბამისად.
კანონპროექტის მიღების შედეგად, ასევე, მკაფიოდ გამოიკვეთება სახელმწიფო
საკუთრებაში მიქცეული და განსაკარგავად გადაცემული მოძრავი ქონების განაწილების
შესაძლებლობა, ამგვარი ქონების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის, ასევე,
სხვა დაწესებულებისა და ორგანიზაციისათვის, მათ შორის, სოციალური მიზნით,
საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემის სახით.
კანონპროექტის მიღების შედეგად, გაჩნდება სამართლებრივი საფუძველი,
პრივატიზებული
შენობა-ნაგებობის/შენობა-ნაგებობის
ნაწილის/მიწის
ნაკვეთის
განაშენიანების ფართობსა და შესაბამის ქონებაზე საკუთრების უფლების დამადასტურებელ
დოკუმენტში მითითებულ ფართობებს შორის არსებული სხვაობის - ნამეტი (გაზრდილი)
ფართობის რეგისტრაციაზე გაიცეს თანხმობა ქონების სააგენტოს მიერ თანხმობის
გაცემისათვის საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით და
საფასურის გადახდის შემთხვევაში, რაც ხელს შეუწყობს პრივატიზებული სახელმწიფო
ქონების შემძენებს განახორციელონ ქონების მთელი ფართობის რეგისტრაცია სსიპ - საჯარო
რეესტრის ეროვნული სააგენტოს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში. ასევე, გაჩნდება
ხსენებული ღონისძიებების დეტალური რეგულირების ამსახველი კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტის მიღების საკანონმდებლო საფუძველი.
კანონპროექტის მიღების შედეგად, ასევე, კანონის მოქმედ რედაქციაში არსებული
ტერმინები შესაბამისობაში მოვა როგორც უშუალოდ კანონის მოქმედ რედაქციაში
გამოყენებულ ტერმინებთან, ისე საქართველოს კანონმდებლობასთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით
განხორციელება:
გათვალისწინებულია
კანონში
შემდეგი
ცვლილებების
- ამოღებულ იქნება კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი, რის შედეგადაც,
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ელექტრონული საკომუნიკაციო
ქსელების სახაზო ნაგებობების - მობილური კავშირისა და ტელერადიომაუწყებლობის
ანძების - განთავსების მიზნით განკარგვა განხორციელდება კანონის შესაბამისად და
ძალადაკარგულად ჩაითვლება ამავე პუნქტში მითითებული, ხსენებული მიზნობრიობით
სახელმწიფო ქონების განკარგვის მარეგულირებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი.
- კანონის პირველი მუხლის 61 პუნქტში განსახორციელებელი ცვლილება, ქონების
სააგენტოსთან მომსახურების სააგენტოს შერწყმიდან გამომდინარე, ემსახურება ქონების
სააგენტოს ფუნქციების გაფართოებას დაინტერესებული ფიზიკური და კერძო სამართლის
იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობის თვალსაზრისით. ასევე,
განისაზღვრება, რომ დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების
განკარგვის ხელშეწყობისას ქონების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის წესის, სახეების
და საფასურის ოდენობას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
- კანონის პირველი მუხლის მე-8 პუნქტით განისაზღვრება, რომ ქონების სააგენტოს მიერ
გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საჩივრდება
საქართველოს საერთო სასამართლოში, ნაცვლად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროსი.
- კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში განსახორციელებელი ცვლილების მიზანია
ტერმინის „სახელმწიფო ქონების განკარგვა“ კორექტირება, რის შედეგადაც, ზუსტდება,
რომ გაცვლა წარმოადგენს სახელმწიფო ქონების (კერძოდ, სახელმწიფო საკუთრებაში
არსებული უძრავი ნივთის/არამატერიალური ქონებრივი სიკეთის) განკარგვის ერთ-ერთ
ფორმას.
- კანონის მე-2 მუხლის „თ“, „ი“, „ი1“ და „ლ“ ქვეპუნქტებში იცვლება მითითება ქონების
განკარგვაზე უფლებამოსილ უწყებაზე (მომსახურების სააგენტო ნაცვლდება ქონების
სააგენტოთი ან ხდება მასზე მითითების ამოღება). კანონში მომსახურების სააგენტოზე
არსებული მითითებების ცვლილების/ამოღების მიზნით, კორექტირდება, ასევე, კანონის
მე-2 მუხლის „ჰ1“ ქვეპუნქტი, მე-3 მუხლის 11 პუნქტი, 51 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე5 პუნქტები, მე-6 მუხლის მე-11 პუნქტი, 27-ე მუხლის პირველი პუნქტი, 29-ე მუხლი, 31-ე
მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები და 311 მუხლი.
- კანონის მე-2 მუხლის „ო“, „პ“ და „ღ“ ქვეპუნქტებში მოცემული ტერმინები: „საპრივატიზებო
გეგმა“, „საკომლო წიგნი“, და „განაცხადი“ ამოღებულია, მათი პრაქტიკული მნიშვნელობის
არარსებობიდან და საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამობიდან გამომდინარე.
- კანონის მე-2 მუხლის „ყ“ ქვეპუნქტში განსახორციელებელი ცვლილებით, ტერმინი
„საპრივატიზებო შემოსულობა“ ასევე მოიცავს გაცვლის შედეგად მიღებულ შემოსულობას
(ასეთის არსებობის შემთხვევაში). აღნიშნულის მიზანია, გაცვლის შედეგად მიღებული
შემოსულობისა და საპრივატიზებო შემოსულობის ერთგვაროვანი საკანონმდებლო
რეგულირება.
- კანონის მე-2 მუხლის „ც“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტერმინის - „საწყისი
საპრივატიზებო საფასურის“ ამოღება განპირობებულია ტერმინოლოგიური ხარვეზის
აღმოფხვრით, კერძოდ, აუქციონზე ვაჭრობა ხორციელდება მხოლოდ საწყის
საპრივატიზებო თანხაზე, საპრივატიზებო საფასური კი, მოიცავს როგორც საპრივატიზებო
თანხას, ასევე, ფიქსირებული ოდენობის (რაზეც ვაჭრობა არ ხორციელდება) მესამე
პირისთვის ან/და სხვა სუბიექტისთვის გადასახდელ თანხას. აღნიშნულიდან
გამომდინარე, ტერმინ „საწყისი საპრივატიზებო საფასურის“ ტერმინით „საწყისი
საპრივატიზებო თანხა“ ჩანაცვლების მიზნით, კორექტირდება ასევე, კანონის 62 მუხლი, მე19 მუხლის პირველი პუნქტი, 31-ე მუხლის პირველი პუნქტი, 45-ე მუხლის პირველი
პუნქტი, 451 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და 452 მუხლის მე-3 პუნქტი.
- კანონის მე-2 მუხლის „ძ“ ქვეპუნქტით განმარტებული ტერმინი „მომსახურების საფასური“
იცვლება ქონების სააგენტოსთან მომსახურების სააგენტოს მიერთებიდან გამომდინარე და
მომსახურების საფასურად განისაზღვრება, ასევე, დაინტერესებული ფიზიკური და საჯარო
და კერძო სამართლის იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობისათვის
საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი თანხა.
- კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს სახელმწიფო ქონების შემძენ
სუბიექტთა წრეს. კანონპროექტით განსახორციელებელი ცვლილების თანახმად,
ხსენებული პუნქტით დამატებით განისაზღვრება, რომ სახელმწიფო საკუთრებაში
არსებული ქონების შემძენი შესაძლოა იყოს, ასევე, ეროვნული მარეგულირებელი ორგანო.
გარდა ამისა, ხსენებულ პუნქტში დამატებით, საგამონაკლისო სახით, მიეთითება
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების პრივატიზების/რეალიზაციის
შემთხვევა. ამასთან, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების (მათ შორის,
განსაკარგავად გადაცემული და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული) შემძენ სუბიქეტთა
წრე დადგენილია ამავე მუხლის 11 პუნქტით.
- კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტში განსახორციელებელი ცვლილების მიხედვით, ტერმინი
„სახელმწიფო ქონებას მისი ტოლფასი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადმოცემა“
იცვლება ტერმინით „გაცვლა“.
- კანონის 31 მუხლის მე-3 პუნქტით, რომელიც ადგენს აუქციონის/პირდაპირი მიყიდვის
ფორმით შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების ვადებს, განისაზღვრება, ასევე,
მითითებულ ვადებში შესაბამისი ხელშეკრულების გაუფორმებლობის შედეგი. კერძოდ,
კანონპროექტის თანახმად, მითითებულ ვადაში შესაბამისი ხელშეკრულების
გაუფორმებლობის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება/აუქციონის
შედეგები ძალას კარგავს ამავე პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ.
- კანონის 31 მუხლს ემატება 32 მუხლი, რომლის სათაურია „გაცვლა“. ხსენებული მუხლით
კანონში ჩნდება გაცვლასთან დაკავშირებული საკითხების რეგულაცია, მათ შორის,
პირობიანი გაცვლისას წარმოსადგენ საბანკო გარანტიასთან და გაცვლილი უძრავი
ნივთის/არამატერიალური ქონებრივი სიკეთის იპოთეკით/გირავნობით დატვირთვასთან
დაკავშირებით. ამავე მუხლით განისაზღვრება გაცვლისას ხელშეკრულების გაფორმების
ვადა და მითითებულ ვადაში მისი გაუფორმებლობის სამართლებრივი შედეგი.
- კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ და „ნ“ – „რ“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული ქონების ნუსხა, რომლის პრივატიზება აკრძალულულია,
ტერმინოლოგიურად კორექტირდება საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში
მოყვანის მიზნით.
- კანონის მე-4 მუხლის „კ1“ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მე-4 პუნქტის ამოღების მიზანია,
საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სარეკრეაციო ტერიტორიების ან/და
განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონებში არსებული უძრავი ქონების
პრივატიზების შესაძლებლობის გაჩენა ქონების სააგენტოს გადაწყვეტილების
საფუძველზე, საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე.
- კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუქნტი ითვალისწინებს ამავე მუხლში მითითებული სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწების პრივატიზებას მნიშვნელოვანი პროექტების
განხორციელების შემთხვევაში. აღსანიშნავია, რომ სიტყვები „განსაკუთრებული
-
-
-
-
-
-
-
მნიშვნელობის“ შეფასებითია და იძლევა არართგვაროვნად ინტერპრეტირების
შესაძლებლობას. ამის გათვალისწინებით, კანონპროექტით ხსენებული პუნქტიდან
სიტყვები „განსაკუთრებული მნიშვნელობის“ ამოღებულია.
კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ, აუქციონის ფორმით სახელმწიფო
ქონების პრივატიზებისა და რეალიზაციის შესახებ ინფორმაციის გავრცელების
ვებსაშუალებებს, ემატება ვებგვერდი www.privatization.ge. ამასთან, ამავე პუნქტიდან
ამოიღება ინფორმაციის გავრცელების ვებსაშუალება - www.nasp.gov.ge, რამდენადაც
ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს ვებგვერდი
www.eauction.ge.
კანონის 51 მუხლის მე-7 პუნქტში დამატებულია სამინისტროს და ქონების სააგენტოს
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების დამატებითი
ვებსაშუალებები, კერძოდ, სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი, ასევე, შეიძლება გამოქვეყნდეს ვებგვერდზე www.moesd.gov.ge,
ხოლო ქონების სააგენტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ვებგვერდზე www.privatization.ge.
პერსონალური მონაცემების გამოქვეყნების მიზნებისთვის, კანონის 51 მუხლს ემატება მე-8
პუნქტი,
რომლის
თანახმად,
ქონების
სააგენტო
ოფიციალურ
ვებგვერდზე
(www.nasp.gov.ge/www.privatization.ge)
ან
ელექტრონული
აუქციონის
სისტემის
ვებგვერდზე (www.eauction.ge) შეიძლება გამოქვეყნდეს ინფორმაცია სახელმწიფო ქონების
პრივატიზების/რეალიზაციის/სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემის თაობაზე,
მათ შორის, სახელმწიფო ქონების შემძენის/სარგებლობაში/მართვის უფლებით მიმღები
პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები.
კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტიდან ამოღებულია მითითება საჯარო აუქციონის
ჩატარების წინაპირობაზე.
კანონის მე-6 მუხლის მე-2, 61 და მე-11 პუნქტებში, 27-ე მუხლის მე-3 პუნქტსა და მე-7
პუნქტში, ასევე, 31-ე მუხლის მე-8 პუნქტში ცვლილებების შედის კანონში საქართველოს
ფინანსთა მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებზე არსებული მითითებების
შესაბამისად, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების მინისტრის აქტებზე მითითებით ჩანაცვლების მიზნით.
კანონის მე-6 მუხლის 31 მუხლიდან ამოღებულია მითითება აუქციონში გამარჯვებულის
მიერ სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო/სარგებლობაში გადაცემის საფასურის
ვებგვერდ www.eauction.ge-ს ერთიანი ანგარიშსწორების სისტემის საშუალებით გადახდის
თაობაზე, რამდენადაც აღნიშნული საფასურის გადახდა შესაძლებელია სხვა
საშუალებებითაც.
კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული აუქციონის
შედეგების ძალადაკარგულობის საფუძვლები ზუსტდება, კერძოდ, აუქციონის შედეგები
ძალას კარგავს, აუქციონში გამარჯვებულის მიერ დადგენილ ვადაში საპრივატიზებო
საფასურის სრულად გადაუხდელობის შემთხვევაში, თუკი აუქციონის პირობას
წარმოადგენდა მხოლოდ შესაბამისი საფასურის გადახდა, ასევე, კანონით ან/და ქონების
მმართველის მიერ დადგენილ ვადაში შესაბამისი ხელშეკრულების გაუფორმებლობის
შემთხვევაში. ამასთან, კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტს „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით
აუქციონის შედეგების ძალადაკარგულობის დამატებით წინაპირობებად განისაზღვრება
აუქციონში გამარჯვებულის მიერ უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის დადგენილ
ვადაში წარმოუდგენლობა და შემთხვევა, როცა მოძრავი ქონების აუქციონის ფორმით
პრივატიზების/რეალიზებისას აუქციონში გამარჯვებული არ უზრუნველყოფს ქონების
გატანას კანონმდებლობით დადგენილ ან/და ქონების მმართველის მიერ განსაზღვრულ
დამატებით ვადაში.
მე-6 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული განმეორებითი აუქციონის რეგულაცია
კორექტირდება განმეორებითი აუქციონის მიზნის გამოკვეთისათვის. ამასთან, დგინდება,
რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების შემთხევაში, განმეორბითი
აუქციონის ჩატარებს წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის
-
-
-
-
-
-
-
დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად (კანონის ამჟამინდელი რედაქციით,
მოძრავ ქონებაზე განმერობითი აუქციონის ჩატარების პირობები განისაზღვრება ფინანსთა
მინისტრის ბრძანებით).
კანონის 63 მუხლის პირველი პუნქტით განსახორციელებელი ცვლილებით გამოიკვეთება,
რომ სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეილებით
საკუთრებაში გადაცემა ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
იძულებით გადაადგილებული პირების − დევნილებისათვის, რამდენადაც კანონი
ითვალისწინებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების უსასყიდლოდ
გადაცემის სხვა საფუძველსაც - მოძრავი ქონების განაწილების სახით. ასევე, მითითებული
მუხლის მე-3 პუნქტს ემატება შესაბამისი ხელშეკრულების გაუფორმებლობის
სამართლებრივი შედეგის განმსაზღვრელი რეგულაცია.
კანონის 63 მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ ემატება მე-4 პუნქტი, რომლითაც ზუსტდება, რომ
მოძრავი ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა ხორციელდება მისი განაწილებით,
უსასყიდლოდ საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემის გზით, კანონით განსაზღვრული
პირთა წრისათვის.
კანონს ემატება 65 მუხლი, რომლითაც განისაზღვრება სახელმწიფო საკუთრებაში
არსებული ქონების პრივატიზების შესახებ გარიგების ბათილობასთან დაკავშირებული
რეგულაციები კანონის ზოგად ნაწილში, რის შედეგადაც, კანონის 22-ე მუხლი ამოღებულ
იქნა.
კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტში ამოღებულია აუქციონში გამარჯვებულის მიერ
გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის ვალდებულებაზე მითითება,
ვინაიდან აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია ქონების განმკარგავის
მიერ შესაბამის სახაზინო კოდ(ებ)ზე. აღსანიშნავია, რომ შემძენის მიერ გადახდის
ვალდებულების შესრულების ქონების სააგენტოს მიერ დადასტურების ვალდებულების
ამსახველი რეგულაცია წარმოდგენილია კანონის ზოგად ნაწილში.
კანონის მე-20 მუხლის პირველ პუნქტში განსახორციელებელი ცვლილების მიხედვით,
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის ფორმით
პრივატიზებისას მყიდველი ვალდებული იქნება უპირობო და გამოუხმობი საბანკო
გარანტია, ნაცვლად აუქციონის დასრულებიდან 1 თვისა, წარმოადგინოს შესაბამისი
ხელშეკრულების გაფორმებამდე. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ აუქციონში
გამარჯვებულს, მსგავსად პირდაპირი მიყიდვის ფორმით სახელმწიფო ქონების შემძენისა,
მიეცეს ხელშეკრულებისათვის არსებული სრული ვადა (45 დღე) საბანკო გარანტიის
წარმოსადგენად, ხოლო მეორე მხრივ, გამოიკვეთოს, რომ სახელშეკრულებო
ვალდებულებათა უზრუნველსაყოფად საბანკო გარანტია შესაბამისი ხელშეკრულების
გაფორმებამდე უნდა იქნეს წარმოდგენილი.
კანონის 24-ე მუხლიდან ამოღებულია მომსახურების სააგენტოს საქმიანობასთან
დაკავშირებული პუნქტები.
კანონის 25-ე მუხლი, რომლითაც განსაზღვრულია მომსახურების სააგენტოს სტატუსი და
ფუნქციები, ამოღებულია.
კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში და ტერმინი „ინტერნეტაუქციონი“
შეცვლილია ტერმინით „ელექტრონული აუქციონი“, ვინაიდან აღნიშნული ტერმინები
შინაარსობრივად
ერთსადაიმავე
პროცედურას
მიემართება.
ამასთან,
იმის
გათვალისწინებით, რომ ხსენებული მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული რეგულაცია
მოძრავი ქონების პრივატიზებისას ელექტრონული აუქციონისა და ინტერნეტმაღაზიის
ერთდროულად გამოყენებასთან დაკავშირებით არ ასახავს მოძრავი ქონების განკარგვის
პრაქტიკას, კანონპროექტი ითვალისწინებს მის ამოღებას.
კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, განაწილების, როგორც მოძრავი ქონების
განკარგვის ფორმის, ფარგლებში დაკონკრეტებულია სახელმწიფოს საკუთრებაში
არსებული მოძრავი ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემის
შესაძლებლობა, ქონების სააგენტოს გადაწყვეტილებით. ამასთან, დამატებით
-
-
-
-
-
-
-
-
განსაზღვრულია, რომ ხსენებული პუნქტით გათვალისწინებული მოძრავი ქონება
შესაძლოა განადგურდეს.
კანონის 27-ე მუხლს ემატება მე-8 პუნქტი, რომლითაც განისაზღვრება, რომ სახელმწიფო
საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების აუქციონის ფორმით რეალიზაციისას შესაბამისი
ხელშეკრულების სტანდარტული ნიმუში მტკიცდება საქართველოს ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით, ასევე, განისაზღვრება შესაბამისი
ხელშეკრულების გაფორმები ვადა და ხელშეკრულების ვადაში გაუფორმებლობის შედეგი.
ამოღებულ იქნა კანონის 28-ე მუხლი, ვინაიდან ქონების სააგენტოს მიერ გამოცემული
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების წესს ადგენს
კანონის პირველი მუხლის მე-8 პუნქტი.
კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტში განსახორციელებელი ცვლილებით გამოკვეთილია,
რომ ის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება, რომელიც არ წარმოადგენს
სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეულ მოძრავ ქონებას ან განსაკარგავად გადაცემულ
ქონებას, აუქციონის ფორმით განიკარგება ქონების მმართველის გადაწყვეტილებით, ხოლო
პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის
ფორმით განკარგვაზე კი, ქონების მმართველის წარდგინებით, გადაწყვეტილებას იღებს
საქართველოს მთავრობა (კანონის თანახმად, ამგვარი მოძრავი ქონება სხვა ფორმით არ
განიკარგება).
კანონის 29-ე მუხლის მე-6 პუნქტი დაკორექტირდა განსაკარგავად გადაცემული მოძრავი
ქონების განკარგვის ფორმების განსაზღვრის მიზნით (29-ე მუხლის მე-3 პუნქტში
განსახორციელბელი ცვლილების გათვალისწინებით). ამასთან, კანონის 26-ე მუხლის
პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში განსახორციელებელი ცვლილების ანალოგიურად, 29-ე
მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში ტერმინი „ინტერნეტაუქციონი“ შეცვლილია
ტერმინით „ელექტრონული აუქციონი“. ამასთან, ამოღებულია 29-ე მუხლის მე-7 პუნქტი,
მოძრავი ქონების პრივატიზებისას ელექტრონული აუქციონის და ინტერნეტაუქციონის
ფორმების ერთდროულად გამოყენების არარელევანტურობის გათვალისწინებით.
კანონის
291
მუხლს
ემატება
მე-2
პუნქტი,
რომელიც
არეგულირებს
უფლებადაურეგისტრირებელ მიწის ნაკვეთზე განხორციელებული ჭრების შედეგად
მოპოვებული მერქნული რესურსის განკარგვის წესს, რაც კანონით რეგულირებული არ
ყოფილა.
კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტით განისაზღვრება, რომ სახელმწიფო საკუთრებაში
არსებული მოძრავი ქონების პრივატიზებისას შემძენთან გაფორმდება ნასყიდობის
ხელშეკრულება. ამასთან, უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზების შემთხვევაში,
შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების ტიპური ფორმა დამტკიცდება საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით (ნაცვლად მიღებაჩაბარების აქტისა, როგორც კანონის მოქმედ რედაქციაშია გათვალისწინებული). ამავე
ცვლილებით განისაზღვრება შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების ვადები და
შესაბამის ვადაში ნასყიდობის ხელშეკრულების გაუფორმებლობის სამართლებრივი
შედეგი.
კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შედის კანონის 36-ე მუხლის 22 პუნქტში, რომლითაც
განისაზღვრება სახელმწიფო ქონების აუქციონის გზით ან საქართველოს მთავრობის
გადაწყვეტილების საფუძველზე სარგებლობაში გადაცემისას შესაბამისი ხელშეკრულების
გაფორმების ვადა და ამავე ვადებში ხელშეკრულების გაუფორმებლობის სამართლებრივი
შედეგი.
კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შედის კანონის 41-ე მუხლის პირველ პუნქტში,
რომლითაც განისაზღვრება სახელმწიფო სკუთრებაში არსებული წილებისა და აქციების
განკარგვის ფორმები. კანონპროექტით განსახორციელებელი ცვლილების თანახმად,
კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ, „გ“ ქვეპუნქტის სახით,
ემატება „გაცვლა“, როგორც ამგვარი სახელმწიფო ქონების განკარგვის ერთ-ერთი ფორმა.
- კანონის 43-ე მუხლს ემატება 11 პუნქტი, რომელიც განსაზღვრავს აქციის/წილის მართვის
უფლებით გადაცემის მიზნით შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების ვადას და ამავე
ვადაში ხელშეკრულების გაუფორმებლობის სამართლებრივ შედეგს.
- ცვლილება შედის კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტში, რომელიც ითვალისწინებს
აქციის/წილის პრივატიზებისას შესაბამისი ვალდებულებების (ასეთის არსებობისას)
მარეგისტრირებელ ორგანოში სავალდებულო რეგისტრაციის სავალდებულოობას და
ადგენს
შესაბამისი
ხელშეკრულების
გაფორმების
ვადებს/გაუფორმებლობის
სამართლებრივ შედეგს.
- ცვლილება შედის კანონის 452 მუხლის მე-4 პუნქტში, რომლითაც განისაზღვრება
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების პრივატიზებისას
შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების ვადები და შესაბამის ვადაში ხელშეკრულების
გაუფორმებლობის სამართლებრივი შედეგები.
- კანონის 46-ე მუხლს ემატება მე-7 პუნქტი, რომლის თანახმად, საქართველოს მთავრობას
ევალება არა უგვიანეს 2020 წლისა შეიმუშაოს და დაამტკიცოს პრივატიზებული უძრავი
ნივთების რეგისტრაციის ხელშეწყობის წესი და პირობები.
- კანონის 474 მუხლის შემდეგ ემატება 475 მუხლი, რომელიც ადგენს პრივატიზებული
უძრავი ნივთების რეგისტრაციის ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელი
ღონისძიებების სამართლებრივ საფუძველს. კერძოდ, ითვალისწინებს პრივატიზებული
შენობა-ნაგებობის/შენობა-ნაგებობის ნაწილის/მიწის ნაკვეთის განაშენიანების ფართობსა
და შესაბამის ქონებაზე საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში
მითითებულ ფართობს შორის არსებული სხვაობის რეგისტრაციაზე ქონების სააგენტოს
მიერ თანხმობის გაცემის შესაძლებლობას, საქართველოს მთავრობის დადგენილებით
განსაზღვრული წესით და საფასურის გადახდის შემთხვევაში.
- კანონის 491 მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ ემატება 31 პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს
სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო/საკუთრებაში გადაცემის/მართვის უფლებით
გადაცემის/სარგებლობაში გადაცემის პირობის შეცვლის/გაუქმების შემთხვევაში,
შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების ვადას/გაუფორმებლობის სამართლებრივ
შედეგს.
კანონპროექტის მე-2 მუხლის შესაბამისად, განსაზღვრულია შესაბამისი უწყებების
ფუნქციების, უფლებამოსილებებისა და უფლებამონაცვლეობის საკითხები. კერძოდ,
კანონპროექტის მე-2 მუხლის თანახმად:
- განხორციელდება მომსახურების სააგენტოს შერწყმა ქონების სააგენტოსთან მიერთების
გზით, ქონების სააგენტოს გადაეცემა მომსახურების სააგენტოს ფუნქცია-მოვალეობები და
ჩაითვალება მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ.
- გათვალისწინებული იქნება, რომ საქართველოს მთავრობა, კანონპროექტის ძალაში
შესვლიდან არაუგვიანეს 90 დღის ვადაში, განახორციელებს მომსახურების სააგენტოს
ქონების სააგენტოსთან შერწყმისათვის საჭირო, საქართველოს კანონმდებლობით
გათვალისწინებული ღონისძიებებს, ქონების სააგენტოს დებულების ახალი რედაქციით
დამტკიცებისა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების გამოცემის გზით. ასევე, ამავე
ვადაში სათანადო უწყებები განახორციელებენ შესაბამისი სამართლებრივი აქტების
კანონპროექტთან შესაბამისობის უზრუნველყოფისა და მომსახურების სააგენტოს ქონების
სააგენტოსთან შერწყმის დასრულებისათვის საჭირო, საქართველოს კანონმდებლობით
გათვალისწინებული
ღონისძიებებს,
მათ
შორის
ქონების
სააგენტოს
რეორგანიზაციისათვის საჭირო ღონისძიებებს.
- კანონის (გარდა მე-2 მუხლისა) ამოქმედების თარიღიდან მომსახურების სააგენტოს
ქონების სააგენტოსთან შერწყმა ჩაითვლება დასრულებულად.
- ასევე, ქონების სააგენტოს ევალება, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს
კანონპროექტის (გარდა მე-2 მუხლისა) ამოქმედებამდე არსებულ მომსახურების
სააგენტოში შტატით დასაქმებულ თანამშრომელთა და შტატგარეშე მომუშავეთა
უკონკურსოდ გადაყვანა მის მიერ დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე,
ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში - მისი კომპეტენციის გათვალისწინებით, დაბალ
თანამდებობაზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ამასთან, ქონების სააგენტოს
რეორგანიზაციისა და ხსენებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით, ქონების
სააგენტო უფლებამოსილია შექმნას კომისია.
- გათვალისწინებულია, რომ კანონპროექტის მოთხოვნების გათვალისწინებით, ქონების
სააგენტოს მიერ 2019 წელს განსაზღვრული საშტატო რიცხოვნობა შესაძლებელია
აჭარბებდეს „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მომუშავეთა რიცხოვნობას იმ პირობით, რომ არ
გაიზრდება კანონპროექტის (გარდა მე-2 მუხლისა) ამოქმედებამდე არსებული
სტრუქტურის ფარგლებში მომსახურების სააგენტოსა და ქონების სააგენტოსათვის
ჯამურად განსაზღვრული რიცხოვნობა.
- მომსახურების სააგენტოს საქმიანობის მარეგულირებელი კანონქვემდებარე ნორმატიული
აქტები ინარჩუნებს ძალას ამ აქტების უფლებამოსილი ორგანოების მიერ საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით გაუქმებამდე/ახალი სამართლებრივი აქტის
მიღებამდე/გამოცემამდე.
- გარდა ამისა, მომსახურების სააგენტოს ევალება კანონპროექტის ძალაში შესვლიდან
არაუგვიანეს 90 დღის ვადაში, უზრუნველყოს საკუთარი საბალანსო მონაცემების
მიხედვით აქტივებისა და მიმდინარე ვალდებულებების, აგრეთვე სამსახურებრივი
დოკუმენტაციის (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალისა და სხვა დოკუმენტაციის)
ქონების სააგენტოსათვის გადაცემა. ასევე, ხსენებული ღონისძიებების დასრულებამდე
ქონების სააგენტოს ეძლევა უფლება, თავისი უფლებამოსილებების განხორციელების
მიზნით, ისარგებლოს კანონპროექტის (გარდა მე-2 მუხლისა) ამოქმედებამდე
მომსახურების სააგენტოს ბალანსზე რიცხული შესაბამისი ქონებით და სამსახურებრივი
დოკუმენტაციით (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალითა და სხვა დოკუმენტაციით).
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტის ძალაში შესვლა, გარდა კანონპროექტის მე-2 მუხლისა,
გათვალისწინებულია მისი გამოქვეყნებიდან 91-ე დღეს. ამ დრომდე საქართველოს მთავრობამ
და სათანადო უწყებებმა (საქართველოს ფინანსთა სამინისტრო/საქართველოს ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების სამინისტრო) უნდა უზრუნველყონ მომსახურების სააგენტოს
ქონების სააგენტოსთან შერწყმისათვის კანონპროექტის მე-2 მუხლით განსაზღვრული
აუცილებელი ღონისძიებების დასრულება.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს 2019-2022 წლების სახელმწიფო ბიუჯეტიდან
დამატებითი სახსრების გამოყოფას. კანონპროექტით გათვალისწინებული სსიპ - სახელმწიფო
ქონების ეროვნული სააგენტოს რეორგანიზაციის ღონისძიებების, მათ შორის,
თანამშრომელთა შესაძლო გათავისუფლების შემთხვევაში, გასაცემი კომპენსაციის
დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს
კანონმდებლობით ნებადართული ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტმა შესაძლოა გავლენა იქონიოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე. კერძოდ, კანონპროექტი ითვალისწინებს სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული
სააგენტოსა და სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს
შერწყმასა და სსიპ
- სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს რეორგანიზაციას.
რეორგანიზაციის პროცესში გამოვლინდება თანამშრომელთა შორის ფუნქციების
გადანაწილებას, მოყვება თუ არა მათი შემცირება. სავარაუდო შემცირების შემთხვევაში,
კომპენსაციის გაცემა მოხდება სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს
კანონმდებლობით
ნებადართული
ეკონომიკური
საქმიანობიდან
მიღებული
შემოსავლებიდან. თანამშრომელთა შესაძლო გათავისუფლება სახელმწიფო ბიუჯეტზე
გავლენას იქონიებს გათავისუფლებულ თანამშრომლებზე გასაცემი ხელფასიდან და
კომპენსაციიდან დასაკავებელი საშემოსავლო გადასახადის კუთხით.
რაც შეეხება საკუთარ შემოსავლებს, სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
მომსახურების სააგენტოს 2019 წლის საკუთარი შემოსავალი შეადგენს 7 570 000 ლარს, ხოლო
სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს შემოსავალი 3 500 000 ლარს, საპროგნოზო
ჯამური შემოსავლები, ერთობლივად, შეადგენს 11 070 000 ლარს. ჯამური შემოსავლის
საპროგნოზო მაჩვენებლები, ანალოგიური იქნება კანონპროექტის ამოქმედებიდან მომდევნო
3 წლის განმავლობაში.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას 2019-2022 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე. კანონპროექტით გათვალისწინებილი შერწყმის შედეგად, გაერთიანდება
სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და სსიპ - საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საბიუჯეტო კოდები: 24 06 და 23 07, რომელთა ნაშთი
წლის დასაწყისისათვის (01.01.2019 წ.) ჯამში შეადგენდა 17 715 000 ლარს (მათ შორის: 24 06
კოდი - 15 058 100 ლარი, 23 07 კოდი - 2 656 900 ლარი). ასევე, წლის ბოლოსათვის (31.12.2019
წ.) ჯამში საბიუჯეტო კოდზე არსებული ნაშთი შეადგენს 10 025 000 ლარს (მათ შორის, 24 06
კოდი - 7 158 100 ლარი, 23 07 კოდი - 2 866 900 ლარი). სსიპ - სახელმწიფო ქონების
ეროვნული სააგენტოს და სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების
სააგენტოს გაერთიანებული ბიუჯეტი 2019 წლისათვის განსაზღვრულია 47 510 000
ლარით(მათ შორის, 28 750 000 ლარი არის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნება), 2020 წელს 42 640 000 ლარით (მათ შორის, 28 340 000 არის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნება), 2021 წელს 42 640 000 ლარით (მათ შორის, 28 340 000 არის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნება), 2022 წელს
- 42 640 000 ლარით (მათ შორის, 28 340 000 არის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნება).
ამასთან, თუ რეორგანიზაციის დროს, თანამშრომელთა შორის ფუნქციათა
გადანაწილება გამოიწვევს მათ შემცირებას, შესაბამისად, საჭირო გახდება მათთვის 2 (ორი)
თვის ხელფასის ოდენობით კონპესაციის გადახდა, საიდანაც გაცემული კომპენსაციის 20%
მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადის სახით.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის
მიღება
სახელმწიფოს
მხრიდან
ახალი
ფინანსური
ვალდებულებების აღებას არ ითვალისწინებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და სსიპ - საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს მომსახურების სააგენტოში დასაქმებულ თანამშრომელთა საშტატო
რიცხოვნობა ჯამში განსაზღვრულია 320 ერთეულით, წლიური სახელფასო ფონდი კი
7 200 000 ლარით. კანონპროექტი ითვალისწინებს სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ
სააგენტოს და სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს
შერწყმასა და სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს რეორგანიზაციას. იმ
შემთხვევაში, თუ რეორგანიზაციას მოჰყვება საშტატო რიცხოვნობის შემცირება, აღნიშნულის
ფინანსური გავლენა, თითოეული თანამშრომლის გათავისუფლების მაგალითზე, საშუალოდ
იქნება: შრომის ანაზღაურება საშუალოდ თვეში 1875 ლარი, ხოლო გასაცემი 2 (ორი) თვის
კომპენსაცია - 3750 (1875*2) ლარი.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს
(ფულად შენატანს).
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრვ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მის სისტემაში
შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.