„მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-11-18
ბიუროს ნომერი 306
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
საქართველოს კანონი
პროექტი
„მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13, 12.04.2005, მუხ. 84) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. მე-2 მუხლის „გ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხა – ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ნუსხა;“.
2. მე-4 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამართალ სუბიექტები ვალდებულნი არიან საქართველოს ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ
პირში – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში (შემდგომ – სააგენტო) რეგისტრაციაში
გაატარონ მათ მიერ გამოყენებული ან გამოსაყენებელი, საჯარო სამართლის იურიდიულ
პირთან − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებული
განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმების ნიმუშები (პროექტები)
და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან
შეთანხმებული სხვა მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნიმუშები (პროექტები).“;
ბ) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხას და რეგისტრაციის წესს ამტკიცებს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.
3. მკაცრი აღრიცხვის ფორმები, რომელთაც საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა
აქვს და რომელთა დამზადება შეუძლებელია საქართველოში არსებულ პოლიგრაფიულ
საწარმოებში, დამკვეთის გადაწყვეტილებით და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით, შესაძლებელია დამზადდეს საქართველოს
ფარგლებს გარეთ.“.
3. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მკაცრი აღრიცხვის ფორმებზე აღნიშნული უნდა იყოს მათი დამამზადებელი
პოლიგრაფიული საწარმოს და დამკვეთის სახელწოდება, რეგისტრაციის ნომერი და
ინდივიდუალური ნომერი (არანაკლებ 6 ციფრისა). „საქართველოს მოქალაქეთა და
საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა
და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებულ პირადობის ნეიტრალურ მოწმობასა და ნეიტრალურ სამგზავრო
დოკუმენტზე აღნიშნული უნდა იყოს მხოლოდ რეგისტრაციის ნომერი საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს
ინდივიდუალური ნომერი (არანაკლებ 6 ციფრისა).“.
ინიციალების
გარეშე
და
მუხლი 2.
1. „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე
უფლებამოსილებასთან დაკავშირებით სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ჩაითვალოს საქართველოს ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების
ეროვნული სააგენტო.
2. საქართველოს მთავრობამ/სათანადო უწყებებმა ამ კანონის გამოქვეყნებიდან
არაუგვიანეს 90 დღისა, უზრუნველყონ შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების
გამოცემა ან/და ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.
3. ამ კანონის ამოქმედებამდე „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს
კანონის საფუძველზე მიღებული ნორმატიული აქტები ინარჩუნებს ძალას, ამ მუხლის მე-2
პუნქტის
საფუძველზე
შესაბამისი
კანონქვემდებარე
ნორმატიული
აქტების
გამოცემამდე/შესაბამისობაში მოყვანამდე.
4. ამ კანონის ამოქმედებამდე სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
მომსახურების სააგენტოში სათანადო წესით რეგისტრირებული მკაცრი აღრიცხვის ფორმები
განმეორებით რეგისტრაციას სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში არ
საჭიროებს.
5. დაევალოს სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს
მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალი გადასცეს სსიპ – სახელმწიფო ქონების
ეროვნულ სააგენტოს.
მუხლი 3.
1. ეს კანონი, გარდა მე-2 მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 91-ე დღეს.
2. ამ კანონის მე-2 მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მიღების საჭიროება გამომდინარეობს „სახელმწიფო ქონების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტიდან,
რომლითაც გათვალისწინებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი
სსიპ – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს შერწყმა საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან, რომელსაც გადაეცემა კანონით
გათვალისწინებული მომსახურების სააგენტოს კომპეტენციები. შესაბამისად, წარმოდგენილი
კანონპროექტის მიხედვით, კანონით განსაზღვრულ, მკაცრი აღრიცხვის ფორმებთან
დაკავშირებული ფუნქციების განხორციელებაზე უფლებამოსილ სუბიექტად განისაზღვრება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი
სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტო. ამასთან, მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუხა
და რეგისტრაციის წესი დამტკიცდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
მინისტრის ბრძანებით.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ვინაიდან საქართველოში მკაცრი აღრიცხვის ფორმების შემუშავების, დამზადებისა და
გამოყენების სამართლებრივი საფუძვლები რეგულირდება კანონით, ხოლო აღნიშნული
კანონით რეგულირებული ფუნქციების გადაცემა ხდება სხვა სამართალსუბიექტისთვის,
აუცილებელია შესაბამისი ცვლილებების განხორციელება საკანონმდებლო დონეზე.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად, მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის
დამტკიცებასთან, მათ დამზადებასთან, შენახვასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული
ფუნქციები გადაეცემა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა
და მის სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის შესაბამისად, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის
ვალდებულება სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს
ნაცვლად გადაეცემა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს
სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს. ხოლო მკაცრი
აღრიცხვის ფორმების ნუსხა და რეგისტრაციის წესი განისაზღვრება საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით.
ამასთან, კანონპროექტით, მკაცრი აღრიცხვის ფორმებთან დაკავშირებული
ურთიერთობების სამართლებრივი რეგულირებისთვის განისაზღვრება გარდამავალი
დებულებები. კერძოდ:
- გათვალისწინებულია, რომ მკაცრი აღრიცხვის ფორმებთან მიმართებით სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ
ჩაითვლება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს
სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
- საქართველოს
მთავრობას/სათანადო
უწყებებს
ევალებათ
კანონპროექტის
გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 90 დღის ვადაში უზრუნველყონ შესაბამისი
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა ან/და ამ კანონთან შესაბამისობაში
მოყვანა.
- გათვალისწინებულია, რომ კანონპროექტის, გარდა მე-2 მუხლისა, ამოქმედებამდე
„მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე
მიღებული ნორმატიული აქტები ინარჩუნებს ძალას შესაბამისი კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტების გამოცემამდე/შესაბამისობაში მოყვანამდე.
- გარდა ამისა, გათვალისწინებულია, რომ კანონპროექტის, გარდა მე-2 მუხლისა,
ამოქმედებამდე სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების
სააგენტოში სათანადო წესით რეგისტრირებული მკაცრი აღრიცხვის ფორმები
განმეორებით რეგისტრაციას სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში არ
საჭიროებს.
- ასევე, გათვალისწინებულია, რომ კანონპროექტის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 90
დღის ვადაში სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს
მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალი გადაეცეს სსიპ – სახელმწიფო
ქონების ეროვნულ სააგენტოს.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტის ამოქმედება გათვალისწინებულია მისი გამოქვეყნებიდან
91-ე დღეს (გარდა მე-2 მუხლისა, რომელიც ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე). ამასთან,
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტის (გარდა მე-2 მუხლისა) ძალაში შესვლისთანავე, საჯარო
სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების
სააგენტოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან - სახელმწიფო ქონების ეროვნულ
სააგენტოსთან შერწყმა ითვლება დასრულებულად. აღნიშნულის გათავლისწინებით,
წინამდებარე კანონპროექტიც, გარდა მე-2 მუხლისა, ძალაში შედის მისი გამოქვეყნებიდან 91ე დღეს - „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის ძალაში სრულად შესვლასთან ერთად, ხოლო
კანონპოექტის მე-2 მუხლი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი)
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
სახსრების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის
მიღება
სახელმწიფოს
ვალდებულებების აღებას არ ითვალისწინებს.
მხრიდან
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი არ
იქონიებს გავლენას იმ
პირთათვის, რომელთა მიმართაც
გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს
(ფულად შენატანს).
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მის სისტემაში
შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.