„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” ცვლილებების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-12-02
ბიუროს ნომერი 312
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს კანონში ,,დაგროვებითი პენსიის შესახებ”
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს კანონის ,,დაგროვებითი პენსიის შესახებ” (საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
06.08.2018,
სარეგისტრაციო
კოდი:
280060000.05.001.019066) 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
,,5. საარჩევნო პერიოდში ამავე პერიოდისათვის დაქირავებული, საქართველოს
ცენტრალური
საარჩევნო
კომისიისა
და
აფხაზეთისა
და
აჭარის
ავტონომიური
რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიების აპარატების, საჯარო სამართლის
იურიდიული პირის - საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების
ცენტრის თანამშრომლების, საოლქო საარჩევნო კომისიების დამხმარე და ტექნიკური
პერსონალის, საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი და საუბნო საარჩევნო კომისიების
წევრთა და საარჩევნო სუბიექტთა წარმომადგენლების ანაზღაურება არ ექვემდებარება ამ
კანონით გათვალისწინებული საპენსიო შენატანების გადახდას.".
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონში ,,დაგროვებითი პენსიის შესახებ”
ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონში ცვლილების პროექტის მომზადება განპირობებულია ერთჯერადად, ხანმოკლე
ვადით დასაქმებული პირებისათვის საპენსიო შენატანის გაკეთების ადმინისტრირების
პროცედურების სირთულით.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტით განსაზღვრული, ერთჯერადად და ხანმოკლე ვადით დასაქმებული პირების
საპენსიო შენატანის გაკეთების პროცედურების ადმინისტრირებისა და ამ პირთა შესახებ
სრულყოფილი ინფორმაციის მოძიების სირთულე.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონის პროექტის მიღების შედეგად, საარჩევნო პერიოდში ამავე პერიოდისათვის
დაქირავებულ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და აფხაზეთისა და აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიების აპარატების, საჯარო
სამართლის იურიდიული პირის - საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და
სწავლების ცენტრის თანამშრომლების, საოლქო საარჩევნო კომისიების დამხმარე და
ტექნიკური პერსონალის, საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი და საუბნო საარჩევნო
კომისიების წევრთა და საარჩევნო სუბიექტთა წარმომადგენლების ანაზღაურება აღარ
დაექვემდებარება
,,დაგროვებითი
პენსიის
შესახებ”
საქართველოს
კანონით
გათვალისწინებული საპენსიო შენატანების გადახდას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიხედვით, საარჩევნო პერიოდში ამავე პერიოდისათვის დაქირავებულ,
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიების აპარატების, საჯარო სამართლის
იურიდიული პირის - საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების
ცენტრის თანამშრომლების, საოლქო საარჩევნო კომისიების დამხმარე და ტექნიკური
პერსონალის, საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი და საუბნო საარჩევნო კომისიების
წევრთა და საარჩევნო სუბიექტთა წარმომადგენლების ანაზღაურება აღარ დაექვემდებარება
,,დაგროვებითი პენსიის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საპენსიო
შენატანების გადახდას.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტში ასახული ცვლილებების დროული იმპლემენტაცია და განხორციელება.
კანონს არ ენიჭება უკუძალა.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელ ხარჯებს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილის შეცვლას.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება საარჩევნო წლის შესაბამის საბიუჯეტო წელს დადებით გავლენას
მოახდენს როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის ისე ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის
გამოყოფილი
ბიუჯეტის
ხარჯვით
ნაწილზე,
ვინაიდან,
მათ
აღარ
მოუწევთ
დასაქმებულთათვის განკუთვნილი თვიური ხელფასის პროპორციული პროცენტის შეტანა
ამავე დასაქმებულის საპენსიო ფონდში.
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
კანონპროექტის
გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის
მიღება
არ
ითვალისწინებს სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება გამოიწვევს გარკვეულ ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. კერძოდ, კანონპროექტში მითითებული პირების
ანაზღაურება, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, არ დაექვემდებარება ამ კანონით
გათვალისწინებული საპენსიო შენატანების გადახდას. აღნიშნული ცვლილებით ამ პირთა
ხელფასიდან აღარ მოხდება ხელფასის თვიური ოდენობის 2%-ის მიმართვა საპენსიო ფონდში
და ასევე, დამსაქმებელი აღარ გადარიცხავს დასაქმებულის საპენსიო ფონდში დამატებით 2%ს. შესაბამისად, არც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოხდება აღნიშნული დასაქმებული პირების
საპენსიო ფონდში შესაბამისი 1 ან 2 პროცენტის მიმართვა. აღნიშნული ცვლილება
დასაქმებულზე გავლენას მოახდენს იმ კუთხით, რომ მის საპენსიო ფონდში აღარ მიემართება
მოცემული დროებითი შემოსავლის (ხელფასის) პროპორციული დანაზოგი, თუმცა,
აღნიშნული ცვლილებით ამ პირების მიმდინარე ფინანსური მდგომარეობა არ გაუარესდება,
რადგან ისინი ხელფასის სახით მიიღებენ მათ შორის იმ 2%-ს, რაც უნდა გადარიცხულიყო
საპენსიო ფონდში.
პირთა წრის განსაზღვრის თვალსაზრისით, ვისზეც გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება,
საინტერესოა ბოლო არჩევნების დროს არსებული მდგომარეობა, რომლის თანახმადაც,
მთელი
საქართველოს
მასშტაბით
კვალიფიციური
საარჩევნო
სუბიექტების
წარმომადგენლების რაოდენობა იყო 71 687 ფიზიკური პირი, ხოლო მათთვის გაცემულმა
სახელფასო ანაზღაურებამ ჯამში შეადგინა 7 238 050 ლარი (საშუალო ხელფასი ერთ ფიზიკურ
პირზე - 101.55 ლარი), რაც შეეხება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს, მათი რაოდენობა იყო
44 400 ფიზიკური პირი და მათთვის გაცემული სახელფასო ანაზღაურება ჯამში 12 000 000
ლარი (საშუალო ხელფასი ერთ ფიზიკურ პირზე - 270.27 ლარი).
გასათვალისწინებელია, რომ კანონპროექტით განსაზღვრული პირები წარმოადგენენ
დროებითი შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს და მათი სახელფასო პერიოდი
უმრავლეს შემთხვევაში მოიცავს 1 თვეზე ნაკლებ პერიოდს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) შემოღებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის
მიღება
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
მიერ
საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ
ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც
გამომდინარეობს
„ერთი
მხრივ,
საქართველოსა
და,
მეორე
მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი.