„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” ცვლილებების შეტანის შესახებ“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
27.11.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#07-3/419/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” ცვლილებების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-12-02
ბიუროს ნომერი 312

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ორგანულ კანონში ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსში” ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი” (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190020.04.001.016032) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები: 1. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,არჩევნები/რეფერენდუმი/პლებისციტი შეიძლება ჩატარდეს კვირის ნებისმიერ დღეს. საერთო არჩევნების/რეფერენდუმის/პლებისციტის დღე უქმე დღეა. შუალედური არჩევნების/მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს რიგგარეშე არჩევნების/მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს რიგგარეშე არჩევნების დღე უქმე დღეა მხოლოდ შესაბამისი საარჩევნო ოლქის/საარჩევნო ოლქების სამოქმედო ტერიტორიაზე.“. 2. მე-8 მუხლის მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,20. საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის ან არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს, ხოლო თუ იგი არ ეთანხმება ოქმში შეტანილ მონაცემებს, უფლებამოსილია ეს მიუთითოს კენჭისყრის ან არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის სათანადო გრაფაში და განსხვავებული აზრი წერილობით დაურთოს ოქმს. განსხვავებული აზრის გამოთქმის შემთხვევაშიც საოლქო/საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს კომისიის წევრის ხელმოწერისათვის განკუთვნილ სათანადო გრაფაში. “. 3. მე-9 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებსა და ხელმძღვანელ პირებს, არჩევნების დღემდე 30-ე დღიდან ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმების შედგენამდე ეძლევათ შრომის ანაზღაურება არჩევნების ჩასატარებლად გამოყოფილი ფულადი სახსრებიდან.“; ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: ,,5. საარჩევნო პერიოდში ამავე პერიოდისათვის დაქირავებული, ცესკოსა და უსკოს აპარატების, სწავლების ცენტრის თანამშრომლების, საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე და ტექნიკური პერსონალის, საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა და საარჩევნო სუბიექტთა წარმომადგენლების ანაზღაურება არ 1 ექვემდებარება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საპენსიო შენატანების გადახდას.". 4. მე-14 მუხლის პირველი პუნქტის: ა) ,,ღ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ღ1“ და ღ2“ პუნქტები: ,,ღ1) უფლებამოსილია დადგენილებით განსაზღვროს არჩევნებში საარჩევნო სუბიექტების, დამკვირვებელი ორგანიზაციების და მათ მიერ დანიშნული დამკვირვებლების, მედიის და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენელთა მიერ ელექტრონული საშუალებებით განაცხადების წარდგენის, საარჩევნო რეგისტრაციის/აკრედიტაციის ჩატარების წესი და პირობები; ,,ღ2) უფლებამოსილია დადგენილებით განსაზღვროს არჩევნებში შესაბამისი პოლიტიკური პარტიების/საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მიერ ელექტრონული საშუალებებით კომისიის წევრთა და წარმომადგენელთა დანიშვნის შესახებ განცხადებების წარდგენისა და რეგისტრაციის წესი და პირობები.“; ბ) ,,ყ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ყ1) განკარგულებით ადგენს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის თანამშრომლების მიერ პირად საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებისა და საწვავით უზრუნველყოფის წესს;“. 5. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის: ა) ,,თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,თ) სათანადო მოწმობას აძლევს არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრს, ქალაქ თბილისის მერს და ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრს, საქართველოს პარლამენტის წევრისა და ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კი – მათ ადგილმონაცვლეებს;“; ბ) ,,კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,კ) განკარგულებით იწვევს სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიების პირველ სხდომებს და განსაზღვრავს სხდომების დღის წესრიგს;“; გ) ,,მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ნ“ ქვეპუნქტი: ,,ნ) ახორციელებს საქართველოს უფლებამოსილებებს;“. საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა 6. მე-19 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,9. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს საარჩევნო პერიოდში უფლება აქვს, შრომითი ხელშეკრულებებით დაიქირაოს საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე და ტექნიკური პერსონალი (გარდა ბუღალტრისა) ცესკოს განკარგულებით დადგენილი რაოდენობის ფარგლებში. საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე და ტექნიკური პერსონალის წევრები არ 2 არიან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურეები და მათზე არ ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამსახურებრივი შეუთავსებლობის მოთხოვნები.“. 7. მე-20 მუხლის მე-17 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ა1“ ქვეპუნქტი: ,,ა1) პირი, რომელსაც საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად წარდგენის დღისათვის არ შესრულებია 21 წელი;“. 8. 22-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ზ) სათანადო მოწმობას აძლევს არჩეულ საკრებულოს წევრს (გარდა ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრისა), მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კი – მის ადგილმონაცვლეს, აგრეთვე მერს (გარდა ქალაქ თბილისის მერისა);“; ბ) პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,თ1“ ქვეპუნქტი: ,,თ1) განკარგულებით იწვევს საუბნო საარჩევნო კომისიების პირველ სხდომებს და განსაზღვრავს პირველი სხდომების დღის წესრიგს;“. 9. 23-მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,7. სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნებს ქმნის ცესკო არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემების საფუძველზე, არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3000 ამომრჩევლისთვის. ამ საარჩევნო უბნების შედეგებს ცალკე ოქმით აჯამებს ცესკო. 8. საოლქო საარჩევნო კომისია საარჩევნო უბნების შექმნიდან არაუგვიანეს 5 დღისა, ხოლო ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – 2 დღის ვადაში, ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს საარჩევნო უბნების ნომრებს, საუბნო საარჩევნო კომისიების მისამართებს, საკონტაქტო ტელეფონის ნომრებსა და სხვა რეკვიზიტებს.“. 10. 25-ე მუხლის: ა) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი: ,,61. თუ კომისიის წევრის დანიშვნის უფლების მქონე პარტია, ამ კანონით დადგენილ ვადაში, არ გამოიყენებს ამ უფლებას, ის კარგავს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის უფლებას იმავე არჩევნების საარჩევნო პერიოდში.“; ბ) მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,9. უფლებამოსილი პარტიის გადაწყვეტილება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის გამოწვევისა და მისი ადგილმონაცვლის დანიშვნის შესახებ წარედგინება შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიასა და ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას, ხოლო სხვა სახელმწიფოში შექმნილი კომისიისათვის – ცესკოს. 3 10. თუ კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემდეგ მისი ადგილმონაცვლის დანიშვნის უფლების მქონე პარტიამ არ გამოიყენა ეს უფლება, აგრეთვე თუ უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა საოლქო საარჩევნო კომისიის ან ცესკოს მიერ არჩეულ კომისიის წევრს და ამის გამო კომისიის შემადგენლობაში დადგენილ რაოდენობაზე ნაკლები წევრი აღმოჩნდა, მისი შემადგენლობის შესავსებად კომისიის წევრის არჩევის უფლება ახალი კანდიდატების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 5 დღეში აქვს შესაბამისად საოლქო საარჩევნო კომისიას ან ცესკოს. ასეთ შემთხვევაში, პარტია კარგავს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის ხელახლა დანიშვნის უფლებას იმავე არჩევნების საარჩევნო პერიოდში.“; გ) 21-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,21. ახალშექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომა იმართება საერთო არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა. გამონაკლის შემთხვევაში და სხვა სახელმწიფოში შექმნილ საარჩევნო უბანში საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომა იმართება კომისიის შექმნიდან არაუგვიანეს მე-3 დღისა. საუბნო საარჩევნო კომისიის პირველ სხდომას იწვევს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. გამონაკლისია სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისია, რომლის პირველ სხდომასაც იწვევს ცესკოს თავმჯდომარე. საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომა იმართება საოლქო საარჩევნო კომისიის/ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით განსაზღვრული დღის წესრიგით და იხურება მისი ამოწურვისთანავე.“. 11. 31-ე მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,11. საუბნო საარჩევნო კომისიას არაუგვიანეს მისი პირველი შეკრების დღისა გადაეცემა ცესკოს მიერ დამოწმებული ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-2 დღისა – დაზუსტებული სიების საბოლოო, საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსიები, ხოლო კენჭისყრამდე არაუგვიანეს 12 საათისა - საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილი დაზუსტებული სიების საბოლოო ვერსიები. ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (ფოტოსურათების გარეშე) დაუყოვნებლივ უნდა გამოიკრას საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში თვალსაჩინო ადგილას.“. 12. 32-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტის ,,გ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,გ1) ამომრჩევლები, რომლებიც კენჭისყრის დღეს ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფებიან. ამ პირთა სიას ადგენს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი და კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-6 დღისა გადასცემს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას;“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ პირთა, აგრეთვე საკუთარი მონაცემების საფუძველზე საოლქო საარჩევნო კომისია კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-3 დღისა ადგენს და განკარგულებით ამტკიცებს სპეციალურ სიებს და ამავე კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერებით დაუყოვნებლივ გადასცემს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას სპეციალური სიების საჯარო ინფორმაციისათვის მიკუთვნებულ ვერსიებს, ხოლო კენჭისყრამდე არაუგვიანეს 12 საათისა - საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილ ვერსიებს .“. 4 13. 39-ე მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,კ“ ქვეპუნქტი: ,,კ) პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლისა.“. 14. 42-ე მუხლის: ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,4. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ განცხადებას ხელს უნდა აწერდეს პარტიის ხელმძღვანელი პირი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი ზემდგომ საარჩევნო კომისიაში. აღნიშნულ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის გვარი, სახელი, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი (თუ აქვს). განცხადებას უნდა ერთოდეს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი.“; ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,6. საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს დანიშნოს/გამოიწვიოს/შეცვალოს თავისი წარმომადგენელი, გარდა კენჭისყრის დღის წინა დღისა და კენჭისყრის დღისა. საარჩევნო სუბიექტმა ამის თაობაზე უნდა აცნობოს შესაბამის საარჩევნო კომისიას.“. 15. 43-ე მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. დაფინანსების მქონე საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 15 დღის ვადაში წარუდგინოს ცესკოს წერილობითი ინფორმაცია წარმომადგენლების დაფინანსებისათვის გამოყოფილი თანხების ათვისების შესახებ. თუ დაფინანსების მქონე საარჩევნო სუბიექტი არ დანიშნავს წარმომადგენელს საარჩევნო კომისიაში ან/და არ მოხდება თანხის სრულად ათვისება, პარტია ვალდებულია ამავე ვადაში უზრუნველყოს შესაბამისი თანხის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება.“; ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: ,,31. დაფინანასების მქონე საარჩევნო სუბიექტებზე, რომლებიც არ მონაწილეობენ არჩევნების მეორე ტურში, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები ვრცელდება შესაბამისი არჩევნების პირველი ტურის შედეგების შეჯამებიდან.“. 16. 47-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებიდან კენჭისყრის დღის ჩათვლით აკრძალულია: ა) საარჩევნო სუბიექტების, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატებისა და მათი წარმომადგენლების მიერ პირადად ან ვინმეს მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა (მიუხედავად მათი ღირებულებისა), შეღავათიან ფასად საქონლის მიყიდვა, უფასოდ ნებისმიერი საქონლის (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული სააგიტაციო მასალისა) მიწოდება ან გავრცელება, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეების დაინტერესება ფულადი 5 სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის დაპირებით (მიუხედავად მათი ღირებულებისა); ბ) ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ პირადი ფულადი სახსრებით ან/და საარჩევნო სუბიექტის სახსრებით ისეთი სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა (გარდა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მოპოვებული სამუშაოს შესრულებისა ან მომსახურების გაწევისა), რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განეკუთვნება საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა კომპეტენციას.“; 17. 71-ე მუხლის: ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,6. განსხვავებული აზრის გამოთქმის შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს კომისიის წევრის ხელმოწერისათვის განკუთვნილ სათანადო გრაფაში.“; ბ) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,14. საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლი საოლქო საარჩევნო კომისიის მეშვეობით გაუგზავნოს ცესკოს.“ 18. 75-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,5. თუ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი არ ეთანხმება შემაჯამებელ ოქმში შეტანილ მონაცემებს, მას უფლება აქვს, ოქმში აღნიშნოს, რას არ ეთანხმება, და ოქმს წერილობით დაურთოს განსხვავებული აზრი. განსხვავებული აზრის გამოთქმის შემთხვევაშიც საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს კომისიის წევრის ხელმოწერისათვის განკუთვნილ სათანადო გრაფაში.“. 19. 76-ე მუხლის: ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,4. ცესკო საარჩევნო უბნებიდან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების შემოსვლის პარალელურად უზრუნველყოფს ამ ოქმების მონაცემთა ცესკოს ვებგვერდზე განთავსებას. საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეებს ეკრძალებათ არჩევნების წინასწარი შედეგების შესახებ განცხადების გაკეთება, თუ ეს შედეგები სათანადო წესით არ არის გამოქვეყნებული ცესკოს ვებგვერდზე.“; ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,7. არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებისთანავე ცესკო თავის ვებგვერდზე აქვეყნებს არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმს და გადასცემს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“, რომელიც მას 2 დღის ვადაში აქვეყნებს.“. 20. 113-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,გ) წარმომადგენლის გვარი, სახელი, მისამართი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით), ტელეფონის ნომერი;“. 6 21. 114-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,გ) წარმომადგენლის გვარი, სახელი, მისამართი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით), ტელეფონის ნომერი;“. 22. 117-ე მუხლის მე-5 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ზ) მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა არ გაიარა ნარკოლოგიური შემოწმება.“. 23. 130-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. საქართველოს პარლამენტის მიერ პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობის შემდეგ პარტიულ სიებში დარჩენილ პირებს შეუჩერდებათ საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის სტატუსი. პარტიული სიით არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისთანავე საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის სტატუსი აღუდგება იმ პირს, რომელიც ამ მუხლის შესაბამისად მისი ადგილმონაცვლეა.“. 24. 142-ე მუხლის: ა) მე-5 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,გ) წარმომადგენლის გვარი, სახელი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით), ტელეფონის ნომერი;“. ბ) მე-12 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,გ) წარმომადგენლის გვარი, სახელი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით), ტელეფონის ნომერი;“. 25. 143-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პარტიულ სიებს მხოლოდ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს წარუდგენენ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიები და საარჩევნო ბლოკები რეგისტრაციის შემდეგ, კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 30 დღისა.“. 26. 144-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი კანდიდატის წარსადგენად არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიამ/საარჩევნო ბლოკმა კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა, ხოლო ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა − ამ კანონის 141-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს მხოლოდ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,4. განცხადება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ წარედგინება მხოლოდ შესაბამის 7 საოლქო საარჩევნო კომისიას. იგი დამოწმებული უნდა იყოს პარტიის ან საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული ყველა პარტიის უფლებამოსილი პირების ხელმოწერებით.“. 27. 1692 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,5. პარტია, რომლის რეგისტრაციაც, ამ მუხლის 41 პუნქტის შესაბამისად, პარტიის მხარდამჭერთა სიის წარდგენას საჭიროებს, აგრეთვე ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი ვალდებულია არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-40 დღისა, შესაბამისად, ცესკოს ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას წარუდგინოს მერის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატის მხარდამჭერი ამომრჩევლების სია.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 8
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი ,,საქართველოს ორგანულ კანონში ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი” ცვლილებების შეტანის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: ორგანულ კანონში ცვლილებების პროექტის მომზადება განპირობებულია საარჩევნო კოდექსის ნორმების დახვეწის, მასში არსებული ხარვეზების აღმოფხვრისა და ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის გამარტივების მიზნით. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: საქართველოს კონსტიტუციასა და საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი აღარ აირჩევა პირდაპირი გზით, კანონი არ განსაზღვრავს კვირის კონკრეტულ დღეს, როდესაც უნდა გაიმართოს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები, რაც საჭიროებს გარკვეული სახის ტექნიკურ ცვლილებას საარჩევნო კოდექსის შესაბამის მუხლში; საარჩევნო პროცესების მიმდინარეობისას, გამოიკვეთა, რომ ზოგიერთი საოლქო/საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის მიერ კენჭისყრის შედეგების შეჯამებასთან დაკავშირებით განსხვავებული აზრის გამოთქმისას, უარს ამბობდა შესაბამისი შედეგების შემაჯამებელი ოქმის ხელმოწერაზე, რაც ხელს უშლის კანონის მოთხოვნის აღსრულებას და საჭიროებს საკანონმდებლო რეგულირებას; ამასთანავე, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იქნა ყველა დასაქმებულის მიერ საპენსიო შენატანების გადახდის ვალდებულება. ვინაიდან საარჩევნო პერიოდში საარჩევნო ადმინისტრაციაში - ცესკოსა და უსკოს აპარატში /სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრში ზოგიერთი თანამშრომლის მიერ, ასევე საარჩევნო სუბიექტთა წარმომადგენლების მიერ ანაზღაურებადი საქმიანობის განხორციელება ხდება დროების მცირე მონაკვეთში, სასურველია, აღნიშნულ პირებს არ დაევალოთ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საპენსიო შენატანების გადახდა; საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომების ორგანიზებულად ჩატარებისათვის, აუცილებელია საკანომდებლო რეგულირების განსაზღვრა, რომელიც ხელს შეუწყობს საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომების ხარვეზების გარეშე გამართვას; პარტიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნაზე უარის შემთხვევაში, მიზანშეწონილია კანონით განისაზღვროს, რომ პარტია დაკარგავს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის უფლებას იმავე არჩევნების მეორე ტურის ან ხელახალი კენჭისყრის დროს; საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის დანიშვნის მიზნით საარჩევნო კომისიაში განცხადების წარდგენისას, განცხადებას თან უნდა დაერთოს წარმომადგენლად დანიშნული პირის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი, რაც ისედაც იძლევა ამ პირის დაბადების წლის იდენტიფიცირების შესაძლებლობას. ამდენად, მიზანშეწონილია მოხდეს ამ რეკვიზიტის განცხადებაში მითითების ვალდებულების გაუქმება, ისევე, როგორც განცხადებაში წარმომადგენლის უფლებამოსილების ფარგლების მითითება; ასევე, სასურველია კოდექსში გაკეთდეს ჩანაწერი, წარმომადგენლების დანიშვნის ბოლო ვადის შესახებ; საარჩევნო კოდექსის წარმომადგენელთა მოქმედი რედაქციის დაფინანსებისათვის შესაბამისად, გამოყოფილი საარჩევნო თანხების სუბიექტებს ათვისების შესახებ ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება აქვთ იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება წარმომადგენლის დანიშვნა/თანხის სრულად ათვისება. მიზანშეწონილია, აღნიშნული საარჩევნო სუბიექტების მიერ ნებისმიერ შემთხვევაში მოხდეს წარმომადგენელთა დაფინანსების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა, მათ შორის, იმ შემთხვევაშიც, თუ თანხა სრულად იქნა ათვისებული; საარჩევნო კოდექსში სასურველია გაკეთდეს მკაფიო ჩანაწერი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებისას პარტიული სიების/კანდიდატების საბუთების წარდგენა მოხდეს მხოლოდ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში, რადგან ხშირია აღნიშნული დოკუმენტაციის ცესკოში წარდგენის შემთხვევები; ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: ორგანული კანონის პროექტის მიღების შედეგად, მოხდება საარჩევნო კოდექსის ნორმების დახვეწა, მასში არსებული ხარვეზების გამოსწორება და ზოგიერთი პროცედურის გამარტივება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: 1. კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციასა და საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის არჩევა აღარ მოხდება პირდაპირი წესით, შესაბამისად, აღარ არსებობს ჩანაწერი ამ არჩევნების კვირა დღეს გამართვის შესახებ, რაც ასევე აისახება კანონპროექტში. 2. განსხვავებული აზრის გამოთქმის შემთხვევაშიც საოლქო/საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ვალდებული იქნება ხელი მოაწეროს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმზე, კომისიის წევრის ხელმოწერისათვის განკუთვნილ სათანადო გრაფაში. 3. საარჩევნო პერიოდში ამავე პერიოდისათვის დაქირავებული, ცესკოსა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიების აპარატების, სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის თანამშრომლების, საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე და ტექნიკური პერსონალის, საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა და საარჩევნო სუბიექტთა წარმომადგენლების ანაზღაურება არ დაექვემდებარება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საპენსიო შენატანების გადახდას. 4. ცესკოს უფლებამოსილებებში გაიწერება ელექტრონული საშუალებებით საარჩევნო სუბიექტების, დამკვირვებელი ორგანიზაციების/დამკვირვებლების, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების რეგისტრაციის/აკრედიტაციის, შესაბამისი პოლიტიკური მედიის და წარმომადგენელთა პარტიების/საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მიერ ელექტრონული საშუალებებით კომისიის წევრთა და წარმომადგენელთა დანიშვნის შესახებ განცხადებების წარდგენის წესი და პირობები. 5. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის თანამშრომლების მიერ პირად საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებისა და საწვავით უზრუნველყოფის წესი აღარ იქნება განკუთვნილი მხოლოდ საარჩევნო/სარეფერენდუმო პერიოდისათვის. 6. სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიების მოწვეული პირველი სხდომების დღის წესრიგს განსაზღვრავს ცესკოს თავმჯდომარე, ხოლო ქვეყნის ფარგლებში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომების დღის წესრიგს - შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. 7. სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბანი შეიქმნება არანაკლებ 50 ამომრჩევლისათვის, ნაცვლად არანაკლებ 20 ამომრჩევლისა. 8. მკაფიოდ განისაზღვრება საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ დამხმარე და ტექნიკური პერსონალის (გარდა ბუღალტრისა) დაქირავების ვადა - არჩევნების დანიშვნის შემდეგ მის დასრულებამდე პერიოდის ნაცვლად განისაზღვრება საარჩევნო პერიოდით. 9. თუ კომისიის წევრის დანიშვნის უფლების მქონე პარტია არ გამოიყენებს ამ უფლებას, ასევე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემდეგ მისი ადგილმონაცვლის დანიშვნის უფლების მქონე პარტია არ გამოიყენებს ამ უფლებას, ასეთ შემთხვევაში, პარტია დაკარგავს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის ხელახლა დანიშვნის უფლებას იმავე არჩევნების საარჩევნო პერიოდში. 10. საუბნო საარჩევნო კომისიებს ამომრჩეველთა სიების საარჩევნო კომისიისათვის განკუთვნილი, დაზუსტებული ვერსიები გადაეცემათ კენჭისყრამდე არაუგვიანეს 12 საათისა. 11. იმ ამომრჩეველთა სიის გადაცემა შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიისათვის, რომლებიც კენჭისყრის განხორციელდება დღეს კენჭისყრის ადმინისტრაციულ დღემდე პატიმრობაში არაუგვიანეს მე-6 იმყოფებიან, დღისა, ნაცვლად კენჭისყრამდე 4 დღისა. 12. აიკრძალება პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლების იმავდროულად ადგილობრივ დამკვირვებლებად დანიშვნა. 13. საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად დანიშვნის შესახებ კონკრეტული პირის წარდგენისას, განცხადებაში აღარ იქნება სავალდებულო წარმომადგენლის დაბადების წლის მითითება. ასევე განისაზღვრება, რომ საარჩევნო სუბიექტს წარმომადგენლის დანიშვნის უფლება აქვს ნებისმიერ დროს, გარდა კენჭისყრის დღის წინა დღისა და კენჭისყრის დღისა 14. დაფინანსების მქონე საარჩევნო სუბიექტს ნებისმიერ შემთხვევაში ექნება წარმომადგენლების დაფინანსებისათვის გამოყოფილი თანხების ათვისების შესახებ ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება, ნაცვლად მხოლოდ იმ შემთხვევისა, თუ პოლიტიკური პარტია არ დანიშნავდა წარმომადგენელს საარჩევნო კომისიაში ან/და არ მოხდებოდა თანხის სრულად ათვისება, ხოლო დაფინანსების მქონე იმ სუბიექტებზე კი, რომელნიც აღარ მონაწილეობენ შესაბამისი არჩევნების მეორე ტურში, ხსენებული მოთხოვნები გავრცელდება შესაბამისი არჩევნების პირველი ტურის შედეგების შეჯამებიდან. 15. ამომრჩევლის მოსყიდვის ნაწილში, შესაბამისი რეგულაციები გავრცელდება არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებიდან კენჭისყრის დღის ჩათვლით, ნაცვლად არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე დროის შუალედისა. 16. არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებისთანავე, ნაცვლად შესაბამისი ცნობის გამოქვეყნებისა, ცესკო თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნებს არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმს. 17. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის რეგისტრაციის შესახებ განცხადებაში აღარ იქნება სავალდებულო წარმომადგენლის უფლებამოსილების ფარგლების მითითება. 18. გაკეთდება მკაფიო ჩანაწერი იმის შესახებ, რომ თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებისას, პარტიული სიებისა და კანდიდატების საბუთების წარდგენა უნდა მოხდეს მხოლოდ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისათვის. 19. აღმოიფხვრება ტექნიკური ხარვეზები და ნორმათა კოლიზია კანონმდებლობაში, დაიხვეწება და დაზუსტდება არსებული პროცედურები. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალია მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონის ძალაში შესვლა უკავშირდება მის გამოქვეყნებას, ვინაიდან, მნიშვნელოვანია კანონპროექტში ასახული ცვლილებების დროული იმპლემენტაცია და განხორციელება. კანონს არ ენიჭება უკუძალა. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელ ხარჯებს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ცვლილებას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება (ცვლილება დაგროვებით პენსიასთან დაკავშირებით) საარჩევნო წლის შესაბამის საბიუჯეტო წელს დადებით გავლენას მოახდენს როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის ისე ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან, მათ აღარ მოუწევთ დასაქმებულთათვის განკუთვნილი თვიური ხელფასის პროპორციული პროცენტის შეტანა ამავე დასაქმებულის საპენსიო ფონდში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ვალდებულებების აღებას. ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება (ცვლილება დაგროვებით პენსიასთან დაკავშირებით) გამოიწვევს გარკვეულ ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. კერძოდ, კანონპროექტში მითითებული პირების ანაზღაურება, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, არ დაექვემდებარება ამ კანონით გათვალისწინებული საპენსიო შენატანების გადახდას. აღნიშნული ცვლილებით ამ პირთა ხელფასიდან აღარ მოხდება ხელფასის თვიური ოდენობის 2%-ის მიმართვა საპენსიო ფონდში და ასევე, დამსაქმებელი აღარ გადარიცხავს დასაქმებულის საპენსიო ფონდში დამატებით 2%-ს. შესაბამისად, არც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოხდება აღნიშნული დასაქმებული პირების საპენსიო ფონდში შესაბამისი 1 ან 2 პროცენტის მიმართვა. აღნიშნული ცვლილება დასაქმებულზე გავლენას მოახდენს იმ კუთხით, რომ მის საპენსიო ფონდში აღარ მიემართება მოცემული დროებითი შემოსავლის (ხელფასის) პროპორციული დანაზოგი, თუმცა, აღნიშნული ცვლილებით ამ პირების მიმდინარე ფინანსური მდგომარეობა არ გაუარესდება, რადგან ისინი ხელფასის სახით მიიღებენ მათ შორის იმ 2%-ს, რაც უნდა გადარიცხულიყო საპენსიო ფონდში. პირთა წრის განსაზღვრის თვალსაზრისით, ვისზეც გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება, საინტერესოა ბოლო არჩევნების დროს არსებული მდგომარეობა, რომლის თანახმადაც, მთელი საქართველოს მასშტაბით კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების რაოდენობა იყო 71 687 ფიზიკური პირი, ხოლო მათთვის გაცემულმა სახელფასო ანაზღაურებამ ჯამში შეადგინა 7 238 050 ლარი (საშუალო ხელფასი ერთ ფიზიკურ პირზე - 101.55 ლარი), რაც შეეხება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს, მათი რაოდენობა იყო 44 400 ფიზიკური პირი და მათთვის გაცემული სახელფასო ანაზღაურება ჯამში 12 000 000 ლარი (საშუალო ხელფასი ერთ ფიზიკურ პირზე - 270.27 ლარი). გასათვალისწინებელია, რომ კანონპროექტით განსაზღვრული პირები წარმოადგენენ დროებითი შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს და მათი სახელფასო პერიოდი უმრავლეს შემთხვევაში მოიცავს 1 თვეზე ნაკლებ პერიოდს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) შემოღებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. მიერ საერთაშორისო გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ვ) კანონპროექტის ინიციატორი: იურიდიულ საკითხთა კომიტეტი