საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მომართვა განხილვის ახალი ვადების განსაზღვრის შესახებ: ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/407; 28/10/2019) საქართველოს კანონის პროექტი - ერთი თვით. ბ) საქართველოს პარლამენტის წევრის გურამ მაჭარაშვილის, ნინო წილოსანის, პაატა მხეიძის, მერაბ ქვარაიას და ზაზა გაბუნიას მიერ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/413; 30/10/2019) საქართველოს კანონის პროექტები - ორი კვირით; გ) საქართველოს პარლამენტის წევრების მერაბ ქვარაიას, პაატა მხეიძის, გოგა გულორდავას, კობა ლურსმანაშვილის, ზაქარია ქუცნაშვილის, რატი იონათამიშვილის, გიორგი მოსიძის, გიორგი კოპაძის, დიმიტრი მხეიძის და ცოტნე ზურაბიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „სოციალური მეწარმეობის შესახებ“, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/236; 01/11/2018) საქართველოს კანონის პროექტები - ერთი თვით; დ) საქართველოს პარლამენტის წევრების სერგი კაპანაძის და გიორგი კანდელაკის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/343; 10/05/2019) საქართველოს კანონის პროექტი - ორი კვირით; ე) საქართველოს პარლამენტის წევრების სერგი კაპანაძის და გიორგი კანდელაკის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (07-3/342; 10/05/2019) საქართველოს კანონის პროექტი - ორი კვირით; ვ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის საქმიანობის ანგარიში (N1-10641/19; 29/05/2019) - ორი კვირით; ზ) მოქალაქე ნუგზარ კობახიძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ჰიდრომშენებელობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-18784/19; 09/10/2019) – 30 დღით.

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
22.11.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
ნომერი
#2-20715/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (310 KB) 📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (358 KB) 📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (368 KB) 📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (300 KB) 📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (299 KB) 📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (303 KB) 📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (229 KB) 📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (301 KB) 📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (297 KB) 📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (223 KB) 📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (226 KB) 📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (200 KB) 📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (205 KB) 📄 წერილი (84 KB) 📄 დანართი (70 KB) 📄 დანართი (70 KB)

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-11-25
ბიუროს ნომერი 307

📜 ტექსტი

წერილი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 2-20715/19 22-11-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 107-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, მოგმართავთ თხოვნით, დადგენილი განხილვის ვადის გაგრძელებას შემდეგ საკანონმდებლო ინიციატივებზე:     სავალდებულო დასკვნის წარმომდგენი კომიტეტის მომართვის საფუძველზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/407; 28.10.2019) განხილვის ვადის 1 თვით გაგრძელებას. სავალდებულო დასკვნის წარმომდგენი კომიტეტის მომართვის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტის წევრების გურამ მაჭარაშვილის, ნინო წილოსანის, პაატა მხეიძის, მერაბ ქვარაიას და ზაზა გაბუნიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტებზე: „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილების შეტანის შესახებ“, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/413; 30.10.2019) განხილვის ვადის 2 კვირით გაგრძელებას. საქართველოს პარლამენტის წევრების: მერაბ ქვარაიას, პაატა მხეიძის, გოგა გულორდავას, კობა ლურსმანაშვილის, ზაქარია ქუცნაშვილის, რატი იონათამიშვილის, გიორგი მოსიძის, გიორგი კოპაძის, დიმიტრი მხეიძის და ცოტნე ზურაბიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტებზე: „სოციალური მეწარმეობის შესახებ“, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№073/236; 01.11.2018) განხილვის ვადის 1 თვით გაგრძელებას, იმის გათვალისწინებით, რომ განსაზღვრულ ვადაში, კომიტეტების მიერ ვერ ხერხდება წარმოდგენილი კანონის პროექტების განხილვა. საქართველოს პარლამენტის წევრების სერგი კაპანაძის და გიორგი კანდელაკის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/343; 10.05.2019) განხილვის ვადის 2 კვირით გაგრძელებას, იმის გათვალისწინებით, რომ თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge განსაზღვრულ ვადაში, კომიტეტების მიერ ვერ ხერხდება წარმოდგენილი კანონის პროექტების განხილვა.  საქართველოს პარლამენტის წევრების სერგი კაპანაძის და გიორგი კანდელაკის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/342; 10.05.2019) განხილვის ვადის 2 კვირით გაგრძელებას, იმის გათვალისწინებით, რომ განსაზღვრულ ვადაში, კომიტეტების მიერ ვერ ხერხდება წარმოდგენილი კანონის პროექტების განხილვა.  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ წარმოდგენილ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის საქმიანობის ანგარიშზე (N1-10641/19; 29.05.2019) განხილვის ვადის 2 კვირით გაგრძელებას, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული საკითხის განხილვა, კომიტეტის სხდომის დღის წესრიგის მიხედვით დაგეგმილი იყო 22 ნოემბერს, თუმცა მომხსენებელმა ვერ შეძლო სხდომაზე დასწრება. ასევე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მოგმართავთ თხოვნით დადგენილი განხილვის ვადა გაგრძელდეს 30 დღით მოქ. ნუგზარ კობახიძის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „ჰიდრომშენებელობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-18784/19; 09.10.2019). დანართი: 2 ფურცელი. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია
დანართი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2-20705/19 22-11-2019 საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ რომან კაკულიას ბატონო რომან, გაცნობებთ, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტზე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/407; 28.10.2019) საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით სავალდებულო კომიტეტად განსაზღვრულია - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, სავალდებულო კომიტეტისთის კანონპროექტის განხილვის ვადად გათვალისწინებულია 08.11.2019 – 25.11.2019. აღნიშნულ კანონპროექტზე კონსულტაციების გასამართად და პოზიციების შესაჯერებლად, მოგმართავთ თხოვნით, კანონპროექტის განხილვის ვადა გაგრძელდეს 1 თვით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი 2-20689/19 22-11-2019 საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ რომან კაკულიას ბატონო რომან, საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2019 წლის 4 ნოემბრის №303/3 გადაწყვეტილებით, კომიტეტს (სავალდებულო კომიტეტი) განსახილველად გადმოეცა საქართველოს პარლამენტის წევრების გურამ მაჭარაშვილის, ნინო წილოსანის, პაატა მხეიძის, მერაბ ქვარაიას და ზაზა გაბუნიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილების შეტანის შესახებ“, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/413; 30.10.2019). ამავე გადაწყვეტილებით განხილვის ბოლო ვადად განისაზღვრა 2019 წლის 25 ნოემბერი. აღნიშნულ კანონპროექტებზე კონსულტაციების გამართვისა და პოზიციების შესაჯერებლად, მოგმართავთ თხოვნით, კანონპროექტების განხილვის ვადა გაგრძელდეს ორი კვირით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გენადი მარგველაშვილი თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge